შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (14 თავი)


25-06-2020, 16:22
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 410

მია იჯდა მაგიდასთან სრულიად დაბნეული და არეული, მისი ერთი ნაწილი ახლავე გაქცევას და თავოსუფლებას მოითხოვდა, მეორე ნაწილი კი გაჩუმებას. თორნიკემ იგრძნო თითქოს რომ მიას აემღვრა სული, ამიტომ ძლიერად მოუჭირა ყინულივით ცივ ხელს ხელი, მია დაფრთხა, უცბად ვერ გააცნობიერა ის თუ რა ხდებოდა და თორნიკეს ამღვრეული თვალებით მიაჩერდა
-არ გაგიშვებ-თორნიკემ დაუჩურჩულა და უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი, მიამ ჯერ მის ხელს დახედა შემდეგ თვალებს შეხედა და მეამბოხე ხმა გააჩუმა...
ნატა კარგახანს იდგა მარტო ეზოში და არიცოდა რა გაეკეთებინა, ბოლოს ბებიას დაურეკა და სთხოვა სახლში გაყოლოდა, მარინასაც მეტი რა უნდოდა, წამოვარდა მაშინვე მაგიდიდან განაცხადა წნევამ ამიწიაო და მე და ნატა შინ წავალთო, სწრაფად გაეცალა იქაურობას და ნატას მივარდა გაავებული
-რა უთხარი შენ დას ასე რომ გამოაშტერე გოგო? ზის და გიჟივით აცეცებს არეულ თვალებს
-ვუთხარი რომ მიატოვოს თორნიკე
-შენ რა სულ გააფრინე? მაგ შტერს კიდე ეგ უნდა? ისედაც არაა ნორმალური და შენ უარესად ურევ ტვინს, თან თორნიკე კარგი ბიჭია რატომ ცდილობ რომ თავგზა აურიო შენ დას
-ბებია შემეშვი თქვენთვის მთავარია
-მია თორნიკესგან ვერ წამოვა იმიტომ რომ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ და არც ის გაუშვებს მიას, ასე რომ ილუზიებით ნუ უტენი თავს, მისი და შენი ცხოვრებაც ჩვენი საკუთრებაა-დაუსისინა მარინამ და ტაქსი გააჩერა.
თიკას ზედმეტი კონწიალი ყელში ამოუვიდა ნიკას და თორნიკეს გამოემშვიდობა, თორნიკე მაშინვე მოხვდა ყველაფერს და არ წყენი ნიკას საქციელი, თიკას კი გულში დაემუქრა. როცა დაშლა გადაწყვიტეს მიამ შვებით ამოისუნთქა, რადგან ცემა ტყეპის და ჩხუბის გარეშე დაასრულეს მისმა ოჯახმა ეს გაცნობა. გეგა რესტორანში დარჩა და ლაშა გააყოლა ნანას, თან ტაქსით გაუშვა სახლში, ლაშა გაღიზიანდა მაგრამ ხმა არ ამოაღებინა ნანამ, მიას სძულდა მამამისის ეს საზიზღრული გამოხტომა როცა აშკარად უპატივცემულობას გამოხატავდა ნანასადმი, სძულდა მისი აგდებული დამოკიდებულება ოჯახისადმი. ზურამ კი ცოლშვილი ჩაისხა მანქანაში და ხმამაღალი მუსიკის ფონზე იქაურობას მოშორდნენ. მია და თორნიკე დარჩნენ მატონი ეზოში
-დაჯექი-თორნიკემ მანქანა გამოაყენა და მიას წინ გააჩერა, მია გაირინდა, ნატას სიტყვები არ ანებებდა თავს, სიტყვები თავისუფლებაზე, ხელი კარის გასაღებად გასწია და გიფიქრა რა მოხდებოდა თუ გაიქ ეოდა ახლა ამ წამს აქედან, თუ არ დაჯდებოდა იმ მანქანაში რომელიც მაა უეჭველი უბედურებისაკენ წაიყვანდა, თორნიკე გრძნობდა რომ მიას სულში რაღაც ხდებოდა და ამიტომ თავად გააღო და დაელოდა, მია ჩაჯდა, თორნიკემ ღვედი გაუკეთა და გაბრაზებულმა წამში ასგილს მოწყვიტა მანქანა, კარგახნის სიარულის მერე მანქანა გააჩერა კლდის პირას საიდანაც თბილისის ულამაზესი ძედი იშლებოდა, გადავიდა მანქანიდან და თბილის გახედა, მია თავდახრილი იჯდა ისევ მანქანაში
-გადმოდი-თორნიკემ კარი გაუღო, მიამ ახედა და ღვედი შეიხსნა ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის, გადავიდა და ისევ თვალებში უყურებდა, თორნიკეს ყველაზე მეტად ეს მზერა სძულდა, რამდენ ტკივილს და ზიზღს იტევდა ეს მზერა, ეს გამოხედვა -მია გძულვარ?-თორნიკემ გაბედა და დაუსვა კითხვა რომელიც ჩუმად უწამლავდა სულს
-არა-მია ისევ თვალებში უყურებდა
-მაგრამ არც გიყვარვარ
-ეგ ორი სხვადასხვა რამაა
-მია მე შენ მიყვარხარ და არ დავიღლები ამის თქმით, არც იმის მტკიცებით რომ შენი ღირსი ვარ, არც ლოდინით მაგრამ...-თორნიკეს ხმა ჩაუწყდა
-მაგრამ?-მიამ ვერ აიტანა სიჩუმე და კითხვა დაუსვა
-მაგრამ-თორნიკე შეტრიალდა და ისევ ქალაქს გახედა -მაგრამ ამ მზერას ვერ გავუძლებ
-რას ხედავ ჩემს მზერაში-მია აუღელვებლად სვავდა კითხვებს
-რას ვხედავ და ტკივილს, სევდას, იმედგაცრუებას
-ასე რომ იყოს ახლა აქ არ ვიდგებოდი-მიას სიტყვებმა ისე იმოქმედა თორნიკეზე რომ მისკენ შეტრიალდა უმალ დაბნეული ბიჭი
-ვერ გავიგე-თორნიკე მართლა დაიბნა
-რომ მძულდე შენთან არ დავრჩებოდი და შენ იცი რომ წასვლას თუ მოვინდომებდი შენ გამიშვებდი...-სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა, თორნიკე ვერ აცნობიერებდა იმ სიტყვებს რასაც მია ეუბნებოდა
-არ გაგიშვებდი-უთხრა ჩავარდნილი ხმით ბოლოს
-გამიშვებდი-მია მის ამღვრეულ თვალებს მიაჩერდა
-არა-თორნიკე გაბრაზდა-არასდროს დაგთმობ, არასდროს გაგიშვებ-მიას სახე ხელებში მოიქცია-იცი რატომ არ დაგთმობ? იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარხარ, იმიტომ რომ უშენობა არ შემიძლია, შენ ჩემი სუნთქვა ხარ, ნატა მართალია ზედმეტად მიყვარხარ, ამიტომაც მოგიტაცე, ამიტომაც გაგხადე გარემოებების მსხვერპლი, ამიტომ ხარ დღეს აქ და არა იმიტომ რომ ეს შენ გსურს-გაბრაზებულმა უკან დაიხია, ნუ დამარწმუნებ იმაში რომ ქა იმიტომ ხარ რომ ეს შენ გინდა მია, ასე არაა და ეს ორივემ კარგად ვიცით, აქ იმიტომ ხარ რომ მე ყველა გასაქცევი გზა მოგიჭერი-თორნიკე ყვირილზე გადავიდა -იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ მია-ხელები გაშალა და ბოლო ხმაზე იყვირა-მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ გაგაბედნიერო, ყველაფერზე წავალ იმის გამო რომ შენ გაგაღიმო დამიჯერე, გთხოვ დამიჯერე-თორნიკე მიას მივარდა და მის ტუჩებს შეეხო ცივი ტუჩებით, წამიერი კოცნის მერე მოშორდა და მიას მიაბჯინა ამღვრეული თვალები -რა იგრძენი?-კითხა თავგზაარეულ გოგონას
-რაა?-მიამ ვერ გაიგო რა კითხა
-რა იგრძენი? არაფერი ხომ ასეა?, მე კი ყველა ემოცია ერთად ვიგრძენი, იცი რა გრძნობაა როცა მას ეხები ვინც სიგიჟემდე გიყვარს?-მიას ტკივილი მიაყენა ამ ფრაზამ-ბედნიერების დაუოკებელი შეგრძნება რომელიც ყველა ნერვს ატოკებს, რომელიც მთელს სულს გიმღვრევს და გაგიჟებს, მია ეს ის განცდებია რომელიც უბრალოდ გაგიჟებს-თორნიკე გაჩუმდა, მია კი მთელი ძალით ებრძოდა მოწოლილ ცრემლებს -სახლში წავიდეთ-თქვა ჩავარდნილი ხმით და საჭეს მიუჯდა, მიაც დაჯდა და თავდახრილი იჯდა, ჩამოცურებულ ცრემლებს კი ჩუმად იწმენდდა, ტკივილმა ერთიანად მოიცვა მისი სხეულის ყველა ნაწილი და ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ ამ დგომარეობიდან თორნიკეს შეგინებამ და კვეთრმა დამუხრუჭებამ გამოიყვანა, მია შეშინდა და იმ მანქანას გახედა რომელმაც ძალით მოუჭრა გზა და აიძულა თორნიკეს გაჩერება, იქიდან კი ხუთი ბიჭი გადმოლაგდნენ, თორნიკეს ჩაიცინა და ბარდაჩოკს ეცა, მოა შეშინებული მიაჩერდა თორნიკეს რომელმაც იარაღი ამოიღო გადატენა და მანქანიდან გადავიდა ელვის სისწრაფით
-ოჰოო-ბექამ შეიცხდა, რა მშიშარა ყოფილხარ შეხედე ჩვენ უიარაღოთ ვართ-ხელები ასწია
-სიამოვნებით მიგინგრევ მაგ სიფათს მაგრამ არა ჩემი ცოლის თანდასწრებით და არა უთანასწოროთ, ერთი ხუთხე ცოტა ზედმეტია -თორნიკე პირდაპირ თავში უმიზნებდა ბექას, მია გაოგნებული შეშინებული და დაბნეული იჯდა და თორნიკეს თვალს ვერ აშორებდა, რომელმაც ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა
-მისამართ გიგზავნი აქ მოდით, მხოლოდ შენ და ლუკადა ვასო, სამნიც ვეყოფით ამ სირ. ებს-თორნიკემ გათიშა
-წავიდეთ თუ აქ დაველოდოთ შენ ძმაკაცებს?-ბექა არ კარგავდა იუმორს
-აქ დაველოდოთ-განაცხადა თორნიკემ და მანქანის წინა ცხვირს მიეყრდნო, ატყობდა რომ ბექა და მისი ბიჭები მოცდას არ აპირებდნენ და იარაღი ბექას მუხლში დაუმიზნა -ჩქარობთ ბიჭებო-თქვა და დამცველი გახსნა -თუ კიდე გადმოდგავთ რომელიმე ნაბიჯს პირდაპირ მიხლში გესვრით და სამუდამო ხეიბრობა გარანტირებული გექნებათ
-ციხეს გახეხინებთ ნაბიჭ.-უყვირა ბექამ
-თუ გინდა ვცადოთ-იყვირა თორნიკემ და გაისროლა, მიამ შეკივლა მანქანაში, დაბნეული ბიჭები კი გაიფანტნენ, ვერ გაარჩიეს ვის ესროლა ან სად, მალე აყვირდა ერთწრთი
-მესროლა ამ ნაბიჭ-და შიშისგან უფრო ღრიალებდა ვიდრე ტკივილისგან, რადგან ტვიამ უბრალოდ გაკაწრა, ამ არეულობაში ლუკა და ნიკაც მოვარდნენ ვასოსთან ერთად
-შენ მია წაიყვანე-უთხრა ვასოს და მანქანას ეცა კარი გააღო და მიას გადაიყვანა
-გთხოვ არ გინდა, ის ავადმყოფია-მია შეეხვეწა არ ეჩხუბა
-ნუ გეშინია
-გთხოვ შეეშვი
-ის არ გაჩერდება სანამ ანგარიშს არ გავასწორებთ
-გგონია ამ ღამის მერე გაჩერდება? თან იარაღი გაქ
-შენ წაიღე-მიას მიაჩეჩა ხელებში, გოგონას შიშისგან თვალები გაუფართოვდა-სახლში არაფერი თქვა, ამათ მივხედავ და მოვალ არ ინერვიულოთავზე აკოცა მანქანაში ჩასვა და უკვე ატეხილ ჩხუბში ჩაება.
-ნუ გეშინია-ვასოს გაეცინა-არაფერი ისეთი არ მოხდება, სანამ ეგენი ერთმანეთს ცხვირპირს არ გაუერთიანებენ მაინც არ მოისვენებენ
-ეს იარაღი, თორნიკემ გაისროლა-ამოხდა მიას
-ტარების უფლება ქა, ის ხომ დიპლომატის დაცვაშია, ასე რომ არაფერია საშიში
-ჩანს თორნიკეს საერთოდ არ ვიცნობ-თავისთვოს ჩაილაპარაკა მიამ და იარაღი ჩანთაში ჩაიდო, ძალიან გაუჭირდა მაგმ თორნიკეს ოჯახი დაარწმუნა რომ არაფერი ხდება და ოთახში შეიკეტა, ქეთი მაიც დაეჭვდა მაგრამ არ ჩაეძია და საძინებელში შეიკეტა, ზურას უკვე ეძინა და თავად კი კარს ყურ მიბჯენილი იდგა კარგახანს, იფიქრა იჩხუბეს ეტყობაო და ელოდა როდის მივიდოდა სახლში თორნიკე, როცა კარზე ბრახუნის ხმა გაიგო მიასავით ქეთიც გამოვარდა ოთახიდან და შეშინებული
-მე გავაღებ-მია კარს ეცა და გააღო თორნიკე რომ დაინახა ქეთიმ დაწყნარდა და თავის ოთახში შეიკეტა, თორნიკე ისე იდგა რომ ქალმა ვერ შეამჩნია მისი დალეწილი სიფათი, თორნიკე მაშინვე აბაზანაში შწვარდა და მოაც შეიყოლა, სახე დაიბანა
-იმედია ყველა ცოცხალია-მიას თან ეცინებოდა მის სახეზე და შემოგლეჯილ პერანგზე
-სასაცილოა ეხლა ეს? შენსგამო რვაკაცმა ვიჩხუბეთ-თორნიკე გაიბუსა
-წავალ აფთიაქის ყუთს მოვიტან-მიამ გასვლა დააპირა მაგრამ თორნიკემ გზა გადაუღობა და მიაჩერდა
-სულ ცოტათი მაიც თუ ინერვიულე ჩემს გამო-მიას წელზე მოხვია ხელწბი და სხეულზე მიიკრო
-სულ ცოტათი კი-მიას გაეცინა კვლავ
-ძაან ცოტა თუ ისე რა ცოტა
-ნუ კაი ვინერვიულე ცოტას გარეშე
-ძაან?-არ ეშვებოდა ბიჭი
-ისე რა-მია აკვირდებოდა მის არეულ სახეს
-მია-თორნიკემ ვეღარ შეძლო ემოციების მოთოკვა და გოგონას ტუჩებს დააცხრა, იქამდე კოცნიდა სანამ აჯანყებული ვნენები ოდნავ არ დააცხრო და უმალ მოშორდა რომ თავი არ დაეკარგა და აზრზე მოსულიყო, მია მაშინვე გავარდა და კარგახნის მერე დაბრუნდა სააფთიქო ყუთით ხელში, თორნიკეს გახეთქილი ტუჩი და წარბი დაუმუშავა, გაახდეინა სისხლიანი პერანგი და ნაგვისპარკში ჩააგდო, ცოტა ეუხერხულა წალსზევით შეაველი თორნიკეს ყურება მაგრამ მაინც ამაყად შევიდა საძინებელში და კარადიდან გამოუღო მაისურო, თორნიკემ ჩაიცვა თან მიას სახეს აკვირდებოდა
-შეიძლება ამაღამ საწოლზე დავიძინო?-კითხ მიას სერიოზულათ
-დაიძინე-მიამ მხრები აიჩეჩა, მე დივანზე დავწვები ამჯერად
-შანსი არაა-თორნიკემ ხელი წაავლო და საწოლზე ერთად გადავარდნენ- ამაღამ ერთად დავვიძინებთ, მითუმეტეს რომ შენგამო ვარ ამ დღეში, თორნიკემ მკლავებში მოიმწყვდია მია და თავი მის კისერში ჩარგო, გოგონას წინააღმდეგობის გაწევა არ უცდია, იწვა დაძაბული და გაშეშებული
-მია ნუ იძაბები-თორნიკე გრძნობდა რომ გოგონა ზედმეტად იყო დაძაბული, თორნიკემ მისი ხელი ხელში მოიქცია და მიაწება ცხელი ტუჩები.
ნატა გაბუსხული წავიდა სკოლაში და დირექტორმა რომ უარესად დაგრუზა სახლში გაბრაზებული დაბრუნდა
-რამოხდა?-ნანამ არ აცადა სახლში შესვლა ეზოში მოუწყო დაკითხვა
-მითხრა რომ ჩემს მეორეთ გათხოვილ დას თუ ატესტატი უნდა, სკოლაში მიბრძანდე და იაროს თუარადა გარიცხავს, გაცდენების სიუხვის გამო, სხვა სკოლაში ვეღარ გადავა და აქ უნდა იაროსო
-შენ რატომ გითხრა დაერეკა ჩვენთვის-ჩაფიქრდა ნანა
-იმიტომ რომ მამა აგინა
-ეტყობა დაიმსახურა-გამოვარდა მარინა სახლიდან, ნატას გაეცინა, ფარული მიყურადების სუპერ ნიჭს ფლობდა ქალი
-კარგი რა ქალბატონო მარინა-რა უბრდურებაა ეს-ნანა გაბრაზდა-თქვენმა შვილმა რომ დაგვხოცოს მაგასაც ახსნას მოუძებნით
-ისე იქცევით არაა გამორიცხული ეგეც
მოხდეს -დაუსისინა ქალმა
-ღმერთო ჩემო-იყვირა ნანამ და სახლში შევარდა
-მამა გიშინიდან არ მოსულა
-არა-დაიბოღმა ნანა
-დაწყნარდით-ლაშა შევიდა სახლში-წუხელ ბექს და თორნილეს უვხუბიათ და თემო მამას მოვარდნია
-მერე-იყვირა დედაშვილმა ერთად
-არაფერი, მაგრად უცემიათ ბექა იმის ბრატები თოკას, ნიკას და ლუკას
-ნიკაც იყო?-ნატამ ხმამაღლა გაიფიქრა
-ეე გოგო აზრზე მოდი-ლაშა წამოენთო-ნიკას მოეშვი
-შენ ვაბშე ვინ გეკითხება იდიოტო?-აყვირდა ნატა
-რასქვია ვინ მეკითხება ერთიც გვეყოფა თავში სახლელად
-შენ ჯობოა შენ თავზე იფიქრო, გოგო რო გაგითხოვდა და არაფერი გააკეთე მის გამო
-მომეტე
-გიყვარდა და დარწმუნებული ვარ არც აგიხსნია სიყვარული ისე აგახიეს, საცოდავო
-მოგკლავ შენი-ლაშა გაექანა მოსკენ, ნატა კი ოთახში ავარდა.
ქეთი ძლივს დააწყნარეს როცა თორნიკე მონგრეული სახე დაინახა
-რატო არ მოთხღი მია შვილო-უსაყვედურა რძალს
-მე ვთხოვე ეომ არ გენერვიულათ, ხოვიცი რა ისტერიკებს დაიმართებდით დედა-შვილო-დაიცვა ცოლი თორნიკემ
-ქორწილამდე ეომ არ გაგიაროს?-ნერვიულობდა ქეთი
-გამივლის რა-თორნიკემ მიას ხელი ჩაკიდა და სასეირნოდ წაიყვანა. მია თითქოს შწწგუა ამ ყველაფერს რომ დედამისმა დაურეკა და უთხრა დირექტორის დანაბარები, მია აირია, წამში, ახლა უნდა მივიდეს იმ სკოლაში და იჯდეს იმ კლასში სადაც გიორგია, ის ბიჭი რომელიც ახლა ნამდვილად აუხდენელი ოცნებაა მისთვის, რომელიც მისგან დაუსრულებელი კილომეტრებითაა შორს და თან ასე ახლოს რომ ხელი რომ გაიწოდოს შეეხება, უნდა კვლავ შეხვდეს მას ვინც უყვარს და თან სძულს, ენატრება და თან ეზიზღება, უნდა უყუროს თვალებში და სამყაროს დანახვის ნაცვლად მისთავალებში დაინახოს მხოლოდ თავისი ტანჯვა და წამება, ცალმხრივი სიყვარულის ტვირთი და თორნიკეს შეშლილი სიყვარული, მიას ეგონა რომ მთელი სამყარო მას ებრძოდა ეგონა რომ ყველა მის წინააღმდეგ იბრძოდა, ეგონა ყველა იმას ცდილობდა რომ ტკივილი მიეყენებინა მისთვის.
მიამ სცადა რამე ნაირად სხვა სკოლაში გადასულიყო მაგრამ დამათავრებელი კლასი იყო თან ბოლო თვეღა იყო დარჩენილი და უფლება არ მისცეს, თორნიკე ვერ ხვდებოდა ასე დაჟინებით რატომ ცდილობდა მია სკოლის შეცვლას, რას წყვეტდა მოსთვის ეს ერთი თვე, სამაგიეროდ იცოდა ნატამ
-ასე ნუ მიყურებ!-უყვირა ნატას როცა მარტონი დარჩნენ ოთახში
-როგორ?-დამცინავად გახედა ნატამ
-გამარჯვებულის იერით
-გგონია მიხარია?-გაბრაზდა ნატა
-მგონი რომ ასეა-უყვირა დას მიამ
-მე გაფრთხილებდი მია რომ...
-არაფერი თქვა არ გაბედო-დაუყვირა და ოთახიდან გავარდა, თორნიკეს დაუდგა გვერდით რომელიც ლაშას ჩხუბის ამბებს უყვებოდა.
სანამ თორნიკე ამ პატარა გამარჯვებით ტკბებოდა ბექა საშინელი შურისძიებისთვის ემზადებოდა, როგორც მია და თორნიკე ღელავდნენ ქორწილის დღეზე ისე ღელავდა ბექა, რადგან გადაწყვეტილი ქონდა ისე დაემცირებინა ისინი როგორც მათ დაამცირეს ქორწილის დღეს, და ისე აერია მთთვის ცხოვრება როგორც მათ აურიეს მას ცხოვრება.



№1  offline მოდერი ნეაკო

მიხარია რომ მოგწონთ

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

Დაუსრულებელი ვენდეტების ჯაჭვი რატომ აღარ მთავრდება???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent