შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლოს ფარდა მალავს.თავი 1.


4-07-2020, 17:23
ავტორი zia-maria
ნანახია 2 344

-გისმენ ლაშა.
-სად ხარ,როგორ ხარ დემეტრე.
-კარგად ვარ და ნუ მომაქცევ ყურადღებას,ნერვები მაქვს დაწყვეტაზე.
-კართან ვარ,კარი გააღე. იქვე მდგარ შეშინებულ გოგონას შეხედა და უთხრა.
-კარი გააღე ლაშა მოვიდა,ფრთხილად გაიარე ნამსხვრევებზე. გოგონამ კარი გააღო და ლაშამ პირდაპირ დემეტრესთსნ მივიდა.
-რა მოხდა,კარის გაღებაზე რამდენი დრო დაგჭირდა.როგორ ხარ თათია და აქ რა ხდება,რამ ან ვინ აგვიშალა ნერვები? სამზარეულოდან ფაშფაშა საყვარელი ქალბატონი გამოვიდა და ლაშას უთხრა გაბრაზებულმა.
-ქარიშხალი ამოვარდა დღეს ჩვენს სახლში და რასაც კი მიწვდა ყველაფერი ნამსხვრევებად აქცია,ვფიქრობ დაცხრება ნელა ნელა ქარიშხლის სიბრაზე,რადგან ყველა შეაშინა მისმა ღმუილმა.
-იზო უკეთესია საქმეს მიხედო,ვხედავ არ გაქვს დრო ლაშასთან დაჯდომის და ჭორიკნობის.
-სერიოზულად? საინტერესოა რა იყო დღევანდელი სიბრაზის მიზეზი?
-ასე ძალიან თუ გაინტერესებს მეგობარო იზოს მოეხმარე და გაიგებ,მე მივდივარ.
-სად მიდიხარ, დემეტრე მე შენთან მოვედი.
-მაგრამ იზოს ეჭორავები და ხელს არ შეგიშლით.
-პაემანზე მიდიხარ ალბად და ხელს მე არ შეგიშლი მეგობარო.
-უთხარი,უთხარი შენ მაინც გააგებინე რამე ამ ხისთავიანს,რომ ის ქალი არ არის მისი შესაფერისი.
-იზო ტელევიზორს მგონი შეკეთება უნდა და ახლავეს შევაკეთებ.
-არა საყვარელო,ტელევიზორი სულ ახალია და ჯერ არ საჭიროებს შეკეთებას.
-კარგი,მე მივდივარ და აქურობას თქვენ მიხედეთ.დემეტრე გავიდა და იზომ ტირილით შესჩივლა ლაშას.
-რა ჭირს ამ ბიჭს ყველაფერი დაამსხვრია,დილიდან ნერვებზეა და თათას ფერი არ ადევს შიშისგან,შეაშინა გოგო.
-შეუძლებელია იზო ქარიშხალი უმიზეზოდ ამოვარდნილიყო,ალბად ისევ რაღაც უთხარი შენ ხომ ენას არ აჩერებ და არც შედეგებზე ფიქრობ,შემდეგ კი წუწუნებ.
-მეეე? არა საყვარელო,როგორ გავბედავ და დემეტრეს რამეს ვეტყვი განა არ მიცნობ?
-რომ გიცნობ მიტომაც მეპარება ეჭვი შენს სიმართლეში,მოდი მოგეხმარებით და რაც გადასაყრელია გადავყაროთ.
-კარგი შვილო.
-ნუ მედები ფეხებში იზო და კარი გააღე,არ გესმის ზარის ხმა? იზომ კარი გააღო და კარში მაღალი ქერა ქალბატონი გაბრაზებული უცქერდა იზოს.
-მობრძანდი ქალბატონო ბუბუ შენი სიბრაზე გვაკლდა და ისიც მოიტანე.
-რატომ მალოდინებ კართან ჩემო ოქრო.
-შვილს თუ მოაკითხე მან უკვე გაგასწრო,სახლში არ არის.
-ისევ გამასწრო?
-გაგასწროთ,ჯერ მის ნერვიულ სისტემას შეებრძოლა და შემდეგ წავიდა,სად არ ვიცი რადგან არ დაუბარებია.
-რა ხდება, არც შენ გაქვს ნერვები თავის ადგილზე.
-რა უნდა ხდებოდეს შენ ხომ გემრიელად გძინავს,შენი შვილი აქ ქარიშხალს ებრძვის და არ გესმით მსხვრევის ხმები.
-შენ შეშლიდი მას თორემ ჩემი შვილი ასე რამ გააბრაზა.მოულოდნელად კარი გაიღო და ბუბუ შეშინებული შებრუნდა როცა დემეტრეს ჯერ კიდევ გაბრაზებული ხმა გაიგონა.
-ბუბუ რისთვის მოდი,ჯერ კიდევ არ ვარ მშვიდად და ეს გაითვალისწინე.
-შვილო რა გჭირს,რა მოხდა.
-მეკითხები რა მოხდა?
-ასე ვინ გაგაბრაზა,ვერ გცნობ.
-სად იყავი გუშინ,ვინ იდგა შენს გვერდით როცა ინტერვიუ მიეცი მთავრობის სასახლესთან.
-შენ,შენ,შენ ეს საიდან იცი.
-როგორ თუ საიდან ვიცი სოციალური ქსელი და მთელი ინტერნეტი აჭრელებულია შენი ფოტოებით და მეკითხები საიდან და როგორ გავიგე?
-აგიხსნი......................
-რას ამიხსნი,რამდენჯერ გაგაფრთხილე იმ მამაკაცისგან თავი შორს დაიჭირეთქო.
-კარგი მე წავედი და მოგვიანებით გინახულებ, რადგან ახლა შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.
-ფეხი არ გაადგა ბუბუ სანამ არ ამიხსნი და არ მეტყვი ბოლოს და ბოლოს ვინ არის ის მამაკაცი.
-კარგად და შეხვედრამდე. ბუბუ წავიდა,დემეტრე იდგა და გაბრაზებული იცქერდა იზოს
-ისევ მე არ დამეტაკო რადგან არაფერი არ ვიცი,ყავას მოგიდუღებ და დამშვიდდები.
-რა მოვუხერხო ამ ქალს ან სახლში როგორ ჩავკეტო.
-ეს არ მოხდება,შვილო ის ჟურნალისტია და მაინც წავა იქ სადაც არ გინდა წავიდეს,ის თავიდან ასეთი იყო და მას ახლა ვეღარ შეცვლი.
-ყოველ მის მოსვლაზე ცუდად ვხდები,წნევა მიწევს და თუ გინდა ასეთი დილა აღარ განმეორდეს,მას კარი აღარ გაუღო თუ გინდა მშვიდად იყო.
-ეს არ მოხდება დემეტრე და შენც კარგად იცი.
-რატომ?
-იმიტომ რომ გასაღები მასაც აქვს.
-ამას მოვაგვარებთ,ლაშა წავიდა?
-წავიდა,ცოტა მოგვეხმარა და წავიდა.
-თათია როგორაა,ძალიან შევაშინე?
-შეაშინე,რომ დაინახა მოდიოდი სამზარეულოში გავიდა.
-მე დაველაპარაკები. დემეტრე ადგა და სამზარეულოში შევიდა,თათია სალათის ფოთლებს ერთმანეთზე აწყობდა და ძალიან წვრილად ჭრიდა,დემეტრემ მიუახლოვდა და მხარზე ხელი ფრთხილად შეახო,თათიამ შიშისაგან შეჰკივლა და დანა თითზე გადაისვა სისხლის დანახვაზე კი გული წაუვიდა.
-თათია როგორ ხარ,შემომხედე რა გჭირს. იზო შეშინებული მიახლოვდა დემეტრეს და შეხედა თათია გულწასული იყო დემეტრეს მკლავებში და გაბრაზებულმა თქვა.
-რა უქენი,ბუბუს ჯავრი მასზე იყარე? დანა გაუყარე თუ გული ამოაცალე,რა გჭირს დემეტრე.
-ნუ სულელობ ხელი გაიჭრა და სისხლის დანახვაზე გული შეუღონდა,მომეხმარე ნუ მიყურებ ისე თითქოს მართლა მკვლელი ვიყო. თათია ფრთხილად აიყვანა ხელში და მისაღებში გაიყვანა,იზომ შეხედა და უთხრა.
-აქ დასვი,მე მივხედავ. დემეტრემ სავარძელში ჩასვა თათია და იზას უთხრა.
-კაბინეტში ვიქნები სამუშაო მაქვს,თუ ბუბუ ისევ მოვიდეს მისთვის სახლში არ ვარ.
-არავისთვის არ ხარ სახლში თუ მარტო ბუბუსთვის?
-ტელეფონით მაცნობე ვინ მოვა.
-გასაგებია და დღეს რა მოვამზადო,რას მიირთმევთ.
-რამე უბრალო,რადგან საღამოს გავდივარ. დემეტრე კაბინეტში შევიდა და რამდენიმე საათი იზოს ის აღარ დაუნახავს,ისიც კი გადაავიწყდა სახლში იყო თუ გავიდა.სახლში სასიამოვნო სურნელი დატრიალდა,დემეტრეც მხოლოდ მაშინ მიხვდა რომ მთელი დღის მშიერი იყო.ფურცლები საქაღალდეებში ჩააწყო და სამზარეულოში შევიდა,იზო შორიდან ცნობდა დემეტრეს მტკიცე ნაბიჯებს და თქვა.
-სუნი იგრძნო და მობრძანდება.
-იზოლდა რას ბურტყუნებ.
-არაფერს შენთვის საინტერესოს,მოგშივდა?
-ძალიან,რა მოამზადე ასეთი მადისამღძვრელი სუნი რომ დაატრიალე მთელ სახლში.
-ლობიო ძვირფასო.
-ლობიო? რამე ხორციანი არაფერი გააკეთე?
-ხორცი გუშინ მიირთვი,დღეს ლობიოს შეჭამ.
-იზო ამ კვირაში უკვე მეორედ აკეებ ლობიოს და მგონია,რომ ამას განგებ აკეთებ.
-ოთხშაბათი და პარასკევი ხომ ლობიოს ვაკეთებ, რატომ გავიწყდება შვილო.
-ააა,გამახსენდა დღეს ხომ პარასკევია.
-სწორედაც,დემეტრე დღეს არ მომწონხარ,მაგრამ არაფერს გეკითხები რადგან არ მინდა გაგაღიზიანო და ნერვები ისევ არ მოგიშალო.
-ჰოდა კარგს იზომ თუ მშვიდად ჭამის საშუალებას მომცემ,შემდეგ კი წავალ რომ შენც მშვიდად იყო.იზომ აღარ დაუბრუნა პასუხი დემეტრეს და თათას შეხედა.
-შეგიძლია მაგიდა გაშალო შვილო,თეფშები გამოიღე. თათამ მაგიდაზე თეფშები დააწყო,იზამ კი ლობიო ქვაბით დადგა და კარგი ქორფა მწვანილით გაავსო მაგიდა.
-სოფელში ჩავდივარ და იქ ბოსტანში არ შევსულვარ არასდროს,შენ კი აქ ცხვირის წინ მიდგამ მწვანილს დიდი თეფშით.
-მწვანილი რომ ჯამრთელობისთვის სასარგებლოა 27 წლამდე მოდი და ჯერ კიდევ ვერ გაიაზრე?
-ხომ იცი არ მიყვარს ეს ბალახი.
-ამ ბალახის თიოეულ ფოთოლში და ღეროში ვიტამინებია და უნდა მიიღო,აუცილებელიც არის და სასარგებლოც.
-ღმერთო ჩემო,იზო სად გნახა ბუბუმ აქ რომ მოგიყვანა და უფლებას გაძლევს ჩემს ნერვებზე იცეკვო ყოველ დღე.
-ბუბუ ორსულად იყო შენზე აქ რომ მოვედი და რომ დაიბადე შვილივით ჩაგიხუტე გულში,ბუბუ სულ წასული იყო,მშობიარობის შემდეგ ის ორმოცი დღეც არ გაჩერებულა შენთან,ჩემთან იყავი და ჩემს უბეში გეძინა და ბუბუზე მეტი უფლება ნამდვილად მაქვს დაგაძალო ის რაც მე მინდა,ჭამე ეს მწვანილი ნერვები არ მომიშალო.
-იზო.................
-შენი ცემის უფლებაც მე მაქვს და არა ბუბუს,რადგან მე გაგზარდე ვირო. დემეტრეს ჩაეცინა და იზოს სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა,შემდეგ კი უთხრა.
-იზოლდა რატომ არ გათხოვდი,პაკლოვნიკები არ გყოლია ასეთ მშვენიერ ქალს?
-მყავდა შვილო,მაგრამ...................
-რა მაგრამ,არ მითხრა შენ ვერ მიგატოვე და ოჯახი ამიტომ არ მყავსო.
-ვერ მიგატოვე,ბუბუსთან ვერ დაგტოვე ვიცოდი ის ვერ მოგივლიდა.
-იზო ოღონდ შენ წადი,გთხოვ წადი და ქორწილს მე გადაგიხდი.
-მასხარა,ჩემმა მატარებელმა ჩაიარა უკვე დიდი დრო გავიდა,ჭამე და წადი სადაც მიდიხარ.დემეტრემ გემრიელად მიირთვა და ისევ იზოს შეხედა.
-იზოლდა შენი ნათესავი გოგო რომ არის წელს არ ჩამოვა თუ გააფრთხილე ამუნია დიდი გაიზარდა და არ გაბედო აქ მოსვლაო.
-წელს ამთავრებს სწავლას ჩემი ობოლა გოგო და ძალიან დატვირთულია, არ ვიცი თუ მოახერხებს ჩამოსვლას.
-მთავარია რომ კარგად არის,როცა მოახერხებს ჩამობრძანდეს ჩვენც აქ დავხვდებით.თათა შენ რას ფიქრობ,არც წელს გინდა სცადო შენი ბედი უმაღლესში?
-არ ვიცი როგორ მოვახერხებ მუშაობას და სწავლას.
-მუშაობას? გულისხმობ აქ თუ იქნები არ იცი როგორ შეუთავსებ სწავლას შენს საქმეებს?
-დიახ,თქვენ ხომ ხელფასს მიხდით.
-თათია შენ გაბედე და გამოცდებზე გადი,ყველაფერს ეშველება შენ სწავლა გინდა და უნდა ისწავლო ჩემო პატარა სხვაზე არაფერზე ინერვიულო.მოკლედ ჩემო ბუზღუნა მე გავდივარ და არ დამელოდო,გვიან დავბრუნდები ან შეიძლება არც დავბრუნდე.
-ალბად პარტნიორს გააჩნია დაბრუნდები თუ არ დაბრუნდები.გაერთე,გაერთე და ისეთს არ აეკიდო რომ ვეღარ მოიშორო თავიდან.
-იზოლდა როგორ გიყვარს ჩემი გაბრაზება და წყობიდან გამოყვანა.
-გაბრაზებული და გაგიჟებულიც მაშინ იქნები მაია ასათიანი პროფილის გადაცემაში რომ გამოაცხადებს შენი შვილის შესახებ როცა ძებნას დაგიწყებს,ვეძებ მამას რომელმაც დედა ორსული მიატოვა და ჩემზე აღარ იზრუნაო.
-იზოლდა ჩემი ნერვები წკიპზეა და ნუ მცდი.
-მე კი არ უნდა გამაფრთხილო,შენ უნდა იყო ფრთხილად.სიმპატიური მამაკაცი ხარ და დარწმუნერბული ვარ ყველა გოგო თვალებით გაშიშვლებს, როგორც შენ აშიშვლებ ყველა ლამაზ ქალს.
-უნდა წავიდე,თორემ შენ მე ჭკუიდან გადამიყვან და მერე მეკითხები რა გჭირს შვილო რატომ ბრაზობო.დემეტრემ გაბრაზებულმა გააღო კარი და გავიდა,მანქანა დაძრა თუ არა ღრმად ამოისუნთქა,შემდეგ კი ჩაეცინა.
-როგორ გიძლებ იზოლდა მაგრამ ვერსად ვერ გაგიშვებ,შენ ხარ ჩემი ტვინის ჭია.მეგობრებში გაერთო და გამთენიის რიჟრაჟზე დაბრუნდა სახლში,კარი ფრთხილად შეაღო არ უნდოდა იზოს ხმაურზე გაღვიძებოდა,მაგრამ მისმა ხმამ ადგილზე გააშეშა.
-ნორმალურად იარე არ მძინავს.
-რატომ არ დაწექი,მე მელოდებოდი? იდგა და გაკვირვებული უცქერდა იზოს,თვალებიდან კი სიბრაზის ნაცვლად სიყვარულით უცქერდა უკვე ჭაღარა შერეულ ქალს.
-შენ რომ არ ხარ სახლში და სადღაც ხარ ამ დროს,გგონია მე მშვიდად დამეძინება? ახლა ვიცი რომ სახლში ხარ და დავწვები.დემეტრემ ხელები გაშალა და მისთვის ძვირფასი ადამიანი გულში ჩაიკრა.
-ძალიან მაბრაზებ იზოლდა შენი მწარე ენით,მაგრამ მე ძალიან მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ შვილო.ორივეს მშვიდად დაეძინა და დილით გემრიელი საუზმით გაისტუმრა დემეტრე სამსახურში.გაწვიმებულიყო ღამით,უმზეო დილა ღრუბლების მიღმა მალავდა ადამიანების სასიხარულო განწყობას,მაგრამ ხალხი ვერ გრძნობდა ღრუბლების განწყობას ისინი უთავ-ბოლოდ ირეოდნენ ქუჩებში და მოულოდნელად დაამუხრუჭა,დემეტრე თვალებგაფართოვებული უცქერდა მის წინ მდგარ ბუბუს.
-დემეტრე შვილო უნდა მიშველო.
-რა მოხდა,აქ რას აკეთებ ბუბუ.
-სასწრაფოდ ტელევიზიაში უნდა გამიყვანო.
-შენი ტელევიზია და შენი ჟურნალისტიკაც............................
-რატომ გეზიზღება ჩემი პროფესია,საინტერესოა როგორ ამიხსნი შენი ამ ზიზღის მიზეზს.
-როგორ აგიხსნი? ვერ გიტანთ იმიტომ რომ ყველას პირადულში ცხვირს ყოფთ,არ კითხულობთ ვინ რა გზებით იარა ისე ამზეურებთ მათ პირად ცხოვრების კადრებს.დარწმუნებული ვარ ერთ დღეს გამოჩნდება ვიღაც ვინც შეგილამაზებს მაგ სახეს ტონა მაკიაჟით რომ გადაგილესია.
-ეს დღემდე ვერავინ ვერ გაბედა და ვერც შემდეგში გაბედავს. თქვა ბუბუმ სიცილით და გაბრაზებულ დემეტრეს ამაყად შეხედა.
-მაგასაც ვნახავთ,მაგრამ გაფრთხილებ მე არ მომაკითხო შემდეგში,რადგან კარგად იცი ჩემგან დახმარებას ვერ მიიღებ.
-მომისმინე,იმ გოგოს კიდევ ხვდები?
-მარინას?
-დიახ,მარინას.
-ვიცი რომ მარინა არ მოგწონს,მაგრამ რას იზამ თუ გეტყვი რომ ჯერ კიდევ ვხვდებით ერთმანეთსმეთქი?
-გააჩერე,დემეტრე გააჩერე.
-რა მოხდა,ახლა რაღა დაგემართა.
-ეს დარინაა და საინტერესოა აქ რას აკეთებს ეს გოგო. დემეტრემ უეცრად გააჩერა მანქანა და ბუბუ გადავიდა,წინა კარი გააღო და სულ გაწუწული გოგონა დემეტრეს გვერდით დასვა.
-ასეთ ამინდში სად იყავი შვილო.
-დღეს რეკლამა უნდა გადაგვეღო,მაგრამ ამინდმა ხელი შეგვიშალა,გაწვიმდა.
-გასაგებია,ასე როგორ უნდა იმუშავო წამოდი გამოიცვალე შვილო,ყავაც მივირთვათ და შემდეგ დავუბრუნდეთ სამსახურს. დემეტრემ გაბრაზებულმა შეხედა ბუბუს და ტელევიზიის წინ გააჩერა მანქანა.
-მოვედით,ჩქარა გადადით მეჩქარება.
-ჩვენთან ერთად ყავას არ დალევ შვილო?
-გადადი ბუბუ. ბუბუმ მიხვდა რომ დემეტრე სანამ აფეთქდებოდა უნდა გაცლოდა და მანქანიდან გადავიდა,კარი არ ჰქონდა მიხურული ბუბუს რომ დემეტრე ადგილიდან მოწყდა და ისე სწრაფად წავიდა ბუბუ გაბრაზდა.
-უხეში,უზრდელი.შეუძლებრელია ეს ადამიანი ჩემი შვილი იყოს,მაგრამ ჩემია და ვერ შევცვალე ვერ შევძელი მისი შეცვლა.
-ასეთი უხეში მამაკაცები არიან მიმზიდველები ქალბატონო ბუბუ.
-მე ბაია მქვია,ბუბუს მხოლოდ ჩემი დემეტრე და მისი ძიძა იზოლდა მეძახის სხვებისთვის კი ბაია ვარ დემეტრაძე.

მოსაწყენი ამინდი და უამინდობით ნაცრისფერი დღე კიდევ უფრო უფუჭებდა განწყობას,ჩაფიქრდა და ირგვლივ მიმოიხედა,მაგრამ ყველაფერი მილაგებული ჰქონდა და გადაწყვიტა თავისი თავისთვის მიეხედა,აბაზანა მიიღო და ფრჩხილებზეც მისი საყვარელი ლაქი წაისვა.მოემზადა და კარზე ზარის ხმაც გაისმა,კარი გააღო და კართან გაღიმებული მარინა დახვდა ლაშასთან ერთად.
-იზოლდა როგორ ხარ?
-თქვენ ხართ,შემოდით.
-სიწყნარეა სახლში,მარტო ხარ?
-როგორც ყოველთვის სიმარტოვე ჩემი თანამგზავრია.
-დემეტრე?
-დემეტრე დილით ადრე გავიდა თათიასთან ერთად და ჯერ არ დაბრუნებულან.
-თათიასთან ერთად რა საქმეზე გავიდა იცი?
-ვიცი,გამოცდების საქმეები უნდა მოაგვაროს წელს ჩვემი გოგო იურდიულზე აბარებს.
-ააააა,ლბად დემეტრეს ხარჯზე ისწავლის.
-ნუ გგონია ყველა შენსავით უცქერის დემეტრეს ხელებში,თათია მიხედავს თავის სწავლას.
-კარგი,მეგონა ერთად ვისაუზმებდით.
-რა დროს საუზმობაა მალე სადილისთვის მზადებას დავიწყებ,შენთვის ამ დროს თენდება ალბად,ჩემი დემეტრე კი უკვე დაღლილია მუშაობით.
-ლაშა წავედით აზრი არ ჰქონდა აქ მოსვლას.მარინა გაბრაზებული წავიდა,იზომ ლაშას შეხედა და მარინა გამოაჯავრა.
-ლაშა წავიდეთ,წადი გელოდება ლოდინით არ დაიღალოს.ლაშას გაეცინა და იზოს უთხრა.
-ოხ იზოლდა შენ ვინც არ გიცნობს ვერც გაიგებს რომ შენი უნდა ეშინოდეთ,წავედით.
-თუ გაგვიანდებოდათ აქ რას მორბოდით.
-არავის არ შეარჩინო სიტყვა.უთხრა ლაშამ იზოს და ტელეფონზე დემეტრესგან შეტყობინება მიიღო.
-სანდროსთან ვართ,მოდი.
-მარინა არის ჩენთან ერთად,წამოვიყვანო?
-არა,რამე მოიფიქრე და ჩამოიშორე.
-კარგი.ლაშამ მარინას შეხედა და თითქოს შეწუხებულმს უთხრა.
-მარინა გაუთვალისწინებელი ზარი იყო და უნდა წავიდე.
-რა მოხდა,ასეთი შეწუხებული რატომ ხარ ვინმე მოკვდა?
-არა,არა მეგობარს ვჭირდები სასწრაფოდ,შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე.უცნაურად მოეჩვენა ლაშას შეცვლა,მაგრამ ყურადღება არ მიქცია და გზა მარტო გააგრძელა,ლაშა კი მეგობრებთან მივიდა და დემეტრეს გაბრაზებულმა შეხედა.
-რა გჭირს,მეჩვენება თუ გაბრაზებული ხარ.
-დემეტრე შენ კარგად იცი რომ მეც და სხვებიც ძალიან დიდ პატივს გცემთ,მაგრამ თუ მარინას მიმართ არაფერს არ გრძნობ უთხარი და ჩამოიშორე. დემეტრემ გაოცებულმა შეხედა ლაშას და უთხრა.
-მოხდა რამე?
-არა,არაფერი მაგრამ ან მიაქციე ყურადღება ან ჩამოიშორე.
-ლაშა სიმართლეს გეუბნება მეგობარო,მარინა კარგი გოგოა მაგრამ არა შენი შესაფერისი.გაუშვი,მიეცი თავისუფლება მან მისი სწორი იპოვოს შენ კი შენი. დემეტრე ადგა და ფანჯარასთან დადგა,როცა ნერვიულობდა ეწეოდა ჩაფიქრებულმა კი ვერ გაიგონა ტელეფონის ხმა და სანდრომ უთხრა.
-დემეტრე შენი ტელეფონია
-უპასუხე სანდრო არავის თავი არ მაქვს.
-უცხო ნომერია იქნებ შენ უპასუხო.
-უპასუხე და ხმა ჩაურთე.ტელეფონი დაჩიმ აიღო და გაბედულად უპასუხა.
-გოსმენთ.
-დემეტრე დემეტრაძე.
-დემეტრე გასულია,მე მისი მეგობარი ვარ დაჩი დვალი.
-მეგობარს გადაეცი ნაცნობ ადგილზე მოვიდეს ისევ მისი სიკეთისთვის.
-ვინ ხართ ან რატომ იმუქრებით.
-ნაცნობ ადგილზე მოვიდეს,ეს მუქარა არ არის.ტელეფონი გაითიშა და მეგობრები დემეტრეს მიუბრუნდნენ,ის კი იდგა და ფიქრობდა წასულიყო თუ არ წასულიყო შეხვედრაზე,სიჩუმე კი სანდრომ დაარღვია.
-დემეტრე ვინ იყო ეს ადამიანი,ან მუქარის ტონით რატომ საუბრობს.
-აზრზე არ ვარ,ვფიქრობ ნომერი შეეშალათ.
-მაგრამ მან დემეტრე დემეტრაძეო თქვა,მაგრამ კარგი დაველოდოთ,თუ ისევ დაგირეკავს იგივე ნომრიდან ეს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ და უნდა გავიგოთ ვინ დგას ამ ზარის უკან.
-მარინა? იქნებ მარინა არის თუ ამ ვერსიას გამორიცხავ.
-არ მგონია მარინამ ეს გაბედოს,არ ვიცი ვინ არის დღემდე არ მიგრძვნია რომ მტერი მყავს.დაჩი ამოწერე ნომერი და გაიგე ვისგან არის ზარი ან საიდან.
-დემეტრე გხედავთ რომ თავადაც გაკვირვებული ხარ,მაგრამ ნუთუ არის რამე ისეთი რისი თქმაც არ გინდა?
-არა,არაფერი.არანაირი საიდუმლო არ მაქვს,არც პირადული.
-მაშინ უნდა გავიგოთ ვისგან არის ეს შეტყობინება,უფროსს ვეტყვი და ისე ვიმოქმედებთ,ამ უცნაურ საიდუმლოს ფარდას ავხდით.
-კარგი დავიშალოთ,შენგან ველი დაჩი სიახლეებს მე კი თუ ზარი განმეორდა გაგაგებინებთ.
-დემეტრე....................
-დაჩი ჩემზე ნუ ნერვიულობ,მე სიკვდილის არ მეშინია.
-მაგრამ ვისთვის კვდები ეს ხომ უნდა იცოდე და სწორედ ესაა გასარკვევი სიცოცხლეს ვის გამო დავთმობ დემეტრე.
-სიცოცხლე მნიშვნელოვანი არ არის,სიკვდილიც სიცოცხლეს ჰგავს.
-გეთანხმებით,მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.



№1 სტუმარი სტუმარი მაყვალა

ძალიან გამახარე მზია და კარგი დასაწყისია გენაცვალე შენ და გაგრძელებას ველოდები

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაყვალა
ძალიან გამახარე მზია და კარგი დასაწყისია გენაცვალე შენ და გაგრძელებას ველოდები

heart_eyes მადლობა,გაიხარე. kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი მია15

ვგიჟდები შენს ისტორიებზე და სულ მოუთმენლად ველოდები ხოლმე.ველი შემდეგ თავს❤️

ვგიჟდები შენს ისტორიებზე და სულ მოუთმენლად ველოდები ხოლმე.ველი შემდეგ თავს❤️

 


№4  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მია15
ვგიჟდები შენს ისტორიებზე და სულ მოუთმენლად ველოდები ხოლმე.ველი შემდეგ თავს❤️

ვგიჟდები შენს ისტორიებზე და სულ მოუთმენლად ველოდები ხოლმე.ველი შემდეგ თავს❤️

heart_eyes მია ჩემო პატარა გაიხარე საყვარელო. kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი მია15

❤️❤️❤️❤️ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent