შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრთხილად შეარჩიე ოცნება, რადგან შეიძლება ახდეს (თავი 12)


30-05-2020, 18:14
ავტორი ანუკიანკა
ნანახია 1 407

სახლში როგორც იქნა მივიდნენ ნოას ცხენიდან ჩამოხტა მერე ელენეც ჩამოსვა და სახლში შევიდნენ.
- ახლა რა ვაკეთოთ- კითხა ელენემ
- რავი რაც შენ გინდა. კღონდ ისევ არ მარბენინოდა.
- ისე კარგი აზრია
- არა ელე გთხოვ
- კაი ვიხუმრე- გადაიკისკისა ელენემ.
- ნოა ოთახში ძალიან დიდი ალბომი ვიპოვე და უნებართვით არ ავიღე ვისია?
- ჩემი ბებიის და ბაბუისია.
- თუ პრობლემა არაა დავათვალიეროთ რა
- რატომ უნდა იყოს ელენე პრობლემა.
- კაი მაშინ გამოვიტან ვგიჟდები ძველი ფოტოების დათვალიერებაზე. ნოას გაეღიმა. ელენე შევიდა ოთახში და ძალიან დიდი ალბომი გამოიტანა
- ისე ძველდ ბევრ ფოტოებს არ იღებდნენ და აქ ყველა შენი ბაბუისდა ბებიის არის?- კითხა ელენემ
- ისინი განსხვავებულები იყვნენ იმდენ ფოტოს იღებდნენ რამდენიც შეეძლოთ და ამისთვის ფულს არ იშურებდნენ რადგან ამბობდნენ რომ მოგინებები მთავარია
- უკვე დამაინტერესა გეფიცები
- ჰოდა დავიწყოთ მეც დიდი ხანია არ დამითვალიერებია.
- ეს ბებიაა ლია ეს კი ბაბუა თამაზი.
- ვაუუუ ძალიან ლამაზები ყოფილან
- მართლაც
- ეს ვინაა
- მათი მეგობარია
- აჰამ. ისე ძველად რაკარგად იცვამდნენ ხომ? რაღაც სხვა ხიბლია და სხვანაირად იგრძნობა მათ ჩაცმაშიც კი ქართული სული.
- შენ რომ იმ კაბებს იცმევ მაშინ შენც ნამდვილ ქართველს გავხარ ელენე
- ვიცი ვგრძნობ.
ალბათ მთელი 1 საათი ათვალიერებდნენ ალბომს და ელენე მილიონ შეკითხვას სვამდა ნოა კი პასუხობდა. მერე მოშივდათ ისადილეს მიალაგეს როგორც ყოველთვის და ჩამოსხდნენ ისე გაწვიმდა
- ამ ამინდის ვერაფერი მივხდი ღამით წვიმს და მერე დილით კაშკაშა მზეა მაგრამ ღამით ისევ წვიმას იწყებს. ჩემი ცურვის გაკვეთილები კიდევ გადაიდო ამ წვიმის გამო
- არაუშავს ელე მაინც მოახერხებ სწავლას
- ნოა ვიცი ამაზე საუბარი არ გინდა მაგრამ მე მაინტერესებს- ძლივს დაიწყო ელენემ ლაპარაკი როცა ცოტა გამბედაობა მოიკრიბა
- რას გულისხმობ ელენე?
- რასდა როდის გამიშვებ. მე.... მე არ ვამბობ რომ არ მომწონს შენ თან პირიქით აქ კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ჩემი მშობლებიც მენატრებიან ძალიან. არც ის მინდა რომ როცა დამაბრუნებ შენ ვეღარ გნახო ან ციხეში ჩავარდე. კიდევ კარგი შემიყვარდი თორემ დღეს შენ .....- ელენე გაჩუმდა მოულოდნელად უნდა ეთქვა რომ რომ არ შეყვარებოდა მამამისის იდეას დათანხმდებიდა და ახლა ნოა ცუხეში იქნებოდა, მაგრამ როცა მიხვდა რომ შეეშალა გაჩერდა
- თორემ რა ელენე
- თორემ ..... თორემ გიჩივლებდი როცა დავბრუნდებოდი
- რატომ მატყუებ ელენე? თვალები ისევ დახარე
- რაუნდა მიგატყუო ნოა- ელენე ფეხზე წამოდგა რადგან უკვე მერვიულობდა. ნოაც წამოდგა და ელენეს სახე ხელებში მოიქცია.
- რაღაცას მიმალავ ელენე
- ნოა გთხოვ არ გინდა ხომ იცი რომ შენს წინაშე უძლური ვარ
- ელენე როცა იტყუები შენი თვალები მაშინაც გყიდიან ამიტომ ნუ დამიმალავ ნურაფერს მითხარი რას მიმალავ
- გახსოვს ერთი კვირის წინ გორაზე ავედით მაშინ მამამ იდეა მომაწოდა- ელენე მიხვდა რომ დამალვას აზრი არ ქონდა და მოყოლა დაიწყო.
- რა იდეა ელენე
- მითხრა რომ პოლიციელების სხვა ჯგუფიც ჩართო ამ საქმეში და თუ მის იდეას დავთანხმდებოდი აქამდე მოაღწევდნენ და წამიყვანდა. მაშინ არ მიყვარდი ნუ მეგინა რომ არ მიყვარდი და რადგან ცოტათი მომწონდი ვიფიქრე უკეთესია წავიდე და დავივიწყო მეთქი. იდეა კი ის იყო რომ ერთი კვირის შემდეგ მე მასთან ისევ უნდა დამერეკა და რაც შეიძლება დიდხანს მელაპარაკა რომ პოლიციელებს ეს ადგილი დაედგინათ ტელეფონის დახმარებით. მერე ამ ერთ კვირაში მივხდი რომ მიყვარხარ და იმდენი რამე მოხდა რომაი არ ვიცი ჰოდა მეც აღარ დავთანხმდი დღეს მამას და ვუთხარი რომ გაეშვა ვინც ჰყავდა იქ მოყვანილი და ისე დამლაპარაკებოდა. გაუშვეს და მერე ველაპარაკე. მაგრამ რეალური მიზეზი არ მითქვამს რატომ არ მინდოდა შენგან წასვლა არ მითქვამს რომ შემიყვარდი. ამას ტელეფონით ვერ ვეტყოდი თორემ მამა ალბათ გაგიჟდებოდა დედას კი გული წაუვიდოდა - ელენე ტიროდა უკვე.
- ელე ვერ ვიჯერებ
- ვიცი ვიცი რომ აღარ მენდობი და ვერ იჯერებ რის გაკეთებასაც ვაპირებდი მაგრამ....
- ელენე მე იმას ვერ ვიჯერებ რომ არ გააკეთე ის რაც მამაშენმა გითხრა. შენ მე გადამარჩინე, იმიტომ რომ მართლა ძალიან გიყვარვარ და გგონია იმის გამო გაგიბრაზდები და მეწყინება რომ ერთი კვირის წინ სხვანაირად ფიქრობდი. პირიქით ის უფრო გამიკვირდებოდა რომ არ დათანხმებოდი მამაშენს, რადგან მშობლებზე მიცემული პირობის დარღვევა მტკივნეულია. სიგიჟემდე მიყვარხარ ელე.
- ნოა ამის მერე ოცნებებს ფრთხილად არ შევარჩევ?
- რატომ ელე?
- იმიტომ რომ ჩემი ოცნებები კარგია. ჩემი ოცნების ნაწილი რეალობად იქცა.
- მე რომ შენი ოცნება ვიყავი ამის გაფიქრებაზეც კი მიხარია ელე
- სულ იქნები ნოა ჩემი ოცნება.
- ელე თუ ერთად არ ვიქნებით თუნდაც დიდი ხანი მაინც ხომ გეყვარები?
- ნოა მაგას კითხვა უნდა?
- ელე დამპირდი რომ რაცარუნდა მოხდეს რომც აღარ გიყვარდე დამიმახსოვრე.
- შეუძლებელია შენი დავიწყება ნოა
- მიყვარხარ ელე
- მეც ნოა.
ნოამ ელენე თავისკენ მიწია და აკოცა. მერე ელენეს ცრემლები მოწმინდა და საწოლზე დასხდნენ. უცებ გარედან ხმა მოესმათ
ორივემ ჩუმად გაყო თავი ფანჯარაში და რამდენიმე ცხენზე ამხედრებული კაცი დაინახა.
- ესენი ვინ არიან?- იკითხა ნოამ.
- მეც გამახედე- ელენემ გაიხედა რამდენიმე წუთი ასე უყურებდა და მერე დენდარტყმულივით შემობრუნდა ნოასკენ. მერე ფანჯარა დახურა და ხმა ძლივს ამოიღო
- ისინი არიან
- ვინ ისინი ელენე?
- მამაჩემი და პოლიციელები.
- მეღადავები ელენე?
- არა ნოა მამაჩემს კარგად ვიცნობ თუნდაც სიბნელე იყოს მაინც გავარჩევ მის მელოტ თავს. თანაც ხმაშიც ვიცანი. ჩვენ გვეძებენ. ნოა სანამ მეზობლებთან ნახავენ და ჩვენამდე მოაღწევენ უნდა გაიქცე. ჩვენი სახლი ბოლოშია და აქამდე სანამ მივლენ შენ მოასწრებ გაქცევას
- როცა გემი იძირება პირველი ვირთხები გარბიან ელე.
- ნოა ახლა სხვანაირადაა უნდა გაიქცე გთხოვ გემუდარები. არ მინდა ციხეში აღმოჩნდე. მაგათ კარგად არ ეცოდინებათ ცხენით ჯირითი. ახლა იძულებულები იყვნენ რომ დამჯდარიყვნენ რადგან აქ მანქანა ვერ ამოდის ამიტომ შენი მეტი შანსი გაქვს გაიქცე.
- არ გავიქცევი ელენე და მამაშენის თვალში მშიშარა არ გამოვჩნდები.
- ახლა მაგას არ აქვს მნიშვნელობა ნოა- დაჟინებუთ და მუდარიანი თვალებით თხოვდა ელენე.
- ზუსტადაც რომ აქვს. არ წავალ. არ მაინტერესებს რამდენს მომისჯიან
- სამაგიეროდ მე მაინტერესებს. ვერ გავძლებ უშენოდ ამდეხანს ნოა
- გაძლებ ელე გაძლებ
- ნოა გთხოვ წადი 5 წუთში აქ იქნებიან.
- ელენე არ წავალ და მორჩა. ახლა კი მისმინე. ხომ იცი რომ მიყვარხარ. ისიც ხომ იცი რომ მომენატრები. და იცოდე რომ არ იტირო კაი? კარგი ბავშვები არ ტირიან ელენე. შენ თუ გეტკინება მეც მეტკინება ხომ იცი?
- ნოა არ მინდა რომ წახვიდე. ერთად გავიქცეთ
- რას ამბობ ელე
- ჰო ერთად გავიქცეთ.
- უკვე მოვიდნენ და აზრი არ აქვს მაგრამ რომც ქონოდა მაინც არ გავიქცეოდით ელე დროა მშობლები მოინახულო.
ამ დროს კარებზეც დააკაკუნეს და ნოამ გააღო. პოლიცია რომ შემოვიდა სახლში და ელენე დაინახა მაშინვე დაუძახა დანარჩენებსაც და ელენეს მამაც შემოვიდა. ელენე მამასკენ წავიდა ერთმანეთს გადაეხვივნენ.
ბატონ დათოს დიდხანს ყავდა ელენე ჩახუტებული და თმაზე ეფერებოდა
- ჩემო გოგოვ როგორ მომენატრე რომ იცოდე
- მეც მომენატრე მა
- ხომ კარგად ხარ ხომ არაფერი დაგიშავა იმან
- არა მამა.
მერე ელენეს მამა ნოას წინ დადგა, რომელსაც უკვე ბორკილები ეკეთა ხელზე.
- მადლობა რომ პირობა არ დაარღვიე და ჩემს შვილს მოუფრთხილდი. მაგრამ ეს იმისთვის რომ მოიტაცე და ამდენიხანი ტანჯავდი აქ გამოკეტილი. დათომ ნოას გაარტყა. პოლიციელებმა დათო მოაცილეს ნოას. ელენე ნოასთან მივიდა თან ტიროდა
- ნოა კარგად ხარ?
- კი ელე.
- არ წაიყვანოთ მას არაფერი დაუშავებია- იძახდა ელენე მაგრამ ამაოდ. ნოა სახლიდან გაყავდათ უკვე. ელენეც უკან მიყვებოდა. დათო ჩაფიქრიანებული იყო. ხვდებიდა რომ ელენე გულგრილი არ იყო ნოას მიერ და ეს აშინებდა ყველაზე მეტად. არ იცოდა რა მოემოქმედებინა. უბრალოდ უყურებდა და უსმენდა მისი შვილისა და ნოას ყოველ სიტყვას.
- გთხოვთ გაუშვით უნდა წავიყვანოთ- ეუბნებოდა პოლიციელი, მაგრამ ელენე ისევ არ უშვებდა ხელს ნოას.
- ელე ნუ ტირი ხომ დამპირდი რომ არ იტირებდი
- არა არ დაგპირებივარ
- ჰოდა ახლა დამპირდი.
- არა . ნოა....- ტირილისგან ხმა უწყდებოდა ელენეს.
- ელე ხომ იცი რომ მოგენატრები რაც უნდა ქნა.
- მე.... მე კი ვიცი.
- ჰოდა როცა მოგენატრები გააკეთე ისე როგორც მე გითხარი კაი ელე.
- კაი
პოლიციელებმა ისევ მოკიდეს ხელი ნოას და წაიყვანეს ელენე კი მეორე პოლიციელმა დაიჭირა რომ ისევ უკან აღარ გაყოლოდა.
- დამიმახსოვრე ელე
- შენ ჩემი ჩოხიანი ხარ. ჩემი ოცნება ნოა.
ნოას გაეღიმა და არაფერი უთხრა. მერე ცხენზე შესვეს და წაიყვანეს.
დათოც მივიდა ელენესთან და ხელი მოხვია.
- შვილო რა ხდება?
- რაუნდა ხდებოდეს ვერ ხედავ რომ დააპატიმრეს? მე გითხარით რომ გაგეშვათ ისინი ვინც მოიყვანეთ. თქვენ კი მომატყუეთ -ელენე მამამისის პირისპირ იდგა და უკვე ყვირილზე გადადიოდა.
-თქვენ გამო ახლა ციხეში მიჰყავთ ნოა. რატომ არ მენდეთ როცა გითხარით რომ ის კარგია და არაფერს დამიშავებდა ხომ გითხარით რომ მალე დამაბრუნებდა სახლში. ამას არ გაპატიებთ არც შენ და არც დედას მამა.
- შეგიყვარდა?- ელენე მიტრიალებული იყო და სახლისკენ მიდიოდა როცა ერთ ადგილზე გაქვავდა. მერე შემოტრიალდა და მტკიცედ და დაუფარავად უპასუხა
- სიგიჟემდე შემიყვარდა- ისევ გატრიალდა და სახლში შევიდა რომ მისი ნივთები შეეგროვებინა.
იცოდა რომ მამამისს ეს პასუხი არ მოეწონებოდა და გულს ატკენდა, მაგრამ იმდენად გაბრაზებული იყო ახლა რომ უბრალოდ სამაგიერო გადაუხადა.
- აქ დაგელოდები
არაფერი უპასუხა ელენემ სახლში შევიდა მისი ზურგჩანთა აიღო და მისი ნივთები ჩაალაგა. მერე ნოას ოთახში შევიდა კარადა გამოაღო ნოას 2 მაისური გამოიღო და ჩანთაში ჩადო მას მერე რაც მისი სუნი შეიგრძნო. ისევ აეტირა ნოას საწოლზე ჩამოჯდა და ცრემლები შეიმშრალა
- არ ვიტირებ სხვის დასანახად არასდროს ვიტირებ.
ნოას ბალიშს აკოცა მერე თვალი მოავლო ირგვლისვ მთელ სახლს თითქოს ყველა მის კუთხეს იმახსივრებდა და ისე გავიდა სახლიდან. მერე ჩანთა ძირს დადო და სახლის უკან წავიდა
- სად მიდიხარ ელენე?
პასუხი ისევ არ გასცა უკან კი ბენსესთან ერთად დაბრუნდა.
- შვილო ეს ცხენი რად გინდა შენთვის უკვე წამოვიყვანეთ ცხენი.
- მე ამ ცხენით მოვდივარ.
- მარტო როგორ შეძლებ ცხენით წამოსვლას
- ვიცი ნოამ მასწავლა.
მერე მეზობელი ქალი რომელიც ელენესთან იდგა უთხრა რომ ძაღლისთვის მიეხედა თუ არ შეწუხდებოდა ქალმა რათქმაუნდა უარი არ უთხრა გადაეხვია და უთხრა რომ ელენეს და ნოას სიგიჟეების გარეშე ძალიან მოიწყენდა მერე კი ყურში უჩურჩულა
- მე ყოველთვის გადევნებდით თვალს და იცოდეთ რომ თქვენი დაცილება ადვილი არ იქნება ამიტომ დაელოდე შვილო ის აუცილებლად მოვა დაბრუნდება
- ჩვენ ვერავინ დაგვაცილებს- ელენემაც აკოცა ლოყაზე და გაეცალა ქალს . ცხენზე ოსტატურად დაჯდა რითიც მამამისიც და ორი დარჩენილი პოლიციელიც გააოცა.
- წავედით - ეს თქვა მხოლოდ და ცხენი გააჭენა ქვევითქკენ. როგორც იქნა ჩავიდნენ იქ სადაც ყველაფერი დაიწყო. ქვემოთ ნოას დედა და და იყვნენ. ელენე ცხენიდან ჩამოვიდა და მათთან მივიდა მამამისს კი უთხრა რომ არ გაყოლოდა
- გამარჯობა მე ელენე ვარ
- შენ ხარ შვილო ელენე?
- კი მე ვარ. ბოდიში რომ ჩემს გამო ნოა წაიყვანეს....
- ჩშ. ნაომ რომ გაიგოს რომ შენ თავს დამნაშავედ გრძნობ იმისგამო რომ ის წაიყვანეს ძალიან გაბრაზდება. მას უყვარდი და სიყვარული ზოგჯერ მსხვერპლს მოითხოვს . ვიცი რომ ჩემი შვილი დაბრუნდება და ისევ ერთად ვიქნებით. ახლა მივხდი რატომაც აგირჩია ჩემმა შვილმა შენ, როცა ამდენი გოგო დადის აქაც და ქალაქშიც.
- ყველანაირად ვეცდები რომ ნოა იქ არ დარჩეს. ბენსე წამოვიყვანე იმედია მიხედავთ
- რათქმაუნდა შვილო. მადლობა რომ წამოიყვანე
ბენსეს მოეფერა ელენე, მანქანაში დაჯდა და საკუთარი სახლისკენ წავიდა. საჭესთან მამა იჯდა. ელენე არ უყურებდა მამას მხოლოდ ფანჯარაში იყურებოდა . ჩასვლამდე არც ერთს არ ამოუღია ხმა. სახლის ეზოში შევიდნენ თუ არა ელენეს დედა ქეთო გამოეგება და შვილს გადაეხვია თან ტიროდა.
- ელენე შვილო ხომ კარგად ხარ ?
-კი დედა შენ როგორ ხარ ?
- მე უკვე კარგად. სახლში შევიდნენ. ქეთო კიდევ ვერ სცილდებოდა შვილს და ხელებს უკოცნიდა.
როცა ცოტა კარგად მოისიყვარულეს ელენეს უნდა დაეწყო საუბარი კარზე რომ დააკაკუნეს და ნინაჩკა მოვიდა. ისე გადაეხვივნენ ერთმანეთს რომ ვინმეს ეგონებოდა აღარც მოცილდებოდნენ ერთმანეთს.
- ელენე როგორ მომენატრე რომ იცოდე.
- მეც ნინაჩკა. მოდი დაჯექი უნდა ვილაპარაკოთ ყველამ ერთად
- დედა მამა რატომ მომატყუეთ
- შვილო ჩვენ შენი დახსნა გვინდოდა იმ ტყვეობიდან.
- ვინ გითხრათ რომ ტყვეობაში ვიყავი?
- შვილო მან ხომ გაგიტაცა.- დათო ხმას არ იღებდა მხოლოდ ქეთო პასუხობდა.
- მაგრამ ის არასდროს მომქცევია ცუდად და ორჯერ სიკვდილსაც კი გადამარჩინა
- რას ამბობ ელენე სიკვდილს?
- ჰო სიკვდილს. იცოდეთ რომ ძალიან მაწყენინეთ ამით და მინდა გითხრათ რომ ნიას არ ვუჩივლებთ გატაცებისთვის ჩვენებასაც სხვანაირად მივცემ და დავუხსნი ციხიდან.
- ელენე რას ამბობ შენ რა ის ის გამტაცებელი ....
- ჰო დედა შემიყვარდა. ძილი ნებისა მეძინება.
კიბეები აიარა და მის მონატრებულ ოთახში შევიდა რათქმაუნდა ნინაც შეყვა.
- ელენე მართლა შეგიყვარდა?
- კი ნინა. ისე შენზეც გაბრაზებული ვარ როგორ არ მითხარი რომ მატყუებდნენ
- ისმინებიდა ტელეფონი და რა მექნა. მერე როცა ჩემი ტელეფონით დაგირეკეთ რომ მეთქვა უკვე აღარ იჭერდა თქვენთან ალბათ იმ გორიდან წამოსულები იყავით უკვე.
- კაი რაც არის არის ახლა ვერაფერს ვერ შევცვლით. ელენე ჩანთიდან ნოას მაისური ამოიღო უყნოსა ჩაიხუტა და დაწვა. ნინა ცოტახანს მასთან იყო და როცა ელენეს ჩაეძინა წავიდა.
მეორე დღეს იყო ერთი აურზაური, რადგან ყველა მოდიოდა ელენეს სანახავად. ზოგი მართლა მონატრებოდა, მაგრამ ზოგის დანახვაც არ უნდოდა. მხოლოდ ნოაზე ფიქრობდა. როცა მათ ელაპარაკებოდა მაშინაც ნოაზე ფიქრობდა. ეს დღეც დასრულდა როგორც იქნა. ელენე ისევ არ ელაპარაკებოდა მშობლებს ნორმალურად. ნინაც ისევ ელენესთან იყო და გვერდიდან არ შორდებოდა. საღამოს ელენემ ყველაფერი მოუყვა რაც ნოასთან ყოფნისას მოხდა. მთელი თითქმის სამი თვის ამბები მოუყვა. ნინა პირდაღებული უყურებდა.
- არც კი ვიცი რა ვთქვა. ისეთი კარგი ჩანს ნოა შენი აღწერით რომ აი რავი რაუნდა თქვას კაცმა.
- შენც მომიყევი ნინ აქ რახდებოდა სანამ მე არ ვიყავი.
- რავი ისეთი არაფერი. ისე კიდევ კარგი სკოლა არ იყო და ზაფხულის არდადეგები იწყებოდა თორემ მაგრად ჩამორჩებოდი სწავლას.
- ჰო კიდევ კარგი. საბა ისევ მის ახალ შეყვარებულთანაა?
- არა დაშორდნენ.
- რატომ?
- რავი ის გოგო სხვა ბიჭთან დაუნახავს და.
- იდიოტია. რატომ მომწონდა საერთოდ ვერ ვხდები. ნოასთან შედარებით ეგ არავინაა. მას მგონია რომ სიყვარულიც არ შეუძლია
- გეთანხმები.
- ხვალ ჩვენება უნდა მივცე.
- მერე რაუნდა უთხრა.
- ტყუილი.
- რააზრი აქვს ტყუილს ნოა სიმართლეს იტყოდა ალბათ.
- ჩემი ტყუილი მის სიმართლეზე უფრო დამაჯერებელი იქნება.
- ელენე ნუ მაშინებ მომიყევი რაუნდა უთხრა პოლიციას
- ვეტყვი რომ ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა თავიდანვე. ვეტყვი რომ მის ცხენზე იმიტომ დავჯექი რომ უნდა გავპარულიყავით. ვეტყვი რომ ყველაფერი ჩემი ნებით მოხდა. ხოლო რაც შეეხება იმას რომ მშობლებს არაფერი ვუთხარი ვეტყვი რომ ჯერ სრულწლოვანი არ ვიყავი და წასვლის უფლებას არ მომცემდნენ. ამიტომ გავიპარეთ. როცა სრულწლოვანი გავხდი ნოა და მე უკან დაბრუნებას ვაპირებდით, მაგრამ მათ დაგვასწრეს.
- იმაზე რას ეტყვი როცა ნოას ჩვენება შენსას არ დაემთხვევა?
- ვეტყვი რომ არუნდოდა მშობლები ჩემზე განრაზებულიყვნენ რომ არაფრად ჩავაგდე და გავიპარე ამიტომ თავის თავზე აიღო ყველაფერი და ამით უნდა რომ გადამარჩინოს მშობლებთან კონფლიქტს. ცოტას კიდევ შევალამაზებ ამ ყველაფერს და მერე მივცემ ჩვენებას.
- ელენე დარწმუნებული ხარ?
- სრულიად.
- მერე შენი მშობლების ჩვენებაც რომ არ დაემთხვევა
- დედა და მამა იმას იტყვიან რასაც მე ვეტყვი თუ უნდათ რომ ვაპატიო.
- ელენე გეფიცები მეც კი შემეშინდა შენი. - გაეცინა ნინას
- ნოას მაინც დავიხსნი.
- მე შენსკენ ვარ დაო.
- მადლობა.
დაღამდა ელენე ამ ღამესც ნოას გარეშე გაატარებდა. ძალიან ენატრებოდა მერე ფანჯარასთან მივიდა ფარდა გადაწია და მოპირდაპირედ მდგარ ხეს შეხედა. გაახსენდა ნოამ რომ უთხრა წარმოიდგინე რომ იმ ხის უკან ვდგავარ და გიყურებო. ელენეს ისევ წამოუვიდა ცრემლები.
- ღმერთო როგორ მენატრება. ნეტავ ახლა იმ ხის უკან იყო მართლა. არა არუნდა ვიტირო და არუნდა მეტკინოს თორემ მასაც ეტკინება. უნდა დავიძინო რომ ხვალ ნორმალური ჩვენება მივცე და არაფერი შემეშალოს.
დაიძინა. დილით ადგა გაემზადა და ქვევით ჩავიდა. მერე მშობლებს ყველაფერი უამბო და ისიც უთხრა რომ თუ იმას გააკეთებდნენ რაც ელენემ უთხრა აპატიებდა რაც აქამდე გააკეთეს. დედა გადაირია ცოტა შვილო გონს მოდი რას აკეთებო, მაგრამ ელენე კატეგორიული იყო. ნინაჩკასაც დაკითხავდნენ რათქმაუნა და ელენემ მასაც მოუყვა რა უნდა ეთქვა. 1 საათში პოლიციელებმა მოაკითხეს და ელენე წაიყვანეს. ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა ელენე რომ ეჭვის შეტანა ცოტა რთული იყო. ცდილობდა არ ენერვიულა. ან უბრალოდ ნერვიულობა არ შეტყობიდა ამიტომ ხელებს მალავდა. საკმაოდ გამოცდილი პოლიციელი შეხვდა და ელენესაც კარგად აკვირდებოდა
- მგონი ნერვიულობთ
- კი ვნერვიულობ, რადგან არ მინდა ჩემი საყვარელი ადამიანი ციხეში იჯდეს
- მისმინეთ თუ რამით დაგემუქრათ შეგიძლიათ გვითხრათ ჩვენ დაგიცავთ თუ გინდათ სახლთან პოლიციელებსაც დავაყენებთ. ის კი ციხიდან ვერ გამოვა და შესაბამისად ვერაფერს დაგიშავებთ ამიტომ ნურაფერს დაგვიმალავთ გთხოვთ. თქვენი ჩვენების გარდა ჩვენ მტკიცებულება არ გვაქვს. თქვენი ვერცერთი მეგობარი ვერ ადასტურებს რომ გაგიტაცეს. ყველა ამბობს რომ ცხენზე მასთან ერთად დაჯექით და სასეირნით წახვედით, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულხართ.
- არავინაც არ მემუქრება რა სისულელეა ცილს ნუ წამებთ. და გითხარით რომ ვითომ გასეირნებაც დაგეგმილი იყო და მე ჩემი ნებით გავყევი
- კარგი როგორც იტყვით. მე დავასრულე თქვენ თუ არაფერს დაამატებთ შეგიძლიათ წახვიდეთ შინ ისევ პოლიციელები მივაცილებენ. მგონი თქვენმა მშობლებმაც დაასრულეს და ერთად შეგეხლებათ წასვლა.
- ნოს როდის გაათავისუფლებთ?
- ჯერ ზუსტად არ ვიცი ეს ყველა ჩვენება უნდა შევაგროვო და მოსამართლეს გავუგზავნო
- კარგით ნახვამდის
პოლიციელმა ხელი გაუწიდა ელენემაც ჩამოართვა და მშობლებთან ერთად სახლში დაბრუნდა.
სახლში რომ მივიდნენ იცოდა ყველა ელოდებოდა ელენე რას იტყოდა. სამზარეულოში შევიდა წყალი დაისხა ჭიქაში მერე სხვებსაც შესთავაზა და სავარძელში მოთავსდა.
- მადლობა რომ დამეხმარეთ და ის თქვით რაც მე გითხარით.
- შვილო ამას რატომ აკეთებ? ის ბიჭი მართლა შეგიყვარდა?
- კი დედა. თქვენ არ იცნობთ და ფიქრობთ რომ ცუდია, მაგრამ ასე არაა. რომ იცოდეთ რამდენი რამე გააკეთა ჩემთვის და რამდენს ცდილობდა რომ თუნდაც გამეღიმა. ორჯერ გადამარჩინა სიკვდილს.- მერე მოუყვა როგორ იხსნა ნოამ ელენე სიკვდილისგან. ქეთო გაგიჟდა ლამის გადაირია შვილო ეს როგორ დაგემართაო.
მერე როგორც იქნა დათომაც ამოიღო ხმა
- ჩვენ ვალშიც კი ვართ მაშინ ნოასთან რომ შენ ახლა ჩვენთან ხარ, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ რომ ეს მის გამო მოხდა რომ არ გაეტაცებინე ხომ არ მოუწევდა შენი გადარჩენა.
- მართალია მამა, მაგრამ მის ადგილას სხვა უბრალოდ გაიქცეოდა და იმ ნადირთან მარტო დამტოვებდა.
- მადლობა ღმერთო რომ ჩემი ელენე აქ არის ჩემთან- ამბობდა ქეთო.
- არ ვამბობ რომ კარგად მოიქეცით როცა მომატყუეთ და ისევ უსმენდნენ ტელეფონებს პოლიციელები, მაგრამ ამ საქციელით გამოისყიდეთ თქვენი დანაშაული და მეც გაპატიეთ. ისე არც ვიყავი თქვენზე გაბუტული როგორ შეიძლება თქვენ გეჩხუბოთ მაგრამ მაშინ ძალიან გავბრაზდი. მამა შენც ხომ მაპატიე
- თითქმის. თუ მაკოცებ სულ გაპატიებ.
- მაგას კითხვა უნდა?- მივიდა ელენე მამას გადაეხვია და ძლიერად აკოცა.
როგორც იქნა ისევ დაღამდა და ისევ მოიღუშა ელენე. დასაწოლად ადრე მიდიოდა, რადგან არუნდა ხალხთან კომუნიკაცია. სულ ნოაზე ფიქროობდა. ოთახში ავიდა პიჟამოები ჩაიცვა და ისევ ფანჯარასთან დადგა რომ იმ ხისთვის ეყურებინა. ისევ აეტირა, ისევ ვერ შეიკავა ცრემლები და ისევ ჩუმად ტიროდა რომ არავის გაეგონა.
მერე ფანჯარას პატარა ქვა მოხდა იმდენად პატარა რომ ფანჯარა არ გამტყდარა.
- ვინ ჯანდაბაა ახლა. ეს თუ კიდევ ის პტატა თომაა შემომაკვდება ცემაში.
კიდევ მოხდა ფანჯარას ქვა. ელენემ გამოაღო ფანჯარა და გადაიხედა
- თომა შენ ხარ ხომ?
- თომა არა მაგრამ ნოა ვარ
გაშეშდა, გაშრა თან ეღიმებოდა თან ეტირებოდა ხეს ამოფარებული ნოა რომ მოცილდა ხეს და ელენეს ფანჯრის ქვემოდან დადგა და ყურება დაუწყო
- ნოა.... ნოა მართლა შენ ხარ?
- არა გეჩვენება.
- ღმერთო იმედია მართლა არ მეჩვენება.
- ასე უნდა მიყურო და არ ჩამოხვიდე თუ მე ამოვიდე?
- ჰა.... რა.... ისა.... დამელოდე ჩავუცვამ და ჩამოვალ
- ცკტა დაუჩქარე ვეღარ ვძლებ ელე.
როგორ მონატრებოდა თურმე ნოა დაძახილი ,,ელე"
ჩქარა ჩაიცვა. სიხარულისგან არიცოდა რას უცმევდა რაც მოხვდა ხელში ის ჩაიცვა. ზემოდან ნოას მაისური ჩაიცვა საწოლზე ედო და სწრაფად გადაიცვა სხვა მაისური არც უძებნია. ქვემოთ ჩაირბინა. ქეთოს და დათოს ისევ ეღვიძათ
- ნოა მოვიდა და უნდა ვნახო
- ამ ღამით?- ფეხზე წამოდგა დათო
- მამა გთხოვ. ხომ ენდობი. ნოამ მითხრა რომ მისთვის გითქვამს გაუფრთხილდიო ჰოდა ნოაც მიფრთხილდებოდა ახლაც დამიცავს. რომ არ ვნახო არ შემიძლია მამა დედა გთხოვთ
- კარგი, მაგრამ 2 საათი მაქსიმუმ მერე შემოდი ისედაც გვიანია უკვე და მაგას უთხარი კარგი იქნება ერთ დღეს თუ მოვა ჩვენთან და დავილაპარაკებთ
- ნოა მამა ნოა ქვია შენს მაგას.
დავითს გაეღიმა და ისევ ჩამოჯდა
ელენემ კარები გამოაღო და ღრმად ჩაისუნთა. სუნთქვა ეკვროდა რატომღაც. ეღიმებოდა და არც მალავდა ამ ღიმილს და არც ღიმილის მიზეზს. გავიდა გარეთ და სახლის მეორე მხარეს გაიქცა იქ სადაც ნოა ელოდებოდა.
დაინახა, გული გამალებით უცემს, გონია რომ სადაცაა საგულედან ამოვარდება, მერე ისევ ეღიმება თან რემლები სცვივა და ნაბიჯს ვერ დგამს. მერე კიდევ ჩაისუნთქა ღრმად და ნოასკენ გაიქცა. 2 წამი და მასთან იქნებოდა. ნოაც წამოვიდა ელენესკენ. 1 წამიც და მორჩა მთელი ძალით შემოეხვია ელენე ნოას და ნოამ ელენე ისე ძლიერად ჩაიხუტა რომ შეეშინდა რამე არ ეტკენა. ელენეს ფეხები ჰაერში დარჩა ნოამ ჩაიხუტა და ზემოთ წამოწია.
- როგორ მომენატრე ელე
- შენ ვერ წარმოიდგენ რა ჯოჯოხეთი იყო ეს დღეები უშენოდ ნოა. აღარასდროს წახვიდე კაი? არ დამტოვო თორემ შეიძლება მოვკდე.
- აღარ წავალ.
- დამპირდი
- გპირდები ელე.
ნოა დააცხრა ელენეს მონატრებულ ტუჩებს მაგრამ ნელა და ნაზად.
- არ მჯერა რომ აქ ხარ და გიყურებ, გხედავ და გეხუტები
- დაიჯერო უნდა ელე
- აქ როგორ მოხვედი ანუ საიდან იცოდი ჩემი სახლის მისამართი
- ოჰ რომ იცოდე რამდენი ვიწვალე რომ პოლიციას ეთქვა შენი მისამართი
- მოხერხებული ვინმე ხარ
- ამას ახლა მიხვდი?
- ნწ. შენი სუნი როგორ მომენატრა. - ელენემ ნოას ყელში ჩარგო სახე რო
უკეთ შეეგრძნო მისი სურნელი
- შენი სურნელი კიდე მაგიჟებს და ჭკუიდან გადავყავარ.
- ნოა დამსვი ახლა და გავისეირნით ცოტა. მამა 2 საათი მომცა დრო.
- მხოლოდ ორი საათი?
- რაიყო გეცლტავა?
- ძალიან
- ჰო და კიდევ დაგიბარა რომ თუ მოვა და დავილაპარაკებთ კარგი იქნებაო
- ადვილი საქმე არ იქნება მამაშენთან საუბარი
- გეთანხმები
- მადლობა გამხნევებისთვის
- არაფრის ძვირფასო
- ეს ხეა ის რომელზეც მითხარი?
- ჰო ეს ხეა
- და ამ ხეს უყურებდი როცა მე გენატრებოდი?
- კი
- მომწონს ეს ხე უკვე.
- მეც
-ელე შენ ჩემი მაისური გაცვია?
- აა... ჰოო ალბათ
- ალბათ კიარა კი
- რაიყო არ მიხდება?
- ხომიცი მაგაზე რააზრის ვარ
- ჰო ყოველთვის მეუბნები რომ შენზე მეტად მიხდება.
- ჰოდა ნუღარ მეკითხები. იქიდან წამოიღე?
- ხო. აბა შენი სურნელი რომ აღარ მქონოდა გავაფრენდი. ამიტომ მაისური წამოვიღე.
- მიყვარხარ ელე- ელენემ შეხედა ნოას ამ მოულოდნელი სიტყვების მერე
- მეც ნოა ძალიან სიგიჟემდე მიყვარხარ.
- ჩემი ოცნება ხარ ელე
- ფრთხილად შერჩეული ოცნება?
- არა. ერთ დღეზე შერჩეული ოცნება. პირველი დანახვის შემდეგ გაჩენილი ოცნება ხარ
- მადლობა იმ ერთ დღეს რომ შენი თავი მაჩუქა.
ნოამ შუბლზე აკოცა როგორც ჩვევია ხოლმე
- ნოა ჩემი მშობლების გამო ბოდიშს ......
- ჩშ ელე ეს აღარ თქვა მეორედ კაი? ისინი სწორედ მოიქცნენ
- მაგრამ მათ მე არ დამიჯერეს და მომატყუეს
- მათ ადგილას შენც და მეც ასე მოვიქცეოდით
- მართლა?
- კი ელე მართლა. ჯერ ვერ მივხდებით რაარის მშობლის მზრუნველიბა, მაგრამ იმედია მალე მივხდებით და ელე გთხოვ ახლა არ გაწითლდე და თვალები არ დახარო რა.
- კაი ჰო ასე უფრო შემრცხვება იცოდე
-მოდი აქ დავსხდეთ და ვისაუბროთ.
- კაი.
დასხდნენ ჩახუტებულები. ნოას ელენე მიხუტებული ყავდა და ისე საუბრობდნენ.
- ელე წელს გამოცდები გაქვს ხომ?
- კი ნოა.
- სამართალზე აპირებ ხომ ჩაბარებას
- ასე გულდასმით მისმენ ყოველთვის?
- თითქმის
- ყველაფერი გახსოვს
- ვცდილობ
- იმედია ჩავაბარებ
- ნუ სილელობ ელე ჩააბარებ აბა რას იზამ.
- შენ რაიცი ისიც კი არ იცი როგორ ვსწავლობდი.
- ვიცი ელე. რომელი ოროსანი მოსწავლე იღებს 20 დან 18 ქულას ტესტებში?
- რას გულისხმობ?
- იმ დღეს შენ და ნინა რომ საუბრობდით აივანზე იმერეთში, გავიგონე და მაშინ კიდევ უფრო მომეწონე.
-მაინც მეშინია
- არუნდა შეგეშინდეს უბრალოდ გჯეროდეს რომ ჩააბარებ.
- ცოტა რთულია
- ჰო ჩემ გამო მთელი სამი თვე თითქმის ვერ იმეცადინე
- არაუშავს ნოა წელს თუ არა მომავალ წელს ჩავაბარებ?
- არა ელე წელს ჩააბარებ იცი რა მეც დაგეხმარები. ისტორია ხომუნდა აბარო ჰოდა მეც დაგეხმარები კონსპექტების გაკეთებაში და მერე სწავლაში.
- როგორ? სახლში მომაკითხავ და მასწავლი?
- არა როცა შევხდებით შენ შენს კონსპექტებს წამოიღებ და თან ვიმეცადინებთ.
- რავიცი შემთვის მოსაბეზრებელი არ არის?
- ნუ სულელობ ელე რა.
- კაი მადლობა
- ჩშ . არაფერი თქვა.
ცოტახანი ახლა დათოსთან და ქეთოსთან შევიჭყიტოთ
- დათო რატომ მიეცი ნახვის უფლება მან ჩვენ შვილი მოგვტაცა და თითქმის სამი თვე არ გვყავდა ნანახი
- ქეთო გახსოვს მამაშენი რომ შენი ნახვის უფლებას არ მაძლევდა და მიწევდა შენი ფანჯრის წინ დგომა და შენი სახის ისე ნახვა?
- ჩვენ გვიყვარდა დათო ერთმანეთი თანაც მაშინ სხვა დრო იყო.
- მათაც უყვართ ქეთო. ნუთუ ჩვენი შვილის თვალებში ამას ვერ ხედავ
- ჩვენი შვილის თვალებში მართლაც ვხედავ სიყვარულს, მაგრამ ის ბიჭი თვალითაც არ მყავს ნანახი და არვიცი როგორია და ჩვენი შვილი იმასაც უყვარს თუ არა
- ქეთო ცოტა დაფიქრდი რა. შენი აზრით ჩვენი შვილი რატომ მოიტაცა? სიყვარულის გარდა სხვა განზრახვა რომ ქონოდა როგორ ფიქრობ სამი თვე მოიცდიდა? მას ელენესთვის არაფერი დაუშავებია. მართალია შენ არ გყავს ნანახი, მაგრამ მე ვნახე და ის ისეთივე თვალებით უყურებდა ელენეს როგორც წლების წინ მე. ამიტომაც მივეცი ელენეს წასვლის უფლება.
- მართალი ხარ, მაგრამ რა ვქნა მაინც ვნერვიულობ კიდევ რომ მოიტაცოს
- რას ამბობ ქეთო. მაგ ადამიანში იმდენი პატივმოყვარეობა და პტივისცემაა რომ მეორედ მაგას არ გააკეთებს თუ რათქმაუნდა იძულებული არ იქნება.
- რას გულისხმობ?
- მე რომ იძულებული ვიყავი მოგიტაცე ჩვენც თუ დავუშლით ელენესთან შეხვედრას შეიძლება მანაც მოიტაცოს ხელმეორედ
- არა ამის უფლებას მეორედ არ მივცემ გესმის დათო. მირჩევნია ზოგჯერ ნება დავრთო რომ ელენე ინახულოს ვიდრე მეორედ მომტაცოს შვილი და კიდევ ის ტკივილი გადავიტანო
- მეც მაგას ვამბობ ქეთო. დავწვეთ?
- შენ თუ გინდა დაწექი დათო, მე ჩემს შვილს უნდა დაველოდო
- რაგინდა ახლა რომ ყველაფერი მოაყოლო ელენეს? ხომ იცი რომ არაფერს არ მოგიყვება და აქ რომ დახვდები უფრე იუხერხულებს წამოდი და ოთახის ფანჯრიდან უყურე როდის დაბრუნდება 20 წუთში სახლში იქნება დროს არ გადააცილებს
- კაი დათო ავიდეთ ზემოთ.

- ნოა 20 წუთი დაგვრჩა ნელ- ნელა წავიდეთ და საუბრით სახლამდეც მივალთ
- ახლა სურვილი მიჩნდება რომ მოგიტაცო კიდევ და სულ ჩემთან მყავდე
- ეგ ჩემმა მშობლებმა არ გაიგონ თორემ მეორედ აღარ გამომიშვბენ შენთან.
- კაი ხმას არ ამოვიღებ ამაზე მაშინ
ხელები ჩაკიდეს და სახლისკენ წავიდნენ 15 წუთში მივიდნენ.
- არ მინდა ელენე რომ წახვიდე
- ნუ სულელობ ნოა
- ხვალ ხომ ისევ მნახავ
- არვიცი
- კაი რა ელე
- გითხარი არ ვიცი მეთქი რამეს მოვახერხებ.
- შენი ნომერი მითხარი ელე
ტელეფონი გამოართვა და ნომერი თვითონ ჩაუწერა და სახელზე ელე დააწერა
- დაგირეკავ ოთახში რომ შეხვალ
- დაგელოდები.
- კარგი შედი თირემ დააგვიანებ
- კარგად.
ნოამ შუბლზე აკოცა და ელენეც შევიდა სახლში. გაუხარდა ქვევით რომ არ დახვდა მშობლები. ოთახში შევიდა და პიჟამოები ჩაიცვა. კბილებიც გამოიხეხა და ნაომაც დარეკა.
- გისმენ ნოა
- მშობლებს სძინავდათ თუ დაგკითხეს რა გავაკეთეთ?
- არა სძინავდათ
- ჰო დაველოდე როდის გაანთებდი შენს ოთახში შუქს რომ დამერეკა
- შენ რა არ წასულხარ?
- ფანჯარაში გამოიხედე
ელენემ გაიხედა ფანჯარაში და ნოა დაინახა ხეზე მიყრდნობილი
- რატომ არ წახვედი სახლში?
- გინდა წავიდე
- არა
- მიყვარხარ ელე
- მეც ნოა ძალიან
- გაკოცე აბა და მე წავედი შენკი დაიძინე ტკბილი ძილი
- შენც ნოა.
გათიშა ნოა წავიდა ელენე კი დაწვა და ტკბილად დაიძინა.



ვიცი მეგობრებო ბევრი გალოდინეთ, მაგრამ ამაზე ადრე ვერ მოვახერხე დამედი ახალი თავი. იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ძააააალიან ძალიაააან მაგარი ოყოოოოო...
როგოოორ გამიხარდა ყველაფერი რომ მოგვააარდაა...
აუუ ძაან ძაან საყვარლიკები არიან რა ^-^
კითხვა არ მბეზრდება..
ველი ახალ თავს მოუთმენლად..
მიყვარხარ მე შენ და ამ ისტორიაზე ვაბოდებ უბრალოდ ^-^

 


№2  offline წევრი Ele Ni

იმედია ასე აღარ გვალოდინებ შემდეგი თავის დადებას

 


№3  offline წევრი ანუკიანკა

სტუმარი ანი
ძააააალიან ძალიაააან მაგარი ოყოოოოო...
როგოოორ გამიხარდა ყველაფერი რომ მოგვააარდაა...
აუუ ძაან ძაან საყვარლიკები არიან რა ^-^
კითხვა არ მბეზრდება..
ველი ახალ თავს მოუთმენლად..
მიყვარხარ მე შენ და ამ ისტორიაზე ვაბოდებ უბრალოდ ^-^

როგორ მესიამოვნა შენი კომენტარის წაკითხვა შენ ვერ წარმოიდგენ. მომწონხარ ძალიან და მიხარია ასე ძალიან რომ მოგეწონა❤️❤️❤️

Ele Ni
იმედია ასე აღარ გვალოდინებ შემდეგი თავის დადებას

მინდოდა დიდი თავი გამომსვლოდა და ცოტა დიდი ხანი გაკოდინეთ ბოდიში❤️

 


№4 სტუმარი მიიკი

ძალიან ხშირად იყენებ სახელებს "ნოა" "ელენე" ცუდად ხვდება თვალს ყველა წინადადების ბოლოს სახელის დაძახება..
ცოტა ნაცვალსახელებითაც რომ ჩაანაცვლო კარგი იქნება..

 


№5  offline წევრი ანუკიანკა

მიიკი
ძალიან ხშირად იყენებ სახელებს "ნოა" "ელენე" ცუდად ხვდება თვალს ყველა წინადადების ბოლოს სახელის დაძახება..
ცოტა ნაცვალსახელებითაც რომ ჩაანაცვლო კარგი იქნება..

გავითვალისწინებ. მადლობა❤️

 


№6 სტუმარი ანუ

სააად არის ახალი თავიიიიიიი -_-

 


№7  offline წევრი ანუკიანკა

ანუ
სააად არის ახალი თავიიიიიიი -_-

ხვალ დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent