შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმისფერი (სრულად)


30-05-2020, 22:29
ავტორი once upon
ნანახია 15 395

იღრუბლებოდა... უცნაური სანახავი იყო ჩამავალი მზის ფონზე გალურჯებული ცის ნაცრისფრად ღებვა. მეცხრე სართულის აივანზე იდგა გოგონა ცხელი ყავის ჭიქით ხელში, უცბად ამოვარდნილი ქარი ურხევდა გრძელ, წაბლისფერ თმას და ალბათ არაფერზე ფიქრობდა ამინდის ცვლილებისა და აივნის გვერდით, საწერ მაგიდაზე დახვავებული სამეცადინოს გარდა.
ვიღაც საიდანღაც აუცილებლად უყურებდა მის შუშის სასახლეს, ამ სასახლეში მოქცეულ იდილიას, მის ცისფერ, დიდ ყავის ჭიქას და უაზრო პრობლემებს. ვიღაც აუცილებლად უყურებდა როგორი იყო უბრალო გოგონას მშვიდი სამყარო შტორმის წინ და იცინოდა.
უყურებდა მის წამიერად ანთებულ ტელეფონს, შეტყობინების მოსვლის მოკლე ხმას, იმას, თუ როგორ აიღო მობილური, წამში წაიკითხა მესიჯი, მთელს ტანში ჭრუანტელმა დაუარა და მოულოდნელობისგან ცხელი ყავით სავსე, დიდი, ცისფერი ჭიქა ხელიდან გაუვარდა.
“ქორწინდებიან.”
ქორწინდებოდნენ.
აივნის ქვემოთ ვიღაცამ საშინელ ხმაზე დაიწყო სიცილი.
***
მეორე დღეს თვალები ბოლომდე არ ჰქონდა გახელილი, როცა ორმა გოგონამ დაუკაკუნელბად გააღო კარი. ერთი საწოლის ერთ მხარეს ჩამოჯდა, მეორე-საპირისპიროდ. რამდენიმე წამის შემდეგ, ორივემ ერთად წამოიძახა:
-ვიცით რომ გღვიძავს, ანამარია.
-გასაგებია, - სიცილით დაიწყო გოგონამ და წამოჯდა. -ჯერ არც გამიღვიძია და უკვე დაკითხვაზე ვარ? ნინა ბოლოს დილის ათზე როდის გაიღვიძე, გახსოვს?
-არა, არ მახსოვს! - წამოიწყო მოკლეთმიანმა გოგონამ და ახალგაღვიძებულს მომლოდინედ მიაჩერდა.
-ისე მიყურებ, გეგონა ამა და ამ წამს უნდა გავსკდე. - გაიღიმა ანამარიამ და მეორე მეგობარს მისწვდა, - აბა დავიწყოთ, მარიამ.
-ჩვენ უნდა დავიწყოთ? კარგად თუ ხარ საერთოდ? - შეტევაზე გადავიდა ისიც.
-მშვენივრად ვარ. არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ ახალი ამბავი გავიგე ჩემი ძველი ნაცნობების შესახებ. ახლა ვაპირებ წყნარად ავდგე, სახე დავიბანო და მერე ყავა გავიკეთო. თუ გინდათ, დარჩით. - გოგონამ ისეთი ლაღი ხმით დაიწყო საუბარი, ყველასთვის დამაჯერებელი იქნებოდა. ყველასთვის გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომელთაგან ორი მისდა სამწუხაროდ წინ ჰყავდა.
-ანამარია, აშკარაა რომ მთელი ღამეა არ გძინებია! ეგ აბჯარი, კარგად რომ გაქვს შემოხვეული, შეინახე ამ ოთახის იქით საბათვის და შენი მშობლებისთვის იქნებ იმათ მაინც დაიჯერონ, რომ სულ ერთია შენთვის იოანე ქორწინდება თუ არა! - ხმა აიმაღლა მარიამმა.
-სულ ერთია. რა ჯობია ქართულ ქორწილს, კარგ ხალხში! - ისევ ატეხა სიცილი გოგონამ. - რაო, როდის არის ნიშნობაო? დედას დაურეკა გუშინ ლილიმ, მთელი ოჯახი დაპატიჟებული ხართო.
-ლილიმ დაურეკა დედაშენს? - გაუკვირდა ნინას.
-იოანემ და მე რომ ურთიერთობა დავასრულეთ იმას არ ნიშნავს რომ ლილიმ და დედაჩემმაც დაასრულეს. - წყნარად თქვა ანამარიამ და საწოლიდან წამოდგა. - მეჯვარედ ვინ მიჰყავს, სანდრო თუ ლუკა? - აგრძელებდა გოგონა.
-ისე რატომ ლაპარაკობ თითქოს ქორწილში მოდიხარ? - დაიბნა მარიამი.
ანამარია სიცილით შემობრუნდა.
-ქორწილამდე ნიშნობა აქვთ, ნუციკოს დიდ და მდიდარ ოჯახს ხომ მარტო მიზეზი უნდა საქეიფოდ? არც გამკვირვებია.
-ანამარია, არა! - დაიწყო ნინამ.
-მაგ ფრაზას რომ მეუბნებით სულ ის მახსენდება: “ანამარია არა, ანამარია არა და ამ დროს ვიღაც ამბობს, მიდი ანამარია” და ანამარიაც მიდის. - თავადაც არ იცოდა რას ამბობდა გოგონა.
-რა გინდა ქორწილში? - იკითხა მარიამმა.
-რა მინდა ქორწილში? - თქვა სერიოზულად. - ვიფიქროთ ლოგიკურად.
-ლოგიკა... - ჩაეცინა ნინას. - ლოგიკას სადმე ხედავ ამ ამბავში? რომელ ლოგიკაზეა ლაპარაკი, იოანე ქორწინდება!
-ჩემი ყველა საუკეთესო მეგობარი მიდის ქორწილში. ჩემი არ ყოფნა უფრო მეტ კითხვას არ გააჩენს? იმ ქორწილის მთავარი თემა მე არ ვიქნები?
-იმ ქორწილის მთავარი თემა უკვე ხარ, ანამარია. - წამოიძახა ნინამ.
-ნუ მაწყვეტინებ! ჩვეულებვრივი ქორწილი ხომ არაა, მოვლენაა მთელი. უკლებლივ ყველას ვიცნობ, ვინც იქ იქნება. ბიჭის მხარის ხელში ვარ გაზრდილი, რამისაა დედამისს დედა მე დავუძახო. - ჩაიხითხითა გოგონამ. - მახსოვს მამამისი ველოსიპედის ტარებას როგორ მასწავლიდა. მეჯვარეს სამი წლიდან ვიცნობ და მშვენივრად ვიცი სანდროს და ლუკას შორი რომელს აირჩევდა მეჯვარედ. სიძეს რომ საერთოდ შევეშვათ, პატარძალსაც ძალიან კარგად ვიცნობ და პატარძლის ძმა ჩემი კურსელი იყო. ამ ყველაფერსაც თუ დავანებებთ, ჩემი მშობლები და პატარა ძმაც იქ იქნებიან, ვინ რჩება? მე არ ვრჩები? ყველა სტუმარი იმას არ იკითხავს, სად არის ანამარიაო? არ გაახსენდებათ ანამარია ვინ არის და როცა პასუხს ვერ მიიღებენ, თვითონ არ მოიფიქრებენ საკუთარ პასუხებს?
-ყველა ჩამოთვალე და სიძეზე არაფერი გითქვამს. - უხეშად დაიწყო ნინამ. - მას ნაკლებად იცნობ?
-რა შეიძლება ვთქვათ სიძეზე? - მწარედ ჩაეცინა გოგონას. - ექვსი წლის ვიყავი როცა გავიცანი და დღემდე მახსოვს იმ დღეს რა ეცვა. კიდევ მახსოვს რა ფერი უყვარს ყველაზე მეტად.
-რა ფერი უყვარს? - იკითხა მარიამმა.
-შენი თვალების. - თქვა ნინამ და შეეცადა დაემალა როგორ ევსებოდა ცრემლებით თვალები.
-ჰო, ჩემი თვალების ფერი უყვარს. - ანამარიას ნაცრისფერი, მოცისფრო თვალებიც ცრემლებით იყო სავსე. - ყოველ შემთხვევაში, უყვარდა. ახლა რა უყვარს, მჯერა, თვითონაც არ იცის. - ცრემლები უცებ მოიწმიმდა და თავის მეგობრებს ზემოდან დახედა. - იოანეს ქორწილი... ძალიან ბევჯერ მაქვს წარმოდგენილი. მაგრამ სხვანაირად. ხო და ახლა იქ რომ არ წავიდე, რომ არ ვნახო... ვინმემ რომ იფიქროს, რომ იმიტომ არ ვარ იქ რომ... - წინადადება გაუწყდა როცა ერთი ხელი მარიამმა მოკიდა მეორე კი ნინამ. - უნდა წავიდე. უნდა წავიდე... - იმეორებდა თავისთვის.
***
როცა გოგონები დაარწმუნა რომ კარგად იყო, რომ უკვე წლები გაეტარებინა იოანეს გარეშე და ახლა ის უბრალო ფაქტი, რომ საფრანგეთიდან დაბრუნდა და ქორწინდებოდა არაფერს ცვლიდა, აივანზე გავიდა და ისევ ჩამუქებულ ცას გახედა. იღრუბლებოდა. ზუსტად ესადაგებოდა ანამარიას ხასიათი ამინდს. ისიც ნელ-ნელა იჟღინთებოდა ემოციებით და იცოდა, მალე გასკდებოდა.
ადვილი იყო სხვებისთვის თავის მოჩვენება. იცოდა, გოგონები ხვდებოდნენ და ალბათ დედამისიც, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა ეჩვენებინა მათთვის რეალურად რას გრძნობდა.
იოანე ანამარიასთვის ისეთ ჭრილობას ჰგავდა, რომელიც არასდროს შეხორცდებოდა. ზოგჯერ მეტად სტკიოდა, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ ყოველთვის გრძნობდა, რომ იქ იყო.
როდესაც ადამიანი საკუთარი არსებობით იმხელა ბედნიერებას განიჭებს, გგონია რომ შენი გული ამდენ სიხარულს ვერ გადაიტანს და ამავდროულად, იმდენად გტკენს რომ სიკვდილს განდომებს, უკვე შენც არ იცი რა იფიქრო. ერთდროულად გიყვარს და გძულს, გენატრება და მისი დანახვა არ გინდა, გინდა ყველაზე ბედნიერი იყოს ამ ქვეყნად და თან ისევე სტკიოდეს როგორც შენ.
ანამარიამ ამოიხრა და ქუჩას გახედა. ზუსტად ცამეტი კორპუსი აშორებდა იოანესგან. ჩამოსული იოანესგან, იოანესგან, რომელიც ცრამეტი წლის შემდეგ აღარ ენახა. იოანესგან, რომელიც მის მეზობლად ითვლებოდა, რომელსაც გაჩერებასთან დგომისას ალბათ შეხვდებოდა... ჯერ ნიუ იორკში ყოფნით არისებდა თავს, დაბრუნებულს ეშინოდა, მაგრამ სულ ტყუილად, იოანე შეყვარებულთან ერთად პარიზში იყო, სწავლობდა და მუშაობდა. მაშინ ყველაფერი მარტივი იყო. როცა ადამიანი მხოლოდ შენს მოგონებებში ცხოვრობს, როცა ერთმანეთს კილომეტრები, ქვეყნები გაშორებთ და არა რამდენიმე კორპუსი ყველაფერი მარტივია. მარტივია საკუთარ თავს დააჯერო, რომ ადამიანი რომელიც ექვსი წლიდან გიყვარს, შენთვის ყველაზე ახლობელია, ისევე განუყრელად მიგაჩნია როგორც რომელიმე ორგანო, უბრალოდ არ არსებობს. მაღაზიაში ჩასვლისას სადმე ვერ გადაეყრები, გაჩერებაზე ერთ ავტობუსშიც ვერაფრით მოხვდებით, უნივერსიტეტში შენგან რამდენიმე კორპუსის მოშორებით არ არის და არც სანდროსთან და ლუკასთან ასულს გადაგეყრება, მისაღებ ოთახში, დივანზე, თავისი საოცარი ღიმილით არ გაგიღიმებს და არ გთხოვს, ყავა მომიდუღეო.
როცა ქვეყნებს შორის საზვრებია ყველაფერი მარტივია. შეიძლება ისიც დაგავიწყდეს, როგორ გაგანადგურა ერთი მოქმედებით ადამიანმა, თუ კი ეს ადამიანი თვალში არ გეჩხირება.
ახლა... ახლა სამ წლიანი არ არსებობის შემდეგ იოანე ცოცხლდებოდა. თანაც მარტო არა. თანაც ქორწილში. ვინმე სხვის ქორწილში კი არა, თავის ქორწილში.
ანამარიას გააჟრიალა. ის ცხოვრება რომელსაც ასე იყო შეჩვეული ენგრეოდა. სხვანაირად ვერ მოხდებოდა, საკუთარ თავს ეუბნებოდა, თუ იოანეს გარეშე ცხოვრება ვისწავლე, დაქორწინებულ იოანესთან ცხოვრებასაც ვისწავლიო...

-ანამარია! - გაჩერებაზე ატუზული იდგა გოგონა, როცა გზის მოპირდაპირე მხრიდან ხმა გაიგონა და შუა ხნის ქალბატონმა ხელი დაუქნია. ანამარიას ტანში გასცრა, მთელს ძალისხმევად უჯდებოდა ისიც, რომ ამ გაჩერებაზე იდგა და მეტრომდე ფეხით არ ჩადიოდა. -ლილი! - უხერხულად გაიღიმა გოგონამ და გზა გადაკვეთა. აშკარად გრძნობდა რომ იმ დღეს რომელიმე დადვანის ნახვა არ ასცდებოდა. ქალს უხერხულად გადაეხვია.

-მომენატრე ძალიან. - თბილად უთხრა ქალმა. - აღარავინ მოდის და ბლინების გამოცხობაში არ მეხმარება. - ანამარიას გუშინდელივით ახსოვდა როგორ იმიზეზებდნენ ის და იოანე დახმარებას ფქვილით ჩხუბის საიდუმლო სურვილით, როგორ ისვრებოდა მთელი სახლი, აღარავის ახსოვდა ტაფაზე გადამწვარი ბლინები და ყველაფერი სიცილითა და არეულის დალაგებით მთავრდებოდა. გოგონას ღიმილი სახეზე შეეყინა როცა გაახსენდა ბოლოს როდის იყო ლილისთან სახლში, ბოლოს როდის იჩხუბეს მან და იოანემ ფქვილით. სამი წელი იყო გოგონას დადვანების სახლში ფეხიც არ შეედგა.
-გილოცავთ, ლილი. - თქვა ბოლოს. ლილის სახე მოეღუშა, ერთადერთი ვაჟის დაქორწინებას მისთვის აშკარად უნდა მოეტანა სახეზე ღიმილი, მას თვალები ცრემლებით ევსებოდა. -ავტობუსი მოდის, სამსახურში მეჩქარება. გამიხარდა, რომ გნახე!
-კარგად, ანამარია, კარგად... - გოგონა ისე გაიქცა ავტობუსისკენ, გეგონება რაიმე ზეციურ ძალას გაურბოდა და არა ქალს, რომელსაც მთელი ცხოვრება იყო იცნობდა.
ავტობუსში რომ ჩაჯდა, მერე მიხვდა რომ სუნთქვა ჰქონდა შეკავებული და მთელი ტანით კანკალებდა.
***
-მიცვალებული ადგა! - დაიყვირა სანდრომ როგორც კი სახლის კარი გააღო. - გამარჯობათ მისო უდიდებულესობავ, ქალბატონო „მე არაფერი მადარდებს“! - ანამარიამ თვალები გადაატრიალა და სახლში მისალმების გარეშე შევიდა. მთელი დღის განმავლობაში ტელეფონი ისე ჰქონდა აფეთქებული, მეგობრებთან შეხვედრის თავიდან აცილების შანსი არ ჰქონდა.
მისაღებში, დივანზე ერთმანეთის გვერდით ისხდნენ ლუკა, მარიამი და ტყუპები - ნიკა და ნინა. სანდროს სახლი ანამარიასთვის უცნაური იყო, ზედმეტად ნაცნობი. ზოგჯერ ფიქრობდა, რომ საკუთარ სახლზე, საკუთარ ოთახზე მეტად მისი მისაღები უყვარდა. ცისფერი კედლები, დივანი, რომელიც რაც თავი ახსოვდა აქ იდგა და ზუსტად ისეთი იყო როგორც ყოველთვის. სახლი არც ახალი იყო და არც კეთილმოწყობილი, ძველი იყო მაგრამ მოვლილი. თითოეულ ნივთს, თითოეულ კუთხეს თავისი ისტორია ჰქონდა. ყველაფერი წარსულს ახსენებდა. წარსულს, რომლის მთავარი ნაწილის ადგილიც ყოველთვის იქვე იყო. ისე მიმოიხედა გარშემო გოგონამ, გეგონება იოანე საიდანღაც გამოჩნდებოდა, ეშინოდა, არ უნდოდა, მაგრამ ამავდროულად თავს ვერ იკავებდა მთელი ოთახის მოთვალიერებისგან. თითქოს იოანეს სიმაღლის მქონე ადამიანი ფარდების უკან დამალვას შეძლებდა.

-ვინმეს ვეძებთ, პრინცეს? - ხელი გადახვია სანდრომ და მის გვერდით სავარძელში დასვა.

-ვის უნდა ვეძებდე, ვინმე გვაკლია? - უემოციოდ გაიღიმა გოგონამ.

-მოგვენატრე. - გაიკრიჭა ნიკა. - რამის სამსახურში მოვედით.

-სამსახურში რომ მოსულიყავით იქ იმ სცენას ვერ დადგამდით, რომლის დადგმასაც ახლა აპირებთ. - გაეცინა გოგონას. - ვიცი რომ მოგენატრეთ, მაგრამ თუ გგონიათ რომ არ ვიცი აქ რატომ ვარ, რომ სიტყვა გაქვთ დაწერილი, ალბათ შენ დაწერე, - ლუკას გახედა. - და შენ წაიკითხავ, - შემდეგ სანდროს. - ძალიან ცდებით. მოდი მე დაგასწრებთ. - თქვა და წამოდგა.

-ანამარია, კარგი რა! - დაიწყო ნინამ.

-ხომ იცი „ანამარია, კარგი რა“ და „ანამარია, არა“-ზე როგორი დამოკიდებულება მაქვს? - გაიცინა. - ყველაზე მეტად მე ვერ ვიტან იმას, რომ ახლა ორ ნაწილად იხლიჩებით. - დასერიოზულდა გოგონა. - დარწმუნებული ვარ მხარეებს ვერ აირჩევთ. იოანე ან ცოტა ხნის წინ წავიდა ან ჩემს შემდეგ მოვა, იმიტომ რომ ვიცი თქვენთვის ორივეს ერთი ფასი გვაქვს. ვიცი, რომ თქვენი მეგობარი მოგენატრათ და გინდათ ყველაფერი ისე იყოს როგორც სკოლის დროს.

-ანამარია... - ამჯერად ლუკამ სცადა.

-მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის და არც ჩემზეა რამე დამოკიდებული. მე და იოანე შევხვდით სკოლის პირველ დღეს, ერთად ვიყავით, დავშორდით და მორჩა. - სასაცილო იყო თხუთმეტი წლის ერთ მარტივ წინადადებაში ჩატევა და თავადაც არ სჯეროდა, რომ ამ სიტყვებს ამბობდა. - არავინ მომკვდარა, არავინ არავის გადაყოლილა, არც უნდა გადაყვეს. - ახსენდებოდა იოანეს ზარის შემდეგ გადატრებული პირველი თვეები და ისევ უნდოდა თავის საცოდაობაზე ტირილი. - დავამთავრეთ? არ მინდა ლექციები, უნივერსიტეტში მყოფნის და მეც საკმარისზე მეტს ვკითხულობ.

-აი არ გესმის, არ გესმის, ხვდები? არ მესმის როგორ შეიძლება გოგო ისეთი ჭკვიანი იყო 22 წლის ასაკში ორი ქვეყნის დიპლომი გქონდეს და ლექციებს კითხულობდე და ესეთი პრიმიტიული რამ არ გესმოდეს. - წამოიძახა სანდრომ. - რა გინდა იოანეს ქორწილში?

ანამარიას ჩაეცინა.

-მეჯვარეს არ აქვს იმის უფლება რომ ქორწილში მოსვლა ვინმეს აუკრძალოს, თუ მეფე-პატარძლიდან ვინმეს რაიმე პრობლემა ექნება გადაეცი, თავად დამიკავშირდნენ. ოღონდ თუ იოანე დააპირებს რამის თქმას, ამჯერად უთხარი მოვიდეს და სათქმელი სახეში მითხრას და ტელეფონზე არ დამირეკოს. - ანამარია ადგა და შებრუნებას აპირებდა, როცა ისევ სანდრომ ამოიღო ხმა:

-ბოდიში, იმას არ ვამბობ, სად უნდა წახვიდე და სად არა. - ამოიოხრა ბიჭმა. სანდრო იოანესთან ყოველთვის ყველაზე ახლოს იყო, ალბათ ახლაც ამიტომ ცდილობდა მის დაცვას. -ანამარია, ყველაფერი საშინელია და ვერ ვხვდები რა არის სწორი და რა არასწორი.

-არ წახვიდე რა... - ხმა ამოიღო ლუკამ. გოგონა ადგილიდან არ განძრეულა. - ყველაფერი მარტივი იყო როცა შენ ნიუ იორკში იყავი, ის პარიზში. შენ ჩამოხვედი, ის იქ დარჩა. თითქოს ვერც თქვენ და ვერც ჩვენ ვერ მოვახერხეთ მომხდარის გადახარშვა.

-შენ თუ ვერ გადახარშე, აბა მე მკითხე. - თავისდაუნებურად გაეცინა ანამარიას.

-მოდი აქ!- ლუკამ და ნიკამ ხელები მოკიდეს და შუაში ჩაისვეს. ორივემ ერთდროულად მოხვია ხელი. მათ სითბოში გოგონა სულ გაირინდა. თვალებზე ცრემლები მოაწვა. ასე უნდა ყოფილიყო... სწორედ ასე უნდა ყოფილიყო ყველაფერი. თავის მეგობრებში უნდა მოენახა გამოსავალი და არა მარტოს.

საბოლოოდ მაინც ნაადრევად მოუხდა წამოსვლა, დეიდამისის მესიჯებს კითხულობდა და კიბეებზე ჩადიოდა, როცა უეცრად გამოეცალა საფეხური, ვიღაცას შეეჯახა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და ისეთი ხმით დაენარცხა მიწას, დარწმუნებული იყო, ვეღარასდროს ააწყობდა. წონასწორობა დაკარგა და თავადაც ტელეფონის გვერდით აღმოჩნდებოდა უცნობს წელზე ხელი რომ არ შემოეხვია მისთვის. შეხება ნაცნობი იყო, იმაზე ნაცნობი ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. საბოლოოდ, სანამ სახეზე შეხედვას მოახერხებდა, ბიჭი ხელებმა გასცეს, პიანისტის გრძელმა, სწორმა თითებმა, ნაცნობი სუნამოს სუნმა, მხრების მოყვანილობამ.

იცოდა... იცოდა, რომ იმ დღეს შეხვდებოდა. იცოდა და ეშინოდა, იცოდა და სძულდა... არ იცოდა, საკუთარი თავი უფრო სძულდა იმის გამო, რასაც გრძნობდა თუ იოანე, დიდი მწვანე თვალებით რომ უყურებდა და ხელს არაფრით უშვებდა.

არა... არა... არა... გონება იმხელა ხმაზე გაკიოდა, ვერ ხვდებოდა მას როგორ არ ესმოდა. არა...

მოკლედ შეჭრილი ქერა თმა, ზუსტად ისეთივე თვალები... წლები გასულიყო, ზუსტად ისეთი იყო როგორც მაშინ.

-გამიშვი... - არ იცოდა ხმის ამოღების ძალა საიდან იპოვა. ამ ხმამ გამოაცოცხლა, მან აიძულა რომ ბიჭისთვის ხელი ეკრა, მოშორებოდა. მისი სხეულის სითბოს გარეშე გააკანკალა. ხმის ამოუღებლად უყურებდა იოანე, თითქოს მისკენ გამოწევასაც აპირებდა, მაგრამ შეყოვნდა.
შემდეგ დაიხარა, თავიდან ვერ მიხვდა რას აკეთებდა, მაგრამ უცებ გასწორდა და ანამარიას დამსხვრეული ტელეფონი გაუწოდა.
-გილოცავ, ბედნიერებას გისურვებთ. - არ იცოდა, რანაირად ახერხებდა ღიმილს. რანაირად არ იშლებოდა ნაწილებად. არ იცოდა, რანაირად ართმევდა იოანეს ტელეფონს, ოდნავ ეხებოდა მის თითებს, ჟრუანტელი უვლიდა ტანში, ამბობდა თითქოს საბედისწერო სიტყვებს და გულისხმობდა. მკერდში გული ნაწილებად ჰქონდა ქცეული, მაგრამ მაინც უძგერდა. უყურებდა იმ ადამიანს, რომლის დარგვაც ხელის, ფეხის, გულის წართმევას ჰგავდა და მაინც, მთელი არსებით უსურვებდა ბედნიერებას. ბედნიერებას სხვასთან ერთად, მაგრამ მაინც ბედნიერებას.

-ანამარია... - ხმა ამოიღო იოანემ, მაგრამ გვიანი იყო. უკვე ლიმიტისთვის მიეღწია მის გულსაც და გონებასაც. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ელვის სისწრაფით ჩაიარა დარჩენილი კიბეები.

-არა, ანამარია, არა... - იმეორებდა კიბეებთან მარტო დარჩენილი ბიჭი.

ორივე ერთდროულად მოიხარა წელში, ორივე ერთდროულად შეეცადა ცრემლების შეკავებას. ანამარია კედელს მოეჭიდა, იოანე-მოაჯირს. ერთდროულად სტკიოდათ, მაგრამ ორივე ფიქრობდა, რომ მხოლოდ თავად იყო ასე. ორივე ფიქრობდა, რომ მეორე თავისუფლად აგრძელებდა გზას. ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო...
***
სახლში როგორ მივიდა წარმოდგენა არ ჰქონდა, დეიდამისის და დედამისის სასიამოვნო ტიტინს ისე აჰყვა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. თითქოს არც დამსხვრეული ტელეფონი ახსოვდა და არც იოანე.
საბოლოოდ ფეხებმა მაინც აივნამდე მიიყვანეს. თავის საყვარელ ადგილას იდგა, ტალღოვანი თმა მხრებზე არეულად ეყარა, ნაცრიფერი თვალები მთვარისთვის აეზიდა და ფიქრობდა...
ახსოვდა, როგორი სიხარულით ელოდა სამი წლის წინ პირველ სექტემბერს, როგორი სიხარულით გაფრინდა ნიუ იორკში, როცა იცოდა რომ სულ რამდენიმე დღეში იოანეც გამოყვებოდა. როგორ ჩაეხუტა წასვლის წინ, როგორ არ უნდოდა მისი გაშვება... ახსოვდა როგორ გამოექცა იოანე დაცვას რომ წასვლის წინ კიდევ ერთხელ, სულ ერთხელაც მოეხევია მისთვის ხელები, როგორ არწმუნებდა ყველას რომ ამჯერად ამას მართლა გულისხმობდა. თვალწინ ჰქონდა როგორ მოიხედა უკან, როგორ დაუქნია იოანემ ხელი, როგორ გაუცინა ბოლოჯერ და გაქრა...
მას შემდეგ ყველაფერი გაქრა.
ნეტავ, რომ სცოდნოდა რამდენიმე დღით კი არა, რამდენიმე წლით და სამუდამოდაც ემშვიდობებოდა, უფრო მაგრად მოჰხვევდა ხელებს თუ უყვირებდა და ახნა განმარტებას მოსთხოვდა? ნეტავ რას იზამდა?
ცამეტი კორპუსის იქით იყურებოდა და ცდილობდა ენახა იოანეც აივანზე იდგა თუ არა. ისიც ფიქრობდა თუ არა.
რატომ იფიქრებსო? თავის თავს შეუსწორა უცებ. დარწმუნებული იყო, არაფერზე ფიქრობდა. ალბათ ნუცასთან ერთად ნიშნობის გეგმებს აწყობდა, ბიჭებთან ერთად სვამდა ან უკრავდა. ნებისმიერ რამეს აკეთებდა ანამარიაზე ფიქრის გარდა.
***
მეორე დღეს მაღვიძარის ხმამ რომ არ გააღვიძა, საათს რომ შეხედა და მიხვდა აგვიანდებოდა მხოლოდ მაშინ გაახსენდა რომ დამსხვრეული ტელეფონი ქურთუკის ჯიბეში ედო და წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ექნა.
მაშინვე წამოდგა და თავის ძმის ოთახის კარი შეაღო.
-საბა, ტელეფონი მათხოვე რამდენიმე დღით, ხელფასზე რამეს გიყიდი, გთხოოოოოვ! - იცოდა რომ ბიჭი ადვილად არ დასთანხმდებოდა და ფიქრობდა სხვა რა მოეფიქრებინა, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა და დედამისმა მარიამი შემოუშვა სახლში.
-მარიამ, რამე მოხდა? - გაუკვირდა გოგონას.
-ტელეფონი სად გაქვს? მოვკვდი რეკვით! - სანამ ანამარიამდე მივიდოდა, დედამისი ქოთქოთით გადაკოცნა და შემდეგ გოგოს საძინებელზე ანიშნა. - საქმე გვაქვს.
-რა საქმე? ეგ რა ყუთია? - მარიამს ხელში კოლოფი ეჭირა, რომელიც საეჭვოდ ჰგავდა ტელეფონს.
-შემოდი და გეტყვი! - დაიჟინა გოგონამ.
ანამარია დანებდა და ოთახის კარი შეაღო.
-მობილური გამიტყდა და სასწრაფოდ მჭირდება, უნივერსიტეტში უნდა წავიდე და თავიდან სულ ამომივარდა გუშინ.
-რანაირად გაგიტყდა?
-ისე მეკითხები აშკარად იცი. - ცივად გაუღიმა დაქალს, კარადა გამოაღო და ჩაცმა დაიწყო. - გამივარდა ხელიდან, როგორ ტყდება ხოლმე ნივთები?
-შენ რომ წახვედი, 15 წუთის შემდეგ იოანეს დაურეკა ლუკამ. გავგიჟდით, მობილურის ხმა გვესმოდა მაგრამ იოანე არ შემოდიოდა. გაშტერებული იდგა სადარბაზოში. სანამ რამე ვუთხარით ადგა და წავიდა.
-საერთოდ არ მაინტესებდა, რატომ მიყვები არ ვიცი. - თვალები გადაატრიალა ანამარიამ. -რა არის ყუთში?
-ისე მეკითხები აშკარად იცი. - ხურდა დაუბრუნა მარიამმა.
-მოაშორე აქედან. - უთხრა მაშინვე. -ხომ არ გაგიჟდა?! ჰგონია რამე მჭირდება მაგისგან?
-სანამ ძალიან, ძალიან ახალ და ძალიან ძვირიან ტელეფონს რამეს დამართებ, ჯერ გახსენი, კარგი? - ფრთხილად უთხრა მარიამმა.
-მარიამ, სამსახურში მაგვინდება, გგონია ახლა ნოსტალგიის და საჩუქრების ხასიათზე ვარ იმ ადამიანისგან, რომელიც ტელეფონით დამშორდა, ახლა კიდევ ტელეფონს მჩუქნის? - სიბრაზისგან თვალები ანთებოდა გოგონას.
-გახსენი, გთხოვ. - მშვიდად უთხრა მეგობარმა და ყუთი გაუწოდა.
ანამარიამ ღრმად ჩაისუნთქა და ტელეფონი ნელა ამოიღო.
ჩართო თუ არა, ეკრანზე შეტყობინება გამოჩნდა.
“ტელეფონი გაგიტეხე. მარიამს არ ეჩხუბო, დავაძალე. ცამეტის რომ ვიყავით და ჩხუბში ტელეფონი გამიტეხეს, სახლში თქმა რომ არ მინდოდა და შენი მათხოვე, ხომ გახსოვს? ხო და ჩათვალე ვალს გიხდი. თუ არ გამოიყენებ გადააგდე. მე არ მჭირდება, შენია.”
რამდენიმე წამს გაშტერებული მიაშტერდა ეკრანს, მერე წყნარად გათიშა, შეტყობინება წაშალა და ოთახი დატოვა.
მარიამს ესმოდა, როგორ გაუცვალა ანამარიამ იოანეს ტელეფონი საბას თავისაში, უემოციო სახით დაბრუნდა ოთახში და ჩაცმა გააგრძელა.
-გადაეცი რომ საბას საჩუქარი ძალიან გაუხარდა, იმიტომ არ ვესვრი ტელეფონს სახეში, რომ ტელეფონი მეცოდება და არ ვიცოდი ბავშვობაში გაკეთებულ სიკეთეს დღესდღეისობით “ვალს” რომ ეძახდნენ. მასე რომ იყოს, უთხარი ბარი-ბარში ვართ, წავიდეს, ქორწილისთვის მოემზადოს და მეც და ჩემი ტელეფონიც საბოლოოდ დაგვივიწყოს, იმიტომ რომ ორივემ ვიცით, უკვე სამი წელია ის ჩემთვის აღარ არსებობს, მე კი მისთვის.
რამდენიმე ტყუილი დამაჯერებლად თქვა, მარიამს გაუღიმა, ქურთუკი მოიცვა და სამსახურში წავიდა.
***
-ანამარია! - მაღალი, წაბლისფერთმიანი ბიჭი უახლოვდებოდა ღიმილით უნივერსიტეტის შენობიდან გამოსულს. თავიდან ვერც კი მიხვდა ვინ იყო, სანამ წინ არ დაუდგა და გადასაკოცნად არ გამოიწია.
-გიორგი! - გაახსენდა შემდეგ. - რამდენი ხანია არ მინახიხარ! - არ იცოდა რომელი დიდი შეცდომა დაუშვა სამი დღის წინ, მოულოდნელად თავზე რომ ესეოდნენ ცალკე დადვანები და ახლა დადვანის მომავალი ცოლის ძმაც.
-ვერც მიცანი ხო? - გაიცინა ბიჭმა.
-ძალიან შეცვლილი ხარ. - უხერხულობისგან გაეცინა მასაც. ნამდვილად არ ახსოვდა რომ ნუცას უფროსი ძმა ასეთი იყო.
-შენც! ტელეფონზე გირეკავდი მაგრამ ნომერიაო არასწორი, მიწერდა. შეცვალე?
-ჰო, რამდენიმე წელია.
-ძალიან დიდი დრო გავიდა. - ისევ გაიღიმა ბიჭმა. - თუ გცალია წამომყვები ყავაზე?
სხვა გზა არ ჰქონდა, უხერხული იქნებოდა უარის თქმა. ძალიან იყო დაღლილი იმის კეთებით რაც კი არ უნდოდა, საჭირო იყო, თუმცა ბიჭს დაჰყვა. იქვე, კაფეში დასდნენ.
-ვიცი, ცოტა უცნაურია არსაიდან გამოვჩნდი და ახლა აქ დაგპატიჟე. - ამბობდა გიორგი. - მაგრამ ყოველთვის ძალიან მომწონდი და თან ახლა შანსი გვაქვს, რომ უფრო დავუახლოვდეთ ერთმანეთს. - ანამარიამ ყავის ჭიქა პირთან მიიტანა და უკმაყოფილება მის უკან დამალა. იმედი ჰქონდა, ბიჭი იმას არ გულისხმობდა, რაც მას ეგონა.

-შენი სამეგობრო ფაქტობრივად ჩვენი ოჯახი ხდება. - გაიცინა გიორგიმ. გოგონას უხერხულად ჩაეცინა. სისულელე იყო იმაზე ფიქრი, რომ მან იოანეს და ანამარიას შესახებ არ იცოდა. მათ შესახებ იოანეს საცოლესაც და საერთოდ, ყველასაც ეცოდინებოდა.

-არ მესმის ეგ რა შუაშია. - თქვა ბოლოს.

-დარწმუნებული ვარ, ნიშნობაზე გაიგე. - ანამარიამ ამოიხრა. ვერასდროს იფიქრებდა, რომ სიტყვა „ნიშნობა“ შესძულდებოდა. - ეჭვი არ მეპარება, დადვანებმა დაპატიჟეს შენები. ვიფიქრე შენს წამოსვლას ცოტა დარწმუნება დასჭირდებოდა.

-ვერ გავიგე რატომ განვიხილავთ ამ ნიშნობას? - ძალით გაიღიმა გოგონამ. ბიჭი შეიშმუშნა, ალბათ ფიქრობდა, სათქმელს საკმარისად თვალსაჩინოდ ამბობდა.

-მინდა, რომ ნიშნობაში ჩემთან ერთად წამოხვიდე, ანამარია. - გოგონას მოულოდნელად წასკდა სიცილი. იმდენად უხერხული ხმა ჰქონდა, გვერდიდა მაგიდიდან უცნაურად გადმოიხედა ახალგაზრდა წყვილმა.

-სერიოზულად? - იცინოდა გოგო. - შენ, მთხოვ რომ წამოვიდე შენი დის ნიშნობაზე, რომელიც ჩემს ყოფილ შეყვარებულზე ქორწინდება.

-შენ და იოანე მხოლოდ შეყვარებულები არ ყოფილხართ, მანამდე მეგობრები იყავით. დადვანებისთვის შვილივით ხარ, იოანეს მეჯვარე და შენთვის ძმასავითაა, იოანეს მეგობრები შენი მეგობრები არიან, ჩემს ოჯახსაც იცნობ. - ანამარიას გაახსენდა რამდენიმე დღის წინ თითქმის იგივე სიტყვებს როგორ ეუბნებოდა მარიამს და ნინას. - და მოდი, თვალთმაქცობის გარეშე, ქორწილის მთავარი თემა პატარძლის შემდეგ შენ იქნები.

-აჰა, - ჩაეცინა ანამარიას. - ნუცას ჰკითხე? იქნებ არ უნდა იოანეს „ყოფილი“ მისთვის ასეთ ბედნიერ დღეს? რაც არ უნდა იფიქროთ, შენც ან ნებისმიერმა, შენი დის წინააღმდეგ არაფერი მაქვს. მე და იოანე რომ დავშორდით ჩვენ საქმეა და მეტი არავის, არც ქორწილში განსახილველი თემაა ეს და არც ჩემი წამოსვლის აუცილებლობას ქმნის. - წინა დღეებში თავად იცავდა მისი იქ წასვლის აუცილებლობას, მაგრამ ახლა რომ ფიქრობდა, მართლა არ სურდა ვინმესთვის ის დღე ჩაეშალა. შეიძლება იოანე ამას იმსახურებდა, ანამარიამ თავადაც არ იცოდა, მისთვის უზომო ბედნიერება სურდა თუ ტკივილი, მაგრამ ნუცა არ იმსახურებდა. ნუცა, რომელიც მათ სკოლაში სწავლობდა, მათზე ორი წლით პატარა იყო და ყოველთვის, ყველას კარგად ექცეოდა. მაშინაც კი აშკარა იყო რომ იოანე მოსწონდა. ბიჭი უბრალოდ რომ გახედავდა, რაიმეს ეტყოდა ლოყებაღაჟღაჟებული გარბოდა. ახლა ოცნება აუსრულდა, იოანე მასზე ქორწინდებოდა. ანამარია კი...

-არ შეიცვლები არასდროს! - მოულოდნელად უთხრა ბიჭმა ღიმილით. გოგონამ წარბები აწია. -ძალიან მიხარია, რომ შენნაირ ადამიანს ვიცნობ, ანამარია.

გოგონამ ამოიხვნეშა, გაიფიქრა, რატომ არ შეიძლება გიორგისნაირ ბიჭებს მხოლოდ მეგობრობა უნდოდეთო და საკუთარ აზრებზე თავი გააქნია.

-მეც მიხარია, რომ გიცნობ. - თქვა თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით, მაგრამ გიორგი ყოველთვის მოსწონდა. ნუცას ჰგავდა, მასავით ჩუმი და თავაზიანი იყო, მაგრამ ძალიან გამჭრიახი გონება ჰქონდა, ჯიუტი იყო და იცოდა, რაც უნდოდა.

საუბარს შეყვნენ, იოანეს და ნუცას ქორწილს აღარც შეხებიან, ისე დაიკარგნენ წარსულის გახსენებაში, ნიუ-იორკში გატარებულ რამდენიმე კვირას და ლექტორებს იხსენებდნენ. ანამარია ისე უდარდელად იცინოდა გიორგის მიერ გაჯავრებულ ფილოსოფიის ლექტორზე, არც მეგობრები გახსენებია, არც მოახლოებული ნიშნობა, არც დამსხვრეული, ახალი და საბას ტელეფონი...

***
საღამო იყო, მარტისთვის ზედმეტად თბილ ამინდში წაბლისფერთმიანი გოგონა ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა გზას მეტროდან სახლისაკენ და უცნაურ სიმშვიდეს გრძნობდა. გაბმული მუსიკის ხმა ესმოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა საიდან. ყურსასმენები არ ეკეთა, ქუჩაში ხალხი თავისთვის მიდიოდა, მის გონებაში კი ვიღაც უკრავდა...

პიანინოს. პიანონის უკრავდა.

ანამარიას ღიმილი სახიდან წაეშალა.

საკუთარ თავს მემილიარდედ უსვამდა მარტივ, თუმცა ურთულეს კითხვას: როგორ შეიძლებოდა იმ ადამიანზე ფიქრი, რომელმაც გული საშინლად გატკინა, რომელმაც სათქმელი სახეშიც კი არ გითხრა და ეკრანს ამოფარბული დაგშორდა. როგორ შეიძლებოდა გაეღიმებინე იმ ადამიანის მუსიკას, რომელიც იმ წამს არ უკრავდა, რომლის მუსიკაც გონებაში გესმოდა იმდენად იყო შენში გამჯდარი.

„საით ხარ? სტადიონთან, სკვერში ვართ ყველა. არ მოხვალ?“ მოუვიდა შეტყობინება.

სიტყვა „ყველას“ ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ მაშინვე გადაწყვიტა, რომ მისი მეგობრების დაკარგვას იოანეს გამო არ აპირებდა და ლუკას მისწერა, მოვდივარო.

***

შორიდანვე ისმოდა მათი სიცილის ხმები. სანდრო მარიამს კალიით ხელში დასდევდა, გოგონა ბოლო ხმაზე კიოდა, სხვები სკამზე ერთმანეთზე მიყუდებულები ითქვამდნენ სულს. ანამარიას გაეღიმა, მივიდა და მაშინვე ჩაჯდა ლუკას და ნიკას შორის.

-მომაშორე, თორემ ხმას არ გაგცემ მთელი ცხოვრება, გეფიცები! - ამბობდა მარიამი და ნინას ეფარებოდა უკან. - ანამარია შენც არ გაიცინო, თორემ დავამთავრებთ მეგობრობას!

-რა სასტიკად იმუქები. - იცინოდა ნიკა.

-გგონიათ სკვერში მხოლოდ კალიები გამრავლდნენ ნაადრევად? - წარბების თამაშით დაიწყო სანდრომ, ბალახიდან მოზრდილი ზომის მწერი აიღო და ანამარიამ დაკივლებაც ვერ მოასწრო, მისკენ რომ წამოვიდა.

იცოდა, სანდრო მასაც და მარიამსაც ეხუმრებოდა, მაგრამ ბავშვობიდან არ ჰქონდა ხოჭოების ატანა, ჭკუიდან გადადიოდა. წამოხტა და სიცილით გაქცევა დააპირა, როცა პირდაპირ შუბლით შეასკდა ვიღაცას. ჯიბიდან ტელეფონი ამოუვარდა, ისევ დაეცა ძირს. ის ისევ შეაკავეს ნაცნობმა მკლავებმა. ისევ იგრძნო როგორ დაეხვა თავბრუ და აუცილებლად დაეცემოდა იმ ხელების გარეშე...

-ესეც გატყდა? - ხელი გაუშვა იოანემ და ტელეფონის ასაღებად დაიხარა.

-წინ რატომ არ იყურები? - შეტევაზე გადავიდა გოგონა. გული ისე უცემდა, ეგონა ხმა ყველას ესმოდა. ბიჭს რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.

სკვერი უცნაურად ჩაჩუმდა. აღარც მარიამი კიოდა, არც სანდროს ეჭირა ხელში მწერები. აღარავინ იცინოდა.

-მე... - დაიწყო იოანემ და გაჩუმდა. შემდეგ პირი ისევ გააღო და ისევ მიჩუმდა. გაფართოებული თვალებით უყურებდა ანამარიას, თითქოს პირველად ხედავდა. - შენ შემეჯახე. - თქვა ბოლოს და გოგოს თვალი მოაშორა.

-მეორედ?! - თქვა ანამარიამ და ტელეფონი გამოართვა.

-მაშინაც ჩემი ბრალი იყო? - გაოცებული ხმა ჰქონდა ბიჭს.

-კიდევ კარგი, არ გატყდა. - თავისთვის ჩაილაპარაკა და ტელეფონის ეკრანს დახედა.

-უკეთესი იქნებოდა. - თქვა იოანემ.

-მარიამმა გადმოგცა ალბათ შენი ტელეფონის ბედი, ძალიან მოსწონს საბას. მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. - ცივად გაიღიმა გოგონამ, მეგობრებისკენ შებრუნდა და ისევ ბიჭებს შორის ჩაჯდა.

საღამომ უხერხულობის გარეშე ჩაიარა. ანამარია ყველას ესაუბრებოდა მის გარდა, ის ყველას ესაუბრებოდა ანამარიას გარდა. სხვები ისე იქცეოდნენ თითქოს ყველაფერი კარგად იყო. თითქოს მათ შორის ორი ადამიანი დიდ ყინულად არ იჯდა. არ იმჩნევდნენ როგორ იზიდავნენ მწვანე და ნაცრისფერი თვალები ერთმანეთს, როგორ ეხებოდნენ სულ ერთი წამით და შემდეგ გარბოდნენ. არ ამბობდნენ არაფერს იმაზე, როგორ გაჩუმდა უეცრად ორივე, როგორ უყურებდა ანამარია მთვარეს და როგორ უყურებდა იოანე მას. იმ წამს გოგონას ცისთვის რომ მოეწვიტა თვალები და მისთვის შეეხედა, აუცილებლად დაინახავდა სულის გამაწვრილებელ აგონიას, მონატრებას... იოანეს ისე ჰქონდა კბილები ერთმანეთზე დაჭერილი, ხელები მომუშტული, სახე-გაქვავებული, თითქოს მთელი სხეულით ცდილობდა, რომ რამდენიმე ნაბიჯი არ გადაედგა, ანამარია მხრებში არ მოექცია და არ ჩახუტებოდა. მთელს ძალისხმევად უჯდებოდა ყველაფერი, იმდენად, რომ არ ესმოდა რას ამბობდნენ სხვები, რას ეკითხებოდა სანდრო. საბოლოოდ, იოანე ამ ქვეყანას რომ დაებრუნებინათ, ხელით შეანჯღრიეს.

ბიჭს სახე უეცრად მოექცა. ანამარიამაც მოაშორა სახე ვარკვლავებს.

ერთი წამი... ერთი წამით ადრე რომ გამოეხედა...

ნინამ და ნიკამ ერთდროულად გადახვიეს ხელები და გაეღიმა მათ სითბოზე. შეტყობინების ვიბრაციამ გამოაფხიზლა.

“ანამარია, მოდიხარ ჩემთან ერთად? მეტს აღარ გკითხავ, გპირდები. მე, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მერგება თუ წამომყვები, შენნაირ გოგოსთან ერთად ვიქნები ნიშნობაზე, მაგრამ შენ თუ წამოხვალ ყველა ადამიანს ჩაუკლავ რაიმე ზედმეტ კითხვას და ყველას ერთდროულად დაანახებ როგორი ძლიერი ხარ.”

გოგონამ ინსტიქტურად გახედა იოანეს, მხიარულად ესაუბრებოდა სანდროს მუსიკაზე და თითებს ისე არხევდა, თითქოს პიანინოს უკრავდა. თვალი ბიჭის ცარიელი არათითისკენ გაექცა. ისევ შეეკვრა სუნთქვა, როცა გაიაზრა რომ მალე იოანეს სხვა ქალი გაუკეთებდა საქორწინო ბეჭედს და იგრძნო, თითქოს მუცელში მუშტი ჩაარტყეს.

გიორგი ცდებოდა, ნიშნობაზე წასვლა არც სიძლიერის დასამტკიცებლად სურდა და არც ხალხის გასაჩუმებლად. მიდიოდა იმიტომ, რომ თავის თვალით ენახა, როგორ ქრებოდა მისგან ის ბიჭი, რომელიც მთელი ცხოვრება იყო, უყვარდა.

გაახსენდა ამერიკაში გატარებული ერთი წელი. ერთი წელი, როცა მთელი ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა, როცა ცხოვრება დაუცოტავდა, თითქოს გაუქრა. ტელეფონის მიკროფონიდან ამოაცალა იოანემ თითქოს სული და ახლა იქ იჯდა, მისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, იცინოდა, ქორწინდებოდა, ცხოვრობდა... ანამარიას ცხოვრება გაყინული იყო იოანეს შემდეგ, მოძრაობდა, იცინოდა, სუნთქავდა და ზოგჯერ მეტი არც სჭირდებოდა, მაგრამ იცოდა, რომ ასე ვერ იქნებოდა. მეტი სჭირდებოდა, მაგრამ აღარ იყო. თითქოს სული მართლაც მოაჭრესო, ვეღარაფრით იბრუნებდა.

ფიქრობდა, თუ კი ვნახავ, როგორ ქორწინდება ბიჭი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა სხვაზე, მივხვდები რომ იოანე ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი იყო, დასრულდა და ცხოვრება უნდა გავაგრძელოო.

იოანეს ქორწილში დაკარგული სულის საძებნელად მიდიოდა.

ტელეფონი აიღო და შეტყობინება ორ წამში დაწერა:

“მოვდივარ.”

***
ანამარიამ უცნაურად გაიღვიძა. საწოლში ბორგავდა, მოახლოებულ ნიშნობაზე ფიქრობდა. იოანეს მეორედ ნახვიდან ერთი კვირა იყო გასული, ნიშნობა სულ რამდენიმე დღეში იყო... გაახსენდა დედამისის და მამამისის უხერხული საუბარი და შეიშმუშნა. სამსახურიდან ახალი მოსული იყო, როცა მამამისმა თბილად გაუღიმა და უთხრა, სალაპარაკო გვაქვსო.
-დავითი ძმასავით მიყვარს, იოანე შვილივით. - დაიწყო კაცმა. - არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა, არასდროს ჩამითვლია საჭიროდ რომ გამერკვია, მაგრამ მე ნიშნობაზე არ მივალ. ამას ვამბობ არა როგორც იოანეს მამის ბავშვობის მეგობარი, არამედ როგორც იოანეს ყოფილი შეყვარებულის მამა. არ იქნება სწორი. არც შენი მისვლა იქნება სწორი, რაც არ უნდა სწორად მიგაჩნდეს.
-ნიშნობაზე ისეთი ხალხი უნდა იყოს, რომელიც აუცილებელია, ხვდები დე? - გაიღიმა დედამისმა. - გინდა რომ წახვიდე, იმიტომ რომ გინდა რაღაც დაამტკიცო მაგრამ მაგ დღეს, ნიშნობის დღეს, ჩვენი ადგილი იქ არ არის.
-აღარ მინდა ამაზე საუბარი. - თქვა ანამარიამ. - მართლები ხართ ყველანაირად და ძალიან მიყვარხართ, მაგრამ გთხოვთ, არ მინდა იოანეზე ლაპარაკი.
-ანამარია, მე მაშინაც არაფერი მიკითხავს როცა ამერიკაში მარტო წახვედი, არც მაშინ როცა იოანე ქუჩაში სხვა გოგოსთან დავინახე და არც მაშინ როცა დავითმა დამირეკა და სრულიად უემოციო ხმით მითხრა, იოანეს ცოლი მოჰყავსო. ცოლი, რომელსაც ყველა ველოდით, რომ შენ იქნებოდი. ხო და მერწმუნე, არც ახლა გკითხავ რაიმეს. არც ახლა და არც არასდროს. როცა მზად იქნები შენით მოხვალ და შენით მეტყვი. არაფერს გიკრძალავ, თუ თვლი რომ ნიშნობაზე შენი ადგილია წადი, მაგრამ იმ დღეს, ჩემი აზრით იქ არც ერთი ლომიძე არ უნდა იყოს, შენ კი ბოლოს რომ შევამოწმე, ლომიძე იყავი. - მშვიდად თქვა მამამისმა, შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა.
ერთიანად გაყინულ ანამარიას დედამისმა მოჰხვია ხელები.
-კარგად ხარ, დე? - ჰკითხა თბილად.
-მშვენივრად. - თქვა ანამარიამ. ორივემ იცოდა, რომ იტყუებოდა, მაგრამ არც ერთს უთქვამს რაიმე.
როგორც კი საუბარი გაიხსენა ტელეფონი აიღო და მესიჯი აკრიფა:
“ნიშნობაზე არ მოვდივარ. ვისაც რაც უნდა, ის იფიქროს.”
მიუხედავად იმისა, რომ დილის რვა საათი იყო, პასუხი მაშინვე მიიღო:
“მესმის, იმედია ნიშნობის მეორე დღეს მაინც მოგიტაცებ სახლიდან. :დ”
ანამარიამ ამოიხვნეშა, ახლა ნიშნობის მეორე დღეზე ვიფიქროო და ვნახოთო, მისწერა გიორგის.

მამამისი მართალი იყო. ალბათ ყველაზე უხერხული და უცნაური საუბარი იყო, რომელიც ოდესმე ვინმესთან ჰქონია, თუმცა აუცილებელიც იყო. ასეთი მამა ჰყავდა. ძალიან დიდი მოთმინების უნარი ჰქონდა, ხმას არასდროს უწევდა მაგრამ ყოველთვის ყველა სიტყვას ბოლომდე აგებინებდა გოგონას. მშობლებთან ძალიან ახლოს არასდროს ყოფილა, მას შემდეგ რაც სკოლაში სიარული დაიწყო, იოანეს, მარიამს, ნინას და სხვებს შეხვდა, ყოველ მეორე დეტალს მათ კი არა მეგობრებს უზიარებდა, მაგრამ ყოველთვის უდიდესი პატივისცემა ჰქონდა დედამისის და მამამისის მიმართ. ყოველთვის უსმენდნენ, ყოვლთვის აძლევდნენ უფლებას ის გაეკეთებინა რასაც სწორად თვლიდა, მაგრამ გზიდან გადახვეულს სულ სწორ გზაზე აბრუნებდნენ.
ახლა კი სწორი იოანეს ნიშნობაზე წასვლა კი არა, საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრი იყო. ძალიან კარგად ახსოვდა, რომ სულის დაბრუნება სჭირდებოდა, მაგრამ ქორწილი... ალბათ ქორწილის გადატანა მოუწევდა, მაგრამ როგორც იცოდა, ქორწილი უახლოს მომავალში არ იქნებოდა.
***
იოანეს ნიშნობის დღეს წვიმდა.
ისე ტიროდა ცა, ისე ღრიალებდა ქარი, ანამარიას ფიქრებს აცოცხლებდაო თითქოს ბუნება. ამბობდა იმას, რაზეც ის ჩუმდა.
... “რატომ ვემალებით ცას მაშინ, როცა წვიმს?” ჰკითხა ერთხელ იოანეს. თხუთმეტი წლისანი იყვნენ, ბიჭის სახლში ისხდნენ და მეცადინეობდნენ, მაგრამ გოგოს ფიქრები გაურბოდა. მაშიონ იოანეს ჯერ კიდევ არ დაეწყო თმის მოკლედ შეჭრა და ოქროსფერი კულულები შუბლზე ეყარა. გოგოს ნათქვამზე წარბები შეკრა, შემდეგ სახე მოეშვა, ანამარიას ხელი მოკიდა და ვერც კი გაიგო, რა ხდებოდა, როცა უკვე გარეთ იყვნენ და სველდებოდნენ.
“არ დავემალოთ!” ყვიროდა ბიჭი. გაშეშებულ ანამარიას არ იცოდა გაეცინა თუ სირბილით შებრუნებულიყო სახლში.
“არასდროს დამემალო, კარგი?” სერიოზულად უთხრა და ბიჭის წამწამებს შორის გაჩხერილ წვეთს მიაშტერდა. “რაც არ უნდა მოხდეს, შენ არ დამემალო.”
“თუ დაგემალე, მიპოვე. მიპოვე ისე, როგორც ახლა ვპოულობთ მე და შენ ცას.” იცინოდა ბიჭი. “მიპოვე მაშინ, როცა იქვე ვარ, როცა მხედავ, მაგრამ შენ მაინც ხვდები რომ გემალები.” ყვიროდა, რომ მისთვის ხმა მიეწვდინა.
“არ დაიმალო.” იცინოდა ანამარია.
“მიპოვე.” სთხოვდა იოანე.
საბოლოოდ, წვიმაში გაცივდნენ. რამდენიმე დღე სიცხიანები იწვენენ საწოლში და ტელეფონით აბრალებდნენ ერთმანეთს, შენი ბრალი იყო და არა, შენიო.

ახლა რა რთული იყო იოანეს პოვნა...
“იქნებ არ ვიცნობდი? იქნებ ბიჭი, რომელიც ასე მიყვარდა უცხოპლანეტელებმა შემიცვალეს? იქნებ კლონი ჰყავს? ბოროტი ტყუპისცალი?” ფიქრობდა უნებურად. იცოდა, ამაზე ფიქრს კარგი შედეგი არ მოჰყვებოდა. უნდა ემუშავა იოანეზე ფიქრის შემცირებაზე და არა იმაზე, თუ როგორ ეპოვნა და დაებრუნებინა ის.
“დასაბრუნებელი არავინაა. ყველაფერი ნათელია, გარეთ კი წვიმს, მაგრამ არავინ იმალება. ყველა იქაა, სადაც უნდა იყოს.” გაიფიქრა და ცივ ფანჯრას შუბლი მიაყრდნო.
როცა გოგონებს უთხრა რომ ნიშნობაზე არ მიდიოდა, ორივემ უხერხულად გაუღიმა. ნინამ ისიც უთხრა, ის უნდა გააკეთო რაც შენთვის არის მართალიო. რაც შენთვის არის სწორი შეიძლება იოანესთვის არ იყოს სწორი, მაგრამ შენ მხოლოდ შენი თავი უნდა აკონტროლოო. ყველა ცდილობდა ანამარია ქორწილისთვის მოეშორებინა, ნინას სიტყვები კი უცნაურად ჰგავდა ფრაზას, გააკეთე რაც გინდა, რომელიც თითქოს მარტივი, მაგრამ რეალურად ძალიან რთული შესასრულებელი იყო.
ბინდდბოდა. უკვე შვიდი საათი იყო. ალბათ ამ დროს იოანე რომელიმე კარგ რესტორანში იდგა ლამაზ, ჟღალთმიან ნუცასთან ერთად და თითზე ბეჭედს უკეთებდა... ალბათ შემდეგ დაუკრავდა, გოგონა პიანინოსთან დადგებოდა და ღიმილით შეხედავდა. ზუსტად ისე, როგორც ეს ანამარიას ჰქონდა გაკეთებული მილიარდჯერ. ალბათ უკეთ. ნუცას ბეჭდის ბრწყინვალება ყველას მოსჭრიდა თვალს და ყველა აუცილებლად იტყოდა, თუ როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს იოანეს ქერა და ნუცას ჟღალი თმა და მათი ერთი ფერის, თუმცა სხვადასხვა ტონის თვალები.
სტუმრებში იდგებიდნენ ნინა და ნიკა, მარიამი, ლუკა და სანდრო და ყველა აუცილებლად გაიხსენებდა ანამარიას. ალბათ იოანეს ბიძაშვილები იფიქრებდნენ, სად არის ის ნაცრისფერთვალება გოგო, სულ თან რომ დაჰყვებიდა იოანეს და ხელს არასდროს უშვებდაო. ალბათ სხვებმა მეტიც იცოდნენ. ალბათ...
ტელეფონზე შემოსული მესიჯის ხმა მუსიკისა და წვიმის ფონზე ძლივს გაარჩია.
უცხო ნომერი სწერდა:
“How I wish, how I wish you were here
We're just two lost souls
Swimming in a fish bowl
Year after year
Running over the same old ground
And how we found
The same old fears
Wish you were here.”

გაეცინა. გაბრაზდა. სიცილი ცრემლებად გადაექცა.
ბოროტი რამ იყო სამყარო. ბოროტი და სულელი იყო იოანე, თუ კი ვერ ხვდებოდა, რომ ანამარიამ იცოდა, მესიჯის ავტორი ვინ იყი. სულელი იყო იოანე თუ კი ეგონა, ერთი წამით მაინც დაიჯერებდა, რომ სიმღერის ტექსტი მისთვის მაშინ ტექსტზე რაიმეთი მეტი იყო. ბრაზდებოდა, იცინოდა და ტიროდა იმიტომ, რომ თავადაც უსმენდა მუსიკას. იმდენად ხმადაბლა, რომ სიტყვები მხოლოდ ოდნავ იყო გარჩევადი, მაგრამ მაინც... სიმღერა თითქოს ახმოვანებდა იოანეს მესიჯს.
“ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო.” მისწერა ბოლოს და მუსიკა გათიშა.
***
-სახე ჩამოსტიროდა...
-პიანინოსკენ არც კი გაუხედავს, გეგონება გილიოტინაზე გაჰყავდათ.
-ანამარია ამოდის მეთქი, გაჩუმდით!
-რომ მოდის მერე რა? ხომ გადავწყვიტეთ რომ მეგობრობაში არაფერი შეგვეცვლებოდა? ხო და თუ ვლაპარაკობ იოანეზე უნდა გაიგოს ანამარიამაც!

მარიამის სახლში შეკრებილებს ეგონათ, რომ ჩუმად საუბრობდნენ, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო. ანამარიამ ჩაახველა მათი ყურადღება რომ მიექცია და სავარძელზე ჩამოჯდა.
-როგორ გაერთეთ გუშინ? - გაიღიმა და სხვებს მოავლო თვალი.
პირდაღებულები უყურებდნენ, შემდეგ თითქოს მიხვდნენ რომ მისგან სხვას არაფერს ელოდნენ და მოყოლა დაიწყეს:
-ძალიან სერიოზული იყო ყველაფერი. ეგ ახალი არაფერია. ნაზი ნუციკო და ჩვენი სათუთი დადვანი. - გაეცინა ნიკას.
-სათუთი დადვანი? - წარბი აწია ანამარიამ.
-ხო ხვდები, ნიშნობა იყო რა, განსაკუთრებული არაფერი. - თქვა სანდრომ.
-ახალგაზრდები არ ვიყავით ბევრნი. - დაამატა ლუკამ.
-ისე მეუბნებით გეგონება წინასწარ შეთანხმდით რომელი რას იტყოდით. - ამოიხვნეშა გოგონამ და თმა ყურს უკან გადაიწია.
“როგორ ხარ?” სწერდა გიორგი.
დაფიქრდა, გაეცინა. უცებ გადაწყვიტა გულწრფელი ყოფილიყო და აკრიფა: “საშინლად. არ ვიცი ამ ქვეყნად რა ან ვინ მინდა. სიტყვა ნიშნობა მძულს. არ მესმის გუშინ იოანეს მესიჯი რას ნიშნავდა. არ ვიცი მაინტერებს რას ნიშნავდა თუ არა. ჩემთვის ყველაზე ახლობელი ხალხის გარშემო ვზივარ და მათგან კილომეტრებით ვარ დაშორებული. სათუთად არჩევენ ყველა სიტყვას და ისე მეუბნებიან, თითქოს ჰგონიათ გამანადგურებს ის ფაქტი, რომ იოანე სხვასთან არის ბედნიერი. შენ როგორ ხარ?”
თავის პათეტიკური მესიჯი რომ გადაიკითხა თვალები გადაატრიალა და წაშალა.
“კარგად, შენ?”
-ვის სწერ, ანასტასია?- ჰკითხა ლუკამ.
-ვაიმე, ანასტასიას კიდევ ერთხელ დამიძახებ და არ ვიცი რას ვიზამ! - დაიწყო გოგონამ.
-კარგი, ანასტასია! - გაიღრიჭა ბიჭი.
ანამარიამ ბალიში ესროლა.
-გიორგის. - თქვა ბოლოს.
-გიორგი..? - ჩაერთო სანდრო.
-ჩემი კურსელი იყო, ამერიკაშიც ერთად ვსწავლობდით. - დააზუსტა გოგონამ.
-დავფიქრდეთ, მეგობრებო! - დაიძახა ნიკამ. - რამდენი გიორგი კურსელი შეიძლებოდა ჰყოლოდა ფსიქოლოგ ანამარიას და აქედან რამდენს შეხვდებოდა ამერიკაშიც?
-ერთი, დარწმუნებული ვარ. - თქვა ლუკამ.
-და უბრალოდ, ასე უბრალოდ სწერ გიორგი შონიას მესიჯებს? - იკითხა წარბაწეულმა სანდრომ.
-რა არის მესიჯის წერაში რთული ან არა-უბრალო? - თვალები გააფართოვა ანამარიამ.
-ის რომ გუშინ გიორგის და დაინიშნა შენთვის საკმაოდ ნაცნობ ადამიანზე? - ისე იკითხა სანდრომ, თითქოს ისედაც აშკარა უნდა ყოფილიყო.
-სანდრო ძალიან მიყვარხარ. - დაიწყო ანამარიამ. - მაგრამ გაიგე, რომ საკმარისად დიდი ვარ იმისთვის, რომ გადავწყვიტო ვის მივწერო მესიჯები და ვის არა!
-სულ მეგობრბდნენ, რა მოხდა?! - ჩაერთო საუბარში ნინა.
-არაფერი არ მომხდარა. - დამშვიდდა სანდრო. -უცნაურია.
-არაფერია უცნაური. ძალიან კარგი რომ სხვა ადამიანებთანაც გაქვს ურთიერთობა და არა მარტო ჩვენთან. - სიტუაციის ჩაწყნარება სცადა ნიკამ.
-მადლობა, რომ ნებას მაძლევთ იმას ვეკონტაქტო, ვისაც მინდა. - ირონიულად თქვა ანამარიამ და ისევ აიღო ტელეფონი.
-ბოლო დროს სულ ცუდად იგებ ჩემ ნათქვამს. ანამარია, ახლავე რომ ადგე და სრულიად უცხო ადამიანს გაჰყვე ცოლად, თუ კი მეტყვი რომ დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ, მაშინვე დაგეთანხმები და მხარს დაგიჭერ. “დაჟე” მეჯვარედაც გამოგყვები! - ფრთხილად გადახვია სანდრომ ხელი გოგონას.
-სრულიად უცხოს? - ძალით გაიცინა გოგონამ. -ვეძებთ მეორე ნახევარს. სადმე გავაკრავ.
-პარასკევს რა დღეა გახსოვთ? - იკითხა მარიამმა.
-რა დღეა? - იკითხა სანდრომ.
-არ გამაგიჟო. - სიცილი დაიწყო გოგონამ. - მართლა არ გახსოვს შენი დაბადების დღე?
-ვაიმე! - წამოიყვირა ბიჭმა. - დადვანს სდიე კუდში და თან შენ თავზეც იფიქრე, სადაა? - დაიწუწუნა.
-სადმე წავიდეთ სამი დღით. - თქვა ნიკამ. - რაჭაში, ჩემთან?
-ყველაზე მაგარი, დადვანს დასდევ კუდში მაინც და იქნებ სვანეთში წაგიყოლოს. - თქვა ლუკამ.
-რა? სვანეთში წავიდეთ ახლა?
-მერე რა, მარიამ? იმხელა სახლი აქვს, სულ ცარიელი. თან ნიშნობა ჰქონდა, თან რაც ჩამოვიდა კარგად არ დაგვილევია. თან... - ნიკამ ანამარიას მოჰკრა თვალი და გაჩუმდა.
-ისე ნუ მიყურებ გეგონება სადაცაა შეგჭამ. - გაიცინა გოგონამ.
-შენს გარეშე დაბადების დღე არ მექნება. არანაირად. არსად. არასდროს. - თქვა სანდრომ და თმა უჩეჩა.
-მაგრამ არც დადვანის გარეშე უნდა გქონდეს. - თქვა ანამარიამ. - ზრდასრული ხალხი ვართ, თინეიჯერი იდიოტები ხომ არა? - იკითხა ღიმილით.
-ჩემს გამო მაგას იზამ? - თვალებში ჩახედა სანდრომ.
-რას? დადვანს ავიტან სამი დღით? თხუთმეტი წელი თუ ვიტანდი სამი დღეც გადავიტან. - თვალი ჩაუკრა სიცილით. - ჩემი მიზეზით უხერხულად არ იქნებით. - თქვა გოგონამ დარწმუნებით. - არასდროს.
ამბობდა და გულისხმობდა.
ყველაზე რთული ბევრი მეგობრის ყოლაში ის იყო, რომ როცა ორს ურთიერთობა უფუჭდებოდა, სხვებიც ვეღარ იყვნენ ისე, როგორც ადრე. ანამარიას ყველანაირი მიზეზი ჰქონდა ეჭირვეულა და იოანესთან ერთ ოთახში ყოფნაზეც უარი ეთქვა, მაგრამ არ შეეძლო, რადგან მისი მეგობრები უყვარდა. არ შეეძლო, რადგან იცოდა მათ როგორ უყვარდათ ის და იოანე. ვერც არჩევანის წინაშე დააყენებდა და ვერც გამოემშვიდობებოდა. ერთი ადამიანის გამო ყველას დაკარგვას არ აპირებდა და არც სხვებს დააკარგვინებდა საკუთარ თავს.
-ალბათ ნუცასთან ერთად იქნება. - ფრთხილად თქვა ლუკამ.
-მაშინ გიორგიც დაპატიჟეთ, იქნებ გავერთო. - სიტუაციის განსამუხტად თქვა ანამარიამ, თუმცა არავის გასცინებია.
***
დღეები სანდროს დაბადების დღემდე ძალიან სწრაფად გავიდა. თავი მომავალზე ნერვიულობით არ შეუწუხებია, იოანე უკვე ორჯერ ჰყავდა ნანახი, იმედი ჰქონდა რომ მის გარშემო რამდენიმე დღესაც გაუძლებდა.
წასვლის წინა დღეს სანდროსთან იყო და ყავას სვამდა, პირდაპირ რომ მოუხდა “შიშებთან” შეჯახება.
-ამ სახლის კარის დაკეტვა ბავშვობიდან ხომ ვერ ისწავლა ამ ბიჭმა. - გაისმა ვიღაცის ბუტბუტი და შემდეგ მისაღებ ოთახში მოკლე ქერა თმიანი ბიჭი გამოჩნდა, ანთებული მწვანე თვალებითა და ჯინსის ქურთუკით.
-ვერც შენ ისწავლე ჩუმად ლაპარაკი, მაგრამ რას ვიზამთ. - გაეღიმა სანდროს და იოანე გადაკოცნა.
ბიჭი ინსტიქტურად დაიძრა ფანჯარასთან მდგომი სავარძლისკენ, შემდეგ გაჩერდა, თითქოს ვერ გაიგო რატომ იჯდა ანამარია სავარძლის გვერდით მაგრამ არა სავარძელში, თითქოს წამიერად დაავიწყდა რა მოხდა სამი წლის წინ, გოგონას გახედა და სხვაგან დაჯდა. უცნაური იყო ჩვეულების ცვლილებასთან შეჯახება. წლების განმავლობაში მოდიოდნენ სანდროს სახლში და ყოველთვის მხოლოდ ერთ ადგილას სხდებოდნენ, გვერდიგვერდ. მაგრამ ახლა...
-როგორ ხარ, იო? - გაიღრიჭა მარიამი და ბიჭს გვერდიდან მიეხუტა. - მზად ხარ სამშობლოში დასაბრუნებლად?
-ხვდები რამდენად საოცარი მეგობარია სანდრო? ისეთ დროს დაიბადა რომ ჩამოვედი და ბარემ სამშობლოს ვანახებო. - ხუმრობა სცადა იოანემ.
-ისეთი მაგარი მეგობარია ნიშნობას გაღნიშნინებს თავის დაბადების დღეზე, ფაქტობრივად! - თქვა ლუკამ. ანამარიამ მეგობარს წარბის აწევით გახედა.
-რაღა აღნიშვნა უნდა ნიშნობას? - იკითხა იოანემ.
-თუ არ უნდა, ნუ უნდა, ძმა. - ხელები აწია ლუკამ სიცილით. ბიჭმა თვალები გადაატრიალა და გააგრძელა:
-მოკლედ, სამი დღით წასვლას აზრი არ აქვს.
ერთ დღეს მგზავრობაში ვკარგავთ და ეგ რანაირი დასვენებაა.
-ხალხი ვმუშაობთ, დადვანო! - თქვა ნიკამ.
-სადაც სამი დღე, იქაც ხუთი. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-დავწერ განცხადებას მე. ანამარია, შენ რას იზამ? - ჰკითხა გოგონას.
-თუ პარასკევს წავალთ და ოთხშაბათამდე ჩამოვალთ პრობლემა არ მაქვს. ლექციებს გადავიტან.
-ლექციებს ატარებ? - მოულოდნელად იკითხა იოანემ და თვალი გაუსწორა. ანამარიამ იგრძნო, როგორ გაუხშირდა სუნთქვა. წუთით უნდოდა ისე დაეიგნორებინა ბიჭი, ხმაც კი არ გაეცა, მაგრამ გაახსენდა თავის ფიქრები მეგობრობის შენარჩუნობაზე და თავი დაუქნია.
-თესეუში. - უთხრა მოკლედ. ბიჭი რამდენიმე წამით მიაშტერდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა თუმცა თავს იკავებდა. უცნაური რამ იყო იოანე დადვანის ყურადღების ცენტრში ყოფნა, ისე გიყურებდა, გეგონება შენი თვალებით სულს სწვდებოდა, თითქოს ყველაფერს ხედავდა; ყველაფერს, რასაც მალავდი.
-მოკლედ, ანამარიას თუ არ აქვს პრობლემა არც ჩვენ გვაქვს. - ჩაერთო ლუკა. - ვინ მივდივართ?
-ნუცა, გიორგი და ჩვენ. - თქვა იოანემ და ანამარიას თვალი მოაშორა.
“ვფიქრობდი რა მაკლდა ამ შუა მარტში და მივხვდი, სვანეთი! :დდდ”
ზუსტად იმ წამს მისწერა გიორგიმ. გოგონას ჩაეცინა.
-რა გაცინებს? - იოანეს ხმამ იმდენად გააკვირვა, ორ წამს თვალებგაფართოებული უყურებდა, სანამ ბიჭმა თვითონ არ მოაშორა თვალი.
-შენზე არ ვიცინი. - მოკლედ უთხრა და ისევ ტელეფონს ჩახედა.
-მოკლედ, ხუთი დღე. - თქვა იოანემ.
-საინტერესო იქნება... - თავისთვის თქვა მარიამმ.
-ძალიან. - დაამატა ნინამ.
ყველა იოანეს და ანამარიას უყურებდა. უყურებდნენ მათ მცდელობას გაეხედათ ყველგან ერთმანეთის გარდა და დაიფიცებდნენ, ჰაერში გრძნობდნენ მომავალი აფეთქების სუნს.
***
საოცარი რამ იყო გზა.
საოცარი იყო სწრაფად მიმავალი მანქანის შუშაზე თავის მიდება და იმის ყურება, თუ როგორ იქცეოდა ყავისფერი მწვანედ, მწვანე კი ცისფრად და როგორ იყო ეს სამი ერთმანეთში შერწყმული.
საოცარი იყო...
უკანა სავარძლიდან მარიამის ბუზღუნი და სანდროს მასზე სანდროს სიცილი, მათ პირდაპირ მომავალი მანქანიდან გიორგის სიმღერის ხმა და იოანე დადვანის თვალები, რომლებისგანაც სანდროს მანქანის მინა, მანძილი და გიორგის მანქანა აშორებდა, მაგრამ მაინც ისეთი საოცარნი იყვნენ, როგორც ყოველთვის.
ნუცას მანქანაში ეძინა. მაშინაც ეძინა, როცა სხვები სანდროს სახლთან შეიკრიბნენ და ახლაც არ ახელდა თვალს. ანამარია მაშინვე დაიძაბა, როცა გიორგის მანქანის უკანა სავარძელზე ჟღალი თმა შენიშნა. ისევ ისეთი ლამაზი და სათუთი იყო გოგონა, ისეთი ღია ფერის კანით, მის სახეზე სისხლძარღვების გარჩევაც შეიძლებოდა. თავისდაუნებურად ფიქრობდა ანამარია, რომ გოგონა ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი, მაგრამ ავადმყოფური ფერი ჰქონდა.
***
სვანეთამდე რამდენიმე საათის განმავლობაში შეუჩერებლად მიდიოდნენ სვანეთამდე. აოცებდა ანამარიას, როგორ სწრაფად იცვლებოდა არემარე...
ყველაფერთან ერთად ნოსტალგიასაც გრძნობდა. სვანეთში მანამდეც ბევრჯერ იყო ნამყოფი, ოღონდ მარტო არა. ახსენებოდა როგორ გაჰყავდათ გრძელი საათები ჩუმად კითხვით, შემდეგ წაკითხულის განხილვით. როგორ არქმევდნენ გამვლელებს სახელებს, როგორ თბილად ეძინა ანამარიას, იოანეს მხარზე მიყრდნობილს...
უყურებდა წინ მიმავალ მანქანას, გაღვიძებულ ნუცას, რომელიც რაღაცაზე თავს აქნევდა. იოანეს ქერა თმასაც ამჩნევდა, ზუსტად მასავით ედო ფანჯარაზე თავი და სიგარეტს ეწეოდა...
მესტიაში რომ შევიდნენ უკვე ბინდდებოდა.
უბრალო, დაცარიელებულ გზას მიუყვებოდნენ რომელეც ალაგ-ალაგ ჩნდებოდა მაღალი კოშკები და ცოტა ხნის შემდეგ, მათ შორის გაწყობილი, ფერადი სახლებიც. ანამარიამ ფანჯარას დაუწია, მთის ჰაერი ღმად ჩაისუნთქა და გაეღიმა.
სვანეთში თოვდა...
***
სანდრომ მანქანა შემაღლებულ ბორცვზე, ორ სართულიანი სახლის ეზოსთან გააჩერა. სახლთან ახლოს იდგა მაღალი, ძველი კოშკი. გარშემო არემარეს თოვლის ფანტელები ღებავდნენ.
თითქოს სიზმარში იყო, თითქოს აუცილებლად გამოვიდოდა იოანეს ბებია ეზოდან, გადაეხვევოდა და ჰკითხავდა, როგორ დამვიწყეო. თითქოს იოანე ჩაჰკიდებდა ხელს და ისევ სიცილით შევიდოდნენ სახლში...
ანთებული თვალებით უყურებდა ჭიშკარს, ხვებოდა რომ სხვებიც გაოცებულები იყურებოდნენ, ან მათ გარშემო გადაშლილ მესტიას, ან სახლს ან კიდევ თვითონ ანამარიას, მაგრამ არ აინტერესებდა. გულზე ედო ხელი და თვალებს სწრაფად ახამხამებდა, რომ საიდანღაც ცრემლები არ წამოსვლოდა.
ისევ ისტიქტურად გაიხედა მისკენ.
თითქოს თვალები თავისი აღარ იყო, ორივე თავისით მოძრაობდა, ყოველთვის მისებს ეძებდა.
იოანემ ჭიშკარი შეაღო და გაჩერდა. ისიც ისეთივე გაოცებული აღფრთოვანებით უყურებდა ყველაფერს. იცოდა, იმ წამს ყველაზე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ყველა იყო მანამდე იოანესთან ნამყოფი, ხშირად ერთადაც მოდიოდნენ, მაგრამ ანამარიამ იცოდა, რომ ის სხვანაირად გრძნობდა იმ ადგილს. ალბათ ისე არა როგორც იოანე, ის იმ სახლს უყურებდა, რომელიც წლები იყო არ ენახა, მაგრამ მაინც...
ბიჭმა მისკენ გამოიხედა, გულზე მიდებულ ხელს შეხედა და სევდიანად გაუღიმა.
ანამარიამ სუნთქვა შეწყვიტა...
გარშემო ხალხი იყო.
გარშემო სხვები იყვნენ...
ანამარიამ ონდავ, ძალიან ოდნავ აწია ტუჩის კუთხე.
მოგონებების ხათრით...
სვანეთის ხათრით...
იოანეს ბებიისა და ბაბუის ხათრით.
სულ რამდენიმე წამით უყურებდნენ ერთმანეთს,
რამდენიმე წამს უღიმოდნენ,
რამდენიმე წამს გრძნობდა ანამარია, რომ გული მკერდში ლოდად არ ედო,
დაფრინავდა.
მაგრამ ყველაფერი რჩებაო და ესეც დამთავრდა.
გარშემო უბრალოდ ხალხი არ იყო,
გვერდით იოანეს საცოლე იდგა.
გოგონამ ბიჭს თვალი მოაშორა და მიწას დახედა...
-გამარჯობა, ნუცა. - უთხრა გოგონას. ნუცა შეიშმუშნა, შემდეგ გაიღიმა და მის გადასაკოცნად გამოიწია.
-გამარჯობა. - მარჯვენა ხელზე ბეჭედი უბრწყინავდა.
-გილოცავ. - უთხრა ღიმილით და ბეჭედზე ანიშნა.
არ იცოდა ამ ყველაფრის ძალას საიდან პოულობდა.
-მადლობა. - სრულიად გულწრფელი სიკეთით უმზერდა ნუცა და ალბათ უნდა ეცადა, გამოენახა საკუთარ თავში რაიმე ადგილი, რომლითაც უნდა შესძულებოდა ნებისმიერი ქალი, რომელიც იოანესთან იქნებოდა მის გარდა, თუმცა არ შეეძლო. ლამაზი, სათუთი, ნაზი ნუცა ყველაფერი იყო რაც იოანეს სჭირდებოდა. ყველაფერი, რაც ანამარია ვერასდროს გახდებოდა.
-წავედით, გავიყინეთ! - თქვა სანდრომ მათ უკან და ანამარიას ხელი გადახვია.
გოგონები სახლში შევიდნენ. ანამარია ისევ შეიპყრეს მოგონებებმა. ღიმილით უყურებდა დიდ მისაღებს რბილი სავარძლებით, ბუხარს, ძველი ხის მაგიდას, კარადას, რომელზეც ჭურჭელთან ერთად ძველი ფოტოებიც იყო.
თავისი ფოტოების ნახვას იქ ნამდვილად არ ელოდა. უეცრად აღმოხდა სიცილი. რამდენიმე წელი იყო გასული იოანეს ბებიისა და ბაბუის გარდაცვალებიდან, მას შემდეგ აქ სულ ერთხელ იყო. ვერც კი წარმოიდგენდა რომ ფოტოები დარჩებოდა...
უყურებდა 12 წლის მუქთმიან გოგონას, ისტერიულად რომ იცინოდა და ქერათმიან ბიჭს ხელებით რაღაცას ანიშნებდა.
უყურებდა ოდნავ გაზრდილს, იოანეს ხელი გადაეხვია მისთვის, ორივე უღიმოდა კამერას.
პატარა იოანეს სურათებს შორის რამდენიმე მხოლოდ თავისიც იყო.
უეცრად გული ძალიან დაუმძიმდა. ნუცას გახედა, რომელიც ღიმილით უყურებდა ბუხარზე იოანეს სურათებს. არ სურდა თავი ცუდად ეგძნო, მაგრამ ცდილობდა გაეგო როგორ გრძნობდა თავს იოანეს საცოლე, როცა მის სახლში შედიოდა და ყველგან ანამარიას ფოტოებს ხედავდა.
-ღმერთო, აქ ისეთ ხმაზე იცინოდი დღემდე ყურებში ჩამესმის. - თქვა ნინამ და სურათს დახედა.
-მომენატრა ქეთი ბებოს ხაჭაპურები! - თქვა ოთახში მომავალმა ლუკამ,თან ბარგი მოჰქონდა.
-ოთახები? - იკითხა გიორგიმ.
-ექვსი ოთახია, ვისაც სადაც გინდათ... - დაიწყო იოანემ.
-რას ქვია სადაც გვინდა.
-სადაც სულ რჩებოდით, რა ვიცი. - მხრები აიჩეჩა ბიჭმა. -სანდრო დაბლა, მარიამი და ნინა აივნიანში, ანამარია შენ შენს ოთახში...
-ჩემს ოთახში? - თვალები გაუფართოვდა გოგონას.
-სადაც გინდა.
-ნუცას შეუძლია იქ დარჩეს. - თქვა და უხერხულად გადახედა გოგონას. ანამარიას ოთახი იოანესას უკავშირდებოდა.
-თუ იქ რჩებოდი, ახლაც იქ დარჩი, რა მნიშვნელობა აქვს. - გაიღიმა გოგონამ.
-არანაირი. - თქვა იოანემ.
-არანაირი. - დაუდასტურა ანამარიამ, თავის ჩანთა აიღო და კიბეები აიარა.
***
რომ ჩამოვიდნენ უკვე ღამდებოდა, მგზავრობით დაღლილი დაბლა აღარც ჩასულა, ფანჯარასთან ფეხმორთხმით იჯდა, მთებს უყურებდა და ცდილობდა აივნისკენ არ გაეხედა.
აივანზე გასვლა უნდოდა, მაგრამ სწორედ ის აივანი აკავშირებდა მის ოთახს იოანესას. თავის მოთოკვას, მოთმენას ცდილობდა. პურველად იყო სვანეთში, დადვანების სახლში ისე, რომ აივანზე გასვლა აშინებდა.
არაფრის ხმა ისმოდა, თითქოს სახლში ცხრა კი არა მხოლოდ ერთი ადამიანი იყო და ისიც სუნთქვის მეტს არაფერს აკეთებდა.
შემდეგ უკეთ დაუგდო ყური სავსე სიჩუმეს და გაიგონა როგორ გაიღო ჭრიალით გაერთინებული აივნის მეორე კარი.
ანამარია მთელი ტანით დაიძაბა. ფანჯრიდან ხედავდა აივანზე მოხრილ იოანეს, წვივები ჯებირზე დაეყრდნო და ისიც ცას უყურებდა.
სავსე მთვარე თავზე დაჰნათებდა, პროფილს უმკვეთრებდა. უხეში კალმით ნახატს ჰგავდა იოანე მთვარის შუქზე.
ბიჭმა რამდენჯერ გამოიხედა კარისკენ, შემდეგ ძალიან ნელა, ძალიან ოდნავ დააკაკუნა და ხელი უკან წაიღო.
გული საშინლად უცემდა გოგონას, როცა მინიშნებებით დაღლილი ადგა და აივანზე გავიდა.
იოანე ორი ნაბიჯის მიშორებით იდგა, წელით ეყრდნობიდა მოაჯირს და ცდილობდა ყველგან გაეხედა მის გარდა.
-რა გინდა? - ჰკითხა დაბალ ხმაზე.
ისევ თოვდა... თოვლის ფანტელები ილექებოდნენ იოანეს გრძელ წამწამებზე.
-რა მინდა? - კითხვა ნელა გაუმეორა ბიჭმა.
უეცარი აღმოჩენასავით დაეჯახა თავში ანამარიას ის ფაქტი, რომ სამი წლის შემდეგ პირველად იყვნენ მარტო.
-მე მეკითხები? - უთხრა გოგონამ და ხელები მოაჯირს დააყრდნო.
-გულწფელად მეკითხები რა მინდა?
-გამოცანებით არასდროს მისაუბრია, ალბათ დაგავიწყდა. - მშვიდად უთხრა მთელი ტანით შებოჭილმა.
-რა მინდა... - უსიცოცხლოდ ჩაეცინა იოანეს. ისეთი უცნაური ხმა იყო, გააჟრჟროლა. -მთვარე, წვიმა, სიცოცხლე... - ნელა თქვა ბიჭმა.
-იოანე, თოვს.
-ვხედავ. - თვალის კუთხიდან დაინახა ანამარიამ მისი ღიმილი.
-თოვს და წვიმა გინდა?
-ძალიან მინდა, რომ წვიმდეს.
-რატომ?
-ერთხელ მითხრეს, დამალულს აჩენსო წვიმა.
-ვინმეს ემალები? - ირონიულად ჩაეცინა გოგონას.
-იქნებ, მაგრამ თუ არ იწვიმებს, ვერ დამინახავს. - ანამარიამ ღრმად ჩაისუნთქა.
-თოვლი გაყინული წვიმაა. იცი რა სჭირდება გასადნობად? სიტყვები. სიტყვებს მთქმელი, მთქმელს კი სათქმელი. არაფერი გაქვს სათქმელი, ხოდა ვერც ვერავინ დაგინახავს.
-ჩემს სათქმელს ის ვერ გაიგებს, ვინც არ მისმენს.
-არავინ გაგიგებს, თუ რაიმეს არ ახსნი.
-ამიტომ ხარ აქ? ახსნას ელოდები? - მისკენ შემობრუნდა ბიჭი.
-არანაირი ახსნა არ მჭირდება. - გაეცინა ანამარიას და ბიჭს გახედა. - ახსნა სამი წლის წინ იქნებოდა კარგი, ახლა არ მაინტერესებს.
-სამი წლის წინ... - თქვა იოანემ ღიმილით.
-გახსოვს, არა? მეგონა დაგავიწყდა.
-არაფერი დამვიწყებია. ყველაფერს თავის მიზეზი აქვს, ხომ იცი?
-თითქმის ყველაფერს ალბათ.
-ყველაფერს. - თქვა იოანემ. - შეიძლება მიზეზები არ ჩანს ან ვერ იგებ, მაგრამ ყოველთვის არსებობს.
-ახლა მე უნდა გითხრა გამაგებინე ამ ყველაფრის მიზეზი-მეთქი? მერე შენ რაღაც სისულელეს მოიგონებ, რომ თავი დაიმშვიდო, თქვა რომ ყველაფერი კარგად არის, რომ უბრალო ტელეფონის ზარს არაფრის განადგურება არ შეუძლია. გინდა სინდისი მშვიდად გქონდეს რომ მერე წახვიდე და ბედნიერად დაქორწინდე. - ანამარიას გაეცინა, იოანეს გაქვავებულ სახეზე თვალები გადაატრიალა და შებრუნდა. - არაფერი არ მაინტერესებს, იოანე, ყველა მიზეზი შენთვის დაიტოვე.
-ანამარია...
-ძილინებისა. - თქვა გოგონამ და კარი რომ დახურა და საწოლში ჩაწვა, მხოლოდ შემდეგ მოახერხა ძლივს შეკავებული ცრემლებით ბალიშის დასველება.
***

-ჩაიცვი, გაიღვიძე, მალე, ანასტასია, მალე! - ძილბურანში ხმა ექოდ ჩაესმოდა გოგონას, თუმცა საზიზღარი მეტსახელი რომ გაიგონა, რომ მიხვდა რომ მუცელზე ვიღაც ძალიან
მძიმე ეჯდა და ვიღაცის ტელეფონის კამერა ხმას გამოსცემდა, შემდეგ გაახილა თვალები.
-ხომ არ გაგიჟდი, ნიკა? - გაოცებულმა დაუყვირა ბიჭს, რომელიც ფაქტობრივად მასზე იწვა და ისე წამოჯდა, ბიჭი გადაყირავდა.
ნიკა სიცილით რომ გაწვა ძირს, მისი ოთახის კართან შეკრებილმა საზოგადოებამ შემდეგ მოახერხა ხმამაღლა გაცინებაც.
-რა ხდება? - თავადაც ეცინებოდა ანამარიას.
-იცი რამდენი ხანია გძინავს? - უთხრა მარიამმა. ის და ნინა ოთახში იდგნენ სანდროსთან და ლუკასთან ერთად, ოდნავ უკან იყვნენ ნუცა და გიორგი. იოანეც იქ იყო, მაგრამ თითქმის არ ჩანდა.
-სვანეთის ჰაერს დავაბრალოთ თუ რამე გჭირს? - იკითხა ღიმილით გიორგიმ.
ანამარიამ ჩაახველა. აშკარად ყელი სტკიოდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და ისევ ნიკას შეხედა.
-სასრიალოდ მივდივართ, ჰაწვალში! - გამოაცხადა სანდრომ.
-ღმერთო... - შეიშმუშნა გოგონა, ისევ დაწვა და საბანი თავზე გადაიფარა. წინა ღამის შემდეგ სრიალის კი არა, საწოლიდან წამოდგომის სურვილიც კი არ ჰქონდა. მითუმეტეს იოანესთან ერთად.
-ადექი თორემ აგაყენებთ! - დაიწყო სანდრომ.
-ავდგე და ყველამ ერთად ჩავიცვათ? - წამოიძახა გოგონამ. - გადით.
მარიამის და ნინას გარდა ყველა მორჩილად გავიდა გარეთ.
-რამე მოხდა გუშინ? - იმითხა ნინამ მაშინვე.
-რა უნდა მომხდარიყო?
-რა ვიცი ერთი კედლის მოშორებით გყავს ვიღაც. - თვალები დააკვესა მარიამმა. -მორჩით იოანეზე საუბარს. დავიღალე და არ მაინტერესებს. მართლა აღარ შემიძლია... ისიც საკმარისია რომ ხუთი დღე უნდა ვუყურო. ისიც საკმარისია, რომ ვიცი რომ მხოლოდ კედლის იქითაა და არა ქვეყნის და კილომეტრების. რკინის არ ვარ და აღარ შემიძლია. - იოანესთან საუბარმა მასში რაღაც შეცვალა. ალბათ უფრო ძლიერი უნდა ყოფილიყო, რადგან ფიქრობდა ყველაფერი ზუტად ისე უთხრა, როგორც უნდა ეთქვა, მაგრამ ასე არ გრძნობდა. დაღლილი იყო თავის მოჩვენებით, თითქოს არაფერი ხდებოდა და არაფერი სტკიოდა.
მარიამმა და ნინამ ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს. თვალებს ვერ უჯერებდნენ, რომ ცრემლიანი, გაწეწილთმიანი გოგონა მათი ანამარია იყო.
-თუ შენ არ გინდა, საერთოდ არ ამოვიღებთ ხმას. ხომ იცი? - გაუღიმა მარიამმა.
-ნუცაა აქ. ნუცა, იოანეს საცოლე, რომელის ძალიან კარგი გოგოა და არანაირად, არანაირად არ ვაპირებ ვიყო “სწერვა” “ყოფილი” რომელიც ვინმეს რამეს ჩააშხამებს. ალბათ იოანე იმსახურებს, მაგრამ ნუცა არა. - თქვა საბოლოოდ და ყველაზე თბილი ტანსაცმელი ჩაიცვა, რაც კი წამოღებული ჰქონდა.
-მარტო ერთს გეტყვი, ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს ამაზე ლაპარაკი. - თქვა ნინამ. -რას გულისხმობ?
-რას და იმას თუ როგორ მოულოდნელად დაშორდით და შენ ბოლომდე არ იცი რატომ. იმაზე თუ რას ნიშნავდა ეს შენთვის. სანამ ისე არ ილაპარაკებ იოანეზე, გეგონება არ გტკივა, ვერავინ დაიჯერებს რომ ესეა.
-იოანე ყოველთვის მეტკინება. რომ მოვკვდები, მაშინაც. იდეალური ანგელოზი რომ გახდეს, შემოვიდეს ახლა და მითხრას რომ რაღაც საოცარი მიზეზით ისევ ვუყვარვარ, მაინც მეტკინება! - თქვა საბოლოოდ, თბილი ქურთუკი ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა.
***
თითქოს ორად გაიყო ანამარია.
თოვლით დაფარულ ბილიკებს უყურებდა, უამრავ თხილამურებზე შემდგარ ადამიანს, მეგობრებთან ერთად ფოტოებში პოზირობდა, უყურებდა როგორ გუნდაობდნენ მარიამი და სანდრო, უყურებდა როგორ ესროდა იოანე თოვლს ნუცას და როგორ უმიზნებდა გუნდას გიორგი მას. თითქოს ყველაფრის ნაწილი იყო, მათთან ერთად ერთობოდა, მაგრამ ამავდროულად თავის გონების მიტოვებულ კუნჭულში იყო ჩაკეტილი, წინა ღამეს იმეორებდა, გული ეწურებოდა და გაქცევა უნდოდა...
-სრიალი არ გინდა? - სიცილით ჰკითხა გიორგიმ.
-ვაიმე, მე და თხილამურები? - შეიცხადა გოგონამ.
-ანამარია არ დააყენოთ თხილამურებზე! - დაიძახა ლუკამ.
-ფატალური შემთხვევით დასრულდება. - თქვა იოანემაც.
-რატომ? - იკითხა თხილამურზე მდგარმა ნუცამ.
-ბოლოს მგონი ექვსი წლის წინ ვიყავით აქ და სცადა, მაგრამ ხელი მოიტეხა. - თქვა მარიამმა.
ანამარიას გაახსენდა როგორ დაეშვა ბორვიდან ძირს, როგორ წამოედო რაღაც მყარს და როგორ შეასრულა სალტო თოვლზე. შემდეგ ბავშვების სიცილი მის მოუხერხებლობაზე და უეცარი გაჩუმება, როცა მიხვდნენ, რომ კარგად არ იყო. ანერვიულებული იოანე, რომელიც ისე იქცეოდა, თითქოს თვითონ სტკიოდა ანამარიას ხელი.
“ანამარია... სასწრაფო... ანამარია.”
“კარგად ვარ, გეფიცები.”
იოანეს შემოხვეული ხელები და მისი სიხარულისა და ტკივილის ცრემლები...
უეცრად იოანე ისეთი სიძლიერით მოენატრა, რამის ფეხქვეშ მიწა გამოეცალა.
ისე მოენატრა, გეგონება უდაბნოში დაკარგულისთვის წყალი იყო, თოვლში გაყინულისთვის მზის სხივები. ისე მოენატრა, რომ სუნთქვა შეეკვრა და მზად იყო ეყვირა, რომ ვინმე დახმარებოდა, რადგან ეს გრძნობა აუტანელი იყო.
იოანე მანამდეც ენატრებოდა. საკუთარ თავზეც ბრაზდებოდა ამის გამო, თუმცა ვერაფერს ცვლიდა.
მაგრამ ახლა... ახლა წინ ედგა, სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით. რომ დაეძახა, გაიგონებდა. რომ დავარდნილიყო, წამოაყენებდა.
მაგრამ შემდეგ ხელს გაუშვებდა და საცოლესთან წავიდოდა...
ანამარიას თვალები და ყელი ერთდროულად ეწვოდა.
შუა სვანეთში, თოვლში იდგა და ეგონა ჯოჯოხეთის ცეცხლი ხრუკავდა,
იმიტომ რომ ენატრებოდა ადამიანი, რომელიც ორი ნაბიჯის მოშორებით და ამავდროულად სამყაროთი შორს ჰყავდა.
***
-კარგად ხარ? - ფრთხილად ჰკითხა ნუცამ და თავისი დიდი ცისფერი თვალებით აჰხედა. ანამარია სამზარეულოში იყო, გოგონებთან ერთად სუფრას აწყობდა, როცა მოულოდნელად დაეხვა თავბრუ და თაროს რომ არ მოსჭირდებოდა, დავარდებოდა. -მგონი გავცივდი. - თქვა გოგონამ და დააცემინა. -ესღა მაკლდა... - თქვა თავისთვის და შუბლზე ხელი დაიდო.
-თუ ცუდად ხარ დაისვენე და... - დაიწყო ნუცამ.
-არა, არაფერია, გამივლის. - უთხრა გოგონას ღიმილით. -არ მესმის ასე კარგად რატომ მექცევი. - უთხრა თავისდაუნებურად.
ნუცას ჩაეცინა.
-ჩემთვის არაფერი დაგიშავებია.
-და არც არასდროს გისურვებ ცუდს. დამიჯერე. - უთხრა უხერხული ღიმილით.
-არც მე. ყველამ იცის თავის ადგილი. მე ვიცი იოანესთვის ვინ ვარ მე და ვინ ხარ შენ. და ეს არასდროს გამაბრაზებს. - ანამარიამ კარგად ვერ გაიგო გოგონა რას ამბობდა, მაგრამ შეკითხვა არ დასცალდა, იმიტომ რომ სამზარეულოში იოანე გამოვიდა.
-ნუც, წამალზე უნდა მეკითხა... - ნუცამ ანამარიას თვალები მოაშორა და საქმროს გაუცინა.
იოანემ გოგონები გვერდიგვერდ რომ შენიშნა, შეჩერდა.
-ყველაფერი კარგადაა? - იკითხა შემდეგ.
-რა უნდა იყოს ცუდად? - თვალები მხრები აიჩეჩა ანამარიამ და სანამ იოანე პასუხს გასცემდა სამზარეულო დატოვა.
***
სანდრო 24-ის სვანეთის იმ საოცარ ღამეს გახდა, როცა უცნაური სისწრაფით მოდიოდა თოვლი, ბუხართან გაშლილ მაგიდასთან იყვნენ ახალგაზრდები შეკრებილნი და ერთად ყოფნის ყოველი წუთი უხაროდათ. სანდროს იმ წამს მოემატა ერთი წელი, როცა ბნელი ოთახი მარიამის და ნინას გამომცხვარ ტორტში ჩარჭულმა სანთელმა გაანათა და მან ხმამაღლა დაიწყო სიცილი. მაშინ, როცა ლუკამ ტორტის პირველი ნაჭრის კრემი ლოყაზე წაუსვა და ყველა საშინელ ომს გოგონების ყვირილმა გადაარჩინა, რომ ტორტია იყო ცოდო. უცნაურ სიმშვიდეს გრძნობდა ანამარია, ყელი და თვალები ეწვოდა, გრძნობდა რომ ძალიან იყო გაციებული და მხოლოდ საწოლში წოლა უნდა სდომებოდა, მაგრამ ბუხართან ყველაზე ახლოს იჯდა, მთელი ტანით იყო გამთბარი და სახეზე სიმშვიდის ღიმილი დასთამაშებდა.
გიორგი გვერდიდან სასაცილო რეპლიკებს ესროდა, ყოველთვის მის საუბარში ჩართვას ცდილობდა, ტყუპები სანდროს გმირობებს იხსენებდნენ, ნუცა ღიმილით უყურებდა მეგობრებს და ყველაფერი იდეალურად იყო, უბრალოდ იოანეს თვალები იყვნენ შორს. თითქოს ხედავდა რა ხდებოდა, გრძნობდა მისი საყვარელი ხალხის სიახლოვეს მაგრამ მათგან კილომეტრებით იყო დაშორებული.
-დადვან, სიყვარულზე სადღეგრძელოს არ იტყვი? - უთხრა სანდრომ მოულოდნელად. -მე? - გაიოცა ბიჭმა. -მე უნდა ვთქვა სიყვარულზე..?
-ვინ თუ არა შენ? - უცნაურად გაეღიმა სანდროს. - ვინ გაიგებს რა არის სიყვარული თუ არა ის, ვისაც ყველაზე ძლიერად უყვარს და ვინ გაგიგებს შენ თუ არა ის, რომელიც ყველაზე კარგად გიცნობს? - ნელა საუბრობდა სანდრო, თითქოს ყოველ სიტყვას სინჯავდა. - იოანე დადვანს უნდა გაუმარჯოს, იმიტომ რომ ვიცი, მას ყველაზე მეტად უყვარს.
ანამარიას გაახსენდა. თავისდაუნებურად გაახსენდა იოანეს სიყვარული. მისი სიყვარული ნიშნავდა ხელს, რომელიც ყოველთვისას მისას იყო ჩაჭიდებული, მის მხარზე ან წელზე მოხვეული. მისი სიყვარული ის სითბო იყო, რომელსაც შეხების გარეშეც კი, თვალებით აჩენდა. მისი სიყვარული იყო ყურადღება, როცა მანამ იცოდა რა უნდოდა, სანამ თვითონ გაიგებდა. იოანეს სიყვარული ყველაფერი იყო, სანამ უეცრად არ დაპატარავდა და სადღაც არ გაქრა. სანამ ტელეფონის ზარმა ყველაფერი არ დაანგრია...
იოანეს სიყვარული საოცარი ილუზია იყო,
ოცნება, კარგად გათამაშებული სცენარი. ის იოანე, რომელიც წინ ეჯდა ისიც იყო, რომელმაც სამი წლის წინ დაურეკა და რამდენიმე სიტყვით ცხოვრება დაუნგრია. ეს იყო რეალური იოანე, რომელიც საცოლეს დიდი სინაზით უყურებდა. ისეთი ყოვლისმომცველი გრძნობით არა, როგორც ადრე-მას, მაგრამ მასე არც სჭირდებოდა. ანამარიასთან თამაშობდა, რაღაც გაუგებარი მიზეზით ისე იქცეოდა, თითქოს სხვა ადამიანი იყო. ახლა კი ... ახლა რეალური იყო. ალბათ საუკეთესო არა, მაგრამ რეალური. რეალური იოანე
ფიზიკურად ვერ იქნებოდა ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარდა. ყველაზე მეტად ოცნებების იოანეს უყვარდა,
ოცნებები კი, როგორც ყოველთვის, ახლაც არასდროს ასრულდებოდნენ.
-გაუმარჯოს... - თქვეს სხვებმა. იოანე გაწითლდა, ალბათ ღვინისგან ან სიცხისგან, სირცხვილით ნამდვილად არა.
მხოლოდ ორმა ადამიანმა არ დალია იოანეს სიყვარულის სადღეგძელო. მან და ანამარიამ.
***
დაახლოებით ორი საათი იყო, როცა დაღლილობა მოიმოზეზა და ზემოთ ასვლა დააპირა. მეორე სართულზე მოულოდნელად რომ შეეჯახა ბიჭს, უკვე აღარც გაკვირვებია, თითქმის გაეცინა.
-ტელეფონი დავაგდო? - თქვა უხერხულად. იოანეს ამჯერად თქმა არ დასჭირვებია, თვითონ გაუშვა ხელი.
მაგრამ ცოტა ხნით, წამის შემდეგ ხელი შუბლზე დაადო.
ანამარიას გააჟრიალა, არ იცოდა იოანეს შეხებისგან თუ იმისგან, რომ შინაგანად იწვოდა და მას ცივი თითები ჰქონდა. მოაჯირს მოეჭიდა, უეცრად სამყარომ მის გარშემო ბრუნვა დაიწყო.
-სიცხისგან იწვი! - წამოიძახა თვალებგაფართოებულმა. - გაგიჟდი? რატომ არაფერი თქვი?
-ხმას დაუწიე, ნუ შეყარე მთელი მესტია! - მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა ანამარიამ. - და ცოტა წყნარად, ვინმე იფიქრებს, ადარდებსო.
-რა თქმა უნდა მადარდებს კარგად ხარ თუ სიცხეში ჩუმად იწვი! - ლამის დაიყვირა იოანემ.
-არ უთხრა, თორემ მთელს ღამეს ფეხებთან გამითენებენ ან საავადმყოფოში წამათრევენ, გთხოვ. - ბოლო სიტყვის თქმა გაუჭირდა, მაგრამ ფიქრიც კი არ უნდოდა იმაზე თუ რა მოხდებოდა სხვებს რომ გაეგოთ.
-ანამარია, არ შეიძლება, იქნებ რამე სერიოზულია, ასე უბრალოდ სიცხე...
-წყნარად, დადვან! - დამცინავად უთხრა გოგონამ. -დაბლა ჩადი, სანამ შენმა ცოლის ძმამ შეატყო რომ ორივე არ ვართ, ღმერთმა იცის რას იფიქრებს.
-სულ ფეხებზე ... - დაიწყო იოანემ, შემდეგ თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და წყნარად თქვა:
-ადი და ცოტა ხანში მოვალ. არავის ვეტყვი.
-არ მოხვიდე, არ მჭირდები! - მიაძახა გოგონამ.
-ვიცი, ვხედავ! - თვალები გადაატრიალა იოანემ და დაბლა ჩავიდა.
***
გოგონა მთვარის შუქით განათებულ საწოლში იწვა. არ იცოდა ზემოთ ამოსვლა ან ტანსაცმლის გახდა როგორ მოხერხა... თითქოს იოანეს ელოდებოდა, მის მოსვლას ან არ მოსვლას. სიცხისგან გაბრუებულს ვერ გადაეწყვიტა რომელი უფრო უნდოდა... გაითიშა... თვალები რომ გაახილა, საწოლის გვერდით აბრა ოქროსფერ სინათლეს ჰფენდა ნაცნობ, საყვარელ მწვანე თვალებს და მოკუმულ პირს, დაძაბულ სახეს...
-სიცხის დამწევია, მოდი... - ბიჭი ნელა, დიდი სიფრთხილით აწევინებდა თავს, ხელით მოჰქონდა მასთან წამალი და შემდეგ წყალი, ძალიან ცივი წყალი... ანამარია დაფრინავდა... ვერ ხვდებიდა სად იყო, სად მიდიოდა ან ასე საშინლად რატომ უცემდა გული.
-კარგად გახდები, კარგად უნდა გახდე, შენ მაინც უნდა იყო კარგად. - თავისთვის საუბრუბდა ბიჭი.

-აქ რა გინდა? - თავის ხმას ვერ სცნობდა გოგონა. შუშისებრი თვალებით უყურებდა მის საწოლთან მოკეცილს.
-გგონია არ მადარდებს, არა? - სევდიანად იღიმოდა ბიჭი. - ძალიან ვეცადე, რომ შენთვის თავი შემეძულებინა.
-გამოგივიდა. - უაზროდ ბევრი ცრემლი მოსდიოდა გოგონას. - მეზიზღები.
-ვიცი. - ღიმილით უწმენდდა ცრემლებს იოანე.
-მართლა... ძალიან...
-ვიცი... - თვალებში გრძნობები უბრწყინავდა ბიჭსაც.
-მესიზმრები, არა? ისევ მესიზმრები...
-გესიზმრები ხოლმე? - იღიმოდა ბიჭი. რა ლამაზიაო, ფიქრობდა ანამარია. ზუსტად ისე იღიმის, როგორც ადრეო. ალბათ სიზმარია ასეთი საოცარიო...
-სულ. - სიზმარში არაფრის დამალვას ჰქონდა აზრი. -სულ მირეკავ და სხვა რამეს მეუბნები...
-ახლაც სიზმარში ვართ?
-სიზმარში რომ არ ვიყოთ აქ ხომ არ იქნებოდი? - შეიცხადა გოგონამ და შემდეგ გაეცინა. -ცუდია, რომ გათენდება. - თქვა და ნელა წაიღო აკანკალებული ხელი ბიჭის სახისკენ. -და...?
-გავიღვიძებ. მერე აღარ იქნები. - იოანეს ოქროსფერ, რბილ კულულებს შეეხო, გაეღიმა და გაუჩინარდა...
ძილში ვერ გრძნობდა, როგორ ეფერებოდა იოანე თმაზე, როგორ სწმენდდა ოფლს შუბლიდან, როგორ არ აშორებდა თვალს. ვერ ხედავდა მის სახეს, ნერვიულობისგან დამანჭულს, ვერ ხედავდა მის თითებს, რომლებიც ყოველთვის გოგოსკენ იწევდნენ. ვერაფერს ხედავდა... ვერ ხედავდა როგორ დაათენდა თავზე იოანეს, როგორ გაიღიმა, როცა მიხვდა, რომ სიცხე აღარ ჰქონდა, როგორ დახედა საათს და სახე მოეშალა. დედამიწა იღვიძებდა, ნაბიჯების ხმა ისმოდა ქვემოდან, არ შეიძლებოდა... არ შეიძლებოდა...
იოანემ საბოლოოდ აკოცა თავზე მშვიდად მძინარე გოგონას, რომელიც არ შესწრებია სასწაულს, მის თავს რომ ხდებოდა.
ანამარიას ეგონა ეძინა და სანუკვარ ოცნებებს სიზმარში ხედავდა...
სიზმრების სამყარო ტელეფონის ხმამ დაურღვია. ოთახში მოულოდნელად გაჩნდა იოანე, ოღონდ ამჯერად მარტო არა. მარიამი ანერვიულებული სახით მოდიოდა მისკენ და ფრთხილად ადებდა მხარზე ხელს...
-ანამარია, ცუდი ამბავია...
-რა ხდება? - დაიბნა გოგო. გრძნობდა, როგორ იპყრობდა პანიკა.
-გუშინ ავარია მოხდა... მამაშენი და... - მარიამს ხმა გაუწყდა, მაგრამ თქმა არც სჭირდებოდა. დანარჩენს იოანეს სახეზე კითხულობდა.
-ერთად? მამაშენთან ერთად? - ჰკითხა მას. თავიდან ბიჭმა ხმა არ ამოიღო. გაფითრებული სახით, ჩაშავებული თვალებით უყურებდა და ინსტიქტურად იწვალებდა ტუჩს. საბოლოოდ ხმა რომ ამოიღო, გოგონა უცებ გამოძრავდა.
-ჩაიცვი ანამარია, თბილისში მივდივართ.
***
არაფერი ახსოვდა. არ იცოდა როგორ წამოდგა, როგორ ჩაიცვა, როგორ ჩავიდა ქვემოთ. არ იცოდა, როგორ აღმოჩნდა მანქანაში, იოანეს და მარიამს შორის. არ იცოდა როგორ შეეკავებინა მექანიკური კანკალი ან იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდებოდა, რა მოხდებოდა, რა მოხდებოდა მამა რომ აღარ ჰყოლოდა...

თითქოს ყველაფერს დაეკარგა ფერი და გრძნობდა, როგორ ეკვრებოდა სუნთქვა, როგორ უჩქარდებოდა გული. გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ყველაფერი ცუდად არ იქნებოდა, რომ რაღაცნაირად ამ ამბიდანაც გამოვიდა კარგი, რომ...
-ჩშშ... - ნელა, ძალიან ფრთხილად შეეხო ფეხზე მის აცახცახებულ ხელს გრძელი, თხელი თითები. სამყარო განათდა თითქოს, როცა ბიჭის ხელების სითბო მთელს ხელში და ხელიდან მთელს სხეულში მოედო.
“რას აკეთებ?” უნდოდა ეკითხა, მაგრამ თვალები მისებს რომ გაუსწორა, იქ დაინახა, რომ იმ წამს იოანეს არ აინტერესებდა რას აკეთებდა. შემდეგ დაფიქრდა ანამარია იმაზე, თუ რას გრძნობდა ის. რომ ისიც იმავე დღეში იყო, რომელშიც თვითონ. რომ მამამისი მარტო არ მოყოლილა ავარიაში. რომ შეიძლებოდა ...
-სიცხე აღარ გაქვს. - დაიჩურჩულა იოანემ, არეული მწვანე თვალები მისას მოაშორა, მანქანის შუშას მიაყრდნო შუბლი და ანამარიას ხელი მოუჭირა.
წინა სავარძლიდან სანდრომ და ლუკამ უცნაურად გადმოიხედეს უკან, მაგრამ არაფერი თქვეს. ანამარიას კი სამი წლის მანძილზე პირველად არ აინტერესებდა რა მოხდა წარსულში. იოანეს ხელს ხელი მოუჭირა და მართლა გრძნობდა მისი სხეულიდან მომავალ სითბოს და ძალას.
***
მირაჟი დაირღვა. საავადმყოფოში ფეხი შედგა თუ არა მთელი ტანით აკანკალდა, ფერწასული დედამისი და ლილი რომ დაინახა მოსაცდელში, ეგონა გონებას დაკარგავდა... იოანე და ანამარია ერთდროულად მიაცვივდნენ მშობლებს. -ოპერაციაზე არიან... - თქვა დედამისმა და შემდეგ თვალები აემღვრა. ანამარიამ ვერ მოითმინა, ისე ჩაეხუტა დედამისს, თითქოს ისევ პატარა ბავშვი იყო და სიბნელის ეშინოდა.
-რანაირად... რა მოხდა, რანაირად? - თქვა როცა ქალს მოშორდა და შემდეგ იოანეს დედას გადაეხვია.
-სათევზაოდ მიდიოდნენ, მანქანა გამოუხტათ არსაიდან, ახალგაზრდა ბიჭია, ნასვამი იყო... რეანიმაციაში ჰყავთ ისიც. - თქვა დეიდამისმა. - კარგად იქნებიან, იო, ხომ იცით? - გაუღიმა ბიჭსაც.
იოანემ ამოიოხრა და თავი კედელს მიაყრდნო.
-დე, საბა სად არის? - იკითხა ანამარიამ და თითქოს მაშინ გაახსენდა მისი თორმეტი წლის ძმა.
-ჩემთანაა, ბავშვებთან ერთად, ნუ გეშინია. - გაუღიმა დეიდამისმა ისევ.
ანამარიამ ამოისუნთქა, რამდენიმე ნაბიჯი უკან კადადგა და კედელს მიეყრდნო.
არ სჯეროდა, რომ ასე ხდებოდა. რომ მის და იოანეს ოჯახებს უბედური შემთხვევა აიძულებდა გვერდიგვერდ ყოფნას. უყურებდა იოანეს ბიძას, რომელიც მოდიოდა და უხერხული ღიმილით ეკითხებოდა, ხომ არაფერი სჭირდებოდა და ხომ კარგად იყო. იოანეს ნათესავებს, რომლებიც ხან მას გახედავდნენ, კედელთან ატუზულს და ხან ნუცას, მის მოპირდაპირედ, იოანესთან ახლოს.
იმ წამს ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა მისი გატეხილი გული. უყურებდა საავადმყოფოს თეთრ კედლებს, კარს, რომლის მიღმაც მამამისი სიცოცხლეს ებრძოდა და იფიცებოდა, ოღონდ მამაჩემი გადარჩეს და იოანეს სახელსაც არ ვახსენებო... უნებურად ახსენდებოდა წარსული...
თექვსმეტი წლის იყო, სკოლის შემდეგ, საღამოს იოანემ მოაცილა სახლში და გაღიმებული სახით შევიდა მისაღებში, როცა მამამისი დაინახა. კაცმა წარბი აწია და გაუღიმა, წამოდი, ყავა დავლიოთო უთხრა და სამზარეულოში გაიყვანა.
-რამე მოხდა? - ნერვიულად იკითხა გოგონამ.
-რამე ხომ არ გაქვს ჩემთვის სათქმელი? - გაუღიმა კაცმა.
-რა..? - თქვა ანამარიამ და მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაუფრინა.
-მირჩევნია შენ მითხრა ვიდრე მე გითხრა, რაც ვიცი. ცუდი არაფერია, არც ახალი. - გაეცინა კაცს.
-იოანეზე ამბობ? - ტუჩზე იკბინა გოგონამ. მამამისმა თავი დაუქნია. - მამა... არ მინდა ლაპარაკი. - თქვა აწითლებულმა.
-რისი გცხვენია, დედაშენიც შენხელა იყო რომ შემიყვარდა, თუ გგონია არ ვიცი რომ ბავშვობიდან გიჟდებით ერთმანეთზე...
-ხო, კარგი. მე და იოანე ერთად ვართ. - დაიმანჭა გოგონა. - ნუ... ხო... ერთად. -შესანიშნავია. - გაეცინა კაცს. - როგორც იქნა. მე და დავითი წლებია ნინძლავს ვდებთ რომელი თქვენგანი გატყდებოდა პირველი და როდის. როგორც ჩანს, დავითს სახინკლე მოვუგე.
-რა? ჩემზე და იოანეზე დანინძლავდით? - თვალები გაუფართოვდა გოგონას.
-ხო? რა იყო? უფრო მკაცრად უნდა მიმეღო? კარგი, ცხრის მერე სახლიდან არ გახვალ? ან დავემუქროთ... “ჩემს გოგოს გულს თუ ატკენ...!” მგონი იოანემ თვითონაც იცის. - ისევ გაიცინა კაცმა, შემდეგ გოგონას შუბლზე აკოცა და სერიოზულად უთხრა: - ჭკუით, ანამარია. ახლა შეიძლება ყველაფერი მარადიული ჩანდეს, მაგრამ მარადიული ამ ქვეყნად არაფერია.
***
“მარადიული ამ ქვეყნად არაფერია.” ყურებში ჩაესმოდა მამამისის სიტყვები, გიორგის მოტანილ ყავას ხელს უჭერდა, თუმცა პირს არ აკარებდა. გაშეშებული იდგა კედელთან, გარშემო იყურებოდა, თუმცა ვერაფერს ხედავდა.
-ანამარია, დაჯექი, თორემ დავარდები. - ჩუმად უთხრა მარიამმა და ხელი მოხვია.
-არ მინდა... - ამოთქვა მექანიკურად. - კარგად ვარ...
-მგონი არ იცი “კარგად ვარ” რას ნიშნავს! - მკაცრად უთხრა ნინამ და ძალით გაქაჩა სკამისკენ. - დაჯექი და ეგ ყავა დალიე, თორემ ვიყვირებ!
-წყნარად, ნინაჩკა, წყნარად... - თქვა ლუკამ. - ყავა დალიე, თორემ მეც ვიყვირებ! - უთხრა შემდეგ ანამარიას.
გოგონას თავისდაუნაბურად ჩაეცინა.
-გიჟები ხართ. - თქვა თავისთვის.
-გიჟი შენ ხარ, გავიგეთ იოანესგან რომ მთელი ღამე სიცხეში იწვოდი. - აშკარა იყო, მარიამს არ სურდა ასეთ მდგომარეობში მყოფი მეგობრისთვის ეს ეთქვა, მაგრამ წამოსცა და სიტყვებს უკან ვეღარ წაიღებდა.
-ლექციების გარეშე. - ამოიფრუტუნა ანამარიამ და წინა ღამეზე დაფიქრდა. ახსოვდა, როგორ ალევინებდა იოანე წამლებს, უსწორებდა საბანს, რაღაცას ელაპარაკებოდა... ახსოვდა სიზმრები, ოქროსფერი შუქი, მწვანე თვალები, შეხება... არ იცოდა, რა იყო რეალური და რა-არა.
***
-გიორგი ლომიძის ახლობლები ხართ? - იკითხა საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა. მაშინვე ერთდროულად მიცვივდა მას რამდენიმე ადამიანი. - ოპერაცია დამთავრდა, ყველაფერი კარგადაა, რამდენიმე საათში გაიღვიძებს და გადავიყვანთ პალატაში. ანამარიამ ამოისუნთქა, გარშემო მისმა მეგობრებმა ჟრიამული ატეხეს, გოგონა დედამისს გადაეხვია, უკნიდან კი ბიჭებმა მოხვიეს ხელი. იღიმოდნენ ლილი და იოანეც, მიუხედავად იმისა რომ დავითის შესახებ სიახლე არ იყო...
ანამარიას გული თავიდან დაუმძიმდა. მამამისი კარგად იქნებოდა, მაგრამ მისი მამა? წამით ისიც იფიქრა, არ უნდა მაინტერესებდესო, მაგრამ აზრი მაშინვე გაფანტა. არ უნდა დაინტერესებულიყო იოანეს ოჯახით, იოანეს ცხოვრებით, იოანეს საცოლით, ყველაფრით, რაც იოანეს ეხებოდა, მაგრამ იქ იდგა, უყურებდა მისი სიხარულით
გახარებულ იოანეს, უყურებდა როგორ ეყინებოდა სახეზე ღიმილი როცა მამამისი ახსენდებოდა და შეუძლებელი, ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რომ მისი ტკივილი არ სტკენოდა.
როგორც კი თავის თავს სულელური დაბრკოლება მოუშალა, ამოისუნთქა, ბიჭის თვალებს თავისი გაუსწორა და თავი დაუქნია. იცოდა, გარშემო ხალხი იყო, იოანესთან ახლოს ნუცა იდგა გაფითრებული სახით, იოანეს ნათესავები სიყვარულით, მაგრამ ეჭვის თვალით უყურებდნენ, თუმცა...
იოანეს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა, რაღაცის სათქმელად პირი დააღო, შემდეგ გაიაზრა რამდენ ხალხში იდგნენ და თავი გააქნია.
რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონი ამოიღო და ანამარიას მესიჯი მისწერა. “სიცხე ისევ გაქვს?” ანამარიამ თვალები დახუჭა, უნდოდა ეკითხა, რატომ გაინტერესებსო, თუმცა ამაზე მეტად სხვა რამის გაგება უნდოდა.
“გუშინდელი ღამე დამესიმრა?”
“გააჩნია სიზმარს რას უწოდებ. ან რა გახსოვს.”
არ იცოდა რა მიეწერა, არ იცოდა რა ეფიქრა... ყველაფერი, რაც ახსოვდა საოცარ სიზმარს ჰგავდა და მეტს არაფერს. რეალურს არაფერს.
“კარგად ხარ?” მისწერა უნებურად.
“მართლა გაინტერესებს?” დაინახა იოანეს როგორ ჩაეცინა.
“რადგან გეკითხები, მაინტერესებს.” მისწერა ჯიუტად.
“გუშინ ღამით მითხარი, მძულხარო.” ანამარიას თვალები გაუფართოვდა, ხელები კლავიატურაზე მიეყინა და იოანეს ახედა, მაგრამ ბიჭი ნუცას ელაპარაკებოდა ისე, თითქოს მესიჯებით მას არ ანადგურებდა.
“ყველა მიზეზი მაქვს, რომ მძულდე.” მისწერა და ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო. -შევამჩნიეთ, ჩვენ და გიორგიმ. ნუცამ ალბათ არა. - ყურჩი ჩასჩურჩულა ნინამ.
-რა შეამჩნიეთ, როგორ ვპასუხობდი სამსახურის მეილებს? - ხმამაღლა თქვა ანამარიამ და ანგელოზივით გაიღიმა, შემდეგ თქვა ჰაერზე გასვლა მჭირდებაო და ჩქარი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას.
ანამარია საავადმყოფოს მოშორებით, ბაღთან დადგა, რომელიც მტკვარს გადაჰყურებდა.
ჩამავალი მზის შუქი თამაშობდა მტკვრის მშვიდ ტალღებზე, ქალაქში ნელ-ნელა ინთებოდა ლამპიონები... საკმარისი უნდა ყოფილიყო ცივი ნიავი, კრიალა ცა და მშვიდი ქალაქი ანამარიას დასამშვიდებლად, მაგრამ ვერ მშვიდდებოდა... გული მკერდში ისე საშინლად უცემდა, ეგონა რომ ფრენას ლამობდა. ამბობდა, ყველაფერი ამდენი ემოციის ბრალიაო. ამერიკიდან დაბრუნებულს მშვიდი, მონოტონური ცხოვრება ჰქონდა, სამსახურის, უნივერსიტეტისა და სახლის გარეთ არსად გადიოდა, არ ნერვიულობდა ქუჩაში ვის წააწყდებოდა. რა თქმა უნდა იოანე სულ ახსოვდა, მისი არ ყოფნა, მის მიერ არჩეული წასვლის გზა ძალიან სტკიოდა, მაგრამ ასე საშინლად, ამხელა სიძლიერით - არასდროს.
უნდოდა თავში ხელები ჩაერტყა, სანამ მისი ქვეცნობიერი არ გაიხსენებდა, რა მოხდა წინა ღამით, რა დაავიწყდა, რა იყო ნამდვილი... სადაც იყო ასეც იზამდა, საბოლოოდ გაგიჟდებოდა და თავში ხელებს იცემდა, მაგრამ დაინახა როგორ დაეშვა მის გვერდით ჩრდილი და როგორ ამოუდგა ბიჭი გვერდით.
ქარმა დაუბერა, გოგონას გრძელი თმა იოანეს სახეში შეეყარა, ბიჭი გაშეშდა, სიგარეტი, რომელიც ხელში ეჭირა, გადააგდო და ორივე ხელით შეეცადა, კულულები მის სახესთან ახლოს დაეჭირა.
-რ..რაა? - აღმოხდა გოგონას იოანეს განაბული სახის, დახუჭული თვალების დანახვისას. უკან გაწევა დააპირა, მაგრამ მან გააჩერა.
-გთხოვ, ორი წუთით...
-ორი წუთით რა? - წამოიყვირა გოგონამ და იგრძნო, როგორ ჩაუდგა თვალებში ცრემლი. ყველაფერი ისევ სიზმარს ჰგავდა, მათ ზემოთ ცა, რომელიც ლურჯიდან ვარდისფერში გადადიოდა, დაბლა ზანტად, ნელა მიმავალი მდინარე, ქარი...
-გევედრები, ორი წუთით დაივიწყე რაც სამი წლის, ექვსი თვის, ცამეტი დღისა და ... არ ვიცი რომელი საათია. ორი წუთით დაივიწყე რაც მაშინ ტელეფონზე გითხარი. შეგიძლია? - ამღვრეული, ჩაწითლებული თვალებით ჰკითხა იოანემ. ანამარიამ ამოიოხრა...
-ხვდები რას მეკითხები? - დაიჩურჩულა გატეხილი ხმით.
-ვიცი, რომ არანაირი უფლება არ მაქვს. ვიცი, რომ გძულვარ... - ამბობდა ბიჭი. - ვიცი... მაგრამ გთხოვ, ორი წუთით. სულ ორი წუთით თუ დაივიწყებ, მაშინ აღარ შეგეზიზღები, ორი წუთი და მერე გეტყვი...
არ იცოდა რა ხდებოდა. არ სჯეროდა იმის, რაც ესმოდა. არ სჯეროდა, რომ იოანე მისგან ისე ახლოს იდგა, მის თმას გულში იკრავდა, ისეთი თვალებით უყურებდა... მისი თვალებით უყურებდა, იმ იოანეს თვალებით, რომელსაც მაშინ არ დაერეკა...
-მარტო ორი წუთი. ას ოცი წამი. მაშინ დაიჯერებდი რომ ეს დრო მეყოფოდა? - უცნაურად გაეცინა ბიჭს. - რაც წლები არ მეყო როგორ უნდა მეყოს ას ოცი წამით? მაგრამ ამ მცირე დროსაც შეუძლია რაღაც შეცვალოს, თუ მას მაჩუქებ, ანამარია.
-ორი წუთით? - ჩურჩულით უთხრა გოგონამ აგონიაში მყოფ ბიჭს.
-ორი წუთით.
ანამარიამ თვალები დახუჭა... გაახსენდა როგორი სიხარულით ჩავიდა ნიუ იორკში, კოლეჯში ახალი დაბინავებული იყო, როცა ყველასთვის უნდა დაერეკა და გაეგებინებინა რომ ჩავიდა, რამდენიმე დღეში იოანეც ჩამოვიდოდა, იმიტომ რომ ვიზასთნ ჰქონდა პრობლემები. თავის საოცრებო ქალაქს უყურებდა ფანჯრებიდან, არ ეგონა, რომ ამაზე მეტი სიხარულის გადატანა შეეძლო. ის და იოანე მანჰეტენზე, ყველა სულელური ოცნება უხდებოდა.
შემდეგ ტელეფონმა დაურეკა. მაშინვე სიხარულით უპასუხა, მაგრამ...
“მაპატიე, ვიცი რომ ასე არ უნდა გეუბნებოდე...”
“დამიჯერე, ტყუილი არაფერი ყოფილა...”
“არაფერია მარადიულიო ხომ ამბობდი, არც ეს გამოდგა...”
“არ იმსახურებ იმ ადამიანთან ყოფნას, ვისაც საკმარისად არ უყვარხარ.”
“მე არ მიყვარხარ საკმარისად, ანამარია.”
-მეხუმრები ხო? - სიცილი დაიწყო გოგონამ. - სანდროს უთხარი, მოვკლავ! იმან დაგითანხმა ხო?
-არა... ანამარია, არა... - გარდაცვლილის ხმა ჰქონდა იოანეს. - არ გეხუმრები. იმედია ოდესმე გამიგებ...
-რა უნდა გაგიგო? - ტირილსა და სიცილს შორის იყო გაჩხერილი გოგონა. -იოანე, ტელეფონით რას მეუბნები? არა... არა... არა... არა, სისულელეა! იოანე რას მეუბნება? არა!
-სიყვარულისთვის ბოდიშს არ იხდიან და ... მე რომ საკმარისად მყვარებოდი... ბედნიერებას გისურვებ. იმედია ოდესმე, წვიმა წამოვა და სიმართლეს დაინახავ. - ტელეფონი გაითიშა...
ტელეფონი გაითიშა და ანამარია რამდენიმე წამით გაშტერებული უყურებდა ეკრანს, იმიტომ რომ დარწმუნებული იყო იოანე გადმოურეკავდა და ეტყოდა, გეხუმრე, ჩამოვდივარო.
ელოდა, რომ კარი გაიღებოდა და შემოვიდოდა და ეტყოდა, გეხუმრეო...
ელოდა რომ ვიღაც ძალიან საშინლად ეღადავებოდა.

ახსენდებოდა მისი სიტყვები, არ მიყვარხარო საკმარისად და მართლა ესმოდა, როგორ ემსხვრეოდა სამყარო გარშემო.
შუშის მსხვრევის ხმა ესმოდა, ტკივილს გრძნობდა... გვიან მიხვდა, რომ ხელს ისე ძალიან უჭერდა ტელეფონს, ჩაეტეხა...
არ იცოდა როგორ ესუნთქა, არ იცოდა როგორ ეცხოვრა... იოანეს სკოლის პირველ დღეს შეხვდა, მაშინ, როცა დერეფანში უფროსკლასელი ბავშვები სიცილით ეუბნებოდნენ, არაფრისფერი თვალები გაქვსო და პატარა გოგონა ბრაზდებოდა. მაშინ, როცა მასზე ოდნავ მაღალმა, მწვანეთვალება ბიჭმა უთხრა, რომ წვიმისფერი თვალები ჰქონდა, მას კი წვიმაზე მეტად არაფერი უყვარდა.
სამი წლის, ექვსი თვის, ცამეტი დღისა და რამდენიმე საათის შემდეგ იოანე წინ ედგა და ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს ის ტკივილი, რომელსაც ანამარია გრძნობდა, მასშიც იყო, ოღონდ სამმაგად...
-ორი წუთით... - საკუთარ თავში ძალა იპოვა გოგონამ და თავი დაუქნია.
იოანეს გაეღიმა, მის თმას ხელი გაუშვა, ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, ტაიმერზე დააყენა. ანამარიას ლამის გაეცინა...
თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, რომ ყველაფერი რაც მოხდა, ქრებოდა...
-არ დაგირეკავს, ჩამოხვედი... - უთხრა გოგონამ და გაეცინა. - ახლა სანდროს დაბადების დღის შემდეგ გავიგეთ რომ ჩვენი მშობლები ავარიაში მოყვნენ და აქ იმიტომ არ ვდგავართ, რომ მე ვცდილობ გავიხსენო რა მოხდა, შენ კი ... შენ საცოლე არ გყავს. -დაიწყო... - ტაიმერი ჩართო იოანემ, ჩაისუნთქა, მისკენ გადმოიწია და ხელები მოხვია... ანამარიას სუნთქვა შეეკვრა. ზარი არ ყოფილა, ზარი არ ყოფილაო თავის თავს გაუმეორა და ბიჭს წელზე ხელები მაგრად მოხვია. იოანემ გოგონას თმაში ჩარგო თავი, რამდენჯერმე თავზე აკოცა...
ანამარია მის სუნს სუნთქვდა, თითქოს ახლა ახერხებდა რეალურად სუნთქვას, რეალურად ცხოვრებას. აი, ასეთი უნდა იყოს ჰაერიო, თავის თავს შეახსენა.
იოანემ კანკალი შეწყვიტა, ანამარიას მთელი სხეული გაუთბა...
-წვიმის ფერი თვალები... - გაეღიმა იოანეს, როცა ოდნავ მოშორდა და თვალებში ჩახედა. -თვალებით უნდა გეპოვე, შენს თვალებში უნდა დამენახა, რომ ვიმალებოდი, ანამარია...
შუბლი შუბლზე მიაყრდნო.
ანამარია გრძნობდა მის გულისცემას, მისი სუნთქვა ლოყაზე ელამუნებოდა, იმდენად ახლოს იყო, მის თვალებში ოქროსფერ წერტილებსაც არჩევდა.
-წვიმას ფერი არ აქვს. - თქვა მემილიარდედ ცხოვრებაში.
-აქვს. - გაეცინა იოანეს. - შენი თვალების.
ანამარიას გაეღიმა, ალბათ პირველად სამი წლის შემდეგ, რეალურად გაეღიმა და მიხვდა, რამდენს კარგავდა, როცა შორს იყო, რამდენს კარგავდა ნახევრად სიცოცხლით. იოანეს ქორწილში წასვლა დაკარგული სულის საძებნელად უნდოდა, ახლა კი მისი სული მასთან იყო, სხეულში, ჩვეულ ადგილას დაბრუნებოდა.
იცოდა, რომ წავიდოდა, ისევ ნახევრად ცხოვრებას გააგრძელებდა.
იოანემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩერდა...
ტელეფონი რეკავდა, ორი წუთი გასულიყო...
ორივემ ერთდროულად შემაგრა თავი, ერთად გადადგეს ნაბიჯი უკან, ბოლო წამამდე არ უნდოდათ მოშორება, ხელები წელიდან მხრებზე ეშვებოდნენ, მკლავებზე, მაჯაზე, თითებზე...
მაგრამ ორი წუთი გასულიყო, ბოლოჯერ სცადეს გაბრძოლება, ხელის არ გაშვება, მაგრამ ამ რეალობაში ზარი ისევ არსებობდა, სამი წლის წინ არსებული ზარი მათ გონებაში ისევ რეკავდა.
ერთმანეთს რამდენიმე ნაბიჯით მოშორდნენ, ორივემ მტკვარს გახედა.
ანამარიამ საშინელი სიცივე იგრძნო, ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო და მოიბუზა. იოანემ აკანკალებული თითებით რამდენჯერმე სცადა სიგარეტის ანთება.
ცოტა ხანს ხმა არცერთს ამოუღია.
“რა მოხდა... ახლა რა მოხდა?” ნელ-ნელა მუშაობდა ანამარიას გონება.
-გუშინ სიზმარი არ მინახავს, არა? - იკითხა თითქოს საუკუნეების შემდეგ.
-ალბათ ნახე, - ჩაეცინა ბიჭს. - პერიოდულად გეღვიძებოდა. აუცილებლად ნახავდი. -თავს ნუ ისულელებ, იოანე.
-არ ვისულელებ. რა ვიცი, სიზმარი ნახე თუ არა? ალბათ ნახავდი...
-იოანე! - ხმა აიმაღლა გოგონამ.
-ანამარია! - იგივე ხმით თქვა ბიჭმა და შემდეგ გაეცინა. - არა, არ დაგსიზმრებია. - თქვა შემდეგ.
ანამარიამ ჩაისუნთქა და საკუთარ თავს უფლება მისცა წინა ღამე გაეხსენებინა. “ძალიან ვეცადე.”
“შენ მაინც უნდა იყო კარგად.”
მთელი ღამე თავთან ედგა, მთელი ღამე უვლიდა...
-ახლა შენ მკითხავ, “რატომ იოანე”, სრულიად სამართლიანად. - სერიოზული სახით დაიწყო ბიჭმა. - მე პასუხს ვერ გაგცემ. მერე შენ გაბრაზდები, არ გეცოდინება რა იფიქრო. ცოტა ხანს ასე დაბნეული იქნები, მერე ისევ მიხვდები რომ არაფრის, მათ შორის ფიქრების ღირსი მე არ ვარ და მშვიდად გააგრძელებ ჩემს შეძულებას.
-ძალიან ვეცადეო, გუშინ. - დაიწყო ანამარიამ გაბრაზებული ხმით. - ყოჩაღ!
-იმაზე მეტად შენ არ გძულვარ, რამდენადახ მე ჩემი თავი მძულს. - გაუღიმა იოანემ. - შენ მაგხელა სიძულვილი არ შეგიძლია.
-არაფერს მეტყვი, არა? საერთოდ არაფერს?
-მაშინ მინდოდა მეთქვა, ახლა ვეღარ გეტყვი.
-როდის მაშინ? - დაიყვირა გოგონამ. - სვანეთის ჰავამ ტვინი შემოგიბრუნა?
-არა, შენ შემომიბრუნე.
-ახლა აღარ ვარ ხომ საკმარისი? ბევრ რამეში არ ვიყავი, როგორ ჩანს. - თქვა ანამარიამ. -მაშინ არ გაინტერესებდა.
-მაშინ მეგონა... - რა ეგონა თავადაც არ იცოდა. თვალები დახუჭა, რამდენჯერმე ჩაისუნთქა. - ჩემით და ნუცათი თამაშის უფლებას არ მოგცემ, იოანე. იმ გოგოს უყვარხარ!
-მეც მიყვარს. - თქვა იოანემ ცივი ღიმილით.
-საკმარისად, არა? ის საკმარისია?
-საკმარისია იქ, სადაც შენ ვერ იქნებოდი. - ამ სიტყვების შემდეგ ყველაფერი საკმარისი იყო ანამარიასთვისაც. წასასვლელად შებრუნდა.
-არ ვიცი ახლა აქ რა მოხდა, მაგრამ იცოდე, რომ მაშინ თუ არ მაინტერესებდა, ახლა მაინტერესებს!
-შენთვისვე იქნება ცუდი. - თქვა იოანემ.
-იყოს! - დაიყვირა გოგომ. - ზემოთ აიხედე, მალე იწვიმებს, იქნებ წვიმამ მაინც დამანახოს ვინ ხარ რეალურად.
ანამარია შებრუნდა და ისევ საავადმყოფოსკენ აუყვა გზას.
რეალურად გრძნობდა, მის სხეულს დაბრუნებული სული როგორ ეგლიჯებოდა უკან.
***
რამდენიმე დღის შემდეგ, ანამარიას მამა საავადმყოფოდან გამოწერეს. ამავე პერიოდში გამოკეთდა დავითიც. ყველაფერი ცუდ სიზმარს დაემსგავსა და წარსულს გაჰყვა...

რამდენიმე დღე ერთმანეთს ისე მიეწყო, გოგონამ თვალის დახამხამება ვერ მოასწრო, რომ ისევ ბევრი ჰქონდა სამეცადინო და ისევ ყოველ დღე ადიოდა უნივერსიტეტის
მესამე კორპურსში. ჭავჭავაძის გამზირს უკვე საკუთარ მეორე სახლად თვლიდა. -ქალბატონო ანამარია! - გაიგონა ხმა ზურგს უკან, როცა ახალი დამთავრებული ჰქონდა ლექცია და აუდიტორიიდან გასასვლელად ემზადებოდა. შებრუნებულს, კარის ზღურბლზე აყუდებული გიორგი დახვდა.
-ანამარია, ამ შეყვარებულს გვიმალავდი? - სიცილით ჩასჩურჩულა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
-არა! - წამოიყვირა მკაცრად. - არა, გიორგი ჩემი მეგობარია. უბრალოდ მეგოაბარი. მე- გო-ბა-რი!
-მგონი გაიგო. - სიცილი დაიწყო ბიჭმა.
-ნეტავ ფსიქოლოგიის საფუძვლებიც ასეთი მარტივი გასაგები იყოს, გაგვიადვილდებოდა, არა გოგოებო? - გაიღიმა ანამარიამ და სტუდენტებს თვალებით ანიშნა, გასულიყვნენ.
-მკაცრი ხარ ლექციებზე? - გაეცინა გიორგის და გოგონებს თვალი გააყოლა.
-22 წლის ვარ, სულ ოდნავ არიან ჩემზე უმცროსები, როგორ უნდა ვიყო მკაცრი? - თქვა ანამარიამ. -მაგრამ ძალიან მაღიზიანებს ყველა სიმპატიური ბიჭის გვერდით რომ გაივლი და აუცილებლად ყველას შეყვარებული ხარ. მთელი ბავშვობა უბანში ჭორიკნები იმას განიხილავდნენ, სანდროს ვხვდებოდი, ლუკას თუ ნიკას.
-და ამ დროს შენ იოანეს ხვდებოდი. - ნიშნისმოგებით თქვა ბიჭმა.
-არა, გიორგი, ბავშვობაში არავისაც არ ვხვდებოდი! - საჭიროზე მეტი სიმკაცრით თქვა გოგონამ.
-კარგი, ბოდიში. - თქვა გიორგიმ. ანამარიამ წარბი აწია, მაგრამ არაფერი უპასუხა. - აქვე ვიყავი და ვიფიქრე, შევუვლი დედა უნივერსიტეტს-მეთქი.
-მოგენატრა არა? - გაეცინა გოგონას.
-გავაიროთ? - იკითხა ბიჭმა და ხელი შესთავაზა.
ანამარიამ შინაგანად ამოიოხრა და თავი დაუქნია.
გარეთ გამოვიდნენ და ქუჩას დაუყვნენ.
-მოყვარული პიანისტების კონკურსია თურმე კონსერვატორიაში.
-და აი... - დაიწყო გაღიზიანებულმა ანამარიამ.
-არ გავაგრძელო? - გაიოცა ბიჭმა.
-გააგრძელე. - თვალები გადაატრიალა გოგონამ.
-ნუცამ დაითანხმა იოანე მონაწილეობის მიღებაზე.
-იოანე მოყვარული არ არის. - თქვა ანამარიამ.
-ვიცი, მაგრამ პროფესიით დიპლომატია და არა პიანისტი, ამას გულისხმობენ. - თქვა გიორგიმ. - ხვალაა, წამოხვალ ჩემთან ერთად?
-უცნაური დეჟა ვუ მაქვს. - ცივად გაეღიმა ანამარიას. - მგონი სულ ცოტა ხნის წინ იგივე რაღაც მკითხე იგივე ხალხზე.
-მაშინ სხვა სიტუაცია იყო.
-ასე მგონია იოანეს ყოფილი შეყვარებული შენ ხარ და არა მე. - თქვა ანამარიამ. - ან არ ვიცი, შენი დის გაღიზიანება მოგწონს.
-იქნებ შენ მომწონხარ? - საბოლოოდ ამოთქვა ბიჭმა. ანამარიას ლამის გაეცინა.
-მერე აუცილებელია სულ იქ მთხოვო წამოყოლა, სადაც იოანე და ნუცაც არიან? არ ვიცი შენიშნე თუ არა, მაგრამ არ მაინტერესებს შენი და ვისზე ქორწინდება. - ძლიერი გოგონას როლის თამაში გააგრძელა ანამარიამ.
-ბევრი რამ შევნიშნე, ანამარია. - ამოიოხრა ბიჭმა. - ბევრად უკეთესს იმსახურებ, ვიდრე დადვანია. ჩემი დაც უკეთესს იმსახურებს. არ მესმის რა აქვს ასეთი, ქერა რომაა და პიანინოზე უკრავს?
-ეგ რომ გაიგო მერე შენც შეგიყვარდება და დიდი სკანდალი ატყდება. - ნიშნისმოგებით უთხრა გოგონამ. - ამის შემდეგ სადმე თუ დამპატიჟებ, სადმე აბრა გამოაკარი, რომ იოანე დადვანი რამდენი კილომეტრით შორს არის. შოუს დასადგამად არ ვაპირებ წამოსვლას და არც ვინმესთვის სეირის ჩატარება მინდა. - თქვა გაბრაზებულმა, გზაზე გადავიდა და ავტობუსში ჩაჯდა.
როგორც კი ავიდა, ტრანსპორტი მოულოდნელად დაიძრა და წინ გადაიხარა, ისე საშინლად შეასკდა ადამიანს, მისი შუბლის ყბაზე მიჯახების ხმაზე დაიჯღანა.
-კარგად ხარ? - იკითხა იოანემ.
ანამარიამ არ იცოდა, ისტერიული სიცილი დაიწყო თუ მძღოლისთვის დაეყვირა, გააჩერე ავტობუსიო.
-დედამიწას აქვს მიზიდულობის ძალა, მესმის, მაგრამ მეც მაქვს ალბათ, ახლო რადიუსში მყოფ ქერა სვანებს ვიზიდავ! - წამოიძახა უნებურად, მის გარშემო ხალხმა სიცილის შეკავება სცადა, მაგრამ არც-ერთს გამოუვიდა.
ანამარიამ იოანეს ხელი შეუშვა და ძელს მოეჭიდა.
-ყველა ქერა სვანს? - თვალები დააწვრილა იოანემ.
-მე მხოლოდ ერთს ვიცნობ. - თქვა და ისე შემობრუნდა, რომ ბიჭს ზურგი აქცია.
-რაზე იჩხუბეთ შენ და გიორგიმ? - იკითხა ხმამ ზურგს უკან.
-ღმერთო, ამ გადაჭედილ ავტობუსში დგახარ, ფანჯრიდანაც იყურები და იმასაც ატყობ ხალხი გარეთ რას აკეთებს? - იკითხა გაღიზიანებულმა.
-ხალხი არა, როგორც ჩანს მეც მაქვს მიზიდულობის ძალა. - ამოიფრუტუნა იოანემ. -გილოცავ, კარგი უნარია. - თვალები დააკვესა გოგონამ და ისევ შებრუნდა.
-რაზე იჩხუბეთ? - იკითხა იოანემ ისევ.
-ამინდზე. - უდარდელი პასუხი გასცა გოგონამ.
-სერიოზულად.
-სრული სერიოზულობით. გიორგი ამტკიცებდა, რომ ხვალ კონსერვატორიაში წასასვლელად კარგი ამინდი იქნება, საღამოს გაალამაზებს პიანინოს ხმაო, გაიძახოდა. მერე მე დავხედე ტელეფონს და აღმოჩნდა, რომ ხვალ საღამოს კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი და პიანინოს ხმა წვიმის ფონზე არ მაინტერესებს. ის არ დამეთანხმა, ხო და აქ ვართ. - ღიმილით ჩამორაკრაკა გოგონამ. - მაგრამ ახლა გამახსენდა, რომ ეგ შენი საქმე არ არის, ხოდა კარგად! - ხელი დაუქნია და გათავისუფლებულ ადგილას დაჯდა, მისგან ოდნავ მოშორებით.
ცოტა ხნის შემდე ბიჭი წინ დაუდგა.
ანამარია ჯიუტად სცდილობდა ფანჯრისთვის ეყურებინა და არა მისთვის. რამის გაგებაზე უკვე აღარც იცნებობდა, იმდენად იყო გაღიზიანებული ჯერ გიორგისგან და ახლა იმისგან, რომ იოანე წინ ედგა და აშტერდებოდა, სადაც იყო გასკდებოდა და ყვირილს დაიწყებდა.
-გიორგიმ დაგპატიჟა ჩემს კონკურსზე? - იკითხა საბოლოოდ.
ანამარიამ ხმა არ ამოიღო.
-რა დონის *ირია, ხვდები? - ჩაეცინა.
-არ მესმის რის მიღწევას ცდილობს. - თავისთვის თქვა ანამარიამ.
-ძალიან კარგად გესმის შენც და მეც მესმის, მაგრამ იმის არ აქვს, მოვიდეს და პირდაპირ დაგპატიჟოს სადმე, გარშემო საზოგადოება სჭირდება, ანამარია ლომიძე მყავს გვერდით, იოანე კიდევ აი, ჩემს დაზე ქორწინდებაო. - გაცეცხლებული ხმა ჰქონდა ბიჭს.
-რამეს ხედავ მაგ წინადადებაში არასწორს? - წარბი აწია ანამარიამ და ისე გახედა. იოანემ ხმა არ ამოიღო, ჩაისუნთქა და ისე მაგრად მოუჭირა ძელს ხელი, მკლავზე ძარღვები დაებერა.
-გიორგი არ არის შენი ღირსი.
-წეღან იმანაც თქვა, იოანე არც შენი ღირსია და არც ნუცასიო. - ბედნიერად უთხრა გოგონამ. -ჩემი აზრი გაინტერესებს? მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია ეგ და არა თქვენ ორის, ახლა კი მოდი პირიქით ვქნათ, ორი წუთით დავიწყების ნაცვლად ორი წუთით გაიხსენე სამი წლის წინ რა მოხდა და მომშორდი. - ანამარია წამოდგა, ავტობუსის ბოლოში გადაჯდა და მისკენ ერთხელაც აღარ გაუხედავს.
-ეჭვიანობს ის ბიჭი, შვილო. - უთხრა გვერდით მჯდომმა, წითელლოყება ქალმა. - სადაცაა გაგიჟდეს, ისე ეჭვიანობს.
-დამიჯერეთ, არ ეჭვიანობს. - უთხრა ანამარიამ. - რომ იეჭვიანოს, უნდა ადარდებდეს, იმას კი დღეს ვინ ადარდებს მგონი თვითონაც არ იცის, მე მითუმეტეს!
-მე დამიჯერე, შვილო, ორივე ამბობთ მიზიდულობის ძალა მაქვსო, მაგრამ აშკარად მხოლოდ ერთმანეთს იზიდავთ. - ღიმილით უთხრა ქალმა, მხარზე ხელი დაადო და შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა.
***
მომავალ საღამოს ანამარია მისაღებში იჯდა, თავის ძმასთან და დედამისთან ერთად ტელევიზორში ფილმს უყურებდა... ყოველ შემთხვევაში, საბა და დედამისი უყურებდნენ, თვითონ ეკრანს კი არ აშორებდა თვალს, მაგრამ გონებით კონსევატორიაში იყო და პიანინოს ხმას უსმენდა.
“უნდა წამოსულიყავი. აი ზუსტად გიორგის ჯინაზე, მარტო უნდა მოსულიყავი.” სწერდა ნინა.
“რა მინდა მანდ? ნიკა რომ უკრავდეს პიანინოზე წამოვიდოდი.”
“ნიკა ამბობს, თუ წამოვა დავუკრავო.”
“ნიკამ პიანინოზე რო დაუკრას, ალბათ მე მოვალ მაგრამ მანდ ჩვენს მეტი არავინ დარჩება. :დდდ”
“უფ, უკეთესი. :’( ”
ანამარიას გოგონას მესიჯზე გაეცინა.
პიანინო და იოანე...
ბავშვობიდან უკავრავდა. მას შემდეგ, რაც საკმარისად გაიზარდა, რომ იმ ინსტრუმენტთან დამჯდარიყო, რომელიც მისაღებ ოთახში ედგათ და მიუხედავად იმისა, რომ მასზე არავინ უკრავდა, ყველა მოწიწინებით ექცეოდა.
იოანე ამბობდა, ერთ დღეს დავიღალე ამ ყუთის ყურებით ხო და გავხსენი და უაზროდ დაკვრა დავიწყეო. მანამ, სანამ არ აღმოჩნდა, რომ დაკვრა მოსწონდა, დაკვრა უყვარდა და დაკვრის დროს სხვა ადამიანი ხდებოდა.
ანამარია პირველად რვა წლის იყო, როცა იოანეს დაკვრა გაიგონა, სკოლის ზეიმზე. ახლაც ზუსტად ახსოვდა როგორი გაოცებული უყურებდა ბიჭის კლავიშებზე მოციმციმე თითებს.
მას შემდეგ პიანინო მხოლოდ იოანესთვის კი არა, ანამარიასთვისაც არ იყო უბრალო ინსტუმენტი. ყველა კონკურსზე დაყვებოდა, როცა უკრავდა სულ გვერდით ეჯდა. იოანე იმასაც ამბობდა, როცა შენ გხედავ ბევრად უკეთ ვუკრავო.
ახლა კი ყველაფერთან ერთად საშინელ დარდად აწვებოდა ის, რომ სხვა სამყაროში, სხვა ანამარია ალბათ იოანეს კონკურსს ესწრებოდა, კლასიკურ კაბაში გამოწყობილი ელოდა მრავალ, სუნთქვაშეკრულ მაყურებელს შორის. დაწყებამდე იოანე ბოლოჯერ უყურებდა, თვალს უკრავდა, იღიმოდა და უკრავდა...

ანამარიამ სავარძელს მიაყრდნო თავი, ამოიოხრა და ტელევიზორის ყურება გააგრძელა...
*
“მესამე ადგილი.” მისწერა მარიამმა. “ვიდეო მოდის.”
“რა ვიდეო?” თავი გაისულელა გოგონამ.
“როგორი ნამიოკო ჩამირტყა, გაგიჟდები. ფაქტობრივად პირდაპირ მითხრა ვიდეო გადამიღეო.”
“კარგი რა! მგონი ვიღაც გაგიჟდა.”
“კი, დადვანი ნამდვილად გაგიჟდა. :დდ enjoy!” მისწერა და სწორედ ამ დროს მოუვიდა ვიდეოც.
იოანე დიდ დარბაზში პიანინოს წინ იჯდა, თეთრი, ტანზე გამოყვანილი პერანგი და შავი შარვალი ეცვა, უცნაური, მელანქოლიით სავსე ღიმილით იყურებოდა მარიამის კამერისკენ და ანამარიამ იცოდა, რომ იოანე მაშინ ზუსტად იმას ფიქრობდა, ამ ვიდეოს ვინ ნახავდა.
ანამარია კარგად ვერ ხედავდა მის თითებს, კარგად ვერ ხედავდა მის სახეს, მაგრამ ტელეფონის ეკრანიდანაც კი გრძნობდა მისგან მომავალ ემოციას. გრძნობდა მაგიას, რომელსაც ის თავისი თითებით ქმნიდა და ისევ იპყრობდა ათიათასი გრძობის კორიანტელი იმდენად, რომ წალეკვას უპირებდა.
ჩაბნელებულ ოთახში, აივანთან იდგა, ყურსასმენები ეკეთა და ვიდეოს თავიდან და თავიდან უყურებდა. მანამ, სანამ არ მიხვდა, რომ უკვე კარგა ხანი იყო ცრემლები ჩამოსდიოდა და სუნთქვა უჭირდა.
არ იცოდა ასე რამდენ ხანს იდგა, უკვე შუაღამეს იყო გადაცდენილი. კარები გააღო და აივანზე გავიდა.
შუაღამის თბილისს მხოლოდ მთვარე და ვარსკვლავები დაჰყურებდნენ თავზე, აქა-იქ თუ ჩანდა ფანჯრებში შუქი.
წვიმა აპირებდა წამოსვლას. ჩამოვიდოდა და წალეკავდა სიყალბეს, ალბათ ეცდებოდა ადამიანებისთვის რეალური სახეები დაენახებინა, მაგრამ არ გამოუვიდოდა.
ან იქნებ გამოსვლოდა, მაგრამ ყველასთვის არა...
სრულ სიჩუმეში ტელეფონის ზარის ხმა უხეშად გაისმა.
ანამარია თითქოს სიზმრიდან გამოფხიზლესო, დაფეთებულმა დახედა უცხო ნომერს, რომელიც უცხო საერთოდ არ იყო და ზეპირადაც იცოდა.
ცამეტი კორპუსის იქით გაიხედა მისი სახლისკენ.
ამოიოხრა და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ასე არ უნდა მოქცეულიყო, ტელეფონს უპასუხა.
ხმა არ ამოიღო.
გაჩუმდა ბიჭიც.
ერთმანეთის სუნთქვის მეტი არაფერი ესმოდათ ცოტა ხანს.
-გახსოვს აივნებზე რომ გამოგვქონდა სანათები და სხვადასხვა ფერის ნათურებით ვანიშნებდით ერთმანეთს რაღაცებს?
-გეგონება ტელეფონი არ არსებობდა, ან ცამეტი კორპუსის იქით სინათლის გარჩევა მარტივია.
-მარტივია კი, ახლაც გარჩევ. - თქვა იოანემ.
ანამარია დაიძაბა, აივნის კიდისკენ გაიწია, ძალიან უნდოდა მერვე სართულზე მდგომი შეენიშნა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა.
-იოანე დადვანი და იდეალური მხედველობა. - თქვა ბოლოს.
-გამოვიცნობ, “რა გინდა” შეკითხვა მოდის. - ჩაეცინა იოანეს.
-ზუსტად. - დაეთანმა გოგონა. - არ აღნიშნავთ?
-რას, მესამე ადგილს? - გაიკვირვა ბიჭმა.
-თუ გგონია იმის ახსნას დაგიწყებ, რომ მესამე ადგილი შესანიშნავია, ცდები, ახლა ეგ შენი საცოლის ფუნქციაა.
-ვიცოდი რომ საცოლეს სადმე ახსენებდი. - ეცინებოდა იოანეს.
გოგონამ ამოიოხრა და ისევ გაიგონა მისი მელოდიური, დაბალი სიცილის ხმა.
-ისევ მოდის “რა გინდა” კითხვა.
-თუ ასე კარგად კითხულობ ჩემს აზრებს, მაშინ დაჯექი და შენ თავს ელაპარაკე, მე კი წარმომიდგინე!
-დამიჯერე, ბევრჯერ მიცდია. - სერიოზულად თქვა იოანემ. - ახლა შენ გამოიცნობ რა მინდა.
-ასე მგონია ნარკოდილერი ვარ და წამალი ჩუმად უნდა შემოგაპარო.
-ნეტავ იცოდე რა ახლოს ხარ. - ჩაეცინა იოანეს.
-მაშინ ცუდად იყავი და ადამიანურად დაგეხმარე. - თქვა ანამარიამ მკაცრად, მაგრამ იცოდა რომ შიგანად ტყდებოდა.
-მაშინ მჭირდებოდი და ახლაც მჭირდები. - იმაზე გულწრფელად თქვა იოანემ, ვიდრე მოელოდა. გოგონას სუნთქვა შეეკვრა.
-გესმის რას ამბობ?
-სულ მჭირდებოდი. და ვიცი რომ შენც გჭირდები, ანამარია. იმიტომ არა, რომ... იმიტომ არა, რატომაც მარიამი ან სანდრო გვჭირდება, თუნდაც ნუცა. იმიტომ რომ მე იოანე ვარ, შენ კი ანამარია და მე და შენ ერთმანეთი სულ დაგვჭირდება.
გოგონა ყურებს ვერ უჯერებდა. გაფართოებული, ცრემლიანი თვალებით უყურებდა ვარსკვლავებს.
-არ გახსოვს რა მითხარი რომ დამშორდი არა? - გაეცინა გოგონას. - არ ვიყავი საკმარისი, გახსოვს?
-სამი წუთით დაივიწყებ მაგ ზარს ჩემთან ერთად?
-მაგ ზარს ვერასდროს დავივიწყებ! - გამოცხადა გოგონამ. - ცხოვრების ბოლომდე. სიკვდილის წინ ზუსტად ეგ ზარი გამახსენდება.
-და ჩემი სიძულვილით წახვალ ამ ქვეყნიდან? - გაეცინა იოანეს.
-არა... - ამოთქვა გოგონამ. - ერთ სიმართლეს მეტყვი ამ ამბავზე?
-უკვე გითხარი, მჭირდები-მეთქი.
-კიდევ ერთს. ვიცი რომ ტრილიარდი სიმართლე გაქვს! - გოგონა თავს აჩვენებდა საკუთარ თავსაც და მასაც, რომ რამის გაგების სურვილით თანხმდებოდა, მაგრამ ასე საერთოდ არ იყო...
-ერთს. კარგი. სამი წუთით? - თქვა ბიჭმა.
-ორით რატომ არა?
-საკმარისი არ იყო... - თქვა იოანემ, ტელეფონი ყურს მოაშორა და ტაიმერი ჩართო. ანამარიამ ჩაისუნთქა, მისი სუნთქვის ხმას მოეჭიდა და ისევ სცადა, დაევიწყებინა მომხდარი...
-ლექციების კითხვა როდის დაიწყე? - იკითხა იოანემ.
-სამ წუთს ამაში ფლანგავ? -გაოცდა ანამარია.
-დროზე, გადის!
-წინა სემესტრში. მესამე ადგილი მართლა ცუდი გგონია?
-მესამე მესამეა და არა პირველი, ხომ იცი. თან ცუდი სიტუაცია იყო.
-კი, ტელეფონში ყურებით უფრო იყავი დაკავებული, ვიდრე დაკვრაზე ფიქრით. - ნიშნისმოგებით უთხრა გოგონამ
იოანეს გაეცინა.
-ღმერთო, გახსოვს რომ ვცადე მესწავლებინა? სვანეთში. - გოგონას სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
-მეზობელი რომ ჰყავდა ქეთის სტუმრად და რომ ამბობდა, მეგონა შენი შვილიშვილი კარგად უკრავდაო.
-მერე შენ რა ქენი გახსოვს?
-დაბლა ჩავედი და ვუთხარი რომ ყველა გენიოსი ხანდახან ჭედავს? - თავის სისულელეზე გაეცინა ანამარიას.
-ბებო გაშტერებული რომ იყურებოდა, ხომ კარგად არის იოანეო.
-მომენატრა... ქეთი ყველაზე მეტად მომენატრა, მართლა. - თქვა გულწრფელად. -ყველაზე მეტად? - თქვა იოანემ.
-მეგონა რაღაცას ვივიწყებდით. - გაბრაზდა ანამარია.
-მგონი უნდა მეთქვა, რომ კი არ ვივიწყებთ, არ ვაქცევთ ყურადღებას? - თქვა ბიჭმა. -კარგი, მაშინ მაინც ქეთი მომენატრა ყველაზე მეტად. დასასრული. - გაბრაზებულმა, ლამის ყვირილით თქვა ანამარიამ.
იოანემ ყურმილიდან ისტერიული სიცილი დაიწყო.
-დასასრული. - ტკბილი ხმით თქვა, როცა ტაიმერის ხმა გაიგო. - ახლა ვაქცევთ ყურადღებას სპილოს ოთახში. სიმართლის ჯერია, მეძინება.
-ამომასუნთქე მაინც! - სული ძლივს მოითქვა მან. - კარგი... შენ ხომ გჯერა რომ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს?
-რა თქმა უნდა. - დაეთხმა ანამარია.
-ხო და მაშინ გამოდის რომ იმისაც გჯერა, რომ ყველა სიტყვა, რომელსაც ადამიანი ამბობს ზუსტად იქ უნდა იყოს სადაც არის. ზუსტად ისე, როგორც ამბობენ. არავითარ შემთხვევაში სხვანაირად.
-სიმართლე გთხოვე და არა გამოცანები.
-სამწუხაროდ სიმართლე ისეთი რამ არ არის, გარშემო ამ სიტყვებივით ისროლო და არ დაფიქრდე მისი გათქმა რას მოიტანს.
-უნდა იცოდე, რომ სიმართლე ყოველთვის მოიტანს რამე კარგს!
-ამ შემთხვევაში არა. ყველა სიტყვა, რომელიც შენთვის ოდესმე მითქვამს, მიგულისხმია ზუსტად ისე, როგორც ვამბობდი და არავითარ შემთხვევაში სხვანაირად. -ვერაფერი ვერ გავიგე. - თვალები გადაატრიალა გოგონამ.
-ვერც მე. ძილინებისა, წვიმისფერო.
-ძილინებისა. - თქვა და კავშირი გაწყდა.
ანამარიამ არ იცოდა რა ხდებოდა. იოანეს ნუცა ან უყვარდა, ან არ უყვარდა. გული უგრძნობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ისეთი არ იყო, მათი გრძნობებით რომ ეთამაშა. რაღაც ნამდვილად ხდებოდა და აუცილებლად გაარკვევდა. იოანეს გარეშე სიცოცხლეს უკვე იმდენად იყო მიჩვეული, მასთან რამდენიმე წუთით ძველებურად ლაპარაკიც კი იმხელა სიმშვიდით და ბედნიერებით ავსებდა, იცოდა, იმ ღამეს ტკბილად დაეძინებოდა...
***
რამდენიმე კვირა თვალის დახამხამებაში გავიდა.
ამოდიოდა მზე დილით და ისე ჩადიოდა საღამოს, თიქოს მზის ამოსვლასა და ჩასვლას შორის არაფერი უნდა მომხდარიყო. თითქოს სამყარო ელოდებოდა რაღაც საოცარს, რაღაც შემოქმედს, იმას, რაც მზესა და მთვარეს შორის ადგილს შეავსებდა სამყაროს შეახსენებდა, არსებობ, შენშიც უნდა მოხდეს რამე კარგი, რამე ცუდი, რამე...
აპრილის შუა რიცხვები იყო, გრძელთმიანი, წვიმისფერთვალება გოგონა სახლში ბრუნდებოდა სამსახურში გრძელი დღის შემდეგ და თან ტელეფონზე უაზროდ ეტიტინებოდა მეგობრებს. მარიამი დიდი ემოციებით უყვებოდა სანდროზე და მის
დაკარგულ მობილურზე და მხოლოდ იმაზე წუხდა, რომ დადვანს ვერ დაუკავშირდებოდა და მის გარეშე რას იზამდა.
-მგონი ჩუმი სიყვარულით იტანჯება. - იცინოდა გოგონა.
-კი, ნამდვილად! აი ეს იქნება ბედნიერი დასასრული, საკურთხეველთან მიატოვებს იოანე ნუცას რადგან მიხვდება, რომ ნამდვილი სიყვარული წინ ჰყავს და ლამაზად უღიმის.
-და ეს ნამდვილი სიყვარული არც მეტი და არ ნაკლები, სანდროა! - თქვა გოგონამ. მარიამმა საუბარი გააგრძელა, მაგრამ ანამარიას აღარ გაუგონია, მაღაზიიდან გამოდიოდა შუა ხნის, მაღალი მამაკაცი, ხელზე თაბაშირი ჰქონდა და კამკამა მწვანე თვალებით უღიმოდა ანამარიას.
-დაგეხმარები, რა! - უთხრა ღიმილით და პარკი გამოართვა.
-რა დრო დაგვიდგა, ხედავ? შენს სკოლის ჩანთას მე ვატარებდი ხოლმე ახლა კი შენ უნდა დამეხმარო პარკის სახლამდე მიტანაში.
ანამარიას გაეცინა მოგონებაზე. ზოგჯერ სკოლიდან ის და იოანე მამამისს მოჰყავდათ, კაცი კი სულ გიჟდებოდა, როგორ შეიძლებოდა ბავშვებს ასეთი მძიმე ჩანთები მარტოს ეთრიათ, მაგრამ ანამარია თავისას იშვიათად ატარებდა რადგან...
-პრინციპში, შენს ჩანთას მე ვინ მაცდიდა. - გაეცინა კაცს.
-ჰო, ვიღაც თავისას შენ გაძლევდა და ჩემსას თვითონ იღებდა. - გულწრფელად გაეცინა გოგონას, როცა გაახსენდა ვარდისფერი ჩანთით ამაყად მიმავალი დადვანი.
-ძალიან გიჟი ბავშვი იყო. - თქვა კაცმა და ნაბიჯი აუწყო. - ახლაც გიჟია, ოღონდ სხვანაირად.
-რანაირად? - იკითხა გოგონამ იმის იმედით, რომ ამდენ საიდუმლოა იოანეს მამა მაინც ახდიდა ფარდას.
-იოანე და თავის სიჩუმე. - გაეღიმა კაცს. - სანამ რამე შიგნიდან ბოლომდე არ შეჭამს, არ იტყვის.
-ხო, მაგრამ ბოლოს მაინც ამბობს. ჰგონია იმალება, ჰგონია არავინ იცნობს.
-მაგრამ ცდება.
-მაგრამ ცდება. - თქვა ანამარიამ.
-ერთხელ მივედი და ვკითხე, როგორ შეიძლება ანამარია არ გიყვარდეს-მეთქი? - უემოციოდ ჩაეცინა კაცს. -იმიტომ არ ვამბობ, რომ შეუძლებელია ადამიანი გადაგიყვარდეს. იოანესთვის არის შეუძლებელი ზოგიერთი რამ. მე მამამისი ვარ, შენ მისი...
-არავინ. მე მისი არავინ ვარ, დავით. - გულწრფელად თქვა ანამარიამ. - ყველაფერს თავის სახელი სჭირდება. ვინ დამიჯერებს, თუ ვიტყვი რომ იოანეს გადაწყვეტილებამ გამახარა? - გაეცინა გოგონას. - მასაც არ გაუხარდებოდა. მაგრამ ახლა უხარია, ახლა ბედნიერია, უნდა იყოს...
-უნდა. - გაეცინა კაცს. - საინტერესო სიტყვაა, რაღაც რაც საჭიროა მოხდეს, მაგრამ არ იცი მოხდება თუ არა.
-რომ არ მოხდეს, გამოდის აზრი არაფერს აქვს. - თქვა ანამარიამ.
რა აზრი ჰქონდა მასთან დაშორებას, თუ ისევ უბედური იქნებოდა? რა აზრი ჰქონდა საშინლად გატარებულ სამ წელს? რა აზრი ჰქონდა ყველა იმ მომენტს, როცა ანამარია შემთხვევით ნახავდა სოციალურ ქსელში მის სურათებს და სუნთქვა ეკვრებოდა? რა აზრი ჰქონდა ამ საშინელებას, თუ კი მის დასასრულს იოანე ბედნიერი არ იქნებოდა? მაგრამ იყო კი ბედნიერი?! თუ ბედნიერი იყო, რატომ იმიზეზებდა სისულელეებს, რომ მასთან დარეკა? ბედნიერი რომ ყოფილიყო სულ ნუცასთან იქნებოდა. ბედნიერი რომ ყოფილიყო სხვანაირი მზერა ექნებოდა. ანამარია იცნობდა იოანეს, ბედნიერს, უბედურს, მოწყენილს, შეცვლილს. ყველანაირს იცნობდა და იცოდა, რომ “უნდა” ამ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვა იყო და არაფერი. უნდა მომხდარიყო რაღაც და უბრალოდ არ ხდებოდა.
-დამიჯერე, შვილო. მე ხომ ის ადამიანი ვარ, ვინც ძალიან ცდილობდა სკოლაში შენი ჩანთა ეტარებინა? - ანამარიას გაეცინა. - ის ადამიანი, რომელმაც ველოსიპედის ტარება გასწავლა, ვინც ლილისგან გმალავდათ შენ და იოანეს როცა სამზარეულოს საშინელ დღეში აგდებდით, ის ვისაც ურეკავდი მაშინ, როცა უფროსი ადამიანი გჭირდებოდა მაგრამ მამაშენი არა, ის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრებაა გიცნობს. მხოლოდ შენ არა, გიჟ ტყუპებს, ჩემი შვილის პერსონალურ დაცვას, სულ დალევის ხასიათზე მყოფ კახელს, ჩვენს საყვარელ მარიამს... დამიჯერე, რომ რაღაცეები ვიცი. - გოგონამ ახლაღა შენიშნა, რომ უკვე მათ კორპუსს უახლოვდებოდნენ. სადარბაზოსთან რამდენიმე მანქანა იდგა. - ვიცი, რომ სანდრო და მარიამი წლებია გიჟდებიან ერთმანეთზე, მაგრამ არ იციან როგორ თქვან რას გრძნობენ, ვიცი, რომ ლუკა წლებია ცდილობს იმის დამალვას, რომ სიგარეტს ისევ რომ ეწევა თავის ფილტვების მიუხედავად, და რა თქმა უნდა, ისიც ვიცი რომ შენ იონესთვის არავინ არასდროს იქნები. იმიტომ რომ ჩემთვის შვილი ხარ, სხვებისთვის განუყრელი მეგობარი. მთელი იოანეს ბავშვობა ხარ, მთელი მისი სკოლის წლები, ზოგჯერ მგონია მთელი სამყაროც. - ანამარია და დავითი გაჩერდნენ. - აი შეხედე, ახლა მანქანიდან გადმოვა და რომ შემოგხედავს სულ შეიცვლება. არ მინდა რამე არასწორად ვთქვა, მაგრამ ... - მანქანის კარი იღებოდა, იოანე და უფროსი მამაკაცი გადმოდიოდნენ. კაცს ჟღალი, ჭაღარანარევი თმა ჰქონდა. იოანე თითქოს ცდილობდა, სხვაგან გაეხედა, მაგრამ არ გამოსდიოდა. რამდენიმე წამით შეხედა, სახე დაეძაბა და გაიხედა.
-ხომ გითხარი. - გაეცინა დავითს. - ეს ვის ვხედავ! - თქვა და მომავალ მძახლს მიესალმა.
ანამარია უხერხულად გადგა გვერდით, სანამ მამაკაცებმა ერთმანეთს ხელი მხიარულად ჩამოართვეს.
-რამდენი ხანია ვერ მოგინახულეთ იმ ავარიის შემდეგ, უცხოეთში ვიყავი, ხომ იცი. მაგრამ როგორც ვატყობ, კარგად ხარ! - გაეღიმა კაცს. - ეს ვინ არის? - იკითხა შემდეგ და გოგონას შეხედა. იოანე შესაჩნევად დაიძაბა და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. - წაბლისფერი თმა, ნაცრისფერი თვალები და ამ ქუჩაზე. ანამარია ლომიძე? - გაუღიმა კაცმა. გოგონამ უცნაური უსიამოვნება იგრძნო იმისგან, რომ კაცი იცნობდა.
-კი, ჩვენი ანამარიაა! - ღიმილით უთხრა დავითმა.
-გიორგი გამუდმებით საუბრობს შენზე. - გაეღიმა კაცს და ხელი ჩამორთვა. ანამარიას ეს ფაქტი უფრო მეტად არ ესიამოვნა.
-იმედია ცუდს არაფერს. - თქვა უხერხულად.
-ბევრი რამ მესმის შენზე, საყვარელო! ნუცა და გიორგი სულ შენს ქებაში არიან, აი იოანე ყოველთვის ცდილობს შენზე საუბარს თავი აარიდოს. - კაცმა გამჭოლი ცისფერი თვალები იოანეს მიაპყრო. ბიჭი დაიძაბა, ღრმად ჩაისუნთქა, აშკრად თავის მოთოკვას ცდილობდა.
-დამიჯერე, სასაუბრო თემა ანამარია რომ იყოს აუცილებლად ვახსენებ ხოლმე, მგონი ხვდები, რომ დასამალი არაფერი მაქვს. - თქვა იოანემ.
-რა თქმა უნდა, რა უნდა გქონდეს დასამალი, მომავალ სიძეს? - გაიღიმა კაცმა, მაგრამ ანამარია მარტივად ხედავდა რომ ნამდვილი ღიმილი არ იყო.
-წამოდი, სახლში ავიდეთ. - თქვა დავითმა და კაცს მხარზე ხელი დაადო.
-სასიამოვნო იყო, შენი გაცნობა ანამარია. იმედია მალე შევხვდებით, უფრო სასიამოვნო ვითარებაში! - თქვა კაცმა. ანამარიამ თავი დაუკრა, მეგრამ გონებაში ფიქრობდა, რომ მეტჯერ არასდროს სურდა ამ კაცის ნახვა.
-ეს რა იყო? - თვალები გაუფართოვდა ანამარიას, როცა მამაკაცები შენობაში შევიდნენ. -ახლა ალბათ ხვდები გიორგი ვის ჰგავს. - თქვა იოანემ.
-გიორგის არაფერი უჭირს, ცოტა უტაქტოა და თავის თავი ზედმეტად ჭკვიანი ჰგონია, ეს კაცი კი... არც შენ გეხატება გულზე. - დაასკვნა გოგონამ.
-საიდან მოიტანე? - გაეცინა აშკარად მოშვებულ იოანეს. შემდეგ შეამჩნია პროდუქტების პარკი ანამარიას ხელში.
-დამავიწყდა, თქვენია. - თქვა და პარკი გაუწოდა. იოანემ ნელა გამოართვა, სულ წამით შეეხნენ ერთმანეთს, მაშინვე მოშორდნენ...
-რას ამბობდა გზაში, მაქო? - წარბები აწია იოანემ.
-შენ არა, მე მაქო. - გაეცინა ანამარიას.
-ხო, ისევ შენ უფრო მოსწონხარ. - სიცილი დაიწყო იოანემ.
-ვიხსენებდით როგორ გიხდებოდა ვარდისფერი ჩანთა სკოლის დროს. - წარბები აათამაშა გოგონამ.
-კიდევ კარგი რომ გაიზარდე მიხვდი, რომ ვარდისფერი ჩემი ფერი არ არის.
-ხო, სულ შენს გამო ვყიდულობდი მუქი ფერის ჩანთებს, რომ მოხდენოდა შენს სტილს. - იცინოდა გოგონა.
-გახსოვს ბარბებიანი ჩანთა რომ გქონდა? მეხუთე კლასში. მეხუთე კლასში რატომ მოგწონდა ბარბები, ჯერ კიდევ ვერ ვიგებ.
-რას ქვია რატომ მომწონდა? შენ ვინ გთხოვდა ჩემი ჩანთა ატარეო? - მოჩვენბითი სიბრაზით დაიწყო გოგონამ.
-მორალური ვალდებულება იყო, ნახევარი მეტრი ანამარია და ორ მეტრიანი ჩანთა, ამ დროს კიდევ მიდის მაღალი იოანე თავისუფლად, როგორ შეიძლებოდა?
-მაღალი არ იყავი. - შეახსენა გოგონამ. - 11 წლამდე შენზე მაღალი ვიყავი, ამიტომ ნახევარი მეტრი იოანე ატარებდა ორ მეტრიან, ვარდისფერ ჩანთას.
-დიდი სიამაყით. - გამოაცხადა და ანამარიას მის გამომეტყველებაე ისტერიული სიცილი დაეწყო. მალევე აჰყვა იოანეც.
ალბათ სიცილით წაიქცეოდა, მათ ფეხებთან რომ არ გაჩერებულიყო მანქანა და იქიდან სათვალიან, სიმპატიურ ბიჭს არ გადმოეხედა.
-რომელმა წმინდანმა შეისმინა ჩემი ვედრება, ჩემი ტანჯული მეშვიდეკლასელები ერთად იცინიან! - დაიძახა სანდრომ და მათ გაბრწყინებული თვალებით გადმოხედა. -შავ წარსულს ვიხსენებდით. - თქვა იოანემ.
-შავს არა, ვარდისფერს. - ისევ გაეცინა ანამარიას.
-მეტად სასიამოვნოა. ტელეფონი რომ დავკარგე იცით? - დაიწყო სანდრომ.
-რანაირად დაკარგე, მიბნული ხარ სულ მაგ ტელეფონზე. - უთხრა ბიჭმა.
-კი და ვის ვემესიჯები? ჩემს ერთადერთ სიყვარულს, ჩემი არსებობის ნათელ წერტილს, ჩემი ცხოვრების მიზანსა და მიზეზს!
-იოანე დადვანს? - თქვა ანამარიამ და სამივეს გაეცინა.
-დასალევად მიმყავდი, ჩახტი ანასტასია, დავთვრეთ! - გოგონამ თვალები გააფართოვა და უკან დაიხია.
-იყოს არ მინდა. - თქვა გოგონამ.
-არც დადვანს უნდა, მაგრამ სჭირდება. - თვალი ჩაუკრა სანდრომ გოგონას. - დადვან, ისე კიდევ ხომ არ გაქვს სახლში ახალი ტელეფონი? ბოლო-ბოლო მე შენი ახლანდელი შეყვარებული ვარ და არა ყოფილი.
იოანემ და ანამარიამ ერთმანეთს გადახედეს გაბრაზებულებმა, მათი ბედნიერი იდილია დაირღვა, თითქოს იოანეს ისევ ჰქონდა ტაიმერი ჩართული, ისევ ივიწყებდნენ წარსულს, ახლა კი დრო გასულიყო. ყველაფერი ძველებურად იყო და არაფერი-კარგად.
-მდაბიო სვლა იყო, სანდრო. - უთხრა გოგონამ და დამშვიდობების გარეშე გასცილდა ორივეს.
***
იმ საღამოს გოგონებთან ერთად თავის სახლში იყო, სულელურ სერიალს უყურებდნენ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს პერსონაჟი შენ ხარ და ეს-შენო.

-მარიანა ქვია, ხო და შენ ხარ! - თქვა ნინამ. - ანუ, ანამარია მაგრამ შებრუნებული, ხო ხვდები?
-ვეთანხმები! - თქვა საბამ და მარიამს გვერდით მიუჯდა.
-ვინ დაგპატიჟა? - უთხრა გოგონამ უმცროს ძმას.
-ჩემი სახლია, დაპატიჟება მჭირდება? - წარბები აათამაშა ანამარიამ, ზუსტად ისე, როგორც თვითონ აკეთებდა ხოლმე. გოგონას თავისდაუნებურად გაეცინა.
-სხვები სად გყავთ? - იკითხა შემდეგ.
-სვამენ. - უთხრა ნინამ. - და საერთოდ, რაში გვჭირდება კაცები? - სახე დაჭმუჭნა და ანამარიას და მარიამს ხელი გადახვია. - ოდესმე რამეში გამოგვდგომიან? არა! -წავლენ, ჩაეხრჩობიან ამ არაყში, რას გლოვობენ ვინ იცის, ალბათ სანდროს დაკარგულ ტელეფონს. ხვალ დილით დაიწყებენ, გეხვეწები, დედაშენის მწნილი ამომიტანე, ვკვდებიო. - თქვა მარიამმა.
-არაფერი ეშველებათ. - გაეცინა ანამარიას.
-არც კი მჯერა, რომ იო ქორწინდება პირველი. მე მეგონა ლუკა როგორც კი სამსახურს იშოვიდა მაშინვე ვინმეს მოიტაცებდა.
-მე მეგონა ნიკა იქნებოდა პირველი. - თქვა ანამარიამ.
-მე სულ სხვა რაღაც მეგონა, მაგრამ არ ვიტყვი, ვიღაც ჩამარტყამს. - თქვა ნინამ. -დიახაც, ჩაგარტყამ. მე კი არა, საბას ვთხოვ და ის ჩაგარტამს.
-ყველას ეგონა რომ შენ და იოანე დაქორწინდებოდით ხო? - თქვა საბამ. -როგორ მომწონდა იცი? მაგრამ სუფთა... - ანამარიამ არ იცოდა, გასცინებიდა იმაზე როგორ იცავდა თავისი თორმეტი წლის ძმა თუ ნერვები მოშლოდა იმაზე, რომ იოანეზე ასე ლაპარაკობდა.
-იონემ რაც დამიშავა, მე დამიშავა. ჯერ ეს ერთი, რა დამიშავა, დამშორდა ცხოვრება კი არ დამინგრია. სიტყვას იტყვი კიდევ და წაგართმევ შენ ახალ ტელეფონს, რომელიც სხვათაშორის იოანემ მაჩუქა!
-კი, საინტერესოა რატომ გაჩუქა, თუ კი აღარ უყვარხარ. ან დღეს რატომ იდექით ქუჩაში და გიჟებივით იცინოდით, თუ კი შენც აღარ გიყვარს და ძალიან მაინტერესებს სულ დაბნეული და დებილური სახით რატომ იყურები იოანეს რომ ახსენებენ. - გოგონას ძმაზე ისე მოეშალა ნერვები დივნიდან ბალიში აიღო და ბიჭს ესროლა.
-გაქრი აქედან, თორემ ვეტყვი დედას, რომ ახალ წელს სახლში თაგვი არ გვყოლია და შოკოლადებს შენ იპარავდი!
ბიჭმა თავი დაუკრა და მისაღებიდან გაშპა.
-რა მალე გაიზარდა, უყურე ერთი, ათი კაცი რასაც ვერ გეუბნებოდა მოგაძახა და წავიდა. - სიცილი დაიწყო ნინამ.
-ნინა გეყოფა რა, ნუ მიშლით ნერვებს! - თქვა და პულტით ტელევიზორს აუწია.
სწორედ ამ დროს დაურეკა ტელეფონმა, როგორც კი ეკრანს დახედა, მაშინვე თვალები გადაატრიალა.
-გიორგია? - ტელეფონს შეხედა მარიამმა.
-ახლა მისმინეთ და მიყურეთ როგორ დამპატიჟებს სადმე, სადაც თავის და იქნება საქმროსთან ერთად და მერე შეხედეთ როგორ ვიყვირებ. - გაეღიმა გოგონას და თავის ოთახში გავიდა.
-გისმენ, გიორგი. - უთხრა შედარებით ნორმალური ხმით.
-როგორ ხარ? - ხმაში ღიმილი ეტყობოდა ბიჭს.
-რავიცი, ნორმალურად, შენ? - ვერასდროს იტანდა კითხვას, “როგორ ხარ” რადგან იცოდა, ნამდვილ პასუხს ის არასდროს მიიღებდა ვინს კითხვას სვამდა. ვინც გულწრფელ პასუხს იმსახურებდა, მას კი კითხვის დასმა არც სჭირდებოდა.
-ცოტას ვნერვიულობ, იმიტომ რომ წინაზე ძალიან ცუდად გამომივიდა.
-ჰო, ნამდვილად. - დაუდასტურა გოგონამ.
-მაგრამ მეორე შანსს ყველა იმსახურებს, არა? - ანამარიამ შინაგანად ამოიოხრა. - ამჯერად მარტო, იოანე და ნუცა ქალაქის მეორე ნაწილში იქნებიან, გპირდები.
-გიორგი პაემანზე წამოსვლას მთხოვ? სწორედ მესმის? - მიუხედავად იმისა, რომ საშინლად უხერხულად გრძნობდა თავს, სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ეკითხა.
-თუ კი შენ გინდა, რომ ასე იყოს. - თქვა გიორგიმ.
ანამარიამ ამოიოხრა, ამჯერად ხმამაღლა.
-გიორგი... - დაიწყო და გაჩერდა. -არ მინდა რამე არასწორად გაიგო. ახლა ემოციურად არ ვარ იმ ადგილას, რომ პაემნებზე ვიარო და შეყვარებული მყავდეს.
ანამარიამ არ იცოდა, როგორ აეხსნა, რომ არაფერი იციდა ამ ყველაფრის შესახებ. პაემანზე ცხოვრებაში არ წასულიყო, მისთვის და იოანესთვის ყოველი წუთი განსაკუთრებული იყო და დიდი ჟესტები საჭირო არ ყოფილა. არ იცოდა, როგორ აეხსნა, რომ ფიზიკურად ვერავისთან ერთად ვერ წარმოიდგენდა საკუთარ თავს, ვერც ახლა და ალბათ, ვერც ვერასდროს.
მაგრამ თუ ოდესმე მისი გული ისევ გაიღებოდა ვინმესთვის, ეს ვინმე იოანეს ცოლის ძმა ნამდვილად არ იქნებოდა. არა მხოლოდ იოანეს გამო, გიორგის გამო. იმიტომ, რომ ანამარია ვერასდროს წარმოიდგენდა თავს გიორგისთან ერთად.
-სამი წელი გავიდა, ანამარია. - უემოციო სიცილი გაიგონა ყურმილიდან. - სამი წელი გავიდა, რაც დაგშორდა და შენ ისევ იმას გლოვობ.
-მართლა გგონია რომ საქმე სამგლოვიაროდ მაქვს? - გაბრაზდა ანამარია.
-ბავშვობიდან გიყვარდა, მოულოდნელად დაგშორდა და შენს სკოლელზე ქორწინდება. ამდენი საშინელება გააკეთა, შენ კი ისევ გიყვარს. - გიორგის ყოველი სიტყვა სხეულში ისარივით ერჭობოდა. - ხვდები რამხელა ტრაგედიაა? აღმოჩნდა რომ არ ხარ ის ძლიერი უდადერდელი გოგო, ყველას რომ აჩვენებ თავს. უბრალოდ ანამარია ხარ, რომელსაც ისევ უყვარს ის ბიჭი, რომელიც სხვაზე ქორწინდება.
-გიორგი, ზედმეტი მოგდის! - წამოძახა გოგონამ.
-ჩემი და სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და ნეტავ შემეძლოს ჩემი მას მივცე, მაგრამ ვერ ვხედავ და ვერასდროს დავინახავ, როგორ შეიძლება ორ ყველაზე საოცარ გოგოს ერთი სვანი პიანისტი უყვარდეს და მეტი არავინ. არც ერთს არ გიმსახურებთ, მაგრამ ახლა ვიცი. მთელი ცხოვრება მარტო რომ იყო და სხვა ქალთან ერთად უყურებდე, დადვანი მაინც გეყვარება. რა საშინელებაც არ უნდა გააკეთოს, მაინც გეყვარება. სულ რომ დედამიწა გადაწვას, მაინც... სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამ.
ზარი გაწყდა. აფორიაქებულმა ანამარიამ ტელეფონი მაგიდაზე დადო და აივნის კარი გააღო.
ვერ სუნთქავდა... ბიჭის სიტყვები მისთვის სიახლე არ იყო, მაგრამ ასე პირდაპირ... პირდაპირ შეეჩეხა თავის სულელურ ნიღაბს, რომლის მიღმაც დაინახეს.
პირდაპირ შეეჩეხა იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობდა. რომელიც მასში უთქმელ სიტვებად კი არ ცხოვრობდა, ხმა და ტემბრი მიეღო და უყვიროდა.
-ანამარია, დაამთავრე? - ოთახში შემოვიდნენ გოგონები და აივანზე გადახრილი, გაწითლებული გოგონა რომ დაინახეს მაშინვე მასთან გაჩნდნენ.
-რა გითხრა? რა მოხდა? - ნერვიულობდა ნინა. - მოვკლავ რამე არასწორად თუ გითხრა, ახლავე დავურეკავ ნიკას და დღესვე...
-სიმართლე მითხრა. - ამოთქვა გოგონამ და შემდეგ გაეცინა. -აი მთელი ტრაგედია. ყველაფერი მართალი თქვა! - ხელები გაშალა გოგონამ და დაიყვირა.
-რა გითხრა? - ფრთხილად ჰკითხა მარიამმა.

-ისევ გიყვარსო. - ცრემლებს შორის გაეცინა გოგონას. - ისევ გიყვარსო, გესმის? ისე მითხრა, გეგონება არ ვიცოდი. ან გეგონება თქვენ არ იცოდით, ან რავიცი, მგონი იოანემაც. - იცინოდა და ტიროდა ანამარია.
-გეგონება იცის რას ნიშნავს ეს სიყვარული და როგორ ვცადე, როგორ ვცდილობ წლებია, ამოვიგლიჯო და სადმე ვისროლო. - გულზე ხელი დაიდო გოგონამ. -გეგონება ჩემი ბრალია, გეგონება არ ვცადე...
მარიამმა და ნინამ ერთმანეთს გადახედეს და შემდეგ გოგონას ორივე მხრიდან მოხვიეს ხელები.
-ვიცით, ანანომარია, ვიცით. - თქვა მეგობრის თმაში თავჩარგულმა ნინამ.
-სულ ვიცოდით. ბევრი რამ ვიცით, მაგრამ თქმა საჭირო არ არის. - დამაატა მარიამმა. - იმიტომ, რომ აღსანიშნი არაფერია, შენ რომ იოანე გიყვარს ისეთივე რამაა რაც სუნთქვა, არ იცი როგორ ისწავლე და არ იცი, როგორ შეწყვიტო. არც არავის გაუკვირდება რომ სუნთქვა შეგიძლია.
-არ არის იოანეს სიყვარული სწორი. არც მასთან ლაპარაკია სწორი, არც რაღაცის გარკვევის სურვილი, არც ის, რომ ვიცი ცოტა ხანში მომწერს, იმიტომ რომ იოანეა და... -ჩშშშ... - უთხრა მარიამმა ან ნინამ, მათი ხმები უკვე ერთმანეთში ერეოდა. - სიყვარულის გამო ბოდიშს ხომ არ იხდიან.
-არც უსიყვარულობის. - თქვა ანამარიამ მწარედ და მარიამს მხარზე თავი დაადო. გოგონები საწოლში დაწვნენ, ერთმანეთს ჩუმი ხმით ესაუბრებოდნენ, ანამარიას თმაზე ხელს უსვამდნენ, მის დაწყნარებას ცდილობდნენ...
მესიჯი რომ მოუვიდა, უკვე იცოდა ვინც იქნებოდა.
“ძილინებისა, წვიმისფერო.”
თვალები დახუჭა. ნინამ და მარიამმა სევდიანი თვალებით შეხედეს, ტელეფონი გათიშა და საწოლის გვერდით დადო.
პასუხის გაცემა არ შეიძლებოდა, ყველაფერი ახსოვდა, იმაზე უკეთ, ვიდრე ოდესმე. გოგონებს ჩაეხუტა, თვალები დახუჭა და მაინც დაიწყო ოცნება პარალურ სამყაროზე, სადაც ანამარია დგებოდა, ტელეფონს იღებდა და უცებ ღიმილით კრეფდა მესიჯს: “ძილინებისა, ვარდისფერო. :პ ”
***

სამ გოგონას ერთმანეთში გადახლართულს ეძინა. ნინას და მარიამს ხელები ანამარიასთვის ჰქონდათ შემოხვეული, სახეზე სამივეს ღიმილი დასთამაშებდა, თითქოს სიზმრებში მაინც ივიწყებდნენ იმას, რაც რეალურად ხდებოდა.
როცა მზე ამოვიდა და ოთახი გაანათა, მხოლოდ მაშინ გაიღვიძეს.
ანამარიამ თვალები სანამ გაახილა, მანამდე იგრძნო, რომ საუკეთესო ადგილას იყო და სამყაროს მადლობა გადაუხადა ასეთი საოცარი მეგობრებისთვი.
-ვკვდებით დღესაც? - იკითხა ნინამ და გაიზმორა.
-მოვკვდეთ თუ გეზარება. - გაიცინა მარიამმა.
-არა, არ ვკვდებით. - გადაჭრით თქვა ანამარიამ, ხელი საწოლის გვერდით აბრაზე გადაყო და ტელეფონი აიღო.
ეკრანზე ერთმანეთის მოყოლებით გამოჩნდა რამდენიმე მესიჯი.
“ახლა ან გძინავს და ეს მესიჯი ვერ ნახე, ან წაიკითხე და დაიძინე ან სულაც გღვიძავს და ლამაზად მაიგნორებ.”
“ლამაზად” გაზგასმით, იმიტომ რომ ულამაზოდ იგნორი არ შეგიძლია.”
“სანდროს გაღვიძება მინდოდა, როგორ დავწერო სიტყვა გაზგასმით-მეთქი. მაგინა. ახლა ისევ სძინავს.”
“თუ გღვიძავს ხუთი წუთით დაივიწყებ?”
“მართლა გძინავს ალბათ. მაინც ძილინებისა, წვიმისფერო. ან დილამშვიდობისა, ანამარია. იმედია ხვალ იწვიმებს.”
“არ შეიძლება ჩემი დალევა. ვუბერავ. მორჩა, კარგად.”
“ბოდიში, აგაფეთქე.”
“ისევ გაფეთქებ, ხო?”
“კარგააად.”
ანამარიამ ძალიან სცადა სიცილის შეკავება მაგრამ არ გამოუვიდა. ისე დაიწყო იოანეს სისულელეზე სიცილი, გოგონებმა გაკვირებულებმა შეხედეს.
-აი, წაიკითხეთ და მერე მოგიყვებით. – უთხრა და ტელეფონი მათ მიაწოდა.
-რა საყვარელი და იდიოტია... - თქვა მარიამმა.
-საყვარელიც იდიოტიც და დანიშნულიც. - თქვა ნინამ. ანამარიამ თავი გააქნია, ნინა და მარიამი რა თქმა უნდა რადიკალურად განსხვავებულ დასკვნას დაუდებდნენ მესიჯებს. შემდეგ ამოიოხრა და მოყოლა დაიწყო...
უთხრა როგორ არ ესმოდა არაფერი,
როგორ უნდოდა თავიდანვე მათთვის ყველაფერის თქმა...
როგორ აგიჟებდა ყველაფერი, რასაც იოანე აკეთებდა.
მოუყვა ორ და სამ წუთზე... მოუყვა შუაღამის სვანეთზე, მიზიდულობის ძალაზე, შუა ქუჩაში სიცილსა და ერთადერთ ნამდვილ ბედნიერებაზე, რომელიც სამი წლის მანძილზე ეგრძნო.
-პირველად იმიტომ დავთანხმდი, რომ ძალიან ცუდად იყო.
მეორედ იმიტომ რომ მე ვიყავი ცუდად.
არ ვიცი რა ხდება ან რას ვაკეთებ... მაგრამ ვიცი რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს. - უთხრა გაოცებულ გოგონებს.
-არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც სხვა ხდება. ალბათ იმ განწირული ადამიანივით ვარ, რაღაცეები რომ ელანდება, მაგრამ... ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება.
-რა თქმა უნდა, რაღაც ხდება. შენ ალბათ ვერ ხვდები როგორ გიყურებს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ. - თქვა ნინამ.
-მაგრამ მეორე მხრივ, არ მინდა რამე ცუდად გამომივიდეს. იოანემ საშინლად გამამწარა, ახლა სხვაზე ქორწინდება და არ მინდა რომ... - დაიწყო გოგონამ.
-რას გვიხსნი, ხვდები? - გაგიჟების პირას იყო მარიამი. -ვინმე გამვლელი ხომ არ არის, იოანეა! გგონია ნუცას ან შენ ასე გამოგიყენებდათ? ხომ იცნობ?
-ხო და მაგიტომ ვამბობ... რომ აქ რაღაც ხდება. - თქვა გოგონამ და ისევ მოუვიდა მესიჯი. -აი ხედავთ? ერთ წამს მინდა მივახრჩო, მეორე წამს მესიჯი მომდის!
“ძაააან ბოდიში. რეები ვიბოდიალე. :დდდდ ”
“ახლაც ბოდიალობ.” მისწერა უცებ.
-ვერ მიახრჩობ, შეგეცოდება. - გაეცინა მარიამს და გოგონას ხელი გადახვია. -ღმერთო, იოანე დადვანი, საიდუმლოებით მოცული მაჩო.
-ტელემუნდო პრეზენტა... - წაიღიღინა ნინამ და სამივემ ისევ დაიწყო სიცილი.
***
მეორე საღამოს სანდრომ მისწერა, ლუკა მოდის შენთან და ჩემთან მოდიხარო. კალენდრას დახედა, ხომ არავის დაბადების დღე გამომრჩაო და მხრები აიჩეჩა.
ლუკამ იმხელა ხმაზე დაიწყო დასინგნალება, მხოლოდ ანამარიამ კი არა, მთელმა ქუჩამ გაიგო რომ ელოდებოდნენ.
სიცილით დაიბარა, სანდროსთან მივდივარო, მოსაცმელი და ტელეფონი აიღო და დაბლა ჩავიდა.
-ხდება რამე? - იკითხა როცა ლუკა გადაკოცნა.
-ჩვენთან ყოველთვის რაღაც ხდება, პრინცეს. - თვალი ჩაუკრა ლუკამ.
-ანამარიას რატომ არასდროს მეძახით? - მოჩვენებითი სიბრაზით დაიწყო გოგონამ. - ანასტასია, ანანომარია, პრინცესა, მაგრამ ანამარია არ შეიძლება.
-გვავიწყდება. - გაეცინა ბიჭს და გაზს დააჭირა. - ანამარია... - დაიწყო ცოტა ხნის შემდეგ.
-გაგახსენდა? - გაეცინა მოულოდნელად.
-ძალიან გვენატრბოდი, წასული რომ იყავი. ხომ იცი? - უთხრა და არეული თვალებით შეხედა. - ასე გვეგონა რაღაც გვაკლდა. შენ ჩამოხვედი მაგრამ რაღაც მაინც გვაკლდა. -ახლა ხომ არაფერი გაკლიათ? - გაეღიმა გოგონას.
-ყველაფერი იცვლება და ქრება, თითქოს არაფერი უნდა გვაკლდეს, მაგრამ ყველაფერი გვაკლია. - გოგონას თავის ბავშვობის მეგობარი ასეთი სერიოზული ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე თუ ენახა. - ყველაზე მეტად სკოლის დრო მენატრება, მგონია ვერასდროს ვიქნებით ისეთები, ისეთი სუფთები, როგორც მაშინ.
-ისეთი ერთიანებიც?
-ალბათ ერთიანობას შევძლებდით, სამყარო რომ არ იყოს ბოროტი ადგილი. - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ბიჭმა. ანამარია დაიბნა, თითქოს ხვდებოდა ლუკა რას გულისხმობდა მაგრამ...
-მეც მენატრება სკოლის დრო. - თქვა ანამარიამ ბოლოს და ლუკას გაუღიმა.
***
თბილისს ჩამავალი მზე და ღრუბლები ლურჯსა და ნაცრისფერში ახვევდნენ. ისეთ საშინელს უგრძნობდა გული, ისე იმუქრებოდა ცაც, იცოდა სანდროსთან ასულს მისაღებში ვინ დახვდებოდა.
ნუცა მარიამის და ნინას გვედით იჯდა, ხელში რამდენიმე კონვერტი ეჭირა და გოგონებს ღიმილით ესაუბრებოდა.
იოანეს და ნიკას სილუეტები აივაზე ჩანდნენ, სანდრომ გოგონა ხმაურით გადაკოცნა. -როგორ ხარ? - გაუღიმა მეგობარმა.
-შენ როგორ ხარ, იპოვე ტელეფონი? - ძალით გაიცინა.
-ჩემი გულისწორი დამპირდა გიყიდი ხელფასზეო. - წარბები აათამაშა სანდრომ. გოგონამ თვალები გადაატრიალა და გოგონები გადაკოცნა.
-ანასტასია მოსულა! - ისე დაიყვირა ნიკამ, იოანე გაშტერებული შემობრუნდა აივნიდან. ერთ წამს შეხედა და თავი მაშინვე გააბრუნა...
-რა ხდება? - თქვა და ბიჭებს შორის დაჯდა. გული უგრძნობდა, რომ იცოდა ნუცას კონვერტებში რა იცოდა. გული უგრძნობდა და რეალურად გრძნობდა სიმწრის ცრემლებს, რომელთაც ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად დამალავდა.
-გვინდოდა ჩვენით მოგვეცა მოსაწვევები. - გაიღიმა ნუცამ და ერთ-ერთი ანამარიას გაუწოდა.
-მეც მეპატიჟებით? - გაეცინა და აკანკალებული ხელით გამოართვა ვარდისფერი კონვერტი. იგრძნო, როგორ დაიძაბა იოანე.
ასე ხდებოდა... ყველაფერი რეალური იყო. ორი წუთი, სამი, რამდენიმე მესიჯი და მართლა ეგონა, რომ სამი წელი მოეჩვენა? მართლა მისცა საკუთარ თავს იმის უფლება, რომ რაღაც სულელური იმედი ჰქონოდა?!
-რა თქმა უნდა. - უთხრა გოგონამ. -იოანესთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი ხარ, შენს გარეშე დანაკლისის გრძნობა ექნება. ასე არ არის, იო? - თქვა ნუცამ და საქმროს ხელი გადახვია.
საქმროს, მომავალ ქმარს, ანამარიას სიცოცხლეს, იქ მოხვია ხელი, სადაც თვითონ ეხებოდა, როცა ეხუტებოდა...
გააჟრიალა, იოანეს სახეში შეხედა და მის რეაქციას დაელოდა.
ხმა არ ამოუღია, თითქოს ტელეფონის ასაღებად მოშორდა გოგოს.
ანამარიამ კონვერტი გახსნა.
ზედ ლამაზი, დახრილი შრიფტით, შავით თეთრზე, მარტივად ეწერა იოანეს და ანამარიას სახელები, ოღონდ გვერდიგვერდ არა.
უცებ დაიბნა, ვერ მიხვდა როგორ შეიძლებოდა მოსაწვევზე მათი სახელები ყოფილიყო, ოღონდ ერთად არა.
ოღონდ ერთად არა...
ქორწილი ორ კვირაში იყო.
-ძალიან ლამაზია. - თქვა ძალით.
-ხო, ყველამ ვიცოდით რომ ვარდისფერი იოანეს ფერი იყო, არა? - გახუმრება სცადა ნიკამ. ნინამ უხერხულად გაიცინა და ძმას ხელი გადახვია. მარიამმა საცოდავი სახით გადმოხედა და უცებ ინანა, რომ გოგონებს ყველაფერი მოუყვა, იმიტომ რომ არავის სიბრალული არ სჭირდებოდა.
სანდრომ ისევ დაიწყო ლაპარაკი, ხუმრობა. ნუცა გოგონებს ორნამენტებს, რესტორნის სურათებს აჩვენებდა. ანამარია იცინოდა, საუბრუბდა, ცდილობდა ჩუმად არ მჯდარიყო, ცდილობდა გონება არ გაფანტვოდა, იმიტომ რომ აუცილებლად დაშლებოდა ნაწილებად. იოანე ისევ გაანადგურებდა, ოღონდ ზარით კი არა იქ ჯდომით, არაფრის კეთებით და უცებ ძალიან შესძულდა ყველაფერი.
შესძულდა იმიტომ, რომ ერთ გრძნობას იმდენის უფლება ჰქონდა, ჩრდილად გადაფარებოდა მთელს მის ცხოვრებას, მის ყველა მომენტს, ყოველ ნაბიჯს. ერთ გრძნობას, მის უკმარისობას ან საკმარისობას შეეძლო ერთი ადამიანი დაერწმუნებინა, რომ ცა ახლოს იყო, ვარსკვლავებს მისწვდებოდა, მეორე კი სამუდამოდ სიბნელეში, სინთლის სხივის გარეშე დაეტოვებინა.
იმ წამს, როცა სანდროს მისაღებში, დივანზე იჯდა, თავისი ჩვეული ადგილისგან შორს და უყუდებდა როგორ ეკითხებოდა ნუცა რაღაცას იოანეს და ის უემოციოდ უქნებდა თავს, როცა ნუცას ხელზე თვლიან ბეჭედს ხედავდა, როცა თავის თვალით ხედავდა, როგორ უყვარდა სხვა იმას, ვინც თვითონ უყვარდა, გადაწყვიტა, რომ სიყვარული სძულდა.
ნუცას ცოტა ხნის შემდეგ გიორგიმ მოაკითხა, ერთადერთი კარგი ამ საღამოში ის იყო, რომ ბიჭი ზემოთ არ ამოსულა. იოანემ მასთან ერთად წასვლა დააპირა, მაგრამ გოგონამ გააჩერა, ანამარიას დაუბარა, აუცილებლად გელოდები ქორწილშიო და წავიდა.
თითქოს ყველამ ერთად ამოისუნთქა. ნიკამ და ლუკამ იმიტომ, რომ სალაპარაკო მიზეზებს აღარ გამონახავდნდნ, მარიამმა და ნინამ იმიტომ, რომ ანამარიას სახეზე ნიღაბს აღარ უყურებდნდნ, სანდრომ იმიტომ, რომ იოანეს ძალით აღარ აალაპარეკბდა ყოველ წუთს, იოანემ...
იოანემ ვინ იცის.
-რა საჭირო იყო ასე დაჩქარება, ჯერ ახლა დაინიშნეთ. - თქვა ნიკამ.
-ნუცას მამა მიდის უცხოეთში მალე და ვეღარ ჩამოვა რამდენიმე თვით. - უემოციოდ თქვა იოანემ.
-ამდენი მილიონი აქვს, დავიჯერო ვერ წყვეტს როდის მოვა და წავა? - წარბები შეკრა ლუკამ.
-არ ვიცი რა, არ ვიცი. - თქვა იოანემ და სიგარეტს მოუკიდა.
-ანამარია... - დაიწყო შემდეგ. გოგონას რამის გაეცინა ყველას წინაშე რომ ელაპარაკებოდა. -გისმენ. - უთხრა მშვიდად.
-სალაპარაკო გვაქვს. - თქვა და თვალი თვალში გაუყარა.
-არა, არ გვაქვს, დამიჯერე. - თქვა ცივი ღიმილით.
-ანამარია... - ისევ დაიწყო.
-საცოლე წავიდა და ახლა ჩემი ჯერია? - საერთოდ არ აინტერესებდა, რომ გარშემო სხვები ისხდნენ. დარწმუნებული იყო, არაფერი უკვირდათ რასაც ამბობდა. -ორ კვირაში ქორწინდები, რა გვაქვს სალაპარაკო?
იოანემ თვალები დახუჭა და თავი გააქნია.
-რამე არასწორად ვთქვი? შეხედე! - უთხრა და მოსაწვევი ახლოს მიუტანა. - “იოანე დადვანი და ნუცა შონია ეპატიჟებიან ანამარია ლომიძეს მათ ქორწილში.” - წაიკითხა გამოთქმით. იცოდა, საკუთარი გაღიზიანების გამოჩენით გრძნობებსაც აჩენდა მაგრამ არ ადარდებდა.
-მართლა ეგ ადამიანი გგონივარ? - გაეცინა იოანეს. - გგონია საცოლე გავუშვი და ახლა ყოფილ შეყვარებულს მივადექი?
-აბა რა გვაქვს სალაპარაკო, ილაპარაკე! - ხელით ანიშნა გოგონამ.
-მართლა გინდა აქ ვილაპარაკოთ? - იკითხა იოანემ და სხვებს მოავლო თვალი.
-გგონია რამე გაუკვირდებათ რასაც იტყვი? არც მე გამიკვირდება რაიმე.
-ანამარია... - დაიწყო სანდრომ. -ან ჩვენ წავალთ, ან თქვენ წადით, იმიტომ რომ რაღაცეები მარტომ უნდა გაარჩიოთ და არა ჩვენს წინ. - თქვა მშვიდად.
მისმა სიმშვიდემ აიძულა ანამარიას, რომ ოდნავ დამშვიდებულიყო, რომ თავი დაექნია და საკიდიდან ქურთუკი აეღო.
-ბოლოჯერ და უკანასკნელად, შენც ხომ ხვდები? - უთხრა იოანეს. -კარგად მოიფიქრე რას მეტყვი.
ბიჭმა ერთხელ შეხედა, კარები გააღო და გარეთ გაუძღვა...
***
...სავსე მთვრე დაჰყურებდა თბილისს თავზე. ლურჯ და ნაცრისფერ ტონებში იყო გახვეული ქალაქი. წვიმას გადაეღო და სასიამოცნო, ცივი ჰაერი ტრიალებდა ქუჩებში. იმდენად ციოდა, გოგონას გამოსვლისთანავე გააჟრიალა, სიბრაზისგან გაწითლებული სახე გაუფითრდა. ქარმა მისი გრძელი, მუქი ფერის კულულების ცეკვა დაიწყო.
ბიჭი რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მიჰყვებოდა, ერთი ხელი ჯიბეში ედო, მეორეთი აღარ ახსოვდა, მერამდენე სიგარეტს ეწეოდა...
უცნაური სანახავი იყვნენ, თითქოს ერთად არ მიდიოდნენ, ყოველ წამს შეიძლებოდა უფრო გაზრდილიყო მათ შორის მანძილი და სხვადასხვა გზებს გაჰყოლოდნენ, მაგრამ თითქოს ჩანდა ვერცხლისფერი ძაფი, რომელიც თითებზე მჭრიდროდ ჰქონდათ შემოხვეული, რომელიც აიძულებდათ ერთად გადაედგათ ნაბიჯები, ერთდროულად ამოესუნთქათ და ჩაესუნთქათ, ერთად სტკენოდათ და გახარებოდათ...
სხვადასხვა გზებით რომც წასულიყვნენ, მათ შორის ძაფი არ გაწყდებოდა.
... სკოლისკენ მიდიოდნენ. ანამარიამ არ იცოდა, თვითონ წავიდა იქით თუ მას მიჰყვა, ფაქტი იყო, რომ ეს გზა სხვაგან არსად მიდიოდა.
მისი აბობოქრებული გონება სიცივეს და ქარს ჩაეცხრო. ახლა სიბრაზეს აღარ გრძნობდა და ხვდებოდა, გასაბრაბაზებელი ალბათ არც არაფერი იყო. მიჰყვებოდა რომ მოესმინა რა უნდოდა, საბოლოოდ შეეხედა მისთვის და შემდეგ სამუდამოდ გასცლოდა.

ალბათ იმედოვნებდა, რომ დაკარგულ სულს იპოვიდა. ფიქრობდა, რომ მასთან საბოლოოდ ლაპარაკი უნდა ყოფილიყო მათი დასკვნა. მათი წერტილი...
სკოლის ღობეზე იოანე მარტივად გადაძვრა და ხელი გაუწოდა, მასაც რომ დახმარებოდა. ნაცნობი ადგილის დანახვისას უცნაური გრძნობა დაეუფლა, გაეღიმა, ლამის აეტირა... შენობია წინ, საფეხურებზე ჩამოსხდნენ.
ანამარიამ წვივები ხელებს დააყრდნო და გვერდით მჯდომს გახედა. უყურებდა მის პროფილს, იმას, როგორ ეჭირა პიანისტის თლილ თითებში სიგარეტი, რომელიც მთვარესთან ერთად ერთადერთ სინათლედ ჩანდა ღამეში.
-ქორწინდები. - დაიწყო მშვიდად. -ამიტომ აღარც წუთები იქნება, აღარც მესიჯები, აღარც ჩუმი სიცილი...
-თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო. - თქვა იოანემ და ანამარიას ჩაეცინა. - ზოგჯერ ძალიან ეგოისტი ვარ.
-მანამდე გეტყოდი, რომ შენზე უანგარო ადამიანი ამ ქვეყნად არ მენახა. - თქვა გოგონამ.
-მანამდე... - გაეღიმა ბიჭს.
-არასდოს დამიდანაშაულებიხარ იმაში, რომ დამშორდი. - დაიწყო გოგონამ. ხვდებოდა, რომ დრო იყო იმ დღეზე ესაუბრათ. -ალბათ შენ ფიქრობ, რომ თავს ვიგიჟებ, ვერ გადავუყვარდებოდი-მეთქი, მაგრამ ეგ არ გამკვირვებია. ტელეფონით რომ დამშორდი მაგან გამაგიჟა. - იოანემ დიდი ინტერესით უსმენდა, ის კი ცას უყურებდა, თითქოს მას უყვებოდა ამბავს...
-ვიცოდი. - თქვა მან. - მაგრამ სხვანაირად შეუძლებელი იყო.
-რატომ? - იკითხა გულწრფელად. - უეცრად რატომ გადაწყვიტე რომ აღარ გიყვარდი? რამდენ ხანს მატყუებდი მანამ, სანამ დამშორდებოდი? პირველ თვეებში ვგიჟდებოდი. რატომ, რატომ, რატომ... მერე მოვხვდი, რომ არ მაინტერესებდა, იმიტომ რომ მიზეზები შედეგებს არ ცვლიდნენ.
-ტელეფონით იმიტომ დაგშორდი, რომ პირისპირ ამას ვერასდროს გავაკეთებდი. - ისე სწრაფად თქვა იოანემ, თითქოს სიტყვები მოხტოდნენ, მისგან დაუკითხავად ამბობდნენ სათქმელს.
-ახლა მე გკითხავ რატომ და შენ არაფერს მეტყვი. გეტყვი, ბოლოჯერაა რაღაცას რომ გკითხავ-მეთქი და შენ ისევ გაჩუმდები.
-რომ შემეძლოს ყველაფერს გეტყოდი, ყველა ფერს გეფიცები, ანამარია, წვიმის ფერს, - ფრთხილად ხელით შეეღო სახეზე და მისკენ შეაბრუნა. - შენი თვალების ფერს გეფიცები, ერთი ადამიანის არჩევა რომ შემეძლოს მთელი შვიდი მილიარდიდან, ვისაც სიმართლეს ვეტყოდი, მხოლოდ შენ აგირჩევდი. - იოანეს თვალები აემღვრა, თავადაც იგრძნო, როგორ ემუქრებოდნენ ცრემლები წამოსვლას.
-წვიმისფერ თვალებს დამალული უნდა გამოეჩინათ, - თქვა სევდიანი ღიმილით და ბიჭის ხელს თავი მიაყრდნო. - მაშინაც კი, როცა არ წვიმდა.
მე უნდა მეპოვე მაშინ, როცა არ იცოდი, რომ დაკარგული იყავი...
-დაკარგული ვარ... - ამოთქვა ბიჭმა. -იმდენად, რომ ვერც მე ვხვდები, სად მაქვს სახლი და ვერც სახლში ხვდებიან, რომ დავიკარგე...
-სახლში ხვდებიან. დასაბრუნებელ გზებს ვერ პოულობ, ხო და ვერ ბრუნდები.
-საკმარისად ძლიერი რომ ვყოფილიყავი, არასდროს დაგირეკავდი. ალბათ არც სამი წლის და არც სამი კვირის წინ. მე რომ უბედური ვიქნებოდი არაფერს ნიშნავდა თუ კი შენ იქნებოდი ბედნიერი...
-ბედნიერი. - გაეცინა გოგონას. - რას ნიშნავს ბედნიერება?
-სახლს სადაც გელოდებიან. თვალებს, სადაც გიპოვიან.
-ორივენი უბედურები გამოვდივართ? - გაეცინა ანამარიას და მის მწვანე თვალებს შეხედა.
-ალბათ ბედნიერება არ არსებობს. ან სხვებისთვის სხვა ფორმა აქვს და ადვილადაა მისაღწევი. - თქვა ბიჭმა.
-რაღაცას მალავ, რასაც ვერასდროს მეტყვი. ისე მიყურებ, თითქოს იმ სამმა წელმა ზუსტად ისე გაგაწამა, როგორც მე. ისეთი სახე გაქვს, თითქოს სადაცაა რაღაცას იტყვი და ყველაფერს გააფუჭებ. - თქვა ანამარიამ და იოანეს ხელს მის სახეზე, ზემოდან თავისი დაადო. - ასეთი მნიშვნელოვანი სიმართლე გაქვს, ჩემზე მაღლა რომ დგას?
-ჩემზე მაღლა დგას. - თქვა იოანემ.
-ხო და ქორწინდები ნუცაზე, რომელიც გიყვარს.
-ძალიან. - დაუდასტურა ბიჭმა და იმ წამს იგრძნო, რას ნიშნავდა, მაშინ რომ უთხრა, მხოლოდ იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ, სიტყვა სიტყვით, მაგრამ მეტად არაო.
-ძალიან. - გაიმეორა მისი ნათქვამი და ხელი სახიდან მოიშორა. - სულ ეს იყო? - იკითხა წამოდგა.
-ბოლოჯერ? - უთხრა იოანემ და ჯიბიდან ტელეფონი აიღო.
-ბოლოჯერ. - თავი დაუქნია. - ხუთი წუთით?
-ცამეტით. თარსი რიცხვიაო, ამბობენ. - ისევე როგორც მანძილი ჩვენს სახლებს შორის, გაიფიქრა გოგონამ.
-ცამეტით. - თქვა და იოანემ ტაიმერი ჩართო.
-ამჯერად რომ არაფერი მავიწყდება? - თქვა მოულოდნელად.
-არ დაივიწყო. არ დამივიწყო. - უთხრა და ხელები გაშალა. -აუცილებლად შეიყვარე, მაგრამ სხვებთან რომ მნახავ, წვიმა რომ მოვა, მე აუცილებლად გამიხსენე.
-წვიმა რომ მოვა, მხოლოდ მაშინ. - თავის სისულელეზე გაეცინა გოგონას.
იოანე ამბობდა, რომ ბედნიერება იყო ადგილი, სადაც გელოდებოდნენ.
მისი გაშლილი ხელები იმ წამს სახლი იყო.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, თითის წვერებზე აიწია და კისერზე ხელები მაგრად მოხვია. მაშინვე იგრძნო წელზე მისი მკლავები და ამოისუნთქა.
მის მხარს მიადო თავი და გაირინდა...
წუთები მიქროდნენ იმაზე სწრაფად, ვიდრე უფლება ჰქონდათ.
იმაზე ნელა...
მის სუნთქვას გრძნობდა, გულისცემას...
საუკუნე იყო და მხოლოდ წამი.
მეთორმეტე წუთზე რომ გაუშვა ხელები, მაშინ მიხვდა, რომ იოანეს მაისურს ცრემლებით ასველებდა.
-ოდესმე გაიგებ, მაგრამ გვიანი იქნება.
-ბედნიერებას გისურვებ. - უთხრა ანამარიამ მიუხედავად იმისა, რაც ცოტა ხნის წინ ბიჭმა უთხრა.
-გიორგის არა რა, გიორგისნირი არ შეიყვარო.
-აბა ვისნაირი? შენნაირი? - გაეცინა.
-შენნაირი. შენნაირი კარგი იპოვე და ის შეიყვარე. - დიდ ძალისხმევად უჯდებოდა ბიჭს სიტყვების თქმა.
-აუცილებლად. - ირონიულად უთხრა გოგონამ და მისგან ნაბიჯი გადადგა.
-მშვიდობით, წვიმისფერო.
დაინახავდა ქუჩაში, ქორწილში, სანდროსთან, მარიამთან, ნიკასთან და ნინასთან, ლუკასთან... დაინახავდა ცოლის გვერდით ან მარტო მაგრამ აღარასდროს ასე.
მანამ, სანამ ტაიმერზე ტელეფონი ბოლო წამებს აითვლიდა, რამდენი ნაბიჯი გადადგა წინ, იოანეს ლოყაზე აკოცა და შემდეგ ისეთივე სისწრაფით შებრუნდა, როგორც გაჩნდა.
“მშვიდობით...”
ამბობდა გულში და სისუსტის ნაცვლად, სიძლიერეს გრძნობდა.
უთქმელ სიტყვებს მაინც მიუხვდა,
აღმოჩნდა რომ სული არ ჰქონდა დაკარგული,
ის სული რომელიც იონეს ექვსი წლისამ მისცა, ისევ მას ჰქონდა, არსად იყო წასული. ეგონა დაკარგა, ეგონა სამი წლის წინ, ტელეფონის ზარის მერე გაუჩინარდა, მაგრამ ასე არ ყოფილა...
იოანე ამდენ ხანს მისგან უთქმელად ანამარიას სულს თან ატარებდა.
ნელი ნაბიჯით მიდიოდა სახლისაკენ.
წვიმას იწყებდა, მაგრამ ვერც ის და ვერც მისი თვალები მოახერხებდნენ დამალული სიმართლის პოვნას...

***
წვიმდა. უცნაურ გლოვას მოეცვა სამყარო, თითქოს მის ხასიათსაც იზიარებდა. ყველაფერი ჩვეულად იყო, არაფერი უნდა შეცვლილიყო, მსოფლიო არ ინგრეოდა, რადგან იოანე სხვაზე ქორწინდებოდა. ქუჩაში დადიოდა და არავინ კითხულობდა, რატომ, რატომ, რატომ. კითხვის დასმას რა აზრი ჰქონდა, როცა პასუხი არსად იყო? რა აზრი ჰქონდა უხასიათობას, გლოვას, ცრემლებს... რისი შეცვლა შეეძლოთ?! ანამარია იმ დღეებში ძალიან მწარედ იგებდა იმ სიტყვებს, რომელიც მამამისმა უთხრა, როცა გაიგო რომ შეყვარებული ჰყავდა. მარადიული არაფერიაო და არც არაფერი იქნებოდა. მთავარი ის იყო, რომ იმ მოკლე უსასრულობაში რომელიც ყველას ჰქონდა, რაიმე დასამახსოვრებელი გაგკვეთებინა, რაიმე ისეთი გვეგრძნო, რომელსაც წლების შემდეგ გავიხსენებდით და გაგვეღიმებოდა.
არაფერია მარადიული მაგრამ ყველას თავის უსასრულობა აქვს. ანამარია არ აპირებდა თავისი ტირილსა და გლოვაში გაელია.
სამსახურიდან გამოსულს უნივერსიტეტის ეზოში გიორგი რომ დაინახა, მიხვდა, რომ უსასრულობაზე ფიქრს აზრი საერთოდ არ ჰქონდა და ბიჭისკენ წარბშეკრული გაემართა.
-ვიცი, რომ იმ დღეს ძალიან დიდი საშინელებები ვილაპარაკე. - გამარჯობის თქმაც არ აცადა ბიჭმა. ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს რეალურად აწუხებდა ის, რასაც ამბობდა. - ჩემი საქმე არ არის ვინ რას იგრძნობს ან ვინ ვის იმსახურებს. ბოდიში ანამარია. - გოგონას თავისი ფიქრები გაახსენდა, მხოლოდ ეს ერთი ცხოვრება ჰქონდა. გიორგის შეყვარებას ვერასდროს მოახერხებდა, მაგრამ...
-არ მინდა, რომ ფუჭი იმედი მოგცე, ხვდები? - უთხრა უხერხული ღიმილით. -არ იმსახურებ იმას, ვინც ვერ შეგიყვარებს.
-სიყვარული ძალიან ცუდი რამაა, ადამიანებს ეგოისტებად აქცევს და დამიჯერე, ძალიან კარგად ვიცი რასაც ვამბობ. - თქვა გიორგიმ. - იქნებ საერთოდ არ გვჭირდება? იქნებ არავის სჭირდება?
-ანუ? - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა გოგონას.
-ძალიან... უცნაური დღეებია. უცნაურია ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო ხდება, უცნაური და დაუნდობელი, საშინელი. ზოგი ადამიანი ზედმეტად ბრმაა იმისთვის, რომ სიმართლე დაინახოს.
-გიო, არ მესმის რას გულისხმობ...
-ბოდიშს გიხდი. - უთხრა გიორგიმ. - იოანე შეიძლება იდეალური არ არის, მაგრამ არც ისეთი ცუდია, როგორადაც გამოვყვანე. როგორ შეიძლება ცუდი იყოს, როცა შენ და ნუცას გიყვართ? - ანამარიას უკვე სული ეხუთებოდა იოანეზე ფიქრით და ლაპარაკით.
-ბოდიში მიღებულია. - უთხრა საბოლოოდ და ბიჭს გაუღიმა. იმდენად უსუსური ჩანდა გიორგი, იმდენად დაპატარევებული, თითქოს მისგან მხოლოდ ამ სიტყვებს ელოდა და მეტს არაფერს.
ბიჭმა გაიღიმა, თავი უკან გადახარა და ამოისუნთქა. ქუჩას ერთად დაუყვნენ. ისევ შეყვნენ საუბარს სამსახურზე, სამყაროზე, იმ ქვეყნებზე, რომლებშიც ნუცა და გიორგი ერთად იყვნენ ნამყოფნი... ისე ლაღად საუბრობდა გოგონა, საერთოდ აღარ ფიქრობდა მოახლოებულ ქორწილზე, მის გატეხილ გულზე, მის დაკარგულ სულზე.
-არ მინდა რამე ვთქვა და ისევ მეჩხუბო. - თქვა გიორგიმ სიცილით და შემდეგ დასერიოზულდა.
-ვიცი, რასაც იტყვი. - თქვა გოგონამ.
-გახსოვს ნიშნობის წინ რა გითხარი? შემოთავაზება ისევ ძალაშია, თუ მიმიღებ. - ანამარიამ ამოიოხრა. -ამ ქვეყნად ყველამ ის უნდა გააკეთოს, რასაც სწორად თვლის. რაც შენთვისაა სწორი ალბათ სხვებისთვის არ იქნება, მაგრამ დღის ბოლოს შენ მხოლოდ საკუთარ თავს აკონტროლებ. ქორწილში წამოსვლა იმიტომ კი არ გინდა, რომ შენი სიძლიერე დაამტკიცო, იმაში დარწმუნება გინდა, რაც გგონია რომ იცი. - ანამარიას მოულოდნელობისგან გაეცინა.
-მეგონა ფსიქოლოგი მე ვიყავი. - უთხრა შემდდეგ.
-არ გახსოვს ამერიკაში ვისთან ერთად სწავლობდი? - წარბები აათამაშა ბიჭმა, გადაკოცნა და წასასვლელად შებრუნდა. - მოგწერ და კიდევ რამდენჯერმე გკითხავ.
-აუცილებლად. - გაეცინა გოგონას და შებრუნდა.
***
ორი კვირა გავიდა.
ორი კვირა, რომლის ყოველ დილას ანამარია იღვიძებდა, იხსენებდა რა მოხდებოდა მალე და ისევ საშინლად უნდოდა დაძინება.
ორი კვირა, როცა ქუჩაში თუ მოკრავდა თვალს იოანეს და მაშინვე არიდებდა.
ორი კვირა, რომელსაც გარდაუვალი თარიღი, გადაუვალი მოვლენა მოჰქონდა...
ყველა ეუბნებოდა, რომ ის უნდა გაეკეთებინა, რასაც სწორად თვლიდა.
არ იცოდა, როგორ შეიძლებოდა იოანეს ქორწილში მისვლა ყოფილიყო სწორი, მაგრამ იცოდა, რომ წავიდოდა.
თავიდანვე იცოდა, იმ წამიდანვე, რაც გაიგო რომ ქორწინდებოდნენ. ალბათ მალავდა, საკუთარ თავსაც ატყუებდა და სხვებსაც, მაგრამ გულის სიღრმეში იცოდა.
წავიდოდა უამრავი მიზეზის გამო, მაგრამ პირველი მხოლოდ ის იქნებოდა, რომ თუ ნახავდა იოანეს სხვასთან ბედნიერს ალბათ მისი გული დანებდებოდა, სხვისთვის ძგერას შეძლებდა...
ამდენი საშინელების მიუხედავად, გული რომელიც არ ჩერდებოდა და ყოველი ცემით მის სახელს იხსენებდა, სხვა ენაზე დაიწყებდა საუბარს.
მიდიოდა დაკარგული სულის საპოვნად, რომელიც ალბათ ისევ იოანეს ჰქონდა თავის ხელებში მომწვდეული, მაგრამ...
მაგრამ... მაგრამ... მაგრამ...
ყველაფერი ბინდს ჰყავდა მოცული, მთელი სამყარო, ყველას ფიქრები...
***
ქორწილის წინა საღამოს ანამარია აივანზე იდგა და ცამეტი კორპუსის იქით იყურებოდა. სანდროსგან იცოდა, რომ ბიჭები დასალევად მიდიოდნენ და თავადაც არ იცოდა, მაინც იქითკენ რატომ გაურბოდა თვალები. მამამისი ნელი ნაბიჯით რომ შემოვიდა ოთახში და ზურგიდან მოხვია ხელები, გაეღიმა.
-რა მოხდა მამა? - იკითხა და ზუსტად მისნაირ თვალებში ახედა.
-არ იქნება ხვალინდელი დღე მარტივი. - უთხრა კაცმა. -არც შენთვის, არც სხვებისთვის.
-რატომ, რთულია დაქორწინება? - გაიხუმრა გოგონამ. მამამისს სახე საერთოდ არ შესცვლია. გაიფიქრა, უნდა მივხვედროდი რომ მასზე ჩემი ფუჭი მხიარულება არ იმოქმედებდაო.
-შენთვის იქნება რთული იქ ყოფნა.
-ხომ სულ მეუბნებოდი, უნდა დაუჯერო გულსო? - უთხრა და ოდნავ მოშორდა, მისთვის კარგად რომ შეეხედა. -ხო და დამიჯერე, გული მიგრძნობს, რომ ხვალ იქ უნდა წავიდე.
-ჩემი ანამარია დიდი გულით. - ნაღვლიანი ღიმილი ჰქონდა კაცს. -იმდენად დიდი გულით, მისი სიძლიერის დასამტკიცებლად ხვალ იმ ქორწილში წავა და ყველას დაანახვებს, რომ არაფერი ადარდებს, შინაგანად კი ... ნეტავ ისეთი ძლიერები ვიყოთ შიგნიდან, როგორადაც ხალხს თავს ვაჩვენებთ.
-შენთვის მოჩვენება არ მჭირდება, მაინც სულ ხედავ. - ჩაეცინა გოგონას.
-იმიტომ რომ მეც ზუსტად შენნაირი ვარ. - უთხრა მამამ და შუბლზე აკოცა. გასვლამდე საწოლზე გადაფენილ ნაცრისფერ, აბრეშუმის კაბაზე უთხრა, ძალიან ლამაზიაო.
რამდენიმე საათის შემდეგ ისევ აივანთან იდგა და გოგონებს ესაუბრებოდა, ტელეფონზე მესიჯი რომ მიუვიდა.
“How I wish you were here.”
(როგორ მინდა, აქ იყო)
რამდენიმე წამს უყურა, იგრძნო ყელში ბურთი როგორ გაეჩხირა, შემდეგ ტელეფონი გათიშა და ისევ ცის ყურება გააგრძელა.
***
ნუცას და იოანეს ქორწილის დღეს არ წვიმდა.
მეტიც, ღრუბელიც კი არ იყო ცაზე. თბილი სინათლით იყო სავსე ქალაქი, ისეთი ლამაზი დღე იყო, აუცილებლად რომ უნდა მოჰყოლოდა რაიმე კარგი, რაიმე საოცარი...
დილიდანვე უცნაურ ხასიათზე იდგა.
თითქოს დაფრინავდა, მისი სხეული მოძრაობდა, იცმევდა, იკეთებდა მაკიაჟს, თმას, ტელეფონით ესაუბრებოდა ნინას და მარიამს, არწმუნებდა ყველას, რომ კარგად იყო, რომ ცუდი არაფერი ხდებოდა, რომ არა, ამჯერად არ იტყუებოდა, მართლა არ ტყდებოდა შიგნიდან.
ტყუილს ტყუილზე ამბობდა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა.
სახლიდან გასვლამდე სარკეში რომ ჩაიხედა და თავის თავი დაინახა, საკუთარ თვალებს რომ შეხედა, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც აჩენდნენ იმას, რისი დამალვაც სურდა,
ალბათ გაიგო რას გულისხმობდა ხოლმე იოანე. წვიმისფერი თვალები მათ პატრონსაც კი ახსენებდნენ, იმალები და დროა გამოჩნდეო.
***
მანქანა რომ გაჩერდა, უკვე ძალიან გვიანი იყო.
გვიანი იყო ანამარიასთვის, ცერემონია უკვე მალე დაიწყებოდა და... გვიანი იყო რეალობაში დასაბრუნებლადაც.
“ახლა გადახვალ და ყველა შენ შემოგხედავს.
ყველა იფირებს, ეს ხომ ის გოგოა, დადვანს გვერდიდან რომ არ შორდებოდაო.
ეს ხომ იოანეს ყოფილი შეყვარებულიაო.
ეს ხომ ის გოგოა...
მანქანიდან გადახვალ და ის გოგო გახდები, ვინც ნებისმიერს უნდა რომ იყო.
ზოგისთვის ის ყოფილი, რომელიც ისტერიკების ჩასატარებლად მოვიდა,
ზოგისთვის ის ადამიანი სხვას ბედნიერებას არ აცდის,
ზოგისთვის ის, ვინც მოვიდა რადგან დაამტკიცოს რა ადარდებს და რა არა.
ამდენ ადამიანში ერთი ორი თუ აღმოჩნდება, ვინც იცის, რომ დაკარგულ სულს ეძებ.
სულს, რომელიც სამი წლის წინ იმ ბიჭმა დაკარგა, რომელიც მალე დაქორწინდება.”
წამით თვალები აეწვა, შემდეგ გაიღიმა და მანქანიდან გადავიდა.
ასე თუ ისე ყველაფერი მთავრდებოდა.
დასასრული კი ბედნიერებას კი არა, სიმშვიდეს მაინც ნიშნავდა.
დასასრული მტკიცება იყო, რომ ამის შემდეგ არაფერი მოხდებოდა.
სრულიად არაფერი...
შონიების უზარმაზარი სახლი საქორწინოდ იყო მორთული, თეთრი ყვავილები ბაღის სიმწვანეში, მინიმალური, თუმცა გემოვნებით შერჩეული ორნამენტები... შამპანიურის ჭიქებით დადიოდნენ ბაღში მოსამსახურეები, სტუმრები კი ყველგან ირეოდნენ.
ლილი და დავითი შენიშნა პირველად, ერთი იოანეს თვალებით, მეორე იოანეს ღიმილით უყურებდა, როცა ორივეს გადაეხვია.
-ვინ იფიქრებდა, არა? - ნაღვლიანი ღიმილი ჰქონდა დავითს. - უსამართლოა ეს ცხოვრება, ანანომარია, უსასმართლო.
გოგონამ მანამ დაუკრა თავი და გაშორდა, სანამ რამე ისეთს იტყოდა, რაც არ უნდა ეთქვა. დიდხანს ძიება არ დასჭირვებია, უკნიდან შემოხვია მხარზე ხელი და წინ ღიმილით დაუდგა გიორგი.
-ვიცოდი, რომ მოხვიდოდი.
-მეც ვიცოდი. - გაეცინა გოგონას. -გიხდება ბაფთა.
-შენ ეგ კაბა. - უთხრა და ხელი გაუწოდა.
გოგონას გაეღიმა და ხელში ხელო გაუყარა.
-დაიგვიანე, სადაცაა ხელს მოაწერენ. - უთხრა გიორგიმ.
-დროზე მოვსულვარ. - თქვა გოგონამ და ღიმილით დაუკრა თავი მის ლექტორებს. ყველანაირი ადამიანი იყო ქორწილში, საიდანღაც ნაზი ვიოლინოს ხმა ისმოდა, ერთმანეთში ირეოდა კაბების და თმის ფერები... გოგონას თავბრუ ესხმოდა.
მარიამი და ნინა რომ დაინახა ლუკასთან და ნიკასთან ერთად, თითქოს სამყარო უფრო რეალური გახდა. მისი მეგობრები სერიოზულად, დაბალ ხმაზე საუბრობდნენ რაღაცაზე.
-რას გეგმავთ, იტაცებს სანდრო დადვანს? - მოჩვენებითი სიხარულით თქვა მასთან მიახლოებულმა.
-კი, ბოლო დეტალებს ვაზუსტებთ. - სრული სერიოზულობით უთხრა ლუკამ.
-მაინც მოვიდა. ეს გიჟი, არანორმალური გოგო მაინც მოვიდა! - თქვა ნიკამ და ისე ჩაეხუტა, სუნთქვა შეუკვრა.
-ცერემონია იწყება... - თქვა მათკენ მომავალმა სანდრომ და ახლა მან გადახვია ხელი გოგონას. ანამარიას ძალიან არ მოსწონდა, რომ ყველა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. - ჩემი გოგო ხარ, ხომ იცი? - უთხრა ჩახუტების დროს ყურში. -ოდესმე გაიგებ რაც ხდება და მერე იტყვი არ უნდა მოვსულიყავიო.
-ანუ შენ იცი? - წარბი აწია გოგონამ. - კიდევ ვინმემ?
-მარტო მე. დადვანის პერსონალური ძიძა მაგიტომ ვარ. შენც ხომ იცი რაღაც ჩემზე, ანანომარია? - ჰკითხა ბიჭმა.
-ის, რომ მარიამი გიყვარს, ყველამ იცის მარიამის გარდა, სანდრო.
-ისიც ყველამ იცის შენს გარდა, რაც მთავარია მე რაც ვიცი, იმ ამბავში, ანამარია. - უთხრა, თვალი ჩაუკრა და სახლისკენ წავიდა.
გოგონა კანკალმა აიტანა...
-დავსხდეთ, იწყება... - თქვა მარიამმა საბრალო სახით და ანამარია მიხვდა, რომ მართლა არ უნდა ყოფილიყო იმ ადგილას. რომ სისულელე იყო თავის ასე ტანჯვა, რომ ყველას აჩვენებდა თავს ძლიერად, რეალურად კი ძლიერი საერთოდ არ იყო და იმ ქორწილიდან გაქცევა უნდოდა. სძულდა სიყვარული, სძულდა გარკვევლობა და ყველაზე მეტად საკუთარი აკვიატებები, რადგან რამდენიმე წუთში იქ იდგებოდა და უყურებდა როგორ ქორწინდებოდა მისი საყვარელი ადამიანი სხვაზე.
უეცრად იგრძნო, როგორ არ ჰქონდა აზრი არაფერს. მისი იქ ყოფნა ან არ ყოფნა არაფერს შეცვლიდა. ქარიშხალივით დატრიალდა ყველაფერი, სამყარო რამდენიმე წამს გაჩერდა, ის- ის იყო უნდა შემობრუნებულიყო და გასასვლელისკენ გაქცეულიყო, როცა პატარძალი გამოჩნდა.
ნუცა გრძელი, საქორწინო კაბით, ჩვეულებვრივზე ოდნავ მუქი წითელი თმით, უცნაური ღიმილით. ნუცა, რომელიც ბილიკის ბოლოს ნელი ნაბიჯით მიდიოდა მომავალი მეუღლისკენ. იმ ბიჭისკენ, რომელსაც ანამარიას ხელი მთელი ცხოვრება ეჭირა და მხოლოდ ახლა უშვებდა.
არაფერს ჰქონდა აზრი, არც ყოფნას და არც არ ყოფნას. გიორგის მოხვეული ხელი რომ არა, ასობით ადამიანში ერთადერთი ფეხზე მდგომი იქნებოდა. მარიამის და ნინას გვერდით, სკამზე მძიმედ დაეშვა და შეეცადა რაც მის შიგნით ხდებოდა, სახეზე არ გამოეჩინა.
არ იცოდა ვისთვის ეყურებინა, კოსტუმ-შარვალში გამოწყობილი იოანესთვის, რომელიც მთელი სხეულით დაჭიმული იდგა იმ მაგიდის გვერდით, რომელზეც ხელი უნდა მოეწერათ თუ ტრაგიკულად ფერმკრთალი ნუცასთვის, რომლის ღიმილიც უფრო და უფრო ნაკლებად დამაჯერებელი ხდებოდა.
“იგონებ. რაღაცეს იგონებ. აგონიაში ხარ, იქ ხარ სადაც არ უნდა იყო, სხვების ბედნიერებას უყურებ და რაღაცებს იგონებ!” უმეორებდა საკუთარ თავს.
ვიოლიონის მუსიკის ხმა უკვე წყდებოდა, როცა ნუცას მამამ იოანეს ხელი ჩამოართვა და შვილის ხელი გადაულოცა.
ზუსტად იმ წამს გამოიხედა ანამარიასკენ, როცა ნუცა გვერდით დაუდგა.
ის მანძილი, რომელიც აშორებდათ დაპატარავდა. ორი კვირის შემდეგ პირველად უყურებდა თვალებში და თითქოს მწვანე სინათლის სხივები უყვებოდნენ ამბებს, რომელაც მისი პირი არასდროს იტყოდა.
ეს იყო მათი ისტორიის დასასრული,
ექვსი წლის ასაკში, სკოლაში დაინახა პირველად მისი ღია, მეგობრული, თბილი თვალები და წლების შემდეგ იცოდა, რომ სახლიც იპოვა მაშინ მათში. სახლი, სადაც უყვარდათ და ყოველთვის ელოდებოდნენ. სახლი, რომელიც ახლა სხვისი თავშესაფარი გახდებოდა, სამუდამოდ. რა აზრი ჰქონდა მიზნებს და მიზეზებს, როცა იოანეს ქორწილი ჰქონდა, პატარძალი გვერდით ედგა და მას თვალებით უხდიდა ბოდიშს?
“ბოდიში, რომ შენი თვალები არ იყო საკმარისი.
ბოდიში, რომ ვერ ვიბრძოლე.
ბოდიში, რომ აქ დგახარ და მიყურებ.
ბოდიში, რომ სკოლის პირველ დღეს შეგხვდი და შეგისისხლხორცე,
ახლა კი მიწევს გაგიშვა.”
ანამარიამ არ იცოდა თავის თვალები რას ამბობდნენ, იცოდა რა არ უნდა ეთქვათ...
ნუცა იოანეს გვერდით დადგა,
ქორწინების რეგისტრატორმა ცერემონია დაიწყო.
ანამარია საბოლოოდ გაითიშა.
-სამყარო არ ჩერდება, ხომ ხვდები? - ყურჩი ჩაესმოდა გიორგის ხმა. მარიამის ხელს გრძნობდა მისაზე.
-რჩება. რაღაც რჩება. - თქვა გოგონამ.
თითქოს ბურუსში ჩაესმოდა მათი ხმები. თითქოს კილომეტრებით იყო დაშორებული ყველაფრისგან. ალაგ-ალაგ იგებდა სიტყვებს “თანახმა”, “ლხინში”, “დაგაშორებთ...” ხმა არ ესმოდა, მაგრამ მის სახეს ხედავდა.
უყურებდა და იღიმოდა, როცა იოანემ კალამი აიღო და სმენა მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა, მტკიცედ რომ თქვა:
-თანახმა ვარ.
ანამარიას გული წამით გაუჩერდა, სახიდან ღიმილი არ მოუშორებია, ისე დაუკრა სხვებთან ერთად ტაში. იგრძნო, როგორ ჩასწყდა რაღაც შიგნიდან.
“აბა, იპოვე დაკარგული სული?” ეკითხებოდა ბოროტი მეორე მე.
ტაშის კვრა შეწყდა. შესამჩნევად ამოისუნთქა ნუცას მამამ, რომელიც პირველ რიგში იჯდა ლილის და დავითთან ერთად. ყველა ფიქრობდა, ქორწილი გადარჩა, იოანე დადვანი ქორწინდებაო.
ყველა...
რეგისტრატორმა გაიღიმა და ნუცას შეხედა.
-თანახმა ხართ თუ არა, რომ თქვენი ცხოვრების თანამგზავრად აირჩიოთ იოანე დადვანი, მიიღოთ ის სიყვარულსა და ერთგულებაში, ჭირსა თუ ლხინში, მანამ სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ?
გოგონას სახიდან ის ოდნავი ფერიც კი წაუვიდა, რაც ედო.
ცისფერი თვალები აეღმვრა, რამდენიმე წამს გაჩუმდა.
მთელმა ეზომ სუნთქვა შეიკვრა.
ნუცა იოანეს უყურებდა ისე, თითქოს მის ამოცნობას ცდილობდა. ისე, თითქოს მასაც უნდოდა წვიმა რეალობის დასანახად, დამალულის საპოვნად.
ისე უყურებდა, თითქოს იპოვა ის, რასაც ანამარია რა ხანი იყო ვერ პოულობდა.
გაიგო პასუხი იმ საიდუმლოზე, რომელიც ყველასთვის აშკარა უნდა ყოფილიყო და არაფრით არ იყო.
იოანე შეწუხებული უყურებდა, რაღაცას ჩუმად ეუბნებოდა...
სიჩუმე უკვე უხერხული ხდებოდა,
ნუცას ნაცვლად ლაპრაკობდა...
-გაგიმეორებ. - ღიმილით უთხრა ქალმა და თავიდან დაწყება დააპირა, როცა გოგონას ერთი სიტყვა ყველას ყურებში ათასად გაისმა.
ერთი სიტყვა... რამხელა ძალა აქვს ერთ სიტყვას. გქმნის ან განადგურებს. გაძლევს ყველაფერს რაც გინდა და ყველაფერი უკან მიაქვს.
ნუცას აუცულებლად უნდა ეთქვა “დიახ” და შეუძლებელი იყო, მაგრამ არას ამბობდა.
-არა. - გაიმეორა გოგონამ და იოანეს ღიმილით გახედა. პირველი ნამდვილი ღიმილით. ყველა გაჩერდა. სუნთქვის ხმაც კი არ ისმოდა ეზოში.
რამდენიმე წამით ხმა არავის ამოუღია.
იოანემ თვალები გააფართოვა და ის, გიორგი და ნუცას მამა ერთდროულად წამოდგნენ.
-რას ამბობ? - ამბობდა იოანე და გოგონას მხრებზე ხელებს ადებდა. -ნუცა, რას ამბობ?! ანამარია საკმარისად ახლოს რომ არ მჯდარიყო, გოგოს ნათქვამს ვერ გაიგებდა.
-ბრმაა ყველა, ვინც სიმართლეს ვერ ხედავს. ბრმაა ყველა, ვინც ფიქრობს რომ შენ ანამარია არ გიყვარს. - უთხრა ცრემლიანმა და ლოყაზე აკოცა. -მადლობა... - დაიჩურჩულა და უკან დაიხია.
ანამარიამ სუნთქვა შეწყვიტა.
-ნუცა, ნუცა, რას აკეთებ... - მიცვივდნენ გოგონას მშობლები და ძმა. -რას აკეთებ, რას... - სტუმრები ამოძრავდნენ, საუბრობდნენ, გაოცებულები, წარბაწეულები უჩურჩულებდნენ აზრებს.
ანამარია ადგილზე მიყინული იჯდა ზუსტად ისე, როგორც იოანე რამდენიმე მეტრის მოშორებით.
-ქორწილი არ იქნება, ბოდიშით, ტყუილად მოგიყვანეთ! - ხმამაღლა, სიცილით თქვა ნუცამ, როცა მშობლებს დაეხსნა და ფატა მოიშორა.
-ვაიმე, ვაიმე, ღმერთო! - მეასედ იმეორებდა მის გვერდით აღშფოთებული მარიამი.
ანამარია მხოლოდ მაშინ წამოდგა ფეხზე, როცა მიხვდა რომ პატარძალი მისკენ მოდიოდა. პატარძალი არა... პატარძალი არა... ანამარიას გაყინული გონება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა სიმართლემდე.
ნუცამ გოგონას ხელი გადახვია.
ორივემ იცოდა, რომ ყველა მათ უყურებდა.
-ჩემი ეგოიზმი რომ არა, აქამდეც არ მოვიდოდით. - სწრაფად ეუბნებოდა ნუცა ისე, თითქოს გულიდან ლოდს იშორებდა.
-ნუცა, რას აკეთებ... - ჩურჩულებდა გაგიჟების პირას მყოფი ანამარია. -ხომ იცი რომ გიყვარს!
-სულ მიყვარდა, მაგრამ ერთის სიყვარული არ არის საკმარისი. - უთხრა ღიმილით. - ვკვდები, ანამარია. - ისე უთხრა, თითქოს არ ადარდებდა. თითქოს საკუთარ ისტორიას დასკვნას კი არ უწერდა, უბრალო ფაქტს აღნიშნავდა. -დანარჩენს თვითონ მოგიყვება. უბრალოდ ძალიან გთხოვ, შეეცადე მაპატიო, კარგი? - უთხრა და სახიდან ცრემლები გადმოსცვივდა.
-ნუცა... - დაიწყო ანამარიამ და გოგონას ხელში ჩააფრინდა. -ნუცა...
-ვიცი, რომ არ იქნება მარტივი, მაგრამ ძალიან მიყვარდა, ეგ ეგოისტად გაქცევს.
ანამარიას თვალწინ ეშლებოდა ყველა მომენტი.
ფერმკრთალი გოგონა, რომელიც სვანეთში სულ ვიღაცას ეყრდნობოდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა.
როგორ ფიქრობდა, რომ ავადმყოფური ფერი ჰქონდა.
როგორ ესმოდა იოანეს ნათქვამი, “წამლები არ დაგავიწყდეს”...
როგორ ედგა წინ ჩვეულებვრივზე მუქი ფერის თმით, იმიტომ კი არა, რომ შეიღება, იმიტომ, რომ...
ანამარია ორად გაიყო.

ნაწილს გული ეწვოდა იმ გოგოსთვის, რომელიც საქორწინო კაბაში, პარიკით ედგა წინ, იღიმოდა და ცრემლებად იღვრებოდა, ნაწილი კი ერთ ადგილას გაშეშებულ იოანეს უყურებდა და არ იცოდა რა ეგრძნო.
ნუცამ ხელი ბოლოჯერ მოუჭირა და სახლისაკენ წავიდა...
სტუმრები ქაოსმა მოიცვა. გიორგი და მამამისი სირბილით შეყვნენ ნუცას სახლში, იოანეს გვერდით მაშინვე გაჩნდნენ ბიჭები. ანამარია მარიამის და ნინასკენ შებრუნდა. გოგონებს ზუსტად ისეთი გაგიჟებული სახეები ჰქონდათ, როგორადაც თავს ანამარია გრძნობდა.
-რა... რა მოხდა? - ამბობდა მარიამი.
-გეტყვი რა მოხდა. - უთხრა შედარებით მშვიდად მყოფნა ნინამ და მარიამს მხარზე ხელი დაადო. -ნუცამ ის თქვა, რაც ისედაც ყველამ ვიცით და არ დაქორწინდა იმ კაცზე, რომელსაც სხვა ქალი უყვარს. ვიღაცამ გაიღვიძა, აი რა მოხდა. - გოგონას მტკიცე სიტყვებმა ანამარია თითქოს აზრზე მოიყვანეს. ახლა იმდენ რამეს უჩნდებოდა აზრი, იმდენ შეკითხვას ეცემოდა პასუხი, მაგრამ ყველას არა...
იოანე გამწარებული აქნევდა თავს, რაღაცას ამბობდა... გოგონები მეგობრებისკენ წავიდნენ.
-არ შეიცვლის აზრს, რა აზრი უნდა შეიცვალოს? ირაკლიმ ვერ დაინახა რა მოხდა? ჩემი ბრალი იყო? არ მოვაწერე ხელი იმ... - იოანე გაჩერდა როცა ისინი დაინახა.
-მაინც მოხვედი, არა? - უთხრა ანამარიას.
-რომ მცოდნოდა ეს მოხდებოდა... - დაიწყო გოგონამ.
-ვიცი. - უთხრა და სახე დაუწყნარდა, ტუჩის კუთხე ასწია.. - ვიცი, წვიმისფერო, ყველაფერი ვიცი. და გეფიცები, ყველაფერს გეტყვი, ოღონდ ახლა ვერა.
-ნუცამ... - ვერ მოითმინა გოგონამ.
-საქმე გვაქვს, წადით თქვენ. - თქვა სანდრომ.
-ცას ახედე, ანამარია, წვიმას იწყებს. - ყურში უთხრა იოანემ, როცა გვერდით ჩაუარა და სხვების უკან გაუჩინარდა.
***
-იმ გოგოს გამო არ გაჰყვა ცოლად!
-რომელი გოგოს?
-ნაცრისფერი კაბით რომაა, გრძელთმიანი. ანამარია ლომიძეა.
-ანამარია ლომიძე! ეგ ხომ ჩვენი იოანეს...
-ხოო, ხო, ზუსტად.
-იცით რა? - ორ შუა ხნის ქალს მიუბრუნდა გაბრაზებული ნინა. -აი წინ გიდგათ ანამარია ლომიძე, უთხარით რაც გინდათ, მაგრამ მეტი რათა უნდა თქვათ?! თქვენს ასაკში ქორწილებში საჭორაოდ თუ ვივლი, ჩავთვლი რომ ჩემი აღსასრული მოვიდა და დროა მარილზე გავიდე! - შეუძახა გაწითლებულ ქალებს და შემობრუნდა. ანამარიას სხვა სიტუაციაში აუცილებლად გაეცინებოდა. თავისი მშობლები იპოვეს და მანქანაში ჩასხდნენ.
გზაში დედამისი და გოგონები რაღაცაზე საუბრობდნენ. ამბობდნენ, როგორ ცუდად გამოიყურებოდა ნუცას მამა და როგორი გაოცებული იყო იოანე.
-გავიგეთ რაც უთხრა, ანამარია. - წინა სავარძლიდან თქვა დედამისმა.
-რა უთხრა? - ნახევრად უსმენდა გოგონა.
-ყველა ბრმაა ვინც ვერ ხედავს რომ ანამარია გიყვარსო. - გოგონა მეორედ დაეჯახა სიტყვებს და სახეზე ხელები აიფარა. -მართალია, იცი?
-რა თქმა უნდა, მართალია! - თქვა ნინამ. თავი დაუქნია მარიამმა... მხოლოდ ანამარია და მამამისი დარჩნენ ჩუმად.
***
გოგონებთან ერთად აივანზე იჯდა და თავადაც არ იცოდა რას ელოდებოდა.
არ იცოდა, როგორ ეცხოვრა ან რა უნდა გაეკეთებინა. მზად იყო, ქორწილის შემდეგ ყველაფერი ახლიდან დაეწყო, სულს დაიბრუნებდა, იოანეს სამუდამოდ დაემშვიდობებოდა, ყველაფერი ცოტა ხანს საშინლად იქნებოდა, მაგრამ კარგად არც არასდროს ხდებოდა რაიმე, შეეგუებოდა.
ახლა მარიამის და ნინას გვერდით იჯდა, მათ საუბარს ნახევრად უსმენდა, ცას უყურებდა და აინტერესებდა, უღრუბლო ციდან წვიმა როდის წამოვიდოდა.
-სანდრომ დამირეკა, იოანე მოდის შენთან, ანამარია.
-რისთვის? - იკითხა გოგონამ.
-ხუთ წუთში ჩამოდითო.
-რას ელოდები, ადექი!- შეუძახა ნინამ. -ანამარია გიყვარს და უყვარხარ, დრო არ არის გაიგო რატომ გაგიმწარა სამი წელი? ორივე საკუთარ თავს მირჩევნიხართ, მაგრამ სიმართლის დრო არ არის? - უთხრა და თავის ხელით ააყენა.
-ნუცამ ვკვდებიო. - თქვა გოგონამ და ლოყიდან ცრემლი მოიშორა.
-გეფიცები, ძალიან ვწუხვართ. - თქვა მარიამმა.
-მაგრამ ყველაფერი მასე მარტივად არ იქნება. გოგონამ რამდენიმე წამს ისევ უყურა ცას, თავი დაუქნია და სხვებს დაბლა ჩაჰყვა.
***
მთელს ქუჩას მხოლოდ სანდროს მანქანის ფარები ანათებდნენ.
იოანე არც გარეთ იდგა და არც შიგნით ჩანდა.
-მტკვრისკენ, სკვერში. - უკითხავად მიუხვდა სანდრო. თავი დაუქნია და წავიდა...
ვარსკვლავების გუნდი დაჰყურებდა თავზე მტკვარს და მასში ისე ირეკლებოდა, მდინარე რაღაც ზეციურს ჰგავდა და არა მიწიერს. ლამპიონების თეთრი სინათლე ეფინებოდა სკამზე მჯდომის მოშვებულ მხრებს და დახრილ თავს.
უსიტყვოდ დაუჯდა გვერდით და სიგარეტს შეხედა, რომელიც უკვე იწვებოდა.
-ნუცას ბავშვობიდან უყვარდი, გაიგე რომ სიმსივნე აქვს და დამშორდი რომ მისთვის გაგელამაზებინა ცხოვრების ბოლო წლები. - თვითონ დაიწყო გოგონამ. -ვცდები?
-ცდები. - უთხრა იოანემ და სიგარეტი გადააგდო. -არ მეგონა რომ არსებობდა ძალა ამ ქვეყნად, რომელიც შენზე უარს მათქმევინებდა.
-გამოჩნდა. - უთხრა ანამარიამ და მიხვდა, რომ არაფერში ადანაშაულებდა. უბრალოდ სიმართლე უნდოდა.
-მხოლოდ ერთი რამ და მეტი არაფერი. - ანამარია დაფიქრების გარეშე მიხვდა, რაც ხდებოდა.
-რა უნდოდათ შენი ოჯახისგან? - იკითხა დაზაფრულმა.
იოანემ კოლოფიდან კიდევ ერთი ღერი ამოიღო და სანთებელა მოუკიდა.
-ალბათ ცუდი ადამინი არ ვარ, მაგრამ არც იმდენად კარგი ვარ, ჩემი სიცოცხლის აზრი სხვისი დარჩენილი სიცოცხლისთვის რომ მიმეტოვებინა, ანამარია. არავინ უნდა იყოს მაგდენად კარგი. არავინ იმსახურებს მოჩვენებით სიყვარულს.
-მაშინ...?
იოანემ ღრმად ჩაისუნთქა. გამოცანებით, თავსატეხებით საუბარს ალბათ იმდენად იყო შეჩვეული, ახლა უჭირდა სიმართლის თქმა.
-გახსოვს სკოლის ბოლო წელს მამაჩემი ციხეში რომ ჩასვეს? - უთხრა ცოტა ხნის შემდეგ. - მაშინ კარგად მეც არ ვიცოდი, მაგრამ კომპანიაში საბუთები ჰქონდათ გაყალბებული და... ფაქტობრივად გავნადგურდებით ირაკლი რომ არა. - ანამარიას მომხდარი ბუნდოვნად ახსოვდა. მაშინ ყველაფერი უბრალო გაუგებრობა ეგონა, დავითი ციხიდან მეორე დღესვე გამოუშვეს და იმის შემდეგ არავის არაფერი ჰქონდა ნახსენები.
-შენ სანამ წახვიდოდი... - მძიმედ აყოლებდა სიტყვებს ერთმანეთს იოანე. -დაახლოებით მაგ პერიოდში გაიგეს, რომ ნუცას არ ეწერა დიდი ხნის სიცოცხლე. - ანამარია უკვე გრძნობდა მოწოლილ ცრემლებს. -და რადგან საიდუმლო არავისთვის იყო, რომ ნუცას მე ვუყვარდი...
-დაგემუქრა? - უთხრა და მხარზე ხელი დაადო. -ირაკლი დაგემუქრა?
-მამაჩემი ციხეში არ ჩაჯდებოდა, ნუცა უკანასკნელ წლებს ბედნიერი გადაატარებდა. ვის აინტერესებდა ერთი ორი დამსხვრეული გული? - სიმწრით ჩაეცინა იოანეს. -მამაჩემის თავისუფლება დავიცავი და პროცესში შენი ცხოვრება შემომენგრია ანამარია, აი შენი სიმართლე.
გოგონამ ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
უეცრად საშინელი სიბრაზით აივსო ყველას მიმართ. ირაკლის, დავითის, სამყაროს... უსამართლობის...
-არ ვიყავი საკმარისი? ამაზე მეუბნებოდი? - ამბობდა და გრძნობდა, როგორ უსველდებოდა სახე ცრემლებით.
-ვერ იქნებოდი საკმარისი, ყველგან მაგრამ ამაში არა. - უთხრა და თითებით დაუწყო ცრემლების წმენდა. -ტელეფონითაც იმიტომ დაგშორდი, რომ ვიცოდი ვერასდროს დაგშორდებოდი პირისპირ.
-ანუ იმას მეუბნები რომ სამი წელი ჯოჯოხეთში მარტო არ მიცხოვრია?
-ანუ ვერ შემიძულე? - გაცინება სცადა იოანემ.
-შენ შემიძულებდი? - სერიოზულად ჰკითხა გოგონამ. -ახლა...?
-არაფერი, ნუცას გადაწყვეტილება იყო ყველაფერი, მამაჩემი გარეთ დარჩება, მე ასე, ვივლი ქუჩებში და ცას თუ შევთხოვ, იქნებ იწვიმოს.
-მართლა გგონია რომ წვიმის ფერს მარტო ციდან ნახავ? - ჰკითხა ანამარიამ.
იოანე დენდარტყმულივით შემობრუნდა.
-აბა, საიდან? მართლა გგონია რომ პატიებას ვიმსახურებ? - იკითხა და წამოდგა.
ანამარია წამოდგა და იმის საპირისპირო გააკეთა, რასაც ბოლო დროს იოანე სთხოვდა.
იმის ნაცვლად, რომ სამი წელი დაევიწყებინა, გაიხსენა.
საბედისწერო ზარიდან, ტელეფონის ხელში ჩამტვრევიდან უნივერსიტეტში სიარულამდე, თბილისში დაბრუნებამდე და ცხოვრების სწავლამდე უმნიშვნელოვანესი ორგანოს გარეშე, იმ მომენტებამდე, როცა მის მეგობრებთან მიდიოდა და აღმოაჩენდა, რომ ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ტელეფონით იოანეს და რამდენიმე წამით გული უჩერდებოდა, მისი თბილისში დაბრუნებამდე, სვანეთამდე, ქორწილამდე, ამ წამამდე...
ანამარია წვიმისფერი თვალებით უყურებდა იოანეს და იმ წამს, როცა რაღაცის სათქმელად პირი დააღო, წვიმის პირველი წვეთი ხელზე დაეცა.
გაოცდა ისე, თითქოს წვიმა მანამდე საერთოდ არ ჰქონოდა ნანახი.
იოანე უცნაური სიმშვიდით უყურებდა ცას, რომელმიც ყოველ წამს უფრო და უფრო მეტ წვიმის წვეთს ისროდა მათკენ. მხოლოდ მათკენ, მხოლოდ მათთვის.
მხოლოდ იმ სიმართლის საჩვენებლად, რომელიც ანამარიამ უკვე იცოდა.
-წვიმას ჩემს თვალებში დაინახავ ხოლმე, იოანე, რად გვინდა ცის ტირილი. - უთხრა ღიმილით და ხელები მოხვია.

რამდენიმე წამს უმოძრაოდ იდგა იოანე, სანამ დაძაბული სხეული არ მოეშვა, კისერზე იგრძნო ანამარიამ მისი ღიმილი და წამის შემდეგ წელზე მისი ხელები.
-მიპოვი? - ყურჩი უთხრა იოანემ.
-უკვე გიპოვე. - უპასუხა და გაიღიმა. -თუ დაიმალები, ისევ გიპოვი.
-თავიდან?
-თავიდან... ბოლომდე.
იოანემ გაიცინა და ანამარიას ისე ჰქონდა მონატრებული მისი სიცილის ხმა, უნებურად აჰყვა. იცინოდა და გრძნობდა, რომ ასე უკვე დიდი ხანი იყო არ გაეცინა.
იცინოდა და გრძნობდა, რომ რაღაც კი არ მთავრდებოდა, იწყებოდა...
ყველაფერი არ იყო კარგად და ალბათ არც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა. მნიშვნელობა არაფერს ჰქონდა.
ყურში ჩაესმოდა იოანეს სიცილი, მისი ხელი ეჭირა, თვალებში უყურებდა და გრძნობდა, რომ უსახლკარობის შემდეგ სახლში იყო, სიცივის შემდეგ სითბოსთან, დიდი ძიების შემდეგ კი დაკარგული სული ეპოვა, ოღონდ თავისთან კი არა, იოანესთან, მის სხეულში.

დასასრული

რამდენიმე წელია არაფერი დამიწერია და არ ამიტვირთავს. მართლა მეგონა, რომ წერას ვეღარ შევძლებდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შემიძლია. დარწმუნებული ვარ არც ძალიან ორიგინალურია, არც რაიმეთი გამორჩეული, მაგრამ რაღაც არის და მე ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ რაღაცის წერისგან. იმედია თქვენც მოგეწონებათ...



№1  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

როგორ გამიხარდა შენი ნახვა.
მოვალლ მალეეეე <33333333

 


№2 წევრი დარინა

აი შენი სახელი რომ დავინახე ვერც კი დავიჯერე შენ თუ იყავიი, მართლა დიდი ხანია არაფერი დაგიდია და ძალიან გამიხარდაა, მოყვარს შენი ემოციური ისტორიებიი, სანდროზე იმდენი მაქვს ნატირიი მგონი ახლაც მომდის ცრემლები როცა თავიდან ვკითხულობ, განსაკუთრებით გადმოსცემ ემოციებს, ესეც არ იყო ნაკლებად ემოციურიი პირიქით ძალიან მოვიდა ჩემამდეე, ნუცას გავუგე რაღაც დოზით რადგან სიყვარული გვაეგოისტებს და მითუმეტეს თუ იციი რომ კვდები, მაგრამ ბოლოს ისე ღირსეულად მოიქცა თვალზე ცრემლი მომადგაა, ყველაზე მეტად ალბათ ამ ისტორიაში იოანე დაიტანჯა, აქეთ საყვარელ ქალზე უარის თქმა საკუთარი ნებით იქეთ მამა და ნუცა, ცხოვრებაშიც ხდება ასეთი ამბები რაც დასანანია, გიორგი კი ყველაზე მეტად არ მომეწონა მან იცოდა სიმართლე და ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა, გამიხარდა რომ ბედნიერი დასასრული ქონდა რადგან იმსახურებდენ ორივე ამას. იმედი მაქვს აწი ხშირად გაგვანებივრებ ასეთი ტკბილობებით. წარმატებები და მე გელი უკვე ახლით ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი anna

საოცრება იყო! მეტს ვერაფერს ვამბობ იმდენად დამღალა ტირილმა...

 


№4 სტუმარი სტუმარი Eka

Gavatene.dzalian kargi iyo❤

 


№5 სტუმარი Mashu

იდეალური იყო.

 


№6 სტუმარი სტუმარი eni

სიუჟეტი ძალიან კარგია, მაგრამ: ლამის, ხაზგასმით, ჩარჭობილი და არა რამის, გაზგასმით, ჩარჭული.

 


№7  offline ახალბედა მწერალი once upon

დარინა
აი შენი სახელი რომ დავინახე ვერც კი დავიჯერე შენ თუ იყავიი, მართლა დიდი ხანია არაფერი დაგიდია და ძალიან გამიხარდაა, მოყვარს შენი ემოციური ისტორიებიი, სანდროზე იმდენი მაქვს ნატირიი მგონი ახლაც მომდის ცრემლები როცა თავიდან ვკითხულობ, განსაკუთრებით გადმოსცემ ემოციებს, ესეც არ იყო ნაკლებად ემოციურიი პირიქით ძალიან მოვიდა ჩემამდეე, ნუცას გავუგე რაღაც დოზით რადგან სიყვარული გვაეგოისტებს და მითუმეტეს თუ იციი რომ კვდები, მაგრამ ბოლოს ისე ღირსეულად მოიქცა თვალზე ცრემლი მომადგაა, ყველაზე მეტად ალბათ ამ ისტორიაში იოანე დაიტანჯა, აქეთ საყვარელ ქალზე უარის თქმა საკუთარი ნებით იქეთ მამა და ნუცა, ცხოვრებაშიც ხდება ასეთი ამბები რაც დასანანია, გიორგი კი ყველაზე მეტად არ მომეწონა მან იცოდა სიმართლე და ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა, გამიხარდა რომ ბედნიერი დასასრული ქონდა რადგან იმსახურებდენ ორივე ამას. იმედი მაქვს აწი ხშირად გაგვანებივრებ ასეთი ტკბილობებით. წარმატებები და მე გელი უკვე ახლით ❤️❤️❤️

ძალიან მიხარია რომ გახსოვს ჩემი მოთხრობები და დიდი მადლობა ! <3
Tattaa
ემოცია გვაკავშირებს ადამიანებს არა?
შეიძლება უბრალოდ, მე მინდა ამის მჯეროდეს, მაგრამ იმ ემოციით წავიკითხე, რითიც დაწერე!????
ზუსტად ვიცი, რას გრძნობდა ანამარია
იმ მომენტში, როდესაც ყველას ატყუებდა, რომ კარგად იყო (მათ შორის საკუთარ თავსაც)
ტყულს ტყულზე რომ აბავდა და ვეღარ გარკვეულიყო რას გრძნობდა, სიცარიელეს?!
ძლიერი რომ იყო, თუნდაც მყარად არ მდგარიყო ფეხზე
ყველაფრისგან დაღლილი რომ იყო, აივანზე იჯდა და ცას უყურებდა
რომ ვერ იტანდა მის მიმართ გამოჩენილ ზედმეტ ყურადღებას, შეცოდებას
რომ არ უნდოდა მის წარსულზე ყურადღება გაემახვილებინათ
გაეხსენებინათ
"რა მოხდა, დამშორდა, ცხოვრება ხომ არ დამინგრია?"
ეს ირონია გარეული ფრაზები. უკვე აღარ იცი სხვების თუ საკუთარი თავის მიმართ მიმართული.
მეგობრების მზერა, რომ ვერ გაუგიათ მართლა აღარ განიცდი თუ უბრალოდ კარგად მსახიობობ.
მორიდება, მოთმინება ყველას მხრიდან
თითქოს არ უნდათ რომ ჩამქრალი ვულკანივით აგაფეთქონ
არადა როგორ გინდა დაცლა?
ამ ყველაფრისგან დასვენება
რომ ერთად აიღო და მოიშორო
ასე უბრალოდ
მარტივად
კარგი იქნებოდა, არა?
მაგრამ ალბათ ანამარიას შემთხვევაში ასე არ უნდა მომხდარიყო
თუ დაივიწყებდა
რომ დაევიწყებინა
შეუძლებელია მაგრამ
ორი წამით რომ ვიფიქროთ ამაზე
არა, შეუძლებელია
ასეთი ადამიანები არ იკარგებიან
ასეთი ადამიანები არ ივიწყებენ ერთმანეთს
მჯერა და მინდა რომ ასე იყოს
ნუცას რომ არ ეთქვა უარი
სხვა რაღაც მოხდებოდა, რაც ჩაშლიდა ქორწილს
მართლა დაუშვებდა იოანე ასე რომ მომხდარიყო?
მართლა შეძლებდა წვიმისფერი გოგონას გაშვებას?
ბოლოჯერ
სამუდამოდ..
ვერცხლისფერი ძაფებით დაკავშირებულ ადამიანებს, ვერაფერი დააშორებთ, თუნდაც სამყარო აღუდგეთ წინ????

დიდი ხანია ასეთი კარგი ისტორია არ წამიკითხავს.
მადლობა ამდენი ემოციისთვის❤️


როგორც ჩანს, ყველაფერი მართლა ზუსტად ისე გაიგე, როგორც დავწერე. <3 ძალიან დიდი მადლობა!
სტუმარი eni
სიუჟეტი ძალიან კარგია, მაგრამ: ლამის, ხაზგასმით, ჩარჭობილი და არა რამის, გაზგასმით, ჩარჭული.


მადლობა, გავითვალისწინებ. <3

 


ვაიმეეე, ემოციებით ავივსე, მუცელში პეპლები, თვალიდან ცრემლები და სხეულის ოდნავი კანკალი, ძალიან ვისიამოვნე, მადლობა შენ რომ ასეთი ლამაზი ისტორია დაწერე♡♡

 


№9  offline წევრი ვიპნი

ემოციებისგან სხეული ახლაც დაძაბული მაქვს,არაჩვეულებრივი დაბრუნება გაქვს ჩემო ძვირფასო,კიდევ ბევრჯერ გაგვახარე ❣️

 


№10  offline წევრი ნანა73

ვისიამოვნე ამ პატარა ისტორიით.
სიყვარული ბევრი ქმედების მიზეზი ხდება და არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ არის მიმართული...
წქრმატებები! ❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი თამარი

დიდიხანია არავის ისტორიაზე დამიწერია კომენტარი.. შენი ისტორიებიც ვიცი რომ წაკითხული მაქვს, მაგრამ ვერ გეტყვი რომელი, აღარ მახსოვს. ეს არ ვიცი რა იყო.. მართლა არ ვიცი.. ასეთი დღე იყო, თუ ისტორია იყოო ასეთი თუ შენ ხარ არ ვიცი.. რაღაც საოცრება, რომ მე ახლა აქ ვწერ ამას.. ვერ შეველიე, ვერ მოვედშვი.. ისეთი გრძნობებით იყო დაწერილი, ისეთი ემოციებით თითოეულ სიტყვას ვგრძნობდი. მათ ემოციებს ვითავისებდი და განვიცდიდი.. მართლა არ ვიცი.. იო და ანამარია.. ღმერთო, რაღაც სასწაული ქიმიააა... ვერ ვხსნი.. გამიხარდა. და უზომოდ უზომოდ მომეწონა ისე რომ რა არეულობას ვერრ მგონი მეც არ ვიცი :დდ ყელში მიჭერს მოწოლილი ემოციები.. აი ყველანაირად სავსეა. წვიმის ფერი და ვარდისფერი .. მოკლედ საოცრებაა რა♥️

 


№12 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიმე როგორ მომეწონა შენ ხომ არ იცი.ისე ვნერვიულობდი ამათ ამბავს,მეც მეგონა რომ რაღაც იყო დამალული და ბოლომდე არ მიატოვებდა იოანე ანამარიას.ჩანდა რომ უყვარდა.საოცარი გამოვიდა ეს ისტორია

 


№13  offline ახალბედა მწერალი once upon

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

ცრემლის გარეშე ვერ წავიკითხე საოცარება იყო???? მადლობა ზუსტად ამის წაკითხვა მჭირდებოდა.

 


საოცრება. ძალიან ემოციური იყო . მადლობა ამ სიამოვნებისთვის

 


№16 წევრი duchi_duchi

დიდიხანია ასეთი არაფერი წამიკითხავს ძალიან კარგი იყო.უბრალოდ არ მომწონს ასეთი მშრალი დასასრულები.მთელი ისტორია ტანჯვაში მიდის და წამში ყველაფერს პატიობ.ანამარიას სიყვარული უფრო დავინახე ვიდრე იოანესი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent