შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანე {სრულად}


29-06-2020, 22:39
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 42 261

...........
"კესანე" ისტორიაა მძიმე დასაწყისით ,დიდი სიყვარულით. წარმოუდგენელი, ირეალური სიყვარულით და ადამიანებით რომლებიც უკვე მეორედ შევიყვარე. რედაქტირებისას თავიდან განვიცადე ყველა ემოცია. რაღაცები შევცვალე, დავამატე ,მაგრამ მაინც კესანე ისევ ისეთია როგორც წლების წინ დავწერე. ვიღაცისთვის ბანალური, ერთნაირი სიტყვების კორიანტელი იქნება ალბათ , ვიღაცას გაგახარებთ რედაქტირებულს რომ ნახავთ და სრულად წაიკითხავთ. მე უბრალოდ მიყვარს ეს ისტორია თითოეული გმირით და იმ ფერებით რომელსაც ვგრძნობდი წერის დროს. იმედი მაქვს თქვენამდეც მოვა ყველა ემოცია ,რომელიც კესანეს ამბავშია .
ეს არის ამბავი ,რომელსაც ყველაზე მეტად მოუხდა ბედნიერი დასასრული . იმსახურებდნენ ფერებს ,რომლებიც დაკარგეს და ალბათ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი თუ ის სიყვარულითაა შეიარაღებული

.............

ცხოვრება ზღვარია სინათლესა და სიბნელეს შორის. დღე მზის ამოსვლით იწყება, მაგრამ დაბნელების გარეშე ვერ სრულდება გარდაუვალია ისე განვითარდეს შენი ცხოვრება რომ მუდამ ნათელი ფერებით იყოს სავსე, აუცილებლად გაჩნდება ნაცრისფერი ლაქები ან სიშავე შთანთქავს ყველა ფერს. ცხოვრება არსებობად გადაიქცევა , სრულდები და არსებობ მხოლოდ მათთვის ვისაც უშენობა გაუჭირდება. ყოველთვის არსებობს თავისუფლებაში არსებული ბორკილები, უხილავი, სუსტი ,მაგრამ მაინც შემზღუდავი. არსებობს ნიღბები, ფარი ,რომელსაც თავდაცვისთვის იყენებ . ტყუილიც არსებობს საკუთარი თავისა და სხვებისთვის. ყველგან ზღვარია ,ერთი ნაბიჯით წარმოქმნილი ცვლილებები რომელსაც უკან გადადგმული ნაბიჯით ვერ გამოასწორებ. იძულებული ხარ წინ იარო ან გაჩერდე, დაპაუზდდე დრო კი გავა , უშენოდ გაფრინდება შენს სულზე არსებული სუსტი ბორკილები კი თანდათან გამსხვილდება, გაძლიერდება და ბოლოს წასვლა რომც მოინდომო ვეღარ შეძლებ.
ჩემი ცხოვრება ფერადი და ლამაზი იყო, იმდენად შთამბეჭდავი ,რომ მის ფონზე კიდევ უფრო გართულდა ზღვარს მიღმა არსებობის გაგრძელება. ბედნიერებაა როდესაც არაფერი გადარდებს, ცხოვრობ ყოველი დღით და იღებ სიამოვნებას. სწავლობ იმიტომ რომ მოგწონს როცა ყველაზე ჭკვიანის სახელით გიცნობენ, ერთობი ისე როგორც გინდა. გაქვს ამისთვის ყველა რესურსი უამრავი ყალბი მეგობარი და რამდენიმე ნამდვილი . ყველას აქვს საკუთარი ადგილი და დანიშნულება შენს ცხოვრებაში. ჩემთვის ურთიერთობები მარტივი იყო, ცოტას ვენდობოდი და ბევრთან უბრალოდ დროს ვატარებდი. ნამდვილი მეგობრობის განცდა ცხოვრების ერთ -ერთი ნათელი ფერია. მათი ტკივილი,სიხარული, პრობლემები შენად რომ მიგაჩნია და მოგვარებას ცდილობ ესეც კი ბედნიერებაა. ბედნიერებაა როცა ქველმოქმედებას ეწევი და ვიღაცას დროებით სიხარულს მაინც ანიჭებ შენი ქცევით, როცა ტაძარში შედიხარ სრულიად მშვიდდები თითქოს ქარიშხალი რომელიც მანამდე ტრიალებდა ირგვლივ სასიამოვნო სიოდ იქცევა და მალამოდ ედება აფორიაქებულ სულს... გაუთავებელი მოგზაურობა, დახარჯული ფული ათას სულელურ შოპინგში ერთი დღის სიგიჟე და მთელი გარდერობის იმათთვის დარიგება ვინც ვერასდროს მოახერხებდა ათასობით დოლარის კაბაში ან ფეხსაცმელში გადახდას.. კმაყოფილების შეგრძნება და კვლავ ახალი ტალღა რომელსაც ისევ მიჰყავხარ სავაჭრო ცენტრამდე. მეგობრებთან ერთად სიცილ-კისკისში ცეკვითა და სირბილით შემოვლილი ბუწიკები გზას აგრძელებ ზედმეტი ფიქრის გარეშე უბრალოდ დროს მიჰყვები ,უფუნქციოდ ,მაგრამ ბედნიერად. სულ ოთხნი ვიყავით განუყრელები მე -კესანე წიკლაური , ჩვენი ღიმილა გოგო -ნატა გელოვანი , კუსკუსა - მართა ერისთავი და მაფიოზა ჩვენი გადარეული ნინა გუგავა . ეს ზედმეტსახელები მხოლოდ ჩვენ ვიცოდით მე არ მქონდა მსგავსი არაფერი უბრალოდ კესანე ვიყავი მათთვის. უცნაური იყო არა მხოლოდ ჩვენი პიროვნული განსხვავებები არამედ სტატუსი, მეგობრობის ისტორია და წარმოშობა. მაინც როგორ დავმეგობრდით მე კანონიერი ქურდის შვილი , ნატა ცნობილი ბიზნესმენის შვილი, მართა უბრალოდ კარგი ექიმების ქალიშვილი და ნინა ჩვენი ობოლი გოგონა რომელსაც მხოლოდ გაუთხოვარი დეიდა ჰყავდა . ოთხი განსხვავებული ერთმანეთზე ვზრუნავდით გვიყვარდა , ვუფრთხილდებოდით და მთლიანობას ვქმნიდით. ღმერთო ვინ იცის რამდენჯერ გვიკამათია და ეს რამდენიმე საათიანი გაუგებრობა იყო ხოლმე ჩემი მთავარი პრობლემა. ეს იყო დრო, როდესაც საყვარელი ადამიანების მცირე პრობლემები წარმოადგენდა ჩემს სადარდებელს სხვა არაფერი ...
მამა არ იყო მარტივი ადამიანი. არც მისი სტატუსის მქონე კაცის შვილობა გახლდათ იოლი. მახსოვს ბავშვობიდან შემორჩენილი კადრები პოლიციელებით სავსე სახლი, დაპატიმრებული მამა და დედას ცრემლიანი თვალები. დიდი ხნით არასდროს იჭერდნენ, საქართველოში არასდროს აუყვანიათ და ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვეულებრივი მოკვდავის ცხოვრებით ცხოვრობდა. ალბათ ამიტომ გახდა ჩემი გააზრებული ცხოვრების ნაწილი მშვიდი და ფერადი. არ მქონდა ტრამვა რომელიც მამას წარსული საქმიანობით იქნებოდა განპირობებული. ის ერთადერთი კაცია სამყაროში , რომელსაც ვერაფერი გადაფარავს და მე მხოლოდ მის გამო ვაგრძელებ ცხოვრებას .
ყველაზე ცუდი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში მაშინ დადგა როცა დედას განუკურნებელი სენი დაუდგინეს. მამამ ყველაფერი იღონა , მახსოვს მკურნალობის დროს მხოლოდ ის იყო ჩემთან, დედა ქიმიოთერაპიას იტარებდა და არ მაჩვენებდნენ. ბოლოს ძალიან ცუდად გახდა და შემიშვეს. ჩემი ლამაზი დედიკო არსად ჩანდა, საწოლზე მისვენებული დაუძლურებული ქალი მიმზერდა ,მხოლოდ მისი თვალები ვიცანი ასე სიყვარულით რომ მიცქერდნენ ... მაშინ 6 წლის ვიყავი . საშინლად მეტკინა, გაჩნდა მოუშუშებელი იარა რომელსაც მოჰყვა სულში გაჩენილი პირველი შავი ლაქა. დედა აღარ მყავდა, მაგრამ ძალა არ დამიკარგავს , ტკივილთან ერთად გავაგრძელე ცხოვრება . მამა მას შემდეგ კიდევ უფრო ამაღლდა ჩემს თვალში,როგორც ქალზე სიგიჟემდე შეყვარებული კაცი. მე გავაღმერთე მათი სიყვარული, ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივები ,მათი გრძნობა სიკვდილმაც კი ვერ გააუფერულა. მახოვს მამასთან საუბარში გათენებული ღამეები ,როცა რომელიმე წიგნს წავიკითხავდი და აჟიტირებული განვიხილავდი, მიკვირდა როგორ იცოდა თითოეულ მათგანზე ,მეკამათებოდა გარჩევის დროს და ვხვდებოდი ამ დროს ცხოვრებისეულ სიბრძნეს მიმჟღავნებდა . ჩემი თანდასწრებით არ გლოვობდა, ისე კი მის თვალებში დიდ სევდას ვხედავდი. დრო გადიოდა და მე მამას ვემსგავსებოდი და თან დედის ჟღალი თმითა და მწვანე თვალებით მის სულს თან ვატარებდი .
12 დეკემბერი იყო მეორე შავი ლაქა რომ გაჩნდა ჩემს სულში, რომელმაც მალევე შექმნა უფსკრული და მთლიანად ჩამითრია. მეხსიერება კარგ მოგონებებს უფრო ხშირად ფანტავს ვიდრე კოშმარულს და მეც ის ბნელი დღე მთელი სიცხადით ჩამებეჭდა გონებაში-დილით გუდაურში უნდა წავსულიყავით გოგონები. უკვე მზად მქონდა ყველაფერი,მამა მთელი კვირით მივლინებაში იყო წასული, აქამდე უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ფრენაუამინდობის გამო გადაიდო და ბაქოში იყო ჩარჩენილი. დაცვა დილიდან აქტიურობდა , ვერ გავიგე რა ხდებოდა, ვიფიქრე პოსტებს ცვლიანთქო და აღარც მივაქციე ყურადღება. უკვე გასვლას ვაპირებდი უცნაური სიჩუმე რომ გავრცელდა . ამ სიჩუმემ შემძრა,თითქოს გული მიგრძნობდა რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა. მისაღებში ვიდექი კარი რომ შემოანგრია რამდენიმე შეიარაღებულმა კაცმა და მე მათ წინ სრულიად მარტო , დაუცველი აღმოვჩნდი
-არ გაინძრე თორემ ადგილზევე მოგკლავ!-მისი ცივი ხმა ახლაც ჩამესმის უსიამოვნო ჯრუანტელმა დამიარა ,ადგილზე გავქვავდი .მეშინოდა ,მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი-ჭკვიანი გოგო ხარ...მანდ იყავი შენი მამიკო უკვე სახლშია ხო? ჩვენ მასთან ვართ შენ არ იყვირო და არაფერს დაგიშავებთ- ისე მეუბნებოდა თითქოს მამშვიდებდა
-მამა სახლში არ არის ...- ძლივს მოვახერხე სიტყვების თქმა
-რა ცუდად გვატყუებ ლამაზო... ბიჭები ავლენ და შეამოწმებენ შენ არ იდარდო -რამდენიმე ჩემი დაცვის წევრი რომ ამოვიცანი მის ბიჭებში დახრჩობა მათი მომინდა , თვალებში ბრაზი ჩამიდგა, ჯერ კიდევ არ მეშინოდა საკმარისად. მოსამსახურე გოგონები სკამებზე მიაბეს ,იმდენი იყვნენ თითქოს მთელი ჯარის ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ. სახლი მოიარეს, დარბოდნენ ყვიროდნენ,იგინებოდნენ მამა არ იყო და შესაბამისად ვერც მიაგნეს. ჩემს წინ მდგომმა გაავებულმა ცხოველმა იარაღი რომ გამარტყა სახეში და სისხლმა იფეთქა ცხვირიდან შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი. უკვე სავარძელში ვიჯექი და გაცეცხლებული შრამიანი ,ცისფერთვალება კაცი მიმზერდა, ამაზრზენი სანახავი იყო
-სადაა ის შენი ნაბიჭ.არი მამიკო ხომ გავაფრთხილეთ დღეს უნდა შეგვხვედროდა მოლაპარაკება არ უნდა? მაშინ შენი დაკარგვა მოუწევს
-არ ვიცით რაზე საუბრობთ... მამა ვერ გამოფრინდა ფრენა გადაიდო ვერ ხედავთ როგორი ამინდია?- ტკივილი იმდენად მძაფრი იყო მსგავსი არაფერი მქონდა განცდილი. ცხვირზე ხელს ვიჭერდი და მეგონა ეს იყო ყველაზე მძიმე რაც შეიძებოდა დამმართნოდა
-აითესა და მარტო დაგტოვა ..ამას ჩემი უფროსი რომ გაიგებს ძალიან გაბრაზდება მე არ მიყვარს გოგონების წამება აი მას კი ძალიან ...
-იქნებ მუქარას შეეშვათ და გონებას ძალა დაატანოთ...მამაჩემი არასდროს გაქცეულა მითუმეტეს მე არ დამტოვებდა, აშკარად პრობლემა აქვს დაურეკეთ იმ თქვენს უფროსს თქვენ თუ გადაწყვეილების მიღებაც არ შეგიძლიათ ,რაღას უცდით - წარმოდგენა არ მაქვს ეს სიტყვები საიდან მოდიოდა, არ შემეძო ფიქრი, ვერ ვიაზრებდი სიტუაციის სიმძაფრეს
-არ შემიძლია? ნუ მაბრაზებ გოგონა - მობილური მეორემ მიაწოდა აქამდე რომ ჩუმად იდგა და ჩემთან მოსაუბრე მან ჩაანაცვლა. ის კი წავიდა ...რამდენიმე წუთში დაბრუნდა ჩემს წინ მდგომ ბიჭს რაღაც ანიშნა მანაც ხელი ჩამავლო და წამომაყენა
-მივდივართ. წინააღმდეგობას თუ არ გაგვიწევ უკეთესი იქნება შენთვის
-მივდივართ? სასაცილოა რა წინააღმდეგობა სულ სირბილით წამოვალ თქვენ მხოლოდ მისამართი მითხარით- ისე ვსაუბრობდი მოდუნდნენ,მეც ვისარგებლე და ბიჭს ფეხი ამოვარტყი სწრაფად წავართვი იარაღი და ამათ უფროსს დავუმიზნე . არც კი ვიცი რა ხდებოდა ჩემს ტვინში, ინსტიქტს მინდობილი ვმოქმედებდი. მთელი ხროვა ჩემს წინ აღმოჩნდა - აქედან ჩემს გვამს თუ გაიტანთ... არაკაცები ხართ მოხვედით აქ და მამაჩემის სახლიდან გაგყავართ. თქვენ იცით საერთოდ გიგი ვინ არის? დაგანაწევრებთ ! წადით აქედან და მასთან მოგვარდით -არ ვიცი რას ვეუბნებოდი ან როგორ შევძელი ასე მყარად დგომა, სროლა ვიცოდი, ელემენტარულ დონეზე თავდაცვაც, მაგრამ ზედმეტად მეამიტი ვიყავი,მეგონა წავიდოდნენ, მეგონა მამას სახლს პატივს სცემდნენ და ასე არ წამიყვანდნენ. მერე ტკივილი ვიგრძენი ვიღაცამ უკნიდან მესროლა ხელში . მე ერთი ჩვეულებრივი, სუსტი გოგო ვიყავი , ბავშვივით მიამიტი და სულელი. ტკივილმა დაფარა ყველაფერი, გავითიშე დაბინდულად ვხედავდი ყველაფერს,მხოლოდ ხელიდან სისხლი მდიოდა, ცხვირიდან წამოსული ბლანტი სითხე ყელამდე ჩავიდა შეგრძნებები ერთმანეთს ემატებოდნენ და ძალას მაცლიდნენ.უკვე ვიცოდი არ დამინდობდნენ , შემეშინდა. იმ წამიდან ჯერ განუცდელი შიში დაეპატრონა მთელს ჩემს არსებას
გონს ცივი წყლის შესხმამ მომიყვანა, როგორ შეეძლოთ ასე მომქცეოდნენ არ ვიცი ,მე ასეთი ბოროტი ხალხის არსებობისაც არ მჯეროდა. რამდენიმე კაცი იდგა ოთახში, ნესტიან და ჩაბნელებულ სარდაფში სადაც სინათლე ჩამსხვრეული სარკმლიდან შემოდიოდა. წინ კი ვიღაც სოლიდურად გამოწყობილი კაცი მედგა და ზიზღით დამცქეროდა
-პატარ ქალბატონო სალომეს ჰგავხართ ჟღალთმიანი, მასსავით ლამაზი თვალები გაქვს და ბრაზიანი ხარ. მაგრამ შენი სახე ზედმეტად ჰგავს იმ შენს ნაბიჭვვარ მამას - ნიკაპზე მომიჭირა და ისე შემომხედა თითქოს მისი საძულვევლი ადამიანი ვიყავი. შემეშინდა, მთელი სხეული გამეყინა, ვცახცახებდი ,ვიცოდი ასე მარტივად შეეძლოთ მოვეკალი ან ვეწამებინე. არ ადარდებდათ არც ფული, არც მოლაპარაკება უბრალოდ მე ვუნდოდი, მამაჩემის გასანადგურებელ იარაღს წარმოვადგენდი.ვიცოდი თხოვნა, მუდარა და ტირილი უბრალოდ თავის დამცირება იქნებოდა და მას აშკარად დიდ სიამოვნებას მიანიჭებდა, იქ მამაჩემის მაგივრად ვიყავი და უფრო მეტად გაამწარებდა ჩემი მდგომარეობით.
- ვინ არის აშკარად ჩანს... ის კაცია გოგოს ოც კაცს რომ მოატაცებინებს, აცემინებს, დაჭრილს დააბამს , ჯურღმულში მიაგდებს და ისე ემუქრება თითქოს მათი ძალები თანასწორი იყოს
-მამიკოს ჰგავხარ მსჯელობის და სჯა-ბაასის უნარით ?
-ავადმყოფი რომ ხართ იცით?
-ლაწირაკო როგორ მიბედავ- ისევ ვიგრძენი ტკივილი რომელმაც მთელი სახე ამიხურა, თავი უღონოდ გადამვარდა გვერდზე , ძალაც არ მქონდა ისევ ამეწია და ყელმოღერებულს შემეხედა იმ არარაობისთვის. სიმწრის ღიმილმა გამიპო ბაგე, თვალები მეწვოდა ამდენი მოწოლილი ცრემლისგან,მაგრამ თავმოყვარეობა, სიამაყე უფრო ძლიერი იყო - ხმასაც არ იღებ არა? არ გტკივა? ესეც არ გტკივა? მინდა შენი კივილის ხმა გავიგო მინდა შენმა სისხლმა იდინოს ჩემს ფეხებთან სისხლმა მამაშენის გენი რომ ურევია - შეხვეულ ჭრილობაზე ხელი ისე მომიჭირა ყვირილი ამომხდა სისხლში დაესვარა ხელები სახე კი კმაყოფილმა, ცივმა ღიმილმა გაუბადრა. ხარხარებდა ნამდვილი შეურაცხადი იყო .მერე კი მერე ყველაფერი გამიქრა, აღარც ძალა მქონდა აღარც თავმოყვარეობა შემომრჩა, არ ვევედრებოდი .ვკიოდი, სიმწრისგან ვტიროდი ,ხმა ჩამიწყდა ყვირილისგან მაგრამ არ ვევედრებოდი არ შემეძლო იმის თხოვნა რასაც არ დააკმაყოფილებდა. გონება ბოლომდე უძლებდა, ვიცოდი რაც უნდა მექნა მაგრამ ფიზიკური ტკივილი მანადგურებდა. როცა ცემისგან ყველაფერი ამტკივდა ,როცა ბოლომდე გამანადგურეს როგორც ქალი და მთლიანად წაბილწული, შეურაცხყოფილი ნესტიან კუთხეში ვეგდე გონებამ გათიშვა გადაწყვიტა, მესმოდა ხმები, მუქარა, გინება, ლანძღვა ,მამას ხმა მესმოდა მობილურის მიღმა, კომპიუტერის ეკრანიდან ვხედავდი როგორ ღრიალებდა ვერაფერს ვამბობდი მე სადღაც მაღლა დავფარფატებდი, იქ დედა იყო ზურგით იდგა მაგრამ ვხვდებოდი ის იყო, ყველაფერი ნათელი და ლამაზი იყო იქ ტკივილს ვეღარ ვგრძNობდი უბრალოდ ვიდექი და დედას ალისფერ დალალებს ვუყურებდი წელზე რომ ეფინებოდა. ჩემგან შორს მიდიოდა , მაგრამ მაინც ვხედავდი, დედა მიდიოდა მე კი სრულ სიბნელეში დავრჩი .
მას შემდეგ სიკვდილი მინდოდა, ვნატრობდი ნეტავ არ გამეღვიძა-თქო, მაგრამ როგორღაც გადავრჩი, გავუძელი და გონს მოვედი. ამქვეყნიური ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო, მე საკუთარი თავი დავკარგე. იქ, იმ სარდაფში წამებით მომკლეს. სიცოცხლე შევწყვიტე და დავიწყე არსებობა...
აზრებს ვერ ვიმორჩილებდი, მხოლოდ იმ წყეულ კადრებს ვხედავდი . ვგრძნობდი ტკივილს, მათი ბინძური ხელების შეხებით გამოწვეულ სულის ტკივილს. ჩემი დაკარგული ცხოვრების გამო განცდილ უძლურებას, მე სამყაროს ვერ ვუბრუნდებოდი. ირგვლივ უამრავი თეთრხალათიანი იყო , მელაპარაკებოდნენ, წამლებს მიკეთებდნენ მე კი მათთან კონტაქტს ვერ ვახერხებდი სანამ მამა არ დავინახე . მისმა ტკივილით დაღარულმა სახემ ძალა მომცა, არ შემეძლო მისთვის უარესად მეტკინა არ შემეძლო სუსტი ვყოფილიყავი მას ხომ ჩემს გარდა არავინ ჰყავდა
-კესანე... -მისი მზერა ასეთი არასდროს ყოფილა , თვალს ვერ მისწორებდა ის ნანობდა, პატიებას მთხოვდა, თავს იდანაშაულებდა, ტკიოდა ...ვინ იცის იქნებ ჩემზე მეტადაც კი
-მა , ჩამეხუტე მამიკო , ჩამეხუტე მა - ხმაც კი აღარ იყო ისეთი როგორიც ადრე, ის წკრიალა ბავშვური ხმა გაქრა. მამას მკლავებიც ვეღარ აქრობდნენ ტკივილს, იქაც არ იყო სიმშვიდე. არაფერი იყო , აღარც მე
მეგონა ძლიერი ვიყავი, მეგონა გადავიტანდი მაშინ კი ყველაფერი ნათლად აღვიქვი, ყველა ტკივილი თავიდან განმიახლდა, სადღაც გაქრა სურვილი სიძლიერის. ფეხზე დგომის ,სუნთქვის სურვილიც კი გამიქრა.აღარ მინდოდა მეცხოვრა, მინდოდა უკან დავბრუნებულიყავი და მოვმკვდარიყავი . თითქოს ბოლომდე არ ვიყავი გამოფხიზლებული ნელ -ნელა ყველა ტკივილი განმიახლდა, ისევ მცემდნენ, ისევ ძალადობდნენ, ისევ მისერავსნენ სხეულს, მეწვოდა ,მტკიოდა ,ვყვიროდი დღე და ღამე ერთი იყო . ყველგან ისინი ჩანდნენ მეჩვენებოდნენ, მესიზმრებოდნენ მათ სუნსაც კი ვგრძნობდი. გავირიყე, ყველა და ყველაფერი მოვიშორე, მე ძალა არ მქონდა მათ წინ დგომის ,ცხოვრების გაგრძელების უნარი არ შემწევდა. ჩემი სული სხეულით შექმნილ კედლებს ძლიერად ენარცხებოდა, სარკეები იმსხვრეოდა ყველაფერი რაშიც კი ჩემი დასახიჩრებული სახე ჩანდა. შემდეგ კარადიდან გადმოყრილ ნივთებს შორის თავსაბურავი შევნიშნე,ისე მოვიხვიე სახეზე თითქოს ის იყო ერთადერთი ხსნა. იქნებ მართლაც ყველაფერი სხვაგვარად განვითარებულიყო რომ არა უბრალო ნაჭერი რომელმაც დამალვის საშუალება მომცა. განა მხოლოდ გარეგნული სიმახინჯე იყო პრობლემა, მე თავშალით შევქმენი ბარიერი ,რაღაც უხილავი სივრცე რომელიც დამიცავდა. ადამიანი ნებისმიერ დროს პოულობს ხსნას. იგონებს, თავს იტყუებს და მაინც პოულობს არარსებულ გამოსავალს, წარმოიდგენს სასურველ შედეგს რომელიც რაღაც გზას ხსნის, ახალს , დასასრულის გარეშე , უიმედოს ,მაგრა მაინც გზას ,რომელსაც ჩიხიდან გაჰყავხარ .
მე გაქცევა გადავწყვიტე, რეალობისგან შორს, სამყაროსგან რომელიც მანამდე ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ადამიანებისგან ,რომელთა გარეშე სუნთქვაც არ შემეძლო. დავტოვე მამა და მეგობრები . გადავედი ქალაქისგან შორს, სახლში ,რომელიც მამამ ჩემთვის იპოვნა. გიგის ჩემი სიმშვიდის გარდა არაფერი აინტერესებდა, თხოვნა შემისრულა და წასვლის საშუალება მომცა. ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი, ისევ არაფერს ვაკეთებდი , მაგრამ ამჯერად სრულიად მარტო დავრჩი. საკუთარ თავთან, წარსულის მოგონებებთან სიმშვიდის მოსაპოვებლად.
წლები გავიდა , სახლს შევეჩვიე , გარემომ ჩემზე დადებითად იმოქმედა იქ ისე ვგრძნობდი თავს როგორც სასახლეში გამოკეტილი პრინცესა. ვიცოდი ვერავინ მიპოვნიდა, იმ სახლის შესახებ არავინ იცოდა მამას გარდა ის კი ელოდა ჩემ დაბრუნებას. იმედს არ კარგავდა, ჩვენი დისტანციური საუბრები მუდამ მისი ღიმილით სრულდებოდა არადა ორივემ ვიცოდით,რომ ძველი კესანე აღარ არსებობდა ...
საუცხოო ხედი იშლებოდა ჩემი სახლიდა, ყოველი წერტილიდან შეიძლებოდა მთების, ხეების , ყვავილების დანახვა. სუფთა ჰაერს ვსუნთქავდი, ვუსმენდი ტყიდან მოსული ცხოვრელების ხმას, ჩიტები ჭიკჭიკებდნენ და ისეთი ლამაზი იყო ყველა სეზონი სულიც მიმშვიდდებოდა. წლებია საკუთარი თავი სრკეში არ მინახავს. ყველა სარკე ერთ ოთახში ჩავკეტე . როცა შხაპს ვიღებდი ვცდილობდი სხვა რამეზე მეფიქრა ხელის შეხებაც კი მაღიზიანებდა, საკუთარი ხელის შეხებაც კი ცუდად მხდიდა. თითქოს ისევ მტკიოდა სხეული . სრულიად დაფარული სხეულით დავდიოდი, მხოლოდ მტევნები მიჩანდა და საკუთარ გარეგნობაზე აღარ ვფიქრობდი. თმა გამეზარდა, მისი მოვლა ზოგჯერ ძალიან მღლიდა , მაგრამ მაინც ხელი არ მიხლია. სახლში ყველაფერი იყო და მე არაფერს ვიყენებდი სამყაროსთან კონტაქტისთვის. არ ვიცოდი რა ხდებოდა ქვეყანაში, არცერთი ახალი ამბავი, არცერთი ჭორი, ნიუსი არაფერი მაინტერესებდა ისე თითქოს იქ, იმ ადგილას არაფერი შემეხებოდა თუნდაც ომი დაწყებულიყო.
............
გაზაფხული ყოველთვის მიყვარდა თავისი არერთგვაროვანი დღეებით, წვიმისა და მზის ,სიგრილისა და სითბოს მონაცვლეობით. ადამიანისთვის იმედის მაჩვენებელი დროა ცივი , გამყინავი ზამთრის შემდეგ ყველაფერი იღვიძებს, თავიდან იწყებს ცხოვრებას . იქ ყოფნის დროს კი განსაკუთრებული გახდა. აივანზე ვჯდებოდი ფინჯანი ყავით ხელში და ვუყურებდი ხედს, ჩიტების ხმის ფონზე მოდიოდა . ბევრს დავდიოდი, ნელ- ნელა ვეცნობოდი ადგილებს სახლის ირგვლივ უახლოეს დასახლებულ ტერიტორიამდე ყველაფერი მოვიარე. ხშირად მივდიოდი მთელი დღით მდინარის ნაპირზე, მაღლა ჩანჩქერთან ვჯდებოდი და იმ დროს ვცდილობდი ყველაფრის დავიწყებას. მამას სხვადასხვა ყვავილები გამოვაგზავნინე, ეზო მალე ათასფრად განათდდა,იქ სიცოცხლე იყო ისეთივე ფერადი გახდა ყველაფერი როგორც ადრე ჩემი ცხოვრება და მიხაროდა, რაღაც მშვენიერი შევქმენი. ზოგჯერ მზარეულობითაც ვირთობდი თავს, ინტერნეტის საშუალებით უამრავი რამ ვისწავლე. ერთი პერიოდი ვიჯექი და ელექტრონულ წიგნებს ვკითხულობდი, ვმშვიდდებოდი როცა სხვა სამყაროში გადავდიოდი და წიგნის გმირებით ცხოვრებას ვიწყებდი. ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ძალების მოკრებას ,მაგრამ არაფერი გამომივიდა იმის გარდა რომ მარტოობას შევეგუე და იმდენად აღარ მტანჯავდა მოგონებები. მამასთან შეხვედრა ვერ შევძელი, ყოველ დღე საათობით ვესაუბრებოდი , მაგრამ მისი ნახვის ძალა არ შემწევდა . ვეკითხებოდი ყველაფერს კომპანიის,მისი მოგაზურობების, სხვადასხვა საქმეების შესახებ.ყველაზე მეტს მაინც ჩემ გოგონებზე ვსაუბრობდით მამამ მათზე ყველაფერი იცოდა ეხმარებოდა კიდეც თუ სჭირდებოდათ. მამასთან ხშირად დადიოდნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ ,მიხაროდა მათ რომ ერთმანეთი ჰყავდათ ვიცოდი გიგი მარტო არ იყო . თავიდან მეგონა გაუნელდებოდათ მონატრება, სხვას იპოვნიდნენ მობეზრდებოდათ ამდენი ლოდინი და მუდარა,მაგრამ არ დანებდნენ . ერთხელ ვთხოვე იმ დროს დაერეკა ისინი რომ იქნებოდნენ, მათი ხმების მოსმენამ გული გამითბო, მინდოდა მეტირა მაგრამ ვერ ვტიროდი ისე მინდოდა ჩემი გოგონების ბედნიერი ხმები გამეგო,მაგრამ არ იყვნენ ბედნიერები და ლაღები ,ტკიოდათ მათ ხმას ხომ კარგად ვცდნობდი, ვიცოდი ყველანი ცუდად იყვნენ და პირველად მაშინ მივხვდი რომ უნდა მომეხერხებინა თავის კონტროლი.უნდა დამევიწყებინა ყველაფერი და ცხოვრება ახლიდან დამეწყო , ტკივილი მიმემალა გონების უკანასკნელ კუნჭულში . ვინ იცის რამდენჯერ გადავწყვიტე ბრძოლა, მაგრამ ნებისყოფა აღარ მქონდა ,იქედან წასვლა არ შემეძლო , ვერ შევძელი იმათი დავიწყება, ვერ შევძელი კოშმარების კონტროლი. არც ფსიქოლოგი არსებობდა ამისთვის არავითარი წამალი,რომელიც ჩააქრობდა ცეცხლს რომელშიც ვიწვოდი . ველოდი სასწაულს რაც ძალას მომცემდა ,რაც კვლავ მომანდომებდა სიცოცხლეს სხვა მუხტით, სხვა ცხოვრებით, მაგრამ მაინც ძველი კესანე მინდოდა ვყოფილიყავი...
20 აპრილია ,საოცარი ამინდია დღეს .დილიდან დავბორიალებ , ყვავილები მოვრწყე, ზოგი გადავრგე და ეზოში სკამზე დავჯექი . მზის სხივები სახეზე თამაშობდნენ მატერიაში აღწევდნენ და კანზეც ვგრძნობდი მათ ნათებას. მინდოდა კითხვა დამეწყო, მაგრამ გასეირნება მომინდა. ჩანჩქერისკენ წავედი ბევრი , წყალთან დიდხანს დავრჩი უკვე 6 საათი იყო სახლს რომ მოვუახლოვდი. მშიოდა და სამზარეულოში შევვარდი მაშინვე. მინდოდა ხორცი შემეწვა და დაჭრა დავიწყე .გასროლის ხმამ სადღაც შორიდან გაიჟღერა ერთს მეორე მოჰყვა და ასე ალბათ მთელი მჭიდი დაიცალა გაჩუმდა ყველაფერი, აღარც ჩიტების ხმა ისმოდა, ყველაფერი გაქრა ირგვლივ. შემეშინდა,იატაკზე ჩავიკეცე და მუხლები მკერდამდე მივიტანე მართალია ახლოდან არ იყო ხმა, არც მე მემუქებოდა საფრთხე ,მაგრამ მაინც შემეშინდა. ალბათ რამდენიმე საათი იყო გასული გონს რომ მოვედი და გავიაზრე საფრთხე არ მემუქრებოდა. გადავწყვიტე დამევიწყებინა ეს ამბავი. მოვამზადე ვახშამი და ეზოში გავედი, მინდოდა მზის ჩასვლისთვისაც მიმედევნებინა თვალი სადრაც შორს რომ ჩანდა უკანა ეზოდან და თან მევახშმა. ვიჯექი და მშვიდად მივირთმევდი უკანა შემოსასვლელი ჭიშკარი რომ გაიღო. ბოლო დროს ზედმეტად მქონდა განვითარებული ინსტიქტები, მალევე ვამჩნევდი ყველა ცვლილებას .სახლის უკან ვიმალებოდი და იქედან ვუყურებდი ჭიშკარს. უცნობი კაცის ფიგურა გამოჩნდა,ერთი ხელით ჭიშკარს ეყრდნობოდა მეორე უღონოდ ჰქონდა ჩამოშვებული.რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და მინდორზე დაეცა. ვუყურებდი და ვერაფერს ვგრძნობდი, მივხვდი რომ არც არაფრის მეშინოდა, გრძნობა აღარ მქონდა შემორჩენილი. არ ვფიქრობდი ცუდზე, გული და გონება მკარნახობდა მასთან მისვლას, არ შემეძლო სხვაგვარად მოქცევა. პულსი ესინჯებოდა , ჭრილობაც დიდად საშიში არ ჩანდა აშკარად არ სურდათ მისი მოკვლა, მაგრამ სისხლი ჰქონდა დაკარგული . როგორღაც შევათრიე სახლში პირველივე ოთახში საწოლზე დავაწვინე და საჭირო ნივთები ავიღე. ისე მშვიდად ვუსუფთავებდი სისხლიან ჭრილობას და ვუმუშავებდი,თითქოს ფიტული იყო. . ჩემი სამედიცინო განათლება თუ გამომადგებოდა რას წარმოვიდგენდი, ექიმობა არასდროს მინდოდა , მაგრამ როგორც ყველაფერს ელემენტარულ პირველად დახმარებას ვსწავლობდი,რაღაც-რაღაცები ზედმეტიც ვისწავლე და ასე დავაგროვე ცოდნა ამ სფეროში ახლა კი ადამიანიც გადავარჩინე. რატომღაც კმაყოფილი ვიყავი, მგონი ბედნიერებაც ვიგრძენი რომ გადავარჩინე. ვუყურებდი ფერდაკარგულ, გათიშულ უცნობს და თავს უცნაურად კარგად ვგრძნობდი, მას ბედი ჰქონდა ,ღმერთმა გადაარჩინა.
დრო გადიოდა ,ვიჯექი და ვფიქრობდი რა უნდა მექნა, ან როგორ გადავარჩინე იქნებ ისიც მათნაირი ნაძიარალა იყო, იქნებ მკვლელობის ღირსი იყო, იქნებ მკვლელი , მოძალადე რომელიც სიკვდილს იმსახურებდა . წარმოვიდგინე რა იქნებოდა ისინი , რომ ყოფილიყვნენ მის ადგილას და წამით ვინანე სიკვდილის უფლება რომ არ მივედი . გავღიზიანდი , საკუთარ თავზე გავბრაზდი რომ გადავარჩინე. თანაც უნდა ვენახე ყველაფერთან ერთად. მაგრამ არ დავენახებოდი. დაჭრილის ოთახში დარჩენა აღარ მინდოდა , კართან ვიდექი ხმა რომ გავიგე
-სად ვარ ? თქვენ ვინ ხართ?
-კითხვები მე უნდა დაგისვა ,სახლში შემომეჭერი და ყველაფერთან ერთად შენი მკურნალობაც მომიხდა... კარგად თუ ხარ წაბრძანდი - ისე ვუთხარი არც შემიხედავს
-რა სტუმართმოყვარე ხართ ქალბატონო... ასე არ შეიძლება ჩვენ საქართველოში ვართ და ამ ქვეყანაში თუ არ იცით გეტყვით რომ სტუმარს პატივს სცემენ მითუმეტეს როცა უღონოდაა
-იმდენს საუბრობთ უღონობას ვერ გატყობთ
-რატომ არ ბრუნდებით? მინდა ჩემი გადამრჩენელი გავიცნო - აშკარად ზურგს უკან იდგა თანაც ძალიან ახლოს, უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა მთელს სხეულში საშინლად მაღიზიანებდა კაცების ყოველი მოახლოვება და ამჯერადაც დავიძაბე. მხარზე ხელი რომ დამადო მეგონა სისხლი გამეყინებოდა. სასწრაფოდ გავიწიე და გაავებული შევბრუნდი
-ვინ მოგცა შეხების უფლება! აქედან წადი - მხოლოდ ჩემს თვალებს ხედავდა და დაკვირვებით მიყურებდა ,უცნაური მზერა ჰქონდა
-მაპატიე მაგრამ ვერ წავალ... ცუდად ვარ და უკან , რომ გავიარო ეს ტყე ალბათ მოვკვდები. თუ სიკეთე გააკეთე ბარემ ბოლომდე დასრულე, ღმერთი გადაგიხდის
-მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე.. თუ სიარული არ გინდა ეზოს გაცდი და მინდორზე გაწექი
-ასეთი კეთილიც არ მეგონეთ...
-ასეთი ჭირვეული არ უნდა იყოთ
-მაპატიეთ ცუდად გამომდის თქვენი კეთილგანწყობით ვსარგებლობ ,უბრალოდ რომ წავიდე მომკლავენ ძლივს გამოვექეცი იმ მკვლელებს და ასე დაუძლურებული ვერ დავბრუნდები, მიპოვნიან და მომკლავენ
-ტყუილად არავის სჯიან
-ასე გგონიათ? -ისე მითხრა თითქოს ჩემი ამბავი იცოდა, გული შემეკუმშა როგორ გამეგდო ადამიანი რომელსაც მოკვლას უპირებდნენ - მე ერთი კომპანიის გაკოტრება დამავალეს, უნდა მეღალატა უფროსისთვის,მაგრამ ყველაფერი ვთქვი მათ გაიგეს და დასმენისთვის დევნა დამიწყეს ყველგან მიპოვნიან და მომკლავენ დამეხმარე გთხოვ..უკვე აღარაფერი გამაჩნია და მოსაკლავად ნუ გამიმეტებ მწვანეთვალებავ
-როგორ დაგიჯერო- ისეთი მზერა ჰქონდა , მისი გამომეტყველება მაბნევდა
-შეგიძლია ნახო ..თუმცა აქ არც ტელევიზორი გექნება არც ინტერნეტი აუცილებლად დაწერდნენ ჩემი დაკარგვის თაობაზე.. ან სულაც სახელს და გვარს გეტყვი და თავად გაიგებ - ადამიანებში იშვიათად ვცდებოდი ის კი ნამდვილად არ ჰგავდა ბოროტმოქმედს ,ან რა უნდა დაეშავებინა ჩემთვის ლაპარაკობდა თორე რეალურად ფეხზე ძლივს იდგა ,გაფითრებული თვალებჩაცვენილი მიცქერდა ,ცოტა აკლდა წაქცევამდე
-შეგიძლია დაწვე ... საჭმელს მოგიტან
-მართლა? მადლობა ,უღრმესი მადლობა მთელი ცხოვრება ვალში ვიქნები - ლამის ჭკუიდან შევიშალე უეცრად რომ მომეხვია , ისეთი ძალით მომხვია ერთი ხელი მეგონა ვერ მოვიშორებდი . თავი ისევ ვერ შევიკავე და უხეშად მოვიშორე
-აღარასდროს შემეხო თუ მადლობის გადახდა გინდა უბრალოდ იწექი და დროულად გამოჯანმრთელდი
-მაპატიე უბრალოდ...
-ზედმეტსაც ნუ მელაპარაკები აქ არ ვიქნებოდი ლაპარაკი და ხალხთან ურთიერთობა , რომ მყვარებოდა
-კარგი...როგორც გინდა .მე წავალ ,მაქსიმალურად ვეცდები არ შეგაწუხო ჩემი აქ ყოფნით - ზედმეტად დამყოლი იყო და ეს ეჭვს ბადებდა აშკარად არ ჩანდა სუსტი და საწყალი კაცი .მიუხედავად ჭრილობისა ისე იდგა ფეხზე თითქოს არც არაფერი აწუხებდა,ფიზიკურადაც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა თავის მდგომარეობასთან შედარებით
საჭმელი რომ მივუტანე მივხვდი როგორ მტვრიან ოთახში მყავდა, გადასაფარებელიც კი მტვრის ბუდე იყო. იქ არ შევდიოდი და დალაგებაზეც არ მიფიქრია. სტუმარი არ წუწუნებდა, მაგრამ მეორე შესვლაზე გარეცხილი თეთრეული და ჩვარი შევიტანე. საწოლზე გადავაფარე და მტვერი მოვაშორე , ფანჯრები გავაღე და ოთახიც განათდდა . უკვე სასიამოვნო იყო იქ შესვლა
-მადლობა რომ მიალაგე. შეგაწუხე ვიცი მაგრამ...
-არ ვწუხდები ,დამიჯერე დიდი ხანია არაფერი მაწუხებს და ვერც შეძლებს შემაწუხოს -მართალი ვიყავი რა თქმა უნდა მე მხოლოდ ერთი ,ის ერთი დღე მინგრევდა ცხოვრებას იმის გარდა ვეღარაფერი იმოქმედებდა ჩემზე ,ვერც ფიზიკური შრომა , დაღლა, ტკივილი არაფერი არსებობდა რაც იმ ემოციას გადაფარავდა.
-კარგია ..
-არ არის კარგი ...ერთი მხრიდან ნუ იმსჯელებ
-შეიძლება გკითხო?
-რა აქ რატომ ვარ? თუ ასე რატომ მაცვია
-მაინტერესებს რა გქვია
-კესანე ... კესანე მქვია
-ლამაზი სახელია ,მთის ყვავილი მთაში. ახლა მესმის რატომაც გადაწყვიტე აქ ცხოვრება - ღიმილით მეუბნებოდა . მორჩილად ,გაუნძრევლად იწვა სანამ ჭრილობას ვუმუშავებდი-იქნებ არც გაინტერესებს ,მაგრამ მაინც მე ნიკა ვარ ,ნიკოლოზ ავალიანი
-სვანი ...
-ისე შეიცხადე მგონი არ გიყვარს სვანები, არადა ვიფიქრე ვიტრაბახებდი ცოტას რომ მე მთის შვილი ვარ ...-ისე მესაუბრებოდა თავისთავად მიტყუებდა საუბარში ,გამეღიმა იმდენად ლაღი იყო მისი ყველა წარმოთქმული სიტყვა,თვალებიც კი თანდათან უცოცხლდებოდა
-ნამდვილ სვანთან ურთიერთობა არ მქონია და ვერ გეტყვი მიყვარს თუ მძულს ... ძირითადად ასე არავინ მძულს საქართველოს ყველა კუთხე მიყვარს და მთის ხალხს დიდ პატივს ვცემ
-მაშინ ვიტრაბახებ !-ისე განაცხადა თითქოს მართლა ჩვეულებრივ ტრაბახს აპირებდა - მე სვანეთიდან ვარ იქ გავიზარდე მესტიაში ბებია მყავს იქ აი ის ნამდვილი სვანია - გაიცინა და თვალები ისე დაუწვრილდა ყურადღება მიიქცია მისმა ნაკვთებმა . გამოკვეთილი, კაცისათვის დამახასიათებელი ყბები , თხელი ტუჩები, თხელი სწორი ცხვირი , ხვეული მუქი ყავსფერი თმა არეულად ეყარა თავზე,რამდენიმე კულული მაღალ შუბლზეც ხვდებოდა. თვალები ,თვალები კი თითქოს ნაცრისფერი ჰქონდა, თითქოს ღია მწვანე ან იქნებ თაფლისფერი არ ვიცი ვერ გავარკვიე . სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფერს ვამსგავსებდი მხატვრის მიერ შეზავებულ ფერებს ჰგავდა
-შენ რომ კილო არ გაქვს?
-დიდი ხანია თბილისში ვარ 12 წლის შემდეგ ...-ისე მითხრა აშკარად რაღაც გაახსენდა იმ წამს თვალებში მიყურებდა და ისეთი შეგრძნება დამრჩა,რომ ჩემგან რაღაცას ელოდა ,არ ვიცი რას მაგრამ იმედგაცრუება კი შევნიშნე- მაპატიე ბევრი ვილაპარაკე ალბათ არ გაინტერესებს შენ ხომ გამაფრთხილე ... ამდენს ასე მომაბეზრებლად არ ვსაუბრობ ხოლმე - მომეჩვენა რომ ნებართვას მთხოვდა,უნდოდა მეთქვა ილაპარაკე არ მაწუხებ-თქო ,მაგრამ არ მითქვამს. უბრალოდ ავდექი და წამოვედი.
არ შევუწუხებივარ იმ დღეს, უბრალოდ სააბაზანოში გამოვიდა და უკან შებრუნდა, არც რამეს ითხოვდა არც ამბობდა თუ არ ვკითხავდი.მეც არ ვუახლოვდებოდი, მინდოდა მაქსიმალურად შორს დამეჭირა თავი , მაგრამ მაინც ის ცუდად არ მოქმედებდა ჩემზე.
ის დღე ასე დასრულდა, ვახშამი მივუტანე და ნახელავი შემიქო. მისი მზერა ყოველთვის გამჭოლი იყო, დაჟინებით მიყურებდა სახეზე ცდილობდა ჩადრის მიღმა ნაკვთები ამოეცნო . რა იქნებოდა მართლა რომ მომეხსნა ეს ნაჭერი და დაენახა ის რადაც მაქციეს, გაიქცეოდა? ალბათ შეეშინდებოდა ,ვერ გაუძლებდა
-ძილინებისა...
-მშვიდი ძილი - ამჯერადაც მოკლედ დავემშვიდობე და ჩემს საძინებელში გადავინაცვლე. შესვლისთანავე მოვიშორე კაბა და სახეც გავითავისუფლე. სააბაზანოში შევედი სწრაფად გადავივლე წყალი და პიჟამას შარვალსა და გრძელმკლავიან მაისურსი გამოწყობილი საბანში გავეხვიე. სულ მცივანა ვიყავი ,სახლში გათბობა არ იყო ამიტომ ისევ მციოდა ღამით.თან შუა ტყეში ვიყავი აქ ზაფხულშიც არ იყო შემაწუხებელი სიცხე. მშვიდად მეძინა იმ ღამით,თითქოს ვიღაც იჯდა ოთახში და ჩემს სიზმრებს იცავდა .
დილით ,როგორც ყოველთვის ადრე გავიღვიძე. რამდენიმე თვეა დილაობით სირბილი დავიწყე და ამჯერადაც არ ვუღალატე ტრადიციას, ძუნძულით შემოვიარე სახლის ირგვლივ მიდამო და მალევე დავბრუნდი. მოვწესრიგდი ისევ გრძელი კაბა ჩავიცვი და თავსაფარი ისე დავიფარე მხოლოდ თვალები რომ გამომჩენოდა. საძინებელში არ დამხვდა ნიკა , უკან რომ მივიხედე პირსახოცით მოდიოდა,მხოლოდ შარვალი აცვია ისიც გაწმინდა თორე ჭუჭყიანია ,ზედა კი ისე იყო დაგლეჯილი გარეცხვასაც არ ჰქონდა აზრი . იმ წამს გავიფიქრე რომ ტანსაცმელი სჭირდებოდა ,მაგრამ არაფერი მითქვამს.
-დილამშვიდობის კესანე- ჩემს სახელს იმდენად განსხვავებულად ამბობდა რაღაც ტალღამ დამიარა სხეულში
-დილა მშიდობის ნიკოლოზ ...უკვე კარგად დადიხარ
-სახლიდან მიშვებ? -ისე მითხრა სულ რომ მდომოდა გაშვება ვერ გავუშვებდი.იმ წამს გავიაზრე რომ არ მინდოდა წასულიყო
-ჭრილობას შეგიხვევ
-მე მიჩვეული ვარ ასეთ ჭრილობებს და ხვალ უკვე კარგად ვიქნები ...
-კარგია...
-გამიშვებ?
-ასე შევთანხმდით- ისე მიყურებდა უნდოდა ემოცია დაეჭირა,მაგრამ ჩემს თვალებში რაიმეს დანახვა გაუჭირდებოდა ,ამიტომ იმედგაცრუება დაეტყო
-შემოთავაზება მაქვს
-მადროვე და მერე მითხარი ,გადავახვევ ჯერ - ისე ვეუბნებოდი ჭრილობას დავყურებდი და საფენს ვადებდი. რომ მითხრა უცხო არა ჭრილობაო ახლა დავაკვირდი მის სხეულს,საოცარ ფორმაში იყო ,განიერი მხრები დაკუნთული ხელები ,გრძელი ლამაზი თითები მაჯებზეც რომ მიჰყვებოდა ცისფერი ვენები .ერთ დროს ძალიან მომწონდა ბიჭები მსგავსი გარეგნობით და სწორედ ეს დაბერილი ძარღვები მიჩქროლებდა გულს მალულად რომ ჩანდნენ პერანგის აკეცილი სახელოდან ან მაისურიდან. მუცელზე ერთი ჭრილობის კვალი ჰქონდა, ერთიც მხარზე ,ზურგზეც იყო რამდენიმე მსუბუქი იარია.
გადახვევა დავასრულე, აშკარად ღელავდა რომ ავხედე გამომეტყველებაზე შევამჩნიე , მისი გულისცემაც კარგად მესმოდა სანამ ახლოს ვიყავი. მაშინვე წამოჯდა და საწოლის თავს მიეყრდნო
-აქვს შემოთავაზებას აზრი თუ ..
-გისმენ
-მოკლედ როგორც გითხარ წასასვლელი არ მაქვს..აღარაფერი გამაჩნია სახლში რომ დავბრუნდე ,სვანეთში ჩემებსაც შევუქმნი საფრთხეს და ეს ყველაზე ნაკლებად მინდა. ვინაიდან აქ მარტო ხარ... არ ვცდები ხომ?
-არ ცდები ...
-დარწმუნებული ვარ დაგჭირდება ერთი ზედმეტი დამხმარე რომელიც ნებისმიერ საქმეს გააკეთებს რასაც დაავალებ და თან არ შეგაწუხებს .გინდ შინამოსამსახურე დამარქვი, მზარეული, მებაღე , დამხმარე ნებისმიერი რამის გაკეთება შემიძლია და შევეცდები კითხვებითაც არ სეგაწუხო. დიდი სახლია და ხშირად არც თვალში გაგეჩხირები, გპირდები
-ანუ ფიქრობ რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია?
-მრავალმხრივი განათლება მაქვს მხოლოდ ეკონომისტი არ ვარ ... მთელი ცხოვრებაა ვსწავლობ და
-ანუ მზარეულიც შეგიძლია იყო?
-თუ დამითმობ სამზარეულოს არ მოგწამლავ
-მებაღეც ... დამლაგებელიც და სანტექნიკოსი?
-სანტექნიკაში მთლად ხელოვანი არ ვარ, მაგრამ რამეს მოვახერხებ. ონკანს შევაკეთებ და მთლიან გაყვანილობას ნამდვილად ვერ დავამონტაჟებ..ნუ ეგ გაქ უკვე კიდევ კარგი -ჩაიცინა და აშკარად გამხიარულდა თვალები ნაცრისფერი ჰქონდა და უბრწყინავდა
-ხელოსანი?
-ახალი სალხი აგიშენო? ჯერ ვერა და მერე არაა პრობლემა
-საქმესაც გააკეთებ და თან შეუმჩნეველიც იქნები? მინიმალურად რომ ვგრძნობდე შენს აქ ყოფნას?
-შევეცდები...დავრჩე?
-რა სულსწრაფი ხარ. ჯერ არ გამოჯანმრთელებულხარ. მანამდე დროა - ასე დავტოვე გაბრაზებული და ანერვიულებული. უნდოდა ეკითხა რაღაც, მაგრამ გაჩუმდა. მთელი დღე მშვდიად ვიყავი , ისე როგორც ყოველთვის. სადილი შევუტანე ,გადავუხვიე ჭრილობა საღამოს და მერე ვახშამიც მივართვი . ელოდა რომ რამეს ვეტყოდი ,ვდუმდი და ისიც არაფერს ამბობდა. მე მისი გაშვების სურვილი არ მქონდა , ამდენი ხნის შემდეგ მივხვდი მარტოობა შემეძლო ნაწილობრივ გამექრო და თან დავხმარებოდი. სიკეთის კეთების სურვილით შევნიღბე რაღაც სხვა, მიზიდულობა რომელიც მის მიმართ მქონდა.
მამას ველაპარაკე და ვთხოვე ტანსაცმელი გამოეგზავნა, არ უკითხავს რაში მჭირდებოდა კაცის სამოსი თან შუა კვირაში. უბრალოდ გამომიგზავნა . მეორე დღეს, დილით წავედი მოსატანად.გასეირნებაც გამომივიდა, სახლში რომ დავბრუნდი სწრაფად ავირბინე კიბე შხაპი მივიღე,მოვწესრიგდი და საუზმის მომზადება დავიწყე. ოთახიდან არ გამოსულა ნიკა, გადავწყვიტე რომ უკვე გაღვიძებული იქნებოდა და პარკებით შევაჭერი
-დილამშვიდობის...
-დილამშვიდობისა ... ესენი რა არის?- წამოჯდა და გამიღიმა
-შიშველი დამხმარე არ მჭირდება- საწოლზე დავუწყვე ყველაფერი და სავარძელში დავჯექი. კოპები შეკრა როცა ტანსაცმელი ნახა
-ესენი საიდან გაქვს...
-ჯინი მყავს და ის აჩენს ყველაფერს რაც მჭირდება... უკვე კარგად ხარ და სასაუზმოდ თავად ჩამოდი
-ამათ ვერ ავიღებ
-რატომ?- უკან მივბრუნდი და გამუქებულ ნაცრისფერ თვალებში ჩავაჩერდი
-არ ვარ შეჩვეული ქალებისგან საჩუქრების მიღებას
-ძალიან ცდები ისე თუ აღმიქვამ როგორც უბრალო ქალს... მე და შენ უბრალოდ შეთანხმებას მივყვებით . ჩემთან იცხოვრებ მოგცემ თავშესაფარს, საკვებს და ყველაფერს რაც არსებობისთვისაა საჭირო შენ კი გააკეთებ იმას რაც დამჭირდება - მოკლედ მოვუჭერი,იმდენად მკაცრი ტონი მქონდა ვერ შემეწინააღმდეგებოდა ,ან უბრალოდ ხელსაყრელ მდგომარეობაში არ იყო .
სამზარეულოში ვიყავი რომ შემოვიდა . წარბები ისევ შეკრული ჰქონდა, აშკარად არ მოსწონდა ჩემს ნებაზე სიარული რომ უწევდა. შავი ჯინსი და ლურჯი მაისური კი ნამდვილად უხდებოდა. მოწესრიგებული უკეთ გამოიყურებოდა , თუმცა დიდხანს არ შემიხედავს. მაგიდასთან დაჯდა და წვენი დაისხა
-როდის შევუდგე საქმეს?
-იმ წამიდან როცა რაიმეს დავალების სურვილი გამიჩნდება !
-არ აპირებ ისაუზმო? ჩადრის გამო თუ იკავებ თავს სულ ასე ხომ ვერ გააგრძელებ ვერ ვხვდები რატომ ატარებ მას
-მაჰმადიანი არ ვარ... სარწმუნოება არ მიკრძალავს სახის და სხეულის გამოჩენას უბრალოდ ასეა საჭირო და მორჩა. მე უკვე ვისაუზმე და შენ ნუ ღელავ
-სულ ასე უნდა მესაუბო თითქოს რამე დანაშაული მქონდეს შენს წინაშე და ამ მკაცრი მზრით მსჯიდე?
-ასეთი ვარ...
-დარწმუნებული ხარ რომ ასეთი ხარ? ასეთი უხასიათო, ცივი და შეუვალი?- თვალი თვალში გამიყარა და ისე მითხრა თითქოს იცოდა როგორი ვიყავი ადრე
-მგონი წესები უნდა შევადგინო რომელსაც შეასრულებ პირველი და შეუცვლელი იქნება ის რომ კითხვებს არ დამისვამ
-მაგას ვერ შევასრულებ..ისე ვერ ვიცხოვრებთ თუ რამე მაინც არ გავიგეთ ერთმანეთზე
-მეორე ... არავითარი წინააღმდეგობა!
-წესებს რა აზრი აქვს თუ არ შევასრულებ... მე კი გაფრთხილებ რომ მაგ ორის ასრულებას ასე კატეგორიული ფორმით არ ვაპირებ
-იცი შეიძლება ჩემი გადაწყვეტილება შევცვალო და აქედან გაგაგდო
-არ შეგიძლია...
-რატომ ? ხელს რა შემიშლის- სასაცილო იყო მისი ქცევა ასე თავდაჯერებული როგორ იყო
-ჩემი გაწირვა რომ შეგეძლოს ასეთი გულქვა რომ იყო არც დამთანხმდებოდი აქ დარჩენაზე და ჯერ კიდევ გუშინ გამიშვებდი ... მინდა გთხრა რომ ჩემთან განშორება ოდესმე გაგიჭირდება იმდენად რომ დარჩენასაც მთხოვ
-ვგონებ მაგ თავხედობის გამო გეძებენ მოსაკლავად... მეც დიდი სიამოვნებით მოგკლავდი - გავმხიარულდი რატომღაც.სულ მიყვარდა მსგავსი ხასიათის ხალხი. მეც ასეთი ვიყავი და ალბათ ამიტომ
-შენ ვერავის მოკვლას შეძლებ...
-შევძლებ ... თუ დამჭირდა აუცილებლად გამომივა- რომ არ ვიცოდე ისინი სათანადოდ დაისაჯნენ ხელის აუკანკალებლად მოვკლავდი ,წამებით ამოვხდიდი სულს და ისე ვისიამოვნებდი მათი ტკივილით როგორც ისინი ჩემი წამებისას. ალბათ მზერა შემეცვალა , ნიკუშამ წამში მოახდინა რეაგირება
-რამე ხდება? ცუდად ხარ?
-არა საიდან მოიტანე
-ხელები გაგიფიტრდა და კანკალებ.თვალები კი ....კარგად ხარ ნამდვილად?
-ისაუზმე სანამ დრო გაქვს... უეცრად დავალება არ გამოგიჩნდეს - ფეხზე წამოვდექი და ოთახი დავტოვე.
ეზოში ვიჯექი და ტკივილი მღრღნიდა... არ მეგონა ამდენი ხნის შემდეგ ისევ თუ შემომიტევდა ამ დოზით მოგონებები. ასე უეცრად როცა თითქოს სხვა თემაზე ვიყავი კონცენტრირებული. რატომ ხდება ასე, როცა მართლა ვცდილობდი გამეღიმა, ჩვეულებრივ დიალოგში ჩავბმულიყავი ისევ ტკივილი დამატყდა თავს...
თვალები მაგრად დავხუჭე , ხელები თავზე მოვიჭირე და მოვიკეცე . ყველაფერს თავიდან ვხედავდი, კადრებს რომლებიც ერთმანეთს შეუჩერებლად ცვლიდნენ. ლამის შევიშალე მხარზე რომ შემეხო
-კესანე....
-მარტო დამტოვე !
-კი , მაგრამ ცუდად ხარ და ...
-აქ თუ იქნები უარესად გავხდები წადი- ცივი ოფლით დამეცვარა სახე, თვალები ალბათ საშინლად მიელავდა, ვიწვოდი. მინდოდა ყველაფერი შემომეგლიჯა ტანზე და წყლის ქვეშ დავმდგარიყავი ეს სიბინძურე სხეულიდან ჩამომერეცხა და გამექრო მათი ნაკვალევი
-გიცდია? გიცდია ვინმესთან ერთად ყოფნა? მიპასუხე! - გავვოგნდი, როცა ზურგს უკან კვლავ გავიგე მისი ხმა ,როგორ არ დამემორჩილა გავცოფდი
-ახლავე წადი ... სახლში შედი ან ეზოს მეორე მხარეს გადი
-რომ არ გავიდე რას გააკეთებ ... ვერაფერს იმიტომ რომ ეგ ტკივილი ისე გაუძლურებს სიტყვასაც ძლივს მეუბნები, თითქოს რამდნიმე წუთის წინ ჩემს წინ მყოფი ქალი დაუძლურდა და დაპატარავდა
-შენ რა ჩემს ფსიქოლოგობას აპირებ ?
-სხვათაშორის გამოცდილი ვარ
-ეკონომისტი , ფსიქოლოგი,მზარეული ვინ ხარ ნიკოლოზ
-მე არამიწიერი საოცრება ვარ- გაიცინა და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა კაბა მხარზე მქონდა ჩამოვარდნილი ხელი ისე მოკიდა და გაასწორა ვერაფერი გავიგე შეხებამდე, იმდენად ვიყავი მის თვალებში ჩაძირული , სრულ ჰიპნოზს მიკეთებდა . როგორ გაქრნენ მოგონებები და ჩავერთე მასთან საუბარში არ ვიცი .ვერაფერი გავიაზრე , ფაქტი კი ერთი იყო მან რამდენიმე წინადადებით შემიტყუა მახეში და არნახულ დროში დამამშვიდა. სხვა დროს საათობით ისტერიკის , შებოჭვის, კუთხეში ჯდომის შემდეგ ვძლევდი საკუთარ თავს
-ვგონებ მაგ არაამქვეყნიურმა საოცრებამ ჩემი ბაღი უნდა მორწყას აი იმ ჭურჭლის დახმარებით..
-აბა ეს მილი რისთვისაა ... ონკანზე მივაერთებ და ისე
-მე მინდა სათითაოდ დაუსხა ყველა ყვავილს ძირში წყალი ...
-ასე მიხდი მადლობას გამხნევებისთვის?
-კვლავ უნდა გაგრძელო ჩემი გამხიარულება ..არა გამხნევება მიდი რას ელოდები
-ჭრილობა?
-ნუ მაცოდებ თავს...-ბუზღუნით წავიდა და ვედრო აავსო შემდეგ პლასტმასის ჭურჭელი აიღო და დაიწყო მორწყვა. წყალი იმდენჯერ გამოელია ვეღარც დავითვალე, მოდიოდა ონკანამდე ავსებდა ვედროს და ისევ უბრუნდებოდა ყვავილებს, რომლებიც მთელს ეზოში იყო . ბოლოს რომ დაუსველდა მაისური და დაენამა სახე მინდორზე დაჯდა და გამომხედა-ასე გააგრძელე , პერემიებს გადმოგცემენ უფროსობისგან...
-დამცინით კესანე?
-ვცდილობ...-ვიღიმოდი, ამდენი ხნის შემდეგ გავიაზრე რომ გულწრფელმა ღიმილი კვლავ შევძელი . სახეს ჩადრი მიფარავდა, ვერავინ ხედავდა ჩემს სახეზე ცვლილებას, ადრე ძალიან მიხდებოდა სიცილი ახლა კი, ახლა მხოლოდ სულს ედებოდა მალამოდ ემოცია რომელსაც მოჰყვებოდა ღიმილი. ნიკომ ეზოში დამტოვა, ვფიქრობდი ამ მცირე ცვლილებაზე და ხედს ვუყურებდი ,წამით მისი არსებობაც დავივიწყე უკან რომ დაბრუნდა და გვერდით დამიჯდა. ისევ შევკრთი, იგრძნო და მანძილი გაზარდა, ხელები მკერდთან გადაიჭდო . ეს საოცრება იყო, გონებაში მიძვრებოდა , აკეთებდა იმას რაც მჭირდებოდა
-ლამაზი ხედია... როგორ იპოვე ეს ადგილი
-რადგან კარგად ხარ დროა მზარეულის ნიჭიც გამოავლინო ...ძალიან მინდა ბლინები ბანანთან ერთად
-ამდენ კალორიას თუ იღებ გასუქდები მალე
-ნახევარ საათში მომზადებას შეძლებ?-მისკენ გავიხედე, მზერას არ მაშორებდა ალბათ მზერა შემეცვალა
-დაიგნორების საოცარი ნიჭი გაქვთ კესანე ...- ჩაიდუდღუნა და წავიდა. მალევე უკან გავყევი, მაინტერესებდა რას აკეთებდა და თან მეშინოდა სულ არ გადაეწვა ჩემი სამზარეულო. კართან მივედი და გავშეშდი კიდეც, დახელოვნებული შეფ მზარეულივით ატრიალებდა ტაფას. სწრაფად კეცავდა უკვე გამზადებულ ბლინებს და დაჭრილ ბანანის ნაჭრებს აწყობდა .ზემოდან რაღაც დაასხა და უკვე მის გვერდით ვიდექი ინსტიქტურად მოვიშორე პიდან ნაჭერი და ჩანგლით მოჭრილი ბლინი გავსინჯე
-გემრიელია -მართალია ნაირევს ვერ ხედავდა, მაგრამ სახე გამომიჩნდა და ისე მიცქერდა თითქოს ჩემი ნახვა აბედნიერებდა,თვალები უბრწყინავდა. ისევ ყველაფერი იკითხებოდა მის ნაცრისფერებში
-შენი სახის ხილვის ბედნიერებას ეს ბლინები თუ მომანიჭებდა ვერ ვიფიქრებდი. რამდენი ხანია არ გიჭამია ასე რომ მოვარდი-სინამდვილეში მისი ცქერით გავერთე და დამავიწყდა ყველაფერი თორემ ბლინების სურვილით შეპყრობილი მსგავს სისულელეს არ ჩავიდენდი. უკვე აზრი აღარ ჰქონდა ნიკაპთან ისე მეჭირა თავშალი ნაიარევს ვერ ხედავდა , ისე დავდექი ვეღარც მე მიყურებდა გემრიელად მივირთვი და ისევ მოვიხვიე თავშალი- რატომ გაიკეთე...
-შეგიძლია დაისვენო...
ეზო დავტოვე და სასეირნოდ წავედი. ჩანჩქერთან დავჯექი და საღამომდე იქ ვიყავი. ვფიქრობდი მომხდარზე , ნიკოზე და იმაზე რამდენად მსუბუქი გავხდი მის გვერდით. არ მინდოდა ეჭვი შემეტანა, არ მინდოდა რაღაც ცუდზე მეფიქრა მე უბრალოდ ვაანალიზებდი ბოლო დღეების შედეგებს. უკან დაბრუნებულს ბატონი ტყეში შემხვდა ,ისე გამოიქცა ჩემსკენ და მომხვია ხელები უსიამოვნო შეგრძნება გაურკვევლობამ,მოულოდნელობამ გადაფარა .ის მეხვეოდა მე კი ხელებგაშლილი ,თვალებგაფართოებული ვიდექი
-მადლობა ღმერთს კარგად ხარ... რომ წახვედი ვერ მითხარი? ვიფიქრე რამე დაგემართა ან მომაგნეს და შენც გიპოვნეს - სახეზე ხელის შეხება რომ დააპირა უკვე გონს მოვედი და მაჯაში ვწვდი. ის ზედმეტად აღელვებული ჩანდა, თითქოს წინადადებებსაც ძლივს აწყობდა
-რა სცენებს მიმართავ...ხომ გითხარი არ შემეხო_თქო
-მაპატიე უბრალოდ თავი ვერ შევიკავე დავიბენი ...- უკან დაიხია, დისტანცია გაზარდა და ხელები სახეზე ჩამოისვა - მაპატიე
-არც კი მიცნობ ,გინდა დამაჯერო რომ ინერვიულე?
-მე უბრალოდ მადლიერების გრძნობა გამაჩნია და უგულო არ ვარ- წარბები შეკრა და ზურგი მაქცია
-არა რა მე უნდა ვბრაზობდე და ის მიბღვერს ვინ მოგცა უფლება ...
-უფლებებზე ნუ მელაპარაკები ჩვეულებრივი მოსამსახურე არ ვარ
-არც მიწოდებია მოსამსახურე... არა ნამდვილად უნდა შევადგინო კონტრაქტი
-რატომ მორჩილებაში გინდა გყავდე?-წინ მიდიოდა ,ფაქტობრივად მივსდევდი მე მას მივდევდი გაბრაზებული ის კი მეჯუჯღუნებოდა . მერე ისაა მხიარული? როგორ ვიფიქრე რომ კარგ განწყობას შემიქმნიდა, მე შემიქმნიდა კარგ განწყობას? პატარა ბავშვს ჰგავს რომელსაც ვერ გაუგებ როდის ბრაზობს და როდის რას ფიქრობს
-შენნაირი მორჩილებაშიც არ მჭირდება
-დარწმუნებული ხარ?- მომიბრუნდა და ისე ჩამაშტერდა თვალებში სუნთქვა შემეკრა .მის გვერდით რატომ ვხვდები ჩვეულებრივი კესო ,რატომ ვეკამათები ან ვყვები საუბარში
-არა ისეთი ჯიუტი ხარ სასიამოვნო იქნება შენი მოთვინიერება- აი ისევ კესო ვარ, გამომწვევი, მოთამაშე, მხიარული კესო
-შენ გინდა რომ მე მომითვინიერო? უკაცრავად ქალბატონო ,მაგრამ ველური ცხოველი არ გახლავარ რომ მომიშინაურო და გამწრთვნა -თამაშში ამყვა, ნაცრისფერები უნათებდა
-მით უმეტეს ... ბევრად მეტ ფუნქციას მოგიძებნი ვიდრე გარეულ ცხოველს. შენში მორჩილის პოტენციალს ვხედავ- იმ წამს მისი აელვებული თვალების და ბრაზისგან დაჭიმული ყბების ცქერით ნამდვილად გავერთე . გვერდი ავუარე და მშვიდად შევედი ეზოში
-ნამდვილად? -შემობრუნდა და წარბები მაღლა აზიდა-მორჩილი ...
-მსახური არ მომწონს და მორჩილი უკვე კარგად ჟღერს
-რას წარმოვიდგენდი ამას თუ ვინმე მეტყოდა... -რამდენიმე წამი ვუყურებდი მის გამომეტყველებას მერე კი სიცილი ამიტყდა, თავი ვერ შევიკავე ვიდექი და ვკისკისებდი.თითქოს შვება ვიგრძენი ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვიცინოდი ასე გიჟივით, მომენატრა ეს ხმა საკუთარი სიცილის ხმა რომელსაც ადრე საერთოდ ვერ ვაფასებდი . არ ვიცი მას რა სჭირდა , მაგრამ ის ბრაზი გაუქრა ,არ იცინოდა არც იღიმოდა უბრალოდ იდგა და მიყურებდა .იმდენად თბილი მზერა ჰქონდა იმ წამს არ შემეძლო ცუდზე მეფიქრა.
-მართლა უნდა დავფიქრდე ... შენ იმაზე მეტი შეგიძლია ვიდრე ვფიქრობდი
არაფერი უთქვამს . მას მერე ორი დღე გავიდა , ეს დრო ისე გავატარე წარსულის ბნელი მოგონებები თითქოს არც არსებობდნენ .უსაქმოდ ვიყავი და მისი ყურების გარდა არაფრის კეთება მიცდია. შემდეგ გავიაზრე რას ვაკეთებდი, როგორ დავტოვე ჩემი ტყავი და მალე თავს მოვიტყუებდი . მე ისევ ის ბნელი ქალი ვიყავი და ჩემში აღარ იყო კესო . ისევ დავეჯახე რეალობას , მისგან შორს წავედი თავი საძინებელს შევაფარე და მთელი დღე არ გავსულვარ.
-ქალბატონო კესო გამიღეთ რა საქმე მაქვს ...- მაინც არ მომასვენა
- ძილს არ მაცლის და რომ ჰკითხო ვერ შევამჩნევ- სწრაფად წამოვდექი სახეზე ავიფარე თავსაფარი და ხელით დავიჭირე- გისმენ
-მე... იცი იმ კაბის გარეშე უკეთ გამოიყურები - თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. შარვალი და მაისური მეცვა , იატაკზე ფეხშიშველი ვიდექი
-ამის სათქმელად მოხვედი?
-ა მე ისა ... სახლში ქვემოთ ბაღი ...მოკლედ მინდოდა ბალახები მომეთიბა და შემთხვევით ყვავილი...არ მინდოდა - არეულად დაიწყო საუბარი, თვალებს დამნაშავე ბავშვივით აცეცებდა და ხელს თავზე ისვამდა
-ჩემი ყვავილები მოჭერი? მოგკლავ - ისე უცებ გავვარდი თმის შეკვრაც არ გამხსენებია. თავშალიც ძივს მივიმაგრე ფეხშიშველი მივრბოდი მინდორზე . მოთიბულ ბალახებში არეული ჩემი ვარდის ბუჩქი რომ დავინახე გავცოფდი. უკან მომყვებოდა ვაჟბატონი უხერხული ღიმილით , თვალებზე ეტყობოდა როგორი დამფრთხალი იყო. ბრაზი ვერ მოვთოკე ისე გავუქანე მუჭი ყბისკენ მოულოდნელობისგან შექანდა და თავი გვერდზე გადაუქანდა
-ღმერთო ჩემო... ასე დარტყმა როდის ისწავლე ! ჩემი ტუჩი - სისხლი მოიწმინდა და ამომხედა- კარგი რა მილიონი ვარდი გაქვს ერთი მომეჭრა შემთხვევით და მაგისთვის მკლავ?
-ისინი ჩემი ვარდები არიან... ასი შვილიდან ერთი რომ მოგიკლან რას იტყვი კიდე 99 მყავსო?
-კარგი რა ნუ მიყვირი ... სრულიად დამონებული მგონია თავი
-მართლა დამონების ღირსი ხარ ...ზედმეტად გამითამამდი . როგორც გინდა ისე გადამირჩინე ეს შავი ვარდი
-არ ვიცი ყვავილების მოვლა...
-ღმერთო შენ რამე არ იცი?
-კესანეე...
-ვინ დაგავალა ეზოს გაწმენდა.. ისე ვერ დავდიოდი? მიპასუხე
-მეც ვცხოვრობ აქ და მაწუხებდა ამხელა ბალახი ... ნასახლარი ხომ არაა ვიფიქრე...
-იფიქრე.. იფიქრე ყველაფერს ამით ამართლებ? მაშინ ნუ ფიქრობ- გაბრაზებული ვუყვიროდი და ხელებს ჰაერში ისე ვიქნევდი მოსაცმელიც გადამძვრა მკლავებზე და დავრჩი ბრეტელიანი მაისური ამარა .სულ ასე მემართებოდა რომ ვკამათობდი შეგრძნებები მიქრებოდა, მხოლოდ სიტყვებს ვაყრიდი ერთმანეთზე და უკონტროლო ვხდებოდი . მაშინ კი საშინლად ვბრაზობდი . ქარი ქროდა და ჩემი თმები ისე ამოფრინდა თავშალიდან და სახეზე მეფარებოდა - საერთოდ ნუ მიფქრობ.. რაც გინდა ის გააკეთე ჩემი ყვავილი გადაარჩინე
სწრაფად ავუარე გვერდი და წელამდე ჩამოვარდნილი მოსაცმელი გავისწორე. სახლში შევვარდი და დამამშვიდებელი დავლიე, მსუბუქი ნერვიულობაც კი ცუდად მხდის , გულისცემა ისე მიჩქარდება მგონია, რომ მალე გამისკდება. საწოლზე გულაღმა ვწვები და ჭერს ვუყურებ,ნელ -ნელა ვმშვიდდები და მისი სახე მიდგება თვალწინ როგორ გაფითრებული უყურებდა ჩემს ნაწიბურებს მკერდთან და მხარზე . ისევ მასზე ვფიქრობ, ახლა წესით ის კადრები უნდა მახსენდებოდეს, ყოველთვის როცა მსგავსი გამომეტყველებით მიცქერდნენ ცუდად ვხდებოდი ახლა კი მასზე ვფიქრობ. რა მოვუხერხო, ვხვდები რომ შეუძლია დამეხმაროს იმხელა გავლენა აქვს ჩემს გონებაზე ,იმდენად მიზიდავს და მაფორიაქებს. იქნებ ჩემი ხუმრობა რეალობად ვაქციო გავარკვევ მასზე ყველაფერს და იმას მივცემ რაც სურს დახმარების სანაცვლოდ „მორჩილად“ ვაქცევ რომ „“განმკურნოს“ მერე კი გავუშვებ და ორივე დავუბრუნდებით ჩვენს ცხოვრებას მე ნაწილობრივ მაინც ის კი მთლიანად .
მთელი დღე ეს აზრი მიტრიალებდა გონებაში, გარეთ არ გავსულვარ რამდენჯერმე დამიკაკუნა კარზე საჭმელი გავაკეთე და მოგიტანო მითხრა ,მაგრამ მალევე მოვიშორე. შუაღამე იყო ქვემოთ რომ ჩავედი ,ჩადრის გაკეთება დამეზარა შხაპის მირების შემდეგ თმა სულ სველი მქონდა, წინ გადმოვიყარე წითელი კულულები და სპორტული მოსაცმელის უზარმაზარი კაპიშონი ჩამოვიფხატე . დიდი ზოლებიანი პიჟამას შარვალი მეცვა და ფეხშიშველი მივაბიჯებდი. მაცივარში რომ შევიხედე მივხვდი პროდუქტი მჭირდებოდა, უკვე ორნი ვიყავით და მალევე ამოიწურა მარაგი. წვენის ბოთლი ავიღე , უკან შევბრუნდი და სავარძელში მჯდომი ნიკა რომ დავინახე სუნთქვა შემეკრა
-როგორც იქნა ჩამოხვედი... ორი დღეა მხოლოდ წვენზე ხარ წუხელაც ამ დროს დალიე ,ასე არ შეიძლება ცუდად გახდები -ისე მშვიდად მითხრა ვითომ ნორმალური იყო ღამის 3 საათზე ბნელ სამზარეულოში რომ იჯდა და ისიც იცოდა ბოლოს რა დავლიე
-მერე მე არ ვარ ნორმალური... ან შენ ხარ უბრალოდ დიდი კაცთმოყვარე უზარმაზარი გულით
-იცი ლამაზი ტუჩები გაქვს- თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, მაგდას ეყრდნობოდა იდაყვებით და ისე მიცქერდა - ამ განათებაზე განსაკუთრებით კარგად ჩანს
-იცი ვფიქრობ რომ ჩემს ვისკის წააწყდი და ვინაიდან აქ არ დევს ვვარაუდობ ბოლომდე დაცალე - მეგონა შემეშინდებოდა მთვრალი კაცის , რომელიც ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო და ასეთ კომენტარს აკეთებდა ,მაგრამ მსგავსს ვერაფერს ვგრძნობდი
-მე არაყი ვიპოვნე...ვისკიც გაქვს? - წამოდგა და ჩემკენ დაიძრა. ისევ ვერ ვგრძნობდი შიშს, ჟრუანტელი მივლიდა, მაგრამ ეს სასიამოვნო იყო მისი თვალები ისე ბრწყინავდნენ, მათში იმხელა სევდას ვხედავდი ამ ელვარების მიღმა ,საოცრად მიზიდავდა ისე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქალს სიმპატიური კაცი ...მაგრამ მე ხომ ჩვეულებრივი არ ვარ, მე ხომ არ უნდა შემეძლოს ასე ფიქრი ,ეს გრძნობა არ უნდა გამაჩნდეს. კაცებთან მხოლოდ ზიზღის გრძნობა მაკავშირებს. მათი შეხების შიში და ზიზღი . ის უკვე ჩემ წინ იდგა, შხაპის გელის და სასმელის სუნი ერთდროული სიმძაფრით ვიგრძენი .ხელი მაღლა ასწია და ჩემი სახისკენ წამოიღო- მინდა ისევ დაგინახო... შენი სახე მინდა დავინახო ..სულ ცოტა ხნით
-ცუდ სიზმარს ნახავ მერე...- მშვიდად ვუთხარი და მოვშორდი. ოთახიდან გავედი ის კი ისევ იდგა და მიყურებდა, ვერ ვხდავდი, მაგრამ ვგრძნობდი ის სხივი მთლიანად შთანთქა სევდამ. ვერ ვხდები რატომ აქვს ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჩემს მიმართ, თუმცა მე ჩემს დამოკიდებულებასაც ვერ ვიაზრებ მის მიმართ.
დილით უკვე ვიცოდი რაც მჭირდებოდა მისგან... ბევრი არ მიფიქრია ალბათ, საკმარისად ბევრი არა ,მაგრამ ჩემთვის გარისკვად ღირდა, ექსპერიმენტიც მიღირდა და საერთოდ ყველაფერი. მე ხომ უარესად ვერაფერი მეტკინება ასე უძლურებაში ყოფა კი სულს მიხუთავს.
არასდროს ვყოფილვარ ასეთი მშიშარა და ეგოისტი ახლა კი ვიმალები , საკუთარი თავისგან ვიმალები .
-გამარჯობა ირაკლი...-ზარი განვახორიციელე და დაველოდე პასუხს
-კესოო- მხიარული ტონი შევნიშნე მის ხმაში. მას ხომ მე ძალიან ვუყვარვარ ალბათ ახლა იღიმის და მისი თაფლისფერი თვალები წვრილდება და ნუშის ფორმას იღებს- კესანე ... ნამდვილად შენ ხარ? ჩემო გოგო როგორ მომენატრე... ყველას მოგვენატრე - სევდა შევნიშნე მის ხმაში ალბათ გოგონებთან უფრო ხიშირადაა ვიდრე ადრე
-ირაკლი შენთან სათხოვარი მაქვს
-მუდამ შენს სამსახურში ჩემო პრინცესა
-ნიკოლოზ ავალიანის შესახებ მინდა ცნობები შემიგროვო და მეილზე გადმომიგზავნო
-ვისზე? -ხმაში გაოცება შევატყვე თუმცა ვერ მივხვდი რამ გამოიწვია
-ნიკოლოზ ავალიანი... რა ხდება? რამე პრობლემაა?
-ა არა არაფერი უბრალოდ კარგად ვერ გავიგე და ... საღამოს ყველაფერს გამოგიგზავნი ახლა კი მითხარი როგორ ხარ
-უკეთ... თქვენ როგორ ხართ. ჩემი გოგონები ?
-უშენოდ ისე არიან როგორც ჩიტი ფრთების გარეშე. გელოდებიან ყოველ წუთს ელიან შენს დაბრუნებას
-ვცდილობ ირაკლი... გადაეცი რომ ვცდილობ. კარგად ირაკლი - შევეცადე ხმა გამეკონტროლებინა . ხელები ამიცახცახდა, მობილური გავთიშე და ხალიჩაზე დავჯექი . გამიჭირდა ,საშინლად გამიჭირდა მისი ხმის მოსმენა , იმ ტკივილის შემჩნევა და საუბარი ...
მთელი დღე ველოდი , ლეპტოპს არ ვშორდებოდი .როგორც იქნა მოვიდა . გავხსენი ,თუმცა ბევრი არაფერი იყო „ცნობილი ბიზნესმენი ნიკოლოზ ავალიანი .34 წლის , უცოლო .არასდროს ყოფილა ქორწინებაში .პროფესიით ეკონომისტმა გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველი ფინანსებით შექმნა იმპერია . ქველმოქმედი , რომელმაც ორი წლის წინ ორი მილიონი დოლარი გადასცა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდს.რომელიც მისივე თაოსნობით დაარსდა ხუთი წლის წინ .
მისი ოჯახისწევრების ვინაობა უცნობია, არ გვაქვს არცერთი ფოტო სახლიდან.ისიც უცნობია სად ცხოვრობს . მის სახელზე რეგისტრირებული არცერთი უძრავი ქონება არ მოიძებნება გარდა კომპანიის 55 % იანი აქციების პაკეტისა. მისი კომპანიონის სახელიც უცნობია....
საიდუმლოებებით სავსე იდუმალი ყმაწვილის ირგვლივ ბევრი ჭორი აგორდა , თუმცა ვერცერთი დამტკიცდა . მას არასდროს მიუცია ინტერვიუ ჟურნალისტებისთვის ,მიუხედავად იმისა რომ მუდამ აქტუალურია და თითქმის ყველა ცდილობს მის შესახებ ნამდვილი ინფორმაციის მიღებას.
ბოლოს შეამჩნიეს ერთი კვირის წინ კახეთისკენ მიმავალ გზაზე. მისი მანქანა ხევში გადაჩეხილი იპოვეს თუმცა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ არ დასტურდება,მანქანაში და მის ახლო-მახლოს არავინ იმყოფებოდა.
პ.ს მაპატიე ,სხვა ინფორმაციას ვერ გაწვდი .მხოლოდ ესაა რაც შევძელი . ფოტოები რომლებიც სხვადასხვა დროს გადაუღეს და მორჩა. იმედია გამოგადგება...
შენი ირა“

მისი ფოტოების გრძელ რიგს ჩამოვყევი აშკარად ჩუმად იყო გადაღებული . სხვადასხვა ვითარებაში .არცერთი იყო ერთ კონკრეტულ ადგილას იყო ბევრ სახლთან, რესტორანთან, კაფესთან. კომპანიასთან. სხვადასხვა მანქანის საჭესთან, სხვადასხვა ქალთან და სხვადასხვა ფორმაში. სპორტულებით მორბენალი ნიკუშადან დაწყებული დაცვის თანხლებით დასრულებული.
სულ ვგრძნობდი რომ რაღაცას მიმალავდა, მაგრამ ასეთი ცნობილი ტიპი თუ იქნებოდა ესეც არ მეგონა. სწრაფად მოვიხვიე თავსაფარი და ქვემოთ ჩავედი . ვერსად ვიპოვნე ,ბოლოს ეზოში დავჯექი და ხმაურიც მომესმა სარდაფიდან. იქეთ წავედი ,ბატონს სამუშაო იარაღების თარო ამოუყირავებია და მან გამოიწვია ხმაური.ახლა კი ცალ ფეხზე ხტუნავდა,როგორც ჩანს რამე დაეცა მეორე ფეხზე
-ამის დ.. შევ.. რამ ამოგაყირავა ვაიმე ფეხი -ვდექი ვუყურებდი და სიცილს ძლივს ვიკავებდი. ბოლოს ქოთანში ჩარგული ვარდის ტოტი რომ დავინახე გამიკვირდა. ბატონს მისი გახარება განუზრახია. ერთი ტოტი წყლიან ჭურჭელში ჰქონდა ჩადებული და ერთიც ქვიშაში ჩაერგო . საინტერესო მცდელობაა...ნუ კი გაახარებს სამივეს თუ მოუვლის და ერთის ნაცვლად სამი ვარდის ბუჩქი იქნება,მაგრამ მაინც ვბრაზობ . ეზო უკვე გაესუფთავებინა და დაბალზე ჰქონდა დაყენებული ბალახი. დიდხანს იმუშავა იმ საჭრელის ხმამ ყურები წაიღო ,ოთახში რომ შევიკეტე მერე აღარ მესმოდა .
კართან დიდხანს ვიდექი და ვუყურებდო როგორ ალაგებდა სარდაფს . ყველაფერი გაწმინდა, დააწყო და მერე სკამზე დაჯდა .თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა ,წასვლას ვაპირებდი არ მინდოდა დალაპარაკება .უკან რომ შევბრუნდი მისი ხმა მომესმა
-აქ ამდენ ხანს მხოლოდ საყურებლად იდექი?
-ვიფიქრე გადაღლილს მიგეძინა...
-იფიქრე კი - ჩაიცინა და წამოიწია- რამე გინდოდა გეთქვა?
-უსაქმოდ ვერ ისვენებ ბატონო ნიკოლოზ? დიდო ბიზნესმენო? აქაც რაიმეს აშენებას ხომ არ გეგმავთ იქნებ ქალაქი ... სავაჭრო ცენტრი არ გამოდგება აბა .პატარა ქალაქი ააშენეთ - ფერები ეცვალა სახეზე ,ჩემი სიმშვიდე საშინლად აბნევდა მე კი ეს ძალიან მომწონდა .
-არ მომიტყუებიხარ.. ეკონომისტი მართლა ვარ
-გთხოვეს უფროსის მოტყუება.. რომელი უფროსის სად გყავს შენ უფროსი
-არ ვიცოდი ვინ იყავი ვერ გეტყოდი ჩემს ვინაობას
-ისევ მატყუებ ვიცი... მაგრამ არ მადარდებს ახლა აღარაფერს მკითხავ. ან გაიგებენ რომ ცოცხალი ხარ და ვისაც ემალები ასე გულმოდგინედ გიპოვნის
-რაღაც გინდა ხომ? სხვა რა გინდა მართლა მორჩილი გინდა გავხდე?
-დიახ!
-დამცინი? მაშინ კარგი ხუმრობაა..მორჩილზე სულ გრეის ორმოცდაათი ელფერი მახსენდება პირადად და შენი არ ვიცი- ისე მიყურებს მე მგონია ანასტასია თავი. არა მეჩვენება როგორ შეიძლება ასე შემომხედოს მთლიანად დაფარული ვარ გრძელი ლურჯი კაბით ,თმა აკეცილი მაქვს, თავს მთლიანად მიფარავს ნაცრისფერი ზოლიანი თავშალი და ჩემი თვალები ნამდვილად არ გამოიწვევს ამხელა ემოციას.
-მარტო მსგავს მორჩილებას ვერ დაგაჯერებ... კრისტიანი საკმაოდ დამთმობი და ყურადრებიანია - ეს რომ ვუთხარი ღიმილი სახეზე შეაშრა,თვალები გაუფართოვდა
-კაი ახლა გაიცინე თორე მგონია ჩემზე იძალადებ ... მათრახებს სად მალავ?- ისე მიმოიხედა და მოისვა სახეზე ხელი მართლა გამეცინა - უუჰ ძლივს ამოვისუნთქე თორე მეგონა ...
-არა რაზე დავიწყეთ საუბარი და სადამდე მიმიყვანე ვინ ხარ ნიკოლოზ?
-ხომ გაიგე უკვე... კითხვები არაო და მე რატომ უნდა მკითხო?
-დიდი გაიძვერა ხართ ბატონო ნიკოლოზ
-სულაც არა ..უბრალოდ არ მიყვარს როცა წაგებული ვრჩები საქმიდან,თანაც თქვენ იმდენად არ გაინტერესებთ ჩემი ცხოვრება დათმობაზე რომ წავიდე
-მართალია სიტყვას მოჰყვა თორემ ისე არც დავინტერესდებოდი
-აბა როგორ გაიგეთ ჩემი ვინაობა?ჩიტმა მოგიტანათ ამბავი?
-ჩემმა ჩიტმა მითხრა ასე არაფერი გამოვაოო... ამ თავხედ ბიჭს სახლში ვერ დაიტოვებთ ასეთი თავნება თუ იქნება და არ დაგემორჩილებათო
-თქვენ მართლა გინდათ მგონი ჩემი დამორჩილება ... მორჯულება.. მოთვინიერება.ამ ტერიტორიაზე სხვა სახლი არ არის? ვინმე უკეთესი ქალი რომ ცხოვრობდეს? მეტად თავისუფალი და მხიარული?
-მხიაურლება და თავისუფლება თუ გგნებავდათ ქალების მეტი რა გყავდათ წამოგეყვანათ რომელიმე და დასახლებულიყავით მთაში.. ტყეების და მთების მეტი რა არის საქართველოში
-მაპატიე ... არ მინდოდა გამებრაზებინე
-დამიჯერე ვერ გამაბრაზებ ... ძალიანაც რომ ეცადო უბრალოდ თავს დავაჯერებ, რომ ნერვები მომიშალე ისიც საოცრებას თუ ჩაიდენ -რატომ ვარ ასეთი გულღია... ვერ გავიგე ანგარიშს ვაბარებ? ეგონოს რო გავბრაზდი დიდი ამბავი -გავიდეთ აქედან..ჩახუთული სივრცეები ცუდად მხდის- ეს ამდენი ხნის შემდეგ რომ მახსენდება უკვე პროგრესია, იმ ამბის შემდეგ სარდაფის მსგავს ადგილას შესვლა აღარ შემიძლია . თუმცა შემძლებია,რამდენიმე წუთია აქ ვარ საუბარში გართული და სულ არ მიგრძვნია
უკვე ეზოში ვიყავით , კომფორტულად ვმოძრაობდი მინდორზე ვაღიარებ კარგად მოიქცა რომ მოჭრა ბალახები. ახლა შევამჩნიე სარდაფიდან გრძელისკამები გამოუტანია და მინდორში დაუწყვია ისე რომ საოცარ ხედს გადაჰყურებს . წინა ეზოში ბაღშიც იყო ორი დადგმული. ერთი ხის იყო , მათ ფონზე განსხვავებულად გამოიყურებოდა
-ის სკამი სად იყო?
-მე გავაკეთე სანამ შენ ოთახში იყავი საქმე ვერ ვიპოვე და ...
-კომფორტის მოყვარული, სილამაზის აღქმის დიდოსტატი ნიკოლოზ ავალიანი მყავს სახლში
-ირონიულ ჩართვებს რომ მიკეთებ მინდა გაგაბრაზო ,მაგრამ სახეს ვერ ვხედავ და სურვილიც მიქრება შენი მწვანე თვალების ელვარება ზედმეტად მწველია
-წუხელ რატომ დალიე...
-თემის გადატანა საოცრად გეხერხება... არ ვიცოდი თუ მეკრძალებოდა
-მთვრალების პანიკური შიში მაქვს და ამით ჩემს სიმშვიდეს არღვევ
-ახლა უნდა მითხრა ასე არ შევთანხმებულვართო? მგონი უნდა შეადგინო მართლა წესები,ყველგან გააკარი და მაგათი შესრულება ანუ შენი მონობა თუ მომინდა აუცილებლად შევასრულებ. ექსტრავაგანტული,მეამბოხე და ექსპერიმენტების მოყვარული გახლავარ და რა იცი იქნებ მომინდეს ცხოვრებაში პირველად აქ , ამ საოცარ ადგილას შენი -იდუმალი კესანეს მონობა
-მონობა არ მომწონს... ამერიკელ პლანტატორს ვგავარ?
-დაქვემდებარებული თუ გავხდები სახელი შემირჩიე მერე...არა რაზე ვსაუბრობთ არ მჯერა -გაიცინა და თვალები თითქმის დაეხუჭა- რომ მომანათებ მაგ მწვანე თვალებს მართლა მიმორჩილებ მგონი ... არა ღმერთი მეთამაშება თორე რაღა შენთან შემახვედრა
-აქ იმდენი სახლია, იმდენი ქალი როგორ მოგიყვანა ჩემამდე-მართალია სხვა რამეს გულისხმობდა ,მაგრამ ამ დროს თავის გასულელება მერჩივნა იმის დაჯერებას , საერთოდ გონებაში გავლებას რომ რამე მოსწონდა ჩემში . საშინელება იქნება მანაც იგივე დამოკიდებულება რომ იგრძნოს რაც მე მაქვს, რომ მნახავს ..წარმოდგენაც არ მინდა .
-კესანე როგორი სხვანაირი ხარ ყოველთვის
-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი ვარ .. ვიყავი
-შეუძლებელია მთლიანად შეცვლილიყავი,უბრალოდ ნამდვილი სახე სადღაც შიგნით იმალება მთავარია მოინდომო და ისეთი გახდები როგორიც გინდა რომ იყო ,საკუთარი თავის მართვას ჩვენ თუ შევძლებთ
-ნეტავ სხვას შეეძლოს ჩემი მართვა... ნეტავ ვინმე არსებობდეს ვინც შეცვლის ყველაფერს და სხვანაირად მოიქცევა..ისე რომ გადავრჩეთ
-ღმერთ ყველაფერს რაღაც მიზეზის გამო სჩადის
-ღმერთი... მგონი ზოგჯერ ავიწყდება ვის უნდა მოუვლინოს ამქვეყნიური ჯოჯოხეთი და ვის არა ...
-რადგან ამქვეყნიურია თავადვე შეგვიძლია სამოთხედ ვაქციოთ ...
-მეოცნებე ყოფილხარ ბატონო ნიკოლოზ..ასე შექმენით იმპერია?
-ვიბრძოლე...
-მარტომ?
-არა მარტომ არა ...დამეხმარნენ , მაგრამ მოწინააღმდეგე მეტი მყავდა . მთავარი მაინც ისაა ვისაც სურს მიზნის მიღწევა ,დამხმარე ვერაფერს გახდება მარტო ,მას შეუძლია გაგამხნევოს. დიდი ადგილი უნდა ეჭიროს შენს ცხოვრებაში რომ ენდობოდე, პატივს სცემდე და ბოლომდე შეგეძლოს დაეყრდნო
-რომ მოვინდომო... რომ გადავწყვიტო ბრძოლა დამეხმარები ? - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ თავი მაღლა ავწიე და თვალებში ჩავხედე. გაუკვირდა . არ ელოდა ამას თუ ვეტყოდი
-მე ... შენ მე არ მენდობი იმდენად რომ
-უარს მეუბნები?
-ბრძოლა რომ დაიწყო უნდა იცნობდე, თვალდახუჭულს უნდა შეგეძლოს მისი მდგომარეობის შეცნობა, იგივეს უნდა გრძნობდე რასაც ის მისით უნდა იცხოვრო სანამ ორივე ერთ დონეზე არ დადგებით და ერთმანეთს გაამყარებთ
-ფსიქოლოგი მგონიხარ... ფილოსოფოსის გამოცდილებით - გავუღიმე ,მაგრამ სულ ტყუილად ის ხომ ვერ მხედავდა
-იცი ფანტაზიას მიძლიერებ...
-რა?
-ხო ფანტაზიას მიძლიერებ .. თვალებზე რომ გიყურებ წარმოვიდგენ შენს გამომეტყველებას ამ გაუმჭირვალე ნაჭრის მიღმა და უფრო მეტად ვინტერესდები შენით
-რა გულახდილი ხარ ...
-სულ მიზიდავდა დაფარული,მიუწვდომელი საგნები და არსებები
-მართლაც რომ თავქარიანი ბრძანდებით ბატონო ნიკოლოზ... თქვენ წარმოიდგინეთ და ნაცნობი შეგრძნებაა როცა რაღაც ახალს ეძებ და ამით იხალისებ ცხოვრებას საოცარი შეგრძნებაა
-ბევრი სასიამოვნო რამ აღმოგიჩენიათ ცხოვრებაში?
-საკმაოდ.. თუმცა კიდევ ბევრი მქონდა დარჩენილი
-გაქვთ..კი არ გქონდათ გაქვთ ქალბატონო კესანე -ჩემს სახელს ყოველ ჯერზე ისე ამბობს გაურკვეველი სითბო მეღვრება სხეულში . არ ვიცი იქნებ მეჩვენება, იქნებ არც შემიძლია მსგავსი რამ და უბრალოდ არეული მაქვს გონება .
-მომწონს თქვენი ნამუშევარი.. ოდესმე ანაზღაურების ფორმას თუ მოვიფიქრებთ ამისთვის დაგასაჩუქრებთ -თემის შეცვლა გადავწყვიტე ,როგორც ყოველთვის მას კი გაეღიმა ალბათ ამის გამო ,მაგრამ არაფერი უთქვამს საუბარში ამყვა
-ლამაზი ბაღი გაქვს... ყვავილებმა იმდენად მომხიბლა გადავწყვიტე გარემოც შესაბამისი უნდა ჰქონოდათ. ყველაფერი მიწყობდა ხელს და მეც სულ ცოტა ენერგია დავხარჯე ,მგონი ღირდა. თქვენ თუ მოგწონთ მითუმეტეს
-როცა მშვიდად ყოფნის სურვილი მექნება გამომაგდება ...
-დიდი ხანია აქ ცხოვრობთ?
-სახლს ტყუილად აკვირდებით მაგას არ ეტყობა საერთოდ ადამიანის ცხოვრების კვალი
-არადა ლამაზი სახლია.. დიდი და საკმაოდ კარგი პროექტით .თქვენ ააშენებინეთ?
-არა შევიძინე ... ამ მდგომარეობაში, მხოლოდ ყვავილებია ჩემი შრომის ნაყოფი
-ასე გეზარებათ ლაგება? არადა მშვენიერი მზარეული ხართ და დავიჯერო მტვრის გადაწმენდა და იატაკის დაგვა გეზარებათ?
-გინდათ დამარწმუნოთ რომ მხოლოდ სიზარმაცის შედეგი გგონიათ ამ სახლის მდგომარეობა?
-თქვენ არ იცით მე რა მგონია და რა არა...
-ოხ როგორი თავდაჯერებული ხართ ბატონო ნიკოლოზ
-არ მოგწონთ?
-მეკითხებით მომწონს თქვენი ეს თვისება თუ არა?
-რიტორიკული შეკითხვა იყო ვითომ?
-ისე მიყურებთ მგონი პასუხი იცით...მგონი წვიმას იწყებს -ცა მთლიანად დაფარა ღრუბლებმა
-გაზაფხულისთვის დამახასიათებელი გიჟური ამინდი... გიყვართ წვიმა? - წამოვდექით, სახლისკენ მივდიოდით როცა შეჩერდა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა თითქოს იცოდა როგორ ძალიან მიყვარდა წვიმა. ხო ერთ დროს მიყვარდა წვიმაში ხეტიალი, ყველა რომ სახლში გარბოდა ,ქოლგებში და საწვიმარებში შემალულები მირბოდნენ მე მშვიდად მივსეირნებდი. წვიმის წვეთების შეხება ჩემს თმასა და კანზე საოცრად მომწონდა, მაშინ ვგრძნობდი რომ ცოცხალი ვიყავი. ახლა კი ისე ვარ შეხვეული რა აზრი აქვს ,უბრალოდ კაბა დამისველდება და უსიამოვნო შეგრძნება იქნება .
ფიქრში გართულს წვიმის წვეთები დამეცა , ერთი წვეთი და შემდეგ ისე წამოვიდა წვეთები თითქოს ზემდოან მასხამდა ვინმე წყალს დიდი ნაკადით
-რადგან არ მპასუხობთ ჩემს ინტუიციას მივყვები - ეს გავიგე წვიმის ხმაში და კიდეც მოიქცია ჩემი გაყინული თითები თავის მხურვალე მტევანში - ცეკვას შემოგთავაზებდი, მაგრამ შეხების უფლება არ მაქვს ,თუმცა რატომაც არა- ისე უცებ გააკეთა ყველაფერი გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ხელი მაღლა ამაწევინა .ისე დამატრიალა კაბის ბოლოები სველ ბალახში ტრიალებდა და წვეტები მაღლა იყრებოდა. იმდენად სასიამოვნო შეგრძნება იყო თავი უკან გადავწიე , მატერიის მიღმა ვგრძნობდი წვეთებს, მაგრამ არ მაკმაყოფილებდა ვუყურებდი ციდან მომავალ ანც წვეტებს და მინდოდა მთელი სხეულით შემეგრძო, თითქოს მათ შეეძლთ ჩემი იარების განკურნება. თავისუფალი ხელი თავშალს მოვკიდე ,ალბათ მოვიხსნიდი კიდეც უეცრად მის თვალებს რომ არ წავწყდომოდი, თითები თავისთავად გაჩერდნენ. ოდნავ ჩამოვწიე ცხვირი და ტუჩები მიცანდა, ესეც საკმარისი იყო თვალები დავხუჭე ისევ ვტრიალებდი, მაგრამ არა ერთ ადგილას თან მივდიოდით .თითქოს ტუჩებმა და კანმა ფერი დაიბრუნეს. მხოლოდ ხელის მტევანზე ემხებოდა, თითებზე მიჭერდა და მაინც იმხელა სითბოს მიგზავნიდა რაღაც მომწონდა და მიზიდავდა. ისე წამიყვანა სახლისკენ და შემსვა ოთახში კიდევ ეიფორიაში ვიყავი. დიდი ხანია ასე ლაღად არ მიგრძვნია თავი ,თითქოს ერთიანად გავთავისუფლდი იმ წუთებში ისევ ისეთი თავისუფალი ვიყავი ...-უჰ სულ დავსველდით... რა უცებ აცივდა-დასველებულ სახეზე ხელები ჩამოისვა, რაც აქაა წვერი არ გაუპარსავს და ოდნავ მოეზარდა . სულ არ მინდოდა წვეთების მოშორება, უბრალოდ კაბა ძალიან მამძიმებდა . არაფერი მითქვამს , ან რა უნდა მეთქვა იცოდა რომ კმაყოფილი ვიყავი.
ცხელი აბაზანა მივიღე,ქაფი რომ მიფარავს სხეულს მომწონს. არც კი ვუყურებ ნაიარევს თვალებს ვხუჭავ შემდეგ სუნთქვას ვიკრავ და დიდხანს ვეშვები წყალში. ბევრჯერ მქონია სურვილი დარჩენის, მინდოდა ამომესუნთქა და ფილტვები წყლით ავსებულიყო, სიღრმე რომ გამიტაცებდა ,უკვე ზღვარზე მყოფი ამოვყვინთავდი და ღრმად ვსუნთქავდი.
ყოველი სუიციდის მცდელობისას მახსენდებოდა მამა. გიგისთან ერთად გავლილი წლები და ყველა აზრი მიქრებოდა. დედა რომ გარდაიცვალა მთელი წელი მამა სახლში იყო .მგონი იმ დროს შეეშვა ყველაფერს, ყველა შავ საქმეს და ახალი ფურცლიდან ,ჩემთან ერთად დაიწყო ცხოვრება . მახსოვს როგორ უჭირდა ჩემი ხასიათის შეცნობა, ზომიერების დაცვა სიმკაცრესა და ლოიალობას შორის. მეც ისე მზრდიდა ცელქიც ვიყავი და თან დამჯერიც. ბევრჯერ გავგიჟებულვარ დავხტოოდი წინ და უკან ,მაგრამ როცა საჭირო იყო ჩემზე დინჯი და მშვიდი ბავშვი არ არსებობდა. როცა სტუმრები მოდიოდნენ ნამდვილი ლედივით ვიქცეოდი , ვსაუბრობდი როგორც ზრდასრული და ყველა გაოცებული იყო. მამა ამით ამაყობდა , არასდროს მსაყვედურობდა . მახსოვს ერთხელ თამაშის დროს მთელი კარადა ამოვაყირავე შემთხვევით დავაჯახე მანქანა უზარმაზარ სკამს, რომელიც ინერციით წავიდა ჩაამსხვრია მინა და თარო ჩამოვარდა რაზეც უძვირფასესი ჭიქების სერვისი ეწყო . მოსამსახურეები გაგიჟდნენ, სანამ მამა დაბრუნდებოდა ფერდაკარგულები დადიოდნენ. მერე შეშინებულები იდგნენ მის წინ და არ იცოდნენ რა ეთქვათ
-რა ხდება ლიანა?- სახლის მნეს შეხედა ,უკვე იცოდა რომ რათაც რიგზე ვერ იყო
-იცით ბატონო გიგი დღეს პატარა ინციდენტი მოხდა ..ავარია ანუ იცით
-რა ავარია ჩემი პრინცესა სადაა ...
-მე აქ ვარ- ავიტუზე მის წინ და ქვემოდან ავხედე . გაიღიმა
-რა დააშავე ჩემო გოგო?
-მანქანით მოვდიოდი , ხო იცი როგორ მიყვარს მერე მისაღებში შევქროლდი ხალიჩაზე მოვსრიალდი სკამს დავეჯახე ეს სკამი რაღამ ამოატრიალა არ ვიცი კარადას მიეჯახა ის კიდე მინა იყო თხელი ისიც ჩაიმსხვრა, თაროც ჩამოვარდა და სულ დაიმსხვრა ყველაფერი ...
-რამე იტკინე? მინა რომ დაიმსხვრა ხომ არ მოგხვდა...
-მანქანა დამემტვრა ...
-ხომ გყავს ლურჯი
-აუ მამააა
-მთელ თაროზე არსებულ წიგნებს რომ წაიკითხავ სასჯელიც მოხსნილი იქნება და მანქანასაც გიყიდი.. ახალი ვნახე რაღაც და მგონი მოგეწონება.მოდი ახლა ჩამეხუტე. შენ კი ლიანა ამოისუნთქე თორე მგონია დაიხრჩობი . სხვა დროს კი ბავშვს ყურადრება მიაქციეთ რამე არ დაიშაოს...
მამას მოვეხვიე და შემდეგ მთელი კვირა წიგნებს ვკითხულობდი. ვერ დავასრულე რა თქმა უნდა მთელ თაროზე იმდენი წიგნი იდო ერთი თვე დასჭირდა თან ყოველი წიგნის დასრულების შემდეგ გარჩევა გვქონდა მე და მამას. ღამით მის გვერდით ვწვებოდი და ზღაპრების ნაცვლად მთელი ღამე ვსაუბრობდით. მერე მასთან ჩახუტებულს დამეძნებოდა .
მისი თვალები იმდენად ბრწყინავდნენ როცა ბედნიერს მხედავდა არ შემეძლო ჩემი წილი სხივიც ჩამექრო მის ცხოვრებაში. მამა მხოლოდ ჩემს გამო ცხოვრობდა თორემ დედასთან ერთად წავიდოდა ისიც. ვიცი ახლა ელის ჩემს გამოჯანმრთელებას ვიცი ტკივა გიჟდება ჩემი მდგომარეობის გამო ,მაგრამ გიგი ასეთია ისე აჩვენებს ყველას თავს თითქოს რეაქცია არ აქვს .ის მხოლოდ მოქმედებს ...
.........
სააბაზანოდან გამოვედი, საკმაოდ ციოდა ამიტომ გრძელი პერანგი გადავიცვი და საწოლში დავწექი. უნებურად გამახსენდა ცოტა ხნის წინ მომხდარი და გამეღიმა..დაძინებამდე ვერ მოვისვენე და მამას დავურეკე ისეთი დამფრთხალი ხმა ჰქონდა რომ მიპასუხა გული შემეკუმშა
-როგორ ხარ პრინცესა? რამე მოხდა?
-მომენატრა შენი ხმა მა
-ჩემო სიცოცხლე მეც მომენატრე.. ძალიან მა
-მა როგორ ხარ?
-მე კარგად.. შენი ხმა რომ მესმის კიდევ უფრო კარგად ვხდები . მა ერთი რაღაც მომაფიქრდა თუ წინაარმდეგი არ იქნები იქნებ ვცადოთ
-რა ვცადოთ?
-კარგი ფსიქოლოგი ვიპოვე და მასთან დაგაკავშირებ ..შეხვედრას არ ითხოვს ისე ესაუბრე ინტერნეტის საშუალებით სრულიად გასაიდუმლოებული იქნება შენი თითოეული სიტყვა...
-არ მჭირდება მა ..უკეთ ვარ დიდი ხანია კოშმარიც არ მინახავს. გეფიცები წინსვლას ვგრძნობ.მალე დაგიბრუნდები აი ნახე სულ ცოტაც მა
-მართლა კესო? მართლა მეუბნები
-გამაგრდი ხო ? რომ დავბრუნდები იცოდე ისევ ისეთი ძლიერი და მხნე დამხვდი თორე გავბრაზდები მა - ყელში ბურთი გამეჩხირა, საშნლად მომინდა მეტირა მაგრამ ცრემლები არ მომდიოდა ვერადა ვერ შევძელი ტირილი.მთელი გულით მინდოდა მას შემდეგ მეტირა მაგრამ არ შემეძლო, ამითაც კი ვერ ვახერხებდი ემოციებისგან დაცლას .
-ხომ იცი დასასჯელად არასდროს ვიხდი თავს - გამხიარულდა ჩემი მამიკო და მეც გამეღიმა- მა იცი ახალი ამბავი მაქვს შენთვის ვიცი რომ გაგიხარდება
-რა ამბავი?
-ნინას მიწვევა მოუვიდა ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერისგან და თავისთან მიჰყავს კურსებზე რამდენიმე თვით
-ვაიმე მართლა? ალბათ როგორი გახარებულია ჩემი გადარეული გოგო
-გახარებულის რა გითხრა.. არ აპირებდა წასვლას ძლივს დავარწმუნე
-რა? როგორ არ აპირებდა სულ მაგაზე ოცნებობდა ნახავთ ერთ დღეს ჩემი შექმნილი სამოსი ეცმევა ყველას ან იოცნებებსო და ახლა როგორ არ მიდიოდა
-თქვა ჩემი კესოს გარეშე არ მინდა ...იქნებ სანამ იქ ვიქნები დაბრუნდეს და მერე მე რა ვქნა პარიზიდან როგორ გადმოვფრინდე წამშიო...ერთხელ მაინც დაელაპარაკე გთხოვ. თუ უკეთ ხარ შენი ხმა მაინც გააგონე ... იცი ძალიან ენატრები სამივეს ასე მგონია სხვა ადამიანები არიან
-ვეცდები... როდის მიდის ნინა?
-ერთ კვირაში მიფრინავს
-რამდენი ხნით
-ერთი წლით მიდის ნუ ცოტა მეტით მომავალი წლის ზაფხულს დაბრუნდება
-ამდენი ხნით? აი სად გამოადგა ჩემი ნასწავლები ფრანგული ... -გამახსენდა როგორ ვეჩიჩინებოდი შენ აუცილებლად მოგიწევს საფრანგეთში წასვლა და ისწავლე გამოგადგებათქო . არ მოსწონდა რთულია ვერ ვისაუბრებ ნორმალურადო და ჯუჯღუნით ძლივს მივიყვანე ჩემს მასწავლებელთან.ისწავლა კი არა ჩემზე უკეთ იცოდა . ასეა თუ რამეს მოკიდებს ხელს იმდენად მონდომებულია ბოლომდე ასრულებს. ალბათ დეიდა როგორი გახარებულია, მათთან რომ ვიყო მთელი კვირა გვერდიდან არ მოვშორდებოდი, ან იქნებ მასთან ერთად წავსულიყავი მე ხომ დროს სიგიჟისთვის სულ ვპოულობდი .
მამასთან საუბარი ყოველთვის მამძიმებდა ,წარსულში მაბრუნებდა, მახსენებდა ძველ ბედნიერ დროს იმას რაც დავკარგე და იმას რისი გაკეთებაც შემეძლო რომ არა ის დღე.
მთელი ღამე წვიმდა, სანამ დამეძინებოდა ფანჯარაზე მოთამაშე წვეთებს ვუყურებდი, სხვადასხვა ძალით რომ ეხეთქებოდნენ მინას, სახურავზე დაცემის ხმა კი იავნანასავით ჩამესმოდა. ქარიც ქროდა , ტოტების ხმაც ერთვოდა წვიმის წვეთების მიერ შექმნილ მელოდიას..
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა ,თავი ბალიშში მქონდა ჩარგული, ჩემი დაუვარცხნელი,აჩეჩილი თმა სახეს მიფარავდა და ბუჩქივით მედგა თავზე. ხელით გავისწორე და წამოვჯექი . დამეზარა ადგომა ამიტო ისევ ჩავეფალი საწოლში , კანი თითქოს მეწვოდა, მერე მივხვდი რომ თავზე არაფერი მეფარა. სწრაფად ავიღე გვერდითა უჯრიდან ყვავილებიანი თავსაფარი ,თმა შევიკარი და შემდეგ ისიც მოვიხვიე . უკვე მშვიდად ვიწექი და ფანჯრიდან ვიხედებოდი. მშიდად ვუყურებდი როგორ იღვიძებდა ყველაფერი, წვიმის წვეთები ჯერ კიდევ იყვნენ უსიცოცხლოდ ,უმოძრაოდ შერჩენილი მინაზე, მზე კი აორთქლებდა . მთებში ნისლი იყო და ისიც იფანტებოდა ჩიტები დასველებულ ბუმბულს იფერთხავდნენ და სხვადასხვა ხმებს გამოსცემდნენ.
-მთის ყვავილო კესანე ... იქნებ ინებოთ და საუზმეზე დამეწვიოთ. სახლის მთავარი აივნიდან მერწმუნეთ უმშვენიერესი ხედი იშელბა- ხედით ვტკბებოდი კარზე რომ დააკაკუნა ნიკუშამ
-ამ დილაადრიან რა დროს საუზმეა...
-რაღა დილა ჩემო მბრძანებელო უკვე 8 საათია აქ ისეთი ნისლია ახლა თენდება და მოასწარით ამ სანახაობის ხილვა თორემ მე კი ვიხილე უკვე
-მაშ გაამზადეთ სუფრა ... იცოდეთ კრიტიკული ვიქნები დღეს - სწრაფად წამოვდექი სააბაზანოში შევვარდი ,მოვწესრიგდი ამჯერად ისეთივე ყვავილებით კაბა გადავიცვი როგორი თავშალიც მეკეთა .ზედმეტად ნათელ ფერებში ვიყავი და რაღაც მომწონდა ამაში. ზოგჯერ ისეთ ხასიათზე ვარ ჭრელს და ლამაზს ვერაფერს ვეკარები ან ნაცრისფერს ვიცვამ ან შავს. სახეზეც ავიფარე თავსაფარი და აივანზე გავედი. ნიკუშა ზურგით იდგა და მოაჯირს დაყრდნობილი გასცქეროდა ხედს
-დილამშვიდობის ნიკოლოზ
-დილამშიდობისა... - შემომხედა და ისე გამიღიმა ნებისმიერს რომ დაატყვევებს-როგორ გეძინათ? მე ისეთ ხასიათზე ვიყავი ვერ დავიძინე თქვენგან განსხვავებთ ღამით მარტო ძილის შიშ მაქვს .ლამის შემოგივარდით საწოლში
-კიდევ კარგი დაძლიეთ შიში თორემ მერე ნამდვილად შეშინდებოდით
-რატომ ..არ მითხრათ რომ კაცი ხართ და ..
-ხუმრობის ხასიათზე ხარ დილიდან?
-მზე რომ დავინახე გავბედნიერდი ... იმედია მოგეწონებათ ჩემი ნახელავი
-ეს კექსია? -ძლივს გადავიტანე მზერა მაგიდაზე და გამეღიმა დესერტის დანახვისას
-დიახ... ჯემი გადაუსვით უგემრიელესი იქნება.. ყავას ინებებთ თუ ჩაის
-ჩაი ...- მაშინვე დამისხა ფინჯანში და ჩემს გვერდით სავარძელზე დაჯდა. მისი რჩევა გავითვალისწინე ჯემი გადავუსვი კექსის ნაჭერს და იმდენად გემრიელი იყო ჩაისთან ერთად მგონი სამი ნაჭერი ვჭამე
-მეგონა მეტს მიირთმევდით ორი დღის შიმშილის შემდეგ
-შენ რატო არ ჭამ?
-ალერგია მაქვს მაგ კექსის ერთ-ერთ ინგრედიენტზე
-ნუშზე? მგონი ნუში იყო ხო?
-როგორ მიხვდი? სულ მცირე აქვს
-ალერგიის ფორმა ძლიერი გაქვს?
-მთელს სხეულზე დიიიდი წითელი ლაქები მიჩნდება და ყველაფერი მექავება ...საშინელი სანახავი ვარ დამიჯერეთ
-კიდევ გაქვს რამეზე ალერგია?
-თქვენ წარმოიდგინეთ და არა
-აბა ეს ნუში რატომ ამოიჩემა თქვენმა ორგანიზმმა?
-ვერ გეტყვით ,წარმოდგენა არ მაქვს
შემდეგ ჩუმად ვისხედით,მართლაც საოცარი ხედი იყო . შემდეგ ირგვლივ მიმოვიხედე და აღმოვაჩინე რომ იქაურობაც მიელაგებინა ბატონ ნიკოლოზს. თუმცა კიდევ ბევრი იყო კომფორტამდე დარჩენილი.
მე ავალაგე ,ის კი სადღაც წავიდა. არ დავინტერესებულვარ. სამზარეულოდან გამოსვლის შემდეგ იმდენად მომინდა ტკბილად ძილი საძინებელს მივაშურე მაშინვე დავწვდი პლედს და აივანზე სარწეველაზე დავწექი. სიგრილე იყო,სასიამოვნო ჰაერი და ტკბილადაც დავიძინე.
რაღაცის ხმამ გამარვიძა, ვიღაც ხმაურობდა და ნერვებზეც მოქმედებდა. სწრაფად წამოდვექი და აივნიდან გადავიხედე. ვინ იქნებოდა ნიკუშას გარდა, იდგა და რაღაც ხელსაწყოებს მიათრევდა ფარდულისკენ რომელიც ეზოს უკანა მხარეს იყო ,რომელშიც არც კი შევსულვარ და ამჯერადაც არ მადარდებდა იქ რას გააკეთებდა .
მეორე დღეს უკვე კარგი ამინდი იყო . დილას ისევ საუზმე დამახვედრა და აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა
-გისმენ
-რა?
-რა გინდა მითხრა ,გისმენ
-შენ ხომ ვიღაც გიგზავნის ამ საჭმელს.. ტანსაცმელს მოკლედ რაც გჭირდება და მეც მინდა რაღაცები. შეგიძლია იმ შენს ჯინს სთხოვო?
-სია მომეცი და მოიტანს
-ხვალ კვირაა და კვირას მოგაქვს მგონი ხო? ბევრი რამე იქნება და იქნებ დაგეხმარო
-რა გჭირდება ასეთი
-დავწერ ..მობილურს მათხოვებ?
-აი გამომართვი- ოთახიდან გამოვუტანე და მივაწოდე . დიდხანს წერდა თან იხსენებდა რაღაცეებს,მეღიმებოდა ისეთი სახით იჯდა. ბოლოს მოიშორა სერიოზული გამომეტყველება და მომაწოდა. სიას გადავხედე და თვალები გამიფართოვდა
-რამხელაა რა არი მზვითევის სიაა?წაკითხვაც კი მზერება..პირდაპირ გავგზავნი ჩემს ჯინთან და ხვალ დილას წაბრძანდი და მოიტანე
-სად წავიდე ... გზა არ ვიცი მე
-კარგი ხო მეც მინდა რაღაცეები და ერთად წავიდეთ. დილის შვიდზე გამზადებული დამხვდი
-არის შვიდ საათზე -მხრებში გასწორდა საფეთქელთან მიიტანა ოთხი თითი და სრული სერიოზულობით გამომხედა. არა ეს მთლად ნორმალური მართლა არ არის -წავალ მე
-მოიცადე !
-რა ხდება?
-რას აკეთებ ან სად დადიხარ
-რამე გგნებავთ ?
-არა მაგრამ...
-ნახვამდის ...- წავიდა. დამტოვა ასე და წავიდა. მაგიდაც მე დამიტოვა ასალაგებლად. ნუ საქმე რა მქონდა მაგრამ მაინც...
საღამოს აშკარად დაღლილი იყო მე უკვე გამზადებული მქონდა კერძები , ისე ჭამდა ლამის მეც გამეხსნა მადა. წვენიც დააყოლა და წავიდა...
მთელი ღამე მშვიდად მეძინა უკვე კვირაზე მეტია ცუდი სიზმარი არ მინახავს. დილით მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი. ნიკა ეზოში იჯდა და მელოდა
-რომელ საათზე გაიღვიძე
-არ დამიძინია ..წავედით?
-იმედია არ დაიკარგები
-მაინც მოგაგნებ ნუ ღელავ- გაიღიმა და გვერდით გამომყვა. გზებს აკვირდებოდა და ჩუმად მომყვებოდა. როგორც იქნა გავედით ბილიკამდე. ყველაფერი ყუთებში იყო ერთმანეთზე დააწყო და წამოიღო,მე კი რამდენიმე პარკი დავიჭირე და მშვიდად მივსეირნობდი. აშკარად მძმე ყუთები იყო რამდენჯერმე გაჩერდა გზაში
-რა დევს ასეთი... მოგეხმარო?
-არაფერი უბრალოდ მალე ვიღლები ჭრილობის გამო მძიმე არ არის
-შენი ჭრილობა აღარც მახსოვდა ... ცოტა წამოიღე და მერე ისევ დაბრუნდი აქედან არავინ წაიღებს
-ასე მირჩევნია
მოკლედ აღარაფერი მითქვამს. სახლს მივაღწიეთ როგორც იქნა, ყველაფერი სარდაფში შეიტანა და ისევ სადღაც გაქრა. გარეთ ისევ ცუდი ამინდი იყო ამიტომ ფანჯარასთან ჯდომა ვარჩიე ,გაწუწული შემოვიდა სახლში და რომ დამინახა გაუკვირდა
-აქ ხარ? მეგონა საძინებელში იქნებოდი
-ჯობს გამოიცვალო ...
-მართალია ...- მიდიოდა და წყლის წვეთებს იატაკზე ტოვებდა. დაახლოებით ორი საათი გავიდა ,როგორც იქნა გამოჩნდა სუფთა, ახალ ტანსაცმელში სველი თმით და საოცარი სურნელით .
-კესო შეიძლება შენი ლეპტოპით ვისარგებლო?
-ჩემს ოთახშია შეგიძლია აიღო
-მადლობა - სწრაფად წავიდა და ნახევარი საათით დაიკარგა. მომბეზრდა და ავედი ,სავარძელში იჯდა და ლეპტოპში რაღაცას ათვალიერებდა რომ შევედი ამომხედა
-იყავი ,მე აივანზე ვიქნები - გვერდი ავუარე და აივანზე გავედი. პლედი ავიღე და სარწეველაში დავწექი .მივხვდი რომ შემოვიდა ,კართან იდგა და მიყურებდა
-მინდა სახლი მოვაწესრიგო ... დამეხმარები?
-მე არ მინდა... ასეთი მაკმაყოფილებს
-როგორ შეიძლება ასეთი მოგწონდეს... რომ დავდივარ დერეფანში მგონია საიდანღაც ვირთხა გამოხტება საშინელი ატმოსფეროა
-ისეთია როგორიც მჭირდება ...
-არ გჭირდება..თავს ისჯი და რისთვის იცი? დანაშაული გაქვს ისეთი რომელსაც ვერ ასწორებ? რამე ჩაიდინე ?მიპასუხე
-არა მე არაფერი ჩამიდენია...სრულიად უდანაშაულო ვარ ,მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს
-არ გაქ უფლება ასე დაიტანჯო თავი . ამას ეძახი შენ ბრძოლას?
-შენ მითხარი რომ არ დამეხმარებოდი
-მე გითხარი რომ უნდა გაგვეცნო ერთმანეთი ,თუმცა შენ არ გინდა იბრძოლო
-რას მიაღწევ მაგით...
-არაფერს...მხოლოდ იმას რომ კომფორტულად ვიქნები აქ - მსგავს კითხვებზე რომ მპასუხობდა მუდამ ისეთი შეგრძნება მრჩებოდა ,რომ მატყუებდა.
-ხვალ კარგი ამინდი თუ იქნება დავიწყოთ
-არა დღესაა შესაფერისი ამინდი დალაგებისთვის..ხვალ სხვა გეგმა მაქვს
-ყვავი მგონიხარ რომელიც თავზე დამჩხავის- უცებ წამოვდექი ფეხსაცმელი ჩავიცვი და წინ ავესვეტე .ნეტავ გენახათ რა კმაყოფილი გამომეტყველება ჰქნდა
-გამომყევი - წავიდა ,გაიარა დერეფანი ავიდა კიბით სხვენზე . ამ ჩემი კაბით ლამის დავეშვი პატარა კიბიდან. უცებ ჩამავლო ხელი და დამიჭირა, ასეთი სწრაფი მოძრაობები როგორ აქვს თავისი ჭრილობის პატრონს არ ვიცი, მგონი ადამიანი არ არის და მეჩვენება. მომშორდა და წინ განაგრძო ისევ სვლა მე კი კაბა ავკეცე და ავაღწიე . იმდენი ობობას ქცელი იყო, იმცენი მტვერი და ჭუჭყი ცუდად გავხდი
-ვერაფერს დავალაგებ არ შემიძლია
-აი პირბადე ,ხელთათმანები , ჩვრები თუმცა პირბადე რაში გჭირდება ისედაც გიკეთია თავსაფარი - მომაწოდა ყველაფერი და თვითონაც მოირგო ხელთათმანები. ფანჯარას მიაღწია და გამოაღო გრილი ჰაერი შემოვიდა და ცოტა გამოვცოცხლდი . ნივთები რომლებიც დამსხვრეული იყო ქვემოთ ჩაიტანა მე მხოლოდ მტვერი გადავწმინდე დარჩენილ ნივთებზე . სველი იატაკის საწმენდები ამოიტანა და თავად გაასუფთავა.უცებ გასწორდა ხელი ისე მოკიდა თითქოს ქალი იყო და ვალსის სვლები დაიწყო . გაოცებული ვუყურებდი
-სიმღერა რომ ჩავრთო ?
-ყურსასმენები გაიკეთე ...ცეკვის,არც სიმღერის მოსმენის სურვილი მაქვს
-ეგრე არ მინდა ..მაშინ ვილაპარაკოთ .რამდენი წლის ხარ
-24
-დავბერებულვარ და ესაა
-34 წელი საგანგაშო ასაკი არ არის... მთავარია კარგად გამოიყურებოდე - ფანჯრის წმენდას შევყევი .კედლებზე ქსელები ნიკამ ჩამოწმინდა, ჭერზეც და ახლა დივანს აჩოჩებდა კედლისკენ -გული არ უნდა დაბერდესო თუ როგორაა ?
-უჰ რა მძიმეა - მიაჩოჩა და დაეცა კიდეც ზედ- პროფესია?
-ბიზნესზე ვსწავლობდი
-კოლეგა ანუ...
-არა შენი კოლეგა ნამდვილად არ ვიქნები... ახლა აქ რომ ხარ შენს საქმეებს ვინ აგვარებს
-მეგობარი ...
-ასე თუ ენდობი გამოსაქცევად შენ რომ გაგიხდა საქმე მას არაფერი ეხება?
-არა მე პირადი პრობლემის გამო მქონდა კონფლიქტი საქმეს არ უკავშირდება... თორემ ნამდვილად არ დავტოვებდი სხვას ჩემს ნაცვლად... ოჯახისწევრებზე რას მეტყვი?
-მყავს მამა ... და სამი საუკეთესო მეგობარი
-იციან აქ რომ ხარ?
-მამამ კი მეგობრებმა არა... რომ იცოდნენ აქედან წამიყვანდნენ ან თავადაც გადმოსახლდებოდნენ მე კი ამას ვერ დავუშვებდი
-რატომ ...
-ყველას თავისი საქმე აქვს უნდა ისწავლონ,იმუშაონ და ვერ დავუშვებდი ჩემს გამო მიეტოვებინათ ყველაფერი ,ენერვიულათ და ცხოვრება აერიათ
-და გგონია რომ შენთან შორს კარგად არიან?
-უკეთ ყოველ შემთხვევაში ვიდრე ჩემთან ყოფნისას იქნებოდნენ
-მეეჭვება... უბრალოდ მათ ადგილას წარმოიდგინე თავი რას გააკეთებდი
-შენ არ იცი მე რა შემემთხვა ... ტყუილად ნუ მკიცხავ . შენს ოჯახზე რას მეტყვი
-მყავს ბებო თალიკო ყველაზე მაგარი ქალია ამქვეყნად უკვე 78 წლისაა და ვერაფრით ჩამოვიყვანე სვანეთიდან. კიდევ კარგი მესტიაში ამაშენებინა სახლი და მშვდიად ვარ იქ მეზობლებიც ჰყავს და ყველაფერი აქვს .
-სხვა? მშობლები...და-ძმა?
-დედამ პატარა ვიყავი რომ მიმატოვა... არ მახსოვს როგორი იყო .მამა კი შვიდი წლისას მომიკლეს .მთაში იპოვეს მისი ნახევრად დაგლეჯილი გვამი მეზობლებმა ... მყავს ორი საუკეთესო მეგობარი მათე და ცოტნე - სევდიანი გახდა , სახე მოექუფრა ,მაგრამ ცდილობდა არ დატყობოდა
-ანუ ბებოს გაზრდილი ხარ- ალბათ საშინელი გადასატანი იქნებოდა პატარა ბავშვისთვის იმის გააზრება რომ დედამ მასზე უარი თქვა შემდეგ კი მამა ასე დაეკარგა. რომ წარმოვიდგინე რა იქნებოდა გიგის რომ რამე შემთხვეოდა ერთიანად გავიყინე .საოცრად მაინტერესებდა როგორ მიაღწია ობოლმა ბავშვმა ამდენს თანაც აშკარად ჰქონდა განათლება და ეს უბრალოდ ბიზნესის წარმართვის უნარი არ იყო- დედის შესახებ არაფერი გაგიგია? შენ ხომ საკმაოდ დიდი გავლენა გაქვს
-არ დავინტერესებულვარ... არც არასდროს დამაინტერესებს ქალი ,რომელმაც საკუთარ შვილზე თქვა უარი ზიზღის ღირსიც არ არის - თვალი ამარიდა, ნაცრისფერები იმდენად გაუმუქდა თითქოს მათში წყვდიადმა დაისადგურა.ალბათ საშინლად ტკიოდა, სრულიად სხვა განცდა იქნებოდა და ამის წარმოდგენაც არ მინდა. მე დედა დავკარგე, მაგრამ მთელი ცხოვრება მეყვარება ,მამა გვერდით მყავდა და არაფერი მაკლდა ცხოვრებაში ,ვიცოდი რომ დედაც ჩემთან იყო და მფარველობდა მას კი არავინ ჰყავდა მოხუცი ბებოს გარდა .
-როგორ მიაღწიე წარმატებას...
-12 წლის ვიყავი როცა ერთმა კარგმა კაცმა ჩემზე მზრუნველობა იკისრა და სვანეთიდან წამომიყვანა .იქ ფაქტობრივად სკოლაშიც ვერ დავდიოდი ცხენზე ვიჯექი მთელი დღე და ტყე -ღრე დავეხეტებოდი ნახირს ვუვლიდი და ნამდვილი ტარზანი ვიყავი . მისი დამსახურებით ვისწავლე სწორად მოქცევა,საუბარი, მივიღე ცოდნა და მივაღწიე ყველაფერს... ის რომ არ ყოფილიყო არც კი ვიცი დღეს ვინ ვიქნებოდი .მან მასწავლა რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს
-ნამდვილად კარგი კაცი ყოფილა ... ალბათ დღემდე გაქვს ხო ურთიერთობა
-დღემდე ჩემი მრჩეველი, მესაიდუმლე და საუკეთესო მეგობარია. მამაცაა , ძმაც, ძმაკაციც ყველაფერია ჩემთვის
-კარგია როცა ასეთი ადამიანი გყავს გვერდით ...
-ზარმაცობ ქალბატონო -უცებ შეკრა წარბები და თითქოს გამიბრაზდა . რა მექნა მას რომ ვუსმენ ვეღარაფერს ვაკეთებ უბრალოდ ვუყურებ და ვაკვირდები
-რა გინდა მტვერი გადაწმენდილია, ფანჯრები პრიალებს, აბლაბუდები გააქრე, დამტვრეული ნივთები გაიტანე .რას უპირებ ამ ოთახს? -საშინლად მცხელოდა. სწრაფად მოვიძრე ხელთათმანები და მკლავები ისევ კაბის სახელოთი დავიფარე .დიდი სიამოვნებით მოვიხსნიდი სახიდან თავსაფარს ,ოფლის წვეთები დაცურავდნენ კანზე და იმდენად მაღიზიანებდა ძლივს ვიკავებდი თავს .
-რომ გავასუფთავებთ მერე მოვიფიქრებ რამეს...
-დასრულდა წავედით..
-მოიცა რომ გარბიხარ სხვა ოთახები?
-არ არსებობს...მიდი და დაალაგე მე არ მინდა
-კარგი თუ არ შეგებრალები -ისე გამომხედა გული დაგეწვებოდა. ჩემზე დიდად ვერ იმოქმედა ხელი დავუქნიე და ჩემი ოთახისკენ წავედი. სასწრაფოდ მოვიხსენი თავსაფარი და სააბაზანოში შევვარდი. ისე ჩქარა გავიქეცი მხოლოდ ხალათი შემრჩა ხელში. ის მოვიცვი და ინსტიქტურად წამოვიფარე ქუდიც . ადგილზე მივეყინე ოთახში ნიკა რომ შემოვარდა
-აუ კაი რა წამოდი მარტო ვერ ვაკეთებ დამელაპარაკე მაინც..ან ლეპტოპი გამატ... მე მაპატიე არ ვიცოდი ... - უცებ მომაშტერდა და ისევ ეცადა გამოსახულების გარჩევას. სახეზე შრამს თმა მიფარავდა, ტანს ხალათი,მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობდი თავს მისი მზერის გამო
-გადი ... ლეპტოპი წაიღე ნებას გაძლევ...მაღალ ხმაზე ნუ ჩართავ სიმღერას- უცებ ვუთხარი ზურგი ვაქციე და სააბაზანოში შევბრუნდი. მალევე წავიდა მე კი ჩავიცვი და საწოლზე დავწექი. არაფერი დაუნახავს,მაგრამ რომ დაენახა ჩემი შრამები მერე რა რეაქცია ექნებოდა სულ ამაზე ვფიქრობდი .ბოლოს წამოვდექი და ისევ გავედი . დერეფნის ბოლოდან სიმღერის ხმა ისმოდა, არ ვიცი ვინ მღეროდა რა სიმრერა იყო , მაგრამ ცეკვას რომ მოგანდომებდა ისეთი მელოდია ჰქონდა. კართან მივეყინე არ მეგონა ამას თუ დავინახავდი დადიოდა მტვერს წმენდდა და ღიღინებდა, პაუზეში წაიცეკვებდა ერთი ბოლოდან მეორეში მისრიალებდა. მართალია მე რომ ვიცოდი ისე არ ცეკვავდა, მაგრამ საინტერესოდ მოძრაობდა. რამდენჯერმე მტვერი შეეყარა და ისე დააცემინა ჩაამსხვრია მგონი მინები მერე ცრემლები შეიმშრალა და განაგრძო საქმე. აი რატომ იყო ისევ ჩემთან, იმ სახლში ჩემს გვერდით ის მე ფერებით მგავდა მასაც ჰქონდა ბნელი წერტილები და მაინც ყველაფრის მიუხედავად ინარჩუნებდა ნათელ ფერებს. იქნებ ოდესმე მეც მივაღწიო ამ მდგომარეობას
........
ოთახში დარჩენა ვერ მოვახერხე, არადა ხომ შემეძლო არ ჩავსულიყავი . პირველი სართულის დალაგებაც თითქმის დასრულებული ჰქონდა. სასაცილოა მე რომ არ მიფიქრია ამ ყველაფერზე ის კი სადაც გაივლიდა ყველაფერს აცოცხლებდა. ყველა ოთახის კარი ღია იყო, ფანჯრებიც და მთელს სახლში სისუფთავის სუნი ტრიალებდა. დამტვრეულ ნივთებს ყრიდა და საკმაოდ დაღლილი ჩანდა . ოთახში ახალი შესული ვიყავი ტანზე მიკრული მაისური რომ მოიშორა და სკამზე შედგა ჭაღზე ნათურების დასამაგრებლად
-ჩამრთველს დააჭირე რა ... იქნებ არც მუშაობს - ზემოდან დამხედა და მეც დავემორჩილე. ყველა ნათურა ერთად აინთო და ოთახიც განათდდა - კარგია გათიშე
-ჭრილობა საერთოდ არ გაწუხებს?
-მხოლოდ ნაწიბურის მოშუშებაა დარჩენილი ... ასე რომ არ მაწუხებს
-ყველაფერი დაალაგე?
-თითქმის - ცივი წვენი დალია და მაგიდას მიეყრდნო . ღრმად სუნთქავდა , სახეც ოფლით ჰქონდა დანამული , მოზრდილი წვერი და თმა კიდევ უფრო მკაცრ შესახედს ხდიდა ,მაგრამ ისეთი თვალები ჰქონდა შეუძლებელი იყო შიში გაგჩენოდა -
-განვაგრძოთ საუბარი?...- ჩემს მზერას ყურადღება არ მიაქცია ,თითქოს ვერ ხვდებოდა მას რომ ვუყურებდი - ახლა აქ რომ არ იყო ... მზიეზი რომ არ არსებობდეს აქ ყოფნის სად იქნებოდი
- გოგონებთან ერთად ავღნიშნავდი ნინას პარიზში გაფრენას... მერე ისეთ საღამოს მოვუწყობდი მეც თან გამიყოლებდა და ასე აჟიტირებული დავტოვებდი ყველაფერს და მთელს წელს საფრანგეთში გავატარებდი
-რა უცებ მიპასუხე... ასე მარტივია ყველა გადაწყვეტილების მიღება შენთვის?
- რაც მინდოდა იმას ვაკეთებდი ისეთი საოცარიც არაფერი მინდებოდა
-დამიჯერე პარიზში წასვლა ბევრს სურს , მაგრამ ერთხელაც ვერ მიდის მთელი წლით იქ ცხოვრებაზე ოცნებაც არ შეუძლიათ
-მართალია ,მაგრამ მე ჩემს შესაძლებლობებს ცუდად არ ვიყენებდი არასდროს ამირევია ვინმესთვის საქმე ...
-გასაგებია ანუ უბრალოდ ერთობოდი და ტკბებოდი ცხოვრების ყოველი დღით ... ამ ყველაფრის შემდეგ ახლა აქ როგორ ძლებ ვერ მეტყვი?
-ცხოვრება შევწყვიტე - მხოლოდ შემდეგ შემომხედა,ისევ გაუმუქდა თვალები
-რამ შეიძლება დაგიბრუნოს ცხოვრების წყურვილი...-ჩამწყდარი ხმით მითხრა და ჩემს წინ დაჯდა
-ისევ ისეთი ვერასდროს გავხდები ...
-მხოლოდე ესააა? ანუ მხოლოდ დროის უკან დაბრუნება და იმ რაღაც საშინელების გაქრობა გინდა? ეს შეუძლებელია სხვა გამსოავალიც უნდა არსებობდეს ..დამიჯერე საშინელი ცხოვრება მაქვს გამოვლილი ყველანაირი განსაცდელი რაც კი შეიძლება კაცს შეემთხვას, მაგრამ ხომ ხედავ ჩემს თვალებში ბედნიერების სხივი არ ქრება, შემიძლია ვიყო მხიარული და ვიცოცხლო...
-სხვა მხოლოდ მცდელობა იქნება.. ბევრჯერ გადავწყვიტე მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე... არ ვიცი მიღირს კი გარისკვა?
-აქ ყოფნაზე უარესი რა უნდა შეგემთხვეს ...
-უარესი არაფერი... სიკვდილიც კი ხსნაა
-სიკვდილი? ეგ მეორედ არ ახსენო არც კი გაიფიქრო - უცებ იფეთქა ჩემკენ დაიძრა ალბათ ხელს ჩამავლებდა და მაგრად შემანჯღრევდა. ისე მიყურებდა როგორ ლომი მსხვერპლს . გაჩერდა და სულ გაუმუქდა თვალები - აღარასდროს თქვა რომ სიკვდილი ხსნაა სანამ არსებობენ ადამიანები ვისაც შენს გარეშე არ შეუძლია ცხოვრება ... ისინი კი ყოველთვის იქნებიან
-ნუთუ არასდროს გაგჩენია ამის სურვილი...
-არასდროს, რადგან მიყვარდა და ვუყვარდი
შემდეგ ისე ჩუმად დადიოდა არაფერს მეუბნებოდა და არც მიყურებდა, მსჯიდა ჩემი აზრებისთვის. გაბრაზებული იყო თუ ნაწყენი არ ვიცი, საერთოდ ვერ ვხვდებოდი მისი ცვლილებების მიზეზს. როგორც კი მიალაგა მაშინვე ზემოთ ავიდა ,საძინებლის კარი გამოკეტა და აღარ გამოჩენილა. არ ვიცი რა მემართებოდა რომ მიდიოდა, მისი დუმილი ცუდად მხდიდა. სულს მიფოქრიაქებდა . ვახშამზეც არ ჩამოვიდა, მეც უგემურად ვჭამე მის გარეშე თავი ცარიელად ვიგრძენი . დერეფანში გავლისას მის ოთახს ვაკვირდებოდი, ხმა არ ისმოდა არც კარი იყო შეღებული . ვერ დავიძინე , მის საძინებელში შევედი საწოლის ერთ მხარეს იწვა და თვალები დახუჭული ჰქონდა, ვიცი არ ეძინა . სავარძელში ჩავჯექი და ვუყურებდი, ველოდი როდის შემომხედავდა და მეტყოდა რაღაც ისეთს რაც საუბარს დამაწყებინებდა , მაგრამ ისევ ისე აგრძელებდა . დავიღალე , უბრალოდ ავდექი საწოლის თავისუფალ მხარეს დავწექი ისე რომ არ შევხებოდი . თვალები დავხუჭე და მოვდუნდი, მისი გულისცემის ხმა მესმოდა, ისეთი ჩქარი იყო მეც ვიგრძენი მარცხენა მხარეს არსებული მდუმარე ორგანოს ფეთქვა. იმ ღამით სიზმარში მხოლოდ მას ვხედავდი. ბოლო წლების განმავლობაშიეს იყო ყველაზე მშვიდი ღამე
გაღვიძებულს ოთახში არ დამხვდა, მეც არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა მის მზერას რომ წავაწყდებოდი და ყველაფერი კიდევ ერთხელ გამიმარტივა. ის დღე ოთახში გავატარე, მხოლოდ საღამოს გავედი გარეთ და ნაბიჯის გადადგმისთანავე მივხვდი რა მნიშვნელობა ჰქონდა გარემოს რომელშიც ცხოვრობდი. სახლი გამოცოცხლდა , სისუფთავე ყველა კუთხეში იგრძნობოდა და მეც სხვანაირად ვსუნთქავდი . პირველი სართული სრულიად შეცვლილი დამხვდა, ოთახში ჩაკეტილი პლაზმური ტელევიზორი მისაღების კედელს ფარავდა, დივნებზე აღარ ეფარა თეთრი ნაჭრები, ლარნაკებიში ყვავილები ეწყო , წიგნების თაროებზე უკეთ გამოიყურებოდა . ფანჯრიდან დავინახე ბაღში მდგომი სილუეტი, მაშინვე მისკენ წავედი ბოლოს მგონი გავრბოდი . მერე მისი სურნელი ღრმად შევიგრძენი და სისხლმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ძარღვებში . მე მას ვეხვეოდი ის კი მხოლოდ გულისცემის ხმით მატყობინებდა თავის პასუხს. არ შემხებია, მე კი მის ზურგზე მქონდა ხელები მოხვეული და თავი მკერდზე მიბჯენილი
-ასე გადამიხდით მუშაობისთვის? - ბოლოს ამოღერღა და გამიღიმა- მე თანახმა ვარ
-ახლა უფრო მინდა ჩემი მორჩილი გახდე - ქვემოდან ვუყურებდი და ნელ-ნელა ვშორდებოდი
-ასე რომ მიყურებ მხოლოდ მორჩილი კი არა მონაც ვხდები ... რა უნდა გავაკეთო სიცოცხლის სურვილი რომ დაგიბრუნო
-სურვილის დაბრუნება არ მჭირდება... მე გაცოცხლება მჭირდება. სული დავკარგე და მისი დაბრუნება მჭირდება ,შეძლებ?- თვალები ამემღვრა ისევ მინდოდა ტირილი, მისი თვალები იმდენად ღრმა და სევდიანი იყო . ვებრალებოდი? ახლა თუ ვებრალები მოსალოდნელი ემოციური ამბის წინ სინამდვილეს რომ შეიტყობს შემდეგ როგორ იქნება. რას მოვიგებ ამით? მე მას უფრო დავამძიმებ - ვერ შეძლებ! ამიტომ აზრი არ აქვს ამ საუბარს. შეეცადე მალე მოაგვარო პრობლემა და წახვიდე . გმადლობ სახლის მოწესრიგებისთვის
-დაიმახსოვრე მე კიდევ ბევრჯერ გაგაოცებ - მხოლოდ ეს მითხრა მოიწია და ლოყაზე ისე მაკოცა მხოლოდ ტუჩები შემეხო თავსაფარზე, მაგრამ ვირძენი მისგან წამოსული სითბო. შებრუნდა და დამტოვა , მარტო არეულ გონებასთან
მომდევნო რამდენიმე დღე ღებვას და დაზიანებული ნივთების შეკეთებას მოანდომა. შორიდან ვუყურებდი როგორ აკეთებდა ამ ყველაფერს და სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. ახლა ეზოშ ვდგავარ და ვუყურებ ნამდვილ სასახლეს სადაც ბედნიერი დღეების გატარებაა შესაძლებელი. ერთი მხრივ მიხაროდა რომ რეალური ტკივილი არ მახსოვდა იმდენად და გონებას ვაიძულე მთლიანად ნიკუშაზე გადართვა,მეორე მხრივ კი მეშინოდა ისიც დამატებით პრობლემა არ გამხდარიყო , რადგან ჩემს მიერ გამოჩენილი ყურადღება მის მიმართ აშკარად ზედმეტი იყო .
........
დილით დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა და თვალების გაღელამდე სახე შევამოწმე, ამოვისუნთქე მატერიის არსებობა რომ ვიგრძენი . ნიკოლოზი სავარძელში იჯდა და თვალის მოუშორებლად მიყურებდა
-აქ რას აკეთებ?
-ველოდი შენს გაღვიძებას...
- და ვინ მოგცა ჩემს ოთახში ასე შემოსვლის უფლება იქნებ ... მითხარი რომ თავშალს არ შეხებიხარ
-რომ მდომოდა შენი სახის ნახვა იმდენად რომ მაგისთვის შემოვპარულიყავი ოთახში დამიჯერე დღისითაც მოვახერხებდი -ჩემმა ეჭვებმა გააბრაზა
-რა გინდა...
-მოემზადე მინდა გავისეირნოთ ...
-მე არ მინდა...
-კარგი ამინდია ჩანჩქერზე წავიდეთ...მე აქედან მალე წავალ და მინდა დარჩენილი დღეები მშვიდად გავატაროთ , გთხოვ - ნათქვამის გააზრებამ გულისცემა გამიჩერა , მან ოთახი დატოვა მე კი ინსტიქტურად შევუდექი მზადებას.
მთელი გზა ჩუმად ვიყავი , მაგრამ კითხვები მაწუხებდა . როგორც კი გავჩერდით მაშინვე დავიწყე საუბარი
-როდის მიდიხარ
-ზუსტად არ ვიცი ,მაგრამ მალე -არც ის იყო დიდად აღფრთოვანებული
-ანუ საფრთხე აღარ გემუქრება
-ნამდვილად... ბანაობას შემოგთავაზებდი, მაგრამ ვიცი არ ჩამოხვალ - ნაპირთან გაჩერდა და გამომხედა
-წყალი ცივია ... მოიცა ჩასვლას აპირებ?
-პანიკაში ნუ ვარდები ...წყალი გრილი უნდა იყოს აბა ცხელი სააბაზანოშიც მაქვს - ფეხზე გაიხადა ,მაისური გადაიძრო და შორტით გადაეშვა მდინარეში. მალევე ამოყვინთა ,კულულები შუბლზე მიეკრო ,წვეთები სახეზე დაცურავდნენ საოცარი სანახავი იყო. იმდენად მიმზიდველი რომ ინსტიქტურად ვიწყე მდინარეში სვლა მანამ სანამ მის წინ არ აღმოვჩნდი. თავსაფარი გაიხსნა და თმები ზურგზე ჩამომეშალა, ჩემი წითელი კულულები ტივტივებდნენ კამკამა მდინარეში .ძალიან მინდოდა ის კაბა მომეშორებინა კანს შეეგრძნო გრილი ანკარა წლის შეხება , ისევ ისეთი ვყოფილიყავი როგორც ადრე,მაგრამ ჩემი სიმახინჯის ეს კომპლექსი არასდროს გამივლის. მუდამ შეჩვეული ვიყავი ჩემი სილამაზით ტკბობას ახლა კი იმდენად საშინელი იყო ჩემთვის ყველა ის პატარა ნაწიბური აზრიც კი მალევე იფანტებოდა. არაფერი მითქვამს , თვალებდახუჭული ვტივტივებდი ნაპირთან ახლოს და სხეულს გაგრილების უფლებას ვაძლევდი. უეცრად მოვარდა ძლიერი დინება ,იმაზე მალე აღვიქვი დინების ცვლილება ვიდრე ნიკოლოზმა ,რომელიც ჩემგან შორს იდგა ერთ წამში ფეხი აუცდა ქვაზე და დინებამ სიღრმისკენ წაიღო. მხოლოდ საკუთარი ყვირილის ხმა გავიგე ,მთის მდინარე ზედმეტად ჩქარი არმოჩნდა ძლივს ჩავავლე ხელი ნიკუშას და მივხვდი გონება დაკარგული ჰქონდა , თავიდან სისხლი სდიოდა ამდენი ძალა არ მქონდა, უკვე ხელიდან მისხლტებოდა ფეხები მოვხვიე და თავიდან თავშალი მოვიხსენი სხეულზე შემოვიხვიე და ასე მასზე მიკრული გამოვედი ნაპირამდე. ადრენალინის მოქმედება რომ შეწყდა კანალმა ამიტანა. სწრაფად შევიხსენი კვანძი და ხელოვნური სუნთქვის ჩატარება დავიწყე. რამდენიმე დაწოლა და მის გაყინულ ტუჩებს შევეხე ჰაერის ნაკადმა არაფერი შეცვალა, ისევ მკერდზე დავარტყი მუჭი იმდენად ვიყავი შეშინებული ლამის გავუტეხე ძლები კიდეც ამოახველა , გვერდით გადაბრუნდა და ხველა დაიწყო
-წითელთმიანი ანგელოზები თუ არსებობდნენ არ ვიცოდი - ნაცრისფერებს წითელი გარსი გაუჩნდა ირგვლივ, ქვემოდან მიყურებდა და მიღიმოდა. სველ თავსაბურავს აკანკალებული თითებით ძლივს ვიჭერდი , სუნთქვა აღარ შემეძლო მომხდარმა ზედმეტად იმოქმედა
-შეიძლება მომკვდარიყავი
-ვიგრძენი რომ ცურვა კარგად იცოდი..- გადმობრუნდა და გამიღიმა. სულ ლურჯი ჰქონდა ტუჩები და ღრმად სუნთქავდა. კანკალი დაეწყო სწრაფად ავიღე მისი მაისური და გადავაცვი.
-გაიყინები.. შენ სულ სველი ხარ ამ ჩადრსაც არ იშორებ - ჩემზე ღელავდა მე კი ვერაფერს ვგრძნობდი
-ნუ ღელავ ... მე არაფერი მიჭირს . სწრაფად წამოდი - ფეხზე წამოვდექი კაბა იმდენად იყო დამძიმებული ძლივს ვადგამდი ნაბიჯებს. ჯიქურ მივიწევდი წინ, თანდათან უფრო მიპრყობდა ბრაზი , არც კი ვიცი რა უნდა გამეკეთებინა რომ ვერ გადამერჩინა
- მაპატიე შენი შეშინება არ მინდოა ვერ გავითვალისწინე დინების სიჩქარე- მაჯაზე შემომხვია თითები და გაჩერება მაიძულა
-ცურვა არ იცი თავი საფრთხეში არ უნდა ჩაიგდო...- ხელი გავითავისუფლე და ისევ ზურგი ვაქციე. საერთოდ ვერ ვგრძნობდი სიცივეს, ვერც ტკივილს, უბრალოდ დისკომფორტს განვიცდიდი , კაბა მაწუხებდა და ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სახლში. ისიც მაბრაზებდა რომ ასე ვინერვიულე მის გამო , ისიც რომ ასე სულელურად მოიქცა და ისიც რომ ლამის ვაჩვენე სახე ,წამიც და დამინახავდა ...
საძინებელში ავედი, სწრაფად მოვიშორე ტანსაცმელი და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი. მალე გამითბა სხეული და მივხვდი რაც მაწუხებდა. იატაკზე ჩავიკეცე და თავი კედელს მივაყრდენი, ცხელი წყლის წვეთებმა სულ დამინაოჭა თითები , იატაკიდან და კედლიდან კი სიცივე მოდიოდა თმები ტანზე მიმეკრა, არ მომიშორებია თვალებდახუჭული ვიჯექი სანამ კაკუნის ხმა არ გავიგე. არ ვიცი რამდენი ხანი იყო გასული დაწყებიდან ბოლომდე ,მაგრამ აშკარად ხმამაღლა მეძახდა იქამდე რომ შემოაღწია მისმა ხმამ
-კესანე... ხმა გამეცი თორე შემოვალ... გეფიცები შემოვალ კესანე
-არ გაბედო კარის შემოღება- დავუძახე და ძლივს წამოვდექი
-როგორც იქნა... მალე გამოხვალ?- დამშვიდდა და ამას შორიდანაც ვგრძნობდი
-მანდ არ დამხვდე რომ გამოვალ...
-ბოდიშის მოხდა მინდა.. არ მინდოდა ეს დღე ასე დასრულებულიყო... ვახშამი მოვამზადე.წვიმს ,ცუდი ამინდია . ბუხარი დავანთე ვიფიქრე თბილად ყოფნა მოუნდებათქო
ლაპარაკობდა ასე კარს მიღმა სანამ მე მოვწესრიგდი იქ იდგა . შემდგე გაჩუმდა , საკმაოდ დიდი დრო მჭირდებოდა ყველაფრისთვის
-კიდე აქ ხარ? - კედელზე მიყუდებულს შევუღრინე და გვერდი ავუარე.უკან გამომყვა
-მაპატიე რა... რა ჩემი ბრალი იყო
-უნდა შეგეხედა როგორი ამინდი იყო რომ გადაეშვი წყალში...ჯერ კიდევ მაისია
-მზე იყო და რა ვიცოდი ასე უცებ თუ აცივდებოდა
-ნუ ბუზღუნებ და ეგრე ნუ მიყურებ- უცებ შევუბრუნდი და ლამის დავუყვირე- შენ იცი საერთოდ ცურვა რომ არ მცოდნოდა პროფესიონალურ დონეზე ორივე რომ დავიხრჩობოდით? სულაც არ მინდოდა ამდენი რამის შემდეგ შენს გადასარჩენად მოვმკვდარიუყავი... ძლივს მოაგვარე საქმე და ახლა დახრჩობა გინდოდა? - ერთიანად მომაწვა ემოცია და ალბათ თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი ისე მიყურებდა
-მაპატიე.. მართალი ხარ ჩემს გადასარჩენად სიკვდილი ნამდვილად არ ღირდა, არავინ ვარ შენთვის... - გაყინული, ცარიელი გამომეტყველებით მითხრა,ისე როგორც თავიდან მესაუბრებოდა ზურგი მაქცია და წავიდა. ახლა რა უნდა გავყვე და ბოდიში მოვუხადო? რა ტყუილია? ის ვინ არის მას არ შეუძლია ამანერვიულოს, გამაბრაზოს და მითუმეტეს მატკინოს... მე ვერაფერს ვგრძნობ ,ვეღარაფერს ვგრძნობ და ამ მარტივი თამაშით შეძლებს გრძნობა გამიჩინოს? ეს უბრალოდ სასაცილოა.
საწოლზე დავჯექი და ხელებს რომ დავხედე სულ მთლად მიკანკალებდა, კანს ფერი დაეკარგა და მთელი სხეულით ვცახცახებდი . ვერ ვგრძნობდი უბრალოდ ვხედავდი. კანკალი რას დამაკლებდა, კიბე ჩავიარე და მისაღებში გაწყობილი მაგიდის წინ გავჩერდი. ლამაზად იყო ყველაფერი დაწყობილი, ბუხარში ცეცხლი ენთო , გარეთ საშინლად წვიმდა, ქარიშხალი იყო და ვერ ვხვდებოდი ისეთი მშვიდი ამინდის შემდეგ ,როგორიც დილას იყო როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო. ლამის ხეებს ტეხდა ისე ქროდა ქარი. ფანჯრისკენ დავიძარი და ხელი მივადე მინას რომელზეც მთელი ძალით ეხეთქებოდა ქარის წამოღებული წვეთები . საიდანღაც ხმა გამოდიოდა, ახლა შევამჩნიე ნიკას ოთახის კარი ღია იყო ,ვიღაცას მობილურით ესაუბრებოდა ალბათ ჩემი მობილური აიღო
-კარგი.. ხვალვე ჩამოვალ.. რა მნიშვნელობა აქვს სად ვარ , ხვალ ჩამოვალ ! გადაეცი რომ ვბრუნდები და ყველაფრისთვის ვაზღვევინებ... არ ვიცი როგორ დაემალა ძალიანაც კარგი მან რომ ვერ იპოვა ჩემი ხელით გავუსწორდები... არ ვიცი ცოტნე რას მეკითხები ჩამოვალ და მოგიყვები . კარგად ვარ ,დამშვიდდი არაფერი მტკივა ,ფიზიკურად არაფერი - ისე თქვა ბოლო სიტყვები გული შემეკუმშა. შუბლით ცივ მინას ვეყრდნობოდი . წვიმის ხმამ ისევ ჩაახშო მისი ხმა მერე აღარ მესმოდა,მხოლოდ „ხვალ ჩამოვალ“ ტრიალებდა გონებაში . იქ არ დავრჩენივლარ,კიბე ლასლასით ავიარე და საწოლში დავწექი. რამდენიმე აბი დამაძინებელი მივიღე და გავითიშე.
ასე მშვიდად შევხვდი მისი წასვლის ამბავს, ისე გავუშვი როგორც მოვიდა .ყველა ფიქრი, ყველა აზრი სისულელე იყო ვერ შევძლებდი ფეხზე მყარად დგომას და ვერც ის დამეხმარებოდა წამოდგომაში... მე აღარც ფესვი მქონდა და აღარც ნიადაგი ჰაერში ვიყავი და ქარიშხალს ველოდი რომელიც თავისი გზით წამიყვანდა გამანდგურებდა ან ნიადაგს იპოვიდა ჩემთვის...
ორ საათზე გამეღვიძა, წამლის მოქმედება შეწყდა თორემ კიდევ დიდხანს არ დავუბრუნდებოდი რეალობას. სრულიად ცარიელმა გავიღვიძე, ისიც კი გაქრა რაც ოდნავ მაინც მავსებდა . თავშალს ჩამოვუსვი ხელი და ასე შევეხე ნაიარევს ისევ ამეწვა ,ისევ მეტკინა დაუამებლად .თითქოს საფარი, რომელსაც ნიკუშა წარმოადგენდა გაქრა და ისევ იგივე მდგომარეობას დავუბრუნდი . კომოდზე წერილს რომ მვკარი თვალი მაშინვე ამიჩქარდა გულისცემა
„ყველაფერს გავიღებდი ერთხელ მაინც რომ დამენახა შენს თვალებში ბრძოლის სურვილი...ერთხელ მაინც რომ ამომეკითხა მათში დახმარების თხოვნა შენთან ერთად ვიბრძოლებდი , კესანე .
დარწმუნებული ვარ თუ მოისურვებ აუცილებლად მიპოვნი ...
ნ. ავალიანი „
დიდხანს ვუყურებდი წერილს,რამდენჯერმე წავიკითხე , იმ რამდენიმე სიტყვაში დამალულ აზრს ვეძებდი . არ ვიცი რას ველოდი, რა მინდოდა ,რატომ მტკიოდა მისი წასვლა
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა ,ძირითადად აივანზე ვიჯექი და ვუყურებდი ხედს. არც ის ვიცი რაზე ვფიქრობდი ერთად მახსენდებოდა ყველაფერი. მამას ზარებს ვპასუხობდი ვცდილობდი მშვიდად მესაუბრა ,მაგრამ ვიცი ხვდებოდა რომ ცუდად ვიყავი. სასაცილოა არა? იმ ამბის შემდეგ ნიკუშას წასვლამ გამხადა ცუდად. თუმცა არა მე მხოლოდ ამის გამო არ ვიყავი ასე .ყველაფერი მტკიოდა ვგრძნობდი რომ წინ გადადგმული ნაბიჯები ფუჭად გავფლანგე, ისევ უკან დავბრუნდი და უფრო ღრმად ჩავეფალი ჭაობში .
გავოგნდი როცა შემთხვევით დავაკვირდი მობილურზე რიცხვს უკვე ივნისის 29 იყო თითქმის მთელი თვე გავიდა ნიკუშას წასვლის შემდეგ , მე კი მეგონა მხოლოდ რამდენიმე დღე იყო გასული. სარკის წინ დავდექი და მივხვდი რომ უფრო ცუდად გამოვიყურებოდი . პერანგიც გავიხადე .საცვლებით ვიყავი და ჩემს ჭრილობებს თითებით ვეხებოდი. პირველი ყველაზე დიდი ყბის გასწვრივ ნიკაპამდე მქონდა , მარცხნივ ყელზე მეტყობოდა ზოლად , ლავიწის ქვემოთ მკერდთან . მცირე იარები მკლავებზე, ფეხებზე, მთლიან ტანზე მქონდა. ეს იყო რაც სხვისი თვალისთვის იყო შესამჩნევი, მე კი შინაგანად მქონდა იმდენი ჭრილობა მათი დათვა შეუძლებელი იყო ,ყველა ადგილი სადაც კი თითი დამაკარეს მოუშუშებელ ჭრილობად დამრჩა. მათი მზერა, ხმა რომელიც კადრებად ტრიალებდა .ყოველ წამს, როცა სხეულზე შეხებას ვგრძნობდი შეგრძნება მქონდა რომ ისევ ისინი იყვნენ ,ისევ ისინი ფლეთდნენ ჩემს სხეულს ...
თვალები დავხუჭე და სასიამოვნო მოგონებები ამომიტივტივდა ,ჩემი გოგონები, ჩემი მამიკო და მათთან გატარებული დრო .ჩემი და მათი კისკისის ხმა ჩამესმის და მეღიმება . საწოლზე დავხტივართ მე და მართა, ნინა შემოვარდა სააბაზანოდან პიჟამაში გამოწყობილი და ისე დაგვეტაკა სამივე დავვარდით საწოლზე ,ბოლოს ნატა დავარდა თავისი კამერით და ოთხივეს ხმა გაჟღერდა ოთახში. იმდენად ხმამაღლა ვიცინოდით მამა შემოვიდა ალბათ ვერ გაიგო რისი ხმა იყო და რომ დაგვინახა ერთიანად გაუნათდა სახე“ჩემი გადარეული გოგოები“ მისი თბილი ხმა ჩამესმის ,აბრჭყვიალებულ თვალებს ვხედავ და ძალა მემატება .
რამდენიმე წუთი გავიდა . აივანზე ვიჯექი , მზის სხივები მენათებოდა სახეზე და თითებს ნერვიულად ვათამაშებდი. ბოლოს მობილური ავიღე და შეტყობინება გავგზავნე მხოლოდ ორი სიტყვა „მორჩილო მჭირდები !“
რამდენიმე საათში არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ ენერგიით დავიმუხტე. თავშალიც კი მსუბუქად მეკეთა არც კაბა მაწუხებდა თითქოს დავქროდი სახლში.ველოდი, ვახშამი მოვამზადე და ყველაფერი მივალაგე . უკვე მზე ჩადიოდა , ეზოში ვიჯექი და ვუყურებდი შემოსასვლელს . არავინ ჩანდა... უკვე დაბინდდა ,აცივდა და მეც სახლში შევედი. დივანზე დავჯექი და ჭიქა ღვინო ავიღე. ნელ-ნელა ვსვამდი, უკვე სამი ჭიქა მქონდა დაცლილი ნაბიჯების ხმა რომ გავიგე ,თვალები თავისთავად დამეხუჭა მინდოდა მოჩვენება არ ყოფილიყო ,რეალობა მჭირდებოდა და ყველაფერი რეალური .
-მორჩილი ადგილზეა და მზადაა გემსახუროთ კესანე - ღმერთო ვერც კი წარმოვიდგენდი ასე თუ მომენატრებოდა მისი ნათქვამი კესანე ... პატარა ბავშვივით გახარებული ვიყავი მოვეხვიე და მის ყელში ჩავმალე სახე. მომწონდა, მსიამოვნებდა მისი სიახლოვე და ეს იყო ყველაზე რეალური გრძნობა . ხელებში მოვიქციე მისი სახე და გავუღიმე,შემდეგ მივხვდი რომ ვერ მხედავდა მე ხომ მხოლოდ თვალები მიჩანდა ,ისევ მოვეხვიე და თავი მხარზე დავადე-ასე თუ მოგენატრებოდი არ წავიდოდი ...
-მეგონა არ მოხვიდოდი
-მეგონა აღარ მიხმობდი და ლამის შევიშალე - გულწრფელი იყო, მისი გულისცემის ხმით ვგრძნობდი
-ივახშმებ?
-შენი მომზადებული კერძები მომენატრა...
-მარტო კერძები?-მგონი ხმამაღლა ვთქვი უკვე შებრუნებული იყო რომ მობრუნდა და წარბები მაღლა ასწია .სახე ისე ამიხურდა კიდევ კარგი თავსაფარი მეკეთა თორე დარწმუნებული ვარ ალისფერი ვიყავი.
-კერძებს რომ დავაგემოვნებ მერე გეტყვი დანარჩენს - თვალი ჩამიკრა და ისევ შებრუნდა. მისაღებში გავიდა და მაგიდასთან დაჯდა - კერძები?
-არ ვიცოდი თუ მოხვიდოდი და არ გამიწყვია
-გელოდები აბა ...
-არ დამეხმარები? კარგი ხო ამ ერთხელ - თვალები ავატრიალე და სამზარეულოში გავედი. სწრაფად მოვამზადე ყველაფერი და დავჯექი. სულ არ მინდოდა არაფერი ვიჯექი და ვუყურებდი. მართლა დარლილი იყო როგორც ჩანს , ოდნავ ჩამოვწიე თავსაფარი და ღვინო მოვსვი
-თვალები...
-რა...
-მომენატრა ... კიდევ ხმა და ტუჩები - მიყურებდა და გულს მიჩერებდა მზერით
ღვინის ბოთლი და ჭიქა აიღო . აივანზე დავჯექით , მშვიდი საღამო იყო ერთი ჭიქა დავლიე და მოაჯირთან მივედი. ხედს ვუყურებდი, გრილი სიო ნაჭერში აღწევდა და სახეზე მელამუნებოდა. თვალები დავხუჭე და თითები თავშალისკენ წავიღე
-ალბათ ამით უნდა დავიწყო ხო?
-კესანე თუ ...
-არა მზად ვარ... რომ მოგწერე უკვე ყველაფრისთვის მზად ვიყავი ...წარმოდგენა არ მაქვს ასე რატომ გენდობი ..გარისკვად მიღირს- ჩემს უკან იდგა ,ახლოს არ იყო მაგრამ ვგრძნობდი .ნელა მოვიხსენი პრიალა ნაჭერი, ფრთხილად დავუშვი ძირს .ქარმა თმაც ამირია და თითქოს მასაც სახის დაფარვა უნდოდა ისე მიმეკრო კანზე. ვგრძნობდი როგორ უცემდა გული ,რომ შევბრუნდი თვალები ჯერ კიდევ ღია ნაცრისფერი ჰქონდა . მიყურებდა და დავინახე როგორ აემღვრა მზერა ,თანდათან გაუმუქდა სფეროები სევდისფერი წყვდიადი გამეფდა მის თვალებში. მე კი არც მრცხვენოდა, არც მეშინოდა მისი რეაქციის, ეს არც ბრაზის გამომწვევი სიბრალული იყო . ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო ,თმა ისევ არეული მქონდა ,მეგონა სახეზე შემეხებოდა და შევკრთი,მაგრამ თმაზე ჩამომისვა თითები შემდეგ შიგნით ახლართა და ახლოს მოიწია.იმდენად ახლოს რომ თმაში სახე ჩამალა ,კანზე არ მეხებოდა ისე იდგა სანტიმეტრითაც არ შემხებია .თითქოს გავქვავდი ,მეორე ხელიც თმაში შემიცურა და ბოლოებისკენ ნაზად დაუყვა
-ნიკუშა...
-ჩშ... დღეს ნუ მეტყვი გთხოვ ნურაფერს მეტყვი უბრალოდ ჩამეხუტე ,მე არ შეგეხები
ხელები წელზე ფრთხილად შემოვხვიე ,წამით შეკრთა სხეული დაეჭიმა შემდეგ კი მოდუნდა , ნიკაპთ თავზე დამეყრდნო და ისე ნაზად შემახო ტუჩები თმაზე თითქოს არც მიგრძვნია...
-წამიერი გრძNობის განცდა ისწავლე ... დაივიწყე წარსული და აწმყოთი იცხოვრე -მეჩურჩულებოდა და მეც მას ვუჯერებდი ,მხოლოდ მის სიახლოვეს აღვიქვამდი და სხვას არაფერს .თითებს თმაზე ნაზად რომ მისვამდა არ მომწონდა ჩემს შინაგან ჭრილობებს ხსნიდა და ვერაფერი ცვლიდა ამას . ხელი მაჯაზე მოვუჭირე და ისიც მაშინვე გაჩერდა . ტუჩები ხელის ზურგზე შემახო.რამდენჯერმე მაკოცა, ფრთხილად და ხანგრძლივად მეხებოდა ,ბოლოს ხელის გულზე მიმაწება თხელი ტუჩები და ისევ შემომხედა -წამომყევი - სახლში შევიდა და მეც გავყევი
-ნიკა ... სად მივდივართ
-დავიძინოთ ქალბატონო კესანე
-მე რომ არ მომიყოლია? ...
-სხვა დროს მომიყვები ...საკმაოდ ბევრი გვაქვს დრო -ჩემს საძინებელთან გაჩერდა - მოემზადე და დაწექი...
-არ დამეძინება მაინც ...
-უბრალოდ დამიჯერე -ისე მიყურებს უარსაც ვერ ვეუბნები .საძინებელში შევდივარ. კაბას ვიხდი პიჟამოს შარვალს და ზედაც ვირგებ და საწოლზე ვწვები თავზე ინსტიქტურად ვიკეთებ თავსაფარს,მე ხომ ისე არ შემიძლია ...
კარი იღება და მაისურით და პიჟამას ზოლიანი შარვლით შემოდის .საწოლისკენ მოდის, ინსტიქტურად ვიწევ უკან, როცა საბანს წევს და წვება .მშვიდადაა ,ზედმეტად მშვიდად და ეს ფაქტი უფრო მაფორიაქებს
-ნიკოლოზ...
-მე ვერ გეხვევი ამიტომ ველი როდის ჩამეხუტები
-არ შემიძლია ..ასე ვერ დავიძინებ
-კარგი - ჯდება ჩემსკენ ბრუნდება და ისე უცებ მხსნის თავსაფარს და ისვრის იატაკზე შეწინააღმდეგებას ვერ ვასწრებ- ეს არ გჭირდება !
-მჭირდება არ შემიძლია... ხომ ნახე ჩემი სახე რა საჭიროა სულ ისე ვიარო
-და ვის ემალები ... შენი აზრით მაგ თავშალში შეხვეულს რომ გხედავ უფრო მომწონს? - ბრაზდება როცა თავსაფარს ვიღებ და ისევ ვიხვევ
-არ აქვს მნიშვნელობა შენ გაინტერესებს თუ არა ...მე არ შემიძლია მის გარეშე მშვიდად ყოფნა რომ მიკეთია მგონია ქრება ,როცა ვიხსნი უფრო მეტად მაწუხებს
-სირაქლემას პოზიციის მორგებით აპირებ ბრძოლას? -ისევ ბრაზობს ხმა უმკაცრდება ისეთი რბილი და ტკბილი ტემბრი აღარ აქვს და ეს ყვირილზე უარესია
-გთხოვ...არ შემიძლია ასე ერთბაშად ვერ შევძლებ რატომ არ გესმის
-მე მხოლოდ ის მესმის რომ შენი თმის, ტუჩების, ცხვირის ,ღაწვების ,ლოყების , ნიკაპის ,ყელის დანახვა მინდა არა მხოლოდ დანახვა ცქერა როცა დაიძინებ
-როგორ... კი, მაგრამ
-უბრალოდ დახუჭე თვალები და მითხარი რა გინდა იმ წამს . შეეცადე მხოლოდ ამ წამზე იფიქრო ,მომავალზე იფიქრო და არა წარსულზე - ისევ მშვიდად მესაუბრება . საწოლზე ვჯდები მისკენ მთელი სხეულით შებრუნებული და ვცდილობ დავმშვიდდე .რამდენიმე წუთი ვანდომებ ფიქრების მართვას და ვგრძნობ როგორ მაშორებს თავსაფარს ამჯერად ნელა მოქმედებს და ელის ჩემს რეაქციას. ვერაფერს ვგრძნობდი ამიტომ არ გამიჩერებია . თვალები გავახილე და მის სახეს ხელი შევახე,ოდნავ მოზრდილ წვერზე ჩამოვუსვი, მეორე ყბაზე გადავედი , შუბლზე ,წარბებს შორის გზა განვაგრძე და ცხვირს შევეხე, შემდგ ხელისგული ლოყაზე მივადე და ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადავუსვი, რომელიც იმდენად უხეში მეჩვენა ისევ იგივე გზა გაიარა თითმა .ვუყურებდი და მივხვდი როგორ უჭირდა მოთმენა, თვალები მინაბა, მაგრამ მაინც მიყურებდა.ბაგე გახსნა ხელი მარტივი მოძრაობით დამიჭირა და თითები სათითაოდ დამიკოცნა ,შემდეგ ხელისგული და მაჯაზე გადავიდა ,ისე მიყურებდა თითქოს ამოწმებდა შეხების დასაშვებ ზღვარს მე კი იმდენად ვიყავი მოწყვეტილი სამყაროს მგონი ვერაფერს ვგრძნობდი სანამ თითები მხართან არ მივიდა. შემდგე მივხვდი რომ ასე სწრაფად ვერაფერს შევძლებდი , შევიშმუშნე და მაშინვე გაჩერდა თითქოს ჩემი სხეულის ხმას უსმენდა .მეორე ხელზეც იგივე გაიმეორა შემდეგ დაწვა და მეც ინსტიქტურად მივყევი . მთელი სხეული დამეჭიმა სანამ შევეხებოდი .მხარზე დავადე თავი, ხელი მკერდზე . საბანი გადამაფარა და ხელები ზემოდან მომხვია ერთი მხარზე ,მეორე მკერდზე დადებულ ხელზე დამადო და მშვიდად სუნთქვა დაიწყო . არაფერი უთქვამს ,თითქოს უნდოდა თავად მემოქმედა, არ ვიცი როგორ მაგრამ მოვდუნდი თვალები დავხუჭე და შეგრძნებებს მივყევი . გვიან ძილში ვიგრძენი როგორ შემახო შუბლზე ტუჩები საკმაოდ ხანგრძლივად, თითქოს ვერ მთმობდა . შემდეგ იმდენად ღრმად დამეძინა ვეღარაფერს ვგრძნობდი .
დილით მზის სხივებმა გამაღვიძა ,ჩიტების ხმაც შემოდიოდა და ძილის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა .ისევ ისე ვიწექი როგორც დაძინებისას ნიკუშამ კი აშკარად იმ წამს დახუჭა თვალები .მშვიდად სუნთქავდა ,ერთი ხელი საწოლზე ჰქონდა გაშლილი მეორე ისევ ჩემს თითებში აეხლართა . თავი უხერხულად ვიგრძენი მინდოდა მოვშორებულიყავი მაგრამ არ გამიშვა
-დარჩი ... დილამშვიდობის
-დილამშვიდობისა ... უნდა ავდგე
-ცოტა ხნით დარჩი ხედით დატკბი - თავით ფანჯრისკენ მანიშნა ოდნავ წამოვიწიე მეორე ხელიც მკერდზე დავადე და ამჯერად ჩემს ხელზე დავდე თავი -ლამაზია არა?
-ძალიან ...
-კარგად გეძინა !
-კითხვას არ მისვამ?
-ვიცი რომ ტკბილად გეძინა
-აწი სულ ასე იქნება? ანუ სანამ ჩემთან იქნები
-გუშინ ჩემი ზეწოლით იმოქმედე და სხვა დროს არ ვაპირებ შენზე ვიმოქმედო . აქ ხომ მე ვარ მორჩილი -გამიღიმა ,თვალი ჩამოკრა და თავად გამოძვრა ჩემი მკლავებიდან - ჩემს ოთახში გავალ ,ამჯერად ბარგით ვარ და ამოვალაგებ
წავიდა მე კი აშკარად არ მინდოდა წასულიყო, არც მარტო ძილი მინდოდა . სწრაფად წამოვდექი და სააბაზანოს მივაშურე. მოვწესრიგდი ამჯერად თხელი კაბა გადავიცვი რადგან უკვე საკმაოდ ცხელოდა ,მაგრამ ფორმა ისევ ისეთი იყო ბოლომდე გრძელი, დახურული და მაჯამდე მკლავით. თუმცა ისეთი დიდი აღარ იყო ,სხეულის კონტურს ნაწილობრივ მიჰყვებოდა . ზაფხულის ფეხსაცმელი მოვირგე და ჭრელი თავსაფარიც არ დავივიწყე.
მის საძინებელთან გავჩერდი . კარადასთან იდგა , ჯინსის შარვალი და თხელი ცისფერი პერანგი ეცვა . ზურგჩანთიდან ტანსაცმელს იღებდა და თაროებზე აწყობდა
-დაგეხმარო თუ საუზმე მოვამზადო -ჩემი ხმა რომ გაიგო მობრუნდა ,შემათვალიერა და შემიბღვირა
-ცუდად იქცევით ქალბატონო...
-რატოომ? უკვე გშია და საუზმ..- სიტყვა გამიწყდა ხელში რომ ჩამავლო და ისე მიმიზიდა თავისკენ, ასე როგორ გამაჩერა რომ არ მივეჯახე არ ვიცი .სწრაფად დაავლო ხელი თავსაფარს და მომაშორა - ნიკოლოზ...
-დაივიწყე ეს თავსაფრები ! დიდი დიდი წვიმისას გარეთ თუ მოხვდი წამოიფარე - თვალები დააწვრილა და ისე შემომხედა აშკარად თმა ამებურდა ასე უცებ რომ გამეშალა . თმები სპირალივით მეხვევა მითუმეტეს ამ დილით არ ჩამომივარცხნია და უბრალოდ ავახვიე. კულულის ბოლო ოდნავ დაქაცა და ისიც რომ აიწია მაღლა, გაეღიმა-ამ კულულების დამალვისთვის ოდესმე დაგსჯი - ნაცრისფერი თვალები უბრწყინავდა უცებ მოიწია და ცხვირის წვერზე მაკოცა,შემდეგ შებრუნდა დამტოვა ასე თვალებგაფარტოებული და მშვდიად განაგრძო საქმე
-ნიკოლოზ.... იქნებ მაინც დაგეხმარო
-ვასრულებ უკვე - პერანგი დაკიდა საკიდზე და კარადა მიხურა .ჩანთა მეორე კარადაში შედო და შემობრუნდა- წავედით სამზარეულოში მშია ...
სწრაფად შევბრუნდი და წავედი. თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი თავსაფარის გარეშე ,თმა ერთ მხარეს გდამოვიყარე და ლოყა მაინც დავმალე . სამზარეულოში შესვლამდე უკან მომყვებოდა და აშკარად მიყურებდა . რომ შევედით მაცივარი გააღო და შეიხედა
-სულ არაფერს ჭამდი ხო? ასეც ვიცოდი
-საიდან დაასკვენი
-გამხდარი ხარ და მეორეც დღეს ხუთშაბათია და მაცივარი ისევ სავსეა . საერთოდ რამეს ჭამდი?
-ნწ- თავი გავაქნიე და დასჯილი ბავშვივით დავიწყე თითების წვალება - არ მაქვს მადა
-დღეიდან ვიწყებთ გაძლიერებულ კვებას ... ასე გამოფიტულმა თუ იარე არაფერი გამოვა
-ხო ,მაგრამ არასდროს შემეძლო ბევრის ჭამა
-პატარა ბავშვივით ნუ მეწუწუნები- ათქვეფილი კვერცხი ტაფაზე დაასხა და ყველი მოახეხა ზემოდან შემდეგ თეფში გარეცხა და სუფრის გაწყობა დაიწყო - ტუჩებს სულ ასე იწვალებდი შენ?- ისე მეუბნება არც მიყურებს, რა იცის
-მგონი ხო...რა მნიშვნელობა აქ ტუჩებს რას ვუშვები
-აქვს რომ გეუბნები , ესე იგი აქვს - დამიბრიალა თვალები და ტაფიდან გადმოიღო უკვე გამზადებული კერძი.სულ არ მინდოდა იმ წამს ჭამა. დავჯექი და ჩანგალს ვატრიალებდი.წითელი საწებელი აიღო და მოასხა- ნუ თამაშობ ! ასე უფრო გემრიელი იქნება ერთი გასინჯე
-არ მინდა ...
-სახლში საჭმელს როგორ გაჭმევდნენ
-ბავშვობასი მამა რომ მოდიოდა ათას რამეს ვიფიქრებდი თავის დასაძვრენად. მერე დაიღალა და სულ ასე ვჭამ.ხილზე ,ყავაზე და ტკბილეულზე ვიყავი სულ
-კატასტროფა... იმუნიტეტი კი არა დიაბეტი გექნება შენ
-აუ ნუ დამცინი ...
-თურმე ემოციას გამოხატავს შენი ნაკვთებიც.მეგონა იმ ჩადრის ქვეშ ნაკვთსაც არ ატოკებდი
-ასე რომ მიყურებ კანი მეწვის
-ლაზერი მაქვს?- ისე უცებ დაიხედა ხელზე გამეღიმა- კომპლექსებზე მესაუბრე-ასეთი სწრაფი გადასვლები იცოდა ყოველთვის თემიდან თემაზე დახტოდა პირდაპირ
-უნდა ვჭამო ჯერ - ჩანგალი დავარჭე და ერთი ლუკმა გავსინჯე. მომეწონა და მივირთვი როგორღაც. მერე შოკოლადი დამიდო წინ და რა თქმა უნდა სიხარულით გავაგრძელე მისი დაგემოვნება
-აბა გისმენ
-რა...
-კი გადაიტანე ყურადღება მაგრამ არ დამვიწყებია ... შენი კომპლექსების შესახებ მჭირდება სრული სია ... ყავას დალევ?
-არ მინდა ...
-კარგი მაშინ მე გავიმზადებ შენ იფიქრე მანამდე
არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. ასე მორჩილად გავყევი ბაღში და სკამზე დავსხედით
-ჰამაკი გვინდა აშკარად. ეს სკამები მოუხერხებელია
-ნაჭრის ჰამაკი ხომ ნახე სადღაც
-რა ჭკვიანი მყავხარ შენ.. ეგ სულ აღარ მახსოვდა . აქ იჯექი მოვალ- უცებ გავარდა სარდაფისკენ და მალე გამოიტანა ნაჭრის ზოლებიანი ჰამაკი . ხეებს შორის გააბა და გამომხედა- არ მოდიხარ? ჩემი ყავა წამოიღე
-გაცივდა უკვე
-არაუშავს ...ნუ აჭიანურებ მოდი
-დაჯდომას არ აპირებ? -ყავა მივაწოდე და გვერდით დავჯექი, შეუძებელი იყო გაწევა ,ბევრი ვეცადე, მაგრამ მაინც ვერ მოვშორდი .ის კი მშვიდად მიირთმევდა ყავას, შემდეგ მინდორზე დადგა ფინჯანი და ხელი ჩამავლო-მოისვენე ! ხომ ხედავ ვერსად გაიქცევი
-მე უბრალოდ .. ასე არ ვარ კომფორტულად
-კომფორტულად რომ იგრძნო თავი უნდა ირწმუნო რომ ასე მოგწონს ნუ თუ შესაძლებლობაა..ყველა ვიტარებაში ვერ შეძლებ ამას . მშვიდად დაწექი და თავი მხარზე დამადე- ხელი გაშალა და მეც დავწექი. ფეხებს მიწას ვახებდი უცებ მომხვია ხელი და ფეხები ჰამაკზე ამაკეცინა . მალევე გამიშვა და გამიღიმა-ასე უკეთ იქნები ...შეგვიძლია ვისაუბროთ
-რაზე..
-კესანეე... გულახდილი თუ არ იქნები არაფერი გამოვა
-როგორ გითხრა ჩემს გრძნობებზე, კომპლექსებზე და შიშებზე ჩემი ისტორია თუ არ გაიგე
-მეტყვი...
-რატომ არ გინდა მომისმინო
-ამ ეტაპზე საჭირო არ არის... მერე უფრო ცუდად იქნები კარგი მე ვიქნები ცუდად და შემიცოდე
-შეენ?
-ხო მე ... შენი ჭრილობა არაფერია რასაც მომიყვები კი ვიცი გამაგიჟებს მე კი არ მინდა კონტროლი დავკარგო . ახლა უბრალოდ შეეცადე მითხრა ,თუმცა მე გეტყვი არავისთვის მითქვამს ჯერ მაგრამ ჯანდაბას -ღრმად ჩაისუნთქა და მოყოლა დაიწყო- ბავშვობაში როცა ღარიბი ვიყავი ,უფრო სწორად ღატაკი თვითშეფასების უნარი არ მქონდა და საუბრისაც კი მრცხვენოდა. როცა თბილისში წამოვედი დახეული ტანსაცმლით, ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელი საზოგადოებაში გამოჩენის კომპლექსი მქონდა, მეგონა ზედ მეწერა ვინ ვიყავი და დამცინებდნენ. უდედობის კომპლექსი მქონდა, ვფიქრობდი დედამ იმიტომ დამტოვა რომ მე ვიყავი ცუდი . სულ ვეძებდი ჩემს თავში რაღაც ნაკლს ,გარეგნულად არც ხეიბარი ვიყავი და არც იმდენად უშნო სულ ჩვილი რომ დავეტოვებინე,მაგრამ მაინც ვიგონებდი სხვადასხვა მიზეზს. თავსაც კი ვერ ვწევდი მაღლა როცა მესაუბრებოდნენ . რაც უფრო მეტ დროს ვატარებდი ჩემს მფარველთან და ვუსმენდი მით უფრო მემატებოდა რწმენა. ვიმართებოდი მხრებში და ვხვდებოდი რომ მეც ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი ,მეტიც სხვებისგან განსხვავებით ძლიერი ვიყავი და თუ მოვინდომებდი არავინ იქნებოდა ჩემზე მაღლა . ნუ ეს ბავშვობის ამბავია , აი რომ ვისწავლე და მსგავსი სირცხვილის გრძნობა გამიქრა მერე ეს გარდაუვალი გარდატეხის ასაკი მქონდა ხმა რომ მეცვლებოდა და კანზე ფერიმჭამელები მიჩნდებოდა ჭკუაზე აღარ ვიყავი .მერე უკვე გოგონებთან მეწყებოდა გულის ფართხალი
-ვის შენ? - ისე უცებ წამომცდა ვერც გავიაზრე
-შენ რა გგონია ყველა ბიჭი ბაბნიკად და გოგონების მუსუსად იბადება? მოკლედ იმ პერიოდში ფიზიკური ცვლილებები მაფრთხობდა . მალევე გადავლახე , კარგი მრჩეველი რომ გყავს ერთი ბიძგი გჭირდება და მარტივად აგვარებ ყველაფერს. ბოლოს შეიძლება მეც დამეძლია ის პატარა ჩავარდნები ,მაგრამ ასეთი ტემპით ვერ შევძლებდი. სხვა რა კომპლექსი მქონდა ვერ გეტყვი ...მოკლედ თუ გამახსენდა რამე
-არა რაღაცას მიმალავ ...- მივხვდი რომ იტყუებოდა და სწრაფად წამოვიწიე ხელით დავეყრდენი მკერდზე და თვალები დავუბრიალე
-ერთი გოგო მომწონდა სიგიჟემდე... მასთან საუბარს ვერასდროს ვახერხებდი .იმდენად კარგი იყო,იმდენად უნაკლო მასთან შეუფერებელი ვიყავი და ყველაზე დაკომპლექსებული ბიჭი ვხდებოდი მისი დანახვისას . ის იმდენად ლამაზი იყო, ჭკვიანი, ლაღი , მისი ოჯახი , წრე სადაც იზრდებოდა ყველაფერი შეუსაბამო იყო ჩემთან - გამიკვირდა, არ ველოდ და არ მეგონა თუ ამ კუთხით განაგრძობდა საუბარს - ნუ მიყურებ ეგრე
-მერე ...
-რა მერე
-იმ გოგოსთან მორცხვობა არ დაძლიე?
-არ ვიცნობდი ..არც გამიცნია და შესაბამისად ბოლომდე ასე დარჩა.თუმცა კომპლექსს ვეღარ დავარქმევ უკვე გავიზარდეთ
-ასე ძალიან თუ მოგწონდა როგორ დაივიწყე
-არ დამვიწყებია ...
-გიყვარს? ახლაც გიყვარს? - შეშფოთება მგონი მანაც შეამჩნია ჩემს ხმაში,რამე უნდა მეღონა. ისევ ჩემს ადგილას დავბრუნდი და თვალი ზეცას გავუსწორე- მე მეუბნები იბრძოლეო და შენ თვითონ უმარტივესი რამ ვერ გააკეთე სიყვარულისთვის ვერ იბრძოლე
-ჩემი კომპლექსების სია ამოვწუხე შენი ჯერია- მშვიდად მითხრა და თემაც შეცვალა.
-ბავშვობაში კომპლექსი არ მქონია. არ ვიცი რატომ სულ თავისუფალი ვიყავი და არავის შეეძლო ისეთი სიტუაციის შექმნა მორცხვი რომ გავმხდარიყავი. არც გარდატეხის ასაკში მქონია მსგავსი მომენტი, უბრალოდ დისკომფორტი იყო როცა მთლიანად იცვლებოდა სხეულის ფორმები და გრძნობ, რომ ბიჭები სხვანაირად გიყურებენ . გამაღიზიანებელი უფრო იყო თუმცა ისეთი არავინ შემხვედრია უხერხულად რომ მეგრძნო თავი
-ალბათ ისეთ პასუხს სცემდი ამუნჯებდი თორემ მეეჭვება ასეთი კარგი ნაცნობები გყოლოდა- ისე მითხრა მეგონა ჩემს ხასიათს კარგად იცნობდა.უკვე მერამდენედ დამეუფლა მსგავსი შეგრძნება -დავიჯერო არავინ მოგწონდა იმდენად რომ აეფორიაქებინე?
-შეყვარებულები მყავდა 22 წლის ასაკში ბავშვი ნამდვილად არ ვიყავი ,თუმცა უბრალოდ ის მომენტი იყო კარგი გოგო კარგ ბიჭს რომ ხვდება და წესით კაგრი წყვილი რომ უნდა შემდგარიყო . ჩემნაირ გოგონებს მარტო ყოფნის საშუალებას ნაკლებად აძლევენ , მეც ყველაზე მშვიდები და წყნარები მყავდა გვერდით .მათთან უხერხული სიტუაციაც კი არ იქმნებოდა და როცა ადამიანი შენზე ვერ მოქმედებს შეუძლებელია აფორიაქდე უბრალოდ მიმზიდველი ნაკვთების და სხეულის გამო...
-სინამდვილეში შესაძლებელია,უბრალოდ შენ ყოველთვის მძაფრი ემოცია გინდოდა ასე მარტივად „ასაგდები“ არ იყავი ალბათ
-მართალია... ყველაფერი ადრე იყო ახლა კი თუ რამე არ მაწუხებდა ყველაფერი ერთად მაქვს .არ მინდა სახის გამოჩენა,კომფორტს ვგრძNობ როცა თმაც შეკრული მაქვს და სახე შეხვეული, ტანზე მოკლე კაბის ნაცვლად ასეთი კაბა მაცვია
-ეგ მოგვარებადია ... თავსაფრის გარეშე სიარულს შეეჩვევი მალე, კაბას კიდე რა მნიშვნელობა აქვს.მე გრძელი უფრო მომწონს ,იდუმალი და მიუწვდომელი მიზიდავს მუდამ ყველაფერი და ვგონებ შენ ჩემი კომენტარები გაფორიაქებს- უცებ მიაყოლა და აწითლებულ ღაწვზე მაკოცა - ლოყებწითელა უფრო ლამაზი ხარ
-ლამაზი... როგორ შეიძლება ლამაზი ვიყო
-რამდენი შრამიც არ უნდა მქონდეს ხომ მაინც ისე მოგეწონებოდი როგორც ახლა
-მე...
-ნუ მეტყვი რომ არ მოგწონვარ... გულახდილი ვიყოთ. უბრალოდ წარმომიდგინე მსგავსი შრამით ან უარესით მე ხომ იგივე ვიქნებოდი ,იმავე ხასიათით, ხმით, მზერით, შარმით რასაც კანი კი არ მქნის ხასიათი ქმნის
-მართალია, მაგრამ ასე ადვილი არ არის ამ ნაკლის გაქრობა
-ნაკლი? ნაკლი ბოროტებაა, შურიანობაა ,ნაკლი ამპარტავნობაა და არა ეს ხაზი რომელიც შენს სახეს მიუყვება
-არ შემეხო გთხოვ...- სახე მოვარიდე როცა მივხვდი ჭრილობაზე შეხებას აპირებდა.
-ამაზე არაფერს მეტყვი? სხვაგანაც ჭრილობები გაქვს და იმიტომ არ გინდა შეგეხო? კაბაც იმიტომ გაცვია-ვიგრძენი როგორ დაიძაბა, ხმაც შეეცვალა და თვალები ჩაუმუქდა ეშინოდა ჩემი პასუხის
-დიდი მხოლოდ ეს არის - ყელზე მივიდე ხელი
-ფაქტობირვად არც გეტყობა
-ხო ზედაპირულია, თორემ სისხლისგან დავიცლებოდი ისეთივე ღრმა რომ ყოფილიყო როგორიც სახეზე ...ჩემი მოკვლა აშკარად არ სურდათ - სხეული დამეჭიმა, ბრაზით ავივსე,სიძულვილი დაქროდა ჩემს ვენებში და სულს მიწამლავდა
-მაშ..- ხმა ჩაუწყდა ,თვალები დახუჭა და ისე ამოისუნტქა წამის შემდეგ თითქოს მთელი დარდი ამოაყოლა - შენ...
-მითხარი არ მომიყვეო და მეც ვჩუმდები.შეხებას რაც შეეხება სახეზე, თმაზე, წელზე და ყველგან სადაც კი შეხება შეიძლება შესაძლოა ისტერიკა დამემართოს. დიდხანს ვცდილობდი თავის მობილიზებას რომ მხოლოდ შინაგანად მქონოდა ტკივილი ისიც მარტივი შეხებისას,როგორიცაა ლოყაზე კოცნა, თმაზე ხელის შეხება . საკუთარ შეხებაზეც კი ცუდად ვხდები ,სარკის წინ ვერ ვდგები.ყველა მათგანი იმიტომაა ოთახში ჩაკეტილი ;მხოლდო ერთი მაქვს სააბაზანოში და ისიც იმიტომ რომ თავი მოვიწესრიგო. არ მინდა საზოგადოებაში გამოჩენა რადგან მათი მზერა ,ჩურჩული ყველაფერი ჩემს გაღიზიანებას გამოიწვევს. სანამ კლინიკაში ვიყავი ლამის გავგიჟდი, ვხედავდი მათ თვალებში სიბრალულს და ყველაზე მეტად ეს მტკენდა. კაცი ექიმები არ შემოვუშვი პალატაში, ერთ-ერთი როცა შემეხო გასასინჯად პანიკაში ჩავვარდი, თითქოს კადრები ცოცხლდებოდა . ორი წელია ამ კადრებს ვებრძვი და თითქმის არაფერი შეცვლილა ვიცი ისევ ისეთი რეაქცია მექნება ... ტირილი არ შემიძლია, სიგიჟემდე მინდა ვიტირო და გავთავისუფლდე ,მაგრამ არ შემიძლია ვერ ვხვდები რატომ ...-მისკენ გადავბრუნდი და მთელი სხეულით ავეკარი . თავი მის ყელში ჩავმალე და თვალები დავხუჭე.ვგრძნობდი შეხება უნდოდა, მაგრამ ეშინოდა მე კი ველოდი რომ ჩემს თმაში ახლართავდა თითებს და ერთხელ მაინც მაკოცებდა . ხელი მოვკიდე და თმაზე დავიდე
-ცუდად რომ გახდე?
-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გავლენას ახდენ ჩემზე ... შენთანაც იგივეს რომ ვგრძნობდე აქ არ იქნებოდი არც დაგემორჩილებოდი- მშვიდად ვუთხარი და ავხედე .თვალები ისევ ჩამუქებული ჰქონდა, სახე გაუქვავდა, თმაზე მეფერებოდა და მთელი სხეულით დაჭიმული სადღაც დაფრინავდა ფიქრებით.
-ყველაზე ცუდი რამ რაც გადაგხდენია რა იყო - დუმილის შემდეგ ვუთხარი და დაველოდე პასუხს
-მე , მათე და ცოტნე კლასელები ვართ ... -რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ დაიწყო, თითქოს ხმაც შეეცვალა-ისინი ძმები არიან, ტყუპები .გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. კლასში რომ შევედი საწყალი მორცხვი ბიჭი ამხელა სკოლაში ლამის დავიკარგე,ისედაც დაბნეული ვიყავი. ჯერ მათე შემხვდა მომესალმა ვესაუბრებოდი , უკნიდან ცოტნე რომ მოვიდა და რაღაც უთხრა მათეს. ისე დაბნეული ვუყურებდი ახლაც დამცინიან მაგაზე. მოკლედ იმ დღიდან ერთად ვართ ,ჩემი ნაწილები არიან ისინი მეხუმრებიან მგონი სამი ტყუპი გავჩნდით და უბრალოდ შენ გამოხვედი უშნო და სვანეთში დაგტოვესო ... ჩვენ რო 16-17 წლისები ვიყავით მაშინ ყველა ქუჩაში იდგა და პალაჟენიას აყენებდა, ნუ თუ მართლა შკოლნიკი არ იყო . მე კიდე ნამდვილი სვანი ისეთი ფიცხი ხასიათი მქონდა ყველა უმსგავსობაზე ჩხუბს ვიწყებდი , სად მთაში გაზრდილი ბიჭი და სად დედიკოს კალთაზე მიმაგრებული. რა თქმა უნდა ბევრი მხვდებოდა, მაგრამ მაინც ყველა მიცნობდა როგორც დაუმარცხებელს. ტყუპები იმით იგებდნენ რომ აბნევდნენ ხალხს ასე ერთანაირები ,სულ ერთნაირ ზმანზე იყვნენ მოკლედ ისეთ ტრიუკებს ატარებდნენ სანამ მე მამაპაპურად ვჩხუბობდი აგიჟებდნენ ყველას. მათეს მეათეკლასელი სოფიო უყვარდა და ბიჭი ჭკუაზე არ იყო . ტიპი ყველას იცნობდა და ყველამ იცოდა რო სოფიო ხელშეუხებელი ხილი იყო ,ერთ დღეს ვიღაც ბიჭი გამოჩნდა რომელმაც სოფოსთან ფლირტი გაბედა,თანაც აშკარად უხეში და მათესაც მეტი რა უნდოდა. გაირკვა რომ ის ბიჭი ჩვენზე ბევრად უფროსი იყო, ამაზე სულ გაგიჟდა მათე ამ პედოფილს ჩემს პატარა გოგოსთან რა უნდაო .ისედაც არ ევასებოდათ ჩვენს უბნელებს ის ბიჭი და საკმაოდ შავი ტიპი იყო ქურდობებში ,ბარიგობაში და ათას სისაძაგლეში შემჩნეული. სამ გადარეულს ეგ მაგრად არ გვაინტერესებდა,პირიქით მუღამზე მოვედით . რაღა ბევრი მოგიყვე ერთ დღეს როცა მორიგი შეკამათება მოგვიხდა შუა ჩხუბის დროს მათე დაიჭრა. მე სულ სხვა მხარეს ვიყავი ცოტნემ რომ დაიყვირა და ყველა გავარდა მერე მოვიხედე უკან. იმ დღეს მივხვდი რო მათ გამო ნებისმიერს მოვკლავდი. არ ვიცი როგორ ვიყავი ცოტნე ცალკე წაიქცა,ტკივილისგან იკრუნჩხებოდა, აქეთ მათე სისხლში ცურავდა. საავადმყოფოში რომ წამეყვანა პოლიცია ჩაერთვებოდა და ჩამშვებების სახელს ვერ მივიკრავდით, მათე მომკლავდა რომ გაიღვიძებდა . ამიტომ ჩემს ნაცნობ სტუდენტ გოგონასთან მივიყვანე, ვიცოდი სამედიცინოზე სწავლობდა და ჩემ გამო ყველაფერს გააკეთებდა ... მე ვეხმარებოდი და მის სისხლში მოსვრილს წარმატებით დასრულებული ოპერაციის შემდეგ ამივარდა კანკალი.მანამდე გონს ვერ მოვდიოდი. სისხლში დასვრილ ხელებს დავყურებდი და თავს ვიდანაშაულებდი ,მასთან ახლოს რომ ვყოფილიყავი არაფერი დაემართებოდათქო . ცალკე ცოტნე იყო გათიშული, ორივე ისე მოვტყდით ადამიანებს აღარ ვგავდით. საღამოს ტემპერატურა გაეზარდა და უკვე აღარ ვიცოდით რა უნდა გვექნა, ის გოგო მესამეკურსელი იყო და მეტს ვერაფერს გააკეთებდა ისიც სახლიდან იპარებოდა რომ მიეხედა მათესთვის. ვიცოდი გაგიჟდებოდა ჩემი მფარველი,მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ისევ ის დამეხმარა, ექიმი მოიყვანა და მან გადაგვირჩინა მათე თორემ სისხლდენა ჰქონდა და მალევე მოკვდებოდა . ის დღეები ახლაც კოშმარივით მახსოვს... მთელი თვე თავიდან არ მოვშორებივარ. გონს ვერ მოგვყავდა, სიცხეები ჰქონდა და ბოდავდა. ლამის იმედიც გადამეწურა ,ბოლოს სოფიოსთან მივედი . მის საძინებელში ავიპარე , საწყალმა გოგომ სავარძელში რომ დამინახა პანიკა დაეწყო ,ძლივს დავამშვიდე.მერე გონება დაკარგა რომ ვუთხარი მათეა ცუდად-თქო .რა ვიცოდი ასე თუ უყვარდა, ფაქტობრივად არც ესაუბრებოდა მათეს ისე ეკამათებოდა ბიჭი გადამირია . სახლში რომ მივიყვანე კიდევ ჩაიკეცა გაფითრებული მათეს დანახვისას,იმ საზიზღარს იმდენი ვეჩხუბეთ,ვევედრეთ და ვთხოვეთ მე და ცოტნემ გამოფხიზლებულიყო და არ გვისმინა. სოფიოს მოსვლიდან ნახევარ საათში გაიღვიძა და დაუწყო გოგოს ჟღურტული. მე და ცოტნე ერთად დავეცით თავზე ვეხვეოდით,ვეჩხუბებოდით და თან ვტიროდით . სულ დაგვცინის ისე მტიროდით როგორც უცხო მოყმე დაკარგულ სატრფოსო...
-სოფო და მათე ერთად არიან?
-სოფოს და მათეს ამბავი ცალკე თემაა და ეგ ყველაზე მაგარი მოგონებების ნუსხაშია...სხვა დროს მოგიყვები
-ანუ ერთად არიან ?
-არიან რომელია 12 წლის ნიკოლოზი ჰყავთ ჩემი სეხნია და ნათლული ნეტა იცოდე რა მაგარი კაცია და ტყუპი გოგონები სულ რაღაც ერთი წლის არიან ბარბარე და ბეატრისი
-ძალიან გიყვარს ხომ? მათზე საუბრისას თვალები გაგიბრწყინდა. ძლივს დაიბრუნეს ნამდვილი ფერი- ინსტიქტურად დავუსვი სახეზე ხელი და თვალებთან გავაჩერე თითები .გაეღიმა,უფრო სწორად ჩაიცინა და მივხვდი იმ წამს ზედმეტი წამომცდა ,ლოყები ამიხურდა. -ცოტნეს ჰყავს ცოლი?
-არა ცოტნე ბოლომდე დარჩა ჩემს გვერდით ...-ისე თქვა დიდი ხნის საყვარლები გოგონებოდათ- მას მართლა არავინ უყვარს, ბევრი ვინმე ჰყავდა შეყვარებული, მეგობარი გოგო, ორთან ცხოვრობდა კიდეც მთელი ოთხი თვე გაძლეს ერთად,მაგრამ ცოტნეს ვერავინ უძლებს ყველანაირად ენერგოვამპირია რაღაც საოცრებას ითხოვს ,თუმცა ვფიქრობ იმათი გაშვება შეცდომა არ იყო კარგი გოგონები იყვნენ მაგრამ ცხოვრების ბოლომდე მათთან დასარჩენად არ გვემეტებოდა ცოტნე . აი ჩვენი სოფიო კი ნამდვილი საოცრებაა ისე მიყვარს რძალი კი არა და არის ჩემი.
-მეგონა შენს ჭრილობებზე მეტყოდი ... ვიფიქრე ცუდად გასახსენებელი ეგ იქნებოდა
-სასიამოვნო ნამდვილად არ იყო ერთმა ლამის შემიწირა ,მაგრამ ჩემი თავი იმდენად არასდროს მადარდებდა უფრო სწორად ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი და სანამ იმ ერთ საწადელს არ ავისრულებ სიკვდილს არ ვაპირებ... თუმცა მერე მითუმეტეს არ ვაპირებ ღრმა მოხუცებულობამდე ..ახლა ნუ მკითხავ რა საწადელსო მერე გეტყვი
-ანუ გამბედავი, მებრძოლი და ადრენალინის მოყვარული გადარეული ბიჭი ხარ
-ბიჭი აღარ ითქმის ჩემზე ,მაგრამ დანარჩენი სიმართლეა ...შენ გოგონებზე არ მომიყვები? აღარ გვინდა ცუდის გახსენება
- ჩემი გოგონები საოცრები არიან. ასე უბრალოდ ვერ დაგიხასიათებ უნდა იცნობდე რომ მიხვდე როგორები არიან,თუმცა შევეცდები. მართა სულ შეყვარებულია ,სულ თვალები უბრწყინავს და ყველა სიმპატიურ ბიჭზე გიჟდება ისე რომ ჯერ-ჯერობით არავისთვის უკოცნია ... ასე ამბობს არცერთია ჩემი ტკბობის ღირსი შორიდან დატკბნენ ეგეც საკმარისია მაგათთვისო. რომ მოუსმინო გეგონება ამაზე გარყვნილი, ამაზე გადარეული, თავხედი და თავნება გოგო დედამიწის ზურგზე არ დადისო არადა ამ დროს ისეთი მორცხვია შეიძლება ბიჭმა რამე კომპლიმენტი რომ უთხრას ვინც მოსწონს პომიდვრის ფერი ედება. ყველაზე კეთილი გოგოა ვისაც კი ვიცნობ, შეუძლია ფეხნატკენი ძაღლის ან კატის გამო ქვეყანა შეძრას და ვეტერინარების არმია მოიწვიოს . შეუძლია ნერვიულობისას როცა საფრთხეშია რომელიმე ჩვენგანი თან გვეჩხუბოს,გვლანძღოს და თან იტიროს
-გამაცანი აუცილებლად...
-აქედან რომ წახვალ გეტყვი სადაც შეგიძლია ნახო და მიაკითხე ...მოიეწონები! ჩემი ნინა სულ სხვანაირია შემტევი , მებრძოლი და გადარეულია . მართასგან განსხვავებით ის სიმპატიური ბიჭებიც არ მოსწონს ერთს ახედავს დახედავს „არაუშავს“ იტყვის და ზურგს აქცევს . აი ნატა კი ,ნატა თავად მოსწონს ყველა იმ ბიჭს ვისზეც ოდესმე მართას უთქვამს „რა მაგარი ტიპიაო“ თვითონ კი მთელი ცხოვრებაა ერთი ბიჭი უყვარს ,უყვარს კი არა გონება ებინდება შორიდან რომ ეტრფის აი ეგაა რა .რეალურად არც იცნობს ის ბიჭი სადღაც კონფერენციაზე ნახა ჩემი გოგო ექიმობას აპირებს ის ბიჭი როგორც ჩანს უკვე ექიმია და მოკლედ იქ მოეწონა. ისე აჟიტირებული საუბროდბა იმ საღამოს სიცილით უთხრა მართამ ხო არ შეგიყვარდაო და მერე არც კი ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ დარწმუნებული ვარ დღემდე უყვარს . ნატა ძალიან მოწესრიგებულია, ყველაფერს თავის დროზე აკეთებს გეგმა აქვს თან ისე რომ არც მოსაწყენი არ არის, საერთოდ ის ექიმი იქნება დანიშნულებას რომ კარგად დაწერს და ყველაფერს ისე აგიხსნის შეიძლება დისერტაცია პაციენტს დააცვევინოს. მართა ყველაფერს ურევს , ნინა კი ყველაზე მოხერხებულია ამიტომაც აპირებს დიზაინერი გახდეს. უბრალო ნაჭრისგან ისეთ რამეს შექმნის გაგაგიჟებს. ყველაფერს სილამაზედ აქცევს რასაც ეხება...
-ახლა ვხვდები ასეთი მოწყენილი რატომ ხარ... მათ გარეშე როგორ შეძლებდი მხიარულებას... თუნდაც ყველაფერი კარგად ყოფილიყო. წარმოიდგენ მაინც ახლა როგორ არიან? ეგოისტი ხარ იცი?
-არ ვარ ეგოისტი ... ისინი ასეთს რომ მნახავდნენ
-რას დაიჟინე ასეთს რომ მნახავდნენ როგორს გნახავდნენ ,მითხარი აბა როგორს რომ მოგენდომებინა მაგ ნაწიბურსაც გააქრობდი
-შეუძლებელიაო ექიმმა... მამამ გაარკვია და სახე იმდენად იყო დასახიჩრებული ექიმებმა ესეც ძლისვ მაოხერხეს მხოლოდ ხაზი რომ დარჩა და არა ნაფლეთი ...თუმცა ეს ჭრილობა არ არის მთავარი , მე სხვა რამემ გამანადგურა..ნეტავ მხოლოდ ჭრილობებს დაჯერებოდნენ და მთელი ცხოვრება ასეთი სამოსით ვივლიდი
-დაგავიწყებ გეფიცები... ყველაფერს დაგავიწყებ რადაც არ უნდა დამიჯდეს უბრალოდ გჯეროდეს - გულში ჩამიკრა და თავზე მაკოცა.
-შენი მჯერა ... რა გამიკეთე ასეთი .ვწევარ ჰამაკში ლამის შენზე შემოხვეული და გესაუბრები გაუთავებლად ისე თითქოს პრობლემები არ არსებობდეს
-მე ? მე არაფერი გამიკეთებია ყველაფერი შენი ბრალია ... მომაჯადოვა ამ შენმა მწვანე თვალებმა და იდუმალებამ. გამაბრუე ამხელა კაცი და იქეთ მადანაშაულებ?
-კარგი რა ნუ დამცინი
- დაგცინი მე ? ღმერთო შენ რომ იცოდე რა ტრიალებს ჩემს სულში ...
-ხანდახან ვერ ვიგებ რას ამბობ... ან რატომ ვიცი ახლა მეტყვი მერე მოგიყვებიო . პრობლემა არაა როგორმე მოვითმენ ...
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ.. გოგონებზე მიყვებოდი და შენ როგორი იყავი ნორმალურად მაინც არ მითხარი
-მე შუალედური ვიყავი ყველაფერში ,რაღაცეები გამომდიოდა კარგად, ვცდილობდი ბევრი რამ მესწავლა და გამეფერადებინა ცხოვრება
-მართას მსგავსად მოგწონდა ბიჭები თუ შუალედურად
-მე უბრალოდ ავღნიშნავდი თუ შევხვდებოდი სიმპატიურ ბიჭს , მაგრამ მართას მსგავსად არ ვჭიკჭიკებდი , არც ცხვირს ვიბზუებდი თუ ვინმე მომწონდა ვხვდებოდი კიდეც როგორც გითხარი სერიოზული არაფერი ყოფილა ...
-დავიჯერო ძლიერ არავის უყვარდი?
-მე არ მიყვარდა ...
-ანუ იყო ეგეთი
-რა მნიშვნელობა აქვს ...
-სასიამოვნო მოგონებები მინდა გაგახსენო იქნებ ვიპოვო ის ბიჭი და მოგიყვანო
-ისეც არ ვუყვარვარ ასეთი რომ მოვეწონო... მას თვალით ვუყვარდი ლამაზი , სექსუალური და თან ჭკვიანი კესანე უყვარდა და უნდოდა ,თუმცა მართლა ძლიერად რომც ვუყვარდე მე არ მჭირდება ! სხვათაშორის ბევრჯერ გითხარი შენ მჭირდებითქო და კიდევ თუ მიხსენებ ვინმე სხვას გავბრაზდები- ეს რომ ვუთხარი სახე გაუნათდდა , გაიცინა და ლამის ჩავიფერფლე
-კარგი აღარ გაგაბრაზებ ქალბატონო კესანე- მოიწია და შუბლზე მაკოცა
-ასე კიდე ბევრჯერ თუ გააკეთებ მგონი ცუდად გავხდები
-მაპატიე ... თავი ვერ შევიკავე ძნელია გიყურო და ვერ შეგეხო
-არა ეგ არ მიგულისხმია პირიქით მე ანუ იმის თქმა მინდა რომ... არ მაწუხებს რომ
-აქ რომ გაკოცო ?- ჩემს ბუტბუტზე გაეღიმა და ამჯერად თვალის კუთხეში მაკოცა, -ან აქ?-ცხვირზე მაკოცა მერე ტუჩის კუთხეში და ნიკაპზე. ჭრილობის ნაწილს შეეხო და ისევ შევკრთი -კარგი აქ გავჩერდები ..ნუ გეშინია რაც არ მოგეწონება არ გავაკეთებ- თმაზე ჩამომისვა ხელი და გამიღიმა -შენ ხო სულ სასიამოვნო მომენტებს ეძებდი ცხოვრებაში და ვჰონებ შენი მწირი სასიყვარულო გამოცდილებიდან გამომდინარე ახალი მიგნება გაქვს ხელთ... თან საკმაოდ სიმპათიური და იმედი მაქვს კარგად აითვისებ
-რა... აუ ნიკუშა რა ცუდი ბიჭი ხარ რა ისე გისმენდი ვიფიქრე რამე სერიოზულს მეუბნებოდი შენ კიდე რას მეუბნები-უცებ რომ გავაიზრე რაც მითხრა თან ისე მიჟუჟუნებდა თვალებს ლოყები ამიხურდა, არა რას ვესაუბრები საერთოდ გადარეულია ნამდვილი . „მერე რა გადარეული რომაა ამდენი ხანია წევხარ მაგ ჰამაკში და ბედიერებისგან ჭიკჭიკებ,შენ საერთოდ ხვდები რა ხდება შენს თავს? ბედნიერების სხივს ვერ გრძნობ? ერთ თვეში გააკეთა ის რასაც ორ წელზე მეტ ხანს ცდილობდი და ვერ შეძელი“ ხმა ჩამესმოდა და მგონი ჩემი მეორე მე მიტევდა...
- მოიცა სად გარბიხარ მოდი აქ- ხელი ჩამკიდა და უკან დამაბრუნა
-არ მინდა.. ცხელა აქ მზე გვანათებს
-კარგი წავიდეთ ... აუზი გვჭირდება
-ამ მთის წვერზე აუზი ? შედი სააბაზანოში გაავსე ჯაკუზი და იტრიალე
-რა საოცარი შემოთავაზებაა ვგიჟდები
-აბა ცურვა შენ არ იცი მდინარეზე რომ გაგიშვა დაიხრჩობი ამჯერად
-დამცინი? არა ნამდვილად დამცინი აი იცი რას გიზამ ახლა მოდი აქ
-არ მომეკარო ..გაგიჟდი შენ? რა ტყუილს ვამბობ? პატარა ბავშივით აყირავდი და გაითიშე რომ გკითხოს კაცმა მაგარი ბიჭი ხარ- კაბა მუჭსი მოვიქციე და უკან სვლით გავრბოდი ,ისიც თითქოს ვერ მეწეოდა. მინდორზე გავრბოდი და ისიც მომყვებოდა, ყვავილებს მიღმა ვიმალებოდი . ჩემი თმა სულ აიწეწა და იძლებული გავხდი უკან გადამეწია . რომ მივიპარებოდი და მეგონა დავემალე უკნიდამ ჩამავლო მაჯებზე
-ყვავილებს შორის თქვენი ამოცნობა მარტივია ქალბატონო კესანე -ყურთან მიჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა ,გვიან გავიაზრე რომ ნაიარევზე შემეხო და გავბრაზდი
-მაინ მაკოცე ! რომ მგონია დაგარწმუნე მეორე მხრიდან მივლი და მაინც აკეთებ იმას რაც გინდა
-მალევე ამოიცანი ჩემი ტაქტიკა ყოჩაღ ..აბა რას მეუბნებოდი რა არ იციო?
-აუუ კაი რა აღიარე რომ ჩემსავით ვერ ცურავ...
-ასე არ შეიძლება მე სვანი ვარ და მთის მდინარეები ცივია, აუზზე არ მივლია ცურვის სასწავლად
-ისეთი შეგრძნება მაქ გინდა გასწავლო ცურვა
-ისევ დამცინით ქალბატონო კესანე? .....ძალიან გიხდება ღიმილი... იმდენად რომ ამბიცია მიჩნდება სულ გაღიმებულს გხედავდე .მე კი ყველა ამბიცია რაც გამაჩნდა რეალობაში განვახორციელე - თითები ჩემს თითებში ახლართა და თავისკენ მიმიზიდა- ვერ ვხდები როგორ ახერხებდა ასე ზედმეტი შეხების გარეშე ჩემთან კონტაქტს ,მაგრამ გამოსდიოდა, ისე ვიბნეოდი თითქოს ზედმეტად ინტიმურ ადგილას მეხებოდა, მისი ხმა ალკოჰოლზე მათრობელა იყო ,თვალები ხომ საერთოდ სხვა განზომილებაში მისროდა.მან ეს ყველაფერი იცოდა და იყენებდა კიდეც. - რატომ არ შეგვიძლია ადამიანებს გავაკეთოთ ის რაც გვსურს,იმ წამს ყოველგვარი ფიქრის გარეშე
-ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ვიფიქროთ- მე მივუახლოვდი ,დავარღვიე დისტანცია და თავი მკერდზე მივადე - შენი გულისცემა სულ ასე იცვლება ჩემი მოახლოებისას
-ხომ ვამბობ დაკვირვებული, ჭკვიანი გოგო ხარ
-ნიკოლოზ..
-რა ვქნა გულს ვერ ვმართავ.ზოგადად ის გვმართავს თუ მოვუსმენთ სწორად
-მე არასდროს გამიგია მისი ხმა იცი?
-შენს გულსაც მე ავალაპარაკებ..
-ზედმეტად ბევრ მისიას უნიშნავ საკუთარ თავს...
-შენგან მხოლოდ დრო მჭირდება - ხელზე მეფერებოდა და ჩემს თმაში დააცურებდა ცხვირს- მთის ყვავილების სურნელი გაქვს... თუმცა შენ ვერცერთი ყვავილი შეგედრება
-ისეთი გრძნობა მაქვს რომ უბრალოდ სიტყვებს მეუბნები, არადა თან მინდა მჯეროდეს რომ ნამდვილად ასე ფიქრობ თუმცა რეალობის გათვ...-სიცარიელე ვიგრძენი, იმდენად სწრაფად მომშორდა ლამის დავეცი .თვალები გავახილე და მის ჩაშავებულ სფეროებს რომ წავაწყდი სიტყვა გამიწყდა
-შენი აზრით გატყუებ? გგონია ვმლიქვნელობ და ჰაერიდან ვისვრი დაზეპირებულ სიტყვებს? გგონია ეს ოდესმე სხვისთვის მითქვამს? მიპასუხე !
-რეალურად ასეა ...
-რეალობას ვერ აღიქვამ შენ თუ ეგ რეალობა გგონია ...
-ნიკაა... მე არ მინდოდა
-რა არ გინდოდა იმის თქმა რასაც ფიქრობ? სიმართლე მითხარი , უბრალოდ არ მენდობი. მაშინ რა მინდა აქ თუ არ მენდობი
-არ შემიძლია ... მეშინია ,რომ მშორდები უკვე შიში მიპყრობს ასე თუ გავაგრძელე რა გამოვა შესაძლოა ჩემს ტკივილს ისც დაემატოს რომ შენთან განშორება შემიწირავს... ამის მეშინია სხვა არაფრის... ზღვარი მჭირდება
-ზღვარი ვერ იარსებებს !
-თუ არ იარსებებს მაშინ სამუდამოდ ჩავიძირები
-მეც შენთან ერთად რომ წამოვალ ასე რთული მისახვედრია?
-შენ მე არც კი მიცნობ ნორმალურად ერთი თვის წინ გამიცანი და როგორ გინდა ვირწმუნო რომ ბოლომდე შეძლებ ჩემს ატანას
- ამ მცირე დროში რატომ მენდე ...რატომ გადმოდგი ეს ნაბიჯი და გული გადამიშალე... რატომ გინდოდა ყველაფრის თქმა
-ვგრძნობ რომ ასე იყო საჭირო
-შენივე კითხვაზე გაქვს პასუხი
-კიდევ მიბრაზდები?
-ხუთ წუთში არ მივლის ხოლმე გაბრაზება ... სარდაფში ვიქნები მე საქმე მაქვს
-მანდ განგებ მიდიხარ? რომ ვერ შემოვიდე..-ჩემთვის ჩავილაპარაკე და ისევ ჰამაკში დავჯექი. დადევნებას მიჩვეული არ ვარ და უნდა ხვდებოდეს რატომ ვფიქრობ ასე. უკვე სამი საათი იყო ,საშინლად მეძინებოდა ჩემი ფიზიკური სისუსტე ჭარბ ძილიანობაშიც გამოიხატება ,ისე დამიმძიმდა ქუთუთოები და ჩამეძინა გამოფხიზლება არც მიცდია.
გაღვიძებულს კარში მდგომი დამხვდა, შორიდან მიყურებდა და აშკარად ჩემს გასაღვიძელბლად მოდიოდა . რა თქმა უნდა მან მომიყვანა საძინებლამდე თან ისე,რომ მისი შეხება ვერ ვიგრძენი . ფიქრიც არ მადროვა ისე გადავიდა შეტევაზე
-ყველაფერი მზად არის, წამოდი ვისადილოთ თორემ ხომ ხედავ როგორ გამოიფიტე
-სხვა დროს არ გაბედო ხელში აყვანა
-მეეჭვება შემეწუხებინე - ისევ სერიოზული იყო და არ მომწონდა მისი ეს გამომეტყველება
-ახლა ასე უნდა მიბღვირო?
-ჭამე - სკამი გამოსწია და მეც დავჯექი. სალათებს რომ მაჭმევს მე კიდე ბოსტნეული არ მიყვარს ამაზე აღარაფერს ვამბობ. სულ ძალით ვღეჭე ლუკმები და რამდენიმე რომ გადავყლაპე თვალი მოვასორე ნიკას,საერთოდ არ მიყურებდა მშვიდად მიირთმევდა . ჩანგალი დავდე და წვენი დავლიე ამდენი ნახშირწყალი ამომაფუებს ალბათ
-დიდხანს მეძინა?
-ხუთი საათია უკვე
-სასეირნოდ წავიდეთ?
-გჭირდები მეც?
-ნიკოლოზ...
-ბოლომდე შეჭამე და წავიდეთ...
-აუ რა წესია... არ შემიძლია მე სალათები ცნობისთვის
-ვიცი !
-თუ იცი რატომ მაძალებ?მოიცა სიადან იცი
-ყველაფერს რასაც აკეთებ ან ცომისგანაა დამზადებული ან ხორცისგან . ბოსტნეულიც გჭირდება
-დიეტოლოგიც ხარ?
-დიახ
-არ მიყვარს და რა გავაკეთო
-თვალებს ნუ მიჟუჯნებ მასე ვერ შემომირიგებ
-დარწმუნებული ხარ?- მისკენ მივიწიე და გავუღიმე .რა მემართება ვეკეკლუცები და ვეპრანჭები .სულ გავგიჟდი მგონი ,უცებ დავიხიე უკან და შევამოწმე თმა ხომ მიფარავდა სახეს . წამსვე გამომიჭირა და უარესად მოექუფრა გამომეტყველება
-კეკლუცი უფრო მომწონხარ ვიდრე კომპლექსიანი - სახიდან თმა მომაშორა ჩემს უკან დადგა და შუაზე გაყო
-რას აკეთებ...
-ნაწნავებს ...მოგიხდება
-რა ნაწნავებს ... კიკინები პატარას არ გამიკეთებია არ მიყვარს...
-ჩშ ... - ორი გრძელი ნაწნავი მალე წინ გადმოსწია და ახლა ისე შიშვლად ვგრძნობდი თავს წესით სუნთქვა უნდა შემკვროდა
-ახლავე დავიშლი ... წარმომიდგენია რა საშინლად გამოვიყურები შრამიანი პეპი ვიქნები ჭორფლებიც მაქვს ..აასე რატო მიყურებ- თავზე ხელი ჩამოვისვი და მისი მზერა რომ შევამჩნიე გავჩერდი
-რა აზრი აქვს,რომ გითხრა რასაც ვფიქრობ მაინც არ დაიჯერებ . იცოდე ნაწნავებს თუ დაიშლი თმას ისე შეგჭრი სახეს მაინც ვერ დაგიფარავს
-ნუ ხარ საზიზღარი... ამას არ გააკეთებ
-შევასრულებ გეფიცები !
-ნიკუშაა..
-დაასრულე ჭამა და წავიდეთ...
-ღმერთო როგორ მიშლი ნერვებს
-ვიღაც გოგომ მითხრა ვერ შეძლებ ჩემს გაბრაზებასო
არაფერი მითქვამს, უარესად გამაბრაზებდა და აზრი აღარ ჰქონდა . ვჭამე როგორც იქნა და მაშინვე წამოვდექი ,მარტო დავტოვე და ეზოში ველოდი. განგებ მალოდინა საზიზღარმა , როგორც იქნა გამოაღწია და წავედით. ჩემი საყვარელი ადგილი უნდა მეჩვენებინა, მთაზე ავიყვანე, იქედან ხელისგულივით ჩანდა ყველაფერი
-საოცარია..
-ამ ადგილას სიმშვიდე მეფობს ...შეუძლებელია აქ იყო და ცუდზე იფიქრო
-მე ცოტნე და მათე ვიყავით ერთხელ ლაშქრობაში მესტიიდან თეთნულდზე ავედით ფეხით ტყე -ტყე და ლამის მოვკვდით. ბევრი ვიხალისეთ ცოტნე გზაში წაიქცა. ცეკვა დაიწყო თითქოს პარკეტზე მიაბიჯებდა ,დატრიალდა და დაეცა . ჩვენ სიცილი დავიწყეთ, გაბრაზდა და რა თქმა უნდა პატარა ბავშვებივით ვჩხუბობდით . მერე ლატვიელი ტურისტი გოგონები დაგვადგნენ, მათემ ისეთები ელაპარაკა- უცებ გაჩუმდა , ღიმილს ვერ იკავებდა და ნერვებს მიშლიდა მისი მოგონებები
-ლაშქრობაში იყავი თუ კლუბში გოგოების შესაბმელად ,რა უბედურებაა
-კარვები გვქონდა ასე ბუჩქებში კი არ მიმიწვენია...კიდევ კარგი სოფიომ არ იცის ეგ ამბავი თორემ მათეს მოკლავდა იქ ისეთები დაატრიალა
-სოფიოზე ისე საუბრობ თითქოს ნამდვილი ალქაჯია
-როცა მათეს ეხება საქმე არც ბევრს აკლებს . არ დამავიწყდება ბიჭი რა დღეში ჩამიგდო პირველი ღამის შემდეგ
-რა უზრდელი ხარ უუფ - აღარ შემეძლო, მისი გამომეტყველება, შეკავებული სიცილი და თვალების ბრჭყვიალი ცუდად მოქმედებდა. სიცილი დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. ადრე სულ ასე მემართებოდა რაღაც სისულელეზე თუ დავიწყებდი სიცილს მერე ისიც მავიწყდებოდა რა მაცინებდა და ცრემლებამდე ვტიროდი. გვიან გავიაზრე რომ ახლაც დამისველდა თვალები , ისევ ნიკუშას მზერამ მომიყვანა გონს . დაბინდული მქონდა მზერა ვუყურებდი და წამწამებზე ჩამოკიდებულ ცრემლებს ვგრძნობდი
-ხომ ხედავ, მხოლოდ სიცილისგან შეგიძლია იტირო... საოცრად გიხდება და დღეიდან დღეში ნახევარ საათს ვიცინებთ
-გიჟი ხარ...
-შენ არ ყოფილხარ ლაშქრობაში? - რა თქმა უნდა ჩემგან ამბის მოსმენა უნდოდა და მოველოდი კიდეც კითხვას
-ხშირად დავდიოდი, გატაცებად მქონდა 18 წლის რო ვიყავი მაშინ.გოგოებმა ვერ დამტოვეს ნატას ძალიან უყვარს მთა ,მართა სიარულს ვერ იტანს აი ნინა კიდე ზღვაზე გიჟდება და მოკლედ ყველა ჩემს გამო იყო გზაში. თან მანქანით არ წავედით მეთქი თუ ხეტიალია ხეტიალი იყოსთქო დავდიოდით ამ დიდი ჩანთებით, ამდენი ბარგით კარავი და ამბები. ავტობუსიდან ავტობუსში ვიყავით აჭარის მთიანეთში, სვანეთში და თუშეთში ყველა სხვადასხვა სეზონზე ,ნუ საფრთხეც რომ არ დაგვმუქრებოდა .სულ არდადეგების დროს დავდიოდით ვინაიდან ბეჯითი გოგონებიც ვიყავით უკვე პირველკურსელები. ერთხელ როცა ბაკურიანისკენ წასვლა გადავწყვიტეთ კურსელებიც აგვყვნენ და მოკლედ მომავალი ექიმები, ბიზნესმენები, დიზაინერები დავხეტიალებდით ერთად. იქ საშიში არაფერი იყო , უბრალოდ გავერთეთ ბანაკი გავაკეთეთ ფაქტობრივად. ორი ღამე დავრჩით საოცარი დრო გავატარეთ კოცონთან ვისხედით წრეზე გვედგა კარვები , ვცეკვავდით ვმღეროდით .ნუ მე მხოლოდ ვცეკვავდი სიმღერისგან შორს ვარ
-მეგონა თავს გაწონებდი და თურმე ერთი გამოუცდელი კაცი ვყოფილვარ ,რომელსაც ღლაპმა აჯობა...რა გახსენდება ყველაზე მაგარი მომენტი მაგ ლაშქრობებიდან - კომფორტულად მოკალათდდა მინდორზე ,მე კი ისევ ვიდექი და ვცდილობდი მუხტი არ დამეკარგა რომელიც მთელს ჩემს არსებას ავსებდა რაღაც საოცარი ენერგიით
-ყველაზე კარგი ხევსურეთში იყო .იკაც ჩვენთან ერთად წამოვიდა კიდევ კარგი თორე აუცილებლად ხეიბარი ვიქნებოდი . მთაზე ავდიოდით ამხელა ჩანთით, საკმაოდ ციოდა და წვიმამაც დაიწყო ტალახიან გზაზე დავრჩით აღარ იყო ფიზიკურად წასასვლელი კარავი უნდა გაგვეშალა მარა ვაკემდე კიდვე გრძელი გზა იყო .გოგოებმა ჯოხები დააძრეს და იმით იმაგრებდნენ თავს, მე იმდენი რამე მეჭირა ვერ ვახერებდი ჯოხის დაჭერას და მოვსრიალდი კიდეც,მარა არ დავცემულვადრ მივსრიალებდი კივილით , ხელებგაშლილი და სახეშეშლილი .რაღაც ნაწილზე ამ ქვაღორღში გავრბოდი ინერციით . ამ ჩემს კივილში და ეიფორიაში ვერ გავიგე თურმე იკა წამომყვა და ბოლოს მდინარეში რომ უნდა ჩავვარდნილიყავი ერთი ნახტომით დამიჭირა. მძიმედ კი დავენარცხეთ , მაგრამ გადავრჩით . სულ მთლად ტალახში ვიყავით ამოსვრილები, ძლივს ამოვაღწიეთ იქედან ,ამ დროში უკვე ისე წვიმდა ლამის უკან დაგვაბრუნა. მოკლედ საოცარი იყო ,ისეთი ადრენალინის გრძნობა მქონდა იმ დღეებში .კარავი რომ დავდგით ჩები ნივთები აღარ იყო და შევუსახლდი იკას . ლეიბიც გამინაწილა და ყველანაირად რო ხიფათში ვიყავით ჩაგვეკეტა გზა .ზემოდან სხვა ტურისტები ჩამოვიდნენ და ასე ერთად ვიყავით ორი დღე .
-იკა ვინ არის... აბა არ მყოლია მნიშვნელოვანი შეყვარებულიო ?
-მარტო იკა გაიგე ამხელა მონათხრობსი? არადა რა გაბრწყინებული ვყვებოდი
-მხოლოდ იკას ხსენებაზე ბრწყინავდი !
-მეჩვენება თუ ბრაზობ...
-მაინტერესებს ვინ იყო იკა ვისთან ერთადაც ორი ღამე გაატარე ერთ პატარა ლეიბსი თუ საბანში გახვეულმა - გასაოცრად უნათებდა თვალები, ასეთი გაბრაზებული არც მინახავს მგონი
-მეგობარია უბრალოდ..
-დარწმუნებული ხარ?-პასუხად ისე გავხედე მაშინვე სხვა მხრივ განაგრძო საუბარი
-გოგონები სკოლაში გაიცანი და იკას როდის დაუმეგობრდი
-16-ის ვიყავი, რომ გავიცანი იკა ოცის იყო მაშინ... წვეულებაზე ვიყავით. ჩემს გარდა ყველამ შეამჩნია მე კი შევასკდი და წვენი პირდაპირ თეთრ პერანგზე გადავასხი . რომ ავხედე მეგონა მომკლავდა, მაგრამ სიტყვა არ უთქვამს . ჯერ უბრალოდ მიყურებდა, მერე გამიღიმა და ასე გავიცანით
-უყვარდი!
-არ ვუყვარდი ... ხომ მეტყოდა
-შენ ემეგობრებოდი და ვერ გეტყოდა..ძნელია როცა ქალს, რომელიც გიყვარს მეგობრად მიაჩნიხარ . ამჯობინა მეგობრები ყოფილიყავით და თან მშვიდად ეცხოვრა
-კაცური ლოგიკაა თუ რა არის
-არ ვიცი ახლაც უყვარხარ თუ არა , მაგრამ დარწმუნებული ვარ ბავშვობაში უყვარდა ის პატარა საყვარელი გოგონა
-მზე ჩადის და დროა წავიდეთ .. ღამე აქ ვერ ვივლი- არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი.
-ისევ ცვლი თემას
- შენი დასკვნა მოვისმინე მე ჩემი აზრი მაქვს, უფრო სწორად ვიცი რაც არის სიმართლე და სასაუბრო აქ აღარაფერია იმაზე ვერ გეკამათები რაც სადაო არ არის. წავიდეთ
-გეშინია? ღამე გარეთ დარჩენის
-ახლა არ მითხრა აქ დავრჩეთო ვარ გავიყინებით და მგლებს ვერ დავაგლეჯინებ თავს
-მე გაგათბობ
-არც იფიქრო.. მე მივდივარ შენ შეგიძია დარჩე- უკან მოვბრუნდი , მაგრამ ვინ დამაცადა სწრაფად მომხვია ხელი და ისე დამისვა მუხლებზე არც შეტოკებულა . ხელები მომხვია მკლავებზე და ჩემს თმაში ჩამალა სახე- გამიშვი...
-ნახე რა ლამაზია . შენი თმის ფერია ...- მზის ჩასვლა მართლაც საოცარი სანახავი იყო იმ ადგილიდან მთელი მიდამო ალისფრად ანათებდა, ჩემი თმაც ბზინავდა და მომენტალურად მოვწყდი ყველაფერს. ჰორიზონტს თვალი გავუსწორე და უეცრად ისე მომეძალა მოგონებები ნიკუშამაც კი ვერ იმოქმედა, მისგან მომავალმა სითბომაც ვერ გადაძალა ტკივილი. სწორედ მსგავსი ხედი იყო იმ დღის ბოლოს, იმ ფერს ირეკლავდა ჩამსხვრეული მინა, პატარა სარკმლიდან ,იმ სოროში ვხედავდი სადღაც შორს როგორ ჩადიოდა მზე. იატაკზე გართხმულს კივილის თავი რომ აღარ მქონდა უკვე მთელი არსებით ჭუჭყიანი ვიყავი ,მეგონა არც ვსუნთქავდი უბრალოდ კანი მეწვოდა ისე თიტქოს დამწვრობა მქონდა, დანაოჭებულ კანზე კი მატლები მესია და მჯიჯგნიდნენ ხორცს . მათი შეხებისას მეგონა შინაგან ორგანოებამდე აღწევდა ტკივილი , თავს ვერ ვიცავდი , ვერც კი ვყვიროდი ბოლოს სწორედ იმ ხედს ვხედავდი როცა დანის ბასრი პირი სახის კანს მთელი დაწოლით ჩამოჰყვა, ჩემმა ხმამ გაიჟღერა ,წარმოუდგენელი მეგონა იმ წამამდე ბგერის წარმოთქმას თუ შევძლებდი , მეგონა უარეს ტკივილს ვერ მომაყენებდნენ , მაგრამ ისე ვღრიალებდი როგორც დაჭრილი ცხოველი. ერთიანად ამოხეთქა მთელმა ტკივილმა და მევე გამანადგურა. ხმა როგორც კი შეწყდა იმ წამსვე გავითიშე. ისევ ის წითელი მზის ჩასვლის ხედი და ბოლო კადრი ...
გონს რომ მოვედი ნიკას მკლავებში მოქცეული ვფართხალებდი .მანამ მისი ხმაც არ მესმოდა ახლა კი ვხვდებოდი რომ უკვე დიდი ხანია დამშვიდებას მთხოვდა, სასოწარკვეთილი გამომეტყველება ჰქონდა, თვალები ტკივილს ასხივებდა ისევ ისე ჩამუქებოდა, დაჭიმულს ხელებს არ სცდებოდა, მაინც იცავდა ზღვარს და ცდილობდა ასე გავეჩერებინე
-კესო... კესო გესმის? კესანე- ჩემს სახლეს მგონი მთელი ტკივილი ამოაყოლა .მოვდუნდი მანაც ხელი შემიშვა .მინდორზე დავვარდი მუხლებზე დაცემული ხელისგულებით ვეყრდნობოდი ბალახს თავიც დაბლა დავწიე .ჩემი წითელი კულულები მწვანე მინდორზე გადაიშალა
-ვერ ვიტან ამ ხედს... მეზიზღება ყველაფერი ,თითქმის ყველა დეტალი მეზიზღება .ისეთმა დეტალმა შეიძლება გამაგიჟოს რომ ვერ წარმოიდგენ... ვერაფერს გააკეთებ . ამას ვერაფერს ვუშველი შეუძლებელია ამდენად ძლიერი იყო...არ შემიძლია მე.. მე არ შემიძლია - ჩუმად ვლუღლუღებდი ხმა წართმეული მქონდა. არ შემხებია უბრალოდ მინდორზე დაჯდა ჯერ ამ მდგომარეობაში მიყურებდა, შემდეგ წამოდგა
-ჩამეხუტე ... თვითონ ჩამეხუტე მთელი ძალით ისე თითქოს მე უნდა გადმომილოცო ამით შენი ტკივილი-ხელი გაშალა ,თვალებში მიყურებდა,მისი ნაცრისფერი სფეროები მიზიდავდნენ. მოვეხვიე ,მაგრამ არ მჭირდებოდა ძალის გამოჩენა. თავი მის ყელში ჩავმალე და მოვდუნდი. მეგონა მართლა მას ვუგზავნიდი ტკივილს, სუნთქვაშეკრული იდგა გული კი ისე ჩქარა უცემდა მეგონა მალე მკერდიდან გამოფრინდებოდა და ჩვენს გარშემო იფრენდა. ისევ მე ვეხვეოდი, ისევ მე ვეხებოდი ის კი იდგა და თითსაც არ მაკარებდა.
არ ვიცი რამდენ ხანს ვდიექით ასე,
-წავიდეთ...-ჩემი სათქმელი თქვა. ძალაგამოცლილი ვიყავი ისე გამოვიფიტე თითქოს მთელი დღე შრომატევად საქმეს ვაკეთებდი,კუნთებიც კი მტკიოდა. არ ვიცი როგორ მიხვდა ფაქტია სიტყვა არ მითქვამს მგონი არც ვსუნთქავდი. ხელში ამიყვანა ,გულზე მიმიხუტა თავი მის მხარზე მედო ცხვირით ყელზე ვეხებოდი, დაძარღვულ ცისფერ ვენაში სისხლის მოძრაობასაც ვგრძნობდი.თავი მაღლა ჰქონდა აწეული,ისე მიაბიჯებდა თითქოს რობოტი იყო, ჰორიზონტს გაჰყურებდა და ტყეში გზას იკვლევდა. ისე მივყავდი თითქოს არც ვეჭირე ხელში მეც ვერ ვგრძნობდი მის შეხებას. მალე თვალები დამეხუჭა, სიარული ისე მოქმედებდა თითქოს პატარა ბავშვივი ვიყავი,მამას ვეჭირე ხელში,მაღალი სიცხისგან გათანგული და ჩემს დაძინებას ცდილობდა. თვალების დახუჭვის შემდეგ გონებაც მოდუნდა, მთლიანად მოვწყდი სამყაროს და გავითიშე . მე ხომ სიზმრებს აღარ ვხედავ,მხოლოდ კოშმარებს. დიდი ხანია სიზმრების ზღაპრულ სამყაროში არ მიმოგზაურია..
გავიაზრე როგორ მოვშორდი მის მხურვალე სხეულს და მაშინვე ვიგრძენი დაჭიმულობა,თითქოს ნელ-ნელა მიქრებოდა წინანდელი სიმშვიდე. არაფერი მითქვამს, თვალებიც არ გამიხელია .ველოდი, ველოდი რომ გამოიცვლიდა და გვერდით მომიწვებოდა ,მაგრამ წავიდა კარი გაიხურა და წავიდა. ხომ მითხრა თუ არ მთხოვ არაფერს გავაკეთებო ...ხომ გამიბრაზდა უნდობლობის გამო ,შემდეგ ის ინციდენტი .ის ზედმეტად პრინციპულია იცის რომ მჭირდება და მაინც მიდის. რამდენიმე წუთი გადის, არც კი ვბრუნდები ერთ ადგილას ვარ გაყინული და მოლოდინი მაგიჟებს. მშვიდად ძილი მინდა,მთელს ჩემს არსებას სურს სიმშვიდე ,სიმშვიდე რომელიც მასთანაა .მისი სიტყვები მახსენდება , უნდა გააკეთო ის რაც გინდა .კაბას ვიხდი პერანგს ვიცვამ. ხელი თავისთავად ეხება თავსაფარს, მაგრამ ვუშვებ კარადას ვხურავ და მშვიდად მივდივარ .დერეფანი გავაირე ,კიბეს ჩავუყევი. ფეხშიშველი სიარული მომწონს სახლში სასიამოვნოდ გრილა ზაფხულის მშვიდი ღამეა გარედან სხვადასხვა ხმა შემოდის და ღამის ჰარმონიას ქმნის,თუმცა მე ჩემი პირადი ჰარმონია მჭირდება .იმ წამს აღმოვაჩინე რომ ის ნიკოლოზი იყო . კარს თამამად ვაღებ და შევდივარ . საწოლზე შორტისამარა წევს, საბანი ბოლოშია გადაკეცილი , ხელები გაშლილი აქვს და ძინავს.ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თიტქოს როგორც დაეცა საწოლზე ისე დაიძინა. ცივი იატაკიდან ხალიჩაზე გადავდივარ,სითბო მსიამოვნებს საწოლზე ავდივარ და წამით ვყოვნდები, მეშინია მისი შისველი სხეულის შეხებისას ცუდად არ გავხდე ისევ მისი სიტყვები მიტრიალებს გონებაში“გააკეთე ის რაც გსურს“ .თვალებს ვხუჭავ და ისე ვეშვები საწოლზე . გვერდიდან ვეკვრი და თავს მხარზე ვადებ. თითები გამეყინა, აკანკალებულ ხელს მკერდზე ვადებ.თვალებს არ ვახელ მაგრამ ვგრძNობ რომ გაიღვიძა,მისი სუნთქვა და გულისცემა მშვიდი აღარ არის . ვგრძნობ როგორ უვლის სხეულში ტალღა , მღელვარე და ძლიერი ჩემი მუხტთა ჯაჭვის იდენტური . ბოლო დეტალს ველი , მარჯვენა ხელს მხარზე მხვევს,მარცხენას ჩემს თითეში ხლართავს და ვინაბები .უკვე მშვიდად ვიძინებ და ველი მომდევნო დღეს ,რომელიც მხოლოდ ღმერთმა იცის რას მიმზადებს...
...........
კიდევ ერთი დღე დაიწყო მის გვერდით , მასთან ერთად. დილა როდესაც, თვალის გახელის პირველი წამიდან ვფიქრობდი ფანჯრიდან გადაშლილ ხედზე , ჩემზე და ჩვენზე. მის ოთახში ვიყავი ისევ, მეგონა საუზმეს ამზადებდა და მშვიდად ვუყურებდი ფანჯრის რაფაზე მჯდომ ჩიტს თავისთვის რომ ჟღურტულებდა მზის სხივების ქვეშ. ვიღიმოდი ჩიტი ავალიანის ნახევრად შიშველმა სხეულმა რომ დაფარა. სააბაზანოდან გამოსულს მხოლოდ წელზე შემოხვეული პირსახოცი უფარავდა სხეულის ნაწილს . ერთხანს ვერ შემამჩნია, შემდეგ ალბათ ჩემი მზერა იგრძნო და თავადაც დაბნეულმა შემომხედა. სავარაუდოდ ჩემგან წივილ-კივილს ელოდა მე კი სრულიად მშვიდად ვიწექი ბალიშზე ჩახუტებული და თვალს ვადევნებდი. როგორ უცებ დაიწყო ჩაცმა , პირსახოცის მოუშორებლად გაუძნელდა და ლამის იატაკზე გაიშხლართა
-მინდა ჩემს ოთახში გადმოხვიდე , თუ წინააღმდეგი არ ხარ- მის დაბნეულობას ყურადღება არ მივაქციე, კარისკენ დავიძარი და დილის შოკიც განვაცდევინე. ბევრი არ მიფიქრია ამ წინადადების შეთავაზებაც ,როგორც ყველაფერი რასაც მასთან ვაკეთებდი ემოციებზე იყო დაყრდნობილი. მის გვერდით მშვიდად მეძინა , ფარი იყო რომელიც მიცავდა .
მალევე გადმოიტანა თავისი ნივთები ჩემი ტანსაცმლის გვერდით მოათავსა და უცნაურად აჟიტირებულმა დაიწყო დღე . საუზმე მე მოვამზადე, არაფერი დაუძალებია , იჯდა გემრიელად მიირთმევდა და მეც გამიცოცხლა მადა
-განგებ გააკეთე ხომ? ისე გემრიელად ჭამ მომინდა მეც
-უდიპლომო ფსიქოლოგი ვარ - გაიცინა და თაფლით დასვრილი თითი გაილოკა . იმ დღეს პატარა ანც ბიჭს ჰგავდა ისეთი კამკამა თვალები ჰქონდა თავბრუსმახვევდა. სანამ ვისაუზმე ჩუმად იყო შემდეგ კი სახლიდან წამიყვანა.
-ამ უზარმაზარ ჩანთაში რა ჩაალაგე ამდენი ? - მე კალათი რომ მომაჩეჩა და თვითონ მაინც ამხელა ზურგჩანთას მოათრევდა გამიკვირდა
-ყველაფერი რაც დაგვჭირდება
-ლაშქრობაში მიგყავარ?
-აბა სხვა რა არის ყოველ დღე ამ მთაში ხეტიალი?
ჩანჩქერთან მივდიოდით აშკარად რამაც ის დღე გამახსენა და კიდევ უფრო გავხალისდი . პლედი გაშალა , ჩანთიდან ნაჭრის ჰამაკიც კი ამოიღო ხეებს შორის ჩამოკიდა . კალათიდან კონტეინერებიც ამოალაგა და შემდეგ ამომხედა
-გინდა ცურვა გასწავლო და თხოვნა გერიდება?
-რა ცუდი გოგო ხარ- თვალები აატრიალა და მაისური გადაიძრო- არაფერიც არ მჭირდება ის უბედური შემთხვევა იყო. შენზე ვიყავი კონცენტრირებული, ქვაზე ფეხი დამიცდა
-ხო როგორ არა, გაიმართლე თავი და არ აღიარო რომ მე შენზე უკეთ ვცურავ
-მეტიჩარა
-გასწავლიდი,მაგრამ კაბით ბანაობა მოუხერხებელია, მერე სიარული ხომ საერთოდ
-შენთვის ტანსაცმელი წამოვიღე ასე რომ შეგიძლია ჩამოხვიდე, მაგრამ გახდაზეც თუ დაფიქრდები მე პრობლემა არ მაქვს- წყალში იყო უკვე და იქედან მელაპარაკებოდა. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდებოდა ჩემს გონებაში ,მაგრამ მდინარეში შესვლიდან მალევე ჩავყვინთე , ღრმა წყალში ვიყავი ნიკა ჩემგან შორს იყო და მე ისე გამიტაცა წყალქვეშ ცურვამ არც კი მიფიქრია,რომ შევაშინებდი . ცურვა მუდამ მიფანტავდა გონებას, ვითიშებოდი და აღარაფერი მესმოდა ისე ამოვყვინთე პირდაპირ მის წინ აღმოვჩნდი , მილიმეტრები გვაშორებდა ისეთი შეშლილი მზერა ჰქონდა დავიბენი , ვერ მივხვდი რა ხდებოდა ისე ძლიერ მომხვია მკლავები არც კი ვიცოდი როგორ უნდა მომეშორებინა
-ღმერთო როგორ შემაშინე ... ასე აღარ მომექცე . აღარ გაბედო ჩემი ასე შეშინება , რომ ვერ მეპოვნე აქვე მოვკვდებოდი გესმის? - ჯერ თმაზე მისვამდა ხელებს მერე სახეზე და მე მხოლოდ მისი მზერა მაფიქრებდი . როგორ შეიძლებოდა ჩემი დაკარგვის შიში მასში ასეთი დოზით ყოფილიყო
-მე კარგად ვარ... წყალქვეშ ვცურავდი უბრალოდ და არც კი მიფიქრია რომ შეგეშინდებოდა - რომ გაიაზრა რა ახლოს იყო თავად მომშორდა, მე კი ისევ ვერაფერს ვგრძნობდი - ასე შორს ჩემს გამო გამოხვედი? - ირგვლივ რომ მიმოვიხედე მივხვდი საკმაოდ შორს ვიყავით იმ ადგილიდან სადაც გავჩერდით . ის კი შესანიშნავად უმკლავდებოდა მდინარის სიღრმეს
-უკან დავბრუნდეთ ... დღეისთვის საკმარისია - ცუდად იყო, ისევ ჩაქრა მისი თვალები და მე უკვე მძულდა მომენტი როდესაც ის სევდისფერი ხდებოდა.
გამოვიცვალეთ , მდუმარედ ერთმანეთისგან ზურგშექცევით ჩავიცვით მშრალი ტანსაცმელი და შემდეგ პლედზე დავსხედით. ისევ ჩუმად იყო, თვალს არ მისწორებდა და სადღაც შორს იყურებოდა, რაღაც ამბავს იხსენებდა მე კი საოცრად მაინტერესებდა რა გადახდა თავს
-არ მომიყვები ასე რატომ შეგეშინდა? შენ კარგად ცურავ, მაგრამ მაინც მდინარის შიში გაქვს
-მძიმე ამბავია, ჩემთვის მძიმე
-ვინმესთვის გაგიზიარები ამ ამბისგან მიღებული ემოციები?
-არა
-იქნებ მე უნდა ვიყო ეს ადამიანი და იქნებ შემდეგ გათავისუფლდე...ხო ვიცი სასაცილოა ამას მე რომ ვამბობ, მაგრამ
-სოფიო ფეხმძიმედ თითქმის ექვსი თვის ფეხმძიმე იყო - ღრმად ჩაისუნთქა და დაბალი, მშვიდი ტემბრით დაიწყო საუბარი - პირველი ბავშვი იყო ჩვენს სამეგობროში ხომ წარმოგიდგენია მე და ცოტნე როგორ ვიყავით. მგონი მათე არ ატარებდა მასთან იმდენ დროს რამდენსაც ჩვენ, ვეფერებოდით და ათას სისულელეზე ველაპარაკებოდით... სოფიოც იყენებდა ამ მდგომარეობას და ჭირვეულობდა . ერთ დღეს აიტეხა სოფელში მინდა ჩემებთან წასვლა ბებოსთან არიან და მეც ვნახავო. მათეს და ცოტნეს არ ეცალათ ,ვერანაირად გაითავისუფლეს თავი .მათე მივლინებაში მიდიოდა ცოტნეს კიდე ოპერაციები ჰქონდა . მე ხომ არ ვაწყენინებდი ჩემს ნათლულს ატარებდა მუცლით,შესაბამისად ჩავსვი მანქანაში და წავედით. აჭარის მთიან სოფელში მივდიოდით , წვიმა დაიწყო როგორც ჩვევია დასავლეთში, გზას თითქმის ვეღარ ვხედავდი, ფაქტობრივად მივცურავდი იმხელა წყალი იდგა . უცებ დავინახე როგორ წამოვიდა მანქანა ჩვენკენ და გათიშულმა ვერაფერი მოვახერხე, დაჯახების გამო წყალმა წაგვიღო ,ხიდზე ვიყავით მდინარე ჯებირებს ეხეთქებოდა . ვერაფერი გავაკეთე, მანქანა ხიდიდან წყალში ჩავარდა . სოფიოს კივილის ხმა მესმოდა ,შველას მთხოვდა . თითქმის ჩავიძირეთ , მანქანა დინებას მიჰყავდა, მე კი ისევ შოკში ვიყავი . როგორც იქნა გონს მოვედი აზვირთებულ , ტალახიან წყალს ვხედავდი მინიდან თანდათან რომ აღწევდა მანქანაში ცოტაც,. ხეები და სხვადასხვა ნივთები მოჰქონდა დინებას ... მახსოვს სოფიოს მხარეს გადავედი არ ვიცი რა გავაკეთე როგორ მივემაგრე სხეულზე, კარი ერთბაშად გამოვგლიჯე და იმ დროს გადავხტით მდინარეში როცა უზარმაზარ ხე ეჯახებოდა . წამში ისე დაიჭმუჭნა მანქანა თიტქოს ქაღალდის ნაგლეჯი იყო. სოფო ცურვას ვერ ახერხებდა, ცუდად იყო , ემოციებმა იმდენად იმოქმედა გონება დაკარგა . მძიმე იყო , საშინლად მძიმე იყო მდინარე ისე მოდიოდა ვერ ვიკავებდი თავს, მივყავდი .ხელებში ძალა აღარ მქონდა მხოლოდ სოფიოს ვებღაუჭებოდი , ბოლოს თითები სულ გამეყინა ხელი დამისხლტა ,კაბას ჩავეჭიდე ისიც გამისრიალდა უკნიდან რაღაც დამეტაკა და სოფიომ ჩაძირვა დაიწყო სანამ მე მოვარდნილ მდინარეს ვებრძოდი. იმ წამებში რაც ვიგრძენი დღემდე კოშმარად ვხედავ. სულ ცოტაც და ორივე დაიღუპებოდა, მათეს საყვარელ ქალს და შვილს დავღუპავდი ჩემი სისუსტის გამო. დროულად რომ მემოქმედა, ძალა რომ მქონოდა სოფიოს დროულად ამოვიყვანდი ...
-შენ ხომ ამოიყვანე... ხომ მითხარი ნათლული მყავსო- თავი ვერ შევიკავე ,იმდენად დიდი იყო ტკივილი მის ხმაში და გამოხედვაში გული შემეკუმშა
-ამოვიყვანე ...მაგრამ გვიანი იყო . მე მოვკალი მათი ერთი შვილი ...ტყუპები ჰყავდათ მერე გავიგეთ ჩვენ - კიდევ ერთი სევდის ფერი დაეტყო მის სახეს. როგორი იყო ავალიანი ამის სიტყვებით გადმოცემა ძნელია - სოფიო საავადმყოფოში გათიშული გადავიყვანეთ. უფრო სწორად გადაიყვანეს, მე ამოყვანის დროს ფეხი გავიჭერი ძლიერი სისხლდენა მქონდა ,ექიმებმა რაღაც გამიკეთეს ... სოფოსთან მისვლა მინდოდა ვყვიროდი და რომ ვერ დამაწყნარეს დამამშვიდებელი გამოიყენეს, გონს კლინიკაში მოვედი ,თითქოს განგებ იმ დროს გამაღვიძეს მათე რომ ჩამოვიდა და გაგიჟებული ღრიალებდა დერეფანში იმის გამო რომ სოფიოს არ აჩვენებდნენ. იმ დროს ოპერაციას უკეთებდნენ ,სისხლდენა ჰქონდა როგორც გითხარი ნაყოფი დაიღუპა . მისი ხმის გაგებისას ინსტიქტურად წამოვდექი. ყველაფერი მოვიხსენი ,ფეხის ტკივილს ვერ ვგრძნობდი ისე მივაბიჯებდი საავადმყოფოს პერანგით . ცოტნე მათეს ეხვეოდა ისინი რომ დავინახე ყველაფერი აღმიდგა გონებაში ვერ მივედი... მრცხვენოდა, სინდისი მქენჯნიდა, მტკიოდა რომ ჩემ გამო იყვნენ ასეთ მდგომარეობაში . ასე ლაჩრულად ვიწყე უკან სვლა... კიბეზე ჩავდიოდი ,სუნთქვა მეკვროდა მინდოდა გარეთ გავსულიყავი , მაგრამ ვერ შევძელი უეცრად მიმტყუნა ფეხმა და დავგორდი ...
-ნიკა... - ვხვდებოდი როგორ უჭირდა მოყოლა და მოვეხვიე - თუ გინდა ნუღარ გააგრძელებ
-არა ... მინდა დავასრულო. უკვე მეორედ რომ გამოვფხიზლდი ყელაფერი დასრულებული იყო . გაიგეს რომ ბავშვი დაიღუპა , სოფიო მძიმედ იყო და იბრძოდნენ მეორე ნაყოფის შესანარჩუნებლად. მათეს მასთან არ უშვებდნენ,შორიდან უნახავს და მერე ცოტნესთან ერთად ჩემს პალატაში შემოსულა. იჯდა გათიშული და მიყურებდა .რას არ მივცემდი რომ ეთქვა კარგად არის ბავშვიო , ცოტნემ მითხრა დავკარგეთო და მერე მახსოვს როგორ ვევედრებოდი პატიებას მათეს. გაოცებული მიყურებდა პანიკაში ჩავარდნილს. წარმოგიდგენია? როგორ ტკიოდა რა ცუდად იყო და ერთხელაც არ დავუდანაშაულებიბივარ. სანამ მე თავში ვიცემდი ხელებს და ღმერთმა უწყის რას ჩავდიოდი გონს მოდიოდა,ცოტნემ ვერ გამაჩერა. ექიმები ლამის ვცემე . ბოლოს ისე დამიყვირა ახლავე გაჩერდიო ადგილზე მივეყინე . ისე გამომლანძრა რა სისულელეს ამბობო ლამის დავიჯერე რომ დამნაშავე არ ვიყავი და უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო... წლების მერე რომ გადავლახე ეს მოგონება, როცა ჩვენი ბიჭი დაიბადა და ნიკუშა დაარქვეს , იმდენი ბედნიერი წამი იყო და მე მაინც ისევ ვფიქრობდი გარდაცვლილ ტყუპზე როგორც მათე და სოფიო . მე მათგან განსხვავებულად მტკიოდა , დანაშაულის გრძნობაც მტკიოდა . მერე მივხვდი რომ თუნდაც ჩემი დანაშაული ეღიარებინა ის მაინც მაპატიებდა, ჩვენ არ შეგვიძლია ჩხუბი არაფრის გამო ... როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს. როგორც ძმები ვერ დაშორდებიან ერთმანეთს ისე ვართ ჩვენც... მდინარეს რაც შეეხება მას მერე პანიკური შიში მქონდა, თავიდან წყალს რომ ვისხამდი ისიც კი ცუდად მხდიდა, ტალახისფრად მეჩვენებოდა ... ღრმა წყალში დღემდე არ შევსულვარ საკუთარი ნებით - მაჯაზე რომ მაკოცა შემდეგ გავიაზრე რა ახლოს ვიყავი. მის თმაში დავატარებდი თითებს და ისიც მშვიდად განაგრძობდა მისთვის უმძიმესი ამბის თხრობას
-მაპატიე ,მოყოლა გაიძულე და ჩემდაუნებურად ეს ამბავი გაგახსენე
-იცი ასე დეტალურად ეს ამბავი არავინ იცის. მათთვისაც კი არ მითქვამს ჩემი შიშების შესახებ . გადაულახავი შიში არ არსებობს, ყველა მოგონებასთან შეიძლება ბრძოლა, დღემდე მაწუხებს ეგ ამბავი ,მაგრამ ვებრძვი და ვამარცხებ ყოველ ჯერზე
-სოფიო? სოფიომ რა თქვა
- საავადმყოფოდან როცა გამოწერეს ხელჯოხით ვიდექი კართან და თავდახრილი ველოდი. უცებ სითბო ვიგრძენი ,გამობურცული მუცელიც მომეკრა და მივხვდი მეხვეოდა . თავი მხარზე დამადო და ხელები მომხვია . არაფერი უთქვამს, საერთოდ არაფერი, რამდნიმე წუთი ასე იყო მერე თავი ასწია გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა
-მის ადგილას ყველა დაგადანაშაულებდა..იმიტომ რომ ადამიანებს გვიყვარს დამნაშავის ძებნა იქაც კი სადაც არ არსებობს
-სოფო სხვა არის... ის საოცარი ქალია ხომ გითხარი ზუსტად ის არის ვინც მათეს შეეფერება და მიხარია რომ ჩემი ძმის გვერდით იქნება სიცოცხლის ბოლომდე. როცა კაცს მსგავსი ცოლი ჰყავს ამქვეყნად ვერაფერი შეაჩერებს, შეაშინებს და დაამარცხებს...
-უნდა იჩქარო შენც გჭირდება ერთი ეგეთი ცოლი
-მე ვიცი ვინც მჭირდება უბრალოდ ჯერ კიდევ ბავშვია...
-მერე რა...ის თუ ის არის ვინც გჭირდება უნდა იაქტიურო.. აქ რო ჩამობრძანდი წავიდოდი მასთან
-მას არასდროს ვტოვებ მე მხოლოდ ერთხელ...- რაღაც უნდოდა ეთქვა,მაგრამ ისევ გაჩერდა- მოკლედ ასე ახლა მომიყვები ქალბატონო რამე კარგს შენი ცხოვრებიდან თორე ზედმეტად დამიმძიმდა ხასიათი - ჰამაკში ჩაწვა და მეც ინსტიქტურად გავყევი, გაეღიმა რომ ჩავეხუტე . თავი მკერდზე დავადე და დავფიქრდი
-დაივინგი ვისწავლე პროფესიონალთან ერთად...ქართველი იყო . სასტუმროში ჩვენს მეზობელ ოთახში დაბინავდნენ. ერთ სართულზე ვიყავით და ერთ საღამოს მთვრალი მართა შეუვარდათ . წარმოიდგინე კარი გააღო შებარბაცდა და პირდაპირ საწოლზე დაემხო უცნობს. ჩვენც რა გზა გვქონდა გავიცანით, მერე ვხვდებოდით ხშირად და რომ გავიგე ერთ-ერთის პროფესია დარჩენაზე დავითანხმე. ორი დღის შემდეგ მიდიოდა ჩემი თხოვნით მთელი კვირა დარჩა ... ისეთი ლამაზი იყო
-მე ვთქვი რამე მხიარული და არა რამე ვნებიანი
-სად იყო აქ ვნება- ქვემოდან ავხედე, წარბშეკრული იწვა, ერთი ხელი მოხრილი ჰქონდა და თავი ხელზე ედო
-ბიჭი შენს გამო დარჩა, წყალქვეშ რომანტიულ გასეირნებას გიწყობდა...ანუ მხოლოდ მე არ ვარ ვისაც ყველაფერს აკეთებინებ , შენი მზერის წინააღმდეგ ვერავინ მიდის-დახუჭულ თვალებზე ტუჩების ფრთხილი შეხება ვიგრძენი, მე ისევ მის გულისცემას ვუსმენდი და დიდხანს ვიყავი ჩუმად
-დამიჯერე ჩემი მზერა არაფერს ცვლის...ვერ დავარწმუნე, არ შევებრალე და ვერაფერი შევცვალე -საკუთარ თავთან ვსაუბრობდი უკვე. ნიკას მალე მშვიდად ეძინა. ცხვირის წვერით თმაზე მეხებოდა და იქ,იმ პატარა სივრცეშიც მხოლოდ მე ვეხვეოდი. ვუყურებდი, ვაკვირდებოდი , თვალს ვერ ვაშორებდი და ვხვდებოდი როგორი დაღლილი იყო, ემოციებისგან ,წარსულის მოგონებებისგან რომელთანაც მუდმივი ბრძოლა ჰქონდა . იქნებ წუხელ ვერც გამოიძინა , იქნებ მე მისთვის ზედმეტად დიდი ტვირთი ვარ და ახლა იმიტომ არის აქ,რომ თავს ვალდებულად თვლის , ანგარიშს მისწორებს გაწეული დახმარებისთვის? მე რას ვაკეთებ, ან რატომ , რატომ ვარ ასე ახლოს მასთან ის ჩემს სულსაც ეხება და სხეულსაც. ნუთუ სხვებსაც მივცემ ამის საშუალებას, თუ მხოლოდ ისაა გამონაკლისი რომელთან ყოფნაც სხივებს აბრუნებს ჩემს ცხოვრებაში. ვუყურებ და უეცრად ვხვდები რომ მინდა ვაკოცო , მის სახესთან მიახლოებული თითები მიშეშდება, სული მეხუთება სადღაც შორიდან მესმის ჩემი შინაგანი ხმა ,რომელიც მახსენებს ვინ ვარ . მე არ შემიძლია, მე ჩვეულებრივი ქალი არ ვარ მე ვერასდროს შევძლებ მასთან სრულყოფილ ურთიერთობას , არ მაქვს უფლება მის ცხოვრებაში შევიჭრა . ერთ დღეს გავუშვებ , რაღაც ეტაპამდე მივალ და დავუბრუნდები მამას ,ერთადერთს ვისაც დაბადებამდეც კი ვუყვარდი და ვინც ყველა ჩემი სახით მიმიღებს.
ნიკოლოზს ვშორდები, ვტოვებ და მდინარე თავისკენ მიხმობს. სრულიად შიშველი შევედი გრილ წყალში, ჩემს სულში არსებულ ცეცხლს ესეც კი ვერ აქრობდა ,მაგრამ ყურადღებას მიფანტავდა. ისევ შორს გავცურე, ისევ გამიტაცა წყლის სისუფთავემ,მისმა სასიამოვნო შეხებამ ...უკან დაბრუნებულს ავალიანი წყალში მყოფი დამხვდა და წამსვე გავჩერდი
-არ მომიახლოვდე - მაქსიმალურად მოვიკეცე, შემეშინდა ,რომ დამინახავდა ეს ყველაზე უხერხული,საშინელი მომენტი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. თვითონაც გაკვირვებული მიყურებდა და ისიც უკან იხევდა
-წყალში ხარ? მე მეგონა ...ჯანდაბა შენ კაბა არ გაცვია?
-ნუ მიყურებ ! ზემოთ ადი და მეც ამოვალ
-ვერ ავალ ... მე შიშველი ვარ
-სერიოზულად?
-არ მინდოდა სველს მევლო , გამოფხიზლება მჭირდებოდა და ვიფიქრე შენც ტყეში იყავი შესული- დაბნეული მიყურებდა , ვგიჟდებოდი ასე რომ იქცეოდა პატარა ბავშვს ემსგავსებოდა
-სასაცილოა - სიცილი რომ დავიწყე ,მგონი ისტერიკა მქონდა მიყურებდა და ვერ ხვდებოდა რა მაცინებდა- მეც შიშველი ვარ
-მე სულ შიშველი ვიგულისხმე შენ ალბათ კაბა არ ... სუულ სულ არაფერი გაცვია?- ისე წამოიწია მეგონა ადგებოდა და ინსტიქტურად დავხუჭე თვალები - რა ჯანდაბაა არ შეიძლება ერთი დღე მაინც დავიწყოთ და დავასრულოთ მშვიდად ? ღმერთო შენ მანდ შიშველი ხარ
-გეყოფა , შევბრუნდები ზემოთ ახვალ ჩაიცვამ ,შემდეგ ჩემსკენ ზურგით დაჯდები და მეც ამოვალ -წინადადება დასრულებული არ მქონდა ის უკვე მიაბიჯებდა , თითქმის შიშველს ვხედავდი და ძლივს მოვიფიქრე თვალის მოშორება. ეს არ იყო ნორმალური, უკვე ჩემში არსებული გოგო ებრძოდა ქალს რომელიც კაცების მიმართ ზიზღს განიცდიდა. გაორება მეწყებოდა, მტკიოდა ცვლილებები
მდუმარედ დაიწყო ყველაფრის ალაგება . თავადაც უცნაურად გამოიყურებოდა, ვინ იცის რა აზრები ტრიალებდა მის გონებაში, მე მათი ამოხსნა არ შემეძლო .
-მაინც არ მესმის როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო ...
-ძირითადად უხერხულ სიტუაციებში არასდროს ვვარდებოდი , თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ვინ იცის იქნებ მოუხელთებლობაც ავიკიდე - იმ წამს მართა გამახსენდა,რომელსაც სულ რაღაც უბედურება ემართებოდა ხათაბალაში მოხვედრის დიდოსტატი იყო
-ჯერ კიდევ არ იცი რა მოხდება შენს ცხოვრებაში ...
-იმედია უარესს არაფერს მიმზადებს ღმერთი..ბევრჯერ დავრწმუნდი რომ ერთმანეთზე აღმატებული გრძნობა არასდროს დაილევა. როცა მეგონა ხოლმე ყველაზე ბედნიერი ამ წამს ვართქო შემდეგ რაღაც ისეთი ხდებოდა ისევ იგივეს ვამბობდი ... როცა,რაღაც მტკიოდა თუნდაც თავი , მუცელი ან ყელი ვწუწუნებდი . თურმე წარმოდგენა არ მქონდა ტკივილზე... იცი ტკივილის საზომი რომ არსებობდეს ვიტყოდი რომ ფიზიკური ტკივილის ყველაზე მძიმე ფორმა მაქვს განცდილი , სულიერი ტკივილის მრავალი სახე არსებობს თუმცა ვფიქრობ სხვა უფრო მძაფრი არ იარსებებს ვიდრე იმ ღამეს მომაყენეს. ზოგჯერ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემსში არსებულ სიცარიელეს ვერასდროს შევავსებ. გადაჭარბებულ სიხარულს ვერ ვიგრძნობ და თვალების დახუჭვისას მხოლოდ სიბნელე იქნება , მთელს არსებაშიც შავ-თეთრი ფერები გაბატონდება -ისევ დავიწყეთ საუბარი , ისევ გავხსენი გონების კარი და გამოვუშვი აზრები ,რომლებიც იქ ბუდობდნენ
- მამა რომ დაიკარგა საშინლად ვიყავი, ვუყურებდი ბებოს როგორ ღელავდა და ჩემთვის ოთახის კუთხეში მიყუჟული ვტიროდი. როცა იპოვნეს და სახლში გადმოასვენეს ბებოს კივილის ხმა მესმოდა , ეს ხმა ყველაზე დიდ ტკივილს ასახავდა. წლების გასვლის მიუხედავად ცხადად მახსოვს მამა,რომლის ცხედარი ეზოში ესვენა რაღაც ნაჭერში გახვეული ,რომ მივუახლოვდი სასინელი სუნი ვიგრძენი ადრე კი მიწის, ბალახების სუნი ასდიოდა მასთან ყოველი შეხებისას მეგონა მინდორში ვიწექი . ხმას ვერ ვიღებდი,მაშინ ნორმალურად ვერ ვიაზრებდი ყველაფერს . იმ დღესვე დაკრძალეს მამა და იმ შეგრძნებებს დღემდე ვერ ვივიწყებ. მაშინ პირველად გავიფიქრე“ამაზე უარესად ვეღარ მატკენ ღმერთო“ მას შემდეგ არც კი ვიცი რამდენჯერ მეტკინა სულის შეძვრამდე აი ისე რომ ვფიქრობდი ვეღარც სუნთქვას შევლებთქო .იცი რას მივხვდი? ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველია რომელსაც ყველაფრის ატანა შეუძლია და უბრალოდ უნდა იბრძოლოს ,იმოქმედოს წამიერი სიხარულის მისაღწევად რომ იმ წამში მაინც დაივიწყოს ყველაფერი...
-მერე ფიქრობ რომ მოაგვარებ? ტკივილს რომელიც სულშია ,რომელსაც ვერაფერი კურნავს
-არ ვფიქრობ , ვცდილობ ! ტკივილი მინიმუმამდე უნდა დაიყვანო,რომ შემდეგ გაქრობაც შევძლო
-დავიწყება ხომ ძალიან ძნელია...
-მართალია უბრალოდ ისეთი რამ უნდა შექმნა რაც ტკივილს დაფარავს და ტვინი სამუდამოდ დაკავდება სასიამოვნო მოგონებებით
-არგუმენტები არ გელევა... შენ რომ გისმენ ხანდახან მგონი სარკეში ჩახედვისას ჭრილობაც აღარ მექნება
-თუ მოინდომებ ჭრილობაც გაუფერულდება
-და აზრი? ახლა რომ დავბრუნდე ექიმი ვიპოვო ურთულესი ოპერაცია გავიკეთო და ეს ჭრილობა გავაქრო ფიქრობ რამე შეიცვლება? მე მაინც ვერ დავრჩები საზოგადოებაში რატომ არ გესმის...
-მე შენს სულიერ ჭრილობებზე ვამბობ... სხვა ყველაფერი თვალით ხილული ჩემთვის უმნიშვნელოა
- როგორ ახერხებ ვერ ვხვდები . შეიძლება არ გებრალებოდე ,მაგრამ თვალი მაინც სხვანაირად ხედავს შენ კი ისე მიყურებ მგონია რომ ისევ ისეთი ვარ
-შენი დანახვისას იმაზე მეტს ვხედავ და ვგრძნობ ვიდრე შენი რომელიმე ნაკვთია ...ზედმეტად ძნელი ასახსნელია დამიჯერე სხვა ამას ვერ განიცდის
-ხო მაგრამ რატომ მე ... არამგონია სხვა ჩემნაირს რომ შეხედო იგივე გრძნობა გქონდეს
- შენნაირი არავინაა კესანე - არ ვუყურებდი ისევ მიწას დავცქეროდი, მაგრამ ვიცოდი როგორი ღრმა და სევდიანი ჰქონდა იმ წამს თვალები , იდუმალი ნაპერწკალი სადღაც სიღრმიდან რომ ჩანდნენ მის გამუქებულ სფეროებში და მხოლოდ ჩემს მზერას ელოდნენ აკიაფებისთვის.
-რა უნდა მოხდეს ოპერაცია რომ გაიკეთო? - ზედმეტად ნელა მივდიოდით, საუბარი რომ გაგვეგრძელებინა
-უცნაური კითხვაა იცი? არ ვიცი
-დაფიქრდი აბა ... რა შეიძლება მოხდეს ისეთი რომ ოპერაცია რჩებოდეს უკანასკნელ წვეთად შენი ბედნიერებით სავსე თასში
-ბედნიერებით სავსე თასი? ეგ თასი მხოლოდ კი არ დავცალე დავკარგე კიდეც
-რატომ არ შეგიძლია იოცნებო
-კარგი დავფიქრდები ... ალბათ ყველა ჩემი პრობლემა უნდა გაქრეს და ეს ჭრილობა უბრალოდ იარა რომ გახდება აი შემდეგ გავიკეთებ ოპერაციას
-ანუ როცა შეძლებ სახლში დაბრუნებას, მეგობრებთან, მამასთან ისევ ისე იცხოვრებ და საზოგადოებაში ყოფნისას უასიამოვნო შეგრძნებას არ იგრძნობს და შეძლებ შეიყვარო?
-წარმოუდგენელია ... ოცნებაც კი არ შეიძლება
-ნუ მაბრაზებ !- ხელი ცამკიდა და შემაჩერა. ტყეში ვიდექით, ძლივს აღწევდა მზის სუსტი სინათლე ჩვენამდე- ეგ ყველაფერი თუ შევძელით მე და შენ
-მე და შენ? შენ რა აპირებ ....შენ აპირებ
-ერთი პირობა მაქვს ...
-შენ გგონია შევძლებ? - ვუყურებდი და ველოდი როდის შეეცვლებოდა თავისი მტკიცე გამოხედვა ,მაგრამ აშკარად არ ხუმრობდა- კარგი რასაც მთხოვ იმას შევასრულებ
- დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ !
-ჯერ ვერ გეტყვი რაც მინდა ... დაფიქრდი -თვალებში მიყურებდა ისევ და მე არ ვიცოდი რა უნდა ყოფილიყო ისეთი რასაც მისთვის არ გავაკეთებდი
-ვერ დადგება ეგ დღე ... და მაინც რა არის ისეთი რაც შენ გჭირდება და უჩემოდ ვერ მოიპოვებ
-ოდესმე გაიგებ ...
-თუ არ გამოგვივა არ გამანდობ ამ მალულ სურვილს?
-აუცილებლად გამოგვივა და ძალიან მინდა ,იმედი მქონდეს რომ არ გამიბრაზდები - თმა სახიდან გადამიწია და იმ ლოყაზე მომადო ხელისგული რომელზეც ჭრილობა მქონდა.ისეთი სიმხურვალე მოდიოდა მისი მტევნიდან მეგონა ჭრილობა ამოავსო და ყველა ნაწიბური გააქრო
-ხომ იცი , რომ ვერასდროს გაგიბრაზდები- თითები მის ხელს შევახე და მაჯაზე ფრთხილად ვაკოცე
-მაპატიე მე ... დამავიწყდა- ხელის მოშორება უნდოდა მაგრამ უფრო მოვუჭირე
-ასე ვიყოთ, გთხოვ - თვალები დავხუჭე , ლოყით მის ხელისგულს ვეყრდნობოდი, სახის ნახევარს მიფარავდა მისი ცხელი მტევანი და მე ვგრძნობდი მის სხეულში სისხლის მოძრაობას. მეორე ხელი თმაზე შემახო, შემდეგ ყელზე გადავიდა კიდევ ერთ იარას ეხებოდა მე კი ეს იმ წამს არ მაღიზიანებდა. ისევ შევახე ტუჩები მის მაჯაზე მიმავალ ცისფერ ძარღვებს , ვგრძნობდი როგორ ღრმად სუნთქავდა, ჩემთან ახლოს იყო და მისი ყოველი რეაქცია დადებით მუხტად ვრცელდებოდა
-რას მმართებ შეგიძლია ამიხსნა? მოულოდნელად,ერთ წამში მინდება რომ დროში გავჩერდეთ ,ყველა და ყველაფერი გავაქროთ...არ მყოფნი - მივხვდი როგორ ჩქარა მიცემდა გული, შიგნიდან ვიწვოდი ეს არ იყო ის შეგრძნება რასაც წარსულიდან ვაცოცხლებდი, ეს სხვა იყო ახალი ცხოვრების ახალი სხივი
-ეს უხილავი ძაფით არსებული მიზიდულობაა ... ჩემსა და შენს შორის ყველაფერი თითქოს აუხსნელი და არარეალურია, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ზედმეტად ცხადი და ხილულია- ტუჩებით ყბის კუთხეში შემეხო,ისევ ისე ღრმად სუნთქავდა ჩემს სურნელს და მე ვგრძნობდი, მისთვისაც რთული იყო
-ყოფილა შენს ცხოვრებაში შემთხვევა როდესაც ადამიანთან ურთიერთობა არ გყოფნიდა? გინდოდა მეტჯერ შეხებოდი, ხელი მოგეხვია, უბრალოდ გესაუბრათ, მოფერებოდი
-ეს შეგრძნება ერთეულ ადამიანებთან მეორდება ან მხოლოდ ერთადერთთან იმ ათასობით სულიერისგან რომელსთანაც ურთიერთობ. როცა არ გყოფნის , როცა ახლოს ხარ და მაინც შორს გრძნობ თავს, როცა ეხები,მაგრამ ვერ კმაყოფილდები, როცა ეხვევი, მაგრამ მეტი გინდა. უახლოვდები , მის სუნთქვასაც გრძნობ, გულისცემის რიტმს ითვლი და მაინც გინდა მთლიანად შენი ნაწილი გახდეს... მე არ ვიცი ეს გრძნობა ოდესმე თუ ქრება , იქნებ გაქრობა და განელება დასასრულიც იყოს
-მე არ მინდა რომ დასრულდე -სიტყვებს ისე ვამბობდი არც კი ვფიქრობდი. გულიდან წამოსულ თითოეულ სიტყვას ვეუბნებოდი და თვალებში ვუყურებდი. ვიტირებდი, ახლა სიამოვნებით ვიტირებდი და დაველოდებოდი როდის მაკოცებდა ცრემლიან ლოყებზე, მაგრამ ისევ არ შემეძლო ტირილი
-ასეთი სუფთა როგორ ხარ ...-რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ, როცა თვალის დაუხამხამებლად მიცქერდა ,ნაზად ჩამომისვა თიტები სახეზე და სევდისფერი ღიმილით გამიღიმა
- მე ... მე ყველაზე მეტად წაბილწული და ჭუჭყიანი ვარ...იმდენად დიდ ლაფში ვარ ჩავარდნილი ამოსვლის შემთხვევაშიც ვერ გავიწმინდები
-ძალიან ცდები ... ვერც კი წარმოიდგენ როგორ ცდები . შენი სული იმდენად სუფთაა ვერაფერი შეეხება . დამიჯერე ბევრი მინახავს ცხოვრებაში, უამრავ ადამიანს შევხვედრილვარ ,მაგრამ შენნაირი არავინაა. შენნაირი მწვანეები არავის აქვს, შენნაირი მზერა...ასე გულუბრტყვილო, წრფელი საუბარი არავის შეუძლია . შენი ფერი არაფერს აქვს სამყაროში
-ეს მხოლოდ შენთან ხდება და არ ნიშნავს ,რომ ასეთი ვარ ... ძალიან გთხოვ ასე ნუ მიყურებ მგონია რომ ჩემს სულში აღწევ და იქაურობას ანათებ, შენ რომ წახვალ, რომ აღარ იქნები ისევ ყველაფერი წყვდიადში ჩაიკარგება
-გგონია შემიძლია ?
-არავინ იცის წინ რა გველის - მოვშორდი, სახლისკენ გზა მდუმარედ განვაგრძე. ისიც დაემორჩილა ჩემს სურვილს . აღარაფერი გვითქვამს. იმ დღისთვის ზედმეტი ემოცია დამიგროვდა, მათი გააზრებაც კი არ შემეძლო იმდენად გამოვიფიტე, მასუსტებდა ეს გრძნობები , რთული იყო ...
.............
როგორ ძლიერადაც არ უნდა ვეცადოთ შექმნილი ფერის შენარჩუნებას ის მაინც გვეკარგება, ნაცრისფერდება და ქრება. კარგად ვიყავი, მის გვერდით რამდენიმე დღე ისე გავატარე დროის შეგრძნება აღარ მქონდა, მიხაროდა ყოველი დილის გათენება . ემოციები დაგროვდნენ, გაბევრდნენ და ისევ წონასწორობა გახდა საჭირო. სასწორი ჩემ საწინააღმდეგო მხარეს გადაიხარა
დიდი ხნის შემდეგ ისევ მეწვია ღამის კოშმარი. მის წინააღმდეგ უძლური ვიყავი, სახლში შემოვარდნის წამიდან ბოლო დეტალამდე ყველაფერი გაიხსენა გონებამ, თითქოს რეალობა დამანახა . ისევ იგივე ხმები, იგივე შეხება, იგივე სიცილი, თვალები რომლებიც მეზიზღება. ტკივილი, ტკივილი, სიბნელე და უფსკრულის ფსკერზე ვბრუნდები .
თვალებს ვახელ ,სწრაფად ვიწევი წინ და აჩქარებულ გულზე ხელს ვიჭერ , მთლიანად სველი ვარ,დაცვარულ , გაყინულ სახეზე ხელებს ვისვამ . ვიაზრებ რომ ნიკა მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს გამოფხიზლებას ცდილობდა , მაგრამ ისიც უძლური იყო , არაფერი გამოუვიდა . გამოფხიზლებულს მიყურებს, ხელს ისევ მახებს , დადებით მუხტს ვეღარ ვგრძნობ ,მისი შეხებაც მაღიზიანებს . უხეშად ვიშორებ და საწოლიდან ვდგები, თავბრუსხვევას ვგრძნობ ,ორიენტაცია დაკარგული, დაბინდული მზერით დგომას ვერ ვახერხებ ,ფეხებში ძალას ვკარგავ და იატაკზე ვეშვები
-არ შემეხო... არ მომეკარო გთხოვ არ შემიძლია . მეყო თამაში მეყო ... შეუძლებელია მე ეს დავივიწყო .შენც ისეთივე ხარ ,ყველა სულ სულ ყველა ვინც კი შემეხება ჩემთვის მათნაირი ხდება . ჭაობში ჩამარხული ვარ , ეს ჭუჭყი მახრჩობს მეც და ყველას ვინც მომიახლოვდება - ხალიჩაზე ისე ვიყავი დამხობილი როგორც გულმხურვალე მლოცველი, მაგრამ მე ღმერთის რწმენაც აღარ მქონდა. ემბრიონის ფორმაში მოვიკეცე და ნიკოლოზს დაბინდული მზერა მივაპყარი . სულ მთლად გაფითრებული, გაწითლებული თვალებით მიმზერდა .ისევ საწოლზე იჯდა მუხლებზე დამხობილი,ისევ ისე როგორც მაშინ როცა ჩემს ყვირილს უსმენდა და გამოფხიზლებას ცდილობდა. იჯდა და მიყურებდა, თვალები ისე გაუმუქდა წყვდიადისფერი გაუხდა . არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავით, ან რას ფიქრობდა . ალბათ რისკისთვის ემზადებოდა, ჩემს ზურგს უკან დაწვა, ხელი ჯერ ფრთხილად ასწია შემდეგ გაბედა და მომეხვია . მკლავებს მიჭერდა, მთელი სახით ჩემს თმაში იყო ჩაფლული... ღმერთო როგორ მინდოდა სიამოვნება მეგრძNო,როგორ მინდოდა ბედნიერებისგან ისევ ამჩქარებოდა გულისცემა, ისევ გამეშალა ფრთები სიხარულისგან...
- მომშორდი!- ძალაგამოცლილი ვიყავი, მაგრამ მაინც ვცდილობდი მის მოშორებას. თვალები დახუჭა და თით ქოს გაქვავდა, არც კი შეტოკებულა ჩემს ფართხალს და ყვირილს ყურადღებას არ აქცევდა
- ჩემო მთის ყვავილო , კესანე ... დამიბრუნდი , გთხოვ - ძლივს გავიგე როგორ თქვა დაბოხებული ,სრულიად შეცვლილი ხრინწიანი ხმით ბოლო სიტყვები. არ ვიცი რამ იმოქმედა იმან რომ ძალა აღარ მქონდა თუ ის ერეოდა ჩემს სიბნელეს , მაგრამ მოვდუნდი. მთელი არსებით ვეცადე დადებითი მუხტი დამეჭირა. ვიგრძენი მუცლიდან წამოსული ტალღები იმ ადგილიდან სადაც მისი ხელები მეხებოდა . ის იყო ჩემში გაზაფხული, მისი შეხების ადგილას ფესვები ჩნდებოდნენ, რომლებიც წამიერად იწყებდნენ განვითარებას , ყლორტები გრძელდებოდა ყველა მიმართულებით რათა შემდეგ მათზე ულამაზესი ყვავილები გაჩენილიყვნენ. მე ძალა აღარ მქონდა, სიცივე ერეოდა მის გაზაფხულს. მის მკლავებში მოქცეული ყველაფერს ერთბაშად ვგრძნობდი შიშს, ზიზღს, გაქცევის, ტირილის, ყვირილის სურვილს და ამავე დროს სითბოს , წამლეკავ მუხტს, რომელიც მისგან მოდიოდა, მისი ყველა უჯრედიდან,თითქოს ჩემს უარყოფით ენერგიას ისრუტავდა . მისკენ გადავბრუნდი, თავი მკერდზე დავადე, მისი გულისცემის მელოდია მჭირდებოდა, მაგრამ ისიც სუსტი იყო ძველებურად არ ბობოქრობდა. ტუჩები თავზე მომაწება ,აკანკალებულ თიტებს დააცოცებს ჩემს თმაში და პარალელურად მკოცნის . მე კი ტირილი მინდოდა ყველაზე მეტად, ნეტავ ცრემლებს წაეღოთ ჩემი ტკივილი ...
გათენდა, დაიწყო ახალი დღე ჩვენ კი ისევ იგივე მდგომაეობაში ვიყავით. ცოცხალ ქანდაკებად ვგრძნობდი თავს, ნიკოლოზის თითები მეხებოდნენ , ერთმანეთის სითბო გვითბობდა გაყინულ სხეულებს . ძლივს გავბედე მისთის შემეხედა, თავი მაღლა ავწიე და მის ჩაშავებულ სფეროებს წავაწყდი, ტკივილს ასხივებდა ავალიანი. მომინდა იქედან გამეგდო, სამუდამოდ გამეშვა და პატიება მეთხოვა . მეთქვა დამივიწყე ,გამაქრე , მიმატოვე. ეს უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არ მითქვამს „წადი“ - ეგოისტი ვარ !
..............
არ ვიცი რამდენი დღე გავიდა, არც ის ვიცი ნიკოლოზი როგორ გრძნობდა თავს მე რომ ოთახში გამოვიკეტე. მარტოობა მჭირდებოდა სიმშვიდისთვის, ავალიანს ესმოდა , ისევ ხვდებოდა ჩემ სურვილებს და არ მეწინააღმდეგებოდა. ჩემს გვერდით აღარ ეძინა, მისი სურნელიც რომ გაქრა ოთახიდან მივხვდი რა დიდი ძალა ჰქონდა თითოეულ დეტალს. ვფიქრობდი რა იქნებოდა შემდეგ, რამდენ ხანს გაუძლებდა, აიტანდა ამ მდგომარეობას. მე ხომ ზედმეტად რთული გამოწვევა ვიყავი მისთვის. წავიდოდა? ამჯერად სამუდამოდ დამტოვებდა და შემდეგ? ვეღარასდროს შევხვდებოდით? მე ? მე ისევ შევძლებდი მასთან ძველებურად დროის გატარებას? იქ იყო ახლოს, არსად წასულა ფანჯრიდან ვხედავდი როგორ შედიოდა ფარდულში და გვიან ღამემდე არ ბრუნდებოდა სახლში.
სავარძელში ვიჯექი , მუხლები მკერდზე მქონდა მიკრული და კიდევ ერთი დღის დასასრულს ვადევნებდი თვალს . კარი გაიღო, ოთახში შემოვიდა, სივრცე გაავსო და ჩემს წინ , ფანჯრის რაფაზე ხისგან გამოჩლილი ქალის ფიგურა დადო. მხოლოდ სახის ნაწილი ჩანდა, შავი ფერის ნაჭერი ჰქონდა შემოხვეული , რთული მისახვედრი არ იყო რომ მე ვიყავი
-ასეთი გნახე პირველად ,გახსოვს?- ვერ ვხვედავდი, სავარძლის უკან იდგა და ისე საუბრობდა , მაგრამ ვგრძნობდი
-მახსოვს ...
-ისიც გახსოვს შემდეგ რა მოხდა?
-ხომ იცი ,რომ შენთან გატარებული ყველა წამი მახსოვს
-შემდეგ ასეთი იყავი - მეორე ფიგურა დადო პირველის გვერდით რომელსაც სახე უჩანდა . ისეთი ლამაზი იყო ვერ მივხვდი ამ მცირე ზომის ფიგურაში როგორ ჩაატია ამხელა ემოცია -მე შენი სახე ვნახე , მაგრამ სულს მანამდეც ვხედავდი შენს მწვანეებში ... შემდეგ შეგეხე, შენი სუსტი და ყველაზე ძლიერი ხელები მეხვეოდნენ . შენი ლამაზი ტუჩებით მკოცნიდი, მიღიმოდი . მე და შენ უკვე ბევრი ეტაპი გავიარეთ ხვდები ?
-და მაინც მე ისევ უკან დავბრუნდი- იმ წამს გავიაზრე ,რომ სახეს ისევ მიფარავდა შავი ნაჭერი
-ერთხელ თუ შევძელით მეორედაც შევძლებთ. რამდენჯერაც არ უნდა დამტოვო და უკან დაბრუნდე მე ისევ გამოგყვები, იმ უფსკრულში ჩამოგყვები და უკან დაგაბრუნებ მანამ სანამ არ მოვშორდებით იმ წყეულ ნაპირს
-რატომ ისჯი თავს ნიკოლოზ... მე ვერ გაგიშვებ, ვერ გეტყვი ... ვერ გეუბნები,მაგრამ ვერც დარჩენას გაიძულებ. რატომ არ მტოვებ , რატომ არ ნებდები -მის წინ დავდექი , მომნატრებია. ღმერთო როგორ მომნატრებია მისი ახლოდან ცქერა . გამხდარი მეჩვენა, თვალებზე უძილობა ეტყობოდა და მე ვიყავი მიზეზი მისი ცუდად ყოფნის- რატომ ექცევი ასე საკუთარ თავს
-მიზეზი შენ ხარ ! შენ თუ აქ დარჩები, დანებდები და სიცოცხლეზე უარს იტყვი იცოდე შენთან ერთად მეც გავქრები
-ამას ნუ მეუბნები
-უსიამოვნოა ხომ? იმის წარმოდგენა ,რომ ნელ-ნელა ჩაქრება ჩემი სული და გავაგრძელებ ნაცრისფერ არსებობას
-შენ სხვა ხარ...შენ შანსი გაქვს, შენ ღმერთო შენ აქ საერთოდ არ უნდა იყო. მე არ უნდა დამებრუნებინე . რა გავაკეთე , რატომ გთხოვე დაბრუნება . როგორი ეგოისტი ვარ, შენზე არ ვიფიქრე . სულელს მეგონა გამომივიდოდა - სუნთქვა მეკვროდა, გულ-მკერდი მეწვოდა
-სულელო, შენ მართლა გჯერა, რომ არ გეთხოვა დაბრუნება მე დაგივიწყებდი? მე უბრალოდ მინდოდა თავად მიგეღო გადაწყვეტილება. მე მაინც აქ მოვიდოდი, შენთან და სხვა საშუალებით დაგიყოლიებდი . შენ მე ვერ მომიშორებ , მანამ არ წავალ შენგან სანამ არ მივხვდები ,რომ უჩემოდ უკეთესად იქნები
-შენ ხომ იცი , მე უშენოდ უკეთ ვერ ვიქნები როგორც არ უნდა შეიცვალოს მდგომარეობა. რაც არ უნდა მოხდეს მე
-ისევ გამომყევი , ისევ გავიაროთ გზა იმ ადგილამდე სადაც გავჩერდით- ჩემი გალეულ თითებს სათითაოდ კოცნიდა. თავდახრილი , მინიმალური შეხებით მითბობდა სულს
-ოდესმე გავიგებ ნამდვილ მიზეზს ? იმას რატომაც გტკივა ჩემი ტკივილი?
-პირობას გაძლევ, ერთ დღეს ყველაფერს გიამბობ ... მთელ ჩემს ცხოვრებას. მხოლოდ ჩემთან დარჩი, ჩემს გვერდით , ხელი არ გამიშვა , დამეხმარე - ქვემოდან მიყურებდა და მე მისი თითოეული სიტყვის მჯეროდა. ისე მჯეროდა როგორც ღვთის სასწაულის სჯერათ ჭეშმარიტ მორწმუნეებს . ის იყო ჩემი ღმერთი , ის იყო ყველა’ფერი ჩემს უფერულ არსებობაში
სახიდან შავი ნაჭერი მომაშორა და ისევ ვიგრძენი შიშიშვლის შეგრძნება, ისევ ამეწვა ჭრილობა . მინდოდა თითებით დამეფარა ნაიარევი,მაგრამ თავად მეხებოდა ტუჩებით და მე მისი ყურებაც აღარ შემეძლო. ძალა არ მქონდა , ამდენი შეგრძნების ერთად განცდის. თვალები დავხუჭე და სრულიად მივენდე. შეკრული თმა გამიშალა, ისე მეფერებოდა თითქოს თიითოეულ ხვეულს უნდოდა შეხებოდა. დეჟავუს განცდა გაორმაგებული შეგრძნებებით... ისიც ჩემთან ერთად თავისუფლდებოდა , მე მას ვგრძნობდი მისი შენელებული გულისცემის რიტმს,რომელიც იმ ჩემი საყვარელი ტემპით იწყებდა დარტყმებს. დაბინდული მზერაც ეწმინდებოდა, ცას ჰგავდა ღრუბლების გაფანტვის შემდეგ.
მასზე დაყრდნობილი ვიდექი და ვუსმენდი სიჩუმეში ხმაურით გაჟღერებულ ორ გულისცემას ბუნება რომ ახმაურდა. ზაფხულის წვიმისთვის გვამზადებდა ოთახში შემოჭრილი ქარი და ქუხილის ხმა, ელვამ ცა გაკვეთა. მისი ნაკვალევი როგორ მალე ქრებოდა, წვიმად მოდიოდა ჩემი იარაც მას გავდა, თითქოს ისეთივე ფორმა დატოვა დანის ბასრმა წვერმა , მაგრამ ცრემლებით ვერ ვაქრობდი.
წვიმდა, ჩვენ ორნი კი წვეთებს უფლებას ვაძლევდით დავესველებინეთ. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ცა ჩემს ნაცვლად ტიროდა და ემოციებისგან მათავისუფლებდა. მეგონა ძალა აღარ მქონდა, ფეხზე მყარად ვეღარ დავდგებოდი და მაინც არ წავქცეულვარ მკლავებზე ვგრძნობდი წვეთების შეხებას, ხელისგულები ზეცისკენ ავღმართე და სახეც შევუშვირე ზაფხულის წვიმას. ნიკოლოზი მიყურებდა, ახლოს იდგა, ნებისმიერ დროს მზად იყო ჩემს დასაჭერად, წაქცევის უფლებას არ მომცემდა მე კი ტრიალი დავიწყე. შიშველი ტერფებით ვგრძნობდი მწვანე ბალახებიდან წამოსულ ენერგიას, თქვენ თუ ოდესმე შეიგრძნობთ ბუნებას, მის თითოეულ სახეს გაეცნობით,მიხვდებით რომ მისი ნაწილი ხართ. ამინდიც ხასიათს ჰგავს , ქარი, წვიმა, მზე და თოვლი ყველა თავისებურად ლამაზი, ძლიერი და სუსტია. შეუძლია აგატიროს და გაგაცინოს , დაგცეს და წამოდგომაში დაგეხმაროს ადამიანიც ასე არ არის? მე სუნთქვა შევძელი , ფილტვებს სუფთა ჰაერს ვაწოდებდი, უჯრედებამდე ჟანგბადი მიდიოდა და ვცოცხლდებოდი. სახე აღარ მეწვოდა, არც ყელზე დარჩენილი შრამი მწვავდა ავალიანს ვუყურებდი . მისი თვალები ვიპოვნე, ნათელი , ბრჭყვიალა და მომღიმარი. პირველმა მან გაიცინა და მეც ღიმილითვე ვუპასუხე. ღიმილი, უბრალო ღიმილი როგორი დაუფასებელია ჩვენთვის მაშინ როცა უხვად გვასაჩუქრებენ ამ პატარა ,დიდი გრძნობის გამოხატულებით . ჩემმა ღიმილმა ნიკოლოზს პასუხი მისცა, მან შემდეგ ნაბიჯი გადადგა ჩემთან ერთად დიდ , რთულ გზაზე ,რომელსაც ბოლომდე აუცილებლად გავივლიდი. ფეხზე მყარად მდგომი, სირბილით, ხოხვით, ცოცვით, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მივიდოდი ბოლომდე და ვიპოვნიდი ახალ გზას ბედნიერებისკენ მიმავალს
-გახსოვს გითხარი ერთ დღეს ვიცეკვებთ და ეს შესანიშნავი მოგონება იქნება ჩვენს ცხოვრებაში-თქო- თითები ჩემს თითებში ახლართა, ხელი წელზე შემომხვია და ჩვენ დავიწყეთ ცეკვა მელოდიის გარეშე ყველაზე ლამაზი მოძრაობა. ღამით, წვიმაში მსუბუქად ვმოძრაობდი, ყოველი ახალი სვლა უფრო მარტივი ხდებოდა, თავდავიწყებამდე მივყავდი . ვტრიალებდი კიდევ უფრო ახლოს ვიწევდი, მკლავებს ყელზე ვხვევდი და მისი ტუჩები ჩემსას ეხებოდა...
...........
ყოველი შემდეგი დღე ჩემი ბავშვობაში დაბრუნება იყო. ერთი დილა სირბილით დავიწყეთ, ჩემთან ერთად დარბოდა ტყეში და ვიცოდი რაღაც ჰქონდა მოფიქრებული . მეც ველოდი როდის შემომთავაზებდა კიდევ ერთ ახალ იდეას მან კი ბავშვობის გახსენება გადაწყვიტა. დროის როდესაც პრობლემად მხოლოდ ახალი სათამაშოს მოლოდინი, სკოლისგან თავის დახსნა და მეგობრებთან თამაშის მცირე დრო გაქვს. ხის ფარდულის კარი გააღო და მივხვდი რას აკეთებდა იქ დილიდან საღამომდე. კედლები ნათელ ფერებში შეეღება, უცნაური ნახატები , სხვადასხვა ფიგურები, ყვავილები, ფოთლები იმდენად ლამაზი იყო ღიმილი ვერ შევიკავე. მხოლოდ ერთი მაგიდა იდგა, მის ირგვლივ სხვადასხვა ფორმის სკამები და სათამაშოები. ყუთებით, ბურთები, სხვადასხვა ნივთები რომელთა გამოყენებაც მხოლოდ ბავშვობას მახსენებდა , თამაშსა და გართობას
-ის ფიგურებიც აქ გააკეთე?
-ფიქრის დროს გამოვიდა... უკეთესადაც შემიძლია
-ხის ასე დამუშავებას სად გასწავლიდნენ... სამშენებლო სექტორში ხარ,მაგრამ მეეჭვება რომელიმემ თავად იცოდეს ავეჯის დამზადება, მითუმეტეს ქანდაკებების გამოთლა - ყუთებს ვუყურებდი და მეღიმებოდა- ესენი საიდან მოიტანე
-მეც მყავს ჩემი ჯინი
-ცოტნე?
-რა თქმა უნდა
-სად შეხვდი
-გგონია აქ მოვიყვანდი? ერთ საღამოს გავედი , შენ რომ გეძინა მაშინ ...
-ეს ნახატები -ხის კედელზე გამოსახულ ფოთოლს თითები შევახე ,ისეთი ლამაზი იყო
-უბრალო ფიგურებია
-ხატავ კიდეც ... ხელოვანიც ხარ. შენ მართლა ყველაფერი შეგიძლია?
-უბრალოდ იყო პერიოდი როდესაც მქონდა დრო მსგავსი საქმეების შესასწავლად, სხვა გზა არ იყო თავს ვერაფრით გავირთობდი. გონების დაკავება მსგავსი ხელობით კი კარგი გამოსავალია
-და მაინც მე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი ... მოუხერხებელი ვიყავი. ქსოვაც კი ვერ ვისწავლე ...შენი თითები აშკარად სასწაულების მქმნელი თითებია - მტევანზე თითებით შევეხე, ხელისზურგზე მიმავალ ცისფერ კაპილარებს თითისბალიშებით მივუყვებოდი
-ასე გონებას მირევ და ვეღარ შემოგთავაზებ იმას რაც მოვიფიქრე
-რა ვითამაშოთ?- არ დავაცადე და რომ მიხვდა იდეა მომწონდა გაეღიმა
-იმით დავიწყოთ რაც კარგად გამოგდის
-მე თამაში ყოველთვის კარგად გამომდიოდა ... თუნდაც კარტი - წარმოდგენა არ მაქვს მაინცადამაინც ბანქოს შეკვრა რატომ მომხვდა ხელში,მაგრამ ნიკოლოზმა ხმამაღლა რომ გაიცინა წარბები შევკარი- მამა მასწავლიდა
-დარწმუნებული ვარ გამოცდილი მოთამაშე იქნები ...
- სამაგიდო თამაშები წვიმისთვის შემოვინახოთ დღეს კარგი ამინდია კალათბურთზე რას იტყვი? თუმცა ფარი არ გვაქვს
-გვაქვს ... უკვე დავამაგრე . ვითამაშოთ- ისევ იღიმოდა და ერთი სული მქონდა როდის მოვუგებდი. საშინელი გადაწყვეტილება იყო, გამანადგურა. ისე მართმევდ აბურთს ხელიდან გონს ვერ მოვდიოდი უკვე კალათში იყო. მგონი განგებ აკეთებდა ადრენალინი რომ პიკამდე ასულიყო , როგორ არ ვეცადე,მაგრამ უდიდესი ანგარიშით დამამარცხა. სულ მთლაად სველი ვიყავი, ვეღარ ვსუნთქავდი და ბოლო დღეების განმავლობაში აღდგენილი ძალა იქვე დავტოვე . მინდორზე გავწექი, ის კი ისევ ბურთით დარბოდა. ლამაზი სანახავი იყო როგორც მოძრაობდა, მაისური ტანზე ეკვროდა, თმებიც დაუსველდა და ტუჩებგახსნილი ღრმად სუნთქავდა. მკლავებზე გამობერილი ძარღვები კიდევ უფრო მუქად ჩანდა, ბურთი ბოლოჯერ ჩააგდო და ჩემს გვერდით დაწვა
-კალათბურთს პროფესიონალებთან თამაშობდი?
-უბრალოდ შენ ხარ სუსტი... მეტი უნდა ჭამო - თითები მაჯაზე გადამატარა და გაიცინა. დამცინოდა, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო არ მადარდებდა. თავი მხარზე დავადე, გაწევა სცადა
-სულ სველი ვარ ...
-აღიარე ,რომ მაინც კარგად ვითამაშე- ყურადღება არ მივაქციე , შუბლზე მიწებებული ხვეულები მოვაშორე და თითები თმაში შევუცურე
-ცოტა რომ დამეთმო მომიგებდი კიდეც
-ცუდი ხარ, რომ დაგეთმო ხომ მოვიგებდი - ვიცინოდი და ისე ვუბრაზდებოდი. რა მარტივი იყო ასე მასთან ყოფნა და ამ სისულელეზე საუბარი . ამ სიმარტივეში კი ერთი რამ აშკარა იყო, მასთან ახლოს ვიწექი, ვეხვეოდი ოფლით დანამულ სხეულზე და ესეც კი არ მაღიზიანებდა
-ალისფერი ხარ იცი?- თითები ახურებულ ლოყაზე შემახო და გაეღიმა
-წარმომიდგენია რა საშინლად გამოვიყურები
-ჭორფლებიც დაგეტყო , გაზაფხულდი - მზერა შეეცვალა, ოდნავ წამოიწია და თვალთან ახლოს ყვრიმალზე მაკოცა
მზე გადადიოდა, ხეები ჩრდილს ქმნიდნენ ,მაგრამ მათ შორის აღწევდა და ძლიერად აცხუნებდა. მცხელოდა, ვიწვოდი და მაინც არ მინდოდა სახლში შესვლა.
ჩვენი თამაშები ზედმეტად მხიარული გამოდიოდა, მაგრამ ხშირად მიგებდა და მაბრაზებდა. აზარტში შემიყვანდა , მეგონა მოგებასთან ახლოს ვიყავი და შემდეგ მიწაზე მანარცხებდა. ისე ერთობოდა ჩემი რეაქციებით ბოლო წაგების დროს ბალიში პირდაპირ თავში ვესროლე. ჯერ გაბრაზებული სახე ჰქონდა, შემდეგ ჩვენს შორის ბარიერად ქცეული მაგიდა გადმოლახა და მანამ არ შემეშვა სანამ ბალიშებიდან ბუმბულების წვიმა არ წამოვიდა. მე რომ ვიცინოდი ის მიყურებდა და იღიმოდა, ის რომ იცინოდა მე ვუყურებდი ალბათ ისიც იგივეს გრძნობდა რასაც მე . ჩემი თვალითხილული იარები მავიწყდებოდა ამ დროს, მასთან ტკივილი ქრებოდა.
-კიდევ გააკეთებ ? -ხის ქანდაკებებს ვუყურებდი ის კი სამზარეულოში იყო და ვახშამს მიმზადებდა.
-სულ ვერ ვაკეთებ... განწყობა უნდა მქონდეს. შეეშვი , გთხოვ შენ სულ არ გგავს ... შენ სახეს ვერ შევეხებოდი ეს უბრალოდ ქალის სხეულის კონტურია
-მე ძალიან მომწონს ... კიდევ რას აკეთებდი ხოლმე - საუბარი მინდოდა და ამჯერად მთლიანად მისი ამბების მოსმენა - სამზარეულოს მაგიდასთან დავჯექი და ვეცადე ამეყოლიებინა
-შიშველი ქალის ფიგურებს ვაკეთებდი თინეიჯერობისას ... ექსკურსიის დროს პარალელკლასელს ვაჩუქე
-ჰმ , ანუ პირველი არ ვარ
-პირველი ხარ ! იქ სული არ იყო ... ის უბრალოდ გავაკეთე - ზემოდან დამყურებდა და ჩემზე ბრაზობდა ,არადა მე ვიყავი ნაწყენი
-შენ და შენი ქალები - თვალები ავატრიალე და ჩუმად ჩავილაპარაკე, მაგრამ მაინც გაიგო . ისევ შემობრუნდა, ირონიულად იღიმოდა
-შეგიძლია მშვიდად იყო, პირველი ქალი ხარ ვისთანაც ვცხოვრობ
-მე ისედაც მშვიდად ვარ
-ქალები უბრალოდ მოდიოდნენ და მიდიოდნენ. მე არავის სულს შევხებივარ , ამის სურვილი არ მქონია შენამდე - როგორ შეეძლო ასეთი ყოფილიყო, ეს ხმა, მზერა და შეხება გონებას მირევდა. მეგონა ისევ მაკოცებდა, მაგრამ ტუჩებს არ შეხებია ლოყაზე მაკოცა და ისევ განაგრძო მზარეულოაბა.
-აქ რომ ხარ შენები არ გენატრებიან? - ცოტა ხნით ჩუმად ვიყავი , მაგრამ მაინც ვერ მოვისვენე. ვახშმის დასასრულს ისევ დავიწყე საუბარი
-ამ საღამოს არ ვითამაშოთ?
-არ მინდა თამაში, ლაპარაკი მინდა
-მოგაგებინებ - თვალი ჩამიკრა და სამზარეულოდან პირველი გავიდა. უკან გავყევი , კიბეზე მიაბიჯებდა რაც მანიშნებდა, რომ დაძინებას აპირებდა.
-ნიკოლოოოზ , კარგიი რაა ჯერ რა დროს ძილია
-შენ ჯერ კიდევ გჭირდება ძალების აღდგენა და ძილი ყველაზე კარგი საშუალებაა თორემ მე ზოგადად არ მეძინა არასდროს... რაც შენთან ვარ დავჭკვიანდი
-მასხარა
-როცა სახლში არავინ გელოდება, არავინ გეჩხუბება დაგვიანებისთვის , შეზღუდვა რომ არ გაქვს და თან ათასი ფიქრი ,რომელიც გაწუხებს საძინებლისგან შორს იჭერ თავს. მე მთელ ღამეს გარეთ ვატარებდი, ან საქმეს ვუთმობდი
ხელი ჩავკიდე და აივანზე გავიყვანე. დივანზე დავჯექი, თავი მხარზე დავადე და ფეხები მაღლა ავკეცე. პლედი მომახურა , თავზე მაკოცა და მერე ღრმად ჩაისუნთქა ჩემი კითხვა რომ გაიგო
-ყველაზე ცუდი რა ჩაგიდენია ... - უცებ წამოვჯექი და თვალებში ჩავხედე. შეკრთა,მზერა ამარიდა - მითხარი ხო იცი არ განგსჯი
-პატარავ, შენ წარმოდგენა არ გაქვს ჩემს ბნელ მხარეებზე - ვიგრძენი ,რომ სწორი კითხვა დავსვი მისი კიდევ ერთი ფერი უნდა შემესწავლა
-მომყევი , ყველაფერი რაც გაგახსენდება ... აი პირველი ცუდი საქციელი რისთვისაც ძალიან გაგიბრაზდნენ
-და თუ მიხვდები,რომ ცუდი ბიჭი ვარ და ხალხს ვტკენდი ? თუ გეტყვი ,რომ იმ ბიჭს მათეს დანა ვინაც დაარტყა ძვლები დავუმსხვრიე-თქო? მისი ტკივილი არ მადარდებდა, შურისძიება ამ ფორმით მინდოდა და ასე დავსაჯე - მიყრებდა და ელოდა ჩემს რეაქციას. ისეთ რამეს მეუბნებოდა რაზეც უნდა აღვშფოთებულიყავი ,მაგრამ არ ვიცი მე ისევ მის სევდას ვხედავდი
-შემდეგ? კმაყოფილი იყავი შურისძიებით ?
-არ მინანია
-მაგრამ შვება ვერ იგრძენი , შენი ტკივილი ვერ გაქრა. მათეს მდგომარეობით განცდილი შიში დღემდე ახსოვს შენს გონებას
-კესანე მე ადამიანი ვაწამე, თითქმის ორი დღე იქ ოთახში მარტო ეგდო და ტკივილისგან იტანჯებოდა ... იაზრებ რას გეუბნები?
-მე მაინტერესებს მომეწონებოდა თუ არა ჩემი მწამებლები ასე რომ დამესაჯა და მინდა მიპასუხო ...
-გგონია ისინი ისევ დაუსჯელები არიან ?
-არა , ვიცი მამამ იპოვნა , მაგრამ მე არ მინახავს არცერთი არც ის ვიცი მათ რა გაუკეთა. აღარ მაინტერესებდა და მინდა ვიცოდე , ეს მიშველიდა?
-შურისძიება არასდროს შველის... ეს უბრალოდ სამართლიანობის აღდგენის მომენტია. გინდა დასაჯო იმისთვის რაც ჩაიდინა , მაგრამ შენს სულს ვერ ამშვიდებს. კარგია,რომ ისინი არ ნახე , ხელებს სისხლით რომ ისვრი მდგომარეობა უფრო მძიმდება - აი კიდევ ერთი ფერი გაჩნდა . მზერა მომარიდა, თვალებში აღარ მიყურებდა, სადღაც შორს იყურებოდა და არაფერს ამბობდა
-შენ რაც არ უნდა ჩაგედინა წარსულში , ჩემი ნიკოლოს ავალიანი მაინც მხოლოდ ჩემია და ის არავის ჰგავს საკუთარ ნაწილსაც კი. არ დაგავიწყდეს, მე შენ ყველაფერს გაპატიებ და არ არსებობს სამყაროში ისეთი ცოდვა შენ რომ ვერ მოგიტევო - ლოყაზე ვაკოცე, ტუჩები ხანგრძლივად შევახე და თან თითები თმაში შევუცურე . მასთან ახლოს ვიყავი, გვერდიდან ვეკვროდი და მის სუნთქვას ვუსმენდი, ვცდილობდი მეგრძნო საუბარი რომ განაგრძო
-და თუ გეტყვი,რომ ყოფილი პატიმარი ვარ? შეიარაღებული ძარცვისა და მკვლელობისთვის დამაპატიმრეს. სწორედ ციხის სახელოსნოში ვაკეთებდი ხის ნივთებს ყველაზე ხშირად , იქ ვხატავდი რაღაც ფიგურებს და იქ მქონდა დრო ჩემი შესაძლებლობების გასახსენებლად. ჩემი ხელები , ასე რომ გიყვარს და სასწაულად მიიჩნევ , სისხლიანია
-რატომ მოკალი ... როგორ - არ ველოდი, წამით ისიც კი ვიფიქრე,რომ ჩემ გამოსაცდელად იგონებდა და უბრალოდ აინტერესებდა რას გავაკეთებდი
-სახლში დოკუმენტების ასაღებად შევედი... შეთანხმება მქონდა ,რომელიც უნდა შემესრულებინა. იქ ის იყო რაც მჭირდებოდა , სახლში ისე შევიდოდი და გამოვიდოდი ვერავინ გაიგებდა ამის შესახებ,მაგრამ გამყიდეს. იარაღი მას ჰქონდა, წართმევას ვცდილობდი გასროლის ხმა რომ გავიგე , მანამდე სროლა მოასწრო მეც დაჭრილი ვიყავი. რომ წავიქეცი ზემოდან დამეცა - წამოდგა, აივნის მოაჯირს მიუახლოვდა სიგარეტის ღერი აიღო და მოუკიდა. აქამდე არც კი ვიცოდი თუ ეწეოდა. დივანზე გაშეშებული ვიჯექი და რამდენიმე წამს მდუმარედ ვუყურებდი- საავადმყოფოში რომ გავიღვიძე საწოლზე ხელბორკილით ვიყავი მიბმული . კლინიკიდან ციხეში გადამიყვანეს , მაგრამ იმაზე ნაკლები დრო გავატარე იქ ვიდრე საჭირო იყო... ის არ იყო ანგელოზი, სიკვდილსაც იმსახურებდა, მაგრამ გააზრებულად მაინც არ მოვკლავდი. ბევრჯერ მინანია დანდობა ადამიანების რომლებიც ამ საქმეში იყვნენ გარეულები, ვინაც ჩამიშვა, ვინაც ყველაფერი დაგეგმა უნდა მომეკლა ...დამიჯერე მისი მოკვლა რომ არ გადამეფიქრებინა, მკვლელობა რომ დამეგეგმა სამყარო უფრო მშვიდი იქნებოდა . ერთის სიკვდილი მაწუხებს, მეორედ დანდობა და ალბათ მაინც ასე იყო საჭირო , სჯობს მოკლა და შენი სული შესწირო უამრავი ადამიანის კეთილდღეობას , ვიდრე დაინდო ... შეიწყალო , გაუშვა და უყურო როგორ ტანჯავს შენს საყვარელ ადამიანებს -ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. კიდევ ერთი საიდუმლო გავიგე, მაგრამ მთავარს მაინც არ ამბობდა. ბოლომდე თითქმის არცერთ ამბავს ასრულებდა და თავისუფლებას ვერ ვანიჭებდი. ჩემგან ზურგით დადგა
-შენ მსხვერპლი ხარ ... მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყავი . მახეში გაები, მკვლელობა აგკიდეს. ქურდობა დაგავალა იმ შენმა აღმზრდელმა და მის საქმეს შეეწირე ხომ ასეა... ვინ ასწავლის ობოლ ბავშვს ქურდობას , ვინ იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. ციხეში მოხვდი, მტრები გაიჩინე, ადამიანი შემოგაკვდა და რა , რადგან დროზე ადრე დაგიხსნა ამით გამოისყიდა თავისი დანაშაული?- ღმერთო როგორ ვბრაზობდი იმ კაცზე ნიკოლოზი ასეთი დიდი პატივისცემით რომ მოიხსენიებდა. ყველაფერი მის გამო მოხდა, ბიჭს იყენებდა ის კი თავს იდანაშაულებდა - შენ სამყაროს ვერ შეცვლიდი... შენ სულს ვერ შესწირავდი . ერთი მოკვდებოდა მეორე დარჩებოდა. კარგია ,რომ დაინდე ...
-შენ არც კი იცი ის - რაღაცის თქმა დააპირა, მერე ისევ მზერა ამარიდა და კიდევ ერთი ღერი მოიქცია ტუჩებშორის
-შენ მსხვერპლი ხარ , ამ ცხოვრების, გარემოების, ადამიანის ,რომელმაც გაგწირა
-აღარ ისაუბრო მასზე ! შენ არ იცი ის ვინ არის და რა გააკეთა ჩემთვის - ხმას საგრძნობლად აუწია. იმდენად მოულოდნელი იყო ადგილზე გავშეშდი. არადა მინდოდა მივსულიყავი და მოვხვეოდი, მინდოდა ერთხელ მაინც წამეღო მისი ტკივილი - არასდროს ისაუბრო მხოლოდ ერთი ამბის მიხედვით. შენ , ქალი რომელიც მკვლელსაც კი მამართლებ . კიდევ უამრავი ცოდვის მატარებელს არ უნდა გიკვირდეს ჩემი მადლიერება კაცის მიმართ,რომელმაც ჩემი ცხოვრება გადაარჩინა . მე მასთან ვალში ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე, მიუხედავად იმისა,რომ მანაც ბევრჯერ მიღალატა , გამწირა და მაინც ის,რომ არა მე არც კი ვიცი ვინ ვიქნებოდი
-ხომ ამბობ ყოველთვის შეიძლება თავიდან დაწყებაო ... არაფერს ნანობ ?
-ვნანობ, ზღვარზეც ვყოფილვარ... მე სიკვდილზეც მიფიქრია . მოვკვდი და გავცოცხლდი, ერთხელ საკმარისი იყო . სულ ერთი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში ვის გამოც სამყაროს დავუპირისპირდები , მაგრამ არსებობენ სხვებიც . შენც არ უნდა დაივიწყო ადამიანები,რომლებიც გელოდებიან
წარმოდგენა არ მაქვს სად წავიდა... ველოდი ის კი არ ჩანდა, მასზე ვფიქრობდი , მის იარებზე, განვლილ გზაზე და ცხოვრებაზე რომელმაც ამდენჯერ ატკინა , ვინ იცის რამდენჯერ დასცა მიწაზე ის კი ისევ აგრძელებდა გზას. იქნებ ამიტომაც ცდილობდა ჩემს დახმარებას, უნდოდა მეც მეპოვნა ძალა ... ნეტავ ოდესმე შევძლებ ყველა კარის გაღებას, მის ამოხსნას და ბოლომდე წაკითხვას? კიდევ რამდენ ფერს იტევენ მისი ნაცრისფერები...
გამთენიისას მოვიდა. საწოლში ვიწექი და მაშინვე გამოვფხიზლდი ,მაგრამ მდუმარედ ველოდი. ვუსმენდი ნაბიჯების ხმას, შემდეგ მის სურნელს ვგრძნობდი ვიცოდი ნასვამი იყო, ვიცოდი სიგარეტის მძაფრი სუნი ასდიოდა და მაინც საშინლად მინდოდა მოსულიყო ჩემს გვერდით ეპოვნა შვება. შორიდან მიყურებდა , ვგრძნობდი როგორ უჭირდა სუნთქვა. მოჩვენებასავით დადიოდა, სააბაზანოში შეიკეტა და რომ დაბრუნდა ისევ გრილი, შხაპის გელის სურნელი მოიტანა. სავარძელში დაჯდა, ახლოს იყო და მაინც შორს. მიყურებდა და ვინ იცის საით ქროდნენ მისი ფიქრებდი. გადავწყვიტე,რომ საუბარი აღარ უნდოდა ამიტომ თავის მოჩვენება განვაგრძე. ვიცი ხვდებოდა რომ არ მეძინა, მაგრამ მაინც დუმდა...
მე ვერ შევძელი მისი სიმარტოვეში დატოვება. რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა ,რომელიც თავად გადავლახე. მის ფეხებზე მოვკალათდდი, მკერდზე ავეკარი ,მკლავები ყელზე შემოვხვიე და სუნთქვაშეკრულს ვაკოცე ...
თავისუფლების კიდევ ერთი ფერი . ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი , სვლა გზაზე რომელიც მალე უნდა დაგვესრულებინა.
...........
მომდევნო რამდენიმე დღე უცნაურად ბედნიერი იყო. არ ვიცი ასე როგორ შეიძლებოდა ,მაგრამ ერთმანეთს ორ უკიდურესობას შორის ვხედავდით მუდამ. ზუსტად რა ახარებდა ვერ მივხვდი, მაგრამ მთავარი მისი მზერა იყო. მიღიმოდა, მეფერებოდა, ჩვეულებრივზე ხშირად მკოცნიდა,უცებ წამოიწეოდა ლოყაზე შემახებდა ტუჩებს და განაგრძობდა საქმეს. პატარა ბიჭს რომ ემსგავსებოდა განსაკუთრებით მომწონდა. აი ახლაც დილიდან იღიმის, საუზმის შემდეგ ზურგიდან მომეხვია, ლოყაზე მაკოცა და შემდეგ ხელი ჩამკიდა
-წამოდი , რაღაც უნდა გაჩვენო
-მოვდივარ ... იქნებ დღეს სახლიდან არ გავიდეთ . მცივა და ტყეში ხეტიალი არ მინდა
-შორს არ მივდივართ აქვე გავალთ - სახლის უკან ვარდების ხეივანს მივუყვებოდით ბოლოს რომ გაჩერდა და ახლადგადარგულ ყვავილებზე მიმითითა
-ნახე ყველა გადავარჩინე ... ყვავილები ისევ ექნებათ - ბავშვივით უხაროდა . ყვავილები ახსოვდა რომლებიც შემთხვევით მოჭრა , მათზე ზრუნვა არ დავიწებია და როგორ შეიძლებოდა მას ოდესმე განზრახ დაეშავებინა ვინმესთვის რაიმე- რა ? მაინც არ მაპატიე ?
-ასეთი როგორ ხარ ნიკოლოზ?
-მეგონა გაგიხარდებოდა ...- თავზე ხელი გადაისვა , წარბებშეჭმუხნული მიყურებდა ზემოდან
-არ ვიცი აქ ყოფნის ნამდვილ მიზეზს რომ მეტყვი რას ვიგრძნობ, მაგრამ შენ ხარ ღმერთის გამოგზავნილი დახმარება იმ ჯოჯოხეთის წინააღმდეგ რომელიც გამომატარა- მოვეხვიე და რამდენჯერმე ვაკოცე ლოყაზე . მციოდა, გარეთ დიდხანს დარჩენა არ მინდოდა სახლში გადავინაცვლეთ და მთელი დარჩენილი დღე ფილმებს ვუყურებდით. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გამდიდრებულა კინემატოგრაფია . გარეთ წვიმდა, მე კი სახლში თბილად ვიყავი . პოპკორნს რომ მპარავდა ვბრაზობდი და რაღაც ჰოლივუდურ მელოდრამაზე ვფიქრობდი . ეჭვი მაქვს ნიკოლოზს არაფერი გაუგია, მიყურებდა და თმაზე მეფერებოდა . მე ისევ არ მეწვოდა იარები,რომლებიც ასე დაუფარავად ჩანდნენ ...
-აი ხომ ხედავ ფილმებიც კი არ სრულდება ბედნიერად
-ეგ გოგო განუკურნებელი სენით იყო ავად და მისი გადარჩენა აღემატებოდა ადამიანურ რესუსრსს ...
-იქნებ სჯობდა არ შეყვარებოდა... მარტო დარჩა , ტკივა - ვუყურებდი ბიჭს რომელმაც საყვარელი ქალი დაკარგა
-სიყვარული ნებისმიერ შემთხვევაში სწორი არჩევანია თუნდაც ერთი თვე ჰქნოდათ, ერთი კვირა ან დღე . ზოგჯერ საყვარელ ქალთან გატარებული ერთი წუთიც კი დიდი დროა ...დრო რომლისთვისაც ყველაფერს დათმობ !
-ფილმი რომ გრძელდებოდეს ბიჭს მეორედაც შეუყვარდებოდა !
-ზოგს ერთხელ უყვარს და სამუდამოდ. ვიღაცებს რამდენჯერმე სხვადასხვაგვარად ...სრულიად განსხვავებული გრძნობით შეუძლიათ უყვარდეთ რამდენიმე ქალი . სიყვარული ყველა ადამიანში სხვადასხვაგვარია
-და შენ ? შენ რომელი მათგანი ხარ
-მე ის ვარ დრამები რომ არ უყვარს და ურჩევნია რაიმე კომედია ნახოს შენი სიცილის გამომწვევი - არ მიპასუხა. მას ხომ უკვე უყვარდა , ხომ ჰყავდა ქალი რომელსაც წლების განმავლობაში შორიდან ეტრფოდა. ალბათ ის იყო ერთადერთი , პირველიც და უკანასკნელიც.
ხასიათი გამიფუჭდა, იმ წამიდან დამალულ ფიქრებს შორის ნიკოლოზის საყვარელი ქალი ამოტივტივდა და მე სულს მიხუთავდა იმ ქალის არსებობა. სასაცილოა , ვინ იფიქრებდა ,რომ ამ მდგომარეობაში ეჭვიანობის მსგავს გრძნობასაც განვიცდიდი. ისევ მომინდა ყველაფრის მალე დასრულება და ნიკოლოზის გაშვება . მისი ბედნიერებისთვის ყველაფერი შემეძლო გამეკეთებინა, რომ ეთქვა შენი დახმარება მჭირდება ჩემი ქალის გულის მოსაპოვებლადო ალბათ არაფერზე ვეტყოდი უარს.
-საკმაოდ ცივა ... არ მინდა გაცივდე. ბუხარს დავანთებ და აქვე ვივახშმოთ - ფილმის დასრულებამდე დამტოვა და მალევე ბუხარი ათბობდა ოთახს. უკვე შემოდგომის მოსვლაც ვიგრძენი, ქალაქში ალბათ ჯერ კიდევ თბილა აქ კი სიცივე გვაპარებს თავის კლანჭებს .
ეს ბუხარი არასდროს გამომიყენებია, არც მიფიქრია შეშით დამენთო. როდესაც არსებობს ბუნებრივი აირი ვისღა ახსოვს ფიჩხებით აგიზგიზებული ცეცხლი. თბილი, ლამაზი და მშვიდი გარემოს შემქმნელი. ატმოსფერო სხვაგვარი გახდა. ბუხრის წინ ვახშმობას ჭიქა ღვინოც მოუხდა . მომეწონა მსუყე ვახშამთან ერთად მათრობელა სითხის დაგემოვნება. სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა სხეულში
-რაზე ფიქრობ ... თითქოს აქ არ ხარ
-რამდენიმე თვეა ჩემთან ხარ და უკვე საოცარ პროგრესს ვგრძნობ. ყველაფერი უნდა დამავიწყდეს... მაგრამ მთავარი მაინც შეხებისგან გამოწვეული ტკივილია, მოგონებები რომლებიც მიჩნდება. როცა წამიყვანეს რამდენიმე ბიჭი იყო სახლში, მათ ის ..მათი უფროსიც დაემატა. სარდაფში რომ შემიყვანეს და გამოვფხიზლდი ის იყო იქ . ვიცოდი რომ ფული არ უნდოდათ, ვიცოდი რომ რაღაც საშინელება მელოდა .მერე ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა ,თავის დაცვას ვერ ვახერხებდი , ვერაფერი შევძელი წინააღმდეგობის გაწევამ უფრო გაახელა, რამდენჯერმე რომ დამარტყა და ისევ არ ვთხოვდი დანდობას ტანსაცმლის შემოხევაზე გადავიდა... მიყურებდა ცხოველის მზერით განგებ აჭიანურებდა, ჩემი კივილი, ტირილი და უშედეგო ბრძოლა ახელებდა, საზიზღარ ხელებს მახებდა კანზე . ფეხი დავარტყი ,სიცილით მომშორდა ქამარი შეიხსნა .კუთხისკენ გავფოფხდი , სახიდან სისხლი მდიოდა . სხვებიც ოთახში იყვნენ სვამდნენ, იცინოდნენ და ეწეოდნენ ... იმდენად არაადამიანური იყო მათი მზერა - ერთ წერტილს ვუყურებდი . ვცდილობდი ყველაფერი არ მეთქვა რასაც ვხედავდი. არც მისი დანახვა მინდოდა, პირველად ვყვებოდი ამ ამბავს ასე ვრცლად... ჭიქა ღვინით ხელში დავდექი ფანჯარასთან და საუბარი განვაგრძე- ქამარს შიშველ ბარძაყებზე მირტყამდა , თან ბოთლი მიაწოდეს თვალებანთებული მიყურებდა და სვამდა. მუხლებზე დადგა, კედელთან მიყუჟულს წვივებში მწვდა და თავისკენ გამახოხა, ზურგის წვას ვგრძნობდი ,მაგრამ უმნიშვნელო იყო ის ნაკაწრები იმ ყველაფერთან რაც გამიკეთეს
-კესანე გთხოვ ...- მისი ხმა გავიგე და შევბრუნდი ...არ ვიცი რატომ ვუყვებოდი ახლა ამ ყველაფერს, რატომ აქამდე ან შემდეგ
- „მე მივდივარ შეგიძლიათ გაერთოთ“ ზუსტად ასე თქვა როცა მომშორდა ... ისე მტკიოდა, მისი შენახები ადგილები, კანი, ხორცი, სული ...ღმერთო ყველაფერი მტკიოდა და გონს მაინც არ ვკარგავდი. ხომ შეიძლებოდა გავთიშულიყავი, ხომ შეიძლებოდა ყველაფერი არ მენახა, არ მეგრძნო და ისე დაეჯიჯგნათ ჩემი სხეული
-კესო... პატარავ -მემუდარებოდა, მთხოვდა გაჩუმებას. ისეთი პატარა ჩანდა , ისეთი უძლური მოიკეცა, თავზე შემოიწყო ხელები და ამღვრეული თვალების დაფარვა სცადა . მე კი მე ვეღარაფერს ვგრძნობდი გარეგნულად, ის კი ტკივილს, ზიზღს, ბრაზს, ყველაფერს ერთად განიცდიდა. ისე ვსაუბრობდი ,თითქოს ღამით ნანახ კოშმარს ვიხსენებდი
- სანამ ერთი „ერთობოდა“ დანარჩენები უფრო ილეშებოდნენ. მეოთხე რომ მოვიდა სისხლის გემოს ვგრძნობდი, პირი სულ სავსე მქონდა, ცალი თვალით ვეღარ ვხედავდი , ხელების მოძრაობაც აღარ შემეძლო ... დანა ყელზე მესამეს რომ ვუკბინე მან დამისვა. სახეზე ბოლომ დამიტოვა კვალი, „საჩუქარი ბატონისგან“ ... მახსოვს მზე ჩადიოდა, სარკმლიდან ვუყურებდი ამ მშვენიერ ხედს ბოლოჯერ რომ დავიღრიალე და გონებაც დავკარგე. როგორც იქნა გაითიშა მეხსიერებაც, ზედმეტად გვიან დანებდა ჩემი გონება ... აი ეს არის ჩემი ჯოჯოხეთის ერთი დღე - მთელი ამ დროის განმავლობაში დაჭრილი ცხოველივით დადიოდა, ოხრავდა და არც კი ვიცი გრძობის ბოლომდე გამოხატვა რომ შეძლებოდა რას გააკეთებდა . უცებ მომვარდა ხელი მომხვია და ისე ჩამეხუტა მეგონა ძვლებს დამიმსხვრევდა. -კიდევ გინდა დარჩენა? გგონია შეძლებ დამავიწყო ის შეგრძნება? ვერ შეძლებ ! ეს რომ მოხდეს ის მოგონება სასიამოვნო მოგონებამ უნდა ჩაანაცვლოს ... ჩვენ კი შეუძლებელია შევძლო , შენც ვერ მოახერხებ . ვერავინ მოახერხებს ... წადი შენს ქალთან. მანამ წადი მასთან სანამ შეგიძლია . ნუ კარგავ დროს ,არავინ იცის რა მოხდება შემდეგ ...არ ღირს ჩემს გასაცოცხლებლად ბრძოლა. მე არ ვგავარ იმ ვარდის ბუჩქს მე -სანამ ხმაჩაწყვეტილი ვლაპარაკობდი უკან დაიხია, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ქვედა ტუჩზე ვიგრძენი მისი გაყინული ტუჩების შეხება. ნაზად მკოცნიდა, მთელი გრძნობა მიჰქონდა ჩემგან შემდეგ სახეზე გადავიდა, მისი თითების სიმხურვალეს კაბის ნაჭრის ქვეშაც კი ვგრძნობდი . მთელი სხეული მეწვოდა, თითქოს ლავა მოძრაობდა კაპილარებში სისხლის ნაცვლად. არ მინდოდა მისი შავი სფეროების დანახვა, მინდოდა ისევ ნაცრისფერი ყოფილიყო ...
-ყველაფერს შევძლებთ... შენ მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები გექნება. როცა თვალებს დახუჭავ მხოლოდ ჩემი მზერა, ღიმილი და სახე გაგახსენდება. მხოლოდ ჩემი კოცნის გემო გემახსოვრება, ჩემი სურნელი და სიამოვნებისგან შეიშლება ყველა შენი უჯრედი . ჩემი გულისცემა გაგახსენდება და შენი გულიც ბედნიერებისგან იფრენს. მხოლოდ მე ვიქნები შენი ყველა სიზმარის ობიექტი და ყველა შენი ფიქრი ჩემამდე მოვა - ლოყაზე მეფერებოდა, ისეთი ბოხი ხმა ჰქონდა და იმდენად მუქი თვალები რაღაც ურჩხულს ჰგავდა ,რომელიც ჩემთან მოახლოებისას ანგელოზს ესმგავსებოდა . მისი სიტყვები მათრობდნენ, მავიწყებდნენ ყველაფერს , გეგმებიც ქრებოდა, მიზანიც და ყველა’ფერი ერთად მატყდებოდა თავს
მხოლდო მე და ის ვიყავით. ვერაფერს აღვიქვამდი, არადა უამრავი ემოცია ერთად ტრიალებდა ჩემს არსებაში. გული სულ მთლად გამიჩერდა მგონი, სუნთქვა მიჭირდა . თვალები დამებინდა ვერ ვხვდებოდი მიზეზს სანამ ლოყაზე მისი ტუჩები ამ მომეწება. მაშინ გავიაზრე რომ ცრემლით დანამულ სახეს მიკოცნიდა. თვალები დავხუჭე , მთელი არსებით ვგრძნობდი სახეზე მიმავალ პაწაწინა ცრემლებს ,დიდი ხნის ნაგროვებს
-მე და შენ ერთად დავიწყებთ ყველაფერს... თითქოს თავიდან დაიბადე და სრულიად ახალი ფურცლიდან იწყებ ცხოვრებას ... ჩემთან ერთად, ნათელ ფერებში
-ყველაფერზე თანახმა ვარ... უბრალოდ ჩემთან იყავი და ვიბრძოლებ - ოდნავ ავიწიე და მის ტუჩებს თავად შევეხე. ამჯერად უფრო ხანგრძლივად, ვნებით მკოცნიდა ,მეგონა ფრენა შემეძლო . ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უბრალოდ კი არ მკოცნიდა გრძნობებს მიმხელდა...
............
მას შემდეგ ყოველ დილას კოცნით იწყებდა . მეფერებოდა, მიღიმოდა და მზეზე მეტად მინათებდა სულს. სექტემბერმა სიცივის შეჩერება მოახერხა და კვლავ დაბრუნდნენ მზიანი ამინდები. ყველაფერი გეგმების გარეშე ხდებოდა, ყოველი წუთით ვცხოვრობდით . ასევე იცვლებოდა ჩვენი განწყობაც
-ყვავილო ... - მისი ხმა მესმის და გამოფხიზლებას მაიძულებს. თითებით სახეზე მეფერება ტუჩებს ვბუშტავ და მაშინვე მკოცნის- გაიღვიძე
-გთხოვ რაა - ვბუზღუნებ,მაგრამ არ მემორჩილება. ნახევარი სხეულით მასზე ვწევარ და ვხვდები უკვე ჩაცმულია. პერანგის ღილებს ვაწყდები
-გაიღვიძე რა ,გთხოოვ - კოცნას აგრძელებს და თითებით ჩემს მკლავს მიუყვება
-გეყოფა ... გააჩერე ხელი
-მაშინ გაიღვიძე...სადღაც უნდა წაგიყვანო
-სად
-სადღაც ,სადაც ჯერ არ ყოფილხარ
-აქ ასეთი ადგილი არ არის
-არის და რომ ნახო უნდა წამომყვე- ინტრიგანია ნამდვილი. დამაინტერესა და დამტოვა კიდეც- ქვემოთ დაგელოდები
რა თქმა უნდა წავედი. ტყეში აღმოვჩნდით, აშკარად გრძელი გზა გვქონდა გასავლელი წარმოდგენა არ მქონდა საით მიდიოდა. ბოლო დროს თავს საკმაოდ ენერგიულად ვგრძნობდი,მაგრამ ეს ჩემთვისაც კი ზედმეტი იყო
-დავიჯერო სულ არ დაიღალე?
-დავისვენოთ
-შენ რატომ არ დაიღალე
-მე მიჩვეული ვარ ...
-კიდევ რაღაც არის რაც არ ვიცი ხომ?
-სპეციალური მომზადება მაქვს გავლილი და ნებისმიერი კლიმატის პირობებში შემიძლია დიდი მანძილის გავლა ... რაღაც თავის გადარჩენის მსგავსი
-რაში გჭირდებოდა
-ავღანეთში ვიყავი ... მხოლოდ ექვსი თვით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იყო პერიოდი როცა ყველაფრისგან შორს მინდოდა ყოფნა
-ღმერთო ჩემო
-დიდხანს ვერ დავრჩი...ჩემთვისაც კი ზედმეტი იყო იქ ყოფნა. არც ისეთი ძლიერი აღმოვჩნდი ფეხში დამჭრეს
-შენ რა საკუთარ თავს ამ გარემოებებში განგებ ამყოფებ? ასე თავს ისჯი თუ რა ხდება...რატომ ირთულებ ცხოვრებას რატომ
-ეს ამბავი თითქმის ათი წლის წინ იყო... მაშინ შენ ჯერ კიდევ თინეიჯერი იქნებოდი . ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა სხვა რამ მაინტერესებს -ისე მიყურებდა თითქოს მეუბნებოდა ,რომ არ უნდა შემშინებოდა - ახლა ბიზნესმენი ვარ, მშვიდი ცხოვრებით
-რატომ გქონდა ამდენი მოჭარბებული ენერგია...რატომ ცდილობდი გაქცევას , რას ემალებოდი- სიარული რომ განვაგრძეთ შემდეგ ვკითხე. არ შემოუხედავს, წინ საკმაოდ რთული რელიეფი იყო. ბილიკზე ჩემს უკან მოაბიჯებდა და ისე იდგა ნებისმიერ წამს რომ შესძლებოდა ჩემი დაჭერა
-გავურბოდი წარსულის მოგონებებს, აწმყოს პრობლემებს და საკუთარ თავს. სურვილებს ,რომელთა შესრულებაც არ შემეძლო
-და შემდეგ შეძელი?
-ვცდილობ ,თუმცა ყველა სურვილი მისაწვდომი არ არის... არსებობს მიუწვდომელი ოცნებებიც - ფეხი ამიცდა და მაშინვე დამიჭირა. ზურგიდან მეკვროდა , ხელები მუცელზე შემომხვია და ვიგრძენი როგორ აუჩქარდა სუნთქვა- ფრთხილად, გთხოვ არ დაშავდე - ტუჩები ყელზე მომაწება და ჟრუანტელმა დამიარა. სასიამოვნო იყო
-გინდა მთის წვერზე ავიდეთ?
-ყოფილხარ იქ?
-არა ... მეშინოდა მარტო ასვლა. სულ შუა გზიდან ვბრუნდებოდი ან გზად მაღამდებოდა ,მაგრამ შენს გვერდით არაფრის მეშინია - გაეცინა , არ ვიცი რატომ მაგრამ გულწრფელად იცინოდა
-მგლებთან მებრძოლი არ ვარ , მაგრამ იქ არაფერი იქნება. დრო გათვლილი მაქვს, დაბრუნებას მოვასწრებთ
-დღეს ნამდვილად შესანიშნავი დღეა, სასიამოვნოდ გრილა ცა მოწმენდილია წვიმაც არ იქნება - მაღლა ავიხედე და ნელა გადავდგი ნაბიჯი .
- მენდობი ? - რამდენიმე წუთის შემდეგ მითხრა და წამსვე გავჩერდი
-კიდევ რაღაც მოიფიქრე ხომ?
-მიპასუხე , მენდობი თუ არა
-კიდევ ერთი ექსპერიმენტი ჩვენს ურთიერთობაში ... გისმენ , რა უნდა გავაკეთო? - სუნთქვა აჩქარებული მქონდა სადღაც ტყეში ვიდექი, მთაზე ავდიოდით და ვინ იცი რა აზრები უტრიალებდა გონებაში. ჯერ გაეღიმა ,შემდეგ ტუჩები დამიკოცნა და ბოლოს საიდანღაც გამოჩენილი მსუბუქი მატერიით თვალები ამიხვია . უცნაური შეგრძნება იყო, წამით სუნთქვაც შევწყვიტე იმდენად უეცრად დაისადგურა სიბნელემ თითქოს საყრდენიც გამომეცალა
-რას გრძნობ?- ჩემს ზურგს უკან იდგა და მისი ტუჩები საუბრისას ყურზე მეხებოდა. ყბაზე მაკოცა და თითების შეხებაც ვიგრძენი
-სიცარიელეს,რომელსაც ავსებ ... - თითები მის მაჯებს შევახე და ვიგრძენი რომ გაეღიმა
-გამომყევი ,კარგი?
გავყევი. მივაბიჯებდი მისი კარნახით, ავდიოდი სულ მაღლა და მისი ხელები მიჭერდნენ. რამდენჯერმე ხელში ამიყვანა და ისე აღმოვჩნდით მთის წვერზე. ვიცოდი სადაც ვიყავით, ვგრძნობდი სივრცეს გრილი სიო მთელს სხეულზე მედებოდა და ნიკოლოზის მკერდზე ვიყავი მიკრული
-აღარ დამსვავ? მგონია რომ უკვე მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს- ყელზე ვაკოცე და მაშინვე ვიგრძენი მისი რეაქცია
-ნუ თამაშობ ჩემი ემოციებით თორემ დამივარდები - თითქოს ბრაზობდა, მაგრამ მაინც შუბლზე მაკოცა და გამიღიმა. ვერ ვხედავდი და მაინც მშვიდად ვიყავი . მიწაზე რომ დავდექი რამდენიმე წამს კიდევ არ მომხსნა სახვევი , სასიამოვნო სურნელი იყო ირგვლივ ყვავილების, მთის, მზის და ავალიანის . ხელები გავშალე და ქარს საშუალება მივეცი უკეთ შემხებოდა, როგორი სასიამოვნოა ყველაფრისგან შორს, მთის წვერზე დგომა და ბუნების შეგრძნება - მზად ხარ?
-შენ გიცდია ასე ყოფნა? დახუჭე თვალები და იგრძენი
-ვგრძნობ, თვალდახუჭულიც ვხედავ ჩემს ბედნიერებას - ისევ ახლოს იყო . ფრთხილად მომაშორა ნაჭერი და რამდენიმე წამში ვუყურებდი ხედს რომელმაც აღმაფრთოვანა. ირგვლივ ყვავილები იყო, ზემოდან სიმწვანე, ჩანჩქერის დასაწყის წერტილს ვუყურებდი . წყლის ხმაც ისმოდა , ჩიტები ჩვენს თავზე დაფრინავდნენ სამოთხეს ჰგავდა ყველაფერი. სიტყვები აღარ მქონდა, არ მინდოდა საუბარი უბრალოდ ვუყურებდი და ვტკბებოდი . მაინც რამდენი საოცრებაა დედამიწაზე, ჩვენთან ახლოს და როგორ ვერ ვამჩნევთ. რაღაც მომენტში მივხვდი ახლოს აღარ იყო, მაგრამ მალევე დაბრუნდა თავზე ყვავლების გვირგვინი რომ დამადგა გამეცინა
-კესანეებიცაა? ამ დროს იშვიათია ...
-შენს მოსვლას ელოდნენ - მიყურებდა თავისებური, უცნაური მზერით და მე ისევ ვერ ვხვდებოდი რა იმალებოდა ამ მზერის უკან
-ისე მიყურებ ხოლმე როგორც ულამაზეს ქალს , მხატვრის მიერ შექმნილს
-არამგონია არსებობდეს ადამიანი ვინც შენს სილამაზეს ფურცელზე გადაიტანს - სერიოზული იყო, არ ხუმრობდა მე კი სიცილი მინდოდა. ნაიარევს ინსტიქტურად შევახე თითები და მივხვდი გამიბრაზდა.
-ნეტავ თუ მოვა დღე როდესაც ჩემი თვალებით შეძლებ საკუთარი თავის დანახვას -ზედმეტად ჩუმად თქვა ,მაგრამ მაინც გავიგე . რა უნდა მეთქვა , ისიც კი არ ვიცოდი რას გულისხმობდა.
-აქედან ჩავა მზე არა? - ისევ ხედს ვუყურებდი, ვლაპარაკობდით და გვიან მივხვდი,რომ ფოტო გადამიღო- რას აკეთებ
-მშვენიერ კადრს ვუნახავ წლებს
-წაშალე!
-არც კი იფიქრო
-მე არ მინდა არსებობდეს ფოტო სადაც ასეთი სახით ვარ
-მაინც რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა შენთვის გარეგნულ მხარეს ასე რომ დაკომპლექსი იარის გამო. ეს ხომ ყველაზე მარტივი რამაა , შემიძლია ახლავე დავისვა დანა მთელს სახეზე და ჩემს უამრავ ნაიარევს ესეც მივამატო
-რამდენიც არ უნდა ისაუბრონ ადამიანებმა სულზე ყველანი მაინც სხეულს ვხედავთ
-მერე ჩვენ ყველანი ვართ?
-შენ ნამდვილად არ ხარ , მე კი არ შემიძლია ვუყურო იმას რადაც ვიქეცი და ავტომატურად არ გავიხსენო ყველაფერი ... წარმოგიდგენია ადამიანების სახეები როცა დამინახავენ? ყველას ყურადღებას მივიქცევ. ადრე იმიტომ მიყურებდნენ რომ ლამაზი ვიყავი , ახლა კი შრამების გამო დამაკვირდებიან
-საკუთარი თავი უნდა მიიღო ისეთი როგორიც მოცემულ მომენტში ხარ... წარმოიდგინე,რომ ბავშვობაში რაღაც შეგემტხვა, დაეცი , ნამსხვრევი მოგხვდა არ ვიცი უბედური შემთხვევა რომელმაც მსგავსი ნაიარევი დაგიტოვა
-კომპლექსი მექნებოდა მთელი ცხოვრება და ყველანაირად ვეცდებოდი დაფარვას
-აი ეს არის ნაკლი , როდესაც ცდილობ საკუთარი თავის დამალვას და იკვეცავ ფრთებს
-შენც ხომ გქონდა კომპლექსები
-ბავშვობაში და ისიც განსხვავებული, მე საკუთარ თავს არ ვმალავდი შინაგანად ვებრძოდი მას რაც არ მომწონდა
-არ მიყვარს ასე რომ მიყურებ, მიბრაზდები - ალბათ ისე მოვიღუშე უარესი სანახავი ვიყავი მას კი ეს არ ადარდებდა, პირიქით ერთობოდა
-პატარა ბავშვი ხარ, სულელი ბავშვი - ისევ მაკოცა და ჩამეხუტა- რომელიც მაგიჟებს
-არანორმალური ხარ იცი ხომ? როგორ შეგიძლია ბავშვს შემადარო
-იბუტები, გწყინს, ბრაზობ ყველაფერი შენს სახეზე იკითხება. შენი მზერა, მიმიკა , ჟესტები და ტუჩები ,რომელზეც ვგიჟდები-ცერა ქვედა ტუჩზე გადამისვა . ჯერ ცხვირის წვერზე მაკოცა , მართლა ბავშვი მეგონა ამ დროს თავი - პატარა ბავშვი იქნები მუდამ
- ასე არ არის , ცხოვრება ცვლის
-ვინც ადრევე კარგავს ბავშვის სულს, ვისაც გაზრდას აიძულებენ მათ უჭირთ უკან ფრთების დაბრუნება შენ კი ,შენ სულ გექნება ბავშვური სული
-და შენ ? შენ რომ წაგართვეს ბავშვად დარჩენის უფლება? - მაშინვე მისი წარსული გამახსენდა და გული შემეკუმშა
-მე დაბადების წამიდანვე დიდი ვიყავი - ისევ ისე არაამქვეყნიურად მიყურებდა. როგორ მინდოდა ყველა გასაღები ხელთ მქონოდა და ამეხსნა ყველა მისი გამოხედვა ,სიტყვა თუ ქმედება
-იქნებ ეს განაპირობებს შენს სიძლიერეს... რომ არა შენი წარსული შემდგომში ვერ გადალახავდი ბარიერებს , გატყდებოდი
-ასეა , მაგრამ ვინ იცის იქნებ უკეთესი მომავალი მელოდა სხვა სივრცეში რომ გავზრდილიყავი
-უკან დაბრუნება რომ შეგეძლოს, შენი არჩევანი რომ იყოს სხვა ოჯახს აირჩევდი , სულ სხვა ცხოვრებით?
-არა
-მიუხედავად ყველაფრისა ? - გამიკვირდა, მეგონა მეტყოდა როგორ ცხოვრებაზე ოცნებობდა ბავშვობაში
-თუ არ მეყოლებოდნენ ის ადამიანები ვინც ამ ცხოვრებამ მაჩუქა სხვას არაფერს ექნებოდა მნიშვნელობა - ზემოდან დამყურებდა ,თავისი ნათელი მზერით . მზის შუქი სახეზე ეცემოდა და მე თვალს ვერ ვაშორებდი. შუბლზე მაკოცა , მომეხვია და ისევ გავჩუმდით.
-რატომ მაქვს შეგრძნება რომ ყოველი შენი შემოხედვა რაღაც ამბავს მიყვება, რატომ ვერ ვისვენებ , რატომ მინდა მესმოდეს ... როდის გავიგებ ,როდის წაგიკითხავ
-იქნებ ასე სჯობდეს, რომ წამიკითხავ ვინ იცის იქნებ დამშორდე კიდეც. ჩემგან შორს წახვიდე
-ასე არ მოხდება ! შენ თუ არ წახვალ მე არასდროს
-ყველაფერს დრო გვიჩვენებს,უბრალოდ არ დაივიწყო რომ მე ყველაფერს მივიღებ . ყოველთვის ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებს. გააკეთე ის რაც გაგაბედნიერებს, რაც სიამოვნებას მოგანიჭებს და კომფორტს შეგიქმნის
-ჯერ კიდევ შორია მაგ მდგომარეობამდე
-არც ისე შორია
მართალი აღმოჩნდა. მე ზედმეტად მივუახლოვდი ამ წყეული გზის დასასრულს . ცვლილებები იმაზე სწრაფად და დამანგრევლად მოქმედებდა ,რომ სიბნელის დამარცხებას შევძლებდი. ნიკოლოზი იმაზე მეტს ამჩნევდა ვიდრე მე ის ბევრს ფიქრობდა, აკვირდებოდა, სწავლობდა ,გეგმავდა მე კი მას მივყვებოდი სანამ წასვლა არ მოუხდა. შემდეგ საკუთარ თავთან და მიღწეულ შედეგებთან მარტო დავრჩი
დილით ადრე დაურეკეს . ზარის ხმამ გაგვაღვიძა , არ მახსოვს მანამდე ამ დროს ვინმეს შეეწუხებინა ახლა კი მობილური არ ჩერდებოდა. ჯერ კიდევ არ ვიყავი გამოფხიზლებული , მაგრამ ვხედავდი როგორ შეეცვალა გამომეტყველება შეტყობინების კითხვისას საწოლიდან სასწრაფოდ წამოდგა და ოთახიდან გავიდა. არასდროს მიცდია მისი საუბრის მოსმენა, მაგრამ ამჯერად მალევე გავყევი . კიბის საფეხურზე იჯდა, ზელში მოხრილი , თავდახრილი და შეცვლილი ხმით აგრძელებდა საუბარს
-ხომ არ მატყუებ...ხომ მართლა კარგადაა . კარგი , კარგი მორჩა მჯერა . მანქანა გამოგზავნე ... ორმოც წუთში გზასთან ვიქნები - ჩამწყდარი ხმით თქვა და მობილური გათიშა
-რა ხდება - მის გვერდით დავჯექი , თითები თმაზე შევახე და წამსვე მხარზე დამადო თავი . შემეშინდა , ცუდად იყო და მეც მასთან ერთად - ნიკოლოზ
-უნდა წავიდე...მესტიაში უნდა წავიდე . ბებოა ცუდად
-მოგაკითხავენ? თუ გინდა ჩემებს დავურეკავ... საავადმყოფოში ჰყავთ? კარგად იქნება აი ნახავ
-კარგად იქნება აბა რა... - მკრთალად გამიღიმა და ძალაგამოცლილი იყო - დაგირეკავ და მიპასუხე რა. ხო დამელაპარაკები - ჩემი სახე ხელებში მოიქცია ისე მიყურებდა თითქოს უარს ვეტყოდი
-მალე კარგად გახდება , რომ ჩახვალ და ნახავ უცებ მომჯობინდება... გინდა გზამდე გამოგყვე- თმაზე ვეფერებოდი ის კი რამდენიმე წამი არც კი სუნთქავდა. შემდეგ თითები თმაში შემიცურა და ტუჩები დამიკოცნა
-არ მინდა გამოყოლა... სახლში დარჩი ! შიმშილი არ დაიწყო ისევ, ხშირად დამელაპარაკე და ცუდ ხასიათზე ყოფნა არ გაბედო . ჩემზე იფიქრე , იცოდე სიზმრებში რომ არ მნახო გავბრაზდები- ხმადაბლა ლაპარაკობდა, თან მკოცნიდა და მეფერებოდა . მერე ისე წავიდა თან არაფერი წაუღია მობილურის გარდა . ხუთ წუთში ჩაიცვა და დატოვა ჩემი სახლი.
მობილური ხელიდან არ გამიშვია, გვიან ღამემდე ვიჯექი ბაღში. შემდეგ სიცივე ვიგრძენი და სახლში შევედი, წვიმა დაიწყო ამდენი ხნის შემდეგ ისე საშინლად იწვიმდა მეგონა ამინდიც ჩემს ხასიათს იზიარებდა. ვლოცულობდი რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, წარმოვიდგინე ერთადერთი ბებოც რომ დაეკარგა როგორ იქნებოდა , შემეშნდა . მისი ტკივილის გამო შემეშნდა. არ მინდოდა ისევ ტკენოდა საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო. მთელი ღამე თეთრად გავათენე, მისი სურნელით გაჟღენთილი ბალიში ჩავიხუტე, გამთენიისას ჩამეძინა.
მგონი მთვარეულად ვიქეცი,თითქოს ყველაფერი ერთ ადგილას გაჩერდა მხოლოდ მისი ხმის გაგონება მჭირდებოდა ისევ რომ დაეწყო ბრუნვა დედამიწას .....მობილური შევამოწმე ისევ არ იყო მისი ზარი. მოთმინება საღამომდე მიმყვა, შემდეგ მივხვდი რომ გული გამიჩერდებოდა მის ხმას თუ არ გავიგებდი. თავად დავურეკე, დიდხანს გადიოდა ზარი ბოლოს როგორც იქნა მესამე მცდელობისას უპასუხა , თუმცა მან არა ქალის ხმა იყო
-გისმენთ... - ნაზი, წკრიალა ხმა მომესმა და ვიგრძენი, როგორ დავიშალე ერთიანად- ალო ... გისმენთ
-უკაცრავად ... ნიკოლოზს სთხოვეთ თუ შეიძლება - არ ვიცი როგორ, მაგრამ ფაქტია რამდენიმე სიტყვის თქმა მოვახერხე და პასუხის მოლოდინში გავირინდე
-ნიკუშას ჩვენთან დარჩა მობილური , ძალიან ეჩქარებოდა ბებოა საავადმყოფოში და იქნებ მითხრათ რა გადავცე... ჩემს მეუღლეს დავუკავშირდები თუ სასწრაფოა და ის დაგაკავშირებთ ნიკასთან- წინადადებიდან აზრი რომ გამოვიტანე მივხვდი სოფო იყო, ისე ამოვისუნთქე მგონი მანაც გაიგო , მომეჩვენა თუ გაიცინა არ ვიცი- მისმენთ? რა გადავცე?
-არაფერი . მხოლოდ მითხარით ბებო როგორააა
-რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა, მაღალი წნევის გამო გონება დაკარგა და დაცემისას თავი დაარტყა. პრობლემა გულზე არაა საგანგაშო თუმცა დარტყმა ძლიერი იყო თანაც მოხუცისთვის და მოკლედ ნიკოლოზის გამოძახება გვთხოვა . რამდენიმე საათში გაწერენ საავადმყოფოდან და სახლში გადაიყვანს ნიკოლოზი ... -ყველაფერი ამიხსნა და გაჩუმდა
-კარგით , გმადლობთ...
-და მაინც არაფერი გადავცე?
-არა არაფერი...- მობილური გავთიშე და ამოვისუნთქე, ამასაც თუ მშვიდად ყოფნა ერქვა არ ვიცი, მთავარია სიცოცხლესთან შეუთავსებელი პრობლემა არ ჰქონდა
ის ღამეც გავათენე, უკვე საწოლშიც ვერ ვისვენებდი . შუაღამე იყო მობილური რომ განათდდა მეგონა ის იქნებოდა, მაგრამ მამა რეკავდა. კიდევ უფრო შევშინდი , გიგი ამ დროს არ მირეკავდა ხოლმე
-მა ... - სანამ მისი სახე დავინახე გული გამისკდა- მადლობა ღმერთს შენ ხარ
-ახლახანს დავბრუნდი ქალაქში და ვიფიქრე დავურეკავთქო... გვიან მივხვდი რა დრო იყო. გაგაღვიძე პრინცესა?
-მე ... არაფერია. როგორ ხარ ?
-მე კარგად , შენ როგორ ხარ ? - სახეზე მიყურებდა, თავშალი ისევ არ მეკეთა და აღარც მიცდია გაკეთება- პატარავ , ყველაფერი რიგზეა?
-რატომ მეკითხები მამა ?
-ბოლო დროს რამდენჯერაც დაგირეკე ... მა , იმ თავსაბურავს აღარ იყენებ ? - თვალები უნათებდა, უხაროდა
-ასე გამოვიდა...
-ძალიან კარგია , მიხარია რომ აღარ გაწუხებს ტკივილი ... ეგ მაინც - ჩუმად თქვა, სიტყვებს ეძებდა ყოველთვის. მაინც რამხელა უფსკრული გაჩნდა ჩვენს შორის. ისე ეშინოდა რაღაც ისეთი არ ეთქვა რაც მატკენდა
-ხო მამა , გაიარა ნაწილობრივ... მა საქმეები მოაგვარე ?
-კი , ყველაფერი კარგადაა. გოგონები უნდა მოვიდნენ დღეს , რაღაც საქმე გვაქვსო . დროზე ადრე დავბრუნდი
-რამე პრობლემა აქვთ?
-ნუ გეშინია, მნიშვნელოვანი არაფერი იქნება. რაღაც კორპორაციული უნდა გააკეთოს მართამ და ალბათ ამასთან დაკავშირებით
-ხომ არ მატყუებ ...
-არა მა, გეფიცები კარგად არიან. მხოლოდ შენ ენატრები ,ვეტყვი რომ უკეთ ხარ და გავახარებ
-უთხარი ...ისიც უთხარი რომ ვცდილობ მალე დავბრუნდე. მენატრებიან და მიყვარს ყველა
-მა , ხომ იცი თუ რამე გინდა რომ ვიცოდე. მითხრა , მომიყევი უბრალოდ -ისე მიყურებდა მეგონა ელოდა ნიკოლოზზე როდის მოვუყვებოდი. მისთვის არ მითქვამს, არ ვიცი როგორ უნდა ამეხსნა ,რომ ვიღაც უცნობ კაცთან ერთად ვცხოვრობდი როდესაც მასაც კი არ ვხვდებოდი. ეწყინებოდა, მე კი მას მეტად ვერ ვატკენდი .
-არაფერი მა ... ახლა დაისვენე. დაიძინე , მეც დავწვები . მიყვარხარ
-ჩემი მთელი სამყარო ხარ ,ხომ იცი მე სულ შენს გვერდით ვიქნები . ყველაფერს გავაკეთებ შენთვის
-ვიცი , მიყვარხარ
გავთიშე. იქნებ იცოდა კიდეც ნიკოლოზზე. მამა ის კაცი იყო რომ ვერ გაეგო? არ ვიცი, ფაქტია არ ერეოდა და ესეც საკმარისი იყო ამ ეტაპზე. ახლა მხოლოდ ნიკოლოზზე ვფიქრობდი, როგორ იყო იქ ,ვენატრებოდი? მასაც ისე აწუხებდა უჩემობა როგორც მე ? იქ დაბრუნება რომ მოუხდა, იმ ადგილას დარჩენა ალბათ ისევ მძიმედ იყო . მას ხომ არ უყვარს ის ადგილი, იქ ხომ წარსულთან ბრძოლა ურთულდება. ალბათ არც მას სძინავს ...
არ ვიცი რომელი საათი იყო მობილური რომ ამღერდა. უცხო ნომერიდან რეკავდნენ , მაგრამ მაშინვე ვუპასუხე
-კესანე... - მისი ხმა რომ გავიგე საოცარი მუხტი ვიგრძენი - კესოო
-როგორ ხარ? ბებო როგორაა
-კარგად ... მალე კარგად იქნება -მისი ხმა არ მომეწონა, ზედმეტად სევდიანი და ტკივილით სავსე იყო. მისი სუნთქვაც კი გულს მიკუმშავდა - რატომ არ გძინავს ამ დროს? მე რა დაგიბარე კესო?
-მეძინა...
-ნუ მატყუებ ... იცოდე ისეთ დროს დავბრუნდები აზრზე რომ არ იქნები და თვალებდაწითლებული, ფერდაკარგული და გაჩხიკული რო დამხვდე დაგსჯი
-ვისი ნომრიდან მირეკავ?
-თემას ნუ ცვლი !
-ოოო რა ვქნა ვერ დავიძინე
-ეცადე , გთხოვ... ცოტნეს ნომერია . ჩემი მობილური სოფოს მანქანაში დამრჩა ,სიჩქარეში დამივარდა ის და მათე იყვნენ აქ სანამ მე ჩამოვიდოდი, მერე ცოტნეც მოვიდა და ისინი წავიდნენ .
-აქამდე რატომ არ დამირეკე !
-მიბრაზდები?
-ხოო
-ტუჩებიიი - რომ მითხრა მერე გავიაზრე მართლა ვიკბინე ტუჩზე. ისე მოვაშორე კბილი ქვედა ტუჩს თითქოს მიყურებდა- რომ გნახავ ვერ წარმოიდგენ რას გიზამ მაგისთვის
-გაუხარდა ბებოს შენი ნახვა?
-ძალიან... მგონი უკეთ გახდა დანახვისთანავე . დიდი ხანია არ მინახავს, უყურადღებო შვილიშვილი ვარ ... ცუდი - ეს რომ თქვა ისევ ვიგრძენი მოწოლილი სევდა. როგორ უნდა მეთქვა მალე დაბრუნდითქო ... ან „მენატრები „
-ტყუილია ... ძალიან კარგი ხარ და საერთოდ შენ რატო არ გძინავს ამ დროს?
-ხომ გითხარი როცა შენთან არ ვარ არასდროს მძინავს-თქო ... მე მიჩვეული ვარ . დაიძინე პატარავ
-აუ არ გათიშო რა... დავწვები და უბრალოდ მელაპარაკე გთხოვ , თუ გინდა ნუ დამელაპარაკები უბრალოდ არ გათიშო - ბალიშს ჩავეხუტე- შენც დაწექი და დაიძინე თორე იცოდე არც მე დავიძინებ
- პრეტენზიული დედოფალი
-ნიკოლოზ!
-აჰა ვწვები- ჯერ ნაბიჯების ხმა მესმოდა, ხის იატაკზე მიაბიჯებდა, კარიც გააღო, დახუჭა და შემდეგ შრიალის ხმა გავიგე, ალბათ საბანი გადაწია. მისი სუნთქვა მესმოდა , თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე რომ ჩემთან იყო
-მომიყევი ხედზე , ფანჯრიდან რომ უმზერ... შენს სახლზე
-ფანჯრიდან კოშკს ვხედავ, ეზოში აღმართულს. ძველი კოშკია რომელიც შევაკეთებინე სულ ბოლომდე რომ არ დაშლილიყო. ეზოში სულ მინდორია, არავითარი ყვავილი . ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე ვარ ,ყველაზე განაპირა ოთახში სადაც ძველებური ხის ავეჯი დგას , ზუსტად ის რაც მაშინ 12 წლამდე მეკუთნოდა. ხის ძველებური საწოლზე ვწევარ და მგონი ამაზე უფრო რბილად ვარ ვიდრე რომელიმე ფეშენებელური სასტუმროს ლუქსში განთავსებულ უზარმაზარ ტახტზე . კუთხეში ხის სარწეველა სკამი დგას, მის გვერდით საწერი მაგიდაა რომელიც მამამ გამიკეთა . მასზე ჩემი სათამაშო ცხენები და ხის თოფები დევს . ოთახს ამაღლებული კიბის მსგავსი ასასვლელი ჰყოფს, თითქოს ჩემი ცხოვრებაა 12 წლამდე და მას მერე ... - საკმაოდ დიდი პაუზა გააკეთა .აინტერესებდა ვუსმენდი თუ უკვე მეძინა - აქ რომ მოხვდე, ჩემთან ერთად, რომელ მხარეს აირჩევ კესო
-მე მანდ შენს გვერდით , ხის საწოლზე დავწვები . ვიცი ხელს ძლიერად მომხვევ და მთელი ღამე უშფოთველად ჩაივლის ...
-ოდესმე რეალობად იქცევა შენი სიტყვები?
-იცი ერთმა ბიჭმა მითხრა ძველ ცხოვრებაში დაგაბრუნებ...ისევ ისეთი თავქარიანი გახდებიო და ის კესანე პირველად სვანეთში წავიდოდა...
-და იპოვნიდა ავალიანის სახლს?
-თვალდახუჭლი... გულისკარნახით იპოვიდა თუ შენ იქ დახვდებოდი
არაფერი უთქვამს, არც მე დამირღვევია მას მერე დუმილი. სუნტქვა ღრმა და რითმული გაუხდა, ჩაეძინა მე კი დაღლილობას ვეღარ ვგრძნობდი. რამდენიმე საათით ძილი საკმარისი იყო მასთან საუბარმა დადებითად დამმუხტა, ყველაფერი დალაგდა გონებაში და გადაწყვეტილებაც მივიღე.
-ერთ საათში მანქანა მჭირდება , სახლის ეზოში მდგომი !
ამ სიტყვების გაჟღერების შემდეგ ყველაფერს ისე ვაკეთებდი გონს ვერ მოვდიოდი, ერთადერთი რამ მსურდა ნიკოლოზის ნახვა იყო და ველოდი წამს როცა მის მკლავებში მოვექცეოდი ,ისევ ვიგრძნობდი სულის სიმშვიდეს ,მონატრებას კი სამუდამოდ გავაქრობდი…
........
გზა ისე გაიწელა მოთმინება მეკარგებოდა, თითქოს ერთიანად გამოვეთიშე სამყაროს და ფიქრების კორიანტელი დამატყდა თავს. ყველაფერი მაწუხებდა , იმაზე ვფიქრობდი სახლში ვინმე რომ ყოფილიყო ჩემზე რას იტყოდა, რომ ეკითხათ ასე ჩაცმული ,სახედაფარული რატომ დავდიოდი რას ვუპასუხებდი. იქნებ საზოგადოებაში გამოჩენისას ისევ უკან დავბრუნებულიყავი ჩემი შიშებით, იქნებ მხოლოდ ნიკუშასთან მიქრებოდა ყველა ტკივილი და ძალიან ადრე იყო სახლის დატოვება. ბებოს რომ არ სცოდნოდა ჩემზე ? უფრო ცუდად რომ გამხდარიყო ჩემი დანახვისას ? ....სიჩქარეს თანდათან ვზრდიდი , მეშინოდა არ გადამეფიქრებინა და უკან არ დავბრუნებულიყავი. ისე სწრაფად მივდიოდი თითქოს ფიქრებისგან ასე დავიხსნიდი თავს. თავს ვაიძულე დადებითზე მეფიქრა ,უცებ გაჩნდა ნიკუშა ჩემს წინ ,ყველაფერი ფერადი გახდა და ერთადერთი სურვილი დარჩა, მისი ნახვა !..
იმდენად ადრე იყო სვანეთში რომ შევედი გარეთ ვერავინ შევნიშნე. არც კი ვიცოდი სად მივდიოდი მესტია კი საკმაოდ დიდი იყო ავალიანის სახლის საპოვნელად. მანქანით ვმოძრაობდი ქუჩებში და თან ვტკბებოდი მონატრებული ხედებით, ერთ დროს ძალიან მიყვარდა სვანეთში სტუმრობა ...
არ ვიცი რა დამემართა , ან რატომ მაინცადამაინც იქეთ გადავუხვიე .არც ის ვიცი რაღა იმ ეზოში შევედი დიდი ორსართულიანი სახლი ეზოში კოშკით ხომ ბევრი იყო ,მაგრამ მე მხოლოდ იმ ერთ ჭიშკართან გავჩერდი. გული მიგრძNობდა რომ ის საოცარი მუხტი მხოლოდ ნიკოლოზს შეეძლო შეექმნა. ეზოში მთლიანად მინდორი იყო , სახლი და კოშკი იმდენად ერწყმოდა ერთმანეთს საოცარ სინთეზს ქმნიდა. უზარმაზარ ეზოში მივაბიჯებდი, გათიშული, ემოციებისგან გადაღლილი, ფეხები უკან მრჩებოდა გულის სიღრმეში მეშინოდა მისი რეაქციის , უკვე ჩემს საქციელს სულელურსაც ვუწოდებდი კართან მისული უკან დაბრუნებას ვაპირებდი „რა სისულელეა ალბათ ვიღაცას მივადგები სახლში და ტყუილად გავაღვიძებ ხალხს... ჯობია წავიდე ისე თითქოს არც ვყოფილვარ „ უკან მობრუნება გადავწყვიტე და კოშკიდან გამოსული ხმა გავიგე ,წამში გავითიშე ,გაქრა აზროვნების უნარი.
-ბუბუ გეყოფა ... ბუბუ ნუ გააღვიძებ მთელს სვანეთს მოდი აქ - უფრო ახლოს მესმოდა მისი ხმა ძაღლის ყეფასთან ერთად - კაი რა ელა შენ რაღა დაგემართა - მეღიმებოდა მისი ბუზღუნის მოსმენისას. კიბეს მივუყვებოდი მართალია საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა მაგრამ მაინც ხის იყო და ვფრთხილობდი . როცა ბოლო საფეხურს მივაღწიე და ზემოთ ავედი მივხვდი რომ ნიკუშა კოშკის თავზე იყო უკვე ასული . ამჯერად სწრაფად ავედი და ზურგით მდგომი სილუეტის დანახვისას ადგილზე გავიყინე. ამდენი ხნის მონატრების შემდეგ ასე თუ გავშეშდებოდი არ მეგონა, მისი ყურებაც იმხელა ემოციას მგვრიდა ნელ-ნელა უნდა მიმეღო ეს ბედნიერება. ორი უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი იდგა მის გვერდით , მათ ეფერებოდა და თვალის დაუხამხამებლად უყურებდა მზის ამოსვლას.
არ ვიცი როდის გადავდგი ნაბიჯი მისკენ... მივდიოდი მანამ სანამ მისი ზურგს უკან არ აღმოვჩნდი ,ძაღლებმა შემიღრინეს და წამში ისიც შემობრუნდა. მის თვალებს რომ გადავაწყდი ისე ჩავიძრე ნაცრისფერ სფეროებში მეგონა მიწაზე არ ვიდექი, რაღაც ზეციური ქმნილება ვიყავი და დავფარფატებდი მაღლა ღრუბლებში . .. ვერ აღვწერ რასაც მის თვალებში ვხედავდი , მისი გამომეტყველება და მზერა იმდენ რამეს ამბობდა სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. მერე ყველაფერი გაცოცხლდა, ისევ დავუბრუნდი სამყაროს მის მკლავებში მოქცეული მთელი ძალით ვისრუტავდი მისგან წამოსულ სითბოს და მინდოდა სამუდამოდ ასე ვყოფილიყავი.
-ჩემი კესანე...ჩემი ყვავილი მოხვედი, ჩემთან მოხვედი - თმაზე მეფერებოდა, ხელებს უმისამართოდ დაატარებდა, მკოცნიდა მეფერებოდა ჯერ გაოგნებული შემდეგ ბაგე ღიმილმა გაუპო , თავზე შემოხვეული თავსაფარი მომაშორა და მთელი სახე დამიკოცნა- ღმერთო ოღონდ სიზმარი არ იყოს... თუ არის დიდხანს გაგრძელდეს - ჩემით ვერ ძღებოდა , უნდოდა ყველგან მოესწრო კოცნა , მგონი მართლა სიზმარში ეგონა თავი . გამეცინა , ხელი ისევ ლოყაზე ედო და მეფერებოდა - მითხარი რო ცხადია
-მეც არ ვიცი ცხადია თუ არა ეს ყველაფერი... ახლაც ვერ ვიაზრებ აქ როგორ მოვხვდი . რაც არის კოცნის გარეშე არსად წავალ- თითები თმაში შევუცურე და მონატრებულ ტუჩებს დავეწაფე. პირველი შეხებისას მთელს სხეულზე ეკლებმა დამაყარა, არ მეგონა რაიმე ემოცია კიდევ თუ იყო დარჩენილი რაც არ ტრიალებდა ჩემს არსებაში , თურმე ვცდებოდი . ეს ის შემთხვევა იყო როცა ბედნიერებას ყველა უჯრედით ვგრძნობდი- დღეიდან სრულად გიმონებ! აღარასდროს გაგიშვებ - მაშინვე ვუთხარი როგორც კი მის ტუჩებს მოვწყდი . მიყურებდა და იცინოდა .ხელები წელზე მომხვია და იმდენ ხანს მატრიალებდა ჩემი ხმა მთელს მესტიას ესმოდა . ამას ერთვოდა ძაღლების ყეფის ხმა ჩვენს ირგვლივ რომ დარბოდნენ და ბოლოს ვიღაცის ბოხი ბარიტონი დაერთო
-რა ხდება შე ჩემა რა ხმაა ... აღარ მოგბეზრდა ეს ღამის თევა? დაიძინე ძმურად , ცოტა ხანს მაინც . ან ვაფშე მოგვშორდი წადი შენს ყვავილთან- კიბიდან ჯუჯღუნებდა ნახევრად შიშველი თვალებდასიებული, მძინარე ბიჭი რომელმაც ჩემი დანახვისას ისეთი გამომეტყველება მიიღო წამში მივხვდი რომ ეს საოცრად სიმპათიური კაცი ცოტნე იყო ამირეჯიბი -მეჩვენება? არა ტო მე რა პონტში მომეჩვენება მარა შეიძლება ისე მეცოდები უკვე შენი ნატვრა მომეჩვენოს ... მათე ამოეთრიე - ხელი ჩაწია და იდენტური ბიჭიც გამოჩნდა ისიც მძინარე ისიც იმავე ფორმაში
-კესანეე -აი მისი რეაქცია უფრო მაგარი იყო. ნიკუშა ხო მეხუტებოდა და ჩემს ყელში თავჩარგული იცინოდა. ამჯერად მეც გამეცინა , თუმცა ინსტინქტმა თავისი ქნა , სახე ისევ შეხვეული მქონდა სანამ ისინი გონს მოვიდოდნენ - ვაიმე მიშველეთ მოჩვენებები დამეწყო . ამ გამოს.რებულის ნაცვლად ვხედავ მგონი სიზმრებს
-გეყოფათ რა.. აორთქლდით აქედან მადროვეთ ჩემს ყვავილთან ყოფნა
-ლაპარაკობს ტო - ერთმანეთს გადახედეს და ერთად შეიცხადეს- შენ თუ ნამდვილი ხარ რძალი ჩამოგვსვლია სად წავიდეთ - ისე უცებ მოვარდნენ გასწიეს ნიკა და გაშალეს ხელები ლამის გული გამისკდა. ცოტაც და ჩამეხუტებოდნენ ორივე ერთდროულად რომ შეჩერდა და უკან დაიხია - კაი მე გამოვს.. შენ რა დაგემართა ნახევრად შიშველი რომ დაბორიალებ - რომელიღაცამ ჯუჯღუნი დაიწყო და გამიღიმა - მე მათე ვარ
-კესანე... თუმცა მიცნობთ როგორც ვხვდები
-აუ როგორ გვიხარია შენი ჩამოსვლა რომ იცოდე... ვერ ვიჯერებ . ცოტნე ვარ მე .ახლა გაგიჭირდება გარჩევა მარა სოფოც რო მოვა მერე ესენი რო დაიწყებენ ჟღურტულს წამსვე გაგვარჩევ რა .. ვაიმე რეებს ვლაპარაკობ არ მომაქციო ყურადღება უბრალოდ მეც არ ვიცი რა ვთქვა .. რა დღე დადგა ჩემს ცხოვრებაში
-გეყოფათ . მოშორდით აქედან. შენ შენს ცოლს მიუწექი , შენ ჩემს ნათლულს და არც კი იფიქროთ რომ მოხვიდეთ ჩემი ოთახის სიახლოვეს
-კი მაგრ...
-გამოდი ვერ გაიგე რა თქვა?- მგონი ეს მათე იყო ჩაავლო ხელი ტყუპს და მალე ორივე გაუჩინარდა. ნიკუშა კი უკვე ზურგიდან მეკვროდა
-ხომ დარჩები ...
-თუ მიმიღებ...
-სამუდამოდ მიგიღებ , თანახმა ხარ?
-ჯერ ბებოს გამოჯანმრთელებამდე ვარ თანახმა და შემდეგ ვნახოთ . ვერ ვაზროვნებ ჯერ კიდევ
-ბებო უკვე კარგადაა
- და შენ არ ბრუნდებოდი მაინც ხო?
-უბრალოდ ძალიან ვენატრებოდი და ვიფიქრე რამდენიმე დღე კიდევ დავრჩებითქო
-სულ არ გიჭირდა უჩემოდ? მარტო მე ვიყავი ცუდად?
-შენ გამოუცდელი ხარ... მე კიდევ მონატრებასთან ერთად ვცხოვრობ... ტკივილამდე მონატრებას ვარ შეჩვეული ჩემო ყვავილო ...
შემდეგ რა მოხდა? სრულ ზღაპარში ვიყავი. თითქოს ისევ არ მოვშორებივარ ჩემს ნაჭუჭს. ჯერ უკანა შესასვლელით ამიყვანა მეორე სართულზე თავის საძინებელში , ნამდვილი საოცრება იყო როგორც აღმიწერა ერთი მხარე ძველ ხის სახლს მოგაგონებდათ მეორე კი ნამდვილი ლუქსი იყო . დაღლილობას ვგრძნობდი როცა აღმიდგა რეფლექსები. რა თქმა უნდა დამტუქსა როცა ისიც მოვიდა გონს და ყველაფერი ისე ჩამომიყალიბა მეგონა ის რამდენიმე დღე შორიდან მიყურებდა. გაბრაზებულმა დამაწვინა საწოლში და გვერდით მომიწვა. ისე მეძინა მის გევრდით თიტქოს იმ სახლში სხვა არც არავინ იყო და მარტონი ვიყავით სამყაროს მოწყვეტილები.
გამოფხიზლებას არც ვაპირებდი რომ არა ძილში გაგონილი ბავშვების ტიტინა ხმა. ჩურჩულებდნენ , მაგრამ მაინც მესმოდა
-ნიკუჩა ბიძია ეცაა კეცო?
-ლა ლამაძია ნიკუჩა ბიძიაა...
-ნათლი დიდხანს დარჩება აქ?
-აუუ დალჩება აპა ლაც იძამც
-ჩშ ... არ გააღვიძოთ დარჩება ცოტა ხანს. მერე ისევ წავალთ
-აუუ ლატოოო მელე მენატლები მე
-მეც მენატლება ეგლე ნუ წუწუნებ ბაბალე
-ორივე გაჩუმდით . ძინავს და გააღვიძებთ .... დედამ თქვა არ ახვიდეთო და მოგვკლავს რომ გაიგოს შევაწუხეთ კესო -ბიჭი დებს აჩუმებდა არადა ვიცოდი მასაც ვაინტერესებდი
-ველ გაიგებც... აუუ ალ ჩეიძლება ლო ჩავექუტო?
-ბეატრის !- ბიჭი ისევ სერიოზული იყო
-აუ ნიკუშა მინდა ჩავეხუტო და რა ვქნააა
-როცა უნდა კარგად ლაპარაკობს ისე კი ვარ ნიკუჩა ... დედა მე გამიბრაზდება მერე
-ბავშვებოოო გაიღვიძებს და მერე ...- ნიკოლოზის ხმაშიც კი ჩანდა რომ იცინოდა . ვეღარ მოვითმინე თვალები გავახილე და დავინახე კიდეც ორი ერთნაირი საყვარელი გოგო და საოცრად სიმპათიური 12-13 წლის ბიჭი. გოგონებმა მაშინვე დამინახეს, საწოლზე ამობობღდნენ, ნიკუშას გადააცოცდნენ და ჩემსა და მას შორის ჩაჯდნენ
-მე ტრისი ვარ
-მე ბარბარე... შენ კესანე ხარ ვიცით. ნიკუჩა ბიძიას კეცანე
-გოგოებო გამოდით ახლავე- უფროსი ძმა ბრაზობდა, მაგრამ ვინ უსმენდა. ამ ორს ახლოდან რომ ვუყურებდი ისე მოვხვიე ხელი და დავუწყე კოცნა აზრზე არ ვიყავი. აი შეჭმა რომ გინდება ისეთი ბავშვები არიან
-ღმერთო თქვენ ვინ ხართ ჰა? ორი გემრიელი საყვარელი გოგო შენ ბარბი ხარ ესე იგი შენ კი ტრისი ხო? რაო რა მინდაო რას ამბობდით? ჩახუტებაო ხო? იცით თქვენ კესო დეიდას თქვენნაირების კბენა და კოცნით ჩაყლაპვა რო უყვარს?
-ეგ ნიკუჩასაც უყვარს .. ცოტნე ბიძიასაც და მამიკოსაც დედიკო მარტო გვყლაპავს არ გვკბენს უცებ მითხრა ტრისმა და გადაიკისკისა.
-თქვენი ძმა ძალიან დინჯია მგონი ხო? აშკარად არ გავს ნათლიას
-ცდებით... ძალიან ვგავარ ნათლიას - უცებ მომიგო ბიჭმა და გამიღიმა - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა... ბოდიში ბავშვები თუ გაწუხებენ გადაღლილი იქნებით მგზავრობის შემდეგ
-არა ჩემო კარგო პირიქით... ახლა ჩვენ ავდგებით და ჩავალთ ქვემოთ გავიცნობ თქვენს დედიკოს და შემდეგ ბებიკო ნინას ვნახავ - უცებ წამოვდექი ბავშვები ჩამოვსვი და ხელი ჩავკიდე
-მოიცადე... ასე არ წახვიდე , ცოტა ხანს დარჩი
- აბა ბავშვებო ქვემოთაა დედიკო ?
-დიახ .საუზმეს ამზადებდა- ნიკუშამ მიპასუხა და ისიც გამომყვა
კიბე სწრაფად ჩავირბინეთ. გოგონები ხელს არ მიშვებდნენ, პატარა თითებით ეჭიდებოდნენ ჩემს ხელს და გულს მითბობდნენ. მისაღები უზარმაზარი იყო , სამივენი დივანზე ისხდნენ და დარწმუნებული ვარ ჩემზე საუბრობდნენ. რომ შევედი თვალი მომჭრა სოფიომ, ის ნამდვილად საოცარი ქალია უბრალოდ დავმუნჯდი მათეს გევრდით რომ დავინახე. იმდენად საოცარი წყვილია , ნიკუშა მართალი იყო .
-კესანე ... მიხარია რომ ჩამოხვედი- მისი ხმა კვლავ გავიგე უფრო ნაზი და თბილი მეჩვენა ვიდრე მობილურში .
-მე კი შენი გაცნობა და საერთოდ თქვენი გაცნობა მიხარია... ნიკუშა მიყვებოდა თქვენზე ასე რომ მხოლოდ თქვენ არ ფლობთ ჩემ შესახებ ინფორმაციას- სოფიოს მოვეხვია და ბავშვებს გავხედე მამიკოსკენ რომ წატანტალდნენ.
-აუუ მამაა გამეკინა ფეხები წამო რა ჩაგვაცვი
-ბიძათქვენი მოგხედავთ
-დიდი პატივია ჩემო ბაჭიებო- ისე უცებ აიყვანა ცოტნემ ორივე ლამის მეც შევკივლე ბავშვებთან ერთად.- მალე მოვალ რძ.. კესანე და მერე ვიბაასოთ -თვალი ჩამიკრა და ისე გავარდა ბავშვების ადგილას რომ ვყოფილიყავი გული გამისკდებოდა.
-არ მიაქციო ყურადღება მიჩვეულები არიან ბავშვები...
-ნიკა სადაა?- მათემ რომ ვერ შენიშნა ძმაკაცი წარბებშეკრულმა გამომხედა
-გაბრაზებულია ალბათ
-სხვათაშორის უმიზეზოდ არა. დამტოვე იქ .. ამათთან მოხვედი თუ ჩემთან
-ეჭვიანი ნუ ხარ ნიკოლოოოზ - სოფომ გაუცინა და ხელი ჩამკიდა- სამზარეულოში გავალთ ჩვენ ... მალე გავაწყობ სუფრას და ვისაუზმოთ . რა იყო რა ამ საღამოს მივდივართ და მერე შენი არაა სულ?
-არა რა რძალიც ასეთი უნდა როგორ მიტევს ერთი ნახე რა. მეტის ღირსი ვარ
- ოხ ნიკოლოზ როგორი მასხარა ხდები ზოგჯერ
სამზარეულოში გავედი სოფოსთან ერთად . ჯერ კიდვე ნიკოლოზზე ვფიქრობდი, ისეთი სხვანაირი იყო ყველაფერი ამ სახლში. წყალი რომ დავინახე მივხვდი ძალიან მწყუროდა და საერთოდ რამდენიმე დღეა ნორმალურად არ მიჭამია , მგონი გრძNობა მიბრუნდება.
-მთელი დღეები შიმშილობდი შენც?
-მეც?
-ნიკუშას არც სძინავდა და საერთოდ საქმეს აკეთებდა თორემ თავისი თავი მაგას არასდროს ახსოვს. ყოველთვის რაღაც საქმე აქვს, ვიღაცას სჭირდება და საკუთარი თავი ყველაზე ბოლოს ახსოვს ...იმედია შენ მაინც შეცვლი ამ მხრივ. ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარი აქ რომ ხარ
-ბებომაც იცის ჩემზე?
-და შენ რა იცი ჩვენ რა ვიცით?- ისე მითხრა გამეღიმა- მიკვირს რომ არ კითხულობ
-მაინტერესებს, მაგრამ იმდენადაც არა დრო რომ დავხარჯო ამ ეტაპზე ..
-მართალია.. სჯობს ყველაფერი ერთად გაიგო , უბრალოდ იცოდე რომ ნიკოლოზს არ უნდა გაუბრაზდე ის საოცარი ადამიანი . შეუძლებელია ასე მალე მიხვდე როგორია აი მე კი ვიცი და დარწმუნებული იყავი მისი მსგავსი არავინაა
-ნიკა ამბობდა საოცარი ქალიაო და ახლა დავრწმუნდი... პოზიტივს ასხივებთ ყველანი. არ მეგონა ასე თუ გამიადვილდებოდა ისევ ურთიერთობა
-სულ დაბრუნდი თუ ...
-არაფერზე მიფიქრია იცი? უბრალოდ ავდექი და წამოვედი ჯერ ისევ ეიფორიაში ვარ
-დრო ბევრია... მთავარია ბოლოს შედეგი იყოს ყველასთვის კარგი
მთელი დღე ერთად გავატარეთ. ისე ვსაუბრობდი და ვერთობოდი მათთან ერთად საერთოდ არაფერი მახსოვდა. მხოლოდ ჩემები გაორმაგებულად მენატრებოდნენ, ახლა ისინიც აქ რომ ყოფილიყვნენ უბედნიერესი ვიქნებოდი. ნიკუშას და ბიჭების მეგობრობა მართლაც არაჩვეულებრივი აღმოჩნდა, ისინი ერთ ნაწილს წარმოადგენდნენ. სოფო ცალკე განზომილებაა, ბავშვებმა სული გამიფერადეს.
ბებოს გაცნობამ დამატკბო, საოცარი ქალია ნინა . მისი გაცნობის შემდეგ მივხვდი ასეთი კარგი რატომაა ნიკოლოზი. მისი ჩახუტება და სითბო ალბათ არასდროს დამავიწყდება. ბებო მართლაც უკეთ იყო, თავის დარტყმის გამო იწვა თუმცა აშკარად კარგად გამოიყურებოდა.
საღამოს რომ აბარგდნენ ამირეჯიბები და წავიდნენ მე და ნიკუშა ეზოში ვიდექით, რა თქმა უნდა ბუბუ და ელაც ჩვენთან იდგნენ. მანქანა რომ მიეფარა თვალს ნიკუშამ ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა
-ახლა მაინც მოიხსენი - თავსაფარი მომაშორა და თვითონ მოიგდო მხარზე- როგორ არ გიღრენენ ჩემი ლეკვები მიკვირს იცი?- ძარლებს გადახედა და წარბი მაღლა აზიდა- ყველას აჯადოებ მოკლედ რა
-ლეკვები ესენი არიან? ახლა რომ ვუყურებ მეშინია კიდეც
-ერთი წლისებიც არ არიან. ჩემი ბუთხუზები არიან ესენი -როგორც კი მოეფერა მაშინვე შეახტნენ და წააქციეს. ლამის გული გამისკდა - კაი გეყოფათ არ მცალია თქვენთან სათამაშოდ
-ვაიმე ნიკა არ გიკბინონ
-ნუ გეშინია ჭკვიანები არიან ესენი ... იციან ვის უნდა უკბინონ - ისე ეფერებოდა არეულ ,უზარმაზარ ბეწვზე მეც მომინდა მაგრამ მეშინოდა და თავი შევიკავე
-აქ ბებო უვლის?
-არ მყავს აქ ...თბილისში მყავს .ცოტნეს ჩამოუყვანია რომ წამოსულა , უფრო დიდ ეზოში ირბენენ-თქო ვიფიქრე
-ჩემთან წამოგეყვანა ბარემ უფრო დიდ ეზოს სად ნახავ
-შენთან? დაბრუნებას ვაპირებთ?- უცებ გაჩერდა და შემობრუნდა არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა
-ალბათ... იცი მე ..ეს ჩამოსვლა არაფერს ნიშნავს აქ ისევ მარტო ვარ მე არ შემიძლია ჯერ დაბრუნება
-კარგი ნუ მოიწყენ ...ჩემთვის არააქვს მნიშვნელობა მთავარია შენ იყო კარგად- თავი ამაწევინა და მაკოცა - ორი დღეც და დავბრუნდეთ. მკურნალობა დღეს უმთავრდება ,მერე მომვლელი მოვა და წავიდეთ - შუბლზე მომაწება ტუჩები ,მე კი ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე. არ შემეძლო უბრალოდ მადლობა მეთქვა, იმ ყველაფრისთვის რასაც ჩემთვის აკეთებდა . იმისთვის რომ ესმოდა ჩემი და არ მკიცხავდა,არც მაძალებდა რამეს.
.........
ბოლო საღამო იყო იმ სახლში . მისაღებში დივანზე ვიჯექი და ნიკოლოზს ველოდი, შეშის მოსატანად იყო გასული . როგორი ბედნიერი იყო აქ , მის ოჯახთან და ჩემთან ერთად. მეც საშინლად მომენატრა ჩემები, თავი დამნაშავედ ვიგრძენი , ისევ გავიაზრე რამდენად ეგოისტი ვიყავი ისინი რომ დავტოვე და გავიქეცი. ნაიარევს ინსტიქტურად შევეხე , მისი დავიწყება არ იყო მარტივი.
-რატომ ჩამოხვედით ნინა ბებო? ცუდად რომ გახდეთ- ნაბიჯების ხმა რომ გავიგე კიბისკენ გავიხედე და ხელჯოხით ხელში მომავალი ქალი დავინახე. არც კი დავფიქრებულვარ ისე მივედი . ხელი ჩავკიდე ,რომ დავხმარებოდი
-ნუ გეშინია შვილო ერთი დაცემა რას დამაკლებს იმდენ რამეს გაუძლო ჩემმა დაღარულმა გულმა - დანაოჭებული ხელი თითებზე დამადო და მომიჭირა ,მისი წყლიანი თვალები საოცარ სითბოს ასხივებდნენ - ჩემი ბიჭი სად არის?
-ბუხრის დანთება უნდა და შეშის მოსატანად გავიდა.მე მითხარით რამე თუ გგნებავთ
-არა არაფერი...უბრალოდ წოლა მომბეზრდა. მალე წახვალთ და ცოტა ხანს მინდა გიყუროთ
-ნიკა ხშირად არ დადის ხომ ? მე იცით
-შენ რა შუაში ხარ ბებო ... მანამდეც არ დადიოდა, უყვარს ეს სახლი და ადგილი , მაგრამ ვერასდროს მშვიდდება აქ . სულ ბავშვობა ახსენდება , რომელიც სულ არ იყო ლაღი . ტკივილი კი ისედაც ბევრი აქვს და გაურბის აქ ჩამოსვლას . მე კი ჩემი ქმრის და შვილის საფლავს ვერ დავტოვებ. სანამ სუნთქვა შემიძლია ჩემი ხელით უნდა მოვუარო და მერე მეც წავალ მათთან . იმედია ჩემი ბიჭი სანდო ხელში მეყოლება - ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და მაკოცა- არ ვიცი რას გრძნობ , არც ის ვიცი რა ურთიერთობა გექნებათ მარტო იმას გთხოვ ასე ახლოს იყავი მასთან , იცოდე ესეც საკმარისი იქნება რომ უკეთ იყოს . არ დატოვო ბებო - ლოყაზე რომ შემეხო ხელით შემდეგ მივხვდი,რომ სახე არ დამიფარავს. ასეთს მიყურებდა და თმაც ვერ მიფარავდა იარებს. არ ვიცი ,როგორ შეეძლო ეს ეთქვა. ვის უნდა ერთადერთი შვილიშვილისთვის ასეთი ქალი , მე ხომ საშინლად გამოვიყურებოდი
-ნინა რა გინდა აქ? შენი ადგომა არ შეიძლება ჯერ . ერთი დღე კიდევ რა მოხდებოდა - სწრაფად დააწყო შეშა და აღელვებული მოვარდა ბებოსთან
-ნუ ნერვიულობ...კარგად ვარ . ცოტა ხანს ვიქნები და მერე ამიყვანე ისევ
-დივანზე დაწექი
-არ მინდა და დაისვენე ახლა ნუ შფოთავ - უცებ შეკრა წარბები და ისიც გაჩერდა. მალე დაანთო ბუხარი, სიტყვა არ დაგვიძრავს, ორივე ნიკოლოზს ვუყურებდით სანამ არ გამოგვხედა
-აბა ქალბატონებო როგორ მოგწონთ ჩემი ნამუშევარი
-სასწაულია ბებია ... - ისე თქვა გამეცინა
-ნუ დამცინი შენ- მე გამომხედა და მერე ნინას გვერდით დაჯდა- კაი რა ბებო შენ რაღა დაგემართა
-კარგია კარგი მარა ნახევარი საათი რათ უნდოდა მაგის დანთებას ეს ვერ გავიგე
სანამ ისინი საუბრობდნენ ვცდილობდი თავსაფარი მეპოვნა, ზუსტად მახსოვდა რომ იქ მქონდა . გვიან შევნიშნე ,რომ ნინას ჰქონდა მუხლებზე დადებული და ხელს არ უშვებდა. მივხვდი ეს რასაც ნიშნავდა და დავნებდი. უცნაური ოჯახი აქვთ ავალიანებს, აშკარად არავის გვანან.
მოვდუნდი, ვუსმენდი მის საუბარს . ვუყურებდი მის ღია ცისფერ, კამკამა თვალებს ისეთი სიყვარულით უცქერდა ნიკოლოზს ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან. შემდეგ ნიკუშას ბავშვობის გახსენება დაიწყო და საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა, წარმოვიდგენდი პატარას დიდი ნაცრისფერი თვალებით, არეული თმით ტრუსის ამარა მორბენალი ტალახში რომ ამოისვრებოდა და უცებ მოახტებოდა უუნაგირო ცხენს. იქედან რომ ვერ ჩამოჰყავდათ და ცხენის ზურგზე გაწოლილი იძინებდა . როგორ დაიჭირა პატარა ბატკანი და შეაჭრა ბეწვი , რა საშინელი სანახავი იყო ის საწყალი ბატკანი და მსგავსი ათასი ისტორია მოვისმინე ნინა ბებოსგან , რამაც ავალიანის გაბრაზება გამოიწვია. ბებოს წასვლის შემდეგ წარბებშეკრული მიყურებდა
-კარგი რა .. სასაცილო იყო .არა ბატკანს რას ერჩოდი ჰა?
-სახლში მყავდა მერე ის ბატკანი რომ არ მომკვდარიყო ჩემი ტანსაცმელი შემოვახვიე და გადარჩა სხვათაშორის -გაბუტული ბავშვივით მელაპარაკებოდა და ახლოს არ იწევდა.
-ძროხის ცურს რომ ეთამაშებოდი ეგეც კარგი იყო
-რძეში ამოვლებული უკეთესი სანახავი ვიყავი ...გავაგიჟე საწყალი ძროხა- თვითონაც ვერ შეიკავა ღიმილი,მაგრამ ამლევე მოუყარა ტუჩებს თავი და ისევ შეკრა წარბები. რომ მივჩოჩდი და ჩავეხუტე ტუჩის კუთხეჩატეხა- გაბრაზებული ვარ
-ხოო? ძალიან?- ყელზე ცხვირი გავუსვი და კოცნის კვალი დავუტოვე. კანი ისე დაეხორკლა მგონი მეც გადმომედო - არ შემირიგდები? - ისევ ვაკოცე, ჰაერში რომ აღმოვჩნდი ხელის მოხვევაღა მოვახერხე- რა სად .. ნიკა სად აააა დამსვი დამსვი შე ველურო ასე ნუ მიგყავარ
-კომფორტულად მოთავსების ღირსი არ ხარ - საჯდომზე მომადო ხელი ,მეორე კი ბარძაყებზე შემომხვია და ასე მხარზე გადებული გამიყვანა ეზოში. მიდიოდა მინდორზე და არ ჩერდებოდა. შევიდა კოშკში , ავიდა კიბეზე და მეორე სართულზე დამსვა. ისე ახლოს ვიყავი ისედაც ხო აჩქარებული მქონდა გულისცემა საერთოდ გასკდა და დაიშალა ნაწილებად ჩემი საწყალი მფეთქავი ორგანო
-საზიზღარი ბიჭი ხარ... როგორ მეხვევა თავბრუ გავითიშები მალე
-მერე მე აქ რისთვის ვარ- ხელები წელზე მომხვია და ისე ამიკრა სხეულზე - აქ დავიძინებთ ამაღამ
-რა.. სად..- ისე ვიყავი გაბრუებული ვერც გავიაზრე როგორ დამსვა ხის საწოლზე საიდანღაც შალის ნაქსოვი პლედი აიღო და ფეხზე გაიხადა- ასე უცებ რომ მოქმედებ გამოფხიზლება მაცადე
-უფრო უნდა გაგაბრუო- ფეხსაცმელი მომაშორა და გვერდით მომიწვა. ადგილი ისედაც არ იყო ხელები რომ მომხვია და ჩამეხუტა სუნთქვა მიჭირდა უკვე ,ყელში რომ მაკოცა თან არაერთხელ სიამოვნებისგან გაურკვეველი ბგერები წამსცდა გახსნილი ბაგეებიდან- დარჩენილ დღეს საოცრად გავატარებთ ...ისე როგორც არასდროს - ზემოდან მიყურებდა , იდაყვზე დაყრდნობილი იწვა შემდეგ ფრთხილად მაკოცა და მკერდთან არსებული პაწაწინა ღილების გახსნა დაიწყო. მინდოდა მისი ტუჩების შეხება მეგრძნო . თითებს ისე ნელა დაატარებდა ყელზე, გულ-მკერდზე და შემდეგ მკერდის გამოჩენილ ნაწილზე მთელი სხეული დამეჭიმა, სურვილი მწვავდა . სუნთქვა გამიხშირდა ,მოლოდინისგან ცეცხლი მეკიდა ისე ითხოვდა ჩემი სხეული მის შეხებას როგორც უდაბნოში მოხეტიალე წყალს.. ჩემი გამომეტყველება და თვალები ალბათ იმდენად გასცემდა ჩემს ემოციას ღიმილით მიცქერდა, შემდეგ ძალიან ნელა შეამცირა მანძილი ჩვენს შორის .ბაგეები ამითრთოლდა, ისე მინდოდა მისი წითელი ტუჩების შეხება ცოტაც და მოთმინებას დავკარგავდი .ოდნავ რომ შემეხო დახშული კვნესა აღმომხდა, ღრმად ამოვისუნთქე სანატრელის მიღების გამო ,მაგრამ არ მაკოცა
-ნიკაა...
-ჩშშ - ქვედა ტუჩზე საჩვენებელი თითი გადამისვა .იმდენად ახლოს იყო მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა- მოდუნდი - ისევ მეხება ,კანს მწვავს ,ნაჩქარევად ვხვევ ყელზე აკანკალებულ ხელებს და მისკენ ვიწევი ისე ვკოცნი როგორც არასდროს .მთელს გრძნობას კოცნაში ვაქსოვ და მგონია რომ მოწოლილი ვნება ჩაქრება, მაგრამ პირიქით ტუჩების შემდეგ მისი ყელის დაგემოვნება მინდება . ვნებამორეული მისი თვალები ჭკუას მირევენ - სანამ ზღვართან მიხვალ ...მანამ მე გადავლახავ ჩემი მოთმინების ბარიერს - ხრინწიანი ხმით მეუბნება და თავს მკერდის მოშიშვლებულ ნაწილზე მადებს - ახლა ვხვდები ,ყველაზე რთულია იყო ახლოს და ამავე დროს შორს - თითებით იქვე არსებულ ნაიარევზე მეხება
ვერაფერს ვაკეთებდი ... მეშინოდა რომ გამეგრძელებინა, მასაც რომ ვერ შეეკავებინა თავი შემდეგ რა იქნებოდა . მეეჭვება ასე მარტივად გადამელახა ეს პრობლემა, მაგრამ ფაქტია მისი შეხება თანდათან უფრო მეტად მინდება .პირველად ვგრძნობ მსგავს ლტოლვას ...
არც კი ვიცი როდის ჩამეძინა. ყოველი დღე ასეთი მრავალფეროვანი როგორ უნდა იყოს ვერ ვხვდები მაგრამ ფაქტი ერთია, შეუძლებელია ისე დაასრულოს დღე ემოციების ფოერვერკი რომ არ დამატეხოს თავს.
ბოლო დღე სვანეთში ჯერ კიდევ ექვს საათზე დაიწყო. სულ რამდენიმე საათის ჩაძნებული ვიყავი რომ გამაღვიძა. ყურთან მკოცნიდა და თან ჩემს სახელს ჩურჩულებდა ,როგორ არ გამეღვიძებოდა
-კესანეეე... გაიღვიძე ჩემო ყვავილოოო
-ნიკოლოზ...
-ადექი... მოვწესრიგდეთ მერე სადღაც უნდა წაგიყვანო სანამ გაიღვიძებს მესტია - ამჯერად ლოყაზე მკოცნის და დგება. მეც ნახევრად მძინარე უკან მივყვები. ისე დამატარებდა სანამ სახლს არ მოვშორდით და თავლას მივაღწიეთ... ცხენები რომ დავინახე უცებ გამოვფხიზლდი
-ვაიმეეე ცხენებიიი როგორ მიყვარს... შენია?
-ერთი ცხენით წავალთ... არც იფიქრო რომ მარტო დაჯდები. ცუდი გზა გვაქვს გასავლელი
- როგორც შენ იტყვი ..მთავარია დავჯდე აუ იცი როგორ მომენატრა? - აჟიტირებული ვიყავი .უნაგირს ამაგრებს მე კი ფრთხილად ვეფერები. ჭკვიანი ცხენი ჩანს- რა ქვია?
-ლუნა ... ესაა ჩემი მთვარე . იმდენ ხანს ვხეტიალობდი ღამით მის დედასთან ერთად რომ დაიბადა ლუნა დავარქვი
-ლუნა , ძალიან ლამაზი ხარ - თვალებთან მოვეფერე და თავი მივადე
ცხენით დიდ მანძილზე სიარული მხოლოდ ორჯერ მომიხდა და საკმაოდ საინტერესო იყო. ახლაც დიდი ენტუზიაზმით ველოდი როდის წავიდოდით. თვალის დახამხამებაში უკვე ცხენზე იჯდა მე კი გაოგნებული ვუყურებდი. ის ნამდვილად ის პატარა ბიჭი იყო ცხენზე რომ იძინებდა. ხელი წელზე მომხვია , წინ დამაჯინა და ზურგიდან ამეკრო. უკვე ვინ იცის მერამდენედ შევწყვიტე სამყაროს აღქმა და დავრჩით მხოლოდ მე და შეგრძნებები,რომელთაც მისი სიახლოვე მანიჭებდა.
ნელა მივდიოდით , ცხენი თავად უმატებდა სიჩქარეს , გზა ცარიელი იყო . ზედმეტად ადრე იყო ტურისტებიც არ ჩანდნენ. რამდენიმე ეზოდან საქონელი გამოჰყავდათ და მხოლოდ მათი ხმა ისმოდა. როგორც მივხვდი უშგულში აპირებდა ასვლას საოცარ ლამარიას ტაძარს ვიხილავდი კიდევ ერთხელ . ჯერ საკმაოდ ჩქარა მიდიოდა შემდეგ როცა ცუდი გზა დაიწყო ფაქტობრივად მივსეირნობდით. საკმაოდ ციოდა ,მართალია თბილად გვეცვა მაგრამ მის ყელში ჩაძრომაზე უარი ვერ ვთქვი .დამტუქსა „ცელქობისთვის“ .საოცარია არა? რამდენიმე თვეში იმდენად შეიცვალა ჩემი ქმედება, ქცევა, ცხოვრება რომ უბრალოდ მასთან ყოფნაზე ვფიქრობ იმაზე რომ რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი. მისი დაძარღვული თითები აღვირს უჭერდა , მის მაჯებზე თითებს დავატარებდი და სუნთქვაც უხშირდებოდა.
გზა საკმაოდ გაიწელა,თუმცა იმ ხედით ტკბობას არაფერი შეედრებოდა, მიყვებოდა ბავშვობის მოგონებებს და მეც წარმოვიდგენდი პატარ ცხენზე ამხედრებულ ნიკუშას ამ მთებში რომ დაქროდა . უშგულში რომ შევედით ერთ-ერთ ვიწრო ჩიხში შევიდა ტაძრამდე მისასვლელი გზა იქეთ გადიოდა თუმცა შევცდი , ერთერთ მიტოვებულ სახლთან გაჩერდა და მზერა მიაპყრო პატარა ნანგრევებად ქცეულ შენობას. ვიგრძენი ,ისევ მოიცვა სევდამ
-ეს იყო ჩვენი სახლი... აქ გავიზარდე . ყოველ დილით ვდგებოდი მამას რომ გავყოლოდი თითქოს ვეხმარებოდი , პირიქით ხელს ვუშლიდი . უჩემოდ რომ წავიდოდა მთელი დღე გაბრაზებული დავდიოდი . აი იმ ხის ძირში ვჯდებოდი და ხის თლას ვიწყებდი , ისრებს ვაკეთებდი მამა სროლას მასწავლიდა მშვილდიდან და მეც რობინი მგონა თავი. როცა მეწყერი ჩამოწვა და სახლი გაანადგურა ძალიან გამიჭირდა მისი ნახვა...თითქოს ყველა მოგონება თან წაიღო . ბებო უარზე იყო მითხრა შეაკეთე ეს სახლი და აქ დავრჩებიო ,მაგრამ ვერ დავტოვებდი , მეც გავექეცი მტკივნეულ მოგონებებს . სირაქლემას პოზიციის მიღება ზოგჯერ გვეხმარება იცი? ასე ძლიერ ამ ტკივილს არ ვგრძნობ როცა სხვაგან ვარ. აქ კი ისევ 7 წლის ობოლი ბავშვი მგონია თავი , მამა შემოჰყავთ ზეწარში გახვეული და მის სახესაც კი არ აჩვენებენ მუხლებზე დაცემულ ნინას .მე კი ,მანამდე მოუსვენარი გიჟი ბავშვი იმ დღის შემდეგ ისე დავდინჯდი და დავსერიოზულდი ,როგორც დიდი კაცი. საშინელებაა როცა იაზრებ ,რომ 7 წლის ასაკში დასრულდა ბავშვობა, მოგონებებიც გაქრებოდა რომ არა ჩანაწერები. მამას სახეც ქრება ნელ-ნელა .მისი ერთადერთი ფოტო მაქვს იქაც ისეთი ახაგაზრდაა მე არც კი მინახავს ისეთი მამა ,მაგრამ ფოტოს მიხედვით აღვიდგენ გონებაში და ცოტა ხნით მასთან ერთად ვმოგზაურობ წარუსლში. - დიდხანს ვიდექით ჩახუტებულები. ხმას აღარ იღებდა ,უბრალოდ მეხვეოდა და გარინდული ისრუტავდა ჩემს სურნელს .საოცარი გრძნობა მქონდა ,მისმა ტკივილმა ისე იმოქმედა თითქოს მეც გადმომედო...
ლამარიას რომ მივაღწიეთ რამდენიმე წუთს შეყოვნდა , შორიდან ვუყურებდით ამ საოცრებას. იმდენად ადრე იყო შიგნით შესვლას ვერ მოვახერხებდით . ისევ ვსეირნობდით და იქედან ვუყურებდით მთელს უშგულს .
უკვე შუადღე იყო რომ დავბრუნდით. ბებო ეზოში იჯდა და რაღაცას ქსოვდა ,რომ დაგვინახა გაგვიღიმა და ჩვენკენ წამოვიდა. სწრაფად ჩამოვხტი ცხენიდან და ბებოს მოვეხვიე. უკვე კარგად იყო და ეს აშკარად ეტყობოდა. მითხრა შენთვის ვქსოვ თავშალსო , გამახარა ამ ფაქტმა. წასვლამდე დავასრულებ და მერე გაჩვენებო რომ მითხრა მოვიწყინე, ძალიან მინდოდა მენახა .
-ბე საღამოს წავალთ ... ისე რომ დაღამებამდე ჩავიდეთ სახლში . ახლა ნათია მოვა და იცოდე დაუჯერე საქმეების კეთებას ნუ დაიწყებ , დაისვენე და არ მანერვიულო ხო?- მასთან ჩაიმუხლა და ისე ჩაეხუტა
-ასე რო მარიგებ ჭკუას მინდება ერთი მაგრად აგიწიო ყური
- ამიწიე ბე ... არსად გავიქცევი
-ოჰ რამდენს მარბენინებდი შე მაიმუნო
-მერე მაინც მიჭერდი ... არა რა ჯანზე იყავი ნინა? - გაიცინა და ქალიც გააღიმა.
ცოტა დავისვენე, ნიკუშა საქმეებზე იყო გასული . დიდხანს ვერ დავრჩი ოთახში და კოშკში ასვლა გადავწყვიტე. გზას სანამ გავივლიდი ძაღლები შემეგებნენ იმათთან თამაში გავბედე და შემდეგ კოშკსაც მივაღწიე. მაგრამ ვინ დამაცადა, დამირეკა ბატონმა მოემზადე გავდივართო . უკან დავბრუნდი ავიღე ნივთები და ბებოსთან ერთად დავჯექი. არაფერი უთქვამს ისევ ქსოვდა. ბოლო დეტალი ჩემს გვერდით მჯდომმა დაასრულა და გამომიწოდა
-აბა ნახე ბე ... თუ არ ატარებ ჩემგან სამახსოვროდ გქონდეს და გაიხსენე მოხუცი ნინა ბებო - ულამაზესი ფერადი თავშალი გამომიწოდა , ისეთი ხარისხით იყო შესრულებული ნამდვილი ხელოვანი თუ გააკეთებდა. ყვავილებიც ჰქონდა ამოქარგული ...მოვეხვიე ბებოს და მადლობა გადავუხადე ის კი სახლში შევიდა ცოტას დავისვენებ სანამ ნიკუშა მოვაო .
მარტო დარჩენილმა ისევ კოშკზე ასვლა გადავწყვიტე. რატომღაც პირველ სართულზე შევჩერდი , ხის გრძელ მოჩუქურთმებულ სკამზე დავჯექი და ირგვლივ მიმოვიხედე. ყველაფერს ვაკვირდებოდი ,ერთ-ერთ კუთხეში რაღაც ხვრელი შევნიშნე და იქეთ წავედი. ქვა იყო შედებული შიგნით კი ხის კარიანი პატარა სამალავს ფარავდა . ინტერესმა მძლია და ისიც გავაღე შიგნით მხოლოდ მოზრდილი შავყდიანი წიგნი იდო. გამოვიღე და მივხვდი რომ ბლოკნოტი უფრო იყო . ფურცლები იმდენად ძველი იყო ,პირველი ასოები იმდენად უშნო და რთულად გასარჩევი ძლივს ამოვიკითხე ნიკუშას სახელი .როცა მივხვდი რომ მისი დღიური იყო ხმაც გავიგე. აი თურმე რა ჩანაწერი იგულისხმა უშგულში ყოფნის დროს. ეს იყო ავალიანის ცხოვრების წიგნი ჩემამდე. გაუაზრებლად ჩავაგდე ჩანთაში დღიური და სამალავი დავხურე . დასჯილი ბავშვივით გავვარდი ეზოში
-მზად ხარ?
-კი ..წავიდეთ?
-ბებო გამოვა დავემშვიდობოთ და წავიდეთ
- ძაღლებს ვინ წამოიყვანს?
-ჩემები მიხედავენ მაგათ არ იდარდო შენ - სანამ ძაღლებს ეფერებოდა ბებოც გამოვიდა. დამშვიდობება მეტად ამაღელვებელი იყო , თვალები აემღვრა ქალს. ნიკუშას რომ მოეხვია და დალოცა ლამის ქვითინი დავიწყე. შემდეგ მეც ჩამიკრა გულში, იმ წამს იქ დარჩენა მინდოდა ,მაგრამ არ გამოვიდოდა ეს ამბავი . მანქანაში სწრაფად ჩავჯექი, მთელი გზა ბებოს სევდიანი თვალები მედგა თვალწინ. ისეტი შეგრძნება მქონდა თითქოს მე ვაშორებდი მოხუც ქალს საყვარელ შვილიშვილს. იმედი მქონდა რომ მალე შევძლებდი დაბრუნებას...
გზაში ჩამეძინა, ემოციებმა თავისი ქნეს. რომ გამოვფხიზლდი უკვე სახლში ვიყავი, ჩემს საწოლზე ვიწექი,ნიკა კი აივანზე იჯდა ლეპტოპთან და რაღაცას წერდა. რომ გავედი მაშინვე დახურა და გვერდით გადადო
-გაიღვიძე ქალბატონო? მძინარე მზეთუნახავი ხარ რა- წინ ამესვეტა და ჩემ არეულ თმებში თითები ახლართა
-ძალიან მაქ არეული ხო თმა
-ჩემი ალისფერი გოგო ხარ შენ- ნაზად მაკოცა აწითლებულ ტუჩებზე შემდეგ კი ლოყაზე გადავიდა
-ასე ადრე რატომ გაიღვიძე?
-შენ კიდე გეძინება? იცი 12 საათია
-ამდენ ხანს მეძინა? -მართლა ძალიან გამიკვირდა
-მე ვიცი რისი ბრალიცაა ეგ !- ისე შეკრა წარბები მეც მომექუფრა სახე - ამდენი დღეა არ გიძინია წესიერად და ახლა რომ დაიძინე ერთად აინაზღაურე ხო ? ცუდი გოგო ხარ შენ... არ დამიჯერე
-პატარა ბავშვივით ნუ მელაპარაკები, მითუმეტეს არც შენ გამოირჩეოდი ნორმალური ქცევით
-მე მაქვს ყოველთვის ენერგია, როგორც არ უნდა ვიყო მიჩვეული ვარ მთელი ცხოვრება ორ საათიან ძილს , რამდენიმე ჭიქა სასმელს და სიგარეტს ამით ვიკვებებოდი შენ კიდე ძალა სულ გეცლება როცა ნერვიულობ მითუმეტეს
-კარგი რა ნუ მიბრაზდები ... რა ვქნა მენატრებოდი - ქვემოდან ვუყურებდი დამრგვალებული თვალებით ის კი ისევ არ ხსნიდა შეკრულ წარბებს და შეჭმუხნულ შუბლს- შენ არ გენატრებოდი და მაგის ბრალია - გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე და ზურგი ვაქციე . ისე უცებ დამიჭირა და სხეულზე ამიკრა მსუბუქად წამოვიკივლე . ისე მიყურებდა შევკრთი.ნიკაპზე მიჭერდა ხელს და დაჭრილი ნადირივით მიცქერდა
-აღარასდროს თქვა ეგ ! შენ ვერც კი წარმოიდგენ მე რას ვგრძნობ. არც კი იცი მონატრება რა არის არც არასდროს გამოგაცდევინებ მსგავს რამეს... ვერც გამოცდი. შენ შეგიძლია დაურეკო ელაპარაკო ყველას ვინ გიყვარს და გენატრება ,ვინც გაკლია და ეს ამსუბუქებს ტკივილს . წარმოუდგენლად მტანჯველი ისაა როცა უბრალოდ უყურებ და სხვას ვერაფერს აკეთებ საერთოდ ვერაფერს ,მისი ხმაც მხოლოდ მაშინ გესმის თუ დაარღვევ მანძილს და ჩუმად მოისმენ საუბარს . ერთიანად ნადგურდები, თითქოს კანს გწვავენ და გგლეჯენ როცა ერთი ხელის გაწვდენაზეა და მაინც ვერ მიდიხარ .როცა მანძილით დაშორებაა წამალი აი ეგ არის მონატრება - ხმასაც აუწია, თვალები გაუმუქდა, ჩაუწითლდა . ხელს მკლავზე მიჭერდა, მართალია მე დიდად არ მტკიოდა ამას მნიშვნელობაც არ ჰქონდა მე მხოლოდ მისი ტკივილი მაწუხებდა. თავისუფალი ხელი ლოყაზე მივადე , მაშინ ვიგრძენი როგორი გაყინული იყო ,ტუჩებიც კი გაულურჯდა .რომ შევეხე უცებ მოეგო გონს. ხელი დენდარტყმულივით გამიშვა და გაწითლებულ კანზე დამხედა - კესო...გატკინე მაპატიე მაპატიე გთხოვ ,ნამდვილი ცხოველი ვარ ვერასდროს შევიცვლები მე .. გატკინე ღმერთო როგორ გაგიწითლდა მაპატიე ჩემო ყვავილო...მაპატიე - ჯერ თითებით მეფერებოდა მერე კოცნა დაიწყო . ვერ ვხვდები როგორ შეუძლია ასეთი ემოცია გადმოსცეს, ასე როგორ უნდა ღელავდეს ამ მარტივი რამის გამო .უბრალოდ გავაბრაზე, რაღაც გაახსენდა პირიქით ვატკინე გული და ახლა როგორ ღელავს
-დამშვიდდი . არ მტკივა , ვერ ვგრძნობ საერთოდ ნიკა და აღარ თქვა რომ ცხოველი ხარ ისე ნუ მექცევი როგორც ნაზ, სათუთ ბავშვს არ ვარ მე ..აღარ ვარ მსგავსი მოპყრობის ღირს - მისი სახე ხელებში მოვიქიცე , შემდეგ ვაკოცე და რამდენიმე წამში მოდუნდა. სიტყვა არ უთქვამს, თვალები ისევ მუქი ჰქონდა თითქოს დაიმალა ისე დამადო თავი მხარზე .ღრმად სუნთქავდა ,თითოეული ჩასუნთქვა მტკიოდა . საკუთარ თავზე ბრაზობდა. არ ვიცი როდის გავიაზრე რომ მე ვიყავი მისი მონატრების საგანი, რომ ჩემ გამო იტანჯებოდა ასე - გეფიცები აღარასდროს მოგანატრებ თავს... სულ შენთან ვიქნები და ვერ მომიშორებ. მარტო იმიტომ რომ მე ვერ გამიმეტებ მსგავსი ტკივილისთვის . შენ გაუძელი, მე ვერ გავუძლებ რამდენიმე დღე შენ გარეშე უკვე კოშმარია - ეს რომ ვუთხარი უცებ მომშორდა, თვალებში მიყურებდა თითოს დანაშაულში გამოვიჭირე, რაღაც დასცდა დააშავა და ახლა სასჯელს ელოდა
-კესანე...
-ნურაფერს მეტყვი... დადგება ყველაფრის გამჟღავნების დროც . ახლა უბრალოდ წავიდეთ სადმე , გავისეირნოთ კარგი? დავივიწყოთ ყველაფერი
-რატომ ხარ ასეთი კარგი...სულ სწორი გადაწყვეტილების მიღება როგორ შეგიძლია , ასეთი სრულყოფილი როგორ ხარ კესანე
-სრულყოფილი? სრულყოფილი ვერასდროს ვიქნები ნიკა - აღარ შემეძლო მისი მზერა მტკენდა. ოთახში შევედი , სააბაზანოში შევიკეტე .დიდხანს ვიჯექი ცივ იატაკზე და მომხდარზე ვფიქრობდი .სიმწრის ღიმილმა გამიპო ბაგე ისევ წამში შეიცვალა ყველაფერი. ახლა ძალა უნდა მომეკრიბა და მშვიდად გამეგრძელებინა დღე.
ოთახიდან რომ გავედი ვერ ვიპოვე. ეზოში ჩავედი ,ირგვლივ ვიხედებოდი ზურგიდან რომ მომეპარა და ხელები მომხვია
-ააა ნიკუშა... გული გამისკდა ასე როგორ შეიძლება -სანამ ვწუწუნებდი თვალებზე რაღაც ამახვია- რას აკეთებ... ნიკუშაააა
-დამშვიდდი და ნუ ფართხალებ...
-ისევ ხელში აყვანილმა უნდა წამიყვანო? - მთაზე ასვლის დღე გამახსენდა და გამეღიმა
-შორს არ მივდივართ
-რამეს ვიტკენ .. ასე როგორ ვიარო
-წინ იარე- ხელი მომხვია წელზე და მარჯვნივ შემაბრუნა. მხოლოდ მისი სუნთქვა მესმოდა და ესეც საკმარისი იყო ყველაფრის დასავიწყებლად- ისუნთქე - ყელში მკოცნის და მეორე ხელსაც წელზე მხვევს , მიჭერს და მაღლა მწევს . სადღაც გადამსვა და გავიგე როგორ მიხურა კარი - ნუ გეშინია ,ასასვლელი იყო უბრალოდ-ზურგიდან ამეკრო ,ფრთხილად მომაშორა თვალებიდან სახვევი- თვალები გაახილე - ნელა დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს და გაოცებულმა მოვავლე თვალი ულამაზეს ყვავილებს. ვერც კი გავიაზრე რა ადგილი იყო, შემდეგ მივხვდი სათამაშო ოთახს ახალი ფუნქცია შესძინა და კიდევ უფრო გაალამაზა. შეუდარებელი სურნელი, თვალისმომჭრელი სილამაზე და სასიამოვნო გრძნობა...
- გახსოვს ბალახების მოჭრისას ვარდები გაგიფუჭე ის რომ დავრგე ვიფიქრე ამ ადგილს გამოვაცოცხლებ ,როცა ეზოში არ იქნებიან ყვავილები აქ მაშინაც კი გაიშლებიან
-საიდან... როგორ ახერხებ ამ ყველაფერს ჩემს თვალწინ ისე რომ ვერაფერს ვხვდები
-დიდი ხნის წინ გავაკეთე ,მაშინ ყურადღებასაც არ მაქცევდი . შემდეგ უბრალოდ ვუვლიდი აქაურობას ...აბა ხომ შევქმენი მოსასვენებელი ადგილი... წამომყევი - ხელი ჩამკიდა და ყვავილებში შემიყვანა უკანა მხარეს საიდანაც მთები მოჩანდა მაგიდა და სკამები ედგა
-სიურპრიზების სიაში კიდევ დარჩა რამე?
-გზადაგზა მოვიფიქრებ... ჩემი ხასიათი რომ ვიცი ბევრჯერ მომიწევს შენი განწყობის გამოსწორება- გაიცინა და თავზე მაკოცა- მიხარია რომ მოგწონს
-ყავასაც თუ მომიმზადებ სიამოვნებით დავჯდები და მივირთმევ
-არის დედოფალო ... გთხოვთ დაბრძანდეთ და დამელოდოთ- სკამი გამოსწია დამსვა
-შოკოლადებიც წამოიღე რა
-არის წამოვიღო შოკოლადები ...
მალევე დაბრუნდა. საღამომდე არ გავსულვართ იქედან საოცარად მომწონდა ყველაფერი ,წვიმაში თავს შევაფარებდი აუცილებლად.
ვიღაცამ დაურეკა ნომერს რომ დახედა მაშინვე უპასუხა.ცოტნე იყო როგორც გავიგე, დიდხანს ესაუბრებოდა მეც დავტოვე იქაურობა და ეზოში გავედი.
-იქ დავდე როგორ ვერ იპოვე... არ ვიცი აბა სადმე წავიღე ალბათ შეეშვი შეიძლება თბილისსი დავტოვე და ცუდად მახსოვს .წავედი ,ჭკვიანად ცოტნიკო
-რა დაკარგე?
-არაფერი ისეთი... სადმე დავდებდი არ დამიკარგავს .სახლში შევიდეთ ვივახშმოთ ...
გვიან გავიაზრე,რომ დღიურს ეძებდა. უნდა მეთქვა რომ მე ავიღე? ალბათ უნდა მეთქვა,მაგრამ გავჩუმდი.
....
შუაღამეა ...
მძინარე ნიკოლოზს ვუყურებ და ვგრძნობ რომ გადაწყვეტილების მიღების დროა. საკმაოდ გაიწელა ყველაფერი , აქამდე დახშული გრძნობები გამოაშკარავდნენ. როცა ნინა ბებო ვნახე მივხვდი როგორ არის მამა ჩემს გარეშე ,როგორ ვენატრები, როგორ ტკივა ...
აღარ მინდა ვატკინო ჩემ საყვარელ ადამიანებს...
გოგოები მენატრებიან ,ისინიც დაიტანჯნენ ჩემს გამო .
ნიკოლოზი ? მე და მას ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი , მაგრამ მანამდე სახლში უნდა დავბრუნდე და ისე გავაგრძელო ურთიერთობა როგორც ჩვეულებრივ ხდება.
ახალ ცხოვრება ნაიარევის გარეშე... ჭრილობები მან შემიხორცა მე კი ისეთი უნდა დავუბრუნდე როგორიც ადრე ვიყავი.
ნიკოლოზიც უნდა გავათავისუფლო, არ მაქვს უფლება აქ გამოვკეტო. საკუტარი საქმე, მეგობრები და ბებო ელოდება. მისი ცხოვრება ,რომელიც ჩემ გამო დაივიწყა.
სულ ცოტაც და ბედნიერებას მოვიპოვებ , ჯოჯოხეთის გზას დავასრულებ.
ნიკოლოზს ფრთხილად ვაკოცე . არ მინდოდა მისი გაღვიძება, წასვლას ვერ შევძლებდი მისი მზერა შემაჩერებდა.
„დავუბრუნდეთ ცხოვრებას და მე შენთან მოვალ , გიპოვნი .
დამელოდე ...
შენი მთის ყვავილი, კესანე „
წერილი დავტოვე, სახლსაც მოვშორდი და შორიდან ვუყურებდი ყველაფერს რაც შევქმენით. ეს ადგილი იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი, ის რომ არა ალბათ ბევრი რამ არ იქნებოდა. ვერ იქნებოდა ისეთი ,როგორიც იყო. დავტოვე ერთი ადგილი და დავუბრუნდი საკუთარ სახლს. ადგილს,რომელთანაც მაკავშირებს ცხოვრების უდიდესი ნაწილი, რომელიც ინახავს ბევრ კარგ და ცუდ მოგონებას.
ყველაფერი ჩერდება...მამას მკლავებში ვარ ჩამალული მისი გამტყდარი ხმა , ბედნიერებისგან ამღვრეული თვალები. ვუყურებ და მტკივა, მისი ტკივილისგან დაღარული სახე, მეტად გაჭაღარავებული, დაუძლურებული მეჩვენება.თითქოს სხვანაირი დავტოვე ორი წლის წინ . ისევ ვეხვევი, სიტყვას ვერ ვამბობ უბრალოდ წვერიან ლოყაზე ვკოცნი.ცრემლები მხედველობას მიბინდავს, მალე გადალახეს ჯებირები და ღაწვებზე იწყეს დენა
-ჩემი გოგონა დამიბრუნდა ... მადლობა ღმერთს - ისევ იმეორებს მამა და თავშალით დაფარულ სახეზე მადებს თბილ ხელებს.
-აღარასდროს წავალ მა.. მაპატიე ასე რომ გატკინე -სიტყვებს ძლივს ვამბობ ,ცრემლებს მიმშრალებს და მკოცნის-სულ ცოტაც და გეფიცები სულ შენთან ვიქნები
-რას აპირებ- მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ მითხრა. ჩემ წინ დაჯდა და თავის მტევნებში მოიქცია ჩემი ხელები- მომიყევი რას აპირებ
-ოპერაციას გავიკეთებ... სამ საათშია ფრენა
-უკვე ყველაფერი მოგიგვარებია... ჩემი გოგო დაბრუნდა. წამოგყვები , მარტო არ უნდა იყო
-შენ არა ..გთხოვ უბრალოდ დამელოდე და არ ინერვიულო .გოგონები იქნებიან ჩემთან
-ნინა ხომ იცი პარიზშია
-ვიცი. მეც იქ მივდივარ ის ქირურგი ვინაც ოპერაცია უნდა გამიკეთოს ამჯერად საფრანგეთშია . ასე რომ ნინასაც ვნახავ
-კარგი... იცოდე არაფერი დამიმალო- გაბრწყინებული მიყურებს. ისევ მკოცნის და მეხვევა. ბევრი დრო არ მქონდა, გოგონები უნდა მენახა და მალევე მომიხდა მამას დატოვება.
გოგონები ერთად რომ დავინახე და მათი ემოციები ვიგრძენი მოატრებისგან შევიშალე. ხო უცნაურია არა? მათ გვერდით ვიყავი, დავბრუნდი მტკიცე გადაწყვეტილებით უკანასკნელი ნაბიჯით და იმ წამს ყველაზე მეტად მენატრებოდნენ. თავს ვერ ვიტანდი მათი ცრემლების გამო, როგორი რთული იყო საყვარელი ადამიანების ტკივილის ყურება. როცა ვიღაც ძალიან გიყვარს ყოველთვის გირჩევნია მის ნაცვლად თავად გტკიოდეს, მე კი მაინც ვერ მოვახერხე მათი დაცვა. მიყურებდნენ და თვალებს ვერ უჯერებდნენ, გონს მოსვლა არც ვადროვე ისე ვუთხარი ფრენაზე , უცებ ვაპოვნინე საჭირო დოკუმენტები და მათთან ერთად დავტოვე ქალაქი.
თვითმფრინავში ვიჯექი უკვე , ნელ -ნელა მშვიდდებოდა გული ,მაგრამ ნიკოლოზზე ფიქრები მიტევდნენ. ვიცოდი გიგი კარგად იყო, მაგრამ ავალიანი? ის როგორ იგრძნობდა თავს დილით რომ არ დავხვდებოდი. იქნებ უკვე დამეძებდა, თუ დაემორჩილებოდა ჩემს სურვილს სახლს დაუბრუნდებოდა და დამელოდებოდა. იქნებ გაბრაზებულიყო, იმდენად გაბრაზებულიყო,რომ აღარ შემრიგებოდა. რა იქნებოდა დაბრუნებულს რომ არ დამხვედროდა, შევიშლებოდი . არც ოპერაცია მადარდებდა, აღარც იარა ყველაფერს იმისთვის ვაკეთებდი,რომ ხალხის ყურადღება ამერიდებინა თორემ მე ხომ ვეღარ ვგრძნობდი
-წითუროო , კარგად ხარ ?- ზედმეტად დიდხანს ვიყავი ჩუმად, გოგონები კი მე მიყურებდნენ და ალბაათ უამრავი კითხვა უტრიალებდათ გონებაში. არაფერს მკითხავდნენ,მაგრამ მე ხომ ვიცი ყველაფერი აინტერესებდათ. მათთან დასამალი არაფერი მქონდა, მაგრამ ნინასთან ერთად მინდოდა საუბარი.
-კარგად ვარ, ნუ ღელავთ ... მალე ყველაფერს წარსულში დავტოვებ, იმდენად რამდენადაც შესაძლებელია
-აღარ წახვიდე რა ,გთხოვ... ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ , უბრალოდ აღარ წახვიდე. უშენოდ ყველაფერი უფერული გახდა. იმდენი რამ მოხდა, იმდენი რამ უნდა მოგიყვეთ
-დიდი დრო გვექნება საუბრისთვის... ნინას რომ ვნახავთ ოპერაციის შემდეგ სახვევების მოხსნამდე საკმაოდ დიდი დრო გავა
-ნერვიულობ ოპერაციის გამო?
-არა ... უბრალოდ მალე მინდა დავბრუნდე უკან
-ისეთი რომ არ გამოვიდეს როგორც წარმოგიდგენია?
-ექიმს ვესაუბრე , ნახა ჭრილობა და შედეგებზეც მითხრა. მაკმაყოფილებს ის რაც შეიძლება გამოვიდეს... დავაგვიანე , მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებ. მაშინ არ შემეძლო , შეხების უფლებას ვერავის მივცემდი, აღარ მინდოდა კლინიკაში დარჩენა ამიტომ მივიღებ ისეთს როგორიც იქნება
-მე ყველაზე მეტად შენი ციმციმა თვალები მომენატრა- ნატამ თქვა და თავი მხარზე დამადო- მიყვარხარ ჩემო მწვანეთვალება
-სულ ცოტაც დარჩა და ყველაფერი იმაზე კარგად იქნება ვიდრე აქამდე იყო. უკვე ვიცი რა მინდა ცხოვრებისგან, აღარ ვხედავ სამყაროს ვარდისფერ ფერებში და ნებისმიერ პრობლემას გადავიტან - მართლაც ასე იყო. ვეღარაფერი შემაშინებდა, მხოლოდ ნიკოლოზი უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით დაბრუნების შემდეგ. რაც არ უნდა მომხდარიყო მე მაინც ვიბრძოლებდი მის გამო , როგორი გაბრაზებულიც არ უნდა დამხვდეს მაინც შემოვირიგებ.
ნინასთან მივედით . გოგონები რიგ-რიგობით შელაგდნენ მისი კივილის ხმა მესმოდა ,მაგრამ მე რომ დამინახა თითქმის გონება დაკარგა. ჩემი გოგო , ისე მეხვეოდა, იმდენი იტირა დიდხანს ვერ დავამშვიდე. დაგვათენდა , ბოლოს ჩახუტებულებს დაგვეძინა. სიზმარში ნიკოლოზი ვნახე , ისევ ლამაზი ვიყავი , ნაიარევი აღარ მქონდა ის კი ურეაქციოდ მიყურბედა. არ ჩამეხუტა, მე კი საშინლად მინდოდა მეგრძნო მისგან წამოსული სითბო.
........
გოგონები ჩემს გვერდით არიან. კლინიკაში ერთად წავედით, ექიმთან თავსაბურავი რომ მოვიხსენი ისინიც მიყურებდნენ დამალვა არ მიფიქრია . ვიცი მათთვის ჩემს მზერას ჰქონდა მნიშვნელობა და არა ჭრილობას, მაგრამ მაინც ვგრძნობდი როგორ ტკიოდათ. უამრავი ანალიზი გამიკეთეს, პასუხების შემდეგ უნდა დაენიშნათ ოპერაცია. ყველაფერი იმდენად ჩახლართული იყო,მხოლოდ ნატალის ესმოდა მე მხოლოდ შედეგი მაინტერესებდა და არც ვიმახსოვრებდი იმ დეტალებს ექიმი რასაც მიხსნიდა.
სასტუმროში გვიან დავბრუნდით, დაქანცულები ვიყავით. საუბარი ისევ ვერ მოვახერხეთ გვიან ღამემდე მოწესრიგებისთვის დავხარჯეთ დრო შემდეგ კი აივანზე დავსხედით , ყავის ფინჯნებით ხელში დავიწყეთ ჭორაობა. მათ ცხოვრებაში მართლაც იმდენი რამ მოხდა ჩემს არ ყოფნაში,რომ საოცარი საუბარი გამოვიდა. ბევრი ვიცინე ,ერთად ყვებოდნენ ყველაფერს და ისეთი ხმაური ისმოდა მეშინოდა ადმინისტრატორი არ დაგვდგომოდა. ბოლოს ჩემი ჯერი დადგა , დრო იყო ორწლიანი განდეგილობის გახსენების. მოკლედ აღვწერდი ადგილს სადაც ვცხოვრობდი, იმას რასაც ვაკეთებდი და ვცდილობდი მძიმე არ ყოფილიყო ჩემი მოთხრობილი , მაგრამ აშკარად მოიწყინეს. ბრაზობდნენ რომ დავტოვე , მაგრამ არ ამბობდნენ შემდეგ ნიკოლოზზე საუბარი დავიწყე და მაშინვე აბობოქრდნენ : „არ მჯერა რომ უცნობ ბიჭთან ერთად ცხოვრობდი შენ?“ „ დაბრუნება სთხოვე ? მასთან ერთად აპირებდი ბრძოლას როცა ჩვენ დაგვტოვე?“ „ ღმერთოო არ მჯერა , ის რა საოცრებაა?“ „ რეალობას გვიყვები თუ ვიღაც ზეციურს აღწერ“ „ კესანე შენ ამ ყველაფერს არ გააკეთებდი „ კიდევ იმდენი რამ თქვეს არც კი ვიცი როგორ ვუმკლავდებოდი . ბოლოს გავჩუმდი და თვალები რომ ამემღვრა მართამ ტირილი დაიწყო
-ახლა მოვკვდებიი ... რამხელა გრძნობაა თქვენს შორის , ეს რაღაც არაამქვეყნიურია
-ხოო , ზუსტად ისეთია შენ რომ იმსახურებდი ... შენსავით განსაკუთრებული
-ოფიციალურად ვგიჟდები მაგ ბიჭზე და ერთი სული მაქვს როდის გავიცნობთ
-ნიკოლოზ ავალიანი ... ღმერთო ეს ბიჭი ვიცი - მართამ ტირილთან ერთად ჩემი ნიკუშას ფოტოებიც იპოვნა და გოგონებიც ცდილობდნენ გაეხსენებინათ. უკვრიდათ ,მაგრამ ახლოს არავინ იცნობდა . მართას სადღაც ჰქონდა გაგონილი მისი სახელი და ვერც იხსენებდა. ბოლოს ისევ დამშვიდდნენ და თვალებგაბრწყინებულები მიყურებდნენ
-ნეტავ რა სურვილი აქვს , შენ ხომ მასთან ერთად შეძელი
-რომ დავბრუნდები იმედი მაქვს მეტყვის
-იქნებ არ დაგელოდოს და ჩამოვიდეს
-არა , დარწმუნებული ვარ არ ჩამოვა . იცის,რომ ამ ეტაპის მის გარეშე გავლა მინდა . ვიცი გრძნობს და დამელოდება
-შენ რომ ძალიან გენატრება? იქნებ ისევ მისწერო ,რომ გიპოვნოს , დაგიბრუნდეს
-მის მონატრებას ერთი საშუალებით მოვიკლავ ... დროს გამოვიყენებ და მთლიანად შევისწავლი- ჩანთიდან ნიკოლოზის დღიური ამოვიღე და მკერდზე მივიკარი
- ეგ რა არის? ჩანაწერებია?
-ზუსტად მეც არ ვიცი, მაგრამ ვგრძნობ აქ ყველა კითხვაზე პასუხია და მე შევძლებ წავიკითხო მისი მზერა - ძველისძველ ყდას თითებით ვეხებოდი და უკვე ველოდი წამებს პირველი სიტყვების წაკითხვამდე. გოგონებმა მარტო დამტოვეს, ყველამ საწოლს მიაშურა დაღლილები იყვნენ და მალევე ჩაეძინათ მე კი პლედი მოვიხვიე და პირველ გვერდზე გადავშალე . სიძველის შეგრძნებას ტოვებდა ფურცელი, მელნის ფერი და თავად ნაწერიც. ასოები იმდენად უშნოდ იყო ნაწერი ამოკითხვაც კი მიჭირდა
„სექტემბერში სკოლაში შემიყვანეს...რომ იცოდეთ რა საშინელებაა . დილით რომ ვდგები და ცხენზე ჯირითის ნაცვლად სკოლაში მივდიავრ. ვუსმენ მასწავლებლებს რომლებიც რას ამბობენ ვერ ვიგებ და ვუყურებ ათამდე ბავშვს . საერთოდ ვერ ვიგებ როგორ სხედან მშვიდად და უსმენენ 80 წლის ნათელას . ბებიაჩემსაც ის ასწავლიდა მგონი . სახლში მოვდივარ და ბებო მამეცადინებს. მამასთან სულ ვერ დადვივარ , მეზიზღება სკოლა. გუშინ გამოვიქეცი და ბებომ ამით დამსაჯა. მითხრა წერა არ იცი ლამაზად დაჯექი და რამე დაწერეო. რა დავწერო რა ვიცი რაც მაწუხებს იმას მაიც დავწერ . ვაი თუ სხვა რამ დამავალოს ბებომ. რაღაც ლექსი მაქვს სასწავლი ,იმას ნამდვილად არ წავიკითხავ .
ნეტა რამდენი სიტყვა უნდა დავწერო . იმედია არ მეტყვის თვლა რაქამდეც იციო.
ეს თვლა რას ვისწავლე. მამას ბრალია, ტყეში რომ მივყავდი ხეებს მათვლევინებდა და კი დავიმახსოვრე. ანგარიშიც მასწავლა , მაგრამ რა ვქნა ამ ქართულის მასწავლებელს მაინც ვერ ვიტან !“
სიცილს ვერ ვიკავებდი, მისი დაწერილი ასოები იმდენად უშნო და გაუგებარი იყო, რომ წარმოვიდგინე ამ ყველაფერს როგორი გამომეტყველებით წერდა კიდევ უფრო მეცინებოდა. ერთი გვერდი ჰქონდა მხოლოდ დაწერილი, ასოები ისეთი დიდი დაშორებებით ეწერა .
„დღეს ბებომ ისევ დამსაჯა... სხვა მკაცრ სასჯელს ვერ პოულობს ისეთი კეთილია და ისევ წერას მაიძულებს. მგონი უკეთ ვწერ რა ვიცი ნათელა მასწავლებელმა შემაქო გივარჯიშია კარგი ბიჭი ხარო. რა გასაკვირია იმ ცხვირმოუხოცავებთან შედარებით მაინც კარგად ვწერ. რატომ არიან ასე პატარები და განუვითარებლები ვერ ვხვდები. ისევ ჰგონიათ რომ თოვლის ბაბუა არსებობს და ბავშვები წეროებს მოჰყავთ. არა მართალია მეც არ ვიცი საიდან გავჩნდით ,მაგრამ წეროს რომ არ მოვუყვანივარ ეგ ნამდვილად ვიცი. აბა ამ მთაში რა უნდა წეროს , ტყეშიც არ დადიან მგონი. მარტო მე ვარ უშგულიდან ,ისინი მესტიელები არიან და იქედან ფეხის გადგმასაც არ კადრულობენ, დედიკოს კალთას არიან გამობმულები. მგონი ჭამაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად. მერე მეუბნებიან სულ არ ლაპარაკობსო, აბა რა უნდა ველაპარაკო ახლა იმათ . მირჩევნია ჩუმად ვიჯდე და ჭკვიანურს მოვუსმინო რამეს .
ნათელა მასწავლებელს უფრო ვერ ვიტან ... ბებოს უთხრა ჩხუბისთავია , მაგრამ რა ვქნა მესმის მისიც დედა არ ჰყავს და უჭირსო. ბავშვისთვის ძნელია უდედობა და იმის გააზრება რომ მაიტოვესო. კარს უკან რომ არ ვმდგარიყავი შევვარდებოდი და მაგრად ვეჩხუბებოდე , მაგრამ მერე ბებოს ეწყინებოდა ჩუმად რომ ვუსმენდი. რა შუაშია ჩემ ხასიათთან ის რომ იმ ქალმა მიმატოვა, სულაც არ მაწუხებს ეგ ფაქტი .თავად იდარდოს რომ წავიდა და დაგვტოვა მე და მამა. ჩხუბითაც იმიტო ვიჩხუბე რომ გოჩამ ენა ვერ გააჩერა, დიდი ვინმე გგონია თავი და სინამდვილეში დედამ მიგატოვაო მითხრა, იმასაც არ უყვარდიო. როგორ გავჩერდებოდი დავეტაკე და ისიც წაიქცა, რა ჩემი ბრალია უსუსური თუა .
ამ ბოლო დროს ხშირად მესმის მაიაზე ამბები. რატომ ახსენებენ ამ ქალს ვერ ვიგებ ! ვხედავ როგორ ეცვლება მამაჩემს გამომეტყველება და ვბრაზდები, უფრო მეტად მძულს ის ქალი. მამა ძალიან კარგი კაცია, ჩემი სიამაყეა . მინდა ჩემით იამაყოს , დავეხმარო და ამდენი შრომა აღარ უწევდეს. ნებას არ მაძლევს , სკოლაში უნდა იაროო . ვერ გავაგებინე რომ იქ ისეთს არაფერს მასწავლიან რისი სწავლაც სახლში არ შეიძლება. მთლად ასეთი ზარმაციც კი არ ვარ წერა-კითხვა ვიცი, ანგარიშიც და მეტს აბა ისინი არაფერს ასწავლიან. „
ვგრძნობდი სინამდვილეში ძალიან აწუხებდა დედის გარეშე ყოფნა ,მაგრამ არ აღიარებდა. გამიკვირდა როცა შემდეგი ნაწერი თითქმის ერთი წლის შემდეგ იყო. აღარც ძველ ხელნაწერს ჰგავდა, აშკარად მარტივად გამოასწორა წერის საკითხი
„ბებოს არ დაუვალებია წერა.
ვერავის ველაპარაკები არადა მინდა დაგროვილი ტკივილი გადმოვცე.
ობოლი ვარ ... დღეს მამას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა... ორმოცი დღის წინ მოიყვანეს სახლში რაღაც ნაჭერში შეხვეული და ბებოს უთხრეს რომ მგელმა დაგლიჯა . სამი დღე იყო დაკარგული, იმ დღეს მე უნდა წავყოლოდი ტყეში, ძალიან იყო გაბრაზებული და დამიყვირა არაფერი გესაქმება იქ სახლში დაჯექი და ისწავლეო. შემეშინდა ისე დამიყვირა და აღარ გავყევი. ჩემი ბრალია, მშიშარა ვარ . საცოდავი მშიშარა ბავშვი, რომ გავყოლოდი არაფერი მოუვიდოდა მამასთან ვიქნებოდი და მგელსაც მოვერეოდით ერთად. მე კი არ წავყევი, მერე რომ არ დაბრუნდა ბებო ეძებდა. ყველას ჰკითხა , მეორე დღეს კი მეზობლებმა დაიწყეს ძებნა. მე გავიპარე მის მოსაძებნად , მთელი ტყე შემოვიარე მეზობლებთან ერთად. ბოლოს რომ გაჩერდნენ, ბრაზი მომივიდა მარტო წავედი იმ ადგილას სადაც მამა დადიოდა ხოლმე ხეების მოსაჭრელად , ძლივს ავედი მთაზე . ვეძახდი და არ მაგონებდა ქარმა რომ დაუბერა და ფოთლები შემომაყარა სახეში რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და დავეცი. წინ რომ დავიხედე მამას ქურთუკი მომხვდა თვალში, დაგლეჯილი ეგდო ზემოდან რაღაცეები ეყარა, ტოტები და ფოთლები ვერაფერი გავარჩიე. ხელით გადავყარე მერე შარვალი და ფეხსაცმელიც დავინახე .მამას თავი მარჯვნივ ჰქონდა შებრუნებული და სულ მთლად სისხლიანი იყო . ვანჯღრევდი ვთხოვდი გამოფხიზლებას ,მაგრამ არ იღვიძებდა. სულ ლურჯი იყო , საშინლად ცივი და ლურჯი. აკანკალებული ვიხევდი უკან , გავიქეცი.. სახლისკენ მივრბოდი და დახმარებას ვითხოვდი. ყველას ეძინა მუხლებზე დავვარდი ... გავიაზრე რომ მკვდარი იყო არ ვიცოდი ბებოსთვის როგორ მეთქვა და გავჩუმდი . ჯერ სახლში შევედი , ბუხართან მჯდომ მტირალე ბებოს ჩავეხუტე. გვიან ისევ გავიპარე. მთელი ღამე ვიჯექი რამე რომ არ მისულიყო მასთან . დილას მეზობლებსი ხმა გავიგე და გავიქეცი. არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ ვაკეთებდი, ან რატომ . არაფერი მითქვამს საერთოდ არაფერი. მე უკვე ვიტირე მამა, კიდეც დავემშვიდობე მათ კი ბებოს უთხრეს მგელმა შეჭამაო. ახლა მივხვდი რომ ტყუილი იყო. მისი სხეული დაგლეჯილი არ იყო მთელი ღამე ხომ იქ ვიყავი. მგელი ისე არ დატოვებდა.მას სისხლი მხოლოდ თავზე ჰქონდა. ისევ არაფერი მითქვამს. ბებოს ვჭირდებოდი , მხოლოდ მე ვყავდი და მე კი მხოლოდ ის მყავდა. მას მერე 40 დღე გავიდა, საშინელი 40 დღე. ახლა მივხვდი რა იყო შიმშილი, სიცივე და უსახსრობაო რომ ამბობდნენ რას ნიშნავდა. უფულობა ყოფილა, სიღატაკე ყოფილა. აქამდე თუ მამა შოულობდა ფულს ხისგან სხვადასხვა ნივთებს აკეთებდა და ყიდდა ახლა აღარ გვქონდა ფული. საერთოდ არაფერი... ზამთარია , ძალიან ცივა ბებო ჩემ გამო შიმშილობს. არ მინდა საჭმელი მაგრამ არ ესმის ძლივს ვაჭამე პურის ნატეხი“
ვკითხულობდი და გული მეკუმშებოდა. მაშინ სულ რაღაც 7 წლის იყო .ამ ყველაფერს შვიდი წლის ბავშვი განიცდიდა და აღიქვამდა . საშინელება იყო , გავბრაზდი . საშინლად გავბრაზდი ჩემთვის სიმართლე არ უთქვამს ,დამიმალა. მეც ის მითხრა რაც სხვებმა იცოდა . არ უთქვამს რომ თავად ნახა მამამამისი. როგორ გადაიტანა მარტომ ამხელა ტკივილი, როგორ დაივიწყა მისი სახე...მთელი ღამე მიცვალებულის გევრდით ტყეში რომ წარმოვიდგინე გული გამიჩერდა...
კითხვა იმ მოლოდინით განვაგრძე რომ მომდევნო ნაწერში სასიამოვნო ამბვს გაიხსენებდა. მათთანაც გამოჩნდებოდა იმედი
„ ზამთარი გადავიტანეთ. ყველაფერს უძლებს თურმე ადამიანი...
სკოლაში არ დავდივარ .ვერ ვიტან როცა ვეცოდები ...
ცხენზე ვჯდები და ტყეში მივდივარ. სულ ვფიქრობ მამას გარდაცვალებაზე, იმაზე თუ სინამდვილეშ რა მოხდა ,მაგრამ ვერაფერს ვიგებ . ამისთვის გონება არ მყოფნის. ეს ფაქტი მაგიჟებს . უსუსურება მაგიჟებს, ვერაფერს ვაკეთებ ბებოს ვერაფრით ვეხმარები . ვდგები და ბოლო ხმაზე ვყვირი ხოლმე. მერე იმ ადგილას ვეცემი სადაც მამას სხეული ეგდო და ვტირი. ეს მეხმარებათქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ცოტა მშველის ,სულ ცოტათი მეხმარება.
ბებოს რომ ვხედავ როგორ ქვითინებს გული მტკივდება. მივდივარ და ვეხვევი. მეფერება და შემდეგ მშვიდდება.
დღეს სახლში არ ვიყავი . ცხენით ვიყავი წასული სკოლაში,ბებომ ძალიან მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი . სკოლიდან მოსულმა ეზოში მანქანა დავინახე .ისეთი მანქანა ჯერ აქ არ მინახავს. საერთოდ არავის ჰყავს აქ მანქანა ისე თუ მოვა ვინმე დასათვალიერებლად ... ჩვენს ეზოში რა უნდოდა ვერ გავიგე. სწრაფად ჩამოვხტი ცხენდიან და სახლში შევვარდი. შემეშინდა ბებოსთვის არ დაეშავებინა ვინმეს რამე. ზურგით მდგომი მაღალი კაცი დავინახე და მაშინვე დავუძახე ბებოს. ორივემ მე გამომხედა, კაცს სულ შავები ეცვა ,რომ დამინახა ჩემკენ წამოვიდა თავზე უნდოდა ხელის გადასმა, მაგრამ გავიწიე .
-შენ ვინ ხარ!
-ნიკოლოზ როგორ ელაპარაკები...
-არაუშავს ... მაგარი ბიჭი ყოფილხარ ნიკოლოზ გავიგე ძალიან ყოჩაღიაო . მე გიგი წიკლაური ვარ . მამაშენის ძველი მეგობარი -ხელი გამომიწოდა ,მამას მეგობარიო რომ თქვა ხელი მეც ჩამოვართვი
-მამას მეგობარი? მამას არაფერი უთქვამს თქვენზე
-მართალია არ იტყოდა..მე დიდი ხნის წინ წავედი საქართველოდან. ახლახანს დავბრუნდი და ერთი შემოთავაზება მაქვს შენთან
-რა შემოთავაზება... ბებო იცნობ მას?
-ვიცნობ ბებო... მამაშენის მეგობარია . - თვალები აცრემლიანებული ჰქონდა და არ მომეწონა. ისე ჩამეხუტა გამიკვირდა. - ბებოს სიხარული ხარ შენ. ჩემი გულისფეთქვა ხარ ბებო ხომ იცი - ლოყაზე მაკოცა და ისევ ჩამეხუტა
-რა გჭირს ბებო..როგორ არ ვიცი
-ბე შენ ახლა უნდა წახვიდე გესმის?
-სად უნდა წავიდე!- უცებ მოვშორდი და მაშინვე გიგის გავხედე- შენ უნდა წამიყვანო?
-ხო მე უნდა წაგიყვანო..თბილისში . ბებოს არაფერი მოაკლდება პირობას გაძლევ, შენ კი ჩემთან იცხოვრებ
-არსად წავალ. არ დაგტოვებ რა მინდა თბილისში- ბებოს გავხედე მაგრამ მივხვდი რომ უკვე გადაწყვეტილი იყო ჩემი საქმე.
-ასე უკეთესი იქნება. ხშირად ჩამოხვალ და მნახავ... გთხოვ ბებო არ გაჯიუტდდე თუ გიყვარვარ დაუჯერე გიგი ბიძიას და კარგად მოიქეცი
აღარ მაცადეს ლაპარაკი. მივხვდი მაინც წამიყვანდა ამიტო ჩავეხუტე ბებოს და ისე წამოვედი თბილისში თან არაფერი წამომიღია მხოლოს ეს დღიური და მამას დატოვებული ხის საჭრელი დანა.
არასდროს წავსულვარ მანამდე მესტიიდან. ყველაფერს გაფაციცებით ვაკვირდებოდი . თბილისში იმდენი ხალხი ირეოდა ერთად არასდროს მინახავს ამდენი ვინმე. სულ სხვანაირი სახლები, სხვანაირად ჩაცმული ხალხი..ყველაფერი უცხო იყო. აქამდე თუ არ ვლაპარაკობდი მგონი ახლა სულ დავმუნჯდი .ყველაფერს ვაკვირდებოდი, ყველა დეტალს და ჩუმად მივყვებოდი უკან გიგის.
-აი აქ იქნება შენი ოთახი- უზარმაზარი ბინა ჰქონდა .კორპუსშიც პირველად ვიყავი და შემეშინდა ამხელა შენობაში შესვლა. კიდე გაოცებული ვიყურებოდი- კარადაში ტანსაცმელია. ყველაფერი შენია და ისე მოეწყვე როგორც საკუთარ სახლში ...
უკვე ერთი კვირაა აქ ვარ . ყველაფერი მენატრება ჩემი მთები, ცხენით ჯირითი .ჩემი საყვარელი ყორანი. ბებოს სურნელიც კი მენატრება, მისი ჩახუტება და თბილი ხელები. გიგი თითქმის არასდროსაა სახლში. სულ სადღაც დადის მე კი მაკა დეიდა მივლის. უკვე ვეღარ ვძლებ ოთხ კედელში გამომწყვდეული. არც თბილად ყოფნა მინდა აღარც კუჭის გასკდომამდე ათასნაირი კერძის ჭამა, არც ეს ახალი მოდური სამოსი ჩემს მთაში მინდა, სიცივისგან რომ მეყინებოდეს ხელები, ცხენით ჯირითი მინდა, შემდეგ ერთი ჭიქა რძე და ბუხართან გაკვამლულ ოთახში ჯდომა.“
ბოლომდე ჩავიკითხე ერთი ფურცელი ნაწერი და ისევ დავბრუნდი „გიგი წიკლაური“ ნამდვილად ასე ეწერა. მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ არა იქ მამაჩემზე საუბრობდა. ნიკოლოზ ავალიანის მფარველი მამა იყო . ყველაფერი აირია, გონებაში ქაოსი დადგა . ეს ამბავი ყველაფერს ცვლიდა
„გიგიმ სკოლაში წამიყვანა.
იმდენად განსხვავდება ეს ადგილი ჩემი ყოფილი სკოლისგან შედარებაც არ შეიძლება.
მეგობრები მყავს ტყუპები მათე და ცოტნე. ისე გვანან ერთმანეთს ვერც კი ვარჩევ ხოლმე. დამციანიან ,მაგრამ არ ვბრაზდები. სხვებიც არ არიან ცუდი ბავშვები . მართალია ბავშები არიან და კიდევ არ გამოსულან ზღაპრების სამყაროდან,მაგრამ უკვე ვხვდები რომ ასეც უდნა იყოს. ეს მე მაკლია ბავშვური სილაღე თორემ იმათ რა აქვთ სადარდებელი.
მრცხვენოდა რომ არ მესწავლა... ვიჯექი და ვმეცადინეობდი კიდეც. მაკა დეიდა კარგი ქალია ყველაფერში მეხმარება , ძალიან თბილი და კეთილია.
უკვე რამდენიმე თვეა არ დაბრუნებულა გიგი . მაკამ მითხრა საქართველოში არ არისო. სახლის ტელეფონზე დარეკა ერთხელ და დამელაპარაკა, მითხრა ჭკვიანად მოვქცეულიყავი ,რომ ჩემზე ყველაფერი იცოდა და ისიც კი მითხრა სკოლიდან რომ გაიპარე ისე აღარ მოიქცეო. მას მერე მგონია რომ ყველგან არის და ყველაფერი იცის ჩემზე“
....
„გიგი დაბრუნდა. ძალიან გამიხარდა მისი ჩამოსვლა. ბევრი რამ ჩამომიტანა მაგრამ არც მინახავს , ჩამეხუტა და თავზე მაკოცა. საღამოს მითხრა რესტორანში მივდივართ და კარგად გამოეწყვეო. დავიბანე, მოვწესრიგდი საუკეთესო შარვალი, პერანგი და პიჯაკი მოვირგე. ფეხსაცმელები ისედაც პრიალებდნენ მაკა დეიდას დამსახურებით. ბოლოს ჩემი არეული თმაც კი დავივარცხნე და გავედი. რატო ვხარჯე დრო ისე ამიჩეჩა გიგიმ თმები ისევ ისე დამეყარა თავზე. ძალიან მაგრად გამოიყურებოდა . შავი შარვალი, პერანგი და გრძელი მანტო ეცვა . მანქანით წავედით, რესტორანში პირველად მივდიოდი. იმხელა დარბაზი იყო, იმდენი ხალხი იჯდა ჩვენ კი ერთ-ერთ მაგიდასთან დავსხედით,ყველაზე განაპირა მხარეს. გიგი მგონი ღელავდა , ამას იქედან მივხვდი რომ ათ წუთში სამი ღერი მოწია მგონი. დამახრჩო კვამლმა. თან ფეხს არ აჩერებდა
-ვის ველოდებით?
-სულ დამავიწყდა მეთქვა... ჩემ საცოლეს. უფრო სწორად საცოლე არაა ჯერ რა მოკლედ
-ქალი ვინც გიყვარს.. მე უნდა გამაცნო?
-ხო უნდა გაგაცნო!
-ასე რატომ ნერვიულობ
-დღეს უნდა ვთხოვო ცოლობა და რომ არ მოვიდეს მეშინია...
-შენ გეშინია?
-ხო მეც მეშინია ... რომ გაიზრდები მიხვდები როცა შეგიყვარდება ...მოდის- უცებ თქვა და ისე აენთო თვალები მე მსგავსი მანამდე არაფერი მინახავს. გამეღიმა რატომღაც. ფეხზე რომ წამოდგა მეც წამოვდექი და იქეთ გავიხედე საითკენაც ის იყურებოდა. ნამდვილად ანგელოზი მოდიოდა. წითელი თმით , საოცრად იღიმოდა .მგონი მეც მომპარა გული. ისე უყურებდნენ ერთმანეთს მეც მეღიმებოდა. საოცარი საღამო გამოვიდა, არ მეგონა ასე ერთ დღეს გაცნობი ბიჭს ასე თბილად თუ მომექცეოდა. ველოდი როდის და როგორ თხოვდა ხელს გიგი, მაგრამ ვერაფერი მივიღე. რესტორანი დავტოვეთ და ეზოში მივდიოდით ,ისინი წინ მიდიოდნენ, საუბრობდნენ მე ხელის შეშლა არ მინდოდა და უკან მივყვებოდი . უცებ გაჩერდა გიგი და ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო სალომე გაოცებული უყურებდა, მერე ტირილი დაიწყო მოეხვია და დათანხმდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი მათი შემყურე როგორც არასდროს.
იმ ღამეს ყველაზე მშვიდად მეძინა.მიხაროდა მათი ბედნიერება.
შემდეგ იყო ხელის თხოვნა. არ ვიცოდი რატომ, მაგრამ გიგი ცეცხლს ისროდა თვალებიდან იმ დღეს. გაავებული იყო იგინებოდა და ყველაფერი დაამსხვრია თავის ოთახში. შემდეგ გავიგე როგორ ეუბნებოდა ვიღაცას არ დამთანხმდა , სალომეს არ მატანსო . მივხვდი რომ სალომეს მამაზე იყო საუბარი და ძალიან გავბრაზდი იმ კაცზე. ვერ ვიგებდი როგორ შეიძლებოდა გიგის ნაირი კარგი ბიჭისთვის ეთქვა უარი.მითუმეტეს სალომე პატარა არ იყო . საერთოდ ვერაფერი გავიგე, ზედმეტად პატარა ვარ უფროსების ამბების გასაგებად. დასკვნა ნამდვილად სწორი იყო, მართლა პატარა ვარ ამ ყველაფრის გასარკვევად.
რამდენიმე დღე სახლიდან არ გასულა, მეც არ ვაწუხებდი. ჩემ ოთახში ვიჯექი. ერთხელაც გავედი დავალების შემოწმება მინდოდა , მეხმარებოდა ხოლმე როცა სახლში იყო . კარზე რომ დავაკაკუნე და შევედი საწოლზე იწვა. ხელი ძირს ჰქონდა გადმოგდებული და პირიდან დოჟი გადმოდიოდა. გავქვავდი, მეგონა მოკვდა, მეგონა მანაც დამტოვა. რომ მივვარდი და ვანჯღრევდი თვალები გაახილა , სულ წითელი ჰქონდა თვალები სულ სულ წითელი და შემზარავი მაგრამ არ მადარდებდა, ცოცხალი იყო და ამის გარდა არაფერი მაინტერესებდა. მთელი ძალით ჩავეხუტე
-დამშვიდდი პატარავ ...
-ხომ კარგად ხარ?
-მაგრად...-გამიცინა და ისევ საწოლზე დაეშვა- გადი ხო? მერე გამოვალ - ძლივს მითხრა და გადაბრუნდა. არ გავსულვარ . იქვე იატაკზე დავეშვი და ვუყურებდი , ვამოწმებდი სუნთქავდა თუ არა. მერე დაეძინა, დიდიხანს ეძინა რომ გაიღვიძა და დამინახა გადაირია. კი არ უყვირია , მისაყვედურა რატომ დარჩი, სხვა დროს ასე რომ დამინახო აქ არ დარჩე შენს ოთახში შედიო. ვერ გავიგე რა ჭირდა , ახლაც არ მეცოდინებოდა რამდენიმე დღის შემდეგ რომ არ მენახა როგორ გაიკეთა ნემსი ვენაში, მერე იგივე დაემართა და ისევ ისე გამოფხიზლდა. არ ვიცი რა გაიკეთა მაგრამ უკვე მეზიზღება ის წამალი.“
„თითქმის ერთი თვეა სალომე არ უნახავს და სულ გამოიცვალა.
გადავწყვიტე რომ უნდა დავხმარებოდი. სკოლიდან გავიპარეთ მე და ბიჭები . სალომეს მივაკითხეთ, დიდხანს ველოდით როგორც იქნა გამოვიდა . რომ დამინახა გაუკვირდა. ჩამეხუტა და სახე დამიკოცნა
-ჩემო ხუჭუჭა აქ რას აკეთებ?
-გიგის რატომ დაშორდი?- ისე ვუთხარი წამში შეეცვალა გამომეტყველება
-როგორაა... სახლშია?
-კი სახლშია... ცუდადაა
-რატომ.. რატომაა ცუდად
-თუ გაინტერესებს წამოდი და თავად ნახე! გიყვარს? მას ძალიან უყვარხარ
-პატარავ ასე მარტივი არაა . მიყვარს ,ძალიან მიყვარს მაგრამ არ შემიძლია მასთან ყოფნა
-რატომ არ შეგიძლია... სისულელეა თუ გიყვარს რატომ ტკენ. ცუდი ხარ ის ცუდადაა შენ გამო შენ კიდე არ გაინტერესებს - გაბრაზებული მოვშორდი და წამოვედი. ბიჭები მელოდნენ ვერაფერი გაიგეს. ბოლოს მოვუყევი , ბაღში ვიჯექით და ვლაპარაკობდით. მხოლოდ მათემ და ცოტნემ იციან ყველაფერი. მათ ყველაფერს ვუყვები ხოლმე ისინიც ყველაფერს მიყვებიან.
იმ ღამეს ველოდი, ველოდი სალომეს,მაგრამ არ მოვიდა. გიგი ისევ ცუდად იყო . რამე უნდა მეღონა ამჯერად მის წინ დავჯექი დიდხანს ვუყურებდი . წარბაწეულმა დამხედა და გამიცინა
-რატო მიბღვერ ლომო?
-მშიშარა ხარ და იმიტომ!
-მშიშარა? ვისი მეშინია ჰა?
-სალომეს მამის ... იცი რომ უყვარხარ ძალიან გიყვარს შენც და მაინც აქ ზიხარ და დროს კარგავ
-იცი ლომო მამამისის კი არ მეშინია საკუთარი თავის მეშინია ...
-საკუთარი თავის? როგორ .
-მე არ ვარ სალომეს ღირსი... ჩემ გვერდით ბედნიერი ვერ იქნება და აი ამიტომ არ არის ჩემთან
-ტყუილია...
-ახლა ძალიან პატარა ხარ ..რომ გაიზრდები აუცილებლად გაიგებ ყველაფერს ჩემ შესახებ და მიხვდები როგორი ვარ სინამდვილეში
-ისედაც ბევრი რამ მესიმის... შენი აზრით ჩვეულებრივი 7 წლის ბავში ვარ?
დიდხანს მიყურებდა . მერე სიგარეტი აიღო და მოწევა დაიწყო.
-ქურდი ვარ... კანონიერი ქურდი. რამდენჯერმე მკვლელობასაც მაბრალებდნენ. ნარკომანი ვარ ..იცი ნარკოტიკი რა არის? აი ის წამალი ვენაში რასაც ვიკეთებ ,ვიცი რომ დამინახე. ეგ წამალი საშინელებაა თავს ვერასდროს დაიხნის მისგან და შეიძლება საშინელი რამ ჩაიდინო მისი მოხმარების შემდეგ... არ ვიცი როგორ აგიხსნა როცა სვამენ ხომ გიჟდებიან ზოგი ჩხუბობს რაღაც-რაღაცეებს ამტვრევს. ამ შემთხვევაში უარესი შეიძლება გავაკეთო. შეიძლება დამიჭირონ, ციხეში ჩამსვან, ვინმე მოვკლა ან ვინმე თავად გამისწორდეს. ასეთ ადამიანთან ცხოვრების ღირსი არ არის სალომე
არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა. თითქმის ვერ ვიაზრებდი მის ნათქვამს. მას მერე აღარაფერი მითქვამს . ყველაფერი ისევ ისე იყო. გიგი წავიდა , დამრჩა ბიჭები და მაკა დეიდა რომელიც სახლში ყველაფერს აგვარებდა . ბებოსთან ჩასვლას მხოლოდ არდადეგებზე ვახერხებდი, მაგრამ ვიცოდი კარგად იყო, იმდენად რამდენადაც შეიძლებოდა „
ისევ შევწყვიტე კითხვა. მეტი აღარ შემეძლო ,სუნთქვა შემეკრა. ვერ წარმოვიდგენდი ნიკას ჩანაწერებში ჩემ მშობლებზე თუ იქნებოდა რაიმე. მე მათ შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, მათი ისტორია არც კი მიკითხავს მამასთვის. აღმოჩნდა რომ ნიკა უკეთ იცნობდა დედაჩემს, მან ნახა როგორ თხოვა ხელი დედას მამამ, როგორ დაშორდნენ..ყველაფერი იცოდა ,ლამის მის გამო დაქორწინდნენ ჩემი მშობლები და მეც მისი წყალობით დავიბადე. სასაცილოა არა? სულ რაღაც 10 წლითაა ჩემზე უფროსი რომ შეხედავ არც კი ჩანს ჩვენს შორის ეს სხვაობა და რამდენი რამ იცის . რამდენი რამ აქვს ნანახი და ახსოვს. არც კი ვიცი როგორ მოვიქცე, ასე შორს ვარ ყველასგან და ყველაფრისგან . კითხვის გარდა არაფერი დამრჩენია ...
„სკოლაში ვიყავი , ცოტნე რომ შემოვარდა , მე და მათე გაგვათრია. ძლივს თქვა სიტყვები იქედან მხოლოდ ის გავიგე რომ ვიღაცამ სალომე მოიტაცა. ეს ამბავი ყველამ იცოდა, რადგან სალომეს მამა თურმე ცნობილი გამომძიებელი იყო. შემდეგ ყველაფერი გავიაზრეთ, როგორ შეიძლებოდა გამომძიებელს , პოლიციელს ქალიშვილი ქურდისთვის მიეთხოვებინა. ეს ჩვენც კი კარგად გვესმოდა.
სალომეს ამბავმა გაგვაგიჟა. რა უნდა გვექნა, ერთადერთი რაც შემეძლო იმის გარკვევა იყო გიგიმ იცოდა თუ არა ამის შესახებ. სახლში დავბრუნდი, კიბეზე არც მქონდა ფეხი შედგმული გიგი და მისი რამდენიმე ძმაკაცი რომ დავინახე . ისე მორბოდა კიბეზე ლამის დამეჯახა
-სკოლაში რატომ არ ხარ...
-სალომესთან მიდიხარ? ხომ იპოვი? იპოვე და აღარ მიატოვო რა .გთხოვ - არაფერი უთქვამს თავზე მაკოცა და წავიდა.
ორი დღე... ზუსტად ორი დღე ველოდით სამივე მის ზარს. მაკას ვთხოვე და ბიჭებთან დავრჩი. ზურა ბიძია და ეკა დეიდა ძალიან კარგი ხალხია. სულ თბილად მხვდებიან და მათთან მისვლა მიყვარს. ერთ ოთახში ვისხედით და რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდით სად შეიძლება ჰყოლოდათ სალომე.
დილით მაკა რომ დამადგა თავზე გაოცებული დავრჩი. სწრაფად ჩამაცვა და სადღაც წამიყვანა. გიგის მეგობრის მანქანით მივდიოდი , არ ვიცოდი სად მივყავდით სანამ ნაცნობ გზას არ დავადექით. სახლში მივდიოდი და თან ვიცოდი რომ გიგისთან მივდიოდი . ეზოში როგორც კი შევედით მაშინვე გადავხტი და სახლისკენ გავიქეცი. იქ გიგი და სალომე რომ დავინახე სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა.
მონატრებული ბებო , ამდენი ხნის მერე პირველად ჩავეხუტე. დიდხანს მეფერებოდა და არ გამიშვა . შემდეგ სალომეს ჩავეხუტე, როგორც ყოველთვის თმა ამირია და ლოყები დამიკოცნა.
-დიდხანს თუ არ მოშორდები ჩემს ცოლს ვიეჭვიანებ
-ცოლს? ცოლად მოიყვანე? აქ იმალებით?
-ხო !
ამ ამბავმა ისე გამახარა დღესაც ბედნიერი დავდივარ. მოკლედ სალომესთან ვცხოვრობთ. არ ვიცი მამამისს რა უთხრა, როგორ დაითანხმა მაგრამ ფაქტია ერთად ბედნიერად არიან. ბინაში აღარ ვართ, სახლში გადავედით . უზარმაზარი ოთახი მაქვს,ბიჭები რომ მოდიან ბურთსაც კი თამაშობთ ხოლმე.“
„ზაფხულში გიგი და სალომე რუსეთში წავიდნენ. მე კი ბებოსთან სოფელში . ბიჭებიც ჩემთან წამოვიდნენ. ზურა ბიძიამ წაგვიყვანა .ერთ ღამეს ისიც დარჩა მერე კი მიგვაბარა ბებოს და თვითონ თბილისში დაბრუნდა... სოფელში ყველაფერი იყო რაც მიყვარდა, მაგრამ სალომე და გიგი არ იყვნენ. ისე გახდნენ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები,რომ ვერც კი გავიაზრე“
გაოცებული ვარ...
ნუთუ იმ სახლის ნანგრევებთან მიმიყვანა ნიკოლოზმა სადაც ჩემი მშობლების ამბავიც დაიწყო. მათი თანაცხოვრების პირველი დღეები იმ ადგილას დაიწყო . ნიკოლოზმა იქ მიმიყვანა, იმ ადგილას რომელიც ამდენ ისტორიას ინახავდა. ვცდილობ ვისუნთქო, თავი გავაკონტროლო და ველოდები მომენტს როდესაც ჩემზე შეიტყობენ.
სასაცილოა არა? მალე გავიგებ როგორი იყო დედაჩემი ფეხმძიმობის დროს.
„ ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც გიგი და სალომე რუსეთში წავიდნენ. მირეკავდნენ ხოლმე, გიგის გავლენას ყველგან ვგრძნობდი, თვალყურს მადევნებდა და ყველაფერი მისი დამსახურებით მქონდა, მაგრამ მაინც მაკა იყო ერთადერთი უფროსი ჩემს სახლში. ის კი არასდროს ჩარეულა , აკეთებდა ყველაფერს რაც მჭირდებოდა , ზრუნავდა და მეც უზომოდ შევიყვარე „
„ ჩემ დაბადების დღეს ავღნიშნავდით. ბებოსაც ველოდით, ბიჭები რა თქმა უნდა ჩემთან იყვნენ, სხვა მეგობრებიც უნდა მოსულიყვნენ . კარი რომ გაიღო და სალომე შემოვიდა
-ჩემი ხუჭუჭა უკვე ცხრა წლის გახდა ..დიდი ბიჭია - წარმოუდგენლად გამახარა მისმა ნახვამ.
-ეს ბიჭი შენ რომ გხედავს მე საერთოდ მივიწყებს ...-გიგის ბოხი ხმა გავიგე და მისკენაც გავიხედე. ჩამეხუტა და თმა ამირია როგორც ყოველთვის- რამხელა გაზრდილხარ ლომო
ყველაზე კარგი დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში . ნუ რა ბევრი გადამიხდია, მაგრამ მაინც“
„მეგონა წამიყვანდნენ, თუმცა რატომ რაში ვჭირდებოდი, ისედაც ამდენ რამეს მაძლევდა, ისედაც ამდენ რამეს აკეთებდა ჩემ გამო . მალე ალბათ საკუთარი შვილი ეყოლებათ, ერთი კი არა რამდენიმე და ზედმეტი ტვირთი რაში ჭირდებათ ...
რამდენიმე დღეა გაბრაზებული დავდივარ. ბიჭები მეუბნებიან რაღაცაშია საქმე ხომ იცი როგორ უყვარხარ ორივესო ,მაგრამ მე ხომ ვიცი სიმართლე საკუთარმა დედამ დამტოვა და შეიძლება მიკვირდეს ვინმემ ჩემთან ცხოვრებაზე უარი რომ თქვას? არა და არც მინდა მეწყინოს, ისინი ჩემთვის იმაზე მეტს აკეთებენ ვიდრე საჭიროა და მე მადლიერი ვარ „
ამდენი ხნის შემდეგ დედა პირველად ახსენა და ისევ მეტკინა. როგორ ცდილობდა მარტოობას შეჩვეოდა და მაინც რამდენად უნდოდა ჰყვარებოდათ. ნუთუ ჩემი მშობლები მასზე არ იზრუნებდნენ . მეტკინა, ისევ მტკიოდა მის გამო
„დღეს გიგიმ მომაკითხა და თავიანთ სახლში წამიყვანა. ახლა დავასრულეთ რემონტი და მინდა გაჩვენო ყველაფერიო. სალომე იქვე ფუსფუსებდა ბაღში ყვავილებს რგავდა. რომ დამინახა გამოიქცა და ჩამეხუტა. მე ძველებურად არ მივსალმებივარ და გაუკვირდა
გიგის გაეცინა ... განგებ აჭიანურებდა არ იმჩნევდა ჩემ გაბრაზებას. სალომე კი სადაცაა იტირებდა
-ნიკუშა რატო არ მელაპარაკები?
-გაბრაზებული ვარ
-არაუშავს... რამდენიმე დღე დარჩება შეეჩვევა ახალ სახლს და ალაპარაკდება
-არაფერიც... რას შევეჩვევი?
-ახალ საძინებელს... აბა იმ ოთახს ვერ გადმოვიტან ახლა მაპატიე
-ანუ აქ ვიცხოვრებ? თქვენთან?
-არ გინდა? კარგი დარჩი იმ სახლში მარტო.. მაკა მიდის მაინც
იცინოდა მე კი ემოციას ვერ ვმალავდი. მერე ადგა და ჩამეხუტა. თმებიც ამირია და მერე მაკოცა
-როგორ იფიქრე რო იქ დაგტოვებდით. სალო არ მომკლავს მაგის გამო? თორე მე კი მოგიშორებდი
-გიგი რას ეუბნები ბავშვს...
-შენ კიდე რა იყო ჩემო ლამაზო? ამ ბოლო დროს ყველაფერზე მეჩხუბები... კიდევ კარგი დროზე დაასრულეს რემონტი და გადმოგიყვანე თორე მჩაგრავს შენი სალიო
-ნიკუშა ჩემკენ იქნება მაინც.. ხო ნიკუ
-მე ...
-კაცური სოლიდარობა გამოიჩინე ... არ მიღალატო იცოდე
-შეეშვი ბავშვს...
დიდხანს კამათობდნენ ამასაც თუ კამათი ერქვა მე კი ვუყურებდი და მეცინებოდა. არ მეგონა ოდესმე საყვარელი და სასაცილო ჩხუბიც თუ იქნებოდა . შემდეგ ოთახიც ვნახე. ყველაფერი ახალი იყო და ყველაფერი ძალიან მომწონდა „
„ ბიჭები ახალ სახლში გადასხვლიდან მეორე დღესვე მეწვივნენ. სალომეს არ შორდებოდნენ, მას ისეთი დიდი გული აქვს ყველანი ვუყვარვართ. სალომე ყველაზე კარგი ქალია მათ შორის ვისაც კი ვიცნობ.
იმ დღეს გიგი არ იყო სახლში ჩვენ კი ყვავილების დარგვაში ვეხმარებოდით . ეზოში ვიყავით უცებ რომ გაჩერდა, თითქოს ფერიც დაკარგა და ცოტნეს რომ არ ჩაეკიდა ხელი ყვავილებში ჩავარდებოდა. გონება დაკარგა, ცოტნეც მასთან ერთად დაეცა , მაგრამ მარიამს არაფერი ტკენია. სამივე შეშინებულები ვიყავით... ძლივს გამოვაფხიზლეთ. თავად შევიდა სახლში და დივანზე დაწვა. მალევე მოვიდა გიგი თითქოს იგრძნო ცუდად რომ იყო სალო. მაშინვე ექიმთან წაიყვანა.
სამივე ვიჯექით და შეშინებულები ველოდით მათ მოსვლას.
რომ მოვიდნენ კი არ მოდიოდნენ უბრალოდ ანათებდნენ.
-რა სჭირს?- სამივემ ერთად ვთქვით და წყვილს შევხედეთ
-რა და მალე პატარა გვეყოლება... ბიჭი ან გოგო
აზრზე არ ვიყავი ბავშვი როგორ ეყოლებოდა ,მაგრამ ის ამბავი კი ძალიან მახარებდა. მგონი მას მერე ყოველ დღე ვეკითხები როდის გეყოლება გოგოა თუ ბიჭითქო .ის კი იცინის. სულ რაღაც უნდა, გიგი როცაა ვისვენებ როცა არაა მე დავრბივარ. ვერ ვიგებ მჟავეს რომ შეჭამს მერე ნნამცხვარი როგორ უნდება . ან მაწონის შემდეგ ვაშლი როგორ უნდა. სულ რაღაცაზე წუწუნებს ,გიგი კი იცინის და მთელს სახეს უკოცნის. ეს უფროსები გამაგიჟებენ. ხომ მესმის ვითომ მაგრამ მაინც ვერ ვიგებ.
მთელი საღამო ვფიქრობდით სამივე და მაინც ვერ დავასკვენით იმ ჩვენი მწირე ცოდნით ბავში როგორ გაჩნდბეოდა. „
ვკითხულობ და მეცინება ... ნუთუ 9 წლისამ არ იცოდა როგორ ჩნდებოდა ბავშვი. მიხაროდა რომ წარმოვიდგენდი ჩემ გამო როგორ დარბოდა წინ და უკან. ტყუპებიც მიცნობდნენ, ისინიც იქ იყვნენ ნიკოლოზთან ერთად და ამიტომ იცოდნენ ჩემს შესახებ ყველაფერი. ალბათ ამიტომ გამიმარტივდა მათთან ურთიერთობა. ისინი ჩემი ცხოვრების ნაწილები იყვნენ.
ის ფაქტი რომ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას ზრუნავდა ჩემზე მაბედნიერებს. დედაჩესაც წარმოვიდგენ, მამას და დედას ერთად ვხედავ
„ყოველთვის როცა მგონია ბედნიერი ვარ რაღაც საშინელება ხდება.
მე და სალომე მარტო ვიყავით სახლში. გიგი რამდენიმე დღეა წასულია და არ ჩანს. სალომე ღელავს, მაგრამ ვცდილობ მშვიდად იყოს.
ეზოდან ხმაური ისმოდა , რამდენიმე წამში კი კარი შემოაღო რამდენიმე კაცმა და პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდნენ. სალომეს გადავეფარე , მაგრამ რას გავხდებოდი, სნაამ რაიმეს აღება მოვასწარი ხელი დაავლეს . ეკითხებოდნენ გიგის ადგილსამყოფელს, მან კი არაფერი იცოდა. ვუყვიროდი რომ ხელი გაეშვათ ვფართხალებდი მაგრამ არაფეირ გამომივიდა. ბოლოს დამარტყა და ძირს დავვარდი. ცხვირიდან სისცლი წამომივიდა. მისკენ გავხოხდი , მაგიდაზე დადებული სასანთლე ავიღე და ერთ-ერთს თავში ჩავარტყი. მაშინვე ჩაიკეცა , სალოსთან მისვლა ვერ მოვასწარი .თხოვდა არაფერიდ დაეშავებინათ,ტიროდა მან კი გაბრაზებულმა მოუქნია მუჭი და ისიც ძირს დავარდა. გონება დაკარგა მაშინვე, მე კი ხელიდან გამომგლიჯეს სასანთლე და ყელში მწვდა ერთ-ერთი. მეკითხებოდა გიგი სად იყო,მაგრამ ვერაფერს ვუპასუხებდი ,რაც არ ვიცოდი როგორ მეთქვა. ხელი დამავლეს და წამიყვანეს. მერე რაღაც ჩამომაცვეს თავზე, გაკოჭილი ვეგდე მანქანის საბარგულში. საშინლად მეშინოდა სალომეს გამო, მე ხომ ვერ დავინახე მასთან ვინ დარჩა. მე კი სად მივყავდით ღმერთმა უწყის.
სადღაც შემათრიეს და კუთხეში მიმაგდეს. გამაფრთხლეს რომ ყვირილს აზრი არ ჰქონდა. დიდხანს ვიჯექი. ველოდი გიგი,მაგრამ არ ჩანდა. ვლოცულობდი სალომე კარგად ყოფილიყო, რომ დაბრუნებულიყო გიგი და დროულად ეშველა. მე კი ვიცოდი არ მომკლავდნენ...
პური და წყალი მომცეს. არ მიჭამია წყალი პირსი დავიგუბე და შევასხი. დამარტყა და წავიდა. უკვე ყველაფერი მტკიოდა, ძალიან მციოდა და გვიან ღამით თაგვებიც რომ გამოძვრნენ აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
მგონი ორი დღე გავიდა. თავი იატაკზე მედო და ველოდი ...ველოდი ნაცნობი სახის გამოჩენას. იმედს არ ვკარგავდი ,ვიცოდი ,მჯეროდა რომ მოვიდოდა და წამიყვანდა .
არ შევმცდარვარ , გიგი მოვიდა. გარედან ხმაური მომესმა, მტვრევის ხმა ,რამდენჯერმე იარაღის ხმაც გავიგე, შემდეგ კარი შემოამტვრიეს. გიგი რომ დავინახე წამოდგმას ვეცადე მაგრამ არ გამომივიდა. სწრაფად მოვიდა და ჩამეხუტა
-ჩემო ბიჭო... ჩემო ლომო მადლობა ღმერთს კარგად ხარ- სწრაფად გამიხსნა თოკები და ძლიერი ტორები მომხვია-შეგიძლია სიარული?
-მე არ ვიცი... სალომე ?სალიო როგორაა და ბავშვი
-კარგად ... შენ არ ინერვიულო ისინი კარგად არიან - ხელში ამიყვანა რადგან ფეხზე დადგომა ვერ მოვახერხე. არ ვიცი როდის ჩამეძინა. რომ გავიღვიძე მანქანა ეზოში შედიოდა. მთელი ეზო სავსე იყო ბიჭებით .
სალომე რომ ვერ დავინახე შემეშინდა ,მაგრამ გიგიმ დამამშვიდა -წევს... ადგომა არ შეიძლება მისთვის . მოწესრიგდი და მერე შეგიყვან კარგი? ასე რომ გნახავს ინერვიულებს
-კარგი ..
დავიბანე, სარკეში რომ ჩავიხედე შემეშინდა, სახე სულ დასიებული მქონდა. ტუჩი გახეთქილი და თვალი გასიებული. ახლა მივხვდი ასე ზალიან რატომ მტკიოდა. გარეტ რომ გავედი ექიმი დამხვდა. გამსინჯა ათასი კითხვა დამისვა რაღაც წამალი ჩამაწვეთა თვალში და ტუჩზეც მალამო წამისვა. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი სალიოს.
საძინებელში რომ შევედი და ფერმკრთალი, თვალებდასიებული ქალი დავინახე გული შემეკუმშა. სწრაფად მივედი და ჩავეხუტე. ორივე ვტიროდით, თავზე მეფერებოდა და მკოცნიდა. გამხდარი მეჩვენა , ვერ ვუყურებდი. ჩემი ბრალი იყო იქნებ რომ გავჩერებულიყავი არაფერი დაეშავებინათ -ბავშვი ისევ აქ არის?- მუცელზე ხელი დავადე და შეშინებულმა ვკითხე, ძალიან მეშინოდა რომ იქ აღარ იქნებოდა
-კი აქ არის... ძლიერია შენსავით და არ დამტოვებს. მოდი ჩემთან ... აქ დაწექი კარგი?
-კარგი ...- თავი მხარზე დავადე და გავჩუმდი. ხელი მუცელზე დავადე ,მიხაროდა რომ ისევ იქ იყო.
იქნებ ოდესმე მორჩეს ჩემი საყვარელი ადამიანების ტანჯვას ღმერთი. არ მომწონს, ვერ ვიტან, ვერ ვეგუები როდესაც ისინი ცუდად არიან. მე გადავიტან ყველაფერს, უბრალოდ ისინი იყვნენ კარგად „
მეტს ვეღარ გავუძელი. მტკიოდა მათ გამო, მამას საქმეებმა შეიწირა მათი ურთიერთობა. როგორ უყვარდათ ერთმანეთი და რა რტული იყო მათი თანაცხოვრება, იტანჯებოდნენ და მაინც ერთად იყვნენ. ნიკოლოზი? ჩემი ბიჭი როგორ ღელავდა მათ გამო. თავიდანვე ასეთი იყო, სხვების გამო იბრძოდა, თავს არ ზოგავდა და დღემდე ასეთად დარჩა.
„სალო რამდენიმე კვირა იწვა. მეც მომიშუშდა ჭრილობები . მას მერე ხუთი თვე გავიდა, ის ბიჭები ეზოს არ ტოვებენ. ჩვენც სულ სახლში ვართ. სალომე მამეცადინებს, წიგნებს ვკითხულობთ, ლექსებს მასწავლის. მასთან ყოფნა მიყვარს, ბედნიერებაა სალიო. ტყუპები რა თქმა უნდა მოდიან, მძღოლს მოჰყავს და მიჰყავს . მთელ დღეებს ერთად ვატარებთ...ვცდილობთ სალომე მშვიდი და ბედნიერი იყოს.
სალომეს თანდათან ეზრდებოდა მუცელი, საოცარი სანახავი იყო . ძალიან ლამაზი . მის გვერდით ვიჯექი და ქართულს ვკითხულობდი რომ წამოიყვირა, ვერაფერი გავიგე ისე დამავლო მაჯაში ხელი და მუცელზე დაიდო დამარტყაო რომ იძახდა ვერ ვხვდებოდი ვინ ურტყამდა სანამ ხელისგულზე ვიბრაცია არ ვიგრძენი. მერე მივაპყარი ყურადღება მუცელს და მივხვდი იქედან მოიდოდა ვიბრაცია . კივილზე გიგიც შემოვარდა , მანაც დაადო მუცელზე ხელი მერე ბევრი აკოცა და ცაეხუტა. მე კი გაოცებული ვუყურებდი და ხელს ვაკვირდებოდი თითქოს რაღაც საოცრება მომხდარიყო. არა მართლა საოცრება იყო. მერე მივხვდი რომ მართლა იქ იჯდა ბავშვი . ამ დღის მერე ვაკვირდები ყოველ მის მოძრაობას. სულ მასთან ვარ და როგორც კი ამოძრავდება მაშინვე ვაკვირდები მუცელს. ერთხელ ფეხი მოარტყა, მუცელზე ემჩნეოდა, თავიც ამოსწია და ისედაც გაბერილი მუცელი უფრო გაიბერა იმ ადგილას.
ახლა რვა თვისაა და ვერც კი მოძრაობს. ხელს ვკიდებთ და ჩვენზე დაყრდნობილი მობაჯბაჯებს. გიგი აბრაზებს და ისიც იბუტება, ძალიან სასაცილოა ამ დროს.
ახალი საფიქრალი გაგვიჩნდა ... მუცელში რომაა გავიგეთ ,მაგრამ იქედან ვინ ამოიყვანდა ან როდის საქმე ეგ იყო.“
„რამდენიმე კვირაც გავიდა და ისევ დაიწყო კივილი. ისევ მის გვერდით ვიყავი .ოთახში შემოვიდა მუცელზე ედო ხელი და ღრმად სუნთქავდა წამში დავინახე როგორ დაეღვარა სითხე ფეხებთან და ბიჭებისკენ გავვარდი. მანქანაში ჩასვეს მარიამი, მეც გვერდიტ მივუჯექი. ხელზე ისე მიჭერდა და კიოდა სულ გავითიშე. კლინიკაში მისვლა და ექიმების გამოვარდნა ერთი იყო. მე ვინ შემიშვებდა, სკამზე დავჯექი და ველოდი. მალე გიგი შემოვარდა ,ისიც არ შეუშვეს.კივილის ხმა გამოდიოდა ბოლო ხმაზე კიოდა, მე კი მეშინოდა. ვე რვიგებდი ასე თუ ტკენდნენ რატომ არ შედიოდა მასთან გიგი. ვერც კითხვას ვბედავდი,ისე ნერვიულობდა ათასჯერ დაარტყა წრე დერეფანს. შემდეგ ექიმი გამოვიდა და უთხრა“ გილოცავთ გოგონა შეგეძინათ“ .
მინასთან ვიდექით, იქ იმდენი პატარა ბავში იყო . ერთ-ერთი ,რომელსაც პატარა ცერა თითი პირში ჰქონდა ჩაჩრილი და უდარდელად აქნევდა მეორე ხელს მათი შვილი იყო. ის პატარა მუცლიდან რომ მირტყამდა. სულ წითელი იყო , მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი ჩანდა.
სახლში გამიშვეს. ისევ მაკა მოვიდა.
მეორე დღეს ისევ წამიყვანეს კლინიკაში. ამჯერად პალატაში შევედით. სალომე საწოლზე იწვა. მივედიდა ჩავეხუტე . პატარა ქალბატონი სულ ჩუმად იყო ვუყურებდი მაგრამ სადღაც აცეცებდა თვალებს. შეხების მეშინოდა და ისე შორიდან ვუყურებდი.
-რა დავუძახო?
-სახელი ჯერ არ ჰქვია ... ვერაფერი მოვიფიქრეთ.თან ბიჭი გვეგონა
- კესანე... მთაში ერთი ლამაზი ყვავილია ჩვენთან . მასსავით პატარა და ნაზია - ჩემთვის ვბუტბუტებდი, თვალს ვერ ვაშორებდი, ძლივს დავიხარე და პაწაწინა ხელზე ვაკოცე განსხვავებულად ტკბილი კანი ჰქონდა. დამახასიათებელი სურნელი
-არაჩვეულებრივია... ჩემს გოგონას კესანეს დავარქმევ- სალომემ წამოიძახა და პატარა ხელში აიყვანა. მეც მზერა გავაყოლე, ვაკვირდებოდი როგორ ეჭირა ხელში და მეშინოდა რამე არ ტკენოდა.
-კესანე... ლამაზი სახელია- გიგისაც მოეწონა და ასე დაარქვეს კესანე ამ პატარა ანგელოზს.
ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა . “
გაოცებული ვარ... როგორ შეიძლება ყველაფერი მასთან იყოს დაკავშირებული. სახელიც კი მან დამარქვა? ასე არ შეიძლება ღმერთო დამცინი თუ რა ხდება . მაინცადამაინც ეს საშინელება უნდა შემმთხვეოდა რომ გამეცნო? რატომ..რატომ აქამდე არ ვიცნობდი როგორ დამშორდა ჩემთან ერთად თუ ცხოვრობდა რატომ არ მახსოვს . მე დედა მახსოვს, როგორი იყო ბოლო დროს ,ნიკო კი არ არის ჩემს მეხსიერებაში. ნეტავ მისი ბავშვობის ფოტო მქონდეს ნანახი, იქნებ აღედგინა გონებას ნაცნობი ბიჭი წარსულიდან...
„ორი წელია არაფერი დამიწერია...
მშვიდად ვცხოვრობთ მე გიგი, სალომე და პატარა კესანე.
კესანე ნამდვილი საოცრებაა . ალბათ ადამიანი სხვა უფრო ძვირფასს ვერაფერს შექმნის სამყაროში. გიგის და სალომეს სიყვარული მასშია. მიუხედავად იმისა,რო მათი ცხოვრება რთულია კესანე ბედნიერებაა, სიმშვიდეა . ეს ბავშვი ბედნიერებისთვისაა გაჩენილი , მე კი ცხოვრების ბოლომდე ვეცდები მის დაცვას. რაც არ უნდა მოხდეს ვიცი მის გამო ნებისმიერ რამეს გავაკეთებ.
გიგი სახლში არასდროსაა, მისი ცხოვრების წესი სულ უფრო ნათელი ხდება ჩემთვის ალბათ ისევ პატარა ვარ , დიდების ამბები ბოლომდე არ მესმის ,მაგრამ ვიცი სალომე მისი საქმეების გამოა ასეთი სევდიანი. ხშირად ტირის , მერე კესანესაც ევსება თვალები ცრემლებით და მგონია,რომ სანამ ტირის მე სისხლისგან ვიცლები. უცნაურია ხომ? ვბოდავ რაღაცას, მაგრამ მართლა ასეთი შეგრძნება მაქვს. ის ვერაფერს ხვდება, თამაშობს ჩემი წიგნებით, ყველაფერს აფუჭებს და მერე იცინის. მდუღარე ჩაით დამწვა და დამცინოდა წარმოგიდგენიათ? მე კი მისი ერთი წაბორძიკებაც მაშინებდა. პირველად რომ გაიარა ჩემკენ წამოვიდა , სახელს ვერ ამბობს , დედას და მამას იძახის მხოლოდ . ზოგჯერ ისე თბილად მეხუტება, მისი წითელი კულულების სუნი არაფერს ჰგავს , ვერაფერს ვამსგავსებ .
ვვახშმობდით ეზოში მანქანები რომ შემოვიდა. პოლიცია იყო. სალომემ ბავშვი აიყვანა ხელში და გაფართოებული თვალებით გახედა გიგის. ის კი მშვიდად იჯდა . ჯერ მე მაკოცა თავზე „სალიოს და კესოს მიხედე“ მითხრა და შემდეგ წამოდგა. წამოდგომა და კარის შემომტვრევა ერთი იყო. ისე შემოვიდნენ ვითომ სადმე გარბოდა. მიცვივდნენ და ხელები შეუკრეს. ჩვენთან არ მოსულან. ის კი წაიყვანეს და წავიდნენ. სალომე ისევ ტიროდა, კესოც ატირდა . მე კი არ ვიცოდი რა უნდა მექნა. ერთი ვიცოდი რომ წაიყვანდნენ ჩვენ არაფერი შეგვეძლო, ის ტავად მოაგვარებდა და დაბრუნდებოდა, ყოველთვის ასე იყო.“
„ამჯერად ზედმეტად დიდი დრო გავიდა. სახლში რამდენიმე ძმაკაცი მოვიდა , სალომეს ფული მოუტანეს და ბილეთები. ჩემთან კი მაკა იყო ისევ. სალომე და კესანე წავიდნენ...
როცა ბარგს ალაგებდა ბავშვი ჩემთან იყო. ვუყურებდი და ვხვდებოდი როგორ გამიჭირდებოდა მის გარეშე. მას კი არაფერი ესმოდა ,ლაღად ბუტბუტებდა და იცინოდა. ბოლოჯერ ვაკოცე და სალომეს მივაწოდე ხელში რომ დაიწირა ჩამეხუტა და წავიდა.
მას მერე მარტო ვართ მე და მაკა . ბიჭებიც ვეღარ მოდიან.. სამეცადინო ბევრი აქვთ . სახლში მისვლა შემზიზღდა. კესო რომ არ მხვდება ვბრაზდები და ისევ ქუჩაში მივდივარ.
ყველაფერთან ერთად ეს საშინელი გარდატეხის ასაკიც ნერვებს მიშლის. ყველაფერზე ვბრაზობ.ყველაფერი მაღიზიანებს და ამდენი ჩხუბიც ყელში ამომივიდა. გზაარეული ვარ, ვერ ვპოულობ სწორ გზას რომელსაც გავყვები ,რომელიც ჩემ სულს დაამშვიდებს. ისევ სოფელში მინდა დავბრუნდე, იქ ყველაფერი ბევრად მარტივი იყო . ჩავიკარგებოდი ჩემი ყორანით მთების სიმწვანეში და გავხდებოდი ტყის ნაწილი. „
გიგის ამიტომ ეზიზღებოდა საკუთარი წარსული. არასდროს საუბრობდა ამ წლებზე მეც არაფერი მახსოვდა . მისი ცხოვრების წესი მხოლოდ დედაზე არ მქომედებდა, მე მართალი ვიყავი ნიკოლოზი მსხვერპლად იქცა . მამამ აურია მას ყველაფერი, ალბათ მისთვის კარგი უნდოდა,მაგრამ არ ვიცი საბოლოოდ რა გამოუვიდა. ნიკოლოზი იტანჯებოდა და ეს შეუცვლელი ფაქტია
„ გვიან დავბრუნდი სახლში. პერანგი სულ შემოხეული მქონდა, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა და თეთრი პერანგიც დასვრილი იყო მთლიანად. სახლში რომ შევედი და კარი მივხურე მერე მივხვდი რომ იქ ვიღაც იყო. ჯიბიდან დანა ამოვაცურე და გავშალე
-დიდი ხანია დანას ატარებ?- ნაცნობი ბოხი ხმა და მისი მოელვარე თვალები
-დაბრუნდი?
-როგორც ხედავ... ასე ხარ შენ ყოველ დღე?
-არაფერს ვაშავებ...
-ვიცი მე რას აშავებ და რას არა- დანა გამომგლიჯა ხელიდან და დივანზე დააგდო - როგორ იქცევი ლომო? ეს დაგიბარე მე?
-მეგონა შენც მათთან წახვედი
-შენი ნახვის გარეშე? -ვეღარ მოვითმინე და ჩავეხუტე. თმა რომ ამირია მივხვდი ესეც მენატრებოდა- ლომო სალაპარაკო გვაქ თან სერიოზული.
-კარგი ... ვილაპარაკოთ
შემდეგ კიდევ ერთი ამბავი დაიწყო. უნდა დამევიწყებინა მათი არსებობა ჩემს ცხოვრებაში, უნდა დავბრუნებულიყავი ძველ სახლში მაკასთან ერთად და ისე გამეგრძელებინა ცხოვრება თითქოს არასდროს ვიცნობდი. მხოლოდ იმას მივხვდი,რომ ასე ჩემი უსაფრთხოებისთვის იქცეოდა და მე საფრთე მემუქრებოდა მასთან კავშირის გამო. თან ვერ წავყვებოდი, რომც შემოეთავაზებინა ბებოს ვერ დავტოვებდი, არც მინდოდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება და ეს კარგად იცოდა .
გიგი წავიდა , თავის ოჯახს დაუბრუნდა მე კი ისევ მარტო ვიყავი.. ისევ მარტო და ველოდი მათ დაბრუნებას. დღეს როდესაც გიგი თავის მტრებს დაამარცხებდა, როგორმე მოერეოდა და მშვიდ ცხოვრებას დაიწყებდა. „
....
„15 წლის ვარ. დღეს ჩემი დაბადების დღეა... რაც უფრო დიდი დრო გადის ეს დღე მით უფრო ნაკლებ მნიშვნელობას იძენს ჩემთვის. ყოველ წელს მეტ ნაცნობს ვიძენ, მეტად რთული ხდება ჩემი ცხოვრება და მეტად პოპულარულიც ვხდები. დაბადების დღე რესტორანში ავღნიშნე , მე ხომ ჩვეულებრივი 15 წლის ბავშვი არ ვარ და ჩემი ასაკი მხოლოდ ციფრებია . თავს ისე ვგრძნობ თითქოს ცხოვრების ნახევარი უკვე გავლიე და თავადაც მიკვირს როგორ შეიძლება მხოლოდ 15 წლის რომ ვარ.
დღეს უცნაური დღე მაქვს, ბედნიერი ...
წიკლაურები დაბრუნდნენ. ამჯერად სახლში პატარა წითელთმიანი გოგონა შემოფარფატდდა, ლოყებჩაცხვლეტილი მიღიმოდა და მწვანე თვალები უციმციმებდა
-გილოცააააავ - ვერ გავიგე რა ხდებოდა. მხოლოდ სითბოს ვგრძნობდი, დავიწყებულ,მაგრამ მაინც ნაცნობ გრძნობას. ეს პატარა გოგონა მწვანე კაბაში გამოწყობილი რომ იდგა და მეხვეოდა ვიცოდი ვინც იყო
-კესანე...- უნებურად აღმომხდა და გამეღიმა
-გილოცააავთ- სალომე ხმა გავიგე . ნაცნობი ხმა ,მაგრამ თავად ჩემი სალიო შეცვლილი მეჩვენა ,თითქოს ძველებური ნაპერწკალი აკლდა მის მზერას -მომენატრე ჩემო ხუჭუჭა...ღმერთო რა დიდი ბიჭი ხარ უკვე
-მეც მომენატრე სალიო-ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი- მასზე დიდი ვარ. სულელივით გამეღიმა ამ ამბის შემჩნევისას. ბოლოს თავად მიხუტებდა გულზე ახლა კი მე მოვიქციე მკლავებში და გამხდარიც მეჩვენა.
-ისევ ისე ეხვევა ვერავინ დააშორებთ-გიგიც მათთან ერთად იყო . ძველებურად მომეხვია. დეჟავუს შეგრძნება დამრჩა - ლომო გილოცავ დაბადების დღეს
-რომ გაგეფრთხილებინე რა იქნებოდა?
-წავიდეთ?
-კაი რა ...
-წვეულებაზე ეჩქარება ბიჭს.. გულაობს რა ენაღვლება
-გიგი..
- გამიბლატავდა ტო ხედავ სალიო?
-კაი რა გიგი გეყოს ნუ აბრაზებ ბავშვს
-ვინაა ბავშვი ამის ხნის რომ ვიყავი ..იმას ვაკეთებდი რასაც ეს -ამ კაცს სულ როგორ უყვარს ჩემი დამუნჯება. გამოჩნდა და ერთიანად წყალში ჩაყარა ჩემი სიმკაცრე და სიძლიერე.
ირგვლივ მიმოვიხედე კესანე რომ უკეთ შემეთვალიერებინა და კიბის თავში მოვკარი თვალი, ასე უცებ როგორ ავარდა იქ ან სად აპირებდა წასვლას ვერ გეტყვით მაგრამ მე რომ ჯერ არ განვითარებული სიჩქარე განვავიტარე და დაგორებამდე დავიჭირე ვიცი.
-პატარავ ასე არ შეიძლება !
-შეიძლება...
-ოჰ გისწავლია ლაპარაკი
-შენ ვინ ხარ?
-წეხან კარგად მილოცავდი დაბადების დღეს? ღმერთო რამხელა ხარ მომწყდა წელი- უცებ დავსვი , გამებუტა
-არ ვარ მე მძიმე
-ხარ ... პატარა ღიპიც გაქვს- გამობერილ მუცელზე მივადე საჩვენებელი თითი და გავუცინე. წარბები რომ შეკრა იმის მერე აღარც დამლაპარაკებია. თავისთვის ერთობოდა მე კიდე დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივაღწიე რესტორნამდე.

კარგი ღამე იყო . ჩემი ასაკი მხოლოდ ერთეულებმა იციან მე კი შესანიშნავად ვიყენებ ამ მდგომარეობას .“
ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ როდის ვნახე... ხუთი წლის თუ ვიყავი რატომ არ მახსოვს ვერაფერი გავიგე ამ დროს საქართველოში ვიყავით .ჩემი სახლი მახსოვს ,მაგრამ ნიკუშა არაა მოგონებებში. საკუთარ თავზე ვბრაზობ, მინდა მახსოვდეს, ვინაწილებდე ყველა ემოციას რომელსაც ის განიცდიდა .
„ რამდენიმე თვეა დაბრუნდნენ წიკლაურები. მათთან გადასვლა შემომთავაზა სალომემ,მაგრამ უარი ვუთხარი . მარტო ცხოვრებას და დამოუკიდებლობას შევეჩვიე. ისიც არის ,რომ არ მინდა მეორედ გადავიტანო მათი წასვლა. სჯობს მოშორებით ვიყო ,დისტანცია დავიცვა და გავიაზრო,რომ მე მათი ოჯახის წევრი არ ვარ.
კესანე... ჩემ ცხოვრებაში არსებული ნათელი წერტილია თავისი მწვანე მოციმციმე თვალებით.
ყველაფერი ქაოსურია . მუდმივი არეულობა, ჩხუბი, გარჩევები, გოგონები , სწავლა , სპორტი იმდენი რამაა ჩემს ცხოვრებაში პრობლემებთან ერთად გასართობად, მაგრამ მაინც ეს ერთიციდა ბავშვი ანიჭებს ჩემს სულს სიმშვიდეს.
მასთან საერთო არაფერი მაქვს , მე ზედმეტად დიდი ვარ ის კი ზედმეტად პატარაა. საკუთარი სამყარო აქვს, ფერადი წარმოსახვა და მაინც ყველაზე ახლოს ის არის . არ ვიცი , წარმოდგენა არ მაქვს ასე რატომ ხდება, რატომ მაქვს ეს შეგრძნება ,როცა მასთან საუბარიც კი არ შემიძლია. სააერთოდ ყურადღებას არ მაქცევს, ზოგჯერ მიბრაზდება კიდეც. არ გამომდის მასთან ურთიერთობა ვერ ვეთამაშები ისე როგორც ბავშვებს ეთამაშებიან ხოლმე , ძირითადად შორს ვარ ,მაგრამ რომ ვუყურებ ყველაფერ მავიწყდება ეს კი სხვა არაფერს და არავის შეუძლია. გუშინ ეზოშ ვიჯექი და ვუყურებდი როგორ დაფარფატებდა, მართლა ყვავილივითაა საყვარელი და ნაზი ...
არასდროს ტირის უმიზეზოდ. არც პრეტენზიულია. სრულიად განსხვავებული ბავშვია , ჭკვიანი და მხიარული.
რას გაუგებ ამ ჩემს გონებას სად დაქრის და რატომ ღმერთმა უწყის...
მაგრამ კესანე მაინც ყველასგან გამორჩეულია ...“
....
„დიდი ხანია არ დამიწერია .. ვერ ვიცლიდი იმდენი რამ მოხდა . ახლა კი ისე ძლიერ მტივა აუცილებალდ მჭირდება წერა.
ჩვენი სალიოა ავად ...
მეშინია. ამდენი ხნის შემდეგ ისევ საშინლად მეშინია , ვგრძნობ რომ სალიოს დავკარგავთ . გიგი ასეთი არასდროს მინახავს, საერთოდ არ არსებობს მის ცხოვრებაში დაბრკოლება რომელიც აჩერებდა ახლაც არ ნებდება, მაგრამ ვგრძნობ აზრი არ აქვს.
სალიო ანგელოზია . სალიო ბოლომდე ინარჩუნებს ძალას და ყველას გამხნევებას ცდილობს. კესანესთან რომ ვხედავ გული მიკვდება. არ შემიძლია, ამ ამბის გადატანა არ შემიძლია.
არ შეიძლება სალომე მოკვდეს ის ხომ ასეთი კარგია ..როგორ შეიძლება მისი მსგავსი ადამიანი ასე ადრე წაიყვანოს ღმერთმა ...
კესანე ვერაფერს ხვდება... უკვე ვეღარ მივდივარ მასთან არ ვიცი რატომ მაგრამ ბარიერი გავაჩინე ჩვენ შორის. ჩემი ცხოვრება იმდენად შეიცვალა , იმხელა ჭაობში ვარ არ მინდა ისიც ჩემთან ერთად იყოს. ახლა მესმის გიგი რატომ არ უნდოდა სალიოს შერთვა, რატომ მომიშორა მეც. რატომ არ მაჩენს მის გვერდით .
ბოლო დროა თავს ვეღარ ვაკონტროლებ ...
ცხოველად ვიქეცი და ამ პროცესს ვერ ვაჩერებ... მეშინია რომ კესოსაც ვატკენ „
......
„ჩემი სალიო წავიდა... დაგვტოვა ყველანი და წავიდა .ვიცი ანგელოზად გადაიქცა და იქედან გვიცავს . გაფრინდა და ჩემი რაღაც ნაწილი თან წაიღო .
ვუყურებდი შავებში გამოწყობილ გიგის და ვხვდებოდი რომ ის აღარ არის. მხოლოდ კესოს გამო სუნთქავს და ეს არსებობაა . ვუყურებ და ვხვდები რა განსხვავებაა ცხოვრებას და არსებობას შორის.
კესანე ... კესანეც ტიროდა . დედას ეძებდა, ენატრებოდა და ვერაფერს ხვდებოდა. პირველად მოშორდა დედას , პირველად და სამუდამოდ.
დაკრძალვაზე არ იყო , სალიომ გვითხრა არ მიგვეყვანა .
შორიდან ვუყურებდი ეზოში მჯდომ ყვავილს... ცრემლებს მუჭით იმშრალებდა და მთელი სხეული უთრთრთოდა.
ვერ გავუძელი . ეს დღეები სულ მამა მახსენდება , მე სხვანაირი ვიყავი თითქმის მისი ასაკის და მაინც ბევრად დიდი. კესანე ვერაფერს იაზრებს , იქნებ ეს კარგიცაა გადაიტანს , შეეჩვევა გაუძლებს. ცოტაც და გაიზრდება, მოგონებებში დაიტოვებს სალიოს , იცხოვრებს ბედნიერი. ახლა კი ბევრს იტირებს მე კი მისი ცრემლიანი თვალები ყურება არ შემიძლია
წამოვედი. აღარ ვუყურებდი, ვეღარ ვუყურებდი „
თვალები მებინდება, გულისცემას ვეღარ ვგრძნობ. მეწვის ყველაფერი და შეუჩერებლად ვტირი. ჩემ გამო, მის გამო, მამას გამო, დედას გამო...
„ბიჭები მეჩხუბებიან ზედმეტად „ცუდი“ გავხდი მათი აზრით და გადავაჭარბე ყველა დასაშვებ ზღვარს.
მათთან ჩხუბი ყველაზე მეტად არ მინდა ,მათ გარდა არავინ მყავს და საუკეთესო მეგობრებს ,ძმებს როგორ ვეჩხუბო ,მაგრამ რა ვქნა ჩემი სულის სიცარიელეს ამით ვივსებ ნუთუ ასეთუ ძნელია ამის გაგება.
სალიოს სიკვდილმა ჩემს ცხოვრებასაც დაასვა დაღი !
სიგიჟემდე მენატრება ყველაფერი ერთად დავკარგე ის ჩემთვის დედაც იყო, დაც, მეგობარიც უბრალოდ ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი . ყველაფერი ერთად მამძიმებს და ვეღარ ვუძლებ.
სკოლაშიც ამერია მდგომარეობა .მალე ვასრულებ და სანიმუშო მოსწავლე თუ არ ვიქნები არაფერი დაშავდება. მათეს და ცოტნიკოს რაც შეეხება ახალი ეტაპი დაიწყო მათ ცხოვრებაში, ნუ მეც ჩავერთვებოდი უფრო მეტად ,მაგრამ რა ვქნა ფიზიკურად არ ვგავარ ტყუპებს.
მათე შეყვარებულია , ჩვენ სკოლაში გადმოვიდა ერთი ძალიან მაგარი გოგო, სოფო. მათეს ისე ჩაუვარდა გულში ვფიქრობ რძალი გახდება ერთ დღეს ... მიხარია, ძლივს რაღაც ხდება ისეთი რაც მახარებს
ხანდახან ვფიქრობ ჩემ გვერდით ყოფნა სახელს უფუჭებთ, ისინიც ისეთი ჰგონია ხალხს როგორიც მე ვარ . არადა არაა ეგრე , ყველაზე მაგარი კაცები არიან და ნებისმიერს ავკუწავ მაგათ რო შეეხონ.
სოფო მაგარი გოგოა, თუმცა კი აწვალებენ ერთმანეთს. მათე და ცოტნე ეთამაშებიან ხოლმე, თავიდან ჩემსავით შეშინდა ორი ერთნაირი რო გაეჩითა მარა მალევე გაარჩია. გვიკვირდა ყველას. თავიდან ისე ეჭირა თავი თითქოს ვერ იგებდა რომელი რომელი იყო აი შემდეგ დავაკვირდით და მივუხვდით ეშმაკობას პატარა ქალბატონს.
მე და ცოტნეს როდის გვეწვევა ნეტა ჭეშმარიტი ქალ-ვაჟური სიყვარული...
არა რა აზრები მაწუხებს მე და სიყვარული? ჩემნაირ გადარეულ , უხეშ, პრობლემატურ „ველურს“ ვინ გაუძლებს.
ისე ვამობ ვითომ ეგ დამაინტერესებს თუ შემიყვარდა..
შემიყვარდება კი? ისე ძლიერ რომ ყველაფერი დავთმო მის გამო? მე უბრალოდ მოწონებაზე არ ვამბობ ...ეგრე ბევრი ვინმე მომწონს ..ნუ ვინც მომწონს კი არის ჩემს ხელში მაგრამ მაგათთან იმ მოწონების დაკმაყოფილების გარდა არაფერი მინდა... აი ყველაფერი რომ მომინდება , მისით რომ ვერ დავკმაყოფილდები, მისი ცქერით რომ ვერ ვიჯერებ გულს და მისი ყველაფერი რომ მეყვარება... არააა მე ასე არასდროს ვიქნები .
არადა მჯერა რომ სიყვარული არსებობს... ჭეშმარიტი სიყვარული ,თუმცა მეეჭვება მე მეწვევიოს ან თუ მეწვევა ბედნიერად დასრულდეს. ჩემი სიყვარული ალბათ წყევლა იქნება მისთვის და არ მინდა შემიყვარდეს, არავინ იმსახურებს ჩემ გამო ცხოვრების გართულებას.
გუშინ კესანე ვნახე... გიგისთან საქმე მქონდა და მათთან მივედი. როგორც ყოველთვის ვერ შემამჩნია, ეზოში იჯდა და რაღაცას ხატავდა. ძალიან მაინტერესებდა რას ხატავდა ,მაგრამ მისვლა ვერ გავბედე სამაგიეროდ სახლში რომ დავბრუნდი ხატვა მომინდა... სხვენზე მაქვს სახატავები აქამდე ვჯღაბნიდი ხოლმე, უბრალოდ ნატურმორტებს, ხატვაზე იმ პერიოდში დავდიოდი ერთ წელს ვაფშე ყველაფერი რო მინდოდა გამეკეთებინა...
ხატვა რომ დავიწყე არც კი ვიცოდი მას თუ დავხატავდი ... დამიჯერეთ რომ გამეაზრებინა არ დავხატავდი, ის იდენად ლამაზია, იმდენად კარგია მე არ შეიძლება შევეხო. ნახატს რომ დავხედე მეგონა ამითაც კი ვსვრიდი მის წმინდა სახეს, მისი თვალების , მისი მზერის დახატვას ვერავინ შეძლებს. ნაკვთებს როგორმე მიამსგავსებ, მაგრამ თვალებს ვერ . ნახატი ნაკუწებად ვაქციე . ახლა საშინლად მინდა დავხატო ,წერით თავს ვირთობ . რა ჯანდაბა მჭირს რას მიშვება ის ბავში სულ გადავედი ჭკუიდან. მგონი ნამდვილად მჭირდება ფსიქოლოგი , შეიძლება მივიდე კიდეც არ ვიცი “
მეტი აღარ შემეძლო კითხვა იქ შევწყვიტე და გათენებამდე რამდენიმე საათს დაძინებას ვეცადე. ოპერაციაზე შესვლამდე ძალა მჭირდებოდა . დროულად უნდა დავბრუნებულიყავი ნიკოლოზთან და მეთქვა რომ მასზე მეტად ამქვეყნად არავინ მიყვარს, რომ ჩემი სულის ნაწილია. ვინ იფიქრებდა თუ ეს იარა მეასეხარისხოვანი გახდებოდა, უბრალო დეტალი რომელსაც მალე შევცვლიდი.
კლინიკაში ისევ რამდენიმე საათიანი პროცედურები გავაირე.
დღეს ოპერაციას ვიკეთებ...
პალატაში ვწევარ, გოგონები ჩემთან არიან, მალე გადამიყვანენ საავადმყოფოში და ყველაფრის თქმას ასწრებენ რაც უდნათ. ბოლოს ოთხივე ერთად მიღიმის „ ყველაფერი კარგად იქნება,გვიყვარხარ კეს“ თვალებს ვხუჭავ იმედით ,რომ მალე დასრულდება ეს ეტაპი და სახლში დავბრუნდები...
საუბრის ხმა მესმის , სიტყვებს ვერ ვარჩევ. თავი მტკივა ძალიან, მთელი სხეული დაბუჟებული მაქვს .თითების მოძრაობას ვცდილობ, ნელ-ნელა თვალებსაც ვახელ თეთრხალათიანს ვხედავ , ჩემი ექიმია მეორე კი ექთანია რომელმაც შენიშნა რომ გავიღვიძე და ჩემკენ დაიძრა .მესალმება მე კი სიტყვების თქმა მიჭირს ,ნარკოზის მოქმედების გამოა. მხოლოდ ერთი მესმის „ გილოცავ..ყველაფერმა კარგად ჩაიარა „ ბედნიერი ვარ ...
რამდენიმე საათში უკვე კარგად ვარ, მართალია შეხვეული სახე უხერხულობას მიქმნის, მინდა მალე მოვიშორო და წავიდე... სასაცილოა არა? სახე სულ არ მადარდებს უბრალოდ მინდა წავიდე ,მალე ვნახო ჩემი ნიკოლოზი ...
მოხერხებულად ვჯდები ,თუმცა წოლა არ მინდოდა გარეთ შესანიშნავი ამინდია ამიტომ აივანზე გავალ სჯობს. იქ სიმყუდროვეა ,თან ჯერ არ გავსულვარ და იქედან ხედსაც დავათვალიერებ.
სკამზე კომფორტულად ვთავსდები და ვეშვები ნიკოლოზის სამყაროში რომელიც ზედმეტად არეული, დაძაბული და ტკივილით სავსეა....ერთადერთი ნათელი წერტილი ტყუპები არიან უკვე სოფიოსთან ერთად. რამდენიმე ფურცელი მათ დაუთმო და მეც ღიმილით ჩავიკითხე გვერდები.
„ნეტავ ტკივილი ოდესმე გაქრება ჩემი ცხოვრებიდან? მისი ზრდა შეჩერდება? ყოველ ჯერზე უფრო ძლიერ რატომ მტკენს ღმერთი ვფიქრობ და ვერ ვხვდები... განა ისეთი რა დავაშავე ყველა ჩემს საყვარელ ადამიანს რომ ტკენს.
ერთ თვეში იმდენი რამ მოხდა ცოტაც და გავგიჟდები...
ბებო გახდა ცუდად დამირეკეს და სასწრაფოდ წავედი მესტიაში, გზაში ლამის კლდიდან გადავიჩეხე , ის გიჟი რომ გამოვარდა ჩიხიდან მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი ბებოს რა ეშველებოდა ... როგორც იქნა ავედი .იმდენად ცუდად იყო მაშინვე მოვამზადე და თბილისში წამოვიყვანე. გზაში იმდენი იწუწუნა ლამის ვიჩხუბეთ. ექიმმა ოპერაციის ჩატარება ჩათვალა საჭიროდ , მართალია რთული არ არისო მაგრამ გულზე უკეთებდნენ და რა დამამშვიდებდა. იმ რამდენიმე საათში ლამის შევიშალე და ბიჭებიც გავაგიჟე. ბოლოს მათემ დამიჭირა და სკამზე დამსვა იმხელაზე მიყვირა ნუ ნერვიულობო გავიყინე მგონი...
ბებო მალე გამოვიდა ნარკოზიდან ,ოპერაციამ კარგად ჩაიარა ,თუმცა მკურნალობა მუდმივად უნდა გაეგრძელებინა .ისე მომეშალა ნერვები მედიცინაში რომ ვერ ვერკვეოდი გადავწყვიტე ვსიწავლო... მაგრამ არა ჩემგან ექიმი ვერ დადგება , ცოტნეც გვეყოფა .
კლინიკაში ვიყავი ორი დღე ,ბიჭებს მოჰქონდათ ყველაფერი რაც გვჭირდებოდა მე ბებოს ოთახიდან ფეხი არ მომიცვლია, ან იქ ვიყავი ან დერეფანში.
დერეფანში სკამზე ვიჯექი , ისე მეძინებოდა ცოტაც და ტვინი გამეთიშებოდა ორი დღის ნევრიულობისა და უძილობის შემდეგ. სახე ხელებში მქონდა ჩამალული,ნაბიჯების ხმა რომ გავიგე, მივხვდი ცოტნე იქნებოდა და გავიხედე. ორივე ისე მოაბიჯებდა მაშინვე მივხვდი რაღაც საშინელება ხდებოდა
-პირდაპირ მითხარით რა ხდება
-ნიკა არ ინერვიულო რა ძალიან არ დაშავებულა უბრალოდ...
-ამოღერღე მათე..ცოტნე შენ მითხარი
-მოკლედ ... გიგისთან სახლში შევარდნილად დაცვა გაუთიშიათ და მძინარეს დადგომიან. გიგი კარგადაა უბრალოდ ბავშვია ძალიან შეშინებული და ექიმები ჰყავდათ მიყვანილი - არაფერზე მიფიქრია ,ვიცოდი მხოლოდ მანძილი კესანემდე .იმის გააზრება რომ ჩემი პატარა გოგო ცუდად იყო , ის რომ შეაშინეს, შეეხნენ, უყვირეს რა ვიცი იქნებ ატკინეს კიდეც რამე...ყველაფერი თავში ტრიალებდა და კიდევ უფრო ჩქარა გავრბოდი ...
უკვე სახლთან ვიყავი რომ გავაცნობიერე კესოს უფრო შევაშინებდი. უკვე შუაღამე იყო, სახლის კარი ფრთხილად გავაღე და ჩუმად ავიარე კიბე .საძინებელთან რამდენიმე წამს გავჩერდი, სუნტქვაც კი შევიკავე , მოჩვენებად ვიქეცი
ეძინა .... მძინარე იმდენად მშვიდად გამოიყურებოდა შეუძლებელი იყო სული არ დაემშვიდებინა.
ღმერთო როგორი კარგია ,შეხებაც ვერ გავბედე . იატაკზე დავეშვი და ვუყურებდი . ჯერ მშვიდად იწვა ,შემდეგ ხელები ამოაძვრინა საბნიდან და გადატრიალდა. მუცელზე იწვა თავი ჩემკენ ჰქონდა მობრუნებული, წითელი თმა სახეს უფარავდა ...მშვიდად სუნთქავდა, ლამაზ სიზმარს ხედავდა ალბათ ისე იღიმოდა .
დიდხანს ვუყურებდი,მთელი ღამე დავიცავდი მის მშიდ ძილს გიგი რომ არ შემოსულიყო. თითქოს იცოდა იქ რომ ვიყავი და დრო ამომიწურა. თვალით მანიშნა გამოდიო და უკან დაიხია
-როგორ ხარ?
-გეკითხა... ჩემი ოთახია ჯერ !
-როგორაა..- ყურადღება არ მიმიქცევია . ვიცი რომ ჩემზე უკეთ ხვდება ყველაფერს...
-შეეშინდა ...პანიკა დაეწყო ის მირტყამდა რომ ჩამოვიდა კიბეზე. კივილის ხმა გავიგე და დაეცა კიდეც .
-ვინ გამოგზავნა...
-ვინ გამოგზავნიდა მალხაზის გარდა... თვითონ არ ჩნდება ეგ ნაბიჭვ.რი. ერთხელ იქნება ვიპოვნი, ვიპოვნი და დედ.. მოვ.ტყ.ავ არ ისვენებს უნდა ჩამძიროს . ახლა არ მითვალთვალებს მაგრამ შენზე რომ გაიგოს მერე რას აპირებ მითხარი? გინდა ორივეს ერთად გვებრძოლოს? თვითონ დამალული იყოს სოროში ჩვენ კიდე პირდაპირ სამიზნედ ვყავდეთ?
-კესოს რომ რამე დაუშაოს?
-ვერაფერს დაუშავებს...
-გუშინ რომ ესროლათ შენთვის მერე ვინ დაიცავდა... რამე რომ მოგსვლოდა მერე? იცავდა იმ დროს ვინმე შენ რომ გცემდნენ?
-იცავდა ...
-რატომ გამოეპარა ასე თუ იცავდა რატომ დაინახა ბავშვმა როგორ ცემდა ხუთი კაცი მამას...როგორ იყო მთელი სახლი სავსე ვირაც იარაღიანი ხალხით აღარ მოგბეზრდა? არ გეყო? რამდენ ხანს უნდა გქონდეს ქურდის რეპუტაცია ... ერთხელაც ციხეში ჩაგსვამენ აქამდე სალომე იყო ახლა ძიძა გაზრდის კესანეს სანამ შენ საკანში იქნები?
-მაგაზე მეც ვფქრობდი... უკვე ყველაფერს ვანებებ თავს . ვიწყებ ახალი ფურცლიდან მარტო ბიზნესს მივხედავ . სანამ კესო გაიზრდება გავხდები ცნობილი ბიზნესმენი და არა ცნობილი ქურდი...
რამდენიმე კვირაა კომპანიაშიც იცვლება ყველაფერი. გიგი ნამდვილად აპირებს თავისი პირობის შესრულებას, მაგრამ მე მაინც ვერ ვადუნებ ყურადრებას. კესოს ძილის დარაჯად ვიქეცი. რაღაც პერიოდს ღამით გართობიდ ნაცვლად მის ოთახში იატაკზე მჯდომი ვატარებ, ვუყურებ და დროც ჩერდება „
„ აი ისევ ახალი უბედურება დამატყდა. ყოველთვის როცა ერთს ვიცავ მეორეს რაღაც ემართება. კესოზე გადართულს ტყუპების ამბები გამომეპარა. ისინიც არაფერს ამბობდნენ, ცალკე ბებოს სჭირდებოდა მზრუნველობა და დამიმალეს მათეს კონფლიქტის ამბავი. სოფიოსთან დაკავშირებით რაღაც დაპირისპირებაში ჩაერთო ვიღაც ნაბიჭვართან . მე რომ მივედი უკვე ჩხუბი ჰქონდათ დაწყებული , სანამ იმ ნაბიჭვ.რებს ვაშორებდი მათეს დანა გაუყარა. დაეცა ერთი ტყუპი და მეორეც თან მიჰყვა. გაქვავდა , მე კი წარმოდგენა არ მაქვს რას ვაკეთებდი. მანქანაში რომ ჩავსვი და წავიყვანე ვიცი. მისი ჭრილობის დასამუშავებლად გოგონაც ვიპოვნე ,ძლივს დავითანხმე სახლში ოპერაციის გაკეთებაზე და მაინც მძიმედ იყო.
სავარძელში ვიჯექი და ვუყურებდი როგორ ბოდავდა სოფოს სახელს... არც დრო გამირკვევია, არაფერი უბრალოდ ავდექი და სოფოსთან წავედი. სახლთან რომ მივედი შემდეგ გავიაზრე რომ საღამო იყო. ეზოში შეპარვა და შემდეგ მის ოთახში შესვლა არ გამჭირვებია. საძინებელში არ იყო ,სავარძელში ვიჯექი და რამდენიმე წუთი ველოდი. სიბნელეში კარის გაღება და მისი გამოჩენა ... პიჟამათი იყო თმას იმშრალებდა რომ დამინახა კივილი დაიწყო. პირზე ავაფარე ხელი და კედელს მივაკარი რომ დამინახა გაფართოებული თვალებიც დაუმშვიდდა და ფართხალიც შეწყვიტა
-მადლობა ღმერთს.. დამშვიდდი?
-აქ რა გინდა... გაგიჟდი? მათეს მაგივრად შენდ აიწყე ახლა შემოპარვა? იმას არ ეყო ? რა სითავხედეა
-მათე შეიძლება საერთოდ ვეღარ ნახო აქ შემოპარვა ხომ საერთოდ გამორიცხულია...
-რა ..ბედნიერებაა მიბრძანდება სადმე?- შეკრთა,მაგრამ მაინც არ გატყდა - მიხვდა რომ საგიჟეში დაწოლა სჭირდება და ალბათ იქ მიდის ხო?
-ზემოთ მიდის ...
-სად ზემოთ... - ზურგით იდგა უნდოდა დაემალა ღელვა მაგრამ ისე შემობრუნდა, ფერი დაკარგა- რა სჭირს მათეს? მართლა ცუდადაა?
-ორი დღეა უგონოდაა, შენს სახელს ბოდავს და ვერ ვაფხიზლებთ. მე არაფერს გაიძულებ, უბრალოდ იცოდე, რომ თუ შენთვის რამეს წარმოადგენს ჩემთანაა და ნახე , ვინ იცის იქნებ უკანასკნელად - ეს რომ ვუთხარი ორ წამს მიყურებდა მერე თვალები აატრიალა და ჩაიკეცა. ხომ ვიცოდი უყვარდა, გიჟდებოდა მათეზე,მაგრამ ასეც არ წარმომედგინა. როგორც იქნა გონს რომ მოვიყვანე მაშინვე მათესთან წაყვანა მთხოვა, ჭკუაზე არ იყო. სახლში შევარდა და ჩემი ბიჭის დანახვისას მოთქმა დაიწყო, ტიროდა, ეჩხუბებოდა, ცოტაც და დაარტყამდა სიყვარულშიც გამოუტყდა, ბოლოს ვედრებაც დაიწყო და სასწაული გინახავთ? ამ ჩვენმა რომეომ როგორც იქნა თვალის გახელა ინება ...
სოფიო უკვე ჩვენიანია და მე მშვიდად ვარ. ვიცი ისინი მუდამ ერთად იქნებიან და მე მათთვის ყველაფერს გავაკეთებ .
ბოლო რამდენიმე დღეა მშვიდად ვარ . მათე უკვე კარგადაა სახლში დაბრუნდნენ მსობლებმა ვერაფერი გაიგეს და შესაბამისად ყველაფერი მოგვარდა. სამაგიეროდ ერთი პრობლემა დარჩა მე ნიკოლოზ ავალიანი იმ ნაბიჭვრ... ასე ვერ გადავატარებ მათეს ამბავს. რაც გამოკეთდდა მათე მას ვერე ვეძებ იმ ნაბოზ.რს , მაგრამ ვერ ვიპოვნე ,სად წავიდოდა სადმე სოროში იმალება ალბათ ,ბოლოს მაინც ამოყოფს თავს და დედას მოვ..ტყნ.ვ“
„მშვიდად ვარ.. იმდენად კმაყოფილი რომ მგონი დიდხანს ვიქნები ასე კარგად ის ვიპოვნე და ვაზღვევინე კიდეც ჩადენილი დანაშაულისთვის.
ყველამ გამკიცხა მისი წამების გამო ,მაგრამ მე არ ვნანობ . იმ ტკივილს რაც მათეს ამბავმა მომაყენა მხოლოდ ასე თუ ამოვიღებდი. ისე მსიამოვნებდა მისი წამება , მისი დამპალი სისხლის დენა ,რომ არასდროს ვინანებ...იმსახურებდა , ნამდვილად იმსახურებდა იმას რაც გავუკეთე
მისი მოკვლა არც მიფიქრია... სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს. სხვა საშუალებებიც არსებობს პასუხისგების და საკმაოდ კარგადაც ვიყენებ მათ.
გიგიმ როგორ გაიგო არ ვიცი ,მაგრამ ძალიან იყო გაბრაზებული . იმდენად რომ კესანესთან შესვლის უფლება არ მომცა . მორიგ საღამოს როცა კესოს ნახვა გადავწყვიტე კართან დამხვდა რაც იმის ნიშანი იყო რომ მიკრძალავდა მასთან შესვლას.
არაფერი მითქვამს წამოვედი ...
რამდენიმე დღეა არ მინახავს ,ცუდად ვარ მისი ნახვა მინდა... „
„დიდი ხანია არაფერი დამიწერია , არც კი ვიცი რამდენი თვე გავიდა იქნებ წელიც ....
მათემ სოფო მოიტაცა ... მათემ რა სინამდვილეში რომ დავიწვით მე და ცოტნე მაგათი საცოდაობით და აშკარა იყო ქალბატონი სოფიო კიდევ დიდხანს არ დათანხმდებოდა ცოლობაზე მათეს ,დავსახეთ გეგმა და ავასრულეთ კიდეც.
მათე ჩემთან გავუშვით სოფელში ,მოვატყუე ბებოა ცუდად მე ვერ მივდივარ და გევედრები წადითქო,რა თქმა უნდა მაშინვე გავარდა სვანეთისკენ. მე და ცოტნე კი სოფოს ველოდით როდის გამოვიდოდა კოპრუსიდან . როგორც იქნა გამობრძანდა, მეგობრებთან იყო ამიტომ არ მივსულვართ ,ფეხით მიდიოდა სახლამდე ამიტომ გავყევი და როცა ჩიხში შეუხვია მაშინ გავაჩერე მანქანა. გაუკვირდა ჩვენი დანახვა, რომ ვუთხარი გაგიყვანთქო უარი არ უთქვამს ,რას იფიქრებდა მოტაცებას თუ ვუპირებდით.
მშვიდი გოგო მეგონა ,მაგრამ ისე გვეჩხუბა სანამ სვანეთში ავედით ლამის გადავიფიქრე და გზაში დავტოვე. ცოტნე კი იძახდა გააჩერე მანქანა ასეთი რძალი რათ მინდა მომიკლავს ერთადერთ ძმასო,მაგრამ არ დავემორჩილე და როგორც იქნა მივაღწიეთ უშგულს. საშინელი ამინდი იყო, ეზოში რომ შევედი მათე გამოვიდა გაბრაზებული, მაგრამ სიტყვის თქმა არ დასცალდა ისე გაფრინდა სოფიო და სილა გააწნა. გაოცებული ბიჭი ხან ჩვენ გვიყურებდა, ხან სოფიოს
-როგორ გაბედე.. არა რამ მოგაფიქრა თან თვითონ კი არა თავისი ორი გადარეული გამომიგზავნა... ხომ გითხარი არ მინდა ჯერ გათხოვებათქო , ახლა თუ არ სცემ ჩემს სურვილს პატივს მერე რას იზამ. შენ თუ გგონია დავრჩები ძალიან ცდები. ხვალვე წამიყვან უკან და როგორც გინდა მამაჩემს ისე აუხსენი ეს ამბავი და საერთოდ გშორდები !
-გაგიჟდი შენ? რა მშორდები რა ქორწილი, გავიგე რო არ გინდა და გელოდები მეტი რა ვქნა. ან აქ რა გინდა ან ვინ გამოგიგზავნე ... დამშიდდი საერთოდ, დაშორებაზე არც იფიქრო და ტყუილად ნუ ფართხალებ - ხელები მოხვია და ჰაერში ასწია. თავზე აწვიმდათ , ზრუნავდა ბიჭი რომ არ გაციებულიყო გოგო
-დეგენერატო... გამიშვი ხელი არ მინდა არ შემოვალ სახლში
-სველდები და გაცივდები ...
-ვაიმე რა საყვარლები ხაართ... ერთად ამოვიღე დაგროვილი ბრაზი ეს რომ მოგიყვანე. გილოცავთ, ასე ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს- ცოტნე მოეხვია ორივეს და მერე მათეც მოვიდა გონს. კისერში წვდა ცოტნეს და ისე მოიფრიალა გააგიჟა ბებო
-დედა ჩემი სიკვდილი რას შვები ბიჭო... ბებოო მოხვედით. ესაა სოფო ბებო? კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენ სახლში - ბებომ ჯერ მე მაკოცა ,მერე კუთხეში აწურულ სოფოს მოეხვია - რა კარგი გოგო ხარ..ნამდვილად ჩემი მათეს შესაფერი
-ნიკააა ... ნიკოლოზ ავალიანო აქეთ მობრძანდით თქვენ- მხარზე ხელი ისე მომიჭირა გატეხა მგონი ძვალი, ბებოს საწყლად გავუღიმე და გავყევი. ცოტნე საწოლზე ეგდო და კვნესოდა მთელი გრძნობით, სიცილი ამიტყდა .მათე სულ გაგიჟდა
-ვაიმეე დამბეგვა შესაწვავი ხორცივით... აააჰ რა ხარ ასეთი ველური. ვიფიქრე ქალი ენატრება, ამ გოგომ გააწამა მეტანჯება ძმა და მივუყვან ჩემი ხელით , გავახარებთქო და ასე მიხდი? - ლამის ცრემლების ზღვა გადმოუშვა ისეთი ხმა ჰქონდა.
-არა ეს მასხარაა..გადარეულია და არ ფიქრობს რას აკეთებს მარა შენ რა დაგემართა გამაგებინე... ახლა მართლა დამშორდება ტო , ამის ნერვები მქონდა გაგიჯდება სოფო.ვაიმეე მომკლავს
-როგორ ეშინია პროსტა ნახე... მე დამალილავა და იმის ეშინია - უცებ წამოვარდა ცოტნე და წინ დაუდგა- მოგკლავს არა კვატი , ჯერ ეს ერთი დამშვიდდი ,მეორც მაინც ხო უნდ ამოგეყვანა აქ გყავს ბარემ და მის გაშვებას აპირებ? სულ გაგიჯდი მგონი შენ . მარა დებილი ხარ და გაგექცევა ხო ვიცი , გოგოს ვერ დაკერავს, რატო უყვარხარ იმ ქაჯს არ ვციი მე . მე მაინც მიყვარდეს მაინც ვგავართ კაცო .. სად წავიდე ახლა სად გავამხილო გოგო მოვიტაცე და გაუშვა სიძემ უკანთქო
-ნიკა ნუ იცინი და ამოიღე ხმა
-რა გინდა მათე? გადი მოკიდე იმ გოგოს ხელი, დაამშვიდე დააწყნარე და ამ დამშვიდებაში ბოლო-ბოლო ... ნუ მიყურებ ასე ნათლული მინდა ვაა. დავიტანჯე შენი საცოდაობით ... დარჩება აი ნახავ, უყვარხარ ტო სად წავა
ჩვენ გავედით, მათე და სოფო დიდხანს საუბრობდნენ . ცოტნე ვერ დავაწყნარე ოთახს იმდენჯერ დაარტყა წრე მგონი იატაკი გაცვითა. ბოლოს შემოვიდნენ ერთად და ჩვენც ამოვისუნთქეთ.
კარგი დღეები იყო, ემოციური და მხიარული.
სოფოს მამის და ნათესავების ამოსვლას თუ არ ჩავთვლით. თუმცა მოვაგვარეთ ყველაფერი და ქორწილის დღეც დათქვეს.
ოო ქორწილი მართლა ძალიან მაგარი იყო . მეჯვარე რა თქმა უნდა მე გახლდით , თქვენი მოტაცეულია და თქვენ მიხედეთ ქორწილს მე ცოლს ვჭირდებიო და ასე შეგვატოვა ყველაფერი მე და ცოტნეს. კი დავიღალე ამდენი საქმით ,მაგრამ ნამდვილად კმაყოფილი დავრჩი შედეგით,რაც მთავარია დედოფალს მოეწონა.
კესანე იყო ქორწილში ...
იმდენი გოგო მეხვია გარს , ყელზე მეკიდებოდნენ .ხან ვისთან ვიცეკვე ხან ვისთან ,მაგრამ როგორც კი გამოჩნდებოდა ყველა ბილწი აზრი ქრებოდა, ყველა გოგო უჩინარდებოდა ვრჩებოდი გაბადრული და მგონი ვბრწყინავდი ისე ვიცინოდი მისი გამოჩენისას.
მოკლე მწვანე კაბა ეცვა ბალერინას კაბას გავდა ისე იყო გაშლილი. თმები შეკრული ჰქონდა, როგორ არ მომწონს მის წითელ კულულებს რომ მალავენ მინდოდა მივსულიყავი და ის უზარმაზარი ბანტი მომეშორებინა.
დადიოდა და ანათებდა ...
ისეთი ნაზია ,ნამდვილი ყვავილია .
ჩემი კესანე....
მისით ვარ ავად...
მგონია რომ ავადმყოფი ვარ.. როგორ შეიძლება ჩემი ასაკის ბიჭს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს პატარა ბავშვისადმი... ვერ ვხსნი ,სახელს ვერ ვარქმევ ამ ყველაფერს , მაგრამ მეშინია .ვიცი ამ გრძნობას კარგი არაფერი მოყვება .მისი მონატრება ყოველი ნახვის შემდეგ უფრო ძლიერდება და არ ვიცი სადამდე გასტანს...“
მიხაროდა.. მეც მასთან ერთად ვგრძნობდი ბედნიერებას. რომ წარმოვიდგინე სოფოს მოტაცება როგორ მოხდა სიცილი ვერ შევიკავე. ..
ყოველი სიტყვა ,რომელსაც ჩემზე წერდა მაბედნიერებდა.საოცარი შეგრძნება მეუფლება და მინდება ჩემ გვერდით იყოს რომ მივიდე და მაგრად მოვეხვიო ,ვაკოცო...მენატრება
კითხვას ვაგრძელებ ,ისევ დიდი დროა გასული ნაწერებს შორის
„ამდენი ხანი ასე მშვიდად არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ ცხოვრება ხომ მაშინ გტკენს ყველაზე მეტად როცა არ ელოდები .
ერთ დღეს სამივე ერთად ვიგებთ,რომ სოფო ფეხმძიმედაა...
ეს წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება აღმოჩნდა. ჩემი ნანატრი ნათლულის მოლოდინში ყველა პრობლემა დავივიწყე. მათთან რომ მივდიოდი სოფოს ყველა სურვილს ვასრულებდით. ჩვენი გოგოც ნებიერასავით იქცეოდა. ისეთი საყვარელი გახდა სულ ის დრო მახსენდებოდა სალომე ,რომ იყო ფეხმძიმედ . რამდენი წელი გავიდა და როგორ შეიცვალა ყველაფერი .
საოცარი დღეები იყო ,იმდენად ბედნიერი რომ რაიმე ცუდი რომ არ მომხდარიყო გამიკვირდებოდა კიდეც... სოფო სოფელში მიმყავდა, ძალიან უნდოდა ბებოსთან წასვლა და შევუსრულე თხოვნა.
წვიმა დაიწყო , საშინლად წვიმდა . მდინარე იყო ადიდებული რომელზე გადებული ხიდიც სწორედ მაშინ ჩავარდა როცა გადავდიოდით. გავითიშე.. არაფერი მახსოვდა წყალში ჩავვარდით სანამ მანქანა აივსებოდა სოფოს კივილის ხმა გავიგე, ირგვლივ მხოლოდ ტალახიანი წყალი იყო , ტოტები რომელებიც გამძვინვარებულ მდინარეს მოჰქონდა. ვერაფერს ვაკეთებდი, როგორღაც მანქანიდან გავაღწიეთ არ ვიცი როგორ , სოფო სხეულზე მყავდა აკრული, დიდი მუცლის გამო, პანიკაში ჩავარდნილი ქალი მოვარდნილმა ტალღამ წამართვა. ვერ დავიცავი ყველაზე მნიშვნელოვანი ვერ დავიცავი , ძმას ვუღალატე პატარაც გავიმეტე . თანდათან ვიძირებოდი კივილის ხმა მესმოდა, სადღაც შიგნიდან მოსულმა ძალამ ენერგია შემმატა და მისკენ გავცურე.
არ მახსოვს...სხვა არაფერი ვიცი მხოლოდ ის რომ სოფო კლინიკაში წაიყვანეს უგონო მდგომარეობაში მე კი ვერ შევძელი ბურუსმა მოიცვა ყველაფერი და გავითიშე.
გონს მოსულს უკვე აზროვნება შემეძლო, ყველაფერი ერთად მაწუხებდა ტკივილი, წუხილი, საკუთარი თავი მეზიზღება გამოჩენილი სისუსტის გამო . პალატაში ვიწექი , ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ მაინც წამოვდექი. საავადმყოფოს ხალათში გამოწყობილი დერეფანს მივუყვებოდი. ბოლოში შევნიშნე მათე და ცოტნე, ადგილზე მივიყინე,კედელს მივეყუდე და ჩავიკეცი. შემრცხვა, ვერ დავენახებოდი მათეს იმ ყველაფრის შემდეგ ვერ ვნახავდი როგორ მეთქვა შენი ცოლ-შვილი გავწირე ჩემ გამო იბრძვიან სიცოცხლისთქვის-თქო . კიბეზე ჩასვლა მინდოდა,მაგრამ ფეხმა მიმტყუნა და დავგორდი. ის სიბნელე იმ დროს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. საერთოდ არ მინდოდა გაღვიძება ... ტყუპებიდან ერთ-ერთი ვერ გადაარჩინეს, სოფო მძიმედ იყო მე კი თავი მეზიზღებოდა. ბიჭები არაფერს ამბობდნენ, მათეს არცერთხელ დავუდანაშაულებივარ. არ ვიცი როგორ შეეძლო , როგორ ზრუნავდა ისევ ჩემზე და როგორ არ მეჩხუბებოდა .
სოფოს ნახვა ვერ შევძელი . პალატაში არ შევსულვარ. კლინიკიდან ჯერ მე გამწერეს ორ დღეში სოფო. მანქნასთან ველოდი , არ ვიცოდი როგორ შემხვდებოდა იქნებ ვძულდი, იქნებ საერთოდ აეკრძალა მიკარება.,იმდენი კითხვა მქონდა... თავდახრილი ვიდექი და ვფიქრობდი ხელები რომ მომხვია , გაბერილი მუცელი ისევ მომეკრა ,ნეტავ იცოდეთ რა ვიგრძენი. რომ შემძლებოდა ვიტირებდი , გეფიცებდით ვიტირებდი და ამ საოცარ ქალს ფეხქვეშ გავეგებოდი. გაოცებული, ვიდექი და ვეხვეოდი ....
მას მერე ორი კვირა გავიდა. წოლითი რეჟიმი აქვს სოფოს , მათე გვერდიდან არ შორდება. ცოტაც და პატარა დაიბადება.
ვერ დავივიწყე, ისევ მტკივა, ვერ შევძელი იმ მომენტის დავიწყება. პატარა ბიჭუნა მესიზმრება ხოლმე რომელიც წყალში იძირება და შველას მთხოვს, მე კი არ მივდივარ გაშეშებული ვდგავარ მისვლა მინდა მაგრამ არ მივდივარ,მეშინია და ადგილიდან არ ვიძვრი. ქალის კივილის ხმა ჩამესმის , უფრო ძლიერდება როცა ბავშვი უჩინარდება შემდეგ მეღვიძება და მთელი ღამე არყის ბოთლთან ერთად გადის.
დილას საწოლზე გაწოლილი ვეგდე ოთახის აკრი რომ გაიღო და ცოტნე შემოვარდა
-ძილისგუდა გაიღვიძე...
-რა გინდა ცოტნე?
-ფუუ რას გავხარ , რა სუნი აგდის შე ჩემა დალიე? - არეული თმა ამიჩეჩა და სახედამანჭული მომშორდა- იმედია მეც ასე არ ვყარვარ რომ ვლოთობ შენთან ერთად აეგდე დაიბანე სალაპარაკო გვაქ დროზეე მიდი ახლა თორე მე წამოგაგდებ...
-აუ ამ დილაადრიან რას დამჩხავი ცოტნე შემეშვი
-სულ გაგიჟდი ამ ბოლო დროს შენ
-მადროვე მერე ვიყო გიჟი
-ვაიმეე გაყვირებ ახლა მე შენ ნოტებზე შეეთრიე ბიჭო დროზე სააბაზანოში გამოფხიზლდი თორე დაგიხვიე ხელზე
-აუ რა დამპალი არსება ხარ - ბალიში გავუქანი და ფეხზე წამოვვარდი
-ასე ჩემო ჭკვიანოოო რო მიჯერებ მიყვარხარ იციიი
-წადი შენი
-ჩემი შენ ხარ მარტო ცხოოო
-გადარეულო- სიცილი მაინც ვერ შევიკავე და სააბაზანოში შევედი. ცოტა რომ გამოვფხიზლდი და ცოტნეს კივილმაც ამიკლო გავედი
-გისმენ- რომ მოწესრიგდი დავჯექი და დაველოდე რას მეტყოდა
-როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას?- სრულიად სერიოზულად რომ დაიწყო მივხვდი ვერ დავუსხლტებოდი. ეს რამდენადაც აფრენს იმდენად სერიოზულია როცა საჭიროა - გგონია ვერ ვხვდები ასე რატომ ხარ? ბოლოს ასე სალომეს გარდაცვალების შემდეგ იყავი. როდის შეიგნებ რო შენი ბრალი არაა პატარას დაღუპვა. ასე უფრო რომ უჭირთ მათეს და სოფოს ვერ ხვდები ? შენი დაკარგვა ახარებთ გგონიაა?
-არ შემიძლია ... ცოტა და მერე...
-ვიცი მე შენი ცოტა. მოიკრიბავ ძალას ამოიფარებ უემოციოს ნიღაბს და გულში ჩაიხვევ ყველაფერს. გაგიჟდები ერთხელ, ამდენი ტკივილი გაგაგიჟებს ნიკა . რამე გააკეთე , რამეზე გადაიტანე ყურადღება ტო აღარ შემიძლია ასე შენი ყურება
-რამეს მოვიფიქრებ ,გპირდები
-არ მოიფიქრებ და შენი აჯობებს... აეგდე ახლა და წამო სოფოსთან. გელოდება
-რატო?
-რას ისურვებ სოფრონე-თქო რომ ვკითხე ნიკუშა მომიყვანეთო და არ წამოხვალ?
-კაი რა ნუ მეღადავები
-არ გეღადავები და გამოაწიე მართლა
სოფოსთან წავედი . სახლში შესვლისას ისევ ისე დავმძიმდი. სოფოს რომ ჩავეხუტე და მივხვდი ნამტირალები იყო და მათეც არ გამოიყურებოდა კარგად უფრო ცუდად გავხდი. საწოლის გვერდით სავარძელში ჩავჯექი და წყვილს შევხედე .არაფერი მითქვამს, ისინიც მიყურებდნენ, ცოტნეც კი ჩუმად იყო, ფანჯარასთან იდგა და ხედს უყურებდა
-ყველას გვტკივა ჩემი პატარას გამო... ისიც ჩვენი ნაწილი იყო უკვე გაზრდილი და ცოტაღა მჭირდებოდა ... ყველა იყოს შეიძლება დამნაშავე შენს გარდა ნიკუშა. შენ რომ არ ყოფილიყავი დავიხრჩობოდი , იქედან ვერ გამოვიდოდი . არ ვიცი გახსოვს თუ არა ,მე კი კარგად მახსოვს როგორ ვყვიროდი მანქანაში როცა ჩავვარდით, იქედანაც კი ვერ გავდიოდი, როცა მანქანა იძირებოდა , წამში გამომიყვანე სულ გაყინული იყავი, შეშინებული მაგრამ მაინც არ მიშვებდი. ამხელა მუცლით გეკვროდი ძლივს მიჭერდი და მაინც არ გამიშვებდი . როცა ხე დაგეჯახა და ხელი გაგეშვა მაინც არ გაჩერდი, მთლიანად გაყინული ვიყავი და იქედან ვერ გამოვიდოდი. ფეხი წესით ვერ უნდა აგემოძრავებინა შენ კი ისევ მოხვედი ჩემამდე და ამომიყვანე ...შენ რომ არ ყოფილიყავი მეც და ჩემი ორივე შვილიც დავიღუპებოდით... ნიკუშა თუ ვინმეა დამნაშავე მხოლოდ მე ვარ , მე ავიჩემე სოფელში წასვლა ვიცოდი იწვიმებდა მაგრამ მაინც არ გავჩერდი და სასტიკად დავისაჯე. ახლა კი შენც გვტოვებ და ეს უფრო ცუდად მხდის , როცა ვხედავ მათე როგორ გელოდება .ხომ იცი რომ ამათ შენ გარეშე არ შეუძლიათ ისევე როგორც შენ ამათ გარეშე
მათგან ვეღარ წავედი, როგორღაც მოვერიე ტკივილს და დავიწყეთ ლოდინი. მე და ცოტნეც მათთან გადავცხოვრდით ფაქტობრივად . მშობიარობა ღამით დაეწყო, ცოტნეს ტანსაცმელი მიჰქონდა, მათეს სოფიო მიჰყავდა მე კი საჭესთან ვიჯექი და ვცდილობდი რაც შეიძლება მალე მივსულიყავით კლინიკაში .
დერეფანში მოსიარულე მათეს ვუყურებდი და ღერი ღერზე ვეწეოდი . ცოტნე ხო საერთოდ ვერ ჩერდებოდა . კივილის ხმა გვესმოდა , ისევ ისეთი რთული იყო იქ ლოდინი. თუ ოდესმე მომცემს ღმერთი შვილს ასე ნამდვილად ვერ დავრჩები , იქ ვიქნები ჩემს ქალთან .
მგონი მათეს გული გაუჩერდა ისე გაიყინა სოფოს კივილის ხმა რომ შეწყდა. არაფერი ისმოდა , დერაფანში თითქოს სულიერი აღარ იყო . მათე ისე მოიკეცა კედელს რომ არ მიყრდნობოდა იატაკზე ჩაიკეცებოდა შემდეგ ნანატრი ტირილის ხმა გავიგეთ , რომელმაც ყველას სიხარული მოგვანიჭა .
ექიმის სიტყვები“ გილოცავთ თქვენ ჯანმრთელი ვაჟი შეგეძინათ“ მათეს ვეხვეოდით მე და ცოტნე და ვულოცავდით.
სოფოს მშობლები, მათეს და ცოტნეს მშობლები. იმდენი ხალხი შეიკრიბა რამდნეიმე საათში რომ სუნთქვაც აღარ შეიძლებოდა. ის ღამე საავადმყოფოში გავათენეთ. მათე მალევე შეუშვეს ,რომ გამოვიდა ჭკუაზე აღარ იყო .
მეორე დღეს მე და ცოტნეც შეგვიშვეს უზარმაზარი ვარდების თაიგული მეჭირა ხელში რომ შევაბიჯე ღიმილი ვერ შევიკავე . ბევრი სილამაზე შეიძლება ნახო ცხოვრებაში, მაგრამ დედისა და ჩვილის პირველი კონტაქტის მსგავსი არაფერია. ჯერ კიდევ გაბრუებული ვუყურებდი პატარა ბიჭუნას სოფიომ რომ თქვა „ ნიკო ნახე შენი ნათლია ნიკოლოზი მოვიდა„
ჩემ უსაყვარლეს ნათლულს ჩემი სახელი დაარქვეს , წარმოუდგენლად ვამაყობდი.
შემდეგ მე და ცოტნე ძიძის ფუნქციას ვიღებდით. უკვე დიდები ვზრდიდით პატარა ბავშვს და ყველას გვახსენდებოდა ჩემი მთის ყვავილი.
ნიკო უმაგრესი კაცი იქნება და მე მისით მუდამ ვიამაყებ „
რამდენიმე წელი არაფერი ჰქონდა დაწერილი შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი დაიწყო ,ჩემთვის ყველაზე ემოციური და მტკივნეული. ყველაზე სასიხარულოც და ღირებულიც...
„ჩემი ცხოვრება და მისი შემადგენელი ნაწილები . წლებია ამ ფურცლებზე ვწერ ამბებს,რომელთა დავიწყებაც არ მინდა და თან მათი გაქრობა მინდა. ვწერ და ასე ვტოვებ წარსულში, ასე ვთავისუფლდები მათგან . ახლა კი მინდა დავწერო კიდევ ერთ მძიმე ამბავზე რომელსაც მუდამ გავურბოდი და რომელის გამოც დაიწყო ყველაფერი.
მამაჩემი და მაია, ქალი რომელმაც გამაჩინა და მიმატოვა. მათ ურთიერთობაზე მხოლოდ ის ვიცი,რომ მამას სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ მას არ უნდოდა მთაში ცხოვრება უბრალო კაცის გვერდით. უნდოდა მამაც თავისი მეგობრების მსგავსად მდიდარი და გავლენიანი ყოფილიყო, ვერ ხვდებოდა რომ ის ჩვენი სიმშვიდისთვის დაბრუნდა მთაში. მე კი ვიცი, ყველაფერი იმიტომ მიატოვა . მთაში სიმშვიდეა, იქ არაა იმდენი ბოროტება იქ მცხოვრებს შეგიძლია გახდე იქაურობის ნაწილი , მაგრამ ეს ყველას არ უნდა. მაიამ დაგვტოვა და მალხაზთან წავიდა. საბედისწერო ქალი , სამი მეგობრიდან ორს უყვარდა. ჯერ სიყვარული არჩია და მამას გაჰყვა ცოლად, შემდეგ ფუფუნება მოუნდა და წავიდა მასთან ვისაც ჰგავდა. მის მსგავსად ცარიელი, ბინძური და ბოროტი . არ ვიცი კიდევ რა შეიძლება ვთქვა, არ მინდა მათზე ბევრი ფიქრი. ეს ქალი ჩემთვის არაფერს ნიშნავს მისი ქმარი კი მამაჩემის მკვლელია. მას ჩემთვის არაფერი მოუცია, სიცოცხლე მაჩუქა და თან მოაყოლა უბედურებაც. ალბათ ასეა,როდესაც დედას შვილი არ უყვარს მას თან უბედურებას უტოვებს მეგზურად . ასეთი ბავშვი განწირულია ,მე არც ვყოფილვარ არასდროს ბავშვი . მე და უბედურება ერთად ვცხოვრობთ, ერთ სხეულში .
ჩემი ასაკის ბიჭები ჯერ კიდევ სწავლაზე ფიქრობენ, გართობაზე, ქალებზე და ათას სისულელეზე მე კი ყველაფერთან ერთად ვეძებ მტკიცებულებებს მალხაზის გასანადგურებლად. გიგი ჩემ გვერდითაა , ცდილობს დახმარებას და მისი დამსახურებით გავლენებიც მაქვს, ბევრი ინფორმაციაც . ისიც გავიგე როგორ უნდა მომეპოვებინა მტკიცებულებები,სად იმალებოდა და სახლში შესვლაც არ გამჭირვებია. ყველაფერი ისეთი მარტივი ჩანდა, მეცინება როგორი სულელი ვიყავი . საკუთარი ნებით გაავები მახეში. მალხაზის ერთ-ერთი დამქაშის სახლში შევიპარე, რა თქმა უნდა ეს არ გამჭირვებია ქურდის გაზრდილს და ქურდის შვილს სისხლშიც კი მაქვს ეს ყველაფერი, მაგრამ ბოროტების განსაზღვრა გამიჭირდა. გამოსვლამდე დამადგა ,რომ დავინახე მაშინვე მივხვდი მახეში ვიყავი. იარაღს მიმიზნებდა და იცინოდა
-გიგის თავისი ლეკვი გამოუგზავნია ... როგორც იქნა ჩაგავლეთ . მალე მასაც მივწვდებით და მის ლამაზ გოგონასაც, რომელსაც ხშირად სტუმრობ ღამ -ღამობით
გამაბა . კესანეზე საუბარი რომ დაიწყო გონება დამებინდა. მისკენ წავედი, მხარში მესროლა და მაინც ვცდილობდი იარაღის წართმევას. ვჩხუბობდით, ვურტყამდი და მერე ისევ აღმოჩნდა იარაღი ჩვენს შორის . არ ვიცი სასხლეტს რომელმა ჩვენგანმა გამოჰკრა თითი , გასროლის ხმა გავიგე წავიქეცი და ისიც ზემოდან დამეცა. მისი გაშეშებული თვალები მეხსიერებიდან არ ამომდის. სისხლი მთელს ტანზე მედებოდა, პოლიციის მანქანების ხმა მესმოდა და ხუთ წუთში უკვე შეიარაღებულებს ვხედავდი .
გონს კლინიკაში მოვედი, ხელი შეხვეული მქონდა და თან საწოლზე ვიყავი ბორკილებით მიბმული. იქედან პირდაპირ ციხეში აღმოვჩნდი . უცნაურია არა? არასდროს არაფერი მომიპარავს, არც ვინმეს მოკვლაზე მიფიქრია ,მაგრამ სისხლში მაინც გავისვარე ხელები. დამპალი ღორის სისხლით ,რომლის სიკვდილიც ბევრს იხსნის, მაგრამ ჩემ სულს აღარაფერი გადაარჩენს. მკვლელი ვარ და ახლა ყოფილი პატიმრის იარლიყით ვწერ ამ სიტყვებს.
უნდა დავწერო ყველაფერი,რომ გონებიდან ამოვირეცხო და შევძლო ცხოვრების გაგრძელება. ბებო მელოდა , ახლა სვანეთში ვარ ახალ სახლში და ვცდილობ მის გამო ყველაფერი შევძლო. ციხეში ყოფნის დროს გეგმების დასაწყობად დიდი დრო მქონდა . ტყუპებიც ჩემთან არიან, სოფიო და ნიკოლოზიც. უკვე დიდი ბიჭია , მისი ცხოვრების ნაწილი გამოვტოვე , მაგრამ წინ ბევრი ეტაპია. მათ გამო , ადამიანების რომელთაც ვუყვარვარ უნდა შევძლო ყველაფრის თავიდან დაწყება“
ციხის ამბები საკმაოდ ბევრ გვერდს მოიცავდა . კლინიკაში ყოფნის რამდენიმე დღე სულ კითხვაში გავატარე. გოგონები როცა არ იყვნენ და მარტო ვრჩებოდი ნიკოლოზის ცხოვრებაში ვინაცვლებდი . მტკიოდა ყოველი დღე ,რომელიც ციხეში გამოკეტილმა გაატარა და მისით ვამაყობდი. ის არასდროს ემსგავსებოდა სხვებს, ის ყოველთვის სამართლიანობას იცავდა . უწევდა ბრძოლა, უძლებდა და თავიც დააღწია.
მამაჩემი მისი ცხოვრების წარმართვაში მთავარი ფიგურა იყო , ის რომ არ ყოფილიყო შესაძლოა ამდენი რამ არ დატყდომოდა თავს და უბრალოდ თავისთვის ეცხოვრა და ცოდნოდა რომ მამამისი მგელმა დაგლიჯა , არ აივსებოდა შურისძიების სურვილით და ცხოვრებას არ გაირთულებდა. ის მე არ მეუბნებოდა ყველაფერს, მხოლოდ იმიტომ ,რომ გიგის იცავდა. ჩვენს ურთიერთობას უფრთხილდებოდა
„ ციხეში ყოფნის დროს ყველაზე დიდი ტრამვა ახალმა ამბავმა მომაყენა. გიგის ღალატმა , მან მამა ჩაუშვა. იცოდა მალხაზი,რომ მიდიოდა და არაფერი გააკეთა. გაწირა მეგობარი , ახლა კი თავად იბრძოდა საერთო მტრის წინააღმდეგ. საშინელებაა შვილები მშობლების ცოდვებზე რომ აგებენ პასუხს. გიგის გამო სალომე იტანჯებოდა, მათი გამუდმებული ბრძოლის გამო კესანეც საფრთხეში იყო. მე კი ერთი ცხოვრება ნანგრევებად მექცა ისე როგორც უშგულის სახლი.
ჩემი შურისძიების ობიექტი გიგი ვერ გახდება. კესანეს გამო ვერაფერს დავუშავებ, არც მისი ამაგი მავიწყდება. მართალია მამა რომ ყოფილიყო ცოცხალი მას არაფრის გაკეთება მოუხდებოდა და ვალშიც არ იქნებოდა ჩემთან, მაგრამ მაინც გიგის საკუთარი ცოდვებიც საკმარისად ახრჩობს .
კესანესგან შორს ყოფნას გონება მიბრძანებს, მაგრამ მთელი არსება მთხოვს. დიდხანს ვიღებდი მის ფოტოებს, მერე უბრალოდ ბიჭებს მივანდე მისი დაცვა. მეშინოდა, მალხაზის განადგურებამდე მას რომ რამე შემთხვეოდა თავს ვერ ვაპატიებდი. დიდხანს ვცდილობდი, მაგრამ ბოლოს მაინც მივედი. ისევ გავიარე მანძილი მის საძინებლამდე და ნაცნობ ოთახში სრულიად სხვა გარემო დამხვდა, აღარც კედლები, ნივთები, საწოლი და არც გოგონა იყო ის ვინც ბოლოს დავტოვე.
წლები გავიდა ჩემი პატარა მთის ყვავილი უკვე მიმზიდველი გოგონაა . ოთახიდან გასვლაც კი დავაპირე მისი ნახევრად შიშველი სხეულის დანახვისას. მეგონა ვიღაც სხვა იყო , შემდეგ გადმობრუნდა , მისი შეცვლილი ნაკვთები დავინახე და ამოვიცანი . სულ სხვანაირი დამხვდა მე კი ვერ ვიჯერებდი,რომ ამდენი დრო გავიდა. არადა თითქოს მე ისევ ისეთი ვიყავი . დიდხანს ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა. გამთენიისას ოთახიდან გავედი და დერეფანში მდგომ გიგის გადავეყარე. უკვე აღარ მქონდა ის ემოცია რაც ძველად მისი დანახვისას . აღარც ჩახუტებას ველოდი, აღარც თმების არევას, ინსტიქტურად გადავისვი გადაპარსულ თავზე ხელი და გამეღიმა. სიმართლე რამდენად ძლიერი იარაღია, წიკლაური ჩემ წინ დაპატარავებული იდგა და განაჩენს ელოდა
-აქ აღარ გელოდი
-შენთან არც მოვსულვარ
-უკვე დიდია, ბავშვი აღარაა . ისე ვეღარ ივლი როგორც ადრე
-მისი დამსახურებაა რომ არ განადგურებ და ძალიან გთხოვ ტყუილად მუქარას ნუ გაბედავ. ისე მოვიქცევი როგორც მომინდება . იმედი მაქვს იცი ჩემგან რას შეიძლება ელოდე და რას არა
სულ ეს იყო ჩვენი დიალოგი. მე საუკეთესო მეგობარი დავკარგე, გიგი ერთ დროს ყველაფერი იყო . მის ადგილას სიცარიელე დარჩა და ეს სიცარიელე დიდ იარას ტოვებდა...
კესანესგან შორს ყოფნას ვერანაირად ვახერხებდი. რაც არ უნდა მეცადა ბოლოს მაინც მის სიახლოვეს მივდიოდი. ვხედავდი მეგობრებთან როგორ ერთობოდა, სხვანაირი იყო და მაინც ისევ ისეთი სუფთა, წმინდა და ბრჭყვიალა. მისი მზერა არაფერს ჰგავდა სამყაროში...
დიდი ხნის შემდეგ გავიაზრე ,რომ ვეჭვიანობდი. ყველა ბიჭზე ვინც მის ახლოს იყო, ვინც ეხვეოდა, ვინც კოცნიდა, ვისაც უღიმოდა. ღმერთო თავს ძლივს ვიკავებ რომ ყველანი არ ვცემო. ზღვარი აქვს, რაღაც უხილავი საზღვარი რომელსაც არავისთან ლახავს. და მაინც ის მათთან ახლოსაა, მე კი ბოლოს რომ გამიღიმა და მომეხვია სულ ერთიციდა იყო. ნეტავ ისევ ისეთი სურნელი აქვს მის თმებს? ოთახში შევდივარ , მაგრამ მიახლოებას ვერ ვბედავ ,რომ გავაღვიძო რა უნდა ვუთხრა.
ყველაფერი იმდენად რთულია და მაინც მიუღწეველი ჩემთვის მხოლოდ კესანეა. ჩვენს შორის უზარმაზარი ბარიერია რომლის გადალახვას ვერასდროს გადავწყვეტ. ის დაცული უნდა იყოს, მას ბედნიერების უფლება აქვს და მე ყველაფერს გავაკეთებ მისმა თვალებმა ციმციმი რომ არ შეწყვიტონ „
არარეალური იყო ყველაფერი რასაც ვკითხულობდი. შეუძლებელია ასე ვყვარებოდი , ფაქტობრივად არც კი მიცნობდა , სრულიად სხვა ცხოვრება ჰქონდა, სხვა მიზნები, მე ბავშვი ვიყავი მაშინ როცა ის უამრავ პრობლემას ეჭიდებოდა . მე ზღაპარში ვცხოვრობდი,მამაჩემის მიერ შექმნილ ზღაპარში ის კი ჯოჯოხეთს უმკლავდებოდა...
„შურისძიებაზე წლების განმავლობაში ვფიქრობდი. მალხაზის წამების ხერხებზე და იმაზე თუ როგორ დავასრულებდი მის დამპალ ცხოვრებას. მე უკვე მკვლელი ვარ და ამ დროს მნიშვნელობა თითქოს აღარ აქვს ერთით მეტ ნაბიჭვარს მოვუღებდი ბოლოს. ყველა მტკიცებულება ხელთ მქონდა, ამჯერად მისთვის ყველაფრის წართმევა შემეძლო . გეგმის ყველა დეტალი განვსაზღვრე, როგორ დავიჭერდი და რას გავაკეთებდი. ბოლო წუთები იყო იმ ნაბიჯამდე ,რომელიც დასასრულთან მიმიყვანდა ისევ კესანე ,რომ გამოჩნდა. ავარიაში მოყვა, საავადმყოფოში ჰყავდათ და მისი ნახვის გარდა არაფერი მადარდებდა. ყველაფერი დავტოვე , მასთან წავედი. პალატაში ვნახე, ექიმის ხალათი მეცვა და ახლოს ვიყავი. ვიცოდი გამაყუჩებელი იმოქმედებდა არ გაიღვიძებდა და წლების შემდეგ პირველად ვაკოცე. მისი ლამაზი თითები სათითაოდ დავუკოცნე , მისი სურნელი კიდევ ერთხელ ვიგრძენი და მივხვდი არ შემეძლო. ოდესმე გადავკვეთდდი ჩვენს შორის ზღვარს და მისთვის ვიბრძოლებდი, მაგრამ თუ მალხაზს მოვკლავდი ყველა გზას მოვჭრიდი. უარი ვთქვი შურისძიების ჩემ გეგმაზე და ვინ იცის იქნებ ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი სიცოცხლე რომ შევუნარჩუნე იმ ნაბიჭვარს.
ციხეში დიდი ხნით გავგზავნე. სასამართლოზე მივდიოდი, იქ ვიჯექი და ვუყურებდი როგორ გამოუტანეს განაჩენი. ის ქალიც იქ იყო, როგორც კარგი ცოლი მოთქვამდა და მოსამართლეს შეწყალებას სთხოვდა. ასეთ სიამოვნებას ალბათ მაშინაც ვერ ვიგრძნობდი რომ მომეკლა, არ ვიცი .
“ნიკოლოზ ავალიანისგან პირდაპირი საგზური საკნისაკენ, 20 წლიანი დასვენება და სრული აბონიმენტი…ისიამოვნე ჩემ მიერ შექმნილი ჯოჯოხეთით“ -ჩემი წერილიც მიიღო ... მისი მზერა და ჩემი გამარჯვებული ღიმილი არასდროს დამავიწყდება. პირისპირ ვიდექით , ჩვენს შორის მანძილი დიდი იყო , თვალებში ვუყურებდი და გამარჯვებას ვზეიმობდი. „
ნიკოლოზს დიდხანს აღარ ჰქონდა ჩანაწერები გაკეთებული . ეს ის პერიოდია როდესაც ბიზნესმენი გახდა, მთლიანად გააქრო საკუთარ წარსულზე ინფორმაცია და დაიწყო ახალი ცხოვრება. ამ დროს ალბათ ყველაფერი კონტროლირებადი იყო , დამშვიდდა კიდეც მალხაზის დაჭერის გამო. ამ კაცის სახელს რომ ახსენებს მაშინვე მისი სახე მეჩვენება და გულისრევის შეგრძნება მიჩდება. კითხვას ვაგრძელებ უკვე ბოლო დღეა კლინიკაში, ხვალ სახვევს მომხსნიან და დაბრუნებას შევძლებ.
„დრო გადის, წლები მემატება . ყველაფერს ვაკონტრლებ, ემოციებსაც კი . ადრენალინს ვიღებ ცხოვრებისგან , მაგრამ ოცნებას ვერ ვაჩერებ.
როცა ოჯახზე და ბავშვებზე ვფიქრობ მაშინვე კესანე მახსენდება... მინდა არ ვიოცნებო ასე უფრო მიჭირს თავის შეკავება, მაგრამ მაინც ყველა ჩემს წარმოსახვაში და ლამაზ სიზმარში ვხედავ ჩემს მინდვრის ყვავილს იქ სადაც უამრავი კესანეა ,დგას დიდი მუცლით,ლამაზ კაბაში, თმები გაშლილი აქვს, მისი წითელი კულულები მზის ფერია. მიყურებს და მიღიმის, თავზე ჩემი დაწნული ყვავილების გვირგვინი უკეთია ,უბრალოდ ვეხვევი და ოცნებაც სრულდება.
შესაძლებელია ქალი ყველანაირად გაგიჟებდეს და უხამსი აზრები მაინც არ გაწუხებდეს? მეგონა შეუძლებელი იყო ...მე ბევრი რამ მეგონა ახალგაზრდობისას, ახლა დავრწმუნდი ყველაფერი რაც ქალებს ეხებათ ამოუცნობია, მოულოდნელობებით სავსე და დაუმარცხებელი.“
ვბრაზობ! ყველაზე და ყველაფერზე ვბრაზობ. დაკარგულ დროზე , ნიკუშას ტკივილზე. მამას სიტყვებზე და იმაზე რომ ნიკა ჩემთან არ მოდის. ვიცი ერთხელ მაინც რომ მენახა , რომ გამეცნო არ გავუშვებდი, მასთან ბედნიერი ვიქნებოდი და ამდენ წელს ფუჭად არ დავხარჯავდი ის კი ასე არ დაიტანჯებოდა. ვხვდები , მის მზერას ვკითხულობ იქ მთის წვერზე რომ მიყურებდა და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა მის გონებაში. მან თითქმის აისრულა ოცნება ,მაგრამ ბოლომდე ვერ . გვიანი არასდროსაა , ახლა მაინც ავუსრულებ ოცნებას და სიცოცხლის ბოლომდე მასთან ვიქნები...
„ კესანე ... ჩემი მთის ყვავილი
იმ დღეს როცა 22 წლის გახდა საჩუქრად „კესანე“ გავუგზავნე კულონი ყვავილის გამოსახულებით. სპეციალურად დავამზადებინე . ყოველ წელს ვუგზავნიდი საჩუქარს უმრავლესობა ანგელოზის, ყვავილის ან ღვთისმშობლის გამოსახულებით იყო . არ ვიცი იმდენი რამ მაგონდებოდა და ვამზადებინებდი სპეციალურად მისთვის, სხვას რომ არავის ჰქონოდა ზუსტად არც მახსოვს. ვხატავდი და შემდეგ იუვეირთან მივდიოდი . მინდოდა ზედმეტად ბანალური არ ყოფილიყო,თან მიმხვდარიყო რომ ისევ ჩემგან იყო. სასაცილოა ,“ ჩემგან „ისე ვამბობ თითქოს მიცნობდა და იცოდა ვინ ვიყავი.
ბოლოს რომ ვნახე ჩემი ნაჩუქარი კულონი ეკეთა ძალიან გამიხარდა .
ცხოვრებაში პირველად თავს დასვენების უფლებას ვაძლევ. ყველაფრისგან შორს მინდა წავიდე, აღარც საქმეები, აღარც ადამიანები მხოლოდ ზღვა, მზე და ულამაზესი კუნძული „
მომდევნო გვერდზე ვფურცლავ, ნაწერები სულ უფრო მცირდება და ვხვდები დასასრულს ვუახლოვდებით. თარიღს ვხედავ და მომენტალურად მეწვის მთელი სხეული. ჩემი ჯოჯოხეთის დღეს აღწერს. ვფიქრობ არ წავიკითხო, მაგრამ მაინც ვიწყებ მისი თვალით დანახულის კითხვას
„მეგონა ტკივილის საზომი ჩემი ცხოვრებიდან გაქრა
როგორ შევცდი ...
მალხაზი ციხიდან გამოვიდა და ჩემი კესანე მოიტაცა. ეს რომ გავიგე მაშინვე დავტოვე ყველაფერი . გზა გაიწელა,დრო თითქოს არ გადიოდა. ვგიჟდებოდი იმის გამო,რომ მისი მოკვლის შანსი ხელიდან გავუშვი. ვფიქრობდი რა მეშველებოდა კესო რომ ცოცხალი არ დამხვედროდა. არა ამაზე ფიქრი გულს მიჩერებდა. მხოლოდ უნდა ესუნთქა, რომ ჩავიდოდი მისი სუნთქვა უნდა მომესმინა. მეტი არაფერი მინდოდა, მისი გულისცემის ხმა და ყველაფერს შევძლებდი. ყველაფერს გამოვასწორებდი, გავაცოცხლებდი , დავაბრუნებდი ვცდილობდი ცუდზე არ მეფიქრა .
დერეფანი ასეთი გრძელი არასდროს მომჩვენებია . პალატამდე გზა როგორ გავიარე არ მახსოვს მხოლოდ კარის გაღება ჩემი ყვავილის დანახვა და დაბინდული გონება მახსოვს. რომ დავინახე უმწეო,უძლური და სუსტი მომინდა მის ადგილას ვყოფილიყავი. სისხლი გამეყინა, არ ვიცი ეს ჯოჯოხეთის ცეცხლზე უარესი იყო. უძრავად იწვა, სახე შეხვეული ჰქონდა, აპარატზე მიერთებული, დაპატარავებული, გალეული, ცარიელი იყო.
მოვკვდი ...
ახლა ვწერ , ვიხსენებ და ვგრძნობ ამ ამბავს წარსულში ვერასდროს დავტოვებ. თურმე აქამდე ტკივილი არ მიგრძვნია. ის ყველაფერი, მთელი ჩემი განვლილი ცხოვრება თამაში იყო „
ჩემი ყვავილი....
ჩემი კესანე
კესო
კესო ძველებურად აღარ ანათებდა. როცა მძინარეს ვხედავდი და ენერგიით მავსებდა, ჩემი კესო ცუდად იყო. ჩემი კესო , ჩემი კესო ცემეს... ამის გააზრება რომ შეეხნენ რომ ის ნახვევები მის ჭრილობებს ფარავდა , რომ რასაც ვხედავდი ჯერ კიდევ ცოტა იყო .
ტკივილი გაუსაძლისი გახდა. ყველა უჯრედი მტკიოდა
საწოლთან, იატაკზე დავჯექი და ხელზე ფრთხილად ვაკოცე. აღარ იყო ისეთი თბილი, გაყინული იწვა, ყინულის ქანდაკებას გავდა . თავი საწოლზე დავდე და ვუყურებდი მანამ სანამ არ გათენდა. მისი გულისცემა მესმოდა, პულსს ვგრძნობდი , სუსტად მოძრავ გულმკერდს ვაკვირდებოდი , ვრწმუნდებოდი,რომ ცოცხალი იყო
ყველაფერი ჩემ გამო მოხდა, მე რომ ყურადღება არ მომედუნებინა, მე რომ მისთვის მედევნებინა თვალყური. რომ გამეგო მალხაზი ციხიდან თავს დაიძვრებდა. სიმშვიდით რომ არ დავმტკბარიყავი არაფერი მოხდებოდა. მან კი მე და გიგის ყველაზე მტკივნეულ წერტილში მოგვაყენა ჭრილობა. ორივე გაგვანადგურა და უდანაშაულოს გაუსწორდა.
კესანეს კივილის ხმა მესმოდა როცა სახვევი მოხსნეს და სახეზე არსებული ჭრილობა დაინახა. არ მინდახავს, არ მინდოდა მენახა. ვერ გავუძლებდი და იმიტომ. ახლა უფრო მიყვარდა ,ყველაფერზე მეტად? არა არ შეიძლება იმის ახსნა როგორ მიყვარს ...
-ვერ დაიმალება ... ვიპოვნი
-და მაინც ვერაფერს შევცვლით- დერეფანში ვიჯექი გიგის გვერდით და ისევ ჩამესმოდა კესანეს ყვირილის ხმა. ექთნები ძლივს აკავებდნენ, დამამშვიდებელს უკეთებდნენ და ვინ იცის რას ხედავდა გამოფიზლების შემდეგ - მე რომ მომეკლა
-გეყოფა . შენ არაფერი შეგეძლო...მას მეც კი ვერ მოვერიე . გვაჯობა, მაგრამ არ შევარჩენ
არ ვიცი რა აზრი ჰქონდა. ვერაფერი ვიგრძენი როცა მისი ხელქვეითები ვიპოვნეთ. ყველანი ჩემ წინ იყვნენ, ძალა აღარ მქონდა მათ წაშლილ სისხლით მოსვრილ სახეებს ვხედავდი. ჩემს ფეხებთან დაცემულები ხორცის ნაჭრებივით ეყარნენ,მაგრამ რა ეს რას ცვლიდა...
ჩემი ყვავილი გაუფერულდა, ჩაქრა და ძველებურად აღარ ანათებდა.
ყოველ ღამეს მის ოთახში ვატარებ. სახე ჩადრით აქვს დაფარული, საწოლშიც კი არ იშორებს. კოშმარებს ხედავს და დამამშვიდებლების საშუალებით ახერხებს ძილს. ყველა ღამე ერთმანეთს გავს , მე მის მშვიდ ძილს ვეღარ ვიცავ. ოთახში შესვლას ვეღარ ვახერხებ, იღვიძებს და ერთხელაც დამინახავს მას კი გიგის სიახლოვეც კი აშინებს.
ერთ ღამეს მივედი, დაზეპირებული გზა გავიარე და საწოლი ცარიელი დამხვდა. ზურგს უკან კი გიგის ხმა გავიგე
-სახლიდან წავიდა...
-სად...
- მარტო ყოფნა მინდაო . დამაფიცა რომ არავის ვეტყოდი
-მე არავინ ვარ .... განა ვინმე ვარ ?
-დრო შენც გჭირდება..ყველას გვჭირდება .უბრალოდ წადი , ამჯერად აღარაფერი ემუქრება
-აღარ ემუქრება... - სიმწრის ღიმილმა გამიპო ბაგე . ისევ ისე მთვარეულივით არეული ნაბიჯებით დავტოვე სახლი.
„არ ვიცი სად დავდივარ, სად ვარ რას ვაეთებ. მძინავს თუ არა, ვჭამ რამეს თუ არა . საერთოდ ვცხოვრობ? ვცოცხლობ თუ რა არის ჩემი არსებობა...
ორი წლის მერე მივხვდი რომ ტკივილმა ბოლომდე გამანადგურა. სიცოცხლის მინიმალური მხარეც დავკარგე. რობოტი გავხდი, უემოციო, უგულო ქმნილება რომელიც გარკვეულ პროგრამას ასრულებდა.
არ მეგონა ოდესმე ამ ზღვარს თუ გადავლახავდი. არასდროს მიფიქრია თვითმკვლელობაზე, მაგრამ ჩემი უსუსურება მაგიჟებდა და ამის ატანა აღარ შემეძლო . ნარკოტიკის სამმაგი დოზა გავიკეთე. პირველი და უკანასკნელი შემთხვევა უნდა ყოფილიყო , ვგრძნობდი როგორ მოდიოდა სიბნელე . ბოლო წამებშიც ჩემ მთის ყვავილს ვხედავდი მის მწვანეებს და ვტოვებდი ცხოვრებაში დარჩენილ არსებობასაც.
ვიცი ახლა რატომ ვარ ცოცხალი. ვიცი რატომ დამტოვა ღმერთმა და მიუხედავად იმისა,რომ საკუთარი გადაწყვეტილების მრცხვენია ალბათ მაინც ეს მჭირდებოდა სიცოცხლის თავიდან დაწყებისთვის.
ერთ ღამეს კესანე დამესიზმრა ,სულ შავები ეცვა, ისევ თავსაბურავი ეკეთა .მხოლოდ თვალები უჩანდა ლამაზი მწვანე თვალები რომლებიც მხოლოდ ტკივილს ასხივებდნენ. არ შემეძლო,მათი ასე ყურება მკლავდა . რომ გავიღვიძე დიდხანს ვფიქრობდი შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე , ამჯერად ვცდიდი , ვიბრძოლებდი მისთვის
-გადავწყვიტე მასთან წავიდე... - ბიჭები ჩემ გვერდით იყვნენ. სოფიოც შემოვიდა ჩემი ხმა რომ გაიგო . რთული მისახვედრი არ იყო ვისთან მივდიოდი, მაგრამ მათაც არ ჰქონდათ წარმოდგენა იმაზე თუ როგორ მოვახერხებდი კესანესთან მიახლოებას.
ეს რამდენიმე დღე მათთან გავატარე, ბებოც მოვინახულე. საქმეები სანდო მეგობარს გადავაბარე, ბებოსთან ტყუპები ავიდოდნენ. მათი იმედი მქონდა და ბავშვებთან დროის გატარება სიმშვიდისთვის მჭირდებოდა. სამივე ჩემთან იყო , ფიქრს ვახერხებდი და მაინც ზუსტად არაფერი ვიცოდი.
ხვალ წავალ და დავიწყებ ცხოვრებას მისთვის. შემდეგ არ ვიც რა იქნება ან საბოლოოდ დავსრულდები ან ჩემ ყვავილს გავაცოცხლებ , დავუბრუნებ საკუთარ თავს და მეც შევძლებ სიმშვიდის მოპოვებას“
ეს იყო დღიურში დაწერილი ბოლო სიტყვები . ცარიელი ფურცლები კიდევ იყო დარჩენილი ,რომელსაც ბედნიერი დასასრულით შეავსებდა ...
დავმუნჯდი . კიდევ ერთი დღე დაიწყო მასთან და მის გარეშე. ყველა მის სიტყვას ვიაზრებდი, თითოეულ მის გამოხედვას ვკითხულობდი, მის სულს ვხედავდი და არაამქვეყნიურ სიყვარულს ვგრძნობდი...
ექიმის მოსვლამდე გოგონები შემოვიდნენ. ზედმეტად ჩუმად იყვნენ, ყველანი შედეგს ელოდნენ მე კი წასვლამდე წუთებს ვითვლიდი. ექიმი ფრთხილად მაშორებს სახვევს , ვხედავ რომ შედეგით კმაყოფილია რაც იმას ნიშნავს რომ დარჩენა და განმეორებით ოპერაცია არ მჭირდება. გოგონებიც იღიმიან, ცრემლიანი თვალებით მიყურებენ და ჩემს რეაქციას ელიან. სარკეში ვუყურებ საკუთარ თავს , ვხედავ მკრთალად დარცენილ ნაწიბურს სულ ესაა იმ საშინელი ,მახინჯი შრამისგან დარჩენილი. თითებით ვეხები ნაიარევს, ადგილს რომელიც მუდამ მეწვოდა ახლა კი ვგრძნობდი როგორ მკოცნიდა იმ ადგილას ავალიანი. მეღიმება და გოგონებიც მეხვევიან.
ვგრძნობ როგორ ბრუნდება მათი ფერი ჩემს ცხოვრებაში , უფრო ძლიერი ნათებით ვიდრე მანამდე იყო. სულის ნაწილები არიან , ყველანი ერთად ქმნიან ბედნიერებას...
.........
დავბრუნდი
საღამოა, მალე ქალაქი დაიძინებს მე კი გზის დასრულებამდე ბოლო ნაბიჯებს ვდგამ. გოგონებს დროებით ვემშვიდობები და სახლში ვბრუნდები. გიგის რომ ვხედავ ყველაფერი მახსენდება, თითოეული სიტყვა ნიკოლოზის დღიურიდან და არ ვიცი როგორ უნდა შევხვდე. ვბრაზობ , ცხოვრებაში პირველად მაქვს ეს გრძნობა მის მიმართ, მაგრამ მაინც მის მკლავებში მშვიდად ვეხვევი. აღარ ვაპირებ წარსულის გამო უარყოფითი ემოციების გამომჟღავნებას
-ყველაფერი დასრულდა ხომ? - ხელებს მიკოცნის და ქვემოდან მიყურებს
-დასრულდა და მე ამბის დასაწყისიც ვიცი ... სამი მეგობრის არასწორი ცხოვრების შედეგები
-კესანე ... არ ვიცი რა გაიგე- მზერა ეცვლება და ვგრძნობ ძალა გამოეცალა, ეშინია
-ალბათ ძალიან რთულია სინდისის ქენჯნით ცხოვრება, დანაშაულის შეგრძნებით რომელსაც ვერაფრით ცვლი
-სხვა არჩევანი არ მქონდა...მე სულ ვცდილობდი სწორად ცხოვრებას , მაგრამ არ გამოდის ცხოვრებაში ყველაფერი ისე როგორც გვინდა. ვნანობ, მაგრამ ვიცი სხვა გზა არ მქონდა
-მე მხოლოდ ის ვიცი,რომ წარსულს ვერ შევცვლით . მთავარია როგორ გავაგრძელებთ და მე ვიცი ჩემი ახალი გზა ვისთან ერთად უნდა დავიწყო და დავასრულო
-სვანეთში წავიდა -გაეღიმა ,მშვიდი გახდა მისი მზერაც. ისევ მომეხვია და შუბლზე მაკოცა- თავიდანვე ვგრძნობდი თქვენს კავშირს
-მაგრამ მაინც ხელი შეუწყვე ჩემგან შორს ყოფნაში
-არ მინდოდა ისე დატანჯულიყავი როგორც სალომე
-ნიკოლოზი შენ არ გგავს მამა და მე მაინც იმაზე მეტად დავიტანჯე ვიდრე დედა ... უნდა წავიდე
-იცი მაინც რომელი საათია?
-აღარ აქვს მნიშვნელობა დროსა და სივრცეს
ნიკოლოზთან მივდივარ ...
მაღლა მთაში მელოდება მე კი მოუთმენლობა მიპყრობს. მინდა ჩვენ შორის მანძილი გაქრეს და მის გვერდით აღმოვჩნდე. ვიხსენებ ყველა წამს, ყველაფერს რაც ჩემს მეხსიერებაშია , მის თითოეულ სიტყვას, გამოხედვას და შეხებას. დროს მოგონებები შთანთქავს , ვუახლოვდები...
ნანგრევებთან ვხვდებით , ირგვლივ ყველაფერი თეთრია. სიმშვიდეა , სიჩუმე და მხოლოდ ჩვენ ორნი. მიყურებს, ჩემი მზერით ,მიღიმის , ვერ იჯერებს რომ ნამდვილი ვარ მე კი სულ უფრო მეტად ვამცირებ მანძილს . ალბათ ამ სითეთრეში მხოლოდ ჩემი ალისფერი თმა ანათებს, ნეტავ ისევ ისე მიბრწყინავს თვალები როგორც ადრე? მე ვგრძნობ მთელი არსება ნათდდება, ფერებით ვივსები . გაყინულ მკლავებს ყელზე ვხვევ , მთელი გრძნობით ვკოცნი, არ მყოფნის ის კი სხეულზე მიკრავს. ზემოდან დამყურებს, ნაცრისფერების ელვარებით მიცქერს და უფრო ფართოდ იღიმის
-მე შენს სულს ვხედავ . ჩვენ ერთად გავიარეთ ამქვეყნიური ჯოჯოხეთის გზა , დავასრულეთ მე და შენ
-დამიბრუნდი - ჯერ კიდევ აგონიაშია, ვერ იაზრებს ჩემს ნათქვამს . სახეზე თითებით მეხება და ხვდება,რომ იარა აღარ მაქვს - მშვიდად ხარ ? მორჩა ?
-მე და შენ დავიწყებთ , ამ წამიდან - მაჯაზე ტუჩებით ვეხები ის კი ისევ ჩემს სახეზე დააცოცებს თითებს
-თეთრი კაბა გაცვია ... - მზერა ეყინება , ჩემს მწვანეებს აღარ უყურებს , კაბას აღიქვამს და უკან იხევს . უკეთ მაკვირდება, ხელი ისევ ჩემს წელზე აქვს მოხვეული
-ხომ გითხარი, წაგიკითხე ავალიანო ...
-შეუძლებელია
-მე ყველაფერი ვიცი , ჩვენი დასაწყისი
-წაიკითხე ხომ ? - მზერა ისევ ეცვლება , ნუთუ მართლა ეშინია ,რომ მივატოვებდი -ღმერთო ჩემო , შენ აიღე ჩემი ნაწერები
-კესანეები რამდენიმე თვეში კვლავ აყვავდებიან , ახლა თოვლია , მაგრამ მაინც იქ , მაღლა მე და შენ შეგვიძლია ჯვარი დავიწეროთ - ტაძრისკენ ვანიშნებ და ის ისევ მიყურებს
-დარწმუნებული ხარ ?
-ჩაიხედე ჩემს სულში და მიხვდი, რომ მჭირდები
-მიყვარს შენი ციმციმა მწვანეები - ყვრიმალზე მკოცნის, თვალთან ახლოს და ვგრძნობ როგორ შლის ფრთებს, თავისუფლდება მისი ღიმილი ყველაფერს ამბობს , თვალები უწვრილდება და გულისცემა უჩქარდება - ჩემო მთის ყვავილო
..........
გაზაფხულია ...
სამი წელი გავიდა იმ დღიდან რაც ნიკოლოზმა ჩემს მარტოსულობას ომი გამოუცხადა. ბრძოლა მოვიგეთ და დამსახურებულ ჯილდოდ სულში გაჩენილი ფერებიც გვერგო. ჩვენი სახლი უკვე ხალხმრავლობით გამოირჩევა, ჩვენი სამოთხე ყველასთვის ღიაა . ვცხოვრობთ მარტო, ქალაქისგან შორს და მაინც ყველასთან ახლოს მათთან ერთად .
-მთის წვერზე ვართ... ირგვლივ უამრავი კესანეა და მათ შორის ჩემი მთის ყვავილიც
-მინდვრის ყვავილების გვირგვინი არ იქნება? - მუცელს ხელისგულებით ვეხები, ჭრელ კაბას ნიავი მიფრიალებს ნიკო მიახლოვდება ,არეულ თმას მისწორებს და თავზე გვირგვინს მიკეთებს
-ჭორფლები ისევ აფეთქდნენ შენს ყვრიმალებზე - რამდენჯერმე მკოცნის და ისევ ისე მონუსხული მიყურებს- იმაზე საოცარი ხარ ვიდრე რომელიმე ჩემი სიზმარი - წამოზრდილ მუცელზე მეფერება და ვგრძნობ კიდეც პირველ დარტყმას
ისევ იშლებიან სხივები მთელს ჩემს არსებაში, ეხებიან ყველა უჯრედს და სულს მიფერადებენ.
მე კესანე ვარ ... ქალი ბნელი წარსულით და ნათელი მომავლით.
კესანე, ყველაზე ნაზი და ძლიერი
ავტორი : sameone crazy girl
სულ'არეული მარიამი !
2016 წელი



№1  offline მოდერი abezara98

როგორ მიყვარს heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი ეირინ

მარიამო ისე გამიხარდა აი არ ვიცი რა ვთქვა სასწაულად❤ლამის კრუნჩხვებში ჩავვარდი სიხარულით❤მიყვარხარ❤❤❤

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
როგორ მიყვარს heart_eyes heart_eyes

heart_eyes heart_eyes

ეირინ
მარიამო ისე გამიხარდა აი არ ვიცი რა ვთქვა სასწაულად❤ლამის კრუნჩხვებში ჩავვარდი სიხარულით❤მიყვარხარ❤❤❤

იმედი მაქვს რომ წაიკითხავ უფრო მოგეწონება
heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი Maia G.

როგორ გამეხარდა მარიამ ვერც კი წარმოიდგენ❤ შენი ყველა ისტორია მიყვარს შენთან ერთად❤❤❤❤

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

Mai dire mai
როგორ გამეხარდა მარიამ ვერც კი წარმოიდგენ❤ შენი ყველა ისტორია მიყვარს შენთან ერთად❤❤❤❤

მადლობააა
ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ
heart_eyes heart_eyes

 


№6 წევრი თა-მთა

ეს ისტორია განსაკუთრებულად მახსოვს. ძალიან გამეხარდა რომ დაარედაქტირე. სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ. ♥️

 


№7  offline წევრი ნათია_

აუ ეს ისტორიაა, როგორ მომეწონა და რამხელა შთაბეჭდილებები დამიტოვა:) და მარიამ ჩემი ფავორიტი ,,პატარძალიც,, დადე რა სრულად:* და შენც ძალიან არ დაიკარგო:*

 


№8 სტუმარი ტაისა

ამდენი ემოცია ერთად❤❤❤❤❤❤მადლობა

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

თა-მთა
ეს ისტორია განსაკუთრებულად მახსოვს. ძალიან გამეხარდა რომ დაარედაქტირე. სიამოვნებით წავიკითხავ კიდევ. ♥️

მიხარია რომ გახსოვთ და თან მეშინია,რომ შეცვლილი არ მოგეწონებათ heart_eyes heart_eyes

ნათია_
აუ ეს ისტორიაა, როგორ მომეწონა და რამხელა შთაბეჭდილებები დამიტოვა:) და მარიამ ჩემი ფავორიტი ,,პატარძალიც,, დადე რა სრულად:* და შენც ძალიან არ დაიკარგო:*

პატარძალი მოცულობით ძალიან დიდია და სრულად ვერ დავდებ ... თავებს წაშლიან და საერთოდ ვეღარ მოახერხებთ ბოლომდე წაკითხვას ვინც ტელეფონით იქნება
heart_eyes

 


№10  offline წევრი Crazy dreamer

Dzalian momecona martlac kargi casakitxi iko siamovnebit cavikitxav uamravjer mteli istoriis mandzilze dadzabuli vikavi ra moxdeboda interesi mklavda. carmatebebs gisurvebt, tkveni araerti istoria makvs cakitxuli da minda gitxrat rom arachveulebrivad vitardebit tan dzalian mcire droshi da es rogorc mkitxvels udides siamovenebas manichebs. Bodishs gixdit latinuri klaviaturistvis (kartuli ar makvs samcuxarod telefonshi) mikvarxart ase shoridan da siamovnebit gadevnebt tvals tkvens mier shekmnil gmirebtan ertad vcxovrob.

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Crazy dreamer
Dzalian momecona martlac kargi casakitxi iko siamovnebit cavikitxav uamravjer mteli istoriis mandzilze dadzabuli vikavi ra moxdeboda interesi mklavda. carmatebebs gisurvebt, tkveni araerti istoria makvs cakitxuli da minda gitxrat rom arachveulebrivad vitardebit tan dzalian mcire droshi da es rogorc mkitxvels udides siamovenebas manichebs. Bodishs gixdit latinuri klaviaturistvis (kartuli ar makvs samcuxarod telefonshi) mikvarxart ase shoridan da siamovnebit gadevnebt tvals tkvens mier shekmnil gmirebtan ertad vcxovrob.

რამდენადაც წერა მანიჭებს სიამოვნებას იმდენად მინდა,რომ მკითხველმაც განიცადოს ყველაფერი რასაც მე წერის პროცესში ვგრძნობ. ყოველთვის უზომოდ მიხარია როდესაც ისტორია მიზანს აღწევს და მკითხველს თავს ამახსოვრებს
heart_eyes

 


№12  offline წევრი crazy girl sofi

იმდენი ხანია აღარ დამიწერია კომენტარი გადავწყვიტე ისევ აქ დამეწერა პირველ რიგში გეტყვი რომ ძალიან მომენატრე შენც და შენკ ისტორიებიც ❤️ერთადერთი მწერალი ხარ ამ საიტზე რომლის ისტორიების წაკითხვაც არ მბეზრდება არასდროს❤️ რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ემოციები არ ნელდება და სულ ერთი და იგივე შეგრძნება მეუფლება ან უფრო მეტიც და უფრო მძაფრად ❤️იმხელა სიძლიერე და სიყვარული იგრძნობა თითოეულ ამ პერსონაჟში ❤️ერთი ამოსუნთქვით შეგიძლია წაკითხვა და როცა წაიკითხავ რჩება ემოციების ზღვა ❤️ზოგადად არ გამომდის ასე დიდად ვიღაცის შექება ან რაღაცის გადმოცემა მაგრამ მაინც მომინდებახოლმე კომენტარის დაწერა შენს ისტორიებზე ❤️ისე მომენატრა ყველა შენი ისტორია ❤️ძალიან გამიხარდა ამ ისტორიის კიდევ ერთხელ ნახვა და წაკითხვა❤️ მოკლედ საოცარი მწერალი და გოგო ხარ ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ გაგიმეორებ ისე რომ არ მომბეზრდება ❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

crazy girl sofi
იმდენი ხანია აღარ დამიწერია კომენტარი გადავწყვიტე ისევ აქ დამეწერა პირველ რიგში გეტყვი რომ ძალიან მომენატრე შენც და შენკ ისტორიებიც ❤️ერთადერთი მწერალი ხარ ამ საიტზე რომლის ისტორიების წაკითხვაც არ მბეზრდება არასდროს❤️ რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ემოციები არ ნელდება და სულ ერთი და იგივე შეგრძნება მეუფლება ან უფრო მეტიც და უფრო მძაფრად ❤️იმხელა სიძლიერე და სიყვარული იგრძნობა თითოეულ ამ პერსონაჟში ❤️ერთი ამოსუნთქვით შეგიძლია წაკითხვა და როცა წაიკითხავ რჩება ემოციების ზღვა ❤️ზოგადად არ გამომდის ასე დიდად ვიღაცის შექება ან რაღაცის გადმოცემა მაგრამ მაინც მომინდებახოლმე კომენტარის დაწერა შენს ისტორიებზე ❤️ისე მომენატრა ყველა შენი ისტორია ❤️ძალიან გამიხარდა ამ ისტორიის კიდევ ერთხელ ნახვა და წაკითხვა❤️ მოკლედ საოცარი მწერალი და გოგო ხარ ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ გაგიმეორებ ისე რომ არ მომბეზრდება ❤️❤️❤️


სოოფ heart_eyes heart_eyes ხომ იცი სულ მიხარიხარ
kissing_heart kissing_heart მადლობა რომ ხარ ჩემი მკითხველი

 


№14  offline წევრი ვიპნი

მიუხედავად იმისა რომ წლების წინ წავიკითხე ეს მოთხრობა,ახლაც ისევ ისეთი ემოციებიც წავიკითხე.ორივე ნამდვილად იმსახურებდა უსაზღვრო სიყვარულს და ბედნიერებას,ემოციებით დამთბარი გემშვიდობები ❣️

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

ვიპნი
მიუხედავად იმისა რომ წლების წინ წავიკითხე ეს მოთხრობა,ახლაც ისევ ისეთი ემოციებიც წავიკითხე.ორივე ნამდვილად იმსახურებდა უსაზღვრო სიყვარულს და ბედნიერებას,ემოციებით დამთბარი გემშვიდობები ❣️

უზომოდ მიხარია ისევ რომ მოგეწონათ
ძალიან მინდოდა პირველზე უკეთესი გამოსულიყო რედაქტირებული
heart_eyes heart_eyes

 


№16  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე რა კარგია ვგიჟდებიი <3 საოცრად მიყვარს შენი ყველა ისტორიააა წარმატებებიი <33

 


№17  offline წევრი თ.მ

სასწაული იყოოოოოოოოოოოოოო<3

 


№18  offline წევრი ცირა♡

უჰჰ ეს რა იყოო რაღაც საოცრებააააააა

 


№19 სტუმარი სტუმარი მარიამი

საოცარი ისტორია იყო ❤️

 


№20  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა ყველას heart_eyes
ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ

 


№21 სტუმარი N.G.

ნაწამროებში მონაწილე სხვა პერსონაჟენზე თუა რაიმე ისტორია ?

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

uchveulo
ვაიმე რა კარგია ვგიჟდებიი <3 საოცრად მიყვარს შენი ყველა ისტორიააა წარმატებებიი <33

მადლობაა ♡♡♡♡♡♡♡

თ.მ
სასწაული იყოოოოოოოოოოოოოო<3

მადლობაა ♡♡♡♡♡♡♡♡♡

ცირა♡
უჰჰ ეს რა იყოო რაღაც საოცრებააააააა

მადლობა ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

N.G.
ნაწამროებში მონაწილე სხვა პერსონაჟენზე თუა რაიმე ისტორია ?

არაა მხოლოდ მთავარ გმირებზეა

 


№23  offline წევრი maviwyara

არც კი ვიცი რა დავწერო. წაკითხული მქონდა ორჯერ მაგრამ ეხლაც რო შემოვედი და დამხვდა ისევ წავიკითხე, შეგიცვლია რაღაცაები რაც ძალიან მომეწონა. ისევ ის ემოციები მქონდა რაც პირველი წაკითხვისას.
--------------------
M.N

 


№24 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან, ძალიან მომაწონა❤მადლობააააა

ძალიან, ძალიან მომაწონა❤მადლობააააა

 


№25  offline წევრი ელენე (ნენე)

სანამ ისტორიის კითხვას არ მოვრჩი ვერ ამოვისუნთქე. ძლიერ გამითბა გული, ასეთ წარსულსაც კი დააღწიეს თავი. ისტორიაში ზუსტადაა გადმოცემული სხვადასხვა ტიპის ადამიანის მრავალგზის ემოცია. მისი პირველი სიტყვიდან დაწყებული ბოლო წერტილამდე ყველაფერი საოცრებაა, საუკეთესოდ გადმოცემული სულის შემძვრელი ამბავი. და ბოლოს, შენს ყველა ისტორიაში ძლიერი, უსასრულო სიყვარული გაქვს გადმოცემული სხვადასხვა განცდებით. ყოველ ჯერზე აღმაფრთოვანებ. წარმატებები!

 


№26 სტუმარი Life is beautiful

ძალიან მომეწონა აღფრთივანებული ვარ... მართლა ძალიან მაგრად წერ და შენს ისტორიებს უკვე ვცნობ და ერთ რაღაციში გამიგიჭირე...ხშირად უხვევ ხალხს თვალებს ანუ ისტორიაში ვგულისხმობ... უძალიანესად მომწონს შენი სიგიჟე და სტილი თავისუფლებას და პყრობილებას შორის... ყველა ნაწარმოებს ისე წერ რომ თითოეულ პერსონაჟის თავისფლება ზენიტს აღწევს მაგრამ მაინც აბამ ჯაჭვით.. ხან დაფრინავენ ხან მიწას ენარცხებიან და მაიცნ გადასარევი ხარ.....

და კიდევ მემგონი ცოტა არიყის და სტოქჰოლმის სინდრომი გაქვას თორე გატაცებულს ასე იდეალურად იდეის დონეზე ვერ დაწერდი...

დიდი დიდი მადლობა იმისთვის რასაც გვანიჭებ და გადაანიჭებ:-)))))

ველიდები უბრალოდ შენს ახალ ისტორიას, ვიცი უკვე სანდო ხარ და არ გამიცრუებ იმედებსს.... <3????

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

maviwyara
არც კი ვიცი რა დავწერო. წაკითხული მქონდა ორჯერ მაგრამ ეხლაც რო შემოვედი და დამხვდა ისევ წავიკითხე, შეგიცვლია რაღაცაები რაც ძალიან მომეწონა. ისევ ის ემოციები მქონდა რაც პირველი წაკითხვისას.

მიხარია რომ მოგეწონათ შეცვლილი ვარიანტიც ბევრი არც არაფერი შემიცვლია შინაარსობრივად
მადლობა ♡♡♡♡

სტუმარი მარინა
ძალიან, ძალიან მომაწონა❤მადლობააააა

ძალიან, ძალიან მომაწონა❤მადლობააააა

მადლობა თქვენ ♡

ელენე (ნენე)
სანამ ისტორიის კითხვას არ მოვრჩი ვერ ამოვისუნთქე. ძლიერ გამითბა გული, ასეთ წარსულსაც კი დააღწიეს თავი. ისტორიაში ზუსტადაა გადმოცემული სხვადასხვა ტიპის ადამიანის მრავალგზის ემოცია. მისი პირველი სიტყვიდან დაწყებული ბოლო წერტილამდე ყველაფერი საოცრებაა, საუკეთესოდ გადმოცემული სულის შემძვრელი ამბავი. და ბოლოს, შენს ყველა ისტორიაში ძლიერი, უსასრულო სიყვარული გაქვს გადმოცემული სხვადასხვა განცდებით. ყოველ ჯერზე აღმაფრთოვანებ. წარმატებები!

უღრმესი მადლობა
ამ ისტორიის წერის პროცესიც ემოციური იყო და რედაქტირებისას ორმაგად ვიგრძენი და მიხარია თქვენც რომ მოგეწონათ

Life is beautiful
ძალიან მომეწონა აღფრთივანებული ვარ... მართლა ძალიან მაგრად წერ და შენს ისტორიებს უკვე ვცნობ და ერთ რაღაციში გამიგიჭირე...ხშირად უხვევ ხალხს თვალებს ანუ ისტორიაში ვგულისხმობ... უძალიანესად მომწონს შენი სიგიჟე და სტილი თავისუფლებას და პყრობილებას შორის... ყველა ნაწარმოებს ისე წერ რომ თითოეულ პერსონაჟის თავისფლება ზენიტს აღწევს მაგრამ მაინც აბამ ჯაჭვით.. ხან დაფრინავენ ხან მიწას ენარცხებიან და მაიცნ გადასარევი ხარ.....

და კიდევ მემგონი ცოტა არიყის და სტოქჰოლმის სინდრომი გაქვას თორე გატაცებულს ასე იდეალურად იდეის დონეზე ვერ დაწერდი...

დიდი დიდი მადლობა იმისთვის რასაც გვანიჭებ და გადაანიჭებ:-)))))

ველიდები უბრალოდ შენს ახალ ისტორიას, ვიცი უკვე სანდო ხარ და არ გამიცრუებ იმედებსს.... <3????


მადლობა ჩემო კარგო ♡ გამახარე ასე რომ მოგწონს და ენდობი ჩემს ნაწერებს
სტოკჰოლმის სინდრომი ნამდვილად არ მაქვს არც ვინმე მომწონს საერთოდ არათუ მოძალადე :დ ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია

 


№28 სტუმარი სტუმარი რუსკა

ვაუ.ემოციებით აღსავსე ვარ.მაგარი იყო.სევდიანი მაგრამ გრძნბებით სავსე.

 


№29 სტუმარი სტუმარი სალომე

მოკლედ არ ვიცი როვორ გადმოვცე რასაც ვგრძნობ ახლა.. ნუთუ რეალურადაც იარსებებს ასეთი გრძნობები, ასეთი თავგანწირვა არვიცი.. ის კი დავინახე ამ ნაწარმოებიდან, რომ შენთვის პირველ როგში სულიერი სამყარო დგას.. ისე სათუთად და გრძნობით გადმოსცემ თითოეულ მომენტს და დეტალს, ისე რეალურად და სულისშემძვრელად, რომ ასე მგონია სადღაც იქვე ვიყავი მიკუნჭული და ჩემი თვალებით ვხედავდი ყოველივეს. . ისიც უნდა ვთქვა, რომ მარტო გრძნობების კორიანტელი არ არის ამ მოთხრობის მთავარი ღირსება. მთავარი ჩემი აზრით ის არის, რომ მას შეუძლია ამ შემთხვევაში კესანესთან ერთად, საკუთარი შიშებიც დაძლიო მკითხველმა.. მე პირადად საკმაო პარალელები გავავლე მის და ჩემს ფობიებს შორის.. არა აქვს მნიშვნელობა ფობიების წარმოშობის მიზეზების განსხვავებულობას,არც იმასააქვს მნიშვნელობა როდის, რატომ და რა ვითარებაში წარმოიშვა ისინი.. მთავარია ერთმანეთს გვანან და დაძლევის მეთოდებიც ფაქტიურად ერთიდაიგივეა..
ასე რომ მადლობა უნდა გადაგიხადო შენ და ასევე ნიკოლოზსაც, რომ შეეხეთ ჩემს სულსაც დადებითად რათქმაუნდა))..
მოხარული ვიქნები თუ სხვა მწერლებიც ასევე დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ ადამიანების შინაგან სამყაროს და მხოლოდ ზედაპირული აღწერით არ შემოიფარგლებიან)) უაზრო სიტყვების ბრახა-ბრუხი ისედაც ძალიან დიდი დოზითა ჩვენს გარშემო..

 


№30  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი რუსკა
ვაუ.ემოციებით აღსავსე ვარ.მაგარი იყო.სევდიანი მაგრამ გრძნბებით სავსე.


იშვიათ გამონაკლისებშია ეს ისტორია რომელიც თითქმის თავიდან ბოლომდე სევდიანია
მიხარია ემოციები რომ მოვიდა თქვენამდე ♡♡

სტუმარი სალომე
მოკლედ არ ვიცი როვორ გადმოვცე რასაც ვგრძნობ ახლა.. ნუთუ რეალურადაც იარსებებს ასეთი გრძნობები, ასეთი თავგანწირვა არვიცი.. ის კი დავინახე ამ ნაწარმოებიდან, რომ შენთვის პირველ როგში სულიერი სამყარო დგას.. ისე სათუთად და გრძნობით გადმოსცემ თითოეულ მომენტს და დეტალს, ისე რეალურად და სულისშემძვრელად, რომ ასე მგონია სადღაც იქვე ვიყავი მიკუნჭული და ჩემი თვალებით ვხედავდი ყოველივეს. . ისიც უნდა ვთქვა, რომ მარტო გრძნობების კორიანტელი არ არის ამ მოთხრობის მთავარი ღირსება. მთავარი ჩემი აზრით ის არის, რომ მას შეუძლია ამ შემთხვევაში კესანესთან ერთად, საკუთარი შიშებიც დაძლიო მკითხველმა.. მე პირადად საკმაო პარალელები გავავლე მის და ჩემს ფობიებს შორის.. არა აქვს მნიშვნელობა ფობიების წარმოშობის მიზეზების განსხვავებულობას,არც იმასააქვს მნიშვნელობა როდის, რატომ და რა ვითარებაში წარმოიშვა ისინი.. მთავარია ერთმანეთს გვანან და დაძლევის მეთოდებიც ფაქტიურად ერთიდაიგივეა..
ასე რომ მადლობა უნდა გადაგიხადო შენ და ასევე ნიკოლოზსაც, რომ შეეხეთ ჩემს სულსაც დადებითად რათქმაუნდა))..
მოხარული ვიქნები თუ სხვა მწერლებიც ასევე დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ ადამიანების შინაგან სამყაროს და მხოლოდ ზედაპირული აღწერით არ შემოიფარგლებიან)) უაზრო სიტყვების ბრახა-ბრუხი ისედაც ძალიან დიდი დოზითა ჩვენს გარშემო..


როგორ ვწუხვარ დაგვიანებიტ რომ ვკითხულობ ამ კომენტარს
უზომოდ გამაბედნიერეთ თქვენი სიტყვებით
ყოველთვის ყველაზე მეტად ემოციები, განცდები , გრძნობები მინდა გადმოვცე სწორად
ის რასაც წერის დროს განვიცდი და უსაზღვროდ მიხარია თქვენამდე რომ მოდის და ისტორიის ნაწილად გაქცევთ
მადლობა თითოეული სიტყვისთვის ♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent