შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-ეპიდემია-


28-06-2020, 10:03
ნანახია 628

-1-
-გაიღვიძე, სარა დროზე გაიღვიძე
-ჯანდაბა, შემეშვი
-მისტერ ჯონსონი სადღაც მიდის-მეუბნება ფანჯარასთან მდგომი ევა, საწოლიდან ავდექი და ფანჯარაში გავიხედე
-ასე გვიან?-ვხედავ მთვარის შუქზე როგორ მიიკვლევს გზას მისტერ ჯონსონი, ძნელად გასარჩევი არა სხვა მასწავლებლებისგან, მაღალი ახოვანი კაცი, განიერი მხრებითა და სუსტი ფეხებით, როგორ მიათრევს ამ დამძიმებულ ტანს ამ სუსტი ფეხებით ყოველთვის მიკვირდა
-ნეტავ სად მიდის?-იკითხა ევამ და ხელები ფანჯრის რაფაზე დააწყო, თვალს არც ერთი არ ვაშორებთ წინ მიმავალ მასწავლებელს, რომელიც ნელ-ნელა პატარავდება და სიბნელეში უჩინარდება,
კედელს ზურგით ვეყრდნობი და იატაკზე ვჯდები, საათს გავხედე,სიჩუმეში მშვიდ წიკწიკებს, ოთხის ცამეტი წუთია, ნეტავ ასე გვიან რა საქმე უნდა ქონდეს მისტერ ჯონსონს? რადგან საღამოს გამოუჩნდა საქმე, რაიმე მნიშვნელოვანი იქნება, ან უკანონო, ოჯახი არ ჰყავს, მგონი არც ნათესავები, ორმოცდაჩვიდმეტი წლისა, შეიძლება ცოლს დაშორდა ან გარდაეცვალა ან საერთოდ არ მოუყვანია, ერთადერთი მასწავლებელია, რომელზეც ინტერნატში არავის სმენია მისი ცხოვრების შესახებ, ბევრჯერ შევამჩნიე როგორ ელაპარაკებოდა საკუთარ თავს, მხოლოდ მე არ შემიმჩნევია, სხვებმა გიჟად შერაცხეს, მე კი მგონია უბრალოდ მისი არავის ესმის. უეცრად გონებაში ერთმა აზრა გამიელვა, ფანჯარას მოვშორდი, კარადასთან მივედი და საღამური კაბა გავიხადე, შავი გრძელი თმა ზევით ავიკარი და ჩაცმა დავიწყე, ევა იატაკიდან წამოვარდა
-რას აკეთებ?-შავი შარვალი და მაისური სწრაფად ჩავიცვი
-უკან უნდა გავყვე-ვუთხარი და ტყავის ქურთუქი მოვიცვი
-გაგიჟდი? ჭიშკართან დაგიჭერენ
-და ვინ თქვა რომ ჭიშკრიდან ვაპირებ გასვლას
-მაშინ მეც წამოვალ-გამომიცხადა ევამ და პასუხსაც არ დალოდებია, ჩაცმა დაიწყო, ევასაც ჩემნაირი საღამური ეცვა, ინტერნატში ყველას ერთნაირი საღამური გვაცვია, ფორმებიც ერთნაირია, ევას ჩემგან განსხვავებით ქერა თმა აქვს, თვალის ფერიც განსხვავებული გვაქვს, ევას ცისფერი, მე კი თაფლისფერი თვალები, ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით, მიუხედავად იმისა რომ დები ვართ.
ევა ორ წუთში მოემზადა, ბოტასები ჩავიცვით, ოთახის კარები ფრთხილად გავაღე და ფეხაკრეფით გავირბინეთ დერეფანი, გარეთ გავედით, დაცვა სკამზე ჯდას და ხვრინავს.
-მოდი და ამის იმედზე იყავი-ზიზღით გადახედა ევამ პირღია მძინარე დარაჯს
-მთავარია ახლა გამოგვადგა-ვუთხარი ევას და ჭიშკართან მივირბინე, რომელსაც ჩემხელა საკეტი აქვს, ამიტომ ჭიშკარზე გადაძრომა მოგვიწია, ჭიშკრიდან ჩამოვძვერი და გარემო შევათვალიერე, ევაც ჩამოვიდა და ჩემს გვერდით დადგა, ყველგან ხეებია, გამავალი გზის გარდა -არამგონია მისტერ ჯონსონს მივაგნოთ-თქვა ევამ
-გზას გავყვეთ
-მანიაკი მკვლელი რომ აღმოჩნდეს? ხომ იცი თავის ჭკუაზე ვერა
-ეს შენმა მეგობრებმა გითხრეს, თუ ყოვლის შემძლე ლოლამ გამოიტანა დასკვნა-ამჯერად ჩემი დისკენ შევტრიალდი
-არმესმის რატომ არ მოგწონს ჩემი მეგობრები
-ზედმეტად ბევრ ჭორს ავრცელებენ-მოკლედ მოვუჭერი, სიჩუმეში ჩემი ხმა ზედმეტად მკაცრი მომეჩვენა, ევას ხმა აღარ ამოუღია, გზას გავუყევი და პაუზის შემდეგ ევაც უკან გამომყვა, ალბათ უკან დაბრუნებაზე ფიქრობდა. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა რაც დავდივართ, გზაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, ზოგჯერ ნადირის ხმა თუ დაარღვევდა სამარისებულ სიჩუმეს, ისე კი ჭრიჭინების ხმაც კი არ ისმოდა, როგორც იქნა თვალი მოვკარი მისტერ ჯონსონს, თან ქალაქის ქუჩებიც გამოჩნდა, უკან დავედევნე გზად შენობებს ვეფარებოდი, უეცრად შეჩერდა, მიმოიხედა და მეც წამსვე ავეკარი კედელს, როცა გავხედე, დავინახე როგორ შევიდა შენობაში, შენობას მივუახლოვდი და კიბესთან დავდექი, შენობა ძველი, მონგრეული და ხავსით მოდებულია, პატარა ფანჯრებიდან სინათლე გამოდის, ირგვლივ არავინაა, სახლებიც მიტოვებულია, თითქოს იმქვეყნიური ადგილია, ყველაფერი გაშავებული და დამწვარია, ეს ქუჩა მკვდარია, სიცოცხლის ნიშანწყალი არ გააჩნია
-რა საზარელი ადგილია-ჩაიჩურჩულა ევამ, რომელიც ჩემს გვერდით დგას
-უნდა შევიდეთ-ნაბიჯი გადავდგი მაგრამ ევამ შემაჩერა
-ვიღაც მოდის-მითხრა ევამ და მარჯვნივ გავიხედე, ქალია, თეთრ ხალათში გამოწყობილი, წარბშეკრული გვიყურებს და გვიახლოვდება
-აქ რას აკეთებთ, ვინ ხართ?-შეშფოთებით მოგვმართა ქალმა
-ჩვენ.... -ევა ცდილობდა რაღაც მოეფიქრებინა
-ავადმყოფებს აქ ამყოფებთ?-თეთრი ხალათი აცვია ან ექიმია ან ექთანი, ან სულაც ვეტერინარი, იმედია სწორი მიმართულებით დავუსვი კითხვა
-ამის შესახებ საიდან იცით?-ხმა აუკანკალდა ქალს და ხალათის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, ნომერი აკრიფა, მემგონი პოლიციასთან აპირებს დარეკვას
-ქალბატონო..... ჩვენ უბრალოდ მშობლების ნახვა გვინდა-ჩქარა ვუთხარი ქალს, ტელეფონი ქვემოთ დასწია, მე და ევა შეგვათვალიერა და უფრო მოგვიახლოვდა, იმედია ვეტერინარი არ იქნება
-კარგი, წამომყევით-გვითხრა თეთრ ხალათიანმა ქალმა და შენობისკენ წავიდა
-უკვე თენდება-ჩურჩულით მითხრა ევამ და ევას მზერას თვალი გავაყოლე, სხივები შენობებს შორის მოჩანდა, თითქოს ამ ბნელ ქუჩაზე შემოღწევას ცდილობს
-მალე გამოვალთ-ვუთხარი ევას, ხელი ჩავკიდე და შენობისაკენ წავედით, გარედან შედარებით შიგნით საკმაოდ კარგადაა მოწყობილი, ქალმა პირბადე და ხელთათმანები გაიკეთა და ჩვენც მოგვაწოდა, შემდეგ ორი დიდი კარი ერთდროულად შეაღო და ჩვენს წინ უცნაური და წარმოუდგენელი სურათი გადაიშალა, მწკრივად დაწყობილ რკინის საწოლებზე, საშინელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, უამრავი გამონაყარით და ბინძური ტანსაცმლით, ეს საშინელი დასანახია, ალბათ უპატრონოთა თავშესაფარია
-ვინები არიან თქვენი მშობლები?-გვკითხა ქალმა, იქაურობას გადავხედე და მზერა ერთ ქალზე შევაჩერე
-დედაჩემი-ვანიშნე თეთრხალათიან ქალს, პირბადეში გამიჭირდა სუნთქვა, ისედაც ასთმით ვარ დაავადებული და მისი მოხსნა დავაპირე
-არავითარ შემთხვევაში არ მოიხსნათ-შემაჩერა ქალმა და წავიდა
-ახლავე გავეცალოთ აქაურობას-მომვარდა ევა
-მოიცა, უნდა გავიგო აქ რა ხდება



№1  offline წევრი ანმეე

ოჰოოოო რა საინტერესოაა?! ძაან კაია მომწოონს
ახალ თავს ველოდები დამაინტრიგებელი იყო საკმაოდ
წარმატებებიი heart_eyes kissing_heart


და რა მაინტერესებს ...ეს შენი პირველი ისტორიაა?თუ პირველია საკმაოდკარგი სიუჟეტი აგირჩევია და თან საკმაოდ კარგად წერ

 


შეფასებისთვის დიდი მადლობა, ზოგადად წერა მიყვარს მაგრამ საჯაროდ პირველად გამოვაქვეყნე
--------------------
ნ.შარაშიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent