შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მილიონ დოლარად *12*

1-06-2020, 19:22
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 681

- ყველაფერი მესმოდა.
სევდიანი ხმით ამოილაპარაკა ბარბარამ და იგრძნო,როგორ მიუახლოვდა მამაკაცი უკნიდან,თიითები მკლავებზე აატარა და კისერში ნაზად აკოცა,რაზეც ბარბარას კანმა წამიერად მიიღო რეაქცია და ტაომ დააყარა მთელ სხეულზე,მამაკაცისკენ შეტრიალდა და მასზე ბევრად მაღალს,ნუშისებრი თვალებიდან ახედა.
- რა გესმოდა?
თვალები დააწვრილა მამაკაცმა და ცერა გადაუსვა ქვედა ტუჩზე.
- ცოლად არ გამოგყვები.
სიცილი გაეპარა შეღებილ ბაგეებზე მაშარელს,ცალი წარბი გამომცდელად ასწია და ჯიქურად მიაშტერდა თაბაგირს.
- აბა ვის გაჰყვები,მაშკაა?
მხრები აიჩეჩა სასაცილოდ და ტუჩები მობრიცა.- ნუ აჩქარებ მოვლენებს,არ მომწონს..სხვათაშორის,დედაშენს კარგი კანდიდატურა ჰყავს შენთვის..ხმის ტემბრზე შევატყე,ნატალია რომელიმე პრემიერის ან მინისტრის შვილი უნდა იყოს,ხო?!
- ეჭვიანობ?
- რაა? ვეჭვიანობ? ღადაობ ხოო?
- რავიცი,ისე გულგრილად მოიხსენიებ ნატალიას,აი ნახე,მისი სახელის ხსენებაზე ჭარხალივით კი შეფერადდი.
- არაფერიც არ შევფერადდი!
სარკესთან შეტრიალდა და ამოიბუზღუნა.
- ეხლა ფეხების ბაკუნიც დამიწყე და ჩემი დისშვილისგან ვერაფრით გაგარჩევ,დედას გეფიცები.
ხელები გაშალა თაბაგირმა და ყურებამდე გაიკრიჭა.
ისეთი საოცარი ღიმილი ჰქონდა,მუცელში სითბო თავისდაუნებურად ჩაეღვენთა.ვერავინ იტყოდა,რომ იდეალურად ლამაზი მამაკაცი იყო,თუმცა მისი სხეულისა და სახის კომბინაცია იმდენად იდუმალი და ამავდროულად გამომწვევი იყო,მისგან ყველა ქალი იგრძნობდა იმ ქიმიას,რომელიც მასთან სიახლოვისას გმუხტავდა,ჰორმონებს ათასფერ ფეერვერკებად გიშლიდა,ხოლო მისი თვალისმომჭრელი ღიმილი,საბოლოო დარტყმა იყო ქალის გულის მოსაგებად,ამიტომაც ეკიდა ყველა კისერზე,ამიტომ იყო ყველა მორიგი ქალი მისთვის ადვილად მისაწვდომი და დიახ,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,თაბაგირშიც უბრალო,პრიმიტიული კაცი ცხოვრობდა მონადირის ინსტიქტებით,რომელსაც მოსწონდა უცხო,მიუწვდომელი ხილი..იდუმალი,ცოტათი ბავშვური,მაგრამ მისთვის ზედმეტად სექსუალურიც კი,ჯიუტი და თავნება,მაგრამ ამავდროულად გულჩვილი და ისიც უბრალოდ ქალი,რომელიც მთელი არსებით უნდა შეიყვარო.
მოსწონდა,როგორი უბრალოც იყო,თითიდან გამოწოვილი ხელოვნურობა არ მოდიოდა მისგან,პირიქით,ეს ბუნებრივობა იზიდავდა იმ თავიდან დაწყებული,რომელიც მთელ სხეულში შთანთქავდა და ფესვებს იდგამდა.
- შენი შეყვარებული იყო?
სხვათაშორის იკითხა მაშარელმა და გადაწეული ფარდიდან მოათვალიერა კორპუსის ეზო.
- ასეც შეიძლება დავარქვათ და მოდი,არ გვინდა ამ თემაზე ლაპარაკი.
მაისური მკლავებიდან გამოიძრო და ტანსაცმლის კარადაში ახლის ძიება დაიწყო.
- რატომ? შენ ჩემი ყოფილით ასე ძალიან ინტერესდებოდი და მე არ შეიძლება დავინტერესდეე?!
პასუხად თაბაგირმა ნაძალადევად გაუღიმა და მოსალოდნელი უაზრო დიალოგისგან,რომელიც ხასიათს გაუფუჭებდა,თავი აირიდა.
- მოდი ჩემთან პატარავ. ხელი ბარბარას ხელს წაავლო და მისკენ მიიზდა,ნიკაპი თითებში ახლართა და მზრუნველად ჩახედა თვალებში,სადაც გოგონას სამყარო გადაშლილი წიგნივით ჩანდა.
- ვიცი,რაც გჭირს,ბრაზობ..ჩემზე ბრაზობ,ისე რომ სიამოვნებით გამაწნიდი სახეში ამ შენს მშვენიერ ხელებს,რომელსაც ფუნჯი ხელიდან არ გაუშვია..
- მართალი ხარ,ვბრაზობ.
იმ პრობლემებს მიგვარებ,რომელიც შენს გამოჩენამდე არ მქონდა.
- მე ვიცი,როგორც გამოვისყიდი.
ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა თაბაგირმა,რომლის თვალებშიც ჭინკები ეშმაკურად ათამაშდნენ და არც ბარბარას რეაქციამ დააყოვნა,სახეზე ეწერა ცნობისმოყვარეობამ როგორ მოიცვა მისი გონება.
- ნუთუ?! მაინც როგორ?!
- მსოფლიო შედევრის ხელოვნების ნიმუშებს დაგათვალიერებინებ,საფრანგეთში წაგიყვან..მერე,იტალიაშიც..არცერთ მუზეუმს არ გამოტოვებ,სადაც კი შეძლებ ორიგინალ ნახატებს უყურო შენი ლამაზი თვალებით,რას იტყვი?!
- კარგად მოგიფიქრებია,როგორ შემაბა,მაგრამ კარგი..
ბარი-ბარში ვიქნებით.- თუმცა,ცოლად მაინც არ გამოგყვები.
- კარგი,შეგიძლია ოფიციალური საყვარელიც იყო,არ მაქვს გართულება ოჯახის ინსტიტუტზე.
უდარდელად აიჩეჩა მხრები თაბაგირმა და ბარბარას მკვლელი მზერა დააიგნორა,ცდილობდა სიცილი არ გაპარვოდა სახეზე და მისგან ზურგით მდგარი,ჩუმად ფხუკუნებდა.
- თავკერძა!
ჩაიბურტყუნა მაშარელმა,თუმცა სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში და საწოლზე წამოწოლილ თაბაგირს მიუახლოვდა.
- გინდა დაწვე? ნუ გეშინია,შენზე არ ვიძალადებ.
სახლში მარტო არ ვართ,ჯერ.
- კარგ ხასიათზე ხარ,როგორც ჩანს.
- ვხუმრობ,მაშკა..მოდი. ხელით ანიშნა მისკენ ახლოს მისულიყო.
მუხლებით მიხოხდა საწოლზე მაშარელი და ზემოდან დაუწყო ცქერა მამაკაცს,რომელიც უსასრულოდ გადატყორცნილ თვალებში უყურებდა.
ასე არც ერთ კაცს არ შეეხედა მაშარელისთვის და ეს თავად გოგონამაც იცოდა,გულში სევდისა და სიხარულის ყიჟინი ერთმანეთში ერეოდა და შესაბამის ემოციას ვერ გამოხატავდა.
- რა ჭირისუფალივით დამყურებ,ჯერ ცოცხალი ვარ..საწოლის კიდეს სამჯერ მიაკაკუნა ხელი და ორივეს გაეცინა.
- ვინ არის შენი მტერი,დიმიტრი..
წვერზე ხელი ჩამოუსვა და თითებით ყბის მოყვანილობის შესწავლა დაიწყო. მამაკაცმა ხელი გაუკავა,მისკენ ახლოს მისწია და ხრინწიანი ხმით ჩასჩურჩულა.
- რაში გჭირდება ამის ცოდნა?
თვალები დამაბნევლად დაახამხამა მაშარელმა,თუმცა მიუხედავად იმისა,რომ თავი დაეღწია მისი მზერისგან,არ გამოუვიდა.
- არ მინდა რომ რამე ცუდი დაგემართოს.
- მე ხომ პრობლემებს გიქმნი?! არ გირჩევნია მოვკვდე და გათავისუფლდე?
- ჯვარი გწერია,სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! თანაც,მე გითხარი რომ პრობლემებს მიქმნი,თუმცა არ მითქვამს,შენგან გათავისუფლება მინდა თქო!
მამაკაცი საწოლიდან წამოიწია,გოგონას სახესთან ისე ახლოს შეჩერდა,მათი სუნთქვა ერთმანეთის მონაცვლეობით ედებოდა კანს.
- მაშიკო,ნუთუ შეგიყვარდი პატარავ?!
- არა,არ შემიყვადი.უბრალოდ მოგეჩვიე და ნამდვილად მოვიწყენ შენს გარეშე,თანაც ჩემი გმართებს,არ დაგავიწყდეს მუზეუები!
სახე არც გაუნძრევია,ისე ამოილაპარაკა ზედ მამაკაცის ტუჩებზე.
- მაპატიე,თავს ვერ ვიკავებ..
თმაში წაავლო ხელები თაბაგირმა და მომთხოვნად დააცხრა გამობერილ ტუჩებს,რომელსაც ჩუმი კვნესა ჩაუხშო და ერთი ხელის მოძრაობით გადმოისვა თეძოებზე.
არ სურდა ეკოცნა მამაკაცისთვის,თუმცა ყოველი მისი შეხების მომენტში გონება ნისლში ეხვეოდა,რომელიც არსაით არ ჩანდა და ვერ ემორჩილებოდა თავის მტკიცე ხასიათს,ერთადერთი,რაზეც ორიენტირებული იყო,ეს თაბაგირის მხურვალე ტუჩები და გრძელი თითები გახლდათ,რომლებიც მის სხეულზე დაძრწოდნენ და გველივით სრიალებდნენ აბრეშუმივით ნაზ კანზე..
მაისურის შიგნით გაცოცებულ თითებს გზა მოუჭრა მაშარელის ხელებმა,აქოშინებული მამაკაცი შუბლით მის შუბლს მიეყრდნო,კოცნისგან გამომსკდარ ტუჩებს თითის ბალიშები შეახო და მოვლილ წვერში გაეღიმა.
- თავს რატომ იკავებ..საკუთარ სურვილებს რატომ ეწინააღმდგები?! ჩემთნ გინდა,ჩემს შეხებაზე სხეული გითრთის და ტანსამლის ამარაც კი ვგრძნობ შენს სუსტ წერტილში ჩაღვრილ სისველეს,რატომ არ მაძლევ უფლებას სიამოვნება მოგანიჭო,სიყვარული გაჩუქო,გაგრძნობინო,როგორ შეიძლება მამაკაცს უნდოდე?!
რატომ,მაშკა..
- უბრალოდ არ შემიძლია.
- მე არა,მაგრამ შენ ძალადობ შენს თავზე..რა სულელი ხარ,იცი?! ჯერ კიდევ ბავშვი ხარ,ამიტომაც შეგარქვი მაშკა!
გაეცინა თაბაგირს და გოგონას სიმორცხვისგან შეფაკლულ ლოყებს ნაზად მიაკრო ბაგეები,ნიკაპზე ჩამოსულ ტუჩსაცხს თითი მიაშველა გასასუფთავებლად და აწკრიალებული ტელეფონისკენ წაიღო მეორე ხელი.
- თვითმფრინავი მზადაა.
მტკიცედ ჩაილაპარაკა მეორე ხაზიდან ასაკოვანმა მამაკაცმა და თაბაგირმაც უსიტყვოდ გაუთიშა.
- რა ხდება?
თვალებგაფართოებულმა შეხედა თაბაგირს,რომელიც საძინებლის კარიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა მისაღებამდე და ბარბარაც უკან მიჰყვა.
- ქეთიი!!!
დაიძახა დიმიტრიმ ხმამაღლა,კარში მდგომმა დამ კი შეშფოთებული მზერით შეხედა,თეძოზე შემომჯდარ ნიაკოს რომ ფაფით უსვრიდა ღაჟღაჟა ლოყებს.
- გაემზადეთ,წასვლის დროა,მალე!
- უკვეე?! ჰო,კარგი..დედას ვეტყვი.
ზურგს უკან მდგომ მაშარელს ცივმა ოფლმა დაასხა,რატომღაც უსიამოვნო გრძნობას დაეუფლებინა მთელი სხეულით და მის ფეხებში გაბლანდულ ნიაკოს დახედა.
- შენც წამოდი რა..შენ ხომ ხატვას მასწავლიდიი..
ამოიტირა ნიაკომ და ტუჩები სატირლად დაბრიცა.
ბარბარამ ლოყები წინსაფრით მოუწმინდა და გულში ჩაიკრო.
- რომ დაბრუნდები,ისევ დავხატავთ,გპირდები...არ იტირო,კარგი?!ეხლა იცი რომ ღრუბლებში უნდა გაფრინდე?ისე იფრენ,როგორც ჩიტები დაფრინავენ ხოლმე,მერე კი,მომიყვები როგორია ცაში ყოფნა,ხომ მომიყვები?
- ღრუბლებში ვიფრეენ?
თვალები გააფართოვა ნიაკომ და ფანჯრისკენ გაიხედა,თითი კი ზევით აიშვირა.- ღრუბლებშიი?!
- ჰო,ჩემო პაწაწინა. იქ დედიკო უფრო მაგარ ფლომასტერებს გიყიდის..მერე რომ ჩამოიტან,ხომ უნდა დავხატოთ?შენი ნახატები ხომ ყველას უნდა ვაჩვენოთ?ჩქარა,გაიქეცი და დედიკოს მიეხმარე ჩალაგებაში,თორემ თვითმფრინავი გაგასწრებს.
- ხომ არსად წახვალ,ხომ აქ იქნები?
- აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს.
ცხვირის წვერი პატარა გოგონას ცხვირს გაუხახუნა,ძირს ჩამოსვა და კარი გაუღო,საიდანაც ქეთი იძახდა მის სახელს.
ორიოდე წუთში რგოლებიანი ჩემოდნის რახარუხით გამოიარეს ქალბატონებმა გზა შემოსასვლელისკენ,ქეთი ბარბარას გადაეხვია და მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის,კარში მდგომ თაბაგირს კი სასიამოვნოდ ცრიდა ტანში საყვარელი დისა და ქალის ყურება,რომლებსაც ერთმანეთთან საერთო ენა გამოენახათ და ტკბილად ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს.
- ნანიკო მალე!! დაიღრიალა თაბაგირმა და მაჯაზე საათს დახედა.
ბეწვის უსახელო მოსაცმელით დემონსტაციულად გამოსულიყო ქალბატონი ნანა,შლიაპა სარკესთან შეესწორებინა და ის იყო გასვლას აპირებდა,დიმიტრის რომ კიბეებთან გასძახა მანქანაში დალოდებოდა.კარები გადაკეტა და მის წინ მდგარი მაშარელი მარტო რომ დაიგულა,ქუსლების კაკუნით მიუახლოვდა და ზემოდან დააჩერდა ქორივით,თითქოს ეს ესაა ბარტყების ბუდე უნდა გაანადგუროსო.
- ეხლა კარგად მომისმინე,ქალბატონო..შეიძლება თავის დაღწევას აპირებდი ამ საუბრისგან,თუმცა სულ ტყუილად,მოგიწევს მომისმინო..არ მაინტერესებს ჩემი შვილი რას ამბობს,არც ის მაინტერესებს,შენ რას გრძნობ მის მიმართ,შენ ჩვენი ოჯახისთვის შეუფერებელი ხარ,ვერასდროს გახდები თაბაგირების რძალი და ეს აქედანვე იცოდე,აქ რომ ჩამოვალ,შენი ფეხი არ ვნახო ამ ოჯახში,თორემ სიცოცხლეს გაგიმწარებ,ვისგანაც გიცავს ჩემი შვილი ასე თავგამოდებით,იცოდე იმათ ხელში ჩაგაგდებ!
თვალები ავისმომასწავებლად დაუბრიალა,იმდენად ახლოს იდგა გოგონასთან,მისი მძაფრი სუნამოს სუნი ახრჩობდა მაშარელს.
- იმედი მაქვს გააზრებასთან პრობლებემი არ გაქვს,როგორც ჩვეულებრივ პროვინციალებს. შენ,დიმიტრის გასართობი ხარ,როგორც ყველა ქალი..ბავშვობიდან ასე იყო,როცა პრობლემები ჰქონდა,ახალ სასიყვარულო რომანებს იწყებდა ხოლმე გულის გასაქარვებლად,ასე რომ,რასაც არ უნდა დაგპირდეს,იცოდე რომ ეს უბრალოდ თამაშია..ის ყოფილი მინისტრია,რომელიც ადრე თუ გვიან ისევ დაუბრუნდება თავის პოსტს,ან გაცილებით უფრო მაღალსაც,მერე კი შენნაირებისთვის დრო სამწუხაროდ აღარ ექნება.
სახლს თვალი კიდევ ერთხელ მოავლო და როცა მანქანის გაუთავებელი სიგნალი მისწვდა მათ სმენის არეულს,კიბეები სწრაფად ჩაირბინა და კარიც ხმაურიანად მოიხურა.

პოლიციის სირენის ხმა კორპუსის გარშემო ტრიალებდა,ხან ძალიან ახლოს ისმოდა,ხანაც კი ძალიან შორიდან,ეკიპაჟს ძებნის რეჟიმი ჩაერთო და ლურჯსა და წითელში მოციმციმე ნათურებს გასაქანი ეძლეოდათ ბნელით მოცული ეზო აებრდღვიალებინათ.
პორშეს მარკის ავტომობილმა ბორდიულზე შემოუხვია და ჰაერში ახტა წამიერად,ვერცხლისფერი მერსედესის გვერდით დააყენა მანქანა და სწრაფი ნაბიჯით გაიქცა გამომძიებისკენ,რომელიც ცალკე სამხარაძეს ესაუბრებოდა.
- ბატონო დიმიტრი.
თავი დაუკრა გამომძებელმა და თაბაგირიც თავის დაკვრით მიესალმა,სამხარაძეს დაფეთებულ მზერას შეხედა და მხარზე ხელი წაავლო,ვერ ხვდებოდა რა ჯანდაბა ტრიალებდა მათ თავს,როცა გამომძებელმა ყველაფერი თაბახის ფურცელზე ჩაინიშნა და ეკიპაჟს მანქანაში ჩაუჯდა,მამაკაცებმა დრო იხელთეს და კარი ფეხის კვრით შეაღეს,სადაც კუთხეში მომწყვდეულ და სახე ჩამოხოკილ კალანდაძეს მზერას შეეჩეხნენ.
- მია!! ჯანდაბა,კარგად ხარ?
გოგონას გამხდარი სხეული მკერდზე მიიკრო,თაბაგირი კი იქვე სკამზე ჩამოჯდა და სახე ნერვიულად მოისრისა.
- პატარავ,უნდა წამოხვიდე განყოფილებაში..
- არ შემიძლია..დღეს არა,გთხოვ..აქ იყავი და არ დამტოვო,ძალიან მეშინია იასონ..
- არ მივდივარ არსად,კარგი,დამშვიდდი..ცრემლები სახიდან მოუწმინდა და ლოყაზე აკოცა,წინ ჩამოშლილი თმა ყურებზე გადაუწია და ყვრიმალებზე მიეფერა.
- მია..რა მოხდა,კიდევ ერთხელ მოგვიყევი.
მისკენ დაიხარა თაბაგირი და თვალები დააწვრილა.
- არ ვიცი...არ მახსოვს..სამზარეულოში ვიყავი,ვკითხულობდი.უცებ საკეტის ჩხრიალის ხმა გავიგე,მერე ნაბიჯების..იასონს დავუძახე,მეგონა სამსახურიდან დაბრუნდა,ვიფიქრე,დამცინის და ხმას არ იღებს მეთქი,როცა შემოსასვლელისკენ გავედი..
კიდევ ერთხელ ამოიტირა კალანდაძემ და უფრო მეტად მოხვია ხელები იასონს.- უკიდან ჩამავლო ხელი მამაკაცმა,ყელზე დანა მომაბჯინა,მითხრა რომ თუ ვიყვირებდი,მომკლავდა.
- მისი ხმა გეცნო?! აქამდე გქონდა მსგავსი ხმა გაგებული?! გთხოვ,კარგად დაფიქრდი.
- არ ვიცი,არ ვიცი იმდენად შეშინებული ვიყავი,ყურადღება სრულიად გამეფანტა.
- კარგი,განაგრძე.
- რაღაცას ეძებდა,მე სკამზე დაბმული ვყავდი. ლენტი ამაკრო პირზე,ძალიან მეშინოდა..ჯანდაბა,ცუდად ვარ,ძალიან ცუდად..მეგონა,ისევ მიტაცებდნენ,ვფიქრობდი ისევ იმ ტანჯვის გამოვლა მომიწევდა ისევ და შენ ვერასდროს მიპოვნიდი..
- დამშვიდდი,აქ ვარ... ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს.ყელი მაჩვენე.
თავი ააწევინა და ყელზე მიბჯენილი დანის წვერისგან პატარა ჭრილობამ მოუჭრა თვალი.
- დამშვიდდი,უბრალოდ ნაკაწრი გაქვს,ხვალვე მიგიყვან ექიმთან და რაც საჭირო იქნება,ყველაფერს გაგიკეთებს.
- დიმიტრი,იმ საქმეზე რა ხდება?
ჩაეკითხა იასონი..
თაბაგირმა მაჯას დახედა,საათის ისრები შეუპოვრად წიკწიკებდნენ და აფრენის დროს აჩვენებდნენ.
-ის ახლახანს აფრინდა.. ჩვენ კი,მოქმედებაზე გადავდივართ.

პარლამენტში ინტერპელაციაზე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა სიტყვით,რომელიც ხაზს უსვამდა ქვეყანაში განვითარებულ დაძაბულ მდგომარეობას ოპოზიციასა და სახელმწიფოს სათავეში მდგომ პირებს შორის,დაკონკრეტების გარეშე,პირდაპირ ეთერში,მან მოუწოდა თავჯდომარეებს,ქვეყნის პირველი პირის წარმომადგენლებს,შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება,ვინაიდან ეს იქნებოდა ქვეყნის დაკნინება,შემდეგ კი - მისი საზოგადოების.
ითხოვდა,რომ მიეღოთ ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი,თუმცა პარლამენტის შენობაში კვლავ გაუთავებელი ჩოჩქოლი ამტყდარიყო იმასთან დაკავშირებით,რომ დაებრუნებინათ დიმიტრი თაბაგირი პოსტზე,რადგან მათ არ სურდათ ქვეყნის მოღალატე მჯდარიყო სავარძელში.უკანა რიგებიდან განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები,რომლებიც ციტირებდნენ ხალხის სიტყვებით და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ პრემიერი,რომ ეს არა მხოლოდ მათი სურვილი,არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის ბრძანება იყო.
ცენტრში მდგომმა მამაკაცმა,თავმჯდომარეს ანიშნა მიკროფონები გამოეთიშათ მათთვის,თუმცა საუბარი მაინც არ შეეწყვიტათ და მთელი ძალითა და ღონით ცდილობდნენ თავიანთი სათქმელის გამოკვეთას.
- მე პატივს ვცემ ჩვენი ქვეყნის ერთგულ წარმომადგენელს,ყოფილ მინისტრს - დიმიტრი თაბაგირს.
წყლით სავსე პლასტმასის ჭიქას თითები მოუჭირა მამაკაცმა და საუბარი მშვიდ ტემბრში განაგრძო:
- არჩევნები წელს გადმოტანილ იქნება რამოდენიმე თვით ადრე,ვადასტურებ პრეზიდენტის ბრძანებას და ამა წლის პირველი მაისიდან,თქვენ შეძლებთ არჩევანი გააკეთოთ,ირჩევთ პრეზიდენტად კვლავ ბენდელიანს თავისივე გუნდთან ერთად,ან ირჩვეთ ნაცვლიშვილს თავის გუნდთან ერთად,რომლის შემდგომაც შესაძლებელი იქნება დიმიტრი თაბაგირი პოსტს დაუბრუნდეს.გმადლობთ ყურადღებისთვის!
- ეს ხომ უსამართლობაა!
- ჩვენ სამაგალითო პრეზიდენტი გვყავს,მისი გადადგომა არ გვსურს,მხოლოდ თაბაგირი დაუბრუნდეს თავის პოსტს,ბატონო პრემიერო!
- ბატონო პრემიერო,თქვენ ხალხს არჩევანის წინაშე არ აყენებთ,თქვენ პირდაპირ გვაიძულებთ,უარი ვთქვათ ჩვენსავე მოთხოვნებზე!
- ბატონო პრემიერო!
ბუზებივით ირეოდა ხალხი პარლამენტში,რომლებიც მთავარ კარში გასულს მისდევდნენ,შენობის შესასვლელში დახვედრილ ჟურნალისტებს კი პრემიერის დაცვა იგერიებდა,კითხვების კორიანტელში ახვევდნენ ახოვან მამაკაცს და თავდახრილი,სახეზე აფარებული ხელით მიიწევდა ავტომობილისკენ.
კამერისკენ წითელ პიჯაკში გამოწყობილი ჟურალისტი უკმაოფილო მზერით დამდგარიყო და ეკრანებთან მჯდომ მაყურებლებს ატყობინებდა,თუ როგორი დაძაბულობა მიმდინარეობდა პარლამენტში და მიმდინარე კადრებს აუცილებლად გვაჩვენებდნენ.
პულტის ღილაკს თითი დააჭირა მაშარელმა და სრულიად სიმშვიდემ დაისადგურა მთლიან ზალაში,რომელსაც ჭერზე ჩამოკიდებული ჭაღი აჩახჩახებდა ასამდე ნათურით.
- ბენდელიანის მტერი ხარ,ბატონო დიმიტრი..ახლა გასაგებია..
ტელეფონი ხელში მოიმარჯვა,სენსორზე მამაკაცის ნომერი ჩაწერა,რომელსაც პატარა ფურცლის ნაგლეჯიდან კითხულობდა,რამდენიმე წუთიანი ზარის შემდეგ კი ნება იბოძა მამაკაცმა პასუხი გაეცა მაშარელისთვის;
- მაშკა,კარგად ხარ?
- სად ხარ? მალე მოხვალ?
მაგიდის ირგვლივ დაიწყო სიარული და ნერვიულად ცქმუტავდა.
- რა ხდებაა?!
- სალაპარაკო გვაქვს.
- გვიან დავბრუნდები,არ მცალია.
- დიმიტრი,მოდი! იცოდე,გელოდები!
ტელეფონი გაუთიშა და მაგიდაზე მიაგდო,კედელზე ჩამოკიდებულ ოქროსფერ ჩარშოში მოქცეულ ციფერბლატებს გახედა,ლამის წამების დათვლა დაიწყო მამაკაცის დაბრუნებამდე რომელიც არც კი იყო დარწმუნებული,მივიდოდა თუ არა.
- მიდი,განაგრძე.
ეკრანებთან მჯდომ ტატოს უბრძანა ვიდეო-ჩანაწერები ეჩვენებინა,რომლებსაც სამხარაძე და თაბაგირი დიდი დაკვირვებით ადევნებდნენ თვალს.
შავ სამოსში გამოწყობილ პიროვნებას,რომელსაც ბასრი დანა უმშვენებდა ხელს,დამონტაჟებული კამერებისკენ მისულიყო,ხელი აექნია მისალმების ნიშნად და დანის წვერი ჩაერტყა ეკრანზე.სწორედ ასე მოიქცა დანარჩენ ოთახებშიც,რომელიც თავის დროზე თაბაგირმა დაამონტაჟა მოსასმენ აპარატებთან ერთად და გამოსახულებებიც გაქრა.
- არ ჩანს,სახლში როგორ შევიდა,მია ამბობს რომ რკინის კარი გააღო.
- ჰო,მაგრამ ჩვენ მთავარ შესასვლელში კამერა არ დაგვიმონტაჟებია..
წვერზე ჩამოისვა ხელი თაბაგირმა და ჯანაშიას კადრები უკან გადაახვევინა.
- ტიპი გამოდის საძინებლიდან,რადგან შემოსასვლელიდან თუ გამოვიდოდა,ჯერ მისაღები უნდა გაევლო..რა დედისტყ/ნაა?!
შეუღრინა თაბაგირმა და ტუჩები სიბრაზიგან მოკუმა.
- არ ვიცი,მეორე კამერაში მია ჩანს,რომელიც მეცადინეობს,როგორც თვითონ თქვა,აჰა..
ხელი გაიშვირა ჯანაშიამ ეკრანისკენ და ზურგით მჯდომ ხუჭუჭას დააკვირდა.
აზრები კვლავ დიმიტრის ტელეფონის წკრიალმა გაფანტა,რომელიც ვიბრაციაზე დააყენა და შავი ჯინსის ჯიბეშე ჩაიდო.
- ხმა გამოურთე მაგ დედამო/ნულს,ისედაც ტვინი ამიდუღდა!
- დამერწმუნე,თვითონ უფრო უდუღს,ვუთხარით საბავშვო ბაღზე ნძ/რევას შეეშვი მეთქი,მოგვისმინაა?!
იღრიალა ჯანაშიამ და თავი გააქნია.
- ტატო,მაგრად აირტყავ,ჩაიჯ/ვი და საქმე აკეთე ბლინ!!!
- დამშვიდდი!
კოპები შეკრა სამხარაძემ,ლარივით დაჭიმულ თაბაგირს გახედა,ადგილს ვერ პოულობდა და ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დახედა.
"პატარავ,ვერ მოვალ,მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს,დაიძინე."
ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა და სკამზე კუთვნილი ადგილი დაიკავა.
- მეც მოვედი..
წკრიალაშვილი მამაკაცებს შორის გაიწია,მახიდას ხელებით დაეყრდნო,ეკრანს მიუახლოვდა და კანზე იასონის ხელი მიეკრო ინტიქტურად,რაზეც ჟრუანტელმა დაუარა და პირით ჩაისუნთქა ჰაერი.
ორივემ ერთმანეთს შეხედა და სამხარაძეც უხერხულად გაიწია გვერდით,წვერზე ხელი ჩამოისვა და სიგარეტი მოიქცია ბაგეებს შორის.

ვარსკვლავთა ცვენა ერთ დიდ აურზაურს ქმნიდა ცაზე გალეულ მთვარესთან ერთად.პატარა მნათობები თბილისს დაჰყურებდნენ და მინდორზე ალაგ-ალაგ შერჩენილ ტიტებს ბოლომდე აშიშვლებდნენ სიოს მონაბერით,
ურცხვად ელამუნებოდა მთვარის შუქი მის ნაზ კანს,ჩურჩულით უყვებოდა ღამის ზღაპარს და თმას მოურიდებლად უწეწავდა აივანზე მდგომს,რომელიც სათაო ოფისისკენ იყურებოდა,ლურჯად მოციმციმე შენობის ბოლო სართულზე მოსიარულე სილუეტები რომ გადი-გამოდიოდნენ.
თვალები კორპუსის ეზოსკენ გააპარა მაშარელმა. უყვარდა ასეთი დრო,როცა ადამიანებით არ იყო გავსებული ადგილი და შეეძლო საათობით მდგარიყო და დამტკბარიყო მარტოობით,ფიქრებს მიცემოდა,აზრები დაელაგებინა,მომავალი დაეგეგმა ან სულაც ელოცა თვალდახუჭულს,ეთხოვა შემოქმედისთვის,რომ მისი მფარველობა არ მოკლებოდა თუნდაც თავის დანაწევრებულ ოჯახს,მეგობრებს,ახლობლებს,დიმიტრის.
სიჩუმის ნეტარება სხეულში ნელი ნაბიჯებით მიემართებოდა,მანამ სანამ ქუთოთები ერთმანეთს არ დააშორა,თვალები ეზოსკენ არ გააცოცა და უცნაურად ჩაცმული პიროვნება არ დალანდა ლამპიონის შუქზე,რომელიც ზემოთ იყურებოდა,უფრო სწორედ იმ მხარეს,სადაც მაშარელი იდგა,მეტიც..მიხვდა,რომ სწორედ მას უყურებდა.
ტანში სიცივემ გასცრა.
შავ სამოსში გამოწყობილმა სილუეტმა მთვარის შუქზე არეკლილი ბასრი დანა ხელში აათამა და მისალმების ნიშნად,დაუქნია კიდეც.
გოგონამ უკან უკან დაიხია.
რკინის კარისკენ გაიქცა და აკანკალებული ხელებით გასაღები საკეტში მოაქცია,რამოდენიმეჯერ გადაატრიალა,ყველა ფანჯარა დახურა სადაც კი ღია ეგულებოდა და ტელეფონს დასწვდა,რომელსაც ხელში უკვე ძლივს იჭერდა,სმენის არეალს ლიფტის ხმა ჩასწვდა,თუ როგორ დაიძრა მისი სართულისკენ.
- აიღე,დიმიტრი..აიღე გემუდარები.
ცრემლებმა თვალებიდან იხეთქა.
სამზარეულოში გამოწეული უჯრიდან ბასრ ნივთებს დაავლო ხელი და შიშისგან აცახცახებული სხეულით მიეკრო კედელს.

* * *
- ესეც ესე,ჩემთვის დაგებულ მახეში თვითონ ებმიან,ვირთხებივით ისრისებიან დაჟანგულ სათაგურში..ყველას ასეთი ბედი მოელის,ვინც მიღალატებს..ვინც ჩემს ზურგს უკან იარაღს მომიშვერს..რა იციან,მესამე თვალიც რომ მაქვს?!ომი უნდოდათ?!მიიღეს..
სისხლიან ომს მიიღებენ და პირველი პრემიერით დავიწყებ,რადგან მაგ ნაბიჭ/ვარმა ზედმეტად დიდხანს დამაჯერა თავის ერთგულებაში.
ლერი!!!მოკალი,პრემიერი,დღესვე!! ისე გააკეთე,რომ ეჭვი თაბაგირზე აიღონ,საქმეს შეუდექი.
- დიახ ბატონო პრეზიდენტო.
- და ჰო,კიდევ..დანარჩენებსაც მიხედე,პრემიერის გზას მალე ისინიც უნდა გაუყვნნენ,მთავარ პერსონაჟს კი,რამე მზაკვრულს მოვუფიქრებ,მკითხველს გული ძალიან რომ ეტკინოს..მიდით ჩემო ლომებო!!სისხლად შეღებეთ ყველაფერი..მიდით!!
ხელებგაშლილმა გასძახა ლერის და მის უკან მდგომ ახმახებს სიამაყით გაბღენძლმა თავი დაუკრა.
ტყავის სავარძელში მოთავსდა და ქალაქის ხედისკენ შეტრიალდა.

№1  offline წევრი ცირა♡

უჰაა ძალიან საინტერესოა რა ელის ბარბარას..ძალიან კარგია მეორე ნაწილსაც დაველოდებით მიხარია რომ ატვირთავ

№2  offline მოდერი Queenofmoon

ცირა♡
უჰაა ძალიან საინტერესოა რა ელის ბარბარას..ძალიან კარგია მეორე ნაწილსაც დაველოდებით მიხარია რომ ატვირთავ

დიდი მადლობა,ცირა :*

№3 წევრი დარინა

რაღაც ამ მიასაც არ ვებდობიი მეეე, იქნებ და შეგზავნილი ყავს ბენდელიანს გამორიცხული არაფერიაა, აი ყველას კი ვუყურებ ეჭვია თვალით მხოლოდ იასონს ელენას და დიმიტრის ვუცხადებ სრულ ნდობაას, საინტერესოა ბარბარა როგორ გადარჩება რადგან იმედი მაქვს რომ ხელში ვერ ჩაიგდებს ბენდელიანი, ხელში თუ ჩაიგდოო ხომ ვიცით რა ელოდება წინ და დიმიტრისაც განაიარაღებს და ხელფეხს შეუკრავს, ისე ამხელა შეცდომა როგორ დაუშვა დაცვის გარეშე რომ დატოვა და თან ხომ
იცის რომ ყოველთვის საფრთხე ელოდება მან კი ტელეფონსაც გამოურთო ხმაა, დიმიტრისგან უფრო ყურადღებიან ქმედებებს ველოდიი, ბარბარამ იქ დიმიტრის დედას პასუხი რომ არ გასცა აი მე მომეშალა ნერვებიი მაგრამ რა მოვთხოვო პასუხი არ უყვარს და აი რატომ იმსახურებს ამ კაცის სიყვარულს ვერ გამიგიაა, აი იმ ქალს პიროქით მოვუშლიდი ნერვებს, იმედია დიმიტრი სათანადოდ მოსვამს დედამისს მის ადგილზე რადგან ეს ქალი აი მეც ძალიან მაღიზიანებს, მეზიზღებიან მისნაირი ფულზე დახამებული ადამიანებიი, ფურთხის ღირსადაც არ ვთვლიი. აი შემდეგი თავი კი უფრო საინტერესო იქნებაა ველოდებიი უკვეე.

№4  offline მოდერი abezara98

პირველ რიგში, შენს კითხვაზე უნდა ატვირთო თუ არა "ტირანის მახეში 2" ჩემი პასუხია, რა თქმა უნდა - კიი. თქვენ გაქვთ სამი კი და გადასული ხართ შემდეგ ტურში joy ოღონდ გაფრთხილებ, მეტი არ მინდა ჩემი ლილე და ალექსანდრე დაშორდნენ იქ ან რომელიმე პერსონაჟი (შენი წინა ისტორიებიდან) მომიკლა, რომელიც მიყვარს და ვგიჟდები, მაშკასი არ იყოს, მეც შევიარაღდები ბასრი საგნებით და "დაგიპადიეზდებ" smiling_imp joy
ჰო, ახლა გადავიდეთ ძირითად ნაწილზე. გეფიცები, მე კი არ მინდა, მაგრამ ეს პერსონაჟები თავად ითხოვენ ლანძღვას და უარს ხომ ვერ ვეტყვი? როგორი სათნო გყავარ, არ ხომ იცი, არა? bowtie joy იღბლიანი ბორბალი უნდა დავატრიალო, რაა, რომ ვისით დავიწყო უფრო მარტივად გავარკვიო ხოლმე joy კარგი, კარგი, მოდი თავიდან მივყვები. ნუ, მაშკასა და დიმიტრის წყვილი ძალიან მომწონს (ნუ ჩემს ელენას და იასონს ვერ შეედრებიან, მაგრამ მაინც smile ). რა ვქნათ, თუ მაშკა პატარაა და ცოტა ტვინის რამდენიმე უჯრედიც აკლია? ამის გამო ნუ გავკიცხავთ კაცო. ძალიანაც უხდება თაბაგარს და ქალბატონო დედა-დედამთილო, თუ შენ ახლა ამას კითხულობ, მაგასაც ვნახავთ, ვინ ვერ შემოვა თაბაგრების ოჯახში smirk აქეთ არ გაგიშვათ სხვაგან, რაა smirk ყველაზე მეტად იცი რა მომეწონა? მაშკა რატომაც შეარქვა, ეგ რომ ახსენი. ჰოდა, მაგაზე გამახსენდა მაშა და დათვი. ზუსტი ანალოგიაა joy მაგრამ მაგ ანიმაციის ყურებისას სულ მაინტერესებდა როგორ დატოვეს მშობლებმა ეს ცხოველი ამ საწყალ დათვთან ჰა? ამ შემთხვევაშიც ჩემი ჩაგრული დიმიტრია დათვი, მაშკა კიდევ მჩაგვრელი ჟანა joy (ეს მჩაგვრელი ჟანა მე არ მომიგონია, მახსოვს ერთხელ ტელევიზიით გადმოსცეს, ვარკეთილში ცხოვრობს ეს ბავშვი და სხვა ბავშვებს ატერორებს, განსაკუთრებით ბიჭებსო joy joy )
ჰო, გადავიდეთ ახლა აცუნდრუკებულ და დაუკმაყოფილებელ დედამთილზე smile ქალბატონო ნანა, ჯერ კიდევ თუ არ გაგითვალისწინებიათ ჩემი წანადელი რჩევა, გაგიმეორებთ, მამაკაცი იპოვნეთ! ან თავად დაიკმაყოფილეთ თავი, თორემ აშკარად უკვე ხასიათში გადაგივიდათ და ძალიან უშნოდ ჰყოფთ მაგ ცამდე აწეულ ნისკარტს შვილის საქმეებში. გამომივიდა ბომინ"ძღ"ის შემქმნელი და დამაარსებელი. ხოხობს ჩამოჰყევით არა თბილისში და კერძოდ ვაკეში? ვითომ რითია ერთი ჩემი მაშკა ნაკლები თქვენს სანაქებო ნატალიაზე? გვარიშვილობა აქვს ნაკლები, სილამაზე თუ ნიჭი? უხ, როდის იქნება მოსვან ეს ქალი თავის ადგილას, ჰა? კარგი, ბარბარას ენა არ აქვს ანდა ზრდილობიანია და მომავალ დედამთილს არაფერს ეუბნება, ელენას მაინც გაალანძღინე ეს ქალი, რა იქნება? smiling_imp joy
გეფიცები, მინდა თავი ისე გავიდეს, იასონი ერთხელ მაინც არ შემომელანძღოს, მაგრამ ესეც ითხოვს. ელენას აღიარებამაც კი ვერ მოივანა ეს ჭკუაზე და ამის მერე რა უნდა ველაპარაკო? გამაგებინებს ვინმე, ჯერ ისევ მიასთან რატომაა ეს კაცი ანდაც მია ისევ მის სახლში რა ჯანდაბას აკეთებს? ყველაზე მეტად მაგ გოგოს ვუყურებ ეჭვის თვალით, თან განსაკუთრებით ამ თავდასხმის შემდეგ! მორჩა იასონ, სანამ მიას არ მოიშორებ თავიდან, თვალით არ დამენახო! angry და დღეიდან ჩვენ ორს შორის, მოციქული არის ტყვია! სიტყვასაც კი აღარ გაღირსებ, სანამ ჭკუაზე არ მოხვალ!
შენ კიდევ თააგარო, დააღირსე და აიღე ეს დაწყევლილი მობილური! თან ის კარგად წამოაყრანტალეს მიასთან გაფრინდა თვითმფრინავი უკვეო და ვაიმეეეეეეეე, ჩემი ელენასც მოვიდაა! scream
იქითა კვირიდან მე მეწყება გამოცდები და ეს დაძაბულობა მინდოდა ახლა? თან უფრო დაიძაბება სიტუაციაო! ამათზე ვინერვიულო თუ ჩემს ფინალურებზე? joy უჰ, კარგად კი მოვიოხე გული joy მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას და ზაფხულის მიუხედავად კიდევ უფრო ჩამოცხომას smiling_imp heart_eyes heart_eyes

№5  offline მოდერი Queenofmoon

დარინა

დიმიტრიმ სრულ ტერიტორიაზე განათავსა დაცვა,როგორც წინა თავში მადლობის ნიშნად თავი რომ დაუხარა ბიჭებს,აი მანდ გაკვრით მქონდა ნათქვამი რომ დაცვით იყო სავსე მთელი ეზო,სართულები.:* დიმიტრის დედას კიდე მოსვამს ერთი სულიერი კარგ ადგილას,ისე რომ გულს მოიფხან ჩემო გოგო:დ:დ ხმას ჩააწყვეტინებს,ასე რომ მაგ მომენტს დაელოდე დიდი სიამოვნება გველის :დ<3
გამიხარდი რომ აქ ხარ ისევ ჩემთან და მკითხულობ,აბა შემდეგ თავამდე,თბილო!<3 :*

abezara98
პირველ რიგში, შენს კითხვაზე უნდა ატვირთო თუ არა "ტირანის მახეში 2" ჩემი პასუხია, რა თქმა უნდა - კიი. თქვენ გაქვთ სამი კი და გადასული ხართ შემდეგ ტურში joy ოღონდ გაფრთხილებ, მეტი არ მინდა ჩემი ლილე და ალექსანდრე დაშორდნენ იქ ან რომელიმე პერსონაჟი (შენი წინა ისტორიებიდან) მომიკლა, რომელიც მიყვარს და ვგიჟდები, მაშკასი არ იყოს, მეც შევიარაღდები ბასრი საგნებით და "დაგიპადიეზდებ" smiling_imp joy
ჰო, ახლა გადავიდეთ ძირითად ნაწილზე. გეფიცები, მე კი არ მინდა, მაგრამ ეს პერსონაჟები თავად ითხოვენ ლანძღვას და უარს ხომ ვერ ვეტყვი? როგორი სათნო გყავარ, არ ხომ იცი, არა? bowtie joy იღბლიანი ბორბალი უნდა დავატრიალო, რაა, რომ ვისით დავიწყო უფრო მარტივად გავარკვიო ხოლმე joy კარგი, კარგი, მოდი თავიდან მივყვები. ნუ, მაშკასა და დიმიტრის წყვილი ძალიან მომწონს (ნუ ჩემს ელენას და იასონს ვერ შეედრებიან, მაგრამ მაინც smile ). რა ვქნათ, თუ მაშკა პატარაა და ცოტა ტვინის რამდენიმე უჯრედიც აკლია? ამის გამო ნუ გავკიცხავთ კაცო. ძალიანაც უხდება თაბაგარს და ქალბატონო დედა-დედამთილო, თუ შენ ახლა ამას კითხულობ, მაგასაც ვნახავთ, ვინ ვერ შემოვა თაბაგრების ოჯახში smirk აქეთ არ გაგიშვათ სხვაგან, რაა smirk ყველაზე მეტად იცი რა მომეწონა? მაშკა რატომაც შეარქვა, ეგ რომ ახსენი. ჰოდა, მაგაზე გამახსენდა მაშა და დათვი. ზუსტი ანალოგიაა joy მაგრამ მაგ ანიმაციის ყურებისას სულ მაინტერესებდა როგორ დატოვეს მშობლებმა ეს ცხოველი ამ საწყალ დათვთან ჰა? ამ შემთხვევაშიც ჩემი ჩაგრული დიმიტრია დათვი, მაშკა კიდევ მჩაგვრელი ჟანა joy (ეს მჩაგვრელი ჟანა მე არ მომიგონია, მახსოვს ერთხელ ტელევიზიით გადმოსცეს, ვარკეთილში ცხოვრობს ეს ბავშვი და სხვა ბავშვებს ატერორებს, განსაკუთრებით ბიჭებსო joy joy )
ჰო, გადავიდეთ ახლა აცუნდრუკებულ და დაუკმაყოფილებელ დედამთილზე smile ქალბატონო ნანა, ჯერ კიდევ თუ არ გაგითვალისწინებიათ ჩემი წანადელი რჩევა, გაგიმეორებთ, მამაკაცი იპოვნეთ! ან თავად დაიკმაყოფილეთ თავი, თორემ აშკარად უკვე ხასიათში გადაგივიდათ და ძალიან უშნოდ ჰყოფთ მაგ ცამდე აწეულ ნისკარტს შვილის საქმეებში. გამომივიდა ბომინ"ძღ"ის შემქმნელი და დამაარსებელი. ხოხობს ჩამოჰყევით არა თბილისში და კერძოდ ვაკეში? ვითომ რითია ერთი ჩემი მაშკა ნაკლები თქვენს სანაქებო ნატალიაზე? გვარიშვილობა აქვს ნაკლები, სილამაზე თუ ნიჭი? უხ, როდის იქნება მოსვან ეს ქალი თავის ადგილას, ჰა? კარგი, ბარბარას ენა არ აქვს ანდა ზრდილობიანია და მომავალ დედამთილს არაფერს ეუბნება, ელენას მაინც გაალანძღინე ეს ქალი, რა იქნება? smiling_imp joy
გეფიცები, მინდა თავი ისე გავიდეს, იასონი ერთხელ მაინც არ შემომელანძღოს, მაგრამ ესეც ითხოვს. ელენას აღიარებამაც კი ვერ მოივანა ეს ჭკუაზე და ამის მერე რა უნდა ველაპარაკო? გამაგებინებს ვინმე, ჯერ ისევ მიასთან რატომაა ეს კაცი ანდაც მია ისევ მის სახლში რა ჯანდაბას აკეთებს? ყველაზე მეტად მაგ გოგოს ვუყურებ ეჭვის თვალით, თან განსაკუთრებით ამ თავდასხმის შემდეგ! მორჩა იასონ, სანამ მიას არ მოიშორებ თავიდან, თვალით არ დამენახო! angry და დღეიდან ჩვენ ორს შორის, მოციქული არის ტყვია! სიტყვასაც კი აღარ გაღირსებ, სანამ ჭკუაზე არ მოხვალ!
შენ კიდევ თააგარო, დააღირსე და აიღე ეს დაწყევლილი მობილური! თან ის კარგად წამოაყრანტალეს მიასთან გაფრინდა თვითმფრინავი უკვეო და ვაიმეეეეეეეე, ჩემი ელენასც მოვიდაა! scream
იქითა კვირიდან მე მეწყება გამოცდები და ეს დაძაბულობა მინდოდა ახლა? თან უფრო დაიძაბება სიტუაციაო! ამათზე ვინერვიულო თუ ჩემს ფინალურებზე? joy უჰ, კარგად კი მოვიოხე გული joy მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას და ზაფხულის მიუხედავად კიდევ უფრო ჩამოცხომას smiling_imp heart_eyes heart_eyes

რომელ ერთზე გითხრა ეხლა სად ჩავბჟირდი და ავხარხარდი,ოჯახი ეჭვის თვალით მიყურებს და მგონი ახალ აშენებულ საგიჟეთში დამიპირებენ გადაყვანას:დდდდდ გეფიცები,ვიხოხიალე.
იღბლიან ბორბალს დავატრიალებო,რომ თქვი,მაგ გადაცემის მუსიკა გამახსენდა ეგრევე,ბორბალს რომ ატრიალებდა თარხნიშვილი:დდდდდდ ჩემი მაშა და დათვია ზუსტად ეს ორი,მაგრამ დათვი უფრო მიყვარს,ანუ ჩემი დიმიტრი,რა გავაკეთო????ხო,თან აქ ჩემმა დათვმა თავისით მიიყვანა თავისი მაშკა,მთლად ანიმაციისთვის რომ არ დამემსგავსებინაა smiley smiley ელენას ისეთი ენა აქვს,შენ უთხარი და თაბაგირის მთელ სამეზობლოს მიადგება:დდდ სხვათაშორის,ჩემს ბიჭს არ გაუბრაზდე,რა ქნას,წამოვიდა ელენასგან და დახვდა პოლიციელებით გატენილი ეზო და ის ქათამი კიდე კუთხეში აჯღავლებული,რა ექნა,თავს ზევით ძალა არ იყო,თავს ვერ იკლავს და!:დდდ არა პირიქით ჩემო ტკბილო,გამოცდებს გაგიხალისებ,გპირდები!:დდ და მერე,მცხუნვარე ამინდებთან ერთად,მეორე მცხუნვარე და გავარვარებული ისტორიაც დაგხვდება. ჰო,ტირანის მეორე ნაწილს რაც შეეხება,იქ ისეთი პერსონაჟები მყავს,აქეთ თუ მოკლავენ და აკუწავენ სხვებს თუ არა,ვინ გაუბედავს?!!:დ:დ:დ მეორე ნაწილზე ვერ დაგასპოილერებ,მაგრამ არ ინანებ:* აბა გელი შემდეგ თავამდეეე<3 <3 :*

№6 სტუმარი სტუმარი მზიკო

ნორმალურია თაბაგირიი რაის ვიბრაციაზე დააყენე ბიჭო ტელეფონი გოგო სახლში მარტოა ნუ კაი დაცვა არის მაგრამ მაინც საშიშია თვითონაც ხომ თქვა არაააა უხ რა მომეშალა ნერვები :-D ისედაც გიჟს ვგავარ იმდენი საქმე ეხლა ამაზე მომეშალა ნერვიიი და შენს კითხვას რაც შეეხება რას ქვია არ იცი ატვირთავ თუ არა აბა ა რ უნდა ატვირთო გოგო?? ოღონდ წინა კომენტის ავტორის თტქმის არ იყოსზზ არავინ მოკლადა არ დააშორო ტორე მეც დაგიპადიეზდებ ცვეტში :-D

№7  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი მზიკო

ნუ ნერვიულობთ,მე ხომ არ მითქვამს ზარი ვერ გაიგო,არ უპასუხა მეთქი? smiley
არა სანერვიულო კი არის,მაგრამ უფრო სხვა რამეა,ვიდრე ის რომ დიმიტრიმ ვიბრაციაზე ჩართო ტელეფონი:დდ <3 დანარჩენი უკვე შემდეგ თავში:*
ხო,მაშინ ორმაგად ცხელი ზაფხულის გატარება მოგიწევთ ჩემს ერთგულ მკითხველებს:დ <3

№8 სტუმარი stumari

Vin tqva rom tiranis maxeshi meore nawili iqneba ver gavige anu marla atvirtavt?

№9 სტუმარი tikusha

ra sizarmacea dadet cota male ramdeni xania jgqbnit da vegar daasrulet ra ubedurebaa.

№10  offline მოდერი Queenofmoon

tikusha
ra sizarmacea dadet cota male ramdeni xania jgqbnit da vegar daasrulet ra ubedurebaa.

ცოტა უპატივცემულობა ხომ არაა ავტორის მიმართ რომელსაც ეუბნებით რომ "ჯღაბნით"და ვეღარ დაასრულეთო.. ჯერ ერთი თავიდანვე ვთქვი რომ ყოველ დღე ვერ დავდებდი,სწავლის პარალელურად ყოველ მესამე დღეს მაინც ვდებ დიდ თავებს..იცით თქვენ თუ თვლით რომ მე ვჯღაბნი არ წამიკითხოთ...არ დამელოდოთ და რავიცი..ბევრი კარგი ავტორია საიტზე რომლებიც არ ჯღაბნიან და მალმალე დებენ ახალ თავებს.

№11 სტუმარი სტუმარი გვანცა

ერთდროულად წავიკითხე ყველა თავი და ახალ თავამდე რა მოიცდის
არ ვიცი. უმაგრესი შინაარსი აქვს და მომეწონა ძალიან

№12 სტუმარი elen

Queenofmoon

ვაიმე ეს ხალხი რა უტაქტოაა არ მჯერა
ესეთ უზრდელებს საერთოდ არც გასცე პასუხი
შენ კიდეე ძალიან კარგად წერ და არც გვალოდინებ

№13  offline მოდერი Queenofmoon

stumari
Vin tqva rom tiranis maxeshi meore nawili iqneba ver gavige anu marla atvirtavt?

მე ვთქვი რომ ავტვირთავ,სხვა ვინ იტყოდა:) ოღონდ ამ ისტორიის დასრულების შემდეგ. :*
elen
Queenofmoon
tikusha
ra sizarmacea dadet cota male ramdeni xania jgqbnit da vegar daasrulet ra ubedurebaa.

ცოტა უპატივცემულობა ხომ არაა ავტორის მიმართ რომელსაც ეუბნებით რომ "ჯღაბნით"და ვეღარ დაასრულეთო.. ჯერ ერთი თავიდანვე ვთქვი რომ ყოველ დღე ვერ დავდებდი,სწავლის პარალელურად ყოველ მესამე დღეს მაინც ვდებ დიდ თავებს..იცით თქვენ თუ თვლით რომ მე ვჯღაბნი არ წამიკითხოთ...არ დამელოდოთ და რავიცი..ბევრი კარგი ავტორია საიტზე რომლებიც არ ჯღაბნიან და მალმალე დებენ ახალ თავებს.

ვაიმე ეს ხალხი რა უტაქტოაა არ მჯერა
ესეთ უზრდელებს საერთოდ არც გასცე პასუხი
შენ კიდეე ძალიან კარგად წერ და არც გვალოდინებ

დიდი მადლობა..ჰო სხვა ყველაფერთან ერთად ადამიანებს კულტურა და ზრდილობა რომ ჰქონდეთ კარგი იქნებოდა მაგრამ რას ვიზამთ.

სტუმარი გვანცა
ერთდროულად წავიკითხე ყველა თავი და ახალ თავამდე რა მოიცდის
არ ვიცი. უმაგრესი შინაარსი აქვს და მომეწონა ძალიან

მადლობა ჩემო კარგო ძალიან მიხარია ახალი მკითხველის შეძენა,ახალი თავი ძალიან მალე დაიდება

№14 სტუმარი IKU

ამ ისტორიის მიგდება ჩვენი უპატივისცმემლობაა

ეგოიზმი ამ საიტს არ უხდება... rage

ორივეს ერთად ხო არ წავიკითხავთ, ხალხის მოსაგროვებლად რომ უბრუნდები ძველ ისტორიებს.

№15  offline მოდერი Queenofmoon

IKU
ამ ისტორიის მიგდება ჩვენი უპატივისცმემლობაა

ეგოიზმი ამ საიტს არ უხდება... rage

ორივეს ერთად ხო არ წავიკითხავთ, ხალხის მოსაგროვებლად რომ უბრუნდები ძველ ისტორიებს.

ხალხო,რა გჭირთ.. smiley
ამ ისტორიას ვინ ამბობს რომ ვაგდებ? ამ ისტორიის წერის პროცესში ვარ და სანამ არ დავასრულებ,ახალს არაფერს არ ავტვირთავ..ასე გაუგებრად ვსაუბრობ? რა ხალხის მოგროვება?
ამ ისტორიას არც ისე ბევრი მკითხველი ჰყავს,პირველი თავიდან ჩანს ეს,მაგრამ შემიწყვეტავს წერა? აარა რა თქმა უნდა! ხალხის მოსაგროვებლად მე არაფერს ვწერ,პირველ რიგში ჩემი თავისთვის ვწერ და ეს მგონი უნდა ჩანდეს კიდეც..
იმ ძველი ისტორიის მეორე ნაწილის წერა მე დიდი ხანია დაწყებული მქონდა და მკითხველს უბრალოდ შევთავაზე,თუ ენდომებოდა,ავტვირთავდი იმასაც..გავიმეორებ მხოლოდ ამ ისტორიის დასრულების შემდეგ!
ამ ისტორიის ახალი თავი დაიდება დღეს და დაიდება მანამ,სანამ არ დავასრულებ!
ეგოისტურად არასდროს მოვქცეულვარ და არასდროს მიმიგდია არცერთი ჩემი ისტორია,იმიტომ რომ ჩემზე მეტად ჩემი "შემოქმედება" ვერავის ეყვარება!
სასაცილოა უბრალოდ,ხალხის მოსაგროვებლად მე არაფერს ვწერ და მართლა ვერ ვხვდები ამას რატო ფიქრობთ,მგონი თქვენი,როგორც მკითხველის მხრიდან უფრო ჩანს ჩემდამი უპატივცემულობა.

№16  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

საერთოდ იშვიათად თუ დავიწყებ დაუსრულებელი ისტორიის კითხვას რადგან ლოდინი ეს ჩემი ყველაზე სუსტი მხარეა ..;დ მაგრამ როცა ვხედავ ავტორს და ვიცი მისი შემოქმედება როგორიც იქნება პირიქით სტიმული მეძლევა დაველოდო ბოლომდე დასასრულს და მერე ერთიანად ვისიამოვნო ან პირიქით დავიწყო კითხვა აი ესე უბრალოდ მაგრამ იმის ამბიცია და თავშეკავებულობა უნდა მქონდეს რომ ყოველ ხუთწუთში ,,როდის დადებ” ან რაიმე სახის შეურაწყოფაზე გადავიდე დაგვიანების გამო.. რატომ? იმიტომ რომ მე არავინ მაძალებდა წაკითხვას და არც არავინ დამმუქრებია გინდა თუარა ახლავე დაიწყე კითხვა თავებადო! ეს ჩემი სურვილია ამიტომ პასუხისმგებელიც ვარ ის მოთმინება გამოვიჩინო რაც მკითხველს ეკისრება..
სულ მკითხველსაც რომ შევეშვათ თავად ავტორის გადასაწყვეტია როდის გააგრძელებს ისტორიის გაგრძელებას ან დასრულებას რადგან მას ეკუთვნის , თუ ამ საიტზე განათავსა ეს პასუხისმგებლობა თქვენც უნდა შეითავისოთ და ლანძღვის მიუხედავად გვერდით დაუდგეთ ... ერთხელ მაინც თუარ გიცდიათ დაწერა ვერ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ რადგან მუზა ესე ჰაერზე იშვიათად მოდის ისიც იმიტომ რომ მკითხველს არ ალოდინოს და გაახაროს რასაც ძალიან მცირე ნაწილი ხვდება და აფასებს ამდენ შრომას )
ამით იმის თქმა მინდა რომ ძალიან ბევრი კომენტარი შემხვედრია სადაც შეურაცხოფაზე გდადიან დაგვიანების გამო ან შეურაცხოფასათ თავი რომ დავანებოთ ერთი და იგივე კომენტარით ,,ტვინს უბურღავენ” და ასე რომ დაგიწეროთ ავტორმა არგესიამოვნებათ ხო თუ როგორ ეკადრება მკითხველთან ეგეთი საუბარი... ძალიან ბნელა ხალხო და ცოტა დაფიქრდით აბა .. არავინ გაძალებთ კითხვას და დაძალებაც რომ იქით იყოს ელემენტარული შეგნებაა როცა ავტორი იგვიანებს ესეიგი მიზეზი აქვს და ეს უაზრო გამოხტომებით რის მიღწევას ცდილობთ ჰოპ და უცებ დაბრუნდება დაწერს თუ რა? ეს ყველაფერი ელემენტარულია მართლა და სირცხვილიცაა როცა ამის ახსნა მკითხველს ან ავტორს უწევს ! პატივისცემა ჯერ საკუთარი თავის გამოიჩინეთ ამ მხრივ და შემდეგ მწერლის...

რაც შეეხება ისტორიას კითხვა არ დამიწყია დასასრულს დაველოდები რადგან დარწმუნებულივარ ერთიანად წაკითხვა უფრო მეტ სიამოვნებას მომგვრის თან როცა ვიცი შენი ხელწერა წინასწარ მიხარია ამ ისტორიის აღმოჩენა ♥️ წარმატებები ♥️

№17  offline მოდერი Queenofmoon

ტკბილიწიწაკა

პირველ რიგში ის მიხარია,რომ ამ საიტზე ისეთი ადამიანები ხართ,რომელთაც შეგნება აქვთ,რომლებმაც ზუსტად იციან რას ნიშნავს წერდე რაღაცას და არა თუ "ჯღაბნიდე"..უბრალოდ პატივს სცემდნენ ავტორს და მის შემოქმედებას,აი ეს მართლა რამდენს ნიშნავს და როგორი დასაფასებელია სიტყვებით ვერ ავღწერ. ამ ისტორიის პირველივე თავიდან ვთქვი,რომ ყოველ დღე ვერ დავდებდი და წინასწარ გავაფრთხილე მკითხველი,გაუგებრობას რომ არ ჰქონოდა ადგილი და არ ვიცი,ახლა რატომ ატყდა ეს ამბავი.
იმის გამო გალანძღო ადამიანი,რომ წინა ისტორიის გაგრძელება უნდა ატვირთოს და ამის გამო პოპულისტი გამოვდივარ,ხალხს ვაგროვებ ამით და ქელებს ვიწერ,ვერ ვიტყვი რამხელა დამცირებაა.
მწერლის ფანტაზია სადამდეც გაწვდება,იმდენ ნაწილს დაწერს და იმდენჯერ გამოაქვეყნებს,თითქოს ერთადერთი ვიყო,ვინც თავის საყვარელ რომანს ან რაიმე დეტექტივს რამდენიმე ნაწილად უშვებს. მხოლოდ მკითხველის რაოდენობაზე რომ ვიყო დამოკიდებული,სხვა ისტორიები მაშინ შუა გზაში უნდა მქონდეს მიტოვებული,რადგან "ხალხი ვერ შევაგროვე":დ
მე ეს ისტორიაც ისევე მიყვარს,როგორც სხვა დანარჩენი და თუ მენდომება ამ ისტორიის მეათე ნაწილსაც დავწერ,რასაც მუზა მიკარნახებს,ისე მოვიქცევი..სიყვარულით და სითბოთი სავსე მკითხველი მყავს და ჩემთვის საკმარისზე მეტია,თუ ვინმე შემოუერთდება მათ რიცხვს მით უმეტეს,უფრო გამიხარდება.
შენ კი მადლობა,რომ მიმიხვდი რაც დავპოსტე და იმასაც მიხვდი,როგორ მომხვდა გულზე.
ეს ყველა ავტორს ეწყინება,დააბრალო ის,რაც არარის.
და ერთი სული მაქვს,შენი აზრი მოვისმინო ამ ისტორიის ბოლოს და დიდ იმედს ვიტოვებ,რომ ესეც ისევე მოგეწონება,როგორც სხვა და იმედი არ გაგიცრუვდება. მადლობა მადლობა მადლობა!:*

№18 სტუმარი Guess who

არა აქ რომ ბევრს შიგ აქვს კი ვიცოდი მაგრამ ავტორს აუკრძალო თავისივე ისტორიის ატვირთვა ? შიგნაკრაობის ახალი ლეველია

№19  offline მოდერი Queenofmoon

Guess who
არა აქ რომ ბევრს შიგ აქვს კი ვიცოდი მაგრამ ავტორს აუკრძალო თავისივე ისტორიის ატვირთვა ? შიგნაკრაობის ახალი ლეველია

satisfied satisfied satisfied
მგონი ბოდიშის მოხდა მომიწევს როცა ისტორიას ავტვირთავ,რავიცი აბა:))

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent