შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (13 თავი)


20-06-2020, 10:17
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 344

მია სრულიად ურეაქციოთ იჯდა და თვალს ისე ადევნებდა ამ ყველაფერს თითქოს მას არ ეხებოდა ესყველაფერი, ისეთი გრძნობა ქონდა თითქოს შორიდან უყურებდა საკუთარ თავს, ფაქტიურად არაფერი ესმოდა და ვერაფერს აღიქვამდა, გაორებული იყო, თან აქ იყო თან არ იყო, ქორწილზე ლაპარაკმაც კი ვერ გააცოცხლა მასში ვერავითარი გრძნობა, თუნდაც ბრაზის, გაიყინა რაღაც გრძნობაში, უცნაურ ცივ უსიცოცხლო ემოციებში... ნატა დის წინ იჯდა და გრძნობდა როგორ იტანჯებოდა მია, მხოლოდ ის ხვდებოდა მიას ამ გამოხედვაში რა გრძნობები ირეოდა, მხოლოდ მან იცოდ რას ნიშნავდა ეს მზერა... ძალიან გაუჭირდა მ ყველაფრის ატანა და უეცრად წამოვარდა ფეხზე, ყველამ მას შეხედა, ნატამ არც შეიმჩნია ისე გასწია უკან საკამი და დარბაზიდან გავიდა გრაციოზულად, თიკამ მკვლელი მზერა გააყოლა და ნიკას მიაჩერდა რომელიც თავის ადგილას იჯდა მშვიდად თუმცა სახეზე ეწერა რომ მოსვენება დაკარგა ნატას გასვლის გამო, თორნიკეს დაურეკა ნატამ
-მიას უთხარი გამოვიდეს-ცივად მიახალა სიძეს
-რახდება მშვიდობაა?-თორნიკეს მისი ხმა არ მოეწონა
-უბრალოდ მიას უთხარი გამოვოდეს-უთხრა ნატამ და გაუთიშა, თორნიკემ მიას გადაულაპარაკა უკმაყოფილო სახით და მიაც მაშინვე გავიდა და შვებითაც ამოისუნთქა თითქოს პატიმრობიდან გაათავისუფლეს, კიბე ჩაიარა და ეზოში გავიდა, ნატას მიუახლოვდა და მის უკან გაჩერდა
-ბედნიერი ხარ?-ნატა მისკენ შეტრიალდა და პირდაპირ ის კითხვა მიახალა რაზე ფიქრსაც მია მუდამ გაურბოდა
-რაა?-მია აიბნა
-მარტივი კითხვაა ხარ თუარა ბედნიერი? პასუხიც მარტივია კი ან არა
-ნატა რა გინდა?-მია გაღიზიანდა
-პასუხი ჩემს კითხვაზე
-დიახ ვარ-უპასუხა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-მატყუებ-ნატამ ზურგი აქცია
-ნატა რამეში მადანაშაულებ?-მიამ პირდაპირ შეძლო იმ კითხვის დასმა რაზეც პასუხის მოსმენა თავადაც სურდა
-ასე რატომ მოიქეცი?-ნატას ხმა ჩაუწყდა
-როგორ?-
-მია-ნატა შეტრიალდა მისკენ-შენ ის არ გიყვარს, მასკი სიგიჟემდე უყვარხარ, გგონია ასე იოლია ეს?
-ნატა რამეში მადანაშაულებთქო?-მია აირია
-გგონია შეძლებ იყო მის გვერდით ბედნიერი? მაშინ როცა შენ გ...
-გაჩუმდი-მიას ცრემლები მოეძალა
-შენ ის გიყვარს
-გაჩუმდი-მიას უჭირდა უკვე თავოს კონტროლი და ლამის უყვირა
-თორნიკეს შენ უყვარხარ, გგონია ის შეძლებს გაგიგოს? თავიდან ეგონება რომ შეუძლია, მაგრამ ვერ შეძლებს! ვერ შეეგუება იმას რომ სხვა გიყვარს! ვერ შეეგუება იმას რომ შენ მას არ ეკუთვნი მთლიანად! ვერ შეძლებს იმის ატანას რომ შენი გული სხვას უნდა გაუყოს მია! ის გიჟური სიყვარული რასაც შენს მიმართ განიცდის უფრო მეტად საშიშია ვიდრე ის სიძულვილი რასაც ბექა განიცდის შენ მიმართ
-გეყოფა ნატა-მიამ ზუსტად იცოდა რომ ნატა სიმართლეს ამბობდა მაგრამ ამაზე ფიქრიც კი აშინებდა და ამიტომ მუდამ გვერდს უვლიდა ამ თემას
-თორნიკე შენ გულს გატკენს, დარწმუნებული ვარ რომ იმაზე უბედური იქნები ვიდრე აქამდე იყავი
-ჩემგან რას მოითხოვ-აყვირდა მია
-თუ არაფერი მომხდარა თქვენს შორის დაშორდი, უბრალოდ წამოდი მისგან, მე ყველაფერს გავაკეთებ რომ შენი სახელი და ღირსება არ შეილახოს
-გგონია ასე მარტივია წასვლა? გგონია ასე იოლია უბრალოდ ადგე და წახვიდე?
-აბა ისაა მარტივი რომ ცხოვრება დაინგრიო? მე ქორწილი ჩავშალე, ამისგამო ბექამ გამიტაცა, გამომამწყვდია, შენკი რა გააკეთე თორნიკეს გაყევი, ხო ვიცი ძალით წაგიყვანა თუ მოგიტაცა, არააქ ამას არსებითი მნიშვნელობა, შენ რომ უარი გეთქვა მისთვის, შენ რომ გებრძოლა, შენ რომ გაჯიუტებულიყავი ის ვერ გაიძულებდა დარჩენას, მია გამოფხიზლდი, შენი ბედი შენს ხელშია, დარწმუნებული ვარ რომ არც შეგხებია და იმაშიც ვარ დარწმუნებული რომ შენი სურვილის საწინააღმდეგოდ არც შეგეხება
-საკმარისია ნატა ზედმეტი მოგდის-მიას აშინებდა ამთემაზე საუბარი
-და თუ ამას გააკეთებს იცის რომ შეიზიზღებ და მას სწორედ ამის ეშინია, იმიტომ რომ ძალიან უყვარხარ
-გეყოფა-მია უკვე ზღვარზე იყო
-მაგრამ შენ ასე გირჩევნია, გირჩევნია იყო უბედური, გირჩევნია ბედს დანებდე, გირჩევნია შენი უმოქმედობა თორნიკეს მოტაცებას გადააბრალო, გირჩევნია რომ დაიტანჯო და ამ ტანჯვის მიზეზად თორნიკეს მოტაცებაა დაასახელო, გირჩევნია გაჩუმდე და მერე შენი უბედურება იმას დააბრალო რომ თორნიკემ მოგიტაცა და სხვა გზა არ დაგიტოვა, გირჩევნი სხვას დააბრალო მერე ყველაფერი, ვიდრე კასუთარ თავს მოსთხოვო პასუხი, ასე უფრო მარტივი იქნება შენთვის...-ნატა გაჩუმდა როცა მიამ სახეში გაარტყა, თორნიკე მათ საძებნელად ჩამოვიდა და დაინახა რაც მოხდა ამიტომ კარს უკან მიიმალა
-რა მარტივია სხვისი განსჯა, მაშინ როცა შენ მის ასგილას არ ხარ და არც არასოდეს იქნები, რა მარტივია შორიდან სხვისი დადანაშაულება მაშინ როცა წარმოდგენა არ გაქ რახდება მის თავს რეალურად...-იყვირა მიამ მე რომ წამოვიდე არც მამა არც ბებია და არც ლაშა სახლში შემოსვლის უფლებას არ მომცემენ, ცხვირწინ კარს მომიჯახუნებენ და ქმართან დაბრუნებას მომთხოვენ, ჩემი ქმარი კია არ მომეშვება, უფრო სწორად წასვლის უფლებას არც მომცემს და არც მისი ოჯახი მომცემს საშვალებას ასეთი რამ რომ გავაკეთო, არც ხალხი გაჩუმდება, იტყვიან რომ გამომაგდო რადგან უზნეო ვარ და კიდევ ვინიცის რას დამაბრალებენ, და შენ? შენ შეძლებ ყველას დაუპირისპირდე? ყველა გააჩუმო? ყველას დაუმტკიცო რომ მე უდანაშაულო ვარ? რომ მე მართალი ვარ? შეძლებ თორნიკეს ჩემზე უარი ათქმევინო? ან მის ოჯახს? შეძლებ მამა დაარწმუნო ან ბებია რომ ჩვენ შორის არაფერი ყოფილა და მე უბრალოდ ასე მარტივად გადავწყვიტე რომ მასთან არ მინდა? და ამიტომ ოჯახში უნდა დამაბრუნონ? ნატა სამყარო ძალიან სასტიკია და შენ ერთი შენი კეთილი გულით მას ვერ მოერევი, რეალობას თვალი გაუსწორე ჩვენ ყველა რეალურად რთმანეთის მსხვერპლნი ვართ, ის რომ შენ მართალი ხარ არ ნიშნავს რომ სამყაროც ასე თვლის, ოცნებებში ცხოვრობ და გინდა სამყარო ისეთათ აქციო როგორიც შენ გინდა მაგრამ რეალობას ვერ შეცვლი- მიამ დას ზურგი აქცია რომელიც მის წინ თვალცრემლიანი იდგა ერთ ადგილას მიყინული, მია დარბაზში შევიდა და დამშვიდება სცადა
-მია მიყვარს-თორნიკე ეზოში გავიდა და ნატას მიუახლოვდა -და ყველაფერს გავაკეთებ მისი ბედნიერებისთვის გესმის?-ნატამ ახედა ბიჭს და მწარედ გაეცინა
-გიყვარს მაგრამ ზედმეტად გიყვარს
-ეს რას ნიშნავს?
-იმას რომ მარტო შენს თავზე ფიქრობ, რომ გიყვარდეს გარემოებების მსხვერპლად არ აქცევდი
-ნატა რის მიხწევას ცდილობ-თორნიკე წამში მწყობრიდან გამოიყვანა მისმა სიტყვებმა
-რომ გიყვარდეს შენს ცოლობას არ აიძულებდი, აი ამის თქმას ვცდილობ, აი ეს მინდა გაგაგებინოთ, შენ იცოდი რომ თუ წაიყვანდი მიას მას უკან დაბრუნების უფლებას ოჯახი არ მისცემდა და სურდა თუ არა მიას, ადრე თუ გვიან მიუწევდა იმ აზრთან შეგუება რომ შენი ცოლი უნდა გახდეს და გახდება კიდეც, წასვლა რომც მოისურვოს მაინც ვერ წავა ვერსად და შესაბამისად უნდა გახდეს შენი ცოლი, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს
-მიას გავაბედნიერე, აი ნახავ, და თუ გგონია რომ მასეთი ნაბიჭ. ვარ დაგიმტკიცებ რომ ასე არაა-თორნიკე. ნატა მარტო დატოვა და დარბაზში დაბრუნდა. ნატა ისევ ამღვრეულ ემოციებში იყო რომ ტაშის ხმამ დააფრთხო
-ყოჩაღ ყოჩაღ-თიკა წამოადგა თავზე კარგად ურევ შენს დას ტვინს
-შემეშვი
-მათ საქმეში კიდევ თუ ჩაერევი განანებ-თიკა დაემუქრა და დარბაზში ავარდა.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

Აუუ... რამდენი რამ ხდება... ზოგჯერ ზედმეტიც კი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent