შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Him and I (თავი 7)


23-06-2020, 23:00
ავტორი Mziako mziako...
ნანახია 1 173

*სანდროსთან*
ექიმი ამბობს რომ ქეთიმ გაიღვიძა და ვხვდები რომ ყველაფერს ვკარგავ ანასაც და ნინასაც.ლევანი გამანადგურებს ვიცი,მე კი არაფერი შემიძლია რადგან ჩემი ნინა მას ყავს
-რიგრიგობით შეგიშვებთ სანახავად ზედმეტად გადაღლა არ შეიძლება, პირველი ვინ შევა?-კითხულობს ექიმი
-მე-ვამბობთ ყველა ერთად ისინი კი გაკვირვებული მიყურებენ-მეც მინდა მისი ნახვა-თავს ვიცავ,ექიმი ჩვენს პასუხს ელის
-ნიკა პირველი შენ შედი-ეუბნება იოანე
-არა შენ შედი მთავარია კარგადაა შენი ნახვა გაუხარდება-მხარზე ადებს ხელს და თავს უქნევს იოანეც შედის და ველოდები როდის ააფეთქებს ბომბს ქეთი
*ქეთისთან*
ვიღვიძებ თითქოს ერთი ღამით მეძინა და ის ღამე უბრალოდ სიზმარი იყო. ვიხედები და კარები იღება იოანე შემოდის სიხარულისგან ვიღიმი მინდა მივვარდე და ჩავეხუტო მაგრამ ძალა საერთოდ არმაქვს ჩემთან მოდის და ჩემს სახეს მის ხელებში იქცევს
-ქეთა-მეუბნები და ცრემლი მოსდის თვალებიდან
-იო-ვეუბნები და ვერც მე ვიკავებ თავს მის დანახვისას
-მადლობა ღმერთს რომ კარგად ხარ როგორ გვანერვიულე
-უკვე კარგად ვარ ცოტახანს ვიყავი ასე რატომ ინერვიულეთ-ვეუბნები და ვუღიმი მას კი სახე ეცვლება
-შენ კომაში იყავი ქეთა
-რა, რამდენი ხანი? რა რიცხვია? უნივერსიტეტი დამთავრდა?
-უნივერსიტეტი კიარა ზაფხულიც მთავრდება მალე
-არარსებობს
-მთავარია ახლა კარგად ხარ და ჩემთან ხარ-მეუბნება და ლოყაზე მკოცნის
-რა რიცხვია?
-4აგვისტო
-ჯანდაბა მეკი მეგონა მხოლოდ 1დღე გავიდა
-რამე გეგმები გქონდა?-მეუბნება და თვალს მიკრავს
-ზაფხულოს გეგმები იო
-1თვე წინაა ქეთა სადაც გინდა იქ წავიდეთ და რაც გინდა ის ვაკეთოთ
-მადლობა იო
-რისი მადლობა გოგო-ტონს ცვლის
-მადლობა რომ არ დამტოვე
-ნუ ბოდავ ახლა რაღაცას-მეუბნება და შუბლზე მკოცნის
-მიყვარხარ
-მეც-მეუბნება მისკენ ვიწევ და ნელა ვეხები მის ნაზ ტუჩებს
-ხომიცი რომ ეს ჩემი პირველი კოცნა იყო-ვეუბნები და ვიცინი
-უკეთეს ადგილას შეგეძლო გაგეკეთებინა ეს-ისიც იცინის
-ესეიგი 2თვეა რაც შენი შეყვარებულის სტატუსი მაქვს
-თეორიულად კი და პრაქტიკულად მეორე დღეა,არ დაგვცალდა-ჩერდება შემდეგ აგრძელებს-რატომ ჩქარობდი ფრთხილად არ შეგეძლო სიარული? ვინმე მოგზდევდა მოსაკლავად?-ამბობს და იცინის
-შეიძლება ასეც ვთქვათ-ვამბობ და სახე უსერიოზულდება
-ეგ რას ნიშნავს?
-ვიხუმრე იო-ვეუბნები შემდეგ თემას ვცვლი-ანას ნახვა მინდა
-იქნებ ჯერ ნიკა გენახა საშინლად იყო ეს 2თვე მე კი შემომიშვა პირველი მაგრამ ვიცი რომ მას უნდოდა შემოსვლა
-ნიკამ ჩვენზე იცის?
-ვიცი სხვანაირად ვაპირებდით ამისთქმას მაგრამ 2თვე გავიდა ქეთა,  ამიტომ ასე გამოვიდა
-რადგან შენ შემოგიშვა ესეიგი ყველაფერი რიგზეა
-ასეა, კარგი გავალ და მოგვიანებით გნახავ-ლოყაზე მკოცნის და გადის მე კი ჩემს ფიქრებთან ვრჩები. სანდრო და ლევანი ასე როგორ მოექცნენ ანას, შემდეგ მახსენდება რომ აქ 2თვეა უგონოდ ვარ და წარმოდგენაც არ მინდა  რისი გაკეთება შეეძლო მას ამ ორ თვეში ლევანი გასაგებია კომპანიის ჩაგდება აქ გეგმად, რა გაუმაძღარია ეს არაკაცი ყველაფერი უნდა ვუთხრა მათ მაგრამ არა ჯერ სანდროს უნდა დაველაპარაკო მას რა მიზნები ქონდა ლევანიმ ფული გადაუხადა? ნუთუ ასე სჭირდებოდა ფული თუ ასეთი ხარბია რომ ფულის გამო ანას გრძნობებზე ითამაშა. იმღამესაც ვითომ გმირის როლში გამოეცხადა.ფიქრებიდან გამოვდივარ როცა კარი იღება და ნიკა შემოდის
-ქეთუს-ჩემთან მოდის და ჯდება
-ნიკა-ვეუბნები და ვუღიმი შემდეგ ახლოს მოდის და მეხუტება
-კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ
-ეს როგორ მოხდა ქეთუს
-კიბეებზე ფეხი გადამიტრიალდა ჩასვლისას ცოტას ვჩქარობდი ბედნიერებისგან არვიცი როგორ დავდიოდი-ვამშვიდებ ძმას
-შენი და იოანეს ამბავი მართლა მიხარია ხომიცი არიან ერთეულები რომლებიც ძმაკაცს და მის დას ვერ ეგუებიან და პრობლემებს ქმნიან, მგონი მიცნობ და იცი რომ ასეთი არ ვარ მთავარია შენ იყო ბედნიედი
-ვიცი ნიკა მაგიტო მიყვარხარ ძალიან-ვეუბნები ის კი შუბლზე მკოცნის
-მარტო ამიტო?
-ოო-ვეუბნები და ვიცინით
-კარგი ახლა დაისვენე მოგვიანებით გნახავ
ცოტა ხანში ირაკლიც შემოვიდა ცოტა ვისაუბრეთ შემდეგ ანაც შემოვიდა მაგრამ ვერაფერი ვუთხარი ძალიან გამიჭირდა ის ისე მიყვებოდა ამ ორი თვის ამბებს რომ სანდრო მას გვერდში ედგა ის რომ არა ვერ გადაიტანდა მაგდროს კი სისხლი მეყინებოდა და მისი მოკლვა მინდოდა ბოლოს ვუთხარი სანდროც შემოეშვა რომ მისი გაცნობა მინდოდა ანაც სიხარულით დამთანხმდა რომ მალე მოვიდოდა. კარი იღება და სანდრო შემოდის თავდახრილი გამიკვირდა რადგან იმ დღეს ასეთი არიყო ალბათ თავის შეცოდებას აპირებდა რომ არაფერი მეთქვა გაკვირვებაც ეტყობოდა სახეზე რათქმაუნდა გაუკვირდა რადგან არაფერი ვთქვი
-ქეთი-მეუბნება
-შენი დანახვაც არ მინდა სანდრო იმის მერე რაც გააკეთე მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს-ვეუბნები შემდეგ კი ვანიშნებ ჩემს წინ სკამზე დაჯდეს ისიც ჯდება
-ყველაფრის ახსნა რომ შემეძლოს
-ახსნა??? მართლა? აქვს ამას ახსნა? ალბათ ლევანიმ ფული გადაგიხადა შენც ფულს დახარბდი და მეტი რა გინდოდა. ეგ ძალიან მარტივი იყო ანას მოტყუება არა?
-გეყოს, ასე არარის-ხმა უმკაცრდება-ფულის გამო ასეთ რამეს არასდროს გავაკეთებ
-აბა რის გამო სხვა რა შემოგთავაზა ლევანიმ ისეთი რომ ასეთ რისკზე წახვედი?საერთოდ იცი მაინც რა გაგვიკეთა ჩვენ ყველას?-ვეუბნები და ცრემლები მადგება მაგრამ თავის შეკავებას ვახერხებ რომ არ ვიტირო შემდეგ ამბობს რაზეც გაკვერვებას ვერ ვმალავ
-ვიცი ყველაფერი ვიცი
-რა? იცი?
-ვიცი თქვენს მშობლებს რაც გაუკეთა
-და ამის შემდეგ მაინც დათანხმდი ამ ყველაფერს? ის ხომ ცივსისხლიანი მკვლელია სანდრო-თავს ვწევ და ვიძაბები ვხვდები რომ რაღაც ისე ვერარის
-და მყავს-ამბობს წამით ჩერდება შემდეგ აგრძელებს-ნინა ქვია და ის ლევანის ყავს ნახევარ წელზე მეტი გავიდა უკვე და ვერაფრით ვშველი როგორც თქვენ ასევე 1წლის წინ მშობლები მეც მომიკლა ლევამიმ მტკიცებულება არ მაქვს რამდენჯერაც ვცადე არაფერი გამოვიდა-შემდეგ ცრემლი მოსდის საროჩკის ჯიბიდან რაღაც ფოტოს იღებს და მაჩვენებს-ნინა ჯერ მხოლოდ 5წლისაა ის ნაბი*ვარი ლევანი კი მისი მოკვლით მემუქრება სხვა გზა არმქონდა თქვენც ვერ მოგიყვებოდით ვერაფერს ახლა რომ გაიგოს კომიდან გამოხვედი და ყველაფერი თქვი მას მოკლავს
-ძალიან ვწუხვარ მაგრამ უნდა გეთქვა
-როგორ მეთქვა არც კი მიცნობდით მომისმენდით ან დამთანხმდებოდით?
-არა მართალია მაგრამ ახლა ანა რომ გაიგებს ყველაფერს გული ძალიან ეტკინება იცი როგორ უყვარხარ?
-ვიცი შეიძლება არ დამიჯერო მაგრამ ეს დრო რაც მასთან გავატარე, წამითაც არ ვშორდებოდი, ძალიან შემიყვარდა არვიცი ეს როგორ მოხდა მაგრამ შემიყვარდა ახლა რომ გაიგოს ვიცი შემიძულებს და არ დამიჯერებ, ის ისეთი კარგია მასთან შედარებით მე არარაობა ვარ
-მართალს ამბობ?
-შენთან უკვე აღარაფერი მაქ დასამალი-თვალებში ვუყურებ და ვცდილობ ემოციები ამოვიკითხო დიდ ტკივილს ვხედავ და სიყვარულსაც მინდოდა რომ დავრწმუნებულიყავი,  მაინც ვერ ვენდობოდი ამ საკითხში ანასთან უნდა მენახა თუ როგორ უყურებდა მას. უცებ ამფიქრებში წამში იდეა მომდის და სანდროს ვეუბნები
-მგონი შენი დახმარება შემიძლია
-რა?როგორ?-მეკითხება და თვალები უბრწყინდება
-ლევანიმ არიცის მე კომიდან რომ გამოვედი ხომ ასეა?
-ჰო არ მითქვამს
-ძალიან კარგი მაშინ მე მოვკვდი
-რა?
-ყველას უნდა დაველაპარაკოთ და ავუხსნათ ეს სიტუაცია შემდეგ ლევანის დავესხათ უკნიდან თავს ირაკლიც კომპანიას დაიბრუნებს შენ შენს დას და ის კი ციხეში ჩაჯდება სამუდამოდ
-კარგი იდეაა მაგრამ რამდენად დაგვთანხმდებიან?
-ეგ რთული იქნება მაგრამ სანამ გამწერენ დაველაპარაკები მათ შენ უბრალოდ ანა წაიყვამე სადმე
-ხომ იცი რომ არ დამინდობენ შენები-ამბობს და იცინის
-მგონი ერთ დარტყმას აიტან
-ოთხს
-ოთხს?
-ანა გამოგრჩა
-ანას ცალკე დაველაპარაკები
სანდროც გავიდა ანა წაიყვანა, ექიმს ვთხოვე რომ სამივეს შემოსვლის ნება მოეცათ
-რახდება ქეთი კარგად ხარ?
-მე კარგად ვარ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ-ყველაფერი მოვუყევი დეტალურად თავიდან ძალიან გაბრაზდნენ მის მოკვლასაც აპირებდნენ მაგრამ როგორღაც შევაჩერე. ამასობაში ისიც გაირკვა რატომ ვჩქარობდი კიბეებზე და რომ ეს სანდროს გამო დამემართა რთულად მიიღეს მაგრამ ისიც გაითვალისწინეს რომ მისი მშობლებიც ლევანიმ ამოხოცა და მისი დის სიკვდილით ემუქრებოდა. თავიდან გეგმაზე უარი მითხრეს მაგრამ როგორღაც დავითანხმე ახლა კი ანასთვის უნდა მეთქვა ეს ყველაფერი. მოსვლისთანავე ანას მოვუყევი ყველაფერი ისიც რომ თავიდან თამაშობდა მაგრამ ახლა მართლა უყვარს, რათქმაუნდა ძალიან გაბრაზდა და ერთი დარტყმა ანასგანაც მიიღო სანდრომ ეს ისედაც იცოდა ასე რომ იქნებოდა ვუთხარი დრო მიეცა მისთვის.
2დღეში გამწერეს და ჩუმად გამიყვანეს საავადმყოფოდან, სახლშიც მშვიდად მივედით სანდროს ირაკლისგანაც კარგად მოხვდა რამდენჯერმე და ირაკლიმ სასტიკად გააფრთხილა რომ ანას ახლოს არ გაკარებოდა.ანა მის ოთახში იყო და საერთოდ არ გამოდიოდა არც მიკვირს, ასე მართლა არავინ ყვარებია სანდროს ენდო და ეს ყველაფერი რომ გაიგო გული ეტკინა. სანდრო სულ ბიჭებთან იყო რადგან ბოლომდე მაინც არ ენდობოდნენ ყველა მის სიტყვას ისმენდნენ ლევანის დარეკვისას. ჩემი სიკვდილი გავითანაშეთ ლევანიც მახეში გაება
__________________________________________
ვფიქრობ არ გავაგრძელებ



№1 სტუმარი სტუმარი მანანა

და რატომ არ აგრძელებთ? კარგი ისტორიაა.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მე ძალიან მომწონს და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ძალიან საინტერესო წასაკითხია ძალიან მაინტერესებს დასასრული როგორ გან ვითარდება

 


№3 სტუმარი Λιζι

Please მმალე დადე მომდევნო თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent