სიგიჟის ზღვარზე (11 თავი)
ნატა სახლშუ აღფრთოვანებული დაბრუნდა, ეგონა რომ ყველაფერი მოაგვარა და ბექა მოიშორა თავიდან, მაგრამ მისი სიხარული ნაადრევი იყო, როცა სახლში შელაგდნენ ნაცემი ლაშა და გეგა აქ დაიწყო ნატას უბედურება -ავადმყოფო არანორმალურო-ლაშა სავარძელში ჩაეშვა და ნატას უყვირა -მია ჯერაც ვერ გვიპოვია იცი? -მე ტაქსი მყავდა უკანა კართან, მია მას უნდა გაყოლოდა-ნატა ჯერ ისევ იმედიანად იყო -ეგ შენი ტაქსის მძღოლი უცემიათ -ვერ გავიგე?-ნატა აიბნა -რა ვერ გაიგე-მარინა წამოადგა კიბესთან ატუზულ ნატას -დაიკარგა შენი სულელი და -ეტყობა ვერ იპოვა ეგ შენი ტაქსი-ჩაერია ნანა-ვინ იცის სად დაბოდიალობს -გეუბნებით თორნიკეს ნაჩალიჩარია-აყვირდა ისევ ლაშა -შეიძლება ერთადაც მოქმედებდნენ-ნატას ესროლა მკვლელი მზერა -ეს შტერი და ის სირ. -რას ბოდავ-აწიოკდა ნატა-შენნაირი იდიოტი ნუ გგონია ყველა -აბა სადაა შენი და? -თავი დამანებეთ -შენ მოაწყვე არა ის ცირკი?-მარინამ დაისისინა -მიას არ უყვარდა ის ავადმყოფი-ნატა ასლუკუნდა-და თავის გადასარჩენად მამაც და ძმაც გაჩუმდა და მიას აიძულებსით გაყოლოდა ცოლად იმ შეშლილს რომ ეს ორი ციხეში არ მოხვედრილიყო-ახედა მარიანას -რამდენს ბედავ?-მარინამ მკლავში ხელი წაავლო -ასე არაა? ასე არაა?-ატირდა ნატა -მე რომ არა ახლა მია იმ არაკაცის ცოლი იქნებოდა -შენს ოთახში წადი-გეგა წკიპზე იყო რომ ნატას არ სცემოდა -ახლავე-დაისისინა და ნატაც ოთახაი ავარდა. -ეს გოგო არანორმალურია-მარინამ ნანას გახედა-არაა ნორმალირი გეუბნებით, ქორწილი ჩაუშალა დას -არანორმალურია არა?-ნანამ დედამთილს დაუბღვირა -თუ ასეა რატომ არ წაყევით ხელის მოწერაზე? სინდისმა არ გაგიშვათ მგონი, მგონი ხვდებოდით რომ მიას ცხოვრებას ვღუპავდით და მაგიტომ ვერც თქვენ და ვერც ჩვენ ვერ გავბედეთ წასვლა და იმის ყურება როგორ მოაწერდა ხელს იმ შანტაჟისტ ავადმყოფთან, ჩვენი მია და თუ ნატამ ეს ცირკი მოაწყო ძალიანც კარგი ქნა, მარტო მას ეყო გამბედაობა ამ საშინელების შესაჩერებლად -გაჩერდი ერთი, თუ ასეთი ცუდი ბიჭი იყო რატო დათანხმდით? მშობლები არ ხართ? თქვენი გოგონა თქვენი სახლიდან, თქვენი ნებით,თქვენ არ გაატანეთ? თქვენ არ გაწირეთ? თქვენ არ გაუშვით? ახლა ნუ მელაპარაკები ისე თითქოს ბრალი ბექას მიუძღვის მიას გაუბედურებაში, თქვენ გაუშვით მია მასთან -გეყოფათ-გეგას სახე აელეწა -რაც მოხდა მოხდა მთავარია მია ვიპოვოთ -იპოვოს თურმე, პოვნა თუ გინდოდა პოლიცოაში გაგეცხადებინა-მარინამ წაკბინა ისევ შვილი- მაგრამ შენც კარგად იცი რომ ეგ შტერი გოგო თორნიკემ წაიყვანა, და იმიტომ ხარ ჩუმად -ამის დედაც-იყვირა გეგამ და სახლიდან გავარდა -რის მიხწევას ცდილობთ?-გაბრაზდა ნანა დედამთილზე -ვცდილობ გაგაგებინოთ რომ პასუხისმგებლობა თქვენზეა და როცა თვალს დახუჭავთ ყველა მათ საქციელზე, საბოლოოდ პასუხისგება მათთან ერთად თქვენც მოგიწევთ -ნატას რატომ ადანაშაულებთ თუ ასეა -იმიტომ რომ არ აქ უფლება სახვას სხვისი ბედით ითამაშოს -ჯობდა ბექას ცოლი ყოფილიყო? -ჯობდა რომ თავისდროზე გაგენძრიათ ტვინი და ხელი, ახლა ასეთ მდგომარეობააი არ ვიქნებოდით -ბექას ფანი შენ იყავი თუ გახსოვს, შენ უწყობდი ხელს ამ ყველაფერს-ნანა გაბრაზდა და გარეთ გავარდა. -დედაშენი თავს იშტერებს რომ პასუხისმგებლობა აირიდოს, მერე კი შედეგები ეომ არ მოწონს სხვებს დებს ბრალს-მარინამ მოშხამა ლაშა და ავიდა თავის ოთახში. მიას სავარძელში ჩაეძინა და ვერ გაიგო როგორ შევიდა ოთახში თორნიკე, რომელმაც მიას მაშინვე პლედი მიაფარა და დივანზე ჩამოჯდა, დიდხანს აკვირდებოდა მიას სახეს და გული გამალებით უცემდა, ეშინოდა გათენების რადგან არ იცოდა რა მოხდებოდა, მია რას გადაწყვეტდა, მია თუ წინააღმდეგობას გაუწევდა და წასვლას მოისურვებდა იძულებული იქნებოდა გაშვა, თუ არ გაუშვებდა მაშინ რა იქნებოდა? აი აქ ფიქრს წყვეტდა რადგან აღარ უნდოდა მეტზე ფიქრი, რადგან ტკივილს აყენებდა ყველაფერი ზედმეტი... სუნთქვა იჭირდა უკვე ამ ოთახში და გარეთ გავიდ სიგარეტი ამოიღო და ნერვიულად გააბოლა -რა გჭირს?-ნიკა წამოადგა თავზე, მიწაზე მჯდომ თორნიკეს -გჯერა იმის რომ ძალიან შეშინებული ვარ? მეშინია გათენების? მეშინია იმ ოთახაი შესვლის? მეშინია მიასი? -მისმინე თორნიკე ასე თუ მოიქცევი უეჭველად წავა -ასე როგორ?-თორნიკემ მეორე ღერს მოუკიდა -აგრძნობინე რომ დათმობაზე არ წახვალ, რომ მასზე უარს არ იტყვი არავითარ შემთხვევაში, აგრძნობინე რომ სიგიჟემდე ხარ მასზე შეყვარებული -ისედაც იცის მაგრამ... -მისმინე, ვიცი რაც ხდება თქვენს შორის, მას არ უყვარხარ და ეს გაშინებს მაგრამ დაარწმუნე შენს გულწრფელობაში, ისიც აგრძნობინე რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია შენთვის, მაგრამ უნდა იცოდეს რომ მას არაფრისგამო არ დათმობ -მისი თვალები... როცა მიყურებს ვგრძნობ რომ მადანაშაულებს, დაეს მაგიჟებს, ყოველი მისი შემოხედვა მკლავს, მაგრძნობინებს რომ არაკაცულად მოვექეცი, ძალით ვაჯობე და ვაიძულებ გახდეს ჩემი -ასე ნუ ართულებ, შენ უნდა დაარწმუნო რომ შენსავით ვერავის ეყვარება, რომ მისი ღირსი ხარ, დაბნეულია და დრო მიეცი, წასვლა რომ უნდოდეს და სძულდე აქ არ ვისხდებოდით მედა შენ ასე მშვიდად -ასე მარტივია?-თორნიკეს ჩაეცინა -არაა მაგრამ შენ თუ გინდა რომ ის შენთან დარჩეს მაშინ გაითვალისწინე რასაც გეუბნები, შენ ახლა დაბნეული ხარ მიასავით და გრძნობებს აყოლილი აი მეკი თავი მიმუშავებს თან კარგად-ნიკა ადგა და სახლში შევიდა. მიამ თვალები გაახილა და შეკრთა, უცბათ ვერ გაერკვია რა ხდებოდა და სად იყო, ამიტომ დაფეთებული წამოვარდა სავარძლიდან -რამოხდა-თორნიკეც ცოტა არ იყოსდა აიბნა და ისიც წამოდგა საწოლიდან -მე უბრალოდ-მიამ მიაბჯინა მწვანე თვალები თორნიკეს -წყალი ხომარ გინდა-არ იცოდა რა ეთქვა დაბნეულ ბიჭს -არა-მიამ საყვესურით უთხრა და ისევ სავარძელზე დაჯდა -საწოლში საწექი-თორნიკე ისევ იმ ადგილას იდგა მიყინული -არ მინდა-მიამ პლედი მოიხვია -კანკალებ-თორნიკე გოგონას თვალს არ აშორებდა -გამივლის-მიას თავი არ აუწევია ისე უთხრა -მია ნუ ჯიუტობ -არმიმდათქო-მიამ ჩაიდუდუნა და უფრო მჭიდროდ შემოიხვია პლედი -მე დივანზე დავიძინებ-ღიმილი შეეპარა მის სახეს -მოგწონს არა ჩემი წვალება?-მიამ გაბედა და შეხედა -თუარ დაწვები ხელში აგიყვან და... -არ გაბედო და არ მომეკარო-სიტყვა გააწყვეტინა აღელვებულმა გოგონამ -ვერ ვხვდები ჩემი მოკარება ასე რატომ გაშინებს -ვერ ხვდები? უცნაურია-მიამ ახედა საყვედურით სავსე მზერით -მია მე იმას არ ვგულისხმობ რასაც შენ-თორნიკემ თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი აუვარდა -რა გაცინებს?-მიას ეწყინა -მია შენ ძალიან ცუდ რამეებზე ფიქრობ და მე ეგ არ მიგულისხმიათქო-თორნიკე ისევ იცინოდა -შენ რაიცი რაზე ვფიქრობ?-მია წამოენთო-საერათოდ რა იცი ჩემზე? -რაც მთავარია ის ვიცი შენზე -და რაიცი -ის რომ ჩემი ხარ -შენი არ ვარ!-მია გაბრაზდა და ახედა მომღიმარ ბიჭს -ხარ-თორნიკემ მკაცრად უთხრა -არ ვარ -გგონია გაგიშვებ?-ბრაზი გაერია ხმაში -გგონია რომ შენი გავხდები?-მიამ გაბედა და თქვა ის რაზეც ფიქრიც კი ერიდებოდა, თორნიკეს თავხედურად მიანათა მწვანე თვალები და მის რეაქციას დაელოდა, თორნიკემ ბრაზით თავი დაიქნია და სცადა დამშვიდებულიყო და აზრებისთვის თავი მოეყარა რომ რამე ისეთი არ ეთქვა რომ შეეშინებინა ან ეწყენინებინა -მე შენ ძალიან მიყვარხარ მია, მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ-მიას ხელები ჩაკიდა და ფეხზე წამოაყენა, მია თავდახრილი იდგა და ძალა არ ყოფნიდა თავალი გაესწორებინა ჭაობისფერი ამღვრეული თვალებისთვის -მე შენ არ გაგიშვებ, დაგელოდები თუ საჭირო იქნება მთელი ცხოვრება დაგელოდები, მაგრამ არ გაგიშვებ -მე თუ წასვლას მოვისურვებ-მიამ ახედა და თვალი გაუსწორა თორნიკეს -არ გაგიშვებ-თორნიკემ მია გულში ჩაიკრა -ვერ გაგიშვებ, ძალა არ მეყოფა, გთხოვ ერთი შანსი მომეცი, უფლება მომეცი დაგიმტკიცო რომ გიმსახურებ, რომ შენი ღირსი ვარ -თორნიკე ეს მხოლოდ სიტყვებია -მაშინ უფლება მომეცი რომ ჩემი თავი გაგაცნო -რატომ არ მაძლევ წასვლის უფლებას -იმიტომ რომ მერე აღარ დამიბრუნდები - რა გინდა ჩემგან-მია მოშორდა თორნიკეს და თვალებში ჩააცქერდა -შენ მინდიხარ, შენ მჭირდები, მია -გგონია ასე მარტივია? -მია ნუ მელაპარაკები ამ თემაზე, მე შენ მაინც არ გაგიშვებ, შენ ჩემი ხარ, ცა რომ ჩამოიქცეს მაინც არ გაგიშვებ, მაინც არ დაგთმობ. მია ცხოვრების გზაჯვარედინზე იდგა, მას შეეძლო ებრძოლა და თავისუფლება მოეპოვებინა, შეეძლო ეტირა, ეყვირა, ეკივლა, სკანდალი მოეწყო და თორნიკეს გრძნობებზე ეთამაშა, შეეძლო გავლენა მოეხდინა მის სისუსტეებზე,შეეძლო ეთხოვა, თავი შეეცოდებინა და თავისუფლება მოეპოვებინა მაგრამ ბრძოლას დანებება არჩია, ბედისწერას დაემორჩილა, რადგან ძალა არ ყოფნიდა საკუთარი ბედი დაეწერა, საკუთარი ოცნებების და სურვილების ასრულებას გაჩუმება და სხვისი სურვილების ასრულება არჩია, ბრძოლას დანებება და მორჩილება არჩია, მაშინ როცა შეეძლო მიეღო თავისუფლება. გაჩუმდა, დადუმდა და მიყვა ცხოვრების მდორე დინებას, მიენდო თორნიკეს სიყვარულს და სწორედ აქ დაუშვა საბედისწერო შეცდომა, შეცდომა რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა, და მთელი მისი ცხოვრება არ ეყოფოდა, ის შეცდომა რომლის გამოც მთელი ცხოვრება მოუწევდა პასუხისგება. რატომ ჩაიდინა ეს? იმიტომ რომ ბრძოლის აზრს ვერ ხედავდა? ალბათ ამიტომ, ალბათ ფიქრობდა რომ თუ თორნიკესგან წავოდოდა და სახლში დაბრუნდებოდა ოჯახი ზურგს აქცევდა, თორნიკეც მაინც არ შეეშვებოდა, ოჯახიც მას დაუჭერდა მხარს და აიძულებდნენ მაინც მას დაბრუნებოდა, რადგან ხალხი მასზე იჭორავებდა, მის სახელსა და ღირსებას ჩირქს მოსცხებდა, ყოველდღე გაახსწნებდნენ მომხდარს და სულს მოუწამლავდნენ, ვერავის დააჯერებდა რომ მას და თორნიკეს შორის არაფერი მომხდარა და რომ თავად არ იყო დამნაშავე ამ ყველაფერში, ყველა მისკენ გაიშვერდა თითს და ათას რამეს დააბრალებდნენ, შეიძლება გარყვნილადაც ეცნო სოფლის საბჭოს, ოჯახი კი მისი დაცვის ნაცვლად უარესად დააჭერდა წიხლს, იცოდა მიამ რომ საზოგადოების ბრიყული ცნობიერების მსხვერპლი გახდებოდა, იცოდა რომ არ აპატიებდნენ თავოსუფლებას, იცოდა რომ ყველა ტკივილს მიაყენებდა როგორცკი შანსი მიეცემოდათ, ისიც იცოდა რომ მისი ოჯახი იმ აზრის მომხრე და უნებლიე მსხვერპლი იქნებოდა რასაც ჩამოაყალიბებდა მიზი სამეზობლო, რომელთაც წარმოსგენა არ ექნებოდათ რეალურად რა ხდებოდა მიას გარშემო და იმა იტყოდნენ რასაც გადაწყვეტნენ თავიაანთი უხამსი ტვინებით, ამიტომ დანებდა მია თორნიკეს შემოთავაზებულ ბედისწერას და გაჩუმდა, დანებდა ცხოვრებას და ბრძოლა შეწყვიტა რომელიც ისედაც წაგებული იყო. მია მიენდო ბედს, თორნიკეს სიყვარულს, მის კაცობას ,ღირსებას მაგრამ აქ სწორედ აქ დაუშვა მან შეცდიმა, რამაც მისი ცხოვრება დაანგრია და გაანადგურა, მიამ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და თორნიკეს გადააბარა, ასე გაექცა ის ქაოს, ხალხისგან ნასროლ ტალახს, ომს საკუთარ ბედისწერასთან, დამარცხებას, დამცირებას და თორნიკეს მიანდო თავისი ბედი, იღბალი, მომავალი. ეგონა სწორად იქცეოდა, ეგონა რომ თორნიკე დაიცავდა იმ მწარე და სასტიკი რეალობისგან რაც მოელოდა მისგან წასვლის შემთხვევაში, ამიტომ გაჩუმდა და მიენდო თითქმის უცნობ კაცს. ნატა თავს ვერ პატიობდა ამ ყველაფერს, ძალიან განიცდიდა რომ მია თავის ხელით ჩაუგდო თორნიკეს ხელში, რომ მიას ბედით ითამაშა უნებურად, რომ მიას ცხოვრება ასე არია და საერთოდ სხვა მხარეს წაიყვანა. თორნიკე და მია რომ იპოვეს გეგას არც უფიქრია შვილის წამოყვანა, ან აზრის კითხვა მისთვის რა სურდა თავად მიას. -რადგან ასეთი რამ ჩაიდინე, ჩემს შვილს ხელი მოკიდე, საქმროს აახიე ფაქტიურად ქორწილიდან ამიტომ იცოდე რომ არ გაპატიებ ერთ დაშვებულ შეცდომასაც კი, არცკი გაბედოთ ფიქრი იმაზე რომ თქვენ ართად არ იქნებით-გეგას სიტყვები მიას ანადგურებდა თორნიკეს კი ახარებდა - არცკი იფიქროთ რომ თქვენ ერთმანეთს დააშრდეთ, იმ მიზეზით რომ მიას არ უნდა შენთან დარჩენა, არცკი გაბედოთ ამაზე ფიქრი -არც მიფიქრია მიას გაშვება-თორნიკეს მოწონდა გეგას ასეთი რეაქცია -რათქმაუნდა არც იფიქრებ რადგან შენსგამო მეორეთ შეელახა მიას სახელი, მეორეთ აგვირიე მთელ ოჯახს თავგზა, ახლა იქნება ქორწილი და შეიქმნება კარგი ქართული ოჯახი -ასე იქნება-თორნიკე ბედნიერებას ვერ მალავდა, ეგონა შეშლილი გეგა გაუჭედავდა მომხდარზე -მაგრამ არ გეგონოს ასე მარტივად გაპატიებ ამ ყველაფერს აიძევ-გეგამ მხარზე ხელი დაარტყა -თუ აურევთ რამეს მიას კიარა პააუხს შენ მოგთხოვ -მერწმუნეთ რომ მიას გავაბედნიერებ -შეცდომებს არ გაპატიებთ არცერთს-გეგა მიას მიაჩერდა რომელსაც სიმწრის ღიმილი უფარავდა სახეს -მისმინე სიძევ-ლაშა წინ დაუდაგა თორნიკეს-ამ თავხედობას იმიტომ გპატიობთ რომ მიას სახელს არ გვინდა ჩირქი მოსცხონ ჩვენმა ,,კეთილის " მსურველმა ხალხმა ხო ხვდები? არ გვინდა კიდევ გართულდეს ისედაც დაძაბული მდგომარეობა, არ გვინდა რომ ამ გოგოს ღირსება შეელახოს ამიტომ შენ განდობთ მის ღირსებას და სახელს -ნუ ღელავთ მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის -კარგია რომ კარგად გავუგეთ ერთმანეთს -მია იმიტომ მოვიტაცე რომ მიყვარს და მინდა გავაბედნიერო და არა იმიტომ რომ სხვა მიზანი მაქ, ასე არ მოვიქცეოდი ბექას რომ არ დაეჩქარებინა ნიშნობა და ქორწილი-აუხსნა თორნიკემ -უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა -ხოდა ახლა შენ აგებ პასუხს მიაზეც და მის ღირსებაზეც -კარგად გაუგეს ერთმანეთს, მიასთვის კი აზრადაც არ მოსვლიათ ეკითხათ მას რა სურდა, ან კი სურდა საერთოდ რამე ამ უგულო ადამიანების ხელში?. თორნიკეს იჯახში ერთი აურზაური და დაბნეულობა იყო, ვერაფრით აეხსნათ მისი საქციელი, თორნიკეს მხრიდა გოგონას ძალით წაყვანა, მითუმეტეს ქორწილიდან, მითუმეტეს პატარძლის წარმოუდგენელი იყო, იქამდე ვერ იჯერებდნენ სანამ გეგა და ლაშა არ მიუვარდნენ ოჯახში და არ მოსთხოვეს მისამართის გაგება თუ სად ყავდათ მია გადამალული. ქეთი გაოგნებული იყო შვილის ასეთი თავხედური და გაუაზრებელი საქციელით მითუმეტეს რომ ჯერ ურთიერთობა არ ქონდა გარკვეული თათასთან რომელიც ამტკიცებდა რომ თორნიკესგან ბავშვს ელოდებოდა. ქალი გიჟივით აწყდებოდა აქეთიქით და არ იცოდა რა მოემოქმედებინა -დედა გეყოფა, ასე ნუ განიცი გთხოვ, თავად გაარკვევს ურთიერთობას იმ თავხედ გოგოსთან, ეტყობა ეს მია მართლა შეუყვარდა -მერე თათა? ბავშვი? იმ საწყალ გოგოს რაღას ეტყვის? მია ამას როგორ შეეგუება? -იქნებდა არაა თორნიკეს ბავშვი -კარგი რა თიკა, მასეც რომ იყოს თათა გგონია ამათ გაახარებს? მითუმეტეს რომ შენ ძმამ ის გოგო მოიტაცა, ეტყობა იმ გოგოს არ უყვარს -დედა დაწყნარდი დღეს ხო ჩამოვლენ და დაელაპარაკე ორივეს მშვიდად, იქნებდა არცისე რთულადაა საქმე შენ რომ გგონია -ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია იყო ასე მავიდად მააინ როცა მედა მამაშენი ლამიისაა ჭკვიდან გადავიდეთ. თიკას მხოლოდ ის ფაქტი აბედნიერებდა რომ ნიკაც ჩამოყვებოდა მის ძმას და მას ნახავდა, თორემ მისი ძმის დაბრუნება ოჯხაში ნამდვილი ატომური ბომბის აფეთქება იქნებოდა, თუმცა ამ მძიმე მდგომარეობისდა მიუხედავად ნიკაზე ფიქრი მოსვენებას უკარგავდა და ბედნიერებას ანიჭებდა. კარზე ზარის ხმამ თიკას გულისცემა გაასმაგა და გიჟივით მივარდა კარს, სწრაფად გააღო და გახარებული ძმას ჩაეხუტა ,შემდეგ რძალს, მერე ნიკას ჩაეხუტა აღფრთოვანებული და ბოლოს გუგას. -თორნიკე-ქეთი დაბნეული და გახარებული მივარდა შვილს და გულში ჩაიკრა, შემდეგ მია შეათვალიერა და ისიც ჩაიხუტა , მიულოცა და ბედნიერება უსურვა, მისაღებში შეიყვანა და გაშლილ სუფრასთან დასხა დააანჩული ბავშვები -მამაც მალე მოვა-თორნიკეს სახეზე მოეფერა, სამზარეულოში შევარდა და გამოალაგა ცხელი საჭმელები ისედაც გადავსილ მაგიდაზე, კარზე გაოსმა გამაყრუებელი ბრახუნი და თორნიკე წამოვარდა ფეხზე -მამა მოვიდა მგონი-თქვა და გახარებული გავარდა კარის გასაღებათ, მაშინვე გადაატრიალა გასაღები და გამოაღო ფართოდ კარი და სახაზე შეეყინაბედნიერების ღიმილი -ესეიგი დაბრუნდი-მიახალა თათამ სახეალეწილ ბიჭს -ვინაა დე-ქეთიმ გაიხედა მისაღებიდან და თათას რომ კიდა თვალი სულ აირია, მააინვე გავარდა, თორნიკე სახლში შეაგდო, თათას მკლავში ხელი წაავლო და კიბეები ჩაარბენინა ძალით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.