შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა მთვარისფერი თვალებით


11-06-2020, 16:15
ნანახია 3 474

გაბრუებული ვუყურებდი ცრემლებს რომელიც იმ ლამაზი მთვარისფერი თვალებიდან ნაკადულებად მოდიოდნენ...
როგორ მინდოდა მივსულიყავი მეთქვა რომ ისევ მიყვარდა..
ისევ მინდოდა რომ ჩემზე ფიქრში დღეები გაეტარებინა..
მაგრამ არა არ მივსულვარ...
ვერ მივედი...
ძალა არ მეყო...
მე მხოლოდ ვიდექი და ვუყურებდი როგორ დნებოდა...
ჩემს თვალწინ კვდებოდა და მე მცოლოდ ვუყურებდი ამ უაზრო წლების გამო ვიდექი და მის სიკვდილს ისე ვუყურე, რომ ვერ ვუთხარი..
ვერ ვუთხარი...
რომ ისევ მისი სურვილი მკლავდა..

იცი? ყველა საკუთარ ცხოვრებაში ძალაუფლებისკენ მიისწრაფვის, უნდა რომ მის გარემოცვაში არსებული კარგი და უკეთესი შთანთქას..
და გახდეს დიდებული...
ძლევამოსილიიი...
თმობენ ყველას და ყველაფერს ამ ამაოებისთვის...
წარმავლობისთვის...

მე? მე დიდებაც, ძალაუფლებაც, გართობაც და სხვა ამგვარი მიწიერებები უკვე მოვიწყინე...
დავივიწყე...
დამავიწყა....
მან.. იმ ერთმა..
და მე რა გავაკეთე? არაფერი.. უბრალოდ მის ტანჯვას დესპოტი მანიაკივით ვუყურე...
და დავკარგე... ადამიანი დავკარგე რომელსაც ვუყვარდი, რომელსაც ვადარდებდი, ის ადამიანი ვინც ჩემს საფლავზე იტირებდა, დავკარგე..
დავკარგე ისე რომ ვერ ვუთხარი, რომ ისევ მინდოდა, მჭირდებოდა, მიყვარდა..
ახლა კი რა აზრი აქვს სიცოცხლეს სიყვარულის გარეშე??

ეჰჰ და მაინც როგორ გულით მინდოდა რომ
მე და შენ...
ჩვენ ყოფილიყო...

*****

პროლოგი

ეს არ არის ამბავი თინეიჯერების უაზრო ცხოვრებაზე...
ეს არის ისტორია სიცოცხლისთვის ბრძოლაზე, სამყაროზე სადაც დედიკოს ბიჭებისა და მტირალა გოგოების ადგილი არ არის..
ეს არის სამყარო რომელიც არსებობდა, არსებობს და იარსებებს სისხლიან გარჩევებთან და დემონებთან ერთად, ეს არის ადგილი სადაც ყოველთვის სიკვდილის სუნი დგას, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი..
აი ესკი ასე დაიწყო...

მე - 18 დაბადების დღე

- იზი....! იზი...! გაიღვიძეეე!!! გაიღვიძე - ბოლო ხმაზე კიოდა იზაბელ ქალენის საუკეთესო მეგობარი კლერი, როლელიც თავისი დაქალის გაღვიძებას ცდილობდა, ამიტომაც დაინახა თუ არა როგორ აახამხამა წამწამები იზიმ, თვალის გახელაც არ აცადა ისე ჩააფრინდა საწოლში..
- დაბადების დღეს გილოცაავ!! - გაახილა თუ არა თვალი იზიმ დაინახა აბურდულ თმიანი გოგონა რომელიც მას ზემოდან ისე ეწვა თითქოს სადმე გაქცევას აპირებდა
- მადლობა კლეერ! არც კი მჯერა უკვე სრულწლოვნები ვართ!!
- დღეს საღამოს ძალიან ძალიან ბევრი შეგვიძლია დავლიოთ თან ისე რომ ამისთვის არ დაგვსჯიან !!
- მაგარია!! ძალიან მაგარი!!! მართლა არ მჯერა ! - მას შემდეგ რაც გოგონებმა გეგმები დააწყვეს იზის დაბადების დღესთან დაკავშირებით და რამის მთელი სკოლა დაპატიჟეს საღამოს წვეულებაზე, კლერი წვეულებისთვის სადღესასწაულო აქსესუარების შესაძენად წავიდა, იზი კი საწოლიდან ადგა მისაღებში გავიდა და გამარჯობის თქმა დააპირა რომ გაიგონა ხმა რომელიც სამზარეულოდან მოდიოდა, იზის მამა და დედამისის ახლო მეგობარი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ რაღაც სუფთა სისხლის, მემკვიდრეობის, სრულწლოვნების და რაღაც ქონების შესახებ, რომ უკვე დრო მოვიდა და ვეღარ მოიცდიდნენ, იზი ამ სიტყვების გაგონებაზე ჩაფიქრდა ვერ გაეგო თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი თუმცა უკეთ გაანალიზების საშვალება არც ჰქონია, რადგან ოთახში დედა (ემა) შემოვიდა და იზის მოეხვია
- დაბადების დღეს გილოცავ ჩემო გოგონა! არ მჯერა ჩემი თოჯინა უკვე 18 წლის არის! - დედის შემოსვლისთანავე მამამ და იზის დედის მეგობარმა საუბარი შეწყვიტეს
- დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პატარავ!
- მადლობა ! ძალიან დიდი მადლობა ! ხო მართლა დე , მა დღეს წვეულების შემდეგ სახლში გვიან მოვალ და არ ინერვიულოთ კარგი?
- კარგი საყვარელო გაერთე მაგრამ იცოდე არანაირი ნარკოტიკები!
- კარგი კარგი წავედი მიყვარხაართ! - იყვირა იზიმ რომელიც ქუჩაში გარბოდა თუმცა საპასუხოდ არაფერი მიუღია რაც ცოტათი ეუცნაურა კიდეც რადგან არცერთი ასეთი შემთხვევა მანამდე არ მომხდარა თუმცა შემდეგ იფიქრა რომ უბრალოდ ვერ გაიგონეს ასე რომ სვლა განაგრძო.

მთელი დღე მხიარუად მიდიოდა აი საღამოს კი ყველაფერი მართლაც რომ ისე იყო როგორც ვერც კი წარმოიდგენდა იზი, შევიდა თუ არა იზი
კლუბში, ესევე იასამნისფერ უსასრულობასა და ბრჭყვიალა წარწერების სამყაროში ჩაიკარგა..
ამის შემდეგ კი დაიწყო წვეულება უამრავი სასმელი და ათასზე მეტი ფერადი რაღაც სახეობის წვენი თუ ამდაგვარი რამ რაც იზის არასდროს ენახა, ასე გადიოდა დრო გართობაში როცა იზიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გარეთ, სუფთა ჰაერზე გასვლა დააპირა, ასეც მოიქცა რამდენიმე წამში ის უკვე კლუბთან ახლოს მდებარე ტბასთან იდგა და თავის ბედნიერ ცხოვრებაზე ფიქრობდა, ამ ფიქრებში გართულს უცებ ზურგიდან ვიღაცამ მოხვია ხელი, იზი უკვე ოცნებობდა რომ ეს ის ყოფილიყო ვინც ამდენი ხნის განმავლობაში უყვარდა, ფრთხიად სცადა ზურგისკენ მიბრუნება თუმცა ამ დროს ნაზი შეხება ძლიერმა ტკივილმა ჩაანაცვლა და ვიღაცამ სახეზე თეთრი ნაჭერი ააფარა , გოგონამ სცადა შეწინააღმდეგება თუმცა ამაოდ მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა, იზი გრძობდა როგორ მიილტვოდა იმ მიღმიერი სამყაროსაკენ რომელშიც ჩვენ ე.წ.
ძილის დროს ვცხოვრობთ თუმცა სანამ იმ სამყაროში გადაინაცვლებდა მოასწრო ბიჭის ხელზე გაურკვეველი შავი ხაზების დანახვა რომლებიც უჩვეულო ფორმებს ქმნიდნენ და მიხვდა რომ ეს რაღაც ტატუს მსგავსი გამოსახულება იყო რომელიც გველს წააგავდა, ყოველ შემთხვევაში იზაბელ ქალენს ამის მეტი არაფერი ახსოვდა,
არაფერი..
საერთოდ არაფერი…
გარდა სიცივისა…


გარკვეული დროის შემდეგ

***

იზის POV (თვალთახედვით)

ვიგრძენი როგორ დავიწყე ამ სამყაროში დასაბრუნებლად ბრძოლა და თვალების გახელა ვცადე , თუმცა ამას აზრი არც ქონია რადგან თვალების გახელის შემდეგაც მხოლოდ და მხოლოდ ბნელი ადგილი დავინახე სადაც ალბათ გამტაცებლებმა დამტოვეს..
მინდოდა ამ ყველაფრისთვის თავი დამეღწია მაგრამ ამაოდ, ყოველ ჯერზე რაღაცას ვაწყდებოდი და ამით მხოლოდ ის მივიღე რომ ძალა გამომეცალა, არვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ან რა მეფიქრა ძალიან მინდოდა სახლში წასვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება თუმცა სინანული და ოცნება ახლა უკვე გვიანი იყო...
ამ ფიქრებში ჩაძირულს გამოფხიზლება გარედან შემოსულმა ხმამ მაიძულა, ეს ხმა თითქოს ადრეც მქონდა მოსმენილი მაგრამ ახლა გახსენება არ შემეძლო ერთადერთი რასაც ეს ხმა ამბობდა იყო სიტყვები

- " უკვე დროა ჩემო ძმებო და დებო! უკვე დროა! ჩვენ ბევრი ვითმინეთ, ბევრი შეურაწყოფა ჩავყლაპეთ, ბევრი მსხვერპლი გავიღეთ, რომ ეს დღე დამდგარიყო ! აი ახლა კი ის აქ არის დროა იმ მოღალატეების მემკვიდრემ პასუხი აგოს ! დროა ჩვენი ტანჯვა დაფასდეს! " - იზის ვერ გაეგო ეს სიტყვები რას ნიშნავდა ვინ იყვნენ მოღალატეები? ან მემკვიდრე? ან ეს ყველაფერი მასთან რა კავშირში იყო
მოულოდნელად ამ უცხო ტიპმა საუბარი შეწყვიტა და ეს ბოდვა ლეწვის ხმამა ჩაანაცვლა, იზი შეშინდა და დამფრთხალი წამოხტა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მაგრამ ამდენ ალკოჰოლს, ძილის წამალს და იმ სინესტეს რაც იმ ადგილას იყო სადაც იზი ჰყავდათ ჩაკეტილი, მასზე უკვე დიდი გავლენა მოეხდინა, გოგოს თავბრუ დაეხვა, ფეხები ერთმანეთში აებლანდა თუმცა მოასწრო და რაღაც საგანს მოეჭიდა თავის შესამაგრებლად , გარედან შემოსული ლეწვის ხმა ახლა უკვე ნგრევამ შეცვალა და ამ აურზაურში სრულიად მოულოდნელად ვიღაცამ იზის "საპყრობილის" კარი შეამტვრია, სინათლეზე კი გამოჩნდა ახალგაზრდა ყმაწვილი რომელიც გოგოს მიუახლოვდა და ისევ სიბნელე..

რამდენიმე საათის შემდეგ

****

მოიცადეთ მგონი იღვიძებს!
იღვიძებს?
ჯერ კიდევ გაბრუებულ იზის, უცხო ხალხის საუბარი ჩაესმოდა, თვალების გახელის შეეშინდა, მიუხედავად ამ უაზრო თმაშისა რომელსაც იზიმ "გამოფხიზლდი დაგაძინებ " დაარქვა, ჯერ ისევ ახსოვდა ის სიბნელე და აურზაური რომელიც პირველი გამოფხიზლებისას დაინახა თუ შეიძლებოდა რომ ასე ეთქვა, ამიტომ თვალები ფრთხილად გაახილა, თუმცა ამჯერად სიბნელის ნაცვლად უცხო ადამიანის სახეები დაინახა, რომლებიც მას ზემოდან ცნობისმოყვარე მზერით დაჰყურებდნენ, რამდენიმე წამში გამოსახულებები დაწმინდავდა, იზიმ კი შეძლო ორი ბიჭისა და ერთი გოგოს გაურკვევლი სახის გარჩევა..

- გაიღვიძა

წამოიძახა იქვე მდგომმა გოგონამ და ოთახიდან სინათლის სიჩქარით გაიქცა, რამდენი წამში კი უკან ვიღაც ხნიერ კაცთან ერთად დაბრუნდა, რომელმაც პირდაპირ ყოველგვარი მისალმების გარეშე წამოიწყო იზისთან საუბარი.
როგორც ვხედავ გაიღვიძე..
იზის ამაზე არაფერი უპასუხია, თუმცა უცნობი კაცი ამას არ შეუფერხებია და საუბარი განაგრძო - ბოდიშს გიხდით აქ ასე უხეშად, რომ მოგვიწია თქვენი მოყვანა, თუმცა უნდა გესმოდეთ, რომ ის პასუხისმგებლობა რაც თქვენ გაკისრიათ, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ რამდენიმე დღის წინ 18- ის გახდით, მთელი ძალაუფლება და ქონება თქვენზე გადმოდის რაც კი აქამდე თქვენს გვარს მოუხვეჭავს, კანონი, კანონია თქვენზე უკეთ ეს არავის მოეხსენება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც თქვენ გააკეთეთ რეპუტაციის შესანარჩუნებელად და ღირსების დასაცავად, ეს თქვენი მხრიდან დიდი მსხვერპლი იყო და ყველა დამფუძნებელი ოჯახი ამაყობს თქვენით, კრიმინალური სამყარო მართალია ყოველთვის დიდ მსხვერპლს მოითხოვს თუმცა თქვენ როგორც იმ დროისათვის პატარა გოგონამ ძალიან დიდი სიმამაცე გამოიჩინეთ მის სალვადორ, მაგ.. - წინადადების დასრულება ვეღარ მოახერხა, რადგან იზი საწოლიდან წამოხტა და გაბრაზებულმა წამოიწყო საუბარი

- მის სალვადორ? რა სისულელეა! მე იზაბელ ქალენი ვარ ! ან საერთოდ რას ნიშნავს ეს სისულელეები?! ორჯერ გამიტაცეთ,კინაღამ მომკალით, საკუთარ მე-18 დაბადების დღის საღამოდან მაწამებთ და ამ ბოდვას მტენით თავში! ან რა მსხვერპლზე საუბრობთ არაფერი მესმის, უკვე ძალიან დავიღალე ამ სისულელეებით! - იზი ახლა უკვე ბოლო ხმაზე კიოდა და ისე მტკიცედ საუბრობდა, რომ თავადაც გაკვირვებული იყო თავისი გამბედაობით, რასაც ამ კაცზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით.
- მის სალვადორ გთხოვთ დამშვიდდეთ - კაცმა ისევ თავიდან წამოიწყო საუბარი და განაგრძო
- ჩვენ დავადგინეთ, რომ ის ნივთიერება რომელიც თქვენს მომიტევეთ ამ უხეში სიტყვის ხმარებისთვის მილედი მაგრამ, ფაქტია რომ გასათიშად გამოიყენეს, მეხსიერების არევა და მართალია მცირე დროით თუმცა ამნეზია მაინც ახასიათებს, ასე რომ ნება მომეცით შეგახსენოთ ჩემო ქალბატონო, რომ თქვენ მის ვიოლეტა სებასტიან სალვადორ || ხართ, კიდევ ერთხელ მომიტევეთ, რომ თქვენ შეცდომებზე მიწევს საუბარი, თუმცა მაინც გავბედავ და შეგახსენებთ ჩემო ქალბატონო რომ თქვენს მსხვერპლში ვგულისხმობ იმას რომ 18 წლის განმავლობაში, თქვენ თავს ასაღებდით ემა და ჯეიმს ქალენების მხოლოდშობილ ქალიშვილად და ამ ხნის განმავლობაში არანაირი კონტაქტიბარ გქონიათ ნამდვილ ოჯახთან, დამფუძნებლებთან და არც საქმროსთან - საქმროს ხსენებაზე იზი ჭკუიდან საერთოდ გადავიდა და ახლა უკვე ყვირილით დაიწყო თავის დაცვა.
- საქმრო? საქმრო? რაზე ლაპარაკობთ საერთოდ, ჯერ თავხედობა გეყოთ და და მომიტაცეთ, სრულიად დაუცველი იმ ჩაბნელებულ, ჯანდაბაში გადასროლილ ოთახში გამომკეტეთ, ესეც არ იკმარეთ და მეორედაც გამიტაცეთ ახლა კი მეუბნებით რომ ნაშვილები ვარ, ჩემი ნამდვილი სახელი ვიოლეტა სალვადორია და თან საქმროც მყავს? ეს ყველაფერი კი 1 საძილე ხსნარის ბარალი? საერთოდ ნორმალური ხართ?

,- კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ჩემი თავხედობისთვის მილედი თუმცა მაინც მომიწევს გითხრათ რომ თქვენ არასწორად გამიგეთ, პირველად თქვენ სალვადორების მოწინააღმდეგე დამფუძნებლებმა გაგიტაცეს რომელთა მიზანიც თქვენი ქონების მითვისება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება იყო, საბედნიეროდ ჩვენმა ხალხმა მალევე შეძლო თქვენი პოვნა და სახლში დაბრუნება - იზის ეს თავაზიანობა და მაღალფარდოვანი სიტყვები ყოველ წამს უფრო და უფრო აცოფებდა ..
- სახლში დამაბრუნეს? ჩემი ნამდვილი მშობლები ემა და ჯეიმს ქალენები არიან გასაგებია! მე ნაშვილები არ ვარ ! კიდევ ერთხელ გიმეორებთ ნაშვილები არ ვარ! აი თქვენ კი გიჟი ხართ!!!! ნამდვილი გიჟი!!! - წინადადება დამთავრებული არც ჰქონია იზაბელს რომ ოთახიდან რაც კი შეეძლო უსწრაფესად გაიქცა და გარეთ გავიდა, ასე გარბოდა ალბათ რამდენიმე საათი, თუმცა ბოლოს მაინც უნდოდა დარწმუნებულიყო რომ არავინ მისდევდა ამიტომ უკან მიიხედა თუმცა მან თვალუწვდენელი ტყის გარდა ვერაფერი დაინახა, მათ შორის ვერც ის სახლი სადაც ჯერ კიდევ რამოდენიმე წამის წინ იყო გამოკეტილი მართალია იზიმ იცოდა რომ იმ ტიპების ნათქვამი ტყუილი იყო, უფრო მეტიც ეს შეუძლებლად და დაუშვებლად მიაჩნდა, თუმცა მეორე მხრივ თავში მაინც ბევრი უცნაური აზრი უტრიალებდა , რატომ დასჭირდათ მისი 2-ჯერ გატაცება ან საერთოდ გატაცება?
ან რატომ უთხრეს რომ ისინი გამტაცებლები არ იყვნენ? ან საერთოდ ეს არანორმალურად ზრდილობიანი მანერები და ქალბატონობით მიმართვა რა საჭირო იყო? ეს ეჭვები იზის მოსვენებას არ აძლევდნენ, რადგან ეშინოდა ეს ყველაფერი მთლად ტყუილიც, რომ არ ყოფილიყო?
იზი ძალიან დაიბნა არ იცოდა რა იყო სიმართლე და რა ილუზია, თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა, ამიტომ სახლში მისვლისგან თავი მაინც შეიკავა და ღამის გათევა თავის საუკეთესო დაქალთან, კლერთან გადაწყვიტა.

ცოტახნის შემდეგ იზი უკვე თავისი დაქალის სახლში იყო და კლერს აცრემლიანებული თვალებით უყებოდა ყველაფერს, რომელიც იზის დამშვიდებას ცდილობდა..
-იზი რა საშინელებაა!? ეს როგორ მოხდა? არცკი მჯერა რომ ეს ყველაფერი შენ შეგემთხვა..
-კლერ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, ეს ყველაფერი რაში უნდა დასჭირვებოდათ? ესეც რომ არ იყოს საქმრო გყავსო, წარმოგიდგენია? საქმრო??- იზიმ ამ სიტყვებზე უფრო მეტად უმატა ტირილს, კლერმა კი თემის შეცვლის მიზნით თავის ყოფილზე წამოიწყო საუბარი და მიზანს მიაღწია კიდეც, აცრემლიანებული იზაბელი თუ ვიოლეტა, ვინ იცის? მალე უკვე გულიანად იცინოდა და აქეთ ამხნევებდა დაქალს.
ცოტა ხნის "გოგოების ჭორაობის" შემდეგ კი იზიმ და კლერიმ ფილმის ყურება გადაწყვიტეს..

ამ საღამომ ჩვეულებრივ ჩაიარა, ორივე გოგნამ წაბლისფერ თმიანმა და მთვარისფერ თვალებამაც კარგად იტირეს საყვარელი გილმის დასასრულს..
შემდეგ კი დასაძინებლად წავიდნენ, მაგრამ ერთი შეხედვით ბედნიერ იზაბელს განა მართლაც ასე ადვილად შეეძლო მომხდარის დავიწყება დ უბრალოდ ძილი?

****
მეორე დღე (დილა)

-მის იზაბელ გაიღვიძეთ! თორემ უნივერსიტეტში დაგვაგვიანდება და მერე ჩვენი ლექტორისგან დამფუძნებელი ოჯახები კი არა შენი საქმროც ვერ გადაგვარჩენს -ძლივს უყრიდა თავს სიტყვებს, სიცილისგან გაწითლებული, ჩვეულებრივ თეთრკანიანი, მუქთვალა, წაბლისფერ თმიანი გოგონა და თავისი მეგობრის გაღვიძებას ცდილობდა, რაც გამოუვიდა კიდეც, რადგან თმა აბურდული იზაბელი რამდენიმე წამში გააფთრებული გაჩნხა მისაღებში და ღმერთმა იცის რა მოხდებოდა, რომ არა შიში მათი ლექტორის მიმართ..

20 წუთის შემდეგ

-როგორც წინა ლექციაზე გითხარით, მკვლელის ანალიტიკური ქცევის ორგანიზაცია, ცდილობს შეადგინოს კრიმინალის ფსიქოლოგიური პორტრეტი, რაც გულისხმობს დანაშაულის დეტალურ შესწავლასა და დამნაშავის ფსიქო აშლილობის დადგენას, - იზის იზიდავდა დამნაშავეთა დაჭერა, უფროსწორად მათზე ნადირობა, ამიტომაც აირჩია ადამიანის ქცევის ანალიტიკური ორგანიზაციის თანამშრომლობა მომავალში, თუმცა ეს პროფესორი ხანდახან ძალიან მომაბეზრებელს ხდიდა ყველაფერს, სწორედ ასეთი მომაბეზრებელი იყო დღევანდელი ლექციაც, დრო გაიწელა, ლექტორმა როგორც ყოველთვის მაღალ ფარდოვანი სიტყვებით დაასრულა საუბარი და დავალებად სამართალდამცავებისმიერ გამოუძიებელი საქმეების ანალიტიკური შესწავლა და პრეზენტაციის მომზადება დაავალა ბავშვებს..

იზი უნივერსიტეტიდან ადრე წამოვიდა რის გამოც მარტო მოუწია სიარული, რადგან კლერის კიდევ რამდენიმე ლექცია ჰქონდა და სასწავლებელში "გამომეტილი" დაქალს ვერ მიყვებოდა. იზაბელმა დავალებისთვის მასალების მოძებნა გადაწგვიტა და თავისთვის საყვარელ ბიბლიოთეკას მიაკითხა (იზის ძალიან უყვარდა კითხვა და ამიტომ ბიბლიოთეკარს კარგად იცნობდა და შეიძლება ითქვას ენდობოდა კიდეც) რის შემდეგაც იქ მომუშავე პერსონალს დახმარება სთხოვა, ბიბლიოთეკარმა (ვიქტორია იგივე ვიკი) იზის საიდუმლო გაანდო და უთხრა..

- იზი საყვარელო! სწორედ, რომ საჭირო ადგილას მოხვედი, ბიბლიოთეკის დაბლა, მიწისქვეშ ჯერ კიდევ პირველი დამფუძნებლების დროს შექმნილი არქივია, სადაც ყველანაირი საბუთი თუ დოკუმენტი ინახება, ნებისმიერ პიროვნებასა თუ საკითხზე, რაც ხანძარს გადაურჩა - იზის დამფუძნებლების ხსენებაზე ელდა ეცა, გრძნობდა როგორ აუჩქარდა გული და შეშინებული ჩიტივით დაიწყო ფრთხიალი, თუმცა მაინც არ შეიმჩნია და ვიკის საუბარში აჰყვა ..
- დამფუძნებლები? დამფუძნებლები ვინ არიან??
- ვინ? ისისნი უბრალოდ ვინ კი არა ყველა დროის ყველაზე საშიში ხალხი არიან, მაგრამ არ მგონია, რომ კიდევ არსებობდნენ ეს ხომ დიდი, ძალიან დიდი ხნის წინ იყო - მთვარისფერ თვალებას ნამდვილად არ მოსწონებია ვიკის პასუხი მაგრამ მეორე მხრივ არქივში ჩასვლით შეეძლო ამ დამფუძნებლების შესახებ ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი გაერკვია, ესეც რომ არა იზი ძალიან ცნობისმოყვარე გოგონა იყო ამიტომ რისკზე წასვლაც უყვარდა, ასეთი გოგოსათვის კი არქივში ჩასვლა რთული საერთოდ არ იქნებოდა, იზი ასეც მოიქცა, არქივი ერთი შეხედვით საშიშად გამოიყურებოდა, ალბათ ეს იმის ბრალი იყო, რომ ყველაფერი მუქ ფერებში და ძველ სტილზე აეშენებინათ..
ვიქტორიამ იზის რამდენიმე მითითება მისცა, თვითონ კი ბიბლიოთეკაში დაბრუნდა და საქმე განაგრძო..
გოგონა საქაღალდეებში ქექვას შეუდგა, იზის დრო ისე გაეპარა რომ ვერცკი შენიშნა როგორ მიემალა მზე ჰორიზონტის კალთას და როგორ შეერია სინათლეს ბნელი, თუმცა ამ ყბელაფრის მიუხედავად გოგოს სასურველი მასალები ისევ არ ჰქონდა ნაპოვნი, სწორედ ამ გამოუვალ სიტუაციაში შენიშნა მთვარისფერ თვალებამ ყუთები, რომელიც ისედაც ჩაბნელებული ადგილის, ერთ მზის სხივის მიუღწეველ კუთხეში იდო, იზი მიუახლოვდა ყუთებს და მათზე მელნით დატოვებული კვალის ხმამაღლა კითხვა დაიწყო..
- 1991; 1992; 1993; 199... - იზის მაგივრად ციფრი ვიქტორიამ დაასრულა, რომელიც არქივში გოგონასთვის იმის სათქმელად ჩამოსულიყო, რომ უკვე იკეტებოდნენ, თუმცა ვიქტორიამ იზისთან მეგობრობის ხათრით, მას ცოტა დრო კიდე მისცა, უფრო მეტიც მან იზის თავად ურჩია 1994 წლჯს მასალების შესწავლე და კონკრეტული საქმის ფაილიც მისცა, რომელიც ეხებოდა უბედური შემთხვევის ფაქტს სადაც დაღუპული იყო ორი სრულწლოვანი პირი, სავარაუდოდ ცოლ-ქმარი მაგრამ პოლიციამ ეს საქმე ვერ გახსნა და ავარიის კონკრეტული მიზეზი ვერ დაადგინა..
- ან უფლება არ ჰქონდა ეს მიზეზი საზოგადოებისთვის გაეცნო - ჩაეჭრა ვიკი როგორცკი იზიმ კითხვა დაამთავრა, ვიის აშკარად კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა თუმცა აღარ დასცალდა რადგან ვიღაცის ჩახველების ხმა მოესმა რის გამოც ფრათოდ გაღებული პირი მაგრად მოკუმა და უკან მიტრიალდა სიტვაციაში უკეთ გარკვევის მიზნით..

არქივში ვიღაც უცხო, სახე დაფარული და შავებში ჩაცმული სავარაუდოდ კაცი შემოსულიყო და ვიკის ხელით თავისთან მისვლას ანიშნებდა...
ვიკიც მორჩილად ადგა და მისკენ ისე გაემართა თითქოსდა თავის უკვე კარგად ნაცნობ ადამიანისკენ მიდიოდა, თუმცა სანამ ამას გააკეთებდა, იზის გაუღიმა და მუდარით სავსე თვალებით რაღაც სთხოვა, მაგრამ იზი ვერაფერს მიხვდა..
ამ უკანასკნელთა საუბარს კი შორიდან დაუწყო მზერა..

5 წუთის შემდეგ
- იზი მე უნდა წავიდე სასწრაფო საქმე მაქვს და შეგიძლია, რომ ბიბლიოთეკა შენ დაკეტო? - ჰკითხა აშკარად ანერვიულებულმა ვიქტორიამ, რომელიც თავის მღელვარებას ვერ მალავდა, რასაც მისი აკანკალებული ხმაც მოწმობდა..
- რათქმაუნდა ვიკ ! აუცილებლად დავხურავ ბიბლიოთეკას თუ სასწრაფოა წადი, მეც უკვე ვამთავრებ და მალე წავალ - თან იმის ნიშნად, რომ საქმეს მართლა ამთავრებდა, კალამი აიღო და რაღაცის წერას შეუდგა, ვიქტორია უკან მიტრიალდა და წასვლა დააპირა, როცა იზიმ დაუძახა..
- ჰეი ვიკ! - იზის ძახილზე უცნობიც დაიძაბა და გგოგოებს მიაშტერდა..
- გისმენ იზი, რამე მოხდა?
- არა, არაფერი, უბრალოდ მინდოდა მეკითხა ამ ფაიების თან წაღება თუ შემეძლო? - იზიმ ფაილები ზევით ასწია რადგან ვიკს უკეთ გაეგო თუ რაზე ესაუბრებოდა, თან მაგიდაზე ვიკისაკენ ის ფურცელი გააცურა, რაზეც რამდენიმე წამის წინ წერდა ისე, რომ იმ უცნობს არ დაენახა...
ვიკი მიხვდა გოგონას განზრახვას და ვითომდა ფაილების შესამოწმებლად წინ გადაიხარა, რის შემდეგაც შეძლო ფურცელზე დაწერილი წარწერის წაკითხვა...
"ვიკ კარგად ხარ? 911-ში დავრეკო?
თუ საუბარი არ შეგიძლია, თანხმობის ნიშნად ფაილების წაღებაზე დამთანხმდი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარი მითხარი კარგი? "
იზი მოლოდინით სავსე თვალებით აკვირდებოდა ვიქტორიას, თუმცა მას არაფერი გაუკეთებია... მხოლოდ გაიაიღიმადა თქვა...
- წარმატებებს გისურვებ კომფერენციაზე ! მოგვიანებით გნახავ კარგი? - იზი ვერც ახლა მიხვდა ვერაფერს თუმცა დანაპირებიბმაინც შეასრულა, ბიბლიოთეკა დახურა და ისევ დაქალის სახლისკენ გაემართა..

მალე უკვე ადგილზე იყო, მაგრამ სანამ შევიდოდა დაქალის საძინებლის ღია ფანჯარაში ვიღაც ბიჭის გამოსახულება დაინახა, კლერის ძმა არ ჰყავდა, შეყვარებულს სულ რამდენიმე დღის წინ დაშორდა,
აი ის ბიჭი კი იზის აქამდე არასდროს ენახა, თუმცა ნაადრევი დასკვნების გაკეთება უადგილოც კი იყო, ასეთ ვითარებაში რადგან იზი ბიჭს, თითქმის ვერც კი ხედავდა, მაგრამ ამის მიუხედავად სახლში შესვლისგან მაინც შეიკავა თავი და ბიჭის ამოცნობას შეეცადა, რომელიც ფანჯარაში უკვე მთლიანად მაგრამ გაურკვევლად ჩანდა, იზი მას ახლა უფრო კარგად დააკვირდა თუმცა ისევ ამაოდ...

გიგონამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ახლა სახლის წინ მდგომი შავი მანქანა დაინახა ნომრით SR - 396 - PT არც ეს ნომერი გახლდათ მისთვის ნაცნობი, ამიტომ მისმა მზერამ, ისევ იმ საეჭვო პირზე გადაინაცვლა..

ამ მომენტში კი მას სუნთქვა შეეკრა, თავბრუ დაეხვა და თავი ისე უცნაურად იგრძნო, თითქოს მასში მსუბუქად გაიარა ელექტრობამ..

მას ძალა წაერთვა და ხეებს შორის მიიმალა..
მართალია ბიჭის გამოსახულებას მანძილის გამო ვერ ხედავდა მაგრამ მის მკლავზე ამოკაწრულ გველის ტატუს კილომეტრების მოშორებითაც კი იცნობდა

რადგან ეს ტატუ..

ეს ტატუ...
იმ გამოსახულების ასლი იყო, რომელიც გამტაცებელს ჰქონდა ხელზე, როცა იზის თეთრი რაღაც სითცით გაჟღენთილი ნაჭერი ააფარა სახეზე..
გოგონა სრულ გაურკვევლობას მოეცვა, აქამდე ის მაინც იცოდა, რომ მიუხედავად ამ ქაოსისა მის ცხოვრებაში, მაინც ჰყავდა ერთი ადამიანი რომელსაც ენდობოდა, თავის დარდს გაუზიარებდა...
მაგრამ ახლა...
ახლა არ იცოდა რა ეფიქრა...
ვერ ხვდებოდა რა კავშირი ჰქონდა ამ გველის ტატუიან ბიჭს თავის დაქალთან..


5 წუთის შემდეგ..

- იზაბელ ბლეიქ ! ამდენ ხანს სად იყავი? აქ სრულიად მარტო რატომ დამტოვე? ხომ იცი კარგი მეზობლებიც არ გვყავს რომ მათთან წავსულიყავი!?
იცი როგორ მოვიწყინე?

გოგონას შესვლისთანავე, საყვედურებისა და კითხვების მრავალფეროვანი თაიგული შეაგება კლერმა..
ისე თითქოს იზის მართლაც მარტო დაეტოვებინოს ამ დროის განმავლობაში..

- აქ ამდენ ხანს მარტო იყავი? - იზიმ კლერს კითხვა შეუბრუნა და სიტყვა "მარტოს " მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რათა დარწმუნებულიყო წაბლისფერ თმიანი მართლა ატყუებდა მას თუ სიმართლეს ეუბნებოდაა...

- ხო! სრულიად მარტო ვიყავი - არ დააყოვნა თავდაცვა კლერმაც და საყვედურის ტონით განაგრძო საუბარი..

- კარგი არაუშავს ამ ერთხელ გაპატიებ მაგრამ იცოდე თუ დარწმუნებული არ იქნები, წინასწარ არ მითხრა რომ სახლში მალე დაბრუნდები, თორემ ეს ტყუილი გამოვა.

ტყუილი...
იზაბელში ამ სიტყვამ ცინიზმი გააღვიძა..
საკითხავი ის იყო ნეტა კლერი ტყუოდა თუ იზი აზვიადებდა სიმართლეს?

ეს საღამოც წესით ჩვეულებრივ, მაგრამ კლერისთვის უჩვეულოდ მიდიოდა..

ჩვეულებრივ იმიტომ რომ კლერისთვის არც ადრე იყო, მაინც და მაინც სიმართლის თქმა , დამახასიათებელი..
მაგრამ უჩვეულო იმიტომ, რომ ყველაფერი..
იზის ცხოვრებაში რაც კი ხდებოდა, ყველაფერი..
ძალზედ საეჭვოდ ემთხვევოდა ერთმანეთს...
რაც გოგონას თანდათან არწმუნებდა იმ უცნობების მონათხრობის სიმართლეში..

მაგრამ მანამდე გოგოებმა ფილმის ნახვა გადაწყვიტეს, იზის გასაკვირად, ფილმი ნაშვილები ბავშვის ისტორიას ეხებოდა, რომელსაც ახლახანს გაეგო ეს ამბავი და საშინელ გაურკვევლობას მოეცვა..

იზაბელს გაუკვირდა, როგორ ძალიან ჰგავდა ეს ბავშვი მას...

იმდენად შეებრალა და ანერვიულდა მის გამო, რომ ვერც კი გააანალიზა როგორ აევსო თვალები ცრემლით..
და მიხვდა, რომ იმ სიბრალულს რომელსაც გულის სიღრმეში გრძნობდა, ამ ბავშვის მიმართ, საკუთარი თავის შეცოდების გარდა არაფერი იყო, ამის გაცნობიერებამ უფრო დაამძიმა იზის თუ ვიოლეტას გული, დაუბნელა გონება და ჩაუხშო იმედი...

ნუთუ მართლა ასეთი საცოდავი იყო? ასეთი უსუსური? ასეთი დაუცველი? უმწეო როგორც ეს ბავშვი?

- იზ! იზი! ეს უბრალოდ ფილმია საყვარელო!

იზი ამ კოშმარიდან მხოლოდ და მხოლოდ თავისი დაქალის თუ კიდევ შეეძლო, მისთვის ასე წოდება, ხმამ გამოაღვიძა ..

და მიხვდა, რომ ის თავის მსგავსი...
მასავით მარტოსული... ცრემლი ლოყაზე ჩამოჰგორებოდა..
და თვალთან რაღაც უცნაური სევდისფერი კვალი დაეტოვებინა...
იზიმ სწრაფად აახამხამა თვალები და მეორე ცრემლიც დაუყოვნებლივ ჩამოცურდა, თავისი ნახევრის გვერდით..

და იზის გაეღიმა...
გაეღიმა რადგან მიხვდა, რომ მისი სევდისფერი ცრემლი მაინც
აღარ იყო მარტო....

მარტო...
როგორი მრავალმნიშვნელოვანი და გულისდამწველი სიტყვაა...
მარტო..
ისეთი სევდიანია, რომ ამისთვის, ამ მარტოობისთვის...
თვით იმ ადამიანსაც კი ვერ გაიმეტებდი, ვინც იზი პირველად მოიტაცა..
ვინც პირველად ესროლა მის უსაფრთხოებას ტყვია..
ვინც ზღვის ქვიშაზე უწვრილესად
და უმრავლესად დაფშვნა მისი ცხოვრება...

ტირილი მოუნდა..
ძალიან უნდოდა ეტირა..
პატარა ბავშვივით აქვითინებულიყო.. იმ პატარასავით დედის გარდა რომ ვერავინ დაამშვიდებს..
და დედასავით რომ ვერავინ გაიგებს მის ტკივილს...
აი იმ ბავშვივით ფილმში რომ ნახა...
იცით როგორ შურდა მისი?
იცით როგორ შურდა იმ ბავშვის?

შურდა იმიტომ, რომ მას ტირილი მაინც შეეძლო...
ტირილი შეეძლო თანაც როგორ !
როგორი გულიდან აღმოხეთქილი მხურვალე ცრემლებით....

იზის კი...
იზის არა! არ შეეძლო!
ტირილი კი არა სევდის, გამოხატვაც კი არ შეეძლო, რომელსაც უკვე დიდი ხნის წინ დაედო ბინა გოგონას გულში...
და ციმციმა ვარსკვლავების ფერი თვალები, მთვარისფრად ექცია..

მაგრამ ახლა სიბრალულის,
საკუთარი თავის შეცოდების დრო არ იყო..

არ იყო...
რადგან ჯერ კიდევ შეიძლებოდა რაღაცის შეცვლა.. რაღაცის..
რაღაც სულ პაწაწინა რამის უკეთესობისაკენ შეცვლა,
ამისათვის კი ძალა იყო საჭირო,
ძალა რომელიც იზის აღარაფრისთვის შესწევდა..

თუმცა ხომ გახსოვთ !
ის ცნობისმოყვარე გოგოა, დიახ ასეა!
ის ზუსტადაც რომ ცნობისმოყვარეა!
და გახსოვთ რა უყვართ ცნობისმოყვარე გოგოებს ყველაზე მეტად?
დიახ! დიახ ! რა თქმა უნდა!
რისკზე წასვლა...

რისკზე წასვლა აი რაიყო ახლა მთავარი...
უბრალოდ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და აი იზის ნიღაბიც ისევ გამრთელდა..
და სინამდვილეს...
უფროსწორად რეალობას, ნისლად გადაეკრა, როგორც ახლად ნაწვიმ ტყეში გაჩნდება ხოლმე ბინდი...
ბურუსი... თეთრი მასა.. რომელშიც მიდიხარ, მიდიხარ
და უკან აღარ თუ ვეღარ ბრუნდები..

- იზი! იზი! ხომ კარგად ხარ?? - ისევ და ისევ ჯიუტად ცდილობდა კლერი ყალბი მზრუნველობით თავისი დაქალის გამოფხიზლებას, და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს დიდი "წამების" შემდეგ გამოუვიდა...
და იზიც დაუბრუნდა ამქვეყნიურ რეალობას....

- კარგად ვარ კლერ! კარგად ვარ! უბრალოდ ამეტირა..
ხომ იცი ასეთი სევდიანი ფილმების ნახვისას სულ მეტირება?!
- კარგი საყვარელო! მაპატიე ეს როგორ დამავიწყდა...!!! გინდა სხვა რამეს ვნახავ? - კლერი ამაოდ ცდილობდა თავის გამართლებასა და დაქალის შერიგებას...
- არა.. არა! ეს ფილმი იყოს თან დასასრულს უახლოვდება - იზის აღარ უნდოდა ფილმის ყურება შეეწყვიტა ისე მიეჩვია იმ პატარას, თან იდეალური აზრი გაუჩნდა რომელიც სულ რამოდენიმე წამში გეგმად ჩამოყალიბდა და იზაბელიც მის განხორციელებას ცდილობდა, ამიტომ საუბარის წამოწყება სცადა..

- რა სამწუხაროა არა კლერ? - შეფარვით ჰკითხა მეგობარს და მის ქცევაზე დაკვირვება დაიწყოო..

- მმმ! რაზე ამბობ?

- ამ ფილმზე, ბავშვის ისტორიაზე, ის ძალიან უმწეოდ გამოიყურებოდა!?

იზიმ ეს უკანასკნელი ისე წარმოთქვა, რომ კლერს აშკარად რაღაც ეჭვები გაუჩნდა,მაგრამ ეს კარგი იყო თუ ცუდი ჯერ თავადაც არ იცოდა.
თუმცა მაინც განაგრძო...

- კლერ! ისე რას იზამდი, რა გრძნობა გექნებოდა თუ ვინმე უცებ გეტყოდა, რომ ამ ბავშვივით ნაშვილები ხარ?

- რა? - კლერიმ შეშფოთებულმა შეჰყვირა, თუმცა შეეცადა სიმშვიდე მაინც შეენარჩუნებინა და საუბარი გააგრძელა - რა? რა სისულელეა! მე არ ვარ ნაშვილები ეს ხომ იცი არა?

კლერიმ კითხვა ისეთი ტონით დასვა, თითქოს იზის აფრთხილებდა,რომ ასეთი რამ მისთვის მხოლოდ კი აღარ ეკითხა, არამედ არც კი გაეფიქრებინა..

ეს იზიმაც შენიშნა და შეიძლება ითქვას, რომ ახლა უკვე ცოტათი გახალისებულმაც კი წამოიწყო..

- კი.. ვიცი ! რათქმაუნდა ვიცი კლეერ! მაგრამ თუ ამ ლოგიკას მივყვებით არც ეს ბავშვია ნაშვილები რადგან ეს მხოლოდ ფილმია..
მე კი უბრალოდ მაინტერესებ რას იგრძნობდო თუ ასეთ რამეს გაიგებდი საკუთარ თავზე?
- იზი! ხომ გითხარი მე ნაშვილები არ ვარ!!! არა! საერთოდ რატომ აიკვიატე ეს აზრი?? თვითონ არ თქვი, რომ ეს უბრალოდ ფილმია! უბრალოდ ფილმი!

- კარგი კლერ დაწყნერდი! ვიცი რომ უბრალოდ ფილმია! უბრალოდ ფილმი!
ეს კი უბრალოდ კითხვა იყო ამ უბრალოდ ფილმიდან არ მეგონა რომ ასეთი რეაქცია გექნებოდა! თუ გეწყინა მაპატიე!

იზიმ ისეთი სახე მიიღო თითქოს ჩადენილის გამო რამისაა გული გაუსკდებოდა ისე წუხდა მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ კლერიმ ასეთი გაუწონასწორებელი საქციელით საკუთარი თავი გაყიდა...
იზი კი ამას კლერისგან განსხვავებით მარტივად მიხვდა..
სწორედ ამიტომ მოატყუა მან იზი ბიჭის შესახებ..
ამიტომ ცდილობდა თავის გამართლებას...
იმიტომ რომ ტყუოდა, მუდამ ცრუობდა..
თუმცა საკითხავი ის იყო რა სურდა კლერს იზისგან?
გამტაცებლებს - იზის ქონება
იმ უცხო ხალხს - სიმართლის დადგენა
მაგრამ კლერს?
კლერს რა სურდა მისგან?
მაგრამ ახლა იზის მოთმინება მართებდა..
მხოლოდ მოთმინება და ლოდინი...
რათა " ყველა კარტი გახსნილიყო და მათი რეალური სახე იზის მზის შუქზე ენახა"

- კლერ მე დღეს ძალიან რთული დღე მქონდა.. ძძალიან დავიღალე წავალ დავწვები კარგი? - იზი ახლა მხოლოდ კლერისგან თავის დაღწევაზე ფიქრობდა და ეს ნებისმიერი გზით უნდა მოეხერხებინა...

- კარგი იზი დაისვენე! ფილმი დამთავრდება თუ არა მეც ამოვალ კარგი ? მარტო ხომ არ შეგეშინდება?

- არა არა არ შემეშინდება კარგი დაგელოდები! ძილინებისა! - იზის ამ სიტყვებზე " შეგეშინდება" გულში გაეცინა..
გაეცინა რადგან მიხვდა რომ კლერი ძველ იზაბელს იცნობდა, ძველ საყვარელ და დამთმობ იზის..
მან არ იცოდა რომ იზაბელი აღარ იყო ისეთი როგორიც ადრე, აღარ იყო და დღითიდღე იცვლებოდა, რადგნ დღითიდღე ცივდებოდა მისი გულიც..

მაგრამ ამის გავნობიერების მიუხედავად იზიმ მაინც სწრაფად აირბინა კიბეზე და საძინებელში შევიდა ...
მართალი ამ "პატარა წარმატებას" მიაღწია... მაგრამ
იზი მაინც კარგად აცნობიერებდა, რომ მისი ერთ დროს საუკეთესო დაქალი მატყუარა იყო და მისგან ნებისმიერი რამის მოლოდინი უნდა ჰქონოდა..
იზის გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიეღო..
დარჩებოდა თუ გაიქცეოდა..
დრო კი ისე სწრაფად იწურებოდა როგორც ქვიშის საათში , ფერადი კენჭები..
აი ამ დროს კი პირველი სართულიდან გაისმა ტელეფონის ზარი და კლერმაც უპასუხა.


20 წუთის შემდეგ...

კლერმა დანაპირები შეასრულა და ფილმის დამთავრების შემდგომ, საძინებლიკესნ გაემართა, თუმცა ყველა კარისა და ფანჯარის შემოწმება მაინც არ დავიწყებია,
კლერი როგორც უკვე გითხარით წაბლისფერ თმიანი, მუქ თვალა, არც ისე მაღალი გოგონა იყო, რომელსაც მაინც და მაინც არ უყვარდა სიმართლის თქმა, თუმცა ყველა დამეთანხმებით რომ ხანდახან, სიმართლე იმდენად მტკივნეული და გამანადგურებელია, რომ ძნელია მისი ხმამაღლა თქმა, მითუმეტეს მაშინ როცა ასეთი ტკივილი შენს საუკეთესო მეგობარს უნდა მიაყენო...
მაგრამ სიმართლე მაინც სიმართლეა,
რაც არ უნდა მტკივნეული და მწარე იყოს, ეს რეალობაა...
რეალობა რომელთან შეგუებაც ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს..
ამ ყველაფრის უფროსწორად ტკივილისა და რეალობის ნაზავი კი ცხოვრებას ქმნის..
ცხოვრებას რომელიც მუდამ ცისარტყელას ფერებით არა არის შემოსილი..
არც ია - ვარდებით მოფენილია...
და არც დანდობა იცის..
მისთვის უცხოა სიბრალული..
იცხოა რადგან ამის უფლებას მას თავად არ ვაძლევთ..
არ ვაძლევთ სიბრალულის, დახმარების უფლებას...
დიახაც! ზუსტად ასე ვიქცევით და ეს სწორიც გვგონია..
უფრო მეტიც, ჩვენს საქციელს ეჭვის ქვეშაც კი არ ვაყენებთ..
რათქმაუნდა ჩვენ ხომ ასეთი ჭკვიანები, ასეთი დიდებულები ვართ...
მაგრამ ხანდახან სწორედ რომ სიმართლის დამალვა და ის ჩვენს მიერ ნათქვამი ტყუილი იქცევა ხოლმე, სასიკვდილო იარაღად..
იარაღად რომლიდან ნასროლი ტყვიაც არ აგცდებაა..
და ვერც საყვარელი ადამიანის გულის განგმირვა შეაჩერებს..
რადგან ეს ცხოვრება..
ცხოვრება რომელსაც ჩვენვე ვართულებთ, პირველი ჩვენ ვწირავთ ერთმანეთს სასიკვდილოდ...
და ამას ისე ვაკეთებთ, რომ ვერც კი ვაანალიზებთ ჩვენს მიერ ჩადენილის შედეგებს, ან უბრალოდ არ გვინდა ამის გაკეთება, რადგან ვიცით რომ სადღაც უფრო ღრმად, ჩვენს შიგნით იმალება დამნაშავე, რომლისაც ჩვენვე გვეშინია..

გვეშინია იმ ხმის, რომელიც შიგნიდან ჩუმად გვამხილებს, მაგრამ არასდროს ჩუმდება, ეს ჩუმი ჩურჩული კი მხოლოდ და მხოლოდ სინდისის, დანაშაულის გრძნობის ხმაა..
ხმა რომელიც სულ საუბრობს..
სულ ჩურჩულებს..
მაგრამ ისეთ რამეს გვიმხელს, ისეთ საიდუმლოებს გვაზიარებს, რომ გვეშინია....
გვეშინია რადგან ეს საიდუმლოები დიდი ხნის წინ ჩვენვე დავფალით ჩვენს გულებში, დიდი ბოქლომი დავადეთ და გასაღები სადღაც უსასრულო ქაოსურ რეალობაში ვისროლეთ, რადგან სამუდამოდ გაგვექრო ისინი ჩვენი გონებიდან, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ აქ დავუშვით, რადგან დაგვავიწყდა, რომ ჩვენ ადამიანები ვართ...
ადამიანები და არა რობოტები..
რობოტები რომელთაც ერთი ჭანჭიკის გადატრიალებით სამუდამოდ გავაჩუმებთ..

მაგრამ აი იმ სკივრებს რომელთაც, ხშირად სულ უფრო და უფრო ღრმად ვიმარხავთ გულში, ვერ წავშლით.. ვერც გავაქრობთ, ვერც დავაძინებთ..
სამაგიეროდ ისინი...
ის საიდუმლოები გაგვაქრობენ..
დაგვაძინებენ..
ცხოვრების აზრს გაგვინადგურებენ..
ამის ნებას კი ისევ ჩვენვე ვაძლევთ მათ..
რაც უფრო ბევრ სკივრს ვიმარხავთ და მათი ბოქლომის გასაღებს უკიდეგანო სივრცეში ვისვრით, მით უფრო ძლიერდება ხმა..
ეს მამხილებელი ხმა..
სიმართლის ხმა, რომელსაც ვერსად გაექცევი..

ზუსტად ასე გაურკვევლად გრძნობდა კლერი თავს, მასაც ხომ ძალიან უყვარდა ტყუილის თქმა, ვინ იცის რამდენი სკივრი ჰქონდა დამარხული გულში, რამდენი დაჟანგული გასაღები უნდა ეძებნა რომ პასუხებისთვის მიეკვლია.. მაგრამ ვინ იცის?
იზიმ თუ ვიოლეტამ? იქნებ თავად კლერმა? ან იმ ტატუიანმა ბიჭმა?

რა გითხრათ?
როგორ ვიპოვოთ დამნაშავე ან პასუხები?
გამოსავალი მხოლოდ ერთია..
ეს ცხოვრება..
ცხოვრება რომელსაც ძალიან უყვარს თამაში...
თამაში სადაც მხოლოდ ძლიერები კი არა სინდისის მქონენი იმარჯვებენ...
და მაინც კლერი განაგრძობდა ამ თამაშში მონაწილებას და ნიღაბს სულ უფრო და უფრო მჭიდროდ ირგებდა სახეზე, რათა ეს ხმა ჩაეხშო....
ჩაეხშო...
და რამოდენიმე წამი დაესვენა...

კლერს აღარ უნდოდა ფიქრებში ჩაღრმავება..
ეჭვობდა რომ გასაღებს იპოვნიდა...
ხომ გაგიგონიათ "ვინც ეძებს ის პოულობს,, ამიტომ გოგონამ უბრალოდ სიარული გააგრძელა, თან იზის თავის ყოფილზე უსვამდა კითხვებს თუმცა საძინებელში მყოფი გოგოსაგან (იზი) არცერთ კითხვაზე მიუღია პასუხი, რამაც კლერი ცოტა არ იყოს ააღელვა...
კიბეზე სწრაფად აირბინა და ოთახის კარი შეხსნა თუ არა , ღია ფანჯარისა და გადაბმული ზეწრების გარდა ვერაფერი დაინახა..
ფანჯარას მივარდა თუმცა არც ამას ჰქონია აზრი, ცხადი იყო, რომ იზის ბევრი აღარ უფიქრია, არც იმ ქვიშის საათისთვის უუდევნებია თვალყური და საბოლოოდ მაინც მოქმედება არჩია..

დამეთანხმებით ხანდახან ასე უბრალო დაუფიქრებელი მოქმედება უფრო სწორი აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ბრძნული განსჯის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება...
ზუსტად ასე მოქცევა ამჯობინა კლერმაც, მან უბრალოდ მობილური აიღო და სიჩქარისგან გაურკვეველი ციფრები აკრიფა..
ზარის გასვლის შემდგომ კი მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა.
- იცის! - აი ეს კი ის მომენტი იყო, როცა კლერისთვის ერთადერთი სიტყვა "იცის,, კი მრავლისმთქმელია ხოლმე,

მაგრამ ეს კლერისთვის და არა ჩვენთვის..
უფროსწორად თქვენთვის ...
თქვენ ხომ არ იცით რას ფიქრობდა იმ წამს კლერი?
საბედნიეროდ ეს პრობლემა გოგონამ თავადაც მალე გააცნობიერა.. ამიტომ საკუთარ თავს საუბრის გაგრძელება აიძულა.

- იცის! ყველაფერი იცის! მაგრამ ბოლომდე არ სჯერა, ჯერ არ სჯერა..
დროა მოქმედებაზე გადახვიდე!
ახლა უკვე ვეღარ მოვიცდით! სასწრაფოდ ყველას გააგებინე დამიენ!

ეს იყო და ეს ბევრის ახსნა წაბლიფერ თმიანს არც ახლა დაუწყია იქნებ სწორედაც, რომ გაურკვევლობის დათესვა იყო მისი მიზანი?
მაგრამ ვინ იცის?
ეს იმ დაჟანგული გასაღებების ადგილმდებარეობასავით გასაიდუმლოებული დარჩა !? მაგრამ თქვენ ნუ იდარდებთ ამაზე ჩემო საყვარელო მკითხველნო ! რადგან სიმართლეს ადრე თუ გვიან მაინც აეხდება ფარდა, ისევე როგორც მზის სხივი მიაღწევს, ყველაზე მიუვალ, ჩვენთვის წარმოუდგენელ ბნელ კუთხეში რათა ნათელი მოჰფინოს ყველაფერს..

აი ამ დროს კი სანამ კლერიგეგმებს აწყობდა, იზი უკან მოუხედავად გარბოდა წინ და წინ გაუჩერებლად..
უმისამართოდ...
და ასე გაგრძელდებოდა ალბათ კიდევ ბევრი საათი, გოგონას მთვარით გაუნათებელ ადგილას ფეხი, რომ არ წამოედო რაღაც ამოუცნობი თუმცა ძალიან მყარი სხეულისთვის, რამდენიმე წამიც და აი გოგონა უკვე პატარა ბავშვივით აქვითინებული გართხმულიყო მიწაზე.
თუმცა არც ასეთი დაუნდობელია ცხოვრება, რომ მტირალ და დაუცველ გოგონას ზურგი აქციოს, რათქმაუნდა უმიზეზოდ..
მაგრამ ახლა მთავარი მაინც ის იყო, რომ ამ შემთხვევაში ასე არ მიქცეულა და მთვარიფერ თვალებამ, რომელსაც თვალის ეს უჩვეულო ფერი აშკარად არ ეხმარებოდა დაბურული გზის გაკვლევაში, დაინახა იქვე ხის ქვეშ მდგარი სკამი სადაც ბავშვობაში თავდ და კლერი თამაშობდნენ ხოლმე,
რამდენჯერ დაუძინებიათ თოჯინები ამ სკამზე...
რამდენჯერ უკამათიათ და შერიგებულან ამ სკამთან...
კიდევ რამდენ კარგ მოგონებას ინახავდა ეს სკამი..
ალბათ ასეთი მოგონებებით აღსავსე ნივთის დანახვისას როგორც ეს სკამი იყო, ბევრი ჩვენგანი უჩვეულოა, მაგრამ ატირდებოდა კიდეც ემოციებისგან..
არც არის გასაკვირი იზიც ასე რომ მოიქცა, ნეტა მას მოგონებები ატირებდა თუ მოგონებების სიყალბე? თუ ის ატირებდა რომ წაქცევისას ფეხი იტკინა? ან იქნებ ის , რომ წასასვლელიც აღარსად ჰქონდა?
მიზეზი ძალიან ბევრია და დაუდგენელი, შეიძლება ყველაფერ ამის გამოც ტიროდა თუმცა ერთი რამ კი ცხადი იყო მის ცრემლებში ახლა 99% გრძნობა ხოლო 1% წყალი იყო...
ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს იტირებდა ასე საბრალო გოგონა...
კიდევ რამდენი სადარდებელი ჰქონდა მას... მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო..
განა საცოდაობა არ არის ასეთ პატარა გოგოს ამდენი სადარდებელი რომ ჰქონდა? სწორედაც რომ ასეთ სასოწარკვეთილების ჭაობში ჩაძირვის დროს , განათდა იზის ტელეფონი და ეკრანზე გამოჩნდა ორი გოგონას ფოტო..
ერთ - ერთ მათგანს ხელში სასმელის ბოთლი ეჭირა და ცდილობდა როგორმე ალკოჰოლი ჭიქაში დაესხა, მეორე კი ამის საშუალება არ აძლევდა და ჭიქაში მოხცედრილ სასმელს თავად სვავდა იმ მიზეზით რომ დაქალი არ დამთვრალიყო, მისთვის კი რომ გეკითხათ სასმელს ვერ იტანდა და საერთოდ არ ეკარებოდა..

აი ეს ამბავი გაახსენდა იზის ამ ფოტოს დანახვაზე, ასეთი მოკლე და გაურკვეველი კი იმიტომ იყობეს ამბავი, ჩემო ძვირფასო მკითხველნო! რომ იზაბელ ქალენი იმ საღამოს თავადაც ძალიან მთვრალი იყო..
რათქმაუნდა ფოტოზე ხომ მისი მე -18 დაბადების დღის საღამო იყო აღბეჭდილი.. ის საღამო როდესაც იზის ცხოვრებამ უმოწყალოდ დაიწყო ნგრევა..
ბოლოს და ბოლოს იზიმ განათებული ტელეფონი აიღო და ზარს უპასუხა...
შემდგომ კი ნაღვლიანი ხმით წამოიწყო..

- საჰარის იდუმალი დედოფალი ცივილიზაციას დაუბრუნდა??- მობილურში სიცილის ხმა გაისმა და მეგანმა ჩვეული ბრძნული ტონით დაიწყო საუბარი.
- იზაბელ! მეც ძალიან მიხარია შენი ხმის გაგონება ! და ხო ცივილიზაციას დავუბრუნდი თუ შენ ჩიფსების პაკეტებით, პოლიეთილენის პარკებითა და სხვა უამრავი ამაზრზენი ნივთით დაბინძურებულ და პრიმატივით განუვითარებელ ზოგი ადამიანის კრებულს, ცივილიზაციას უწოდებ, ხოლო დიდებულ ეგვიპტის საიდუმლოებებსა და ქვიშის სამეფოს, განუვითარებელ სამყაროს, მაშინ კი დავუბრუნდი! - მეგანს ისეთი ტონი ჰქონდა, რომ აშკარად განაწყენებული ჩანდა იზის ამ ერთი წინადადების გამო, თუმცა რა ექნა ახლა ხომ თავადაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.. მეგანი კი როგორც ყოველთვის სჩვევოდა ხოლმე ისევ იბუტებოდა, ან რა იყო ამ ერთ პატარა წინადადებაში საწყენი? ნეტავ თავად მაინც თუ იცოდა?

საყურადღებოა, რომ მეგანი გიჟდებოდა ეგვიპტესა და მის საოცრებებზე და როგორც იქნა ოცნებაც აუხდა, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ მეგანისგან განსხვავებით, იზის ოცნებები ერთმანეთის მიყოლებით იმსხვრეოდა?

მაგრამ ნუ იფიქრებთ ჩემო ძვირფასო მკითხველნო! რომ მეგანი ცუდი გოგონა იყო...
არა!
საერთოდაც არა!
ის საუკეთესოთა შორის საუკეთესო დაქალი იყო.. კლერს კი არ ჰგავდა..
მუდამ ობიექტური, პოზიტიური, შავ თვალა და შავ თმიანი გოგონა, აი იზისათვის კი პატარა ბავშვი იყო..
თუმცა ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა თან საკმაოდ კარგიც..
მეგანის მეამიტობას საზღვარი არ ჰქონდა და როგორც ჩანს არც აპირებდა შეცვლას და რადგანაც გითხარით რომ მეგანი ბუტია იყო, ამ ვითარების გათვალისწინებით ისევ იზის მოუწია საუბრის დაწყება...

- მაპატიე ემ ( იგივე მეგანი, სახელის პირველი ასოს გამო) თუ რამე გეწყინა უბრალოდ თავს იმდენი რამ გადამხდა... - საბრალო მთვარის ფერ თვალებამ მოყოლაც კი ვეღარ დაასრულა, ისე წასკდა თვალიდან ცრემლები...
ისე ძლიერ აქვითინდა, რომ ალბათ რაიმესთვის ან ვინმესთვის ამ გულწრფელი მარგალიტის ცრემლების შედარება დანაშაულიც კი იქნებოდა..

- იზი დაიკო დამშვიდდი გესმის?! არ ვიცი ჩემი არ ყოფნის დროს თავს რა გადაგხდა, მაგრამ იცოდე, რომ მე შენს გვერდით ვარ! - იზაბელმა ამ სიტყვებზე უფრო უმატა ტირილს, კლერმაც ხომ ზუსტად ეს სიტყვები უთხრა როცა პირველად უამბო საკუთარი გასაჭირი, მაგრამ თავისდა გასაკვირად, თითქოს მეგანმა მისი ფიქრები წაიკითხაო... დარწმუნებული ვარ ასე ვიფიქრებდით, რომ არა დასავით ახლო მეგობარის წინათგრძნობა რასაც ჩვენ დამთხვევასაც ვუწოდებთ ხოლმე, რადგან ემმა ზუსტად ამ თემაზე წამოიწყო საუბარი..

- იზ! მე კლერი არ ვარ!
და რაც არ უნდა იყოს მინდა გახსოვდეს რომ ესეც გაივლის!
ესეც გაივლის და წარსულს ჩაბარდება გესმის? მინდა რომ ამის გჯეროდეს! შენ მარტ.. - მეგანმა წინადადებება ვეღარ დაასრულა რადგან როგორც ჩანს კავშირი გაწყდა, როგორი დიდი სიმპატიაც არ უნდა ჰქონოდა გოგონას უდაბნოს მიმართ ფაქტია, რომ ის მაინც მხოლოდ მოყვითალო ქვიშა იყო რომელიც მზის შუქზე ოქროსფერი ხდებოდა და მეტი არაფერი, მაგრამ თქვენც ხომ იცით რას ნიშნავს ასეთ მდგომარეობაში ვინმე...,
ნებისმიერი ადამიანი...
და მითუმეტეს საუკეთესო დაქალი თუნდაც ერთ ნუგეშნარევ სიტყვას რომ გეტყვის?
ეს ისეთი გრძნობაა თითქოს ახლიდან იბადები, უფრო ზუსტად ისეთი...

თვალუწვდენელ უდაბნოში დაუნდობლად ხეტიალის დროს მშიერ-მწყურვალი ოაზის, რომ გადააწყდები და აღმოაჩენ, რომ ეს მირაჟი კი არა რეალობაა..
მაგრამ ვაი, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს, მითუმეტეს დაუცველ გოგონებს ასე ძალიან რომ არ უმართლებთ ხოლმე..

იზი კი იჯდა, ისევ იმ სკამზე იჯდა და ოცნებობდა, რომ ახლა რაიმე სანუგეშო თუნდაც მირაჟი მაინც ენახა მაგრამ მისი მოლოდინი ამაო იყო , როგორც უკიდეგანო უდაბნოში ბედუინთა ხელიდან დასხლტომის მცდელობა..
თუმცა აი ახლა კი რეალურ სამყაროში, მირაჟის მოლოდინში მყოფ აქვითინებულ გოგონას მხარზე ვიღაც შეეხო, რამაც იზის თვალების გახელა აიძულა თუმცა ისეთი რამ დაინახა რომ ერჩია ისევ თვალებ დახუჭულს, უნუგეშოდ გაეგრძელებინა ტირილი..


იზაბელის ახამხამებული თვალების წინ გამოჩნდა გამოსახულება უფრო სწორად კი ბიჭის ხელი გველის ტატუთი…
გოგონა მოულოდნელობისაგან შეხტა და უცებ სკამის მოპირდაპირე მხარისკენ გაიწია რის გამოც მას ახლა უკვე გველის ტატუსთან ერთად ბიჭის სახის დანახვაც მოუწია თუმცა სიბნელის მიუხედავად მაინც შენიშნა, ბიჭის ეშმაკურად მოელვარე თვალები, მოწითალო და ოდნავ ამობურცული ტუჩები, უცნაურად აბურდული კულულები რომლებიც გაოფლილ შუბლზე მისწებებოდა, სახეზე კი ოდნავ ცინიზმნარევი ღიმილი დასთამაშებდა, გოგონა გაუცებული შესცქეროდა მას რაც აშკარად თავადაც იგრძნო და ღიმილი უფრო გააფართოვა იმ მომენტში კი მისმა წაწვეტებულმა და უჩვეულო კბილებმა ბნელ ღამეში იელვა რის გამოც მთვარისფერ თვალება უფრო შეშინდა და ფილმის ის მომენტი გაახსენდა, სადაც სიბნელეში მარტი დარჩენილ გოგონებს მომხიბლავი ტიპები ხოლო შემდგომ კი სისხლის მსმელი ვამპირები, რომ გამოეხმაურებიან ხოლმე რაც ყველამ ვიცით როგორც მთავრდება..
-მმმ კარგად ხართ ? - იზაბელი საბედნიეროდ ამ საშინელი წარმისახვიდან მოვამპირო ბიჭის სიტყვებმა გამოარკვია..
-რა?- დაბნეულმა იკითხა იზიმ რადგან მიხვდა რომ ბიჭს "პირველყოფილივით" მისჩერებოდა.. რაზეც არც ბიჭმა დააყოვნა პასუხი და თან იზის გვერდით ჩამოჯდა.
-გკითხე კარგად ხართქო?
-კი.. კი კარგად ვარ მადლობა
-დარწმუნებული ხართ?
-კი სრულებით! რატომ მეკითხებით? - იზის ასეთ პასუხზე ბიჭმა თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და გოგონას თვალიერება დაიწყო თან ისე რომ სახიდან ის ცინიკური ღიმილი არ მოშორებია რაც იზის ძალიან არ აცოფებდა..
-იმიტომ გკითხეთ, რომ სრულიად გაფითრებული ხართ გარდა ამის თქვენს სახეზე ცრემლი შევნიშნე-ამ უკანასკნელს სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მულოდნელად იზისკენ გადაიხარა და სახიდან ცრემლი ფრთხილი და ნელი შეხებით მოწმინდა.. მთვარისფერ თვალებას არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ სახეზე ერთ დროს "გამტაცებლის,, ხელი ეხებოდა, მეორე მხრივ კი სიამოვნებდა რომ ვინმემ მაინც გამოიჩინა ყურადღება მის მიმართ..
ის ხომ თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა..
თუმცა ამას გოგონას გონება მაინც არ დაუბინდავს, ამიტომ გონს მოსვლისთანავე შეეცადა ბიჭის ხელის სახიდან თავაზიანად მოშორებას..რათა შიშისა და ოდნავი სიბრაზის მიუხედავად მაინც შეენარჩუნებინა საკუთარ თავზე კონტროლი, შემდგომ კი განაგრძო..
-მე უბრალოდ მივრბოდი და დავეცი ამიტომ ვტიროდ უფროსწორად ეს მხოლოდ რამოდენიმე ცრემლი იყო ტკივილის გამო.. ამას ტირილს ვერც ვუწოდებ - მართალია გოგონა თავდაჯერებული საუბრობდა ყოველ შემთხვევაში ცდილობდა მაინც თუმცა რაც არ უნდა იყოს ფაქტია რომ ის საშინელი მატყუარა, ეს სავსებით შესანიშნავია დამეთანხმებით მაგრამ აი ამ მომენტში ასე ნამდვილად ვერ ვიტყოდით..
-კი რა თქმა უნდა, მე სხვა არც არაფერი მიფიქრია თუმცა მაინ მივცემ თავს უფლებას და გკითხავთ ამ ღამეში ასე მარტო რას აკეთებთ?
-მე ღამე ძალიან მიყვარს! მადლობა, რომ დაინტერესდით მაგრამ კარგად ვარ და შეგიძლიათ წახვიდეთ, დარწმუნებული ვარ სახლში გელოდებიან! - "სახლში გელოდებიან" ამ ფრაზაზე იზის გაახსენდა, რომ შესაძლოა მას ოჯახის წევრების მზრუნველობა კი არა ღამის გასათევიც კი აღარ ჰქონდა..
თუმცა კლერის ასეთი უცნაური საქციელი ამ ყველაფერს ხომ არ ამტკიცებდა არა?
ან იქნებ იზი ამ კითხვით მხოლოდ თავისი თავის ნუგეშს ცდილობდა? რადგან მას არავინ უკვე აღარავინ ჰყავდა რომ მისთვის იმედი მიეცა..
მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაზუსტებელი იყო.. თანაც იზი ხომ თავისი მე-18 დაბადების დღის საღამოს შემდეგ აღარც ყოფილა თავისი "დედ-მამის" სახლში..
იქნებ რომ მისულიყო სიმართლე გაერკვია? იქნებ ამ ერთი გადაწყვეტილებით ეს კოშმარი და სევდა სამუდამოდ დასრულებულიყო..
იქნებ…
იქნებ გაეღვიძა და ეთქვა რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი ყოფილაო თუმცა განა შესაძლებელი იყო ასეთი საშინელი სიზმარის ნახვა? აინეს კითხვა აწუხებდა ახლა იზაბელს, რომელიც სხვა კითხვების მსგავსად უპასუხოდ რჩებოდა..
-ვერ შეგეკამათებით სახლში მართლაც მელოდებიან მაგრამ სანამ წავიდოდე კიდევ ერთხელ გავბედავ და სახლში წაყვანას შემოგთავაზებთ..- გოგოს ბიჭის ეს თავაზიანობა იმ უცხო კაცის საუბარს ახსენებდა რის გამოც მის სხეულში ტემპერატურა იმატებდა და ყოველ ამ დახვეწილ, შეფარულ ჟესტზე სულ უფრო ცოფდებოდა..
-კიდევ ერთხელ გეუბნებით მადლობა თავაზიანობისა და ყურადღების გამოჩენისთვის! თუმცა როგორც უკვე ბევრჯერ გითხარით კარგად ვარ! ღამეც ძალიან მიყვარს და დასამშვიდებლად ფეხით გავლაც მირჩევნია!
- კი გავიგე ეს თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ კიდევ ერთხელ გავბედავ და..
-სხვას ნუღარაფერს გაბედავთ! - იზიმ ეს სიტყვები ისე მკაგიოდ წარმოთქვა რომ ბიჭისთვის შეფარული სათქმელიც ცხადი გახდა.. თუმცა რამდენჯერმე მაინც შესთავაზა გოგოს სახლამდე მიყვანა, მაგრამ ბიჭის სიჯიუტის მიუხედავად მაინც გოგოს ორმაგად ჯიუტი და მტკიცე ხასიათი იმარჯვებდა..
საბოლოოდ კი ისე მოხდა რომ დანებებული ბიჭი თავისი მანქანისკენ გაემართა აი გამარჯვებით გახალისებული იზი კი მაინც გაუბედავად მიაბიჯებდა თავისი ე.წ. მშობლების სახლისაკენ თუმცა მაინც გრძნობდა უკნიდან ვიღაცის მზერას რაც ძალია არა კომფორტულად აგრძნობინებდა თავს და იმ საღამოს ახსენებდა როცა პირველად იგრძნო ბიჭის ის თბილი შეხება წელზე.. შემდგომ კი კარგად ვიცით როგორც დამთავრდა ეს ამბავი…
მაგრამ ისიც ხომ ვიცით რომ გრძნობის ნაპერწკალიც სწორედ ასე ჩნდება თავიდან სიჯიუტით და სევდით..
მაგრამ ხომ იცით ყველაზე მშვენიერი მნათობი… ვარსკვლავიც კი ვერ იკაშკაშებს სიბნელის გარეშე...
ალბათ რამდენიმე საათში გოგო უკვე თავისი "მშობლების სახლის,, წინ იყო და გაკვირვებული ათვალიერებდა ეზოში მდგარ მანქანებს, საინტერესოა რატომ იდგა ამდენი მანქანა სახლის წინ? აი რაზე ფიქრობდა იზაბელი ახლა, თუმცა პასუხს მალევე მიაკვლია, როცა სახლის ფანჯარაში შემთხვევით სტუმართა ქცევას მოჰკრა თვალი, ისინი იზის "მამას,, ხელს ართმევდნე ხოლო შემდგომ კი რაღაც ლამაზად შეფუთულ ყუთებს აწვდიდნენ, რატომაც არა დღეს ხომ მისი დაბადების დღე იყო, აი ის შეფუთული ყუთები კი საჩუქრები..
რა ირონიულია..
ამდენ ხანს ელოდებოდა იზი ამ დღეს, ახლა კი გარეთ, სიცივეში სრულიად მარტო იდგა და შორიდან უმზერდა თავის ნაფლეთებად ქცეული ცხოვრების ნარჩენებს..
თუმცა მაინც გაბედა სახლში შესვლა, სადაც 18 წლის განმავლობაში ოჯახი და სითბო ეგულებოდა, შეხსნა კარი მაგრამ ოთახის ნაცვლად თავისი მალული მოგონებების განზომილებაში გაჩნდა..
მტკივნელი და ამავდროულად სასიამოვნო იყო, იმ ადგილას დაბრუნება სადაც ეს განზომილება პირველად გაჩნდა, მაგრამ ჯერ ძალიან გვიანიც არ იყო ამ სხვა თუ არაფერი ცხოვრების ნაფლეთების შენარჩუნება მაინც, ზუსტად რომ ამის გამო გადადგა მთვარისფერ თვალებამ ეს რთული თუმცა დამეთანხმებით სწორი ნაბიჯი..

- ძვირფასო რა კარგია რომ მოხვედი ზუსტად ახლა ტორტის დაჭრას ვაპირებდით... - კარის დახურვისთანავე გოგოსკენ "მამამისი" ჯეიმსი წამოვიდა, რომელმაც ეს უკანასკნელი გულში ჩაიკრა და ჩასჩურჩულა ...
- ეს დღეები სახლში რატომ არ იყავი? ის რომ 18 წლის ხარ არ ნიშნავს იმას რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებ! - ჯეიმსმა ეს სიტყვები ისე წარმოთქვა, თითქოს ამ დროის მანძილზე თავისი "შვილის,, საძებნელად ღამეები ეთენებინოს ან გოგოსთვის ერთხელ მაინც დაერეკოს, თუმცა მაინც სასიამოვნო იყო ამ ყალბი და მოჩვენებითი მზრუნველობის შეგრძნებაც კი..
მალე ოთახში გოგონას დედა (ემა) გამოჩნდა აი მას კი ჯეიმსის მსგავსად ბრაზით სავსე სიტყვების ფრქვევა არ დაუწყია, უბრალოდ მთვარისფერ თვალება გულში ჩაიკრა, ისეთი თბილი ჩახუტება გამოვიდა, რომ შორიდან თუ შეხედავდით ვერც კი იფიქრებდით რომ ისინი ნამდვილი დედა და შვილი არ იყვნენ..

- მა გილოცავ დაბადების დღეს! - იზიმ მამამისს თუ კიდევ შეეძლო მისთვის ასე ეწოდებინა დაბადების დღე მიულოცა შემდეგ კი ერთი წუთით მოცდა სთხოვა, თავის ოთახში ავიდა და სულ რამდენიმე წამში ახლა თვითონ გაუწოდა მამამისს ლამაზად შეფუთული ყუთი..
თან მაშინვე გახსნა მოსთხოვა, მამამისსაც აღარ დაუყოვნებია და თავისი შვილის ჯიუტ თხოვნას დაჰყვა.
ცოტა ხნის შემდეგ იზაბელის მამა გაკვირვებისაგან პირ დაღებული უყურებდა ნახატს, რომელზეც როგორც ჩანს გოგონას ძალიან ბევრი ემუშავა (იზი ძალიან კარგად ხატავდა)

ჯეიმს მადლობის სათქმელად სიტყვები არ ჰყოფნიდა ან უბრალოდ თავის ქალიშვილს გაუჩინარების გამო სჯიდა მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო აღნიშნულის მიუხედავად ჯეიმსმა მართალია უსიტყვოდ თუმცა გამოსაჩენ ადგილას დაკიდა სურათი და მას ამაყად ცქერა დაუწყო.

დრო უაზრიდ გაიწელა, სტუმრებმა გგამოგონილი ამბების მოყოლა დაიწყეს, თანაც ისეთი ტონით რომ სხვების არვიცი მაგრამ თავად აშკარად სჯეროდათ თავისი " მონაჩმახის" .
ამის მიუხედავად გოგონას გულს მაინც რაღაც ძველი ცხოვრებისეული სითბო შეჰპარვოდა.

რამდენიმე საათიც და სტუმრების რიცხვმა საბოლოოდ მიაღწია 0-ს
ხოლო სახლში დარჩენილებმა კი ფილმის ყურება გადაწყვიტეს მართალია იზის გული ოდნავ გალღვა, თუმცა ამ შემოთავაზებას თავი მაინც დააღწია, დავალებები მოიმიზეზა და თავის ოთახში ავიდა, ამ დროს გოგონა არაფერზე ფიქრობდა უბრალოდ მშვიდად იჯდა და ამ სიმშვიდით ტბებოდა რადგან იცოდა რომ ეს გრძნობა დიდხანს არ გასტანდა..

საათი უკვე 10-ს აჩვენებდა როცა გოგონამ შხაპი მიიღო, მოწესრიგდა და თავის ფუმფულა პლედში გაეხვია , სწორედ ამ დროს კი მისი ოთახის კარი და იზებელის წინ დედამისი გაჩნდა.
- ხომ არ გაგაღვიძე საყვარელო? - ალერსიანად იკითხა ემამ..
- არა დედა შემოდი ჯერ არ მეძინება
- კარგი, მაშინ ცოტა ხნით ვილაპარაკოთ ძალიან მომენატრე არ გინდა მომიყვე შენ და კლერი როგორ ატარებდით ეს დღეები დროს?

იზიმაც ყველაფერ უამბო დედამისს რათქმაუნდა გამტაცებლებისა და უცხო ტიპების გამოკლებით, მართალია ამ ამბის გახსენება დიდად არ მოსწონდა გოგონას მაგრამ სხვა გზას აღარც უტოვებდნენ..
საღამო ნორმალურად მიდიოდა ზუსტად ისე როგორც 18 წლის დაბადების დღემდე, ასე რომ ახლა იზისაც აღარ აღელვებდა მომხდარი და უბრალოდ ამ წუთების არსებობით ტკბებოდა..
საუბარში დრო ძალიან მალე გავიდა და უნდა ვაღიაროთ რომ იზისაც ამდენი ხნის შემდეგ ძილი პირველად მოერია, რათქმაუნდა ეს ემამაც იგრძნო სხვანაირად არც შეიძლებოდა თუ მართლა იზაბელის დედა იყო და დედისთვის დამახასიათებელი ინტუიცია გააჩნდა, თუმცა მაინც ადგა ,,შვილს" ტკბილი ძილი უსურვა და უკვე კარში უნდა გასულიყო როცა იზის ძახილმა გააშეშა.
- დედა! მოიცადე.. - ემა ჯერ შემობრუნებულიც არ იყო რომ გოგონა ელვის სიჩქარით გაიქცა და პატარა გოგოსავით ჩაეხუტა დედას
- დეე ძალიან მიყვარხარ !
- მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო ლამაზო გოგონა!
იმ მომენტში გოგონას წარმოდგენაც არ ჰქონდა ასე რატომ მოიქცა ის ხომ შესაძლოა დედამისი არც კი ყოფილიყო, ემას სიტყვებიც ისეთი გულწრფელი ჩანდა ერთი შეხედვით..
განა მეტი რამ იყო საჭირო ერთი გულუბრყვილო გოგოს გასაბედნიერებლად?

***
5 წუთის შემდეგ

ემამ ქალიშვილი საწოლში ჩააწვინა, შუბლზე აკოცა და ქვედა სართულზე დაბრუნდა, იზაბელმაც თვალები დახუჭა და სიზმრების ქუჩებში დაიწყო ხეტიალი როცა მოულოდნელად გაახსენდა, რომ დედამისისთვის არ უთქვამს რომ მთელი ამ დროის განმავლობაში კლერთან რჩებოდა...
ამის გააზრების შემდეგ იზი წესით თავისი გულუბრყვილობის გამო უნდა ატირებულიყო, მაგრამ ყველას გასაკვირად ახლა თავის შეცოდება აღარ დაუწყია და პირდაპირ, ფიქრის გარეშე მოქმედებაზე გადავიდა. ის უბრალოდ ადგა საჭირო ნივთები ზურგჩანთაში ჩაალაგა და სახლი უხმაუროდ დატოვა, შემდეგ კი როგორც სჩვეოდა ისევ უმისამართოდ დაიწყო სვლა, საბრალო გოგო იმდენად მიეჩვია ასეთ ცხოვრებას, რომ მისთვის ეს უკვე აღარაფერს ნიშნავდა, მაგრამ ახლა დანარჩენი შემთხვევებისაგან განსხვავებით გოგოს გზაზე თავისი დედის ძმა მაიკლი შეხვდა..
იზი ამჯერად უკვე აღელდა თუმცა არ დაბნეულა და ზურგჩანთა იქვე ბუჩქებში დამალა სანამ მაიკლი თავად შეამჩნევდა მას...
- იზაბელ ჯეიმს ქალენ - მან საუბარი ჩვეული მედიდური ტონით დაიწყო..
- როგორი დამთხვევა არა? შენც სასეირნოდ გამოხვედი ამ მთვარიან ღამეს? - "მთვარიანი ღამე" ისე წარმოთქვა და ისე მიაშტერდა მთვარეს თითქოს მაქცია ყოფილიყოს და მსხვერპლს შეფარულ სათქმელს კითხვად უსვავდეს..
- კი ბიძია, ხომ იცი როგორ მიყვარს ღამე , დღეს კი განსაკუთრებით დიდი მთვარეა, მისი დახატვა მომინდა მაგრამ ჩემი ოთახის ფანჯრიდან კარგად არ ჩანს ასე, რომ გარეთ გამოსვლა გადავწყვიტე.
- ძალიან კარგი , მოდი აქედან შეხედე, აქედან საკმაოდ კარგად ჩანს, თანაც რამდენი ხანია აღარ გვისაუბრია, ცოტა გავისეირნოთ და მომიყევი რა ხდება უნივერსიტეტში ან კლერთან..

გოგოს ამაზე არაფერი უპასუხია უბრალოდ ბიძას მიუახლოვდა და უნივერსიტეტის შესახებ დასმული კითხვა თავის სასარგებლოდ გამოიყენა რათა კლერიზე საუბარს ხელიდან დასხლტომოდა.

- არაფერი ბიძია, ეს ხომ უნივერსიტეტია იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ხო მართლა ლექტორმა პრეზენტაციის მომზადება გვთხოვა იმ საქმეების შესახებ რომლებიც სამართალ დამცავებმა ვერ გახსნეს - მაიკლი როგორც ყოველთვის იზის საუბარს დაძაბული უსმენდა თუმცა "გაუხსნელი საქმეების,, ხსენებაზე აშკარად უფრო დაიძაბა.
- საინტერესოა "გაუხსნელი საქმეები,, .. და შენ რა თემა აირჩიე?
- მმმ.. თუ სწორად მახსოვს ეს 1994 წლის გაუხსნელი საქმეა, ავარიის შესახებ, ზოგი თვლის, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ დანარჩენები ფიქრობენ რომ ეს ავარია მოწყობილი იყო, რადგან დანაშაულის ადგილას ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები აღმოაჩინეს...
- ალბათ დამნაშავემ ავარია მოაწყო,მაგრამ ამ ინციდენტის შემდგომ მანქანაში მსხდომნი ცოცხლები დარჩნენ, რის გამოც მას იარაღით მოუწია მათი დახოცვა ამის შემდეგ კი მანქანას ცეცხლი წაუკიდა, რადგან ეს ყველაფერი ნამდვილ უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა, თუმცა სიჩქარეში დანაშაულის იარაღის მოშორება დაავიწყდა..
- არა! სწორედ ეს არის საინტერესო, თავიდან მეც ასე ვგიქრობდი მაგრამ შემდგომში ექსპერტიზამ აჩვენა რომ ის ტყვიები რაც დანაშაულის ადგილას იპოვეს სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან იყო ნასროლი და არა იმ ადგილას აღმოჩენიდან..
ახლა კი ჩნდება კითხვა " რა მოხდა სინამდვილეში? ,,
- საინტერესოა! მართლაც რომ საინტერესო მაგრამ ერთი შეხედვით ასეთი ჩახლართული ავარია შეიძლებოდა ძალიან მარტივადაც მოეწყო დამნაშავეს, თან ისე რომ იარაღის გამოყენება საჭირო საერთოდ არ გამხდარიყო, რაც დამნაშავის არა პროფესიონალიზმზე მეტყველებს, როგორც წესი ჯერ სამიზნე უნდა შეისწავლო, თუ საჭიროება მოითხოვს დაუმეგობრდე კიდეც და აი მაშინ როცა მის ნდობას მოიპოვებ, უკვე შენ არჩევანზე იქნება მას იარაღს ესვრი და ისე მოკლავ თუ ავარიას მოუწყობ, რადგან ის ნდობის გამო მეგობარს ყველაფერზე დათანხმდება, სწორედაც იმიტომ რომ მისგან ასეთ რამეს ვერასდროს წარმოიდგენდა, დამიჯერე იზაბელ "ნდობა,, აი ეს არის ნამდვილი გამანადგურებელი იარაღი, აი დამნაშავის საბედნიეროდ კი "ნდობა,, ნივთი არ არის რომ სასამართლოზე ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სამხილად გამოიყენონ ...

მაიკლი ისე საუბრობდა ამ ავარიაზე, ისე დაზუსტებით და ისე სიამოვნებით, რომ შეუძლებელი იყო მასზე არ გეფიქრათ ისე როგორც დამნაშავეზე, ახლა იზიც სწორედ ამ კუთხით უყურებდა " საყვარელ ბიძას,, რაც არც დაუმალავს და გაუცნობიერებლად თუ ამ უკანასკნელის საპირისპიროდ მაინც პირდაპირ უთხრა თავისი აზრი მაიკლს

- ბიძია შენ ნამდვილი კრიმინალივით საუბრობ იცი ეს? - თან ამ კითხვას გოგონამ ოდნავ ღიმილიც დაამატა თუმცა თავადაც არ იცოდა რატომ, რასაც იგივე რეაქცია მოჰყვა მაიკლისგანაც..
- რათქმაუნდა იზაბელ ეს ხომ ჩვენ ვართ " ქალენები,, ჩვენ ეს სისხლში გვაქვს - ამ სიტყვებს ამბობდა და თან ე.წ. დიდებული ქალენების სახლს ათვალიერებდა ისე თითქოს პირველად ენახა, შემდეგ კი თავადვე დასძინა..
- ასეც რომ არ იყის მე ხომ ჩემზე უარესი კრიმინალი დისშვილი მყავს- მაიკლი ისე უცნაურად სსაუბრობდა , რომ გოგონაც კი გრძნობდა რომ ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრდებოდა..
თანაც მაიკლი იზის ისე განცალკევებულად ახსენებდა თითქოს გოგონა მისი დისშვილი კი არა საერთოდ ქალენიც არ ყოფილიყო..
რათქმაუნდა ამაში იყო რაღაც ჭეშმარიტი მაგრამ ახლა და ასე?
ამის გამო სიტვაცია სულ უფრო დ უფრო იძაბებოდა და არც არავინ იცოდა რა მოხდებოდა იმ მთვარიან ღამეს, იზისა და მის " ბიძას ,, შორის..

2 თვის შემდეგ

იზაბელი უნივერსიტეტში სიარულს ჩვეულ რიტმში განაგრძობდა, მომხდარის შემდგომ არც კი იცოდა როგორ დააღწია თავი იმ ღამეს, თუმცა საცხოვრებლად მაინც სხვაგნ გადავიდა, ამის მერე კი თითქოს ყველაფერი დალაგდა და ძველებურ სახეს დაუბრუნდა...

ერთ საღამოს მთვარისფერ თვალება გოგონა სახლში ბრუნდებოდა თან ღამის პეიზაჟით ტკბებოდა, როცა უეცრად მობილურზე შეტყობინება მოუვიდა რის გამოც ტელეფონმა დაიწკრიალა, გოგონა ამ ხმაზე შეხტა თუმცა საკუთარ საქციელზე მალე თავადვე გაეცინა, განათებულ ეკრანს დახედა და SMS- ი წაიკითხა. სადაც მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა ეწერა..

"ასეთ დროს ქუჩაში რას აკეთებ
თოჯინა? ,,

ამ შეტყობინების გამო გოგონა ოდნავ აღელდა თუმცა გარშემო მაინც ვერავინ დაინახა ასე, რომ უბრალოდ იფიქრა რომ ალბათ ნომერი შეეშალათ ან თავისივე კურსელები ეხუმრებოდნენ, როგორც სჩვევიათ ხოლმე ახალბედებთან, ამიტომ სიარული განაგრძო, სახლს მალევე მიუახლოვდა ვერც იქ შენიშნა რამე საეჭვო ამან კი ის ძალინ დაამშვიდა, ასე რომ როგორც ყოველთვის სჩვეოდა ისევ ისე მოიქცა, შხაპი მიიღო, პიჟამაში გამოეწყო და ფილმის ყურებას შეუდგა, თავს უფლება მისცა პირადი სივრცითა და სიჩუმით დამტკბარიყო, თანაც მომდევნო დღეს ლექციაზე წასვლა მინც არ უწევდა..
ასე რომ მთელი ღამე ფიქრსა და ფილმის " ორი ნაბიჯით შორს,, ყურებაში გაატარა..
ამ უქმეებმაც ჩვეულებრივ ჩაიარა, ზედმეტი ეჭვების, უცნობებისა და დაძაბულობის გარეშე, თუ რა თქმა უნდა იმ შეტყობინებას არ ჩავთვლით..
მაგრამ საბედნიეროდ მთვარისფერ თვალებას ეს ამბავი უკვე აღარც ახსოვდა.
აი ორშაბათს დილით კი ჩვეულებისამებს მიწესრიგდა და სასწავლებელში წასასვლელად მოემზადა, რამდენიმე წამში უკვე უნივერსიტეტის ერთ-ერთ კაბინეტთან იდგა და კონსპექტებს იმეორებდა, მალე ზარიც დაირეკა, იზაბელი კაბინეტში შევიდა სადაც მას თავისი საუკეთესო მეგობარი ენი დახვდა და როგორც ყოველთვის თბილი ღიმილი შეაგება..
- სალამი იზაბელ როგორ ხარ? იცი ამ უქმეებზე თავს რამდენი რამ გადამხდა?! შენ რას აკეთებდი ? კიდევ რამე ხომ არ მომხდარა?
- სიმართლე გითხრა მე ..
- მოიცა არ თქვა გამოვიცნობ " ორი ნაბიჯით შორს ,, უყურებდი და თან ტიროდი არა?
- იცი რომ ადამიანის თვალთვალი კანონით ისჯება?
- თვალთვალი? ეს საჭირო სულაც არ არის, შენი გამოცნობა ძალიან მარტივია, განსაკუთრებით კი ჩემთვის დაიკო.. - გოგონამ სიტყვები სიცილით დაასრულა და თან თვითკმაყოფილმა შეხედა იზის, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო როგორ შეეძლო ენის მისი ფიქრების წაკითხვა..
თუმცა იმ ყველაფრის შემდეგ რაც იზაბელს გადახდა თავს ენი ერთადერთი იყო ვისაც თავლდახუჭული ენდობოდა, ეს საშვალო სიმაღლის, ჟღალ თმიანი გოგონა, იზისთვის მართლაც რომ დასავით იყო, მართალია ენის ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვარდა და ძალიან წარმოუდგენლად ცვალებადი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ სმაგიეროდ მასთან ვერ მოიწყენდი, ის მოწყენის საშვალებას არავის აძლევდა, თვით "გაუცინარი იზაბელიც ,, კი მუდამ ბედნიერი იყო მასთან ერთად , რათქმაუნდა ეს გასაკვირი არ არის ცხოვრებას ხომ მეგობრები აფერადებენ..

იზის P.O.V.

მე და ენი ჯერ კიდევ ვსაუბრობდით, როცა ლექტორი კაბინეტში შემოვიდა და ქაღალდის დასტები ისე დაანარცხა მაგიდაზე, რომ ჩვენი კურსელი მეისონი სკამიდან გადმოვარდა, ამ საბრალოს როგორც აღმოჩნდა ისევ ჩასძინებია და ვინ იცის ლექტორის ასეთმა ხმაურიანმა შემოსვლამ რა "აპოკალიფსი ,, "აფეთქება,, ან რამე ამდაგვარი გამოიწვია მის სიზმრებში, სირცხვილისგან აწითლებული ბიჭის ამ " მარცხს ,, მალე კაბინეტში მყოფთა დაცინვაც მოჰყვა, თუმცა ჩვენმა სსერიოზულმა ლექტორმა რამდენიმეჯერ ჩაახველა და აუდიტორიაშიც სიმშვიდემ დაისადგურა ისიც იმის შიშით, რომ ახლა ლექტორს რამე უფრო მძიმე არ დაენარცხებინა მაგიდაზე რადგან სასწავლებელში ნებისმიერი მიზეზით დაზიანებულ ინვენტარს მოსწავლეები ანაზღაურებდნენ, გამონაკლისად კი მხოლოდ ქიმიის მასწავლებლის მიერ უნივერსიტეტის "ჰაერში აწევა ,, ჩაითვლებოდა...
ნუ ასეა თუ ისე ამას მაინც ვერავინ ვერასდროს შეცვლიდა, ლექცია კი როგორც ყოველთვის ისევ უაზროდ გაიწელა, მე მთელი ამ მოძღვრების განმავლობაში ხან ფანჯრიდან ვიყურებოდი ხან მერხს ვჯღაბნიდი, თუმცა ლექტორს არ შევუმჩნევივარ ამაში ბედი ნამდვილად მაქვს, როგორც იქნა ეს " ტანჯვაც ,, დასრულდა და დერეფნებში ზარის გამაყრუებელი ხმა გაისმა.. მე და ენიც მაშინვე, თვალის დახამხმებაში კაფეტერიასთან გავჩნდით, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა ჯერ ლექტორმა დამიძახა...
- იზაბელ ქალენ ჩემს კაბინეტში შემოდით..
- კარგი ახლა რაღა უნდა, ისევ სიცილის გამო უნდა დგვსაჯოს? მარტო ჩვენ ხომ არ ვყოფილვართ! - მაშინვე გააპროტესტა ენიმ, რადგან იცოდა, რომ თითქმის ყველა ლექტორის ჰობი სტუდენტების ტანჯვა იყო, მე ამაზე უბრალოდ გამევინა და ლექტორის კაბინეტში შევედი, ნუ სხვა გზა არც მქონდა.

5 წუთის შემდეგ
- რა რამოხდა, რა გითხრა? - ენიმ კითხვები დამაყარა როგორც კი ლექტორის კაბინეტიდან გამოვედი, რადგან აშკარად შენიშნა ჩემი გაკვირვებული სახე.
- წერილი..
- რა? რა წერილი?
- ლექტორმა მითხრა, რომ ამ უქმეებზე ვიღაცამ წერილი დატოვა ჩემთვის, მაგრამ არ იცის ან არ ამბობს ვინ.. - ენის ყველაფერი მოვუყევი რაც ლექტორმა მითხრა, ისიც გაკვირვებული დარჩა, ასე უბრალოდ არავისგან წერილები არ მოდის, თუმცა ჩვენი ცნობისმოყვარე ხასიათის გამო კონვერტი მაინც გავხსენით, ფურცელზე კი ისევ მხოლოდ ერთი ფრაზა აღმოჩნდა " მე შენი კურსელი არ ვარ თოჯინა ,,

- რა? ეს რა ხუმრობა? თოჯინა?! ეს საერთოდ რას უნდა ნიშნავდეს? - ენი დაბნეული ეძებდა პასუხს მაგრამ აკანკალებული ხმიდან მივხვდი რომ ისიც ძალიან ნერვიულობდა.
- ენი მგონი... მგონი ჩემი ხუმრობა თვალთვალზე ხუმრობა აღარ არის!
- რა? რაზე ლაპარაკობ ?
- პარასკევს საღამოს როცა სახლში ვბრუნდებიდი მობილურზე შეტყობინება მომივიდა იქაც ამდაგვარი რამ ეწერა " ასეთ დროს ქუჩაში რას აკეთებ თოჯინა? ,, თუ რაღაც , ზუსტად აღარ მახსოვს ერთადერთი რაც ვიცი ის არის რომ მაშინ გავიფიქრე რომ ჩვენი კურსელები მეხუმრებიდნენ შენ ხომ იცი ახლებს როგორც ექცევიან, ამიტომ ყურადღება არ მიმიქცევია მაგრამ საიდან იცოდა მან რომ მე ჩვენ კურსელებზე ვიფიქრე ეს ხომ ხმამაღლა არც კი მითქვამს!
- ეს რატომ არ მომიყევი რამე რომ მომხდარიყო მერე რას ფიქრობდი? - ენი ძალიან გაბრაზდა იმის გამო რომ არაფერი ვუთხარი მის ადგილას მეც საშინლად გავბრაზდებოდა მაგრამ არ მეგონა ეს ყველაფერი ასეთ სერიოზულ სახეს თუ მიიღებდა.
- მაპატიე ენი უბრალოდ იმჯს მერე რაც მოხდა ასეთ რაღაცეებს თავს ვარიდებ და ვცდილობ მარტივი ახსნა მოვუძებნო
- კარგი არაუშავს დავივიწყოთ ვინც არ უნდა იყოს ის არამზადა სწორედ ეს უნდა რომ ანერვიულდე და მომხდარი სწორად ვეღარ შეაფასო. - ენის სიტყვებმა ნამდვილად დამამშვიდეს მაგრამ დანარჩენი ლექციების განმავლობაში მაინც ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში " რა მოხდებოდა რომ ეს გზავნილები იმისგან ყოფილიყო ვინც პირველად გამიტაცა? ,, რა მოხდებოდა ყველაფერი ისევ თავიდან რომ დაწყებულიყო, ასე ცხოვრება აღარ მინდოდა სულ შიში, დაძაბულობა, დეპრესია მუდმივად ისეთი შეგრძბება თითქოს ვიღაც გიყურებს, გიახლოვდება მაგრამ უცებ ბრუნდები და არაფერი, არავინ და არაფერი არ არის შენს გარშემო, ენმა იცის ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად რამდენი დრო და ძალა დამჭირდა ახლა კი ამ შრომას ქარს ნამდვილად ვერ გავატანდი..

როგორც იქნა ლექციები დასრულდა ენი ძლივს დავარწმუნე რომ თავს კარგად ვგრძნობდი და ჩემითაც შემეძლო სახლში წასვლა თუმცა ეს ასე სულაც არ იყო, არც ენისთვის მინდოდა ჩემი პრობლემები მომეხვია თავზე ვიცი ახლა რომ მისმენდეს ჯერ მეგობრის შემდეგ საუკეთესო მეგობრის ამის მერე დაქალის და სულ ბოლოს ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას ამიხსნიდა და გამებუტებოდა, ჩემი ლამაზი უზომოდ მიყვარს " ტყუპებივით ,, ვართ მაგრამ ახლა ნამდვილად მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდებოდა, რომ უფრო კარგად გამეხსენებინა მომხდარი თუმცა ამას მნიშვნელობა მაინც თუ ჰქონდა? შეიძლება არა მაგრამ რამე უნდა მეღონა, რამე რომ იმ კოშმარში არ დავბრუნებულიყავი..
საღამოს 10 საათი
ყველა დავალება გავაკეთე, მოვწესრიგდი, რამდენიმეჯერ ენსაც ველაპარაკე, ისე ნერვიულობს რომ პოლიციაში წასვლაც კი მირჩია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ისინი არ მომისმენენ, მხოლოდ ფუჭი ლაყბობის და დაპირებების მოსმენა კი აღარ მინდა, დარწმუნებული ვარ ენიც გამიგებს, როცა ენისთან საუბარს მოვრჩი ცოტა ხნით მისიკის მოსმენა გადავეყვიტე მაგრამ ბგერების ჰარმონიულობამაც კი ვერ შეძლო ჩემი ფიქრების გაქარწ....ბა რაც უფრო ვუმატებდი მუსიკის ხმას მით უფრო ძლიერდებოდნენ ფიქრებიც მალე მივხვდი რომ " მუსიკის თერაპია,, არ მშველოდა და ერთადერთი რაც მივიღე იყო საჩივრები მეზობლებისგან იმის გამო რომ დაძინების საშვალებას არ ვაძლევდი, მეც მალევე გავთიშე მუსიკა და დაწოლა გადავწყვიტე მაგრამ ვიცოდი რომ დაძინებას მაინც ვერ შევძლევდი, თვალები დავხუჭე და რმადენიმე წამში კაკუნის ხმა გავიგონე ვიფიქრე რომ ისევ მეზობლები იყვნენ და მეც გაბრაზებული წავედი კარისკენ თუმცა მის უკან არავინ ისევ არავინ და არაფერი იყო , აღარ მინდა აღარ ვეღარ გავუძლებ " ასეთი რა დაგიშავე!,, ბოლი ხმაზე ვიკივლე შეშინებულმა და უკან სახლში შემოვბრუნდი როცა ფეხი ყუთს წამოვდე და დავეცი, კარონის ქაღალდზე ჩემი ინიციალები იყო ამოტვიფრული, ამის დანახვის გამო ჩემი საქციელი ოდნავ ვინანე მაგრამ დიდად არ განმიცდია რადგან დავასკვენი რომ დაგროვილი ემოციები მაინც ამოხეთქავდა და ყვირილი სახლის დალეწვას ნამდვილად ჯობდა.
ყუთი მაგიდაზე დავდე ვიფიქრე რომ ის ვიბმე ნაცნობს უნდა გამოეგზავნა რადგან ჩემი სახელი და გვარი იცოდა ასე რომ ხელი ყუთში თამამად ჩავყავი და უცებ ააა! ტკივილისგან ვიკივლე და მალევე ჩემს თითებზე ორი ნასვრეტი შევნიშნე, თავბრუ დამეხვა მივხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო ამიტომ ენისთან დარეკვა ვცადე მაგრამ არავის უოასუხია ან ვეღარ გავიგონე, ამის შემდეგ რაც მახსოვს ის არის რომ აქ საავადმყოფოში გამეღვიძა და თავზე შენ მედექი ნოა! ახლა მაინც მეტყვი ენი სად არის?
- ჯანდაბა იზაბელ ქალენ როგორ შემაშინე! - სიტყვა არ მქონდა დამთავრებული რომ პალატაში გაციფებული ენი შემოვარდა და ნოა სასწრაფოდ გაისტუმრა პალატიდან, შემდეგ კი ჩემთან ჩამოჯდა.
- ენი სად იყავი აქამდე? გუშინ საღამოს გირეკავდი მაგრამ არ გიპასუხია..
- ხო ვიცი! მაპატიე გუშინ ბიბლიოთეკაში წავედი დავალების შესასრულებლად და კითხვის დროს ჩამძინებია, მხოლოდ ახლა გამაღვიძა ბიბლიოთეკარმა უფროსწორად გამომაგდო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს ნეტავ ადრე მენახა შენი ზარი.
- კარგი ენ არაუშავს მე კარგ..
- არ თქვა რომ კარგად ხარ - ენმა საუბრის გაგრძელების საშვალება აღარ მომცა, ასეთი გაცოფებული ჯერ არასდროს მინახავს.. - შენს თავს შეხედე, საავადმყოფოში ფერმიხდილი წევხარ, თან ვიღაც დაგდევს და ამის შემდეგ ამბობ რომ კარგად ხარ? ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა როცა გითხარი რომ პოლიციაში დაგერეკა!
- ენ შენ თვითონ კარგად იცი, რომ ისინი ვერაფერს შეცვლიან მეგონა ამას გაიგებდი!
- აბა რის გაკეთებას აპირებ! დაელოდები სანამ შენი წამება მიბეზრდება და მოგკლავს?!
- ენი შენც არ იცი რას ამბო..
- არა ვიცი! შენგან განსხვავებით ყველაფერი მესმის როგორ შეგიძლია ასეთი მეამიტი იყო!! - ენი პალატიდან გააფთრებული გავიდა, იზის ვერ აეხსნა გოგოს ეს საქციელი, თავადაც ხომ იცოდა ეს ყველაფერი, გაბრაზება რა საჭირო იყო?
მალე პალატაში ექიმი შემოვიდა და რაღაც ტაბლეტები მალე პალატაში ექიმი შემოვიდა და რაღაც ტაბლეტები მომცა, ანალიზისთვის სისხლის ნიმუში აიღო და მარტო დამტოვა..

1 საათის შემდეგ

- იზი.. იზი.. იზაბელ! - თმაზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი და თვალები გავახილე ეს ენი იყო, რათქმაუნდა ის არასდროს მიმატოვებს ნებისმიერი რამის მიუხედავად ყოველთვის ერთად ვიქნებით ასეთია ჩვენი პირობაც
- აი როგორც იქნა გაიღვიძა ჩემმა პაციენტმაც, მისმინე მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი წეღანდელისგამო, მე ზედმეტი მომი..
- ენი მისმინე შენ მართალი იყავი, ასე უმოქმედოდ ვერ დაველოდები, როდის გადაწყვეტს ჩემს სიკვდილს, რამე უნდა გავაკეთო.
- გავაკეთოთ! მე ამ ყველაფრის პირისპირ მარტო ვერ დაგტოვებ
- ვალდებული არ ხარ..
- ვალდებული ვარ! დიახ ვარ იმის შემდეგ რაც შენ ჩემთვის გააკეთე...
ვალდებული ვარ ასეც რომ არ იყოს ხომ იცი ასეთია ჩვენი პირობაც ყოველთვის ყველაფრისმიუხედავად და სამუდამოდ .. - დავინახე ენის როგორ ჩამოუგორდა ლოყაზე ცრემლი, მაგრამ ეს სევდის ნიშანი სულ არ იყო..
არა პირიქით ის იმედით იყო სავსე, პალატაში კი ისეთი სცენა ვითარდებოდა რომ მის შემხედვარეს უცხოსაც კი აეტირებოდა, არც ენი იყო გამონაკლისი მითუმეტეს რომ ის თავად წარმოადგენდა იმედის მიზეზს..
- ენი იცოდე აღარ იტირო თორე მეც ამეტირება და ეს ძალიან სასაცილო იქნება.
- და რომ მეტირება? წარმოიდგინე ორი გოგონა პალატაში ხელი ხელ ჩაკიდებულები ხან ტირიან ხან იცინიან, შენი აზრით ექიმი თუ დაგვინახავს ფსიქიატრიულში გაგვიშვეებს?
- არვიცი ენ მაგრამ ეს უსამართლობა იქნება , მაშინ როცა ნამდვილი ფსიქიკურად ავადმყოფები ქუჩაში დადიან ხოლო მათ მსხვერპლებს კი ოთხ კედელს შუა ამწყვდევენ რათა ფსიქოფატს ახალი სამიზნე გამოუჩინონ.

საუბარში გართულმა გოგონებმა ვერ შენიშნეს როგორ შემოვიდა პალატაში ნოა და როგორ უსმენდა მათ საუბარს , რის შედეგადაც დაებადა კითხვა..
- მმმ გოგოებო კარგად ხართ?
- უკეთესად არც ვყოფილვართ - ერთხმად უპასუხეს იზაბელმა და ენიმ თან სიცილისგან ან სხვა მოზეზის გამო ტიროდნენ და ბიჭის დასანახად ცრემლებს იწმენდნენ.
- დარწმუნებულები ხართ?
- სრულიად.. ხომ გითხარით ამაზე უკეთესად წარმოუდგენელია და შენ რამე გინდოდა?
- ამმმ ხო ექიმს ვესაუბრე და მითხრა, რომ 2 კვირაში გაგწერენ, იმის გამო, რომ ორგანიზმში დაუდგენელი სიზუსტის შხამი აღმოაჩინეს, მაგრამ მე დიდი ხნის წამების შემდგომ დავარწმუნე ექიმი რომ 2 დღეში გაეშვი და სანაცვლოდ დავპირდი, რომ მე და ენი.. ჩვენ შენზე ვიზრუნებდით ასე, რომ 2 დღეში აქედან გახვალ ახლა დაგტოვებთ, როგორც ჩანს ძალიან ბევრი გაქვთ სასაუბრო. - აწითლებული ბიჭი გარეთ გავიდა და თან გოგოებისთვის თვლი არ მოუცილებია.
- კაი და როდიდან ასეთი მზრუნველობა და ყურადღება? იზი რამე უნდა ვიცოდე?
- ნუ სულელობ ენი! ყოველთვის ამ კუთხით რატომ ფიქრობ ადამიანზე? ის ჩვენი კურსელია და ყურადღებაც ამიტომ გამოიჩინა! ან საერთოდ შენ ვის დასცინი, ვერ დაინახე შენი სახელის ხსენებაზე როგორ გაწითლდა? - იზიმ ახლა ნოას ხმით სცადა საუბრის გაგრძელება..
- მე და ენი... ჩვენ ვიზრუნ..- საწყალ მთვარისფერ თვალებას სიტყვაც კი არ ჰქონდა დამთავრებული რომ აბროწილ ლოყება ენისგან ბალიში მიიღო სახეში.

შემდეგი ორი დღეც ასე გიჟურად გადიოდა ხან ვიცინოდით, ხან ვტიროდით ხანაც ღამის სამ საათამდე ერთმანეთს ბალიშებს ვესვროდით სანამ ბუმბულების ზღვაში ბრაზიანი ექიმის სახეს არ შევნიშნავდით, ამ ყველაფერმა მომხდარი გადამავიწყა და მოდუნების საშვალება მომცა ცოტა ხნით მაინც.

***
- ესეც ასე სახლში დავბრუნდი, როგორ მომნატრებია აქაურობა, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ამას ოდესმე ვიტყოდი მაგრამ ჩვენი ბუზღუნა ლექტორიც კი მომენატრა.
- გეთანხმები სახლში დაბრუნება კარგია, მაგრამ ლექტორზე და სკოლაზე აღარ დამელაპარაკო ისედაც ნერვები მეშლება შენ აქ საწოლში წამოკოტრიალებულმა ფილმებს რომ უნდა უყურო და მე იმ დესპოტებთან მარტო გამიშვა.
- კარგი ლექტორებზე მოვრჩეთ ახლა ხომ უქმეებია არ გინდათ სადმე გავისეირნოთ? - სასაუბრო თემის შეცვლა სცადა ნოამ რომელიც ორ დიდი პაკეტს მიათრევდა სამზარეულოსკენ.
- ცუდი იდეა არაა მაგრამ იზის დასვენება სჭირდება - გამომცდელი ტონით წამოიწყო საუბარი ენიმ და თან დრო და დრო ბიჭის რეაქციას აკვირდებოდა რომელიც დასჯილი ბავშვივით კუთხეში ატუზულიყო.
- არა არაუშავს თავად არ თქვი, რომ დასვენება მჭირდება? საუკეთესო დასვენება კი ძილია და დამიჯერე თუ ძილის დროს შენ და ნოა დაშტერებულები არ გამაკონტროლებთ არაფერი მომივა - იზიმ ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკვირვების შედეგად დაასკვნა რომ ნოასა და ენს შორის ურთიერთობა ადრინდელზე უფრო დათბა და მიუხედავად იმისა რომ ენი თავად ამას არ აღიარებდა მაინც აშკარა იყო რომ ნოას დანახვაზე სულ იღიმებოდა და თუ ბიჭი მას რამეს ჰკითხავდა რასაც ჰქვია ბრინჯივით იბნეოდა და ენა ებმოდა, ესეც რომ არა იზი თავის დაქალს საუკეთესოდ იცნობდა და იმასაც ხვდებოდა რომ ნოა ენის აღწერილ " საოცნებო პრინცს ,, ყველანაირი კრიტერიუმითა და პარამეტრებით შეესაბამებოდა, ამიტომ გადაწყვიტა რომ ამ ორისთვის შანსი მიეცა სინამდვილეში კი თავადაც არ სურდა სახლში მარტო დარჩენა , საბოლოოდ მეგობრები იმაზე შეთანხმდნენ რომ ენისა და ნოას გასვლის შემდეგ იზი კარს მაგრად ჩაკეტავდა და არავითარ შემთხვევაში არავის გაუღებდა მათ დაბრუნებამდე და თუ თავს ცუდად იგრძნობდა ან რაიმე საეჭვოს შეამჩნევდა იმ ორს აუცილებლად დაურეკავდა ყველა მიზეზ გრეშე, მოკლედ როგორც იქნა "კონტრაქტი ,, შედგა...
ნოა და ენი წავიდნენ, იზაბელი კი მოწესრიგდა და საბნის ქვეშ შეძვრა როგორც ჩანს ამ ღამესაც თავის საყვარელ დათუნიასთან ჩახუტებულს მოუწევდა ძილი, თუმცა პრინციპში ამის საწინააღმდეგო არც არაფერი ჰქონდა..

ენის P.O.V.

უკვე რამდენიმე საათია რაც მე და ნოა პარკში ვსეირნობთ და ვაღიარებ ამ მცირე დროის განმავლობაში სულ შემეცვალა წარმოდგენა მასზე, ადრე ის სერიოზული და ისეთი ადამიანი მეგონა რომელთან ურთიერთობაც ძნელი იქნებოდა მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ის ყველაფერი ამის საპირისპიროა, ყოველთვის იცინის, თან როცა ასე იქცევა თავს გვერდით ხრის და ოდნავ ტუჩის კუთხეს კბენს, ამ დროს ისეთი საყვარელია..
მაგრამ უკვე დროა რომ წავიდეთ იზაბელზეც ძალიან ვნერვიულობ ახლახანს გამოწერეს საავადმყოფოდან და მეშინია რამე არ დასჭირდეს და მე მასთან არ ვიყო თანაც უკვე აცივდა, არ მეგონა თუ ამინდი შეიცვლებოდა ამიტომ შორტი და ტოპი ჩავიცვი, ძალიან მცივა სულ გავლურჯდი თუ გავცივდი იზაბელზე ნამდვილად ვეღარ ვიზრუნებ, ისისიყო თვალებით ნოას ძებნა დავიწყე რომ უკნიდან შეხება ვიგრძენი და რამდენიმე წამში ჩემს მხრებზე ნოას მოსაცმელი აღმოჩნდა.
- ნოა არ არის საჭ..
- არის! სულ გაფითრებული ხარ, ასე არ შეიძლება გაცივდები
- მმმ კარგი მართალი ხარ მაგრამ შენ? შენ არ გაცივდები?
- არა არ გავცივდები მე ეს ღიმილიც მათბობს - მანამდე ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ნოა სანამ მისი დიდი და თბილი თითები ჩემს ლოყას არ შეეხო და ოდნავ, უმტკივნეულოდ მიჩქმიტა, ამის გამო ძალიან შემრცხვა და თავი ჩავღუნე, ნოას მხრიდან კი მხოლოდ თვითკმაყოფილი მზერა და სიცილი მივიღე, რაზეც უფრო გავწითლდი..
- კარგი უკვე გვიანია ჯობია წავიდეთ აცივდა და თან იზაბელიც მარტოა..
- მმმ იცი მე... ხო.. მართალი ხარ მეც მინდოდა მეთქ.. მოკლედ ჯობია წავიდეთ! - რა მჭირს ეს უბრალოდ ერთი ჩქმეტა იყო და მე სიტყვები ზღვის ქვიშასავით დამებნა, ალბათ ნოამაც შეამჩნია, თან რანაირად იღიმის აუ იზისთან მინდა..
- კარგი მაშინ წავიდეთ - ნოამ მანქანის კარი გამიღო და იმის გამო, რომ მასთან შედარებით მინიატურული ვიყავი და რათქმაუნდა მანქანაც საკმაოდ " მედიდა,, ნოას მოუწია ჩემი სავარძელზე მოთავსება.
რამდენიმე წუთში უკვე იზის სახლთან მივედით, ნოა არ მომეშვა და სახლის კარის შესასვლელის ზღურბლამდე მიმაცილა არ ვიცი ასე როდის მოვასწარით ერთმანეთთან დაახლოვება მაგრამ აღარ მინდოდა რომ წასულიყო, იზის მკვდარივით ეძინა ამიტომ მეზობლების აზრი არ გავითვალისწინე და ნოა სახლში შემოვიპატიჟე, იმ წუთიდან კი ჩემმა ტვინმა ჩართო რეჟიმი " ხალხის აზრი საინტერესოა მაგრამ მე ჩემი უფრო მომწონს,, არვიცი საიდან მოვიფიქრე მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა... ნოამ მალევე აარჩია ფილმი ამიტომ ჩვენც გვერდი - გვერდ მოვკალათდით, პოპკორნის და ჩიფსების პაკეტები ჩვენს წინ მოვათავსეთ და ასე დავიწყეთ ფილმის ყურება.

მეორე დღე ( 12 საათი) იზის P.O.V

დილით ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივების მწველმა ალერსმა გამაღვიძა, საათს შევხედე ის კი უკვე 12:00 აჩვენებდა, ცოტა არ იყოს გამიკვირდა ამ დრომდე დიდი ხანია აღარ მძინებია, არ ვიცი ჯანმრთელობის მხრივ რას მშველოდა ექიმის დანიშნული წამლები რადგან თავს ისევ სუსტად ვგრძნობდი, თუმცა ძილისთვის კი ნამდვილად შუცვლელი იყო..
რამდენიმე წუთი საწოლში ვიკოტრიალე ჩემი თბილი საბანი და საყვარელი დათუნია რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ნოას მხარს სადაც ახლა ენის ეძინა მაგრამ იზიმ ეს ჯერ არ იცოდა, მთვარისფერ თვალებას ჯერაც არ ეთმობოდა, ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა იზი საწოლიდან ადგა მოწესრიგდა ყავით სავსე ჭიქა ფრთხილად მოსვა და მისაღებისაკენ აიღო გეზი.. აი იქ .. იქ კი ნახა ისეთი რამ რასაც ნამდვილად არ ელოდა, ლეპტოპის პოპკორნის და ჩიფსების აჯაფსანდალის უკან, დივანზე მიძინებული უფროსწორად ერთმანეთში ახლართული ენი და ნოა, რომელთაც ისე მშვიდად და ღიმილიანი სახეებით სძინავთ, რომ იზის გულში სულ ციცქნა შურისა და ეჭვის მარცვალი გაჩნდა, არადა რამდენიმე წუთის წინ ეგონა რომ ახალშობილზე ტკბილად ეძინა, მაგრამ ამ ხელებახლართულ, აბურდულ თმიანსა და მწარე ჩიფსის სანელებლების გამო ოდნავ ტუჩამოსიებულ წყვილს, რომ შეხედა სულ წაუხდა გუნება მაგრამ მეორე მხრივ თვალებს არ უჯერებდა ეს მართლა ის ჯიუტი ენი იყო რომელსაც ნოა ვითომ საერთოდ არ აინტერესებდა? როგორც არ უნდა ყოფილიყო ამ გვრიტების გაღვიძება მართლაც საცოდაობა იქნებოდა, ასე რომ ცხვირ ჩამოშვებული მთვარისფერ თვალება ისევ სამზარეულოში დაბრუნდა და იმ ორისთვის ბლინების მომზადებას შეუდგა, თან გულში ბრაზობდა " მე და ენი... ჩვენ ვიზრუნებთ იზიზე.. კი როგორ არა ძალიან მზრუნველად და ნერვების ამშლელად გძინავთ, ლეპტოპში ჩართული ფილმის წინ" გოგონას უკვე ბლინის ცომი უნდა შეედგა ქურაში როცა რაღაც ხმა გაიგონა, შესამოწმებლად მიბრუნდა და... ააა! იმხელა ხმაზე იკივლა რომ ენი და ნოა წამებში მასთან გაჩნდნენ.
- იზი რა მოხდა კარგად ხარ? - ენი დმნაშავესავით მიუახლოვდა გოგონას მაგრამ ახლა მან დაიწყო კივილი.
- გველი! გველი! - გოგოები ჯერ ნელი ნაბიჯით წავიდნენ მისაღებისაკენ, შემდეგ კი სინათლის სიჩქარით მაგიდაზე აძვრნენ.
- ნოა! ნოა! სად დაიკარგე!? - თავგანწირული კიოდა ენი რომელსაც დრო და დრო ბანს იზიც აძლევდა.

5 წუთის შემდეგ
- ეს რა იყო? გველი აქ საიდან გაჩნდა იზი?
- არ ვიცი ენი, მაგრამ ნოა რომ არა გაფიქრებაც კი არ მინდა რა მოხდებოდა - ზუსტად მაშინ შემოვიდა ნოა ოთახში, რომელიც გარეთ მობილურზე სასაუბროდ გასულიყო და თუ მისი სახის გამომეტყველებით ვიმსჯელებთ ნამდვილად არ უნდა გაეგო კარგი ამბავი.
- გოგოებო მე ახლახანს ექიმს ვესაუბრე და..
- რა! რა ხდება?! - ანერვიულებული ენი ფეხზე წამოდგა და ისე დაიწყო ნოას მოსმენა
- ის შხამი რომელიც იზის ორგანიზმში აღმოაჩინეს..
- ხო! რა მოხდა მალე თქვი ნოა!
- ექსპერტიზამ აჩვენა რომ შხამი გველს ეკუთვნის და არა საკვებით მოწამვლის შედეგად გამოწვეულ ტოქსინებს!
- ესეიგი მაშინ იზის გველმა უკბინა? ეს საერთოდ როგორ არის შესაძლებელი?
- მგონი მე ვიცი როგორც - ახლა იზიმ წამოიწყო გაუბედავად საუბარი
- გახსოვთ ჩემი მონაყოლის შესახებ? როცა გიყვებოდით რომ ღამე ვიღაცამ კართან ყუთი დატოვა..
- მოიცა შენ ფიქრობ რომ..
- ხო ენი გველი იმ ყუთში იყო, ამიტომაც დავკარგე გონება.
- და ვინ გგონიათ ვის უნდა გამოეგზავნა ის ყუთი?- მსჯელობას ნოაც შეუერთდა.
- არ ვიცით , მაგრამ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ!
- კარგი მაშინ მე კლინიკაში დავბრუნდები დეტალებში უკეთ გასარკვევად.
- კარგი აზრია ნოა - დაეთანხმა ენიც და ბიჭი კარისკენ გააცილა, შემდეგ კი უკან მისაღებში დაბრუნდა იზისთან რომელსაც ამ რამოდენიმე წამში მოესწრო გარდასახვა და აკანკალებული სხეულის შესანიღბად ხელები მაგრად მოემუშტა.

- ენი ვიცი ყუთი ვინც მოიტანა სახლთან
- რა? - გოგონამ იზაბელის სიტყვებზე პირში ჩაგუბებული ყავა უმისამართოდ, შხეფებად გაფანტა და ინტერესით სავსე თვალებით დაიწყო იზაბელის ნათქვამის გაანალიზება.
- ხო! გახსოვს ცოტა ხნის წინ რაც ვთქვი ყუთის შესახებ?
- კი მახსოვს და რა ხდება?
- ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა უცნობისგან გამოგზავნილი წერილები მერე ასეთივე ყუთი ჩემს სახლთან სადაც გველია განა უკვე ცხადზე ცხადი არ არის ყველაფერი?
- გველის ტატუიანი ბიჭი?
- ხო გველის ტატუიანი ბიჭი - აშკარა იყო რომ ოთახში მყოფთაგან არც ერთს არ სურდა ამის აღიარება, მაგრამ ყველაფერი ისევ თავიდან მეორდებოდა მოვლენები და ფაქტები კი თითს ზუსტად იმ ტატუიან ბიჭს ადებდნენ, დაზუსტებული ჯერ არაფერი იყო მაგრამ ეს არც იმას ნიშნავდა რომ დამნაშავე ის უცხო ბიჭი არ იყო, ყოველი მომხდარი ახლა იზის უკვე სიცილს ჰგვრიდა, ის ვიღაც ტატუიანი ბიჭი მას დასცინოდა, გოგომ ჯერ მისი სახელიც კი არ იცოდა, ნეტავ იცოდეთ იზი რას არ მისცემდა რომ სიმართლე "მზის სინათლეზე,, ენახა.
- პოლიციაში უნდა წავიდეთ! ახლავე! - ეს ერთადერთი რამ იყო რაშიც ახლა გოგონას ეჭვი არ ეპარებოდა.

***
მომდევნო რამოდენიმე დღე პოლიციაში სიარულსა და დაკითხვებს მოვანდომეთ არაერთი ბაზა, საქმე, ინციდენტი, გაუგებრობა, შეცდომა თუ სხვა პოლიციაში არსებული მასალა გადამოწმდა, რის შედეგადაც უბრალოდ დაასკვნეს რომ შესაძლოა ჩემი ყოფილი შეყვარებული რომელიც არასდროს მყოლია ან თაყვანის მცემელი, ცდილობდა ჩემი ყურადღების ცენტრში მოქცევას, ენიმ ბევრი აპროტესტა მუქარაც სცადა სანაცვლოდ კი ჩვენ ქუჩაში გამოგვიპინტრიშეს და წვიმიან ამინდში ფეხით მოგვიწია სახლამდე მისვლა.
- ვაუ! ძალიან მაგარია! და ეს არის სამართალი!? - გაცოცხლებული ენი ისევ ამაოდ ბრაზობდა და თან უკან შეკრულ თმას გრეხდა რის შემდეგაც თმიდან ჩანჩქერად მოედინებოდა წვიმის წყალი.
- მე სხვას არც არაფერა ველოდი ენ , ჩვენ ხომ ფაქტები არ გვქონდა..
- ფაქტები? რა ფაქტები?! გინდა გითხრა რა იქნებიდა ფაქტი მათთვის? თუ მოგკლავდნენ და შენს გვამს ექსპერტიზაზე გაგზავნიდნენ ! აი ეს იქნებოდა მათთვის ფაქტი.
- რაც არ უნდა იყოს უკვე ვიცით, რომ ჩვენი თავის გარდა არავის იმედი არ უნდა გვქონდეს!
- სამწუხაროდ..
( ცოტა ხნის დუმილის შემდეგ)
- ახლა რა იქნება?
- არვიცი
- ენ მეშინია
- მეც მეშინია საყვარელო მაგრამ ხომ გახსოვს რას ამბობდა სოლომონ ბრძენი?
- " ესეც გაივლის,,

****
იზის P.O.V.

ორშაბათს სასწავლებელში წასვლა გადავწყვიტე, მინდოდა ყურადღება რანეზე გადამეტანა, ასე ჯდომით და ანტიდეპრესანტების ყლაპვით მაინც ვერაფერს ვშველოდი . ამიტომ მოვწესრიგდი, დღეს გამონაკლისი დავუშვი და ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი კაბა, უნივერსიტეტში მალევე მივედი, ზუსტად იმ დროს როცა ზარი უნდა დარეკილიყო, კაბინეტის კარი შევხსენი, ჩემდა საბედნიეროდ იქ ლექტორი არ აღმოჩნდა , აუდიტორიის ნაწილიც ცარიელი იყო რაც თავს კომფორტულად მაგრძნობინებდა, მეც დრო ვიხელთე ჩემს ადგილას მოვთავსდი და ენისთან ჩავები საუბარში, როცა ლექტორი შემოვიდა კაბინეტში და ვიღაც ბიჭი წარმოგვიდგინა.
- მოგესალმებით ბავშვები! გაიცანით ჩვენი ახალი სტუდენტი დამიენ ბლეიქი- მე მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ მალევე ენმა მხარზე მიჩქმიტა და ბიჭისკენ თვალებით მანიშნა, მეც შევხედე და რათქმაუნდა ჩვენს წინ გველის ტატუიანი ბიჭი იდგა, ვეცადე აღელვება არ შემტყობოდა, მაგრამ არვიცი გამომივიდა თუ არა, ახლა მისი სახელი მაინც ვიცოდი დამიენი, როგორც ჩანს სურვილი ამისრულდა!
- მისტერ ბლეიქ თავისუფალი ადგილი დაიკავე და ლექცია დავიწყოთ - დავინახე როგორ ჩაიცინა ამ სიტყვებზე, მივხვდი რასაც აპირებდა, ამიტომ ენს ვანიშნე რომ სასწრაფოდ ჩემს გვერდით გადმომჯდარიყო, საბედნიეროდ მოასწრო ადგილის დაკავება დამიენს კი სხვა ადგილას დაჯდომა მოუწია, მისთვის ყურადღება აღარც მიმიქცევია, სანამ ჩემი სკამი ვიღაცამ ფეხით თავისკენ უკან არ გაქაჩა და მერხს მიმანარცხა დიდი გამოცნობა არც სჭირდებოდა ეს დამიენი იყო, სკამს ფეხით ისე იჭერდა რომ მის გამოძრავებას ვერც ვახერხებდი, დამიენი წინ გადმოიხარა ისე რომ თავი ჩემს კისერში ჩარგო და დაიჩურჩულა...
- შეტყობინებებზე რატომ რ მპასუხობ თოჯინა? - შეტყობინებების ხსენებაზე ის უცხო ნომრიდან მოსული SMS- ი და წერილი გამახსენდა, მაგრამ ერთადერთი რაც ვერ გამეგო იყო ის თუ სად გაქრა მისი უსაზღვრო თავაზიანობა? როგორც ჩანს მისი ეს განუსაზღვრელი თავაზიანობა განუსაზღვრელ სითავხედედ გარდაქმნილიყო.
- ჩუმად გვრიტებო, თორემ ორივეს მოგიწევთ ბუდიდან გასვლა და დერეფნებში ფრთხიალი - ლექტორის უადგილო გამოხტომებს ყოველთვის მიჩვეული ვიყავი, მაგრამ ახლა საშინლად გავცოფდი, უფრო იმიტომ რომ ჩვენ დამიენის სულელური საქციელის გამო მართლა " წყვილს,, ვგავდით რაც ნერვებს ძალიან მიშლიდა და ვერც ვერაფერს ვაკეთებდი, ამას ემატება დანარჩენების სიცილი და უაზრო მზერაც, იქ ყოფნა აღარ მინდოდა ბრაზისგან თვალები ამიცრემლიანდა და სუნთქვა გამიხშირდა, ენი საუკეთესოდ მიცნობს ამიტომ დაძაბული ხმით ჩემამდე რაღაც ბგერების მოწვდენას ცდილობდა მგრამ ამაოდ, გონებაში მარტო ეს ირონიული ხმები ჩამესმოდა ამიტომ ზარი დაირეკა თუ არა ფეხზე წამოვვარდი ენს ხელში ფურცელი შევაჩეჩე და კაბინეტიდან ლექტორზემალე " გავვარდი,,
საბედნიეროდ სასწავლებელის ეზოში ბევრი ხალხი არ იყო თუმცა მე მაინც ხშირად ვიყურებოდი უკან, როცა დავმშვიდდი სახლში წასვლა მოკლე გზით გადავწყვიტე და გზიდან ტყის მოკლე ბილიკისკენ გადავუხვიე, სახლამდე სულ რამოდენიმე წუთში მივედი დ კარის გასაღები გადავატრიალე, ოთახში შევედი, ჩანთა იქვე კედელთან დავდე ძალიან ანერვიულებული ვიყავი არაფერი მესმოდა თავის შეცოდებაც აღარ მინდოდა, დაახლოებით რამდენიმე წუთი ვიდექი სიბნელეში შემდეგ ენისთან საუბარი გადავწყვიტე, მობილური ამოვიღე და სინათლეც ავანთე თუმცა მოულოდნელი სანახაობის ტელეფონი ხელიდან გამივარდა ჩემს საწოლზე წამოკოტრიალებული დამიენი დავინახე რომელსაც ხელში ჩემი საყვარელი დათუნია ეჭირა და ორი წლის ბავშვივით ეთამაშებოდა, წარმოდგენა არ მქონდა ეს როგორ მოახერხა მაგრამ მე ძალიან შემეშინდა რის გამოც უკან კარისკენ შევბრუნდი და გარეთ გასვლა ვცადე თუმცა დამიენი ჩემთან რამდენიმე წამში გაჩნდა კარი დაიჭირა და ხელით სავარძლისკენ მიბიძგა, მეც არ ვიცი რატომ მაგრამ სავარძელში ჩავეშვი, მან კი ჩემს გარშემო, სახელურებზე ისე მოათავსა ხელები რომ ვერ ავმდგარიყავი, დამიენი ჩემთან იმდენად ახლოს იყო რომ სახეზე მის მწველ სუნთქვას ვგრძნობდი, იმ წამს გავაანალიზე რომ საშინლად დაუცველი ვიყავი, განსაკუთრებით მაშინ როცა მზერას ჩემს თვალებს უსწორებდა, ყველაზე მეტად კი მაინც ის მაღიზიანებდა რომ ის ამით უბრალოდ ერთობოდა..
ერთობოდა თან ისე თითქოს მეც ის სათამაშო დათუნია ვყოფილიყავი რომლითაც ის რამოდენიმე წუთის წინ თამაშობდა.
- ახლა კარგად მომისმინე თოჯინა არ მომწონს როცა მაიგნორებენ ან გაქცევას ცდილობენ, მითუმეტეს არ მომწონს ის ფაქტი რომ ის ტიპი სულ უკან დაგყვება ! ასეთი რამ აღარ განმეორდეს გასაგებია? - ის ტიპი? არ მესმის რაზე საუბრობს თუმცა ახლა ამას დამიენს ნამდვილად ვერ ვეტყოდი, ადგომაც ვცადე მაგრამ ვერაფერს გავხდი გარდა იმისა რომ ამით დამიენი უფრო გავაბრაზე, რის გამოც მან ხელი უფრო მაგრად მოუჭირა სახელურებს და ჩვენს შორის არსებული ისედაც მცირე მანძილი უმცირესამდე დაიყვანა.
- მგონი გითხარი არ მიყვარს როცა მაიგნორებენ ან გაქცევას ცდილობენ მეთქი მაგრამ როგორც ჩანს შენთვის მოსმენის სწავლებაც მომიწევს ახლა კითხვაზე მიპასუხე გასაგებია თუ არა? -წინა შეცდომა აღარ გამიმეორებია და პასუხის გაცემა ვცადე მაგრამ შიშსა და აღელვებას უკვე ვეღარ ვმალავდი.
- კი გასგ... გასაგებია, მე.. მე.. გავიგე - უკვე თავიდან ფეხებამდე ვკანკალებდი, კითხვაზე დავეთანხმე მაგრამ არ მესმოდა ვის გულისხმობდა, ერთადერთი რაც ვიცოდი ის იყო რომ მალე თავს ვეღარ შევიკავებდი და პირდაპირ მის თვალწინ დაჩაგრული გოგონასთვის დავიწყებდი ტირილს, რაც მის გამარჯვებას ნიშნავდა მაგრამ საქმე ისაა, რომ მე ისიც არ მესმოდა რაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს თუ ჩემი ცრემლები მის გამარჯვებას ნიშნავდა..
თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი რომ სულ გაჩუმება და დამალვა ვერაფერს მარგებდა , ძალიან მინდოდა რამის თქმა, ნებისმიერი რამის რითაც მას შევეწინააღმდეგებოდი მაგრამ იმ დროს მე მუნჯი ვიყავი, მუნჯი რომელმაც იცოდა რომ გაჩუმება საშინელებას გამოიწვევდა მაგრამ რამის თქმა უფრო უარესს.. აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ან თვითონ დამიენი რას გააკეთებდა მაგრამ ის რაც ამის შემდეგ მოხდა ვერცერ შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენდი, დამიენი უბრალოდ მომშორდა და კარისკენ წავიდა, მაგრამ სანამ გავიდოდა უბრალოდ მითხრა..
- ლამაზი კაბაა - მისი ასეთი საქციელის გამო ჩემი მთელი ემოციები ახლა სიბრაზის პიკად ჩამოყალიბდა და სულ წამის საკითხი იყო როდის იფეთქებდა მისდა საბედნიეროდ დამიენმა გასვლა მოასწრო, მე კი გააფთრებულმა დათუნია ვესროლე კარს , თითქოს ეს რამეს შეცვლიდა, ამ ყველაფრისგან ძალიან დავიღალე, ჩემი ცხოვრება მომავალში ასეთი სულაც არ წარმომედგინა, ასეთი საცოდავი გავხდი? ისეთი სულელი რომ ვიღაც გათავხედებული ბიჭის მარიონეტად ვიქეცი? ბოდიში მაგრამ ამას ვერ ავიტან, მორჩა ეს უნდა დასრულდეს ! გონებაში ახლა მხოლოდ დამიენის განადგურებაზე ვფიქრობდი გადავწყვიტე, რომ იმ ტიპებთან წავსულიყავი ვინც პირველად მითხრეს რომ ნაშვილები ვიყავი მაგრამ როგორ? მე გზა და არც არაფერი მახსოვდა გარდა იმისა რომ ის ადგილი სადაც ჩვენ ვიყავით ტყეში იყო, ხოდა მეც ტყისკენ წავედი, ალბათ ასე დავდიოდი დაახლოვებით რამოდენიმე საათის განმავლობაში მაგრამ არაფერი ყოფილა, სახლიდან უკვე საკმაოდ შორს ვიყავი, მაგრამ მაინც არაფერი .. უკან მიბრუნებასაც კი ვფიქრობდი როცა ხეებს შორის ვიღაცის სილუეტი დავინახე, ის ვიღაც მე მიახლოვდებოდა, მალე სინათლეზეც გამოჩნდა და მე იმ უცხო ტიპებიდან ერთ-ერთი ვიცანი, რომელმაც საუბარი ისე დაიწყო თითქოს ჩემი დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყოს..
- ვიცოდი რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდი ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო, იმ ღამესაც სწორედ ამიტომ არ გამოგყევით უკან და აი ახლა შენც აქ ხარ.
- მე მჯერა რომ ნაშვილები ვარ.. მაგრამ ძალიან ბევრი კითხვა მაწუხებს მე კი ოასუხები მჭირდება.
- ვიცი - მან სიარული დაიწყო თან ხელით მანიშნა რომ უკან გავყოლოდი მეც მის ნებას დავმორჩილდი, მალე მივედით იმ ადგილას საიდანაც უკან მოუხედავად გამოვრბოდი , ცოტა უცნაური იყო ისევ აქ დაბრუნება მაგრამ ახლა უკვე მთელი ჩემი ცხოვრება უცნაური იყო..

***
- ესეიგი მე სინამდვილეში ვიოლეტა სებასტიან სალვადორ მეორე ვარ, ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი ოჯახის წევრი, დამფუძნებლები კი ნიშნავს ისეთ ოჯახებს რომლებსაც სისხლი აერთიანებთ და რომლებმაც დააარსეს ეს ქალაქი მე კი ჩვენი ოჯახის მოწინააღმდეგე დამფუძნებელებმა გამიტაცეს ჩვენს გარდა კიდევ არსებობენ პატარ - პატარა ბანდები მათშორისაა "სერფენთები ,, იგივე გველები რომლებიც ჩემზე ნადირობენ ჩვენი ოჯახის ქობებისა და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ყველაფერი სწორად გავიგე?
- მმმ დაახლოვებით - მიპასუხა იმ ბიჭმა რომელიც ტყეში ვნახე და რომელსაც როგორც აღმოჩნდა ნათან საირუსი ერქვა.
- კარგი დღეისთვის მოვრჩეთ, ისედაც ბევრი გაურკვეველი რამ დარჩა ჩვენს მონაყოშიც - აღნიშნა იმ უცხო კაცმა რომელსაც მე წინა შეხვედრაზე "გიჟი,, ვუწოდე სინამდვილეში კი მას ვინსენტ საირუსი ერქვა, აი ის მესამე ბიჭი კი ვინც მაშინ პირველი შეხვედრისას ამ სახლში იყო დღეს ვერ ვნახე მაგრამ ვინსენტმა მითხრა, რომ ხვალ მასაც გავიცნობდი, მისი საქმიანობა თურმე ჩემი თვალთვალი ყოფილა.
- კარგით დღეისთვის გვეყოს გვიანია ხვალინდელი დღეც არ იქნება მარტივი ასე, რომ ჯობია დაიძინოთ - ვინსენტის ეს მამობრივი ტონი ძალიან მსიამოვნებდა, მას ჯერ არც კი ვიცნობდი მაგრამ დარწმუნებული ვიყავი რომ ის კარგი ადამიანი იქნებოდა..
- დიახ მართალი ხართ, უკვე ჩემი წასვლის დროც მოვიდა, მადლობა პასუხებისთვის - მე უკვე გასასვლელთან ვიყავი როცა ვინსენტმა დამიძახა..
- ვიოლეტა! ამ სახელს ჯერ მიუჩვეველი ვიყავი მაგრამ მაინც შევჩერდი.
- ვიოლეტა ეს შენი სახლია წასვლა აღარსად არ არის საჭირო, გარდა ამისა დარწმუნებული ვარ, რომ "გველებმა,, უკვე იციან რომ შენ სიმართლე გაიგე, ახლა ამ ადგილის გარდა უსაფრთხოდ ვეღარსად იქნები.
- მაგრამ ლექციები? მე..
- ლექციებზე ჩვენი ხალხი წაგიყვანს ხოლმე და მათ დასრულებამდე შენს უსაფრთხოებაზე იზრუნენებ, ახლა კი უკეთესი იქნება თუ დასაძინებლად წახვალ, ღამე მშვიდობის !
- ღამე მშვიდობის - როგორც მითხრეს ჩემი ოთახი სადღაც დერეფნის ბოლოს იყო მარჯვნივ ასე რომ ამ თვალუწვდენელი ლაბირინთის დასასრულისკენ გავემართე..
- ვიოლეტ! - ეს ისევ ვინსენტი იყო.
- დიახ, გისმენთ სერ!
- ეს ოფიციალურობა საჭირო არ არის უბრალოდ ვინსენტი დამიძახე.
- კარგით, უფროსწორად გავითვალისწინებ ვინსენტ - მან ჩემს პასუხსე უცნაურად გაიცინა მე კი ჩემს ოთახში შევედი, ყველაფერი ძალიან იასამნისფერი მაგრამ მყუდრო იყო, მოვარდისფრო ნათურები კედლებზე, ფუმფულა ხალიჩა იისფერ სავარძელთან, ფოტოების " ქსელები,, აივნის კართან და რბილი საწოლი რომელზეც სასაცილოა მაგრამ ცოტათი შემეშინდა კიდეც ზომის გამო დაწოლა, უამრავი წიგნი თაროზე, ყველა ზუსტად ჩემს საყვარელ ჟანრებს შეესაბამებოდა, უდიდესი გარდერობი რომელიც ტანსაცმლით იყო სავსე და ესეც ზუსტად ჩემი გემოვნების მიხედვით, სარკე რომელში ჩახედვისაც უკვე დიდი ხანია მცხვენიდა საკუთარი უსუსურობუს გამო და მის გარშემო კომიდზე განლაგებული კოსმეტიკა რომელთაც არასდროს ვიყენებდი, ამან ნამდვილად გამახარა რადგან მივხვდი რომ რაღაც მაინც იყო უცხო და დაფარული ჩემს შესახებ მათთვის.

***
ყველა გოგოს საოცნებო ოთახი და რბილი საწოლი დაძინებაში მაინც ვერ დამეხმარა , ამიტომ რაც შემეძლო ჩუმად გავედი გარეთ და ვარსკვლავების დათვალიერება დავიწყე, მათზე დაკვირვება ჩემი უსაყვარლესი საქმიანობა იყო, რამდენად უჩვეულოც არ უნდა იყოს ეს ყველას გვაქვს რაღაც რაც უჩვეულოს და ამოუცნობს გვხდის..
- არ მეტყვი რატომ? - ბგერებს გავყევი და იქვე ახლის კედელს მიყრდნობილი ნათანი დავინახე , რომელიც როგორც ჩანს უკვე დიდი ხანია ასე იდგა.
- რატომ ღამე?
- მე არვიცი ალბათ იმიტომ რომ მას ჩემი ყველაზე უკეთ ესმის საუკეთესო მსმენელია ის სურვილების ოკეანესავით არის რომელშიც ჩვენი ოცნებები ვარსკვლავებად კაშკაშებენ- საუბარს მოვრჩი თუ არა თავი დავხარე რადგან მივხვდი რომ ყველაფერი ზედმეტად რომანტიულად გამომივიდა მე კი ნამდვილად არ მინდოდა მას ჩვეულებრივი თინეიჯერის მსგავსად სიყვარულზე გაგიჟებული გოგო ვგონებოდი.
- ოჰო ფრთხილად თორემ ვიღაც იფიქრებს რომ შეყვარებული ხარ - ამის შემდეგ ძალიან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა მე კი მას არც კი ვიცნობდი , როგორ მინდა ახლა ენი ჩემთან იყოს.
- ხო მართლა აქ ვინსენტმა გამომგზავნა შენი დაბრუნების აღსანიშნავად ხვალ შენ ენაზე რომ ვთქვათ წვეულებას ვაწყობთ და გვინდა რომ ხვალისთვის გაითვალისწინო. - სიჩუმე ისევ ნათანმა დაარღვია შემდეგ დამემშვიდობა და სახლში შევიდა, მეც მალე ავედი ჩემს ოთახში და დასაძინებლად დავწექი.

მეორე დღე ( საღამოს 8 საათი)

უკვე დიდი ხანია რაც ენმა მომწერა რომ მოდიოდა თუმცა ჯერ არ ჩანს , ნოას უეცარი გაუჩინარების გამო ძალიან ღელავს განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ, მე კი უკვე ვფიქრობდი რომ ამას აღარასდროს იზამდნენ, სტუმრებით კი ისევ შეუჩერებლად ივსებიდა დარბაზები, უამრავი საღამის კაბებში გამოწყობილი ქალი და სმოკინგიანი კაცი შეიკრიბა, რომელთაც ჩემი გაცნობა სურდათ თუმცა არ ვიცი რატომ ჩემთვის ყოველი მათგანი უცხო იყო, როგორც იქნა ყველანი შეგროვდნენ სულ ბოლოს კი ენიც გამოჩნდა , ჩვენ ე. წ. მთავარი დარბაზისაკენ გავემართეთ რის შემდეგაც ვინსენტი სცენასავით შემაღლებულ ადგილას ავიდა და ხელში შამპანურის ჭიქა აიღო, თითქოს მისი ასეთი საქციელი იქ მყოფებს ენიშნათო ისე დაიწყეს ხალხისთვის ალკოჰოლის დარიგება, და აი მაშინ როცა ბოლო ჭიქა შეივსო სასმელით ვინსენტის დიდრონმა სიტყვებმა აავსეს ოთახის სივრცე...
- წესით ახლა ჩემს სიტყვას უნდა ვამბობდე რომელიც ალბათ ყველამ უკვე ზეპირად იცით - მის ასეთ გამოსვლას სტუმრების მხრიდან სიცილი მოჰყვა, რომელიც მალე ისევ ვინსენტის საუბარმა შეცვალა .
- მაგრამ ახლა პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ სალვადორთა დინასტიის ახალგაზრდა წარმომადგენელი და დამფუძნებლების მემკვიდრე ვიოლეტა სებასტიან სალვადორ მეორე - მორჩა თუ არა საუბარს ვინსენტი , ხელით თავისკენ მანიშნა მეც სწრაფად ავარიდე თავი უამრავ მზერას და სცენისმაგვარ ადგილას ავედი სადაც უკვე ორკესტრივით შეკრებილი ინსტრუმენტიანი ადამიანები მოთავსებულიყვნენ, ეს " გაცნობა ხელისჩამორთმევა,, როგორც იქნა დასრულდა ვინსენტმა კი მუსიკოსებს უცნაური სახელის მქონე კლასიკის შესრულება სთხოვა, რომელზეც დამფუძნებელებმა ტრადიციული ცეკვა შეასრულეს, საბედნიეროდ მე და ენიმ მოვახერხეთ სიტვაციის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება და ჩემს ოთახში ავედით.
- ვაუ პირდაპირ გაოცებული ვარ უკვე მგონია რომ ეს ხალხი სადღაც 50 - იანებში ჩარჩა , სერიოზულად იზი ამათ 21 საუკუნის განვითარებული თაობის შესახებ არაფერი გაუგიათ? - აღშფოთებას ვერ მალავდა ენი რომელიც ამ უცნაური სახლის სტილსა და ქვემოთ მყოფთა ქცევას განიხილავდა .
- კარგი რა ენ ისინი არც ასეთი წარსულის გადმონაშთები არიან , ეს უბრალოდ ამ ძველი სტილის და იმ რაღაცნაირი მუსიკის ბრალია.
- ხო კიდევ ეს ორკესტრი თუ რაღაც ისე არ გიფიქრია რომ მათთვის ხმის გამაძლიერებლების, დინამიკების ან
DJ - ის შესახებ გეთქვა? აქ საერთოდ ინტერნეტი მაინც თუ არის? - კარგი ენი ნამდვილად მართალი იყობეს ხალხი ბევრად უჩვეულოა ვიდრე ვფიქრობდი მაგრამ რას ვიზავთ ახლა ისინი ჩემი ოჯახი არიან როგორმე უნდა გავუძლო მაგრამ არ მინდოდა ამ თემაზე ახლა საუბარი ასე რომ ენის ნოას შესახებ ვკითხე , მანაც ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა თუ როგორ აუხსნა სიყვარული, როგორ სეირნობდნენ ხელი- ხელ ჩამიდებულნი და კიდევ უამრავი რამ, მათი ამბავი მართლა ძალიან მიხაროდა ჩვენ ორიდან ერთ-ერთი მაინც რომ იყო ბედნიერი, მე და ენი ჯერ კიდევ საუბარში ვიყავით გართულნი როცა მუსიკა შეწყდა და ქვედა სართულიდან კივილის ხმა გაისმა, ჩვენც სასწრაფოდ ჩავირბინეთ კიბე ხალხის ზღვა გავარღვიეთ, როგორც იქნა დარბაზშიც შევედით და დავინახეთ იატაკზე უგონოდ მწოლიარე, სისხლიანი ნოა ამის დანახვისას ვერ აგიღწერთ რა დაემართა საბრალო ენის რომელიც უგონო ბიჭის გამოფხიზლებას მთელი ძალით ცდილობდა თუმცა ყოველ ჯერზე ამაოდ, ნოა უკვე განწირული იყო მაგრამ მოიცადეთ! წამის მეასედში გარეთ მდგომმა ტიპებმა რომლებიც აქამდე არც კი შემინიშნავს საუბარი შეწყვიტეს, ნათანმა დარბაზი გადაჭრა, აქვითინებული ენი კი ძლივს მოაშორეს დასისხლიანებულ შეყვარებულს, მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდა ნათანი ნოას და რაღაცის გაკეთება დააპირა როცა ვინსენტმა ხმამაღლა შეჰყვირა.
- მოიცადე ნათან! მას არჩევანის უფლება აქვს ! - თუმცა ეს სიტყვები ბრაზით უფრო იყო გაჟღენთილი ვიდრე მზრუნველობით.
- კი აქვს, მაგრამ ნოას სიკვდილი არ აურჩევია ! - ნათანმა გათიშულ ბიჭს თავი ზევით ააწევინა , სამაჯურზე ჩამოკიდებული უცნაური სიმბოლო სახესთან ახლოს მიუტანა, ხელით რაღაც გადაატრიალა რის შემდეგაც ამავე სიმბოლოდან მოწითალო ნაწილაკების მქონე კვამლი გაჩნდა, რომელმაც მე აირადი სისხლის შთაბეჭდილება დამიტოვა, მაგრამ ნოასთვის კი მართლაც რომ ,,სიცოცხლის წყარო" აღმოჩნდა რადგან მოულოდნელად ბიჭის გალურჯებული ბაგეები გაიხსნა და მის ორგანიზმში წითელმა კვამლმა დაიწყო შედინება, რომელიც ბიჭის ფერმკრთალი სხეულის მოვარდისფროდ შეფერადებას ცდილობდა. ამ სანახაობას პირღია ვუყურებდი, მაგრამ როგორც ჩანს ჩემი დაინტერესება ამ კვამლის მიმართ ვინსენტისთვის არა სახარბიელო აღმოჩნდა რის გამოც მე და ენი ჩემს ოთახში გაგვამწესეს, თავიდან ძალიან გავბრაზდი მაგრამ მერე მივხვდი, რომ ენისთვის ასე აჯობებდა , რადგან ასეთ მდგომარეობაში ნოას დანახვა მის გულს უფრო და უფრო ტანჯავდა.

****
მალე ენი ტირილისგან დაიღალ და საწოლზე მიეძინა, ჩემთან კი ვინსენტი, ნათანი და კიდევ რამოდენიმე გველის ტატუიანი შავებში გამოწყობილი ბიჭი შემოვიდა, რომელთაგანაც დამიენი არც ერთი არ აღმოჩნდა.
- ვიოლეტა ჩვენ ახლა ძალიან სერიოზულ თემაზე მოგვიწევს საუბარი და გირჩევ ყველაფერს გაგებით მოეკიდო - ვინსენტმა მუქარის ტონით დაიწყო საუბარი რაც ძალიან არ მომწონდა.
- ის რაც ქვემოთ დაინახე იმის შედეგი იყო რომ "გველებმა,, შენი მოკვლა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს, ნოა კი არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა, თუმცა ნათანის სულელური საქციელის გამო ახლა ყველანი საფრთხის ქვეშ ვართ, ის რაც მან გააკეთა და რაც შენ დაინახე დამფუძნებელების დიდი საიდუმლოა, ვალდებული ხარ შენც შეინახო იგი, ამას " სულის რიტუალს იგივე სიცოცხლის ელექსირსაც ,, უწოდებენ, მაგრამ ჩემი აზრით ამის ცოდნაც კი ზედმეტია შენთვის, რაც მოხდა, მოხდა უკეთესი იქნებოდა არ მომხდარიყო მაგრამ ახლა სიტვაციის გამოსწორება ჩვენ მოგვიწევს, რადგან ისინი მანამ არ გაჩერდებიან სანამ შენს სისხლს არ დაღვრიან , ძალადობით კი უფრო და უფრო მეტ ხალხს დავკარგავთ ამიტომ " გველებს,, მოლაპარაკებაზე ვიწვევთ, რათა ისევ აღდგეს ოდესღაც დადებული კონტრაქტი და მასთან ერთად მშვიდობაც. ამის შესახებ ცნობას ჩვენი ბიჭები ამაღამ მიაწვდიან " გველებს,, თანხმობის შემთხვევაში მოლაპარაკება დილით შწდგება, სიახლეებს შეგატყობინებთ. - თქვა თუ არა ყველანი გარეთ გავიდნენ, ენისაც სწორედ ამ დროს გაეღვიძა ახლა მასთან საუბარი მართლა ძალიან მინდოდა, არც ის მესმოდა ეს ყველაფერი როდის დამთავრდებოდა ამით ძალიან დავიღალე, მომბეზრდა! ან რატო უწოდა ნათანის საქციელს ვინსენტმა სულელური? მან ხომ ნოას სიცოცხლე იხსნა , კიდევ კარგი ნათანმა ვინსენტს არ დაუჯერა თორემ ნოა რომ ჩემს გამო მომკვდარიყო მერე ენისთვის თვალებში როგორ ჩამეხედა? ის ხომ მასთან ასეთი ბედნიერი იყო..
მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ უსაფრთხოდ ვეღარასდროს ვიქნები? ვეღარავინ გადამარჩენს? მე უკვე განწირული ვარ?
- ამას ნუ ამბობ ! შენ არ მოკვდები გასაგებია! მორჩი ამ სისულელეებზე ფიქრს ეს მხოლოდ მათი აზრია ! - როგორც ჩანს ბოლო სიტყვები ზედმეტად ხმამაღლა გავიფიქრე რადგან ენი საშინლად გაცეცხლდა. მართალიც იყო რადგან ისინი ასე ფიქრობდნენ ეს იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად ასე მოხდება.
- ენი მათ თქვეს, რომ გველები..
- ვიცი იზი ყველაფერი მესმოდა აი ის კაცი კი პასუხს აგებს ნოას გამო, ან რა მიმართვაა?! ვიოლეტა? შენ იზაბელი გქვია ! ამას რატომ ეგუები?
- სხვა გზა არ მაქვს გესმის? მე ისიც კი არ ვიცი სინამდვილეში ვინ ვარ, ან აქ რა მინდა, სულ მარტო ვარ ამ სამყაროში გესმის? სულ მარტო.
- შენ მე გყავარ იზაბელ , მე და ნოა - მოულოდნელად კარი გაიღო, ვიღაცა შემოვიდა და გვითხრა რომ მოლაპარაკება ხვალ დილით შედგებოდა გველებსა და დამფუძნებლებს შორის .

***
მთელი ღამე მზის სხივის გამოჩენას ველოდი , სასწორზე უკვე ჩემი სიცოცხლე იდო თუმცა ააქვს კი აზრი ცხოვრება როცა საკუთარი სახელი და გვარიც არ იცი?
ერთადერთი კარგი რამ რაც კი მთელი ღამის განმავლობაში მოხდა იყო ის , რომ ნოამ თვალები გაახილა , ენიც მისი გამოფხიზლების წამიდან ბიჭის საწოლთან იჯდა და სიხარულის ცრემლებს ოკეანეებივით ღვრიდა, ახლა გოგოს უფრო სჭირდებოდა დამშვიდება ვიდრე თავად ნოას, საბედნიეროდ ბიჭს არც ეს გამოპარვია, ენი მკერდზე მიიკრო და ხელი მის თმაში ახლართა, როგორც მაშინ იმ ღამეს ჩემს სახლში, მე ოდნავ მტკენდა ეს სცენა გულს რადგან ყოველ ნოას ღიმილზე, ყოველ მის კოცნაზე, ყოველ სიყვარულით ამეტყველებულ ბაგეზე ვხვდებოდი რომ ენის მთელი გული ბიჭისთვის მიეძღვნა, ისევე როგორც თავად ნოას, ამაში ცუდი არც არაფერი იყო მაგრამ მე მაინც ძალიან მეშინოდა რომ ენის გულში სხვა ადამიანების და მათ შორის ჩემი ადგილი აღარ იქნებოდა. სამწუხაროა მაგრამ სიმართლე ყოველთვის მწარეა თანაც იმდენად რომ მისი ბოლომდე გაცნობიერების შემთხვევაში შენს ყველაზე კოშმარულ წარმოსახვაშიც ვერ იფიქრებდი, რომ ასეთი რამ შესაძლოა შენ დაგრმათოდა, თუმცა ამის მიუხედავად სიმართლე მაინც სიმართლეა ის არ იცვლება, საქმე ისაა რომ ჩვენ, ადამიანები იმდენჯერ , იმდენჯერ მოგვატყუეს რომ აღარ შეგვიძლია ილუზიების გარეშე ცხოვრება ან ეს უბრალოდ თავის გასამართლებლად მოგონილი მიზეზია რადგან შინაგანი მე დავფაროთ, რაც არ უნდა იყოს აქ ყოფნა აღარ მინდოდა , ამიტომ ნათანს დავუძახე , ისიც დაუყოვნებლივ გაჩნდა ჩემს ოთახში.
- ნათან მისმინე მე ჩემს ძველ სახლში მინდა წასვლა პირადი ნივთების წამოსაღებად და შეგიძლია მიმიყვანო?
- ვიოლეტ მაპატიე მაგრამ თუ ვერ ხვდები მოსაკლავად დაგდევენ და ახლა ჩვენ სწორედ ამის გამოსწორებას ვცდილობთ, როგორ შეგიძლია ასეთ დროს ნივთებზე ფიქრი?
- მაგრამ ნათან..
- უკვე ხომ გითხარი , არა! რატომ არ გესმის აჯობებს დარჩე და კარგად დაფიქრდე შენს წინდაუხედავ ნაბიჯებზე - მისთვის ამ ყველაფრის თხოვნა ისედაც არ მინდოდა , ახლა კი ჩემს საქციელს მხოლოდ ნათანის ყვირილი და დამცირება მოჰყვა, მაგრამ მათ მოუწევთ შეეგუონ იმ ფაქტს რომ სამუდამოდ აქ ვერ გამომკეტავენ, ასე რომ თავად ვცადე გარეთ გასვლა და ნათანს ოდნავ ხელი ვკარი გზის გათავისუფლების მიზნით , თუმცა მან უცებ ხელზე ძლიერად მომიჭირა , თუმცა რადგანაც არ დავემორჩილე და შეწინააღმდეგება ვცადე სახეში ხელი გამარტყა, რის გამოც იატაკზე დავეცი და გახურებულ ლოყაზე ხელი ავიფარე , საშინლად მტკიოდა თვალებიდან ცრემლები რიგრიგობით მცვიოდა და არ მესმოდა, ვერ ვიჯერებდი ეს მართლა მე მემართებოდა? უკვე იმდენად გათავხედა რომ ხელითაც შემეხო? მორჩა ! უკვე ყელში ამომივიდა მათი ტრადიციები და წესები, ის კი მთელი ამ დროის განმავლობაში ფეხზე იდგა და ზევიდან ამაყად მიყურებდა ისე თითქოს რამოდენიმე წამის წინ თავად არ გაერტყა ხელი ჩემთვის.
- მორჩი უკვე ყელში ამოვიდა შენი ქვითინის მოსმენა , შენი ნიანგის ცრემლები ჩვენზე არ ჭრის და დროა შენც დამორჩილდე შენს ბედს ! - ოთახიდან გავიდა და კარი მაგრად გაიჯახუნა, მისი გასვლისთანავე მეც იგივეს გაკეთება მინდოდა და კარს მივვარდი, სახელურის ტრიალი დავიწყე თუმცა უშედეგოდ, კარი მაინც არ გაღებულა, ჩამკეტა! მან ჩემს ითახში ჩამკეტა! ხელით უკვე შემეხო, "საკანშიც ,, გამომკეტა და რა გარანტია მქონდა რომ ახლა ჩემს მოკვლასაც არ მოინდომებდა? ამის შესახებ ენიც ხომ მაფრთხილებდა მეც უფრო მეტად მომინდა გარეთ გასვლა და კარზე ბრახუნი დავიწყე.
- ენი! ენი! ვინმე დამეხმარეთ! კარი გააღეთ! ნათან ვიცი რომ მანდ ხარ! გააღე ეს წყეული კარი! - ბოლო ხმაზე ვყვიროდი მაგრამ არავინ მოსულა ჩემს დასახმარებლად თავად ენიც კი...

ამან უფრო გამაცოფა ცრემლები შწვიმშრალე და აქედან გასაქცევად გეგმის შემუშავება დავიწყე, ამასობაში მოლაპარაკება დასრულდა ვინსენტი და მისი მხლებლები სახლში დაბრუნდნენ, დიდი თათბირისა და ბჭობის შემდგომ კი ჩემს ოთახშიც ამოვიდნენ და დაპირებისამებრ შეთანხმების პირობების ჩემთვის გაცნობაც დაიწყეს.
- ვიოლეტა როგორც გითხარი, საბედნიეროდ მოლაპარაკება შედგა, "გველების,, უხუცესების და დამფუძნებლების კრებაზე რომელსაც რაღა თქმა უნდა ჩვენც ვესწრებოდით, პრობლემა ძველი ტრადიციული მეთოდით გადაწყდა " ახალი სიცოცხლე ყველაფერს ცვლის,, - ვინსენტმა საუბარი რამოდენიმე წამით შეწყვიტა თუმცა მე ლოდინი აღარ შემეძლო ამიტომ თავად დავუსვი შეკითხვა.
- რა? ვერაფერი გავიგე? რა ახალი სიცოცხლე ან მე რა შუაშია ვარ? - თავს ნუ ისულელებ ვიოლეტა ყველაფერი ცხადზე ცხადია " გველები,, ტრადიციულად და ყველა წესის მიხედვით ითხოვენ ჩვენი ანუ დამფუძნებელების მემკვიდრე, ცოლად მითხოვდეს მათ ანუ "გველების,, მემკვიდრეს, ახალი სიცოცხლე კი მშვიდობას აღმოაცენებს და სიყვარულს დათესავს ხალხებს შორის.
- მოიცა რა? მე.. მე მას არც კი ვიცნობ! და ასეც რომ იყოს ცოლად არ გავყვები! მე ჩემი არჩევანი, ჩემი აზრი მაქვს!
- მე არ მიკითხავს ცოლად გაყვები თუ არა! მე ვამბობ რომ ცოლად უნდა გაყვე და მორჩა! ამ ეგოისტური საქციელებიG ისედაც კარგად დაგვაზარალე, მაგრამ როგორც ჩანს ეს შენს აზროვნებამდე ვერ დადის, მთელი ღამე ამ ოთახში იჯდები და იფიქრებ შენს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ იმედი ნუ გექნება რომ შენი არჩევანი, ჩვენს დადგენილებას შეცვლის! - ახლა ყველაფერი მართლაც რომ უცხადესიც კი იყო ჩემთვის ისინი ჩემს სატყუარად გამოყენებას აპირებდნენ, აქ ამიტომაც გამომკეტეს მაგრამ არ იციან რომ ამის უფლებას აღარავის მივცემ , ოთახში სრულიად მარტო დამტოვეს მეც ამ ვითარებით ვისარგებლე და ღამით ფანჯრიდან გავიპარე, მთელი ძალით გავრბოდი ამ ადგილიდან რაც შეიძლება შორს, ნათანის წყალობით ლოყა გაწითლებული მქონდა და.საშინლად მტკიოდა, თუმცა ტკივილს ჩემი შეფერხება მაინც არ შეეძლო, რამოდენიმე საათის სირბილის შემდეგ უკვე ჩემს ძველ სახლთან ვიყავი უკვე ეზოში უნდა შემებიჯებინა როცა ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა და ოთახში ძალით შემიყვანა, თითქოს ისედაც იქ არ მივდიოდი, დანარჩენი შემთხვევებისაგან განსხვავებით მე ახლა მისი სახე ვიცანი, ეს დამიენი იყო! მაშინ კივილი დავიწყე მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო პირზე ხელი ამაფარა, თუმცა იმ წამს ფრთხილი და შეშინებული მომეჩვენა.
- დაწყნარდი! დაწყნარდი! არაფერს დაგიშავებ, ყველაფერი ვიცი რაც მოხდა, უბრალოდ შენი დახმარება მინდა, ახლა ხელს მოგაშორებ მაგრამ არ იკივლო კარგი? - მან მართლაც მომაშორა პირიდან ხელი თუმცა მისი ტყუილების შედეგი კარგად გამოვცადე და მაინც ბოლო ხმაზე დავიწყე კივილი.
- დასახმარებლად?! შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ! შენც "გველი,, ხარ ! ყველაფერი შენი ბრალია!
- შენ არაფერი იცი და ეოგორც ყოველთვის ცდები!
- არა ! არ ვცდები , შენც მათნაირი ხარ! მათნაირი სადისტი! შენც..
- გაჩუმდი და მომისმინე! ერთადერი რის გამოც ასე გექცეოდი ის იყო რომ თავი იმდენად შემეზიზღებინა შენთვის, რომ ჩემნაირი ადამიანების ცხოვრებით, ამ სამყაროთი არასდროს დაინტერესებულიყავი, რომ არასოდეს გაგჩენოდა აქ მოხვედრის სურვილი, მაგრამ სანაცვლად იცი რა მივიღე? შენ მე ზურგი მაქციე! მაგრამ უარეს ფსიქოფატებს გადაეყარე!
- შენი არ მჯერა! ვეღარ მომატყუებ! ამის უფლებას აღარავის მივცემ! მე სათამაშო არ ვარ! ან შენ საიდან მზრუნველობა და სიბრალული?
- ასეც ვიცოდი! შენ მე უგულო გგონივარ? სიმართლე რომ გცოდნოდა ამას არასდროს მეტყოდი!
- სიმართლე!? ხო არ ვიცი ! არაფერი ვიცი მაშინ შენ მითხარი! უკვე დავიღალე ტყუილებით! მითხარი ბოლოს და ბოლოს ! თქვი სიმართლე!?
- შენ ჩემი საცოლე იყავი! სიმართლე გინდა!? აი სიმართლე! შენ ჩემი იყავი, ჩემი მაგრამ იმ ავარიამ ყველაფერი შეცვალა, შენ ძალიან დიდი ტრავმა მიიღე და მეხსიერება დაკარგე! იცი შემდეგ რა მოხდა? ვეღარ მიცანი ! შენს სანახავად მოვედი მაგრამ გოგო რომელსაც ვუყვარდი და რომლისთვისაც სიცოცხლესაც დავთმობდი, უკვე აღარ არსებობდა! ამან მაინც ვერ შემაჩერა შენი საავადმყოფოდან წამოყვანა მინდოდა, მაგრამ როცა მოვედი იქ აღარ დამხვდი, მითხრეს რომ ვინმე ქალენების ოჯახმა გიშვილა! მათ შენი მდგომარეობით ისარგებლეს და დაგაჯერეს რომ მათი ნამდვილი ქალიშვილი იყავი? ასე ცხოვრობდი მათთან 1 წლის განმავლობაში.
- ერთი წელი? არა ეს სიმართლე ვერ იქნება ! მე მეგობრები მყავს რომლებიც ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან ჩემთან არიან!
- ჰაჰ საბავშვო ბაღი? - დამიენმა თითქოს სიბრალულით ჩაიცინა.
- ეს ყველაფერი მოიგონეს იზაბელ, მათ ფულს უხდიდნენ გესმის? ფულს უხდიდნენ რომ სანამ 18- ის გახდებოდი საოცნებო ცხოვრებაში გეცხოვრა.
- რატო 18 წელი! რატომ? რა არის ამაში ასეთი განსაკუთრებული?
- 18 წელი ეს სრულწლოვანებას ნიშნავს, მათ კი სრულწლოვანი ქალიშვილი სჭირდებათ მსხვერპლად.
- მსხვერპლად? ეს რა სისულელეა მატყუებ!
- 18 წლის განმავლობაში არცერთი ბიჭი არ გყოლია მართალი ვარ არა? რათქმაუნდა ჩემს გარდა, იცი ამის მიზეზი? - მე უარის ნიშნად თავი გავაქნიე მან კი საუბარი განაგრძო.
- მე კი ვიცი, იმიტომ რომ მათ ქალწული სჭირდებათ , თანაც მათივე სისხლის, თუმცა ჩვენი.ურთიერთობა ხელს უშლიდათ გეგმის განხორციელებაში, მათ ყველაფერი სცადეს ჩვენს დასაშორებლად მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და სწორედ იმ ღამეს როცა ჩვენ ამ ყველაფრისგან გაქცევა გადავწყვიტეთ მათ თქვენ ავარია მოგიწყეს, სადაც შენ მშობლები დაკარგე თავად კი საშინელი ტრავმის გამო ამნეზია დაგემართა და ვეღარ მიცანი, ამის შემდეგ გამოჩნდნენ ქალენებიც.
- კი მაგრამ რატომ ქალწული?
- გახსოვს ნათანმა რაც გაუკეთა ნოას? - ბიჭი იმ მოწითალო კვამლს გულისხმობდა .
- მას " სიცოცხლის ელექსირს,, უწოდებენ, ის დამფუძნებლებზე თაობიდან თაობაში გადადის, ყველაფერი კი ბოროტთან გარიგებით დაიწყო იზაბელ ! მაშინ როცა დამფუძნებელებმა ქვესკნელთა და დაცემულთა მწამებელთან შეთანხმებაზე მოაწერეს ხელი და სული ფულსა და ძალაუფლებაზე გაცვალეს, თუმცა მათ დიდების შესანარჩუნებლად ყოველწლიურად რიტუალის ჩატარება უწევთ , ნეკერჩხლის ყვავილობისას, ნეკერჩხლის იმ ხესთან უნდა შესწირონ მსხვერპლი სადაც ეს შეთანხმება მოხდა.
- ქალწულის სისხლი.- დაიჩურჩულა თავად ქალწულებრივი სევდით , ტკივილნარევი ცრემლით მტირალმა გოგონამ.
- ხო მართალი ხარ, ამის შემდეგ კი ნეკერჩხლის ფესვები სისხლს შთანთქავენ, ხეების ლამაზი იისფერი ყვავილი უცებ ცოდვილი სისხლისფერი ხდება და ალმოდებული ხიდან იმდენი რაოდენობის წითელი კვამლი გადმოდის, რამდენი რაოდენობის სისხლიც შეიწირა აი ასე ჩნდება ე.წ. "სიცოცხლის ელექ,, რომელიც სინამდვილეში სიკვდილისთვის წირავს ადამიანებს, ყველა ვინც მას იგემებს იმ ცოდვებისა და დანაშაულის თანაზიარი ხდება რაც დამფუძნებელებმა ჩაიდინეს, უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლი კი ყოველ ამ სითხის მიმღებს ჭკუიდან შლის , ყველას ანადგურებს და საბოლოოდ ენით აღუწერელ ბოროტებად აყალიბებს, ამ სითხის მიმღებთა გული ჩერდება მაგრამ ეს რაღაც მათ სიმშვიდის მოპოვების საშვალებას არ აძლევს, და ისინიც მოსიარულე გვამებად განაგრძობენ ცხოვრებას , რათქმაუნდა თუ ამას ცხოვრება ჰქვია - საბრალო გოგონა დამიენს გაფითრებული უსმენდა, შემდეგ კი ისეთმა შეშინებულმა დაიწყო საუბარი თითქოს ისეთი რაღაც უნდა ეთქვა რისი ხმამაღლა თქმაც კი ანადგურებდა.
- მე.. მე ეს ყოველ ღამე.. ყოველ ღამე მესიზმრებოდა...
ვხედავდი როგორ რგავდა მოხუცი ნერგს, შემდეგ კი მას სისხლით რწყავდა, იზრდებოდა ხე და მოხუციც უფრო და უფრო მეტ სისხლს უსხავდა მას , მაგრამ რაც უფრო გადიოდა დრო და ხე ნაყოფს იძლეოდა მით უფრო იტანჯებოდა მოხუცი, მაგრამ ამის კეთებას მაინც არ წყვეტდა თითქოს უნდოდა გაჩერება მაგრამ არ შეეძლო, ბოლოს კი როცა ტანჯვას ვეღარ უძლებდა ,ხის მოჭრას ცდილობდა, მაგრამ რამდენჯერაც ჩაასობდა ხეს ნაჯახს იმდენჯერ თავად მოსდიოდა სხეულიდან სისხლი, თუმცა ხე არ იძვროდა, ის მოხუცი სისხლად იცლებოდა , ძალიან ტანჯული სიკვდილით კვდებოდა, შემდეგ კი მისი სული მოკლულ გოგოებს ჩაჰქონდათ ქვესკნელში, მე ამ ყველაფერს ისე ვუყურებდი თითქოს ეს სწორი იყო თითქოს ვიცოდი რომ ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ იისეთი გრძნობა მქონდა რომ თუ შევეწინააღმდეგებოდი გავიმარჯვებდი თუმცა ძალიან მეტკინებოდა , მე კი ამ ყველაფრის დანახვისასაც კი ისეთ ტკივილს განვიცდიდი არ მინდოდა უფრო მეტის გამოცდა, ეს ჩემი ღამის ყველაზე საშინელი კოშმარი იყო.
- კოშმარი? თუ მოგონება?!
- თუ ყველაფერი რასაც ამბობ სიმართლეა სად იყავი ამდენი ხნის განმავლობაში ? რატომ მიეცი მათ ჩემთან ასე მოქცევის უფლება? მარტო რატომ დამტოვე?
- მარტო? ამას ნურასოდეს მეტყვი რადგან მე ასე არასდროს მოგქცევივარ! მე ყოველთვის შენთან ვიყავი მაგრამ ვერ მამჩნებდი, შენი აზრით ვინ იყო ადამიანი რომელმაც ლექტორს გაუხსნელ საქმეებზემიაწოდა ინფორმაცია ? ვინ იყო ის უცხო ადამიანი მაშინ ბიბლიოთეკაში? ვინ ურჩია ვიქტორიას სწორედ ამ ავარიის შესახებ ფაილის მოცემა? ვინ იყო მაშინ კლერთან სახლში? მე ვიყავი! ყველგან და ყოველთვის მე ვიყავი, ბევრჯერ ვერ მამჩნევდი მაგრამ მე ყოველთვის იქვე ახლოს ვიყავი, ყველანაირად ვცდილობდი რომ გაგეხსენებინა, ძალ-ღონეს არ ვიშურებდი რომ ჩემი გოგო დამებრუნებინა - ასეთი გრძნობით ამეტყველებული ბიჭის შემხედვარე იზაბელს ცრემლი ჩამოუგორდა.
- მაგრამ არაფერი.. არაფერი შენ ვერ გამიხსენე, ვერ დაგიბრუნე, ვერ ვიგრძენი რომ ისევ ჩემი იყავი, ამიტომ ვიფიქრე რომ შენს ცხოვრებაში უხეში ჩარევით შევძლებდი ჩემი და ჩემნაირების შენთვის შეძულებას, ვიცოდი რომ ამით ჩვენს სიყვარულს ვწირავდი , იმასაც ვხვდებოდი რომ დაგკარგავდი თუმცა საკუთარ თავს მაინც ვებრძოდი რომ გამეშვი, მაგრამ რამდენიც არ უნდა მეცადა აქ - დამიენმა ხელი გულზე დაიდო.
- აქ სადღაც შიგნით ყოველთვის ჩემი პატარა გოგო იყავი, რომლისთვისაც სიცოცხლესაც კი არ დავიშურებდი, ყოველთვის , ყველაფრისმიუხედავად და სამუდამოდ..
- ეს.. ეს ჩემი და ენის ..
- ხო იზაბელ შენი და ენის პირობა, საქმეც ესაა ენი ჩემი დაა რომელსაც არ უნდოდა თავისი ძმისა და საუკეთესო დაქალის ერთმანეთისგან დაშორება , ამიტომ დამთანხმდა ამ გეგმაში მონაწილეობაზეც, უნდოდა შენთან რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა, არ გთხოვ რომ ჩემს გრძნობებზე შენს მიმართ იგივეთი მიპასუხო მაგრამ ხელს ნუ მკრავ, დავიწყებისთვის ნუ გამიმეტებ, მე შენ მიყვარხარ იზაბელ! მიყვარხარ და ამ გრძნობასთან ერთად მოვკვდები - დამიენს როგორც წესი დრამატულობა არასდროს სჩვეოდა მაგრამ ახლა თავადაც ჩამოუგორდა ცრემლი ლოყაზე და იზაბელს მოეხვია, გოგონაც პატარა ბავშვივით ჩარგო დამიენის მკერდში თავი და აქვითინდა,არ იცოდა რატომ მაგრამ ბიჭის სიტყვებში ეჭვი არ ეპარებოდა, ხვდებოდა რომ ის იყო ის ერთადერთი ვისთანაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობდა, ადრე არასდროს სჯეროდა 1 ნახვით შეყვარების თუმცა ახლა თავად შეუყვარდა თანაც 1 წამში, ამ წამიდან კი ის და დამიენი ერთად გადაეშვნენ სიყვარულის მორევში ცხოვრების პირისპირ, ახალა იზაბელმაც მოუყარა თავი სიტყვებს , ღრმად ჩაისუნთქა , ბიჭს მზერა გაუსწორა და ახლა თავად გაათავისუფლა სიტყვები ბაგეებიდან.
- მეც მიყვარხარ დამიენ! ძალიან მიყვარხარ ! - იზაბელის სიტყვებმა კი ბიჭს თვალებში სინათლე ხოლო გულში კი იმედი დაუბრუნდა , გოგოს სახე ხელებში მოიქცია და კიდევ ერთხელ შეათვალიერა მონატრებული სათუთი სახე, რომელიც სევდასა და ცრემლებს დიდხანს ეტანჯათ, სწორედ მაშინ მიხვდა ორივე საკუთარი ტანჯვის მიზეზს , იმ გრძნობას რომელიც ღამეებს თეთრად ათენებინებდათ და ოცნებებს უნგრევდათ..
ეს მონატრება იყო
მონატრება თანაც ისე ძლიერ რომ სულსაც კი სწვდებოდა.

***

იზის P.O.V.

ძლიერი სიცივე ვიგრძენი და გამეღვიძა ტირილისგან თვალები იმდენად დამმძიმებოდა , რომ გახელაც კი მიჭირდა თუმცა მალევე მოვეგე გონს დამიენის სიახლოვე ვეღარ ვიგრძენი ამიტომ სწრაფად წამოვდექი საწოლიდან და მისი თვალებით ძებნა დავიწყე თუმცა სიცივესთან ერთად ოთახში ძალიან ბნელოდა , ვერაფერს ვხედავდი დამიენისგან განსხვავებით რომელიც მიმხვდარიყო ჩემი ასეთი ქცევის მიზეზს და თვითონ მომიახლოვდა.
- აქ ვარ პატარავ! დამშვიდდი აღარ დაგტოვებ. - ნაცნობი ხმა და მზრუნველობით სავსე სიტყვები იმდენ ძალას მმატებდნენ რომ ვერც ავხსნი , ამდენი ხნის შემდეგ დამიენი ისევ ჩემთან იყო მე ისევ მის მკლავებში მეძინა და როგორც იქნა ისევ ვგრძნობდი ნანატრ სიმშვიდეს და უსაფრთხოებას..

- ცუდი სიზმარი დაგესიზმრა საყვარელო?
- ისევ ის, მაგრამ ახლა იმ კაცმა მითხრა რომ შემდეგი მე ვარ , დამიენ ძალიან მეშინია სიკვდილი არ მინდა.
- ჰეი შემომხედე მე შენთან ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ , აღარავის მივცემ უფლებას , რომ ჩემს გოგოს აწყენინოს გესმის?! მინდა რომ ეს ყველაფერი სულ გახსოვდეს - დამიენის რეაქციაზე მაინც გამეღიმა მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეშინოდა, ეს კი მანაც შენიშნა.
- ერთი ამას შეხედეთ ერთი სულიერი კარგად ერთობა არა? - იმედგაცრუებულმა თავისი დიდი და მუქი ლურჯი თვალები წყენით მომაპყრო , ქვედა ტუჩი კი პატარა ბუტია ბავშვივით ამოებურცა მე ამაზე უფრო მეტად ამიტყდა სიცილი , მაგრამ ახლა დამიენმაც შეცვალა პოზიცია და ეშმაკურად მოციმციმე თვალებით ნელა მომიახლოვდა, რამდენიმე წამიც და ის უკვე ჩემს ზემოდან იყო და დაუნდობლად მიღუტუნებდა, ისე რომ სუნთქვა შეკრულს თვალებიდან ცრემლები გადმომიგორდა, მაგრამ ისინი ხომ ახლა სევდას აღარ გამოხატავდნენ.
- დამიენ გაჩერდი! გაჩერდი გთხოოვ! ვეღარ ვსუნთქააავ! გეყო! აღარ მეცინება! გთხოვ მეტი აღარ შემიძლია!! - მე ბოლო ხმაზე გავკიოდი მეთქი ვიტყოფი მაგრამ ეს კისკისი უფრო იყო ვიდრე ყვირილი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს დამიენი მაინც არ გაჩერებულა მანამ სანამ ფერი არ დავკარგე და თავადაც არ მობეზრდა ჩემი წამება. ბოლოს როგორც იქნა მორჩა და მეც ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი, თან საწოლზე წამოვჯექი, თუმცა ახლა დამიენს აუტყდა სიცილი ჩემი "აფეთქებული ,, თმის გამო, ჩვენც როლები გავცვალეთ და სცენარის თანახმად და ახლა გაბუტულს ქვედა ტუჩი მე ამომებურცა.
- ელთი ამას სექედეთ ცემი ბუტია ბავსვი - ის სიცილს არ წყვეტდა , მე კი თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ გამომეხრჩო, საბოლოოდ მაინც დავინდე და მხოლოდ ბალიში ვესროლე, მაგრამ დამიენი რისი დამიენი იყო ბალიში რომ არ დაეჭირა და უკან ჩემსკენ არ გადმოემისამართებინა, მეც ამ ბალიშის საშვალებით თმა უფრო დამემუხტა და გაბრაზებულმა ვუთხარი.
- მორჩა აღარ გელაპარაკები, გაგებუტე- თან საწოლიდან ადგომა დავაპირე მაგრამ როგორც ველოდი დამიენმა ამის უფლება არ მომცა უფრო მაგრამ დამიჭირა და მკერდზე ამიკრო, ვაღიარებ ეს ძალიან სასიამოვნო იყო მე მის გულის ცემასაც ვგრძნობდი რომელსაც ახითხითებული დამიენის გამო ორმაგად სწრაფად უწევდა მუშაობდა, ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ის ვისაც ამდენი ხანი ვეძებდი სულ გვერდით მყავდა , მე კი ყურადღებასაც არ ვაქცევდი , მაგრამ მაინც არ მივუტოვებივარ, რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი მასთან უფრო მეტად მიყვარდება. არ მინდა რომ ეს წამები ოდესმე დასრულდეს.

დამიენის P.O.V.

ამდენი სიცილისგან დაღლილ იზაბელს ისევ ჩაეძინა, არადა მე მასთან უფრო მეტი დროის გატარება მიმდოდა, თუმცა მიხარია რომ ახლა ჩემთან არის, ამდენი ხნის შემდეგ ისევ მიმიღო და ისევ ჩემი ბუტია გოგო გახდა როგორც ადრე, ამ დროის მანძილზე როგორ ძლიერ მომნატრებია , მისი საყვარელი ღიმილი, ეს სულელური და ხანდახან უადგილო ბავშვურობა , პატარა და ბრიალა მეამიტი თვალები, მისი ალუბლისფერი ტუჩები და ეს უჩვეულო სურნელი რომელსაც ვსუნთქავ მაგრამ მისი შეგრძნებით ვერ ვძღები, ნეტავ შემწძლოს ჩემი მისდამი გრძნობის გადმოცემა მაგრამ რა სჭიროა როცა მას უთქმელადაც ესმის ჩემი ფიქრების, კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში ვფიქრობდი ჩემზე, იზაბელზე, ჩვენზე, მანამდე ვეფერებოდი მის აბრეშუმივით თმას სანამ საბოლოოდ მეც მასთან ერთად არ ჩამეძინა.

იზაბელის P.O.V.

დილით ფანჯარასთან აჭიკჭიკებულმა ჩიტებმა გამაღვიძეს, ჯერ ძალიან ადრე იყო ალბათ 7 საათიც არ იქნებოდა დამიენს ისევ ეძინა , თან თავი ისე ჰქონდა ჩემს კისერში ჩარგული თითქოს რაღაცის სცხვენიაო, ხელები კი წელზე შემოეხვია და მშვიდად ეძინა, მის დანახვაზე გამეღიმა , ისეთი საყვარელი იყო , თმაც აბურდული და შუბლზე მიკრული ჰქონდა, მისკენ ფრთხილად გადავტრიალდი, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით, ჩამოშლილი თმა თვალებიდან მოვაშორე ისე რომ არ გაღვიძებოდა მაგრამ როგორც ჩანს არ გამომივიდა რადგან ჩემმა მძინარე ბიჭუნამ უცებ ჩაიღიმა და თქვა..
- შენ მე მაშტერდები - შემდეგ კი თვალები გაახილა, თავიდან თავის მომძინარება ვცადე და მთქნარება დავიწყე ვითომ ახლახანს გამეღვიძა თუმცა ის ამ განზრახვასაც მიმიხვდა და ჩემი მსახიობური ნიჭის გამოვლინება არც მაცადა ისე გადამიწია ღიმილის დასაფარად სახეზე ჩამოშლილი თმა, პირველად ვიფიქრე რომ უბრალოდ კოცნა უნდოდა მაგრამ
- აუჩ! - უცებ წამოვიკივლე რადგან ლოყაზე დამიენის 33- ივე კბილი დამეტყო.
- აჰამ ეს იმისთვის რომ ჩემი მოტყუება სცადე შე სულელო გოგო - დამიენმა თავიდან გამარჯვებულის ტონით დაიწყი საუბარი მაგრამ შემდეგ ეს გრძნობა სიბრალულმა შეცვალა როცა მან ჩემი აცრემლიანებული თვალები და აწითლებული ლოყა დაინახა.
- მოდი ჩემთან , ჩემო მტირალა - მითხრა და ხელები გაშალა მაგრამ როცა დარწმუნდა რომ არ მივიდოდი თვითონ მოვიდა და ჩამეხუტა.
- ძალიან გატკინე პატარავ?
- მე შენი პატარა აღარ ვარ! ასე ვინ ექცევა შეყვარებულს !
- აჰამ ესეიგი ძალიან გატკინე არა ჩემო ბუტია?
- მე ბუტია არ ვარ!
- იმდენად გატკინე რომ აღარც მებუტები ჩემო ლამაზო?
- მე ლამაზი არ ვა... დამიეენ! - დამიენს ახლა მართლა მაგრად ჩავარტყი , რადგან გავაცნობიერე რისი თქმაც მაიძულა!
- კარგი რა შემირიგდი პატარავ ასეთი ბუტია როდიდან გახდი?
- როდიდან? არც კი მიცნობს და ჩემო პატარაო! რა მატყუარები ხართ ეს ბიჭები!? - როგორც იქნა რაღაც მიზეზი დავუჭირე დამიენს და ნიშნის მოგებით გავაგრძელე " გაბუტობანას,, თამაში.
- არა პატარავ მე ძალიან კარგად გიცნობ უბრალოდ შენ არ მითხარი ბუტია აღარ ვარო? ხოდა მეც დამაინტერესა რამდენიმე წამში ბუტია როგირ გახდი და გკითხე. - ისევ იპოვა თავის გასამართლებელი საბუთი! ზუსტად დამჯენზეა ნათქვამი ნემსის ყუნწში გაძვრებაო!
- დამიენ!
- კარგი ხო კარგი! მითხარი რა გავაკეთო რო შემირიგდე!
- მმმ რა და იტირე!
- რა?
- იტირე და შეგირიგდები! არ იტირებ და არ შეგირიგდები.
- კარგი კარგი რადგან ასე ჯიუტად მთხოვ ვიტირებ - ვაუ არ მეგონა თუ ის ამაზე დამთანხმდებოდა ამიტომ მთელი მობილიზებით დავიწყე მის თვალებზე დაკვირვება და შოუს ყურება!
- ხო ვიტირებ , ოღონდ შენ წადი და ხახვი მომიტანე!
- რა? რა ხახვი?
- შენ არ თქვი იტირე და შეგირიგდებიო?
- ოოოოოჰ დამიენ რააა!!!
- კარგი ახლა სერიოზულად მოვრჩეთ თუ სამაგიეროს გადახდა გინდა მიდი შენც მიკბინე და შევრიგდეთ, ოღონდ არ დაგავიწყდეს რო შენი შეყვარებული ვარ და ძალიან გიყვარვარ ასე რომ ძაანაც ნუ გამიმეტებ! - დამიენმა თავისი აზრით ჭკვიანური რამ შემომთავაზა , თან თვალები დახუჭა და ლოყაც მომიშვირა საკბენად, თავიდან მართლად ვაპირბდი კბენას მარა თვალები ისე რაღაცნაირად მოჭუტა რო შემეცოდა და მარტო ჩავეხუტე, თვითონაც ჩამეხუტა, შემდეგი რამოდენიმე წამი ასე ვისხედით ჩუმად, თუმცა სიმშვიდე ისევ მე დავარღვიე და ვკითხე..
- ახლა რა იქნება?
- არვიცი.
- დამიენ!
- რა მოხდა საყვარელო?
- მეშინია.
- მე ყოველთვის შენთან ვიქნები! აღარასდროს გაგიშვებ! ვიპოვით გამოსავალს არ იდარდო!
- მიყვარხარ!
- მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო პატარა! - და მისი გრძელი თითები ისევ იზაბელის თმების ზღვაში აიხლართა, ძალიან სასიამოვნოა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა, მისთვის პირობის მიცემა რომ ,, სულ ერთად ვიქნებით ,, მაგრამ ეს სიტყვები უბრალო პირობაზე მეტი რომაა, ეს ხომ ადვილი შესასრულებელი არ არის მითუმეტეს სამყაროში სადაც მხოლოდ ერთი მცნება " შურისძიება,, მოქმედებს, ასეთი ხალხისგან თავის დაღწევა კი დამეთანხმებით ძალზედ რთულია, და ეს იმბორმაც იცოდა გულის სიღრმეში, თუმცა მათ მაინც ერთმანეთისთვის მიცემული პირობის იმედი ჰქონდათ, აი სამწუხარო კი ის არის რომ ისინი ამ ბედნიერ წამებს მოგონებებისთვის ქმნიდნენ ...
მოგონებებისთვის და არა მომავლისთვის..
ნეტავ სწორად კი იქცეოდნენ? განა მართლაც ასეთი ადვილია ასეთი სამყაროდან თავის დაღწევა? სამყაროდან სადაც მუდამ სისხლის სუნი ტრიალებს...

დამიენს P.O.V.

იზაბელი დაღლილი იყო და ისევ ჩაეძინა, ჩემი პატარა გოგო რაც მან გადაიტანა ბევრი ამდენს ვერ გაუძლებდა, ახლა მას დასვენება ნამდვილად სჭირდება, თუმცა ყურადღების გადასატანად რამე აუცილებლად უნდა გავაკეთო, ამიტომ სანამ მას ეძინა გადავწყვიტე სავაჭრო ცენტრში წავსულიყავი, მინდოდა მისთვის რაიმე პატარა სიურპრიზი მომეწყო, მაგრამ ჯერ დაზუსტებით თავადაც არ ვიცოდი რა, ჩემი გოგოსთვის ნებისმიერი რამ მეუბრალოვებოდა..

იზის P.O.V.

მალე გამეღვიძა დამიენი სახლში არ იყო, თან არ გავუფრთხილებივარ სადმე გასვლას თუ აპირებდა, ცოტა ავნერვიულდი და მისთვის დარეკვა გადავწყვიტე, ტელეფონი სამზარეულოში დამრჩა ასე, რომ მეც სამზარეულოსკენ გავემართე, თუმცა იქ შესვლის შემდეგ დამიენისთვის დარეკვა სულ აღარ გახდა საჭირო. იქვე მაცივართან ჩემი საყვარელი ფორთოხლის წვენი და ჭიქის გვერდით პატარა ფურცელი იყო, სადაც ეწერა:
" პროდუქტების საყიდლად გავედი, სანამ გაიღვიძებ დავბრუნდები ,, - ტექსტის ამ ნაწილის წაკითხვისას გოგონა გაჩუმდა და იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა.
- დაგაგვიანდა უკვე მღვიძავს! - და ფორთოხლის წვენი თვალის დახამხამებაში წესით უნდა დაელია და დამიჯერეთ მართლაც აპირებდა თუმცა სამწუხაროდ წვენია ასე ვთქვათ უკან ოთახში დაბრუნება მოუწია და პირიდან ფორთოხლისფერი ნაწილაკები გადმოაფრქვია, რადგან წვენი საშინლად ცივი აღმოჩნდა და გოგონას ასე მოკლე დროშიც კი ყელი აატკივა. მხოლოდ ამის შემდგომღა მიუბრუნდა დამიენის ფურცელზე წაუკითხავ ტექსტს და უკმაყოფილოდ განაგრძო კითხვა..
- " არ ინერვიულო.. პროსქრიპტუმ : წვენი ძალიან ცივია ბევრი არ დალიო თორემ ყელი აგტკივდება. ძალიან მიყვარხარ. დამიენი ,, - კითხვა არც ჰქონდა დამთავრებული , როცა ოთახში დამიენის სიცილი გაისმა და ფორთოხლისფერ გოგონას წელზე ხელი მოხვია.
- რა მოხდა ქალბატონო მაინც ვერ მოითმინე და წვენი მანამ დალიე სანამ გაფრთხილებას ბოლომდე წაიკითხავდი არა? - იზაბელის ნამდვილად არ ვიცი მაგრამ დამიენი კი დანამდვილებით კარგად ერთობოდა, მაგრამ იზაბელი რისი იზაბელი იყო, რომ ბიჭის ეს საქციელი უპასუხოდ დაეტოვებინა ასე, რომ დაუყოვნებლივ მოიშორა დამიენის ხელები წელიდან და აბობოქრებული თან ამავდროულად საჩხუბრად მომზადებული შებრუნდა ბიჭისკენ, თუმცა მისი განწყობა მაშინვე შეიცვალა როცა დამიენის დასისხლიანებული წარბი დაინახა.
- დამიენ რა... რა მოგივიდა სახეზე? - იზი ახლა უკვე ნანობდა , რომ ბიჭს ხელი კრა ამიტომ თვითონ მიუახლოვდა მას და ნატკენი ადგილი ხელით მოუსინჯა .
- არა .. არაფერი პატარავ უბრალო ნაკაწრია.
- ნაკაწრი? სულ სისხლიანი ხარ!? ვინმესთან იჩხებე? - მთვარისფერ თვალება გოგონამ ახლა გამომცდელი თომცა მზრუნველი ტონით სცადა ბიჭისგან მომხდარის გაგება.
- არა საყვარელო უბრალოდ მოტოციკლიდან გადმოვვარდი, როგორც ჩანს ჩემი არ ყოფნის დროს ძალიან ჭკვიანი ტიპი უვლიდა , აბა ისე სულელი როგორ მოიფიქრებდა ძრავისთვის მუხრუჭების მოხსნას. - ოდნავი ცინიზმი და ბრაზი დამიენის ხმაში კვლავ შეინიშნებოდა მაგრამ იზაბელს ეს მაინც ვერ ამშვიდებდა.
- ძალიან გტკივა?
- არა პატარავ საერთოდ არ მტკივა.
- არც ასე? - გოგონამ ახლა ჭრილობის სხვა მხარეს დააჭირა თითი და ბიჭს ინტერესით სავსე თვალებით დაუწყო ცქერა.
- აუჩ! - უცებ წამოიყვირა დამიენმა და ახლა თვითონაც იტაცე ხელი შუბლზე.
- აბა არ მტკივაო?
- კარგი რა პატარავ ფრჩხილს თუ ჩამარჭობ ნატკენ ადგილას მეტკინება შენ ეს იცოდი? - იზაბელი ახლა დასჯილი ბავშვივით თავდახრილი იდგა ბიჭის გვერდით რომლის სიმაღლის გამო გოგონა მართლაც რომ ბავშვს ემსგავსებოდა.
- კარგი საყვარელო არაუშავს , მოდი მაკოცე და მომირჩება - დამიენი დაიხარა ისე რომ იზაბელს კოცნა შესძლებოდა და ლოყა მიუშვირა , რამოდენიმე წამში კი ისევ
- აუჩ! - და ახლა დამიენის ლოყას დაეტყო 33 კბილი, გოგონას კი უკვე თვითკმაყოფილი ღიმილი აეკრა სახეზე და ბიჭს ქვემოდან საყვარელი თვალებით უმზერდა.
- მორჩა საქმე მოგვარებულია - იზიმ საუბარი დაიწყო, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი აღმართა და თან ფეხის წვერებზე აიწია, შემდეგ კი საუბარი განაგრძო.
- პრობლემაც გადაჭრილია ! ახლა მე და შენ ბარი ბარში ვართ! ხომ გაგაფრთხილე შურისძიება მწარე იქნებათქო.
- შენ ჩემთვის არაფერი გითქვამს - უკმაყოფილო დამიენი გოგონას გაჰყვა რომელიც სავარძელში კომფორტულად მოკალათებულიყო.
- ამმ მართლა? არაუშავს თუ არ მითქვამს ხო გავიგიქრე მაინც შენ უნდა გცოდნოდა!
- უკაცრავად თქვენო უგანათლებულესობავ ის თუ იცით რომ მეცნიერებმა დაამტკიცეს რაღა თქმა უნდა დიდი ფიქრის შედეგად რომ ადამიანებს ფიქრების წაკითხვა არ შეუძლიათ!
- კბენა რომ შეგიძლია ფიქრების კითხვაც უნდა შეგწძლოს! - ჯიუტი იზაბელი თავისას მაინც არ იშლიდა, დამიენი კი შეყვარებულისათვის ჩვეული თბილი ღიმილით უსმენდა გოგონას ჭკვიანურ მოსაზრებას და მან უკვე იცოდა , რომ იზისთან კამათს აზრი აღარ ჰქონდა და თქვენც გირჩევთ , უფროსწორად ბიჭებს გაფრთხილებთ რომ გოგონები ყოველთვის მართლები არიან!

დამიენს P.O.V.

ენიმ კიდევ დიდი ხანი მიმტკიცა , რომ თუ გონებას დაძაბავ და ინტუიციასაც დაიხმარებ შეძლებ ადამიანის ფიქრების წაკითხვას თუმცა ისიც მითხრა , რომ ამას დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ვარდიშიც სჭირდება, მაგრამ შემდეგ გაახსენდა რომ მე 20 წლის სულ რამდენიმე თვეში ვხდებიდი, ასე რომ ამ კამათის შემდეგ დავასკვენით, რომ კარგი იქნებოდა თუ ენის და ნოას დავურეკავდით და ასე ვთქვათ პატარა გასართობ საღმოს მოვაწყობდით ჩვენთვის.

იზის P.O.V.

ჩემი აზრი დამიენს დიდად არ მოეწონა , თუმცა მე მაინც დავარწმუნე რომ ნოასთან არ ეუხეშა, რადგან ის უკვე თავისი დის შეყვარებულის მოკვლის, დახრჩობის, გაგუდვის და მრავალი სხვა ამდაგვარი ხერხის განხილვას შესდგომოდა.როგორც იქნა ნოა და ენიც მოვიდნენ , მე და ენიმ პიცის გამოცხობა გადავწყვიტეთ ბიჭებმა კი ნოას მოტანილი ვისკის დალევა დაიწყეს, მე მაინც ხშირად გავდიოდი მათთან რადგან ვხვდებოდი , რომ დამიენს ნოა კი არა მისი მოტანილი ვისკის ბოთლი უფრო მოსწონდა, ხოდა მეც ვცდილობდი ალკოჰოლის " ერთიანად გადაყლურწვისთვის,, ხელი შემეშალა, მე ხომ არ ვიცოდი ამის შემდეგ რას იზამდნენ მთვრალი ბიჭები, საბოლოოდ კი ისე მოხდა რომ პიცა დაიწვა, ალკოჰოლიც გათავდა და ოთხი თინეიჯერიც მშიერი დავრჩებოდით რომ არა პიცა გამოძახებით, ვაღიარებ ენისა და ნოას დაპატიჟება კარგი იდეა აღმოჩნდა, ერთად კარგად გავერთეთ, ვითამაშეთ, ვიცეკვეთ და ძალა რომ გამოგვეცალა მხოლოდ მაშინ დავსხედით ფილმის სანახავად, ფილმის არჩევაში დიდი დრო ნამდვილად არ დაგვიკარგავს რადგან ვიცოდით რომ ბოლომდე მაინც ვერ ვუყურებდით და შუა ნაწილში ჩაგვეძინებოდა, მე კი ბედნიერი ვიყავი რადგან ვხვდებოდი რომ , დილით თვალების გახელისას ნოას და ენის ახლართული ხელებისა და საყვარელი ღიმილის დანახვისას აღარ შემშურდებოდა..

იზის P.O.V.

დილით ვიღაცის ღიღინის ხმამ გამაღვიძა, ხო ეს დამიენი იყო, სამზარეულოში გავედი და დავინახე თავიდან ფეხებამდე ფქვილში ამოსვრილი ჭაბუკი რომელსაც ხელთ ეპყრა ბლინების მმუსრავი ტაფა, რის გამოვ სიცილი ამიტყდა.
- ოჰო მძინარე მზეთუნახავსაც გაუღვიძია.
- ვხედავ ბლინების სამეფოს პრინციც ამას ელოდებოდა - ვუთხარი და თვალით დანახშირებული, შავი მასისკენ ვანიშნე, ამაზე მასაც უბრალოდ გაეღიმა.
- ენი და ნოა სად არიან? - ვიკითხე მას შემდეგ რაც სახლში ის ორი ვეღარ შევნიშე.
- არვიცი , როცა გამეღვიძა ისინი უკვე აღარ იყვნენ.
- აუ მაგარი იყო გუშინ, კარგად გავერთეთ.
- ხო მაგრამ ის ტიპი მაინც არ მომწონს.
- ჩემი აზრით, შენ უბრალოდ ეჭვიანობ იმის გამო , რომ საკუთარი და მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ციდრე შენ - დამიენს კმაყოფილმა გავხედე და თან მაცივრის კარი გავაღე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გუშინდელი საღამოს შემდეგ ჩვენს სამზარეულოში მხოლოდ ფქვილი და რძე დარჩენილიყო, რომელთაც ბოლო დღეს დილით მოუღო დამიენმა.
- დამიენ!
- გისმენ პატარავ.
- მე მარკეტში ჩავალ კარგი? ჩვენი მაცივარი მთლიანად ცარიელია, თან ფორთოხლის წვენიც გამითავდა.
- კარგი საყვარელო წადი, გინდა მეც გამოგყვე?
- არა ჩემო მზრუნველო დათუჩა, მარტო ჩავალ , თან სახლს ასე ცარიელს ხომ ვერ დავტოვებთ?
- კარგი როგორც გინდა პატარავ - დამიენმა შუბლზე მაკოცა და კარამდე მიმაცილა, მეც სასწრაფოდ ჩავირბინე კიბეზე , პირველივე მარკეტში შევედი და ყველაფერი ვიყიდე რაც მჭირდებოდა, შემდეგ ისევ სახლში ავედი ოთახის კარი შევაღე, მაგრამ უცებ პაკეტები ხელიდან გამივარდა, სახლი მთლიანად დალეწილი ხოლო დამიენი სისხლში ამოსვრილი დამხვდა. ვერ მივხვდი რა მოხდა მაგრამ დამიენზე ძალიან ვნერვიულობდი, მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვის გამო კი ცრემლები მომადგა და ძირს დაცვენილი პროდუქტები არც კი ამიკრიფავს ისე მივედი დამიენთან.
- დამიენ საყვარელო კარგად ხარ? რა მოხდა? სულ სისხლიანი ხარ ! - მინდოდა მისთვის სახიდან სისხლი მომეწმინდა თუმცა ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მეტი ჟონავდა ჭრილობიდან.
- იზი პატარავ მე კარგად ვარ,სასწრაფოდ უნდა ვილაპარაკოთ ეს მოიცდის.
- მოიცდის? შენს თავს შეხედე დაჭრილი ხარ ექიმი გჭირდება.
- იზაბელ მომისმინე ! ჩვენ უსაფრთხოდ არ ვართ, მე სერიოზული არაფერი მჭირს,მაგრამ სასწრაფიდ უნდა წავიდეთ აქედან!
- რატომ რა მოხდა? ეს ვინ გაგიკეთა?
- როცა სახლიდან გახვედი აქ გველები მოვიდნენ, შენი წაყვანა უნდოდათ, მაგრამ ვუთხარი რომ ავარიის შემდეგ ვეღარ მიცანი და მეც დაგივიწყე, მაგრამ არ დამიჯერეს და ჩევენი ფოტოები მაჩვენეს, როგორც აღმოჩნდა გვითვალთვალებდნენ, მივხვდი რომ თავს არ დამანებებდნენ ამიტომ შენი ყალბი ადგილმდებარეობა ვუთხარი , მაგრამ მალევე დაბრუნდებიან, სანამ მიხვდებიან რომ მოვატყუე აქაურობას სასწრაფოდ უნდა გავეცალოთ! - სანამ დამიენი მომხდარს მიყვებოდა, მე მის ჭრილობებს ვამუშავებდი, შემდეგ ყველაზე საჭირო ნივთები შევაგროვეთ და მანქანისკენ წავედით, დრო ცოტა გვქონდა, დამიენი პირველი მივიდა მანქანასთან საბარგულში ჩვენი ნივთები მოათავსა , თავად კი საჭესთან დაჯდა .
- საყვარელო სწრაფად წამოდი , დანარჩენ ნივთებს შემდეგ შევიძენთ- დამიძახა მას მერე რაც დაინახა როგორ ვცდილობდი ძირს დაყრილი ნივთების შეგროვებას, მეც სასწრაფოდ მანქანისაკენ გავიქეცი, მაგრამ როგორც ყოველთვის ბედმა ისევ ჩემი დაცინვა გადაწყვიტა, ვიცოდი რომ ეს სამყარო საშიში იყო, რომ მისგან თავის დაღწევა მარტივი არ იქნებიდა მაგრამ ასეთ სისასტიკესაც ვერ წარმოვიდგენდი, მე მანქანისაკენ გავრბიდი, რომელშიც დამიენი მიცდიდა, თუმცა მასთან მისვლა ვეღარც შევძელი , რადგან მანქანა თვალის დახამხამებაში ცეცხლმა მოიცვა, მე კი ვიღაცამ დამიჭირა ზურგიდან და დამიენთან მისვლის საშვალებას არ მაძლევდა, უმოეყალოდ ვყვიროდი, მის სახელს თუმცა დამიენს აღარ უპასუხია, ან შეიძლება უნდოდა კიდეც თუმცა უკვე გვიანი იყო, დიდი გამოცნობა არ დასჭირვებია ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზს ეს გველების მოეყობილი იყო, მართალს ამბობდა დამიენი როცა საფრთხეზე მიყვებოდა მაგრამ ახლა ის ისევ ჩემს გამო...
არა არ მინდიდა ამის გაფიქრებაც კი..
არ მინდოდა..
ცომ ამბობენ როცა შანსებსა დაშესაძლო ვარიანტებს განიხილავ არასდროს გამოგრჩეს სასწაულიო?
ის იქნებ გადარჩა?
იქნებ სასწაულის გამო გადარჩა?
მისი დაკარგვა არ მინდოდა ! არ მინდოდა! მე ხომ ის სულ ახლახანს ვიპოვე! სულ ახლახანს დავიწყე ღიმილი და თვალზე ცრემლი შევიშრე ! ერთი მიზეზის გამო ...
ერთი მიზეზის გამო და ახლა ის მიზეზიც დავკარგე?
არა არ მჯერა ! არ მინდა რომ დავიჯერო!
და მაინც მე უს უფრო მეტად მიყვარს! მიყვარს და იქ უფრო მეტად მეყვარება...
იქ მაღლა ცაში...

მხოლოდ ეს იყო ჩემი უკანასკნელი ფიქრებიც და გავითიშე გულმა ამდე სევდასა და ტკივილს ვეღარ გაუძლო..
უკვე ვეღარ..

რამოდენიმე საათის შემდგომ
გონზე მოვედი მაგრამ თვალის გახელა აღარ მინდოდა, არ მინდოდა სამყარო დამიენის გარეშე დამენახა...
არც ის მინდოდა რომ იმ სადისტებს , ჩემი ცრემლები გამარჯვების ნიშნად ჩაეთვალათ და უფრო დამტკბარიყვნენ ჩემი ტანჯვით ,მართალი უთქვამთ ადამიანზე დიდი ცხოველი არ არსებობს! მხოლოდ მას შეუძლია ახლოს მოვიდეს,გული ამოგაცალოს და ხელის ერთი მოძრაობით, სისხლად დაცალოს..



ადრე მჯეროდა რომ ადამიანები იცვლებოდნენ მაგრამ მივხვდი, რომ ვცდებოდი, იმასაც მივხვდი რას ნიშნავდა მაიკლის მოძღვრება ნდობის შესახებ, ის მართალიც იყო ნდობა გკლავს, განადგურებს და ბოლოს აღარც არავინ რჩება რომ გაგიხსენოს, ახლაც რა აზრი ჰქონდა ჩემი თვალების არ გახელას, დამიენის გარეშე ისედაც
მკვდარი ვარ...
დასაკარგიც ხომ აღარაფერია, ბარემ გათავდეს ეს სიცრუეც - ვიფიქრე და გავახილე თვალები, იმ წამს მივხვდი რომ დაბმული ვიყავი, უფროსწორად მიბმული...
ხეზე..
ნეკერჩხლის სისხლის მსმელ ხეზე..
ჩემს წინ უამრავი ანთებული სანთელი იყო, ვხედავდი ჩემაკენ მომართულ ამაზრზენ თვალებს, კმაყოფილ სახეებს, ირონიულ ღიმილს, შავ მანტიაში გამოწყობილ ადამიანებს, მაგრამ ჩემთვის მათ უკვე აღარავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, არანაირი სანამ ერთ - ერთი მათგანი რაღაც სიტყვების ბუტბუტით არ წამოვიდა ჩემსკენ, მომიახლოვდა და მანტიის ჯიბიდან დანა ამოაცურა, რომელზეც გველის სიმბოლო იყო ამოტვიფრული, თუმცა შიში არც ახლა მიგრძვნია, მხოლოდ ჩემი სიზმარი გამახსენა მაგრამ ერთი განსხვავებით, ეს ყველაფერი ახლა რეალობაში ხდებოდა , გამახსენდა სიზმარში განცდილი გრძნობაც როცა მივხვდი , თუ ამ ყველაფერა წინ აღვუდგებოდი გავიმარჯვებდი მაგრამ ძალიან მეტკინებოდა, ახლა ამის მნიშვნელობაც ნათელი გახდა ჩემთვის, ეს დამიენის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი იქნებოდა, სანამ მე ამ ყველაფერს ვაანალიზებდი , შავ მოსასხამიანმა კაცმა დანა ჩემს კისერზე გადაანაცვლა , თვალები დავხუჭე, მან კი ერთადერთი რამ თქვა.
- შენი უკანასკნელი სიტყვები - მე ამაზე არაფერი ვუპასუხე , არ შემიხედავს მაგრამ შემიძლია დავიფიცო რომ ამ ყველაფერზე უბრალოდ გაეცინა ..
ხო ის კარგად ერთობოდა..
მან უფრო მჭიდროდ მომაბჯინა კანზე დანა და ხის ფესვებიც ჩემი სისხლის პირველ წვეთს შეეგებნენ, თუმცა მარტო ერთადერთ წვეთს ..
რადგან ჯს ვიღაც ამ პროცესს სასტიკად წელავდა, ეს ჯალათობა კი სამწუხარო მხოლოდ მისთვის გამოდგა, მალე იარაღის გასროლის ხმა გაისმა , იმ კაცს კი დანა ხელიდან გაუვარდა და უსულოდ დაეცა მიწაზე..
- იზაბელ - ვიღაცამ ხმამაღლა იყვირა ჩემი სახელი ,მე ეს ხმა ვიცანი ,
დამიენი იყო..
თვალები გავახილე და ახლა სიყვარულით სავსემზერას გავუსწორე სახე, დამიენი...
უს გადარჩა, სასწაულია! გადარჩა ახლა ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მან მალევე გამითავისუფლა სხეული თოკებისგან, ყელზე ნაკაწრის მაისურით შეხვევაც მოასწრო, შემდეგ კი სადღაც გავიქეცით , იქ ნათანი და ნოაც დავინახე, როგორც აღმოჩნდა ისინიც დამიენის გეგმის მიხედვით მოთამაშე პაიკები იყვნენ.
- დამიენ აქეთ ჩქარა - დაუძახა ნათანმა და ჩვენც მისკენ გავიქეცით.
- ახლა საით? - მაშინვე ახალი მიმართულების ძებნა დაიწყო დამიენმა როგორც კი მათ მივუახლოვდით.
- იქით - ნოამ ხელით ანიშნა და შემდეგ საუბარი გააგრძელა.
- მოიცადეთ! ჯერ მე და ნათანი გავალთ! მათ ჩვენც გველები ვგონივართ და დაგვიჯერებენ, თქვენ კი მოსაკლავად დაგდევენ თუ უსაფრთხო იქნება დაგიძახებთ თუ არა და ტყეში გაიქეცით. - დამიენი ამ გეგმას დათანხმდა , სხვა გზა არც იყო ჩვენ ახლა მათ ხელში ვიყავით, ამ ადგილას კი ჯერ კიდევ უამრავი შეიარაღებული კაცი გვეძებდა, შავი მანტიით.
- ჩქარა წამოდით, ჯერჯერობით არ მოსულან იჩქარეთ - სულ მალე ნოას ყვირილიც გავიგონე , დამიენი იქვე ტერიტორიას ათვალიერებდა, მივბრუნდი რომ მისთვის დამეძახა , მაგრამ დამიენის ნაცვლად ჩემსკენ მომართული იარაღი და ის კაცი დავინახე ისევ იმავე დანით ხელში , რომელიც მოკვლას მიპირებდა, გარს ახლა შავი მანტია კი არა წითელი კვამლი ერტყა, წითელი სიცოცხლის ან სიკვდილის ელექ და ავისმომასწავებლად იღიმოდა..

დამიენს P.O.V.

მე ტერიტორიის დასათვალიერებლად ვიყავი , როცა გასროლის ხმა გავიგე და იზისკენ გავიქეცი , რომელიც ოთხად მოკეცილი იწვა მიწაზე, მივუახლოვდი და ამის მიზეზსაც მივხვდი მისი მკერდიდან შეუჩერებლად მოედინებოდა ქალწულის სისხლი, ხელში ავიყვანე და სასწრაფოდ ნოასკენ გავიქეცი, ვგრძნობდი როგორ ეცლებოდა მის ლამაზ სხეულს სიცოცხლე და როგორ ტოვებდა მის კანს სითბო, ერთადერთი რაც ყველაზე მეტად მინდოდა ის იყო , რომ მის ადგილას მე ვყოფილიყავი, სიცოცხლესაც დავთმობდი რომ მისი თბილი ღიმილი ისევ მენახა, საავადმყოფოში როგორ მივიყვანე არ მახსოვს,მეც და იზაბელიც მის სისხლში ვიყავით ამოსვრილნი, ის ჰოსპიტალში შებიჯებისთანავე საოპერაციოში შეიყვანეს , მჯეროდა მთელი გულით მჯეროდა რომ ის გადარჩებოდა მაგრამ რწმენაზე უმეტეს იმაზე ვნერვიულობდი , რაც იზაბელის ბაგეებს მისი ექიმებისმიერ წაყვანამდე მოსწყდა " იქ უფრო მეტად მეყვარები,, რატომ დამემშვიდობა? რატომმომექცა ასე? მე მის გაშვებას ჯერ არ ვპირებ! არ გავუშვებ !
რა უცნაური რამაა ეს სიყვარული სანამ გამოუტყდები იმის გეშინია რომ თავადაც სიტყვა "მიყვარხარს,, არ გეტყვის , გამოტყდები და მაშინაც გეშინია ამ სიტყვის მოსმენისას ვაითუ მერე ამის საშვალება აღარ მოგეცეს.
ყოველი ეს ფიქრი ბრძოლისა და შურისძიებისაკენ უფრო და უფრო მიბიძგებდა , იმ " მესთან,, მაახლოვებდა რომელსაც თავადაც გავურბოდი, სწორედ ასეთ დროს მომიახლოვდა ნათანიც.
- დამიენ! ვიცი ტკივილს ვერაფრით შეგიმსუბუქებ, მაგრამ იქნებ რამით შემიძლია დახმარება? - ადრე როცა შანსი მეძლეოდა იზის დაბრუნების და მასთან ერთად ყოფნის, ყოველთვის ჩემი საქციელის შედეგებს განვიხილავდი და უკან ვიხევდი, მაგრამ ახლა ამ შეცდომის გამეორებას აღარ ვაპირებდი.
- ყველა იმ ადამიანის სახელ, გვარი და მისამართი მჭირდება ვინც იზის ეს დამართა, უკლებლივ ყველასი ! აი ეს იქნება ჩემი დახმარება.
- დამიენ შენ ხომ არ..
- შეგიძლია თუ არა?
- ყველაფერი რამოდენიმე საათში გექნება - ზუსტად იცოდა ნათანმა
რისთვის იყო მისამართები და წავიდა, წავიდა ისევე როგორც ყველა ჰოსპიტალში მყოფი სამუშაო საათების დასრულების შემდგომ, წავიდნენ ყველანი გარდა იმ ექიმებისა რომლებიც ერთი გოგოს სიცოცხლისთვის პატარა ოთახში უდიდეს ბრძოლას აწარმოვებდნე, მე კი აქ ბრძოლის ასპარეზიდან შორს მხოლოდ იმაზე ლოცვა შემეძლო, რომ ეს ბრძოლა მარცხით არ დასრულებულიყო..
და როგორც იქნა საოპერაციოს კარიც გაიღო, სისხლისფერი ხალათით, ჩაწითლებული თვალებით და დანებების ნიშნად ჩამოშვებული ხელებით, ექიმი საუკუნეების ნაბიჯებად მოათრევდა ფეხებს, თავი აწია და ოფლით დაცვარული ბაგე უნუგეშოდ გახსნა.
- ვწუხვარ.. - და მორჩა ამ სიტყვამ სამუდამოდ გაანადგურა დამიენი , რას გრძნობდა? ტკივილს ,
ისეთ ტკივილს მონატრებულს რომ გეტყვიან აღარ არისო, დაგვტოვაო და შენ , რომ მაინც არ გჯერა, რატომ უნდა დაიჯერო სანამ საოპერაციოს ცივ მაგიდაზე, უსიცოცხლოდ გაყინულ სხეულს არ დაინახავ, იცი ვინც არის ...
უფროსწორად რაც..
მაგრამ არ შეგიძლია მისთვის მისი ერთდროს სინათლით სავსე თვალებისთვის მზერის გასწორება..
გეშინის რადგან ხვდები რომ იყო ერთი მთვარის'ფერ თვალება გოგონა რომლის თვალებიც სამუდამოდ ასეთად დარჩა და ვარსკვლავების ციმციმს ვერ მიაღწია...
უკვე იმასაც ხვდები რომ ვეღარც მის კისკისს მოისმენ, მზრუნველობით სავსე ხმას ვეღარ გაიგონებ, ხვდები რომ შენი ცხოვრების სიყვარული ცივი და შავი მიწის ქვეშ უნდა დაფლა..
იცი რომ აღარ არის მაგრამ არ იჯერებ..
გული გიკვდება მაგრამ ვერავინ გშველის..
ხვდები რომ დროც ვერ გიშველის ...
ტირილი გინდა მაგრამ ცრემლი არ გყოფნის..
მისი სითბოს შეგრძნება გინდა , მაგრამ სიცივეს გრძნობ და ბოლოს ხვდები, რომ ის მაინც გაუშვი..
წასვლის უფლება მიეცი და ისიც წავიდა, ხელი გაუშვი და ისიც დაიკარგა, გაქრა სამყაროდან....
მაგრამ გულიდან არა ...
და უფრო მეტად გტკივა , უფრო და უფრო ღრმად ჩნდება ჭრილობა მაგრამ განკურნება არ შეგიძლია...

****

5 დღის შემდეგ

- ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ახალგაზრდა გოგონას დაკარგვით გამოწვეული უდიდესი ტკივილის თანაზიარნი გავხდეთ - ტირილისგან ცრემლგამშრალი, თვალებ ჩასისხლიანებული ბიჭი , შეყვარებულს ქვესკნელში ტოვებდა , ხალხსაც მრავლად მოეყარა თავი მაგრამ დამიენის გულში უფროსწორად იმ ნაწილში რაც დარჩა, ეს მხოლოდ ზიზღს იწვევდა , ზიზღს რადგან ამ ხალხმა მოკლა იზაბელი, ეს ხალხი გაჩუმდა და ყური დაიყრუვა როცა გოგო შველას ითხოვდა მავრამ ახლა რა?
ისინი აქ დგანან ის კი..
ის აღარ არის..
აღარ არის და ისევ ხალხის ნიღბების საცოდაობა ხიბლავს ...
აი მაშინ კი როცა ყოველმა მკვლელმა მოიხადა ყალბი გულით ვალი, როცა ყოველმა მათგანმა მიაყარა მიწა მის სხეულს, მაშინ მივიდა დამიენი ღამის პირს ლოდთან და ძველებურად მოუსვა სახეზე ხელი...

ცრემლი აღმოხდა ბიჭს , გულით მკვდარით..
ვინ თქვა ბიჭები არ ტირიანო?
აბა ამ აქვითინებულს , ყმაწვილს რა ვუთხრათ?
რაღამც შენ ბიჭი გქვიაო...
არ არის ცრემლი შენი საშვენი?
და იმაზედღა რა ვუპასუხოთ..
გული მტკივაო, ნაღვლით რომ გვეტყვის

და ისევ ფიცით და ისევ ცრემლით , ბიჭსაც მობეზრდა ამდენი ტანჯვა და ახლა უკვე გამძვინვარებულს, ბაგიდან მოსწყდა ეს ერთი რაღაც..
- ვფიცავ! იმ მკვლელებს შენ , რომ აქ დაგფლეს , მოვუღებ ბოლოს და შენს სამარეს მათი გულწრფელი ცრემლით დავცვარავ, ისინი გთხოვენ პატიებას შენ , უგულო გულით დიდხანს იკვნესენ მაგრამ არ მოვა ის ჩემს გულამდე , ერთ ერთხელ კიდევ შეგევწდრები, ისევ დამიმდე , რომ ვერ გიშველე!

და მაშინ იყო ცრემლი მაგრამ აღარ ნუგეში...
იყო სიყვარული მაგრამ მიჯნურისთვის სისხლად დათხეული...
იყო ნათელი მაგრამ არა წყვდიადის განსადევნად...
იყვნენ სისხლის მდინარენი მაგრამ არ ჩანდნენ მკვლელნი..
იყო სიცოცხლე მაგრამ აღარ მისთვის..
იყო წვიმა რომელიც მის მიჯნურს გლოვობდა..
იყო სუდარა მის სახეზე მაგრამ სილამაზეს ვერ ფარავდა ...
იყვნენ მოსამართლენი და იყვნენ მსაჯულნი, მაგრამ არა სიმართლის დასადგენად..
იყო სიმართლე მაგრამ არა სიცრუის შესაცვლელად..
ვიყავი მე და იყო ის.
იყო სხეული მაგრამ უსულოდ ..
იყო სილამაზე მაგრამ უსიცოცხლოდ..
ისევ ამაოდ ველოდი სიკვდილს..
მაგრამ უმოწყალოდ აპირებდა იგი ჩემს ტანჯვას...
და იყო ბნელი სამყარო და ვიყავი ჩვენც ..
მაგრამ სიბნელემ შთანთქა მისი გული..
მქონდა მიზანიც მაგრამ შურისძიებისთვის...
იყო სიცივე მაგრამ არა უგრძნობი სხეულისთვის..
და იყო ტანჯვა მაგრამ არა სიბრალული..
იყო დასაწყისი მაგრამ აღარ დასასრული..
მქონდა კითხვები მაგრამ არა პასუხები ..
ვეძებდი პასუხს ვპოულობდი კითხვებს..
რომელიც ტანჯვას აძლერებდა..
უცებ გავჩერდი წამით დავდუმდი
ჩემი ცხოვრება თვალწინ დამიდგა..
და გამახსენდა ბნელი დღეები...
ცოდვის ჭაობში რომ მიმათრევდა..
ტანჯვა კი იყო მონატრებული, მიჯნურის გულის ისევ ძახილი..
და ყალბთა მზერთა გაქვავებული ცრემლი,
უკვდავი სულით ნადენი..

***
- ახალ ამბებს განვაგრძობთ კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევით, როგორც ჩანს ეს ღამე საკმაოდ ხანგძლივი გამოდგა, სამართალდამცავებმა ტყეში არსებულ აქამდე უცნობ, მდიდრულ დასახლებაში აღმოაჩინა ე. წ. "გველების,, ბანდის წევრებისა და რამოდენიმე დამფუძნებლის , სასტიკად ნაწამები გვამები. ჯერჯერობით უცნობია ამ დამნაშავის ვინაობა , ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ, რადგან მკვლელი შესაძლოა ჯერ კიდევ ნიუ - იორკის ქუჩებში დაძრწის - და მართლაც დამიენი ბოლო ჯალათის სისხლით რწყავდა იზაბელის საფლავს და იქ მდგარ ხის ტოტზე თოკსაც კიდებდა, თან უკვე უკვე ვეღარც მოსალოდნელი ტკივილი აშინებდა, რაღა თქმა უნდა მისი ტკივილი უმეტეს იყო სხეულის ტკივილზე, რადგან ბიჭი უკვე მომაკვდინებელ ჭრილობებს უძლებს გულის მიჯნაზე...
თვალი აღარც კი გაუხელია პირდაპირ გაჰყო ყულფში კისერი და წამის მეასედში კი არა უფრო მალევე შეჩერდა სუნთქვაც..
მაგრამ სანამ მისი თვალები სინათლესაც დაკარგავდა, ბოლო სიტყვებიც ამოთქვა ბიჭმა ..
- მე ვხედავ... ვხედავ სინათლეს, შენს ლამაზ ღიმილს ვხედავ იზაბელ! - და საბოლოოდ ჩაქრა სინათლეც, რადგანაც ამ ორის მტირალნიც მოკვდნენ და აღარავინ ჰყავდათ დამტირებელნი ,ღრუბლებმა მაღლით დაიწყეს გლოვა და აატირეს ციურნიც სხვანიც. მიწაში ჩაძვრა ყოველი ვარდი იზაბელის სურნელება დაკარგული, შავათ შეღებეს მათაც კაბები და აქვითინდნენ ნეკერჩხლის ხენიც.

და მათი სისხლი მიწიდან თითქოს
ქვეყანას წყევლად შეჰღაღადებდა და უმანკოთა გულის წარწყმედა,
უგუნურთ ბედკრულ ტანჯვას უქადდა,
სადღად საფლავთან მისი ქვითინი,
ბავშვური სევდა აქაც ისმოდა,
ორი მიჯნურის გულის გაგლეჯა,
სამსჯავროს კართან ცოდვად ისმოდა,
ის ორი კი იქ , ქერუბიმთ ფრებს ქვეშ,
თურმე ისევე მათთვის გლოვიან,
და ტანჯვად ქცეულს სიცილს ოდესღაც
ნუგეშით ნეტავ კი შეუცვლიან?

მაშ სიყვარული გრძნობაც არ არის?
არც აღუწერელ ტანჯვად არ თვლიან.
მაშ პატიებას ვითხოვ მე რისთვის?
მაგრამ ნუგეშის, ღირსიც არა ვარ
ამ ბნელი სულის პატრონს მაქვს თხოვნა..
სიკვდილის ბოლო წამიც მაკმარე
და თუ შენ მართლაც ანგელოზი ხარ,
შენ ფრთებს ქვეშ მკვლელი კვლავ შემიფარე..
პატიებას გთხოვ ისევ და ისევ
მაგრამ არც ახლა ველი მე ნუგეშს,
თუმცა იმედი კვლავაც მაქვს ერთი,
რომ იქ შეგხვდები, იმ ქვეყანაზე,
რომ გამიღიმებ , მეტყვი გპატიობ
და ჩემ ბნელ სახეს ბოლოს მოუღებ
მაშინ კი გეტყვი, მე როგორც უწინ
ახლაც ისევე მიყვარხარ ისევ.

***

და მაინც ცხოვრება აზარტულ თამაშს ჰგავს , სადაც იმარჯვებენ არა ისინი ვისაც დიდება და ძალაუფლება აქვთ, არამედ ისინი ვისაც გული...
და გულში ის ერთადერთი ჰყავთ...


ავტორი : თავის'უფალი მწერალი
მეორე ფსევდონიმი :მეივის კასტილო



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

მომწონს შენი წერის სტილი ❤ ჩამთრევი და საინტერესო მოთხრობა იყო ❣❣????

ძაან კარგი იყო მაგრამ სევდიანი დასასრულით????????❤

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგია ძაან მომეწონა მაგრამ ბოლოში სევდიანად დამთავრდა მაგრამ ხალიან კარგია❤❤❤

ძალიან კარგი იყო ძაან მომეწონა ძალიან კარგი მწერალი ხარ❤❤❤

 


№3 სტუმარი Tatia Turmanidze

ვაუუუუუუ ❤️????

 


№4 სტუმარი შუშანა

უმაგრესია სიტყვებით როგორ გადმოვცე არვიცი ????❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან კარგად გადმოცემ იმას რასაც ფიქრობ და ავტორის გულადე სწორად მიგაქვს მართლა ძალიან მომეწონა ბევრ ადგილას ცრებლებიც ვერ შევიკავე და ვთვლი რომ ეს უდიდესი ნიჭია მწერლისთვის რომ მისმა ნაშრომმა მკითხველი აატიროს???? წარმატებები ????

 


№6 სტუმარი Eliza

ძაან მაგარიააა ❤️❤️❤️
სიტყვები არ მყოფნისსს ❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი Zura dolidze

Dzalian magaria❤️❤️❤️

 


სტუმარი ლიკა
მომწონს შენი წერის სტილი ❤ ჩამთრევი და საინტერესო მოთხრობა იყო ❣❣????

ძაან კარგი იყო მაგრამ სევდიანი დასასრულით????????❤



ძალიან დიდი მადლობა ????

სტუმარი მარიამი
ძალიან კარგია ძაან მომეწონა მაგრამ ბოლოში სევდიანად დამთავრდა მაგრამ ხალიან კარგია❤❤❤

ძალიან კარგი იყო ძაან მომეწონა ძალიან კარგი მწერალი ხარ❤❤❤


დიდი მადლობა ჩემთვის ბევრს ნიშნავს ????????

Tatia Turmanidze
ვაუუუუუუ ❤️????

❤❤❤❤ მადლობა რომ წაიკითხე საყვარელო ❤❤

შუშანა
უმაგრესია სიტყვებით როგორ გადმოვცე არვიცი ????❤❤❤

მადლობა ჩემო გოგო ❤❤

Eliza
ძაან მაგარიააა ❤️❤️❤️
სიტყვები არ მყოფნისსს ❤️❤️❤️

დიდი მადლობა საყვარელო ❤❤

სტუმარი მარი
ძალიან კარგად გადმოცემ იმას რასაც ფიქრობ და ავტორის გულადე სწორად მიგაქვს მართლა ძალიან მომეწონა ბევრ ადგილას ცრებლებიც ვერ შევიკავე და ვთვლი რომ ეს უდიდესი ნიჭია მწერლისთვის რომ მისმა ნაშრომმა მკითხველი აატიროს???? წარმატებები ????

მადლობა ძვირფასო ❤❤

Zura dolidze
Dzalian magaria❤️❤️❤️

დიდი მადლობა ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent