სიგიჟის ზღვარზე (15 თავი)
მიასთვის ორშაბათი, რთული დღე გათენდა, დღეს იძულებული იყო მისულიყო სკოლაში და ენახა ის ადამიანი ვინც უნებლიედ ამდენი ტკივილი მიაყენა, ძალიან უჭირდა მიას იმ აზრთან გამკლავება რომ გიორგის ნახვა მოუწევდა და ისე მოქცევა თითქოს ეს ყველაფერი მისთვის არაფერს ნიშნავდა. თორნიკე ატყობდა მიას რომ აშკარად გაღიზიანებული და დაძაბული იყო მაგრამ არ იმჩნევდა, არ სურდა ურთიერთობა დაეძაბა ქორწილის წინ ამიტომ უამრავი კითხვა რაც თავში უტრიალებდა მომავლისთვის შეინახა, გადაწყვიტა მიას ყველა გამოხტომას მშვიდად შეხვედროდა. სკოლაში ერთად მივიდნენ, მთელი სკოლა გამოეფინა აივანზე და თვალს ადევნებდნენ მათ, რადგან ყველას აინტერესებდა სიძე, მია ძალიან განერვიულდა და ხელები მომუშტა, სწრაფი ნაბიჯით აირა კიბე და დირექტორის კაბინეტს მიაშურა, დააიგნორა ყველა, დირექტორმა სიძის გაცნობის მერე მკაცრად გააფრთხილა მია თუ არ ივლიდა გამოცდაზეც არ დაუშვებდნენ და ატესტატის გარეშე დარჩებოდა, თორნიკემ მიას ანიშნა არ ამოეღო ხმა და დირექტორს თავად მოუგვარა, აუხსნა რომ მიას სიარული გაუჭირდებოდა თბილისიდან და კვირაში რამდენიმე დღე ივლიდა თუ ნებას დართავდა, ქალი არ გაჯიუტებულა მალევე დაიყოლია თორნიკემ. კაბინეტიდან გამოსულმა მიამ გაოცებით შეხედა -არ მჯერა რომ დაითანხმე -კაი მე წავედი და გაკვეთილების მერე გამოგივლი და თბილიში წავიდეთ-თორნიკემ შუბლზე აკოცა და კიბეზე დაეშვა. მია დიდხანს იდგა ცარიელ დერეფანში და საკლასო ოთახის კარს მიაჩერდა დაძაბული, ძალიან უჭირდა შესვლა, საერთოდაც არ შევიდოდა მაგრამ ალქაჯი დირექტორი აიძულებდა, ნაბიჯი რომ წადგა კარისკენ ფეხის ნაბიჯების ხმა მოესმა უკნიდან და მიიხედა, წამში გაეყინა სისხლი ძარღვებში და სუნთქვა გაუჩერდა, მის წინ იდგა ის ბიჭი რიმელიც მის სულს აწამებდა, რომელიც ცხოვრებას უხინჯებდა, რომელიც ფიქრებშიც კი არ ანებებდა თავს უნებლიედ -ვაა, ჩვენი პატარძალიც მოსულა-გიორგი მიუახლოვდა და ლოყაზე აკოცა, მომღიმარი სახით, მია კი ერთ ადგილას მიყინულივით იდგა და თვალს არ აშორებდა მის თვალებს -გავიგე ქორწილიდან მოგიტაცა ქმარუკამ-გიორგი ჩვეულ ფორმაში იყო და გააღიზიანა მია თავისი აგდებული ტონით და ირონიით -აი ეგ შენ არ გეხება-მია წამში აფეთქდა და ძალა მოიკრიბა, ზურგი აქცია და საკლასო ოთახში შესვლა გადაწყვიტა -რომელი გიყვარს ის თუ ეს?-გიორგის დამცინავი ტონი მიწვდა მიას ყურს, გოგონამ ბრაზისგან ხელები მომუშტა და ბრაზისგან არეულ აზრთა დალაგება სცადა, თუმცა აზრებს თავი ვერ მოუყარა და ამიტომ სწრაფად მიტრიალდა და სახეში გაარტყა ხელი, თან ისე რომ პირდაპირ თვალებში უყურებდა, გიორგი რამდენიმე წამს გაოგნებული იდგა, ვერ იაზრებდა რა მოხდა, რადგან ასეთი რამ მია ცხოვრებაში არ ყოფილა, როცა შეძლო აზრზე მოსვლა, მიას მაჯაში ჩაავლო ხელი და ჩავარდნილი ხმით უთხრა -აღარასოდეს გაბედო მსგავსი რამ თორემ მწარედ განანებ-მაჯაში ისე ძლიერ მოუჭირა ხელი რომ მიას სიმწრისგან ლამის ცრემლები გადმოსცვივდა -მტკივა-აღმოხდა გოგონას და მეორე ხელით დაეჯაჯგურა მის მარწუხივით შემოჭდობილ ხელს, გიორგიმ გაუშვა უხეშად ხელი და კლასში შევიდა კარი კი ისე მოიჯახუნა რომ მია ლამის შეხტა შიშისგან, კარგახანს იდგა და ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო, წასულიყო თუ შესულიყო ჯოჯოხეთის კარში -საღოლ-ნატას ხმამ შეშინა და დააფრთხო მია -აკოლაში არ მოვდივარო არ თქვი დილას? -არ მინდოდა შენი ტანჯვის ნახვა მაგრამ გულმა არ გამიძლო -მიდი შენ საქმეს მიხედე-მია გაბრაზდა -შედი და გააჩუმე ყველა, რომ კითხვებით თავი არ მოგაბეზრონ, უთხრა რამდენიმე სიტყვით ოს რისი მოსმენაც უნდათ და გააჩუმე მერე და ამით დამთავრდება შენი წვალება-უთხრა ნატამ და თავის კლასში შევიდა. მიამ ძალა მოიკრიბა თავი ასწია და კლაში შეაბიჯა, ძალიან გაუჭირდა მათ მზერასთან გამკლავება მაგრამ დააიგნორა ყველა და მასწავლებელს ნებართვა სთხოვა კლასში დატოვებია -მოდი მია-ქალმა მიუთითა მიას კუთვნილ ადგილზე და გაკვეთილი ისე განაგრძო თითქოს არაფერი მომხდარა, მიამ შვებით ამოისუნთქა. თუმცა დასვენებაზე დააყარეს კითხვები, ზოგმა შხამიც გაურია თუმცა მიამ ნატას რჩევა გაითვალისწინა და გადაწყვიტა მალე მოეგვარებინა ეს პრობლემა -ხო ქორწილიდან გამოვიქეცი, რადგან მოვხვდი რომ შეცდომას ვუშვებდი და გავყევი თორნიკეს რადგან ძალიან მიყვარს, სულ ესაა და კითხვებს ნუ დამისმევთ მეტს რადგან დახურულია ეს თემა ამ წამიდან-მიამ გამოაცხადა და ყველა გააჩუმა, იგრძნო რომ ყველაზე რთული გადალახა და შვებით ამოისუნთქა, აი გიორგის კი სრულად აიგნორებდა რადგან მან გააკეთა ის, რამაც მიას სული დააშოშმინა, ატკინა გული და აიძულა მია, მისადმი ბრაზი და ზიზღიც ეგრძნო ბრამ სიყვარულის გარდა, რამაც გამოიწვია მის სულის დამშვიდება და სინანულის ჩახშობა. თორნიკე დიდხნს ელოდა მიას სკოლის წინ და ერთი სული ქონდა გაეგო როგორ ჩაიარა პირველმა დღემ, მია ყველაზე გვიან გამოვიდა ეზოში და ნატასთან ერთდ მივიდა მანქანასთან -დღეს საქორწილო კაბის ასარჩევად მიდიან, წამოდი შენც შენებს ვუთხარი უკვე-მიმართა ნატას თორნიკემ -უჩემოდაც აარჩევს-დაუღრინა ბიჭს -ნატა-მიამ აღშფოთება ვერ დამალა -რაა?-ჩაეკითხა ნატა და ზურგი აქცია მათ -კაი შეეშვი-თორნიკემ მიას გაუღიმა -გულს მტკენს -შეეჩვევა-ისევ გაუღიმა და როგორცკი მია მანქანაში ჩაჯდა ადგილს მოწყვიტა საბურავების ხრჭიალით. მია სკოლაში კიდევ ორი დღე მივიდა და შემდეგი დღეები გააცდინა, წინა საქორწინო მზადებისდა გამო. გიორგის ყოველი ქმედება და დამცინავი გამოხედვა არწმუნებდა რომ მისადმი სიყვარულის განცდა დიდი შეცდომაა, თორნიკესთან ურთიერთობის გაფუჭება ამ გრძნობის გამო არ ღირდა რადგან გიორგის სულ ეკიდა მიაც და მისი გრძნობებიც. ერთადერთი ვისაც გულწრფელად უყვარდა თორნიკე იყო. ამის გამო აღარ განიცდიდა ისეთ ძლიერ სინანულს ამ ქორწინების გამო. თორნიკე ძალიან ღელავდა ქორწილის წინ და სულ მიავიწყდა თათაც და მისი ბავშვიც, ზურა არწმუნებდა რომ თათას საქმე მოგვარებული იყო და თავად თავი არ აეტკია ამ საკითხზე, თორნიკესაც სწორედ ეს სურდა, ამიტომაც ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე დაივიწყა თათა. ქეთი მაინც ვერ მშვიდდებოდა სულ ეგონა რომ ერთ დღეს თათა მიადგებოდათ და მიას ყველაფერს მიახლიდა. ზურა კი არწმუნებდა რომ ეს ასე არ მოხდებოდა -ხომ გითხარი რომ ის გოგო თორნიკეს ვერ შეაწუხებსმეთქი -ზურა ის გოგო თორნიკესგან ბავშვს ელდება -ეს არაფერს ცვლის -ზურა -ქეთი რა გინდა გავაკეთო? ვუთხრა თორნიკეს რომ დეენემის ტესტი გავაკეთეთ და შენი ბავშვიაო? -ზურა ეს ამბავი მინც არ დაიმალება ხომ იცი, იქნებდა ჯობდა თორნიკესთვის გვეთქვა? თავად გადაეწყვიტა რა ჯობდა? -თორნიკეს ტვინი აქ არეული ისედაც და გინდა უარესი დაემართოს? მიაზე უარს მაინც არ იტყვის და უარესად დაიტანჯება, ჯობია ჩვენ დაგვტანჯოს ამ საიდუმლომ ვიდრე ის. -მაინც რომ უთხრა იმ არანორმალურმა? -დავემუქრე და ვერაფერსაც ვერ ეტყვის იქამდე სანამ მე არ გადავწყვეტ ამას -ზურა სულ ამ საშინელებაზე ვფიქრობ, მგონია ცოდვას ჩავდივართ, ის ხომ თორნიკეს შვილია? -გვარს მისცემს და ბავშვს მიხედავს, უბრალოდ ამ ამბავს მაშინ ვეტყვით როცა მზად იქნებიან ეგ ორნი, როცა ურთიერთობას დაალაგებენ -გგონია მია გაგვიგებს? მიზეზი ექნება წასასვლელად -დამშვიდდი და ქორწილზე იფიქრე ახლა, ასე ჯობია შენთვისაც და თორნიკესთვისაც. ქორწილის დღეც დადგა და მიას მთელი ღამე რადგან არ ეძინა ძლივს შეურჩიეს მაკიაჟი რომ დაემლათ ჩაშავებული იპეები, ვარცხნილობა უბრალო გაიკეთა, მხოლოდ დაიხვია თმა და თეთრი გვირილების თმის სამაგრები გაუკეთეს, კაბა სახლში ჩაიცვა და მოუთმენლად ელოდა თორნიკეს მოსვლას თან ბედნიერი იყო თან უბედური, თან აღფრთოვანებული თან განადგურებული, თუმცა მაინც უხაროდა გულის სიღრმეში თეთრი კაბა და ქორწილი. ნატა დაღვრემილი დადიოდა აქეთ იქით და მიას არცკი უყურებდა ზედ ,რადგან არ უნდოდა რამე ეთქვა უნებურად და გული ეტკინა მისთვის. ლაშა დილიდანვე გამოთვრა და ნანა ეჩხუბებოდა -რას გავს შენი საქციელი -ყველა ერთმანეთზე უარესია-სისინებდა მარინა-ერთი შვილი ვერ გაზარდეთ ნორმური-დადიოდა და იგესლებოდა -ეს დავტოვოთ-განაცხადა გეგამ -თორემ იქ ვიღაცას აუხიპიშდება და მერე უნდა ავტეხო ჩხუბი ამის გამო -ეგდოს გამოიძინოს და თუ რამე მერე მოეთრიოს-დაეთანხმა გეგას მარინა , რომელმაც მთვრალი გეგა მიას ოთახში აათრია საწოლზე დააგდო და დააფარა. სიგნალების ხმამ გააყრუა გარემო და მიას გამალებით დაუწყო გულმა ცემა, ხდებოდა ის რაზეც ოცნებობდა ამდენს, მაგრამ ხდებოდა ისრ რაზეც არასდროს უოცნებია მას. თუმცა თავს ამშვიდებდა და ამხნებედა, პოზიტივს აფრქვევდა თათიაც და მიასაც ამხნევებდა და ახალისებდა -რა კარგია რომ მყავხარ-თათიას ჩაეხუტა -ციტა უცნაური კი ხარ მია მგრამ საყვარელი-გაეცინა თათიას. თორნიკე სახლში შევოდა და გულის ფანცქალით ელოდა მიას ნახვას, რომელიც კიბიდან ჩამოვიდა მას შემდეგ რაც სტუმრებიც შელაგდნენ მათ სახლში და მარინამ ნება დართო, თორნიკე აღფრთოვანდა მიას დანახვისას, მას არასდროს უნახია მია მაკიჟით, არც განსაკუთრებული ვარცხნილობით, მია ბრწყინავდა, ძალიან ლამაზი თეთრი გაშლილი საქორწილო კაბა ეცვა და ხელში ვარდების თაიგული ეჭირა, როცა ჩავიდ კიბეზე და თორნიკემ დიდი წითელი თაიგული მიართვა და აკოცა გულმა გამალებით დაუწყო ცემა, ახლა გააცნობიერა რომ ქორწილი, თეთრი კაბა და სიგნალები ასე რომ მოწონდა იმის მაუწყებელია რომ გოგონა ხდება სხვისი საკუთრება, და ეს ყველაფერი არაფერია... მანქანაში ჩასხდნენ თუარა თორნიკემ მიას ტუჩებში აკოცა -ულამაზესი ხარ-ხელი გადახვია და და საფეთქელზე მიაკრო ცხელი ტუჩები -უკაცრავად-სარკიდან გამოხედა ლუკამ-ჩვენც აქ ვართ-გაეცინათ მას და თათიას -ცოტაც დაიცადეთ -გზას უყურე-თავზე ხელი მიადო და თავი გაუსწორა ლუკას თორნიკემ. ხელის მოწერამ მშვიდ სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა და ფოტოსესიისთვის გაემართნენ რიყის პარკისკენ სადაც თითქმის ერთი საათი დაყვეს, თორნიკე უბედნიერესი იყო რადგან მიაც კარგ განწყობაზე იყო და ღიმილს არ იშორებდა სახიდან. რესტორანი ისეთი ლამაზი იყო რომ ყველა გაოცდა გეგას კრეატივით და მონდომებით, რომელმაც ფული არ დაინანა დიზაინერებისთვის, მია ამ ყველაფერმა გააბედნიერა კიდეც და გაახალისა. თორნიკე სასმელს ეძალებოდა და არც მია ჩამორჩა, მანაც დალია რამდენიმე ჭიქა შამპანიური და როცა თავში ავარდა სასმელი ცეკვაც გაბედა. თორნიკემ მიკროფონი დაითრია და ბოლო ხმაზე იყვირა -მია მიყვარხარ, სიგიჟემდე მიყვარხარ, გიძღნი ამ სიმღერას, მხოლოდ შენ ჩემო ანგოზო-შემდეგ კი მომღერლებთან ერთად იმღერა ქართული სიმღერა, ამით არამარტო მია გააოგნა მთელი დამსწრე საზოგადოებაც. სიმღერის შემდეგ მიას მიუახლოვდა და აკოცა მთელი ვნებით და გრძნობით რასაც სტვენა და ოვაციები მოყვა, მიას შერცხვა და თორნიკესთან ერთად თავისიანების მაგოდასთან დაჯდა -ნატა რა გჭირს?-ნანა არ ეშვებოდა შვილს-რა ცხვირლირი ჩამოგტირის? -შემეშვით-ლამის იყვირა და დარბაზი დატოვა სადაც ნიკა და თიკა წყვილივით სულ ერთად დადიოდნენ. თორნიკეს ტელეფონი აწკალუნდა -რა ჯანდაბაა-გაბრაზდა როცა დახედა და ერთმანეთის მიყოლებით მიუვიდა თხუთმეტი შეტყობინება -ვინაა?-მია უნებურად დაინტერესდა -რაღაც შეცდომაა-იცრუა თორნიკემ და ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიდო, თუმცა ერთი სული ქონდა ენახა ვინ და რა გამოუგზავანა, მაი თათიამ საცეკვაოდ გაიყვანა სხვა გოგოებთან ერყად და თორნიკეც მაშინვე გარეთ გავარდა სახე არეული და შწტყობინება გახსნა ,, გინდა იცოდე რატომ და ვისგამო ვერ შეგვიყვარა მე დაშენ მიამ?" -პირველი შეტყობინება წაიკითხა და ბრაზისგან ხელები მომუშტა ვერ წყვეტდა კიდე წაეკითხა თუ არა ,,ვიცი რომ გინდა"-მეორე შეტყობინების წაკითხვამ უფრო გააგიჟა ბიჭი ,,კითხულობ არა? იმიტომ რომ გაინტერესებს"-მესამემ საერთოდ გააცოფა და ლამის მოისროლა ტელეფონი, ვერ წყვეტდა ბექას გზავნილები გაეხსნა თუ არა კიდე, ბოლოს ძლია ინტერესმა და გააგრძელა ნახვა ,,მაიც კითხულობ ხომ ასე?" ,,დატკბი" მეხუთეს მერე ჩქარა გახსნა შემდეგი და ბიჭის სურათს დააშტერდა ,,ესაა შენი გოგოს სიყვარული"-თორნიკემ არ დაიჯერა, ეგონა უბრალოდ აგიჟებდა მგრამ მაიც გახსნა შემდეგი და ახლა მართლა გაგიჟდა სურათი იყო რომელშიც მია უყურებდა ძალიან თბილი სევდიანი თვალებთ გვერდით მდგომ გიორგის მომღიმარ სახეს, ეს პიკი იყო თორნიკემ აივნიდან მოისროლა ტელეფონი და გამწარებულმა მოაჯირს მუშტი დაარტყა, ტკივილმა ერთიანად დაურბინა სხეულში მაგრამ ბრაზი ვერ გაანელა, ეს ტკივილი გულის ტკივილს ვერ მოერია, დიდხანს იდგა აივანზე და ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.