შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტოკჰოლმის სინდრომი ( ნაწილი პირველი)


25-06-2020, 14:20
ნანახია 1 199

დახმარების ხელის გამოწვდას ველით, მაგრამ ზღაპრებისაგან განსხვავებით ზოგიერთ ასეთ ამბავს ბედნიერი დასასრული როდი აქვს!
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმედი არ უნდა გვქონდეს ,
არა!
სწორედ აქ ვცდებით ადამიანები, როცა შიშსა და ფიქრებს, იმედის წართმევისა და რწმენის განადგურების საშვალებას ვაძლევთ...
მაშინ როცა იმედით ანთებული თვალებითა და რწმენით სავსე გულით უნდა მივილტვოდეთ სასურველისაკენ, ბოლოს და ბოლოს ხომ ყველაზე კოშმარულ წარმოსახვასა თუ ზღაპარშიც კი სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე,
ნათელი ბნელს ცვლის...
და ახალი დღის დადგომისთანავე მზის სითბოსთან ერთად იღვრება, იმედი ჩვენს გულებშიც...

***
- ბერძნული... ეგვიპტური... აცტეკების.. და არც ერთი სკანდინავიური მითი ან ლეგენდა - ბრაზობდა ერთი ცისფერთვალება გიგონა რომელიც ბიბლიოთეკის თაროებზე " მითები და ისტორია" განყოფილებაში თავისთვის სასურველ წიგნს ეძებდა და სულ უფრო და უფრო უჩქარებდა ნაბიჯებს, თან თაროებს ათვარიელებდა , როცა უეცრად ძიებაში გართული შემთხვევით ვიღაცას შეეჯახა და თავის მართლება დაიწყო..
- უკაცრავად მაპატიეთ, მე რაღაცას ვეძებდი და ვერ დაგ... - გოგონას სიტყვები " დაეფანტა,, როცა მომღიმარი ბიჭის ხელში სასურველი წიგნი დაინახა და თავადაც უბრალოდ გაიღიმა..
- არაუშავს, აი აიღე სიმართლე გითხრა ეს მხოლოდ სკოლის პროექტისთვის არის მე დიდად არ ვარ დაინტერესებული , ხომ ხვდები..
- მე კი ძალიან მიყვარს მითები,ბავშვობიდან ვკითხულობ და ასე ვთქვათ ჩემი ცხოვრების ნაწილია.
- ალბათა ამიტომ გადმოხვედი ამ ქალაქშიც არა?
- რა?
- მართალია მითების მოყვარული არ ვარ მაგრამ აქ მაინც ხშირად მიწევს მოსვლა და ჯერ არც ერთხელ შემიმჩნევი ხარ, ალბათ იმიტომ, რომ აქ ახალი გადმოსული ხარ თუ ვცდები?
- ამმ კი აქ იმიტომ გადმოვედით რომ დედა და მამა ... მოკლედ რაღაც პატარა პრობლემა იყო.
- ანუ არ იცი ნიუ ორლენის შესახებ ეგრედწოდებული "ჭორები,, ? - გოგონამ თმა აჩეჩილ ბიჭს ინტერესის თვალებით დაუწყო ცქერა , მანაც მიმენტით ისარგებლა , დრო იხელთა და განაგრძო.
- ხალხი ამბობს , რომ ქალაქის აღმოსავლეთით ტყეში რაღაც ქოხია რომელსაც ლეგენდები უკავშირდება, ერთ-ერთი ასეთი თქმულების თანახმად იმ სახლში ცხოვრობდა კაცი რომელიც ღამღამობით ქალაქში ჩამოდიოდა და ბავშვებს იტაცებდა, შემდეგ კლავდა და მშობლებს ყოველ წლიურად საკუთარი შვილის ,, ნაწილებს " ჩუქნიდა დაბადების დღეს.
- ვაუ, მაგარია მაგრამ ეს ბავშვების შესაშინებლად გამოგონილ ისტორიას უფრო გავს.
- შეიძლება ასეცაა მაგრამ მაინც ექსტრემალურად ჟღერს, ზუსტად ამიტომ იკრიბებიან ყოველ წლიურად მოზარდების ჯგუფები ტყეში და მასზე შურისძიებას ცდილობენ.
- შურისძიებაში რას გულისხმობ?
- აი ამას ვერ გეტყვი მაგრამ შემიძლია გაჩვენო. - ბიჭმა წამწამები აახამხამა და გოგონას ცისფერ თვალებს ოდნავ გამომცდელი მზერა გაუსწორა.
- ანუ შენ..
- ხო, ხვალ საღამოს ჩემი მეგობრები და მე მივდივართ ტყეში და გამიხარდება თუ ჩემთან ერთად წამოხვალ.
- სიამოვნებით, ჩემთვის ძალიან საინტერესოა .
- კარგი მაშინ ხვალამდე
- მოუთმენლად ველი ხვალინდელ საღამოს. - ისისიყო გოგონამ წასვლა დააპირა როცა ბიჭის ხელი შეეხო მხარზე და უკან მიბრუნდა.
- იცი შენი სახელი არ გითქვამს..
- ამმ ეს როგორ დამავიწყდა მე მია ვარ, მია მორგანი. შეიძლება შენიც გავიგო?
- რათქმაუნდა .. მე სებასტიანი მქვია, სებასტიან რიდი.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა სებასტიან.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა შენნაირი ცნობისმოყვარე გოგონას გაცნობა მია მორგან . - გოგონამ ბიჭის სიტყვებზე დაიმორცხვა, სებასტიანმა კი აშკარა კმაყოფილებით გაიღიმა.
- ამას კომპლიმენტად მივიღებ - თქვა ლოყებ აწითლებულმა მიამ და თავი ჩახარა, ორი თინეიჯერი ერთმანეთს დაემშვიდობა აი მია კი სახლისკენ მხიარულად გაემართა და სახიდან თბილი ღიმილი არ მოშორებია.

მიას P.O.V.

სახლში მისვლა ძალიან გამიჭირდა რადგან გზა ამებნა და რუკა რომ არა დავიკარგებოდი, მაგრამ დიდი ძალისხმევის მიუხედავად ბოლოს მაინც მივაღწიე სახლამდე, მე და დედამ ( ჯენა მორგანი) ვივახშმეთ შემდეგ კი მე ჩემს ოთახში ავედი, დედამ კი ნივთების ამოლაგება და სახლის მოწყობა დაიწყო.
ვიცი ახალი სკოლა, ახალი გარემო და ახალი სახლი ეს ცოტა არ იყოს რთული იქნებოდა და ასეცაა ...
თუმცა ახლა მეგობარი მაინც მყავს, სებასტიანი თანაც იმ ტყის შესახემ ლეგენდა ნამდვილად მაინტერესებს , სიმართლეს არ გავს თუმცა რაღაც მაინც ხომ უნდა იყოს ნამდვილი, როგორც ეს მითებშია, ამიტომ დღეს გადავწყვიტე მალე წავსულიყავი დასაძინებლად , თუმცა თვალების დახუჭვისთანავე იმ ქოხს ვხედავდი ტყეში, ვაღიარებ ცოტა არ იყოს მეშინოდა კიდეც თუმცა იმაზე ფიქრი რომ სებასტიანიც იქ იქნებოდა თითქოს თავს უსაფრთხოდ მაგრძნობინებდა ..


ცნობისმოყვარე გოგონამ მთელი ღამე იმ უცნაურ ქოხზე ფიქრში გაატარა, თან ძალიან ნერვიულობდა ახალ სკოლაზე, ბავშვებზე და საერთოდ ამ უცხო გარემოზე, თუმცა მეორე მხრივ მისნაირი გოგონებისთვის საინტერესოც კი იყო ასეთი ცვლილება ,მიუხედავად იმისა, რომ მია მორგანს სიახლეები საერთოდ არ იზიდავდა.

***
როგორც იქნა გათენდა ცისფერთვალება გოგონაც მაშინვე ადგა საწოლიდან, შხაპი მიიღო , მოწესრიგდა , იმ დღეს შავი ჯინსისა და თეთრი ტოპის ჩაცმა გადაწყვიტა, და დამეთანხმებით ტყეში სიარულისათვის კაბა საუკეთე არჩევანი მაინც და მაინც არ იქნებოდა თან არც მიას სურდა რომ პირველ დღეს სკოლაში გამომწვევი ყოფილიყო, ეს უაზრო ვულგარულობა არც არასოდეს ყოფილა მისი სტილი, ასე რომ გოგონამ წიგნებით სავსე ჩანთას დაავლო ხელი და გაუბედავი ნაბიჯებით დაიწყო სკოლისაკენ სვლა, მალე უკვე ადგილზეც იყო, საბედნიეროდ სებასტიანმა დანარჩენ მოსწაავლეებზე მალე შეამჩნია გოგონა და მეგობრული ღიმილი შეაგება, მია ძალიან გაახარა იმ ფაქტმა რომ სებასტიანიც მისი კლასელი აღმოჩნდა, მართალია არ იცოდა როგორი კლასი შეხვდებოდა მაგარმ იმაში კი დარწმუნებული იყო რომ თავს მთლად უცხოდაც არ იგრძნობდა, რამოდენიმე წუთი იყო დარჩენილი ზარის დარეკვამდე, მიამ და სებასტიანმა კი ცხრილი გადაამოწმეს რომლის მიხედვითაც მათ ახლა ბიოლოგია უნდა ჰქონოდათ, ხოდა ისინიც ბიოლოგიის კაბინეტისაკენ გაემართნენ.
- რა მოხდა ხომ არ ნერვიულობ? - ჰკითხა სებასტიანმა გოგონას რომელსაც, სახეზე ფერი დაეკარგა და ხელებიც უკანკალებდა, როგორც ყოველთვის სჩვეოდა ხოლმე ნერვიულობისას.
- არა .. არ ვნერვიულობ უბრალოდ მაინც და მაინც არ მიზიდავს სიახლეები და თან მითუმეტეს ასეთი რადიკალური ცვლილებები - მიამ სცადა საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა მაგრამ მაინც აშკარა იყო რომ ძალიან ნერვიულობდა, თავისი საქციელით კი ვის ატყუებდა, საკუთარ თავს?
- იცი ? ძალიან ცუდი მატყუარა ხარ - სებსტიანმა ოდნავ გაიღიმა და კლასის კარი გახსნა.

მიას P.O.V. ( თვალთახედვით)

აი შემდგომი რამოდენიმე საათი კი მართლაც ისეთი აღმოჩნდა როგორიც წარმომედგინა, შეიძლება უფრო საშინელიც კი, ჯერ ბიოლოგია და გენეტიკა, შემდეგ ფიზიკა და ფორმულები , მომდევნო კრიმინალური სამართალი და ახლა როგორც იქნა შესვენება და კაფეტერია, მე და სებასტიანიც სწორედ რომ კაფეტერიისაკენ მივემართებოდით როცა ვიღაც სკეიტიანი ტიპი დამეჯახა და თეთრ ტოპზე ყავა გადამასხა.
- ჰეი შენ! წინ არ იყურები? - სებასტიანმა მისი შეჩერება სცადა თუმცა არ გამოუვიდა, აი ჩემსკენ კი უკვე ათეულობით დამცინავი მზერა და კამერა იყო მომართული, უმეტესი მათგანი უკვე სიცილისაგან ცრემლებსაც იწმენდდა, მე კი ასე უბრალოდ ვიდექი, სანამ სებასტიანმა არ წამავლო ხელი და სადღაც არ წამიყვანა, თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავით რადგან ამ შენობას კარგად არ ვიცნობდი, თუმცა შემდეგ კარებზე ამოტვიფრული წარწერა დავინაზე, სადაც ეწერა " გოგონების საპირფარეშო,, .
- ჩანთაში მაისური მაქვს გამოიცვალე და აქედან წავიდეთ, იდიოტები ფიქრობენ , რომ კარგი ტიპები გამოჩნდებიან თუ გოგონებს შეურაწყოფას მიაყენებენ.
- იცი საჭირო არ არის.. - ვეცადე სებასტიანი გადამეტწმუნებინა თუმცა მან მაინც გამაწყვეტინა.
- კი საჭიროა ! შენ სველი ხარ ისინი კი გარეთ გველოდებიან . - მის სიტყვებზე საპასუხო აღარფერი მქონია ასე ,რომ მისი მაისური ჩავიცვი რომელიც სიმაღლის გამო კაბად უფრო გამოიყურებოდა ვიდრე მაისურად , თუმცა სებასტიანი მართალი აღმოჩნდა, სველ ტოპს ნამდვილად სჯობდა, დანარჩენ გაკვეთილებს აღარც დავსწრებივართ პირდაპირ ტყისაკენ გავემართეთ სადაც როგორც წესი სებასტიანის მეგობრებს უნდა შევხვედროდით.
(ცოტა ხნის შემდეგ)
- არ მესმის თქვეს რომ მოვიდოდნენ!
- ცოტა ხნით კიდევ დავიცადოთ იქნებ საცობში მოყვნენ?
- საცობი? ეს ნიუ ორლეანია მია აქ ნიუ- იორკისგან განსხვავებით იმდენი ხალხიც არ ცხოვრობს, რომ ერთი ქუჩა გადაკეტონ , საცობზე ხომ საუბარი ზედმეტია, იცი რა ჯობია ჩვენ შევიდეთ , ისინი კი მერე შემოგვიერთდებიან.
- კარგი წავიდეთ. - მე და სებასტიანი ტყეში შევედით, ის ქოხიც მარტივად ვიპოვეთ აი მე კი შემიძლია დავიფიცო, რომ თავი ქოხის კი არა გრაფი დრაკულას სასახლის წინ მეგონა, ან აქაურებმა არ იცოდნენ " ქოხის ,, სწორი მნიშვნელობა.
- კარგი ქოხის კვალობაზე ძალიან დიდი ყოფილა, გაყოფა მოგვიწევს. - გაოცებისაგან პირდაღებული სებასტიანი იმ სახლს მისჩერებოდა , მე კი უკვე ვნერვიულობდი რომ მის ფართოდ გაღებულ პირში სრულიად შემთხვევით რომელიმე მწერი არ მოხვედროდა.
- გავიყოთ? - ვკითხე სებასტიანს მას შემდეგ რაც როგორღაც პირიდან მუმლი ამოახველა და ჩვენი წყლის მარაგი 3 წუთზე ნაკკებში დალია თავისი გენიალური იდეის მუმლის დახრჩობის გამო.
- ხო გავიყოთ! ხომ არ გეშინია?
- არა , არა უბრალოდ ვიფიქრე რომ თუ ამ სახლის დანახვაზე იმხელა პირი გააღე რომ მუმლი გადაგეყლაპა, შიგნით შესვლის შემთხვევაში მეშინია რამე უფრო დიდი არ გადაგეყლაპოს, თანაც წყალი უკვე აღარ გვაქვს - რაც შემეძლო სერიოზულად ვუთხარი თუმცა ბოლოს მაინც ვეღარ შევიკავე სიცილი, სებასტიანმა კი თვალები აატრიალა და პატარა მტირალა ბავშვივით გაიბუტა.
-ჰა! ჰა! ჰა! ძალიან სასაცილოა , შენ იცინე და აი შიგნით, რომ შევალთ და შეშინებული ჩემს სახელს იკივლებ მერე მე გავიცინებ.- ტყის სიღრმეში მდგომი გოგონა და ბიჭი ერთმანეთს გულადობასა და სიმამაცეში ეჯიბრებოდა, თუმცა მაინც ორივე სახლის წინ იდგა და შესვლას ვერ ბედავდა მათ ხომ ამ "გმირული,, თავგამოდების მიუხედავად მაინც ძალიან ეშინოდათ სახლში შესვლის.

***
- კარგი აქაურობა ძალიან ჩაბნელებულია ,ფანარი და რაცია აიღე იმ შემთხვევაში თუ რამეს იპოვი გამაგებინე, მე მეორე სართულს დავათვარიელებ. - როგორც იქნა ამ ორმა შესვლა გაბედა,მას შემდეგ რაც ტყის ღრმა ნაწილიდან უცნაური ხმები გაიგონეს და სახლი უფრო უსაფრთხო ადგილად მოეჩვენათ, ასე რომ ისინიც სართულებზე გადანაწილდნენ და უმიზნოდ დაიწყეს ოთახებში ხეტიალი.
- ყურადღება! ყურადღება! ვუკავშირდები მია მორგანს რამე იპოვე? - მას შემდეგ რაც მია და სებასტიანი სახლში შევიდნენ, გოგონამ დაითვალა და დაასკვნა , რომ სებასტიანი მას ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ეკითხებოდა იპოვა თუ არა რამე.
- პასუხი ისევ იგივეა რაც ხუთი წუთის წინ.შენ იპოვე რამე?
- პასუხი ისევ იგივეა რაც ხუთი წუთის წინ.

(ცოტა ხნის შემდეგ)

- ხომ არ გეშინია?
- არა შენ?
- არა.

5 წუთის შემდეგ.

- მია რამე იპოვე?
-არა.
- ხომ არ გეშინია?
- სებასტიან თუ ასე ყოველ ხუთ წუთში ერთხელ მკითხავ რამე ვიპოვე თუ არა , ვერც ვერაფერს ვიპოვი და ვიფიქრებ, რომ შენ გეშინია ასე, რომ თავი დამანებე! - მიამ რაცია იქვე სავარძელზე დააგდო და მორიგ ოთახში გადაინაცვლა,შეიძლება ითქვას, რომ უკვე ნანობდა კიდეც აქ წამოსვლას რადგან საინტერესო არაფერი იყო, მანამ სანამ იატაკი არ ჩატყდა და გოგონას ფეხიც მიწისქვეშ არ აღმოჩნდა, თან რაციაც აღარ წამოუღია სებასტიანის გამო, თუმცა ახლა მისი დახმარება მართლაც რომ ძალიან სჭირდებოდა, სცადა ფანარი აეღო რომელიც დაცემისას უმისამართოდ დავარდა, მაგრამ ვერც ეს შეძლო , ცდილობდა ნატკენი ფეხი როგორმე გაემოძრავებინა მაგრამ ძალიან სტკიოდა , ბიჭის სახელს ყვიროდა მაგრამ ამაოდ, შემდეგ გადაწყვიტა თავი ხელში აეყვანა თუმცა ფეხზე შეხება იგრძნო აი იმ წამს კი ბოლო ხმაზე დაიწყო შეშინებულმა ყვირილი, უნუგეშოდ ატირდა , თუმცა როგორც ჩანს ამან გაამართლა კიდევაც, რადგან დროის რაღაც მონაკვეთში კიბეების ჭრიალის ხმა გაიგონა და სებასტიანიც მალევე ოთახში გაჩნდა.
- სებასტიან ! დამეხმარე ჩემი ფეხი! - ბიჭი მაშინვე მიასთან გაჩნდა.
- მია დაწყნარდი აუცილებლად დაგეხმარები მაგრამ ჯერ უნდა დამშვიდდე კარგი? - სებასტიანი მთელი ძალით ცდილობდა აქვითინებული გოგონას დაწყნარებას მაგრამ მაინც არაფერი გამოსდიოდა.
- მისმინე! ახლა შევეცდები აქედან ამოგიყვანო ვიცი, რომ გტკივა მაგრამ ცოტაც გაუძელი, სულ ცოტაც.. - მიამ თანხმობის ნიშნად, მხოლოდ თავი დაუქნია , სებასტიანი კი დაიხარა, გოგონას ნელა და ძლიერად მოხვია ხელი და სულ რამოდენიმე წამში მიას ფეხიც უკვე იატაკს ზემოთ აღმოჩნდა.
- შევამოწმებ რამდენად დაიზინე ფეხი - ბიჭმა ფრთხილად აწია გოგონას ფეხზე ჯინსი და ხელით სხვადასხვა ადგილას მოსინჯვა დაიწყო, მანამდე სანამ მკლავზე ნამტირალავი გოგონას ფრჩხილები არ ჩაესო.
- გთხოვ! ძალიან მტკივა!
- კარგი, კარგი არ იტირო ! ცოტა დამშვიდდი და აქედან წავიდეთ კარგი?- სებასტიანმა გოგონა გულში ჩაიკრა და აბურდულ თმაზე ჩაძინებამდე ეფერებოდა. თავად კი იმ მიწისქვეშა ოთახის შემოწმება გადაწყვიტა და მია სავარძელზე დააწვინა. აი იქ კი ისეთი რამ ნახა რის გამოც უბრალო ლეგენდები, უბრალო ლეგენდებად აღარ მოეჩვენა, კედელზე გაკრული სქემები სათაურით თუ როგორ "დაანაწევრო ადამიანი,,
საოპერაციო მაგიდა, სკალპელი, პინცეტი, ტამპონები, უამრავი სხვადასხვა ზომის ბასრი დანა, სკივრები რომლის გახსნაც სებასტიანმა არ ისურვა და ალბათ სწორადაც მოიქცა, კიდევ სხვა უამრავი რამ რის გამოც ბიჭი სასწრაფოდ ამოვიდა იმ სარდაფისმაგვარი რაღაციდან, ფანარი აიღო, მძინარე გოგონა ხელში აიყვანა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას, თავში უამრავი უცნაური აზრი უტრიალებდა და თან ეს ,, ტყის ხმებიც " ძალიან აშინებდა, თუმცა ყოველივე ეს უფრო და უფრო მეტ ძალას აძლევდა ბიჭს რომ იქაურობას გასცლოდა.
დამეთანხმებით შიში მართლაც რომ გამანადგურებელი რამაა, მაგრამ ხანდახან იმდენად დიდ ენერგიად იქცევა ხოლმე რომ შეშინებულ ადამიანზე ძლიერი აღარც არავინ რჩება..

მიას P.O.V.

გონს , რომ მოვედი თავს ექიმები დამტრიალებდნენ მივხვდი , რომ საავადმყოფოში ვიყავი, გუშინდელი ღამეც გამახსენდა ამიტომ საწოლზე წამოჯდომა ვცადე, მაგრამ საშინელი ტკივილი ვიგრძენი და ადგომის ნაცვლად გავშეშდი. ოთახი სადაც ვიწექი ძალიან ჩაბნელებული იყო, ჩემს ზემოთ ანთებულ ნათურას ხოლო გარშემო კი უამრავ უცნაურ ლითონის ნივთსა და სისხლიან ხელთათმანებს ვხედავდი. ჩემი გაკვირვებული და ამავდროულად შიში ოთახში მყოფმა ერთ - ერთმა ხნიერმა ექიმმაც შენიშნა, მომიახლოვდა ნათურა გგვერდით გაწია , მე კი მოულოდნელად გავაანალიზე , რომ საოპერაციო მაგიდაზე ვიწექი, ამ მომენტიდან მთელი სხეული დამიბუჟდა იმ ხნიერმა მოხუცმა კი მხოლოდ ერთი რაღაც თქვა, მაგრამ ვერ გავიგონე, შემდეგ კი ფეხში დანა ჩამასო, ტკივილისგან ყვირილი დავიწყე, ვგრძნობდი როგორ მოედინებოდა სხეულიდან სისხლი მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი ბოლოს კი იმდენიც მოვახერხე რომ მაგიდიდან გადმოვვარდი , ადგომას შეუჩერებლად ვცდილობდი, საკუთარ თავს ვტანჯავდი მაგრამ არ ვნებდებოდი, იმ ხნიერ კაცს მთელი ძალით ვურტყავდი ხელებს რომ გავთავისუფლებულიყავი მაგრამ ერთი და იგივე .. მე ისევ ერთი და იგივე ადგილას გაშეშებული ვიწექი. უცებ იქ მყოფთაგან ყველაზე ახალგაზრდა მომიახლოვდა, ხელები მაგრად დამიჭირა, რის გამოც წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ვახერხებდი, რამოდენიმე წამში შევამჩნიე რომ ისიც რაღაცას ამბობდა, მავრამ ისევ არ მესმოდა, მისი ტუჩები ოვალურ ფორმებს ხაზავდნენ და ისევ ერთ სწორ ხაზად სწორდებოდნენ. მთელი ყურადღება მოვიკრიბე და აი მაშინ კი შევძელი , მისი სიტყვების გარჩევა ის ჩემს სახელს ამბობდა " მია,, თანაც ეს ისეთი ნაცნობი ხმა იყო... ისეთი რომ შეწინააღმდეგება შევწყვიტე და ახლა ექიმის ნაცვლად სებასტიანის აღელვებული სახე დავინახე. ოთახიც აღარ იყო ისეთი ბნელი და საშიში, აღარც სისხლი და თეთრი ნათურა ჩანდა სადმე , მე საწოლზე ვიჯექი, სებასტიანს ჩემი ხელები მაგრად ეჭირა და ერთიდაიმავეს გაუჩერებლად იმეორებდა.
- ეს სიზმარია! სიზმარია მია გესმის! გაიღვიძე!
- სებასტიან!
- მე ვარ ნუ გეშინია ! აქ სხვა არავინ არის დამშვიდდი ეს უბრალოდ კოშმარი იყო, კოშმარი დაგესიზმრა და სხვა არაფერი...
- ეს.. ეს.. ძალიან რელაირი იყო.. ძალიან! ნამდვილივით.. თითქოოს.. - გოგონას თვალებიდან პატარა ცრემლის კუნწულები გადმოსცვივდა და დარწმუნებული ვარ გაუცნობიერებლად ბიჭს ძლიერად ჩაეხუტა, მიას მანაც იგივე საქციელით უპასუხა და თვალებიდან ცრემლები მოწმინდა, რომლის ადგილიც სხვა მარილიანმა წვეთებმა დაიკავეს..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent