შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ სამი დღე ჩემო პეპელა!(6)


2-07-2020, 10:58
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 029

წიგნი ფრთხილად გადავშალე ,თან ისე რომ ნერვიულობით გაოფლილი ხელები სულ მიკანკალებდა.
შეშლილივით ვუყურებდი თითოეულ ძველ ფურცელს და სწრაფათ ვკითხულობდი წინადადებებს . მხოლოდ იმისთვის რომ ის ნაწილი მეპოვა,რომელიც მჭირდებოდა...ცოტახანში კი ბოლო გვერდის წინა გვერძე ,ეს ნაწილი ვიპოვე.

"ოღონთ დაიმახსოვრე,სურვილი თუ რაიმე ხორციელს შეიცავს,ის მხოლოდ სამი დღით გასტანს,შემდეგ კი როგორც პეპელა სამ დღეში გარდაიცვლება და გაქრება."

ნუთუ..არა...ვერ დავიჯერე..ანუ..იმის შემდეგ რაც მისი დაკარგვა ასე რთულად გადავიტანე და მითუმეტეს იმის შემდეგ რაც ის დავიბრუნე...ნუთუ..ისევ მომიწევს მისი გაშვება?
არ მინდა..არ მინდა დავიჯერო ამ სულელური ზღაპრის,მაგრამ თუ მისი ჯადოსნური გაცოცხლება ზღაპარს დაემთხვა,გამორიცხულია რომ ესეც სიმართლე იყოს?!
-არა,არა...ვერ დავიჯერებ.
ცრემლები წამსკდა მოულოდნელად,რომელიც არამარტო სევდით ,არამედ მერსხანებითაც იყო სავსე!
მინდოდა ეს წიგნი ნაკუწებად მექცია..მაგრამ ამით რას შევცვლიდი?
გამოდის ორი დღე დამრჩა?!
ორ დღეში..ორ დღეში..ის..ის..ისევ გაქრება?
უეცრად ტირილით ვწვდი ამ ფურცელს და წიგნიდან ამოვხიე ,შემდეგ კი გულთან მივიტანე და ცხარე ცრემლით ავტირდი.
-ლევან...მეტად ვუმატე ტირილს,ისე რომ ჩამუხლული ვიყავი ძირს და ჩემს გარშემო წიგნების გროვა იყო..ამასთან ერთად კი ყველანაირად ვცდილობდი რომ უხმოდ გამომეცა ეს აუტანელი ტკივილი..როგორი მტკივნეულია..მტკივა..ვერ გავუშვებ,ვერ გავუშვებ.
გულზე მეკიდა ხელი,რომელშიც უკვე საშინელ მწველ ტკივილს ვგრძნობდი და თან ერთი ხელი პირზე მქონდა აფარებული რომ ხმა არ გამომეცა.
უკვე მეორედ..უკვე მეორედ მომიწევს ამ საშინელი ტკივილის გამოცდა..მისი გაშვების ტკივილის,მაგრამ ამჯერად დრო მაქვს რომ სანამ გაქრება და წავა ,ჩემი სიყვარული საკმარისად დავანახო.
რაც შეიძლება დიდი დრო მინდა მასთან გავატარო,ვიცი რომ ეს ორი დღე არ იქნება ამისთვის საკმარისი,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს..ის ისევ დამტოვებს,მაგრამ ამჯერად  არ ვიცი  მეორედ თუ  შევძლებ მის გაშვებას.
უბრალოდ არ ვიცი.
-როგორ შევძლო თავიდან მისი გაშვება?
ტირილით ჩავიჩურჩულე და ხელში მომწყვდეული მოჭმურჭნული წიგნის ფურცელი იქვე მივაგდე,შემდეგ კი იმედგაცრუებული და გულ გატეხილი ძლივს წამოვდექი ფეხზე,ისე რომ მეგონა გავლასაც კი ვერ შევძლებდი..უძლური ვარ ...ვერ დავტოვებ აქ,ჩემს გვერდით,მაგრამ რატომ დამიბრუნეს სულელმა პეპლებმა,თუ ისევ უნდა წაეყვანათ ჩემგან?!
როგორ გავიდე ამ მდგომარეობაში?
რა ვუთხრა რომ მკითხონ რა გჭირსო?!
ვუთხრა რომ ისევ მოკვდება?!
ან ჩემს გოგოს რა პასუხი გავცე ისევ რომ დახუჭავს თვალებს და გაცივდება.
არ ვიცი...მეშინია..მეშინია რომ ამ ტკივილს ვეღარ გავუძლებ!
აღარ ვიცოდი რა მექნა და მეტი გზა რომ ვერ მოვნახე,უეცრად მთელი სიჩქარით გავიქეცი სახლიდან!
გავრბოდი მწვანე მინდორში და ჩემს გარშემო თითქოს ყვავილები ცეკვავდნენ,პეპლები კი ,რომლებიც ჩემს ტკივილში დამნაშავები იყვნენ ჩემს თავზე დაფარფატებდნენ.
გავრბოდი..გავრბოდი და მეც კი არ ვიცოდი რისგან ვცდილობდი გაქცევას?!
რეალობისგან!?
მაგრამ როგორ გავექცე ამ რეალობას?!!
დრო ისედაც ცოტაა..ცოტა დრო გაქვს სულელო რომ მის გვერდით თავი ბედნიერად იგრძნო და მის მშვენიერ სახეს უყურო,სად გარბიხარ!!??
დროს კარგავ..დრო..დრო..მძულს!!
მძულს დრო ,რომელიც შენს თავს მართმევს...რომ არ არსებობდეს დრო,რომ არ არსებობდეს წარსული ,იქნებ არც მომკვდარიყავი ლევან!
რა სულელი ვარ..რაზე ვფიქრობ?
უეცრად ამდენ ფიქრში და ამდენ სირბილში ადგილზე მოვდუნდი და ყვავილების ფაფუკ აკვანში ჩავესვენე..შემდეგ კი ცისფრად მოელვარე ცას ავაპყრე ჩაცრემლილი თვალები და ხელი მაღლა ავღმართე..პატარა გოგოსავით ვოცნებობდი რომ მეც ამ ცის ნაწილი გავმხდარიყავი,რათა ლევანის გვერდით ყოფნა შემძლებოდა.
-რა იქნებოდა რომ შემეძლოს მივწვდე ცას..შევეხო მას..
სისულელებს ვბუტბუტებდი და ცხელი ცრემლები ჩემს აწითლებულ ლოყებზე გზას იკვლევდნენ.
ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვიყავი,მანამ ნაცნობი ხმა არ ჩამესმა ყურებში და არ შევხტი!
ეს ლევანი იყო..ასე რომ დამინახოს ,რა პასუხი გავცე?!?
არა,არა..არ მივცემ უფლებას რომ იცოდეს,არ უნდა გაიგოს რომ ორ დღეში ისევ გაქრება..ეს მხოლოდ მე უნდა ვიცოდე.

-სალ!! აქ ხარ?!
ისევ მეძახდა და თან ვხედავდი როგორ გადაყურებდა დაუსრულებელ მინდორს,რომელიც ლამაზი ყვავილებით იყო გადაპინტული.
მე კი დიდხანს ვუყურებდი ასე შორიდან,მანამ მან არ შემამჩნია!
ცრემლები სასწრაფოთ მოვიწმინდე თვალებიდან და ვეცადე ჩემი დარდი და სევდა არ შემტყობოდა..ან თუნდაც ეს აკანკალებული სხეული და დამწვარი სული.
-საყვარელო..აქ რას აკეთებ?
ასე უეცრად სად გაქრი!
დაბნეულმა გადმომხედა ზემოდან,რაზეც თავს დავაძალე და გავუღიმე,შემდეგ კი ხელი ვტაცე და ერთი მოქაჩვით ჩემს გვერდით დავაწვინე!
თავიდან გაუკვირდა,მაგრამ რომ მიხვდა რაც გავაკეთე მშვიდი ღიმილით ჩემს გვერდით მწოლიარებ ჩემსავით ცას აპყრო მზერა..შემდეგ კი ორივე ჩუმად ვიყავით და უხმოდ ვუყურებდით ცისფერ ცას,მანამ ჩვენი გოგონას ხმაც არ მომესმა უკნიდან,რომელიც მხიარულად მორბოდა ჩვენსკენ.
-დედა! მამა!
მისი ხმის გაგონებაზე ლევანი ფეხზე წამოდგა ,რათა არ შეშინებოდა და დავენახეთ,შემდეგ კი ლიზაც რომ მოვიდა ჩვენამდე გულში ჩაიკრა და მასთან ერთად მომიწვა ისევ გვერდით.
-შეხედე დედას..როგორც ჩანს იმდენად შეყვარებულია ცაზე რომ დავავიწყდით.
ღიმილით უთხრა ჩვენს პატარას,რაზეც ჩემს მკერდზე გადმოცოცდა და მშვიდად დამადო თავი,შემდეგ კი მისი საყვარელი ხმაც გავიგე.
-დეე..შენც ხომ არ მოგინდა იქ წასვლა?
ამაზე ჩავიცინე და შემდეგ შუბლზე ვაკოცე.
-არა პატარა..სადაც შენ ხარ ,ჩემი ადგილიც იქაა.
კი ..ვაღიარებ,ცოტახნის უკან იმ აზრმაც კი გამიელვა თავში რომ ლევანს მეც უკან გავყვებოდი,რადგან მის დაკარგვას მეორედ ვეღარ გადავიტანდი,მაგრამ მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ,ჩემს თავს მხოლოდ ამის გაფიქრებაზეც კი ვადანაშაულებ.
კი..ლევანი ყველაფერზე მეტად მიყვარს,მაგრამ ჩემი შვილის და ჩვენი სიყვარულის ხათრით,ვეცდები ეს ორი დღე ყველაზე მშვენიერ და დასამახსოვრებელ მოგონებად ვაქციო ჩვენთვის..იქამდე სანამ ლევანი ისევ დაგვტოვებს.
დრო ცოტაა...სულ რაღაც ორი დღე დაგვრჩა.

ყვავილებში ჩაძირულ ეზოში პატარა მაგიდასთან მოუსვენრად იჯდა ჩვენი პატარა და ჰაერში აქნევდა ფეხებს.
მე და ლევანი კი იქვე ვიდექით და მშვიდად ვანხორციელებდით იმ გეგმას,რომელიც ლევანმა შემომთავაზა,მაგრამ რთულია მის გვერდით დგომა და თან იმის ცოდნა რომ ის ადრე თუ გვიან ისევ გაქრება..ცრემლებს ძლივს ვთოკავ ზოგ მომემტში ,რადგან ვუყურებ ,ვეხები ,მისი ხმა მესმის და მის სურნელს ვგრძნობ ,მაგრამ ყველაზე საშინელი ემოცია ისაა რომ ვიცი ამ ყოველივეს ორი დღის შემდეგ ვეღარ გამოვცდი..ეს გულს მიტეხს და მთლიანად ბოლოს მიღებს!
მინდა რომ ჩავეხუტო და ასე დავრჩე ,ისე რომ ვერაფერმა ვერ წამართვას მისი თავი!
ამაზე ვფიქრობდი და ამღვრეული თვალებით ისევ ლევანს შევცქეროდი,რომელიც ამ წამს ანგელოზს გავდა...მშვიდად მომღიმარი აკეთებდა ტორტისთვის კრემს და თან ჩვენი გოგონას ბავშვურ და სასაცილო ამბებს ისმენდა .
უეცრად კი შემომხედა და დაიბნა
-რატომ მიყურებ ასე ?
რა ხდება?
მშვიდად ღიმილით მკითხა,რაზეც სასწრაფოთ თავი ჩავხარე ,რომ ეს ცრემლიანი თვალები არ შეენიშნა და მომცინარმა მხიარულად ვუპასუხე. -არაფერი ლევან,უბრალოდ გაკვირდები რამე არასწორად არ გააკეთო.
ეს რომ ვთქვი ცოტახანს მისი პასუხი არ გამიგია,მანამ ლოყაზე პატარა შეხება არ ვიგრძენი,შემდეგ კი მომცინარ ლევანსაც შევხედე,რომელმაც ლოყაზე კრემი მომისვა.
-ეს ეჭვებისთვის ძვირფასო.
თან კმაყოფილად ცბიერი ღიმილით მითხრა,რაზეც არც მე არ დავაკელი და თითით ამოღებული კრები ასევე მოვუსვი სახეზე,ამაზე უკვე ლევანი შეტევაზე გადმოვიდა და ჰაერში ამაფრიალა,ისე რომ მისი მკერდი მეხებოდა ზურგზე და მისი ძლიერი ხელები მეხვია წელზე!
-მომხედე! მომხედე მინდა რომ უკეთ დავინახო როგორ გაგილამაზო სახე!
თან სიცილით ყვიროდა,ჩვენი პატარა კი სიცილით ხტუნაობდა ჩვენი შემყურე.
-ლევან! ბოდიში,აღარ ვიზავ!
მე კი განწირული ვყვიროდი და სახეს ხელებით ვმალავდი ,რომ კრემი აღარ მოესვა .
სააბოლოდ კი ლევანმა თავი დამანება და მხოლოდ ლოყაზე მაკოცა.
-კარგი გათავისუფლებ..
მშვიდად მითხრა თან,რაზეც აბრწყინებული თვალებით ავხედე...ეს მომენტი ისეთი ბედნიერი იყო...თითქოს არც არასდროს წასულა ჩვენგან და სულ ასე ვიქნებოდით.
ამის გააზრებაზე ისევ ცრემლებით ამევსო თვალები და ცოტაც და მართლა ავტირდებოდი ...ასეც მოხდა და გაუცნობიერებლად ცხელი ცრემლი ჩამოედინა ჩემს ლოყაზე.
ეს რომ ვიგრძენი მაშინღა მივხვდი რომ თავი ვერ გავართვი და ვეღარ შევიკავე ცრემლები.
დაბნეულმა და შეშინებულმა მათი რეაქციით სასწრაფოთ მოვიწმინდე ცრემლი და ისევ კრემით სავსე თას მივუბრუნდი,მაგრამ ლევანმა ხელით გამაჩერა უეცრად და თავისკენ მიმატრიალა.
-რა ხდება სალომე?
რაღაც რიგზე ვერაა..გოცნობ და ვიცი რომ რაღაც გაწუხებს.
ეს რომ მითხრა სერიოზულად დარდიანი თვალებით ,მართლა საგონებელში ჩავარდი!
როგორ გავამართლო ეს საქციელი?
-ბედნიერებისგან არ ტირიან ლევან?
შენ რომ ჩემს გვერდით ხარ რაღა უნდა მიჭირდეს და მაწუხებდეს?
ყიველთვის რაც მაკლდა და რაზეც ვოცნებობდი წინ მიდგას ..ეს შენ ხარ.
მშვიდად სრული სიმართლე ვუთხარი,რომლის უკანაც სევდას ვმალავდი,რაზეც ასევე სევდიანად გამიღიმა და მშვიდად ჩამიხუტა გულში,შემდეგ კი ყურში მიჩურჩულა.
-ძაალიან მიყვარხარ სალ.
ამაზე მეც იგივე ვუპასუხე და მეტად გულაჩუყებულმა და  მის მკერდში დამალულმა,თამამად მივეცი ცრემლებს უფლება, რომ ლოყებზე ჩამოსულიყვნენ.

ცოტახანში ჩვენი საქმე გავაკეთეთ და ის გეგმაც ,რომელიც ლევანმა შემომთავაზა პირნათლად შევასრულეთ.
მან მითხრა რომ ყველა ის დაბადების დღე ამ ხუთი წლის განმავლობაში,რომელიც ლიზას ჰქონდა, დღეს აგვეღნიშნა.
ამისთვის კი არ დაეზარა და ჩემთან ერთად ხუთი პატარა ტორტიც გააკეთა..შემდეგ კი ბუშტების დაბერვაშიც მომეხმარა და აი ამ წამს ეზოში კმაყოფილები ვზივართ და ხუთ ტორტს შევსცქერით.
-ვერ ვიჯერებ რომ სულ მარტოებმა გავაკეთეთ .
სიცილით გადავულაპარაკე,რაზეც წელზე მომხვია ხელი.
-ერთად ყველაფერი შეგვიძლია!
ეს რომ მითხრა ღიმილით ჩავხარე თავი და მე სულელმა ვინატრე.
ნეტავი სიკვდილის წინააღმეგ გამარჯვებაც შეგვეძლოს ერთად.

საღამოც მოვიდა ,იქამდე სანამ ლიზას ხუთივე ტორტი ჩავაქრობინეთ,დაბადების დღის სიმღერის თანხლებით .
როგორც ვვარაუდობდი მეცხრე ცაზე იყო ,როდესაც გააცნობიერა რომ ერთ დღეს ხუთი დაბადების დღე ერთად გადავუხადეთ,თანაც სანატრელ მამასთან ერთად.

სულ პატარა რომ ვიყავი ზღაპარს და რეალობას ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი.
ვარდისფერ ლამაზ კაბას ჩავიმცმევდი ,პატარა გვირგვინს დავიდგამდი და მეც ზღაპრის გმირი პრინცესა მეგონა თავი,მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი რომ ეს რეალობა იყო,რომელშიც მე პრინცესა არ ვიყავი.
გამერჩია რეალობა ზღაპრისგან ათასგვარ ემოციას ქმნიდა ჩემში!
ეს შეგრძნება თან დამაკმაყოფილებელი და თანაც უსიამოვნო იყო..თითქოს და გულს მიტეხდა და თან მაინც მიხაროდა რომ ჩემი ფანტაზის რაღაც ნაწილს ამის აღქმა სხვა გვარად შეეძლო.
მიკვირს ,მაგრამ ამ წამსაც იგივე განცდა მაქვს,რაც იმ პატარა გოგონას ჰქონდა წარსულში. იმ პატარა მეს ,რომელმაც იცოდა ზღაპარს და რეალობას შორის ზღვარი....საბოლოდ ხომ რეალობაში ყველა ზღაპარს კარგი დასასრული არ აქვს.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

"საბოლოდ ხომ რეალობაში ყველა ზღაპარს კარგი დასასრული არ აქვს"
:'( :'(
აუუუუუუუ ისევე ამატირე :(
მე მეგონა ლევანს ეტყოდა :(
მალე დადე შემდეგი

 


№2  offline წევრი bird of life

ალბათ გავგიჟდები მალე...ყველა ზღაპარს კარგი დასასრული აქვს და ეს ისტორია, რომ ცუდად დამთვრდეს შეიძლება კედლებზე დავიწყო სიარული... მალე დადე რა ახალი თავიიი, მოუთმენლად ველიიიი heart_eyes sob

 


№3  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ანი
"საბოლოდ ხომ რეალობაში ყველა ზღაპარს კარგი დასასრული არ აქვს"
:'( :'(
აუუუუუუუ ისევე ამატირე :(
მე მეგონა ლევანს ეტყოდა :(
მალე დადე შემდეგი

მაპატიეეე ;(
მალე დავდებ ახალს❤️❤️

bird of life
ალბათ გავგიჟდები მალე...ყველა ზღაპარს კარგი დასასრული აქვს და ეს ისტორია, რომ ცუდად დამთვრდეს შეიძლება კედლებზე დავიწყო სიარული... მალე დადე რა ახალი თავიიი, მოუთმენლად ველიიიი heart_eyes sob

მალე დავდებ...სულ რაღაც 2 თავი დარჩა❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent