შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილი მილიონ დოლარად *14*


8-06-2020, 02:31
ავტორი Queenofmoon
ნანახია 13 226

ამღვრეული მოწაბლისფრო სფეროები მამაკაცის მრისხანებისგან გადაგლესილ თვალებს შეანათა, რომელიც უფრო და უფრო მუქდებოდა სიბრაზისგან,იმედგაცრუებისგან,ტკივილისა და დანაკარგისგან.
თლილი თითებით შეუშვირა თხელი მატერია ონკანიდან მჩქეფარე წყალს და კანზე შემხმარ სისხლს გადაუსვა..
- მჯერა რომ შენ არაფერ შუაში ხარ.
მამაკაცს სახიდან ჩამოერეცხა ყველანაირი ემოცია და მაშკას დახედა,მის წინ ასე ახლოს რომ იდგა და მთელი მონდომებით ცდილობდა მისი კანის გასუფთავებას.
წითლად შეღებილ ნაჭერს ონკანს უშვერდა და ხელებში ჩაგუბებულს მუჭში აქცევდა,პრემიერის სისხლი მჩქეფარე წყალთან ერთად მიედინებოდა ნასვრეტებიან ნიჟარაში.
- მოდი,ხელები დაიბანე.
საპნის სურნელოვანი გელი ხელის ზურგზე გაუსვა და სწრაფი მოძრაობით გაუქაფა.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და კაცი,რომელიც ქვეყანაში შიშის განგაშს სცემდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისთვის და არა მარტო მათთვის,ოპოზიციისა და ქვეყნის სათავეში მდგარი მოღალატეებისთვისაც,მამაკაცი,რომლის გავლენა საქართველოს საზღვრებს სცდებოდა და ალბათ ნებისმიერი თითს გაიშვერდა და იტყოდა,რომ ეს დიმიტრი თაბაგარი იყო,იმ მომენტში ისეთი უსუსური გამხდარიყო,ძლიერ,განიერ მხრებზე მობჯენილი პიჯაკიც თითქოს მოჩვარული ჩამოკიდებოდა მის სხეულს,თითქოს ორ მეტრიანი მამაკაცი სულ პაწაწინა ქცეულიყო და მისი სიძლიერე სადღაც გულის კუნჭულში გადაეკარგა და თავს იმის უფლებასაც კი ვერ აძლევდა სწორედ იმ პატარა ბავშვივით ამოეხეთქა ცრემლები,რომელიც ახრჩობდა,ყელში სპაზმად აწვებოდა და სუნთვის საშუალებას არ აძლევდა. მამაკაცი,რომელიც პირველ რიგში მისთვის მეორე მამა გახლდათ,ადამიანი რომელმაც ის აღზარდა და ყველაზე ფასეული რამ ასწავლა - როგორი უნდა იყო ადამიანი და ნამდვილი ქართველი კაცი. ქვეყანამ პრემიერი დაკარგა,თაბაგარმა კი მშობელი,უკვე მეორედ.
თვალებდახუჭული იდგა და ინერციით ჰყვებოდა ბარბარას მოძრაობებს,რომელიც ხელების დაბანას მორჩენილიყო და ახლა სველ ხელებს პირსახოცით უწმენდდა.
სააბაზანოდან გამოსულს,სამხარაძე აესვეტა გაციებული მზერით,ერთ წერტილზე გაყინული თვალებით,რომელმაც თითქოს ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა.
- ვფიქრობ,აქედან წასვლა ჯობს დროებით.
- ჰო,რა..
დაეთანხმა იქვე მდგარი ჯანაშია.
- სად უნდა წავიდე...ან სად უნდა გავიქცე?
ხელები გაშალა თაბაგირმა და სკამზე გაშლილი ფეხებით დაჯდა,მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და სახე ხელისგულებში ჩარგო.
- ვიცი..ვიცი რომ ცუდად ხარ და ამ მომენტში გიჭირს რაღაც არჩევანის გაკეთება..მაგრამ ვიღაცამ ცივი გონებით უნდა გადაწყვიტოს რა ჯობია და რა არა დიმიტრი..აბა აქ პოლიციელები მოგვადგნენ და ჟანგმოკიდებულ გისოსებში გამოგკეტონ?! მერე ტვინი ტყ*ან შეკითხვებით,რომლითაც არასდროს გაჩერდებიან და მაინც შენ შეგტენიან მკვლელობას!! ჰო,ბაზარი არაა..ჯერჯერობით ეჭვმიტანილი ხარ მხოლოდ..შეიძლება არც ჩაგსვან და დედამოტყ*ული ბენდელიანის ნაბიჭ*ვრებმა იზრუნონ ისე,რომ იქ ჩაგალპონ სამუდამოდ..გეგმა?! გეგმას რას უშვრები?! აი,აი გეგმა ბ!!
არსებობს მეორე ვარიანტი,რომელიც აქამდე შემოვინახეთ,სხვათაშორის,მათეს დანატოვარი!
ქურთუკის ჯიბიდან პატარა ფლეშკა ამოიღო და მაგიდაზე გაასრიალა. დაურეკე ჟურნალისკტებს,ბევრი გყავს ნაცნობი-უცნობი.. სამხარაძე ცდილობდა თავი შეეკავებინა ბარბარასთან და ზედმეტი ინფორმაცია არ წამოსცდენოდა,ამიტომ თაბაგირის წინ სკამი მიასრიალა,მისკენ გადაიხარა და თვალი თვალში გაუსწორა.
- ხომ ხვდები,რას ვამბობ?! დიდი დარტყმა მიიღე და იმ ნაბიჭ*ვარმაც მიიღო ის,რაც უნდოდა!! დიმიტრი..არ გვაქვს გლოვის დრო..ვიცი,ვიცი ამის დედაც,მესმის შენი..მაგრამ დასაკარგი დრო არ გვაქვს..
- ნუ შემეც/ი იასონ!!! სულ რაღაც თხუთმეტი წუთის წინ კაცმა ჩემს ხელებში დალია სული!!!ვინ თქვა რომ გაჩერებას ვაპირებ,ვიინ?! დაიღრიალა თაბაგირმა და გაშლილი ხელის გულები ისე დაარტყა მაგიდას,რომ რაც ზედ ელაგა ყველაფერი ერთი ბიძგითვე გადმოიყარა.
- შენი სიძე რეკავს..
ჯანაშიამ ტელეფონი მიაწოდა დიმიტრის,რომელმაც სწრაფად დასტაცა ხელი და თავისთვის ჩაიდუდღუნა;ამ სირ/ს რაღა უნდა ბლი/ად!!
- გისმენ!! ხო..რას ჰქვია არ იცი?!!როდის?!! მაგის დედაც მოვტყ*ან და მერე კიდე შენი!!! ამას ეხლა უნდა მეუბნებოდე?!!!
ტელეფონი სარკის მიმართულებით მოისრილა,რომელიც წამში ნამსხვრევებად იქცა,სარკის ჩარჩოდან ჩამოცვენილი პატარ-პატარა ნაწილაკები კი,ჯერ კიდევ იატაკზე გორავდნენ და გამაწვრილებელი მსხვრევის ხმებს გამოსცემდნენ.
მაშარელი ოთახის კუთხესთან იდგა აწურული,მკლავებზე შემოხვეული ხელებით,რომელსაც შიში ჩასდგომოდა თვალებში და მაგიდასთან მდგომ მამაკაცებს რიგრიგობით ბურღავდა მზერით.
- რა უნდოდა?
- თვითმფრინავი დაეშვა,თუმცა მანუელს არ დაურეკავს აერეპორტიდან..ჩემი ოჯახისგან არაფერი ისმის..საერთოდ არაფერი..
ხელები თეატრალურად გაშალა და ყბები ერთმანეთს ძლიერად მიაბჯინა გამწარებულმა.
- კარგი,მე და ტატო გავარკვევთ ყველაფერს რასაც შევძლებთ,აერეპორტის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ ჩანაწერებს ვნახავთ,მანუელის მეგობრებსაც დავუკავშირდებით..საერთო ნაცნობებს,მოკლედ..
- რადგან ჯერ არაფერი არ ისმის,ესე იგი არც არაფერი ხდება..დამშვიდდი,თავი ხელში აიყვანე ძმაო.
მხარზე მიარტყა ხელი ჯანაშიამ და იასონს ამოუდგა,რომელიც ტელეფონზე საუბრობდა დაძაბული.
- ელენა,საქმე მაქვს,აუცილებლად უნდა შევხვდეთ! მისამართს მოგწერ,კარგი.. მანქანა ავტოსადგომთან დაგხვდება,შენი ავტომობილით არ გადაადგილდე!
მინიშნებები მისცა სამხარაძემ ტელეფონის მეორე მხარეს მყოფ ქალს და აპარატიც მალევე გათიშა.
- მათ რომ რამე მოუვიდეთ,სასახლიანად ამოვბუგავ ბენდელიანს..მთელ ჯიშს ამოვუწტყვეტ..ცოცხალს არავის დავუტოვებ მაგ ნაბო***რს..გახსნილი ბაგეებით ღრმად ჩაისუნთქა დაძაბული ჰაერი თაბაგარმა..
მაგიდაზე დაყრდნობილი ხელებით წელში ოდნავ მოიხარა,თვალები მაშარელისკენ გააპარა და ორ მეტრშიც კი იგრძნო,როგორ მიერეკებოდა ვენებში მისი სისხლი ტვინის უჯრედებისკენ და ერთადერთი რასაც თავის ქალაში უტოვებდა ძლიერი შიში იყო.
- მაშკა..მოდი ჩემთან!
არც კი განძრეულა,ისე ამოიხრიალა თაბაგირმა და თვალები არ მოაშორა გოგონას,რომელიც მისკენ ნელი ნაბიჯით მიემართებოდა.
- შეგაშინე?
ნაძალადევად გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.
- მე მხოლოდ შენი მომავალი მაშინებს.
თვალებდახრილმა შეთქმულივით ამოილაპარაკა; დაუჯერე იასონს,მოდი..წავიდეთ ამ სახლიდან..მე შენს გვერდით ვარ,არ ინერვიულო,სადაც წახვალ გამოგყვები. გული მიგრძნობს რომ ყველა ცოცხალი და უვნებელია.
- მართლა ეგრე ფიქრობ?
- ჰო,ეგრე ვფიქრობ.
ქეთო და ბავშვები,დედაშენი..ისინი უვნებლები იქნებიან,დამიჯერე..
- არ ვიცი მაშიკო..ოჯახი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია..ვერ გავუძლებ მათ რომ რამე დაემართოთ.
- დამშვიდდი! შენ ხომ დიმიტრი თაბაგირი ხარ..ის ვინც პრემიერმა შეგქმნა..მან ასეთად გაქცია,შეუპოვარ და ძლიერ მამაკაცად,რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს...მე მჯერა შენი,ჩვენ..ყველას გვჯერა და შენც დაიჯერე საკუთარი თავის,კარგი?!
მამაკაცის სახე თავის ნატიფ და სურნელოვან ხელებში მოაქცია,თითისწვერებზე დადგა,თუმცა მაინც ვერ მიწვდა საკმარისად და ხელებით მისკენ მოქაჩა.დიმიტრის არომატულ,რბილ ბაგეებს შეეგება თავისი მხურვალე ბაგეებით და ნაზად,მონაცვლეობით დაუკოცნა გაყინული ტუჩები. - წავიდეთ,გთხოვ..კოცნით ჩასჩურჩულა და ხელები უფრო ძლიერად მოხვია.
- ტატო..პორშე ამოქოქე.
ჯანაშიას გადასძახა და მანქანის გასაღები გაშლილ ხელში გადაუგდო.

პროჟექტორებით განლაგებულ ეზოში აბიბინებული ბალახი ალაგ-ალაგ პატარა მომცინარი გვირილებით ავსებულიყო,მუხის ტოტზე გაბმული თოკები სარწეველას ჰაერის მიმართულებით აქანავებდა,ორიდე მეტრში კი მოპირდაპირე ნაძვებში გაბმული ჰამაკი,რომელსაც ეტყობოდა არავის გახსენებოდა და ერთმანეთში ახლართული საცოდავად ჩამოკიდებულიყო.
საამო ნიავი ჰქროდა,ვაშლის ხის ყვავილობა ერთვოდა სასიამოვნო სურნელს,რომელიც სახლის გარშემო ტრიალებდა.
მეორე სართულზე ვაზით დაფოთლილი კედელი აღმართულიყო,რომელსაც პატარა მწვანე მარცვლები ეპარებოდა წიპწაზე და დამწიფებისკენ მიმავალ გზას ედგა.
სამხარაძეს ღია ჭიშკარი დაეტოვებინა შავი პორშეს შემოსაბრძანებლად,საიდანაც მალევე გადმოვიდნენ თაბაგირი და მაშარელი,კიბეებს აუჩქარებელი ნაბიჯით აუყვნენ და სიგარეტით ხელში მდგარ იასონს შეეგებნენ,რომელმაც ღია კარისკენ ანიშნა მაშარელს შესულიყო და გზა დაუთმო.
- გამარჯობა?
ჩანთა დივანზე მიაგდო ბარბარამ და წარბშეკრულმა შეხედა იქვე მჯდომ ხუჭუჭა გოგონას,ფეხი-ფეხზე გადადებული ტელეფონში ფოტოებს რომ სქროლავდა.
- გამარჯობა?
გაიკვირვა კალანდაძემ და ოთახში შესულ მამაკაცებს ახედა.
- მია,გაიცანი..ეს ბარბარაა..ბარბარა,ეს მია.
- სასიამოვნოა!
ნაძალადევად გაიღიმა გოგონამ,სამხარაძის მოსაწონად ფეხზე წამოდგა და დიდი ხნის უნახავი მეგობარივით გადაკოცნა ბარბარე,რაზეც მაშარელი უსიამოვნოდ შეიშმუშნა და მისი ზიზღნარევი მზერა არც არავის გამოჰპარვია.
- კარგად ხარ??
ფიქრებიდან დიმიტრის ხმამ გამოაფხიზლა,რაზეც სწრაფად დაუქნია თავი და კალანდაძე მზერით გაბურღა.
- ეს გოგო ცოტა ვერაა ხო?
ჩასჩურჩულა კალანდაძემ მის გვერდით მჯდომ იასონს და დასკდომამდე სქელი ტუჩები ლოყაზე მიაკრო.
- გეყოფა,მია!
უხერხულად შეიშმუშნა სამხარაძე და ოდნავ გვერდით გაიწია; წესიერად ილაპარაკე,სხვათაშორის ძალიან კარგი გოგონაა,უბრალოდ გაუცხოვდა..არ უყვარს უცნობ ხალხთან კონტაქტი.
- მაგიტომ გამეროჟაა?! ნუ,ჰო კაი...ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს.
კვლავ ტელეფონს დააშტერდა,რაც მაშინვე ხელიდან ააწაპნა სამხარაძემ,ძირს დააგდო და ფეხით ძლიერად გასრისა.
- რას აკეთებ?! გაგიიჟდიიი?!
ეცადა არ ეყვირა,თუმცა ნერვებმა უმტყუნა; იასონ,ჩემს ტელეფონს რა უქენიი,სრულ ჭკუაზე ხარ?!
- ხომ იცი აქ რატომაც ვართ?! ბარემ გუნდურად გადავიღოთ სელფი,ერთმანეთი დავთაგოთ და სოციალურ ქსელში ავტვირთოთ.ცოტა ტვინი გაანძრიე მია!! აქ დასასვენებლად არ ჩამოვსულვართ,როგორ იქცევი?!! ხომ არ დაგავიწყდა ვის გავურბივართ?! გაიხსენე შენი წარსული და გაიხსენე რას გადაურჩი!! ზრდასრული ადამიანივით მოიქცე ჯობია..აღარ ხარ პატარა ფეხები მიბაკუნო როცა რამე არ მოგწონს! და ეს რამე როცა შენი სიცოცხლის საფასურია!!!
- არ არის საჭირო ასე უპარდონოდ გამახსენო რა გადამხდა თავს იასონ.
კბილებში გამოსცრა პატარა ქალბატონმა,კართან შებრუნებულს კი სამხარაძე დაეწია და მკლავში დასწვდა.
- ასე რატომ იქცევი მიააა?რამე არ მოგწოონს?
გამომცდელად მიაჩერდა დიდრონ შავ თვალებში.
- როგორ ვიქცევი?
- თავხედურად..არ მიჯერებ და ძალიან არ მომწონს..
- მეც არ მომწონს რაღაცეები,როგორც იქცევი და როგორც მექცევი!
- რას გულისხმობ?!
- კითხვას შევატრიალებდი..უფრო,ვის?! ამას ვიკითხავდი. ვის და შენს მოღალატე საცოლეს..ფულის გამო რომ მიგატოვა..ხოო,ხო მესმოდა ყველაფერი..მესმოდა მაშინ,როგორ ელაპარაკებოდი ტატოს მთვრალი,როცა შენს საძინებელში მე ვიწექი და წესით ჩემთან უნდა ყოფილიყავი! მე მომფერებოდი და არა ვიღაც კახპას შენს ფანტაზიებში!
- მიაა!!
ხმა გაუმკაცრდა სამხარაძეს და ერთიანად დაეჭიმა სხეული.თვალებიდან უკვე ნაპერწკლებს ყრიდა,არ უყვარდა ქალებთან კინკლაობა,ვერ იტანდა უაზრო სკანდალებს,ქალების მიერ შეთითხნილ უაზრო ეჭვიანობის სცენებს,თითიდან გამოწოვილ ზედმეტად გადაჭარბებულ მიზეზებს,რაც აქამდე მიასთვის არ შეენიშნა,ის უბრალოდ ერთი შეყვარებული გოგონა ჩანდა,რომელთანაც კარგი სექსი ჰქონდა,თავს კომფორტულად გაგრძნობინებდა და არ მოგთხოვდა ქორწინების ბეჭედს თითზე,მით უმეტეს,როცა თავიდანვე შეთანხმებული იყო კალანდაძესთან თავისუფალ ურთიერთობაზე..ღმერთმა უწყის,ალბათ მოითმენდა კიდეც ეჭვიანობის გადაყლაპვას,მაგრამ იმას ნამდვილად არა,ვინმეს მისთვის შეეხსენებინა რომ ელენა ფულის გამო წავიდა..ელენამ სხეული გაყიდა..ელენამ უღალატა.
ამის ხსენებაზე მტაცებელ ცხოველს ემსგავსებოდა,სურდა ყველა თავის კლანჭებში მოექცია,კანში ჩავლებული სისხლისგან დაეცალა და ერთ ამოსუნთქვაზე დაეხრჩო,რადგან ზედმეტად თავმოყვარეობაზე ურტყამდა,მიუხედავად ყველაფრისა.
- სწრაფად,ოთახში!!!
დაიღმუვლა მამაკაცმა და მის უკან კედელს მუშტი მიარტყა; მალე!!!
ცხვირი აიბზუა კალანდაძემ და ისე გაეცალა ადგილს,თითქოს რომელიმე ტრიუმფის ჩემპიონი გამხდარიყო,ზედმეტად ესიამოვნა მამაკაცის მწყობრიდან გამოსვლა და გაცეცხლებული იასონის ხილვა,რადგან არც თავად გრძნობდა თავს კარგად უარყოფილი ქალის ამპლუაში,რომელიც მის გვერდით მხოლოდ იმიტომაა,რომ ეცოდებათ.ოთახში შესულმა უკმეხად გაუღიმა თაბაგირს,მაშარელისთვის თვალიც აღარ მოუვლია ისე დემონსტრაციულად გავიდა საძინებლისკენ და კარიც გემრიელად გაიჯახუნა.
- მაშკა..რა გჭირს აღარ იტყვი?!!
აშკარად ჩანდა,რაღაც აღელვებდა,თუმცა მიზეზს ვერ ხვდებოდა,ამიტომ ეს გაურკვევლობა ნერვებს ისე აგლეჯდა,კანში ვეღარ ეტეოდა ისედაც ამდენი პრობლემით სავსეს.
- ასე მგონია.რომ ამ გოგოს დიდი ხანია ვიცნობ,მაგრამ ვერ ვხვდები,საიდან..რაღაც არ მომწონს დიმიტრი,გთხოვ არსად წახვიდე.
- მიას საიდან უნდა იცნობდე?!
- არ ვიცი..
ტუჩები სატირლად აუთრთოლდა,ვერ მიხვდა რატომ,მაგრამ ზუსტად იმ მომენტში გაახსენდა მეგი და გულმა უცნაურად დაუწყო ჩხვლეტა,
- ელენა მოვიდა.
ვერანდიდან გადმოსძახა თაბაგირს იასონმა და კიბეები სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა. მეორე სართულის საძინებლის ფანჯრიდან,სქელ ფარდას ნახევრად ამოფარებული იდგა კალანდაძე და თვალები ცრემლებით ევსებოდა,როცა ხედავდა როგორ ეხუტებოდა მამაკაცი წკრიალაშვილს,როგორ შემოჰყავდა ჭიშკრის ეზოდან და წელზე ჰხვევდა თავის ტორს.ფარდა მთლიანად გადაწია და აცახცახებული სხეულით დაჯდა საწოლზე,ერთს ფეხს გაუჩერებლად აბაკუნებდა იატაკზე,რომლის ხმა ალბათ პირველ სართულზეც კი ჩადიოდა.სხეულს ვეღარ იმორჩილებდა,ტვინი ბნელით გადჰფარვოდა და თავს ძლივს იკავებდა წკრიალაშვილის ხმის გაგონებისას იქვე არ ჩასულიყო და არ გაეგუდა თავისივე ხელებით. ნახევრად გახელილ თვალებში,ჯებირზე მომდგარი მარილიანი სითხე არ ჩქარობდა კანზე გადმოსვლას,პირიქით..ცრემლებს ყლაპავდა,მიუხედავად ყელში გაჩხერილი ბურთისა,რომელსაც ლამის დაეხრჩო,მუცელი აეწვა და ორად მოკეცილი წამოწილილიყო საწოლზე.
ფეხი ფეხზე გადაიდო წკრიალაშვილმა,მოკლე კაბას ქვემოთ დაექაჩა ხელებით და მოქნილ ბაგეებში მოთავსებულ სიგარეტს ცეცხლი გაუკიდა.
- ფსიქოპატი ნაბი*ვარი..დანამდვილებით ვერაფერს იტყვი,მაგრამ დარწმუნებული იყავი,შენს ნერვებს სცდის.
დამიჯერე,სიხარულით გაცნობებდა ამბავს,შენი ოჯახისთვის რამე რომ დაეშავებინა..ნატალიას გამო იკავებს თავს.. პრემიერი კი ასე მალე იმიტომ გააგორა,რომ მიხვდა უღალატა. დამიჯერე,ამით ძალიან დიდი დარტყმა მიიღო პრეზიდენტმა.
ფილტვებში დაგროვილი კვამლი გამოღებულ ფანჯარაში გაუშვა და ისევ ნერვიულად მოქაჩა ნიკოტინით სავსე წვრილი ღერი.
მაშარელი ოდნავ შეიშმუშნა ნატალიას ხსენებაზე და თაბაგირს გახედა.
- ჯობია,ნატალია ჩამოვიყვანოთ იქიდან,სადაც არ უნდა იყოს..დროა.
- იცი,ამდენ ხანს რატომ ვერ იპოვა თავისი შვილი?
ირონია ნარევი მზერით გაეღიმა თაბაგირს და მუცლიანი ჭიქიდან სპირტიანი სითხე მოსვა; იმიტომ,რომ არსადაც არ გამიშვია..რაც უფრო ახლოს მეყოლებოდა ნატა,მით უფრო გაუჭირდებოდა მაგ სირს* გოგონას პოვნა..ასე რომ,ნებისმიერ წუთსა და წამს შემიძლია დავურეკო ტატოს და წამში აქ გაჩნდეს პატარა ბენდელიანით..
- მშვენიერია.. ზოგიერთი ჟურნალისტი კი,გადაგიმტერებია..მითხრა იასონმა.
ორაზროვნად გაუღიმა წკრიალაშვილმა მამაკაცს და სიგარეტი საფერფლეში დასრისა.
- ყველას შემობრუნება შემიძლია.
- ვიცი,რომ ყველაფერზე ხარ წამსვლელი,მაგრამ... ვითარება ხომ შეიცვალაა?!
არ დანებდა წკრიალაშვილი და დაჟინებით მიაშტერდა.
- არაფერი არ შეცვლილა და მანამ არ შეიცვლება,სანამ საჭიროება ამას არ მოითხოვს! ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა,ეს ასე იყო..და ასე იქნება!
- კარგი..როგორც იტყვი,მინისტრო..
- ნატალიას მაშინ მოვიყვან,როცა მეტყვი..შენ იმ საქმეს მიხედე,რომელიც გავალია..
- მაგაზე გაწყენინებთ?
ჩანთას ხელი დაავლო,ლეოპარდის პრინტიანი მოსაცმელი მხრებზე მოიცვა და ხელის დაქნევით ჩაიარა კიბეები.
პირველი სართულის კედელზე მიკრობილ სამხარაძეს კი,ვნებიანად დაუკოცნა ტუჩები,რომ არა ტაქსის გაუთავებელი სიგნალი,თავს ვერ დააღწევდნენ ვერცერთი ერთმანეთს და იქვე დანებდებოდნენ კიდეც.
- რას მიმალავ *?! ელენას შეურიგდი?!
სიგარეტის ბიჩოკი აივნიდან მოისროლა და თავჩაღუნული სამხარაძეს შემხედვარეს,ღიმილი გაეპარა დაბალ წვერში.
- მეც არ ვიცი რა დავმალო,ან რა ვთქვა..ალბათ მაშინ მექნება სათქმელი,თუ ეს ყველაფერი დამთავრდება და ცოცხლები დავრჩებით..მაგრამ..
ელენა მიყვარს,ყოველთვის მიყვარდა და მიუხედავად მისი შეცდომისა,მიუხედავად იმისა,რომ ვერასდროს მოვიშორებ ამ დიდ ლაქას სულიდან..ჯანდაბა,მაინც მიყვარს ეს დედამოტ*ნული...სიყვარულის დედას რომ შევე*ი..
- მაგ ლაქასაც მოიშორებ..მოიშორებ იასონ..ყველას გვაქვს ბინძური წარსული..ყველამ რაღაცა მივქარეთ,სადღაც ჩავისვარეთ..დაჟე ბავშვობდან ვისვრიდით..მაგრამ ნახე სადამდე მოვედით ამის დედაც..
- ეს სახლი გახსოვს? გახსოვს,როგორ გამოვიპარეთ მე,შენ,შენი პირველი ცოლი და ელენა?! ბებიაჩემი რომ დაგვხვდა,რა ღადაობა იყო..შენ მაშინ მაგრად დათვერი,ბიჭოო...რომ მახსენდება..სახეზე ხელები აიფარა სამხარაძემ.
- მოკეტე,ძმაო..თორემ დაგერხევა.
პირველად,მთელი ამ დროის განმავლობაში გულრწფელად გაიცინა თაბაგირმა.
- ხო აზრზე ხარ,იმ ტიპებზე რომ ვღადაობდით,ათი-ოცი წლის წინანდელებს რომ იმხსენებდნენ და კაი იყო ახალგაზრდობაო,აი ზუსტად ეგრე ვართ ეხლა..ისე,მამენტ ვერ დავამუღამე ის გოგო რატომ მოიყვანე,ვაბშე არ მახსოვს აზრზე ხარ?
- შენ რა უნდა გახსოვდეს..მაგარი ძუძუები* ჰქონდა და მოვიყვანე რა..ნუ,ც* ჰა..
- აღიარე,რომ ჩემზე * იყავი ახალგაზრდა.
- აჰაა..ანუ აღიარებ რომ შენც იყავი,არაა?! არადა,რომ გეუბნებოდი გწყინდა და მებუტებოდიიი..
გაეცინა თაბაგირს და კისერში წაავლო ხელი მამაკაცს.
- კარგი,დავწვები..ისედაც ვერ ვიძინებ და თვალებს მაინც დავასვენებ..
სახე მოეღუშა თაბაგირს და წამში ჩამოერეცხა ყველა ემოცია,რომელმაც რეალობაში დააბრუნა.
- კარგი,მე ჩავალ თავლაში,ცოტას მივალაგებ იქაურობას..შენ დაისვენე.
- კარგი,ხვალამდე..თუ ვინმემ დარეკა,მაშინვე შემატყობინე,არ მძინავს იცოდე.
თითი დაუქნია მამაკაცს და მაშინვე მოშორდა.
კიბეები აიარა და ქურთუკი გაიძრო სახელოებიდან,რომელიც იქვე სკამზე ჩამოჰკიდა.
საძინებლის კარი ჭრიალით გააღო და გაკრახმალებულ საწოლზე წამოწვა,რომლის სურნელმაც ცეცხლივით ააგიზგიზა მოგონებები და საბოლოოდ დაანთო კოცონი.
ზმანებაში გადაშვებულს,კარზე ფრთხილმა კაკუნმა და მაშარელის ხმამ გამოაფხიზლა,რომელმაც ნება ითხოვა ოთახში შესასვლელად,მამაკაციც მისკენ წამოიწია,ხელით ანიშნა ახლოს მისულიყო და საწოლის მეორე მხარეს მოთავსდა.
- მაშიკო..მოხვედი? მოდი ჩემთან..შენი ადგილიც არის..
ხელები თავს უკან ამოიდო,თვალებით კი მაშარელის ნაკვთების ძიებას შეუდგა,რომელსაც მბჟუტავი განათების ფონზე ვერ ხედავდა.
- შეიძლება აქ დავიძინო? არ მინდა მიას საძინებლის გვერდით ვიწვე.
- კარი მოხურე,მაგრად გადაკეტე და მოდი ჩემთან,ოღონდ ფრთხილად,არაფერს წამოკრა ფეხი..გინდა ტელეფონი მოგინათო?
- არ მინდა. აქ ვარ.
საწოლის მხარეს მოთავსდა და მამაკაცისკენ ახლოს მიიწია.
- მია გუდიანი კაცია და ბარბარას შეჭაამს?!
- კარგი რა დიმიტრი..არ მომწონს ეს გოგო. არ მსიამოვნებს მასთან ახლოს ყოფნა.. მმ..ეგ და იასონი დაშორდნენ?
- არ ვიცი,ალბათ დაშორდნენ..
- ელენა უყვარს?
თვალები გააფართოვა მაშარელმა და მამაკაცს ახედა.
- მაშიკო,დაიძინე.
- და ეს ნატალია ისაა,ვინც დედაშენს უნდა სარძლოდ?
- იყო და არა იყო რა.. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა..
- დიმიტრი...
ხმა გაუმკაცრდა გოგონას და ტუჩები გაბზიკა.
მიუხედავად იმისა,რომ არც მამაკაცს ჰქონდა საქმე სახუმაროდ,ცდილობდა მისი საყვარელი ქალისთვის ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ის მდგომარეობა,რომელიც ამ პატარა ასაკში,მის გამო გაიარა და რომ არა მისი გამოჩენა მაშკას ცხოვრებაში,ის ისევ ჩვეულებრივი გოგო იქნებოდა,ჩვეულებრივი ცხოვრებით.მართალი იყო მაშარელი,თაბაგარი იმ პრობლემებს უგვარებდა,რომელიც მის ცხოვრებაში გამოჩენამდე არც კი ჰქონია და ეს დანაშაულის გრძნობას უღვივებდა,სადღაც,გულის კუნჭულში. ჯერ კიდევ წუხანდელი,კოშმარად ქცეული ღამე ახსენდებოდა,მკვლელის ხელიდან გამოგლეჯილი გოგონა,რომელიც ბოლომდე იბრძოდა სიცოცხლის შესანარჩუნებლად..
ტუჩები საფეთქელზე მიაკრო და აკრუსუნებულ მაშკას დახედა.
დიდად ვერ კითხულობდნენ აზრებს ერთმანეთის თვალებში,თუმცა ის კოცნაც საკმარისი იყო,რომ ყველაფერი გაეგოთ,მოესმინათ ან ეგრძნოთ.
- დღეს მხოლოდ ერთადერთი კარგი რამ მოხდა..
- რა?
გაიკვირვა მაშარელმა და თავი მისი მკლავის ქვეშ მოათავსა.
- შენ.
- მე?
- პირველად..მოხვედი და შენივე სურვილით მაკოცე..გგონია ვერ შევამჩნიე?
უეცრად თვალები აუწყლიანდა თაბაგირს და თავადაც ვერ მიხვდა რატომ.
ძალიან ფრთხილად და ვნებიანად მიაწება ტუჩები გოგონას ტუჩებს,რომლებსაც ასევე ერთი სული ჰქონდათ მამაკაცის არომატული ტუჩები შეეგრძნოთ.
ხელი,მისი წვრილი წელიდან,მკვრივ თეძოებამდე გაეცოცებინა და საჯდომი გაშლილ ხელის გულში მოექცია,რაზეც მაშარელის რეაქციამ არ დააყოვნა და სიამოვნებით ამოიოხრა..ტუჩებმა გზა მისი ყელისკენ გაიკვლიეს,სადაც კოცნის ბილიკებით ჩაუყვებოდნენ მკერდის ღარამდე... ტუჩებისა და ენის ვირტუოზულ მოძრაობას,მამაკაცის გრძელი და თლილი თითებიც შეერთებოდნენ საზეიმოდ,აუჩქარებლად რომ ზელავდნენ მაღალ მკერდს.
ერთი მეორის მიყოლებით ჩაუხსნა ღილები მაშარელს,თხელი მატერია აქეთ იქით გასწია და სწორ მუცელზე გაასრიალა ხელები,რომლებიც ნელნელა ქვემოთ მიბობღავდნენ..აუჩქარებლად,ძალიან ნაზად და ფრთხილად.
ქალის კანი იმდენად რბილი და გლუვი იყო,მისი შეხებისგან ლამის გული გაჩერებოდა თაბაგირს,მაშარელს კი აჩქარებული სუნთქვისგან მკერდი აუდ-ჩამოუდიოდა..მკერდის თავები დასკდომამდე დასიებოდა და სურვილისგან ტაოს დაეფინა მთლიან სხეულზე.
თვალები ძლივს გაახილა მაშარელმა,როცა მამაკაცის დაჟინებული მზერა იგრძნო და ხელები,რომლებიც წამით გაჩერებულიყვნენ.
- დარწმუნებული ხარ,რომ გინდა და ამას ხვალ არ ინანებ მაშიკოო?
ორი თითით მიეფერა ყელზე და დაცვარულ ყვრიმალზე აკოცა,პასუხად კი ქალის ბააგები შეეგება მის ტუჩებს,რამაც იძულებული გახადა გაეგრძელებინა ის,რასაც ასე მონდმებით და მთელი სურვილით აკეთებდა.
მის მკერდზე გადანაცვლებულმა თაბაგირის ტუჩებმა სიამოვნების მეორე ტალღა აგემა,გახუნებულ ზეწარზე თითებით ჩაფრენილი მთელი ძალით იქცევდა მუჭში მატერიას და ტანი ზემოთ ეზნიქებოდა. სიამოვნების აქამდე უცნობ ნოტებს მთლიანად მოეცვა მისი გველივით მოქნილი სხეული,რომელზეც მამაკაცის ტუჩები,ენა და ხელები დასრიალებდნენ და თავიანთ კვალს ტოვებდნენ..თითქოს,ტერიტორიას ნიშნავდნენ,რომ ეს ქალი მხოლოდ მისი იყო და აქამდე თუ ვერავინ გაბედავდა ახლოს მისვლას,ამის შემდეგ მისი სხეულის მფლობელიც მხოლოდ ის იქნებოდა.
თითების სწრაფი მოძრაობით წაეტანა შარვლის ელვას,რომელიც ფეხებიდან გაუთავისუფლა და თეთრი ბიკინი,რომელიც საჯდომზე მჭიდროდ მომჯდარიყო,ისიც ფრთხილი მოძრაობით გამოეცალა ხელებით..თითები წვივებიდან თეძოებამდე აეტანა და ფეხებს შორის შეეჩერებინა,რომელიც ნელ და წრიულ მოძრაობას
მოუყვა..როდესაც თითებმა მამაკაცის რბილი ენა ჩაანაცვლა,ხმამაღალი კვნესისგან ტუჩები კბილებს შორის მოიქცია მაშარელმა და თითებით მამაკაცის თმას ჩააფრინდა.
- მოეშვი პატარავ.. ნუ გეშინია..მხოლოდ სიამოვნებაზე იფიქრე და მე მიყურე..
ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა და ყველაზე ბობოქარი ტალღისთვის მოამზადა თაბაგირმა ვნებისგან ცეცხლში გახვეული ქალი და მის სხეულს საბოლოოდ შეუერთა თავისი,ტკივილისგან ამოტირებულ ქალს კი ცრემლებმა გაუკვეთეს გზა ყელამდე,რომლებიც უმოწყალოდ შეაშრნენ კანს და წვის შეგრძნება დაუტოვეს.
გახსნილ ბაგეებს მამაკაცის მოქნილი ტუჩები წაეტანნენ და თითქოს ცდილობდნენ ტკივილი დაეამებინათ.
ყრუ წვა და ტკივილი ნელნელა სადღაც სხეულის კუთხეში მიმალულიყო,როცა სიამოვნებას შეეცვალა მამაკაცის აჩქარებული ბიძგები..დაუღალავად ცდილობდა ქალის სხეული აეყოლიებინა და არ ჩამორჩენოდა მის რიტმებს. სიამოვნების ნაკადები ფინიშისკენ ყიჟინით მიემართებოდნენ,რასაც ქალის სუსტი კვნესა და მამაკაცის ხმამაღალი გმინვა ერთვოდა თან.

ამასობაში,პარლამენტის შენობაში მსხდომი პირები,რომლებიც სამშობლოზე დარდით იქავებდნენ ერთ ადგილს და კომპიუტერის ეკრანზე კარტის თამაშით ირთობდნენ თავს,მათი ყურადღება იმეილზე მისულმა შეტყობინებამ მიიქცია,სადაც სათაურის ველი ფრიად დამაინტრიგებელი გახლდათ,ერთიანად დაასხა ოფლი იქ მყოფ მამაკაცსა თუ ქალს,რომლებმაც ერთმანეთს გადახედეს და კომპიუტერის ეკრანს მოეფარნენ,მისკენ ახლოს მიიწიეს და ყურსასმენები მოითავსეს თავზე.
"მაღალი ხარისხის პორნო,მხოლოდ მაღალი კლასის ადამიანებისთვის,ისიამოვნეთ,კოლეგებო..არ გაუშვათ შანსი ხელიდან"
ფაილთან არსებულ ღილაკს "გადმოწერა" ყველამ ერთიანად დააწკაპუნა და სენსორზეც ნელნელა გამოჩნდა ციფრები,რომლებიც ფინიშს უახლოვდებოდა...96..97..98..99..



№1  offline წევრი ცირა♡

უჰჰჰ როგორ იძაბება სიტუაციებიიი აი დიმიტრი და მაშიკოოოო არ ვიცი სიტყვები არ მყოფნიის
როგორც იქნა მოახერხა დიმიტრიმ იმდენი რომ დანებდა ეს გოგოოოც. :) :)

 


№2  offline წევრი Diamond

აი როგორი ისტორიაა იცი?წუთში სამოცჯერ რომ შემოვდივარ ახალი თავის მოლოდინში♥

 


№3  offline მოდერი Queenofmoon

ცირა♡
უჰჰჰ როგორ იძაბება სიტუაციებიიი აი დიმიტრი და მაშიკოოოო არ ვიცი სიტყვები არ მყოფნიის
როგორც იქნა მოახერხა დიმიტრიმ იმდენი რომ დანებდა ეს გოგოოოც. :) :)

მადლობა,ცირა..საყვარელო!:*
Diamond
აი როგორი ისტორიაა იცი?წუთში სამოცჯერ რომ შემოვდივარ ახალი თავის მოლოდინში♥

შემოგევლე,მადლობააა! ძალიან მიხარია რომ ესე მოგწონს :*

 


№4  offline წევრი დარინა

დიმიტრისთან ერთად ისე განვიცადე პრემიერის სიკვდილიიი, შემეცოდააა რომ ისე ვერ იგლოვებს ჯერ როგორც საჭიროა რადგან დამალვა უწევთ, აი ამდენი თავის განმავლობაში მაშკა პორველად მომეწონაა ძლივს სითბო გამოიჩინა და გააბედნიერა ჩემი ტკბილი შოკოლადიიი, ყველასგან განსხვავებული სიყვარულით რომ უყვარს დიმიტრის ეს სულელი გოგო ჩვენზე უკეთ ვინ იცის, დამშვიდდი! შენ ხომ დიმიტრი თაბაგირი ხარ..ის ვინც პრემიერმა შეგქმნა..მან ასეთად გაქცია,შეუპოვარ და ძლიერ მამაკაცად,რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს...მე მჯერა შენი,ჩვენ..ყველას გვჯერა და შენც დაიჯერე საკუთარი თავის,კარგი?! ყველაზე მეტად აქ მომეწონა მაშარელიი. მია მეც არ მომწონს და ცუდად დავადგი თვალიიი წინაზეც დავწერეე, მაინტერესებს საიდან ეცნობა ბარბარას იმედია მალე გაიხსენებს რადგან ვთვლი რომ შეიძლება ჯაშუში ეგ არის, ხო ელენას იმედია არაფერი დაემართებაა, ბოლოს კი ისე ინტრიგნულად დაგვისრულეე ვფიქრობ შემდეგ თავამდე რა მოითმენს. თბილოოო ❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

დარინა
დიმიტრისთან ერთად ისე განვიცადე პრემიერის სიკვდილიიი, შემეცოდააა რომ ისე ვერ იგლოვებს ჯერ როგორც საჭიროა რადგან დამალვა უწევთ, აი ამდენი თავის განმავლობაში მაშკა პორველად მომეწონაა ძლივს სითბო გამოიჩინა და გააბედნიერა ჩემი ტკბილი შოკოლადიიი, ყველასგან განსხვავებული სიყვარულით რომ უყვარს დიმიტრის ეს სულელი გოგო ჩვენზე უკეთ ვინ იცის, დამშვიდდი! შენ ხომ დიმიტრი თაბაგირი ხარ..ის ვინც პრემიერმა შეგქმნა..მან ასეთად გაქცია,შეუპოვარ და ძლიერ მამაკაცად,რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს...მე მჯერა შენი,ჩვენ..ყველას გვჯერა და შენც დაიჯერე საკუთარი თავის,კარგი?! ყველაზე მეტად აქ მომეწონა მაშარელიი. მია მეც არ მომწონს და ცუდად დავადგი თვალიიი წინაზეც დავწერეე, მაინტერესებს საიდან ეცნობა ბარბარას იმედია მალე გაიხსენებს რადგან ვთვლი რომ შეიძლება ჯაშუში ეგ არის, ხო ელენას იმედია არაფერი დაემართებაა, ბოლოს კი ისე ინტრიგნულად დაგვისრულეე ვფიქრობ შემდეგ თავამდე რა მოითმენს. თბილოოო ❤️❤️❤️❤️❤️

ჩემი ტკბილი გოგო მოცუნცულდააა და როგორ დაეტყო ეგრევე კომენტარების ველს შენი გამოჩენა!! <3 <3
ხო,აი ძნელია დიმიტრისნაირი კაცის არ შეყვარება,როგორც შენ თქვი წინა თავში...:)) ჩემი შოკოლადი მართლა ძალიან დამეჩაგრა და მე ყველაზე მეტად მტკივა თაბაგირი რომ ასე მეტანჯება და თავის აღმზრდელზეც ვერ გლოვობს როგორც უნდა..:((
აბა შემდეგ თავამდე,წინ კიდევ ბევრი ინტრიგა და საინტერესო ამბებია <3

 


№6  offline წევრი დარინა

ამ ინტრიგებმა გადამიყოლეს ქალიიი :დდდდ დიმიტრი რომ მადნობს გითხარიიი ❤️❤️❤️ არა მაშკამაც ისწავლა უკვე ჭკუა და კი აღარ დაგვითმოს დიმიტრის, ხო იმედი მაქვს რომ დიმიტრის დედასაც ისე მისვამს მის ადგილზეეე თან რომ დაბრუნდება უკვე რძლის სტატუსით უნდა დახვდეს რომ ჭკუიდან გადაუყვანოს ის ქალბატონი და მისი ბოლო მუქარა ყელში ადინოს. კი მაქვს შენი იმედიიი რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს მაგრამ ცოტას მენერვიულება მაინც

 


№7  offline მოდერი Queenofmoon

დარინა
ამ ინტრიგებმა გადამიყოლეს ქალიიი :დდდდ დიმიტრი რომ მადნობს გითხარიიი ❤️❤️❤️ არა მაშკამაც ისწავლა უკვე ჭკუა და კი აღარ დაგვითმოს დიმიტრის, ხო იმედი მაქვს რომ დიმიტრის დედასაც ისე მისვამს მის ადგილზეეე თან რომ დაბრუნდება უკვე რძლის სტატუსით უნდა დახვდეს რომ ჭკუიდან გადაუყვანოს ის ქალბატონი და მისი ბოლო მუქარა ყელში ადინოს. კი მაქვს შენი იმედიიი რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს მაგრამ ცოტას მენერვიულება მაინც

წესით ყველაფერი ისე იქნება როგორც უნდა იყოს,ლოგიკური შედეგებით და დასასრულით..შენ წარმოიდგინე მეც კი მენერვიულება როგორ და რანაირად გაუკმკლავდებიან ამ ამხელა სახელმწიფო კაცს(ბენდელიანს) :დ :(

 


№8  offline მოდერი abezara98

პირველ რიგში, სად იყავი გოგო აქამდე? smile ჰო და დანარჩენს ნელ-ნელა შემოგაპარებ კომენტარის წერისას. მე ხო ისე ვერ გავჩერდები, ვინმე არ გაგილანძღო, ხოდა, let's do it! smile
პირობა პირობაა და იასონაზე ხმას არ ვიღებ, მაგრამ ის როგორ არ ვთქვა, მია რა ჯანდაბამ წამოათრევინა მანდ მაინც? angry კარგი, იქ მართლა შეშინებული იყო, მაგრამ კარგი, რაა იასონ, კარგი რაა! (ნუ მიას ცოტა ქვემოთ უკეთესად განვიხილავ smiling_imp )
რა თქმა უნდა განხილვას წყვილით დავიწყებ. ჩემი ბარტყები მეღირსნენ ერთად და ეს როგორ არ აღვნიშნოთ? smile მაშკას თუ ეს გამოაფხიზლებდა, სად იყავი ბენდელიანო აქამდე? joy ჩემი ბარტყუნიები არიან ესენი და თუ გინდა ყველა ამოხოცე მიადან დაწყებული ბენდელიანით დასრულებული მაგრამ ჩემს ელენა&იასონას და თაბაგარი&მაშკას ნუ შეეხები smile ჯანდაბას, როგორმე ვაპატიებთ ამ უტვინობას სამხარაძეს unamused
და ახლა გადავიდეთ ძირითად ნაწილზე სადაც მე ბენდელიანს და პლუს მიას ვლანძრავ და თან მათ მკვლელობას ვგეგმავ. ისე პარტნიორი მჭირდება ალიბის მოფიქრებაში სანამ მე იმ ორ ქათამს გავისტუმრებ და კიდევ რამდენიმე ნიჩბებიანი მოხალისე joy კარგი, ჰო, ვჩერდები და პირდაპირ მიათი ვიწყებ. ჯანდაბას, იასონს ეცოდება და აქაც იმისთვის წამოაპროწიალა, არაფერი დაუშავდესო, მაგრამ თავადაც ხომ ხვდება უკვე არა, რომ კაცს არარ აინტერესებს. თავმოყვარეობა სად დაკარგა? და მითხარი, იმ სიტყვების მერე (გონება დაუბნელდაო), როგორ არ ავიღო მასზე ეჭვი? თუ აქამდე არ იყო (რისიც არ მჯერა unamused ), ახლა გახდება. საკუთარი თვალით მაინც არ დაენახა, როგორ ეხვეოდნენ ჩემი ციკალულები ერთმანეთს. ჰოდა, ქალბატონო, გირჩევნია წყნარად იყო, თორემ ჩემი ხელით დაგაპუტავ მაგ შენს კულულებს, რომელიმეს რამე რომ დაემართოს expressionless მე და ჩემმა კურსელმა ერთი ლექტორის საწამებლად გეგმაც კი შევიმუშავეთ, ხოდა შენზე გამოვცდი. მერწმუნე, ძალიან საინტერესო და მტკივნეული იქნება შენთვის smiling_imp smiling_imp რამ გამაბოროტა ასე ეს სათნოება, წარმოდგენა არ მაქვს scream სიცხე მოქმედებს ეტყობა joy
უი, კარგი გამახსენდა, რა იყო ახლა თაბაგარის სიტყვები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც აქამდე, არაფერი შეცვლილა და თუ საჭირო გახდება მედიასთანაც დავამყარებ კონტაქტსო? (ცუსია, წარბის აწევის სიცილაკი რომ არ გვაქს unamused ) და ჩემი მაშკა არავინაა? მეტი არ მინდა, ვაჟბატონო ლანას გაეკარო. ყველა იმ ადგილს მოგაჭრით მე და მაშკა, რითაც კი შეხებას გაბედავ bowtie
რაც შეეხება ახლა ბენდელიანს, ეს ბოლო ნაწილი რა იყო ვითომ? ან რა პორნო აუტყდა? დაილია კაცო პორნო საიტები ახლა ქართული რომ არ ჩართოს და აყურებინოს ხალხს? ვაიმე, მეტი არ მინდა, ჩემს ელენას ეხებოდეს, მართლა არ დასჭირდებათ თაბაგარს და იასონას ხელის გასვრა, ისე მივახრჩობ მაგ იდიოტ კაცს და მიას მივაყოლებ ზედ. ხოლო თუ ეს ცანაწერი დიმიტრის ეხება, მაშინ ოოოო... თუ დიმიტრისთან ერთად მაშკაცაა ხომ საერთოდ! ვაიმე, ლანას რომ მოუნდეს მაშკაზე შურისძიება?! scream არაა, უკვე ზედმეტად ბევრი პერსონაჟი დამიგროვდა მოსკალავი და ერთ რაღაცაში მაინც დამეხმარონ. გაითვალონ და პირველს იმას მოვკლავ, რომელიც დარჩება joy
მომენატრე და ბოდიში, კომენტარი ასე რომ დავაგვიანე heart_eyes heart_eyes
P.S. კასტინგის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა პირადში მომწერეთ joy

 


№9  offline მოდერი Queenofmoon

abezara98
პირველ რიგში, სად იყავი გოგო აქამდე? smile ჰო და დანარჩენს ნელ-ნელა შემოგაპარებ კომენტარის წერისას. მე ხო ისე ვერ გავჩერდები, ვინმე არ გაგილანძღო, ხოდა, let's do it! smile
პირობა პირობაა და იასონაზე ხმას არ ვიღებ, მაგრამ ის როგორ არ ვთქვა, მია რა ჯანდაბამ წამოათრევინა მანდ მაინც? angry კარგი, იქ მართლა შეშინებული იყო, მაგრამ კარგი, რაა იასონ, კარგი რაა! (ნუ მიას ცოტა ქვემოთ უკეთესად განვიხილავ smiling_imp )
რა თქმა უნდა განხილვას წყვილით დავიწყებ. ჩემი ბარტყები მეღირსნენ ერთად და ეს როგორ არ აღვნიშნოთ? smile მაშკას თუ ეს გამოაფხიზლებდა, სად იყავი ბენდელიანო აქამდე? joy ჩემი ბარტყუნიები არიან ესენი და თუ გინდა ყველა ამოხოცე მიადან დაწყებული ბენდელიანით დასრულებული მაგრამ ჩემს ელენა&იასონას და თაბაგარი&მაშკას ნუ შეეხები smile ჯანდაბას, როგორმე ვაპატიებთ ამ უტვინობას სამხარაძეს unamused
და ახლა გადავიდეთ ძირითად ნაწილზე სადაც მე ბენდელიანს და პლუს მიას ვლანძრავ და თან მათ მკვლელობას ვგეგმავ. ისე პარტნიორი მჭირდება ალიბის მოფიქრებაში სანამ მე იმ ორ ქათამს გავისტუმრებ და კიდევ რამდენიმე ნიჩბებიანი მოხალისე joy კარგი, ჰო, ვჩერდები და პირდაპირ მიათი ვიწყებ. ჯანდაბას, იასონს ეცოდება და აქაც იმისთვის წამოაპროწიალა, არაფერი დაუშავდესო, მაგრამ თავადაც ხომ ხვდება უკვე არა, რომ კაცს არარ აინტერესებს. თავმოყვარეობა სად დაკარგა? და მითხარი, იმ სიტყვების მერე (გონება დაუბნელდაო), როგორ არ ავიღო მასზე ეჭვი? თუ აქამდე არ იყო (რისიც არ მჯერა unamused ), ახლა გახდება. საკუთარი თვალით მაინც არ დაენახა, როგორ ეხვეოდნენ ჩემი ციკალულები ერთმანეთს. ჰოდა, ქალბატონო, გირჩევნია წყნარად იყო, თორემ ჩემი ხელით დაგაპუტავ მაგ შენს კულულებს, რომელიმეს რამე რომ დაემართოს expressionless მე და ჩემმა კურსელმა ერთი ლექტორის საწამებლად გეგმაც კი შევიმუშავეთ, ხოდა შენზე გამოვცდი. მერწმუნე, ძალიან საინტერესო და მტკივნეული იქნება შენთვის smiling_imp smiling_imp რამ გამაბოროტა ასე ეს სათნოება, წარმოდგენა არ მაქვს scream სიცხე მოქმედებს ეტყობა joy
უი, კარგი გამახსენდა, რა იყო ახლა თაბაგარის სიტყვები, ყველაფერი ისე იქნება, როგორც აქამდე, არაფერი შეცვლილა და თუ საჭირო გახდება მედიასთანაც დავამყარებ კონტაქტსო? (ცუსია, წარბის აწევის სიცილაკი რომ არ გვაქს unamused ) და ჩემი მაშკა არავინაა? მეტი არ მინდა, ვაჟბატონო ლანას გაეკარო. ყველა იმ ადგილს მოგაჭრით მე და მაშკა, რითაც კი შეხებას გაბედავ bowtie
რაც შეეხება ახლა ბენდელიანს, ეს ბოლო ნაწილი რა იყო ვითომ? ან რა პორნო აუტყდა? დაილია კაცო პორნო საიტები ახლა ქართული რომ არ ჩართოს და აყურებინოს ხალხს? ვაიმე, მეტი არ მინდა, ჩემს ელენას ეხებოდეს, მართლა არ დასჭირდებათ თაბაგარს და იასონას ხელის გასვრა, ისე მივახრჩობ მაგ იდიოტ კაცს და მიას მივაყოლებ ზედ. ხოლო თუ ეს ცანაწერი დიმიტრის ეხება, მაშინ ოოოო... თუ დიმიტრისთან ერთად მაშკაცაა ხომ საერთოდ! ვაიმე, ლანას რომ მოუნდეს მაშკაზე შურისძიება?! scream არაა, უკვე ზედმეტად ბევრი პერსონაჟი დამიგროვდა მოსკალავი და ერთ რაღაცაში მაინც დამეხმარონ. გაითვალონ და პირველს იმას მოვკლავ, რომელიც დარჩება joy
მომენატრე და ბოდიში, კომენტარი ასე რომ დავაგვიანე heart_eyes heart_eyes
P.S. კასტინგის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა პირადში მომწერეთ joy

ჩემი გოგო მოვიდა და ისევ თავისებურად შემოანათა..:* მაპატიეე,ვიციი დავაგვიანეე და მეც მისაყოლებელი ვარ მგონი ბენდელიანს:D:D თანაც,ვინ ვის უტვირთავს პორნოს,ეგეც საკითხავია,ჯერ არ გაასწრო მოვლენებს..ტელეფონიდან სმაილებს ვერ ვწერ ამიტომ (ეშმაკურიღიმილი):D :D დიმიტრი რომ ვინმეს გაეკაროს,მე თავად დავაფინანსებ მის კასტრაციას!!!:D თანაც საქმე უკვე მაშიკოს ეხება,ნატალიაზე როგორ წაიეჭვიანა და წარბიც აუწია დათუნიას:D კარგია რომ დეტალებს კარგად აქცევ ყურადღებას ჩემო თბილო,გამოგადება3:) პ.ს მეც მომენატრე და რა ვქნა მე მასე სულ მენატრები აი ესე!!!:დდდ <3

 


№10 სტუმარი სტუმარი გვანცა

ახალი თავი მინდა სასწრაფოდ უმაგრესია!!

 


№11  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი გვანცა
ახალი თავი მინდა სასწრაფოდ უმაგრესია!!

მადლობა დიდიიი :* :*

 


№12 სტუმარი სტუმარიი

ძალიან კარგი იყო.ემოციები სავსე. ...გელოდები სულმოუთქმენლად მალე გაგახარებს რაა

 


№13  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარიი
ძალიან კარგი იყო.ემოციები სავსე. ...გელოდები სულმოუთქმენლად მალე გაგახარებს რაა

მადლობა ჩემო კარგო :* ვეცდები მალე დავდო

 


№14 სტუმარი სტუმარიი

გამარჯობა როდის გაგახარებს ახალი თავით

 


№15 სტუმარი სტუმარიი

იმედია კარგად ხართ და აგრძელებს წერას და არ გვიღალატებ.

 


№16  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარიი
იმედია კარგად ხართ და აგრძელებს წერას და არ გვიღალატებ.

ჩემო საყვარლებო..მადლობა რომ აქ ხართ და მელოდებით..რა თქმა უნდა,არ დაგაღალატებთ და აუცილებლად დავდებ ახალ თავს. ისეთი სიტუაცია შემექმნა სამწუხაროდ,ვერანაირად ავტვირთავდი ვერაფერს..დღეიდან უკვე თქვენთან ვარ და ვეცდები რომ მალე ავტვირთო

 


№17 სტუმარი anka

გამარჯობათ, როგორ ხართ? აპირებთ წერის გაგრძელებას თუ ტყუილად გელოდებით... თითქმის ორი კვირა გავიდა ბოლო გამოჩენის შემდეგ....იმედია არ დააღალატებთ თქვენს მკითხველს

 


№18 სტუმარი სტუმარი მაკო

თუ აღარ აგრძელებთ გვითხარით მაინც დავიხოცეთ ლოდინით

 


№19  offline მოდერი Queenofmoon

ვაგრძელებ რა თქმა უნდა ჩემო თბილებო. მალე ავტვირთავ

 


№20 სტუმარი სტუმარი მეა

მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№21 სტუმარი სტუმარი სტუმარი

Queenofmoon
ვაგრძელებ რა თქმა უნდა ჩემო თბილებო. მალე ავტვირთავ

ველოდებით..... ველოდებით...... ველოდებით...... უკვე დამავიწყდა კიდეც რომ ამ ისტორიას ვკითხულობდი???? ჯობია ცოტა დადო და ყოველდღე ვიდრე ასე თვეებით გადაიკარგო????

 


№22 სტუმარი anna

ბოლოსდაბოლოს როდის დადებ იქნებ გაგვარკვიო, ორი თვეა გელოდებით.

 


№23  offline მოდერი Queenofmoon

პირველ რიგში მაპატიეთ ამდენი ხანს რომ გალოდინეთ,ბოდიშს გიხდით,არ მქონდა იმის თავიც კი რომ გამეფრთხილებინეთ ასე დიდი ხნით თუ "დავაპირებდი" დაკარგვას. ბიძა გარდამეცვალა,იმის მერე კი გამიჭირდა წერაც და მოტივაციაც დავკარგე,რამე ამეტვირთა...ამ კვირაში და უახლოეს დღეებში,სიტყვას გაძლევთ,აუცილებლად ავტვირთავ ახალ თავს. მადლობა რომ მელოდებით და ისევ ჩემთან ხართ..მიყვარხართ ძალიან.

 


№24 სტუმარი Toksikura

ახალ თავს როდის დადებ?

 


№25 სტუმარი anna

Queenofmoon
პირველ რიგში მაპატიეთ ამდენი ხანს რომ გალოდინეთ,ბოდიშს გიხდით,არ მქონდა იმის თავიც კი რომ გამეფრთხილებინეთ ასე დიდი ხნით თუ "დავაპირებდი" დაკარგვას. ბიძა გარდამეცვალა,იმის მერე კი გამიჭირდა წერაც და მოტივაციაც დავკარგე,რამე ამეტვირთა...ამ კვირაში და უახლოეს დღეებში,სიტყვას გაძლევთ,აუცილებლად ავტვირთავ ახალ თავს. მადლობა რომ მელოდებით და ისევ ჩემთან ხართ..მიყვარხართ ძალიან.



ეჰ.. არ ყოფილხარ შენ სიტყვის გოგო pensive უახლოეს დღეებში დავდებ სიტყვას გაძლებთო და რამდენი ხანი გავიდა უკვე cry

 


№26 სტუმარი სტუმარი ნინა

ეს არ გრძელდება????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent