შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (7 თავი)


31-05-2020, 08:36
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 797

- ღმერთო როგორ შეუძლია ამდენ ხანს აბაზანაში ყოფნა _ თავისთვის ლაპარაკობდა და თან ტელეფონს ნერვიულად ათამაშებდა ხელში. უკვე 40 წუთი იყო გასული და ნინი გამოსვლას რათქმაუნდა ჯერ არც ფიქრობდა. უეცრად კარზე ზარის ხმა გაიგო და კინაღამ იქვე ჩაიკეცა, მაშინვე აბაზანის კარს მივარდა და ყვირილი დაიწყო
- ნინიიიიი..ნინი გამოდიი შენი ძმა მოვიდა..ნინიი - მთელი ძალით უბრახუნებდა კარზე
- ნუ შემაწუხე ქალო, გაუღე და მეც გამოვალ კი არ შეგჭამს უიმეე - აბაზანიდან გამოსძახა და მშვიდად განაგრძო დუშის ქვეშ ნებივრობა.
თიკო რომ მიხვდა ნინისთან აზრი არ ჰქონდა, აბაზანას უკმაყოფილო მზერით მოშორდა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა კარისაკენ. რაც უფრო უახლოვდებოდა კარს, გული უფრო სწრაფად უცემდა, სახელურს რომ მოკიდა ხელი ხომ საერთოდ..
'ვაიმე ღმერთო გადამარჩინე' მხოლოდ ეს თქვა და კარი რომ გააღო ლევანის გაბრაზებულ მზერას შეეჩეხა. 2 წუთი გაშტერებულები უყურებდნენ ერთმანეთს, ბოლოს სიჩუმე მაინც ლევანმა დაარღვია
- ნინის დაუძახე. _ მოკლედ მოუჭრა და მზერა აარიდა. თიკო ნამდვილად არ ელოდებოდა ასეთ ცივ დამოკიდებულებას ლევანისგან, ისე იქცეოდა თითქოს ერთმანეთს არც კი იცნობდნენ, თითქოს ის აივანი და კოცნა ერთი ლამაზი სიზმარი იყო და მეტი არაფერი. გულის რაღაც ნაწილი საშინლად ეტკინა, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია
- ჯერ ვერ გამოვა აბაზანაშია - ძალიან მშვიდად უთხრა და შეეცადა მის თვალებში რამე ამოეკითხა
- აბაზანაში? - ოდნავ გაიკვირვა და თვითონაც გაუსწორა გოგონას თვალი
- ხო სტრესს მომიხსნისო და - ისე უთხრა, მისთვის თვალი არ მოუშორებია. თუმცა წამშივე გაიაზრა კიდეც ნათქვამი და მაშინვე პირზე ხელი აიფარა. - ვაიმე ეს რა წამოვროშე. ლევანის რეაქციებმაც რათქმაუნდა არ დააყოვნა
- სტრესს? რომელ სტრესს?
- არა არაფერი ისეთი - გაუაზრებლად უთხრა და სახლში შევარდა, ლევანიც მაშინვე უკან გაჰყვა და კარი ხმაურით მიაჯახუნა.
- თიკო ნუ გარბიხარ. - მაშინვე გაცეცხლებული მკლავში წვდა გოგოს და თავისკენ მიიზიდა. ისე ახლოს იყო მასთან თიკოს წამიერად ისევ აივანი ამოუტივტივდა გონებაში. სიტყვებს თავი ძლივს მოუყარა
- ნინის დავუძახებ რომ გამოვიდეს -
- ნინის შეეშვი ცოტახანს და მითხარი რა სტრესზე მელაპარაკებოდი კართან - გრძნობდა როგორ კარგავდა გონებას მის შეხებაზე და მაინც არ ეშვებოდა
- სტრესი? - უეცრად გაეღიმა თიკოს - რომელი სტრესი, მე ვლაპარაკობდი სტრესზე? არა რაღაც არ გახსოვს სწორად - უთხრა თუ არა მაშინვე თავის განთავისუფლება სცადა, თუმცა ლევანმა უფრო ძლიერად მიიზიდა
- ხომ ხედავ რომ არ გამოგდის, ვერ მატყუებ - თითები ნაზად გადაუსვვა ტუჩებზე და წამით სრულიად დაავიწყდა რაზე ელაპარაკებოდა..გული ისევ ეწინააღმდეგებოდა გონებას..გონს ნინის ჩახველების ხმამ მოიყვანა, რომელიც გაკვირვებული უყურებდა ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდგარ წყვილს.
- აქ რახდება?
ლევანი წამში მოშორდა თიკოს და ისიც მაშინვე ნინის მივარდა
- დავიწვით - ძალიან დაბალ ხმაზე უჩურჩულა და გვერდით დაუდგა
- წავედით ნინი, სახლში ვილაპარაკებთ
- მე არ მოვდივარ ძმაო, დღეს თიკოსთან ვრჩები - კმაყოფილი მზერით უთხრა და თიკოს თვალი ჩაუკრა
- ვერ გავიგე?
- მე კიდე მგონია რომ სმენის პრობლემა არ გაქვს
- ნინიი _ ხმას აუწია ლევანმა და გოგონა შეშინებული შეხტა
- კარგი დარჩეს რატომ უბრაზდები _ ჩაერია თიკოც. ლევანმა წამით შეხედა და მერე ისევ დას გაუსწორა თვალი
- რაგინდა რასაც მინდა იმას გავაკეთებ. მე უკვე სრულწლოვანი ვარ, ვეღარაფერს დამიშლი _ კატეგორიული იყო ნინი
- ხო? დარჩენას არც დაგიშლიდი, მაგრამ იცი რის გამო მოგხვდება? შენს სულელურ გეგმებში ჩემი მოტყუება და მოცდენაც რომ შედიოდა
- ხო შედიოდა. არ ვუარყოფ _ ხმას აუწია ნინიმაც
- ტონი აკონტროლე
- არა.. თქვენ ორს ერთმანეთი გიყვართ და მე მიმალავთ. _ თქვა და მოსალოდნელ რეაქციებს კმაყოფილი დაელოდა,
- გეგონათ ვერ გავიგებდი ხო?
თიკომ და ლევანმა მაშინვე ერთმანეთს შეხედეს
- არ გაბედოთ უარყოფა _ საჩვენებელი თითი მაღლა აწია და ოთახში დაიწყო სიარული - ძმაო ამჯერად მე ვარ მოსამართლე! ჩემთან უნდა იმართლოთ თავი. ლევანმა სიცილი ვეღარ შეიკავა დის ამ ხუმრობაზე
- ნინიი რას ამბოოობ _ მაშინვე მივარდა თიკო_ გაჩუმდი რა გთხოვ
- არა. ჯერ მითხარით მე რატომ მატყუებდით?
- ჯერ შენ იტყვი წეღან რა სტრესი გჭირდა _ მაშინვე გადაუტანა საუბარი ლევანმა, ნინისთვის იმდენად მოულოდნელი იყო მაშინვე თიკოს შეხედა
- მაპატიე..გაუაზრებლად წამომცდა _ თითქმის ჩურჩულით უთხრა და დამნაშავესავით დახარა თავი
- მოვიგონე..._ 1 წუთიანი დუმილის შემდეგ ირონიულად შეხედა ძმას ნინიმ. _ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი
- მართლა მსახიობი ხარ რაა _ მაშინვე უთხრა ლევანმა და კარისკენ წავიდა. ნინის გაკიდება უნდოდა მაგრამ თიკომ მაჯაში ჩაავლო ხელი
- არ გინდა..სანამ მართლა ყველაფერი გაუგია
ნინიმ უკმაყოფილო მზერა ესროლა მეგობარს და ოთახში შევიდა.

ლევანი გაცეცხლებული გავარდა თიკოს სახლიდან, მანქანას ისე სწრაფად ატარებდა, მოსალოდნელ ავარიას ძლივს გადაურჩა. სულ ცოტა ხანში კი ბარში მივიდა ბიჭებთან
- სად ხარ ტო ამდენი ხანი? _ დაინახა თუ არა მაშინვე უთხრა დათომ
- მოყოლის თავი არმაქ კინაღამ ავარიაში მოვყევი _ ამოიოხრა და მათ გვერდით ჩამოჯდა
- ავარია? გადარჩი მერე? _ თვალები დაქაჩა ანდრიამ
- არა ანდრია, ჩემი სხეული რეანიმაციაში წევს და ახლა სული გელაპარაკება
- რა?
- ბიჭო კაი რეებს ეკითხები ცოტა ტვინი დააყოლე ხოლმე _ მაშინვე მიუბრუნდა ანდრიას დათო _ ნინი როგორაა? რამე ხო არ დაუშავდა?
- არა მარტო ვიყავი. თიკოსთან დარჩა _ უთხრა და სიგარეტს გაუკიდა
- დარჩენას თუ აპირებდა შენ საკატაოდ წახვედი იქ? _ სიცილი ვეღარ შეიკავა ანდრიამ
- ბიჭო დაგბრიდავ ტო, რასაც ფიქრობ იმას როგორ ამბობ? _ ისევ აენთო დათო. ანდრია რაღაცის თქმას კიდე აპირებდა მაგრამ ლევანმა დაასწრო
- კაი დაანებე მართალია, რაღაც დებილობა მოაწყო ნინიმ, გავიგე რო შენ და თიკოს ერთმანეთი გიყვართო თუ რაღაც ასეთი
- რაო? _ ამჯერად შოკისგან ორივემ ერთად დაიძახა
- ხო მასეა რა გაგიკვირდათ
- და მართალია ეგ მერე? ერთმანეთი მართლა გიყვართ? _ ვერ იჯერებდა ანდრია, - დაიცა შენ იცოდი ხო? _ ახლა დათოს მიუბრუნდა_ მე რატომ არაფერს მიყვებით?
- არაფერი მსგავსი. თან მივდივარ მე...
ოდნავი პაუზის შემდეგ თქვა და სიგარეტის ნამწვი გადააგდო
- სად მიდიხარ?
- გერმანიაში
- რაო? ეს სულ გადაირია ბიჭო? რამე უთხარი ეე _ კინაღამ გაგიჟდა ანდრია
- და ნინიც თან მიგყავს თუ რა ამბავია?
- არა.დედა ჩამოდის კვირის ბოლოს. ჯერ არც მითქვამს ნინისთვის
- მაგ გოგოს გამო მიდიხარ ხო? _ სერიოზული ტონით უთხრა დათომ
- ვინ გოგო თიკო?
- ანდრია ერთიწუთით მაინც გაჩუმდი, რა ქალივით სულ ლაპარაკობ
- რა გინდა სულ რატომ მაჩუმებ. თქვენ რანაირი მეგობრები ხართ საერთოდ ყველაფერს ჩემს გარეშე აკეთებთ, გეგმავთ, საიდუმლოებები გაქვთ, ჯანდაბა მიმიფურთხებია ასეთი ნდობისთვის _ ჭიქა ხმაურით დააგდო მაგიდაზე და კარისკენ წავიდა
- ოხ ამაას..
- კარგი არ გინდა _ შეაჩერა ლევანმა _ მართალია
- რატო არის ბიჭო მართალი? რა გავაკეთე მაგის გარეშე? რა დავგეგმე ოღონდაც? დილიდან საღამომდე ერთად ვართ და საიდუმლოებები კიდე მე მქონია თურმე. უტვინო!
- კაი გეყო ხვალ მე დაველაპარაკები
- შენ კიდე რა ჯანდაბა გჭირს, გრძნობების გეშინია? გოგოს გაურბიხარ?
- საქმე მაგაში არ არის _ ლევანმა უკმაყოფილოდ ამოიოხრა
- აბა რაშია მითხარი და მეცოდინება _ უკვე ბრაზს ძლივს იკავებდა დათო
- იმ გოგოსთან ყოფნა არ შემიძლია
- ხო აბა რაა ეხლა მეტყვი პატარააო _ უთხრა თუ არა მაშინვე მზერა აარიდა
- ნეტა მარტო ეგ იყოს პრობლემა _ უკვე საშინლად ძაბავდა ამ ყველაფერზე ფიქრი
- აუ დავიღალე რა, რაპრობლემაა ასეთი მოუგვარებელი
- ცოლი მყავს _ ოდნავი პაუზის შემდეგ უთხრა ლევანმა
- რა? _ ამ სიტყვების გაგონებისთანავს ელდა ეცა დათოს, ნამდვილად ყველაფერს ელოდებოდა ამის გარდა, 2 წუთიანი პაუზის შემდეგ გაეცინა - მეხუმრები ხო? გული გამისკდა ძმაო, ასე ხუმრობა ვის გაუგია?
- არაა ხუმრობა _ თავი ჩახარა და ყველა ფიქრი ერთად მოაწვა, გულის რაღაც ნაწილი საშინლად სტკიოდა
- შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს, არა მაგ სისულელეს ვერ დავიჯერებ _ თავის მოტყუებას განაგრძობდა დათო
- მისმინე, ვიცი აქამდე უნდა მეთქვა _ სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა, ძალიან უჭირდა მეგობრის წინ თავის მართლება - მაგრამ ყველაფერი უცებ მოხდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე, იმ გოგოსთან რაღაც ურთიერთობა მქონდა მერე აღმოჩნდა რო ორსულად იყო და..
- მირჩევნია მოვკვდე და ეს სიტყვები არ მესმოდეს, რას ნიშნავს გააზრება ვერ მოასწარი? _ უკვე ყვირილზე გადავიდა და ფეხზე წამოიჭრა, გარშემო ყველა მათ უყურებდა
- დაწყნარდი რა გთხოვ
- როგორ დავწყნარდე ? ან შენ როგორ ხარ ასე მშვიდად? _ თავში ხელი შემორტყა და ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს
- რომ გავიგე არც მე არ ვიყავი მშვიდად დამიჯერე, მაგრამ სხვა გზა არიყო ჩვენი ქორწინება უბრალო ფორმალობაა ბავშვის გამო _ თავის მართლებას ცდილობდა.
რამდენი წუთი ორივენი ჩუმად იყვნენ, დათოს კიდევ ვერ გაეაზრებინა მოსმენილი
- მშობლებმა იციან? _ ოდნავ მშვიდად კითხა და ღრმად ამოისუნთქა
- არა, არავინ შენ იცი მარტო
- ღმერთო მშობლებს მაინც როგორ დაუმალე?
- და როგორ უნდა მეთქვა? შენი აზრით ადვილია?
დათო გაჩუმდა აღარაფრის თქმა აღარ უნდოდა, თითქოს ყელში რაღაც აწვებოდა და ახრჩობდა
- ბავშვს ვერ მივატოვებდი, ეცადე გამიგო რა _ თითქმის მუდარით უთხრა
- და თიკო? მისი მიტოვება ადვილია? ამ გოგოს რა ბედი ელის, ხოიცი რო უყვარხარ
- მაგიტომ მინდა წასვლა არ მინდა ჩემ გამო ცხოვრება დაენგრეს
- თუ წახვალ უფრო რომ დაენგრევა ვერ ხვდები?
- აბა რაგავაკეთო? მითხარი და გავაკეთებ გეფიცები _ უკვე ბრაზს ძლივს იკავებდა
- მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა და შენს საყვარელ 'ცოლთან' დატეულიყავი გერმანიაში _ ფეხზე წამოხტა და კარისკენ გაიქცა, ლევანს გაკიდება აღარც უცდია, რამდენიმე ჭიქა კიდევ დალია და მოგვიანებით ისიც წავიდა.



მთელი საღამო ხმა არ გაუცია ნინის თიკოსთვის როგორ არ ემუდარა, ეხვეწა მაგრამ არა. ქალბატონი გელოვანი როგორც იტყვიან 'ვირზე შეჯდა და აღარ ჩამოვიდა' სხვა გზა არ იყო და ასე ერთმანეთზე ნაწყენებმა დაიძინეს. დილის 8 საათი იყო ნინის რომ გაეღვიძა, ვიღაც გამეტებით აბრახუნებდა კარზე. თიკოს რომ გადახედა მკვდარივით ეძინა, აღარ გაუღვიძებია და თვითონ გადაწყვიტა გაღება..იმ იმედით რომ კართან დეიდა თამარი დახვდებოდა, აღარც შეუმოწმებია და საღამურის ამარა გააღო კარი. თუმცა ნურასუკაცრავად თამარის ნაცვლად პაპუნა შერჩა ხელში.
- პაპუნაა _ თვალები შუბლზე აუვიდა 'გადამრჩენელის' დანახვისას
- ნინიი _ არანაკლებ გაკვირვებული იყო პაპუნაც _ რახდება ბინა შემეშალა? _ უფრო თავისთავს დაუსვა კითხვა და გაეცინა
- ვაიმე ერთწუთს დამელოდე, _მხოლოდ ახლაღა გაიაზრა როგორ ფორმაში იდგა მის წინაშე _ მოვწესრიგდები და ეგ მერე გავარკვიოთ,
- შემომიშვი მაინც
- ჰაჰ, უცხოებს სახლში არ ვუშვებ _ გაუცინა და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა
2 წუთში შეძლებისდაგვარად მოწესრიგდა და ისევ გაუღო, პაპუნა ზუსტად ისევ ისე იდგა როგორც დატოვა
- აი ასე, ახლა თავიდან დავიწყოთ
- რა დავიწყოთ?
- საუბარი, ვითომ ახლა გავაღე პირველად და გამიკვირდა შენი დანახვა..ნუ ისე ძაან აღარ გამიკვირდა მარა ჩათვალე რო გამიკვირდა.
ისე საყვარლად საუბრობდა ნინი პაპუნამ ღიმილი ვეღარ შეიკავა
- ჰოო, აქ ჩემი დეიდაშვილი ცხოვრობს რამდენადაც ვიცი და.. _ მხრები აიჩეჩა
- დეიდაშვილი? შეგეშალა ალბათ, ჩემს მეგობარს ერთი დეიდაშვილი ჰყავს და ის აქ არ.._ სიტყვა გაუწყდა და უცებ რომ მიხვდა, პირზე ხელი აიფარა _ მოიცადე...არ მითხრა რომ შენ თიკოს დეიდაშვილი ხარ
- უნდა გითხრა იმიტომ რომ ვარ _ გულიანად გაეცინა პაპუნას
- ვერვიჯერებ ერთიდაიგივე ადამიანია
- ვინ? _ ინტერესით დააკვირდა ფერდაკარგულ გოგოს, სანამ ნინი პასუხს მოიფიქრებდა ხმაურზე თიკოც გამოვიდა ოთახიდან
- ეე პაპუნაა, ასე ადრე აქ რაგინდა? შემო მანდ რატო დგახარ
- შენი მეგობარი თუ შემომიშვებს არაა პრობლემა _ სწრაფად დაუბრუნა პასუხი და ნინის თვალი ჩაუკრა
- ხო რათქმაუნდა მოდი _ მაშინვე გაეცალა და პაპუნაც თავისუფლად შევიდა სახლში
- გაიცანით უკვე ერთმანეთი? _ როგორც კი ჩამოსხდნენ მაშინვე იკითხა თიკომ.. ნინის სულ გაადავიწყდა ბრაზი და თიკოს კიდევ ერთხელ მთელი განცდებით მოუყვა გუშინდელი ისტორია, თან შიგადაშიგ პაპუნაც ეშველებოდა. თიკო სულ გაგიჟდა რომ გაიგო ნინის გადამრჩენელი თვით 'პაპუნა' იყო.
ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს და საბოლოოდ პაპუნამ ნინის სახლში გაყვანა შესთავაზა, ქალბატონიც რათქმაუნდა მაშინვე დათანხმდა და სულ ცოტა ხანში უკვე მის მანქანაში წინა სავარძელზსმე იყო მოკალათებული. გზაში ათას სისულელეზე ისაუბრეს, ნინის ძალიან სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა, სახლამდე ისე მივიდნენ ვერც კი გაიგო. პაპუნაც ისე გაერთო მის ყურებაში მოულოდნელად საჭე ვეღარ დაიმორჩილა და შესახვევიდან გამომავალ მანქანას კინაღამ დაეჯახა. ორივემ სწრაფად მოახერხა დამუხრუჭება და ის იყო ნინის უნდა ეთქვა 'გადავრჩითო' რომ...

პ.ს პირველ რიგში ბოდიში მინდა მოგიხადოთ დაგვიანებისთვის, ვიცი რომ ელოდებით, მაგრამ როცა სწრაფად ვწერ არ გამოდის ისეთი როგორიც მინდა. იმედი მაქვს მოგეწონათ, ველი თქვენს შეფასებებს..



№1  offline წევრი It’s olivia

ოხ დედა სულ ასე წყვეთ ასე ძაან მოგწონს ჩვენი წვალრრბა :დდ ძაან მაგარია და მალე დადე რა შემდეგი თავი, მგონი კარგი არაფერი მოსვლია პაპუნას და ნინის, გელოდიბი და წარმატებები❣️❣️❣️

 


№2  offline წევრი EllaTriss

It’s olivia
ოხ დედა სულ ასე წყვეთ ასე ძაან მოგწონს ჩვენი წვალრრბა :დდ ძაან მაგარია და მალე დადე რა შემდეგი თავი, მგონი კარგი არაფერი მოსვლია პაპუნას და ნინის, გელოდიბი და წარმატებები❣️❣️❣️

ძალიან მახარებს ხოლმე შენი კომენტარი ❤ ვეცდები მალე დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent