ყველაფერი რაც მე მინდა (თავი 9)
მის ხუმრობაზე მხოლოდ ჩამეცინა. მოვდუნდი და მთლიანად მას მივეყრდენი. უსაზღვროდ მსიამოვნებდა გაბრიელის ასეთი სიახლოვე. ამის შემდეგ მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩამეძინა და კიდევ დიდი ხანი ვიყავით ასე... ის არ შეგიყვარებს.... მისი სათამაშო ხარ.... მხოლოდ და მხოლოდ სათამაშო. მას გრძნობები არ გააჩნია.... ის მკვლელია.... ის ქურდების ბოსია..... შენ ის უნდა შეგება, მაგრამ პირიქით მოხდა...... თავში სულ ეს ხმები ჩამძახოდნენ და მშვიდად ძილის საშუალებას არ მაძლევდნენ. პრინციპში მართალს ამბობდა ჩემი შინაგანი ხმა და მე არ მქონდა უფლება, რომ ის შემყვარებოდა. ხო... შეყვარება... ვაღიარებ, რომ შემიყვარდა.... არადა, როგორი სუფთა და გულწრფელი ჩანს... არა ლილე, ეს მხოლოდ ნიღაბია, არ ენდო და არ დაიჯერო, რომ მას შენს მიმართ რამე გრძნობა აქვს. მხოლოდ ახლა ვახელ თვალებს, რადგან გვერდით ძალიან თბილ და ძლიერ სხეულს ვგრძნობ. არა, არ შევმცდარვარ.... გვერდით გაბრიელი მიწევს.... მშვიდად ძინავს.... ამ დროის განმავლობაში მის სახეს ვაკვირდები და ყოველი ნაკვთის დამახსოვრებას ვცდილობ.... არა რა ასეთი სიმშენიერე მაინც რა გააჩინა ღმერთმა რა... ხომ შეიძლებოდა უფრო კრგი ყოფილიყავი გაბრიელ? უფრო კეთილი.. -საყვარელო ვიცი, რომ სიმპატიური ვარ, მაგრამ ეგეთი სახით თუ გააგრძელებ ყურებას ტუჩებს მოგაჭამ... ისე ჩაილაპარაკა, რომ თვალები არც გაუხელია. მის ხმაზე შევცბი რადგან არ ველოდი, რომ ეღვიძა ან შემდეგ გაიღვიძებდა. მოიცადე რაო? ტუჩებს მოგაჭამო? ვერაფერსაც ვერ მიზამს. მე გაბრაზებულმა ტუჩები გამოვბერე და თვი გადავატრიალე. გაბრიელს მხოლდო ჩაეცინა, ჩემს საქციელზე. -გაბუტვებიც გვვცოდნია? რაღაც 24 წლის აგენტის შთაბეჭდილებას ტოვებ და ტუჩების გამობერვა არ შეგეფერება. -შენ საიდან იცი ამდენი ჩემზე? ახლა უკვე ჩემი გაბრაზებული თვალები, მის ცისფერ სფეროებს შეეჩეხა. გაბრიელმა ჩემს ნათქვამე მხოლოდ ცალი წარბი ამიწია. -შენ არ იცი ხო მე ვინ ვარ? -მერე რა... ბაზაში კატომ ყველა ნფორმაცია წაშალა, ან დამალა.... -რა ჩურჩუტი ხარ.... ჩემი ჩურჩუტი გოგო.... ბოლო სიტყვებზე უკვე ამომასხა. -მე არავისი არ ვარ და მითუმეტეს შენი.... და საერტოდ აქ რატომ ხარ? ფართხალი დავიწყე, მაგრამ 2 ტონიანი ტორები, რომ დაგაკავებენ სად წახვალ, 53 კილო ვარ მეტი კი არა. -მომისმინე ჩიტუნა... რაც ჩემია ჩემიას პრინციპით ვცხოვრობ და რასაც მინდა ყოველთვის ვიღებ, ანუ ყველაფერი რაც მე მინდა, ჩემი ხდება. დასერიოზულებული ტონით მითხრა და ცხვირზე თითი დამკრა. საწოლიდან ადგა და უკან მოუხედავად გავიდა პალატიდან. ეს რა იყო ჰა? ვაი დედააა.... ცხოვრებაში პირველად მინდა, რომ ამნეზია დამემართოს. ამას ვაჩვენებ როგორია როდესაც მისი საკუთრება ხარ. დამაცადოს..... ისევ წამოჯდომა ვცადე, სულ დამავიწყდა, რომ მაგარი დაჟეჟილი, დაბეგვილი ვარ, ხოდააააა, ისევ მეტკინა ყველაფერი. ახლა მაინც ვწევარ საწოლში და ექთანი გამოვიძახე. იმედია მარი მოვა... და არც შემცდარვარ წამებშ მარი გაჩნდა ჩემს პალატაში. -აბა თავს როგორ გრძნობ ლილე? -სიმართლე, რომ გითხრა არც ისე კარგად. ადგომა მინდა და ყველაფერი მტკივა. -წესით აღარ უნდა გტკიოდეს ისე ძალიან. -ანუ.... მეთვითონ ვცადე ადგომა და ძირს დავებერტყე, ამიტომ ისევ მტკივა. -ოხხხ ლილეეე. ჩაიცინა და ყავარჯნები ჩემს გვერდით მიაყუდა კედელზე. -მარი, ახლა, რომ ბიჭი იყო შემოსული იმას იცნობ? არ ვიცი ახლა ეს რამ გაამახსენა და მარის რატომ დავუსვი ეს კითხვა, მაგრამ რაღაცა მკარნახობს, რომ მარი მას იცნობს. მარის ხველა აუტყდა. -რა იყო მარი კარგად ხარ? ასეტ რა გკითხე... -არა მე საიდან უნდა ვიცნობდნე. -რავიცი ცოტნე და დანარჩენები იცნობენ და შენც ხომ არ იცნობ? -არა... -მატყუებ. -არა.... -მარიიი... მე აგენტად ვმუშაობ და შესაბამისად ყველა ტიპის ადამიანს ვიცნობ... როდესაც ადამიანი იტყუება თლებშ ვერ გიყურებს და ცდილობს, რომ სვხა მხარეს გაიხედოს. -კარგი ხო.... ვიცნობ.... აუ ლილე რააა, შენი სამსახური შემიკლავს... ამაზე ორივეს გაგვეცინა. -კარგი ანუ იცნობ, მაშინ საიდან? ვინ არის სინამდვილეში? რატომ მიმალავენ ბიჭები რაღცაეებს? -ვაიმე ლილე..... ძალიან ბევრი კითვაა, მაგრამ მე არ გეტყვი, როდესაც დრო მოვა თავად გეტყვიან. -ანუ იცი? -კი ვიცი და იმაში არ დაგეხმარები, რომ გაბრიელი ციხეში ჩააყუდოთ. -შენი ვინმეა? -კი. -ვინ არის? -ახლობელი. მემგონი ეჭვიანობა დავიწყეეეეეე. -შეყვარებულები ხართ? ამაზე მარის სიცილი აუტყდა. -არა.... -მაშინ ვინ არის, მხოლოდ ეს მითხარი? -ჩემი ძმა მოკვდა, ამიტომ ახლა ის არის ჩემი ძმააა, მაგრამ ეს არავინ არ იცის და გთოვ, შენც არსად არ თქვა. თვალები აუცრემლიანდა, მაგამ მაინც მედგრად იდგა. -ბოდიში. -არა შენ ბოდიში არ გაქვს მოსახდელი. გიყვარს ხო? -რა? ჰა? უცბად დავიბენი ეს კითვა რომ დამისვა. ვაი შე საცოდავო სად გამოგიჭირეს. -ძალიან კარგად გაიგე რაც გკითხე. მაცდურად შემომხედა, რაზეც ჩამეცინა. -არა, რა სისლელეა. -კარგი, მაგრამ ეგ ცოტნემ და დანარჩენებმა არ გაიგონ, თორემ კარგი დღე არავის არ დაადგება. მის მიხვედრილობაზე გამეცინა. -კარგი ახლა საქმე მაქვს და მალე შემოვალ და სიარულში ვივარჯიშოთ ხო? *** -გაბრიელ რა ხდება? -....... -გაბრიელ ხმა ამოიღე. ლამის გამოგვიჭირეს იმ ნაბი*ვრებმა. -ვახო საკმარისია... -რა არის საკმარისი იმ სი*მა ლამის მოკლა ჩვენი კაცი. -და შენზე რას იტყვი? -რას ნიშნავს შენი სიტყვები გაბრიელ? -არც შენ ხარ მთლიანად ჩემი ერთგული ხომ ასეა? შესაფერის მომენტს ელი, რომ მაშნვე ჩამომაგდო ხომ ეგრეა? -არა.... რათქმაუნდა არა.... -ტყუი. -ამდენი წელი შენს გვერდით ვარ და ახლა ქირფერობას მაბრალებ? -ასე არ არის? მხოლოდ ახლა ახედა მკაცრი და გამომცდელი თვალებით გაბრიელმა ვახოს. -მიწვევ? -შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ გამოგიწვიო? -სხოდკა. -იდი ნა*უი. კიდე მთვარეზე მოფსმაც ხო არ გინდა? -შეგეშინდა? ამაზე გაბრიელმა მხოლოდ გადაიხარხარა. -მე? მეშინია? სხოდკა.... ბაზარი არაა, მაგრამ იცოდე, რომ ჩენი კლანებიც იქნებიან. -რა იყო მარტო ვერ გაუძლებ დარტყმას? -როგორ არა, უბრალოდ მინდა შენმა დამქაშებმა, შენი დიდებული დამარცხება იხილონ. -კარგი. დღეს ღამის 2 საათზე. -თანახმა ვარ. -ვინც არ მოვა, ტრუპია. -ააა, შენ მოდიხარ? -სასაცილოა. სხვა შემთხვევა, რომ ყოფილიყო ისინი სისხლით დადებდნენ შეთანხმებას, მაგრამ ეს უბრალოდ ორ კალნს შორის უთანხმოება იყო და გაბრიელმა დარწმუნებით იცოდა, რომ ვახოს თმიდან ერთ ღერსაც კი ვერ ჩამოუგდებდა, რადგან მისი აზრით ვახო მხდალი ნაბი*ვარი იყო და მეტი არაფერი. თანაც ეს სხოდაკა მისთვის უბრალო გართობა იყო, მაგრამ ახლა მას მხოლოდ ერთი რაღაც აწუხებდა... ლილე..... *** ყავარჯნებით სიარული მარტივად ვისწავლე და ამაში მარის დიდი წვრილი მიუძღვის. ახლა პალატაში დავდივარ და ვცდილობ, რომ ამ ჯოხებს შევეჩვიო. კარებზე კაკუნი ისმის. -დიახ? ისევ კაკუნია. -ვინ არის? ისევ კაკუნი ისმის. -მობრძანდით. სიჩუმეა და კაკუნის ხმა. გავგიჟდები ახლა რაააა.... კარებთან მივიდვარ და რომ ვაღებ ხელში მხოლოდ კონვერტი მრჩება. აქეთ-იქით ვიხედები, მაგრამ არავინ არ არის. საინტერესოააა.... ისევ პალატაში შვედივარ და საწოლზე ვჯდები. კონვერტს სწრაფად ვხსნი, რადგან ინტერესი მკლავს... ოხ ლილეეეე, ეს სულსწრაფობა შეგიწირავს შენნნ... აი ამოვიღე კონვერტიდან პატარა ფურცელი. იქ კი ასეთი რაღაც წერია. ,,თუ გინდა, რომ შენი ძმის მკვლელი იხილო, დღეს ღამის 12 საათზე სავადმყოფოს უკანა ეზოში იყავი... დაიმჯერე მეც ისევე მინდა მისი მოკლვა როგორც შენ.“ -იოს მკვლელი? არ არსებობს? ვინ არის?ჯანდაბა.... ამის.... ფუ შენი..... გაურკვევლობაში ვიყავი.... ამდენი წელი იმას ვცდილობდი, რომ იოანეს მკვლეი მეპოვა და არ გამომდიოდა. რა უბედურებაა რააა.... ცოტნეს უნდა ვუთხრა... ყავარჯნებს დავეყრდენი და დერეფანში მარის მოძებნა დავიწყე, რაც წარმატებით დასრულდა. -მარი ტელეფონი მომეცი რა. -რაში გჭირდება? -უნდა დავრეკო. -აი აიღე. ტელეფონი გამომიწოდა თუ არა მაშინვე გამოვართვი და ცოტა მოშორებით დავდექი სადაც არავინ გაიგებდა ჩემს ხმას. ცოტნეს ნომერი ავკრიფე და დავურეკე. -მარი რამე მოხდა? -მარი არა ლილე ვარ და სასწრაფოდ მოდი. -კარგი, მაგრ.... არ დავაცადე არაფრის თქმა მაშინვე გავუთიშე. მართლაც, რომ მალე მოვიდნენ ცოტნე, ილია, გიორგი და თოკო. -რა ხდება ლილე? ასეთი რა სასწრაფო საქმე გქონდა? -წამოდი... პალატაში შევიყვანე და ის წერილი ვაჩვენე, რომელმაც მე საგონებელში ჩამაგდო. ამ წერილის წაკითხვისას სახეზე ფერები გადაუვიდა. ილიას, გირგის და თორნიკესაც ეცვალათ სახის გამომეტყველება. ცოტნე გამწარდა და ეს წერილი ნაკუწებად აქცია. -შენ აქ დარჩები. -რას ნიშნავს აქ დავრჩები? -იმას, რომ არსად არ წახვალ. -რატომ? შენ, რომ წახვიდე და შენ მოუღო ბოლო? -არა, არც მე არც შენ და არცერთ ჩვენგანი არსად არ წავა. -ცოტნე... -ლილე... -იო სულ ოდნავ მაინც არ გენატრება? როგორც ჩანს ჩემმა კითხვამ შეაცბუნა. -ლილე არა ნიშნავს არას და მოვრჩით, შენთან საუბრის გაგრძელებას აღარ ვაპირებ. ცოტნემ ხმას აუწია და ამ სიტყვების შემდეგ უკან გაბრუნდა. რა იყო ახლა ეს? ახლა დავრწმუნდი, რომ ის კანონიერები რაღაცას უკეთებენ ცოტნეს.... აღარ ვიცი რა ვიფიქრო და რა გავაკეთო, მაგრამ ერთადერთი ის ვიცი, რომ აუცილებლად გავიგებ ვინ წამართვა ძმა.... თნდაც ეს სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.... ესეც ახალი თავი. მადლობა, რომ კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.