ბრძოლა {სრულად} +18
დიდ დარბაზში ჭერზე დამაგრებული ნათურების შუქი ოთახის შუაში შემაღლებულ ადგილს დანათოდა, ადგილს რომელსაც ოთხი სხვადასხვა ფერის თოკი შემოჰკვროდა გარს და კვადრატულ ფორმას სძენდა. რინგზე ორი 30 წლამდე მამაკაცი იდგა, თეთრ კანიანს კრივის შავი შორტი მოერგო, ხელზე “Everlast”-ის ხელთათმანები დაემაგრაბინა და მოწინააღმდეგეს დაუნდობლად ურტყამდა. თხელი ტანის მქონე მწვანე თვალება კაცი არაფრით უვარდებოდა დაკუნთულ შავ კანიანს, წითელი შორტი რომ ჩაეცვა და თავის დაცვას ამაოდ ცდილობდა. წარმოუდგენლი სისწრაფით და ძალით იქნევდა დაკუნთულ, თეთრ მკლავებს და მოწინააღმდეგეც მოწყვეტით ეცემოდა რინგის ცისფრად შეფერილ იატაკზე. ადგილზე ხტუნაობდა, შავი, ოფლისგან დასველებული თმაც უთამაშებდა და კვლავ მოთმინებით ელოდა წითელ შორტიანის წამოდგომას რომელიც არა და არ ნებდებოდა. უთმობდა, დარტყმის საშუალებას აძლევდა დაუძლურებულ შოკოლადის კაცს, ბოლოს კი მარჯვენა ხელის სწრაფი მოძრაობით საბოლოოდ დაახეთქა იატაკზე და გარშემო შეკრებილი ხალხის კივილიც წამსვე ატყდა. ყველა შავ შორტიანი კაცის სახელს ყვიროდა, რინგზე ამხტარი მწვრთნელი კი კიდევ ერთხელ გამარჯვებულ მწვანეთვალებას მთელი ძალით ეხვეოდა გახარებული და გამარჯვებას ულოცავდა. -ამის დედაც, ლუკას, საუკეთესო ხარ! - კისერზე მოკიდა ხელი და თავზე აკოცა. -გეყოფა აფერისტობა ტომას! - თვალების ტრიალით მიარტყა ხელი მწრთვნელს. - ხომ იცი, თავში მივარდება. მილოცვებს იღებდა, თან გასახდელისკენ მიიწევდა რინგიდან ჩამოსული. ხალხი ხელებით სხეულზე ეხებოდა, ის კი მკაცრი გამომეტყველებით მათ არიდებას ცდილობდა. -ლუკას, გირეკავენ. - გასახდელში შესულს ტელეფონი მიაწოდა იქვე მდგარმა ოც წლამდე ბიჭმა. -ვინ არის? -ბელა. - ეკრანზე დაკვირვების შემდეგ იქვე მჯდომ ლუკასს შეხედა, მან კი მაშინვე გამოართვა ტელეფონი. -ამის დრო არ არის! - მობეზრებული, ოდნავ ბრაზ შეპარული უყურებდა სმიტი, უკვე ყელში ჰქონდა ამოსული არა საჭირო დროს გამოჩენილი გოგოს ზარები. -გეყოფა, ტომ! - სენსორს თითი გადაატარა, ყურზე მიიბჯინა და მისი წკრიალა ხმაც წამსვე გაიგო. -გილოცავ ჩემო პატარა! ისევ მოიგე! -შენ რა, ეჭვი გეპარებოდა? - წარბები მაღლა ასწია, ისე თითქოს დაინახავდა მეორე მხარეს მყოფი ბელა. -არასდროს! - კისკისით თქვა, შემდეგ დამშვიდებულმა ბედნიერი ხმით განაგრძო საუბარი. - შენით ვამაყობ, დღეს უკვე ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ რაც პირველად გაიმარჯვე და ჩემთვის იმედი არასდროს გაგიცრუებია! -პატარა… -ჩვენ კლუბში მივდივართ, რომ მოწესრიგდები მოდი და ეს დღე ავღნიშნოთ. -კარგი. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. - სწრაფად გათიშა ტელეფონი და წარბ შეკრულ სმიტს შეხედა. - რა? -ეგ გოგო ნერვებს მიშლის, მაშინ გირეკავს როცა არ გცალია და შენ მაინც ყოველთვის პასუხობ! -რამდენი წელია ამაზე წუწუნებ, ტომ? - ყურებამდე გაუღიმა, თან თავი გააქნია სიცილით. - გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, ბელა ჩემი ცხოვრების ნაწილია. -რაც გინდა ის ქენი. - კვლავ თავი გააქნია დანანებით, ლუკასს კი ყველა კბილი გამოეჩინა და მწვრთნელს თვალებ ანთებული უღიმოდა. -შხაპს მივიღებ, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. - მხარზე დაარტყა ხელი და აბაზანისკენ წავიდა. -არაფერი გტკივა? -არა, სერ. დღეს ფუმფულა მოწინააღმდეგე მყავდა. - დამცინავი ტონით ჩაიფრუტუნა, თან ონკანი მოუშვა. -ჯობია ასე ხუმრობას თავი დაანებო, ლუკას. -შემოხვალ? - მოულოდნელად შუშის კარიდან გამოყო თავი ლუკასმა, სმიტის შოკირებულ სახეზე კი გულიანად ახარხარდა. -ჭკვიანად იყავი, თორემ მაგ სახეს, ასე რომ უფრთხილდები, მე დავამახინჯებ! -დაბერდი სამაგისოდ. - შუშის კარის მეორე მხრიდან გასცა პასუხი, გაცეცხლებულმა სმიტმა კი თავი ძლივს გააკონტროლა. -ენა შემაჩვიე ბავშვო. -მაპტიეთ, სერ! -მალე გამოდი! - მის ცინიკურ ხმას ყურადღება აღარ მიაქცია, იქაურობას მოშორდა და მოგებასთან დაკავშირებული საქმის ბოლომდე მოსაგვარებლად წავიდა. თორმეტი საათი იქნებოდა ნაცნობ კლუბში რომ შევიდი. ელექტრონული მუსიკა მაღალ ხმაზე უკრავდა, ხალხი ცეკვავდა, ის კი იმ ადგილისკენ მიიწევდა სადაც მეგობრები ეგულებოდა. მალე დაინახა კიდეც იქვე მსხდომები. როგორც კი მოჰკრეს თვალი ჯინსის შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი დღის გმირი მაშინვე ფეხზე წამოიშალნენ, ორი გოგო კი ისევ თავის ადგილს მიყინულები დარჩნენ, რომლებიც ლუკას აქამდე არასდროს ენახა. -გილოცავთ! - სათითაოდ მოეხვივნენ, ზურგზე ხელები უტყაპუნეს ისედაც გადაღლილს, ბოლოს კი სავარძელზე დაჯდომის უფლება მისცეს. -ლუკა, ეს არიანაა. ჟღალი არია, ჯეიკობის მეგობარი. ეს კი ჩვენი ჩემპიონი ლუკასი. - თვალებ გაბრწყინებულმა შეხედა მეგობარს. ლუკამ კი ჭიქა ასწია სიტყვის თქმის ნაცვლად და ისე მიესალმა გოგოებს. -სასიამოვნოა შენი გაცნობა, ყოველთვის მინდოდა შეგხვედროდი. - მოუთმენლად თქვა არიანამ, ლუკასის ყურადღებაც წამსვე მიიქცია. ცალყბად გაიღიმა, თან გოგო მთლიანად შეათვალიერა. -ჩემში ინტერესს ვერ იწვევ. - თვალი აარიდა აჭარხლებულ გოგოს, გვერდზე მჯდომ მოფხუკუნე მოგაბარს კი მკლავი მიჰკრა. კარგად არ ჩანდა სიბნელეში სახეები, მაგრამ მაინც გრძნობდა როგორ უყურებდა ცისფერთვალება, ქერათმიანი არიანა, რომელსაც მოკლე კაბიდან ერთმანეთზე გადაჯვარედინებული გრძელი ფეხები მიმზიდველად მიუჩანდა, ლუკას კი რატომღაც არ აინტერესებდა. აქეთ-იქით იყურებოდა, წამით გულის ცემა უჩქარდებოდა, შემდეგ კი ისევ ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებოდა. საინტერესოს, ან ნაცნობს ვერავის ხედავდა. მხოლოდ გვერდზე ჩამწკრივებული მაგიდა და სავარძლები იდგა, შუაგულში კი აღზნებული ხალხი ერთმანეთს ეცეკვებოდა. ბოლოს თვალიერებით დაიღალა, მზერა მასზე მიშტერებულ არიანაზე გადაიტანა და შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ შეათვალიერა, თან სასმელი მოსვა. -თუ არ დაგევასა მე წავიყვან, მაგარი ძუ.ძუები აქვს. - ოხვრით ჩაილაპარაკა გარყვნილმა მეგობარმა, ლუკამაც გაკრეჭილმა გადახედა. -შენი იყოს. - ჭიქა მეგობრის ჭიქას მიადო და მათი წკრიალიც გაისმა. -ძმა ხარ. - მხარზე დაარტყა ხელი, შემდეგ კი არიანას გვერდზე გადასკუპდა. ეცინებოდა ნიკოლოზზე, იცოდა მკერდი მისი სუსტი წერტილი იყო, ქალის შეფასებისას ჯერ მკერდს უყურებდა, თვალით მის სიდიდეს ზომავდა და მხოლოდ შემდეგ იწყებდა ფლირტს. რამდენჯერმე უთქვამს კიდეც, “ქალის რბილ, დიდ ძუ.ძუებში რომ ჩაყოფ თავს და ამ სირბილეებს შეიგრძნობ, მაგაზე მეტი სამოთხე არ არსებობს.”-ო. არიანას კი საკმაოდ დიდი მკერდი ჰქონდა, ზედმეტადაც კი. მათგან ჟღალზე გადაიტანა მზერა, ჯეიკობის წყალობით სახეზე თმის ფერი დასდებოდა, ბუნებრივად იღიმოდა და კაცის ხუმრობაზე ტუჩებს საყვარლად ბრეცდა. ეს სხვა იყო, ხედავდა როგორ შესციცინებდა ჯეიკობი და ხვდებოდა ჭორფლიანი არია ძალიან მოსწონდა. შემდეგ სავარძელში მჯდომ ბელას შეხედა, საყვარელ ქალზე ნახევარი ტანით იყო აკრული, ხელი მხარზე მოეხვია, თვალებ გაბრწყინებული უყურებდა, ესაუბრებოდა, თან იცინოდა. ბედნიერი იყო მისი ბედნიერებით, იმით რომ ბელას საყვარელ ქალთან ყოფნა თავისუფლად შეეძლო, არავინ აკრიტიკებდა, არავინ საუბრობდა მასზე, არც ზიზღით სავსე თვალებს ხედავდა და ცხოვრებით ბედნიერი ტკბებოდა. მომღიმარმა ისევ ხალხს მოავლო თვალი, გვერდზე გაიხედა და ერთი მაგიდის იქით მჯომ გოგოს პროფილზე გაუშეშდა მზერა. იცინოდა, თვალები ოდნავ მოჭუტოდა, გრძელი, ყავისფერი, წელამდე სწორი თმა გაეშალა და წინ მსხდომებს ესაუბრებოდა. ისეთი ლაღი იყო, ისეთი თავისუფალი თვალს ვეღარ აშორებდა ლუკა. შემდეგ დაინახა როგორ მიუახლოვდა 23 წლამდე ბიჭი, ჯერ ლოყაზე აკოცა, შემდეგ მასთან საუბარი გააბა, თან ძალიან ახლოს იყო გოგოს სახესთან, ლამის ცხვირებით ეხებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ გოგოც ფეხზე წამოდგა, თეთრი, ბრეტელებიანი მოკლე კაბა ეცვა, წვრილი თითები ბიჭისთვის ჩაეჭიდა და ცეკვაში გართული ხალხისკენ მიჰყვებოდა. მალე ბრბოს აჰყვნენ, ელექტრონულ მუსიკას ტანი ააყოლეს. ბიჭს გოგოს წელზე შემოეხვია ხელი, ისიც სხეულზე ეტმასნებოდა, გამომწვევად ეცეკვებოდა, ბიჭი კი რაღაცას სიცილით ეუბნებოდა. ცუდი შეგრძნება დაეუფლა მუცელში, სხვა მხარეს გაიხედა და ვერც იმას მიხვდა თუ რამ გააღიზიანა ასე. დიდხანს არ გაჩერებულა, მეგობრებთან საუბრის შემდეგ მალევე დატოვა ბარი, ფეხით გაუყვა ხალხით გადაჭედილ ნიუ-იორკის ქუჩებს, E 58th ქუჩიდან 5th ავენიუზე გადაუხვია, ხუთი კვარტალი ფეხით გაიარა, შემდეგ მარჯვნივ შეუხვია და როგორც კი კამერებით მდგომი ჟურნალისტები შენიშნა მაღალ ცათამბრჯენის შესავლელთან, წამსვე უკან გაბრუნდა, მომდევნო ქუჩაზე გადაუხვია, ჩიხების გავლით შენობის უკანა კარიდან შიგნით შევიდა. ყურადღება არ მიუქცევია არაფრისთვის, მარმარილოს იატაკს მისჩერებოდა და ინსტიქტირად დგამდა ნაბიჯებს ლიფტთან მისასვლელად. ლიფტში შესულმა საკუთარი სართულის ნომერი აკრიფა და ისიც დაიძრა ბოლო სართულისკენ. -საღამო მშვიდობის, სერ. - კარის გაღებისთანავე შეეგება ფორმაში გამოწყობილი 38 წლამდე ქალი. -გრეის, ამ დრომდე აქ რატომ ხარ? - გაკვირვებულმა ჰკითხა მოსამსახურე ქალს, თან თავის დაკვრით მიესალმა. -ვალაგებდი, თან თქვენს ბრძოლას ვუყურებდი, გილოცავთ! -მადლობა, გრეის. - თბილად გაუღიმა ქალს და სამზარეულოსკენ დაიძრა. -რამეს მიირთმევთ? -მე თვითონ მივხედავ, გრეის. შეგიძლია წახვიდე… ან დღეს დარჩი, გვიანია უკვე. - მაცივრის კარი გამოაღო, თვალებ მოჭუტული შუშის კონტეინერში მოთავსებულ ნაცნობ საჭმელს უყურებდა, უცებ აიღო, თავსაფარი მოხსნა და ბადრიჯანს გაოცებული დააკვირდა. - გრეის, ეს შენ გააკეთე? - თვალებ გაბრწყინებული მიაშტერდა ქალს, მან კი კმაყოფილმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -შეიძლება ისეთი არ არის როგორიც თქვენს ქვეყანაში, მაგრამ იუთუბში როგორც მასწავლეს ისე გავაკეთე. ადვილი ნამდვილად არ იყო, სერ. -დარწმუნებული ვარ გემრიელი იქნება, შენ გასინჯე? -არა, სერ. -მოდი. - კარადიდან პური გამოიღო, თეფშები ბარის ზედაპირზე დაალაგა ჩანგლებთან ერთად, შუშის კონტეინერიც იქვე დადგა და სკამზე შემოჯდა. - მოდი, გრეის. ნუ გრცხვენია. - მაღალ სკამზე ანიშნა, ისიც დამორჩილებული მიუახლოვდა სკამს, უცებ შემოჯდა და ინტერესით დააკვირდა ლუკას. - გრეის. -დიახ, სერ. -ახლა რასაც გავაკეთებ საიდუმლოდ შევინახოთ, კარგი? -კარგი. - დაბნეულმა გაუსწორა კაცის გაბრწყინებულ მწვანეებს თვალი. -ძალიან კარგი. - დაჭრილი პურის დიდი ნაჭერი შუაზე გატეხა, ჩანგლით კონტეინერიდან ამოღებული ნიგვზიანი ბადრიჯანი პურზე დადო, ზევიდან გატეხილი ნაჭერი დაადო და ეჭვნარები გამომეტყველებით მჯდომ გრეისს გაუწოდა. - მიირთვით, მემ. ოღონდ ეცადე ბადრიჯანი უკნიდან არ გადმოგივარდეს. ასე არ იჭმევა, მაგრამ როდესაც პატარა ვიყავი, ღამით როცა ყველას ეძინა, მაცივრიდან ვიღებდი, პურზე ვდებდი და ისე ვჭამდი. - იგივე გაიმეორა, თან ნერწყვებს ყლაპავდა ისე უნდოდა გასინჯვა, ბოლოს როგორც იქნა ჩაკბიჩა და დაგემოვნების თანავე ნეტარი ხმები ამოუშვა. - ღმერთო, გრეის! უგემრიელესია! -მიხარია თუ მოგწონთ, სერ. - ყურებამდე გაიღიმა, თვითონაც გასინჯა თავისი ნაჭერი და კარგად დაგემოვნების შემდეგ ლუკას ახედა. - ასეთი უნდა იყოს? -ზუსტად. არ მოგწონს? -გემრიელია. - ისევ განაგრძო დაგემოვნება, იქამდე კი სანამ გრეისმა ერთიცალი დაამთავრა, ლუკამ ოთხი შეჭამა. -ძალიან! ასეთი გემრიელი ბოლოს საქართველოში გავსინჯე. -აქაც ხომ არის ქართული რესტორნები, შეგიძლიათ ესტუმრით. -შემიძლია, მაგრამ არ მინდა. - თვალი ჩაუკრა, პურზე კიდევ ერთი ნიგვზიანი ბადრიჯანი დაიდო, ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ დაიძრა. - მადლობა გრეის, არ დაგივიწყებ ამ სიამოვნებას. - ერთხელ გამოხედა გაწითლებულ ქალს, გაიღიმა და საძინებლის კარი შეაღო. -მისტერ სმიტმა დარეკა და მთხოვა თქვენთვის მეთქვა. -მადლობა გრეის! - კარი ზურგს უკან მიხურა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და მაშინვე ტომასის გამოტოვებულ ზარებს წააწყდა. პურს დიდი ნაწილი მოაკბიჩა, თან ფეხზე გახდასთან ერთად საწოლისკენ დაიძრა. სმიტის ნომერზე გადარეკა, საწოლზე წამოწვა და ბალიშებზე მიყრდნობილმა პირდაპირ, შუშის დიდი ფანჯრიდან განათებულ ცათამბრჯენებს გაუსწორა თვალი. -სად ხარ ლუკას! დაცვის გარეშე როგორ წახვედი?! - გაცეცხლებულმა ჩაჰყვირა ტელეფონში, მან კი თვალები აატრიალა. -სახლში ვარ, ტომ, ნუ გიყვარს ძიძის როლში ყოფნა! აქეთ დავიცავ ჩემს მცველებს. - ბოლოს მაინც ხუმრობით დააყოლა, წარმოიდგინა გაბრაზებული სმიტი და მაშინვე ხასიათზე მოვიდა. -ასე ნუ იქცევი, ნუ მანერვიულებ! და ხო, შენი ძიძა ვარ! - გაბრაზებულმა ტელეფონი გაუთიშა, ალანიამ უბრალოდ ამოიოხრა, ტანსაცმელი გაიხადა და რბილ საწოლში გადასაფარებლის ქვეშ შეწვა. ყოველთვის ასე ხდებოდა დიდი თამაშის შემდეგ, გაბრაზებული ტომი და სახლთან მდგომი ჟურნალისტები რჩებოდა ხელში. უკვე წლები იყო მწვერვალებს იპყრობდა, თინეიჯერობის ასაკიდან ეს საქმიანობა იყო მისთვის განტვირთვის საშუალება და ახლაც ამით იმშვიდებდა თავს. *** -კი დედა, სახლში ვარ უკვე… არა, აქ არ წვიმს, კარგი ამინდია, ნუ ნერვიულობ გთხოვ, დაწექი, დაიძინე და ხვალ გასაუბრებიდან რომ გამოვალ დაგირეკავ… გკოცნი. - დაელოდა როდის გაწყვიტავდა ზარს ქალი, მერე კი ტელეფონი დენცქვიტაში შეერთებულ თეთრ კაბელს მიუერთა დასატენად, მისაღებში შემოსულ მეგობარს ხელიდან ააცალა ჩაით სავსე დიდი ჭიქა, მარწყვის სურნელი ხარბად შეისუნთქა, ცხელ ჭიქას გაყინული თითები შემოხვია, დივანზე ფეხები აკეცა და იქვე მჯომ მეგობარს შეხედა. - მხოლოდ სამი დღეა რაც წამოვედი და ვეღარ ისვენებს, ასე გაგრძელდება მთელი წელი ხომ ვიცი. - თვალები აატრიალა, წინ მჯდომმა შავ თმიანმა კი თბილად გაუღიმა. -ნერვიულობს, დედაჩემიც ასეა. -მშია! სოფი, დედაშენის სჭმელები მომენატრა… ჯოშიც მომენატრა. - წუწუნით შევიდა მისაღებში ნაცრისფერთვალება გოგო, რომელსაც ბუნებრივი ყავისფერი თმა გაეღიავებინა, ზევიდან კი ნაცრისფერი გადაესვა. სოფის მიუჯდა გვერდზე, ხელები წელზე მოხვია, თავი კი მკერდზე დაადო. -ფრხილად, ჩაი! -დადე მაგიდაზე და ჩამეხუტე ცოტა ხანს… ანა, მოდი შენც. - ხელი მოკიდა მტევანზე მომღიმარ ემბრის, თავისკენ მისწია და ისიც ჩაიხუტა. -როდის ჩამოდის ჯოში? - თმებზე გადაუსვა ხელი მკერდზე მიკრულ მეგობარს, რომელიც შეყვარებულის მონატრებით იტანჯებოდა. -შაბათს. - მაშინვე გაინაბა ქეისი. - ჩემი ტკბილი, როგორ მომენატრაა! -ღმერთო. - თვალები აატრიალა სოფიმ, შემდეგ გაიცინა. - ჰეი, აბების დალევა დაიწყე ხვალიდან, ბოლოს მახსოვს ერთ ღამეში ხუთივე პრეზერვატივი გამოიყენეთ და ცოდოა ჯოში. -მართალი ხარ… ხვალ ვიყიდი. - თავი დაუქნია ქეისიმ, შემდეგ ორივეს მოშორდა და ფეხზე წამოდგა. - დავიღალე, დავიძინებ ახლა, ხვალ ახალ სამსახურში მივდივარ. -მეც გასაუბრება მაქვს. -მოიცადე, ბინის გადასახადზე რას ვაპირებთ? - სოფიზე მიკრულმა ახედა ქეისის, მან კი თვალები აატრიალა. -ხომ გითხარი? ჩემია ეს სახლი და არ არის საჭირო გადახდა… წავედი და აღარაფერი მითხრათ მაგაზე. - გამაფრთხილებელი ხმით თქვა წარბ აწეულმა და საძინებელში გავიდა. -დაი.კიდე, ტანსაცმელი ვიყიდოთ მაგ ფულით. - სიცილით დახედა ზევიდან ანას. -ხვალ გამოგივლი და წავიდეთ, ხასიათს მაინც გამოვიკეთებ. -ანა, არ გეწყინოს, მაგრამ კარგია რომ დაშორდი. -ვიცი. -ისიც იცი გარშემო აღარავინ რომ არ გყავს მაგის გამო? -ჰო ვიცი, უბრალოდ… მართლა მიყვარდა. - სახეზე აიფარა ხელის გულები, სოფიმ კი მკლავები მჭიდროდ მოხვია, თავზე აკოცა და ჩუმად განაგრძო თანაგრძნობა. - ზაკს უნდოდა სულ მასთან ვყოფილიყავი და მეც მინდოდა ეს. -ანა, ზაკმა შეგცვალა, როცა მის გვერდით იყავი ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევდი. ჩვენთან ყოფნის დროსაც კი მას წერდი, ყოველთვის იმაში ერეოდა რაც მისი საქმე არ იყო. შენ საერთოდ ყველაფერი ამოგიტრიალა, ჩვენთან ჩამოგაშორა. კოლეჯის პერიოდი საერთოდ გამოტოვე, უნივერსიტეტის წინა წელიც და იმედია წელს გამოფხიზლდები. -ჰო, გამოვფხიზლდები. -მიდი ადექი, ხვალ შენ მიგყავარ გასაუბრებაზე. -მართვის მოწმობა რომ აიღო არ გინდა? 21 წლის ხარ უკვე. - აბუზღუნებული წამოდგა ფეხზე, სოფის მოეხვია, შემდეგ თავისი ოთახისკენ დაიძრა. -არა, მადლობა. - თვალი ჩაუკრა მეგობარს, საძინებელში შევიდა და საწოლზე მიესვენა. შემდეგ ზურგზე გადატრიალდა, ხელი თხელ მუცელზე დაიდო და თვალები დახუჭა. ისე იყო დაღლილი უკვე ითიშებოდა, ამოტომ გაჭირვებით გადაიფარა თხელი გადასაფარებელი, ბალიშს ხელები მოხვია და მაშინვე გაითიშა. * -დილამშვიდობისა. - ბარზე იდაყვებით დაყრდნობილს თითებში ყავის ფინჯანი მოექცია, თან მომღიმარი აყოლებდა თვალს აქეთ-იქით მორბენალ მეგობარს. -მაგვიანდება, ღმერთო გასაუბრებაზეც კი მაგვიანდება, იმას კიდე სძინავს. - სწრაფად ამოიცვა “Dr. Martens”-ის შავი, მაღალი ბათინკები, ბარძაყდე შეხსნილი მუხლს ჩაცდენილი თეთრი ატლასის ქვედაბოლო შეისწორა, სარკეში შავი ტოპიც გაისწორა და ქეისის მავედრებელი სახით შეხედა. -გაგიყვან ხო, წამოდი. - ყავა იქვე დადო, გასაღებს ხელი მოკიდა და კარისკენ დაიძრა. -საუკეთესო ხარ. -ვიცი ვიცი… -ამიყვანენ ხო? - ლიფტში შესულმა პატარა სარკეში ყურება განაგრძო, მსუბუქად წასმულ მაკიაჟს ისწორებდა ანერვიულებული. -თანამშრომელი სჭირდებათ, რათქმაუნდა აგიყვანენ… მაგრამ მოლარედ სამუშაოდ ამდენი ნერვიულობა არ ღირს. -ადვილი არ არის მანჰეტენზე რომელიმე კარგ მაღაზიაში მუშაშაობის დაწყება. -კარგი ხო. - თვალები აატრიალა, შემდეგ ლიფტიდან გავიდა და ქეისის მანქანისკენ დაიძრა. -თუ ამიყვანეს, პირველივე ხელფასზე რამე მოდურს გიყიდი. -ვიმახსოვრებ. - თვალი ჩაუკრა, საჭესთან მოთავსდა და მანქანა იქიდან სწრაფად მოსწყვიტა. - და რომ აგიყვანონ ვინ გატარებს? -შენ, ან ანა. - მომღიმარმა გადახედა მეგობარს, თან თვალებით სთხოვდა რომ უარი არ ეთქვა. -მთელი წელი ვერ გატარებ პატარა. აიღე მოწმობა, იყოდე მანქანა და იარე. -კარგი მეტროთი ვივლი. -ანა გატარებს, პრობლემა არ არის. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, რამდენიმე ქუჩა გადაკვეთა, ბოლოს კი დანიშნულების ადგილთან მივიდა. - წარმატებები! -მადლობა, მიყვარხარ. - უცებ აკოცა ლოყაზე და მანქანის კარგი გააღო. -მეც მიყვარხარ! - თვალი გააყოლა შენობისკენ წასულს მეგობარს, როგორც კი თვალს მიეფარა თვითონაც მოშორდა იქაურობას. -გამარჯობათ, სოფია მმ… ბოდიშით, როგორ ვთქვა? - ინტერესით მიაჩერდა საგორავებელ სკამზე მჯდომი ქალი. -ადამია. -ასეც ვიფიქრე… კარგი საყვარელო, გადავხედე ყველაფერს, მუშაობის გამოცდილებაც გაქვს რაც მთავარია და მგონი პრობლემა არ უნდა იყოს. -დიახ, ერთი წელი ვმუშაობდი ჩიკაგოში. -ვხედავ. - თავის დაუქნია ფურცლებზე მიშტერებულმა, რამდენიმე კითხვა კიდევ დაუსვა, ბოლოს მაგიდაზე დააწყო ხელები და მომღიმარმა გაუსწორა თვალი ადამიას. - ჩვენთან რატომ გადაწყვიტეთ სივის გამოგზავნა. -ხშირი სტუმარი ვარ ამ მაღაზიის, ყოველთვის აქ ვყიდულობ ტანსაცმელს, ძალიან გემოვნებიანი კოლექციები გაქვთ. -ანუ მომხმარებელი ხარ. -დიახ. -კიდევ რას მეტყვი? -ვიცი რომ ფასდაკლება მექნება. - სიცილით თქვა და მენეჯერის გაცინებაც მოახერხა. -მართალია. როგორი დამოკიდებულება გაქვს ხალხის მიმართ? ხასიათს ვგულისხმობ. -მეგობრული ვარ, ჩემს წინა სამსახურში ყველაზე მხიარულ, მეგობრულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელად დამასახელეს. შემიძლია ჩემი ძველი უფროსის ნომერ მოგცეთ და ჰკითხოთ ყველაფერი რაც გაინტერესებთ. - მაგიდის ქვეშ მოთავსებულ ხელებს ნერვიულად იწვალებდა, თან მომღიმარი ესაუბრებოდა კლასიკურ სამოსში გამოწყობილ ლამაზ ქალს. -კარგი, აქ დამიწერე ნომერი. - ფურცელი გაუწოდა კალამთან ერთად, სოფიმ კი ტელეფონის კონთაქტებიდან ძველი უფროსის ნომერი ამოწერა, სახელიც იქვე მიაწერა და ხელები ისევ მაგიდის ქვეშ დამალა. - ძველი სამსახურიდან რატომ წამოხვედი? -შტატი შევიცვალ. ერთი წლის წინ აქ გადმოვედი უნივერსიტეტში სასწავლებლად. -ყველაფერი გასაგებია. კარგი, ხვალ დაგირეკავ და შეგატყობინებ პასუხს. -მადლობა. -ნახვამდის საყვარელი. - თბილად გაუღიმა, სოფიც დამშვიდობების შემდეგ შენობიდან გამოვიდა და ქუჩას ჩქარი ნაბიჯებით გაუყვა. - ანა, სად ხარ? -გამოვდივარ, სად იქნები? -სტარბაქსში, მეექვსე ავენიუზე ორმოცდამეცამეტე ქუჩის კუთხეში, იქ მივდივარ ახლა, ყავა დავლიოთ და მერე სადაც გინდა წავიდეთ. -კარგი, ათ წუთში მანდ ვარ. -დაგელოდები. - ტელეფონი ჩანთაში დააბრუნა, სწრაფი ნაბიჯებით გაკვეთა ქუჩები, ადგილზე მისულმა დიდი კარები გამოაღო, შიგნით შევიდა, სასურველი ყავა აიღო და იქვე თავისუფალ მაგიდასთან მოთავსდა. ანას მოსვლამდე ინსტაგრამი დაათვალიერა, ფეისბუქსაც გადახედა სწრაფად, საინტერესო ვერაფერინ ნახა, უცებ ამოიკითხა ახალი ამბავი სადაც წერდნენ რომ ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა კრივში ნახევარფინალი მოიგო და სულ მალე ფინალიც იქნებოდა. კომენტარებში ხალხი ულოცავდა, ათას სასიამოვნო და სანაქებო სიტყვებს უწერდნენ. უკვე მისი ფოტოსურათის ნახვას აპირებდა ანამ რომ ჩაყო თავი ტელეფონში. -ღმერთო, ალბათ ვერასდროს ვისწავლი შენს ენას. -ეს სამი წელი რომ არ ჩაგეგდო ისწავლიდი. მეთორმეტე კლასში უკვე ელაპარაკებოდი დედაჩემს მაგრამ ახლა აღარაფერი გახსოვს. -გამარჯობა, დედი, მადლობა, მახვამდის, მშია, მინდა. ხომ მახსოვს? -კარგი კარგი. -ზამთარში მივდივართ ჰო? -კი მოვდივართ. -ნეტა სანი არ წამოვა? -წამოვა, ისედაც მოდის ყოველ ახალწელს. -მალე უნივერსიტეტი იწყება. - თავლები აატრიალა, ყავა მოსვა თან სოფის გაუსწორა თვალი. - რაო რას ამბობდენ. -ვიღაც ლუკა ცხოვრობს აქ, ბოქსიორია, ნახევარ ფინალში გავიდა გუშინ, მალე ფინალიც იქნება და ხალხი ამაყობს. -ეგ ვიცი გუშინ მეც გავიგე, ნიუ-იორკის სიახლეებში იყო. სიმპატიურია. -ვნახავ მერე. -ისე აქ რამდენი ქართველია, ჩვენთან მარტო შენ გიცნობდი სკოლაში. -ახლაც მარტო მე მიცნობ ზაკის დამსახურებით. -ზაკს ვუყვარდი, გვქონდა შესანიშნავი სექსი და ურთიერთობა, უბრალოდ ეგოისტი იყო, შენსავით. -მე ნუ მადარებ! -ვინმე გჭირდება რომ ნერვები დაგიწყნაროს. -ექვსი წელია მაგას იძახით. -შენ იწუნებ ყველას. -კარგი ხო, გავიდეთ? -ახალი საცვლები მინდა. - გასასვლელისკენ წასულს უკან გაჰყვა, ყავით ხელში. -მეც მინდა. - ქვედა ტუჩზე იკბინა, კარი გამოაღო თან თვალი ჩაუკრა ანას და როგორც კი ერთი ნაბიჯი გადადგა მაშინვე მამაკაცის ძლიერ მკერდს შეასკდს და შემთბარი ყავაც მკერდზე გადააქცია. - ოჰ ღმერთო, ოჰ ღმერთო! მე… მე მაპატიეთ… არ ვიყურებოდი. - გაშეშებულ ემბრის ხელებიდან ააცალა სალფეტკი და კაცის თეთრი პერანგის გასუფთავებას შეუდგა. - ძალით არ მინდოდა, გეფიცებით, გავწმინდავ და… - რომ მიხვდა ვერაფერს მოუხერხებდა გაყავისფრებულ პერანგს, ხელი მკერდზე მიადო და ქვევიდან ახედა ბოძივით მდგომ კაცს. რამდენიმე წამი გაშეშებული უყურებდა მწვანე თვალებში, ვერც კი გაიაზრა როგორ შეეკრა სუნთქვა, გულის მოძრაობასაც ვეღარ გრძნობდა. წამით ყველაფერი გაქრა, მხოლოდ მის ლამაზ სახეს ხედავდა იქამდე სანამ ხელზე ჩქმეტამ არ მოიყვანა გონს. კაცს სწრაფად მოაშორა ხელი მკერდიდან, სახეც წამსვე აუწითლდა და სხვა მხარეს გაიხედა. - მაპატიეთ. -დაწყნარდი, არაფერია. - მომღიმარი გაიწია უკან და საშუალება მისცა შენობიდან გამოსულიყო. -მართლა შემთხვევით… -არაუშავს. - მაშინვე გააწყვეტინა თავის მართლება, პერანგი წინ გამოსწია, ზევიდან დახედა გაყავისფრებულ ნაჭერს, შემდეგ ისევ აწითლებულ გოგოს შეხედა. გაოცებული და სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო მისი ნახვით, ვერც კი წარმოიდგენდა როდისმე თუ შეხვდებოდა ღამის კლუბში ნანახ გოგოს, რომელსაც სულ რამდენიმე წუთით უყურა, მაგრამ გონებაში რატომღაც ღრმად ჩაებეჭდა. -თქვენი პერანგი დავსვარე და… ნება მომეცით ყავა მაინც გიყიდოთ. -დიდი სიამოვნებით დავლევდი ყავას თქვენთან ერთად, მაგრამ ახლა თქვენც დასვრილი ხართ და მეც. საღამოს თუ დამპატიჟებთ ჩაიზე სიამოვნებით დაგთანხმდებით, თან დანაშაულსაც გამოისყიდით. - ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად. ხვდებოდა როგორ მოქმედებდა ამ ლურჯთვალება ქალზე და ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებდა. -კარგით. - გაუაზრებლად დასთანხმდა, იქვე მდგომმა ანამ კი გაუცებულმა შეხედა საუკეთესო მეგობარს. -ეს ჩემი ნომერია. - ჯიბიდან ამოღებული კალმით მტევანზე დააწერა საკუთარი ნომერი, მერე კი უკან ჯიბეში ჩაიბრუნა. - თქვენს შეტყობინებას დაველოდები მის… -სოფია... - გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება დაბნეულმა და როგორც კი თითებზე შეეხო წამსვე შეხტა უცნაური მუხტის შეგრძნებისას. -შეხვედრამდე, სოფი. - გოგოს ქცევებით გამხიარულებულმა ხელი უკან გამოსწია, ზურგი აქცია ადგილზე გახევებულ სოფის და შავი მანქანისკენ დაიძრა. -სახლში, სერ? -არა, კომპანიაში წადი. - როგორც კი შიგნით მოთავსდა პერანგის ღილები შეიხსნა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, წამსვე გადარეკა და მდივანს ახალი ტანსაცმლის მიტანა დაავალა კომპანიაში მისვლამდე. -ეს რა იყო? - ჯერ ისევ ერთ ადგილზე გახევებულ ადამიას ხელები ცხვირწინ აუფრიალა, სოფიმ კი ანერვიულებულმა ჩახედა თვალებში. -რა გავაკეთე. - ქვედა ტუჩის კვნეტას მოჰყვა, თან მანქანისკენ წასულ ანას უკან აედევნა. - ღმერთო. - სახეზე აიფარა ხელები, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და თვალი საქარე მინას გაუშტერა. -ჩაიზე დაპატიჟე. - გაოგნებულმა ჩაილაპარაკა, მანქანა ადგილიდან დაძრა, მერე კი მასზე მიშტერებულ სოფის გადახედა. -თვითონ დაიპატიჟა თავი. -ქეისი გაგიჟდება… -რომელიმე მაღაზიაში შევიდეთ, ზედის ყიდვა და გამოცვლა მინდა. - თითების მტვრევაზე გადავიდა, ემბრი კი მომღიმარი აკვირდებოდა მეგობარს. მეცხრე კლასიდან მეგობრობდა სოფისთან, ბევრი ბიჭი მოწონებია, უფლირტავია მათთან, მაგრამ ასეთი აფორიაქებული ჯერ არავის გამო არ ყოფილა. -დაურეკავ? -არა. - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად, თან მტევანზე დაწერილ ნომერს თითი გადაუსვა წასაშლელად. -რას აკეთებ? -არ ვაპირებ ვიღაც უცხო კაცის ჩაიზე დაპატიჟებას იმის გამო რომ ყავა გადავასხი. ბევრისთვის გადამისხია ყავა დილით შეჯახების დროს, მაგრამ იმ თავხედივით არავის დაუპატიჟია თავი. თან ჩაიზე! -ალბათ იმასაც უყვარს ჩაი, ერთი საერთო გაქვთ ხედავ? -მოკეტე, ანა. არ მაინტერესებს. -სახელი კი უთხარი. - მხრების ჩეჩვით ჩუმად გააპარა თვალი სოფისკენ. -ინსტიქტურად. -ჩემი აზრით მაინც უნდა დაურეკო. -უი, ნომერი წამეშალა. - გაწითლებული მტევნიდან მზერა თვალებ დაჭყეტილ ანაზე გადაიტანა, თან წამწამები აუფახუნა. -დებილი ხარ, სულ ახლახანს ვიღაც მდიდარი, ლამაზი, ათლეტური, მწვანეთვალება კაცი დაკარგე, რომელიც შეიძლებოდა შენი ყოფილიყო. არამგონია მსგავსი ტიპის ადამიანი ნებისმიერ გამვლელს ასე ესაუბრებოდეს, ხომ დაინახე, მე ზედაც კი არ შემომხედა. -არ მაინტერესებს, არ ვარ დაინტერესებული ურთიერთობებით. -მოგკლავ! 21 წლის ხარ, ისევ ქალიშვილი, ისევ მარტოხელა და ჯერ არ იცი რა არის ნამდვილი სიამოვნება! -ვერ დავწვები კაცთან ვინც არ მიზიდავს. -ამან მიგიზიდა. -ჰო, ჰქონდა რაღაც განსხვავებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე უნდა დავურეკო და ჩაიზე დავპატიჟო. -კარგი ხო. - ბოლოს მაინც დანებდა და ჩუმად განაგრძო გზა. მაღაზიებში სიარულის შემდეგ პირდაპირ სახლში მივიდნენ სადაც დივანზე ვნების ქარცეცხლში ჩაბმული წყვილი დაინახეს და კივილით წამსვე უკან გაბრუნდნენ. -ჯანდაბა ქეისი! დაგვცინი? - კარის მეორე მხრიდან სიცილით დაუყვირა მეგობარს, მისი კისკისის გაგებისას იქვე მდგომმა ანამ თვალები აატრიალა, კარი ისევ გააღო, შიგნით უდარდელად შეაბიჯა და უკვე შარვალში გამოწყობილ ჯოშს თბილად მოეხვია. -მონეტარე. -მეც მომენატრეთ გოგოებო. - სოფისაც გადაეხვია, შემდეგ ფეხზე მდგომ ქეისის ხელი მოკიდა, საძინებლისკენ წაიყვანა, გოგოებს კი ხელის ქნევით დაემშვიდობა. -მალე გნახავთ! - კარის დახურვამდე მიაძახა, ანამ კი კვლავ თვალები აატრიალა. -წავალ დავალაგებ და მერე ვჭამოთ, მომშივდა. -პიცას შევუკვეთავ, მეზარება რამის მომზადება. - ტელეფონი მოიმარჯვა ადამიამ, თან საძინებლისკენ დაიძრა. პიცის გამოძახების შემდეგ ახალი ტანსაცმლის კარადაში ჩამოკიდებას შეუდგა, ბოლოს საწოლზე გადაწვა, თვალები როგორც კი დახუჭა წამსვე ამოუტივტივდა გონებაში მწვანეები, ოდნავ რომ მოეჭუტა და ისე მიშტერებოდა, თან უცნაურად უნათოდა. ოდნავ დააშორა თვალები ერთმანეთს, გასუფთავებულ მტევანს დახედა, უკმაყოფილოდ შეკრა წარბები, ღრმად ამოისუნთქა, ბოლოს ფეხზე წამომდგარმა საძინებელი დატოვა და კარზე ზარიც გაისმა. იქვე, კედელზე მიმაგრებულ თაროზე მოთავსებული ქილიდან რამდენიმე დოლარიანი ამოიღო და გასასვლელი კარიც გამოაღო. - გამარჯობა. - ორივე ყუთი გამოართვა, “ტიპი”(ჩაი) კი ხელებში მიაჩეჩა. -მადლობა, კარგ საღამოს გისურვებთ. -მადლობა. - შიგნით დაბრუნებულმა პიცის ყუთები ბარის ზედაპირზე დაალაგა, კარადიდან თეფშები და ჭიქები გამოიღო, მაცივარში “XX” ლუდის ხუთი ქილაც იპოვნა, კოკა-კოლაც აიღო, ბოლოს კი საძინებლებში განმარტოვებულებს გასძახა. - თუ გშიათ გამოდით! -მოვდივაართ! - საძინებლიდან გამოყო თავი თმებ აბურდულმა ქეისიმ, შემდეგ ისევ უკან შებრუნდა, ქეისის საძინებლის გვერდზე მოთავსებული კარიდან ანა გამოვიდა წარბშეკრული, შეწუხებული სახით სოფის წინ მოთავსდა, ლუდის ქილას თავსაფარი მოხადა, ერთი ყლუპი მოსვა, შემდეგ პიცის ნაჭერი აიღო და პირდაპირ პირში გაიქანა. -ამათ რა გაუძლებს. -გაუძლებ ნუ ნერვიულობ. -შენ ცალკე მაინც გაქვს ოთახი, არც სექსი გქონია. - ისევ დალია ლუდი და პიცის ჭამა განაგრძო. -გოგოებო, დღეს სასმელზე მე გპატიჟებთ. -რის სანაცვლოდ? - თვალებ მოჭუტული დააქკვირდა ანა, სოფის კი ჩაეცინა. -რამდენიმე დღით უნდა შემიფაროთ. -სახლი თქვენია. - მხრები აიჩეჩა ადამიამ, თან ბედნიერებისგან გაბრწყინებულ ქეისის დააკვირდა. -ვერ გავუძლებ, ხალხო არ გეცოდებით? სულ ორი თვეა რაც შეყვარებულს დავშორდი და ყოველ ღამე თქვენი ხმაურის მოსმენა ჩემთვის ტანჯვაა! -ანაა, გთხოვ. - ყელზე მოკიდებული თითებით ანასთან ახლოს მისულმა თვალები აუფახუნა, მან კი თავი გააქნია სიცილით. -კარგი კარგი. - თვალები აატრიალა, თან თავის დაღწევას ცდილობდა მისი სახის დაკოცვნაში გართული ჯოშის მკლავებიდან. -მიყვარხარ. - კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე, ანამ კი ხელის ზურგით მოიწმინდა. - ცუდი გოგო ხარ, ხედავ სოფი? საერთოდ არ ვუყვარვარ. -ჭამეთ. - სიცილით ანიშნა პიცაზე და ისინიც მაღალ სკამებზე შემოსხდნენ. -აბა, სად წავიდეთ დღეს, რომელ ბარში? თქვენ უფრო კარგად იცით აქაურობა. -დღეს სახლში ვიყოთ, კიდევ ორი “XX”-ი ამოიტანე, ან “Corona”. პოპკორნი გვაქვს, გავაკეთოთ და ფილმს ვუყუროთ. - პიცის ჭამაში გართულმა ემბრიმ ჩაიბურტყუნა, თან ჯოშს მიაშტერდა. -როგორც გინდათ. -შენ შაბათს არ მოდიოდი? -მალე მოვრჩი საქმეებს, ვეღარ მოვითმინე და ჩამოვედი. - ხელი გადახვია ტანზე მიკრულ ქეისის, თან საფეთქელზე აკოცა. -კარგია. -წავალ ლუდს ვიყიდი. -მიდი. - მოწყვეტით აკოცა ჯოშს, თვალი გააყოლა კარისკენ წასულს, შემდეგ იდაყვით დაეყრდნო მარმარილოს ზედაპირს, ზედ ნიკაპი ჩამოადო და მომღიმარმა შეხედა გოგოებს. - მიყვარს. -ვიცით. -კარგია ჭამა. - ახალი ნაჭერი აიღო ანამ, ქეისიმ კი გვერდში უთაცაზა. - გუშინ ჩემმა უფროსმა სავარჯიშო დარბაზის ორი შვიდ დღიანი საშვი მომცა, ხვალ თუ გინდა წავიდეთ, ცოტას წავივარჯიშებთ, აუზშიც გავცურავთ, ჯაკუზი, საუნა… გინდა? - წინ მჯდომ სოფის შეხედა, ისიც სიხარულით დასთანხმდა. -მე? -შენ ჯოში გავარჯიშებს. - თვალი ჩაუკრა სოფის, თან ანას გაშლილ ხელს თავისი შეაგება. -შენს ბოსს მოსწონხარ, ყოველ დღე საჩუქრებით განებივრებს. -დიდი, ლამაზი მკერდი აქვს და მაგიტომ აიყვანა მდივნად. - სიცილით თქვა ადამიამ, ქეისიც აიყოლა, მაგრამ ანას რეაქცია არ ჰქონია. -მართალია, სულ მკერდზე მიყურებს. - პიცის ბოლო ნაწილიც შეჭამა და პირგამოტენილმა ჩაილაპარაკა. -მაინც საყვარელი კაცია. -ვიცი, ერთ კვირიან დასვენებას ორ თვეში ერთხელ ჩემს გარდა არავის აძლევს. -ამის მერე აღარ დაისვენებ. - განათებულ ტელეფონის ეკრანს დახედა და უცნიბი ნომრის დანახვაზე მაშინვე უპასუხა. -რატომ? -მოიცადე. - თითი მიიდო ტუჩებზე გაჩუმების ნიშნად. - გამარჯობა… დიახ მე ვარ… არაუშავს რა პრობლემაა… ორშაბათიდან შემიძლია დავიწყო… დიდი მადლობა… ღამემშვიდობისა! - ტელეფონი გაუთიშა და მათზე მიშტერებულ დაქალებს თვალებ გაბრწყინებულმა შეხედა. -რა? -ამიყვანეს! - გახარებულმა წამოიყვირა და ორივეს ერთად მოეხვია. -გილოცაავ! - ლოყაზე აკოცა ქეისიმ მეგობრის ბედნიერებით გახარებულმა, იქვე დადებული გახსნილი ლუდის ბოთლი სოფისას მიუჭახუნა და გემრიელად მოსვა. -ორშაბათამდე ვგულაობთ! -რა ხდება? - კარში შემოსულმა ჯოშმა დაეჭვებულმა შეათვალიერა ერთმანეთზე მიკრული მეგობრები, ლუდის თორმეტი ბოთლი ბარზე შემოდო და სხეულზე მიკრულ ქალს ხელები წელზე მოხვია. -სოფი სამსახურში აიყვანეს. -ოჰ, გილოცავ. -მადლობა, ჯოშ. -ახლა ნამდვილად გვაქვს ასაღნიშნი. -კი, გვაქვს. - თავი დაუქნია მომღიმარმა. - სანის დავურეკავ. - ტელეფონი აიღო, ლუდის ბოთლით ხელში სავარძელში ჩაეშვა, თან მეგობრის ნომერზე გადარეკა. - სად ხარ ბარტყო. - ქართულად დაილაპარაკა, ერთხელ ერთად გამოხედეს ბართან მდგომებმა, შემდეგ ისევ საუბარი გააგრძელეს. -სახლში პატარა, შენ? -მეც, ჯოში ჩამოვიდა, ლუდი გვიყიდა და ფილმის ყურებას ვაპირებთ, შენ რას შვრები? -blacklist-ს ვუყურებ. -ახალი ამბავი მაქვს. -სამსახურში არ აგიყვანეს? -კარგი რა სანდრო! -ესეიგი აგიყვანეს… გილოცავ პატარა! მანდ რომ ვიყო ჩაგეხუტებოდი. -მოდი. -მეზარება რა, საცობებია ახლა, ხვალ გნახავ და ავღნიშნოთ. -კარგი ჰო. წავედი მაშინ. -მიყვარხარ და გკოცნი. -მეც. - მომღიმარმა გაუთიშა ტელეფონი, ტელევიზორი ჩართო და კინოს ძებნას შეუდგა. გვიანობამდე უყურებდნენ ფილმს, ბოლოს კი დასაძინებლად დაწვნენ. *** სამყაროს გამოთიშული წარსულში გადაშვებულიყო, ფიქრებისთვის მთლიანი გონების დაუფლების ნება მიეცა და რკინებზე ჩამოკიდებულ ტომარას გამეტებით ურტყამდა შეკრულ ხელებს. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა ლამაზ სახეზე, ყველა კუნთი დასჭიმვოდა, მაგრამ აქეთ-იქით ხტუნვას და ხელების სწრაფად ქნევას არ ეშვებოდა. -ჯანდაბა! - ბოლოს მთელი ძალით მიარტყა მუშტი ტომარას გონებაში ამოტივტივებული წარსულში დატოვებული ადამიანების სახეების გამო, ხელთათმანები სწრაფად მოიხსნა და გასასვლელისკენ დაიძრა. -სად მიდიხარ? - კარიდან შემოსულმა ტომასმა ეჭვით შეათვალიერა სუნთქვა გახშირებული მოსწავლე, მან კი სიტყვის უთქმელად აუარა გვერდი. გამოსაცვლელში შესულმა წყალი გადაივლო, ტანსაცმელი ჩაიცვა და დერეფანს გაუყვა, რომლის ერთი კედელი მთლიანად შუშის იყო და გარეთ აუზთან დალაგებულ შეზლონგებზე მოთავსებული ხალხიც შესანიშნავად ჩანდა. არასდროს იხედებოდა იქით, არც სურვილი ჰქონდა გასვლის, მაგრამ რამდენიმე წამით თვალი მაინც გაეპარა თითქმის შიშველი ქალებისკენ, სწრაფად მოათვალიერა და წამით ნაცნობ სახესაც წააწყდა, გაუაზრებლად გააგრძელა გზა, მაგრამ როგორც კი გონს მოვიდა ისევ უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და კოქტეილის სმაში გართულ მოკისკისე გოგოს დააკვირდა. ცხვირზე გამჭირვალე, ოდნავ ყავისფერში გადასული მოწითალო ფერის სათვალე დაემაგრებინა, ლამაზ ტანზე კი იგივე ფერის, მთლიანი საცურაო კოსტუმი მოერგო, ერთი ფეხი მოეკეცა და კოქტეილის სმასთან ერთად გვერდზე მწოლ მეგობარს სიცილით ესაუბრებოდა. ცოტა ხანს აკვირდებოდა, ბოლოს თვალიც კი გაუშტერდა მის ლაღ და ბუნებრივ სიცილზე. სწრაფად შებრუნდა გამოსაცვლელ ოთახში, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და შიგნით ყველაფერი ჰქონდა გამოუყენებლობის მიუხედავად. მალევე იპოვნა საცურაო შორტი, სწრაფად ჩაიცვა, ცხვირზე სათვალე დაიკოსა და გარეთ გავიდა. ტელეფონში იყურებოდა, თან ისე მიიწევდა სოფისკენ. შეამჩნია რომ მისმა მეგობარმა დაინახა, მაგრამ თავი არც კი აუწევია ისე მოთავსდა სოფის გვერდზე, შემდეგ კი ქვევიდან ახედა მასზე მიშტერებულ ადამიას. -სოფი, რა დამთხვევაა, არ მეგონა აქ თუ გნახავდი. - სათვალის ზევიდან დახედა გაოცებულ გოგოს, თავისთვის ეცინებოდა გულში მის გაშეშებებზე, ხალისობდა შექმნილ სიტუაციებზე, თან უცნაურ მიზიდულობას გრძნობდა მის მიმართ. -თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე როგორ მიკვირს თქვენი აქ ნახვა. - სწრაფად მოიშორა მისი ნახვით მიღებული შოკი, თან ცდილობდა კაცის სხეულისკენ თვალი არ გაპარვოდა, რადგან გამჭირვალე სათვალეში ყველაფერი დეტალურად ჩანდა. - მაპატიეთ გუშინდელისთვის, თქვენი ნომერიც წამეშალა ხელიდან. -დასანანია ნომრის ჩაწერამდე რომ წაგეშალა, ალბათ ჩემი კალამი გაფუჭდა, თავიდან ძნელად შორდებოდა. - ტუჩი გადმოაბრუნა წამით. მიშტერებული უყურებდა სოფი, მისი ასეთი საუბარი აბნევდა და ვერ ხვდებოდა რისი მიღწევა სურდა კაცს. -დამცინი? -ცოტას. - თვალი ჩაუკრა, თან ტუჩზე იკბინა. ფეხზე წამომდგარმა სათვალე შეზლონგზე მოთავსებულ პირსახოცზე დადო, აუზისკენ დაიძრა და პირდაპირ თავით ჩახტა. თვითონაც იცოდა სად ყოფდა თავს, უკვე შეამჩნია რამდენიმე პაპარაცი, რომელიც ჩუმად სურათს უღებდა და ვერ ხვდებოდა ამ ლურჯთვალება ქალის გამო რატომ იქცეოდა თავისი თავის საწინააღმდეგოდ. აუზიდან ამოსვლისას წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა, მოხდენილი ნაბიჯებით დაიძრა მასზე მიშტერებული სოფისკენ, ოდნავ გაიღიმა, თავი კი სხვა მხარეს გააბრუნა. იცოდა აუცილებლად ნახავდა თავის სურათებს ინტერნეტში და მომხიბვლელობას ინარჩუნებდა. - მომისმინე… უნდა წავიდე, მაგრამ შენი ნახვა სხვაგან და სხვა დროს მინდა. - ლამაზად დაკეცილი პირსახოცი თავზე მოიხვია თმების გასაშრობად, თან გაოცებულ სოფის უყურებდა. - დღეს 9 საათზე სტარბაქსის შენობასთან დაგელოდები, იქ სადაც ყავა გადამასხი. - კვლავ თვალის ჩაკვრით გაუღიმა, სათვალე სწორ ცხვირზე დაიმაგრა, შემდეგ მის გვერდზე მჯდომ ანას თავის ქნევით დაემშვიდობა, აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა, ყურზე მიიბჯინა და შენობაში შესასვლელი კარისკენ წავიდა. - მოვდივარ. - მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა, ზარი გაწყვიტა, თან შუშის მძიმე კარი გამოაღო, შიგნით შესული კი პირდაპირ მდგომ პირდაღებულ სმიტს შეეჩეხა. - რა? -გარეთ იყავი. -ჰო ვიცი, და რა? -რა ხდება ლუკას? - თვალები დააწვრილა კაცმა, ლუკამ კი მისი კითხვა დააიგნორა, პირდაპირ გასახდელისკენ დაიძრა, სწრაფად მოწესრიგდა, უკან დაბრუნებული კი კედელზე აყუდებულ სმიტს მიაჩერდა კარების გაღების თანავე, თვალები აატრიალა და სიტყვის უთქმელად გაუყვა დერეფანს. -რა გინდა ტომ? -ათი წელია გიცნობ, ჩემს ხელში ჩამოყალიბდი, კარგად გიცნობ და ვიცი რაღაცას მიმალავ. -დღეს პაემანზე მივდივარ. -რა? - გაოცებისგან პირდაღებული მიაჩერდა მომღიმარ ალანიას. არ იცოდა გახარებოდა თუ სწყენოდა მის ცხოვრებაში ქალის გამოჩენა რომელთან ერთადაც პაემანზე წასვლა გადაეწყვიტა. ყველაფერი იცოდა მისი წარსულის შესახებ, ათი წლის მანძილზე ხედავდა მის გარშემო უამრავ ქალს, მაგრამ პაემანი არასდროს უხსენებია. არც ეგონა ოდესმე ქალთან განსხვავებულ ურთიერთობას თუ მოინდომებდა. თვითონ ცოლი არასდროს ჰყოლია, არც შვილი, მთელი ცხოვრება მარტომ გაატარა, ათი წლის წინ კი ლუკას შეხვდა, რომელიც საკუთარ შვილად მიიღო. განადგურებულს, მიწაზე მძიმედ დაცემულს ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ აქამდე მოსულიყო და მისი დაცემა ყველაზე მეტად მას გაუტეხდა გულს, რადგან მის მიმართ მამობრივი გრძნობები აკავშირებდა. - როგორია? - ბოლოს გონზე მოსულმა ჩაიღიმა, თან ლუკას გვერდზე დაიკავა ადგილი მანქანაში. -ძალიან ლამაზი, უცნაურად მიზიდავს, თან აშკარად აზრზე არ არის ვინ ვარ. - ავტომობილის ძრავი აამუშავა, მანქანა გზაზე გადაიყვანა და მოძრავი ავტომობილების დიდ ნაკადს შეუერთდა. -და ამიტომ მიგიზიდა? -არა. არ ვიცი, უბრალოდ მინდა მასზე მეტი გავიგო. -შეხვედრის გარეშეც შეგიძლია ყველაფერი გაიგო. -არა, ასე მინდა. - მარჯვნივ გადაუხვია, თან ამღერებულ ტელეფონს უპასუხა. - გისმენ… სახლში მივდივარ ბელ… მიდი, გრეისიც იქ არის, ნიგვზიანი ბადრიჯანი მაქვს და ჭამე თან, მეც მალე მოვალ… კარგი, გკოცნი. - როგორც კი ზარი გაწყვიტა მეორე ხელიც საჭეს მოკიდა, მანქანებს შორის მოხერხებულად გაძვრა და მალე სმიტის სახლთან გაჩერდა. -ხვალ დარბაზში მოდი, ერთი მოწინააღმდეგე მყავს შენთვის. -კარგი. - ცინიკურად ჩაიცინა იმის სანიშნებლად რომ ის ვიღაც ვერ მოერეოდა. ტომასმა თავის ქნევით მიხურა კარი, ზურგი აქცია ალანიას და შენობისკენ დაიძრა. სახლში მისულს სავარძელში ჩაფლული ჭამაში გართული ბელა დახვდა. გაეცინა შოკოლადით მოსვრილ პირზე, ენით ლოკავდა ნამცხვრის გვერდებიდან გამოსულ შოკოლადს, თან დიდ ტუჩებს როგორც ყოველთვის ახლაც უცნაურად, მიმზდველად ამოძრავებდა. -კაი სად დატოვე? - მოულოდნელად მიუჯდა გვერდზე, ხელი გადახვია და ტუჩის კუთხესთან წასმული შოკოლადი ტუჩებით მოწმინდა, მერე კი ლოყაზე აკოცა. -მუშაობს… ლუკა. - ბურტყუნით წარმოსთქვა კაცის სახელი, მთელი ტანით მისკენ შებრუნდა და გრძელ თითებზე ორივე ხელით ჩაებღაუჭა. -გისმენ. - მტევანზე მიაკრო ტუჩები, თან ქვევიან ახედა ტუჩებ დაბრეცილს. რამდენიმე წამს ელოდა, მაგრამ ბელა ჯიუტად დუმდა. - რას ვერ მეუბნები? -შენ ყველაფერს გეუბნები, იმიტომ ვარ აქ… უბრალოდ… -რა ხდება. - თვალები აატრიალა, ხელის გაშვებას აპირებდა, მაგრამ ყიფშიძე ძლიერად ჩაეჭიდა. - დამღალე უკვე. -რამდენიმე ამბავი მაქვს და რამდენიმეს განხილვა მინდა შენთან. -ჰოდა გისმენ პატარა, რატომ აჭიანურებ? -შვილი მინდა. -მერე? -კაის არ უნდა. - თვალებ ამღვრეული ჩააშტერდა მწვანეებში. -რატომ? რა გითხრა? -არ არის ბავშვისთვის მზად. მე კიდე მინდა შვილი, 29 წლის ვარ, ვიცი გვიანი არ არის, მაგრამ შვილი მინდა. კაის ვერ გავაგებინე, როგორ შეიძლება შვილი არ უნდოდეს, თან მითხრა რომ დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, ჯერჯერობით სხვა გეგმები აქვს, ბავშვისთვის კი არც ფული აქვს, არც დრო. სულ არ მინდა მაგის ფული, უბრალოდ მასთან ერთად ყოფნა მინდა. ამ ბოლო დროს მგონია რომ აღარ ვუყვარვარ. -ბელ, მომხედე. - თმები უკან გადაუწია, ამღვრეულ ყავისფერებში ჩააშტერდა, თან ცრემლები შეუმშრალა. - კაის უყვარხარ ხომ იცი? ცოტა დრო მიეცი, დაფიქრდეს ბავშვზე. რა პატარა სულელი გოგოსავით იქცევი. -უბრალოდ… ასეთ მომენტებში ჩემი პატარა მახსენდება და თავს ვერ ვიკავებ. -მოდი ჩემთან. - მკლავზე დაქაჩა, მკერდზე მიიკრა მისი სუსტი სხეული, თავზე გადაუსვა ხელი და იქვე აკოცა. -ახლა წესით ათი წლის შვილი უნდა მყავდეს. -რომ არ მოგშლოდა იქიდან თავს ვერ დააღწევდი, შენც კარგად იცი ეს. არც ის იქნებოდი რაც ახლა ხარ, არც აქ იქნებოდი და უკვე ათი წლის უნახავი გეყოლებოდი. -ვიცი და ამ ყველაფერზე ფიქრი მიფანტავს იმ ბავშვის ყოლის სურვილს. სამი შვილი ჰყავს უკვე იმ ნაბი.ჭვარს. -გეყოფა. კაის ცოტა დრო მიეცი, არ ელაპარაკო ბევრი ბავშვზე, ვიცი თვითონაც მოუნდება. -კარგი ჰო. - ღრმად ჩაისუნთქა ალანიას სურნელით გაჟღენთილი ჰაერი, მერე კი ნელა მოშორდა მის მკერდს და მომღიმარ თვალებში ჩახედა. -კიდევ? - გაეცინა მეგობრის მზერაზე. -რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე. -ვერ დაგპირდები. -დღეს ქეთიმ დარეკა. -აღარ გააგრძელო. - მაშინვე ფეხზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ წარბშეკრულმა ბელამ თავის ადგილზე დააბრუნა. -მომისმინე! -რა გინდა?! რამდენჯერ გაგიმეორე რომ არაფერი მითხრა ჩემს ოჯახთან დაკავშირებით! -ნუ ღრიალებ და მომისმინე! - არც ყიფშიძემ დააკლო ხმის აწევას. ლუკა ცოტახანს თვალებ ანთებული უყურებდა, შემდეგ სახეზე ჩამოისვა ხელები და ჩაწითლებული მწვანეებით ჩახედა ყავისფერ თვალებში. -გისმენ. -გუშინ შენს ძმას ტყუპი გოგოები შეეძინა, შენ არ პასუხობდი მამიდაშენს და მთხოვა შენთვის მეთქვა. - წამებში გაქვავებულ ალანიას მკრთალად გაუღიმა, ისევ შეეხო ხელებზე, ლუკას კი აღარაფერი ესმოდა. გულის რევის შეგრძნება დაეუფლა, ყელში ბურთი გაეჩხირა და ისედაც ჩაწითლებული თვალები უარესაც გაუწითლდა. - ლუკა. -იმედია მამამის არ დაემსგავსებიან და ერთმანეთს საყვარელ ადამიანს არ წაართმევენ. - ფეხზე წამოდგა იქვე, პატარა მაგიდაზე მდგარი შუშის ბოთლიდან ვისკი ჩამოასხა ჭიქაში, ერთი მოყუდებით გამოცალა, ცოტა ხანს უყურა ჩაცლილ ჭიქას, შემდეგ კი მთელი ძალით კედელს გაუქანა. - ამის დედაც მოვ.ყან! - თმებში შეიცურა ხელები, თითები თმაზე მოიჭირა, თან თვალები დახუჭა და ღრმად სუნთქვას მოჰყვა. - დედას შევე.ი! - კიდევ ერთხელ შეიგინა, ერთ ადგილზე მდგომმა, ბელა კი ამღვრეული თვალებით მიშტერებოდა საუკეთესო მეგობარს. - მე რატომ უნდა დამმართნოდა ასე?! რატომ უნდა ვიყო სადღაც ტრა.კში, ჩემი ოჯახისგან შორს, რატომ უნდა უჩენდეს შვილებს ჩემს ძმას ის ქალი რომელიც ყველაფერს მერჩივნა! ჩემს ბედს შევე.ი! .ლეზე მკი.დია პოპულალურობაც, ბიზნესიც, ფულიც და ეს დედამო.ყნული ქალაქიც მაშინ როცა ჩემს ქალაქში დაბრუნება არ შემიძლია! გულს მირევს იმის წარმოდგენა რომ ჩემი ტყუპისცალი ჩემს ყოფილთან ერთად ცხოვრობს, გული მერევა იმის გახსენებისას რაც წარსულში მოხდა. ვერ ვივიწყებ და ეს ყველაფერი მანგრევს! არ მინდა ჩემი ძმის ცოლზე ფიქრი და ვერაფრით ვიშორებ თავიდან იმ დროს დროს. ამდენი წლის შემდეგაც გონებაში მიტრიალებს და უარესად მძულდება. ფუ ჩემი კარგიც მოვ.ყან. მე უარესი გამო.ირებული ვარ. -ვიცი. - ფეხზე წამომდგარმა კისერზე მოხვია ხელები, ყელში აკოცა, მერე კი მხარზე ჩამოადო ტუჩები, თან თმაზე გადაუსვა ხელი. - წარსულს ვეღარ შეცვლი. შეიძლება ასე იყო საჭირო. რომ არა ის ამბავი ახლა აქ არ იქნებოდი. არც ეს ცხოვრება გექნებოდა და მეც ათი წლის უნახავი გეყოლებოდი. - ლოყაზე მიადო ხელი, თან მომღიმარმა ჩახედა ჩაწითლებულ თვალებში. -ვერ მამშვიდებ. - თავი გვერდზე გასწია, ხელები მოაშორებინა და ზურგი შეაქცია. -ჩემი აზრით ჯობია ჩახვიდე, ნახო ყველა, შეეჩვიო მდგომარეობას და წამოხვიდე. -წადი. -ლუკა. -წადი! - გაბრაზებულმა დაუღრიალა ურეაქციოდ მდგომს. ბელა კი უკნიდან მიეკრო, ნიკაპი კი ხერხემალზე მიაბჯინა. -მიყვარხარ, ყველაზე მეტად, მაგრამ დიდი დრო გავიდა და დაბრუნება ცუდი იდეა მაინც არაა. სხვას მე არაფერს გეტყვი, იმიტომ რომ ასე მინდა. ახლა წავალ, შენ კიდე დამშვიდდი. - ლოყაზე აკოცა, მერე კი უკანმოუხედავად დატოვა ბინა. -დავბრუნდები, როგორ არა. - სიმწრით ჩაიცინა, ვისკი პირდაპირ ბოთლიდან დალია, შემდეგ თავისი საძინებლისკენ დაიძრა, ოთახში შესულმა აბაზანის თეთრი კარი გამოაღო, ჯაკუზი წყლით გაავსო, მსგავსი სიტუაციებისთვის გადადებული სიგარეტი აიღო, წყალში ჩასულმა კი მაშინვე მოუკიდა, ფილტვები ნიკოტინით გაივსო, ცოტა ხანს სუნთქვა შეკრულმა თვალები დახუჭა, შემდეგ კვამლი ჰაერში გაუშვა და წინ გადაშლილ ხედს გაუშტერა მზერა. მაღალ შენობებს თავზე დაჰყურებდა, ფიქრებით კი საქართველოში დაფრინავდა. იქ სადაც წლების წინ ოჯახი დატოვა, თანაც ისე რომ წასვლისას წამითაც კი არ უყოყმანია, უკან არ მიუხედავს, არც თვითმფრინავის ფანჯარა გაუღია და განათებული ქალაქისთვის მოუვლია თვალი. მიდიოდა უცხო ქვეყანაში ყველაფრის გარეშე, მხოლოდ ორიათასამდე დოლარი ედო ჯიბეში, ისიც თავისი შრომით მოგროვილი. წასვლამდე მხოლოდ მამას და მამიდას გამოემშვიდობა, ქალს რომელიც დედობას უწევდა თხუთმეტი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მამის გვერდზე მდგომმა დედის ცივი სხეული მიწაში ჩაასვენა. დატოვა ქვეყანა გაურკვევლი ვადით, ურთიერთობა კი მხოლოდ ბატონ ვიტოსთან და მის დასთან, ქეთისთან შეინარჩუნა. არც უმცროს დასთან გაუწყვიტავს კონტაქტი, იქამდე სანამ ლუკასთვის საძულველ კაცს არ გაჰყვა ცოლად ძმის გაუფრთხილებლად. ყველაფერი არეული იყო მის ირგვლივ და სურვილიც კი არ უჩნდებოდა იქ ჩასვლის. არც მათ სურათებს ნახულობდა, არც ინფორმაციას კითხულობდა ტყუპისცალის, მისი ცოლშვილის, ანდაც დის ცხოვრების შესახებ. საკმარისი გახლდათ იმის ცოდნა რომ ყველა ცოცხალი იყო. დიდი დრო გაატარა წყალში, ბოლოს ოთახში გასული საწოლზე მოთავსდა ლეპტოპთან ერთად და იმ დღისთვის გადადებული საქმეების დასრულებას შეუდგა. *** -წასვლას არ აპირებს. - ქეისის წინ დასჯილი ბავშვივით მჯდომ სოფის მიშტერებოდნენ ორივე და მის ქცევას ხმამაღლა განიხილავდნენ. ანას მიერ უკვე მესამედ ნათქვამ წინადადებაზე თვალები აატრიალა ადამიამ, ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ დაიძრა, გოგოები კი წამსვე აეკიდნენ. -რას აკეთებ? -რას აპირებ? - ეჭვნარევი გამომეტყველებით შეათვალიერა ანამ კარადასთან მისული დაქალი. -მივდივარ. - მობეზრებულმა ჩაილაპარაკა, იცოდა არ მოასვენებდნენ, მერე კი დარჩენილი ცხოვრება ამ შემთხვევას გაახსენებდნენ. თვითონაც სურდა სიმპატიურ კაცთან შეხვედრა, მაგრამ თავს არაფრით უტყდებოდა. თავიდანვე იგრძნო მის მიმართ შინაური დამოკიდებულება, ახლა კი მისი ნახვა ყველაზე მეტად უნდოდა. -ზუსტად ეს მინდოდა. წადი, შეხვდი, ნახე, გაიცანი. დარწმუნებული ვარ ძალიან ათლეტური და ლამაზია, თუ ანამ თქვა რომ ასეთია ესეიგი მართალია, რადგან ის ტყუილად არაფერს ამბობს. -ჩვენი გოგო გაიზარდა. - ხელი გადახვია დაქალს ანამ, შემდეგ კარადასთან მდგომ სოფის გახედა. -გეყოფათ. - თვალები აატრიალა, თან გაიცინა. ცხრის ნახევარი იყო სახლიდან კოცნებით, დარიგებებით და გაფრთხილებებით რომ გააცილეს სოფი, ისიც შეწუხებული გავიდა სახლიდან, ყურსასმენები მოირგო, რამდენიმე ქუჩა ფეხით გადაკვეთა, შემდეგ მეტროში ჩავიდა და იქვე კარებთან დადგა. ხუთ გაჩერებაში მეხუთე ავენიუზე ამოვიდა და მალე ნაცნობ შენობასთან მივიდა. ბევრი წყვილი შედიოდა შიგნით, ზოგი გამოდიოდა, ზოგიც უბრალოდ ქუჩას მიუყვებოდა. უკვე ჩასულიყო მზე, ქუჩებს ცათამბრჯენების ფანჯრებიდან გამომავალი შუქი და ლამპიონები ანათებდა, სოფი კი მომლოდინედ იდგა კართან, მაგრამ ნაცნობი სახე არა და არ ჩანდა. უკვე ათის ნახევარი ხდებოდა, თავის თავზე გაბრაზებული უმიზეზოდ იცდიდა, ბოლოს კი კაცის ქცევით გაღიზიანებული სწრაფად მოსწყდა ადგილს და უკან დასაბრუნებელ გზას დაადგა. -სოფია! - მოულოდნელად გაიგო ზურგს უკან შორიდან დაძახებული სახელი და დაბნეული სწრაფად შეტრიალდა. ხელში კი ოციოდე მეტრით დაშორებულ ალანიას წააწყდა, რომელიც მოკეცილ მუხლებს ხელის გულებით დაყრდნობოდა და ღრმად სუნთქავდა. შემდეგ გასწორდა, წელში გაიმართა და ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა ადგილზე გაშეშებული ქალისკენ. - ბოდიშს გიხდი ლოდინისთვის, აუცილებელი საქმე გამომიჩნდა და როგორც კი მოვახერხე გამოვედი. - ხელი გაუწოდა სოფის, მანაც დაპროგრამებულივით მოხვია მტევანზე თითები. ლუკამ კი ნაზად აკოცა ხელის ზურგზე. -არაუშავს. -იმედია დიდხანს არ გალოდინე. -მალოდინე და რატომ გელოდე არ ვიცი. -როგორი პირდაპირი ხარ. - ჩაიცინა, თან ხელით ანიშნა გზის გაგრძელებაზე. -ასე ვერ ვიტყოდი. - მხრების ჩეჩვით გაურკვეველი მიმართულებით გაჰყვა კაცს, არ იცოდა რატომ, მაგრამ მის მიმართ უდიდეს ნდობას გრძნობდა. -ვნახოთ. -მეგონა მორბოდი. - მომღიმარმა ახედა ქვევიდან მშვიდად მყოფ კაცს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ძლივს სუნთქავდა. -მოვრბოდი, უბრალოდ ადვილად არ ვიღლები და არც დიდი დრო მჭირდება სუნთქვის დასარეგულირებლად. -როგორ? -ბევრს ვვარჯიშობ. - მასზე მიშტერებულ ხალხს თვალი აარიდა, ჩუმად ჩაახველა, შემდეგ ხელის გული მიადო ზურგზე სოფის და ერთ-ერთ კაფეში მოულოდნელად შეიყვანა. -კი ეგ მეც შევატყე. -ჰოო? - მომღიმარმა დახედა ზევიდან, სოფისაც წამსვე აუწითლდა სახე და თავი დაბლა დახარა. შიგნით შესულმა მომუშავე პრესონალს რამდენიმე სიტყვა უთხრა, შემდეგ კიბეებისკენ დაიძრა და სოფიც გაიყოლა. - რატომ გაჩუმდი. - მაშინვე ჰკითხა როგორც კი მეორე სართულზე მაგიდასთან მოთავსდა. -ვინ ხარ? -რატომ მეკითხები? - წარბები მაღლა ასწია გაკვირვებით, თან ეღიმებოდა მის დაბნეულ სახეზე. -ყველა შენ გიყურებს ქუჩაში, აქ კი როგორც ბატონი ისე იქცევი. -ამ ყველაფრის მფლობელი მე ვარ. - მხრები აიჩეჩა, თავზე წამომდგარ გოგოს შეკვეთა მისცა ორივესთვის, შემდეგ გაოცებულ სოფის შეხედა. - არ მინდოდა ასე პირდაპირ თქმა. - თმაზე გადაისვა ხელი, თან მნათობი მწვანეები გაუსწორა სოფის უცნაურ თვალებს და მის მზერაზე ცოტა დაიბნა კიდეც, რაც აქამდე არასდროს მოსვლია ქალთან. - იმედია ნამცხვრები გიყვარს. -ყველანაირი. - თმა ყურზე გადაიწია, თან მომხიბვლელად გაუღიმა ლოყებ შეფარკლულმა. -სიმართლე რომ გითხრა, გამიკვირდა შენი დანახვა, მეგონა არ მოხვიდოდი. -არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა გამომაგდო. - თითები ერთმანეში ახლართა, თვალი კი იქაურობას მოავლო, ისევ უამრავი თვალი შენიშნა წინ მჯომი კაცისკენ მიმართული. -მადლობა შენს მეგობარს. - მომღიმარი მიეყრდნო სკამის საზურგეს, თვალი კი სოფის სახეზე გაუშტერდა. ძალიან ლამაზი ნაკვთები ჰქონდა, ისეთი პირველივე დანახვისას რომ მიიქცია მისი ყურადღება. ლურჯი თვალები ყოველთვის, ყველაფრის მიუხედავად უბრწყინავდა, ღიმილის დროს კი ოდნავ უწვრილდებოდა. - მომიყევი როგორ გაიცანი. - საუბრის გასაგრძელებლად მაშინვე ჰკითხა როგორც კი მიმტანი გოგო იქაურობას მოშორდა. -მეცხრე კლასში იმათ სკოლაში შევედი, სპორტის გაკვეთილზე ჩემთან მოვიდნენ და უბრალოდ საუბარი დაიწყეს. მაგის შემდეგ ყოველ დღე ერთად ვართ. სკოლის შემდეგ ჩემს სახლში მივდიოდით, შუაღამემდე ჩემთან იყვნენ, დასვენების დღეებში ჩემთან რჩებოდნენ. ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა ადგილებში დავდიოდით. სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტეთ აქ გვესწავლა. ის რომელიც შენ ნახე, ანა ჰქვია, მეორეს ქეისი. ქეისის მშობლებს სახლი აქვთ აქ, ახლა იქ ვცხოვრობთ. -გასაგებია. და რომელი შტატიდან ჩამოხვედი? -ილინოისი, ჩიკაგო. - ცხელი ჩაი მოსვა ფინჯნიდან, შემდეგ ტუჩები გაილოკა და კვლავ მწვანეებში ჩახედა ლუკას. -რატომ? - გაკვირვებულმა ინტერესით სავსე მზერა მიაბყრო გოგოს. აშკარად უფრო გახსნილიყო საუბარში, ეტყობოდა რომ ამ ყველაფერზე საუბარი ძალიან მოსწონდა. ალანიას კი მისი სასიამოვნო ხმის ჟღერადობა მოსწონდა. -რატომაც არა? -ჩიკაგო უფრო სუფთა ქალაქია… -დიდი განსხვავება არ არის. - მხრები აიჩეჩა, თან ყავა მოსვა. - მაშინ როცა შესაძლებლობა გაქვს იცხოვრო მანჰეტენზე, ერთ-ერთ კორპუსში, იყო მშობლებისგან შორს და იცხოვრო თავისუფლად, ეს შანსი არ უნდა გაუშვა. გარდა ამისა მომწონს უნივერსიტეტი რომელშიც ახლა ვსწავლობ. მომწონს დამოუკიდებლად ცხოვრება, სახლშიც ყოველთვის ჩავდივარ. ასე თავს უფრო კარგად ვგრძნობ. -ჩიკაგოში სახლი გაქვს? -კი, რამდენიმე წლის წინ ვიყიდეთ, დედაჩემმა ყველაფერი თავის გემოვმებით მოაწყო. სახლის უკან ვერანდა და პატარა ეზო გვაქვს, საღამოობით ცეცხლს ვანთებთ, ოჯახის მეგობრები მოდიან და ასე გადაგვაქვს მოსაწყენი დღეები. დეტალებში მოგიყვებოდი, მაგრამ სულ მე ვსაუბრობ. - კვლავ ნერვიულად გადაიწია თმა ყურს უკან, ლუკას კი გაეღიმა. -ძალიან კარგია. - მომღიმარმა დაუქნია თავი. - სასიამოვნო ხმა გაქვს და მოსმენა მსიამოვნებს. - ტუჩზე იკბინა გოგოს აწითლებულ სახეზე, შემდეგ ისევ განაგრძო შეკითხვების დასმა უხერხული სიჩუმის გასაფანტად. - საინტერესო აქცენტი გაქვს, საიდან ხარ? -ჯორჯიადან. - თვალები აატრიალა, თან ნამცხვრის პატარა ნაჭერი შეჭამა. -თვალები რატომ აატრიალე? - წარბები ასწია გოგოს მოქმედებით გაკვირვებულმა. -თოთხმეტი წლიდან მაგას მეკითხებიან. -ესეიგი ჯორჯია. - ჩაიცინა მის ბურტყუნზე, ოდნავ ხასიათზეც მოვიდა. - ატლანტა? სავანა? -თბილისი. - სიცილით შეაწყვეტინა ქალაქების ჩამოთვლა და მოულოდნელობისგან პირთან მიტანილი ჩაი ამჯერად თვითონ გადაისხა საკუთარ სხეულზე ალანიამ. -ჯანადაბა. -კარგად ხარ? - სწრაფად მიაწოდა ხელსახოცი, ჯერ ისევ შოკში მყოფმა ლუკამ კი ძლივს გამოართვა. -მე… კი. - მის ლურჯებს მიშტერებულმა მალევე გადაიტანა თვალები თავის მკერდზე. ოდნავ დასველებულ ნაჭერზე ხელსახოცი დაიდო, შავ მაისურს დიდად არც ეტყობოდა ლაქა. -ხომ არ დაიწვი? -არა თბილი იყო. - დაბნეულმა გასცა პასუხი. ცოტახანს თვალებში ჩააშტერდა, რომლებსაც აქეთ-იქით აცეცებდა გოგო. თავის თავზე გაეცინა, არ სჯეროდა მაგავსი დამთხვევების, მაგრამ ახლა ფაქტი წინ ეჯდა. - ანუ საქართველოდან ხარ? -იცი? - თვალებ გაფართოვებულმა ჰკითხა, ლუკა კი თავის ქნევით დაეთანხმა. -ძალიან ლამაზია. -მართალია, ძალიან მიყვარს საქართველო, დასვენებებზე ყოველთვის ჩავდივარ. წელს ვერ წავედი, მაგრამ ზამთარში ვაპირებ წასვლას. -ვინ გყავს იქ? -ყველა იქ მყავს. ბიძაშვილები, ბიძები, მეგობრები, ბებოები და პაპები. -კარგია. -შენ? რამე მითხარი, სულ მე ვსაუბრობ. - შევარდისფრებული ლოყების დასამალად აქეთ-იქით იყურებოდა, მაგრამ თვითონაც იცოდა იმ ლამაზ სიწითლეს ვერაფერს მოუხერხებდა. -მე… - ცოტა ხანს ეჭვის თვალით უყურებდა მომლოდინედ მჯდომ გოგოს. ვერანაირად უშვებდა შემთხვევას სადაც ის რაიმეს მოყვებოდა მასზე სხვასთან და უნდოდა თავის ცხოვრებაზე ყველა დეტალი მოეყოლა, მაგრამ თავის შეკავებას მაინც ახერხებდა. - ათი წელია აქ ვცხოვრობ… -ლუკას! - საუბარი გვერდიდან წამოძახილმა თავისმა სახელმა შეაწყვეტინა. მაშინვე გაიხედა გვერდზე, ხელში კი ძველი ნაცნობი ქალი შერჩა. -ჰანა, როგორ ხარ? - ფეხზე წამომდგარმა ხელის ჩამორთმევა დააპირა, მაგრამ მაღალ ქუსლებზე შემომდგარმა ქალმა სწრაფად მოხვია კისერზე მკლავები. -კარგად საყავრელო, შენ როგორ ხარ? დაგინახე და გადავწყვიტე მომელოცა შენი გამარჯვება, დარწმუნებული ვარ ფინალშიც მოიგებ და ამ წლის ჩემპიონი კვლავ შენ გახდები. -ძალიან კარგია ასე თუ ფიქრობ. - ნაძალადევად გაუღიმა, თან ქალის მკლავები მოიშორა. - მიხარია რომ მოხვედი და მნახე, მაგრამ ახლა დაკავებული ვარ, ჩემს მეგობართან ერთად ჩაის მივირთმევ, ამიტომ სხვა დროს ვისაუბროთ. -კარგი, წარმატებებს გისურვებ. - ორივე ლოყაზე აკოცა, თვალი იქვე მჯდომი სოფისკენ გააპარა, სწრაფად შეათვალიერა ცხვირ აბზუებულმა და დამშვიდობების შემდეგ იქაურობას მოშორდა. -მაპატიე. - ქალის ნაკოცნ ადგილებზე ხელები ინსტიქტურად გადაისვა, სოფის კი გაეღიმა. -არაუშავს. - თვალები დახარა, ქვედა ტუჩზე იკბინა და ისევ ლუკას ახედა. -რა? - ქალის მზერით დაბნეულმა მაშინვე იკითხა, თან მის ტუჩს დააკვირდა გამომწვევად რომ მოექცია კბილებს შორის, უცნაურად იღიმოდა და კაცსაც მისი მოქმედების გამეორების სურვილს უჩენდა. -ლოყები გაიწმინდე. -აჰ… ცუდი ჩვევაა. არ მიყვარს როცა ლოყაზე მკოცნიან. -გასაგებია… მმ, შენს ოჯახზე ყვებოდი. -მართალია… მოსაყოლი ბევრი არაფერია, დედა გარდაიცვალა როდესაც ხუთის ვიყავი, უმცროსი და გათხოვილია, ჩემს ტყუპისცალს ცოლ-შვილი ჰყავს… სულ ესარის. -ვწუხვარ დედაშენის გამო. -დიდი ხნის ამბავია. - ხელი აიქნია, ეტყობოდა ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებდა ამიტომ თემა ამჯერად თვითონ შეცვალა. დიდხანს საუბრობდნენ, სხვადასხვა თემაზე, სპორტსაც შეეხნენ, საჭმელსაც, მწერლებსაც და მხატვრებსაც, ბოლოს კი ფეხით გაუყვნენ ხალხით სავსე ქუჩებს სოფის სახლისკენ. -ციგურებზე სრიალი მიყვარს, ექვსი წლიდან დავდიოდი, მაგრამ 15-ს რომ გავხდი ფეხი მოვიტეხე და მაგის შემდეგ აღარ მისრიალია. -რატომ? -არ ვიცი, ისე ვეღარ შევძლებდი როგორც ადრე. -გვიანი არასდროსაა. -ალბათ მომავალში ვცდი მისვლას. -კარგი იქნება… ამდენი დიდი ხანია აღარ მივლია. უფროსწორად, ამდენი არასდროს არ მივლია. - თმები აიჩეჩა, შემდეგ დაღლილ სოფის დახედა. - დაიღალე? -ამდენი მართლა არასდრის მივლია. ღამის ორი საათია და სახლამდე კიდევ ორი ქუჩაა. -ცოტა დარჩა. -თითქმის მთელი ცენტრალ პარკი გავიარეთ. -სამაგიეროდ ვისერინეთ და ვისაუბრეთ… მაგრამ ამის მერე ველოსიპედები ავიღოთ. - სიცილით დახედა თვალებ გაფართოვებულს. - ესეიგი ზამთარში აპირებ საქართველოში წასვლას. -ჰო, აუცილებლად წავალ. -შეიძლება მეც წამოვიდე. -ანუ დაგაინტერესა. - კმაყოფილი გაიმართა წელში. -ისეთი ლამაზი სურათები მანახე ძალიან მომინდა დათვალიერება. - ქვედა ტუჩზე იკბინა და ძლივს შეიკავა სიცილი მის ამაყ სახეზე. -კი აუცილებლდ უნდა ნახო. თან ძლიან სტუმართმოყვარე, მეგობრული და კეთილი ხალხია. -ინტერესს მიმძაფრებ. - სასწაულად ერთობოდა შექმნილი სიტუაციით, თავს ძლივს იკავებდა ქართულად რომ არ დალაპარაკებოდა და სიმართლე არ ეთქვა. უცხოელი რომ ყოფილიყო მეორე დღესვე წავიდოდა ქვეყნის დასათვალიერებლად ისეთი სიტყვებით აღწერა სოფიმ თითოეული დეტალი. ისედაც მონატრებული ჰქონდა ყველაფერი, მისმა საუბარმა კი ყველა მოგონება ამოუტივტივა გონებაში. -მოვედით. - კორპუსის წინ გაჩერდა, ლუკამაც ზევით აიხედა, შემდეგ წინ მდგომ სოფის დახედა. -ახლა კარგად დაგეძინება. -მეც ასე მგონია, თან ხვალ თავისუფალი ვარ. -მშურს. - პატარა ცხვირზე ჩამოჰკრა თითი. - როგორ დაგემშვიდობო ქართულად? -ნახვამდის. - მომღიმარი მიაჩერდა. -კარგი, მაშინ ნახვამდის. - უპრობლემოდ, თავისუფლად წარმსოთქვა ბოლო სიტყვა, სოფის კი თვალები შუბლზე აუვიდა. -ძალიან კარგად გამოგივიდა. -ვიცი. - ქართულად ჩაილაპარაკა, თან თავი დაუქნია. სოფი კი ადგილზე გაშეშდა. ყურებს ვერ უჯერებდა და ეგონა ელანდებოდა ეს ყველაფერი. - ბოდიში თავიდანვე უნდა მეთქვა, უბრალოდ ისე დაიწყე აღწერა… - ქვედა ტუჩზე იკბინა, ერთ ადგილზე მიყინულ სოფის კი საერთოდ აღარაფერი ესმოდა. თავი დამნაშავედაც კი იგრძნო, მაგრამ უკვე გვიანი იყო და ერთადერთი ისღა დარჩენოდა ეს ყველაფერი გოგოს გაბრაზების გარეშე გადაეტანა. - სოფი. -დამცინი ხო? მელანდება მგონი. - სახეზე ჩამოისვა ხელები, შემდეგ თმებში შეიცურა თითები და თვალები დახუჭა. - ჯანდაბა, მთელი ეს დრო დამცინოდი არა? -მაპატიე… ვაპირებდი თქმას უბრალოდ… -უბრალოდ გართობა გადაწყვიტე. - ბრაზისგან ანთებული თვალები შეანათა და წამსვე დააბნია ალანია. -კარგი რა, რაზე ჭედავ, ახლა ხომ გითხარი. -ღმერთო, არ მჯერა. - შუბლზე მიიდო ხელი, ბოლოს ლუკას ახედა. - თავიდანვე იცოდი? -შენ რომ მითხარი მაშინ გავიგე. - ანერვიულებულმა წამსვე გასცა პასუხი, ალანია კი ტუჩებ გაპობილი, ჯერ ისევ გაოცებული შეჰყურებდა. -ჯანდაბა. - ქვედა ტუჩზე დაიჭირა კბილები, გაიცინა, თან გვერდზე გაიხედა. - ვერ ვიჯერებ. - ნერვიულად ჩაიცინა, მერე ისევ ლუკას ახედა. - ესეიგი ქართველი ხარ… ღმერთო, რანაირად ხარ ქართველი… -რავი. - მხრები აიჩეჩა, მერე კი თვიღონაც გაიცინე თავის პასუხზე. - კარგი, მართლა ვწუხვარ, თან ეგრევე ხომ არ გეტყოდი მეც ქართველი ვართქო… თან ისე ყვებოდი საქართველოზე… -თავს ნუ იმართლებ ბატონო ლუკა. - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად, მერე უცებ გაახსენდა წინა დღეებში წაკითხული სტატია ქართველ ბოქსიორზე და თვალებ გაფართოვებული რამდენიმე წამით დააკვირდა კაცს. - შენ ის ლუკა ხარ? -ვინ არის ის ლუკა? - ჩაიცინა, თან მტევანზე მოკიდა ხელი და დაბლა დააწევინა. -ვისზეც მთელი საქართველო საუბრობს. მაგიტომ გიყურებს ყველა შენ. - ისე თქვა თითქოს უდიდესი საიდუმლო ამოეხსნას, ლუკა კი ყველა მის სიტყვაზე ხალისობდა. -ეგეთი პოპულალური ვარ? - ქალის თითებს ჩაბღაუჭებულმა სიცილით მისწია თავისკენ. -ვითომ არ იცი… რას აკეთებ? -სურათს გვიღებენ მარჯვნიდან. - მეორე ხელით თმა ყურს უკან გადაუწია და თავისი დიდი ხელით შეძლებისდაგვარად სახე დაუფარა ალანიას. - ნუ ნერვიულობ, არ გამოჩნდები, უბრალოდ დაწერენ რომ ვიღაც ქალი მყავს, რამდენიმე დღე კიდევ და ამდენ ყურადღებას აღარ მომაქცევენ. -ეგ შენ გგონია ეგრე. - თვალები აატრიალა. - რამდენი ხანია შენთან ერთად ვარ, უკვე გამომაჭენებდნენ სადმე. -მერე რა? - გამომცდელად დააკვირდა წარბშეკრულ გოგოს. -მაპატიეთ, მაგრამ არ მინდა შენს საყვარლად ან რაიმე მსგავსი შინაარსის მქონე ქალად წარმომაჩინონ. -მეწყინა. - ხელი მოაშორა სახიდან, თან გზა გააგრძელა. -სად მიდიხარ? -გინდა ხვალ ჟურნალისტები დაგხვდნენ გარეთ? -პრობლემური ადამიანი ხარ. -სხვანაირი ხარ და უფრო მიზიდავ. ასე რომ, ნუ საუბრობ ეგრე. -სხვანაირი როგორი? -პირველად არ უნდა გოგოს ჩემთან ერთად გამოჩენა, თავს უცნაირად მაგრძნობინებ და ეს უცნაურობა მომწონს. -ალბათ მაგ გოგოებს ქართველი დედ-მამა არ ჰყავთ და მაგიტომ. -სხვათაშორის ჰყავდა რამდენიმეს. - ჩაფიქრებულმა დახედა ზევიდან. სოფიმ კი წარბ აწეულმა ახედა. - და რომ გაიგონ რა? -არაფერი, უბრალოდ ახსნა მომიწევს იმის თუ ვინ ხარ, საიდან გიცნობ, რა ურთიერთობა მაქვს, რატომ არ ვუთხარი თუ შეყვარებული მყავდა, ეგონებათ რომ ვატყუებ და… -კარგი კარგი. - სიცილით გააწყვეტინა ნერვიულობისგან ალაპარაკებულს. - ნუ ნერვიულობ, არაფერი მოხდება... აქეთ წამოდი. - გვერდზე გადაუხვია, ვიწრო ადგილები გაიარა, ბოლოს სოფის კორპუსიდან მოშორებით გაჩერდა მიფარებულ ადგილში. - მიხვალ მარტო? - ცარიელი ქუჩა მოათვალიერა, მერე ზევიდან დახედა სოფის. -ჰო… მადლობა ჩაისთვის. -სიამოვნებით დავლევდი ისევ შენთან ერთად და შენს გაუჩერებელ საუბარს მოვუსმენდი. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, თან გაიღიმა ქალის ოდნავ შევარდისფრებულ ლოყებზე რომელსაც სიბნელის მიუხედავად მაინც ხედავდა. - რა საყვარელი ხარ. - სიცილით მიეფერა ლოყაზე. -უნდა წავიდე. -კარგი. - ხელი მოაშორა სახიდან, თან ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. -ნახვამდის. -შეხვედრამდე, სოფი. - მომხიბლელად გაუღიმა დაბნეულ გოგოს, თან თავით ქუჩისკენ ანიშნა. ოდნავ თავი დაუქნია ადამიამ, შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. შენობაში შესულმა სწრაფად აირბინა კიბეებზე, სახლის კარი გააღო და შიგნით შესული წამსვე დახურულ კარებს აეკრა. კეფა რკინის კარს მიადო, თან თვალები დახუჭა. ეგონა სიზმარში იყო, ყველაფერი რაც კი მოხდა ესიზმრებოდა და არ იცოდა გამოღვიძება სურდა თუ არა. არარეალურად მიაჩნდა მსგავსი შემთხვევები, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა იმას რაც დღეს გადახდა. ბოლოს კი ფიქრებიდან მოპირადპირედ, ოთხ მეტრში მდგომმა ანამ გამოიყვანა. -აბა? რა მოხდა? -ანაა, ვერც კი დაიჯერებ. - ნელა დაიძრა მეგობრისკენ, ჩანთა სავარძელზე დააგდო და ორივე ხელი ემბრის შემოხვია. -რა? მითხარი. - უკან გასწია გაბადრული მეგობარი, ისიც სავარძელში ჩაეშვა და ანას მიაშტერდა. -ქართველია, ის არის ახლანდელი ჩემპიონი. -ვიცოდი! დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ მაინც ვფიქრობდი რომ ეგ იყო და მაგიტომ გაგაგდე! -საყვარელია. რაღაცნაირი, საინტერესო ადამიანია, ისეთი თავს რომ არ მოგაბეზრებს, ყველაფერზე დაგელაპარაკება. მგონი უფრო ამიტომ მომეწონა. თითქმის ერთნაირი გემოვნება გვაქვს. იუმორის გრძნობაც კარგი აქვს. ფეხით იარა ჩემთან ერთად იქიდან აქამდე. მიჩქმიტე. - ხელი გაუწოდა სიცილით, შემდეგ კი წამოიყვირა ტკივილისგან. - მეტკინა! -მგონი გვეშველა, მაგას რას დავეძებ! -ქეისი სად არის? -ჯოშმა წაიყვანა კინოში და იმის მერე არ გამოჩენილან. -წავალ დავიძინებ და დანარჩენს ხვალ მოგიყვები. - ლოყაზე აკოცა ანას, შემდეგ ფეხზე წამოდგა. -მიდი. -მიყვარხარ. -მეც. - მომღიმარმა თვალი გააყოლა საძინებლისკენ წასულს, მერე თვითონაც საძინებლისკენ მიმავალ გზას დაადგა. შესანიშნავი საღამოთი კმაყოფილი და სასიამოვნოდ დარჩენილი საცვლის ამარა შეწვა საწოლში, მომღიმარმა მოხვია ბალიშს ხელები, თვალები დახუჭა და ლუკასთან გატარებულ საათებზე ფიქრში მალევე გაითიშა. *** რამდენიმე დღემ წყნარად ჩაიარა. ნაჩუქარი საშვით კვირა დღემდე სასიამოვნოდ ისვენებდნენ დიდ აუზთან დალაგებულ შეზლონგებზე. არცერთ დღეზე უთქვამთ უარი, დაუზარებლად, ყოველ დღე დგებოდნენ და მთელ დღეს შესაშურად ატარებდნენ. სამაგიეროდ სოფის გონება და თვალები ვერ ისვენებდნენ. ყველგან ტყინში ჩაბეჭდილ, ამ ორგანოს ყველა უჯრედს მოდებულ კაცს ეძებდნენ ბრჭყვიალა ლურჯები. ისევ უნდოდა მისი ნახვა, თვალის მოკვრა მაინც და ეს იყო ერთ-ერთი, ასევე მთავარი მიზეზი რის გამოც მზის სხივების საშუალებით კანის გასარუჯად მიდიოდა აუზზე. ყოველ დღე ელოდებოდა რომ ის კარი რომელშიც არასდროს არავინ შედიოდა კიდევ ერთხელ გაიღებოდა და ნაცნობი სახე ისევ გამომზიურდებოდა. მალევე მიხვდა რომ იქ მყოფთაგან მხოლოდ თვითონ არ ელოდებოდა ლუკა ალანიას გამოჩენას, რამდენჯერმე მოჰკრა კიდეც ყური უცხო ქალების საუბარს და არაფრისგან გაჩენილმა გაღიზიანებამაც მაშინვე მოიცვა. -შენ მითხარი რომ რამდენიმე დღის წინ ის აქ იყო. - ქალის უკმაყოფილო ხმა ესმოდა გვერდიდან ანაზე მიშტერებულს, უკვე იქიდან წასვლასაც კი ფიქრობდა რადგან ყველა და ყველფერი ლუკასკენ მიდიოდა. -სურათი ხომ გაჩვენე! - გაღიზიანებულმა გასცა პასუხი გვერდზე მჯდომ მეგობარს, ანამ კი გულიანად გადაიხარხარა. -რომ იცოდე ახლა როგორ გამოიყურები. -დავიღალე. - წვენი მოსვა, თან ანას ჩაკიდა ხელი. - როგორ შეიძლებოდა აქამდე არ შემხმიანებოდა. -ალბათ დაკავებულია. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. რამდენიმე დღე იყო შეცვლილ სოფის უყურებდა, უფრო ცოცხლად გამოიყურებოდა ვიდრე ამ წლების განმავლობაში. იცოდა რომ ახლა უფრო მეტ გრძნობას გრძნობდა და კმაყოფილი ხმასაც კი არ იღებდა მეგობროს ტანჯვის მიუხედავად. -წავიდეთ? -წავიდეთ. - ნივთების აღებაში გართულ სოფის დააკვირდა, შემდეგ თვითონაც ადგა და ადამიას უკან აედევნა. - კარგი ფერი მაქვს. - მკლავები წინ გასწია, თან თავის კანს დახედა. -კი, მეც მომწონს. -ვინმე უნდა გავიცნო და ერთი კვირით საცხოვრებლად იმასთან გადავიდე, კიდევ ერთი კვირა ვერ გავუძელბ იმათ. მთელი ღამე არ მძინავს. აქ რომ არ ვისვენებდე მოვკვდებოდი. -ხომ გითხარი ჩემთან გადმოდითქო. -არ მიყვარს სხვასთან ერთად ძილი ხომ იცი. -დივანზე დაიძინე. -როგორ ფიქრობ, ხელს არ სთხოვს? -არ ვიცი, მაგრამ თუ სთხოვს შენ მშვიდად ვეღარასდროს დაიძინებ. - მხრების ჩეჩვით შეაღო ქალების გამოსაცლელის კარი, ორი პირსახოცი აიღო და წყლის გადასავლებლად წავიდა. -გუშინ კინოდან რომ მოვიდნენ სანის ელაპარაკებოდა ჩუმად. მგონი რაღაცის გაკეთებას აპირებს. - შუშის კარების გვერდზე კედელს მხრით მიყრდნობილმა ჩაილაპარაკა, თან ლამაზად დაკეცილი პირსახოცის ზედაპირს უსვამდა ხელს. -სანის ვკითხო? -არ გინდა, ვფიქრობ ისედაც მალე გავიგებთ. - გვერდითა შუშის კარი გამოაღო, შიგნით შესულმა პირსახოცი საკიდეზე დაკიდა, წყალი საშუალო ტემპერატურაზე დააყენა და წყლის სწრაფ ნაკადს ტანი შეუშვირა. -დღესაც თუ არ გამოჩნდა შევწყვეტ მასზე ფიქრს. - კატეგორიულად განაცხადა მანქანაში ჩაჯდომისას, ანამ კი თავი გააქნია სიცილით, საჭესთან მოთავსდა და მანქანა უკუსვლით დაძრა ავტომობილის სადგომიდან გასაყვანად, შემდეგ კი ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო ისე გაიგო დარტყმის ხმა, შიშისგან წამოკივლებით სოფიც მოიყვანა გონს. სარკეში გაიხედა, მაგრამ თვალი ვერაფერს მოჰკრა, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და გინების ხმაც მაშინვე შემოესმა. -ამის დედას შევე.ი! - გამწარებული ბილწ სიტყვებს ჰაერში ისვრიდა, თან ფეხზე იჭერდა ხელს. -უკაცრავად, მაპატიეთ. - შეშინებული მიუახლოვდა კაცს ზურგიდან. -მართვის მოწმობა ვინ მოგცა. - გაღიზიანებულმა ახედა გოგოს გადათეთრებულ სახეს, შემდეგ ქანდაკებად ქცეულ სხეულზე ჩამოატარა მზერა. -მე… DMV-ში მომუშავე ქალმა. - დაბნეულმა გასცა პასუხი. ცოტა ხანს გაოცებული უყურებდა შავი თვალებით ბიჭი, შემდეგ სიცილით გააქნია თავი. -მოდი, დამეხმარე. - ხელი გაუწოდა ანას, მანაც წამსვე მოხვია მტევანზე გაყინული თითები და წამოდგომაში დაეხმარა. -ბოდიშს გიხდით, უეცრად გამოჩნდით და ვერ დაგინახეთ. - იმაზე ფიქრმა რომ შეიძლებოდა ამ სიმპატიურ მამაკაცს დაზიანებისთვის უამრავი ფული მოეთხოვა და მთელი ცხოვრების გადასახადი ვალი დასდებოდა, აიძულა ბოდიშები ეხადა მისთვის ამ სიტუაციიდან გამოსაძვრომად. -კარგად ხართ? - არანაკლებ დამფრთხალმა სოფიმ მზერა მანქანაზე მიყრდნობილ მამაკაცს მიაბყრო, თან ანას მოხვია ხელი დამშვიდების მიზნით. -შენმა მეგობარმა ფეხი დამიზიანა. - ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ერთ ღერს სწრაფად მოუკიდა, მერე კი კვლავ ანა შეათვალიერა. -საავადმყოფოში წაგიყვანთ თუ გინდათ. - გაუბედავად უთხრა ადამიამ. კაცმაც რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად ამღერდა ჯიბეში მოთავსებული ტელეფონი და იძულებული გახდა სოფის კითხვა უპასუხოდ დაეტოვებინა. -ერთი წუთით. - სიგარეტის ანთებული ღერი მეორე ხელში გადაიტანა, მეგობრის ზარს უპასუხა, მაგრამ ანას ანთებული თვალებისთვის თავისი შავი სფეროები არ მოუშორებია. - ჰო… ბიჭო მოვდიოდი და მანქანამ დამარტყა… პარკინგზე ვარ… კარგად ვარ, მაგრამ ფეხი მტკივა მაგრად, პროსტა მიტყდება წუწუნი, შენს თავს ვფიცავარ თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ვიღრიალო. - წიწუნით უთხრა ყველაფერი, შემდეგ კი თავ ჩახრილ სოფის შეხედა, რომელიც ყურებამდე იღიმოდა და ცოტაღა აკლდა არ გასცინებოდა. - რას მეღადავები… გამოდი და წამიყვანე სახლში… ათი წუთი რათ გინდა? - თვალები აატრიალა მეგობრის საუბრით ნერვებ მოშლილმა. - კარგი გელოდები, მალე გამოდი. ქართველი ხარ? - როგორც კი ტელეფონი გაუთიშა, მაშინვე ჰკითხა სოფის. -გამარჯობა. - ხელი გაუწოდა მომღიმარმა, ანამ კი გაოცებულმა შეხედა ადამიას. -ქართველია? -ნიკა… ჰო ქართველი ვარ. - ხელის ჩამორთმევის შემდეგ დაბნეულ ანას დააკვირდა. -სოფი, ეს ანაა ჩემი მეგობარი. -სასიამოვნოა. -ჩემთვისაც… აბა? რა ვუყოთ ფეხს. -არ არის პრობლემა, უარესებიც მომსვლია. - თვალი ჩაუკრა სოფის, ისევ ანას სახის დაკვირვება გადაწყვიტა უეცრად მისთვის სხეულის ყველაზე ლამაზმა ნაწილმა რომ მიიქცია მისი ყურადღება. თვალები ინსტიქტურად გაექცა მკერდისკენ და ღრმა დეკოლტიდან მომზირალი დიდი, ლამაზი მკერდი ურცხვად შეათვალიერა. -მკერდზე მიყურებ. - წარბ აწეული აკვირდებოდა კაცის სიმპატიურ სახეს. სხეულს უწვამდა მისი უცნაური მზერა რომელიც სხეულის მოშიშვლებულ ნაწილებში დათარეშობდა და ვეღარ გაეგო ცხელი მზისგან იყო გამოწვეული ეს შეგრძნება თუ ამ შავი თვალებისგან. -ჰომოსექსუალს ვგავარ? -რა? - დაბნეული თვალების აქეთ-იქით ცეცებას მოჰყვა. -გეი არ ვარ, ქალები მომწონს და მკერდიცო. - მოკლედ აუხსნა ანას, თან ეცინებოდა შექმნილ სიტუაციაზე. - გეფლირტავება, ჩხუბს არ დაიწყებს. - ქართულად უთხრა ნიკოლოზს, ანამ კი წარბები შეკრა მეგობრის ქცევაზე. -უნდა მესწავლა თქვენი ენა. -გასწავლი თუ გინდა. - თვალი ჩაუკრა, მერე ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად. -თუ ჩივილს არ აპირებ წავალთ, დამცხა. -დასცხებოდა რათქმაუნდა. - სოფის შეხეხა ეშმაკურად მომღიმარმა. -რას ამბობს? -შეგიძლიათ წახვიდეთო. - წამსვე გასცა პასუხი ანას, თან ნიკოლოზის თანხმობას ელოდა. -კი მაგრამ… -ყველაფერი კარგად არის, არ ვაპირებ არაფერს, შენი გაცნობის გარდა. - ლოყაზე უჩქმიტა წარბშეკრულს. - გამიხარდა შენი ნახვა, ხშირად არ ვხვდები ასე ქართველებს. იმედია კიდევ შევხვდებით. შეხვედრამდე პატარა. - ქართულად საუბრის შემდეგ ინგლისურად დაამაპტა ბოლო წინადადება, ანას კვლავ თვალი ჩაუკრა და ორივეს ზურგი აქვია. - ფრთხილად იყავით. - ისე თქვა უკან არ მიუხედავს, კოჭლობით განაგრძო გზა თავის მანქანამდე. ანა კი მიშტერებული უყურებდა იქამდე სანამ თვალს არ მოეფარა, შემდეგ თავისი ადგილი დაიკავა, თითები საჭეს მოუჭირა და საქარე მინას მიაშტერდა. -ქართველი კაცები სხვანაირები არიან. - ბევრი ფიქრის შემდეგ თქვა და მანქანაც დაძრა. -მართალია. -თავხედები. -მართალია. - კიდევ ერთხელ დაეთანხმა აფორიაქებულ ემბრის. მომღიმარი უყურებდა და უსმენდა მის ბურტყუნს. ასეთი არასდროს ენახა. ზაკთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ყველანაირი წინასწარი განცდების გარეშე. მეათე კლასში ქეისის დაბადების დღეზე მიიღეს შეყვარებულების სტატუსი. ქეისის და სოფის გაუჩერებელ საუბარს, რომელიც ზაკთან დაშორებას ეხებოდა, ანასთვის არ უმოქმედია. “პირველად მყავს შეყვარებული და დამაცადეთ”-ო იტყოდა ხოლმე. ის იყო მისთვის პირველი. მიუხედავად იმისა რომ ბევრს მოსწონდა ანა, მაინც არავის იმჩნევდა ემბრი. -მაგრამ მაინც მომეწონა მისი საქციელი. ამერიკელი მოიტყუებოდა, ყველაფერი ასტკივდებოდა და ნახევარ მილიონიან ვალს დამადებდა. ასე რომ მადლობელი ვარ. -დაზღვევა უნდა გააკეთო. -რა მნიშვნელობა აქვს… სად მივდივართ? -სახლში, ხვალისთვის ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადო. -იცი... მომეწონა. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ რომ ვეღარ მოითმინა ჩუმად ჩაილაპარაკა. -ვიცი. -ხომ იცი არასდროს ვსაუბრობ კაცზე ასე, მაგრამ მართლა სხვანაირი გარეგნობა აქვს. მიმზიდველი. -მიხარია მხედველობა რომ დაგიბრუნდა. -მოკეტე. - თვალები აატრიალა მეგობრის ხუმრობაზე, მერე კი თვითონაც გაიცინა. -რომ გავთხოვდები, მაშინაც კი გააგრძელებს რეკვას. - განათებულ ტელეფონს დახედა, ანას კი გაეცინა მის ბურტყუნზე. - ჰო დე… მე და ანა მივდივართ სახლში… აუზზე… კი ხვალ მაქვს პირველი დღე… შენ რას შვრები?.. უი მართლა? მომიკითხე ყველა… დე წავედი ახლა მერე დაგირეკავ და მიხედე შენც გოგოებს… მიდი გკოცნი. - უცებ გათიშა, სავარძლის საზურგეს მიადო თავი და თვალები დახუჭა. - მინდა რომ დამირეკოს. -შეიძლება ნომერი არ აქვს და მაგიტომ ვერ გირეკავს. -არ მჯერა, რომ უნდოდეს იშოვნიდა. -ქართველები სხვანაირები ხართ. -მადლობა. * დივანზე მიწოლილი უყურებდა ფილმს, თან ჩიფსს მიირთმევდა ანასთან ერთად სიმშვიდე რომ დაურღვია სახლში შემოსულმა მოკისკისე წყვილმა. -ჰეი გოგოებო. - ორივე გადაკოცნა ჯოშმა, სავარძელში ჩაჯდა და ქეისიც მუხლებზე დაისვა. -გამარჯობაა… აბა? სად იყავით? - მომღიმარი მიაჩერდა ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს სოფი. წლების მანძილზე უყურებდა მათ ერთად ყოფნას, გრძნობდა რამხელა სითბო და სიყვარული აერთიანებდათ, ამის გამო კი ძალიან ბედნიერი იყო. -ჯერ ოკეანეზე, მერე კაფეში, ვისეირნეთ და ახლა მოვედით. წავალთ შხაპს მივიღებთ და მოვალთ. -კარგით რა! ცალ-ცალკე შედით! - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ანამ, ქეისის კი ყურიც არ დაუგდია მისთვის ესე შეიკეტა აბაზანაში საყვარელ კაცთან ერთად. - სხვა სახლში უნდა გადავიდე. -კარგი რა გჭირს, სამი თვეა ერთმანეთი არ უნახავთ. -მაინც გადავალ. ნიკს თავს შევაყვარებ და მაგასთან გადავცხოვრდები. -ნიკი ვინაა? -ნიკა. აქცენტით არ მომწონს მისი სახელი და ნიკი უკეთესია, არა? -ღმერთო. - თვალებ მოჭუტული უყურებდა ანას, შემდეგ თვალები აატრიალა და დადუმებული ტელეფონის ეკრანი კიდევ ერთხე გაანათა. -მიყვარს. - სოფის მკერდზე მიხუტებული უკვე მესამედ იმეორებდა ერთი და იგივე სიტყვას, სოფი კი ღიმილს ვერ იკავებდა. -გავიგეთ ქეისი. -მოკეტე… რა სჭირს ამას? - წარბშეკრულმა ჯერ სოფის შეხედა, შემდეგ ანას, ხმას კი არცერთი იღებდა. - მითხარით. -დღეს ერთი კაცი გაიცნო და მოეწონა. - სიცილით დაიწყო მოყოლა, მაგრამ თხრობა აწკრიალებულმა ტელეფონმა შეაწყვეტინა. გიჟივით ეცა ამ სასწაულ ტექნიკას, ფეხზე წაოხტა და გაოცებულ მეგობრებს მიაშტერდა. -ვფიქრობ ლუკაა. -უპასუხე. -გამარჯობა. - როგორც კი სენსორს თითი გადაატარა მაშინვე გაისმა კაცის სასიამოვნო ხმა, წამსვე მოეხსნა დაძაბულობა სოფის და მთლიანად მოდუნდა. -გამარჯობა. - განაბულმა ჩაილაპარაკა, თან ფანჯრისკენ დაიწყო სვლა. -რას იტყვი დაბლა ჩამოსვლაზე და ჩემთან ერთად ერთ ძალიან კარგ ადგილას წასვლაზე? -შენთან ერთად სადმე წასვლა დიდ რისკებთან არის დაკავშირებული ბატონო ლუკა. - სახე გაბრწყინებულმა გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა კიდეც მანქანაზე მიყრდნობილი ალანია. -დაგელოდები. - ქვევიდან ახედა ფანჯარასთან მდგომს, ტელეფონი გათიშა, თან თვალი ჩაუკრა მომღიმარ სოფის რომელსაც ჯერ ისევ ყურზე ჰქონდა მობილური მიბჯენილი. -საღამო მშვიდობისა. - მტევანზე ეამბორა სოფის, შემდეგ მანქანის კარი გაუღო, თვითონ საკუთარი ადგილი დაიკავა საჭესთან და მანქანაც დაძრა. -სად მივდივართ? -სურპრიზია. - მომღიმარმა გადახედა წამით, უცებ შეუთვალიერა სახე, მერე კი ისევ გზას დააკვირდა. - როგორი დღე გქონდა? -არაფრით განსხვავებული სხვა დღეებისგან… შენზე რას იტყვი? -დამღლელი. ეს დღეები დაკავებული ვიყავი, ცალკე ვარჯიში, ცალკე ბიზნეს საქმეები… -ფინალი როდის არის? -ერთ კვირაში, წამოხვალ? - ინტერესით შეხედა მოლულოდნელი კითხვისგან დაბნეულს. -შეიძლება. - მხრები აიჩეჩა წარბებ აწეულმა, ლუკას კი ჩაეცინა მის პასუხზე. -გავიგე დღეს ჩემი ძმაკაცი გაგიტანიათ შენ და შენს მეგობარს. - მალევე წამოჭრა ახალი თემა სიჩუმის გასაფანტად. სოფი კი გაოცებული მიაშტერდა გვერდზე მჯომი კაცის პროფილს. - ნიკამ მითხრა. - ქვედა ტუჩზე იკბინა და სოფის ყურადღებაც მასზე გადავიდა. -ანუ შენი მეგობარია. - ნერვიულად გადაიწია თმა ყურზე, თვალი მოაშორა კაცის ტუჩებს და ფანჯრიდან მაღალ შენობებს გახედა. -კი, ყველაფერი მომიყვა და მაშინვე მივხვდი რომ შენ იქნებოდი ქართველი სოფი თავის მეგობარ ანასთან ერთად. -საინტერესო დამთხვევებია. -მეც მაოცებს. -როგორ გაიცანი ნიკა? - პირველ პაემანზე ლუკას ნაკითხი შეკითხვა ამოუტივტივდა გონებაში და მასზე რაღაცის გაგების მოლოდინში ნახევარი ტანით შებრუნდა ალანიასკენ. -ჩემმა ყველაზე ახლო ადამიანმა გამაცნო. -მომიყევი, მაინტერესებს ის ადამიანიც. -როგორი ცნობისმოყვარე ხარ. -მე ჩემს თავზე ყველაფერი მოგიყევი. -დაახლოვებით ათი წლის წინ, დეკემბერში, მაშინ როცა ახალი ჩამოსული ვიყავი აქ არავინ მყავდა. მარტო ვიყავი ამხელა ქალაქში და ისიც კი არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ან სად წავსულიყავი. ბრუკლინში, მარტო ხეტიალის დროს დამაყაჩაღეს, კარგად დამალურჯეს და სადღაც სიბნელეში მიმაგდეს. -შენ? - გაოცებისგან პირი დაეღო ადამიას, ერთხელ, დაკვირვებით შეათვალიერა კაცის დაკუნთული სხეული, ბოლოს მის მომღიმარ ტუჩებს მიაშტერდა. -მაშინ ცუდ ფორმაში ვიყავი, ფიზიკურადაც და სულიერადაც. ხელიც არ გამინძრევია თავის დასაცავად. ჰოდა დამტოვეს ასე ყველაფრის გარეშე, გათიშული. ის დღეები კარგად არ მახოვს, გონს რომ მოვედი დიდ საძინებელში ვიყავი, წინ მანჰეტენის ხედი იყო გადაშლილი და უკვე იმასაც ვფიქრობდი რომ მოვკვდი და ციდან ვუყურებდი ყველაფერს. თურმე სიცივისგან გავყინულვარ, ხომ იცი აქ როგორ ყინავს ზამთარში. გონება დაკარგული მქონდა და ალბათ ახლა ცოცხალი არ ვიქნებიდი რომ არა ტომას სმიტი, რომელმაც შემთხვევით მიპოვნა, სრულიად უცხო თავის სახლში წამიყვანა და როგორც საკუთარ შვილს ისე მომიარა. დღემდე ასე მექცევა. ასე რომ ვთქვათ მასთან სიცოცხლით ვარ დავალებული, გარდა ამისა მისი დამსახურებაა რასაც დღესდღეობით წარმოვდგენ. იმ დროის მანძილზე რაც საწოლში ვიწექი თითქმის მთლიანად გავაცანი ჩემი თავი კაცს რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ იმ დროს საკუთარ ოჯახის წევრებზე მეტად ვენდობოდი. აღმოჩნდა რომ სმიტი ძველი ჩემპიონი ყოფილა ამერიკაში, მაშინ კი უკვე მწვრთნელის სტატუსი მოერგო, საკუთარი სავარჯიშო დარბაზიც ჰქონდა და რომ გამოვჯანმრთელდი მეც შემომთავაზა მისვლა. იქამდე ვცხოვრობდი მის სახლში სანამ იმდენი ფული არ ვიშოვნე რომ ბინა მექირავა და თავიც მერჩინა. ტომმა დაკარგულ შვილად ამცნო ხალხს ჩემი თავი, არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ საბუთები მალევე გააკეთა თავისი ხარჯებით, რისი დახმარებითაც მალევე მოქალაქეობა ავიღე. ასევე ის დამეხმარა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩავრიცხულიყავი და სწავლა დამემთავრებინა, პარალელურად დიდი დატვირთვით მავარჯიშებდა. ახალი ცხოვრება დამაწყებინა, ჩემი დაკარგული თავი მაპოვნინა და უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბებაში დამეხმარა. მშობელი მამაც ვერ გააკეთებდა იმდენს, რაც სმიტმა ჩემთვის გააკეთა ყველანაირი ვალდებულებების გარეშე. მერე კი ნიკა გამაცნო, თავისი დის შვილის ბოიფრენდი იყო. დიდად არ მოსწონდა, მაგრამ რადგან ქართველი იყო ჩემმამდე მოიყვანა. მაშინაც ასეთი იყო, მხიარული. ჩემთან გადმოვიდა ბინაში, ქირის გადასახადს ვიყოფდით, დანარჩენ ფულს კი ბარებს და გოგოებს ვახარჯავდით. მერე ნიკა დაქორწინდა… აქ კიდევ სხვა ამბებია, რომ დავიწყო დილამდე ვერ მოვრჩები მოყოლას. - დადუმებულ სიფის მომღიმარმა გადახედა, ცოტა დაიბნა კიდეც მის მიშტერებულ მზერაზე. ისიც კი იფიქრა რომ თავისი ამბით დააფრთხო გოგო. არასდროს უსაუბრია ამდენი სხვასთან თავის ცხოვრებაზე, არავისთვის მოუყოლია ეს ყველაფერი და იმის გამო თუ რას იფიქრებდა ადამია, აზრები სულ ერეოდა. - სოფი… -ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენი რამ თუ გექნებოდა გადამხდარი. მე ჩვეულებრივი, არა, ჩვეულებრი არა, მაგრამ ისეთი კაცი მეგონე… აი… ფული რომ აქვთ და… როგორ გითხრა. - ლოყებ აწითლებული სიტყვებს თავს ვერ უბამდა, ალანია კი მომღიმარი უყურებდა გზას. -მთავარია ხომ მიხვდი რომ ეგეთი არ ვარ. -რა თქმა უნდა. -კარგია, მოდი წავიდეთ და ამაზე საუბარი მოგვიანებით გავაგრძელოთ თუ გინდა. - დიდი შენობის ავტოსადგომზე გააჩერა მანქანა, მანქანიდან გადასულმა სოფის გაუღო კარი, ხელი გაუწოდა და გადმოსვლაში დაეხმარა. -არ არის საჭირო. -ჩემი სურვილია. - ოდნავ გაიღიმა, სათვალე შეისწორა და შენობისკენ ისე დაიძრა ხელი არ გაუშვია სოფისთვის. -არ მჯერა! - სიხარულისგან დაუფიქრებლა წამოიძახა როცა შენობაზე გაკრული დიდი წარწერები წაიკითხა. წამსვე პატარა გოგოდ ქცეული სწრაფად შებრუნდა ალანიასკენ, ლოყაზე აკოცა გაუაზრებლად, მერე კი სწრაფი ნაბიჯებით წავიდა შენობისკენ და გაოცებული ლუკა ადგილზე გაშეშებული დატოვა. უყურებდა როგორ მიდიოდა შესასვლელისკენ გოგო რომელიც რამდენიმე წუთის წინ სერიოზული, თავდაჯერებული ქალი ეგონა, ახლა კი პატარა გოგოდ გადაქცეულიყო, რომელიც გასართობ ცენტრში მიეყვანათ მშობლებს და ერთი სული ჰქონდა ატრაქციონებზე როდის დაჯდებოდა. იცოდა რომ გაუხარდებოდა იქ მისვლა, მაგრამ ასეთ ემოციას ნამდვილად არ ელოდა. გონს რომ მოვიდა ყურებამდე გაეღიმა, აქეთ-იქით მიმოიხედა და უკვე კართან მისულ სოფის სწრაფად მიუახლოვდა. - ვერც კი წარმოიდგენ რა გრძნობები დაატრიალე ჩემში. -წარმოვიდგინე და მგონი მივხვდი უკვე. - მის გაბრწყინებულ ლურჯებს დააკვირდა, ყინულზე მოციგურავე ხალხისთვის რომ გაეშტერებინა და მათ მოძრაობებს აკვირდებოდა. -ვეღარ ვითმენ. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან თვალი მოავლო იქაურობას. -წამოდი. - სოფის შემყურე თვითონაც კარგ ხასიათზე მოვიდა, ციგურები იქირავა და ჩასაცმელად პატარა კარადებით სავსე ოთახში შევიდა. გარეთ გამოსულს კი სოფი უკვე ყინულზე მოსრიალე დახვდა. თვითონ სულ სამჯერ იყო ნამყოფი საციგურაოდ, მაგრამ დიდად არ გამოსდიოდა და ყოველ ჯერზე ეცემოდა ცივ ზედაპირზე. შიგნით შესული გარს შემორტყმულ ხელის მოსაკიდს ეჭიდებოდა, თვალებით კი აქეთ-იქით მოსრიალე სოფის ეძებდა. -არ მითხრა რომ სრიალი არ იცი. - გვერდიდან მოესმა ქალის სიცილნარევი ხმა და ისიც სწრაფად შებრუნდა. -ვიცი, უბრალოდ… დიდი ხანია არ მისრიალია. -ხელი მომკიდე. - უცებ ახლართა წვრილი თითები ალანიას გრძელ თითებში და თავისკენ მისწია. -სკეიტზე დგომა უფრო ადვილია. -სკეიტერიც ბრძანდებით? - ვითომ გაკვირვებით აუფახუნა თვალები, ლუკას კი გაეცინა მის ქცევაზე. სულ სხვანაირი გამხდარიყო, უფრო ბუნებრივი ეჩვენებოდა და მოსწონდა კიდეც ასეთი სოფი. -ვიყავი… ნელა, სოფი! წავიქცევი და მერე დაწერენ ნიუ-იორკ ნიუსებში როგორ დაეცა ყინულზე მსოფლიოს ნახევარფინალისტი ლუკა ალანია. - პატარა ბიჭივით აბურტყუნებული ყინულს უყურებდა, სოფის მოძრაობებს ითვისებდა და ფეხებს ინსტიქტურად ამოძრავებდა. -კარგად გამოგდის. -ვიხსენებ… ჯერ არა! - მაშინვე ახედა მომღიმარ ადამიას როგორც კი ხელის გაშვება დააპირა. ისე მოსწონდა ასეთ ისტუაციაში ყოფნა, მისი ნაზი კანის შეგრძნება და მისი ხელის გულიდან წამოსული სითბო, მოშორება აღარ უნდოდა. -პატარა ბავშვივით ხარ. - თავი ვერ შეიკავა სიცილისგან, ხმადაბლა ჩაიკისკისა და ლუკას ყურადღებაც წამსვე მიიქცია. როგორც კი კაცის მიშტერებული მზერა შენიშნა თავს აიძულა სახე დაესერიოზულებინა, რაც კარგად არ გამოსდიოდა. - რა? -ძალიან ლამაზი ხარ. - დაუფიქრებლად უთხრა, ისე რომ მისი ბრჭყვიალა ლურჯებისთვის თვალი არ მოუშორებია. სოფი კი მოულოდნელობისგან გაოცებული მისჩერებოდა. მერე გაიღიმა, ლუკას მთლიანად მოშორდა და სრიალი განაგრძო. ალანია კი აკვირდებოდა მის ლამაზ მოქმედებებს, თოთქოს საერთოდ არავინ იყო იქ მათ გარდა, რამდენიმე წამით გარშემო ყველაფერი გაქრა. მხოლოდ სოფის ხედავდა რომელიც იმ სამყაროს საერთოდ მოწყვეტილიყო. ისე იყო ქალის ყურებაში გართული ვერც კი შენიშნა როგორ შეეჯახა წინიდან მომავალი თვალებ დაჭყეტილი ბავშვი რომელიც ვერაფრით ჩერდებოდა. გონს კი მაშინ მოვიდა როცა ყინულზე დაცემისგან უკანალის ტკივილმა შეაწუხა. -მარტო არ უნდა დამეტოვებინე. - სიცილით წამოადგა თავზე სოფი, წამოდგომაში მიეხმარა დაცემულს და მომხიბვლელი ღიმილით კიდევ ერთხელ დააბრმავა. -დამეჯახა, მე ჩვეულებრივ ვიდექი თორემ არ წავიქცეოდი. -ჰო რათქმაუნდა. - სიცილით მოკიდა ხელი და მასთან ერთად განაგრძო სრიალი მუსიკების ფონზე. -შენ რა დამცინი? - თვალებ მოჭუტულმა შეხედა ყურებამდე გაკრეჭილს. -როგორ გეკადრება. -მგონი ძალიან გამითამამდი. -შენი ბრალია. - მხრები აიჩეჩა, ლუკამ კი სიცილით გააქნია თავი. - ბაკურიანში ვსრიალებდი ხოლმე ყინულზე, ყველა მე მიყურებდა და ვიდეოებს მიღებდა. -ახლაც შენ გიყურებენ. -უი, ხალხის ყურადღება წაგართვი. -ყველა კი არ მიცნობს… მხოლოდ ისინი ვინც გამოჩენას ცდილობს, ნაღებ საზოგადოებაში გარევას, თან მე მხოლოდ კრივით არ ვარ დაკავებული, ბიზნესი მაქვს რომელიც რვა წლის წინ ჩამოვაყალიბე და ყოველთვის მაქვს მოსაწვევი აქ მაცხოვრებელი მდიდარი ხალხის დაბადების დღეებზე. -და შენც დადიხარ. -ძირითადად კი. საჭიროების გამო. -საინტერესოა. -მოსაწყენია. - უემოციოდ ჩაილაპა, ფეხები უფრო სწრაფად და ძლიერად აამოძრავა, სოფიც მის მოქმედებებს მიჰყვებოდა. იქამდე სრიალებდნენ სანამ სოფი არ დაიღალა, იქაურობა დატოვეს და ერთი მშვიდი კაფის ვერანდაზე დასხდნენ. ერთმანეთის მოპირდაპირედ ისხდნენ, სოფის ფეხები ხის გრძელ სავარძელზე აეკეცა და თითებში მოქცეული ფინჯნიდან არომატიან ჩაის მიირთმევდა. -ესეიგი ნიკას ცოლი ჰყავს. -ახლა აღარ. ჩახლართული და გრძელი ისტორიაა, თან სხვისი ცხოვრებაა. -საქართველოში ბოლოს როდის იყავი? -სანამ აქ ჩამოვიდოდი მაშინ. -კი მაგრამ… - გაკვირვებულმა სიტყვებს ვეღარ მოაბა თავი. დაინახა როგორ გაუქრა მწვანე თვალებში არსებული მნათობი სხივი და სიტყვის თქმაც ვეღარ გაბედა. -ძველი ამბავია, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს. შეიძლება სხვა დროს მოგიყვე, მაგრამ ახლა არა. -ზამთარში მართლა აპირებ წასვლას? -არამგონია საერთოდ როდისმე დავბრუნდე. -რატომ? -ძველი, მტკივნეული მოგონებების და ხალხის გამო. -გასაგებია… გეტყოდი ჩადი და არ ნახო ის ხალხითქო, მაგრამ ძნელია. მე ყოველ ჩასვლზე ვნახულობ იმ ხალხს ვისი ნახვაც არ მსიამოვნებს, მაგრამ სხვაგვარად არ ხდება. სამაგიეროდ მალევე ვშორდები, დასასვენებლად მივდივარ ან ბიძაშვილებთან ვატარებ დროს. შენ გყავს ბიძაშვილები? -დედაჩემი ბავშვთა სახლში გაიზარდა, მისი მხრიდან ნათესავები არ მყავს, ერთადერთი მამიდა მყავს რომელმაც გამზარდა, თვითონ ჯერ კიდევ დაუოჯახებელია. მაგრამ მყავს მამაჩემის ბიძაშვილის შვილები, უბრალოდ კონტაქტი არ მაქვს. -ცუდია. დის შვილებზე და ძმის შვილებზე რას მეტყვი? -ძალიან ცნობისმოყვარე ხარ, სულ მე მალაპარაკებ. -მეც მინდა ძმის შვილი. - მიხვდა ამ თემაზე საუბარი არ სურდა კაცს, გაურკვეველი მიზეზის გამო ოჯახზე არ საუბრობდა, ამიტომ ოსტატურად შეცვალა თემა რომ ცუდ განწყობაზე არ დაეყენებინა. -არ გყავს? -ჩემი ძმა ცოლის მოყვანას არ აპირებს. - ტუჩებ დამბრეცილმა აიჩეჩა მხრები, თან ჩაი მოსვა. - არც მინდა რომ მოიყვანოს. -ეგოისტობ. -არა… უბრალოდ… -კი, ეგოისტობ. ჩემს დას არ მოსწონდა ჩემი ყოფილი, ახლა არც რძალი მოსწონს ალბათ, მე სიძე. -არა, მე ყველაზე კარგი მული ვიქნები. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ადამიანი რომელიც ჩემს ძმას ეყვარება. -ყველა შენნაირი კეთილი და კარგი არ არის პატარა, ვერ გაიგებ რა უტრიალებს ადამიანს გონებაში. შენ როგორიც ხარ, სხვებიც ისეთები გგონია, მაგრამ ასე არ არის. შეიძლება იმან გიღალატოს ვისგანაც ყველაზე მეტად არ მოელი. -რას ამბობ რომ არავის უნდა ენდო? -მშობლების გარდა არავის, დედმამიშვისაც კი. -არ ვიცი რა გადაგხდა, მაგრამ ის ვიცი რომ იმ ადამიანთან ვერ იქნები ვისაც არ ენდობი. ურთიერთობებში მთავარი ნდობა და ერთგულებაა. შენ თუ მე არ მენდობი, მაშინ ამ ყველაფერს რა აზრი აქვს? მართალია, ყველანაირი ადამიანები არსებობენ, მთავარია გარჩევა შეგეძლოს ცუდისგან და კარგისგან. მე შენ გენდობი მიუხედავად იმისა რომ კარგად არ გიცნობ, უცნაურ ნდობას ვგრძნობ, არსაიდან წამოსულს და მჯერა რომ დამჭირდე ზურგს არ შემაქცევ. - თვალებში უყურებდა ალანიას და ყოველ სიტყვას დაუფიქრებლად ამბობდა რადგან რაც გულიდან ამოსდიოდა და რასაც ფიქრობდა იმას ლაპარაკობდა. სასიამოვნოდ გაკვირვებული უსმენდა მის წკრიალა ხმას რომელიც ჩიტის გალობასავით ჩაესმოდა ყურებში ლუკას. თვითონაც არ იცოდა როგორ დაიმსახურა ეს ნდობა, მაგრამ აზრი რომ სოფი ენდობოდა სხეულში ათასნაირ ემოციას იწვევდა. - ხვალ სამსახურში პირველი დღე მაქვს. -სად იწყებ? ან რაზე? - უცებ გამოფხიზლდა სოფის სიტყვების გაგებისას. -ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში, მმ… რა ქვია? ქეშიერს რა ჰქვია? მოლარედ. - როგორც კი გაიხსენა წამსვე თქვა ურეაქციოდ, ლუკა კი გაკვირვებული უყურებდა. - რა? -ღადაობ? -არა რატომ? მოლარედ მუშაობა გრეხია? -არა, უბრალოდ… არ ვიცი, რატომ უნდა იმუშაო ასეთ დაბალ ხელფასზე. -შეიძლება 15 დოლარი საათში შენთვის ცოტაა, მაგრამ ჩემთვის არა. ნახევარ განაკვეთზე ვიმუშავებ და ჩემი შემოსავალი მექნება. დედაჩემს ვერ დავურეკავ და ვერ ვთხოვ ფული მიგზავნოს, ისედაც მეოთხე წელია უნივერსიტეტის გადასახადს მიხდიან. -შეგეძლო სხვა სამსახური გენახა. -ეს მაწყობს, ჩემთვის ადვილი საქმეა. -კარგი, როგორც გინდა… და მერე რას აპირებ? -ბიზნეს ვუმენი უნდა გავხდე. -საინტერესოა. -ზაფხული მთავრდება და უნივერსიტეტი იწყება. - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, ლუკას კი გაეღიმა. - პატარა რომ ვიყავი მამას სათევზაოდ დავყავდი ხოლმე ტბებზე. პატარა, საკუთარი ტბები ჰქონდა თბილისისგან მოშორებით, გარშემო სულ მინდორი იყო, ღამით ჭრიჭინების ხმა ისმოდა და გარშემო უამრავი ცინცინათელა დაფრინავდა. ტბებთან პატარა ქოხი იყო, შიგნით საწოლი, ფეჩი და კარადა იდგა. ხის კედლებზე ჩემ დახატულ ნახატებს ვაკრავდით ხოლმე და უფრო მყუდრო ხდებოდა. ღამით ცა სულ ვარსკვლავებით მოჭედილი იყო, მეც ტბის პირას დავწვებიდი და ცას ვუყურებდი. კალიების მეშინოდა ყოვეთვის, მაგათ გამო სულ მხრებზე ვეჯექი მამაჩემს, მერე გავიზარდე და ფეხით მიწევდა სიარული. კალიებს დღემდე ვერ ვიტან, პანიკური შიში მაქვს. კიდევ ობობების, ერთხელ ჩემს საძინებელში ვნახე და ორი დღე ოთახში ვერ შევდიოდი. ვერც ტარაკნებს ვიტან… ღმერთო ძალიან საზიზღრები არიან. - წარმოდგენისას ტანში არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა და სახეც სასაცილოდ დაბრიცა. - აქ… იცი ადგილი სადაც ვარსკვლავები ძალიან ახლოს იქნებიან? დიდი ხანია არ მინახავს. -ვიცი. - მომღიმარმა დაუქნია თავი. უკვე იცოდა სად წაიყვანდა შემდეგ ნახვაზე, იცოდა ისევ ნახავდა თვალებ გაბრწყინებულ სოფის და წინასწარ ეღიმებოდა. -შენ? მომიყევი რამე ტკბილი მოგონება ბავშვობიდან. -ჩემი ბავშვიბა ყველაზე ტკბილი ხუთ წლამდე იყო, სანამ დედა გარდაიცვლებოდა. ყოველთვის დავდიოდით პიკნიკებზე ჩემს ტყუპისცალთან და უფროს ძმასთან ერთად. -უფროსი ძმაც გყავს? არ გიხსენებია. -2008 წელს დაიღუპა ომში. -ვწუხვარ… -თავისი ნებით წავიდა. ამბობდა აფხაზეთს დავიბრუნებთ და დავბრუნდებიო. - გაეღიმა ძმის გახსენებისას, შემდეგ თვალებ ამღვრეულ სოფის ჩახედა ლურჯებში. -ყოველთვის მიცრემლიანდება თვალები გახსენებაზე… მახსოვს თვითმფრინავების ფრენა და ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები. პატარაობიდან უდიდესი ზიზღი მაქვს რუსების მიმართ. ჩემი ქვეყანა მიყვარს, ყველა ქვეყანას მირჩევნია როგორი გაუბედურებულიც არ უნდა იყოს. უბრალოდ ის არის რომ თვითონ ქართველები ვერ ვაფასებთ ჩვენს მიწა-წყალს და ამაზეც გული შემტკივა… თემას გადავუხვიეთ. ბავშვობაზე ყვებოდი. -შენ ყველას მიმართ ასეთ ინტერესს იჩენ? -არა რა თქმა უნდა. მაინტერესებს იმ კაცის ბავშვობა რომელთან ურთიერთობაც ახლახანს დავიწყე, დანაშაულია? - უდარდელად აიჩეჩა მხრები, ისე თითქოს არაფერი ყოფილიყო მნიშვნელოვანი. ლუკამაც ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თხრობა განაგრძო. -დედას გარდაცვალების შემდეგ მამა შეიცვალა, ძირითადად სულ მუშაობდა და შვილებისთვის ვეღარ იცლიდა. პაპაჩემს მივყავდით სოფელში, მახსოვს ერთი ჩანჩქერი იყო, პატარა დაგუბებული ადგილიც ძირში. იქ ვცურავდით ხოლმე, ჩემს დას ვაყვინთავებდით მე და ჩემი ტყუპისცალი, მერე უფროსი ძმა ორივეს ერთად გვაყვინთავებდა. ყველა კარგი მოგონება რაც გამაჩნდა მხოლოდ და მხოლოდ დაძმებთან, იქამდე სანამ გავიზრდებოდით. მერე ყველაფერი აირია. მეც აქ ჩამოვედი და ურთიერთობაც აღარ მაქვს არცერთთან. -ალბათ ამას სხვა დროს მომიყვები. - თვალებ მოჭუტულმა ინტერესით სავსე ხმით უთხრა თავის ნათქვამში დარწმუნებულმა, ლუკამაც სიცილით დაუქნია თავი. -ალბათ. -შენთან საუბარი სასიამოვნოა, მაგრამ გვიანია და ვფიქრობ ჯობია წავიდეთ. -როგორც იტყვი. - წინ მჯდომს გაუღიმა, შემდეგ იქვე მოტრიალე ოფიციანტს ანგარიშის მოტანა სთხოვა და სავარძლის საზურგეს მიყრდნობილმა ისევ სოფის ლურჯებს გაუსწორა თვალი. - რომელ საათებში აპირებ მუშაობას? -ექვსიდან ათამდე. -კარგი დრო შეგირჩევია. - თავი დაუქნია ჩაფიქრებულმა, შემდეგ ანგარიში გადაიხადა და სოფისთან ერთად იქაურობა დატოვა. -მადლობა დღევანდელი დღისთვის. - სოფის სახლის წინ გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ ჩუმად, გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ეძებდნენ, ვერ პოვნის მიზეზი კი ის იყო რომ დამშვიდობება არცერთს სურდა. უყურებდა როგორ იწვალებდა გაუაზრებლად ტუჩებს სოფი და მისი დაგემოვნების სურვლილი უფრო და უფრო უმძაფრდებოდა. ისედაც ძლივს იკავებდა თავს მთელი დღის მანძილზე ჰაერის გამოცლამდე რომ არ დაეკოცნა ის სავსე ბაგეები. -სამადლობელი არაფერია, მეც კარგად გავერთე. -არა მე… თავი ასე კარგად არასდროს არავისთან მიგრძვნია, არ მივნდობივარ, და… მიხარია რომ გაგიცანი. - დაბნეულმა ძლივს ჩაილაპარაკა როცა ლუკას თითები შეეხნენ სახეზე, თმა ყურს უკან გადაუწიეს და ლოყაზე მიეფერნენ. თავი ოდნავ გაამოძრავა კაცის დიდ ტორში ლოყის უკეთ მოსათავსებლად, შემდეგ ქვევიდან ახედა ბრწყინავი ლურჯებით. -შენ ჩემში განსხვავებულ გრძნობებს აღვიძებ და ნელ-ნელა თავსაც მაკარგვინებს… ახლაც თავს ძლივს ვიკავებ რომ არ გაკოცო. - ცერა თითი ტუჩებზე ნაზად გადაატარა, სოფისკენ ნელა დაიხარა, მერე კი ტუჩები ლოყაზე ნელა და ხანგრძლივად მიაწება. - ღამე მშვიდობისა, სოფი. - ყურთან ჩასჩურჩულა, ნელა მოშორდა, თან თვალებში ჩახედა. -ღამე მშვიდობისა. - ოდნავ გაუღიმა, ლოყაზე აკოცა სწრაფად და მანქანიდან ნაჩქარევად გადავიდა. მომღიმარმა გააყოლა თვალი კორპუსისკენ წასულს, იქამდე უყურა სანამ მხედველობის არეალიდან არ გაქრა, შემდეგ თვითონაც სახლისკენ მიმავალ გზას გაუყვა. სხვანაირი ენერგიით იყო დამუხტული, საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, ისეთს აქამდე რომ არასდროს ეგრძნო, სოფის ღიმილი და მისი სახე უტრიალებდა თვალწინ, ეს ყველაფერი კი მასაც ღიმილს ჰგვრიდა. სახლში მისულს ტელევიზორის წინ დივანზე წამოკოტრიალებული ნიკოლოზი დახვდა. ნელა მიუახლოვდა, სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და ჩაფიქრებულ მეგობარს მიაშტერდა, ვისკის ბოთლი რომ მიეკრა გულზე, ლუკას კი მდუმარედ შესცქეროდა. -რა ხდება? -დამერხა. ის გოგო შემიყვარდა. -ვინ გოგო? - თვალები აატრიალა ნიკოლოზის ბურტყუნზე, თან დაღლილმა თმები აიჩეჩა. -დღეს რომ გამიტანა… იცი რა ლამაზია? ყავისფერი თმა და მნათობი თვალები აქვს. აუ დღეს მთელი დღეა მაგაზე ვფიქრობ, როგორ მოვძებნო? -მართლა მოგწონს? - თვალებ მოჭუტული დააკვირდა ბექაურს. -ასე არავის მივუზიდივარ, არც მომწონებია. -ვიცი ვინც არის. - ბევრი ფიქრის შემდეგ უთხრა და ბექაურიც წამსვე წამოჯდა დივანზე. -რა? რას მეღადავები? - თვალებ ანთებული მიაშტერდა ძმაკაცს. - ამოიღე ხმა შე ჩემა! -სოფისთან ერთად მყავს ნანახი. -სოფი? სოფის საიდან იცნობ? ვაბშე რა ხდება, რას მალავ? სოფისთან კონტაქტი გქონდა და მე მიმალავდი? -დაწყნარდი რა. - თვალები აატრილა მის წამოვარდნაზე, შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა, იცოდა აზრი არ ჰქონდა რამის დამალვას, არც აღარაფერი ჰქონდა დასამალი, დღევანდელი დღის შემდეგ უკვე სურდა სოფის საზოგადოებაში წარსგენა თავისთან ერთად. ლუკა საუბრობდა, თავის გრძნობებს ანდობდა, ნიკოლოზი კი გაოცებული, თვალებ გაფართოვებული შეჰყურებდა ძმაკაცს და იმ წუთებში ანაც აღარ ახსოვდა. - არ მეგონა ვინმესთან მსგავსი ურთიერთობა თუ მომინდებოდა და ისევ ვენდობოდი, არც ვაპირებდი, უბრალოდ ვიცი რომ სხვანაირია… არავის არ ჰგავს, დღეს მითხრა რომ უმიზეზოდ მენდობოდა, მეც არ მაქვს მიზეზი მასში ეჭვის შეტანის. მთელი სხეულით, ყველა უჯრედით ვგრძნობ რომ უნდა ვენდო, ჩემს თავსაც უნდა მივცე შანსი და მასაც. რომ იცოდე რა საყვარელია… - ამოიოხრა იმის გახსენებისას თუ როგორ უხაროდა ციგურებზე სრიალი პატარა ბავშვად ქცეულს, თან სავარძლის საზურგეს ჩამოადო თავი. - ძალიან ლამაზი ღიმილი აქვს, ეგრევე მაშტერებს და კოცნის სურვილს მიჩენს… აზრზე არ ვარ თავს რატომ ვიკავებ… უბრალოდ ისეთი ნაზია… ჯანდაბა, მე დამერხა, კიდევ ერთხელ არ მინდა იმის განცდა რისიც აღარ მჯერა. -სიყვარულზე იძახი? - მომღიმარმა თავი ჩახარა, საკუთარ ხელებს მიაჩერდა, თან მარცხენა ხელის არათითზე გადაიტარა ცერი. -ჰო. -ის რომ ერთხელ იმედი გაგვიცრუეს, გვიღალატეს და გვატკინეს იმას არ ნიშნავს რომ სიყვარული არ არსებობს ან არ განმეორდება. მე მჯერა რომ არსებობენ ადამიანები ვისთვისაც ჩვენი გული ფეთქავს. შეიძლება ჯერ არ შევხვედრილვართ, მალე შევხვდებით, ან უკვე შევხვდით კიდეც. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი პიროვნება ცხოვრებას რომ სხვა ფერებში დაგანახებს, გულს აგიჩქარებს, გაგიჩერებს და თავის ჭკუაზე ამოძრავებს. მთავარია შენ არ შეეწინააღმდეგო ამ გრძნობებს, არ მოშორდე იმ ადამიანს და უფლება მისცე ცხოვრება გაგილამაზოს. მე არ მინახიხარ შეყვარებული, მაგრამ შენ კარგად იცი როგორ ვიყავი დაბრმავებული და გამოშტერებული. - თვალები დახარა, ცერას კი კვლავ არათითზე იჭერდა. - შენ რომ არა ახლა მიწაში ვიწვებოდი. მართალია ეს სიყვარული არ იყო, ან იყო კიდეც, არც კი ვიცი ამ გრძნობას რა სახელი შეეფერება. - სიგარეტს მოუკიდა, ერთი ნაფაზი გამოქაჩა, თან დიდი ფანჯრიდან განათებულ ცათამბრჯენებს გადახედა. - მაგრამ მჯერა რომ ნამდვილი სიყვარული სხვა არის, ასეც უნდა იყოს, სხვაგვარად არ გამოვა. - მხრების ჩეჩვით გახედა ურეაქციოდ მჯდომ ალანიას. - აი ეგ გოგო კი სასწაულებს მოახდენს მჯერა. დაგანახებს რომ სამყარო ისეთი მახინჯიც არ არის როგორიც გგონია. დროსაც კი შეგაყვარებს, ყოველ წუთს, რომელსაც მასთან ერთად გაატარებ. -მგონი ბევრი დალიე. - სიცილით გააქნია თავი, ქვედა ტუჩზე იკბინა და იმის წარმოდგენისას რაც ნიკოლოზმა აღუწერა სხეულში სასიამოვნო შეგრძნებაც კი დაეუფლა. -შენც იცი რომ მართალი ვარ. მიდი აღიარე! -რა? -რომ მართალი ვარ. -ჰო მართალი ხარ. - ფეხზე წამომდგარმა მკლავზე მოკიდა ხელი, ფეხზე წამოაყენა და საძინებლისკენ დაიძრა. -სოფი მომეწონა რძლად, კარგი გოგოა. ანას ნომერს ხომ მიშოვნი? -გიშოვნი. - ხელი გადახვია ნასვამ მეგობარს, თავზე აკოცა, შემდეგ საძინებელში შეიყვანა, სიგარეტი თითებიდან ააცალა და საწოლზე დასვა. - რამდენჯერ გითხარი სახლში არ მოგეწია, ირთვება მერე დედამოტ.ნული დაცვის სისტემა. -შენც ხომ ეწევი. -აბაზანაში გამორთული მაქვს. - თვალი ჩაუკრა, მხარზე მიარტყა რამდენჯერმე ხელი და საძინებელიც დატოვა. მართალი იყო ნიკოლოზი, სოფისგან თვითონაც მსგავს ამბებს მოელოდა, მაგრამ არ იცოდა სურვილის სიდიდე ამ ყველაფრის მიმართ. ერთადერთი რაც ამ ეტაპზე უნდოდა სოფისთან ახლოს ყოფნა იყო, დანარჩენს კი დროს მიანდობდა. * თერთმეტის ოცდაორი წუთი იყო ბოლო კლიენტი რომ გაუშვა, შემდეგ შემოსული ფული დათვალა, თანხა აღნიშნა და გამოსაცვლელ ოთახში შევიდა. -მორჩი? -ჰო, ყველაფერი დავამთავრე. - ბიუსჰალტერით მდგომ გოგოს გაუღიმა, კარადიდან გამოღებული საკუთარი მაისური სწრაფად გადაიცვა, ჩანთა აიღო და იქვე დიდ სარკეში საკუთარი თავი შეათვალიერა. -მანქანით ვარ და თუ გინდა სახლში წაგიყვან.. -არა მადლობა, ჩემი მეგობარი მელოდება. -კარგი. - მხრები აიჩეჩა, თან ზურგი შეაქცია ადამიას. ჩაეცინა გოგოს მოქმედებაზე, უკვე მიჩვეული იყო მსგავს ქცევებს და აღარც უკვირდა. ყველას დაემშვიდობა, შემდეგ გარეთ გავიდა და წამსვე ჰაერი ჩაისუნთქა თვალებ დახუჭულმა. თბილმა, ნესტიანმა ჰაერმა დიდად ვერ იმოქმედა, უკმაყოფილოდ ამოიოხრა და თვალებ გახელილმა კიბის ორი საფეხური ჩაიარა, თავი ასწია წინ გასახედად, თვალში კი მაშინვე მანქანაზე მიყრდნობილი ლუკა დაინახა. გაოცებისგან ადგილზე გაშეშდა, ვერ იჯერებდა რომ ალანია ახლა მის წინ იდგა, ეგონა დაღლილობისგან ელანდებოდა. -საღამო მშვიდობის. -ფეხები მტკივა, დავიღალე, სადმე დაჯდომა და ჭამა მინდა... დღეს არაფერი მიჭამია, თვალებიდან ვერ ვიხედები, ალბათ მალე წავიქცევი. - ბურტყუნით მიუახლოვდა, ლუკას წინ დადგა და დაღლილი თვალებით ქვევიდან ახედა. -წამოდი. - მანქანის კარი გამოუღო, შიგნით ჩაჯდომაში მიეხმარა, შემდეგ საჭესთან მოთავსდა და იქაურობას წამებში მოსწყდა. - ჯერ ვჭამოთ და ლექციებს მერე წაგიკითხავ. -არა რა. - მავედრებელი მზერა მიაბყრო ლუკას, მას კი არც შეუხედავს, წარბ შეკრული მართავდა საჭეს. -რას შეჭამ? -ხინკალს... ახლა ისე ვარ თხუთმეტ დიდ ხინკალსაც კი მოვერევი… იცი მე რა გემრიელ ხინკალს ვაკეთებ? -სხვა დროს გავაკეთოთ ხინკალი, ახლა სხვა რამ მითხარი. -ოო, ხინკალი მინდა. წავიდეთ და ვჭამოთ რა, გთხოვ. - პატარა ბავშვივით აწუწუნებული თვალს არ აშორებდა კაცის პროფილს, არც კი ფიქრობდა თავის ქცევებზე ისე იყო გათიშული. - ღმერთო რა გემრიელია... - ნერწყვი გადაყლაპა წარმოდგენისას, მუცელმაც უცნაური ხმები გამოუშვა. როგორც კი წითლად ანთებულ შუქნიშანზე გაჩერდა წამსვე სოფისკენ შეტრიალდა, გაკვირვებული ათვალიერებდა მის გადაღლილ, მაგრამ მაინც ლამაზ სახეს და ვერ გადაეწყვიტა დასთანხმებოდა თუ არა. - ლუკა, მინდა რა… ხაჭაპურიც მომინდა… ღმერთო როგორ მშია. - კვლავ ახმაურებულ მუცელზე მოისვა ხელი ალანიამაც მიმართულება შეცვალა და იქვე ახლოს მდებარე ქართული რესტორნისკენ განაგრძო სვლა, სოფი კი კმაყოფილი მიაშტერდა ლამაზ პროფილზე. მალევე მივიდნენ რესტორანთან, გამოფიტული სხეული ძლივს აამოძრავა სოფიმ. მანქანიდან გადასულს წამსვე თავბრუ დაეხვა, წამებში გვერდზე გაჩენილ ლუკას დაეყრდნო ხელზე და ცოტა ხანს ერთ ადგილზე გაჩერდა. -ასეთი რამ მეორედ აღარ გაიმეორო. - ყურში ჩასჩურჩულა, შემდეგ შესასვლელისკენ დაიძრა. -ვერ მოვასწარი ჭამა. - დამნაშავე ბავშვივით ჩაიბურტყუნა. მყუდროდ მოწყობოილ რესტორანში უამრავი ადამიანი მოთავსებულიყო, ზოგი ქართველი, ზოგიც უცხოელი. შესვლის წამიდან მიიქციეს მათი ყურადღება ერთმანეთზე მიკრულმა წყვილმა. ხალხის მზერით შეწუხებული ადამია უფრო მეტად აეკრა ლუკას, ისე თითქოს ის დამალავდა და ყველა თვალს მოაშორებდა. - დავიჯერო ასე ცუდად გამოვიყურები? - ჩუმად ჩაილაპარაკა, თან თავისუფალი ადგილისკენ დაიძრა. -ფერი არ გადევს სახეზე. - სოფის წელზე მოხვეულ ხელს არაფრის დიდებით სწევდა დაბლა იქამდე სანამ სკამზე არ დასვა. -გამარჯობათ. - ორივეს გაუღიმა იმ წამს გაჩენილმა მიმტანმა, ლამაზად გაფორმებული მენიუ წინ დაუდო და პატარა ბლოკნოტის სუფთა ფურცელი ჩასანიშნად მოამზადა, თან ლუკას მწვანეებს მიაშტერდა. ალანიამ სწრაფად გადაავლო თვალი ჩამონათვალს, შეკვეთა ისე მისცა არც კი შეუხედავს გოგოსთვის, ერთადერთი რაც სურდა სოფის ლურჯების დანახვა იყო, რომელსაც თეთრი გარსი ჩასწითლებოდა და ყველაფრის მიუხედავად მოსაუბრე ალანიას მომღიმარი აკვირდებოდა. სულ სხვანაირი იყო იმ დროს, უფრო სერიოზული, ზრდილობიანი და რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ლუკასგან რომელიც წინა დღეს ციგურებით ყინულზე სრიალებდა. -ნუ მიყურებ ასე, ვიცი საშინლად გამოვიყურები... - როგორც კი ლუკას მწვანეებს შეეჩეხა თავი ჩახარა. - მგონი ფიქრობ რომ არანორმალური ვარ და გაქცევა გინდა... შენი ბრალია. -რა არის ჩემი ბრალი? -თავს ისე ვგრძნობ თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობ. თითქოს ადრეც ნამყოფი ვარ აქ შენთან ერთად და ხინკალიც მიჭამია. მგონია რომ შენც მიცნობ, იცი ყველა ჩემი ხასიათი და ყურადღებას აღარ აქცევ იმას რომ ხინკალი მინდა და უკვე მეათედ ვამბობ რომ მშია. სხვა რომ იყო სირცხვილით დავიწვებოდი, შენთან კი თავს ბუნებრივად და თავისუფლად ვგრძნობ… შენ რას ფიქრობ? -ვფიქრობ დაღლილზე ბევრს ლაპარაკობ, თან იმას რასაც ნამდვილად გრძნობ და ფიქრობ. უფრო საყვარელი მეჩვენები. რაც შეეხება თავისუფლად ყოფნას, მგონი შენ არ მომცემ იმის საშუალებას რომ შებოჭილი ვიყო. -მართალია, მინდა რომ თავისუფლად იყო, მაგრამ ვატყობ აქ თავისუფლად არ ხარ. -თავისუფლად მხოლოდ ჩემს სახლში, სავარჯიშო დარბაზში და შენთან ერთად მანქანაში ყოფნის დროს ვარ. აქ თავისუფლად ფიზიკურად ვერ ვიქნები. - თვალებით უკან მსხდომ ხალხე ანიშნა, სოფიმაც თავი დაუქნია გაგების ნიშნად. -აქ არასდროს ვყოფილვარ. -რატომ? ეს საუკეთესო ქართული რესტორანია მანჰეტენზე. ჩვენ ხშირად ვუკვეთავთ ორდერებს და სახლში მოაქვთ. -სამი ხინკალი 11 დოლარი, ხაჭაპური 15 დოლარი. - მენიუს ხმადაბლა კითხულობდა ღიმილით, ბოლოს ჩაახველა და ერთ-ერთი ღვინის ფასი ხმა ჩამწყდარმა ამოიკითხა. - რქაწითელა 90 დოლარი… სასაცილოა, საქართველოში 20 ლარამდე ღირს. მეგონა სადმე ჩვეულებრივ პატარა რესტორანში წამიყვანდი, თორემ ხინკალს არ ამოვიჩემებდი. -ფასი და ფული ჩემთვის პრობლემა არ არის სოფი. დღიურად იმაზე მეტი შემომდის ვიდრე შენ წარმოიდგენ. რატომ უნდა წაგიყვანო სხვაგან როცა იმის საშუალება მაქვს 15 ხინკალი 55 დოლარად გიყიდო და 90 დოლარიანი ღვინო დაგალევინო. - თვალები აატირალა სოფის საუბარზე. არ უყვარდა არანაირი პროდუქტის თუ პროდუქციის ფასზე ყურადღების გამახვილება, მითუმეტეს მაშინ როცა ხარჯი მხოლოდ ათეულებს, ან ასეულებს ეხებოდა. -არ მინდა. -შევუკვეთე უკვე, ოღონდ ეგ არა, სხვა და მოაქვთ. - ისე თქვა სოფის ლურჯებისთვის თვალი არ მოუშორებია. მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმანეთს იმ დროის მანძილზე რაც მიმტანმა ღვინის ჩამოსხმაში გაატარა. მისი წასვლის შემდეგ კი ჭიქისკენ წაღებული ხელი სწრაფად დაუკავა სოფის. - ჯერ არ დალიო, სწრაფად მოგეკიდება. -ბრძანებლობ. - წარბები ასწია ლუკას გამოხტომაზე, მაგრამ სხეულის არცერთი ნაწილი არ გაუმოძრავებია. -უბრალოდ რჩევას გაძლევ და შენზე ვზრუნავ, არ მინდა მერე ჭამის თავიც აღარ გქონდეს და მშიერი დარჩე. - ხელი შეუშვა სოფის წვრილ თითებს, სკამის საზურგეს მიეყრდნო, თან დამაბნეველი მზერით დააჯილდოვა ადამია. -მესიამოვნა. - ლოყებ შეფარკლულმა გაიღიმა, ჭიქას თითები მოხვია და სულ ცოტა მოსვა. -დღეს რატომ ვერ მოახერხე ჭამა? -პირველ საათზე გავიღვიძე, მერე ჩემს მეგობართან წავედი, ქართველია, სიცხე ჰქონდა და წამლები ავუტანე. იქიდან ბრუკლინში გადავედი, ბანკებში ჩადებული ტყემლები ვიყიდე და დედაჩემს გავუგზავნე. -ტყემლები? - ეჭვნარები მზერით შეათვალიერა წინ მჯომი, სოფი კი სიცილით დაეთანხმა. -ჩაქაფულისთვის იყენებს. ჩიკაგოში გააქრო, იძახის ხოლმე, რასაც ვყიდულობ ყველაფერი ქრებაო. - მხრები აიჩეჩა ტუჩებ დაბრეცილმა. - იქიდან პირდაპირ სამუშაოზე წავედი და დავრჩი ასე. -ჯერ შენს თავს უნდა მიხედო და მერე სხვებს. იცოდე ასეთს თუ კიდე გნახავ გავბრაზდები და ვიჩხუბებთ. -ასე რომ საუბრობ უფრო სიმპატიური მეჩვენები. - ხელის გულს ნიკაპ ჩამოდებულმა ჩაილაპარაკა, შემდეგ ქვედა ტუჩზე იკბინა გაუაზრებლად, თან ლუკას თვალს არ აშორებდა. სულ დააბნია ალანია, გაკვირვებული მიშტერებოდა და ჯერ ისევ მისი ნათქვამი უტრიალებდა გონებაში. შემდეგ ჩაიცინა, სოფისკენ გადაიხარა, მისი მტევანი მოიქცია ხელში და ხელის ზურგზე ნაზად ეამბორა. -მოგწონს შენზე რომ ვზრუნავ არა? - დაბოხებული ხმით დაიჩურჩულა, გრძელი თითებით მაჯიდან მკლავზე აუყვა, სოფის თვალებიდან მზერა მის დახორკლილ მკლავზე გადაიტანა, კმაყოფილმა გაიღიმა და სწრაფად დაუბრუნდა ძველ პოზას. -მომწონს. -ნუ მეთამაშები. - გამაფრთხილებლად ჟღერდა მისი ხმა რომელიც სოფიზე სასწაულად მოქმედებდა. -შენი ხმა მომწონს. - ისევ გააგრძელა საუბარი ისე რომ ლუკას თვალს არ სწყვეტდა. - სულ პირველად რომ დამელაპარაკე მაშინვე მომეწონა. -საინტერესოა. -უემოციო ადამიანი ხარ… შენის ნებართვით დავრეკავ. -პრობლემა არაა. - ჩაიცინა სოფის შეკრულ წარბებზე, აკვირდებოდა როგორ ეძებდა ნომერს, შემდეგ გაურკვეველ ნომერზე გადარეკა, ელოდებოდა როდის უპასუხებდა, თან ყველაფერს უყურებდა ლუკას გარდა. -სად ხარ აქამდე? რატომ არ მპასუხობდი? -ტუალეტში ვიყავი, რა ხდება? -გაიზომე სიცხე? -არა. -სანდრო მოგკლავ, გაიზომე სიცხე და მომწერე რამდენი გაქვს. -კარგი ჰო. -თავს როგორ გრძნობ? -მცივა, თავი მტკივა რომ ვდგები, მგონი ვკვდები. სად ხარ? მოდი გამათბე. -ხომ გითხარი არ ამდგარიყავი? -აბა ჩამეფსა? მთელი დღეა ჩემზე ძალადობ და ჩაის მასმევ. -თავს მიხედე გთხოვ, გაიზომე სიცხე და მომწერე, ნუ მანერვიულებ. -კარგი ხო, მოგწერ. -მიდი გკოცნი. - ტრადიციულად დაემშვიდობა მეგობარს, ტელეფონი იქვე დადო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მხოლოდ მერე შეხედა თვალებ მოჭუტულ ლუკას. - რა? -ის მეგობარია ვისთანაც იყავი? -ჰო. თხუთმეტი წლის ვიყავი რომ გავიცანი, მას შემდეგ ვმეგობრობთ, ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ცხოვრების ნაწილია, თვრამეტის რომ გავხდით ტატუც კი გავიკეთეთ მეგობრობის სიმბოლოდ. -ვაა… - წარბები ასწია ამ სიტყვების მოსმენისას, მაგრამ მაინც ვერ დაამშვიდა მისმა მეგობრულმა დამოკიდებულებამ როცა თავისი თვალით ნახა ბიჭი, ახსენდებოდა როგორ ეხებოდა სოფის და როგორ ახლოს იყო მასთან. - სად? -სხვა დროს განახებ. - კვლავ ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილით, ამ ქცევით უფრო დააინტერესა ალანია, თითქოს მიუხვდა კიდეც ტატუს ადგილმდებარეობას და ნათქვამს. უცნაურმა, სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა სხეულში, უფრო მეტად მოუნდა მისი ტუჩების დაგემოვნება. - მალე გული წამივა… აღარ მოაქვთ? - შეწუხებულმა სწრაფად შეცვალა თემა, ლუკა გონზე მოიყვანა, თან იქით გაიხედა სადაც მიმტანი ხშირად შედიოდა და გამოდიოდა. ბოლოს დაინახა კიდეც ორი ლანგრით მოსიარულე ნაცნობი სახე, თვალები მომენტალურად გაუბრწყინდა, რაც არ გამოჰპარვია მასზე მიშტერებულ ლუკას. მომღიმარმა ჩახარა თავი, ბელასგან შემოსულ შეტყობინებას სწრაფად უპასუხა, მერე კი მაგიდაზე ეკრანით დადო განათებას მეტჯერ რომ აღარ მიექცია მისი ყურადღება. -კიდევ ხომ არ ინებებთ რამეს. - როგორც კი მაგიდაზე დაალაგა ცხელი საჭმელი მაშინვე იკითხა, მაგრამ უარით გაისტუმრა ალანიამ. -ახლა დაგინახე. - სიცილით დადო დანა-ჩანგალი თეფშზე, ვახშამს ერთი ჭიქა ღვინოც მიაყოლა და ლუკას სახე განათებულმა შეხედა, მის ღიმილზე თვითონაც გაეღიმა, ახლად შევსებული ღვინო ისევ მოსვა და მომღიმარ კაცს მორცხვად გაუღიმა. - რა? -არაფერი. დაამთავრე? -ჰო, თავს უცნაურად ვგრძნობ, მგონი ჩვენი ღვინო მოქმედებს. - ჭიქაში ნახევრამდე ავსებული წითელი სითხე შეათამაშა, ქვევიდან ახედა ლუკას და ოდნავ გაუღიმა. მალევე გადაიხადეს თანხა, რესტორანიც დატოვეს, მანქანისკენ დაიძრნენ და ის იყო უკვე კარი უნდა გაეღო ლუკას სოფის თითებმა რომ შეაჩერეს რომლებიც კაცის გრძელ თითებში აიხლართნენ. წამსვე შეხედა თავ დახრილს, ხელებს რომ დასჩერებოდა, თან ცერს ამოძრავებდა ლუკას ხელის ზურგზე. - გასეირნება მინდა. -რაღაც მინდა გაჩვენო სოფი, აქედან შორს არის და სხვა დროს გავისეირნოთ, რას იტყვი? - თმა ყურს უკან გადაუწია, თან ლოყაზე მიეფერა. -კარგი ჰო. -მიდი. - თავით ანიშნა მეორე კარებისკენ. ნელა შემოუარა მანქანას, შიგნით წყნარად მოთავსდა, ღვედი შეიკრა და მისი მოქმედებების ყურებაში გართულ ალანიას გადახედა იმის ნიშნად რომ მზად იყო წასასვლელად. ხმა არ ამოუღიათ მგზავრობის დროს, სალონში გავრცელებულ შემაწუხებელ სიმშვიდეს მხოლოდ დინამიკებიდან გაჟღერებული მელოდია არღვევდა. სავარძლის საზურგეზე მიედო თავი სოფის, ფანჯრიდან ქუჩაში მოსიარულე ხალხს უყურებდა, ან შენობებს აკვირდებოდა. დიდხანს მოუწიათ სიარული გადაჭედილი ქუჩების გამო, ბოლოს ერთი მაღალი ცათამბრჯენის წინ გააჩერა მანქანა, ისევ თვითონ გაუღო კარი სოფის და გადაღლილს მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა. -ჭამამ მომადუნა. - ხელჩაკიდებული გაჰყვა ლუკას, მის თითებს დაჰყურებდა, გარშემო კი ვერაფერს ამჩნევდა. -თუ ღვინომ? -ორივემ... მაგრამ სიამოვნებით დავლევდი კიდევ. - ლიფტში შესულმა ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან ანასთან შეტყობინების გასაგზავნად, მაგრამ საკუთარი მობილური გათიშული დახვდა. - შეგიძლია ანასთან დამარეკინო? ჩემი ტელეფონი გაითიშა. - ქვევიდან ახედა ერთი თავით მაღალს, ლუკამ სიტყვის უთქმელად მოუხსნა კოდი და მაშინვე გაუწოდა. როგორც კი ანას ნომერი აკრიფა სოფიმ წამსვე გაეღიმა ალანიას. ნიკოლოზის საქმე უკვე მოგვარებული ჰქონდა. იცოდა როგორ გაუხარდებოდა ბექაურს, მის გაბრწყინებულ სახეს წარმოიდგენდა და თვითონაც უხაროდა მეგობრის გამო. ისედაც იშოვნიდა ნომერს, მაგრამ სოფიმ ეს საქმე უფრო გაუმარტივა. - ჰეი, მე ვარ... ლუკასთან ერთად ვარ და სახლში არ ვიცი როდის დავბრუნდები… ვიცი, ჩემი ტელეფონი გაითიშა... დაიძინე, არ დამელოდო... კარგი, მიყვარხარ... - ძალიან მშვიდი ხმით დაამთავრა საუბარი, ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩაუდო ლუკას. ზევიდან რომ დახედა ალანიამ, გაეღიმა, თვალი ლიფტს მოავლო, შემდეგ წითლად გამოსახულ ციფრებს დააკვირდა. იქამდე უყურა სანამ რიცხვები ასს არ ასცდა, ბოლოს ლიფტიც გაჩერდა, სოფიმ კი გაოცებულმა შეხედა ლუკას. -წამოდი. - კვლავ ხელ ჩაკიდებული გაიყვანა ლიფტიდან, მალე რკინის კარს მიადგა, სწრაფად გააღო და რამდენიმე წამში უმაღლესი ცათამბრჯენის სახურავზე აღმოჩნდნენ. მთლიან სხეულზე ეკალმა დააყარა გრილი ნიავის კანზე შეხებისას, თითები უფრო მაგრად მოუჭირა ლუკას, უკვე ფეხების კანკალი ეწყებოდა ერთდროულად თავდატეხილი ემოციებისგან. არასდროს იყო ნამყოფი ამხელა სიმაღლეზე და შენობიდან გადახედვისაც კი ეშინოდა. - ხომ მენდობი? -ჰო. - სწრაფად დაუქნია თავი, წინ წასულს გაჰყვა და მალე მის წინ მთლიანი მანჰეტენის ხედი გადაიშალა. - ღმერთო. - სუნთქვა შეკრული უყურებდა ქალაქს, ვერც კი წარმოიდგენდა როდისმე ამ სილამაზის ნახვას თუ შეძლებდა. - რა ლამაზია. -ძალიან. - ისე თქვა თვალი არ მოუშორებია სოფის პროფილისთვის. ქვევიდან ახედა სოფიმ თვალები კაცის მნათობ მწვანეებს გაუსწორა, მთლიანი ტანით მისკენ შებრუნდა, ჩაკიდებული ხელი თავის წელზე შემოიხვია, სხეულზე აეკრო ალანიას და ლოყებ შეფარკლულმა სახე უფრო ახლოს მისწია კაცის სახესთან. -იცი, ძალიან რომანტიული საღამო და ადგილია. - ქვედა ტუჩზე იკბინა, ლუკას კი გულში ეცინებოდა მის ქცევებზე. ხედავდა როგორ უწითლდებოდა სახე, მაგრამ მაინც იმას აკეთებდა რაც თავში მოუვიდოდა, ან იმას რაც სურდა. არ ეგონა ასეთ გათამამებულს და თავისუფალს თუ ნახავდა ამ მოკლე პერიოდში, მაგრამ სოფისთან ყველაფერი ის ხდებოდა რასაც არ მოელოდა. -მე ის ვიცი რომ ძალიან ლამაზი ხარ და ახლა ძალიან მინდა მაგ ტუჩზე გიკბინო, სულ რომ აწვალებ და ჩემს ნერვებზე თამაშობ. - ცერით გაუნთავისუფლა ქვედა ტუჩი კბილებისგან, ნაზად გადაატარა ზევიდან, ამღვრეულ თვალებში ჩახედა ქალს, სულ ოდნავ, შეუმჩნევლად ჩაიღიმა, წელზე მოხვეული ხელით უფრო ახლოს მისწია, ნიკაპზე ამოდებული თითით თავი მაღლა ააწვინა და გაუბედავად დაიხარა მისი ტუჩებისკენ. ყოყმანობდა, ეშინოდა იმ გრძნობის რასაც იმ წუთებში იგრძნობდა, ეშინოდა იმის რომ მასზე დამოკიდებული გახდებოდა და მისგან შორს ყოფნას ვეღარ შესძლებდა, მაგრამ იმ წუთებში მისი კოცნის სურვილი ყველაფერს მეორე პლანზე სწევდა. ნელა შეახო ქალის რბილ ტუჩებს თავისები, წამსვე დაუარა სხეულში სასიამოვნო გრძნობამ რომელიც მთელს ტანში წამებში გავრცელდა, ყველა კუთხეს მოედო და ფეხის თითებამდეც კი ჩააღწია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ პირველად კოცნიდა ქალს, ის იყო პირველი და უკანასკნელი, სხვა ყველა გამქრალიყო მისი გონებიდან. მისი შიშიც გამართლდა, მაშინვე მიხვდა ამ ტუჩებს და სოფის ვეღარ მოშორდებოდა, მალე კი მის ცხოვრებაში ორივე პირველ ადგილს დაიკავებდა და ყველაზე მნიშვნელოვანი გახდებოდა. ნელა მოსწყდა მის რბილ ბაგეებს როცა ჰაერის უკმარისობა იგრძნო, შუბლით შუბლზე დაეყრდნო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ორივე ხელი სახეზე მოკიდა და ბრწყინავ ლურჯ თვალებში ჩახედა. - რას მიშვრები. -გაჯადოვებ. - მორცხვად გაიღიმა, თან კვლავ კბილებს შორის მოიქცია ქვედა ტუჩი. -ტუჩს თავი დაანებე. - ნიკაპზე დაჭერილი ცერით აიძულა კვლავ მოეშორებინა კბილები. შემდეგ აწეწილი თმა უკან გადაუწია და კვლავ თვალებში ჩააშტერდა. -მითხარი. - წამსვე მიუხვდა სოფი რომ რაღაცის თქმა სურდა კაცს, რაღაც ისეთის რაზეც ბევრი ფიქრი უხდებოდა. ჯერ ისევ გრძნობდა მუცელში უცნაურ, აქამდე შეუგრძნობელ გრძნობებს. საოცარი სიმსუბუქე მოსდებოდა ტანზე, ეგონა ცოტაც და ჰაერში ფრენას დაიწყებდა. -მე შენ მჭირდები, შენი ჩემთან ყოფნა მჭირდება, მინდა რომ დაფიქრდე შენს სურვილებზე, იმაზე თუ რა გინდა, თუ ჩემთან დარჩები იცოდე რომ ვეღარ და აღარ გაგიშვებ. მინდა ვიცოდე რას მოითხოვ ან რა გინდა ჩემგან. შეიძლება ძალიან ცოტა დროა გასული ჩვენი გაცნობდიან, მაგრამ ხომ თქვი, მგონია რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ. მითხარი რას გრძნობ და რა გინდა. -შენთან მინდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. თუ მომცემ შენთან ყოფნის საშუალებას შენთან ვიქნები იქამდე სანამ შენ გენდომება ჩემთან ყოფნა. ვგრძნობ რომ რაღაც გადაგხდა, რაღაც მოხდა წარსულში რამაც დაგანგრია, ხალხის მიმართ ნდობა დაგიკარგა და ვხედავ როგორ გეშინია ახალი ურთიერთობის დაწყების. მინდა იცოდე რომ სხვებს არ ვგავარ, ვერ ვიტან ტყუილს, ღალატს და რაიმეს დამალვას. თუ ჩემთან ყოფნას აპირებ იყავი ჩემთან, ავიტან და გაპატიებ ყველაფერს, მაგრამ ჩემს მოტყუებას ან ღალატს არა. -ნახე. - ცისკენ მიუთითა წყნარად მოსაუბრე სოფის. ზედმეტად კმაყოფილიც კი იყო მისი წამოყენებული პირობებით. უყურებდა როგორ მისჩერებოდა ცას თავისი ლურჯი თვალებით და იმ წუთებში თავს ყველაზე კარგად გრძნობდა. -მადლობა. - სახე გაბრწყინებულმა ჩაილაპარაკა, კისერზე მოხვია მკლავები და ყბის ძვალზე ნაზად აკოცა. -რისთვის? -ამ ყველაფრისთვის… და კიდევ ხინკლებისთვის, მართლა გემრიელი ყოფილა. - სიცილით დაამატა ბოლოს და ლუკაც გააცინა. -შემდეგში შენ გამიკეთებ. -ერთი პრობლემაა… -რა პრობლემა? -ცომის გაკეთება არ ვიცი. -მახსოვს მითხარი გემრიელ ხინკალს ვაკეთებო. -ხორცი ვიგულისხმე. -ვისწავლით არაუშავს… - ხელები მოაშორა წელიდან, მყარ ზედაპირზე ზურგით დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და მასზე მიშტერებულ სოფის ანიშნა მის გვერდით დაწოლილიყო. -როგორც ვიცი აქ არავის უშვებენ. - ლუკას გვერდზე მიწოლილმა მკლავზე დაადო თავი, მტევნები მუცელზე დაიწყო, თან ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა. -ჩემთვის პრობლემა არ არის, ყველგან შემიძლია შესვლა. -თამაშზე რას აპირებ? -მოგებას. -მაგას არ ვამბობ, მერე რას აპირებ? შენ ხომ გაქვს ბიზნესი, რატომ იღებ კვლავ შეჯიბრებში მონაწილეობას? -მხოლოდ ჩემპიონატზე გავდივარ, იქამდე გავალ სანამ ბრძოლას შევძლებ და ვინმე არ დამამარცხებს. ჯერ არ შემხვედრია ისეთი მოწინააღმდეგე რომელიც ჩემს დამარცხებას შეძლებს. -როგორ? სხვებთან შედარებით სუსტი სხეული გაქვს, ანუ უფრო დაკუნთულებიც მინახავს. -მაგხელა კუნთები რომ აქვთ მაგიტომ ვერ ამოძრავებენ მკავებს სწრაფად. -რა? - გაკვირვებულმა ახედა, ლუკამ კი შუბლზე გაჩენილ ზოლებზე მიაკრო ტუჩები. -მთავარი კუნთები არ არის, სიძლიერე და სიჩქარეა. კუნთები ბოდიბილდერებსაც აქვთ. -ცხვირი? - ლუკასკენ გადაბრუნდა, საფეთქელი კვლავ მის მკლავზე ედო, წვრილ თითებს კი მის სახეზე დაატარებდა. სწორ ცხვირზე ჩამოატარა საჩვენებელი თითი, შემდეგ ტუჩებზე გადაატარა. -ვუფრთხილდები. წიკად მაქვს ცხვირის დაცვა პატარაობიდან… რა გაცინებს? -სუსტი წერტილი გქონია. -მართალია, ორი წლის წინ ერთმა ლამის გამიტეხა, რომ ამეცილებინა ხელი ყველაფერი გავაკეთე და ლამის წავაგე, მაგრამ ბოლოს მაინც სხვები წვანან ძირს გათიშულები. - უდარდელად ჩაილაპარაკა, სოფიმ კი თვალები აატრიალა მის ამაყ ტონზე. -სასიამოვნო ნიავია. - კვლავ ვარსკვლავებით გადაჭედილ ცას ახედა, ისე ახლოს იყო ეგონა ხელი რომ აეწია შეეხებოდა. -ხომ არ შეგცივდა? -არა. - წამსვე იაუარა მიუხედავად იმისა რომ კანი დახორკლილი ჰქონდა. ისეთ სიმშვიდეს გრძნობდა იქიდან წასვლა აღარ უნდოდა. თავის ნება რომ ყოფილიყო მთელ ღამეს იქ გაატარებდა ლუკასთან ლაპარაკში. ყველანაირი დაღლილობა მოუხსნა მისმა სიახლოვემ. -ნუ მატყუებ, ადექი წავიდეთ. - ფეხზე წამომდგარმა თან გაიყოლა სოფიც, მანჰეტენს კიდევ ერთხელ გადახედა და იქაურობა დატოვა. -ხვალ წასვლამდე ორჯელ ჭამე, ისე არ წახვიდე. - კორპუსის წინ იდგნენ ერთმანეთის პირდაპირ. ახლაც ლოყაზე ეფერებოდა სოფის, თან გამაფრთხილებელი ტონით არიგებდა. -დღეს პირველი დღე იყო, ორ დღეში შევეჩვევი და მერე აღარ დავიღლები. -ვიცი როგორია 4 საათი ერთ ადგილზე დგომა. -შვჭამ, თუ ხვალ ჩემთან მოხვალ და ჩემს მომზადებულ საჭმელს ჩემთან ერთად შეჭამ. - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, ლუკამ კი ჯერ ფილტვები გაივსო დიდი რაოდენობის ჰაერით, შემდეგ გარეთ გამოუშვა, ირგვლივ მიმოიხედა, მერე კი სოფის ქვედა ტუჩს თვითონ გამოსდო კბილები. ბოლოს გამოსამშვიდობებელი კოცნაც დაუტოვა. -მოვალ… მიდი წადი. - თავით შენობისკენ ანიშნა ისიც ყურებამდე გაღიმებული დაიძრა უკან სვლით, შემდეგ კიბეებზე ავიდა, შიგნით შესულმა ხელი დაუქნია ლუკას და კედლებს შორის გაუჩინარდა. *** -ამას რა სჭირს. - სახლის დალაგებაში გართულ სოფის უყურებდნენ ერთმანეთის გვერდზე მდგომი დაქალები, თან ყავას სვამდნენ. -თავის კაცს ელოდება და ყველაფერს ასუფთავებს. - მხრები აიჩეჩა ანამ, ქეისიმ კი გაკვირვებულმა შეხედა. -რა? ახლა მეუბნები მაგას? როდის უნდა მოვიდეს? -საღამოს, წავედი მე ჩემი უფროსი მოვიდა, ქალაქ გარეთ მივდივართ რაღაც შეხვედრაზე. - მაჯაზე დამაგრებულ საათს დახედა, შემდეგ იქვე დადებული ჩანთა აიღო და სოფისკენ დაიძრა. - წარმატებები, დღეს თუ მოვასწარი მოსვლა ათზე მოგაკითხავ და მომიყევი ყველაფერი. -კარგი. - სწრაფად გადაკოცნა, თან თვალი გააყოლა კარისკენ წასულს. -რას აპირებ? -საჭმელი უნდა გავაკეთო, შევჭამთ და მერე სამუშაოზე წამიყვანს ალბათ. -მოგწონს ხო? -ძალიან. - წამსვე გაუბრწყინდა თვალები, ქეისი კი სიცილით მოეხვია. -ჩვენ ეს შევძელით! მართალია ამერიკელს ვეძებდით მეათე კლასიდან, მაგრამ ეს უკეთესია მგონი. გუშინ ვნახე სურათები, ძალიან სიმპატიურია. -ჯოში სად არის? -აქ გადმოდის და გასაუბრებაზე წავიდა. -მართლა? სად? -მენეჯერად ისევ ჰილტონში, თავისმა უფროსმა გაუწია რეკომენდაცია. -ანუ სულ აქ გეყოლება. -ჰოო. - გაბადრულმა გასცა პასუხი. - ორ საათზე ჯოშს უნდა შევხვდე, ასე რომ შეგიძლია თავისუფლად იყო. -შეგიძლია მომეხმარო? -კი. - სიცილით დასთანხმდა. იქამდე ეხმარებოდა სანამ წასვლის დრო არ მოვიდა. სოფიმ ყველაფერი დაალაგა, ყველაფერი გადაყარა რაც არ სჭირდებოდა, ბოლოს საჭმელი გააკეთა და მალე გაისმა კიდეც კარზე ზარის ხმა. -დერეფანშიც კი დგას რაღაც ნაცნობის სუნი, მაგრამ ჯერ ვერ გავიხსენე რა არის. - თვალებ მოჭუტული უყურებდა სოფის ღვინის ბოთლით მდგომი ალანია და კვლავ ნაცნობ სურნელზე ფიქრობდა. -ყველაზე კარგად ეს გამომდის და წინასწარ იცოდე რომ ბევრი რამის კეთება არ ვიცი, ასე რომ რაიმე დიდის მოლოდინი ნუ გექნება. - ლოყაზე აკოცა მომღიმარმა, მერე შიგნით შეატარა და მისაღებისკენ წასულს უკან აედევნა. -არც მქონდა. - მხრები აიჩეჩა, სოფიმ კი წარბები შეკრა. - ვხუმრობ პატარა, რას მებღვირები. - უცებ მოხვია წელზე ხელი და არაფრის თქმა არ დააცადა ისე დააცხრა ტუჩებზე მოწყურებული. - როგორ წითლდები. - კმაყოფილმა გადაუსვა ცერი შეფარკლულ ადგილებზე. -არ გშია? -მშია. - ჩაიცინა, თან სოფის აედევნა ხელი რომ ჩაეკიდა მისთვის და გაშლილი მაგისიდკენ მიჰყავდა. -დაბრძანდით. - სკამი გამოუწია ლუკას, ისიც დინჯად ჩამოჯდა და მაგიდას გადახედა. სოფიმ ჭიქები მიუტანა ღვინისთვის, გასახსნელიც წინ დაუდო და ერთ-ერთ ჯამს თავსაფარი მოხადა. - ეს ჩიჟი-ბიჟი ქათმით და შემწვარი კარტოფილი ყველით, ახლა გადმოვიღე თეფშზე. ასე რომ ცხელია. - ლუკას მოპირდაპირედ დაჯდა და ყურადღებით დააკვირდა დადუმებულ ალანიას. - ბებიაჩემმა მასწავლა ამის გაკეთება, არ ვიცი გიჭამია თუ არა, მაგრამ ქართული გემო აქვს. -დამიჯერე ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებდი დღეს ჩემთვის. -მართლა? - გახარებულმა კოვზი მიაწოდა საჭმლის გადასაღებად. -ბოლოს თხუთმეტი წლის წინ გამიკეთა სოფიკო ბებომ, იმის გემო ახლაც მახსოვს. -ბებიაშენის გაკეთებულს სხვა გემო ექნება... -ძალიან გემრიელია. - დაგემოვნების თანავე აღნიშნა, სოფის კი კმაყოფილების ღიმილი მოედო სახეზე. - ვერც კი ვიფიქრებდი კიდევ თუ შევჭამდი როდისმე. -ბებო ისევ ცოცხალია? -კი, ხშირად ველაპარაკები, ახლახანს აიფონი 11 პრო გავუგზავნე და უკვე მიეჩვია, ღილაკი არ აქვს, ხელს აუსმევ და ითიშებაო. ჩასაცმელებს ვუგზავნი ხოლმე და მერე ყველას ეუბნება ჩემმა შვილიშვილმა გამომმიგზავნაო. -რამდენი წლის არის? -80, მაგრამ ძალიან მოდურია. - სიცილით გაიქანა ლუკმა პირში. ტელეფონში სწრაფად მოძებნა ბებოს ფოტო და სოფის გაუწოდა. წითური თმა და ლუკას მსგავსი მწვანე თვალები ჰქონდა, წლოვანების მიუხედავად შესანიშნავ ტანზე იყო, მწვანე, ლამაზი ჭრელი კაბა ეცვა და მაღალ ქუსლებზე შემომდგარიყო. -ძალიან ლამაზი ქალია, გავხარ. -ყველაზე საყვარელი ქალია, მაგრამ ყველა დარეკვაზე ტირილს ვერ გადავაჩვიე. მერე მეჩხუბება ხოლმე, შენი საჩუქრები რათ მინდა შენ თუ არ ჩამოხვედიო. -საჩუქრებით ცდილობ შენი ადგილი შეუვსო? -მსიამოვნებს გახარებულს რომ ვხედავ. მინდა ყველაფერი ჰქონდეს რაც სჭირდება და ის წლები რაც დარჩა უზრუნველყოფილ გარემოში გაატაროს. - დაუმალავად გაანდო ყველა ფიქრი, თან საჭმელს აგემოვნებდა. სოფი მომღიმარი ათალიერებდა მის სახეს და უხაროდა რომ ამ ადამიანს შეხვდა, მისი ცხოვრების ნაწილი გახდა, თან მისი გულისკენ მიმავალი გზაც მიისაკუთრა. -მამაშენზე რას იტყვი? -მამაჩემი პენსიაზე გავიდა. თავისი ბიზნესი ჩემს ძმას გადააბარა. თუ რამე სჭირდება ვეხმარები, მაგრამ ძირითადად არაფერს მთხოვს. მას შემდეგ რაც წამოვედი ბევრსაც აღარ ლაპარაკობს. -და ქალი ვინც გაგზარდა? -ქეთი, მამიდაჩემია. ყველაზე გამგები და მოსიყვარულე ქალია. ყველა უყვარს, ყველას ეხმარება, თან ძალიან ლამაზია, მაგრამ ზედმეტად პრეტენზიული და მკაცრი. ალბათ მაგიტომ ვერ გათხოვდა. - ჩაიცინა, მერე წითელი სითხე მოსვა. - როგორი დაკითხვა მომიწყე, სპეციალურად შემომიტყუე არა? - თვალებ მოჭუტული დააკვირდა, სოფიმ წამსვე იუარა, ლუკამ კი სიცილით გააქნია თავი. -მაინტერესებს ყველაფერი შენზე. - ჩანგალზე მოთავსებული ყველიანი კარტოფილი თეფშზე დასხმულ კეტჩუპში ამოავლო, თან ლუკას ახედა. -კარგი, შემდეგი რა არის? -შენს ძმას რა ჰქვია? -საბა. -მამას? -ვიტო, დას ლიზა. -შვილები ჰყავთ? -საბას სამი ჰყავს, ცხრა წლის ბიჭი და ტყუპი გოგოები ახლა შეეძინა. ჩემს დას შვილები არ ჰყავს, არ ვიცი რატომ, რაც გათხოვდა აღარ მისაუბრია მასთან. არ ვიცი როგორ არის, როგორ ცხოვრობს იმ კაცთან. -არ გიფიქრია ჩასვლაზე და ყველაფრის დალაგებაზე? -მე დალაგებულად და კარგად ვარ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, მაგრამ თვალი მაინც მოარიდა სოფის. - მადა დამეკარგება თუ კიდევ გააგრძელებ საუბარს და მოგიწევს მარტო ჭამო ყველაფერი. -ანას დავუტოვებ, ან ქეისი და ჯოში რომ მოვლენ ისინი შეჭამენ. -ჯოში ვინ არის? - წამსვე ჩახედა ლურჯებში. -ქეისის ბოიფრენდი. შვიდი წელია ერთად არიან, ჩიკაგოში იყო, ახლა აქ გადმოვიდა. -აქ, თქვენთან ერთად ცხოვრობს? - ოდნავ დაახლოვა წარბები და მაშინვე დააბნია სოფი. -ჰო. - ყოყმანით გასცა პასუხი, ანერვიულდა კიდეც ჩანგალი თეფშზე რომ დადო ლუკამ, რა ანერვიულებდა თვითონაც არ იცოდა. - ამ დღეებში მგონი ხელს სთხოვს ქისის. -და აქ უნდა იცხოვროთ ერთად? -ჰო ლუკა, ვერ ვხვდები ასე რატომ გიკვირს, რა პრობლემაა? წლებია მაგათ ვუყურებ, ხშირად ჩამოდის ხოლმე, ერთი კვირით რჩება და ერთმანეთს რომ მოისიყვარულებენ მიდის მერე, მაგრამ ახლა აქ გადაწყვიტა გადმოსვლა. -ყოველ ჯერზე უყურებ როგორ ესიყვარულებიან ერთმანეთს? - სიმწრით ჩაიცინა, სოფი გაუაზრებლად დაეთანხმა და ლუკასაც სახე დაუსერიოზულდა. - რა ხო გოგო. -ვერ ვხვდები არაფრისგან პრობლემას რატომ ქმნი. -არ მინდა ვიღაც ტიპთან ერთად იცხოვრო სახლში და იმათი საძინებლიდან გამოსულ ხმებს უსმინო, არ აქვს მნიშვნელობა ვისი ვინ არის. ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინო თავი მიხვდები რას გეუბნები. შეიძლება შენთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს მაგას, მაგრამ ჩემთვის სასაცილო და გასატარებელი არ არის. ათი წელია აქ ვცხოვრობ, უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი, უამრავი ნაცნობი მყავდა, ზუსტად ვიცი როგორები არიან, მეც ბევრჯერ გამიცინია მსგავს შემთხვევაზე, მაგრამ ის რომ შენ უსმენდე და უყურებდე ამ ყველაფერს არ მინდა. დარწმუნებული ვარ მამაშენიც არ მოისურვებადა შენს ამ სიტუაციაში ყოფნას. -რას ითხოვ ჩემგან ლუკა, რა გინდა რომ გავაკეთო. - სწრაფად მიუხვდა სათქმელს კაცს, ისიც ესმოდა რომ მართალი იყო და მიუხედავად იმისა რომ მიჩვეული იყო ამ ყველაფერს, ლუკას თვალით დანახული სიტუაცია უარესადაც კი მოეჩვენა. -სხვაგან გადადით შენ და ანა. -არ შემიძლია. ადვილი არ არის მანჰეტენზე ბინის შოვნა. -მე გიქირავებ. -ეგ საერთოდ არ უნდა გეთქვა! - წარბ შეკრულმა ჭამას თავი ანება, სკამის საზურგეს მიეყრდნო, თან სხვა მხარეს გაიხედა. -მაშინ ჩემთან გადმოდი, ოღონდ აქ არ დარჩე სოფი, გთხოვ. - იცოდა თხოვნა უფრო გაჭრიდა წარბ შეკრულ სოფისთან, ბოლო სიტყვა როგორც კი დააყოლა მაშინვე შეხედა ქალმა და ლუკაც მიხვდა რომ შედეგს მიაღწია. -შენთან არ მინდა. -რატომ ვითომ? - სიცილი ვერ შეიკავა სოფის ტონზე, წინ გადახრილმა მტევანზე მოკიდა ხელი, ფეხზე წამოდგომისკე უბიძგა, მაგიდას შემოატარა და კალთაში ჩაისვა. - მითხარი აბა. - თმა უკან გადაუწია პატარა ბავშვივით დამორცხვილს, თვალები უბრწყინავდა მისი ყურებისას და თავს ძლივს იკავებდა რომ არ ახარხარებულიყო. -გეყოფა. - ხელი მოაშორებინა სახიდან, მისი მუხლებიდან წამოდგომას შეეცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა, უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები ლუკამ, თან ყბის ძვალზე აკოცა, შემდეგ ყელზე დაუტოვა სველი კოცნა და ჩვეულებრივთან შედარებით ჩქარა მოძრავ მკერდს დახედა. -გეშინია? - ჩუმად დაიჩურჩულა სოფის ყურთან, ტუჩებიც იქვე მიაწებდა და ქალის სხეულში დავლილი ჟრუანტელიც იგრძნო. ცალკე სიამოვნება იმის გრძნობა იყო თუ როგორ მოქმედებდა ქალზე. -არა. -აბა? - ყბის ძვალს კოცნით გაუყვა, ტუჩის კუთხემდეც მიაღწია, მაგრამ მერე გაჩერდა. -მგონია რომ უფრო კარგი იქნება თუ ერთმანეთისგან შორს ვიქნებით. -ეგ სისულელე ვინ ჩაგიდო თავში. - თვალები აატრიალა სოფის პასუხზე, ხელები მოაშორა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -სისულელე რატოა, როცა ცალ-ცალკეა წვილი უფრო ადვილად არ ერკვევიან გრძნობებში? -არა. ერთად უნდა იყვნენ რომ გრძნობები გაუჩნდეთ ერთმანეთის მიმართ. თუ გინდა მერე წადი სადმე და ცალკე რომ იქნები გაარკვი რას იგრძნობ. - ბოლოს ჩაიცინა, თან თავი გააქნია. - თუ გინდა ცალკე საძინებელში დაგაძინებ, ოთახების პრობლემა არ მაქვს. -სხვაგან არ მინდა. -არც ეგ არის პრობლემა. - კმაყოფილება იგრძნო დიდი დოზით, კვლავ შემოხვია ხელები, თან ლურჯებში ჩახედა. -ძალიან ხომ არ ვჩქარობთ ლუკა? -საცხოვრებლის შეცვლა გთხოვე და ჩემი სახლი შემოგთავაზე. ცოლად გამოყოლა და ჩემთან დაწოლა არ მითხოვია. ნუ გახდი ამ ყველაფერს პრობლემად. -მოკეტე. - მხარზე მიარტყა ხელი, ლუკას ფეხებიდან წამოდგა და მაგიდის ალაგებას შეუდგა. - ამ ყველაფერს ავალაგებ და წავიდეთ ხო? საცობი იქნება და დამაგვიანდება. -კარგი… მოგეხმარები. -არ მინდა, დაჯექი. -მართლა ძალიან გემრიელი იყო. - თეფშები სამზარეულოს ზედაპირზე დაალაგა ონკანის გვერდით, შემდეგ იქვე მოტრიალე სოფის დააკვირდა. -მადლობა. გაგიკეთებ ხოლმე როცა არ დამეზარება, მაგრამ იცოდე რომ ძირითადად მეზარება. -სახლში დამხმარე ქალკ მყავს და ის აკეთებს ყველაფერს, ზოგჯერ ქართულ საჭმელებსაც. -აჰ, როგორ დამავიწყდე, აბა შენით ხოარ გააკეთებ საჭმელს. -ეს რა იყო? - თვალები მოჭუტა სოფის ცინიკურ ტონზე. - როცა არ მქონდა დამხმარეს ყოლის საშუალება ჩემით ვაკეთებდი. ახლა მეც მეზარება საჭმლის კეთებისთვის თავის შეწუხება, თან არც მცალია. და საერთოდ შეეშვი ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილებას. -კარგი. - ხელები ასწია დანებების ნიშნად, თან იღიმოდა, ლუკა კი კვლავ თვალებ მოჭუტული უყურებდა. -მეღადავები არა? - უფრო მეტად მოჭუტა მწვანეები. -ტანსაცმელს გამოვიცვლი და მოვალ. - სწრაფად დაიძრა საძინებლისკენ, თან იცინოდა ლუკას თავის მართლებაზე. -სად გარბიხარ? - ოთახის კართან მისული სწრაფად ააფრიალა ხელში და შიგნით შევიდა. მოულოდნელობისგან წამსვე წამოიკივლა ადამიამ, შემდეგ სიცილი დაიწყო. საწოლზე დავარდნილს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა ლუკამ, ჯერ უღუტუნებდა, შემდეგ ტუჩებზე დაეტაკა, ვნებიანად დაუკოცნა ბაგეები, თან ხელები თავს ზემოთ გაუკავა. -ცუდი გოგო ხარ, ძალიან გამითამამდი და დაისჯები იცოდე! - სუნთქვა აჩქარებულს ზევიდან დაჰყურებდა, სიცილს ვერ იკავებდა მისი მომღიმარი სახის შემყურე და მუქარაც წესიერად ვერ გამოსდიოდა. - მოისვენე! - წამსვე ახარხარდა განთავისუფლებული ხელით მუცელზე რომ მოიუღიტინა ადამიამ. -მოგწონს? მე ვერ ვიტან. ახლა კი გადაბრძანდი შემი სხეულიდან და დამაცადე გამოცვლა. -გახდაში დაგეხმარები თუ გინდა. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან სოფის სავსე ბაგეებს დააშტერდა. -შენ ჩიჟი-ბიჟმა ახალგაზრდობა გაგახსენა მგონი და იქიდან გადმოიყოლა ხასიათები. -ახლა ბებერი ვარ? - კაბის კვეშ ბარძაყზე აატარა ხელი, მუცლის გავლით მკერდამდე მივიდა, მისი ნაზი კანის შეგრძნებისას იგრძნო სისხლი როგორ აუდუღდა, მაგრამ თავს ზედმეტის გაკეთების და სოფის დაფრთხობის უფლება არ მისცა. კაბის ბოლოები აიყოლა, შემდეგ ნაჭერს მოკიდა ხელი და სწრაფად მოაშორა. - ჩემი საქმე გავაკეთე, მალე მოწესრიგდი და გამოდი. - სხეულზე არც კი შეუხედავს, მოწყვეტით აკოცა, უცებ შეტრიალდა და საძინებლიდან გავიდა. სოფი კი გაოგნებული დატოვა საცვლების ამარა საწოლზე მწოლი, ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა რა გააკეთა, მერე გაეღიმა მის ქცევაზე, სწრაფად წამოდგა კმაყოფილი და კარადიდან ტანსაცმელი გამოიღო, სწრაფად მოწესრიგდა, მერე ოთახი ოთახიც დატოვა. -საინტერესო თანაცხოვრება გვექნება მგონი ხო? - კედელზე მიყრდნობილს თვალი თვალში გაუყარა მომღიმარმა და მისი გაღიმებაც მოახერხა. -ძალიან. *** თავის საწოლზე მუხლებ მოკეცილი იჯდა, ზურგით ბალიშებს ეყრდნობოდა, თან ჩაფიქრებულ ანას მიშტერებოდა. როგორც შეძლო ისე აუხსნა ლუკას სურვილი ამ სახლიდან გადასვლის შესახებ, ახლა კი ვერ გაეგო რას ფიქრობდა ხუთი წუთის განმავლობაში მდუმარედ მყოფი ემბრი. -ის მართალია. მესმის რასაც ფიქრობს, ყველა ნორმალური კაცი იგივეს გააკეთებდა. მე მომწონს ლუკა, ძალიან კარგი ადამიანია, თან სიმპატიური, მხიარული. ვფიქრობ შენი ადამიანია. ეს რასაც ჩვენ ვუსმენთ და ვუყურებთ არ არის ნორმალური, არასასიამოვნოა და ლუკას ვეთანხმები. სამი ქართველი კაცი ვიცი, ლუკა, სანი და ნიკი, სამივე განსხვავდება ჯოშისგან, ჩემი ყოფილისგან და იმ ბიჭებისგან ვისაც ვიცნობ. არ ვიცი ყველა ასეთია თუ არა, მაგრამ ის რასაც აკეთებენ, ფიქრობენ და ამბობენ, ყველაფერი მომწონს. -ანუ წავიდე? -უნდა წახვიდე. -შენზე რას იტყვი? -შენს ოთახში გადმოვალ. - მხრები აიჩეჩა მოწყენილმა. -ქეისის არ უთხრა მიზეზი კარგი? ვეტყვი რომ მასთან ყოფნა მინდა. -სიმართლეა, შენ ლუკასთან გინდა… შეიძლება მერე ნიკიც ვნახო მასთან ერთად. -ნიკა ჰქვია. - თვალები აატრიალა, შემდეგ მისკენ გადაიხარა, მკლავები კისერზე მოხვია და ნიკაპი მხარზე ჩამოადო. - მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ... როდის მიდიხარ? -ხვალ. -მაშინ შენთან დავიძინებ. - გადასაფარებლის ქვეშ შეძვრა, თავი ბალიშზე დადო და გაოცებულ სოფის ანიშნა დაწოლილიყო. - ძალიან მომწონს ქართული კულტურა, დღეს წავიკითხე, ქალი ქალიშვილი უნდა იყოს ქორწილის ღამეს? -ადრე იყო ასე. ძველი ხალხის მენტალიტეტია. ახლაც აქცევენ ყურადღებას ამას, მაგრამ უმეტესობა სიყვარულის გამო აღარ აკვირდება ამ ყველაფერს. -ანუ მე რომ ქალიშვილი არ ვარ ნიკასთვის პრობლემა არ იქნება -ნიკოლოზისთვის არა. -და რატომ არის ასე? -ზოგს უბრალოდ უნდა რომ მხოლოდ მას ეკუთვნოდეს საყვარელი ქალი, უნდათ რომ მარტო მასთან იყვნენ. მე ასე ვფიქრობ. -საინტერესოა. წავიდეთ საქართველოში, ყველაფერი მაინტერესებს. ენა უნდა ვისწავლო ზამთრამდე. -ჰო ნიკა გასწავლის. - ზურგი აქცია ანას, დაღლილობას გრძნობდა და იმ წუთებში ძილის გარდა არაფერი უნდოდა. -გირეკავს. - დასატენად შეერთებული ტელეფონი სოფის გადააწოდა, მანაც სწრაფად უპასუხა, ყურზე დაიდო, თან თვალები დახუჭა. -იძინებ? -ჰო, ახლა დავწექი, შენ რას შვრები? -ბარში მივდივარ, ნიკა და კიდევ რამდენიმე მეგობარი მელოდება. -ამდენი ენერგია როგორ გაქვს? მე არაფრის თავი არ მაქვს ახლა. - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, მერე ლუკას ჩაცინება შემოესმა და თვითონაც ქვედა ტუჩზე იკბინა. -არადა ვიფიქრე წამოვათქო. -შიშველი ქალები თუ იქნებიან დამირეკე და წამოვალ. -მეგონა კაცები მოგწონდა. -ოო ლუკა, კარგი რა. - ხმა შეცვლილმა სიტყვებს უცნაური ხმები მიაყოლა, თან ბალიშზე უკეთ მოათავსა თავი. -ნუ მეკრუსუნები. მიდი ადექი ჩაიცვი, მოვალ მალე, ჯერ ბარში წავალთ, მერე ჩემთან წამოხვალ. -ძილს ვაპირებ უკვე ლუკა და ნუ მომიშლი ახლა ნერვებს თორემ საერთოდ არ გადმოვალ შენთან. -კარგი. - სიტყვის თქმის თანავე გაწყვიტა ზარი. გაოცებულმა დახედა სოფიმ ტელეფონს, შემდეგ გაურკვევლობაში მყოფ ანას მიაჩერდა, ტელეფონი საწოლზე მოისროლა, სახე კი ბალიშში ჩარგო. -რა თქვა? -ვაწყენინე მგონი, ან გავაბრაზე. -რა უნდა? -ჩაიცვი, ბარში წავიდეთ ჩემს მეგობრებს გაგაცნობო. -დებილი ხარ. - თვალები აატრიალა ანამ, თვითონ წამოდგა ფეხზე, ანას კარადა გამოაღო და საკიდზე დაკიდებული კაბები შეათვალიერა. -რას აკეთებ? - დაეჭვებული აკვირდებოდა მის მოძრაობებს, ემბრი კი ჯიუტად დუმდა. ბოლოს ლურჯი, მოკლე კაბა გამოუღო, ფეხსაცმელიც იქვე დაულაგა და ისევ საწოლში შეწვა. -ადექი ჩაიცვი. -ვიძინებ. - დაბღვერილმა აქცია ზურგი, გადასაფარებელი გადაიფარა, თან კედელზე მიხატულ ხაზებს დააკვირდა. აღარაფერი უთქვამს ანას, გაღიმებული მიშტერებოდა ჭერს და ზუსტად იცოდა რამდენიმე წუთში კარზე ზარი დარეკავდა. მისაღებში მდგომ დივანზე ერთმანეთზე მიხუტებული წყვილი იწვნენ, კომედიურ ფილმს უყურებდნენ და ქეისის კისკისი ოთახშიც კი ესმოდათ საწოლზე მწოლებს. ამ სახლის ყველაზე დიდი მინუსი თხელი კედლების არსებობა იყო, ყველა ოთახიდან ისმოდა ხმამაღალი საუბარი, მუსიკა, კინოს და კიდევ სხვაგვარი ხმები. მიუხედავად იმისა რომ ყველა იქ მაცხროვებელი ძალიან უყვარდა მაინც უნდოდა იქიდან წასვლა, სიმშვიდე და სიმყუდროვე სურდა გარკვეული დოზით. სიმშვიდე რომელიც მერე მის ხასიათზე დადებითად მოქმედებდა. ახლა კი ერთმანეთის მოსიყვარულებაში გართული წყვილის წყალობით ღამეც ვეღარ ეძინა წესირად, სოფისი ოდნავ შურდა კიდეც იმის გამო რომ იქაურობას ტოვებდა. მალე გაისმა კიდეც ზარი რომელსაც რამდენიმე წუთი იყო ელოდა. სოფი წამსვე წამოჯდა საწოლზე, ყური დაუგდო მისაღებიდან შემომავალ ხმებს, შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო და გულიც წამსვე აუჩქარდა. -სოფი ის არის აქ. - დაუკაკუნებლად შეყო თავი ქეისიმ, თან ყურებამდე იღიმოდა. -ლუკა? -ჰო, შემოვიდეს თუ გამოხვალ. -შემოვიდეს. - დაბნეულმა გასცა პასუხი, ფეხზე წამომდგარმა ანამ თვალი ჩაუკრა გაშეშებულ სოფის და ოთახი დატოვა. საწოლზე მჯდომი მოუთმენლად ელოდებოდა ლუკას შემოსვლას, ის კი არა და არ ჩანდა. ბოლოს ჯინსის შარვალში, თეთრ პერანგში და ამავე ფერის მაღალ ყელიან “ოლ სთარ”-ებში გამოწყობილი ალანია გამოჩნდა, კარი ზურგს უკან მიხურა, ცოტა ხანს კარზე მიყრდნობილი აკვირდებოდა საწოლზე მჯდომ ვარდისფერს პენუარში გამოწყობილ სოფის, მერე ნელა დაიძრა მისკენ ისე რომ თვალი არ მოუშორებია დაბნეული ქალისთვის. საწოლზე ჩამოჯდა, უკან გაწეული ხელებით რბილ ზედაპირს დაეყრდნო და მაღლა აიხედა, ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა, შემდეგ გვერდზე, მუხლებით მჯდომ სოფის შეხედა. -სოფი. - საწოლზე გასწორებულმა ხელი ჩაკიდა ადამიას, თან მის წვრილ თითებს დახედა. - სანამ ლაპარაკს დავიწყებ, კიდევ ერთხელ გკითხავ… გინდა ჩემთან ყოფნა, თუ არა… კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე. -მინდა და ამაზე ფიქრი არ მჭირდება. -და რატომ გინდა? -არ ვიცი, მომწონხარ, ყველაფრით მიზიდავ, ვგრძნობ რომ შენთან ყოფნა მჭირდება, უბრალოდ მინდა შენთან ვიყო. ნებისმიერი რამის გაკეთება შემიძლია შენთან ერთად ყოფნის დროს და ნებისმიერ რამეზე ვარ წამსვლელი. მიზეზი არ მაქვს. რაც შემიძლია გითხრა ის არის რომ იქ სადაც შენ ხარ, სხვა ყველაფერი ქრება, ვერავის და ვერაფერს ვეღარ ვამჩნევ. -კარგი, უბრალოდ იცოდე, ასე მუქარით აღარ დამელაპარაკო. მე შემოგთავაზე ჩემთან გადმოსვლა, იმიტო რომ არ მინდა ვიღაც გამოსი.რებულ ტიპთან ერთად იცხოვრო და უყურო როგორ დადის ტრუსიკით სამზარეულოში, ან როგორ .იმავს შენს დაქალს დივანზე. შენ თუ ამ ყველაფრის ყურება და მოსმენა მოგწონს, მაშინ დარჩი, მაგრამ ჩემთან ვერ იქნები. მე ხვეწნას არ დაგიწყებ, ვერც შენი მუქარით შემაშინებ. არაფერს გაძალებ, როგორც შემიძლია წყნარად და გასაგებად გისხნი. ასე თუ ისე იცი როგორი ცხოვრება მაქვს, აქედან გამომდინარე გეცოდინება როგორ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა, თუ ჩემთან გინდა, მოგიწევს იმის გაკეთება რაც საჭიროა. მეც მეზარება ახლა ბარში წასვლა, მითუმეტეს არ ვსვამ, მაგრამ მთხოვეს მივსულიყავი, წამეყვანე შენც რადგან შენი გაცნობა უნდათ, როგორც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანის და ქალის. შენ კი როგორც ჩანს არ გაინტერესებს ხალხი რომელსაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია და სულ ერთნი არ არიან, არადა ასეთი ძალაინ ცოტაა. შენ რომ ჩემთვის გეთქვა მოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობო, მე კიდე დამეწყო წუწუნი მეძინება და მეზარებათქო, არ გეწყინებოდა? -ვიცი ხო… უბრალოდ ნახევრად გათიშული ვიყავი. - დამნაშავე ბავშვივით ჩახარა თავი, ცოტა ხანს ლუკას ხელებს უყურებდა, შემდეგ ქვევიდან ახედა დამორცხვილმა. - მაპატიე. -ბოდიში არ მჭირდება სოფი. -მე ძალიან დაღლილი ვარ. დილიდან სახლს ვალაგებდი, ფანჯრებიც კი დავწმინდე შენს ლოდინში, სამუშაოზე ერთი სწერვა გოგოა, იმან ცალკე ნერვები მომიშალა და აზროვნება მიჭირს ღამის 12 საათზე. ახლა მჭირდები, ნუ მიბრაზდები და ჩამეხუტე. - სიტუაციის განმუხტვის მიზნით კისერზე მოხვია მკლავები ალანიას, თან ლოყაზე აკოცა. -არ გიბრაზდები, გიხსნი. - უცებ მოხვიე წელზე მკლავები, კალთაში ჩაისვა და მისი თმებისგან წამოსული სასიამოვნო სურნელი ხარბად შეისუნთქა. -ყოველთვის ისე აკეთებ რომ პირველი მე გამოგიტყდე გრძნობებში. - ლუკას ყელში ცხვირჩარგულმა ჩაილაპარაკა, შემდეგ ძვირადღირებულ სუნამოსთან შერეული კაცის სურნელი შეისუნთქა და ამდენი ხნის ნანატრი სურვილი ძლივს აისრულა-ყელზე მიაკრო ტუჩები, თან თითები თმებში შეუცურა, ბიუსჰალტერისგან თავისუფალი მკერდით აეკრა სხეულზე და მისი დაჭიმული მკლავებიც იგრძნო წელზე. არაფერს აკეთებდა ლუკა, აინტერესებდა კიდევ რას მოიმოქმედებდა. სიამოვნებდა, ამავდროულად ხალისობდა მის ქცევებზე და ყოველ ჯერზე უფრო აოცებდა მისი მოქმედებები. ახლაც ელოდა რა იქნებოდა შემდეგი. თმებში შეცურებული თითებით თავი უკან გადააწევინა, ყელიდან ნიკაპამდე მიმავალი გზა კოცნით გაიკვალა, შემდეგ ქვედა ტუჩზე ჩაავლო კბილები და უკან დაქაჩა. ჩუმი გმინვა აღმოხდა ალანიას, უკანალზე ჩავლებული ხელით თავისკენ მისწია, მერე კი ყველანაირი ლოდინის გარეშე თვიონ დაეწაფა ბაგეებზე. ყოველ ჯერზე როდესაც მის ტუჩებს ეხებოდა, ახალ, აქამდე განუცდელ გრძნობებს გრძნობდა. სულ სხვანაირი მუხტი მოდიოდა სოფისგან, ისეთი აქამდე არცერთი ქალისგან რომ არ ეგრძნო. ყველასგან განსხვავებული სურნელი ჰქონდა მის თმას, ისეთი არომატული ოდნავ დაბერილი ნიავიც კი გარშემო მის სურნელს აფრქვევდა, ალანიას კი სასწაულად აბრუებდა. სამყაროს მოწყვეტილი ქალის ტუჩებს მოულოდნელად მოშორდა, თმებში ნაზად ჩავლებული თითებით თავი უკან გააწევინა და დაბინდულ ლურჯ თვალებში ჩახედა. -რამდენჯერ გითხარი ნუ მეთამაშებითქო. - სულ ოდნავ შეეხო ტუჩებზე, სოფიმ მისკენ გასწია თავი, მაგრამ თითებით დაჭერილმა თმებმა არ გაუშვა. -იქნებ მომწონს თამაში. -ცეცხლს ეთამაშები. ამ თამაშში კი აუცილებლად დამარცხდები და დაიწვები. - ტუჩზე გამოსდო კბილები, შემდეგ ცხვირის წვერზე აკოცა. -და იქნებ მინდა რომ დავიწვა. - თვალებში ჩააშტერდა ალანიას. ცოტა ხანს მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმანეთს, შემდეგ ლუკას სიცილმა დაარღვია ეს სიჩუმე. -შენ მე გამაგიჟებ. - გვერდზე გადასვა სოფი, თვითონ კი საწოლზე გადაწვა. -რა გაცინებს. - წარბ შეკრულმა დახედა ზევიდან ალანიას, რომელიც მომღიმარი უყურებდა ლოყებ შეფარკლულს. - ლუკა! -შენზე მეცინება პატარა, ის გინდა რაზეც წარმოდგენა არ გაქვს… მომინდომა გოგომ ცეცხლში დაწვა. - ისევ გაიცინა, მერე ქვედა ტუჩზე იკბინა, თან ლოყაზე უჩქმიტა დაბღვერილ სოფის. იმ წუთებში უფრო მეტად გავდა ბავშვს, ვიდრე რამდენიმე წუთის წინ გონება დაბინდულ ქალს. -შემეშვი საერთოდ. - თავი საპირისპირო მხარეს გაატრიალა, ლუკა კი ისევ განაგრძობდა მის ნერვებზე თამაშს. -პატარაა… - ნიკაპზე მოკიდა თითები, შეეცადა სახე შემოეტრიალებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. - კარგი ვხუმრობ, შემომხედე. - შიშველ მუხლზე დაადო ხელი, ოდნავ ზევით აუცურა, შემდეგ ისევ დაბლა ჩამოვიდა. - ნიკამ მთხოვა ანა მიმეყვანა. -რა? - როგორც კი ლუკას სიტყვები მისწვდა მის სმენას წამსვე გადაიტანა მზერა და ყურადღება ფეხზე მოძრავი ხელიდან ალანიაზე. ყველა ემოცია რაც კი აქამდე ეწერა სახეზე წამებში გამქრალიყო, სერიოზული გამომეტყველებით მიშტერებოდა სოფის ბარძაყს, თითებს ნაზად დაატარებდა ზევით-ქვევით და მის ნაზ კანს თითის ბალიშებით შეიგრძნობდა. - მეღუტუნება. - ბარძაყზე მოძრავ თითებს ზევიდან დაადო ხელი, შემდეგ გვერდზე მიუწვა ლუკას, თავი ხელის გულს ჩამოადო და ისე დახედა. - ნიკას რატომ უნდა ანას ნახვა. -მოეწონა. - კვლავ ბარძაყზე აატარა თითები, პენუარის ქვეშ შეუცურა და წელზე მოხვია. -მე ვიცი მაგას რაც მოეწონა… -ნიკას ბევრი მოსწონს, უყვარს ქალები, მაგრამ დამიჯერე ასე იშვიათად მოსწონს ვინმე, იშვიათადაც არა, სულ ერთხელ მოსწონდა, ერთი მაშინ ვნახე გამოშტერებული და მეორედ ახლა ვხედავ. რომ ვხედავდე როგორც მორიგი ჩვეულებრივი გოგო ისე მოსწონს, მე არ მივცემდი ანასთან ურთიერთობის უფლებას შენს გამო, მაგრამ ასეთი დიდი ხანია არ მინახავს. - თავისკენ მისწია, ჯერ ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით, შემდეგ ცხვირის წვერზე. - ადექი, ჩაიცვი და წავიდეთ, ანა გაემზადებოდა უკვე. -უთხარი? -დავპატიჟე. -მართლა მგონია რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ. - სახე გაბრწყინებული უყურებდა, მერე უცებ აკოცა ლოყაზე და საწოლიდან ადგა. - გადატრიალდი იქით და არ გამოიხედო. -როგორც მიბრძანებ. - სწრაფად გადაბრუნდა საპირისპირო მხარეს, იქვე დადებული სოფის ტელეფონი აიღო და კოდი რამდენჯერმე აკრიფა შეცდომით, ბოლოს ჩაფიქრებული უყურებდა ციფრებს, ერთი შანსი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიას პაროლი. ბოლოს ისევ სოფიმ უკარნახა, ისიც კოდის მოხსნის თანავე სურათებში შევიდა. -საიდან იცოდი დივანზე რომ დავინახე ქეისი და ჯოში სექსის დროს. - როგორც კი კაბა გადაიცვა მაშინვე ჰკითხა, სარკეში საკუთარი თავი შათვალიერა, მერე მისკენ გადმობრუნებულ ლუკას შეხედა. თვალები სულ მთლად ჩასწითლებოდა და ბრაზისგან თავს ვერ აბამდა სიტყვის სათქმელად. -რა ქენი? - სიმწრით ჩაიცინა, უარესად დააბნია სოფი, მისი ნათქვამის წარმოდგენისას სისხლი თავის ზედა ნაწილს აწვებოდა და ძლივს ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას. -შენ ხომ თქვი… დაივიწყე. - სწრაფად აქცია ზურგი ლუკას, წამსვე ინანა დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები, გულში ლოცულობდა რომ ლუკას ეს ყველაფერი უბრალოდ გაეტარებინა და სიტყვა არ ეთქვა ამ ამბავთან დაკავშირებდი. -ფუ ამის დედა ვატირე. - ჩუმად ჩაილაპარაკა, თან თავი ძლივს შეიკავა რამე შუშისგან შექმნილი ნივთი კედლისკენ არ გაექანებინა. ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი, აქეთ-იქით დადიოდა, ბოლთას სცემდა საძინებელს. წყნარად მდგომი სოფისკენ აპარებდა თვალს, ნერვები უარესად ეშლებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ, ან რითი დამშვიდებულიყო. ბოლოს წინ მდგომი ლამაზად გამოპრანჭული სოფი შეათვალიერა, თავიდან ბოლომდე ჩააყოლა თვალი, მაგრამ მიუხედავად მისი სილამაზისა ხმას მაინც არ იღბდა ალანია. -თუ არ მოგწონს გამოვიცვლი. - დაბნეული უთვალიერებდა სახეს, ერთ ადგილზე გაშეშბული იდგა, თანს ლუკას ფიქრების გაგებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. -ჯანდაბა. - ხმამაღლა ამოიოხრა, წამებში ააკრა სოფი მის ზურგს უკან მდგომ კედელს და ტუჩებზე მშიერი მგელივით დაეტაკა. - ძალიან ლამაზი ხარ. - მის ტუჩებთან დაიჩურჩულა, უკანალზე ძლიერად მოუჭირა თითები და ტანზე აიკრა, თან ყელში მიაკრო სველი ტუჩები, ჩუმი კვნესა რომ წასკდა ქალს სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, ბოლოს კი ისევ მის ტკბილ ბაგეებს დაუბრუნდა. -გთხოვ თავი შეიკავე. - როგორც კი მოშორდა მაშინვე მავედრებელი მზერით მიაჩერდა. ხელი ჩაკიდა წამებში სახე შეცვლილს, მერე თვითონ აკოცა ტუჩებზე და ანთებულ მწვანე თვალებში ჩააშტერდა პასუხის მოლოდინში. -ხვალისთვის რამე გამოსაცვლელი წამოიღე. -ხვალ ხომ მომიყვან? - კარადიდან პატარა ზურგჩანთა აიღო, ყველაფერი ჩაალაგა რაც დილით დასჭირდებოდა, ბოლოს ჩაფიქრებულ ლუკას მიაჩერდა პასუხის მოლოდინში. -ჰო მოგიყვან, ჩაალაგებ რაც დაგჭირდება, მერე სამუშაოზე წაგიყვან და იმ ყველაფერს მეისონი წაიღებს სახლში. -მეისონი ვინ არის? -ჩემი მძღოლი. - საძინებლის კარი გაუღო წარბ შეკრულს და თვითონაც უკან გაჰყვა. - ნუ მიყურებ ეგრე. მას ყველაზე მეტად ვენდობი, რომ გაიცნობ მიხვდები როგორი კეთილი და საყვარელია. - დივანზე მსხდომ ნახევრად ჩაცმულ წყვილს წამით მოავლო თვალი, მაგრამ სანამ გაბრაზებას მოასწრებდა სოფის თითები იგრძნო მტევანზე, ზევიდან დახედა მომღიმარ ქალს და მის ზღვისფერ ლურჯ თვალებში ჩაიძირა. -მე მზად ვარ. - საძინებლიდან მყარი ნაბიჯებით გამოსულმა ერთად მდგომი წყვილი შეათალიერა და ყურებამდე გაეღიმა. -რა? - თვალები აატრიალა სოფიმ, ლუკას ხელი გაუშვა და მოხდენილი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ. -ერთად კარგად გამოიყურებით… ეს კაცი შენთვის არის შექმნილი. - ბოლოს სოფის გასაგონად ჩაილაპარაკა, მაგრამ მაინც არ გამორჩენია ლუკას სმენას მისი სიტყვები, ოდნავ გაიღიმა კიდეც შეუმჩნევლად, ერთმანეთზე მიხუტებულ წყვილს დაემშვიდობა და ბინა გოგოებთან ერთად დატოვა. - მადლობა რომ სახლიდან გამომიყვანე. -პრობლემა არ არის. - თვალი ჩაუკრა ანას, საჭესთან მოთავსდა და მანქანა ადგილიდან დაძრა. -ანა ქართულის სწავლას აპირებს. -საინტერესოა. -სოფის დედამ მასწავლა რამდენიმე სიტყვა… მე ახლა ვილაპარაკებდი, რომ არა ჩემი ექს ბოიფრენდი. - დამნაშავე გამოეტყველებით შეხედა წინ მჯდომ სოფის. -ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, არ იცი შენ ეგ? - მომღიმარი შეტრიალდა დაქალისკენ, რომელიც ნათქვამის გააზრებას ცდილობდა. -არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა. - მაგრამ იდეა მომწონს. -გაუთიშე და მიწერე რომ არ მცალია ახლა და ხვალ დამირეკოს. - სოფის გადააწოდა ამღერებული ტელეფონი როცა გვერდზე ამომდგარი პოლიციის მანქანა შენიშნა სარკიდან. დაბნეულმა გაწყვიტა ქეთის ზარი, შემდეგ მოკლე ტექსტი გაუგზავნა, თან გულები მიაყოლა. -ამბობს რომ მნიშველოვანი საქმე აქვს და ხვალ აუცილებლად დაელაპარაკო. -კარგიო მიწერე. - თავიც დაუქნია თანხმობის ნიშნად, შემდეგ კი მთელი გზა ერთმანეთში მოსაუბრე ქალებს უსმენდა, ხანდახან აჰყვებოდა კიდეც, ან იცინოდა მათ მონაყოლ ისტორიებზე. ბოლოს ერთ “ლაქშერ” ბართან გააჩერა მანქანა, იქვე მდგომ კაცს გასაღები მისცა, სოფის წელზე მოხვია ხელი და შიგნით ისე შევიდა. მალე დაინახა კუთხეში მსხდომი მეგობრები, მის გასაკვირად ჟღალი არიაც იჯდა ჯეიკობის გვერდზე. ლუკას დანახვისას ტრადიციულად ფეხზე წამოხტა ბელა, მონატრებულ მეგობარს კისერზე მოხვია ხელები და დიდი ტუჩები ლოყაზე მიაკრო, ისე რომ სოფი არც კი შეუმჩნევია, ადამიას კი წამსვე შუბლზე აუვიდა წარბები, გოგო მთლიანად შეათალიერად და ცოტა იეჭვიანა კიდეც. -მომენატრე. -მეც პატარა. - შუბლზე აკოცა, მერე ყველას მიესალმა ხელის ჩამორთმევით და ისევ სოფის გვერდძე დადგა, ყველას გააცნო მისი თავი, ანაც წარუდგინა ინტერეთით მომზირალ მეგობრებს, ბოლოს კი თავისუფალ ადგილზე მოთავსდა. -ანა, რას დალევ, საყვარელო. - ჭინკებ ათამაშებული თვლაებით უყურებდა ნიკოლოზი სოფის გვერდზე მჯდომ ქალს, რამდენიმე ჭიქა ჰქონდა დალეული და გათამამებული ყურებამდე უღიმოდა ქალს, ის კი მის საუბარზე ხალისობდა. -კოქტეილს. -როგორც მეტყვი. - მაგიდაზე არსებულ ღილაკს დააჭირა და მიმტანიც წამებში გაჩნდა მათთან, შეკვეთა მისცა ყველასთვის, ბოლოს ისევ ანასთან საუბარს მიუბრუნდა. -ანუ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეთ. - განაწყენებული მისჩერებოდა ლუკას, ის კი ყველაფრის მიუხედავად მაინც უღიმოდა ბავშვობის მეგობარს. -ჰო, ასე გამოდის. -და აქამდე არაფერი მითხარი. -დღეს გადავწყვიტეთ ბელ. -მერე რა, სოფიზე მაინც უნდა გეთქვა. -მე ვიცოდი. - ამაყად გამოაცხადა ბელას გვერდზე მჯდომმა ბექაურმა, მის შეკრულ წარბებზე კი გულიანად გაეცინა. უყვარდა როცა აბრაზებდა, არც ერთ შანსს ტოვებდა, ლუკა კი ამ ორზე ხალისობდა. მიუხედავად იმისა რომ თავიდან უხერხულად გრძნობდნენ თავს, სიტუაციის განმუხტვა მაინც მოახერხეს. მალე ანას გვერდზე გადაჯდა ნიკოლოზი. არავის გამოჰპარვია მისი ინტერესი ამ შვგვრემანი გოგოს მიმართ. -იცი ამერიკელი შავგვრემანი იშვიათად მხვდება. - გაშლილი შავი თმა თითზე დაიხვია ანასთან ძალიან ახლოს მჯდომმა. -დედა მყავს კუბადან, მამაჩემი ქერაა. - მომღიმარმა მოსვა სასმელი, ნიკა კი მთლიან სახეს უთვალიერებდა, მაგრამ თვალები მაინც მკერდისკენ გაურბოდა. -ამის შემდეგ ასეთი ყელით კაბა აღარ ჩაიცვა. - ბოლოს ამოიოხრა და თავი უკან გადააგდო. -რატომ? მე მომწონს. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, მაშინვე მიიქცია კაცის ყურადღება და მის მზერაზე სიცილი ვერ შეიკავა, ლამის სახეში შეასხა სასმელი წარბ აწეულ ნიკას. -მეც მომწონს და მაგიტომ გეუბნები, მინდა სახეზე გიყურო, მაგრამ ისე გამომწვევად გაცვია… შენ აქ გაიზარდე? - დაეჭვებულმა შეათვალიერა თავისთვის მომღიმარი ანა. ბავშვობიდან უამრავ გოგოსთან ჰქონია ურთიერთობა, ყველა ამერიკელი გოგოს ქცევა ზეპირად იცოდა, ისიც იცოდა რაზე ეცინებოდათ, ან რაიმე სიტყვის დროს რა პასუხს გასცემდნენ. ის კი წყნარად, უდარდელად იჯდა და აქეთ დასცინოდა, უკვე ნერვებზეც კი მოქმედებდა მისი ასეთი ქცევა. -აქ დავიბადე და აქ გავიზარდე კი, რატომ მეკითხები? -დაივიწყე… იცეკვებთ ჩემთან ერთად მემ? - ფეხზე წამომდგარმა ხელი გაუწოდა. სიცილით გააქნია თავი ანამ, შემდეგ თავისი თითები შეაგება გამოწვდილ ხელს და ფეხზე წამოდგა. -მახსოვს დაღლილი იყავი. - ყურში ჩასჩურჩულა არიასთან მოლაპარაკე სოფის, მერე ყბის ძვალზე აკოცა. -ახლა საწოლის გარდა არაფერი მინდა, მაგრამ ის უფრო არ მინდა შენს მეგობრებს უჟმური, სწერვა გოგო ვეგონო. თან შენ ყურადღებას აღარ მაქცევ, შენს დაქალს ელაპარაკები და ისე ხომ არ ვიჯდები. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, არადა უკვე ეჭვიანობის პიკს აღწევდა. მისვლის თანავე არ გაჩერებულა ბელა, სულ რაღაცას უყვებოდა ლუკას და ისიც იძულებული იყო მოესმინა, მაგრამ სოფის თითებს ჩაბღაუჭებოდა და ცერით ხელის ზურგზე ეფერებოდა. ახლა კი გაკვირვებული უყურებდა ქალს, რომელსაც უკვე მოესწრო ჟღალთან ლაპარაკის დაწყება სხვა თემაზე. -ეჭვიანობ? - სიცილ ნარევ ხმას გაკვირვება და კმაყოფილება შერეოდა, მაგრამ სოფის ყურადღება არ მიუქცევია, კვლავ საუბრობდა და თავის აზრს გამოხატავდა გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით. - კარგი, მერე ვილაპარაკოთ. - ლოყაზე აკოცა გამხიარულებულმა, შემდეგ ჯეიკობს გადასწვდა და განვლილი ამბები გამოჰკითხა. -ამომეწურა ფხიზლად ყოფნის უნარი და ახლა სახლში თუ არ წამიყვან აქ დამეძინება. - ნახევარი საათის შემდეგ ჩუმად უთხრა ლუკას. შეეძლო იქვე ჩაერგო სახე კაცის ყელში, თვალები დაეხუჭა და მის სურნელში გაბრუებულს მშვიდად დაეძინა ხმამაღალი მუსიკის მიუხედავად. - გპირდები შაბათ-კვირას მე წამოგიყვან ბარში და იქამდე გეცეკვები სანამ არ მეტყვი დავიღალეო, მაგრამ ახლა მართლა ვეღარ ვძლებ და წამიყვანე გთხოვ. - ლუკას ყურთან ჩურჩულებდა, მერე ლოყაზე აკოცა და ჩაწითლებული თვალები შეანათა. -კარგი. - შუბლზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ მათკენ მიმართულ თვალებს მოავლო მზერა. - ჩვენ მივდივართ, ეს კვირა დატვირთული მაქვს, ვერ მოვახერხებ მოსვლას, მაგრამ კვირის ბოლოს ჩემი გამარჯვება ავღნიშნოთ ერთად. -ამ დღეებში შემოგივლი. - ლოყაზე აკოცა ლუკას, სოფის კი თბილად გაუღიმა. - იმედია არ შეგაწუხებთ. -შეგიძლია მაშინ მოხვიდე როცა გინდა. - თვალი ჩაუკრა მეგობარს, თავზე გადაუსვა ხელი, შემდეგ მოცეკვავე ჯეიკობს და არის დაემშვიდობა, მერე კი ნიკოლოზთან მოსაუბრე სოფის მიუახლოვდა, წელზე მოხვია ხელი და ძმაკაცის გაბრწყინებულ თვალებს მომღიმარი დააკვირდა. -ჩემი დაქალი სახლში მიიყვანე! -იქ მივიყვან სადაც მოინდომეს ქალბატონო, არ ინევიულო. - სიცილით უჩქმიტა ლოყაზე, ანამ კი თვლაები აატრიალა. -მიყვარხარ, თუ რამეა დამირეკე. - მკლავები მოხვია ანას, თან ლოყაზე აკოცა. -მეც, მერე ვილაპარაკოთ. -ჭკვიანად. - თვალებში უყურებდა ნიკოლოზს მომღიმარი ალანია. ისიც თავის ქნებით დაეთანმა, თან თვალი ჩაუკრა. -წავედით. - ქვევიდან ახელა ლუკას, ხმის ამოუღებლად დაიძრნენ გასასვლელისკენ, შემდეგ მანქანაში მოთავსდნენ, იქაურობას წამებში მოსწყდნენ და სახლამდე ჩუმად იმგზავრეს. ისედაც არ იყო დიდი მანძილი, მანქანა მიწის ქვეშა ავტომობილების სადგომზე გააჩერა, უკანა სავარძლიდან სოფის პატარა ზურგჩანთა აიღო, ხელი ჩაკიდა დაღლილ ქალს და ლიფტისკენ დაიძრა. - ანუ სტარბაქსი ახლოს გვაქვს, ახლა ვხვდები მაშინ იქ რატომ იყავი. -სხვათაშორის წლებია მანქანიდან არ გადავდივარ ყავის საყიდლად. - ლიფტში სესულმა თავისი სართულის კოდი აკრიფა, მერე ისევ სოფის შეხედა. - არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ დღეს მომინდა შევსულიყავი და ჩემით მეყიდა ყავა, მაგრამ ერთმა გოგომ ზედ გადამასხა ნახევარი ჭიქა, ამიტომ იძულებული გავხდი ისევ სხვისთვის დამევალებინა ყავის მოტანა. -მაგ დღეს გასაუბრებაზე ვიყავი, მერე ანას შევხვდი… ისე შევამჩნიე არიასთან არ გილაპარაკია. -ეგ გოგო სულ ერთხელ მყავს ნანახი, მაშინაც წყნარად იყო, ან ჯეიკობს ელაპარაკებოდა… -ნუ რას დაელაპარაკებოდი, ბელასთან საუბარში იყავი გართული. - თვალები აატრიალა გახსენებისას. ლუკამ გაოცებულმა დახედა ზევიდან, მერე სწრაფად დადგა მის წინ, კედელს ააკრა, ცალი ხელი კი მისი თავის გასწვრივ მოათავსა. -სერიოზულად მეუბნები მაგას? - თვალებ გაბწტყინებული უყურებდა, ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია და სიცილს ძლივს იკავებდა. - ვისზე ეჭვიანობ გოგო, ბელაზე? - ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი და ხმით გაიცინა. - გამაგიჟებ მალე. - ლოყებზე მოკიდა ხელები და ტუჩებზე აკოცა. - ჩემი ბავშვობის მეგობარია. -მომშორდი! საერთოდ არ არის სასაცილო… რას იზამდი მე რომ სანდროსთან მელაპარაკა ერთი საათი და შენთვის ყურადღება არ მომექცია. -ეგ რა შუაშია ახლა? -აი მეც ეგრე გავაკეთებ და მიხვდები მერე რას ვგრძნობ მე. -ვაიი... შენ გგონია უფლებას მოგცემ სხვას ელაპარაკო და მე ყურადღება არ მომაქციო? -ნერვებს მიშლი უკვე. - წარბ შეკრული უყურებდა მომღიმარ ალანიას, ვერც მისი მკლავებიდან თავისუფლდებოდა და ვერც ემოციების კონტროლს ახერხებდა. - რით ვეღარ ავიდა ეს ლიფტი. -მაღლა ვართ. - მხრები აიჩეჩ, თან ტუჩებზე გადაატარა თითები. - შეგეძლო საცეკვაოდ დაგეპატიჟე და მეც დამიხსნიდი ბელასგან. -მეწყინა უბრალოდ. -რა გეწყინა გოგო. - გაკვირვებულმა ჩახედა ლურჯ სფეროებში. -მე შენი ყურადღება მჭირდება და არ მინდა ჩემზე მეტი ყურადღება სხვას დაუთმო. -როგორი ეგოისტი ხარ. - სიცილით გააქნია თავი, მერე ლიფტიც გაჩერდა, კარი გაიღო და სახლში შესვლის თანავე დიდ ოთახში ამოყვეს თავი. წამსვე მიიქცია ფანჯარაში გამოჩენილმა განათებული მანჰეტენის ხედმა, არაფრისთვის შეუხედავს ისე დაიწყო დიდი შუშებისკენ სვლა, ლუკამ დივანზე დადო ჩანთა, შემდეგ ზრუგით მდგომ სოფის მიუახლოვდა, გვერდზე ამოუდგა და მის განათებულ სახეს დააკვირდა, შემდეგ ლურჯ თვალებს, დანახულისგან სულ რომ უკაშკაშებდა. - წამოდი, დაიძინე და სახლი ხვალ დაათვალიერე. -იცი ხედები ჩემი სუსტი წერტილია. ჩიკაგოში არის ერთი ადგილი, მთაზე სახლებია, იქიდან კი ყველაფერი ჩანს. თუ გაღიზიანებული ვარ, გაბრზებული, ნაწყენი ან რამე პრობლემა მაქვს ქალაქის ხედი მამშვიდებს. -გაგიმართლა, ოთახშიც გვაქვს ასეთი ხედი და აბაზანაშიც. თუ გაგაბრზაებ ადვილად დამშვიდდები. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, მერე მუცელზე მოხვია ხელი და მხარზე აკოცა. - წამოდი. - დივნიდან ჩანთა აიღო, ხელი ჩაკიდა სოფის და საძინებელისკენ დაიძრა. - ეს ჩემი საძინებელია, თუ გინდა სხვას განახებ და იქ დაიძინე, ოთახები ბევრია. -არ მინდა. - ოდნავ გაუღიმა ლუკას, შემდეგ იქაურობა მოათვალიერა. წესიერად ვერაფერს აღიქვამდა, ერთადერთი რაც სურდა იმ დროს, შუაში მდოგომ დიდ საწოლში ჩაწოლა და ბალიშის შეგრძნება იყო. ფეხსაცმელი იქვე დაალაგა, ჩანთიდან პენუარი ამოიღო, ზურგს უკან მდგომი ლუკა არც კი შეიმჩნია ისე კაიხადა კაბა, თხელი ნაჭერი გადაიცვა და საწოლში შეწვა. მისი მზერა კანს უწვამდა, მაგრამ ესეც კი სასწაულად სიამოვნებდა. ელოდა როდის მიუწვებოდა გვერდზე ოთახში მოსიარულე ალანია, დაინახა როგორ შევიდა სხვა კარში, რომელიც სააბაზანოს კარად ჩათვალა, შემდეგ კი ისე მალე ჩაეძინა მისი დანამული კანის ნახვა ვეღარ მოასწრო. სრული ქაოსი ჰქონდა გონებაში, რომელიც სხეულის ყველა უჯრედს ედებოდა. სახე გრილი წყლისთვის შეეშვირა, მაგრამ აჩქარებულ გულს ვერაფრით ამშვიდებდა. გონებას ურევდა სოფის ყველა ქცევა, ახლაც იცოდა თავის საწოლში მძინარე იწვა ნახევრად შიშველი სხეულით და წარმოდგენა არ ჰქონდა მის გვერდით როგორ დაიძინებდა. იცოდა უკვე ეძინა, მაგრამ გასვლას მაინც არ ჩქარობდა. ბოლოს წელზე პირსახოც შემოხვეული გავიდა საძინებელში, იქიდან პატარა ოთახში გადაინაცვლა, სადაც მრავალფეროვან ტანსაცმელს ინახავდა. საცვალთან ერთად ატლასის შორტიც ამოიცვა, თმა ფირსახოცით შეიშრო, შემდეგ ისევ საძინებელში დაბრუნდა და საწოლზე ფრთხილად მოთავსდა. მძინარე სოფისკენ გადატრიალდა, ვალიშისთვის რომ მოეხვია ხელები და მშვიდად ფშვინავდა. ფრთხილად გადაუწია თმა სახიდან, თავზე გადუასვა ხელი, შემდეგ შებლზე აკოცა, ცხირი მის თმასთან მოათავსა და თვალები დახუჭა. *** ერთმანეთზე მიკრული წყვილი ნაზად არხევდა ტანს წყნარ მელოდიაზე. ბარი თითქმის დაცლილიყო, რამდენიმე ადამიანი თუ იყო ისევ შემორჩენილი. კვირის ამ დღეებში ისედაც არ იყო ხალხმრავლობა, ახლა კი ერთი-ორი თუ დაჯდებოდა ბართან და დამღლელ ფიქრებს ჩაახშობდა. -წავიდეთ. - ყურში ჩასჩურჩულა ანამ, ნიკოლოზმა სწრაფად გასწია თავი უკან და გაოცებულმა ჩახედა თვალებში ქალს. -სად? -სახლში წამიყვანე ნიკ. - თავი ოდნავ გააქნია მომღიმარმა. -სახლში არ მინდა, გასეირნებაზე რას იტყვი? -სად? -ნახავ. - თვალი ჩაუკრა კმაყოფილმა, არაფერს დალოდებია ისე მოჰკიდა ხელი ანას, გასასვლელისკენ დაიძრა, შემდეგ მანქანაში მოთავსდა ემბრისთან ერთად და გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო სვლა. ერთმანეთზე მიკრული წყვილი ნაზად არხევდა ტანს წყნარ მელოდიაზე. ბარი თითქმის დაცლილიყო, რამდენიმე ადამიანი თუ იყო ისევ შემორჩენილი. კვირის ამ დღეებში ისედაც არ იყო ხალხმრავლობა, ახლა კი ერთი-ორი თუ დაჯდებოდა ბართან და დამღლელ ფიქრებს ჩაახშობდა. -წავიდეთ. - ყურში ჩასჩურჩულა ანამ, ნიკოლოზმა სწრაფად გასწია თავი უკან და გაოცებულმა ჩახედა თვალებში ქალს. -სად? -სახლში წამიყვანე ნიკ. - თავი ოდნავ გააქნია მომღიმარმა. -სახლში არ მინდა, გასეირნებაზე რას იტყვი? -სად? -ნახავ. - თვალი ჩაუკრა კმაყოფილმა, არაფერს დალოდებია ისე მოჰკიდა ხელი ანას, გასასვლელისკენ დაიძრა, შემდეგ მანქანაში მოთავსდა ემბრისთან ერთად და გაურკვეველი მიმართულებით დაიწყო სვლა. -ამ ხიდზე ნამყოფი ვარ. - მაშინვე თქვა როგორვ კი მანქანა გააჩერა ნიკოლოზმა. -ღამე ნამყოფი ხარ? - მომღიმარმა გადახედა მანქანიდან გადასულ ქალს, გვერდზე რომ ამოსდგომოდა თან წინ იყურებოდა. -არა. -და ჩემთან ერთად? -არა, რა თქმა უნდა. - თვალები აატრიალა ნიკოლოზის კითხვაზე, მის აწეულ წარბებზე ჩაიცინა, ხელკავი გამოსდო და მასთან ერთად დაიძრა ბრუკლინის ხიდისკენ. - ნახევრამდე მივიდეთ, მერე უკან დავბრუნდეთ. -როგორც გინდა. - მხრების ჩეჩვასთან ერთად ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, აქეთ-იქით გაიხედა გზაზე გადასვლისაs, შემდეგ სწრაფად გადაირბინა და ხიდზე ხალხისთვის განკუთვნილ ბილიკს აუყვა. -სოფიც ასე გადარბის გზაზე. ხელს ჩამკიდებს ხოლმე და გარბის. -თქვენ რაღაც განსხვავებული მეგობრობა გაქვთ, შევამჩნიე. -ალბათ იმიტომ რომ სოფია სხვანაირი. -არც შენ ხარ ყველას მსგავსი. -შეიძლება… - კომპლიმენტით ნასიამოვნებს კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე. - ქართულს მართლა მასწავლი? -ასე ძალიან გინდა? - დაეჭვებულმა შეათვალიერა. ვერ ხვდებოდა რატომ სურდა ამ რთული ენის სწავლა ასე ძალიან, მაგრამ მისი მონდომება მაინც სიამოვნებდა. -კი. -რატომ? -არ ვიცი, მომწონს, საინტერესოა, თან ზამთარში მივიდვართ და მინდა ხალხს ქართულად ვესაუბრო. -ისედაც ყველამ იცის ინგლისური იქ. -აქ რომ ჩამოდიხარ ინგლისურად უნდა ილაპარაკო, საქართველოში ქართულად, ესპანეთში ესპანურად. მე ასე ვფიქრობ. -გეთანხმები, მაგრამ ძნელია და უნდა მოემზადო. -მზად ვარ. -ანუ საქართელოში მიდიხართ. -ჰო. - თავი დაუქნია ამაყად. რამდენიმე მეტრი მდუმარედ განვლეს, შემდეგ სიარულით დაღლილი ემბრი გაჩერდა, სქელ რკინის კედლებს დაეყრდნო და განათებულ ქალაქს შეხედა. - შენ არ წამოხვალ? -შენთან ერთად კი. - სიცილით ამოუდგა გვერდზე, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, სწრაფად მოუკიდა კოლოფიდან ამოღებულ ღერს და ანას მოქმედება გაიმეორა. -არ გინდა წასვლა? -ვინმე რომ მყავდეს მომინდებოდა, მაგრამ მამის და ბებიის საფლავის გარდა იქ არავინ და არაფერი მეგულება. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა. წარსულში გადაშვებულს სულ გადაავიწყდა გვერდზე მდგომი ანა. ვერ იტანდა თავის წარსულს, ვერც მასზე საუბარს, საერთოდ განვლილი წლების გახსენებაც კი მთლიანად უცვლიდა განწყობას. -როგორ? დედა, ძმა, ან და არ გყავს? -არ ვიცი. დედაჩემს არ ვიცნობ, რომ გამაჩინა მამაჩემს დაუტოვა ჩემი თავი და წავიდა. იმას თუ ყავს შვილები არ ვიცი. -არ სცადე მოძებნა? - პირდაღბულს გაოგნებული გამომეტყველება აჰკვროდა, არც კი იცოდა იმ დროს რა უნდა ეთქვა მისთვის, იმის თქმა რომ წუხდა ბანალურად ეჩვენებოდა. არც ის იცოდა რას გრძნობდა კაცი იმ დროს, ალბათ ვერც გაიგებდა რადგან თვითონ დიდ ოჯახში იყო გაზრდილი და და-ძმები უკვე ყელში ჰყავდა ამოსული. -არა, არ მაინტერესებ ის ვისაც ოცდაათი წლის მანძილზე ინტერესი არ გამოუჩენია ჩემს მიმართ. რომ მომეძებნა და მენახა მაინც ვერაფერს ვიზამდი, ვერ შევხედავდი სახეში იმ სიძულვილის გამო რომელიც ჩემს გულში ცხოვრობს. ჩემს დაუკითხავად გაჩნდა, მერე კი ვეღარ მოვიშორე. - ბოლო ნაფაზი გამოქაჩა, შემდეგ კი წყალში მოისროლა ნამწვი. თვალებ მოჭუტული უყურებდა მანჰეტენის ლამაზ ხედს რომელიც უკვე ყელში ჰქონდა ამოსული, აღარც ეს ხედი მოსწონდა და არც მაღალი ცათამბრჯენები. მოულოდნელად იგრძნო კისერზე მოხვეული წვრილი მკლავი, რომელმაც ქალისკენ შებრუნება აიძულა. შემდეგ მეორე მკლავიც მოეხვია და სხეულზე აკრული ქალის სხეულიც მკაფიოდ შეიგრძნო. -მე არაფრის თქმა არ შემიძლია. - ჩუმად ჩაილაპარაკა ნიკას ყელში ცხვირჩარგულმა, ბექაური კი გაქვავებული იდგა. ნიავი ანას გაშლილ თმებს სახეზე აყრიდა, მის სურნელსაც აფრქვევდა გარშემო და ნიკაც მისი სურნელით გაჟღენთილ ჰაერს ისუნთქავდა. ძლივს მოახერხა ქალისთვის ხელები მოეხვია, ძლიერად ჩაიკრა გულში, სახე მის ყელში ჩარგო და ჰაერი დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა. თურმე ეს სჭირდებოდა ამდენი ხნის მანძილზე. ასეთი გრძნობით ჩახუტება, თავისი გრძნობების სხვა ადამიანისთვის განაწილება და ცუდი ემოციებისგან განთავისუფლება. ასე არასდროს არავინ ჩახუტებია, უბრალო ჩახუტებით არავის დაუმშვიდებია. ადრე სასმლით, ან სექსით იფანტავდა ცუდ ფიქრებს და დაძაბულობას იხსნიდა, ახლა კი ანას ჩახუტებამ ყველა საშუალება მეორე ხარისხოვანი გახადა, ნიკოლოზი კი ვერასდროს წარმოიდგენდა ამას ვინმე თუ შეძლებდა. -ამ ჩახუტებით ყველაფერი თქვი რაც საჭირო იყო. - ლოყაზე ნაზად ეფერებოდა, თან თვალებში უყურებდა მომღიმარი. ხედავდა როგორ ელოდა ქალი მის მოქმედებას, სულ პატარა მოძრაობა იყო საჭირო და მის სახესთან ძალიან ახლოს მყოფი ქალის ტუჩებს შეეხებოდა. ბოლოს შუბლზე მიაკრო ტუჩები, მომღიმარ ანას თვითონაც გაუღიმა, ხელი გადახვია და ისე დაეშვა ხიდიდან უკანა გზაზე. -ღამით განსხვავებული სილამაზე აქვს. -მართალია. -ახლა სახლში წავიდეთ. - მანქანაში ჩაჯდომის თანავე შედეხა მომღიმარ ნიკას, ისიც თავის ქნევით დაეთანხმა. შემდეგ ტელეფონი მიაწოდა ემბრის და მუსიკის მოძებნა სთხოვა. მალევე გაჟღერდა ნაცნობი სიმღერა მანქანის შავ სალონში, ნიკოლოზმა სიჩქარეს უმატა და მითითებულ მისამართზეც მალე მივიდა. - მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. -არ გჭირდება მადლობის თქმა. -მაშინ ღამე მშვიდობის. - თბილად გაუღიმა და დამშვიდობების შემდეგ მანქანიდან გადასული უკან მოუხედავად დაიძრა შენობისკენ. ცოტა ხანს კვლავ უძრავად იჯდა მანქანაში ერთ წერტის მიშტერებული, განვლილ საათებს იხსენებდა და ანასთან გატარებული ყოველი წუთის თავში ამოტივტივებისას უნებურად ეღიმებოდა. ბოლოს მანქანაც დაძრა და სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა. სახლისკენ რომელშიც არავინ ეგულებოდა. *** ზევიდან დაჰყურებდა მძინარე ადამიას მშვიდ სახეზე, უყურებდა და ვერ იჯერებდა რომ ახლა მის საწოლში იწვა. ფრთხილად ეფერებოდა თმაზე, შიშველ მხარზე ააყოლებდა თითებს, შემდეგ სახეზე გადადიოდა. უნდოდა გაეღვიძებინა, დილიდანვე დაენახა მისი ლურჯი თვალები რომ მთელი დღე გაჰყოლოდა დილის ემოციები. წარბზე ნაზად გადაატარა საჩვენებელი თითი, ოდნავ რომ შეირხა სოფი ქვედა ტუჩზე იკბინა და კვლავ გაიმეორა იგივე მოქმედება. ისე საყვარლად შეკრა წარბები მოუნდა მთლიანი სახე დაეკოცნა, ხელები შემოეხვია და გულში მთელი ძალით ჩაეკრა. მალე დაინახა კიდეც გამუქებული ლურჯი თვალები, სულ ოდნავ რომ გაეხილა ნახევრად მძინარე ადამიას, მკრთალად განათებულ ოთახში ადვილად მოახერხა დამძიმებული ქუთუთოების ბოლომდე გახელა, წამსვე მწვანე, მნათობ სფეროებს წააწყდა და სიტუაციის აღქმის შემდეგ ყურებამდე გაიღიმა. -დილა მშვიდობისა. - ოდნავ გაიზმორა, ლუკას კისერზე შეუცურა თითები, იქიდან სახეზე ავიდა და მისკენ მიწეულმა კაცის ბაგეებს ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები, შემდეგ წელზე მოხვია ხელი, სახე შიშველ მკერდზე მიადო და მისი სითბოს შეგრძნებისას თვალები მიენაბა. -დილა მშვიდობის. - სოფის გრძელ თმებში ახლართა თითები, თავზე აკოცა, თან მისი ქცევით კმაყოფილი გაუაზრებლად იღიმოდა. - როგორ გეძინა? -გათიშულს… შენ? -ასე კარგად არასდროს მძინებია. -აფერისტი. - სიცილით მოშორდა, ნახევარი ტანით გვერდზე გადაბრუნდა, თვალებით თავის ტელეფონს ეძებდა, მაგრამ მის გარდა ყველაფერი დაინახა. ჩამოფარებული მუქი ფარდების საშუალებით მზის სხივები ადვილად ვერ აღწევდა საძინებელში, უზარმაზარი ოთახის ნაცრისფრად შეღებილ კედლებზე რამდენიმე სურათი ეკიდა, დიდ ფანჯარასთან ტყავის სავარძლები მოეთავსებინათ, მათ შორის კი მაღალი, წვრილი მაგიდა იდგა. - რომელი საათია? -თერთმეტი. - იდაყვით დაეყრდნო საწოლს, საფეთქელი ხელის გულს ჩამოადო და ფეხზე წამომხტარი სოფი ისე შეათვალიერა. -გუშინ როგორ გავითიშე არც კი მახსოვს. - სახეზე ჩამოისვა ხელები, მერე ლუკას შეხედა, ქვედა ტუჩი მოექცია კბილებს შორის, თან მომხიბვლელად იღიმოდა. მიუხედავად იმისა რომ თმა ჯერ კიდევ აჩეჩილი და სახე დაულაგებელი ჰქონდა მაინც მიმზიდველად გამოიყურებოდა. - შხაპის მიღება მჭირდება. -მიდი, მე გრეისს ვეტყვი საუზმე მოამზადოს. -მე მხოლოლოდ ჩაის დავლევ, თუ ნამცხვარი იქნება დიდი სიამოვნებით მივაყოლებ. - როგორც კი დაამთავრა სიტყვა აბაზანის კარს იქით გაუჩინარდა. დივანზე მჯდომს ლეპტოპი მუხლებზე დაედო, იმეილზე მისულ შეტყობინებებს კითხულობდა და საპასუხო მესიჯს აგზავნიდა, თან ყავას სვამდა. ისე იყო ტექსტის წერაში გართული ვერც კი შეამჩნია როგორ მიუახლოვდა უკნიდან სოფი, რომელმაც ყელზე მოხვია მკლავები, ლოყაზე აკოცა, შემდეგ განათებულ ეკრანს შეხედა. -ორი წუთი და მოგხედავ. - სწრაფად ჩაილაპარაკა და კვლავ ტექსტის წერა განაგრძო, შემდეგ მისი ტელეფონი აწკრიალდა, წამსვე უპასუხა ზარს, ტელეფონის იქით მოსაუბრე კაცს უსმენდა, თან კლავიატურის წკაპუნს განაგრძობდა. - კი ვნახე, ახლა ვაგზავნი წერილს… ვფიქრობ პარასკევს აქ იქნება, შეხვედრა შაბათს დავნიშნოთ… კვირას ფინალი მაქვს და ამ დღეს არსად მივდივარ, ხომ იცი… მომწერს პასუხს და გაგაგებინებ… კარგი. - ტელეფონი გაუთიშა, დახურული ლეპტოპი მაგიდაზე დადო, შემდეგ გვერდზე მჯდომი სოფი მუხლებზე დაისვა, ცხვირი მის ყელში ჩარგო, ჯერ მისი სურნელი შეისუნთქა, რომელსაც საკუთარი ტანის გელის სუნი შერეოდა, მერე ყელზე მიაკრო ტუჩები, იქიდან ლოყაზე გადავიდა, ბოლოს კი მის ბაგეებს წაეტანა. - რა ტკბილი ხარ. - ცხვირის წვერი გაუსვა ლოყაზე, კიდევ ერთხელ აკოცა, მერე კი მაგიდიდან ყავის ფინჯანი აიღო და ცოტა მოსვა. -მეგონა ერთად უნდა გვესაუზმა. -კი უნდა ვისაუზმოთ. - ფეხზე წამომდგარმა სოფიც იატაკზე დააყენა, ტელეფონი აიღო და ხელ ჩაკიდებული სამზარეულოში გაიყვანა. რამდენიმე წამში გრეისიც შეუერთდა ბართან მსხდომ წყვილს. -გამარჯობა. - თავის დაკვრით მიესალმა სოფის და ადამიამაც იგივე მოქმედება გაიმეორა. -გრეის ეს სოფია, დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს, ჩემი არ ყოფნის დროს დახმარება თუ დასჭირდება დაეხმარე. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. - ხელი გაუწოდა სოფიმ, მანაც დაბნეულმა ჩამოართვა. -ჩემთვისაც. - ბოლოს მაინც გაიღიმა, შემდეგ მარმარილოს ზედაპირზე საჭმლის დალაგებას შეუდგა, თან სოფის საუბარს და მანერებს აკვირდებოდა მისი განზრახვის ამოსაცნობად. -დღეს სახლში გაგიყვანო? -ჰო, ტანსაცმელი მაქვს წამოსაღები. -ვჭამოთ და ერთ საათში გავიდეთ, მე კომპანიაში უნდა წავიდე, არ მგონია მოსვლა შევძლო, მეისონს გამოვუშვებ და ის წაგიყვანს. -არ არის საჭირო, ანა წამიყვანს. -სოფი… -ასე უცებ ნუ ცდილობ ჩემი ცხოვრების შეცვლას ლუკა, მძღოლი არ მჭირდება, მეტრო არსებობს, ტაქსიც, შენც და ანაც. მე თუ მეტროში არ ჩავედი კვირაში ერთხელ მაინც, ისე ვერ გავძლებ. შენ შეიძლება ბავშვობიდან ასეთ სიტუაციაში გაიზარდე, მაგრამ მე არ გავზრდილვარ და ნუ მაიძულებ ერთი დღეში მთლიანად გადავკეთდე. -არ ვცდილობ... უბრალოდ მინდა კომფორტი შეგიქმნა. -კომფორტულად ვარ, დამიჯერე. - მხარზე აკოცა, შემდეგ ლოყაზე და წინ დადებული ფინჯნიდან ჟოლოს ჩაი მოსვა. -კარგი ჰო. - დანებებულმა უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და ჭამა განაგრძო. საუზმის შემდეგ სავარძელში მჯდომი სოფი მომღიმარი აკვირდებოდა როგორი საქმიანი გამომეტყველებით უყურებდა ლეპტოპის ეკრანს, ტელეფონზე მოლაპარაკეს უსმენდა, ხანდახან სურათსაც კი უღებდა შეუმჩნევლად. ბოლოს ყველაფერს რომ მორჩა სოფის შეხედა, მის მომღიმარ სახეზე თვითონაც გაეღიმა და ის იყო უნდა ეთქვა მასთან მისულიყო კვლავ რომ ამღერდა მისი ტელეფონი. ამჯერად ზარი საქართველოდან იყო. მამიდის სახელის დანახვაზე თვალები დახუჭა, თავი სავარძლის საზურგეს ჩამოადო და ხმამაღლა ამოიოხრა. -უპასუხე. -მამიდაჩემმა დამღლელი ლაპარაკი იცი. -გუშინ ხომ მოგწერა, აუცილებელი საქმე აქვს… მიდი უპასუხე სანამ გათიშა. - ღიმილს არ იშორებდა სახიდან. აინტერესებდა როგორი იყო ლუკა მასთან საუბრის დროს, უფრო მეტის გაგება სურდა მასზე და იგებდა კიდეც ნელ-ნელა. ცოტა ხანს უყურა სოფის, შემდეგ თვალები აატრიალა, თან განათებულ ეკრანს თითი გადაუსვა, ჯერ გამაღიზიანებელი ზარის ხმა შეწყდა, ცოტა ხანს შხრიალი ისმოდა მეორე მხრიდან, მერე ის ხმაც მიწყდა და სიჩუმე ლუკამ დაარღვია. -ჰო მამიდ. -როგორ ხარ ჩემო სიცოცხლე. -ძალიან კარგად, შენ? - თბილად გაუღიმა ეკრანზე გამოსახულ ლამაზი ნაკვთების მქონე ქალს, თან სოფისკენ გააპარა თვალი. -რა ვიცი… -რა ხდება? ბებო ხომ კარგად არის? -კი, ნუ ნერვიულობ. ლილეს აქვს ფილტვებზე პრობლემები, გუშინ ვეღარ სუნთქავდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. -ლილე ვინ არის? - დაეჭვებულმა იკითხა, საახლობლოში არ ახსენდებოდა არავინ ვისაც ლილე ერქვა, ქეთიც პირდაღებული სიტყვას ვეღარ ამბობდა. -ვინ არის ლილე?! შენი ძმის შვილების სახელიც კი არ გაინტერესებს?! რა ვერ მოინელე გამაგებინე?! - გაბრაზებულმა ხმას აუწია და როგორც სჩვეოდა ჩხუბზე გადავიდა ნერვებ მოშლილი. - ასეთი არაფერი გამიგია! საბა და ნინი დავივიწყოთ, კარგი, მაგას არაფერი ეშველება, მაგრამ ამ ბავშვებმა რა დაგიშავეს? -გეყოფა ქეთო. - ყბებ დაჭიმულმა კბილებში გამოსცრა, დიდი ხანი იყო მისი სახელი აღარ მოესმინა და ახლა ამ ყველაფრის ერთად წარმოდგენისას ბრაზი აწვებოდა. -არაფერიც არ მეყოფა! მათე სულ გკითხულობს, აინტერესებს როდის დაელაპარაკება ბიძამისს რომელიც მხოლოდ ფოტოებში ჰყავს ნანახი. რა მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის შენს სიცოცხლეს როცა როგორც ანდროს სურათებს ისე ათვალიერებს შენსასაც. -ქეთი თავი დამანებე! თავიდანვე გითხარი რომ მაგ ბავშვს ვერ შევხედავდი. -შენ მოგიკვდი მე. რა მიქენი, ჯერ ერთი შვილი დავკარგე, მერე შენ დამტოვე აქ. საბა სულ შეიცვალა, ჩემი პატარა გოგო კიდე… -გავთიშავ ახლა. -მამაშენი ცუდად არის. -რა სჭრის. - სახეზე ჩამოისვა ხელი, შემდეგ წინ გადახრილი მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით და კვლავ ქეთის დააკვირდა. -მეტი რაღა უნდა სჭირდეს, რაც მაგან გადაიტანა ის რომ რომელიმეს გადაგხდოდათ ახლა ჭკუაზე არ იქნებოდით. -ჯანმრთელობის მხრივ აქვს რამე პრობლემა? -ფილტვები აღარ უვარგა, სუნთქვა უჭირს და ეს სიგარეტი მაინც ვერ გადავაგდებინე. -ექიმთან არ იყავით? -არ მომყვება, არ იცნობ როგორია? ჯიუტობაში და ხისთავიანობაში დაემსგავსე მაინც და მაინც. -რა გინდა მამიდ, კიდევ დიდხანს უნდა მლანძღო და მეჩხუბო? -რა მინდა კარგად იცი. - ლუკას სიტყვებმა ოდნავ მოალბო აბობოქრებული ქალი, ხმაც დაუმშვიდდა და შედარებით წყნარი ტონით უთხრა. - დაურეკე მამაშენს, იქნებ შენ მაინც დაგიჯეროს, თორემ მართლა გავგიჟდები, ორ კოლოფს ეწევა დღეში, როგორ უმუშავებს ფილტვები მიკვირს. -კარგი დავურეკავ. -რაღაც უნდა გკითხო. - ცოტა ხნიანი სიჩუმის შემდეგ შეპარვით დაიწყო საუბარი, რამდენიმე წამით მდუმარედ უყურა ძმისშვილის მომლოდინე სახეს, შემდეგ კვლავ ლაპარაკი დაიწყო. - შენი ფოტო ვნახე ვიღაც გოგოსთან ერთად, სახე არ უჩანდა ოღონდ და ვინ არის? -ჩემი შეყვარებული. - ცერით ცხვირი მოიფხანა, თან მომღიმარმა გახედა სავარჯეში მჯდომ თვალებ გაფართოვებულ გოგოს. -შენი საღადაო ვარ მე? - წარბები შეკრა ქალმა, ლუკას კი ხმამაღლა გაეცინა. -არ ვღადაობ მამიდ, მართლა ჩემი შეყვარებულია, აქ ზის ახლა და გისმენს როგორ მლანძღავ. - სოფის წაშლილ გამომეტყველებაზე სიცილს ვერ იკავებდა, მუშტებს უქნევდა მუქარის ნიშნად ლუკას, აღარც ქეთი იღებდა ხმას. - მოდი გაგაცნო ჩემი უსაყვარლესი და ერთადერთი მამიდა. -ქართველია? -ჰო, ქართველია. - სწრაფად გახსნა მაგიდაზე დადებული ლეპტოპი, ტელეფონი ეკრანზე მიაყუდა და მისკენ მომავალ სოფის ხელი გაუწოდა. -მოგკლავ. - ჩუმად დაიჩურჩულა, ხელი მოკიდა ლუკას, მან კი თავის ფეხებს შორის დაისვა, ხელები მუცელზე მოხვია და ლოყებ შეფარკლული სოფი ინტერესით მომზირალ ქეთის წარუდგინა. -გაიცანი სოფი, ეს ჩემი ულამაზესი მამიდაა, ქეთი. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ლუკა ბევრს მიყვებოდა თქვენზე, ძირითადად მარტო თქვენზე საუბრობს და ასე თუ ისე შორიდან გიცნობთ. - მომღიმარმა უცებ დაიწყო საუბარი, თან ლუკას სხეულის დაიგნორებას ცდილობდა, უკნიდან გახურებული მკერდით რომ ეკრობოდა და მთლიან ზურგს უწვავდა. -ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ახლა შენი გაცნობა და რამხელა სანერვიულო მომხსენი მხრებიდან. -არაფერზე არ ინერვიულოთ, მივხედავ ამას და მოვიყვან გონს. - ყურებამდე გაიღიმა, მერე მხარზე კბილების მოჭერა იგრძნო და საპასუხოდ მაჯაზე უჩქმიტა ალანიას. -მეტკინა გოგო. - წარბ შეკრული მიაშტერდა პროფილზე, თან ხელი გადაისვა ნაჩქმეტ ადგილზე. -აბა მე მკითხე. -ბევრს ლაპარაკობ. - ყურში ჩასჩურჩულა, შემდეგ ნაკბენ ადგილზე აკოცა. - მამიდ წავედით ჩვენ, საქმეები გვაქვს, სოფი სახლში უნდა წავიყვანო, მერე კომპანიაში წავიდე. სხვა დროს დაგირეკავთ და რამდენიც გინდა იმდენი ელაპარაკე. ჩემთან არის არსად არ მიდის. -კარგი მიდით მიხედეთ თქვენს საქმეებს, მიმიხედე მაგას, შენ კიდე არ აწყენინო ამ გოგოს თორემ არ ვიცი რას გიზამ. -ვაწყენინე უკვე, მაგრამ მეტს აღარ ვიზამ. - თვალი ჩაუკრა მამიდას სოფის მხარზე ნიკაპ ჩამოდებულმა. -გამიხარდა რომ გაგიცანით, ახლო მომავალში აუცილებლად დაგირეკავთ და ვისაუბროთ. -მეც ძალიან გამიხარდა ჩემო კარგო... ვილაპარაკოთ აუცილებლად, გაკოცეთ ბევრი. -ნახვამდის! - ხელი დაუქნია ქეთის და არ დალოდებია გათიშვას ისე გადააწვინა დივანზე სოფი, ქვემოდან მოქცეულს ღუტუნი დაუწყო და ისიც წამსვე აკისკისდა. - ვის მოიყვან გონზე? -გაჩერდი! ლუკა მოვკვდები ახლა! - სიცილით ცდილობდა კაცის ხელების მოშორებას, ქეთი კი სახე გაბრწყინებული უყურებდა წყვილს. ვერ წარმოიდგენდა ისევ თუ გადაწყვეტდა ურთიერთობის წამოწყებას ლუკა და ისევ შეიყვარებდა ვინმეს. ბედნიერი იყო ასეთი ძმისშვილის ყურებისას. დიდი ხანი იყო ასეთი ბუნებრიბი და სახე გაბრწყინებული არ ენახა. მიუხედავად იმისა რომ წარსულს არ ივიწყებდა, მაინც უხაროდა მის გვერდით ქალის ყოლა რომელიც ნელ-ნელა წარსულიდან მოყოლებულ ბრაზს ჩაუხშობდა. როგორც კი დაიწყო საუბარი მაშინვე მიხვდა როგორი იქნებოდა ლურჯ თვალა ქალი და იმასაც მიხვდა რომ მისი ლამაზი ღიმილი ყალბი არ იყო. თვითონ გაწყვიტა ზარი, ტელეფონის ეკრანიც ჩაბნელდა, ლუკა კი სოფის ზევიდან მოქცეული ახლა სავსე ტუჩებს უკოცნიდა ქალს, აბრუებდა და ვნების მორევში ითრევდა. -გეყოფა, უნდა მოვემზადო და გავიდეთ, თორემ დამაგვიანდება. - ბოლოს ძლივს მოსწყდა მის ტუჩებს, ცხვირის წვერზე აკოცა, შემდეეგ შუბლზე. -მამაშენს არ უნდა დაურეკო? - ისევ ლუკას კისერზე ჰქონდა შემოლაგებული მკლავები და მოშორების უფლებას არ აძლევდა. -მერე დავურეკავ. -რატომ მომასმენინე ქეთი მამიდას ლაპარაკი, რატომ არ გახვედი სხვა ოთახში, ან მე რატომ არ გამიშვი. - თვალებში უყურებდა ზევიდან მოქცეულ კაცს, თითებს კი მის თმაში დააცოცებდა. -შენთან დასამალი არაფერი მაქვს. - ყელში, მფეთქავ არტერიაზე ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები, მისი სურნელი კიდევ ერთხელ შეისუნთქა და მთლიანად მოშორდა. -ზედმეტად ჩახლართული წარსული გაქვს. - უკან აედევნა საძინებლიკენ წასულ ლუკას, ოთახ-გარდერობშიც შეჰყვა, კარის ჩარჩოს მხრით მიეყრდნო და პერანგების თვალიერებაში გართული ლუკა მთლიანად შეათვალიერა. -ჩახლარჩული არ არის, უბრალოდ ბევრი ღალატი, ჩხუბი, ბრაზი და ტკივილია. - არ შეუხედავს სოფისთვის ისე ჩაილაპარაკა, მუქი ლურჯი კლასიკური შარვალი ამოიცვა, შემდეგ პერანგი შემოიცვა და ღილების შეკვრას შეუდგა სარკის წინ მდგომი. -მგონი ვხვდები რაც მოხდა. -მე მოგიყვები მაშინ როცა მზად ვიქნები მოსაყოლად, მანამდე არაფერი მითხრა. -კარგი. - სწრაფად მიუახლოვდა პერანგის შეკვრაში გართულს, წინ ჩამოუდგა და ღილების შეკვრა თვითონ განაგრძო. - მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ძმისშვილების სახელის არცოდნა დანაშაულია. - როგორც კი შეკვრა დაამთავრა ჰალსტუხების კოლექიას მიადგა, ერთ-ერთი ლამაზად დახვეული აიღო და კვლავ ერთ ადგილზე მდგომ ალანიას მიუახლოვდა. -სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაიბადნენ… - თვალები აატრიალა, წელზე მოხვია ხელები ჰალტუხის შეკვრაში გართულ სოფის, თავისკენ მისწია, თან ზევიდან დახედა. -არ აქვს მნიშვნელობა. ბავშვები ყველაზე უცოდველი არსებები არიან, მაგრამ ხშირად მათზე ტყდება მშობლების ცოდვები და ცოდოები არიან. შენი ძმისშვილები შენი ყველაზე ახლო ადამიანები არიან, მითუმეტეს ტყუპისცალის შვილები. რაც არ უნდა გაეკეთებინა და ვისგანაც არ უნდა ჰყავდეს, ისინი მაინც შენი სისხლი და ხორცი არიან, რომლებსაც ყოველთვის უპირპობოდ ეყვარები. მხოლოდ იმიტომ რომ მათი ბიძა და მამის ტყუპი ძმა ხარ. ასევე უნდა გიყვარდეს შენ რადგან შენი ძმის შვილები არიან. - კოსტუმის ჩაცმაში დაეხმარა, ხელები მხრებზე გადაუსვა, ლოყაზე აკოცა და ისე მოშორდა აღარ შეუხედავს მისთვის. საძინებელში გასულმა საკუთარი ტელეფონი მოძებნა, ზურგჩანთაში ჩადო ყველაფერი და მისაღებში სავარძელში მჯდომი დაელოდა როდის გამოვიდოდა ლუკა. -უკაცრავად, მის. - ტელეფონში თავჩარგულ სოფის თავზე წამოადგა გრეისი, ადამიამ კი გაოცებულმა ახედა მასზე თხუთმეტი წლით უფროს ქალს, რომელსაც ასაკი დიდად არ ეტყობოდა. -არანაირი მის, სოფი დამიძახე. -კი მაგრამ… -გთხოვ, არ მომწონს ასე რომ მეძახი. -კარგით... საღამოსთვის რა მოვამზადო? -მმ… არ ვიცი, რასაც აქამდე ამზადებდი. - დაბნეულმა გასცა პასუხი, თან მისაღებში შემოსულ ლუკას გახედა. - რასაც ის მოისურვებს. -კარგით. -გრეის, მეისონი სად არის? -დაბლა გელოდებათ, სერ. - თავი დაუკრა ორივეს და სამზარეულოში გაუჩინარდა. -წავედით. - ფეხზე წამომდგარ სოფის შეხედა, წელზე მიადო ხელი და ლიფტისკენ დაიძრა. იმ დროს სულ სხვანაირი იყო, ისეთი როგორიც პირველი შეხვედრისას ნახა. სერიოზული გამომეტყველება აეკრა, კლასიკურ სამოსში კი უფრო მამაკაცური და მიმზიდველი ჩანდა. -ძალიან სექსუალურად გამოიყურები. - ქვედა ტუჩზე იკბინა და ისე შეათვალიერა კიდევ ერთხელ. -რამდენჯერ გითხრა ნუ მეთამაშები და ნუ აწვალებ ტუჩსთქო? - ლიფტში შესულმა მაშინვე კედელზე ააკრა სოფი, ქვედა ტუჩზე მტკივნეულად უკბინა, თან უკანალზე მოუჭირა თითები და მისი ჩუმი კვნესაც შემოესმა. სხეულზე აკრულს ვნებიანად დაუკოცნა დიდი ტუჩები, კვლავ ნაცნობმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში და იგრძნო გაბრუებულს თავში როგორ მოაწვა სისხლის დიდი ნაკადი. - გონებას მაკარგვინებ და ერთხელაც თავის შეკავება თუ ვეღარ შევძელი მერე არ ვიცი თავს როგორ უშველი. -შენ ყოველთვის შეძლებ თავის შეკავებას. - თავისი აჩეჩეჩილი თმები თვითონვე შეუსწორა, მერე სახეზე მიეფერა და მოწყვეტით აკოცა. - მე შენ გენდობი და ვიცი იმას არ გააკეთებ რაც მე მატკენს. -ჯანდაბა, რატომ მენდობი ასე, მე ხომ არაფერი გამიკეთებია. - შუბლით სოფის შუბლს დაეყრდნო თვალებ დახუჭული. - ჩემთან სახლში გადმოსვლაზე დამთანხმდი უცხო კაცს, რომლის წარსულის შესახებაც არაფერი იცი, არც კი მიცნობ წესიერად და მიუხედავად ამისა ჩემს საწოლში, ჩემს გვერდით გძინავს და ჩემზე მეტად ხარ დარწმუნებული იმაში რომ არაფერს გავაკეთებ… როგორ მენდობი ასე ბრმად. -არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა მომღიმარმა. -მაგიჟებ. - ლოყებზე მიეფერა ცერებით, შემდეგ ნაზად დაუკოცნა ტუჩები. ბოლოს შუბლზე აკოცა, ორივე ხელი მჭიდროდ მოხვია სხეულზე და მკერდზე მიიკრა. - ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეს ყველაფერი და შენი ჩემს გვერდზე ყოფნა. -საქართველოში რომ გამეცანი და ახლა იქ ვყოფილიყავით ვერ გადმოვიდოდი შენთან. იქ სხვანაირი ხალხია, სხვანაირი გარემო და ალბათ დედაჩემიც გაგიჟდებოდა. ახლაც გაგიჟება ვიცი. -ჯობია ჯერ ჩემზე უთხრა, რადგან მალე მაინც გაიგებს ინტერნეტის საშუალებით. -ამ დღებში დაველაპარაკები... რთულია გოგოდ ყოფნა. - ბურტყუნით გავიდა ლიფტიდან, ლუკა კი მომღიმარი აედევნა. -სოფი დავტოვოთ სახლში. - მანქანაში ჩაჯდომისას უთხრა მეორე მხარეს კარებთან მდგომ მეისონს, რომელიც სოფის ჩაჯდომას ელოდებოდა. -მადლობა. - თბილად გაუღიმა ადამიამ. კაცმა ჯერ გაკვირვებულმა შეხედა, მერე ღიმილით დაუქნია თავი და კარის დახურვის შემდეგ თავის ადგილას მოთავსდა. -შენ დრაივ ლაისენსი არ გაქვს? -არა. -აღებას არ აპირებ? - ტელეფონში იყურებოდა, თან სოფის ესაუბრებოდა. ადამია კი მის პროფილს ათვალიერებდა. -არა. -და რატომ? -არ მინდა. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, მსხვა მხარეს გაიხედა და იგრძნო კიდეც ლუკას მიშტერებული მზერა. -როგორ თუ არ გინდა? -უბრალოდ არ მინდა, არ მომწონს მანქანის ტარება. ერთხელ უკვე დავუმტვრიე ჩემს ძმას თავისი მანქანა. ძალით დამსვა, უნდა გასწავლოო. მე ვერ მასწავლა ტარება, მაგრამ თვითონ კარგი გაკვეთილი ისწავლა. -რაღაცას არ მეუბნები. - თვალებ მოჭუტულმა ყბებზე მოკიდა ხელი, თავი შემოატრიალებინა და ლურჯ თვალებში ჩახედა. - მითხარი. -ვერ ვატარებ მანქანას, ამქსოფობია მაქვს. -რა? - დაბნეულმა წარბები შეკრა. -მანქანის მართვის შიში მაქვს. - ყოყმანით უპასუხა, ტუჩზე იკბინა და თვალები დაბლა დახარა. -სერიოზულად მეუბნები? - ახლაც გაუნთავისუფლა ქვედა ტუჩი, ცერი ზედ გადაატარა, თან ნიკაპ ქვეშ ამოსდო თითები და თავი ააწევინა. - სოფი… -ჰო და ამიტომ მართვის მოწმობის აღებას არ ვაპირებ. -კიდევ რისი გეშინია? -ობობების და ნემსის. - ლოყებ შეფარკლულმა სხვა მხარეს გაიხედა. ჯერ გაოცებული უყურებდა ლუკა, შემდეგ პირზე ჩამოისვა ხელი სახე რომ დაეწყნარებინა და ხმამაღლა არ გაეცინა. -ნემსის მეც მეშინოდა. - ვითომც არაფერი ისე ჩაილაპარაკა, სოფის ყურადღებაც წამსვე მიიქცია. ეჭვნარევი გამომეტყველებით ათვალიერებდა ადამია მის სახეს, ბოლოს თვალები აატრიალა. -საერთოდ არ არის სასაცილო. - როგორც კი თქვა მაშინვე წასკდა სიცილი ლუკას, დაბღვერილს ხელი მოხვია და ლოყაზე აკოცა. -ნემსის როგორ გეშინია გოგო? - თმებზე გადაუსვა ხელი, მერე კი შეკრულ წარბებს შორის გაჩენილ ზოლებზე მიაკრო ტუჩები. -თავი დამანებე. -რა მშიშარა ყოფილხარ პატარა… -ნუ დამცინი, ჩემი ბრალი არაა. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, ლუკას ყელში ჩარგო ცხვირი და მისი სასიამოვნო სურნელი ხარბად შეისუნთქა. კიდევ დიდი ხანი დარჩებოდა იგივე პოზაში რომ არა ლუკას აწკრიალებული ტელეფონი. სავარძელზე გასწორდა, თან ტელეფონზე მოსაუბრე ალანიას უყურებდა. საქმეზე ლაპარაკის დროს მთლიანად იცვლებოდა, თითქოს მეორე ლუკა ანაცვლებდა მხიარულ მოსიყვარულე ალანიას. დაფიქრებულად, მშვიდად, მაღალ ფარდოვანი სიტყვებით ესაუბრებოდა ტელეფონის მეორე მხარეს მყოფ ადამიანს. ასეთ მდგომარეობაში დაკვირვების შემდეგაც კი ვერ იფიქრებდით რომ ამ მწვანე თვალება კაცს სხვანაირად საუბარი, ქცევა ან საერთოდ სიცილი შეეძლო. ისეთი შეხედულება სქონდა, ერთ სიტყვას რომ იტყოდა და ყველა დაუჯერებდა მცდარი, ან ტყუილიც რომ ყოფილიყო. ინტერნეტში ამოკითხულ გამოკითხვებში ადამიანების უმეტესობა, ძლიერ მბრძოლელად, შესანიშნავ ადამიანად, კარგ მოსაუბრედ, ჭკვიან და წარმატებულ ბიზნესმენად აღწერდა. ქალებისთვის კი ნამდვილი მამაკაცი, მიმზიდველი და სასურველი პიროვნება იყო. რამდენიმე ახლო ადამიანის გარდა არავის ჰყავდა ნანახი ისეთი ლუკა როგორიც სოფისთან იყო. არავის ჰქონდა მისი ბუნებრივობის ხილვის საშუალება, ეს კი თავად სოფიმაც არ იცოდა. სოფის კორპუსის წინ გაჩერებულ მანქანაში ისხდნენ, ლუკა კვლავ ტელეფონზე საუბრობდა, მაგრამ სოფის გადასვლის საშუალებას არ აძლევდა. მის წვრილ მკლავზე ჩაეკიდა თითები, ლურჯ თვალებში უყურებდა და თვალს არ აშორებდა. ბოლოს როგორც იქნა მორჩა საუბარს, ტელეფონი სავარძელზე დააგდო, სახეზე ხელები ჩამოისვა და სოფის დამნაშავე გამომეტყველებით შეხედა. -მაპატიე… ეს კაცი მოხუცია და უამრავჯერ გამიმეორა ერთიდაიგივე კითხვა სხვადასხვა ფორმაში. -არაუშავს, შენი საქმეა… მთავარია სხვებთან აღარ დამტოვო უყურადღებოდ. -მაგას არ დაივიწყებ ხო? -არა, სულ მემახსოვრება... - თავი გააქნია უარყოფის ნიშნად, შემდეგ გაიღიმა და ლუკას ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. -შეყვარებულზე მელაპარაკებოდა, თან ბელამ ბევრი საუბარი იცის, ბავშვობიდან მის წუწუნს ვუსმენ. -შენ კარგი მეგობარი ხარ, მაგრამ რამდენად კარგია ის? - სერიოზული გამომეტყველებით, თვალებ მოჭუტული უყურებდა და მის პასუხს მოუთმენლად ელოდა. -რისი თქმა გინდა? - წამსვე წარბები შეკრა ლუკამ, ვერასდროს იტანდა ბელას ცუდად მოხსენიებას ან მის ცუდ მეგობრობაში ბრალის დადებას. იცოდა ტომასს ბელა არ მოსწონდა, პირველად რომ გააცნო მაშინვე მიხვდა რომ სმიტს ქალის მიმართ დადებითი შთაბეჭდილებები არ გასჩენია, ვერ ხვდებოდა რატომ, არც ტომი ამბობდა არაფერს. მასთან ამ ყველაფერს შეჩვეული იყო, მაგრამ სოფის მსგავს საუბარს ვერ მოუსმენდა. -არაფრის, უბრალოდ ჩემზე შთაბეჭდილება დიდად ვერ მოახდინა. -ამაზე საღამოს ვილაპარაკოთ. - წარბშეკრულმა სხვა მხარეს გაიხედა. -საღამომდე. - ოდნავ გაიღიმა, მერე სწრაფად გადავიდა მანქანიდან და შენობაში უკან მოუხედავად შევიდა. კიბებიი სირბილით აიარა, სახლის კარი შეაღო და მისაღებში შესულმა დივანზე ერთმანეთში ახლართულ წყვილს რომ მოჰკრა თვალი წამსვე უკან შებრუნდა. - სერიოზულად?! საძინებელის შესახებ იცით რამე? - ახარხარებული ქეისის ხმა დააიგნორა, ხელი სახეზე მიიდო შიშველი წყვილი რომ არ დაენახა და გვერდი ისე ჩაუარა. -არ ვიცოდი თუ მოხვიდოდი! -ანას ვეტყვი რომ მანდ აღარ დაჯდეს. - როგორც კი თქვა თავის საძინებელში შევიდა, კარი მიხურა და ცოტა ხანს თვალებ დახუჭული ერთ ადგილას გაჩერდა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, ტელეფონი ამოიღო და ანას შეტყობინება გაუგზავნა. “როდის მორჩები?” “სამ საათზე გამოვალ.” “სახლში გელოდები, სალაპარაკო მაქვს.” “კარგი.” როგორც კი შეტყობინება წაიკითხა ჰაერი გამოუშვა ფილტვებიდან, შემდეგ ოთახი მოათვალიერა, ჯერ ყურებში ეარპადები გაიკეთა, დედის ნომერზე გადარეკა, ტელეფონი საწოლზე დააგდო და კარადიდან ჩემოდანი გადმოიღო. რამდენიმე ზარის შემდეგ მისი წყნარი ხმაც შემოესმა, ცოტა გულზეც მოეშვა როგორც კი შეამჩნია კარგ ხასიათზე მყოფი ნატალი. -როგორ ხარ დე? -რა ვიცი, აი გოგოები არიან ჩვენთან, ირაკლიც, მწვადებს წვავენ და ასე… შენ რას შვრები? -ჩემს კარადას ვალაგებ. -დაგვენახეო გოგოებმა. -მოიც. - სწრაფად აიღო საწოლზე დაგდებული ტელეფონი, ფეისთაიმით დანარეკს უპასუხა და მალე მათი სახეებიც გამოჩნდა. -სოფიი… როგორ ხარ?! - ყურებამდე გაღიმებული უქნევდა ხელ ორმოც წლამდე ქალი, მას სხვებიც შეემატნენ და სოფიც ყველას სათითაოდ სცემდა პასუხს. ყველას რომ ესაუბრა ოჯახის წევრების ჩათვლით ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და ყველას ყურადღება ითხოვა. -რაღაც უნდა გითხრათ… -ვაიმე, მგონი გვითხოვდება და შემოპარებას ცდილობს ახლა. - სიცილით თქვა ერთ-ერთმა, სოფის კი სახე აუწითლდა. -არა, ნუ გეშინიათ, ჯერ არ ვთხოვდები. -აჰა, ჯერ არაო. -მოიცადეთ აბა… მიდი სოფ, გისმენთ. - ყველა გააჩუმა ადამიამ, სოფიც ანერვიულებული უყურებდა მაგიდაზე იდაყვებით დაყრდნობილ ძმას. - მამი მოიცა რას აკეთებ ტო, დაიწვება ეგრე... დაანებე შეიწვას რა. - წამით გაიხედა გვერდზე, შემდეგ ისევ სოფის შეხედა. - თქვი მიდი. -ცოტახანში ისედაც გაიგებთ და მირჩევნია მე გითხრათ… შეყვარებული მყავს. -აიი, ხომ გითხრით. - სიცილით წამოიძახა იქვე მყოფმა უახლოესმა ადამიანმა, მას კი სხვებიც აჰყვნენ, შემდეგ მამის ხმაც გაიგო, თორნიკე კი კვლავ მაგიდაზე დაყრდნობილი შესცქეროდა დას. -რაო? - ნელ-ნელა მიუახლოვდა მაგიდას უფროსი ადამია, ტელეფონი აიღო მაგიდიდან და წარბ შეკრულმა უკან გასწია ქალიშილის უკეთ დასანახად. -შეყვარებული მყავსო ზუ, დაგვერხა. - ისევ არ ჩერდებოდა სასმლისგან შეზარხოშებული ხმა, ერთმანეთში მოლაპარაკე სიცილნარევი ხმებიც ესმოდა და სახე მთლიანად ეწვოდა სოფის. -ერთი წუთით გაჩერდით, ჩემს გოგოს უნდა დაველაპარაკო… - მაგიდასთან მსხდომებს შეხედა, ყველა რომ დაამშვიდა ისევ სოფის დახედა. - რაო რას ამბობენ? -შეყვარებული მყავს. - სახე აწითლებულმა კიდევ ერთხელ გაიმეორა და მდუმარედ მყოფ მამას დაელოდა როდის ამოიღებდა ხმას. -შავი ხომ არ არის? -არა მამა, ქართველია. - ძლივს მოახერხა გაცინება, თან თვალები აემღვრა მისი ყურებისას. -ვინ არის სოფ… სახელი გვითხარი აბა. - ტელეფონში ჩაყო თავი ოჯახის მეგობარმა, რომელთან ერთადაც შვიდი წლის მანძილზე იზრდებოდა და ასაკში არსებული დიდი სხვაობის მიუხედავად მაინც კარგ მეგობრობას უწევდა. -ლუკა ალანია, სალ. -ის ტიპი ახლა რომ მოიგო ნახევარფინალი ბოქსში? - ირაკლის ხმაც შემოესმა, ბიჭის რომელმაც ყველაფერი იცოდა სოციალურ ქსელში არსებულ ინფორმაციაზე, რომელიც თორნიკეს ძმაკაცი იყო, რომელთან ერთადაც ბამბიქტონს თამაშობდა ყოველ ნახვაზე. -ჰო იკა. -ვაა, საღოლ. -რა მოიგო? - დაეჭვებულმა ჰკითხა იქვე მდგომ ირაკლის ადამიამ. -მსოფლიო ნახევარ ფინალი კრივში… ეგ ტიპი ოთხი წელია უკვე მსოფლიოს ჩემპიონია, ახლა კვირას არის ფინალი და წელსაც მოიგებს მგონი. თან საკუთარი ბიზნესი აქვს. -მანახე აბა. -ჩაწერე გუგლში და ნახავ. - წამსვე გასცა პასუხი. სოფი ისევ ცას შემყურე თვალებ მოჭუტულ მამას უყურებდა, რომელმაც მალე თავი გააქნია, სიტყვის უთქმელად მიაჩეჩა ტელეფონი იქვე მდგომ შვილს და ჩაფიქრებული გახურებული ბარბექიუსკენ დაიძრა მწვადის შესამოწმებლად. -მერე ვილაპარაკოთ ჩვენ. - თვალი ჩაუკრა დას, მანაც აიცილა იმ წუთებში საუბარი თავიდან და გაჩუმებულ ნატალის მიაწოდა ტელეფონი. -დე შენ მაინც მითხარი რამე... -კარგი ბიჭი ჩანს. - თვალებ მოჭუტული ისევ ტელეფონზე გამოსახულ ლუკას სურათს უყურებდა. -ძალიან მაგარი ბიჭია სოფ... ჩემი ერთი ახლობელია ნიუ-იორკში, იცნობს მაგ ტიპს და ბევრჯერ უთქვამს ძალიან კარგი ადამიანიაო, რამდენჯერმე დაეხმარა კიდეც… წეღან რომ თქვა უცებ ვერ მივხვდი ვისზე ამბობდა. - ყურადღებით მსმენელ ნატალის თავი დაუქნია სკამის საზურგეს მიყრდნობილმა სალიმ. - მართლა ძალიან მაგარი ადამიანია, სიმპატიური, განათლებული, თან მდიდარია. სანერვიულო არ გვაქვს ერთი სიტყვით, კარგ ხელშია ჩვენი გოგო. - სარწეველა სკამში მოთავსებული წინ და უკან ირხეოდა სალომე, თან ლუკას ქებას არ წყვეტდა. -აქ რომ იყავი მაშინ რატომ არ გვითხარი. - ხმამაღლა ამოისუნთქა ნატალიმ, თან ძალიან მშვიდად ჰკითხა. -გაგერიდეთ მაინც, რავი. -კაი ხალხო რა სახეები ჩამოგტირით ტო, შეყვარებული ჰყავს რა მოხდა, ჩავალ ამ დღეებში და ვნახავ. -სად წახვალ, მუშაობ. -მერე რა ტო, დავეთხოვები ერთი დღით, რა პრობლემაა. - თვალი ჩაუკრა სოფის, ნატალის ლოყაზე აკოცა, თან თმაზე გადაუსვა ხელი. -წავედი მე, გკოცნით ყველას. -მიდი და ჭკვიანად იცოდე. - ხელი დაუქნია თორნიკემ და მაშინვე გაწყვიტა ზარი. -ჯანდაბა. - სახით დაემხო საწოლზე, ცოტა ხანს სუნთქვა შეკრული იწვა, შემდეგ სწრაფად წამოდგა და ტანსაცმლის გადარჩევას შეუდგა, რაც არ სჭირდებოდა კარადაში დაკიდული დატოვა, სულ რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი ჩაალაგა, ყველაფერი ჩემოდანში მოათავსა რაც კი დასჭირდებოდა, კიდევ ის ნივთები რომლებსაც ვერ დატოვებდა, რაც ეცვა ისიც გამოიცვალა, ბოლოს ჩემოდანი შეკრა და საწოლზე გადაწვა. მიშტერებული უყურებდა ჭერს, ჯერ ისევ მამის რეაქციაზე ფიქრობდა, არ იცოდა რა ტრიალებდა ახლა მის გონებაში ან გულში. შეატყო რომ ცოტა ნასვამც იყო, ამ დროს კი მსგავსი სერიოზულად დასაფიქრებელი ამბები გულთან უფრო ახლოს მიჰქონდა. არ იცოდა რა იქნებოდა მომავალში, მაგრამ ის რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, შვებას ჰგვრიდა. აღარ მოუწევდა იმაზე ფიქრი ვინმეს სურათი არ გადაეღო ნიკოლოზთან ერთად მერე მის მშობლებს რომ არ ენახათ. თავისუფლად შესძლებდა ქუჩებში მასთან ერთად ხეტიალს და კიდევ სხვადასხა ადგილებში სიარულს. -სოფი… - მალე კარებზე მიუკაკუნა ქეისიმ, ადამიას პასუხის შემდეგ შიგნით შევიდა, გვერდზე მიუწვა მეგობარს და ჩაფიქრებულ სახეზე დააკვირდა. - რა მოხდა? -ჩემს მშობლებს, თოკას და სხვებს ვუთხარი ლუკაზე. -უთხარი რომ მასთან გადახვედი? -არა. -და რა თქვეს? -არაფერი. - მხრები აიჩეჩა, თან ქეისის შეხედა. -როგორ? საერთოდ არაფერი? -მოეწონათ. თორნიკე აპირებს ჩამოსვლას… ღმერთო, როგორი რთულია ეს ყველაფერი. -ყველაფერი კარგად იქნება… თოკას მოეწონება ლუკა, ვიცი. -ხვალ რას აპირებ? - უცებ შეცვალა თემა, ვერ ახერხებდა ქეისისთან ისე საუბარს როგორც ანასთან. ქეისი უფრო ოპტიმისტი, მხიარული პიროვნება იყო, ყველაფერს ადვილად უყურებდა. ანა კი ჯერ ისმენდა, ყველაფერს აანალიზებდა და შემდეგ იწყებდა საუბარს, რაც სოფის ყოველთვის ამშვიდებდა. -რამდენიმე ჩვენი მეგობარი და ჩვენ ვიქნებით. ლუკას უთხარი, თუ მოვა გამიხარდება. -ვკითხავ. სად აპირებ აღნიშვნას. -სახლი იქირავა დედაჩემმა, აქედან ორი საათის სავალია, დიდი აუზი აქვს. ყველაფერი მზად იქნება რომ ჩავალთ. -ოოჰ… ძალიან კარგია. -ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს ღამე ოცდაერთის გავხდები და იმ ბო.ზ მოლარეს ვანახებ ჩემს აიდს. ნაბი.ვარი. -რას აპირებთ? -არ ვიცი, ჯოშს სურპრიზი აქვს, ალბათ სადღაც წამიყვანს. -კარგია. -რა მოხდა გუშინ? -ანა რომ მოვა მერე მოგიყვები… ჩაის დალევ? -ცხელა! - ოთახიდან გასულს უკან აედევნა, სამზარეულოში შესულმა მაცივრიდან ცივი წვენი გამოღო, ჭიქაში ჩამოისხა და ბართან ჩამოჯდა. წარბ შეკრული უსმენდა დაქალებს, აკირდებოდა როგორ ჭამდნენ პიცას, თან გაუჩერებლად საუბრობდნენ. ვერაფერს იგებდა მათი დიალოგიდან, ვერ გაეგო ვინ იყო ბელა და საერთოდ რაზე საუბრობდნენ. -ამიხსნით წესიერად? -ბევრს ტოვებ დაო. სულ ჯოშთან ხარ, არსად გაგექცევა. - თვალები აატრიალა ანამ, ქეისიმაც მისი მოქმედება გაიმეორა. - ლუკას მეგობარია ერთი გოგო და არ მოგვეწონა -მგონი არ უნდა მეთქვა ასე პირდაპირ. -უნდა გეთქვა. დღეს დაელაპარაკე. -დაველაპარაკები. -ნიკა მომწონს, ძალიან საყვარელია. -თქვენთან ვიქნები ყოველთვის. - ხმამაღლა გამოაცხადა ქეისიმ, ანამ და სოფიმ ცოტა ხანს ურეაქციოდ უყურეს, შემდეგ ისევ ლაპარაკი განაგრძეს. თერთმეტის თხუთმეტ წუთზე შენობიდან გასულს მანქანაზე მიყუდებული ლუკა დახვდა. ტანსაცმელი გამოეცვალა, თავისუფლად ეცვა, თან მარტო მდგომი ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა უინტერესოდ. თითქოს იგრძნო სოფის გამოსვლა, წამსვე ასწია თავი, მისკენ მიმავალი დაკვირვებით შეათვალიერა და მანქანას მოშორდა. -მითხარი რომ აქ მოსვლამდე ჭამე. - სხეულზე მიკრულს ხელები მოხვია, თავზე აკოცა, შემდეგ ხელის გულებში მოიქცია მისი სახე და თვალებში ჩახედა. -ვჭამე. -მართლა? რა ჭამე? -პიცა. -გინდა სადმე წავიდეთ? -სახლში. - მაჯაზე აკოცა, მერე კი უკეთ მოათავსა სახე ლუკას ხელში. -კარგი. - გაეღიმა სოფის ქცევაზე, ტუჩებზე ნაზად აკოცა, შემდეგ მანქანის კარი გაუღო, თვითონაც თავის ადგილზე მოთავსდა და ავტომობილი ადგილიდან მოსწყვიტა. - მეისონმა მოიტანა შენი ჩემოდანი, სულ ეგ იყო? -რაც არ მჭირდებოდა იქ დავტოვე. ხვალ ქეისის დაბადების დღეა, ზუსტად არ ვიცი სად, მაგრამ აქედან ორი საათის სავალზე რაღაც სახლი იქირავა და იქ მივდივართ. შენც დაგპატიჟა, თუ მოახერხებ წამოდი. -ხვალ დაკავებული ვარ, არამგონია მოვახერხო… შენ არ მუშაობ? როგორ მიდიხარ? ან რითი? -ჩემს მენეჯერს ორი საათით ადრე ვთხოვე განთავისუფლება, შენ თუ ვერ წამოხვალ სანდრო მომაკითხავს და წავალ. -მაგ დორს მისვლას აზრი აქვს? -ქეისის დაბადების დღეს ვერ გამოვტოვებ, თან ყველაფერი მოგვარებული მაქვს. -და ღამე იქ რჩები? -ფართზე არ ყოფილხარ ლუკა? - დაეჭვებულმა შეხედა გვერდზე მჯდომს, წარბ შეკრული რომ მართავდა საჭეს. წამით გადმოხედა გაკვირვებულმა, შემდეგ ისევ გზას გახედა. -რომ ვყოფილვარ და ვიცი როგორი სიტუაციაა მაგიტომ არ მინდა იქ წახვიდე და ღამე დარჩე. არც ის მინდა ამხელა გზაზე ღამით იარო შენს მეგობართან ერთად. -სანდრო თხუთმეტი წლიდან მართავს მანქანას, საშიში არაფერია და როცა ისე ჩემთან ერთად არის სანერვიულოც არ არის. -რამე მოხდა? გეტყობა ხასიათზე არ ხარ. - უცებ ახლართა სოფის თითებში თავისები და მტევანზე აკოცა. -სახლში ვილაპარაკოთ. -კარგი… -შენ რა ქენი დღეს. -კომპანიაში საქმეებს რომ მოვრჩი სავარჯიშოდ ვიყავი. ერთი საათის წინ მივედი სახლში, მოვწესრიგდი და შენთან წამოვედი… კვირას, შეჯიბრის შემდეგ წვეულებაზე ვარ დაპატიჟებული და მინდა შენც ჩემთნ ერთად წამოხვიდე… -აუცილებელია? - საწყლად გადახედა ლუკას. -ძალიან. - ღიმილით დაუქნია თავი და კვლავ მტევანზე მიაკრო ტუჩები. -მაშინ შენთან ვარ. სახლში მისვლის თანავე აბაზანაში შევიდა სოფი. ატლასის საღამურები ეცვა, შორტი და ბრეტელებიანი მაიკა, თმა ნახევრად გაეშრო, ხელზე კრემს ისმევდა თან სავარძელში მჯდომი ლუკასკენ მიიწევდა. -ჩაი გაგიკეთე. - სითხით სავსე ფინჯანზე ანიშნა. ისიც მეორე სავარძელზე დაჯდა, ჩაი მოსვა, შემდეგ მასზე მიშტერებულ ლუკას შეხედა. -გისმენ. -ბელა რატომ არ მოგეწონა. -ვიცოდი მაგას რომ მკითხავდი. - ოდნავ გაიცინა, კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და ლუკას თვალი გაუსწორა. - არ მომეწონა იმიტომ რომ იმ დროის მანძილზე რაც იქ ვიყავით მხოლოდ შენ გელაპარაკებოდა. იმის მაგივრად რომ ჩემთან ესაუბრა და მე გავეცანი, შენ გელაპარაკებოდა. თანაც გაუჩერებლად. იმის გამო რომ რამე ცუდი არ ეფიქრა ჩემზე თქვენს საუბარში არ ჩავრეულვარ. ვერ მივხვდი იქ რატომ წამიყვანე. სახით ფოტოებშიც ვნახავდი შენს მეგობარს. -ასე არ… -არ გაამართლო გთხოვ, მისი გამართლებით კიდევ ერთხელ მაწყენინებ. შეიძლება შენი მეგობარია, მაგრამ არ ვენდობი. არ ვენდობი რადგან კარგი შთაბეჭდილებები ვერ მოახდინა. -ერთხელ ნახვით ნუ გამოუტან განაჩენს. ბელა ძალიან კეთილი და თბილი ადამიანია. -არ მაინტერესებს ლუკა, ჩემთვის არაფერს წარმოადგენს იმის გარდა რომ შენი მეგობარია. მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია მსგავს ადამიანებთან კონტაქტი. შენც იცი რომ მართალი ვარ და ის რაც მაგ გოგომ გააკეთა არასწორია. ერთი საათი შენთან ერთად გაატარა, ამდენი ხანი გელაპარაკებოდა, თან არასასიამოვნო მზერას აპარებდა ჩემსკენ, ეგონა შენს თავს წავართმევდი თუ რა იყო არ ვიცი… არადა ასეთი ტუტუცობები არ მიყვარს. -არასწორად ფიქრობ… -მე ყველაფერს ზუსტად ვხედავ და ვფიქრობ ლუკა, შენ რომ გაახილო თვალები და გამოხვიდე მაგ ნაჭუჭიდან რომელშიც იმალები, ეგ უკეთესი იქნება.. -არ მინდა კამათი, დავიძინოთ კარგი? -ჩემებს ვუთხარი შენზე, დედაჩემს მოეწონე, მამაჩემმა რომ გაიგო შავი არ იყავი დამშვიდდა მგონი, ჩემი ძმა კიდე ჩამოსვლას აპირებს და რამე პრობლემა ხომ არ არის? -არა რა თქმა უნდა. - თბილად გაუღიმა სოფის, ჩაის ფინჯანი ხელიდან ააცალა. ფეხზე წამოაყენა და საწოლთან მისულმა საწოლზე დააწვინა. - მიხარია რომ უთხარი. - სოფის გვერდზე მიწოლილმა წელზე მოხვია ქალს ხელი, მკერდზე მიიხუტა, ცხვირი კი მის თმაში ჩარგო. -სხვებიც იყვნენ იქ და გაიგეს, არაუშავს? -მალე ყველა გაიგებს ვინ ხარ ჩემთვის და რა მნიშვნელობა აქვს სხვები როდის გაიგებენ. მთავარია შენმა ოჯახის წევრებმა იციან და პრობლემები არ შეგექმნება. შენს ძმას მე დაველაპარაკები და ყველაფერს მოვაგვარებ, შენ არ ინერვიულო. როდის ჩამოდის? -არ ვიცი, ხვალ გავარკვევ. -კარგი. -რა თბილი ხარ. - სახე უკეთ მიადო მკერდზე, მისი სასიამოვნო სურნელი შეისუნთქა და თვალები მინაბა. -შენ სულ ცივი გაქვს ხელები. - თითები სათითაოდ დაუკოცნა, მერე პერანგის შიგნით შემძვრალმა ზურგზე აატარა ხელი წელიდან. გაეღიმა მისი დახორკლილი კანის შეგრძნებისას. ქვევიდან ახედა სოფიმ, ნიკაპზე აკოცა, შემდეგ ტუჩებზე. ნაზად, ვნებიანად დაუკოცნა ორივე ტუჩი ქალს, მერე კი შუბლზე აკოცა და სოფის სურნელით გაბრუებულმა გონებას გათიშვის საშუალება მისცა. *** მეოთხე დილა იყო რომელსაც სოფისთან ერთად ატარებდა. მისით დაწყებული ყოველი დილა ყველა წუთს განსხვავებულს ხდიდა. ყველაფერს ხალისით უყურებდა, ყველაფერი ელამაზებოდა გარშემო და დაღამებისას მოუთმენლად ელოდა მისი სამუშაო საათების დამთავრებას, ისევ რომ ენახა, ჩახუტებისას მისი სითბო ეგრძნო და ის ტუჩები დაეკოცნა რომლებზეც უკვე დამოკიდებული გახლდათ. ახლაც, საწოლზე მწოლი იდაყვით დაყრდნობოდა ბალიშებს, ხელის გულზე თავი მოეთავსებინა და მომღიმარი ადევნებდა თვალს ოთახში მოსიარულე სოფის, რომელიც ვერაფრით წყნარდებოდა და წუწუნით აქეთ-იქით დადიოდა. -კარგი გეყოფა… მოდი აქ. - საწოლს დაარტყა ხელი, სოფიმ რამდენიმე წამით შეხედა, შემდეგ ისევ სიარული განაგრძო. -რა უნდა უთხრა? ან რაზე უნდა დაგელაპარაკოს… რანაირია თორნიკე... ხომ შეეძლო იქამდე მოთმენა სანამ მე არ გაგაცნობდი. ახლა ჩამოვა, დაგიწებს ლაპარაკს… ჩემს დას არ აწყენინო თორე დაგჭრიო გეტყვის ალბათ… - ბურტყუნით ჩაილაპარაკა შეწუხებულმა, ლუკას კი ხმამაღლა გაეცინა. - როგორი უხერხულია... თქვენთან ერთად როგორ უნდა დავჯდე... რომ გკითხოს გიყვარსო, რას უპასუხებ? - უცებ შეხედა ალანიას რომელიც სიცილს ვერაფრით წყვეტდა, სახე მთლიანად უბრწყინავდა და მწვანე თვალებს არ აშორებდა სოფის. -სოფიი, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება... არ მგონი შენმა ძმამ ჩემთან მუშტი-კრივის გამართვა მოინდომოს. - მოხერხებულად აიცილა თავიდან სოფის დასმული კითხვა, რადგან თვითონაც არ იცოდა ამ შემთხვევაში რა პასუხს გასცემდა. - მოდი ჩემთან. -არა ეგეთი არ არის, მე ვაბუქებ. უბრალოდ არ მომწონს ეს ჩამოსვლა, დალაპარაკება… - ნელა მიუახლოვდა უზარმაზარ საწოლს, უცებ აცოცდა საწოლზე, ლუკას გაშლილ მკლავზე დადო თავი და მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად შეისუნთქა. -პირიქით, უნდა გსიამოვნებდეს რომ შენზე ფიქრობს, ზრუნავს და აინტერესებ. უნდა გაიგოს ვინ არის თავის დის შეყვარებული, როგორია, როგორი ხასიათი აქვს. იქნებ მოძალადე ნარკომანი ვარ, რას გაიგებს სურათებით. ამიტომ ჩამოვა, ვილაპარაკებთ და წავა, შენ კიდე ძალით იპანიკებ თავს, არაფერი არ არის სანერვიულო, არც გასატეხი. რომ არ ჩამოსულიყო ის უფრო გამიკვირდებოდა. - ლურჯ, ბრჭყვიალა თვალებში უყურებდა, თან სახეზე ეფერებოდა. -მართლა? -ჰო. -კარგი მაშინ. - წელზე მოხვია მკლავი და მკერდზე მჭიდროდ მიეკრა. - დღეს მიდიხარ სადმე? -არა. თავისუფალი ვარ დღეს და მთელი დღე შენი ვარ. შენ რომ წაგიყვან მერე წავალ სავარჯიშოდ. -არ გეზარება ამდენი ვარჯიში? -არა. - სიცილით დახედა ზევიდან ტუჩებ დაბრეცილს. იმ დროს ისეთი საყვარელი იყო რომ არ ეკოცნა ალბათ სულს განუტევებდა. ყბებზე მოკიდებული თითებით თავი მაღლა ააწევინა და ტუჩებზე მოწყურებული დაეწაფა. ხერხემალზე აცოცებული თითების შეგრძნებისას სხეულში დენმა დაუარა, კანი დაეხორკლა და ის შავი თმებიც ლამის ყალყზე დაუდგა. ვერც კი მიხვდა როგორ მოიცვა ვნებამ, მალე მთავარი ორგანო, ენა ჩართო საქმეში და სოფის ყრუ კვნესაზე გონება სრულიად გაეთიშა. უცებ მოექცა ზევიდან ზრუგზე გადაწვენილ ქალს, ხელი ატლასის ღილებიანი პერანგის ქვეშ შეუცურა, ნაზ კანზე ააყოლა, შემდეგ მკერდთან მისულმა ძუ.ძუს თავზე მოუჭირა თითები და ქალის ხმამაღალმა კვნესამაც არ დააყოვნა. მის რბილ ბაგეებს მოშორებულმა ყელზე მიაკრო სველი ტუჩები, ოდნავ უკბინა, შემდეგ ლავიწებს გაუყვა კოცნით, თან პერანგის სამი ღილი მიყოლებით გახსნა. მკერდის ძვალზე მიაკრო ტუჩები, უფრო ქვევით ჩაუყვა, ბოლო ღილიც გახსნა და ტუჩები ჭიპთან მიაწება. ცხვირის წვერი გაუსვა ნაზ, სურნელოვან კანზე, ერთი ხელი ფეზე აატარა, უკანალთან მისულმა მტკივნეულად მოუჭირა, თან კბილები მოშიშვლებულ მკერდზე ჩაარსო. დიდი ცეცხლი ბობოქრობდა მაშინ სოფის სხეულში, ტანს ვერ იმორჩილებდა, სიამოვნებისგან გაუაზრებლად ზნექდა წელს მაღლა, ლუკას ტუჩებს ჭკუიდან გადაჰყავდა, მკერდის თავზე მოთამაშე ენა კი საერთოდ თიშავდა. ხმამაღლა, ჩქარა სუნთქავდა, ეგონა აჩქარებული გული ცოტაც და ნეკნებს ამოანგრევდა. უამრავ სასიამოვნო გრძნობასთან ერთად ფეხებს შორის აქამდე უგრძნობ შეგრძნებებს გრძნობდა და ლუკას ყოველი ახალი მოქმედება ამ მწველ გრძნობას უფრო აძლიერებდა. ცხოვრებაში პირველად იყო ასე ნახევრად შიშველი კაცის წინაშე, პირველი შემთხვევა იყო როცა უფლება მისცა მამაკაცს მის მკერდს შეხებოდა, თანაც ისე რომ გონებაში არანაირი უარყოფითი ფიქრი არ გასჩენია. ისევ ტუჩებთან დაბრუნებულს კოცნაში წამსვე აჰყვა, თითები თმაში შეუცურა და შიშველ სხეულზე მკერდით აეკრა. იგრძნო როგორ ჩაცურდნენ გრძელი, ძლიერი თითები მუცლის გავლით მოკლე შორტისკენ, შიგნით ჩამძვრალმა დაბალ წელიან საცვალთან გააჩერა თითები, მხოლოდ ერთი თითი სულ ოდნავ შეუცურა საცვალში და ქალის მოქმედებას დაელოდა. სოფის კიდევ ორმაგად აჩქარებულ გულზე და სწრაფ სუნთქვაზე მიხვა ძალიან იჩქარა, სოფი ამდენისთვის ჯერ მზად არ იყო და ხელი ნელა დააბრუნა უკან. წვრილ წელზე აატარა იქიდან მკერდზე გადავიდა, ბოლოს მის ტუჩებს მოსწყდა, ყელში დაუტოვა სველი კოცნა და საწოლზე წამომჯდარმა ზევიდან დახედა სახე აწითლებულ ქალს. ნამდვილს ქალღმერთს ჰგავდა თეთრი კანით, ლამაზი მკერდით და მოელვარე ლურჯი თვალებით. გაეღიმა მკერდზე რომ გადაიდო მკლავი, ცოტა ხანს ასე უყურა თვალებ დახრილს, შემდეგ ნელა მოაშორებინა მკლავი, მკერდის ძვალზე აკოცა, მერე მის სახესთან ახლოს დაიხარა. - ნუ გრცხვენია, უკვე ვნახე, გავიცანი და ბევრიც ვკოცნე. - თვალი ჩაუკრა აჭარხლებულს, ორივე ლოყაზე აკოცა შემდეგ ტუჩებზე და ერთიანად მოშორდა. ადგომას აპირებდა სოფის ხელმა რომ გააჩერა და მომღიმარი უკან მიტრიალდა. -არ დამტოვო ახლა. - ლურჯი სფეროებით მიშტერებოდა თვალებში, თან მკლავზე სუსტ თითებს მთელი ძალით უჭერდა. -კარგი. - თბილად გაუღიმა, გვერდზე მიუწვა, მკლავებში მოიქცია მისი თხელი სხეული, მკერდზე აიკრა, მერე ის თითები სათითაოდ დაუკოცნა რამდენიმე წამის წინ თავის მკლავზე რომ შემოეხვია. ლუკას ყელში ჰქონდა ცხვირი ჩარგული, უკვე მშვიდად სუნთქავდა, მაგრამ გულს ვერაფრით აწყნარებდა. წელზე მოხვეულ დიდ მკლავში თავს უფრო მშვიდად გრძნობდა, დიდი მტევანი სოფის მენჯზე მოეთავსებინა, მეორე ხელით კი ყველგან ეფერებოდა. - გადაგვიარა სიმორცხვემ თუ ჯერ ვერა. - ლოყაზე ჩამოუსვა თითების ზედა მხარე, მომღიმარ ტუჩებზე ნაზად გადაატარა ცერი რამდენჯერმე, მერე ზღვასავით ღრმა თვალებში ჩახედა, გაეღიმა შიგნით არსებული მნათობი სხივი რომ დაინახა და მოუნდა სამუდამოდ ამ სილამაზისთვის ეყურებინა. -ნუ დამცინი, პირველად ვარ კაცის წინ შიშველი, შეხებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ... მაგრამ სიმორცხვემ გადამიარა კი. -როგორ? არასდროს არავინ შეგხებია? - გაკვირვებული უყურებდა სოფის რომელმაც უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. - ანუ მთლიანად მხოლოდ ჩემი ხარ? - წამსვე აეკრა კმაყოფილების ღიმილი, ქვედა ტუჩზე იკბინა და სოფიმ თვალები რომ აატრიალა მენჯზე მოთავსებული ხელი უკანალზე მიარტყა, მერე ისევ ძველ ადგილას დააბრუნა. -რა გიხარია ვერ ვხვდები. - ზურგზე გადაწვა, თან ღილების შეკვრას შეუდგა. -როგორ თუ რა? პირველად მე გაგრძნობინე ეს ყველაფერი და სიმართლე რომ გითხრა ახლა ყველაზე მეტად ამის ცოდნა მსიამოვნებს. - ყელში აკოცა მომღიმარ ქალს, შემდეგ სოფის წელის ქვეშ ამოდებული ხელი გაინთავისფულა. -ეგოისტი ხარ. -შენ ჯერ კიდევ არ იცი როგორი… აი ცოტა ხანში საბოლოოდ რომ ჩაგიგდებ ხელში, მიგისაკუთრებ და მაგ გულსაც დავეპატრონები, მერე საერთოდ აღარსად არ გაგიშვებ… გამოგკეტავ სახლში, ან სადაც წავალ წაგიყვან და სულ ჩემთან მეყოლები. -მოკეტე. - სიცილით ააფარა სახეზე ხელი და თავი უკან გააწევინა. - ოთხშაბათს უნივერსიტეტი მეწყება და მერე ვნახოთ რას იზამ სახლში რომ ვეღარ მნახავ. -სამუშაოს დაანებებ თავს. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. სოფიმ წარბ შეკრულმა ახედა და მტკიცე განახცადი გააკეთა. -სამუშაოდან წამოსვლა აღარ განიხილება და მეორედ აღარ ახსენო. -შენ კიდე შეეშვი ასეთი ტონით ჩემთან საუბარს და თითების გამოშვერას, თორემ მოგხვება. - ღიმილით, მაგრამ სერიოზული ტონით უთხრა, თან საჩვენებელ თითზე უკბინა. -უკაცრავად, სერ. ქალბატონი ბელა მოვიდა და თქვენი ნახვა სურს. - ჯერ კიდევ ერთმანეთის ალერსში გართული წყვილი კარის მეორე მხრიდან მოსაუბრე გრეისის ხმამ გამოაფხიზლა. სოფიმ წამსვე დაახლოვა წარბები, თან ისე უყურებდა ლუკას მწვანე თვალებს. -უთხარი დამელოდოს, მალე გამოვალ. - წამსვე გასცა პასუხი, შემდეგ რამდენჯერმე ნაზად აკოცა სოფის ტუჩებზე. ისე რომ მისი დაბღვერილი სახისთვის არ შეუხედავს. -იცოდი რომ მოდიოდა? -არა. - კიდევ ერთხელ აკოცა, ბოლოს თვალებში ჩახედა, მაგრამ სოფის აღარ შეუხედავს. -დილა გამიფუჭდა. - სწრაფად მოიშორა ლუკას სხეული, ფეხზე წამოდგა და აბაზანისკენ დაიძრა. -ეგრე ნუ საუბრობ სოფი, გითხარი უკვე რომ არ მომწონს შენი ასეთი დამოკიდებულება ბელას მიმართ. -ბოდიში ძვირფასო, მაგრამ პირფერობა არ შემიძლია. იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ და ახლა ისეცად გაფუჭებული დილა უარესად არ გამიფუჭო... წადი და მიხედე შენს მეგობარს. - ბოლო სიტყვა სარკაზმით წარმოსთქვა და აბაზანის კარი მიიხურა. -რა პრობლემა გაქვს? - სწრაფად გამოაღო კარი, შიგნით შევიდა და საღამურების გახდაში გართულს წინ ჩამოუდგა, მაგრამ ადამიას ხმა არ გაუცია. - სოფი! -ხმას ნუ უწევ ვიღაც ქალის გამო! საერთოდ რა გინდა? ცუდად იყავი გუშინწინ სანდრომ რომ წამიყვანა, ყოველ ნახევარ საათში მირეკავდი და მწერდი, ღამით ჩამოხვედი, სახლში წამომიყვანე და არაფერი გითხარი იმიტომ რომ შენს მდგომარეობაში შევედი, ისევ დავფიქრდი, მივხვდი რასაც ფიქრობდი, გაგიგე! ახლა კი შენი მეგობარი დილის თერთმეტ საათზე სახლში მოდის ყველანაირი დარეკვის ან გაფრთხილების გარეშე, შენს ნახვას ითხოვს და თურმე კიდევ მე მაქვს პრობლემა... თავი დამანებე, გადი, აღარ მინდა შენთან საუბარი! მე უნდა გაგიგო, შენ კი რამდენიმე წამითაც არ შეგიძლია ჩემს ადგილზე წარმოიდგინო თავი. - ნერვებ მოშლილმა ერთდროულად მიაყარა ყველაფერი რასაც კი ფიქრობდა, თან თვალებიდან ნაპერწკლებს ისვრიდა. - მიკვირს საძინებელშიც რომ არ შემოვარდა... მიჩვეული იქნებოდა შენს ოთახსი დაუკითხავად შემოსვლას. - შორტი ძირს დააგდო, ზედაც გაიხადა და შორტის გზას გააყოლა. -ბელა ლეზბოსელია. - ბოლოს ჩვეული ხმის ტემბრით თქვა, თან სოფის სხეული შეათვალიერა. -არ მაინტერესებს, გადი! - ხელი გაიშვირა კარისკენ, მწვანე თალებში ჩააშტერდა შეკრული წარბების ქვემოთ რომ მოთავსებულიყო და არაფრის დიდებით ტოვებდნენ სოფის ტანს. -მერე ვისაუბროთ. - ზურგი აქცია სოფის და გასასვლელისკენ დაიძრა. -მერე საუბარს აღარ ვაპირებ! მხოლოდ ეს იცოდე რომ თუ ის ასე გააგრძელებს მე აქედან წავალ. - საბოლოო სიტყვები დააწია კართან გაჩერებულს და წლის ქვეშ დადგა. არაფერი უთქვამს ალანიას, მხოლოდ ერთხელ შეხედა ზურგით მდგომ შიშველ ქალს, შემდეგ თვალები დახარა, ცოტა ხანს ერთ ადგილზე იდგა კარის სახელურს ჩაჭიდებული, ბოლოს კი შინაგანად აფორიაქებული გავარდა აბაზანიდან და კარიც ხმაურით მიიჯახუნა. სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი, თმები შეისწორა და საძინებლიდან გავიდა. ახლაც დივანზე იჯდა ბელა, შოკოლადის ნამცხვარს აგემოვნებდა, ტუჩები კი ახლაც დასვრილი ჰქონდა. -აქ როგორ გაჩნდი პატარა? - ლოყაზე აკოცა შემდეგ მაგიდაზე დადებული სალფეტკი აიღო და ტუჩთან წასმული შოკოლადი ისე მოწმინდა. - რა? - წამსვე ჰკითხა როგორც კი ბელას ჩაცინება შემოესმა. -ადრე სხვანაირად მწმენდდი… სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ. -რას ვიზამთ, ჩემი ტუჩები დაკავებულია ყველანაირად. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, გრეისის მიტანილი ყავა მოსვა, შემდეგ დივნის საზურგეს მიეყრდნო. - რა ხდება მითხარი, ასე ადრე ტყუილად არ გაჩნდებოდი აქ. -ვიფიქრე ყავას დავლევდით, ბილიარდს ვითამაშებდით, სოფი ვერ გავიცანი იმ დღეს წესიერად და ახლა ვესაუბრებოდი ცოტას. ფილმის ყურებაც შეიძლება შენს კინოთეატრში. -აბაზანაშია, გამოვა მალე და ვკითხოთ. - თავი დაუქნია ისე რომ თვალი არ მოუშორებია მისი ურეაქციო გამომეტყველებისთვის. - კაი სად არის? დიდი ხანია არ მინახავს. -მეც ვერ ვნახულობ წესიერად, შენ როგორ ნახავ. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ნამცხვირს ჭამა განაგრძო. -რა გჭირს ბელ? რამეს არ მეუბნები? - ცოტა ხნის შემდეგ თმაზე გადაუსვა ხელი, მერე ყურს უკან გადაუწია წინ ჩამოყრილი თმა და ლოყაზე მიეფერა. - კიდე ბავშვის გამო ხარ ასე? - ნიკაპზე მოკიდა თითები, თავი ააწევინა და წამსვე მის ამღვრეულ თვალებს წააწყდა. - კაი რა, რაზე იგრუზავ თავს... მოდი ჩემთნ. - ორივე ხელი გაშალა და ბელაც წამსვე აეკრო სხეულზე, თავი მკერდზე დაადო და ცრემლებს გადმოსვლის საშუალება მისცა. - ცოტახანი მოიცადე კიდევ. -თავს მარტოსულად ვგრძნობ, ვინმე მჭირდება ვისაც მოვუვლი, სულ სახლში ვარ, არ ვიცი რა გავაკეთო, ბავშვი რომ მყავდეს გავზრდიდი, მასზე ვიზრუნებდი. -ბავშვს უამრავი წვრილმანი სჭირდება ბელ, დიდი ყურადღება და მოვლა. იყიდე ძაღლი, მე გიყიდი თუ გინდა და მოუარე იმას. - თმაზე ეფერებოდა ასლუკუნებულს, თან ეცინებოდა ამ ყველაფერზე. წლების მანძილზე ასეთი იყო, წუწუნა, საყვარელი და თბილი, მაგრამ მეგობრების დიდი წრით დიდად ვერ გამოირჩეოდა. არ შეეძლი ყველასთან კონტაქტი, ერთადერთი თვითონ იყო მისი საუკეთესო მეგობარი, იცოდა თავის გარდა სხვა არავინ ჰყავდა ვისაც თავის გრძნობებს, ფიქრებს და სევდას გაანდობდა, ამიტომ არ შეეძლო მისი მიტოვება, ან ზურგის ქცევა მხოლოდ იმიტომ რომ სოფის არ მოსწონდა. უბრალოდ არ იცოდა როგორ დაენახებინა მისთვის ბელას დადებითი თვისებები თუ თვითონ ყიფშიძე არ მოინდომებდა ამას. -ისე ძაღლის ყიდვა კარგი აზრია. - ჩაფიქრებული წამოიწია, ლუკას სახესთან ახლოს გაჩერდა და თვალებ მოჭუტული დააკვირდა მის მწვანე თვალებს. -ჰო, პატარა, საყვარელი ლეკვი იყიდე და გაზარდე. - ცრემლები შეუმშრალა მომღიმარმა, ლოყებზე მიეფერა, თან შუბლზე აკოცა. -მაყიდინებ? -ეს დღეები დაკავებული ვარ, რამდენიმე დღეც მოითმინე და იქით კვირაში ვიყიდოთ. -შენ რომ არ მყავდე არ ვიცი რა მეშველებოდა, ალბათ ფსიქიატრიულში ვიწვებოდი. - კვლავ მკერდზე მიადო თავი, ხელები კი წელზე მოხვია. - მეცოდები ჩემს ხელში, როგორ მიძლებ? - ბოლოს სიცილით მოშორდა, ტელეფონის კამერაში სახე მოიწესრიგა, შემდეგ მომღიმარ ლუკას შეხედა. -რა ვიცი აბა. - მხრები აიჩეჩა, მერე კი ოთახიდან გამოსულ სიფის გაუსწორა რამდენიმე წამით თვალი, ლამაზად გამოწყობილი დაკვირვებით შეათვალიერა, გაუაზრობლად შეკრა წარბები და უკვე წინ მდგომს ინტერესით სავსე მზერა მიაბყრო. -გამარჯობა. - ყველაფრის მიუხედავად მაინც გაუღიმა ბელას, დივნიდან ოდნავ წამოწეული გადაკოცნა კიდეც. -გამიხარდა შენი ნახვა, გელოდებოდით… ვიფიქრე ყავას დავლევდით, ვისაუბრებდით და ასე შემდეგ… დიდი ხანია ქართველ გოგოსთან არ მიჭორავია. ძირითადად სულ ლუკას ველაპარაკები, დავტანჯე მგონი. -კარგი აზრია, მაგრამ ახლა უნდა წავიდე, თქვენ იჭორავეთ, მე ისედაც არ მიყვარს ჭორაობა, მითუმეტეს ქართველ გოგოებთან… მაპატიეთ, მე დაგტოვებთ… - კიდევ ერთხელ გაუღიმა, მერე კი ისე დაიძრა ლიფტისკენ ლუკასთვის არც შეუხედავს. -ჩავაცილებ და მოვალ. - სწრაფად წამოდგა დივნიდან და სანამ ლიფტის კარი დაიკეტებოდა იქამდე შევიდა შიგნით, უემოციოდ მდგომ ადამიას წინ ჩამოუდგა და წარბშეკრული დააშტერდა ზევიდან. - რას აკეთებ სოფი? -მეგობრის სანახავად მივდივარ, მჭირდება ვინმეს დაველაპარაკო იმაზე რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ ახლა. - თვალებ ამღვრეულმა თავი დაბლა დახარა, თავს ძლივს იკავებდა ის დაგროვილი სითხე თვალის ჯებირებს რომ არ გადმოსცდენოდა. -პატარა… - ნიკაპზე მოკიდებული ორი თითით თავი მაღლა ააწევინა და როფორც კი ლურჯ ამღვრეულ სფეროებში ჩახედა წამსვე დაიბნა. - არ იტირო რა. -არ ვაპირებ. - უცებ შეიმშრალა იმ წამს გადმოვარდნილი უფერული წვეთი, თავი გვერდზე შეატრიალა, მაგრამ ლუკამ ისევ გაასწორებინა და ორივე თვალზე აკოცა. -მინდა მე ვიყო ის მეგობარი ვისაც შენს ფიქრებზე და გრძნობებზე დაელაპარაკები. არ მინდა სხვასთან ისაუბრო, მე დამელაპარაკე და თუ ვერ გავიგე გამაგებინე… ოღონდ ახლა სხვასთან არ წახვიდე გთხოვ. -შენ დღეს ჩემი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ არ გცალია, მეგობარი გყავს სახლში რომელიც გელოდება რომ შენთან ერთად ყავა დალიოს და გეჭორაოს. -მაგრამ მე შენი ფიქრები და გრძნობები უფრო მაინტერესებს. - სოფის ტუჩებზე დაიჩურჩულა, შემდეგ ნაზად აკოცა, ლოყაზე მოეფერა, მერე კი მკლავები მოხვია და მკერდზე მიიხუტა. - სოფი. -სახლში არ ამოვალ. -კარგი. - თავზე აკოცა, შემდეგ G ღილაკს მიაჭირა, ლიფტის კუთხეში დადგა ისე რომ სოფის არ მოშორებია, რამდენიმე წამით კარის გაღება და კვლავ დაკეტვა არ შეუმჩნევია, მერე კი კიდევ ერთი სართულით დაბლა ჩასული ლიფტიდან სოფისთან ერთად გავიდა და ერთ-ერთ მანქანაში ნახევრად ჩამჯდარ მეისონს წამსვე დაუძახა. -გასარეცხად მიმყავს, სერ. -მერე გარეცხე, ახლა მჭირდება. -კარგით. -სახლში ბელა მელოდება, უთხარი რომ წავედი, ტელეფონი დამრჩა და რომ დავბრუნდები დავურეკავ. -დიახ. - თავი დაუკრა და იქაურობას მოშორდა. -დაჯექი. - თავით მეორე კარზე ანიშნა თვალებ გაფართოვებულ სოფის, თავისი ადგილი დაიკავა და დაელოდა როდის დაჯდებოდა ჯერ ისე ერთ ადგილას მდგარი ქალი. -რას აკეთებ? - დაჯდომის თანავე გადახედა ლუკას, რომელიც მისკენ გადაიწია და ღვედი თვითონ შეუკრა. -გითხარი რომ დღეს შენი ვარ, ასე რომ ახლა შენი ფიქრების და გრძნობების მოსმენას ვაპირებ. - მოწტყვეტით აკოცა ტუჩებზე სახე გაბრწყინებულ ქალს, მანქანა დაძრა და მალევე შეუერთა მანქანებით გადაჭედილ გზას. -სად მივდივართ? -ერთი პარკია, ცოტა შორს არის, მაგრამ მოვასწრებთ, თან შენ ძალიან მოგეწონება. -მე ცენტრალ პარკიც მომწონს. -ახლა 12 საათი ხდება, ცოტახანში ლანჩის დრო დაეწყებათ ხალხს და ყველა მანდ იქნება საჭმელად. - ისე თქვა სოფისთვის არ შეუხედავს რამდენიმე შესახვევში შეუხვია, დიდი ხნის სიარულის შემდეგ მანჰეტენიდან გავიდა, ერთ-ერთ საკვებ ობიექტში ჰოთდოგები და წვენები იყიდა, მერე კი გასვლიდან ნახევარ საათში ერთ ლამაზ, პატარა პარკში შესულმა ავტოსადგომზე გააჩერა ავტომობილი. მანქანიდან გადასულმა ჰოთდოგებიც გაიყოლა, ხელი ჩაკიდა სოფის და იმ ადგილისკენ დაიძრა რომელიც განსაკუთრებით მოსწონდა. - ეს ადგილი დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე რუკაზე, იშვიათად, მაგრამ მაინც მივდიოდი ხოლმე როცა ცოტა ხნით ხმაურისგან გაქცევა მინდოდა. - ტბისკენ ჩამავალ ბილიკს გაუყვა. გამწვანებულ მინდორზე გადავიდა, სადაც თითქმის არავინ იყო ერთი კაცის გარდა რომელსაც წიგნი მოემარჯვებინა ხელში და ამ სამყაროს მოწყვეტილიყო. გაკრეჭილ ბალახზე დაჯდა, სოფიც წინ დაისვა, ხელები მუცელზე მოხვია და მის მხარზე ნიკაპ ჩამოდებულმა დაწყნარებულ ტბას გახედა. -მადლობა. - გვერდზე შეაბრუნა თავი, ცხვირის წვერი გაუსვა ლოყაზე, შემდეგ იქვე აკოცა. -ნუ მიხდი მადლობას, იქ დარჩენა და შენი უბრალოდ გაშვება არ შემეძლო, არც მინდოდა. ბელასთან საკმარისზე მეტი დრო მაქვს გატარებული, შენთან კი ძალიან ცოტა. შენ რა, იფიქრე რომ არ გამოგყვებოდი? -სადმე თუ წამიყვანდი არ მეგონა. -შენ წარმოდგენა არ გქონია იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხარ და რამდენს ნიშნავ ჩემთვსი… და მეორედ აღარ მითხრა რომ სახლიდან წახვალ. - ყელში დაუტოვა კოცნა, შემდეგ მისკენ შეტრიალება უბრძანა სოფის და მის მოპირდაპირედ მჯდომს ჯერ კიდევ თბილი ჰოთდოგი გაუწოდა. - ორიცალი უნდა შეჭამო, უკან რომ დავბრუნდებით კიდევ შეჭამ რამეს და ისე წახვალ სამუშაოდ. -მერე ვეღარ შევჭამ… -იქამდე დიდი დროა, მოგშივდება კიდე. - თვალი ჩაუკრა, თან საკუთარი სასისკიანი პური დააგემოვნა. - ნუ მიყურებ ეგრე, რომ არ ჭამ მერე ძლივს დგახარ ფეხზე. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, მერე მისკენ დაიხარა და ტუჩის ზემოთ წასმული კეტჩუპი ენის წვერით მოწმინდა. - მომიყევი აბა რას ფიქრობ. -შენთან შენს თავზე საუბარი ცოტა რთულია. -სხვასთან უნდა გესაუბრა ჩემზე? - წარბ აწეული ჩაშტერდა თვალებში. -ჰო. - ვითომც არაფერი ისე დაუქნია თავი, მერე მის მწვანე სფეროებს გაუსწორა თავისები და ცოტა დაიბნა კიდეც. - რა? ძმაკაცთან შეყვარებულზე არ გისაუბრია? -შეყვარებულზე არა. -ალბათ იმიტომ რომ არ გაბრაზებდა, არ გაწყენინებდა და გულს არ გტკენდა. -შეიძლება, არ მახსოვს… რა? - ინტერესით სავსე მეზარა მიაბყრო თვალებ მოჭუტულს. -როგორ შეიძლება არ გახსოვდეს… მე ისიც კი მახსოვს ბაღში რა მაწყენინა ჩემმა შეყვარებულმა… მერვე კლასის სიყვარულზე აღარაფერს ვამბობ. -რა გაწყენინა ასეთი. - სიცილით გააქნია თავი სოფის გადმობრუნებულ ტუჩებზე. -ბაღში, შოთიკომ პეჩენია ჩემს მაგივრად სხვა გოგოს მისცა, სესილი ერქვა როგორც მახსოვს… დამპალი, ახლაც თვალწინ მიდგას მაგის სახე პეჩენიას რომ აცლიდა ზევიდან დადებულ ჯემს, თან მე მიყურებდა. ხომ გახსოვს მრგვალი პეჩენიები, ზევიდან წითელი ჯემი რომ ჰქონდა… რა გაცინებს? ჩემი ბავშვობის ყველაზე მტკივნეული მოგონებაა. - მხარზე მიარტყა ხელი მოხარხარე ალანიას, მერე თვითონაც გაიცინა თავის თავზე. -მერვე კლასის სიყვარულმა რა დაგიშავა? - სოფის მოკეცილი ფეხები თავისაზე გადაილაგა, წელზე მოხვია ხელები, თავისკენ მისწია და თავ აწეულს ნიკაპზე აკოცა. -ეგ სულ მაბრაზებდა. თავის კლასელი გოგოები ეკონწიალებოდნენ კისერზე, მაგათთან ერთად ხელგადახვეული დადიოდა და მე მეუბნებოდა მეგობრები არიანო. კიდევ ბევრი რამ იყო. ბოლოს ყურადღებას აღარ ვაქცევდი, არც ვწერდი, ვერთობოდი ჩემთვის და რამდენჯერმე თავი რომ არ შეიწუხა მოკითხვისგან მიხვდი რომ დრო იყო დავშორებულიყავი. ერთხელ ჩემი მეგობარი ბიჭის გამო სცენები დამიდგა, მეც ერთი გავულაწუნე ხმის აწევისთვის, უფრო გავაბრაზე და დავშორდი. ვერ ვიტანდი ბიჭები რომ მეჭიმებოდნენ. მაგის მერე სულ დაბღვერილი მიყურებდა სადაც დამინახავდა, მე კიდე ძალიან ვხალისობდი. დეგენერატი იყო, წინა ზამთარს შემხვდა მაღაზიაში. მაგის გაოცებული სახე არასდროს დამავიწყდება. სახლამდე გამაცილა, თან გამახსენა ჩემი გარტყმილი. ახლა უფრო კარგი ტიპია, ვიდრე მაშინ იყო. -როგორი საინტერესო ისტორიები გქონია. - სიცილით გააქნია თავი, გრძნობდა როგორ უბრწყინავდა თვალები სოფის ყურების დროს, ისეთი ლაღი და ბუნებრივი იყო შეეძლო საათობით მჯდარიყო მის წინ და მისი საუბრისთვის მოესმინა. -ეს არაფერია სხვა ამბებთან შედარებით. -და კიდე შენ ამბობ ჩემზე რომ ეგოისტი ვარ? -მე უარესი ვარ და ვერ ვიტან ბელა რომ გეხუტება, გკოცნის, ან შენ ეფერები და კოცნი! არ მინდა საერთოდ ვინმეს აკოცო, მერე მე რომ მეხები არ მსიამოვნებს. - უცებ მიაყოლა ის რაც აწუხებდა და ამდენი ხნის მანძილზე თქმას ვერ ბედავდა. თვალებში უყურებდა პირდაღებულ ალანიას, რომელიც სიტყვებს თავს ვერ უბამდა, ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ რამეს თუ ფიქრობდა, ახლა კი წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა ეთქვა. - კიდევ ვფიქრობ რომ მას შენ სჭირდები როგორც ადამიანი რომელიც მოუსმენს, რადგან სხვა არ ჰყავს. შენს გრძნობებზე არ ვიქრობს, არ აინტერესებს შენი ფიქრები. ყველაზე მეტად თავისი თავი უყვარს და მისთვის მთავარია თვითონ იყოს კომფორტში. არ ვამბობ რომ არ უყვარხარ, უბრალოდ შენ რომ მისი გვერდში დგომა დაგჭირდეს, მისი მხრიდან დამშვიდება და შენი გრძნობების გაზიარება, ის ამაში ვერ დაგეხმარება. შენთან ვერ იქნება. გეტყვის რომ ყველაფერი კარგად იქნება და წავა. დარწმუნებული ვარ უკვე გექნებოდა მაგავსი მომენტები. მაგიტომ გკითხე მაშინ მის კარგ მეგობრობაზე. მე ბელა არაფერს მიშლის, არც ვიცნობ და დიდად არც მაინტერესებს. პირველი შტაბეჭდილება მნიშვნელოვანია, მან კი იმ დღეს დაი.კიდა ყველა და ყველაფერი, მათ შორის შენც. მე რომ მაგ სიტუაციაში ჩემი მეგობრები გამეცნო შენთვის, ყველა გამონახავდა შენთან საერთო ენას, ყველა დაინტერესდებოდა იმით თუ როგორი ადამიანი ხარ და რომც არ მოსწონებოდი რომელიმეს, მაინც არ დაგაიგნორებდა და თავს ზედმეტად არ გაგრძნობინებდა, იმიტომ რომ მე მცემენ პატივს. ის კი არც დაინტერესებულა ჩემი შენს ცხოვრებაში არსებობით როცა საჭირო იყო, ახლა მოსვლა, ყავის დალევა და ჭორაობა გვიანია. უკვე მე აღარ მაინტერესებს. მე შენ პატივს გცემ, ჩემთვის ძალიან მნიშვენლოვანი ხარ, ყველაფერს გავაკეთებ შენს გამო, მასთან ერთადაც შევძლებ ერთ ჭერ ქვეშ ყოფნას და დიალოგსაც გავაბამ თუ შენ მთხოვ, მაგრამ იცოდე რომ ეგ გოგო ჩემს თვალში ყოველთვის იმ დაბალ საფეხურზე იდგება სადაც ახლა დგას. ძალიან კარგად ვიცი რა არის მეგობრობა, შემიძლია ამ თემაზე გაუჩერებლად ვისაუბრო, ეს კი მეგობრობა არ არის, ეს უფრო იმ ადამიანის გამოყენებაა რომელიც შენზე ზრუნავს და უყვარხარ. ამიტომ არ ვენდობი მე ბელას და ვერასდროს შეძლებს ჩემი ნდობის მოპოვებას რადგან მთლიანად ცარიელი ადამიანი, მხოლოდ სითბოს მიღება შეუძლია, გაცემა არა, ასეთები კი ენერგიას მაცლიან და ფსიქოლოგიურად მღლიან. - თვალებში უყურებდა ჩაფიქრებულ კაცს, ხვდებოდა დიდი საფიქრალი გაუჩინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ გაჩუმებას ერჩივნა ყველაფერი ეთქვა. სოფის სიტყვებით ტვინ გამოტენილი ყველა დეტალს აკვირდებოდა და რაც უფრო მკაფიოდ ამჩნევდა მის სიტყვებში არსებულ სიმართლეს უფრო მეტად სწყდებოდა გული. - მომისმინე, არ მინდა გეგონოს რომ ძალით გიტენი თავში ჩემს აზრებს და ვცდილობ შენს მეგობარს ჩამოგაშორო. მსგავს რამეს თავში არასდროს გავივლებ. შენ მითხარი რომ მესაუბრა ჩემს ფიქრებზე და გითხარი ის რასაც ვფიქრობდი. მე მყავდა მეგობარი რომლის გამოც ყველაფერს ვაკეთებდი, ჩემი კლასელი იყო, დაქალი, ერთად გავიზარდეთ, აქ რომ ჩამოვედი ორი წლის მანძილზე დღე არ გავიდოდა რომ არ მიმეწერა. ყველაფერს ვუყვებოდი რაც კი ჩემს გარშემო ხდებოდა, პასუხად კი მხოლოდ “კარგია”-ს და “ცუდია”-ს ვიღებდი, მერე კი მის საუბარს ვუსმენდი და უამრავ რჩევას ვაძლევდი. ბოლოს მის მსგავსად დავიწყე წერა, ჩემი ამბების მოყოლა შევწყვიტე და უინტერესოდ ვკითხულობდი მის მონაწერებს. არ ესიამოვნა, სცენები დადგა და მეც ვუთხარი კარგადთქო. უამრავი ეგეთი ადამიანი ჩამოვიშორე, ისეთები სულ ჩემს გვერდზე რომ იყვნენ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი არ დაფასების, უყურადღებობის და უპატივცემულობის გამო. გამიჭირდა 30 მეგობრიდან ხუთი რომ დამრჩა, მაგრამ არაფერია ისეთი რასაც ვერ გადავიტანთ. უყურადღებობას ვერ ვიტან, შეიძლება ვაპატიო ერთხელ, ორჯერ, მაგრამ მესამედ რომ იგივეს გააკეთებს აღარ უნდა აპატიო, რადგან ისევ გაიმეორებს. ჩვენ კიდე ათჯერაც ვპატიობთ საყვარელ ადამიანს და თავს ვიტყუებთ რომ მეტჯერ აღარ გაგვიცრუებს იმედებს… რა გაცინებს? რა ვთქვი ახლა სასაცილო ლუკა? -ვაიმეე, რა პატარა ხარ გოგო… - სახეზე მოკიდა ხელები და ტუჩები დაუკოცნა. - შენ რომ ბაღში შოთიკოს ემშვიდობებოდი სამუდამოდ აი მაშინ მივხვდი მე მაგას. - ცხვირის წვერზე აკოცა, მერე მოჭუტულ ლურჯებში ჩახედა, თმები ყურს უკან გადაუწია, თან ქვედა ტუჩზე იკბინა. - ძალიან ლამაზი ხარ… პირველად რომ დაგინახე მაშინვე გამოვშტერდი ისეთი ლამაზი იყავი. ყველაფერი გააქრე ჩემს ირგვლივ და მარტო შენ გხედავდი. თეთრი, მოკლდე კაბა გეცვა და ტანს სექსუალურად არხევდი. -რა? - დაბნეული უყურებდა მომღიმარ ლუკას, წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე ლაპარაკობდა. მისი პირველი შეხვედრა ახლაც თვალწინ ედგა და არასდროს დაავიწყდებოდა. -შეიძლებოდა მოვსულიყავი კიდეც, მაგრამ შენს საყვარელ სანდროს ეცეკვებოდი, ვიფიქრე რომ შეყვარებული გყავდა. შემშურდა ის რომ გეხებოდა და მე ვერა. მერე ნერვები მომეშალა, რაზე მე თვითონაც არ ვიცი და მაგის შემდეგ აღარ შემომიხედავს შენთვის. - მომღიმარი უყურებდა ქალის გაფართოვებულ თვალებს, პირველად საუბრობდა ამ თემაზე, პირველად ყვებოდა თავის ფიქრებზე და გრძნობებზე. მგონი მოსწონდა კიდეც, თითქოს უფრო თავისუფლდებოდა საუბრით. -კლუბში? - ძლივს თქვა ერთი სიტყვა, ლუკამაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -მაგ დღეს მქონდა ნახევარ ფინალი… მერე სტარბაქსთან ყავა რომ გადამასხი… ბიჭი რომ ყოფილიყავი სახეს გაგიერთიანებდი. - სიცილით თქვა, ლოყაზე მიეფერა სოფის და მისი გაცინებაც მოახერხა. - ისეთი დაბნეული იყავი, ისე მწმენდიდი ყავას თითქოს ლაქას მომაშორებდი… სულ გადამავიწყდა ყველაფერი რომ დაგინახე. არ მეგონა რომ დამირეკავდი, მაგრამ მაინც გელოდებოდი. მერე აუზთან დაგინახე და არ შემეძლო არ გამოვსულიყავი. -ჩემს გამო გამოხვედი? - თვალებ გაბრწყინებული უყურებდა ლუკას, ვერც კი წარმოიდგენდა ყველაფერი ასე თუ იქნებოდა. -ჰო, ისე არასდროს გავდივარ აუზზე. ჩვენთანაც არის შიდა აუზი და სავარჯიშოები, შეგიძლია ჩახვიდე როცა მიგინდება. -გააგრძელე მოყოლა. - თვალები აატრიალა ვარჯიშის ხსენებისას. ლუკას კი მის ინტერესით სავსე მეზარე ეცინებოდა. -ეგ ჩემი ფიტნეს ცენტრია, ცალკე საკუთარი სივრცე მაქვს, სადაც მხოლოდ მე ვვარჯიშობ. აუზზე არასდრო გავსულვარ, მაგ დღეს უკვე სახლში მივდიოდი, მაგრამ შემთხვევით დაგინახე, რატომ გავიხედე გარეთ არ ვიცი, უბრალოდ თვალი მოგკარი. ჩემს ფიტნეს ცენტრში იყავი აუზზე და ასე უბრალოდ ვერ წავიდოდი. დანარჩენი უკვე შენც იცი რა როგორ იყო. -როგორი რომანტიული ისტორია გვაქვს მოსაყოლად. - ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილით, რაზეც წამსვე მოახდინა რეაქცია ალანიამ და გამომწვევად მომზირალ დიდ ტუჩზე თვითონ გამოსდო კბილები. თმაზე ეთამაშებოდა სოფი, თან მნათობ თვალებში უყურებდა. მზის სხივების საშუალებით უფრო ღია მწვანე გახდომოდა და სახესთან ერთად უბრწყინავდა. -არ აპირებ აღებას? - აწკრიალებულ ტელეფონზე ანიშნა, სოფიც მერე მოვიდა გონს, უცხო ნომერს უპასუხა, თან კვლავ ლუკას მომაჯადოვებელ მწვანე თვალებს შეხედა. -გამარჯობათ… დიახ… კარგით. - სწრაფად გასცა პასუხები ტელეფონის მეორე მხარეს მყოფ სმიტს და მაშინვე ლუკას მიადო ყურზე. -სახლში დამრჩა… ექვს საათამდე დაკავებული ვარ… კი საღამოს მოვალ… შვიდ საათზე მანდ ვიქნები… ხვალ?.. - თვალებ მოჭუტულმა შეხედა სოფის რომელიც მომღიმარი წამითაც არ აცილებდა თვალს. - ხვალ ისვენებ ხო? - ყოველი შემთხვევისთვის ჰკითხა სოფის, ისიც მაშინვე დაეთანხმა. - ხვალ საღამოს ვიქნები თავისუფალი… კარგი. - ზარი გაწყვიტა, ტელეფონი გვერდზე გადადო და ორივე ხელის გულით ბალახს დაეყრდნო. - ხვალ საღამოს ტომმა დაგვპატიჟა რესტორანში, შენი გაცნიბა უნდა, თავის გირლფრენდიც იქნება. -ცოლი არ ჰყავს? -არა, არც შვილი. ხან საყვარლები ჰყავს, ხან შეყვარებული… ეილინი უკვე ნახევარი წელია ჰყავს, ერთად ცხოვრობენ, ამ ქალს უყვარს, მაგრამ ტომი არაფერს ამბობს. -მაგიტომ გექცევა შენ როგორც შვილს? -ჰო. - ბალახზე გადაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა. -შენ? გყავს საყვარლები? - გვერდზე მიუწვა ბალახზე გაწოლილს, ხელისგულს ჩამოადო თავი, მეორე ხელით კი სახეზე მიეფერა. -მყავდა, მაგრამ ახლა შენ მყავხარ და შენს გარდა არავინ მინდა. -როცა პოპულალური ხარ ცუდია შეყვარებულის ყოლა. მითუმეტეს როდესაც სიმპატიური მამაკაცი ხარ და ყველა ქალს სურს შენთან ყოფნა. -არ მაინტერესებს. ვინც მინდა და მაინტერესებს მყავს უკვე. დანარჩენი დაი.კიდე. მე თუ არ მინდა ვერავინ მომიახლოვდება, მხოლოდ შენ შეგიძლია მაცდუნო, სხვას არავის. ამიტომ შეგიძლია მშვიდად იყო, ღალატი არ მიყვარს… შენ ხომ გჯერა ჩემი და მენდობი? - თვალი გაუსწორა სოფის, მის თანხმობაზე გაიღიმა, მერე თავის სახეზე მოთამაშე წვრილი თითები დაუკოცნა. -მიხარია რომ შეგხვდი, გაგიცანი და ახლა ჩემს გვერდით ხარ… ისიც მიხარია რომ დღეს გამომყევი და აქ მომიყვანე, შენ კიდევ ვერ ხვდები რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის. -შენთან ყოფნა მირჩევნია სხვა ნებისმიერთან ყოფნას… ეს კვირა ჩავამთავროთ და იქით კვირიდან სულ შენი ვიქნები. იმდენ ყურადღებას მოგაქცევ მოგბეზრდები და თავის დანებებას მთხოვ. - მკერდზე დაიწვინა სოფი, თმა მაღლა აუწია, მაჯაზე დამაგრებული სოფის თმის სამაგრით კოსად შეუკრა და მომღიმარი ბაგეები კიდევ ერთხელ დაუკოცნა. - დარხეული მაქვს უკვე. -არაუშავს, მე მომწონხარ ასეთი. - რბილ თმებში შეუცურა თითები, თან სახე შეუთვალიერე. შუა თითი შავ, ლამაზი ფორმის წარბზე გადაატარა, საჩვენებელი, სწორ ცხვირზე ჩამოატარა შემდეგ საშუალო ზომის ტუჩებზე გადაუსვა, თითების ზედა მხარე ყბის ძვალზე აატარა, საფეთქელიდან კი გრძელ, შავ წამწამებზე გადავიდა. ბოლოს თავი მკერდზე დაადო და ცოტა ხან ჩუმად დაუგდო ყური ჩიტების ჭიკჭიკს. სრულდ შიმსვიდეს და ჰარმონიას გრძნობდა, ლუკას გულის ცემას ისმენდა თვალ დახუჭული, იმ წუთებში კი ასე ყოფნის გარდა სხვა არაფერი სურდა. -წავიდეთ. - მაჯაზე მოკიდა ხელი სოფის, ხელის გულზე აკოცა, გვერდზე გადააწვინა და ფეხზე წამოდგა. -სად? -ველოსიპედით დავარტყათ კრუგი ტბას. მალე უფრო დაცხება და დაიწვები. - ბრეტელებიან მაისურზე დააკვირდა, ღრმად ამოღებული ოდნავ ზევით ასწია, მერე ბალახზე მოთავსებული ჰოთდოგის ცარიელი ყუთები ერთ პარკში მოათავსა, ყველაფერი აიღო, სოფის ხელი გადახვია და ნელა აუყა პატარა აღმართს. ნაგავი იქვე ურნაში ჩააგდო, შემდეგ ველოსიპედების სადგომთან მივიდა, ორი ერთნაირი იქირავა და სოფისთან ერთად გაუყვა ტბის პირას მიმავალ ბილიკს. მთელი თავისუფალი დრო პარკში გაატარეს, საქანელაზეც კი აქანავა სოფი, მისი დაჟინებული მოთხოვნით ბევრი სურათებიც გადაიღეს. ძირითადად სოფი უღებდა მოსაუბრე ლუკას სურათებს და ვიდეოებს, თან მის გამოხედვებზე, თუ თვალების ტრიალზე იცინოდა. -ცხოვრებაში ამდენი ფოტო არავის გადაუღია ჩემთვის. მგონი რაც კი სურათები მაქვს იმდენის გადაღება ოთხ საათში შეძელი. - საჭესთან მდჯომს სოფის თითებში ჰქონდა ახლართული თავისები, ხანდახან მის ტელეფონშიც ჩაიჭყიტებოდა და ისევ თავისი თავის დანახვისას კვლავ თვალებს ატრიალებდა. -მომწონს შენ რომ გიღებ… ჩემს ტელეფონში ნახევარზე მეტი შენი ფოტოა უკვე. - სიცილით შეხედა მომღიმარს, ქვედა ტუჩზე იჭერდა კბილებს, თან ისე უყურებდა ცოტა ხანს, მერე უცებ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა. - მადლობა. -რისთვის? -დღეს გამაბედნიერე… დიდი ხანია თავი ასე კარგად არ მიგვრძვნია. -რა ადვილი ყოფილა შენი გაბედნიერება… - მოსმენილით ნასიამოვნებმა მტევანზე აკოცა. ახლა სოფიზე კარგადაც კი გრძნობდა თავს. ყველაზე მეტად ზუსტად ეს უნდოდა, მისი მომღიმარი სახის და ბრჭყვიალა თვალების დანახვა, რომელშიც ყოველთვის ყველა გრძნობა იკითხებოდა. -მხოლოდ შენი ჩემთან ყოფნაა საჭირო. - უდარდელად აიჩეჩა მხრები, თან სურათების გადარჩევა განაგრძო. მერე კი ტელეფონზე მოულოდნელად გამოჩენილ ძმის ზარს უპასუხა. - ჰოუ… ლუკას მივყავარ სამსახურში, შენ რას შვრები?.. ანუ რვისკენ აქ იქნები... გიო დაგხვდება?.. მე ათზე ვამთავრებ, მაგრამ ზოგჯერ უფრო გვიან მიწევს გამოსვლა… კარგი, მისამართს გამოგიგზავნი და თერთმეტის ნახევრისკენ იქ იყავი, შეიძლება უფრო ადრეც მოვიდეთ ჩვენ… კარგი ხო. - ბოლოს ჩაიცინა და ზარიც გაწყვიტა. - ყველაზე მეტად ის მაინტერესებს რა სიტუაციაა სახლში. - დიდი რაოდენობით ჩაისუნთქა ჰაერი, თავი კი საზურგეს მიადო. -ტყულად ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება დამიჯერე… მიდი გადახტი, ათზე აქ ვიქნები. -კარგი. - უცებ აკოცა ტუჩებზე, შემდეგ გაჩერებული მანქანიდან სწრაფად გადავიდა და მაშინვე შესასვლელისკენ დაიძრა. მანქანაში მჯდომი იქამდე უყურებდა სანამ თვალს არ მიეფარა, შემდეგ კვლავ გზაზე მოსიარულე მანქანებს შეუერთდა და სახლისკენ დაიძრა. * რესტორანში ლუკას გვერდზე იჯდა, ფორთოხლის წვენს მიირთმევდა და მოუთმენლად ელოდა ძმის გამოჩენას. ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, ხან მომღიმარი კაცისკენ შეტრიალდებოდა, საუბრით ნერვიულობის გადაფარვას და ყურადღების გადატანას ცდილობდა, მაგრამ როგორც კი გაჩერდებოდა მაშინვე სკამზე წრიალს იწყებდა. ბოლოს დაინახა კიდეც კარში შემოსული ძმა, რომელიც უკვე მონატრებოდა და ერთი სული ჰქონდა ძლიერად მოხვეოდა. სოფის გაბრწყინებული სახის დანახვისა უფროს ადამიასაც გაეღიმა, ნაბიჯს უფრო აუჩქარა, ბოლოს კი ფეხზე წამომხტარი სოფის თხელი სხეულიც ჩაიკრა გულში. -მომენატრე. - ლოყაზე აკოცა თორნიკეს, მერე ისევ მოეხვია. -მეც პატარა. - თავზე გადაუსვა ხელი, მერე მომღიმარ ლუკას ჩამოართვა ხელი. - კიდევ ერთხელ გამარჯობა. -კიდევ ერთხელ რას ნიშნავს. - წარბ შეკრულმა შეხედა ორივეს ცალ-ცალკე, თან საკუთარ ადგილზე მოთავსდა. -ჩვენ უკვე შევხვდით ერთმანეთს, ვისაუბრეთ და გავარკვიეთ ყველაფერი. - უცებ აუხნა ლუკამ, სოფი კი პირდაღებული მისჩერებოდა მშვიდად მჯდომ ძმას. -თოკა… -ყველაფერი რიგზეა, შენს სანახავად მოვედი, მაგრამ მალე უნდა წავიდე. -ჩემს გარეშე რატომ… -მე კონკრეტულად შენს სანახავად არ ჩამოვსულვარ, ვისი ნახვაც მინდოდა ვნახე და ველაპარაკე… რამე პრობლემაა? - წარბებ აწეული ჩააშტერდა დას თავის მსგავს თვალებში. -არა. - წარბ შეკრულმა ყოყმანით გასცა პასუხი, მერე მომღიმარ ლუკას შეხედა. - რატომ არ მითხარი, ამდენი ხანი მიყურებდი როგორ ვნერვიულობდი და დუმდი. დაგემშვიდებინე მაინც. -ზუსტად შვიდჯერ გითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და თერთმეტჯერ გაგიმეორე ნუ ნერვიულობთქო. - სიცილით ეამბორა მტევანზე მერე თავზე წამომდგარ მიმტანს ახედა და შეკვეთა ჩააწერინა. -ანუ ყველაფერი გაარკვიეთ, არანაირი პრობლემა და კითხვები ხო? - თვალებ მოჭუტული უყურებდა თორნიკეს და საბოლოოდ ცდილობდა თავის დაძვრენას. -შენთან მაქვს ერთი კითხვა. -გისმენ. -რატომ გადახვედი საცხოვრებლად ამასთან. -უთხარი? - წამსვე ჭყიტა თვალები, ჩუმად მჯდომ ლუკას მიაშტერდა, რომელმაც მხოლოდ თავი დაუქნია. მერე ლოყები შეეფარკლა სოფის, თავი დახარა და თავზე დამტყდარი ემოციებისგან გონებიდან ყველა სიტყვა ამოუვარდა. - მე… -სიმართლე მითხარი, ხომ ხედავ არაფერს ვამბობ. -ქეისის შეყვარებული, ჯოში ხომ გახსოვს? -ჰო მერე? -ჩამოვიდა და კვირაზე მეტი ჩვენთან იყო… ახლა სულ გადმოვიდა აქ, ქეისისთან არის. ლუკამ რომ გაიგო არ ესიამოვნა, მთხოვა სხვაგან გადავსულიყავი, მაგრამ რათქმაუნდა ვერ გადავიდოდი. -ამდენი ხანი მაგ ტიპთან ერთად იყავი სახლში? -ჰო, რა გჭირთ. როცა ჩამოდიოდა ქეისის სანახავად რათქმაუნდა ჩვენთან რჩებოდა. -და ამას ახლა მეუბნები. -არ ვთლიდი საჭიროდ რომ მეთქვა. - თვალები აატრიალა მის სერიოზულ ტონზე. თორნიკემ კი იქვე მჯდომ ლუკას გაუსწორა თვალი რამდენიმე წამით, შემდეგ ისევ დას შეხედა. -კარგი, მერე? -ხოდა გაჭედა ლუკამ, არ მაინტერესებს ვინ არის, არ მინდა ვიღაც ტიპთან ერთად იცხოვროო, მთხოვა სხვაგან გადავსულიყავი, მაგრამ თავი გავიგიჟე არათქო, მერე თავისთან გადასვლა შემომთავაზა და ბოლოს დავთანხმდი. -მარტო ამიტომ გადახვედი? -არა, მინდოდა ახლოს ვყოფილიყავი… საერთოდ რატომ მეკითხები? ვხედავ ისედაც ყველაფერი იცი. -მაგ პასუხის მოსმენა მინდოდა. -დედა და მამა როგორ არიან. - თვალები აატრიალა თორნიკეს პასუხზე, თან თემა შეცვალა. -ზურა ჯერ კიდევ დუმს. ნატალი როგორც ყოველთვის, ჩვეულ ფორმაშია. -საერთოდ არაფერი უთქვამს მამას? -კი, შენი ლიოვეს გაცნობა და ხასიათების გაგება მიბრძანა. - თვალები აატრიალა სოფის კითხვაზე. -არ უთხრა არცერთს რომ ლუკასთან ვცხოვრობ. -არა. -რომელ საათზე მიფრინავ? -დილით რვაზე, გიოსთან დავრჩები დღეს, ხვალ ის წამიყვანს აეროპორტში. - სოფის შეხედა რომელიც უკვე აღარ უსმენდა, გვერდზე მჯდომ კაცს უყურებდა ლურჯი თვალებით. კარგად ხედავდა როგორ ანათებდნენ შიგნით არსებული სხივები. ასეთს პირველად უყურებდა, არასდროს ენახა მსგავსი გამომეტყველების მქონე, ახლა უფრო ლამაზიც კი ეჩვენებოდა. სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლო მას შემდეგ რაც ლუკას ელაპარაკა. მიხვდა რომ სერიოზული, ჩამოყალიბებული კაცი იყო და სოფიზე სანერვიულო არ ჰქონდა. ისიც იცოდა სიყვარულს ან ლუკასთან ყოფნას 21 წლის გოგოს ვერ დაუშლიდა. მთავარი იყო სოფი ყოფიყო ბედნიერი, ახლა კი ზუსტად ასეთს ხედავდა. ცოტა ხანს ისაუბრეს, გემრიელი საჭმელი მიირთვეს, შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ბევრი ხვევნა კოცნის შემდეგ დაიშალნენ. -როდის მოასწარი ნახვა? - საწოლზე მწოლი თვალებში უყურებდა, თან თმაზე ეთამაშებოდა, ლუკა კი მაჯის ოდნავ ზემოთ კოცნიდა. -სანამ შენთან მოვიდოდი ერთი საათით ადრე. -რა გითხრა? ან რაზე ილაპარაკეთ? -ჩვენზე ვილაპარაკეთ, სიტუაციაში გავარკვიე, ყველაფერი ვუთხარი და ყველაფერი გაიგო. -ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ზურგიდან უზარმაზარი ლოდი მოვიშორე… -ძალიან კარგი, ზუსტად ეს მინდოდა გამეგო. კვირას ბევრი გაიგებს შენზე, მინდოდა მზად ყოფილიყავი და არაფერზე გენერვიულა. - თმებზე გადაუსვა ხელი, შუბლზე აკოცა განაბულს, მერე ორივე ხელი მოხვია, მკერდზე მიიხუტა და თალები დახუჭა. - ტკბილი ძილი. -შენც. - მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე, სახე მის ყელში ჩარგო და უკვე საყვარელ სურნელში გახვეულს მალე ჩაეძინა. *** დივანზე მჯდომი სოფის კალთაში ედო თავი გადაღლილს, თვალ დახუჭული მშვიდად სუნთქავდა, მის თმაში ნაზად მოძრავი თითები მოსადუნებელ, დამაძინებელ წამლად მოქმედებდა. ფიქრებში წასულს აღარ ახსოვდა არაფერი, სახლში ყოფნის და სოფის სიახლოვის შეგრძნების გარდა არაფერი სურდა იმ დროს. უკვე ცხრა საათი გამხდარიყო, დილიდან კომპანიაში მომხდარი ალიაქოთის გამო უხასიათოდ იმყოფებოდა და არსად წასვლის სურვილი არ ჰქონდა. უკვე იმ აზრზე იყო ტომასისთვის დაერეკა, რაიმე გასამართლებელი საბუთი მოეძებნა და სხვა დროს გაეცნო სოფი მისთვის. ნახევრად სიზმრებში იყო წასული ტელეფონის ხმა რომ გაიგო, მოულოდნელობისგან შეცბა, თვალები გაახილა და მომღიმარი სახის დანახვისას ისევ მიენაბა მწვანე სფეროები. -მომაწოდე გთხოვ. - ისე თქვა არც განძრეულა, მაგიდისკენ გადახრილმა სოფის სხეულმა ოდნავ შეაწუხა რამდენიმე წამით, მერე ტელეფონი გამოართვა და ტელეფონზე გამოსახული სმიტის სურათის დანახვისას ამოიოხრა, თან სოფის ახედა. - რა ვქნა? ს აწევის თავიც არ მაქვს. -როგორც შენ გინდა ისე მოვიქცეთ, არც იქ წასვლა მეზარება და შენთან ერთად სახლში ყოფნაც მაწყობს. თუ არ შეგიძლია უთხარი, დარწმუნებული ვარ გაგიგებს. - მოწყვეთით აკოცა ტუჩებზე, მერე გასწორდა ისე რომ ლუკას თმებში თითების თამაში არ შეუწყვიტავს. -ჰეი, რას შვრები… ყველაფერი კარგად არის?.. არაუშავს, რა პრობლემაა, სხვა დროს იყოს… - როგორც კი სმიტის პასუხი მოისმინა თვალებ გაბრწყინებულმა ახედა სოფის, გახარებულმა ხელის გულზე აკოცა, თან საუბარი განაგრძო თვალმოუშორებლად. - კარგი, დამირეკე პასუხს რომ გეტყვიან… ნახვამდის. -რაო? -ეილინი გახდა ცუდად, გონება დაკარგა და საავადმყოფოში წაიყვანა, ბოდიში გადმოგცა დღეს დაგეგმილი ვახშამი რომ ჩაიშალა. -რამდენი წლის არის ეგ ქალი? -ორმოციდან ორმოცდახუთამდე იქნება, რა არის? -ვფიქრობ, შეიძლება ორსულად იყოს. - მხრების ჩეჩვით გასცა პასუხი, მერე კი ტელეფონში ვიდეოს ყურება განაგრძო. ლუკა გაოცებული უყურებდა, პირველ რიგში სოფის ფიქრები აკვირვებდა, მერე ის აზრი რომ ეილინი ორსულად იქნებოდა. არაფერი უპასუხია, ნელა წამოდგა და საძინებელში გავიდა, წყლის გადავლების შემდეგ კიდევ უფრო მოუდუნდა სხეული, აბაზანიდან ოთახში გასულმა სპორტული შარვალი და უბრალო შავი მაისური ჩაიცვა, შემდეგ კი კვლავ მისაღებში გავიდა, დივანზე ნახევრად მწოლ სოფის კოჭებთან მოკიდა ხელები, დაბლა ჩამოსწია და დივნის ზედაპირზე გასწორებულს ზემოდან მოექცა. -არ გინდა ოთახში გადმოინაცვლო და იქ წამოწვე? - ლოყიდან ლავიწებამდე ჩევიდა კოცნით, წოლის დროს ამოღებული მაიკიდან ამოწეულ მკერდზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ მკერდის ძვალზე, ბოლოს კი პასუხის გაცემა არ დააცადა ისე დაუკოცნა ტუჩები, თან ხელი თხელი კაბის ქვეშ შეუცურა. -არა, აქაც კარგად ვწევარ. - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, სახეზე მოკიდებული ხელებით თავი ააწევინა და თვითონ მისწვდა კაცის ბაგეებს. - მომშორდი, ავდგეთ და სამზარეულოში გავიდეთ. -არ მინდა. - ისევ განაგრძო მისი სასიამოვნო სურნელის შესვრუტვა, ნაზი კანის შეგრძნება, რომელსაც უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა. კვლავ მის სხეულზე დაატარებდა თითებს, იმ ადგილებში ეხებოდა სადაც წინა დღეს ვერ მოასწრო დალაშქვრა. -ლუკა… -კარგი. - ბოლოჯერ აკოცა ტუჩებზე, შემდეგ მთლიანად მოშორდა, ფეხზე წამოაყენა და მასთან ერთად გავიდა სამზარეულოში. იქვე ბართან მოთავსდა, თან თვალი გააყოლა მაცივრისკენ წასულს. მოუთმენლად ელოდა ერთ ადგილზე მდგომ სოფის, რომელიც ზურგით იდგა ლუკასკენ და კონტეინერიდან რაღაცას იღებდა თეფშზე. ბოლოს შემოტრიალდა კიდეც, სწრაფად მიუახლოვდა ლუკას, თეფში წინ დაუდო და სახე გაბრწყინებულს მომღიმარი დააკვირდა. კიდევ ერთი მონატრები ქართული საჭმელი, რომელიც წლები იყო არ ეჭამა ახლა წინ ედო, უკვე ნერწყვებიც კი მოსდიოდა ყურებისას და ერთი სული ჰქონდა როდის გასინჯავდა. -დედაჩემის ნათქვამი რეცეპტით გავაკეთე, მგონი გემრიელი გამოვიდა და იმედია მოგეწონება. -გრეისის გაკეთებული ნიგვზიანი ბადრიჯანი მომეწონა, ამაზე როგორ ვიტყვი არ მომწონსთქო… მითუმეტეს შენი გაკეთებული ჩიჟი-ბიჟის მერე. ისე რომ იცოდე ძალიან გავდა ბებიაჩემის გაკეთებულს და ძალიან მომეწონა, მეგონა სოფიკოს გაკეთებულს ვჭამდი. -მეც სოფიკო ბებო უნდა დამიძახონ ჩემმა შვილიშვილებმა? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, ორ ჭიქაში ფორთოხლის წვენი ჩამოასხა, ერთი ჭამაში გართულ კაცს დაუდგა, მის გვერდზე მოთავსდა, ჯერ მხარზე აკოცა, შემდეგ კი წვენი მოსვა. -არა, სოფის დაგიძახებენ. ჩვენ გვეჩხუბებოდა ხოლმე, სოფიკო ბებოს ნუ მეძახით, მაბერებთ ამ ახალგაზრდა ქალსო, ჩვენ კიდე ძალით ვეძახდით. - მხრები აიჩეჩა სიცილით. სოფი მომღიმარი უყურებდა, უკვე ამჩნევდა ყოველ ჯერზე ძველი დროის გახსენებისას როგორ ეცვლებოდა ხმა და მთლიანად გამომეტყველება, უფრო ბუნებრივი ხდებოდა. -მე როგორ დავუძახო? -ბებო… ნინი ეძახდა ქალბატონო სოფიოს და რაღაც დაეჭვებული უყურებდა ხოლმე, დღემდე ვერ ვხვდები რატომ… - უცებ, გაუაზრებლად ჩაილაპარაკა. რომ მიხვდა რაც თქვა პირში მოთავსებული ლუკმის დაღეჭვა შეანელა, ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა საჭმელს, მერე სოფის გახედა ნელა, მისი მომღიმარი სახის დანახვაზე ოდნავ დამშვიდდა. მაჯაზე აკოცა ლოყაზე რომ მოკიდა ხელი სოფიმ, შემდეგ წვენი მოსვა და ჭამა განაგრძო. - ერთხელ ვკითხე მოსწონდა თუ არა. ცოტა ხანს ფიქრობდა, ბოლოს მითხრა კარგი გოგოა, კეთილი, მაგრამ ბოლომდე ნუ ენდობი, შევამჩნიე თვალებში დიდხანს ვერ გიყურებსო… მაშინ აზრზე არ ვიყავი რას მეუბნებოდა, ვიფიქრე დამიბერდა ბებო და ძველებურად ფიქრობსთქო. -და ახლა რას ფიქრობს? -ისევ იმას რასაც ფიქრობდა. მხოლოდ მე არ ვარ მისი შვილიშვილი, ჩემს გარდა კიდევ ორი ჰყავს, რაც არ უნდა გავაკეთოთ ყველაფერს გააკეთებს და შეიყვარებს იმას ვინც თავის შვილიშვილებს ეყვარებათ. მიუხედავად ამისა, მწარე ენა აქვს, იმას ამბობს რასაც ფიქრობს, არასწორი რომ იყოს მაინც. მაგაში გავხარ. - სიცილით შეხედა ლოყებ შეფარკლულს. - მაგრამ ბოლოს ამბობს ხოლმე, ვინმეს თუ გაწყენინეთ ბოდიშით, ასეთი ვარ რა ვქნაო და მაშინვე ყველა დაძაბულობა ქრება. ეგ ადრე იყო, მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. -გრძნობები არ იცვლება. -დრო ყველაფერს ცვლის, არაფერს ინდობს. -სიყვარულს არა. ადამიანმა რომელიც გიყვარს როგორც არ უნდა გაწყენინოს, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს მაინც გეყვარება. აქ ნამდვილ სიყვარულზე მაქვს საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა ქალ-ვაჟურია, მეგობრული, ნათესავური თუ სხვა. როცა გიყვარს, გიყვარს და მორჩა. შეიძლება ისეთი რამ გააკეთოს მთლიანად დაგანგრიოს, შენში არსებული გრძნობა მიწასთან გაასწოროს, მაგრამ საძირკველის გამოცლა ადვილი არ არის. შენ როგორც არ უნდა ეცადო ამოთხრა მარტო მაინც ვერ ამოთხრი, დაიღლები. შენს ძმას რაც არ უნდა გაეკეთებინა მაინც გეყვარება ყველაფრის მიუხედავა. დედმამიშვილები ჯაჭვით არიან გადაბმულები, როგორც არ უნდა ეცადო ამ ჯაჭვს ვერ გაწყვიტავ. მე არ მინახავს ადამიანი რომელსაც თავისი და, ან ძმა ეზიზღებოდეს. შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ვერ ვაპატიოთ ჩადენილი, მაგრამ ის გრძნობა რაც გქონდა არასდროს შეიცვლება. არ არსებობს ადამიანთან ერთად იზრდებოდე, ყოველ დღეს ერთად ატარებდეთ, მერე ერთმანეთს აწყენინოთ და იქ დამთავრდეს ყველაფერი. მაგიტომ არ შეგიძლია ბელასგან შორს ყოფნა, შენი ცხოვრების ნაწილია, ბავშვობა, ახალგაზრდობა. გიყვარს ისეთი როგორიც არის და შენთვის მნიშვნელობა აღარ აქვს მის მინუსებს თუ პლიუსებს. შენთვის ისეთად დარჩება როგორიც იყო და არის. ვიცი რაღაც რომ დასჭირდეს დაუფიქრებლად გავარდებ, ყველაფერს გააკეთებ მისთვის, ეს თვისება კი შენში ძალიან მომწონს. შენ არ მოგეწონა ჯოში, არც სანდრო, მიზეზი არ გითქვამს, მე კიდე გითხარი. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც არ შევწყვეტ მათთან კონტაქტს და ისე მეყვარებიან როგორც ახლა მიყვარს. მე რომ გყავარ იმას არ ნიშნავს რომ მასთან ერთად დრო აღარ უნდა გაატარო. მე რომ დამიჯერო წესით სამსახურშიც არ უნდა მიდოდე და სულ ჩემთან უნდა იყო, მაგრამ ასე არ გამოვა რათქმაუნდა. - ბოლოს სიცილით მოხვია ხელები მკლავზე, ლოყა მხარზე დაადო და ისე ახედა. უნდოდა რაღაც ეთქვა, რაიმე სიტყვა რაც იმ დროს დაგროვილ გრძნობებს გამოხატავდა მაგრამ თავში არაფერი მოსდიოდა სიყვარულის გარდა, რაშიც ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, საერთოდ ეშინოდა კიდეც ამის თქმა. -ხვალ ბელაც იქნება წვეულებაზე, დიდი ალბათობით კაისთან ერთად მოვა, თუ არ მოვიდა მინდა რომ ყურადღება მიაქციო. -ყურადღებადღების მიქცევა რად უნდა ამხელა ქალს? -ბელას გოგო მეგობარი არ ჰყავს, მე შეიძლება ის ვერ ვუთხრა რასაც შენ ეტყვი. ახლა მძიმე პერიოდი აქვს და ვნერვიულობ, არ მინდა რამე მიქაროს. -ლუკა ხვდები ახლა რას მთხოვ? მე უკვე გითხარი რასაც ვფიქრობდი მაგ გოგოზე. -შენ ისიც მითხარი რომ შეგეძლო მასთან ერთად ერთ ჭერქვეშ ყოფნა და საუბრის გაბმა თუ გთხოვდი. ახლა გთხოვ. თუ მე და ჩემს სიტყვას პატივს გვცემ მაშინ გააკეთე ის რასაც გეუბნები. მართალია, ბელა ჩემი ცხოვრების ნაწილია და მისი ნაკლებიც მიყვარს. კი, ისეთია როგორიც შენ აღწერე, მაგრამ მას არასდროს უღალატია ჩემთვის. შეიძლება კარგი მრჩეველი, კარგი მოსაუბრე და გამგები არ არის, მაგრამ ბელა ყოველთვის ჩემს მხარეს იდგა, მაშინაც კი როცა მტყუანი ვიყავი. ის ყოველთვის იქნება ჩვენს ცხოვრებაში მოგწონს ეს თუ არა. არც შენს გაშვებას ვაპირებ, სახლიდან წასვლაც რომ გადაწყვიტო მაინც არ გაგიშვებ, ამიტომ გააკეთე ის რასაც გთხოვ. -თუ არ გავაკეთე? -მეწყინება, გული დამწყდება და ალბათ ცოტა ხნით შენგან შორს მომინდება ყოფნა ჩემი უპატივცემულობის გამო. - უდარდელად გასცა პასუხი, თან მის შეკრულ წარბებს უყურებდა ურეაქციოდ. -კარგი. - ცინიკურად ჩაცინების შემდეგ დასთანხმდა, ლუკამ კი წარბები ასწია წამსვე. -ეს რა იყო? -არაფერი. - ფეხზე წამოდგა ძალით მომღიმარი, რომელსაც გულიდან წამოსული წყენის გრძნობა ყელში აწვებოდა და ცოტაღა აკლდა ლურჯ თვალებში დაგუბებული სითხისთვის გზის გასახსნელად. -სოფი. - გაკვირვებულმა გააყოლა თვალი მისაღბისკენ დაძრულს, სწრაფად მოათავა თეფში ნიჟარაში, ჭიქაში დარჩენილი წვენი გამოცალა და უკან აედევნა თითქმის საძინებლის კართან მისულს. -მარტო მინდა ყოფნა. - უკან არ მიუხედავს ისე თქვა ჩამწყდარი ხმით და ოთახში შესულმა სწრაფად გადაკეტა საკეტით დახურული კარი. -გამიღე! -თავი დამანებე ცოტა ხნით! -ტირი? სოფი! გამიღე კარი! -არ მინდა შენთან, ცოტა ხანს რომ გაჩერდე არ შეგიძლია?! - ატირებულმა გასძახა კარის გვერდზე კედელთან მჯდომმა. მართლა ჩამოწვა სიმშვიდე, ლუკას ხმა აღარ ისმოდა, კედელზე ზურგით მიყუდებულმა კი უფრო უმატა ტირილს, თან ცდილობდა ბგერები ჩაეხშო მისი ხმა ლუკას რომ არ გაეგო, მერე კი საკეტის გადატრიალების ხმა გაიგო, სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და ტირილისგან თავის შეკავებას შეეცადა. ოთახში შესულმა იქვე მჯდომი რომ დაინახა ლამის ფერი დაკარგა სახეზე, მაშინვე მის წინ ჩაიმუხლა, სახეზე მოკიდა ხელები და ჯერ კიდევ სველ თვალებში ჩახედა. -რა გატირებს? -არაფერი. მემართება ხოლმე ასე, წამოფრენები მაქვს. - ლუკას ხელი მოიშორა, თან თავი გვერდზე გაატრიალა. ცოტა ხანს წარბშეკრული უყურებდა, ვერ იგებდა რა ეწყინა და რა გაეკეთებინა აღარ იცოდა. -კარგი, საერთოდ არ დაელაპარაკო ბელას თუ გინდა. -ღმერთო... თუ არ შეწყვიტავ შენ აღარ დაგელაპარაკები საერთოდ. - ისევ გადმოსცვივდა ცრელმლები, ნერვები ეშლებოდა საკუთარ თავზე მსგავსი რამ რომ სწყინდა და პატარა ბავშვივით ჰყრიდა ცრემლებს.ყველაზე მეტად ამას ვერ იტანდა საკუთარ თავში, მისი ყველაზე სუსტი წერტილი იყო რომელსავ ვერასდროს ერეოდა. -სოფ, პატარა, შემომხედე. -ნუ მეძხი ამ პატარას! წადი და ბელას დაუძახე! - რომ ვერ მოითმინა მაინც უთხრა, ლუკას კი გაეცინა, სახეზე მოკიდა ხელები და სველი ტუჩები დაუკოცნა. -აზრზე არ ხარ როგორ მსიამოვნებს რომ ეჭვიანობ, პროსტა ვისზე ეჭვიანობ გოგო. - სიცილით კიდე ერთხელ აკოცა, შემდეგ ჩახუტება დააპირა, მაგრამ სოფიმ ნება არ მისცა. - სოფიი… ამდენი არავისთან მილოლიავია და მალე მეც გავჭედავ იცოდე. მითხარი, შენ ხომ ყველაფერს ამბობ რაც გაწუხებს, არ მინდა რომ რამე ასე დამალო, არ მომწონს ასეთს რომ გიყურებ, მერე ჩემს თავზე მეშლება ნერვები… თან შენი ეს ჩვევა ძალიან მიყვარს და არ მინდა სხვა გოგოებივით გაბუტყვა დაიწყო ისე რომ ვერ გავიგო რაზე იბუტები. -პრობლემა ის არის რომ ვერ ხვდები, იმიტომ რომ არ უფიქრდები და არ გაინტერესებს. მთავარია არ ვიტირო… ეს ცრემლები არაფერი არ არის იმასთან შედარებით რასაც მაგრძნობინებ. არ ვიბუტები, შენთან საუბარი არ მინდა. ეს ერთი და იგივე არ არის. -კაი, ვერ ვხვდები, დაღლილი ვარ და ფიქრის თავი არ მაქვს. შენ ხომ იცი როგორია დაღლილზე საუბარი და რამის გააზრება. - შუბლზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია, მერე იქვე აკოცა. -აღარ მინდა ამაზე საუბარი… მნიშვნელობა არ აქვს. - სწრაფად წამოდგა ფეხზე, ცრემლები შეიმშრალა და საწოლისკენ დაიძრა. - არავიზე ვეჭვიანობ, მითუმეტეს შენს მეგობარზე არ ვიეჭვიანებ. შეიძლება ცოტა შემშურდეს ის რომ ბელა ჩემზე მნიშვნელოვანია შენთვის, მის უპატივცემულობას და სხვა დანარჩენს ყურადღბას არ აქცევ, ჩემგან კიდე თურმე გეწყინება შენს მეგობარს ძიძად რომ არ დავუდგე და ჩემი უპატივცემულობის გამოს ჩემი ნახვაც აღარ მოგინდება... აღარც კი ვიცი რა მწყინს, ეს ყველაფერი, ის რომ ფიქრობ შენს სიტყვას არაფრად ჩავაგდებ, თუ ის რომ სულ ოდნავადაც ვერ გამიცანი. - ოდნავ გაიღიმა, მერე საწოლზე დაწვა ლუკასგან ზურგშექცევით, თავი ბალიშს დაადო და თვალები დახუჭა. ცოტა ხანს მდუმარედ იდგა ალანია, სოფის ზურგს უყურებდა, ცდილობდა მისთვის და მისი გრძნობებისთვის გაეგო. ბოლოს ნელა მიუახლოვდა, უკნიდან მიუწვა, ხელი მუცელზე მოხვია, ცხვირი კი მის მხარსა და კისერს შორის მოათავსა. -ბოდიში. - დიდი გაჭირვების შემდეგ მაინც ამოილაპარაკა, თან ყელში აკოცა. - ბელაზე სულ პრობლემა იქმნება, არ მინდა ასე იყოს. -შენ ძალით მთხოვ, გინდა რომ მასთან ვიყო. -ესეც მართალია და ისიც რაც წეღან გითხარი. -ეს არ ცვლის იმას რაც მე გითხარი. -მაპატიე… არც კი მიფიქრია მსგავს რამეს თუ იფიქრებდი. -რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ასეა. -მეგობრებისგან მსგავსი რამეები არ მწყინს, არც ვაქცევ ყურადღებას… შენ სხვა ხარ. -მიზეზებს ნუ იგონებ და ნუ იმართლებ თავს. -შენ ქალი ხარ რომელთან ერთადაც ძალიან დიდი დრო მინდა გავატარო, რომელსაც მინდა ყველაფერი ვაჩვენო და ვაგრძნობინო… ხომ ხედავ, ესეც რაღაც სიახლე იყო. - ყურის ძირში აკოცა, თან მისი სურნელით გაიჟღინთა ფილტვები. ცოტახანში ლუკასკენ გადატრიალდა სოფი, მწვანე თვალებში ჩახედა, მერე თმებში შეუცურა თითები და ტუჩებზე დაეტაკა. -არ მინდა ასეთი სიახლეები. -მაინც საინტერესოა. -როგორ შეგიძლია ასე უცებ გამოძვრე სიტუაციიდან? -უბრლაოდ სისულელეებზე ჩხუბი, რამდენიმე დღით არ დალაპარაკება და გაბრაზებული დარჩენა არ მინდა როცა შემიძლია გაპატიო, ან ბოდიში მოგიხადო. - სახეზე ეფერებოდა ჯერ ისევ წარბშეკრულს, თან დრო და დრო მოწყვეტით კოცნიდა. -ერთი რამ მაინც არის ჩემი. - დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა, ლუკას კი მის კმაყოფილ გამომეტყველებაზე გაეცინა. -რა? -ასეთი არასვისთან ხარ. - ამის ცოდნით ნასიამოვნებმა ჩაილაპარაკა, სახე კაცის მკერდს მიადო და ხელები მოხვია. -კიდევ ბევრი რამ არის შენი მაგრამ ჯერ არ იცი. -გავიგებ ნელ-ნელა… წადი უპასუხე, გირეკავენ. -არ მინდა ახლა არავისთან ლაპარაკი. -ნახე მაინც ვინ არის. -სახლიდან უნდა გაგაგდო. - უკანალზე მიარტყა ხელი აწუწუნებულმა, მერე ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. სოფიმ საძინებელში მარტო ყოფნას გასვლა არჩია, დივანზე მჯდომ ლუკას თვალი მოავლო და სამზარეულოში შევიდა. - გესმის? რა ხდება? - წარბ შეკრული დააკვირდა მამიდის ფერ წასულ სახეს, ხელის გულზე რომ ჩამოედო და თვალები უძილობისგან ჩასწითლებოდა. - მამიდა! -მოიცადე… - დაბალი, წყნარი ხმით გასცა პასუხი, დასაჯდომი ადგილი შეიცვალა და ლუკას შეხედა. -სად ხარ? -საავადმყოფოში. -მანდ რა გინდა? - წამსვე აფორიაქებულმა ჰკითხა და მომლოდინედ მიაჩერდა ქეთის. -ბებიაშენმა შეგვაშინა. ცუდად იყო და საავადმყოფოში მოვიყვანეთ. -ახლა როგორ არის? -კარგად ვარ კარგად! მოვიწამლე ალბათ, მამიდაშენმა ატეხა პანიკები… - მაშინვე ალაპარაკდა საწოლზე მწოლი უფროსი ქალბატონი, ქეთიმ თვალები აატრიალა, ლუკამ კი სიცილით გააქნია თავი. -კაროჩე ბებო რა… შენ მოგვინელებ ყველას და მერე გამოგვყვები შენ. -ეჰ… შვილების და შვილიშვილების სიკვდილის ნახვას მტერს არ ვუსურვებ. -დამანახე ერთი. - სოფოს ლაპარაკით გახალისებულმა ღიმილით სთხოვა დედამისზე მიშტერებულ აშკარად ნერვებ მოშლილ ქალს. -ვაიმე, ჩემი ლამაზი ბიჭი, კიდევ კარგი ერთი შენნაირი მყავს აქ თორემ რა მეშველებოდა. -მე უფრო ლამაზი ვარ. - სიცილით გააქნია თავი, მისი დანახვისას სულ სხვა მუხტი იგრძნო, სამზარეულოდან გამოსულ სოფის ახედა, წვენის ჭიქით რომ იდგა ხელში და გაოცებული უყურებდა ლუკას. - მეც მომიტანე რა. -დალევ ამას? - თავის ჭიქაზე ანიშნა, თან ნელა მიუახლოვდა. -ჰო. - მტევანზე აკოცა, მერე ჭიქა გამოართვა და ერთი მოყუდებით ჩაცალა. -ვინმე გყავს ბებო მანდ? - თვალებ მოჭუტული დააკვირდა ტელეფონზე გამოსახულ შვილიშვილს. -ჰო, სათვალე გაიკეთე და გაგაცნობ… სოფი. - უკან შეტრიალდა საძინებლისკენ წასული ქალის დასაძახებლად, ისიც ერთ ადგილზე გაშეშდა, მერე კი ნელა შემოტრიალდა. -შემომხედე რას ვგავარ. - ნამტირალებ სახეზე ანიშნა თითით ჩუმად მოლაპარაკემ. -მოდი. - ქვედა ტუჩზე იკბინა მისკენ წასული დაბღვერილი ქალის შემყურე. -მომაწოდე ეგ სათვალე… აჰა, ახლა დამენახეთ. -მოიცადე ბებო, წეღან გავაბრაზე და ცოტა იტირა. - ახლაც ფეხებს შორის დაისვა, ცალი ხელი სოფის მოხვია მუცელზე, მეორეში კი ტელეფონი ეჭირა. -გამარჯობათ, როგორ ხართ? - მომღიმარმა თვალი გაუსწორა სათვალებიან წითურ ქალს, აქაც ისეთივე ლამაზი იყო როგორიც სურათებში ჩანდა. -კარგად ჩემო გოგო, შენ როგორ ხარ? ეგ არის ბიჭო ცოტა? - ყურადღებით შეათვალიერა დამორცხვილი გოგო ლუკას რომ აჰკვროდა ზურგით. -თვითონ უფრო ხშირად მაბრაზებს სოფ. -შენ ქმნი ეგეთ სიტუაციას. - წარბ შეკრულმა შეხედა ლუკას მან კი ტუჩთან ახლოს აკოცა. -ჩვენს ბელაზე ეჭვიანობს ბებო, რა გავაკეთო. -გატყუებთ, ბელაზე საეჭვიანო არაფერი მაქვს. - იდაყვი მიარტყა გვერდში, ლუკამ კი უკანლაზე უჩქმიტა და მოულოდნელობისგან ისე შეხტა ლუკამ სიცილი ვერ შეიკავა. -რას მაიმუნობს ეგ, რა უნდა? - თვალებ გაბრწტინებული უყურებდა შვილიშვილს რომელიც წლები იყო ასეთი არ ენახა. იმ ლურჯ თვალება გოგოს კი ატყობდა როგორი პიროვნებაც იყო. -დაღლილი იყო, ტელეფონზე პასუხის გაცემა ეზარებოდა და თქვენ რომ დაგინახათ ხასიათზე მოვიდა… გაჩერდი. - ჩურჩულით ჩაილაპარაკა, თანა ამოდ სცადა მუცლიდან მისი ხელის მოშორებას რომელიც მკერდისკენ მიიწევდა. -რა ვიცი კი ვეღარ ჩამოვიდა… მოვკვდები და მერე რაღად მინდა მაგის აქ მოსვლა. - მოულოდნელად აუწყლიანდა თვალები, ხმაც ჩაუწყდა და სათვალის შიგნიდან დანაოჭბული, გრძელი თითებით შეიმშრალა ცრემლები. -მე ჩამოგიყვანთ როგორც კი მოვახერხებთ, აღარ ინერვიულოთ მაგაზე. - თბილად გაუღიმა სოფიმ, გაჩუმებულ ლუკას შეხედა რომელიც კამერას უყურებდა და ქალის “ნეტა მართლა”-ს ისმენდა. ისევ ისე სიტყვით აღუწერელი გრძნობა დაეუფლა, თვალებ გაბრწყინებული უყურებდა, საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა, მუცელში კი პეპლების ფარფატს. ისევ უნდოდა რაღაც ეთქვა, რაღაც ისეთი რაც მის გრძნობებს აღწერდა და ეს შეგრძნება უკვე ნერვებს უშლიდა. -რა? - ზევიდან დახედა ლუკამ, მის მომღიმარ სახეზე თვითონაც გაეღიმა, ტელეფონი დაბლა დასწია, სოფის ტუჩები დაუკოცნა, მერე ცხვირის წვერზე მიაკრო ტუჩები და შუბლით შუბლზე დაეყრდნო. -არაფერი. -შენი გულის ცემა აქაც მესმის. - ყურში ჩასჩურჩულა და ხელის გული იქვე მიაბჯინა. - რამის თქმა ხომ არ გინდა? -რაღაცის კი, მაგრამ ჯერ არ ვიცი რისი. -ბრჭყვიალა ხარ. - მნათობ ლურჯ თვალებში უყურებდა, თან წყვეტილ-წყვეტილ კოცნიდა. -აღარ ჩანხართ. -აქ ვართ ბებო. - ნიკაპი ჩამოადო სოფის მხარზე, მომღიმარ ბობოს დააკვირდა, ასეთი ბოლოს როდის ნახა აღარც ახსოვდა. - გოგო, თმებს აღარ იღებავ? ჭაღარებს ვხედავ. -შენს ქორწილში შევიღებავ. - თვალი ჩაუკრა ორივეს, სათვალე შეისწორა და ტელეფონში რაღაცის თვალიერება დაიწყო. -ანალიზები გაგიკეთეს? -კი, ყველაფერი კარგად მაქვს… -დედა მაგ ხელს ნუ ამოძრავებ! -დამაცადე. -ბებო აღარ ჩანხარ… ახლა ჩაბნელდა... -ჰო მოიცადე. - ჩაფიქრებულმა თქვა, თითი მოაშორა უკანა კამერას და ეკრანზე მოპირდაპირედ მდგომი ლუკას მსგავსი სხეული გამოჩნდა. ლუკასთან შედარებით უფრო სუსტი იყო, წვერი ოდნავ მოეშვა, თმა კი ლამაზად შეესწორებინა სალონში. მომღიმარი, ჩაფიქრებული ისმენდა ტყუპისცალის საუბარს. სახეზე კი დიდი სევდა აღბეჭვდოდა. ლუკა გაშეშებული უყურებდა ძმას. მხოლოდ გაძლიერეულ გულის ცემას გრძნობდა რომელიც სადაც იყო შიგნეულობას დაუნგრევდა. ათი წელი იყო გასული ბოლო ნახვიდან. მისი სურათიც კი არ ენახა ამ დროის მანძინზე, ახლა კი პირდაპირ უყურებდა და ხმას ვეღარ იღებდა. - ვერ გავერკვიე წესიერად… - ვითომ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, მერე მისი კმაყოფილი სახეც გამოჩნდა, რომელზეც ზედ ეწერა ყველაფერი. -ჰო გაგეთიშათ ალბათ. ქეთი მამიდა თქვენ როგორ ხართ? - ტელეფონი გამოართვა ლუკას და თვითონ განაგრძო საუბარი. გრძნობდა ზურგს უკან აძგერებულ გულს, იცოდა ახლა ხმას ვერ ამოიღებდა და თვითონ განაგრძო საუბარი. -მეძინება… თქვენ როგორ ხართ? რა უნდა მაგას რატომ გაბრაზებს? -დაუფიქრებლად ლაპარაკობს და ვერ ხვდება რომ მწყინს. ისე კარგად ვართ... როდის გაგწერენ? -ათ საათზეო, რა ვიცი. ველოდებით ახლა. სად მიდიხარ? - კარებისკენ წასულ ძმისშვილს გააყოლა თვალი, ლუკა კი ყველა უჯრედით ელოდა როდის გასცემდა პასუხს საბა მამიდას. -მოვწევ და მოვალ. - მხოლოდ ეს თქვა, ლუკას გულმა კი ფეთქვა შეწყვიტა, მერე კი გაორმაგებულად დაიწყო მოძრაობა. ერთ ადგილას მიყინულს აღარაფერი ესმოდა, დიდ მონატებას გრძნობდა, ისეთს აქამდე რომ არასდროს უგვრძვნია რადგან ამაზე დაფიქრებას ყოველთვის გაურბოდა. ყველა გრძნობას გაუვლელი ბრაზით მარხავდა სადღაც შორს მდებარე წერტილებში. ახლა კი მისი დანახვისას და ნაცნობი ხმის გაგებისას თითქოს ყველაფერი გაქრა, ყველა ბრაზი, წყენა, ყველა უარყოფითი გრძნობა რაც კი გააჩნდა და ერთადერთი თავში რაც უტრიალებდა მისი ნახვის დიდი სურვილი და მასთან ერთად გატარებული დრო იყო. მისი სიცილიც ენატრებოდა, ლუკასგან განსხვავებით უფრო ხშირად, ლაღად და ხმამაღლა იცინოდა. ხუმრობდა ყველაზე და ყველაფერზე, ამის წყალობით კი სახლში არსებული პრობლემების მიუხედავად მაინც ახერხებდნენ მოწყენილობის გაქრობას. ერთმანეთით ცოცხლობდნენ და ყოველ წუთს ერთად ატარებდნენ. მაშინ ყველაზე ძლიერ იგრძნო მარტოსულობა, წლების მანძილზე მასზე საუბარს გაურბოდა რადგან ძველი მოგოგნებები უტივტივდებოდა გინებაში, ახლა კი კარგის მეტი არაფერი ახსენდებოდა, იმ ღალატსაც კი დაეკარგა მნშიშვნელობა, აღარ უჭირდა რომელიმე მათგანზე საუბარი, ეს კი თავის მკლავებში მომწყვდეული ქალის დამსახურება იყო, ამას თვითონაც ხვდებოდა. რაღაც ისეთი მოდიოდა მისგან, უჩინარი გრძნობა რომელიც წამებში ამშვიდებდა და ყველაფერს სხვაგვარად აჩვენებდა. ფიქრებიდან სუფის კოცნებმა გამოიყვანა, რამდენიმე ამბორი იგრძნო ხელის ზურგზე, თან ტელეფონს მისჩერებოდა მომღიმარი ქალი. გონს რომ მოვიდა კისერზე დაუტოვა რამდენიმე კოცნა, ბოლოს სწრაფად, თბილი სიტყვებით დაემშვიდობა ბებოს, ტელეფონი იქვე დადო, შემდეგ თავისკენ შეტრიალებული სოფი სწრაფად ჩაისვა კალთაში, ხელები წელზე ძლიერად მოხვია, ცხვირი კი მის ყელში ჩარგო და სოფის მათრობელა სურნელი ხარბად შეისუნთქა. -შენ მჭირდები ყველაზე მეტად და როგორც არ უნდა გაგაბრაზო არ მიმატოვო, თორემ იმაზე უარესი დამემართება რაც წლების წინ. მითხარი ყველაფერი რაც გეწყინება, რაც არ მოგეწონება და შეძლებისდაგვარად შევეცდები გამოვასწორო, კარგი? -ჰო. - ყბის ძვალზე აკოცა, თან თმებზე გადაუსვა ხელი. - მაგრამ მინდა თავისუფალი და გახსნილი იყო ჩემთან… მინდა იმაზე მესაუბრო რაზეც სხვასთან ვერ ისაუბრებ. ასე უფრო ადვილია სუნთქვა, მაშინ როცა ყველა კარტი გახსნილი გაქვს. -წეღან ვინ იყო რომ ტიროდა? - ყელში აკოცა, შემდეგ ნიკაპთან ახლოს ძვალზე, ბოლოს კი ტუჩებზე დაეწაფა. -ეგ არ ვიცი ვინ იყო, მგრძნობიარე ქალი გააღვიძე ჩემში და მეწყინა… მსგავსი რაღაცები მწყინს. - ბურტყუნით ჩახარა თავი, შუბლი ტუჩებზე მიადო და თვალები დახუჭა. -ისე ჩემნაირი ხმა აქვს ხო? -წვერი რომ მოიშოროს და თმა გაიზარდოს ზუსტად გემსგავსება. -ხშირად ვერეოდით ხალხს, ჩემი დის, ქეთის, ბელას და ანდროს გარდა. ზოგჯერ მამაჩემიც კი ვერ გვარჩევდა ერთმანეთისგან. -გამიგია რაღაც კავშირი აქვთ და ერთმანეთს გრძნობენო, მართალია? -თავისთავად იგრძნობ, შენი ნაწილია. რომ ტიროდა მეც ვტიროდი, ფიზიკურად თუ ცუდად იყო მე სულიერად ვიყავი, ყოველთვის ვგრძნოდი როცა ვჭირდებოდი და იგივე სიტუაცია იყო საბასთანაც… ახლა ვხვდები როგორ მაკლია. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ძლივს გაბედა თქმა, მომღიმარ ლურჯ თვალებში ჩააშტერდა სოფის, სახეზე მოკიდა ხელები, ჯერ ლოყაზე მიიფერა, შემდეგ ტუჩები დაუკოცნა. - რა გამიკეთე… -მეჯიქ… არ გეტყვი. - თვალებ გაბრწყინებული მიაჩერდა, ქვედა ტუჩს გაუაზრებლად გამოსდო კბილები, მერე ლოყაზე აკოცა. -წავედით, შენთვის რაღაც არ მიჩვენებია. - უცებ დააყენა ფეხზე, შემდეგ მხარზე გადაიკიდა და გრძელ დერეფანს გაუყვა. შემდეგ მარჯვნვ შეუხვია და ლამაზ, დახვეულ კიბეებს აუყვა. -სად მივდივართ? -მოიცადე პატარა. - უკანალზე მიარტყა ხელი, შემდეგ რკინის კარს მიადგა, იქვე დაკიდებული გასაღებით საკეტები გახსნა და მალე გარეთ გასულს ნიავმა აუწეწა თმები, სოფის კი კაბა აუფრიალა. -სახურავზე ვართ? - გაოცებისგან წამოიყვირა, ლუკამ სწრაფად დასვა ძირს და მაშინვე ხელები მოხვია. -ცხელოდა, ხან დაღლილი იყავი, ან მე არ ვიყავი სახლში და ვერ მოვახერხე ჩვენება. - ლოყაზე აკოცა გაოცებულ სოფის, იქვე მდგომ ხის დივანზე დაჯდა და ისე დააკვირდა მოსიარულე სოფის გაოცებული რომ ათვალიერებდა ირგვლივ ყველაფერს, სურნელოვანი ყვავილების სურნელს ისუნთქავდა და თვალები მომენტალურად უბრწყინდებოდა. პატარა ბაღივით მოეწყო იქაურობა, გარშემო სულ მცენარეები იყო, იქვე ორი საფეხურით დაბლა ჩასასვლელი, სადაც პატარა აუზი, მის გვერდძე კი ძაკუზი იყო ჩაშენებული. აუზთან რამდენიმე შეზლონგი, გასაშლელი ქოლგა და პატარა, ნივთების დასადები მაგიდა იდგა. გაოცებული შებრუნდა ლუკასკენ, დივანზე მჯდომს ნელა მიუახლოვდა, გვერდზე მიუჯდა და ნახევარი ტანით სხეულზე აეკრო. -არ გაპატიებ აქამდე სახლში გამოკეტილს რომ გყავდი. -ვეცდები დანაშაული გამოვისყიდო. - იქვე ლამაზად დაკეცილი პლედი მოაფარა, ხელი წელზე მოხვია და საფეთქელზე აკოცა. - ხვალ დილით ამოვიდეთ სანამ ძალიან არ დაცხება, შვიდ საათამდე სახლში ვართ, არსად გავდივართ და არავინ მოდის. -სულ ასე ხარ შეჯიბრის დღეს? -კი, წინა დღით ყველაფერს ვაგვარებ, შეჯიბრის დღეს კი ვისვენებ და ძალებს ვიღდგენ. -არ ნერვიულობ? - ფეხები დივანზე დააგალა, თავი მკერდზე მიადო და ხედს ისე გახედა. -არა… ვიცი ჩემი მოწინააღმდეგის შესაძლებლობები, დიდი ვერაფერი ვერ არის და ვიცი რომ მოვუგებ. -და მერე რა იქნება? -ცოტა ხნით გვერდები მეტკინება. -ლუკა… ბელაზე აღარ გვინდა საუბარი კარგი? არც მის გამო ჩხუბი. გავიგე რამდენს ნიშნავს შენთვის და ჩემს სიტყვბეს მნიშვნელობა არ აქვს მის მიმართებაში. ხვალ მივაქცევ ყურადღებას თუ თვითონაც მოისურვებს ჩემთან საუბარს… ოღონდ ნუ ამბობ რომ ვეჭვიანობ, შენ კარგად იცი მე რა მეწყინა. -ვხუმრობ. - შუბლზე მიაკრო ტუჩები თან თმაზე გადაუსვა ხელი. -ბებიაშენი უსაყვარლესია. -ძალით შეატრიალა კამერა, ვითომ თავიდან გამოერთო. - ჩაიცინა გახსენებისას, მერე ისევ ძმა ამოუტივტივდა გონებაში. - მომენატრა. - ხმა ჩაუწყდა სიტყვის თქმისას და უცებ ჩაახველა. -ერთხელ მე და თორნიკემ ვიჩხუბეთ, არ მახსოვს ზუსტად რაზე, მაგრამ ათასი საშინელება ვუთხარი, ბოლოს მივაყოლე ხმა აღარ გამცე არასდროსთქო. მეორე დღეს ისევ მელაპარაკებოდა, ისე თითქოს წინა დღეს არაფერი მომხდარიყო, მე კიდე ვაიგნორებდი. ნერვები მეშლებოდა ისევ ჩვეულებრივ რომ მელაპარაკებოდა. ყოველთვის, რაც არ უნდა მომხდარიყო ბოლოს მაინც მირიგებდა, ან ჩამეხუტებოდა ან მაკოცებდა. სადმე რომ მიდიოდა სახლში მოწყენილობა იყო და მის გარეშე ვერ ვძლებდი. ამით იმის თქმა მინდა რომ ადრე თუ გვიან თქვენც შერიგდებით. შენ რომ აქამდე ჩასულიყავი უკვე შერიგებულები იქნებოდით მჯერა. გვიანი არასდროსაა, მთავარია სურვილი და მონდომება. დარწმუნებული ვარ იმ საქციელს ახსნა აქვს, ვერ იქნება ის ქალი ცუდი პიროვნება რომელიც შენ გიყვარდა, ან შენს ძმას უყვარს. ხომ იცი, ყველა ადამიანს გვყავს ჩვენი მეორე ნახევარი, შეიძლება ნინი შენი ძმის მეორე ნახევარი იყო, უბრალოდ რაღაც შეცდომა მოხდა. გულს ვერ უბრძანებო, ხომ გაგიგია. -ნუ ამართლებ! -ღალატს არასდროს გავამართლებ, ვცდილობ ვიპოვნო ის რასაც ჩავეჭიდები. -შენ რატომ ფიქრობ ამ ყველაფერზე. -მინდა რომ მშვიდად და თავისუფლად იყო ჩემს გვერდით. საოცარს სიმსუბუქეს ვგრძნობ როცა დიდი ხნის პრობლემას ვაგვარებ, სულიერად ვმშვიდდები. მინდა შენც ასე იყო და ის ტვირთი მოიშორო რომელსაც ამდენი წელია ატარებ. -შენ თქვი რომ ღალატს არავის აპატიებ. -მე შენზე და ზოგადად კაცებზე ვთქვი. დანარჩენს შეიძლება აპატიო თუ მთელი გულით სურთ პატიების მიღება. -მე არ მაპატიებ მთელი გულით რომ გთხოვო? - ნიკაპზე მოკიდა თითები, თავი ააწევინა და მომღიმარი მოჭუტულ თვალებში ჩააშტერდა. -რამე გააკეთე და წინასწარ იზღვევ თავს? -არა. - სიცილით გააქნია თავი, თან მოწყვეტით აკოცა. -არ ვიცი… არ ვიტყვი იმას რაშიც დარწმუნებული არ ვარ… მე არ მესმის რატომ უნდა მიღალატო თუ გეყვარები და მოგცემ იმას რაც გჭირდება. მოღალატე კაცები ჩემს თვალში ღორები არიან. შეიძლება გაპატიო იმის გამო რომ შენი დაკარგვა არ მომინდება, მაგრამ არასდროს დამავიწყდება. არ ვიცი, ვერ ვხვდები რატომ უნდა მოგინდეს სხვა როცა საყვარელი ადამიანი გყავს. მე სხვის ოდნავ შეხებასაც კი ვერ ვიტან და ვერც ავიტან. -შენ ჩემი ხარ და ვერავინ ვერ შეგეხება. -რატომ, შენი შეეშინდებათ? - სიცილით გააქნია თავი გახალისებულმა. -დამცინი არა? - თვალებ მოჭუტულმა კაბის ქვეშიდან უკანალზე მიარტყა ხელი, სოფის კი სიცილი აუტყდა. -მეტკინა! - ხელით დაიზილა უკანალი მოკისკისემ, მუცელზე მოხვეულ ხელს, თავისი დაადო, თან ყელში აკოცა. -მატყუებ... ეგრე არ დამირტყამს. -არ გინდა მომიყვე რა მოხდა? -დღეს არა. -ჰმ... არაფერს არ მიყვები, სულ მე მალაპარაკებ. - უკმაყოფილო სწრაფად წამოდგა ხის დივნიდან რომელზეც ბალიშები ელაგა, კიბისკენ დაიძრა ისე რომ ლუკას არც კი დალოდებია, ხვეული კიბეები სწრაფად ჩაიარა და პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრა. -სოფი! სად გარბიხარ. - უკან დადევნებული საძინებელში შეყვა, ეგონა კიდე რამე ეწყინა, მაგრამ მის მშვიდ სახეს რომ წააწყდა ცოტა ამოისუნთქა. -შენ თუ არაფერს მეტყვი, მე ვანგა არ ვარ ისე გავიგო. -რატომ გინდა ასე გაგება? -მგონია რომ ისევ ფიქრობ მასზე, ასე დამთავრებული სიყვარული ძნელად ავიწყდებათ ხალხს რადგან იმ ტკივილს ვერასდროს დაივიწყებენ. თუ არ მეტყვი მე ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებ, იმიტომ რომ შენს გრძნობებში ვერ ვიქნები დარწმუნებული. მინდა ვიცოდე რას გრძნობდი, რას გრძნობ, ფიქრობ თუ არა მასზე, ბოლოს როდის იფიქრე, რა იფიქრე და ასე შემდეგ. -ჩვენი პირველი პაემანის შემდეგ საერთოდ ვერც ერთ ქალზე ვეღარ ვფიქრობ შენს გარდა. - ლოყებზე მოკიდა ხელები მომღიმარმა, ტუჩებზე აკოცა, შემდეგ შუბლზე. - ხომ ხედავ, შენს ტუჩებსაც კი ვეღარ ვშორდები. ყველაფერს მოგიყვებ რაც მოხდა და ვიცი, ოღონდ სხვა დროს. -როდის? -ორშაბათს, დავსხდეთ, ჩაი დავლიოთ და მოგიყვები. -მპირდები? - სახე გაბრწყინებულმა ხელის გულზე აკოცა. -ჰო. ახლა დავიძინოთ კარგი? - საწოლთან მისულმა სწრაფად გაიხადა ტანსაცმელი, იქვე დადო და საწოლზე ავიდა. -მე არ მეძინება. -მოდი აქ, ჩაგეხუტები და დაგეძინება. -ცხელი ხარ და მცხელა რომ მეხუტები. - ბურტყუნით დადგა მუხლებით საწოლზე და ნება მისცა ლუკას კაბის მოშორებაში დახმარებოდა. -მაგრამ მაინც გსიამოვნებს. - მკერდის გვერდზე მოთავსებული ელვა შესაკრავი გახსნა, მერე ბოლოებს მოკიდა ხელი და კაბა მაღლა ასწია. -ლუკა… -არაუშავს. - მაშინვე მიუხვდა სათქმელს, ლოყებ შეფარკლულს ყბის ძვალზე აკოცა, შემდეგ კაბაც მაოშორა. მისი ლამაზი სხეული მთლიანად შეათვალიერა, თითები შიშველ მკერდზე ჩამოატარა, შემდეგ წელზე შეუცურა, თან ყელში აკოცა. - ჯანდაბა… წარმოდგენა არ გაქვს როგორ მინდიხარ... სამწუხაროდ შენი ფანტაზია ვერ მიაღწევს ჯერ-ჯერობით ჩემს ფიქრებამდე… -ჰო, გარყვნილი ფიქრები ჯერ არ მაწუხებს. - სწრაფად დაწვა საწოლზე, თხელი გადასაფარებელი გადაიფარა და ლუკას ზურგი აქცია. გული სწრაფად უცემდა, სუნთქვაც აუჩქარდა და ზუსტად მაშინ გაუელვა თავში ყველა გარყვნილმა აზრმა. ლუკას ნათქვამი ‘მინდიხარ’ ჟრუანტელს ჰვრიდა და გამაბრუებელი ტალღები ფეხებს შორის მთავრდებოდა. -ვის ატყუებ? -ვცდილობ მაინც. - ჩაიცინა, ლუკამ კი მუცელზე მოხვია ხელი და ზურგით მკერდზე აიკრა. -მითხარი რომ შენც გინდა ჩემთან, მაგრამ რაღაც მიზეზები თავის შეკავებას გაიძულებს. - ყელში აკოცა, შემდეგ მხარზე, თითები კი მკლავზე აატარა. -არანაირი მიზეზი არ არსებობს… მინდა მაგრამ… -გეშინია? - დაბოხებული ხმით დაიჩურჩულა სოფის ყურთან, შემდეგ იქვე აკოცა. -ჰო... ოღონდ ასე უბრალოდ არა... - თალები ერთმანეთს დააჭირა სუნთქვა შეკრულმა. ლუკამ მოძრაობა შეწყვიტა, ცოტა ხანს გაშეშებული უყურებდა, ბოლოს თავისკენ გადაატრიალა და ამღვრეულ თვალებში ჩახედა. -რა მოხდა? - წარბები შეკრა მის აწყლიანებულ ლურჯ სფეროებზე, სუნთქვაც კი შეეკრა წამით, მერე თმაზე გადაუსვა ხელი. -არ მინდა მოყოლა, ცუდი მოგონებაა წარსულიდან. -მითხარი. - მტევანზე აკოცა, მერე ყველა თითი სათითაოდ დაუკოცნა. -სამი წლის წინ საქართველოში ვიყავი ჩასული და... ღამით ქუჩაში სეირნობა მიყარს, მთელი ცხოვრება ასე დავდიოდი და არასდროს მიფიქრია რაიმე ცუდზე. სახლში მივდიოდი ჩემი დაქალის სახლიდან, ორი საათი იქნებოდა... ვიღაც ორი 20 წლამდე ბიჭი ამეკიდა, მთვრალები იყვნენ... ალბათ კიდევ რაღაც ჰქონდათ გაკეთებული რადგან უცნაურ რაღაცეებს ამბობდნენ, წესიერად ვერ ლაპარაკობდნენ და გამაღიზიანებლად იცინოდნენ... - მაღლა აიხედა ცრემლები რომ არ გადმოსცვენოდა, მაგრამ დაუკითხავად მაინც გაიკვალეს გზა საფეთქლებისკენ. - მეგონა მოვკვდებოდი... მე ვერ გავუძლებდი და ალბათ რამეს დავუშავებდი საკუთარ თავს... მერე ვიღაც ბიჭი გამოჩნდა, არ დამინახავს მისი სახე, წადიო მითხრა და გათიშულმა სახლამდე როგორ მივაღწიე დღემდე არ მახსოვს... - დეტალებით მოყოლას თავი აარიდა, სახეზე მიდებულ ლუკას ხელის გულში უკეთ მოათავსა ლოყა, თან ხელის გულზე აკოცა. -ამას ახლა მეუბნები? -არავისთვის მითქვამს, დღემდე არავინ იცოდა, ახლა შენ იცი. -მაპატიე... -არაფერია... მე შენთან ყოფნა მინდა და ამიტომ ვარ აქ. გენდობი ახლაც და გენდობი მერეც. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება რომ ასეთს შეგეჩვიო. შენი შიშველი სხეულის დანახვისას ათასი გარყვილობა მიტრიალებს თავში, მაგრამ ცოტა ხანს მინდა ასე ვიყოთ, იქამდე სანამ შენზე არ გადამეკეტება და მე თვითონ არ გეტყვი მოდი გამაგიჟეთქო. - ბოლოს სიცილით დააყოლა და ლუკას გაცინებაც შესძლო. -როგორც გინდა. - წელზე მოხვეული ხელით თავისკენ მისწია, მკერდზე მიიხუტა, თან შუბლზე მიაკრო ტუჩები რამდენიმე წამით. -მომეშვა იცი? ახლა უფრო კარგად ვგრძნობ თავს... -როგორ შეგიძლია ასე საუბარი? -როგორ? -ყველაფრის თქმა. -არ ვიცი... ვფიქრობ.. -კიდევ იმას იძახის ვფიქრობო. - სიცილით თქვა, თან ხმაურით აკოცა ლოყაზე. -ვფიქრობ ურთიერთობაში გულწრფელობა და ასეთი საუბრები კარგია. ხომ მითხარი რომ საბა მოგენატრა... კიდევ რა იგრძენი? -თავს არასრულყოფილად და მარტოდ ვგრძნობ. ანუ მივხვდი რომ ამას ვგრძნობდი მთელი ამ დროის მანძილზე, მაგრამ ბრაზით ვანაცვლებდი... რაც ვლაპარაკობდი იდგა და მისმენდა... - ჩაფიქრებულმა თქვა, მერე თავის თავზე გაიცინა. - სისულელეებს მაკეთებინებ ამხელა კაცს და ბავშვივით ვცანცარდები. -მე ძალიან მომწონხარ. -როგორ გააქრე ბრაზი. -მე კი არ გავაქრე, შენთვის მეორე ხარისხოვანი გახდა როდესაც მე პირველი ადგილი დავიკავე. ახლა როცა მე გყავარ და გიყვარდები იმდენად აღარ გაინტერესებს წარსული და აღარ ფიქრობ მათზე. - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, თან მკერდზე აკოცა. აღარაფერი უთქვამს ლუკას, გადატრიალებულს ზურგზე მიეხუტა, ხელი კი მუცელზე მოხვია. უფრო მშვიდად გრძნობდა თავს, დაღლილს სხეულიც მოდუნებოდა და გონებიდან ფიქრებსაც უფანტავდა სოფის თმის სურნელი. *** გაშლილი ქოლგის ქვეშ მოთავსებულ შეზლონგზე მწოლს სათვალე დაემაგრებინა ცხვირზე, აუზში მოცურავე სოფის რამდენიმე წამს გახედავდა, შემდეგ ისევ ტელეფონში განაგრძობდა სოციალური ქსელების თვალიერებას. რამდენჯერმე გადაწყვიტა ძმის ფეისბუქის მოძებნა, მაგრამ ყოველ ჯერზე აკრეფილ სახელს ისევ შლიდა. ბოლოს ქეთისთან გადარეკა, საქართველოში რვის ნახევარი იყო იმ დროს. მოუთმენლად ელოდა როდის აიღებდა ქალი ზარს, ქეთიმ კი ზუსტად მაშინ უპასუხა როცა იმედი გადაეწურა ალანიას. დიდ ხანს ესაუბრა, ყველა მოიკითხა, ძველი ნათესავები გაიხსენა იმის იმედით რომ საბა გამოჩნდებოდა და ძმის ხმას ისევ გაიგებდა. სამწუხაროდ არავის ხმა არ ესმოდა ქეთის გარდა, მომღიმარი ქალიც კი ხვდებოდა რატომ აჭიანურებდა ამდენ ხანს საუბარის დასრულებას. ბოლოს უთხრა რომ სახლში არავინ იყო ბებოს და ბატონი ვიტოს გარდა. ისიც უკმაყოფილო გამომეტყველებით დაემშვიდობა, ტელეფონი იქვე დადო და აუზიდან ამომავალ სოფის დააკვირდა. -როგორ არის ბებო? - როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ჰკითხა, შეზლონგზე დაჯდა, პატარა სანივთე მაგიდაზე დადებული ცივი ლუდი მოიყუდა ბოთლიდან, მერე კი ჩაფიქრებულ ლუკას შეხედა. -ჩვეულ ფორმაშია უკვე. -ბავშვი? გამოკეთდა? -ჰო, ახლა კარგად არის. - თავი დახარა, შემდეგ ხელიდან ააცალა ლუდის ბოთლი და ერთი ყლუპი მოსვა. -არ გაინტერესებს როგორები არიან? -არ ვიცი. - დაბნეული მზერა მიაბყრო სოფის, წამსვე გაუჩნდა მწვანე თვალებში სხივები იმის წარმოდგენისას რომ ქალი ტელეფონს მოიმარჯვებდა და მათ სურათებს მოძებნიდა. იცოდა მისთვის აუცილებლად გააკეთებდა ამას, ხედავდა რომ უთქმელადაც ხვდებოდა ეს ლურჯ თვალება ქალი ყველაფერს. ლუკაც მოუთმენლად ელოდა როდის დაიწყებდა მოქმედებას. -მიიწიე. - ლუდის ბოთლი იქვე დადგა, ტელეფონი აიღო და ლუკას გვერდზე მიუწვა. მის გაშლილ მკლავზე დადო თავი, ინსტაგრამში შევიდა და სანამ საძიებელში ქალის სახელს შეიყვანდა ლუკას ახედა. - რა გვარია ნინი? -არ გინდა. - თავი მოპირდაპირე მხარეს შეატრიალა, თან თვალები დახუჭა. -მაინც მოვძებნი, ნუ მაწვალებ და მითხარი. - ყბის ძვალძე აკოცა, მერე ყელზე მიაკრო ტუჩები. ცხვირზე დამაგრებული სათვალე უცებ მოხსნა, სახე თავისკენ შეაბრუნებინა და ტუჩებზე აკოცა. ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა ლუკამ, მალე მის ბაგეებს მოსწყდა და ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მაინც უთხრა ქალის გვარი. -კიკნაძე… სოფი მე არ... -მხოლოდ ბავშვის სურათებს ვნახავ. - სახეზე მიდებულ ხელის გულზე აკოცა, მერე თვალებში ჩააშტერდა. რამდენიმე წამი მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმანეთს, ხედავდა როგორ უჭირდა ამდენი ხნის შემდეგაც კი ყოფილი ქალის ნახვა, ცდილობდა მისთვის გაეგო, მის მდგომარეობაში შესულიყო, ახერხებდა კიდეც, მაგრამ შინაგანად მაინც სწყინდა ის დამოკიდებულება რაც ნინის მიმართ გააჩნდა. არ უნდა საერთიდ რამე ეგრძნო მისი დანახვისას, არ გახსენებოდა წარსული და ჩაეთვალა თავის ძმის მეუღლედ. არ იყო ვალდებული ამდენი გაეკეთებინა მისთვის, ესაუბრა, უამრავჯერ ეცადა უარყოფითი გრძნობების გაქრობა, აეტანა და გაეძლო ჯერ კიდევ ვერ დავიწყებულ წარსულში ჩაფლული კაცი, არ იყო ვალდებული, მაგრამ ლუკას მიმართ გაჩენილი გრძნობების და მასზე მიჯაჭვულობის გამო ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო, ან არ შეეძლო. აკეთებდა უანგაროდ, ლუკასთვის და საკუთარი თავისთვის. იცოდა რას ნიშნავდა გულში გამჯდარი ბრაზისგან, ტკივილისგან და მსგავსი არასასიამოვნო გრძნობებისგან განთავისუფლება. იცოდა ახლა თუ იბრძოლებდა მის გვერდზე მდგომი, ახლა თუ დაეხმარებოდა ამ ყველაფრის გადალახვაში, ბოლოს თვითონაც შეძლებდა დამშვიდებული და განთავისუფლებული ლუკას გვერდით მშვიდად ყოფნას. - უბრალოდ მითხარი… ვინ ვარ მე შენთვის. -ყველა’ფერი ხარ. - მაშინვე მიუხვდა კითხვის მიზეზს ქალს, მიხვდა ისიც ნერვიულობდა თავის არეულ გონებაზე, მაგრამ იმ დროს დარწმუნებული იყო იმაში რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ის გრძნობა არ გაქრებოდა რასაც სოფის მიმართ განიცდიდა, არც შემცირდებოდა, პირიქით, დღითიდღე ამჩნევდა მის მიმართ გაზრდილ გრძნობებს რომლებიც სასიამოვნო ემოციებს და შეგრძნებებს სძენდა. - ერთადერთი რაზეც არ უნდა ინრევიულო ის არის რომ შენს მიმართ არსებული გრძნობები გამინელდება… მე შენ გიპოვნე სრულიად შემთხვევით, ყველა უჯრედით ვგრძნობ რომ ჩემი ხარ და შენს გაშვებას არ ვაპირებ. - ლოყაზე მიეფერა, შემდეგ ტუჩები მთელი სინაზით დაუკოცნა. ხერხემალში დავლილმა ჟრუანტელმა კანი დაუხორკლა და ამ სასიამოვნო შეგრძნებამ თავი უფრო ცოცხლად აგრძნობინა. -კარგი. - მომღიმარმა ლოყაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ინსტაგრამზე მოძებნა ქალი, რამდენიმე აჩვენა, მაგრამ არცერთი იყო იმათგან, ბოლოს სხვანაირად სცადა მისი მოძებნა და იპოვნა კიდეც. ლუკა გაოცებული უყურებდა ნაცნობ სახეს, პატარა, სუსტი გოგო ახლა ლამაზი ქალი იყო, სამი შვილის დედა, მოსიყვარულე ცოლი და მხიარული მეგობარი, ეს ყველაფერი კი გამოქვეყნებულ სურათებში ჩანდა. სანამ სხვა სურათებს დაინახავდა ორი ერთნაირი ბავშვის სურათს დააჭირა თითი, სოფის ხელიდან ააცალა ტელეფონი და ვარდისფერ კაბებში გამოწყობილ მომღიმარ ძმისშვილებს დააკვირდა. ორივეს ჩასჩხვლეტოდა ლოყები, თვალები ოდნავ გაეხილათ, პატარა თითებით კი ერთმანეთს ებღაუჭებოდნენ. სახე გაბრწყინებული უყურებდა პატარა, შავგვრემან, ლურჯ თვალა ბავშვებს და გულიც უფრო ჩქარ-ჩქარა იწყებდა ფეთქვას. ემოციების მოწოლისგან ვერც მიხვდა როგორ აევსო სითხით ჩაწითლებული მწვანე სფეროები, შემდეგ კი თვალის ჯებირებიც გადმოლახა და გზა სწრაფად გაიკვალა ლოყებზე. არ შეუმშრალებია ისე გადავიდა შემდეგზე, წამსვე ამოძრავდა კადრები, ვიდეოში აქეთ-იქით მოსიარულე საბას წააწყდა, ხელში ერთ-ერთი ქალიშვილი დაეჭირა, რაღაცას ბურტყუნებდა, თან მის დაძინებას ცდილობდა. საბასგან კი ქალის მკლავებში მომწყვდეულ მძინარე გოგონას დააჩერდა კამერა. გაყინული უყურებდა ეკრანს, რომელზეც ისევ და ისევ მეორდებოდა ერთიდაიგივე მომენტები. სუნთქვა სრულიად შეეწყვიტა, მალე ალბათ გულიც გაუჩერდებოდა. სწრაფად შეიმშრალა დასველებული სახე, შეზლონგიდან წამოდგა და სიტყვის უთქმელად დატოვა იქაურობა. დაბლა ჩასულმა სწრაფად ჩაიცვა ტანზე, მოტოციკლეტის გასაღები აიღო და ისე წავიდა სახლიდან იმ წამს გამოჩენილი სოფისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. დაბლა ჩასულმა დაცვას სპეციალური ავტოფარეხი გააღებინა, შიგნით შესულმა თავსაფარი მოირგო და ერთ-ერთ მოტოზე შემომჯდარი იქიდან წამებში გაუჩინარდა. ქუჩები სწრაფად გაკვეთა, რამდენჯერმე შეაჩერა ჯარიმების თავიდან ასაცილებლად, ბოლოს კი ჰაივეიზე გაიჭრა, სიჩქარეს ნელ-ნელ უმატა, გონება რამდენიმე წუთით გათიშა რადგან მხოლოდ ნანახი კადრები უტრიალებდა. როგორც კი შედარებით ცარიელ გზაზე გადავიდა სიჩქარის მაქსიმუმს მიაღწია, მოზღვავებული ადრენალინის გამო აღარც აქცევდა ყურადღებას საჭესთან დამაგრებულ სიჩქარის მაჩვენებელს. ხელები მთლიანად გაუბუჟდა, წინ გამოჩენილმა სამმა ჩამწკრივებულმა მანქანამ გონება დაუბინდა, თვალები დახუჭა შეჯახების მოლოდინში, მაგრამ წამსვე წინ გამოსახულმა ლურჯმა სფეროებმა თვალების გახელა და მანქანებს შორის მოხერხებულად გაძვრომა აიძულა. რამდენიმე მეტრში გზიდან გადასულმა მოტო გააჩერა, მიწაზე ფეხის დადგმისთანავე შებარბაცდა, თავსაფარი მოიხსნა, გრძნობდა ენერგიით დატვირთულს გული როგორ სწრაფად უცემდა, სისხლი პირდაპირ ტვინში აწვებოდა და საკუთარი გულის ცემაც კი ესმოდა. თვალებ დახუჭულმა ცას მიუშვირა სახე, ჰაერს დიდი რაოდენობით ისუნთქავდა. დამშვიდებას ცდილობდა, სოფის მომღიმარ, გაბრწინებულ სახეს წარმოიდგენდა, მის კამკამა ლურჯ თალებს და გაყინული ორგანიზმი ნელ-ნელა უთბებოდა. მალე ერთი წვეთი დაეცა თვალთან ახლოს, შემდეგ მეორე, რამდენიმე წამში კი წინწკვლას უმატა. გაეღიმა, კვლავ თვალები დახუჭა და დაელოდა როდის დაუსველებდა წვიმა სხეულს. -კარგად ხარ ძმაო? - იქვე გაჩერებული მანქანიდან უცნობმა გადმოყო თავი და ლუკას ყურადღებაც მაშინვე მიიქცია. მერე მიხვდა სად იმყოფებოდა. -კი, კარგად ვარ. -რამე ხომ არ გჭირდება? -არა, მადლობა. - სწრაფად მოთავსდა მოტოციკლეტზე და დაქოქვის თანავე იქაურობას მოშორდა. მთლიანად სველი იყო სახლში რომ მივიდა, სხეული უკანკალებდა თან ლიფტიდან გასული თვალებით სოფის ეძებდა. -ლუკა! - ფეხის ხმაზე სწრაფად გამოჩნდა თვალებ ამღვრეული ადამია, ადგილზე გააშეშა მთლიანად სველი კაცი, შემდეგ სწრაფად მივარდა და მთელი ძალით მოეხვია. - ღმერთო… კიდევ კარგი კარგად ხარ. - სახეზე მოკიდებულ ლუკას ხელებს თავისები დაადო ზევიდან და კაცს კოცნაში აჰყვა, რომ მიხვდა კარგად იყო სწრაფად მოშორდა, წამებში სულ სხვა ქალად გადაიქცა და ლუკაც გაოცებული დატოვა. - სად იყავი? იცი რამდენი ვინერვიულე? მინიმუმ ერთი წელი წაიღე ჩემი ცხოვრებიდან! მეგონა ავარიაში მოყევი, ვინმეს დაეჯახე, ან სადმე გადავარდი… ღმერთო ამდენი ცხოვრებაში არ მინერვიულია! ვერ გიტან! აღარ გაბედო ასე გაქცევა! ტელეფონიც აქ დატოვე, შეიძლებოდა რამე დაგმართნოდა, თან მოტოთი წახვედი! -სოფი... - საუბარი გააწყვეტინა ქალს, თითებით ისევ დაუჭირა სახე, ნელა მოეფერა ლოყებზე და თვალებში ჩახედა. - ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ, შენთან უნდა გავატარო კიდევ ძალიან ბევრი დრო... მაპატიე კარგი? შენს თავს ვფიცავარ აღარ გავიმეორებ. -აი მე წავალ ერთხელ ეგრე და მიხვდები რომ ბოდიში ვერაფერს შველის! - ხელები მოაშორებინა სახიდან, ზურგი აქცია და საძინებელში შესული პირდაპირ აბაზანისკენ დაიძრა, დიდ ჯაკუზში ცხელი წყალი მოუშვა, მერე კი დიდ შუშებს მიუახლოვდა და ღრუბლებისგან ჩამობნელებულ მანჰეტენს გახედა. ისევ წვიმდა, ნაცრისფერ ღრუბლებში ცისფერი შუქები ელავდა და ცაც გრუხუნებდა. არ ელოდა ამინდის ასეთ ცვლილებას, მაგრამ დიდად არც გაჰკვირვებია, უკვე მიჩვეული იყო მსგავს ცვალებად ამინდებს. წამსვე შეცბა უკნიდან სველი სხეული რომ აეკრო, შემდეგ სველი ტუჩების შეხება იგრძნო კისერზე, სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, ლუკასკენ შებრუნდა და მომლოდინედ მიაჩერდა მწვანე თვალებში. -დამეხმარები? - ტანზე მიკრულ მაისურზე ანიშნა, სოფიც თავის ქნევით დასთანხმდა. მაისურის შიგნიდან წელზე აატარა ხელები, მერე ნაჭრის ბოლოებს ჩაეჭიდა და ნელა მოაშორა სხეულიდან. თითებით მხრებიდან ჭიპამდე ჩავიდა მკერდის გავლით, შავი ქამარი შეუხნსა, შემდეგ ღილი და ელვა შესაკრავიც მიაყოლა, სველი შარვალი დაბლა დაქაჩა და მალე მხოლოდ საცვლის ამარა დატოვა. -გავალ. -დარჩი. - სანამ ნაბიჯს გადადგამდა მანამდე ჩაკიდა ხელი, მეორე წელზე შეუცურა და მის სახესთან დახრილმა ზედ ქალის ტუჩებთან ამოილაპარაკა. - ახლა არ დამტოვო. - ოდნავ შეეხო ქალის ტუჩებს, შემდეგ ნელა გახადა ზევიდან გადაცმული კაბა, მკლავი წვრილ წელზე შემოხვია და მის ტუჩებს დაეპატრონა. ბოლოს ორივე ცხელ წყალში ჩაწვა, მოპირდაპირედ მსხდომები თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, სოფის დიდად არა, მაგრამ ალანიას ძალიან სიამოვნებდა გაყინულ ტანზე ცხელი წყლის შეგრძნება. ხმას ვერ იღებდა, ისიც კი არ იცოდა რა ეთქვა, მაგრამ ხვდებოდა ახლა რომ არ მოეყოლა სოფისთვის ყველა შეგრძნება მთელი დღის მანძილზე წესიერად არ დაელაპარაკებოდა ნაწყენი ქალბატონი, უბრალოდ არ იცოდა საიდან დაეწყო. - არ ვიცოდი როგორი ურთიერთობა ექნებოდათ იმ ყველაფრის შემდეგ, არ მეგონა ასე ბედნიერად თუ იქნებოდნენ... შენი აზრით აქვთ ბედნიერების უფლება? -ბედნიერების უფლება ყველას აქვს. გააჩნია იმას რა გაბედნიერებს. ზოგ ადამიანს ბედნიერებისთვის ჭამა ჰყოფნის, ზოგს საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა, სად და როგორ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. შენ რომ ჩვეულებრივი ყოფილიყავი… შენს ცხოვრებას ვგულისხმობ. გეცხოვრა პატარა ბინაში, გქონოდა დაბალ ანაზღაურებადი სამსახური და მანჰეტენის ნაცვლად სადმე ჩვეულებრივ ადგილას გქონოდა სახლი, მაინც წამოგყვებოდი შენთან გადმოსვლა რომ გეთხოვა. -რატომ? -შენც იცი რატომ. - თვალები აატრიალა ლუკას მომღიმარი სახის ყურებისას. -მინდა შენ მითხრა. -მაბედნიერებს შენთან ყოფნა, მხოლოდ შენი სითბო და ყურადღება მინდა, სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა. შეიძლება, დარწმუნებულიც კი ვარ ამ წლების მანძილზე ორივეს დანაშაულის გრძნობა აწუხებთ შენს მიმართ. არა თავისი გრძნობების გამო, არამედ იმის რომ შენ სულიერად დაგანგრიეს. ამას შენს ძმაზე კარგად ვერავინ გაიგებს, ვფიქრობ უნდა კიდეც შენამდე მოსვლა, მაგრამ შენ არ უშვებ და ყველა გზას უკეტავ. მიუხედავად ყველაფრისა საუბარი, განხილვა და ყველაფრის გააზრება საჭიროა, როცა რაღაც არ იცი უნდა მოისმინო, გაიგო რა მოხდა რეალურად და მერე მიიღო გადაყვეტილება, აპატიო თუ არა. მე მაინც ვფიქრობ რომ პატიების უნარი დიდი ნიჭია, ბევრისთვის ადვილია, ბევრისთვის ძნელი, მაგრამ ძლიერია ის ადამიანი ვისაც პატიება შეუძლია. წყენა ყოველთვის გემახსოვრება, არასდროს დაგავიწყდება ის თუ რა გააკეთა, მაგრამ გრძნობა რომელიც შენში არსებობს იმ წყენას დროდადრო ფარავს, აღარაფერი იქნება ისე როგორც იყო, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ყოფნას შეძლებთ. -ნინის ღალატი არაფერია საბასთან შედარებით. შეიძლებოდა სხვა შეყვარებოდა, ვინმე სხვა უნივერსიტეტიდან, არ ვიცი, გადავიტანდი, დავივიწყებდი და ალბათ წლების მერე რომ შემხვედროდა მის საქციელს არაფრად მივიჩნევდი და დიდი მოკითხვებით გამოვესაუბრებოდი... მაგრამ საბას საქციელმა გამანადგურა. ნაწილებად მაქცია... გიგრძვნია გულის არეში ისეთი ტკივილის შეგრძნება თითქოს ვიღაც დანით გისერავდეს გულს, შემდეგ ხელს მთელი ძალით გიჭერდეს და გულს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდეს, ბოლოს კი იმ დანას პირდაპირ ამ ორგანოში გარჭობდეს და გკლავდეს? -არა. -აი ეს ვიგრძენი მაშინ. სულიერად მომკლა მისმა საქციელმა. არაფერია იმაზე მტკივნეული როცა საკუთარი ძმა გიღალატებს, ის ადამიანი ვინც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე მეტად ენდობი, მისთვის დაუფიქრებლად გაწირავ თავს და ნებისმიერს მოკლავ. ძმის ღალატი ხომ მტკივნეულია, ტყუპისცალის გაორმაგებულია. - ბოლოს ოდნავ გაუღიმა თვალებ ამღვრეულ ქალს, ჩაწითლებული მწვანე თვალები მოაშორა ტირილამდე მისულს, მერე საერთოდ დახუჭა და სიჩუმეს უგდო ყური. მალე წყალი შეირხა, რამდენიმე წამში სხეულზე აკური ქალის შიშველი მკერდიც იგრძნო, ყელში ჩარგული სოფის სახე და იქვე მისი ტუჩების შეხება. - რატომ გაიხადე? - იატაკზე დაგდებული ბიუსჰალტერიდან მზერა სოფის საზეხე გადაიტანა, შიშველ წელზე მოხვია ხელი, მეორე კი თავზე გადაუსვა. -შენს ადგილზე არ მესიამოვნებოდა იმ ნაჭრის შეხება. - კიდევ ერთხელ მიაწება ტუჩები, შემდეგ ყბაზე გადაინაცვლა. - გათბი? - ტუჩებზე აკოცა რამდენჯერმე, შემდეგ ლოყაზე გადავიდა. -ჰო. -რომ გაციებულიყავი მერე რა უნდა გექნა? - სახეზე მიეფერა გრძელი თითებით, თან თვალებში უყურებდა მომღიმარი. -ეგრე ადვილად არ ვცივდები. -ასე აღარ მანერვიულო... -კარგი. - ლოყაზე მიდებულ ქალის ხელს, ხელის გულზე აკოცა, მერე თითები დაუკოცნა. -საყვარელი ბავშვები არიან. -ძალიან. -სანამ ჩავალთ უფრო გაიზრდებიან, მერე ის ლურჯი თვალები გაუმწვანდებათ და შენნაირი თვალები ექნებათ. -მეც მოვდივარ და არ ვიცი? -მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ, ჯერ დიდი რო გვაქვს წინ, შეიძლება ზამთრამდე დაგშორდე კიდეც. - მხრები აიჩეჩა ტუჩ გადმობრუნებულმა, ლუკამ კი წამსვე კბილები გამოსდო ქვედა ტუჩზე. -მე უკვე გითხარი რომ შენს გაშვებას არ ვაპირებ და ძალით ნუ მიშლი ნერვებს. - ერთხელ აკოცა ვნებიანად, მერე ჯაკუზიდან ამოვიდა და საცვლის ამარა დუშის ქვეშ დადგა. -ნერვებ მოშლილი უფრო სექსუალური ხარ. - უკანალზე მიარტყა ხელი, ტუჩზე იკბინა, თან თვალი ჩაუკრა და აბაზანიდან ლუკას გონს მოსვლამდე გავარდა. * კიდევ ერთი საღამო რომელიც უნდა გადაელახა, უნდა ებრძოლა იქამდე სანამ მოპირდაპირე კუთხეში მდგომ კაცს ლურჯ იატაკზე არ დააგდებდა გონება გათიშულს. ალბათ ამის შემდეგ აღარც მიიღებდა მონაწილეობას, რადგან ის ბრაზი რომელიც აქამდე ყველა შეჯიბრს აგებინებდა სადღაც გამქრალიყო. მუშტის მოქნევის დროს მხოლოდ ჩვეულებრივ მოწინააღმდეგეს ხედავდა რომელიც უბრალოდ უნდა დაემარცხებინა და კიდევ ერთი ჩემპიონატი მოეგო. აქამდე კი უდიდესი ბრაზით სავსე დაუნდობლად ჩხუბობდა. შავ პრიალა შორტში გამოწყობილი წყალს სვამდა, თან სოფის თვალებს ეძებდა. როგორც კი დაინახა თვითონაც გაუბრწყინდა სახე, თვალი ჩაუკრა ჩუმად მჯდომს, მის ღიმილზე კი თვითონაც გაეღიმა. გაოცებული უყურებდა სმიტი რამდენიმე დღეში გარდაქმნილ ალანიას, ადრე თუ დაუფიქრებლად ურტყამდა მოწინააღმდეგეს ახლა ტექნიკურად, ბრაზის გარეშე მოქმედებდა. ვერც კი წარმოიდგენდა ის საიდუმლო მოძრაობები თუ ახსოვდა რომელიც დიდი ხნის წინ ასწავლა, მაგრამ ლუკას არასდოს გამოუყენებია. მასზე კარგადაც კი დაუფლებოდა და უკვე თავის თავზე ბრაზობდა ეს შემთხვევა რომ გამოეპარა. თვითონაც გახედავდა ხოლმე სკამზე მჯდომ ქალს, ხედავდა როგორი აწყლიანებული თვალებით შესცქეროდა მებრძოლ კაცს, ჩუმად იჯდა და თვალს არ აშორებდა ლუკას. როგორც კი მუშტი მოხვდებოდა ქვედა ტუჩს კბენდა, თან თვალებს ხრიდა. ჯერ კიდევ ვერ მოესწრო მისი გაცნობა, მაგრამ უკვე შორიდანვე მოსწონდა. -არ იღლება, მე უკვე დამღალა გოგოსავით ჩხუბმა, სხვა გზა არ მაქვს. - ფეხზე წამომდგარი თვალებში ჩააშტერდა წარბ შეკრულ სმიტს რომელიც ჩაფიქრებული უყურებდა. - ჩემი გოგოც დაიტანჯა, აქ არ უნდა მომეყვანა. -კარგი, მაგრამ ყურადღებით იყავი, მარცხენა ხელით კარგად ბლოკავს. - სერიოზული გამომეტყველებით უთხრა, ლუკამ კი უბრალოდ თავი დაუქნია და სმიტი გაოცებული დატოვა თავის ქების გარეშე რომ გავიდა რინგის შუა გულში. ყოველთვის იქებდა თავს, მაგრამ ტომასის ნათქვამს მთელი სერიოზულობით ეკიდებოდა. ზუსტად ისე აკეთებდა როგორც ის ეუბნებოდა და ყველაფერი მის სასიკეთოდ სრულდებოდა. ახლაც ისე მოხდა როგორც ტომმა უთხრა, მოქნეული მარჯვენა ხელი მარცხენით დაბლოკა, მაგრამ ლუკას სისწრაფემ აჯობა, მარცხენა ხელი მთელი ძალით მოუქნია სახეში, ბოლო დარტყმა კი მარჯვენათი განახორციელა და ყვითელ შორტიანი კაციც ნახევრად გათიშული დავარდა ძირს. ნოკაუტის საშუალებით გათიშულ კაცს მაშინვე მივარდა მსაჯი, დათვლის შემდეგ კი დარბაზში ათასობით ხალხის ყვირილი, კივილი და შტვენა ატყდა, ლუკა ალანია კი კვლავ მსოფლიოს ჩემპიონად გამოცხადდა. სიამაყით სავსე ტომასი წამსვე მოეხვია კმაყოფილებით სავსე ლუკას, შემდეგ იყო მილოცვები, ჯილდოს გადაცემა და წლის ჩემპიონთან სურათების გადაღება. ერთადერთი რაც ლუკას სურდა სოფის ნახვა, მისი წკრიალა ხმის გაგება და რბილი ტუჩების შეგრძნება იყო. როგორც კი რინგიდან ჩავიდა მაშინვე მოკრა თვალი მისკენ მიმავალ გაბრწყინებულ ქალს. ისე უბრჭყვიალებდა ლურჯი თვალები ეგონა გარშემო ის ანათებდა ყველაფერს, სოფის გარდა ამდენ ხალხში ვეღარავის ამჩნევდა და ერთი სული ჰქონდა მკლავებს როდის მოხვევდა. -გილოცავ! - როგორც კი მოეხვია ყურში ჩასჩურჩულა, ლუკა კი მაშინვე მის ბაგეებს დაეტაკა და სიამოვნებისგან წამსვე გააჟრჟოლა. -შენთვის იყო ეს გამარჯვება. - ლოყაზე მიაკრო ტუჩები, თან მისი სურნელი ხარბად სეისუნთქა. მაშინ კიდევ ერთხელ ატყდა ხმაური ჩემპიონის შეყვარებულის გამოჩენის გამო, რომლის სახეც აქამდე ნანახი არ ჰქონდათ. შემდეგ კითხვები დააყარეს ჟურნალისტებმა, ყველა მათ უღებდა, ლუკას კი სოფის წელზე მოეხვია ხელი და გამოსაცვლელი ოთახისკენ მიდიოდა. -გტკივა რამე? - ყურადღება არ მიუქცევია არავისთვის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა ის ჰკითხა, ლუკამ კი სიცილით გააქნია თავი. -ჯერ არაფერი და ნუ მიყურებ ეგრე, ვეღარ ვსუნთქავ. - ჩუმად ჩაილაპარაკა ბოლოს, სოფის კი ყურებამდე გაეღიმა. -როგორ? -სურვილს მიჩენ რომ კოცნით გაგგუდო. - შუბლზე აკოცა, შემდეგ კვლავ ხალხს გაუღიმა და ბოლოს გამოსაცვლელ ოთახშიც ამოჰყო თავი. მარტო დარჩენილმა დრო იხელთა, კდელეზე აკრულ სოფის ტუჩები მომთხოვნად დაუკოცნა და გული რომ იჯერა შუბლით დაეყრდნო შუბლზე. - მადლობა რომ ჩემთან ხარ. -საჭირო არ არის. -არის, ახლაც თვალწინ მიდგას შენი სახე. -რომ გირტყამდა ვერ გიყურებდი. - ამჯერად თვითონ აკოცა, მერე კი კარების გაღების გამო იძულებული გახდა მოშორებოდა. -ბოდიში ხელის შეშლისთვის. - დავი დაუკრა სმიტმა ლოყებ შეფარკლულ სოფის. - ტომას სმიტი. - ხელი გაუწოდა მომღიმარმა. -სოფი ადამია, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -ჩემთვისაც. - მტევანზე ეამბორა, შემდეგ ლუკას შეხედა. - პირველად მომეწონე. -შენ მე სულ მოგწონვარ, უბრალოდ ახლა დაინახე შენი ილეთები და გაგიხარდა. - თვალები აატრიალა, პირსახოცი აიღო და წყლის გადასავლები კაბინისკენ დაიძრა. -ტუტუცი. - თავი გააქნია, უკან გაჰყვა და როგორც სჩვეუდა ისე დადგა შუშასთან. - ბელა გირეკავს. - თვალები აატირალა ნომრის დანახვაზე, ტელეფონი შეაწოდა და უკმაყოფილო სახით მოათვალიერა იქაურობა. -მადლობა... ჰო ახლა წყალს გადავივლებ, მერე სახლში მივდივარ და გნახავთ იქ... კარგი მიდი… მეც. აიღიე. - ტელეფონი მიაწოდა სმიტს, შემდეგ ისევ განაგრძო შხაპის მიღება. -გარეთ ჟურნალისტები არიან, მოგიწევს რამის თქმა, ისე ვერ წახვალ. -ხომ ვილაპარაკე უკვე. -მაშინ არ იცოდნენ სოფიზე, ახლა ყველამ იცის ვინც ლაივს უყურა და ყველა გაიგებს ვინც უყურებს. -რა უნდა ვთქვა? -რაც გინდა ის თქვი. Შენთან გავგზავნე ხალხი ვინც წვეულებისთვის მომზადებაში დაგეხმარებათ, დღეს მთავარი წყვილი იქნებით, ყველა თქვენზე ილაპარაკებს… -ვიცი ეგენი ტომ... - მობეზრებულმა გააწყვეტინა საუბარი წყლის ქვეშ მდგომმა. -სოფის ვესაუბრები! -მე ვეტყვი სოფის. -მაშინ მე დაგტოვებთ, მოწესრიგდი და გამოდით. - პასუხი არ მოუსმენია ისე გავიდა გარეთ, სოფი კი ერთ ადგილას მომღიმარი იჯდა და მოუთმენლად ელოდა ლუკას გამოსვლას. -სოფი, აქ ხარ? -ჰო. - ქვედა ტუჩზე იკბინა რომ არ გასცინებოდა შექმნილ სიტუაციაზე. -რას აკეთებ? -გელოდები. - თავი გააქნია სიცილით, თან ისე გაიხედა შუშის კარისკენ თითქოს დაინახავდა ლუკას. -თან ტუჩს აწვალებ. - ხმამაღლა ამოიოხრა, სოფიმ კი თვალები ჭყიტა. -მალე გამოდი თორემ ცუდი აზრები მომდის თაში და გავალ. -რა აზრები. - მაშინვე გამოჩნდა პირსახოც შემოხვეული ლუკა, უცნაურად იღიმოდა, თვალებში კი ჭინკები დაუხტოდნენ. - ცუდი წარმოდგენა გაქვს ჩემზე. ვგავარ კაცს ვისაც… -გეყოფა. ჩაიცვი და გავიდეთ. - სახე აწითლებულმა გააწყვეტინა სიტყვა, ლუკას კი ხმამაღლა გაეცინა. - ნუ იცინი! -კარგი. - ხელები ასწია დანებების ნიშნად, მერე ხელის გულებით სკამის გვერდებს დაეყრდნო და სოფის სახესთან დახრილმა ჯერ ყელში აკოცა, შემდეგ ლოყაზემ მერე კი ტუჩებზე მიაკრო ტუჩები. - შენც მყოფნი… ჯერ-ჯერობით. - თვალი ჩაუკრა კიდევ ერთხელ აკოცა და მაშინვე შებრუნდა მის სახეზე რომ არ გასცინებოდა. მალე გავიდნენ შენობიდან, გარეთ კი მართლაც უამრავი ჟურნალისტი დახვდათ, ლუკას კვლავ სოფის წელზე შემოეხვია ხელი და კამერებს ამაყად უყურებდა ასეთლი ლამაზი ქალის გვერდზე რომ იდგა და უკვე ყველამ იცოდა რომ ლურჯ თვალება სოფი ადამია მისი შეყვარებული იყო. -მართალია რომ სოფი ადამია ის გოგოა რომელთან ერთადაც რამდენიმე კვირის წინ დაგაფიქსირეს?! -აქამდე რატომ არ ამხელდით ურთიერთობას?! -რატომ არ იყო ის წინა შეჯიბრებზე?! -რატომ დაუმალეთ საზოგადოებას?! - სწრაფად მიაყარეს კითხვები, ლუკა კი უკვე დაღლილობას გრძნობდა. -პირველი კითხვით დავიწყებ. სოფი ის გოგოა რომელთან ერთადაც დამაფიქსირეს… ურთიერთობას არ ვმალავდით, ხშირად დავდიოდით სხვადასხვა ადგილებში, ალბათ თქვენ გამოგრჩათ რამე, რაც ძალიან მიკვირს. - ცილით თქვა, შემდეგ სხვა ჟურნალისტს გადახედა. - სოფი ქალაქში არ იმყოფებოდა ჩემი შეჯიბრის დროს, ამიტომ არ იყო ის ჩემს შეჯიბრზე, სხვა შემთხვევაში აუცილებლად გეცოდინებოდათ. - მომხიბვლელად გაუღიმა კამერებს და წასვლა დააპირა, მაგრამ ერთმა საკმაოდ დაბალმა გოგომ მავედრებელი მზერით ახედა და მანაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -რა გეგმები გაქვთ მომავალში? -გეგმებს არასდროს ვსახა, თუ ვსახავ არავის ვეუბნები, მაგრამ ის დაზუსტებით ვიცი რომ ძალიან დიდი დროის გატარებას ვაპირებს სოფისთან და ყველაფერს რასაც გავაკეთებ, მხოლოდ და მხოლოდ მასთან ერთად. მადლობა. - სწრაფად გაარღვია ჟურნალისტებით გადაჭედილი გზა, მათი კითხვებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია ისე ჩაჯდა მანქანაში და სახლისკენ წავიდა. - ტვინი მომეტ.ნა. - პერანგის ღილები შეიხსნა, მაჯაზე დამაგრებულ საათს დახედა, შემდეგ მომღიმა ადამიას შეხედა. - რა? -გული ამიჩუყდა ისე საყვარლად ილაპარაკე. - ტუჩი გადმოაბრუნა, თან თვალები აუფახუნა წარბ აწეულ ლუკას. -სიმართლე ვთქვი… მეზარება იმ სი.ულ წვეულებაზე წასვლა და გამო.ირებულ ხალხთან ლაპარაკი… საერთოდ მაგათთან ერთად ყოფნა მეზარება. -თუ გინდა არ წავიდეთ. -არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. -რა დაგემართა? ვინმე ისეთი ხომ არ იქნება იქ ვისი ნახვაც არ გინდა. - წარბ ასწული დააკვირდა ნერვებ მოშლილს, რომელსაც უცებ შეეცვალა ხასითი. -კი, ბევრი თან. -შენი საყვარლებიც? - ვითომც არაფერი ისე ჰკითხა, თან გვერდზე გაიხედა. -ჰო ეგენიც, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? -თუ შენთვის არ აქვს, არც ჩემთვის აქვს. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, მაგრამ ლუკას მაინც არ მოუშორებია თვალი ქალისთვის. - ისე როგორი უხერხულია. -რა? -შენი ყოფილი ქალები და მე… რომ მოვიდეს გასაცნობად რას იზამ? გამაცნობ? -რა გინდა სოფი? - წარბები შეკრა მაშინვე და ხმაზე გაღიზიანებაც შეეტყო. -რა გჭირს? მე ვხუმრობ შენ კი ღიზიანდები, საერთოდ აღარ დაგელაპარაკები დღეს. - უდარდელად აიჩეჩა მხრები. -ასე ვარ ხოლმე შეჯიბრის შემდეგ. დაღლილს არსად წასვლის სურვილი არ მაქვს, არ გეწყინოს რამე კარგი? თუ არა და მაშინვე მითხარი. - მტევანზე აკოცა, სოფიმაც თავი დაუქნია ჩუმად. ხმა აღარ ამოუღიათ სახლამდე. მართლაც დახვდათ ტომასის გაგზავნილი ხახლი, რომლებმაც ერთ საათში ყველაფერი გააკეთეს. გაოცებული უყურებდა ლამაზ კაბაში გამოწყობილ სოფის, იმ დროს მართლა ყველაფერს ანათებდა. ბრჭყვიალა თვალებით უყურება სახე გაბრწყინებულ კაცს, თან ნელ-ნელა უახლოვდებოდა. -მოგწონს? -ძალიან ლამაზი ხარ. - ფრთხილად მიაკრო ლოყაზე ტუჩები, ხელი ჩაკიდა და ლიფტისკენ დაიძრა. -მე არ მომწონს. - ჩუმად ჩაილაპარაკა ლუკას გვერდზე მდგომმა. - არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. -მოგიწევს მიჩვევა. -შენ კაცი ხარ, სმოკინგი და მორჩა, შემომხედე აბა. -გიყურებ და დიდი სიამოვნებით გიყურებდი ყოველ დღე ასეთს, ოღონდ ისე რომ ბოლოს კაბას გხდიდე და მთლიანად გაშიშვლებდე. -შენ მოგწონს რომ ვწითლდები ხო? -ძალიან. - თითები უკანალზე მოუჭირა, თან ტუჩზე იკბინა. -რამდენ ხანს უნდა ვიყოთ იქ? -დაახლოვებით ერთი საათი, მერე წამოვიდეთ, დაღლილი ვარ და მეპატიება. - ლიფტიდან გასული პირდაპირ მანქანისკენ დაიძრა, სწრაფად მოთავსდა შიგნით სოფისთან ერთად და მეისონს წასვლა უბრძანა. მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილზე, უკვე დაწყებულ წვეულებაზე ერთად შევიდნენ, მაშინვე ყველას ყურადღება მიიქცია ჩემპიონმა და მისმა შეყვარებულმა, ტაშით შეეგებნენ ორივეს, ლუკაც ხელს ართმევდა ყველას ვინც კი ხელს გაუწვდიდა ჩამოსართმევად. დიდხანს გაგრძელდა მისალმებები, ბოლოს ძლივს მიაღწია მაღალ მაგიდამდე, სადაც თავისი მეგობრები იდგნენ. -გილოცავთ! - ამჯერად შედარებით მსუბუქად გადაეხვივნენ, სოფისაც მიესალმნენ, ბოლოს კი საუბარი გააბეს ერთმანეთთან. -შენი დაქალი როგორ არის? -მაგას მე მეკითხები? -სხვა შტატში ვიყავი წასული და ვერ მოვახერხე ნახვა. - უკმაყოფილოდ ჩაილაოარაკა, სოფიმ კი ყურებამდე გაიღიმა. -შეგიძლია ახლა ნახო. - მხრები აიჩეჩა და ნიკასაც თვალები გაუბრწყინდა. -მართლა? რომ მივიდე გამომყვება? -კი, დაპატიჟე სადმე… -არ ვუკითხივარ? -კი სულ შენზე ლაპარაკობს სად არის რატომ არ მნახულობსო. -მართლა? -არა, მაგრამ ეგრე ფიქრობს… მე ყველა მაგის ფიქრი ვიცი, უბრალოდ წუწუნი არ უყვარს. -კარგი მაშინ. -სოფი, ეს კაია, ჩემი შეყვარებული. - მოულოდნელად წამოადგა თავზე ბელა და მასზე რამდენიმე სანტიმეტრით მაღალი ქალი წარუდგინა. -სასიამოვნოა. - ხელი ჩამოართვა ქალს, მან კი უბრალოდ თავი დაუქნია, შემდეგ ორივე მოშორდა. ჩაფიქრებული აკვირდებოდა სოფის ერთად მდგომ ქალებს, ბელა გაბრწყინებული თვალებით უყურებდა, კაი უღიმოდა, ესაუბრებოდა, თან იქაურობას ათვალიერებდა. ისე იყო მათ ყურებაში გართული მიახლოვებული ლუკა ვერაფრით შენიშნა, წელზე რომ მოხვია ხელი შეხტა, ლუკას კი მის მოქმედებაზე გაეცინა. -რას უყურებ? -ვფიქრობ ბელას ძიძობა არ სჭირდება, კარგად არის. -კაი როცა არის მის გვერდით აღარავინ აინტერესებს. -როგორ მიხვდა რომ ქალები მოსწონდა. -ერთი ტიპი უყვარდა, მე არ მევასებოდა, მაგრამ ამან ასე იცის, ვიღაც რომ მოეწონება ვსიო, რაც არ უნდა უთხრა მაინც მოსწონს. იმ ტიპმა ხელი სთხოვა, მაშინ თვრამეტის იყო, ესეც აცანცარდა, გაყვა ცოლად, ხელი არ მოუწერიათ, არც ჯვარი დაუწერიათ, მაგრამ ბეჭდებს ატარებდნენ… -რატომ? -რა ვიცი. მერე ორსულად იყო, თავისმა სირ.მა ქმარმა სცემა, წამალი ჰქონდა ალბათ გაკეთებული, კიდე რაღაცები მოწეული, ნასვამი და საერთოთ არ იყო გონზე. მე დამირეკა და მთხოვა წამეყვანა იქიდან. წავიყვანე კიდეც, მაგრამ მეორე დღეს ბოდიშებით მოვიდა. ბელას ეხვეწებოდა დაბრუნდიო, ვნანობო და არც მახსოვს წესირეად გუშინ რა გავაკეთეო. ერთი სიტყვით ბოდიშები უხადა, ამ გამოშტერებულმაც დაუჯერა და გაჰყვა. არ ვუშვებდი მაგრამ არ დამიჯერა. რამდენიმე დღე მშვიდად იყვნენ, მერე ისევ დამირეკა, მიშველეო მითხრა და მეც გავვარდი. რომ მივედი ისე ვცემე ერთი კვირა გონზე ვერ მოდიოდა. ბელას მუცელი მოეშალა, მერე საერთოდ მოვაშორე იმ ნაბი.ჭვარს და აღარ მიკარებია. რამდენჯერმე ისევ სცადა პატიების თხოვნა, მაგრამ ჩემი დამსახურებით ვერაფერი გამოუვიდა, თორე ეს დებილი მართლა გაყვებოდა. - ბელაზე მიშტერებულმა ჩაილაპარაკა, მერე კი თვალებ გაფართოვებულ სოფის დახედა. - რამდენიმე წლის შემდეგ ვიღაც გოგო გაიცნო შემთხვევით, იმასთან ჰქონდა ურთიერთობა, აქ რომ ჩამოვიყვანე კაცებთან სცადა ურთიერთობის დაწყება, მაგრამ ბოლოს გამომიტყდა რომ ვერანაირ სიამოვნებას ვერ იღებდა კაცისგან და შეეშვა სამუდამოდ კაცებს. კაისთან უკვე ოთხი წელია არის, კარგი უთიერთობა აქვთ, მაგრამ ამ ბოლო დროს აერიათ. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ გული კარგს არ მიგრძნობს. -მაპატიე ისინი რაც ბელაზე ვისაუბრე. -არაფერია, მართლა ეგეთია. - მხრები აიჩეჩა, მერე შუბლზე აკოცა თავ დახრილს. - იმიტომ არ მომიყოლია რომ თავი ცუდად გეგრძნო. -გამარჯობათ! - ერთმანეთში მოსაუბრე წყვილს თავზე წამოადგა ახალგაზრდა, სიმპატიური მამაკაცი. -გამარჯობა ჯორჯ. როგორ ხარ? - ხელი ჩამოართვა ლუკამ, მეორე ხელს კი სოფის არ აშორებდა. -შესანიშნავად. მის? - ხელი გაუწოდა სოფის, მანაც მომღიმარმა ჩამოართა, ლუკამ კი თვალები აატრიალა. -სოფი. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა სოფი. - მტევანზე ეამბორა. წარბ აწეულმა დახედა კაცის თითებში მოქცეულ სოფის ხელს, შემდეგ ჯორჯს შეხედა რომელიც სოფის ლურჯ თვალებს უყურებდა. - შეიძლება თქვენთან ცეკვა? -არა. - ხელი მოაშორებინ სოფის თითებიდან. წამსვე გაოცებულებმა ახედეს სერიოზული სახით მდგომ ლუკას. - ჩვენ ვაპირებდით ცეკვას. -გასაგებია. - თავი დაუქნია ჯორჯმა, უკვე დამშვიდობებას აპირებდა ტომასი რომ მიადგა ალანიას. -ლუკას, წამომყევი ვიღაც უნდა გაგაცნო. -ახლა არ მცალია. - ისე გასცა პასუხი ჯორჯისთვის თვალი არ მოუშორებია. მერე რაღაც ხმადაბლა ჩაილაპარაკა ტომმა და ლუკას ყურადღებაც წამსვე მიიქცია. - მალე დავბრუნდები და არ ეცეკვო ამ ტიპს თორემ ხელებს დავამტვრე. როგორც შენ არ მოგწონს როცა სხვა მეხება, მე უფრო მეტად არ მომწონს როცა ასეთი გამოსი.რებული გეხება. - ყურში ჩასჩურჩულა სოფის, ჯორჯს თავი დაუქნია და ტომს უკან გაჰყვა. -აბა? ვფიქრობ ახლა შეგვიძლია ცეკვა. -იცით მე... დაღლილი ვარ, ენერგიებს ლუკასთან საცეკვაოდ ვინახავ და... -ვფიქრობ ერთი ცეკვა არაფერია, თუ რა თქმა უნდა უარს შეყვარებულის გამო არ მეუბნებით… არ მეგონა ასეთი ეჭვიანი თუ იყო. - ბოლოს სიცილით გააქნია თავი, სოფიმ კი წარბებ ასწია. -ფიქრობთ მე არ შემიძლია ჩემით გადაწყვეტილების მიღება? -მაშინ მეცეკვეთ. -არ მინდა. - მოკლედ მოუჭრა, ჯორჯს კი ხმამაღლა გაეცინა. -როგორი ხუმარა ხართ. -უკაცრავად? - ამჯერად სოფის გაეცინა კაცის სიტყვებზე. მერე მიხვდა რატომ ჩააცივდა კაცი ასე. ზედმეტად ამპარტავნული შეხედულობა ჰქონდა, არაჩვეულებრივი სხეული, ლამაზი სახე, ისეთი ნებისმიერი რომ დასთანხმდებოდა. - რა ხდება ბატონო ჯორჯ? უარს ვერ იღებთ? -დიდი ხანი გავიდა ბოლო უარიდან, აღარც კი მახსოვს იყო თუ არა ასეთი შემთხვევა. -ასე მაშინ ხდება როდესაც შეყვარებულ ქალს მიადგები. -აქამდეც მივსულვარ. -მაშინ არ ჰყვარებიათ საკუთარი კაცები. -ცეკვის გარეშე ვერ წავალ... -ვფიქრობ მთლიანი ვერ წახვალ აქედან. -ეს ისევ შენი კაცისთვის იქნება ცუდი… ერთი ცეკვა და არანაირი პრობლემები, რას ფიქრობთ? - უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვა სოფის და კმაყოფილმა თვალი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირთან მოსაუბრე ლუკასკენ გააპარა. -კარგით. - მობეზრებულმა დაადო მტევანი გამოწვდილ ხელზე და ხალხს შერეულმა მასთან ერთად ააყოლა ტანი მუსიკას. მაშინვე ლუკასკენ გაეპარა მზერა, რომელიც თვალებ ანთებული უყურებდა და ცოტაღა აკლდა საცემრად არ გამოქცეულიყო. თვალებ დახუჭულმა ყბის ძვლები აათამაშა, შემდეგ მოსაუბრე კაცს მიუბრუნდა. -ძალიან ლამაზად გამოიყურებით… -საჭირო არ არის საუბარი, უკვე გავარკვიეთ ყველაფერი, სიმღერა დამთავრდება და მორჩა. -და მაინც, აქ მყოფ ქალებზე ბევრად ლამაზი ხართ. ამიტომ მიიქციეთ ჩემი ყურადღება. -კაცი რომელიც სხვის ქალს ეფლირტავება, მაშინ როცა ქალს არ აინტერესებს და თუნდაც საცეკვაოდ ძალას იყენებს, იცი როგორია? -როგორი? -. - თვალებში ჩახედა გაქვავებულ კაცს რომელსაც ფერი გადასვლოდა სახიდა. -ძალიან პირდაპირი ხარ. - მაშინვე უთხრა სიცილით როგორც კი გონზე მოვიდა, ხელი სოფის მოშიშვლებულ ზურგზე აატარა და ცერა თითით მიეფერა ნაზ კანზე. სუნთქვა აუჩქარდა სოფის, სხეულში არასასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა, ყელში გულის რევის შეგრძნება მოაწვა და ლუკას იქ ყოფნა ინატრა. -დაახვიე. - სოფის გვერდზე ამომდგარმა ღიმილით მიახალა ჯორჯს, ხელი წელზე მოხვია ქალს და უკან გასწია. -სასიამოვნო იყო, სოფი. - ირონიული ღიმილით ხელი გაუწოდა ლუკაზე ნახევრად მიხუტებულ ქალს, მაგრამ სოფის ნაცვლად ლუკამ ჩამოართვა ხელი და თითებზე მთელი ძალით მოუჭირა. -მე გითხარი რომ არ შეიძლებოდა, შენ კიდე ვერ გააჩერე ტრა.კი. კიდევ ერთხელ დაგინახავ ჩემი ქალის სიახლოვეს და ამ თითებს სათითაოდ დაგატეხავ. გაიგე? - ღიმილით ესაუბრებოდა გაწითლებულ კაცს, თან მოჭრილ ხელს თავისუფლად აქნევდა ზევით ქვევით. - გაიგე? -კი. -დაახვიე. - ხელი შეუშვა, ჩაიცინა აკანკალებული ხელი მაშინვე ჯიბეში რომ ჩაიდო, თავი დაუკრა ორივეს და იქიდან გაუჩინარდა. - მე შენ რა გითხარი? - როგორც კი ცეკვა დაიწყო მაშინვე ჩასჩურჩულა ყურში, მერე იქვე აკოცა. -მადლობა რომ მოხვედი. - ლუკას ყელში ჩარგო სახე და მისი სურნელით გაიჟღინთა ფილტვები. - მარტო აღარ დამტოვო. - ყელში აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე. -რამე გითხრა? რა გააკეთა? -არაფერი. -მითხარი! რაზე ლაპარაკობდით? - ლოყაზე მიეფერა, სოფიმაც თითქმის ყველაფერი მოუყვა, არ უნდოდა ისედაც გაღიზიანებული კაცის უარესად გაღიზიანება და ყველაფრის მოყოლა არჩია გაჩუმებას. - რა უთხარი? - სიცილით იკბინა ტუჩზე, სოფის კი ლოყები შეეფარკლა. -ნაბიჭ.ვარი ხართქო. - ისევ გაიმეორა, ლუკას კი უფრო ხმამაღლა გაეცინა. - ავუხსენი რატომ, მაგრამ არამგონია გაეგო. -შენს ამ თვისებაზე რომ ვჭევად მითქვამს? - მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე, მერე ისევ თვალებში ჩახედა. -რომ ჭედავ არ გიქთვამს. - ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები, თან სხეულზე უფრო მეტად აეკრა ლუკას. -მიყვარს. - როგორც ყოველთვის ახლაც გაუნთავისუფლა ტუჩი, ცხვირის წვერი გაუსვა ტუჩებზე, შემდეგ ლოყაზე აატარა თან მისი მათრობელა სურნელი შეისუნთქა. - მაბრუებ. -დაღლილი ხარ და გეძინება. - თმებში შეუცურა თითები, თავი ააწევინა და ჩაწითლებულ მწვანე თვალებში ჩააშტერდა. -მენატრები... ასე მგონია დიდი ხანია არ მინახიხარ, ახლაც კი ვგრძნობ რომ მენატრები… რა ჯანდაბა მჭირს. - თვალებ დაბინდულმა ჩაილაპარაკა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ძლივს შეიკავა თავი ტუჩები რომ არ დაეკოცნა. - მგონი შემიყვარდი. - სოფის გაბწყინებულ ზღვის ფერ სფეროებს უყურებდა და იმ ზღვაში ღრმად ჩასული ფსკერისკენ მიიწევდა. - ნეტავ გრძნობდე იმას რასაც ახლა ვგრძნობ... როგორი მტანჯველი და თან როგორი სასიამოვნოა. - წინ ჩამოშლილი თმა ნელა გადაუწია ყურს უკან, ლოყაზე მიეფერა, მერე შუბლზე აკოცა და შუბლიც იქვე მიაბჯინა თვალ დახუჭულმა. - მამშვიდებ. -მუსიკა მორჩა ლუკა. -დაი.კიდე, შენ ხომ გესმის ჩემი მუსიკა. -ჰო. - გაიღიმა და მასთან ერთად მოძრაობა კვლავ განაგრძო. -შეიძლება სურათი გადაგიღოთ? - სიმშვიდე ფოტოგრაფის ხმამ დაურღვია ალანიას, ალბათ რაიმე ცუდს ეტყოდა რომ არა მხარზე მოჭერილი სოფის თითები. შეძლებისდაგვარად თავი ხელში აიყვანა, წელში გაიმართა, სოფის ხელი მოხვია და ფოტოგრაფს მომღიმარმა დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. რამდენიმე სურათი გადაიღო, მერე მოღიმარმა დახედა სოფის, მან კი თვალი გაუსწორა ლუკას მწვანე სფეროებს, უკვე აღარც აქცევნდნენ ფოტოგრაფს ყურადღებას, გოგო კი კვლავ აჩხაკუნებდა კამერას. ბოლოს გაეცინა ლუკას, სოფის შუბლზე აკოცა და ჯერ ისევ კამერით მდგომ გოგოს გაკვირვებულმა შეხედა. - დღეს მთავარი წყვილი თქვენ ხართ და... - დაბნეულმა ჩაიბურტყუნა, შემდეგ ისევ განაგრძო საუბარი. - პატარაობიდან ყველას და ყველაფერ ვუღებს სურათს, მაგრამ ამ საზოგადოებაში თქვენნაირი წყვილი არ მინახავს. ჩემი კამერა სავსეა თქვენი ფოტოებით, თუ გსურთ ფოსტით გამოგიგზავნით. -დიახ მინდა. - თავი დაუქნია წამსვე სოფიმ, შემდეგ დაემშვიდობა და ლუკასთან ერთად ერთმანეთში მოლაპარაკე მეგობრებისკენ წავიდნენ. -რა უქენი ამას გოგო, ვეღარ ვცნობ. -არაფერი გეფიცები. - ხელები ასწია სიცილით და ნიკოლოზიც გააცინა. -სხვათაშორის მომწონს. - ყურში ჩასჩურჩულა, მერე ერთად მდგომ წყვილთან გააბა საუბარი. ლუკას სიტყვით გამოსვლის და მადლობის გადახდის შემდეგ მალევე დატოვეს იქაურობა, მანქანაში მოთავსებულები პირდაპირ სახლისკენ წავიდნენ. -ლუკა. - ჩაფიქრებულმა გადახედა გვერდზე მჯდომს, რომელსაც თვალები დაეხუჭა და მშვიდად სუნთქავდა. -ბელა რატომ არ იყო საყურებლად. -არ მოსწონს კრივი, არასდროს არ მოდის. ერთხელ იყო მხოლოდ, რომ ვნახე ფერი არ ედო სახეზე და მაგის შემდეგ აღარ წამომიყვანია. -გტკივა რამე? - თმები გადაუწია შუბლიდან, მერე ლოყაზე მიეფერა. -არა. - მტევანზე აკოცა, შემდეგ მკლავს აუყვა. -რაზე ფიქრობ? -აქამდე ყველა ბრძოლას ბრაზით ვიგებდი, ახლა ბრაზს ვეღარ ვგრძნობ. -მაგრამ მაინც მოიგე. -ამ ბრძოლაზე არ ვამბობ... ამაზეც, მაგრამ მე ჩემს თავთან, ცხოვრებასთან და გრძნობებთან ბრძოლაზე გეუბნები. - გვერდზე შეატრიალა თავი, თვალები გაახილა და წამსვე სოფის მომღიმარ სახეს წააწყდა. -და რას გრძნობ? -სიმსუბუქეს. - ჩაფიქრებულმა გასცა პასუხი. - ჰო, თავს მსუბუქად ვგრძნობ. დღეს როცა რინგზე ვიდექი სიმსუბუქეს ვგრძნობდი, მეგონა ცოტაც და ავფრინდებოდი. უფრო ადვილი იყო მოწინააღმდეგის დამარცხება, როცა გააზრებულად ვიბრძოდი. თან შენი თვალები... შენ რომ მიყურებდი უფრო თავისუფლად ვმოძრაობდი. - ტუჩებზე გადაატარა ცერი, ნიკაპზე მოკიდებული თითებით თავი ახლოს მიაწევინა და ორივე ტუჩი დიდი სინაზით დაუკოცნა. სახლში მისულები პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრდნენ, ლუკამ ტანსაცმელი გაიხადა და პირდაპირ წასოლზე გაიშალა, ბალიშს ხელები მოხვია და თვალები დახუჭა. სოფის კი დიდი პროცედურები ჰქონდა ჩასატარებელი. ჯერ მტანჯველი კაბისგან გაინთავისუფლა ტანი, შემდეგ საცვლებით მდგომმა სახე გაისუფთავა, მერე თბილი წყლის ქვეშ დადგა და თმის ლაკის წყალობით ჯერ ისევ ერთ პოზაში მდგომი თმები კარგად დაისველა. ბოლოს თმები გაიშრო, პირსახოცი შემოიხვია ტანზე და პირდაპირ გამოსაცვლელ ოთახში შევიდა. საღამურების ჩაცმის შემდეგ საძინებელში დაბრუნდა, ლუკასგან ზურგ შექცევით დაწავ, მისკენ მაქსიმალურად ახლოს მიიწია, ფეხები მის ფეხებში ახლართა და ლუკამაც წამსვე შემოხვია ხელები, ცხვირი მის თმაში ჩარგო, ჰაერის დიდი რაოდენობით შესუნთქვის შემდეგ ხმამაღლა ამოისუნქა მძინარემ და კვლავ სიზმრებს მიეცა. *** ათის ორმოცდახუთ წუთზე შევიდა მაღაზიაში ისე რომ სალაროსთან მდგომ სოფის არ შეემჩნია. ქალის აქსესუარებს ათვალიერებდა, თან სოფისკენ აპარებდა თვალს. ბოლოს ლამაზ, სადა ვერცხლისფერ სამაჯურს წააწყდა, მისი ყურებისასაც კი სოფი ახსენდებოდა და რომ არ ეყიდა ვერ გაძლებდა. -შემიძლია დაგეხმაროთ? - იქვე მდგომი გოგო მიუახლოვდა შუშაზე დაყრდნობილ კაცს, თან ყურებამდე გაუღიმა. -დიახ, ეს სამაჯური მინდა. -თქვენ ხომ ლუკა ხართ? - მიშტერებული უყურებდა მწვანე თვალება კაცს, რომელიც სამაჯურს მიშტერებოდა და თავს არ იწუხებდა თავის აწევით. -დიახ, მე ვარ… შეგიძლია ეს სამაჯური მომცე? - ბოლოს ახედა მომღიმარ გოგოს და წამსვე დააბნია. -რა თქმა უნდა. - თავი დაუქნია მაშინვე, შიგნიდან მდგომმა ჩაკეტეილი შუშის პატარა კარი გააღო, ვერცხლის სამაჯური თავის ყუთიანად გამოიღო, შემდეგ ლამაზად შეუფუთა და მომღიმარმა გაუწოდა. - შეგიძლიათ ავტოგრაფი დამიტოვოთ? - ლოყებ შეფარკლულმა მარკერი გაუწოდა სალაროსკენ წასასვლელად გამზადებულ ლუკას, ისიც ხმის ამოუღებლად დასთანხმდა. -სად? - ხელიდან ააცალა მარკერი, ქალი კი წინ გადაიხარა, ღრმა დეკოლტიდან ამოვარდნილი მკერდი მიუშვირა ლუკას, რომელიც სახიდან თვალს არ აშორებდა. ბოლოს იქვე დადებულ ტელეფონს მოჰკრა თვალი, უცებ ამოატრიალა, ტელეფონის ჩასადებზე სწრაფად მოუწერა ხელი, მარკვერი იქვე დაუდო, ოდნავ გაუღიმა და სალაროსკენ დაიძრა. სულ ბოლოში იდგა, უკვე აღარავის უშვებნენ მაღაზიაში რადგან ათ საათზე იკეტებოდნენ. ისე იდგა სოფის რომ ვერ დაენახა, თვითონ კი თვალს არ აშორებდა. ძალიან ლამაზი იყო, ყველას უღიმოდა, ესაუბრებოდა, თან ნაყიდ ნივთებს ატარებდა და ქაღალდის პარკში ლამაზად დებდა. დროგამოშვებით საათს ახედავდა ხოლმე, ან გვერდზე მგომ მოლარეს გადაულაპარაკებდა რამეს და ისევ იცინოდა. ბოლოს ლუკას ჯერიც დადგა, პატარა ყუთი მიაწოდა, თან დაელოდა როდის შეხედავდა სოფი. -გამარჯობა, როგორ ხართ? - ყურებამდე გაღიმებულმა ახედა წინ მდგომ მაღალ კაცს, ლუკას დანახვისას ჯერ დაიბნა მოულოდნელობისგან, თვალებ გაფართოვებულმა ცოტა ხანს უყურა, შემდეგ უფრო მეტად გაწელა ტუჩის კუთხეები. -მოწყენილი ჩემი გოგოს გარეშე. - მხრები აიჩეჩა, თან საფულედან საბანკო ბარათი ამოიღო. -აქ რა გინდა? - თვალებ გაბრწყინებულმა ისე მოათავსა პატარა პარკში ყუთი არც შეუხედავს რა იყო. -მომენატრე. -მეც მომენატრე. - ქვითარიც ქაღალდის პარკში ჩადო და ლუკას თვალებ ანთებულმა გაუწოდა. - ფულს დავითვლი და გამოვალ. -გელოდები. - პარკის გამორთმევისას თითებზე შეეხო რამდენიმე წამით, მერე თვალი ჩაუკრა და წასასვლელად შეტრიალდა, მაგრამ კაცის ხმამ აიძულა უკან მიბრუნებულიყო. -მორჩი? - სოფის ამოუდგა გვერდზე, ისიც მომღიმარი დაეთანხმა. - გინდა ბარში წავიდეთ? ვილაპარაკოთ, დავლიოთ და ვიცეკვოთ... რას ფიქრობ? -დღეს ორშაბათია მიჩ. - სიცილით უთხრა, თან წარბ აწეულ ლუკას შეხედა. -მიდი რა, ხვალ საღამოს მოდიხარ აქ. -მე… არ შემიძლია, დღეს ჩემს შეყვარებულთან მაქვს გეგმები… - ჯერ გვერდზე მდგომ მიჩელს შეხედა, მერე ისევ ლუკასკენ გააპარა თვალი. -ოჰ, შენს შეყვარებულთან? -ჰო. -კარგი მაშინ სხვა დროს იყოს. - ოდნავ გაუღიმა და სოფის მაშინვე გაეცალა. ლუკა კი უკვე გასასვლელთან იყო მისული, ბოლოს შენობიდან გავიდა და თვალსაც მიეფარა. როგორც კი მორჩა საქმეს სრაფად გამოიცვალა, მერე ჩანთით ხელში გავარდა მაღაზიიდან. ოდნავ გრილოდა გარეთ, ცა ისევ მოღრუბლულიყო, ალბათ გაწვიმდებოდა კიდეც. ირგვლივ მანქანების ხმაური, სიგნალის ხმები და ხალხის საუბარი ისმოდა, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი გარემო იქმნებოდა. ასეთი იყო ღამის ნიუ-იორკი, ხმაურიანი, სიცოცხლით სავსე ქალაქი და ამიტომაც მოსწონდა ასე ძალიან. -გარემო თბილისს არ გაგონებს? - მანქანასთან მდგომ ლუკას მიუახლოვდა, ხელები წელზე მოხვია და მაშინვე მის ტუჩებს დაეტაკა. -ცოტა კი. - მომღიმარმა შუბლზე აკოცა, შემდეგ მანქანის კარი გაუღო, დაელოდა როდის ჩაჯდებოდა, მერე კი თავის ადგილზე მოთავსდა და მანქანა ადგილიდან დაძრა. - ის ვინ იყო? -მიჩი? საცავში მუშაობს, ყუთებს ის ალაგებს. -და მანდ რა უნდოდა? -როცა საქმე არ აქვს ჩვენთან არის… რა იყო? - მომღიმარი მიაშტერდა პროფილზე, თან თითები თმებში შეუცურა. -არ გინდა სხვა სამსახური ნახო? -ახლა არ მითხრა რომ ეჭვიანობ. - თვალები აატრიალა, თან ხელიც მოაშორა თმიდან. -საეჭვიანო რა მაქვს? - წარბ აწეულმა გადახედა სოფის, ხელი ჩაკიდა და მტევანზე აკოცა. - უბრალოდ მინდა წესიერ ადგილას იმუშაო, იჯდე და ისე აკეთო საქმე. -ჯერ არ დამიმთავრებია უნივერსიტეტი, ასეთი სამუშაო ადვილი საშოვნია თან დრო მაწყობს. ზეგ უნივერსიტეტი მეწყება, ჯერ ისიც არ ვიცი შევძლებ თუ არა იქ სიარულს, სწავლას და მუშაობას ერთად. პირველ წელს ვიმუშავე ასე და ლამის მკვდრებთან დავიწყე საუბარი ისე ვიღლებოდი. -ჩემთან დაგაწყებინებ მუშაობას შენი პროფესიით, მყავს რამდენიმე ბოლო კურსის სტუდენტი. -არა. -რატომ არა? იგივე ხელფასი გექნება რაც სხვებს აქვთ და იმას გააკეთებ რასაც სხვები აკეთებენ. - მის კატეგორიულ ტონზე თვალები აატრიალა, ვერ ხვდებოდა რატომ არ უნდოდა წესიერ სამსახურში მუშაობის დაწყება, ან ხვდებოდა კიდეც, მაგრამ გაგება არ სურდა. - მითხარი ნებისმიერი პირობა და შევასრულებ, უბრალოდ იქიდან წამოდი. -რატომ არ გინდა რომ იქ ვიმუშაო? - თვალებ მოჭუტული დაკავირდა ლუკას, რომელიც დილიდან ერთი და იგივეს უმეორებდა. -ვიცი რომ იღლები ფეხზე დგომით, მეც შენსავით თავი გავიგიჟე როცა ტომასმა თავისთან მუშაობა შემომთავაზა. თავს ვიტანჯავდი ასეთ დაბალ ხელფასზე ფიზიკურად მუშაობით, როცა შემეძლო დრო არ დამეკარგა და თავიდანვე გავრკვეულიყავი ყველაფერში. შენ არ გინდა ჩემთან მუშაობა იმიტომ რომ ჩემი შეყვარებული ხარ და ეს უკვე ყველამ იცის… ამიტომ არ გინდა არა? -ჰო, არ მინდა ხალხმა თქვას რომ შენს გამო ამიყვანეს სამსახურში! -ხმადაბლა მელაპარაკე… გითხარი უკვე რომ მყავს სხვა სტუდენტები, რომლებთან ერთადაც იმუშავებ. ნუ ხდი ამ ყველაფერს პრობლემად. შეიძლება თავიდან ასე თქვან, მაგრამ რომ დაინახავენ შენს შრომას მიხვდებიან რომ მხოლოდ ჩემი წყალიბით არ ხარ მანდ და შენც გაქვს ტვინი. თან კონკრეტულად ჩემთან არ იმუშავებ, სხვა უფროსი გეყოლება. ჩემს სართულზე ჩემი მდივნები და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირია. სივს შეავსებ, მერე გასაუბრებაზე მიხვალ და სადაც საჭირო იქნება იქ დაგსვამენ. მე უბრალოდ ეშლის ვეტყვი გაგესაუბროს, რამდენიმე კითხვას დაგისმევს და თუ მოეწონები აგიყვანს, თუ არა და პირდაპირ გეტყვის რომ არ გამოდგები. ცოტა მკაცრია, მაგრამ მე და საქმეს გვადგება მისი სიმკაცრე. არც მასთან მოგიწევს მუშაობა, უბრალოდ ზოგჯერ მოულოდნელად ადგება ხოლმე თავზე ხალხს, ამოწმებს, შეცდომებს უსწორებს, ზოგი ვერ უძლებს და მიდის, მაგრამ მისი გაშვება არ შემიძლია, ჩემი საუკეთესო თანამშრომელია. - რამდენიმე წამით შეხედა ჩაფიქრებულს, რომელიც გზას წარბშეკრული მისჩერებოდა, თან ლუკას საუბარს ისმენდა. - რას იტყვი. -ჯერ ერთი კვირაა რაც მუშაობა დავიწყე, ასე უცებ წამოსვლა არ შემიძლია. -მე მოვაგვარებ მაგას, მაგ მაღაზიის მენეჯერს ვიცნობ. - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, სოფიმ კი წამსვე გადახედა. -საიდან იცნობ? -არ აქვს მნიშვნელობა. - ქვედა ტუჩზე იკბინა რომ არ გასცინებოდა, სოფი კი მთლიანი ტანით შებრუნდა მისკენ და მომლოდინედ მიაშტერდა. -მითხარი! -უბრალოდ ვიცნობ, არ არის საჭირო ყველაფრის ცოდნა. -ლუკა ნერვებს მიშლი უკვე. -დაახლოვებით ერთი წლის წინ მაგ ქსელის წილის მეპატრონე კოტრდებოდა, დახმარება მთხოვა, სანაცვლოდ ქსელის ორმოცი პროცენტი გადმომიფორმა. დანარჩენი სამოცი ოთხ ადამიანზეა გადანაწილებული, რომლებიც სხვადასახვა შტატში მდებარეობენ. -ჯანდაბა. - პირ დაღებულმა ძლივს თქვა ერთი სიტყვა, ცოტა ხანს ჩუმად იჯდა ლუკაზე მიშტერებული, მერე თვალ დახუჭულმა სახეზე ჩამოისვა ხელები. - გამოდის ახლაც შენთან ვმუშაობ. -ასე გამოდის… -ამიტომ იცოდი სადაც ვმუშაობდი. -როცა ახალ თანამშრომლებს იღებენ ყველას სახელი და გვარი ჩემთან მოდის, უბრალოდ ვამოწმებ, რამდენიმე ქართველი მყავს დასაქმებული, მაგრამ თვითონ არ იციან ვისთან მუშაობენ, ისე როგორც შენ არ იცოდი. შენი სახელი და გვარი რომ დავინახე მეც გაოცებული ვიყავი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, თან ეღიმებოდა ქალის რეაქციაზე. -აქამდე რატომ არ მითხარი? -რა საჭირო იყო? -ყველაფერი შენი როგორ არის. -რაზე მეჩხუბები ახლა? - სიცილით გააქნია თავი და ქალის მზერაც მაშინვე მიიბყრო. - ბიზნესია პატარა. -ჩემს მენეჯერთან რამდენად ახლო ურთიერთობა გაქვს? -ადრე მქონდა ახლო, ახლა აღარ მაქვს. -ჯანდაბა, კიდევ კარგი ვერ ვხედავ ხშირად… კარგი, გავაგზავნი სივს… მაგრამ ჯერ ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი. -გისმენ. -რომელიმე შენს თანამშრომელთან ურთიერთობა გქონია? - ეცადა ნერწყვი უხმაუროდ გადაეყლაპა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. შუქნიშანზე გაჩერებულმა ლურჯ თვალებში ჩახედა ქალს, სახეზე ეწერა ყველაფერი რასაც კი ფიქრობდა და გრძნობდა პასუხის მოლოდინში აღარც კი სუნთქავდა. -არა. - მშვიდად გასცა პასუხი და წამსვე დაინახა აციმციმებული თვალები რომელბზეც ჭკუას კარგავდა. -მართლა? -ჰო მართლა, ჩემს თანამშრომლებთან სექსუალური ურთიერთობა არ მაქვს, შენ იქნები გამონაკლისი და ერთადერთი. - უცებ მოკიდა ყბებზე ხელი და ტუჩებზე აკოცა, შემდეგ მანქანა დაძრა, რამდენიმე შესახვევი გაიარა, ბოლოს მარჯვნივ გადაუხვია და საკუთარ შენობასთან მისულმა მანქანა შენობის გქვემოთ მოთავსებულ ავტოსადგომზე გააჩერა. სოფის ხელი გადახვია, შემდეგ ლიფტში შევიდა და თავისი სართულის ნომერი აკრიფა. ზუსტად მაშინ დარეკა სოფის ტელეფონმაც, ეკრანზე გამოსახული ანას დანახვაზე გაიღიმა და მაშინვე უპასუხა. -ჰეი… მეც მომენატრე… ახლა მივედით სახლში, შენ რას შვრები?.. მართლა? ხვალ საღამოს?.. ქეისიმ იცის?.. კი მოვალ რა თქმა უნდა… ვეტყვი… კარგი… მეც მიყვარხარ. - ტელეფონი გაუთიშა, შემდეგ ლუკას ახედა თვალებ გაბრწყინებულმა. - ხვალ ჯოშმა ხელი უნდა სთხოვოს ქეისის და წამოხვალ? -გინდა რომ წამოვიდე? -მინდა... შეგიძლია სამსახურში რომ გამომიარო და იქიდან წავიდეთ? - მკლავზე მოხვია ხელები, ქვევიდან ახედა, თან მხარზე აკოცა ისე რომ ლუკას მწვანე სფეროებისთვის თვალი არ მოუშორებია. -შევძლებ. - შუბლზე მიაკრო ტუჩები, მერე კი ლიფტიდან გავიდა. - გრეის! -დიახ, სერ? -შენ რომ აკეთებ ის ჩაი ამოგვიტანე მაღლა. - სოფის ხელიდან აცლილი ჩანთა დივანზე მიაგდო, შემდეგ მასთან ერთად გრძელი დერეფნის გავლით კიბემდე მივიდა, დინჯი ნაბიჯებით ავიდა მაღლა, თან წინ წასული სოფის საჯდომს არ აშორებდა თვალს. -ნუ მიყურებ. -კაი ერთი. - უკანალზე მიარტყა ხელი წარბ აწეულმა, შემდეგ კარი გააღო და სოფისთან ერთად გარეთ გავიდა. -ცივა. -გამათბობელს ჩავრთავ, პლედიც გვაქვს და თუ გაწვიმდა ზევიდან გადასაფარებელიც. -ნიკასთან და ბელასთან ერთად არსად დადიხარ? - ხის დივანზე მჯომ ლუკას გვერდზე მიუჯდა. ლუკამ პლედი მოახვია, შემდეგ დივნის ზემოდან მოთავსებული საწვიმარი გაშალა იქვე დამაგრებული ღილაკის მეშვეობით, მერე კარგად მოთავსდა და სოფიც მკერდზე მიიკრა. -მე, ნიკა და ჯეიკობი დავდივართ ძირითადად, ბელა ხანდახან მოგვყვება ხოლმე კაისთან ერთად. ერთ შაბათ-კვირას წავიდეთ სადმე… რამდენი რამ მინდა განახო წარმოდგენა არ გაქვს. - თმები ყურზე გადაუწია, თავზე აკოცა და თმაზე ფერება განაგრძო. -ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ადგილებს, მთავარია შენთან ვიყო. - მკერდზე მიაბჯინა ნიკაპი, თან ქვევიდან ახედა. მერე გრეისიც გამოვიდა გარეთ ლანგრით ხელში, პატარა მაგიდაზე დადო ჩაით სავსე ორი ფინჯანი, ერთ თეფშზე სალათიც იდო პურის ნაჭერთან ერთად, კიდევ ნამცვრის რამდენიმე ნაჭერი. -ვიფიქრე მშიერი იქნებოდით და სალათიც წამოვიღე. - თბილად გაუღიმა სოფის, ისიც სახე გაბრწყინებული წამოჯდა დივანზე. -დიდი მადლობა. -თუ დაგჭირდებით დამიძახეთ. - ლუკას გაუსწორა თვალი თანხმობის მოლოდინში, მისი თავის დაქნევის შემდეგ კი იქაურობა დატოვა. -გრეისი ძალიან მომწონს, კარგი ადამიანია… რატომ აძახებინებ სერს? -როგორი კარგი და მეგობრულიც არ უნდა იყოს, ჩემთან მუშაობს. მე მისი უფროსი ვარ და არა მეგობარი. - წამსვე გასცა პასუხი, თან მის ტუჩებს დააკვირდა, ჭამის დროს ისე ამოძრავებდა კოცნის სურვილს უჩენდა. მისი ტუჩებიდან სოფის თვალებზე გადაიტანა მზერა და ოდნავ გაუღიმა. - დღესვე გააგზავნი სივს? -არ ვიცი ჯერ… საქართველოშიც გყავდა მოსამსახურე? -რაც თავი მახსოვს სულ მყავდა. მამიდაჩემი ყველას ერთად ვერ მოგვივლიდა. ჩემი ძმა დიდი იყო, მაგრამ იმდენად დიდი არა რომ ჩვენთვის მოეარა. ორნი ვიყავით ერთნაირი ხასიათით და ერთად ყველაფერს ვაკეთებდით რაც გვინდოდა. ჩემი და სამი დღის იყო დედა რომ გარდაიცვალა, ასე რომ გვჭირდებოდა ადამიანი რომელიც მამიდას დაეხმარებოდა. -როგორ გარდაივალა? -გულზე ჰქონდა პრობლემა, მშობიარობის შემდეგ აპარატზე იყო შეერთებული, მაგრამ მესამე დღეს გული გაუჩერდა. -ვწუხვარ. -არც მახსოვს დიდად, მხოლოდ ბუნდოვანი კადრები, სურათები და ვიდეოები. საბას უფრო მეტი რამ ახსოვდა, ალბათ იმიტომ რომ უმეტესად დედასთან იყო, მე მამაჩემს არ ვშორდებოდი. ლიზა მამიდას ეძახდა დედას, რომ გაიზარდა ძლივს გავაგებინეთ რომ მამიდა იყო, მაგრამ დედის დაძახება მაინც არ შეუწყვეტია. ხუთ წლამდე ვერ ეკარებოდა მამაჩემი, მერე არ ვიცი რა დაესიზმრა, მაგრამ დილით სრულიად შეცლილი გამოვიდა საძინებლიდან, წლების უნახავი შვილებივით გვეფერებოდა, იმ დღეს სადღაც სოფელში წაგვიყვანა, დიდი ტბა იყო და იქვე სახლი იდგა. ლიზა ცხოვრებაში პირველად მაშინ იყო ბედნიერი. მას შემდეგ ყურადღება აღარ მოუკლია ქალიშვილისთვი, ჩვენს ყურადღებასაც იმას უთმობდა. ახლა ალბათ ჩვენზე არეული ოჯახი არავის აქვს. - სიმწრით ჩაიცინა, ჩაი მოსვა და მომღიმარ სოფის შეხედა. -ბავშვობის მოგონებები ყველაზე ტკბილია… მე ყოველთვის მამას გოგო ვიყავი, ყველაზე მეტიჩარა ბავშვი, თან ყველას ვუყვარდი. -ეჭვი არ მეპარება. -ნინი როგორ გაიცანი? - უცებ გადავიდა მთავარ თემაზე, ლუკასაც არ გაჰკვირვებია კითხვა, ცოტა ხანი უყურებდა ნამცხვრის ჭამაში გართულს უდარდელად რომ იჯდა და პასუხს ელოდა. -სამეგობრო წრიდან გავიცანი. პირველ კურსზე იყო, მე მეორეზე ვიყავი. ჩემი მეგობრის, ეკას დაბადების დღე იყო, პირველად იქ ვნახე. მოშტერებული, გაოცებული სახით მიყურებდა, რომ შევხედავდი სხვა მხარეს იხედებოდა, მე კიდე მეცინებოდა ისეთი საყვარელი იყო. იმ ღამეს ვცადე დალაპარაკება, მაგრამ როგორც კი მივუახლოვდი ჯერ გაწითლდა, მერე გამექცა. ერთ ნახვით მომეწონა და შემიყარდათქო ვერ გეტყვი, მეორე დღეს ვიღაც გოგოს საწოლში გავიღვიძე, არც კი შემიხედავს ისე წავედი. საერთოდ აღარ მახსოვდა ნინი, რამდენიმე კვირის შემდეგ უნივერსიტეტში ვნახე შემთხვევით, ეკასთან ერთად უნდა წავსულიყავი კაფეში და რომ დაინახა დაუძახა. მაშინ ოფიციალურად გამაცნო. მერე ჩვენთან ერთად წავიყვანეთ კაფეში. თვალს რომ გამისწორებდა წითლდებოდა, ვერ ვხვდებოდი რისი სცხვენოდა. მაგ დღეს სახლში გაცილება შევთავაზე, მაგრამ ისეთი უარი ამაფარა სახეზე მეტჯერ ვეღარ გავბედე თქმა. რაღაცნაირი იყო, ნაზი, უკარება, მორცხვი და ასე შემდეგ. ალბათ ამ ყველაფერმა მომხიბლა. მერე რამდენჯერმე პაემანზე დავპატიჟე. ბოლოს ისე ვიყავი ნინის გარდა აღარავინ მაინტერესებდა. დროის უმეტეს ნაწილს მასთან ერთად ვატარებდი, რაც თავში მომდიოდა ყველაფერს ვაკეთებდი და ყველგან დამყავდა. საბა და ჩვენი ძმაკაცები თავიდან დამცინოდნენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. Სურათი ჰქონდათ ნანახი, მაგრამ ოფიციალურად არ იცნობდნენ. -რატომ? საბას არ გააცანი? -ნინი რომ გავიცანი საბას ბრმა ნაწლავის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და დიდიხანი იწვა. რომ გამოჯანმრთელდა და ჭრილობა შეუხორცდა მაშინვე მოტოს შემოახტა, წვიმიან გზაზე მოუცურდა და დაილეწა. ფეხი მოიტეხა, ტვინის შერყევა მიიღო და ისევ საწოლში ჩაწვა. ერთხელ მეჩხუბა ვიღაც გოგოს გამო მიკ.იდებ და სახლში მტოვებ შენს ცანცარა დასთან ერთადო. ბავშვობიდან სულ ჩხუბობდნენ, გამშველებელი კიდე მე ვიყავი. თაბაშირი რომ მოიხსნა სახლიდან ძლივს გავიყვანე, უნდა გამეცნო ნინი, ბიჭებს უკვე ჰყავდათ ნანახი და საბასაც აინტერესებდა, ვინ არის ასეთი სულ ნინის რომ გაიძახითო. თქვენ რომ მოგწონთ მე არ მომეწონება, რძლად არ მივიღებო და მსგავს რაღაცებს ამბობდა. იმ დღეს ნინის ბებო გარდაიცვალა, სოფელში წავიდა ერთი კვირით. მაშინ უკვე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, ნინის გარდა აღარავინ მაინტერესებდა. ბოლოს საბასაც გავაცანი. დიდი დაკვირვების შემდეგ მითხრა სახლში შემოსაშვები არისო. იშვიათად იყო ისეთი შემთხვევები სადაც ერთად მოვხვდებოდით. მხოლოდ ვინმეს დაბადების დღეზე, ან ვინმესთან შეკრების დროს. მაშინაც არ აქცევდა ყურადღებას, ყოველთვის თავისთვის იყო. ერთხელ ცუდად გავხდი, წვიმიანი ამინდი იყო და საბას ვთხოვე ნინი წაეყვანა უნივერსიტეტიდან სახლში, ისიც ზედმეტი სიტყვების გარეშე წავიდა. არ ვიცი მაშინ რა მოხდა, მაგრამ მაგ დღის მერე შეიცვალა საბა, არსად არ მოდიოდა როცა ნინის იქ ყოფნის შესახებ გაიგებდა. მაშინ ამას არც ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ნინის გაუცხოვებას ვამჩნევდი. ისეთი აღარ იყო როგორიც თავიდან, ბებოს ნათქვამმა სიტყვებმა კი უფრო დამაეჭვა. თვალებში არ მიყურებდა, რომ ვეკითხებოდი მიზეზს ჩემს ფიქრებს მოჩვენებად თვლიდა, მერე ძველი ნინი ბრუნდებოდა და ფიქრებსაც მიფანტავდა. მაშინ ვერც ჩემი ძმის გაქრობას ვამჩნევდი ჩემი ცხოვრებიდან. ვერც მის შეცვლილ ხასიათს, ვერც მის ნაღვლიან თვალებს. ერთხელ ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღე იყო, მაგრამ მე ლიზა წავიყვანე ბებოსთან ერთად სოფელში, იმ ღამეს იქ დავრჩი და მეორე დღეს დავბრუნდი. მთელი ღამე ვერ ვისვენებდი, თბილისში შესვლის თანავე კი ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს რაღაც ძალიან ცუდი მოხდებოდა. ჰაერი დამძიმუბული იყო, სიჩქარესაც კი შევუნელე იმის ფიქრში რომ ავარია მომივიდოდა, ან რამე დამემართებოდა და მოვკვდებოდი. სახლში რომ მივედი საბა დამხვდა. მთვრალი ბარბაცით მომიახლოვდა, ჩემს ფეხებთან მუხლებზე დაეცა და ქვევიდან ჩაწითლებული თვალებით ამომხედა. ტიროდა, ცრემლები შეუჩერებლად მოსდიოდა, თან ჩამწყდარი ხმით მეხვეწებოდა მომკალიო. სახეზე სისველე რომ ვიგრძენი მივხვდი მეც ვტიროდი. ყოველთვის ასე მემართებოდა, საბა რომ ტიროდა მეც ცრემლდებად ვიღვრებოდი. გაშეშებული ვიდექი, ვგრძნობდი რაღაც ძალიან მატკენდა, ისე ძალიან რომ მოვკვდებოდი და ჩემი შიშიც გამართლდებოდა. არ მინდოდა მიზეზის გაგება თუ რისთვის მთხოვდა მის მოკვლას, ერთადერთი რაშიც ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებილი ის იყო რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ჩემს ნაწილს ხელს ვერ დავადებდი. რომ ვეკითხებოდი რა მოხდათქო უფრო უმატებდა ტირილს. მევედრებოდა, მიზეზი არ მკითხო, ამის თქმას სიკვდილი მირჩევნიაო. აღარაფერი მიკითხავს, მის წინ ჩამუხლული ნახევრად გონება გათიშულ ტყუპისცალს მკერდზე ვიკრავდი. მგონი ეგრე არასდროს ჩავხუტებულვარ დედას სიკვდილის შემდეგ. მაშინაც ტიროდა, მე მის გამო მეტირებოდა და ისე ვამშვიდებდი. მახსოვს დედამ მითხრა, ერთმანეთზე ძვირფასი არავინ გეყოლებათ, შენი სულის ნაწილი და შენი მეორე მეა, რაც არ უნდა გააკეთოს ყოველთვის ასე იქნებაო. აპატიე ყველაფერი და არავის გამო არ დაკარგოო. მხოლოდ მე არა, ორივეს გვეუბნებოდა. მაშინ მზად ვიყავი მეპატიებინა ყველაფერი მიზეზის გაგების გარეშე, მაგრამ სახლში შემოვარდნილი სახე წაშლილი ნინის სიტყვებმა ადგილზე გამყინა. ამბობდა ყველაფერი ჩემი ბრალია, საბა მთვრალი იყო და მე შევაცდინეო. თავი ბრაზილიურ სერიალში მეგონა. - ჩაცინებით მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი, სოფის ამღვრეულ ლურჯ სფეროებს გაუსწორა თვალი, უკვე ლოყებიც დანამვოდა ქალს, მაგრამ კვლავ ჩუმად შესცქეროდა და მთელი გულით უსმენდა ლუკას საუბარს. - ერთადერთი რაც ვიგრძენი ძალიან დიდი ტკივილი იყო გულის არეში, იმდენად დიდი რომ სუნთქვის საშუალებასაც აღარ მაძლევდა. მერე რა მოხდა აღარ მახსოვს, ალბათ გავითიშე, არ ვიცი, ბოლო მოგონება აეროპორტში მამიდაჩემის ატირებული სახის ყურება და სიტყვები იყო, რომელიც დღემდე არ მახსოვს… მაშინ პატარა ვიყავი, ყველაფერს გაორმაგებულად აღვიქვამდი და ვგრძნობდი. ერთადერთი რაც მსურდა მათი სახეების გონებიდან გაქრობა იყო, მაგრამ პირიქით მოხდა. ბრაზი და ზიზღის შეგრძნება არ მტოვებდა. თვეების შემდეგ გავიგე რომ ნინი ორსულად იყო და ისინიც დაქორწინებულან. მაშინ უფრო გამიღრმავდა ეს ორი გრძნობა… ბოლოს უკვე მე აღარ ვუშვებდი ჩემგან. ჩხუბის ან ვარჯიშის დროს მახსენდებოდა და მთელ ბრაზს წინ მდგომ ნივთზე, ან კაცზე ვანთხევდი. მერე შენ გამოჩნდი, ყველა ჩაბნელებული კუთხე გაანათე და ნელ-ნელა ცუდი გრძნობები მომაშორე. - თმები ყურს უკან გადაუწია, შემდეგ დასველებული ლოყები შეუმშრალა, თავი ახლოს მიაწევინა და ტუჩები ვნებით დაუკოცნა. -ახლა რა გინდა? -მოდი. - ერთი ფეხი დივანზე დადო, ხელი მკერდზე დაირტყა და სოფიც ნელა მოთავსდა კაცის ხზეულზე ზევიდან. ჯერ ყელში აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე, ბოლოს თვალებში ჩახედა. - ახლა მხოლოდ შენს გვერდზე ყოფნა მინდა, სხვა არავინ და არაფერი მაინტერესებს. -მართლა? დარწმუნებული ხარ? - სატირლად გამზადებული ამღვრეული ლურჯები მიანათა, ლუკამ კი თვალები აატრიალა. -მომიცია საფიქრალი იმაზე რომ შენთან არ მინდა? -არა. -მაშინ რას მეკითხები. -ვწუხვარ იმ ყველაფრის გამო, არავის არ ვუსურვებ ასეთი რამის გადატანას… რომ არა ტომასი დღეს ჩემთან არ იქნებოდი და ახლა ყველაზე მადლობელი ვარ მისი. - ცხვირის წვერი გაუსვა ლოყაზე, მერე ცხვირზე და ტუჩებზე ნაზად აკოცა. -ნეტავ აქამდე გამეცანი. - ზურგზე აატარა ხელი მაისურის შიგნიდან, თან ლოყაზე მიაკრო ტუჩები. ბიუსჰალტერის შესაკრავი შეუხსნა, შემდეგ ბრეტელების დასამაგრებლებით ისინიც მოხსნა, დივნის ბოლოში მოისროლა და სოფის ტუჩებს წაეტანა. - შენთვის რაღაც მაქვს. - ჯიბიდან ამოიღო სამაჯური, ხელის წინ გამოწევა უბრძანა, მერე მაჯაზე გაუკეთე და ხელის გულზე აკოცა. -ძალიან ლამაზია… მადლობა. - ხელები მოხვია, თავი მკერდზე დაადო, თან იქნვე აკოცა. - ადექი. - ბოლოს სწრაფად მოშორდა კაცს, ფეხზე წამომდგარმა ფეხსაცმელი გაიხადა, ლუკაც წამოაყენა და ხელ ჩაკიდებულმა მოღრუბლული ცის ქვეშ დაყენა. - ვიცეკვოთ შენს მუსიკაზე. - ლუკას მტევნებს ჩაჭიდებულმა მკლავები წელზე შემოახვევინა, თვითონ კი კისერზე მოხვია. - რომანტიული გარემოა. - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, შემდეგ ტუჩზე იკბინა. -დავსველდებით, შეგცივდება, მერე გაცივდები და ძალიან რომანტიული იქნება კი. -შენ გამათბობ. - თმებში შეუცურა თითები და ტუჩებზე ვნებით დაეკრო. მჭიდროდ მიიხუტა ქალი სხეულზე, კოცნაში აჰყვა, თან დაჭიმული მკლავები კიდევ უფრო ძლიერ მოხვია. სახეზე იგრძნო რამდენიმე წვეთის დაცემა რომელმაც ნელ-ნელა უმატა, მაგრამ დიდად აღარ აინტერესებდა. -სიამოვნებით გაგათბობ. - შუბლზე შუბლით დაყრდნობილმა ნელა დაიწყო ტანის რხევა, თვალ დახუჭული უსმენდა და შეიგრძნობდა მუსიკას რომელიც იმ მომენტში მხოლოდ მათ ესმოდათ. წვიმა ორ ერთმანეთზე მიხუტებულ ადამიანს ასველებდა, რომლებიც ერთმანეთის მიმართ არსებულ გრძნობებს ხმის ამოუღებლად გამოხატავდნენ. ვინ იცის კიდევ რამდენ წყვილს ასველებდა იმ დროს, რამდენ მარტოხელას, მარტოსულს, ანდაც უბრალად ქუჩაში სახლისკენ მორბენალს. იმ წუთებში წვიმაც კი თბილი იყო, ან ერთმანეთის სიახლოვის გამო ეჩვენებოდათ ასე. მოწოლილი გრძნობებისგან სხეულის ყველა ნაწილი უხურდათ, თანაც ისე რომ ეგონათ მალე იქვე დაიწვებოდნენ და ფერფლად იქცეოდნენ. - წავიდეთ. - უკვე მთლიანად სველს ხელი ჩაკიდა და შესავლელისკენ გაიქცა, გაძლიერებულ წვიმას ერთი მშრალი ადგილიც არ დაეტოვებინა სხეულზე, ფეხსაცმელიც კი წყლით იყო გაჟღენთილი და სიარულის დროს უცნაურ ხმებს გამოსცემდა. - წვიმა რომ გადაიღებს ყველაფერი გადაყარე. - მათი დანახვისგან გაოცებულ გრეისს გამოჩენისთანავე უთხრა, მერე კი თავისი საძინებლისკენ დაიძრა. - რა გაცინებს? - მოკისკისე სოფის თვალებ გაბრწყინებულმა დახედა, შემდეგ უცებ მოხვია მუხლებზე ხელები, მხარზე გადაიკიდა და გზა ისე გააგრძელა, თან უკანალზე გაშლილი ხელი მიარტყა, სოფიმ კი მოულოდნელობისგან წამოიკივლა. -ღმერთო რა სველი ვარ. -თან ძალიან ლამაზი. - საძინებელში შესულმა პირდაპირ საწოლზე დააწვინა, ზევიდან მოქცეულმა ჯერ ტუჩები დაუკოცნა, მერე წამოიწია და სველ ტანსაცმელში გახვეულს დახედა. თეთრი, სველი მაისური მთლიანად სხეულზე მიჰკვროდა, მკერდის ყველა დეტალს იდეალურად გამოჰკვეთდა და ლუკასაც შეხების სურვილს უმძაფრებდა. აღარ იცინოდა სოფი, ქვევიდან უყურებდა კაცს, რომელიც მწვანე თვალებს მის სხეულზე დაატარებდა. იმ ანთებულ სფეროებში გარკვევით ხედავდა მისდამინ გაჩენილ ლტოლვას და მის მიმართ არსებულ დაუკებელ სურვილს. მისი ყურებისას უკვე თვითონაც იცოდა რა უნდოდა კაცისგან. ორგანიზმში არსებული ყველა უჯრედი ლუკას ითხოვდა, უნდოდა მთლიანად მისი გამხდარიყო, მთლიანად შეეგრძნო და ისე მაგრად მოხვეოდა მის კან ქვეშ შემძვრალიყო. ისე არასდროს არაფერი სდომებია როგორც მაშინ ლუკას მოფერება, მისი გრძელი თითების და ტუჩების შეხება ყველა ადგილში. მთელი არსებით სურდა მისი გამხდარიყო, თავისი თავი მისთვის გადაეცა და უფლება მიეცა თავის სურვილებისამებრ მოქცეულიყო. თითქოს მიუხვდა კიდეც ყველაფერს ალანია, მის სურვილისგან დაბინდულ თვალებში ყველაფერს ხედავდა, რომლებიც დიდი ძალის ხმევით ცდილობდნენ სიბნელისგან თავის აცილებას და გახელილი სფეროების შენარჩუნებას. ნელა შეუხსნა შარვალზე დამაგრებული ღილი, შემდეგ ელვა შესაკრავი გახსნა და სველი ჯინსი გაჭირვებით მოაშორა სხეულიდან. მუხლთან ახლოს ბარძაყზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ უფრო ქვევით დაიწყო სვლა და სოფისაც მაშინვე მიენაბა თვალები. ცხვირის წვერი ნაზ კანზე გაუსვა, მერე ჭიპთან ახლოს აუყვა, ბოლოს მაისურის გარედან ძუ.ძუს თავზე მოუჭირა კბილები, მკერდის მეორე მხარე კი თითებში მოიქცია. მისი კვნესა რომ შემოესმა ინსტიქტურად გაეღიმა, ყელში ნაზად მიაკრო ტუჩები, თან მაისურის ბოლოებს ჩაჭიდებულმა თეთრი ნაჭერი მაღლა ასწია, რამდენიმე წამში მხოლოდ საცლის ამარა დატოვა ქალის ლამაზი, მიმზიდველი და სასურველი სხეული. ტუჩებზე ვნებით წაეტანა, თითებით დალაშქრა უკვე ნაცნობი სხეული, ბოლოს კი ნელა დაიძრა გაუკვალავი წერტილისკენ. თითები საცვლის ქვეშ ჩაუცურა, სოფიც მაშინვე მოსწყდა კაცის ბაგეებს და თავი უკან გადასწია. როგორც კი კაცის სველი ტუჩები შეეხნენ ყელზე წამსვე გააგჟრჟოლა, ფეხებს შორის მის გამაგიჟებელ თითებს გრძნობდა და სიამოვნებისგან მოძრავ სხეულს ვერაფრით აჩერებდა. - დამშვიდდი და მომენდე. - ქალის ჩაბღაუჭებული თითები მაჯიდან მოიშორა, ჯერ მტევანზე აკოცა, შემდეგ მკლავზე გადავიდა, იქიდან დაკერტილ მკერდს წაეტანა და კვლავ შემოესმა მისი პირიდან ამომავალი ბგერები როცა ძუ.ძუს თავს ენა შემოატარა. რამდენიმე წამით მოშორდა, სწრაფად გაიხადა ტანზე, თან მასზე მიშტერებულ სოფის გაუღიმა. ბოლოს მენჯის ძვალთან ახლოს მიაკრო ტუჩები, საცვალი ქვევით დაქაჩა და წამებში მთლიანად გააშიშვლა. მის ფეხებს შორის მოთავსებულმა ყელზე მიაკრო ტუჩები, თითები მუცლიდან მკერდის გავლით ყელამდე აატარა, კისერზე შემოხვია თითები, მფეთქავ არტერიაზე კიდევ ერთხელ აკოცა და ქალის სხეულს ნელა შეუერთდა. მაშინვე იგრძნო მხრებზე ჩაბღაუჭებული ქალის თითები, მის ბაგეებს მოწყვეტილი ხმადაბალი კვნესაც მის ყურთან ახლოს გაჟღერდა და გონება დაბინდულმა თავის გაკონტროლება ძლივს მოახერხა. სხეულში დავლილმა დენმა, კანი დაუხორკლა, თავის არეში გამაბრუებელმა შეგრძნებამ მთლიანად მოსწყვიტა ამ სამყაროს, სოფის ტუჩებს დაეტაკა და სულ მალე ისიც სხვა განზომილებაში გადაიყვანა. - მიდი პატარა, გამახარე. - ყურში ძალიან ხმადაბლა ჩასჩურჩულა ვნებიანი, დაბოხებული ხმით და სოფიზეც სწრაფად იმოქმედა მისმა სიტყვებმა, საწოლზე გადაკრულ ზეწარს მთელი ძალით ჩაებღაუჭა, თავი უკან გადასწია და აქამდე შეკავებული ჰაერი ხმამაღალ ნოტებს ამოაყოლა, სხეული აუთრთოლდა და ყველა კუნთი დაეჭიმა, მას კი რამდენიმე წამში ლუკას გმინვაც მიჰყვა. ქალის ზევიდან მოთავსებულს მის ყელში ჩაერგო სახე, მის სურნელს ხარბად ისუნთქავდა და კიდევ არ ყოფნიდა. ელოდებოდა როდის მოიმოქმედებდა სოფი რამეს, ჯერ ისევ შინაგანად ნერვიულობდა მის რექაციაზე, მაგრამ თმებში შეცურებული წვრილი თითები რომ იგრძნო სხეული მთლიანად მოუდუნდა, ყველა დაძაბულობა მოშორდა და სიამოვნებისგან გაბრუებულმა უკეთ შეიგრძნო ყველაფერი. ოდნავ წამოწეულმა ლურჯ, ბრჭყვიალა თვალებში ჩახედა და მისი მნათობი სხივების დანახვისას იგრძნო თვითონაც როგორ გაუბრწყინდა თვალები. გულიდან წამოსული გრძნობები ყელში აწვებოდა, აიძულებდა პირი გაეღო და ის სიტყვა ეთქვა რომლისიც ასე ძალიან ეშინოდა. უნდოდა ყველაფერი ეთქვა რასაც კი გრძნობდა რადგან შიგნით ვეღარ იტევდა და რომ არ გამოეშვა ეგონა გული გაუსკდებოდა. - მიყვარხარ. - ბოლოს ძლივს გაბედა თქმა ისე რომ სოფისთვის თვალი არ მოუშორებია, დაინახა როგორ გაუნათდა სახე ქალს, ცრემლიც კი გადმოუგორდა თვალიდან, რომელიც ტუჩებით დაუშრო ლუკამ. - არ ვიცი როგორ, მაგრამ ცხოვრებაში ასე გაძლიერებულად არავის მიმართ მიგრძვნია სიყვარული… და ახლა ეს რომ არ მეთქვა გული დამარტყამდა. ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი რომ მჭირდები ჩემს ცხოვრებაში, მე მჭირდები, ყველა ჩემს უჯრედს ჭირდები მთლიანად შენ. ჩემი გული შენია და ახლა უკვე შენზეა მთელი პასუხისსმგებლობა. როგორც გინდა ისე მოექეცი. -თვალისჩინივით გავუფრთხილდები. - სახეზე მოკიდა ხელები და ტუჩებზე აკოცა. ენერგია თითქმის მთლიანად გამოსცლოდა, მაგრამ თავი ასე ბედნიერად ცხოვრებაში არასდროს უგრძვნია, ასე კარგად, ამდენი ახალი და სასიამოვნო გრძნობებით სავსე არასდროს ყოფილა. ახლა უკვე იცოდა მის მკერდზე მოთავსებული კაცის გამო ყველაფერს გააკეთებდა, ნებისმიერს დაუდგებოდა წინ და არაფერზე დაიხევდა უკან მისთის. მალე მოშორდა ლუკა, მის ღირსებასაც ვეღარ გრზნობდა ორგანიზმში და სცხეულზეც სიმსუბუქე მოსდებოდა. აბაზანაში გაუჩინარებული ალანია მალევე დაბრუნდა უკან, სოფის სიფრიფანა სხეული ხელში ააფრიალა და აბაზანაში შესულმა სასიამოვნო ტემპერატურის წყლით გავსებულ ჯაკუზში ჩასვა, თვითონ უკნიდან მიუჯდა, ზურგით მკერდზე მიიკრა თან ყელზე აკოცა. -კარგად ხარ? - კიდევ ერთხელ აკოცა ქალს, რომელსაც კეფა მის მხარზე დაედო და ოდნავ გახელილი თვალები მოპირდაპირედ დიდ ფანჯარაში გამოჩენილი განათებული ცათამბრჯენებისთვის გაესწორებინა. -ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ. - ყბის ძვალზე მიაკრო ტუჩები, ხელები კი მოკეცილ მუხლებზე დაალაგა. - თავზე მცივა. -ჯერ ისევ სველი გაქვს. - მარჯვენა მხარეს გადაუყარა გრძელი თმები, მერე მის ყელში ჩარგო სახე, მის სურნელს ისუნთქავდა, თან იქვე კოცნიდა. მალე ჯაკუზიდან ამოყვანილი დუშის ქვეშ დააყენა, სხეული თვითონ დაბანა, მაგრამ მისი შეხებისგან ამწვარი კანი ვერაფრით გაუნელა, პირიქით, ახალ შეხებებს ახალი ჟრუანტელი მოჰყვებოდა. ბოლოს თმებიც გაუშრო ნახევრად, ოთახში დაბრუნებული საწოლზე მწოლს უკნიდან მიუწვა, ხელები მუცელზე მოხვია, სახე კი კვლავ მის ყელში ჩარგო. კმაყოფილს გაეღიმა სოფი მისკენ უფრო რომ მიიწია და ფეხები მის ფეხებში ახლართა. ჩუმად უსმენდა მის სუნთქვას, გულის ცემას და ამ ორ მელოდიაზე თვითონაც მშვიდად ეძინებოდა. *** თვალი როგორც კი გაახილა ნახევრად მის სხეულზე მოთავსებულ კაცის თმებს წააწყდა. თავი რბილ მკერდზე მოეთავსებინა, ერთი ხელი წელზე მოეხვია, მეორე ქალის მოკეცილ ფეხზე დაედო, ისე რომ თითებით უკანალზეც ეხებოდა. ოდნავ გვერდზე გასწია თავი მისი სახე რომ დაენახა, დაინახა კიდეც სრულიად მოდუნებული გამომეტყველება, რომელსაც უდარდელობა და სიმშვიდე აღბეჭვდოდა. ფრთხილად შეუცურა შავ თმებში თითები, მკერდის ტკივილი კიდევ ერთხელ დააიგნორა, თმაზე ფერება განაგრძო, შემდეგ რომ ვეღარ გაუძლო ცდუნებას სახეზე გადავიდა, თითები საფეთქლიდან ლოყაზე ჩამოატარა და როგორც კი შეირხა მაშინვე გაჩერდა. მალე მისი ხმამაღალი ამოსუნთქვაც გაიგო, რამდენიმე წამში კი ოდნავ გახელილ მწვანე თვალებ წააწყდა. ნიკაპი დაადო მკერდის ძვალზე ლუკამ, ცოტახანს უყურა, შემდეგ სოფის ჩაცინებაზე თვითონაც გაეცინა. იქვე მკერდზე აკოცა და თავი ძველ პოზაში დააბრუნა. -დილა მშვიდობისა. - თმები უკან გადაუწია, წვრილი თითები მხრებზე გადაატარა, მერე სახეს დაუბრუნდა. -დილა მშვიდობისა. - ინგლისურად ჩაილაპარაკა დაბოხებული ხმით, სოფის ხელის გულზე აკოცა და ქალსაც წამსვე დაუარა ჟრუანტელმა. მისი შეგრძნებისას კმაყოფილმა ალანიამ მკერდზე აკოცა, შემდეგ ხელის გულებით დაეყრდო საწოლის ზედაპირს და ლოყებ შეფარკლულს ზევიდან დახედა. - რამე ხომ არ გვაწუხებს? - ყელში აკოცა, შემდეგ ლოყიდან ტუჩებზე გადავიდა და სანამ პასუხს გასცემდა ტუჩები იქამდე დაუკოცნა. -არა. - მკლავები მხრებზე დაალაგა, თან ქვედა ტყჩზე იკბინა. -რატომ არ გესმის რომ გეუბნები ტუჩს შეეშვითქო. - ხმამაღლა ამოიოხრა და ისევ მის შესიებულ ბაგეებს წაეტანა. ხელი ფეხზე აატარა, ჯერ მკერდზე მოუჭირა თითები, მერე კი მუცლის გავლით ფეხებს შორის ჩაუცურა და სოფის შეკრულ სუნთქვაზე ჩაეღიმა. ზევით აწეულ ნიკაპზე აკოცა, შემდეგ ყელზე მიაკრო ტუჩები, თითები ორგანიზმში შეუცურა, სოფიმაც წამსე ამოიკვნესა, შემდეგ გაიცინა, ლუკას სახე ხელებით დაიჭირა და ტუჩებზე დაეტაკა. -ღმერთო… - თავი კვლავ უკან გადასწია, წელი ამოზნიქა, თან მკლავზე ძლიერად მოუჭირა თითები ლუკას. მალევე მოულოდნელად იგრძნო კაცის ნაცნობი ორგანო სხეულში და სიამოვნებისგან უამრავმა სასიამოვნო ტალღამ დაუარა. თვალები დახუჭა და მისი სხეულის დაკოცვნაში გართულ კაცს თითები თმებში შეუცურა. - ლუკა… - სიამოვნების მწვერვალს მიახლოვებულს სუნთქვა გაუხშირდა, კაცის სხეულს მჭიდროდ აეკრა და მალე კვლავ იგრძნო ის გრძნობა წინა ღამით მთლიანად რომ მოთენთა. ახლა უფრო სასიამოვნო იყო მისი შეგრძნება, თვალებზე ნისლი გადაჰკვროდა და ლუკას სახეს ბუნდოვნად ხედავდა. -შენ წარმოდგენა არ გაქვს წინ რა გელოდება. - გვერდზე გადაწოლილმა სხეულზე აიკრა ათრთოლებული სხეული, ტუჩები ნაზად დაუკოცნა, შემდეგ შუბლზე მიაკრო ტუჩები. - ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც ძალიან მალე გაგრძნობინებ… ჯერ შეგვეჩვიე და მერე განახებ რისთვის ღირს ცხოვრება. - სიცილით აკოცა შეფარკლულ ლოყებზე და ცოტა ხანს მის თმაში ჩარგო სახე. -უკვე შემიყვარდა. - ხელი ასწია და ვერცხლის სამაჯურს მომღიმარი დააკვირდა. -რომ დავინახე შენ გამახსენდი. -უკაცრავად სერ, მისტერ სმიტმა დარეკა და მითხრა თქვენთვის მეთქვა დღეს ორ საათზე მისტერ ჯეიმსთან და მის ებიგეილთან გაქვთ შეხვედრა. - გრეისის ხმამ სოფის სხეულის დაკოცვნაში და მოფერებაში ხელი შეუშალა, თვალები აატრიალა და ზურგზე გადაწვა. -კარგი გრეის, მადლობა. -ებიგეილი ვინ არის? -ხელშეკრულებას ვაფორმებთ მე და ტომი მაგ ორთან. საწოლიდან წამოდგა, ნელი სვლით დაიძრა აბაზანისკენ, შესვლამდე კი სოფის გამოხედა. - მოხვალ? -არა. - ბალიშს მოხვია ხელები მუცელზე მწოლმა და მომღიმარმა ისე შეათვალიერა კაცის შიშვეული სხეული. -ეგრე ყურებას არ გირჩევ, ჯერ კიდევ უამრავი ენერგიით სავსე ვარ. - თვალი ჩაუკრა ლოყებ შეფარკლულს, ისეთი საყვარელი იყო სიცილი ვერ შეიკავა, ქვედა ტუჩზე იკბინა და აბაზანაში გაუჩინარდა. იქიდან გამოსულს სოფი საწოლში აღარ დახვდა, პირსახოც შემოხვეული ტანსაცმლით სავსე ოთახში შევიდა, სწრაფად მოწესრიგდა, გაემზადა და საძინებლიდან პირდაპირ სამზარეულოსკენ დაიძრა. თავის მაისურში და მოკლე შორტში გამოწყობილი ქალი შეათვალიერა, რომელიც მაღალ სკამზე იჯდა და წინ დადებულ ომლეტს გემრიელად მიირთმევდა. -გინდა? - როგორც კი ლუკმა გადაყლაპა მაშინვე გახედა მაგიდასთან მჯდომს, ისიც ღიმილოთ დაეთანხმა. წამებში იქ გაჩენილ გრეისს უკმაყოფილოდ შეხედა, თან ჭამა განაგრძო, ლუკას კი მის გამომეტყველებაზე ეცინებოდა. -დღეს შენს მენეჯერს დაველაპარაკები საქმეს რომ დავამთავრებ. - ცოტა ხნის შემდეგ თქვა, თან სოფის გაუსწორა თვალი. -დღეს ხომ წამომყვები? -კი ხომ გითხარი… საღამომდე რას აპირებ? -ანას ვნახავ, ან არ ვიცი მოვიფიქრებ… სად გარბიხარ ჭამე ჯერ. - ფეხზე წამომდგარს ბურტყუნით ახედა მისი წასვლით უკმაყოფილომ. -მეჩქარება პატარა, სხვა დროს ადრე გავიღვიძოთ… საღამოს შენი ვარ. - თვალი ჩაუკრა, შესიებული ტუჩები დაუკოცნა, შემდეგ შუბლზე აკოცა, გასასვლელისკენ დაიძრა და ამხელა სახლში მარტო დატოვა სოფი გრეისთან ერთად. -ოთახი დავალაგო? - მარტო მჯდომს თბილად გაუღიმა, სახე აწითლებული სოფიც ხმის ამოუღებლად დასთანხმდა და ჭამა მარტომ გააგრძელა. *** -მომენატრე. - მაშინვე უთხრა როგორც კი მანქანაში ჩამჯდარს ტუჩები დაუკოცნა, ცოტა ხანს გაბრწყინებულ თვალებში უყურა, შემდეგ ისევ აკოცა და მანქანა დაძრა. - თან ძალიან. -მეც მომენატრე. - ლოყაზე აკოცა მომღიმარს, ზედ დამჩნეული ტუჩსაცხი ცერა თითით მოაშორა, მერე თმებში შეუცურა გრძელი თითები, თან თვალს არ აშორებდა კაცის ლამაზ პროფილს. -მგონი დამერხა. - სიცილით მიაკრო ტუჩები ხელის გულზე, რამდენიმე წამით გამოხედა სახე გაბრწყინებულს, ასეთი არასოდეს ინახა. უფრო ლამაზი, უფრო ბედნიერი და ლაღი ეჩვენებოდა, მისი ბედნიერებით კი თვითონაც ბედნიერდებოდა. საერთოდ არ უნდოდა არსად წასვლა ამ წვიმიან ამინდში, სოფისთან ერთად ოთახში, ან სახურავზე ყოფნა ერჩივნა, მაგრამ დილიდან ისეთი აღფრთოვანებული იყო მეგობრების საბოლოოდ გაბედნიერებით უარს ვერაფრით ეუბნებოდა. -ხვალ უნივერსიტეტი მეწყება. - უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები, თან ფეისბუქში შესულმა სიახლეების თვალიერება დაიწყო. -რომელ საათზე უნდა იყო იქ? -ათზე, მერე დღეებს და დროს ავირჩევ და ისე ვივლი. -დღეს შენს მენეჯერს ველაპარაკე, შენი განთავისუფლების სანაცვლოდ ყავაზე დამპატიჟა. - წამით გადახედა სოფის, რომელმაც წამსვე ამოყო ტელეფონიდან თავი და ლუკას შეხედა წარბშეკრულმა. -მერე? -არაფერი, რა მერე? - ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად, სოფი კი კვლავ დაბღვერილი აკვირდებოდა. -შენ რა უთხარი? -ვუთხარი რომ სიამოვნებით დავლევდი ყავას მასთან ერთად, მაგრამ ჩემი ქალი ასეთ სიტუაციებში ძალიან მკაცრი და ბრაზიანია, ამიტომ ვერ წავიდოდი მასთან ერთად. - უდარდელად ჩაილაპარაკა, სოფი კი დამუნჯებული, პირ დაღებული უყურებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რა ეთქვა. მის რეაქციაზე თავი რომ ვეღარ შეიკავა გადაწითლებულმა კაცმა ხმამაღლა გაიცინა, სოფიმ კი თვალები აატრიალა. - მე მისი უფროსი ვარ პატარა, პარასკევი შენი ბოლო დღეა მაგ სამსახურში. დღეს სახლში რომ მივალთ სივს გააგზავნი, ან საერთოდ არ იმუშაო, რათ გინდა მუშაობა როცა მე გყავარ. -შენ რა შუაში ხარ, მე შენ ფულს არასდროს გთხოვ. ეს ერთი რამ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე. -მე ეს ფული არაფერში მჭირდება თუ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს არ მოვახმარე, არ მინდა ასე მუშაობდე როცა მე ჯდომით ვიღებ ერთ საათში იმაზე ათჯერ მეტს ვიდრე შენ ერთ წელიწადში გააკეთებ. -მე არ მაწუხებს ეს ფაქტი, არ მაინტერესებს რამდენი გაქვს შემოსავალი ან გასავალი, ეს შენი საქმეა. მე მინდა ჩემი ფული მქონდეს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მექნება, ჩემი იქნება და მორჩა. -ჯანდაბა, რა ჯიუტი ხარ! -უნდა გესმეოდეს, ვიცი რომ გესმის, მაგრამ ხისთავიანი ხარ! გინდა შენს სურვილებზე ვიარო და ის გავაკეთო რაც შენ გინდა. -ასე არ არის, მხოლოს ის მინდა რომ კარგად, კომფორტულად და ბედნიერად იცხვორო ჩემთან ერთად. გქონდეს დრო ყველაფრისთვის, სწავლისთვის, მეგობრებისთვის, გართობისთვის და ჩემთვის. რატომ ცდილობ თავი დაიტვირთო როცა შემიძლია შეგიქმნა უკეთესი სიტუაცია. -აღარ მინდა ამაზე საუბარი… -მოგვიანებით მაინც მოგვიწევს, ხვალ, ან ზეგ, არ აქვს მნიშვნელობა და იმას მივიღებ რაც მე მინდა. - მტევანზე აკოცა წარბშეკრულს, თან თვალი ჩაუკრა. შემდეგ ტელეფონზე ნაჩვენებ მისამართზე მისულმა მანქანა გააჩერა, ღვედი შეიხსნა და ერთ ადგილზე ჩუმად მჯდომ სოფის შეხედა. - სოფი. -წავიდეთ. - სწრაფად შეიხსნა ღვედი, მანქანის კარი გააღო და უკვე გადასვლას აპირებდა ლუკამ რომ მოკიდა ხელი მკლავზე და თავისკენ შეატრიალა. -არ გვინდა რა, შენ ხომ ხვდები რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შენთვის მინდა. - მისი სახე ხელის გულებში მოიქცია, თან ლურჯ თვალებში ჩააშტერდა. -ჰო, ვხვდები მაგრამ მინდა ჩემითაც გავაკეთო რაღაც. -ძალიან დიდი დრო გაქვს წინ და დადგება ის დღე როცა შენით მიაღწევ ყველაფერს, მაშინ როცა უნივერსიტეტს დაამთავრებ. ახლა უბრალოდ მომეცი საშუალება რომ შენზე ვიზრუნო, დაუთმე დრო სწავლას, დატკბი ცხოვრებით ჩემთან ერთად და უნივერსიტეტს რომ დაამთავრებ მერე რამდენიც გინდა იმუშავე. დაფიქრდი მაინც კარგი? - ლოყებზე მიეფერა, შემდეგ ტუჩებზე აკოცა ნაზად. ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს პირველად კოცნიდა, პირველად ეხებოდა მის რბილ ტუჩებს და ტანშიც წამსვე გამაბრუებელი ჟრუანტელი უვლიდა. -კარგი. - ოდნავ დაუქნია თავი ლუკას ვნებიანი კოცნისგან გაბრუებულმა. ხელები მოხვია კისერზე და შეძლებისდაგვარად თბილად მოეხვია. -მანდ ქოლგა უნდა იყოს, ნახე. - სანივთე უჯრაზე ანიშნა, სოფიმაც მაშინვე ჩამოსწია უჯრის მორკალული კარი და გამოღებული შავი ქოლგა ლუკას გაუწოდა. - უკან სასმელი დევს. - ესღა თქვა, გასაღები აიღო და მანქანიდან გადასულმა ქოლგა მაშინვე გაშალა. ავტომობილს შემოუარა, სოფის კარები გაუღო და ალკოჰოლის ბოთლებით ხელში მყოფი გადმოსვლის თანავე ქოლგის ქვეშ მოაქცია. - ვისი სახლია? -სანდრო ცხოვრობს ბოლო, მესამე სართულზე. სახურავი მოწყობილი აქვს, ისე ვერა როგორც შენ, მაგრამ ხშრად ვსხედვართ იქ, ამინდს მნიშვნელობა არ აქვს. -გასაგებია. - შენობაში შესულებმა სამი სართული კიბით აიარეს, შემდეგ სანდროს სახლის კართან გაჩერდნენ, ზარი დარეკა სოფიმ და რამდენიმე წამში სახე გაბრწყინებული ანაც გამოჩნდა. ლუკა არც კი შეუმჩნევია ისე მოეხვია მონატრებულ მეგობარს, ორივე ლოყაზე აკოცა, მერე რამდენიმე წამით შეუთვალიერა ბედნიერი სახე და ისევ მოეხვია. -ძალიან მომენატრე. -მეც მომენატრე. - ანას მხარზე ჩამოსდო ნიკაპი, თან მკლავები უფრო მჭიდროდ მოხვია, ლუკა კი მომღიმარი უყურებდა ერთმანეთზე მიკრულ დაქალებს. -გამარჯობა, როგორ ხარ? - დამტვრეული ქართულით უთხრა გაკვირვებულ ლუკას, თითისწვერებზე აწეული თბილად გადაეხვია, მაგრამ მალევე მოშორდა. -კარგად შენ? -მეც… შემოდით. - ბოლოს ისევ გადაერთო მშობლიურ ენაზე, გვერდზე გაიწია და წყვილი შიგნით შეატარა. -ეგ როდის გასწავლე? -ჩემით ვისწავლე. -ანას სერიოზულად უნდა ქართულის სწავლა. - ქვევიდან ახედა მომღიმარ ალანიას, მერე ისევ წინ მიმავალს შეხედა. -ჰო მინდა და აუცილებლად ვილაპარაკებ მომავალში, მჯერა რომ შევძლებ. -მეც მჯერა. - მცრების ჩეჩვით დაეთანხმა ლუკა, უკან მობრუნებულ ანას თვალი ჩაუკრა, შემდეგ სოფის გადახვია ხელი და შუბლზე აკოცა. -ხედავ? მადლობა საყვარელო. - ბოლო სიტყვები კვლავ ქართულად წარმოსთქვა, სოფის დაჭყეტილ თვალეზე ხმამაღლა გაიცინა, თან კიბის საფეხურებს აუყვა. -გაოცებული ვარ. -მე მომწონს. - მხრები აიჩეჩა ლუკამ და ანას უკან გაჰყვა. -ემზადება, ფიქრობს რომ საქართველოში ხალხს ქართულად უნდა ესაუბროს. -ჭკვიანურია. -მომწონს კარგი ურთიერთობა რომ გიყალიბდება. - მომღიმარმა ახედა ქვევიდან, ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა, გარეთ გასული კი ფეხზე წამოშლილ მეგობრებს სწრაფად მიუახლოვდა, ყველას გადაეხვია გახარებული, ლუკა კიდევ ერთხელ წარუდგინა იქ შეკრებილებს, მერე მათ მხიარულებას აჰყვა. სოფის გვერდზე მჯდომი ალანია ყველას აკვირდებოდა, მათ საუბარს ისმენდა, მონაყოლ ისტორიებზე მათთან ერთად იცინოდა და ის დრო ახსენდებოდა როცა თვითონაც ასეთი მხიარული, ლაღი და მრავალფეროვანი იყო სამეგობრო წრეში. ყველა ერთმანეთს ესაუბრებოდა, არც ლუკას ტოვებდნენ უყურადღებოდ, მიუხედავად იმისა რომ მათგან განსხვავდებოდა თავისი დახვეწილობით, ორ ნულიანი ჯინსები და ალბათ უფრო მეტი ნულის მქონე ფეხსაცმელი ეცვა, მაინც მათიანად თვლიდნენ, რადგა სოფისთვის უძვირფასესი ადამიანი იყო. ამას ყველა ხედავდა, ყველა ამჩნევდა იმ მზერას რომელსაც ერთმანეთში ცვლიდნენ ერთად მსხდომი წყვილი. ბედნიერები იყვნენ საუკეთესო მეგობრის ბედნიერებით, ადამიანის რომელიც მუდამ პოზიტიურ განწყობას უქმნიდა ყველა მათგანს და ყოველთვის ეხმარებოდათ პრობლემების გადაჭრაში. სახურავის ნახევარს მთლიანად ფარავდა ზევიდან გადაფარებული სქელი საწვიმარი, მის ქვეშ შემაღლებულ ხის სადგომზე დივანი, მაგიდა და რამდენიმე პუფი იდო, სარწეველა სავარძელიც და ლამაზი ყვავილები იქაურობის გასალამაზებლად. მოსაწევი რომ შეახვიეს ყოყმანით შესთავაზეს ლუკას, სოფიმ წამსვე წარბებ აწეულმა შეხედა კაცს და მანაც უარით გაისტუმრა წინ მსხდომი ბიჭები. მაგიდაზე დადებული სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, ტუჩებს შორის მოიქცია და მაშინვე მოუკიდა. -რა? ხანდახან მეც ვეწევი. - წარბი ასწია სოფის მიშტერებულ მზერაზე. -არაფერი. - მხრების ჩეჩვით შეათვალიერა, შემდეგ მისკენ ახლოს მიიწია და ქართულად ხმადაბლა ჩაილაპარაკა. - ძალიან სექსუალური ხარ. - ქვედა ტუზე იკბინა, თან მუხლზე დადებული ხელი ბარძაყზე აატარა. ლუკას კი გადაცდენილი კვამლის გამო ხველა აუტყდა. თვალებ ანთებულმა ჩახედა ლურჯ თვალებში სადაც მოთამაშე ჭინკები დაუხტოდნენ. -მესმის, არ დაგავიწყდეთ. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა სანდრომ და მათი გარყვნილი აზრებიც წამსვე გაფანტა. - ჩემთან თავი შეიკავეთ გთხოვთ, არ მსიამოვნებს, ქართული გენები მაინც თავისას შვრება ძმაო, ხომ ხვდები. - მოსაწევის გადახვევა დაასრულა, თავი შეუკრა და ტუჩებს შორის მოითავსა. -მოკეტე სანი. - თვალები აატრიალა სოფიმ, ლუკა კი მომღიმარი უყურებდა სერიოზული ტონით მოსაუბრე ბიჭს. -მე და არ მყავს, სოფი გახდა ჩემი და მას შემდეგ რაც გავიცანი, მე ვიყავი მისი ძმა როცა თოკა არ იყო. ასე რომ როგორც შენ არ გესიამოვნება შენი დის ცუდად ყოფნა, ან ქალის, რომელიც შენთვის ძვირფასია, ისე არ მესიამოვნება მე. მიხარია რომ შენ ჰყავხარ, ისიც მიხარია რომ შენთან ბედნიერია, მაგრამ ჩემსთვის არასასიამოვნოა თქვენი დაბინდული თვალების ყურება. მგონია რომ რაღაც წამოგიფრენთ თავში გრძნობა მოწოლილებს და ჩემთვის ცუდი სანახაობის შემსწრე გავხდები. -მე შენი საუბარი არ მსიამოვნებს. -ჰოდა შენ ნუ მისმენ. -რაზე საუბრობთ? - დაეჭვებული დააკვირდა სამივეს, მერე წარბ შეკრულ სოფიზე გააჩერა მზერა. -ვუხსნი რაღაცას. - ცხვირზე ჩამოჰკრა თითი ანას, მერე ლუკას გაუსწორა თვალი. -არც მე მესიამოვნებოდა. - უდარდელად ჩაილაპარაკა, თან სანის თავი დაუქნია ყველაფრის გაგების ნიშნად, სოფიმ კი გაოცებულმა შეხედა. - რა? -როცა მინდა და როგორც მინდა ისე შემოგხედავ, იმას გეტყვი და გავაკეთებ რაც მომინდება. არავისთან შეთანხმებას არ ვაპირებ. - ლოყებზე მოკიდა თითები და ტუჩებზე აკოცა, მერე წარბ შეკრულ სანდროს გადახედა. - ეს შენც გეხება, შეუშვი მაგ ჯიუტ თავში. მაგ საშინელებას კიდე დაანებე თავი, გამოგეფიტება ტვინი და ივლი მერე გამო... გამოშტერებული. - სახე აწითლებულმა სხვა მხარეს გაიხედა ლუკას სახე რომ არ დაენახა. -შენი გოგო მაჩმორებს. - სიცილით ანიშნა თითით სოფიზე მომღიმარ ლუკას, შემდეგ დიდი ნაფაზი გამოქაჩა. -ნუ ნერვიულობ და ნუ იძაბები, მე ყველაფერს ვხედავ. - სოფის ყურთან დაიჩურჩულა, თან ლოყაზე აკოცა. -მერე? რას ფიქრობ? - ხელები გულმკერდზე დაეკრიფა, განათებულ ქალაქს უყურებდა, რომელსაც გადაუღებელი წვიმა უფრო და უფრო ასველებდა. -არ ვიცი. - თითებიდან ააცალა ანთებული სიგარეტის ღერი გვერდზე მდგომ ანას და ფილტვები ნიკოტინით გაივსო. -დაგინახა. - ლუკასგან სოფიზე გადაიტანა თვალები და ოდნავ გაუღიმა ემბრიმ. -არაუშავს. -ეს გოგო არ არის ნორმალური. - თვალები აატრიალა ქეისიმ, სოფისთან ახლოს მიიწია და ხმადაბლა ჩაილაპარაკა. - კაცს უნდა რომ კომფორტი შეგიქმნას, გაძლევს ყველაფერს და შენ რა უნდა ქნა არ იცი? სერიოზულად? ამას ფიქრიც არ სჭირდება, მითუმეტეს მაშინ როცა უყვარხარ და გიყვარს. - მოკლედ მოუჭრა, ზურგი აქცია ორივეს და ჯოშისკენ დაიძრა. -ვეთანხმები. - როგორც კი ქეისი მოშორდათ მაშინვე შეხედა სოფის ანამ. - ჩემთვის რომ შემოეთავაზებინა კაცს ასეთი რამ სიხარულით დავთანხმდებოდი. მესმის რომ არ გინდა მის სიმდიდრეს იყენებდე, მის ფულს ხარჯავდე და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ეს მას პრობლემას არ უქმნის და პირიქით თვითონ გთავაზობს ამ ყველაფერს, რატომ არ უნდა დასთანხმდე. ძნელია თან სწავლა, თან მუშაობა. სიამოვნებით დავჯდებოდი სახლში და იმ დროს რაც ჩემი უფროსის კაბინეტთან ჯდომაში უნდა დავხარჯო, ჩემს საყვარელ კაცთან გავატარებდი. რა არის იმაზე კარგი და სასიამოვნო როცა შენი კაცი შენზე ზრუნავს. -მართლა ასე ფიქრობ? -ჰო. -მე მცხვენია, არ მინდა მისი ფული ვფლანგო ათას სისულელეში როგორც ამას ჩემი ნაშოვნით ვაკეთებ. -არ მგონია ერთ კვირაში დახარჯული ორასი დოლარი მის ჯიბეს შეეტყოს. -ორასიც არ მჭირდება. -დაგჭირდება. - თვალი ჩაუკრა დაქალს, მერე მიახლოვებულ ლუკას გაუღიმა და ორივეს მოშორდა. -რას აკეთებ? - მუცელზე მოხვია ხელები ქალს, ზურგზე მიეკრო და ყელში აკოცა. -ვლაპარაკობდით. - მხარზე მიადი კეფა, მუცელზე მოხვეულ ხელებს თავისი დაადო ზევიდან და ფვალებ დახუჭულმა ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. - მადლობა რომ დღეს ჩემს გვერდით ხარ, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს შენი ასეთი ურთიერთობა ჩემს მეგობრებთან და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. - ცხვირის წვერი გაუსვა ყელზე, მისი სურნელი შეიგრძნო, მერე იქვე აკოცა. -ჰეი მანდ, მოდით! - ხელი დაუქნია ჯოშმა და ისინიც ნელა მიუახლოვდნენ ერთად მსხდომებს. სოფიმ შემოხვეული პლედი ლუკასაც მოახვია, მასთან ერთად დაჯდა დივანზე და მომლოდინედ მიაშტერდა ანერვიულებულ ჯოშს. - თქვენს ყურადღებას ვითხოვ, რაღაც მინდა გითხრათ, უფროსწორად მინდა ჩემს საყვარელ ადამიანს ვუთხრა რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს… -მეც მიყვარხარ. - მომღიმარმა ახედა ქვევიდან, თან ხელი ჩაკიდა ჯოშს. -ადექი. - ნელა წამოაყენა ფეხზე, თავის პირდაპირ დაიყენა და ანერვიულებულმა მტევანზე აკოცა. - შენ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ, მინდა მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენთან ერთად გავატარო. პატარა, ცოლად გამომყვები? - მუხლზე დამდგარმა ლამაზი ყუთით ბეჭედი ამოაძვრინა ჯიბიდან და თვალებ ამღვრეულ ქეისის გაუწოდა. -კი, კი რათქმაუნდა! - გახარებული მაშინვე მოეხვია როგორც კი ბეჭედი წამოაცვა თითზე, შემდეგ ტუჩზებზე დაეტაკა, მერე კი ყველას გადაეხვია და მილოცვებიც მიიღო. ლუკას არავინ აინტერესებდა იმ მომენტში სოფის გარდა, თვალებ გაბრწყინებული უყურებდა ქეისისთან მოსაუბრეს, მის გვერდით იყო და მაინც გრძნობდა მონატრებას რომელიც მთელი დღის მანძილზე აწუხებდა. კიდევ ნახევარი საათი დარჩნენ, ბოლოს ყველა დაიშალა, სახლში წავიდნენ და წყვილს განმარტოვების საშუალება მისცეს. -რას ეძებ? - საწოლზე ასულმა მუცელზე მხოლოდ საცვლის ამარა მწოლ ქალს მხარზე აკოცა, რომელიც იდაყვებით დაყრდნობოდა ლოგინის ზედაპირს და ლეპტოპში რაღაცებს ათვალიერებდა. -მამამ დამირეკა და სათევზაო კომბინიზონის გამოწერა მთხოვა… ძველი გაუფუჭდა. -აქედან უნდა გამოუწერო? - თვითონაც ცალ იდაყვს დაეყრდნო და განათებულ ეკრანს მიაშტერდა. -ჰო, მისამართს ჩავწერ და იქ მივა, წლებია ყველაფერს მე ვუწერ ყველას, ჩემი ძმა თავს არ იწუხებს, ეზარება. - ტელეფონში გამოგზავნილი ბარათის ნომერი ჩაწერა, პარათის უკან მიწერილი სამ ციფრიანი კოდიც მიაწერა და სათევზაო, წყალ გამძლე კომბინიზონიც გამოუწერა. -ანუ თევზაუობა უყვარს მამაშენს. - თითები ჩაატარა ხერხემალზე კიდევ რაღაცის ძიებაში გართულ ქალს, დახორკლილ კანზე ტუჩები მიაკრო, თან საცვალში ჩამძვრალმა თითები უკანალზე მოუჭირა. -ძალიან, გემრიელსაც აკეთებს. თევზის ექსპერტია. გახსოვს გითხარი საქართველოში ტბები გვქონდათქო… იქ თევზები ჰყავდა გაშვებული… საერთოდ გიჟდება ფლორაზე და ფაუნაზე, ობობასაც კი არ კლავს, მაგრამ ბუზები ეზიზღება… ლუკა… - ხმა ჩაუწყდა კაცმა საცვალი ზევით რონ ასწია ბოლომდე, თავი ჩახარა, შემდეგ კი ლურჯ თვალებზე ბინდ გადაკრულმა ახედა მომღიმარ ალანიას. - ორი წუთი დამაცადე… -გააკეთე ის რასაც აკეთებ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. თითები კვლავ ხერხემალზე აატარა, შემდეგ მისკენ მიწეულმა ხელი მუცელზე მოხვია, კისზერთან ახლოს აკოცა, თან ხელის გულში მოიქცია რბილი მკერდი. სოფიმ სწრაფად დახურა ლეპტოპი, ზურგზე გადაწვა და წამებში ზევიდან მოქცეულ კაცს მომხიბვლელად გაუღიმა. თმებში შეუცურა თითები თავის მკერდთან დახრილ კაცს, ძუ.ძუს თავებზე კბილების მოჭერისგან ნაგრძნობი ტკივილის და სიამოვნების გამო ჩუმად ამოიკვნესა, სახე თავის სახესთან მიაწევინა, ტუჩებზე ნაზად აკოცა, მაგრამ ისევ მოუწია მის ტუჩებს მოწყვეტა როცა საცვლის ქვეშ კაცის თითები იგრძნი. თავი უკან გადადასწია თვალ დახუჭულმა, ლუკამ ყელზე ძალიან ნაზად მიაკრო სველი ტუჩები, იქვე უკბინა, შემდეგ ისევ ქვევით დაიწყო სვლა. საცვალი ფრთხილას მოაშორა, ფეხები გადაწევინა და მათ შორის მოთავსებულმა ჭიპთან ახლოს მიაკრო ტუჩები. ქვევიდან ახედა თვალებ დაბინდულ სოფის, ავის მომასწავლებელმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და კოცნით უფრო ქვევით ჩავიდა. მაშინვე შემოესმა ქალის ხმამაღალი, გაუკონტროლებელი კვნესა რომელიც ბაგეებს უნებურად მოსწყდა. მენჯებზე მოუჭირა თითები ამოძრავებული სხეულის გასაჩერებლად. კვლავ მუცელზე გადასული ცოტა ხანს მოშორდა, მის უკან კედელთან მდგომ პატარა ტუმბოდან პრეზერვატივი ამოიღო, თითებს შორის მოქცეული ალუმინის პაკეტი კბილით გახია ისე რომ თვალი არ მოუშორებია ქალის არეული სახისთვის. აგიჟებდა ის თუ როგორ სურდა ქალს, მის ტუჩებს მოწყვეტილი შეუკავებელი ხმები მელოდიასავით ჩაესმოდა ყურში, მისი ჯერ კიდევ გაუბედავი ალერსი ჭკუას აკარგვინებდა, გონებას უბინდაბდა იმ ქალის სხეულის შეგრძნება რომლის მიმართაც უდიდესი გრძნობები აკავშირებდა. არ ეგონა ამას ოდესმე ვინმე თუ შეძლებდა, რამდენიმე წამის ნაცვლად უამრავი წუთით გათიშავდა და თავს ასე ცოცხლად აგრძნობინებდა. სოფისთან ყოფნის შემდეგ მიხვდა რომ არაფერი იყო საყვარელ ქალთან ყოფნაზე სასიამოვნო, მაშინ როცა იმის გაკეთება შეეძლო რასაც მოისურვებდა, ისე მოეფერებოდა და შეიგრძნობდა როგორც მოუნდებოდა. წელზე მოხვეული ხელით საწოლიდან წამოაჯინა, მუხლებზე დაისვა, თან ტუჩები ყელზე მიაწება, შემდეგ საყვარელ ბაგეებს დაეპატრონა. მალე ქალის ხმამაღალმა კვნესამ მოიცვა საძინებელი, ქვედა ტუჩზე იკბინა ხმების შესაკავებლად, თავი უკან გადასწია და ლუკასთან ერთად მიაღწია იმ სიამოვნების მწვერვალს წინა დღიდან მოყოლებული თავს რომ ახსენებდა და ყოველი გახსენებისას ჟრუანტელს გვრიდა. სხეულიდან ძალა მთლიანად გამოსცლოდა, ლუკას მკერდს მიხუტებული საყვარელ სურნელს ისუნთქავდა. გონზე რომ მოვიდა მკერდზე აკოცა, შემდეგ ლავიწზე გადავიდა, ცხვირის წვერი გაუსვა ყელზე და ტუჩებიც იქვე მიაწება, ბოლოს სახეც ლუკას ყელში ჩარგო, თითები კი ზურგიდან წელზე ჩაატარა. - კონტროლს მაკარგვინე და წარმოდგენა არ გაქვს რა ფასად მიჯდება თავის შეკავება. - უკან გადაწოლილმა მკერდზე დაიწვინა სოფის მოდუნებული სხეული, თმები თმისსამაგრით შეუკრა და წინ ჩამოშლილი პატარა თმებიც უკან გადაუწია. -ნუ შეიკავებ… მინდა ის გააკეთო რაც შენ მოგინდება, წინააღმდეგი არ ვარ. - ხელის გულები მკერდზე დაადო, ნიკაპი კი ზედ ჩამოადო და ლუკას აბრჭყვიალებული თვალებით შეხედა. -დარწმუნებული ხარ? - წარბ აწეულმა ჩაიცინა, სოფიმ კი თავი თაუქნია უყოყმანოდ. - ნუ ხარ ასეთი. ნუ მენდობი ასე ძალიან. -არ მაინტერესებს… ჩემი შენდამინ ნდობა ჩემი საქმეა. მე გენდობი ყველანაირად, თვალდახუჭული. მინდა მხოლოდ შენ გენდობოდე ასე და შენ იყო ჩემი ყველაფერი რადგან ვთვლი რომ წყვილს შორის იმაზე დიდი კავშირი უნდა იყოს ვიდრე უბრალოდ სექსი, ერთად დროის გატარება, ანდაც ერთად ცხოვრება. -თუ იმედები გაგიცრუე? -არ გამიცრუებ, არ მინდა ამაზე ფიქრი. შენი ვარ ყველაფრით და ყველანაირად, მინდა ჩემთან გქონდეს ის ყველაფერი რაც მოგინდება და სხვისკენ არ გაიხედო. -თურმე რაში ყოფილა საქმე. - წარბები ასწია მომღიმარმა, სოფის კი ლოყები შეეფარკლა და თვალი ლუკას ყელზე გადაიტანა. - შენ გოგონია თუ იმას ვერ მივიღებ შენგან რაც მინდა სხვასთან წავალ? -კაცების უმეტესობა ასე აკეთებს, მაგრამ მაგიტომ არა, მინდა შენი სურვილები და მოთხოვნილებები მხოლოდ ჩემთან აისრულო. - ლუკას სხეულიდან გადავიდა, ზურგზე მწოლმა თითები თმაში შეიცურა და თვალები დახუჭა. -მწყინს სხვევს რომ მადარებ. - ჩუმად ჩაიბურტყუნა, თან სოფისკენ გააპარა თვალი რომელმაც წამსვე თვალები ჭყიტა და ლუკას დაბნეულმა შეხედა. მის სახეზე სიცილით გააქნია თავი ალანიამ, თითები ყბებზე მოკიდა და ტუჩები დაუკოცნა. - ცოტახანში ენის ჩლიფინით დაგიწყებ ალბათ ლაპარაკს. - ხმადაბლა იცინოდა, თან სახეს უკოცნიდა სოფის. - იმედია ეგრეც არ გამოვშტერდები. -იცი ყველაზე ძალიან რა მომწონს შენში? -რა? -რომ არ ბილწსიტყვაობ ყველა წინადაწებაში და ამ ტოს რომ არ იყენებ… მადლობა. -შენ რა უნდა გეთქვა დღეს სანდროსთვის? -არაფერი. - დაბენეულმა წამსვე გასცა პასუხი, ლუკამ კი უკანალზე მიარტყა ხელი. -ყველაზე მეტად ქალისგან გაგებულ მსგავს სიტყვებს ვერ ვიტან, მაშინვე ყველანაირ ხიბლს უკარგავს ქალს და შენი პირიდან რომ გავიგო მსგავსი შინაარსის მქონდე სიტყვები დაგსჯი. -რას გააკეთებ? -მოვიფიქრებ, ფანტაზიების დიდი მარაგი მაქვს. -შენ ხომ არ ეწევი პლანს? -არაფერს არ ვეწევი, სიგარეტს ან სიგარას, იშვიათად. რამე პრობლემაა? - წარბებ აწეულმა დახედა ზევიდან. -არა, უბრალოდ შენს ჯანმრთელობას ვნებს, სხვა არაფერი. -ზოგჯერ საჭიროა ორგანიზმისთვოს დალევაც და მოწევაც, იმუნიტეტი გიმუშავდება… - ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით, შემდეგ განათებულ ტელეფონს დახედა საათის შესამოწმებლად, ორის ორმოცდასამ წუთს უჩვენებდა. - დაიძინე, ხვალ დილით უნდა ადგე. -მორჩა დასვენება. - უკმაყოფილოდ ჩაილაპრაკა, თავი მკერდზე დაადო, ხელი წელზე მოხვია და თვალები დახუჭა. სახეზე უნებურად მოედო ღიმილი კაცის ძლიერ მკლვებში მომწყვდეულს, თავს ყველაზე ცოცხლად, თავისუფლად და დაცულად მის მკლავებში გრძნობდა. ლუკას გულის არათანაბარ ფეთქვას უსმენდა და გატრუნული ნელ-ნელა ამ სამყაროს ეთიშებოდა. *** პარასკევი საღამო იყო, წყნარი, ოდნავ გრილი, მაგრამ სასიამოვნო გარემოს ქმნიდა. ლუკა ჯერ კიდევ არ იყო შინ დაბრუნებული, უკვე მესამე დღე იყო წესიერად არ ენახა უნივერსიტეტის და სამსახურის გადამკიდე, ახლა კი სახურავზე მყოფი სარწეველა სავარძელში იჯდა, პლედი მოეხვია, თან ცხელ ჩაის სვამდა იქვე მჯომ გრეისსთან ერთად. -შენ არ გყავს შვილები? -მყავს, ბიჭი და გოგო. - თბილად გაუღიმა თვალებ გაფართოვებულ სოფის. -სად არიან? -ბრუკლინში მამამისთან. -ყოველ დღე იქიდან აქ დადიხარ? -ბატონი ლუკა იხდის მგზავრობის ფულს. -კარგია. -ძალიან კეთილია, ჩემს შვილებს ძალიან უყვართ, ყოველ დაბადების დღეზე საჩუქრებს აძლევს. ორი თვის წინ ბიჭს ფლეისთეიშენი უყიდა, ჭკუაზე არ იყო. გოგოს გაზაფხულზე ჰქონდა დაბადების დღე და რომელიღაც ტანსაცმლის ბრენდის სასაჩუქრე ბარათი მისცა. -რამდენი წლისები არიან? -გოგო ოცის, ბიჭი თხუთმეტის. სინიორი ვიყავი შემთხვევით რომ დავორსულდი, 18 წლისას ქეითი შემეძინა, სწავლა ვეღარ გავაგრძელე რადგან მე და ჩემს ქმარს თავის რჩენა გვჭირდებოდა. -გიყვარდათ? -ახლაც ძალიან მიყვარს. -მაშინ რატომ ზრდის ის ბავშვებს… ცუდად არ გამიგო, უბრალოდ კაცია და… -შვიდი წლის წინ მანქანამ დაარტყა, ფეხი დაუზიანდა და დღემდე ვერ დადის ნორმალურად. ფიზიკური მუშაობა არ შეუძლია, განათლებაც არ აქვს მიღებული, ამიტომ მე მომიწია სამსახურის დაწყება და მაგის შემდეგ აქ ვმუშაობ, ეს სამსახური შემიყვარდა, იმდენად რომ სხვაგან წასვლა არ მინდა, იქამდე ვიქნები სანამ ის არ გამიშვებს. -ლუკა არ გაგიშვებს, შენზე კარგს ვერავის ნახავს და არც მე მივცემ ამის უფლებას. -მადლობა. -მადლობა შენ რომ მის ცვალებად ხასიათს იტან და ამდენ რამეს უკეთებ. -ჩემი საქმეა. -უკაცრავად. - განათებულ ტელეფონზე ანიშნა გრეისს, შემდეგ ლუკას ზარს უპასუხა და დაელოდა როდის დაიწყებდა საუბარს. -რას შვრები პატარა? მეისონმა მიგიყვანა სახლში? -ჰო, სახურავზე ვართ მე და გრეისი, ვსაუბრობთ, თან გელოდები, მომენატრე. შენ რას შვრები როდის მოხვალ? -მეც მომენატრე, მაგრამ დღეს ვერ მოვალ. -რატომ? სად ხარ? -ბელა და კაი დაშორდნენ და… მთხოვა დავრჩენილიყავი… სოფი, გესმის? - ხმა რომ არ ამოიღო ქალმა ციტა დაიძაბა კიდეც. -ჰო… კარგი. -არ ინერვიულო და დაიძინე კარგი? ხვალ გნახავ. -კარგი. -გრეისს უთხარი თუ შეუძლია დარჩეს, არ მინდა მარტო იყო. მეისონიც მანდ არის, მაგრამ მაინც. -გავარკვევთ ჩვენ, შენ ბელას მიხედე… როგორ არის? -ცუდად, ახლა ჩაეძინა ტირილისგან. -შენ რას აპირებ? -დავიძინებ მეც, დავიღალე. -ტკბილი ძილი. -მელაპარაკე ცოტა ხანს… -მეც დაღლილი ვარ და მეძინება. -ნუ მატყუებ, გწყინს აქ რომ ვრჩები, ლაპარაკი აღარ გინდა გინდა და ცდილობ თავიდან მომიშორო. - თვალები ისე აატრიალა ლუკამ თითქოს დაინახავდა კილომეტრებით შორს მყოფი ქალი, მაგრამ იცოდა მიხვდებოდა მის მოქმედებებს. -თუ ხვდები რაღას მელაპარაკები? -ნუ მიტრაკებ, ისედაც ცუდ ხასიათზე ვარ, მენატრები, ეს ცუდად არის, ტირის… თავი მტკივა და გთხოვ ახლა კიდევ არ დამიმატო. ისედაც ცუდად ვარ შენ რომ არ მყავხარ, საერთოდ არ ვიცი შევძლებ თუ არა დაძინებას. -კარგი ჰო, გადავიტან ამ ღამეს როგორმე. - დანებებულმა ჩაიბურტყუნა, მერე ქალის ტირილის და აჩქარებული სუნთქვის ხმა გაიგო. -რა დაგემართა?.. ჯანდაბა, უნდა წავიდე პატარა, მიყვარხარ. - ტელეფონი ისე გაუთიშა სოფის პასუხი არ მოუსმენია, დივანთან ჩამუხლულ ბელას დამამშვიდებელი ჩაუდო პირში და წყალის დალევაში მიეხმარა. შემდეგ ხელში აყვანილმა საწოლზე დააწვინა, თვითონაც გვერდზე მიუწვა და ატირებულს თმაზე ფერება დაუწყო. -მტკივა… ვერ გავუძლებ. - ტირილით თქვა, თან ლუკას მკერდზე მიხუტებულმა ამოისლუკუნა. -დამშვიდდი, შერიგდებით ისევ. -ვერ ვაპატიებ… თავს გამოყენებულად და ცუდად ვგრძნობ… -ხომ იცი მაინც შერიგდებით. - თბილად გაუღიმა ქვევიდან მომზირალს რომელსაც თავი წამოეწია და თვალებში უყურებდა. დააბნია მისმა მზერამ, არასდროს უნახავს მისი დაბინდული ყავისფერი თვალები, ისეთი როგორითაც ახლა შეჰყურებდა. თითები რომ გადაატარა ტუჩებზე მირე მოეგო გონს მაგრამ უკვე გვიანი იყო. ისე უცებ იგრძნო ქალის ტუჩები თავისაზე გააზრებაც ვერ მოასწრო. თავი წამსვე უკან გასწია, რომ მიხვდა რაც მოხდა თვალებ დახუჭულმა თავი უკან გადააგდო, შემდეგ კვლავ ბელას შეხედა. - რა ჯანდაბაა ბელ?! -მე… მაპატიე. - ცრემლების ახალი ნაკადი წამოუვიდა და ლუკას სხეულს მოშორდა. - მაპატიე მე არ… -დედას შევე.ცი. - ფეხზე წამომდგარი აბაზანაში შევარდა, კარებიც მიიჯახუნა და თვალ დახუჭული ნიჟარას ხელის გულებით დაეყრდო. წამსვე სოფის იმედ გაცეუებული თვალები ამოუტივტივდა გონებაში და ძლივს შეიკავა თავი რამე რომ არ დაელეწა. - ჩემი ბედის კარგიც მოვ..ან. - თმებზში შეცურებული თითები მაგრად მოიჭირა თმაზე. ჰაერს ხარბად ისუნთქავდა და დამშვიდებას ცდილობდა. ონკანი მოუშვა, სახეზე წყალი შეისხა, ტუჩებზე სველი ხელი გადაისვა და საკუთარ სახეს შეხედა. ბოლოს ნერვებმა უმტყუვნა, ვეღარ მოითმინა და საძინებელში ყვირილით გავარდა. - ამის დედაც მოვ.ყან! ხომ იცი ვერ ვიტან ღალატს, მძულს და ახლა ჩემი თავი მეზიზღება! ფუ ამისი, რატომ მაინცდამაინც ახლა?! რა დედისტ..ნაა ბელა?! -მაპატიე გთხოვ, არც კი მიფიქრია მე ისე… -ჯანდაბა. - თავზე მოიკიდა ხელები და თვალ დახუჭულმა ოთახში სიარული დაიწყო. -მე გაკოცე, შენ არაფერ შუაშიხარ… ავუხსნი სოფის. -გაჩუმდი… არაფერს არ აუხსნი! პრობლემა ის კი არის რომ სოფი გაბრაზდება, ჩემი თავია პრობლემა, გესმის?! ამის დედაც შენ უნდა გესმოდეს ეს ყველაზე კარგად, შენ ყველაფერი იცი, ყველაფერი ნანახი გაქვს, იცი როგორ მეზიზღება ეს ყველაფერი და ახლა რას აკეთებ… ჯანდაბა რა ეგოისტი ხარ. -ბოდიში. -ვერ ხვდები რას გეუბნები არა? -ვხვდები მაგრამ რაღას შევცვლი ახლა?! გაუაზრებლად გავაკეთე... -ხო ვეღარაფერს შევცვლით. - ცოტა ხნის ყურების შემდეგ დანანებით გააქნია თავი, ზერგი აქცია ბელას ოთახიდან გავიდა. -არ წახვიდე გთხოვ. -დაიძინე! - უკან არ მიუხედავს ისე დაჯდა მისაღებში მდგომ დივანზე. მაგიდაზე დადებული შუშის ბოთლიდან ვისკი მოიყუდა და მისი გემოს შეგრძნებისას გულის რევის შეგრძნება დაეუფლა. მიუხედავად იმისა რომ თვითონ არაფერი გაუკეთებია არ იცოდა სოფისთვის თვალებში როგორ ჩაეხედა, რომ დაემალა სინდისის გრძნობა შეაწუხებდა, მაგრამ არც მისი იმედგაცრუებული თვალების დანახვა უნდოდა, უფრო მეტად კი სოფის სიტყვების მოსმენა არ სურდა, სადაც თავის ნათქვამს შეახსენებდა და ეტყოდა რომ მართალი იყო როცა არ ენდობოდა. არც იცოდა რა რეაქცია ექნებოდა, უფრო მეტად კი შინაგანი ზიზღი აწუხებდა. მთელი ღამე ვერ მოისვენა, ტელევიზორს უყურებდა უინტერესოდ, ფიქრებით სოფისთან იყო, მისი წვრილი მკლავების მოხვევა სჭირდებოდა, მისი სასიამოვნო სურნელის და სითბოს შეგრძნება. მშვიდი სუნთქვის მოსმენა რომლის გარეშეც ძილი აღარ ეკარებოდა. დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ რაც თავი ასე მარტოდ იგრძნო, იმდენად სჭირდებოდა ყოველ წუთს ადგომაზე და წასვლაზე ფიქრიბდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ბელას მიტოვება მაინც არ სურდა, ეშინოდა ისევ არ განმეორებოდა სპაზმები. მზემ რომ დაიწყო ამოსვლა და მისი სხივები ფანჯრებში შემოიჭრა გონზე მივიდა, ფეხზე წამიდგა და ბელას საძინებელში შევიდა. არც მას ეძინა, ფანჯარას მიშტერებოდა გაუნძრევლად. -როგორ ხარ? -უკეთ, შეგიძლია წახვიდე. -დარწმუნებული ხარ? -ჰო, აღარ განმეორდება ვიცი. - ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი შეიმშრალა და ლუკას კდნავ გაუღიმა. - მაპატიე, მართლა ვწუხვარ. -კარგი, წავალ მე… ეცადე დაიძინო. -მადლობა რომ მიძლებ. -თავს მიხედე, გნახავ მერე კიდე. - შუბლზე აკოცა და იქაურობა სწრაფად დატოვა. პირველივე გამვლელი ყვითელი ტაქსი გააჩერა, მისამართი უკარნახა და სკამის საზურგეს მიყრდნობილმა თვალები დახუჭა. სახლში მისულს საწოლში მძინარე სოფი დახვდა, გადასაფარებელში გახვეულიყო, მაგრამ შიშველი ზურგი მაინც მოუჩანდა. მიუხედავად დიდი სურვილისა შეხება ვერ გაბედა, პირდაპირ აბაზანაში შევიდა, დუშის ქვეშ მდგომმა წყალი გადაივლი, მთლიანად გასუფთავდა, ტანსაცმლის ოთახში შესულმა საცვალი ამოიცვა, საძინებელში დაბრუნდა და სოფის ფრთხილად მიუწვა გვერდზე. მისი სურნელი როგორც კი იგრძნი თვალები მიენაბა, ნაზად მიეფერა სახეზე, შემდეგ ტუჩებზე გადაატარა ცერი, მისკენ მიწეულმა ლოყაზე აკოცა ფრთხილად, მისი ყელიდან ქალის სურნელი მოიპარა, მერე მხარზე მიაკრო ტუჩები და სოფიც შეირხა. ოდნავ გაახილა თვალები, ლუკას დანახვისას წამსვე გაიღიმა, მისკენ მიწეულმა ხელი დაადო სახეზე და ტუჩები ხანგრძლივად მიაკრო კაცის ბაგეებს. -რომელი საათია? -ჯერ ადრე, დაიძინე. - ამჯერად თვითონ აკოცა ტუჩებზე, შემდეგ შუბლზე, მაგრამ დანაშაულის გრძნობას ვერაფერს უხერხებდა. -არ გძინებია? -შენს გარეშე ვერ დავიძინე. - ცვხირი სოფის ყელში ჩარგო, ხელები მჭირდეოდ შემიხვია და ტანზე აიკრა. -რამე მოხდა? - რამდენიმე წუთის შემდეგ ჰკითხა, თან თმაში შეუცურა თითები ძილბრუნაში მყოფმა, მაგრამ ლუკას პასუხი არ გაუცია. - ლუკა. - ცოტა ხნის შემდეგ ოდნავ გაამოძრავა თავი, მისი ღრმა სუნთქვა რომ შემოესმა მიხვდა ჩაეძინა, თვალებ მინაბულს ჩაეღიმა და იქამდე გააგრძელა თმაზე ფერება სანამ თვითონაც არ შეიბრუნა ძილი. *** საწოლში მწოლი ჩაწითლებული თვალებით უყურებდა ფეხზე მდგომ კაცს, რომელსაც ხელები მკერდზე გადაეჯვარედინა და წინ მდგომ ექიმს ყურადღებით უსმენდა. ბოლოს გასასვლელისკენ წასულს გაჰყვა, თან ცდილობდა მის მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა დაემახსოვრებინა. -სერიოზული არაფერია, მალე გამოჯანმრთელდება. - ლიფტთან მისულმა ხელი ჩამოართვა ალანიას. -დიდი მადლობა. - თავი დაუქნია კაცს, ლიფტში შეაცილა და დამშვიდობების შემდეგ იქვე მდგომ მეისონს ექიმის მიერ მითითებული წამლების ყიდვა დაავალა. თვითონ კი საძინებლისკენ დაიძრა. - შემაშინე. - თავზე გადაუსვა ხელი სოფის, შემდეგ ცხელ შუბლზე აკოცა. -ნუ ნერვიულობ რა, გუშინ გვიანობამდე ვიჯექი ზევით და გავცივდი… ხვალ უკვე კარგად ვიქნები. -ხვალ და ზეგ სახლში იქნები, სანამ მთლიანად არ გამოჯანმრთელდები გარეთ ვერ გახვალ. -ლუკა კარგი რა. -ერთი ღამე დაგტოვე მარტო და ცუდად გახდი. -ხომ ხედავ, არ უნდა დამტოვო მარტო. - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, თან თვალები დახუჭა. - შეგიძლია ფარდა გადააფარო? თვალებს მტკენს, შუქიც ჩააქრე. -ჯერ ჭამე და შუქს მერე ჩავაქრობ. - მუქი ფარდებით დაფარა დიდი ფანჯრები, ოთახიც შედარებით ჩამობნელდა, სოფის გვერდზე დაჯდა, წვნიანით სავსე ჯამი ხელის გულში მოითავსა და კოვზი სოფის პირისკენ წაიღო. -არ მშია. -შეჭამე. -არა. - წარბები შეკრა მის ბრძანებლურ ტონზე, მაგრამ ლუკას არ შეუმჩნევია. - არ შევჭამ და ტყუილად გიჭირავს კოვზი ეგრე. წვნიანებს არ ვჭამ, არ მიყვარს, მხოლოდ დედაჩემის გაკეთებს ვჭამ იშვიათად და ახლა ეს რომ მაჭამო უფრო ცუდად გავხდები. -კარგი, მაშინ რა გინდა მითხარი. -ჩამეხუტე და ჩემთან იყავი სანამ არ ჩამეძინება. -ჯერ ჩაი დალიე გთხოვ, მალე ვერ გამოჯანმრთელდები თუ არ იკვებე, თან წამალი უნდა დალიო. - მტევანზე აკოცა, შემდეგ ლოყა დაადო ზედ და თვალები დახუჭა. ძლივს უყურებდა იმ დაღლილ ლურჯ თვალებში, რომლის თეთრი გარსიც მთლიანად გაწითლებოდა. -კარგი. - ოდნავ გაუღიმა მისი თანხმობით სახე გაბრწყინებულ კაცს. -ახლავე დავბრუნდები. - გახურებულ შუბლზე ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები და კარისკენ დაიძრა. ლუკს გასვლის შემდეგ სოფის ტელეფონმაც დარეკა, ოდნავ წამოიწია ტელეფონის ასაღებად და თავში ისეთი ტკივილი იგრძნო სუნთქვაც კი შეეკრა. -ჰო დე. - მაშინვე უპასუხა შეცვლილი ხმით, თან ტელეფონი ყურზე მიიდო. - კარგად ვარ, გავცივდი უბრალოდ… კარგი ჰო. - საწოლზე წამოიწია, ნატალის ბრძანებით კამერა ჩართო და თმები შეისწორა. -როგორ აქვს თვალები ჩაწითლებული და კარგად ვარო… სიცხე გაიზომე? -ჰო, 38.8 მაქვს. -ჩემი სიკვდილი. დალიე წამალი? რანაირად გაცივდი ახლა? - ანერვიულებული მიაჩერდა შვილის სახეს. -კი, ლუკამ ექიმი მოიყვანა რაღაც წამალი დამალევინა, გამსინჯა და წავიდა. მალე გამოკეთდები, არაფერია სანერვიულოო, მაგრამ ლუკა შენზე უარესად ნერვიულობს. - სიცილით მოიწმინდა გაწითლებული ცხვირი, ნატალისაც მაშინვე ინტერესით აევსო თვალები. -ლუკასთან ხარ ახლა? -ჰო. ცათამბრჯენის სახურავზე ლამაზად მოწყობილი ვერანდა აქვს, გუშინ ღამე იქ ვიჯექი, დივანზე ჩამეძინა და მაშინ გავცივდი ალბათ. ლუკა არ იყო სახლში, მისმა დამხმარე ქალმა გამაღვიძა. დღეს 12 საათზე ლუკამ გამაღვიძა, ვკანკალები და ამანაც შეშინებულმა მაშინვე ექიმს დაურეკა. -ჩაი დალიე, წამალიც და დაიძინე. -ჰო მაგას ვაპირებ, აი ჩაი მოაქვს ჩემს კაცს. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან ლუკას შეხედა და თავის გამოძრავებისას მაშინვე თავბრუ დაეხვა. -კარგად ხარ? - ოთახში შესულმა იქვე ტუმბოზე დადო ჭიქა, სოფის კვლავ შუბლზე მიადო ტუჩები, იქვე აკოცა, შემდეგ ლოყაზეც გადავიდა. -თვალები მტკივა ცოტა. -როგორ ჩაგეძინა… კიდევ კარგი გრეისი დარჩა, გაიყინებოდი იქ. -დაღლილი ვიყავი. - დამნაშავე ბავშვივით ჩაიბურტყუნა და კაცის ყურადღებაც წამსვე მიიქცია, წამით შეხედა მწვანე თვალებით, შემდეგ სხვა მხარეს გაიხედა. რაც გაიღვიძა მას შემდეგ ასე იქცეოდა, ვერ იგებდა რა სჭირდა, ან რატომ არიდებდა თვალს. თითქოს ჩვეულებრივად იქცეოდა, მაგრამ მაინც არ გავდა ნორმალურ ლუკას. - დედას ველაპარაკები, მოდი გაგაცნო. - ლოგინზე დაარტყა ხელი, ლუკაც გვერდზე მიუწვა და ეკრანზე გამოჩენილ ქალს ყურებამდე გაუღიმა. -გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით. -კარგად ჩემო კარგო, შენ როგორ ხარ? ჩემი გოგო განერვიულებს არა? -ცოტას, პატარა ბავშვივით სჭირდება მოვლა. - შუბლზე აკოცა წარბშეკრულ სოფის, თან გაიცინა. -შენც ხომ მოგწონს რომ მივლი. - მხარზე ჩამოადო თავი, თვალები დახუჭა და ლუკას თითებში თავისები ახლართა. -მე მიყვარს როცა შენთან ვარ, არ აქვს მნიშვნელობა რას ვაკეთებ. - ჩუმად ჩასჩურჩულა და ტუჩები თავზე მიაკრო. - სოფიმ მითხრა რომ ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებთ, დღესაც ჩემი დამხმარე ქალის გაკეთებული წვნიანი არ შეჭამა, მხოლოდ თქვენს გაკეთებულს ჭამს როგორც თქვა. -ჰო, ეგ ცუდი ჩვევა ვერ მოვაშლევინე. - დანანებით გააქნია თავი, მაგრამ სახეზე მაინც ემჩნეოდა გაგებულით მიღებული კმაყოფილების კვალი. -მეც დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი თქვენს ნახელავს. -ჩამოდით და გაგიკეთებ ყველაფერს. სოფი დე, მამაშენის დაბადების დღეზე არ ჩამოხვალთ? -მამამ რაო? -ჩამოვიდნენო. -ლუკა თუ მოიცლის ჩამოვალთ. - ძლივს გასცა პასუხი, ლუკას მიაჩეჩა ტელეფონი ხელში, თვითონ ორივე ხელი მოხვია და ცხვირი მის ყელში ჩარგო. - მცივა. -როდის? - გადასაფარებელი დააფარა ზურგზე, თან თმებზე მოეფერა. -პარასკევს. -ვეცდები პარასკევამდე ყველაფერი მოვაგვარო და საღამოს ჩამოვიდეთ. -ძალიან კარგი, ჩემს გაკეთებულ საჭმელებსაც გაგასინჯებს. -სიამოვნებით. -დაგემშვიდობებით ახლა და საღამოს გამაგებინეთ როგორ იქნება. -აუცილებლად. - თავი დაუქნია ღიმილით, შემდეგ გათიშული ტელეფონი იქვე მოისროლა, სხეულზე მიკრულ სოფის ორივე ხელი მოხვია, მის თმაში სახე ჩარგულმა საყვარელი სურნელი ხარბად შეისუნთქა და ტუჩებიც იქვე მიაწება. - მოდი დალიე. -არ მინდა რა. -გინდა, აიღე ჭიქა. -ვერ ვჯები, თავი მტკივა. -ჩაი დალიე, მერე წამალი, დაიძინე და რომ გაიღვიძებ უკეთ იქნები. - თვითონ მიაწოდა ჩაი, იქვე დადებული ორცხობილაც მიაყოლებინა ძალდატანებით, მერე კი წამალი დაალევინა და დაწოლაში დაეხმარა. -გაიხადე. - მაისურის ქვეშ შეცურებული თითები პრესზე ააყოლა, ლუკამაც წამსვე შეასრულა ბრძანება. სოფიმ გახურებულ მკერდზე დაადო თავი, თითებს კი კვლავ მის სხეულზე დაატარებდა ნელა. მალე ჩაეძინა სოფის, ლუკა კი უბრალოდ თვალ დახუჭული უსმენდა მის სუნთქვას, თმაზე ეფერებოდა, დროდადრო კოცნიდა კიდეც. ცოტა ხანში ფრთხილად მოშორდა მის სხეულს, კაბინეტიდან სამუშაო ლეპტოპი აიღო და კვლავ საძინებელში დაბრუნდა. იქვე მდგომ სავარძელში ჩაჯდა და მუშაობა იქიდან განაგრძო. როცა დარეკვა სჭირდებოდა ოთახიდან გადიოდა, შემდეგ ისევ უკან ბრუნდებოდა. -შემოდი. - წამსვე გასცა პასუხი როცა კარებზე ჩუმად მიუკაკუნეს და ოთახშიც მაშინვე შემოყო თავი გრეისმა. -რას მიირთმევთ? -არ მშია, მადლობა. -კარგით. - ჩუმად გაიხურა კარები, მაგრამ ხუთ წუთში ისევ უკან დაბრუნდა ყავით და ლუკას საყვარელი ნამცხვრით ხელში. - ასე არ შეიძლება, თქვენც დასუსტდებით. -მადლობა. - ოდნავ გაუღიმა ქალს, ფინჯანი აიღო და კართან მისულ გრეის ანიშნა რომ სვმდა. ისიც მომღიმარი გავიდა საძინებლიდან. სოფის საწოლში ტრიალი და მოუსვენრობა რომ შენიშნა ფეხზე წამომდგარი მიუახლოვდა, ოფლში ცურავდა, მთლიანად სველი იყო და აშკარად ცხელოდა რადგან თბილი გადასაფარებლისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ყველაფერი ფრთხილად გახადა ლუკამ, სუფთა საღამურები ჩააცვა და საწოლის მეორე მხარეს გადააწვინა. სოფიმაც მშვიდად განაგრძო ძილი. საღამო იყო რომ გამოეღვიძა, თავი აღარ სტკიოდა, არც თვალები ეწვოდა ძალიან, ერთადერთი შიმშილის გრძნობა აწუხებდა. თავი რომ წამოსწია მაინც იგრძნო თავბრუს ხვევა, მაშინვე სავარძელში მჯდომ ლუკას მოჰკრა თვალი, გაეღიმა მისი დანახვისას, შემდეგ საკუთარ სხეულს დახედა, ტანსაცმელიც გამოცვლილი ჰქონდა, თან ლუკას მხარეს იწვა. -გაიღვიძე? როგორ ხარ? - უცებ წამოდგა ფეხზე, საწოლთან მიახლოვებულმა ჯერ სოფის მიაკრო ტუჩები შუბლზე, მერე იქვე ჩამოჯდა და ქალს მტევანზე აკოცა. - დაგიწია სიცხემ. -შენ გამომიცვალე? -ჰო, სულ ოფლიანი იყავი. -წყლის გადავლება მინდა, ცუდად ვარ ასე. -შეიძლება? ცოტა ხანს რომ მოიცადო არ ჯობია? -არ შემიძლია, ცუდად ვგრძნობ თავს. -ჯაკუზს გავავსებ და მოვალ. - შუბლზე აკოცა მომღიმარ ქალს, ჯერ აბაზანაში შევიდა, შემდეგ საძინებლიდან გასულმა გრეისს თეთრეულის გამოცვლა დაავალა და უკან დაბრუნებულმა ხელში აყვანილი სოფი ააბაზანაში შეიყვანა. უცებ გააშიშვლა მასზე მიშტერებული ქალი, მერე წყალში ჩასვა. -შენ? -აღარ შემწევს ძალა შენს გვერდით შიშველი ვიყო და არაფერი გავაკეთო. მითუმეტეს ახლა როცა რამდენიმე დღეა წესიერად არ მინახიხარ. -მოდი გთხოვ. - მაისურის საყელოზე მოკიდა თითები, თავისკენ დაქაჩა და ბინდ გადაკრული თვალებით ქვევიდან ახედა. ჯერ ყბის ძვალზე აკოცა, შემდეგ ნიკაპზე, ბოლოს ტუჩებზე და ლუკაც წამსვე აიყოლა კოცნაში. -არ შემიძლია, ჯერ არა. - მოულოდნელად მოსწყდა სოფის ტუჩებს, იქვე იატაკზე დაჯდა, თავი კი ჯაკუზის გვერდს ჩამოადო თვალ დახუჭულმა. -იმედი მაქვს შეგიძლია ახსნა შენი საქციელის. - სიმწრით ჩაიცინა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ატირებულიყო, გაღვიძების წამიდან აკვირდებოდა მის ქცევებს და ვერაფერს იგებდა. უკვე იმაზეც კი იწყებდა ფიქრს რომ ეს ყველაფერი ნაადრევი იყო და ახლა ლუკას გრძნობები ნელდებოდა. მისი თბილი საქციელი და სიტყვები კი ამაზე დიდხანს დაფიქრების საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იყო მისი მხრიდან. - ჯანდაბა ლუკა, ამოიღე ხმა! დილიდან თვალს მარიდებ, არც კი მკოცნი… - ბოლოს რომ ვეღარ გაუძლო მოწოლილ გრძნობებს და ემოციებს ჩუმად ამოისლუკუნა. -არ იტირო რა, ჩემს თავს გაფიცებ. - წამსვე შეუმშრალა ცრემლები, თან ორივე თვალზე აკოცა. - დილით ისე ცუდად იყავი ვერც მელაპარაკებოდი და არ გითხარი… არ მეგონა ყურადღებას თუ მიაქცევდი ამ ყველაფერს. -დებილი არ ვარ ვერ შევამჩნიო ჩემი საყვარელი კაცის გაუცხოება და ის რომ რაღაც აწუხებს. -ასე არ არის, არანაირი გაუცხოება. - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, სოფის ათრთოლებულ ტუჩებზე გადაატარა ცერი, ბოლოს თვალებში ჩახედვაც მოახერხა. - არასდროს გაივლო თავში ის რომ მე შენს მიმართ გავუცხოვდები, ჩემი გრძნობები შეიცვლება, ან შენი კოცნა აღარ მომინდება... პირიქით, ჩემი შენდამინ გრძნობები ყოველ დღე იზრდება, სულ მინდა გვერდით მყავდე, შეგეხო, გაკოცო ან უბრალოდ გისმინო… -მაშინ რა ხდება? რატომ არ მელაპრაკები, მე ხომ გითხარი რომ მინდა თავისუფლი და პირდაპირი იყო ჩემთან… მე სხვანაირად არ შემიძლია ლუკა... -ცუდად ხარ და არ მინდა უარესად გაგხადო… ნუ ტირი გთხოვ. - ტუჩებით დაუშრო ცრემლები, შუბლით შუბლზე დაეყრდნო და მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად შეისუნთქა. -რა მოხდა ასეთი... რა გააკეთე ისეთი რამაც შეიძლება მატკინოს და ცუდად გამხადოს. -მე არაფერი, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ… -მაშინ მითხარი, დავიღალე უკვე. - შედარებით დამშვიდებულმა ამოიოხრა, ჯაკუზის საზურგეს მიეყრდნო ძალა გამოცლილი და თვალები დახუჭა. -საძინებელში რომ გავალთ მერე გეტყვი. - ქაფიანი ღრუბელი მხრებზე გადაატარა, შემდეგ ლავიწებიდან მკერდზე გადავიდა, მოცელს ჩაუყვა და გზა ფეხის თითებამდე განაგრძო. - წინ გადაიწიე. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, სოფიც წინ გადაიხარა და ხელებით ჯაკუზის გვერდებს დაეყრდნო. ჯერ ზურგის შუაში მოთასებულ ხალთან აკოცა, მერე კვლავ ღრუბელი გადაუსვა ზურგზე, წელზეც ჩავიდა, ბოლოს მკლავები გაუქაფა. - თავს როგორ გრძნობ? -სუსტად, წყალი უფრო მადუნებს. -საჭმელს ხომ შეჭამ? უარი არ მითხრა თორემ მეც არაფერს შევჭამ. მთელი დღეა გელოდები, მარტო ჭამა არ მინდა. - ლოყაზე აკოცა, ფეხზე ააყენა და ქაფი ჩამორეცხა. -რა საყვარელი ხარ. - თვალები აატრიალა გაღიზიანებულმა, ლუკამ კი შიშველ უკანალზე მიარტყა ხელი. მერე პირსახოცი შემოახვია და ხელში აყვანილმა საძინებელში გაიყვანა. -მე დავამთავრე, ვახშამი აქ მოგიტანოთ თუ გამოხვალთ? - მომღიმარი დააკვირდა წყვილს, ოდნავ ლოყებიც კი შეეფარკლა. -აქ თუ შეიძლება. - პასუხის გაცემა დაასწრო ლუკას, გრეისმაც თავი დაუქნია საწოლზე მჯდომს და საძინებლიდან გავიდა. - მითხარი. -ჯერ ვივახშმოთ… ნუ ატრიალებ თვალებს. -ბელა როგორ არის? ელაპარაკე დღეს? -მივწერე, უკეთ არის. - წამსვე გასცა პასუხი, ტანსაცმლის ოთახიდან გამოტანილი თავისი სვიტერი და სოფის საცვალი საწოლზე დადო, ქალს პირსახოცი მოაშორა სხეულიდან, ჯერ მთლიანად შეათვალიერა, შემდეგ საცვალი ამოაცვა, თან ბარძაყზე აკოცა, მერე კი სვიტერი გადააცვა და სანამ მუცელს დაუფარავდა რამდენჯერმე ჭიპთანაც მიაკრო ტუჩები. - საშემოდგომო და ზამთრის ტანსაცმელი უნდა იყიდო. ჩუმად უყურებდა სოფი კაცს, უკვე ხვდებოდა მომხდარი ბელასთან იყო კავშირში, იმასაც ხვდებოდა რაღაც ისეთი იყო რაზეც აუცილებლად მოეშლებოდა ნერვები რადგან ლუკას რაღაცის თქმა უჭირდა. -მართლა აპირებ ამხელა გზაზე წასვლას? -რას გულისხმობ? -ჩიკაგოში, მამას დაბადების დღეზე წასვლას, თან ყველა ქართველი იქ იქნება, ჩვენთან ეზოში. -და მერე რა? არ მგონია იმათთვის ჩემი გაცნობა გაგიტყდეს… უნდა უხაროდეთ რომ გამიცნობენ და საერთოდ რომ დამელაპარაკებიან. - თვალების ტრიალით ჩაიცინა, გამოსაცვლელ ოთახში შესულმა შარვალი გამოიცვალა, სპორტული ამოიცვა და უკან დაბრუნებული მაშინვე საწოლზე ავიდა. - რა? - კითხვით სავსე მზერა მიაბყრო თვალებ მოჭუტულ ქალს, ის კი ისევ ხმის ამოუღებლად უყურებდა. -რა იყო ის? -რა? - ურეაქციოდ შეუბრუნა კითხვა, თან გვერდზე გადახრილმა ტუმბოზე მოთავსებული წამლები აიღო და ზედ მიწერილი გამოყენების ინსტრუქცია წაიკითხა. - ეს უნდა დალიო ჭამის შემდეგ. -ლუკა! -რა გინდა რომ გითხრა სოფი? ვერ დავივიწყებ იმას ვინც ვარ და შენც ნუ დაივიწყებ. ის რომ შენთან ასეთი თავისუფალი ვარ… ვიქცევი დაუფიქრებლად, ოცი წლის, სიყვარულით დაბრმავებული საყვარელი ბიჭივით, იმას არ ნიშნავს რომ ყველასთან ასეთი ვიქნები. ჩემთან ერთად ვერავინ სვამს ლუდს ან ყავას ჩემი მეგობრების გარდა. ისეთი მეგობრები როგორიც შენ გყავს, ვერასდროს შეძლებდნენ ჩემთან ერთად ყოფნას, ვერც ლაპარაკს, თუ წლების შემდეგ ჩემთან რაიმე ხელშეკრულების დასადებად არ მოვიდოდნენ. ცუდად არ გაიგო, იმედია მიხვდები რასაც ვამბობ. შეიძლება შენთვის საყვარელი, მოსიყვარულე კაცი ვარ რომელსაც უყვარხარ, მაგრამ ხალხისთვის ლუკა ალანია ვარ, მსოფლიოს ჩემპიონი კრივში და წარმატებული ბიზნესმენი. თავის დაფასება საჭიროა იმ საზოგადოებაში რომელსაც დღესდღეობით მივეკუთვნები. უკვე იმდენად ვარ მიჩვეული ხალხთან ასეთ ურთიერთობას ინსტიქტურად ვხდები ისეთი როგორსაც მხედავ სხვებთან. ვიცი ყველაფერს ამჩნევს შენი ლამაზი თვალები და ვფიქრობ ამის ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს. ასეთი ცხოვრება მაქვს, შენც იცოდი რაც გელოდა. შენს ოჯახს მივიღებ ისე როგორც შენს საყვარელ ადამიანებს, დარწმუნებული ვარ დედაშენიც შემიყვარდება, დღეს ვესაუბრე პირველად, მაგრამ ისეთი თბილი ხმა აქვს უკვე მიყვარს მგონი. - სიცილიც აკოცა ლოყაზე ჩაფიქრებულ სოფის, რომელსაც მაშინვე გაეცინა. - შენი ოჯახი სხვა არის, ოჯახის მეგობრები სხვა. არასდროს ვაგრძნობინებ არავის რომ მათზე რამით მეტი მგონია თავი. ვიცი შუალედები ურთიერთობებში, მაგრამ ისეთი როგორიც შენთან ვარ არავისთან ვყოფილვარ და არც ვიქნები. მამაშენის დაბადების დღეზე დარწმუნებული ვარ ბევრი ადამიანი იქნება და ვიცი სადაც ვყოფ თავს, ვიცი ვისთან როგორ მოვიქცე, ან ვისაუბრო, უბრალოდ შენ ნუ მომთხოვ ჩვეულებრივ მხიარულ ბიჭად გადაქცევას და გთხოვ, ამის მერე ეს აღარ გამამეორებინო. -კარგი. -ხომ არ გწყინს? -არა, მესმის ყველაფერი. უბრალოდ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ ყველაფერს და მავიწყდება ვინ ხარ სახლის გარეთ. -ეგ მომწონს… შემოდი. - სოფის ცხვირზე ჩამოჰკრა თითი, მერე კარისკენ გაიხედა როგორც კი კაკუნი შემოესმა. - მადლობა, გრეის. - ფრთხილად გამოართვა საკვებით სავსე დიდი ლანგარი, სოფის ფეხებზე დადო, თან გრეისს გაუღიმა. -თუ რამე დაგჭირდებათ დამიძახეთ. -მადლობა. - ქვევიდან ახედა სოფიმ, ისიც ნასიამოვნები სახით გავიდა ოთახიდან. - ეს გოგო მიყვარს. -ვინ არის გოგო? - გაკვირვებულმა შეხედა, თან სიცხის საზომი გაუწოდა. -ქალები სულ გოგოები ვართ ჩემო სიცოცხლე, წლოვანებას მნიშვნელობა არ აქვს. - მტევანზე აკოცა, სიცხის საზომი გამოართვა და იღლიის ქვეშ მოითავსა. რამდენიმე წამში აწრიპინებული ამოიღო და გრადუსებს დახედა. - 37.6 მაქვს. -ჭამე და დალიე წამალი, მერე ჩაიც მიაყოლე და ხვალ უკეთ იქნები. - თითები დაუკოცნა, მერე კი პირველი ლუკმა თავისი ხელით აჭამა სოფის. ვახშმობა რომ დაამთავრეს ლუკამ თვითონ გაიტანა დასვრილი ჭურჭელი, უკან კი ჩაით სავსე ჭიკით ხელში დაბრუნდა. - დალიე? -ჰო. - ისე დაუქნია თავი არც შეუხედავს, მერე კი მამის ზარს უპასუხა. - ჰო მა. -რას შვრები? -ახლა ვჭამე, სიცხე გავიზომე და წამალი დავლიე… შენ რას შვრები? -სათევზაოდ ვიყავით მე და ნატა, ახლა მოვედით… რამდენი გაქვს სიცხე. -37.6. -არაფერია, ჩამოვა მალე დაბლა. -ჰო წამალიც დავლიე და გამოვკეთდები. დაიჭირეთ თევზი? -ნატამ დაიჭირა ერთი დიდი კალმახი, გავუშვით მერე, მაინც არავინ ჭამს… თან დედაშენს დაეზარა გაკეთება. -პარასკევს ჩამოვალთ ჩვენ. -ხო ვიცი, მითხრა დედაშენმა… კარგი წავედი მე… გამაგებინე ხვალ როგორ იქნები. -დედას უთხარი რომ უკეთ ვარ. -კარგი. - თავის ქნევით დაემშვიდობა შვილს. სოფიმ ტელეფონი გვერდზე გადადო და მომღიმარ ლუკას შეხედა. -ხომ მენდობი? -რომ გენდობი მაგიტომ არ ავტეხე პანიკები გუშინ ბელასთან დარჩენაზე, მაგრამ ვხვდები რაღაც კარგად ვერ წავიდა. -გუშინ ვეღარ სუნთქავდა, დამამშვიდებელი რომ არ მიმეცა არ ვიცი რა დაემართებოდა. -პირდაპირ მითხარი. - თვალები აატიალა ბელას ამბების მოსმენისას, დიდად არც აინტერესებდა მისი სევდიანი ისტორიები. -მაკოცა. - ისე თქვა თვალი არ მოუშორებია სოფისთვის. უყურებდა გაშეშებულ ქალს, რომელიც წამითაც ვერ ინძრეოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა რას ფიქრობდა, ან რა რეაქცია ექნებოდა. - სულ ერთი წამით, მაშინვე მოვშორდი შენს თავს ვფიცავარ. -ჯანდაბა. - სიმწრით ჩაიცინა, ქვედა ტუჩს მაგრად დააჭირა კბილები და თვალ დახუჭულმა თავი საწოლის თავს მიადო. ხმას ვერ იღებდა, არ იცოდა რაღა უნდა ეთქვა მისთვის, არ იცოდა გაბრაზებულიყო, ეჩხუბა, ეტირა, თუ უბრალოდ გაეტარებინა ყველაფერი. ოდნავ ტკივილიც კი იგრძნო გულში, მსუბუქი, მაგრამ მაინც მგრძნობიარე. თვალიდან მოწყვეტილი ცრემლი რომ იგრძნო მერე მოვიდა გონს, მაშინვე შეიმშრალა და ლუკას ჩაწითლებული ლურჯი სფეროები შეანათა. -არაფერს მეტყვი? -რა გითხრა? რომ არ შეგაქებ შენც ხომ იცი. -უბრალოდ მითხარი რას ფიქრობ, შენ ხომ ყოველთვის მეუბნები იმას რასაც ფიქრობ. -მე უკვე გითხარი ჩემი სათქმელი, მაგრამ აშკარად ვერაფერი გაიგე და არც ახლა აქვს ლაპარაკს აზრი. - კვლავ შეიმშრალა ლოყაზე უგზოუკლოდ მოსიარულე ცრემლი, თან თავი ჩახარა. -და რას გრძნობ. -გარდა იმისა რომ თავს დამცირებულად ვგრძნობ? ცოტა ტკივილს და ბევრ ბრაზს... იმდენად ბევრს რომ ახლა შემიძლია ავდგე და შენი საყავრელი მეგობარი თმებით ვითრიო, ამასაც თუ მეგობრობა ჰქვია. - ირონიული ტონით, სრულიად მშვიდად ჩაილაპარაკა, ლუკამ კი სახეზე ჩამოისვა ხელები. - ჯანდაბა, შენ მასთან დარჩი! ყველაფრის მიუხედავად ღამე იქ გაატარა როცა მაგ კოცნის შემდეგ სახლში უნდა მოსულიყავი, ჩემთან! -ვერ დავტოვებდი, ცუდად იყო. -რატომ? მეგობარია და იმიტომ? -ჰო. -ღმერთო! გადი აქედან! აზრი არ აქვს შენთან საუბარს! შენ ისიც კი არ იცი რა არის მეგობარი! მე არ გამიგია ისეთი მეგობრობა სადაც ასეთი რამ შეიძლება აკეთო, ეს მეგობრობა არ არის... არც შენ ხარ კარგი მეგობარი! საერთოდ გესმის რას ნიშნავს კარგი მეგობრობა?! არ ვიცი, თუ თქვენში ასეთი რამ “მოსული პონტია” და არ გაწუხებთ, მე ამას ვერ შევეგუები! ჩემგან შორს არის ასეთი მეგობრობა და არც არასდროს მივიღებ! - იგრძნო ნელ-ნელა როგორ აუწია ხმას და დასაწყნარებლად ცოტა ხანს დადუმდა. თავის ტკივილმა შეაწუხა, არც აჩქარებული გული მშვიდდებოდა. - მე რომ სანდროსთან ვყოფილიყავი და მსგავსი რამ გაეკეთებინა პირველ რიგში ჩემგან მიიღებდა დარტყმას, ფიზიკურს არ ვგულისხმობ, პირში მივახლიდი ყველაფერს და ამოვშლიდი ჩემი ცხოვრებიდან დიდი ხნით, რადგან ეს მეგობრობა არ არის, მეგობრობას ძალიან აცდენილია და მე არ მესმის კიდევ რა უნდა გააკეთოს ბელამ ისეთი რომ აზრზე მოხვიდე. მგობრობა მხოლოდ ერთად გართობა, ჩახუტება, მოსიყვარულება და გვერდში დგომა არაა და არც შენ ხარ კარგი მეგობარი, რადგან ბელას ყველაფრის უფლებას აძლევ, არ ესაუბრები დაშვებულ შეცდომებზე, უტარებ ყველაფერს და იმანაც იცის რომ შეუძლია ისე მოიქცეს როგორც მოუნდება. შენ თუ შენი მეგობრისთვის კარგი გინდა, ფეხზე მყარად დგომა უნდა ასწავლო და არა შენზე დაყრდნობა. შენ კი არაფერს ეუბნები. იმის ნაცვლად რომ დაელაპარაკო თავის შეცდომებზე, ღამეს უთევ იმიტომ რომ მეგობარია, გავარტყი თქვენს მეგობრობას. აი ასე. ის გოგო აქ თუ მოვა, მე სახლიდან წავალ და შენ კი არა, მამაზეციერიც ვერ შემაკავებს. თუ გიყვარვარ პირველ რიგში მე მეცი პატივი როგორც შენს საყვარელ ქალს, მერე სხვა დანარჩენს. და კიდევ, მეგობრის საწოლში ჩაწოლები და ხვევნა-კოცნები ჩემამდე არ მოდის. შენ აძლევ სხვას იმას რაც ჩემია, მე მეკუთვნის. მე კი უკვე გითხარი რომ ვერ ვიტან როცა სხვას ეფერები, ან ეხუტები. ლაპარაკი დავამთავრე, თავი ამტკივდა. რაც გინდა ის გააკეთე, მე ვიძინებ. - სწრაფად შეაქცია ზურგი ლუკას, გვერდულად დაწვა და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა ცრემლების შესაკავებლად. გაუნძრევლად იჯდა ლუკა საწოლზე, ჩაფიქრებული უყურებდა ქალის ზურგს და გრძნობდა ყველაფერს რასაც იმ წუთას სოფი განიცდიდა. ბოლოს უკნიდან მიუწვა, ხელები მუცელზე მოხვია და ყელზე აკოცა. -შემეცოდა მარტო დასატოვებლად. - ჩუმად ჩაილაპარაკა, თან ფეხები სოფის გაყინულ ფეხებში ახლართა. - წინდების ჩაცმა დამავიწყდა. -არ ადგე. - ლუკას ბარძაყებს შორის მოათავსა გაყინული ტერფები და კაცსაც სიცივისგან შეაჟრჟოლა. - ნუ მეხვევი, ახლა არ მინდა მეხუტებოდე და გეგონოს რომ ის კოცნა დამავიწყდა და ნაწყენი არ ვარ. -მაკოცე და ერთად დავივიწყოთ. - კიდევ ერთხელ აკოცა ყელზე, თბილი თითები მაისურის ქვეშ შეუცურა და მკერდზე ოდნავ მოუჭირა. გაეღიმა სუნთქვა რომ გაუხშირდა ქალს და ხელის გულის ქვეშ მოძრავი გულიც უფრო აჩქარდა. - მაკოცე რომ დღევანდელი დავივიწყოთ და ხვალ აღარ გვახსოვდეს. -წადი და შენმა მეგობარმა გაკოცოს. - დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ ვეღარ შეიკავა თავი, როგორც კი თქვა მაშინვე ენაზე იკბინა, თან გატრუნული დაელოდა ლუკას რეაქციას. -ბელა ცოტა ხანი აღარ ახსენო. - მაშინვე მოაშორა მკერდიდან ხელი, მუცელზე მჭიდროდ მოხვია, მეორე მკლავი თავქეშ ამოუდო და მთლიანად თავის მკლავებში ჩამალა. ორივემ იცოდა რომ ეს ღამე ასე უნდა გადაეტანათ, სხვა შემთხვევაში მომდევნო დღე უარყოფითი ემოციებით გაუთენდებოდათ. ორივეს უნდა დაეთმო რომ ხვალინდელი დილა ისევ სასიამოვნოდ და ლამაზი ფერებით დაეწყოთ. - მიყვარხარ და მე შენს გარდა არავის არაფერი მინდა. - ხმადაბლა, დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა, კიდევ ერთხელ მიაკრო ტუჩები კისერზე, შემდეგ მის ყელში ჩარგო სახე და საყვარელი ქალის სურნელში ჩაფლული მალევე გაითიშა. *** -რითი მივდივართ? - დაეჭვებულმა გადახედა გვერდზე მჯდომს, ლუკამ კი წარბ აწეულმა შეხედა. -თვითმფრინავით, სოფი. -ჰო მაგრამ, აეროპორტი… - სიტყვა გაუწყდა როცა გაჩერებული მანქანის ფანჯრიდან პატარა თვითმფრინავი დაინახა. წამსვე ლუკას გადახედა, მან კი უბრალოდ თვალი ჩაუკრა და ავტომობილიდან გადავიდა. -მადლობა. - თბილად გაუღიმა გაღებულ კართან მდგომ მეისონს, მასაც წამსე ღიმილი აეკრა სახეზე. ლუკას გამოწვდილ ხელს თითები მოხვია და თვითმფრინავის კიბეებზე გაოცებული აჰყვა. - არ მეგონა საკუთარი თუ გეყოლებოდა. -შენ არაფერს მეკითხები ჩემს ბიზნესზე, ისიც კი არ იცი რამდენი შემოსავალი მაქვს დღიურად. - თეთრ დივანზე მოთავსებულმა იქაურობის თვალიერებაში გართული სოფი მთლიანად შეათვალიერა, მერე ხელი ჩაკიდა, თავისკენ მისწია და თავის პირდაპირ მდგომს მკლავები ფეხებზე მოხვია. ნიკაპი მუცელზე მიადო, ქვევიდან ახედა მომღიმარ ქალს, თან თითები შიშვებლ ბარძაყებზე ააყოლა. - დაჯექი. - სწრაფად მოაშორა ხელები ქალს, გვერდზე მიისვა და ქერა თმიან სტიუარდესას მადლობა გადაუხადა შამპანიურისთვის. მალე აფრინდა თვითმფრინავი და ჩიკაგოსკენ მიმავალ საჰაერო გზას დაადგა. -რატომ არაფერს მეუბნები ბელასთან შენს საუბარზე. - დივანზე მჯდომს ფეხი ლუკას მუხლებზე მოეთავსებინა, თან დივნის საზურგეს იდაყვით დაყრნობოდა, ხელის გული კი თავზე მიებჯინა და ყურადღებით აკვირდებოდა ლუკას. -სათქმელი არაფერია. -დარწმუნებული ხარ? -კი. - თვალები აატრიალა, შემდეგ ჩაფიქრებულ სოფის შეხედა, რომელსაც სახეზე ეხატა ნერვიულობა. - რა განერვიულებს? -გოგოსთვის რთულია თავისი ოჯახისთვის საყვარელი კაცის გაცნობა. -კაცს ხომ გააჩნია? ჩვეულებრივი ტიპი რომ ვიყო და ავტობუსით მიმყავდე ამხელა გზაზე, მეც ვინერვიულებდი და შენც. -რამხელა თვითშეფასება გაქვს. -ძალიან დიდი. იცი რომ მიყვარხარ, მიცნობ ისეთს როგორიც ვარ და რა განერვიულებს? -სხვადასხვა საზოგადოება. -პატარა, მე აქ არ დავბადებულვარ, არც გავზრდილვარ. მეც მყავდა ისეთი მეგობრები როგორიც შენ გყავს ახლა. ქართული სკოლა მაქვს გავლილი და ამის დამსახურებაც არის დღეს ნებისმიერ ადამიანთან რომ შემიძლია ურთიერთობის დამყარება. ქართულ სკოლაში ჩვეულებრივ სკოლას არ ვგულისხმობ. -მივხვდი ჰო. - სწრაფად გადაიწია ლუკასკენ, მის მუხლებზე მოთავსდა, მკლავები მხრებზე დაალაგა და ტუჩებზე აკოცა. -მაშინ დაწყნარდი… მაქსიმალურად ვეცდები ჩვეულებრივობა შევინარჩუნო და ჩემი ბიუჯეტის მდოგმარეობა არ წარმოვაჩინო. - სიცილით მიაკრო ტუჩები ლოყაზე, მერე ყელში და ზურგზე დამაგრებული ელვა შესაკრავი გახსნა. -ნუ იცინი, არ მინდა პატარა უხერხულობა შეიქმნას. -არ შეიქმნება გპირდები. - ფეხზე დააყენა სოფი, შემდეგ თვითონაც წამოდგა და უკანალზე მირტყმით პირდაპირ წასასვლელად უბძგა. პატარა კარი გვერდზე გასწია, შიგნით შევიდა სოფისთან ერთად და გაოცებისგან პირ დაღებულ ქალს კაბა სხეულიდან მოაშორა. - ადი. - ისევ უკანალზე მიარტყა ხელი, თან მის უკან მდგომ საწოლზე ანიშნა. მომღიმარი ადამია სწრაფად ავიდა საწოლზე უკან სვლით, თან თვალს არ აშორებდა კაცს რომელიც თეთრი, ტილოს პერანგის ნახევარზე დამაგრებულ ღილებს იხსნიდა, შემდეგ ზევიდან გაიხადა, შარვალი საცვალთან ერთად მოიშორა და ლოგინზე ასულმა შეტყუპებული ფეხები მუხლზე ხელის მირტყმით გააშლევინა, მათ შორის მოთავსებული წამსვე საცლის ქვეშ ჩაძვრა თითებით, თან ტუჩებზე დაეწაფა ქალს. - როგორ უცებ სველდები. - სიცილით შიშველ მკერდზე უკბინა, საცვალი მოაშორა, თითები შიგნით უხეშად შეუცურა და ქალის კვნესაც წამსვე მისწვდა მის სმენას. -საშინელი კაცი ხარ, შენი გამოხედვითაც კი სუნთქვას მიკრავ. - სიცილით ახლართა თითები თმაში, შემდეგ კვლავ ამოიკვნესა. -მოგწონს არა? - უფრო სრაფად აამოძრავა ხელი, თან თითები ძუ.ძუს თავზე მოუჭირა. -ჯანდაბა… - თავი უკან გადასწია, თან მკერდი ამოზნიქა, მაგრამ ლუკამ ხელის გული მიაბჯინა მკერდზე და საწოლს ააკრა. წამით განთავისუფლება იგრძნობ კაცის გამაგიჟებელი თითებისგან, შემდეგ კი ნაცნობი ორგანო შეიგრძნო რომელიც უხეშად შევიდა მასში და სიამოვნებისგან ხმაზე კონტროლი დაკარგა. მისი ყველა მოქმედება უხეში, მაგრამ სასიამოვნო იყო, უფრო მეტ სურვილებს უჩენდა ვნება არეულ ქალს, უფრო და უფრო მეტს ანდომებდა, ისიც დაუფარავად ითხოვდა ყველაფერს. ბოლოს ერთიანად ამოუშვა ყველა იმ გრძნობისგან მოწოლილი ხმა რომლებიც გონებას აკარგვინებდა, ისევ გრძნობდა სხეულში მოძრავ ორგანოს და ამ სამყაროს მოწყვეტილი გონს ვეღარ მოდიოდა. ბოლოს კაცის გმინვაც შემოესმა და ორგანიზმში ჩაღვრილი თბილი სითხის შეგრძნებისას კიდევ ერთი სიამოვნების ტალღა დაატყდა თავს. -ვგიჟდები შენზე. - ყბებზე მოკიდა თითები და ტუცებზე ხანგრძლივად აკოცა. - აბე.ბს ხომ ყოვეელ დღე სვამ? -ჰო. - ქვედა ტუჩზე გამოსდო კბილები, თან თმებში შეცურებული თითებით თავი უკან გააწევინა. -გადაბრუნდი. - ტკივილისგან ამოიოხრა, ნაკბენ ტუჩხე ენა გადაიტარა და სისხლის გემოც მაშინვე იგრძნო. - ახლა ამისთვის დაისჯები. - სოფის ყურთან დაიჩურჩულა, უკანალზე მტკივნეულად წამოარტყა გაშლილი ხელი, თან ყელში აკოცა. - მიყვარხარ. - კვლავ ყურთან უჩურჩულა დაჭიმული სხეულის დასამშვიდებლად, წამსვე იგრძნო ქალის მოდუნებული სხეული და კმაყოფილი მხრიდან კოცნით ჩავიდა წელამდე ხერხემლის გავლით. შემდეგ მენჯებზე ჩავლებული ხელებით მუხლებზე დააყენა და მალე ისევ გადაეშვა სიამოვნების მორევში სოფისთან ერთად. -ხშირად უნდა ვიმგზავროთ თვითმფრინავით სხვადასხვა ადგილებში. - ლუკას მკერდს დაყრდნობილმა სიცილით თქვა, თან თითი წარბზე გადაატარა თვალებ დახუჭულს, ხელები თავქვეშ რომ ამოედო და მშვიდად სუნთქავდა. -შენ სადმე წასვლა მთხოვე და ყველგან წაგიყვან. - ცხვირის წვერზე აკოცა მომღიმარ ქალს. -მეც მიყვარხარ. - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ხმადაბლა წარმოსთქვა სიტყვა რომლის თქმისაც თავიდანვე ეშინოდა, ახლა კი მოწოლილ გრძნობებს საბოლოოდ დაარქვა სახელი, იმ გრძნობებს და ემოციებს რომლის აღწერაც არ შეეძლო უამრავი სიტყვით, მაგრამ ერთად შეკრებილი ცხა ასო ყველა მათგანს იტევდა. თვალებ გაბრწყინებული შესცქეროდა ზევიდან მოქცეულ ქალს, სიტყვებით აღუწერელ გრძნობებს განიცდიდა იმ დროს, მისმა ნათქვამმა ორმა სიტყვამ თითქოს ყველაფერი გააქრო გარშემო, მხოლოდ ლურჯ ბრჭყვიალა თვალებს ხედავდა, რომლებიც გონებაში უძვრებოდნენ, აჰიპნოზებდნენ და მასში ითრევდნენ. ყველაფერს ლურჯი ფერი ჰქონდა მოდებული, სოფის თვალების ფერი. იმდენად დიდ ბედნიერებას გრძნობდა ამ თვალების ყურებისას, ხმას ვეღარ იღებდა. არ ეგონა კიდევ როდისმე თუ შეიგრძნობდა თავბრუდამხვევ გრძნობას, ან ამ სიტყვას თუ გაიგებდა უამრავი გრძნობით ნათქვამს. გონზე მოსულმა ერთადერთი რისი გაკეთებაც მოახერხა სოფის სახის ხელებში მოქცევა და ტუჩების ნაზად დაკოცვნა იყო. ეგონა რომ მაშინ დაიბადა თავიდან, უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, რა იყო წარსულში, რა მოხდა და ვინ რა გააკეთა. ახლა მხოლოდ სოფი აინტერესედა რომლის გულიც უკვე მას ეკუთვნოდა. მისი ტუჩებით რომ იჯერა გული გვერდზე გადააწვინა, ორივე ხელი მჭიდროდ შემოხვია, სახე კი მის ყელში ჩარგო და საყვარელი სურნელი ხარბად შეისუნთქა. -დიდი ხანია რაღაც აღუწერელს ვგრძნობ, რომ გიყურებ გული ისე მოულოდნელად მიჩქარდება სუნთქვა მეკვრის... გქონია ისეთი შეგრძნება როცა შიგნიდან რაღაც გაწვება, გრძნობების დიდი ტალღა გეხეთქება და გარეთ გამოსვლას ცდილობს… აქამდე გამოსვლის საშულებას არ ვაძლევდი, მაგრამ წეღან ვეღარ გავძელი. მინდა იცოდე რომ მთლიანად შენი ვარ, გული, გონება, სხეული და საერთოდ ჩემი ყველა უჯრედი შენ გეკუთვნის, რადგან ყველგან შენ ხარ. - ჩუმად საუბრობდა მომღიმარი, თან თმაზე ეთამაშებოდა თავის ყელში სახე ჩარგულ კაცს. -ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ. - ჩაიცინა, თან მფეთქავ არტერიაზე მიაკრო ტუჩები. - უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი და ყველაფერს გადავიტან. -არსად წასვლას არ ვაპირებ. - შუბლზე აკოცა მომღიმარმა. ხმა აღარ ამოუღიათ, თითქოს სიტყვების თქმა ზედმეტი იყო მაშინ, რადგან ერთმანეთის ხმის ამოუღებლადაც ესმოდათ. ექვსის ოცდათხუთმეტი წუთი იყო თვითმფრინავი მიწაზე რომ დაჯდა და კიბეებზე ჩასვლის დროს წამსვე მოჰკრა თვალი ნაცნობ BMW-ზე მიყუდებულ საყვარელ ადამიანს. გაოცებულმა შეხედა ლუკას, მან კი თვალი ჩაუკრა. -სანამ წამოვიდოდით დამირეკა და მითხრა მე დაგხვდებითო. ვიფიქრე რადგან შენს სახლში მივდივართ აჯობებდა თოკა მოსულიყო, ასე რომ დრო და ადგილი ვუთხარი. -მომწონს ცივილური ურთიერთობა რომ ჩამოგიყალიბდათ. -შენებს თავი უნდა მოვაწონო, სხვა გზა არ მაქვს. - მომღიმარმა მოუჭირა თითები უკანალზე და ქალის იდაყვიც მიიღო გვერდში. - დამაცადე, ვიცი იქ ისეთი ამბავი იქნება დაღამებამდე ვერ შეგეხები ისე როგორც მენდომება. - ყურში ჩასჩურჩულა, თან იქვე აკოცა. -არ დაგტოვებ, ყველგან შენთან ვიქნები. -უარესი, გიყურო და ვერ შეგეხო, ტანჯვაა. -იცოდი სადაც მოდიოდი… უკვე ისე ხშირად გხედავ მონატრებას ძლივს ვასწრებ. - სიცილით მოხვია ხელები ადამიას, მერე ლოყაზე აკოცა და ლუკასთან მიუშვა. -შენი დამსახურებით. - თვალი ჩაუკრა დას, მერე ხელი ჩამოართვა ლუკას, თან სწრაფად გადაკოცნა. -ცივა. - შიშველ მკლავებზე აიტარა ხელის გულები, ინსტიქტურად ლუკას მიეხუტა წარბშეკრული, მანაც მკლავი შემოჰხვია. -ჩემი ქურთუკია უკანა სავარძელზე და ჩაიცვი, შენთვის წამოვიღე, ვიცოდი რომ დაგავიწყდებოდა. -საუკეთესო ხარ. - მომღიმარმა გააყოლა თვალი მანქანის უკანა ნაწილისკენ წასულს, რომელმაც საბარგული გახსნა მანქანის ქვეშ ოდნავ ფეხის შეყოფით. - შენ არ გცივა? - ქვევიდან ახედა ლუკას თან წვრილი თითები თხელი, ფარფალა მაისურის ქვეშ შეუცურა. -არა, დაჯექი მიდი. -ღმერთო ეს დღე გადამატანინა, სხვა არაფერი მინდა. - ხმამაღლა ამოიოხრა, თორნიკეს სიცილზე თვალები აატრიალა, ლუკას უცებ აკოცა ტუჩებზე ისე ძმას რომ არ დაენახა და მანქანაში ჩახტა. საბარგულში ყველაფერი რომ ჩადეს თორნიკეც მოთავსდა თავის ადგილზე და მანქანა ადგილიდან დაძრა. -ნერვიულობ ფეფო? - სიცილით გახედა სარკიდან დას, რომელმაც წამსვე წარბები შეკრა. -გზას უყურე. -ზურა კარგ ხასიათზეა ნუ ნერვიულობ. -აზრი არ აქვს, ერთი კვირაა მაგას ვეუბნები, მაგრამ მაინც ნერვიულობს. -ლუკა! -რა იყო? - წარბ აწეულმა გახედა უკან მჯდომ ქალს, მის დაბღვერილ სახეზე ჩაიცინა, თან თვალი ჩაუკრა. -თორნიკეს ნუ ყვები. -კარგი. - დანებებული მხრების ჩეჩვით მიტრიალდა წინ, შემდეგ აწკრიალებული ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და მამიდის სახელის დანახვაზე წარბები შეკრა, თან სოფის გადახედა. - შენი airpod-ები მომეცი. - ხელი გადასწია უკან, სოფიმ კი მაშინვე პატარა ხელჩანთაში დაიწყო ქექვა. -ქეთია? -ჰო. - ზემოთ ხსენებული ეარპადები გამოართვა, თეთრი ყუთიდან ერთი უსანდენო ყურსასმენი ამოიღო და როგორც კი ტელეფონს დაუკავშირდა მაშინვე უპასუხა. - რა ხდება? ამ დროს რატომ რეკავ, ყველაფერი რიგზეა?.. რატომ რა მოხდა?.. რომელი თია?... და თიას ქმარი ვინ არის?.. - ხელი ჩამოისვა სახეზე, მაშინვე მოეშვა გულზე როცა ოჯახის წევრების კარგად ყოფნის შესახებ გაიგო, თან ხედავდა სიბნელეში მოძრავ მამიდას, რომელიც აშკარად მანქანაში იჯდა. - არ ვიცი მამიდ, საიდან უნდა მახსოვდეს?.. ყველას მამიდა ნუ ხარ, დაჯექი სახლში და დაიძინე, იმ კაცს მშობლები და ნათესავები არ ჰყავს?.. - თვალები აატრიალა ქალის საუბარზე, მხარზე სოფის თითები იგრძნო და წამსვე მოედო მთელს ორგანიზმში სიმშვიდე. - გავიგე რომ შენი ბიძაშვილის სიძეა, მაგრამ შენი წასვლა რა საჭიროა?.. კარგი, შემატყობინე როგორ იქნება... ამ დღეებში შეიძლება ვერ გიპასუხო და მომწერე… ფრთხილად ატაროს უთხარი იმას, გვერდზე რომ გიზის. - სწრაფად ჩაილაპარაკა და უკვე გათიშვას აპირებდა ძმის ხმა რომ შემოესმა. “შენზე კარგად ვატარებ, არ ინერვიულო.”-ო თქვა და ლუკაც ადგილზე გააქვავა. საქარე მინას მიშტერებოდა სუნთქვა შეკრული, უკან მჯდომი სოფი კი უკვე ყველაფერს ხვდებოდა. თმებში შეუცურა თითები ლუკას, წინ წაწეულმა მხარზე აკოცა და კაციც წამსვე გამოაფხიზლა. - წავედი. - უცებ თქვა და წამსვე გათიშა. - ბოდიში, უნდა მეპასუხა. - ჩახლეჩილი ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა, ყურსასმენები კვლავ სოფის გადააწოდა, ტელეფონი კი ჯიბეში ჩაიბრუნა. -არაა პრობლემა, რა ბოდიში. -რაო ქეთომ. -ჩემი ერთ-ერთი ბიძაშვილის ქმარი მოყვა ავარიაში, ქეთის დაურეკეს და ესეც მიდის საავადმყოფოში. -შენ არ იცნობ? -ჩემს ბიძაშვილსაც არ ვიცნობ წესიერად, სულ ერთხელ მყავს ნანახი, თუ ორჯერ არ მახსოვს, ეგეც ბავშვობაში. -ჩვენც გვყავს ეგეთი ბიძაშვილები… ის გახსოვს თოკა? დები რომ არიან, ქორწილში რომ ვიყავით რვა წლის წინ… -ანა და მარი? -ჰო, დედას მამიდაშვილის შვილები არიან, მაგრამ კონტაქტი არასდროს გვქონია, არ ინერვიულო ჩემო სიცოცხლე… იმედია კარგად იქნება, საყვარელი ადამიანის დაკარვას არავის ვუსურვებ. - კვლავ ლუკას თმაში დაატარებდა თითებს, ცდილობდა ბევრი ესაუბრა რომ მანქანაში უხერხული სიჩუმე არ ჩამოვარდნილიყო, სოფის მიზანს კი ორივე ხვდებოდა. -მეხუთე სერიაა არა? - მანქანის სალონი შეათვალიერა, თორნიკემაც წამსვე გადახედა. -ჰო, ოღონდ გარედან გამოვუცვალე რაღაც ნაწილები, თითქმის თავიდან ავაწყე ჩემი გემოვნებით, ამის წინ მყავდა მესამე სერია, ისიც ასე მქონდა აწყობილი, მაგრამ ქალბატონმა დამიმტვრია. - ყურებამდე გაკრეჭილმა გადახედა უკან მჯდომ დას რომელმაც თვალები აატრიალა. -ჰო ამაზე ცოტა რამ მსმენია. -თან იცი როგორ ადგილას დაეჯახა ბოძს? წარმოიდგინე დახურული სასტუმროს დიდი პარკინგი, სადაც საერთოდ არაფერი არ არის ამ ადგილის გამყოფი ბარდიულის გარდა, ერთადერთი რაც უნდა გაეკეთებინა წინ წასულიყო, მერე მოეხვია ბარდიულის ბოლოში და გზა გაეგრძელებინა… ხოდა უხვევს ახლა, ახტა ამ ბარდიულზე და შეეშინდა თუ რა ქნა არ ვიცი, მაგრამ ხუთ წამში მანქანამ რამდენის აკრეფაც მოახერხა იმხელა სიჩქარით არსაიდან გამოცენილ ბოძს შევასკდით ტო. ისეთ შოკში იყო ორი დღე სიცხე ჰქონდა. - სიცილით მოუყვა დის გმირობის შესახებ და ლუკაც გულიანად გააცინა, თან თვალს უკან მჯდომი სოფისკენ აპარებდა. - მერე იმაზე ტიროდა რომ მანქანა დაამტვრია… მტირალა. -შენ ტარება იცოდი და ორი მანქანა დაამტვრიე, ვისზე რას ამბობ. -ფეფო ბრაზდება. -თორნიკე მოგკლავ! - ხელი მიარტყა მხარზე ძმას მან კი უფრო უმატა სიცილს. - სახლში ვინები არიან? -სალო, მარი და იკა მოვიდნენ წეღან, მე წამოვედი და ახლა არ ვიცი. -კიდე უნდა მოვიდეს ვინმე? -ჰო შენი ბიძაშვილი თავის ცოლთან ერთად და კიდევ არ ვიცი, მარტო ახლობლები. თან შენი ლიოვე აინტერესებთ და ლუკას ნახვის შანსს ხელიდან ხომ არ გაუშვებენ. -რა ბოროტულად ჩაიცინე. - თვალებ მოჭუტულმა გადახედა საჭესთან მჯდომ თორნიკეს, მან კი მხრები აიჩეჩა. -სამაგიერო ჩემი დის წართმევისთვის. -ხუმრობ ხო? -ჰო სოფი ვხუმრობ... დღეს გაუძელით და ხვალ დაისვენებთ… რამდენი დღით რჩებით? -კვირას საღამოს გავფრინდებით უკან… ბიჭო, აქ სადმე ყვავილების მაღაზია არ იცი? -რათ გინდა? -დედა ნატალისთან ისე ვერ მივალ. -შენი მისვლაც გაუხარდება… -თუ იცი მიმიყვანე. -კარგი ჰო. - დანებებულმა რამდენიმე წუთში სახლისკენ მიმავალი გზიდან გადაუხვია, ერთ-ერთი მაღაზიის წინ გაუჩერა, თვითონ მანქანაში დაელოდა გაუჩინარებულ წყვილს, რომლებიც უკვე ათი წუთი იყო არ ჩანდნენ. ბოლოს როგორც იქნა მანქანისკენ მომავალ წყვილს მოჰკრა თვალი, ხელში ლამაზად შეფუთული ვარდები ეჭირა ლუკას, სოფის კი ერთი მუქი წითელი ვარდი და გვერდზე მდგომ კაცს სახე გაბრწყინებული ეუბნებოდა რაღაცას, მერე ლუკამ გაუდაულაპარაკა, სოფიც წამსვე აწითლდა სახეზე, სიცილით მიადო საფეთქელი მხარზე, თან ქვევიდან ახედა, ლუკამ კი შუბლზე აკოცა, მერე ლოყაზე და ბოლოს ტუჩებზე. ხედავდა როგორი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს, სჯეროდა ლუკა ნებით არ გააკეთებდა ისეთ რამეს რითიც სოფის გულს ძალიან ატკენდა. თვითონაც კაცი იყო, თვითონაც ჰყოლია საყვარელი ქალი წლების წინ რომელიც დღემდე უყვარდა და როგორც არ უნდა მოსწონებოდა მათი ერთად ყოფნა ხელს მაინც არ შეუშლიდა სიყვარულში და თავის დას ბედნიერებას არ წაართმევდა. იმასაც ამჩნევდა როგორი გახარებული და ბედნიერი იყო სოფი როცა ხედავდა ორ საყვარელ ადამიანს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მიზეზიც არ ჰქონდა ლუკას მიმართ ცუდად განწყობის, ამიტომაც ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა რომ ერთადერთი და გაეხარებინა. მალე მივიდნენ სახლში, მანქანა სახლის პირდაპირ გააჩერა, გადასვლის შემდეგ ჩაკეტა და წინ წასულ წყვილს აედევნა. -თოკა, მერე უკან დააყენე, მამას საჩუქარი გვაქვს საბარგულში და კიდევ ის ერთი ჩანთა შეგიძლია წამოიღო? -მერე რომ აიღო არა? -ჩემი ჩანთა ახლა მინდა, გთხოვ რა. -რომელია შენი ჩანთა? -სულ ერთი ჩანთა დევს, შავი, მეორე ყუთი მამასია. -კარგი, შედით და შემოვიტან. -მადლობა. - უკან გაბრუნებულს თვალი გააყოლა, მერე კვლავ გზა განაგრძო. - ამ ვარდს შევინახავ. -რათ გინდა? მერეც გაჩუქებ უფრო ბევრს. -ეს პირველია ლუკა, ცოტა რომანტიკაა საჭირო. -ასეთი ძალიან მელამაზები. - თვალებ გაბრწყინებული უყურებდა გამხიარულებულ ქალს რომელიც პატარა გოგოს დამსგავსებულიყო. -ჩემს ოთახს თავისი სააბაზანო აქვს, დღეს საღამოს წყლის გადავლება დამჭირდება და ხომ მომეხმარები? - მომღიმარმა ახედა ქვევიდან ვნებით სავსე თვალებით, ლუკას კი წამსვე აენთო მწვანე სფეროები. მზრება სოფის ტუჩებზე გაუშტერდა და ძლივს შეიკავა თავი იქვე რომ არ დაეკოცნა სუნთქვის გამოცლამდე. -ვფიქრობ დღეს ვერ შევძლებ. - ბოლოს ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და სახლის კართან მისული დაელოდა სოფი როდის გააღებდა კარს. -რატომ? -მერე ვისაუბროთ მაგაზე. -კარგი ჰო. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, მაგრამ ბოლოს მაინც აიკრა ღიმილი სახეზე და სახლის კარი შეაღო. - დეე, მოვედით! - ხმამაღლა დაიძახა და მისაღებ ოთახშიც მაშინვე გაჩნდა სამზარეულოდან გამოსული ქალი. სოფი წამსვე მოეხვია, მერე ლუკასთან მიუშვა. -გამარჯობა… სასიამოვნოა კიდევ ერთხელ თქვენი გაცნობა. - დაბნეულმა გადაკოცნა წინ წამოწეული ქალი, თან სოფისკენ გააპარა თვალი. -ჩემთვისაც, მიხარია ჩამოსვლა რომ მოახერხე და აქ გხედავ. -არ შემეძლო თქვენი გაცნობის შესაძლებლობა ხელიდან გამეშვა... ეს თაიგული თქვენთვის არის, იმედი მაქვს მოგეწონებათ. - მომხიბვლელად გაუღიმა ქალს, თან ვარდების თაიგული გაუწოდა. -ძალიან ლამაზია, მადლობა. - როგორც კი დასუნა და ვარდის სურნელი იგრძნო სოფისნაირი ლურჯი თვალები მაშინვე გაუბრწყინდა. - რა კარგი სუნი აქვს... არ მინახავს აქ თაიგულს სუნი ჰქონდეს… -ყველას დასუნა დე და ისე აარჩია. -დიდი მადლობა, ძალიან ლამაზია. - კმაყოფილება ეტყობოდა სახეზე ქალს, რაც წამსვე შეამჩნია ლუკამ და თვითონაც კმაყოფილი დარჩა. - წამოდით, გარეთ გავშალე უკვე მაგიდა, რამდენიმე ოჯახის მეგობარია. -მამა სად არის? -სასმლის საყიდლად გავიდა მგონი, დამატებით ხომ უნდა გვქონდესო. -ჩვენც მოვიტანეთ სასმელი. უფროსწორედ ლუკამ ჩამოუტანა მამას საჩუქრად. -რატომ შეწუხდი… -არანაირი შეწუხება. - თბილად გაუღიმა, მერე კი თავის თითებში ახლართულ ქალის თითებს დახედა. -ვინები არიან გარეთ? -თემო მოვიდა ახლა და დათო. -თემოს რაღა უნდა, იცის ზურამ? -არა… მე რა ვიცი, დათოს მოჰყვა. -თემო ცოტა პრო.ჭი კაცია, ყურადღება არ მიაქციო მაგის მონაყოლებს და იუმორს. - თვალი ჩაუკრა თორნიკემ. - თან ზურას მაგრად არ ევასება და სოფი დაგვჭირდება რომ არ გააგდოს. - სიცილით დააკვირდა წარბ აწეულ ლუკას, თან პატარა ჩემოდანი იქვე დადო. -ვინ არის ეგეთი? - ინტერესით სავსე მზერა მიაბყრო ადამიას. -ნახავ. -ძველი პოლიციელია. - სოფიმ გასცა პასუხი, თან უკან გასასვლელი კარისკნე დაიძრა. გასვლის წუთიდან აკვირდებოდა სიტუაციას ლუკა, ყველას უღიმოდა, ხელს ართმევდა და ესალმებოდა. იმასაც ხედავდა სოფი ყველას სხვადახვანაირად რომ ეხვეოდა, ზოგს უფრო დიდხანს, ზოგს უბრალოდ გადაკოცნიდა და ასე იგებდა ამ ადამიანების ადგილის რაოდენობა მის ცხოვრებაში. ბოლოს მაგიდასთან დაჯდა და მათ საუბარს დაუგდო ყური, ლაპარაკშიც თავისუფლად ჰყვებოდა ყველას, თან დასმულ კითხვებზეც სცემდა პასუხს. ცოტა ხანში ფეხზე წამომდგარი სოფი სახლში შევიდა, ერთ წუთში კი თავი გამოყო ნახევრად გაღებული კარებიდან და მაგიდასთან მჯდომ კაცს დაუძახა. - მოდი ორი წუთით რა. -უკაცრავად. - ნელა წამოდგა ფეხზე და სახლში შევიდა, თან სამზარეულოში მოფუსფუსე ნატალის გაუღიმა. - თქვენ არ აპირებთ დაჯდომას? -აი ხინკალს ამოვყრი და მოვალ. -კარგით… რა ხდება? - ზევიდან დახედა გვერდზე მდგომ ქალს, თმები უკან გადაუწია და სახეზე მიეფერა. -ხელების დაბანა არ გინდა? - მომღიმარმა ახედა ქვევიდან, თან მაჯაზე მოთავსებულ ძარღვებთან მიაკრო ტუჩები. -ჰო მინდა. -წამოდი... დე ხელებს დავიბანთ და მოვალთ, ჩემს ოთახსაც ვაჩვენებ ლუკას. -როგორც გინდათ. - თვალი გააყოლა ხელჩაკიდებულ წყვილს კიბისკენ რომ მიიწევდნენ, მერე თვალსაც მოეფარნენ. ასეთი ბედნიერი, გახარებული, გაბრწყინებული და ლამაზი არასდროს ენახა თავისი ქალიშვილი, ძირითადად სულ კარგ ხასიათზე იყო ყოველთვის, მაგრამ ასეთს პირველად ხედავდა და იცოდა ეს ყველაფერი ლუკას დამსახურება იყო. უკეთესს ვერც იოცნებებდა თავისი შვილისთვის. -თურმე რას უსმენს ჩემი ქალი. - მომღიმარმა მოავლო თვალი ოთახის კედლებზე გამოკრულ პლაკატებს, მერე სხვადასხვა ნახატებით შევსებულ მთლიან კედელს დააკვირდა. - შენი ნახატებია? -ჰო. -ხატავ? -ადრე ვხატავდი გართობის მიზნით, გიტარაზეც ვუკრავდი და პიანინოზეც. - მხრები აიჩეჩა ისე თითქოს არაფერი ეთქვას მნიშვნელოვანი, ლუკა კი გაოცებული უყურებდა ნახატებს. -აქამდე რატომ არ ვიცოდი? - ნელა მიუახლოვდა საწოლთან მდგომს, ფრთხილად გადააწვინა მის ზედაპირზე და მომღიმარ ქალს ზევიდან მოექცა. -არ ვიცი. - ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები, თან ამღვრეული თვალებით ახედა. -ტუჩებს ნუ იწვალებ. - ნიკაპზე მოკიდა თითები და ტუჩებზე მოწყურებული დაეწაფა. კაბის ქვეშ ფეხზე ატარებული ხელი უკანალზე მოუჭირა, პირიდან ამომავალი ხმები ყელშივე ჩაუხშო, ბოლოს კოცნით ყელზე გადავიდა. რამდენიმე სველი კოცნა დაუტოვა, ბოლოს ზევიდან დახედა ხელის გულებით საწოლზე დაყრდნობილმა. - როლებში იჭრები. -კარგი რა. -ადექი… -ლუკაა. -ნუ წუწუნებ. - ტუჩებზე აკოცა მოწყვეტით, შემდეგ ცხვირის წვერზე და შუბლზე. - ეს არის აბაზანა? - ხელი გაიშვირა თეთრი კარისკენ, სოფის თანხმობის შემდეგ კი შიგნით შევიდა, სწრაფად გაისუფთავა ხელები, იქვე დაკიდებული პირსახოცით გაიმშრალა და შიგნით შესულ ქალს სარკიდან გაუღიმა. -წეღან საბა დაგელაპარაკა ხო? - მუცელზე მოხვია ხელები, თან ზურგზე აკოცა. -ჰო. -მერე? -ძალიან გათამამებული მეჩვენება. - წარბები შეკრა ძმის პასუხის გახსენებისას. - შენზე გაიგო და გონია ყველაფერმა გადამიარა ალბათ. -არ გადაგიარა? -რა შუაშია შენი გამოჩენა საბას ქცევასთან, მე დამავიწყდება წარსული, იმას თუ სხვა დანარჩენებს. -არავის დაგვავიწყდება არაფერი, მაგრამ ვფიქრობ ცდილობს ასეთი გზით მაინც დაამყაროს კონტაქტი. -ბევრს ნუ ლაპარაკობ, დაიბანე და ჩამოდი. - უკანალზე მიარტყა ხელი, უცებ აკოცა ტუჩებზე და აბაზანიდან გავიდა. ცოტა ხანს მიშტერებული უყურებდა თავის თავს სოფი, შემდეგ სწრაფად მოწესრიგდა და თვითონაც დატოვა საძინებელი. -დე ყინულები ხომ გვაქვს? -კი საყინულეშია... ყინულის ჩასაყრელი რომ არის იმაში ჩაყარე და ისე გაიტანე. -სად არის? -კარადაში იქნება, ნახე. -ვნახე ჰო. - ყინულის მაღალი ჯამი მაგიდაზე დადო, შემდეგ საყინულედან გამოიღო ყინულის კუბიკები და ჯამში მოათავსა. -მამაშენი მოვიდა და გაიცნო უკვე ლუკა. -მართლა? - დაბნეულმა შეხედა დედას, შემდეგ კარისკენ გაიხედა ისე თითქოს ვინმეს დაინახავდა. -ჰო სანამ შენ ჩამოხვიდოდი. -რაო? -რა უნდა ეთქვა, გაიცნეს ერთმანეთი და გარეთ სხედან საუბრობენ. -არ გავიდეთ? -ჰო წავედით, მოვრჩი ყველაფერს. - კარი გაუღო ყინულებით და სასმლით ხელში მყოფ შვილს, ჯერ ის გაატარა, შემდეგ თვითონ გაჰყვა, -მამიი, გილოცავ. - მკლავები ყელზე მოხვია, თან ლოყაზე აკოცა მაგიდის თავში მჯდომს. -მადლობა. - მკლავზე დაადო ხელი, მტევანზე აკოცა, მერე კი გვერდზე დაყენებული შვილი მთლიანად შეათვალიერა. ისეთი გაბრწყინებული სახით უღიმოდა თვითონაც გაეღიმა, მერე თორნიკესთან მოლაპარაკე ლუკას შეხედა რომელიც მიუხედავად თორნიკეს გაუჩერებელი საუბრისა სხვების საუბარსაც აქცევდა ყურადღებას, თან სოფისკენ აპარებდა თვალს. - რა ლამაზი ხარ. -ჰო მეც შეცვლილი მეჩვენება, უფრო გალამაზებული ჰო? - ყველა კბილი გამოეჩინა სალოს და ისე უყურებდა ლოყებ შეფარკლულ სოფის. -სიყვარული უფრო ალამაზებს. - ლუკას მიუჯდა გვერდზე, ხელები ძლიერ მკლავზე შემოხვია და ლოყაზე აკოცა. -მართალია აბა რა, მაგიტომ ვარ სიმპატიური. - სიცილით ჩაილაპარაკა იქვე მჯდომმა თემომ, ლუკამაც წამსვე მას გაახედა. საიდანღაც ეცნობოდა ეს კაცი თავისი ირონიული სიცილით, მაგრამ ვერ იხსენებდა საიდან. -რამდენი ხანია აქ ხართ? - ბოლოს რომ ვეღარ მოითმინა თვალებ მოჭუტულმა ჰკითხა, მანაც წამსვე შეხედა წინ მჯდომს. -თერთმეტი წელი ხდება. -მეცნობით, მაგრამ საიდან ვერ ვიხსენებ. - წინ გადაწეული დააკვირდა ირონიულად მომღიმარ კაცს, მთლიანი სახე შეუთვალიერა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა, არადა დარწმუნებული იყო აქამდეც ჰყავდა ნანახი. -შეიძლება დაჭერილი მყავხარ. - სიცილით აიჩეჩა მხრები, ლუკა ხმას არ იღებდა, ისევ ჩუმად უთვალიერებდა გადიდებულ ლოყებს. სუფრის თავში მჯდომი უფროსი ადამია კი ყურადღებით აკვირდებოდა სიტუაციას. აინტერესებდა რას იტყოდა თავის შვილის საყვარელი კაცი და რა კავშირი ჰქონდა მაგიდასთან მჯდომ თემოსთან. -გამახსენდა. - სიცილიც მიეყრდნო სკამის საზურგეს, წამსვე აენთო თვალები ბრაზისგან, მაგრამ ირონიულ ღიმილს არც თვითონ იშორებდა. - შენ ის ბო.ზი პოლიციელი არ ხარ ჩემი ძმაკაცი სიკვდილამდე რომ სცემა, გემახსოვრება ბექა გაბუნია, მაგის გამო არ გამოიქეცი აქ? - ცინიკურად ჩაიცინა, მოპირდაპირე სკამზე მჯდომი თომა კი სულ გადაწითლდა სახეზე. - ბოდიშით არაკორექტულობისთვის ქალბატონებო. - იქ მსხდომებს მოავლო მზერა, რამდენიმე წამით ზურას გაუსწორა თვალი, მანაც თავი დაუქნია. -არ მახსენდება. -კარგი რა, ერთი ორი მეც მოგარტყი, როგორ არ გახსოვს. არც ის გახსოვს როგორ გეხვეწებოდა გაგეშვა? შენი დარტყმული ფეხის წყალობით დღესაც კოჭლობით დადის 30 წლის კაცი… გახსოვს ისიც გითხარი გიპოვნი და მოგკლავთქო… - ისევ ჩაიცინა, თან წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა სუნთქვა შეკრულ კაცს. - ძალიან პატარაა სამყარო. -ლუკა… - თითები მოუჭირა სოფიმ მტევანზე, მანაც ქალის ხელს დახედა, შემდეგ ოდნავ გაუღიმა სოფის და ხელის გულზე აკოცა. -კარგით, აღარ გვინდა ამაზე საუბარი... დღეს ჩემი დაბადების დღე, თქვენი ჩამოსვლა და გაცნობა ავღნიშნოთ. - ღვინით ნახევრამდე სავსე ჭიქა ასწია და ყველა მოიყვანა გონს. ცდილობდნენ არ შეემჩნიათ წუთების წინ მოსმენილი ამბავი, მაგრამ ოდნავ დაძაბულობა მაინც ტრიალებდა. -წავალ ახლა მე, საქმე მაქვს და მეჩქარება. - ხუთი წუთის შემდეგ ფეხზე წამოდგა თემო, ლუკამაც მას გააყოლა თვალი. -როგორც გინდა. - ოჯახის უფროსიც ადგა სკამიდან და თემოს გასაცილებლად გაჰყვა. -ნახვამდის. - თავი დაუქნია ბოლოჯერ ყველას და სახლის გვერდზე გამავალ ბილიკს გაუყვა წინა მხარეს გასასვლელად. -მოწევ? - სიგარეტის კოლოფი გაუწოდა თორნიკემ, ალანიამ ხმის ამოუღებლად ამოიღო ერთი ღერი კოლოფიდან და მაგიდიდან მოშორებით თორნიკესთან ერთად დადგა, ნიკოტინი დიდი რაოდენობით ჩაუშვა ფილტვებში, თან თვალები დახუჭა. -ეს კაცი იმ მაგიდასთან არ უნდა იჯდეს სადაც დედაშენი და შენი და სხედან. -სახლში არ შემოშვება ისეთი პონტია, ხომ აზრზე ხარ, ტეხავს, თორე ზურასაც არ ევასება. -ამის მერე აღარც მოვა ალბათ. -აქ ვინც სხედან არაფერს იტყვიან. -სიმართლე რომ გითხრა . -აბა რას შვრებით. - მალევე გვერდზე ამოუდგა ადამია ლუკას, თან მხარზე მიადო ხელი. -ბოდიშს ვიხდი, დაძაბული სიტუაციის შექმნა არ მინდოდა, უბრალოდ თავი ვერ შევიკავე. -კიდე კარგად შეიკავე თავი… შენს ადგილზე სახეს გავუერთიანებდი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, მხარზე მიდებული ხელი რამდენჯერმე მიარტყა და მაგიდისკენ დაიძრა. -რას იზამ? -რაზე ამბობ? - დაეჭვებულმა გადახედა გვერდზე მდგომს. -არ ნახავ? -მაგის ნახვით, ლაპარაკით ან ცემით არაფერი შეიცვლება, მთავარი რაც იყო გავაკეთე. მაგან თუ კიდევ ძველებურად თავაწეულმა იარა რავი, ნუ არც გამიკვირდება. -ისე რა მოხდა? -მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. - სიგარეტის ნამწვი იქვე დადებულ საფერფლეში ჩაასრისა, მერე კვლავ მაგიდასთან მოთავსდა სოფის გვერდზე. -კარგად ხარ? -ჰო. - ლოყაზე აკოცა ქალს, მისი სურნელიც შეისუნთქა და შედარებით დამშვიდებულმა ჭამა განაგრძო. ყველაფერი დაუგემოვნა ნატალის, ნახელავი შეუქო და ქალიც გახარებული დატოვა. გვიანობამდე ისხდნენ, გარეთ, იქამდე სანამ ყველა არ შეეშვა ჭამას, მერე მაგიდის ალაგებაში მიეხმარნენ გოგოები ნატალის. ცალკე მდგომ დივანზე და სავარძლებზე გადაენაცვლათ კაცებს, სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ, ლუკაც მათ უსმენდა, მაგრამ თვალები სულ სოფისკენ გაურბოდა როგორც კი გარეთ გამოსულს დაინახავდა, მის მოძრაობებს აკვირდებოდა და გაუაზრებლად ეღიმებოდა. -ძალიან კარგი ბიჭია. - სამზარეულოში ბართან მჯდომი სალი თავის აზრს დაუმალავად გამოხატავდა და იქვე მსხდომ სამ ქალთან ერთად განიხილავდა, სოფი კი მომღიმარი დადიოდა წინ და უკან. -მე ძალიან მომეწონა, ეტყობა რომ ძალიან კარგი ადამიანია, ზუსტად ისთი როგორსაც ჩემი გოგოსთვის ვისურვებდი. - თითქოს მხრებიდან ლოდი მოეხსნათ ისე ალაპარაკდა აქამდე ჩუმად მყოფი ნატალი. სოფიმ გაბრწყინებული თვალები შეანათა დედას, მერე იქ მსხდომები მოათვალიერა. -გავალ ვკითხავ რამე ხომ არ უნდათ. -ოჰ, ერთი წუთით არ მოშორდე. -არა. - სცილით დაიძრა კარებისკენ. -ჩვენც გავიდეთ. - ფეხზე წამოდგა მარიამი და სხვებთან ერთა გარეთ გაჰყვა სოფის. -რამე ხომ არ გინდათ? ჩაი, ყავა, ცხელი შოკოლადი ან რამე. -ლუდი დევს მაცივარში და წამოიღე რა. - მომღიმარი მიაშტერდა ლუკას თავთან მდგომ დას. -კიდევ? -ცივი წყალი წამომიყოლე და მოდი. - ქვევიდან ახედა სოფის, თან თითებზე აკოცა. -კარგი. - მომღიმარი დაიძრა შესასვლელისკენ, ღიღინით გამოიღო მაცივრიდან ლუდით სავსე შუშის ბოთლები რომლებიც 12 ბოთლიან ყუთში იყო მოთავსებული, შემდეგ მაღალ შუშის ჭიქაში ყინულები ჩაყარა, წყალიც დაასხა და გარეთ გავიდა. ყუთი თორნიკესთან ახლოს დადგა, მან კი სათითაოდ გადააწოდა ბოთლები ლუდის მსურველებს. ლუკას გვერდით მოთავსდა ადამია, კაცის მკლავი თვითონ გადაიხვია მხარზე და ნახევარი ტანით მას მიეყრდნო. -როგორ მიდის სწავლის საქმე? დაგეწყო უკვე უნივერსიტეტი? - წამსვე წამოიწყო საუბარი მარიამმა, ლუკამ კი წამსვე მას გახედა, ქალს რომელიც მოსვლის წუთიდან შეპარვით უსმევდა კითხვებს. -კი წინა ოთხშაბათს. -სამსახურზე რა ქენი? შეუწყე დრო? -ვერა, ძალიან დაღლილი ვიყავი ღამე, ათზე ვამთავრებდი, ლუკასაც ვეღარ ვნახულობდი წესიერად და წამოვედი. -და ახლა რას აპირებ? - ინტერესით ჩაეკითხა სალომე, ლუკა კი მომღიმარი უსმენდა სოფის პასუხებს. -მმ... ვფიქრობ ამ წელს სწავლას და ლუკას დავუთმობ, რომ დავამთავრებ მერე დავიწყებ მუშაობას ჩემივე განხრით. -მართალია, ასე ჯობია. -და როგორ აპირებ ეს ერთი წელი ყოფნას? ხომ გიცნობ, კვირაში ერთხელ რაღაც ახალი რომ არ იყიდო არ შეგიძლია. -ეგ არ არის პრობლემა, მაგისთვის მე ვყავარ… - ბოლოს ის თქვა რისი მოსმენაც უნდოდა ქალს. - მთავარია ძალიან არ დაიტვირთოს, წინა პარასკევს ისეთი გადაღლილი იყო ვერანდაზე ჩაეძინა და ცუდად გახდა. -თან ისე ცუდად იყო ძლივს მელაპარაკებოდა. - მხარი აუბა ნატალიმ ლუკას, სოფიმ კი თვალები აატრიალა. -მომავალში რას აპირებთ? - ისევ არ ჩერდებოდა ქალი, სოფი უკვე უხერხულად გრძნობდა თავს მომღიმარი ლუკასგან განსხვავებით რომელსაც ყველა კითხვაზე წყნარად შეეძლო პასუხის გაცემა. -გეგმებს არ ვაწყობ, თუ ვაწყობ წინასწარ არაფერს ვამბობ, ასე რომ ზუსტად ვერ გეტყვით რას ვაპირებთ, ერთადერთი რაც დაზუსტებით ვიცი ის არის რომ სოფი იქნება ყველგან და ყველაფერში რაც ჩემს მომავალთან იქნება დაკავშირებული. -ანუ ასე გვაქვს უკვე საქმე? - სიცილით დასვა საბოლოო კითხვა და ლუკასაც ღიმილი მოედო სახეზე. -სხვა შემთხვევაში აქ არ ჩამოვიდოდი. -ჰო მართალია… შენს ოჯახზე რას გვეტყვი? -საქართველოში ჰყავს ყველა. - მოკლედ მოუყვა ყველაფერი ლუკას ოჯახზე, ალანია კი თავდახრილი ისმენდა ქალის საუბარს და იმ დროს მისი წკრიალა ხმა ყველაზე ძალიან სიამოვნებდა. სასმლისგან ცოტა შემთვრალი მოთენთილობას გრძნობდა, საფეთქელით სოფის თავს დაყრდნობოდა და ისე ესაუბრებოდა გარშემომყოფებს. ძალიან თბილი, ოჯახური გარემო ტრიალებდა ირგვლივ, ყველაფრის მიუხედავად ზურა როგორც დიდი ხნის სიძეს ისე ესაუბრებოდა, ნატალი ყველას მიმართ დიდ სითბოს გამოხატავდა, რაც გაიგო ლუკას დედა გარდაცვლილი ჰყავდა უფრო თბილი მზერა გაუხდა. თვითონ ეს ქალი ქმნიდა ასეთ აურას გარშემო და დარწმუნებული იყო მისი წყალობით იყვნენ დაძმა ასეთი კომუნიკაბელურები, თბილები და კეთილები. ისე საუბრობდა, ისე იცინოდა არ შეიძლებოდა კარგ განწყობაზე არ დამდგარიყავი და მისი ეს დადებითი აურა არ შეგხებოდა. მაშინ იგრძნო როგორ მონატრებოდა ოჯახური გარემო, გაახსენდა როგორ ისხდნენ ხოლმე ყველა ერთად დიდ მაგიდასთან და ერთი წუთითაც არ წყვეტდნენ ლაპარაკს, ახლა ზუსტად ისეთი სიტუაცია იყო იქაც, როგორიც წლების წინ საკუთარ სახლში, ამ ყველაფერმა კი უფრო მოანატრა ახლობლები, სახლი, უკანა ეზო სადაც მეგობრები იკრიბებოდნენ, კოცონს ანთებდნენ, გიტარაზე უკრავდნენ და მეორე დღეს ქეთის წუწუნს ისმენდნენ რომელიც მეზობლების ლაპარაკს ეხებოდა. მოყვებოდა მათ დიალოგს, თუ როგორ არ დააძინეს ღამით, ბოლოს კი დაიკ.იდეთ გაერთეთო ეტყოდა და დატოვებდა ხოლმე გაოცებულ ბიჭებს. 15 დან 18 წლამდე იყვნენ ასე, ვერსად რომ ვერ მიდიოდნენ ქეთი აძლევდა უფლებას სახლში ყოფილიყვნენ. ყოველთვის ათამამებდა ტყუპებს, არაფერს უშლიდა, ამბობდა “სანამ დრო აქვთ ყველაფერი უნდა შევუსრულო რაც მოუნდებათ, რომ გაიზრდებიან მერე რა ვიცი რა მოხდება და რას მოუტანს ბედი, ტკბილი მოგონებები მაინც დარჩებათ გასახსენებლად”-ო. ამის გამო ყოველთვის ყველაფერი ჰქონდათ და მთელ სამეგობრობს ქეთი მამიდა ყველაზე ძალიან უყვარდათ. -როდის აპირებთ საქართველოში ჩასვლას? - ფიქრებიდან ნატალის წკრიალა ხმამ გამოიყვანა, ოდნავ შეცბა კიდეც, რაც მხოლოდ მის მკერდს ზურგით მიკრულმა სოფიმ იგრძნო. -მე ზამთარში მივდივარ გოგოებთან ერთად და ლუკა რას იზამს ჯერ არ ვიცით. -მარტო ხომ არ გაგიშვებს. - მომღიმარმა გადახედა ლუკას იქვე მჯდომმა სალომემ. -რატომ? მომიტაცებენ? - სიცილით ჩაილაპარაკა, სალომ კი მხრები აიჩეჩა. -ასეთ ბრჭყვიალას რომ დაგინახავენ… რავიცი. -არ დაიჯერო ჩემო სიცოცხლე, აღარ ხდება საქართველოში ეგეთები. - ჩაფიქრებულ ლუკას ლოყაზე აკოცა, მის სიტყვებზე კი ყველას გაეცინა. - რაღა დროს მოტაცებაა სალო. -მოტაცება შეიძლება აღარ არის, მაგრამ უარესებიც ხდება, როგორც იქ, ისე აქ. -აქ ბევრად უარესია. -ერთხელ ხომ არ ყოფილა მარტო, რა იყოთ ტო, სულ მარტო დადის, ერთი თვითაც დარჩენილა, მაგრამ რა? რაღა დროს ეგენია. - თვალები აატრიალა თორნიკემ, თან ლუდი მოსვა. -ახლა ვინც სოციალურ ქსელს იყენებს ყველამ იცის ვისი შეყვარებულია. -მერე რა? მძაფრ სიუჟეტიან მელოდრამაში ხომ არ ვართ ტო, მდიდარ ტიპს შეყვარებული ჰყავდეს, მაგის მტრებმა მოიტაცონ გოგო და შური იძინო. - სიცილით გააქნია თავი. - გამაგიჟებთ რა. -ისე მაგაზე არ მიფიქრია... როგორი რომანტიული იქნებოდა. - თვალებ გაბრწყინებულმა ჩახედა მწვანე თვალებში წარბ აწეულ ლუკას. - მერე მოხვიდოდი და გადამარჩენდი… რას იტყვი? -იმედები უნდა გაგიცრუო, მტრები არ მყვას, მაგრამ თუ გინდა ვეტყვი ვინმეს გაგიტაცოს, მერე მოვალ და გადაგარჩენ. - ქვედა ტუჩზე იკბინა რომ არ გასცინებოდა, მაგრამ იქვე მსხდომებს თავის შეკავება არც უცდიათ. ისე საყვარლად უყურებდა სოფი, თავი ძლივს შეიკავა რომ არ ეკოცნა, თან ტუჩსაც ძალით აწვალებდა. ბოლოს ლოყაზე მიაკრო ტუჩები ხანგრძლივად. -ეგრე არ მინდა. -კარგი. -წავალთ ჩვენ, დღეს სამსახურიდან სახლში რომ მივედით, ეგრევე აქ წამოვედით და დაღლილები ვართ. -დარჩით კიდევ ცოტახანი, ხვალ ხომ ისვენებთ. -არა წავალთ, გვიანია უკვე თან. -მეც გადავალ სახლში. - ფეხზე წამოდგა ირაკლიც. -ვიშლებით უკვე? დარჩი ცოტა ხანს შე ჩემა, ხვალ მაინც სახლში ხარ მთელი დღე. - ხელი მიარტყა მხარზე ირაკლის, იმან კი იუარა. -ხვალ გადმოვალთ საღამოს, ახლა დაისვენეთ თქვენც, ისინიც ნამგზავრები არიან. -კარგი დავაით მაშინ და ხვალ მოვიფიქროთ რას ვიზამთ. -დაგირეკავთ რა… გაგვიხარდა შენი გაცნობა, ხვალ გნახავთ კიდევ. - ხელი ჩამოართვეს ლუკას, შემდეგ ყველას დაემშვიდბნენ და ადამიების სახლი დატოვეს. -ჩაი ხომ არ გინდა? გრილა და გესიამოვნება. - სანამ დაჯდებოდა მანამდე ჰკითხა ლუკას, თან თბილად გაუღიმა. -არა მადლობა, დაჯექით დაისვენეთ. -აუ ისე მე დავლევდი ჩაის… სოფ. - თვალებ მოჭუტულმა გახედა დას. -ლუდს სვამს. -ა ჰო ჰო, არ მინდა. -უჰ, ფეხები მეტკინა. - სავარძელში მძიმედ ჩაეშვა ნატალი, საზურგეს მიეყრდნო და ცოტა ხანს თვალები დახუჭა. -თემოზე რა ხდებოდა, მოყევი ერთი. - წინ გადახრილი ზურა ყურადღებით დააკვირდა ლუკას, მანაც ხელი მოაშორა სოფის, სიგარეტის ღერი ამოიღო კოლოფიდან, უცებ მოუკიდა და წინ გადახრილი მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო. -ცხრამეტი წლისები ვიყავით მე და ჩემი ძმაკაცი, ბარიდან მოვდიოდით ღამის პირველი საათი იქნებოდა. მოწეული გვქონდა, თან მთვრალები ვიყავით და მაშინ ხომ იცი როგორი დრო იყო. პოლიციამ დაგვინახა, გაგვაჩერეს, მერე გაგვჩხრიკეს და ჩემს ჩამაკაცს ჯიბეში უპოვნეს ორმოცდაათი გრამი კოკაინი. თავიდან ვერც მივხვდით რა ხდებოდა, მაშინ ვაბშე თვალით ნანახიც არ გვქონდა… ნუ კი ვიცოდით რაც იყო, მაგრამ ეგეთ რაღაცებს არ ვეკარებოდით. მაგ თემოს პარტნიორმა ვითომ უპოვნა, მერე ეს მივარდა და ხელკეტის რტყმა დაუწყო, რომ გავიაზრე რა ხდებოდა კარგად ვურტყი თემოს, მაგრამ მეორემ დამიჭირა, არ ვიცი როგორ ურტყამდა, მაგრამ დავინახე ფეხი ჩაარტყა მთელი ძალით მუხლის ქვემოთ. ნუ ერთი სიტყვით ბოლოს მაგ დამპალმა გადამალვა მოახერხა, სასამართლოზე არ გამოცხადდა, მაგის პარტნიორი დააკავეს, თვითონ აღიარა ყველაფერი, ბექა უდანაშაულოდ სცნეს, პირიქით დაზარალებულს სახელმწიფომ დახმარება გამოუყო, მაგრამ დაზიანებული ფეხი ბოლომე ვერ აღუდგინეს. -მაგარი ნებისყოფა გქონია ძმაო. - ხელები მაღლა ასწია თორნიკემ, ლუკამ კი სოფის შეხედა და მასაც წამსე შეეფარკლა ლოყები. - მეც მასწავლე ასე თავის კონტროლი. -ხუთ წელში შენც შეძლებ თუ ეცდები. - თვალი ჩაუკრა თორნიკეს მომღიმარმა. -მე ასეთი არ მეგონა, რა ვიცი. -როდის ვიძახდი ბოდიში და ყველაზე დედამო..ნული კაცია მეთქი, დამიჯერეთ? - ნიშნის მოგებით გადახედა დადუმებულ ცოლს. -ჩემთან არაფერი გაუკეთებია ცუდი. - მხრები აიჩეჩა, თან სარწეველა სავარძელი აამოძრავა. -ეგ იმას არ ნიშნავს რომ პრო.ჭი არ არის და აღარ დავინახო აქ მეორედ მოსული. არც თქვენ გნახოთ მაგასთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ მყოფი. - ნერვებ მოშლილი გასწორდა სავარძელზე, თან საზურგეს მიეყრდნო. -მამაა, მოიცადე აბა… რა გჭირს ტო, არც ჩვენ გვევასება, მაგრამ კიარ ვიძაბებით. -მე ჩემი ვთქვი… -შეეშვი, ნასვამია და არ შეეწინააღმდეგო. - ხელი მიარტყა თორნიკეს, მერე ლუკას გაუღიმა. - მართალი ხარ კი, არანაირი სურვილი არ გვაქვს მაგასთან ერთად სადმე ყოფნის. -რას მეღადავები. - წარბ აწეული მიაჩერდა ცოლს. - შენ ხომ არ გინდა… - თავით სახლისკენ ანიშნა და მომღიმარი სახით დააკვირდა ნატალის. -რას გეღადავები, რა გინდა. - სიცილით ჩახედა ქმარს თვალებში, მან კი თავი გააქნია. მომღიმარი აკვირდებოდა მათ საუბარს ლუკა, გრძნობდა უკვე მიეღოთ სახლში უცხო კაცი, მხოლოდ იმიტომ რომ სოფის საყვარელი ადამიანი იყო. აღარაფერზე ერიდებოდათ საუბარი, ძველ ისტორიებსაც იხსენებდნენ და იცინოდნენ, ლუკასაც აცინებდნენ, ოჯახისგან მოწყვეტილ კაცს, რომელსაც დიდი ხანი იყო ეს სითბო არ ერძნო, ყველა მიხვდა ამას, ამიტომ ისეთ გარემოს უქმნიდნენ სადაც თავს კარგად, კომფორტულად და მხიარულად იგრძნობდა. -წავიდეთ ჩვენ რა, მეც დავიღალე დღეს და დედაც. -ისე ხვალ სათევზაოდ ხომ არ წავიდეთ? - შვილის სიტყვები დააიგნორა და ლაპარაკში გართულმა ისევ გააგრძელა საუბარი. - იცი შენ თევზაობა? -რა თქმა უნდა, წავიდეთ არ არის პრობლემა. -აუუ რა სათევზაოდ მამა, კარგი რა. -რატო, მდინარის პირას, ცეცხლი დავანთოთ, მწვადები შევწვათ. -კარგი იქნება დე, წავიდეთ თუ კარგი ამინდი იყო. -მზე არის ხვალ. - ტელეფონიდან ამოყო თავი იქვე მჯდომმა თორნიკემ, უკმაყოფილო დას თვალი ჩაუკრა, მერე ლუკას შეხედა. -როგორც იტყვით, მე პრობლემა აქ მაქვს. - მხრები აიჩეჩა ლუკამ, თან ფეხზე წამომდგარ სოფის ახედა. -ხვალ გადაწყვიტეთ ეგ, ახლა მეძინება. -წუწუნა. - სიცილით ჩილაპარაკა თორნიკემ და სოფიმაც მაშინვე შეუბღვირა. -კარგი წავედი მეც დავიძინებ, ხვალ დილით დავილაპარაკოთ ამაზე. აბა მთელი დღე სახლში ხომ არ ვიქნებით. - ფეხზე წამოდგა უფროსი ადამია და ნელი სვლით დაიძრა სახლში შესასვლელი კარისკენ. - ნატაა… -მოვდივარ ხო, ავიღო ესენი. -წადი დე, მე მივხედავ. - ლოყაზე აკოცა თორნიკემ, თან ხელით უბიძგა ჯერ ისევ მაგიდასთან მდგომს. -შუქი არ დატოვო. -კარგი. -ღამე მშვიდობისა. - სოფის აკოცა ლოყაზე, მერე ლუკასაც და გაოცებული კაცი ერთ ადგილზე გაშეშებული დატოვა. -ტრადიციაა ძილის წინ გადაკოცნა. - ქვევიდან ახედა ლუკას, ისიც წამსვე მოვიდა გონს. -დედაშენი ყველაზე საყვარელი ქალია ვინც კი მინახავს. -სიკეთილით არ მოგატყუოს… რომ ბრაზდება მერე არის ბოროტი. - ცარიელი შუშის ბოთლები ისევ ყუთში ჩადო და ეზოს ბოლოში მდგომ ნაგვის ურნაში ჩაყარა. -არ მჯერა. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, მერე ხელი გადახვია სხეულზე მიკრულ ქალს და სახლში სოფისთან ერთად შევიდა. მეორე სართულზე ასულები ერთმანეთს დაემშვიდობნენ საძინებელის კარებთან მისვლისას და თავის ოთახებში გაუჩინარდნენ. - ახლა მართლა ვგრძნობ დაღლილობას. - შიგნით შესულმა მაშინვე გაიხადა ტანსაცმელი და საცვლის ამარა გაიშალა ორ საწოლიან ლოგინზე. - დავთვერი მგონი… არადა ბევრი არ დამილევია. - ჩუმად ბურტყუნებდა, სოფი კი მომღიმარი უყურებდა თვალ დახუჭულს, თან მის დაყრილ ტანსაცმელს ლამაზად კეცავდა. მერე თვითონაც გაიხადა ტანსაცმელი, თხელი მაისური გადაიცვა და ლუკას გვერდზე მიუწვა. -ადექი, გადასაფარებელი ავწიოთ. -იყოს. -ლუკა კარგი რა, მოდი ჩაწექი და ჩამეხუტე. - ლოყაზე აკოცა, ისიც ნელა წამოიწია გადასაფარებლის ქვეშ შეძვრა და გვერდულად მწოლს უკნიდან მიეხუტა. -ჩემი პატარა. - მუცლიდან მკერდამდე აატარა ხელი, თან კისერზე რამდენჯერმე აკოცა. მკერდის ერთი მხარე ხელის გულში მოიქცია და სხეულზე უფრო მიიკრა. - მაკოცე. - მის ყურთან ჩაილაპარაკა, სოფიმაც სწრაფად შეატრიალა თავი და ტუჩები ლუკასას შეუერთა. - მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. - კიდევ ერთხელ უთხრა და იგრძნო როგორ დაუარა ჟრუანტელმა კაცს გახურებულ სხეულში. მკლავზე აკოცა და ლუკაც უფრო მჭიდროდ მოეხვია. იმ დღეს ემოციებით დატვირთულს მალევე ჩაეძინა. ისეთი ბედნიერი იყო განვლილი დღით ძილის დროსაც კი იღიმოდა. ბევრს ნიშნავდა მისთვის ეს ყველაფერი, ეს ოჯახური გარემო და სოფის მშობლების ასეთი დამოკიდებულება გულს უთბობდა, ამავდროულად წარსულში გატარებულ კარგ წუთებსაც ახსენებდა. * დილით გაღვიძებულს საწოლი ცარიელი დახვდა, ლუკას არ ყოფნით უკმაყოფილომ ტელეფონი მოიძია, საათს დახედა და რიცხვების დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. ორის თხუთმეტი წუთი იყო, ამდენი როგორ ეძინა თვითონაც გაუკვირდა. ნელა წამოდგა და აბაზანაში ზლაზვნით შევიდა. წყლის გადავლების და მოწესრიგების შემდეგ დაბლა ჩავიდა, სამზარეულოდან გამოსულ ხმას მიჰყვა, მალე ამოჰყო კიდეც თავი სამზარეულოში და იქ დატრიალებული სანახაობით გაოცებული დარჩა. ლუკას ვარდისფერ ყვავილებიანი წინსაფარი შემოეკრა, ხორცს ჭრიდა, თან გაზქურასთან მდგომ ნატალის ესაუბრებოდა, რომელიც პატარა ქვაბში შუს ცომს ზელდა. -კი ვიცი, თხელი ფენები რომ აქვს? -ჰო ეგ არის, სოფის უყვარს ძალიან, კივით და ბანანით. -სოფის ყველა ნამცხვარი უყვარს. - სიცილით გახედა გვერდზე მდგომ ქალს, მერე ორივემ ერთად გამოხედა მიახლოვებულ სოფის. -ოჰ, როგორ მოხდა გაიღვიძე ქალბატონო? -რატომ არ გამაღვიძეთ? შენ ადრე ადექი? - ლუკას და სამზარეულოს მაგიდის შორის შეძვრა, კაცს წელზე მოხვია ხელები და მჭიდროდ მიეკრა ტანზე. -ათზე. - თავზე აკოცა ქალს, ნატალი კი ორივეს მოშორდა. -აქამდე ჩემს გარეშე როგორ გაძელი, არ მოგენატრე? - ტუჩებ დაბრეცილმა ახედა ქვევიდან, მერე ნიკაპზე აკოცა. -ვერ გაგაღვიძე. - ტუჩები დაუკოცნა სახე გაბრწყინებულმა. ისეთი საყვარელი იყო მისი ყურებისას გრძნობდა წამებში თვალები როგორ უნათდებოდა. - მომენატრე. - კიდევ ერთხელ დაეპატრონა ქალის ტუჩებს, შემდეგ ყელზე აკოცა, მისი სურნელიც შეისუნთქა, ბოლოს ცხვირის წვერზე მიაკრო ტუჩები. -რას აკეთებ? -მწვადისთვის ვჭრი ხორცს. -მშია. - ლუკას მოშორებულმა მაცივრის კარები გამოაღო და შიგნით შეიხედა, ბევრი თვალიერების შემდეგ პომიდორი გამოიღო, თეფშიც და ერთიცალი დაჭრა, იქვე ბარის სკამზე შემოჯდა და ლუკას დააკვირდა. -როგორ მოხდა ახალ გაღვიძებულზე ჭამ. - დაეჭვებულმა შეათვალიერა ქალიშვილი, სოფის კი ლუკმა გადასცდა. -კარგად ხარ? - წყალი მიაწოდა ლუკამ, თან სიცილს ძლივს იკავებდა. -ჰო… - ბოლოს რომ მორჩა ხველებას წარშსეკრულმა შეხედა ნატალის. - ლუკამ მიმაჩვია დილით ჭამას. მაიძულებს უნივერსიტეტში წასვლამდე ვჭამო. -ძალიან კარგი. -მამა და თოკა სად არიან? -საქმეზე დაურეკეს და წასვლა მოუწიათ, მოვლენ მალე. -სათევზაოდ მაინც მივდივართ? -ჰო ასე გადაწყვიტეს… მიდი დე კრემი გააკეთე რა. -გუშინდელი ტორტი კიდე გვაქვს? -კი მაცივარშია. - კვლავ მოჭუტული თვალებით შეათვალიერა სოფი, მაგრამ აღარაფერი უკითხავს, ფიქრები გაიფანტა და თავისი საქმე განაგრძო. -შევჭამ და გავაკეთებ… უი მამას საჩუქარი? -ვნახეთ უკვე შენ რომ გეძინა და ძალიან გაუხარდა, მადლობა ორივეს. - მომღიმარმა გახედა შვილს რომელიც მის გარეშე გახნის საჩუქარზე წუწუნებდა, ლუკა თვალებ გაბრწყინებული უყურებდა, თან უსმენდა მის საუბარს, ბოლოს ისიც ფეხზე წამოდგა და კრემის გასაკეთებლად საჭირო ნივთები გადმოალაგა. -დედა, კაცი თქვენს გასაცნობად ჩამოვიყვანე, შენ კიდე ხორცს აჭრევინებ? -ჩემი სურვილით ვაკეთებ, რამე პრობლემაა? - წარბ აწეულმა შეხედა სოფის, ისიც ცოტა ხნით უყურებდა მწვანე თვალებში, მის მზერას რომ ვეღარ გაუძლო თვალები დახარა და თავისი საქმე განაგრძო ისე რომ პასუხი არ დაუბრუნებია. -დე ჩვენ გავისერინებთ. - როგორც კი თავისი საქმე დაამთავრა ხელი ჩაკიდა ლუკას და პასუხი არ მოსუმენია ისე გავიდა სახლიდან. - სიმართლე რომ გითხრა სახლში მარტო შენთან ერთად ყოფნა მირჩევნია. -მე მომწონს აქ. - მხრები აიჩეჩა, თან მტევანზე შემოხვეულ სოფის თითებს დახედა. - არც კი ვიცოდი ასე მონატრებული თუ მქონდა ეს გარემო… ხომ ხვდები? ოჯახი... ქეთი ჩვენთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა რაც კი შეეძლო და ცდილობდა დედის სითბო არ მოგვკლებოდა, მაგრამ ქეთი მაინც მამიდა იყო ჩვენთვის, ნომერ პირველი ქალი რომელიც ყველაზე ძალიან გვიყვარდა. მამიდა იყო და არა დედა, მიუხედავად ჩვენზე დახარჯული ჯაფისა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გადავუხდი. დედაშენმა კი ის მაგრძნობინა რაც ყოველთვის მაკლდა. -დედის სითბო? - მომღიმარმა ახედა ქვევიდან, მეორე ხელი მკლავზე მოხვია, თან მხარზე აკოცა. -ჰო… ისე მექცევა როგორც შენ, ან თორნიკეს. გუშინდელიდან მოყოლებული, როგორც კი ჩემთან კონტაქტში შემოვიდა და გაიხნსა იმის მერე ისე მექცევა თითქოს მისი შვილი ვიყო. ვიცი ასე იმიტომ იქცევა რომ იცის დედა არ მყავს და ცდილობს ისე მომექცეს და იზრუნოს ჩემზე როგორც დედა იზრუნებდა შვილზე… ვხედავ და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. არ ვიცი ამას როგორ ახერხებს, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს. -სალი გახსოვს? -ჰო. -დედამისი მასზე მშობიარობას გადაჰყვა და სამი წლიდან დედინაცვალმა გაზარდა. ახლა ნატალის ეძახის დედას და ნატალისგან გრძნობს იმას რაც არავისგან უგრძვნია. რაც თავი მახსოვს დედაჩემი ვიღაცის დედაა. ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა უთხრა, ნეტა შენნაირი დედა მყავდესო, თუ დედაჩემიც შენნაირი იყოსო და ძალიან ვიეჭვიანე, თან მაშინ პატარა ვიყავი, მაგის შემდეგ ვეღარ ვიტანდი მაგ გოგოს. -რა ეგოისტი ხარ. -მაშინ პატარა ვიყავი, ახლა აღარ მაქვს რეაქცია. - მხრების ჩეჩვით დააკვირდა გზას, მერე მტევანზე აკოცა ლუკას, მან კი შუბლზე მიაკრო ტუჩები. - მიხარია რომ მოგწონს ყველა. -მე ის მიხარია რომ ასეთი ოჯახი გყავს პატარა, ვერც კი წარმოიდგენ რამხელა განძს ფლობ. საერთოდ იმას არ ვუფრთხილდებით და არ ვაფასებთ რაც დასაფასებელია. შენ ისეთი დედა და მამა გყავს… უნდა გიხაროდეს რომ შენი მშობლები არიან, რადგან მათი წყალობით ხარ ის ვინც ახლა ხარ. -მადლობა. - ლოყებ შეფარკლულმა ახედა ქვევიდან, მერე მოულოდნელად შემოესმათ მაღალ ხმაზე აწეული მუსიკა და BMW-ს მარკის მანქანაც გაჩერდა მათ ფეხებთან. -რას შვრებით ე? -ვსეირნობთ. -სახლისკენ გამოისეირნებთ თუ წაგიყვანოთ. -გამოვისეირნებთ. - სიცილით გასცა პასუხი, თორნიკემ კი გზა გააგრძელა. - აუ სისულელეა იქ წასვლა რა, უნდა იჯდე, დაიჭირო თევზი… -ზოგჯერ მართლა პატარა ბავშვივით წუწუნებ. - თვალები აატრიალა სოფის საუბარზე. - ლექციებს რომ მიკითხავ მე, დაფიქრდი აბა, რატომ უნდა მამაშენს სათევზაოდ წასვლა ახლა. -ერთად რომ ვითევზაოთ. - ისევ გაიცინა, თან ტუჩზე იკბინა. - კარგი ხო ვხუმრობ... ვიცი რომ დორის ერთად და კარგად გატარება უნდა. -ხოდა თუ იცი ნუღარ წუწუნებ, ვაბშე რა გჭირს, ამდენი არასდროს გიწუწუნია რაც ამ ერთ დღეში იწუწუნე… შენებს რომ ხედავ მაშინ წუწუნებ? -არ ვიცი. - ჩაფიქრებულმა თქვა, მერე ქვევიდან ახედა ლუკას. - მართლა ვწუწუნებ? -ვერც ამჩნევ? -კარგი ჰო, ხმას აღარ ვიღებ, წავიდეთ სათევზაოდ არ არის პრობლემა, მეც დავიჭერ დიდ თევზს. -შენ რა თევზი უნდა დაიჭირო, აქეთ დაგიჭერს ისეთი სუსტი ხარ. - სიცილით აკოცა საფეთქელზე, მერე ლოყაზე და ბოლოს ქალის ტუჩებსაც დაეპატრონა. - არასდროს მომწონდა ქუჩაში საზაობა და კონტროლიც დამაკარგვინე. - ირგვლივ მიმოიხედა, რომ ვერავინ დაინახა ისევ სოფის დახედა. -გუშინ რამდენი კითხვა დაგისვეს ჩემო სიცოცხლე, ვფიქრობდი სახლში შემეყვანე ცოტა ხნით. -ის მარი ჟურნალისტი ხომ არ იყო? - სიცილში აჰყვა სოფის, თან ხელი გადახვია. -კი, საქართველოში. -გამომაშტერა იმდენი კითხვა დამისვა შენს თავს ვფიცავარ. -თავის საქმე იცის. - მხრები აიჩეჩა სიცილით, შემდეგ სახლთან მისული შიგნით შევიდა. - მა, კარავი მოგეწონა? - ლოყაზე აკოცა მაგიდასთან მჯდომს რომელიც სადილს მიირთმევდა. -მაგარია, სამი დიდი ოთახი აქვს და შეგვიძლია სადმე წავიდეთ სალაშქროდ, ლუკა თუ მოახერხებს. - გამომცდელად შეხედა იქვე მჯდომ კაცს, რომელიც ცხელ კერძს თეფშზე იღებდა. -დრო მითხარით და ისე ვიზამ რომ მოვახერხო. - არც შეუხედავს ადამიასთვის ისე გასცა პასუხი, ზურამაც კმაყოფილმა გადახედა ქალიშვილს. -ლაშქრობებშიც დადიხარ ჩემო სიცოცხლე? - გაკვირვებულმა ჰკითხა გვერდზე მჯდომს, ლუკამ კი წარბ აწეულმა შეხედა და ქალიც წამსვე დააბნია. - რა? -ლაშქრობებში‘ც’? - ბოლო ასო გამოკვეთა, თან თვალს არ აშორებდა სოფის დაბნეულ ლურჯ თვალებს. -სიტყვაზე ნუ მეკიდები, ეგ იმიტომ ვთქვი რომ არ მსმენია შენგან ტყეში გეარა ვინმესთან ერთად და კარავში დარჩენილიყავი. - წარბ შეკრული ჩააშტერდა თვალებში. ცოტა ხანს ჩუმად უყურებდნენ ერთმანეთს, მერე ლუკა რომ მიხვდა მარტო არ იყვნენ სხვა მხარეს გაიხელა. -ჰო, ლაშქრობებშიც დავდიოდი. -კარგი, წავიდეთ… -სადმე მდინარის პირას, ბანაობა რომ შეიძლებოდეს. -თან ამ ზაფხულს არ წავსულვართ არსად სოფის გამო, ოჯახურ ლაშქრობაში ამ ქალბატონის გარეშე როგორ წავიდოდით, მთელი ცხოვრება არ დაივიწყებდა. - მხარი აუბა ქმარს, თან მომღიმარმა შეხედა ჭამაში გართულ შვილს. სადილის შემდეგ სხვებსაც დაურეკა ზურამ და სათევზაო ადგილის შესახებ ამცნო, მერე კი თორნიკეს მანქანით ერთად წავიდნენ დანიშნულ ადგილზე. კიდევ ერთი საღამო გაატარა ამ საოცარ გარემოში ლუკა ალანიამ, ისეთი ბუნებრივი და ჩვეულებრივი იყო თვალებს ვერ უჯერებდა სოფი. თევზის დაჭერის დროს ხმამაღლა გულშემატკივრობდა, ისეთი გაბრწყინებული სახით უყურებდა ნადავლს სოფი ბედნიერებით ივსებოდა. თვითონაც არ იცოდა ლუკას ეს მხარე, ვერც წარმოიდგენდა ასეთს როდისმე თუ ნახავდა. ხედავდა როგორი მხიარული, თავისუფალი და ბედნიერი იყო, სხვა არც არაფერი უნდოდა, მაგრამ თავის ჩვევებს და პოზიციებს მაინც არ თმობდა. როგორ მხიარულადაც არ უნდა ესაუბრა მაინც იგრძნებოდა მის ხმაში სიმშვიდე, სიდინჯე და ელეგანტურობა, რაც ყველას მისი მოსმენის სურვილს უჩენდა. ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო რომ ბილწ, ანდაც გადაკეთებულ სიტყვებს არ იყენებდა. ცეცხლთან გვიანობამდე ყოფნის და მწვადის ჭამის შემდეგ სახლებში დაბრუნდნენ. მოწესრიგების შემდეგ კვლავ გარეთ დასხნენ, გრილ საღამოს ცხელ ჩაისთან ერთად ატარებდნენ. სოფი კვლავ ლუკაზე იყო მიკრული და ოჯახის წევრებს ისე ესაუბრებოდა. * -ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა, გული მწყდება რომ მიდიხარ. - თბილად მოეხვია ლუკას, მერე ორივე ლოყაზე აკოცა. -ჩემზე არა ხო დე, კარგი. - თავი დაუქნია ნატალის, მაგრამ მაინც ძლიერად მოხვია მკლავები, ლოყაზე მიაკრო ტუჩები, მერე კი მამასთან გადაინაცვლა. -შენზე მიჩვეული ვარ უკვე… როცა მოახერხებთ ჩამოდით, სახლის გზა სულ ხსნილია. -როგორც კი მოვახერხებ ჩამოვალთ… მადლობა ყველაფრისთვის. -მადლობა შენ ჩვენს გოგოსთან რომ ხარ და მასზე ზრუნავ. -ამაში სამადლობელი არაფერია, ჩემი საყვარელი საქმეა სოფიზე ზრუნვა. - სიცილით მოხვია ხელი გვერდზე მდგომ ქალს, თან შუბლზე აკოცა. - სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, შემდეგზე აუცილებლად წავიდეთ იმ დინარეზე გუშინ რომ ამბობდით. -ამ თქვენობითით ლაპარაკს ვერ გადავაჩვიე… არანაირი თქვენ. - თავი გააქნია უფროსმა ადამიამ, მერე მის გამოწვდილ ხელს შეაგება თავისი. - ჩემს გოგოს მიხედე. - ჩუმად გადაულაპარაკა ლუკას, მანაც წამსვე გაარჩია ხმის ტონში არსებული სხვადასხვა გრძნობები და ყურებამდე გაიღიმა. -აუცილებლად. - კიდევ ერთხელ შეათალიერა ცოლ-ქმარი, მალე დაემშვიდობა და მანქანისკენ დაიძრა. -ნახვამდიის! - ხელი დაუქნია მშობლებს სოფიმ, შემდეგ მანქანის კარი გამოაღო და უკანა სავარძლებზე მოთავსდა. - წავედით სახლში. - სავარძლის საზურგეს მიყრდნობილმა ხმამაღლა ამოისუნთქა, თან თალები დახუჭა. *** 10 ოქტომბრის საღამოს ცა ავის მომასწავლებლად მოღრუბლულიყო და ქუჩაში მოსიარულე ხალხს ჭექა-ქუხილით ძლიერი წვიმის მოსვლას ამცნობდა. ოკეანის დახმარებით ისედაც ტენიანი ჰაერი, უფრო ჩახუთული და დამძიმებულიყო, იმდენად რომ სუნთქვაც კი ჭირდა, მაგრამ მიუხედავად მსგავი ამინდისა, ქალაქი სახელს მაინც ამართლებდა. “ქალაქი რომელსაც არასდროს სძინავს” კვლავ ფორმაში იყო. შაბათი საღამო, ხალხით გავსებული ბარები, კლუბები და რესტორნები. ხმამაღალი მუსიკა რომელიც გაღებული კარების საშუალებით გარეთაც აღწევდა. მოხარხარე ახალგაზრდები, მოხუცები… ყველა წლოვანების და ეროვნების ადამიანები ერთმანეთში არეულიყო. გარეთ მდგომი ბიჭები ლუდით ხელში, რომლებსაც იქვე მდგომ გოგოებთან ფლირტი გაებათ და ბარიდან წასვლას სთავაზობდნენ. “გოთემ”-ში ჩვეული სიტუაცია ტრიალებდა, შაბათ საღამოსთან შესაბამისი, მაგრამ ასეთი შავი ცა იშვიათად ენახათ იქ მაცხოვრებლებს. -მოვედი! - ბარში შესულმა წამსვე მოიშორა მხრებზე მოხვეული ტყავის ქურთუკი, ფეხზე ხმაურით წამოშლილი მეგობრები მონატრებულმა ძლიერად ჩაიკრა გულში, შემდეგ მომღიმარი სახით მათ მაგიდასთან მოთავსდა და მხიარულებას შეუერთდა. -როგორ ხარ? სად იყავი? რა ხდება შენთან? მოყევი ყველაფერი! - მეგობრის ნახვით გახარებულს თვალები გაბრწყინებოდა და ისე უყურებდა გვერდზე მჯდომ ადამიას. -ჩიკაგოდან ჩამოსვლის შემდეგ მალე წავედით დესტინში, ოთხი დღით ვიყავით, ლუკას საქმე ჰქონდა. სადაც მიდის ყველგან მივყვები. - მხრები აიჩეჩა სიცილით, თან გვერდზე მჯდომ ანას ხელი მოხვია. -ვხედავ კარგი რუჯი გაქვს. -ჰოო, წელს ყველაზე კარგად დავისვენე… თქვენ რას შვრებით? -რაღაც მინდა გითხრათ… აქამდეც მინდოდა თქმა, მაგრამ სოფის ველოდებოდი. -რა ხდება? - თვალებ მოჭუტული მიაჩერდა ანას ადამია, თან ეღიმებოდა მის შეფარკლულ ლოყებზე, რომელსაც მხოლოდ თვითონ ხედავდა, რადგან მის სახესთან ძალიან ახლოს იყო. -შეყვარებული მყავს. - სიცილით თქვა, ხმა რომ არავინ ამოიღო მერე მიაყოლა კაცის ვინაობაც. - ნიკა, ლუკას მეგობარი, ქართველია. - როგორც კი თქვა ყველა გაოცებული მიაშტერდა, მხოლოდ სოფი იღიმოდა ყურებამდე. -ვიცოდი! - გახარებულმა აკოცა ლოყაზე ანას, მერე იქვე მსხდომები მოათვალიერა. -ანუ შენც იცნობ, როგორია? -ძალიან კარგია, სიმპატიური, მეგობრული, მხიარული და ასე შემდეგ… - სწრაფად გასცა პასუხი ქეისის კითხვას, თან სასმელი მოსვა. - რომელიმე დღეს გნახავ და აუცილებლად მომიყვები ყველაფერს. -ესეც ქართველს თუ ნახავდა რას ვიფიქრებდი. - მშობლიურ ენაზე დაილაპარაკა სანდრომ სოფის გასაგონად, ანამ კი თვალებ მოჭუტულმა შეხედა. -ჩემი კაცი ქართულს მასწავლის და შენს საუბარს ძალიან მალე გავიგებ! - ბოლო სიტყვა ქართულად მიაყოლა, სანდრო კი გაოცებული უყურებდა კმაყოფილ ემბრის. -გავიგე. - თავი დაუქნია ანას, ისიც ცოტა ხანს ჩაფიქრდა, მერე გვერდზე მჯდომ სოფის გადახედა. -ეს იგივე სიტყვაა ჰო? -ჰო, ოღონდ ეს ახლანდელი დროა. -გავიგე. - მხრები აიჩეჩა, მერე ლოყაზე აკოცა და საფეთქელი საფეთქელზე მიადო. - ქართველი კაცები ძალიან მაგრები ყოფილან სექსში… - ჩუმად გადაულაპარაკა სოფის, თან სანდროს გახედა. - პატარა, ჩვენ რატომ არასდროს გვქონია ურთიერთობა? -არ მომწონდი. - მხრები აიჩეჩა, მერე რომ მიხვდა რაზეც საუბრობდნენ ერთმანეთზე მიკრულები, თვალები აატრიალა. -თან შეყვარებული მყავდა. ნაბიჭ.ვარი, რატომ ვიყავი მასთან. -არ ვიცით. - მრები აიჩეჩა სიცილით საქმროს გვერდზე მჯდომმა ქეისიმ, ანამ კი უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები. გვიანობამდე ისხდნენ გადატვირთული ბარის ერთ-ერთ მაგიდასთან, გარეთ გასულებს თავსხმა წვიმა დახვდათ, ისეთი გზებზეც რომ გუბეს აყენებდა. ქეისის მანქანით წავიდნენ სახლისკენ, სოფი კი სანდრომ ჩაისვა მანქანაში და მითითებული მისამართისკენ დაიძრნენ. მთელი გზა ენა არ გაუჩუმებია სოფის, რაც გაახსენდებოდა ყველაფერზე საუბრობდა, სანდრო კი მომღიმარი უსმენდა და მხოლოდ მაშინ იღებდა ხმას როცა რამის თქმას საჭიროდ თვლიდა. ბოლოს კორპუსთან გაუჩერა მანქანა, უყურებდა დადუმებულ სოფის, რომელას აშკარად რაღაც აწუხებდა. -რამის თქმა გინდა? - წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია, სოფიმაც წამსვე შეხედა. -ვნერვიულობ. -რაზე? -ერთი კვირაა ლუკა უცნაურად იქცევა… უფრო მეტი თუ არა. -როგორ უცნაურად? -ჩუმად არის, არაფერს ამბობს, უხასიათოდ არის, შინაგანად აფორიაქებული და ვგრძნობ რაღაც აწუხებს, მაგრამ რომ ვეკითხები არ მეუბნება. ცოტა სძინავს, მაშინაც ვერ ისვენებს, სულ მოძრაობს… არ ვიცი რა გავაკეთო. -არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი ისეთს რაც შენ არ გეცოდინება. შენ უკეთ იცნობ. შეიძლება თვითონაც არ იცის რატომ არის ასე, დაბნეულია, ან იცის და აღიარება არ უნდა. ცოტაც დაელოდე და თვითონ გეტყვის. - თვალი ჩაუკრა, თან გაუღიმა. -კარგი… წავალ. -მიდი. -ფრთხილად იარე. - სწრაფად აკოცა ლოყაზე საჭესთან მჯდომს, შემდეგ მანქანის კარი გააღო, სწრაფად გადავიდა და სირბილით წავიდა შენობისკენ. სანამ შიგნით შევიდა წვიმამ მისი მთლიანად დასველებაც მოასწრო, ლიფტში შესვლის თანავე სართულის კოდი აკრიფა, შემდეგ კედელს მიეყრდნო და თვალ დახუჭული მოთმინებით დაელოდა როდის ავიდოდა ლიფტი ბოლო სართულზე. როგორც კი კარი გაიღო ნელი ნაბიჯებით შევიდა ჩაბნელებულ ბინაში, მალევე მოჰკრა თვალი დიდ ფანჯარასთან მდგომ კაცს, მდუმარედ გაჰყურებდა განათებულ ცათამბრჯენებს. ფეხის ხმაზე ოდნავ შეტრიალდა უკან, დასველებული ქალი მთლიანად შეათვალიერე, თითებში მოთავსებულ ვისკის ჭიქაში დარჩენილი სასმელი მთლიანად გამოცალა, ჭიქა ძირს დადო, მიახლოვებულ სოფის ხელები სახეზე მოკიდა და წამსვე მის ტუჩებს დაეპატრონა. როგორც ყოველთვის ახლაც წამსვე აიყოლა ქალი კოცნაში, წლეზე მოხვეული ხელით სხეულზე უფრო მჭიდროდ აიკრა შემდეგ ხელში აიტაცა და ზურგით სქელ შუშას მიაკრო. ტუჩებიდან ყელამდე ჩავიდა კოცნით, იქვე ჩაარსო კბილები, მაშინვე შემოესმა ქალის ჩუმი კვნესა, მერე კი ბიბილოზე იგრძნო კბილების მოჭერა, მისი ცხელი ამონასუნთქიც მიეფრქვია ყელზე და წამსვე ჟრუანტელმა დაუარა მთლიან სხეულში. სწრაფად შეიხსნა შარვლის ელვა შესაკრავი, სველ თმაზა ჩავლებული თითებით თავი უკან გადააწევინა და ქალის სხეულს ძლიერი ბიძგით შეუერთდა. მალე მთლიანი სახლი მოიცვა ქალის კვნესამ, რომელიც ამაოდ ცდილობდა ხმების შეკავებას, ხანაც კაცის ტუჩებს მიმართავდა ხოლმე მის ჩასახშობად. ბოლოს მოწოლილი გრძნობებით ორივემ ერთად მიაღწია სიამოვნების მწვერვალს, სახე ქალის ყელში ჩაერგო და მისი სურნელით გაჟღენთილ ჰაერს დიდი რაოდენობით ისუნთქავდა. თვალ დახუჭულს მაინც ვერაფერი უფანტავდა ფიქრებს და იმ გრძნობას რაც შიგნიდან ღრღნიდა, ვერაფერი უმშვიდებდა აფორიქებულ სულს, გულს და გონებას. გარეთ ისევ წვიმდა, ჩაბნელებულ სახლში კი კვლავ ისმოდა ორი ერთმაეთზე შეყვარებული ადამიანის აჩქარებული გულის ცემა, რომელსაც გახშირებული სუნთქვა ერთვოდა თან. თითქოს ამინდიც კი ცუდ ამბავს მოასწავლებდა. უკანალზე ჩავლებული თითები წელზე გადაიტანა, ორივე ხელი ძლიერად მოხვია, სახე კი ისე ღრმად ჩარგო მის ყელში თითქოს რამისგან დამალვას ცდილობდა. მალე მოაშორა ფანჯარას ქალის სხეული, საძინებლისკენ დაიძრა ნელი ნაბიჯებით, რომელსაც სიმყარე ძალიან აკლდა. საძინებლიდან პირდაპირ აბაზანაში შევიდა, ძირს დასმულ ქალს კაბა მოაშორა, თვითონაც გაშიშვლდა და თბილი წყლის ქვეს მასთან ერთად დადგა. -მეორედ საცვლის გარეშე არსად წახვიდე. - სოფის უკნიდან მდგომმა უკანალზე მიარტყა ხელი, თან მხარზე აკოცა. -კარგად ხარ? -ნურაფერს მკითხავ, გთხოვ. - ქაფიანი ღრუბელი მხრებზე გადაატარა, ტუჩები მაღალ კისერზე მიაკრო, ხელი კი მკერდიდან მუცლამდე ჩაატარა, მერე ფეხებს შორის ჩაუცურა და ქალის ჩუმ გმინვაზე ოდნავ გაიღიმა. - ჯერ ისევ თრთი. - დაბოხებული ხმით დაიჩურჩულა სოფის ყურთან, იქვე უკბინა, შემდეგ ყელზე გადავიდა. -ლუკა. - ხმა ჩამწყდარმა ძლივს წარმოსთქვა კაცის სახელი, ის კი ისევ განაგრძობდა სოფის სხეულზე ხელების თარეშს, ბოლოს მკერდი მოიქცია ორივე ხელში, თან სოფის ყელში აკოცა. -რა? -მიყვარხარ. - ნელა შეტრიალდა კაცისკენ, მწვანე თვალებში ჩააშტერდა, სხეულზე მიეკრა და ტუჩებზე ნაზად აკოცა. -მეც მიყვარხარ. - კიდევ ერთხელ დაეპატრონა ქალის ტუჩებს, მერე ნიკაპი თავის მკერდზე მიდებულ თავს ჩამოადო და თვალები დახუჭა. გასუფთავების და მოწესრიგების შემდეგ საძინებელში მდგომ დიდ საწოლზე დაწვნენ. მიუხედავად ლოგინის სიდიდისა მაინც სოფის სხეულზე იწვა ნახევრად, თავი მის მკერდზე დაედო და მძიმედ სუნთქავდა. არაფერს ამბობდა სოფი, ნელა ეფერებოდა თმაზე, მის სუნთქვას ჩუმად უსმენდა, გრძნობდა მის ფორიაქს, მაგრამ ვერაფერს აკეთევდა. -ლუკა… - მაშინვე თქვა კაცის სახელი როგორც კი მკერდზე თვალიდან გადმოგორებული წვეთი იგრძნო. ისიც წამსვე წამოჯდა საწოლზე, სწრაფად შეიმშრალა ცრემლები და სველ ხელებს დაბნეულმა დახედა. თვალები ეწვოდა, მარილიანი სითხე კი არა და არ წყვეტდა ლოყებზე გზების გაკვალვას. -ვტირი? -რა ხდება ლუკა? - ანერვიულებულმა აანთო სანათი, ყბებზე მოკიდა ხელი კაცს და სახე მისკენ შეატრიალებინა. მის ჩაწითლებულ და ამღვრეულ თვალებზე ისიც დაიბნა, შემდეგ თვითონაც აუცრემლიანდა ლურჯი სფეროები კაცის ამ მდგომარეობაში ყურებისას. - გამაგებინე რა ხდება შენს თავს, რა ხდება? მითხარი რა გჭირს, რას გრძნობ, რატომ ხარ ასე... მითხარი რომ დაგეხმარო რადგან ასეთს ვერ გიყურებ უმოქმედოდ. -დაწყნარდი, ნუ ტირი… გეტყვი ყველაფერს. -ვის ამშვიდებ? ტირი, რის გამო თუ იცი მაინც? -არ ვიცი… ამის დედაც არ ვიცი რა მჭირს ან რა ხდება, არ ვიცი და შენზე უარესად ვარ მე ამ გაურკვევლობით! -ნუ ყვირიხარ! მითხარი და გავერკვიოთ ერთად, ასეთი ძნელია? -ცუდი შეგრძნება მაქვს, ვგრძნობ რაღაც რიგზე ვერ არის… გული სწრაფად მიცემს, აფორიაებული ვარ, ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს, ვნერვიულობ და არ ვიცი რაზე, ახლა ვტირი კიდეც… ასე მხოლოდ მაშინ ხდება როცა… როცა… - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ისე რომ თვალი არ მოუშორებია სოფისთვის, სველი თვალები მოისრისა, მერე კი კვლავ სოფის შეხედა. -როცა საბას უჭირს რამე? - ჩაწითლებულ მწვანეებს გაოცებული უყურებდა პასუხის მოლოდინში, ლუკამაც ნელა დაუქნია თავი, შემდეგ ხელები სახეზე ჩამოისვა. -ყოველ დღე ველაპარაკები ქეთის, ვატყობ კარგად არ არის, ხან წნევას იმიზეზებს, ხან უძილობას. ბებო ჩვეულ მდგომარეობაშია, მამაჩემი საერთოდ არ მელაპარაკება, რა ვქნა აღარ ვიცი. -არ გიკითხავს შენ? -არა. -და რომ კითხო რა მოგივა? - სრული სერიოზულობით მიაშტერდა კაცს, მან კი ურეაქციოდ ამოხედა ქვევიდან. - რა? მამიდაშენს რომ ჰკითხო რას გეტყვის მისი მდგომარეობის გარდა? -სოფი… -არანაირი სოფი, აიღე ტელეფონი და დაურეკე, შენც დამშვიდდები და მეც. -ხვალ დავურეკავ… დავიძინოთ ახლა… მომეშვა ცოტა. -რამდენჯერ გითხარი, მომიყევი ყველაფერი რაც გაწუხებს. ქეთი არ ტყუის რომ გეუბნება ხისთავიანი ხარო. - წარბ შეკრულმა აქცია ზურგი, გვერდულად დაწვა საწოლზე, ლუკამ კი წარბ შეკრულმა მიარტყა ხელი უკანალზე. მერე გვერდზე მიუწვა, ცოტა ხანს უყურებდა მის ზურგს, ბოლოს თვალები დახუჭა და ჩუმად ჩაილაპარაკა. -ჩამეხუტე რა. - გაშეშებული ელოდა როდის მიეკრობოდა თბილი სხეული და გაყინულს გაათბობდა. რამდენიმე წამში იგრძნო კიდეც მაჯაზე თითების მოხვევა, ხელი გააშლევინა, თავი მკერდზე მიადო, ხელი წელზე მოხვია და მთლიანი ტანით სხეულზე მიეკრო. -ყველაფერი კარგად იქნება. - ყელში აკოცა თვალებ დახუჭულს, შემდეგ ტუჩებზე, ბოლოს ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა. ლუკამაც მის თმაში ჩარგო სახე, მისი სურნელით გაივსო ფილტვები, რომელიც ნიკოტინივით მოქმედებდა, მასზე უკეთაც კი ამშვიდებდა. * დილის რვის ორმოცდათხუთმეტი წუთი იყო გამზადებული საწოლის გვერდზე მდგომ ტუმბოზე მოთავსებულ ტელეფონს რომ დასწვდა, საათს დახედა, მერე კი მძინარე ლუკას გადახედა. მოულოდნელად აწკრიალდა ორი ტელეფონი ერთად, ეკრანზე გამოსახული ამინდის პროგნოზის მაცნე გაუჩერებლად გამოსცემდა შემაწუხებელ ხმებს და მოსახლეობას მოსალოდნელი შტორმის შესახებ ატყობინებდა. სანამ ლუკას ტელეფონის მოძებნა და ხმის გამორთვა მოასწრო მძინარე კაციც გამოფხიზლდა, გვერდი იცვალა, თვალები გაჭირვებით გაახილა და გარემოს აღქმის შემდეგ სოფის მომღიმარ სახესაც წააწყდა. -დილა მშვიდობისა ჩემო სიცოცხლე! - მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე, ლუკამ კი კიდევ ერთხელ იცვალა გვერდი. -სად მიდიხარ ჩემო სიცოცხლე? - დაბოხებული ხმით ჩაიბურტყუნა, სოფის ჩაცინებაზე თვითონაც გაიღიმა თვალებ დახუჭულმა, თან ბალიშს შემოხვია ხელები. -უნივერსიტეტში. ყველგან რომ დაგსდევ გაცდენები დამიგროვდა წლის დასაწყისშივე. -კვირაა… -ვიცი, მაგრამ დღეს მაქვს ლექციები. -დღეს არ წახვიდე, შტორმიაო ხომ გაგაფრთხილეს. -არ იცი აქაური შტორმი? წვიმა ნიავთან ერთად, წავედი და დაურეკე ქეთის შენ. -არ წახვიდე. -მართლა არ შემიძლია, გამომაგდებენ ლუკა. -დამირეკე რომ მორჩები… -საღამომდე. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. - კიდევ ერთხელ აკოცა ტუჩებზე და საძინებლიდან გავიდა. ცოტახანს კიდევ იწვა საწოლში, ბოლოს აბაზანაში შევიდა, მოწესრიგების შემდეგ სპორტულების ამარა სამზარეულოში გავიდა და იქვე მოფუსფუსე გრეისს გაუღიმა. -დილა მშვიდობის სერ. -დილა მშვიდობის. -რას მიირთმევთ. -ყავა თუ შეიძლება. - კვლავ გაუღიმა, შემდეგ ტელეფონზე შემოსულ ზარს უპასუხა. - გისმენ… არა, დღეს თავისუფალი ვარ... არ ვიცი სცალია თუ არა, ახლა უნივერსიტეტშია, რომ დაბრუნდება ვკითხავ… არ ვიცი, არ ვარ კარგად... ვფიქრობ ჩემს ტყუპს რაღაც სჭირს… ჰო საბას… არ ვიცი ტომ… დღეს გავარკვევ... ჰო გეტყვი… დაგირეკავ მალე. - ტელეფონი გვერდზე გადადო, წინ დადებული ყავა მოსვა, თან ნამცხვარიც მიაყოლა. - ბავშვები როგორ არიან გრეის? -კარგად, მადლობა. -შენი ქმმარი? -ისიც კარგად არის, მადლობა. -ძალიან ხომ არ იღლები? -არა, ძალიან კარგად ვარ, ბევრი საქმე არასდროს მაქვს. -კარგია. - თავი დაუქნია მომღიმარმა, შემდეგ ყავის ფინჯანი ბარის ზედაპირზე დადგა, ტელეფონი აიღო და მამიდასთან გადარეკა. გულიც კი აუჩქარდა მოლოდინში, რამდენიმე ზარის შემდეგ მისი სევდიანი ხმაც შემოესმა. - როგორ ხარ მამიდ. -რა ვიცი, თავი მტკივა ცოტა. -ქეთი როდის მეტყვი რა ხდება? -რა ხდება? - დაბნეულმა შეხედა ეკრანზე გამოსახულ ძმისშვილს, თვალები ოდნავ აემღვრა, ლუკამ კი მაშინვე წარბები შეკრა. -ქეთი მითხარი! -არაფერი, ყველაფერი კარგად არის. -საბა სადაა? -რა? - გაოგნებულმა პირიც კი დააღო, ეგონა ეჩვენებოდა მისი სიტყვები, რადგან დიდი ხანი იყო ამის მოსმენაზე ოცნებობდა. -სად არის საბა?! როგორ არის? რა სჭირს ჩემს ძმას და რატომ არავინ არაფერს მეუბნებით?! - ბოლოს ნერვებმა რომ უმტყუვნა ხმამაღლა თქვა ბოლო წინადადება, ტელეფონის მეორე მხარეს მყოფი კი უკვე ცრემლებად იღვრებოდა. -მადლობა ღმერთო… - ქალი ქვითინებდა, გაუგებრად ბუტბუტებდა, გაურკვევლობაში მყოფი ლუკა კი მიშტერებული უყურებდა. -მამიდა! გამაგებინე რა ჯანდაბა ხდება?! -საბამ გვითხრა რომ შენთვის არაფერი გვეთქვა იქამდე სანამ შენ არ მოიკითხავდი... ღმერთო როგორ ვნერვიულობდი… იმედი მეწურებოდა უკვე… გრძნობ შვილო არა? რა თქმა უნდა იგრძნობ, ის ხომ შენი მეორე ნახევარია. -რეებს ლაპარაკობ ქეთი?! მე უბრალოდ... -არ უარყო, კიდევ დიდხან გაძელი შენი ჯიუტობით და ხისთავიანობით. -რა სჭირს ჩემს ძმას. - ბოლოს ხმა ჩამწყდარმა ჩაილაპარაკა, დანებებულმა შუბლი ხელის გულს ჩამოადო, შემდეგ სახეზე ჩამოისვა, გული უფრო სწრაფად უცემდა, გრძნობდა სისხლში როგორ უსიამოვნოდ დარბოდნენ ჭიანჭველები, თითქოს ყველგან წვრილ-წვრილ ნემსებს ურჭობდნენ, ყელში ბურთი აწვებოდა და თავს ძლივს იკავებდა კიდევ ერთხელ რომ არ ეტირა. -ლეიკემია აქვს... ჩვეულებრივი მკურნალობა აღარ შველის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაა საჭირო... ყველამ გავიკეთეთ ანალიზები, მაგრამ დონორად არც ერთი არ გამოვდგებით, მხოლოდ მათე და ტყუპები, მაგრამ ისინი ძალიან პატარები არიან. მათეზე გაიგიჟა თავი, არ რთავს ნებას ოპერაცია გაუკეთონ ბავშვს... - ქეთი გაუჩერებლად საუბრობდა, ლუკას კი აღარაფერი ესმოდა. ტელეფონი იქვე დადო, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, ხელები სახეზე აიფარა და ცრემლებს თვალებიდან გადმოსვლის საშუალება მისცა. ატირდა. სუნთქვა უჭირდა, წუთების წინ გაორმაგებული გული სადღაც მიმალულიყო და თითქოს აღარც ფეთქავდა. ეგონა ვიღაც ძლიერად უჭერდა ხელს, იმაზე დიდ ტკივილს გრძნობდა ვიდრე აქამდე ეგრძნო. მაშინ პირველად შეეშინდა ასე. ძმის, ტყუპისცალის დაკარგვის შიშმა მთლიანად მოიცვა და წამით იგრძნო კიდეც როგორ უჩხვლიტა რაღაცამ გულში, ტკივილი ყელში გაჩხერილ ბურთს უფრო მიაწვა, რამდენიმე წამით სუნთქვაც კი შეუკრა იმის წამოსდგენისას რომ ის ადამიანი აღარ ეყოლებოდა რომელიც ყველაფრის მიუხედავად თავის თავზე მეტად უყვარდა. მაშინ გაახსენდა ყველაფერი, მაშინ მოაწვა ყველა გრძნობა რაც კი ტყუპისცალს ეკუთვნოდა. მონატრებამ ხელები ყელში მოუჭირა და გულის არეში არსებული ტკივილი უფრო გააძლიერა. -კარგად ხართ? - თავზე წამომდგარმა გრეისმა სველი ხელი გაწითლებულ კისერზე დაადო და კაციც წამსვე მოიყვანა გონს. ამღვრეული თვალებით ახედა ქვევიდან გაშეშებულ ქალს, ფეხზე ნელა წამოდგა, ჰაერს დიდი რაოდენობით, ჩქარ-ჩქარა ისუნთქავდა და არეული ნაბიჯებით მიიწევდა საძინებლისკენ. მარმარილოს ზედაპირზე მოთავსებული ტელეფონიდან ისევ ისმოდა ქალის ხმა რომელიც ალანიას სახელს გაიძახდა. დაბნეულმა გრეისმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ლუკას ტელეფონი რომ გაითიშა წამსვე ამოიღო ჯიბიდან თავისი და სოფის ნომერზე გადარეკა. ორჯერ დარეკა, მაგრამ ოპერატორმა ორივეჯერ შეტყობინების დატოვება სთხოვა. კიდევ ერთხელ სცადა დარეკვა, თან ლოცულობდა ტელეფონი რომ აეღო ქალს, ბოლოს გაიგო კიდეც მისი ხმა. - სოფი… ლუკა ცუდად არის, თავის მამიდას დაელაპარაკა, მან რაღაც უთხრა, არ ვიცი რა, საბა ახსენეს, მერე ლუკა ცუდად გახდა. შეგიძლია მოხვიდე? -არსად არ გაუშვა, მალე მოვალ. -მე როგორ დავაკავო? - ბოლოს კი თქვა, მაგრამ სოფის უკვე გაეწყვიტა ზარი და ვინ იცის როგორი სისწრაფით გამორბოდა უნივერსიტეტიდან რამდენიმე წუთის წინ მისული. მეტროთი დაბრუნდა სახლში, სირბილით შევიდა შენობაში, ლიფტში მოუთმენლად იცდიდა, ბოლოს ბინაში შესული პირდაპირ გრეისს მივარდა, რომელიც ნერვიულად დადიოდა ოთახში აქეთ-იქით. -სად არის? -ოთახიდან არ გამოსულა. - სოფის დანახვით სახე გაბრწყინებულმა წამსვე გასცა პასუხი, მერე კი საძინებლისკენ წასულ ქალს გააყოლა თვალი. აფორიაქებული გიჟივით შევარდა საძინებელში, წყლის ხმაზე მაშინვე აბაზანისკენ დაიძრა, შიგნით შესულს კი დუშის ქვეშ, მეტლახზე მჯდომი, მუხლეებ მოკეცილი კაცი დახვა, რომელიც მთლიანად სველი კანკალს აეტანა, შუბლი მკლავებზე ჩამოედო და კაცმა არ იცის რაზე ფიქრობდა. -ლუკა! - სწრაფად დაკეტა ონკანი, საიდანაც ცივი წყალი მოდიოდა, თავი ააწევინა და ჩამქვრალ მწვანე თალებში ჩახედა. - ღმერთო სულ გაიყინე. - ფეხზე წამომდდგარმა იქვე მდგომი ჯაკუზი ცხელი წყლით გაავსო, აკანკალებული კაცი ფეხზე წამოაყენა და სველი ტანსაცმელი სხეულიდან მოაშორა. - რას აკეთებ ჩემო სიცოცხლე, ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ ხო? - ბურტყუნით მოაშორა ყველაფერი, შემდეგ კვლავ თვალებში შეხედა. - ლუკა, მომეხმარე გთხოვ, მარტო ვერ მოვახერხებ… - ლოყაზე მიადო ხელი, თან გალურჯებულ ტუჩებზე აკოცა. ისიც გაჭირვებით ჩაწვა ცხელ წყალში, თავი ჯაკუზის საზურგეს ჩამოადო, თვალები დახუჭა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. მალე კანკალი შეწყვიტა, სხეულიც მოუდუნდა და გონზეც მოვიდა. -სუსტი ვარ. - ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და იქვე მჯდომი ქალის ყურადღებაც წამებში მიიქცია. - ჩემი თავი მეცოდება. -შენ სუსტი არ ხარ ლუკა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ რომელსაც ვიცნობ... წინ მიიწიე. - თბილი წყალი დაასხა თმაზე, დაინახა როგორ დაეხორკლა კანი თავზე სითბოს შეგრძნებისას, მერე ლოყაზე აკოცა. -ყველაზე სუსტი ადამიანი ვარ სოფი, ათი წლის მანძილზე ისიც კი ვერ შევძელი საქართველოში ჩავსულიყავი და ჩემი ძმისთვის თვალებში ჩამეხედა, პასუხი მომეთხოვა ყველაფრისთვი, შემდეგ დავმჯდარიყავი და მისი თავის მართლება მომესმინა. ეს უნდა გამეკეთებინა… მე კიდე რა გავაკეთე? ბრაზი ჩავინერგე, თავი დავიბრმავე… მოვწყდი ყველაფერს, გავიქეცი და დავიმალე... ასე სუსტები იქცევიან… საცოდავი ვარ, ყველაზე საცოდავი, ახლა შენს ღირსადაც არ ვთვლი თავს. -მოკეტე, ცივმა წყალმა ტვინი გაგიყინა აშკარად… - ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან, მაგრამ არც შეუმძნევია ისე განაგრძო ლუკას თმააზე ფერება. -შენი ღირსი არავინაა. - ლოყაზე ჩამოგორებული წვეთი ცერით შეუმშრალა, შემდეგ ლოყაზე მიეფერა. - წარმოდგენა არ გაქვს როგორ მიყვარხარ. -მეც ძალიან მიყვარხარ, ისეთი როგორიც ხარ, არ აქვს მნიშვნელობა სუსტი ხარ, ძლიერი, თუ როგორი. არ აქვს მნიშვნელობა რა გააკეთე, ან არ გააკეთე. უშეცდომო არავინაა. შენს ადგილზე სხვა ფეხზე წამოდგომას ვერ შეძლებდა, სიცოცხლეს სმით ან ნარკოტიკით დაასრულებდა. შენ ფეხზე დადექი, მსოფლიო დაიპყარი და გახდი ის ვინც დღეს ხარ. ყველაფერში ძლიერი ვერ იქნები, ყველას გვაქვს სუსტი მახარეები და წერტილები. შენ ჩემი სუსტი წერტილი გახდი. როცა შენ გეხება რამე, აზროვნების უნარს ვკარგავ. ასე იყავი შენც იქამდე სანამ მე არ გავხდი შენი სუსტი წერტილი. - მომღიმარმა აკოცა ხელის გულზე, ლუკასაც გაეღიმა, ჯაკუზიდან წამოწეულმა ხელები მოხვია სოფის, ცხვირი მის ყელში ჩარგო, შემდეგ იქვე აკოცა. -საქართველოში მივდივარ. * -რომ ჩახვალ დამირეკე… როგორც კი მოვახერხებ გამოვფრინდები. -ჭკვიანად. - მჭიდროდ მიიხუტა მკერდზე, შემდეგ ტუჩები დაუკოცნა. ვერ ტოვებდა, არ იცოდა როგორ გაძლებდა სოფის გარეშე, ან როგორ გაუმკლავდებოდა იმ ყველაფერს რაც წინ ელოდა. -ყველაფერი კარგად იქნება. -შენ არ იცი რამდენს ნიშნავს შენი ნათქვამი ეს სამი სიტყვა. - ქალის სახე ხელებში მოექცია და კვლავ უკოცნიდა საყვარელ ტუჩებს. -ხშირად გეტყვი. -იცი როგორ მიყვარხარ? -როგორ? -იმ სიტყვას რა ჰქვია? ყველაფერს რომ სცდება, რომ ვერ აღწერ ისე. -უსაზღვროდ? - თვალებ გაბრწყინებული უყურებდა მწვანე სფეროებში და გულის გაორმაგებულ სიჩქარესაც გრძნობდა. -ჰო, უსაზღვროდ მიყვარხარ. -გინდა დავი.კიდო ყველაფერ და წამოვიდე? -არა, მაგ სიტყვას ნუ ხმარობ… მირჩევნია ჩემით მოვაგვარო ყველაფერი. -მალე გნახავ… წადი. - კიდევ ერთხელ მოეხვია, აკოცა და საბოლოოდ მოშორდა. ცოტა ხანს უყურებდა მომღიმარი საყვარელ ქალს, ბოლოს ზურგი აქცია და თვითმფრინავისკენ დაიძრა. შიგნით შესულმა ფანჯრიდან გადმოხედა ხელის ქნევაში გართულ ქალს, თვითონაც დაუქნია, შემდეგ სკამზე გასწორდა და ამერიკაც ისევე დატოვა როგორც ერთ დროს საქართველო. აფრენის შემდეგ სტიუარდესას დაუბარა საქართველოში ჩასვლამდე არ შეეწუხებინა, საძინებელ ოთახში შევიდა, საწოლზე წამოწვა, ლეპტოპი გახსნა და შიგნით შენახული სოფისთან ერთად გადაღებული სურათების თვალიერებას შეუდგა. აბედნიერებდა ეს ქალი თავისი არსებობით, სრულ კომფორტში იქნებოდა ახლა მის გვერდით რომ ყოფილიყო, მაგრამ ყველაფრის მარტო მოგვარება ერჩივნა. უნდოდა მარტოს ენახა მონატრებული ადამიანები, თავიდან გაეცნო ყველა და ამის შემდეგ გაეცნო სოფისთვის. სურათების თვალიერებაში გართულს ჩაეძინა კიდეც, მიღებული დამაძინებლის წყალობით საქართველოში ჩასვლამდე თვალი არ გაუხელია, უკვე თბილის უახლოვდებოდნენ თვალები რომ ჭყიტა, ოთხიდან გავიდა და დივანზე მჯდომმა წამსვე ფანჯარაში გაიხედა. -მალე დავეშვებით, გთხოვთ ღვედი შეიკრათ. -კარგი, მადლობა. - თავი დაუქნია გოგოს, შემდეგ კვლად ფანჯარად გადახედა. დილის ცხრა საათი იყო საქართველოში, ვერც გაარჩია ადგილმდებარეობა, მაგრამ გული ისე სწრაფად აუჩქარდა ხელიც კი მიიჭირა მკერდზე. უცნაური შეგრძნება დაეუფლა, სუნთქვაც კი სხვანაირად დაიწყო, ერთი სული ჰქონდა როდის ჩავიდოდა თვითმფრინავიდან და იქაურ ჰაერს შეიგრძნობდა. ნებართვის შემდეგ თვითმფრინავიც დაეშვა მიწაზე, ლუკას გულმაც დარტყმა გამოტოვა. უკვე ვეღარ ითმენდა, ნერვიულად ათამაშებდა ფეხს, თან თვალს ადევნებდა შენობასთან განვითარებულ მოვლენებს, როგორ ადიოდა ხალში თვითმფრინავში, როგორ ემზადებოდა თვითმფრინავი ასაფრენად. ბოლოს შენობასთან ახლოს მისული თვითმფრინავიც გაჩერდა, ლუკაც ფეხზე წამოდგა, შავ, ყელიან სვიტერზე პიჯაკი შემოიცვა, პატარა ჩანთა აიღო სადაც პასპორტი, პირადობა, მართვის მოწმობა, სოციალური დაცვის ნომერი(SSN) ედო, კარების წინ დადგა და დაელოდა როდის გააღებდნენ. სუნთქვაც კი გადაავიწყდა მოლოდინში, ასეთი შეგრძნებები ჯერ არასდროს ჰქონია. თავის თავზე ეცინებოდა ასეთ სიტუაციაში რომ გაჰყო თავი. ბოლოს კარიც გაიღო, წამსვე დაუბერა ნიავმა და ადგილზე გააშეშა ალანია. სხვა ჰაერი იყო, ოდნავ გრილი, თან განსხვავებული ათი წლის ჩაუსვლელი კაცისთვის. -ბატონო ლუკა. - გონზე მოიყვანა ქალის ხმამ, რომელიც ხელით გასასვლელისკენ ანიშნებდა. მადლობა გადაუხადა პილოტს, იქვე მდგომ სტიუარდესასაც და კიბეზე მყარი ნაბიჯებით ჩავიდა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ აეროპორტიდან გავლაც მოახერხა, ქართულ ენაზე საუბარი ყველა მხრიდან ჩაესმოდა და უკვე გრძნობდა რომ სახლში იყო. მიუხედავად იმისა რომ სოფისთან ძირითადად სულ ქართულად ლაპარაკობდა, ეს სულ სხვა იყო, ქართული წარწერები ყველგან, გახარებული ხალხი რომლებიც ვიღაცის ჩამოსვლას ელოდნენ. გარეთ გასულ ტაქსის მძღოლებიც შეეფეთნენ, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა. -აქეთ. - თავისი ჩემოდნით უკან აკიდებულმა ბიჭმა ინგლისურად მიუთითა შავი მანქანისკენ, ლუკამ დაეჭვებულმა შეათვალიერა, შემდეგ კი ქართულად დაელაპარალა. -ქართელი არ ხარ? -თქვენ მეგონეთ უცხოელი. - მხრები აიჩეჩა სიცილი, მერე კი ლუკას მიაშტერდა. - დაბრუნებას გილოცავთ! - როგორც კი ლუკა ალანია ამოიცნო მაშინვე გაუწოდა ხელი. ჯერ გაკვირვებულმა დახედა, შემდეგ მალევე მიხვდა სად იმყოფებოდა და ბიჭს ხელი შეაგება. -მადლობა. - მომღიმარი ჩაჯდა მანქანაში, მძღოლს მიესალმა, მისამართი უკარნახა და სავარძლის საზურგეს თავი მიადო თვალ დახუჭულმა. როგორც კი აეროპორტის გზიდან მთავარ გზაზე გადავიდნენ მაშინვე გაახილა თვალები, ფანჯარაში გაიხედა და ყველაფერზე დაკვირვებას შეუდგა. თითქმის ყველაფერი ისევ ისე იყო, უბრალოდ უფრო მეტი შენობები აეშენებინათ, ხალხიც უფრო მეტი დადიოდა ქუჩებში, ყვითელ ავტობუსებს ლურჯებიც შემატებოდა, გზები ზოგ ამერიკულ გზებსაც ჯობდა, უამრავი რესტორნები, მაღაზიები და საკვები ობიექტები აეშენებინათ. ავლაბრის მეტროსთან უამრავი ხალხი ირეოდა, თბილისის თავზე რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა გაეკეთებინათ, რომელიც ლუკას იქ ყოფნის დროს ჯერ არ იყო გაკეთებული. მხოლოდ ლურჯი ხიდი ახსოვდა. ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე გადახვევის თანავე შეაწუხა მოძრავმა გულმა, რომლის ხმაც უკვე ყურებში ესმოდა. რაც უფრო მეტად უახლოვდებოდა სახლს, უფრო მეტად გრძნობდა ემოციების და გრძნობების მოზღვავებას. ბოლოს სახლის კართან გააჩერა მძღოლმა მანქანა. კარიც კი ვერ იცნო, ალბათ შეცვლილი იყო, თორემ აუცილებლად ემახსოვრებოდა. იმასაც ფიქრობდა რომ შეეშალა და სხვა ადგილას მივიდა, მაგრამ ირგვლივ რომ მიმოიხედა, ძველი ქუჩა და ძველი სახლები რომ დაინახა მიხვდა სწორ ადგილას იმყოფებოდა. -თქვენი ნომერი მითხარით, საღამოს დაგირეკავთ. - მძოლს გადახედა, მანაც წამსვე უკარნახა თავისი ტელეფონის ნომერი, მერე ლუკაც მანქანიდან გადავიდა. - ჩემოდანს ვტოვებ. -კარგით. -მადლობა. - კარი მიხურა, ირგვლივ მიმოიხედა, მერე კი კარს ახედა. -საბა შვილო, გამოკეთდი? - გვერდიდან შემოესმა შავებში ჩაცმული ქალის ხმა, რომელსაც ხელზე ჩანთა ჩამოეკიდა, თითებზე ბეჭდები წამოეცვა, ყელზე მარგალიტის ყელსაბამი ეკიდა, ტუჩები წითლად შეღება და ინტერესით მიიწევდა კართან მდგომი ლუკასკენ. ცოტა ხანს აკვირდებოდა ქალს, რომელიც ძალიან ეცნობოდა, ბოლოს გაეღიმა, მთლიანი ტანით შებრუნდა მისკენ და ახლოს მისულს მტევანზე ეამბორა. -ლუკა ვარ მანანა ბებო. - ყურებამდე გაუღიმა თვალებ დაჭყეტილ ქალს, რომელიც ადგილზე გაშეშებულიყო მიღებული შოკისგან. -ვაიმე ლუკა! - გახარებულმა წამოიძახა ქალმა, ორივე ხელი მოხვია 1.90 კაცს, მერე ლოყები დაუკოცნა. - ჩემო ბიჭო, როგორი გაზრდილი და დაკაცებული ხარ. -თქვენ ისევ ისე ახალგაზრდულად გამოიყურებით. -მაგიტომ მეძახი მანანა ბებოს. - თავი გააქნია უკმაყოფილოდ, შემდეგ ისევ მოეხვია. - როდის ჩამოხვედი? -ახლახანს, სახლში უნდა შევიდე ახლა. -საბაზე გაიგე? -ჰო, მაგიტომ ვარ აქ. -არ გვეგონა თუ ჩამოხვიდოდი. - შეპარვით უთხრა ქალმა,თან მის რეაქციას დააკვირდა. -საბა ჩემი ძმაა. - მხრები აიჩეჩა უარდელად, შიგნიდან კი კვლავ აწვებოდა ბრაზი, მაგრამ დაფარვას შესანიშნავად ახერხებდა. - შევალ. -შიგნით დაცვა დგას, ჯერ იქ უნდა დააჭირო. -მადლობა მანჩო. -შეხვედრამდე. - ხელი დაუქნია და გზა გააგრძელა, თან ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი ლუკამ, უკვე იცოდა მანანა ყველას გააგებინებდა მისი ჩამოსვლის შესახებ. კედელზე დამაგრებულ დაცვის ღილაკს თითი დააჭირა, რამდენიმე წამში კი კაცის ხმა შემოესმა. თავისი ვინაობა გაუმხილა და კარებიც მაშინვე გაიღო. დაცვის ფორმაში გამოწყობილი სამი კაცი გაოცებული უყურებდა საბას მსგავსს, თვალებს ვერ უჯერებდნენ რომ მსოფიოს ჩემპიონი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ახლა იქ იმყოფებოდა. -გამარჯობათ. -შეიძლება? - თავის თავს დასცინოდა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, თავის სახლში შესასვლელადაც კი ნებართვას ითხოვდა. ალბათ იმიტომ რომ ყველაფერი ეუცხოებოდა. -რათქმაუნდა. - თავი დაუქნია ერთ-ერთმა, ლუკაც ნელი ნაბიჯებით დაიძრა სახლისკენ. ფეხები უკან რჩებოდა, არ იცოდა როგორი რეაქცია ექნებოდათ შიგნით მყოფებს, ან საერთოდ ვინ იმყოფებოდა იმ დროს სახლში. რკინის კარების წინ მდგომმმა გაუბედავად დააკაკუნა კარზე, თან ახალი კარიც შათვალიერა. თითქმის ყველაფერი შეცვლილი იყო, აინტერესებდა კიდეც რა დახვდებოდა შიგნით. საკეტის გადატრიალების ხმა შემოესმა და კარის გაღების მოლოდინში სუნთქვაც კი გადაავიწყდა, მიშტერებული უყურებდა კარს, ელოდა როდის გამოჩნდებოდა ნაცნობი სახე, მაგრამ ხელში სრულიად უცნობი შერჩა. ცხრა წლამდე ბიჭი, რომელიც ქვევიდან უყურებდა მაღალ კაცს. -მამა მოვიდა! - გახარებულმა მჭიდროდ მოხვია ხელები წელზე ლუკას, მან კი განსაკუთრებით მაშინ იგრძნო საკუთარი შენელებული გულის ცემის ხმა. კადრებიც კი შენელებული ეჩვენებოდა, ბავშვზე ხელების მოხვევასაც ვერ ბედავდა, ერთ ადგილას გაშეშებული, სუნთქვა შეკრული იდგა. შემდეგ ნაცნობი ქალის სახეც გამოჩნდა და მზერაც მის ფერ წასულ სახეზე გაუშეშდა. ორშაბათი, 12 ოქტომბერი, დღე როდესაც ლუკა ალანია სახლში დაბრუნდა. * უყურებდა სახეს რომელიც სულ სხვანაირი ახსოვდა, ის ბავშვური გამომეტყველება სრულიად მოსცილებოდა, ვეღარაფერს ხედავდა მასში ძველს და ვერც რაიმე ძველ გრძნობას გრძნობდა. აღარაფერი იყო, არც ბრაზი, სიძულვილი, ან რაიმე სხვა გრძნობა. მხოლოდ სიცარიელე, უბრალოდ წარსულის აწმყოში მოხვედრილ პერსონაჟს ჰგავდა წინ მდგომი გაშეშებული ქალი. არაფერი უთქვამს, სხეულზე მიკრულ ბავშვს დახედა, მხრებზე მოკიდა ხელი, უკან გასწია და ჩამუხლულმა თვალებში ჩახედა. -გამარჯობა პატარა. - დაბნეულმა ძლივს თქვა ორი სიტყვა. ისიც არ იცოდა როგორ ესაუბრა მასთან, რა ეთქვა, ან როგორ მოქცეულიყო. -შენ მამა არ ხარ. - დარცხვენილმა, თან დამწუხრებულმა თავი დახარა, ლუკამ კი ნიკაპზე ამოსდო თითი, თავი ააწევინა და ამღვრეულ ჭრელ სფეროებში ჩააშტერდა. -მამაც მალე დაბრუნდება, არ ინერვიულო კარგი? -შენ ლუკა ძია ხარ? - დაეჭვებულმა შეათვალიერა მაღალი, უფრო დაკუნთული და ოდნავ სხვანაირი კაცი, რომელიც ძალიან გავდა მამამისს. -ჰო ეგ ვარ. - ოდნავ გაუღიმა ბავშვს, კვლავ მუხლებზე მდგომი ელოდებოდა მის მომდევნო კითხვას და მოქმედებას, შემდეგ იგრძნო როგორ მოეხვია ნელა მკლავები კისერზე და როგორ ჩარგო ბავშვმა მის ყელში სახე. სუნთქვა შეეკრა ლუკას, გულის ცემაც კი გაუჩერდა. არ მოელოდა მის ასეთ ქცევას, ეგონა უფრო მოშორდებოდა ბავშვი იმის გამო რომ ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც არ დალაპარაკებია. -მპირდები რომ დაბრუნდება? -გპირდები. - ძლივს გაბედა წელზე ხელების მოხვევა, ნელ-ნელა უფრო მჭიდროდ მიიკრო სხეულზე, ბოლოს გულში მაგრად ჩაიკრა და ბავშვის სურნელთან შერეული ნაცნობი სურნელიც შეისუნთქა. -ვინ არის. - მალევე შემოესმა ქალის ხმა, რომლის გაგების თანავე ინსტიქტურად გაეღიმა, ბავშვს მოშორდა, ფეხზე წამოდგა და იქვე მდგომ ნინიზე მიშტერებული დაელოდა ქეთის გამოჩენას. ჩაეცინა თვალი რომ აარიდა და თავი დახარა ქალმა, ცოტა ხანს თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა, ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა რამე, ან კი ჰქონდა მისთვის რაიმე სათქმელი. -გამარჯობა. - ბოლოს მაინც ჩაილაპარაკა ჩვეული ხმით, ქალმა კი თვალებ დაჭყეტილმა ამოხედა ქვევიდან. გაოცებული მისჩერებოდა წინ მდგომ მთასავით კაცს. ყველაფერს მოელოდა მისგან, ჩხუბს, ლანძღვას, შეურაცხყოფის მიყენებას, დამცირებას, მაგრამ ამას არა. სრულიად სხვანაირი იყო, სულ სხვა კაცი იდგა მის წინ, შეცვლილი როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად. იღიმოდა, მათეს გვერდზე იდგა და უბრალოდ იღიმოდა, მაგრამ ვერ გაეგო რისგან იყო ეს ღიმილი გამოწვეული, თვითონ ლუკამაც კი არ იცოდა. რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ უჭირდა მისი სახელის გაგონება, მისი გახსენება ბრაზს უღვიძებდა, ახლა კი იმ ქალის წინაშე იდგა რომელიც ათი წლის მანძილზე მოძულებული ჰყავდა და იმის მაგივრად რომ უარყოფითი გრძნობა დაუფლებოდა, ვერაფერს გრძნობდა, უბრალოდ იდგა მის მიმართ ცარიელი და ოდნავ იღიმოდა. აი მაშინ კი სწრაფად აუჩქარდა გული გაჭაღარავებული ქეთი რომ დაინახა. რომელიც გაშეშებული იდგა რამდენიმე წამი, თითქოს მოჩვენება დაენახა ისე მიყინულიყო ადგილს. შემდეგ თავბრუს ხვევა იგრძნო, შებარბაცებულს მუხლები მოეკეცა და რომ არა ლუკას სწრაფი მოქმედება ძირს დაეცემოდა. -ძლივს ჩამოვედი მამიდ, სურვილი აგისრულე, მნახე და გინდა ახლავე გაგაცილო საიქიოსკენ? - მომღიმარმა ჩაილაპარაკა, წელზე მოხვეული ხელით ფეხზე დგომაში დაეხმარა, თან ამღვრეულ თვალებში უყურებდა ქალს. -ღმერთო! - ერთ სიტყვას ყველა გრძნობა ამოაყოლა აქვითინებულმა, ორივე ხელი მჭიდროდ შემოხვია ძმისშვილს, მთელი ძალით, როგორც შეეძლო ისე ჩაიკრა გულში. ისე ტიროდა, ისე იხუტებდა როგორც დაკარგულ და წლების მერე ნაპოვნ შვილს იკრავს მკერდზე ბედნიერებისგან ატირებული დედა. მთლიანი სახე დაუკოცნა ერთი თავით მაღალ კაცს, მერე ისევ ძლიერ მკერდზე მიეკრა. ლუკას მის ყელში ჰქონდა სახე ჩარგული, მონატრებულ სურნელს ხარბად ისუნთქავდა. ისედაც ენატრებოდა ქალი რომელმაც დედობა გაუწია, მაგრამ არ ეგონა ასეთი ემოციური თუ იქნებოდა მასთან შეხვედრა, ეხუტებოდა, მის შეუცვლელ სურნელს შეიგრძნობდა და ახლა უფრო ენატრებოდა. ნანობდა კიდეც იმ წლებს რომლებიც მისგან შორს გაატარა, ახლა უფრო აფასებდა მის სიყვარულს, ყველაფერ იმას რაც თავისი და თავის დედმამიშვილებისგან გადაიტანა. ის სურნელი კი თავს სახლში აგრძნობინებდა. ისე აბრუებდა და ამშვიდებდა როგორც დედის სურნელი, რომელიც ყველა სხვა ადამიანისგან განსხვავდება. -მაპატიე. - ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა, მერე შუბლზე აკოცა ატირებულ ქალს. -ჩემო სიცოცხლე, ჩემო ბიჭო! ღმერთო არ მჯერა რომ აქ ხარ, გხედავ, გეხები. - მკავებზე მოკიდა ხელები, მთლიანად შეათვალიერა ძმისშვილი ცრემლებისგან დაბინდული თვალებით, ბოლოს ისევ სახეზე მოკიდა ხელები და ორივე ლოყაზე აკოცა. -ამის მერე ხშირად გნახავ… ოღონდ აღარ იტირო. - ცერებით შეუმშრალა სისველე, მაგრამ კვლავ დაუსველდა ლოყები ცრემლების ახალი ნაკადით. - ქეთი კარგი რა… -ჩემი ბიჭი დამიბრუნდა, სახლში დაბრუნდა. - სახეზე ეფერებოდა წვრილი თითებით და სულ არ უსმენდა ლუკას სიტყვებს, ისეთი გახარებული იყო, ისეთი აღფრთოვანებული გული უთბებოდა. მისმა იქ დანახვამ თითქოს ათი წლით დააპატარავა, უფრო მსუბუქად, ცოცხლად და სავსედ გრძნობდა თავს. -მამიდა. -კიდევ არ მჯერა, სიზმარში ვარ? -აქ ვარ ხედავ? არსად არ მივდივარ… არ ვქრები ხომ ხედავ. - სიცილით აკოცა ხელის გულზე, შემდეგ სხეულზე მიკრულს კვლავ ხელები მოხვია. - არ შევიდეთ? -შევიდეთ ჰო. - წელზე მოხვია ხელი და მისაღებისკენ დაიძრა. -მამა და ბებო? - სახლი უცებ მოათვალიერა, აღარაფერი იყო იგივე, ინტერიერი მთლიანად შეეცვალათ, ნივთებიც კი გადაეადგილებინათ, მაგრამ ის ძველი, თბილი გარემო მაინც მძაფრად იგრძნობოდა. ის ადგილი წამსვე თვალში მოხვდა სადაც ბოლოს საბა დატოვა, რამდენიმე წამით ერთ ადგილზე გაშეშდა გონებაში მოგონებების ამოტივტივებისა. ოდნავ გვერდზე გაიხედა, უკან მდგომი ქალის სილუეტიც დალანდა, მაგრამ გონს მალევე მოეგო, სვლა განაგრძო და მალევე სავარძელში ჩაეშვა. -მამაშენი თავის ოთახშია, დედა დასასვენებლად გავუშვით საბას ამბავის გაგების შემდეგ. -ბებო, დავუძახო პაპას? -მიდი ბებო ჰო, უთხარი ლუკა ძია ჩამოვიდაო, თორემ პირდაპირ რომ დაინახოს გული ვეღარ გაუძლებს ისედაც ცუდად არის ამდენი ნერვიულობისგან. - ლოყაზე აკოცა იქვე მდგომ ბავშვს, ისიც კიბეებისკენ გაიქცა. თვალი გააყოლა ბავშვს ლუკამ, მერე მამიდაზე გადაიტანა მზერა. -ბებოს გეძახის? -ბებო ვარ, აბა რა ვარ? -ნაადრევად დაუბერებიხართ მამიდ. - ოდნავ ჩაიცნა, თან კვლავ იქაურობას მოავლო თვალი. - ყველაფერი შეცვლილია. -შენი წასვლის შემდეგ ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა. - ფეხი ფეხზე გადაიდო წარბ აწეულმა, თან თვალი გააპარა მოშორებით მდგომი ნინისკენ. -ათი წელი დიდი დროა. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. დაეჭვებულმა შეათვალიერა ძმისშვილი, რომელიც გარშემო ყველაფერს აკვირდებოდა. - ის ყვავილი კიდევ გაქვს? - გაოცებულმა გაიშვირა ხელი ქოთანში მოთავსებული წითელი ყვავილისკენ, რომელიც წლების წინ აჩუქა მამიდას დაბადების დღეზე. ქეთიმ კი კმაოფილმა დაუქნია თავი. -შენგან მხოლოდ ეგ დამრჩა და შენს მაგივრად მაგას ვუვლიდი. -ნუ ადრამატულებ ყველაფერს, ყოველ დღე ხომ მელაპარაკებოდი? - თვლები აატრიალა, ქალმა კი ისეთი სახით გამოხედა დააბნია ალანია. გაეცინა, ამ მზერას რა დაავიწყებდა, ხელები ასწია დანებების ნიშნად და სახლის თვალიერება განაგრძო. ბოლოს გვერდზეც გაიხედა, კედელთან მდგომი ნინიც შეათვალიერა. ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო მასთან მიმართებაში, დაეიგნორებინა ისე თითქოს იქ არ იყო, თუ როგორც რძალი ისე მოქცეოდა. საკუთარ ფიქრებზე გაეცინა, მისი რძლად მიღება სასაცილოდ ეჩვენებოდა, სატირალი რომ არ ყოფილიყო. - მანდ რატომ დგახარ? - დიდი ხნის მეგობარივით ჰკითხა, თითქოს ნინი იყო მორცხვი სტუმარი და დასაჯდომად ეპატიჟებოდა. -მეე… მივდივარ… ტყუპებმა გაიღვიძეს და… - დაბნეულმა სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს. ვერ იგებდა რატომ ან როგორ იქცეოდა ასე კაცი, რატომ ესაუბრებოდა, ან რატომ იჩენდა მის მიმართ ყურადღებას. -კარგი. - მისი დაკვირვების შემდეგ მხრები აიჩეჩა, თან თვალებ მოჭუტულ ქეთის შეხედა. - რა? -სოფი სად არის? -სახლში. - არ ესიამოვნა ქეთის ასეთი ტონით დასმული კითხვა, მაგრამ სოფის გახსენებაზე წამსვე შეეცვალა გამომეტყველება, თვალები აუციმციმდა, რაც ნამდვილად არ გამოჰპარვია ქეთის და კმაყოფლი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო. -არ წამოვიდა? -არა, არ სცალია, თან მერჩივნა მარტო ჩამოვსულიყავი, სოფი მერე ჩამოვა… - ტელეფონი სწრაფად ამოიღო ჯიბიდან და უცებ დაწერა მოკლე შეტყობინება. “ჩავედი პატარა, სახლში ვარ, არ ინერვიულო. არ დაიძინო მჭირდები, მალე დაგირეკავ.” როგორც კი გააგზავნა ტელეფონის ეკრანი გამორთო, მაგრამ მაგიდაზე დადებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად მიიღო პასუხი. “უკვე ვნერვიულობდი! ძილს არ ვაპირებ, ათას სიტყიანი ესე მაქვს დასაწერი ხვალ დილის ცხრა საათამდე, დღეს გათენება მომიწევს. როცა მოახერხებ დამირეკე პატარა :დ აქ ვარ ყავით, ლეპტოპით და შენი სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი მაისურით, გრეისს არ გავარეცხინე :დ გკოცნიი <3” მომღიმარმა ჩაიკითხა სოფის ენერგიით დამუხტული შეტყობინება, ენერგიით რომელიც ლუკასაც წამებში გადაედო, ქვედა ტუჩს გამოსდო კბილები ქალის ამ მდგომარეობაში წარმოდგენისას. ზუსტად იცოდა როგორ იჯდა საწოლზე და შეტყობინების წერის დროს როგორი გამომეტყველაბა ჰქონდა. წინადადებებშიც კი არჩევდა როდის რა მიმიკა ჰქონდა მიღებული. პასუხის დაბრუნებას აპირებდა როცა კიბის გვერდზე მოაჯირზე ხელებით დაყრდნობილ კაცს მოჰკრა თვალი, რომელიც თვალებ გაბრწყინებული დაჰყურებდა ზევიდან შვილს. თვალებს ვერ უჯერებდა, ამდენი წლის შემდეგ ისევ ხედავდა გადახვეწილ შვილს საკუთარი თვალებით და კიდევ არ სჯეროდა. ვერ დაიჯერებდა სანამ არ შეეხებოდა. სწრაფად ჩავიდა კიბეზე ახალგაზრდა ბიჭად გადაქცეული, კიბის ბოლოში გაჩერდა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ფეხზე წამომდგარი შვილი, წინ დიდი მთასავით რომ დასდგომოდა და მოუთმენლად ელოდა მის მიახლოვებას. ნელა დაიძრა ლუკასკენ, აკანკალებული ხელი მკლავზე შეახო, თვალებში ჩახედა მომღიმარს და რომ მიხვდა მართლა თავისი შვილი იყო მთელი ძალით ჩაიკრა გულში. ძლიერი მკლავები მჭიდროდ შემოხვია, ორჯერ ზურგზეც მიარტყა ხელი ძლიერად, თან თვალებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს ცრემლებისთვის გარეთ გამოსვლის საშუალება რომ არ მიეცა. იქვე მჯდომი ქეთი კი თავს ვერაფერს უხერხებდა მამა-შვილის ყურებისას. ბოლოს ემოციებისგან დაცლილები მისაღებში ისხდნენ, ერთმანეთის მონატრებულ სახეებს პირდაპირ, უყურებდნენ, იღიმოდნენ და საუბრობდნენ. -მომიყევით საბას მდგომარეობაზე. - მოსიყვარულების და თბილი საუბრების შემდეგ მთავარ თემაზე გადავიდა ლუკა, ყველაზე მეტად რაც აინტერესებდა ის თემა წამოჭრა. და-ძმამ ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე ერთდროულად გახედეს წინ მჯდომს. -ერთი თვის წინ გავიგეთ ჩვენც... -და აქამდე არაფერი მითხარით ჩემი ძმის მდგომარეობაზე სანამ მე არ… - ნერვებ მოშლის სიტყვა გაუწყდა, თვალი აარიდა წინ მსხდომებს, რომლებსაც წამსვე ღიმილი აეკრათ სახეზე. -თვითონ მოისურვა ასე. -უბრალო მკურნალობით მდგომარეობა არ იცვლებოდა, ტრანსპლანტაცია გახდა საჭირო, ყველამ ჩავიტარეთ ანალიზი როგორც უკვე გითხარი… თქვენ პირველი ჯგუფის სისხლი გაქვთ, ადვილი არ არის დონორის მოძებნა. -მე რომ არ ჩამოვსულიყავი რას აპირედა? - წარბ შეკრულმა ჩაილაპარაკა, იქვე მჯდომ ვიტოს კი გაეღიმა. -ჩამოხვიდოდი. მე შენ გიცნობ, ისევე როგორც საბა გიცნობს. თქვენ უბრალოდ ძმები არ ხართ და შენც ამიტომ ხარ ახლა აქ. -ჰო, უბრალოდ ძმები არ ვართ… - ჩაიცინა, თან თავი ჩახარა. - კარგი მიზეზია, მაგრამ… ან არაფერი. - უნდოდა ეთქვა რომ ის ლუკა აღარ იყო ათი წლის წინ რომ წავიდა, უნდოდა ეთქვა ყველაფერი რასაც იმ დროს გრძნობდა, რასაც ფიქრობდა ამ ყველაფერზე, მაგრამ იცოდა ახლა მამასთან ამაზე საუბრის დრო არ იყო, არც ჩხუბის, არც ბრაზის გადმონთხევის. ვერ აწყენინებდა იმ ხალხს რომლებიც ჯერ წლებით დატოვა, თავის ცხოვრებას მოსწტყვიტა, ახლა კი ხასიათს ვერ გაუფუჭებდა თავისი უარყოფითი ემოციების მქონე ფიქრებით, ამის ღირსი არცერთი იყო. - ოპერაციას აქ ატარებენ? -კი, დონორია საჭირო, სხვა ყველაფერი მზად არის. -ბავშ… - იქვე ახლოს მჯომი ბავშვისთვის აპირებდა დაძახებას, მაგრმ ქეთის თვალების ბრიალზე მაშინვე გაჩუმდა, თვალები აატრიალა ქალის მზერაზე, ეცინებოდა ახლაც იგივე როლს რომ ირგებდა ქეთი, მაგრამ შეწინააღმდეგებას და ჯიბრში ჩადგომას აზრი არ ჰქონდა. -არც კი გაბედო და არ მკითხო, თორემ აქედან გაგაგდებ, ყველაფერს გავაკეთებ დონორი რომ ვიპოვნო და შენ ნებას არ მოგცემ რამე გააკეთო საბასთვის. - თვალებ ანთებულმა მკაცრად, თან მშვიდად განაცხადა როგორც კი ლუკამ ოდნავ გააღო პირი კითხვის დასასმელად. -მათე! - ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ბავშვის სახელის გახსენებისას ხატვაში გართულს დაუძახა, მანაც წამსვე ამოხედა ქვევიდან. - შეგიძლია დედას დაუძახო? -ახლავე. - სწრაფად წამოდგა ფეხზე ბავშვი, სირბილით წავიდა კიბეებისკე, ლუკამაც წარბ შეკრულ მამიდას შეხედა. -რა? -ნინი რაში გჭირდება? -იმედი მაქვს ისე არაფერი გამიჭირდება რომ ნინი რამეში დამჭირდეს. - ირონიით ჩაიცინა, მაინც ვერ დამალა ირონია, მერე ჩაახველა, თან მომღიმარ ვიტოს შეხედა. -არაუშავს. - თვალი ჩაუკრა შვილს, ქეთის მხარზე დაადო ხელი და თავისკენ მისწია. - მე არაფერს ვიტყვი, არც თქვენს საქმეში ჩავერევით, ასე არ არის ქეთო? - შვილიდან დაზე გადაიტანა მზერა, რომელიც უკმაყოფილოდ დაეთანხმა. - ეს ჩვენ არ გვეხება, მხოლოდ თქვენ ორის საქმეა, მესამე და მეოთხე პირი საჭირო არაა... ბავშვები აღარ არიან ქეთო, გაიზარდნენ. ვერ ხედავ სახლში ვინ გიზის? ეს შენთვის არის პატარა მწვანე თვალება ლუკა… აბა სხვებს კითხე. -მამა… -მოეშვი, გააკეთე და თქვი ის რაც გინდა, მაგრამ წინასწარ დაფიქრდი. -როგორც ყოველთვის. - მომღიმარმა დაუქნია თავი, შემდეგ მათკენ მიმავალ ნინის შეხედა. მალე უნდა მოშორებოდა იქაურობას, ან სოფისთან ელაპარაკა, სხვა შემთხვევაში სიმშვიდეს დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა, ისედაც ბევრი იყო ეს ყველაფერი. წარსულის მოგონებები, იქვე მჯდომი ბავშვი, საერთოდ იქ შექმნილი სიტუაცია. თავს უცხოდ გრძნობდა, სახლში რომელშიც უამრავი წელი გაატარა, თავის სახლად ვერ აღიქვამდა. არ უნდოდა რაიმე ზედმეტი ეთქვა და შექმნილი სიტუაცია უფრო დაეძაბა. იქ საბას სიცოცხლის გადასარჩენად იყო, მერე კი თავის სახლში დაბრუნდებოდა თავის საყვარელ ქალთან. - დაჯექი. - ფეხზე მდგომ ნინის სავარძელზე ანიშნა, მაგრამ ის ადგილიდან არ განძრეულა. -არ მინდა. -კარგი… როგორ არის შენი ქმარი? -რამის თქმა თუ გინდა პირდაპირ მითხარი ლუკა. - საბას ხსენებაზე წამსვე აემღვრა თვალები, ცოტა ხანს უყურა თვალებში, შემდეგ თავი დახარა. -რომ მდომოდა აქამდე გეტოდი. საბას მდგომარეობა მაინტერესებს. -მძიმედ არის. - ცრემლები ვეღარ შეიკავა ქალმა, მაგრამ წამსვე მოიწმინდა და თვალი გაუსწორა ლუკას გამჭოლ მწვანე სფეროებს. -არ უთხრათ რომ ჩამოვედი, არც ის უთხრათ რომ დონორი მე ვარ. - ნელა წამოდგა ფეხზე, ნინის თვალი მოაშორა, ტელეფონი გაუწოდა და ექიმის ნომრის ჩაწერა სთხოვა ქალს. -როგორ თუ არ ვუთხრათ? -აი ასე, უთხარით რომ გასაიდუმლებულია და ვინაობის გამხელა არ სურს. -საბა უტვინო გგონია? -არავინ არაფერი არ მგონია, გააკეთეთ ისე როგორც გითხარით. -შეეშვი ქეთი, როგორც უნდა ისე მოიქცეს. -რა ჰქვია ექიმს. - ნინისთან ახლას მდგომმა ტელეფონის გამორთმევის შემდეგ თვალებში ჩახედა ქალს. -ზაზა მღებრიშვილი. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, საავადმყოფოს სახელიც უთხრა და კარისკენ წასულს თვალი გააყოლა. -გარეთ ჟურნალისტები არიან. - სახლში შემოსულმა დაცვა სერიოზული გამომეტყველებით ახარა ოჯახს ახალი ამბავი, ლუკამ კი თვალები აატრიალა. -მანანა არ შეცვლილა. -მაგან თუ გნახა ყველას ეცოდინება უკვე. -შეგიძლია საავადმყოფოში წამიყვანო? - დაცვის თანამშრომელს შეხედა, მან კი დაბნეულმა დაუქნია თავი. -რა თქმა უნდა. -დღეს შეიძლება ვეღარ გნახოთ, დასვენება მინდა, ასე რომ, ხვალამდე. -სახლში არ მოხვალ? -არა მამიდ, სასტუმროში ოთახი მაქვს დაჯავშნული, აქ დარჩენას ისედაც არ ვაპირებდი. -კი მაგრამ… -ქეთი გთხოვ, არ მინდა ამ თემაზე საუბარი. -როგორ? ეს ხომ შენი სახლიც არის, რატომ უნდა დარჩე სასტუმროში… -როგორც უკვე გითხარი არ მინდა ამ თემის განხილვა. შეხვედრამდე. - ხელი დაუქნია თვალებ ამღვრეულ ქალს და სახლი დატოვა. როგორც კი გარეთ გავიდა მაშინვე ჩაისუნთქა ჰაერი დიდი რაოდენობით, სახეზე ხელები ჩამოისვა და გვერდზე მდგომ დაცვას გადახედა. - სიგარეტი გაქვს? -დიახ. - მაშინვე ამოაძვრინა ჯიბიდან კოლოფი და ლუკას გაუწოდა სანთებელასთან ერთად. -მადლობა. -მანქანას გამოვიყვან. -კარგი. - თავი დაუქნია 28 წლამდე ბიჭს, შემდეგ იქაურობას მოავლო თვალი. იცოდა მალე გაივსებოდა იქაურობა ახლობლებით, ძველი მეგობრებით და ნათესავებით, მაგრამ იმ მომენტში არავის ნახვა არ სურდა. არ უნდოდა არავის მოსმენა, არავისთან საუბარი, მხოლოდ საბას გადარჩენა, ამ მდგომარეობიდან გამოყვანა და გამოჯანმრთელება სურდა, სხვა არაფერი. ის იყო მიზეზი რის გამოც ჩამოვიდა, სხვა არაფერი აინტერესებდა. მალევე ჩაჯდა მანქანაში, ეზოდან გასვლისას რამდენიმე ჟურნალისტს მოჰკრა თვალი, მაგრამ არც შეუმჩნევია ისე ჩაყო თავი ტელეფონში და სოფისთან გადარეკა. უსადენო ყურსასმენები მოირგო, თან ეკრანზე გამოჩენილ თავის თავს შეხედა. - რას შვრები. - როგორც კი სოფი გამოჩნდა ეკრანზე მაშინვე ჰკითხა, ის კი საწოლის საზურგეს მიეყრდნო ტუჩებ დაბრეცილი. -ვწერ, ჯერ სამასი სიტყვა მაქვს დაწერილი… ლუკაა, მოწყენილობისგან მოვკვდები მალე, შენ მაინც იყო აქ… -შენი ჩამოსვლა საჭირო არ არის. -რატომ? -ყველაფერი რომ მორჩება მე ჩამოვალ, დიდხანს ვერ დავრჩები აქ. -როგორ ჩაიარა შეხვედრამ? -იმაზე რთულად ვიდრე მეგონა… ჯანდაბა, ძნელია. თავს უცხოდ ვგრძნობ საკუთარ სახლში… ეს ემოციები ძალას მაცლის, მაგრამ ვცდილობ თავი შევიკავო მაქსიმალურად და დავიღალე უკვე. -ნინი ნახე? -ჰო. -მერე? -არაფერი, საერთოდ არანაირი გრძნობა არ გამაჩნია... წეღან შემეცოდა კიდეც რომ ატირდა. -რატომ ატირდა? -საბას მდგომარეობაზე ვკითხე. -ცოდოა, საყვარელი ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ყურება საშინელებაა, შენ რომ მსგავსი რამ მოგსვლოდა გავგიჟდებოდი, ის კიდევ მშვიდად არის. -მეცინება. - პირზე ჩამოისვა ხელი, თან უნებურად ჩაეცინა. - რა სიტუაციაში ვარ… ჯანდაბა… არ ვიცი ვიტირო თუ ვიცინო. -რა გაცინებს? - ლუკას სიცილზე თვითონაც გაეცინა, მერე კი მის მსგავსად დაიწყო სიცილი. -ათი წლის მერე ჩამოვედი და ისე შევედი სახლში თითქოს ათი დღე იყოს გასული ბოლო ვიზიტიდან... ჩემმა ჭორიკანა მეზობელმა უკვე ყველას გააგებინა ჩემი აქ ყოფნის შესახებ... მამიდაჩემი თავისი გამოხედვებით ისევ მოწოდების საფეხურზეა, ნინის კიდე მგონი მართლა რძლად აღვიქვავ… სად გავყავი თავი… -არ ხარ ნორმალური. -მჭირდები, მინდა აქ იყო, სხვანაირად ბოლომდე ვერ მივალ… ვერ გავძლებ… რომ გადამივლის მონატრება და სიტუაციას შევეჩვევი მერე აღარ დავაკვირდები იმას რასაც ახლა ვაკვირდები… ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყავი. -შეძლებ, ყველაფერს შეძლებ. გაუძლებ რამდენიმე დღეს და მერე მეც ჩამოვალ. -მომენატრე... -მეც მომენატრე… რა გინდა გავაკეთო მითხარი… გინდა გავიხადო? - სიცილით ანიშნა მაისურზე, თან მისი ბოლოები მკერდამდე ასწია. -მანქანაში ვარ... -სად მიდიხარ? -საავადმყოფოში. -ვაიმე! ხომ არ ესმის ვინმეს ჩემი საუბარი? -არა. - სიცილით გააქნია თავი მის ფერ წასულ სახეზე, თან მძღოლს გახედა. -შენ ხომ არ გგონია მეისონივით არ ესმით მანდ ქართული. -რა მნიშვნელობა აქვს პატარა? -მინდა აქ იყო… როგორ დავიძინო შენს გარეშე? -ნუ მეწუწუნები სოფი. -მიყვარხარ. -უნდა წავიდე, დაგირეკავ მერე. -აი ეს განსხვავებაა მეისონსა და სხვა მძღოლებს შორის. -მეც მიყვარხარ. - თვალები აატრიალა მომღიმარმა, დამშვიდობების შემდეგ კი ზარი გაწყვიტა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა, მერე ფანჯრიდან გახედა ქუჩებს, თითქმის ყველაფერი იგივე იყო, მაგრამ გრძნობდა ეს ქუჩებიც როგორ მონატრებოდა. დიდი სიამოვნებით ივლიდა გვიანობამდე სოფისთან ერთ, მის საუბრარს და შედარებებს მოუსმენდა. საავადმყოფოში მისულმა ზაზა მღებრიშვილი იკითხა, მითითებული კაბინეტისკენ დაიძრა და მალე მისთვის განკუთვნილ პატარა ოთახშიც ამოჰყო თავი. ყველაფერი უამბო საბას მდგომარეობაზე, სერიოზულ სიტუაციაზე, რომელიც გადასადები ნამდვილად არ იყო. -ოპერაცია რაც უფრო მალე გაკეთდება უკეთესი იქნება საბასთვის. ორგანიზი დასუსტებული აქვს, რაც უფრო დასუსტდება უფრო გაუძნელდება გამოჯანმრთელება და ყველაფრის აღდგენა. -მაშინ დავიწყოთ მომზადება. -აქედან რომ გახვალ ანალიზი გაიკეთე, ხვალ მოდი და მომზადება დავიწყოთ. დაახლოვებით ერთი კვირა გვჭირდება მოსამზადებლად, შემდეგ გაკეთდება ოპერაცია. მომდევნო 14 დღე დავაკვირდებით ახალი უჯრედების განვითარებას, თუ ყველაფერი კარგად წავიდა და რეპროდუქცია დაიწყო სანერვიულო აღარაფერი იქნება. პაციენტი დარჩება სტერილურ გარემოში ერთი თვის მანძილზე. როდესაც სისხლის ხარისხი მიაღწევს შესაბამის დონეს, საკმარისი რაოდენობის სისხლის წითელი და თეთრი უჯრედები წარმოიქმნება და პაციენტიც ფიზიკურად მომჯობინდება დაახლოვებით ერთიდან ორ თვის შუალედებში მის სახლში გაწერასაც შევძლებთ. მთავარია ყველაფერს ზუსტად მივყვეთ. -გასაგებია… თხოვნა მაქვს. -რითიც შემიძლია დაგეხმარებით. -ჩემ ძმას არ უთხრათ ჩემი ვინაობის შესახებ. -კი მაგრამ… - დაბნეულმა გაუსწორა კაცს თვალი, მაგრამ ბოლოს მის მზერას უსიტყვოდ დასთანხმდა. - თქვენი ნებაა. -მადლობა. -ხვალ შევხვდებით. - ხელი ჩამოართვა ფეხზე წამომდგარს, ლუკაც დამშვიდობების შემდეგ კაბინეტიდან გავიდა. ანალიზები გაიკეთა, მერე კი გასასვლელისკენ დაიძრა. საავადმყოფოდან გასვლის შემდეგ პირდაპირ სასტუმროსკენ მიმავალ გზას დაადგა. მიუხედავად იმისა რომ მგზავრობის დროს ეძინა, თვალები მაინც დახუჭვას და გონების გათიშვას სთხოვდა. დიდი დრო დასჭირდებოდა ათი წლის შემდეგ საქართელოს დროზე გადასასვლელად, შეიძლებოდა წასვლამდეც ვერ შეჩვეოდა რვა საათით წინ ყოფნას. სასტუმროში მისულმა დაჯავშნილი ნომერი მოითხოვა, მძღოლს ჩემოდანი მოატანინა და მომსახურე პერსონალს მისი ოთახამდე მიტანა სთხოვა. შიგნით შესულმა იქაურობა მოათალიერა, დიდ ფანჯარას მიუახლოვდა და მთლიან თბილისს მოავლო თვალი. ოქტომბრის ფერი დაჰკრავდა ქალაქს, ჯერ მხოლოდ შუადღე იყო, ლუკას კი თვალები ეწვოდა, კუჭიც უცნაურ ხმებს გამოსცემდა და ისიც მიხვდა უკვე არეული ჰქონდა ყველაფერი. შიმშილს ვერ გრძნობდა, მაგრამ იცოდა ორგანიზმს სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა მაინც დაწვა საწოლის ზემოდან ტანსაცმლით, თავი ბალიშზე დადო და რამდენიმე წამში ისე გაითიშა თვითონაც ვერ მიხვდა. საღამოს რვა საათი იყო რომ გამოეღვიძა, საწოლის გვერდზე მდგომ ტუმბოზე მოთავსებულ საათს შეხედა თვალებ მოჭუტულმა, შემდეგ ფანჯარაში გაიხედა. უკვე დაბნელებულიყო. ფეხზე ნელა წამოდგა, წყალი გადავილო, ტანსაცმელი გამოიცვალა და სასტუმროდან გასულმა კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა ჰაერი, რომელიც არა და არ ჰყოფნიდა. ფეხით გაუყვა ქუჩას, ტელეფონზე გამოსახული საათი ცხრის ორმოცდაშვიდ წუთს აჩვენებდა, ლუკაც ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა განათებულ ქუჩას, იქაურობას ათვალიერებდა, ეცინებოდა წინიდან მომავალი რამდენიმე გოგოს დანახვაზე რომლებიც მიშტერებულები უყურებდნენ სიმპატიურ კაცს, შემდეგ რაღაცას ეუბნებოდნენ ერთმანეთს, გვერდის ავლის შემდეგ კი უკან იყურებოდნენ. შეცვლილი იყო ხალხიც, მათი ქცევები, საუბრები, სახის გამომეტყველება. ახალგაზრდები უფრო თამამად გამოიყურებოდნენ, მათი ყურებისას კი საკუთარი ახალგაზრდობის წლები ახსენდებოდა, ის წლები რომლებიც ამ ქუჩებზე ხელტიალში გაატარა. მაშინ მიხვდა რამდენი რამ დაკარგა თავისი სისუსტით, იქიდან გაქცევით და ყველასგან ჩამოშორებით. იხსენებდა უნივერსიტეტის მეგობრებს და ხვდებოდა არავისთან ჰქონდა დასარეკი, მაგრამ ძველი მეგობრის გახსენებაზე მაშინვე გაანათა ტელეფონი და შენახულ ნომერზე გადარეკა. ყურზე მიიდო, თან სუნთქვა შეკრული დაელოდა როდის უპასუხებდა. მოლოდინში მოსიარული ხალხიც კი გადაავიწყდა ერთ ადგილას მდგომს, ეგონა არ უპასუხებდა უცხოურ ნომერს, მაგრამ რამდენიმე წამში მეორე მხირად გაგონილ “ჰელოუ”-ზე ინსტიქტურად გაეცინა. -გამარჯობათ, ცოტნე მინდოდა. - ინგლისურად ჩაილაპარაკა და დაელოდა მის შემდეგ პასუხს. -მე ვარ, თქვენ ვინ ხართ? -აი ათი წლის წინ რომ წავიდა და ამ დროის მაინძილზე ერთხელაც რომ არ დაგირეკა ის. - როგორც კი ქართულად დაილაპარაკა წამსვე ჩამოწვა სიჩუმა, სუნთქვა შეკრული ელოდა როდის იტყოდა რამეს, მაგრამ ამის ნაცვლად ზარის გაწყვეტის ხმა შემოესმა. - ჯანდაბა. - ჩუმად დაილაპარაკა თვალ დახუჭულმა, გულზე მოხვდა მისი ქცევა, თავი დახარა და კიდევ ერთხელ იგრძნო სიბრალულის გრძნობა თავისი თავის მიმართ. მერე მოულოდნელად ამღერდა მისი ტელეფონი და თვალებ გაბრწყინებულმა წამსვე უპასუხა. -მართლა შენ ხარ ბიჭო? -ხო მე ვარ. -სად ხარ? -აქ ვარ, ქუჩებში დავსეირნობ… მომნატრებია. -სად აქ? საქართველოში ხარ? მართლა აქ ხარ შე ჩემა? -დღეს ჩამოვედი, აქ ვარ და თუ გცალია გამოდი სადმე დავსხდეთ. -ახლა არ მცალია, ბიჭებთან ერთად ვარ, ვსვამთ და სხვა დროს იყოს. -კარგი. - ჩახლეჩილი ხმით თქვა, მერე კი ჩაახველა. -რა კარგი ბიჭო ღადაოობ… სად ხარ მითხარი მოვალ, ან ამოდი ჩემთან. -რუსთაველზე ვარ. - ზუსტად აღწერა მდებარეობა, შემდეგ იქვე სკამზე ჩამოჯდა და დაელოდა როდი გამოჩნდებოდა ძველი მეგობარი. იმედი ჰქონდა მასთან მაინც იგრძნობდა თავს თავისუფლად იმ გაუცხოვებას მოაშორებდა რასაც ყველგან, ყველა ნაბიჯში გრძნობდა. მალე მანქანის დიდი ხმაც შემოესმა და მიხვდა მრბოლელი მეგობრი რამდენიმე წამში მის წინ გაჩნდებოდა. ექვს წამში მართლაც გააჩერა მანქანა იმ ადგილას სადაც გაჩერება არ შეიძლებოდა, სწრაფად გადმოხტა მანქანიდან შავთვალება ბიჭი და ყურებამდე გაკრეჭილი, გაშლილი ხელებით დაიძრა ლუკასკენ. -დაბრუნებას გილოცავ დაკარგულო მეგობარო! - გახარებულმა ორივე ხელი მაგრად შემოხვია, ლუკასაც ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს რამდენიმე თვის წინ ენახა ბოლოს. ისევ ისეთი იყო, არაფერი შესცვლოდა, გარეგნობაც კი. მხოლოდ წლები დასტყობოდა, უფრო კაცური და სიმპატიური გამხდარიყო. -შენ ისევ ისეთი პატარა ხარ? - თავისზე დაბალს ხელი გადაუსვა თავზე, მან კი წარბ აწეულმა ახედა ქვევიდან. -შენ და შენი ძმა ხართს მაღლები ძმაო, რა ჩემი ბრალია. შენ კიდევ უფრო მაღალი ხარ და დიდიც… წამოდი თორემ ვინმე უცხო თუ შემხვდა ჯარიმა არ ამცდება. - მანქანაზე ანიშნა თავით, თან ხელკავი გამოსდო. -ნაცნობი პოლიცილებიც გყავს? - სიცილით გადახედა, მანქანა უცებ შეათვალიერა და შიგნით მოთავსდა. -იმდენჯერ დამაჯარიმეს… - მხრები აიჩეჩა სიცილით, ლუკამ კი თავი გააქნია. - სად წავიდეთ? -სადაც გინდა, მე გპატიჟებ. -გშია? -თითქმის ორი დღეა არაფერი მიჭამია. -ერთი მაგრი ადგილი ვიცი, გემრიელი საჭმელი აქვთ, თან ბევრი ხალხი არ არის და საუბარსაც შევძლებთ. - წარბ აწეულმა გადახედა გვერდზე მჯდომ ლუკას, სიჩქარეს მოუმატა, ბოლოს ერთ რესტორანთან გააჩერა, მასზე მაღალ ლუკას ხელი გადახვია და ისე შევიდა შიგნით. -ვერ მწვდები ხომ ხედავ, რას იჭიმები. -გავიწელები, იქნებ გავიზარდო. -შენ მაგის კიდევ გჯერა? - სიცილით მოთავსდა ერთ-ერთ მაგიდასთან, ცოტნემ კი თვალები აატრიალა. -მეტრა ოთხმოცი ვარ შე ჩემა, მეტი რა გინდა. -გამარჯობათ. - თავზე წამომდგარმა მიმტანმა ყურებამდე გაუღიმა ცოტნეს, რომელიც ხშირად სტუმრობდა ამ ადგილს. კაცმა შეკვეთა ჩააწერინა, ლუკას ნაცვლადაც თვითონ უკარნახა ყველაფერი, მერე კი მომღიმარ ალანიას შეხედა. -რა? -ისევ ისეთი ხარ. -მიზეზი არ მქონდა შესაცვლელად. - მხრები აიჩეჩა უდარდელად. - არც ქალი, არც კაცი. - სიცილით ჩაილაპარაკა, მერე სახე დაასერიოზულა, ლუკასკენ გადაიწია და ყურადღებით დააკვირდა შეცვლილს. - რატომ ჩამოხვედი. -ჩემი ტყუპისცალი უნდა გადავარჩინო. - წარბები ასწია წამით, თან ჩაიცინა. -საბა არ გეტყოდა. -არც დასჭირვებია თქმა. -ა ეს თქვენი რაღაც კავშირი, რომ გრძნობთ ხო? - მკერდიდან თავამდე აიტარა ხელი, ლუკა კი სიცილით დაეთანხმა. - ისე ეგ მაგარი რაღაც გქონდათ... გაქვთ. გახსოვს ავარიაში რომ მოყვა როგორ იყავი? -ჰო. - კვლავ ჩაახველა ხმის ჩასაწმენდად, თან მოგონებები ამოუტივტივდა გონებაში. -ისე სულ იმას როგორ ემართება ყველაფერი. -რა ვიცი აბა. - მხრები აიჩეჩა ისე რომ თვალი არ მოუშორებია ცოტნესთვის. -მოყევი. -რა? -ყველაფერი იმ დღის შემდეგ რაც იყო. -ცუდი მოგონებები… გასახსენებლად არ ღირს. - თვალი ჩაუკრა მეგობარს, ის კი დაეჭვებული აკვირდებოდა. -ნახე ნინი? -კი, სახლში. -მერე? -რა მერე? -რას ფიქრობ? არ ბრაზობ? ან რამე არ ვიცი. - ლუკას უემოციობით ცოტა დაიბნა კიდეც. არ ეგონა როდისმე მათი ნახვის შემდეგ ასე წყნარად თუ იქნებოდა, მაგრამ მას ხომ არ შეეძლო იმის დანახვა რაც ლუკას გულში და გონებაში ხდებოდა. -აღარ ვბრაზობ. ნინიზე მითუმეტეს. ქალია, რომელსაც მეორე ძმა შეუყვარდა პირველზე მეტად. -ისე საუბრობ თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს. -თავიდანვე ასე რომ მიმეღო ახლა ათი წლის უნახავი არ გეყოლებოდი, ისევ და ისევ ჩემი თავი დავაზარალე აქედან წასვლით. -შენ თუ დაზარალებული ხარ… რავი. მსოფლიოს ჩემპიონი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ხარ, ამას დაზარალებას ეძახი? მეც დიდი სიამოვნებით დავზარალდებოდი ეგრე. - სიცილით აიჩეჩა მხრები. მის სიტყვებზე თავი გააქნია ლუკამ, თან გულით გაეცინა. -შენ არ იცი როგორია ყველასგან და ყველაფრისგან შორს ყოფნა, თორემ ასე არ იტყოდი. -ვიხუმრე… ვხვდები რასაც ამბობ ჰო... შენს შეჯიბრებს ყოველთვის ვუყურებდით ლაივში, საბა მაგრად გგულშემატკივრობდა, გოლის გატანისას რომ ხტებოდა ფეხზე რომ გახსოვს… ეგრე იყო შენს მოგებებზე. - მომღიმარმა შეპარვით ჩაილაპარაკა, თან თავჩახრილ ლუკას უყურებდა. - ისე მართლა, ის გოგო ვინ არის? -სოფი. - მოსმენილით სასიამონოდ გაკვირვებული დარჩა. არც უფიქრია არასდროს საბა თვალს თუ ადევნებდა ძმის ცხოვრება. ვინ იცის კიდევ რამდენი რამ იყო რაც თვითონ არ იცოდა. -ანუ? -ჩემი ქალია. მიყვარს ყველაფერზე მეტად.. - გაიღიმა სოფის გახსენებიდას, ცოტნე კი თვალებ გაფართოვებული უყურებდა. -ამიტომ ხარ ასე მშვიდად? -ეს კიდევ არაფერია, შენ უნდა მნახო სოფის გვერდით, სრულ ნირვანაში ვარ. - თვალები უნათოდა, ცოტნე კი გაოცებული შესცქეროდა მეგობარს, ასეთი ნინის დროსაც კი არ ენახა. -აქ არის? -არა. იქ დავტოვე. თუ ჩამოვიდა გაგაცნობ. -როგორია? -შენთანაც კი შეუძლია გაუჩერებლად ისაუბროს. ძალიან კეთილი და საყვარელია. მაგრამ ზედმეტად პირდაპირი. რასც ფიქრობს იმას ამბობს, მეც მაიძულებს ველაპარაკო და ალბათ ამის დამსახურებაც არის დღეს რომ აქ ვარ მშვიდად. -ეს ვიგულისხმე როცა გითხარი მშვიდად ხართქო. - ოდნავ გაიღიმა, შემდეგ თვალი გაუსწორა ლუკას და მთელი გულწრფელობით განაგრძო საუბარია. - მიხარია... ყველაზე მეტად ამის მოსმენა გამიხარდა შენს თავს ვფიცავარ... ძალიან ლამაზია, ისეთი ეგრევე რომ შეატყობ მხოლოდ სილამაზე არ აქვს და შიგნიდანაც მრავალფეროვანია. ეგ თქვენს ფოტოშიც ჩანს, ისე უბრწყინავს თვალები და ისე იღიმის, შენც გაგაღიმებს. -მაგ ბრჭყვიალა თვალებ ვუყურებ ყოველ დღე და ზოგჯერ მგონია ვეღარ გავუძლებ მის ყურებას. ჯანდაბა ძმაო, ასე არასდროს არავინ მყვარებია. - სახეზე ჩამოისვა ხელები, პირველად ამბობდა ხმამაღლა სხვასთან თავის გრძნობების შესახებ და სიამოვნებდა კიდეც ამ ყველაფრის ხმამაღლა აღიარება. - ჩემს გვერდზე რომ არის მგონია სამყარო ჩემს გარშემო ბრუნავს. ყველაზე ძლიერად თავს მაშინ ვგრძნობ და ახლა ყველაზე ძალიან მჭირდება. -თვითონ იცის ეს ყველაფერი? -რა ყველაფერი? -რაც მოხდა. -იცის. -და რას აპირებ ამის შემდეგ? -ოპერაციის შემდეგ უკან ვბრუნდები, დიდხანს ვერ დავრჩები, სანდო ხალხი მყავს, მაგრამ რესტორნები, სასტუმროები, კლუბები და კიდევ უამრავი წვრილმანი მაქვს კისერზე აკიდებული. ერთი შეცდომაც და მაშინვე ზარალში ვარდები. ჩემი იქ ყოფნა საჭიროა, ამიტომ არ შემიძლია აქ დიდხანს დარჩენა… არც მინდა სოფის გარეშე. -მე ვერ დავუმუღამე ბიზნესს, რამდენჯერმე წამოვიწყე საბას დახმარებით, მაგრამ ნებისყოფა არ მყოფნის. მირჩევნია ისევ საბურავები დავწვა. -ეგ შენი საქმეა კი. - სიცილით დაუქნია თავი, შემდეგ მიტანილ შეკვეთას დახედა, მონატრებული საჭმელების დანახვისას კი სახე გაუბრწყინდა. დიდხანს ისაუბრეს მაგიდასთან მსხდომებმა, ძველ დროს იხსენებდნენ, განვლილი წლების შესახებ ყვებოდნენ, მაგრამ ის დღე აღარ უხსენებიათ რომელიც სასაუბროდ არასასიამოვნო იყო. ბოლოს სასტუმროსთან დატოვა ლუკა და დროებით დაემშვიდობა. * ყველაფერი სწრაფად ნვითარდებოდა, დღეები დღეებს მისდევდა, დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებდა, ექიმის დარიგებებს პირნათლად ასრულებდა, ოპერაციისთვის ემზადებოდა, ღამეს კი სასტუმროში ათევდა. ბავშვსაც დაუახლოვდა, ისეთი თბილი იყო ლუკას გულს უთბობდა, მითუმეტეს მაშინ როცა მასში საბას ხედავდა. ნელ-ნელა ერკვეოდა იქ არსებულ სიტუაციაში, თავის სურვილის საწინააღმდეგოდ ნახულობდა ახლობლებს, ესაუბრებოდა უცინოდა ყველას, მაგრამ იმდენს მაინც ახერხებდა რომ მისი იქ ყოფნის შესახებ საბას არ გაეგო. ის კი მაინც ყოველ დღე კითხუობდა ვინ იყო დონორი, მაგრამ კითხვაზე პასუხი ერთიდაიგივე იყო, “არ ვიცით”, პასუხი რომელიც საბას ლუკას იქ ყოფნის იმედს უსახავდა. ოპერაციის წინა დღეს მოუსვენრობა აწუხებდა, რაღაც სურდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა. მთელი დღის მანძილზე იწვა, სოფის ესაუბრებოდა, ან ლეპტოპში ჩამძვრალი საქმეებს კილომეტრებიდან აგვარებდა. თორმეტი საათი ხდებოდა, ძილი ვერაფრით შეძლო, ამერიკაში ამ დროს იღვიძებდა, ახლა კი არანაირად არ შეეძლო თვალების დახუჭვა და გონების გათიშვა. საწოლზე მწოლი ერთ წერტილს მიშტერებოდა, ფიქრებში წასული ყველაფერზე ერთად ფიქრობდა. ბოლოს ფეხზე წამოდგა, თბილად ჩაიცვა და სასტუმრო დატოვა. ტელეფონში ქალის ნომერი მოძებნა, ბევრი ფიქრის შემდეგ დარეკა, თან დაელოდა როდის უპასუხებდა. -გისმენ. -პარკში მოდი. - როგორც კი თქვა მაშინვე გაუთიშა, მარცხნივ გაიხედა და პირველივე გამვლელ ტაქსს ხელი აუწია. შიგნით მოთავსებულმა მძღოლს მისამართი უთხრა და ისიც პირდაპირ პარკისკენ წავიდა. ქალი უკვე იქ დახვა, სკამზე მჯდომი მუხლებს დაყრდნობოდა იდაყვებით, საკუთარ ხელებს დაჰყურებდა და თითებს ნერვიულად იწვალებდა. - საღამო მშვიდობის. - ისე მოულოდნელად მიუჯდა გვერდზე შეაშინა კიდეც ქალი. -რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? -რა ყველაფერი? -რატომ ვართ ახლა აქ? -სასაუბროდ. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, გრძელი სკამის საზურგეს მიეყრდნო და მის სახეს დააკვირდა. -რაზე გინდა საუბარი? -თავს ნუ იშტერებ, ჭკვიანი ქალი ხარ… ნუ იმდენად ჭკვიანი მაინც ხარ ჩემი ძმის ცოლი რომ გამხდარიყავი. მგონი ცოტა ვურევ საუბარში… არ შეიმჩნიო არეული წინადადებები, მიხვდები რასაც ვგულისხმობ. -შენ არაფერი იცი. -მე ის ვიცი რომ ჩემი შეყვარებული დაწვა ჩემს ტყუპისცალთან და ჩემმა ძმამაც არაფერი გააკეთა ქალის შესაჩერებლად. -ასე არ არის… ნუ ლაპარაკობ იმას რაზეც წარმოდგენა არ გაქვს. შენ მხოლოდ ის გაიგე რომ ერთად ვიყავით, გითხარი ჩემი ბრალია მე შევაცდინეთქო და შენც რამდენიმე დღეში გაქრი. -ჩემი ბრალი ყოფილა ყველაფერი, კარგი. - თავი დაუქნია, თან ჩაიცინა, ნინიმ კი წამსვე შეხედა. -შეცვლილი ხარ. -რა იყო, ისევ მე ხომ არ მოგეწონე. - ცინიკური ღიმილი აიკრა სახეზე, ნინის კი წამსვე ცრემლები გადმოსცვივდა სერიოზულ სახეზე, მაშინვე შეიმშრალა და ფეხზე წამოდა წასასვლელად. - დაჯექი! -თავი დამანებე! არ ვარ ვალდებული ის გავაკეთო რასაც მეტყვი! -ხარ. და დაჯექი რომ გეუბნები. - წყნარად ჩაილაპარაკა, თან ცხვირსახოცი გაუწოდა. - ტყუილად ნუ ყრი ცრემლებს. -ტყუილი ცრემლებდი არ ვიცი როგორია. - წვრილი თითებით ნელა გამოართვა თეთრი ნაჭერი, ისევ გვერდზე მიუჯდა და თავი დახარა. - შენს ცვლილებაში შენი შინაგანი მხარე ვიგულისხმე. -ყველა ვიცვლებით. -შენ იცი რასაც გეუბები. -არ მაინტერესებს. ვცდილობ წყნარად ვიჯდე შენს გვერდით, ვცდილობ თავი შევიკავო რაიმეს თქმისგან, მაინც ჩემი რძალი ხარ. - ბოლოს მაინც ირონიით ჩაიცინა. - მგონი კარგად არ გამომდის… მითხარი ის რის გამოც ვართ ახლა აქ და დავამთავროთ ეს თემა რომ განვთავისუფლდეთ ყველა. ის რაც იყო აღარ შეიცვლება, დამთავრდა. ჩხუბს, საქმეების რჩევას, ან გაბრაზებას აზრი არ აქვს. ვერავინ დავივიწყებთ და არც არაფერი იქნება ისე როგორც იყო. საბას რომ დასჭირდეს, სხეულის სხვა ორგანოებსაც ამოვიჭრი და გადავუნერგავ, იმიტომ რომ ჩემი სისხლი და ხორცია, ჩემი ძმაა და აქ რჩება ყველაფერი, დარწმუნებული ვარ ისიც ასე მოიქცევა, მაგრამ ის ყველაფერი ვერ დაბრუნდება. -მაშინ რატომ გინდა ყველაფრის გაგება ახლა? -მიზეზი მჭირდება რის გამოც შევძლებ პატიებას. -იქნებ არ არსებობს მიზეზი და ისე იყო ყველაფერი როგორც გგონია. -დარწმუნებული ვარ ისე იყო როგორც მგონია. თქვენ ერთად იყავით, ეს შეუცვლელი ფაქტია, როგორ, რატომ ან რანაირად, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. როგორც არ უნდა ვეცადოთ განვლილ წლებს ვერ დავივიწყებთ. უბრალოდ ამ ბრძოლიდ სასრულება მინდა ნინი. ახლა დაიწყე მოყოლა, გისმენ… ოღონდ ცრემლების გარეშე, თორემ გული მიჩუყდება. ძალიან ლმობიერი გავხდი ამ ბოლო დროს. - ოდნავ გაუღიმა ნაძალადევად, მერე სერიოზული გამომეტყველები თააკვირდა. მხოლოდ ღმერთმა იცოდა რა ფასად უჯდებოდა ამ ყველაფერზე ასე მშვიდად საუბარი, ამ ქალის გვერდით ყოფნა და მისი მოსმენ, მაგრამ წარსულის უკან მოსატოვებლად ამ ყველაფრის ატანა იყო საჭირო. წარსულიდან საბოლოოდ თავის დასაღწევად და მომავლის მშვიდად გასაგრძელებლად. მხოლოდ ღმერთმა იცოდა რა ფასად უჯდებოდა ამ ყველაფერზე ასე მშვიდად საუბარი, ამ ქალის გვერდით ყოფნა და მისი მოსმენ, მაგრამ წარსულის უკან მოსატოვებლად ამ ყველაფრის ატანა იყო საჭირო. წარსულიდან საბოლოოდ თავის დასაღწევად და მომავლის მშვიდად გასაგრძელებლად. -გახსოვს ის დღეს პირველად რომ შევხვდით? ეკას დაბადების დღზე. - დიდი შესვენების შემდეგ თავი ჩახარა და საუბარი ისე დაიწყო, ლუკა კი მიშტერებული უყურებდა მის პროფილს. -კი. -მაშინ გაოცებული, გახარებული, დაბნეული და ბედნიერი ვიყავი ასე ახლოდან კიდევ ერთხელ რომ გნახე. პირველად უნივერსიტეტის პირველ დღეს გნახე, ბიჭებთან ერთად იდექი, ორი გოგოც იდგა თქვენთან, შენ ერთ-ერთზე გქონდა ხელი გადახვეული და ცოტნეს ელაპარაკებოდი, როგორც მახსოვს. დავიკარგე, მოსვლის და კითხვის მცხვენოდა, თან ხომ იცი ისედაც რა მორცხვი ვიყავი. -უფრო კომპლექსა. -ჰო, ვიფიქრე რომ დამცინებდით. მერე ცოტნემ მკითხა, ხომ არ დაიკარგე გოგონიო, ყველამ მე შემომხედეთ, მახსოვს სახე როგორ მიხურდა, შენ კიდე ოდნავ იღიმოდი და ისე მიყურებდი. შენს გვერდზე გოგომ რომ ჩაიცინა მერე შენზეც მომეშალა ნერვები. მაგის შემდეგ ყველგან შენ იყავი, ყველგან გხედავდი, მიკვირდა კიდეც როგორ ახერხებდი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გაჩენას, მეგონა რამე გზები გქონდა რომელიც მე არ ვიცოდი, რადგან შეუძლებელი იყო გარეთ დანახული რამდენიმე წუთში შიგნით დამხვდარიყავი. - ჩუმად ჩაიცინა, თან წინ ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაიწია. - მერე გაგიცანი… შენ ძალიან თავისუფალი იყავი, ყველასთან გახსნილი და მეც შენ გემსგავსებოდი შენი ხასიათების დამსახურებით. რომ მითხარი ტყუპის შესახებ გაოცებული ვიყავი, დავიბენი კიდეც როცა გავაანალიზე რომ უნივერსიტეტში ორს გხედავდით და არა ერთს. მიყვარდი, შენთან ყოფნა მომწონდა, მსიამოვნებდა ყველაფერი რასაც ჩემთვის აკეთებდი, მაგრამ იმ მიზიდულობას და ვნებას ვერ ვგრძნობდი რასაც ნორმალური წყვილი გრძნობს. უფრო საუკეთესო მეგობრად და ჩემს ყველაზე ახლო ადამიანად აღგიქვამდი. გახსოვს გითხარი უნივერსიტეტის პირველ დღეს გნახეთქო, შენ თქვი რომ არ გახსოვდა რადგან პირველ დღეს ნასვამი იყავი. საბა რომ გამაცანი მაშინ მივხვდი რომ ის ბიჭი რომელიც მომეწონა შენ არ იყავი. იცი როგორი შეგრძნებაა როცა იმ ადამიანს ეხები რომელიც სულიერად შენი მეორე ნახევარია? - ქვევიდან ახედა ლუკას ამღვრეული თვალებით, რამდენიმე წამით ჩუმად შესცქეროდნენ ერთმანეთს, ხმა რომ არ გასცა კაცმა საკუთარ ხელებს დახედა და საუბარი განაგრძო. - ხელი რომ ჩამომართვა ის ვიგრძენი რაც არასდროს მიგრძვნია. მეგონა თითებიდან ფეხის ფჩხილებამდე ჭიანჭველებმა გაირბინეს, გული ისე ამიჩქარდა სუნთქვაც კი შემეკრა. მივხვდი არც საბა იყო კარგ მდგომარეობაში. ხელი მალე გამიშვა და ჩეულებრივ განაგრძო საუბარი, მე კიდე თვალს ვერ ვაშორებდი. მაგის შემდეგ არასდროს მომკარებია, თავს მარიდებდა, ყურადღებასაც არ მაქცევდა, რამდენიმე მეტრით შორს დგებოდა ჩემგან და ისე მესაუბრებოდა. არაფერი ეტყობოდა, მეგონა მომელანდა მაშინდელი მისი რეაქცია. ერთხელ, უნივერსიტეტიდან რომ გამოვედი საბა დამხვდა, მითხრა რომ სიცხე გქონდა და თვითონ უნდა მივეყვანე სახლამდე. არ დაგიმალავ და გეტყვი რომ გამიხარდა. არა შენი ცუდად ყოფნა, საბასთან ასე ახლოს რომ მომიწევდა ყოფნა ის. იშვიათად იღებდა ხმას, მაშინაც სულ შენ გახსენებდა. სახლში რომ მიმიყვანა მანქანიდან ვერ გადავდიოდი, რაღაც უფრო მეტი მინდოდა. ბოლოს გადასაკოცნად გადავიწიე, ვიგრძენი როგორ დაიბნა და მისი ამ მდგომარეობით ვისარგებლე. პირველად მე ვაკოცე. -კარგი გეყოფა… -დამაცადე! შენ მოყოლა მიბრძანე, ახლა ნება იბოძე და ბოლომდე მოისმინე. -რას მოვუსმინო, როგორ ეზასავე ჩემს ძმას? -შევცდი რომ ვთქვი შეიცვალეთქო, მოსმენის უნარი არ გაქვს. -დამცინი არა? შენ ადვილი გგონია იმ ყველაფრის მოსმენა რასაც ახლა ყვები? ან იმის თუ რას აკეთებდი ჩემს ძმასთან? - ნერვებმა რომ უმტყუნა ხმამაღლა დაილაპარაკა, მერე ირგვლივ მიმოიხედა, სახეზე ხელები ჩამოისვა და თვალებ ჩაწითლებულმა შეხდა ქალს. -ვიცი რომ არ არის, არც ჩემთვის არის ადვილი ამ ყველაფრის შენთვის მოყოლა, მაგრამ დამამთავრებინე რომ გავარკვიოთ ყველაფერი, გთხოვ. -კარგი, გააგრძელი. -საბა მაშინვე მომშორდა... თავიდან შოკში იყო, რომ გაანალიზა რაც მოხდა პირველი რაც თქვა ლუკას როგორ ვუთხრაო, ეს იყო, მერე თვალებში როგორ ჩავხედოო, მე კიდე ვუთხარი რომ მას არაფერი გაუკეთებია, ჩემი ბრალი იყო და უბრალოდ დაგვევიწყებინა ყველაფერი, მაგრამ ასეთი რამის დავიწყება ადვილი არ არის. ვთხოვე რომ შენთვის არაფერი ეთქვა და ალბათ მანდ შევცდით ორივე ყველაზე მეტად. მაგ დღის შემდეგ შენთვის აღარც მიკოცნია, ვცდილობდი მარტო არ შეგხვედროდი, ათას მიზეზს ვიგონებდი. ვიცოდი ხალხმრავლობაში არ მაკოცებდი, რადგან არ გიყვარდა ასეთი რამეები. რომელ მარტო შეხვედრაზეა ლაპარაკი, თვალებშიც ვერ გიყურებდი. ჩემს თავს ვერ ვიტანდი იმის გამო რომ შენ ასე გექცეოდი და უკვე ყველანაირად გღალატობდი, მაშინ როცა შენგან სიყვარულის, მზრუნველობის, ყურადღების და ერთგულების მეტს არაფერს ვიღებდი. მინდოდა როგორმე მეთქვა რომ უნდა დავშორებულიყავით, რადგან ასე ყოფნა აღარ შემეძლო, მაგრამ ვიცოდი თუ დაგშორდებოდი საბასაც ვერღა ვნახავდი, ისედაც აღარსად ჩნდებოდა სადაც მე ვიყავი… რა გაცინებს… -არაფერი, გააგრძელე. -ნატას დაბადების დღეზე საბაც იყო, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდა, საერთოდ როგორ შეეძლო ასე თავის შეკავება ვერ ვხვდებოდი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ამ ყველაფერს შენს გამო იტანდა. გახსოვს დიტო? -არა. -ის მანიაკი, გადაკიდებული რომ მყავდა, რამდენჯერმე ცემე, ბოლოს ხელი რომ მოტეხე აღარ შევუწუხებივარ. -ჰო გამახსენდა… ნაბი.ჭვარი, უფრო კარგად უნდა მეცემა. -აღარ არის ეგეთი, სულ შეცვლილია, წინა წელს ცოლი მოიყვანა… -უყურე შენ დიტოს. - ცინიკურად ჩაიცინა, შემდეგ სახე დაასერიოზულად. - არ მაინტერესებს დიტო. -ეგ დიტო იყო იმ დღეს იქ. ნატას სახლი თუ გახსოვს... მეორე სართულზე სამი საძინებელი იყო, ერთს დიდი აივანი ჰქონდა. -ჰო შენი საყვარელი ოთახი, მერე? - უემოციოდ ჩაილაპარაკა, ისე თითქოს არაფერი ყოფილიყო მნიშვნელოვანი მის სიტყვებში. თავისთვის მართლაც ასე იყო, ნინის აზრი კი დიდად არ აინტერესებდა. -მანდ ვიყავი, მერე დიტო მოვიდა და... შეიძლება გადავახტე? -შეიძლება. - უინტერესოდ დაუქნია თავი. -კაბა თითქმის წელამდე მქონდა აწეული საბამ რომ შემოაღო კარები, ვიღაც გოგოზე ჰქონდა ხელი გადახვეული, არ ვიცი რა ჰქონდა მოწეული, დიდი ხანი დასჭირდა სიტუაცის წესიერად დასანახად, მაგრამ ბოლოს ისე ურტყამდა ძლივს მოვაშორე დიტოს სხეულს. მერე სახლში წამიყვანა, იგინებოდა, თან მე მეჩხუბებოდა რატომ გამაჩერეო, რამდენჯერ გააფრთხილა ლუკამ, ცალკე მე და მაინც ვერ ჩერდებაო. მაშინ რომ ვხედავდი როგორ მდგომარეობაშიც იყო ეგოისტურად მსიამოვნებდა. სახლში მარტო ვიყავი და დარჩენა ვთხოვე… ჩემი საქციელის ახლა უფრო მცხვენია, როგორ ვიყავი მასთან ასეთი თამამი, არ ვიცი. - მთავარ ადგილზე მისულს ნერვიულად აუკანკალდა ხელები, თმა კვლავ ყურს უკან გადაიწია და ჩახველების შემდეგ კვლავ განაგრძო თხრობა. - მოსაწევს ორი ჭიქა არაყიც მიამატა და ის მდგომარეობა რაშიც იყო უფრო გაუგრძელდა, მოეშვა და ძველ მდომარეობას დაუბრუნდა. ვუყურებდი სავარძელში მჯდომს და მინდოდა სულ ასე მეყურებინა. ვკითხე თავს როგორ იკავებთქო, მან კი მიპასუხა, “ის სიყვარული რომელიც ჩემი ძმის მიმართ გამაჩნია სხვა ყველაფერზე მაღლა დგას, ლუკა ჩემი სულის ნაწილია და მის გარეშე არაფერი ვარ, ჩემი შენდამინ არსებული გრძნობების გამო მე მას დავკარგავ და მერე მეც დავიკარგები.”-ო. -არ აღმოჩნდა მისი სიყვარული საკმარისად ძლიერი. - სიმწრით გაიცინა, თან თვალები აემღვრა ამ სიტყვების მოსმენისას. იგრძნო როგორ აეწვა ჩაწითლებული მწვანე სფეროები, ყელში გაჩხერილი ბურთი მძიმედ გადააგორა ნერწყვის გადაყლაპვით, თან თვალები მოისრისა. -შენს წინ შენი საყვარელი ქალი რომ დადგეს შიშველი, რომელიც მთელი არსებით გიზიდავს და გსურს რას გააკეთებდი? - სახე აწითლებულმა თვალი გაუსწორა შოკირებულ ლუკას, რომელიც ხმას ვეღარ იღებდა. - საბამ გადასაფარებელი მომაფარა, მაგრამ არ შევეშვი, არ შევეშვი იქამდე სანამ ის არ მივიღე რაც მსურდა და ბოდიშს გიხდი… ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ და ვნანობ, არა იმას რაც გავაკეთე, იმას როგორც შენ მოგექეცი. მე რომ მეორე დღეს ასე პირდაპირ არ მეთქვა შენთვის, რომ ამეხსნა ყველაფერი ვფიქრობ არ წახვიდოდი, ჩვენს პატიებას ვერ, მაგრამ შენს ოჯახის წევრებთან ყოფნას შეძლებდი. მე არა. მაგრამ საბას სჭირდება შენი პატიება. შენ არ იცი როგორ იყო შენი წასვლის შემდეგ. -კაი ერთი. - კვლავ ცინიკურად ჩაიცინა, თვალები დახარა და მაქსიმალურად შეეცადა იმ ცრემლების შეკავებას რომლებიც უკვე თვალებს უბინდავდა და ყელში იმდენად აწვებოდა სუნთქვას უკრავდა. პატარა ბიჭი არ იყო შეჯიბრი გაემართა ვინ უფრო ცუდად იყო, ვის უფრო სტკიოდა და ვინ რა გადაიტანა, მაგრამ მაინც ეცინებოდა ნინის საუბარზე, მას ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდა ნახევრად მკვდას უცხო ქვეყანაში მარტოდ მატრო მყოფს რეები გადახდა თავს, ამის მოყოლას არც არავისთვის აპირება. -შენი წასვლის შემდეგ საბაც გაუჩინარდა, დღემდე არ ვიცი სად იყო, რადგან იმ დღეზე აღარასდროს გვისაუბრია… ერთი თვის შემდეგ გავიგე რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ არავისთვის მითქვამს, მეორე თვეც მიემატა და მუცლის დამალვა ჩემს ტანზე ნელ-ნელა გართულდა. მამაჩემმა რომ გაიგო გაგიჟდა, ხომ გახსოვს როგორი იყო… ბავშვის მამის ვინაობას არ ვეუბნებოდი, ბოლოს ბავშვის მოკვლით დამემუქრა. მაშინ მოკვდა მამა ჩემთვის სკამი რომ მესროლა და ზუსტად სკამის კუთხე მომხვდა მუცელში. რომ არ იქ არსაიდან გამოჩენილი საბა დღეს მათე არ მეყოლებოდა და არც მე ვიქნებოდი, რადგან ის ბავშვი მაძლევდა ძალას იმ ყველაფრის შემდეგ. საბაც იძულებული გახდა ცოლად მოვეყვანე, შენები წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ საბამ ყველა გააფრთხილა, ან მიმიღებდენ როგორც რძალს და მისი შვილის დედას, ან მასაც დაკარგავდნენ. მათაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. ქეთი დღემდე ვერ მიტანს და არც ვამტყუნებ, მთავარია ჩემი შვილები უყვარს. დაქორწინების შემდეგ იშვიათად ვხედავდი საბას, ვერავინ ეგუებოდა ამ ყველაფერს, შენ წასული მაინც იყავი, მას კი იმ ყველაფრის მოსმენა უხდებოდა რასაც ხალხი საუბრობდა, თავის თავის მიმართ სიძულვილი უფრო ეზრდებოდა და ასე რომ ვთქვათ ორივე მხოლოდ ჩემში არსებული ბავშვის გამო ვიტანდით ამ ყველაფერს, თორემ აღარც შენ გეყოლებოდა ძმა და არც მე ვივლიდი დღეს დედამიწაზე. წლები დაგვჭირდა ყველაფრის დასალაგებლად, ტკივილიც ნელ-ნელა მინელდა, შევძელით გვესაუბრა შენზე. ყოველთვის როცა ქეთი გესაუბრებოდა საბაც იქ იჯდა და გისმენდა, შენს მონაყოლს ისმენდა, იგებდა შენს მდგომარეობას, შენთან ერთად ისიც უკეთ ხდებოდა და შენს წარმატებებს იზიარებდა. საბას ჯერ თავისი თავისთვის უნდა ეპატიებინა გარკვეული დოზით რომ შენთვის პატიება ეთხოვნა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, რადგან თავს პატიების ღირსად არ თვლიდა, მითუმეტეს მაშინ როცა შენს საუბარს ისმენდა, როცა ქეთის ეუბნებოდი რომ ჩვენზე ლაპარაკი არ გსურდა. როცა ყველაფერი დალაგდა, ჩვენი გოგოებიც დაიბადნენ და საბა საბოლოოდ ბედნიერი ვნახე, ეს დაავადება გამოჩნდა. - ბოლოს ცრემლები გადმოსცვივდა, შეკავება არც კი უცდია, არც შემშრალება, რადგან ლუკასთან ამის საჭიროებას ვეღარ ხედავდა. - ქეთი რომ წაიყვანა თიასთან და მერე უკან დაბრუნდა პატარა ბავშვივით გახარებული იყო თქვენი პირველი დიალოგის გამო, ამბობდა ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდეო. მე არა, მაგრამ საბას სჯეროდა რომ მის ცუდად ყოფნას იგრძნობდი და ჩამოხვიდოდი, ახლა შენ გვაიძულებ მას არაფერი ვუთხრათ, მაგრამ იმდენს ვერ ვიფქრობ რომ შენ თუ შეგიშლია მისი გრძნობა, არც საბაა უგრძნობი. -არ ვფიქრობ რომ უგრძნობია. - ნელა წამოდგა ფეხზე მიღებული ინფორმაციით დამძიმებული, თავბრუს ხვევაც კი იგრძნო, მაგრამ თავის შეკავება მაინც მოახერხა თვალებ დახუჭულმა. - კარგად იქნება საბა... ყველა კარგად ვიქნებით. - ჩუმად ჩაილაპარაკა, თან ზევიდან დახედა ქალს. რამდენიმე წამით უყურა, ახლა სრულიად სხვანაირი იყო, დაცლილი, თითქოს განთავისუფლებული, მაგრამ თვითონ უფრო დიდ სიმძიმეს გრძნობდა. ნინი ქალი იყო, თავისი ყოფილი, ახალგაზრდობის სიყვარული. ცოლი თავისი ძმის. დედა ძმისშვილების, ახლა სასოწარკვეთილი ქალიც იყო, რომელსაც საყვარელი კაცის დაკარგვის შიში მთლიან სხეულში მოსდებოდა. ეცოდებოდა კიდეც, მიუხედავად იმისა რომ ამხელა ტკივილი მიაყენა, უყურებდა და სიბრალულის მეტს ვერაფერს განიცდიდა მის მიმართ. ისიც ალბათ იმიტომ რომ სოფის სიტყვები უტრიალებდა გონებაში. პირველად წარმოიდგენდა ადამიანის ადგილზე თავს და იმ გრძნობებს განიცდიდა, იმ შიშებს რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვით იყო გამოწვეული. ალბათ არც დაფიქრდებოდა თვითონ, რომ არ ჰყოლოდა ის ადამიანი რომელიც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა. სოფი რომ არ ჰყოლოდა. - ვიცი როგორი შეგრძნებაა როდესაც იმ ადამიანს ეხები რომელიც სულით ხორცამდე შენია და ამ გრძნობაზე სასიამოვნო არაფერია. - ოდნავ გაუღიმა თვალებ გაფართოვებულ ქალს, ხელი ნაზად მიარტყა მხარზე ნუგეშის მიზნით, შემდეგ კი პარკის გასასვლელისკენ დაიძრა. -ლუკა! - ჰეხზე წამომდგარმა მაშინვე დაუძახა კაცს, ის კი ნელა შებრუნდა ქალისკენ. - მადლობა ყველაფრისთვის. თუ როდისმე შეძლებ ჩემს პატიებას, მაშინაც მადლობელი ვიქნები. -საბამ გაპატია? თუ მან გაპატია, ჩემი პატიება არ გჭირდება. - წყნარად ჩაილაპარაკა, შემდეგ კი უკან მოუხედავად დატოვა იქაურობა. სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთა ქუჩები, ბოლოს სუნთქვა აჩქარებული კედელს მიეყრდნო ზურგით. ჯერ ისევ ნინის სიტყვები უტრიალებდა თავში, ემოციები, გრძნობები ერთდორულად აწვებოდა და ახრჩობდა. ამღვრეული თვალებით მიშტერებოდა მოწმენდილ ცას, რომელიც ვარსკვლავებით გადაჭედილიყო. უფრო მეტად მოაწვა მონატრება, თავი კედელს მიადო და თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. მაშინვე გაიკვალა გზა ლოყებზე თითო წვეთმა ცრემლმა, მერე კი ოდნავ წამოზრდილ წვერში ჩაიკარგნენ. იქვე კედელთან ჩაცურდა, მოხრილ მუხლებს იდაყვები დაადო, კეფა კი კვლავ კედელს მიაბჯინა. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, სად წასულიყო, როგორ მოქცეულიყო, ან რა ეფიქრა. თავს დაკარგულად გრძნობდა, ასე იყო წლების მანძილზე რადგან თავისი ნაწილი შორს ჰყავდა, მაგრამ ამას არასდროს აღიარებდა საკუთარ თავთანაც კი, ახლა კი საბოლოოდ გამოუშვა ყველა ის ფიქრი და ემოცია რასაც კი ფიქრობდა. დაკარგულს გზა მხოლოდ ერთი ჰქონდა, მისი ბოლოც იცოდა, მაგრამ რაღაც მაინც აკავებდა. ბოლომდე ვერ პატიობდა, ყველაფრის მიუხედავად მაინც უჭირდა ძმასთან მისვლა და თვალებში ჩახედვა. ვერც იმას და ვერც საკუთარ თავს ვერ პატიობდა განვლილ წლებს, რომლებსაც უკან ვეღარ დააბრუნებდა. უკვე ყველაფერი იცოდა, ახლა მთავარი მისი ერთი ნაბიჯი იყო რომლის გადადგმაც უჭირდა, თან ვერ ბედავდა. რა იქნებოდა მერე როცა ბრძოლას დაამთავრებდა, ამისიც კი ეშინოდა. -კარგად ხართ? - მხარზე დადებულმა ხელმა მოიყვანა გონს. წამსვე დაბნეულმა ახედა ახალგაზრდა გოგოს, მერე კი ფეხზე წამოდგა. -კი, მადლობა. - გაუაზრებლად ჩაილაპარაკა ინგლისურად და გოგოც დააბნია. - მე… კარგად ვარ კი. - ძალდატანებით გაუღიმა და გზა გააგრძელა. მალე ტაქსიც გააჩერა, უკანა სავარძელზე მოთავსებულმა მძღოლს სასტუმროს მისამართი უკარნახა, თან სოფისთან გადარეკა, ახლა ყველაზე მეტად მასთან საუბარი სჭირდებოდა. მანამდე კი მიწერა რომ ტაქსში იმყოფებოდა ყურსასმენების გარეშე. -გარეთ რატომ ხარ? -შენ სად ხარ? -მმ... მე და ანა ვართ კაფეში და საპირფარეშოში გამოვედი რომ დამირეკე. -რატომ? გაიგებდა ანა? -სხვათაშორის ნიკა ასწავლის ქართულს და რაღაც სიტყვები ესმის უკვე… რა მოხდა? -საიდან იცი რომ რამე მოხდა? -გხედავ ლუკა, სახეზე ყველაფერი გეტყობა და მითხარი რა მოხდა. -ნინის ველაპარაკე ახლა, ყველაფერი მომიყვა და… ვერ გადავწყვუტე სად წავიდე… -საავადმყოფოში გინდა წასვლა? - ოდნავ გაიღიმა, ლუკამ კი არ იცოდა რა ეპასუხა. - ჩემო სიცოცხლე... იცი რა ქენი? -რა ვქნა ჩემო სიცოცხლე? - გაეღიმა სოფის თბილ გამომეტყველებაზე, ყველაზე მეტად უნდოდა იმ დროს გვერდით ჰყოლოდა. ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მისი ჩახუტება, კოცნა და მოფერება სჭირდებოდა ფიქრების დასალაგებლად და გადაწყვეტილებების სწორად მისაღებად. -ნუ დამცინი. საბასთან წადი. -პატარა, მე არ… -შენც დაისვენებ და ისიც, ახლა ალბათ ეძინება, მიდი უბრალოდ. -გაიღვიძებს. ჩემს იქ ყოფნას მაშინვე იგრნობს ვიცი. -შენ ხომ გინდა წასვლა. -არ ვიცი… ჯანდაბა, ნეტა აქ იყო… -მომენატრე. -მალე გნახავ. -წადი. -მოვიფიქრებ. -ვხვდები რომ რაღაც ისეთი გაიგე რამაც დაგამძიმა, მე მანდ არ ვარ, ერთადერთი გამოსავალი კი საბასთან წასვლაა. შენც გჭირდება მისი ნახვა და იმასაც. ვფიქრობ ლაპარაკიც არ დაგჭირდებათ, რადგან ყველაფერი გარკვეული გაქვს. -ხვალ დაგირეკავ. -მალე დაიძინე დღეს. -კარგი. -მიყვარხარ. -მეც. - ოდნავ გაუღიმა, ზარი გაწყვიტა, მერე თვალები დახუჭა. არეული და დაბნეული იყო, აზრებს ვერ ალაგებდა, თავიც სტკიოდა ამდენი ინფორმაციით, ეგონა ცოტაც და აუფეთქდებოდა. ბოლოს ფიქრის გარეშე პირდაპირ სთხოვა მძღოლს საავადმყოფოში წაყვანა, ისიც მაშინვე დასთანხმდა. გადასვლისას მსხვილი კუპიურა დაუტოვა მძღოლს, კაცის ”მოიცადე”-სთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე დაიძრა საავადმყოფოს შესასვლელისკენ, უკვე გაცნობილ დაცვას მიესალმა და მიუხედავად ნახვის დასრულებული საათებისა მაინც მოახერხა შიგნით შესვლა. ფეხზე ბახილები ჩაიცვა, ლურჯი ხალათიც მოიცა და კართან მდგომმა შიგნიდან გამოსულ დაბნეულ ექთანს ოდნავ გაუღიმა. - ძინავს? -დიახ, მაგრამ თქვენ ვინ... -ტყუპისცალი ვარ. -აქ ვინ შემოგიშვათ? -ზაზამ? -მე მეკითხებით? - სულ დაიბნა გოგო წინ მდგომი სიმპატიური მამაკაცის ყურებისას, ლოყებიც კი შეეფარკლა და ნიკაპზე ჩამოწეული პირბადე მაშინვე გაიკეთა. -ნებართვა მაქვს, შეიძლება შევიდე? -დასვენება სჭირდება. -მმ, თათა, გეცოდინება ტყუპების ზებუნებრივ თვისებებზე, მე რომ მის გვერდით ვიქნები უფრო კარგად გახდება დამიჯერე. - მკერდზე დამაგრებული სახელის ამოკითხვისას წამსვე თვალებში ჩახედა თავისი მწვანე თვალებით. -ზებუნებრივობის არ მჯერა, მაგრამ თუ ნებართვა გაქვთ შეგიძლიათ შეხვიდეთ. -თავიდანვე ასე რომ დაგვეწყო ჯობდა. -ნახვამდის. -მადლობა. - მომღიმარმა გააყოლა მზერა, შემდეგ თვალები აატრიალა, ის ღიმილიც წამსვე მოიშორდა სახიდან და პალატაში ნიღბების გარეშე შევიდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ საწოლზე მწოლი გამელოტებული ძმის დანახვისას მაშინვე ადგილზე გაშეშდა. იმაზე რთული აღმოჩნდა მისი ამ მდგომარეობაში დანახვა, ვიდრე წარმოიდგენდა. ისე მოუნდა იმ დროს მისულიყო და მთელი ძალით მოხვეოდა სისხლი გაეყინა. ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხაე, იქვე კედელთან ჩაცურდა და შორიდან დააკვირდა მძინარე ძმას. გული მაქსიმალურად შენელებოდა, სუნთქვაც კი დავიწყებოდა, ყურადღებასაც არ აქცევდა ნელა მომუშავე ორგანოებს. შეცვლილ ძმას უყურებდა, მაგრამ ცრემლებით აღარ ტიროდა. ცრემლებით ვერ გამოხატავდა იმას რასაც იმ დროს შინაგანად გრძნობა. მთლიანად ინგრეოდა, შიგნიდან რეცხავდა ყველაფერს ტკივილისგან წარმოშობილი ცრემლების ნიაღვარი. არაფერი იყო ჩვეულებრივი ტკივილი შინაგან ტკივილთან შედარებით, ათი წლის შემდეგ ძმის ასეთ მდგომარეობაში ყურება კი შინაგანად ამტვრევდა და ფეხზე წამოდგომის საშუალებას აღარ აძლევდა. ყველა ის წუთები, საათები, დღეები, თვეები და წლები ეტკინა რომლებიც მის გარეშე გაატარა. დროის ყველა ისე მონაკვეთი შესძულდა სადაც საბა არ იყო და მაშინ მიხვდა თუ რამხელა ადგილი ეკავა ამ ადამიანს მის გულში. ალბათ ამიტომაც იყო მისი ქცევა ასეთი მტკივნეული, მთლიანად მიწასთან რომ გაასწორა, მაგრამ ახლა მის ადგილზე თავის წარმოდგენისას, იმის გააზრებისას თუ მან რა გამოიარა, თავისი თავი სულ გადაავიწყდა და სწორედ მაშინ ატირდა. პირველად ტიროდა ასე, ჩუმად, მაგრამ მისი ხმა მთელ პალატაში ისმოდა. ღრიალი უნდოდა, უნდოდა ეყვირა, პასუხი მოეთხოვა მაღლა მჯდომი ღმერთისთვის თუ რატომ ჩაუტარა ასეთი გამოცდა მაინცდამაინც მათ, მაგრამ ისიც იცოდა ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა. ნელა, გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, ბარბაცით მივიდა ძმის საწოლთან, მძინარეს ფრთხილად მიუწვა გვერდით, ისე რომ არ შეხებოდა. მიუხედავად VIP პალატაში მდგომი დიდი საწოლისა, ამხელა კაცი ძლივს ეტეოდა დასუსტებული და დაპატარავებული ძმის გვერდით. თვალებ ჩაწითლებული, ცრემლებისგან სველი სახით მყოფი საერთოდ არ ჰგავდა საკუთარ თავს, მაგრამ მაინც თვალმოუშორებლად უყურებდა მძინარეს. დაინახა როგორ გადმოუგორდა ცრემლი დახუჭული თვალის კუთხიდან მძინარე საბას, მოხრილი საჩვენებელი თითით ფრთხილად შეუმშრალა, იგრძნო როგორ შეკრთა კაცი მისი შეხებისას, უკვე ეგონა რომ თვალს გაახელდა და გაიღვიძებდა, მაგრამ ხმამაღალი ამოსუნთქვის შემდეგ ძილი კვლავ გააგრძელა. უკვე ადგომას და წასვლას აპირებდა ლუკა, მაგრამ მკლავზე გამოდებულმა ხელმა ადგომის უფლება არ მისცა. გაოცებულმა დახედა საბას გამოდებულ ხელკავს, შემდეგ მძინარეს დახედა და ინსტიქტურად გაეღიმა. ბავშვობაში როდესაც ერთად უწევდათ ძილი ყოველთვის ასე აკეთებდა იმ შემთხვევაში თუ რამის ეშინოდა, ან ცუდ სიზმარს ხედავდა, ძმის ხელს ყოველთვის პოულობდა. ხელკავს გამოსდებდა მაშინაც კი თუ მუცელზე იწვა და მშვიდად განაგრძობდა სიზმრებში “ურჩხულებთან” ბრძოლას. ახლაც გრძნობდა მის შიშებს, რომელიც თვითონაც მოსდებოდა სხეულზე. კვლავ ძველ ადგილს დაუბრუნდა, თვალები დახუჭა და რამდენიმე წამში ემოციებისგან გადაღლილს მშვიდად ჩაეძინა. დილით ფანჯრებში შემოჭრილმა მზის სხივებმა დაუფრთხო ძილი, დამძიმებული ქუთუთოები ოდნავ გაახილა და თვალების ტკივილიც იგრძნო. თავიც არ ჰქონდა ნაკლებ მდგომარეობაში, მკლავი და ფეხიც გაბუჟებოდა ერთ პოზაში წოლისგან. საერთოდ აღარც ეგონა ადგომას თუ შეძლებდა. -ჯანდაბა. - ჩუმად ჩაილაპარაკა, თან კისერზე მოისვა ხელი. თვალები საბოლოოდ გაახილა და მაშინვე თავის მსგავს მწვანე თვალებს წააწყდა. დაბნეულმა ძლივს გაიაზრა სად იმყოფებოდა, მდუმარედ უყურებდა საბას და ხმას ვეღარ იღებდა, ან რა უნდა ეთქვა, არც იციდა. -შენმა ტელეფონა უკვე ოთხჯერ დარეკა. - ჩამწყდარი ხმით ძლივს გაბედა ხმის ამოღება, ლუკას კი სუნთქვა შეეკრა ასე ახლოდან მოსმენილ ძმის ხმაზე. -რომ გამოჯანმრთელდები ისე გცემ ისევ აქ მოგიწევს დაწოლა. - წარბ შეკრულმა ჩაილაპარაკა, თან ტელეფონი ამოიღი ჟიბიდან. ჯერ ქეთის გამოტოვებულ ოთხ ზარს წააწყდა, შემდეგ საათს დახედა, უკვე ცხრას უჩვენებდა. - ფუ ამისი, ქეთი მომკლავს. -სად გეჩქარება? -დიდი ნემსი უნდა შემირჭონ ძვალში, ჩემი ძვლის ტვინი უნდა ამოიღონ და ერთ გამოსი.რებულს გადაუნერგონ. -დიდი ნემსების ხომ გეშინია? -მეორედ აღარ თქვა. მე სოფის დავცინოდი, რომ გაიგოს მთელი ცხოვრება ამაზე დამცინებს. თან სხვა გზა არ მაქვს, ჩემი ძმის გამო ტყვიას მკერდს მივუშვერ. - თვალი ჩაუკრა თვალებ ამღვრეულს. ეს საუბარი ისე ეუცნაურებოდა იბნეოდა და რას ლაპარაკობდა თვითონაც არ იციდა. -მე… შენ… შეგიძლია მაპატიო? -ქალები მაცდუნებლები არიან… შეიძლება ბევრჯერ შევიკავოთ თავი, მაგრამ ბოლოს ვეღარ ვქაჩავთ… ევა არ იყო ვინც ადამი აცდუნა? - ჩუმად გაიცინა, თან პასუხის მოლოდინში საბას მწვანე თვალებს დააკვირდა. -ეს მე არ მამართლებს. -შეიძლება, მაგრამ გახსოვს დიდი ხნის წინ ვმსჯელობდით… ადამს რომ პატიება ეთხოვნა ღმერთისთვის, ახლა ედემის ბაღში ვივლიდითო. -ჰო. - გაუაზრებლად დაეთანხმა, მერე კი თვალები გაუბრწყინდა ლუკას ნათქვამის გააზრებისას. - მაპატიე… მაპატიებ? - მაშინვე გადმოსცვივდა ცრემლები და ლუკამაც ვეღარ შეიკავა თავი. -ჯანდაბა ნუ ტირი, ხომ იცი მერე ვერც მე ვიკავებ თავს. - გვერდულად მწოლი ზურგზე მიდებული ხელით თავისკენ მისწია, მკერდზე მჭიდროდ მიიკრო, სახე მის ყელში ჩარგო და ნაცნობი სურნელის შეგრძნებისას მთლიანად მოეშვა. განთავისუფლდა, სხეული მოუდუნდა და ის ლოდიც მოშორდა მხრებიდან რომელის ასე ამძიმებდა. - მგონი ჩემზე მეტად შენ დაზარალდი. - ჩუმად დაიჩურჩულა, თან უფრო მეტად მოუჭირა მკლავები. -ვიცოდი რომ ჩამოხვიდოდი. - კიდევ ერთი ახალი ნაკადი გადმოუშვა და ლუკას თვალებსაც წამსვე მოსწყდა ცრემლები. -შენს გამო რაც ცრემლები ვღვარე მაგდენი ბავშვობის შემდეგ აღარ მიტირია. -მიხარია. -სი.რო… რომ არ ჩამოვსულიყავი რას აპირებდი? -ჩამოხვიდოდი, რაც არ უნდა იყოს, ჩემს გარეშე ვერ იცოცხლებ და ვერც იცხოვრებ მშვიდად, დანაკლისს იგრძნობ, განახევრდები, შენ კიდე ასეთი გრძნობები არ გევასება. -მომენატრე… ყველაზე მეტად შენ მომენატრე და ვნანობ ყველა იმ დაკარგულ დროს რომელიც შენგან შორს გავატარე. - დაუფარავად გაამხილა თავისი გრძნობები, საბამ თავი უკან გასწია და დაეჭვებულმა შეათვალიერა ძმა. მაშინვე მიუხვდა ლუკა ფიქრებს, თვალები აატრიალა, მთლიანად მოშორდა საბას, სველი სახე შეიმშრალა, მერე კი თვალები დახუჭა. - სოფიმ შემაჩვია, ისე ვამხელ ჩემს ფიქრებს მეც ვეღარ ვხვდები. ახლა სოფი მენატრება, ცუდად ვარ უკვე. -აქ არ არის? -არა, დავტოვე. - ჩუმად ამოიოხრა, საბას ჩაცინებაზე კი თვალები ჭყიტა. - რა? -საყვარელი ხარ. - გაუბედავად ეხუმრა, თან თვალს არ აშორებდა. -უნდა წავიდე. - საბას სიტყვები დააიგნორა, საწოლზე წამოჯდა, სახეზე ხელები ჩამოისვა, ცოტა ხანს ფანჯარას უყურებდა, შემდეგ ფეხზე წამომდგარმა საბას დახედა. - მე ეს ბრძოლა დავასრულე ძმაო, ახლა შენი ჯერია, აპატიე შენს თავს, გამოჯანმრთელდი და გააგრძელე ცხოვრება მშვიდად. - ოდნავ გაუღიმა ძმას, შემდეგ ნელა დაიხარა მისკენ და შუბლზე აკოცა. -მადლობა. -შეხვედრამდე. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა, კიდევ ერთხელ გაიღიმა და პალატიდან უკან მოუხედავად გავიდა. -ლუკა! - ექიმმა შვებით ამოისუნთქა მის დანახვაზე, სწრაფად მიიჭრა კაცთან და ხელი ჩამოართვა. -მზად ვარ. - მტკიცედ განაცხადა, ექიმს უკან გაჰყვა და ერთ-ერთ პალატაში შესული ექთნების დახმარებით მალევე მოემზადა. თავზე ედგა ქეთი, ვიტოც იქვე მდგომ სავარძელში იჯდა და შვილს მომღიმარი შესცქეროდა. -მოვასწარი? - მოულოდნელად შემოესმა საყვარელი ხმა, ლუკამაც წამსვე წამოსწია თავი და კარისკენ გაიხედა. სოფის დანახვაზე ბედნიერებისგან გულის ფეთქვა გაუორმაგდა, ყურებამდე გაიღიმა და თავი ძლივს შეიკავა ფეხზე წამოხტომისგან. - გამარჯობათ. -გამარჯობა საყვარელო… როგორ ხარ? -კარგად თქვენ როგორ ხართ? მიხარია თქვენი პირადად გაცნობა. -მეც ძალიან ჩემო კარგო. -გამარჯობა ბატონო ვიტო, ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ ლუკასგან ბევრი მსმენია თქვენზე. - ისეთი ენერგია შეიტანა პალატაში სავარძელში მჯდომი ვიტოც კი გამოაცოცხლა, ყურებამდე გაუღიმა თვალებ ბრჭყვიალა გოგოს, ხელი ჩამოართვა, შემდეგ კი მტევანზე ეამბორა. -მეც მიხარია შენი გაცნობა, როგორც ვიცი შენი დამსახურებაა დღეს ჩემი შვილი აქ რომ არის. -მთლად ასე ვერ ვიტყოდი. -სოფი! - რომ ვეღარ აიტანა მისი შორიდან ყურება თვალებ ანთებულმა დაუძახა, უკვე ნერვები ეშლებოდა მამამისთან გაბმულ საუბარზე. - მოდი აქ! - მბრზანებლურად გაიჟღერა მისმა ტონმა, სოფიმ კი ტუჩზე იკბინა და ისე დაიძრა გუშინდელის შემდეგ სრულიად შეცვლილი კაცისკენ. ნელა მიუახლოვდა, წამომჯდარმა ლუკამ სახეზე მოკიდა ხელები და მონატრებულ ტუჩებზე დაეტაკა. მაშინვე დაუარა მთლიან სხეულსი ჟრუანტელმა, წამსვე გააბრუა და კანიც კი დაუხორკლა. - ჯანდაბა პატარა, როგორ მომენატრე რომ იციდე... - ლოყაზე აკოცა, მერე ორივე ხელი მოხვია მის ყელში ჩარგო სახე და საყვარელი სურნელი ხარბად შეისუნთქა. -ჩვენ გავალთ. - ხმადაბლა თქვა ქეთიმ წყვილისთვის ხელი რომ არ შეეშალა. უბედნიერესი იყო ასეთი ძმისშვილის ყურებისას. ახლა ახლოდან, საკუთარი თვალით ხედავდა რამხელა სიყვარული გააჩნდათ ერთმანეთის მიმართ და მაშინ მიხვდა როგორ გადაიტანა ეს კვირა ასე ადვილად ლუკამ. სახე განათებულ ძმას ხელი ჩაკიდა, ფეხზე წამოაყენ და პალატა დატოვა. -ახლა არ უნდა მოსულიყავი, თავს ძლივს ვიკავებ… ღმერთო როგორ მინდიხარ. - თვალებ დაბინდულმა ყელზე მიაკრო სველი ტუჩები შემდეგ ნიკაპს აუყვა, ტუჩებს დაბრუნებულმა ვნებიანი კოცნა აჩუქა და მხოლოდ კოცნითაც კი გამოუცოცხლა ქალს ჰორმონები. არც თვითონ იყო კარგ დღეში, სოფიზე უარესად გამოიყურებოდა, ყველგან ეფერებოდა და იმ დროს ისე სურდა მისი მთლიანად შეგრძნება სისხლი უდუღდა. -გეყოფა თორემ ცუდად გავხდები. -ფეხები გაშალე. - ხელი შარვლის ქვეშ ჩაუცურა, თან მფეთქავ არტერიაზე აკოცა. -ლუკა… - მაჯაზე მოხვია თითები, ქვედა ტუჩს ჩააფრინდა და თავი უკან გადასწია კაცის თითების შეგრძნებისას. -საპირფარეშოში შედი! - ქალის სისველის შეგრძნებისას ვეღარ გაუძლო, ფეხზე დამოაგდო, თან უკანალზე მიარტყა ხელი. როგორც კი საპირფარეშოში შევიდა სოფი მაშინვე ფეხზე წამოდგა ლუკა და ექიმიც სწორედ იმ დროს შევიდა ექთანთან ერთად. - საპირფარეშოში შევალ თუ შეიძლება. -კარგი, გელოდებით. - თავი დაუქნია კაცმა და თავი ფურცლებში ჩარგო. სწრაფად შევიდა შიგნით, კედელზე მიყუდებულ ქალს თვალებ ანთებულმა შეხედა, რომელსაც უკვე მოესწრო ჯინსის გახდა. -შეიძლება? -მკი.დია. -ლუკა… -ღმერთო, რა ლამაზი ხარ. - ხელი მტკივნელად მოუჭირა უკანალზე, წელზე შემოისვა და კედელზე აკრულს პირზე ააფარა ხელი. საცვალი სწრაფად გადაუწია გვერდზე და ძლიერი ბიძგით შეუერთდა ქალის სხეულს. მისი შეგრძნებისას თვითონაც ვერ გააკონტროლა ხმა, სოფის ხელი მოაშორა და ქალის ტუჩებს დაეტაკა. მთელი სხეული უხურდა, ასეთი შეგრძნება ჯერ არასდროს ჰქონია და ახლა ხვდებოდა რას ნიშნავდა მონატრებული ქალის ნახვა, ამ გრძნობაზე სასიამოვნო და ტკბილი არაფერი ეგულებოდა. გაძლიერებული და გახშირებული ბიძგების წყალობით სიამოვნების მწვრვალსაც მალე მიაღწია ქალთან ერთად და კივილამდე მისულს კვლავ ხელი ააფარა პირზე. - ჯანდაბა. -ღმერთო… - აკანკალებულ სხეულს ვერ იმორჩილებდა, თან სიამოვნებისგან მთლიანად მოშვებული მხოლოდ კაცის იმედად იყო დარჩენილი. -მიყვარხარ. - ათრთოლებული სხეული ძირს დასვა, თმები უკან გადაუწია და ტუჩები დაუკოცნა. - ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. -უნდა წავიდე. -მიდი. -მიყვარხარ. - კიდევ ერხელ გაუმეორა, ტუჩებზე აკოცა და სწრაფად მოწესრიგების შემდეგ ოთახში გავიდა. დიდხანს იდგა ერთ ადგილზე სოფი, მხოლოდ მთლიანად დაწყნარების შემდეგ გავიდა საპირფარეშოდან, იქვე მდგომი ექთნის დანახვაზე დაიბნა, რომელიც საწოლს ასწორებდა. არც გოგო იყო უკეთეს მდგომარეობაში. ბოლოს ლოყებ შეფარკლულმა გაუღიმა და პალატიდან გავიდა. * ოპერაციის დასრულების შემდეგ გონზე მოსულმა პირველი რაც იკითხა ლუკას ადგილმდებარეობა იყო, მაგრამ პასუხი არასასურველი აღმოჩნდა, ის გაიგო რისი მოსმენაც არ უნდოდა, მაგრამ ისედაც იცოდა რომ ამ ყველაფრის შემდეგ იქ არ დარჩებოდა. ლუკა წავიდა, მაგრამ იციდა აუცილებლად დაბრუნდებოდა, რამდენი დროც არ უნდა გასულიყო მაინც დაბრუნდებოდა. *** საწოლზე მწოლი სოფის ზევიდან იწვა, სახე ქალის მკერდზე მოეთავსებინა და თვალ დახუჭული მშვიდად სუნთქავდა. სოფი იქვე დადებულ ლეპტოპში კინოს უყურებდა, თან ლუკას თმებში ნაზად დააცოცებდა თითებს. საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა იმ დროს ლუკა, ორი კვირა იყო გასული საქართველოდან წამოსვლის შემდეგ, საბასთან ორწუთიანი საუბრის მერე როგორც კი დარწმუნდა ყველაფერი კარგად იყო და ჩატარებული ოპერაცია ნაყოფს იღებდა, მთლიანად მოეშვა, სანერვიულო აღარაფერზე ჰქონდა, ამიტომ საყვარელ ქალთან გატარებული დროით ტკბებოდა. სოფის გულის ცემის ხმა მელოდიასავით ჩაესმოდა ყურში და ლეპტოპიდან გაჟღერებული ხმები თითქმის არ აწუხებდა, იქამდე სანამ სიუჟეტი არ გამძაფრდა და უკვე მეორედ არ შემოესმა ქალის კვნესის და კაცის ოხვრის ხმა. -გადაახვიე, ან გამორთე. - თვალ დახუჭულმა ჩაილაპარაკა, სოფიმაც ხმის ამოუღებლად შეასრულა ბრძანება. -ეს ქალი ნამდვილი ბო.ზია. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გადახვევაში გართულმა, ლუკამ ჯერ ეკრანს შეხედა, შემდეგ სოფის ახედა წარბშეკრულმა. - რა? -რეებს უყურებ? -კინოა ლუკა. -სადაც ქალი ყველას აძლევს ვინც მოეწონება? -კაცი უყვარდა, მაგრამ იმან მიატოვა, სხვასთან ერთად წავიდა. ეს კიდე ცდილობდა ყრადღება გადაეტანა სექსით. ახლა ის მაიკლი შეუყვარდა, რომელიც აბედნიერებს, მაიკლსაც უყვარს, მაგრამ ეს ძველ ცხოვრებას არის მიჩვეული და მაინც სხვასთან წვება. -რა კარგი სიყვარული აქვს. -კინოა. -მნიშვნელობა არ აქვს, გამორთე. -მაინტერესებს როგორ დამთავრდება და რას იზამს ბოლოს ეს კაცი. - ლუკას თმებში თითების თამაშს კვლავ განაგრძობდა, იქამდე სანამ კაცის ტელეფონი არ ამღერდა. სოფის სხეულიდან გადავიდა, ზურგზე დაწვა და ტელეფონის ეკრანს დახედა. ბელას სახელის დანახვისას გაოცება გამოეხატა სახეზე, სენსორს თითი გადაუსვა, შემდეგ კი ყურზე მიიბჯინა. -ბელ? -როგორ ხარ? -კარგად, შენ? -მომენატრე… შეიძლება ამოვიდე? სალაპარაკო მაქვს. -რა თქმა უნდა, გელოდები. - გათიშული ტელეფონი საწოლზე მიაგდო, შემდეგ ფეხზე წამოდგა, ტანზე ჩაიცვა და კარისკენ დაიძრა. - გამოხვალ? -ილაპარაკეთ თქვენ, მე მერე გამოვალ. - ოდნავ გაუღიმა ლუკას, მაგრამ სახეზე ეტყობოდა ბელას მოსვლით მიღებული უსიამოვნება. ერთხელ შეათვალიერა წარბაწეულმა, მერე კი საძინებლის კარი გაიხურა და ოთახი დატოვა. ნელი ნაბიჯებით მსუბუქალ დადიოდა სამზარეულოში, ბელას საყვარელი ნამცხვრის ნაჭერი პატარა თეფშზე მოათავსა, ორი ფინჯანი ჩაიც გააკეთა და მისაღებში გასულმა პატარა მაგიდაზე დაალაგა. მალე ლიფტის კარიც გაიღო, შიგნით ნელა შემოსულ ქალს თვალი გაუშტერა, ფეხზე წამოდგა და მიახლოვებული უცებ გადაკოცნა. -დაჯექი. - თავით ანიშნა ფეხზე მდგომს, ისიც მის ნათქვამს დაემორჩილა. იქვე ლუკას გვერდზე მოთავსდა, ნამცხვარს შეხედა, შემდეგ გვერდზე მდჯომ ლუკას გადახედა. - მოეშვი ბელ, შენთვის დევს იქ, აიღე და ჭამე. -აღარ ბრაზობ? -მე იმაზე არ გავბრაზებულვარ რომ მაკოცე, შენს ეგოისტურ საქციელზე გაბრაზდი, დრო მოგეცი დასაფიქრებლად და აი შენც აქ ხარ. -მაშინ ისე ვიყავი… - თავი დახარა დარცხვენილმა, ლუკა კი თვალმოუშორებლად აკვირდებოდა. - ბოდიში მინდა მოგიხადო, არა მხოლოდ ამისთვის, ყველაფრისთვის რასაც აქამდე ვაკეთებდი. გავიზარდეთ, შევიცვალეთ, მე კი ისევ ძველ დროში ჩავრჩი. ვაღიარებ, ვერ შევეგუე შენს ცხოვრებაში გამოჩენილ ქალს, რომელსაც უკვე ყველაფერზე წინ აყენებ. მიჩვეული ვიყავი შენს ყველა მოქმედებას, დიდ ყურადღებას, ეს ყველაფერი კი სოფის გამოჩენისთანავე მომაკლდა. ის კი ვერ გავიაზრე რომ შენც ისევე გჭირდებოდა საყვარელი ადამიანი გვერდით როგორც მე კაი. ვერც ის გავიაზრე რომ ყველას საკუთარი ცხოვრება გვაქვს, ჩვენს თავებს თვითონ უნდა მივხედოთ და მუდამ სხვებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი. მე სუსტი ვიყავი მთელი ამ დროის მანძილზე, რადგან დამოუკიდებლად თითქმის არაფრის გაკეთება არ შემეძლო და მეშინოდა მარტო დარჩენის. სოფი თავიდანვე მოწინააღმდეგედ აღვიქვი და ჩვენს შორის განსხვავება ვერ დავინახე. ახლა ვხვდები, სოფი ქალია რომელიც გიყვარს, მე კი მეგობარი, მეც გიყვარვარ და ვიცი რამე რომ დამჭირდეს ჩემს გვერდით იქნები. ასე რომ ვფიქრობ დროა ჩემი ცხოვრება ისე ვმართო როგორც მე მომინდება, ვისწავლო დამოუკიდებლად ცხოვრება და თუ დავეცემი ჩემითაც შევძლო წამოდგომა… გადავწყვიტე კალიფორნიაში გადავიდე და ჩემი პროფესია იქ განვაგრძო. -მეგონა აღარ მოისურვებდი მსახიობობას. -კაის ამოჩემება იყო, ახლა თავისუფალი ქალი ვარ და რაც მომინდება იმას გავაკეთებ. -გახარებული ვარ მოსმენილით. - თბილად გაუღიმა ბელას, შემდეგ მაგიდაზე დადებული თეფში გაუწოდა. -ჰო, მარტო ყოფნამ ბევრ რამეზე დამაფიქრა და რომ გავაანალიზე რამდენი დრო დავკარგე უაზროდ, ნერვები მომეშალა ჩემს თავზე. -როდის აპირებ გადასახლებას? - სავარძლის საზურგეს იდაყვით დაჰყრდნობოდა, სახე ხელის გულში მოექცია და მომღიმარი აკვირდებოდა ნამცხვრის ჭამაში გართულ ქალს. -ბინა უკვე ვნახე, დავრეკე, დაუნ ფეიმენთიც გადავურიცხე, ყველაფერი მოვაგვარე და ხვალ მივფრინავ. -ცოტა ადრე რატომ არ მითხარი? დაგეხმარებოდი… -ვერ გაიგე წეღან რა გითხარი? დამოუკიდებლად მინდა ვიცხოვრო… თან რაღაც შემოთავაზებები მაქვს, მივხედავ თავს, შენ არ ინერვიულო. -მიხარია. -მალე ცნობილი მსახიობი დაქალი გეყოლება. - წარბები აუთამაშა მომღიმარმა, ლუკამაც ჩაიცინა. -საამაყოდ მქონია საქმე. -როგორ ხარ შენ? შეცვლილი მეჩვენები. თან შევიტყე საქართველოში ვიზიტის შესახებ. -საბას ლეიკემია ჰქონდა, ძვლის ტვინის გადანერგვა სჭირდებოდა, მე ვიყავი დონორი და ამის გამო ჩავედი. - ისე ჩაილაპარაკა თითქოს არაფერი, ბელამ კი თვალები ჭყიტა. - საბას ვაპატიე… ასე რომ ვთქვათ. -არ მჯერა. - პირ დაღებულმა ძლივს ამოიღო ხმა, ამდენი წლის მანძილზე უამრავი საუბრის და ტვინის გაბურღვის მიუხედავად, ყოველთვის მკაცრ უარს აცხადებდა ჩასვლაზე. ახლა კი სრულიად მშვიდად უცხადებდა ძმასთან შერიგების ამბავს. -ნინიმ ყველაფერი მომიყვა, რა როგორ იყო. ვიფიქრე რომ უნდა დამესრულებინა ეს ამბავი ერთხელ და სამუდამოდ. საბა ყველაზე მეტად დაიტანჯა მომხდარით, ყველაზე მეტად ის დაზარალდა… -შენ ალბათ გავიწყდება ის რაც გამოიარე. -დავიწყება შეუძლებელია ბელ, მე შევძელი ბედნიერების მიღება ყველანაირი სინდისის ქენჯნის გარეშე, მან კი საკუთარ თავს ვერ აპატია ერთი შეცდომა, რომელიც მისი ბრალი არ იყო და გარემოს მსხვერპლი გახდა. -ქალის. ნინის მსხვერპლი. -ცოტნემ მოგიკითხა. - სწრაფად შეცვალა სასაუბრო თემა, ბელამ კი წამსვე ყურები ცქვიტა. -ცოტნიკო… დეგენერატი, ვერასდროს ვიტანდი თავისი უაზრო იუმორის გამო… რა ქნა, მოიყვანა ცოლად თავის თამუნია? -ვინ თამუნია? - თვალები მოჭუტა ბელას რეაქციაზე, დაეჭებულმა შეათვალიერა პასუხის მოლოდინში. -რომ ამბობდა ჩემი ბოლოა, ცოლად უნდა მოვიყვანოო. -არ მახსოვს, ბევრზე ამბობდა ეგრე. არავინ არ მოუყვანია, დახეტიალობს ისევ მარტო. -მანქანები, რბოლა, ავარია და საავადმყოფო. ვიცი მაგის ხეტიალი… ერთხელ ლამის ამლეწა, იდიოტი. -როგორ აფორიაქდი… რა ხდება? - ეჭვნარები მზერა სტყორცნა, ქალი კი მაშინვე დაიბნა. -გამახსენდა უბრალოდ… ისე მეც უნდა ჩავიდე საქართველოში. - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა, მერე მათკენ მიმავალ სოფის შეხედა. -გამარჯობა. - ოდნავ გაუღიმა, ლუკას გვერზე დაჯდა, ხელი მუცელზე მოხვია, თავი კი მხარზე მიადო და ისე დააკვირდა ბელას. -როგორ ხარ? -კინოს ვუყურებდი და ცოტა დამძაბა… შენ? -ახლა უკვე კარგად. ბოდიში მინდა მოგიხადო ჩემს ყველა საქციელზე… -თუ გულით ამბობ… - მხრები აიჩეჩა უდარდელად, თან თავის ქნევით გაუღიმა. -ნამდვილად, ვწუხვარ ჩემი ბავშვური საქციელის გამო, არ დაგიმალავ, ცოტა ვიეჭვიანე, მაგრამ ახლა ვხედავ და ვხვდები რომ შენ ხარ ის ადამიანი ვინც ლუკას სჭირდება. ახლა ყველაზე მეტად რაც გამიხარდება თქვენი ბედნიერება იქნება. -მიხარია ამ აზრამდე თუ მიხვედი. -მარტო ყოფნამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. - თბილად გაუღიმა სოფის, შემდეგ ლუკას გაუსწორა თვალი. - უნდა წავიდე, გვიანია, ხვალ კი ადრე ვარ ასადგომი. -დარჩი კიდევ ცოტა ხანს. - ფეხზე წამომდგარს თვითონაც მიჰყვა და ლიფტისკენ წასულს სოფისთან ერთად უკან აედევნა. -ძილი თუ მომაკლდა ვშტერდები მერე ხომ იცი? - წინ ჩამოუდგა ლუკას ლიფტის მოლოდინში, ერთად მდგომი წყვილი შეათვალიერა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის იყვნენ მოვლენილნი ამ სამყაროში. -ჰო ვიცი… მოდი. - ბოლოს ხელები გაშალა გამოსამშვიდობებელი ჩახუტებისთვის, ბელამაც მაშინვე მოხვია მკლავები და მონატრებულ მეგობარს ძლიერად მოეხვია. - ჭკვიანად მოიქეცი, თუ რამე პრობლემა შეგექმნება ან ჩემი დახმარება დაგჭირდება მაშინვე დამირეკე თორემ გავბრაზდები. -როგორც მიბრძანებთ. -თავს გაუფრთხილდი. -მომენატრები მამიკო. -მეც. - შუბლზე აკოცა მომღიმარმა, მერე მთლიანად მოშორდა. -ნახვამდის. - ნაზად გადაკოცნა სოფი და დამშვიდობების შემდეგ ლიფტში შევიდა. როგორც კი კარი დაიხურა მაშინვე მოიშორა წელზე მოხვეული კაცის ხელი სოფიმ და საძინებლისკენ ისე დაიძრა აღარც შეუხედავს ლუკასთვის. ქალის საქციელით უსიამოვნოდ დარჩენილი ალანია წამსვე უკან აედევნა სოფის და საძინებელში შესულმა საწოლზე მწოლს წარბშეკრულმა დახედა. -რა ხდება? -რა ხდება? - დაბნეულმა შეუბრუნა კითხვა, ჩართული კინო დააპაუზა და ლუკას ქვევიდან ახედა. დაეჭვებულმა შეათვალიერა ქალი, შემდეგ გვერდზე მიუწვა, თავქვეშ ამოიდო ხელები და თვალები დახუჭა. - ლუკა. - მალევე შემოესმა საკუთარი სახელი, წვრილი თითებიც იგრძნო მაისურის შიგნიდან მკერდზე, რომლებიც პრესამდე ჩადიოდა, შემდეგ კვლავ უკან ბრუნდებოდა მოფერებით. მერე ქალის ტუჩებიც შეეხნენ ყელზე და ამ ორმა მოქმედება ერთად წამსვე ჟრუანტელი მოჰგვარდა, სიამოვნებისგან სუნთქვაც კი შეეკრა რამდენიმე წამით. - შეგიძლია მეც მომიტანო ნამცხვარი? - ჩუმად ჩაილაპარაკა, ლუკამაც წამსვე გაახილა თვალები და ქალს წარბშეკრულმა შეხედა. - რა? მიდი რა გთხოვ… -მეზარება. - ოდნავ თვალებ მოჭუტული დააკვირდა, აინტერესებდა რას ეტყოდა, ან ახსენებდა თუ არა ბელას. -ბელასთვის არ დაგეზარა იმ ყველაფრის გამზადება ხო? - ცოტა ხნის შემდეგ თქვა, ლუკასაც წამსვე ჩუმი სიცილი აუტყდა. - საერთოდ არ არის სასაცილო. - მთლიანად მოშორდა კაცის სხეულს, ზურგი აქცია ნერვებ მოშლილმა და კინოს ყურება განაგრძო. - ნუ მეხები, ხომ გითხარი ვერ ვიტან სხვასთან ჩახუტების შემდეგ მე რომ მეხები, თან ისევ ქალის სუნამოს სუნი აგდის, რამდენი ჰქონდა დასხმული. -ბელა კალიფორნიაში გადადის, იქ აპირებს კარიერის გაგრძელებას და მე ჩემს მეგობარს ჩახუტებით დავემშვიდობე, რამე პრობლემაა? - მაისური მოიშორა სხეულიდან, შარვალიც მის გზას მიაყოლა და სოფის უკნიდან მიეკრო. -ერთხელ ისე უნდა მოვიქცე რომელიმე ჩემს მეგობართან როგორც შენ იქცევი, როგორ იგრძნობ თავს ძალიან მაინტერესებს. -კარგი ახლა, სერიოზულად ჭედავ ამაზე? -ნამცხვარი მართლა მინდა. -მოგიტან. - თავი გააქნია სიცილით, შემდეგ ლოყაზე აკოცა სწრაფად და ფეხზე წამომდგარი საძინებლიდან სამზარეულოში გავიდა ნამცხვირს ასაღებად. - ამ დროს ნამცხვრის ჭამა არ შეიძლება. -არაუშავს. - ოთახში შემოსული მთლიანად შეათვალიერა, შემდეგ საწოლზე წამოჯდა, თეფში ხელიდან ააცალა და ნამცხვრის ჭამას შეუდგა. - რომ მოვრჩები თუ გინდა ვივარჯიშოთ და მიღებული კალორიებიც დაიწვება. - თეფში ტუმბოზე დადო, ტუჩზე წასმული კრემი ცერა თითით მოიწმინდა, მერე კი გაილოკა, ისე რომ ლუკასთვის თვალი არ მოუშორებია. წამსვე ანთებულ მწვანე თვალებზე გაეცინა, მისკენ გადაწეულმა ტუჩებზე აკოცა, თან კრემიანი კოვზი ყელზე გაუსვა. ტუჩებიდან ყელზე გადასული შოკოლადის კრემის დაგემოვნებას შეუდგა და წამსვე იგრძნო როგორ გააჟრჟოლა სხეულში კაცს. - ჯერ ისევ შენი ტანის გელის სუნი გაქვს, ჩემს სურნელს ვერ ვგრძნობ და არ მომწონს. -ჩემი გოგო თამაშის ხასიათზეა? - ფართე შორტის ქვეშ შეუცურა ხელი, საცვალი რომ ვერ იგრძნო ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა, თან თითები უკანალზე მოუჭირა. -მოთმინება ძვირფასო... - ხელის გული მკერზე მიაბჯინა, კოვზი იატაკზე მოისროლა და მის გაშლილ ფეხებზე მოთავსდა. წვრილი თითები მკერდიდან პრესამდე ჩამოატარა, შემდეგ კოცნით განვლო იგივე გზა და საცვალთან მისულმა ქვევიდან ახედა ლუკას, რომელმაც წამსვე ასწია წარბები ქალის ფიქრების ამოცნობისას. -გაჩერდი. - ოდნავ გაიღიმა, თმებში შეუცურა ხელი ქალს და თავი ააწევინა. - არ გინდა. -მოეშვი. - მაჯაზე ნაზად მიაკრო ტუჩები, დაბინდული ლურჯი სფეროები გაუსწორა ლუკას, კიდევ ერთხელ აკოცა და ხელიც მოაშორებინა თმიდან. საცვალი ქვევით ჩასწია, თითები შემოხვია კაცის გაღვიძებულ ა.სოს და მის შეკრულ სუნთქვაზე გაღიმებულმა ქვედატუჩზე იკბინა. -მე შენ გითხარი რომ გაჩერებულიყავი. - მოულოდნელად წამოწეულმა თმებში ჩავლებული ხელით თავი თავის სახესთან ახლოს მიატანინა, მაგრამ ქალს რეაქცია არ ჰქონია, იღიმოდა და თვალებში მიშტერებული უყურებდა. - ერთხელ რომ გეტყვი რაღაცას, უნდა გაიგო. გითხარი არა და მორჩა. -თორემ? - ვნებიანი ხმით გამომწვევად ჰკითხა, ლუკას კი წამსვე აუთამაშდა ტუჩებზე ავის მომასწავლებელი ღიმილი. -გინდა ნახო? -მინდა. -ჩემი ბნელი მხარის დანახვა გინდა? - კიდევ უფრო ახლოს მისწია სახე ქალის სახესთან, მაგრამ ანთებულ თვალებში წამითაც არ დაუნახავს ისეთი რამ რაც უკან დახევას აიძულებდა. -გააკეთე ის რაც გინდა. -დარწმუნებული ხარ? -ყველაფერი რასაც მოისურვებ. -მაგის უფლება არ უნდა მოგეცა პატარა. - სოფის ტუჩებს დახედა მომღიმარმა, თან ცერი გადაატარა. - მთხოვ რომ გავჩრდე. - უხეშად დაეტაკა ქალის ბაგეებს, მისი სხეული საწოლზე გადასვა, შემდეგ გამოსაცვლელ ოთახში შევიდა, იქიდან კი ხელში მოთავსებული მოკეცილი ტყავის ქამრით დაბრუნდა. საწოლის ბოლოდან ავიდა ლოგინზე, შორტი სწრაფად მოაშორა სხეულიდან და ფეხებიც გააშლევინა. - ნუ გეშინია, ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც გატკენს. - ფეხზე ქამრის შეხებისას როგორც კი შეცბა სოფი მაშინვე დაიჩურჩულა მის ყურთან. ხელები თავს ზემოთ გაუკავა, შემდეგ მკერდის თავზე მოუჭირა კბილები, მისი პირიდან ამომავალ ტკივილნარევ ხმაზე გაეღიმა, ენისწვერი შემოატარა ნაკბენ ადგილებს, შემდეგ ყელისკენ გადაინაცვლა, თან მოკეცილი ქამრის ზედაპირი ფეხებს შორის მგრძნოიარე ადგილზე მიაჭირა და კბილებიც ყელზე ჩაარსო. - ფეხები გაშალე და არ შეატყუპო. - სოფის ყურთან დაიჩურჩულა, სოფიმაც მაშინვე შეასრულა მისი ბრძანება. ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა, ტუჩებთან მისულმა ვნებიანი კოცნა აჩუქა, მერე კი მოულოდნელად მსუბუქად მიარტყა ქამარი ფეხებს შორის, ქალის ტუჩებსაც წამსვე მოსწყდა ხმამაღალი კვნესა. - ფეხები! - ამჯერად უფრო ძლიერად მიარტყდა და სოფიმაც თავი უკან გადასწია. -ლუკა… - გრძნობა არეულს კაცის ყოველი მოქმედება იმდენ სიამოვნებას ანიჭებდა ფიქრები ეფანტებოდა. ლურჯ სფეროებზე ბინდ გადაკრული ვერაფერს არჩევლა კაცის სილუეტის გარდა, ამიტომ ყველა მის მოქმედებას და გრძნობას სხეულით, თვალ დახუჭული შეიგრძნობდა... მისი ტუჩების შეხება ყოველ ჯერზე ჟრუანტელს ჰგვრიდა. ფეხებს შორის სიმხურვალეს გრძნობდა და ისე უნდოდა კაცის მთლიანად შეგრძნება სხეულს ვერ იმორჩილებდა. გაუაზრებლად მოძრაობდა, თავს მაღლა გაკავებული ხელების ამოძრავება სურდა. უნდოდა ლუკას სხეულს შეხებოდა, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევდა თავისი სხეულის შესწავლაში გართული კაცი. იგრძნო სისველე, რომელიც ქამარსაც მოსდებოდა, ის კი ახლა მისი მუცლის გავლით მკერდისკენ მიიწევდა. თვალების გახელის თავი არ ჰქონდა, მაგრამ ეს ტანჯვა იმაზე მეტად სიამოვნებდა ვიდრე ეგონა. ძუ.ძუს თავზე რომ იგრძნო დარწტყმა ისევ ხმამაღლა ამოიკვნესა და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ხელების განსათავისუფლებლად. -ძალიან ლამაზი ხარ. - ყურთან ჩასჩურჩულა, მერე წამით შეეხო სოფის ტუჩებს და ქალის წამოწეულ თავზე უფრო მოშორდა მის სახეს. ტუჩები რომ გაილოკა ქალმა გაეცინა, ქამარი რამდენჯერმე მოახვია მაჯებზე, უცებ შეკრა, შემდეგ მის ფეხებს შორის მოთავსებულმა ქალის სველი წერტილი თითებით დალაშქრა, მერე კი თითები შეუცურა შიგნით, ყბის ძვალზე აკოცა, თან მუჭში მოქცეულ მკერდს ძლიერად მოუჭირა. - ხელები დაბლა არ ჩამოსწიო. - კვლავ ბრძანებლური ტონი მისწვდა სოფის ყურებს, მაგრამ დიდად არ გაუგია ლუკას სიტყვები. მთლიანი კონცენტრაცია ლუკას მოძრავ თითებზე და მის შეხებებზე ჰქონდა მოხდენილი, ხელების მოძრაობა კი სულაც არ ახსოვდა. მხოლოდ მაშინ ახსენებდა თავს როდესაც ტყავთან გაბრძოლებულს მაჯების ტკივილი შეაწუხებდა. კაცი არ ჩქარობდა, უფრო და უფრო აღაგზნებდა სოფის სხეულს, მისი ყურებისას თვითონაც უდიდეს სიამოვნებას იღებდა. იმ დროს ისე ელამაზებოდა დარწმუნებული იყო ასეთის ყურება არასდროს მობეზრდებოდა. ბოლოს იგრძნო კიდეც სწრაფი, ძლიერი ბიძგი და უცხო, მაგრამ უკვე ნაცნობი სხეული რომელიც ბოლომდე შევიდა მასში. სიამოვნებისგან ხმა ვეღარ გააკონტროლა, უამრავი შეგრძნება ერთდროულად მოაწვა და ყველამ ერთად ქვევით იწყეს სვლა, მაგრამ ისევე სწრაფად განთავისუფლდა, გატანჯულს უკვე ცრემლები მოსდიოდა, ლუკა უნდოდა, იმ ყველაფრის მიღება უნდოდა რასაც ის მართებდა და ბოლოს ფეიერვერკებივით უფეთქებდა გრძნობებს ორგანიზმში. -ლუკა გთხოვ... - გონება დაბინდულმა სიტყვები ვეღარ გააკონტროლა, მაშინვე იგრძნო კიდევ ერთი ბიძგი და სიამოვნებისგან ხმაც კი ჩაუწყდა. - ღმერთო... - ხელები წინ გადმოსწია მის თმაზე ჩასაბღაუჭებლად, მაგრამ კვლავ ზევით აუწია ლუკამ. ვეღარ უძლებდა, ნამდვილი წამება იყო მისთვის კაცის ასეთი ქცევა, მაგრამ მაინც გაორმაგებულად სიამოვნებდა ყოველი მისი მოძრაობა. ცრემლები დაუკითხავად მოსდიოდა, ფეხებს შორის წვას გრძნობდა და სხეულსაც ვეღარ იმორჩილებდა. დიდხანს ტკბებოდა სოფის სხეულით, მისი მდგომარეობით სასწაულად ერთობოდა, კოცნიდა, ეფერებოდა, ეალერსებოდა გაუჩერებლა, ყველაფრით აღაგზნებდა ამ სამყაროს მოწყვეტილ ქალს და სიამოვნების სხვადასხვა ეტაპზე გადაჰყავდა. ბოლოს თავზე დამტყდარი აქამდე უგრძნობი უდიდესი ორგა.ზმის გამო მთლიანი ოთახი ქალის ხმამაღალმა ხმამ მოიცვა, ზევით აწევას ცდილობდა, ხან მუხლების მოკეცვას ლუკას გასაჩერებლად და მისგან გასანთავისუფლებლად. იქამდე არ მოშორდა სანამ სოფიმ არ სთხოვა გაჩერება და ორგაზმს მიღწეული ქალის ათრთოლებულ სხეულზე ზევიდან მოთავსდა, თან მაჯებზე მოხვეული ქამარი მოაშორა. მისი სწრაფად მფეთქავი გულის ხმა ესმოდა, ტუჩებიდან მოწყვეტილი აჩქარებული და ხმამაღალი სუნთქვაც ესმოდა, ხელს კი მაინც მის მოხრილ ფეხზე დაატარებდა, რომელიც ჯერ კიდევ თრთოდა. -მიყვარხარ. - მკერდის ძვალზე დაადო ნიკაპი, თან სოფის დაცვარული სახე შეუთვალიერა. -ჯანდაბა. - სიცილით იკბინა ქვედა ტუჩზე, თითები თმაში შეუცურა და წარბებ აწეულ ლუკას თვალებში ჩახედა მომღიმარმა. - მგონია რომ იმაზე მეტად ვმოქმედებ შენზე ვიდრე შენ ჩემზე, თურმე შენ მართავ ყველაფერს და ბოლოს ყოველთვის ყველაფერი ისეა როგორც შენ ამბობ. -ახლა მიხვდი? -ხელი გააჩერე… ცუდად ვარ უკვე, აღარ შემიძლია, შენს შეხებაზე ჩემი სხეული სასწაულად რეაგირებს. - გატანჯული ხმით ჩაილაპარაკა, ლუკას კი წამსვე ღიმილი აეკრა სახეზე. -საერთოდ ხომ არ მოგშორდე? - მკერდის ძვალზე აკოცა ისე რომ თალი არ მოუშორებია სოფისთვის. -ყველაფერი მეწვის. -ამის მერე ყველაფერს დამიჯერებ. და იცოდე, მეორედ აღარ წამოიწყო ის რის გაკეთებასაც წეღან აპირებდი. -რატომ? - ლოყებ შეფარკლულმა თვალები დახარა, ლუკა გვერდზე გადაწვა, ლოგინზე დაგდებული ქამარი იატაკზე მოისროლა და ზურგზე დაწვა. -არ არის საჭირო ამ გზით სცადო ჩემი სიამოვნება, მე ის უფრო მსიამოვნებს როცა ჩემს მკლავებში მოქცეულს გხედავ. -სიამოვნებას სხვისი სიამოვნების ყურებით იღებ? - ინტერესით მიაჩერდა კაცს პროფილზე რომელმაც წამსე გადახედა და ლურჯ თვალებში ჩახედა. -მთლად ასეც არ არის. უბრალოდ არ მინდა მინე.ტი გამიკეთო, ახლა არა, არ გჭირდება ამის გაკეთება. -იქნებ მე მაიტერესებს. -რა გაინტერესებს გოგო. - წარბ აწეულმა ჩაიცინა, სოფის აწითლებულ სახეზე კი ხმამაღლა გაეცინა. -შენი რეაქცია და ის როგორ იღებ სიამოვნებას… ნუ იცინი! - მხარზე მიარტყა ხელი, მაგრამ მისი რეაქციებით გახალისებული ვერაფრით გააჩუმა. -ნუ მაგიჟებ. - ლოყებზე მოუჭირა თითები და ტუჩებზე აკოცა. -ჩამეხუტე. - მკლავზე მოკიდა ხელი, თავქვეშ ამოიდო მისი ხელი, გვერდზე გადატრიალდა და ლუკას სხეულს ზურგით მიეკრა. -წყლის გადავლება არ გინდა? -ფეხზე ადგომა არ შემიძლია ახლა. - ჩაიცინა, თან მკლავზე მიაკრო ტუჩები. -მე უფრო ძლიერი მეგონე. - ურეაქციოდ ჩაილაპარაკა და დაელოდა ქალის რეაქციას. წამსვე შეატრიალა თავი ლუკასკენ, მის მომღიმარ სახეზე თვალები აატრიალა, კვლავ ძველ ადგილას დააბრუნა თავი და უკანალზეც იგრძნო მწარედ მირტყმული ხელი. ცოტახანს გაუნძრევლად იწვა, შემდეგ ლუკას მკლავებში ამოძრავდა, მისკენ შეტრიალდა და კაცის მკერდს სახე მიადო, თან მისი სურნელი შეისუნთქა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მაინც ვერ მოახერხა გახურებული სხეულის დაწყნარება, ყველა უჯრედი მაინც ლუკას ითხოვდა, მის მკერდზე მიხუტებული კი თავს უფრო მშვიდად და კარგად გრძნობდა. ბედნიერი იყო მისი არსებობით, ყველაზე კარგი ლუკა ეჩვენებოდა თავის ცხოვრებაში და უკვე ერთ დღესაც ვეღარ წარმოიდგენდა მის გარეშე. -მარტო აღარ დამტოვო კარგი? -რა? -შენს გარეშე ეს სახლი ისეთი ცარიელი იყო ვერ ვჩერდებოდი და ქეისისთან ვრჩებოდი. ისედაც მენატრებოდი, აქ ყოფნით კი უარესად ვხდებოდი. მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი მალე გნახავდი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს კიდევ დიდი ხანი ვერ შეგხვდებოდი. ყოველი დღე იმდენად იწელებოა მეგონა ერთი დღე კი არა ერთი თვე გადიოდა. - მკერდზე აკოცა, შემდეგ ყელში და საყვარელი სურნელი კიდევ ერთხელ შეისუნთქა დიდი რაოდენობით. -შენს სიახლოვეს რომ ვერ ვგრძნობ ფიქრი მიჭირს. - მომღიმარმა დაიჩურჩულა, თან ლოყაზე მიაკრო ტუჩები. -ძალიან მიყვარხარ. - კიდევ უფრო მჭიდროდ მიეკრო სხეულზე, თვალები დახუჭა, თითები კი ზურგზე აამოძრავა. -მეც მიყვარხარ. - თმებზე მიეფერა, მეორე ხელის ხერხემალზე მოძრაობას კი არ წყვეტდა. უყვარდა ყველაფერზე მეტად, ყველა გრძნობდით, ყველა უჯდრედით და მთლიანი გულით. ის იყო ქალი რომელიც მთელ სამყაროს ერჩივნა. უნდოდა დრო უფრო ნელა გასულიყო მასთან უფრო დიდხანს ყოფნა რომ შესძლებოდა. ახლა ხვდებოდა რა უფერული იყო ყველა ის წელი რომელიც მარტომ გაატარა. თითქოს ერთი დიდი შესვენება ჰქონდა აღებული, ათი წლით სადღაც გადახვეწილიყო და თავის ადგილას სხვა ლუკა დაეტოვებინა. სოფის გარეშე არც ერთი საათი იყო სრულყოფილი, არამცთუ დღე. ხვდებოდა უკვე ნარკოტიკივით იყო მასზე დამოკიდებული, სოფი უფრო ძლიერი და საშიში ნარკოტიკი იყო რომელსაც ყველაფერის სხვა ფერებში გაფერადება შეეძლო, თავის საკუთარ ფერებში, შეეძლო გაებედნიერებინე, ანდაც სულიერად დაენგრიე, მაგრამ იმედი ჰქონდა ეს დღე არასდროს დადგებოდა. *** -ახლა იქნება თევზი? - მისაღებში იჯდა დივანზე, საძინებლიდან სოფის გამოსვლას ელოდებოდა, თან ბატონ ზურაბს ესაუბრებოდა ფეისთაიმით. -გუშინ იყვნენ ჩემი ახლობლები, რიბაკები არიან, უზბეკები. დიდი თევზები დაიჭირეს, სურათები გამომიგზავნეს და მოდის ესეიგი, რა ვიცი. -ღამისთევით? -ჰო შუადღეს რომ წავიდეთ და დილით წამოვიდეთ. -მაშინ მარტო მოგვიწევს წასვლა. -ჰო ეგრე გამოდის. -სად აპირებ ჩემს გარეშე წასვლას. - მისაღებში შესული წინ ჩამოუდგა ლუკას. - იყოს? - ტანსაცმელზე ანიშნა თავის სხეულის თვალიერებაში გართულ კაცს. -სად მივდივართ იცი პატარა? - ღრმა დეკოლტიდან თვალები სოფის ლურჯ სფეროებზე გააჩერა, თან წარბები ჰქონდა აწეული. -ოო რა მნიშვნელობა აქვს. -გარეთ ცივა. -ქურთუკს ვიცმევ ლუკა. -არა, რამე თბილი სვიტერი ჩაივი. - მზერა ტელეფონზე გადაიტანა, სოფი კი ისევ ერთ ადგილას იდგა წარბშეკრული, ბოლოს მაინც წავიდა საძინებლისკენ. -სად აპირებთ წასვლას? -სავარჯიშოდ მიმყავს ფიტნესცენტრში… ერთი სიტყვით მოიფიქრე, გამაგებინე გადაწყვეტილება და ჩამოვალთ. -ნუ თუ ვერ წავედით მადლიერების დღეზე მაინც ჩამოდით. -როდის არის? -ოთხ დღეში. -აღნიშნავთ? -ინდაურს მაინც ვაკეთებთ ხოლმე. - მხრები აიჩეჩა სიცილით. - მაგრამ ავღნიშნოთ, რა პრობლემაა. -ვეცდებით ჩამოვიდეთ. -კარგი მაშინ, მოვიფიქრებ და გეტყვი რა როგორ იქნება. -საღამოობით ყოველთვის მცალია. -კარგი, აბა დროებით, მიხედე იმას. -მივხედავ… ნახვამდის. -კარგად მა! - დივანთან მიახლოვებულმა ხელი დაუქნია, მაგრამ ზურას უკვე გაეწყვიტა ზარი. - ვერ გაიგო. - ჩაიცინა, მერე ლუკას პირდაპირ დადგა. - უკეთესია? - ყელიან შავ სვიტერზე ანიშნა, ლუკამ ჯერ თავის ტანზე დაიხედა, შემდეგ სოფის შეხედა და მსგავს ჩაცმულობაზე გაეცინა. -წავედით. - ფეხზე წამომდგარმა ხელი მიადო ზურგზე და სოფისთან ერთად ლიფტისკენ დაიძრა. - შენთვის მივატანინე იქ სავარჯიშო ტანსაცმელი, ჩვენ ისედაც ცალკე ვივარჯიშებთ. -ხალხი გაწუხებს ჩემო სიცოცხლე? - ქვევიდან ახედა მომღიმარმა, მერე კი ლოყაზე აკოცა. -ქალების 90% იქ ჩემს სანახავად დადის, ასე რომ კი, ვწუხდები. -როგორ გაქვს თავში ავარდნილი, ღმერთო. - თავი გააქნია სიცილით, ლუკამ კი ზევიდან დახედა წარბაწეულმა. -შენ თავში ავარდნილობა არ იცი რა არის მგონი. ჩემი თავისთვის მაქვს შექმნილი კომფორტი, ვვარჯიშობ ყველაფრისგან მოწყვეტილი და ასე უფრო ვახდენ კონცენტრაციას, თან არასასიამოვნოა როცა სურათებს გიღებენ, ან გაკვირდებიან. მაგის შემდეგ გავაკეთებინე ჩემთვის ცალკე დარბაზი. -როგორ გაწამებულა ჩემი პატარა. - თბალები აუფახუნა ლუკას, მერე კი ხმამაღლა გაიცინა. -სოფის მოხვდება. - უკანალზე მიარტყა ხელი, შემდეგ მოჭერილი თითებით თავისკენ მისწია და ტუჩები დაუკოცნა. - მამაშენს უნდა რომ მადლიერების დღეზე ჩავიდეთ. -მამაჩემს უნდა რომ ჩავიდეთ, მნიშვნელობა არ აქვს დღეს მაგისთვის, ღმერთის, ანგელოზების და ჯოჯოხეთის მეტი არაფრის არ სწამს, მაგრამ სხვებთან ერთად მაინც ყოველთვის აღნიშნავს ყველა დღესასწაულს… რა გაცინებს, სერიოზულად გეუბნები, დაბადების დღეს რომ ულოცავ გეუბნება რას მილოცავ, დაბერებასო? რომ ჰკითხო აღნიშვნას არ აპირებს, საღამოს კი სუფრა აქვს გაშლილი. -ყველაზე მაგარი კაცია ვისაც კი შევხვედრილვარ. -ძალიან დიდი სიამაყით ვივსები მაგას რომ მეუბნები. - განაბულმა ტუჩებზე აკოცა ნაზად, შემდეგ ხელი ჩაკიდა და ლიფტიდან მასთან ერთად გავიდა. - რას ფიქრობ? წავიდეთ? -რათქმაუნდა. -კარგი, მეც მასვენებენ უნივერსიტეტიდან… საბას ბოლოს როდის ელაპარაკე? -გუშინ, ყველაფერი კარგად აქვს, უკვე მნახველებიც ჩვეულებრივ შედიან, არაფრის საშიშროება აღარ არის, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით შეზღუდვებს მაინც უწესებენ. -შენით რომ ძალიან ვამაყობ აქამდე მითქვამს? -არა, მაგრამ ახლა ძალიან მესიამოვნა. - მანქანის უკანა კარები გაუღო, თან ლოყაზე მიაკრო ტუჩები. მეისონის დამსახურებით მალევე მივიდნენ ფიტნეს ცენტრში, მანქანიდან გადასულმა ლუკამ მაშინვე გაუწოდა ხელი სოფის და მასთან ერთად ხელჩაკიდებული დაიძრა შენობისკენ. შიგნით შესულებს მოწიწებით მიესალმა იქ მომუშავე პერსონალი, ლუკამაც ღიმილით მოიკითხა ყველა და სოფისთან ერთად საკუთარი დარბაზისკენ დაიძრა. -იციან მეპატრონე შენ რომ ხარ? -უმრავლესობამ კი. -ისე შევამჩნიე ყველა შენს დასაქმებულ პირს ძალიან კარგად ექცევი. -უჟმური ისედაც არ ვარ. როდესაც ხალხს კარგად, ან თბილად ექცევი, შრომითაც უკეთ შრომობენ, თან დაღლითაც არ იღლებიან და ხალისით აკეთებენ თავის საქმეს. გარემოზე და მომუშავე პერსონალზე ბევრია დამოკიდებული. თუ მიმტანი, მოლარე, ფრონტ დესკზე მდგომი ადამიანი, თუნდაც სასტუმროში დამლაგებელი, ან სხვა მომსახურე პირი თავის საქმეს უხასიათოდ და ტანჯვით აკეთებს, კლიენტიც უკმაყოფილო რჩება. ხომ მოგეწონა შემოსვლისას ღიმილით რომ მოგესალმნენ? -რა თქმა უნდა, სად ღიმილით რომ დაგხვდებიან და კარგ ენერგიას გაგიზიარებენ, სად ერთს რომ გაგიღიმებენ აფერისტულად და მერე გაიგნორებენ. მე ყოველთვის ვცდილობდი თბილად მოვქცეოდი ჩემს კლიენტებს. -ყველგან ასეა და ხალხიც იქ მიდის სადაც მსგავსი გარემო ეგულება… შედი. - მრგვალი გასაღები მიადო კარებთან მოთავსებულ საკეტს, შემდეგ კარი შეაღო და სოფი პირველი შეატარა. -აქ ვინმე გყოლია? -ტომასი, ერთი ორჯერ ნიკოლოზიც იყო. -ქალი? -დამლაგებელი შემოდის მხოლოდ. - გაეცინა სოფის კითხვაზე, კარადიდან თავისთვის განკუთვნილი შორტი და მაისური გამოიღო, იქვე დადებულ სოფისთვის შერჩეულ ტანსაცმელსაც მოჰკრა თვალი და ოთახის თვალიერებაში გართულს გაუწოლა. -ქალების გასახდელზე ბევრად კარგი ოთახია. -მიდი გამოიცვალე და გავიდეთ. -შენ საკუთარი აუზიც გექნება. -მაქვს. - სიცილით შეხედა თვალებ გაფართოვებულს, რომელიც აშკარად ხუმრობით ამბობდა წინადადებას. - ასეთი რაღაცები ნუღარ გიკვირს გთხოვ, თავს უცნაურად ვგრძნობ. -კარგი, ვიცვლი. - მაშინვე შეუდგა ტანსაცმლის გახდას, თან ლუკას მოძრაობებს აკვირდებოდა. ბოლოს სავარჯიშო დარბაზშიც შევიდნენ და პირდაპირ სარბენ ბილიკზე დადგნენ. ერთ დიდ კედელზე მთლიანად სარკე იყო მიმაგრებული, ორი სარბენი ბილიკის პირდაპირ კი დაბურული ფანჯრები რომლებიც პირდაპირ პარკს უყურებდა. სიარულის შემდეგ ნელ-ნელა ტემპს უმატეს, მალე სირბილზეც გადავიდნენ და რამდენიმე წუთში სოფი სულ გაჩერდა. - ეს ჩემთვის არ არის. - ხელი აიქნია და იქვე მდგომ სხვა სავარჯიშოზე მოთავსდა. მომღიმარი უყურებდა ლუკა ქალს, რომელიც ხუთ წუთში ამთავრებდა თითო სავარჯიშოზე ვარჯიშს, თვითონ კი კვლავ სარბენ ბილიკზე დარბოდა. ბოლოს სვლას შეუნელა, თეთრი პატარა პირსახოცით შეიმშრალა ოფლი და მალევე სულ გაჩერდა. -უკვე დაიღალე პატარა? - ხელებით დაეყრდნო რკინებს და წინ მჯდომ სოფის ტუჩებზე აკოცა. -ვარჯიში ჩემთვის არ არის, არაჯანსაღად მცხოვრები შეყვარებული გყავს და უნდა შეეგუო. თუ გინდა წამოგყვები ხოლმე, მაგრამ ვიჯდები და გიყურებ, სხვა არაფერი შემიძლია. - თავი უკან გადააგდო, თან თავზე წამომდგარს თვალს არ აშორებდა. -ადექი მოდი. - სოფის მტევნები მოიქცია თითებში, ფეხზე წამოაყენა აწუწუნებული, მერე წელზე მოკიდა ხელები და მაღლა ასწია. - მოეჭიდე… კარგი გოგო ხარ, ახლა აიწიე. -არ შემიძლია. -მიდი გეხმარები. - ბარძაყებზე გადაიტანა ხელები და სოფის აწევაში მიეხმარა. - კარგი გოგო ხარ… კიდევ. - წელზე აკოცა და კიდევ რამდენიმე აწევა გააკეთებინა. - გაუშვი გეყოფა. - ძირს დასვა დაქანცული, მერე ჩამოკიდებულ ტომარასთან მიიყვანა. -ხვალ ხელებს ვეღარ ავამოძრავებ ლუკა… გინდა კუნთიანი შეყვარებული გყავდეს? -მინდა ხელში ძალა გქონდეს და ხელის მოქნევა იცოდე. -კარგი რა. -მოდი აქ, გასწავლი რაღაცებს. - ხელთათმანები გაუკეთა, მერე კი სოფის წრთვნა დაიწყო. მუცელში რომ ურტყამდა ქალი ეცინებოდა ისეთი სუსტი დარტყმა ჰქონდა, მის წუწუნზე და საუბარზე ხალისობდა, დასცინოდა, თან ისეთი საყვარელი იყო თავს ვერ იკავებდა რომ არ ეკოცნა. - კარგი დღეს გეყოფა, შეგიძლია დაჯდე, ცოტას ვივარჯიშებ და წავიდეთ. -ასე უკეთესია. - ხელთათმანები მოიშორა, იქვე ერთ-ერთ სავარჯიშოზე დაჯდა და ლუკას ზურგს დააკვირდა რომელზეც ყოველი აწევის დროს არსებული კუნთები ჩნდებოდა. მთლიან სხეულს უთვალიერებდა თვალმოუშორებლად, თან ყველა აწევას უთვლიდა. ოთხმოცი აწევის შემდეგ ისე ჩვეულებრივად გამოიყურებოდა პირი დარჩა ღია სოფის, სულ სხვანაირი იყო ვარჯიშის დროს, ფიქრებში წასული, ამ სამყაროს მოწყვეტილი. იქვე ჩამომჯდარმა კრივის სპეციალური ბინტები გადაიხვია ხელებზე, შემდეგ ხელთათმანებიც მოირგო და ჩამოკიდებულ ტომარას მიუახლოვდა. ყურადღებით აკვირდებოდა სოფი ყველა მის მოძრაობას, ვიდეოებსაც უღებდა, ერთი ინსტაგრამის სთორიზეც დადო და ნახვების რაოდენობაც რამდენიმე წუთში ააგროვა. ლუკას ცოტა ხანს ვარჯიში საკმაოდ დიდხანს გაიწელა, მაგრამ კაცი დაღლილობას მაინც ვერ გრძნობდა. ბოლოს რომ დაამთავრა ტომარასთვის მუშტების რტყმა, სუნთქვააჩქარებული სოფისკენ შეტრიალდა, თვალი ჩაუკრა და ოთახში სიარულს მოჰყვა აჩქარებული გულის დასამშვიდებლად. -ვფიქრობ ამის ყურებდა არ მომბეზრდება. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან მისი დაცვარული სხეული შეათვალიერა. -გავიდეთ. - თავით ანიშნა კარზე მომღიმარმა. მალე აუზშიც ჩავიდნენ, მარტოები იყვნენ და სოფიც ამით სარგებლობდა. აუზიდან კი საუნაში გადაინაცვლეს. შესვლისთანავე გაიხადა საცურაო კოსტუმი სოფიმ, სრულიად შიშველი მოთავსდა ხისგან გაკეთებულ დასაჯდომზე, ფეხებიც ზედ დაალაგა და ჯერ ისევ კართან მდგომს შეხედა, რომელსაც ყინულებში მოთავსებული შამპანიურის ბოთლი და ორი შუშის ჭიქა ეჭირა. სოფის გვერდზე მოთავსებულმა სითხე ჭიქაში ჩამოასხა, სოფის გაუწოდა, მერე კი თავისთვის დაისხა. -წამოხვალ ხოლმე? - თავის ბარძაყზე მოთავსებული ტერფიდან ფეხზე აატარა ხელი, თან მოხრილ მუხლზე აკოცა. -შენს საყურებლად კი. -არა, თუ წამოხვალ ვარჯიში მოგიწევს. -მაშინ სახლში დაგელოდები ხოლმე. - მხრები აიჩეჩა, თან ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა. -რომ ვეღარ გაძლებ მითხარი. -ეს ჩახუთილი ჰაერი აღმაგზნებს. - ცოტახანში ჩუმად ჩაილაპარაკა, მუხლები მოკეცა და ოდნავ დააშორა ერთმანეთს. ლუკამ მთლიანად შეათვალიერა ქალი, რომელიც ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, მკლავები მუხლებზე დაელაგებინა, თავი კი კედელზე მიედო. ასეთიც კი ძალიან ლამაზი ეჩვენებოდა. სუნთქვის დროს მკერდი ზევით ქვევით მოძრაობდა და ნელ-ნელა კანზეც წვრილ-წვრილი წვეთები უჩნდებოდა. ჩუმად გმინავდა, თან ფეეხებს ხშირად ამოძრავებდა. შამპანიური ერთი მოყუდებით გამოცალა, მუხლზე დადებულ კაცის ხელს თავისი დაადო და ფეხებს შორის მიმავალი გზა გაუკვალა. - ცუდად ვარ ლუკა. -დამშვიდდი, ღრმად ისუნთქე. ცხელი ჰაერის ბრალია. - ქალის მდგომარეობით სახე გაბრწყინებული დაჰყურებდა ზევიდან. ერთი ხელი მუცლიდან მკერდამდე აატარა, მარჯვენა ძუ.ძუზე მოუჭირა, თან თითებს ქალის მგრძნობიარე ადგილზე ნელა დაათამაშებდა. -ღმერთო… - ქვედა ტუჩს დააჭირა კბილები, შემდეგ სწრაფად წამოიწია და ლუკას მუხლებზე მოთავსდა. შორტიდან სწრაფად ამოაძვრინა გამკვრივებული ა.სო და ორგანისზმში სწრაფად შეიცურა. მაშინვე წასკდა კვნესა, უფრო და უფრო მეტი სურდა, თავს ვერ აკონტროლებდა, სუნთქვაც უჭირდა და ეგონა მალე სულს განუტევებდა. -მიდი პატარა, გამახარე. - სოფის ყურთან დაიჩურჩულა თან უფრო ძლიერად მოუჭირა უკანალზე ხელები და მოძრაობაში აჰყვე ქალს. მისმა სიტყვება წამსვე მოახდინეს რეაგირება ქალზე და ორგანიზმში მაშინვე აფეთქდნენ დაგროვილი გრძნობები, სხეულში ჩაღვრილი სითხის შეგრძნებისას კი მთლიანად მოსწყდა იქაურობას. -გავიდეთ, ვეღარ ვსუნთქავ. - ჩუმად ჩაილაპარაკა ლუკას შუბლზე შუბლით დაყრდნობილმა. -შენთან ერთად მეორედ აქ აღარ წამოვალ. - ქვედა ტუჩზე იკბინა სიცილის შესაკავებლად, მერე ფეხზე წამოდგა და საუნიდან გასული პირდაპირ წყლის გადასავლებად შევიდა. მომწესრიგების შემდეგ სახლში წავიდნენ, სოფის მთლიანი ძალა გამოსცლოდა, სახლამდეც კი ძლივს მიაღწია, ლიფტიდან გასული კი პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრა, მხოლოდ ფეხსაცმლის გახდა მოახერხა და ტანსაცმლის ამარა საწოლზე დაწვა. -ცხოვრებაში ასე არასდროს დავღლილვარ. - უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა, მომღიმარმა ალანიამ შარვალი გახადა ქალს, სვიტერის გახდაშიც მოეხმარა და გადასაფარებელი გადააფარა. - დღეს აღარ გამაღვიძო ხო? -ორ საათში გაგაღვიძებ, უნდა ჭამო, წონაში დასაკლებად არ წამიყვანიხარ იქ. -ორი კილო დავიკელი უკვე. სავახშმოდ გამაღვიძე, ორი საათი არ მეყოფა. -მე გავდივარ, საქმე მაქვს, რომ მოვალ გაგაღვიძებ. -მიყვარხარ. - მის სახესთან დაწეულს ტუჩებზე აკოცა, მერე ბალიშზე დადო თავი და თვალები დახუჭა. მომღიმარმა საფეთქელზე აკოცა ქალს, შემდეგ ფეხზე წამომდგარმა გამოიცვალა და მალევე დატოვა ბინა. * ცხრა საათი იყო სახლში დაბრუნებულს სოფი სამზარეულოში რომ დახვდა, გაუკვირდა კიდეც, ეგონა ისევ ეძინებოდა. პირდაპირ მისკენ დაიძრა დაღლილი, ფეხზე წამომდგარს წამსვე ხელები მოკიდა სახეზე და ტუჩები დაუკოცნა, შემდეგ მკლავები მჭიდროდ შემოხვია, ცხვირი კი მის ყელში ჩარგო. -დაიგვიანე. -ვიცი, შეხვედრა გაიწელა. -გშია? მე და გრეისმა ვახშამი მოვამზადეთ. -ძალიან. - ლოყაზე აკოცა, მერე სკამზე მოთავსდა და იქ გაჩენილ გრეისს მიესალმა. - როდის გაიღვიძე? -ერთი საათის წინ… ხომ მეძინა, მაგრამ მაინც მომენატრე. - თმებში შეუცურა თითები, თან ბრჭყვიალა ლურჯი თვალებით უყურებდა კაცს. -გტკივა რამე? -მკლავები ცოტა, დანარჩენს ისედაც სულ ვავარჯიშებ. - ქვედა ტუჩზე იკბინა, ლუკამაც თავი გააქნია სიცილით. -მადლობა. - თბილად გაუღიმა ქალს როგორც კი მგიდაზე საჭმლის დალაგება დაასრულა. - დაჯექი შენც. -გმადლობთ, არ მინდა, ვივახშმე უკვე. -იტყუება, ჩემთან ერთად იყო მთელი ეს დრო. -მიდი გრეის, მოიტანე შენთვის თეფში და მიირთვი ჩვენთან ერთად. -კარგით. - სწრაფად შეტრიალდა უკან, მალე თეფშით და დანაჩანგლით დაბრუნდა უკან, მაგიდას მიუჯდა და მათთან ერთად განაგრძო ვახშმობა. დაღლილი ალანია მალევე მორჩა ჭამას, მადლობა გადაუხადა ქალბატონებს და საძინებლისკენ დაიძრა. სოფი მხოლოდ მაშინ შევიდა ოთახში როცა მაგიდა აალაგებინა გრეისს. საკუთარი ლეპტოპი საწოლზე დადო, თვითონაც ზედ აცოცდა და მუცელზე მწოლ კაცს ნახევარი სახე მთლიანად დაუკოცნა. -დღეს ხომ კვირაა, წესით არ უნდა გემუშავა. - თმაში შეუცურა თითები, კისერში აკოცა, შემდეგ ყბის ძვალზე. -ჰო, მაგრამ საქმე გამოჩნდა. -დაიძინე მიდი. - ტუჩებზე ხანგრძლივად მიაკრო ტუჩები და მის ღიმილზე თვითონაც გაეღიმა. -რას აპირებ? -თორმეტ საათამდე უნდა გავუგზავნო ჩემს ლექტორს, სლაიდ შოუს ვაკეთებ, ცოტა დამრჩა. -მოდი ცოტა ხანს, რომ ჩამეძინება მერე გააკეთე. - წელზე მოხვია ხელი, სოფიც გვერდზე მიიწვინა და თავი მის ყელთან მოათავსა. -ტკბილი ძილი. - თმაზე გადაუსვა ხელი, მერე შიგნით შეუცურა და ნაზად აათამაშა თითები. ორ წუთში უკვე გათიშულს ეძინა, ყოველთვის უკვირდა სოფის თუ როგორ შეეძლო ასე მალე დაძინება. ფრთხილად დაიძვრინა თავი კაცის მკლავებიდან, ლოყაზე ოდნავ შეახო ტუჩები და საწოლის საზურგეს მიყრდნობილი ლეპტოპში მუშაობას შეუდგა. თორმეტის ორმოცდათორმეტ წუთზე გააგზავნა დავალება ლექტორის იმეილზე, ლეპტოპი ტუმბოზე გადადო და გადასაფარებლის ქვეშ შემძვრალი ზურგზე მწოლ კაცს მიეხუტა. მკერდზე დაადო თავი, ხელი მუცელზე გადაადო, მერე კი თვითონაც გაითიშა. *** მადლიერების წინა დღეს ჩავიდნენ ჩიკაგოში, ახლა უფრო თბილად და დიდი სიხარულით დახვდნენ წყვილს, ის სხვანაირი გარემო, რომელიც არსად არ ეგრძნო წამსვე შეიგრძნო ლუკამ, პირველს ნატალის მოეხვია, სხეულში მთლიანად სითბო მოედო ორივე ლოყაზე რომ აკოცა ქალმა, სულ სხვანაირ სითბოს და ენერგიას უზიარებდა. -აქეთ უფრო ცივა. -ჰო გავიყინე, შევიდეთ. - მოკლე მკლავიან მაისურსა და შარვალში გამოწყობილი ნატალი სწრაფად დაიძრა სახლისკენ, როგორც კი შიგნით შევიდა მაშინვე გათბა, ცხელოდა კიდეც სახლში ჩართული გამათბობელის წყალობით. - როგორ იმგზავრეთ? -ძალიან კარგად. -კვირამდე რჩებით ხო? - გახარებული ტრიალებდა სამზარეულოში, ხან ლუკას შეხედავდა, ხან სოფის და მათი შემხედვარე ბედნიერდებოდა. -თუ არ შეწუხდებით… - მხრები აიჩეჩა სიცილით. -რას ამბობ, პირიქით. - თბილად გაუღიმა ლუკას, მერე კი ხორციანი ბლინჩიკების შეწვას მიუბრუნდა. - მალე გავშლი მაგიდას და ყველამ უნდა ჭამოთ. -ხომ იცი? თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში და ოჯახში. - თვალი ჩაუკრა უფროსმა ადამიამ, თან ხელი მიადო ზურგზე და მისაღებისკე უბიძგა. -მოგეხმარო? - უკნიდან მოეხვია ნატალის, თან ლოყაზე აკოცა. -თეფშები და დანა-ჩანგალი დაალაგე. -ოქეი… - კისერზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ კარადასთან მივიდა თეფშების ასაღებად. -რატომ ხარ უხასიათოდ დე? - ქალიშვილის მტევანი მოიქვია თითებში და ხელის ზურგზე აკოცა. -ცუდად ვარ და ხომ იცი ამ დროს არაფრის ხასიათზე არ ვარ. -დაანებე თავი თუ გინდა, მე მივხედავ. -არა, არ მაქვს პრობლემა… Advil-ი გააქვს? -კი ჩემს ოთახში ტუმბოზე დევს, გუშინ თავი მტკიოდა და დავლიე, იქ მიდევს. -მოვალ ახლავე. - სწრაფად დაიძრა მშობლების საძინებლისკენ, ორი ტაბლეტი აიღო და უკან დაბრუნებულმა წყალიც მიაყოლა. -სოფი მამი, მანდ ლიმნიანი წყალი დევს და მომიტანე რა. - მისაღებიდან გასძახა შვილს ისიც ნატალის მიაშტერდა. -იქ დევს. - მარმარილოს ზედაპირზე მდგომ ბოთლზე ანიშნა ღიმილით, სოფიც მისაღებისკენ წავიდა ბოთლის აღების შემდეგ. -მადლობა. -არაფრის… გინდა რამე გაგიკეთო? - ქვევიდან მომზირალ ლუკას შეხედა მომღიმარმა, მან კი უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. -ფეფო შენ არ იცი დაბლა რა გავაკეთე ხო? - ხელი ჩაკიდა დას და სარდაფისკენ დაიძრა. -ცოტა ნელა, დავგორდები… აუუ რა მაგარია! - ჩასვლისთანავე წამოიძახა როგორც კი იქაურობას მოავლო თვალი, ოთახი მთლიანად გადაეკეთებინა თოკას, იქვე ბილიარდის მაგიდა იდგა, პატარა ბარიც მიეშენებინა და სასმელებიც მოეთავსებინა თაროებზე. მეორე მხარეს კი დივანი დაედგა თეთრი კედლისკენ მიტრიალებული. -ტედევიზორის ფული ჯერ არ მაქვს და პროჟექტორი ვიყიდე, შეგვიძლია კინოს ვუყუროთ, ან რავიცი, რასაც გინდა. სასმელებს ვაგროვებ, კიდევ რაღაცები მინდა ვიყიდო, ერთი სიტყვბით ჯერ დამთავრებული არ მაქვს რა. -ძალიან მაგარია, მართლა, ასე მალე როგორ გააკეთე. -ზურამ დამიმატა ფული, კედლები ჩვენ გადავღებეთ. -ძალიან მომწონს… კიდევ ერთხელ მოათვალიერა იქაურობა, მერე კი კიბეებისკენ დაიძრა. -ხო რა, თან უკვე ცივა, გარეთ ვერ ვსხდებით, მარტო მაშინ ცეცხლს თუ ავანთებთ. ბიჭები რომ მოდიან აქ ვართ, ზურასაც დაევასა, ნატალისთან ერთად თამაშობს ხოლმე ბილიარდს. - ზევით აჰყვა დას, თან კარი დახურა. -ჰო, შენი სივრცე გაქვს, ასე რომ ვთქვათ. - სამზარეულოში შესულმა გადმოლაგებული თეფშები აიღო და მაგიდისკენ დაიძრა. - დანა-ჩანგლები წამოიღე რა. -კარგი… ხოდა ნატალისაც არ ეშლება ნერვები სიმღერები რამხელა ხმაზეც არ უნდა მქონდეს… ერთი კვირის წინ ვიღაცეები მყავდნენ, ფართის პონტში მქონდა გაკეთებული და გარედან ამოსასვლელი რომ არის ხომ იცი? მაგედან გავუშვი გოგოები. - ჩუმად ჩაილაპარაკა სიცილით, თან თვალი ჩაუკრა დას. -აქამდე მაინც გაგეკეთებინა. - უკმაყოფილოდ დაბრიცა ტუჩები, მერე ჩაიცინა და სამზარეულოში დაბრუნდა. -რა ვქნა, როცა მოვახერხე მაშინ გავაკეთე. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, თან მისაღებში მჯომ ერთმანეთში მოსაუბრე კაცებს გახედა. - ზურა სათევზაოდ ეპატიჟება. - თავით დივანზე მსხდომებისკენ ანიშნა, სოფიმაც წამსვე ჭყიტა თვალები. -ამ სიცივეში სად უნდა წავიდნენ, ნუ მიგიჟბს ლუკას. -ოჰ. -რა? ვის გაუგია ამ დროს წასვლა, მიეყინებიან ერთ ადგილზე და მოგვიწევს მერე ადგილიდან ატეხვა. - სიცილით მოხვია წელზე ხელი და ლოყაზე აკოცა. - შენ არ წახვიდე არსად. -არა ხო არ ღადაობ, არ მევასება სიცივე ხომ იცი. -არ გაუშვა რა, მეც გავყვები ლუკას და გავცივდები მერე. -მარტო რომ წავიდეს რა, მოგტაცებენ? -მოკეტე, ვერ ვძლებ მე მაგის გარეშე და ვერც ღამე ვიძინებ. -ზედმეტად შეიჭერი ჩემთან ჭორაობაში. - წამსვე წარბები შეკრა, სოფის კი ყურებამდე გაეღიმა. -რა იყო, პირველად გაიგე ლუკასთან ერთად რომ მძინავს, თუ გეგონა სახლში სხვა ოთახში მეძინა. -რა გინდა ახლა? ნერვები მომეშლოს? -კარგი, ვჩუმდები… კიდევ არის რამე დე? -არა, დაუძახე იმათ და დასხედით, ტოლმას ამოვიღებ და მოვალ. -ყველაფერი მზად არის და წამოდით. -მოვდივართ. - თავი დაუქნია ზურამ, თან ფეხზე წამოდგა ლუკასთან ერთად. -რავი თუ გინდა დღესვე წავიდეთ და ხვალ ჩამოვიდეთ, პრობლემა არ არის. -სად მიდიხართ? - ლუკას გვერდზე მოთავსდა და ინტერესით მიაჩერდა საჭმლის გადაღებაში გართულ მამას. -სათევზაოდ. -მა ცივა ახლა და იქით წელს წადით რა. -ჰო ახლა რა გინდათ, გაიყინებით ორივე, თან ტბასთან ცივა. - იმ დროს შესულმა ნატალიმ ჯამი მაგიდაზე დადგა და ზურას გვერდზე მოთავსდა. -მერე რა, თბილად ჩავიცმევთ. ჩემს სქელ ქურთუკს მივცემ ლუკას და ეგ იქნება. დღეს წავიდოდით და ხვალ მოვიდოდით თევზით რა. -მაშინ მეც წამოვალ. -შენ გაცივდები. - წამსვე გადახედა გვერდზე მჯდომს, მის შეკრულ წარბებზე თვითონაც ასწია წარბები, თან ვაზის ფოთლის ტოლმას აგემოვნებდა. - რატომ იბღვირები? -შენ თუ წახვალ მეც წამოვალ. -შენ ვერ წამოხვალ ხომ იცი არა? -კარგი რა… -ძალიან გემრიელია. - ნახელავი შეუქო ნატალის, მერე სხვა საჭმელებიც დაუგემოვნა და ყველა სათითაოდ შეაფასა. -ლუკა ჩემი დეგუსტატორია. - სიცილით ჩაილაპარაკა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა რომ მისი კომენტარებით და შეფასებით კმაყოფილი იყო. -მართლა, საერთოდ ყველას გაკეთებულს ვერ ვჭამ, ასე ვთქვათ ცუდი ჩვევა მაქვს, ბავშვობიდან მამიდაჩემის და ჩვენი ძიძის გარდა არავის გაკეთებულს არ ვჭამდი. ახლაც ჩემი დამხმარე ქალის მომზადებულს ვჭამ მხოლოდ, სოფის გაკეთებულ საჭმელებს, ან იმ რესტორანში მივირთმევ სადაც ვიცი რომ გემრიელია. ახლა პირველ ადგილზე თქვენ ხართ და ვხვდები სოფი რატომ არ ჭამს სხვის მომზადებულ წვნიანებს. -ძალიან მიხარია ასე თუ მოგწონს... უი მართლა, გახსოვს ფენებიან ნამცხვარზე რომ გიყვებოდი? -სოფის საყვარელი ნამცხვარი? -ჰო, გუშინ გამოვაცხე და რომ დაამთავრებთ ვახშმობას მოვიტან. -სიამოვნებით გავსინჯავ. -თვითონაც იცის კარგად რომ ამზადებს, მაგრამ მაინც უნდა უთხრა ხოლმე. - სიცილით შეხედა თორნიკემ გვერდზე მჯდომ დედას, მერე ლუკას, ბოლოს კი მოპირდაპირედ მჯდომ დას. ჩუმად იჯდა, თეფშზე გადაღებულ საყვარელ ვაზის ტოლმას დაჰყურებდა და ჭამას აშკარად არ აპირებდა. - ფეფო, რა გჭირს? - დისკენ გადახრილმა ნიკაპზე მოკიდა ხელი, თავი ააწევინა და ამღვრეუ ლურჯ თვალებში ჩახედა. - რა ხდება? -არაფერი. - სწრაფად შეიმშრალა ცრემლები, ლუკამაც წამსვე გადახედა ქალს, დაიბნა მის ცრემლიან თვალებზე და ვერც მიხვდა რა დაემართა. -სოფი. -არ წახვიდე არსად რა. - კიდევ გადმოუგორდა ცრემლების ახალი ნაკადი და ლუკაც მიხვდა ქალის ემოციებზე მისი ახლანდელი მდგომარეობა მოქმედებდა. ასეთი ემოციური უკვე ჰყავდა ნანახი რამდენჯერმე. -კარგი, არ მივდივარ არსად, ნუ ტირი. - მომღიმარმა მოხვია ხელი, საფეთქელზე აკოცა, მერე კი ლოყა შუბლზე მიადო, ხელი თავზე გადაუსვა და გაოცებულ თორნიკეს შეხედა. - სოფიი... -კარგად ვარ. - მაგიდიდან წყალით სავსე ჭიქა აიღო და ნელა მოსვა. - ყურადღება არ მომაქციოთ, არ ვარ დღეს ხასიათზე... არც მშია, ნამცხვარს შევჭამ მე. - ფეხზე წამომდგარი ნელა დაიძრა სამზარეულოსკენ. ნამცხვარი უცებ მოძებნა, დაჭრა და კვლავ უკან დაბრუნდა. - ძალიან გემრიელია. - თვალებ ამღვრეულმა შეხედა ნატალის, შემდეგ ჰაერი დიდი რაოცენობით შეისუნთქა და შეეცადა არ ეტირა. თავის თავზეც ეშლებოდა უკვე ნერვები. -ჭამე რამდენიც გინდა. - სიცილით გააქნია თავი, მერე კი თვითონ განაგრძო კუჭის დანაყრება. -ვინმეს ხომ არ უთხარით რომ მოვდიოდით? არავის თავი არ მაქვს. -არავისთვის გვითქვამს. -ძალიან კარგი. -მაგრამ ხვალ შენი ბიძაშვილი მოვა ბავშვებით. -რას მაშინებ? შენ უნდა მიხედო. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და ნამცხვრის ჭამა განაგრძო. - ისე დიდი ხანია არ მინახავს ბავშვები, თან ყველას ვუყვარვარ, იცი რა საყვარელი პატარა ჰყავთ? სხვათაშორის ლუკასი ჰქვია, სამი წლისაა, მაგრამ ბევრს არ ლაპარაკობს. -ბავშვს ვერ გაუგია რომელ ენაზე ილაპარაკოს და მაგიტომ. - ხელი აიქნია ნატალიმ. კიდევ დიდხანს ისაუბრეს სუფრასთან მსხდომებმა, ბოლოს სოფიმ მაინც მოახერხა ლუკას საძინებელში აყვანა, ძილი უნდოდა, მაგრამ მის გარეშე არა. ტანსაცმელი როგორც კი გაიხადა მაშინვე გადასაფარებლის ქვეშ შეწვა და დაელოდა ლუკა როდის მიუწვებოდა. -კარგად ხარ? -არა. - ხელი მოხვია წელზე, სახე კი მისი სახის გასწვრივ დადო ბალიშზე. -გეძინება? - თითებით სახეზე ეფერებოდა, თვალებ დახუჭულს, რომელიც ყველა მის შეხებაზე რეაგირებდა. -შენთან ყოფნა მინდა. - სხეულზე მიეკრა, ქვევიდან ახედა ლუკას და ტუჩები ნიკაპზე მიაკრო. -აქ ვარ. - ცხვირის წვერზე აკოცა მომღიმარმა, მერე ტუჩებზე. -დღეს არ უნდა წამოსვულიყავით. -არაუშავს, ორი დღეც და კარგად იქნები. -მარტო არ დამტოვო კარგი? არსად არ წახვიდე. -არათქო, ხომ გითხარი. - თმაზე გადაუსვა ხელი, ეღიმებოდა მის მდგომარეობაზე, ისეთი საყვარელი იყო თავს ვერ იკავებდა რომ არ ეკოცნა. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. - მოწყვეტით აკოცა, მერე შუბლზე მიაკრო ტუჩებდი. გადატრიალებულს უკნიდან მიეხუტა, ხელი მაისურის ქვეშ მუცელზე მოხვია და ყელში აკოცა. - ტკბილი ძილი პატარა. - ჩუმად ჩაილაპარაკა სოფის ყურთან, მერე კი სახე მის თმაში ჩარგო. მეორე დღეს დილიდან წვიმდა, სოფის ხასიათს ბუნებაც უწყობდა ხელს და სახლში ყოფნის გარდა არაფერი არ უნდოდა. სამზარეულოში ბარის სკამზე იჯდა ჩაით ხელში, უკვე მერამდენე ჭიქას სვამდა არ იცოდა. -ადექი მაღაზიაში წავიდეთ. - სამზარეულოში შესულმა სწრაფად მოკიდა ხელი დას და სკამიდან ჩამოაგდო. - გავისეირნოთ ცოტა. -მოიცადე, ასე ხომ არ წამოვალ. -ძალიან ლამაზი ხარ, ნუ ნერვიულობ. - სპორტულ შარვალსა და დიდ ზედაში გამოწყობილი შეათვალიერა, რომელსაც თმა კოსად აეკეცა და გაწეწვოდა. - თმა შეიკარი თავიდან და მართლა კარგად ხარ შენს თავს ვფიცავარ. -ფეხსაცმელი? -მოიც მოგიდან ბოტასებს… დაჯექი შენ მანქანაში. -ლუკა სად არის? -მამასთან ერთად წავიდა სადღაც, სანამ მოვალთ ისინიც მოვლენ, დასველდი, ჩაჯექი მანქანაში. - სახლში შესვლამდე დაუძახა და სოფიც მაშინვე მოთავსდა წინა ადგილზე. მერე კი თორნკეს მიტანილი ბოტასები ამოიცვა და ღვედიც გაიკეთა. -სად მივდივართ? -Walmart-ში, დედას უნდა რაღაცები. ჩამაწერინა. თან შენ ხომ იცი რა სად დევს? - ტელეფონი გაუწოდა სოფის, მანაც უცებ წაიკითხა ყველაფერი, თავის ნომერზე გააგზავნა და ძმას უკან დაუბრუნა ტელეფონი. -ჰო ვიცი… და კიდევ ზაზას უნდა გავუგზავნა ფული. -ზაზა ვინ არის? -მამას ძმაკაცი. -ხომ გავუკეთე moneygram-ი რატომ არ აგზავნის ტელეფონით? -ვერ დაამუღამა რავი. - მხრები აიჩეჩა უდარდელად და წვიმიან გზაზე სწრაფად გააქროლა მანქანა. -შენ არ ხმარობ? -არა. -არ დაგაჯარიმონ. -ნუ გეშინია, ვიცნობ უკვე ამ ადგილის პოლიციას. - სიცილით გადახედა დას. - 30-ში სასამართო მაქვს, ერთი კვირის წინ გამაჩერეს და უნდა მივიდე, ნატალიმ არ იცის. Ჩემს ადვოკატს დავურეკე და ის მიგვარებს ყველაფერს, მაგის იმედი მაქვს, თუ ვერ მოვიგეთ ლაისენს წამართმევენ. -ვერ ისწავლე ჭკუა, ამხელა კაცი ხარ. - თავი გააქნია სიცილით, მერე კი საზურგეს მიეყრდნო როგორც კი სისწრაფეს უმატა თორნიკემ, თან წამსვე სიცილი წასკდა. -რას ამბობდი? - წარბაწეულმა გამოხედა დას წამით, კიდევ უფრო მოუმატა სიჩქარეს და სოფის კისკისიც მაშინვე შემოესმა. -მომნატრებია. -ლუკიტო არ დაგაქროლებს ხოლმე? -მოტოთი კი, მაგრამ შენთან სხვანაირად ვარ. - მისკენ გადაწეულმა ლოყაზე აკოცა მომღიმარს, მერე ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა და მაღაზიამდეც მივიდნენ. ყოველთვის ასე იყო, ათი წუთის სავალი გზის გავლას ხუთ წუთსაც არ ანდომებდნენ. სოფიც ხასიათზე მოიყვანა თორნიკემ, მანქანიდან გადასულმა ხელი მოხვია დას და მასთან ერთად შენობისკენ სწრაფად დაიძრა. -წამო ჯერ ის ვიყიდოთ რაც დედამ დაგვავალა და კასასთან(სალარო) რომ მივალთ მე გასაგზავნად წავალ. -კარგი… ჯერ ფქვილი ავიღოთ აქვეა. - წინ გაუძღვა ურიკით მოსიარულე ძმას, ყველაფერი მალევე მოძებნა, მერე კი ერთ-ერთ სალაროსთან მოკლე რიგში ჩადგა. - ბარათი? მე არაფერი არ წამომიღია. -აჰა ჩემი საფულე, მე მაინც ქეშით ვაგზავნი. -კოდი? -5194. -ვერ დავიმახსოვრებ, რანაირი კოდები გაქვს. - უკმაყოფილომ ჩაწერა ტელეფონში, თან გონებაში იმეორებდა რიცხვებს. ბოლოს მისი ჯერიც დადგა, ნელა მოძრავ შავ მოლარეს დაღლილი უყურებდა, ხან ფულის გასაგზავნად მისულ თორნიკეს გახედავდა, ხან ხალხს ათვალიერებდა. - მადლობა. - ყველაფერი რომ ჩაალაგა ურიკაში ქვითარი გამოართვა და თორნიკესკენ დაიძრა. მალევე დაამთავრა საქმე ადამიამ, ქვითარზე მონიშნულ კოდს სურათი გადაუღო და იქვე ურნაში ჩააგდო. -წავედით? -ჰო. -სტარბაქსის ცხელი შოკოლადი გინდა? -მინდა! -დავლიოთ… აქ დამელოდე, მანქანას მოვიყვან, უცებ ჩაალაგე და წავიდეთ. -კარგი. - მომღიმარმა გააყოლა თვალი ძმას, მერე კი ამღერებულ ტელეფონს დახედა. ლუკას სახის დანახვაზე ყურებამდე გაიღიმა და მის ზარს სწრაფად უპასუხა. -რას შვრებით, მოდიხართ? -ჰო, თოკას ველოდები, მოიყვანს მანქანას ჩავალაგებ პარკებს და წამოვალთ, ძალიან წვიმს და დასველდებიო. -თბილად გაცვია? -არა და გავიყინე… მოვიდეს მალე. -გარეთ ელოდები? -ჰო. -შედი შიგნით გოგო. -ოო აი მოდის უკვე. ხუთ წუთში ვიქნებით სახლში. -კარგი მიდი. - მაშინვე გაუთიშა ტელეფონი, სოფიმაც პარკები აიღო სწრაფად და გახსნილ საბარგულში ჩაალაგა, შემდეგ დახურა და მანქანაში ჩაჯდა. -მოგიხდა გასეირნება. -მართალია. -სოფ... - ყოყმანით დაიწყო საბარი, სოფიმაც წამსვე გადახედა ჩაფიქრებულ ძმას, რომელსაც აშკარად რაღაც არ ასვენებდა. -რისი კითხვა გინდა, მკითხე საბოლოოდ. - სიცილით ჩაილაპარაკა, თორნიკემ ჯერ დაეჭვებულმა შეათვალიერა, მერე კი კვლავ გზას გახედა. -შენი ეს ხასიათის ცვლილება... არ მითხრა რომ... მმ... ორსულად არ ხარ ხო? - ბოლოს მაინც ჰკითხა და შუქნიშანზე გაჩერებულმა სახე აწითლებულს გადახედა. -არა. - წამსვე გასცა პასუხი და დაინახა როგორ ამოისუნთქა თორნიკემ. -დარწმუნებული ხარ? -რეებს მეკითხები, ხომ გითხარი არათქო. -ანუ... კარგი არაფერი. - შედარებით დამშვიდებულმა განაგრძო გზა, სარკეებში გაიხედა, მერე კი სიჩქარეს უმატა. - კარგი რა გჭირს, ნუ გცხვენია, ბუნებრივი მოვლენაა. - სიცილით უჩქმიტა ლოყაზე. -მოკეტე. - თვალები აატრიალა სოფიმ, მერე მაინც გაეცინა. ცხელი შოკოლადის ყიდვის შემდეგ სახლის გზას დაადგნენ და ხუთ წუთში სახლის წინ გააჩერეს მანქანა. სახლში შესულებმა პარკები სამზარეულოს მაგიდაზე დაალაგეს, სოფი მაშინვე ნატალისთან მოლაპარაკე ლუკას მოეხვია, ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ქვევიდან აბრჭყვიალებული ლურჯი თვალებით ახედა. - ცხელი შოკოლადია, გინდა? -რა კარგ ხასიათზე ხარ. - საწრუპიდან ცოტა მოსვა, მერე თმები გადაუწია სოფის სახედან. - ბრწყინავ. -მაღაზიაში სიარულმა მიშველა. -ძალიან კარგი. - შუბლზე მიაკრო ტუჩები, მერე პარკებში რაღაცის ძებნაში გართულ თორნიკეს შეხედა. -სოფ ლუდი ხომ ვიყიდეთ? -კი, არ არის მანდ? -არა, მანქანაში დამრჩა ალბათ, მოვიტან. -ხომ გვაქვს ლუდი, რაღად გინდა ამდენი. - თავი გააქნია ნატალიმ, მერე ერთად მდგომ წვილს შეხედა. -მამა სად არის? -ოთახშია მგონი, ვიღაცას ელაპარაკება. -ეს ახლა შევამჩნიე საბარგულში და შენია? - ლუდთან ერთად ყუთი შეიტანა შიგნით, თან ლუკას ახედა. -ჰო, დამავიწყდა, შენთვის არის, შენი ბარისთვის უფროსწორედ... იმდღეს რომ მანახე რამდენიმე ბოთლი წამოგიღე ჩემი კოლექციიდან. - სახე განათებულ თორნიკეს გაუღიმა, ისიც მაშინვე შეუდგა ყუთის გახსნას და რამდენიმე სასმლის ბოთლის დანახვაზე გახარებული დაიძრა ლუკასკენ. -ჯიგარი ხარ ბრო, მაგრად მევასები სოფის გეფიცები. - სიცილით გადაეხვია, მერე ყუთს დაავლო ხელი და სარდაფისკენ დაიძრა. -ნეტა რათ უნდა ამდენი სასმელი, ან შენ რატომ წუხდები. -საერთოდ არ ვწხდები დამიჯერეთ... მეც თოკას ასაკში დავიწყე სასმლის შეგროვება და რომ მჩუქნიდნენ მეც მიხაროდა. - მხრები აიჩეჩა, მაგიდასთან დაჯდა, იმ წუთას გამოსული ზურაც მიუჯდა და სოფის ქვევიდან ახედა. -მიდი მამი, მაცივარში სალათა უნდა იყოს და გამომიღე რა. -ეს ქათმის? -ჰო მაიონეზით რომ არის... - თვითონ პური გამოიღო კარადიდან და კვლავ თავის ადგილას მოთავსდა. -მე არ მინდა. - მაშინვე თქვა როგორც კი თეფში დაუდო სოფიმ. -ნამცხვარი ვჭამოთ ჩვენ. - მაინც დატოვა თეფში, დაჭრილი ნამცხვარი გამოიღო და ლუკას გვერდზე მიუჯდა. -უი, შენი ძმა როგორ არის? სოფიმ მითხრა მაშინ წასული რომ იყავი. -უკეთესად, ნელ-ნელა უკეთ ხდება. ერთ თვეში გაწერენ ალბათ. -ძალიან კარგი... როგორი შეგრძნება იყო ამდენი ხნის შემდეგ რომ ჩახვედი. - მომღიმარი შეტრიალდა ნამცხვრის ჭამაში გართული ლუკასკენ. -დაუვიწყარი, ნამვილად. -გეუცნაურა ყველაფერი ხო? -ჰაერიც კი სხვანაირი მეჩვენა. - თავი დაუქნია ნატალის, მერე ფეხზე წამომდგარ სოფის გააყოლა თვალი, მისაღებიდან შემომავალი კაკუნი რომ შემოესმა და კარის გასაღებად მიდიოდა. -ჩემს სახლში რომ ჩავდივარ თავი სტუმრად მგონია, შენ კიდევ წარმომიდგენია როგორ უცხოდ იგრძნობდი თავს. -ზუსტად ასე ვიყავი მეც. - კიდევ ერთხელ დაეთანხმა ქალს, მერე კი მისაღებიდან შემომავალ ხმებს უგდო ყური. -ცოტა სი.რიკოზა ტიპია, არ მიაქციო ყურადღება. -სოფლელი. - იმ წუთას მისულმა თორნიკემ მხარი აუბა მამას და ერთი ნამცხვარი აიღო თეფშიდან. -ბიჭო! - თვალები დაუბრიალა ნატალიმ ქმარ-შვილს, მერე წინსაფარი მოიხსნა და ბიძაშვილის შვილის დასახვდრად გავიდა. -აქ რომ იყავი არ უნდა გეთქვა შე მაიმუნო? -გუშინ ჩამოვედი და ვიცოდი დღეს რომ მოდიოდი ისედაც, სურპრიზი დაგახვედრ. - სიცილით ხვევდა ხელებს, თან იცინოდა. -აიი, აფერისტო. - მაგრად მოხვია მკლავები, მერე კი უკანალზე მიარტყა ხელი და ლუკასაც წამსვე თვალები აენთო, თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა კაცი და თავი ძლივს შეიკავა რომ არ წამომხტარიყო. არ გამოჰპარვია ზურას მისი რეაქცია, დაინახა როგორ წამოენთო, მერე წინ გადახრილმა გვერდზე გაიხედა და რომ დაინახა ბიძაშვილების ჩახუტების სიუჟტი და კიდევ ერთხელ უკანალზე მირტყმული ხელი, მიხვდა რაშიც იყო საქმე. -ეგრე გამოხატავს სიყვარულს, სოფიზე ბევრად დიდია და როგორც თავის შვილს ისე ექცევა. - სწრაფად განუმარტა თორნიკემ როგორც კი ანთებული ლუკა შენიშნა. -რა მნიშვნელობა აქვს? შენ ძმა ხარ, მაგრამ მე არ მოგცემდი უფლებას სოფისთვის ხელი დაგეკარებინა და ეს ვინაა? - ჩუმად ჩაილაპარაკა ბრაზ მორეულმა. - სოფი ჩემია და არავის აქვს უფლება შეეხოს, მკი.დია როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ჩემამდე. -გეთანხმები, მაგრამ ახლა რამის თქმა არ ღირს. -არ ვაპირებ საქმეების გარჩევას აქ, მაგრამ შენ რომ ძმა ხარ, ამას ხედავ ამდენი წელი და არაფერს ამბობ, მაგის გამო საცემი ხარ. - საჩვენებელი თითი დაუქნია თავისზე პატარას, თორნიკემაც ვეღარაფერი უთხრა. -მართალია. - თავი დაუქნია ზურამ გაჩუმებულ შვილს, მერე ფეხზე წამოდგა სამზარეულოში შემოსული ცოლის ნათესავის გამო. -როგორა ხარ. - ხელი ჩამოართვა ზურას, თან გადაკოცნა, მერე თორნიკეს მოეხვია. -კარგად, კარგად... გაიცანი სოფის შეყვარებული, ლუკა, ეს ზვიადი, ნატალის ბიძაშვილის შვილი. -სასიამოვნოა. - ხელი გაუწოდა ფეხზე მდგომ კაცს და ლუკამაც იგივე გაიმეორა. - იმ დღეს უნდა მოვსულიყავი, მაგრამ ვეღარ მოვახერხე. -არაუშავს. -წლევანდელი ქამარი შენ მოიგე არაა? -კი. - ურეაქციოდ გასცა პასუხი, თან ზურას გახედა. -ვუყურე შენს თამაშს, ის ქალბატონი რომ მოგახტა მერე. - ჩაიცინა, ლუკამ კი ოდნავ გაუღიმა რამდენიმე წამით, მერე კი ბავშვით ხელში შემომავალ სოფის შეხედა. ლოყებს უკოცნიდა, თან მის წუწუნზე იცინოდა. -რამხელაა გაზრდილი, ძლივს ვიჭერ ხელში. - სახე განათებულმა შეხედა ლუკას, მის მწვანე თვალებში წამსვე ამოკითხული ბრაზის გამო მაშინვე დაიბნა, ბავშვი ძირს დასვა და ლუკას მიუახლოვდა. - გაიცანი ჩემი სიცოცხლე? - ლუკას სხეულს მოხვეულმა გახედა ბიძაშვილს, მერე ლუკას ახედა. -გავიცანი შენი სიცოცხლე კი, ისედაც ხომ ვიცნობდით ინტერნეტის დამსახურებით, ახლა დიდ პატივში ვარ ამხელა კაცს რომ ვიცნობ. ისე როგორ იპოვნეთ ერთმანეთი. -ლუკამ დამინახა კლუბში და დავატყვევე მაშინვე. - სიცილით ჩაილაპარაკა, ატყობდა მისი საუბარი როგორ აღიზიანებდა კაცს, არც ზურას სიამოვნებდა, თორნიკე კი უკვე გარეთ იყო გასული. - მერე ყავა გადავაქციე თეთრ პერანგზე შემთხვევით. -რა რომანტიულია. -ვიცი ვიცი... წავიდეთ, წვენი დაგვავიწყდა წეღან და ვიყიდოთ, შენ დაჯექი მანქანაზე. - იქაურობიდან ლუკას მოსაშორებლად წამსვე მოიფიქრა მიზეზი, ხელი ჩაკიდა და გასასვლელისკენ დაიძრა. - მოვალთ მალე. - გასვლამდე ზვიადის ცოლი გააცნო ლუკას, თორნიკეს გასაღები გამოართვა და გარეთ გავიდა. -რატომ აძლევ ვიღაცას უფლებას ტრა.კზე მოგკიდოს ხელი?! - წამსვე შეტრიალდა სოფისკენ როცა მანქანაში ჩაჯდა. -ეგრე აკეთებს სულ... - დამნაშავე ბავშვივით ჩაილაპარაკა, ლუკას კი უფრო ეშლებოდა ნერვები. -აი როგორ არ მესმის ასეთი ბიძაშვილობა იცი? როგორც შენ არ გესმოდა ჩემი და ბელას მეგობრობა! - მანქანა დაქოქა და სწრაფად მოსწყვიტა იქაურობას. -უი მართლა? ხვდები ახლა როგორ მეშლებოდა ნერვები მე? -ეს სხვადასხვა რამეა! -ნამდვილად, ზვიო ჩემი ბიძაშვილია, მაგის თვალწინ გავიზარდე და ტრუსიკიანსაც ბევრჯერ მირბენია მაგის თვალწინ. როგორც ბიძაშვილი ისე გამოხატავს სიყვარულს და არც ტუჩებში მკოცნის. -ამის დედაც... ნუ მაბრაზებ უარესად! შენ უნდა გესმოდეს რაზე და რატომ ვბრაზობ, არც შენ უნდა მოგწონდეს როცა ვიღაც ტრა.კზე გირტყამს ხელს და შესაბამის რეაქცის უნდა იღებდე, კი არ უნდა უცინოდე და ეხვეოდე. შენ მე გყავარ! ჩემს გარდა არავინ არ უნდა გეხებოდეს არსად და კიდევ რომ დავინახო იგივე შენს ბიძაშვის ხელს მოვამტვრევ, ისე რომ არაფრის მომერიდება. როგორც შენ ბრაზობდი მაშინ ბელას საქიელზე, ახლა მე უარესად ვბრაზობ რადგან შენ მიეცი უფლება მეორედაც დაერტყა. ჯანდაბა... ხელები მექავება ისე მინდა ვინმე ვცემო, ან რამე დავლეწო. - ფანჯარას ჩაუწია, მერე მთელი ძალით ჩააფრინდა საჭეს და ნელ-ნელა სიჩქარეს უმატა. -ლუკაა... - თმებში სეუცურა თითები, მაგრამ კაცმა თავი გასწია. -სად არის მაღაზია? -ბენზინ გასამართზე გააჩერე. - მის ცივ ხმაზე თვალები აემღვა, ხმაც ჩაეხლიჩა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევი ლუკას. -მალე იყიდე. - ბარათი გაუწოდა მანქანის გაჩერების თანავე. ცოტა ხანს უყურა სოფიმ წარბშეკრულ კაცს, მერე მანქანიდან გადავიდა და წვენის და ჩიფსების საყიდლად წავიდა. -დედას შევე.ცი! - რულზე მიარტყა ხელი როგორც კი თვალს მოეფარა ქალი, მერე კი სხვა მხარეს გაიხედა. * მთელი დღე ცდილობდა თავის შეკავებას, ჩუმად უსმენდა კაცის დიალოგს, დროდადრო თორნიკეს ელაპარაკებოდა, სოფის კი ყურადღებას არ აქცევდა და ჭკუიდან შლიდა ქალს. ხასიათი მაინც ვერაფერმა გამოუკეთა, მაინც ნერვები ეშლებოდა მაგიდასთან მჯდომი კაცის ყურებისას. აიგნორებდა სოფის მოფათურე ხელებს, კოცნებს და სიტყვებს. ხვდებოდა როგორ სწყინდა ქალს მისი ქცევა, მაგრამ არანაკლებ ნაწყენი და გაბრაზებული იყო თვითონ. ახლა იქ რომ არ ყოფილიყვნენ, ან ცალკე დარჩენის საშუალება ჰქონოდათ, იცოდა სოფი რამდენიმე წუთში გააქრობდა ყველა დაძაბულობას, მაგრამ არც ზვიადი მიდიოდა, ვერც მარტო რჩებოდნენ. მისი საუბარი და უაზრო გამოხტომები ისე აღიზიანებდა თავს ძლივს იკავებდა მაგიდიდან არ წამომდგარიყო. სამაგიეროს მისი ცოლი, ქალბატონი ნანა ძალიან ჭკვიანი, განათლებული, გაწონასწორებული და კარგი მოსაუბრე გახლდათ. არ იყო გამორიცხული ზვიადის მიმართაც გაჩენოდა კარგი დამოკიდებულება თავიდანვე თავის ქალისთვის უკანალზე ხელების რტყმა რომ არ დაეწყო. მიუხედავად ყველაფრისა თავის ჩვეულ ხასიათს მაინც ინარჩუნებდა, იცინოდა კიდეც, მაგრამ სოფი მაინც ატყობდა სიცილში შეპარულ ხელოვნურობას. ხედავდა ხასიათზე არ იყო და იქ ჯდომა არ სიამოვნებდა. -მოწევ? - გვერდზე მჯდომ ლუკას გადაულაპარაკა თორნიკემ, ისიც მასთან ერთად გარეთ გავიდა. -ცივა. - ერთი ხელი შარვლის ჯიბეში ჩაიდო, მეორეში კი სიგარეტის ღერი დაიჭირა. -კიდე გაბრაზებული ხარ? -აი შენს შეყვარებულს ვინმე რომ მიარტყავს ხელს ტრა.კზე და ისიც გაუცინებს, მერე ვნახოთ რამდენ ხანს იქნები გაბრაზებული და რას იზამ. -ვხვდები ხო. -ვერ ხვდები, რომ ხვდებოდე მაგას არ მკითხავდი… მიკვირს ისე შენგან. -ბიჭო თვითონ ზვიოა რაღაცნაირი როჟა რა, მაგარი ბუნჩულა ტიპია ხომ ხედავ. -რა მნიშვნელობა აქვს? ქალია? მე ჩემი დისთვისაც კი არ მომირტყავს ხელი, სითბოს და სიყვარულს სულ გამოვხატავდი, მაგრამ იქ არ ვეხებოდი სადაც საჭირო არ იყო, საერთოდ ტრა.კზე მირტყმით სიყვარულს რანაირად გამოხატავს, რას მაბოლებ… კაცი მაინც არ იყო. -მაგრად მეცინება სოფის გეფიცები… მაგარ კითხვებს გისვამს. - სიცილით მიარტყა მკლავზე ხელი, ისიც გააცინა, თან თემაც შეცვალა. - დიდი ხანია აქა ხაარ? მაიტა რამე ბინზნესი დამაწყებინე, ჩვენი ძმა არა ხაარ. - ბიძაშვილის საუბარს გააჯავრა და ლუკასაც უფრო ხმამაღლა აუტყდა სიცილი. - ვაახ ჩემი, მაგარი სოფლელია, ენერგიას მაცლის სოფის თავს ვფიცავარ. -გამოსი.რებულია, ზურა მართალს იძახის. -მარა, ნანა მაგარი მოზგია, იმენა თითის დატკაცუნებაზე ატრიალებს. -კი, მაგრამ ეგ რომ უთხრა… გცემს… თან მაგარი დიდი ტანი აქვს. თან ეტყობა თავისი ცოლი მაგრად უყვარს. -ბაზარი არ არის, ეგრევე დამაგდებს რომ დამარტყას… აუ დავთვერი მგონი. - იდაყვი ჩამოადო მხარზე ლუკას, თან თვალები მოისრისა. - ესენი რომ წავლენ დაბლა ჩავიდეთ… ისე ის მაგარი სასმელი იყო, შენი კოლექცია უნდა დავათვალიერო ერთხელ. - ლუკასთან გაშინაურებულს აღარაფრის ერიდებოდა, ყველაფერს ამბობდა რასაც ფიქრობდა. რაც უფრო მეტ დროს ატარებდა მასთან უფრო შინაურად თვლიდა. - ბევრი გააქვს? თუ ცოტა გააქვს. - სიცილით კვლავ ზვიადის ტონალობას გააჯავრა, ლუკასაც მაშინვე გაეცინა. -კაი გეყოფა. - სიცილით მიარტყა ხელი, მერე სიგარეტი ვერანდაზე ოდნავ დაგროვილი წყლით ჩააქრო და კარისკენ დაიძრა. -დაი.კიდე ის, ყურადღება არ მიაქციო, წავა ცოტახანში. - მხარზე დაადო ხელი და ლუკასთან ერთად სახლში შევიდა. შინგით შესვლისთანავე სოფის ძებნა დაიწყო, ვერსად რომ ვერ დაინახა უკმაყოფილოდ დაჯდა მაგიდასთან და იქ მსხდომების მოსმენა გააგრძელა. მერე დაინახა როგორ ჩამოვიდა კიბეებიდან სოფი, მთლიანად შეათვალიერა სპორტულ შარვალში და თავის ზედაში გამოწყობილი, ვეღარ უძლებდა უკვე მისგან ასე შორს ყოფნას. პირველად იყო რომ არ ეხვეოდა, არ კოცნიდა და არ ეფერებოდა, იცოდა კიდევ დიდხანს ვერ გაუძლებდა, ძალიან უნდოდა მისულიყო და ის ტუჩები დაეკოცნა გაუაზრებლად რომ აწვალებდა. მონატრება შემოაწვა, მთელი დღის მანძილზე წესიერად არ ენახა, ახლა კი დიდ დანაკლისს განიცდიდა. რამდენიმე წამით გაუსწორა თვალი, უსიტყვოდ ცვლიდნენ აზრებს, ერთმანეთის ფიქრები ესმოდათ და მათში დატრიალებულ გრძნობებს იგებდნენ. ნელა დაიძრა ლუკასკენ, ყელზე მოხვია მკლავები სკამზე მჯდომს და ლოყაზე აკოცა. -მომენატრე. - ყურში ჩასჩურჩულა შეუმჩნევლად და კიდევ ერთხელ აკოცა. - ვიცი რომ გინდა ჩამეხუტო და მაკოცო, მაგრამ გაბრაზებული ბრძანდები, მე მაინც ჩაგეხუტო. -მეც მომენატრე. - რომ ვეღარ გაუძლო მაჯაზე მოხვია თითები და მტევანზე აკოცა. -ღმერთოო… როგორ მიყვარხარ. - კიდევ უფრო მჭიდროდ მოხვია ხელები, ცხვირი კი მის ყელში ჩარგო. - გაბრაზებული ისეთი სექსუალური ხარ… - მის გასაგონად დაიჩურჩულა, ლუკას კი გაეღიმა ქალის მცდელობებზე. -გეყოფა. - კიდევ ერთხელ მიაკრო ტუჩები მტევანზე, შემდეგ ხელი მოაშორა. -ასე რომ იქცევი მწყინს და მეტირება. - ხმა ჩამწყდარმა ჩაილაპარაკა, მერე მთლიანად მოშორდა და სწრაფად აქცია ზურგი იქ მსხდომებს. გვიან წავიდნენ სტუმრები, ლუკამ სარდაფში გადაინაცვლა თორნიკეს თხოვნით, სოფი კი ნატალის ეხმარებოდა მაგიდის ალაგებაში. ბოლოს ნატალისაც დაემშვიდობა და თავის საძინებელში ავიდა. წყლის გადავლების შემდეგ ტელეფონში ათვალიერებდა სიახლეებს, კინოსაც კი უყურა ლუკას მოლოდინში, ბოლოს როგორც იქნა შეაღო საძინებლის კარი ლუკამ, სოფიმაც წამსვე შეათვალიერა შიგნით შემოსული, რომელიც პირდაპირ აბაზანისკენ დაიძრა. Შხაპირს მიღების შემდეგ წელზე პირსახოც შემოხვეული გამოვიდა, თავის საცვალი მოიძია და ჩაცმისთანავე საწოლისკენ წავიდა, მუცელზე დაწვა, თავი კი სოფისგან საპირისპიროდ შეატრიალა. ოთახს მხოლოდ პატარა ნათურა ანათებდა, გვერდულად მწოლი მიშტერებული უყურებდა კაცის ზურგს და რა გაეკეთებინა არ იცოდა. იდაყვით დაეყრდნო საწოლს, თავი ხელის გულში ჩარგო, მეორე ხელი კი ზურგზე გადაატარა. თითებით ეფერებოდა, ბეჭებზე მონახაზებს აკეთებდა და კიდევ ფიქრობდა რა ეთქვა. -ლუკა. - მისკენ მიწეულმა ხმადაბლა თქვა კაცის სახელი, თან ბეჭზე აკოცა, მაგრამ კაცს ხმა არ ამოუღია. ეგონა რომ ჩაეძინა, არც იყო გასაკვირი მისგან. ცოტახანში მთლიანად შეირხა, პოზა შეიცვალა და გვერდულად დაწვა სახით სოფისკენ. - მითხარი რა გინდა რომ გავაკეთო. - სახეზე ჩამოატარა თითები, მერე თმებში შეუცურა. -მინდა მიხვდე რაზე გავბრაზდი, გაიაზრო ის რაც იყო და ჩემს ადგილას წარმოიდგინო თავი. ეს უბრალო რამ არ არის ჩემთვის სოფი, ის კოცნა, რომ ჩაიხვიე, სხვა არის, ერთხელ იყო, ისიც სულ ერთი წამით და მე აღარც მახსობს, იმიტომ რომ უმნიშვნელო დეტალად ჩავთვალე. ეს კიდევ სხვა არის. ჭკუიდან მშლის ის ფაქტი რომ შენ ვიღაც სხვა გეხება, არ აქვს მნიშვნელობა ბიძაშვილია, ძმა თუ მამა. კაცია. ბიოლოგიურად ჩვენი ორგანიზმი სხვანაირად მოქმედებს, უფრო ადვილად ვრიაგირებთ და უფრო გარყვნილი აზრები გვაწუხებს. ეს ასეა და ვერავინ შეცვლის ამას. როგორი ბიძაშვილიც არ უნდა იყოს, სულ რომ არ ფიქრიბდეს ამაზე, მაინც არ მინდა მეორედ ასე შეგეხოს. მე იმაზე უფრო გავბრადზი რომ გაამართლე და თავის მართლება ბავშვობაში მაგის წინ ტრუსიკიანი სირბილით დაიწყე. ყველაფერს აქვს თავისი დრო, ბავშვი აღარ ხარ, 21 წლის ქალი ხარ, მე გყავარ და წესით ამის ახსნა არც უნდა მჭირდებოდეს. - ძალიან მშვიდად ლაპარაკობდა, თან სოფის ეფერებოდა სახეზე. -მივხვდი ჰო, მაპატიე. -მოდი. - თავზე მოკიდა ხელი და ოდნავ თავისკენ მიწევით ანიშნა ჩახუტებოდა. - შენ თავიდანვე მიხვდი, მაგრამ რატომ გამოიშტერე თავი ვერ ვხვდები. - სხეულზე მიკრულს თმაზე გადაუსვა ხელი, პასუხი არ გაუგია, მაგრამ ზურგზე მისი თითები კვლავ მოძრაობას გრძნობდა. -შენ რომ არ მკოცნი და არ მეხები ცუდად ვარ. - ქვევიდან ახედა კაცს, თან ნიკაპზე მიაკრო ტუჩები. - არ გვინდა ჩხუბი რა, ყველაზე მეტად ამას ვერ ვიტან. -თავის გამართლება და ჯიბრში ჩადგომა რომ არ დაგეწყო დღეს ასე არ ვიქნებოდით. თან სხვის გამო. - ლოყაზე მიეფერა ცერით, მერე კი ტუჩებზე აკოცა ნაზად. -ბოდიში. - ჩუმად ჩაილაპარაკა, მერე მის ყელში ჩარგო სახე, გატრუნულმა მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და საყვარელი სხეულის სითბო მკაფიოდ შეიგრძნო. უფრო და უფრო უყვარდებოდა ეს კაცი, მის გარდა უკვე აღარაფერი აინტერესებდა, მთავარი მის გვერდით ყოფნა იყო, მისი სიყვარული, სითბო, ყურადღება და ზრუნვა, სხვა არაფერი უნდოდა, არც სჭირდებოდა. - ლუკა. -რა? -მოგწონს აქ? რას ფიქრობ? -მომწონს, თან ძალიან. დედაშენი მიყვარს, ისე მექცევა და ისე ვგრძნობ თავს ლამის მეც დედა დავუძახო. - ჩაიცინა, მერე კი თავზე აკოცა. - ცოტაც და თოკა შე ჩემათი დამიწყებს ლაპარაკს. -ჯერ არ დაუწყია? - სიცილით ახლართა ტერფები კაცის ფეხებში, თან ყელში აკოცა. -თავს იკავებს, ფიქრობს მითხრას თუ არა... ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთი ურთიერთობა თუ ჩამომიყალიბდებოდა ვინმესთან და ჩემს ოჯახის წევრებად მივიღებდი, ვფიქრობ ზურას დამსახურებაა ასე თავისუფლად რომ ვარ. -ვერც მე წარმოვიდგენდი მამაჩემს ასეთი დამოკიდებულება თუ ექნებოდა ჩემი შეყვარებულის მიმართ, ვფიქრობ ასეთი რომ ხარ მაგიტომ გაძლევს უფლებას თავი ისე იგრძნო როგორც სახლში. -იცის რომ მიყვარხარ, შენზე ყოველთვის ვიზრუნებ, მოგიფრთხილდები და ყველაფერს მოგცემ. მამაშენს სხვა არაფერი უნდა შენი ბედნიერების გარდა. თან უკვე გააზრებული აქვს შენი გაზრდა, ცდილობს ბედნიერებაში ხელი შეგიწყოს და მეც მიტანს. აი მე მაგალითად გოგო რომ მეყოლება, თუ ვიღაც გამოსი.რებულს მომიყვანს… მმ... დავაშორებ. -ჰო, ეტყვი გადაიყვარეო და გადაიყვარებს. - თვალები აატრიალა ლუკას სიტყვებზე, ზურგზე დაწვა და ხელი მუცელზე დაიდო. - შენ რომ გოგო გეყოლება იმას გააკეთებ რასაც ის მოისურვებს, ხომ ხედავ, მარტო გაფიქრებითაც ვეღარ აზროვნებ. -ჩემი გოგო გამოსი.რებულს არ შეხედავს, ჭკვიანი იქნება... -როგორც შენ იტყვი. - ქვედა ტუჩზე იკბინა მომღიმარმა. ლუკამ ცოტა ხანს უყურა ქალის პროფილს, მერე ხელები მოხვია და მკერდზე დაადო თავი. -გტკივა კიდე რამე? -არა, მუცელი მაქვს შებერილი და ძუ.ძუები გადიდებული. - ჩუმად ჩაიცინა, ლუკამ მაშინვე თავი წამოსწია და თხელი მისურით დაფარულ მკერდზე დააკვირდა. -არ გჭირდება ეს. - მაისური მოაშორა, ჯერ გამკვრივებული მკერდი დაუკოცნა ნაზად, შემდეგ თავი მოათავსა ზემოდან და მისი შიშველი სხეული უკეთ შეიგრძნო. -სახლში მინდა. -ერთი დღეც და წავალთ. - სურნელოვან კანზე გაუსვა ცხვირის წვერი, თან მისი სურნელიც შეისუნთქა, მერე კი გონებას გათიშვის საშუალება მისცა. ****** 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს გამართულ წვეულებაზე მიპატიჟებულ ლუკა ალანიას გვერდს შეყვარებული უმშვენებდა. ყველა ერთმანეთში საუბრობდა, საუბრობდნენ საქმიან, მომგებიან ხელშეკრულებებზე, საუბრობდნენ იქ მყოფ სხვა ადამიანებზე, მათი ჩაცმულობის სტილზე და გემოვნებაზე, მომავალზე, გეგმებზე იდეებზე და კიდევ უამრავ სხვა თემაზე. სოფი უმეტეს დროს გაბერილ ეილინთან ატარებდა, მუცელი უკვე დასტყობოდა ქალს და ტანზე მომდგარი კაბაც არაჩვეულებრივად გამოკვეთდა მის სხეულს. ეილინი გამოჩენილი დიზაინერი გახლდათ ამ წრეში, ამიტომ უამრავ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ძალიან ენერგიული იყო ასაკის მიუხედავად, ყველას ესაუბრებოდა, უცინოდა და ჩაცმულობას დაუფარავად უფასებდა. -დავიღალე, ამდენი ხანი ფეხზე დგომა არ შემიძლია. - სოფის დაეყრდნო მკლავზე, იქვე დადებული ფორთოხლის წვენი მოსვა, თან იქ მყოფი ხალხი მოათვალიერა. - დამღლელია ცნობილად ყოფნა. -მაგრამ სასიამოვნო, შენ ხომ მოგწონს. - ნიშნის მოგებით გადახედა ქალს. -ძალიან... ლუკასს ზუსტად სცოდნია შენი სხეულის ყველა წერტილი და ფორმების ზომა. - ლამაზ კაბაში გამოწყობილი სოფი შეათვალიერა და დაბნეულს ლურჯ თვალებში ჩახედა. -რა? -ეს კაბა მე შევქმენი სპეციალურად შენთვის ძვირფასო, შენი სურათი რომ მანახა ლუკამ მაშინვე მივხვდი რა მოგიხდებოდა, ზომები კი ზუსტად ჩამაწერინა. -არ ვიცოდი... მადლობა, რომ დავინახე ძალიან მომეწონა. -ვიცი ვიცი, მივხვდი რომ მოგეწონებოდა. - სიცილით აიქნია ხელი, სოფი კი უკვე აღარ რეაგირებდა ქალის მსგავს საუბარზე. ძალიან მაღალი თვითშეფასება ჰქონდა, სინარცისეც ხელს უწყობდა. თავისი ნამუშებრები მოსწონდა, მაგრამ სხვის გემოვნებიან ტანსაცმელსაც შესაბამისად აფასებდა. ერთი შეხედვით ცივი, ამაყი, ნარცისი და პირდაპირი ჩანდა, იყო კიდეც, მაგრამ არა შინაურ ხალხთან. საყვარელი, წუწუნა ორსული ქალი იყო სოფისთა, რომელიც თავის ფიქრებს დაუმალავად ამბობდა. - იცი საერთოდ არ მეგონა ბავშვს თუ გავაჩენდი, მითუმეტეს ამ ასაკში, მართალია ორმოცდაერთი წლის ვარ, არც მეტყობა, მაგრამ ორგანიზმს ხომ ეტყობა. სიმართლე რომ გითხრა ვიფიქრე ტომი მომაშორებინებდა, მაგრამ რომ გაიგო სიხარულისგან ატირდა. როგორც მისგან ვიცი მის ცხოვრებაში არ ყოფილა ქალი ვისგანაც ბავშვი მოუნდებოდა. საერთოდ ცივი კაცია, გაწონასწორებული, საუბრის დროს ყველა სიტყვას რომ უკვირდება. ყველას აკვირდება და ისე ირჩევს ვის დაიყენებს მის მხარეს, ვის გაუშვებს ცხოვრებიდან. ლუკასი როგორც შვილი ისე უყვარს, მე ხომ ვხედა? ყველაზე მეტს მასზე ნერვიულობს. ვიცი რომ ეს ბავშვი ყველაზე მეტად ეყვარება, რადგან თავისია, თან თავისებურად მეც ვუყვარვარ. -შენ გიყვარს ჰო? -ძალიან... ასე არავინ მყვარებია და ალბათ ამიტომ ვიტან მის ხასიათებს. შენ ძალიან მოსწონხარ, უფრო მშვიდად არის ახლა. მეც მომწონხარ... თან მალე დავნათსავდებით, ლუკა აპირებს ბავშვის მონათვლას. -ოჰ, მართლა? არ ვიცოდი. -ალბათ დაავიწყდა თქმა. იმ ქალს ხედავ ლურჯ კაბაში? - თვალებით ანიშნა ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ერთად მგომებს მიშტერებოდა. -ჰო. -ლუკას ყოფილი საყვარელია, თან ჩემი კაბა აცვია, მაგიტომ გვიყურებს მოშტერებული... მეცოდება ჩემი კაბა, ჩემი საყვარელი მოდელი იყო. -ლამაზი ტანი აქვს. - ყურადღებით შეათვალიერა ქალი, სახეც შეუთვალიერა და დასაწუნი ვერაფერი მოუნახა. -მკერდი აქვს გაკეთებული, მგონი ლუკასმა გააკეთებინა. ტუჩებიც რამდენიმე წლის წინ დაიბერა. -რა? - წარბაწეულმა შეხელა ეილინს, რომელმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -კი კი, მაგის ყოფილ საყვარლებს ყველას საშუალო ან დიდი მეკრდი აქვს, ზოგს ბუნებრივად, ზოგს გაკეთებული... აი ის, დოლჩე&გაბანას გამჭირვალე მწვანე კაბა რომ აცვია, როგორ არ უხდება და როგორ უფუჭებს ჩემს დომენიკოს ამ საოცარ ქმნილებას. -რატომ, მე მომწონს. -იმ საშინელ ოქროსფერს ფეხსაცმელს არ უხდება, არც საცვლები. უგემოვნო, ეგეც შენი შეყვარებულის ყოფილია. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა. - ახლა სხვისი საყვარლები არიან, ნუ ღელავ. -შენ საიდან იცი? -მე ყველაფერი ვიცი საყვარელო. - თვალი ჩაუკრა სოფის, კვლავ წვენი მოსვა, თან მათკენ მიმავალ ლუკას შეხედა. -გემოვნება ნამდვილად აქვს, გარეგნულად ლამაზები არიან, შინაგანად ვის აინტერესებს. - მხრები აიჩეჩა უდარდელად, ეილინიც ღიმილით დაეთანხმა. მერე ხელის მოხვევა იგრძნო წელზე და მისთვის გამაგიჟებელი ტუჩები ყელზე. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, სხეულზე ეკალმა დააყარა და გვერდზე მდგომ ლუკას წამსვე ახედა ქვევიდან. განსხვავებულად გამოიყურებოდა, მთელი საღამო უყურებდა, აკვირდებოდა მის მოქმედებებს და ასეთიც ძალიან მოსწონდა. უფრო მამაკაცური, ელეგანტური, გაწონასწორებული და მიმზიდველი იყო იმ დროს. სულ სხვანაირად, მაღალფარდოვნული სიტყვებით საუბრობდა, ისეთით ზოგი სიტყვის მნიშვნელობა სოფიმაც რომ არ იცოდა. მაშინ ინანა სკოლაში არ ნასწავლი სიტყვები, რომლებსაც ყოველ კვირას მასწავლებელი ფურცელზე უბეჭდავდა მთელ კლასს საჭიროების მიზნით. ზუსტად ის დრო იყო ახლა რომ სჭირდებოდა, რადგან რაც უფრო მეტ და უცხო სიტყვას იყენებდი ამ ხალხთან საუბრის დროს, უფრო ინტერესდებოდნენ შენით. ყურსაც სასიამოვნოდ ხვდებოდა გამოკვეთილი სიტყვების მოსმენა ჩვეულებრივ ამერიკულ, ქუჩურ აქცენტთან შედარებით. სულ სხვა საზოგადოებაში იმყოფებოდა იმ დროს სოფი, ახლა უკეთ ხვდებოდა თუ რაზე ესაუბრებოდა ლუკა თვეების წინ. თვითონ ხალხი სრულიად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი მოკვდავებისგან, შეიძლება იქ მყოფთაგან 90%-ს ნიღაბი ჰქონდა მორგებული, მაგრამ ხმის ამოღებისთანავე ემჩნეოდათ რას წარმოადგენდნენ და რამდენ ინფორმაციას ფლობდა მათი გონება. ლუკაც იმათთაგანი იყო იმ დროს, თავს კი უფრო ამაყად გრძნობდა მის გვერდზე დგომის დროს. -ვისზე საუბრობთ? - მშვიდად იკითა მომღიმარმა, ჯერ სოფის ბრჭყვიალა თვალებს უყურებდა, შემდეგ ეილინს შეხედა. -შენს ყოფილ საყვარლებზე... ახლა დავფიქრდი, თურმე ამაზე არასდროს მიფიქრია. - ოდნავ მუჭუტული თვალებით მიაჩერდა გაოცებულ კაცს, რომელიც დადუმებული დაჰყურებდა ზევიდან. -კარგია რომ არ გიფიქრია... არც არის ფიქრი საჭირო… მადლობა ქალბატონო ჩემს გოგოს ყურადღება რომ მიაქცია. - მტევანზე ეამბორა ქალს, ეილინმაც წამსვე შეიფერა. -როცა დაგჭირდებით აქ ვარ. - თბილად გაუღიმა ორივეს, მერე კი ტომის მოსაძებნად წავიდა. -რატომ შორდებოდი იმათ? - მაშინვე დაიწყო ქართულად საუბარი, ლუკამ კი თვალები აატრიალა. -რა მნიშვნელობა აქვს? -მაინტერესებს. -მბეზრდებოდა. - უდარდელად ჩაილაპარაკა, სოფის ხელი ჩაკიდა და საცეკვაოდ გაიყვანა. - ხომ იცი რომ ამაზე ფიქრიც კი სისულელეა, მე შენ მიყვარხარ, მხოლოდ შენ მჭირდები და შენს გარდა სხვა არავინ მინდა. -მე შენ გენდობი ლუკა, რამდენჯერ გაგიმეორო. - მოსმენილით კმაყოფილმა მხრებზე დაალაგა მკლავები, მაქსიმალურად შეამცირა მათ შორის მანძილი და მის სახესთან ახლოს მყოფმა ქვევიდან ახედა. - მეც მიყვარხარ. - ყურებამდე გაიღიმა, ლუკამ კი ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეკოცნა. - ძალიან ბევრი ქალი გიყურებს, ბევრს მოსწონხარ, ჩემთანაც კი დაუმალავად გამოხატავენ შენზე აზრს, აღარ ვიცი უნდა მსიამოვნებდეს ეს ფაქტი თუ არა. -არც ერთი, ყურადღება არ მიაქციო. მე შენი ვარ. ჯერ ეს გაიაზრე და შემდგომ დაფიქრდი მათ აზრებზე, თუ გაინტერესებს. -ძალიან მომწონხარ… ჩემი რომ არ იყო და ახლა გამეცანი აქ, ასეთი, მეთვითონ ვეცდებოდი შენს ჩემ კაცად ქცევას. - ქვედა ტუჩზე იკბინა, თან ამღვრეული ლურჯი სფეროებით უყურებდა თვალებ ანთებულ კაცს. -ტუჩს თავი დაანებე. - ნერწყვი მძიმედ გადააგორა, წელზე მოხვეული ხელიც დაეჭიმა, მერე კი თავის თავზე გაეცინა. - ჯანდაბა, როგორ მოქმედებ ჩემზე. -ძალიან? - კიდევ ერთხელ გამოსდო კბილები ტუჩს, მერე თითები მოხვია კისერზე კაცს. -გაჩერდი, ნუ ცდი ჩემს მოთმინებას, ახლა ამის დრო არ არის. ძალიან დიდხანს შემიძლია მოთმენა, ხომ იცი? შენი ამ ქცევებით მხოლოდ ტანჯვას მაყენებ. თუ არ გაჩერდები, სახლში ძალიან დაგსჯი, მე შენ გითხარი რომ არ მიყვარს როცა არ მიჯერებ. ახლა ურჩობ, თან მაწამებ და მეც ვბრაზდები. - მშვიდად ჩაილაპარაკა, მაგრამ სახეზე ემოცია არ ეტყობოდა, მხოლოდ თვალები უნათოდა. -კარგი. - წამსვე შეფარკლული ლოყების დასამალად თავი დახარა, ლუკამ კი შუბლზე აკოცა. -3 წუთში ფეიევერკებს გაუშვებენ. - წყვილთან მიახლოვებულმა ტომასმა ორივეს ზურგზე მიადო ხელი და რეალობაში დააბრუნა იქაურობას მოწყვეტილნი. ყველა გარეთ იყო, მათ შორის კამერით მოსიარულე ხალხიც, როგორც კი თორმეტს გადასცდა მაშინვე ატყდა ხმაური, ერთმანეთს ულოცავდნენ, ეხვეოდნენ, მერე კი მათ მიერ მოშორებით გასროლილ ლამაზ ფეიევერკებს უყურებდნენ. შემდეგ მოხდა ის რასაც არ ელოდნენ, ვერც წარმოიდგენდნენ იმ საღამოს მსგავს სიახლეს, მაგრამ ლუკა ალანიამ კიდევ ერთხელ მოახერხა ხალხის ყურადღების მიქცევა, ყველა მოულოდნელად ჩამუხლულ კაცს უყურებდა, რომელსაც ლამაზი, დახვეწილი და გემოვნებიანი ბრილიანტის ბეჭედი მოეთავსებინა თითებს შორის და წინ მდგომ შოკირებულ ქალს ქვევიდან უყურებდა. -გამომყვები ცოლად? - მომღიმარი მიშტერებოდა საყვარელ ლურჯ თვალებს, რომელიც იმ დროს ზღვასავით ღელავდა და ისიც მის თვალებში იძირებოდა. -დიახ! - დიდხანს არ ალოდინა კაცი, არც იქ შეკრებილი საზოგადოება რომელიც მოუთმენლად ელოდნენ პასუხს, შეიძლება ლუკაზე მეტადაც კი. როგორც კი ბეჭედი წამოაცვა თითზე მაშინვე მოხვია წელზე ხელი და მონატრებულ ტუჩებს თავშეუკავებლად წაეტანა. კიდევ ერთხელ ატეხილი ხმაური, ხმაურიც ისეთი როგორიც ამ ხალხს შეეფერებოდა. მილოცვები, კამერები, ჯერ ისევ შოკირებული ქალები და მათი ბედნიერების მოზიარე სხვა დანარჩენები. სოფიც კი ვერ გარკვეულიყო ბოლომდე სიტუაციაში, ასე მოულოდნელად არ ელოდა, საერთოდ არც უფიქრია ამ მომენტზე, არც ამ გარემოში ელოდა მუხლზე დაჩოქილი ლუკას დანახვას. გაუაზრებლად დასთანხმდა მის წინადადებას, იცოდა მთელი ცხოვრების გატარება მასთან უნდოდა. უყვარდა, საკუთარ გრძნობებში ასი პროცენტით იყო დარწმუნებული და პასუხის მოსაფიქრებლად დრო არც სჭირდებოდა. ლუკა იყო ის მამაკაცი რომლის გვერდით ყოლასაც ისურვებდა, ის იყო ერთადერთი და ყოველ დღე გრძნობდა უფრო და უფრო გაზრდილ გრძნობებს მის მიმართ. ყველა უჯრედზე იყო მოდებული ეს კაცი, მისით სუნთქავდა, მისგან შორს ყოფნას კი ვერასდროს აიტანდა. -გამაოცე. - ხელი მიარტყა მხარზე ტომასმა, მერე მაგრად მოეხვია. - გილოცავთ. -ჩემო ლამაზო, ახლა უფრო ლამაზი ხარ ისე ბრწყინავ. - ხელები ჩაკიდა სოფის, თან მის ბეჭედს დახედა. - ხომ გითხარი, ამ კაცს შესანიშნავი გემოვნება აქვს. ბედნიერებას გისურვებთ. - ჯერ სოფის გადაეხვია, შემდეგ ლუკას. -მადლობა. - თბილად გაუღიმა, მერე კი კვლავ წელზე მოხვია ხელი ლუკას. ვერ გამოდიოდა იმ ეიფორიიდან რომელიც ლუკამ მასში დაატრიალა, ისე უბრჭყვიალებდა თვალები, ისე ბწყინავდა ლუკა თვალს ძლივს აშორებდა. ხალხი რომ ჩაცხრა, მარტო დარჩენაც მოახერხეს, ბეჭდიან ხელზე თითები მოხვია და მტევანზე ნაზად ეამბორა. -ასე თქმას არ ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვითმინე. - ოდნავ ჩაიცინა, თან ლოყაზე მიეფერა. -არ აქვს მნიშვნელობა დროს და ადგილს, ისედაც ყველაფერი მავიწყდება რომ გიყურებ. - კაცის დიდ ხელის გულში უკეთ მოაქცია ლოყა და მომაჯადოვებელი გამოხედვით ახედა თავისზე მაღალს. -ბედნიერი ვარ რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი, ყველა მუქი ფერი შენი ფერადი ფერებით გამიფერადე და ის ეტაპები გადამალახინე რომელის გადალახვას შენს გარეშე ვერ შევძლებდი. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. - თვითონაც უბწინავდა მწვამე, სისველე შეპარული თვალები, ალბათ ამის გამო იყო ასე რომ უკაშკაშებდა. - მიყვარხარ და ამას კიდევ უამრავჯერ გაგიმეორებ. -მეც მიყვარხარ. - ძლივს მოახერხა ორი სიტყვის თქმა ლუკას საუბრით სასიამოვნოდ გაბრუებულმა, მერე კი თავისი ინიციატივით მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე კაცს. -ცოტახანში წავიდეთ. - შუბლზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ წელზე მოხვია ხელი და ერთ-ერთ მაგიდასთან მივიდა. * საძინებელში შესულმა ყელზე დამაგრებული ჰალსტუხი ნელა დაქაჩა ქვემოთ, მაჯებზე დამაგრებული ღილები შეიხსნა, თან სამკაულების მოხსნაში გართული სოფისკენ მიიწევდა ნელი ნაბიჯებით. პერანგის ღილების გახნსაც მალე დაამთავრა, კაბის შესაკრავს თითები მოკიდა, მოშიშვლებულ კისერზე მიაკრო ტუჩები და ელვაც შეუხსნა. მხრებიდან ნაზად გადაუწია ნაჭერი, მალე კი მთლიანად მოაშორა კაბა. მისი გრძელი თითების შეხებაც კი უხორკლავდა კანს ქალს და ჟრუანტელს ჰგვრიდა შიშველ სხეულზე მოთარეშე ხელები. საცვლის ქვეშ ჩაცურებული თითების შეგრძნებისას კეფა კაცის მხარს მიადო. ყბის ძვალზე იგრძნო მისი ტუჩები, თავი მისი სახისკენ შეატრიალა და მის ბაგეებს თვითონ დაეწაფა. მისკენ მთლიანად შებრუნებული კაცის მკერდს მიეკრო, პერანგი მხრებზე გადაუწია, თეთრმა ნაჭერმაც წამსვე დატოვა ლუკას სხეული, წვრილი, ნაზი თითები მკერდზე ჩამოატარა, გამოკვეთილი პრესის გავლით ქამრის შესაკრავთან მივიდა, თან ლავიწზე აკოცა. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა, თანაც ისეთი რომ მთელს ოთახში ვრცელდებოდა ელვა შესაკრავის ხმა, რომელსაც ქალი ნელა ხსნიდა. საწოლისკენ დაძრულმა კაცმა სოფის სხეულიც გაიყოლა, საწოლზე დააგდო ხელის ოდნავ კვრით, თითები მუხლიდან ბარძაყზე ააყოლა, თან შიშველი მკერდიდან ტუჩებამდე მიიკვალავდა გზას, საცვალი ქვევით დაქაჩა, ტუჩები ყელზე მიაკრო, მერე ნაჭრის წვრილი ფეხებიდან მოშორებაში დაეხმარა. ისე ნაზად ეფერებოდა, კოცნიდა და ეალერსებოდა აქამდე რომ არასდროს მოქცეოდა ქალს. ასეთ ნაზ მოქმედებებშიც იყო რაღაც განსხვავებული ვნება, რომელიც ქალის სხეულში სხვანაირ ემოციებს იწვევდა. ყველა მისი შეხება იმდენად ნაზი და გამაგიჟებელი იყო ჟრუანტელს ჰგვრიდა და გონებას უთიშავდა. ბეჭდიანი ხელი თმაში ნაზად შეუცურა, თითები ოდნავ მოუჭირა შავ თმაზე, წამოწეუმა ფრთხილად შეახო ტუჩები კაცის ბაგეებს და წამსვე იგრძნო კაცის ა.სო თავის სხეულში. სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, თვალებ მინაბულმა თავი უკან გადასწია, დაგროვილი ჰაერი გარეთ გამოუშვა, მალე კი სულ მოსწყდა რეალობას. იმ ცალკე სამყაროში გადაეშვა რომელსაც ლუკა ჰქმნიდა, რეალობაში დასაბრუნებლად ძლივს მოახერხა თვალების გახელა, სულ ოდნავ დააშორა წამწამები ერთმანეს და საყვარელი მნათობი მწვანე სფეროების დანახვისას გული უფრო აუჩქარდა. ვნებით შეპყრობილს არაფერი ადარდებდა, მხოლოდ საყვარელ კაცზე, მის შეხებაზე და კოცნაზე ფიქრობდა, მაშინ კი სრულიად გაითიშა როდესაც თავს დატეხილი დიდი ორგაზმი იგრძნო. ჯერ კიდევ გრძნობდა ფეხებს შორის მოძრავ ორგანოს, მოდუნებული სხეული უთრთოდა, მიღებული სიამოვნებისგან კი ლუკას გარდა ვეღარაფერს აღიქვმდა. მისი გმინვა რომ შემოესმა მიხვდა კიდევ ერთი სიამოვნება დაატყდებოდა თავს, მალე იგრძნო ორგანიზმში ჩაღვრილი ბლანტი, თბილი სითხე და წამსვე გააჟრჟოლა. არ მოშორებია ქალს ისე დააწვა ზევიდან, ტუჩებზე ვნებით დაეწაფა, შემდეგ თვალებში ჩახედა. -მიყვარხარ. - ხმადაბლა, დაბოხებული ხმით ჩაილაპარაკა, აწეწილ თმებზე ხელი გადაუსვა, მერე კი შუბლზე მიაკრო ტუჩები. გვერდზე სოფისთან ერთად გადატრიალდა, თავის მკლავებში მოქცეული ქალის თმაში ჩარგო ცხვირი და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა. ჯერ კდევ გრძნობდა ქალის თბილ ვაგი.ნას, სასიამოვნოდ გაბრუებული მოშორებას არც აპირებდა, თან სიამოვნებდა ის თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თავის მკლავებში მომწყვდეული ქალი. მოწოლილ ემოციებს ძლივს აკონტროლებდა, ვერ იცლებოდა ამ გრძნობებისგან რაც არ უნდა გაეკეთებინა, უფრო და უფრო მეტი ემატებოდა სოფისთან ყოფნის დროს, იცოდა ამ მარაგს ვერასდროს ამოწურავდა, მაგრამ თვითონ სოფი არ ჰყოფნიდა. უფრო მეტი სურდა, უფრო მეტი დროის გატარება უნდოდა მასთან და იმის კეთება რაც კი მოუნდებოდა, ან მოაფიქრდებოდა. ****** 31 დეკემბერს, ღამით, თორმეტის ოცდასამ წუთზე უჩვეულო თოვლის ფანტელები დაეშვა ციდან. სქელი, დიდი ფიფქები ეცემოდა მშრალ მიწაზე და საავადმყოფოს დიდ ფანჯარასთან ეტლში მჯდომი კაციც მათ ადევნებდა თვალს. იცოდა ასე თუ გაგრძელდებოდა თოვა, თორმეტ საათამდე ფენებად დადებული თოვლი რამდენიმე სანტიმეტრით მოიმატებდა, ისე, გზა მაინც რომ დაეფარა. ნაცრისფერი იყო ქალაქი, ასეთივე ფერის ღრუბელი გადაჰკვროდა საბნად. მალე პირველი საათი გახდებოდა, ახალი წელიც დადგებოდა, 31 წელიც შეუსრულდებოდა და ამ წელს ყველაფერს ახლიდან დაიწყებდა. უკვე იცოდა რას გააკეთებ. ერთადერთი რაც აკლდა, რაც ყველაზე მეტად სურდა ძმის იქ ყოფნა იყო. უნდოდა ლუკასთან ერთად შეხვედროდა ახალ წელს ახალი ემოციებით, ახალ წელს და მათ დაბადების დღეს. თითქმის ერთი კვირა იყო გასული ბოლო საუბრიდან, მთელი არსებით გრძნობდა დანაკლისს, არ ეყო ის ერთი ღამე, არც ის რამდენიმე წუთები ჰყოფნიდა რომელსაც ლუკასთან საუბარში ატარებდა, მაგრამ მისიც ესმოდა, იცოდა ყველაფერი ერთიანად ვერ იქნებოდა და მიუხედავად იმისა რომ ლუკამ აპატია, ვერ მოიქცეოდა ისე თითქოს არაფერი მომხდარა, მითუმეტეს ამ მიზეზის გამო დაკარგული ათი წლის შემდეგ. -რაზე ფიქრობ? - უკნიდან ყელზე მოხვია მკლავები ქალმა, თან ლოყაზე აკოცა და საბაც გამოიყვანა ფიქრებიდან. -ლუკაზე. - ქალის მტევანს ჩაეჭიდა, ჯერ ხელის გულზე აკოცა, შემდეგ თითებზე. -დღეს დილით ქეთი ამბობდა რომ სოფისთან ერთად კუნძულზეა დასასვენებლად. -მიხარია რომ ბედნიერია, იცი როგორ მიხარია? - ამღვრეული თვალებით შეხედა ქალს, თან სევდიანად იღიმოდა. -ვიცი, და მეც მიხარია. -მგონი ყველაფერი დამთავრდა. - ღრმად შესუნთქული ჰაერი ცოტა ხნით გააჩერა ფილტვებში, შემდეგ კი მთლიანად გაანთავისუფლა. -ასე ფიქრობ? - ოდნავ გაიღიმა, მის ყელში ჩარგო სახე და საყვარელი სურნელით გაივსო ფილტვები. -ჰო, ვფიქრობ ასეა და დროა ხვალიდან ახალი ცხოვრება დავიწყოთ. -ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ ვიტან. -წარსულს არაფერი ეშველება, ყველა საკმარისად დავიტანჯეთ, შენ ჩვენ დაგვტანჯე, მე შენ. ორივე დავისაჯეთ, ახლა კი დროა ცხოვრება გავაგრძელოთ. წავიდეთ, ჩემი პატარები მომენატრნენ. - ეტლი თვითონ შეატრიალა და გასასვლელისკენ დაიძრა. ექიმთან საუბრის და იქ მომუშავე ექთნებთან დამშვიდობების შემდეგ იქაურობა დატოვა. საავადმყოფოს კართან მისული ფეხზე წამოდგა, თბილი ქურთუკი მოიცვა ნინის მიერ ერთად ჩაცმულ მაისურზე და ორ სვიტერზე, ქუდიც დაიფარა შიშველ თავზე, სქელი შავი შარფი მოიხვია და შენობიდან გასული ცოტა ხანს ერთ ადგილზე გაჩერდა. ცივი, სუფთა ჰაერი დიდი რაოდენობით შეისუნთქა, წამსვე თავისუფლების შეგრძნება დაეუფლა, ტანში სასიამოვნო შეგრძნებამ დაუარა, სახე ცას შეუშვირა და ფიფქებიც წამებში იგრძნო სახეზე. -საბა, მანქანაში ჩავსხდეთ თორემ ზაზა უკან შეგვაბრუნებს, ისედაც ყოყმანობდა შენს გამოშვებაზე. თუ არ დამიჯერებ და იმას არ გააკეთებ რასაც გეტყვი მეთვითონ მოგიყვან აქ, გასაგებია? - ხელი ჩაკიდა და მომღიმარს საყვარელ მწვანეებში ჩახედა. -დიახ ქალბატონო. - ყურებამდე გაღიმებულმა მოხვია წელზე ხელი, თავისკენ მისწია და ტუჩებზე აკოცა, თან უკანალზე მოუჭირა თითები. მოულოდნელობისგან ოდნავ შემხტარი ქალის რეაქციაზე გაიცინა, იქვე გაჩერებული მანქანისკენ დაიძრა და უკანა სავარძელზე ნინისთან ერთად მოთავსდა. -ვინები არიან სახლში? -მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, ბებოც სახლშია და გელოდება. -გიო, როგორ ხარ? - წინ მჯდომ მძღოლს მხარზე დაარტყა ხელი, მან კი სარკიდან გამოხედა უცნაურად მომღიმარ კაცს. -კარგად, თქვენ? -რადგან იქიდან გამოვედი... უკვე კარგად. -საბა. - თვალებ მოჭუტულმა შეხედა ქმარს, ისიც სწრაფად შეტრიალდა ქალისკენ. - რა? -გული სწრაფად მიცემს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ… არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ვფიქრობ რომ… ან არაფერი. - წამსვე უარყო ფიქრები, ნინი კი ყველაფერს მიუხვდა. -მე ვნახე რამდენიმე საათის წინ დადებული მათი სურათები. -რანაირი ცოლი ხარ. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, ნინიმაც წამსვე წარბი ასწია. -რა არ მოგწონს? -პირდაპირ რომ მეუბნები შემაპარე მაინც. -ბიდნიერი ვარ ასეთ ხასიათზე რომ გხედავ… მომენატრე. - თვალებ ამღვრეული გადაიწია კაცისკენ, მკლავები კისერზე მოხვია და ცხვირი მის ყელში ჩარგო. - წარმოდგენა არ გაქვს რას ვგრძნობდი ამ დროის მანძილზე… შენ რომ დამეკარგე… წარმოდგენაც არ მინდა… -შენ იმდენი რამ გააკეთე აქამდე მოსასვლელად, ასე უბრალოდ ვერ დამკარგავდი. - გაეღიმა ქალის სიტყვებზე. ორივე ხელი მოხვია და მკერდზე მიიხუტა. -მიყვარხარ, ყველაფეზე მეტად. -მეც მიყვარხარ. - თავი ააწევინა, მისი სახე ხელებში მოიქცია, ჯერ ცხრემლები შეუმშრალა, მერე კი ტუჩებზე აკოცა. მართლა უყვარდა საბას, უყვარდა ყველაფრით, ყველა მისი ხასიათით, დარწმუნებული იყო ბევრი ვერ უგებდა და ვერც გაუგებდა როგორ შეიყვარა ეს ქალი, თავიდან თვითონაც არ ესმოდა, არც მისდამინ სიყვარულს აღიარებდა, ახლა კი თავისი ცოდვებითაც უყვარდა, ყველანაირი მიზეზის გარეშე. შეძლო და დაინახა ის რაც ნინიმ გააკეთა ამ წლების განმავლობაში. ის ყოველთვის ბრძოლობდა წინ წასასვლელად, მაშინ როცა საბას არაფერი აინტერესებდა. იმ ყველაფრის შემდეგ ნინის წყალობდით დარჩა ცოცხალი, მისი დამსახურებით დადგა ფეხზე. დიდი ხნის შემდეგ დაინახა მისი სიყვარული, მისი ყველა მოგებული ბრძოლაც თვალწინ დაუდგა, ამ ყველაფერს კი მხოლოდ ის ხედავდა. მხოლოდ საბამ იცოდა როგორი იყო რეალურად, როგორი ხასიათი ჰქონდა, რაზე დარდობდა, რა სწყინდა, რა უხაროდა. ამ ყველაფრის შესწავლაც მერე დაიწყო. ერთადერთი შეცდომა დუშვა ნინიმ, ისიც ათი წლის წინ, სხვა ყველაფერში სუფთა იყო. საბა ხედავდა მის გულს, სადაც სიკეთის გარდა არაფერი იყო. მხოლოდ საბა, სხვა ყველასთვის ის ქალი იყო რომელმაც ძმები ერთმანეთს დააშორა. ხშირად უნახავს ჩუმად ატირებული ამ ყველაფრის გამო, გრძნობები რომ ვეღარ შეეკავებინა გადაღლილს, მაგრამ მაშინ არცერთხელ არ უთანაგრძვნია, მიუხედავად იმისა რომ მისი ყოველი დაღვრილი ცრემლი გულზე მწარედ ხვდებოდა. ცხოვრების ეს ნაწილი ყველაზე რთული იყო, მაგრამ იმედი ჰქონდა მომავალი წლები სხვანაირი, ბედნიერებით სავსე და უფრო მხიარული იქნებოდა. და მაინც... გული განსხვავებულად უძგერდა იმ წუთებში, ისე მხოლოდ თვითონ და თავისმა ტყუპისცალმა რომ იცოდა. თორმეტის ორმოც წუთზე ეზოში შევიდა შავი მანქანა. ირგვლივ არცერთი ნაცნობი ავტომობილი არ იდგა და ეს გულის ცემაც თითქოს შენელდა იმედგაცრუების ნიადაგზე. მანქანიდან გადასული შესასვლელი კარისკენ დაიძრა. შიგნით შესულს წამსვე შემოესმა მამიდის ხმა, შემდეგ მამის. -მოგეხმარები. - მომღიმარმა მოაშორა შარფი, ქურთუკიც და ქუდიც მოხადა. -მადლობა. - შუბლზე აკოცა ქალს, მერე კი მისაღებისკენ სწრაფად დაიძრა. გული აუჩქარდა, უკვე სუნთქვაც უჭირდა, დიდი რაოდენობით ისრუტავდა ჰაერს და მოუთმენლად ელოცა იმის ნახვას რასაც გრძნობდა და მთელი არსებით სურდა. -გილოცაავთ! - როგორც კი დიდ მისაღებში ფეხი შედგა მაშინვე შემოესმა რამდენიმე ადამიანის წამოძახილი, საბა კი მოულოდნელობისგან შეხტა. იქაურობის აღქმის შემდეგ კი ერთ ადგილას გაშეშდა. თვალებ გაფართოვებული უყურებდა ხალხს, რომლებსაც იქ მოეყარათ თავი. ისიც დაინახა ვინც სურდა და წამსვე მოწოლილი ემოციებისგან თვალები აუცრემლიანდა. ყელში გაჩხერილმა ბურთმა სუნთქვის საშუალება დააკარგვინა, ძმის დანახვამ საერთოდ გადაავიწყა ჰაერის საჭიროება. უნდოდა მისულიყო, მოხვეოდა, მაგრამ ადგილიდან ვერ ინძრეოდა. თვალმოუშორებლად უყურებდა მისკენ მიმავალ მომღიმარ კაცს და ცრემლების შეკავებაც უკვე ძალიან უჭირდა. რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო უხშირდებოდა სუნთქვა, თან ამღვრეული თვალები სასწაულად უნათოდა. -არ იტირო თორემ გცემ. - უკვე თვითონაც ვეღარ ახერხებდა დაგროვილი სითხის შეკავებას, უცებ მოხვია მთელი ძალით ხელები და ცრემლებმაც წამსვე გაიკვალეს გზა ორ ერთნაირ სახეზე. წამით გულებიც კი გაუჩერდათ, შემდეგ კი კვლავ გაორმაგებულად გააგრძელეს მოძრაობა. ყველაფერი იყო ნათქვამი იმ ჩახუტებაში, ყველა გრძნობას და ყველა სიტყვას უზიარებდნენ ერთმანეთს და რამის თქმა იქ უკვე ზედმეტი იყო. - მიყვარხარ. - მაინც დასცდა ერთი სიტყვა, ცრემლებმაც დატოვეს თვალის ჯებირები, ტუჩები მხარზე ჩამოადო და კიდევ უფრო ძლიერად მოხვია ხელები. იგრძნო როგორ გაეღიმა საბას და თვითონაც ჩუმად ჩაეღიმა. -მეც მიყვარხარ. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა თვალ დახუჭულმა, მერე ნელა მოშორდა და ცრემლები ლუკასავით სწრაფად შეიმშრალა. -გამარჯობა. - ოდნავ გაუღიმა იქვე მდგომ ნინის, თან ხელი გაუწოდა. ყველა გააოცა მისმა მოქმედებამ, საბაც კი, მაგრამ ნინი აღარ დაბნეულა. მისალმებასთან ერთად თავისი წვრილი თითები შეაგება და წინ გადახრილი ლუკა უცებ გადაკოცნა. - წამოდი ჩემი ქალი გაგაცნო, ყველა იცნობს შენს გარდა. - ზურგზე მიადო ხელი ტყუპისცალს, მაგრამ საბა რომ არ გაინძრა მაშინვე თვალებში ჩახედა. წამებში ამოიკითხა ძმის აზრები, ოდნავ გაუღიმა იმის ნიშნად რომ ყველაფერი ესმოდა, ჯერ ნინის გახედა, მერე კი იქ მყოფები შეათვალიერა. ყველა იქ იყო, ყველა მეგობარი ვისთან ერთადაც ადრე ერთად ატარებდნენ დროს. ზოგი დიდი ხანი იყო არ ენახა, ზოგთან კი კვლავ ჰქონდა შენარჩუნებული ურთიერთობა. -ღმერთო! როგორ მომნატრებიხართ ორივე ერთად! - არსაიან გამოჩენილი ბელა სწრაფად მოეხვია გაოცებულ საბას, სიტუაცია განმუხტა და იქ მდგომებსაც მათთან მისვლის ბიძგი მისცა.. -ბელ! აქ რა გინდა? - გახარებულმა აკოცა ლოყაზე გარდაქმნილ ქალს. -შენთვის ვარ აქ ამხელა მსახიობი ქალი... მაპატიე ბოლოს ერთი თვის წინ გესაუბრე… ვერ მოვიცალე. -არაუშავს. -ნინ! - მომღიმარი დაიძრა დაბნეული ქალისკენ, რომელსაც ყველა ძველებურად ესალმებოდა და ეხვეოდა. მალე აირივნენ ერთმანეთში, ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ, თან უკანა ეზოში გასასვლელისკენ მიიწევდნენ. -მამა! - მოაჯირზე გადმოყუდებულმა ბავშვმა გახარებულმა დაიძახა, შემდეგ სწრაფად დაეშვა კიბეებზე და პირდაპირ მამისკენ დაიძრა. -ჩემი კაცი. - ჩამუხლულმა მჭიდროდ მოხვია ხელები, მონატრებული გულში ჩაიკრა და შვილის სურნელი ხარბად შეისუნთქა. საავადმყოფოში დაწოლის შემდეგ თავისივე ამოჩემების გამო არ ენახა ბავშვები, როგორ ძლებდა თვითონაც არ იცოდა, მაგრამ ის დაზუსტებით იცოდა რომ თავის შვილს იქ იმ მდგომარეობაში არ უნდა ენახა. ერთი სული ჰქონდა ქალიშვილებს როდის ნახავდა, რომლების გაზრდასაც მხოლოდ სურათების დახმარებით ადევნებდა თვალს. -მომენატრე. -მეც მომენატრე მა, თან ძალიან, ისე რომ შეგიძლია დღეს ჩემთან დაიძინო. - ლოყაზე აკოცა, მერე კი გაჭირვებით წამოდგა ფეხზე. უკვე დაღლილობას გრძნობდა, ძალა ნელ-ნელა ეცლებოდა და ეს ყველაფერი სახეზეც ეტყობოდა. -კაი მოვშორდეთ, არ შეიძლება ასეთი სიახლოვე და ამდენი ხალხი… ძმის ზრუნვაში გართულ ლუკას მომღიმარი უყურებდა ქეთისთან ერთად მდგომი სოფი, თვალები უბრწყინავდა ამ სანახაობის შემყურეს. ლუკას ბედნიერება კი ყველაზე მეტად ახარებდა. სხვები გარეთ რომ გავიდნენ ფეიევერკების მოსამზადებლად მერე დაუძახა ლუკამ სოფის, ისიც ნელა მომღიმარი მიუახლოვდა ორ ერთნაირს. -საბოლოოდ მოვახერხეთ შეხვედრა, გაცნობით კი ისედაც გიცნობ ლუკასგან. - თავიდან ხელის ჩამორთმევას აპირებდა, მაგრამ იმდენად ჰგავდა ლუკას და იმდენად შინაურ შეგრძნებას უღვიძებდა სოფის, პირდაპირ გადაეხვია. -მადლობა. - როგორც კი მოახერხა ჩუმად დაიჩურჩულა სოფის ყურთან, ისიც ყურებამდე გაღიმებული მოშორდა. - მიხარია შენი გაცნობა, ვიმედოვნებ მალე საუბარსაც შევძლებთ უკეთ გასაცნობად. - თავით იქ შეკრებილ ხალხზე ანიშნა, თან გაეცინა. მართლა ისეთი იყო როგორსაც ნინი უღწერდა, სხვანაირ ენერგიას ავრცელებდა ეს გოგო თავისი ლაღი ღიმილით. -აუცილებლად. გამარჯობა, როგორ ხარ? - ოდნავ გაუღიმა იქვე მდგომ ქალს, მერე კი ყოყმანით გადაკოცნა -კარგად შენ? -მეც ასევე, გმადლობ. -გავიდეთ, დაიწყეს უკვე სროლა… შენ ჩაიცვი ოღონდ. - თითი დაუქნია საბას, თან სოფის წელზე მოხვია ხელი. -გადით თქვენ და ჩვენც გამოვალთ. -გელოდები. - რამდენიმე წამით გაცვალეს მზერები, ორივე ხვდებოდა ერთმანეთის გაჭირვებას, მაგრამ ამ მომენტში სხვა გზა არ ჰქონდათ. ბოლოს ოდნავ დაუქნია თავი საბას და სოფისთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა. - დღეს გავძლო და სხვა არაფერი არ მინდა. - სუფის გასაგონად დაიჩურჩულა, თან გარეთ გავიდა. -ყველაფერი კარგად იქნება. - ლოყაზე მიაკრო ტუჩები, მერე კი მის წინ დამდგარმა ლუკას მკლავები მუცელზე მოიხვია. - ბელას ლესბოსელობაში ეჭვი მარტო მე მეპარება? - დაეჭვებულმა შეათვალიერა იმ დროის მანძილზე ცოტნეზე აკრული ბელა, რომელიც ოდნავ სემთვრალი ეფიცებოდა კაცს თუ როგორ ენატრებოდა. -მაგაზე რამდენიმე თვის წინ დავფიქრდი. - ჩუმად ჩაილაპარაკა, ყბის ძვალზე აკოცა სოფის, თან ბელას შეხედა. კვლავ რაღაცაზე წუწუნებდა, ცოტნე კი დასცინოდა. თორმეტს ორმოცდათვრამეტი წუთი ეკლდა ფეიევერკების გაშვება რომ დაიწყეს, საბაც იქვე იდგა თავის საყვარელ ქალთან ერთად და განათებულ ცას შეჰყურებდა. მხოლოდ ათი წამი იყო დარჩენილი იმ თავისუფლების და ბედნიერების მიღებამდე რომელსაც ასე ელოდა. ისევ თოვდა, იქაურობაც ნელ-ნელა თეთრდებოდა, გარშემო კი შესამჩნევად იგრძნობოდა ბედნიერება. -გილოცაავთ! - დროის უკან ათვლის შემდეგ ერთდროულად წამოიყვირეს, შამპანიურის ბოთლები გახსნეს და ახალი წლის სიმღერის ფონზე ჭიქებში ჩამოასხეს. -გილოცავ ჩემო სიცოცხლე. - მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე, მერე კი საბასკენ გაუშვა. -გილოცავ ყველაფრის დასასრულს და ახალი წლის დასაწყისს ახალი წლოვანებით. - მჭიდროს შემოხვია მკლავები საბას, მისი დასუსტებული სხეული მასთან შედარებით ბევრად პატარა იყო და ისიც მთელი სხეულით ტანზე იკრავდა. - მიხარია, არა, ბედნიერი ვარ რომ ცხრა თვე შენთან ერთად გავატარე მუცელში, ბედნიერი ვარ იმის გამო რომ მეორე ნაწილი მყავხარ და ოცი წლის მანძილზე, რაც არ უნდა ყოფილიყო შენი არსებობით თავი მარტოსულად არასდროს მიგრძვნია. გამოვტოვოთ ის ათი წელი, არაფერი იყო საინტერესო და სასიამოვნოდ გასახსენებელი. დავიწყოთ ეს წელი ახალი გრძნობებით და ახალი, სასიამოვნო მოგონებების შეგროვებით. მიყვარხარ იმ განსხვავებული სიყვარულით, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით და იცოდე რომ ამის შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. - ხელში მიჩეჩებული შამპანიურის ჭიქა მიუჭახუნა საბასას და ერთიანად ჩაცალა, ისე რომ საბას მხრებზე გადახვეული ხელი არ მოუშორებია. -მეც გილოცავ ყველაფრის დასასრულს და ახალი წლის ახალი წლოვანებით დაწყებას. მიხარია რომ არსებობ და მყავხარ ის ვინც ყველა ადამიანს სჭირდება… და მადლობა სოფის, შენი ალაპარაკებისთვის, ასეთი პირდაპირი არასდროს ყოფილხარ. - ჭიქა ლუკას მიაწოდა, მერე კიდევ ერთხელ მოეხვია. - მგონი ვბერდებით შე ჩემა. -შენ დაბერდი უკვე, მე ახლა ვიწყებ ცხოვრებას. - თვალი ჩაუკრა საბას, მერე ნატასთან მოსაუბრე სოფის მოკიდა მაჯაზე ხელი, სხეულზ აიკრა და წამსვე მის ტუჩებს დაეწაფა. - ღმერთო, როგორ მიყვარხარ რომ იცოდე… - ცხვირის წყვერი გაუსვა ყელზე, შემდეგ იქვე აკოცა. სოფის კი უკვე მოესწრო მის თმებში თითების ახლართვა და ნელა ამოძრავებდა სასიამოვნო შეგრძნებებით გაბრუებული. -შენ თუ ასეთს გიხილავდი რას ვიფიქრებდი, არა კი ყოველთვის ენერგიული ახალგაზრდა იყავი, მაგრამ ახლა მთლად დაბრმავებულხარ სიყვარულით. - თავი გააქნია სიცილით ნატამ და წყვილიც გააცინა. -ვერც მე ვიფიქრებდი. - მხრები აიჩეჩა სიცილით. მილოცვების შემდეგ სახლში შებრუნდნენ, ცოტა საუბრის, ვახშმის და დალევის შემდეგ კი სახლებში დაბრუნდნენ საბას შეუძლოდ ყოფნის გამო, მაგრამ მომავალ დღეებში შემოვლის პირობა მისცეს. საკუთარ საძინებელში საწოლზე იჯდა, მკლავებში ერთ-ერთი ქალიშვილი მოექცია და მომღიმარ ქალბატონს ეთამაშებოდა. მეორე ფეხზე მდგომ ლუკას ეჭირა, რომელიც ოთახში მიმოდიოდა, უკვე ეძინა მის მკლავებში მოქცეულს, მაგრამ მაინც ვერაფრით თმობდა, არ უნდოდა საწოლში დაეწვინა. -ვერ ვარჩევ რომელი რომელია. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა, ბავშვი ახლოს მიიყვანა ტყუპისცალთან, მაგრამ განსხვავება ისევ ვერ შეამჩნია. -ვერც მე ვარჩევ. - სიცილით ახედა ქვევიდან საბამ და ძმის გაცინებაც მოახერხა. - ეს ალბათ ლილეა. -დაუძახე და თუ შემოგხედავს ლილე იქნება. - მხრები აიჩეჩა, საბამ კი დაეჭვებულმა შეხედა. -შიგ ხო არ გაქვს, ჯერ ოთხი თვისაა. - თვალები აატრიალა, მერე კი წარბშეკრულ ქალიშვილს დახედა რომელიც საწოვარას სწრაფად წოვდა. - ეგ არის ლილე, ეს სოფიაა, ხომ მა. - ოდნავ გადაუსვა თმაზე ხელი, ბავშმა კი გაიღიმა და ლოყებიც ჩაეჩხვლიტა. - რაო მა? - ისეთი ნაზი და თბილი გაუხდა ხმა ლუკას თვალი გაუშტერდა მასზე. - არ გვინდა ძილი ჯერ? - ნიკაპზე ჩამოჰკრა თითი და კვლავ გააღიმა ბავშვი. - რა კარგია რომ მყავხარ მა, ყველაზე ლამაზი ხარ. - ჩუმად ელაპარაკებოდა, ისიც ყურადღებით უსმენდა, მერე კი კვლავ იღიმოდა, თან ხელებს და ფეხებს იქნევდა. - მათეს უყვარდა როცა ასე ველაპარაკებოდი, ერთი წლისა ხმამაღლა იცინოდა ხოლმე… შენ არ იცი რამხელა სიმდიდრეა შვილი… აი ახლა ეს პატარა ყველაფერს მირჩევნია და ამის გამო შემიძლია ნებისმიერი მოვკლა… -ვიცი… - თავი დაუქნია მომღიმარმა. - აი, ეს ჩემი პირველი შვილია, ამას წავიყვან, ეგ შენ დაიტოვე. - ჩუმად ჩაილაპარაკა, მერე ფრთხილად ჩაყო ცხვირი მის ყელში და ბავშვის სურნელი ღრმად სეისუნთქა. - რა? შენი-ჩემი, რა მნიშვნელობა აქვს. - წარბშეკრულ ძმას შეხედა, მერე ჩუმად გაიცინა. - იცი სახელები არ ვიცოდი... ახლა ძალიან მიტყდება. -ვიცი. - ოდნავ გაიღიმა, მერე ნახევრად ჩაძინებულ ბავშვს დახედა. -აქ როგორ დარჩი? ამ სახლში, ამ საძინებელში. -ნინისთან ერთად მარტო ვერ ვიცხოვრებდი… თან იმათმა მთხოვეს, ლიზაც პატარა იყო და მარტო ვერ დავტოვებდი. -რატომ არ წამოიყვანე. - დის გახსენებაზე სახეზე ბრაზი გამოესახა. -არ წამომყვა, მიყვარსო. -სად არიან ახლა? -ბათუმში. -იქ რა უნდათ? -სიძეს სახლი აქვს, იქვე რაღაც ბიზნესი და იქ არიან. -ბოლოს როდის ნახე? -ბებოს დაბადების დღეზე. -როგორ არის? -ქალია, ის გიჟი ბავშვი აღარ არის. მშვიდი, ჩუმი, ჩაკეტილი. არ ვიცი შიგნით რა ხდება, რა გაუკეთა იმ ნაბი.ჭვარმა, მაგრამ გარედან არაფერი ჩანს ჩველებრივი წყვილის გარდა. -ახლა ბათუმშიც უნდა ჩავიდე. - თვალები აატრიალა აქეთ-იქით სიარულით მობეზრებულმა. -რატომ? -მინდა ყველაფერი მოვაგვარო აქ, არ ვიცი ლიზასთან რის გასარკვევად ჩავდივარ, მაგრამ ვფიქრობ დროა შევხვდე, თან მალე ქორწილის გადახდას ვაპირებ და მინდა ჩემი ოჯახის წევრები ჩემს გვერდით იყვნენ. -ანუ ქორწილიც იქნება. - ოდნავ გაიღიმა, თან თვალს არ აშორებდა ძმას. -ჰო, სხვანაირად არ გამოდის არანაირად. -ვიცოდი რომ ჩამოხვიდოდი, უფროსწორად ვგრძნობდი რომ აქ იყავი. - ნელა წამოდგა ფეხზე და საძინებლიდან გასული ქალიშვილების ოთახისკენ დაიძრა. შიგნით შესულმა დიდ ბავშვის საწოლში ჩააწვინა სოფია, ლუკამ კი გვერდზე მიუწვინა ლილე. -ერთად აწვენთ? -ერთად უფრო დიდხანს და მშვიდად სძინავთ ხოლმე, სპეციალურად გავაკეთებინე დიდი საწოლი. მერე ჩვენც უკეთ გვძინავს. - ზევიდან დახედა ქალიშვილებს, მართლა ძალიან გავდნენ ერთმანეთს. -ჩვენ გვგვანან. -მე მგვანან და მაგიტომ. - წარბშეკრულმა შეხედა ლუკას. - ჩემს გოგოებს შეეშვი, შენი გააკეთე თუ გინდა, არ არის გამორიცხული პირველივე ტყუპები რომ იყვნენ, თან ბიჭები. -მე გოგოები მინდა. - პატარა მტევანზე ცერით მიეფერა ლილეს, მერე მისი პატარა თითები შემოეხვივნენ თითზე და მთელს სხეულში სითბო ჩაეღვარა. - ვეღარ ვშორდები. - თვალებ გაბრწყინებული დაჰყურებდა მძინარე ბავშვებს, საბაც იღიმოდა მის რეაქციებზე. უხაროდა ასეთ დამოკიდებულებას რომ იჩენდა ბავშვების მიმართ, ისიც უხაროდა იქ რომ იდგა იმ დროს. -რა იქნება მერე, ლუკა. -მე უკან ვბრუნდები თაფლობისთვის შემდეგ, მაგრამ ხშირად ჩამოვალ. -მადლობა დღევანდელისთვის. -რაზე ამბობ? - ქვევიდან ახედა ოდნავ მომღიმარს. -იცი რაზეც ვამბობ. -ყველას გვჭირდება განთავისუფლება, ხომ გითხარი, მე ბრძოლა დავამთავრე და მშვიდად მინდა გავაგრძელო ცხოვრება ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. საჭირო იყო ეს ყველაფერი ნინისთვისაც. წესით არ უნდა მაინტერესებდეს, მაგრამ შენი საყვარელი ქალია და შენი შვილების დედა, მე არანაირი გრძნობა არ მეუფლება მისი დანახვისას, მთავარია შენ იყო ბედნიერი მასთან, დანარჩენი დროის საკითხია. მე ვცადე აღდგენა იმ ყველაფრის რაც იყო, მაგრამ არ ვიცი რა იქნება მომავალში და როგორ განაგრძობენ ისინი ამ ამბავთან შეგუებას. -სხვების აზრი დიდად არ მაინტერესებს. -მომენატრე. - თავისნაირ თვალებში უყურებდა ძმას, თან ოდნავ იღიმოდა. -მეც მომენატრე. -არ დაიღალე? -ფეხზე ძლივს ვდგავარ, ნინიმ რომ დამინახოს ხვალვე უკან დამაბრუნებს. -უყურე შენ, ნინიკოს წაურთმევია სადავეები. - სიცილით გადახვია ხელი და ბავშვების საძინებელი დატოვა. -როგორ ახერხებ ამ ყველაფრის ატანას? არაფერს ფიქრობ ერთად რომ გვხედავ? -ჩვენს გამო ვცდილობ. და არა, არაფერს ვფიქრობ. აღარ მაინტერესებს და დავიწყებას ვცდილობ. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მე რომ იქ არ ვყოფილიყავი სოფის ვერ გავიცნობდი და ის ყველაფერი არ მექნებოდა რაც მაქვს ახლა. ის რომ დღეს მე აქ ვარ, შენს წინ და ყველაფრის გაქრობას ვცდილობ, მისი გვერდში დგომის დამსახურებაა. მიდი დაიძინე, ხვალ ვისაუბროთ რამდენიც გინდა. -შევძლებთ? -ყველაფერი კარგად იქნება. - მომღიმარმა აკოცა შუბლზე და თბილად გადაეხვია. - ხვალამდე. -ჰო. - ნელა მოშორდა ძმას და თვალებში მიაშტერდა. - მაგრად მევასება შენ რომ გეხუტები, სხვანაირი გრძნობა იყო ყოველთვის. - რამდენიმე წამს უყურა თვალებ გაბრწყინებულს, მერე ზურგი აქცია და საძინებლის კარს უკან გაუჩინარდა. მაშინვე ამოისუნთქა. სწრაფად დაიძრა კიბისკენ და მისაღებში შესულმა სოფისაც წამსვე მოჰკრა თვალი. -დაიძინეს ბავშვებმა. - ნინის გასაგონად თქვა, მერე ფეხზე ააყენა სოფი და ხელი გადახვია. - ბებომ დაიძინა უკვე? -კი, ვეღარ გაძლო. -დავიძინებთ ჩენც. - ქეთის ლოყაზე აკოცა, დამშვიდობების შემდეგ კი სოფისთან ერთად ძველი საძინებლისკენ დაიძრა. - დავიღალე ამდენი ემოციით და ხალხით, მაინც ყველა გარკვეულ წილად დაძაბული იყო. -მაგრამ მაინც შეძელი ამ საღამოს კარგად წარმართვა. -ასე ფიქრობ? - ზევიდან დახედა თვალებ აბრჭყვიალებულს, ვერ მოითმინა და ტუჩები დაუკოცნა. -კი, ასეა. ნინი კარგი ადამიანია, კარგი მოსაუბრეც, თან ძალიან მშვიდი… -შეცდომებს ყველა ვუშვებთ. -მიხარია ამას რომ მიხვდი. - სიცილით გააქნია თავი, მერე საძინებელში შევიდა და მაშინვე ტანსაცმლის გახდას შეუდგა. - აქ უნდა ვიყოთ ეს დღეები? -წასვლა გინდა? -არა, უბრალოდ მაინტერესებს. მე მინდა შენს ოჯახთან ერთად იყო. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია შენს გვერდით ვიყო. -დავიღალე. -შემიძლია უფასო მომსახურეობის სერვისი შემოგთავაზო. -რა შედის ამ სერვისში? - წელზე მოხვია ხელები, თან ტუჩებზე აკოცა, მერე ყელზე. -წყლის გადავლებაში დახმარება, მერე ბევრი ალერსი, კოცნა, მოფერება, შეიძლება მასაჟიც თუ არ დამეზარა. -შესანიშნავი სერვისი გაქვთ ქალბატონო. - ნელ-ნელა აშიშვლებდნენ ერთმანეთს, თან აბაზანისკენ მიიწევდნენ. აბაზანის კედლებს ორივე ხელის გულით მიყრდნობოდა, თავი დაეხარა და სოფის უფლებას აძლევდა მისი სხეული ქაფიანი ღრუბელით გაესუფთავებინა. ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე სოფის მოფათურე ხელების შეგრძნებსას. ა.სოზეც იგრძნო თითების შემოხვევა და მაშინვე გაუხშირდა სუნთქვა როგორც კი ხელი აამოძრავა ქალმა, თან კოცნებს უტოვებდა სხეულზე. სიამოვნებდა მისი ყველა შეხება, ესეც დაღლილობის მოხსნის ერთ-ერთი საშუალება იყო, მაგრამ მაინც გააჩერა სოფი, წყალი დაკეტა და პირსახოცი შემოიხვია. წარბ შეკრულმა გააყოლა თვალი ოთახში დაბრუნებულს, თვითონაც დაიმაგრა პირსახოცი მკერდთან, უკან გაჰყვა კაცს და საწოლთან მისული მოსიარულეს დააკვირდა. -ლუკა. -გისმენ. -შეგიძლია ორი წუთი მოხვიდე. - მკერდზე ხელებ დაკრეფილი მიაშტერდა კაცს, რომელიც ნელა დაიძრა მისკენ. -რა ხდება? -მეც მაინტერესებს რა ხდება და შეგიძლია ამიხსნა? -რაზე მეუბნები? - დაბნეულმა წარბები შეკრა ქალის ხმის ტონზე, თან სოფის სახეს არ აშორებდა თვალს. -რატომ არ მაძლევ უფლებას ისე შეგეხო, როგორც მე მინდა? -სოფი… -უბრალოდ მითხარი! რამეს სწორედ ვერ ვაკეთბ? მითხარი რაიმე გასამართლებელი მიზეზი, თორემ თვითშეფასება ქვევით მეწევა. -შენ რომ მეხები მთიშავ, ყველაფრის უნარს ვკარგავ და თავს უცნაურად ვგრძნობ. მომწონს როცა მე ვმოქმედებ და ჩემი შეხებისგან გათიშულს გხედავ. -მეც მინდა ასეთს გხედავდე. -სოფი მე… -არ მაინტერესებს მიზეზები, არ მინდა ასე ყოფნა, მეც ისევე მაინტერესევს შენი ყველაფერი როგორც შენ ჩემი! -ვიცი, მაგრამ… -მომეცი უფლება როცა მომინდება შეგეხო ისე როგორც მომესურვება და გავაკეთო ის რაც მაინტერესებს... თუ არ დამთანხმდები მოკარების უფლებას არ მოგცემ. - კატეგორიულად გამოუცხადა მასზე მიშტერებულ კაცს, რომელსაც წარბები ოდნავ დაეახლოვებინა. -რა გინდა რომ გავაკეთო. -მოდუნდე და შენი სხეულის შესწავლა დამაცადო. -კარგი. - ჩაიღიმა, ოდნავ ყოყმანობდა კიდეც, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. საწოლზე ჩამომჯდარს ზევიდან დახედა, უკვე იცოდა რასაც აპირებდა, მაგრამ შეწინააღმდეგებას ვერ ბედაბდა, არადა კარგი მოგონებები არ ჰქონდა ამ საქმეში გამოუცდელ ქალთან ყოფნის შემდეგ. წელზე დამაგრებულ პირსახოცს მოკიდა ხელი, ნელა მოაშორა, მერე მენჯებზე მოკიდებული ხელით თავის გაშლილ ფეხებს შორის დაიყენა, თითები მენჯებთან მდებარე ზოლებს ჩამოატარა, ბოლოს კი მისთვის გამაგიჟებელ კაცის სასქესო ორგანოს წვრილი თითები შემოხვია. ქვევიდან ახედა სუნთქვა შეკრულ კაცს, წამსვე აუელვდა ლურჯი თვალები და აღარ დალოდები ისე მოიქცია უკვე ერეგირებული ას.ო ტუჩებს შორის. ნელა შეცურდნენ კაცის თითები მის თმაში, გრძნობდა როგორ დასჭიმვოდა ყველა უჯრედი, თმებში ჩავლებულ ხელსაც გაუაზრებლად უფრო მეტად უჭერდა, სუნთქვაც გახშირებოდა და სიამოვნებისგან სხეულში ჟრუანტელი უვლიდა. ქალის პირიდან ამომავალი ხმების გაგებისას ტანში სცრიდა, იქაურობას მოწყვეტილი ჩუმად ოხრავდა და გაუაზრებლად თმებში ჩავლებული ხელით ქალს ტემპის აშქარებას აიძულებდა. როგორც კი იმ მწვერვალამდე მიღწევის მიახლოვება იგრძნო ზევიდან დახედა ქალს. - სოფი… - დაბინდული მწვანეები გაუსწორა ქალის ბრჭყვიალა ლურჯ სფეროებს, კიდევ უფრო უმატა ტემპს და ბოლოს უკვე თვალზე ბინდ გადაკრულმა ხმის გაკონტროლებაც ვეღარ მოახერხა მიღებული ორგაზმის შემდეგ. ნელა მოაშორა თმიდან თითები, მერე წინ ჩამოშლილი უკან გადაუწია, თითი ნიკაპ ქვეშ ამოსდო და თავ აწეულს თვალებში ჩახედა. ჯერ ისევ ღრმად სუნთქავდა, თან გაბწყინებული წვანე თვალებით დაჰყურებდა ქალს. - შენ… ვერც კი ხვდები რა გააკეთე. - დაშორებულ ტუჩებზე გადაატარა ცერი, შემდეგ ქვედა ტუჩზე დააჭირა. - ადი. - თავით საწოლზე ანიშნა, ისიც წამსვე დაემორჩილა. - გამაოცე. - ქალის ზევიდან მოქცეულმა ტუჩებზე დახედა, მერე ყბებზე მოუჭირა თითები, ტუჩებზე ნაზად წაეტანა, თან პირსახოცი შეუხსნა. - მითხარი ნებისმიერი რამ, რა გინდა რომ გავაკეთო. - მზად იყო მისი მონა-მორჩილი გამხდარიყო და ყველაფერი გაეკეთებინა. არ ეგონა ამდენს თუ შეძლებდა, სასიამოვნოდ გაოცებული იყო, თანაც ისეთი რომ იცოდა ეს დღე არასდროს დაავიწყდებოდა. -არაფერი მინდა. - კისერზე მოხვია მკლავები თავისი თავით კმაყოფილმა. ლუკამ ცოტა ხანს უყურა, ბოლოს საწოლზე ამოაჯინა და ხელები მჭიდროდ შემოხვია. -მადლობა. - ყელში მიაკრო ტუჩები, თან მისი სურნელი შეისუნთქა. - ყველაფრისთვი, პირველ რიგში იმისთვის რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობ. -მე შენ მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ და ვწუხვარ რომ არ შემიძლია აღწერა როგორ ძალიან… - ტუჩები დაუკოცნა, შემდეგ ფეხზე დააყენა, საწოლს სქელი გადასაფარებელი ააცალა, ტანზე შემოიხვია და აივანზე მოთავსებულ სავარძელში ჩაჯდა. მთლიანად დაფარა ქალის სხეული თბილი გადასაფარებლით, თან ცხელ სხეულზე იკრავდა. დიდხანს ისხდნენ აივანზე, ფიფქების ცეკვას უყურებდნენ, ზოგჯერ სწრაფად დაფარფატებდნენ, ზოგჯერ კი ნელ-ნელა მიიწევდნენ მიწისკენ. ლუკას მკერდზე მიედო თავი, მშვიდად სუნთქავდა, თან თითებს მის სხეულზე დაატარებდა. კაცის ასეთ სიმშვიდეს პირველად გრძნობდა. პირველად უცემდა ასე თანაბრად გული, მხოლოდ რამდენჯერმე თუ გამოტოვებდა დარტყმას. - ყველაფერი დამთავრდა, შევძელით ამ ბრძოლის დამთავრება. - ჩუმად ჩაილაპარაკა, თითქოს ვინმეს კი არა სივრცეს ესაუბრებოდა. საბოლოოდ ნათქვამმა ამ სიტყვებმა მთლიანად გაანთავისუფლა, სუნცქვაც კი უფრო ადვილი და სასიამოვნო გახადა. საათი ოთხის ცამეტ წუთს უჩვენებდა, ციდან ისევ ეშვებოდნენ ფიფქები, ყველა მოსახერხებელ ადგილს ეცემოდნენ და თავის ფერს სძენდნენ. თბილისში დილის ოთხის ცამეტი წუთი იყო, მაგრამ გათენებას ჯერ არ აპირებდა. პირველი იანვარი იდგა, თოვდა, ტემპერატურა მინუსებში გადასულიყო, მაგრამ თბილი’სს მაინც გადაჰკვროდა ის თბილი საბანი, რომლითაც ყველა სეზონზე იქ მოხვედრილ ხალხს თავისებურად ათბობდა. მეხუთე საუკუნის მეორე ნახევიდან უამრავი ბრძოლა ენახა, ფიზიკური თუ სულიერი დარტყმები აეტანა, ალბათ კიდევ უამრავს ნახავდა და აიტანდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისიც კვლავ ფეხზე იდგა საკუთარი ხალხის მსგავსად. .................................. არც კი მჯერა რომ დავამთავრე... მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და თქვენს აზრს მიზიარებდით. მომენატრებით, მომენატრება თქვენი თბილი კომენტარები, ვხედავ თითოეულ ისტორიაში უფრო ვუახლოვდები მკითხველს და თქვენდამინ ეს დამოკიდებულება ძალიან მაბედნიერებს. მიყვარხართ ყველა ვისაც ჩემი ისტორიები გიყვართ, მადლობა ამ პერიოდში ჩემთან ყოფნისთვის. მომენატრებით. ვეცდები დიდხანს არ გადავიკარგო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.