შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეთქმულება - ენ ბლექი (სრულად)


28-06-2020, 14:31
ავტორი Alice76
ნანახია 13 867

სანამ უშუალოდ ნაწარმოების კითხვას დაიწყებდეთ, მინდა გაცნობოთ, რომ “შეთქმულება” ენ ბლექმა ერთი წლის წინ დაწერა, რომლის პერსონაჟების პროტოტიპებად ჩემი, ფეფო ამირეჯიბი და საკუთარი თავი ჰყავდა.
ისტორიას ბლექის ნებართვით ვტვირთავ, რადგანაც მისი გაგრძელება დავწერე და მსურს, ვისაც არ წაუკითხავს პირველი ნაწილი, ამის საშუალება მივცე.

“შეთქმულების” მეორე ნაწილს ძალიან მალე იხილავთ საიტზე. მანამდე კი ისიამოვნეთ ბლექის შემოქმედებით, იმედი მაქვს, ისევე მოგეწონებათ და იხალისებთ, როგორც მე და გაგრძელების წაკითხვის სურვილიც გექნებათ ^^

სიყვარულით, ალისა.

***

შეთქმულება


ზღაპრების შეთხზვა, რეალური თუ გამოგონილი ამბებით, საუკეთესო საშუალებაა წარსულის მოგონებებთან ერთად შეინარჩუნო ფანტაზიის უნარი.
1
დაკითხვა
თეთრად შეღებილ დაკითხვის ოთახში ბრალდებულის სკამზე უემოციოთ
ვზივარ და ჩემ წინ მჯდომ დეტექტივს ინტერესით ვუცქერ. თეთრი პერანგი
ღრმად აქვს შეხსნილი და მინდა თუ არა თვალი მისი მკერდისკენ გამირბის.
- ფორმალობას დავიცავ, დეტექტივი ამირეჯიბი. - იარაღს გვერდით დებს,
იდაყვებით მაგიდის ზედაპირს ეყრდნობა და უცნაური ფერის თვალებს
მაპყრობს.
- ვიცი ვინც ხარ.
- მშვენიერია. იცი აქ რას აკეთებ?
- აქ ანუ შენთან თუ ამ აქოთებულ დაკითხვის ოთახში.
- მოეშვი ქარაგმებს ბლექ. - პასუხგაუცემლად ვიღიმი. მომწონს მისგან კბილებში
გამოცრილი საკუთარი გვარი. - სად იყავი ხუთშაბათ საღამოს რვა საათზე?
- მეგობართან ერთად წითელ ღვინოს მივირთმევდი ჩემთან სახლში.
- რომელ მეგობართან? - წარბს ეჭვით წევს ამირეჯიბი.
- ხომ იცი რომელთან ერთადაც.
- კითხვა დაგისვი და გავიმეორებ... - ბრაზი შეერია მის მხას. - რომელ
მეგობართან ერთად?
- მას როგორც ალქაჯს ისე იცნობენ. მისი გვარია უანდერი და შენ მას
შესანიშნავად იცნობ.
- ხუთშაბათს საღამოს რვა საათზე შენ არ იყავი სახლში და არც წითელ ღვინოს
მიირთმევდი ზემოთ ხსენებულ პიროვნებასთან ერთად.
- მართალია. - ვიღიმი და ხელბორკილებისგან დაბუჟებულ ხელებს მაგიდის
ზედაპირზე ვალაგებ. - მომხსენი.
- არა.
- ჩემი გეშინია?
- ხომ იცი შენი ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩემზე არ ჭრის. - იღიმის ამირეჯიბი
მაგრამ ხელბორკილს მაინც მხსნის. - სად იყავი მეტყვი თუ არა?
- ცოცხით დავფრინავდით მე და უანდერი პანთეონის თავზე და დაკარგულს
ირის ვეძებდით.
- ეს უფრო დამაჯერებელი არგუმენტია. - სკამის ზურგს ეყრდნობა ამირეჯიბი,
სიგარეტის კოლოფიდან ერთ ღერ სიგრეტს იღებს და უკიდებს. ღრმა ნაფაზს
უშვებს ფილტვებში და გამონაბოლქვს სახეში მაბოლებს.
უანდერი?
- სად არის ახლა
- მოჩვენებასთან ერთად გონების დაკარგვამდე სვამს. - ვიღიმი და თვალებში
ვუყურებ.
- იცი აქ რატომ ხარ ბლექ?

- იმიტომ რომ ეს შენ გინდა. შენ კი გავლენები გაქვს. ან უარესი ჯიბუტი ისევ შენი
მეგობრების დაპატიმრების სავარაუდო მიზეზებს თითხნის.
- ერთხელაც გამოგიჭერთ ბლექ.
- და ამით რას მიიღებ?
- მე არაფერს - შენ ციხეს.
- ჯიბუტი თუ ალქაჯებს და ფსიქოლოგებს ვერ იტანს ეს ჩემი პრობლემა არ არის.
- მოულოდნელი მსხვრევის ხმა სმენას მიხშობს, ჯერ ძლიერი შენარცხების ხმა
ისმის შემდეგ კი ფანჯრის ნამსხვრევების წვიმა იწყება და ოთახში ჩამტვრეული
მინიდან, ცოცხზე ამხედრებული უანდერი ჩნდება. მოხდენილად ხტება
„ტრანსპორტიდან“ მოკლე კაბას ისწორებს, კისრის მალებს ათამაშებს და
დემონსტრაციულად უცქერს ამირეჯიბს. სახეს ღიმილი მიპობს, ისევე როგორც
დეტექტივს.
- სახელმწიფო საკუთრების დაზიანებისთვის შემიძლია დაგაპატიმრო. - სიგარეტი
მაგიდის ზედაპირზე დასრისა ამირეჯიბმა და ფეხზე წამოდგა.
- მერამდენედ? - ცხვირი აიბზუა უანდერმა. რამდენიმე წამს ღიმილი არ შორდება
ამირეჯიბის სახეს, ბოლოს ღრმად სუნთქვას და ისევ მე მიყურებს.
- რა?
- ამ ფეხების პატრონს წითური თმაც რომ ჰქონდეს ჯიბუტის საწოლს ვერ
გადაურჩებოდა.
- უანდერზე მანიშნა დეტექტივმა და სიგარეტის ახალ ღერს
მოუკიდა.
- მადლობა ჩემ მშობლებს რომ ბუნებირვად ქერა ვარ. - იღიმის უანდერი და
უდარდელად ჯდება მაგიდის ზედაპირზე.
- ერთხელაც შარში გაეხვევით თქვენ ორნი და მე ვეღარ დაგიცავთ, ერთხელაც
ვეღარ მოვასწრებ კამერების ჩანაწერების გაქრობას. - ბრაზი გაკრთა ამირეჯიბის
ხმაში.
- რა უნდა? - წარბის აწევით მეკითხება უანდერი. - ამირეჯიბი თამაშიდან
გადიხარ?
- ეს ჩემი თამაში არასდროს ყოფილა. თქვენ ორს გიმართლებთ რომ შეფს ჩემი
ყოველი სიტყვის სჯერა, ბოროტად იყენებთ ჩემ მეგობრობას. - სიგარეტის
კვამლში გახვეულ დეტექტივს კიდევ უფრო ბრაზიანი იერსახე მიეღო.
- კარგი რა. - ფეხზე ავდექი და ჩამსხვრეული მინიდან მიძინებულ თბილის
მოვავლე თვალი. - ვის ადარდებს შეშლილი ფსიქოლოგი და არანაკლებ ჭკუიდან
გადასული ალქაჯი? შენს საქმეს მშვენივრად ართმევ თავს. საერთოდაც შენ რომ
გააჟღერო უანდერი ღამით ცოცხზე შემომჯდარი აწიოკებს საფლავებსო ვინ
დაგიჯერებს? გიჟად შეგრაცხავენ, თანამდებობას დაკარგავ და ოთხ
კედელს შორის გამოკეტილი მოგიწევს დარჩენილი ცხოვრების გატარება.
- მოკეტე ბლექ.
- ხომ იცი რომ მართალი ვარ.
- ზედმეტი მოგდის. - ფითქინა მუხლის თავებზე ეყრდნობა გამომძიებელი
უანდერს. - ერთხელაც იქნება ვინმე შეგამჩნევს.
- კარგი რა.

- იმ ღამეზე რას მეტყვი ჯიბუტის ბარბს რომ სახე აახიე.
- ბლექის ბრალია. ბევრი დამალევინა, ვერ მოვზომე და საჭიროზე მეტად
დავეშვი.
- საჭიროზე მეტად კი არა აკრძალულზე ბევრად მეტად. ქალს სახე გააძრე.
მდგომარეობიდან ჯერაც ვერ გამოსულა, ჯიბუტს ჰგონია მისი გოგო ჭკუიდან
შეიშალა და ქალაქში ყველაზე ცნობილ ფსიქოლოგს სამკურნალოდ მიუგდო მისი
თავი. - თვალი ჩემკენ გამოაპარა ამირეჯიბმა და გაგულისებული მზერა
მესროლა.
- რა ჩემი ბრალია თუ საუკეთესო ვარ. - სიგარეტს მოვუკიდე და ღრმად მოვქაჩე.
- შენ რა მის ნაშაზე ღელავ?
- იცი ფულს რისთვის მიხდის?
- ვიცი.
- მაშინ მოკეტე და გონს მოდით. ორივე! - ამატებს ამიტეჯიბი და მონაცვლეობით
გვიცქერს მე და უანდერს. - ეს უნდა დასრულდეს. - სიგარეტის ანთებული ნამწვი
ჩამსხვრეულ მინაში ოსტატურად მოისროლა და უანდერს შეხედა. - ეს ცოცხი
ელემენტებზეა? - წამიერი დუმილი უჩვეულო საბურველში ახვებს თეთრად
შეთითხნილ ოთახს. - ელემენტზე არა ის კიდე. ამის დედაც - ხარხარებს
ამირეჯიბი. - ორ წუთში აქ არ იყოთ. - ამბობს და ოთახიდან გადის.
- რა? - ახლა მე მიყურებს უანდერი.
- იპოვე?
- ვერა.
- ხომ იცი რომ მართალია, ყოველ ჯერზე ვერ დაგვაფარებს ხელს.
- ვერ ვპოულობ ბლექ.
- იქნებ დროა შეეშვა.
- შენც გადიხარ თამაშიდან?
- ჯანდაბა უანდერ ხომ იცი შუა გზაში არ მივატოვებ საქმეს მაგრამ ისე ნუ იზამ
ყველას ციხეში გვიკრა თავი.
- ბლექ.
- რა?
- ირისი ამბობს რომ მიზანთან ახლოს ვართ.
- შენივე წარმოსახვა დაგღუპავს იცოდე, კარგი ფსიქოლოგი ჯიბუტის გოგოს კი
არა შენ გჭირდება.
- მერე აქ არ ხარ? - გამიღა უანდერმა და მაგიდიდან ჩამოხტა.
- ამირეჯიბს დიდი გავლენები აქვს, მაგრამ არა იმდენად რომ ყველფრისგან
გიხსნას.
- შეშინებული ხარ თუ მეჩვენება.
- ჯანდაბა უანდერ. ხელბორკილებით მე დამათრევენ შენ ხომ არა?
- კარგი ხო, მაპატიე. წამოხვალ ჩემთან? - მეუბნება და ცოცხზე მხედრდება.
- სხვა გეგმები მაქვს.
- ატრაკებ ბლექ.

- შემეშვი. - ვამბობ და ოთახს ვტოვებ. ___
წვიმა ისე ეხეთქება მანქანის შუშებს თითქოს მსოფლიო მაშტაბით საუკეთესო
კომპოზიციის შექმნას ცდილოლობს. კორპუსის შესასვლელთან ახლაც უდიერად
დავაპარკინგე ავტომობილი და კარი ხმაურით მივიკეტე ზურგს უკან. ერთადერთ
რამეს ვნატრობდი, რაც შეიძლება მალე შევსულიყავი ჩემს ბინაში და სხეულსა და
გონენში ცხელი წყლით გადამერეცხა დაკითხვის ოთახში ყოფნით დარჩენილი
გულისამრევი კვალი. სამი სართულის ოცდაშვიდი საფეხური ახლაც ფეხით
ავიარე და როდესაც მეგონა ყოველივე უარყოფითი უკან მოვიტოვე და საკუთარ
ფიქრებთან მარტო დავრჩი ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. კარის
ზღურბლთან ფეხმორთხმით მჯდარი ანაბელი მეფეთება, ეს ის ჰაბიტუსია
რომლის დანახვაც ახლა ყველაზე ნაკლებად გამახარებდა. რას ვიზამ პროფესია
მაქვს ასეთი, ყველა გზააბნეული ჩემ კართან მოდის და შველას ითხოვს.
უხალისოდ გავუღიმე და ვთხოვე გაწეულიყო რათა კარი გამეღო.
- რატიმ იცის რომ აქ ხარ? - ვეუბნები ოთახში შესვლისთანავე, თაროზე
დადებულ სურათის ჩარჩოს, სადაც მე უანდერი და ამირეჯიბი ვართ გამოსახული
ამჯერადაც ზურგით ვატრიალებ, ჩანთას იქვე სავარძელზე ვანარცხებ, ბარიდან
ვისკს ვიღებ და ჩემთვის ჭიქას პირამდე ვავსებ.
- რატის მაგრად კი/ია სად ვარ.
- ხომ იცი რომ ასე არ არის ანაბელ?
- კარგი რა.
- მაშ რატომ მიხდის შენი მკურნალობისთვის?
- პრესა რომ არ ალაპარაკდეს. რატი გავლენიანი პიროვნებაა.
- ნუთუ? - გადასაყლაპად გამზადებული ვისკის მოზრდილი ყლუპი ყელში
გამეჩხირა, თუმცა როგორღაც მასთამ გამკლავება შევძელი და კუთვნილ გზას
გავუყენე.
- ენ, ხელებზე რა გჭირს? - შეშფოთებული მზერა მიაპყრო ჩემს დალურჯებულ
მკლავებს.
- ისეთი არაფერი. - მხრები ავიჩეჩე და სასმელი მოვსვი.
- ძალადობის კვალს გავს. - წარბები აზიდა ჯიბუტის გოგომ.
- შენთვის არ მითქვამს რომ სადომასოხ/ზმით ყველაზე დიდ სიამოვნებას
განვიცდი? თუმცა ეს შენ არ გეხება. - მოკლედ მოვუჭერი, კუთვნილი
სავარძლისკენ დასაჯდომად მივუთითე და არაფრის მომცემი საუბრისთვის
მოვემზადე.
მე და გამომძიებელი ამირეჯიბი ერთმანეთს მას მერე ვიცნობთ რაც სკოლაში
შესვლის პირველსავე დღეს გვერდიგვერდ მოგვათავსეს. მახსოვს პირველი
დანახვით გამოწვეული განცდა. - რაღა ეს. - მის სახეზე ასახული ემოციის გამო
წამით არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ისიც იმავე აზრზე იდგა რაზეც მე.

- ბლექი. - ზრდილობის გამო ვუთხარი საკუთარი გვარი.
- ამირეჯიბი. - მოკლედ მომიჭრა და დაფას მთელი ყურადღებით მიაშტერდა.
კრახით დაწყებულ დიალოგს ყურადღება არ მივაქციე და მეც მთელი ყურადღება
დაფაზე დაწერილ ჩემთვის ჯერ ისევ უცნობ ასეობზე მოვმართე. სიის
ამოკითხვისას პირველი ამირეჯიბის გვარი ისმოდა საკლასო ოთახში, მეორე
მუდამ ჩემი. თავიდან ვერ მივხვდი ამ ყველაფერს თუმცა როდესაც ანბაბი
სრულად ავითვისე მივხვდი რაშიც იყო საქმე. ამირეჯიბი კარგი მოსწავლე იყო,
შეიძლება ითქვას საუკეთესოც. არც მე ვუდებდი ტოლს და ამან კიდევ უფრო
გაამძაფრა თავდაპირველი ჩვენი ერთმანეთის მიმართ საძულველი
დამოკიდებულება. დრო გავიდა. არც ისე დიდი და მალე დავასკვენით რომ
ერთმანეთის მტრები სულაც არ ვიყავით. პირიქით ჩვენ შეგვეძლო კარგი
მეგობრები ვყოფილოყავით. ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულებს
უამრავი საერთო აღმოგვაჩნდა, რამაც კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა
ერთმანეთთან და ძალიან მალე ჩვენ საუკეთესო მეგობრებად ჩამოვყალიბდით.
ამირეჯიბი ბლექის გარეშე და ბლები ამირეჯიბის გარეშე აღარ არსებობდა. თუ
ამირეჯიბს სიცხე ჰქონდა არც მე დავდიოდო სკოლაში. თუ მე ვიყავი ავად
ამირეჯიბიც სახლში გამოკეტილი ატარებდა დროის უმეტეს ნაწილს. წლებთან
ერთად ჩვენი ურთიერთობაც უფრო და უფრო გამყარდა. ამირეჯიბი სკოლაში
თავისი ჯიუტი და ხისტი ხასიათით გამოირჩეოდა, მე შედარებით რბილი და
მომთმენი ხასიათი მქონდა, ამის გამო ხშირად მოგვდიოდა კამათი. მშიშარას
მეძახდა, რადგამ მასთან შედარებით მართლაც მშიშარა ვიყავი, არ გამიკვირდა
როდესაც გამომძიებლობა გადაწყვიტა, მას ხასიათში ყოველთვის ჰქონდა ამ
პროფესიითვის საჭირო თვისებები, მე ფსიქოლოგობა გადავწყვიტე და ზუსტად
ამ პროფესიის გამო ავიშენე ირგვლივ ის კედელი რომელსაც ვერავინ არღვევდა
ამირეჯიბის გარდა. ვერ ვიტყვი რომ ჩვენი წარმატება მხოლოდ გამართლების
დამსახურება იყო, ბევრი ვიშრომეთ იმისთვის რასაც მივაღწიეთ. ის ქალაქში
ყველაზე წარმატებულ გამომძიებლად იქცა, მის ისტორიაში ორასზე მეტი
გახსნილი საქმეა და მხოლოდ ერთი გაუხსნელი. მე რაც შემეხება ერთ-ერთი
წარმატებული ფსიქოლოგის სტატუსი მშვენივრად მოვირგე და სულის
სიმშვიდეც მოვიპოვე.
- ამაზე რა პასუხს გამცემ? - რეალობაში მაბრუნებს ანაბელის მერყევი ხმა.
- პასუხს? - ახლაღა გავიაზრე მისი არც ერთი სიტყვა რომ არ გამიგია, სახე უსიამოვნოდ დამეჭყანა მსგავსი არაპროფესიონალური ქმედების გამო, მშვიდად გავისველე გამშრალი ყელი ვისკით და მის ამღვრეულ თვალებს მივაშტერტი, ანაბელი საშუალო სიმაღლის, ძვალმსხვილი ქერა გოგონაა, მკერდსავსე და არანაკლებ შევსებული თეძოებით, ლამაზიაო ვერ იტყვი, ვერც სიმახინჯეში დასდებ ბრალს მხოლოდ ის მაოცებს ჯიბუტს რა უნდა ამ გოგოსთან.
- არ მისმენდი?
- მაპატიე ანაბელ, დღეს რთული დღე მქონდა.
- ვინ არის ფოტოზე გამოსახული? - ზურგით მდგომ ჩარჩოსკენ მითითებს ანაბელი.
- არავინ! - ფეხზე წამოვდექი, სურათის ჩარჩოს ხელი დავავლე და უჯრაში მივუჩინე ადგილი.
- რატომ მალავ?

- არ ვმალავ და ეს შენ არ გეხება. - საკუთარი ხმის სიუხეშემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ დღეს არაპროფესიონალობის მწვერვალზე ვიმყოფებოდი. - სახლში წადი ანაბელ. რატი ალბათ უკვე ღელავს.
- კარგი. - უხალისოდ მემორჩილება ეს უკანასკნელი და სავარძლიდან დგება, როგორც კი მის ზურგს უკან დაკეტილ კარს აღვიქვამ, ღრმად ვსუნთქვს და მოწყვეტით ვეშვები სავარძელში, დაბუჟებულ, დალურჯებულ მაჯებს ღიმილით ვიზელ. ამირეჯიბის სახის გახსენებისას კიდევ უფრო მეღიმება, მერე მინიდან შემოფრენილი უანდერი მახსენდება და მთელ სახეზე ღიმილი მეფინება.
- შეშლილი ალქაჯი. - ვბუტბუტებ ჩემთვის. დაკეტილი უჯრიდან სურათის ჩარჩოს ვიღებ და ისევ თავის ადგილზე ვაბრუნებ.
უანდერი გენიალური წარმომავლობის ადამიანია, მისი დიდი ბებია, ქალბატონი ელენა ერთ-ერთი ცნობილი ჯადოქარი გახლდათ, შთამომავლობაში განგების მიერ ამორჩეულ უანდერს წილად ხვდა ბედნიერება რომ დიდი ბებიის ღირსეული გამგრძელებელი და მემკვიდრე ყოფილიყო, რთული დასაჯერებელია ჩვენს დროში ალქაჯების არსებობა მაგრამ ფაქტია მე პირადად მომეცა საშუალება ვიცნობდე გოგონას რომელიც ღამ-ღამობით ცოცხზე შემომჯდარი აწიოკებს მძინარე ქალაქს, ქვეყნის სამართალდამცავებს კი თავს ატკიებს მის მიერ ამოთხრილი საფლავების რაოდენობა, რომელიც ყოველ ღამით სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება. უანდერი ბებიის წამოწყებულ საქმეს ღირსეულად აგრძელებს და ცდილობს იპოვოს ის საჭირო ჯერ კიდევ ვერმოპოვებული ერთადერთი ინგრედიენტი რომელიც ალქაჯთა მოდგმას უკვდავყოფს. მე როგორც მისი ერთადერთი მეგობარი რომელსაც სრულად გაანდო თავისი წარმომავლობის საიდუმლო როგორც შემიძლია ვეხმარები წამოწყებული საქმის დასრულებაში, უანდერი დამნაშავეა, რასაც არ უნდა ეძებდეს და რა უცოდველი საქმისითისაც არ უნდა აკეთებდეს ამ ყველაფერს ის მაინც დამნაშავეა, სამარხების მძარცველი ალქაჯი, მასთან ერთად მეც დამნაშავე ვარ რადგან ხელს ვაფარებ და განა ვეწინააღმდეგები პირიქით ხელს ვუწყობ ამ საქმეში, ამირეჯიბი? თავისთავად ისიც დამნაშავეა რადგან ყველაფერი იცის და ჯერ არც ერთი არ გამოვუკეტივართ გისოსებს მიღმა. ამირეჯიბის ის ერთი გაუხსნელი საქმეც რომელიც მის ისტორიაში ფიქსირდება სწორედ ღამ-ღამობით ამოთხრილი სამარხებია.
2
საკუთარ კაბინეტში ჩაფიქრებით მჯდომი ჯიბუტი, სავარძელში სრულიად
ჩაფლული, თითებში მოუკიდებელი სიგარეტის თამაშით ირთობდა თავს,
როდესაც თამაშემწემ ამირეჯიბის მოსვლის შესახებ ამცნო, ხელის აწევით მისცა
დასტური რომ დეტექტივი მასთან შეევათ, ნერვულად მოუკიდა სიგარეტს და
მისთვის საჭირო მოსალოდნელი ინფორმაციის მოსასმენად შეემზადა.
- გამარჯობა რატი. - უჩვეულოდ მშვიდად მიესალმა ამირეჯიბი და მის წინ
მდგომ სავარძელში მოთავსდა.
- არის რამე ახალი?
- ხელჩასაჭიდი არაფერი. - იარაღის ტარს რითმულად აუსვა ამირეჯიბმა თითები

და და სარძელში უფრო კომფორტულაფ მოთავსდა.
- ორი თვე გავიდა.
- ზოგჯერ არ არის ორი თვე საკმარისი იმისთვის რომ დანაშაული გახსნა და
დამნაშავე დაიჭირო. თანაც არ დაგავიწყდეს ეს უბრალო დამნაშავე არ არის,
თავის საქმე აშკარად შესანიშნავად იცის.
- ფიქრობ მარტო მოქმედებს?
- არამგონია.
- ბევრნი იქნებიან?
- სამნი მაინც. - თვალები იატაკს მიაპყრო ამირეჯიბმა.
- ხომ იცი გენდობი.
- ვიცი. - უხალისოდ დაეთანხმა დეტექტივი და სასმელი დაისხა.
- ეს საქმე უნდა გახსნა.
- ჩემზე მეტად არ გინდა დამნაშავის პოვნა. - ზიზღით წარმოთქვა ამირეჯიბმა და
სულმოუთქმელად ჩაცალა სასმელი.
- ბაბუაჩემის სამარხი გათხარეს, პროფესორი კაცის სამარხი მიწასთან გაასწორეს.
მინდა რომ დაიჭირო ის ახვარი.
- ბაბუაშენის სამარხი გათხარეს და ამით შენ პირად საკუთრებას შეეხნენ, მე კი
ორმოცდაათამდე გათხრილი სამარხი მაქვს რატი უკან გარჭობილი და
ერთადერთი საქმე რომელსაც ვერ ვხსნი. - უკვე ბრაზი შეერია დეტექტივის ხმას.
- დალიე. - ჭიქა პირამდე აუვსო ჯიბუტმა და წყობიდან გამოსულ დეტექტივს
მიაწოდა.
- ანაბელი როგორ არის.
- უკეთესობა არ ეტყობა, ისევ იმეორებს რომ ნამდვილად ცოცხზე ამხედრებული
ქალი შეასკდა.
- ჰო. - ჩაიღიმა დეტექტივმა და მზერა ფანჯრიდან მიძინებულ ქალაქს მოავლო,
აქა-იქ მიმობნეულ ვარსკვლავებს შორის მოძრავ სილუეტს მოჰკრა თვალი,
კბილები ბრაზით დააჭირა ერთმანეთს და ფანჯარას მოშორდა. - შენ რას ფიქრობ?
- ოცდამეერთე საუკუნეში ალქაჯი? სერიოზულად?
- კარგი დაივიწყე.
- სახლში წადი. გადაღლილი ჩანხარ, დასვენება არ გაწყენდა. - უჩვეულოდ
მზრუნველი იყო ჯიბუტი ამ ღამით რაც ამირეჯიბის მახვილ გონებას არ
გამოჰპარვია.
- რა თამაშს თამაშობ რატი?
- წითური არ ხარ. - ახარხარდა ჯიბუტი.
- შენ ისევ წითურებს დაზდევ? შენი ფსიქოლოგი რას ამბობს ამის შესახებ?
- რამდენიმე დღეა არ მინახავს. გინდა წაგიყვანო?
- თავად წავალ. - ერთხელ კიდევ შეავლო წყვდიადში მოძრავ სილუეტს
ამირეჯიბმა თვალი და ჯიბუტის კაბინეტი დატოვა.

ღამის წყვდიადს მხოლოდ სავსე მთვარე ანათებდა, თავმხოხსნილ კუბოს
გადამჯდარი უანდერი ინტერესით იქექებოდა ნახევრად გახრწნილ ძვლებში,
დაძენძილი ტანსაცმლის ჯიბეებში ზიზღით აფათურებდა ხელებს და მძიმე
ჰაერის გამო დანამულ შუბლს პერიოდულად იმშრალებდა მაისურის სახელოთი.
-ირის მომეხმარე. - ყოველ ხუთ წუთში ეძახდა მეგობარს, რომელიც ამოთხრილი
მიწის გროვაზე ფეხმორთხმით მჯდარი, ღიმილმორეული უცქერდა
მიცვალებულის გაქურდვით გართულ ალქაჯს. - შემდეგში ამას შენ გააკეთებ.
მაინც რა სუნი აქვთ, ისე ძია, კი არა და პაპა, როდის დაგმარხეს? - ძვლებში ქექვას
თავი ანება და საფლავის ქვაზე წარწერილ თარიღს ინტერესით გახედა. - კიდევ
კარგად გამოიყრები ხომ იცი? - ტუჩები დაპრუწა უანდერმა და ძებნა განაგრძო. -
ჰო მართალი ხარ, ისევ არასწორი საფლავი ამოვთხარე, კიდევ ერთი
განრისხებული ოჯახი დაემატა ამირეჯიბს. - მხრები აიჩეჩა უანდერმა, ამოთხრილ
საფლავს მოშორდა, ცოცხს მოაჯდა, უკან ირისი მოისვა და ზეცაში აიჭრა.
ის იყო დაძინებას ვაპირებდი კარზე დაკაკუნების ნაცნობი რითმი რომ მომესმა,
კედელზე აწიკწიკებულ საათს, რომელიც შუაღამის ორ საათს აჩვენებდა
ინტერესით შევხედე და კარისკენ წავედი, მიუხედავად იმისა დაკაკუნებით
ვიცანი ამირეჯიბი მაინც გადავამოწმე, ქვეყანაში სადაც ისევ არსებობენ ალქაჯები
არაფერია გამორიცხული.
- დალევა მინდა. - შემოსვლისთანავე მომახალა და ზურგჩანთა იატაკზე დააგდო,
ფეხსაცმელი იქვე გაიხადა და ფეხშიშველი გატყაპუნდა მისაღებში.
- იცი მაინც რომელი საათია? - მკი/ია.
- ჩემს გამო? - ირონიულად აზიდა წარბები და ვისკი მოსვა. - რა გინდა?
- დალევა.
- ამისთვის ბარი არსებობს.
- გადაიწვი, უბრალოდ კარგი გამოძინება გჭირდება. - უკან გაირ/ე ეგ ფსიქოანალიზმი.
- შენს გამო ნახევარი დღე განყოფილებაში გავატარე, დასვენება მინდა. -
ავბუზღუნდი თუმცა მისთვის დასხმული ვისკი უკვე ხელში მეჭირა და მივაწოდე,
უცნაურად მდუმარე მეჩვენა, თვალებშიც გაურკვეველი ემოციები ჩასახლებოდა.
- ჯანდაბა ბლექ, იქნებ მეგობართან ერთად მინდა დალევა, რა გემართება? - ხმას
აუწია და ხელში ათამაშებულ ჭიქას მთელი ძალით შემოაჭდო თითები.

- ეს რჩევა იყო რა შუაშია ფსიქოანალიზმი?
- კიდევ რამდენი სამარხი უნდა გათხაროთ თქვენ ორმა?
- გჯერა რომ იპოვის?
- თუ დაგვიჭირეს.
- რისთვის?
- იმისთვის რომ მშვიდად დაიძინო, ბოლოს როდის გეძინა ნორმალურად? - სანამ ამ შარში გამრევდით.
- ნუ ბუზღუნებ.
- დღეს ვის სამარხს თხრის?
- დღეს განტვირთვა აქვს. - გავიღიმე და ამირეჯიბიც მოხასიათდა.
- არ ვიცი, იმედი მაქვს ცოტა, შენზე მეტად არ მინდა ამ საქმის დასრულება, არც მე
მომწონს რასაც ვაკეთებ მაგრამ მარტოს ხომ არ დავტოვებ?
- გახსოვს თავიდან ისიც არ გჯეროდა რომ ალქაჯები ისევ არსებობენ, როცა
გაიცანი ხომ დარწმუნდი? ასე რომ კი მჯერა რომ იპოვის და თუ ამისთვის მთელი
ქვეყნის სამარხების გათხრა მოუწევს გათხრის კიდეც.
- ვერ დაგვიჭერენ. - მის გვერდით მოვთავსდი და დაღლილ თვალებში ჩავხედე. -
აქ დარჩი.
- კარგი, დამიყოლიე, ვრჩები მაგრამ საძინებელში მე ვწვები, თუ ზრუნვაა
ბოლომდე იზრუნე ჩემზე.
- ჯანდაბაშიც წასულხარ, წადი დაიძინე. - ვისკის ჭიქა გამოვართვი და ისიც მძიმე
ნაბიჯებით გაეშურა ჩემი საძინებლისკენ. მიმავალს თვალი გავაყოლე და მისი
ზურგის ცქერისას არ გამომპარვია კარგად შენიღბულ ამირეჯიბში რა საგიჟეთიც
ტრიალებდა, სხვა თუ არაფერი ამდენი წელია ვიცნობ, ამას გარდა ჩემი პროფესია
ყოველთვის მეხმარება ადამიანებში დამალული მრავალსახიანობა დღის
სინათლეზე გამოვამზეურო, მის შემთხვევაში ამას არასდროს ვაკეთებ, ის
ერთადერთია ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანთა შორის რომელიც უბრალოდ ის არის
რაც არის, არასდროს ვაფათურებ მის სულში ხელებს თუ ეს თავად არ სურს,
არასდროს ვიქექები მიძინებულ კუნჭულებში და უკვე დაკეტილი უჯრების
გახსნას არ ვცდილობ, მე უბრალოდ ყოველთვის ველოდები როდის მეტყვის -
ბლექ მომისმინე... სიმართლე რომ ვთქვა ამას იშვიათად ამბობს, კარგად იცის მისი
უსიტყვოდ მესმის და ზოგჯერ არც იღლის თავს ზედმეტი სიტყვების უაზრო
ბრახა-ბრუხით, მაგრამ ახლა, მისი ზურგის ცქერისას პირველად ვიგრძენი რაღაც,
„რაღაც ახალი“ მძიმე, რთული, ქაოტური და ამან შემაშინა. შემაშინა პირდაპირი
მნიშვნელობით, ოცდახუთი წლის მანძილზე პირველად დამეუფლა გრძნობა რომ

ის ჩემგან ძალიან შორს იყო და ჩვენ შორის გაჩენილი უფსრკული ორივე ჩვენგანის
გადაყლაპვით იმუქრებოდა. ტანში უსიამოვნოდ გამცრა, ვისკის ჭიქა ბოლომდე
შევივსე, სიგარეტს მოვუკიდე და ღამის წყვდიადში გავუჩინარდი. უანდერი
წიგნის მაღაზიაში გავიცანი, მახსოვს წიგნის არჩევით გართულს მისმა ქერა თმამ
თვალი ისე მომჭრა, წიგნიდან მზერა მისკენ მივმართე, დაბნეული გამალებით
ეძებდა თაროებს შორის მისთვის საჭირო წიგნს, ინტერესით დავაკვირდი მის იერს
და არ ვიცი რატომ მაგრამ ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს წინა ცხოვრებაში მას
უკვე შევხვედროდი, ღიმილი რომელიც მისმა ცქერამ მომგვარა ინტერესში
გადამეზარდა და სწორედ ამის გამო შევთავაზე დახმარება რაზეც ჯერ დაბნეული
თვალები მომაყრო, გარემო ინტერესით მოათვალიერა და როდესაც დარწმუნდა
რომ ნამდვილად მე შევთავაზე დახმარება, ღიმილით დამთანხმდა, წიგნს
რომელსაც ეძებდა მარტივად მივაგენით და მანაც მადლიერების გამოსახატად
ყავის დასალევად დამპატიჟა, დრო მქონდა, ამიტომაც მისი შემოთავაზება
სიამოვნებით მივიღე. ერთად გატარებული მომდევნო ორი საათის შემდეგ
მივხვდი რომ ეს გოგო ჩემ ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებდა, ასეც მოხდა,
უანდერი ხუთი წლის წინ გავიცანი და მას შემდეგ არც ერთი დღე არ გამიტარებია
მის გარეშე. გაცნობიდან რამდენიმე თვეში გამომიტყდა რომ ალქაჯი იყო რაზეც
ბევრი ვიცინე თუმცა როდესაც მის სერიოზულ სახეს შევხედე და დავრწმუნდი
რომ სულაც არ მატყუებდა, ჯერ პირი დავაღე, მერე შემეშინდა და ბოლოს
შევიშალე... გამიჭირდა იმ ფაქტთან შეგუება რომ ალქაჯები ისევ არსებობდნენ
თუმცა ბოლოს შევეგუე და მომეწონა კიდეც ჩემ ცხოვრებაში ალქაჯის შემოჭრის
ამბავი. ამირეჯიბს რომ მის შესახებ ვუამბე, ჯერ შუბლი შემიმოწმა სიცხე ხომ არ
გაქვსო და როცა დარწმუნდა მთელი სერიოზულობით რომ ვუყვებოდი
ალქაჯების არსებობის შესახებ, თვალებდაქაჩულმა რამდენიმე ჭიქა ვისკი
ერთმანეთის მიყოლებით გადაჰკრა. ბოლოს ისიც ისევე შეეგუა უანდერის
ალქაჯობის ფატქს, როგორც მე და მანაც ისევე გულით მიიღო ეს საოცარი გოგო
როგორც მე.
მთელი ღამე ვისკით ხელში გავატარე და ფანჯრიდან მონაბერი ნიავის
სიგრილით ვცდილობდი აღელვებული სხეულისა და ფიქრების განიავებას,
დაძინება არც მიცდია რადგან ვიცოდი დღეს ის ღამე იდგა რომელთანაც ზავს
ვერაფრით დავდებდი და ნებისმიერ შემთხვევაში ფხიზლად ყოფნას
მაიძულებდა, ის იყო ირიჟრაჟა კარზე რომ დამიკაკუნეს. ვისკის ცარიელი ჭიქა
ფანჯრის რაფაზე შემოვდე და კარის გასაღებად წავედი.
- უანდერ? - ცოტა არ იყოს დამაბნია მისმა ასე ადრიანად სტუმრობამ?
- ვის ელაპარაკები? - ირის.
- გაგაღვიძე? - შემოპატიჟების გარეშე შემოაჭრა მისაღებში წამით შეჩერდა და ღია
კარს მიაშტერდა. - შემოდი. - გაოცებულმა გავხედე სივრცეს, მერე უანდერს.

- ქერა, სექსუალურ ლამაზმანს რომელსაც შენს გარდა ვერავინ ხედავს? -
გაღიზიანება აისახა ჩემ სახეზე და კარი ხმაურით დავკეტე.
- რა გჭირს? არ გეძინა? - სავარძელში ჩაეშვა უანდერი და მინის მაგიდაზე ფეხები
შემოალაგა.
- ჩაწიე ფეხები.
- რა ხასიათზე ხარ? - უხალისოდ მემორჩილება და სწორდება. - ყავა გინდა?
- კი.
- მართლა რა ხასიათზე ხარ?
- ამირეჯიბზე ვღელავ.
- შენი აზრით აქ რისთვის ვარ?
- რამე იცი?
- არა მაგრამ ვგრძნობ.
- და რას გრძნობს ეგ შენი შეშლილი გონება. - იმას რომ კარგად არ არის.
- იცი სადაც არის და გაიკეთე, შენს მეგობარსაც გაუკეთე. მართლა სად ზის?
შემთხვევით არ დავაჯდე. - საკუთარ ნათქვამზე გამეცინა და უანდერის გვერდით
მოვთავსდი.
- მე თავს მშვენივრად ვგრძნობ. - ზურგს უკან გაისმა ამირეჯიბის ხმა. - თქვენ
ორნი კი მოეშვით ჩემ ზურგს უკან ჭორაობას.
- ის რომ ვღელავთ და ამაზე ვსაუბრობთ ჭორაობაა? - ეჭვით ახედა უანდერმა. -
მანდ არ დაჯდე.
- რატო ვითომ? - დასაჯდომად მომზადებული სხეული სასაცილოდ გაუშეშდა
ამირეჯიბს.
- ირის დასრისავ.
- ამის დედაც. - ღიმილმა გადაურბინა დეტექტივს და დემონსტრაციულად
მოთავსდა სხვა სავრძელში. – შეფი პატაკს მთხოვს, დამეხამრებით? რა დავწერო?
ალქაჯები, მოჩვენებები, მფრინავი ცოცხები? - ბრაზით მოუკიდა სიგარეტს და
გამონაბოლქვი ფილტვებში შეუშვა. - ირის, სად ხარ ძვირფასო, აჰ, აქ ხარ ხომ?
ცარიელ სავარძელს ირონიულად შეხედა ამირეჯიბმა და საუბარი განაგრძო. - შენ
რას ფიქრობ ამ საკითხზე? ვითომ დამიჯერებენ? შემიძლია დავამტკიცო მაგრამ
აღიარება როგორ მოვიპოვო? მეგობრები ვაწამო? ვა რა შესანიშნავი აზრი

მომაწოდე. მადლობა საყვარელო. - სივრციდან მზერა ჩვენზე გადმოიტანა
ამირეჯიბმა და პირველად დავინახე მის თვალებში ასეთი დიდი სიცივე. -
ორმოცდაათი გათხრილი სამარე და დანაშაულის არანაირი კვალი!
- გეყოფა! - ფეხზე ავდექი და მის სავარძელთან დავიხარე. - გეყოფა იმაზე ფიქრი
რომ ისტორიას ერთი გაუხსნელი საქმე გიფუჭებს. მეჩვენება თუ სარკაზმი სადღაც
გაუშვი და შენშიც ადამიანობა იდებს დასაბამს?
- ბლექ მომშორდი! არ მინდა გატკინო. - რა ჯანდაბა გემართება?
- როცა დავიბადე უკვე "დიდი" ვიყავი. პატარა-დიდი. ასე შემრაცხეს, მაიძულეს ვყოფილიყავი ძლიერი, მუდამ მესმოდა. - შენ შეგიძლია. ბოლოს დავიჯერი, რომ ჰო... მე შემიძლია და შემიძლია? რა თქმა უნდა შემიძლია. ჩაკლული მეობის და ფარად აღმართული სიძლიერის ფონზე ჰო შემიძლია. ორ სამყაროს შორის გახლეჩილი საკუთარ თავს და სურვილებს ამაოდ ვებრძვი. არც კი ვიცი რას ვებრძვი, თვალით არ მინახავს ჩემი მეობა. მე ასეთი ვარ, ძლიერი ქალი, მე ყველაფერი შემიძლია... და რა შემიძლია? ამის დედაც არაფერი არ შემიძლია რადგან ჩემ წინაშე ორი დამნაშავე დგას, რომლების ჩემ ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობენ და მე მათი დაჭერა არ შემიძლია.
- ამირეჯიბი შემოტევა გაქვს. - მისი სახე ხელებში მოვიქციე და ვაიძულე თვალებში ეცქირა.
- შემეშვი! - ხელიდან გამისხლტა დეტექტივი და კარში გაუჩინარდა.
- ეს რა იყო? - ფერმკრთალი სახე შემანათა უანდერმა.
- ეს ის ამირეჯიბია, რომელიც ჩემ გარდა არავის უნახავს. - სიგარეტს მოვუკიდე და სავარძელში ჩავეშვი. - ყველას აქვს ემოციები, ნებისმიერი ადამიანი პირველ რიგში ადამიანია და შემდეგ გამომძიებელი, ფსიქოლოგი, ალქაჯი, პროკურორი, დამნაშავე, რა ვიცი კიდევ ვინ. ის ძლიერი ქალია, მაგრამ პირველ რიგში ადამიანია, ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც კონტროლს კარგავ საკუთარ ემოციებზე, შენში შენიღბული ადამიანობა, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავ, რომ სოციუმის საჯიჯგნი არ გახდეს, შენგან დაუკითხავად გამოდის დღის შუქზე და ამ დროს სრულიად უსუსური და უმწეო ხდები, ემოციურად გაუწონასწორებელი, არაადეკვატური,
იქამდე მაინც სანამ
ლეშად ყოფნა არ მოგბეზრდება და ემოციურ ფონს ისევ არ მიაძინებ, ნიღბების
უჯრას თავიდან არ გამოხსნი და მოირგებ შენთვის სასურველ მიმიკას. ადამიანს,
ყოველ თავის ქცევაზე, პასუხსა და ტონზე ეტყობა რა გამოიარა, რა ქარტეხილი
დაატეხა ცხოვრებამ თავს და როგორი მოქცევა სჭირდება შენგან მას.
მოულოდნელობები და თავსატეხები, ის რაც კონკრეტულ მომენტში საშინელებად
„ცხოვრების
გეჩვენება, მერე მშვიდ გონებაზე აცნობიერებ, რომ სწორედ ეს "საშინელებები”
ჰქმნის შენ ცხოვრებას და იმედს გისახავს სამომავლოდ. რაც უფრო მძიმე

ქარტეხილი გატყდება თავს, მით უფრო არაფრად გეჩვენება უბრალო
განსაცდელი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება. ეგუები, რომ ცხოვრება
ასეთია“... - თითებში ჩამწვარ სიგარეტს დავხედე და უდიერად დავსრისე
საფერფლეში. უანდერს შევხედე, დაბნეული, ცოტა შეშინებული მიცქერდა და
ამის გამო გამეღიმა. - რა?
- შეიძლება შენთან სიანსებზე მეც ვიარო?
- მე მიყვარს ფსიქოლოგიური თამაშები, რადგან ღრმა ქვეცნობიერის წყალობით,
მუდამ ვიმარჯვებ სხვებზე, იმ ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ახერხებენ
ცხოვრებასთან ზავის დადებას. მე კი, მუდამ ვებრძვი, ვეძებ, მეტს ვსწავლობ და რაც
მეტს ვსწავლობ, მით მეტად ვძლიერდები. თუმცა, ამავე დროს, ტკივილიც
ძლიერდება, სწორედ ამ დროს ვიყენებ შენიღბულ ფსიქოლოგიურ ცინიზმს და
ვაიძულებ ყველას, ტკივილს არსს ჩაწვდეს. ტკივილის, რომელიც საკუთარ თავს
თვითონვე არგუნეს. შენ რა გტკივა უანდერ?
- წარსული.
- ბლექ.
- რა?
- მოკეტე!
- კარგი. - ვამბობ ღიმილით და სამზარეულოში ყავის გაკეთების მიზნით შევდივარ.
3
- წარსულს თავიდან ვერ დაწერ, ვერც შენი ქვეცნობიერიდან ამოშლი, მასთან
ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო.
ყავა ორივესთვის დავასხი და მისაღებში ფინჯნებით ხელში შებრუნებულს სულ
არ გამკვირვებია უანდერს მინის მაგიდაზე უკვე რომ გაეშალა სიძველით
გაყვითლებული დაცრეცილი, მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე დაწერილი რუკა,
ბევრჯერ ვცადე რამე მაინც გამეგო ამ მისთვის ასე ძვირფასი რელიქვიისთვის
მაგრამ ამაოდ, ჩემთვის თავიდანვე ჩინური იყო ყველაფერი რაც ფურცლის ამ
ნაგლეჯზე იყო გამოსახული. ინტერესით გავხედე ჩაფიქრებულ, ოდნავ
ფერდაკარგულ ალქაჯს და ყავა წინ დავუდგი.
- რა იყო? - ვეკითხები რადგან მისი ათრთოლებული ტუჩები უკვე მაშინებდა.
- იცი რამდენი მიცვალებული ამოვთხარე?
- ამირეჯიბს თუ დავუჯერებთ ორმოცდაათი. - რა იყო?
- ამ წითელ წერტილებს ხედავ? - რუკაზე ფანქრით მონიშნული ადგილებისკენ
მითითებს.
- ჰო მერე?
- ორმოცდაცხრამეტია.

- მერე?
- მერე ის რომ ერთადერთი სამარხი დამრჩა გასათხრელი და იქაც თუ ვერ ვიპოვე
ის რასაც ვეძებ, გამოდის ამდენი ხანი ტყუილად ვიწვალე.
- ერთი სამარხი? - ცოტა არ იყოს დამაბნია ამ განცხადებამ.
- ჰო ერთი.
- და ვისი სამარხია?
- ანაბელ რულოვსის?
- ვისი?
- შენი დებილი პაციენტის ბებიის. - უსიამოვნოდ დაჭყანა უანდერმა სახე.
- ის მინც რომ იცოდე როგორ გამოიყურება ის ნივთი რასაც ეძებ ურიგო არ
იქნებოდა. - ყავა ხმაურით მოვსვი და მეგობარს გავხედე.
- სინამდვილეში ვიცი რასაც ვეძებ. - ქვედა ტუჩს ნერვულად ჩააფრინდა უანდერი
და ჩემგან ამოხეთქილი მოსალოდნელი აგრესიის დასაბლოკად მოემზადა.
- რას ნიშნავს იცო? ხომ ამბობდი არ ვიცი რას ვეძებ მაგრამ როცა დავინახავ
მივხვდებიო.
- მეგონა ასე უფრო საინტერესო იქნებოდა. - დაიმორცხვა ამ უკანასკნელმა.
- იდიოტი ხარ იცი? მაჩვენე რას ეძებ. - შავი წიგნაკი გადაშალა უანდერმა და
ბეჭდის ფოტო მაჩვენა, გადასაყლაპად გამზადებული ყავა უკან გადმოვაფურთხე
და თაველებდაქაჩული დავაკვირდი ფოტოზე გამოსახულ ნაცნობ ბეჭედს.
- რა დაგემართა?
- ამას ეძებ? - საკუთარი ხმის სისუტემ გამაოცა.
- ჰო. რა არი?
- ანაბელის ბეჭედია, სულ თან ატარებს.
- რა?
- რა რა იდიოტო? გეუბნები ანაბელის ბეჭედია-მეთქი.
- გინდა მითხრა მაშინ როდესაც მე აქოთებულ სამარხებს ვთხრი, ნახევრად
გახრწნილ ძვლებში ვიქექები და გულისწასვლამდე ვიკავებ ღებინების
შეგრძენებას, ამ დროს შენ არაფრისმომცემ სეანსეაბს უტარებ პაციენტს,
რომელსაც თითზე ის ბეჭედი უკეთია მე რომ ვეძებ?
- რამეში მადანაშაულებ უანდერ? ვიცოდი რას ეძებდი და არ გითხარი? ძალიანაც
კარგი რომ ტყუულად გადათხარე ამდენი საფლავი, თავის დროზე რომ გეთქვა
ამდენ პრობლემას არ გამოიწვევდი და ამირეჯიბიც არ იქნებოდა გარეული.
- ამირეჯიბი.
- ამირეჯიბი.
- ერთხმად წამოვიძახეთ მე და უანდერმა და შიშით შეხვდნენ ჩვენი თვალები
ერთურთს. - მომკლავს. - საცოდავად ამოიბლუყუნა უანდერმა.
- ჰო მოგკლავს! - მტკიცედ მოვუჭერი და ისევ სურათს დავხედე. - მაგრამ როგორ
მოვიპოვოთ ეს ბეჭედი?
- ჰიპნოზი გაუკეთე.

- არ ვაკეთებ ჰოპნოზებს. - მტკიცე იყო ჩემი ხმა.
- ჩემზე ეს არ ჭრის!
- მოვიფიქრებ. მაგრამ ჯერ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. - ამირეჯიბი?
- ხო.
- ჩემი დახმარება გჭირდება?
- მგონი ჯობია ჩვენში მხოლოდ ერთს გამოჭრას ყელი. - გავუღიმე და ყავა მოვსვი.
- ჩემი ხათრით რა. - ვედრების გამოსახატად ორი თითი ყელზე მიიდო უანდერმა
და პატარა კნუტივით აუწყლიანდა თვალები.
- აბა სხვა იდეა გააქვს? - ისეთი სახე მიიღო თითქოს წამის წინ ცრემლებით არ
ცდილობდა ჩემს შებმას.
გადათხირილი საფლავისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ქვის ლოდზე
იჯდა, სიგარეტს მშვიდად ეწეოდა და მზერა მიწიდან ნახევრად ამოსული
მიცვალებულის ძვლებისთვის მიეპყრო, სახეზე ემოციის არანაირი კვალი არ
ემჩნეობა. მზერით ერთ წერტილში გაშტერებული გონებით აშკარად სხვაგან
დაფრინავდა, ვინ იცის მის წარმოსახვაში რა ომი იყო გაჩაღებული. ყვითელი
ლენტით შემოღობილ მონაკვეთს მოავლო მზერა და კისრის მალები აათამაშა.
- ოხ უანდერ. - ჩაილაპარაკა და სიგარეტის მანწვი მოისროლა. - დეტექტივო.
- რა გინდა ანდრო?
- მგონი წინსვლა გვაქვს. - გაბადრული სახით აუფრიალა თანაშემწემ ცელოფნის პარკში გამომწყვდეული თმის ღერი, წამის მეასედში ეცვალა ამირეჯიბს გამომეტყველება და აკანკალებული ყბის დაფარვას კბილების ერთმანეთზე დაჭერით შეეცადა.
- რა იცი რომ დამნაშავის არის? - ინტერესით გამოართვა სამხილი და ბრაზით დახედა კარგად ნაცნობ თმის ფერს.
- ამას გარდა უკვე ვიცით რომ დამნაშავე ქალია?
- ეგ საიდან იცით? - უფრო გაუფართოვდა თვალები ამირეჯიბს.
- მიწას შეხედეთ. წინა ღამით იწვიმა, მიწას აშკარად ემჩნევა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კვალი.

- რატომ უნდა წახვიდე სამარხის გასათხრელად მაღალქუსლიანით. - წამოენთო ამირეჯიბი.
- ასე რომ შეფ. დღეს კარგი დღე გვაქვს. - სულელურად გაიკრიჭა ანდრო და დოინჯი შემოირტყა.
- ანდრო. - მხარზე ხელი დაჰკრა ამირეჯიბმა. - გისმენთ შეფ?
- აქ როგორ მოხვდი?
- სად აქ?
- აქ, ამ საქმეში?
- რატომ მეკითხებით?
- ქალი გაგი/იმავს?
- კარგი რა შეფ. - სახეზე ალმური მოედო ანდროს.
- კითხვა დაგისვი ამხანაგო გულუა.
- მე მამაკაცები მომოწონს. - კიდევ უფრო დაპატარავდა ისედაც სირცხვილით დამწვარი გულუა.
- ოჰ ახალი მითხარი რამე. - ხასიათზე მოვიდა დეტექტივი და ხელში აფრიალებული სამხილი ჯიბეში ჩაიკუჭა. - თუ ამის შესახებ ვინმესთან სიტყვა დაგცდება, ღირსების გარეშე დარჩები, ფაქტია მაინც არაფერში გჭირდება.
- კი მაგრამ. - უარესად დაიბნა ანდრო.
- მშვიდად ამხანაგო გულუა. - მხარზე ხელი დაჰკრა ამირეჯიბმა და იქაურობას გაეცალა.
სარკიდან მოცქირალ შავ, პროვოკაციულად ამოღებულ კაბაში გამოწყობილ
ანარეკლს კმაყოფილმა შევავლე მზერა და გასასვლელისკენ დავიძარი, კარი
გავაღე თუ არა თავდაჯერებულობა წამით სადღაც გაუჩინარდა, სახეზე აშკარად
დაბნეული იერსახე აღმებეჭდა.
- სადმე მიდიოდით? - სასიამოვნო, დაბალი ხმის ტონალობა მთელ სხეულში
ელექტო შოკივით მივლის და მუხლებშიც უჩვეულო სისუსტეს ვგრძნობ. ამ
მონეტში კაცობრიობის ყველა წითური მძულს და საკუთარ გენეტეკას მხოლოდ
იმიტომ ვწყევლი რომ წითური არ ვარ. - დიდ დროს არ წაგართმევთ. - ამბობს
ჯიბუტი და უფრო ახლოს მოდის. საათს დავხედე, ამირეჯიბს უნდა
შევხვედროდი, ის კი ვერ იტანს როცა ვაგვიანებ.
- კარგი. - შემოსასვლელს ვუთავისუფლებ და სახლში ვიპატიჟებ.
- კომფორტული ბინა გაქვთ. - სავარძელში თავსდება ჯიბუტი და სახელურზე

მონოტორულად იწყებს თითების კაკუნს. - სულ დამავიწყდა. იმედი მაქვს თქვენს
გემოვნებაში არ შევცდარვარ. - მუყაოს ჩასადებიდან ერთ ბოთლ წითელ,
ნახევრად ტკბილ ღვინოს ასრიალებს და მინის მაგიდაზე დემონსტრაციულად
დებს. სახეზე მომენტალურად ღიმილი მესახება.
- თქვენი აზრით ყველა ფსიქოლოგს წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო უყვარს? -
ვამბობ ღიმილით და კარადიდან ორ ღვინის ბოკალს ვიღებ.
- ვფიქრობ რომ კი. - კისრის მალებს ათამაშებს ჯიბუტი და ჭიქას მართმევს.
- როგორც ჩანს ქალების ფსიქოლიას შესანიშნავად ფლობთ.
- როგორც ჩანს. - ღვინოს სვამს და ჭიქას მაგიდაზე დგამს. სავარძლიდან მთელი
ტანით იწევა, იდაყვით მუხლის თავებზე ეყრდნობა და დაჟინებით მიცქერს.
სხეულში დავლილი ემოციების გამო ძალიან მიჭირს მისი სიახლოვით
გამოწვეული ეიფორიის დამალვა, რაც ჯიბუტს შეუმჩნეველი არ რჩება. - იცით აქ
რისთვის ვარ?
- რა თქმა უნდა, საქმე ანაბელს ეხება.
- როგორც ვხდები წინსვლა არ გაქვთ და მას ისევ დაუჩემებია რომ ცოცხზე
ამხედრებული ალქაჯი დაინახა. - ალქაჯის ხსენებისას თაროზე დადებული
ფოტო მახსენდება, სწრაფად ვდგები, მოხერხებულად ვიღებ ზემოთხსენებულ
ჩარჩოს და უჯრაში ვდებ, ისევ უკან ვნრუნდები და შიშით ვხტები რადგან ჩემ წინ
ასვეტებული ჯიბუტის ძლიერი მკლავები დაუკუთხავად შესრიალდნენ ჩემ
წელზე. - როგორ ფიქრობთ? რატომ დადის ანაბელი თქვენთან?
- რადგან თქვენმა ფსიქოლოგმა შესანიშნავად იცის ჩემი შესაძლებლობები, ის კი
ერთადერთია რომლის რჩევასაც ითვალისწინებთ. - ისე ვამბობ მისი
მკლავებისგან თავის დაღწევას არც ვცდილობ.
- როგორც ჩანს თქვენც შესანისნავად ფლობთ მამაკაცების ფსიქოლოგიას. -
ღიმილით ამბობს რატი და ახლა უფრო ქვევით ჩასრიალდნენ მისი თითები.
- არა მარტო მამაკაცების. პროფესია მაქვს ასეთი. - ვამატებ ღიმილით და მისგან
წამოსულ იმპულსებს საკუთარს ვუერთებ.
- შესანისნავია. - უკვე ყელზე ვგრძნობ მის ცხელ სუნთქვას და თვალებშიც
აუტანელი წყვდიადი ისადგურებს. - ანაბელი ძალიან პატარაა და ვერ
აცნობიერებს რომ მისი წარმოსახვა უკიდეგანოა. - მოულოდნელად მშორდება
ჯიბუტი და ისევ სავარძელში ეფლობა. დანამულ ყელზე ფრთხილად მოვისვი
ხელი და სასმლით გავისველე გამშრალი ყელი.
- თქვენ არ გჯერათ ალქაჯების?
- და თქვენ გჯერათ?
- ოდესღაც ხომ არსებობდნენ.
- ეს უბრალოდ ლეგენდაა.
- მე ასე არ ვიტყოდი.
- თქვენ მარტო ცხოვრობთ? - ბინას თვალი მოავლო ჯიბუტმა. - მარტო ცხოვრება მიყვარს.

- ამაში ერთმანეთს ვგავართ. - იღიმის რატი და სასმელს სვამს. - მაგრამ თქვენ ხომ ანაბელთან ერთად ცხოვრობთ?
- მის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ ჩემს ადგილას თქვენც ასე მოიქცეოდით.
- ამაში კი მე გეთანხმებით.
- ერთი სიტყვით კიდევ რამდენიმე დღე ივლის თქვენთან ანაბელი, შემდეგ კი თუ
ისევ თავის აზრზე იქნება მინდა რომ მისი მკურნალობა შეწყვიტოთ.
- როგორც გსურთ. - გავიღიმე და გასასვლელისკენ მივუთითე. - მადლობა
ღვინისთვის თუმცა მე ვისკს ვანიჭებ უპირატესობას. ეს ისე, თქვენთვის იცოდეთ
რომ ყველა ქალის ბუნება ერთნაირი არი არის.
- შესაძლოა, მაგრამ იმაში ვერ შემეწინაადეგებით რომ ახლა თქვენც ისევე
აღგზნებული ხართ როგორც ყველა ქალი ჩემ წინაშე. - თვალი ჩამიკრა ჯიბუტმა
და გაუჩინარდა. რაღაც საფარველი გაქრა, რაღაც საბურველი, რომელიც მიცავდა,
ბოლომდე ვერ ვხვდები ეს საფარველი მარტო მე მქონდა შემოხვეული თუ
ყველაფრს ჩემ გარშემო, აღარც ჰქონდა მნიშვნელობა, ის აღარ არსებობდა.
სავსებით ნათლად ვაცნობიერებდი როგორ გამექცა საკუთარი თავის მიმართ
რწმენა ხელიდან და რა უცებ დავკარგე თვითჯარებულობა. ამის გამო გამეღიმა
რადგამ ჩემზე უკეთ არავინ იცოდა რას იწვევდა რატი ჯიბუტი ჩემში. ასე იყო თუ
ისე, ის წამიერი სისუსტე რომელმაც ჩემზე დაბატონება განიზრახა ახლა უკვე
ყელგამოჭრილი უმწეოდ ფართხალებდა და უკანასკნელ წამებს ითვლიდა. საათს
გავხედე, ჩანთას გიჟივით დავავლე ხელი და კარიც ხმაურით მივიხურე ზურგს
უკან.
- რა გაცვია? - ეჭვით შემათვალიერა დეტექტივმა? ვინმეს ხვდები?
- ჯიბუტი სად ჯანდაბაში ნახე? - თვალები დაქაჩა ამირეჯიბმა. - ჩემთან იყო ბინაში, ანაბელთან დაკავშირებით მესაუბრა.
- ეს რა არი?
- მაპატიე. - მოწყვეტით დავეშვი ამირეჯიბის მოპირდაპირე მხარეს და ბარმენს
ლუდი შევუკვეთე.
- თუ იმას არ ჩავთვლით რომ აქ მოსვლამდე ჯიბუტის მკლავებში ლამის
ავკვნესდი არა, არავის ვხდები?
- კარგი ამაზე უფრო დიდი პრობლემა გვაქვს. - ჯიბიდან ცელოფანი ამოიღო და
წინ დამიგდო.
- ნახე. - მკაცრი იყო მისი ხმა. გამჭვირვალე ცელოფანს ინტერესით დავაკვირდი
და ძლივს გავარჩიე მასში გამომწყვდეული თმის ღერი.

- მგონი ჩემსას გავს.
- მგონი? მგონი კი არა შენია იდიოტო.
- სად ჯანდაბაში ნახე?
- ბოლოს გათხრილი სამარხის გაჩხრეკვისას ჩემმა თანაშემწემ იპოვა.
- ახლა? ახლა ის დროა შემოუჯდე უანდერს ცოცხზე და აქედან ააცვათ. - და შენ?
- უანდერს ჩემი მოსაცმელი ეცვა. - ამოვიკვნესე ყრუდ. - ახლა რა იქნება? -
ვიგრძენი მთელ სხეულში როგორ დამიარა სიცივემ.
- მე მანქანით მირჩევნია. - წამის უკან სერიოზული სახე დაურბილდა ამირეჯიბს
და ჩვეულებისამებრ ახარხარდა.
საღამო იყო, ამირეჯიბთან შეხვედრის შემდეგ ჩემში შემოჭრილ ეიფორიას
კონტროლს ვერაფრით ვუწევდი, არც ალკოჰოლმა მიშველა, არც ცხელმა აბაზანამ,
მოუსვენრობა ერთიანად დამებატონა. გარე სამყაროს სიბნელის აუტანელი
საბურველი საბნად მოედო და ჩემშიც ქაოტურად დატრიალდა ბავშობის
დროინდელი მივიწყებული, მაგრამ მაინც გონებაში ღრმად დალექილი
სიბნელისა და წყვდიადის მიმართ ძლიერი შიში. ძნელია მოიძებნოს ადამიანი,
რომელსაც მისი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე არ განუცდია შიში რაიმეს ან ვინმეს
მიმართ. ეს გრძნობა მთელი თავისი მრავალფეროვნებით ბავშვობის პერიოდში
იჩენს თავს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სიბნელის შიში ერთ-
ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია ბავშვებში. როგორც წესი, სიბნელის შიში ამ
პერიოდში დროებით ხასიათს ატარებს, მაგრამ, თუ ის დროულად არ იქნება
დაძლეული, შეიძლება დიდობაშიც გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე,
შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ მოზრდილ ადამიანებში შიშის გამომწვევი
მიზეზები მათ ადრეულ ბავშვობას უკავშირდება, ამ შემთხვევაში არც მე
წარმოვადგენ გამონაკლის. საკუთარ ფიქრებთან ომს ამაოდ ვიწყებ, ახლაც ისევე
ვმარცხდები როგორც ყოველ ჯერზე და მოგონებების სქელ ბურუსში ხეტიალს
ვიწყებ.
მშობლების საფლავის წინ მარტო ვდგავარ და საფლავის ქვიდან მათ მომღიმარ სახეებს ვუცქერ, რატომ არის ყველა საფლავის ქვა მომღიმარი უკანასკნელი პორტრეტის გამომხატველი. იშვიათად თუ შეხვდებით კოპებშეკრული ადამიანის გამოსახულებას... რვა წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა, კიბომ მისი სხეული მშვენიერ კურორტად მიიჩნია და ფანტასტიური შვებულებაც მოიწყო, სისხლის მდინარეებში დიდხანს იცურა მისმა სიბოროტემ და ბოლოს მთლიანად დაეპატრონა. მისი სახის გახსენებას ამაოდ ვცდილობ. ფრაგმენტებად ქცეული დროის ის მწირე მონაკვეთი, რაც ერთად გაგვიტარებია, წლებთან ერთად უფრო გაქცეული ხელით შექმნილ

ტილოს ემსგავსება, მისი სახე უფრო და უფრო შორდება შემორჩენილ მეხსიერებას და როგორც არ უნდა შევეცადო ძალიან ღრმად ჩაკეტვას, რომ ვერავინ გადარეცხოს მისი ხატება, დრო თავის საქმეს მაინც შესანაშნავად ართმევს თავს, ყოველდღირად უფრო და უფრო მეტ ფრაგმენტს აფერკმრთალებს მისი სახიდან.
მარტოსულობის განცდა ჯერ კიდევ მაშინ ვიგრძენი, როდესაც აზროვნების უნარი ჩამომიყალიბდა. ათას ნიღაბს მორგებული წლებია საკუთარ თავს გარედან ვაკვირდები და მის შესწავლას ვცდილობ. როგორც ყველა არც მე წარმოვადგენ გამონაკლის და ჩემშიც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ განდეგილი ყველაზე აქტიურია სხვა დანარჩენს შორის. თვალის კუთხეში ცრემლს ვგრძნობ და ამის გამო თავი საშინლად მძულს. თვალწინ ამირეჯიბი მესახება, მის სახეს უანდერის ლამაზი ცხვირ-პირი ანაცვლებს, მათზე ფიქრს ძლიერად ვებღაუჭები, ვცდილობ წარსულის ნირვანას საკუთარი თავი გამოვტაცო და ისევ რეალობას დავუბრუნდე. აშკარად გამომდის, სხეულში გამეფებულ სიცივეს და სიბნელის შიშს - სიმშვიდე ანაცვლებს და ფიქრებთან ომში გამარჯვებით გადარჩენილს ის იყო თვალებს ძილისპირულის სიმძიმე შეეპარა საძინებლის ფანჯარაზე რომ კაკუნი მომესმა, წამით შიშით შევხტი და როდესაც მინის მიღმა ცოცხზე ამხედრებული, ალქაჯის სასაცილო ქუდით შემკული უანდერი დავლანდე გამხიარულებულს ღიმილმა გადამირბინა და ფანჯარა შევაღე.
- უანდერ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- ჩაიცვი, მინდა გაჩვენო რა ლამაზია მძინარე ქალაქის თავზე ფრენა.
- გიჟი ხარ იცი? - ვიღიმი და ფანჯარაზე ასვლას ვიწყებ. - ვინმე დაგვინახავს.
4
სამართალდამცავების მიერ მოპოვებული იმ ერთადერთი სამხილის გაქრობის შემდეგ, რომელიც ამირეჯიბმა უანდერის ბინაში გაანადგურა, რამდენიმე დღე იყო გასული. შაბათი საღამო იდგა, ირგვლივ გაზაფხულის სასიამოვნო სურნელი იფრქვეოდა და გარეთ გამეფებული აურა ჩვენშიც სასიამოვნო განცდებს აღვიძებდა. შაბათი ის ერთადერთი დღე იყო როდესაც სამივე თავისუფლები ვიყავით და შეგვეძლო მთელი დღე ერთად გაგვეტარებინა, ახლაც სავარძელში ჩაფლულები ახალი ანიმაციური ფილმის ცქერით ვირთობდით თავს. მგონი მკითხველისთვის ჯერ არ მითქვამს რომ ოცდაათწელს მიღწეული სამი ქალი,
- არავინ დაგვინახავს. - ცოცხზე მის უკან ვჯდები, გამხდარ სხეულზე ვეხვევი და
ადრენალით აღსავსე გულის ცემას ღიმილით ვუგდებ ყურს.
- წავედით. - ამბობს უანდერი და მისი „რაშიც“ ადგილს საოცარი სისწრაფით
წყდება.

რომელთაგანაც ერთ-ერთი ქვეყნის მაშტაბით საუკეთესო დეტექტივია, მეორე შეუდარებელი ფსიქოლოგი და მესამე ყველაზე გრძნეული ჯადოქარი, ყველაზე მეტად მხიარულები ზუსტად მაშინ არიან როცა საყვარელ „საქმეს“ ერთად აკეთებენ. ეს საქმე კი არც მეტი არც ნაკლები მულთფილმების ყურებაა...
ერთი სიტყვით დეტექტივის მახვილ მზერას არ გამოჰპარვია უანდერის მოუსვენრობა. რამდენჯერმე ბრაზით უჯიკა, ბოლოს კი მდგომარეობიდან გამოსულმა დემონსტრაციულად აიღო პულტი და მულთფილმი დააპაუზა.
- უანდერ! რა გჭირს?
- რაღაც მაქვს სათქმელი.
- ამჯერად რა ჩაიდინე? - სახეზე უკმაყოფილება დაეტყო ამირეჯიბს.
- აუ, მოკლედ, ის. - გაუბედავად მიიკუჭა უანდერი სავარძელში.
- კარგი, მე ვეტყვი. - მათ შორის მოვთავსდი და დეტექტივს გავხედე. - დამპირდი რომ არ გაფსიხდები.
- აუ ბლექ.
- კარგი, ერთი სიტყვით. აღმოჩნდა რომ ბეჭედი რომელსაც უანდერი მთელი ეს დრო ეძებს სულაც არ არის დამარხული და საერთოდაც ის ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს აქვს და ეს ადამიანი ანაბელია, ჯიბუტის გოგო. - დავასრულე და ქვედა ტუჩს ნერვულად ჩავაფრინდი. ამირეჯიბს, რომელსაც ყბის ძვლები დასჭიმოდა და უანდერს თვალს არ აშორებდა ყურადღებით ვაკვირდებოდი.
- ორმოცდახრამეტი სამარხის გათხრა მივაფუჩეჩე და ახლა მეუბნები რომ ის წყეული ბეჭედი სამარხში კი არ ლპება არამედ ანაბელის თითს ამშვენებს? - კბილებში გამოსცრა დეტექტივმა, წამში გადააფრინდა ჩემ სხეულს და უანდერს ზემოდან მოექცა. წამში აღმოჩნდა ალქაჯის სიფრიფანა სხეული იატაკზე გაშოტილი და მის სხეულს ზემოდან გადამჯდარი ამირეჯიბი მთელი ძალით ცდილობდა მისთვის სასუნთქი გზების დახშობას.
- მტკივა! - შესაბრალისად ამოიკვნესა უანდერმა და ამაოდ ჩააფრინდა მის ყელზე მიბჯენილ თითებს. რამდენიმე წამი ურიაქციოდ ვუყურე მათ ჭიდაობას, ბოლოს სანახაობამ დამღალა, პულტი ავიღე და მულთფილმის ყურება განვაგრძე. რამდენიმე წუთში ამირეჯიბი უანდერის სხეულს შორდება და ახლა მე მიცქერს გააფთრებით. უანდერი აწითლებულ ყელს ორივე ხელით იზელს და ჩაწითლებული თვალებიდან ბრაზს ანთხევს.
- იქნებ მომეკლა? მიშველებოდი მაინც.
- ხომ არ მოკალი. - მივუგე ღიმილით.
- იჯერე გული? - ცხვირი აიბზუა უანდერმა.

- ვერა. - სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა ამირეჯიბი და სიგარეტს მოუკიდა. - ახლა რას აპირებ? როგორ უნდა წაართვა ანაბელს ის ბეჭედი? გავიტაცოთ? ვაწამოთ თუ ხელი მოვაჭრათ? - ბრაზს და ცინიზმს ერთროულად აფრქვევდა დეტექტივი.
- გატაცება ცუდი აზრი არ არის. - წარბები აზიდა ალქაჯმა.
- არც ერთი არ გჭირდებათ. - სავარძლიდან წამოვდექი, უჯრა გამოვაღე და უანდერს ბეჭედი ვესროლე.
- რა? - დანახულის აღსაქმელად რამდენიმე წამი დასჭირდა ალქაჯს. - საიდან? - ჰიპნოზი საყვარელო.
- შენ ხომ ჰიპნოზს არ აკეთებ? - გაოცებული ჩამეკითხა ამირეჯიბი და სიგარეტის გამონაბოლქვში ერთიანად გაეხვა.
- ხელის მოჭრას ხომ სჯობდა. - მხრები ავიჩეჩე და გაბადრულ უანდერს გავხედე, რომელიც ჯერ ისევ შოკირებული მონაცვლეობით გვიცქერდა მე და ამირეჯიბს.
- ახლა რას აპირებ? - რეალობაში დააბრუნა უანდერი დეტექტივის ხმამ. - ახლა ისღა დამრჩენია ის ოთახი ვიპოვო რომელსაც ეს ბეჭედი აღებს.
- მეგონა ამ ბეჭდის პოვნით ყველაფერი დასრულდა თურმე ახლა იწყება. - და სად არის ეს ოთახი?
- ბებია მიყვებოდა რომ ის რომელიღაც შენობის ქვეშ იმყოფება, ზუსტად არ ვიცი სად, ამის გასარკვევად ქალაქის მიწისქვეშეთის რუკა დაგვჭირდება. - ყრუდ ამოთქვა ალქაჯმა და ამირეჯიბს გახედა.
- ჰმ, რუკა რომელიც უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელია და მხოლოდ მე შემიძლია ჩვენ სამს შორის მისი მოპოვება, გამოდის საკმარისი არ იყო შენს მიერ გადათხრილი სამარხების საქმის მიფუჩეჩება და ახლა ჩემი ახალი დავალება არც მეტი არც ნაკელბი ქალაქის მთავარ განყოფილებაში შესვლა, კოდირებული ოთახის ნებართვის გარეშე გაღება, შემდეგ სეიფის გატეხვა და იქედან წყეული რუკის აღებაა? - სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა დეტექტივმა და სავარძელს კმაყოფილი აეკრო.
- დაახლოებით. - ყრუდ ამოთქვა უანდერმა.
- ამის დედაც... - ახარხარდა ამირეჯიბი, გამომძიებელი ვარ რომელიც საქმეს ხსნის და დამნაშავეს იჭერს თუ დამნაშავე რომელიც გამომძიებლის ნიღაბს ამოფარებული წყეულ ალქაჯს ღმერთმა უწყის რაში ეხმარება.
- კარგი რა. - ტუჩები დაპრუწა უანდერმა.

კაბინეტში იჯდა, შუამდე ჩამწვარ სიგარეტს ნერვულად ათამაშებდა თითებში
და კედელზე დაკიდებულ საათს თვალს არ აშორებდა. მთელი სხეული
ნერვულად დასჭიმვოდა და გონებაში გაჩაღებულ ომსაც დასასრული არ უჩანდა,
სიგარეტი ტუჩებთან მიიტანა, ღრმად მოქაჩა, ნამწვი საფერფლეში ძლიერად
დასრისა და ის იყო კაბინეტიდან გასვლა დააპირა, ოთახის კარი რომ შემოუღეს.
- დეტექტივო.
- რა გინდა გულუა? - ზიზღით იყო ამირეჯიბის ხმა გაჟღენთილი.
- თქვენთან არიან.
- ვინც არ უნდა იყოს აქ არ ვარ.
- მაგრამ.
- გითხარი არ ვარ გულუა და დაკეტე ეს ოხერი კარი! - დაიყვირა ამირეჯიბმა და
საფერფლე ესროლა თანაშემწეს.
- რატი ჯიბუტი გელოდებათ. - საცოდავად ამოიკვნესა და დაზიანებული მკლავი
სადაც საფერფლე მოხვდა ძლიერად დაიზილა ანდრომ.
- ჯი ბუ ტი? - დამარცვლა ამირეჯიბმა და სავარძელში ჩაეშვა.
- ჩემ ზარებს არ პასუხობ. - საყვედური ჩანდა ჯიბუტის ხმაში.
- გულუა დაგვტოვე.
- დიახ დეტექტივო. - კარი გაიხურა გულუამ და ჯიბუტი დეტექტივის კაბინეტში
დატოვა.
- ბევრი საქმე მაქვს რატი.
- აქ რამდენს გიხდიან?
- იმდენს არა, რამდენსაც შენ?
- და თუ ასეა რატომ ხდება შენი სამსახური უფრო პრიორიტეტული ვიდრე ჩემი
საქმე, რომელიც მესამე თვეა ვერ გახსენი.
- შეგიძლია უკეთესი გამომძიებელი მოძებნო. - სავარძლის ზურგს მიეყრდნო
ამირეჯიბი და სიგარეტს მოუკიდა.
- აღიარებ რომ ამ საქმეში ჩაისვარე? - სარკაზმი გაკრთა ჯიბუტის ხმაში.
- ვაღიარებ რომ ამ საქმეში პროფესინალები მუშაობენ. - ღიმილით მიუგო
დეტექტივმა და სიგარეტს ღრმად მოქაჩა.
- ენ ბლექზე რას მეტყვი? - ჯიბუტის მხრიდან გაჟღერებული მეგობრის სახელის
გაგების გამო თვალები დაქაჩა ამირეჯიბმა.
- ბლექი? - სიგარეტი ჩააქრო და ინტერესით მიაშტერდა მის წინ მჯდომ მამაკაცს.
- ხო ბლექი, დარწმუნებული ვარ იცი ვისზეც ვსაუბრობ.
- და შენ რა კავშირი გაქვს მასთან?
- ანაბელის ფსიქოლოგია.
- მერე ამასთამ მე რა კავშირი მაქვს?
- შენ და ბლექი ერთ კლასში სწავლობდით. - ჯიბიდან კუბური სიგარა ამოიღო
მამაკაცმა და მოუკიდა. - ვიცი რომ ორივემ საკმაოდ რთული გზა განვლეთ, არც
ერთი თგვენგანის ცხოვრება არ ყოფილა ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი,
ისიც ვიცი რომ ერთმანეთი ყოველთვის გაქონდათ.

- მერე? - უკვე ხმა გაებზარა ამირეჯიბს.
- მერე? მერე არაფერი. - იღიმის და სიგარას ძლიერად ქაჩავს. უყურებდა
დეტექტივი ჯიბუტის ძლიერ ნაკვთებს, და მისი სიმშვიდისა და
თავდაჯერებულობის გამო ამ მომენტში ძალიან სძულდა ეს კაცი.
- უფროს უკვე მოვახსენე რომ სამარხების საქმე სხვას გადააბაროს, ამიტომ
შეგიძლია მას მიმართო დასახმარებლად.
- მე შენს უფროსთან არაფერი მესაქმება დეტექტივო, მე შენ დაგიქირავე და შენ
საქმე ვერ გახსენი.
- ამიტომაც გავდივარ თამაშიდან. - ბრაზით წამოენთო ამირეჯიბი.
- თამაშიდან? საინტერესოა. - ფეხზე წამოდგა ჯიბუტი, სიგარა ფანჯრიდან
მოისროლა, მაგიდას შემოუარა, ამირეჯიბის სავარძელთან დაიხარა და ორივე
ხელი სავარძლის სახელურებს ჩაავლო, სახე ისე ახლოს მიუტანა დეტექტივს რომ
მისი მძიმე სუნთქვა უკვე სახეს უწვავდა. - ჩემთან თამაში არავის გასვლია, არც
თქვენ იქნებით გამონაკლისი. - ამოილაპარაკა ზედ მის სახესთან და დეტექტივის
ოთახი დატოვა. რამდენიმე წამი გახევებული და დაბნეული იჯდა ამირეჯიბი
სავარძელში, თვალწინ ჯერ კიდევ ედგა ჯიბუტის გაგულისებული სახე.
- ამის დედაც. - შეიკურთხა ბოლოს, იარაღს ხელი დაავლო და კაბინეტი დატოვა.
სავარძელში ჩაფლული ნება-ნება მივირთმევდი ვისკს და თვალს არ ვაშორებდი
ოთახში წინ და უკან სიარულით გართულ უანდერს.
- დაჯექი უანდერ.
- რომ დაიჭირონ? - სავარძელში ჩაეფლო ალქაჯი და ახლა ფეხების ბაკუნს
მოჰყვა.
- გააჩერე ფეხები!
- ჯანდაბა ბლექ, ასე მშვიდად როგორ ხარ?
- არ ვარ მშვიდად მაგრამ არც პანიკებში ვვარდები. - სასმელი მოვსვი და საათს
გავხედე. - ირისი აქ არის?
- ხო.
- ჰო.
- და სად?
- წევს და ფეხები შენს კალთაში უწყვია. - იღიმის უანდერი. დასალევად
გამზადებული ჭიქა ჰაერში მიშეშდება და მუხლებს ვუყურებ.
- მართლა?
- რომ ავდგე ხომ არ ეწყინება?
- მისთვის სულერთია.
- მაშინ ბოდიში ირის... - ვამბობ და მეორე სავარძელში ვჯდები.
- ბლექ რამე რომ მოუვიდეს? მართლა რომ დაიჭირონ?
- არ დაიჭერენ! - ვამბობ და სწორედ ამ დროს ჩნდება შემოსასვლელ კარში
ამირეჯიბი. უხმოდ შემოდის ოთახში, სავარძელში ეშვება და ზურგჩანთას
უანდერს ესვრის.

- იმედია ის რაც აქოთებულ სარდაფში უნდა დაგხვდეს ამ ყველაფრად ღირდა. -
ამბობს დეტექტივი და თვალებგაბრწყინებულ უანდერს ღიმილით უცქერს.
- შენ ეს შეძელი. - მოწყვეტით დაეშვა უანდერი, რათა ამირეჯიბს მოხვეოდა, ეს
უკანასკნელი კი წამებში იღებს იარაღს ბუდიდან და მას უმიზნებს.
- რას აკეთებ? - სასმლის ჭიქა ხელიდან გამივარდა და სავარძლიდან წამოვხტი.
- არც იფიქრო მომეხვიო, ვერ ვიტან ჩახუტებას. - ენა გამოუყო დეტექტივმა
ალქაჯს და იარაღი ბუდეში ჩააბრუნა.
- იდიოტი ხარ ამირეჯიბი.
- ბლექ.
- რა გინდა?
- ამდენ ლაპარაკს არ სჯობს ვისკი დამისხა? ბოლოსდაბოლოს რამდენიმე წუთის
წინ ის შენობა გავძარცვე სადაც ვმუშაობ. ამას ფხიზელ გონებაზე ვეღარ ვეგუები.
- ამბობს ღიმილით, ფეხებს მინის მაგიდაზე ალაგებს და თვალებს ხუჭავს.
მისაღებში იატაკზე ფეხმორთხმით მჯდარი უანდერი ყურადღებით
ჩაჰკირკიტებდა დეტექტივის მიერს მოტანილ რუკას და ფანქრით
საგულდაგულოდ ხაზავდა მასზე მისთვის საჭირო ადგილებს. შიგადაშიგ სივრცეს
ინტერესით აკვირდებოდა და ძნელი მისახვედრი არ არის რომ ამ დროს ირისს
აზრს ეკითხებოდა, მე და ამირეჯიბი სამზარეულოში ვისხედით და ვისკს ჩუმად
მივირთმევდით. ჩემთვის კარგად ნაცნობი სიცივის სხივი ერთიანად
დაპატრონებოდა მის თვალებს, ვუცქერდი სიგარეტის კვამლში გახვეულ
ამირეჯიბს და ძალიან მინდოდა მისი გონებიდან ყველივე უარყოფითის
განდევნდა. მისი გულის ცემის მელოდიას ყურს ვუგდებ, ახლა ისეთი მშვიდია
როგორც არასდროს. თითებში ჩამწვარ სიგარეტს დახედა, ბოლო ნაფაზი
დაარტყა, რამდენიმე წამს გაიჩერა ფილტვებში და ცხვირიდან გამოუშვა ბოლი.
ოთახი გამონაბოლქვით აივსო. სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და ვისკი მოსვა.
“ადამიანები დაბადებისთანავე არ ყალიბდებიან ისეთებად, როგორებიც გასავლელი ცხოვრების მანძილზე უნდა იყვნენ, ისინი იბადებიან უსუსურები, არაფრის მცოდნენი და დროთაგანმავლობაში იძენენ ხასიათს, ცოდნას, უარყოფით თუ დადებით თვისებებს. ადამიანს შეუძლია ყველაფერს გაუძლოს მხოლოდ თუ სული ცარიელია, ყოფის აუტანლობა პიკს აღწევს და ამ დროს ისმის კითხვა. რისთვის ვცხოვრობ? ცხოვრება ისეთი არ არის როგორიც გვგონია, არც ადამიანები არიან ისეთები როგორადაც თავს გვაჩვენებენ. ყოველ ადამიანში ცხოვრობს არა ერთი არამედ ბევრი... ადამიანი ადამიანობს სიტუაციის შესაბამისად (როგორც აწყობს).“
- ბლექ, მოეშვი ჩემ გონებაში ხელების ფათურს. - ღიმილით ამბობს ამირეჯიბი და მზერას მისწორებს.
- ხომ იცი არ მიყვარს როცა ასეთი ხარ. - ასეთი როგორი?

- ადამიანებს დამბეზღებლობა სისხლში გვაქვს გამჯდარი. ეს ასე იყო და მუდამ ასე იქნება, ამას ვერ უშველის ვერც გმირი და ვერც ჟამთა ცვლა. გინდა თანამდებობა? - ჩაუშვი. უარს განაცხადებ - ვერ წაიწევ წინ. კარიერის ყოველი ხარისხი - დასმენების სერიაა და სხვა არაფერი. შენი სამსახურეობრივი მოღვაწეობის მთელი ამ წლების პერიოდში რამდენ ასეთ ადამიანს შევხვედრიხარ. მაინც ვერ ვხვდები საიდან გვაქვს ადამიანებს მსგავსი მოხერხებულობა. ჩვენი ქვეცნობიერი ისე ბატონობს ჩვენზე ზოგჯერ ვერც ვხვდებით ამას.
- ბლექ თავი რამეს მიარტყი? თქვენ ჩაშვებას არ ვაპირებ და ახლა მსგავსი საუბრის გამო სურვილი მაქვს სახე გაგიერთიანო.
- ეს არ მიგულისხმია, ისეთი გაღიზიანებული ხარ რომ ჩემი საუბარიც აღარ გესმის. - ბრაზით წამოვენთე და სასმელი მოვსვი.
- აბა რა იგულისხმე? - ეჭვით ჩამეკითხა დეტექტივი.
- არასოდეს შეგიმჩნევია რომ შენში, ზრდასრულ ქალში ცამეტი წლის გოგონა ცხოვრობს?
- აუ შენ აღარ დალიო რა. - სასმლის ჭიქა ამაცალა ამირეჯიბმა.
- შენში მე ვხედავ მას, ფეხმორთხმით მჯდარ, თმადაუვარცხნელ, ცამეტიოდე წლის გოგონას, რომელიც ზარივით წკრიალა, ტონალობაუცვლელი ხმით, უწყვეტ რეჟიმში გაჰკივის. თუმცა მისი კივილი არავის ესმის. ის ხომ ილუზიაში ჩაკარგული სულია, უსხეულო, უხმო, უემოციო, სული და სხვა არაფერი... მაგრამ მან არ იცის, რომ სულია. გოგონას მეხსიერებაში მოფარფატე, განვლილი ცხოვრების ფრაგმენტები, გულის ძლიერ რითმთან ერთად მელოდიანარევ საშინელებას ჰქმნის, ყოფიერებით აუტანელ, უმოქმედო, ნირვანანარევ საშინელებას, ის კივის, უცვლელი ტონალობით, უწყვეტად კივის, მაგრამ ეს კივილი არავის ესმის...მე ახლაც მესმის მისი კივილი... შენ კი არ გესმის, ან
უბრალოდ არ გინდა გესმოდეს. - შენ ხვდები რომ ბოდავ?
- ხომ იცი რომ ასე არ არის?
- რა გინდა ჩემგან ბლექ? რატომ გადაწყვიტე ჩემ ტვინში შეძვრე და დაუკითხავად აფათურო ხელები, გინდა ეგ ხელები ძირში დაგატეხო? - ვისკის ჭიქა კედელს შეალეწა ამირეჯიბმა, ხელებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო და მზერა გამისწორა.
- სხვა ადამიანების მსგავსად შენშიც ათიათასობით ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათქანს თავისი თავის პირველ ადგილზე წარმოჩენა სურს. პერიოდულად ყველა მათგანს ნებდები და ასპარეზს უთმობ მხოლოდ იმისთვის, რომ გაიგო ვინ ხარ, იპოვო საკუთარი თავი, რომ შემდეგ იპოვო სხვები.
- ვერ ვიტან როცა ასე საუბრობ.

- სინამდვილეში გიყვარს.
- ფიქრობ ასე კარგად მიცნობ?
- ვფიქრობ ერთადერთი ვარ ვისაც უფლებას აძლევ გიცნობდეს. მნიშვნელობა არ აქვს რას დაარქმევ დასასრულს, მთავარია ცხოვრების უკვე გავლილი ეპიზოდი წარსულში დატოვო...
- ბლექ მოკეტე.
- როგორც გინდა.
- ატყობ რომ ამ ბოლო დროს მართლა ძალიან ბევრს სვამ?
- როდის არ ვსვამდი. ან როგორ უნდა ვისმინო ფხიზელზე ყოველივე ის, რასაც ჩემი პაციენტებისგან ვისმენ. - სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე, მოვუკიდე და ძლიერად მოვქაჩე. ამირეჯიბიდან მზერა უანდერზე გადავიტანე ეს უკანასკნელი ირისთან გაცხარებილ კამათში იმყოფებოდა. რამდენიმე წამს ალქაჯის ცქერით ვირთობ თავს, მერე ისევ დეტექტივზე გადამაქვს მთელი ყურადღება. ამირეჯიბი ცამეტი წლის იყო როდესაც სახლიდან წამოვიდა, ამის შესახებ არასდროს საუბრობს მაგრამ ვიცი ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, სახლში გამეფებული დაძაბული ატმოსფეროს გამო უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს ადგა და ყოველგვარი ახსნის გარეშე მიატოვა ოჯახი და სახლი სადაც არს თუ ისე კარგი მოგონებები აკავშირებდა.
აფართოვებს, გინდა თუ არ გინდა შენ არ შეგწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიო
ემოციური ფონი რაც ურთიერთობის
თანმდევი მოვლენაა ხშირ შემთხვევაში ტკივილის აღქმის უნარს
ურთიერთობით გამოწვეულ ტკივილს, ურთიერთობა პირდაპირი მნიშვნელობით
უკვე ტკივილია. შესაბამისად ტკივილის მთელი სიმძაფრე იმაზეა
დამოკიდებული რამდენად ემოციურ კავშირში ხარ კონკრეტულ ადამიანთან.
ცინიზმი საუკეთესო საშუალებაა ადამიანს კედელი აუშენო და საკუთარ თავს
ზღვარი დაუწესო, ჩარჩოში მოაქციო ურთიერთობა, რადგან დაცული იყო
განმეორებითი ტკივილისაგან. სწორედ ასეთია ამირეჯიბი. ბაგეზე ღიმილი
მესახება ვისკის ჭიქას ბოლომდე ვცლი და სიგარეტის გამონაბოლქვში გახვეული
სხეულის სასიამოვნო ნირვანას მთელი სიცხადით შევიგრძნობ.
ორი სრული დღე-ღამე მოანდომა უანდერმა რუკაზე ნახაზების კვეთით საჭირო
წერტილის პოვნას.
- ვიპოვე! - ბოლო ხმით შეჰყვირა ამ უკანასკნელმა და უძილობით ჩაწითლებული
თვალები მომაპყრო.
- მშვენიერია და რა ადგილია?
- ადგილი? - კიდევ ერთხელ დახედა აჭრელებულ რუკას. - არც მეტი არც ნაკლები
პრეზიდენტის სასახლის ქვეშ.
- ხუმრობ ხო? - გაოცებამ ერთიანად მოიცვა ჩემი სახე.
- რა შემატყე ხუმრობის.

- და რა გეგმა გაქვს? - მის გვერდით მოვთავსდი და ინტერესით დავუწყე
კირკიტი აჭრელებულ რუკას.
- გეგმა? მივალთ თუ ჩავალთ, ნუ მოკლედ როგორც არის, გავაღებთ კარს,
ავიღებთ იმას რაც იქ დაგვხვდება და გამოვალთ ან ამოვალთ, რავი როგორც არის.
- მხრები აიჩეჩა უანდერმა.
- ასე მარტივი გგონია?
- მაშინ როცა ალქაჯი ხარ და თანამზრახველი ყველაზე მაგარი დეტექტივი გყავს?
ჰო მგონი მარტივი უნდა იყოს. - ჩაიფხუკუნა უანდერმა.
- ამირეჯიბს ეს ამბავი არ მოეწონება.
- თითქმის ფინალში გავედით ბლექ.
- მართლა არ იცი იქ რა დაგხვდება უანდერ?
- თუ ბებიას მონათხრობს დავუჯერებთ ის რაც ჩვენ მოდგმას ანუ მე როგორც
უკანასკნელ ჯადოქარს საშუალებას მომცემს უფრო გავძლიერდე.
- და რაში გჭირდება სიძლიერე?
- ჯერ არ ვიცი. - აკაკანდა უანდერი, არ მინდა მაგრამ მეც მეცინება.
5
უანდერის წასვლის შემდეგ თავს უფლება მივეცი ცხელი წყლის ქვეშ იმდენ ხანს
გამეტარებინა დრო სანამ ჩემი კანი სრულად არ დანაოჭდა, ერთსაათიანი
აბაზანის შემდეგ სველ სხეულზე თხელი ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში
გავედი, ჭიქა ვისკით შევავსე და ის იყო სიგარეტის ღერი ტუჩებ შორის მოვიქციე
კარზე რომ ზარი დარეკეს. სახე უსიამოვნოდ დამეჭიმა მაგრამ კარისკენ მაინც
წავედი. გზად თაროზე დადებული ფოტო უჯრაში ჩავკუჭე და კარს
მივუახლოვდი.
- შეიძლება? - ღიმილით კითხულობს ჯიბუტი და ოთახში ისე შემოდის პასუხს
არ ელოდება.
- სტუმრებს არ ველოდი. - ხალათს უფრო მჭიდროდ ვიკრავ და სველ თმას კეფაზე
მსუბუქად ვიწევ. - მოხდა რამე?
- დიახ. - სავარძელში ეშვება ჯიბუტი და ხალათში გამოწყობილს ღიმილით
მიცქერს, მისი ეს მზერა ახლაც ისევე მაბნევს როგორც ყოველ ჯერზე.
- მაინც?
- ანაბელმა ბებიის ნაჩუქარი ბეჭედი დაკარგა და ამ ამბავს ძალიან განიცდის,
ამბობს რომ ბეჭედი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რელიქვიაა.
- ვწუხვარ. თუმცა არ ვიცი ამას ჩემთან რა კავშირი აქვს. - მის მოპირდაპირე
სავარძელში ვჯდები და სიგარეტს ვუკიდებ.
- იმ დღეს როცა ანაბელმა ბეჭედი დაკარგა, თავად მოვიყვანე თქვენთან სიანზე და
ზუსტად მახსოვს რომ ბეჭედი ეკეთა, თქვენგან გამოსულს თითზე მხოლოდ
წლების მოუხსნელი ბეჭდის კვალი ეტყობოდა, თვითონ ბეჭედი კი გაუჩინარდა.
- მეჩვენება თუ რამეში ბრალს მდებთ ბატონო რატი? - სიგარეტს ღრმად მოვქაჩე

და მზერა გაუსწორე.
- ბრალს? არა. უბრალოდ გეკითხებით იქნებ აქ დაუვარდა და იპოვეთ.
- რომ მეპოვა აუცილებლად დავაბრუნებდი.
- იმედი მაქვს. - იღიმის ჯიბუტი, წამით დუმდება და გამომცდელ მზერას
მაპყრობს, სხეულში დავლილ სიმხურვალეს ისე მძაფრად ვგრძნობ რომ სუნთქვაც
მეცვლება.
- ღელავთ ბლექ? - კისრის მალებს ათამაშებს ჯიბუტი.
- რატომ უნდა ვღელავდე.
- ნახევრად შიშველი ზიხართ ჩემ წინაშე.
- თქვენ ეს გაწუხებთ?
- ის უფრო მაწუხებს რასაც ხალათს მიღმა მალავთ.
- ეს უკვე თქვენ არ გეხებათ. - ხალათს ფრთხილად ჩავავლე თითები და ქვედა
ტუჩზე გაუაზრებლად ვიკბინე. გონს მოსვლას ვერ ვასწრებ ისე ჩნდება რატი ჩემ
წინ, მაჯებში ხელებს ძლიერად მკიდებს, ფეხზე მაგდებს და სხეულზე მეკვრის.
- ძალიან გინდათ რომ ამ ხალათის გარეშე დარჩეთ? - მისი ცხვირი ნაზად
ასრიალდა ჩემ ყელზე და საჯდომზე მოჭერილი ძლიერი თითების გამო ჩემი ყრუ
კვნესა გაჟღერდა ოთახში. - ჰო რა თქმა უნდა, ძალიან გინდათ. - ვერ ვხედავ
მაგრამ ვხვდები რომ იღიმის. თითები უხეშად მომხვია ყელზე და სახე ახლოს
მომიტანა. დაჟინებით მიცქერდა და მკვეთრად ვგრძნობდი სურვილით როგორ
იცვლებოდა ჩემი გულის ცემა. წამი დასჭირდა ჩემი მსუბუქი სხეულის ხელში
ასაყვანად, დადუმებული ვუცქერდი მის ყოველ მოძრაობას, არ ვიცოდი უნდა
შევწინააღმდეგებოდი თუ ერთხელ მაინც მიმეცა საკუთარი თავისთვის იმ კაცთან
ყოფნის უფლება, ვინც ჩემში არსებულ ყველა ემოციას ასე დაუფარავად და
ურცხვად აშიშვლებდა. ამ ფიქრებში ვიყავი წასული, როდესაც ჯიბუტის ტუჩები
ვიგრძენი ყელზე, შემაჟრჟოლა და ჩემში შემოსული ემოციისგან სხეული
სრულიად გამიბუჟდა. ხელები ფრხილად შევუცურე თმებში, თუმცა მაშინვე
მოიშორა. თითების ნაზი ჩასრიალება ვიგრძენი სხეულზე და შეხსნილი ხალათი
რითმულად ჩასრიალდა იატაკზე, საცვლის ამარად დარჩენილმა და მის ძლიერ
ხელებში მოქცეული საკუთარი მკერდის აღქმამ სხეული სრულიად გამომიფიტა,
გამშრალი ტუჩები ენით გავისველე და მკერდზე მოსრიალე მის ხელს წავეპოტინე.
- მეტკ... - სიტყვა ვერ დავასრულე რადგან მისმა ტუჩებმა სასაუბრო ღრუ
დამიხშო. მომთხოვნი იყო კოცნისას და არც კბილის ჩავლებას ერიდებოდა.
ვნებიანი კოცნის შემდეგ მოულოდნელად გასწია თავი უკან, კმაყოფილი
მიცქერდა ვნებით ამღვრეულ თვალებში. - თუ შემთხვებით დალაგებისას ბეჭედს
იპოვით დამიკავშირდით. - ამოილაპარაკა ზედ ჩემ ტუჩებთან, ჩემ სხეულს
მოშორდა და კარისკენ დაიძრა.
- რატი. - საკუთარი ხმის მერყეობამ დამზაფრა.
- გისმენთ. - კმაყოფილი ბრუნდება ჯიბუტი ჩემკენ.
- გგონიათ ყველა ქალი თქვენზე ოცნებობს?

- ყველა თუ არა უმეტესობა მაინც. - თვალი ჩამიკრა ამ უკანასკნელმა და აღგზნებულ გონებასთან საომრად ისევ მარტო დამტოვა. იატაკზე დავარდნილი ხალათი ავიღე, ტანზე შემოცვი, სამზარეულოში ფეხარეული გავბარბაცდი, მაგიდაზე დადებული ვისკის ჭიქა ბოლომდე ჩავცალე, ორივე ხელით მაგიდის ზედაპირს დავეყრდენი, თვალები დავხუჭე და სხეულში დავლილი ჭიანჭველების არმიის განდევნას მთელი ძალებით შევუდექი.
- ნაბი/ვარი. - ვამბობ ღიმილით და სკამზე მოწყვეტით ვენარცხები.
მე და უანდერი მიუხედავად ამირეჯიბის წინააღმდეგობისა, მის სახლში დაუკითხავად შევიჭერით და დაბადების დღისთვის მისი მყუდრო ბინის თავდაყირა დაყენება გადავწყვიტეთ, დეტექტივისთვის შესაფერისი მყუდრო და იდუმალებით მოცული ეს ორ ოთახიანი ბინა ორ საათში ვაქციეთ სადღესასწაულო განწყობით აღსავსე გარემოდ, შრომით კმაყოფილებმა მოვავლეთ მე და ალქაჯმა მისაღებს თვალი და დაღლილები ჩავესვენეთ სავარძელში.
- მოეწონება? - გაბადრული კითხულობს უანდერი და ჭერზე მიმაგრებულ ბუშტებს შელოცვის საშუალებით ათასგვარ სასაცილო იერსახეს სძენს.
- არა, რა თქმა უნდა. - ვამბობ და გადაბჟირებამდე ვიცინი.
- აბა რისთვის ვიწვალეთ? - სახე უსერიოზულდება უანდერს და ხასიათიც აშკარად ეცვლება.
- ერთს შეგვაკურთხებს მერე კი მოხასიათდება, ხომ იცი როგორიცაა.
- მისთვის ისეთი საჩუქარი მაქვს. - თვალებში ეშმაკები გაუკრთა ალქაჯს.
- უანდერ არაფერი მიქარო იცოდე. - წარბები ავზიდე და ეჭვით გავხედე მეგობარს.
- მეე? არა რას ამბობ. - ორაზროვანი ხმა აღმოხდა და ისევ ბუშტების სახეცვლილებით დაკავდა. მოსაღამოვდა და კარის საკეტის ხმაც გაისმა, ღიად აღმოჩენილი კარის გამო წამით სიჩუმე ისადგურებს კარს მიღმა, ვერ ვხედავ მაგრამ აშკარად ვგრძნობ როგორ იმარჯვებს ამირეჯიბი იარაღს და იმის შიშით რომ შემთხვევით არ გაისროლოს ვასწრებ და ვყვირი.
- ამირეჯიბი დააგდე იარაღი.
- იდიოტებო. - წიხლით აღებს დეტექტივი კარს და ბრაზით გვიცქერს.
- სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა მაგრამ შენ ხომ არაფერს აცდი ადამიანს. - ბრაზით ჩავიბურტყუნე, მოვეხვიე და მაგრად ჩავეხუტე. - გილოცავ.
- აქ რა მასკარადი მოგიწყვიათ. - თვალი აჭრელებულ მისაღებს მოავლო და იარაღი იქვე სავარძელზე მიაგდო.

- არ მოგწონს? - საუბარში ერთვება უანდერი და ლამაზად შეფუთულ ყუთს აწვდის.
- არა. - კბილებში გამოსცრა დეტექტივმა და ყუთის გახსნა დაიწყო, წამით შეჩერდა და მზერა ალქაჯს მიაპყრო. - რა დევს?
- გახსენი და ნახავ. - ჩემს ზურგს უკან დგება უანდერი. დინჯად შემოხსნა ვერცხლისფერი ქაღალდი ამირეჯიბმა, ყუთს თავი მოხსნა და წამით მის სახეზე სამყაროში არსებულმა ყველა ფერმა ერთა მოიყარა თავი.
- ამის დედაც. - ერთი შეჰყვირა, ყუთი ხელიდან დაუვარდა და სასაცილოდ ახტა სავარძელზე. - უანდერ დაგბრიდავ. - ბრაზი ხარხარში გადაეზარდა და გონს მოსულმა ისევ აიღო ძირს დაგდებული ყუთი. - ვისი თავის ქალაა ალქაჯო? - ღიმილით ამოიღო ყუთში მოთავსებული თავის ქალა და ხელში კალათბურთის ბურთივით შეათამაშა.
- ჯიბუტის ბაბუის. - ღიმილით წარმოთქვა ალქაჯმა.
- გიჟი ხარ უნამუსო ვიყო. - ახარხარდა ამირეჯიბი და თავის ქალა წიგნების თაროზე შემოდო. - აბა? - უკვე გამხიარულებულმა ამირეჯიბმა როგორც იქნა ბედნიერებით აციმციმებული თვალები მოგვაპყრო. - იცით დღეს რას ვშვებით?
- რას?
- ჯერ ძალიან ბევრს დავლევთ, მერე კი ჩავალთ მიწიქვეშეთში, შევძვრებით პრეზიდენტის სასახლის ქვეშ მოქცეულ ეგრედწოდებულ აკლდამაში, ბეჭდით რომელიც დიდი სამბით შეუბამს ქალბატონ ალქაჯს ყელზე, გავაღებთ წყეულ, სავარაუდოდ სიძველით აქოთებულ აკლდამას, ავიღებთ რაც ან ვინც იქ დაგხვდება, მოვაჯდებით უანდერის ცოცხს და ერთხელდასამუდამოდ დავასრულებთ ამ მასკარადს, აბა რას იტყვით? გინდათ დაუვიწყარი დაბადების დღე მაჩუქოთ? ხოდა მაჩუქეთ. გავაკეთოთ ეს ყველაფერი და შედეგები დავიკიდოთ.
- კაიფში ხარ? - ეჭვით ვკითხე რადგან უცნაურად აჭიკჭიკებული მეჩვენა ეს უკანასკნელი.
- არა, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ და მგონი თქვენ ორმა ეს უნდა გამოიყენოთ.
- მე თანახმა ვარ. - მხიარულად აისვეტა უანდერი მის გვერდით, ახლა ორივე მე მიცქერდა გამომცდელად. - ბლექ?
- წინ მე ვჯდები. - ვამბობ და ნიშნის მოგებით ვუცქერ დეტექტივს. - უანდერ შენი ცოცხი ზადნითაც ხო დადის?
- კი, რა იყო?
- ზადნით იარე რომ წინ მე ვიჯდე.

- იდიოტო.
- ლუდი გახსენი. - ყვირის ამირეჯიბი და თავად როგორც იუბილარი სავარძელში კომფორტულად თავსდება. იმ ღამით ძალიან ბევრი დავლიეთ, მერე მიწიქვეშეთში ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ყოფნისთვის საჭირო ყველა ნივთი ავისხით და უანდერის „განძის“ საძებნელად წავედით. ქალაქის ქვემოთ გაშენებული მიწიქვეშა საუფლოს შესასვლელთან წამით შევჩერდით, ერთმანეთს გადავხედეთ და კარი შევაღეთ, უფრო სწორად, ამირეჯიბმა სატეხი გატეხა და იარაღ მომარჯვებული პირველი თვითონ შევიდა, უკან უანდერი მიჰყვა ფანრით ხელში, ბოლოს კი მე, ამ ორისგან განსხვავებით საკმაოდ შეშინებული და დაფეთებული ვიყავი რადგან ბავშობიდან არ მიყვარს სიბნელე, სიცივე და უჰაერობა.
დედა ახალი გარდაცვლილო იყო და შეაბამისად სიბნელის მიმართ შიშიც
უფრო გამძაფრებული მქონდა, როდესაც გამზრდელმა ბებიამ უწყინარი
ტრუილის გამო, ჩემი დასჯის მიზნით ბნელ სარდაფში გამომკეტა, როგორ არ
ვთხოვე რომ ეს არ გაეკეთებინა თუმცა ჩემი მუდარა ყურად არ იღო და კარი
ცხვირწინ მომიკეტა, წამებში დატრიალდა გონებაში შემზარავი ხმები, ექოში
ჩავიკარგე და წარმოსახვითი მოჩვენებების გამო სრული პანიკა დამეუფლა.
ხელის ცეცებით მივეყრდენი სარდაფის ბნელ, ნესტიან კედლებს, ჩავიმუხლე,
სხეულს ხელებით შემოვეხვიე და შევეცადე გონება არ დამეკარგა, შიშისგან
გამოყოფილი ოფლით გამეწება მთელი სხეული და ნერვული კანკალი ცახცახში
გადამეზარდა. არ ვიცი ამ მდგომარეობაში რამდენ ხანს დავყავი მაგრამ ვფიქრობ
რამდენიმე საათი მაინც ვიყავი წყვდიადში გამომწყვდეული, მახსოვს მეძინებოდა
მაგრამ თვალებს დახუჭვის საშუალებას არ ვაძლევდი. ხელის გულები მეწვოდა
რადგან სიმწრით მომუშტული თითების გამო ფრჩხილების კვალი უკვე საკმაოდ
მემჩნეოდა. წყეული სარდაფი, როგორ მძულდა ამ მომეტში მთელი კაცობრიობა.
ტირილით სახე დასიებულს ნაბიჯების ყრუ ხმა მომესმა, კარის საკეტის მსუბუქი
გადატრიალება და ჩემთვის საყვარელი ხმა.
- ბლექ. ისევ ჩაგკეტა იმ დამპალმა? - ჩემ წინ იმუხლება ამირეჯიბი, პატარა
ხელებს დასიებულ სახეზე მკიდებს და ვერ ვხედავ მაგრამ ვხვდები სევდიან
მზერას მაპყრობს.
- აქ რომ დაგინახოს შენც ჩაგკეტავს. - ამოვიბლუყუნე და მეგობრის მკლავებში
ჩავიკარგე.
- ჩამკეტავს არა ის. ადექი წამოდი.
- მეშინია. თუ გაიგებს უარესი მოხდება.
- მაშინ მეც შენთან ერთად ვიქნები. - ამბობს ამირეჯიბი და ჩემ გვერდით ჯდება.
- რატომ?
- მეგობრები ხომ იმისთვის ვართ რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, მე სიბნელის
შიშის გადალახვაში დაგეხმარები შენ კი ხვალ რუსულის საკონტროლო
გადამაწერინე. - ამბობს ამირეჯიბი და იღიმის, მეც ვიღიმი, ორივე ვიღიმით.
- მიყვარხარ. - ვამბობ და მის მხარზე ვდებ თავს.

- მეც ბლექ. - წყვდიადი ისევ ედება სამყაროს თუმცა მე უკვე აღარ მეშინია. აღარ მეშინია რადგან მარტო არ ვარ.
რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ამირეჯიბი ჩერდება და უკან იყურება, ვხვდები თვალებით მე მეძებს.
- ბლექ. - ექოსავით ისმის მისი ხმა ნესტიან კედლებს შორის.
- რა?
- კარგად ხარ? - აი ის მზრუნველობა რასაც მთელი ბავშობა იჩენდა ჩემს მიმართ.
- ჰო.
- დარწმუნებული ხარ?
- არა.
- გინდა გარეთ დაიცადო?
- სიამოვნებით მაგრამ არ შემიძლია იმ ყველაფერს გამოვაკლდე რაც წინ გველის. - ვიღიმი და დაძაბულობაც სადღაც ქრება.
- მაშინ გზა განვაგრძოთ. - ამბობს დეტექტივი და ჩვენც უკან მივყვებით. - ნეტა რა დაგხვდება?
- მინიმუმ ძვლები - მაქსიმუმ გახრწნის პირას მყოფი მუმია. - სიცილით ამბობს ამირეჯიბი.
- ბებიას თუ დავუჯერებთ ის რაც იქ დაგხვდება ცოცხალი არსებაა, თუმცა რა არსებაა არ ვიცი.
- ცოცხალი?
- ცოცხალი?
- ერთხმად ვყვირით მე და ამირეჯები.
- ჰო. - იმორცხვებს ალქაჯი.
- ბლექ.
- რა?
- ტვინი რომ აქვე მივასხევინო წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - მგონი არა.
- კარგით რა. - პატარა ბავშვივით აბუზღუნდა უანდერი. - რა დამფრთხალ ქათმებს გავხართ? ამირეჯიბი რამ შეგაშინა, იარაღი შენ გიჭრავს მე ხო არა?

- ეს იარაღი მოჩვენებებს ვერ კლავს ძვირფასო. - ლულა შუბლზე მიუკაკუნა ალქაჯს.
- მოჩვენება ვერაფერს დაგიშავებს, რადგან ხორცი არ აქვს და შესაბამისად თავს ვერ დაგესხმება. ირისი გაიხსენეთ. - ბრაზით მოიშორა მისკენ მიმართული იარაღი უანდერმა.
- მართლა სად არის ირისი? - ვკითხულობ და გარემოს ისე ვათვალიერებ თითქოს მისი დანახვა შემეძლოს.
- შენს უკან ბლექ.
- ოღონდ დღეს გადამარჩინა და არასდროს აღარ დავიჭერ ალქაჯებთან საქმეს. - ჩაიბურტყუნა დეტექტივმა და გზას გაუდგა. - არ ვიცი რამდენი საათი ვიარეთ თუმცა ფეხები რომ ძალიან მეტკინა და მონაცვლეობით რომ ვწუწუნებდით ფაქტი იყო, საგულდაგულოდ დახაზულ რუკაზე ყველაფერი გარკვევით იყო მითითებული თუმცა ორჯერ შეცდომით სხვა გვირაბში გადავუხვიეთ, წყობიდან გამოსული ამირეჯიბის გინება ბნელ დერეფნებს ექოსავით ეფინებოდა. განცდა იმისა რომ თავს საშინელ საფრთხეში ვიგდებდით დარწმუნებული ვარ წამით არ შორდებოდა არც ერთი ჩვენგანის გონებას, მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ინტერესი იმისა თუ რა შეიძლებოდა დაგვხვედროდა იმ წყეულ აკლდამაში იმდენად დიდი იყო რომ უკან დახევას და ამ ყველაფრის მიტოვებას არც ერთი ჩვენგანი არ ვფიქრობდით. - აქ გზა მთავრდება. - მოულოდნელად ამბობს ამირეჯიბი და მის წინ აღმართულ კედელს ინტერესით უცქერს. უანდერი ფანრის საშუალებით ცდილობს გაარკვიოს ამჯერად სად შევუხვიეთ არასწორად. - ამის დედაც, ასე მთელი ცხოვრება მიწისქვეშეთში ამოლპობა მოგვიწევს, რა ირონიაა შეშლილ ალქაჯთან და ფსიქოლოგთან ერთად ცოცხლად ამოლპობა როცა ზემოთ ამდენი სიმპატიური მამაკაცი დადის.
- მოკეტე ამირეჯიბი. - ვამბობ და დაღლილი სხეულის დასვენების მიზნით კედელს ვეყრდნობი.
- ბლექ. - ბლექ.
- უანდერისა და ამირეჯიბის ხმა ერთმანეთში ირევა და მე ვერაფერს ვერ ვგრძნობ გვერდების გაუსაძლისი ტკივილის გარდა, კედელი რომელსაც მივეყრდენი შეხების მომენტშივე ნამსხვრევებად იქცა, ფეხქვეშ გამოცლილი საყრდენის გამო ჩემი სხეული წამებში მოწყდა ადგილს და ვიწრო ხვრელის გავლით კიდევ უფრო უკუნით ადგილას ამოვყავი თავი.
- ბლექ. - ისევ მესმის ზემოდან უანდერის შეშლილი ხმა.
- მოკეტე უანდერ და აქედან ამომათრიე. - ოდნავ წამოვჯექი, ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და იქაურობა გავანათე. ჩემი ყურადღება კედელზე ამოტვიფრულმა

გაურკვეველმა დამწერლობამ მიიპყრო, უფრო ახლოს მივედი და შევეცადე რამე მინიშნება მაინც მეპოვა და აი ისიც... წყეული კარი, წყეული შესავლელითა და უანდერის ყელზე მოთავსებული, ანაბელისთვის ჰიპნოზის საშუალებით წართმეული ბეჭდისთვის განკუთვნილი ბუდე.
- უანდერ. - ვიღიმი და ვეძახი ქვემოდან.
- ბლექ, ჩამოვდვარ. - მესმის ამირეჯიბის ხმა.
- შესასვლელი ვიპოვე.
- რა? - ადრენალინი შეეპარა ალქაჯის ხმას.
- შესასვლელი ვიპოვეთ. - ვამბობ და ხმამაღლა ვხარხარებ.
- ატრაკებ ბლექ. - უკვე ზურგს უკან მესმის დეტექტივის ხმა, მისკენ ვტრიალდები და ღიმილით ვუცქერ.
- აი იქ? - ვანიშნებ ხელით და ტელეფონით ვუნათებ კონკრეტულ ადგილს. - ამის დედაც უანდერ...
- რა გაყვირებს, ვხედავ ღიმილით თვალებგაშტერებული ამბობს უანდერი, ყელზე შებმულ ბეჭედს იხსნის და ხელის კანკალით ათავსებს მისთვის განკუთვნილ ბუდეში. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ სამი არანორმალური ქალის გულის ცემის ხმა არღვევს.
- არ იღება? - ინტერესით კითხულობს დეტექტივი და ჩამუხლულ უანდერთან უფრო ახლოს მიდის.
- რიტუალია საჭირო. - მზერას აპარებს მისკენ ალქაჯი. - რა რიტუალი გოგო?
- სისხლი.
- უანდერ გეყოფა, ახლა იმედია რომელიმე ჩვენგანის მსხვერპლად შეწირვას არ აპირებ. - თვალები შუბლზე აუვიდა ამირეჯიბს და ბრაზმორეულმა იარაღი მოიმარჯვა.
- ჩემი სისხლია საჭირო იდიოტო, დანა მათხოვე.
- ეგრე დაგეწყო, დანა მიაწოდა დეტექტივმა, უკან დაიხია და ჩემ გვერდით დადგა. -ახლა რომ ამაში ბოროტი სული ჩასახლდეს და ორივეს ყელი გამოგვჭრას სად მიდიხარ?!
- ყელს თუ გამომჭრის სადღა წავალ. - ღიმილით ვკარი მხარი ამირეჯიბს და ისევ უანდერისკენ მივმართე მთელი ყურადღება, ამ უკანასკნელმა ხელის გული გაისერა, სისხლი ბეჭედს დააწვეთა, თავიდან მოათავსა ბუდეში და სანატრელი

ხმაც გაისმა, ძლიერი რყევა იწყო იქაურობამ და რამდენიმე წამიანი გამაყრუებელი ხმის შემდეგ ქვის მძიმე კარიც გაიღო.
- მხოლოდ შენს შემდეგ გრძნეულო. - უჩურჩულა ამირეჯიბმა ალქაჯს. უანდერმა ღრმად ამოისუნთქა და სიბნელეში გაუჩინარება იწყო, მას უკან მიჰყვა ამირეჯიბი და ბოლოს მე.
6
ხუთი წლის იყო, ეზოში თანატოლებთან ერთად თამაშობდა როდესაც მისი ყურადღება ზეცაში დატრიალებულმა ღრუბლების ცეკვამ მიიპყრო, თოჯინა რომელიც ხელში ეჭირა ხელიდან დაუვარდა და გაოცებული უცქერდა ჰორიზონტს მიღმა დატრიალებულ საოცარ სანახაობას.
- ნახეთ. - წვრილი ხმით წამოიყვირა უანდერმა და მეგობრებს ხელით ანიშნა ზეცისკენ, წამით ყველანი იქეთ იყურებიან სადაც ქერა პატარა გოგონა უთითებს მათ, რამდენიმე წამში კი ზეციდან ყველას მზერა უანდერისკენ არის მიმართული. - შეხედეთ. - ისევ ყვირის გოგონა თუმცა არავინ აქცევს მის ყვირილს ყურადღებას.
- ბებიამისივით შეშლილია. - ჩაილაპარაკა ათიოდე წლის გოგონამ და დანარჩენებს ისევ თამაშისკენ მოუწოდა.
- მე ვხედავ მას. - მოესმა უანდერს ზურგს უკან პატარა გოგოს ხავერდოვანი ხმა, ფრთხილად შებრუნდა უკან და მასავით ქერა, ექვსიოდე წლის გოგონა შერჩა, რომელიც ადრე არასდროს ენახა. დაკვირვებით მიაშტერდა მის წინ მდგომ უცნობ გოგონას და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
- გიცნობ?
- არა. - იღიმის უცნობი და ხელს უწვდის. - მე ირისი ვარ.
- საიდან მოხვედი ირის?
- იქედან. - ზეცისკენ მიუთითა გოგონამ.
- როგორ?
- შენ შემქმენი, მე შენი წარმოსახვა ვარ.
- ეგ როგორ? - დაიბნა უანდერი.
- მალე მიხვდები.
- დიდი ხნით დარჩები?
- მანამ სანამ შენი სული სხეულის დატოვებას არ გადაწყვეტს. - უცნაურად საუბრობ... - წარბები ეჭვით შეათამაშა უანდერმა.

- უანდერ!
- რა გინდა რატი?
- ვის ესაუბრები? - ეჭვით მიირბინა მასთან მეზობლის ბიჭმა.
- მეე?
- ის ვერ მხედავს, მე ვერავინ მხედავს შენს გარდა რადგან მხოლოდ შენი წარმოსახვის შედეგად დავიბადე. - გაუღიმა ირისმა.
- არავის. - მოკლედ მოუჭრა უანდერმა გაფითრებულ ბიჭს და ისევ ირის მიუბრუნდა. იმ დღის შემდეგ უანდერი არასდროს თამაშობდა თავის თანატოლებთან ერთად, თავს უფრო კომფორტულად გრძნობდა თუ მარტო დაეხეტებოდა და ირისთან ერთად ატარებდა დროს, როდესაც ყოველდღიურობის ილუზია ნარევი ვარდისფერი სათვალე მოიხსენა და მისი ქვეცნობიერის იდუმალებასგარეთგამოსვლისსაშუალებამისცა, სწორედმაშინიგრძენო სასიამოვნო ნირვანა. ხმაურიან ყოველდღიურობას გამოთიშული, სულის სიცარიელე იდუმალი შეგრძნებით უვსებდა მთელ სხეულს. ეს შეგრძნება მანამ გასტანდა სანამ გარშემო მყოფები მასში ხელების ფათურს დაიწყებდნენ, ამიტომაც ამ სიამოვნების გასაგრძელებლად წამის გაჩერება ესაჭიროებოდა. მისი ქვეცნობიერი მოითხოვდა რომ ამ წამს ასეთი ყოფილიყო და
ცნობიერი შეძლებისდაგვარად ემორჩილებოდა. უანდერი თავის გამოგონილ სამყაროში იმდენად ჩაიკეტა რომ მისთვის მთელმა სამყარომ არსებობა შეწყვიტა, თითქოს ის იყო სამყაროს ღერძი და დედამიწა მის ირგვლივ ტრიალებდა. მშობლების მახვილ მზერას ეს არ გამოჰპარვია და იმაზე ფიქრი დაიწყეს რომ მათი ერთადერთი შვილი ასოციალური, დეპრესიული ბავშვი იყო და ამის გამო დიდ საგონებელში ჩაცვივდნენ, პატარა უანდერი ექიმიდან-ექიმთან ამაოდ დაჰყავდათ. მისი კომუნიკაცია თანატოლებთან დროთაგანმავლობაში საერთოდ შეწყდა, ერთადერთი ადამიანი ვინც ამ ამბის გამო არ ღელავდა და პირიქით ბედნიერებით გაციქკროვნებული დააბიჯებდა, უანდერის დიდი ბებია იყო, ქალბატონი ელენა. ელენა ის ადამიანი იყო, ვისი საშუალებითაც მშობლები ბავშვებს აშინებდნენ.
- დაიძინე თორემ კუდიანი ელენა მოვა.
- ჭამე თორემ კუდიანი ელენა წაგიყვანს.
- ჭკვიანად მოიქეცი თორემ ალქაჯი ელენა ყელს გამოგჭრის.
- ნუ ტირი თორე ელენა შენი ძვლებისგან ნახარშს გააკეთებს და მშიერ კუჭს ამოივსებს.
საკუთარ არსებაში ხეტიალით, გრძნობებისა და შეგრძნებების შესწვალით, გათავისებით, მართვით სულისა და გონების მორჩილებით, ენის წვერზე მომდგარი სიტყვების უკუგდებით, სიბრაზის დახშობით, შეკავებული ცრემლით, ართქმული სათქმელით... საბოლოოდ უანდერი ჩამოყალიბდა ისეთად როგორიც

არის... ცინიკოსი, უზომოდ დიდი წარმოსახვისა და შესაძლებლობების მქონე ალქაჯი.
უანდერის გადაწყვეტილება ამ ნივთის მოძებნაზე იმდენად მყარი იყო, ვერავინ,
თვით ამირეჯიბიც კი ვერ ახერხებდა მის შეჩერებას. მხოლოდ ერთხელ ვცადეთ
მისი შეჩერება, მაშინ, როდესაც გათხრილი საფლავების რაოდენობა ჯერ კიდევ
ერთნიშნა ციფრი იყო, სამაგიეროდ კი მივიღეთ გამოცდილება - ალქაჯს ან უნდა
დაეხმარო, ან კილომეტრის რადიუსზე არ გაეკარო, ჩვენ კი მეგობარს ვერ
მივატოვებდით. ეს გაკვეთილი მაშინ ავითვისეთ, როდესაც ამირეჯიბს ორი დღე
სტანჯავდა ღუტუნის შეგრძნება, ექიმთანაც კი წავიდა, მან კი ჩემთან, ანუ
ფსიქოლოგთან გაუშვა. როგორც აღმოჩნდა, უანდერმა ყავაში (როგორც თავად
ეძახდა) ღიტინას ექსტრაქტი ჩაუყარა. ამის სამაგიეროდ კი, ერთ-ერთ მეგობრულ
საღამოზე, ამირეჯიბმა ლუდში კლუბური ნარკო/იკი შეაპარა და იმაზე
აალაპარაკა, რასაც უანდერი ყოველთვის გაურბოდა-ბებიამისზე.
- ასეთს რას ეძებ? - ჩვეული როლი მოვირგეთ და მე ფსიქოლოგური, ამირეჯიბმა
კი გამომძიებლირი კითხვები დავაყარეთ. – რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი? -
ისედაც უამრავი რამ შეგიძლია, ამის დედა ვატირე, იმ დღეს ჩემი თვალით ვნახე,
როგორ ელაპარაკებოდი ძაღლს, რომელმაც მაღაზიიდან მარტინი მოგიცუნცულა,
მეტი რა გინდა? - ამოიღე ხმა, ბოლოს და ბოლოს!
- ეს ბებოს ოცნება იყო. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა უანდერმა და ფსიქოტროპული
ნივთიერებისაგან დაბინდული თვალები შემოგვანათა. - მას უნდოდა, რომ
სიტყვები ეპოვა.
- სიტყვები? რისი? - ამირეჯიბს ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად ნანობდა ისედაც გიჟი
უანდერის უარესად გაგიჟებას.
- შელოცვის სიტყვები. - ლაპარაკის ხასიათზე მოსულიყო ალქაჯი. - როდესაც
თხუთმეტი წელი შემისრულდა, ბებომ ნება დამრთო, მის სამლოცველოში
შევსულიყავი და ის ნივთი მენახა, რომელსაც წლების განმავლობაში
დასტრიალებდა თავს, უშედეგოდ.
- რა ნივთი? - ყურები ვცქვიტეთ.
- რა გაჩვენა? - ერთდროულად წამოვიძახეთ. მე და ამირეჯიბმა.
- მაცადეთ. - ხელი აიქნია და უკმაყოფილოდ გადმოგვხედა. - მანამდე უამრავ
რამეს მასწავლიდა, ცხოველების ენას, ცოცხის მართვას, ვიშ-ვიშა სასმელების
მომზადებას, რომ დალევ, ამირეჯიბივით გემართება, ოღონდ ღიტინის ნაცვლად
გამუდმებით ოხრავ... მოკლედ, პატარ-პატარა ჯადოქრობებს, მაგრამ მაშინ
გადაწყვიტა, რომ უკვე საკმარისად დიდი ვიყავი და მიამბო, უფრო სწორად,
მაჩვენა.

- სამყარო. ოთახის ცენტრში დიდი, მოჩუქურთმებული, ძველებური სარკე იდგა,
რომელშიც ჩემი ანარეკლი მთლიანად მოჩანდა. ბებომ მითხრა, რომ უნდა
მესწავლა მისი ამოცნობა, მაგრამ ვერაფერი გავიგე, ამიტომაც ყოველ დღე ერთი
და იგივე რიტუალი მეორდებოდა-მივდიოდი სარკესთან, ვიჯექი მის წინ
საათობით და ვცდილობდი, დამენახა რაიმე გამორჩეული. მისი თითოეული
ჩუქურთმა, ნაკაწრი და კუთხე შევისწავლე. ბებო არაფერს მეუბნებოდა, არანაირ
მინიშნებას არ მაძლევდა, ამბობდა, თუ ამ საქმის გამგრძელებელი შენ ხარ,
თავადვე უნდა მიხვდეო. ბოლოს იმდენად დავიღალე, საკუთარ ანარეკლს
მივუბრუნდი და საუბარი გავუბი. ერთხელ კი მომეჩვენა, რომ... ის სხვანაირად
მიყურებდა. სულ წამით დავინახე ის მზერა, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი არ იყო.
დღეები გადიოდა, მე კი სულ უფრო და უფრო მეტ რამეს ვხედავდი-მარცხენა
ხელს თუ ვწევდი, ის საპირისპიროს აკეთებდა, თავს თუ მარჯვნივ ვაბრუნებდი,
ანარეკლი მარცხნივ იწეოდა, ბოლოს კი ბებოს ვუთხარი, რაც შევისწავლე-სარკეში
მე არ ვიყავი. ის სარკე სხვა, პარალელურ სამყაროში გამავალი პორტალია, თუმცა
საჭირო სიტყვების გარეშე ბებოსნაირ ძლიერ ჯადოქარსაც კი არ შესწევს ძალა,
დაკვირვების გარდა რაიმე სახით იმოქმედოს იმ სამყაროზე. აი, მაგას ვეძებ,
გვრიტებო. ბებოს ოცნებას, რომელიც ჩემი გახდა.
- ბლექ, როგორ ფიქრობ ეს იმ ნარკო/იკის ბრალია რაც ამ უდღეურს ჩავუყარე თუ
მართლა ხდება ეს ყოველივე.
- მგონი მართლა ხდება. - ამოვიოხრე და ამირეჯიბის გაფართოებულ თვალებს
შევეფეთე.
- რამეს მაინც ხედავთ? - წყვდიადში ექოსავით გაჟღერდა ამირეჯიბის ჩურჩული. - მე ვერაფრს.
- მე ვხედავ. - ფანარს კუთხეში ანათებს უანდერი და იქეთ მიდის საიდანაც არც მეტი არც ნაკლები მწვანე განრისხებული თვალები გვიცქერს.
- ეს რა ჯანდაბაა? - შიშით ვეკვრი ჩემ გვერდით იარაღით ხელში მომარჯვებულ დეტექტივს.
- მე რა ვიცი ბლექ. უანდერ შეჩერდი.
- ნუ გეშინიათ, ეს მხოლოდ კატაა. - აჩხავლებული კატა ხელში აჰყავს ალქაჯს და დაკვირვებით უცქერს.
- კატა? - იარაღს ბუდეში აბრუნებს ამირეჯიბი და უანდერისკენ დგამს ნაბიჯს. - აქ საიდან მოხვდა ეს უბედური? - უანდერს ხელიდან აართვა ცხოველი და თვალებში დააკვირდა. აბურძღნულ ბეწვზე ხელი გადაუსვა, ყბებში ძლიერად

მოუჭირა ხელი და კიდევ უფრო მეტად დააკვირდა მის უცნაურ თვალებს. - აქ როგორ მოხვდი შე მახინჯო?
- მახინჯი თავი გაბია. - ისმის ჩემთვის ჯერაც უცნობი ხმა, ამ ხმას მოჰყვა, კედელს მინარცხებული საცოდავი ცხოველი, ამირეჯიბის ღრიალი და ჩემი პანიკური კივილი.
- ამის დედაც, ჯანდაბა, შენი დედაც. - სიტყვებს უაზროდ ისვრის ამირეჯიბი და კედელთან ორ ფეხზე მდგარ ცხოველს გააფთრებით უცქერს. - ეს ამან თქვა? - სიმწრით ამოიკვნესა დეტექტივმა და მომღიმარ უანდერს გახედა, რომელსაც კატა ისევ ხელში აეყვანა და პატარა ბავშივით ეფერებოდა.
- ჰო ეს მან თქვა. იცით ეს ვინ არის?
- ვინ? რა? უანდერ გეყოფა, ნუ მაიმუნობ. - საკუთარი ხმის მერყეობამ გული შემიღონა.
- ეს კატა სწორედ ის არსებაა, რომელმაც უნდა მასწავლოს შელოცვა რომლითაც გავხსნი სხვა სამყაროში გამავალ პორტალს.
- ბლექ. - კბილებში გამოსცრა ამირეჯიბმა.
- რა?
- ვესროლო?
- კი. - ვამბობ და შეშინებული მის ზურგს უკან ვდგები.
- კარგით რა. - ტუჩები დაპრუწა უანდერმა. - კატამ როგორ შეგაშინათ? შეხედეთ რა საყვარელი?
- მოაშორე. - ყვირის ამირეჯიბი და უკან იხევს.
- ამხელა გამომძებელი ქალი ამ ერთმა ბეწო საყვარელმა ცხოველმა როგორ შეგაშინა? - სიცილი აუტყდა უანდერს.
- შემთხვევით ეგ მოლაპარაკე კატა ხომ არ არის. - ბრაზით დააუშვა დეტექტივმა იარაღი.
- ეს ყოველივე ძალიან კარგია, მაგრამ ახლა რას ვშვებით?
- ახლა მივდივართ და კატაც თან მიგვყავს. - კმაყოფილი იმართება უანდერი და გასასვლელისკენ მიდის.
- ნუ ჩქარობ ალქაჯო. - შემოსასვლელში ისმის მამაკაცის ძლიერი ხმა, უანდერი ადგილზე შეშდება და სამარისებული სიჩუმის გამო ვგრძნობ რა სიძლიერით ცემს ალქაჯის შეშინებული გული. - აბა ვნახოთ აქ რა გვაქვს. - უანდერის წინ ჩერდება მაღალი სილუეტი და ალქაჯს ხელებში გამომწყვდეულ კატას აცლის.
- ეს ჩემი კატაა. - შიშნარევად პასუხობს უანდერი.

- რატი? - მკრთალი ნათების გამო ძლივს ვარჩევ ჯიბუტის სხეულს.
- მეც მიხარია შენი დანახვა ბლექ. - იღიმის ჯიბუტი. - ბოდიშით თუ წვეულება ჩაგიშალეთ.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - საუბარში ერთვება ამირეჯიბი.
- მას ჰკითხე. - ხელით ანიშნა ჯიბუტმა გვერდით მდგომი სილუეტისკენ და კატას თავზე ხელი გადაუსვა.
- გულუა? - ზიზღით მიუბრუნდა ჯიბუტის გვერდით მდგომ თანაშემწეს დეტექტივი.
- თუ შეიძლება იარაღი ჩამაბარეთ შეფ. - წადი შენი.
- ჩამაბარეთ. - მისკენ მიმართული იარაღი უფრო ახლოს მიუტანა გულუამ. კბილების ჭრიალით მიუგდო ამირეჯიბმა თანაშემწეს იარაღი.
- მიხარია თქვენი ერთად ნახვა. - კატის ფერებას განაგრძობს ჯიბუტი. - რა გეგონა ამირეჯიბი რომ ჩემზე ერთი ნაბიჯით წინ იყავი? მართლა გეგონა რომ რატი ჯიბუტს ჭკუით აჯობებდი? - ირონიულად ჩაიღიმა ამ უკანასკნელმა.
- როგორ გაიგე?
- ეჭვი თავიდანვე შემეპარა მაგრამ შენმა თანაშემწემ როდესაც ჩაგიშვა სამხილის გაქრობასთან დაკავშირებით მაშინ დავრწმუნდი რომ აქ ადგილი შეთქმულებას ჰქონდა, მას მერე გითვალთვალებთ სამივე თქვენგანს და აი ჩვენც აქ ვართ. ყველანი. - ირონიულად იღიმის ჯიბუტი. - ისე სასიამოვნო იყო თქვენი თვალთვალი. - ცერა თითი რითმულად გადაისვა ჯიბუტმა ტუჩზე და მზერა გამისწორა.
- ახლა რა ვქნათ ბატონო რატი? დავადოთ ხელბორკილები? - კითხულობს საქმის გახსნით გაბადრული გულუა.
- ხელბორკილები? - ეჭვით აზიდა ჯიბუტმა წარბები. - არა?
- ფიქრობ უფლებას მივცევ ვიღაც ჩამშვებს ქალაქის სამი ყველაზე ძლიერი “დამნაშავე” აქოთებული სარდაფიდან ხელბორკილებით გაიყვანოს?
- კი მაგრამ. - სიტყვის თქმა ვერ დაასრულა გულუამ რადგან ჯიბუტის მხრიდან მოქნეული მუშტი ძლიერად ხვდება სახეში, წაბარბაცებული თავით ეტაკება კედელს და უსულოდ ენარცხება მიწას.
- არასდროს არ მიყვარდა ბოზ/ბი. - ზიზღით ამბობს ჯიბუტი და მის წინ მდგომ სამ შეშინებულ ქალს კმაყოფილი უცქერს.

- რატი. - საუბრის წამოწყებას შევეცადე თუმცა მაშინვე გამაჩერა.
- შეგიძლია მისი მეხსიერება წაშალო?
- ვფიქრობ რომ კი. - ამბობს უანდერი და უგონოდ მყოფი გულუას წინ მუხლებზე დგება, გაურკვეველ ენაზე რაღაცების ბუტბუტს იწყებს და ჩვენ ყურადღებას აღარ გვაქცევს. ჯიბუტი რამდენიმე წამით ალქაჯს კმაყოფილებით აღსავსე თვალებით ბურღავს, მერე მზერა ამირეჯიბზე გადააქვს.
- რადგან გულუას მეხსიერებას უშლი გამოდის ჩვენ ჩაბარებას არ აპირებ, მეჩვენება თუ ჩემთან წინადადება გაქვს?
- თუ გადარჩენა გინდა მოგიწევს ჩემი შემოთავაზება მიიღო, სხვა შემთხვევაში შენს მეგობრებს ციხეში ვუკრავ თავს, შენ კი მთელი ცხოვრება ვერ აპატიებ ამას შენ თავს.
- ჩემზე ზეწოლას ახორციელებ? - ღიმილით კითხულობს ამირეჯიბი.
- რაც გინდა ის დაარქვი დეტექტივო. - ისევ კატას მოეფერა ჯიბუტი.
- მაინც რას მთავაზობ.
- სამივე თქვენგანისთვის მოიძებნება რამე საქმე. - კმაყოფილება ესახება ჯიბუტს სახეზე.
- მაინც?
- მაგალითად შენ ჩემ წინდებს გარეცხავ. - ღიმილით მიმართავს ამირეჯიბს. - ბლექ შენ პერანგებს გააუთოვებ და თუ ჭკვიანად მოიქცევი იქნებ კიდევ უფრო მეტ რამეს გამოჰკრა ხელი, ალქაჯი კი კოქტეილებს მომიმზადებს. ნამდვილ ჰარამხანას მოვაწყობთ, კარგად გავერთობით, რას იტყვით. - გამხიარულება ეტყობა ჯიბუტს.
- ვიტყოდი რომ მაგ ფიქრებს ერთ ადგილას გაგთხრიდი. - ყბის ძვლები დაეჭმა დეტექტივს.
- იცი საყვარელო, სამწუხაროდ არ ხარ იმ მდგომარეობაში რომ არჩევანის საშულება გქონდეს. - ამირეჯიბის ნიკაპს წაეპოტინა ჯიბუტი, რამაც დეტექტივი კიდევ უფრო გააფსიხა. - კარგი დამშვიდდი, მინდა ჩემთან იმუშაო, ბევრი მტერი მყავს. - წამში დასერიოზულდა ჯიბუტი.
- მე დეტექტივი ვარ დაცვა კი არა. - ბრაზით წამოენთო ამირეჯიბი.
- დავკონკრეტდეთ! სამარხების მძარცველი დეტექტივი. - ამატებს ჯიბუტი. - რატი ჩემს მოთმინებას ნუ ცდი?
- რას იზამ? რისი იმედი გაქვს? შენი იარაღი მე მაქვს. შეეცადე დამშვიდდე დეტექტივო და ყურადღებით მომისმინო, თუ არ მიიღებ ჩემ წინადადებას

ყველაფერს დაკარგავ თუ მიიღებ ხელს ვერავინ გახლებთ, შენ ისევ საუკეთესო დეტექტივის სტატუს შეინარჩუნებ, შენი ალქაჯი მეგობარი ისევ შეძლებს ღამით ცოცხით ფრენას, ბლექი კი. - წამით მზერას მაპყრობს ჯიბუტი. - მის პროფესიონალიზმს ზიანი არ მიადგება და ერთხელაც მიიღებს იმას რაც ასე ძალიან სურს.
- არ გეშინია რომ ერთხელაც რომელიმე ჩვენგანი ყელს გამოგჭრის?
- რისთვის? მე ხომ არაფერს გიშავებთ? უბრალოდ ჩემთან თანამშრომლობას გთავაობთ სულ ეს არის. წარმოიდგინე ქვეყნის ნომერ პირველი დეტექტივი, საუკეთესო ფსიქოლოგი, გრძნეული ჯადოქარი და ყველაზე გავლენიანი ჯიბუტი, რას იტყვი?
- შენს სარეცელს არ გავიზიარებ. - წარბები შეკრა ამირეჯიბმა.
- ამაზე არ იდარდო. - კმაყოფილმა გადმოიტანა ჯიბუტმა მზერა ჩემზე.
- მოვრჩი. - ფეხზე ადგა უანდერი, ახლა კი კეთილი ინებეთ და ჩემი კატა დამიბრუნეთ.
- ამ კატას რაც შეეხება. - ცალი ხელით მაღლა ასწია ჯიბუტმა აჩხავლებული კატა, ზიზღით შეხედა, გასროლის ხმა და უანდერის კივილი ერთდროულად მოედო ბნელ სარდაფს.
- ნაბიჭვ/რო. - ღრიალებს უანდერი და მის გააფთრებულ სხეულს ძლივს ვიჭერთ მე და ამირეჯიბი. - მოგკლავ ნაგავო.
- ამას მე წავიღებ. - ყელზე შებმულ ანაბელის ბეჭედს გლეჯს ჯიბუტი ალქაჯს, მერე მზერა ჩემზე გადმოაქვს. იმდენად ახლოს მოდის მისი სუნთქვა საკუთარში მერევა, ძლიერ თითებს ყბებში მავლებს. - ძალიან გინდა რომ წითური იყო არა? - იღიმის ჯიბუტი. - ვაღიარებ ეს მეც მინდა. - ამბობს ზედ ჩემს ტუჩებთან, ძლიერ კოცნას მიტოვებს გახევებულ ბაგეზე და ხელს მიშვებს, გასასვლელთან უგონოდ მყოფ, ტვინგამორეცხილ გულუას მხარზე იკიდებს და ღიღინით ტოვებს სარდაფს.
ყბის ძვლები ბრაზით უთრთის ამირეჯიბს, მონაცვლეობით, უხმოდ გვიცქერს ხან მე ხან უანდერს, რომელიც ფეხმორთხმით მჯდარი, ტვინგასხმული კატის სისხლში ერთიანად ამოთხვრილი უაზროდ გამომეტყველებით, ყრუდ ბუტბუტებს და გამოფატრულ ცხოველს ჩუმად დასტირის. ოციოდე წუთს გაძლო ამირეჯიბმა ამ მდგომარეობაში ბოლოს კი ბრაზმორეული წამოხტა ფეხზე და გასავლელისკენ დაიძრა.
- თქვენი არ ვიცი მაგრამ მე დასელავად მივდივარ. - ამბობს და ის იყო გასასვლელში ფეხი უნდა გაედგა უანდერმა რომ საცოდავად ამოიკვნესა.
- დღეს შაბათია ხო? - შაბათია, მერე?

- რამე ანიმაციას არ ვუყუროთ? - ცხვირი აიბზუა, ფეხზე ადგა და დეტექტივს გახედა.
- მეგონა დეპრესიაში უნდა ჩავარდნილიყავი და რამდენიმე დღე მაინც უნდა გაგეტარებინა გამოფატრულ ცხოველთან ერთად. - ეჭვით კითხულობს ამირეჯიბი.
- მართალია მინდოდა ბოლოსდაბოლოს ამესრულებინა ბებიას ოცნება და გამეხსნა პორტალი მაგრამ იმ დამპალმა ის ერთადერთი არსება მოკლა რომლის საშუალებითაც ამას შევძელბდი, სახის დახოკვას არ ვაპირებ ამის გამო.
- ეს არ არის ხომ ნორმალური? - ღიმილით მიცქერს ამირეჯიბი.
- ახალი თქვი რამე. - ხელი მოვხვიე მეგობრებს და ნესტიანი სარდაფის უკან მოტოვება დავიწყეთ, რამდენიმე ნაბიჯი გვქონდა გადადგმული ზურგს უკან რომ ხმა მოისმა.
- რაზეა მულთფილმი? - წამში იყინება თითოეული ჩვენგანის სხეული და სინქრონულად ვტრიალდებით ხმის მიმართულებით. - კატას რომელიც საკუნეებია ბნელ სარდაფში გამოკეტილი ელოდება თუ როდის იხსნის ვინმე დალოცილი ალქაჯი ერთი ტყვიით მოკლავდნენ? - სასაცილოდ იჭყანება ადამიანივით ორზე დამდგარი წამის უკან გამოფატრული კატა, რომელიც ახლა ისე გამოიყურება თითქოს არც არავის უსვრია მისთვის, ულვაშებს კმაყოფილი ისწორებს და კრუტუნით ეკვრის უანდერს.
- ამის დედაც. - ხარხარებს ამირეჯიბი და სარდაფსაც ჩვენი მხიარული სიცილი აყრუებს.
მცდარია გავრცელებული აზრი, თითქოს წარმატება ადამიანს რყვნის,
ამპარტავან, თვითკმაყოფილ ეგოისტად აქცევს. მოპოვებული გამარჯვების
შემდეგ ცხოვრება თავის ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, ამირეჯიბი ისევ
კარიერის მწვერვალზე იმყოფებოდა, ისევ ყველა საქმეს ხსნიდა და ისევ მთელი
ქალაქის საამაყო გამომძიებლის სტატუსით ერთპიროვნულად სარგებლობდა,
ტვინ გამორეცხილ გულუას, რომელიც იმ დღის შემდეგ ისევ მის თანაშემწედ
მუშობდა სისხლს უშრობდა, ყველაზე ბინძურ საქმეს სწორედ მას აკეთებინებდა
და ასე უხდიდა სამაგიეროს ჩაშვების გამო, გულუა რომელიც აზრზე ვერ
მოდიოდა თუ რა ხდებოდა დაწინაურების იმედით მორჩილად იტანდა
დეტექტივის ყველა გამოხტომას, ამირეჯიბი პარალელურად ჯიბუტთანაც
მუშაობდა და მისი წყალობით ჯიბუტზე თავდასხმებმაც იკლო, ბოლოს კი
საერთოდაც შეწყდა.
მე რაც შემეხება, ისევ განვაგრძობდი ჩემ საქმიანობას, ისევ ზღვა პაციენტებს
ვიღებდი, ისევ ბევრს ვსვამდი, ისევ მიწევდა ჯიბუტის მიმართ ვერშეკავებული
ემოციების კონტროლი და ზემოთხსენებული ნაბიჭვ/რი ამას თავის სასიკეთოდ
იყენებდა, ისევ მსტუმრობდა გაუფრთხილებლად, ისევ მიშლიდა ვნების

საღერღელს, ისევ თამაშობდა ჩემი ეიფირიით თუმცა უნდა ვაღიარო ხელის შეშლა
არასდროს მიფიქრია, პირიქით მის თამაშში სიამოვნებით ჩავები, მის ირონიას
საკუთარი შევურიე და მშვენიერი ნაზავი გამოვიყვანე. მე ხომ სიამოვნებას
სადომაზოხიზ/მით ვიღებ, ამიტომაც ვერ მიღებული ჯიბუტის გამო გაცილებით
კმაყოფილი ვგრძნობდი თავს ვიდრე იმით რომ მისთვის ფეხები გამეშალა.
უანდერი? შეშლილი ალქაჯი? გამოიკეტა თავის ახლდაშეძენილ მეგობართან
ერთად და დაივიწყა დღის შუქის არსებობა. კატასთან ერთად პორტალის გახსნის
შელოცვის შესწავლას იმდენ დროს ანდომებდა, რომ ზოგჯერ ვფიქრობდი
საერთოდ დაავიწყა ჩვენი არსებობის შესახებ. რამდეჯერმე მივაკითხეთ მე და
ამირეჯიბმა მაგარამ ყოველ ჯერზე კარი ცხვირ-წინ მიგვიკეტა. უკვე ვღელავდით
მის გამო რადგან უძილობისა და უჭმელობისგან ისედაც ფერმკრთალი სახე სულ
გაუფითრდა, ისედაც გამხდარს, ძვლები ამოაჯდა და ანორექციისკენ
მიდრეკილიც გახდა, ასე იყო თუ ისე მან სამყაროსთან კომუნიკაცია სრულიად
შეწყვიტა და ოთხ კედელს შორის გამოკეტილი ატარებდა მთელ თავისუფალ
დროს, რომელიც ფაქტია ძალიან ბევრი ჰქონდა.
ასე გავიდა სამი თვე.
- როგორ მიდის სამსახურის ამბები?
- რატისთან რა ხდება? ხომ არ გაშანტაჟებს?
- არა.
- რატომ?
- ანუ?
შაბათი იყო, კედლის საათი შუაღამის ორ საათს აჩვენებდა. მე და ამირეჯიბი
ჩემთან ვისხედით და ზაფხულის სიცხეს ცივი ლუდის საშუალებით
ვანეიტრალებდით. ბავშობაში გადახდენილ ათას სისულელეს მხიარულად
ვიგონებდით.
- მშვენივრად, მსუბუქ დანაშაულებებს თუ არ ჩავთვლით სერიოზული არც
არაფერი ხდება.
- არა, იმ ამბებს არც იხსენებს. ისე ბოლოსდაბოლოს არ აპირებ ჯიბუტს დანებდე? -
სრული სერიოზულობით მეკითხება ამირეჯიბი და ცივი ლუდის მოზრდილ
ყლუპს უშვებს ყელში.
- ჯიბუტს თუ წითურებთან თამაში უყვარს მე იმ კაცებთან თამაში მიყვარს ვინც
ჩემში ემოციებს აღძრავს.
- ანუ ის რომ თუ მასთან დავწვები ის მიზიდულობა გამიქრება რაც მაქვს მე კი ისე
მომწონს მისი სურვილით რომ ვკვდები რომ ამის აღწერაც შეუძლებელია და არც
ამ შეგრძნებებზე უარის თქმა შედის ჩემს გეგმებში.

- შენს ბინძურ ფანტაზიებს ნუ ამიღწერ რა ბლექ. - ჩაიღიმა დეტექტივმა და
სიგარეტს მოუკიდა. - მაინც არ მესმის, გინდოდეს კაცი და მასზე უარი თქვა.
სადომაზო/ისტი ხარ?
- ახლა გაიგე? - ღიმილით გავუსწორე დეტექტივს თვალი. რამდენიმე წამი სრული
სიჩუმე ისადგურებს ოთახში. დაძაბულობას ამირეჯიბის კითხვა არღვევს.
- ისევ არ ჩანს?
- არა და მგონი არც აპირებს დაბრუნდებას. - მის სევდიან თვალებს მზერა
ავარიდე და ფანჯრიდან მიძინებულ ქალაქს გავხედე. სულში დატრიალებულ
ქაოს ვერაფერს ვუხერხებდი, ვგრძნობდი ყელში მომჯდარი ემოციისგან
ცრემლები რომ ჩემგან დაუკითხავად ცდილობდნენ გზის გაკაფვას. სწორედ ამ
დროს მოულოდნელი მსხვრევის ხმა სმენას მიხშობს, ჯერ ძლიერი შენარცხების
ხმა ისმის შემდეგ გატეხილი კარის ნატეხებით ივსება მთელი სახლი, ბოლოს კი
დატრიალებულ ბუღში ცოცხზე ამხედრებული უანდერი ჩნდება. მოხდენილად
ხტება „ტრანსპორტიდან“ მოკლე კაბას ისწორებს, კისრის მალებს ათამაშებს და
მონაცვლეობით გვიცქერს მე და ამირეჯიბს.
- ოჰ ალქაჯმა თავისი ქოხი დატოვა? - ირონია ათამაშდა ამირეჯიბის სახეზე.
- რა?
- პორტალის გახსნის შელოცვა. - სკამზე მოწყვეტით ეშვება ალქაჯი. - მერე?
- წამოხვალთ?
- სად? - ვკითხულობ დაზაფრული.
- უანდერ! - უანდერ!
- ისე ეგ კარი იღება უანდერ. - ბრაზით გავხედე უანდერს, რომელმაც
უდარდელად გახედა ჩამსხვრეულ კარს და უაზროდ წამობოდიალებული ერთი
სიტყვის გამოყენებით ისევ გაამთელა ნამსხვრევები.
- ვიპოვე. - ამბობს გაბადრული, ამირეჯიბს ლუდის ბოთლს არმთმევს ხელიდან
და სულმოუთქმელად სვამს?
- ჩემთან ერთად იმის სანახავად თუ რა ხდება პორტალს მიღმა აღმოჩენილ სხვა
სამყაროში.
- ერთხმად ვყვირით მე და ამირეჯიბი და იმ სასიამოვნო შეგრძნებით ვივსებით
რასაც ალქაჯის დაბრუნება ჰქვია.



ალის, მეჩვენები? როგორ მომენატრეთ შენ და შენი ისტორიები❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ალის, მეჩვენები? როგორ მომენატრეთ შენ და შენი ისტორიები❤❤❤

აქ ვარ, აქ❤️ მალე ჩემ ნაწერსაც გავაზიარებ. მეც ძალიან მომენატრე ჩემო გოგო❤️❤️ უზომოდ მიხარია, რომ ძველებურად აქ ხარ❤️

 


№3 სტუმარი ტაისა

ბლექიც მიყვარს და ფეფოც heart_eyes
ახლა შენც უკვე heart_eyes

 


№4  offline წევრი goddess

ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება <3 და მოუთმენლად ველი ამ ისტორიის გაგრძელებას <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი Alice76

ტაისა
ბლექიც მიყვარს და ფეფოც heart_eyes
ახლა შენც უკვე heart_eyes

ვაიმე❤️ როგორ გამახარე❤️ უდიდესი მადლობა❤️❤️❤️

goddess
ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება <3 და მოუთმენლად ველი ამ ისტორიის გაგრძელებას <3

ძალიან დიიდი მადლობა❤️ იმედია, მოგეწონება❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი LI_BE

ვაუუ, რა მაგარი იდეაა, სამი ავტორი, სამი სრულიად განსხვავებული ჟანრი, სტილი, გემოვნება. რა საინტერესოა, ნამდვილად არაა ადვილი, ერთ სიუჟეტში შეინაჩუნო თითოეულის ინდივიდუალურობა და ხასიათი. სამწუხაროდ, ბლექის ისტორიებს არ ვიცნობ, მხოლოდ ერთი მაქვს წაკითხული და მიხვდი, რომ ჩემი არ იყო. აი, ფეფოს ისტორიები ნამდილად ჩემია, ჩემი საოცარი ალისას ისტორიები, ხომ - ჩემია და ჩემია. და მადლობა ენ ბლექს, რომ ამ ისტორიაში ჩემთვის ნაცნობი ხასიათები ძალიან კარგად არის გადმოცემული. relaxed

ნუ, რატი ჯიბუტის გამოჩენა ნამდილად სიურპრიზი იყო, სანამ ბოლოში გავიდოდი, კი მიკვირდა. ვიცოდი, რომ რატის ასე გაცურება არ იყო ადვილი, მაგრამ ვიფიქრე, რომ სამი ქალის, თან როგორი ქალების, გაერთიანების წინაშე, თვით რატი ჯიბუტიც კი უძლური იქნებოდა. მაგრამ, თურმე სად ხარ smile

ძალიან ვისიამონე, ძალიან: ცოცხზე ამხედრებული ალქაჯი; ჩვენი უჩინარი ირისი; ჯიბუტი, თავის ჩვეულ ამპლუაში; ბლექი, რომელმაც არავის დაუთმო ყველასათვის სასურველი და საოცნებო ჯიბუტი; ამირეჯიბი, მისი ყველა მამაკაცი გმირების ხასიათით; მოლაპარაკე კატა; ვიშ-ვიშისა და ღიტინის ელქსირები; რომელი ერთი ჩამოვთვალო, მოკლედ, კარგი იყო. blush

ველოდები გაგრძელებებს bowtie

პ.ს. ხომ იცი, როგორ გამიხარდა, შენი დაბრუნება, ჩვენო საოცარო ალისა heart_eyes heart_eyes

 


№7  offline ახალბედა მწერალი Alice76

ენ ბლექი
უანდერ...
მიჭირს სხვაგვარად მოგმართო. მომწონს უანდერი და მიყვარს როცა ასე გაძახი.
ძალიან კარგად მახსოვს ამ ისტორიის წერის პროცესი ❤
მშვენივრად მახსოვს თოთოეული წუნადადების დაწერის დროს განცდილი ემოცია და გადასარევად მახსოვს თითოეული შეფასება ისტორიის ქვემოთ.

წერა ერთგვარი სიამოვნებაა მაგრამ როდესაც ისტორირიში რეალურ პერსონაჟებს ასახავ. "იპარავ" მათ სტილს
გამოძიება-ამირეჯიბი.
ალქაჯები-უანდერი.
ფსიქოლოგია-ბლექი.
ეს ყველაფერი ერთად აღებული და ერთ ჭურშელში მოქცეული გაძლევს იმას რაც მე მომანიჭა.
სრული სიმშვიდე და ნეტარება.
ველი მეორე ნაწილს, ამჯერად უანდერის დაწერილს, ერთი წელი ველოდე და ზუსტად ვიცი ღირდა ლოდინად...
გამოუშვი უანდერ.

წამაკითხე შენი შექმნილი სამყარო რომელიც ასე მომენატრა.

პ.ს მკითხველ ტაისი - სთან მაქვს თხოვნა.
იქნებ პირადში შემეხმუანო ან აქ ან ფეისბუქზე. ❤


მეც ისე მახსოვს, თითქოს სულ რამდენიმე დღის წინ იყო. აქამდეც მითქვამს და განვმეორდები- ამ ისტორიის გაგრძელების წერისას გავიხსენე, რას ნიშნავს წერა სიამოვნებისთვის❤️

შენ შესანიშნავად მოახერხე სამივეს სტილის შენარჩუნება, დღეს ვნახოთ, რას ვიზამ მე❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი Maybillineსპაროლიდაავიწყდა

მეჩვენება?
მგონი არა და look who's back?!

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

LI_BE
ვაუუ, რა მაგარი იდეაა, სამი ავტორი, სამი სრულიად განსხვავებული ჟანრი, სტილი, გემოვნება. რა საინტერესოა, ნამდვილად არაა ადვილი, ერთ სიუჟეტში შეინაჩუნო თითოეულის ინდივიდუალურობა და ხასიათი. სამწუხაროდ, ბლექის ისტორიებს არ ვიცნობ, მხოლოდ ერთი მაქვს წაკითხული და მიხვდი, რომ ჩემი არ იყო. აი, ფეფოს ისტორიები ნამდილად ჩემია, ჩემი საოცარი ალისას ისტორიები, ხომ - ჩემია და ჩემია. და მადლობა ენ ბლექს, რომ ამ ისტორიაში ჩემთვის ნაცნობი ხასიათები ძალიან კარგად არის გადმოცემული. relaxed

ნუ, რატი ჯიბუტის გამოჩენა ნამდილად სიურპრიზი იყო, სანამ ბოლოში გავიდოდი, კი მიკვირდა. ვიცოდი, რომ რატის ასე გაცურება არ იყო ადვილი, მაგრამ ვიფიქრე, რომ სამი ქალის, თან როგორი ქალების, გაერთიანების წინაშე, თვით რატი ჯიბუტიც კი უძლური იქნებოდა. მაგრამ, თურმე სად ხარ smile

ძალიან ვისიამონე, ძალიან: ცოცხზე ამხედრებული ალქაჯი; ჩვენი უჩინარი ირისი; ჯიბუტი, თავის ჩვეულ ამპლუაში; ბლექი, რომელმაც არავის დაუთმო ყველასათვის სასურველი და საოცნებო ჯიბუტი; ამირეჯიბი, მისი ყველა მამაკაცი გმირების ხასიათით; მოლაპარაკე კატა; ვიშ-ვიშისა და ღიტინის ელქსირები; რომელი ერთი ჩამოვთვალო, მოკლედ, კარგი იყო. blush

ველოდები გაგრძელებებს bowtie

პ.ს. ხომ იცი, როგორ გამიხარდა, შენი დაბრუნება, ჩვენო საოცარო ალისა heart_eyes heart_eyes


როგორ მომენატრე ❤️

ძალიან, ძალიან მომენატრა შენი სიყვარულით “გამოტიკნული” კომენტარები, ის, თუ როგორ მომმართავ და ბევრი, ბევრი სხვა რამ მომენატრა შენში❤️

ამიტომ მიხარია, რომ ბლექის “შეთქმულებამ” წერის სურვილზე არა თუ დამაბრუნა, ბოლომდე მიმაყვანინა საქმე, მუზას მას უნდა ვუმადლოდე ❤️დიდი მადლობა ჩემო ლიბე, რომ სულ ჩემთან ხარ❤️

სტუმარი Maybillineსპაროლიდაავიწყდა
მეჩვენება?
მგონი არა და look who's back?!


მებილიინ❤️

ვინ დააკომენტარებდა დილის ექვს საათზე, თუ არა ჩემი გადარეული გოგო?:დდდდ ძალიან მომენატრე❤️
რა კარგია თქვენთან❤️

შენი ნიკი ხომ ცალკე პიროვნებად მომენატრა:დდდ❤️

 


№10  offline წევრი ნათია_

ეს არ მქონდა რატომღაც წაკითხული და რა ძალიან მაგარია, რა სუპერ ტრიოს სუპერ ამბები ყოფილა:) ბლექი საშინლად მომწონს, ფეფოს ისტორიებსაც ვიცნობ და ახლა შენი მკითხველების სიაშიც ჩავწერები:)

 


№11  offline ახალბედა მწერალი Alice76

ნათია_
ეს არ მქონდა რატომღაც წაკითხული და რა ძალიან მაგარია, რა სუპერ ტრიოს სუპერ ამბები ყოფილა:) ბლექი საშინლად მომწონს, ფეფოს ისტორიებსაც ვიცნობ და ახლა შენი მკითხველების სიაშიც ჩავწერები:)


უუდიდესი პატივია ❤️ ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა და შემომიერთდი, დიდზე დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent