შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ურეკის მზის ქვეშ ( თავი VII)


30-06-2020, 05:33
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 2 630

-მე წავალ რააა, თორემ შეიძლება აქვე ჩამოვიღვენთო და მერე ჩემი აქედან აფხეკვა მოგიწევთ.
- აუ კაი რაააა, ეგრეც არ ცხელა ბარბი... - გიგი მიღიმის და თვალს მიკრავს.
- ხუმრობ? ძაან ჩვეულებრივად შეწვავ აქვე კვერცხს,რომ მოინდომო. - ხელებს ჰაერში ვაფრიალებ.
- გიგუნა,გინდა ვცადოოთ?! - წარბებს ათამაშებს ლევანი და ეშმაკურად უღიმის.
- ფუუუ,იდიოტოოოო. - მხარზე ურტყამს ნუცა.
-ვერარის ეს ჩემისა დალაგებული. - თავს აქნევს გიგი და ჩემკენ ტრიალდება. - წამო წავიდეთ,მეც დავიღალე და ცოტას დავისვენებ,თან მგონი ზურგი დამეწვა. - ცდილობს დაინახოს ზურგზე დამწვარი კანი და იმ ძაღლივით იწყებს ტრიალს,რომელსაც საკუთარი კუდის დაჭერა უნდა,რაზეც მეღიმება.
- საწყალოოო.... მოდი აქ,მაჩვენე აბა... - მასთან მივდივარ და ზურგზე ხელს ვუსვამ,რაზეც ლამის კივილს იწყებს...
-აუუუ კაი რააა ბაბიიი. მეწვიიის.
- დამცავი უნდა წაგესვა.
-არ ვხმარობ ხოლმე.
-ხომ ვამბობდი ძაან ცხელა თქო?! აი საბუთი. - თითს ვადებ ზურგზე,რაზეც ისევ წივის და ჩვენც დავცინით.
-ბოროტებოოო... -ისეთ სახეს იღებს,თითქოს ყველას გვიბრაზდება.
- წამოდი საწყალო, სახლში დამწვრობის მალამო მაქვს და წაგისმევ. - ისე ვეუბნები,როგორც პატარა ბავშვს.
- დამპალო,იმ დღეს ჩვენ რომ დავიწვით,არ გვითხარი მალამო რომ გქონდა და ახლა გაგახსენდა? - ნინი მაშინვე წიკვინს იწყებს.
- მთელი ღამე არ მეძინე. - ბუზღუნებს ნუცა.
- თქვენ მაბრაზებთ. გიგი კარგი ბიჭია. - გოგოებს ვეკრიჭები.
-ეგრე ხომ?! ბარბარე დღეს აივანზე იძინებს! - ვითომ გაბრაზებული სახით ამბობს ლევანი და ცხვირს იბზუებს.
- უაიმე ლევან.... შენც კარგი ბიჭი ხააარ... - ლევანთან მივდივარ,ლოყებს ვუწელავ და ვკოცნი.
- აფერისტია ნუუუ... - თავს სიცილით აქნევს ლევანი.
- ოოო.... არხართ შექების ღირსი. წავედი მეეე, დამეწვა კანიიი.... - ბუზღუნით ვიცვამ კაბას და მზისგან გახურებულ ლასტებს.
ჩვენი საუბრის დროს ირაკლი ხმას არ იღებს,ზის შეზლონგზე და იქედან სერიოზული სახით უმზერს ჩვენს ოხუნჯობას. (მგონი არ მოსწონს იკაკოს,ყურადღებას რომ ვიჩენ გიგის მიმართ.) ჩამძახის ჩემი მეორე მეე. არაა... კაი რა... მერე“ ნათურა მენთება თავში“,ბოროტულად ვიღიმი,ტანის რხევით ვუახლოვდები გიგის და ხელს ვკიდებ.
- წავიდეთ?
- წავიდეთ ლამაზო. - გიგიც არ აყოვნებს და მიღიმის. თან რა ლამაზი ღიმილი აქვს დამპალს. - ზურგი მეწვის,ვხვდები,რომ ამის გამომწვევი ირაკლის მკვლელი მზერაა და მეშინია იქვე არ მომკლას.
- არ იცუღლუტოოთ კოკროჭინებოოო.... ჩვენც მალე მოვალთ... - ლევანის ხმა მესმის,რომელსაც ყრუ წამოყვირება მოსდევს და ვხვდები,რომ ირაკლიმ რაღაც ჩაარტყა ან მოკლა საერთოდ. კმაყოფილს მეღიმება და გიგისთან ერთად ვბრუნდები სახლში.
- სახლიიიი.... ვაიმე კონდინციონერი ჩართე რა გიგიიიი,თუ არ გინდა რომ ხელში ჩაგაკვდე...
- ახლავეეეე... - გიგი ფართხუნით ეძებს პულტს, ჩასართავად. რაღაც აღელვებულია. - აუ კარგად ხარ?
- კი,კი, არ ინერვიულო. რაიყო?
- ცუდი ფერი გაქვს. მანდ წამოწექი,მე ცივ წყალს მოგიტან. - დივანზე ვჯდები და ხელით ვინიავებ, მგონი მართლა ძალიან ცუდად ვარ.
- აი,დალიე. - გიგი შეშფოთებული სახით მაწვდის უზარმაზარ ჭიქას. ღიმილით ვართმევ და წამში ვსვამ.
- მადლობა. - მზისგან მოდუნებული ძვლივსღა ვუღიმი.
- წამოწექი და ცოტა დაისვენე ხომ?! - ვწვები და თვალებს ვხუჭავ. ვგრძნობ,როგორ მაფარებს გიგი წელზე თხელ მატერიას და ვითიშები.
კარის მიჯახუნების ხმა მესმის. ვხვდები,რომ ბავშვები დაბრუნდნენ. ისეთი დაღლილი ვარ,რომ თვალის გახელის ძალაც არ მაქვს.
- დავბრუნდიიით.... - ეს ნინის ხმაა. გადარეული გოგო,ამ სიხცეშიც როგორი ენერგიულია.
- გიგუნა,ბარბი სად არის?
- დივანზე ძინავს,რა გაღრიალებს . - ისე უყვირის, თითქოს დედააა და ძვლივს დაძინებულ ბავშვს უღვიძებენ. მინდა,რომ გულიანად გადავიკისკისო,ისეთი საყვარლები არიან.
- იგივე ტანსაცმლით რატომ ძინავს? - მესმის ირაკლის მკაცრი ბარიტონი.
- შეუძლოდ იყო, ვუთხარი დაწექი თქო და ჩაეძინა.
- ცუდად იყო? რატომ არ დაგვირეკე? - აშკარად აღელვება ეტყობა უფროსი სიხარულიძის ხმას. ( გაჩერდი ბიჭოოო,თორემ ახლა ავდგები და შეგჭაააამ) - იკლაკნება ჩემი მეორე მე. წამსვე ვგრძნობ მის ცხელ ხელისგულს შუბლზე,მერე ლოყაზე. მისი აღელვება და აჩქარებული გულისცემა მამშვიდებს. (რა მაზოხიზმია ბარბარე ნუუუ.)
- ბარბიიიი.... რა სჭირს? - მორჩა,ისტერიკებშია უკვე ნუცა.
- გაჩერდი ქალო, არ უნდა ეს პანიკები,უბრალოდ სძინავს ნუუუ....- სიბრძნეს ამბობს ჩემი ქალი და ვგრძნობ,როგორ ატრიალებს თვალებს.
- რა უხეში ხარ ნინიიიი... - ნუცა წუწუნს იწყებს. ვხვდები,რომ გაღვიძების დროა. ვიშმუშნები,თითქოს იმ წამს გამეღვიძა და თვალებს ვახელ.
- ოოოჰ, გაიღვიძეთ მზეთუნახავო? - ლევანი ჩვეული სიცილით მეკრიჭება.
- გაიღვიძებდა აბა რას იზამდა,იმხელაზე ყროყინებ მხეცო. - თავში ურტყამს გიგი.
- რა გჭირთ? - ვიცინი მათ დანახვაზე. ყველა თავზე მადგას და მაკვირდება. - კარგად ვარ ხალხნო.
- კარგად არის თურმე. -თავს აქნევს ირაკლი. - არ უნდა დაგერეკა?!
- ვაიმეე გაჭედა... - თვალებს ვატრიალებ. - გიგიმ დამალევინა რაც იყო საჭირო და კარგად ვარ ახლა,არ არის პანიკა საჭირო. მადლობა,რომ ჩემზე ღელავთ მაგრამ თავს უკვე უხერხულად ვგრძნობ,ასე რომ გაწუხებთ. - ვგდები და თმას ვიკრავ. - მგონი ჩემი მთაში წასვლის დროა.
- რააა?
- რა დროს მთააა?!
- აუუ კაი რა ბარბიიი.... - ყველა ერთად იწყებს წუწუნს.ისეთი საყვარლები არიან,ლამის ვიტირო. მხოლოდ ირაკლი არ ამბობს არაფერს,თითქოს თვალები „ჩაუქრა“, აღარ ანათებენ ისე,როგორც მე მიყვარს.
- მოღალატე ქალი ხარ და საერთოდაც აღარ დამელაპარაკო! - ნინი პატარა ბავშვივით იბუსხება, ირაკლისთან მიდის და მკერდზე ადებს თავს.
- აუ კაი რა,რა წესია ტოოო... ჯერ ერთი კვირაც არ არის რაც აქ ხარ. ასეთი ცუდი მასპინძელი ვარ? - ბუზღუნებს ლევანი.
- ვაიმე ტკბილო... ეგ რა შუაშია ლევან?! მსოფლიოშ უუუსაუკეთესოესიიიიი მასპინძელი ხარ, მართლა და მიხარია,რომ გაგიცანი. - ლევანთან მივდივარ და ვეხუტები.
- ხოდა დარჩი რა... რას გვახვეწნინებ? - თავს უკან წევს და სერიოზული სახით მიყურებს. მის სერიოზულობას ვერ ვუძლებ და მეცინება.
- ხოო კარგი,ნუ ბუზღუნებ,დავრჩები,მაგრამ ასე ნუ წუხდებით რააა... - ვუღიმი და ლოყებს ვუკოცნი.
- ხოდა ეგრე რა... - გიგის ხელში ავყავარ და მაბზრიალებს,მე ვფართხალებ და კისკისს ვიწყებ.
- რჩებიიი? აუუუ რა მაგარია რჩებაააა....- ნინი კივის და ნუცასთან ერთად ხტუნვას იწყებს.
- რა საყვარლები ხართ. - გოგოებ ვეხვევი და ლოყებს ვუკოცნი.
- გიჟები. -თავს აქნევს ირაკლი. - მე ზემოთ ავდივარ. შენ კი დაისვენე ელზა, დაღლილი ხარ.
- კარგი იკააა. - ნუცას მხრიდან თავს არ ვიღებ ისე ვპასუხობ.
- ხოდა,რადგან ჩემი ფისუნია ჩვენთან რჩება,რამე უნდა ვჭამოოოოთ და აღვნიშნოოთ.
- აუ კაი რააა ნინი... ძაან დაღლილი ვარ,თან შხაპიც არ მიმიღია. წავედი მე და თქვენ აღნიშნეთ ხოოო?!
- ფუუ უჟმური... - ენას მიყოფს ნინი.
- აბა ძილინებისა ბავშვებოო... გიგი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ბოდიში,რომ შეგაწუხე. - თითისწვერებზე ვიწევი და ლოყაზე ხმაურიანად ვკოცნი.
- არ გრცხვენია ლამაზო?! მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ. - საყვარლად მიღიმის.
ზემოთ ავდივარ,შხაპს ვიღებ,საღამურს ვიცვამ და ვწვები. ისეთი დაღლილი და მოთენთილი ვარ,რომ მაშინვე მეძინება,როგორც კი მშობლებთან საუბარს ვასრულებ.
საშინელი სიზმარი მაღვიძებს. ვხვდები,რომ მთლად ოფლიანი ვარ, ჰაერიც არ მყოფნის.
- ესღა მაკლდა... - სახეზე ხელს ვისვამ. - არ შეიძლება ერთხელ მაინც მშვიდად მეძინოს? - ჩემს თავს ვეკითხები,ვდგები და თხელ ხალათს ვიცვამ. წყალს ვსვამ,მაგრამ ეგეც არ მშველის. უჰაერობაა,თითქოს ვერ ვსუნთქავ. საერთო აივანზე გავდივარ,რომელსაც ვაზის ფოთლებს ჩორის ჩამოღვენთილი,ლამპიონის შუქი ანათებს. ვხვდები,რომ მარტო არ ვარ და ახლაღა ვამჩნევ ირაკლის,რომელიც ხისგან დაწნულ დივანზე ზის და შავ ღვინოს სვამს. თვალები დახუჭული აქვს და ალბათ ვერ მამჩნევს. ოთახში შებრუნებას ვაპირებ,როცა მისი ხმა მესმის.
- ესეიგი წასვლას აპირებდი არა? - შიშისგან ადგილზე ვხტები.
- არ მეგონა აქ თუ იყავი.... - მხოლოდ ახლაღა ახელს თვალებს და მიყურებს მისი ღამისფერი თვალებით,რომელშიც ჩემი დანახვისას რაღაც სხვა ფერიც იღვრება თითქოს.
- დალევ? - ღვინოზე მითითებს. - მაგრამ, მხოლოდ ერთი ჭიქა მაქვს.
- დავლევ. - მისკენ მივდივარ და გვერდით ვუჯდები. მის ჭიქას ავსებს და მაწვდის,მეც ვართმევ და ვაგემოვნებ. ისეთი გემრიელია,რომ წამით თველებს ვხუჭავ სიამოვნებისგან. - გემრიელია... - ტუჩებს ენით ვილოკავ და ირაკლისკენ ვიყურები,რომელიც ჩემი ტუჩების მოძრაობას აკვირდება.
- გემრიელია... - წელზე ხელს მხვევს და მუხლებზე მისვამს. თვალებ გაფართოებული ვაკვირდები მის ქცევას. უკვე სახეზე ვგრძნობ მის ცხელ სუნთქვას და თვალები მეხუჭება. ვგრძნობ როგორ ეხება მისი რბილი ტუჩემი ჩემსას. ისეთი ნაზია,თითქოს ეშიანია,რომ თუ ზედმეტი მოუვა,ხელში ჩავეფშვნები.
- ირაკლი... - თვალებს ვახელ და ვაკვირდები მის დაბინდულ თვალებს,რომელის ისევ ისე ბრჭყვიალებს,როგორც ადრე.
- ჩშ... არ წახვიდე. - შუბლს შუბლზე მადებს. - ღვინის და მარწყვის გემო აქვს შენს ტუჩებს. - მის სიტყვებზე მეღიმება. ხელს ყელზე მხვევს,ახლოს მიზიდავ და ისევ მკოცნის,ამჯერად უფრო მომთხოვნად. (ახლა შეიძლება მოვკვდეეე.... არააა,ეს სიზმარიააააა) კივის მეორე მე, ყურადღებას არ ვაქცევ და ირაკლის ვყვები კოცნაში. ვგრძნობ მისი თლილი ხელების შეხებას წელზე,ისეთი მხურვალეა,ლამის დამწვას. კოცნას წყვეტს და მიყურებს. - ჩემთან დარჩი. - მეუბნება და ცხვირის წვერს ლოყაზე მისვამს.
- აქ ვარ. - თავს მის კისერში ვრგავ და იქვე ვკოცნი.



იმედი მაქვს მოგეწონებათ ^_^ <3



№1 სტუმარი Λιζι

dzaaaalian magariaa❤️❤️

 


№2  offline წევრი ვიპნი

გამიხარდა შენი გამოჩენა,ამათაც ეღირსათ მგონი :)

 


№3 სტუმარი Lile

Dzalian kargia, moutmenlad velodebi gagrdzeldebas❤️

 


№4  offline წევრი 《Sunshine》

რა მომენტზე დასრულე ჩემი მოკვლა გინდა გოგო ? :დდ როგორც ყოველთვის შესანიშნავია

 


№5  offline წევრი უმადრუკი M

Λιζι
dzaaaalian magariaa❤️❤️

მიხარია თუ მოგეწონა ^_^

ვიპნი
გამიხარდა შენი გამოჩენა,ამათაც ეღირსათ მგონი :)

მადლობა,რომ კითხულობ <3

Lile
Dzalian kargia, moutmenlad velodebi gagrdzeldebas❤️


მადლობა ^_^

《Sunshine》
რა მომენტზე დასრულე ჩემი მოკვლა გინდა გოგო ? :დდ როგორც ყოველთვის შესანიშნავია


მაპატიე :3 მადლობაა ^_^ <3

 


№6 სტუმარი Lizi

Rodis dadeb axal taavs????❤️ Erti suli maqvs rodis wavikitxav❤️❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი უმადრუკი M

Lizi
Rodis dadeb axal taavs????❤️ Erti suli maqvs rodis wavikitxav❤️❤️❤️❤️

მიხარია თუ მოგწონს ^_^ დღეს დავდებ და იმედი მაქვს ატვირთავენ <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent