მე შენ და ცხოვრება (თავი 14)
არვიცოდი რა გამეკეთებინა,როგორ წამოვსულიყავი მირადან ისე,რომ გული არ მეტკინა.დავფიქრდი და მივხვდი,რომ ჯობდა სამუდამოდ წავსულიყავი მისგან.არვიცოდი რა მოხდებოდა შემდეგში, რა დამხვდებოდა იქ,სადაც მივდიოდი.სასწრაფოდ ავიღე მანქანის გასაღები, ლეპტოპი დავხურე,ოთახის კარი გამოვიხურე, მანქანაში ჩავჯექი და მირასთან წავედი.კორპუსს რომ მივუახლოვდი ფეხები უკან მრჩებოდა, ვიცოდი, ვგრძნობდი,რომ სამუდამოდ ვკარგავდი ამ ნაბიჯით,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.კიბეებზე ავდიოდი,შეტყობინება რომ მივიღე ტელეფონზე,სურათთან ერთად.,,ნახე შენი გოგო როგორ ერთობა,,ფოტო სადაც ჩანს, ნაკაშიძე როგორ ეხება ჩემს ქალს და როგორ კოცნის.ყბები დამეჭიმა, ბრაზისგან ლამის გავსკდი, გონება დამებინდა, ვიფიქრე რომ ახლა კარებს შევამტვრევდი და ქარიშხალს დავატრიალებდი შიგნით.ღრმად ჩავისუნთქე,ამოვისუნთქე.ცოტა დავმშვიდდი, ირონიული ღიმილი ავიკარი სახეზე და ზარიც დავრეკე.გავიგონე კარს იქით როგორ მოდიოდა ჩემი საყვარელი ქალი, საკეტის ხმაც და აი ჩემს წინ თეთრ ხალათში ჩაცმული, ჩემი საყვარელი ქალი იდგა,რომელიც ღმერთმა უწყის რამდენიმე წუთის წინ რას აკეთებდა იმ ნაბიჭვართან.არაფერი შევიმჩნიე, ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი. -მოვედი აბა როგორ ხარ? ცოტა ანერვიულებული მეჩვენა. -კარგად ვარ!-გელოდებოდი,შემოდი, დაჯექი. მისაღებში შევედი დივანზე დავჯექი. -მირა მოხდა რამე?-რა გჭირს? -ა მე?ა არაფერი რა უნდა მჭირდეს? -რამეს მიმალავ? -არა ბათა რა უნდა დაგიმალო? -დარწმუნებული ხარ? -რა გჭირს?-რა კითხვებით ხარ? -მაშ არაფერი მომხდარა? გავუმეორე ისევ,მჯეროდა რომ მეტყოდა, მაგრამ ის ხმას არ იღებდა.სისხლი მომაწვა ისე მინდოდა ,რომ რამე მეტკინა მისთვის, ისე მეტკინა როგორც ჩემს გულს ტკიოდა. -არა ბათა არაფერი. -კარგი.-მოდი მაშინ ჩემთან.-მკლავში ხელი ჩავავლე და კალთაში ჩავისვი.-მომენატრე და თუ არაფერი მომხდარა, ახლა მოხდება.მისი ბაგეები ჩემს ბაგეებში მოვიქციე, ხელები მუხლებს ქვეშ შევუცურე,საძინებელში შევიყვანე, საწოლზე დავაწვინე მეც ზემოდან მოვექეცი. ასეთი უხეში მასთან არასდროს ვყოფილვარ,მასთან კი არა და ალბათ არცერთ ქალთან,მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი,ბრაზისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინე, რამოდენიმე წუთის წინ ეს ტუჩები ვიღაც სირს ეხებოდნენ და არც კი მითხრა.შეიძლება ნებით არ უკოცნია მაგრამ აი დამალვას ვერ ვაპატიებდი.ამ ფიქრებში ვიყავი მირას ხმამ რომ გამომაფხიზლა. -ბათა მტკივა. უცებ მოვედი გონს მაგრამ, გამახსენდა რა დედისტყ**აშიც ვიყავი,რომ ეს ყველაფერი ჩემს წისქვილზე წყალს ასხამდა. არც ბევრი ახსნა მომიწევდა და არც სიმართლის თქმა, ან დამალვა.ვიცი, რომ მაგარი სირულად ვიქცეოდი, არაკაცივით მაგრამ მას საფრთხეში ვერ ჩავაგდებდი რაც არ უნდა ნაწყენი ვყოფილიყავი, მერჩივნა ჩემიდან წყენოდა,შევზიზღებოდი,ოღონდ მცოდნოდა რომ კარგად იყო თუნდაც ჩემს გარეშე.მის სიტყვებზე გულიანად გადავიხარხარე, გვერდზე გადმოვწექი ტანზე ჩავიცვი.გაოცებული მიყურებდა. -ბათა რა ხდება? მისკენ მივბრუნდი და გულიანად შევიკურთხე გულში, როცა მის მკერდს და ლავიწებს შევხედე.შენი დედაც ბათა!არაკაცი ხარ გავიფიქრე. გვერდზე გავიხედე და სახეზე ირონიული ღიმილი ავიკარი. -რა არ მოგეწონა პატარავ?-ცუდად გაგ*იმე?-რამე დაგაკელი? თვალებში ცრემლები ჩაუდგა. -როგორ მელაპარაკები? -ისე როგორც იმსახურებ. -ეს დავიმსახურე? -ამაზე უარესსაც იმსახურებ. -ნუთუ? -რა გგონია შენზე მეკეტება?-მიყვარხარ და ვგიჟდები?-გახსოვს რომ გითხარი რქებს მოგტეხავთქო?მოგტეხე ეგ რქებიც და სიგიჟემდეც შეგიყვარდი.-სამწუხაროდ მე არ მიყვარხარ და არც არასდროს მიყვარდი. დავინახე როგორ დაიშალა ნაწილებად,როგორ დაპატარავდა და როგორ წამოვიდა ცრემლების ზღვა მისი თვალებიდან,იმ თვალებიდან მე რომ ასე ძალიან მიყვარდა და ღმერთმა უწყის ვნახავდი თუ არა კიდევ ოდესმე. -ხუმრობ ხო?-არ მჯერა ასე თამაში ვერ შეგეძლებოდა.-ასე ყველას ვერ მოგვატყუებდი.-რა მოხდა მითხარი? -არაფერი შენი გაჟ*მვა მინდოდა და მივახწიე კიდეც.-და თან შენი ქალიშვილობით ჯეკპოტიც მოვხსენი,სასიამოვნოა ყოველთვის ყველგან პირველობა. -მეზიზღები ყიფიანო.-გაეთრიე აქედან.-მთელი გულით შეგიყვარე მაგრამ აი ამ წამს ორმაგად მძულხარ.უბრალოდ იცოდე, რომ ამას არ შეგარჩენ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ფეხზე დავდგები ისევ, გადავიტან ამ ყველაფერს და მერე მიფრთხილდი.იქ,იმ სახლში რაც გითხარი არ დაგავიწყდეს, კარგად ჩაიბეჭდე და მუდამ გახსოვდეს, რადგან ზუსტად ისეთ ქალად მაქციე ამ წამს როგორიც მაშინ აგიხწერე.გაგანადგურებ,არ მოვისვენებ მანამ, სანამ განადგურებულს არ გნახავ.ამოგიღებ ამ წყეული გულიდან და ზუსტად მაშინ გეშინოდეს ჩემი.-აი ახლა ამ წამს ისე შემიძლია გამოგასალმო სიცოცხლეს თვალი არ დავახამხამო, მაგრამ ჯერ კიდევ ამ გულში ხარ და უფრო მეტკინება. განა ის რომ მოგკლავ?არა! ის მეტკინება როცა აღარ მეყვარები, რასაც დაგმართებ, ეგ რომ ვერ გამოვცადო.კარგად ჩამხედე თვალებში ყიფიანო და კარგად დამიმახსოვრე, რადგან ასეთ თვალებს ვეღარასდროს ნახავ.აი იმ დღეს როცა შევხვდებით, როცა მიწასთან გაგასწორებ, რომ შეადარო იმ მზერას რაც მერე მექნება. რა გინდოდა ჩემგან, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მერე რა რომ თამაშობდი.ესეც საჭირო იყო, რომ გამომეცადა, მესწავლა და რაც ვიყავი იმაზე ძლიერი გავმხდარიყავი. ერთ ადგილას გაიკეთე ეგ ჯეკპოტი, დღეს თუ ხვალ ვინმე მოხსნიდა.ეს კვალიც გაქრება, რაც ჩემს სხეულზეა და ზუსტად ასე გაგაქრობ შენც ჩემი ცხოვრებიდან.ახლა კი გაეთრიე აქედან და თვალით აღარ დამენახო, თავად მოგაგნებ. -მივდივარ.აქ გაჩერებას ისედაც აღარ ვაპირებ, სურვილიც კი არ მაქვს. თან შენც აღარ გჭირდები, ხომ იპოვე უკვე ახალი გასართობი ნაკაშიძის სახით.-ვნახე ფოტო როგორ ეხვევი და კოცნი, ასე რომ ბარი-ბარში ვართ ნაკანო. - ვინ რა გამოგიგზავნა შენი დედაც ყიფიანო და ნაკაშიძისიც.-გაეთრიე. ვუყურებდი ცრემლებით სავსე თვალებს,ვუყურებდი როგორ იყო გამტყდარი,განადგურებული და მაინც როგორ ძლიერად იდგა ფეხზე.ვუყურებდი და ჩემი თავი მძულდა,ყველა მძულდა, დავიგუც,დადაც,მისი ცოლიც, ყველა ვინც ამ დღეში ჩაგვაგდო, იმ წამს ყველა მეზიზღებოდა წუთიერად.ისე მინდოდა ჩავხუტებოდი,მოვფერებოდი, გულში ჩამეკრა მისი სიფრიფანა სხეული, ყველა სიტყვის გამო მომეხადა ბოდიში,მაგრამ ვერ ვიზამდი, გამოვბრუნდი,კართან მივედი, ბოლოჯერ შევავლე სიმწრით ჩემს ერთადერთ სიყვარულს თვალი და კარიც გამოვიხურე.კიბეები როგორ ჩავიარე არ მახსოვს, სწრაფად ჩავჯექი მანქანაში, ადგილს მოვწყდი. სახლში ავირბინე, ლეპტოპი ჩავრთე კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ვიდეოს და ტელეფონზე დავრეკე. - ხომ იცი რომ დედას მოგიტ*ნავ.-ვერსად დამემალები. -მშვიდად მშვიდად ყიფიანო. ტელეფონში ამაზრზენი ხმა გაისმა. -სადაა დადა?-ხომ იცი ვინც გადაიკიდე? -ფეხებზე ვინ გადავიკიდე.-რაო დაემშვიდობე სამუდამოდ ნაკანის ქალიშვილს? -კიდევ რომ ახსენო მიწიდან ამოგთხრი. -მესმის შენი იცი?მეც მასე ვიყავი ამიტომ არ გავბრაზდები და გაპატიებ. -ყ*ეზე შენი პატიებაც და მუქარაც.-გელოდები თვქი სად და როდის მოვიდე? -სად გეჩქარება?-ცოტა გავერთოდ. -ჩემს მოთბინებას ნუ ცდი, თორემ ახლა ავდგები, შენს სირ შვილს ვიპოვი და სათითაოდ გამოგიგზავნი მის ნაწილებს. -ხახახა როგორ კარგად მაცინებ ბიჭო.-შენ მე ორი წლის ხომ არ გგონივარ?-შენი აზრით მანდ დავტოვებდი ჩემს შვილს და საქმეს გაგიადვილებდი? -ამოღერღე სად და როდის. -კარგი კარგი ბევრი დრო არ მაქვს არც მე.-ხვალ საბერძნეთში გადმოფრინდები.როცა აქ ჩამოხვალ გავიგებ და თავად დაგირეკავ.-დადაზე არ იღელვო ძველი მეგობრები ვართ მაინც. -ახვარო!შენი დედაც, შენი დედაც ნაკაშიძე. ტელეფონი საწოლზე მოვისროლე, სასწრაფოდ ჩავაწყვე ერთ პატარა ზუგზაკში ნივთები, პასპორტი ავიღე და მამაჩემის ოთახის კარზე დავაკაკუნე. -შემოდი. -მივდივარ. -სად მიდიხარ? -საბერძნეთში ვბრუნდები. -როგორ რანაირად რატომ? -ასეა საჭირო, უნდა წავიდე,-როცა გადავწყვეტ დაბრუნებას შეგატყობინებ ან სახლს თვითონაც მოვაგნებ. -შვილო კი მაგრამ. -თავს გაუფრთხილდი მამა. ვუთხარი და კარიც გამოვიხურე.სასწრაფოდ აეროპორტში წავედი, ვერ დაველოდებოდი ნაკაშიძის ბრძანებებს, მე უნდა დამესწრო. მირა განადგურებული ვიყავი,შოკში ჩავარდი იმ სიტყვების მოსმენისას რაც ბათამ მითხრა,არ შეიძლება ასეთი მსახიობობა, ან მე ვარ ძალიან გულუპრყვილო. სანამ კარის გაჯახუნების ხმა არ გავიგე მანამ მეგონა რომ ხუმრობდა.წავიდა და თან წაიღო ჩემი გულიც, გული რომელიც ზუსტად ვიცოდი,რომ მთელი ცხოვრება მისი იქნებოდა.უგულოდ დამტოვა და ზუსტად ვიცოდი,რომ მას კი არა ყველას უნდა შეშინებოდა ვინც წინ გადამეღობებოდა. არვიცი, ერთ წამში გავძლიერდი,კარგახსნის ტირილის შემდეგ უკვე ცრემლიც, რომ აღარ მომდიოდა თვალებიდან,ფეხზე წამოვდექი. საიდან ამდენი სიძლიერე მეც მიკვირდა, ტელეფონი ამოვიღე და ზუკას დავურეკე. -ალო მირა? -ზუკა მჭირდები. -კარგად ხარ? -მოდი რა გთხოვ. მეტი არაფერი მითქვამს, ტელეფონი გავუთიშე ზუსტად ვიცოდი რომ წუთიწუთზე აქ გაჩნდებოდა.აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე. მახსენდებოდა ის ორი კვირა და გამახსენდა ბოლო ჩვენი სე*სიც, თავი ყველაზე უკანასკნელი კახპა მეგონა, მაგრამ ამასაც მოვერეოდი, ამასაც დავივიწყებდი და მერე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.გარეთ გამოვედი გრძელმკლავიანი ზედა და სპორტული შარვალი ჩავიცვი, სამზარეულოში გავედი ყავა მოვიდუღე, სიგარეტს მოვუკიდე და ზუკაც შემოვარდა გიჟივით. თვალები გადმოუცვივდა ლამის ბუდიდან ჩემი დასიებული თვალები რომ დაინახა. -რა რა გჭირს? გიჟივით მეცა.თვალებში ცრემლები ჩამიდგა, რა მოხდებოდა, რომ მეც შემყვარებოდა ეს გადარეული ბიჭი?ასე ხომ აღარ დამემართებოდა? -დაჯექი მოგიყვები. ზუკა ჩემს წინ დაჯდა. -ზუკა გახსოვს რომ მითხარი რაც არ უნდა მოხდეს ჩემი იმედი გქონდესო? -კი მახსოვს და ისევ ეგრეა. -არ მინდა ეგოისტურად მოვიქცე მაგრამ შენი დახმარება მჭირდება, სხვას ვერც ვთხოვ და არ მინდა. -მითხარი რაც არ უნდა იყოს შენს გვერდით ვარ. -ცოლად მომიყვანე. ზუკას ნერწყვი გადაცდა. -მოიცა არ დაიხრჩო. -კარგად ვარ კარგად.-სერიოზულად? -კი თუ წინააღმდეგი არ ხარ ცოლად მომიყვანე. -მომიყევი რა მოხდა? და დავიწყე მეც მოყოლა, ყველაფერი მოვუყევი,გაცნობის დღიდან, დღემდე. მე ვყვებოდი, ის კი თმაზე მეფერებოდა და ცრემლებს მწმენდა შიგადაშიგ.მოყოლა რომ დავამთავრე მითხრა. -აბა როდის ვქორწინდებით ცოლო? -ანუ თანახმა ხარ? -მე სულ თანახმა ვიყავი. -ზუკა ხომ იცი რომ უბრალოდ ფორმალურად ვიქნებით ერთად. -ვიცი,ვიცი პატარავ.- მაგაზე არ ინერვიულო მაგრამ, ბიჭებს და მეგობრებს როგორ აუხსნი ამ ყველაფერს? -ეგ მე მომანდე.-ხო კიდევ ხელს რომ მოვაწერთ მინდა ამერიკაში წავიდეთ ცოტახნით თუ წინააღმდეგი არ იქნები? -მოგყვები ბოლომდე სადაც გინდა იქ წავიდეთ. -ხო კიდევ ის გოგო? -იმ გოგოს მოვუგვარებ. -როდის დავქორწინდეთ? -ხვალვე!-რაღას ველოდოთ? -კარგი ხვალ იყოს, დღეს ყველას დავიბარებ და ვეტყვი. -შენ როგორ იქნები?-როგორ აპირებ დავიწყებას? -არვიცი.- მიყვარს სიცოცხლეზე მეტად მაგრამ ამას არ ვაპატიებ. -ხომ იცი როგორ მიყვარხარ?-რთულია ამის თქმა ახლა ჩემგან მაგრამ, არ მჯერა რომ ყიფიანს არ უყვარხარ.ვფიქრობ რაღაც ხდება. -არ მაინტერესებს ზუკა.- გული ცუდს მიგრძნობდა და ველაპარაკე,ყველა დეტალი ავხსენი, რა შემთხვევაში როგორ მოვიქცეოდი.-ნუთუ ასე მიცნობ, რომ ჩემს საყვარელ კაცს ვერ გავუგებდი.თუნდაც რაღაც მომხდარიყო,არ მენდო,პირიქით უკანასკნელი კახპასავით მომექცა და მიმაგდო. -კარგი დამშვიდდი.- მოდი ჩემთან. ზუკას ჩავეხუტე. მერე წავიდა, მე კი ყველას დავურეკე და ჩემთან შევკრიბე. ერთად მოვიდნენ ყველა. -ჩვენი გოგო ჩამოსულაა როგორ მოგვენატრე ტო. -ჩემო პატარავ.-მითხრა იკომ და გულში ჩამიკრა. -გამოდი ტო მიმიშვი ჩავეხუტო მეც.ძალით გამოდღლიზა ჩემი თავი აკომ იკოს. ყველას გადავეხვიე და ყველა მისაღებში დაჯდა. -რა ხდება ტო რა სახე გაქვს?-შენ რა იტირე? -ხო ცოტა ვიტირე.-ახლა რასაც ვიტყვი კარგად მომისმინეთ და არავითარი კითხვები, არავითარი ახსნა განმარტებები, როცა დრო მოვა თავად ვიტყვი ყველაფერს. -რას დაგვძაბე თქვი ხომ იცი რომ ყველაფერს გავიგებთ? -ვიცი მაგრამ მაინც,არავითარი ახსნა განმარტებებითქო,არ მაქვს მაგის ნერვები. -ეეეე ამოღერღე ახლა. -ხვალ ვთხოვდები. ვთქვი და ყველას გაოცებულ სახეს მოვავლე თვალი. -მერე მაგას გვიმალავდი ტო?ძაან მაგარია. წამოიძახა ყველამ ერთად. -ზუკას მივყვები ცოლად. ვთქვი და ყველა გაჩუმდა. -რა ზუკას ტო ღადაობ? -არა არ ვღადაობ და ხომ გთხოვეთ ნურაფერს მკითხავთთქო? -ანუ რას გვეუბნები?- ვიცით რომ ყიფიანი გიყვარს სიგიჟემდე, ზუკას მიყვები ცოლად და ჩვენ კითხვებიც არ დავსვათ?-ანუ მაგის უფლებაც არ გვაქვს?-ok არაა პრობლემა.-მაშინ აქაც არაფერი გვესაქმება, ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით. ყველა ადგა ფეხზე და წასვლას აპირებდნენ. -ახლა ვერ აგიხსნით რატომ არ გესმით ჩემი?-ახლა ნუ დამტოვებთ. -არც გტოვებთ.-ხვალ შენს გვერდით ვიქნებით არ მიგატოვებთ. -კიდევ არის რაღაც. -კიდევ რა?-რა უნდა გავიგოთ კიდევ? იღრიალა იკომ. -ხელს რომ მოვაწერთ ამერიკაში მივდივართ. -ჰაჰ გადასარევია.-შენ მირა! ჩემი სულის მეორე ნახევარი, ჩემი და,ჩემი ყველაფერი, ახლა მეუბნები ამას და თან ამატებ. რომ კითხვები არ უნდა გამიჩნდეს?-არც მე და არც არავის? -მაპატიეთ გთხოვთ. -გვიპატიებია. მითხრეს ერთხმათ და კარებიც გაიხურეს. აი იმ დროს კი საბოლოოდ გავნადგურდი, ყველა საყრდენი ერთად გამომეცალა.მხოლოდ დუდუმ და გიომ გამიგეს.მეორე დილით გავიღვიძე და ვიგრძენი როგორ შევიცვალე როგორ გამიცივდა გული.მე და ზუკამ ხელი მოვაწერეთ და ჟურნალისტებიც მოვიწვიეთ,ვერ მოვისვენებდი, რომ ბათას ეს ამბავი არ გაეგო.ყველა იყო ჩემი მეგობრებიდან, ჩემს ხელის მოწერაზე.ცრემლებით დავემშვიდობე ყველას და ზუკასთან ერთად სახლში წამოვედი.კარი როგორც კი გავაღე ძირს დავეცი და ცრემლებმაც არ დააყოვნეს. ზუკა უკნიდან მომეხვია და დივანზე ჩამომსვა. -დავიკარგე ზუკა,გავნადგურდი, გუშინ დილით ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, დღეს კი ყველაზე უბედური ვარ,ყველა ერთად დავკარგე. -ყველაფერი კარგად იქნება, დრო გავა გაგიგებენ და გაპატიებენ ამ წასვლას. -არ მაპატიებენ, მე ვიცნობ მათ. -შენ თვითონ გჯერა მაგის?უშენოდ ვერც წარმოუდგენიათ მაგათ. -ყველამ შეიძლება მაპატიოს,- აი იკო კი არ მაპატიებს.ვიცნობ და ვიცი -აცადე დრო ყველაფერს დაალაგებს.-ახლა კი მოემზადე აეროპორტში მივდივართ სულ რაღაც 5 საათში. -მადლობა ყველაფრისთვის. -არ არის სალაპარაკო ეგ,პირიქით მადლობა,რომ მე ამირჩიე და არა სხვა. ოთახში შევედი,ბარგი ჩავალაგე, საწოლზე წამოვწექი და ისევ ცრემლები.მიუხედავად ყველაფრისა ისე მენატრებოდა, სული მძვრებოდა მისი მონატრებით,ერთხელ მაინც რომ დამენახა,ერთხელ მაინც რომ გამეგონა მისი ხმა,ალბათ ცოტახანს მეყოფოდა კიდევ.როდის შემიყვარდა ასე ავადმყოფურად?როდის გამიჯდა ასე ძარღვებში?რომ უკვე სუნთქცაც მიჭირდა მის გარეშე?არვიცი ამ ფიქრებში როდის ჩამეძინა მაგრამ,ზუკამ რომ გამაღვიძა და მითხრა წასვლის დროაო ფეხზე წამოვფრინდი, სახლს ბოლოჯერ მოვავლე თვალი ,იმ სახლს სადაც გავიზარდე და ყველაფერს მერჩივნა აქაურობა.გულდამძიმებულმა მოვიხურე რკინის კარები,არვიცოდი კიდევ რამდენხანს ვერ შევაღებდი.ყველას და ყველაფერს ბოდიშს ვუხდიდი გულში.სახლს,ნივთებს,კარებს, სადარბაზოს,თითოეულ ხეს რომელიც ეზოში იდგა, ბოდიშს ვუხდიდი თვალებით,რომ ვტოვებდი და იმასაც კი ვერ ვუბარებდი რამდენხანში ვნახავდი.მერე იყო აეროპორტი, ბარგის ჩაბარება,ბილეთების აღება,თვითმფრინავში ჩასხდომა, ცაში აჭრა და ჩემი ქვეყნიდან, ძალიან, ძალიან შორს წასვლა,ყველასგან და ყველაფრისგან შორს.ერთადერთი ჩემიანი ზუკა იყო და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა ცხოვრებაში,რადგან დღეიდან,ახალი მიმი ნაკანი დაიბადა და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. ჩემო მკითხველებო მაპატიეთ,რომ ამდენხანს გალოდინეთ.ყველაფერი ერთმანეთს აეწყო და საერთოდ ვერ მოვიცალე.ჯერ ბებო გარდამეცვალა,მერე ოჯახური პრობლემები და ბოლოს მარცხენა ხელის ცერა თითი ისე ვიტკინე რომ ახლაც ძლივს დავწერე ეს თავიც.მაპატიეთ თუ მოლოდინი ვერ გაგიმართლეთ,არვიცი რა გამოვიდა.ვეცდები შემდეგში უფრო დიდი თავი დავდო.რაც მაქვს ჩაფიქრებული ისე თუ დავამთავრე და მუზა სადმე არ წავიდა ვფქირობ რომ კარგი იქნება.დამიტოვეთ კომენტარები თითოეული კომენტარი სტიმულს მაძლევს და მაძლიერებს.მადლობა კიდევ ერთხელ და ბოდიში ლოდინისთვის.გყვარობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.