მეზიზღები არაბულო (3 თავი)
წარბგახეთქილს თვალი ოდნავ ჰქონდა ჩალურჯებული და ცხვირი შეშუპებული. წყალი ერთიანად ჩაცალა და შემდეგ ისევ მე გამომხედა. ცისფერი თვალები ჰქონდა რაღაც საოცარი წყლიანი კამკამა ლურჯი ზღვისფერი. ისეთი გამჭოლი მზერა ჰქონდა ერთიანად მადნობდა, მაგრამ თავს შევუძახე. უცბად ავარიდე მზერა და ლელას გავხედე ვითომ მას ველაპარაკებოდი არადა ერთიანად ცეცხლი მეკიდა. - ამ ულამაზეს არსებას არ გამაცნობ რატი?- თან მე მიყურებდა სარკასტული მზერით და ამავდროულად რატის ელაპარაკებოდა. - აუ საერთოდ დამავიწყდა ეგ.- თავში შემოირტყა ხელი რატიმ- მაპატიეთ. ეს ჩემი მეგობარია ლოლიტა ლოლაძე. ეს კი ჩემი ბავშვობის მეგობარია ვაჩე არაბული მგონი იცი უკვე- ორივეს მხარზე დაგვადო ხელი. ვაჩე ზემოდან მიყურებდა ისეთი მაღალი იყო. არც მე მაკლა სიმაღლე და ამიტომ მიკვირდა. მან ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად და მეც მალევე შევაგებე. - სასიამოვნოა ლოლიტა შენი გაცნობა.- ვითომ სანდომიანი ღიმილოთ გამიცინა - ჩემთვისაც და გილოცავ გამარჯვებას. - მადლობა- წარბები ასწია და უცებ ზურგი გვაქცია. ბიჭებს რაღაც ჩასჩურჩულა შემდეგ კი დაგვემშვიდობა და მოკრივეების ოთახში გასახდელში რამოდინემე მამაკაცის თანხლებით შეუხვია. * * * ვაჩე არაბული, რატი ლორთქიფანიძე, დათო სანიკიძე, კოსტა ფაღავა და ნიკუშა ფარქოსაძე. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ და შეუძლებელი იყო ერთმანეთის გარეშე როდესმე რამე მომხდარიყო მათ ცხოვრებაში. როგორც შემდეგ ლელასგან გავიგე... თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული სამეგობრო იყო ყველა რომ იცნობდა და ყველა რომ "აფოლოვებდა" ინსტაგრამზე. ისე მე ამ ინსტაგრამზე "ფეიქ" ექაუნთებზე ძალიან ვღადაობდი ყოველთვის. ხალხს მეტი საქმე რომ არ აქვს და თხუთმეტიწლის გოგონები ლაპარაკობენ ხალხზე რომლის მხოლოდ სახელები იციან, ახლოდანაც არ ჰყავთ ნანახი და მათზე ჭორაობენ იმის მაგივრად რომ წიგნი გადაშალონ. ხომ ვამბობ სულ დააშტერა ეს თინეიჯერები ამ ახალმს ტექნიკამთქო , მაგრამ ვინ მისმენს... იმ დღისთვის ჩემი უნივერსიტეტის მეგობრებთან და ასევე ჩემს მეგობრებთან ერთად გართობა გადავწყვიტეთ. ვინაიდან და რადგანაც ჩემი ჩამოსვლის აღსანიშნავი წვეულება ჯერაც არ გამიმართავს ახლა გადავწყვიტე მამაჩემის აგარაკზე. თითქმის მთელი "თსუ" მოდიოდა ამიტომ სახლის დაცლა დაყველაფრის ეზოში დიდი აუზის წინ მოწყობა დაგვჭირდებოდა. ძალიან მიყვარდა კიკეთის აგარაკი. დედაჩემს დაძაბულ სოტუაციებში ძალიან უყვარდა აქ ამოსვლა და დასვენება. ამ ადგილზე თითქოს გარე სამყაროს იყავი მოწყვეტილი. ულამაზესი ყვავილების ბაღი ჰქონდა დედაჩემს, შვილივით უყვარდა და უვლიდა. დიდი ეზოს ცენტრში ანგელოზის ქანდაკება იდგა ნაპირებზე წყლით. მის გვერდით სახლის წინ კი დიდი აუზი ლურჯი კამკამა წყლით. სწორედ მანდ ვაპირებდი წვეულების მოწყობას. ამ ფიქრებში ვიყავი ტელეფონზე შეტყობინება რომ მოვიდა. - ლოლიტა ხვალ საღამოს უკვე მზად ვიქნებით ყველა- ჩემი კურსელი მწერდა ნენე. საკმაოდ კარგი გოგონა იყო, უბრალოდ ცოტა ცანცარა - გასაგებია, გელოებით.- უცებ მივწერე და ლელას შევუთანხმდი იქვე ახლოს მყუდრო კაფეში შემოევლო. გზა გადავჭერი და სიცხისგან შეწუხებულმა ლიმნიანი წყალი შევუკვეთე. ტელეფონში ლელას ზუსტ ადგილსამყოფელს ვწერდი, როდესაც შემოსასვლელისკენ მზერა გამექცა და ვაჩე დავინახე. ისე მინდოდა არ დავენახე ეგრევე თავი ჩავრგე ტელეფონში იმის იმედით, რომ ვერც თვითონ დამინახავდა. თავი ნელ-ნელა ავწიე. ზედაც არ შემოუხედავს. ვიღაც გოგო შემოიყვანა და თან ხელს ხვევდა. ამ გოგოს სახეს ჯერჯერობით ვერ ვხედავდი და შემოტრიალებას ველოდი. ანდაც დავფიქრდი და მე რა მადარდებდა, მერჩია ჩემი საქმისთვის მიმეხედა. ლეო მეოთხე დღეა რაც აღარც მინახავს. მთელი ეს დღეები მხოლოდ ჩემს მეგობრებთან ვატარებდი დროს და ამავდროულად ვსწავლობდი. უნივერსიტეტის ბოლო ორი წელის დამთავრებას ველოდი და სამსახურის დაწყებას ვაპირებდი. ამის ფიქრში ვიყავი, ჩემი სახელი გავიგე და ხელში ნენე შემრჩა. - როგორ ხარ?- სხარტად გადამკოცნა - კარგად, შენ როგორ ხარ?- - მეც გადასარევად - დღეს გელოდებით, ხომ იცი? - კი და ძალიან მიხარია- სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო- ისაა და მარკეტინგის კონსპექტი ხომ არ გაქვს, ბარემ ახლავე? - კი წესით უნდა მქონდეს- მაგიდისკენ შევტრიალდი და ფურცლებსდავუწყე ძებნა - პატარავ, აქ რას აკეთებ?- ნაცნობი ხმა გავიგე და უცებ შევტრიალდი მისკენ რათა დავრწმუნებულიყავი ის იყო თუ არა. ვაჩეს ნენესთვის ხელი შემოეხვია წელზე და წარბაწევით მიღიმოდა - უი ლოლიტა ეს ჩემი შეყვარებულია ვაჩე არაბული.- ღიმილით გამაცნო ნენემ. მე კიდე პირი ლამის ღია დამრჩა. ვაჩე კი პირდაპირ თვალებში მიყურებდს და არ ვიცოდი რა მეთქვა. - ჰოო და ეს ლოლიტა ხომ არაა ლოლაძე?- გაეცინა ვაჩეს - იცნობთ ერთმანეთე?- გაოცებისგან პირი გააღო ნენემ - კი სრულიად შემთხვევით საერთო მეობრისგან გავიცანით ერთმანეთი- უხერხულად გამეცინა და ვაჩეს მზერა გმირულად დავაიგნორე. თავადაც ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ მაბნევდა, მაგრამ თითქოს სპეციალურად მიკეთებდა და ამით უფრო მაღიზიანებდა - ხოო, საყვარელო დღეს გვინობემადე დაკავებული ვიქნები. დამავიწყდა შენთვის მეთქვა- ვაჩეს გახედა და ხელით ლოყაზე მოეფერა - რატომ, რახდება?- წარბები შეკრა მან - დღეს ლოლიტას წვეულება აქვს - აააა, გასაგებია გასაგები- მრავალმნიშვენლოვნად ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ შემავლო მზერა - მაშინ სჯობს ადრიანად წავიდეთ რათა უფრო მეტი დრო გვონდეს ერთამეთვისთვის- ყურში ჩასჩურჩულა და ნენეც მაშინვე გაიტრუნა. ისე უთხრა რომ თითქოს უნდოდა მეც გამეგო, მაგრამ ვერ ვხდებოდი ეს რაში სჭირდებოდა... * * * დაუნანებლად ვსვამდი... არვიცი რა მჭირდა უბრალოდ ვსვამდი, ვცეკვავდი, ვეწეოდი. არასდროს ვყოფილვარ ასეთი, მაგრამ ახლა რაღაც მჭირდა და ეს რაღაც ისე მანადგურებდა ყველაფერ იმას ვაკეთებდი რაც ჩემთვის აქამდე მიუღებელი იყო. იმ ამბის შემდეგ ნენრ ნორმალირად აღარც მინახავს. "ცოტახანს უნდა გავიდე"ო შემომითვალა და დაბრუნებულს მხოლოდ ის გავიგე რომ ისტერიული ტირილი ჰქონდა ატეხილი... რამოდენიმე გოგოსთან ერთად ტუალეტში მიმავალ გზაზე ვიდექი როდესაც ტირილის ხმა გავიგე . დაქალები სახიდან ცრემლებს სწმენდნენ ნენეს და აწყნარებდნენ... დაუფიქრებლად შევაღე სააბაზანოს კარები. ყველამ მე მომაბყრო მზერა. მე პირდაპირ მტირალ ნენესთან მივედი და მის წინ ჩავიმუხლე. - ნენე რამე მოხდა?- წყნარად ვკითხე. ის კი პირდაპირ თვალებში მიყურებდა. თითქოს რაღაცის სათქმელად დააღოპირი და გადამწყვეტ მომენტში გადაიფიქრა. - არაფერი არ ხდება. - იქნებ მე ვარ რამეში დამნაშავე?- მისი ტირილის მიზეზს ვერ ვხვდებოდი, ამიტომ ვცდილობდი ყველა შესაძლო მიზეზი განმეხილა. - შენ არაფერ შუაშია ხარ ლოლიტა. არ ჩაიშხამო წვეულება - ნენე გაუჩერებლად ტირიხარ. ვიცი რაღაც გიჭირს და იქნებ მოვაგვაროთ. - ვაჩე დამშორდა.- ძლივს ამოთქვა და ისევ ტირილი აუვარდა. საშინლად გავბრაზდი და მის ცრემლებზე გული საშინლად მეტკინა. ცრემლები შევუმშრალე და მოვეხვიე. - მე ვაფრთხილებდი! მანამ სანამ ეგეთ ტიპთან საქმეს დაიჭერდა, მაგრამ არ მომისმინა- აენთო ნენეს თავზე მდგარი ქერა, რომელიც აქამდე თავზე ეფერებოდა და აწყნარებდა მეგობარს. - კარგი, დაგშორდა. თავმოყვარეობა უნდა შეინარჩუნა და მასზე აღარ იფიქრო კარგი?- ყველაზე აფსურდული წინადადება ვთქვი ახლა - გაჟიმა და მიაგდო, ზუსტად ვიცოდით ყველამ ნენეს ჩათვლით რომ მხოლოდ ორკვირიანი ურთიერთობისთვის სჭირდებოდა. - კარგი- ხელით შევაჩერე ქერა- აქ ძალიან ხმაურია, მოდი წყნარ ადგილას გავიდეთ და იქ ვისაუბროთ.- მთელი კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ "ტექნოს" გუგუნი ისმოდა და ალაბთ საკამოდ შორს მოგვიწევდა წასვლა. დინამიკებში აგუგუნებულ "ტექნოს" ვერცერთ შემთხვევაში გამოვრთავდი და უკვე კარგად შემთვრალ ახალგაზრდებს იდილიას ვერ დავურღვევდი. ამიტომ გოგონა სახლის უკანა კუთხეში წავიყვანე და იქვე ხის სკამზე დავსვი. არაფრის თავი არ ჰქონდა ამიტომ მის მეგობარს ავხედე. - არ მეტყვი რა მოხდა? - არაფერი, უბრალოდ ა ვაჩე. მხოლოდ ეს მოხდა- საწყლად ამოიოხრა ქერამ- ერთი ვაგინით ვერ კმაყოფილდება, ბევრი სჭირდება და ნენემ ეს ვერ გათვალა. - ცხოვრებაში ყველას უჭირს სწორი არჩევანის გაკეთება ნენე- მისი სახე ხელებშორის მოვიქციე და ვაიძულე შემოეხედა.- მთავადია მივხვდეთ, რომმ ეს არ იყო სწორი და ამის გამოსწორებას შევეცადოთ. შენ ძალიან საყვარელი კეთილი და ლამაზი ხარ. არ გიმსახურებს ვაჩე, ის არ არის იმდენად კარგი...- საშინლად მეშლებოდა იმ გაბღენძილი ფულის ტომარაზე ნერვები და უფლება, რომ მოგეცათ თავ-პირს გავუერთიანებდი. - მან მითხრა, რომ არ ვარ იმდენად კარგი, რონ მასთან რაიმე კავშირი მქონდეს- ცრემლების ახალი ნაკადი წამოუვიდა ნენეს - მართლა ასეთი საშინელი ვარ? - მომისმინე, შენ ძალიან ძალიან ძალიან ლამაზი ხარ. თუ ბატონი ვაჩე შენს ფასს ვერ ხვდება მაშინ ჰყავდეს ის იაფფასიანი ბოზები, რომლებიც მხოლოდ ფულის და სქელი სი*ის გამო არიან მასთან, შენ საუკეთესოს იმსახურებ და რადგან განგებამ მოგცა საშუალება მისი ნამდვილი სახე დაგენახა ახლა კიარ უნდა ტიროდე არამედ ღრმერთს მადლობას უნდა ეუბნებოდე- ნენეს თვალებში იმედის ნაპერწკლიდანახვისთანავე შევაქე საკუთარი თავი- ადექი ახლა და გაერთე. ხვალ კი ბატონ ვაჩეს ყველაფერს დაუბრუნებ რაც მოგცა და სამუდამოდ დაივიწყებ.- ჩემთვის უკვე ნამუცგარეცხილ, ეგოისტ და მანიპულატორ ტიპს წარმოადგენდა ვაჩე არაბული, რომელიც მეზიზღებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნენესთან ამდენად ახლო ურთიერთობა არ მქონდა მის თვალებში დანახულმა ასეთმა ტკივილმა მაიძულა მეფიქრებინა, რომ საქმე ნამდვილ სადისტთან ჰქონდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.