ჩვენ (ნაწილი 6)
კიდევ ერთი კოქტეილი შევუკვეთე და დიეგოს ველოდებოდი, მაგრამ არსად ჩანდა, ნახევარი საათი გავიდა დავიღალე ლოდინით ამიტომ გადავწყვიტე მემოქმედა და მის საძებნად წავედი. ერთ დიდ კარს მივადექი გავაღე და კლუბის გარეთ აღმოვრჩნდი რაღაც ხმები მესმოდა, მაგრამ ცოტა გაურკვევლად, ალბათ სასმელის ბრალი იყო მარცხნივ გავუხვიე და დიეგო დავინახე ვიღაც კაცს ურტყამდა გამეტებით თან ყვიროდა, სულ დასისხლიანებული იყო ბოლოს იარაღი ამოიღო და ესროლა, შოკში ჩავვარდი თან არ მინდოდა დავენახე და უკუსვლით წავედი, მაგრამ ჩემმა მოუხერხებლობამაც არ დააყოვნა და ნაგვის ურნას დავეჯახე დიეგომ გამოიხედა და ჩემსკენ წამოვიდა -ხომ გითხარი შიგნით დარჩენილიყავი -მაგრამ -უბრალოდ შიგნით შედი-აუწია ხმას მისი არ მეშინოდა მართლა არ მეშინოდა ვიცოდი არაფერს დამიშავებდა, მაგრამ უფრო არ გავაბრაზე და შიგნით დაველოდე, როდესაც თვითონაც უკან დაბრუნდა ის სისხლიანი მაისური გამოეცვალა და ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. გარეთ გავედით და ცოტა ვისეირნეთ, დაახლოებით 10 წუთი ასე დავდიოდით შემდეგ კი სიმვშიდე დაარღვია -არ მინდოდა დამეყვირა, და არც ის მინდოდა ჩემი ასეთი მხარე გენახა, მაპატიე -რატომ მოკალი -მისმინე, შეიძლება ბოროტი გგონივარ ცივსისხლიანი მკვლელი,ბევრი ადამიანი მომიკლავს და არც ვნანობ, არ უნდა მენდო კარგი ადამიანი არ ვარ, მაგრამ არც ის იყო ანგელოზი, მან ბევრი ცუდი რამ ჩაიდინა -ბავშვივით ნუ მელაპარაკები პირდაპირ თქვი -ადამიანის ტრეფიკინგი, გაუპატიურება და მკვლელობა,.... მეც მასსავით მკვლელი გამოვდივარ -არა ასე არ არის - შევაჩერე და ჩავეხუტე-ის ცუდი ადამიანი იყო, მეც ასე მოვიქცეოდი. სახლში მანქანით დავბრუნდით, ტკბილი ძილი მისურვა და ოთახში და ვფიქრობდი ვფიქრობდი იმაზერაც დავინახე და ინტერესი მკლავდა ბრიტნი მის ძმასთან რა შუაში იყო ან საერთოდ სად არის ახლა მისი ძმა, იმ კოცნაზეც ვფიქრობდი, თავიდან უნდა ამოვიგდო სანამ გული მეტკინა, სანამ მის მიმართ გრძნობები გამიჩნდება და შემიყვარდება. შუადღეს გავიღვიძე, ხასიათზე არ ვიყავი ამიტომ ცოტა ხანს კიდევ ვიწექი ქვემოდან ხმაური შემომესვა, როცა ჩავედი მატეო ბლინებს აკეთებდა, მამაჩემი კი ტელეფონზე საუბრობდა. -პრინცესავ გაიღვიძე -უკვე ჩამოხვედით?-ვთქვი იმედგაცრუებულმა -კი, დილით ჩამოვედით, მაგრამ ისე კარგად გეძინა არ გაგაღვიძეთ, დიეგო უკვე წავიდა, სარამოს აქ დიდი წვეულება იმართება 9 საათისთვის მზად იყავი. -არ შეიძლება არ მოვიდე ამ მოსაწყენ წვეულებაზე? -ეველინიც ჩამოდის -მართლა? - ვთქვი გახარებულმა ეველინი ჩვენი ბიძაშვილია, ჩემზე სამი წლით არის უფროსი, ერთ სკოლასი დავდიოდით, შემდეგ მან ოცნება აისრულა და ლოს ანჯელესს გაეცალა, ძალიან დაკავებულია ამიტომ რამდენიმე წელია არ მინახავს. ოთახში ავედი გამოვიცვალე და უნივერსიტეტში წავედი კაიდენი: დღეს წვეულებაზე წამოხვალ? ლაილა:არა არ წამოვა -რა წვეულებაა -სამხრეთ მხარეში, სასმელი, მოსაწევი, ნარკოტიკები, იქ გინდა წასვლა? -რატომაც არა ცოტას გავერტობი იმ სულელურ წვეულებამდე, რომელ საათზეა -შვიდზე გამოგივლი. -იდიოტი ხარ, რამე შარში გაეხვევი, არ წახვიდე. -უბრალოდ გავერთობი, შენც წამოდი -არც კი იოცნებო, ლექციების შემდეგ დრევანდელი შენი წვეულებისთვის კაბა უნდა ავარჩიო, გინდა ერტად წავიდეთ -რატომაც არა დღეს მხოლოდ ორი ლექცია ჩატარდა, მაგრამ ესეც საკმაოდ გაიწელა ყურადღება არც მაგაზე მიმიქცევია, ნეტავ დღეს დიეგოც მოვა? კაბა ავარჩიეთ და ლაილასთან დავტოვე შემდეგ კაიდენთან წავედი წვეულებაზე, ლაილა მართალი იყო, სამხრეთ მხარეძი არ უნდა წამოვსულიყავი, ყველაფერი დანგრეული იყო, იქაურობა სიგარეტის სუნად ყარდა, ყველა ერთობოდა ცეკვავდნენ, სვამდნენ, ეწეოდნენ. უცებ ვიაც უცნობი მომიახლოვდა -გამარჯობა მშვენიერო არსებავ, მიწისძვრა იყო თუ შენ დაანგრიე ჩემი სამყარო -??? გთხოვ მეორეჯერ ასე აღრავისთან იფლირტავო თორემ მთელი ცხოვრება თავისუფალი იქნები. გვერდზე გავედი და კაიდენის ძებნა დავიწყე, ვიღაც გოგოს კოცნიდა, იდიოტი აქ მარტო დამტოვა, მაგრამ უყურადღწბოდ არ დავრჩენილბარ -ჰეი, მე ფინი ვარ -ჰეი, ფინ, მე ადელაინი ვარ -ადელაინ მაქქოული? -ჰო -შენთვის ასეთ ადგილებსი სიარული შეიძლება? თან დაცვის გარეშე. -დაცვასთან ერთად სიარული არ მჭირდება თან თავის დაცვა შემიძლია -ეჭვიც არ მეპარება. ფინი კარგად გავიცანი მის შესახებ მომიყვა, ვიცეკვეთ კიდევაც და საათს რომ დავხედე ცხრა საათი იყო კაიდენი გავაფრთხილე და ლაილასთან წავედი, უკვე ლაილა წვეულებაზე იყო, რადგან საკმაოდ დავაგვიანე, კაბა ჩავიცვი და მეც შევუერთდი. როგორ ვერ ვიტან ასეთ წვეულებებს, ყველა ნაცნობი ვნახე და კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ, დარწმუნებული ვარ ზურგს ულან გამჭორავენ კიდეც, მაგრამ ფიდად ყურადღებას არ ვაქცევ. -ეველინ- მასთან მივედი და ჩავეხუტე -როგორ ხარ პატარა ბიძაშვილო -მომენატრე -მეც, წარმოდგენა არ გაქვს რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი. -სულ გავიწყდები ხოლმე -მოიცადე რა სუნი გაქ სად იყავი, ისევ იმ კაიდენთან ერთად არა? -ხო -აი ეს არის წვეულება, და არა ის რასაც სენ და შენი მეგობრები ეძახით. -როგორ არა, აქ ყველა იმიტომ არის რომ დაანახონ ერთმანეთს რა გააჩნიათ, ვის რა აცვია და ვინ რა წარმაყებას მიაღწია -ვის ადარდებს -მე -ღმერთო ჩემო, ეს ვინ არის -ვინ უკან გავიხედე და დიეგო მოდიოდა, შავი შარვალ კოსტუმი ეცვა და იდეალურად გამოიყურებოდა, ამ ბიჭს ყველაფერი უხდება,. უკან კი ვუღაც წითური გოგო მოყვებოდა, ლამაზი იყო და საყვარელი ღიმილი ჰქონდა. -წლების მერე უფრო მიმზიდველი გახდა - თქვა ეველინდა და მიაშტერდა -აქამდეც იცნობდი? -კი სანამ გადავიდოდი. როგორ უყურებ -მე? არ ვუყურებ -შეამჩნიე მაინც რომ უკვე ორი წუთია აშტერდები? -არ ვასტერდები უბრალოდ პიჯაკი მომეწონა -გახსოვს ჩვენი წესები? თუ ორივეს ერთიდაიგივე ბიჭი გვიყვარდება შემდეგ უკვე ბიჭზეა დამოკიდებული. -კარგი რა ეს ხომ ბაღში მოვიფიქრეთ, არ მიყვარც არც დიეგო და არც სხვა ვინმე თანაც შენი ქმარი რას გეტყვი-შევახსენე და სიცილი დავიწყე. -საწირო იყო ის გაგეხსენებინა? არა აშკარად ცუდ დროს დავქორწინდი. ეველინი ასეთია ყოველი გამვლელი მოწონს შემდეგ კი ავიწყდება,როცა ახალი გდამოჩნდება, როგორც პატარაობაში ყოველდღე ახალ-ახალი თოჯინა ჰყავდა შემდეგ კი ბეზრდებოდა და აგდებდა. -ჯოშუაზე გავიგე, მმასენი კარგად მოიქცა კეიტი რომ გააგდო, ისე ჯოშუაც სიმპათიურია შენს ადგილად დავფიარდებოდი -ეველინ! -კარგი, კარგი. -ახსენეო და... აი ისიც ჯოშუა:როგორც ყოველთვის მსვენივრად გამოიყურები -მადლობა, შენზე იგივეს ვერ ვიტყვი, ახლა კი აქედან მოშორდი სანამ ამ ხალხის წინ შეგარცხვინე. ცოტა ხანში ეს ყველაფერი მართლა ძალიან მოსაწყენი გახდა და აივანზე გასვლა გასვლა გადავწყვიტე გზად ბრიტნი შემეჩეხა ბრიტნი:ყველაზე ძვირფას კაბაშიც საშინლად გამოიყურები -მაშინ ერთ ნავზე ვართ ძვირფასო-უხეშად გავწიე და გზა განვაგრძე. აივანზე დავდექი და ღრმად ჩავუნთქე, კაიდენის მოცემული სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე უცებ ხელიდან ამაცალეს დიეგო: მოწევა მავნებელი -მაგას მე გადავწყვიტავ-ცერებზე ავიწიე რომ სიგარეტი უკან დამებრუნებინა მან კი გადააგდო, ზურგს უკან დადგა და ჩამეხუტა -არ მოგენატრები? -არა -მართლა? - შემომაბრუნდა და საზე ხელებში მოიქცია, ვიფიქრე მაკოცებდა და თვალები დავხუჭე მან კი სიცილი დაიწყო და უკან დაბრუნდა -დიდხანს არ გაუჩინარდე, მამაშენი გეძებდა ი დ ი ო ტ ი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.