აისბერგი (1,2 თავი)
დილის მშვენიერიერი სუსხი იჭრებოდა ნილას ფანჯრებში. ნუთუ იმაზე მშვენიერი რა არის როდესაც ხევსურეთის შუაგულში,ჩიტების სასიამოვნო ჟრიამული და ფანჯრის ჭუჭრუტანაში შემომავალი სხივი გაღვიძებს.გაზაფხულიც მშვენიერი იცის ხევსურეთში.ნილაც ხევსურეთის ერთ-ერთ სოფელში გაიზარდა.მამამისი,ბატონი დუდუ , უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი გახლდათ,როგორც საქართველოში ისე მის გარეთ.ნილა სულ მარტო იზრდებოდა საყვარელ ბებიასთან ერთად, დედა მაშინ გარდაეცვალა როცა ჯერ კიდევ პატარა იყო.მამამისმა ეს ამბავი ძალიან რთულად გადაიტანა და მთლიანად თავის საქმეებში იყო ჩაფლული,სახლში ძალიან იშვიათად მიდიოდა,გოგონა უზრუნველყოფილი ჰყავდა, ფინანსურად არაფერი აკლდა,მაგრამ აკლდა მთავარი, სიყვარული,რომელსაც მამისგან საერთოდ ვერ გრძნობდა.ნილამ მთელი ბავშვობა ხევსურეთში გაატარა:აქ დაიბადა,აქ სწავლობდა სკოლაში. ერთადერთი უნივერსიტეტში სწავლობდა საზღვარგარეთ ისიც იმიტომ რომ ჯიუტი და მებრძოლი გოგონაა,რომ არა მისი დაჟინებული მოთხოვნა,მამამის ისიც არ სურდა რომელიმე უნივერსიტეტში ესწავლა,იგი ყოველთვის პასუხობდა ნილას რომ საჭირო არ იყო დროის ამ ფორმალობებზე ხარჯვა,რადგან შემოსავალი იმდენი ჰქონდათ რომ,როგორც იტყვიან საშვილიშვილოდ ეყოფოდათ,მაგრამ ნილა ყოველთვის პასუხობდა რომ კოკა ყოველთვის არ მოიტანდა წყალს და ყოველთვის ასე არ იქნებოდა.მოკლედ რომ ვთქვათ ნილამ ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მიიღო განათლება და ოთხი წლის შემდეგ ბატონმა დუდუმ ისევ სვანეთში დააბრუნა.ნილას სურდა მუშაობის დაწყება და საკმაოდ ბევრი კომპანია ისურვებდა მასთან მუშაობას მისი რეზიუმედან გამომდინარე.მიუხედავად იმისა რომ სკოლის პერიოდი ხევსურეთის მიყრუებულ სოფელში გაატარა ის საკუთარი ძალებით ცდილობდა ყველაფრის შესწავლას,მაგრამ იყო დრო როდეაც ნილა თავად ვერ ხსნიდა ხომლმე გარკვეულ საკითხებს და ბევრი კითხვა აწუხებდა,რაზეც მამას თუ დაიგულებდა სახლში მაშინვე მასთან მივარდებოდა ხოლმე სათხოვნელად ,ბატონი დუდუც კერძო მასწავლებლებს მიაგზავნიდა ხოლმე და ამით იხსნიდა ზედმეტი მოვალეობებისგან თავს. უამრავი ენა იცოდა ნილამ,მის პროფესიას კი რაც შეეხება ბიზნესი დაამთავრა მამამისის მსგავსად და სურდა მის პროფესიას გაჰყოლოდა,მაგრამ მამამისის კომპანიაში არ უნდოდა მუშაობის დაწყება,სხვა შემთხვევაში ბატონი დუდუ არ აძევდა მუშაობის დაწყების უფლებას,ამიტომაც ნილამ არჩია სახლში დამჯდარიყო და მოხუცებული ბებოსთვის მოევლო,მაგრამ ნილასთვის დიდი ტრაგედია დატრიალდა სულ რაღაც ერთ თვეში მან უსაყვარლესი ადამიანი დაკარგა, ის ვინაც გაზარდა,ის ვინაც ჩაუნერგა სითბო და სიყვარული,სწორედ ბებია აძლევდა მას სიცოცხლის ძალას,ბრძლოლისა და სწავლის ძალას,ერთადერთი პიროვნება იყო ვისგანაც სიყვარულს გრძნობდა,ვისთანაც მთელი ცხოვრება გაატრა და ახლა სულ მარტო დარჩა სრულიად უსუსური,ძალაგამოცლილი იღებს ტელეფონს და აქვითინებული ბატონ დუდუს ურეკავს: -მამა ახლავე უნდა ჩამოხვიდე აქ -რატომ ნილა რამე ხდებ?რა ხმა გაქვს ტირი? -მამა ჩამოდი რა გთხოვ -ნილა ახლა უნდა გავთიშო პრესკომფერენცია მაქვს რომ გამოვალ დაგირეკავ შენ კიდე დამშვიდი მანამდე და მშვიდად ვისაუბროთ -მამა არ გათიშო ამის თქმაღა მოასწრო და ტელეფონი გამორთო,ალბათ ნილას მორიგი ისტერიკა ეგონა მუშაობის დაწყებაზე სხვა კომპანიაში ან უბრალო ბავშური გამოხტომა, ნილა ხომ ძალიან გულჩვილი იყო და ყველაფერზე ტიროდა,მაგრამ ახლა ეს უბრალო თემა ხომ არ იყო. როდესაც მეზობლებს შემოესმათ ნილას განწირული ყვირილი სასწრაფოდ შემოცვივდნენ მათ ეზოში და ნახეს ნილას ბებია რომლის გვამი ფერმიხდილი იყო სავარძელში ჩასვენებული, ნილასაც კი მისი ფერი ედო შიშით და დარდით.მალევე სასწრაფოს გამოუძახეს და ნილა საავადმყოფოში წაიყვანეს,სადღაც ორიოდე საათში ბატონი დუდუც იქ გაჩნდა შვილის პალატაში შევიდა ,ფრთხილად ჩამოუჯდა გოგონას და ოქროსფერ დალალებზე ხელით ნაზად ეფერებოდა, ცდილობდა თავი მაგრად დაეჭირა,დედის გარდაცვალებითაც ძალიან დანაღვლიანებული ჩანდა. ამ ტრაგედიის შემდეგ სადღაც ორი თვე გავიდა ნილა სახლში სრულიად მარტო იყო,ყოველდღე ახსენდებოდა საკუთარი ბებია და თითოეული მისი გახსენება გულს წვავდა,ბატონი დუდუც უფრო ხშირად მიდიოდა ხოლმე გოგონასთან და ცდილობდა ენუგეშებინა,ამჯერადაც მოვიდა ბატონი დუდუ,მაგრამ მას რაღაც ახალი წინადადება ჰქონდა ნილასთვის : -შვილო მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე თბილისში და იქ იცხოვრო -მართალს მეუბნები მამა?შენთან ერთად ვიცხოვრებ? -არც მთლად ეგრეა, მაგრამ დაახლოებით. ხომ იცი მე ხშირად არ ვარ სახლში ამის გამო არ მინდა სულ მარტო იყო,აქედან იმიტომ მიმყავხარ რომ სულ მარტო ხარ,მაშინ არანაირი აზრი არ ექნება შენს აქიდან წაყვანას ხომ ასეა?ამის გამო მინდა ჩემი მეგობრის სახლში იცხოვრო მას ორი შვილი ჰყავს დაახლოებით შენი ასაკის და ერთად გაერთობით რავიცი კინოში ივლით,ფილმებს უყურებთ და კაფეებშიც წახვალთ როგორც ხდება ხოლმე,თინეიჯერული ცხოვრება და რამე. -მამა თინეიჯერობის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი ,უკვე 23 წლის ვხდები,მაგრამ შენ ამას ვერ ხვდები,პატარა აღარ ვარ და არ წამოვალ იმ შენი მეგობრის სახლში და არც ვინმესთან თამაშს არ ვაპირებ გასაგებია? საუბარი დასრულებულია ეს თქვა თუ არა გაბრაზებული გავარდა და ცხენების სადგომში შევიდა,თავის ცხენს ხელით მიეფერა,შემდეგ გარეთ გამოიყვანა და ისე გაკურცხლა თვალსაც ვერ მოლანდავდით.ყოველთვის მოსწონდა ჯირითი,ეს ცხენი დედამ მაშინ აჩუქა როდესაც ხუთი წლის იყო,ცხენიც პატარა კვიცი იყო,დედამისი ამ ამბიდან ერთ თვეში გარდაიცვალა სიმსივნის გამო,ეს ცხენი დედამისის უკანასკნელი დანატოვარი იყო რომელიც ნილამ მთელი გულით შეიყვარა,სხვა ცხენებიც იყვნენ საჯინიბოში,მაგრამ ეს ცხენი მისთვის ყველაფერი იყო,საყვარელ დედას ახსენებდა,ყოვეთვის თვითონ უვლიდა,საჭმელსაც თვითონ აჭმევდა და ასეუფთავებდა. ახლა კი მიჰქროდა სვანეთის მთებში და ხარბად ისუნთქავდა მთების სურნელს,უკან კიდევ ისმოდა ცხენის ფლოქვების თქარუნი,ნილამ უკან მიიხედა და ცხენზე ამხედრებული მამა დაინახა,ეს იშვიათი მოვლენა იყო. -ნილა დამელოდე ასე ნუ გარბიხარ!გადმოვარდები! -არა მამა თავი დამანებე გითხარი უკვე არსად წამოსვლას არ ვაპირებმეთქი და თავად არ გადმოვარდე მაგ ცხენიდან.იმდენი ხანია ცხენზე არ მჯდარხარ,შეიძლება დაგავიწყდა კიდეც. -ნილა ნუ მაბრაზებ გააჩერე ცხენი! (უკვე მკაცრი ტონით მიუგო ბატონმა დუდუმ) ნილა ამ ჟესტზე შეჩერდა და ცხენიდან ჩამოხტა: -მამა თავი დამანებე არ მინდა იმ უცხო ადამიანთან დარჩენა,თავს ყველაზე მეტად მაშინ ვიგრძნობ მარტო! -ჩემო საყვარელო მერწმუნე მარტო არ იქნები,ჩემი მეგობარი ბატონი ავთო ძალიან კარგი პიროვნებაა,მისი მეუღლე ხომ საერთოდ,როგორც შვილი ისე მოგივლის.გპირდები მარტო არ იგრძნობ თავს. -არა მამა შენ გინდა სინდისი დაიმშვიდო რომ მარტო არ მიმაგდე აქ,ამ სოფელში ,მაგრამ იცი რა მე მიყვარს ეს ადგილი ,შეიძლება ბევრ ადამიანზე მეტადაც კი და არაფრის ფასად არ გავცვლი ამ ადგილს არავიზე და არაფერზე! -ნილა მაბრაზებ უკვე,კარგი მაშინ ასე ვიტყვი შენ ჩემი შვილი ხარ და რასაც გეტყვი გააკეთებ მე დუდუ წიკლაური ვარ და შენ მე დამემორჩილები თუ არა და ძალით წაგიყვან იქ!მე მმამაშენი ვარ და უკეთ ვიცი რა აჯობებს შენთვის. ბატონმა დუდუმ თავად გადმოიღო ჩემოდანი და რაც ხელში მოყვა ყველაფერი ჩაალაგა,უფროსწორად ჩაყარა,შემდეგ დაამატა რომ დანარჩენ ნივთებს მოახლე წამოიღებდა,ან იქ შეიძენდა. ნილას მამამ ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას დაურეკა როგორც შემდეგში გაირკვა ეს ბატონი ავთო იყო,რომელსაც უთხრა რომ ნილა დამითანხმა და მასთან მიჰყავდა სამი საათი მაინც იყვნენ გზაში ხმა არცერთს ამოუღია,ორივენი ჩუმად ისხდნენ და ელოდებოდნენ ვინ დაარღვევდა პირველი სიჩუმეს,მაგრამ მამა-შვილი ისე ჰგავდნენ ერთმანეთს,ორივენი ჯიუტები იყვნენ და ხმა არც ერთს ამოუღია ბოლოს როგორც იქნა ბატონი ავთოს სახლიც გამოჩნდა,უზარმაზარი შავი ჭიშკარი ჰქონდა სახლს სადაც ორი დაცვა იდგა,ჭიშკრის წინ კი ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული,კარი მალევე გააღეს ალბათ მიხვდნენ ვინებიც მოვიდნენ.ბატონი დუდუს მძღოლმა მანქანა გააჩერა და ბარგი მანქანიდან გადმოზიდა ამ დროს კიბეზე ჩამოვიდნენ ბატონი ავთო და მისი მეუღლე,თან მოახლეც ახლდათ,რომელმაც მძღოლს ბარგი გამოართვა და სადღაც წაიღო შემდეგ მძღოლი მანქანას დაუბრუნდა და ბატონმა დუდუმ ნილას ახსნა დაუწყო: -ეს ბატონი ავთოა როგორც უკვე გითხარი ჩემი უახლოვესი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი ეს კი მისი მშვენიერი მეუღლე ქალბატონი ეკა. (ეკამ ქათინაური შეიფერა და ყურებამდე გაიღიმა) მინდა რომ მათთან იყო ისინი საუკეთესო ადამიანები არიან და გპირდები მათთან თავს უცხოდ არ იგრძნობ ხომ ასეა ავთო? -კი,კი რათქმაუნდა რას ქვია უცხოდ იგრძნობ თავს ის კიარა და ისეთი ლამაზი გოგო გყავს რძლადაც ხომარ დავიტოვო ვფიქრობ! -მე არ მინდა თქვენი რძლობა!(ნაწყენი ხმით ამოილაპარაკა ნილამ) -რატომ რამე გაწყენინე? ბატონმა დუდუმ ავთო ცალკე გაიყვანა და აუხსნა რომ განიცდიდა ბებიას გარდაცვალებას,შემდეეგ აქ წამოსვლას და იმას რომ თავისთან ვერ რჩებოდა. ბატონმა ავთომაც ყურებამდე გაუღიმა ბავშვობის მეგობარს და უთხრა რომ პრობლემა არ იყო და მოსწონდა ნილას ასეთი პირდაპირობა. -აბა ჩემო გოგონა სახლში შევიდეთ და ეკა ყველაფერს დაგათვალიერებინებს,მეა სახლში არ არის თორემ გაგაცნობდი სამსახურშია წასული და რო მოვა აუცილებლად ნახავ,ძალიან კარგი გოგოა და მასთან ადვილად ნახავ საერთო ენას.ჩემს ბიჭს რაც შეეხება მილანშია ბიზნეს საქმეებზე ამიტომ მას ჯერ ვერ შეხვდები. ნილას უნდოდა ეთქვა რომ სულ არ ანაღვლებდა მისი შვილები განსაკუთრებით კი მისი ვაჟი რომელიც თურმე მილანში ყოფილა,მერე რა თუ ორივე მუშაობს მას არ მიეცა ამის საშალება თორემ განათლება მათზე ნაკლები არ ჰქონდა,უნდოდა ამის თქმა,მაგრამ ზრდილობა გამოიჩინა და მოჩვენებითი ღიმილი მიაგება. ბატონმა დუდუმ განაცხადა რომ საქმე იხმობდა და უნდა წასულიყო,ამის შემდეგ კი იქაურობას გაეცალა.ახლა ქალბატონმა ეკამ მოჰკიდა ხელი ნილას და მაღლა აიყვანა აქ დროებით დაიძინებ ვერ მოვასწარით შენთვის ოთახის გადაკეთება,ამიტომ აქ იქნები სანამ მას მთლიანად შენს გემოვნებაზე არ შევცვლით და ალბათ ორ დღეში დაუბრუნდები შენს ახალ ოთახს! -მადლობა ქალბატონო ეკა ,მაგრამ არ არის საჭირო არ აქვს ჩემთვს მნიშნელობა სად დავიძნიებ ,თქვენ როგორც გინდათ ისე მოაწყვეთ. -ძალიან გთხოვ ნუ მაწყენინებ და ერთად მოვაწყოთ შენი ოთახი,მინდა რომ თავი კომფორტულად იგრძნო,იცოდე თუ უარს მეტყვი ძალიან მეწყინება!ძალიან! კიდევ ერთხელ გაიმეორა ქალბატონმა ეკამ მეტი დამაჯერებლობისთვის და პასუხს დაელოდა,ზუსტად იცოდა რომ უარს ვერ ეტყოდა და ასეც მოხდა.ნილა დასთანხმდა. -ჰო კიდევ ერთი ვერ ვიტან ფორმალობებს ქალბატონი ეკა აღარასდროს დამიძახო უბრალოდ ეკა კარგი? ახლა კი მოახლე ლოგინს გაგიშლის და აქ დაიძინებ. ----------------------------- |თავი2| მოახლემ სუფთა პირსახოცები დაალაგა ოთახში და უხმოდ დატოვა იქაურობა.ნილამ ცხელი შხაპი მიიღო და პირსახოცჩემოხვეული ოთახში გამოვიდა,ჩემოდანი გახსნა და საღამურების ძებნა დაიწყო,თუმცა ვერცერთი საღამური ვერ აღმოაჩინა ჩემოდანში,ალბათ ბატონ დუდუს ჩაყრილ ტანსაცმელში საღამურები არ შედიოდა,ამიტომ თხელი მაისური ამოიღო და საცვალზე გადაიცვა,შემდეგ საბანი გასწია და თბილად შეძვრა საბნის ქვეშ-ასე სჩვევია ნილას,როდესაც ცივა საბნის ქვეშ ძვრება და როცა გათბება მაინაც არ ამოჰყოფს ხოლმე თავს,მთელი ღამე საბანგადამხობილს სძინავს და ეს სულაც არ აწუხებს. ღამე უცნაური ხმაური ისმის სახლში,ნილას ეღვიძება,თავს საბნიდან ჰყოფს და რომ ვერაფერს დაინახავს ისევ უკან ჩაძვრება. სადღაც შვიდ საათზე ისევ ეღვიძება ნილას,უკვე კარგადაა გათენებული,როდესაც გვერძე მიიხედავს და მის გვერდით მწოლიარე მამაკაცს დაინახავს,ნილა სასწრაფოდ კივილს მორთავს: -მიშველეთ,აქ ვიღაც არის.ჩემს საწოლში წევს,მიშველეთ ამ დროს თითქოს ფხიზლდება ბიჭი რომელსაც სულ სხვა რეაქცია აქვს. -დაიძინე რა ვერიჩკა,ნუ წივიხარ დილიდან ბიჭი სულაც არ ინძრევა,ისე მოკიდებს ნილას ხელს და თავის მხურვალე სხეულზე აიკრავს. ნილას სხეულზე ჟრუანტელი დაუვლის,რომელიც მალევე გამოაფხიზლებს და მაშინვე ეცდება თავის დახსნას,მაგრამ ამაოდ,ბიჭს ისე ძლიერად უჭირავს გეგონებათ ვიღაც ართმევსო. ნილა კიდევ ერთხელ გაიბრძოლებს,ბალიშს მოხვევს ხელს და თავში დაუწყებს რტყმევას ჯერ კიდევ ნახევრად მძინარ ბიჭს,თან ისევ გამაყრუებელ ყვირილს მოჰყვება: -ნაძირალა,აბა ხელი დამაკარე,მიშველეთ არავინ ხართ?! ამ ყვირილზე და რტყმევაზე წამოხტება ბიჭიც და როდესაც ნილას სახეს დაინახავს გაჩუმებას დაუწყებს. -შენ აქ რას აკეთებ?საერთოდ ვინ ხარ?(ბიჭი) -მეხუმრები ხო შენ ვინხარ და შენ რას აკეთებ ჩემს ოთახში?(ნილა) -შენს ოთახში?მეღადავები?ეს ჩემი ოთახია! -მატყუარა ქურდო,შენი ოთახია არა?ახლავე დავუძახებ ბატონ ავთოს და სადაც საჭიროა მიგაბრძანებს! -სად მიდიხარ ერთი ასე შიშველი?ისე მაგარი სხეული კი გაქვს. -უსინდისო! ახლაღა გაახსენდა მაისურის ამარს რომ იყო და მაშნვე გვერძე დადებულ პლედს დასწვდა და ტანზე შემოისხა შემდეგ კი კივილ-წივილით გავარდა ქალბატონი ეკას და ბატონი ავთოს ოთახისაკენ. კაკუნით აიკლო მათი ოთახის კარები ბოლოს როგორც იქნა ქალბატნმა ეკამ გააგონა და უთხრა რომ შეეძლო შესულიყო. -მიშველეთ ქალბატონო ეკა ზემოთ სართულზე იმ ოთახში ვიღაც ბიჭი შემომივარდა,მგონი ქურდია ან არ ვიცი ჩემს საწოლში იწვა, არაფერი ვიცი იქ როგორ აღმოჩნდა,გეფიცებით მე არაფერი დამიშავებია,ჩემი არავინაა,გთხოვთ წამოდით. ამის გაგონებაზე ცოლ-ქმარი ფეხზე წამოხტნენ და დაბლა ჩაცვივდნენ,როდესაც ბიჭი დაინახეს მაშინვე სიცილი აუვარდა ბატონ ავთოს. -კი მაგრამ რა გაცინებთ ბატონო ავთო ესაა ის ნაძირალა ! - ეს არის?ეს ჩემი ბიჭია შეთე ,შეთე გაიცანი ეს ნილაა -თქვენი შვილი?ჩემს გვერდით იწვა მთელი ღამე,ასე როგორ შეიძლება! -ჯერ ერთი მე ჩემს საწოლში ვიწექი და მერე რა მოხდა უბრალოდ ვიწექი!შენ რა გინდოდა საერთოდ აქ! -უნამუსო მე შენ გაჩვენებ! ნილა ისევ იმ ბალიშს დასწვდა და მოუქნია შეთეს ,სანამ შეთეს დაარტყავდა მანამდე გამოგლიჯა ხელიდან და ყვირილი დაუწყო: -შენ გოგო ნორმალური ხარ?უკვე ზედმეტები მოგდის!იცოდე სულ არ გავიხსენებ იმას რომ გოგო ხარ! -გეყოფათ შვილებო რა ბავშვებივით ჩხუბობთ!(ბატონი ავთო) -ახლავე აგიხსნით ყველაფერს,ოღონდ ჯერ გამოიცვალეთ,შენ მხოლოდ პლედი რომ მოგიხურებია ნილა გაცივდები,მთელი ღამე ასე გეძინა(ქალბატონი ეკა) -მეტსაც გეტყვით,საცვალის და მაისურის გარდა არაფერი ცმია!(შეთე) -იდიოტო ენას ამოგგლეჯ!(ნილა) -ეგ მე უნდა მეთქვა(შეთე) -ახლავე დამშვიდდით მე და მამაშენი ახლა ზემოთ ავალთ და გამოვიცვლით,შენ ჩემო ბიჭო მე წამომყვები და დღეიდან ორი დღე სხვა ოთახში მოგიწევს დაძინება,შენ კი ნილა თბილად ჩაიცვი და სასაუზმოთ ჩამოდი დაბლა,იქ ვისაუბრებთ!(ქალბატონი ეკა) ამის მერე არავის არაფერი უთქვამს,ყველა დაიშალა,ნილაც მოემზადა შხაპი მიიღო,შემდეგ ისევ თავის ჩემოდანს დასწვდა,რომელიც ჯერ ამოლაგებულიც არ ქონდა,ალბათ იმედი ჰქონდა რომ მამამისი აქედან წაივანდა.ჩემოდანში როგორც იქნა იპოვა ღია ფერის შარვალი,ზედ შავი მაისური გადაიცვა და ფეხზეც შავი კედები მოირგო,შემდეგ ოქროსფერი დალლალები ზურგზე გადაიგდო და დაბლა ჩავიდა. გოგონას მართლაც რომ იდეალური გარეგნობა ჰქონდა:სწორი, გრძელი ფეხები,მოხდენილი ტანი,საკმაოდ მაღალიც იყო,სწორი ცხვირი და სავსე ტუჩები უმშვენებდა ლამაზ სახეს,ყველაზე მეტად რაც მოსწონდა ნილას საკუთარ თავში ოქროსფელი დალალები იყო,თვალები კი მუქი წაბლისფერისა ჰქონდა. კიბე სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა და სუფრას მჯუდა როდესაც დაინახა სუფრაზე მჯდომი ოჯახი,მიაც იქ იყო. -ბოდიში რომ გალოდინეთ(ნილა) -არაფერია საყვარელო,მინდა დღევანდელი დღის გამო ბოდიში მოგიხადოთ!(ეკა) უცებ შეთეს ტელეფონი აწკრიალდა,ბოდიში მოიხადა და მაგდიდან წამოდგა,როდესაც საუბარს მორჩა თქვა რომ უნდა წასულიყო. -ვერსად ვერ წაყვალ შეთე,ახლა მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ!(ავთო) -მამა მეჩქარება მერე იყოს!(შეთე) -შეთე მეტს არ გავიმეორებ დაჯექი!(ავთო) შეთე უხმოდ დაჯდა და ამჯერად ქალბატონმა ეკამ დაიწყო საუბარი. -მოკლედ გუშინ რაც მოხდა გაუგებრობა იყო.ნილა გუშინ შეთეს ოთახში შეგიყვანე,არ მინდოდა სტუმრების ოთახში მომეცა შენთვის დაძინების უფლება უცხოდ რომ არ გეგრძნო თავი.მეგონა შეთე კიდევ რამდენიმე კვირა არ ჩამოვიდოდა,ამიტომ მოვიქეცი ასე,თუმცა მან ასე გადაწყვიტა და გუშინ ჩამოვიდა,სავარაუდოდ შენ ისე გეძინა ვერ გაიგე როგორ შემოვიდა და დაწვა საწოლში,შენ კი შეთე ის ვერ გაიგე,ნილა რომ იწვა საწოლში.მოკლედ შეთე მინდა რომ იცნობდე ეს ნილაა ბატონი დუდუს ქალიშვილი და დღეიდან აქ იცხოვრებს მოგწონს ეს თუ არა უნდა შეეგუოთ ერთმანეთს და საერთო ენა გამონახოთ!ხო კიდევ ეს მეაა ,გუშინ ვერ მოვასწარი ნილა შენთვის გამეცნო. -სასიამოვნოა,არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ ძალიან ლამაზი გოგონა ხარ(მეა) -მადლობა საყვარელო,შენც ძალიან ლამაზი ხარ -ახლა უნდა დაგტოვოთ თქვენის ნებართვით მე მეჩქარება! -კი მაგრამ სად მიდიხარ?(ეკა) -მაგისტრატურაზე უნდა შევიტანო საბუთები და სწავლა გავაგრძელო,შემდეგ კი სამახურის შოვნაც მინდა.(ნილა) -რად გინდა მუშაობა?ჯერ ახლა ჩამოხვედი ერთი კვირა მაინც დაგესვენა,ან სად უნდა იმუშაო?სწავლით კი ისწავლე,მაგრამ ორივე ერთად ცოდო ხარ. -მართალიხარ დედა,მაგრამ მუშაობა თუ უნდა უცხო კომპანიაში ხომარ იმუშავებს ჩვენს კომპანიაში გათავისუფლდა დამლაგებლის ადგილი და შეუძლია მის პოზიციაზე იმუშოს! -შეთე ნორმალურად ილაპარაკე! -მადლობთ ქალბატონო ეკა დაცვისთვის,მაგრამ მე უკეთესი იდეა მაქვს შეთესთვის გუშინ ზოოპარკიდან ორაგუტანგი გაგცეულა და იქნებ მის მაგივრად დაგეწყო ხალხის გართოდბა,აღნაგობა არ გიწყობს ხელს თუ რა ?ერთი-ორჯერ გაიკრიჭე და ეგ არის ასლი ხარ! -ენას ამოგგლეჯ გოგო! -წესიერად მომმართე ბიჭო! -ვაიმე ბავშვებო ძალიან საყვარლები ხართ,მაგრამ მეც უნდა წავიდე მეჩქარება,გიდნა ჩემთან ერთად წამოდი ნილა? (მეა) -არა მადლობა ჯერ მამასთან უნდა შევიარო და გავაბრთხილო. -კარგი როგორც გინდა, მაგრამ ტაქსით რატომ უნდა წახვიდე როცა შემიძლია მიგიყვანო,მასე ძალიანაც არ მეჩქარება ,უკეთესი აზრიც მაქვს დღეს სამსახურიდან გავეთავისუფლები და შენთანან ერთად წამოვალ(მეა) -უსაყვარლესი ხარ მეა დიდი მადლობა,მაგრამ ასე ვერ შეგაწუხებ,მხოლოდ მამასთან მიმიყვანე მაშინ. მეამ მანქანა გამოიყვანა,ნილამაც დაიკავა თავის ადგილი და გასაღები გადაატრიალა,მაგრამ ვერ დაქოქა,შემდეგ კიდევ სცადა და როდესაც მიხვდა საბოლოოდ აზრი არ ქონდა მნქანიდან გადმოვიდა და თავის ძმას დაუძახა,რომელმაც დამცინავი მზერით მანქანას მიაშურა: -რახდება გოგონებო?მანქანა ხომარ გაგიფუჭდათ?რაო ნილა გაკვეთილზე ხომარ გაგვიანდება? -საიდან ასეთი თავდაჯერებულობა?ჯერ ესერთი სკოლა დიდი ხანია დავამთავრე და მერე მეორე შენი მეგობარი არ ვარ რომ ეგრე მელაპარაკო,ცინიზმით ესაუბრე ვინაც გაგაბედინოს! -შენ ახლა ზედმეტი მოგდის და ეცადე არ გადამრიო,არ გირჩევ ჩემს გადარევას,მეა შენც უთხარი რამე და გააბრთხილე! -მე არავის გაბრთხილება არ მჭირდება და სიტყვებს დაუკვირდი ჩემთან მიმართებაში,რადგან შენ არასდროს მოგცემ იმის უფლებას მეთამაშო,ხო და კიდევ ტონიც აკონტროლე ხოლმე! -ახლა უკვე საყვარლობა აღარ არის რა გჭირთ ბავშვებო რა დამოკიდებულებაა ეს რა არის?მოკლედ ცუდი ამბავი მაქვს ერთი ის რომ ჩემი მანქანა გაფუჭდა მეორე ის რომ შეთეს მოუწევს შენი წაყვანა! -გამორიცხულა მე მაგას არ წავყვები სულ რომ ფეხით წავიდე! -ვინ გითხრა რომ მე წაგიყვან?! -მოკლედ ახლა რა ხდება შენ გაყვები შეთეს,შეთე შენ კიდევ წაიყვან ნილას თუ გინდათ რომ ეკას და ავთოს არ გავაგებინო თქვენი საუბარი!მე მეგობარი უნდა გამომყვეს და იმას დაველოდები. -მეა დიდ პატივს გცემ და მართლა კარგი ადამიანი ხარ,მაგრამ არ გეწყინოს ტაქსით წავალ რა პრობლემაა? -არანაირი ჩემო საყვარელო,მაგრამ ახლა ეკას დავუძახებ და იმას ვკითხოთ იგივე! -შენ ამას არ იზავ ხო?! -დამიჯერე იზავს,იზავს! -მოკლედ დამთავრდეს ახლა ამაზე საუბარი!მიდი ჩახტი ახლა შეთეს მანქანაში,შეთე რომ მიგიყვანს უფრო მშვიდად ვიქნები! -კი თუ არ გადამჩეხა სადმე! -აი რა კარგად მიხვდი! შეთემ გამოიყვანა თავისი ახალთახალი ბრაბუსი და ნიშნის მოგებით პირდაპირ ფეხთან გაუჩერა მანქანა,ცოტაც და მართლა გადაუვლიდა! ნილაც ავიდა მანქანაში და უკანა სავარძელი დაიკავა! -წინ გადმოდი! -ასე მირჩევნია! -მე გკითხე რა გირჩევნიათქო?! -წინ რატომ უნდა გადმოვიდე,სადაური შენი მეგობარი მე ვარ!არ მიყვარს ისეთი ადამიანების გვერდით ჯდომა ვისაც არ ვიცნობ და ვერ ვიტან,მითუმეტეს თუ ეს შენხარ!ახლა კი დაძარი მანქანა ! -მოკლედ აგიხსნი რაღაცას ეს ჩემი მანქანაა და აქ ჩემი წესები მოქმედებს ისევე როგორც სახლში ან გადმოხვალ და წინ დაჯდები, ჩემს გვერდით ან არადა გადახვალ მანქანიდან,რადგან მე ის არმიყვარს როდესაც მანქანა ცარიელია და ამ დროს ვინმე უკანა სავარძელზე ჯდება,მე თუ მკითხავ ცარიელი უკანა სავარძელი მხოლოდ ერთი მიზნით გამოიყენება ! -უზრდელო! ნილა გაცეცლებული გადმოვიდა მანქანიდან და უკანმოუხედავად გაიქცა,შეთემ მანქანა დაძრა და უკან დაედევნა,მაგრამ ნილამ ტაქსი გააჩერა და მძღოლს უთხრა რაც შეიძლება სწრაფად წასულიყო,შეთე უკან არც გამოყოლია,რომ სდომოდა იმ ტაქსის მძღოლს ისე გადაეღობებოდა ადგილიდან ვერ დაიძრებოდა! ნილამ მძღოლს მისამართი გაუწოდა და მძღოლმაც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა,მანქაანიდან მალეე ჩამოხტა და მამის კომპანიაში შეაბიჯა,როგორც გაიგო ბატონი დუდუ კონფერენციაზე იმყოფებოდა,მაგრამ ნილამ დაჟინებით მოიხოვა მისი ნახვა და ბატონი დუდუც დაუყოვნებლივ გამოვიდა კომფერენციიდან. -რახდებოდა შვილო,რატომ დამიბარე?ხო მშვიდობაა? -მშვიდობაა მამა ,მშვიდობა!უბრალოდ ერთ საკითხზე უნდა ვისაუბროთ და რასაც გეტყვი ნება უნდა მომცე წინაამდეგ შემთხვევაში მე იმ ოჯახში,მითუმეტეს იმ საზიზღარ შეთესთან არ გავჩერდები! -რა უნდა მთხოვო?!ან რას ერჩი იმ ოჯახს , შეთეც ძალიან კარგი ბიჭია! -ჯერ უნდა დამპირდე რომ ნებას მომცემ! -გააჩნია რას მთხოვ! -მამა გეფიცები ან დამპირდები და შეასრულებ ან არა და აქედან ისე წავალ ვერ ვერასდროს მნახავ!შენც იცი რომ გავაკეთებ ამას! ჩემი თხოვნა კი აქედან წასვლას არ ეხება! -კარგი გისმენ! -ჯერ პირობა! -ეხ როგორ გავხარ დედაშენს,ნეტავ ისიც ჩვენს გვერდით ყოფილიყო,ისიც შენსავით პრინციპული და ჯიუტი იყო! ბატონ დუდუს საყვარელი ცოლის გახსენებისას თვალზე ცრემლი მოადგა ,ნილაც უხერხულად შეიშმუშნა დედის ხსენებისას.ბატონმა დუდუმ პირობა მისცა ნილას რომ მის თხოვნას შეასრულებდა და ნილამაც მხოლოდ ამის შემდეგ თქვა თავის სათქმელი: -მოკლედ მამა ორი სურვილი მაქვს:პირველი,მინდა რომ სწავლა გავაგრძელო მაგისტრატურაზე,მეორე ის რომ ამასთან ერთად მინდა კომპანიაში ვიმუშაო,მაგრამ არა შენს კომპანიაში! -კარგი სწავლის გაგრძელებაზე უარს არ გეტყვი,მაგრამ რაც შეეხება მუშაობას ამაზე ძალიან წინააღმდეგი ვარ!შვილო ბოლოს და ბოლოს მე რომ აღარ ვიქნები ამ და სხვა კომპანიებს რომელიც მე მეკუთვნის ვინ უნდა გაუძღვეს?!რატომ არ გინდა აქ იმუშაო და მე ყველაფერი გასწავლო კომპანის მართვაზე?! -მამა ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ ასე რომ ნუ ნაღვლობ ყველაფერს მასწავლი,მაგრამ არა ახლა,არ მინდა თანამშრომლებმა ჩვენზე ზედმეტი მითქმა-მოთქმა დაიწყონ რომ მათ ჩემზე სათანადო განათლება აქვთ,მაგრამ მე რადგან შენი შვილი ვარ მე მნიშნავ მდივნის პოზიციაზე?ახლა გესმის ჩემი?!ამიტომ მაგისტრატურას აუცილებლად დავამთავრებ შემდეგ დოქტორის ხარისხაც მივიღებ და მხოლოდ მდივანი კიარა შენს კომპანიასაც კი ჩავუდგები სათავეში! -კი მაგრამ როდის მოხდება ეგ?ან მოხდება კი? -მოხდება,მოხდება!სულ რაღაც ოთხი წელიც უნდა მოიცადო,მანამდე სხვის კომპანიაში ვიმუშავებ თუ მოეწონებათ ჩემი რეზიუმე და თან ვისწავლი და დავაკვირდები როგორ მართავენ თავიანთ კომპანიას,შორიდან უფრო კარგი დასანახია რა შეცდომებს უშვებენ და როგორ ცდილობენ მის გამოსწორებას,მათ შეცდომებზე კი მე ვისწავლი და მაქსიმუმს გავაკეთებ რომ ჩვენი კომპანიაში იგივე არ განმეორდეს! -ახლა კი მართლა დავმშვიდდი შვილო,საკმაოდ კარგად მსჯელობ და მჯერა რომ როცა დრო მოვა საუკეთესოდ გაუძღვები საქმეს და ჩემზე ბევრად კარგი მმართველი იქნები! ამიტომ უფლებას გაძლევ სადაც გინდა იქ იმუშაო,ხო მართლა ეს შენი საკრედიტო ბარათია,განსაზღვრული რაოდენობა არ არის ყველა ანგარიში ავტომატურად იჭრება,ამიტომ რაც გინდა იყიდე!ჰო კიდევ აქამდე რით მოხვედი?! -მამა არ მჯერა მართლა თანახმახარ?მადლობა,მადლობა!უბედნიერესი ვარ!ეს საკრედიტო ბარათი არ მინდა მე ვიმუშავებ და ფულიც მექნება! -შვილო განა ასე შეიძლება?! იცოდე გადავიფიქრებ ამას თუ არ აიღებ,დღესვე წახვალ და იყიდი ყველა იმ ნივთს რაც გჭირება! -კარგი მამა მადლობა -მე კითხვა დაგისვი რითი მოხვედი?! -შეთემ მომიყვანა!(ნილამ იცრუა რადგან იფიქრა თუ მამამისი გაიგებდა,ბატონ ავთოს დაურეკავდა და ეტყოდა მარტო რატომ გამოუშვა,შემდეგ ბატონი ავთო შეთეს ეჩხუბებოდა,შეთე კი მაშინვე იტყოდა რომ ნილა მანქანიდან თავის ნებით გადახტა) -ააა კარგი მაშინ ხო მართლა,ხვალ მცალია და წავიდეთ შენთვის ერთი კარგი მანქანა ვიყიდოთ,ასე ხომ არივლი სულ,მართვის მოწმობა ხომ გაქვს! -მამა მე მოტოციკლი მინდა! -ეგ გამორიცხულია,ვიცი რომ შენი ბავშვობის ოცნებაა,მაგრამ გამორიცხულია მაგის უფლებს ვერ მოგცემ სადმე კისერი მოიტეხეო! -მამა გთხოვ ვისწავლი ტარებას!მაშინ არ მინდა მანქანა,მოტოციკლს კიდევ შევაგროვებ და სამი წელი რომ დამჭირდეს შეგროვება მაინც ვიყიდი! -ნილა ფულზე ხომ არ არის საუბარი?!გითხარი არა და მორჩა მოტოციკლზე ვერ დაჯდები,თემა დახურულია! ნილა ბუზღუნით გამოვიდა ბატონი დუდუს კომპანიიდან და უნივერსიტეტში წავიდა საბუთების შესატანად.- --------------------------------------------------- ველოდები თვენს შეფასებას???????? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.