არასდროს თქვა არასდროს თავი მეორე
კარს უღებს და ემოციებით სავსე გარეთ ელვის სისწრაფით გავარდა. მოაჯირს ეყრდნობოდა რომ მუხლებშიი ისევ არ დაეკარგა ძალა და ხალხს მასე არ ერბინათ . თვალებიდან ცრემლები სცვივა , ბავშვივით ბრიცავს ტუჩებს და ჰგონია, რომ ქვეყნად ყველაზე სულელი და უსუსური არსებაა. შეშინებულმა აქეთ- იქითდაიწყო თვალების ცეცება , მეგობრებიც არსად ჩანდნენ. - ჩემთან ერთად წამოდი. მშვიდი ტონით ეუბნება უცნობი. - მისმინე... სიმართლე მითხარი რამოხდა იქ? თავს ისევ ცუდად ვგრძნობ , ახლა მხოლოდ დაძინება მინდა ჩემი მეგობრები არსად ჩანან ... - გავისეირნოთ? - უცხო ხარ , რა ვერ გაიგე. - რამდენიმე წუთის წინ ნაცნობი ვიყავი? - მე არაფერი მახსოვს... მორცხვად ჩახარე თავი და ჩამოგორებული ცრემლების მოწმენდა ხელის გულებით სცადა. ათასმა ფიქრმა გაუელვა, აღარ იცოდა სად წასულიყო, არც ის იცოდა რა დაემართა და მისი აზრით იმ დაწყევლილ საპირფარეშოში როგორ ამოყო თავი . - მაგიტომ უნდა წამოხვიდე ჩემთან ერთად . - მე , სახლში მინდა. - მანქანას მოვიყვან, აქ დამელოდე. თავიდან ბოლომდე დაუწყო თვალიერება . ვერცერთი ნაკლი უპოვა. შეიძლება ხეპრედ აჩვენებდა თავს, მაგრამ მის თვალებში სულსხვა რამ ჩანდა, მასზე ზრუნავდა და ისე უფრთხილდებოდა თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყო. თავბრუსხვევა კვლავ იგრძნო , ისევ მოაჯირს დაეყრდნო , თავის შეკავება უჭირდა, მაგრამ ანგელოზივით გამოეცხადა და სიარულში დაეხმარა . მანქანამდე მიიყვანა. უთხრა, რომ უკან დაჯდებოდა, მაგრამ დაჟინებული თხოვნით წინ მოათავსა, ღვედიც თავად შეუკრა . ცივი წყლის ბოთლი კალთაში ჩაუდო, კარი მოხურა და წყალზე მიუთითა, რომ დაელია , რომ უკეთ გახდებოდა. ყველაფერი აერია, ცდილობდა გაეიხსენებინა რა მოხდა და რატომ აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში, მაგრამ უშედეგოდ. სავარძელს თავს ადებს და გრძნობს როგორ ეთიშება გონება . თვალების გახელას ცდილობდა, ყველაფერს თავის უაზრო ტკივილი ფარავს. თავზე შეხებას გრძნობს, ჩასჩურჩულა, რომ ჭიქიდან წყალი მოესვა. - თავს როგორ გრძნობ? მზრუნველი ხმით ეუბნება და ფეხზე ხელს ადებს. - თავი მტკივა... და იწყებს საფეთქლებზე ნაზად მასაჟის გაკეთებას . იმდენად გაუსაძლის ტკივილებს გრძნობდა , აღარ აინტერესებდა სად იყო, რატომ იყო და ვისთან იყო. - საპირფარეშოში გამიყვანე . ხელს უწვდის და ისიც ადგომაში დაუყოვნებლივ ეხმარება. თავადვე უსწორებს აწეულ კაბას და გაწეწილ თმას. - რატომ ზრუნავ ... - ზედმეტ კითხვებს სვამ პატარა ქალბატონო. - პატარაში რას გულისხმობ, სიმაღლეს თუ... - ორივე. ხელები დაისველა და წყლიანი ხელი სახეზე მოუსვა , თითქოს გუშინდელი ემოციები სახიდან მოაშორა. - გუშინდელის ცოდნას იმსახურებ... თვალები მაშინვე გააფართოვა და გაკვირვებულმა შეხედა. საპირფარეშოდან ისევ დახმარებით გაიყვანა, ამჯერად სასტუმრო ოთახში, სავარძელზე დასვა და ისევ წყლით სავსე ჭიქა დაუდგა წინ. თვითონაც კომფორტულად მოთავსდა სავარძელში, მის გვერდით . - პოლიციამ ნარკოტიკზე შემოწმება დაიწყო... თქვა და წამით სიჩუმე ჩამოვარდა. - დასრულდა? - ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ხარ , ხვდები? მისი სიტყვების გააზრებას იწყებს და ხვდება , რომ მის სიტყვებში იყო რაღაც სიმართლის ნაპერწკალი. - არა... მე არაფერი მიმიღია. - კლუბის უფროსი დააკავეს , ნარკოტიკს ასაღებდა... სასმელებში ურევდა. - ეგ რაში ჭირდებოდა? - მეტი კლიენტისთვის, მომხმარებლები დადიან ... - მე არ ვარ მომხმარებელი. - ყველა სასმეში ნარკოტიკია-მეთქი რას ვერ იგებ . - უნებართვოდ? - შენგან უნდა აეღოთ ნებართვა? - ნაკლები ცინიზმი ძალიან გთხოვ... - საპირფარეშოში შეგიყვანე , რომ აზრზე მომეყვანე , შენ კიდევ რაღაც ს**ობების ლაპარაკი დამიწყე. - ნორმალურად მელაპარაკე ძალიან გთხოვ. მგონი დაგავიწყდა რაები მელაპარაკე... საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავ, რომ მსგავს არაფერს ვიზამდი შენთან მითუმეტეს. - რამეს მიწუნებ? ერთიანად აყოლა მზერა თვალებ მოჭუტულმა და მიხვდა , რომ დასაწუნი არაფერი ქონდა და რამდენ ხანსაც არუნდა ეყურებინა ნაკლს ვერ უპოვნიდა. - ზედმეტად ბევრი ტატუ გაქვს იმისთვის , რომ ჩემს გემოვნებას მოერგო. - მეგონა ნაშებს ტატუები მოგწონდათ. - ერთი, რომ მე ნაშა არვარ და მეორე, რომ სხვისი აზრი არ მაინტერესებს, როდესაც ჩემი გამაჩნია. შენაირს არასდროს გავეკარები! - არასდროს თქვა არასდროს... - დაუბრუნდი და მოყოლა გააგრძელე, კიდევ ვერ გავიგე ეგ უაზრობა. - ბევრი დააკავებს კლუბიდან მეპატრონესთან ერთად მეც და შენც გაგვიმართლა , რომ კლუბმა სრული შემოწმება არ გაიარა თორე ციხის გისოსებში ვიჯდებოდით ახლა . - და ჩემი დაქალები... - ოოო რა სამწუხაროა, ისე წავიდნენ და გაიქცნენ უკანაც არ მოუხედავთ. - ამ თემის გნხილვას აქ და შენთან არ ვაპირებ... მგონი ჯერ კიდევ მოქმედებს. - მალე გაგივლის, მაგრამ ორგანიზმის დატოვებას შედარებით მეტი დრო მოუნდება . გირჩევ რომ მთელი კვირის მაძილზე საჭესთან არ დაჯდე. მანქანის ხსენებაზე იაზრებდა რომ მისი საყვარელი მანქანა კლუბთან დატოვა და არც იცის ახლა რა მდგიმარეობაშია. - ჩემი მანქანა, უნდა წამოვიყვანო. - შენ რა მეკაიფები? ახლახანს გითხარი, რომ არშეილება . - როგორმე მოვიფიქრებ რა და როგორ გავაკეთო , გამიწიე სამსახური და საბოლოდ მიპატრონე... სახლში მიმიყვანე. - დაგესვენა... - სახლში უკეთ დავისვენებ. კიბეებზე ასვლას იწყებს გასაღების ჩამოსატანად მოგვიანებთ ამჩნევს, რომ უზარმაზარი სახლის უზარმაზარ მისაღებში იჯდა . ყველაფერს სათითაოდ ათვალიერებდა და მონუსხულიც დარჩა სანახაობით, ყველა დეტალი უნაკლოდ არის შესრულებული, სრული ნეტარება... თბილი ფერები, დიდი, მაგრამ მყუდრო გარემო. სწორედ ისეთივი მოწყობით იყო თვითონ , რომ წარმოიდგენდა გონებაში... კი მასაც არაჩვეულებრივი სახლი ჰქონდა დიდი ეზოში ,აუზით , ორი სართულით და ლამაზი მოწყობით, მაგრამ ამის შეხედვისას ეგონა, რომ ფანტაზია გაუცოცხლა და ახლა ამ ნახატი სახით არის მის წინაშე წარდგენილი. მალევე ეცლება ფიქრებს მისი დანახვისას. - წავიდეთ? ეუბნება და თბილად უღიმის. - ჰო კვლავ უახლოვდება და ადგომაში ეხმარება. ხელს არ უშვებს , მანამ სანამ მანქანის კარამდე არ მიიყვანა. ისევ მისი დახმარებით მოათავსა სავარძელზე. ისედაც მოკლე კაბა დაჯდომისთანავე მოკლდებოდა , რაც უფრო გაღიზიანებას იწვევდა მასში. ცდილობდა არაფერი შეემჩნია ,მაგრამ ხედავდი, რომ მომენტალურად მაინც აპარებდა თვალს მისკენ რის გამოც იძაბებოდა . - არ გამეცნობი? ძრავს რთავს და ლაპარაკსაც მაშინვე იწყებს. ისევ აფიქრდება, რომ ძალიან ბევრი კითხვა უტრიალებს თავში. - რატომ მომატყუე? რაში დაგჭირდა? სიმწრით აყრის კითხვებს და ცდილობს იმ კითხვებს პასუხები მოუძებნოს, რომლებიც ამდენი ხნის მანძილზე შიგნიდან ღრღნიდნენ. - მსგავსი ქცევები მახასიათებს.. ცინიკურად ეუბნება და მის ნათქვამს იაზრებს. კიდევ ერთხელ ხვდება, რომ სრულ უაზრობას ეუბნება ან ისევ ატყუებს ან სიმართლეა და უბრალოდ თვითონა უტვინო ხეპრე. - ხვდები რომ ეგ ბავშვურობა ზედმეტად სულელს გაჩენს? სრული სერიოზულობით უბრუნებს კითხვას და პასუხის მოლოდინში მიჩერებია, რომ ისევ რაღაც სისულელეს დააბრეხვევბს. - ერთ ტყუილს ნუ გადამაყოლებ რა. ხმას იმკაცრებს და არც შეუხედავს ისე განაგრძო სვლა. - შენ რა ქუჩის ქალი გგონივარ? შენ გგონია ასე უცებ დავივიწყებ იმ სურათს რაც საფირპარეშოში დამხვდა? ხმას უწევს , ნერვები კისერში აწვება და ნერვიულად ათამაშებს თითებს. შენიშნა, რომ თავის მოთოკვა უჭირს არც მას გამოპარვია და მკვახედ მიაძახა - ნარკოტიკი ისევ ზემოქმედებს... ეცადე , რომ მსგავს ადგილებში აღარ წახვიდე. - ერთხელ წავედი და ისიც ასე დასრულდა. - მაგას მივხვდი და მაგიტომაც... თქვა მამაკაცმა და შეყოვნდა, ისევ აღიზიანებდა მისი ეს მანევრი დაიწყებს და ჩერდება, აღარ აგრძელებს და თუ არ ამოაცალე სიტყვები ისე ვერაფერს გაგებინებს. - რა მაგიტომაც რა? ხო შეიძლება , რომ დაიწყებ ბოლომდე მიიყვანო? - ბოლომდე რომ მიმეყვანა ახლა აქ კიარა, ისევ იმ საპირფარეშოში ეგდებოდი. - ასე ლაპარაკს როგორ ბედავ! მანქანა გააჩერე. - დამშვიდდი. აუღელვებლად ეუბნება და მანქანას ნელა აჩერებს. - რამე დაგიშავე? შენ თვითონ ამეკიდე , შენ არ მანებებ თავს და ამის შემდეგ ასე ლაპარაკს, როგორ ბედავ ? ემოციები ერთმანეთთი ერევა , შიგნიდან აწვებიან და ცრემლების სახით გამოდიან გარეთ. - ეგ არ ქნა, არ იტირო, არგინდა.. მართალია რაღაც მინდოდა, მაგრამ ლამაზ, მიმზიდველ ქალში პატარა და ნაზი "შენ" დაგინახე ... მივხვდი , რომ არ მოისურვებდი იმას რაც მართლა მინდოდა . - და მაგიტომ დაიწყე ზრუნვა? - ალბათ ... კაცის და მისი შეხედულობის პირობაზე , ზედმეტად გულჩვილი აღმოჩნდა . გაუკვირდა კიდეც იმდენჯერ მოახერხა მისი პიროვნების სხვადასხვა მხრივ გაცნობა. ჩამოგორებული ცრემლები მოიწმინდა და ანიშნა, რომ გზა გაეგრძელებინა. ისევ ბრაზი ერეოდა, ისევ ქონდა სურვილი დაესვა კითხვა "რატომ?" მაგრამ სირცხვილის გრძნობა უფრო დიდი იყო ვიდრე ინტერესი. უნდა უბრალოდ ამ მანქანაშივე დასრულდეს ის რაც იყო და აღარასდროს ნახოს. ისევ დაუწყო თვალიერება, უამრავი ტატუ, სტილიც შესაფერისი მოკლედ ნებისმიერი თინეიჯერი გოგოს გემოვნებას, რომ აკმაყოფილებს ისეთია. - რაგვქია არ მეტყვი? - ვიკა. - ანდრია უღიმის და იმასაც ამჩნევს , რომ ღიმილიც არანაკლებ მომხიბლელს ხდის, მაგრამ უკმაყოფილების გრძნობა მაინც არ ანებებს თავს , ერთიანად სრულყოფილია, მაგრამ რაღაც აკლია, ამაზე უარესი გრძნობა რა გინდა , რომ ვერ გებულობ რა . სახლის დანახვაზე თვალები მაშინვე გაუნათდა „ამის დანახვა თუ მიშველიდა აქამდე სად ვიყავი“ თავის თავს თავადვე დასცინა და ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეკა. იმასაც ფიქრობდა თინა და თაზო გაგიჟებულები , რომ დახვდებოდნენ და ამაზე უარესად ეცინებოდა. ეზოსთან შეაჩერა მანქანა , ზედმეტი მანერების გარეშე დაემშვიდობეს ერთმანეთს, ვიკამ მკვახედაც მიაძახა „ვიმედოვნე აღარასდროს შეგხვდებიო“ ბიჭმა კი მუქარასავით წამოაძახა „ მოგიწევს დაიჯერო, რომ ისევ შევხდებითო“. თითქოს სიამოვნებდა ანდრიას ასეთი თავგასულობა, მაგრამ უკანვე ხევდა ის ფაქტი თუ რა ვითარებაში გაიცნო. სახლში არავინ დახვდა, ზანტი მოძრაობებით გაემართა საძინებლისკენ ,ხელში დიდი წყლით სავსე , წყლის ჭურჭლითა და ჭიქით. იმედოვნებდა, რომ თუ სითხეს დიდი რაოდენობით მიიღებდა ყველაფერი გაუვლიდა. მოგვიანებით დაიწყო , საწოლზე გულაღმა მწოლიარებ ფიქრი , რომ რაიქნებოდა , რა უნდა ექნა, მისულიყო თუ არა ექიმთან , შეექმნებიდა თუ არა პრობლემები. თავდაპირველად სამოგიბროს ჩატი გახსნა და დარეკვა სცადა, მაგრამ უშედეგოდ . სახეზე ბრაზისგან ახურებდა „მე თქვენ გაჩვენებთ როგორ უნდა ჩემი მიგდება“ თავისთვის ბუტბუტებდა ... ფიქრებისგან თინამ გამოარკვია. უნდოდა ამბის მოყოლა, მაგრამ თინა ლანძღვას დაუწყებდა რატომ წადი ასეთ ადგილასო, მაშინვე ექიმთამ წასვლას მოითხოვდა, მას კი ჯერ უნდოდა დარწმუნებულიყო , რომ პრობლემა არ შეექმნებოდა და განყოფულებიდამ განყოფულებაში სირბილი არ მოუწევდა და საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილე , რომ დაელოდებოდა ორგანიზმიდა გამოსვლა და შემდეგ მივიდოდა ექიმთან გადამოწმებაზე. ახლა მხოლოდ შხაპი და დიდ ხნიანი ძილი უნდოდა. ფეხზე ზანტად წამოდგა და თინას ხელით ანიშნა „გეხვერწები არაფერი მითხრა“ . - მთელი ღამე სახლში არ ყოფილხარ, ამას როგორ ახსნი? - დოინჯთ დგას კართან და ცდილობს სიმკაცრე შეინარჩუნოს. - მეგობართან დავრჩი... - ეგ მამაშენს აუხსენი , გაცოფებულია ნერბართვა რატომ არ ითხოვაო. ვიკამ გულიანად გაიცინა, გაიფიქრა მამაჩემს ჩემთან რა აქვს სალაპარაკო თვითონ როგორ იქცევაო, მაგრამ თინასთვის არ უთქვას იცოდა თუ ამას გაიგებდა პატარა ბავშვივით დაუწყებდა დატუქსვას, თანაც მამამის ხომ პირობა მისცა . წყლის ქვეშ იდგა და ყველაფერს ისევ და ისევ , თავიდან აანალიზებდა. იმდენს ფიქრობდა ტირილამდეც მივიდა. მომხდარს ყოველ წუთს იაზრებ და თითოეული დეტალი თვალწინ ედგა . არც ის იცოდა , იყო თუ არა „ის“ სანდო. იმაშიც ეპარებოდა ეჭვი რამე ხომ არ გამიკეთაო. ბევრჯერ სცადა სამეგობროს დაკავშირებოდა , ბოლო ცდაღა იყო დარჩენილი იმედ დაკარგულმა ისევ ,რომ სცადა დასარეკ ღილაკზე თითის დაჭერა. ზარიც გავიდა და წამშივე უპასუხა ლილემ. ვიკას ხმის ამოღებაც არ აცადა მაშინვე უთხრა, რომ ყველაფერი ისე არიყო, როგორც მას ეგონა და რომ დიდ შარში არიან. - ჩემზე არცერთს არ გიფიქრიათ? იცით მაინც რა გამოვიარე? - ვიკა, ყველაფერი არ არის ისე როგირც ერთი შეხედვით ჩანს, დამიჯერე. - თქვენი არცერთი სიტყვის არ მჯერა. - ყველაფერს აგიხსნით ოღონდ სადაც გეტყვით იქ უნდა მოხვიდე. - თავს ცუდად ვგრძონ, არსად წასვლა არ მინდა. - ტელეფონით ვერაფერს ვერ გეტყვით ვიკა , ძალიან გთხოვ... კარგიო სწრაფად მიაძახა ვიკამ და ადგილმდებარეობის გარკვევა დაწყო. დარწმუნებული იყო, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, თუმცა ისიც ჰქონდა ფიქრში რამეს ხომარ მატყუებენ თავის დასაძვრენადო ... შემდეგ ისევ ლილეს აკანკალებული და აფორიაქებული ხმა ახსენდებოდა და ფიქრები ამჯერა სულსხვა რამისკენ გაურბოდა. ტაქსიში ჩაჯდა და სანამ ადგილზე მივიდოდა კიდევ ერთხელ დაფიქრა რატომ შეიძლება ეთხოვათ მათ, მისი საგანგებოდ მათთან მისვლა. საათნახევარი მაინც დაჭირდა, რომ დანიშნულების ადგილას მისულიყო. ლანძღვით მიდიოდა მანქანისკენ სადაც გოგოები ისხდნენ, შორიდანაც ხედავდა როგორ შეშფოთებული და შეშინებული სახე გონდათ. მაშინვე გაიფიქრა რაღაც სისულელე გააკეთეს და მეუნდა გამოვასწოროო. მანქალის კარი გამოაღო და წინა სავარძელზე მოკალათდა. გამომცდელად შეხედა გოგონებს , რომლებიც ხმას ვერ იღებდნენ და თვალებშიც ვერ უყურებდნენ. - გამაგებინებთ რა ხდება? ცხვირზე კოხტად მორგებულ სათვალეს იხსნის და მას შემდეგ იკეთებს რაც მზისგან მიყენებულ გაუსაძლის წვას გრძნობს. - მე მოვყვები... სახეზე ხელებს იფარებს ანა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ტირილს აპირებდა. - როცა შენ იმ ბიჭთან ერთად გახვედი... ამბობს და აწყვეტინებს ვიკა - გამიყვანა და არა გავედი. - ჰო , რაც იყო... ტირილითი აგრძელებს ლაპარაკს. - ოთო მოვიდა, ჩხუბი დამიწყო, კლუბის უკან გამიყვანა... ხელებს მიჭერდა, სახეშიც გამარტყა. შემდეგ აკვირდებოდა როგორ ქონდა ჩალურჯებული ლოყა და როგორ ჰქონდა გადახსნილი ტუჩი. - დანა ამოიღო და ყელზე მომადო, არვიცი რა დაემართა ან საიდან ქონდა ეს და... მაგრამ გაყვიროდა ჩემთან ფულის გამო ხარ და სხვებთამ დადიხარ , რომ ი...მაოო... სლუკუნით ამბობს და გულამოთქმით ტირის . ვიკას პირზე ხელი აეფარებინა და გაოცებული ყურებს არუჯერებდა. - მაგ ნაბი..ართან მიმიყვანეთ, იმ დანითვა უნდა გამოვფატრო, რომლითაც გემუქრებოდა. ხმას უწევს ვიკა და წამით ავიწყდებ , რომ უაზროდ ეხვევა თავბრუ და თავის ტკივილი შიგნიდან ჭამს, მაგრამ შედმეგ ახსენდება და ჩუმად წამოიკნავლა ღმერთო რა შარში გავყავი თავიო. ისევ ტირილით აგრძელებს ანა ლაპარაკს და ვიკას ანიშმებს, რომ ჯერ არ დამთავრებულა მთავარი წინ არისო. - დანით წამოვიდა ისევ , ხელი ვუჯიკე , სისწორე ვერ დაიმორჩილა რადროსაც ... მე უბრალოდ არმინდოდა ასე მომხდარიყო.. - რა არგინდოდა ? რა არ უნდოდა? პანიკაში ვარდება ვიკა და თითქმის ხვდება რაც მოხდა. - გვამი უკან, სათავსოშია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.