არ შეგიყვარებ. 2 ნაწილი. 14თავი
და დამერწუმნეთ მე რომ ამენადიელივით დროის გაჩერება შემძლებოდა,ამას სამუდამოდ გავაკეთებდი. დროს სამუდამოდ გავაჩერებდი და დავტოვებდი ღამის სამ საათზე ლისის ტბასთან მჯდარ ლელასა და დამიანეს...ერთმანეთს რომ შემოჰხვევიან და თავიანთ წილ სითბოს უზიარებენ. მასზე აკრული მე დარწმუნებული ვარ სასაცილო სანახავი ვიქნებოდი, განსაკუთრებით პრესისთვის და კიედვ ლანასათვის.მის ფეხებშორის ისევ კომფორტულად ვკალათდები და მუცელზე შემოხვეულ ხელებს ჩემსას ვახებ. მაინტერესებს რას აკეთებდა ჩემს არ ყოფნაში.მაინტერესებს ვინმე თუ ყავდა ,მაგრამ ინტერესს კვლავ ჩემთვის ვიკლავ.ან მიპასუხებს კი?მეეჭვება.მე არანაირი უფლება არ მაქვს რაიმე ვკითხო პირად ცხორებაზე.ის სახეს მიახლოვებს და ყურში მეჩურჩულება. -წავიდეთ? -არა!ვიყოთ აქ...ასე მჯდარნი ... მე აქ მინდა და თუ შენ გინდა წავიდეთ. ნაგლურად ვიღიმები და მაინც ძლიერად ვეკვრი მკერდზე. -მაგრამ რომ შემეძლოს სამუდამოდ ასე დავრჩებოდი. ბაგეებს უნებართვოდ სწყდება ბგერები.მას ეღიმება,არ ვუყურებ თუმცა ვგრძნობ რომ თავის მაცდური ღიმილით იღიმის და ნაჩვრეტებიც საყვარლად მოკალათბულან მის ლოყებსა და ტუჩის კუთხეებს შორის.ყელზი ცხელ ტუჩებს მახებს,მისგან საოცარი სითბო მოდის და მე ეს მომწონს.არ ვიცი რა მჭირს,მაგრამ ერთი ვიცი ახლა ყველაზე ბედნეირი ქალი ვარ...ახლა მე ის მაქვს, რასაც 24 წელი შევწირე. ,,ბედნერება" განა რა არის მასზე ლამაზი?განა რა არის მასზე ძნელად მოსაპოებელი?უეცრად ის მეკითხება მე კი წამით ვშეშდები. -ლელო შენ და აკაკი მართლა იწექით ერთად? მისკენ დაბღვერილი ვტრიალდები,ცალ ფეხს ერთ მხარეს ვიქცევ ,მეორეს მეორე მხარეს და მთლიანად ჩემს შორის ვიქცევ მის ზედა ნაწილს.თითქოს ვცდილობ რომ ვერსად გამექცეს. ცალბ წარბს ზევით ვწევ ,მერე ვიღიმი და ოდნავ წამოზრდილ თმაზე ვეთამაშები. -გააჩნია მაგაში რას გულისხმობ! - თავს მარცხნივ ვხრი და ვუღიმი.- უბრალოდ მის გვერდით დაძინებას, თუ გულისხმ. აი ზუსტად ისე, როგორც ორი წლის წინათ ჩვენ გვეძინა. მაშინ კი მასთან ერთად ვიწექი ,მაგრამ თუ სექსს გულისხმობ...თუ მაგას გულისხმობ უბრალოდ ამაზრზენია. იყო დრო როცა მართლა მომწონდა ბატონი აკაკი შაქარაშვილი ,მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო...მე მაშინ 16 წლის ვიყავი და ამ მოწონებამაც მხოლოდ 2 თვეს გასტანა.აკაკი ძმასავით მყავს და ყველაზე კარგი იცი რა იყო?მას ესმოდა ჩემი,ესმოდა და ზუსტად იცოდა როდის რა მჭირდებოდა.შენ კი ანინეს სიტყვებს ენდობი და არა ჩემსას. -ანუ არაფერი მომხდარა თქვენს შორის? -ანუ ... -მას რაც შეეხება ლელო...ასე რამ გაგამწარა? -არასდროს მომწონს, როდესაც ჩემს ცხოვრებასი იქექებიან.ანინე კი მუდამ იმას ცდილობდა გაეგო ასეთი რა მოხა რომ სარკეების მიმართ შიში გამიჩნდა.მერე აკაკი შეუყვარდა ,უტიფრად შეუყვარდა ,ის კი ყურადღებასაც არ აქცევდა .მე ისევ მასზე ვზრუნავდი ,როცა ვაფრთხლებდი აკაკი არასდროს შემოგხედავსთო.ახლა კი მარიანას ამბავს სავარაუდოდ მე მაბრალებს.მე აკაკის ცხოვრებაში რომ არ გამოვჩენილიყავი,მისი სისხლის სისხლი არ გავმხდარიყავი,ანინას მაინც არასდროს შეხედავდა. კიდევ კარგახანს ვიჯეით ასე.4 იყო სახლში რომ მივედი და საწოლში შევწექი,მეფირებოდა დამაინეზე...და ამ ფირებს ვერას დიდებით ვერ ვიშრებდი...შიგნიდან რაღაც მღრღნიდა...არა რაღაც არა ეს აზრი იყო,აზრი რომ მას ოდესმე ვინმე შეუყავრდებოდა და მასაც აკაკისავით სამუდამოდ დავკარგავდი...ეს აზრი კი რაღაცნაირად მანადგურებდა. მე ვეჭვიანობდი,ყველაზე ვინც კი შეიძლებოდა ჩემსა და დამაინეს შორის ჩამდგარიყო.უნებურად ხელს ტუჩებზ ვიდებ და ისევ ის კოცნა მახსენდება...საიმედოდ რომ ვინახავდი და ჩემი ნებით ჩავაბარე დადიანს.არ ვიცი ასე ღრმად და ასე ლამაზა როდის შემოიპარა ჩემს ფიქრებსა და სიზმრებშ დადიანის სიმპატიური ნაკვთები,მკვდარიმწვანე თვალები,საოცრად რომ ანათებდნენ და კიდვ ის ორი ნაჩვრეტი ღიმილისა და ლააპარაკისას ლოყებზე საყვარლად რომ უჩნდებიან...არ ვიცი ასეთი რა არის ეს გრძნობა,მაგრამ მე მაბედნეირებს და ეს ყველაზე კარგი რამ არს...დადიანი რომ გვერდით მყავს რას ვგრძნობ?არ ვიცი...ვღელავ,გული გამალებით მიძგერს და კიდევ ....კიდევ მუდამ მასთნ ძალინ ძალიან ახლოს ყოფნა მინდა.იმაზე ახლოს ვიდრე დღეს ვყავით. დილას გვიან ვდგები,წითელ ტოპს და ჯინსის კაბას ვიცმებ,ფეხზე ბოტასებს და ვინაიდან და რადგანაც კვირაა მაღაზიაში ბევრი ,ბევრ რამის ყიდვას ვაპირებ.ქვედა სართულზე ჩავდიავრ თუ არა კარზე ზარია.მობეზრებული ვაღებ კარს .ხელში კი ნიკა მრჩება. -ვაიმე ლელე რა უქენი თმას გოგო?ამას შენი რეზბიანკა და თუ იზავდა არ გამიკვირდებოდა, მაგრამ შენ?მამენტ რა მიკვირს შენც მისნაირი ხარ. მის სიტყვებზე მეცინება და სიცილით ვუწელავ მოზრდილ ლოყებს -სულ არ შეცვლილხარ ტყუპისცალო თოდუა,ისევ ისეთი ცანცარა ხარ და ისევ რეზბიანკას მეძახი.ნუ ცოტა კი მოსუქებულხარ შე ვირო. გავიცინე და ბიჭს ისეთი ძალით შევახტი ლამის გადავაყირავე.ნიკა იბნევა,ძალიან იბნევა,მაგრამ როგორცკი მისაღეიდან ლელე გამოდის ნიკა ხვდება ვინც ვარ და ხელებს ისეთი სიძლიერით მხვევს ,ალბათ თემო დამჭირდება ცოტახანში.ნიკა სხვა იყო,აკაკი სხვა.დეიდაშვილები იყვნენ და მაინც ძალიან განსხვავდეოდნნ.აკაკიმ სხვანაირი სიყარული იცოდა ნიკამ სხვნაირი.აგიშლიდა ნერვებს და ამ ყველაფერში უსაზღვრო სიყვარულს ჩააქსოვდა. ზუსტად ისე როგორც კალე. -უმე ჩემი რეზბიანკა დაბრუნებულა. მომენატრე შე გველაძუა ბავშვო.ისე თმას რა უქენი? რამ წამოგიარა?. მუცელთან მაგრად მივსცხე მუშტი. -მოკეტე და ჩამეხუტე რა. კი არ ვთქვი ამოვიკნავლე და ტირლი ამიტყდა.ნიკა კი ღია კარში ჩემთან ერთად იდგა და ძლიერად მეხუტებოდა.მერე ოდნავ მომშორდა და თვალებში ჩამაშტერდა. -შენ რა ტირი? -ხო რავი... -რატომ? -მომენატრე და იმიტომ... ან არ ვოცო, მართლა არ ვიცი. მხრები ავიჩეჩე და სახლში შევედით.დიდხანს ვაყოლებდი მის ამბებს მერე, როგორციქნა ისიც გაჩუმდა და მეც.1 საათში სებეს ხელი დავავლეთ მე და ნიკამ და კალესთან ასასვლელად მაღაზიებში შოკოლადები და პროდუქტი ვიყიდეთ.ცოტა ხომ უნდა მეცანცარა ამხელა ქალს?ასე რომ ლუპას მოვშორდი და მე კართან დავდექი,ზარი კი ნიკას და სებეს დავარეკინე. -სხვათაშორის ჩემი დაც აქ არის. -რატო გაიყავით? -მე თემოს და სებეს ნახავ მინდოდა ანის წლის ბოზანდარის . -ეეეეეეე ნუ ცანცარებ რა.! -კაი კაი სიხარულო რაიყო მომენატრე და ასე მიშორებ ხო თავიდან? -ვერ გიტან მიდი მიდი დააკაკუნე. -ნეტა მაგის გჯეროდეს.ისე შენც კი ბოზანდარა ხარ რა ! -თოდუა ენას ამოგგლიჯავ ქენი მალე ვაა! -მამი ბოძანდალა ლა ალი? უცბად ამიტიტინა სებემ და მე შემომხედა. -გამიგიჟებ რა ძმისშვილს ნუ ლაპარაკობ მასთან ასე-გაბრაზებულმა შევხედე-.რომ გაიზრდები მიხვდები სებე! კარს კალე გვიღებს და მეც გიჟივით ვახტები მონატრებულ მეგობარს.მერე სახლში შევდივარ და ანისაც ძლიერად ვეხვევი.აი ლანა?ლანას ისე საყავრეი მუცელიაქვს მეშინია რამე არ ვატკინო ამიტომ ფრთხილად და მაინც ძლიერად ვიკრავ გულში მონატრებულ,ბავშვობის მეგობარს. -უმე წავედი და ყველას დაქრწინება და ბავშვი მოგინდათ ხო?გველებო. მაშინვე ვეუბნები როგორცკი ნიკა აცხადებს რომელი ვარ ლელე თუ ლელა.ნათლიამ ლამის შემჭამა იმდენი მეფერა,არც ანდრეა მშორდებოდა გვერდიდან სანამ სებესთან ერთად სამზარეულოდნა არ გავაგდე.აი ტასიკო კი სულაც არ ეგდო სახლში .უიჰ ნიკა?ჩემი მრწვთნელი რბოლაშ და ფაქტიურად მეორე მამა ისე თბილად შემხვდა რომ რავი.მერ კი სამზარეულოში მე ,ორსული, მისი საყავრელი და ტყუპი თოდუები დავრჩით. -როდის ჩამოხვედი? თან მეკითხება და თან შოკოლადს ბლუყნის ჩვენი კაპრიზნა. -მე-4 დღეა აქ ვარ. მეც გემრიელად ვჭამ შოკოლადის ფილას და ყველას ვათალიერებ.ისინი კი ზუსტად ერთდროულად ყვირიან. -რააააააააა? -და სად ეგდე ერთი ამდენ ხანს არ უნდა გენახეთ?(ლანა) -პირველ დღეს დამიანესთან ვეგდე .მეორე დღეს ოჯახთან ,გუშინ ისევ დამიანესთან ერთად ვიყავი ოღონდ ხიდზე და მერე ლისზე. ანის ლუკმა გადასცდა და ხველება აუტყდა.მე კი ამაზე სიცილი ამივარდა. -დადიანს გულისხმობ?შენ ყოფილ საქმროს?იმ დამიანეს ქორწილიდან რომ გაექეცი?(ანი) -დიახ დიახ მაგ დამაინეს ვგულისხმობ სულაც არაა ცუდი ტიპი, რატომ არ გავყევი ახლა ვფირობ -ხო ვამბობ დებილი ხარ თქო . -გადი რა ნიკა,აბა თქვენ რას შვრებით რა ხდებოდათქო ვიკითხავ ,მაააგრამ ვიცი რაც ხდებოდა. ვიცინი და მერე საჭმლის კეთებას ვიწყებ.ბავშვბი კი შეკითხვას შეკითხვაზე მესვრიან.კარგახანს არ ვაქცევ ყურაებას მანამ სანამ ლანა არ კითხულობს. -აკაკიმ იცის? -რა? -რომ ჩამოხვედი. ეს უკე ანი იყო.მე ერთს ღრმად ვოხრავ მერე დახლს ვეყრდნოი და მათკენ ვტრიალდები.მათ ცნობისმოყვარ მზერას ვაკვირდები ,მაგრამ სულ ფეხებზე ყველას ცნობისმოყვარეობა. -არა და არც მინდა რომ გაიგოს. -რატო ტო? -იმიტომ ნიკა...იმიტომ რომ ნაწყენი და გაბრაზებული ვარ გესმის? -ხო და რატომ? -კალე დამანებე თავი რა. მეგობარს ხელი ავუქნე და სტაფილოს თლა გავაგრძელე.რეალურად ყოველთვის ვიცოდი სიმართლე და ეს სიმართლე ისე დავმალე ჩემმა თავმაც ვერაფეი ვერ იეჭვა.ისე გავაცურე საკუთარი თავი დღემდე შოკში ვარ.გულის სიღრმეში,სადღაც მიყრუებულ ადგილას ყოველთვის ვიცოდი,რომ მე და აკაკი სამუდამოდ ასეთი ზესასწაული, სისხლით შეფიცული, მეგობები ვერ ვიქნებოდით.მერე ვოხრავ, რადგან ვიცი მათ შეკითხვებს ვერ გავექცევი. -იმიტომ რომ ცოლი მოიყანა,რეალურად ყოველთის ვიცოდი ეს ესე მოხდებოდა,ოდესღაც ნაშებს მოეშვებოდა და ვიღაც შეუყვარდებოდა.მერე კი მე მისთვის ისეთივე მეგობარი გავხდებოდი ,როგორც დღეს სალია ჩემთვის.მისთვის ყველა ქალი მოკვდებოდა იმ ერთის გარდა.და მე ვიცოდი რომ ერთ დღეს ეს მოხდებოდა,თუმცა მცირე იმედი მქონდა რომ მე მასთან მეგობრობაში მთელს სიცოცხლეს გავატარებდი.არ მინდა გესმით?არ მინდა სხვა ვინმე ვისთანაც ჩახუტებული დავიძინებ.არავის შევიყვარებ მორჩა.მომავალი 10წლის გეგმა ახლა სრულიად შეიცვალა, არა კი არ შეიცვალა გაქრა. მე კი ვიცი რომ ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია ყველაფერი რაც მემართება. -შენ აკო გიყავრდა?ჩემი დეიდაშვილი აკო? -არა ნიკა მაინც ვერ იგებ,მე მისთვის საუკეთესო მინდოდა,მინდა და მენდომება. აკო არავისთის მემეტება რადგან მისნაირი არავინაა,ის კი თავისნაირზე ნაკლებს არ იმსახურებს. -ახ ახლა გასაგებია. ცოტახანს ყველა დუმდება მერე კი ისევ მე ვიღებ ხმას რომ ეს შემაწუხებლად ხმაურიანი სიჩუმე გავაჩუმო.მინდა მოკეტოს და ხმა აღარასოდეს ამოიღოს. -ლანა და კალე როდის ქორწინდებით? -გვაცადე კი?იმ შემოდგომას ვაპირბდით დაქორწინებას ,მაგრამ ჰე რად გინდა დაკარი ფეხი და გაიქეცი,მე კიდე მეჯვარის გარეშე დამაგდე რა. პატარა ბავშვვით გამებუტა დაქალი,მეც ავდექი და ორივე ხელი მაგრად შემოვხვიე გაბერილ მუცელზე.მერე კი ლოყაზე ხმაურით ვაკოცე. -კარგი რა ლანა!ხომ იცი რომ მცოდნოდა ჩემი ძმაკაცი და დაქალი. კი არა და ლამის და დაქორწინებას აპირებდნენ ან თქვენზე საერთოდ რამე რომ მცოდნოდა ჩემი ხელით დაგწერდით ჯვარს,თქვე მაიმუნებო. -რატო წახვედი საერთოდ? ნიკას კითხვაზე ტვინში სისხლი ჩამეცა.ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე,ხელებიც დამიმძიმდა და წამით წარმოვიდგინეხ როგორ დავკარგე გონება და ძირს უგონოდ დავეცი,თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ფანატზია იყო. _______________________________________________ ლელას ფანტაზიები ისეთივე საშიში იყო მისთის, როგორც მრბოლელისთვის ტრასაზე გასვლამდე მიღებული ერთი ან ორი აბი ნარკოტიკი.ის საკუთარი თავის ნარკოტიკი იყო და თვითონვე ანადგურებდა საკუთარ თავს.იძახდა ერთს, ფიქრობდა მეორეს,მესამეს მიხედვით გეგმას ადგენდა და მეოთხეთი მოქმედებდა. შეიძლება მცდარი გადაწყვეტილებები უამრავი მიიღო ამ 24 წლის და განსაკუთრებით ბოლო 11 წლის მანძილზე ,მაგრამ გაკეთებული მხოლოდ ერთხელ ინანა და ამისთის დღემდე საფასურს იხდიდა.იცოდა ახლაც წარსულის გამო იხდიდა.მისი წარმოსახვა მასვე ანადგურებდა და ეს ყველაფერს შავ ფერებში ხატავდა. მისმა კანმა იმდენად დაკარგა ფერი რომ ცოტაც და კანი მთვარისფერი გაუხდებოდა.ლანას დამძიმბლი სხეული მოაშორა და უნებუად შეაბარბაცა. წარმოიდგენდა, როგორ ეცემოდა იატაკზე,როგორ ცდილობდნენ მის გამოფხიზლებას.მერე კი ხედავდა ,როგორ კვდებოდა.ნიკა თავის ნათქვამსაც კი ნანობდა.ყელა გაოცებული იყო,ბოლოს ისევ მეორე სისხლის სიხლმა შეაშველა ხელი. -ლელა კარგად ხარ? და სწორედ ისევ ნიკამ გამოაფხიზლა საკუთარი წარმოსახვისგან.ახალგაზრდა გოგო დაჯდა, ბავშვობის მეგობრისა და თავის მომავალი ნათლიდედის მიერ გამოწოდებლ ჭიქას ხელი მოკიდა და ერთიანად გამოსცალა. -ლელა დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გჭირს? -კი ანი.-კანკალით დადო ჭია მაგიდაზე და მერე ჩურჩულით დაიწყო,დაიწყო მოყოლა ,რადგან იცოდა.იცოდა ერთ დღეს ყველა ყველაფერს გაიგებდა და ჯობდა ეს თავად ეთქვა.-წასვამდე ორი კვირით ადრე იმ ბიჭმა ,რომელმაც ჩემი და აეროპორტში დაჭრა და რის მერეც მე ის გავიცანი ჩემი გაუპატივრება სცადა.კლუბიან რომ წამოვედი გზაში ამეკიდა.არ ვიცი ბიძასთან რა პრობლემა ჰქონდა ,მაგრამ აშკარაა მე ლელე ვეგონე ,და ცხორებაში მეორედ სცადეს ეძალადათ ჩემზე.ტყუილად გაქვთ ეგეთი სახე ვერაფერი მოახერხა დამიანე და ტყუპები მოვიდნენ. ლანამ გულში ჩაიკრა მეგობარი,იმდენად რამდენადაც ამის საშვალებას მუცელი აძლევდა.ამ თემაზე არავის ხმა აღარ ამოუღიათ. მხოლოდ კალე ხვდებოდა რას გრძნობდა დედის ნათლული და საყვარელი მეგობარი.ისინი ერთად გაიზარდნენ და თავისთავად კალემ იცოდა რაც მოხდა 11 წლის წინათ.იცოდა ყველა დეტალი,სულიად უმნიშვნელოც კი. და სიმართლე ითქვას ლელას არც არავინ ასამართლებდა მისი დანაშაულისთვის.იმისთვის რაც თითქმის 11 წლის წინად ჩაიდინა.სასჯელს ისევ და ისევ საკუთარი თავი გამოუტანდა.სასჯელი მძიმე იყო,ისეთივე მძმე ,როგორიც 11 წლის წინ თავის მოკვლის მცდელობა.ამ ჯერად მან უბრალოდ საკუთარ თავს ბიჭების სიყვარული აუკრძალა.ნებისმიერი ბიჭის ისე სიყვარული აუკრძალა ,როგორც ლანას და კალეს უყვარდათ ერთმანთი. მაგრამ მოგხსენებათ აკრძალვები პირიქით გვაქეზებენ,ჩვენი გაჩენის წამიდან ვარღვევთ წესებს.ვივიწყებთ აკრძალვებს და ფეხზე ვიკიდებთ იმას რაც ოდნავადაც არ გვაინტერესებს. ________________________________________________ 2 საათში ყველაფერს მოვრჩით სუფრაც გავაწყვეთ და ჩემი გაკეთებული რამოდენიმე გერმანული კერძიც მივირთვით. სადღაც 5 საათაზე მე და ლანამ სუფრის ალაგება დავიწყეთ დანარჩენები კი მისაღებში დასხდნენ.სანამ სუფრას ვალაგებდით ლანას სიცილით ვუთხარ. -ოხ რა სკანდალური ქორწილი გექნებათ! სათაურით "ცნობილი ბიზნესმენის ლევან კობახიძის ქალიშვილისა და ყოფილი ავტომრბოლელი ნიკა ჯაფარიძის უფროსი ვაჟის ქორწილი"ანდაც "როგორ გაყავ ყოფილი ავტომრბოლელის ვაჟს მოტყუებით ლევან კობახიძის ქალიშვილი"-ლანას ეცინება და მე ისევ ვაგრძელებ-"სინამდვილეში ვისგან არის ფეხვმძიმედ ლანა კობახიძე?!" -კაი ახლა გეყოს მთლად ბოზს ნუ გამომიყვან. -როგორ გეკადრებათ?!-ვიცინი და უკანასკნელ თეფშს ნიჟარაში ვდებ-იმ ვირის მეჯვარე ვინ არის? ის ცოტახანს დუმს მერე კი ამბობს. -არ ვიცი ალბათ აკაკი ან ნიკა. მის გვედით სკამს ვწევ და ვჯდები. -აკოც იქნება არა? -ხომ იცი რომ ადრე თუ გვიან მისი ნახვა მოგიწევს... -და მაინც მირჩევნია ეს გვიან მოხდეს.ვხვდები რომ ბავშვივით ვიქცევი,მაგრამ უბრლოდ ვერ ვეგუები ხომ გესმის. -მესმის. -რომ არ მოვიდე? -ტეხავს და თან მეჯავრე შენ ხარ,ან მე რას მიპირბ უნდა ჩამაგდო ნიკას ყბაში მეჯვარემ დაგადოოო? -აუ გადი რა. სიცილით მივარტყი ხელი და მეც მისაღებისკენ წასვლა დავაპირე, ლანამ გზაში რომ დამაწია. -შენ?შენ არავინ მოგწონს? მე მისკენ მივტრალდი და სრულიად უემოციო ,ყინულის თვალებით მივაშტერდი. -ჩემი გული გაყინულია,ჩემი გული ყინულის სქლი ფენაა.თუკი ოდესმე ვინმე გაალღვობს,გატეხს ან უბრალოდ მასში ჩაკეტილ სულს გაანთაისუფლებს მაშინ მე მისი გავხდები. -შენ იტყუები! ლანამ ეგრევე სახეში მაჯახა,თითქოს ის იყო ჩემი მეოე მე.თითოს ყოველ ჯერზე როდესაც ვიტყოი რომ დამაინე მძულდა ის მაჯახებდა ცივ რეალობას სახეში. -არ ვიტყუები! მტკიცედ მივუგე. -კი აი ახლაც ურცხვად მატყუებ. -არ გატყუებ,მე ისევ მარტო ვარ და მე არავინ მჭირდება. ხმას მაინც ვერაფერი მოვუხერხე და მაინც შემეტყო, როგორ ურცხად ვცდილობდი საკუთრი თავის როლის შესრულებას,ისე თითქოს ეს ყეაფერი უბრალო პიესა,რომანი ანდაც სცენარი ყოფილიყო.მე ვცდილობდი ყველა მომეტყუებინა ისე როგორც ამას მუდამ ვაკეთებდი,მაგრამ სამიზენ ამ ჯერად ცუდად ავარჩიე.ლანას ვერავინ მოატყუებდა ,განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ვერავინ მე ვიყავი,რადგან ის მე საკუთარ თავზე კარგად მიცნობდა.და კიდევ:მე შეიძლება კარგი მსახიობი ვიყავი, მაგრამ თვით ღმერთსაც არ ძლუძს შეასრულოს საკუთარი თავის როლი. -იცი რა ლელა?შენთვის აკაკი უზომოდ ძვირფასია,მაგრამ ის ვინც ეგ გული და ეგ ყინული უკვე გატეხა დადიანია და არ მითხრა აღარაფერი.შეიძლება შენი თავი მოატყუო, მაგრამ მე ხომ ვიცი?! შენ დადიანი თავგამეტებით შეგიყვარდა. მოვა დრო და ამასაც მიხვდები.თქვენი კინკლაობა,თვენი დრამატული ისტორიები ადრე თუ გვიან თქვენი შვლების მიზეზი გახდება.მიზეზი იარსებონ და მერე მიზანი ერთი გექნებათ,იცხოვროთ მანამ სანამ უკანასკნელი იმედიც არ გაგიქრებათ,მაგრმა როგორც შენს საყავრელ წიგნში წერია "იმედი ბოლოს კი არა, არასდროს ქრება" იმედია სწორედ მახსოვს არა?!ასე რომ ერთხელაც შენ და დადიანი აქ პატარა ბავშვით მოხვალთ და მაშინ მე ამ დიალოგს გაგახსენებ. ლანას სიტყვები ვითომ და დავაიგნორე და მისაებში კალესა და ნიკას შორის ჩავჯექი,მერე თოდუას მკერდზე ავეკარი და ისევ და ისევ ლანას სიტყვებზე ჩავფირდი.არ ვიცი იყო კი მართალი?იმ დღეს ყველაფერი სხვა თვალით დავინახე,მაგრამ ეს არ კმაროდა ,გამერკვია რას ვგრზნობდი დადიანისადმი.თითქოს სამყარო უფრო დიდ სურპრსზ მიმზადებდა ამ გრძნობაში რომ გავრკეულიყავი. მინდოდა...სიკვდილივით მინდოდა გამეგო რა იყო ეს სასიამოვნო და მაინც შზარავი,უცობდი და მაინც საოცრად ნაცნობი გრძნობა.ლანა სრულიან მართალი იყო ჩემ გაყინულ გულს დიდი ხანია ლღვობა დაეწყო.ის გალღვა ,ბოლომდე არა ,მაგრამ მაინც გალღვა.ადარასგან განსხვავებით ამ ყნულის გალღვობამ არაფერი შეცვლა,ჯერჯერობით მაინც და ვიმედოვნებ არასოდეს დავემსგავსები ადარას რომლის გულიც გათბა და ის საშინლად შეიცვალა.მე არასოდეს გავხდები ისეთი როგორც "ყინულის დრაკონის"მთავარი გმირია. იმ დღეს გავერთეთ ,ბევრი ვიცინეთ და ერთხელაც აღარ გვიხსენებია დადიანი და შაქარაშვილი.აღარც მარიანა და არც ანინე.არავინ ვინც ახლა სხვაგან ისხდნენ.ნიკა ხმას არ იღებდა მანამ სანამ სახლში ქალბატონი ანასტასია არ მობრძანდა. -გამარჯობა!ეჰ აკო ,ტყუპებ და ლელა გაკლიათ რა .ისე ლელას გარეშე, როგორ ძლებთ არ მესმის! მე წვენს ვწრუპავ და ლანას მუცელს თავს ვანებებ. -რომ ვეღარ ძლებდნენ იმიტომ დავბრუნდი ჩემო ტასუნა.ისე გიოსთან როგორ მიგდის საქმეები? -ლელიიიიიიიიიიიი.მომენატრე .გიორგი არც კი მიხსენო. ცოტახანში თოდუები წავიდნენ. დავრჩით მე და ჯაფარიძეების მთელი ოჯახი.(ნიკაა ჯაფარძე ,შესაბამისად ტასო და ანდრეაც ჯაარიძეები არიან)უი და კიდევ ჩემი ძმიშვილი, რომელიც ანდროსთან და ტასოსთან თამაშობდა. ბოზანდარა და მისი საყვარელი ცალკე იჯდნენ რაღაცაზე ლაპარაკობდნენ.მე კი ნიკას ველაპარაკბოდი. -აბა? -რა ? -რბოლას რას უპირებ? -ამ ზაფხულს ძალიან ძალიან ბევრს ვივარჯიშებ და ამ სეზონში ისევ გამოჩნდება ნაამა.მოვენატრებოდი ჩემს ფანბს. -მაგასაც ველოდი!ხომ არ დაგეხმარო? -რატომაც არა.აგვისტოსკენ უნდა დავიწყო,მანამდე ზღვაზე წავალ და მერე ლელასც ვინახულებ. -კარგი აზრია,თუ დრო დაგრჩება რაჭაშიც გაგიშვებთ ჩემს ბავშვობის სახლში. -მართლა ნიკა? -კი აბა ჩემს ერთად-ერთ მოსწავლეს მოვასვენებ ძლივს დაბრუნდა და... -მიყვარხარ რა ნიკუშ... -შენი ნიკუშ ვარ ამხელა მწვრთნელი კაცი? ორივეს გაგვეცინა და მანაც შუბლზე ისე მაკოცა ,როგორც ეს ჩემს ბავშვობაშ ხდებოდა.ნიკა, როგორც უკვე ვახსენე ჩემთის მეორე მამასავით იყო.კალე კი...ეჰ კალე ჩემი ძმა იყო...ისეთიე მნიშვნელოვანი როგორც,თემი და ლუ.და დანარჩნები?ჩემ ყველა მეგობარი ჩემი ოჯახის ნაწილი იყო...ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად მახარებდა.იმ დღეს აკაკიც და დამაინეც გონების ღრმა და ბნელ გვირაბში ჩავაგდე,მაგრამ მხოლოდ ერთი საღამოთი. სებეს რომ ძლი მოერია ნათლიას და ნიკას დავემშვიდობე,ლიზას დავუბარე გიოზე მაინც მოგიწევს ყველაფრის თქმა მეთქი, და მისი საყავრელი გადავკოცნე და სახლში გადავედი...12 ზე საღამური ჩავიცვი და ტკბილად დავიძინე .სიზმარი ვნახე.ამდენი წლის შემდეგ პირელი ფერადი და არა შემზარავი სიზმარი. იასამნისფეი კაბა მეცვა ,თავზე ატმისფერი შარფი მეკეთა,გვერდით დამაინე მედგა ჩვეულებრივ ჯინსებსა და შავ მაისურში.ჩვენ საკურთხეველთან ვიდექით. ეკლესიაშ მხოლოდ ხუთნი ვიყავით,დიახ ხუთნი.მე ,დმაინე ,აკაკი,ვიღაც ბიჭი და მღვდელი.შემდეგ წრეებზე წავედით,მღვდელი წინ მიდიოდა ჩვენ უკან მივყვებოდით,აკაკი და ის ბიჭი კი უკან მოგვყვებოდნენ,ხელში ჩვენს თავ ზემოთ გვირგვინები დაეკავებინათ. სიზმრიდან კარზე გაბმული კაკუნის ხმა მაფხიზლებს,მეც თალებს ვიფშვნეტ,ოდნავ ვიწევი და იქვე დადებულ ელეტრო საათს დავყურებ .უკე ორის ნახევარია.ისევ გვიან გავიღვიძე ჯანდაბა. -ფუ რა მაინც რა დროს იცით ხოლმე ადამიანის გაღიძება...გათხოვებაც არ მაცადეს. წუწუნით ვეხეთქები ისევ საწოლზე. -შემოდი რა რაღას აკაკუნებ გასკდა თავი. ისევ ვწუწუნებ და ხელებს სახეზე ვიფარებ.საბანი მხოლოდ ცალ ფეხს მიფარავს.მეორეს პენუარი ბარძაყზე მიმალავს თუმცა ძალაინ ცოტათი.კარი იღება და ვიღაც შემოდის. -აუ ლუ თუ შენ ხარ ან თუ თემი ხარ მოგკლავ. თავს ვწევ და ხელში ბატონი დამიანე დადანი მრჩება. -უიჰ დამაინე შენ ხარ? საბანს სწრაფად ვიფარებ ფეხზე და საწოლზე ვჯდები. -გაგაღვიძე? -ეგ არაფერი ,მიდი დაჯექი ჩავიცმევ და მოვალ. პუფებისკენ ვანიშნე ,კარადიდან შორტი და ზედა გამოვიღე, აბაზანაში შევედი და უცბად გადაიცვი. მერე კი უკვე ჩაცმული დადიანის წინ წითელ პუფში ჩავეშვი.ზოგადად ჩემს ოთახში წითელი ფერი ჭარბობდა და კიდევ შავიც. -როგორ ხარ? -კარგად შენ? -მეც.მისმინე ,შემდეგ კვირას მე ბექა და თეკლე ვაპირებთ ბათუმსი ჩვენ სახლსი წასვალს.თეკლას მის დაქალი და დაქალის დაქალი მოჰყავს.მე თორნიკე,იკა და ვახო,ბექასაც ორი მეგოაბრი მოჰყავს და შენც ხომ არ წამოხვალ? -რავი ვიფიქრებ. -ხო და ლელე უეჭ წამოიყვანე ერთს გულში ჩაუვარდა მემგონი. მის ნამიოკს მივხვდი და ხმამაღლა გავიცინე,მეც აშკარად შევამჩნიე თორნიკეს დამოკიდებულება ჩემი ტყუპის მიმართ. -ბათუმი უფრო გააღრმავბს...კი და ნიკაც რომ წამოვიყვანო? -მოსულა ,კაი ტიპია ეგ. -აუ კიძაააან, მაგრამ ნერვებს მიშლის.მაშინ ვეტყვი იმ ორსაც და წამოვალთ. -კარგი ,მე წავალ. -კარგი.გაგაცილებ. როგორც კი დამაინე გავაცილე ლელეს ვუთხრაი რაც შემომთავაზა,ისიც დამთანხმდა და მერე ნიკას გადაურეკეთ.გასვლა ვერ გავბედე ,შეიძებოდა აკო მასთან ყოფილიყო.ისიც თანახმა იყო ამოტომ ბევრი აღარ მიფირია დამაინეს მივწერე რომ უეჭ მივდიოდით... იმ საღამოს ვიფიქრე რომ ჯობდა მარტო მრბოლელი აღარ ვყოფილიყავი და სადმე დამეწყო მუშაობა,მაგრამ ჯერ ამ უკანასკნელი ზაფულის მანძლზე უმაგრეს გართბას ვაპირებდი.და მერე ყველაფერს სერიოზულად მოვეკიდებოი.ეს მართლა მინდოდა.მე მინდოა ყველას დაენახა ამ მხიაული გოგოს უკან მდაგრი პასუხისმგებლობით აღსავსე ლელა,ლელა რომელიც უფოს ლელა ხრგიანს იდეალურად გავდა,გავდა ყველაფრით გარდა თვალებისა,რადგან ლელა ხერგიანი ჰეტეროქრომი იყო აიზბერგისფერი და მწვანე თვალებით,ლელა ასათიანი კი აიზბერგისთვალება გახლდათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.