შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემში უმეტესად ოქტომბრისფერია.


13-02-2019, 19:03
ავტორი shmagidzia
ნანახია 1 533

ქარმა მოიტანა ნამქრად უცხო თოვლი,
ღმერთო, მეათასედ ბედი ხომ მოგანდე,
მაგრამ უძლური ვარ როგორც ხის ფოთოლი,
ფერიცვალებიდან სვეტიცხოვლობამდე.

ჩემი ლექსებია რასაც თავად ვქმნიდი,
მინდა ვიფიქრო რომ აღარ მიღალატებ,
ჩვენში სხვაობაა ისეთივე დიდი
როგორც და ვინჩიდან პაპა ნიკალამდე.

ჩემი ნება თუა აქ მე არ დავრჩები,
რადგან იყურება ყველა იარაღზე,
ტყვიას გესვრიან და თუ კი გადარჩები,
მერე დაგაყრიან მარილს იარაზე.

ახლა უფრო მიჭირს ვიყო გონიერი,
სხვა გზა ავირჩიო ალბათ გვიანია,
ჩემში შხამიანი სახლობს მორიელი,
მაგრამ უმეტესად ადამიანია.

სიკვდილს დავემსგავსეთ დღემდე ვინც მოვედით,
ყველას ვაპატიე, არსად მიომია,
თუმცა გულს მიბრაზებს ყველა ის პოეტი
ვისაც გონია რომ გალაკტიონია.

თქვენთვის უცნობია კროულ ალისტერი,
ჩემში კი დატოვა ზიზღის ისტერია,
სხვებში დიდი დოზით ჭარბობს ვარდისფერი
ჩემში უმეტესად ოქტომბრისფერია.

შმაგი წიკლაური



№1  offline წევრი fluctus Oceani

ძალიან მომეწონა ძირითადად ლექსებს არ ვკითხულობ ზაფხულის მერე აქ ვარ და მეორეა შენი ლექსი რაც წავიკითხე და ძალიან მომეწონა

 


ძაან კაია, ასე გააგრძელე, მე ყველას წავიკითხავ, ნუ შევეცდები მაინც, ოკ?

 


№3  offline წევრი shmagidzia

I love you baby
ძალიან მომეწონა ძირითადად ლექსებს არ ვკითხულობ ზაფხულის მერე აქ ვარ და მეორეა შენი ლექსი რაც წავიკითხე და ძალიან მომეწონა

მადლობა, მოხარული ვარ რომ ასეა

სიყვარული გულს გვტკენს
ძაან კაია, ასე გააგრძელე, მე ყველას წავიკითხავ, ნუ შევეცდები მაინც, ოკ?

მადლობა, ვეცდები მქონდეს ხოლმე სიახლეები ☺

 


ძალიან ლამაზია..რაღაცნაირად გულს რომ აფორიაქებს ისეთი!!უნდაწეროშენ

 


№5  offline წევრი shmagidzia

სევდისფერთვალება
ძალიან ლამაზია..რაღაცნაირად გულს რომ აფორიაქებს ისეთი!!უნდაწეროშენ

მადლობა ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent