შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (9 თავი)


5-06-2020, 17:31
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 727

- ძმაო რაღაც უნდა გკითხო და არ მომატყუო გთხოვ _ მაშინვე გვერდით მიუჯდა ნინი
- გისმენ _ ტელეფონიდან თავი არც აუწევია ისე უპასუხა
- შენ და თიკო ერთმანეთს ხომ ხვდებით?
ლევანმა წამით მოაშორა ტელეფონის ეკრანს თვალი და დას შეხედა
- არ მოგბეზრდა ამ თემაზე ლაპარაკი, საიდან მოიგონე _ მაშინვე ხასიათი გაუფუჭდა
- ვიცი რატომაც გინდა რო უარყო, სხვაც გყავს თიკოს გარდა _ ნიშისმოგებით უთხრა ნინიმ, ლევანი წამით დაიძაბა და გონებაში მაშინვე ანიკა ამოუტივტივდა
- ნინი.._ მშვიდად წამოიწყო
- უარყოფა არ გაბედო! გავიგონე გუშინ ტელეფონზე რომ ელაპარაკებოდი 'საყვარელოთი' მიმართავდი 'მეც მომენატრეო' ეგეც უთხარი
- შენ რა მისმენდი?
- ახლა ეგაა მნიშვნელოვანი? _ ხმას აუწია ნინიმ
-.....
- ლევააან! _ უკვე მოთმინებიდან გამოდიოდა
- აბაზანაში შევდივარ მერე ვილაპარაკოთ _ მაშინვე წამოხტა და ეცადა მოსალოდნელს ცოტა ხნით მაინც გაქცეოდა. ნინი ნერვებმოშლილი შევარდა ოთახში. წამით ყველაფრის დალეწვის სურვილმა შეიპყრო რომ ბრაზი ამოენთხია, მაგრამ მერე საოცარმა აზრმა გაუელვა თავში. ოთახი სწრაფად დატოვა და ახლა ძმის ოთახისკენ აიღო გეზი. ოთახში შესულმა სწრაფად მოძებნა ლევანის ტელეფონი და 6 უშედეგო მცდელობის შემდეგ პაროლიც გაარტყა. შემდეგ კმაყოფილმა მოძებნა კონტაქტებში გუშინდელი ზარები და 'სავარაუდო კანდიდატს' ანის დაურეკა. 2ზარის შემდეგ ტელეფონში გოგონას წკრიალა ხმა გაისმა
- გისმენ ჩემო სიცოცხლე
ნინის ბრაზი ყელში მოაწვა. უნდოდა ეყვირა და ეჩხუბა. უკვე ვერიტანდა გოგოს რომელსაც არც კი იცნობდა.
- ლევაან, საყვარელოო _ არ ჩერდებოდა გოგონას ხმა
- მომისმინე _ ნინიმ მშვიდად წამოიწყო_ ანი ხარ თუ ჯანდაბა.. კიდევ უნდოდა გაეგრძელებინა მაგრამ ტელეფონი ლევანმა გამოსტაცა ხელიდან, რომლის მიახლოება ვერც კი იგრძნო
- რას აკეთებ სულ გააფრინე? _ გააფთრებული ეცა ლევანი
- შენ არაფერს მიყვები და თავად გადავწყვიტე გარკვევა
ლევანმა წამით დააიგნორა დის პასუხი და ტელეფონს მიუბრუნდა
- ანნ მერე დაგირეკავ, ჩემს დას უნდა ველაპარაკო _ სწრაფად უთხრა და მაშინვე გაუთიშა
- ანნ? ღმერთო რა რომანტიულია..._ ირონიულად გაიღიმა ნინიმ
- ნინი. მდგომარეობიდან ნუ გამოგყავარ, ზღვარს გადადიხარ უკვე _ ხმას აუწია ლევანმა
- მე გადავდივარ ხო ზღვარს? ერთდროულად ორ გოგოს ხვდები და კიდევ მე გადავდივარ ზღვარს?
იცოდა რომ ნინისთან რთული
საუბარი ელოდა მაგრამ არც ამდენად რთულად წარმოედგინა ყველაფერი..გაფართოებული თვალებით შეშლილი სახით უყურებდა ძმას ნინი.
- მომისმინე ნინი....

- რა მოგისმინო რა. დაშორდი იმ გოგოს, დავიჯერო თიკოზე უკეთესია?
- შეუძლებელს ითხოვ
- ვერგავიგეე? _
- გოგო რომელთან დაშორებასაც მთხოვ ჩემი კანონიერი ცოლია!
ნინიმ კინაღამ გულის შეტევა მიიღო,ათასჯერ ჩაესმოდა ძმის სიტყვები.. გაშეშებული იდგა და ადგილიდან ვერ ინძრეოდა, ვერც იყვირა, მიუხედავად იმისა რომ ძალიან უნდოდა..
- მატყუებ? ეგ რას ნიშნავს _ ძალიან ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით ამოთქვა
- ნინი..ჩემო სიცოცხლე..დაიკო _ ნელი ნაბიჯებით მისკენ წავიდა
- არ მომიახლოვდე! _ მაშინვე უკან დაიწია და მოახლოებულ ძმას ცრემლიანი თვალებით შეხედა
- იძულებული ვიყავი ნინი, ორსულადაა..ბავშვს ვერ მივატოვებდი
- რა? _ ახლა უკვე თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები ჩამოუგორდა ლოყაზე_ მშობლებმა იციან? მე მიმალავდი მარტო?
- არა, არიციან. _ უთხრა და შეეცადა მის თვალებში რამე ამოეკითხა_ მომისმინე. ხვალ მშობლები ჩამოდიან, წესით მარტო დედა მოდიოდა კვირის ბოლოს მაგრამ..მამაც მალე მორჩა საქმეებს და ერთად წამოსვლა გადაწყვიტეს
- ეგეც დამიმალე.._ საბრალოდ ამოისლუკუნა
- არა ნი, დედას სიურპრიზის გაკეთება უნდოდა შენთვის _ გული უკვდებოდა დას ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა ეს ყველაფერი კი მისი ბრალი იყო _ მომისმინე..გთხოვ, მინდა თიკოს მე თვითონ ვუთხრა წასვლამდე
- წასვლამდეე? _ თვალები დაქაჩა ნინიმ _ სად წასვლამდე?
- გერმანიაში ვბრუნდები. ანი იქაა
- შენი ცოლი ანუ?
ლევანმა ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი, ნინიმ თავი ვეღარ შეიკავა და ოთახში გაიქცა. საშინელ მდგომარეობაში იყო ლევანი, ძალიან უჭირდა ამ ყველაფრის გაძლება. უკვე მშობლებთან საუბარიც აღარ ადარდებდა ისე როგორც თიკო. შეიძულებდა, გადაიყვარებდა. როგორ უნდა ეთქვა? როგორ გაუძლებდა მისგან შორს ყოფნას? მთელი დღე მარტო იჯდა ბარში. სამსახურშიც კი ვეღარ წავიდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. დათოს მოსვლა ვერც კი შეამჩნია, სანამ არ დაუყვირა
- ლევაან, სად დაფრინავ , 2 საათია გეძახი
- ანდრია არაა? _ უცებ დაბრუნდა რეალობაში და გარშემო მიმოიხედა
- არა. სიცხე აქ სულელს, ვერ დგება. სად გაცივდა ამ შუა ზაფხულში ვერგავიგე _ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა _ შენ რა გჭირს რა სახე გაქ?
- ნინიმ გაიგო დღეს _ არც შეუხედავს ისე უთხრა და ღრმად ამოისუნთქა
- აი თურმე რა. თიკომ როგორ მიიღო გუშინ?
- თიკოსთვის არ მითქვამს ჯერ
- არგითქვამს? რას ელოდები ტო, მაინცდამაინც სხვისგან უნდა გაიგოს? _ თვალები დაქაჩა დათომ
- ვერ ვუთხარი.. ისეთი თვალებით მიყურებდა _ ლევანს თიკოს გახსენებაზე რაღაც ამოუცნობი გრძნობა დაეუფლა
- ეე ვერგცნობ რა, გეფიცები ასეთი არასოდეს მინახავხარ
- სიყვარულმა იცის...
- დაიწყო პოეტივით ლაპარაკი _ დათოს ოდნავ გაეღიმა და სიგარეტის ნამწვი ნაგვის ყუთში მოისროლა
- კაი წავედი, მთელი დღეა აქ ვზივარ თიკოს უნდა დაველაპარაკო სანამ მართლა ნინის უთქვამს _ უთხრა და უეცრად წამოდგა
- წარმატებები _ უკნიდან მიაძახა და უყურა სანამ თვალს არ მიეფარა
საღამო იყო თიკოს რომ მიწერა, პარკში შევხვდეთო. თიკოს ესემესის ნახვისას კინაღამ გული ამოუვარდა, სწრაფად მოემზადა, თამარს უთხრა ნინისთან მივდივარო და გაბრწყინებული სახით დატოვა სახლი. გზაში ნინისთან დარეკვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა გამორთული ჰქონდა. ძალიან გაუკვირდა ნინი ასე არასოდეს იქცეოდა. ბოლოს იფიქრა ალბათ დაუჯდაო და გზა გააგრძელა. პარკში რომ შევიდა უკვე საღამო იყო..ბევრი ძებნა არც დასჭირვებია..ლევანი რომ დაინახა მისკენ გაიქცა და კისერზე ჩამოეკიდა. ისევ ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა..ლევანს კი საკუთარი თავი სძულდებოდა, რომ ამ სიყვარულის საკუთარი ხელით განადგურება უწევდა. თმაზე ნაზად მოეფერა და მის ტუჩებს დაეწაფა, ბოლოჯერ. იცოდა ასე ვეღარასდროს აკოცებდა..ვეღარასდროს დაინახავდა მის ლამაზ მწვანე თვალებს, მისი დანახვისას ასე რომ ბრწყინავდა. ნელა მოიშორა და თითები ნაზად გადაუსვა ტუჩებზე
- ჩემი ტკბილი გოგო.. _ ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით უთხრა, თიკომ ოდნავ გაიღიმა და თვალების ფახურით ახედა
- ასე ნუ მიყურებ რა _ თითქმის მუდარით უთხრა და მზერა აარიდა
- როგორ გიყურებ? _ გაკვირვებულმა ჰკითხა თიკომ და შეეცადა მის თვალებში რამე ამოეკითხა
- თიკო მომისმინე ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით _ თავს ძალა დაატანა და როგორღაც მაინც უთხრა, დაინახა როგორ აღებეჭდა სახეზე დაბნეულობა..გოგონამ ვერაფერი უთხრა და ისევ მისგან ელოდებოდა გაგრძელებას _ ვიცი რომ აქამდეც უნდა მეთქვა. გაბრაზდები და მართალიც იქნები, _ ღრმად ამოისუნთქა და შეეცადა მშვიდად ეთქვა _ მე... ცოლი მყავს თიკო, ჯერ არ დაბადებული შვილიც. თიკომ ეს რომ გაიგონა თავიდან ეგონა მომელანდაო, ნელ-ნელა გაიაზრა და თავი კოშმარში იგრძნო. მთელი სხეული გაეყინა, გულის ცემის ხმას ვეღარ გრძნობდა. ხმა არ ამოუღია იდგა და უყურებდა. უყურებდა და თვალებით კლავდა.
- რამე მითხარი გთხოვ რა. საშინელი ადამიანი ვარ ვიცი, შენს გრძნობებზე ვითამაშე. თავს უფლება მივეცი მომეტყუებინე, მაგრამ მე...მართლა არ მეგონა აქამდე თუ მივიდოდით. არ მეგონა თუ შემიყვარდებოდი.. _ ხელი მისკენ წაიღო და თიკომაც მაშინვე სახე აარიდა
- გუშინ ის გირეკავდა ხო? ანი... _ უთხრა და იგრძნო უკვე ვეღარ უძლებდა, სადღაც საშინელ სიზმარში ეგონა თავი და უნდოდა მალე გაეღვიძა.
ლევანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- ანუ ახლა ვინ გამოვდივარ საყვარელი? _ თავის სიტყვებზე ოდნავ გაეღიმა
- შეგიძლია მიჩივლო, ყველაფრის ღირსი ვარ
- წადი ჩემი ცხოვრებიდან და ეგეც საკმარისი იქნება _ უთხრა და ბოლოჯერ ზიზღით სავსე თვალებით შეხედა, მერე კი ატირებული გაიქცა სახლში.
ძნელია როდესაც საყვარელ ადამიანს გულს ტკენ, იცი რამდენად ძნელია? ვერგაიგებ თუარ გამოცდი..
თიკო მთელი საღამო გაუჩერებლად ტიროდა. არაფერი ადარდებდა, არც თამარი და მისი გაუთავებელი შეკითხვები. უბრალოდ ტიროდა და ცდილობდა შვება ეპოვა.
-იცი როგორ მტკივა ახლა? ღმერთო იცი? რადაგიშავე..რატომ არ გიყვარვარ.. _ საშინელი გრძნობა ჰქონდა მთელ სხეულში. თითქოს კლავდნენ და არც კვდებოდა.

ლევანი მთელი ღამე სახლში არ მისულა, დილას კი იმ იმედით გადაწყვიტა წასვლა, რომ ნინისთან უფრო მშვიდად შეძლებდა ლაპარაკს. სახლში მისულს კი სულ სხვანაირი სიტუაცია დახვდა.. დივანზე იწვა თეა, მის გვერდით ნინი იჯდა და წნევას უზომავდა. ვახო კი შეშლილი სახით მიმოდიოდა ოთახში. რათქმაუნდა ლევანისთვის ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ნინის დამსახურებით უკვე ყველაფერი იცოდნენ.
ლევანის დანახვისას თეა მაშინვე ფეხზე წამოიჭრა და მის წინ აესვეტა. ცოტა ხანს უყურა ზიზღით სავსე თვალებით და მერე სილა გაარტყა.
- აქ რა ნამუსით მოხვედი? წაეთრიე..მრცხვენია ჩემი შვილი რომ ხარ!
- დედა..მომისმინე გთხოვ, შემიძლია აგიხსნა _ გულს საშინლად სტკენდა დედის ასეთი მზერა, მის თვალებში სიძულვილი იკითხებოდა
- ამიხსნა? რა უნდა ამიხსნა. რადგან თავს იმდენად დიდად თვლი რომ მშობლები აღარ გჭირდება, წადი აღარც ჩვენ გვჭირდები _ ბოლო სიტყვებზე ცრემლები ვეღარ შეიკავა თეამ
- დედა..
- საკმარისია ლევან! _ ამჯერად ვახოც ჩაერთო _ იმათთან წადი ვისაც ოჯახად თვლი!
- მამა მე მართლა ვაპირებდი თქვენთვის თქმას, უბრალოდ შესაფერისი მომენტი..
- ლევან წადი! _ ვახომ საჩვენებელი თითი კარისკენ გაიშვირა
- მამა არ გინდა ასე ნუ მოიქცევით
- წადი! _ ვახომ იმხელა ხმაზე იღრიალა ნინი ადგილზე შეხტა. ლევანს აღარაფერი უთქვამს გაბრუნდა და წავიდა.
ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების ფასს, მხოლოდ მათი დაკარგვის შემდეგ ვიგებთ. თითქოს იქ, იმ ადგილას მოკლა საკუთარი თავი და თვითმფრინავში სულ სხვა ლევანი ჩაჯდა. დათო და ანდრია ბევრს ეხვეწნენ ასე ადვილად ნუ დანებდებიო, მაგრამ არა. წავიდა...დატოვა უამრავი უპასუხო კითხვა და რაც მთავარია დატოვა ადამიანი ვინც მხოლოდ მისით ცოცხლობდა...

გერმანიაში რომ ჩავიდა, პირველად მაშინ იგრძნო მარტოობა. თითქოს სულ მარტო იყო ამ სამყაროში, გარშემო ვერავის და ვერაფერს ხედავდა. ლამაზ მოგონებად დარჩა საქართველოში გატარებული დღეები..
საღამო იყო სახლში რომ მივიდა. კარი გასაღებით ფრთხილად გააღო და გამეფებული სიჩუმე დაარღვია
- ანიკაა, ანიი.. _ ოთახში შევიდა და ირგვლივ მიმოიხედა
- ლევააან _ კიბეებზე ფარფატით დაეშვა გოგონა და მონატრებულ მეუღლეს კისერზე ჩამოეკიდა
- როგორ ხარ.._ შუბლზე აკოცა და თმაზე ნაზად მოეფერა
- მე..მე კარგად, შენ როდის ჩამოხვედი?
- დღეს _ ლევანმა თავი დახარა და დივანზე ჩამოჯდა, ანიკაც მაშინვე გვერდით მიუჯდა
- შენებს უთხარი? როგორ მიიღეს? _ მაშინვე კითხვები მიაყარა
- ცუდად რათქმაუნდა. არც ველოდებოდი რომ კარგად მიიღებდნენ მაგრამ...
- ჩემი ბრალია.._ მოულოდნელად ტირილი წასკდა და თავი ხელებში ჩარგო_ ცხოვრება დაგინგრიე..ეს რა ადამიანი ვარ ასეთი
- კარგი რა..ანიკაა გეყოფა ახლა _ ლევანი მისკენ მიიწია და ჩაეხუტა _ შენი ბრალი არ არის, უბრალოდ ასე გვეწერა
- იცი? დღეს ბავშვის ფოტო მომცეს _ ანიკამ ცრემლები მოიწმინდა და მეუღლეს ფოტო გაუწოდა, ლევანმა რომ დახედა რათქმაუნდა ვერაფერი გაარჩია მაგრამ მაინც გაუღიმა - გოგოა.. ოდნავი პაუზის შემდეგ უთხრა და ქმრის რეაქციებს დაელოდა
- მართლა?
- ჰოო, მე უკვე ვიფიქრე რაღაც სახელებზე, გინდა გეტყვი თუმოგეწონება რომელიმე ვნახოთ
- ანი..ძალიან დავიღალე, ცოტას დავიძინებ და მერე კარგი? არ გეწყინოს გთხოვ..
- კარგი.. _ ანიკამ ოდნავ გაუღიმა და როგორც კი ლევანი თვალს მიეფარა უკმაყოფილოდ ამოიოხრა

პ.ს იმედი მაქვს მოგწონთ ისტორია და ჩემი პერსონაჟები..



№1  offline წევრი It’s olivia

ლევანი არც კი მეცოდება ღირსია, თიკო მართლაც რომ გამოიყენა, ახლა ეუბნება წადი და თი გინდა მიჩივლე იმ ღამია გამოო, როგორ გონია თიკო მასეთი სულელიც არ არის ეგ ჩაიდინოს, თვითონ არ უნდა გაეკეთებინა ის იმ ღამეს და უარესად არ უნდა დაენგრია ამ გოგოს ცხოვრება, უფრე მეტად შეაყვარა თავი და იმედიც მისცა, როგორ ვერ ვიტან ასეთ ტიპებს, ასე მგონია მარტო თავის გრძნობებზე ფიქრობეენ, თიკო ძალიან მეცოდება, დაინაჯება ამ სიყვარულით, ანიც ცოდვაა, ვეღარ გავიგე ამ ლევანს ანის მიმართაც აქვს გრძნობები თუ სიყვარულოს მოვალეობის მოხდის მხრივ უძახის, მისგან ეს საქციელი არასწროია, რამდენი ადამიანის ცხოვრებაა გააიბრდურა, თვითონაც ცუდ დღეშია მაგრამ არ მეცოდება, ცოტა დაძაბული თავი იყო მაგრამმ საინტერესო და ძალიან მომეწონა, ველოდები შემდეგ თავს❣️❣️

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

საერთოდ არ მეცოდება ლევანი..
ერთი მშიშარა ტიპია რომელიც მიზნის მისაღწევად სრულიად არაფერს აკეთებს.. პრობლემის მოგვარებასაცნკი არ ცდილობს.. დაკრა ფეხი და წავიდა ვითომ ჰველაფერი გამოასწორა ..
ერთი ცრემლიც არ უნდა გადმოაგდოს თიკომ მის გამო და იმედია თავს მაგრად დაიჭერ და ცხოვრებას ამ იდიოტის გამოტირებაში არ გალევს..
ველი ახალ თავს მალე დადე.

 


№3  offline წევრი EllaTriss

It’s olivia
ლევანი არც კი მეცოდება ღირსია, თიკო მართლაც რომ გამოიყენა, ახლა ეუბნება წადი და თი გინდა მიჩივლე იმ ღამია გამოო, როგორ გონია თიკო მასეთი სულელიც არ არის ეგ ჩაიდინოს, თვითონ არ უნდა გაეკეთებინა ის იმ ღამეს და უარესად არ უნდა დაენგრია ამ გოგოს ცხოვრება, უფრე მეტად შეაყვარა თავი და იმედიც მისცა, როგორ ვერ ვიტან ასეთ ტიპებს, ასე მგონია მარტო თავის გრძნობებზე ფიქრობეენ, თიკო ძალიან მეცოდება, დაინაჯება ამ სიყვარულით, ანიც ცოდვაა, ვეღარ გავიგე ამ ლევანს ანის მიმართაც აქვს გრძნობები თუ სიყვარულოს მოვალეობის მოხდის მხრივ უძახის, მისგან ეს საქციელი არასწროია, რამდენი ადამიანის ცხოვრებაა გააიბრდურა, თვითონაც ცუდ დღეშია მაგრამ არ მეცოდება, ცოტა დაძაბული თავი იყო მაგრამმ საინტერესო და ძალიან მომეწონა, ველოდები შემდეგ თავს❣️❣️

როგორ ველოდები ხოლმე შენს კომენტარს...❤ მიხარია რომ მოგეწონა

სტუმარი ანი
საერთოდ არ მეცოდება ლევანი..
ერთი მშიშარა ტიპია რომელიც მიზნის მისაღწევად სრულიად არაფერს აკეთებს.. პრობლემის მოგვარებასაცნკი არ ცდილობს.. დაკრა ფეხი და წავიდა ვითომ ჰველაფერი გამოასწორა ..
ერთი ცრემლიც არ უნდა გადმოაგდოს თიკომ მის გამო და იმედია თავს მაგრად დაიჭერ და ცხოვრებას ამ იდიოტის გამოტირებაში არ გალევს..
ველი ახალ თავს მალე დადე.

ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ ❤

 


№4  offline წევრი It’s olivia

[quote=Maria_][quote=It’s olivia]ლევანი არც კი მეცოდება ღირსია, თიკო მართლაც რომ გამოიყენა, ახლა ეუბნება წადი და თი გინდა მიჩივლე იმ ღამია გამოო, როგორ გონია თიკო მასეთი სულელიც არ არის ეგ ჩაიდინოს, თვითონ არ უნდა გაეკეთებინა ის იმ ღამეს და უარესად არ უნდა დაენგრია ამ გოგოს ცხოვრება, უფრე მეტად შეაყვარა თავი და იმედიც მისცა, როგორ ვერ ვიტან ასეთ ტიპებს, ასე მგონია მარტო თავის გრძნობებზე ფიქრობეენ, თიკო ძალიან მეცოდება, დაინაჯება ამ სიყვარულით, ანიც ცოდვაა, ვეღარ გავიგე ამ ლევანს ანის მიმართაც აქვს გრძნობები თუ სიყვარულოს მოვალეობის მოხდის მხრივ უძახის, მისგან ეს საქციელი არასწროია, რამდენი ადამიანის ცხოვრებაა გააიბრდურა, თვითონაც ცუდ დღეშია მაგრამ არ მეცოდება, ცოტა დაძაბული თავი იყო მაგრამმ საინტერესო და ძალიან მომეწონა, ველოდები შემდეგ თავს❣️❣️[/quote]
როგორ ველოდები ხოლმე შენს კომენტარს...❤ მიხარია რომ მოგეწონა

მიხარია ჩემი აზრი ასე თუ გაინტერესებს❣️❣️❣️❣️

 


№5  offline წევრი lortkia

საოცრებები ხდება... არ გვალოდინო heart_eyes kissing_heart

 


№6  offline წევრი EllaTriss

lortkia
საოცრებები ხდება... არ გვალოდინო heart_eyes kissing_heart

ვეცდები, ვეცდები ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent