ეპოქა რომელმაც გრძნობები შეიწირა (თავი 6...10)
თავი 6 ,, ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესწილად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივ სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.“- არისტოტელე მივრბოდი... მივრბოდი რა ძალაც ჩემში ბუდობდა... მივრბოდი და ვგრძნობდი, როგორ ეცლებოდა ძალა, ჩემს უსუსურ ტერფებს... მაგრამ ამის დრო არ იყო... ზოგჯერ სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლაც გიწევს... გიწევს, როგორც არ უნდა გინდოდეს, მითუმეტეს ამ ეპოქაში. მივრბოდი... ვცდილობდი მალე მიმეღწია პაწია სახლამდე... მაგრამ მოკლე გზა უსაშველოდ გაწელილიყო, თითქოს ჩემს ჯინაზე, უფრო და უფრო მატებდა მანძილს... და აი, ჰორიზონტზე გამოჩნდა ისიც... სახლი, რომელიც მრავალჯერ გადაურჩა მძლავრ ტყვიებს. სახლი, რომელიც მრავალი ომის მერეც, ჯერ კიდევ მყარად იდგა, მის მშობლიურ მიწაზე. გიჟივით შევვარდი შინ... მეშინოდა მორიგი ტყვია, ჩემში არ შემოღწეულიყო... მეშინოდა, ცივ სხეულს ჩემში ურყევი ბინა არ დაედო. დედაჩემს დასიებული ჰქონდა ტირილისგან ვარდივით სახე... მასზე აღბეჭდილიყო მრავალი განცდა... განცდა ულევი შიშისა... დედაჩემი- კრავაი, ჩემს დანახვაზე გიჟივით მოვარდა... ისე, რომ ოჯახში ახალშემოსულ ჯარისკაცსაც შეშურდებოდა. - ამდენი ხანი სად იყავი, თამარ?! ნუთუ ვერ ხედავ, რა სიტუაცია დატრიალებულა? რამე, რომ მოგსვლოდა... ?! - ტიროდა, კრავაი და თან მაპყრობდა სევდიან, ცისფერ თვალებს. - დედიკო, დამშვიდდი... როგორც ხედავ უვნებელი ვარ... სრულიად ჯანმრთელი. - ვუთხარი და ძლიერ ჩავეხუტე. - ასე აღარასდროს შემაშინო, გაიგე? - გავიგე დედა... ყურებში სისხლი მაწვებოდა, ამხელა ხმაურის გადამკიდე... ყურებში სისხლის ნაკადი ათმაგად აღწევდა და მკვეთრად მესმოდა, ჩემი გახშირებული გულის ფეთქვაც! ,, დუგ-დუგ-დაგ-დაგ... დუგ-დუგ-დაგ-დაგ...“ *** საღამოა... თითქოს ყველაფერი მიწყნარდა, მაგრამ ირგვლივ მაინც შემორჩენილა სისხლის სუნი... სუნი, რომელიც ჰაერმაც კი, ვერ გაწმინდა. ირგვლივ შემაძრწუნებელი აურა ფუსფუსებდა... შეუძლებელი ხდებოდა, ასეთ დროს შვება გეპოვა! ძილის წინ ძალიან მიყვარს განვლილ დღეზე ფიქრი... ფაქტობრივად, თვალს გადავავლებ-ხოლმე და აღმოვაჩენ სად დავუშვი შეცდომა... ვცდილობ... მართლა ვცდილობ ღმერთი არ გავარისხო! დამიანე... უცნობი ბიჭი, რომელიც დღეს გავიცანი... უცნობი ბიჭი, რომელსაც სავსე, დიდი ტუჩები; შავი , მოკლე თმა; კოპწია ცხვირი და უფსკრულივით შავი თვალები ჰქონდა... რაც უფრო დიდხანს უყურებდი მას, მით უფრო დაიკარგებოდი მის სამყაროში. დამიანეს დანახვისას თავიდან შიშს იგრძნობდით, მაგრამ თანდათან გაგილღვებოდათ შიგნით არსებული აისბერგიც. უცბათ გამახსენდა მისი ბოლო სიტყვები... გაფიქრებისთანავე ჩემში მრავალმა კითხვისნიშანმა იჩინა თავი... ! კითხვისნიშანი, რომელიც იმაზე ბურუსითმოხვეული აღმოჩნდა, ვიდრე გარემოში არსებული სიცრუე. ,, დამიანე... უბრალოდ დამიანე. ახლა წადი, თამარ! წადი სანამ გვიანი არაა! ...“ თამარ... მან ჩემი სახელი ახსენა, მაშინ როცა მე ეს არც მითქვამს... მან იცოდა, თუმცა ეს ყოველივე ეჭვს მბადებდა... ეჭვი, რომელიც შინაგანად მღრღნიდა... მან იცის ვინ ვარ, როცა მე მის შესახებ არაფერი ვიცი. ავფორიაქდი... გული გამალებით ამიჩქარდა, თითქოს სურდა მკერდიდან ამოხტომა. შიში; ბრაზი; ინტერესი; ლოდინი... ჩემში ეს ყოველივე გრძნობა, ერთიანად იყრიდა თავს... ,, დამიანე... დამიანე, ვინ ან რა ხარ?“ - ვეჩურჩულებოდი საკუთარ თავს! თავი 7 ,, ცხოვრება არის ტილო, რომელზე დახატვის შანსი ადამიანს მხოლოდ ერთხელ აქვს, ამიტომ ნელა და აუჩქარებლად უნდა ხატო, თორემ რასაც დახატავ, ვეღარასოდეს ვეღარ წაშლი.“ ზაფხულის სურნელს დაესადგურებინა ჩვენი ქვეყანა... თითქოს ცდილობდა მისი სიკაშკაშით წაეშალა წარსულის მძიმე კვალი. თავი მისკდებოდა... მთელი ძალით ყვირილი მინდოდა... საფეთქლებზე ხელებს ვიდებდი, თითქოს ამით მის ტკივილს შევიმსუბუქებდი. ვფიქრობ და ამ ფიქრებს მივყავარ სამარადჟამოს... ვფიქრობ და თითქოს ვეშვები ნათელ ფერებში... ვწყდები არსებულ რეალობასა და ვუერთდები ილუზიის ნაყოფს. ილუზიას, რომელიც რეალობაზე ბევრად ტკბილია. აი, ნელ-ნელა დაფარფატებს ქუფრივით თეთრი ღრუბელი... ვფიქრობ... და ამ ფიქრებში მე მას ვეხები... ვუერთდები და ჩემში ისადგურებს სულიერი შვება/თავისუფლება. *** - შენ აქ ხარ! ვგრძნობდი, რომ მოხვიდოდი. - მითხრა, დამიანემ, რომელიც წინა შეხვედრის ადგილას მიცდიდა. თითქოს დილიდანვე გული, ამ ადგილისკენ მექაჩებოდა. - ნუთუ არ გეშინია ჩემი, თამარ?! - ჩემი სახელი საიდან იცი, დამიანე?! - მე შენზე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ გგონია. - მითხრა ისე, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს, ხოლო სისხლივით წითელ ტუჩებზე კი, ალმაცერად იკიდებდა გრძელ, სწორ თითებს. - ეს როგორ გავიგო?! ცოტა არ იყოს მაშინებ! - ზოგჯერ შიშიც საჭიროა, ადამიანის უკეთ შესწავლაში... მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ, თამარ!- მითხრა ღიმილით. ჩვენს შორის სიჩუმემ დაისადგურა... წამოწვა ნისლი, რომელიც კონტაქტის საშუალებას არ გვაძლევდა. ბოლოს კი ისევ, მან დაარღვია არსებული მდუმარება... და გააპო, მისმა ბოხმა ხმამ უკუნეთი სიწყნარე. - რა გსმენია, თამარ ამ სამყაროზე? - ბევრი რამ... თუმცა კარგი არაფერი. - გითხარი, მაგრამ კიდევ ბევრჯერ გაგიმეორებ... პესიმისტი ნუ იქნები... ყველაფერში ნათელი ფერი იპოვე.- ღრმად ჩაისუნთქა მძიმე ჰაერი და შავი, უძირო თვალები მომაპყრო. - გინდა ვისაუბროთ დღევანდელობაზე?- თავი დავუქნიე. მაინტერესებდა, მისი აზროვნება... მინდოდა მისი შეცნობა. ეგებ რაიმე გამეგო მასზე. - მე-14 საუკუნე, სხვა საუკუნეებთან განსხვავებით , მეტად დახუნძლულია ომებით... მეტად შემკულია დაპირისპირებებითა და შიდა ბრძოლებით. ეთი მუჭის ოდენა ერი, მონღოლებმა შეგვკრა... რომ არა მათი სისხლოსმღვრელი ხმარი, ჩვენ ასეთი ოჯახივით შეკრებილნი, არ ვიქნებოდით. მე-14 საუკუნის დასაწყისში, მონღოლებმა გააძლიერებს ბრძოლა... ბრძოლა, ჩვენი მეფის, დავით მერვის დასამორჩილებლად. ალბათ იცი, როგორ უმოწყალოდ დაღვარეს სისხლი და გაანადგურეს, ქართლის დიდი ნაწილი... ყველა ეპოქაში არსებობს ქვეყნის მოღალატეები... ეს უბრალოდ ცხოვრების კანონზომიერებაა... მხოლოდ სიკეთე ვერ იარსებებს, ჩვენს წუთისოფელში. არც არის გასაკვდირი, რომ როდესაც, მეფე დავითი, არაგვის ხეობაში იმყოფებოდა, მისმა რამდენიმე ფეოდალმა, მეფეს უღალატა და მოლღოლების მხარე დაიჭირა. მათ საკუთარი სიცოცხლე, ქვეყანაში უსირცხვილოდ გაცვალეს... ეს ყოველივე გულს მისერავს,თუმცა ატანაც შესაძლებელი ყოფილა,როცა იცი ამ კანონზომიერებას წინ ვერ აღუდგები. ვუსმენდი... ვუსმენდი და მინდოდა თხრობა არ შეეწყვიტა.. ეტყობოდა, მას თუ როგორი განათლებული პიროვნება იყო... როგორი ახლო და ამავდროულად მიუწვდომელი. დრო გადიოდა... მე კიდევ ვკარგავდი, მის სიტყვებში არსებულ დროს... ვუსმენდი და მხოლოდ, მის საუბარზე მქონდა კონცენტრაცია გადატანილი... ბევრი ვისაუბრეთ... დამიანე კითხვით ჩემთან გადმოვიდა. - და ახლა გგონია, მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი ფერებია, ჩვენს სამყაროში? *** - დამიანე... იცი? რაღაცნაირი სახელი გაქვს... თან სიცივეს იგრძნობ მისი თქმის დროს , ხან სითბოს. - მაშ, ზუსტად ისეთივე ყოფილა, როგორიც მე... - მითხრა ნაძალადევღიმილიანმა. - მახსოვს, ადრე სახელების წიგნში ვიპოვე, ეს სახელი... ნუთუ არ იცი, რას ნიშნავს შენი სახელწოდება?- თვალები გამიფართოვდა და ლამის პირდაპირი მნიშვნელობით გადმომივარდა. - თამარ, ამის ჩასაძიებლად , დრო არც კი მაქვს... - თუ დრო არ გაქვს,ჩემთან ყოფნაში,რატომ ხარჯავ მას? - ამის თქმა არ შემიძლია.. - მოვა დრო და ყველაფერს გავიგებ.- მისი სათქმელი მეთვითონვე დავასრულე და ღრმად ჩავისუნთქე. დამიანეს ყურებისას აღმოაჩენდით წაბებს შორის არსებულ ნაოჭს... საიდანღაც მქონდა გაგონილი, თუ ადამიანს წაბებს შორის ნაოჭი აქვს, იგი ძალიან დიდი ჭკუის პატრონიაო. წასვლის დრო იყო, თუმცა არ მინდოდა... არ მინდოდა, მასთან განშორება... და ეს ყოველივე, უბრალოდ უმიზეზოდ. - ნახვამდის, თამარ!... იცი ხვალ, სადაც უნდა მიპოვო!- მითხრა და ლოყაზე ხელი მომითათუნა. თავი 8 გასაკვირია, რაოდენ იცვლება შენს ირგვლივ მყოფი, მოარული ადამიანები... იცვლებიან და კარგავენ თავიანთ რეალურ სახეს... როცა გეგონა, მას იცნობდი... თექვსმეტი წელი, შენს ცხოვრებას უმზერდა... ლაღი თვალებით შინ მოსულს გეგებებოდა სიხარულით... თუმცა ეს სიხარულიც წარმავალი ყოფილა... წარმავალი, როგორც სხვა გრძნობები... მე ის მენატრება... ისეთივე თბილი, როგორც უწინ და არა უხეში, რომელიც გაშმაგებული თვალებით ცდილობს, შენს მთლიანად შეპყრობას... ამ უხეში მზერით, თითქოს სხეულში გიძვრება... გტანჯავს და მოსიარულე, დეპრესიულ გვამად გაქცევს. სამწუხაროა, რომ ვერავინ იზიარებს, შენს რეალურ გულისტკივილს... შეუძლებელი ხდება, ოჯახსაც გული გადაუშალო, რადგან ყოველთვის უარესობისკენ მიჰყავთ საქმე და სურვილსაც გიკარგავენ მათთან ნორმალური კომუნიკაციის დამყარებისა. არადა თვითონვე იღწვიან იმისთვის, რომ მათთან გახსნილნი ვიყოთ, თუმცა რეალობის წინაშე, როგორც კი დგებიან, ეგრევე მწვავე შეტევაზე გადმოდიან.. შენს დამოკიდებულებასა და შეხედულებებს არაფრად აგდებენ... მხოლოდ თავიანთი სიტყვა ჰგონიათ კანონი... ამ ყოველივემ კი, საშინლად დამღალა... სურვილი გამიქრო ცხოვრების გახანგრძლივებისა... ბევრჯერ მითქვამს და კიდევ მრავალჯერ ვიტყვი... ყველაფერი წარმავალია! წარმავალია, ის სიცოცხლით, სიყვარულით სავსე თვალები, რომელიც თექვსმეტი წლის განმავლობაში უცქერდი.... რომელიც რეალური გეგონა... თუმცა... ეს ყოველივეც დინებას მიჰყვა და მასში, საშინელმა სიცივემ დაისადგურა... სიცივე, რომელიც ყველაზე ცივ ადგილზეც მეტად საშინელია... სიცივე, რომელიც გკლავს და სიცივე, რომელიც გსპობს... !!! განა იმაზე საშინელი გრძნობა არსებობს, რო?! ... როცა გრძნობ, შენს მიმართ ყველა გაცივდა... გრძნობები გაუხუნათ და აღვირახსნილობის სტიკერს, უსირცხვილოდ გაკრავენ. ყველაფერი კი ასე დაიწყო: - თამარ! სად დაფრინავ? ხელში ცხელი ფაფა გიჭირავს?!- მეუბნებოდა გაშმაგებული მამაჩემი- ირაკლი. მზერით მჭამდა ერთი პატარა თეფშის გამო! - ვეღარ გცნობ, თამარ! თითქოს ამ სამყაროში არ ხარ! იმედი მაქვს ვინმემ არ შეგაცდინა, თორემ?!!!!!! თორე,... შენც კარგად იცი რაც მოგელის! სახალხოდ მოიჭრი საკუთარ თავს და ასევე ჩვენც ზედ მიგვაყოლებ! უღირსი შვილის ყოლას, სჯობს არც გვყავდეს! - არავისაც არ შევუცდენივარ! - შენთვისვე აჯობებს! თან უკვე მომავალი ქმარიც არჩეული გვყავს! ო, ბედი შენი, რომ არ დაგვემორჩილო! ბედი შენი! იმდენი ქონება აქვთ, სიზმარშიც ვერ დაინახავ! შენი ზედმეტი ხმა აღარ გავიგო! - საქმრო?... რა დროს საქმროა? ჯერ მხოლოდ თექვსმეტი წლის ვარ! უსამართლობაა! - დაგვიანებულიც არის უკვე! წესით უკვე შვილიშვილები უნდა მეჭიროს ხელში! ერთ დღემ შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს შენი ცხოვრება! ერთმა სიტყვამ შეიძლება სრული იდეალები და გეგმები დაგინგრიოს! მე შემდეგი უსამართლობის მსხვერპლი ვარ! მე შემდეგი, უსიყვარულოდ გათხოვილი ქალი ვიქნები! ეს სამყარო, იმაზე სასტიკია ვიდრე ,შენ გგონია! ბედნიერი ხარ... ბედნიერი ხარ, თუ სიყვარული გამოგიცდია... ხოლო უსამართლობაა ამ გრძნობის გამო, მთელ ცხოვრებას როცა გართმევენ! ,, დამიანე... ნეტავ,ახლა სად ხარ? ... მიშველე... დამკარგე, შენს უძირო თვალებში! წამიყვანე ამ ჯოჯოხეთიდან, გთხოვ! “ თავი 9 მტკივა... მთელი, ჩემი მეობით და ეს ტკივილი დაუსრულებლად ედება ყოველივე ორგანოს. მტკივა და თითქოს ჩემში არსებულ ცრემლებსაც, აღარ სძალუძთ გარემოში გადმოსვლა... გარემო, რომელიც ალბათ ჩემსავით შიშს ჰგვრით. უსიყვარულოდ, როგორ გავთხოვდე? როგორ შევხედო, მას ვისკენაც არ ვილტვი? დამიანეს რა ვუთხრა? როგორ მოვიქცე... ღმერთო... მე შენ არასდროს შემიწუხებიხარ, რადგან ვიცი, როგორი დაკავებული ხარ, სხვა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტებით... თუმცა, გთხოვ... ამ ერთხელ... საბოლოოდ დამეხმარე.... დამეხმარე და ამარიდე, ეს უსიყვარულო ქორწილი. *** - იმდენად სარკისმაგვარი ადამიანი ხარ, თამარ, რომ ეგრევე ესახება შენს სახეს, შენში არსებული ტკივილი... იმდენად ნათელი ხარ... იმდენად წმინდა... რა გჭირს... რამ დაგამწუხრა? რა გახდა, შენი ცრემლების მიზეზი?! -მეუბნებოდა, დამიანე და თვალებში მიყურებდა... თითქოს ცდილობდა, ჩემი შინაგანი სამყარო ამოეკითხა. - დამიანე... ამის მერე, როგორ მთხოვ სამყაროს დადებითი თვალით შევხედო? ეს ხომ უსამართლობაა! ეს, ხომ ადამიანის მეობის მოკვლაა... - ავტირდი... ვერ შევძელი თავის შეკავება და უსუსური ბავშვივით, დამიანეს მკერდზე დავიწყე ტირილი... - არა, თამარ... ოღონდაც შენი ცრემლები არ დამანახო! სუსტი გული მაქვს, ვერ ვეგუები ქალის ცრემლს... ამიხსენი რა ხდება, თამარ... მე შენთან ვარ, გემის? მე შენთან ვარ! დაწყნარდი... მშვიდად... - მსიამოვნებდა მისი მშვიდი ხმა, რომელიც ჩემს სხეულში სითბოს ღვრიდა. - უსიყვარულოდ მათხოვებენ, დამიანე... უსიყვარულოდ სურთ, ვიღაც პიროვნებასთან სარეცელი გავინაწილო! ... უსირცხვილოდ მთხოვენ მასთან მომავალსა და ცხოვრების დანგრევას... დამიანე, ჯოჯოხეთია, ეს ყოველივე ჩემთვის, გესმის?... ეს ყველაფერი ერთი დიდი ჯოჯოხეთია და მე მის ცეცხლში ვიწვი! წვავს, ჩემს ყოველივე წერტილს... მწვავს... ვიტანჯები... და ჩემი არავის ესმის... რატომ... უბრალოდ, რატომ დამიანე... *** - ყოველთვის იცოდე... იცოდე, რომ ვალდებული არ ხარ, ის აირჩიო... ვალდებული არ ხარ, მასთან გაიყო სარეცელი და მის შეხებისას ცეცლის წაკიდება იგრძნო. მართალია, ყველა გმობს სიყვარულს, თუმცა უსიყვარულოდ ვერც ვერაფერი ვიქნებით... სწორედ უსიყვარულობის გამოა სამყარო ასეთი სასტიკი. იქნებ ზოგჯერ სჯობს, ვითომ დადგენილ წესებს გვერდი ავუაროთ და ისე მოვიქცეთ რაც რეალურად გვსურს? - დამიანეს ეტყობოდა , როგორ უმძიმდა ჩემთან ამ თემაზე საუბარი... როგორ იტანჯებოდა, ჩემთან ერთად, ერთ დიდ მარადიულ ცეცხლში. - არ ვიცი, როგორ მოვიქცე, დამიანე... თავგზა ამერია... ცხოვრება შემძულდა... რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს? მასთან ერთად ისედაც მოარული გვამი ვიქნები... მაგას მიჯობს სახალხოდ გამომასალმონ ამ წუთისოფელს... ყველა ისედაც დავტოვებთ ამ ცხოვრებას... და ამ ცხოვრების მწირე წუთებს, უდრო და უფრო გვიმოკლებენ! - არ იდარდო, თამარ... გულს ნუ გაიტეხ... მე შენთან ვარ! შენს დათმობას არ ვაპირებ... არ ვაპირებ გესმის? - და განაგრძობდა, ჩემს თმებზე ფერებას.... *** ქორწილი იყო... ყველა ჩვენს ირგვლივ შეკრებილა... ყველა ერთიანად ზეიმობდა, ამ წუთებს... მხოლოდ და მხოლოდ მე არ ვიღებდი მათ სიხარულში მონაწილეობას... მძულდა საკუთარი თავი... მძულდა და განვიცდიდი უცნობი ბიჭის მიმართ არნახულ ზიზღს... მძულდა მთელი ჩემი მეობით და მსურდა სიკვდილი... როდის კვდება ადამიანი? ალბათ მაშინ, როდესაც უსიყვარულოდ აცმევენ თეთრ კაბას... უსიყვარულოდ ათხოვებენ მამაკაცზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავისი ქონებით ხიბლავს გარშემომყოფებს! მაგრამ მე არა! მე არ დავნებდები! აქვე დასრულდება ყველაფერი! უცნობს ხმალი ამოვაცალე და გულში ძლიერ ჩავირტყი.. და ნელ-ნელა ვგრძნობდი, როგორ შედიოდა ჩემში რკინის ბასრი სხეული და როგორ პობდა, ჩემს სიცოცხლეშივე გაჩერებულ გულს... *** ოფლში ვცურავდი... პირველი კოშმარი, რომელიც მომავლის წამოძახილი იყო.. ,, დამიანე... ნეტავ, სად ხარ?! “- ვფიქრობდი მასზე და მსურდა მისი აქ ყოფნა! უცბათ ხმა გაისმა... ფანჯარაზე ვიღაც ფაქიზად აკაკუნებდა! შიშმა ამიტანა... აღელვებული მივედი... მივედი და ის იყო! ის იყო , დამიანე! ბიჭი უძირო, შავი თვალებით! თავი 10 - აქ რას აკეთებ ?! სულმთლად გაგიჟდი, ხომ? ვიცნმემ, რომ დაგინახოს თოკი არ აგცდება! - ვუთხარი, დამიანეს ჩუმად, თუმცა ამ სიტყვებშიც იგრძნობოდა, როგორი შეშინებული ვიყავი. - გამომყევი! ვერავინ დაგვინახავს, გპირდები! - მითხრა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. რა მექნა? როგორ შეძლებ, ცდუნება უკუაგდო, როცა იწვი საყვარელი პიროვნებისკენ? დაუფიქრებლად ფეხსაცმელი ჩავიცვი და მას გავყევი. გავყევი და არცერთი წამი ვგრძნობდი, მასთან ერთად შიშს. დამიანესთან ახლიდან ვიბადებოდი... სიმართლე, რომ გითხრათ, ისიც არ ვიცი, რა გრძნობას ვატარებ, მის მიმართ... დამიანე წინ მიდიოდა... ჩემი სუსტი ხელი, მის ძლიერ თითებში იყო შეზრდილი... გზაში, არცერთი სიტყვა უთქვამსს... მხოლოდ დანიშნულ ადგილზე მისვლისას წამოსცდა სიტყვები, მის წითელ, შევსებულ ბაგეებს. ტანში ელექტროდენივით ჩემში, აქამდე უცნობი, რაღაც ჭიანჭველასმაგვარი დაიარებოდა. ირგვლივ სრული სიწყნარე ბუდობდა. აქა-იქ ისმოდა მდინარის რაკრაკა ხმაც, რომელიც მსმენლის ყურადღებას მალევე იპყრობდა. არსებული წყვდიადის მიუხედავად ვგრძნობდი, ამ ადგილის შესანიშნავ ბუნებას... ვგრძნობდი, როგორ ჭიკჭიკებდა დილაადრიან შეშინებული ჩიტიც. - თამარ! მოდი აქ. მომიჯექი გვერდით. - მეც მივედი და მხარზე თავი ჩამოვადე. ჩემი თავის ასეთი გარდასახვა, ძალიან მაკვირვებდა... მაკვირვებდა ახალი ,,მეს“ ჩასახება... დაბადება... თუმცა ეს გრძნობა სასიამოვნო იყო, ამავდროულად შიშის მომცემი! - თამარ! გათხოვება, მართლა გსურს? მთელი გულით? - მითხრა დამიანემ და გულზე თავისი ხელი დამადო და თან თვალებში სასოწარკვეთილი მიმზერდა... ისე, როგორც საყვარელ ადამიანს უმზერენ, სიკვდილის მოლოდინში. მიმზერდა, დამიანე და სურვილი მიჩნდებოდა, მისი სახის ყოველი ნაწილის სიტკბოება შემეგრძნო. - მინდა? ეჰ, არა, დამიანე... ის დღე, ჩემი სიკვდილის დღე იქნება... არ მსურს უსიყვარულოდ შევქმნა ოჯახი... არ მსურს, ჩემი შვილებიც უსიყვარულო ნაყოფნი გამოდგნენ... განა ბევრს ვითხოვ? -ცრემლი წამომივიდა... დამიანე კი თავისი თლილი ხელებით, ჩემს თვალებიდან გადმოსულ მარგალიტებს წმენდდა. - იცი? ბევრ გოგოსთან მქონია ურთიერთობა, თუმცა შენ სხვანაირი ხარ... ყველასგან გამორჩეული... შენ... შენ სხვებისნაირად საკუთარ თავზე არ ფიქრობ... უფრო შორს ჭვრეტს, შენი მრავალნაფიქრი გონება. ვგრძნობ, როგორ გსურს უსამართლობის აღმოფხვრა... მესმის შენი. - დამიანე... შეიძლება რაღაც გკითხო? ჩემზე,ძალიან ბევრი რამ იცი... თუმცა მე შენზე არც არაფერი. ნება მომეცი, უკეთ შეგიცნო. - და ხელი, ხელზე მჭიდროდ მოვუჭირე. - გისმენ, თამარ! მზად ვარ, ყველაფერზე გიპასუხო. უკვე ვფიქრობ დროა! - ვინ ხარ? -ძლივს აღმოვთქვი. - თამარ... ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ... ოცდახუთი წლის... ვიცი, გაგაკვირვებს, ჩემი ასაკი, თუმცა არ შეშინდე! ასაკი წინ ვერაფერს აღუდგება. ერთი შეძლებული ოჯახიდან ვარ... მაგრამ ამით სულაც არ ვამაყობ. ნერვებს მიშლის, ის ფაქტი,რომ მე ყველაფერი მაქვს, როცა სხვას თუნდაც არაფერი! ეს ყოველივე კი საშინლად მოქმედებს, ჩემს მეობაზე. ეს ყოველივე ზოგჯერ სიცოცხლის ხალისსაც მისპობს და ვეშვები, ძალიან დიდ გაუგებრობის ღრმა მორევში. ძალიან ბევრი ფიქრობს,რომ შეძლებულ პიროვნებას მთელი ცხოვრება ია-ვარდებით აქვს მოფენილი, თუმცა ვაი... ვაი, როგორ მწარედ ცდებიან... როგორ უსირცხვილოდ ფლანგავენ, ნარნარა სიტყვებს. მამაჩემი, ჩვენი მეფის დამხმარე პირია... სახლში მოსული, მამაჩემი მიზიარებს მომხდარ პოლიტიკურ სიტუაციას და გულზე ლოდად მედება, როცა ვიცი, მე არაფერი შემიძლია... არაფერი შემიძლია, გარდა ,,მაგარი ბიჭის“ იმიჯის შექმნისა. და მთავარი... ბავშვობიდანვე მძალუძს, ერთი რაღაცა... ადამიანის შესახებ შემიძლია ყველაფერი გავიგო ერთი შეხედვით. სწორედ ეს იყო მიზეზი, შენი სახელის ცოდნისა. იმედი მაქვს არ შეგაშინებ, რადგან შენთან ყოფნაში ვპოვებ, ერთადერთ შებას. - ... - სათქმელი არაფერი გაქვს,თამარ? - არ ვიცი,რა გითხრა... უბრალოდ, რაღაცნაირი პიროვნება ხარ. შენ მიმართ, რაღაცას ვგრძნობ, მაგრამ ვერ მომიძებმია სათანადო სიტყვა, რა... - გრძნობა... მიზიდულობა... - შეიძლება ასეც ითქვას. - და თავი ძირს დავხარე. - მოდი, მოვლენებს ნუ დავაჩქარებთ. დაჩქარებული არაფერი ვარგა. ნელ-ნელა ვიაროთ და ჩვენი გრძნობები გამოაშკარავდება. იმედია გესმის, ჩემი. ახლა კი მოდი... უბრალოდ მინდა, შენი ვარდის სურნელში წუთები განვლიო. მინდა, შენს სხეულს შევეხო... მაგ ნატიფ თითებს ... როგორი პაწია ხარ და როგორი ნორჩი... თამარ... თვით საოცრება ხარ! გახსოვდეს ასაკი არ შემაშინებს, იმედია არც შენ. *** ვერ გავიგე, როდის ჩამეძინა... არც ის მახსოვს უკაცრიელ ადგილიდან, ჩემს ოთახში, როგორ აღმოვჩნდი. ყველაფერს არარეალური ელფერი ეტყობოდა, თუმცა მის რეალობის წუთებს, დამიანეს მოსაცმელი ადასტურებდა, რომელსაც მისი სასიამოვნო სურნელი ასიოდა. ,, დამიანე “- გავიფიქრე გულში და სიყვარულის წვეთი მოედო, ჩემს მეობას. ისე შეეზარდა, ჩემს სხეულს ეს გრძნობა, როგორვ ზღვაში ჩაწვეთილი, პატარა წყლის წვეთი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.