შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათანელ /თავი 3/


19-06-2020, 23:19
ავტორი Mary Drey
ნანახია 757


- ყოველთვის ასეთი იყავი, ევა?- მკითხა ერთ დილას მათანელმა, რომელიც როგორც ყოველთვის მაცდური თვალებით კვლავ აგრძელებდა ჩემი სამყაროს უთქმელად წაკითხვას.
- ასეთი როგორ?- ცოტა არ იყოს დავიბენი მე.
- როგორი და ასეთი ნაცრისფერი.
- იყო დრო, როდესაც ჭრელი ვიყავი, თუმცა ჩემი ცხოვრება რამდენიმე წელია აირია.
- რისი გადატანა მოგიხდა, დეპრესიულო ყვავილო...
- ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრება განსხვავებული და ფერად-ფერადი ყოფილიყო. არ დამგვანებოდა ერთფეროვნებას. ვეძებდი თითოეულ დღეში ახალ თავგადასავალს, თუმცა ყოველი ახალი მწერვალის დაპყრობის მოლოდინი კრახით სრულდებოდა. ზოგჯერ ჩემი მშობლები ფრთებს მაჭრიან, მათა. ისინი დღემდე ვერ აცნობიერებენ იმას, რომ მათი შვილი ისევ ის პატარა გოგონა აღარაა, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია. დამღლელი იყო განსაკუთრებით მათთან გულახდილად საუბარი. მინდოდა მშობლებთან ურთიერთობა მეგობრული მქონოდა და არა დაძაბული, თუმცა ამ ყოველივეში თვითონ არ მიწყობდნენ ხელს. რთულია მათ გული გადაუშალო, როდესაც მათ შენი არ ესმით. წამდაუწუმ ხანშიშესული ადამიანებივით აგრძელებენ თავის ქიცინს. ეს ყველაფერი ამაზრზენია, მათა. ვგრძნობდი, რომ გალიაში მომწყვდეული ჩიტი ვიყავი, რომელსაც ფრენა ეკრძალებოდა. მეშინოდა ჭკუიდან არ შევშლილიყავი. დაძაბული ურთიერთობის ფონზე ხშირად მიწევდა მშობლების მოტყუება იმის გამო, რომ ისინი ვერ მიგებდნენ. რამდენჯერაც დავაპირებდი მათთან გულახდილ საუბარს მაშინვე ირონიულ ნიღაბს ირგებდნენ. ზოგჯერ როგორ მჭირდებოდა მათი გვერდში დგომა, თუმცა რეალურად ისინი არ მყავდნენ. მათი აზრით მე ერთი მეოცნებე გოგო ვარ, რომელიც რეალობას ყოველთვის გაურბის. მე მათთვის არაფერი ვარ. ჩემი აზრიც კი მათთვის არაფერია. თითოეული ახალი დღის გათენებისას ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება ნაფლეთებად იქცეოდა. მეღვენთებოდა ყველა ის ოცნებები რაც კი ოდესმე გულში მქონდა ჩალექილი. გული მიკვდებოდა, როდესაც ვხედავდი ჩემი მეგობრის მშობლებს, რომლებიც მუდამ გვერდში ედგნენ შვილებს. უსმენდნენ... უბრალოდ უსმენდნენ და არანაირ რჩევას არ აძლევდნენ. ვინ იცის რამდენჯერ გამიელვია გულში სუიციდური აზრები. ვინ იცის მერამდენეჯერ ვიგლოვე საკუთარი გვარი და ვინ იცის მერამდენეჯერ გარდაიცვალა ჩემი სული სიცოცხლეშივე. მე ვერ ვიტან ერთფეროვნებას. ვერ ვიტან რუტინულ ცხოვრებას... სწორედ ასეთ დროს მგონია ხოლმე, რომ სამყაროს მიმართ უსუსური ვარ. ვფიქრობ, რომ სჯობს ამ წყეულ უფერადობას ზურგი ვაქციო და ყველას მაგრად ვეკაიფო ჩემი სიცოცხლის დასრულებით. მე ხშირად მიფიქრია სიკვდილზე. არადა იცი, რომ ყველაზე მეტად სიკვდილის მეშინია. წარმოგიდგენია? ადამიანს ისე როგორ უნდა შეაზარო ცხოვრება, რომ ყველაზე დიდი ფობიაც უკან მოატოვებინო. მე ნაცრისფერი გავხდი. არადა ერთ დროს სამყაროში ყველაზე ფერადი ბავშვი ვიყავი.... იცი? აბიტურიენტობის პერიოდს ზუსტად კორონავირუსი დაემთხვა და მიწევდა ცხოვრება იზოლაციაში გამეტარებინა. გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში გვიტარდებოდა და დამერწმუნე ეს ყოველივე უბრალოდ ნერვების მოსპობის ტოლფასი ყოფილიყო. თვალებზეც რომ აღარაფერი აღარ ვთქვათ. ველოდებოდი მთელი ჩემი გულითა და სულით გაკვეთილების დასრულებას, რომ ჩემს ბებიასთან, ბაბუასთან დასავლეთში წავსულიყავი. მათთან თავს კვლავ ბავშვივით ვგრძნობდი. მიყვარდა მათი ხმის ტემბრიც, რომელიც წარსულში მაბრუნებდა. მიყვარდა ბაბუას მიმიკებიც, რომელიც ტელევიზორის ყურების დროს აესახებოდა ხოლმე სახეზე. თუმცა არდადეგების ლოდინიც ნელ-ნელა იწელებოდა და ამ გაწელვასთან ერთად უფრო და უფრო იღვენთებოდა ჩემი ოცნებებიც. ვფიქრობდი, როგორ უნდა გამეტარებინა ეს თვეები ისე, რომ სექტემბერში სასწავლო წლის დაწყებას ძალიან ენერგიულად შევხვედროდი. თუმცა... აი, ამ თუმცაში იმალება ყველაფერიც. რატომღაც დედაჩემმა გადაწყვიტა ჩემი ოცნებები ფეხქვეშ გაეთელა. არაფრად ჩააგდო ჩემი ამ წლევანდელი გადატვირთული შრომა და უბრალოდ ძალიან მწარედ თვალი ამარიდა. ადამიანი რობოტი ხომ არაა, მათა. მითუმეტეს სამი თვის განმავლობაში მთლიანად ონლაინ გაკვეთილებში ვიყავი გადასული, რომელიც ჩემი ნერვების შეწირვას უდრიდა. მე უბრალოდ დასვენება მინდოდა... ტკბილი დასვენება ბებიასთან და ბაბუასთან ერთად, მაგრამ დედაჩემმა არ გამიშვა. ის წელი ყველაზე მწარე იყო. გახსენებაც კი მზარავს. საშინელებაა, როდესაც შენს მშობლებს შენი სიტყვების არ ესმის. თითქოს თქვენ სამნი განსხვავებულ ენებზე საუბრობთ და ვერც ერთ სიტყვას ვერ აწვდით ერთმანეთთან. მე მეშინოდა მათი... იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ვცდილობდი მათთან კომუნიკაცია დამემყარებინა ისინი არაფერს ცდილობდნენ. მტკივა, მათანელ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ ცხოვრებაში ტკივილისთვის გავჩნდი...
- ტკივილი ერთადერთია, რომელიც გვაძლიერებს, ევა!- თქვა წარბშეკრულმა მათანელმა და თავისს თლილ თითებს სახის ნაკვთებზე მისვამდა.
- ვერ დავუშვებ, რომ ჩემს შვილს ეტკინოს ჩემ გამო. არ მინდა გამიუცხოვდეს. არ მინდა ისეთი ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც მე ჩემს მშობლებთან მაქვს. ამ ყოველივეს სიკვდილი მიჯობს.
- შენ ყველაზე კარგი დედა იქნები, ევა.
- მართლა, მათანელ?
- ჩვენს შვილს ყველაზე მეგობრული მშობლები ეყოლება, რომლის იმედიც ყოველთვის შეეძლებათ, რომ ჰქონდეთ.
- უშენოდ სამყარო ჩემზე უფერულია. შენ ხარ ამ წყვდიადში ერთადერთი კაშკაშა ვარსკვლავი.
- ჩემო დეპრესიულო ყვავილო... სამყარო სასტიკია. იმაზე სასტიკიც კი ვიდრე ჩვენ ორს გვგონია.
- არ მინდა ამ სისასტიკემ მშთანთქოს. მეშინია ბოროტების. მეშინია მშობლების.
- არაფრის გეშინოდეს, რადგან მე შენთან ვარ. შენთან ვარ, დეპრესიულო ყვავილო და არავის მივცემ უფლებას შენ ვინმე ზედმეტად შეგეხოს. ვიცი... ვხვდები, რომ ადვილი ცხოვრება არ გქონდა გამოვლილი. ამას შენი თვალებიც მოწმობს, თუმცა ვეცდები შენი ყოფა მეტად ფერადი გავხადო. უნდა გაგაყვავო. მე შენში გაზაფხული უნდა შემოვიყვანო.
- სიყვარულის არ მწამდა... ნეტავ ჩვენს ურთიერთობას და გრძნობას რა ჰქვია?
- ადამიანებმა სიყვარულის მცნება გააუფასურეს. ჩვენი ურთიერთობა სიყვარულზე ბევრად მაღლა დგას, ევა.
- მე მინდა აქ დარჩე....
- მე არასოდეს არ ჩავქვრები. შენ ამის გწამდეს!- თქვა მათანელმა და კვლავ ზეცას შეხედა, რომელიც პატარ-პატარა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.- ჩვენს გრძნობას იცი რა ჰქვია, დეპრესიულო ყვავილო?- მკითხა მან და მეც გაკვირვებული სახე მივიღე.- ჩვენს გრძნობას გალაქტიკა ჰქვია, ძვირფასო. ისეთივე უსასრულო და კვლავაც შეუცნობელი.... ისევე როგორც ჩვენ!



№1  offline მოდერი Mary Drey

გაიზ...არ დაიზაროთ შთაბეჭდილებების გაზიარება! <33

მიყვარხართ თითოეული თქვენგანი.

 


№2 სტუმარი lile

mataneli ra kargi vinmea? rogorc tvi es realobazea dafuznebuli ara?

 


№3  offline მოდერი Mary Drey

lile
mataneli ra kargi vinmea? rogorc tvi es realobazea dafuznebuli ara?


კი რეალობაზეა დაფუძნებული. <3

 


№4  offline წევრი Debby Ryan

ესეიგი, მშობლებიო, გაუცხოვებაოო, ძაან რთული თემაა ეგ.
როცა სახლში რომ მიდიხარ დასასვენებლად, პირიქით იქ მეტად იღლები და მხოლოდ ერთ ოთახში, ოთხ კედელს შუა ხარ გამოკეტილი. თითქოს რაპუნცელივით, ვერავის ვერ უზიარებ აზრს, მაგრამ რაპუნცელს ბაყაყი მაინც ჰყავდა. აი განსხვავება.
ანუ აბიტურიენტი ხარ? მხოლოდ 17-18 წლის? ღმერთოო, როგორ მინდა შენი გაცნობა.
იცოდე, არ შეწყვიტო ამ მოთხრობის ატვირთვა, გაგიბრაზდები იცოდე. ისე შემიყვარდა... ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი, სიყვარული, სიბრძნე, რავიციი...
ვიცი? არ ვიცი.
მე ხო ყველაზე მეტად გიყვარვარ? :დ
მიყვარხარ, ყვავილო! <333

 


№5  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
ესეიგი, მშობლებიო, გაუცხოვებაოო, ძაან რთული თემაა ეგ.
როცა სახლში რომ მიდიხარ დასასვენებლად, პირიქით იქ მეტად იღლები და მხოლოდ ერთ ოთახში, ოთხ კედელს შუა ხარ გამოკეტილი. თითქოს რაპუნცელივით, ვერავის ვერ უზიარებ აზრს, მაგრამ რაპუნცელს ბაყაყი მაინც ჰყავდა. აი განსხვავება.
ანუ აბიტურიენტი ხარ? მხოლოდ 17-18 წლის? ღმერთოო, როგორ მინდა შენი გაცნობა.
იცოდე, არ შეწყვიტო ამ მოთხრობის ატვირთვა, გაგიბრაზდები იცოდე. ისე შემიყვარდა... ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი, სიყვარული, სიბრძნე, რავიციი...
ვიცი? არ ვიცი.
მე ხო ყველაზე მეტად გიყვარვარ? :დ
მიყვარხარ, ყვავილო! <333



აბიტურიენტი გახლავარ. :დ მეთორმეტე კლასში ახლა გადავედი, ანა. :დ
თუ მე და მათანელი ჩემი წიგნის გამოცემამდე ერთმანეთს არ დავცილდით მასაც გაგაცნობ, აუცილებლად :დ <3333
რა თქმა უნდა შენ ყველაზე მეტად შემიყვარდი, პატარავ! :დდდ <3 <3 <3 <3
გპირდები... ერთხელაც აუცილებლად გავიცნობთ ერთმანეთს და ძალიან, ძალიან ბევრს ვიჭორავებთ. <33333

 


№6  offline წევრი Debby Ryan

Mary Drey
Debby Ryan
ესეიგი, მშობლებიო, გაუცხოვებაოო, ძაან რთული თემაა ეგ.
როცა სახლში რომ მიდიხარ დასასვენებლად, პირიქით იქ მეტად იღლები და მხოლოდ ერთ ოთახში, ოთხ კედელს შუა ხარ გამოკეტილი. თითქოს რაპუნცელივით, ვერავის ვერ უზიარებ აზრს, მაგრამ რაპუნცელს ბაყაყი მაინც ჰყავდა. აი განსხვავება.
ანუ აბიტურიენტი ხარ? მხოლოდ 17-18 წლის? ღმერთოო, როგორ მინდა შენი გაცნობა.
იცოდე, არ შეწყვიტო ამ მოთხრობის ატვირთვა, გაგიბრაზდები იცოდე. ისე შემიყვარდა... ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი, სიყვარული, სიბრძნე, რავიციი...
ვიცი? არ ვიცი.
მე ხო ყველაზე მეტად გიყვარვარ? :დ
მიყვარხარ, ყვავილო! <333



აბიტურიენტი გახლავარ. :დ მეთორმეტე კლასში ახლა გადავედი, ანა. :დ
თუ მე და მათანელი ჩემი წიგნის გამოცემამდე ერთმანეთს არ დავცილდით მასაც გაგაცნობ, აუცილებლად :დ <3333
რა თქმა უნდა შენ ყველაზე მეტად შემიყვარდი, პატარავ! :დდდ <3 <3 <3 <3
გპირდები... ერთხელაც აუცილებლად გავიცნობთ ერთმანეთს და ძალიან, ძალიან ბევრს ვიჭორავებთ. <33333

იმედია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent