ურეკის მზის ქვეშ (თავი IV)
- ბარბარე? კარგად ხარ? - ხუთივეს ერთად უნათდება სახე. - კარგად ვარ. არ ინერვიულოთ. -აუ მაპატიე რა ბარბი,მართლა არ ვიცოდი მიწისთხილზე თუ ალერგია გქონდა. - თავს იმართლებს გიგი. -კარგი რაა,რა შენი ბრალია?! მე უნდა გამომეჩინა ყურადღება და წამეკითხა შოკოლადის შემადგენლობა. ჩემი დაუკვირვებლობის ბრალია. - რა საყვარელი ხარ,ლამის მოკვდი და მაინც თავს იდანაშაულებ. - აუ მორჩით რა ამ საპნის ოპერას. ხომ კარგად ხარ ტკბილო? - ნინის ბეზრდება ჩვენი თავის მართლების სცენები და ჩემს თავთან საწოლზე ეხეთქება. - რამდენჯერ უნდა გითხრა, სანამ რამეს ყბისკენ გაიქანებ,მანამ შეამოწმე იქნებ და „ფიაა“ და არ შეიძლება შენთვის?! - გული გაგვიხეთქე... - მეორე მხარეს მიჯდება ნუცა ზლუქუნით და თმაზე მეფერება. - აუ კარგით რა... - თვალებს ვატრიალებ მობეზრების ნიშნად. - ნუცა ეგრე ნუ აკეთებ, თორემ ახლა ჩამეძინება. - რა დროს ძილია? შენი გადარჩენა უნდა ავღნიშნოთ. - ხასიათზე მოდის ლევანი. - რა დროს აღნიშვნაა , ვერ ხედავ სუსტადაა... -მკვლელი სახით უყურებს ირაკლი. - ექიმო,როდის შევძლებთ მის სახლში წაყვანას? -დღესვე შეგიძლიათ მისი წაყვანა, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება რომ ორი დღე მაინც ნუ გაიყვანთ მზეზე,მაინც სუსტადაა. დიეტური საკვები და ბევრი სითხე მიიღოს. - ძალიან დიდი მადლობა. უკვე თავისუფლები ვართ? - დიახ,შეგიძლიათ წახვიდეთ. - ჩემკენ ტრიალდება და სანდომიანი სახით მიღიმის. -ჯანმრთელობას გისურვებთ და თავს გაუფრთხილდით. - დიდი მადლობა. ექიმი პალატიდან გადის და მეც ვდგები,მაგრამ ვგრძნობ როგორ იწყებს ირგვლივ ყველაფერი ტრიალს. - ოპ,ოპ,ოპ... ფრთხილად ელზა .- ირაკლის ხელში ავყავარ და მისი სექსუალური ღიმილით მიღიმის. - არ არის საჭირო „ let it go”_ს სიმღერა... - ამას ამბობს, ეშმაკურად ენთება თვალები და უფრო ახლოს მიხუტებს. ( დამცინი ირაკლი?! შენ იყავი ჩემთან ახლოს და თუ გინდა მე თვითონ აგიყვან ხელში. ) - მიყურეთ ახლა. წავედით. - წამსვე უსერიოზულდება სახე. - გიგი შეგიძლია საჭესთან შენ დაჯდე?! - რათქმაუნდა. – (ამათმა ზავი დადეს და არ ვიცი? ) - მარკეტში შევიაროთ და ბარბარესთვის რამე საჭმელი ვიყიდოთ ხომ?! - სიტყვით გამოდის ნუცა. - ჩემი ჭქვიანი პრინცესა. - თავზე კოცნის ლევანი. (მოიცა რაო? პრინცესაო? მომესმა ხომ?! ახლა გააჩერეთ მანქანა ეს ორი უნდა დავანაწევრო..! რას მიმალავთ ხალხნო?) მკვლელ მზერას ვჩუქნი გაწითლებულ ნუცას, რომელიც „ მაპატიე, ყველაფერს აგიხსნი“ თვალებით მიყურებს. - ვინმემ ფანჯარა ჩაწიეთ, თორემ სიკვდილის სუნი მცემს. - ნინი სიცილით ინიავებს ხელით. - რაო? - სიცილს იწყებს გიგი. აშკარად ვერ ხვდება, რომ ნუცა უკვე „გვამია“ . - გაჩერდი შენ სანამ მთელი ხარ. - ნინი ჩემს მეორე მეს ალაპარაკებს მისი ხმით. მანქანას დიდი სუპერ მარკეტის წინ ვაჩერებთ. მე ქვემოთ ჩასვლას ვაპირებ მაგრამ ირაკლი მიჭერს. - სად მიძვრები პატარა ფისუნიავ? შენთვის სიარული არ შეიძლება. - ღმერთო რა დავაშავე? - ხელებს მაღლა ვწევ. - აბა რა გეგონა შოკოლადებს, რომ ურტყამდი ყბაში? - კაკანებს ლევანი. - თქვენ ჩადით, მე ბარბარესთან დავრჩები,ოღონდ ნუ დაწვებით ახლა მაღაზიაში. - ხო კარგი... ფუჰ უჟმური. - წუწუნებს ლევანი და სხვებთან ერთად გადადის მანქანიდან. მანქანაში უხერხული სიჩუმეა,არც ერთი ხმას არ ვიღებთ. უხერხულობისგან არ ვიცი რა გავაკეთო,ამიტომ მანქანის სალონს ვათვალიერებ ჩემი ჭკუით. სიჩუმეს ირაკლის ტელეფონის ხმა არღვევს. როგორც ჩანს ამერიკიდან ურეკავენ, რადგან ინგლისურად ესაუბრება ვიღაცას,თანაც რაღაც გუნდს ახსენებს. ვგრძნობ როგორ მწყდება რაღაც გულიში. ისეც ვიცი,რომ როგორც კი ზაფხული დამთავრდება ირაკლი ისევ უკან დაბრუნდაბა,მაგამ ამას აქამდე არ ვიაზრებდი, თავს არ ვაძლევდი ამ ინფორმაციის გახსენების საშუალებას. ხასიათი მეშხამება, თითქოს ვპატარავდები და საზურგეს ვადებ თავს. ირაკლი საუბარს ასრულებს და ჩემკენ აბრუნებს თავს. - ფისუნია, ცუდად ხარ? - შეშფოთებული ხმა აქვს, ამიტომ გაკვირვებული ვუყურებ. - კარგად ვარ. - ფერი არ გადევს. - ჩემკენ იხრება და შუბლზე მაწებებს ტუჩებს. მე გაფართოებული თვალებით ვუყურებ. - მგონი სიცხე გაქვს. - თავი მტკივა ცოტათი. - კარგი მოიცა.... - ისევ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს. - ნინი რას აკეტებთ? არ აპირებთ გამოსვლას? - აუ ლევანმა აიჩემა გინდა თუ არა საგორიალა კალათით უნდა ვიკატავოო და გიგი დაარბენინებს ახლა სექციებს შორის. მალე გამოვალთ.... - ტელეფონიდან გარკვევით მესმის ნინის წიკვინი და მეღიმება. - გიჟია ეგ ჩემისა... - ღიმილით აქნევს თავს. - მალე გამოდით. მგონი სიცხე აქვს ბარბარეს. - უი... კარგი მაშინ აფთიაქშიც შევივლით. - ჩემი ჭკვიანი გოგო. - ვაიმეეე,მაინც და მაინც ბარბარე უნდა კვდებოდეს ტკბილი სიტყვა რომ მითხრა? - შეირგე ახლა. - ამბობს და უთიშავს. - მატრაკვეცააა. - მიღიმის. - ჩემი ქალია. - მგონი მართლა სიცხე მაქვს. - მეძინება... - დაიძინე კნუტო. - ხელს მხვევს და ახლოს მიზიდავს. მე მხარზე თავს ვადებ და დამძიმებულ ქუთუოებს ერთმანეთზე ვაწებებ. თვალს ვახელ, უკვე სახლში ვარ. ფართე ტახტზე ვწევარ, ტელევიზორის წინ და თხელი პლედი მაფარია. თავი მისკდება... სამზარეულოდან გიგი გამოდის და მიახლოვდება. როგორც ჩანს მორიგეობენ. მეღიმება. - გაიღვიძე ლამაზო? როგორ ხარ? - თავი მტკივა საშინლად. - ვიმანჭები. - აუ რა ცუდია ტოო. მოიცა წამალს მოგიტან. შუქს ანთებს და სამზარეულოსკენ გარბის. რა საყვარელია... - ბარბიიი... გაიღვიძე? - ნუცა გვერდით მიჯდება და ლოყაზე მაგრად მკოცნის. - კი გავიღვიძე მაგრამ ამნეზია არ მჭირს შენდა საუბედუროდ. - ნუცას სახე ეცვლება. ოთახში ნინი შემოდის ბოროტული ღიმილით. - ეუ შენ კიდე რა გჭირს ქალო? მერე ყველაფერს მოგიყვებით. ბომბა ჭორია... - ხელებს ასავსავებს ჩემი ჭორიკანა ქალი. - სიტყვა-სიტყვით იცოდე. - თითს ვუქნევ ნუცას გამაფრთხილებლად. - გეფიცები! ოთახში გიგი შემოდის ბიჭებთან ერთად და წამალს მაწვდის. მეც სულმოუთქმელად ვსვამ. - ვაიმეეე, რა გაგაფრთხილეს შენ გოგოებმა? იქნებ და რას გასმევს?! რა იცი უცხო კაცია.... - საუბრის დამთავრებას არ აცდის გიგი და კეფაში ურტყამს ხელს. - გაერთე? - ოოო კაი რაა ... წამაძრო თავი. - იკრიჭება ლევანი თან კეფას იზელს. - კარგად ხარ ბარბი? - ირაკლი ისე მიყურებს ასე მგონია რენდგენის დაფაზე ვწევარ. - მადლობა,უკეთ ვარ იკა. - ვუღიმი მადლობის ნიშნად და ადგომას ვაპირებ. - ოპ,ოპ,ოპ... საით? - ხელით მიჭერს ნინი. - ჩემს საძინებელში ავალ,უკვე გვიანია,თქვენც დაიძინეთ. - დღეს აქ დაიძინებ, უკეთ რომ მოგაქციოთ ყურადღება. - რაა,გააფრინეთ? - თქვენ დაიძინეთ, მე დავრჩები ბარბარესთან და რამე თუ დასჭირდება მივხედავ. - სიტყვით გამოდის გიგი. - არ არის საჭირო. არაფერი მჭირდება. დაიძინეთ და თუ რამე დაგირეკავთ. - ღმერთო რა ჯიუტია... - თვალებს ატრიალებს ნუცა. - დაეგდე ახლა მანდ, სასწრაფოდ. ჩვენ დავიძინებთ და შენთან გიგი დარჩება. - განკარგულებას გასცემს ნინი. - თუ გინდა მე დავრჩები. - ირაკლი აშკარად უკმაყოფილოა. - არ არის საჭირო, მინდა დანაშაული გამოვისყიდო. - კარგი, როგორც გინდა. თუ რამე გაგვაღვიძე. - ირაკლი მეორე სართულზე ადის. - თქვენ ხვალ დაგელაპარაკებით ქალბატონებო. - დაწვრილებული თვალებით ვაფრთხილებ გოგოეს. - ბაზარი არაა. - ძველი ბიჭივით მპასუხობს ნინი. - გპირდები, ხვალ მოგიყვები. ახლა კი დაიძინე. - თავზე მკოცნის ნუცა და სხვებთან ერთად მეორე სართულზე ადის. მე ცოტა ხნით მშობლებს ვესაუბრები. გიგი რაღაცას თამაშობს ტელეფონში. გვერდიდან ამჩნევს, რომ პლედს ვიფარებ. - რამე ხომ არ გინდა ბარბი? - არა, მადლობა. შეგიძლია ახვიდე ზემოთ და დაიძინო. - არ მეძინება ,მართლა. დაიძინე შენ და თუ რამე დაგჭირდებ მითხარი, კარგი? - კარგი. - ვუღიმი. - მადლობა გიგი. - პლედს ყურამდე ვიფარებ და ვცდილობ დავიძინო. - ტკბილი ძილი . - ტკბილი ძილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.