შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულმა იცის (13 თავი)


14-06-2020, 09:59
ავტორი EllaTriss
ნანახია 2 673

2 თვე გავიდა ნინის და პაპუნას ქორწილიდან და უკვე სასწაული სიახლეები იყო. თაფლობის თვე პარიზში გაატარეს, შემდეგ ნინის დაჟინებული თხოვნით ბოდრუმში წავიდნენ. იქიდან ჩამოსულებმა კი მშობლებს სიურპრიზი გაუკეთეს და ნინის ორსულობა ახარეს. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი კარგად იყო..ყველა ცდილობდა პრობლემების დავიწყებას, თავისუფლად ცხოვრებას. ლევანი და ანიკა საბოლოოდ განქორწინდნენ. ლევანს მისი ასეთ მდგომარეობაში მიტოვება რათქმაუნდა არ უნდოდა თუმცა ანიმაც თავისი ქნა, მას იმ ადამიანთან ერთად ცხოვრება არ უნდოდა ვინც 'უღალატა' და მოატყუა. .
სასამართლოს შემდეგ ლევანი საქართველოში სამუდამოდ დაბრუნდა და წასვლაზე აღარც უფიქრია..რათქმაუნდა მშობლებსაც უთხრა ეს ამბავი, თეამ თითქოს გაუგო, თუმცა ვახო პატიებას მაინც არ ჩქარობდა. 'შეცდომებზე ისწავლოსო'
ცალკე ცხოვრობდა, მშობლებისგან შორს. უზარმაზარ სახლში, რომლის არსებობაც თავდაპირველად მხოლოდ თიკომ იცოდა. ძალიან ხშირად მთელი დღე იჯდა და ფიქრობდა როგორ დაინგრია ცხოვრება, როგორ მიაყენა ტკივილი საყვარელ ადამიანებს.. თავის ცხოვრებისგან გარიყულად გრძნობდა, ტკივილი და ემოციები ახრჩობდა და გულს ვეღარაფერს უდებდა. მუშაობას თავი დაანება და დალევა დაიწყო, თითქოს შველოდა ცოტახანს ყველაფერს ავიწყებდა თუმცა მხოლოდ ცოტახანს. დილას საშინელი თავის ტკივილი კვლავ ყველაფერს ახსენებდა და მწარე რეალობაში აბრუნებდა.. ვერ იძინებდა, თვალებს ხუჭავდა თუარა ყველაფერ იმას ხედავდა, რის დავიწყებასაც უშედეგოდ ცდილობდა. ამდენი უძილობისგან ფეხზე ძლივს იდგა და საბოლოოდ საძილე აბების დალევა დაიწყო. მთელი დღე გათიშული იყო.. საკუთარი თავის ამბავი იცოდა და დათოს მეორე გასაღები მისცა, რაც მერე ინანა კიდეც. თავისუფალ დროს დღეში რამდენჯერმე მოდიოდა და სრულიად მოულოდნელად დაადგებოდა ხოლმე თავზე.
ახლაც იგივე მოხდა, შუადღის 3 საათი იყო დათო რომ სახლში შევიდა, ისეთი არეულობა იყო გზა ძლივს გაიკვლია, ყველაფერი ძირს ეყარა, ცარიელი ბოთლები, ჭიქები, სიგარეტის კოლოფები, ბალიშებიც კი. მეორე სართულზე ავიდა და იქაც იგივე სიტუაცია დახვდა. ჩაბნელებულ ოთახში შევიდა და ღრმად ამოიოხრა. საწოლზე იწვა ლევანი და ძნელი მისახვედრი არ იყო წამლების დახმარებით ისევ გათიშულს ეძინა. ფარდები გადაწია და ოთახი მაქსიმალურად გაანათა, არც გაუგია, მერე მის გვერდით ჩამოჯდა და რამდენჯერმე ძლიერად შეანჯღრია
- ლევააან, ლევან!
- რახდება.._ ძლივს ამოთქვა და სინათლისგან შეწუხებულმა თავი ბალიშებში ჩარგო
- გაიღვიძე ტო, რადროს ძილია, აშენდა მსოფლიო _ გახუმრება სცადა და ბალიშები წაართვა, ლევანს არც გაუგია ისევ ძილის მორევში გადაეშვა _ ღმერთო შენ მიშველე, რადღეში ჩაიგდო თავი _ თითქმის ჩურჩულით თქვა დათომ და სასწრაფოდ სამზარეულოში ჩავიდა, იქიდან კი ცივი წყლით სავსე ჯამით ამოვიდა. ბევრი აღარ უფიქრია და მეგობარს მთლიანად გაადავლო. ლევანი მაშინვე წამოხტა და გაკვირვებულმა მიმოიხედა ირგვლივ
- რახდება..
- კიდევ რახდებაო _ დათოს სიმწრისგან გაეცინა, თუმცა მალევე დასერიოზულდა _ მომისმინე ძმაო, აღარ დავინახო მაგ წამლებს გაეკარო, ვერხედავ რადღეში გაგდებს, ცოტაც და სარკეში საკუთარ თავს ვეღარ იცნობ _ სიბრაზისგან სახე აელეწა დათოს
- თავი დამანებე რაა _ უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ისევ დაწვა
- ახლავე ადექი, გააფრინე? გაცივდები სულ სველი ხარ
- .....
- ვის ველაპარაკები? _საწოლთან მივარდა და ისევ შეანჯღრია
- აუ დათოო..._ თვალები არც გაუხელია, გაჭირვებით ამოთქვა
- ადექი თორემ იცოდე ისევ წყალს ამოვიტან!
- რაც გინდა ის ქენი...
- მომისმინე, ასე გაგრძელებას როდემდე აპირებ? თავს ძალით იკლავ?
ლევანმა თვალები გაჭირვებით გაახილა და დათოს შეხედა, რომელიც შეშლილი მზერით უყურებდა,
- ცხოვრება გრძელდება ძმაო, ასე არ გამოვა უნდა ადგე.... მაგალითად დღეს გარეთ ვივახშმოთ, ანდრიასაც წამოვათრევ და რამე კარგი ადგილი ვიპოვოთ. თან ამ დროში აქ დამლაგებელს გამოვუშვებ _ უკმაყოფილოდ მოავლო თვალი არეულ ოთახს
- დათო
- გისმენ _ მაშინვე შემობრუნდა როცა საკუთარი სახელი გაიგო
- წადი გთხოვ რა, მარტო მინდა ყოფნა
- ისედაც სულ მარტო არ ხარ? ახლა ადგები და ერთად წავალთ სავახშმოდ _ უკვე ყვირილზე გადავიდა
- დათო ვერ გაიგე რა გითხარი? მარტო ყოფნა მინდა! მარტო ყოფნა! _ ისე დაუყვირა, დათო კინაღამ შეხტა.. აღარაფერი უთქვამს, უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ოთახი დატოვა.
მთელი გზა ფიქრობდა ლევანზე და მის მდგომარეობაზე, უკვე საშინლად აშინებდა ის ფაქტი რომ ასე თავს ზიანს მიაყენებდა. ბოლოს მანქანა გააჩერა და თავი ხელებში ჩარგო..ცოტახანს იყო ასე, მერე უცებ ტელეფონი მოძებნა და ანდრიას დაურეკა
- გისმეეენ _ ტელეფონში ანდრიას მხიარული ხმა გაისმა
- ანდრია სასწრაფოდ უნდა ვილაპარაკოთ, ძალიან მნიშვნელოვანია
- ხოო გისმენ ძმაო _ რაც შეეძლო სერიოზულად დაუბრუნა პასუხი
- ასე არა, შევხვდეთ სადმე _ ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო და ისევ დაქოქა მანქანა
- აუ დათო, აუზზე ვარ ახლა. ასე რომ მითხრა რა მოხდება? ან თუ გინდა მიყურო სკაიპით დავრეკოთ _ ბოლო სიტყვებზე უნებურად გაეღიმა
- ოხ ანდრია, რა დროს აუზია ამ სიცივეში _ ნერვებმოშლილმა დაარტყა საჭეს ხელი
- არაა სიცივე, გაზაფხული მოდის, მერე ზაფხული და..
- კარგი მორჩი ყბედობას. ლევანის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, რამე უნდა მოვიფიქროთ სანამ სულ გაგიჟებულა
- რა ექიმივით ლაპარაკობ, დაანებე ბიჭს თავი, ნელ-ნელა გამოკეთდება რა
- ანდრია! ნერვებს ნუ მიშლი და ახლავე მოდი, ლოკაციას ჩაგიგდებ _ პასუხის დაბრუნება აღარ აცალა და ტელეფონი სწრაფად გაუთიშა

***
დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო თიკოსთან, ცდილობდა გარეგნულად არაფერი შეემჩნია თუმცა შინაგანად ძალიან ცუდად იყო. ამ 2 თვის განმავლობაში ათასჯერ მაინც გალანძღა საკუთარი თავი იმ სიტყვების გამო, რაც ლევანს იმ საღამოს უთხრა. არ იყო ისეთი ადამიანი ვისაც ვინმესთვის გულის ტკენა ასე ადვილად შეეძლო. სამსახურში იყო, თუმცა ფიქრებით სულ სხვაგან. თითქოს თავიდან ეს არც უჭირდა, მაგრამ ბოლოს შეკვეთები აერია, რის გამოც ბურდული სასტიკად ეჩხუბა
- რას აკეთებ გოგო, შენს გამო გავლენიანი კლიენტები დავკარგეთ. თუ გგონია ბატონი გიორგის მეგობარი რომ ხარ, ყველაფრის უფლება გაქვს _ საჩვენებელი თითი მაღლა ასწია ბურდულმა _ იცოდე ძალიან ცდები. მეორედაც თუ დავინახავ იგივე დაგემართა, აქედან გაგისვრი. კარგად გაიგე?
თიკომ ოდნავ დაუქნია თავი და ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა. მერე მთელი კონცენტრაცია მოიკრიბა და მაგიდისკენ წავიდა
- რას ინებებთ _ სტუმრებისთვის ნორმალურად არც შეუხედავს, მაშინვე ორ გადაუშლელ 'მენიუზე' გადაიტანა მზერა, რომელიც ერთმანეთზე ეწყო
- წყალი მოგვიტანე _ დათომ თავი ასწია და თიკოს დანახვისას სახტად დარჩა, ანდრიამაც მის მზერას გააყოლა თვალი და ოდნავ გაიღიმა
- თიკო? შენ აქ მუშაობ? _ ინტერესით შეათვალიერა ფორმაში გამოწყობილი გოგო, თიკომ უბრალოდ თავი დაუქნია
- ძალიან კარგი, შენთან საუბარს ისედაც ვაპირებდი_ მაშინვე ფეხზე წამოდგა და ანდრიას გახედა _ ცოტახანს დამელოდე
- ვერ წამოვალ, უფროსი გაბრაზდება _ მუდარით სავსე მზერით შეხედა და ხელის განთავისუფლება სცადა
- ვინ არის უფროსი, ეს? _ წამით ხელი გაუშვა და მოახლოებულ ბურდულს შეეგება
- რამე პრობლემაა ბატონო?
- არა. პრობლემა არ არის. მინდა ამ გოგოს გარეთ ვესაუბრო რამდენიმე წუთით _ უთხრა და თიკოზე მიუთითა _ იმედი მაქვს წინააღმდეგი არ იქნებით
ბურდულმა უკმაყოფილო მზერით შეხედა თიკოს და მერე დათოს მიუბრუნდა
- არა წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით ბატონო, მოხარული ვიქნები სამუშაოს დიდხანს თუარ მოაცდენთ
დათომ თავი დაუქნია და თიკოს თვალებით ანიშნა წამოდიო. გარეთ გაზაფხულის გრილი სიო დასეირნობდა, როგორც კი გავიდნენ თიკომ საშინელი დაძაბულობა იგრძნო. მთელი სხეული დაეჭიმა და ინტერესიანი მზერით დააკვირდა დათოს, რომელიც საუბრის დაწყებას არ ჩქარობდა.
- აქ რატომ გამოვედით, რა გინდა ჩემგან _ ვეღარ მოითმინა და ისევ თვითონ დაიწყო
- ლევანს რაუქენი? რაუქენი ჩემს მეგობარს? _ მაშინვე ყვირილზე გადავიდა
- მე ..არაფერი.._ სიტყვების ბორძიკით ძლივს ამოთქვა და თავი დახარა
- არაფერი არა? არაფერი _ ირონიულად გაეღიმა დათოს _ რაც შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ცხოვრება დაუნგრიე, ყველაფერი გაანადგურე
- ცხოვრება დავუნგრიე? _ ამ სიტყვების გაგონებაზე მაშინვე თავი ასწია თიკომ _ აბა კარგად მომისმინე, ერთადერთი ვისაც ცხოვრება დაენგრა მე ვარ! მე ვარ გესმიის? თვითონ გამანადგურა. იცოდა ცოლი რომ ჰყავდა და მაინც დაიწყო ჩემთან ურთიერთობა, იმედი მომცა, შეეძლო თავი აერიდებინა და ვინ იცის იქნებ ასე ძალიან არც მტკენოდა. იცი რამდენი დღე გავატარე საავადმყოფოს ცივ კედლებში? იცი? კიდევ მე მადანაშაულებ? საერთოდ აღარ შეგრჩა ადამიანობა? _ უკვე თვითონაც ყვიროდა, ცრემლები თავისით მოსდიოდა და ძლივს სუნთქავდა _ მე მხოლოდ 18 წლის ვარ... თვრამეტის.. ძალიან ბევრი არ არის 18 წლის ბავშვისთვის ამის გადატანა? _ კიბეებზე ჩამოჯდა და ტირილი უხმოდ განაგრძო _
დათო ერთხანს ჩუმად იდგა, მერე ამოიოხრა და თვითონაც მის გვერდით ჩამოჯდა
- კაი ნუ ტირიხარ რაა _ მხარზე ხელი დაადო _ მაპატიე, არ მინდოდა ამის გახსენება უბრალოდ... _ წამით ვეღარ დაასრულა და მზერა აარიდა _ უბრალოდ არ შემძლია ლევანს ასეთ მდგომარეობაში ვუყურო _ თიკომ ტირილი შეწყვიტა და დათოს შეხედა
- ცუდად არის თიკო, ძალიან ცუდად არის. ბავშვობიდან ვიცნობ და ასეთ მდგომარეობაში არასოდეს მინახავს, უკვე ძალიან მეშინია, მეგონა დრო გავა გაუვლის მეთქი, ანდრიაც სულ ამას იძახის მაგრამ..
- მეც ცუდად ვიყავი _ მტკიცე იყო მისი ხმა
- ვიცი, ჩემი თვალით ხომ გნახე იმ დღეს გაჩერებაზე. მაგრამ შენ სიარული და გულში შენახვა მაინც შეძელი, მას კი საწოლიდანაც ვერ ვაყენებ, მთელი დღე გათიშულია იმ წყეული წამლების გამო. აზრზე ვეღარ არის, წარმოგიდგენია მაინც ეს რას ნიშნავს? _ ბოლო სიტყვებზე თვალები ცრემლებით აევსო
- წამლები? რა წამლები.. _ გაკვირვებულმა შეხედა და გულში უსიამოვნო ჩხვლეტა იგრძნო,
დათომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და წამოდგა,
- დაივიწყე..შენთან არ უნდა მოვსულიყავი..ანდრიას უთხარი მანქანასთან მოვიდეს _ ზურგი შეაქცია და წავიდა
ისევ მარტო დარჩა ფიქრებთან, გული სხვას კარნახობდა, გონებას სხვას 'შენი ბრალია' გაისმა მეორე 'მეს' ხმა
'აკი ზიანის მიყენება არავისთვის გინდოდა?' საშინლად დაითრგუნა, მიუხედავად იმისა რომ იცოდა ამას იმსახურებდა მაინც ღელავდა მის გამო. ბოლოს საკუთარ თავს აჯობა, წამოხტა და შიგნით შევიდა..კართან ანდრია შეეჩეხა
- სად ხართ ამდენს ხანს?
- დათო მანქანასთან გელოდება _ ნორმალურად არც შეუხედავს გვერდი აუარა და სამუშაოს დაუბრუნდა.
მთელი დღე გათიშული დადიოდა, სახლში რომ მივიდა, მაშინვე ოთახში გაიქცა და საწოლში ჩაწვა. არ იცოდა რაექნა..იქნებ დათო მართალი იყო, იქნებ მართლაც თავისი ბრალი იყო. იმაზე ფიქრი რომ ვინმე იგივეს გადაიტანდა რაც თვითონ აგიჟებდა. რაც არუნდა გაეკეთებინა მისი შეძულება არ შეეძლო, ჰო ატკინა, მოატყუა, გამოიყენა, მიატოვა. მაგრამ მაინც უყვარდა.. რატომ? ამაზე პასუხი არ ჰქონდა. რამდენიმე საათი არც განძრეულა იწვა და ფიქრობდა, ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდა ასე თამარს რომ არ დაერღვია მყუდროება
- ქალბატონო თიკო, იქნებ დაგვდოთ პატივი და ვახშამზე ჩამოხვიდეთ
- არ მინდა დედა, თქვენ ივახშმეთ _ არც შეუხედავს ისე თქვა, თითქოს ფიქრებიდან გამოსვლა არ უნდოდა
- რაიყო ისევ სევდა მოგაწვა? _მის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა და ინტერესით დააკვირდა ფერდაკარგულ შვილს
- უბრალოდ დავიღალე..
- კარგად ვიცნობ შენს ასეთ საქციელს, დაღლა არაფერ შუაშია რაღაც მოხდა..
თიკო უცებ წამოხტა საწოლიდან და კეტების ჩაცმა დაიწყო
- სად მიდიხარ?
თიკოს ხმა არ ამოუღია სასწრაფოდ მოიცვა ქურთუკი და ჩანთას დაავლო ხელი
- თიკოო
- ნათიასთან მივდივარ დედა _ უკნიდან მოაძახა და კარი გაიჯახუნა
დიდხანს იდგა სადარბაზოსთან და თვითონაც არ იცოდა რატომ გამოიქცა სახლიდან. უკან დაბრუნება დააპირა მაგრამ ისევ გაჩერდა
- არა ასე არ შემიძლია... _ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, ანდრიას ნომერი მოძებნა და დაურეკა
- გისმენთ _ სწრაფად უპასუხა ანდრიამ და ყურსასმენი მოირგო
- ანდრია, როგორ ხარ?
- რახდება თიკო მშვიდობაა?
- მომისმინე ლევანის სახლის მისამართი უნდა მომცე
- რაო? _ ისე დახედა ტელეფონს თითქოს ადამიანი ყოფილიყოს _ ხოარ მომესმა
- არა არ მოგესმა _ ხმაში ბზარი შეეპარა _ გთხოვ დათოს არაფერი უთხრა ჯერჯერობით მაინც, მისამართი მომწერე
პასუხის დაბრუნება არ აცადა ისე გაუთიშა ტელეფონი, საკუთარი გულისცემის ხმა ესმოდა და უკვე საშინლად აწუხებდა. ცოტახანს იდგა ასე, მერე ანდრიას გამოგზავნილ მისამართს დახედა და ტაქსი გამოიძახა. მთელი გზა ფიქრობდა და ცდილობდა თავის საქციელში გამართლება ეპოვა. მასთან მიდიოდა, რატომ მიდიოდა? ის ხომ საშინლად მოექცა. განა იმ ღამეს არ უთხრა იმსახურებო? ახლა რატომ არ ფიქრობდა იგივეს. ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამოიყვანა
- მოვედით შვილო _ შუახნის კაცი თბილი მზერით უყურებდა სარკეში. თიკომ სასწრაფოდ გადაუხადა და დაემშვიდობა. მანქანიდან რომ გადმოვიდა და ნაცნობი ადგილი დაინახა, უეცრად თვალწინ ის ღამე გადაეშალა როცა ლევანმა პირველად მოიყვანა აქ, მაშინაც ღამე იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. თითქოს ყველაფერი ისევ ისე იყო, უცვლელი ბაღი, აუზი, სკამები, მაშინაც ძალიან უნდოდა დღე ენახა ეს ადგილი.. ეზოში შესასვლელი კარი ფრთხილად გააღო და ცრემლები თავისით გადმოსცვივდა,
- არ შემიძლია.. _ უკან დაიხია და წამით გაქცევის სურვილმა შეიპყრო. მაგრამ მერე თავს ძალა დაატანა და ეზოში ისე გაიარა, გარშემო არაფრისთვის შეუხედავს. სახლის კართან მიირბინა და რამდენჯერმე დააზარუნა, სიჩუმე იყო. ან არ ესმოდა ან უბრალოდ აიგნორებდა. კიდევ რამდენჯერმე დარეკა ზარი და მერე ხელებით დაიწყო კარზე ბრახუნი.
ლევანს ისევ გათიშულს ეძინა, დათოს წასვლის შემდეგ არც გამოუცვლია და არც ამდგარა. ყრუდ ჩაესმოდა კარზე ბრახუნი და ნელ-ნელა რეალობაში აბრუნებდა. ძლივს გაახილა თვალები
- ოხ დათო...გასაღაები რისთვის მოგეცი _ თქვა და ფრთხილად წამოდგა. მთელი სხეული საშინლად სტკიოდა, იქვე მიმობნეული სიგარეტებიდან ერთ-ერთი აიღო, გაუკიდა და დაბლა წავიდა. რაც უფრო უახლოვდებოდა, უფრო მკაფიოდ ჩაესმოდა კარზე ბრახუნი.. შემოსასვლელში ძლივს გაიარა მიმოფანტულ ბოთლებსა და ჭიქებს შორის. უკმაყოფილოდ მოავლო მისაღებს თვალი და კართან მივიდა..
- ოხ დათოო.. _ კარი გააღო და თიკო რომ დაინახა საჩხუბრად მომზადებულს სიტყვა გაუწყდა, რამდენიმე წამს უაზროდ უყურებდა მერე თვალებზე ხელი მოისვა და უკან დაიხია
- ღმერთო მგონი ვგიჟდები
თიკომ წამიერად შეავლო თვალი და მერე უცებ წამოიწყო
- არ გიჟდები მართლა აქ ვარ _ სახლში ძალით შეიჭრა და გაოცებულმა მოავლო ოთახს თვალი _ რას გავს აქაურობა, ეს რაარის _ მოახლოებულ ლევანს გაფართოებული თვალებით შეხედა.
ლევანმა მხრები აიჩეჩა და დივანზე ჩამოჯდა
- მოიცადე, ან ეს რა არის სახლში რატომ ეწევი? _ ახლა სიგარეტზე გადაიტანა მზერა
- რატომ მოხვედი? _ მოულოდნელად შეუბრუნა კითხვა ლევანმა და თვალი გაუსწორა
- შენნაირი უგულო არ ვარ და იმიტომ
- ჩემზე ღელავდი? _ ინტერესით დააკვირდა და თიკომაც მაშინვე მზერა აარიდა
- არა
- ტყუილის თქმა არ გამოგდის _ ფრთხილად წამოდგა და მიუახლოვდა.. თვეების განმავლობაში რამდენჯერ უოცნებია ამ სიახლოვეზე, რამდენჯერ შეუპყრია მისი მონატრების სურვილს. ახლა აქ იყო, მის წინ, ისევ ისეთი ბავშვური მზერით, ისევ ის პატარა გოგო იყო, მის შეხებაზე რომ წითლდებოდა, იბნეოდა და ათას სისულელეს ამბობდა
- რომ იცოდე როგორ მომენატრე..._ მათ შორის მანძილი კიდევ უფრო შეამცირა და თმაზე მოეფერა
თიკომ მაშინვე იგრძნო ალკოჰოლის და სიგარეტის სურნელი, წამით საშინლად ინანა იქ ყოფნა და გაქცევა დააპირა, როცა ლევანის შეხება იგრძნო მაჯაზე
- არ წახვიდე რა...კარგი აღარ მოგიახლოვდები გპირდები _ ხელი გაუშვა და მაქსიმალურად მოშორდა. თიკო ადგილზე გაშეშდა, არ იცოდა რა ეთქვა..რა გაეკეთებინა..წასვლა უნდოდა მაგრამ თითქოს რაღაც იჭერდა.. ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად შეიმშრალა და თავი დახარა
- შემეძლო შენთვის ის ტკივილი ამეშორებინა რასაც ახლა გრძნობ _ ლევანს უნებურად გაეღიმა თავის სიტყვებზე და ისევ ჩამოჯდა _ შემეძლო ისე მოგქცეოდი თითქოს არ მაინტერესებდი, გრძნობა გულში ჩამეკლა. შემეძლო არა? შემეძლო..._ სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა მაგიდაზე დადებულ წამალს დასწვდა. თიკომ ეს რომ დაინახა მაშინვე მივარდა და ხელიდან გამოსტაცა
- რასაკეთებ, ეს.. ეს რა არის? _ გაფართოებული თვალებით დაჰყურებდა უკვე საკუთარ ხელში მოქცეულ წამალს
- დამიბრუნე _ ამოიოხრა და ხელი გაუწოდა
- არა. რა არის ეს, თავს იკლავ? _ შეშინებულმა ზურგს უკან დამალა წამალი
- ძალიან გეწყინება მასე რომ იყოს? _ ლევანს ისევ გაეცინა, ისეთი საყვარელი სახით უყურებდა, შეშინებული და დაბნეული თვალები, რომელიც ასე ძალიან უყვარდა
- რაგაცინებს.. _ უეცრად დასერიოზულდა თიკო
- სამწუხაროდ მაგდენი გამბედაობა არმაქვს რომ თავი მოვიკლა..საძილე აბებია, სხვანაირად ვერ ვიძინებ _ ისევ ამოიოხრა და დივანზე გადაწვა
თიკომ ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ წამალი მაგიდაზე დადო. უყურებდა და მასაც ისეთივე განადგურებულს ხედავდა როგორიც თვეების წინ თვითონ იყო.
- ანი რომ გავიცანი თავიდან მეგონა მიყვარდა _ მოულოდნელად წამოიწყო საუბარი ლევანმა _ რამდენიმე თვე ვხვდებოდით ერთმანეთს...მაგრამ მალევე მივხვდი რომ უბრალო გატაცება იყო და მეტი არაფერი. დაშორება რომ გადავწყვიტე მოულოდნელად გამომიცხადა ბავშვის ამბავი. ყველაფერი თავზე დამენგრა, ოცნებები.. ის რომ ოდესმე ნამდვილ სიყვარულს ვიპოვიდი. ვალდებულებებმა ყველაფერი წამართვა.. მერე შენ გამოჩნდი და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნე.. _ ეს რომ უთხრა თავი მისკენ მიაბრუნა. ისევ ისეთი ბავშვური მზერით უყურებდა, უსმენდა და თითქოს არც კი სუნთქავდა _ იმ დღეს რომ მითხარი ჩემი ცხოვრებიდან წადიო, ათასჯერ მოვკვდი..ერთი დღეც არ გასულა მას შემდეგ ჩემთვის შენს გარეშე.. ცხოვრებას აზრი აღარ ააქვს თიკო.. არვიცი რატომ ვსუნთქავ, მე არ მინდა ასეთი სიცოცხლე _ ბოლო სიტყვებზე თვალები ცრემლებით აევსო _ არ გთხოვ რომ მაპატიო..არ ვიმსახურებ ვიცი. ერთადერთი რაც მინდა ის არის რომ ბედნიერი იყო..თუნდაც ჩემს გარეშე..
თიკომ მეტს ვეღარ გაუძლო, სასწრაფოდ წამოხტა და გაიქცა. ტირილით გაიკვლია გზა ბაღში და ტაქსი გამოიძახა. არიცოდა რას გრძნობდა.. ერთი იცოდა გულის ერთ ნაწილს ისევ ძალიან უნდა მასთან ყოფნა. . ძალიან..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent