შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათანელ /თავი 4/


22-06-2020, 15:01
ავტორი Mary Drey
ნანახია 722

მათანელი ყოველთვის ჩემზე ადრე იღვიძებდა, თუმცა არასოდეს არ მირღვევდა ფერად სიზმრებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მას უკავშირდებოდა. იგი მუდამ უყურებდა ჩემს სახის ნაკვთებს. შიგადაშიგ თავის რბილ თითებს ღაწვებზე მომისვამდა ხოლმე. ვგრძნობდი მის გულის ცემას, როდესაც მასთან ვიყავი. ჩვენ ჩვენი სამყარო გვქონდა, რომელშიც სხვა ცოცხალი არსებები არ არსებობდნენ.
ზოგჯერ მათანელი ძალიან ბევრს ფიქრობს.. ფიქრობს და შემდგომ სრულიად კარგავს ხოლმე რეალობისკენ ბილიკებს. ზუსტად ასეთ მომენტში ვცდილობ ხოლმე ჩემი არსებობით კვლავ აწმყოსკენ შემოვატრიალო.
- ყველას ჰგონია, რომ ძლიერი ვარ...- თქვა მან.
- რატომ გიკვირს, მათა? ეს ხომ ისედაც სიმართლეა.
- ყველა ერთი შეხედვით ძლიერ ადამიანში სახლობს კბილებაკაწკაწებული პიროვნება.- თქვა ნაღვლიანმა და ფრთხილად მხარზე ჩამომადო თავი.
- შენ ყველაზე ძლიერი პიროვნება ხარ ვისაც კი ვიცნობ, მათანელ. რამე გიჭირს?
- არ ვიცი როგორ გითხრა ჩემო დეპრესიულო ყვავილო...
- პირდაპირ. ხომ იცი ათასი გადახვევები გულზე არ მეხატება.
- პირდაპირ? ზოგჯერ ეს რთული მოსასმენი რომ არის?
- როგორი მწარეც არ უნდა იყოს მე პირადად ეს მირჩევნია, ვიდრე ფარისევლური სიმართლე.
- ჩემს მშობლებს შენი გაცნობა უნდათ. აინტერესებთ ვისთან ვარ მთელი დღე.
- და ამაში სანერვიულო რა არის, საყვარელო? ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა?
- ჩემი მშობლები ყველაფერს აზვიადებენ.
- მე ასე არ ვფიქრობ, მათა... ისინი შენზე ზრუნავენ. განა შენ არ გენდომებოდა იმ ადამიანის გაცნობა, რომელიც შენს შვილს უყვარს?
- მართალი ხარ... ანუ წამოხვალ?
- რა თქმა უნდა წამოვალ!- გაბედულად ვუთხარი მას და ტუჩის ძირშიც ფრთხილად ვაკოცე.
- ცოტა არ იყოს მეშინია....
- რა არის საშიში?
- ჩემი მშობლები მთლად დალაგებულები არ არიან.
- შენ ამას ნამდვილად არ იტყოდი, ჩემს მშობლებს რომ იცნობდე.
- იქნებ შენებიც გამეცნო ერთ დღეს?
- ჩემები?!- მზერაში შიში გამომესახა.- ხომ იცი, რომ მათთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მინდა მათ ვიცნობდე.
- მაშინ ჯერ იმის თქმა მომიწევს, რომ შეყვარებული ვარ. მოკლედ... ამ საღამოს შევეცდები დაველაპარაკო.
- შენი იმედი მაქვს, ევა. ჩვენს ურთიერთობას დამალვა არ სჭირდება. უკვე ზრდასრულები ვართ და შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება თავადვე ვმართოდ. თან მინდა მალე ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად.
- საცხოვრებლად?- წვენი სასულეში გადამცდა და რამდენიმე წუთი ხველა დავიწყე.- მგონი ვაჩქარებთ სიტუაციას, მათა. ისედაც სულ ერთად ვართ. ზოგჯერ შენთანაც ვრჩები ღამით. ასეთი გადაწყვეტილებები მეტ ვალდებულებებს მოიცავს. მე კი ვალდებულებები მაშინებს.
- მე არ ვამბობ, რომ ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი. ჯერ უნივერსიტეტი დაასრულე, საყვარელო... კარიერა ავიწყოთ და მერე დავქორწინდეთ. არ მინდა ჩვენი შემოსავალი რომ არ გვქონდეს. ვერ ავიტან, რომ მშობლების ხარჯზე ვიცხოვროთ.
- გაფასებ, მათანელ...
- მეც ყველაზე მეტად გაფასებ, ჩემო დეპრესიულო ყვავილო...
- იცი? ერთი მასწავლებელი მყავდა. ქართულის მასწავლებელი იყო ჩემი. სწორედ მისი დამსახურებაა იმის რაც დღეს ვარ. ნაირა მასწავლებელი ყველასგან გამორჩეული პიროვნება იყო. მას შეეძლო ადამიანური სული ისე წაეკითხა, რომ სხვისი ცხოვრება არ გაედღაბნა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. მან მაპოვნინა საკუთარი სული ამ ცხოვრებაში.
- როგორც ჩანს კარგი ქალი არის.
- კარგი ქალი გადაჭრით ნათქვამია. ნაირა მასწავლებელი ყოველთვის დედასავით მყავდა. იგი ყველაზე ფერადი ქალია მთელ დედამიწაზე. ნეტავ თუ იცის როგორ ძალიან მიყვარს?! ღმერთმანი... როგორ საშინლად მენატრება მისი ჩატარებული მომაჯადოვებელი გაკვეთილები!!
- არ გინდა მოინახულო?
- რა?
- არ გინდა მოინახულო მეთქი?- მისი სიტყვების გაგონებისთანავე თვალები ამიციმციმდა.- ამ დღეებში მივიდეთ. დარწმუნებული ვარ შენი ნახვა გაუხარდება და შენი ასეთი ბედნიერება.
- ცოტა არ იყოს ნარცისი ბრძანდებით ბატონო მათანელ.
- იმაში რა არის ცუდი თუ ადამიანს საკუთარი თავი უყვარს?- გაღიმებულმა მითხრა მან.
- არა, საერთოდ არაფერი.- მეც ავყევი მას.
- დღეს საღამოს სახლთან გამოგიარო? თუ როგორ წამოხვალ ჩვენთან?
- მეთვითონ მოვალ.
- არა რა შენთვითონ. მინდა ჩემმა მშობლებმა ერთად დაგვინახოს. მიხვდნენ თუ როგორ ვუხდებით ერთმანეთს.
- მაშინ ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს მაღაზია რომ არის იქ დამელოდე. არ მინდა ჯერ მშობლებმა დამინახონ. ხომ გახსოვს, რომ მათ ჯერ ჩვენზე არ იციან.
- კარგი, დეპრესიულო ყვავილო. ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გენდომება.


მშობლებს ვუთხარი, რომ ანანოსთან ვაპირებდი წასვლას ფილმის საყურებლად. წინასწარ მეგობარი გავაფრთხილე ამ ყოველივესათვის.

- როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები, დეპრესიულო მაგრამ მაინც ფერადო ყვავილო!- მითხრა მათანელმა ჩემს დანახვაზე. თვალი შეავლო მოკლე შორტსა და მაისურს.
- მგონი აზვიადებ. წესივრად გამზადება ვერ მოვახერხე, რადგან ჩემი მშობლები იეჭვებდნენ რაღაცას.
- უბრალოებაშია უდიდესი სიდიადე... ხომ გახსოვს არა?!
- უშენოდ როგორ გვცოცხლობდი, მათანელ?
- რა ვიცი... ალბათ უფრო დეპრესიულად ცხოვრობდი, ვიდრე ახლა.- თქვა მან და მოყაზე ნაზად მაკოცა.- ახლა კი დროა წავიდეთ. ჩემებს ერთი სული აქვთ როდის გაგიცნობენ.



№1  offline მოდერი Mary Drey

იმედი მაქვს მოგეწონებათ... <333

 


№2  offline წევრი Debby Ryan

ვაიმეე, ამ ბიჭს ყველაფერთან ერთად იუმორიც, რომ უნაკლო აქვს, არა?
გიპოვია საოცრება და ეგ არის.
ღმერთმანიო, რომ ახსენე. ისე ძალიან მიყვარს ეგ სიტყვა...არ ვიცი რატომ. ალბათ, სულელი ვარ და მიტო.
მაგრამ ის კი ვიცი, რატომ და როგორ შემიყვარდა ეს მოთხრობები და მათი არაჩვეულებრივი ავტორი. <333
მათას დეპრესიულო და ჩემო უბრალო ყვავილო (უბრალოებაშიაო უდიდესი სიდიადე, ისე არ გეგონოს :დ).

 


№3  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
ვაიმეე, ამ ბიჭს ყველაფერთან ერთად იუმორიც, რომ უნაკლო აქვს, არა?
გიპოვია საოცრება და ეგ არის.
ღმერთმანიო, რომ ახსენე. ისე ძალიან მიყვარს ეგ სიტყვა...არ ვიცი რატომ. ალბათ, სულელი ვარ და მიტო.
მაგრამ ის კი ვიცი, რატომ და როგორ შემიყვარდა ეს მოთხრობები და მათი არაჩვეულებრივი ავტორი. <333
მათას დეპრესიულო და ჩემო უბრალო ყვავილო (უბრალოებაშიაო უდიდესი სიდიადე, ისე არ გეგონოს :დ).



დიდი იმედი არ გვაქვს მომავლის, მაგრამ ვნახოთ. დრო გვიჩვენებს ყველაფერს. <333
ძალიან, ძალიან მიხარია რომ მოგწონს და ვერც კი წარმოიდგენ როგორი გაფაციცებით ველოდები ხოლმე შენს ხილვას აქ.
მიყვარხარ...
მიყვარხარ ფერადო გოგონავ! <3

 


ანუ რა ხდება, შენში ზოგჯერ ჩემს თავს ვხედავ, ჰო პატარა ვარ შეიძლება ასეთი საუბრებისთვის, თუმცა მართლა ასეა, უბრალოდ მე ემოციებს ვგრძნობ, გაურკვეველს მაგრამ თან გასარკვევს. წარმატებები mary drey ♡♡დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი შენი მეგობარი♡♡

 


№5  offline მოდერი Mary Drey

სიყვარული გულს გვტკენს
ანუ რა ხდება, შენში ზოგჯერ ჩემს თავს ვხედავ, ჰო პატარა ვარ შეიძლება ასეთი საუბრებისთვის, თუმცა მართლა ასეა, უბრალოდ მე ემოციებს ვგრძნობ, გაურკვეველს მაგრამ თან გასარკვევს. წარმატებები mary drey ♡♡დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი შენი მეგობარი♡♡



ვაიჰ... როგორ ტკბილად ჩამეღიმა, საყვარელო გოგოვ! გამიხარდება თუ ევასავით ბედნიერებას იპოვი, რომელიც არასოდეს არ ჩაქვრება. და ხო... მეც დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი შენი მეგობარი.! <33333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent