შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მილიონ დოლარად *10*


27-05-2020, 15:20
ავტორი Queenofmoon
ნანახია 5 530

ერთი ორჯერ გაიბრძოლა მის მარწუხებში მოქცეულმა მაშარელმა და დამფრთხალი ოდნავ უკან გაიწია,სახლის კარი მოხურა და გაფითრებულმა შეხედა თაბაგირის წაშლილ სახეს.
- რა მოხდა?ჯანდაბა დიმიტრი..ხმა ამოიღე!ისეთი სახე გაქვს თითქოს ომი დაიწყო!
- იქნებ დაიწყო?! სად გაქვს ეს დედამო/ყნული ტელეფონი!!
- ნუ მიყვირი! კოპები შეკრა მაშარელმა და სახე აარიდა.
თაბაგირის ხშირი სუნთქვა ყურებში საყვირივით ჩაესმოდა.მის ვენებში მჩქეფარე სისხლის ხმასაც გაიგონებდა კაცი,ისეთ ეიფორიაში იყო,მთელი სხეულით დაძაბული ერთ ადგილას გაქვავებული იდგა და საყვარელი ქალისგან პასუხს ელოდა,რომელიც თითქოს დროს აჭიანურებდა და პატარა ბავშვივით ლამის ფეხების ბაკუნი დაეწყო მის არმოსაწონ ტონზე.
- მანქანაში მაშკა,სწრაფად!!!
ხელზე ჩაებღაუჭა და უკანმოუხედავად ჩაარბენინა კიბეები,მანქანის გამოღებულ კარში მიუთითა დამჯდარიყო,თავად კი საჭესთან მოთავსდა და მთელი ტანით მაშარელისკენ გადაიხარა.
- კარგი! ტელეფონი დამრჩა სახლში! თუმცა ამის მიუხედავად,არ გაქვს უფლება მომივარდე და ერთი ამბავი დამატეხო თავს..მე შენთან არ ვარ ვალდებული შეგითანხმო სად მივდივარ,როგორ და რატომ..
- ჯანდაბა პატარავ,რა სულელი ხარ?!
ათრთოლებულ ნიკაპზე თითები შემოავლო და ლაპარაკი შეაწყვეტინა,როცა თავი მაღლა ააწევინა და აიძულა,თვალებში ჩაეხედა და წამითაც არ დაეხამხამებინა.-მე არ მითქვამს დღის განრიგი განმიწესე მეთქი! უკვე მერამდენედ გითხარი არ ვიცი,მაგრამ გიმეორებ,რომ კუდში დევნას არ დაგიწყებ თუ ეს შენ არ გენდომება და ამის სერიოზული მიზეზი არ გექნება! მაგრამ აქ რატომ ვარ მეე?! სრული უფლებით,გინდა ეს შენ თუ არა..არ მაინტერესებს ამ წუთას შენი სურვილები.ჩშშ!
სიტყვა არ დააცდენინა,ტუჩებზე ხელი მიადო და არ მისცა უფლება ლაპარაკის.
- მაშკა,აქედან მინდა რომ ძალიან შორს წახვიდე..მოჰკიდე ხელი ვისაც გინდა,რამდენსაც გინდა,ოღონდ გთხოვ,არ შემეწინააღმდეგო,კარგი?!
ხელები სახიდან მოაშორებინა და უკან გაწეული სავარძელს ზურგით მიეყრდნო,გრძელი თმა ყურებზე შემოილაგა და გაოცებისგან ბაგეები ერთმანეთს დააშორა.
- რა ჯანდაბა გჭირს?! სად უნდა წავიდე,რატომ უნდა წავიდე?!
- უბრალოდ ასეა საჭირო,ეს თხოვნა არაა,ეს მოთხოვნაა.
- არა დიმიტრი,არანაირ მოთხოვნას არ შევასრულებ თუ არ მეტყვი რა შარიკი გადაგიტრიალდა მაგ თავში! სხვათაშორის,არც თხოვნას!
- ჩემს ნერვებს ნუ გამოცდი პატარავ,გთხოვ.
- დიმიტრი,ამიხსენი..რა გემართება,ამიხსენი და იქნებ გავიგო?!
- დედას შევეც/ი! როგორც ჩანს დეტალური ინფორმაციის გარეშე არ შეგიძლია უბრალოდ ის გააკეთო,რასაც გეუბნები!!კარგი... კარგიიი.. კბილებში გამოსცრა და თვალები თითქოს ვეებერთელა გაუხდა,ზღვასავით უძირო და ღრმა ოკეანესავით ბნელი.
- დიდ შარში ვარ და შენ საფრთხეში ხარ!! ტორპედოს ხელი დაარტყა და სიგარეტის კოლოფი ამოიღო,საიდანაც ერთი ღერი ობლად მოჩანდა,ისიც კი არ ახსოვდა მთლიანი კოლოფი როდის ან როგორ გამოცალა.მომწამვლელი აირი ნახევრად ღია საქარე მინიდან გაუშვა სწორ ხაზად და ბარბარას გახედა თვალებმოჭუტულმა.
- მე რა შუაში ვარ?
ხელები გაშალა ბარბარამ.
- თავში ხარ!! თავში!! უნდათ,რომ საყვარელი ადამიანები წამართვან..მე კი არ მინდა შენი თავი ვინმემ წამართვას,თორემ წინააღმდეგ შემთვევაში,მთელი ქვეყნის გადაწვა მომიწევს..ყველას გადავბუგავ,გესმის?
ყბის ძვალზე ტუჩები ფრთხილად მიაკრო და შეფაკლულ ყვრიმალზე ცერა თითი გადაუსვა.
- ვის უნდა,რომ საყვარელი ადამიანები წაგართვას?
- ამის ცოდნა აღარ არის აუცილებელი,რაც იცი,ისიც ზედმეტია და მეტიც,საკმარისი! სანამ იმ ნაბიჭ/ვარს ბოლოს არ მოვუღებ,შენ საქართველოში ფეხს არ დაგადგმევინებ!
- არა..ასე უბრალოდ ვერსად ვერ გადავიხვეწები!
- რამე მომესმაა?!
ხშირ წაბრბებს შორის ორმო გაუჩნდა თაბაგირს და შუშასავით ქცეული თვალები გაუსწორა მაშარელის აწყლიანებულ გუგებს.
- დიმიტრი,შოკში ვარ..შოკში გესმის?!
გაუაზრებლად სიცილიც კი წასკდა მაშარელს,სახლს ახედა,საიდანაც დეიდამისი იყურებოდა ცალი თვალით შავი პორშესკენ და სარეცხს ჰფენდა..თვალები მოაშორა აივანზე მდგომ ქალს და კვლავ დიმიტრის მიუბრუნდა.- სიგიჟეა ის,რასაც მეუბნები..ხვდები?! სადაცაა უნივერსიტეტის გამოსაშვები იქნება..დიპლომს ავიღებ..თითები ნერვიულად შეისრიალა თმაში და საუბარი აცახცახებულმა განაგრძო; ჩემს საყვარელ საქმეს მოვკიდებ ხელს,სამსახურს ვიშოვი..მე და ნინას იმდენი გეგმები გვაქვს..იდენი მიზნები და სურვილები..ჯანდაბა!!
თვალებზე ხელები აიფარა და ასე გაჩერდა რამდენიმე წუთს.- ამირიე ცხოვრება შენი გამოჩენის პირველივე დღიდან!! მძულხარ..წამწამების ჯარიდან ცრემლები ნიაღვრად ჩამოედინა ხავერდოვან კანზე,რომელსაც თითებს აშველიებდა და ყოველ წამს იხოკავდა თითოეულ ცრემლს. შეგრძნება ჰქონდა,თითქოს მის მუცელში კოცონი დაენთოთ და ცეცხლის ნაპერწკლები ერთ წერტილში ურტყამდა,კანს წვავდა და ძვალსა და რბილში ატანდა ტკივილს.- არსად გამიშვა გთხოვ..აქ მინდა,ჩემს ახლობლებთან,ჩემს მეგობრებთან,იქ სადაც ჩემი მოგონებებია,ჩემი მეგია..გთხოვ,დიმიტრი..შენ ხომ ასეთი გავლენიანი ხარ,შენ ხომ ამდენი კავშირი გაქვს ყველასთან..არ გამიშვა,გეხვეწები,არ მინდა აქედან წასვლა.
ცრემლებისგან დასველებული სახე თაბაგირის კისერში მოაქცია და წელზე ხელები ისე ძლიერად შემოაჭდო,თითქოს ვინმე ექაჩებოდა უკნიდან.
- პატარავ,შენ ვერ ხვდები რამდენად საშიშია შენი აქ ყოფნა,ჩემი გავლენა კი მათ სირ/ზე ჰკიდიათ,რატომ არ გესმის?რამდენი კაცით შემიძლია დაგიცვა,ათით?ოცით?!ამის დედაც,საკუთარ ბავშვობის მეგობარსაც ვეღარ ვენდობი და ვიღაც //ლეებს ვანდო შენი სიცოცხლე?!გთხოვ,დამიჯერე,აქედან უნდა წახვიდე,დეიდასაც გაგაყოლებ და ნინასაც,ვისაც გინდა,კარგი?!
- არა,არა,არა..არ მინდა!!
- ღმერთო..მაშკა რატომ ჯიუტობ?!გინდა რომ გულმა მხიოს თუ რა დედისტ/ვნაა??!
- არსად არ წავალ.
მამაკაცის მკერდზე თვალებმინაბულმა ამოიჩურჩულა მტკიცედ,ისე რომ თავი არც აუწევია.
როცა სუსხნიანი ქარი ძვალსა და რბილში გვატანს ტკივილს და ადგილზე გვყინავს,თოვლის ფიფქები კი თმის თითო ღერს ეტმასნება და გვამძიმებს,ან თავსხმა წვიმა ხმამაღალი ყიჟინით მოემართება ციდან ჩვენი მიმართულებით და მთელი სხეულით გვიმონებს სისველე,იძულებულნი ვხდებით უკან მოუხედავად გავიქცეთ და ადგილს მივაშუროთ,სადაც თავს შევაფარებთ.ეს ჩვენი ინსტიქტებია,რასაც ჩვენს ცხოვრებაშიც იგივენაირად ვუდგებით,ყოველი ახალი პრობლემის წარმოქმნისას,ადამიანთა უმრავლესობა პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების ნაცვლად,მისგან თავის დაღწევას ცდილობს,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დროებითია და ეს ერთგვარ მათემატიკურ ამოცანას ჰგავს,თუ შუა გზაში რომელიმე კითხვა მიატოვე,პასუხს აუცილებლად ასცდები და მოგიწევს წინ დაბრუნება,რაც უფრო მეტი დროის კარგვაა.
- ეს კაცები ნამდვილი იდიოტები ხართ!
სიგარეტიანი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია წკრიალაშვილმა მის წინ მჯომ დიმიტრის და საფერფლე ორისთვის გაჰყო.- აზრად როგორ მოგივიდა,მართლა ვერ ვხვდები..ერთი პატარა,უტვინო გოგოა,რომლითაც ახლა ბენდელიანი შენს მართვას შეძლებს!
- ელენაა,მორჩი ლაყბობას,მაინტერესებს დამეხმარები თუ არა?!!
- რა თქმა უნდა,დაგეხმარები,მაგას არ ვაკეთებ ისედაც ამდენი ხანია?! მაგრამ თურმე ჯაშუშს ეძებ,რომელიც შენი მეგობრიდან ერთ-ერთია,ასევე გოგოს მალავ,რომელიც გიყვარს და რომლის შესახებაც პრეზინდენტმა იცის..იცი რა?კაცი რომ ვიყო,პრემიერის ადგილას ერთი მაგრად მიგბეგვავდი! მაგარი *ლეობაა ის,რაც შენ გააკეთე!
- ძვირფასო,მაგარი *ლეობა ის უფრო მგონია,როცა ჩვენი ქვეყნის პირველ პირს აძლევ და შენ ეჭვიანობის სცენებს უდგამ ჩემს ძმაკაცს..სანამ სხვისკენ თითს გაიშვერ,ჯერ საკუთარი მოიწმინდე! და ბოლოს და ბოლოს,მორჩები?!!
- სანამ ბრაზი არ გადამივლის არ მოვრჩები!!ჯერ იყო და ნატალია,მერე მია,ახლა კიდევ მესამე ქათამი!
კოპები შეკრა წკრიალაშვილმა და ტუმბოზე მოთავსებული უჯრა გასაღებით გადაატრიალა,ვერცხლისფერი კოლოფი ამოიღო და თაბაგირის მიმართულებით გაასრიალა მაგიდაზე; სულ ახალია,უფრო მძლავრი,ვიდრე ის რაც ადრე გვქონდა.
- მშვენიერია..
კოლოფი პალტოს შიგნითა ჯიბეში მოითავსა და მადლობის ნიშნად ღიმილი აჩუქა ხორცსავსე ქალბატონს.
- დიმიტრი..
გასასვლელისკენ მიმავალი თაბაგირი შეაჩერა ქალმა,რომელიც კედელს მხრით მიეყრდნო და სიგარეტი ძლიერად მოქაჩა.
- დაგერხევა,როცა გაიგებს,რომ ეს შენ გაუჩალიჩე და მეც ამაში გამრიე.
- მაპატიებს,არაუშავს..
ხელის ტალღოვანი მოძრაობით დაემშვიდობა წკრიალაშვილს და ელვის სისწრაფით ჩაირბინა კიბეები.

* * *

სულ ეს არის?!
ცალი წარბი ასწია თაბაგირმა და პატარა ჩემოდანი ხრიალით შეათრია შემოსასვლელში,ტანსაცმლის საკიდზე გასაღები ჩამოკიდა და ოთახის კუთხეში აწურულ მაშარელს მიმართულება მისცა,საით წასულიყო.
- არ მინდა აქ.
- მაშკა,გკითხე რა გინდა?! ისედაც რამხელა დათმობაზე და რისკზე მივდივარ,ხვდები მაინც?!
ღრმად ჩაისუნთქა მამაკაცმა და ხელი მაჯაში წაავლო.
- მოდი,ეს ჩემი საძინებელია.
თვალი მოავლო მინიმალისტურ სტილში მოწყობილ საძინებელს,სადაც მხოლოდ ტანსაცმლის გარდერობი,უზარმაზარი საწოლი და კედლის სარკე იდგა.
კედლები მუქ,ხის ფერებში გადაეწყვიტა,ისევე როგორც საწოლი და სხვა დანარჩენი ავეჯი.
საწოლი იმდენად დიდი და დაბალი სტილის იყო,შეგრძნებას ტოვებდა,თითქოს იატაკზე წვებოდი.
- შენთან ერთად არ დავიძინებ.
თვალები გაუფართოვდა მაშარელს და ღაწვები კვლავინდებურად აუწითლდა.
- მეტი საძინებელი არ გვაქვს,ამიტომ რამდენიმე დღე მოგიწევს ამიტანო.
- რამდენიმე დღე რატომ?!
კოპებშეკრული ჩაეკითხა და მამაკაცს გახედა,როგორ ითავისუფლებდა მსხვილი და ძლიერი მკლავებიდან მაისურს.
- ჩემი ოჯახი მიემგზავრება მაშკა,მანამდე შეგიძლია გაიცნო დედაჩემი,ჩემი და და დის შვილები,თუ გინდა,რა თქმა უნდა.
- დიდი მადლობა!
საწოლზე ჩამოჯდა სახემოქუფრული.
- არჩევანის საშუალება მოგეცი,ამიტომ შეეგუე ცოტახანი იმ ამპლუაში ყოფნას,რომელშიც ხარ! გასაგებია?! მე გავალ,საქმეებს მივხედავ.
- აქ მარტო მტოვებ?!
- მთელ ტერიტორიაზე დაცვა დგას,ასევე კორპუსთან,ჩვენ სახლთან და ჩვენს კარებთანაც. ნუ გეშინია.
- ამას არ ვგულისხმობ. არ მიყვარს უცხო ხალხში ყოფნა.
თავი ჩაღუნა და ცრემლები ჩაუდგა თვალებში.
- მაშკა,გთხოვ..ცოტახანი მოითმინე პატარავ,კარგი?!
თავი სწრაფად დაუქნია,ამღვრეული თვალებით შეხედა მის წინ მუხლებზე მდგომ მამაკაცს და ხელები დათვივით შემოხვია.
- მალე დაბრუნდი.
- კარგი.

* * *

ხელებზე შავი ტყავის ხელთათმანები ჩამოიცვა,თითები აამოძრავა,რათა დარწმუნებულიყო მის ზომასა და მოქნილობაში.ეკრანზე ოთახების განლაგებას გადახედა,მოძებნის ღილაკს თითი დააჭირა და გამაწკვრილებლად აწკაპუნდა მოწყობილობაც,რომელიც ნიშანს აძლევდა,თუ სად მდებარეობდა გადამცემი/მოსასმენი აპარატები.
ლეპტოპი გახსნა,საიდუმლო მიმოწერები ტელეფონიდან ფლეშკაზე გადაიტანა,სადაც სამხარაძის ნომერი ჩააგდო ადრესატის ფანჯარაში,მონაცემების გადამუშავებას დაელოდა,ხოლო როცა დარწმუნდა რომ საქმე შეასრულა,მაშინვე დახურა ლეპტოპი,საწოლის ქვემოთ შეასრიალა და კარზე კაკუნის გაგონებისას,ხელთათმანები სწრაფად გაიხადა,ჩანთაში მოათავსა,რომელიც საკიდებთან მიაგდო და ფეხზე წამოდგა.
- აი,იასონიც მოვიდა მგონი..
- მშვენიერია!
ზედმეტად ფამილიარულად მოთავსდა სავარძელში და მეგობრის გამოჩენას დაელოდა.
- მომენატრე..
კისერზე ჩამოეკიდა ხუჭუჭა სამსახურიდან ახალ დაბრუნებულს და წელზე ხელები შემოხვია.ტუჩებზე ხმაურიანად აკოცა და მისაღებისკენ თვალებით ანიშნა,რომ სტუმარი ელოდა.
- ტატო?! აქ რას აკეთებ?
- გაუმარჯოს,მადლობა მეც კარგად..
წარბები აათამაშა ჯანაშიამ და მეგობრისკენ გაიწია მისასალმებლად;სხვათაშორის მიამ ყავა შემომთავაზა,მაგრამ ვამჯობინე დაგლოდებოდი.
- ჰო,კარგი გიქნია..მია,პატარავ,თუ შეგიძლია ყავა გაგვიკეთე და რამე მსუბუქი გამიმზადე,ძალიან მშიერი და დაღლილი ვარ.
- რა თქმა უნდა,ახლავე ძვირფასო!
ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა მამაკაცს და სამზარეულოსკენ მიმავალი გაუჩინარდა.
- კარგი გოგოა,ცოლად ხომ არ მოგყავს?!
სიცილით ჩაეკითხა ტატო და მხარზე ხელი შემოკრა.
- ცოლი,საცოლე და ქორწინების ბეჭედი აღარ მიხსენო. გაეცინა სამხარაძეს და ღამენათევი თვალები მოისრისა;რომელი საათია,ხომ მშვიდობაა?რამდენიმე საათში მეც მოგადგებოდით ოფისში.
ეჭვის თვალით მიაპყრო თვალები ჯანაშიას და ღიმილით ახედა მიას,რომელმაც სინიდან მაგიდაზე გადმოალაგა ორი ჭიქა ყავა და სენდვიჩები.
- გემრიელად მიირთვით.
მამაკაცს ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
- მადლობა პატარავ.
- იცი,სანამ შენ კრიმინალურ საკითხებს განიხილავდი და საქმეების აღკვეთაში ანძ/რევდი მთელი ღამე,ჩვენ მნიშვნელოვანი დეტალი გაგვეპარა..კერძოდ,ჯაშუში..ჰო,ვიღაც ჯაშუში,ვისაც ინფორმაცია შეაქვს და გააქვს.
ყავა გადაყლაპული არ ჰქონდა,ხველა რომ აუტყდა სამხარაძეს და სახე მომანჭულმა ძლივს შეძლო პასუხის გაცემა.
- რაა?! რა ჯაშუში?!
- ჰო,ასეა..თუმცა ამის გარკვევა ხომ ძალიან ადვილია?!ახალი ინფორმაცია როცა გაიჟღერებს,პირველი ვისი მხრიდანაც გავარდება,ის გამოდის ჯაშუში..რაღაც ფსიქოლოგიური თრილერივითაა,ხო?!
გადაიხარხარა ჯანაშიამ და ყავა მოსვა.
- მმ,შენს გოგოს კარგი ხელი აქვს.
სამხარაძეს სახე შეეცვალა,დიდრონი ლურჯი თვალები აქეთ იქით მოავლო ოთახს და მზერა მის წინ მჯდომისკენ შეაჩერა.
- და ეხლა ვინ არის სავარაუდო ჯაშუში?!
- ვინმე,ძალიან ახლობელი.
მისკენ ახლოს მიიწია ჯანაშია და შეთქმულივით ამოილაპარაკა..მაგალითად,შენ...
ან მე,ან ელენა,შეიძლება ღიპიანი პრემიერიც,რომელიც ზის და გვაბოლებს...ნებისმიერი შეიძლება ვიყოთ სავარაუდო ჯაშუში,სანამ არ გაირკვევა..
- გასაგებია..ტელეფონი ხელში აათამაშა სამხარაძემ და ტუჩების კვნეტა დაიწყო.
- კარგი,მე წავალ..შეყვარებულ წყვილს იდილიას არ დაგირღვევთ.მიაკოს გადაეცი,სენდვიჩიც მადისადმძვრელი იყო,შემდეგ ვიზიტზეც იმედია ასე გულუხვად გამიმასპინძლდება.
გასაღები გადაატრიალა,ქურთუკს ხელი წაავლო და კარი ფრთხილად გაიხურა.
- უკვე წავიდა?
თეძოებზე შემოიწყო ხელები კალანდაძემ და მამაკაცს ზურგიდან მიუახლოვდა,კისერში მისი სურნელი შეისუნთქა,ხელები მკერდისკენ წაიღო და ყელში ვნებიანად აკოცა.
- უნდა წავიდე.
გველნაკბენივით წამოხტა სამხარაძე,პალტოს ხელები გაუყარა და მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს წაავლო ხელი.
- სად მიდიხარ?!
ყურადღებით დააკვირდა სარკესთან მდგომ მამაკაცს,რომელიც ღილებს იკრავდა.
- საქმეზე პატარავ,მალე მოვალ.
- რა საქმეა ისეთი,რომ არ მეუბნები ვისთან მიდიხარ?!
ჯიუტად შედგა კალანდაძე და ხელები გადააჯვარედინა,როცა პასუხად მამაკაცის მკაცრი მზერა მიიღო.სიტყვა აღარ დაუცდენია,სახლიდან ისე გავარდა.
ფანჯარასთან მიახლოვებულმა კი თვალი გააყოლა როგორ დატოვა კორპუსის ეზო ვერცხლისფერმა მერსედესმა და დანანებით ამოიფრუტუნა.

საქარე მინიდან ნახევრად გადაწეულ ხელს შუშაზე ათამაშებდა,თვალებით ბურღავდა შენობიდან გამოსულს, ტანზე მოტმასნილ ქვედაბოლოში გამოწყობილ ქალს,რომელსაც როგორც ყოველთვის წვრილ ქუსლებზე დგომა უჭირდა და მიუხედავად ბნელით მოცული ღამის,მაინც გაერჩია მისი სახე,სულ რომ არაფერი,მხოლოდ სიარულის მანერით და გველივით მოქნილი ტანის რხევითაც იცნობდა და ათას ქალში გამოარჩევდა,მზისა თუ მთვარის შუქზე.
ტაქსებისკენ მიმავალს,მანქანა ოდნავ დააწია და სიგნალზე ოდნავ შეხტა კიდეც წკრიალაშვილი,თვალებზე ხელი აიფარა,რომელსაც მანქანის მანათობელი ფარები ჭრიდა და ვერ გაერჩია,ვინ იდგა მის უკან,როცა მანქანა უფრო მიუახლოვდა,პირდაპირ კართან გააჩერა და საქარე მინა ბოლომდე ჩასწია.
ტანით ქალისკენ გადაიხარა და ნაცნობმა ხმამ მთელ სხეულში გაიდგა ფესვები,ეკლებმა დააყარა და კანკალით დაიხარა მამაკაცისკენ;
- გაგიჟდი?! აქ რა ჯანდაბამ მოგიყვანა სამხარაძე?!
ტუჩებმოკუმულმა შეუღრინა მამაკაცს და შეშინებულმა აქეთ იქით მიმოიხედა ცარიელი გზებისკენ.
- დაეგდე მანქანაში!
ყბის ძვალი ისე დაეჭიმა,ძლივს გამოსცრა კბილებიდან სიტყვები და მანქანის კარი ხელის კვრით გაუღო;დაეგდე მეთქიი!!!
წკრიალაშვილიც იძულებული გახდა სავარძელში კუთვნილი ადგილი დაეკავებინა,ღვედი გადაიკრა და მისკენ არც გაუხედავს,ისე მოშორდნენ ადგილმდებარეობას,სადაც ქალბატონი წკრიალაშვილი მუშაობდა და ღამის სამ საათზე დამთავრებოდა სმენა.
- რა გინდა იასონ?!! რა იყო,ხომ არ მოგენატრე?!
- ენას კბილი დააჭირე და ჩუმად ეგდე სანამ სახლამდე მიგათრევ!!
- როგორი უხვი ლექსიკა გაქვს.
თვალები აატრიალა წკრიალაშვილმა და მართლაც,მანამ იყო გაჩუმებული სანამ თავისი სახლის წინ არ გაჩერდა სამხარაძე,მანქანა კი ისე დაამუხრუჭა,ხმა ლამის მთლიან თექვსმეტ სართულს გაეგო.კარი გააღო და მანქანიდან გადმოვიდა,ელენა ვერ ხვდებოდა მისი მოქმედებებიდან გამომდინარე რა სურდა სამხარაძეს მისგან,თუმცა სანამ თავად იასონი არ ამოღერღავდა,მანამ აზრი არ ექნებოდა მკითხაობას.
გასაღები ანერვიულებულმა გადაატრიალა და მამაკაცს ხელით ანიშნა,შესულიყო,რომელიც ერთ ადგილას იდგა გაუნძრევლად,ვერც გაერჩია როგორ უყურებდა,ვერ ხედავდა მის მიმიკებს,მის მოაძრაობას,როცა შეხება იგრძნო ცივ კედელზე ზურგით აკრულმა და ყელზე შემოხვეულმა ხელმა მეტად მოიყვანა გონს,რომელიც არ ინდობდა და ბოლომდე იმეტებდა გონების დაკარგვამდე,გესლიანი გველივით რომ შემოეკრო თითები .
- მითხარი,მითხარი რომ შენ არ ხლართავ ინტრიგებს..მიდი,მითხარი..
ზიზღით ამოანთხია თავისი სათქმელი და ტუჩები დაბრიცა.
- რა ინტრიგებს?! გააფრინე?!
ძლივს ამოილუღლუღა და ხელები გააშვებინა მამაკაცს სული რომ მოითქვა,კედელზე ხელის ფათურით მოძებნა დენის წყარო და ჭაღიც ნათურებმა წამში ააბრდღვიალა.
- ნორმალური ხარ?!
- ერთადერთი ვისაც შემიძლია ხელი თვალდახუჭულმა დავადო ჯაშუშის ბრალდებაზე,ეს სწორედ შენ ხარ?! იცი,რა?!მთელი დღე მანქანაში ვიჯექი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,როგორ მოვქცეულიყავი სწორად,რომ შენი მოკვლის სურვილი ისევ არ გამჩენოდა,მაგრამ სულ ტყუილად..ისევ ისე მინდა მიგახრჩო,სიცოცხლეს გამოგასალმო ელენა!!
შეთქმულივით ამოილაპარაკა და წკრიალაშვილს დახედა,ზედეტად მოკლე კაბის ამარა რომ იდგა და დასკდომამდე ამოსული მკერდი აუდჩამოუდიოდა შიშისგან.
- ეჭვიც არ მეპარება,მაგრამ ჩემზე ხელების გაშვერას,ჯობია მართლა იპოვო ის ვინც ჯაშუშია,თორემ მერე გვიანი იქნება!
- და მაინც რატომ გგონია რომ ხელს ტყუილად ვიშვერ,ელენააა?!
წკრიალაშვილმა სიცილის დასაფარად თითები მიაკრო ბაგეებს და გაჩუმდა,თითქოს თავი შეიკავა ზედმეტი საუბრისგან,რომელსაც არც ისე კარგი გაგრძელება ექნებოდა.
- ზუსტად იმიტომ,რომ თუნდაც ბევრჯერ გითხარი მისი განადგურება როგორ მინდა!!ჩვენ,ყველას ეს გვინდა..მისი მოკვლა კი არა,მისი მიწასთან გასწორება,თორემ მერწმუნე,ამას ჩემზე უკეთ და ჩემზე
პროფესიონალურად,ვერავინ გააკეთებდა,ყველაზე მეტ დროს მე ვატარებ მასთან და ნებისმიერ მომენტში შემიძლია სიცოცხლეს გამოვასალმო,უბრალოდ ვცდილობ სამართლიანობას ველოდო იქამდე,სადამდეც მოთმინების ფიალა ამევსება და მერე მთელი ცხოვრება ვიზეიმო..მხოლოდ ამ მომენტის ვითმენ გესმის?!მაგრამ,თუ ეს იმაზე დიდ ხანს გაგრძელდა,ვიდრე ეს მოსალოდნელია,მაშინ იმას გავაკეთებ,რაც ასე ძალიან მაწვალებს აი აქ! მამაკაცის ხელს ჩაებღაუჭა და მის მკერდზე მიადებინა. აი აქ,სადაც ძალიან მწარედ მტკივა და ამის შესახებ არავინ არაფერი იცის!!შენ კი,თუ ყოველთვის შემახსენებ იმას,რომ მოღალატე ვარ,ან რაიმე ბრალდებას წამიყენებ,ან დამანახებ როგორი არასასურველი და ბინძური ადამიანი ვარ,ამას ვეღარ გავუძლებ,ჯანდაბა შენს თავს,ვეღარ გავუძლებ გასაგებია?!!
გაშმაგებული მივარდა მამაკაცს და მომთხოვნად დააცხრა ბაგეებზე,რომელიც ასეთი სანატრელი და სანუკვარი გამხდარიყო წლების მანძილზე,სამხარაძეს კი წინააღმდეგობის გაწევა საკუთარი სინდისის და თავმოყვარეობის ხარჯზეც აღარ შეეძლო,მიუხედავად იმისა რომ წინასწარ იცოდა,როგორ ინანებდა ამ ყველაფერს და ფეხებზე ეკი/და რა იქნებოდა ხვალ.
იასონს სუნთქვა საგრძნობლად გაუხშირდა.
საფეთქელთან ურტყამდა გულისცემა,როცა ქალის მოქნილი და არომატული ენა ნელი ცეკვით შესრიალებოდა თავის ენასთან და მალევე აეყოლია.
ნიკაპიდან მკერდამდე სისველე დაუტოვა,ბრეტელებიანად ჩასწია კაბა წელამდე და ხელებში მოქცეულ მკერდს კბილები წაუჭირა,რაზეც წკრიალაშვილმა ხმამაღლა ამოიკვნესა და მამაკაცის მკლავებს ფრჩხილებით ჩააფრინდა.
გამძვინვარებულ ბრძოლის ველში ხმლებით შეიარაღებულ მეომრებს ჰგავდნენ,რომლებიც ერთი მეორეს მუსრს ავლებდნენ და სიცოცხლის გამოსალმებას უჩქარებდნენ.
არეული ნაბიჯით სასტუმრო ოთახისკენ გაემართა ქალის სხეულის მოუშორებლად,ფეხზე დამდგარი წკრიალაშვილი ოდნავ წაბორძიკდა,როცა მამაკაცს წინ აღუდგა და ხელი ჰკრა დივანის მიმართულებით,მის მუხლებზე მოთავსებულს მამაკაცმა კაბის ბოლოები აუწია და ნელა შეუსრიალა ასო სიამოვნებისგან დაკლაკნილ სხეულში.
ელენა კი ნელი მოძრაობით დათარეშობდა მამაკაცის ღირსებაზე,სიამოვნებას ანიჭებთნ საყვარელ კანთან შეხება,მონატრებულ სხეულთან ასეთი ახლო კონტაქტი და ვნება,რომელსაც წლებმა ვერაფერი დააკლო.
ხმამაღლა,მთელი არსებით კვნესოდა და მამაკაცის ხელებს თავის მკერდზე ნაზად დაატარებდა.
სიამოვნების ზენიტში მყოფებს,ორივეს ერთ ხმაში წახდათ არაამქვეყნიური ხმა,რომლის დუელშიც მამაკაცის გმინვას თან დაერთოდა ქალის კვნესა და საამურ სიმღერასავით ჩაესმოდათ დაღლილ სხეულებზე მივარდნილებს.
სხეულებით ჯერ კიდევ შეერთებულებს,რომლებიც ერთნი გამხდარიყვნენ,დაშორებას სულაც არ ჩქარობდნენ.
მამაკაცის მკლავებში მთელი ნეტარებით ჩაფლულს კი,პატარა ბავშვივით გაებუშტა ტუჩები და ისეთი სახე მიეღო,როგორც ძილის წინ მოყოლილ ლამაზ ფერიაზე ზღაპარი.
- არ გაინძრე,თორემ მოვკვდები.
სახიდან ფრთხილად მოაშორა აბურდული თმა და ყურთან გადაუწია.
- ჯერ არ ვაპირებ.
ჩახლეჩილი ხმით უპასუხა და ცხვირით სურნელოვან თმაში ჩაეფლო.
- ოდესმე მეტყვი რა მოხდა იმ წყეულ ღამეს?!
აწყლიანებული თვალებით ჩახედა წკრიალაშვილის გაფართოებულ გუგებს,საიდანაც ობლად ჩამოუგორდა ერთადერთი ცრემლი.. გიყურებ,ერთდროულად ვკვდები და შენი სურვილით ვიწვი,რატომ მიმეტებ ამ ტანჯვისთვის,ელენა?გთხოვ..მითხარი,მითხარი რომ საბოლოოდ შემძულდე,ისე რომ ვეღარ შევძლო შენი შეხება,ისე შეგიძულო,რომ შენს გახსენებაზე გაქვავებული მუცელი ლავასავით აღარ გამიხურდეს..მითხარი,მომეცი უფლება შეგიძულო..მთელი არსებით შეგიძულო..
- ყველაფერი ტყუილია..
- რა არის ტყუილი?
ხელებში მოქცეული სახე მისკენ მიაწევინა.
- მილიონ დოლარიანი ტყუილი..



№1  offline წევრი ცირა♡

უჰ რა ცეცხლი დაანთე ძალიან კარგია

 


№2  offline მოდერი Queenofmoon

ცირა♡
უჰ რა ცეცხლი დაანთე ძალიან კარგია

დიდი მადლობა,ცირა!:*

 


№3 სტუმარი სტუმარიი

კარგი იყო მაგრამ ძალიან დაგვიგვიანეე მალ მალე დადე რაა...წარმატებებიი

 


№4  offline მოდერი abezara98

ვაიმე, ვაიმე, ვაი მეეე! რა ჯანდაბა ხდება აქ? scream scream ვინმემ ამიხსენით რა წაიკითხ ახლა ჩემმა თვალებმა! smile რომელ ერთიდან დავიწყო, არ ვიცი, მაგრამ შენს ერთ-ერთ პერსონაჟს რომ განსაკუთრებით გამოგილანძღავ, ეს ვიცი joy ნუ, შეიძლება ორიც იყოს, ვნახოთ, ვნახოთ... smile
დავიწყოთ მაშკათა და თაბაგარით. ამ ორ შორის რა ხდება, რა მდგომარეობაა, რა ვითარებაა, ჯერ ვერ გავარკვიე, მაგრამ ვცდილობ joy იმაში მაინც ვარ დარწმუნებული, რომ დიმიტრის უყვარს ეს სულელი გოგო. არც მაშკაა გულგრილი, მაგრამ გადატანილის გამო გრძნობები ერთმანეთში ერევა და ვერაფერსაც ვერ ხვდება. hushed აი, დიმიტრის კი ბრძანების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლია? სთხოვე, შე ოჯახაშენებულო და იქნებ თავისი ნებით მოგყვება? მართალია, რაა ჩემი ელენა! ქალებს როცა ეხება საქმე მამაკაცები იდიოტები ხდებიან! unamused
რაც შეეხება ტატოს. რაღაც ძალიან უცნაურად იქცევა (შეიძლება დამნაშავე სულაც არაა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მაინც ამას ვუურებ ეჭვის თვალით unamused ). ჯერ დიმიტრის ჩააწვეთა, იასონია ჯაშუშიო, მერე თავად იასონს ეუბნება ჯაშუში გვყავს და ეს შეიძლება ელენა იოს, ან შენ, ან მეო. ხოდა what the hell is wrong with you? თუ ყველაზე ასეთი ეჭვი გაქვს, რამე მოიფიქრე, ბატო!
ჰოდა, მია შე ტარაკანავ! თავიდანვე არ მომწონდა ეს გოგო და აჰაა, გამოყო კლანჭები? აქამდე როგორ ვერ მივხვდი?! ანუ მაინც გამოდის რომ იასონია ჯაშუში, მაგრამ ბატი ჯაშუში. ყველაფერს მიას როგორ უკაკლავდი, ბიჭო? რა იყო, გადაგიშალა ფეხები, გემრიელ საჭმელებს გიკეთებდა და დანებდი? მართალია, რაა, კკაცის გული კუჭზე გადისო. თუ მაინცდამაინც გულის გადასაშლელ ობიექტს ეძებ, აგერ არ გყავს ჩემი ელენა? მაგაში მაინც უნდა იყო დარწმუნებული, რომ ჯაშუში ვერანაირად იქნება! უტვინო კაცი ეს! unamused
როგორც იქნა, მეღირსება და გავარკვევ, რეალურად რა მოხდა ელენას თავს. ამ უტვინოსაც გაუნათდა გონება და მოახერხა იმდენი, რომ კითხვის დასმა იკადრა. ჰოდა, ახლა კარგად უსმინე იასონ, რადგან ჩემი გოგოს შესაძულებელი მიზეზი კი არ მოგეცემა, აქეთ მოგიწევს მის ფეხებთან ფორთხვა და პატიების თხოვნა. გამოდისთ, დამენახეთ, ვინ ჩაიდინეთ ის სიკეთე და თავში ჩაარტით იასონს, რომ გამოფხიზლებულიყო, უნდა გეთაყვანოთ joy joy და ჰუჰ, რაღაც ნამეტანი დაცხა და დაიხრუკა აქაურობა, არა? მიყვარს მე ამ ორის წყვილი და რა ვქნა? bowtie
იმედი მაქვს გამოცდებმა კარგად ჩაიარა და მოუთმენლად გელოდები, ჩემო ტკბილო! heart_eyes heart_eyes

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარიი
კარგი იყო მაგრამ ძალიან დაგვიგვიანეე მალ მალე დადე რაა...წარმატებებიი

მადლობაა დიდი:* ვიცი დამაგვიანდაა მაპატიეთ უბრალოდ ისეთი პერიოდი მაქვს ცალკე რეფერატები პრეზენტაციები გასაკეთებელი და ვიცი ჩემი პრობლემაა მაგრამ რა ვქნა ვცდილობ დიდი ზომის თავი მაინც დაგახვედროთ:*
abezara98
ვაიმე, ვაიმე, ვაი მეეე! რა ჯანდაბა ხდება აქ? scream scream ვინმემ ამიხსენით რა წაიკითხ ახლა ჩემმა თვალებმა! smile რომელ ერთიდან დავიწყო, არ ვიცი, მაგრამ შენს ერთ-ერთ პერსონაჟს რომ განსაკუთრებით გამოგილანძღავ, ეს ვიცი joy ნუ, შეიძლება ორიც იყოს, ვნახოთ, ვნახოთ... smile
დავიწყოთ მაშკათა და თაბაგარით. ამ ორ შორის რა ხდება, რა მდგომარეობაა, რა ვითარებაა, ჯერ ვერ გავარკვიე, მაგრამ ვცდილობ joy იმაში მაინც ვარ დარწმუნებული, რომ დიმიტრის უყვარს ეს სულელი გოგო. არც მაშკაა გულგრილი, მაგრამ გადატანილის გამო გრძნობები ერთმანეთში ერევა და ვერაფერსაც ვერ ხვდება. hushed აი, დიმიტრის კი ბრძანების გარეშე არაფრის გაკეთება არ შეუძლია? სთხოვე, შე ოჯახაშენებულო და იქნებ თავისი ნებით მოგყვება? მართალია, რაა ჩემი ელენა! ქალებს როცა ეხება საქმე მამაკაცები იდიოტები ხდებიან! unamused
რაც შეეხება ტატოს. რაღაც ძალიან უცნაურად იქცევა (შეიძლება დამნაშავე სულაც არაა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მაინც ამას ვუურებ ეჭვის თვალით unamused ). ჯერ დიმიტრის ჩააწვეთა, იასონია ჯაშუშიო, მერე თავად იასონს ეუბნება ჯაშუში გვყავს და ეს შეიძლება ელენა იოს, ან შენ, ან მეო. ხოდა what the hell is wrong with you? თუ ყველაზე ასეთი ეჭვი გაქვს, რამე მოიფიქრე, ბატო!
ჰოდა, მია შე ტარაკანავ! თავიდანვე არ მომწონდა ეს გოგო და აჰაა, გამოყო კლანჭები? აქამდე როგორ ვერ მივხვდი?! ანუ მაინც გამოდის რომ იასონია ჯაშუში, მაგრამ ბატი ჯაშუში. ყველაფერს მიას როგორ უკაკლავდი, ბიჭო? რა იყო, გადაგიშალა ფეხები, გემრიელ საჭმელებს გიკეთებდა და დანებდი? მართალია, რაა, კკაცის გული კუჭზე გადისო. თუ მაინცდამაინც გულის გადასაშლელ ობიექტს ეძებ, აგერ არ გყავს ჩემი ელენა? მაგაში მაინც უნდა იყო დარწმუნებული, რომ ჯაშუში ვერანაირად იქნება! უტვინო კაცი ეს! unamused
როგორც იქნა, მეღირსება და გავარკვევ, რეალურად რა მოხდა ელენას თავს. ამ უტვინოსაც გაუნათდა გონება და მოახერხა იმდენი, რომ კითხვის დასმა იკადრა. ჰოდა, ახლა კარგად უსმინე იასონ, რადგან ჩემი გოგოს შესაძულებელი მიზეზი კი არ მოგეცემა, აქეთ მოგიწევს მის ფეხებთან ფორთხვა და პატიების თხოვნა. გამოდისთ, დამენახეთ, ვინ ჩაიდინეთ ის სიკეთე და თავში ჩაარტით იასონს, რომ გამოფხიზლებულიყო, უნდა გეთაყვანოთ joy joy და ჰუჰ, რაღაც ნამეტანი დაცხა და დაიხრუკა აქაურობა, არა? მიყვარს მე ამ ორის წყვილი და რა ვქნა? bowtie
იმედი მაქვს გამოცდებმა კარგად ჩაიარა და მოუთმენლად გელოდები, ჩემო ტკბილო! heart_eyes heart_eyes

გამარჯობა შოკოლადო!:* როგორც ყოველთვის,ანალიზი გაუკეთე ყოველ მომენტს და არაფერი არ გამოგრჩენია,შენებურად,გემრიელად:*
ჰო,ისე მიმეტებ ამ ჩემს პერსონაჟებს თავში ჩასარტყემლად,ფინალამდე ვერ მიმაყვანინებ ალბათ ტვინის შერყევა გარანტირებული აქვთ.:D ამაზე ისევ გულიანად ვიცინე,იასონის გული კუჭზეც გადის და იმის იქითაც,თუმცა მიას უყვება თუ არა ყველაფერს იასონი,ეგეც გასარკვევია,ვნახოთ ვნახოოთ..დიმიტრის ბრძანებებს რაც შეეხება,რა ქნას,გაიხსენა ძველი დრო,მინისტრობა და ბრძანებები:D.
გამოცდები,რეფერატ-პრეზენტაციები და ჭირიი,აღარ შემიძლიაა უკვეე და მადლობა ჩემო საყვარელო გამხნევებისთვის!:* :*
პ.ს სიცხე და პაპანაქება ამის მერე ნახე შენ,წინასწარ მოემზადე იცოდე!:დდ <3 <3 :*

 


№6 სტუმარი სტუმარიიი

არაუშავს გელოდებით სულმოუთქმენლად...წარმატებები ყველანაირი კუთხით

 


№7 სტუმარი სტუმარი mziko

Ra magaria rogorc iqna mixvdeba es iasoni rom elena ragacashia gaxveuliiiii..gmerto rogor davelodo shemdeg tavs ra moitmens...geli chemo

სტუმარი mziko
Ra magaria rogorc iqna mixvdeba es iasoni rom elena ragacashia gaxveuliiiii..gmerto rogor davelodo shemdeg tavs ra moitmens...geli chemo

geli chemo gogo. Es unda damewera da ra miqna telefonma gaubera mgoni:D bodishiii da geli male dadeb imediaa

 


№8  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარიიი
არაუშავს გელოდებით სულმოუთქმენლად...წარმატებები ყველანაირი კუთხით

მადლობა დიდი,საყვარელო<3<3
სტუმარი mziko
Ra magaria rogorc iqna mixvdeba es iasoni rom elena ragacashia gaxveuliiiii..gmerto rogor davelodo shemdeg tavs ra moitmens...geli chemo

სტუმარი mziko
Ra magaria rogorc iqna mixvdeba es iasoni rom elena ragacashia gaxveuliiiii..gmerto rogor davelodo shemdeg tavs ra moitmens...geli chemo

geli chemo gogo. Es unda damewera da ra miqna telefonma gaubera mgoni:D bodishiii da geli male dadeb imediaa

მზიკო,რა სასაცილო გოგო მყავხარ,შენ და შენი ტელეფონი ცალკე განზომილება და კოსმოსი ხართ:დდ:დ:დ სად დამეკაგრე?:))დიდი მადლობა შენ და მიხარია რომ ბოლომდე მომყვები და აქ ხარ ჩემთან<3

 


№9  offline წევრი დარინა

აი იასონი რომ ჯაშუში არ არის ამაში რატომღაც დარწმუნებული ვარ ასე ბრმად რატომ მჯერა ამის არც მე ვიციი, მე კი ტატოზე მაქვს ეჭვები რაები ხლართა იასონის მოსვლამდე ტატომ ცოტა დავიბენიი, დიმიტრი რომ იასონზე ეჭვობს ეს არ მომწონს, მგონია რომ ოჯახის გაყვანას ვერ შეძლებს და იმედია ვცდებიიი, რადგან ზედმეტად სუსტი წერტილები აქვს და ეს არ მომწონს ისიც ეყოფა თავისი მაშკა ასე რომ გაიჩაჩხა და არ დაემორჩილა მაგრამ მგონია რომ უფრო სასიკეთოდ წაადგება ეს ამბავი, აი ბენდელიანს რაც არქვს ჩაფიქრებული ვერ უნდა აისრულოს დიმიტრის დაზე და მაშკაზეე, არ ვიცი ასეთი ამაზრზენი ადამიანები საერთოდ როგორ არსებობენ, აი ელენას ამბავი მეც მაინტერესებს და კი დაგვიტოვე ბოლოში ინტრიგაა.

 


№10  offline მოდერი Queenofmoon

დარინა
აი იასონი რომ ჯაშუში არ არის ამაში რატომღაც დარწმუნებული ვარ ასე ბრმად რატომ მჯერა ამის არც მე ვიციი, მე კი ტატოზე მაქვს ეჭვები რაები ხლართა იასონის მოსვლამდე ტატომ ცოტა დავიბენიი, დიმიტრი რომ იასონზე ეჭვობს ეს არ მომწონს, მგონია რომ ოჯახის გაყვანას ვერ შეძლებს და იმედია ვცდებიიი, რადგან ზედმეტად სუსტი წერტილები აქვს და ეს არ მომწონს ისიც ეყოფა თავისი მაშკა ასე რომ გაიჩაჩხა და არ დაემორჩილა მაგრამ მგონია რომ უფრო სასიკეთოდ წაადგება ეს ამბავი, აი ბენდელიანს რაც არქვს ჩაფიქრებული ვერ უნდა აისრულოს დიმიტრის დაზე და მაშკაზეე, არ ვიცი ასეთი ამაზრზენი ადამიანები საერთოდ როგორ არსებობენ, აი ელენას ამბავი მეც მაინტერესებს და კი დაგვიტოვე ბოლოში ინტრიგაა.

მკითხველის ადგილას რომ ვიყო მეც ალბათ ვიფიქრებდი,რომ იასონი ვერ იქნებოდა ჯაშუში,ამას ვერც მე ვამბობ რატომ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ასე იქნებოდა..დიმიტრის სუსტ წერტილებთან ერთად ზურგსაც უმაგრებენ,მაგრამ ამ ორის შორის მოქცეული იმედია გაუძლებს და თავის გეგმებსაც განახორციელებს,ბენდელიანისნაირი ადამიანებით კი სავსეა სამყარო სამწუხაროდ,სიბოროტე ხომ უფრო ადვილია,ვიდრე სიკეთის კეთება.მადლობა ჩემო თბილო კიდევ ერთხელ აზრის დაფიქსირებისთვის :*

 


№11  offline წევრი ცირა♡

ეს კი უბრალოდ გამოგონილი ისტორიაა მარა იმედია ბენდელიანისნაირი პრეზიდენტი არ არსებობს.:) ჰაჰა.

 


№12  offline მოდერი Queenofmoon

ცირა♡
ეს კი უბრალოდ გამოგონილი ისტორიაა მარა იმედია ბენდელიანისნაირი პრეზიდენტი არ არსებობს.:) ჰაჰა.

ბენდელიანი შეიძლებოდა უბრალო მოქალაქეც ყოფილიყო და ამ ბინძურ საქმეში გარეული,ამით იმის თქმას არც ვცდილობ რომ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტია ასეთი,რა თქმა უნდა გამოგონილია და ყველაფერი სიმძაფრისთვისაა დაწერილი:დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent