შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვილი {10}


14-06-2020, 19:47
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 259

ზაფხული ისე გავიდა ერთმანეთს არც კი შეხვედრილან ნორმალურად, სანდრო საქმეში თავით ჩაფლული იყო, ანო ფსიქოლოგობდა... ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ამაღლობელის სახლში არ მოსვლები უკვე ძალიან აღიზიანებდა ფანგანს, მაგრამ ყველაფერს ცივი გონებით უყურებდა და არც პროტესტი გამოუთქვამს. ,,მე რა მესაქმება, მისი ცხოვრებაა" მუდმივად ამ ფრაზას იმეორებდა მაგრამ, როგორც კი სანდროს პიჯაკზე ქალის სუნამუს სუნს აღმოაჩენდა მაშინვე პანიკის ნაპერწკლები ღვივდებოდა ფანგანთან. მერე იყო უაზროდ დაბღვერები, ყავაში ,,შემთხვევით" მარილის ჩაყრა, აბაზანაში საპნიანი წყლის დაქცევა და ისევ გაბრაზებული ანო, რადგან სანდროს ნერვებს წამითაც ვერ აყენებდა ზიანს. რაღაც შეცვლილიყო ამაღლობელთანაც აქამდე თუ ანოს უბღვერდა, ახლა თუ სადმე შეხვდებოდა ,,შემთხვევით" ღიმილით უცქერდა.

***
დილით გაღვიძებულს გვერდით ამაღლობელი არ დახვდა და შუბლი მეტად შეჭმუხნა. ზანტად წამოდგა ფეხზე და აბაზანას მიაშურა. მისი შავ-თეთრი ყოველდღიურობა უკვე ყელს ჰქონდა გადაცდენილი. რუტინულად მოიწესრიგა თავი და ფრიალა სარაფანაში გამოეწყო. შემოდგომის პირველი დღეები იწყებდა ათვლას, მაგრამ ზაფხულის სიცხე მაინც იგრძნობოდა.
ოთახი ჩვეულებრივ მოაწესრიგა და დემნას დაურეკა. ამბები გამოჰკითხა, ნინიას ორსულობის შესახებ ჰკითხა და საბოლოოდ საღამოს ერთად გასეირნებაზე შეთანხმდნენ.
იმდენად დაიღალა ძლიერ ქალს ამოფარებულის იმიჯით, უნდოდა ახლა ძმასთან და მის საუკეთესო მეგობართან ერთად დრო ლაღად გაეტარებინა. ეს ხომ სულ აკლდა. ბავშვობის ტრამვამ იმდენად იმოქმედა ფანგანზე, რომ ძალიან დიდხანს ვერ გამოიგნო გზა, ცხოვრებამდე. შემდეგ კი, უკვე ზრდასრულმა იუკადრისა გასართობ ცენტრებში სიარული და ფსიქოლოგობას ამოეფარა.
ახლა კი უნდა შეეცვალა, რაღაც საკუთარ შავ-თეთრ ცხოვრებაში.
***
მთაწმინდაზე ასულს დემნამ ატრაქციონებზე დაჯდომა, რომ შესთავაზა, სიცილად არ ეყო, მაგრამ ბოლოს მაინც დასთანხმდა. ფეხის დაბიჯებისთანავე იცოდა, რა სიგიჟე ელოდა წინ. არც შემცდარა, ჰაერში ასულმა მოჭარბებული ადრენალინი იგრძნო და ეგონა გული გაუჩერდა, შენდგომ კი ისევ ამუშავდა. მაღლიდან ხედავდა ყველას, როგორი პატარები და უსუსურები ჩანდნენ.
ნაყინის დანადგართან მდგარ ნინიას გახედა, ისიც პატარა იყო, მაგრამ მის გვერდით ამოიცნო კაცი, რომლის გამოც ათასჯერ მოკვდა, მაგრამ ათასმეერთედ გაცოცხლდა.
-სანდროა აქ! დემნას დაუყვირა და ხელები გაასავსავა.
-გვიკადრა? არც დემნამ დააკლო ყვირილს და უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
კიდევ რამდენიმე წუთი იყვნენ ჰაერში გამოკიდებული, შემდგომ კი ისევ მიწაზე დაეშვნენ.
ფეხზე ძლივს დადგა, ეგონა რომ უწონადობის პროცესში იყო. წელზე შემოხვეულმა ძლიერმა მკლავმა მოიყვანა გონს და დაბნეულმა გახედა ამაღლობელს.
-წაიქცევი ანო! ყურთან დაიჩურჩულა და იქვე დაუტოვა სველი კოცნა.
-რატომ? უკან ხომ დამსდევ, ხოდა არ წავიქცევი. სწრაფი ნაბიჯით გაეცალა. ვეღარ უძლებდა მის თითოეულ სამოსზე ქალის სუნამოს. ნესტოებში უძვრებოდა და მთელი დღის განწყობას სუნამო უმწარებდა.

ნაყინს ჭამდნენ, უფრო სწორად ნინია ჭამდა და დანარჩენები უყურებდნენ. განსაკუთრებით, სანდრო უყურებდა ღიმილნარევი მზერით.
-ეგ სუნამო მაღიზიანებს! ანოსკენ გაიშვირა თითი ნინიამ
-სუნამოს არ ვიყენებ ნინია, ბუნებრივობას ვანიჭებ უპირატესობას. უკნაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი და ამაღლობელს გახედა.
-მაშინ ვის აქვს ასეთი ფრეშ სუნი?
-მე ალბათ! საყელო ცხვირთან მიიტანა და სახე დამანჭა.
-ჯანდაბა! ამოიგმინა და იქვე მჯდარ დაცვის უფროს გახედა.
-გვაქვს პერანგი? თანხმობის შემდეგ ფეხზე წამოდგა და მანქანისკენ გაეშურა.
-ფრეშ სუნი და ამას ეხლა გავწეწავ.
თითი დაიქნია ანომ და გამწარებულმა თვითონაც გადაუშვა გამშრალ ყელში, ნაყინის მოზრდილი ლუკმა.

***
-შეგეძლო არ მოსულიყავი! კარი ხმაურით შეანგრია ფანგანმა და ქურთუკი იქვე მიაგდო.
-რას პანიკდები ანო? ქალს მიბაძა თვითონაც
-შენს სამოსზე ქალის სუნამოები მკლავს! ვითომ ვერ ამჩნევ ხომ როგორ ყარხარ!
-ჯანდაბა! წამის მეასედში გაჩნდა ქალის წინ და კეფაზე შემოხვეული ხელით აიძულა ახლოს მდგარიყო.
-ჰორმონებ აშლილი! უკმაყოფილოდ გამოსცრა კბილებში.
-პატარავ, მე არაფერი მიჭირს მაგრამ შენ აშკარად აშლილი გაქვს ჰორმონები და ვერ იკმაყოფილებ!
-ცდები, აი მაგალითად რატი მშვენიერი კაცია!
სანდროს მოჭერილ თითებზე უფრო გახალისდა.
-არ გამაბრაზო! ყელში აკოცა ქალს.
მინის მოზრდილი მაგიდიდან ერთი ხელის მოსმით გადაყარა ყველაფერი და ფანგანი შემოსვა.
ნაჭრის შიგნით არსებულ მკერდს გასაქანი მისცა და კაცის თითების შეხებაზე, ხორხიდან კვნესა ამოუშვა. ძლიერად უჭერდა ხელებს და თან გრძელ კისერზე სველ კოცნებს უტოვებდა. ხერხემალს თითების ცეკვით აუყვა და ქალის სხეული ზურგით შემოატრიალა. მაგიდაზე მუცლით აკრულს ზემოდან დახედა და კმაყოფილმა ჩაიცინა. მოქმედებები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა... ქალის სამოს გაყოლებული სანდროს პიჯაკი და შარვალი. ძლიერი ბიძგები, რომელიც უსაზღვრო სიამუვნებას ანიჭებდა ანოს სულს. შესიებულ ბაგეზე ნაზი კოცნა და რბილი მატერიის შეგრძნება.
,,დამაწვინა" კმაყოფილი ფანგანის გაელვება და სიშავე, რომელიც არასოდეს ყოფილა ასე ფერადი.

ღამე მაინც გამოეღვიძა,გვერდით მტოფს გადახედა და ბედნიერებისგან გაიბერა. ახლა უღირდა ყველაფრად ეს წამები. სანდროს მშვიდი სუნთქვა, რომელიც ორი წამის შუალედში სცდებოდა კაცის სასუნთქ ორგანოს, ანოსაც ამშვიდებდა. მისკენ დაიხარა და თითქმის შეუმჩნევლად აკოცა ლავიწზე.
მოჩვენებასავით დადიოდა, არ უნდოდა ძილი დაეფრთხო ამაღლობელისთვის. იმდენად სტკიოდა კუნთები, ფეხებს ვერ იმორჩილებდა. სააბაზანოში ძლივს შევიდა და ჩამრთველს თითებით წაეტანა. განათებულ ოთახში, მის სხეულს დააკვირდა და მკერდთან სილურჯეებზე გაეღიმა. მისი გამარჯვება იყო! ეს სილურჯეები კი აზუსტებდა ქალის მიღწეულ მიზანს.
ჭავლის ქვეშ დადგა და თვალები დახუჭა. მის ცხოვრებას გადახედა და დღევანდელი დღე ყველაზე მეტად არ ესიამუვნა. ტანში უსიამუვნოდ დაუარა იმის გააზრებამ, რო საშინელი წარსული ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ წარსული წარსულად რჩებოდა, არც ანოსთვის და მითუმეტეს სანდროსთვის არაფერი იცვლებოდა. ფაქტად რჩებოდა მათი ვერ დაბადებული შვილოს ამბავი, რომელიც ყელში ჰქონდათ ორივეს გაჩხერილი და ვერც ერთი, ინელებდა ამ ამბავს.

ცივი თითების შეხებამ მოიყვანა გონზე. სწრაფად შეტრიალდა და ამაღლობელის სხეულს, რომ წააწყდა სასიამუვნოდ გასცრა.
-ცუდი ანო! თავი გააქნია და ახლოს მიიზიდა მისი სხეული
-მეგონა გეძინა
-მეძინა, მანამ სანამ არ აღმოვაჩინე, რომ გაიპარე.
-თითქოს გადარდებდეს.
-არ მადარდებს, უბრალოდ ახლა გამახსენდა ხვალ ვახშამია, მოემზადე როგორმე! ყვრიმალზე აკოცა და სააბაზანო დატოვა.

***
მთელი საღამო გულის გამაწვრილებლად უკრავდა, ფოიეში მდგარ ფორტეპიანოზე წვერიანი მამაკაცი. წითელ კაბაში გამოწყობილს გვერდით ამაღლობელი ედგა და თავ აწეული მიიწევდა მაგიდასთან, სადაც რამდენიმე უცნობ, თუმცა ნაცნობ საახეებსაც მოესწროთ შეკრება
-ქალბატონო ანო! შორიდან მოესმა ნოეს ხრინწიანი ხმა და თავი დაუქნია, პატივცემულ ფილფანს.
-გაიცანით ჩემი მეუღლე ანო! ყველას წარუდგინა და მზერა მის წინ მჯდარ ქალზე გადაიტანა, უემოციო სახით, რომ უმზერდა ამ ორს.
-ეს, კი ჩემი მეუღლე დეა!
რეაქცია არც ერთს ჰქონია და არც მეორეს. მიუხედავად დაძაბულობისა ანო ლაპარაკობდა, სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა სანდროს და რაც მთავარია მათთან ერთად გეგმავდა მომავალს.
-შვილები არ გინდათ? დეას დასმულ კითხვაზე ამაღლობელი მთლიანად დაიძაბა და ქალის დანისნულ თვალებს წამით შეავლო მზერა.
-გვინდა კი, სანის ოთხი უნდა მაგრამ, სიბერეში ნაბოლარას გავაჩენ. აი იმ მუტრუკებს, რომ გავისტუმრებ, მერე ერთს ჩვენთვის გავაჩენ.
ანოს პასუხზე სისხლი ჩაექცა. ძლიერად მოუჭირა წელზე ხელი, მაგრამ მიუხედავად ტკივილისა ქალს არ შეუმჩნევია ეს ფაქტი.
-დეას არ უნდა შვილები. ნოეს ნათქვამზე ბაგე გაეპო ფანგანს.
-თავიდან ასე გგონია, მერე აცნობიერებ, რომ ურთიერთობის ახალი ეტაპი საჭიროა და შვილიც გინდება.
ღიმილით გადახედა მის გვერდით მჯდარ, დაჭიმულ სანდროს და ტუჩის კუთხესთან აკოცა.
-იმედია სახლში არ მომკლავ. ყურთან დაიჩურჩულა და ისევ მასპინძელს მიუბრუნდა.
მიუხედავად იმისა, რომ იცოდა დეას მზერა ვის ეკუთვნოდა, ოდნავადაც არ ეჭვიანობდა. ამაღლობელის აბრჭყვიალებულ თვალებს, ვერსად ემალებოდა. მთელს სხეულზე სასიამუვნო ჟრუანტელი უვლიდა...
ნოეს შეგავაზებაზე ღიმილით დასთანხმდა და შუაგულ ცენტრში აღმოჩენილებმა მაშინღა შეამჩნია კაცის გაოცებული თვალები.
-სანდრო და დეა იცნობდნენ ერთმანეთს? ისე ჰკითხა ანოს ფანგანმაც დაუყოვნებლივ გაიხედა წყვილისკენ.
-შეიძლება, სანდროს ნაცნობებეზე არასდროს ვეკითხები ხოლმე. კაცის ძლიერმა ხელმა ორჯერ დაატრიალა და ისევ განაგრძეს ცეკვა.
-კარგია, რომ შვილები გინდათ, თანაც ასეთი ახალგაზრდა ხართ და მაინც გეგმავთ შვილებს.
-დეასაც მოუნდება.
-დეას ჩემგან არ უნდა შვილები. ნერწყვი მძიმედ გადააგორა ფილფანმა.
-ხანდახან ვფიქრობთ, რომ არ გვინდა კონკრეტული კაცისგან შვილი, ვიშორებთ მას თავიდა მაგრამ მერე ვხვდებით, ვხვდებით, რომ ეს შვილიც გვჭირდება და ის კაციც...
ბოლოჯერ დატრიალდა ანო და სიმღერაც მიჩუმდა.
-შესანიშნავი ხართ!
-თქვენც! ისევ ღიმილი, რომელიც წამითაც არ ყოფილა ყალბი. გრაციოზული მოძრაობით დაუბრუნდა ადგილს და წითელი ევინით სავსე ბოკალი წვრილ თითებს შორის მოიქცია.
-მიუხედავად იმისა, რომ სადღეგრძელოები ჩემი სტილი არ არის, ახლად შეუღლებულ წყვილს გაუმარჯოს! დეას გახედა, რომლის ნაცრისფერები წამითაც არ სცილდებოდნენ სანდროს.
-წავიდეთ? კაცი გადაიხარა მისკენ. მის სურნელს ისე ახლოს გრძნობდა ცოტაც და აფეთქდებოდა.
-წავიდეთ! იმდენად ხმადაბმა ამოიჩურჩულა ეგონა ვერც გაიგო კაცმა, მაგრამ ფეხზე ამდგარმა ხელი, რომ გაუწოდა თვითონაც წამოდგა.
ისევე დახვეწილი სიარულით ტოვებდნენ დარბაზს.
-რა კარგი წყვილია! შორიდან მოესმა ეს ხმა და მერე ისევ სანდროსთან ერთად დაიკარგა.


###
მეგობრებო, ბოდიშით დაგვიანებისთვის! არ ვარ სახლში და ასე წვალებით, თუ დავდებ აწი! მომენატრეთ. სულ რამდენიმე თავში დასრულდება ეს ისტორია!



№1 სტუმარი maco maco

სად ხარ საად მოვკვდი ლოდინით, მეთქი აღარ დადეებს:)

 


№2  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია მაგრამ იმდენი გვალოდინე ამ ისტორიას პირველი თავიდან გამოუყევი მეცხრემდე ერთი მილიონჯერ . : )

 


№3  offline წევრი ქეთათო4

《Sunshine》
ძალიან მაგარია მაგრამ იმდენი გვალოდინე ამ ისტორიას პირველი თავიდან გამოუყევი მეცხრემდე ერთი მილიონჯერ . : )

მიხარია, რომ კითხულობ! ვეცდები მალე დავდო!

 


№4 სტუმარი qeti

ძალიან კარგი და ემოციურია მარა ისე იშვიათად დებ მავიწყდება ყველაფერი
როდის დადებ ახალს?

 


№5 სტუმარი სტუმარი Kuku

როდის დადებ ახალს?

 


№6 სტუმარი qeti

აღარ აგრძელებ??

 


№7 სტუმარი Unknown

რატო შეწყვიტე? გააგრძელე რა

 


№8 სტუმარი ბბბ

რატო აღარ დებ?

 


№9 სტუმარი პუკი

ანუ რა უნამუსობა და უპასუხისმგებლობაა ასე მიგდება ნაწარმოების. თუ ასე აპირებდი მაშინ თავიდანვე არ უნდა დაგეწყო თავების ატვირთვა მითუმეტეს შენნაირი დონის მწერალს არ შეეფერება ასე გაუჩინარება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent