შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (12 თავი)


12-06-2020, 08:09
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 024

ერთმა კვირამ ისე სწრაფად გაირბინა თიკომ ვერც კი შეამჩნია. უკვე ქორწილის დღე იყო და ნინისთან იყო წასასვლელი. პაპუნასთანაც უნდა გაევლო, თვითონაც მოსამზადებელი იყო, საქმე თავზე საყრელი ჰქონდა, მაგრამ მაინც მოახერხა გიორგისთან დარეკვა და 2 დღით გათავისუფლება. იცოდა, ბურდულისთვის რომ ეთხოვა უარი გარანტირებული იყო. გიორგიმ კი რათქმაუნდა დასვენების დღეები მისცა. ამ ერთი კვირის განმავლობაში ისე დაახლოვდნენ, ბავშვობის მეგობრები გეგონებოდათ.

თიკომ სწრაფად აირბინა კიბეები და ყავისფერ კარზე დააზარუნა. კარი თეამ გააღო, რომელსაც სახეზეც ეტყობა როგორი გადაღლილი იყო უკვე.
- გამარჯობა დეიდა თეა, ნინისთან მოვედი. სალონში უნდა წავიდეთ
- შემოდი, შემოდი დილიდან ისეთ ქაოსშია ვერ ვაწყნარებ _ სწრაფად შემოატარა და თვითონაც უკან გაჰყვა.
- ნიი, აბა რას შვება ყველაზე ლამაზი პატარძალი? _ ოთახში შევიდა თუარა მაშინვე გადაეხვია მეგობარს
- რავიცი მგონი ვერაფერს ვასწრებ _ უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ჩანთა აიღო
- აი დილიდან ასეთ დღეშია, ყველაფერზე წუწუნებს _ ღიმილით გახედა შვილს თეამ
- ჰე სწრაფად თორემ დაგვაგვიანდა _ პირველი გაიქცა გასასვლელისკენ ნინი
მთელი გზა იწუწუნა, ჯერ შილაკზე მერე თმის დაგრძელებაზე, კაბაზე, ფეხსაცმელზე. თიკოს უკვე მოსმენა აღარ შეეძლო. სტილისტი ხომ საერთოდ სულ გადარია, ათასჯერ მაინც შეეკითხა ცეკვის დროს ვარცხნილობა ხომ არ დამეშლებაო.
ბოლოს როგორც იქნა იქიდანაც გამოაღწიეს და კმაყოფილები დაბრუნდნენ სახლში.
- რადგან მეგობრის მოვალეობა შესრულებულია ახლა პაპუნასთან წავალ და დეიდაშვილის როლს მოვირგებ _ სიცილით თქვა თიკომ და კიდევ ერთხელ შეათვალიერა თეთრ კაბაში გამოწყობილი ნინი
- აუუ...
- წუწუნი არ დაიწყო, აკრძალულია _საჩვენებელი თითი მაღლა ასწია _ შენი მული ვარ და მემორჩილები _ ბოლო სიტყვებზე ღიმილი ვეღარ შეიკავა
- ოო რამოიგონე, მე მული არ მყავს _ ენა გამოუყო და თვითონაც გაეცინა
- ხო მაგრამ მასე ვითვლები. კაი, კაი წავედი დროს ვკარგავ, _ მაშინვე ჩანთას დაავლო ხელი _ ჩააო..

***
- აუუ დათოო წვერი არ უნდა გაგეპარსა რა _ მაშინვე უკმაყოფილო მზერა შეაგება კაფეში შესულ დათოს ანდრიამ
- რატო არ მიხდება? _ სკამი გამოსწია და მის გვერდით ჩამოჯდა
- არა გიხდება, მარა რაღაცნაირად თვალი იყო შეჩვეული და თან დიდს გაჩენდა _ ბოლო სიტყვებზე სიცილი ძლივს შეიკავა
- და შენ გგონია პატარები ვართ? თუ გგონია 2_წლის ბავშვის საქციელი რომ გაქვს ხოლმე ეგ დაგაპატარავებს ძალიან..
- მოიცაა. _ ანდრიას სასმელი კინაღამ გადასცდა და ხველება აუტყდა _ მემგონი ჰალუცინაციები დამეწყო.
დათომ ანდრიას მზერას გააყოლა თვალი და უკან მიიხედა
- როგორ ხართ _ ორივეს გადაეხვია ლევანი და მათ გვერდით ჩამოჯდა
- ისევ დამიმალეთ ხო _ უკმაყოფილო მზერით შეხედა ანდრიამ _ იცოდი ჩამოსვლას რომ აპირებდა და არ მითხარი _ ახლა დათოს მიუბრუნდა გაბრაზებული
- შენთვის რომ მეთქვა პირს მოაღებდი და ყველგან მაგას ილაპარაკებდი. _ თავი იმართლა დათომ და ლევანს გახედა. რაღაც სხვანაირად სევდიანი ეჩვენა წამით, ერთ წერტილს უყურებდა და აშკარად საერთოდ არ ესმოდა რას ლაპარაკობდნენ.
- რაგჭირს ეე.. ლევაან _ სანამ არ შეანჯღრია გონს ვერ მოიყვანა
- არაფერი _ ღრმად ამოიოხრა და სიგარეტს გაუკიდა
- რა არაფერი, რა სახით ზიხარ აბა _ ახლა ანდრიაც ჩაერთო
- არა, არა მოიცადე რაღაც მოხდა. ტელეფონშიც უცნაურად ლაპარაკობდი ამ ბოლო დროს
- კაი რა თქვი აბა რისთვის ვართ მეგობრები.
- მე და ანი დავშორდით.._ ოდნავი პაუზის შემდეგ თქვა და თავი დახარა
- რააო? _ ორივემ ერთად დაიყვირა და ერთმანეთს გაკვირვებულებმა შეხედეს
- რანაირად დაშორდით დაქორწინებულები ხო ხართ _ კიდევ ვერ იჯერებდა ანდრია
- ხო და განვქორწინდებით ანდრია. როცა ორივე მხარე თანახმაა ყველაფერი მალე ხდება. ჩემთან ყოფნა არ უნდა და მართალიცაა _ ბრაზი მოაწვა ლევანს და თავი ძლივს შეიკავა რომ ტონისთვის არ აეწია
- და ბავშვს რას უპირებთ კიმარა? _ ახლა დათომ ჰკითხა და მის რეაქციებს დააკვირდა.
ლევანს ამ სიტყვების გაგონებაზე ცრემლები მოაწვა თვალებში, გულისცემა გაუხშირდა. იმ მომენტში მართლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დათო და ანდრია ისე უყურებდნენ, მაშინვე მიხვდა რომ ამ თემას თავს ასე უბრალოდ, ვერ აარიდებდა. თავი დახარა და თითქმის ჩურჩულით თქვა
- აღარ არის ბავშვი...2 კვირის წინ ავარიაში მოვყევით..შემთხვევით თიკოს ფოტო ნახა ჩემს ტელეფონში, ადრეც უნახავს და მეკითხებოდა ვინ არისო, ამდენი ტყუილი აღარშემეძლო და სიმართლე ვუთხარი. მერე აღარაფერი მახსოვს, ყველაფერი თავისით მოხდა.._თავი ვეღარ შეიკავა და სახე ხელებში ჩარგო _ ვერ გადაარჩინეს...ჩემი შვილი მოვკალი.._ ბოლო სიტყვებზე ცრემლები თავისით გადმოსცვივდა _
2 წუთი ყველანი ჩუმად იყვნენ
- კარგი დაწყნარდი რა _ მხარზე ხელი დაჰკრა ბოლოს დათომ
- ანი როგორაა? _ ფრთხილად ჰკითხა ანდრიამ
- ცუდად, საშინლად. სუიციდი სცადა და საავადმყოფოში დააწვინეს.. რომ მახსენდება რისი გადატანა უხდება ჩემს გამო.. _ მის გახსენებაზე ფიქრები აეშალა, ტვინში სისხხლი მოაწვა, იმ წუთებში ყველაზე მეტად უნდოდა ცუდ სიზმარში ყოფილიყო და მალე დაეღწია თავი ამ ყველაფრისგან
- ერთი წუთით მოიცადე. გოგო ასეთ მდგომარეობაში მარტო როგორ დატოვე და აქ როგორ წამოხვედი? - თვალები დაქაჩა დათომ

- მისი მიტოვება არც მიფიქრია დათო, ჩემი დანახვა არ უნდა. იმდენ წამლებს უკეთებენ მთელი დღე სძინავს, გონს რომ მოდის მარტო იმას მეუბნება რომ მოღალატე ვარ. ყველაზე ცუდი იცი რა არის? ის მართალია. _ ლევანმა ღრმად ამოისუნთქა_ თან ნინისაც დავპირდი შენს ქორწილში ჩამოვალ მეთქი, ისეთმა ბედნიერმა დამირეკა, მე კი იმ დროს..იმ დროს.. ხელი ვკარი, არც კი მოვუსმინე რას მიყვებოდა. საკუთარ პრობლემებში გახვეულმა ვერც კი შევამჩნიე მასაც როგორ მოვუკალი გული. საერთოდ არ მინდა აქ ყოფნა, ყველასთან დამნაშავე როგორ ვარ, გავგიჟდები მალე
- არც იქ ყოფნა შეგიძლია, არც აქ გინდა. აბა სად გინდა საერთოდ? _ დაბნეული მზერით შეხედა ანდრიამ
- არსად. საერთოდ იმ ავარიაში მე რომ მოვმკვდარიყავი კარგი იქნებოდა _ რაღაც ძალიან დიდ სიცარიელეს გრძნობდა გულში, თითქოს ძალით აიძულებდნენ სიცოცხლეს.
- ოოო, სისულელეს ნუიძახი ეხლაა _ მაშინვე გააჩერა დათომ
- ძმაო რაღაცას გეტყვი და არ გეწყინოს _ ისევ წამოიწყო ანდრიამ _ ბებიაჩემი ასეთ სიტუაციაში ამბობდა ცოდვებმა იცისო, ალბათ ღმერთი სამაგიეროს გიხდის იმისთვის რაც თიკოს გაუკეთე
- ანდრიაა! _ მაშინვე დაიქუხა დათოს ხმამ _ შენ გსიამოვნებს ჭრილობაზე მარილის მოყრა? ვერ ხედავ რა მდგომარეობაშია ადამიანი
- დაანებე მართალია. ყველასთვის ზიანი მომაქვს, სამართალი რომ იყოს, ჩემნაირი ადამიანები არ უნდა არსებობდნენ _ ძლივს თქვა ლევანმა და მაშინვე გარეთ გავარდა
- ყოჩაღ! _ მაშინვე უკან გაჰყვა დათოც
***
უკვე შუადღე იწურებოდა
ჯვრისწერის ცერემონიალი რომ დასრულდა. გარეთ აუარებელი ხალხი და მანქანები იყო. საუკეთესო გადამღებთა ჯგუფი მოთმინებით ცდილობდა კარგი კადრების გადაღებას. მანქანების სიგნალით და ჟივილ-ხივილით მოიარეს თბილისის ხმაურიანი ქუჩები.
უკვე საღამო იყო რესტორანში რომ მივიდნენ, იქაც უამრავის ხალხის აურზაურში ძლივს შეაღწიეს შიგნით. ამდენი ადამიანიდან ნინი ბევრს ვერავის ცნობდა, მაგრამ მაინც ცდილობდა ყველა მილოცვა თბილად და კარგად მიეღო.
- ლევანი არ მოსულა?_ შესასვლელთან მდგარ ვახოს შეწუხებული სახით გადაულაპარაკა თეამ
ვახოს ის იყო რაღაც უნდა ეთქვა, ლევანიც შემოვიდა ბიჭებთან ერთად
- გამარჯობაა, კიდევ ერთხელ გილოცავთ თეა დეიდა, ვახო ბიძია _ მხიარულად გადაეხვია ანდრია ორივეს და შიგნით ელვისებური სისწრაფით შეიჭრა
- გილოცავთ _ მას მიჰყვა დათოც
- დედა..._ 2წუთიანი პაუზის შემდეგ ფრთხილად წამოიწყო ლევანმა და დედას შეხედა _ მამა.._ ახლა ვახოს გაუსწორა თვალი _ ნინიმ მთხოვა რომ მოვსულიყავი...
ვახოს მეტი აღარც გაუგია, შვილს მზერა აარიდა და მაშინვე შიგნით შევიდა. თეა რამდენიმე სტუმარს კიდევ მიესალმა და შემდეგ მიუბრუნდა
- შენი ცოლი არ არის?
ლევანმა უარის ნიშნად თავი გააქნია
- კარგი, შედი შენი და ნახე. ჩვენ მერე ვილაპარაკოთ _ თვალი აარიდა თეამაც და ისევ სტუმრებს მიუბრუნდა.
განა არ უნდოდა რომ ჩახუტებოდა? უფრო თბილად მოეკითხა, მაგრამ გულის რაღაც ნაწილი ისევ საშინლად სტკიოდა, ეს კი ლევანის ტყუილით იყო გამოწვეული. და ლევანიც ამას შესანიშნავად ხვდებოდა. რამდენიმე წამს კიდევ უყურა და შემდეგ უთქმელად შევიდა შიგნით.

***
- თიკო, თიკოო _ შეშინებული სახით მივარდა ნინი მეგობარს, რომელიც გადამღებს ელაპარაკებოდა
- რამოხდა? _ არანაკლებ შეშინებული სახით შეხედა თიკომ
- პაპუნა სად არის? არსად არ არის...ქმარი დავკარგე მგონი _ ცრემლებს ძლივს იკავებდა ნინი
- გული გამისკდა გოგო _ ღრმად ამოისუნთქა თიკომ _ აქ იქნება სადმე, წავალ მოვძებნი _ ის იყო წასვლა დააპირა მოახლოებული ლევანი დაინახა და ადგილზე გაშეშდა. უეცრად მთელმა წარსულმა გადაურბინა თვალწინ, ყველა ცუდმა და კარგმა მომენტმა, ყველა იმ გრძნობამ, რომლის დამალვასაც ასე მონდომებით ცდილობდა თვეების განმავლობაში. ზუსტად მაშინ, როდესაც საკუთარ თავს თითქმის დააჯერა რომ ცხოვრება მის გარეშე უნდა გაეგრძელებინა, ისევ გამოჩნდა. თითქოს განგებ იქცეოდა ასე, მის წინ იდგა..უყურებდა და ხვდებოდა, როგორც არ უნდა მოენდომებინა ვერ შეიძულებდა. როგორც არ უნდა სტკენოდა, თვითონ იმავეს ვერ გაუკეთებდა. არ შეეძლო? არა შეეძლო. უბრალოდ იმ ტკივილისთვის ვერ გაიმეტებდა, რაც თვითონ გამოსცადა.
ლევანმა მხოლოდ წამით გაუსწორა თვალი თიკოს ტკივილით სავსე მზერას და მერე დას მიუბრუნდა
- ნი..გილოცავ _ რაც შეეძლო თბილად გაუღიმა და გადაეხვია, _ მაპატიე გთხოვ..ყველაფერი მაპატიე დაო.. _თავი მის კისერში ჩარგო და თითქმის ჩურჩულით უთხრა _ ძალიან მიყვარხარ..შეგნებულად ზიანს არასოდეს მოგაყენებ, ეს ხომ იცი..
გაშეშებული იდგა ნინიც. ვერაფერი უთხრა, ვერც ჩაეხუტა..ძალიან უნდოდა ეთქვა 'გპატიობო' მაგრამ ვერ შეძლო..ლევანი ფრთხილად მოშორდა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა და
- ძალიან ლამაზი ხარ.._ ეს რომ უთხრა თვალზე ცრემლი მოადგა და სასწრაფოდ გვერდით გაიხედა რომ არავის არ შეემჩნია.
- მე.. მადლობა რომ მოხვედი _ სიტყვების ბორძიკით, მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ნინიმ _ წავალ პაპუნას ვიპოვი _ თიკოს გახედა და მაშინვე გასასვლელისკენ გაიქცა.
რამდენიმე წუთი ორივენი ჩუმად იდგნენ, ლევანი უყურებდა და ხვდებოდა მის წინ კიდევ ერთი გულნატკენი ადამიანი იყო, მის თვალებში მხოლოდ ზიზღი იკითხებოდა. უყურებდა და საკუთარი თავი უფრო და უფრო მეტად სძულდებოდა. ბოლოს თიკომ ვეღარ გაუძლო და ის იყო წასვლა დააპირა, ლევანის შეხება იგრძნო მაჯაზე.
- თიკო....არ გინდა გთხოვ..ასე ნუ მექცევი_ მიუახლოვდა და თითქმის ჩურჩულით უთხრა.მზად იყო კიდევ ათასჯერ სტკენოდა ოღონდ მას ნუ დაინახავდა ასეთ მდგომარეობაში.
- ნუ გექცევი? _ თიკომ ირონიულად გაუღიმა _ აბა რავქნა, როგორ მოქცევას იმსახურებ ჩემი მხრიდან? _ გული საშინლად სტკიოდა, თითქოს არც ერთი ცუდი სიტყვა არ ემეტებოდა მისთვის,
- თიკო..
- შენს ცოლთან წადი და მე თავი დამანებე! _ სასწრაფოდ გაითავისუფლა ხელი და გასასვლელისკენ ტირილით გაიქცა..


საღამო მშვიდად მიმდინარეობა, ნინიმ როგორც იქნა იპოვა პაპუნა და ახლა მხიარულად ადევნებდნენ თვალყურს მეგობრების ცეკვას დარბაზის შუაგულში. 1-2საათში კი უკვე შეზარხოშებულმა ხალხმა დაიწყო თავის გამოჩენა, დარბაზი ღამის კლუბად გადააქციეს, ვინ ვის ეცაკვებოდა, ვინ რა სადღეგრძელოს ამბობდა უკვე ძნელად გასარჩევი იყო.
- ანდრიას უყურე რა, პატარა ბავშვივით უხარია _ ფანჯარასთან მდგარ ლევანს გადაულაპარაკა დათომ
- წადი შენც გაერთე, ჩემს გამო უაზროდ დაბოდიალობ აქეთ-იქით
- რას ამბობ ტოო, შენ ასეთ მდგომარეობაში ხარ რანაირად დაგტოვო
- ძიძა არ მჭირდება დათო, მიდი _ მხარზე ხელი დაჰკრა და თვითონ გასასვლელისკენ წავიდა
- მოიცა მიდიხარ? _ შორიდან დაუძახა, თუმცა ლევანს აღარც გაუგია. გარეთ გავიდა და ღრმად ამოისუნთქა. შეიძლება ადამიანს არაფერი უნდოდეს? ჰო შეიძლება, იმ წუთას მართლა არაფერი უნდოდა..გრძნობდა რომ ნელ-ნელა კვდებოდა, სულიერი ჭრილობა იმდენად ღრმა იყო, ნამდვილად იცოდა აღარ მოშუშდებოდა. წასვლა დააპირა როცა კიბეებზე თიკო დაინახა. ქარი თმას ნაზად ურხევდა. იჯდა და ისევ ტიროდა, ტირილიც კი არავის უხდებოდა მასზე მეტად.. მიუახლოვდა და თვითონაც მის გვერდით ჩამოჯდა. თიკომ სასწრაფოდ მოიწმინდა ბოლოს ჩამოგორებული ცრემლი და კვლავ სიძულვილით სავსე მზერით შეხედა. მისი მაკიაჟისგან აღარაფერი დარჩენილიყო, ცრემლებს ყველაფერი უკვალოდ წაეშალა..
- შენზე ნაკლებად არ მტკივა დამიჯერე.._ ფრთხილად წამოიწყო საუბარი ლევანმა _ იცი, ყოველდღე ვფიქრობდი,.. გამართლება არ აქვს ჩემს საქციელს.. მაგრამ ვერ ვხვდები შენს გარეშე ადრე როგორ ვცოცხლობდი... სიცარიელეა თიკო.. რა გამიკეთე ასეთი ვერ ვსუნთქავ შენს გარეშე _ ბოლო სიტყვები ძლივს თქვა და თიკოს შეხედა..აღარ ტიროდა, უაზროდ უყურებდა ერთ წერტილს და თითქოს არც კი ესმოდა
- შენს ანისთან წადი..შვილთან.. _ არც კი განძრეულა, არ შეუხედავს..თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა .
ლევანმა ღრმად ამოიოხრა და თითქმის ჩურჩულით თქვა
- ბავშვი დავკარგეთ... ანის ჩემი დანახვა არ უნდა, შენზე გაიგო..ჩვენზე... _ ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბრობდა და სულ უფრო და უფრო უჭირდა სუნთქვა
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, წამით მისი ტკივილი იგრძნო,გაუგო..მაგრამ მალე საკუთარმა ჭრილობებმა უფრო მეტად შეაწუხა და აიძულა ხმა ამოეღო
- ძალიან მწუხვარ მაგრამ რა გგონია რადგან მან გამოგაგდო ჩემთან მოსვლის უფლება გაქვს? გგონია რადგან ბავში აღარ არსებობს მოვალეობები აღარ გაქვს და შეგიძლია თავისუფლად გააგრძელო ცხოვრება? _ უკვე ყვირილზე გადავიდა და ფეხზე წამოხტა, ლევანიც მაშინვე ადგა..თვალებში უყურებდა თიკო და ვერ ხვდებოდა სიყვარული უფრო მეტი გააჩნდა მის მიმართ თუ სიძულვილი
- არა არ მგონია, თავისუფლად ცხოვრებას ვერც შევძლებ
- ხოდა ძალიან კარგი! ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ მთელი ცხოვრება დაიტანჯები, იმიტომ რომ ამას იმსახურებ! _ ძალიან უჭირდა ამ სიტყვების თქმა, იცოდა ეტკინებოდა მისი სიტყვები, ძალიან ეტკინებოდა,მაგრამ მაინც მოახერხა, მოახერხა და კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა..შემდეგ კი ღამის სიბნელეში გაუჩინარდა..



№1 სტუმარი Anj

როდის დადებ

 


№2  offline წევრი EllaTriss

Anj
როდის დადებ

ხვალ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent