შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზიზღები არაბულო (5 თავი)


19-06-2020, 19:04
ავტორი Azhula
ნანახია 2 030

იმ დღეების შემდეგ ლეოსაც ველაპარაკე. ვუთხარი, რომ ელენასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მქონდა და სიხარულით სად წასულიყო აღარ იცოდა. შემომთავაზა მასთან ვყოფილიყავი და ისიც მითხრა, რომ ჩემი მეგობრის უკვე სრცხვენოდა ამდენ ხანს, რომ "მინახავდა". ვუპასუხე, რომ დავფიქრდებოდი და წამოვედი.
ლეას სადარბაზოს პირველი სართული ძლივს ავიარე ისეთი სიცხე იყო და ლიფტში შევედი.
სახლის კარი ლეამ გამიღო.
სახლი ისეთი მყუდრო არ იყო როგორც წინათ ვიღაცეების ლაპარაკი ისმოდა და რაც შემეძლო ჩუმად შევიხედე მისაღებში და რას ვხედავ.
ბრძოლა წესების გარეშეს მისხდომოდნენ რატი დათო და ვაჩე ჩიფსებითა და ლუდით ხელში.
- გამარჯობათ ბიჭებო- ვთქვი მათ გასაგონად და სამ წყვილ თვალს ხელი ავუწია
- ვააა ლოლიტა, რამდენი ხანია არ მინახიხარ? როგორ ხარ?- თბილად მომიკითხა დათომ
- არამიშავს შენ როგორ ხარ?- მეც თბილად გავუღიმე. ვაჩეს არ ვუყურებდი, მაგრამ ვხედავდი, რომ მიყურებდა ამას ვგრნობდი კიდეც. ყურადება არ მიმიქცევია ლეასთან შევედი სამზარეულოში.
- შენ რა გჭირს?- დავაკვირდი მოწყენილად მჯდარ ლეას, რომელიც ხმას საერთოდ არ მცემდა- ლეა?
- აუ არვიცი რა- წარბები შეყარა და თავი ცივ მაგიდაზე დადო სახეშეჭმუხნულმა
- ცუდად ხარ? რამე გტკივა? - მის გვერდით დავჯექი და თავზე მოვეფერე, შეუძლებელი იყო ლეას რაიმე უმიზეზოდ ექნა.
- არაფერია, უბრალოდ ხასიათზე არ ვარ- უცბად გახსნა შუბლი და კარისკენ წავიდა- მიდი რა ყავა გააკეთე თან ხომ იცი როგორ გვიყვარს შენი ყავა მთელს ოჯახს- გამიცინა და მისაღებში გავიდა. მხრები ავიჩეჩე ლეა ასე არაფერს მეტყოდა ამიტომ ეგევე დავგეგმე რა უნდა მექნა.
ახლა ზუსტად ვიცოდი ჩემზე ნერვიულობდა ამიტომ აღარ ჩავაცივდი ვიფიქრე როდესაც მოუნდება მაშინ მითხრასთქო. ამ ფიქრებში ვიყავი თან ყავას ვამზადებდი, როდესაც ყურთან ცხელი სუნთქვა ვიგრძენი ძალიან ახლოს და ძლიერი სხეულის შეხება ზურგზე. შეშინებული შევხტი და კკვილს ვაპირებდი ვიღაცამ ხელკ რომ ამაფარა და შემატრიალა.
- უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავი, დამშვიდდი- პირისპირ ვაჩე მედგა და იცინოდა თან პირზე ხელს მაფარებდა, რომელოც უხეშად მოვიშორე და დოინჯი შემოვირტყი
- შენ საერთოდ ნორმალირი ხარ?
- არა- ისევ გამიცინა
- მამასხარავებ ხო?
- ცოტას კი- ძლივს შეკავებული სიცილი ამოასკდა და კიდევ ახლიდან დაიწყო ხარხარი
- ამ დანის დანიშნულება იცი რა არის?- იქვე საწურზე დადებულ დანაზე მივანიშნე
- აბა რა არის რა საინტერესოა?
- აი თუარ შემეშვები მალე გაიგებ.- თავი დარწმუნებით დავუქნიე იმის ნიშნად რომ არ ვხუმრობდი
- კარგი რა ლოლიტა, ხვდები რომ ბავშვივით იქცევი? - სახე დაუსერიოზლდა და თავისი კამკამა ლურჯი თვალებით პირდაპირ სახეში ჩამაშტერდა. თან რაღაც ამოუცნობ გრძნობას ასხივებდა. ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ჩემგან.
- მე არ ვთვლი, რომ ბავშვივით ვიქცევი- მხრები ავიჩეჩე- ახლა კი გამატარე - ფინჯნები ლანგარზე დავაწყვე და გვერდი ცივად ავუარე. მთელი საღამოს მანძილზე მაქსიმალურად ვაროდებდი თავს... იმ წამს ეს ტიპი უბრალოდ მაღიზიანებდა. დროთა განმავლობაში კი ვხვდებოდი, რომ გულის სიღრმეში მკსდამი სიმპათიას განვიცდიდი.
საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმის გამო, რომ ჩემი მეგობარი სწორედ ამ ნაძირლის გამო გრძნობდა თავს გამოყენებულად.
ის კი მე მეფლირტავებოდა.
მთელი საღამოს მანძილზე რაღაცნაირი ვნებიანი მზერით მიყურებდა. ხოო... ვნებიანი მზერით... ნამდვილად ასე იყო.
იმ საღამოს ბიჭები გვიან წავიდნენ. მე კი გადავწყვიტე, რომ გოგონები შემეკრიბა და მთელი ღამე გაგვეთენებინა.
ნახევარსაათში ყველა აქ იყო.
დინამიკები ბოლო ხმაზე ჩავრთეთ და სასმელი გამოვიღეთ.
სამი ბოთლო არაყის შემდეგ მივხვდი რომ კარგად ვიყავი.
ნენეს პირდაპირ არყის ბოთლი ჰქონდა გადაყუდებული, როდესაც მისი ტელეფონის ხმა ძლივს გავიგეთ.
- მიდი უპასუხე- ტელეფონი მიაწოდა ლელამ
- ვაჩეა- ეკრანზე დახედვისთანავე ბოლო ხმაზე იკივლა ბედნიერებისგან
- გისმენ ვაჩე- სახე მაშინვე შეეცვალა და მე შემომხედა.
გოგონები დუმდნენ რაღაც ძალიან საშიში სიჩუმე ჩამოწვა. მე კი ცივმა ოფლმა დამასხა.
- შენთან ლაპარაკი უნდა- გაკვირვებულმა გამომიწოდა ტელეფონი ნენემ
- ჩემთან? კი მაგრამ ჩემთან რა საქმე აქვს? - აკანკალებულმა გამოვართვი ტელეფონი
- გისმენ.
- ერთობით პატარავ? - ისეთი ხმა ჰქონდა ზუსტად ვიცოდი, რომ იცინოდა
- ააა არამგონია ვიცნობდე- ნენეს თანდასწრებით არ ვაპირებდი მასთან საუბრის გაბმას და თავადაც მიხვდა ამას.
- ხვალ უნდა შემხვდე!- მკაცრი ტონი გაურია ნათქვამში
- არა- პირდაპირ ვუთხარი
- რაღაც არამგონია უარი მითხრა- ირონიით მითხრა- მე ნენეს გამოყენებას გავაგრძელებ და გულს უფრო მეტად ვატკენ ვიდრე ახლა აქვს ნატკენი. ეს ყველაფერი კი შენი ბრალი იქნება- ღმერთო როგორ იყო ასეთი? ასეთი არაადამიანი და სასტიკი. მინდოდა მეთქვა რა ჯანდაბა გინდა ჩემგანთქო, მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი. ნენეს გავხედე. ისეთი მომლოდინე თვალებით მიყურება თავი შემზიზღდა
- არა, არამგონია მაგ ბიჭის ნომერი ვიცოდე
- ახლავე მჭირდება პასუხი, მე გაგაფრთხილე- უხხ როგორ ვერ ვიტანდი
- კარგი- დანაანებით ამოვილაპარაკე და ნენეს გავუღიმე
- ძალიან კარგი- კმაყოფილმა ამოილაპარაკა- ხვალ საღამოს რვაზე გამოგივლი, მზად იყავი. - მითხრა და გამითიშა. ნენეს მივაწოდე ტელეფონი
- რა უნდოდა? - მკითხა ლელამ
- ვიღავ ტიპის ნომერი მთხოვა ჩემი ჯგუფელია და...- თავი ვიმართლე და სიტუაციის განსამუხტად ისევ მუსიკა ჩავრთეთ...
* * *
რაც ყველაზე საშინელი ტანსაცმელი მქონდა ის ჩავიცვი და ბომჟივით დაველოდე ვაჩეს მოსვლას.
სადარბაზოსთან მისი პორშე არ შევიმჩნიე და ლიფტით ზლაზვნით ჩავედი პირველამდე.
კარი შიგნიდან გამიღო და თან ეღიმებოდა. გაბუსხულო ვიჯექი, გაბრაზებული და ხმის ამოღებას არ ვაპირებდი.
- ბუტიაა- უფრო თავისთვის თქვა თან მე მიყურებდა და უცაბედად გავხედე.
- გზას უყურე შენი ჭირიმე რაა. - გაეცინა და გზას გახედა. ფანჯარაში ვიყურებოდი.- ბუტია არა უფრო არანოემალური ვარ შენნაირ შეშლილს რომ ჩავუჯექი მანქანაში და სადღაც ჯანდაბაში მივყვები.
- ჯანდაბამდე ჯერ შორია პატარავ, მოდი ცუდზე ნუ ვიფიქრებთ ღამე კოშმარები დაგესიზმრება- მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი
- არ გიხდება მზრუნველის როლი.
- შენ კი გრძელი ენა გაქვს.
- სამაგიეროდ შენ ეგოისტი მანიპულატორი ხარ, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს- გამწარებული ვლაპარაკობდი ეს დეგენერატი კი წარბსაც არ ხრიდა
- და როდის მოინელებ ნენეს ამბავს?- თვალები აატრიალა
- ვერასოდეს- კბილებში გამოვცერი- ან ჩემგან რა გინდა? დარწმუნებული ვარ მხოლოდ მე დაგრჩი უხმარი და ალბათ გაუპატიურებას აპირებ, მეტს რას უნდა ველოდო შენგან?
- ასე რომ მეტლიკინები ვერ ვიტან, ხომ ხედავ ვითბენ არა?- სასტიკი მზერით გამომხედა და ოდნავ შემეშინდა, თუმცა არ ვაფიქრებინებდი რომ მისი ეს მზერა ჩემზე მოქმედებდა და გავაგრძელე
- ხოო ალბათ დამარტყამ კიდეც.
- ამ გამოხტომებით რის მიღწევას ცდილობ?
- რის მიღწევას? არაფრის. უბრალოდ მაინტერსებს სანამდე გეყოფა მოთბინების ფიალა და სანამდე დამალავ რომ არაკაცი ხარ.
- ესიგი არაკაცი ვარ ხომ?- უცბად ჩიხში შეუხვია და მანქანა ბუჩქებში შეაყენა.- გინდა განახო რა დონის არაკიცი ვარ?- თვალებში ეშმაკურად ჩამაშტერდა
- კიი მანახე- ამ წამს სიკვდილამდე მეშინოდა, მაგრამ მაგარი გოგოს იმიჯს არ ვტოვებდი- მანახე- ვუკივლე ბოლო ხმაზე და მანაც არ დააყოვნა.
კეფაზე მწარედ მომიჭირა ხელი და მისკენ მიმწია ტუჩები ისე მწარედ დააჭირა ჩემსას, რომ სადაცაა გამისკდებოდა. უხეშად მკოცნიდა ხელები მკერდზე მივაბჯინე გასანთავისუფლებლად, მაგრამ ძლიერაფ შემბოჭა და ტუჩებზე კბილები ჩამასო ისე რომ ჩემი სისხლის გემო ვიგრძენი. შემდეგ კი ერთიანად შემიშვა და გამწარბულმა თავიდან დაქოქა მანქანა. ხმა არ ამომიღია, გზატკეცილზე გადავედით. მანქანას დიდი სისწრაფით ატარებდა.
- მინდა ვიცოდე რა გინდა ჩემგან?- როგორც იქნა ძლივს ამოვღერღე. მგონი ძალიან ღრმად შევტოპე...
- მაცდი, რომ გითხრა ეს დედამოტყნული?- იღრიალა ისე რომ შევხტი, მაგრამ არ მეშინოდა, ვიცოდი ძალა არ ეყოფოდა ჩემთვის რამე დაეშავებინა, სწორედ მე ვიყავი მისი გაბრაზების და გამწარების მიზეზი. უჩემოდ ვერ შეძლებდა, ამას უკვე ვხვდებოდი.
ცოტახანს საჭეზე ხელები დააწყო და ღრმად სუნთქვა დაიწყო. ოდნავ შემეშინდა დს მხარზე დავადე ხელი.
- კარგად ხარ?- სევდიანად გამომხედა
- არ ვარ კარგად.- თავი უკან გადაწია და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო- იცი ბავშვობის ტრამვები მართლა მაქვს- გამიცინა და მეც გამეციმა - იმ წამიდან მაგიჟებ რაც იქ იმ ბარში ტლიკინი დამიწყე.
- არ გეტკლიკინებოდი, სიმართლე გითხარი, თან ბავშვობის ტრამვებიც გქნია ეგეც გავარტყი. - მეც ძლაიან მეცინებოდა და ვაჩესაც გაუბრწყინდა ის ლურჯი თვალები, რომელიც ძალიან მომწონდა...
- ნუ ეცდები ჩემგან თავის შორს დაჭერას. - თავი გააქნია დანანებით. - შენთან მინდა.
- და მე თუ არ მინდა?- თვალები ამიცრემლიანდა. ოღონდ ამის ზუსტ მიზეზსს ვერ ვგებულობდი. მის საპირისპიროდ გავიხედე და რამოდენიმე წვეთი ჩუმად შევიწმინდე.
- ვიცი, რომ გინდა- ტუჩის კუთხე ასწია და თმა ყურსუკან ფრთხილად გადამიწია, შემდეგ კი ლოყაზე მომეფერა
- არ ვაპირებ შენთან რაიმე ურთიერთობის გაბმას.- მტკიცედ ამოვილაპარაკე
- ლოლიტა, ლოლიტა...- ღიმილით გამომხედა- რაც უფრო ცდილობ უარი მითხრა, მით უფრო მეტად მინდები და გპირდები, რომ ერთად ვიქნებით.
- პოეტურიც ყოფილხარ.
- კი ამ ბოლოს მომაწვა რაღაც- მხრები აიჩეჩა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ტელეფონმა რომ დაურეკა და სწრაფად გააგონა.
- რა ხდება?- წარბები შეკრა- რაა? სად? ჯანდაბა...- ხელი დასცხო საჭეს- კარგი, მოვდივარ.
- რამე მოხდა?- გაოცებულმა ვკითხე
- უკან ვბრუდებით.- მარტო ეს მითხრა და მანქანა მოაბრუნა...

_____________
მოკლედ ესეც მეხუთე თავი... კომენტარები შემხვდა სადაც თავების გაზრდას ითხოვთ. ეს თავი არც ისე დიდია თუმცა თუ ასე ხშირხშირად ვდებ მეტის დაწერას ვერ ვასწრებ. მაშინ შუალედს გავზრდი ორ დღემდე და თავები უფრო დიდი იქნება ან ყოველდღე დავდებ ცოტა პატარებს. არვიცი როგორც გაწყობთ ისე გავაკეთებ დამიწერეთ კომენტარებში... უკვე ავირიე... მადლობა, რომ კითხულობთ და მოგწონთ იმედია ესეც მოგეწონებათ... ველოდები შეფასებებს...



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ცოტა არ მომწონს ეს ვაჩეს ქცევები .მაგრამ ვნახოთ რა იქნება.

 


№2  offline წევრი Azhula

სტუმარი nancho
ცოტა არ მომწონს ეს ვაჩეს ქცევები .მაგრამ ვნახოთ რა იქნება.
არცმე :დდდ ვნახოთ რა იქნება არც მე არ ვიცი...

 


№3 სტუმარი eto

momwons vaches gansxvavebuli personaji.. kargi wyvili gamova vachedan da lolitanad velodebi axal tasv sulmoutqmelad :d

 


№4 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო გოგო ხარ დამწყების თაობაზე,კარგი სიუჟეტი გაქვს არჩეული, კარგად გადმოსცემ შინაარსს, მაგრამ განავრცე თავები.ცოტა სხვა შინაარსიც ჩადე.როგორ წერს ,,ფეფო,, sameone grazi girl,,,,ენ ჯეინი,,და ა.შ არ გეწყინოს შენ ყველას აჯობებ .❤❤❤❤

 


№5  offline წევრი Azhula

სტუმარი ლია
საუკეთესო გოგო ხარ დამწყების თაობაზე,კარგი სიუჟეტი გაქვს არჩეული, კარგად გადმოსცემ შინაარსს, მაგრამ განავრცე თავები.ცოტა სხვა შინაარსიც ჩადე.როგორ წერს ,,ფეფო,, sameone grazi girl,,,,ენ ჯეინი,,და ა.შ არ გეწყინოს შენ ყველას აჯობებ .❤❤❤❤

აუცილებლად წავიკითხავ მათ მოთხრობებს და ვეცდები სხვა მხრივაც გავშალო ისტორია როგორც მითხარი. მადლობა რჩევისთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია <3

eto
momwons vaches gansxvavebuli personaji.. kargi wyvili gamova vachedan da lolitanad velodebi axal tasv sulmoutqmelad :d

მადლობა <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ლია

შენ როგორც გაწყობს ისე უნდა მოიქცე.დააგვიანე, რომ სრულფასოვანი თავები დადო

 


№7  offline წევრი Azhula

სტუმარი ლია
შენ როგორც გაწყობს ისე უნდა მოიქცე.დააგვიანე, რომ სრულფასოვანი თავები დადო
მეც ასე ვფიქრობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent