შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მათანელ /სრულად/


25-06-2020, 00:18
ავტორი Mary Drey
ნანახია 16 920

პ რ ო ლ ო გ ი

უეცრად აწყობილი ურთიერთობები მუდმივად გვაკვირვებენ თავისი შეუცნობელი ფენომენით, რომლებიც იმდენად გნუსხვას და იმდენად გიბინდავს თვალთახედვის არეალს, რომ შენთვის სულ ერთი ხდება მას რამდენი ხნის განმავლობაში იცნობდი. ალბათ, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც თავი ზღაპარში ეგონა. საკუთარ ცხოვრებას ფილმის მთავარი გმირივით აღიქვამდა, რომელიც მრავალი ქარტეხილის წინაშე ჩნდებოდა. ვინ თქვა, რომ ახალად წამოწყებული ურთიერთობები ძველთან ვერც მიუახლოვდება? ჩემი აზრით ნებისმიერ ურთიერთობას თავისი წონა გაუჩნია, იმის მიუხედავად თუ რამდენი დღის, თვის, წლის განმავლობაში იცნობდი ამა თუ იმ პიროვნებას. მსგავს ვითარებაში ერთ ჭრელა-ჭრულა დღეს ვიგრძენი თავი. მაშინ, როდესაც დედამიწას სასიამოვნოდ აგრილებდა ცივი სიო, სადაც თავმომწონედ მივაბიჯებდი ჩემი სამშობლოს მიწაზე. ამით კი სიცოცხლის ჟინით ვივსებოდი. უეცრად გულის რაღაცა მიუწვდომელი ნაპრალიდან სევდა გადმოიღვარა. გონებამაც არ დააყოვნა და მედიდურად შეუერთა ჩემი სხეული წარსულის კაეშანს. ნურავინ ნუ მიეცემა იმედგაცრუებას, რადგან ჩვენი ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა. ბრძოლა პირველობისათვისა და გამარჯვებისთვის. არც ერთ ჩვენგანს არ გვაქვს უფლება მუხლი მოვდრიკოთ. პირიქით... თავი უნდა ავწიოთ და საკუთარ ანარეკლს მკაცრი მზერით თვალები გავუსწოროთ. ბოლოს კი ირონიულადაც დავაყოლოთ ეს სიტყვები: „მე ეს შევძელი. მე შენზე ძლიერი ადამიანი ვარ!“
ამბიციასთან ერთად, როგორც გაზაფხულის მიწურულს შემოპარული მწველი სითბო, ისევე შემოაბიჯა ჩემში ყველაზე ფერადმა ქმნილებამ, რომელმაც დანახვისთანავე მიმანიჭა ის უდიდესი სიამოვნება, რომელსაც აქამდე სულმოუთქმელად ველოდი. გულიდან გადმოსული ტკივილი ეტაპობრივად გაქრა. შემდგომ კი მხოლოდ და მხოლოდ მე და მათანელი ვიდექი პირისპირ... გაზაფხულის მიწურულს შემოპარული მწველი სითბოსავით დაიარებოდა იგი ჩემს სულში. სწორედ მაშინ ვიგრძნები, რომ ცოცხალი ვიყავი. ჯერ კიდევ შემეძლო სუნთქა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ დავიწყეული მქონოდა. სიცოცხლეში პირველად ვიგრძენი სრულფასოვან ქალად თავი.
- შორიდან გიცანი.- მომიახლოვდა მათანელი, რომელსაც გრძელი შავი თმები და ნაცრისფერი თვალები ჰქონდა.
- იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ?- დაეჭვებით მივუგე მას, რომელიც მწველი თვალებით მიყურებდა და კედელზე გულაჩქარებული ნელ-ნელა მაკრავდა.
- ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო ადამიანები ერთმანეთს სცნობდნენ.- თქვა მათანელმა და თავისი თლილი ხელებით თმები გვერდზე გადაიყარა.
- ისიც კი არ იცი რა მქვია..- მძიმედ აღმოვთქვი და კატისებრი თვალები მივაპყარი მას.
- არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გავიგებ, არა?!- ჩაიღიმა მან და გამანთავისუფლა თავისი დარუჯული მკლავებისგან.
- ევა....
თავი 1
გაზაფხული ჩემთვის ყოველთვის ახალი ცხოვრების დაწყებასთან ასოცირდება. სწორედ მაშინ ხარობს ის უსიცოცხლო, უფერადო სამყარო, რომლებსაც ასე ძალიან მოსწყურებოდათ მზის სხივის ნაზი ამბორი. სიყვარულსაც გაზაფხულის ფერები დასდევს. ისევე, როგორც კაშკაშა მზის სხივებს.

მათანიელი დანაღვლიანებული თვალებით მიყურებდა. ცდილობდა ჩემი სახის ნაკვთებიდან ამოეკითხა ის უდიდესი ტკივილი, რომელსაც ვცდილობდი გულის შეუცნობელ ნაპრალებში უსაფუძვლოდ ჩამემალა. მათანელის თვალებს არაფერი ავიწყდებოდათ. მათ შეეძლოთ ადამიანის სულში ეფათურებინა ხელები.
- მე გხედავ შენ, ევა.- მითხრა მან და ცალი წარბი ზემოთ ასწია.
- და რა ფერია ჩემი სამყარო, მათანელ?
- გაზაფხულის მომლოდინე იმედისავით კიაფდება შიგადაშიგ ფერადი სხივი, თუმცა უმეტესწილად სიცივე ბუდობს შენში. თითქოს შენს სხეულში ძალიან ცივი ზამთარია.
- წელიწადის ყველაზე ცივ დროს ვერავინ გაექცევა.
- შენთან სულ ცივა, ევა. მეშინია არ გაცივდე.
- გაზაფხულის მოლოდინი გადამარჩენს, მათანელ. გაზაფხულზე შემოპარული ატმის ტკბილი სურნელი, რომელიც სულს ამიკიაფებს.
- იცი? ყველაზე ფერადი და ამავდროულად ცივი ქალი ხარ ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.
- ერთფეროვანი ადამიანები არასოდეს არ მომწონდა, მათა.
- შემოპარული სიხარული ხარ. შემოპარული ელდანაცემი გრძნობა, რომელიც შენი დანახვისას იქნა ჩემში ჩასახული.
- რის მიღწევას სცდილობ, მათანელ?
- მხოლოდ და მხოლოდ შენს გასხივოსნებას, ძვირფასო.- ცალი ტუჩის აწევით მომიგო ნაცრისფერთვალებიანმა მათანელმა, რომელიც როგორც ყოველთვის ნახევრად შიშველი საკუთარ ოთახში თავმომწონედ დაიარებოდა.
- არ გინდა რამე მინი სერიალს ვუყუროთ, მათა?
- რახან ეს მკითხე ე.ი. უკვე არჩეული გაქვს სერიალი. წვენს გამოვიტან. მანამდე შენ გაამზადე.- თქვა მათანელმა და სამზარეულო ოთახში რამდენიმე წამით გაუჩინარდა.

დიდი ხანია რასიზმის თემა გულს მიწვავდა. მინდოდა მსოფლიოში არსებული ყველა უსამართლობა ერთიანად აღმომეფხვრა. აღარ დაენახა ჩემს თვალებს ათასი სისასტიკე და სულისჩამაფრენელი უიმედობის შეგრძნება. მათანელმა მაგიდაზე ორი წვენით სავსე ჭიქა დადო. ცოტახანი ერთი ამათვალიერა. ნაზი ღიმილით დამაჯილდოვა და გვერდით მომიჯდა.
- „როცა ისინი დაგვინახავენ?“- ეჭვის თვალით შემომხედა მათანიელმა.
- ამას უნდა ვუყუროთ, მათა. ოთხი სერიისგან შედგება. ყველა ამბობს, რომ შესანიშნავი სერიალია.
- ვნახოთ...

ოთხი საათის განმავლობაში მე და მათანელს თვალი ეკრანისგან არ მოგვიცილებია. გაფართოებული თვალებით ვცდილობდით სიუჟეტიდან არც ერთი მინიშნება გამოგვპარვოდა. გული საგულეში ვეღარ მიჩერდებოდა და ერთი სული მქონდა სერიალში მოქმედი მთავარი გმირები განთავისუფლებულები მეხილა იმ უდიდესი ტანჯვისგან, რასაც უსამართლობა ჰქვია. მინდოდა მთელი ძალით მეყვირა და ის საშინელი სულისკვეთება მიმეწვდინა იმ პატარა ბიჭებისათვის, რომლებიც საზოგადოებამ დაღუპა. ოთხი საათი წამებივით გაქრა. ბოლოს მე და მათანელი ერთმანეთს ძლიერ ვეკვროდით. შიგადაშიგ კი, მათა თავისი თლილი ხელებით ცრემლებს მიშრობდა.
- სამწუხაროა, რომ ეს სერიალი რეალობაზეა დაფუძნებული...- მძიმედ აღმოთქვა ბოლოს მან.
- გული მერევა უსამართლობაზე... გული მერევა ადამიანთა უთანასწორობაზე? განა შეიძლება მოზარდები იმის გამო გასწირო, რადგან ისინი შავკანიანები არიან?!
- ყველაზე მეტად ციხის ვითარებამ შემძრა, ევა...
- ამ სერიალში მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნათელი ვარსკვლავი იყო... ისიც ციხეში მომუშავე პიროვნება. ნეტავ საზოგადოება ბრბოდ რატომ არის გადაქცეული?- ცრემლები წამსკდა კვლავ და მათანელის კალთაში თავი პატარა ბავშვივით ჩავრგე.
- მე მიყვარს შენი ცრემლები.
- რა?- გამაკვირვა მისმა სიტყვებმა.
- ცრემლები ყველაზე წმინაა. ისინი არასოდეს არ ცდებიან, ევა. სწორედ ეს წყლის წვეთები მეტყველებს შენს სულიერ სიფაქიზეზე. ჩემი ია ხარ, პატარა... იასავით ნაზი და გამორჩეული.
- როგორ ახერხებ ყოველთვის ბედნიერად ყოფნას, მათანელ? ამდენი ხანია გიცნობ და ერთხელაც არ გამოგიხატავს ნეგატიური ემოცია.
- თითოეული ადამიანი ქმნის საკუთარ ემოციას. ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ განწყობას შევიქმნით. ყოველი დილა ღიმილით უნდა დაიწყო. დაინახო თითოეულ დეტალში სინათლე და არა სიბნელე. იმედია გესმის ჩემი ხომ?
- სამყაროში რაც კი სიკეთე უნდა არსებობდეს ყველა შენშია.
- ნუ აზვიადებ...
- არ ვაზვიადებ... შენ ერთადერთი ხარ, რომელმაც შეძლო ბრბოსგან გაქცევა.
- მარტო მე არა... შესაძლოა მხოლოდ მე და შენ, ძვირფასო.
- ადამიანს სიყვარული გადაარჩენს.
- მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული, ევა.- მითხრა მათანელმა და ცხვირის წვერზე ნაზად მაკოცა.- ბედნიერი ვარ, რომ გაზაფხულზე გიპოვე.
- ბედნიერი ვარ, რომ გაზაფხულმა გვაპოვნინა ერთმანეთი.

თავი 2
- მე იასამანი მქვია...- თქვა მათანელმა.
- მე დეპრესიული ყვავილი!- სიცილით მივუგე მას, რომელსაც ზემოდან ვყავდი მოქცეული.
- ეგ დეპრესიული ფიქრები მაინც ვერ მოგაშორე არა?!- თვალებმოჭუტვით მომიგო მან და მთელი ძალით ღუტუნი დამიწყო, რაზეც მეც გაუჩერებლივ ვიცინოდი.- მიყვარხარ დეპრესიულო ყვავილო. ვიცი, რომ ჩემი ხმა უთქმელადაც გესმის. გინდა ჩვენ მხოლოდ ერთნი გვერქვას?
- ჩვენ ისედაც მხოლოდ ერთნი გვქვია და ამ სიყვარულში სხვა არც კი მონაწილეობს, გაზაფხულო!
- მე გაზაფხული ვარ, დეპრესიულო ყვავილო და აუცილებლად მოგცემ შენთვის საჭირო ფერებს!
- რომ დაგიჭკნე? რომ გავქრე შენი ცხოვრებიდან სწორედ ისე, როგორც ფოთოლი ეთხოვება თავის გამიჯნურებულ ხის ტოტს?
- არასოდეს მოგცემ უფლებას ოდესმე გაუფერულდე.
- მპირდები?
- გპირდები, ყველაზე დეპრესიულო ყვავილო!
- ძალიან მეჩემები.
- სიტყვების ქურდი ხარ, ევა!
- ეს როგორ?!
- მათანელს სიტყვებს პარავ!
- მათანელი ერთი გაიძვერა ბიჭია, რომელიც ამჯერად ცრუობს.
- მათანელს ტყუილი არ უყვარს.
- თვალთმაქცო!- მუჯლუგუნი ვკარი მას და მთელი გულით ორივე ვხარხარებდით. ჩვენი ჟრიამული ალბათ არც მოხუცებულ ბებია ბაბუებსაც გამოჰპარვიათ. ალბათ როგორი თავის ქიცინით აკრიტიკებენ ჩვენს ასეთ „უდიერ“ ქმედებას.
- დაბერებამდე ერთად, ევა.
- სიბერის მეშინია, მათა.- სახე მომექუფრა მე.
- ეს როგორ?- მათანელს კვლავ ეგონა, რომ ვხუმრობდი მანამ სანამ ცრემლები არ წამსკდა.
- არ მინდა ოდესმე დავბერდე. მეშინია სიბერის. მაშინებს ის ფაქრი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვკვდები. რა აზრი აქვს ამ სიცოცხლეს თუ ისედაც მეორე წუთს აღარ ვიქნებით?
- შენ იმისათვის შეიქმენი, რომ ჩემი ყოფილიყავი, დეპრესიულო ყვავილო!
- მართლა გეუბნები, მათა... როდესაც ძილის წინ ვწვები ვფიქრობ იმაზე, რომ შესაძლოა ხვალ ვერ გავიღვიძო. მათა... რაღაც რომ გთხოვო ხომ აუცილებლად შემისრულებ?
- გისმენ, დეპრესიულო...
- თუ შენზე ადრე გარდავიცვალე დამპირდი, რომ არ დამასაფლავებთ!
- სულ გაგიჟდი არა, ევა? აბა რა უნდა გიყოთ?!- აღშფოთება ვერ დამალა მან.
- ოღონდაც მიწაში არ ჩამაწვინოთ. გულს მიწვრილებს ამაზე ფიქრიც კი. არ მინდა ჩემი სხეული დედამიწის ზედაპირზე გაიხრწნას. კრემაცია გამიკეთეთ, მათა...
- კრემაცია?
- ხო, კრემაცია. მე მეშინია მიწის, მაგრამ ცეცხლი ყოველთვის მამშვიდებდა. მინდა ჩემი ფერფლი ჩემს საყვარელ ადგილას გაუშვათ. ჩემს სოფელში. იქ სადაც ერთხელაც აუცილებლად აგიყვან.
- რატომ ერთხელაც? ახლაც შეგიძლია იქ წამიყვანო.
- ეს როგორ?
- ზოგჯერ არ არის აუცილებელი ფიზიკურად ვიმყოფებოდეთ ამა თუ იმ ადგილას. ზოგჯერ ამაში წარმოსახვაც გვეხმარება, დეპრესიულო ყვავილო.
- იასამანო, ზოგჯერ გიჟი მგონიხარ.
- სიყვარულით თავბრუდახვეული ადამიანი შეუძლებელია გიჟი არ იყოს! მაშ ასე წამიყვან არა?
- წავიდეთ...- ვუთხარი მას და მის წითელ, წავსე ბაგეებს დავეწაფე. თითქოს ეს ყოფილიყოს სამყაროში ერთადერთი მამოძრავებელი მარადიული ძალა.
- ჩვენ ერთად ვართ... ჩვენი ხელები ერთმანეთის თითებში არის შერწყმული. ერთმანეთს თვალებს არ ვაშორებდით და ერთი სული მქონდა, როდის მივაღწევდით იმ ადგილამდე, რომელიც ჩემი მარტოსულობის თანაზიარი ყოფილიყო ბავშვობის დროიდანვე. იცი? ის ადგილი მხოლოდ ჩემი იყო. არავის ვაძლევდი უფლებას მასთან მისულიყო. მათანელ... იცი, რომ საშინლად მესაკუთრე ვარ. შენ ახლა იცინი. ალბათ გეცინება ჩემს დაძაბულობაზე. გეცინება, არადა შენ სულაც ვერ ხვდები როგორ მიჭირს ჩემს სამყაროში სხვისი შეშვება. რამდენიმე წუთში ხელი გაგიშვი. შენს თვალწინ გამოისახა სამოთხის მსგავსი ბუნება, რომელზედაც ყოველთვის ოცნებობდი. არასოდეს არ გეგონა რამე თუ ასე ძალიან აღგაშფოთებდა, თუმცა მწარედ შეცდი. ჩვენს წინ ჩანჩქერი ჩამოდიოდა, რომლის წინაც ერთი დიდი ქვა იდგა, რომელზედაც ბავშვობაში ხშირად წამოვწვებოდი ხოლმე და ვფიქრობდი იმ დღეზე, როდესაც ჩემს ერთადერთ სიყვარულს ამ ადგილამდე მოვიყვანდი. შენც აქ ხარ, მათანელ. ჩემს წაბლისფერ თმებს თითებზე იხვევ და შიგადაშიგ შენს საოცარ ნაცრისფერ თვალებში მიქცევ. სწორედ ამ წამს მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ.... თუმცა შენი თვალების შემხედვარე სიტყვები ქრება. ფოტოაპარატი თან რომ მქონოდა აუცილებლად დავაფიქსირებდი შენს საოცარ სახეს. მას მართლაც იასამნისმაგვარი სიდიადე დასდევდა. დიდი ხნის განმავლობაში უყურებდი ჩანჩქერს, რომელიც უფრო და უფრო გიმრავალკეცებდა ჩემ მიმართ გრძნობებს. უსმენ ჩიტების საამურ ჭიკჭიკს, რომლებიც თავს ზემოთ დაგვფარფატებენ. თავი ქორწილში გვგონია. ზოგადად ორივეს ხომ არასოდეს არ გვინდოდა გრანდიოზული ქორწილი? რამდენიმე წუთში მუცელზე თავს მადებ. ყურს უგდებ ჩემს გახშირებულ სუნთქვას. გინდა შენი ხელები მაღლა ასწიო. იქ... ძალიან შორს... თითქოს გალაქტიკის ნაპრალებს გსურს მიუახლოვდე. ვარსკვლავები ხომ ასე ახლოდან დაგვნათიან ზემოდან.
- ჩემი გონება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობს თუ როგორი ბედნიერი ადამიანი ვარ იმის გამო, რომ გაზაფხულმა შენი თავი მაპოვნინა.- გამაწყვეტინა საუბარი მათანელმა და თვითონ გააგრძელა წარმოსახვითი ლაშქრობის სიტყვებით გადმოცემა.- ალბათ ბეჭედი თან რომ მქონოდა ხელსაც კი გთხოვდი. შენ ხომ სწორედ უბრალოებაში ხედავ უდიდეს სიდიადეს. სწორედ ამ დროს შენც ჩემკენ იხრები. მინდა კოცნით აგივსო ეს მეტყველი თვალები, რომელიც ზოგადად არც ისე ძალიან მოგწონდა. მინდა ჩუმი სიტყვები ვაჩუქო ქუფრივით თეთრ კანს, რომელზედაც ჩემი თითები ნელ-ნელა მიცურავენ... მიცურავენ ზუსტად ისე, როგორც ეს ზღვაში მყოფ თევზებს შეეძლოთ. შენც თვალებს ლულავ, ჩემო დეპრესიულო ყვავილო. მინდა შენში ფერები გავავრცელო და სიკვდილის ბოლო წვეთამდე შენი არსებობით გავითქვა სახელი. იცი, ევა? რომ შემეძლოს სამყაროს გავაგებინებდი იმის შესახებ, თუ როგორ მაბედნიერებ! შენ ხარ ქალი. დეპრესიული ვარსკვლავი, რომელიც ჩემი სულის ნათელი ქმნილებაა. არასდროს ჩაქრვრე, ევა. ჩვენ ჩანჩქერის წინ მყოფ დიდ ქვაზე ვწევართ. შენ შიგადაშიც გულში ძლიერ მიხუტებ ხოლმე და სწორედ იმ წამს მგონია, რომ ცა დიდდება და მისი ნაპრალები უმისამართოთ მყლაპავს. ჩემო დეპრესიულო ყვავილო. ბედნიერება ეს თავად შენშია.- თქვა მათანელმა და დახუჭებული თვალები პირველმა მან გაახილა. შემდგომ კი კოცნით ამივსო აელვებული თვალები.
შემდეგ?!
შემდეგ მეტი სიყვარული...
მეტი გაზაფხული
და მეტი დეპრესიულობა.


- შენ იმედი ხარ, რომელიც არასოდეს არ უნდა ჩაქვრეს.- თქვა ქშენით მათანელმა ისე, რომ თან არ წყვეტდა ჩემს თვალებში ყურებას. ალბათ სწორედ ეს იყო, ის ერთადერთი სიყვარული, რომელსაც ორივე დიდხანს ვეძებდით.


თავი 3

- ყოველთვის ასეთი იყავი, ევა?- მკითხა ერთ დილას მათანელმა, რომელიც როგორც ყოველთვის მაცდური თვალებით კვლავ აგრძელებდა ჩემი სამყაროს უთქმელად წაკითხვას.
- ასეთი როგორ?- ცოტა არ იყოს დავიბენი მე.
- როგორი და ასეთი ნაცრისფერი.
- იყო დრო, როდესაც ჭრელი ვიყავი, თუმცა ჩემი ცხოვრება რამდენიმე წელია აირია.
- რისი გადატანა მოგიხდა, დეპრესიულო ყვავილო...
- ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრება განსხვავებული და ფერად-ფერადი ყოფილიყო. არ დამგვანებოდა ერთფეროვნებას. ვეძებდი თითოეულ დღეში ახალ თავგადასავალს, თუმცა ყოველი ახალი მწერვალის დაპყრობის მოლოდინი კრახით სრულდებოდა. ზოგჯერ ჩემი მშობლები ფრთებს მაჭრიან, მათა. ისინი დღემდე ვერ აცნობიერებენ იმას, რომ მათი შვილი ისევ ის პატარა გოგონა აღარაა, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლია. დამღლელი იყო განსაკუთრებით მათთან გულახდილად საუბარი. მინდოდა მშობლებთან ურთიერთობა მეგობრული მქონოდა და არა დაძაბული, თუმცა ამ ყოველივეში თვითონ არ მიწყობდნენ ხელს. რთულია მათ გული გადაუშალო, როდესაც მათ შენი არ ესმით. წამდაუწუმ ხანშიშესული ადამიანებივით აგრძელებენ თავის ქიცინს. ეს ყველაფერი ამაზრზენია, მათა. ვგრძნობდი, რომ გალიაში მომწყვდეული ჩიტი ვიყავი, რომელსაც ფრენა ეკრძალებოდა. მეშინოდა ჭკუიდან არ შევშლილიყავი. დაძაბული ურთიერთობის ფონზე ხშირად მიწევდა მშობლების მოტყუება იმის გამო, რომ ისინი ვერ მიგებდნენ. რამდენჯერაც დავაპირებდი მათთან გულახდილ საუბარს მაშინვე ირონიულ ნიღაბს ირგებდნენ. ზოგჯერ როგორ მჭირდებოდა მათი გვერდში დგომა, თუმცა რეალურად ისინი არ მყავდნენ. მათი აზრით მე ერთი მეოცნებე გოგო ვარ, რომელიც რეალობას ყოველთვის გაურბის. მე მათთვის არაფერი ვარ. ჩემი აზრიც კი მათთვის არაფერია. თითოეული ახალი დღის გათენებისას ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება ნაფლეთებად იქცეოდა. მეღვენთებოდა ყველა ის ოცნებები რაც კი ოდესმე გულში მქონდა ჩალექილი. გული მიკვდებოდა, როდესაც ვხედავდი ჩემი მეგობრის მშობლებს, რომლებიც მუდამ გვერდში ედგნენ შვილებს. უსმენდნენ... უბრალოდ უსმენდნენ და არანაირ რჩევას არ აძლევდნენ. ვინ იცის რამდენჯერ გამიელვია გულში სუიციდური აზრები. ვინ იცის მერამდენეჯერ ვიგლოვე საკუთარი გვამი და ვინ იცის მერამდენეჯერ გარდაიცვალა ჩემი სული სიცოცხლეშივე. მე ვერ ვიტან ერთფეროვნებას. ვერ ვიტან რუტინულ ცხოვრებას... სწორედ ასეთ დროს მგონია ხოლმე, რომ სამყაროს მიმართ უსუსური ვარ. ვფიქრობ, რომ სჯობს ამ წყეულ უფერადობას ზურგი ვაქციო და ყველას მაგრად ვეკაიფო ჩემი სიცოცხლის დასრულებით. მე ხშირად მიფიქრია სიკვდილზე. არადა იცი, რომ ყველაზე მეტად სიკვდილის მეშინია. წარმოგიდგენია? ადამიანს ისე როგორ უნდა შეაზარო პიროვნებას ცხოვრება, რომ ყველაზე დიდი ფობიაც უკან მოატოვებინო. მე ნაცრისფერი გავხდი. არადა ერთ დროს სამყაროში ყველაზე ფერადი ბავშვი ვიყავი.... იცი? აბიტურიენტობის პერიოდს ზუსტად კორონავირუსი დაემთხვა და მიწევდა ცხოვრება იზოლაციაში გამეტარებინა. გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში გვიტარდებოდა და დამერწმუნე ეს ყოველივე უბრალოდ ნერვების მოსპობის ტოლფასი ყოფილიყო. თვალებზეც რომ აღარაფერი აღარ ვთქვათ. ველოდებოდი მთელი ჩემი გულითა და სულით გაკვეთილების დასრულებას, რომ ჩემს ბებიასთან, ბაბუასთან დასავლეთში წავსულიყავი. მათთან თავს კვლავ ბავშვივით ვგრძნობდი. მიყვარდა მათი ხმის ტემბრიც, რომელიც წარსულში მაბრუნებდა. მიყვარდა ბაბუას მიმიკებიც, რომელიც ტელევიზორის ყურების დროს აესახებოდა ხოლმე სახეზე. თუმცა არდადეგების ლოდინიც ნელ-ნელა იწელებოდა და ამ გაწელვასთან ერთად უფრო და უფრო იღვენთებოდა ჩემი ოცნებებიც. ვფიქრობდი, როგორ უნდა გამეტარებინა ეს თვეები ისე, რომ სექტემბერში სასწავლო წლის დაწყებას ძალიან ენერგიულად შევხვედროდი. თუმცა... აი, ამ თუმცაში იმალება ყველაფერიც. რატომღაც დედაჩემმა გადაწყვიტა ჩემი ოცნებები ფეხქვეშ გაეთელა. არაფრად ჩააგდო ჩემი ამ წლევანდელი გადატვირთული შრომა და უბრალოდ ძალიან მწარედ თვალი ამარიდა. ადამიანი რობოტი ხომ არაა, მათა. მითუმეტეს სამი თვის განმავლობაში მთლიანად ონლაინ გაკვეთილებში ვიყავი გადასული, რომელიც ჩემი ნერვების შეწირვას უდრიდა. მე უბრალოდ დასვენება მინდოდა... ტკბილი დასვენება ბებიასთან და ბაბუასთან ერთად, მაგრამ დედაჩემმა არ გამიშვა. ის წელი ყველაზე მწარე იყო. გახსენებაც კი მზარავს. საშინელებაა, როდესაც შენს მშობლებს შენი სიტყვების არ ესმის. თითქოს თქვენ სამნი განსხვავებულ ენებზე საუბრობთ და ვერც ერთ სიტყვას ვერ აწვდით ერთმანეთთან. მე მეშინოდა მათი... იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ვცდილობდი მათთან კომუნიკაცია დამემყარებინა ისინი არაფერს ცდილობდნენ. მტკივა, მათანელ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ამ ცხოვრებაში ტკივილისთვის გავჩნდი...
- ტკივილი ერთადერთია, რომელიც გვაძლიერებს, ევა!- თქვა წარბშეკრულმა მათანელმა და თავისს თლილ თითებს სახის ნაკვთებზე მისვამდა.
- ვერ დავუშვებ, რომ ჩემს შვილს ეტკინოს ჩემ გამო. არ მინდა გამიუცხოვდეს. არ მინდა ისეთი ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც მე ჩემს მშობლებთან მაქვს. ამ ყოველივეს სიკვდილი მიჯობს.
- შენ ყველაზე კარგი დედა იქნები, ევა.
- მართლა, მათანელ?
- ჩვენს შვილს ყველაზე მეგობრული მშობლები ეყოლება, რომლის იმედიც ყოველთვის შეეძლებათ, რომ ჰქონდეთ.
- უშენოდ სამყარო ჩემზე უფერულია. შენ ხარ ამ წყვდიადში ერთადერთი კაშკაშა ვარსკვლავი.
- ჩემო დეპრესიულო ყვავილო... სამყარო სასტიკია. იმაზე სასტიკიც კი ვიდრე ჩვენ ორს გვგონია.
- არ მინდა ამ სისასტიკემ მშთანთქოს. მეშინია ბოროტების. მეშინია მშობლების.
- არაფრის გეშინოდეს, რადგან მე შენთან ვარ. შენთან ვარ, დეპრესიულო ყვავილო და არავის მივცემ უფლებას შენ ვინმე ზედმეტად შეგეხოს. ვიცი... ვხვდები, რომ ადვილი ცხოვრება არ გქონდა გამოვლილი. ამას შენი თვალებიც მოწმობს, თუმცა ვეცდები შენი ყოფა მეტად ფერადი გავხადო. უნდა გაგაყვავო. მე შენში გაზაფხული უნდა შემოვიყვანო.
- სიყვარულის არ მწამდა... ნეტავ ჩვენს ურთიერთობას და გრძნობას რა ჰქვია?
- ადამიანებმა სიყვარულის მცნება გააუფასურეს. ჩვენი ურთიერთობა სიყვარულზე ბევრად მაღლა დგას, ევა.
- მე მინდა აქ დარჩე....
- მე არასოდეს არ ჩავქვრები. შენ ამის გწამდეს!- თქვა მათანელმა და კვლავ ზეცას შეხედა, რომელიც პატარ-პატარა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი.- ჩვენს გრძნობას იცი რა ჰქვია, დეპრესიულო ყვავილო?- მკითხა მან და მეც გაკვირვებული სახე მივიღე.- ჩვენს გრძნობას გალაქტიკა ჰქვია, ძვირფასო. ისეთივე უსასრულო და კვლავაც შეუცნობელი.... ისევე როგორც ჩვენ!

თავი 4

მათანელი ყოველთვის ჩემზე ადრე იღვიძებდა, თუმცა არასოდეს არ მირღვევდა ფერად სიზმრებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მას უკავშირდებოდა. იგი მუდამ უყურებდა ჩემს სახის ნაკვთებს. შიგადაშიგ თავის რბილ თითებს ღაწვებზე მომისვამდა ხოლმე. ვგრძნობდი მის გულის ცემას, როდესაც მასთან ვიყავი. ჩვენ ჩვენი სამყარო გვქონდა, რომელშიც სხვა ცოცხალი არსებები არ არსებობდნენ.
ზოგჯერ მათანელი ძალიან ბევრს ფიქრობს.. ფიქრობს და შემდგომ სრულიად კარგავს ხოლმე რეალობისკენ ბილიკებს. ზუსტად ასეთ მომენტში ვცდილობ ხოლმე ჩემი არსებობით კვლავ აწმყოსკენ შემოვატრიალო.
- ყველას ჰგონია, რომ ძლიერი ვარ...- თქვა მან.
- რატომ გიკვირს, მათა? ეს ხომ ისედაც სიმართლეა.
- ყველა ერთი შეხედვით ძლიერ ადამიანში სახლობს კბილებაკაწკაწებული პიროვნება.- თქვა ნაღვლიანმა და ფრთხილად მხარზე ჩამომადო თავი.
- შენ ყველაზე ძლიერი პიროვნება ხარ ვისაც კი ვიცნობ, მათანელ. რამე გიჭირს?
- არ ვიცი როგორ გითხრა ჩემო დეპრესიულო ყვავილო...
- პირდაპირ. ხომ იცი ათასი გადახვევები გულზე არ მეხატება.
- პირდაპირ? ზოგჯერ ეს რთული მოსასმენი რომ არის?
- როგორი მწარეც არ უნდა იყოს მე პირადად ეს მირჩევნია, ვიდრე ფარისევლური სიმართლე.
- ჩემს მშობლებს შენი გაცნობა უნდათ. აინტერესებთ ვისთან ვარ მთელი დღე.
- და ამაში სანერვიულო რა არის, საყვარელო? ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა?
- ჩემი მშობლები ყველაფერს აზვიადებენ.
- მე ასე არ ვფიქრობ, მათა... ისინი შენზე ზრუნავენ. განა შენ არ გენდომებოდა იმ ადამიანის გაცნობა, რომელიც შენს შვილს უყვარს?
- მართალი ხარ... ანუ წამოხვალ?
- რა თქმა უნდა წამოვალ!- გაბედულად ვუთხარი მას და ტუჩის ძირშიც ფრთხილად ვაკოცე.
- ცოტა არ იყოს მეშინია....
- რა არის საშიში?
- ჩემი მშობლები მთლად დალაგებულები არ არიან.
- შენ ამას ნამდვილად არ იტყოდი, ჩემს მშობლებს რომ იცნობდე.
- იქნებ შენებიც გამეცნო ერთ დღეს?
- ჩემები?!- მზერაში შიში გამომესახა.- ხომ იცი, რომ მათთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს?
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მინდა მათ ვიცნობდე.
- მაშინ ჯერ იმის თქმა მომიწევს, რომ შეყვარებული ვარ. მოკლედ... ამ საღამოს შევეცდები დაველაპარაკო.
- შენი იმედი მაქვს, ევა. ჩვენს ურთიერთობას დამალვა არ სჭირდება. უკვე ზრდასრულები ვართ და შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება თავადვე ვმართოდ. თან მინდა მალე ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად.
- საცხოვრებლად?- წვენი სასულეში გადამცდა და რამდენიმე წუთი ხველა დავიწყე.- მგონი ვაჩქარებთ სიტუაციას, მათა. ისედაც სულ ერთად ვართ. ზოგჯერ შენთანაც ვრჩები ღამით. ასეთი გადაწყვეტილებები მეტ ვალდებულებებს მოიცავს. მე კი ვალდებულებები მაშინებს.
- მე არ ვამბობ, რომ ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი. ჯერ უნივერსიტეტი დაასრულე, საყვარელო... კარიერა ავიწყოთ და მერე დავქორწინდეთ. არ მინდა ჩვენი შემოსავალი რომ არ გვქონდეს. ვერ ავიტან, რომ მშობლების ხარჯზე ვიცხოვროთ.
- გაფასებ, მათანელ...
- მეც ყველაზე მეტად გაფასებ, ჩემო დეპრესიულო ყვავილო...
- იცი? ერთი მასწავლებელი მყავდა. ქართულის მასწავლებელი იყო ჩემი. სწორედ მისი დამსახურებაა იმის რაც დღეს ვარ. ნაირა მასწავლებელი ყველასგან გამორჩეული პიროვნება იყო. მას შეეძლო ადამიანური სული ისე წაეკითხა, რომ სხვისი ცხოვრება არ გაედღაბნა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ. მან მაპოვნინა საკუთარი სული ამ ცხოვრებაში.
- როგორც ჩანს კარგი ქალი არის.
- კარგი ქალი გადაჭრით ნათქვამია. ნაირა მასწავლებელი ყოველთვის დედასავით მყავდა. იგი ყველაზე ფერადი ქალია მთელ დედამიწაზე. ნეტავ თუ იცის როგორ ძალიან მიყვარს?! ღმერთმანი... როგორ საშინლად მენატრება მისი ჩატარებული მომაჯადოვებელი გაკვეთილები!!
- არ გინდა მოინახულო?
- რა?
- არ გინდა მოინახულო მეთქი?- მისი სიტყვების გაგონებისთანავე თვალები ამიციმციმდა.- ამ დღეებში მივიდეთ. დარწმუნებული ვარ შენი ნახვა გაუხარდება და შენი ასეთი ბედნიერება.
- ცოტა არ იყოს ნარცისი ბრძანდებით ბატონო მათანელ.
- იმაში რა არის ცუდი თუ ადამიანს საკუთარი თავი უყვარს?- გაღიმებულმა მითხრა მან.
- არა, საერთოდ არაფერი.- მეც ავყევი მას.
- დღეს საღამოს სახლთან გამოგიარო? თუ როგორ წამოხვალ ჩვენთან?
- მეთვითონ მოვალ.
- არა რა შენთვითონ. მინდა ჩემმა მშობლებმა ერთად დაგვინახოს. მიხვდნენ თუ როგორ ვუხდებით ერთმანეთს.
- მაშინ ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს მაღაზია რომ არის იქ დამელოდე. არ მინდა ჯერ მშობლებმა დამინახონ. ხომ გახსოვს, რომ მათ ჯერ ჩვენზე არ იციან.
- კარგი, დეპრესიულო ყვავილო. ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გენდომება.


მშობლებს ვუთხარი, რომ ანანოსთან ვაპირებდი წასვლას ფილმის საყურებლად. წინასწარ მეგობარი გავაფრთხილე ამ ყოველივესათვის.

- როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები, დეპრესიულო მაგრამ მაინც ფერადო ყვავილო!- მითხრა მათანელმა ჩემს დანახვაზე. თვალი შეავლო მოკლე შორტსა და მაისურს.
- მგონი აზვიადებ. წესივრად გამზადება ვერ მოვახერხე, რადგან ჩემი მშობლები იეჭვებდნენ რაღაცას.
- უბრალოებაშია უდიდესი სიდიადე... ხომ გახსოვს არა?!
- უშენოდ როგორ გვცოცხლობდი, მათანელ?
- რა ვიცი... ალბათ უფრო დეპრესიულად ცხოვრობდი, ვიდრე ახლა.- თქვა მან და მოყაზე ნაზად მაკოცა.- ახლა კი დროა წავიდეთ. ჩემებს ერთი სული აქვთ როდის გაგიცნობენ.


თავი 5

მათანელი საჭეს მართავდა. მანქანაში სასიამოვნო მელოდია ისმოდა, რომელსაც როგორც შემდგომში გაირკვა „H.E.R.- Focus” ერქვა. მათანელს ფანჯრიდან ჰქონდა ხელი გადაწეული. სიგარეტის ღერს რომანტიკულად იჭერდა ხელში და შიგადაშიგ მის სახეზე თავბრუდამხვევი ღიმილი აისახებოდა ხოლმე.
- სასიამოვნო სიმღერაა, მათა...- ვუთხარი მას ისე, რომ მისი სახის ნაკვთებიდან თვალი არ მომიცილია.
- მიხარია თუ მოგეწონა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა, დეპრესიულო ყვავილო. თუმცა გამიკვირდა. შენ ხომ სულ მძიმე როკს უსმენ... რამშტეინი და მთელი ამბები.- მაცდურად ჩაიღიმა მან.
- ჩვენს ურთიერთობას მძიმე როკი არ შეესაბამება.
- მართალია. სწორედ ამიტომ მომწონს ეს სიმღერა, რადგან ჩვენი ფერი დაჰკრავს.- ღრმა ნაფასი დაარტყა მან.- მიყვარხარ დეპრესიულო ყვავილო.


სანამ დანიშნულ ადგილამდე მივიდოდით ფიქრებმა ძალიან შორს წამიყვანა. გამახსენდა ყველა ის ადამიანი, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში უმალვე შემოიჭრნენ და კვლავ მომენტალურად გაქრნენ... გაქრნენ ისევე როგორც ფერადი ფერები ჩემში ერთ დროს. წარმოსახვაში თვალს ვადევნებ აწ უკვე ყოფილ მეგობრებთან გატარებულ წამებს და სწორედ ამ დროს ტანში ავისმომასწავებლად მცრის. ზოგჯერ როგორ მინდა ფიქრი შევწყვიტო.... ეს ყველაფერი უბრალოდ მფიტავს.
- შეგცივდა, ევა? ახლავე ავწევ ფანჯარას...- თქვა მათანელმა და შემომხედა, თუმცა ჩემი სახის დანახვისთანავე ადგილზევე გაქვავდა. მე ხომ ვტიროდი. მას კი აქამდე არ ჰქონდა ნანახი ჩემი ცრემლები. მათანელმა მანქანა გადააყენა. ღვედი შეიხსნა და შიგ თვალებში ღრმად ჩამხედა. თითქოს დახმარების ხელსაც მიწოდებდა.- შენ რა ტირიხარ?- შიშით წარმოთქვა მან.- რამე არასწორად გავაკეთე, პატარავ? რამე მოხდა?!
- არა... შენ არაფერ შუაში არ ხარ, მათა...
- აბა ეს რას ნიშნავს, ევა... მითხარი გამაგებინე. ვერ ვუძლებ შენს ცრემლებს.
- უბრალოდ....
- რა უბრალოდ, ევა.
- მეშინია.
- გეშინია? რისი?
- იმის რომ ერთ დღეს შენც გაქრები ჩემი ცხოვრებიდან. განა შეიძლება ნებისმიერ წელიწადს ყოველთვის გაზაფხული იყოს? მეშინია გაზაფხულთან ერთად არ გამიფრინდე.- ვთქვი მძიმედ, ხოლო მათანელი თავისი თლილი ხელებით ცდილობდა ჩემი ცრემლები შეეშრო.
- თითოეული ადამიანი ქმნის ნებისმიერ წელიწადის დროს. გაზაფხული ჩვენი ურთიერთობის ფერია. იგი არასოდეს არ გაქრება. გპირდები.
- ამ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალი მგონია. სწორედ ეს მაშინებს, მათა.
- ოდესმე პირობა დამირღვევია შენთვის?
- არა....
- ხოდა არც ახლა არ იქნება გამონაკლისი. დამერწმუნე გოგოების ნაკლებობა არასოდეს არ მქონია. იმ ბიჭების კატეგორიაში არ შევდივარ, რომლებსაც ქალი მხოლოდ თავისი პირადი მიზნების მისაღწევად სურთ. ახლა კი მოიწმინდე ცრემლები, გთხოვ. ვიცი დეპრესიული ხარ, მაგრამ მთლად ასეთი დეპრესიულობაც მიუღებელია, როცა შენ ჩემთან ხარ!- თქვა მან და ნაძალადევად გაიღიმა.
- ხო... ალბათ მართალი ხარ.

მათანელის სახლი იმაზე აღმაშფოთებლად გამოიყურებოდა ვიდრე ეს მეგონა. ზოგადად მასზე ადამიანი ვერ იტყოდა თუ შეძლებული ოჯახის შვილი იყო.
- დედა, მამა... ეს ევაა?- ჩემი თავი გააცნო მათანელმა თავის მშობლებს.- ევა ეს დედაჩემი-ანაბელია, ხოლო ეს ჯელტმენი- ნოდო.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, შვილო.- მითხრა ანაბელმა თბილი ტონით. ეს ქალი უკვე ძალიან მომწონდა.
- მათანელს თქვენზე ძალიან ბევრი აქვს მოყოლილი. ახლა კარგად ვხვდები ასე, რატომ აფასებს იგი მშობლებს.- მეც გავუღიმე მას.
საღამო სასიამოვნოდ წარიმართა. ნოდო შიგადაშიგ ჩაგვერეოდა ხოლმე საუბარში. ეტყობოდა, რომ დიდად განცვიფრებული ჩემით არ იყო, თუმცა ქალბატონი ანაბელი ჩემთან ადვილად შემოვიდა კომუნიკაციაში... მეტიც, სულ მცირე ხნის შემდგომ მათანელის ბავშვობის სასაცილო მომენტებიც გამიზიარა.
- შენ არ იცი როგორი მშიშარა იყო ხოლმე, მათანელი. განა ყოველთვის ასეთი დინჯი ბიჭი იყო?- გაიცინა ანაბელმა.
- დედა შეწყვიტე, სირცხვილია.- სახეაწითლებულმა ძლივას აღმოთქვა მათანელმა, რომელსაც ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის გააღწევდა ამ ოთახიდან თავს.
- რა არის სირცხვილი, მათანელ? შენს შეყვარებულთან რა გაქვს დასამალი? თუ მხოლოდ დადებით მხარეებზე გსურს ყურადღების გადატანა?- კვლავ ჩაიცინა მას.
- ევა მინუსებიანად მიცნობს.
- მაშინ არც არაფერი ყოფილა დასამალი. ერთ დღეს მათანელს პარკში ვასეირნებდი. ბავშვობაში ყოველთვის მოსწონდა ჩემი ტოლა ქალები და თვალს ეშმაკურადაც აპარებდა ხოლმე. ნეტავ შეგახედა როგორი სახე ჰქონდა ამ დროს. ერთხელ ერთ ქერათმიან ქალთან მივიდა და სიყვარული აუხსნა. ქალს, რომელსაც ალბათ მუხლამდე ძლივს სწვდებოდა.
- დედააა....- ჩაიბუზღუნა მათანელმა.- ცოტა არ იყოს მარცხვენ.
- კარგი, კარგი... ევა, აბა რას გვეტყვი შენზე? რას საქმიანობ და რა გეგმები გაქვს?
- როგორც მოგეხსენებათ პირველი კურსის სტუდენტი ვარ. კერძოდ იურიდიულის სფეროში. მესამე კურსიდან ვფიქრობ, რომ სისხლის სამართალსაც ავირჩევ და რაც შეეხება მომავალში მინდა იურიდიული ფსიქოლოგი გამოვიდე. ამ კარიერის გარდა მინდა გითხრათ, რომ მწერალიც ვარ. ეტაპობრივად ვაპირებ, რომ გამოვცე ჩემი წიგნებიც.
- კარგი არჩევანი გაუკეთებია, ჩემს ბიჭს!- აღფრთოვანებით თქვა ანაბელმა.
- და აქვე მინდა ვთქვა, რომ მათანელისა და ჩემს ურთიერთობაზე ერთ მოთხრობას ვწერ, რომელსაც როგორც კი დასრულდება აუცილებლად გავაცნობ მას.- ვთქვი და მათანელს ხელი ნაზად ჩავკიდე.
- მოთხრობაო? ამაზე აქამდე რატომ არ მითხარი?- კაკლისოდენა თვალები მომაპყრო მან.
- შესაფერისს მომენტს ველოდებოდი, ძვირფასო.
- შენი მშობლები რას საქმიანობენ?- ჩაერია საუბარში კვლავ ანაბელი.
- დედაჩემი მასწავლებელია, ხოლო მამა ბიზნესმენი.
- საინტერესოა.- თქვა ფართო ღიმილით მან.


თავი 6
- როდის აპირებ, რომ წამაკითხო?- იხტიბარს არ იტეხდა, მათანელი და კვლავ ჯიქურად აგრძელებდა მანიპულაციას, თუმცა შეცდა... ჩემზე დიდი მანიპულატორი ჯერ არც არავინ შობილა.
- როცა მზად იქნება მოთხრობა.
- მანამდე სული უნდა დამალევინო?
- როგორც ჩანს.- თვალის ჩაკვრით მივუგე მას.
- სატანა ხარ.- ტუჩები ქვემოთ ჩამოუშვა.
- ახლა ტირილიც არ დაიწყო და დედის კალთებს არ მიეკედლო.
- როგორი საზიზღარი ადამიანი ხარ. მაინტერესებს, ევა...
- გაინტერესებს?
- და თან როგორ!
- მგონი შენ ყველაზე ბოლოს წაიკითხავ ამ მოთხრობას.
- ეს რას ნიშნავს? ჩემზე წერ ისტორიას და მე არ მაკითხებ?
- მე მყავს ჩემი მკითხველი, რომელიც უკვე თავიანთ დამოკიდებულებას მიზიარებენ.
- ბიჭებიც გიკომენტარებენ?- ეჭვიანობისგან სახე აეფაკლა მას.
- რა თქმა უნდა. თან როგორი ბიჭები?- მეც არ მოვეშვი და უფრო და უფრო დავიწყე მისით თამაში.
- გინდა მკვლელად მაქციო? იცნობ მათ?
- რა თქმა უნდა ვიცნობ... ერთი ისეთი საყვარელია...
- ზედმეტებში გადადიხარ, ევა!!
- რა იყო, ნუთუ ეჭვიანობს მათანელ ბიჭი?
- რატომ მექცევი ასე ცინიკურად? მე ასე გექცევი?
- ზოგჯერ გართობა მიყვარს.
- ნერვებზე დაკვრა?
- ფორტეპიანოზე შვიდი წელი ძალით მატარეს. ვერ ვიტანდი დაკვრას, თუმცა როდესაც ადამიანის ნერვებს უშუალოდ შევეხე მაშინ შემეცვალა აზროვნება. ახლა კლავიშების ნაცვლად ადამიანის ფსიქიკით ვერთობი.
- მე ასეთს არ გიცნობ...
- არა? მათანელ... უბრალოდ დროის საკითხია. აუცილებლად წაგაკითხებ, თუმცა ჯერ არა.
- კი მაგრამ როგორ უნდა გამოიცნო ჩვენი ისტორიის დასასრული?
- სწორედ იქ იქნება დასკვნითი ეპიზოდი ეს როცა შენ მოგესურვება.
- ცუდად საუბრობ და მამწარებ.
- არაუშავს... დამერწმუნე მოთმენად ღირს, ძვირფასო.

მათანელი რამდენიმე დღე გაბუტებული იყო ჩემზე. აღარ მელაპარაკებოდა და თითქოს ერთმანეთს შორის კედელიც აღმოცენდა. უკვე გაზაფხულის მიწურული იყო. მეშინოდა თვის დასრულების, რადგან შინაგანად ვგრძნობდი, რომ შესაძლო იყო მათანელი უეცრად გაქრობილიყო ჩემი ცხოვრებიდან.
- ნოდოს დიდად არ მოვწონვარ, არა?
- მას ისედაც არავინ და არაფერი მოსწონს.
- ხო, არსებობს ასეთი ადამიანებიც.
- გიყურებ და მგონია, რომ ჩემთან ამ მომენტში არ ხარ. ვინმე გიყვარდა?
- რა თქმა უნდა მყავდა შეყვარებულებიც შენამდე.
- მაგრამ შენი თვალები მეუბნება, რომ ერთი დღემდე ვერ დაივიწყე. რატომ გაჩუმდი? იმიტომ ხომ არა, რომ სიმართლეს ვამბობ, ევა?
- მინდა ისევ შენი დეპრესიული ყვავილი ვიყო.
- ჩემი დეპრესიული ყვავილი ისედაც ხარ. უბრალოდ ვერ შევეგუები ჩემთან, რომ იყო და ამავდროულად სხვა კაცზე ფიქრობდე.
- ეს ასე არ არის...
- ნუ ტყუი, ევა. იცი, რომ ყველაზე მეტად სიცრუე მზარავს. შენი დღიური ვნახე, სადაც ედუარდზე გეწერა.
- ....
- შენ ის ისევ გიყვარს. თითოეული ჩანახატი, წიგნი, მოთხრობა მას მიუძღვენი...
- მაგრამ ახლა რასაც ვწერ ის მხოლოდ ჩემი და შენია.
- მაგრამ მას წრფელი გრძნობები აკლია. ამბობენ პირველი სიყვარული მარადიულად შენში რჩებაო. ჩემთვის პირველი სიყვარული იყავი.... შენთვის კი ის ედუარდი. ამას ვგრძნობ, დეპრესიულო ყვავილო და გთხოვ, ნუ უარყოფ მას. სწორედ მაშინ შეიცვალა შენი ცხოვრება, როდესაც ედიმ ზურგი გაქცია. გტკივა ახლაც... ვგრძნობ და ვხედავ სულის იარებს. გგონია ბრმა ვარ? როგორც არ უნდა ვიყო შეყვარებული მე არ მოგცემ უფლებას ჩემი გრძნობები გამოიყენო...
- მე მას არ ვიყენებ, მათა. მე შენ შემიყვარდი და ნუთუ ამას ვერ გრძნობ?
- ჩვენი ურთიერთობა გაზაფხულის დასაწყისში დაიწყო და ბოლოს დასრულდა.- ხმა გაებზარა მას.- საქართველოში არ ვრჩები, ევა. სამოდელო სააგენტომ ბელგიაში სამუშაო შემომთავაზა, რომელზედაც უარს ვერ ვიტყვი. ვინაიდან იქიდან, რომ სოციალურ ქსელთან არანაირი კონტაქტი არ გაქვს იძულებული ვხდები, რომ დავშორდეთ.
- დავშორდეთ?
- ეს ორივესთვის მომგებიანი იქნება.
- შენ მიზეზს ეძებდი....
- მიზეზს?
- კი, კი... სწორედაც, რომ საშინელ მიზეზს ეძებდი იმისათვის, რომ დამშორებოდი მარტივად...
- ხვდები რას ლაპარაკობ?
- აბა ედუარდის თემა ასე უმიზეზოდ რატომ შემოაგდე?
- მე სიმართლეს ვამბობ და სიმართლე შენთვის ყოველთვის მწარეა.
- არ წახვიდე...
- ნუ მეკამათები...
- მათანელ....
- გისმენ...
- გაზაფხული გაქრა?
- სამწუხაროდ ფერფლად იქცა, დეპრესიულო....
- შენ ცოლად უნდა მოგეყვანე, მათანელ. სად არის ეს დაპირებები...
- მე არაფერს არ დაგპირდი, ევა...
- ცრუობ... და გულს მტკენ.
- არ გინდა, ევა. გვეყო ასეთი თამაში. ორივემ შესანიშნავი დრო გავატარეთ ერთმანეთთან. შენთვითონვე ხომ ამბობდი, რომ მარადიული არაფერიაო? ხოდა არც ეს ყოფილა უსასრული.
- აქედან უნდა წავიდე....
- რატო? ნუ ჩქარობ. იქნებ ბოლოჯერ....
- ხელები გამიშვი.- ცრემლები სწრაფად მოვიწმინდე და სახლიდან გავვარდი.


- მათანელ... მათა... იასამანი... გაზაფხული....- ვქვითინებდი გზაში და სიოს საბნად ვიხურავდი.- გიყვარდი.... მიყვარდი... სიცრუის თეორია....- იქვე მყოფი სახლის წინ ჩავიკუზე და ცხარე ცრემლით ავტირდი.- ყველაფერი რასაც ვხედავ თურმე ილუზიაა... რისთვისაც ვცხოვრობ ის არ არსებობს. რისთვისაც ვსუნთქავ ის შხამიანი გამოდგა... მათანელ... მათა... გაზაფხულო... წარმავალო... მათანელ....

რამდენიმე დღის შემდგომ

ყოველი დღე უწინდელ ტემბრს უბრუნდებოდა.
ისევ მეტი დეპრესიულობა...
მეტი სიგარეტი...
მეტი არეულობა...
მეტი შინაგანი ხმაური...
მეტი სუიციდური აზრები...
და უფრო მეტი ჩამქვრალი ვარსკვლავები ჩემში.
- მე შენ დაგპირდი, რომ ჩვენს მოთხრობას განახებდი, როდესაც დასრულდებოდა. იმედია ახლა მაინც მიხვდები, რომ მართლა მიყვარდი. მიყვარდი ჩემებურად და ბავშვურად. გაზაფხულისფრად....- გავიფიქრე გულში და ჩემი დაქალის სოციალური ქსელით მოთხრობა „მათანელ“ გადავუგზავნე, რომელიც ჩვენს ისტორიას იტევდა.



№1  offline მოდერი Mary Drey

არ მინდოდა ჩემი მკითხველი მომეტყუებინა. გაზაფხული გაქრა.

 


№2  offline წევრი Debby Ryan

ვაიმეე!!!
რატომ ხდება ასე? რატომ წავიდა გაზაფხული?
ვფიქრობ თვითონ გიყენებდა და უბრალოდ მიზეზი მოძებნა.
რატომ?
აბა მითხარი, რომელი კაცი გაცვლის საყვარელ ქალს სამოდელო სააგენტოში.
არავინ.
ვერავინ.

თუ მართლა გაუგზავნე და წაიკითხავს. ამ კომენტარსაც ნახავს.
ხოდა ერთს გეტყვი, მათანელ.
როცა გიყვარს არ ფიქრობ კარიერაზე. არ ფიქრობ არანაირ სხვა არაფერზე. და მითუმეტეს არ ცვლი. უყვარდი? უყვარდი. უბრალოდ ვერ დააფასე და ვნახავთ წარუშლელია თუ არა პირველი სიყვარული.

მარიამ, ადამიანები ისევე უნდა გაუშვა ცხოვრებიდან, ისევე ადვილად, როგორც შემოუშვი და მიეცი საშვალება, რომ შენი უნიკალური ბუნება გაგეცნო მისთვის.
მიყვარხარ, ყვავილო!

 


№3  offline წევრი lortkia

სიყვარული ეს გრძნობა ყველამ უნდა გამოცადოს,მე არ გამომიცდია და არ ვიცი რა ახლავს თან მარიამ ჩემო კარგო გაუშვი ის ადამაინი შენი ცხოვრებიდან რომელიც არაა შენი ღირსი,ვიცი რთულია დავიწყება მაგრამ უნდა შეძლო.არ ვარ ოპტიმისტი პირიქით საშინელი პესიმისტი ვარ მაგრამ მიდი გადაშალა ცუდი მოთხრობის ფურცელი და დაიწყე თეთრი ქათქათა ფურცლიდან ახალი ისტორია,არ ცააქრო შენს სულში გაზაფხული იცოდე არავინ არ არის შენი ღირსი :)

 


№4  offline მოდერი Mary Drey

Debby Ryan
ვაიმეე!!!
რატომ ხდება ასე? რატომ წავიდა გაზაფხული?
ვფიქრობ თვითონ გიყენებდა და უბრალოდ მიზეზი მოძებნა.
რატომ?
აბა მითხარი, რომელი კაცი გაცვლის საყვარელ ქალს სამოდელო სააგენტოში.
არავინ.
ვერავინ.

თუ მართლა გაუგზავნე და წაიკითხავს. ამ კომენტარსაც ნახავს.
ხოდა ერთს გეტყვი, მათანელ.
როცა გიყვარს არ ფიქრობ კარიერაზე. არ ფიქრობ არანაირ სხვა არაფერზე. და მითუმეტეს არ ცვლი. უყვარდი? უყვარდი. უბრალოდ ვერ დააფასე და ვნახავთ წარუშლელია თუ არა პირველი სიყვარული.

მარიამ, ადამიანები ისევე უნდა გაუშვა ცხოვრებიდან, ისევე ადვილად, როგორც შემოუშვი და მიეცი საშვალება, რომ შენი უნიკალური ბუნება გაგეცნო მისთვის.
მიყვარხარ, ყვავილო!



იყოს... იყოს სამოდელო სააგენტოში ეგ მაინც ვიცი, რომ რეალურად აბედნიერებს))))

lortkia
სიყვარული ეს გრძნობა ყველამ უნდა გამოცადოს,მე არ გამომიცდია და არ ვიცი რა ახლავს თან მარიამ ჩემო კარგო გაუშვი ის ადამაინი შენი ცხოვრებიდან რომელიც არაა შენი ღირსი,ვიცი რთულია დავიწყება მაგრამ უნდა შეძლო.არ ვარ ოპტიმისტი პირიქით საშინელი პესიმისტი ვარ მაგრამ მიდი გადაშალა ცუდი მოთხრობის ფურცელი და დაიწყე თეთრი ქათქათა ფურცლიდან ახალი ისტორია,არ ცააქრო შენს სულში გაზაფხული იცოდე არავინ არ არის შენი ღირსი :)



გასაშვებს ჩემი ცხოვრებიდან ისედაც გავუშვებ, მაგრამ ამის ღირსი მათანელისგან ნაღდად არ ვიყავი.))))

 


№5  offline წევრი lortkia

lortkia
სიყვარული ეს გრძნობა ყველამ უნდა გამოცადოს,მე არ გამომიცდია და არ ვიცი რა ახლავს თან მარიამ ჩემო კარგო გაუშვი ის ადამაინი შენი ცხოვრებიდან რომელიც არაა შენი ღირსი,ვიცი რთულია დავიწყება მაგრამ უნდა შეძლო.არ ვარ ოპტიმისტი პირიქით საშინელი პესიმისტი ვარ მაგრამ მიდი გადაშალა ცუდი მოთხრობის ფურცელი და დაიწყე თეთრი ქათქათა ფურცლიდან ახალი ისტორია,არ ცააქრო შენს სულში გაზაფხული იცოდე არავინ არ არის შენი ღირსი :)


ის ვერ მიხვდა თუ რა დაკარგა შენ ისე საოცრად წერ წარმოუდგენელია უფრო საოცრად არ გიყვარდეს...
გაზაფხულები არ გააქრო შენს სულში მარიამ heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი კირა

ეხხხ მარიიიამმ, არვიცი მათანელის საქციელს რა დავარქვაა. თავიდანვე კითხვა რომ დავიწყე მეუცხოვააა და ძალიან მელამაზა თქვენი წყვილი ბოლოსკენ რომ ჩავედი აზრი შემეცვალა, არმინდა უხეშად გამომივიდეს მაგრამ ამ ბიჭს შენს მიმართ ის გრძნობა არ ქონია რასაც სიყვარული ქვია. ეს უფრო ახალგაზრდულ გატაცებას ჰგავს, აბა რომელი ნორმალური ადამიანი გაცვლის საყვარელ ქალს თავის კარიერაში? არავინ! თუ მართლა სიყვარულია ის დაუფიქრებლად იტყვის ამაზე უარს. თუ გრძნობა არ გააჩნია პროფესიას აირჩევს, თავისას "გაისწორებს". ეს დიალოგები, გეფიცები გული გამითბა ასეთი საოცარი დიალოგი რომ გქონდათ. არვიცი ეხლა ამას ის ბიჭი კითხულობს თუ არა მაგრამ თუ მაინც კითხულობ მინდა გითხრა რომ ჩამოუყალიბებელი და საკუთარ გრძნობებეში გაურკვეველი ბიჭი ხარ. ასე ძალიან როგორ ატკინე შენს "სიყვარულს"?


მარი შენ რაც შეეგეხება, ფეხზე მყარად დადექი აუცილებლად მოვა მზიანი დღეებიც, აუცილებლად გამოჩნდება შენი პირადი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეყვარები და დაგაფასებს.

 


№7  offline მოდერი Mary Drey

სტუმარი კირა
ეხხხ მარიიიამმ, არვიცი მათანელის საქციელს რა დავარქვაა. თავიდანვე კითხვა რომ დავიწყე მეუცხოვააა და ძალიან მელამაზა თქვენი წყვილი ბოლოსკენ რომ ჩავედი აზრი შემეცვალა, არმინდა უხეშად გამომივიდეს მაგრამ ამ ბიჭს შენს მიმართ ის გრძნობა არ ქონია რასაც სიყვარული ქვია. ეს უფრო ახალგაზრდულ გატაცებას ჰგავს, აბა რომელი ნორმალური ადამიანი გაცვლის საყვარელ ქალს თავის კარიერაში? არავინ! თუ მართლა სიყვარულია ის დაუფიქრებლად იტყვის ამაზე უარს. თუ გრძნობა არ გააჩნია პროფესიას აირჩევს, თავისას "გაისწორებს". ეს დიალოგები, გეფიცები გული გამითბა ასეთი საოცარი დიალოგი რომ გქონდათ. არვიცი ეხლა ამას ის ბიჭი კითხულობს თუ არა მაგრამ თუ მაინც კითხულობ მინდა გითხრა რომ ჩამოუყალიბებელი და საკუთარ გრძნობებეში გაურკვეველი ბიჭი ხარ. ასე ძალიან როგორ ატკინე შენს "სიყვარულს"?


მარი შენ რაც შეეგეხება, ფეხზე მყარად დადექი აუცილებლად მოვა მზიანი დღეებიც, აუცილებლად გამოჩნდება შენი პირადი ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეყვარები და დაგაფასებს.



კირა, მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent