თორნიკე II თავი
იმედია არ გაგიკვირდებათ როცა გეტყვით, რომ გონს საავადმყოფოფში მოვედი. ,,-ჰმ, ნეტავ აქ როგორ მოვხვდი?!-პირველი ეს შეკითხვა ამომიტივტივდა თავში და მერე გამახსენდა, რომ სანამ გავითიშებოდი ის დავინახე-აუუ, რატომ არ ვიყიდე წყალიი-ჩემს თავთან ლაპარაკის გაწყვეტა თორნიკეს ჩაცინებამ გამოიწვია. -თათ, სულ შენს თავს როგორ ელაპარაკები გოგო? და როცა იცი რაც გემართება სიცხის დროს, რატომ არ ემზადები სათანადოდ? იქ რომ არ ვყოფილიყავი იატაკს ჩაეხუტებოდი- დაამთავრა გაღიზიანებულმა და შემომხედა. -მგონი შენთვის არ მითხოვია ჩემს ძიძად დაინიშნე თქო, მე უკეთ ვიცი რა როგორ უნდა გავაკეთო, უბრალოდ წყლის ყიდვა გადამავიწყდა-არც მე დავაკელი და თვალებ ანთებულმა გადავხედე. -როგორც ვხედავ თავს კარგად გრძნობ ქალბატონო, ტლიკინს კარგად ახერხებ, მადლობელიც კი არ ხარ ამიტომ მე წავალ დამირეკეს, შენებიც აქ არიან უბრალოდ პირველი მე შემოვედი-მითხრა და არც დამშვიდობებია ისე გავიდა პალატიდან. მისი გასვლა და ბავშვების შემოსვლა ერთი იყო, ყველა სათითაოდ მომვარდა და ლამის კიდევ გონება დავკარგე, როცა მომეხვივნენ. -კარგით რა ნუ გამგუდეთ ბავშვებო, ვინ შემოუშვა ერთი თორნიკე აქ? ხო იცით, რომ არაფერი დამემართებოდა და თავის საქმეებს რატომ მოწყვიტეთ?- თვალი მოვავლე მათ. -თათა, თორნიკემ მოგიყვანა აქ და სად საქმეზე წავიდოდა სანამ თავის დაიკოს გამოფხიზლებულს არ ნახავდა?-საბას ეს სიტყვები გულზე საშინლად მომხვდა, თუმცა არ შევიმჩნიე. -მიხედავს ეგ თავის ფეხბურთს ხო იცი, არ ინერვიულო შენ მაგაზე.-მითხრა დამიმ და შუბლზე მაკოცა. დამი ძალიან თბილია, ვერ იტანს, როცა ცუდად მხედავს, მისთვის ემოციების გამოხატვა რთულია, თუმცა მე ამას ყოველთვის ვგრძნობ. -აუუ ანა როგორ მინერვიულე გოგო?!-სანდროს ამ რეპლიკაზე ყველამ გულიანად ვიცინეთ და თვალებ ჩაწითლებულ ანას გავხედე, რომელსაც ბევრი ეტირა და ახლა სანდროს მკვლელი თვალებით უყურებდა. -თათ, შემდეგში წყალს იცოდე ხუთლიტრიანით ატარებ.-მითხრა ანიუტამ და ვიცოდი, რომ ამას შემასრულებინებდა. -აუუ რა ცუდიაა, შოპინგი ვერ დავასრულეეთ- ვთქვი მოწყენილმა და ჩემმა ნათქვამმა ხარხარიც გამოიწვიაა. - ღმერთოო ნეტავ სხვა რამეზე რატომ არ ფიქრობბ? ან იმაზე იდარდე, რომ საავადმყოფოში ხარ, რა შოპინგი, ვითომ ყოველ კვირაში იქ არ იყოთ-მობეზრებულმა ჩაილაპარაკა დამიმ. -კარგი ბიჭო რა, შოპინგს რა სჯობს, თან ზღვაზე მიდიან. გოგონებოო აქედან რომ წავალთ მეც წამოგყვებით და თორნიკეს მოსასულიერებელიც აღარ გახდები-თქვა ეკემ და თვალი ჩამიკრა. -აი ხომ ვამბობ, სემთხვევითაა ბიჭი და ისიც ჩემი ძმა-სიცილით გადახედა სანდრომ/ -ერთი უჟმურიც გვეყოფი ოჯახს ძმაო ჩემო.-თვალი ჩაუკრა ეკემ. ეს სულ თვალებს როგორ აპაჭუნებს ღმერთო, ვფიქრობდი გულში. -ხალხო, ისე ცნობისთვის კარგა ხანია აქ ვარ და სახლში მინდა, ნუ თან მშია-ვთქვი და თვალები ავაფახუნე. -დაო ჩემო, შენ გონება რომ დაკარგე თავი ხო არაფერს დაარტყი?-სერიოზული სახით მკითხა დამიანემ. -აარაა, რა კითხვებია?-შევხედე ღრენით. -აბა როდის იყო შენ გშიოდა?!-ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა დამიანემ. -ხოდა ახლა მშია და წავიდეთ რაა.-როგორც კი სიტყვა დავასრულე დამიანე ოთახიდან გავიდა ექიმს დაელაპარაკა და სახლში წავედით. კიდევ კარგი ჩემი მშობლები არა არიან ტიპიური მშობლებივით და სანათესაო არ შეუყრიათ როცა გაიგეეს, რომ ცუდად გავხდი ერთი თვალები დამიბრიალეს და მომესაჯა ყველგან წყლით სიარული. -კარგი, დედა, მამა გავითვალისწინებ-ვუთხარი გოგისა და ლანას. -ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბათუმში წავიდეთ რამდენიმე დღით საბასთან-უთხრა დამიმ და მშობლებს გადახედა. -წადით რა პრობლემაა, ჩვენი საამაყო თორნიკე რატომ არ გვსტუმრობს?-წარმოთქვა გოგიმ და მივხვდი თუ რამდენად მესიამოვნა. -სხვათაშორის გოგი ბიძია, სწორედ მაჭავარიანმა იხსნა ჩვენი თათა-უთხრა ეკემ და გაიღიმა. -მერე არ უნდა დაპატიჟოთ? ლანა მოემზადე და ცოტა ხანში თორნიკეც შემოგვიერთდება.-გასძახა მამამ სამზარეულოში მყოფ დედას. -მამა არ ცალია ადამიანს და რატომ ეპატიჟები?!-ვუთხარი იქნებ გადაწყვეტილება შეეეცვალა. -დამიანე დაურეკე და თვითონ გადაწყევტს მოვა თუ არ მოვა-ნუ დამიანესა მეტი რა უნდოდა და აივანზე გავიდა. -თორნიკე, მოდი დღეს ჩვენთან და კარგი გოგის ღვინო გელოდება-უთხრა დამიანემ სიცილით. -ქალბატონი როგორააა?-ჰკითხა მან. -ნუ ხო იცნობ ლაპარაკის ხასიათზეაა და გელოდება, მხსნელო-მიუგო ღიმილ შეპარული ტონით. -კარგი მოვალ აუცილებლად- ჩასძახა თორნიკემ და გაუთიშა. ხვდებოდა დამიანე თათას გრძნობებს, თუმცა ჩარევას არ აპირებდა, რადგან თორნიკე თათას, როგორც დას ისე უყურებდა. ამის შეცვლა დამიანეს არ შეეძლო. დამის თავსაც არ იყო ყველაფერი კარგად, საქმე კარგად მიდიოდა თუმცა სულ ეფიქრებოდა გოგონაზე, რომელმაც თავისი დიდი კვალი დატოვა დამიანეს გულში. ფიქრები უკუაგდო და ოთახში შევიდა, არ გამოპარვია თათას მომლოდინე სახე და განაცხადა, რომ თორნიკე მოდიოდა. -კარგი ანიუტა ჩემთან წამოვა და ცოტა ხანში ჩამოვალთ.-ვცადე მღელვარება დამემალა და ჩემი ოთახისკენ წავედით. -აუუუ, რაღა მაინცდამაინც ეგ აღმოჩნდა იქქ, რა უნდოდაა, ან აქ რატომ მოდის თავის ბურთს და დიდ მკერდიან გოგონებს როგორ შორდება, მისი დიდებულება მაჭავარიანი-ერთიანად მივაყარე და მომღიმარ ანას შევხედე. -აუუუ თათ რა საყვარელი ხარ, კიდევ კარგი იქ იყო თორნიკე, თორემ ხო გავგიჟდებოდი გოგო. შენ კიდე იყავი ისეთი როგორიც ხარ და გააგიჯე თორნიკე, ჩემი აზრით ძმასავით სულაც არ შემოგხედავს, რაადგან შენთან სულ სხვა დამოკიდებულება აქვს და ჩემთან სულ სხვა. შენ კიდევ ამას ყურადღებას არ აქცევ- ჩაამთავრა ნიშნის მოგებით ანამ. -კარგი ხოო, ხომ იცი ჭკუიდან გადავიყვან-ვუთხარი და უმოკლესი შორტი და ზედა გადმოვიღე. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ვიცოდი რა რეაქციაც აქვს ჩემს მოკლე შორტებზე. განა ასე მის გამოწვევას ვცდილობდი, უბრალოდ მის პატარა დაიკოს შორტი ხო ვერ ეცმეოდა, თან ასეთი მოკლე. მიხვდებოდით, რომ ძალიან გრუზინი სამეგობრო მყავს. მომზადების პროცესში ჩემმა დიდი ხნის უნახავმა მეგობარმა დამირეკა, რომელიც საზღვარგარეთ იყო და კარგა ხანია არ მყავდა ნანახი. თანაც მოვწონდი, თუმცა მე ხომ ბრმა ვიყავი სულ. -თათ, როგორ ხარ?-მომესალმა დიტო და ვიგრძენი თუ როგორ მომნატრებია, მიუხედავად მისი უაზრო რეპლიკებისა. -კარგად დიტო შენ? მოიცა ქართული ნომრით მირეკავ? ანუ ჩამოხვედი-ვთქვი გახარებულმა. -კი ჩამოვედი და გავიგე ცუდად გამხდარხარ-ღმერთო ამან საიდანღა გაიგო?1 და უცებ გამახსენდა გაკრეჭილი ერეკლე, რომელმაც სამახსორო ფოტო გადაიღო საავადმყოფოში. ხომ ვამბობ გადარეულია ეს ბიჭი თქო. -უკვცე კარგად ვარ-ჩავილაპარაკე ღიმილით. -კარგი მაშინ გნახავ და დავრწმუნდები რომ კარგად ხარ-მითხრა თუ არა დავთანხმდი და ჩვენთან დავპატიჟე. ბოდიში დაგვიანებისთვის და დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.