შეცვლილი
„მე ვარ შენი!...ვიცი რომ გიჟი ვარ და ვგიჟდები საკუთარ სიგიჟეზე...და შენც იმიტომ მიყვარხარ,რომ ასე გიჟს მიკრავ სულში!“ * * * _დარო...მე შენს გარეშე...და მათ გარეშე,გავაფრენ ჭკუიდან გადავალ _მე რა უკეთეს მდგომარეობაში ვიქნები დათა?მე რა არ მიჭირს?მათ გარეშე არ მიჭირს?მერე თქვენს გარეშე არ გამიჭირდება?მარა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და...და მე მინდა რომ...ძალიან გთხოვ,უარესად ნუ მხდი _დიდიგორაშვილი თუ ღმერთი გწამს...ჩვენ შენს გვერდით ვიქნებოდით,არ მიგატოვებდით,მხარში დაგიდგებოდით და გერმანიაში წასვლაც არ მოგიწევდა-ათრთოლებული ტუჩებით სათქმელს ძლივს უყრის თავს ცისფერთვალება და სუსტ სხეულს უყურებს _ჩვენ დედ-მამა დავკარგეთ,ჩემი ძმას შეხედე,წასვლას რომ მაფიქრებინებდა,თავი რომ ძლიერად მოაქვს სულის ნაწილი ამოგლიჯეს...მე ძმასაც დავკარგავ,მე რომ მიყუროს...მე გავუძლებ,ბიცოლა და ბიძია გამაძლებინებს იქ გერმანიაში...მას აქ...მას დეიდა ყავს,მისი და ყავს ბიძია და შენც აქ ხარ-თვალებში ცრემლები უდგება დედის გახსენებისას,თავს სწრაფად აბრუნებს უკან რომ აცრემლებული თვალები ვერ შეამჩნიონ _დარო შენს თავს რას უპირებ?კარგი დათას ჩვენ ვყავართ...დედაჩემი და მე ვყავართ,შენც სჭირდები მას ახლა ყველაზე მეტად სჭირდები და შენ ტოვებ...ეს შენ ნორმალური საქციელი გგონია?-აღრიალდა...ამდენი ხნის შემდეგ პირველად უყვირა დეიდაშვილმა და ეტკინა,გულის ტკივილამდე ეტკინა _ხმას დაუწიე ნიკა ცუდად გახდება _ცუდად გახდება?-ირონიულად ჩაიცინა-ესეიგი ცუდად გახდება...მე და დათაც ცუდად ვართ,მას არ ანაღვლებს _ის თქვენს გამო იქცევა ასე ნიკა...სიტყვებს დაუკვრიდი და ბავშვს ნუ უყვირიხარ-ატირდა,ჩუმად თავისთვის,სხვებისთვის შეუმჩნევლად...ისევ _დარო...არ წახვიდე _მიყვარხარ ძამიკო...ყოველთვის,ორივე ჩემი სუნთქვა იყავით-თითქმის ატირებულ ძმას და დეიდაშვილს გადახედა- ვიცი რაც ხდება ახლა შიგნით-ნატიფი თითები გულზე მიადო ძმას-ვგრძნობ სულის ტკივილამდე...იმასაც ვიაზრებ რა ნაბიჯსაც ვდგამ თქვენ რომ გტოვებთ და...მიხარიხართ ყველა უკლებლივ,მე ახლა ყველაზე მეტად მიჭირს იქ თქვენს გარეშე რომ უნდა ვიყო მაგრამ...ვიცი რომ დედას ვგავარ ძალიან და არ მინდა ყოველ ჩემს შემოხედვაზე გული მილიონ ნაწილად გემსხვრეოდეს...მე ხომ ვიცი რასაც იგრძნობ?ხომ ვიცი როგორც შემომხედავ?რა გაგახსენდება ეგეც ხომ ვიცი?ამიტომ წავალ და ჩამოვალ,იქამდე ლიზის დაგიტოვებთ და რა სითბოც ჩემთვის უნდა გაგენაწილებინათ მას მიეცით-ნელა გახედა ოთახის კუთხეში აცრემლებულ დაქალს,კიდევ ერთხელ ეტკინა...ყველაფერ ტკივა...უკვე ორი თვეა ყველაფერი ტკივა,და ამ ტკივილსაც ვერ იმსუბუქებს...ვერაფრით,ჯერ ვერაფრით-ხომ იცით ყველაფერი თავის ადგილზე ან დაბრუნდება...ან ამ ყველაფერს დიდი დრო დასჭირდება,მეც იმიტომ მივდივარ რომ ყველაფერი დავაბრუნო,იმიტომ მივდივარ რომ იმედები... შეიძლება პატარა დოზით მაგრამ ყველა თქვენგანშია და მე ამას ვხედავ...დავაბრუნებ ყველაფერს,ნელა და აუჩქარებლად მაგრამ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება...დიდი დრო-ბოლო სიტყვებს თავისთვის ბურტყუნებს და ჩანთისკენ მიდის მისკენ მომავალ კლასელს რომ ამჩნევს და ჩერდება. _გეხვეწები შავგვრემანო-წამში ესვეტება წინ ბიჭი და ძვლების ტკივილამდე ეხუტება ერთი თავით დაბალ სხეულს-არ დაგავიწყდეს...თუ რამე დაგჭირდა,თუ რამე მოხდა,თუ ვერ გაუძელი...ხომ იცი რო და რო მყავდეს შენზე მეტად არ მეყვარებოდა?ხო იცი რო შენ ხარ ჩვენი დილის მზე?ყველას გვიყვარხარ,უზომოდ...და უსასრულოდ-ყველას სათითაოდ უყურებს,კარგად ამჩნევს ბიჭების დაძაბულ მზერას ტელეფონისკენ რომ არის მიმართული,ორ მეტრში რომ შეყუჟულან და ჩურჩულით ახლა უკვე გოგოსთვის თვალისმოუშორებლად რომ ელაპარაკებიან ვითომ „შეუმჩნევლად“ ერთმანეთს _ბიჭო დუდა არ მოდის-კარგად ესმის ძმაკაცის სიტყვები...დღეს უკვე მერამდენჯერ იტკივებს გულს და მზერა ცრემლების გამო უბინდდება,მარილიან სითხეს ჯებირების გადმოლახვის უფლებას არ აძლევს და წამში იწმენდს მხედველობის არეალს. _რას ქვია არ მოდის?მაგას შ*გ ხომ არააქვს? _არ მოვალო...არ მინდაო _რას ქვია არ მინდაო...ის ხო არ უნდა ცემით რომ გავგლიჯო?ახლავე მოუსწორს ბავშვს სანამ აეროპოტში წავა... _ისევ დავურეკო?! მოუსწრებს? _არ მოუსწრებს და ხო ვიცი მერე თავს ვერ აპ...-ამის მეტი აღარ გაუგონია,გასაოცარი სისწრაფით მოკიდა ხელი პატარა ჩანთას და შემოსასვლელისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯებით..ბოლო წვეთი იყო,ის არ მოდიოდა და აღარც ეს აპირებდა ზედმეტად დარჩენას მოგონებებით სავსე სახლში...იცოდა რამდეს ატკენდა მაგრამ მაინც მიდიოდა. _უნდა წავიდე...არ გამომყვეთ,არ გამომყვეთ თორემ აღარასდროს გაგცემთ ხმას გასაგებად ვთქვი?-კბილებში ცრის ქუთაისელი და დაუფიქრებლად აღებს კარებს,ყურადღებას არ აქცევს ტყუპის და დეიდაშვილის გულისშემაწუხებელ ღრიალს,აცრელმებული თვალებით ხვდება დაქალის ამოტირებასაც და ბიჭების გინებასაც...იცის არ გააცილებენ,მის სიტყვას ვერ გადააბიჯებენ და უხარია რო ცხოვრებაში ასეთი ადამიანები ყავდა,ყავს და ეყოლება...ნამტირალევი თვალებით აჩერებს ტაქსს და „აერიპორტში მივდივართ“-ო ჩურჩულით აუწყებს მძღოლს...აი ამ წამიდან კი იგი ცვლიდა ცხოვრებას ძირფესვიანად,ამ გადაწყვეტილებამდე კი იყო მომენტები...ადამიანები და მომენტები რომლებმაც აიძულეს...აიძულეს და მეტი არაფერი * * * _ისინი...ისინი არიან?ჩემი მშობლები არიან?-ჩამქვრალი,უემოციო შავი თვალებით უყურებს თხუთმეტიოდე წლის შავგვრემანი გოგო ექიმს,ჩურჩულებს...იცის ზედმეტად თუ ამოიღებს ხმას ბოლო ხმაზე აღრიალდება...სულის ტკივილს გამო ხმას ვერ დაიმორჩილებს და უფრო ატკენს ტყუპს _დეა და დიტო დიდიგორაშვილები...ძალიან,ძალიან ვწუხვართ და ვიზიარებთ- ჩაწითლებულ თვალებს არ აშორებს კუთხეში ატუზულ ძმას გოგონა...არ უტირია,ვერ ტირის...ნელი ნაბიჯებით უახლოვდება განადგურებულ ძმას,წამით უყურებს ნამტირალებ თვალებში და... მოცელილივით მუხლებზე ეცემა მასთან ერთად-დათა... _დარო ჩვენ ანუ...მშობლები,ჩვენი დედ-მამა...-არ უნდა რომ გაიფიქროს,არ უნდა რომ წარმოიდგინოს და დას უყურებს,იმედიანი თვალებით...სჯერა მისი რამდენიმე წუთით უმცროსი ტყუპი დაიკო ახლა ეტყვის რომ ისინი სხვები არიან,რომ მათი დედ-მამა ჯერ სახლში არ დაბრუნებულან და როცა მოვლენ ისევ ერთად იქნებიან...დედა ისევ გაუბრაზდება დის განერვიულებისთვის,მამა ისევ გაცისკროვნებული თვალებით შეხვდება მის წარმატებას კალათბურთში და ესეც ამაყად გადახვევს ხელს ვითომ გაბუტულ დედამისს...მაგრამ ამ იმედის საპასუხოდ ვერაფერს ვერ ხედავს საყვარელ თვალებში და ბოლო ხმაზე ღრიალებს.იმ დღეს კიდევ ერთხელ გახდნენ ერთი მთლიანნი...იმ დღეს ამოჰგლიჯეს სული ორ ნაწილად,იმ დღეს დაკარგეს ემოციები... იმდ დღეს გააცნობიერეს რომ მათი მშობლები უკვე აღარ არიან. _უნდა ვნახო...ბოლოჯერ ვნახავ და გამოვალ _დარო არა...არ შეხვიდე-წინ უდგება სახეწაშლილი დეიდაშვილი და აცრემლებული უყურებს გოგოს _ნიკა უნდა ვნახო...მალე გამოვალ,დათასთნ იყავით რამე სისულელე არ გააკეთოს,ვეღარ გადავიტან-ჩურჩულით ახედა ბიჭს და ნელი არეული ნაბიჯებით წავიდა კარისკენ,ის იყო ოთახში უნდა შესულიყო უკან რომ მოიხედა-დათა არ შემოუშვათ,ძალიან გთხოვთ-დერეფნისკენ გაიხედა,წამით დაელოდა ეგონა ისიც გამოჩნდებოდა...მწარედ,ძალიან სევდიანად ჩაიღიმა და ის იყო კარი უნდა დაეკეტა სწრაფი მძიმე ნაბიჯების ხმა რომ გაიგო-აგვიანებ ხევსურო...ახლაც დააგვიანე-კარები მიკეტა,ჩასისხლიანებული თვალებით გახედა მშობლებს...მოცელილივით ჩაიკეცა კარებთან ორი გაუნძრევლად მწოლიარე სხეულის დანახვისას-ღმერთო...გადამატანინე,დამეხმარე გავუძლო * * * ცხოვრება კლდეს ჰგავს...ერთი საბედისწერო ნაბიჯიც და უკვე სიკვდილის გზას ადგახარ.გადავარდნისგან თავდასაცავი ჯებირებს ადამიანები წარმოადგენენ...ადამიანები რომლებისთვისაც ღირს ცხოვრება,სუნთქვა,სიყვარული...რომლებიც აფერადნებენ და გაფერადებენ,გაძლევენ ძალას გაუმკლავდე იმ ეკლებს ამ კლდეზე სიარულისას აუცილებლად რომ შეგხვდება...იცი ისინი ყველაფრის მიუხედავად მაინც დაგელოდებიან,ყველაფრისგან დაღილს დღის ბოლოს გვერდზე მიგისვავენ და თმაზე მოგეფერებიან გეტყვიან „დაიცალე საყვარელო ემოციებისგან,ეს გიშველის“-ო მათი იმედით აღსავსე კი შენც მეორე დღეს ახალი ხალისით ხვდები ისევ რეალობას...მაგრამ სულ ყველაფერი კარგად ხომ ვერ მიდის?ყველაფერი კარგად სულ ხომ ვერ იქნება?... ალბათ არც უნდა იყოს რაღაცა აუცილებლად მოხდება და...შენც კარგავ... მნიშვნელობა არ აქვს ვის... როგორ.. და რისთვის...უბრალოდ კარგავ და შენც იკარგები იკარგები უსასრულობაში...ხვდები რომ ცხოვრების მკაცრ სახეს კიდევ ერთხელ მწარედ მიენარცხე და სხვა ადამიანი ხდები...ახლა უკვე იმ ადამიანებისთვის ბრძოლობ ვინც შემოგრჩა რადგან გინდა დაელოდო... გჯერავს ისინიც აუცილებლად ყოველი დაცემისას მზურნევლად აგაყენებენ...ჭრილობებს შეგიხვევენ და ისევ დაგამშვიდებენ,აუცილებლად მათსავით გეტყვიან „დაიცალე ემოციებისგან საყვარელო,ეს გიშველის“-ო...მაგრამ გამხნევება აღარ გჭირდება,ემოციები აღარ გაქვს,აღარც ტირი და გინდა ყოველი რეალობის დანახვისას...შემდეგ ისევ დაცემისას ყველაფერს შენით გაუმკლავდე შენით გახვიდე სამშვიდობოს შენით მიხედო საკუთარ თავს...მაგრამ არ გამოგდის,მარტოობა არ გამოგდის ისინიც არ გტოვებენ...და შენი ტკივილით შეწუხებული სახეების დანახვაც ალბათ ეგოისტურად გახარებს...ვიღაცას ისევ ედარდები და შენც გონზე მოსვლას იწყებ... აღარ მოგწონს მათი სევდიანი სახეები... ხვდები რომ ამის მიზეზი შენ ხარ და ეს გაღიზიანებს გადაწყვეტილება უნდა მიიღო... ფიქრობ ფიქრობ ისევ ფიქრობ და...შანსს ხედავ,შემდეგ აცნობიერებ გადასადგმელ ნაბიჯს და როცა ხედავ რომ ეს ყველაფერი სავარაუდოდ ყველას სასიკეთოდ იქნება გაკეთებული,შენც სულ ოდნავ დამშვიდებული მიდიხარ და გეგმებს ზუსტად იმ ადამიანებს აცნობ...მერე ისევ გტკივდება რადგან ხვდები შენი წასვლით მათ ტკენ...უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას არც შენ ცვლი და ისინიც იძულებულები არიან გაგიგონ...ელოდებიან რომ მათაც გაუგებ,მაგრამ არა...მაინც მიდიხარ არ გამოგიცდია მსგავსი რამ?! არ გამოცადო არ გინდა...ნუ ტკენ და ნუ იტკიებ ძნელია...მაგრამ არა გადაულახავი,მარტოობა გამოსავალი არ არის. მარტოობა ტკივილის გადასაფარად საუკეთესო საშუალება არ არის მარტოობა...მართლა ძნელია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.