უკანასკნელი ამბორი 18+ (თავი 10)
„რა ჩქარად გარბის დრო, მაგრამ სიმღერა რჩება...“- ი. ჩარკვიანი ზოგჯერ დგება ისეთი მომენტიც, როდესაც საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით უყურებ. თვალს ადევნებ იმ ნაკვალევს, რომელიც მთელი ამდენი წლის განმავლობაში განლიე. ჩემთვის ეს ცხოვრება ყოველთვის მრავალ დაბრკოლებასთან ასოცირდებოდა. მოზარდობის პერიოდში ყველას ჰგონია, რომ სამყარო მათ წინააღმდეგ ბრუნავს, თუმცა რეალურად, ცხოვრების რიტმების ჩამოშორებას მაშინ გრძნობ, როდესაც ხელიდან ყველა ის სასიცოცხლოდ საჭირო ძალა გეცლება, რომელიც ადრე მზისებრი სხივით გამკობდა. რამდენიმე დღეა გაუჩერებლად რეკავს მობილური. შემაწუხებლად ზუზუნებს და მისი თითოეული აჟღერებული ნოტი უნებლიედ იწვევს ვნებათაღელვას ჩემში. ვიცი, ალექსი არ იქნება... არ დარეკავს, რადგან იმედები გავუცრუე. ალბათ სათანადოდ არც არასოდეს ვაფასებდი. ახლა ვიგრძენი თუ რა ტკივილი მივაყენე მას, როდესაც სიყვარულითსავსე თვალებით ჩავხედე სულში... ავუმღვრიე აბობოქრებული ზღვის ფსკერი... ავუმღვრიე და თან ისე, რომ ამის მიზეზი არც კი მქონია. წარსულში დაბრუნება ადამიანს, რომ შეეძლოს ალბათ ძალიან ბევრ შეცდომას გამოასწორებდა. გარშემო მყოფებსაც არ დააჯილდოვებდა მოუშუშებელი იარებით. ალექსი ჩემთვის სულიერი ნავსაყუდელი იყო. ნამდვილად მჭირდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ისეთი პიროვნება, რომელიც დამანახებდა ნათელ ბილიკებს, თუმცა ამ მიზნებში რეალობას გავექეცი. ვერ შევამჩნიე და არ დავაფასე ის წრფელი გრძნობა, რომელიც ალექსი ჩემ მიმართ ავლენდა. მე მისდამი იმ სიყვარულს ვერ ვგძნობდი, რომელიც იგი. სწორედ ეს გახდა უდიდესი დანაშაულიც. უმიზეზოდ არავის იმედები არ უნდა მისცე... თუ მიეცი მისი ცხოვრების უნებლიე კავალერი ხდები. არ შეიძლება სიყვარულითსავსე ნიღბით შემოიფარო, როდესაც სხვა მიზნები გიტრიალებს გონებაში. სამწუხაროა ადამიანი თავის შეცდომას გვიან, რომ ხვდება. უკვე ჰალუცინაციებმაც იჩინა თავი. ყოველ ღამით ის ადამიანები მოდიან ჩემთან, რომლებსაც იმედები გავუცრუე. მათ შორის ალექსიცაა. ზოგჯერ ლოგინის კიდეზე ჩამომიჯდება, მისთვის საყვარელ თმებს ყურებზე გადამიწევს და კვლავ აღიღინდება ირაკლი ჩარკვიანის „მენატრება“-ს. - „მენატრება შენი ნაზი ხმა...“- ჩუმად წარმოვთქვავდი ხოლმე ამ სიტყვებს ზემოთხსენებულ სიტუაციაში. ნეტავ ესმოდეს მას ჩემი. ისევ სულისშემძვრელი მობილურის ზარი... ისევ პროკურორი უჩას შეტყობინებები, რომლებიც მაუწყებდნენ, რომ კონტაქტზე აუცილებლად უნდა გავსულიყავი, თუმცა ვიცოდი ამას ვერ შევძლებდი. შეუძლებელია სხვას დაეხმარო, როდესაც საკუთარი ცხოვრება თვითონვე არეული დატოვე. საღამოს, როდესაც მთვარე ჩემი აივნის სარკიდან აირეკლა თვალი ჩამიკრა. მის გვერდით პატარ-პატარა ვარსკვლავები აკიაფდნენ... თითქოს ნუგეშისმომცემლად მეუბნებოდნენ, რომ მარტო არ ვიყავი. ნელ-ნელა თვალებიც მიმძიმდება. ოთახში ჰაერი სუსტდება. გული კი კვლავინდებურად გაშმაგებით ძგერს. ნეტავ ალექსის შინაგანი ქარტეხილი ახლა რა ფერისაა? შემდგომ შავი, უხილავი ხვრელი... ჩიტების საამური ჟღურტული და სიმშვიდე... სიზმართა ნაპრალში კი შემდეგი სიტუაცია ვლინდებოდა, სადაც ერთი უცნობი ქალი ისახებოდა. ქარი არანორმალურად ქროდა და საკუთარ სხეული მით უფრო აღზნებულ ტალღას ემსგავსებოდა, რომელიც გრძნობაარეული საკუთარ გეზს იცვლის და სრულიად იკარგება თავისივე უბადრუკ ცხოვრებაში. ციოდა… საკუთარ სხეულს თავისშივე ტანსაცმელში მალავდა. შინაგანი სიმხურვალე კი საშუალებას არ აძლევდა გრძნობების გამოსააშკარავებლად. ემოციებით სავსე, მაგრამ ამავდროულად საშინლად ცარიელი ბილიკებს დაადგა. თავისი გრძელი, თლილი თითები მამაკაცის მტევანში იყო დაკავშირებული, რომელსაც სახის მიმიკების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ამ ქალის არსებობით არანორმაურად ამაყობდა. თითოეული ადამიანის მზერა უხეში და მათკენმიმართული იყო. ბრბოს მწველი სხივი კი, ამ ახალგაზრდებს მომენტალურად აშიშვლებდა. ისე აგრძნობინებდა თავს, რომ სამყაროში ყველაზე დაუშვებელ შეცდომას ახორციელებდნენ. მათ კი ამის შესახებ სულაც არ იცოდნენ. მოხდენილი ქალი, მამაკაცის სახლის ბილიკებს აუყვა. ცივი ქარი კი მის წაბლისფერ თმებს აქა-იქ აფრიალებდა, რომლის თითოეული ღერის სხივი კაცის სხეულში ვნებას უმძაფრებდა. წყვილი ხალხის მზერისგან საშინლად შეწუხებულნი იყვნენ. შვების მოსაპოვებლად მხოლოდ კაცის მხარზე თავის ჩამოყრდნობაღა შერჩენოდა. მისი სახლიც ისეთი ვიწრო იყო, როგორც სხვა დანარჩენის ამ ქალაქში. ვიწრო კედლები, ვიწრო ოთახები, ვიწრო საძინებელი, რომელიც შეუძლებელია სიყვარულის ხმებმა დაიტიოს. ვიწრო გულები, ვიწრო ემოციები, ვიწრო გრძნობები, ვიწრო ურთიერთობები, ვიწრო გაგება და აზროვნება, და ისეთი ვიწრო იყო მამაკაცის ოთახი რომელშიც, ვერც ეს ორი ვნებით შეპყრობილი წყვილი ეტეოდა და ვერც ძლივსჩატეული გრძნობები იტევდა ადამიანების ფიქრებს და განსაკუთრებით საშინელ, მწველ მზერას. როდესაც წყვილი ერთად იმყოფებოდა, ტაისიას ეჩვენებოდა , რომ თითოეული ადამიანი მათ ყურებდა, ყველას მზერა მათ თვალებში გუბდებოდა, განიცდიდა, ტაისია დამიანების ყოველდღიურ და დიდხნიან სევდებს… ტკიოდა და საშინლად უხაროდა პატარების ანთებული თვალები, რომლებიც ვერ არკვევდნენ ასე რატომ უყურებდნენ წყვილი ერთმანეთს. ტაისიას ფიქრები ზეცაში იკლაკნებოდა და ჰაერში ჩამოკიდებული მარიონეტივით ქანაობა. მომხიბვლელი ქალბატონი ერთ რამეს მიხვდ… დიდი გრძნობა ყურადღებას ყოველთვის მიიქცევს იმ სივიწროვეში, სადაც ყველა ერთნაირი და სივიწროვეგამეფებულია და სიყვარული ვიწრო გაგებით ,მხარზე თავის ჩამოდებაშიც გამოიხატება. უცნაურია. იმ დღეს ციოდა. ხალხის მზერა კი ისეთი ცივი არ იყო, როგორც სხვა დროს, არც მტვრიანი ზიზღი ცვიოდა მათი თვალებიდან. ციოდა. ტაისიას კი ყველა მოკვდავზე მეტად უყვარდა, თავისი კაცი და ყოველთვის უპირობოდ ფიქრობდა, რომ მისი ხელმიუწვდომელი აზრები ყველას ესმოდა… ეგონა, ყველამ იცოდა რომ ასე ძლიერად უყვარდა იგი. მის ოთახში საშინლად დაცხა. დაცხა მათ ხელისგულებშიც, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ ერთმანეთისთვის ნაკვალევი დაეტოვებინათ სხეულზე... ნებისმიერი შეხებით. სხეულშიც. გარეთ კი ისევ საშინლად ციოდა. ვერ ალღობდა შინაგან აიზბერს, რომელიც სიცოცხლის ხალისს უკლავდა ადამიანს. მათი შავი ფანჯრიდან ჩანდა ნახევრადშიშველი ხეები და ტაისია როგორც ყოველთვის ფიქრობდა, ნეტავ ისინი როგორ გვხედავენ ფანჯრებში და როცა ამინდი ბარტყების გაყინვას ითხოვს, რას ფიქრობენ ისინი ჩვენზეო. სარეცელის გაყოფის შემდგომ, ძალიან ბევრი იარეს. ისევ შემაწუხებლად ციოდა. გაყინული ბარტყი აკანკალებული ხელებით მიწაში ჩადო და მასში სულისჩამფრენი შიში გაბატონდა. ტაისიამ არ იცოდა გაყინულ ბარტყს დასტიროდა თუ გაყინულ ხალხს… მხოლოდ ერთი რამ იყო მისთვის ნათელი. ეშინოდა საკუთარი თავის, საკუთარი თავის დაკარგვის,| საკუთარი გრძნობების გაყინვის, ემოციის მიწაში ჩადების, მისი დატირების. უმისობის. „მიყვარხარ.“ ტაისია გრძნობდა, როგორ უფერულდებოდა მის გარშემო სამყარო... თითქოს თვალთახედვის არედან ყველაფერი ნაცარტუტი ხდებოდა. ახლა მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა... მასთან შეზრდილი თითები არასდროს გაწყვეტილიყო. - იასე... მე შენ მჭირდები.- ჩაილაპარაკა თავისთვის და გული წაუვიდა. - გონზე ჯერ არ მოსულა?- ვთქვი აკანკალებული ტონით, რომელშიც იგრძნობოდა, როგორ თრთოდა ჩემი თითოეული მოლეკულა მოსალოდნელი საფრთხის წინაშე. - არა, ექიმო. - ოთახიდან როგორ გაგექცათ?!- საკუთარ სხეულში ვგრძნობდი, როგორ იყრიდა ერთმანეთში საშინელი მრისხანების დაუოკებელი სურვილი, რომელიც საკუთარ სულს თანდათანობით აჭკნობდა.- თქვენ საერთოდ ხვდებით, რა მოხდება თუ ის ვერ გაიღვიძებს? ხვდებით, ამის დედას?! ეს ქალი, ერთ-ერთი მნიშნელოვანი პაციენტია ჩვენთვის, რომლის მკურნალობა მე დამავალეს. მასზე პასუხისმგებელი მე ვარ!- ხელი იქვე მყოფ ვაზას ვკარი და ოთახში საშინელმა ჭყარუნმა დაისადგურა. - ექიმო... მან გაიღვიძა!- აცახცახებული ცისფერთვალებიანი ქალი ოთახიდან ნაჩქარევად გამოვარდა. თავისი წითური თმები ასჩეჩვოდა. სახეზე კი შიშისა და ამავდროულად კმაყოფილების შეგრძნებით ჰქონდა სავსე. ჩემი სხეული თითქოს აღარ მემორჩილებოდა, ვგრძნობდი, როგორ იღვრებოდა ჩემში ემოციები, როგორც ეს დაზიანებულ კაშხალს სჩვეოდა, რომელიც ყოველ წამს არის მზად ასაფეთქებლად. - შეყვარება ერთამოსუნთქვაში ჩატეული გრძნობა ვერ არის, მაგრამ დროში და სივრცეში უშნოდ გაწელილი, გადღაბნილი პროცესია, რომელიც გძნობასთან ერთად პიროვნების ძალიან დიდ ნაწილს საზიზღარი ჭუჭყიანი და მახინჯი თითებით მიათრევს, კანზე ისე საშინლაად გიჭერს ხელებს, ფიქრობ, შენს კანსაც თან გაიყოლებს.. კანს არ გაიყოლებს, მაგრამ სამაგიეროდ, თავის ჭუჭყს ისე ღრმად დატოვებს შენს კანში,მოგინდება, საკუთარი ხელებით მოიგლიჯო მთელი სხეული და სულ გაილიო სამყაროდან.. უიმედო სიყვარულზე მწარე ის გადაყვარებაა,რომელიც სამყაროს და არსებას გულმოდგინედ გართმევს, ფიქრობ, სიმსუბუქეს მოგგვრის, ცოტაც და ამოისუნთქავ, მაგრამ ვეღარასდროს ამოისუნთქავ იმ ტკბილმწარე ბედნიერებისფრად შენს სამყაროდ რომ იქცა.. სიმწარეს კბილებით უჭერ, არ გეთმობა შენი სიყვარული.. უკუპროპორციაა. ისეთი ხმაურით მირიხინებს შენი ცხოვრებიდან, როგორ ფეხაკრეფითაც შემოიპარა და დაბინავდა დაუკითხავად.. იასე... იცი რა ფერია უშენობა? არა არ იცი... იგი მეწამულისფერია. სწორედ ახლაც მეწამულისფერი დამდევს სახეზე. გიყვარვარ? რა თქმა უნდა გიყვარვარ. ეს მეც ვიცი.- ავისმომასწავებლად ჩაიცინა მან და თავისი მოუვლელი, ყვითელი კბილები ჰაერში გამოაჩინა. - რატომ გაქრი? სად ხარ? მე აქ ვარ... კი, კი... ისევ გესმის ჩემი? რა თქმა უნდა ისევ მიყვარხარ, იასე! უშენობას როგორ ვიტან? მკვდარი ხარ? არა, იასე. შენ ცოცხალი ხარ, აბა ახლა რანაირად გხედავ მე. როგორ ვეხები შენსავე ძლიერ მკლავებს, რომელსაც ვიცი რამდენი სასიამოვნო რამის ჩადენა შეუძლია.- ვგრძნობდი, როგორ იძაბებოდა სიტუაცია ამიტომ ძლიერად ჩავახველე, რომ ტაისიას ერთხელ და სამუდამოდ ეგრძნო ჩემი აქ ყოფნის შესახებ.- ექიმო? - ვის ესაუბრებოდით, ტაისია? თქვენს შეყვარებულს? - მან მითხრა, რომ მალე მოვიდოდა და თავისთან წამიყვანდა. - ხშირად ხედავთ ხოლმე მას? - ვხედავ? იგი სულ ჩემთან არის. აი, ახლაც თავისი გამჭოლი მზერით მიფათურებს სულში ხელებს... აჰ... იასე, სირცხვილია... ახლა? რა მოუთმენელი ხარ, ჩემო...- ბოლოს კვლავ მე მომიბრუნდა.- ბოდიშით, შეგიძლიათ ცოტა ხანი დაგვტოვოთ? უხერხული იქნება ვფიქრობ, თუ აქ იქნებით.- ეშმაკურად აუციმციმდა თვალები. მძიმე ნაბიჯებით ოთახიდან გავდიოდი. შიგადაშიგ უკან ვაპარებდი მზერას... ვხედავდი, როგორ აცურებდა საკუთარი სხეულიდან მჭიდრო ტანსაცმელს, რომელიც მთლიანად უფარავდა თავის ღირსებას. თვალებს ცოტა ხნით ვაძლევ უფლებას, რომ მის სხეულს შეეხონ. თუმცა საღი აზროვნება კვლავ თავს გახსენებს და ოთახიდან გავყავარ. ოთახიდან, ტაისიას მძიმე და ამავდროულად საშინლად ხშირი ხმა ისმოდა. ახლა კვლავ მარტო იყო... მარტო თავის იდუმალ სამყაროსთან და დაუკმაყოფილებელ ვნებებთან ერთად, რომელიც მას არასოდეს არ ტოვებდა. „არსებობს ლეგენდები ორ მოჩვენებასთან დაკავშირებით – ინკუბუსი და სანკუბუსი. ინკუბუსი წარმოადგენს სულს ან დემონს, რომელიც უმეტესად ღამე სტუმრობს ქალს და სექსუალურ კავშირს ამყარებს. სანკუბუსი კი დემონი ქალია, რომელიც მამაკაცებთან მიდის. უმეტესად ესეთი რამ ძილში ხდება, მაგრამ ასევე არსებობს საქმეები,სადაც ამგვარი შემთხვევა სიფხიზლის დროსაა დაფიქსირებული.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.