შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზიზღები არაბულო (4 თავი)


18-06-2020, 19:46
ავტორი Azhula
ნანახია 1 928

იმ ამბებიდან მთელი ორი კვირა იყო გასული.
გოგონები ერთ-ერთ ბარში ვისხედით, ვინაიდან და რადგანაც უნივერსიტეტიდან ცოტაოდენი დასვენების აღება შემეძლო, თავი გავითავისუფლე. ადგილსამყოფელი ნენემ დაგეგმა და ვიცი რატომაც. ვაჩე გახნის დღიდან ამ ბარში დადიოდა და ეს სულელი გოგოიმედებს იტოვებდა, რომ აქ მაინც მოკრავდა თვალს.
- არადა დამიჯერეთ ისეთი კეთილი და თბილი გული აქვს მართლა- ისევ თავისას აწვებოდა ნენე და მე უკვე ბრაზიყელში მასხამდა
- მე ვფიქრობ რომ უბრალოდ ა- მხრები აიჩეჩა ქერამ
- მეც ვფიქრობ, რომ მოძალადე ეგოისტი, მანიპულატორია- მხრები ავიჩეჩე და ვაჩეს კუთხისკენ გავიხედე- და უბრალოდ ნაგავი...- მის უცნობ მეგობრებთან ერთად იჯდა ზურგით, რაღაცაზე მთელი ხმით იცინოდნენ და გარშემო მყოფები არც აინტერესებდათ.
- მომისმინე- ხელი ხელზე დავადე ნენეს- ყველაფერი უნდა უთხრა რასაც ფიქრობ და არ უნდა აფიქრებინო, რომ
მისი რიგითი ნაშა ხარ.- ამ წამს სრულიად გულწრფელი ვიყავი.
ნენეს თვალებში ნაპერწკალის დანახვამ რაღაცატომ იმედი მომცა. იმიტომ არა რომ ამ
ნაძირლის მიმართ ოდესღაც რაღაც გრძნობა მქონდა (არადა გრნძნობაც არ ერქვა) არამდე იმიტომ რომ ასე უმოწყალოდ სტკენდა ხალხს გულს და საშიში ტიპის იმიჯს იქმნიდა. გასარკვევი იყო. მართლა ასეთი იყო თუ უბრალოდ მამიკოს ნებიერა, რომელსაც რეალურად არაფრის ტრა*ი არ აქვს? თუ პირიქით ყველაფრის ტრა*ი აქვს და თუ მოუნდა ისე გემრიელად მოგსვამს ამ ტრა*ით გააზრებასაც ვერ მოასწრებ.
- მართალი ხართ- თავი დარწმუნებით დაგვიქნია ნენემ- ავდგები და ყველაფერს პირში ვეტყვი- ფეხზე წამოვარდა
- მოიცადე ახლა ბიჭებთან ერთადაა- ხელით დააკავა ქერამ
- ვისთან ერთადაა- წინ გავარდა და ჩვენც უკან გავყევით რამოდენიმე წამის ყოყმანის შემდეგ. მხარზე ხელი დასცხო ნენემ და ვაჩეს გაკვირვებულმა მზერამ კინაღამ გაბურღა ის.
- შენთან ლაპარაკი მინდა.- წარბი ასწია ნენემ. შემართებით იდგა
- გისმენ?- წარბები შეყარა ვაჟბატონმა
- ცალკე
- ცალკე?- ბიჭება გადახედა მან- ჩემი მეგობრებისთვის დასამალო არაფერი მაქვს. შეგიძლია აქვე ჩამომითვალო შენი პრეტენზიები.
- არა, პრეტენზიები არაფერ შუაშია, არც ვფიქრობ, რომ შენ უნდა წამოგიყენო რაიმე ულტიმატუმი. მე...
- მაშინ აქ რატომ ხარ?- ურცხვად შეაწყვეტინა საუბარი.
- აქ იმიტომ ვარ, რომ გითხრა რა არაადამიანი და ნაძირალა ხარ. მე ვფიქრობ, რომ შენ არ ხარ იმდენად კარგი, რომ მე მიმსახურებდე. არ დავუშვებ რომ ჯილდოდ აღმიქვა, საერთოდ ვასრულებ შენთან ურთიერთობას.- მტკიცედ ამოილაპარაკა ნენემ და სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რომ ამ თავნება ნაძირალას ყველაფერი უთხრა
- და რატომ ფიქრობ, რომ ჯილდოდ აღგიქვამ?- გაეცინა - რატომ ფიქრობ რომ ეგეთი მნიშვნელოვანი ხარ? მაპატიე პატარავ, მაგრამ შენი სახელი ნორმალურადაც არ მახსოვს.- თვალები დააწვრილა თითქოს რაღაცას იხსენებსო- ნენე ხომ? ხოდა ნენე... მე შენთან უკვე დიდი ხანია დავამთავრე, გასაგებად ავხსენი? - მშვიდი სახით საუბრობდა ისე თითქოს მის წინ არარაობა იდგესო. ღმერთო ისეთი ცეცხლი ვიგრძენი ორგანიზმში სადაცაა გავსკდებოდი და ამ ცეცხლს სახეში შევაფრქვევდი ამ თვითკმაყოფილ იდიოტს.
- და რატომ? რამე ისე არ იყო როგორც შენ გინდოდა?- ცრემლები მოაწვა ნენეს- ყველაფერს ისე ვაკეთებდი, რომ შენ გეგრძნო თავი კომფორტულად- ნელნელა ხმა უფრო უტყდებოდა და ცრემლები ღვრაღვარებად მოსდიოდა სახეზე - ჩემი თავი ფეხებზე დავიკიდე და ასე მიხდი მადლობას?
- მადლობას საერთოდ არ გიხდი ან საერთოდ რატომ ელი ჩემგან მადლობას?- ფეხზე წამოდგა ვაჩე და თვალებში ჩააშტერდა ნენეს- მე შენ არაფერს შეგპირებივარ ისეთს, რომ სამომავლო გეგმები დაგესახა. ვერ ვხვდები რატომ ვარ უგულო ან ეგოისტი, როდესაც იმასთან არაფერ კავშირში ვარ რაც შენს პატარა თავში მოხდა. მაპატიე მართლა ვწუხვარ უბრალოდ აღარ მაინტერესებ. ზატო ვინმეს იპოვი ვინც შეგეფერება და გულს არ გატკენს ახლა კი თავი მოიწესრიგე და უბრალოდ წადი, კარგი?- ნენე ცრემლიანი თვალებით შურდულივით გავარდა ბარიდან, ქერა კი მე მიცდიდა. მე კი გახევებული ვიდექი.
უკვე შეტრიალებას აპირებდა მკლავში რომ ჩავავლე ხელი და ჩემსკენ შემოვატრიალე. აშკარა გაკვირვება ეწერა სახეზე.
- გინდა გითხრა რეალუად რას წარმოადგენ?- ხმას არ იღებდა დს მშვიდად მისმენდა- არაფერს. ხო აი ასე... არაფერს- მხრები ავიჩეჩე- ალბათ ბავშვობაში გჩაგრავდნენ და ეგ დამცირება დღემდე მოგყვება ესე უმოწყალოდ რომ ექცევი ადამიანებს. რა გგონია ნაძირლის როლი ესე ძალიან გიხდება? ან მართლა გგონია რომ საშიში ტიპი ხარ? თუ გოგონების დამცირებითა და მიტოვებით ცდილობ მაგარი ბიჭის იმიჯის შექმნას. ერთადერათი რაც ცხოვრების აზრს და ხალისს გაძლევს მაგ შენი ატეხილი ჰორმონების დაკმაყოფილებაა, რომელიც ვერადა ვერ დაიკმაყოფილე რადგან ყველა კაბიანს დასდევ და ალბათ მალე კაცებზეც გაადახვალ. - მანამდე სერიოზული სახით იდგა და მისმენდა. ბოლო წინადადებაზე კი ტუჩის კუთხე ასწია, ოდნავ გაეცინა და ბიჭებს გახედა. მეკი ირონიულად გავუცინე. თვალებში ვუყურებდი რომელიც ოდნავადაც არ ადუნებდს მზერას დს ისიც ღიმილიანი სახით მიმზერდა პირდაპირ თვალებში. მშვიდად ავუარე გვერდი და ნენეს გზას დავადექი. მალე ქერაც შემოგვიერთდა...
* * *
იმ დღეეის შემდეგ გადავწყვიტე ლეოსთან ურთიერთობა დამელაგებინა ამიტომ სახლში
მივაკითხე. ყველაფრის ახსნას და დალაპარაკებას ვაპირებდი, როდესაც კარები ისევ და ისევ ჩემი გასაღებით გავაღე და დაუპატიჟებლად შევაბიჯე. ნამდვილად არ მოვქცეულვარ არასწორად რადგან ის ჯერჯერობით ჩემი სახლიც იყო და შემეძლო ისე მოვქცეულიყავი როგორც მომესურვებოდა.
სამზარეულოში ჟუჟა ფუსფუსებდა და სახლში იდეალური სიმშვიდე იყო.
- გამარჯობა ჟუჟიკოო როგორ ხარ?- სამზარეულოში შევაბიჯე ფეხი და გასქურასთან მდგომ ჟუჟას ორ ნაბიჯში ამოვუდექი გვერდით
- დედა ეს ვინ მოსულა?- მომეხვია ფუმფულა ქალი- კარგად დედა მე რა მიჭირს შენ როგორ ხარ?
- მეც არამიშავს
- სად დაიკარგე რომ აღარ გამოჩნდი ჰა? მიდი დაჯექი და ყავას მოგიდუღებ
- მადლობა, არმინდა დავლიე უკვე- მაღალ სკამზე ჩამოვჯექი დ წყალი დავისხი- სად არის ოჯახობა?
- ლეო არ არის სახლში სამსახურშია. სახლში მხოლოდ ელენაა
- აჰაა გასაგებიაა და სად ბრძანდება ელენა?- სახლი მოვათვალიერე ინტერესით
- დედაშენის ოთახში, დედა- შეწუხებული სახით გამომხედა ჟუჟამ და ამ დროს თავში სისხლმა ამასხმა. მეზიზღებოდა ეს ყველაფერი უკვე მეზიზღებოდაა. დედაჩემის ოთახის კარი საკუთარი ხელით ჩავკეტე და დავაწესე რომ იქ შესვლის უფლება მარტო მე მქონდა. არადა როგორ მინდოდა დღევანდელი დღე წივილ კოვილის გარეშე ჩატარებულიყო. ალბათ გაგიკვირდებათ რატომ ვარ აჭრილი ასე დედაჩემის გამო. ინსტიქტი, უბრალოდ იმაშია საქმე, რომ დედა ისე მოულოდნელად გამომრცალა ხელიდან, რომ ყველაფერი მისი მივითვისე და ჩემად გავხადე.
- უკაცრავად? ანუ დედაჩემის ოთახში არაა?- თვალები ბრაზით დავაკვესე- ლეოს ურჩევნია სახლში არ მოვიდეს
- კარგი დედა დაწყნარდი, უბრალოდ ოთახი მოეწონა კარგი ინტერიერი და მყუდრო ოთახიაო თან ფეხმძიმედაა მგონი
- ვაიმეე ჟუჟა რა გინდა, რომ გულმა დამარტყას? - მაშინვე გამოვვარდი სამზარეულოდან და კიბეებზე ავვარდი სირბილით. კართან ოდნავ ჩავისუნთქე მაინც არ მინდოდა სკანდალების მოწყობა ამიტომ მშვიდად დავაკაკუნე.
შემოდითო ისე დაიძახა თითქოს ამ სახლის ბატონ პატრონი თვითონ ყოფილიყო და ჩვენ უბრალოდ არარაობები, რომელებიც მის ბრძანებებს ასრულებს.
ოთახის კარი შევხსენი და ეს ჟღალი ალქაჯი დედაჩემის საწოლზე წამოწოლილიყო და წიგნს კითხულობდა.
- ლოლიტა? - თავი სწრაფად ასწია კარის ხმაზე და აშკარა იყო ჩემი დანახვა გაუკვირდა- გამარჯობა- ფეხზე სწრაფად წამოვარდა და გადამკოცნა
- რა გაგიკვირდა ერთი? - ამრეზით ავათვალიერე და ისიც წამშივე დაიძაბა. დედაჩემის სარწეველა სკამში ჩავჯექი და ჭერს მივაბყარი მზერა
- არა, უბრალოდ არ გელოდი.
- საკუთარ სახლში როდესაც მინდა მაშინ მოვალ.- კბილებში გამოვცერი და უხერხულად აწურული ავათვალიერე- რას დგახარ? შენი ოთახი არაა?
- ლოლიტა იცი მაპატიე თუ რამე გეწყინა, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ხარ ჩემს მიმართ ცუდად განწყობილი? - ანერვიულებული ლაპარაკობდა და თან ბოლთას სცემდა. ხმას არ ვიღებდი და უბრალოდ ვუყურებდი.
- გინდა დედაჩემის შესახებ მოგიყვე?- წუთიერი დუმილის შემდეგ ვკითხე და პასუხს არც დავლოდებივარ ისე დავიწყე ვივიენზე თხრობა- დედაჩემი ულამაზესი ქალი იყო. კუპრივით შავი თმა და თვალები თოვლივით თეთრს კანს საშინლად უხდებოდა. თითქოს ანგელოზი და დემონი ერთდროულად იყო მასში გამომწყვდეული. მამაჩემი ფიფქიას ეძახდა. თუმცა მე კარგად არ მახსოვს ამას მამა მიყვებოდა ხოლმე ან ბებია. დედა თორმეტი წლის ასაკში დავკარგე და მხოლოდ მე და ლეო დავრჩით. სიმართლე გითხრა მამიკოს გოგო არასდროს ვყოფილვარ საშინლად ვგავარ ვივიენს... დედა უფრო მიყვარდა ყოველთვის ვიდრე მამა. მამა უბრალოდ მესაყვარლებოდა, როდესაც მიცავდა, საფრთხეს მარიდებდა და კლდესავით იყო ჩემთვის. არ მეგონა მის ცხოვრებაში ვივიენის ადგილს ვინმე თუ დაიკავებდა და ყოველთვის ვეგოისტობდი.
რაღა დაგიმალო და არც შენ გიჭირავს დედაჩემის ადგილი ამ სახლში მაგრამ საშინლად ვღიზიანდები, როდესაც დედაჩემის საწოლზე გხედავ. ეს ოთახი ვივიენის იყო. როდესაც განმარტოება უნდოდა აქ შემოდიოდა და წიგნებს კითხულობდა ან ხატავდა. შენ კი აქ დაუკითხავად შემოდიხარ და შენს ოთახს არქმევ. ეს ჩემთვის ძალიან ღირებული ნაწილია და თუ გინდა ოდესმე ჩემი
კეთილგანწყობა მოიპოვო მაშინ ეცადე ჩემს
ისედაც ღია ჭრილობებს ზედ მარილი არ დააყრო! გაფრთხილებ იცოდე!- ყველაფერი წყნარად ჩამოვუყალიბე და თავი სკამზე გადავაგდე.
- მესმის შენი- სევდიანად ამოილაპარაკა ელენამ- მესმის რადგან დედა მეც პატარამ დავკარგე, თითქმის საერთოდ არ მახსოვს. მინდა რომ მე და შენ კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ამ ეტაპისთვის დაქალობას ნამდვილად არ გთხოვ. რადგან მამაშენი შემიყვარდა და ისიც იგივეს გრძნობს ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის. ისიც ვიცი რომ ვივიენის ადგილს ვერ დავიკავებ და ეგ არც მიცდია არც არასდროს ვცდი რადგან ლეოს გულში მას სულ სხვა და დიდებული ადგილი უკავია, როდესაც ლეო კარგად გავიცნი ამას მაშინ მივხვდი. ყოველთვის მინდოდა ასე ვყვარებოდი ვინმეს, მაგრამ ახლა შეუძლებელია. ვიცი რომ ლეოს უფრო ნაკლებად ვუყვარვარ, მაგრამ მე მიყვარს სიგიჟემდე და სხვასთან წასვლას არ ვაპირებ. არც ის მინდოდა შენ გაღიზიანებულიყავი უბრალოდ ოთახის სიმყუდროვე მომეწონა რაღაც გასაგიჟებლად კარგი აურა ტრიალებდა. ღამე დაძინება მიჭირს და ამ ოთახში ფანტასტიურად ვგრძნობ თავს. ეს იყო და ეს. არც შენი გაღიზიანება მინდოდა და მაპატიე თუ უნებურად ასე გამომოვიდა.- თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ არცერთი მისი სიტყვა არ იყო თამაში. მემგონი უნდა დავშოშმინებულიყავი და ჩემი დედინაცლისთვის მამაჩემთან ცხოვრება არ უნდა ჩამემწარებინა. ბევრი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ ამას ისედაც მივხვდი...

_____________
მოკლედ ესეც მეოთხე თავი. მიხარია, რომ მოგწონთ და კითხულობთ. ვეცდები კარგი გამოვიდეს. და ჰო მაპატიეთ დაგვიანებისთვის. მე ვაპატიე ჩემს თავს:დდდ იმედი მაქვს წაიკითხავთ, მოგეწონებათ და ისიამოვნებთ. ასე რომ ველოდები თქვენს კომენტარებს შეეფასებებს თუნდაც კრიტიკას ყველაფერს მივიღებ... მიყვარხართ ძალიან და ამ ორ დღეში რაღაც მომენატრეთ... :დდდ <3



№1  offline მოდერი ენქეი

ლოლიტამ რა ჩაუტარაა joy
მალე დადე შემდეგი რა❤️

 


№2  offline წევრი Azhula

ენქეი
ლოლიტამ რა ჩაუტარაა joy
მალე დადე შემდეგი რა❤️
ვეცდები მაქსიმალურად <3

 


№3  offline წევრი Ανάξιος

კარგი თავი იყო , ნუ ცოტა პატარა, მაგრამ მაინც კარგი ასე, რომ შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები და რაც შეიძლება მალე<3 წარმატებები ????

 


№4  offline წევრი Azhula

korean
კარგი თავი იყო , ნუ ცოტა პატარა, მაგრამ მაინც კარგი ასე, რომ შემდეგ თავს მოუთმენლად ველოდები და რაც შეიძლება მალე<3 წარმატებები ????
მადლობა, ვეცდები მალე დავდო <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

კარგი ისტორიაა, თავები გაზარდე და არ გვალოდინო

 


№6  offline წევრი svien

mmm kargi iyo.. male dade ra shemdegi tavi❤

 


№7  offline წევრი Azhula

სტუმარი ლია
კარგი ისტორიაა, თავები გაზარდე და არ გვალოდინო

მადლობა<3

svien
mmm kargi iyo.. male dade ra shemdegi tavi❤

ვეცდები <3

 


უბრალოდ სასიამოვნო საკითხავია♡♡

 


№9  offline წევრი Azhula

სიყვარული გულს გვტკენს
უბრალოდ სასიამოვნო საკითხავია♡♡
მადლობა <3

 


№10 სტუმარი სტუმარი ანა

VAIMEEE ES RA IKOOO❤❤❤❤
axali tavi minda RAC SHEIDZLEBA MALEEE❤❤❤

 


№11  offline წევრი Azhula

სტუმარი ანა
VAIMEEE ES RA IKOOO❤❤❤❤
axali tavi minda RAC SHEIDZLEBA MALEEE❤❤❤
მალე იქნება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent