შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ანგელოზი 5


4-05-2018, 06:53
ავტორი black angel555
ნანახია 2 361

ჯერ ვერ ვიაზრებ რა მითხრა და კვლავ მის სურნელში და სითბოში ვარ დაკარგული...მაგრამ უცბად,გაგას ბოლო სიტყვებს ვაფიქსირებ და ტვინში წითელი მენთება...გაცეცხლებული ვუყურებ და ვეუბნევი:
-ბატონო გაგა,ერთხელ გაგაფრთხილეთ უკვე ,მაგრამ მგონი ვერ შეიგნეთ,ზედმეტებში ნუ გადადიხართ და ნუ მიწვევთ მემგონი ნახეთ უკვე რა შემიძლია,თქვენი სითავხედე მოთოკეთ,ჩემ გემოვნებაში თქვენაირი მექალთანეები არ ჯდება-ვეუბნევი ამ სიტყვებს და ვცდილობ მისი მკლავებიდან გავენთავისუფლო....მაგრამ გაგა მაჩერებს და არ მიშვებს, სახე ჩემ სახესთან მოაქ და ჩურჩულით მეუბნევა:
-ტყუილად მეჯიუტები შავო ანგელოზო,მე პირველი წამიდან უკვე შენ მოწონების ობიექტად ვიქეცი,ვნახოთ ეს თამაში სადამდე გაგრძელდება,უფრო აღმაგზნებს შენი დაუმორჩილებლობა და შეუპოვრობა-თვალს მიკრავს და მშორდება.....იდიოტი ვიძახი ჩემთვის.....მე ისევ ქალბატონ ლიასთან ვბრუნდები და საქმეზე ვიწყებთ საუბარს...ამ დროს ვხედავ გაგა ვიღაც წითურ ქალს ესაუბრება,არ ვიცი რატო მაგრამ სულ არ მომწონს....ვცდილობ ისევ საქმეზე გადავერთო და გაგას ყურადღება არ მივაქციო,შამპანურს ვიღებ მიმტანისგან და ვერთობი საქმიან საუბარში მაგრამ ცალი თვალი ისევ გაგასკენ მაქ,ვერ ვაშორებ მაგნიტივით მიზიდავს,თითონ ერთიც არ შემოუხედავს,ნერვები...ერთ ჭიქას მეორეს ვაყოლებ,ნეორეს მესამეს და კარგად ვარ უკვეამ დროს ტანგოს ხმა ისმის და თავში გენიალური აზრი მომდის რატომღაც მინდება,რომ ამ საღამოს მხოლოდ მე ვიყო ყურადღების ცენტრში,გაგას გამოხედვა,ღიმილი რომლითაც იმ წითურთან იღვრება მე მეკუთნოდეს....ტანგო შესანიშნავი ცეცხლოვანი ცეკვა,რომელიც ორი ადამიანის:სიყვარულს,ვნებას,სურვილს და ორი სხეულების ერთობლიობას და სიყვარულს გამოხატავს....შუა ცენტრში გავდივარ მუსიკას ვყვები ნელ-ნელა და ვიწყებ ცეკვას,საუბარი წყდება ყველა მე მიყურებს,ყველას თვალები ჩემკენა გარდა მისი...ამაზე ვბრაზდები და უფრო მონდომებით ვიწყებ ცეკვას,ბოლოსდაბოლოს მთელი 7 წელი დავდიოდი....უცბად ახალგაზრდა ბიჭი ასე 26-27წლის ქერა ცისფერთვალება თავის დაკვრით მიახლოვდება და ცეკვაში მყვება....მთელ დარბაზის ყურადღება ჩვენკენა მომართული,გაგაც იხედება და ადგილზე შეშდება თვალს არ მაშორებს,არც მე უფრო აზარტში შევდივარ და უფრო ვნებით ვიწყებ ცეკვას...მხოლოდ გაგასთვის ვცეკვავ არ ვიცი ხვდება თუ არა თითონაც მაგრამ საშინლად ანთებული თვალებით მიყურებს,ცალკე მე ცალკე ჩემ პარტნიორს მე ამაზე მეცინება ირონიულად რასაც მინდოდა მივაღწიე ვეუბნევი საკუთარ თავს,ცეკვაც მთავრდება და მქუხარე აპლოდისმენტებს ვიმსახურებ ჩემ პარტნიორს მადლობას ვუხდი მეწყვილეობისთვის და ვტოვებ...სიცხისგან სული მეხუთება და ჰაერზე გავდივარ აივანზე თან მობილურს ვიმარჯვებ და რატომღაც გაგას ცწერ სმს:
"შორიდან შენი თვალები რომ დაგანახა,როცა მე მიყურებ,კარგად ჩანს ვისი თვალები ანთია ვნების და სურვილის ცეცხლით და ვინ იწვის,სასიამოვნო საღამოს გისურვებ ბატონო გაგა მაგ წითურთან ჩემი სურვილით დამწვარს" ვაგზავნი სმს და მეცინება...დარბაზში ვბრუნდები ყველას ვემშვიდობები და სახში მივდივარ, ვიცი დედა უკვე სახში იქნება და არ მინდა ინერვიულოს,მამაჩემის გამო ისედაც ბევრი ტანჯვა გამოიარა და არ მინდა რამეზე ვანერვიულო,ტაქს ვაჩერებ და სახლის მისამართს ვკარნახობ...
გაგა
ნიაზე ფიქრებს ვერ ვეშვები,არ ვუტყდები საკუთარ თავს მაგრამ დღეს შესანიშნავი იყო ღმერთო რა ვნებით ცეკვავდა,ამაყად თავდაჯერებით უნდოდა ჩემთვის დაემტკიცებინა,რომ არც ისე იოლია მისი დამორჩილება და მართალიცა,ჩემი ველური ანგელოზი ნეტა როდემდე გავქაჩავთ,როგორ მინდოდა შენ თვალებში ჩაძირვა,შენ უკუნეთ სიბნელეში....ამ ფიქრებში ვარ,რომ სმს მომდის და ვკითხულობ ნიას შეტყობინებს მეცინება თან ვბრაზდები მის სიტყვებზე და თან მეცინება,რომ ვხედავ როგორ გამარჯვებით გადმომხედა ნიამ და დატოვა დარბაზი.....ამ დროს ჩემი საუკეთესო ძმაკაცი,სწორედ ის ვინც ორი წუთის წინ ნიას ეცეკვებოდა მიახლოვდება და მეუბნევა:გაგა,ის ქალღმერთი ვინ იყო ვერც კი მოვასწარი გაცნობა,ისე გაქრა გავარკვიე შენთან მუშაობს....მე შევხედე და მკაცრად ვეუბნევი:არც იფიქრო ნიკო,ეგ გოგო ჩემია,გაცნობის პურველი დღიდან,ეგ ჩემი შავი ანგელოზია,აკვირდები როგორია,ძლიერი,ამპარტავანი და საშინლად სექსუალური სანამ ჩემი არ გახდება არ მოვასვენებ.ჯერ ასეთი ქალი არ შემხვედრია.....ნიკო გაკვირვებული მიყურებ:ძმა შენ ეგ გოგო იმაზე მეტად მოგწონს უფრო მეტი გიყვარს ვიდრე ფიქრობ,შეგახედა ნეტა საკუთარი თავისთვის რა აღფრთოვანებული ლაპარაკობ მასზე,შენ ის გიყვარს....მეუბნევა ნიკო....მე გაკვირვებლი ვუსმენ მერე კი ვეუბნევი:არა ტო რა მიყვარს,უბრალოდ კაი გასართობია რა ახალი ხილია,რომელიც მინდა ჩემი იყოს....ნიკო მისმენს და მეუბნევა:ფრთხილსდ იყავი გაგა შენ დაგებულ მახეში თავად არ გაება....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent