ექვსი სამყარო
მანქანა ჩემი თხოვნის გათვალისწინებით, ტაქსის მძღოლს ძალიან ნელა მიჰყავს. ჩემი ფობია, არ ითვალისწინებდა ადრენალინის წყურვილს,რომელიც შესაბამისად არც არასოდეს გამჩენია. სურვილი მაქვს,რაიმე კითხვა დავუსვა. ლაპარაკი დავიწყო,რადგან სიჩუმე, ჩემთვის მარტოობასთან ასოცირდება. მარტოობა კი ჩემთვის ისეთივე ფობიაა,როგორიც სისწრაფე, მწერები და ქვეწარმავლები. თუმცა სარკეში ამ კაცის ნაღვლიან თვალებს ვხედავ. სარკის ზემოთ კი შუახნის ქალბატონის სურათს. კაცი თვალს არიდებს ამ ფოტოს. ვხვდები,რომ ქალზე უზომოდაა შეყვარებული და ტკივილს აყენებს ყველა ის წამი,როცა მას ფოტოზე უყურებს და არა რეალობაში. -თქვენი მეუღლეა?-ვეკითხები და ფანჯარას ვუწევ,რადგან შიშველ მხრებზე მამცივნებს. სექტემბრის ბოლო დღეა და ამინდიც გვაუწყებს,რომ ოქტომბერი მობრძანდება. -კი.-მიჭრის მოკლედ და ფანჯარაში იხედება. -მეც მყავს მეუღლე.-არ ვიცი ამას რატომ ვეუბნები-და ოთხი შვილი.-შვილების რაოდენობაზე, სარკისკენ სწევს თავს და იქიდან მიყურებს. -საერთოდ არ გეტყობათ. გასათხოვარი ქალი მეგონეთ. ცუდად ნუ მიიღებთ... -არა, მიჩვეული ვარ. ყველას 30 წელს ქვემოთ ვგონივარ. -და რამდენის ხართ? -დღეს ორმოცი წელი შემისრულდა.-ისეთივე გაოცება ესახება სახეზე,როგორც ყველას,ვინც პირველად იგებს ჩემს ასაკს. ვიცი,რომ ზედმეტად ლამაზი ვარ, ჩემი წლოვანების გათვალისწინებით, თუმცა ამის აღნიშვნა არ მიყვარს. ნარცისობა ყოველთვის შორს იყო ჩემგან. -გილოცავთ. უამრავ ბედნიერ წელს გისურვებთ, თქვენს დიდ ოჯახთან ერთად.-მიღიმის კაცი,თუმცა არც ერთი წამით არ კარგავენ მისი თვალები, ღრმად ჩატოვებულ ნაღველს. -თქვენ გყავთ შვილები? -გოგო მყავს. გათხოვდა და ჩემი სახელიც დაივიწყა..როგორც ხდება ხოლმე. დედამისის დაკრძალვის მერე აღარ მინახავს.-უცებ გული მიმძიმდება. ამჯერად ფანჯრის ჩაწევას ვიწყებ, რადგან ჩახუთულობა ისადგურებს. -ძალიან ვწუხვარ... -ნუ წუხხართ. ბელა ჩემთან ერთადაა. მის გამო არასოდეს ვწუხდი. ეს არ მოეწონებოდა.-ამბობს და თავს ისე აქნევს, ვხვდები,რომ საუბარი აღარ უნდა. დაუოკებელი სურვილი მიჩნდება სახლში დაბრუნებისა და ქმარ-შვილთან ჩახუტების. არადა დილით განვუცხადე, ორმოცი წლის იუბილის მარტო აღნიშვნა მინდა ტყის სახლში მეთქი და მათაც მომცეს საშუალება რაც მინდოდა ის მეკეთებინა. ჩვენი ოჯახის სიმტკიცის საიდუმლო, სხვა ბევრ რამესთან ერთად,ყოველთვის-ურთიერთგაგება იყო. -შეგიძლიათ მოატრიალოთ?-ვეუბნები და მძღოლიც აღარ მისვამს ბევრ კითხვას. ისე გამგებიანად იღიმის,მგონია,რომ ყველა ჩემს ფიქრს კითხულობს. -ორმაგს გადაგიხდით. -რას ამბობთ. ჩემი ცოლი არ მაპატიებდა, იუბილარისგან ფული ამეღო.-ამბობს და ერთი წამით ისევ მიღიმის სარკიდან,რომლის ზემოთაც პატარა ჭიკარტით, ქერა,მომღიმარი ქალის ფოტოა მიმაგრებული. სახლთან,რომ მივდივართ მადლობასთან ერთად მძღოლს, გამძლეობას და მხნეობას ვუსურვებ. სწრაფად შევდივარ ეზოში და სახლისკენ მივისწრაფი. კარი ღია მხვდება და პირდაპირ შევდივარ. საღამოს შვიდი საათია, რაც იმას ნიშნავს,რომ ყველა ჩვენი შოუს საყურებლად უნდა იყოს მისაღებში, ტელევიზორის წინ შეკრებილი. მისაღების კართან მალულად ვდგები და რამდენიმე წამით ჩემს ოჯახს ვუყურებ. ბედნიერების ცრემლები მდის და ღმერთს მადლობას ვუხდი,ასეთი დაბადების დღისათვის. ერთის გამოკლებითაც კი ისეთი აღარასოდეს იქნება,როგორიც ახლაა. ვუყურებ ჩემს 20 წლის ბიჭს. ის,რომ გავაჩინე სულ ოცი წლის ვიყავი, ზუსტად იმხელა რამხელაც ახლა თავადაა. მასსავით არავინ ჰგავს ბრედს. ზუსტად ისეთია ახლა ის,როგორიც მამამისი იყო მაშინ როდესაც მე გავიცანი. ხშირი, შავი წარბებითა და დამატყვევებელი გამოხედვით. ტუჩის კუთხის აწევით ღიმილისას, შავი თვალებითა და ლოყაზე ფოსოთი. მისგან მზერა ჩემს ქალიშვილზე გადამაქვს. ყველაზე ხშირად მასთან ვკამათობ, ყველაზე მეტად მასზე მშობიარობა გამიჭირდა. და მაინც...ჩემთვისაც და ბრედისთვისაც მთავარი ყოველთვის ის იყო.ისე ვუფრთხილდებით,როგორც თვალის ჩინს. რადგან ყველაზე რთული გოგოს გაზრდა ყოფილა...ის სადაც არის ჩვიდმეტის გახდება...ამ წელს კი უამრავი ახალი გაუგებრობა მოსდევს...მე კი მუდამ მასთან უნდა ვიყო. ამას სულ ვახსენებ ჩემს თავს. მისი დაბადების შემდეგ აღარ ვაპირებდი შვილის გაჩენას. ტკივილები მთელი წელი თან მსდევდა. თუმცა რვა წელში ისევ დავფეხმძიმდი. 31 წლის ასაკში ტყუპები გამიჩნდა. რომლებსაც ვუყურებ და მსგავსებას ვერ ვიჭერ. გოგო ძალიან მგავს...ნესასგან განსხვავებით მას ჩემნაირი წითური თმა და მკრთალი ჭორფლები აქვს...ბიჭი კი ცისფერთვალება და ქერა.. ყველაფრით მამაჩემს გავს...გენი,ხომ ასეთი უცნაური რამაა. არავინ იცის სად წარმოაჩენს თავს. ტყუპები ახლა ცხრა წლის ხდებიან. მათი დაბადებისდღეც ახლო მომავალში გველის... -დედა?-მამჩნევს ალანი და ჩემსკენ მორბის ჩასახუტებლად. -დედა რა გატირებს?-მეკითხება აგნესი. ორივეს ვეხუტები და ოთახში შევდივარ. -უთქვენოდ დაბადების დღე არ მინდა-ვამბობ და ცრემლების ღვრით ვიცინი. -დედა უნდა მოგტაცოთ-ამბობს ბრედი და ხელში მიტაცებს. -ჩვენი მუსიკის დროა-ყვირის ლუსი და ტელევიზორში "blue october-home"-ს რთავს. ერთად ვმღერივართ სიმღერის ტექსტს და ვიცინით... "daddy loves momma and momma loves him... tommorow we get to do it over again." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.