შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათანელ /თავი 5/


23-06-2020, 18:46
ავტორი Mary Drey
ნანახია 1 125

მათანელი საჭეს მართავდა. მანქანაში სასიამოვნო მელოდია ისმოდა, რომელსაც როგორც შემდგომში გაირკვა „H.E.R.- Focus” ერქვა. მათანელს ფანჯრიდან ჰქონდა ხელი გადაწეული. სიგარეტის ღერს რომანტიკულად იჭერდა ხელში და შიგადაშიგ მის სახეზე თავბრუდამხვევი ღიმილი აისახებოდა ხოლმე.
- სასიამოვნო სიმღერაა, მათა...- ვუთხარი მას ისე, რომ მისი სახის ნაკვთებიდან თვალი არ მომიცილია.
- მიხარია თუ მოგეწონა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა, დეპრესიულო ყვავილო. თუმცა გამიკვირდა. შენ ხომ სულ მძიმე როკს უსმენ... რამშტეინი და მთელი ამბები.- მაცდურად ჩაიღიმა მან.
- ჩვენს ურთიერთობას მძიმე როკი არ შეესაბამება.
- მართალია. სწორედ ამიტომ მომწონს ეს სიმღერა, რადგან ჩვენი ფერი დაჰკრავს.- ღრმა ნაფასი დაარტყა მან.- მიყვარხარ დეპრესიულო ყვავილო.


სანამ დანიშნულ ადგილამდე მივიდოდით ფიქრებმა ძალიან შორს წამიყვანა. გამახსენდა ყველა ის ადამიანი, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში უმალვე შემოიჭრნენ და კვლავ მომენტალურად გაქრნენ... გაქრნენ ისევე როგორც ფერადი ფერები ჩემში ერთ დროს. წარმოსახვაში თვალს ვადევნებ აწ უკვე ყოფილ მეგობრებთან გატარებულ წამებს და სწორედ ამ დროს ტანში ავისმომასწავებლად მცრის. ზოგჯერ როგორ მინდა ფიქრი შევწყვიტო.... ეს ყველაფერი უბრალოდ მფიტავს.
- შეგცივდა, ევა? ახლავე ავწევ ფანჯარას...- თქვა მათანელმა და შემომხედა, თუმცა ჩემი სახის დანახვისთანავე ადგილზევე გაქვავდა. მე ხომ ვტიროდი. მას კი აქამდე არ ჰქონდა ნანახი ჩემი ცრემლები. მათანელმა მანქანა გადააყენა. ღვედი შეიხსნა და შიგ თვალებში ღრმად ჩამხედა. თითქოს დახმარების ხელსაც მიწოდებდა.- შენ რა ტირიხარ?- შიშით წარმოთქვა მან.- რამე არასწორად გავაკეთე, პატარავ? რამე მოხდა?!
- არა... შენ არაფერ შუაში არ ხარ, მათა...
- აბა ეს რას ნიშნავს, ევა... მითხარი გამაგებინე. ვერ ვუძლებ შენს ცრემლებს.
- უბრალოდ....
- რა უბრალოდ, ევა.
- მეშინია.
- გეშინია? რისი?
- იმის რომ ერთ დღეს შენც გაქრები ჩემი ცხოვრებიდან. განა შეიძლება ნებისმიერ წელიწადს ყოველთვის გაზაფხული იყოს? მეშინია გაზაფხულთან ერთად არ გამიფრინდე.- ვთქვი მძიმედ, ხოლო მათანელი თავისი თლილი ხელებით ცდილობდა ჩემი ცრემლები შეეშრო.
- თითოეული ადამიანი ქმნის ნებისმიერ წელიწადის დროს. გაზაფხული ჩვენი ურთიერთობის ფერია. იგი არასოდეს არ გაქრება. გპირდები.
- ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალი მგონია. სწორედ ეს მაშინებს, მათა.
- ოდესმე პირობა დამირღვევია შენთვის?
- არა....
- ხოდა არც ახლა არ იქნება გამონაკლისი. დამერწმუნე გოგოების ნაკლებობა არასოდეს არ მქონია. იმ ბიჭების კატეგორიაში არ შევდივარ, რომლებსაც ქალი მხოლოდ თავისი პირადი მიზნების მისაღწევად სურთ. ახლა კი მოიწმინდე ცრემლები, გთხოვ. ვიცი დეპრესიული ხარ, მაგრამ მთლად ასეთი დეპრესიულობაც მიუღებელია, როცა შენ ჩემთან ხარ!- თქვა მან და ნაძალადევად გაიღიმა.
- ხო... ალბათ მართალი ხარ.

მათანელის სახლი იმაზე აღმაშფოთებლად გამოიყურებოდა ვიდრე ეს მეგონა. ზოგადად მასზე ადამიანი ვერ იტყოდა თუ შეძლებული ოჯახის შვილი იყო.
- დედა, მამა... ეს ევაა?- ჩემი თავი გააცნო მათანელმა თავის მშობლებს.- ევა ეს დედაჩემი-ანაბელია, ხოლო ეს ჯელტმენი- ნოდო.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, შვილო.- მითხრა ანაბელმა თბილი ტონით. ეს ქალი უკვე ძალიან მომწონდა.
- მათანელს თქვენზე ძალიან ბევრი აქვს მოყოლილი. ახლა კარგად ვხვდები ასე, რატომ აფასებს იგი მშობლებს.- მეც გავუღიმე მას.
საღამო სასიამოვნოდ წარიმართა. ნოდო შიგადაშიგ ჩაგვერეოდა ხოლმე საუბარში. ეტყობოდა, რომ დიდად განცვიფრებული ჩემით არ იყო, თუმცა ქალბატონი ანაბელი ჩემთან ადვილად შემოვიდა კომუნიკაციაში... მეტიც, სულ მცირე ხნის შემდგომ მათანელის ბავშვობის სასაცილო მომენტებიც გამიზიარა.
- შენ არ იცი როგორი მშიშარა იყო ხოლმე, მათანელი. განა ყოველთვის ასეთი დინჯი ბიჭი იყო?- გაიცინა ანაბელმა.
- დედა შეწყვიტე, სირცხვილია.- სახეაწითლებულმა ძლივას აღმოთქვა მათანელმა, რომელსაც ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის გააღწევდა ამ ოთახიდან თავს.
- რა არის სირცხვილი, მათანელ? შენს შეყვარებულთან რა გაქვს დასამალი? თუ მხოლოდ დადებით მხარეებზე გსურს ყურადღების გადატანა?- კვლავ ჩაიცინა მას.
- ევა მინუსებიანად მიცნობს.
- მაშინ არც არაფერი ყოფილა დასამალი. ერთ დღეს მათანელს პარკში ვასეირნებდი. ბავშვობაში ყოველთვის მოსწონდა ჩემი ტოლა ქალები და თვალს ეშმაკურადაც აპარებდა ხოლმე. ნეტავ შეგახედა როგორი სახე ჰქონდა ამ დროს. ერთხელ ერთ ქერათმიან ქალთან მივიდა და სიყვარული აუხსნა. ქალს, რომელსაც ალბათ მუხლამდე ძლივს სწვდებოდა.
- დედააა....- ჩაიბუზღუნა მათანელმა.- ცოტა არ იყოს მარცხვენ.
- კარგი, კარგი... ევა, აბა რას გვეტყვი შენზე? რას საქმიანობ და რა გეგმები გაქვს?
- როგორც მოგეხსენებათ პირველი კურსის სტუდენტი ვარ. კერძოდ იურიდიულის სფეროში. მესამე კურსიდან ვფიქრობ, რომ სისხლის სამართალსაც ავირჩევ და რაც შეეხება მომავალში მინდა იურიდიული ფსიქოლოგი გამოვიდე. ამ კარიერის გარდა მინდა გითხრათ, რომ მწერალიც ვარ. ეტაპობრივად ვაპირებ, რომ გამოვცე ჩემი წიგნებიც.
- კარგი არჩევანი გაუკეთებია, ჩემს ბიჭს!- აღფრთოვანებით თქვა ანაბელმა.
- და აქვე მინდა ვთქვა, რომ მათანელისა და ჩემს ურთიერთობაზე ერთ მოთხრობას ვწერ, რომელსაც როგორც კი დასრულდება აუცილებლად გავაცნობ მას.- ვთქვი და მათანელს ხელი ნაზად ჩავკიდე.
- მოთხრობაო? ამაზე აქამდე რატომ არ მითხარი?- კაკლისოდენა თვალები მომაპყრო მან.
- შესაფერისს მომენტს ველოდებოდი, ძვირფასო.
- შენი მშობლები რას საქმიანობენ?- ჩაერია საუბარში კვლავ ანაბელი.
- დედაჩემი მასწავლებელია, ხოლო მამა ბიზნესმენი.
- საინტერესოა.- თქვა ფართო ღიმილით მან.



№1  offline მოდერი Mary Drey

მოცემულ ფოტოზე ასახული ბიჭი ძალიან ჰგავდა მათანელს... ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეცნო. <3 <3 <3

 


იცი? სჯობს ადამიანმა თავისით წარმოიდგინო, რადგან წარმოსახვა უფრო მდიდარია და უფრო ლამაზი პერსონაჟები არიან მანდ, ვიდრე ნებისმიერ ფოტოზე, ისტორია ლამაზია♡♡ წარმატებები♡♡

 


№3  offline მოდერი Mary Drey

სიყვარული გულს გვტკენს
იცი? სჯობს ადამიანმა თავისით წარმოიდგინო, რადგან წარმოსახვა უფრო მდიდარია და უფრო ლამაზი პერსონაჟები არიან მანდ, ვიდრე ნებისმიერ ფოტოზე, ისტორია ლამაზია♡♡ წარმატებები♡♡



ჩემო საყვარელო... ეს ისტორია ბიოგრაფიულია და არც ერთი დიალოგი არ არის წარმოსახვით შექმნილი. აღწერს დღევანდელ ჩემს სიტუაციას. მათანელი კი უბრალოდ ჰგავდა მას. ჰგავდა კი არა ქოფი ფეისთით ჩაგდებულები არიან :დდდ <333
ანას აინტერესებდა მათანელის შესახებ უფრო მეტი, ამიტომ გული არ დავწყვიტე და მისი ვიზუალური მხარეც დავანახე. მადლობა კომენტარისათვის. <333 და მადლობა, რომ მკითხულობ! <3

 


№4 სტუმარი lile

mata kovel jerze maotsebs. ra simpatiuria tan

 


№5  offline მოდერი Mary Drey

lile
mata kovel jerze maotsebs. ra simpatiuria tan


მადლობა დიდი. <333

 


№6  offline წევრი Debby Ryan

ესეიგი, ჩემო მარიამ.
აი ხო არის ნათქვამი, ადამიანს გარეგნულად ნუ შეაფასებო, მაგ შინაარსის ანდაზა, ხოდა ამ შემთხვევაში, რაც გარეგნულად არის, ის არის შინაგანადაც (ამ მოთხრობისა და სურათის მიხედვით).
რა გაქვს დასაწუნი იმ მოზგისგან ჰა? ასეთი ყვავილივით გოგო მყავხარ!
დებილი კაცი. იმედია მხოლოდ აქ.
სულ, სულ მაოცებ, ყვავილოოო! <333
მათამ მართლა იცის ამ მოთხრობის შესახებ?
თუ იცის, მეშინია არ იეჭვიანოს, ჯერ ამდენი ხალხი რომ ვკითხულობთ და შემდეგ, სულ ბოლოს ის.:დ
მადლობა, რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა ცოტათი მაინც დააკმაყოფილე და ძალიან მიხარია ასეთი მნიშვნელოვანი მკითხველი, რომ ვარ შენს საიტურ ცხოვრებაში.
მეშინია შენი სიყვარულით სულ არ გავგიჟდე. <333
მართლა.

 


№7  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
ესეიგი, ჩემო მარიამ.
აი ხო არის ნათქვამი, ადამიანს გარეგნულად ნუ შეაფასებო, მაგ შინაარსის ანდაზა, ხოდა ამ შემთხვევაში, რაც გარეგნულად არის, ის არის შინაგანადაც (ამ მოთხრობისა და სურათის მიხედვით).
რა გაქვს დასაწუნი იმ მოზგისგან ჰა? ასეთი ყვავილივით გოგო მყავხარ!
დებილი კაცი. იმედია მხოლოდ აქ.
სულ, სულ მაოცებ, ყვავილოოო! <333
მათამ მართლა იცის ამ მოთხრობის შესახებ?
თუ იცის, მეშინია არ იეჭვიანოს, ჯერ ამდენი ხალხი რომ ვკითხულობთ და შემდეგ, სულ ბოლოს ის.:დ
მადლობა, რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა ცოტათი მაინც დააკმაყოფილე და ძალიან მიხარია ასეთი მნიშვნელოვანი მკითხველი, რომ ვარ შენს საიტურ ცხოვრებაში.
მეშინია შენი სიყვარულით სულ არ გავგიჟდე. <333
მართლა.



ვაიმეეეე. როგორ სასიამოვნოდ გამინათე სული თუ იცი ნეტავ შეეეენ?!!!! <3333
იმდენად ჰგავდა მათა ამ ბიჭს, რომ ცოტახანი დავფიქრდი მართა ეგ იყო თუ არა. :დდდდ ქოფი ფეისთია მისი.
ნოდოს არ მოვწონვარ. რა ვქნა ყველას მოსაწონი ვერ გამოვდგები. :დდდ
მათამ იცის კი ამ მოთხრობის შესახებ, თუმცა არ ვაკითხებ. არც ეს საიტი იცის და არც გაიგებს მანამ სანამ მე არ მოვისურვებ. ხოდა ვარ ასე ვაწამებ, საცოდავ მათანელს! გაწამების დიალოგებსაც აუცილებლად ჩავურთავ. :დდდდდ ნეტავ დაგანახათ მაგ დროს მისი სახე, უსაყვარლესი დღნაჩვია. :დდდ <33333

მიყვარხარ...
მიყვარხარ უფრო და უფრო რაც გადის დღეები! <33333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent