შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პესიმისტი 1


2-06-2020, 15:48
ავტორი vasho
ნანახია 876

მზის შუქი შოკოლადისფერ მხარზე მირტყავს, გარუჯული თითებით თეთრს მაქმანებს ვისწორებ, მწყობრად გადაწეულ თმას ვაყოლებ ხელის გულს და სარკეში რძისფერ კაბაში გამოწყობილ საკუთარ თავს ვათვალიერებ, თითზე ბეჭედს ვატრიალებ და კმაყოფილებისგან ვიღიმი.
კარი იღება, თვალში მხვდება სტაფილოსფერ, ტანზე მომდგარ კამაში გამოწყობილი დედა, მერე ჩემი და, ლილე, ვარდისფერ ნაჭერში გახვეული, ოქროსფრად აბრჭყვიალებული ბებია და მამიდაშვილები, ათასი საზიზღარი ფერი, ცრემლები, ჩახუტებები, ხმაური, რას მილოცავენ? რა ხდება? მათ ხმას ლილ პიპის 'ცხოვრება მშვენიერია'ს ხმა ცვლის, თვალებს სწრაფად ვახელ და ტელეფონს ვწვდები
-ალოო
-ადექი, რვა საათია, მოემზადე,არ დაგაგვიანდეს
-აქაც არ მასვენებ დედა?
-რა ხმა გაქ?
-არაფერი, კოშმარი ვნახე, საშინელი კოშმარი, ჩემი სიკვდილის დღე დამესიზმრა, მოიცა მოგიყვები
-ო კარგი, გეყოს, მიდი მოემზადე, ნათიას ღვიძავს?
-არვიცი, ავდგები და ვნახავ
-ჭკვიანად
=რა საშინელი დღეა, აი შენი ახალი ეტაპის ბედნიერი დასაწყისი, ვერ ვიტან სიზმრებს...ვდგები, შავ მაისურს და შავ შარვალს ვიცვავ, და რათქმაუნდა მსგავს ბოტასებსაც, არა იმას კი არ ვამბობ, რომ ფერები არმიყვრს, უბრალოდ, მათ ჩასაცმელად კარგ ხასიათზე ყოფნაა საჭირო, დღეს კი კარგი არაფერი ხდება=
ოთახის კარი იღება და ნათია ინერციით შემორბის
-დილა მშვიდობის გვრიტო
-პრივეტ ნათ-ძალით ვუღიმი და თვალებს ვჭუტავ
-კარგი რა...რა სახე გაქ, პირველი დღე გაქვს სკოლაში, ცოტა შემართება ჩიტო, ბოლოსდაბოლოს ვისი დისშვილი ხარ? ეს რა ქცევაა?
-ჰო რათქმაუნდა, დიადი მიზნები და ამბიციები
-მეწყინება იცოდე, აბა თმა დაივარცხნე, ღმერთო ტუჩსაცხი მაინც წაისვი-აშკარაა რომ ამას აღშფოთებით მეუბნება-მეთერთმეტე კლასელებს მთელი სახე მოხატული აქვთ და შენ ვიზე ნაკლები ხარ? მართალია მაკიაჟი არ გჭირდება ჩემო ლამაზო, მაგრამ არ ჩამოვრჩეთ თანამედროვეობას
-მძულს თანამედროვეობა-ვამბობ და თვალებს ვატრიალებ
-მძუნს ეგ შენი თავხედობა
-ვიცი-ისევ ვუღიმი და ხელში სავარცხალს ვიღებ
ნახევარი საათის შრომის შემდეგ მზად ვარ, ნათიას ხათრით თმა გავიშალე, ჩემი ნება რომ ყოფილიყო ზემოთ ავიწევდი და ბურდივით შევიკრავდი, და არც შარვალს ჩავიცვავდი, მაგრამ დედაჩემის აბრიალებულმა თვალებმა შორტი გვერდზე გადამადებინა -პირველ დღეს მაინც ჩაიცვი წესიერადო, მაგრამ თეთრ პერანგზე თანხმობა რომ ვერ მოიპოვა ჩაცხრა.
გარეთ გავდივარ და ნათიას მანქანაში ვიკალათებ, ფეხებს ვკეცავ და 'ლაუდსპიკერის' სიმღერებს ვრთავ, ხმას ბოლომდე ვუწევ და ჩემს ვოკალურ მონაცემებს, რომელიც არმაქ, გასაქანს ვაძლევ... მანქანა დანიშნულების ადგილს უახლოვდება და ნათია მუსიკას რთავს
- მოვედით გვრიტო, მეც შემოვალ თუ გინდა
-არა, მაგაზე ხომ ვილაპარაკეთ?
-ხო რათქმაუნდა, ოხ ეს დამოუკიდებლობის სურვილი
ვკოცნი და მანქანიდან გადავდივარ. გარშემო უსიამოვნოდ ვიხედები, და ბავშვებით გატენილ ეზოს ვადგავ თვალს, აი ჩემი ტანჯვის მომავალი კერა, მომესალმეთ, მოვედი... მათი გაცნობა ხლა ყველაზე ნაკლებად მინდა, ცნობისმოყვარე თვალები, ქედმაღლობა, კითხვები, მოკლედ ყველაფერი ის რასაც ახალი მოსწავლისადმი იჩენენ, ისედაც მხოლოდ 6 თვე ვაპირებ მათ ყურებას და ეს რიცხვიც უკვე გიგანტად მეჩვენება, კარრგი, დროა შევიდე ამ იდიოტთა გროვაში, აი მოვედი სისხლისმსმელნო...



№1  offline წევრი EllaTriss

კარგია, ველოდები შემდეგს ❤ წარმატებები

 


№2  offline წევრი vasho

Maria_
კარგია, ველოდები შემდეგს ❤ წარმატებები

მადლობა heart_eyes

 


№3 სტუმარი ბბ.

მგონი ეს გოგო shikamarua თავისი such a drugებით ???????? მომწონს,მომწონსს,მომწონს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent