შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაეხუტე გაურკვევლობას II


5-07-2020, 13:29
ავტორი marishka9
ნანახია 602

-რა გითხრა თორნიკემ რა მინდაო?
-ისევ ის რაც შენ გითხრა. ბიჭებს უთხარი შეამოწმონ ეს თორნიკე ვინ არის. მემგონი ეს აქამდეც უნდა მომფიქრებოდა მაგრამ არც მიფიქრია რომ შეიძლებოდა რამეში გარეული იყოს. ახლა როდესაც ასე ახლოს ვართ ყველაფრის გარკვევასთან და საზღვარსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, არ მინდა ჩაიშალოს საქმე უკვე მომბეზრდა აქ ყოფნა.
-კარგი რაა, შენი თქვი და ჩემი იკითხე.
-ხვალ რაღაცა მიზეზი მომაფიქრებინე და უნდა გავიდე აქედან. შტაბში შეხვედრაა და აუცილებლად უნდა დავესწრო. მინდა ყველა დეტალი კიდევ ერთხელ გავიარო. ამჯერად ლუკა ვერ უნდა დამიძვრეს ხელიდან.
-მაგაზე არ იდარდო, გოგოსთვის სექსზე უარის სათქმელი საუკეთესო მიზეზი ვიცი.
-აი დღემდე მიკვირს, შენი ტვინით როგორ ხარ საუკეთესო ამ სფეროში. ოღონ საუკეთესო ჩემს შემდეგ.
-რა იყო თავის ტკივილი ვიგულისხმე რა გინდა და ნუ მებლატავები. ისე არ გინდა ვიჩხუბოთ?
-რა იყო იატაკზე ცხვირით წოლა მოგენატრა?
-ვნახოთ ვინ ვის ახოხებს. ამსაღამოს რინგზე შევხვდებით. - პაკომ თვალებთან აათამაშა თითები და შემდეგ ყელზე გადაისვა. თითქოს ვენდეტას მოასწავებდა მისი ქმედება.
-კარგი, არ გაიგოს ვინმემ, წესიერად მოიქეცი და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. სასწრაფოდ გამიგე ვინაა თორნიკე სინამდვილეშ. ან ის ვინ იყო ნეტა ვინც პაპასთან მიკითხა. არ მომწონს ეს ყველაფერი, ახლა ჩემი ვინაობა რომ გამჟღავნდეს დავიღუპებით.
-ნუ პანიკიორობ რაა, შენზე ვინ რა ეჭვი უნდა აიღოს.
-არ ვიცი პაკო, ეშმაკს არ ძინავს ხომ იცი.
-რა სიტყვებით მელაპარაკები ეს მაიორი ქალი.
-ვგევარ ახლა მე მაიორს?
-ნუ ახლა, ჩაცმული უფრო დაემსგავსებოდი.
-ხო და მოკეტე და საქმეს მიხედე....
......
-ხვალ შტაბში შეხვედრაა გოგა ამ საქმეზე და მინდა მზად ვიყო, რა გაიგე აბა ამ სასაფლაოს გოგოს და აფრიკის კონტინენტზე?
-მოკლედ, ჩემი მეგობრის დახმარებით ყველაფერი შევამოწმე რაც იმ დღის ჩანაწერებს უკავშირდება, 2018 წლის 15 ნოემბერს, დამწვრობის ცენტრში შეიყვანეს 1994 წელს დაბადებული ლოლიტა ნებიერიძე. პაცინეტი იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში. დამწვრობა მიყენებული იყო მჟავის ხსნარით. პასუხუსმგებელი პირი დაფიქსირებული არ არის, თუმცა არც სასწრაფო დახმარებას შეუყვანია. პაციენტმა გაწერის პროცედურების გარეშე დატოვა საავადმყოფო. არ ფიქსირება პირადი ნომერი და ფოტოსურათი. მეტიც, დაცვის ჩანაწერებში გამქრალია ამ დღის ვიდეომასალა. არც არავინ იცის ვინ იყო მკურნალი ექიმი. ისიც მიღწევაა დამწვრობის ფოტოსურათი რომ ვნახეთ და მასზე წარწერა იყო.
-15 ნოემბერი, ეს თარიღი მახსოვს, მგონი რაღაცა მოხდა ამ დღეს.
-დიახ, მოხდა, 2018 წლის 15 ნოემბერს ბავშვთა თავშესაფარი „ზაფხულის სიზმარი“ ჩამოინგრა და პირველი დიდი პარტია გაიტანეს წითელ ხიდზე.
-რა კავშირი უნდა იყოს ამ ყველაფერთან ვერ ვიგებ. მაგრამ მგონია რომ აქ ყველაფერი რიგზე ვერაა. კარგი, გააგრძელე გოგა და თუ რაიმეს იპოვნი კიდევ ხელჩასაჭიდს შემატყობინე.
დიდი ვერაფრი ინფორმაცია მიიღო თორნიკემ მაგრამ ამ ლოლიტა მოდებაძის საქმეს აშკარად ცუდი სუნი ასდიოდა, ვერ აკავშირებდა ამ ამბებთან მაგრამ მისი და ბაბის მსგავსება ალბათ რაიმეს ნიშნავდა. ამიტომ ახლა დროა ეს ბაბი გაიგოს ვინაა და გვირილაში როგორ აღმოჩნდა. ფიქრებში გართულმა შეაბიჯა შტაბის შენობაში და მალევე ახალგაზრდა ბიჭი დაეჯახა.
-ბოდიში ბატონო,- ჩესტი აუღო ბიჭმა და სირბილით გააგრძელა გზა სპორტ დარბაზისკენ, რომელიც შენობის ნულ სართულზე იყო. განტვირთვისთვის თორნიკეც ხშირად ცადიოდა იქ და „მსხალს“ სცემდა. თორნიკემ მას ყურადღება არ მიაქცია და გენერალ-მაიორი ნოდარ კანდელაკის ოთახში შევიდა.
-მოდი თორნიკე, მიხარია შენი დანახვა, დიდი ხანია აღარ შემოგივლია და შენგან მხოლოდ ფოსტით ვიღებ მოხსენებებს.
-მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? დიახ, საქმისთვის ასე უფრო უსაფრთხოდ მიმაჩნია.
-კი მაგრამ ხანდახან ნათლიის სანახავად რომ შემოიარო ხომ შეიძლება? -თბილად გაუღიმა გენერალმა თორნიკეს.
-დიახ, გავითვალისწინებ.
-კარგი, აბა გისმენ რამ შეგაწუხა.
-მაინტერესებს რაიმე სიახლე ხომ არ არის ისეთი რაზეც მე ინფორმაცია არ მაქვს.
-მეორე ჯგუფიც ნელა მიიწევს წინ. ახლა რომ ვხვდები მგონი უკეთესია რომ შეგახვედროთ ჯგუფები ერთმანეთს, საკუთარი ინფორმციები გაცვალოთ და ერთად უკეთ იმუშავებთ.
-ხომ იცით, თავიდანვე არ მომწონდა ცალ-ცალკე მუშაობის იდეა, მაგრამ დაგემორჩილეთ.
-ამასაც აქვს თავისი გამართლება თორნიკე. შენ სხვა კუთხით მუშაობ, ისინი სხვა კუთხით არიან და ასე გაცილებით მეტი ინფორმაციის შეგროვება შევძელით. ვიცით რომ წითელ ხიდზე გაყავთ ბავშვები, ვიცით რომ თურქი ბავშვებიც არიან, ვიცით ვინაა სათავეში ჩვენებიც და იმ ვიღაც ნიკოლსკის ხალხიც. გვრჩება საწყობის ადგილმდებარეობდა და გატანის თარიღი. ასევე უფრო დიდი მიღწევა იქნება ნიკოლსკის ვისთან მიყავს ისინი ამას თუ გავიგებთ, საერთაშორისო დამნაშავეების კვალზეც გავალთ. საზღვარზე იცი ჩვენი კაცია და ვაკონტორლებთ ყველაფერს.
-ეგ საკითხი იდეალურ შემთხვევაში გამოვა. კარგი იქნება ამ ბავშვბეის დაცვა რომ შევძლოთ.
-კობას ჩართვაც ხომ იცი შენი თხოვნის შემდეგ გავრისკეთ და ეგ კაციც შენზეა რომ ბოლომდე მოგყვეს და არ გიღალატოს. დათქმულ დრომდე მოქმედების უფლება არ მისცე.
-გასაგებია, მაქსიმალურად ვიბრძოლებ ამ საქმეში.
-მაქვს შენი იმედი. ამ დღეებში დაგიკავშორდებოი და ორივე ჯგუფისთვის გაერთიანებულ თათბირს ჩავნიშნავ. მოამზადე ყველაფერი რაც გაქვს. - თორნიკეს ცოტა მოეშვა გულზე,რადგან ერთიანი ძალებით მეტ რაიმეს შეძლებენ. იქნებ მეორე ჯგუფს ჰქონეს ხელჩასაჭიდი და მალე მორჩეს ყველაფერი. თორნიკემ დერეფანში ისევ იმ ბიჭს მოკრა თვალი დერეფანში რომ შეეჩეხა, სხვა ბიჭებთან ერთად იცინოდა რაღაცაზე.
-ხომ გითხარით შანსი არ ჰქონდა გივის, ყოველჯერზე ნაცემი მიდის მაგრამ არ ნებდება.
-აა ძმაო ქალი, დადო ბეჭებზე და მერე როგორია.
-უუფ, ქალს თუ ინატრებ ეგეთი უნდა იყო. აი ნაიარევი რომ არ ამახინჯებდეს იდეალურია რაა.
-ნეტაი რაა, სანამდე ნაიარევს დაინახავ თვალებზე ბინდი გადაგეკვრება კაცს. ჯერ როგორ მოძრაობდა, ვისურვებდი მეც მომხვდეს მისი მუშტი.
-რას ამბობ, ღმერთმა დაგიფაროს, მამიდაშვილს არ ინდობს ხომ ხედავ, მერამდენედ სცემა ბიჭი და შენ რას დაგმართებს ვინ იცის. -თორნიკემ მათ ლაპარაკს ყურადღება არ მიაქცია, გულმა თითქოს რეჩხი უყო მაგრამ თავი გადააქნია და წავიდა, ამ პატარა ბიჭების საუბარზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა.
-გოგა დღეს მინდა ბარში მოხვიდე, დავალება მაქვს შენთვის.
-რა დავალება?
-ნუ ხარ სულსწრაფი, მოდი და გეტყვი.
გოგას თვალები გაუფართოვდა და ლამის სუნთქვაც დაავიწყდა ამდენი ლამაზი გოგოს დანახვისას. ერთმანეთის მონაცვლეობით ცდილობდნენ გოგონები მისი ყურადღების მიპყრობას. ამ დროს თვალი მოჰკრა ბაბის და დაბნეული თვალებით გახედა თორნიკეს. თორნიკეც მიხვდა რა ხდებოდა ახლა მის თავში და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-ეგაა დღეს შენი დავალება, რაც შეიძლება ახლოს მიდი მასთან. შემდეგ კი ყველაფერი გამირკვიე მასზე. ვინაა და როგორ მოხვდა „გვირილა“-ში.
-დიდი სიამოვნებით. - წარბები აათამაშა გოგამ და ხალხს შეერია. პედესტალის წინ მოკალათდა, რომ ახლოს ყოფილიყო ობიექტთან. ბაბიმდე სცენაზე რამოდენიმე გოგო ავიდა და ახლა ობიექტიც გამოჩნდა. მართლაც ძალიან ლამაზი იყო და სხეულის ფლობის არაჩვეულებრივი ტექნიკაც ჰქონდა. გოგას ლამის დაავიწყდა კიდეც იქ რატომ იყო. გონს მოეგო და ბაბის შესწავლას შეუდგა. მართალია ის სახით ნამდვილად ჰგავდა იმ ლოლიტა მოდებაძეს მაგრამ ფოტოზე ნანახი ქალისგან წამოსული ვიზუალი და ბაბი აშკარად განსხვავდებოდნენ. ბაბი ცეკვას მორჩა და კულისებისკენ აიღო გეზი. გოგაც გაჰყვა.
-უკაცრავად, ორი წუთი გაქვთ, რომ დამითმოთ?
-დიახ - გაოცებულმა შეხედა ბაბიმ, რადგან პირველად ხედავდა. სცენიდანაც შეამჩნია უცხო სახე. მან ყველა იცოდა ვინც გვირილაში მის სანახავად შემოდიოდა.
-დიდი პატივი არის თქვენი ცეკვის ნახვა. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით ბართან სასმელზე რომ დაგპატიჟოთ?
-იცით მე...
-დიახ ვიცი რომ მხოლოდ ცეკვავთ, იქნებ ვისაუბროთ?
-კარგით. -ბაბიმ ნაძალადებად გაუღიმა და ბარისკენ წავიდა.
-ალბათ გაინტერესბთ ვინ ვარ და ასე უცერემონიოდ რატომ გამოგელაპარაკეთ. მე ოთარ ჩხეიძე ვარ.
-მსმენია თვქენზე მაგრამ უფრო ასაკიანი მეგონეთ.
-დიახ, თქვენ ალბათ ჩემს პაპაზე საუბრობთ.
-ბაბი, -გამოწვდილ ხელზე, ხელის ჩამორთმევით უპასუხა ბაბიმაც. - რას მივაწეროთ თქვენი სტუმრობა „გვირილა“-ში.
-ღამის ცხოვრების მოყვარულთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობთ. თანაც, თუ პაპაჩემის სახელი გსმენიათ ესეიგი „გვირილას“კონკურენტ ბარზეც იცით.
-დიახ ვიცი, მაგრამ ის ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება.
-რატომ? იმიტომ რომ აქ თქვენ ცეკვავთ?
-თუნდაც, აქ ყველამ იცის რომ დარბაზი ჩემს სანახავად ივსება ყოველ ღამით.
-და მე რომ უკეთესი რამ შემოგთავაზოთ რას იტყვით? თუ „გვირილას“ ვერ უღალატებთ?
-„გვირილადან“ წასვლას არ ვაპირებ. ერთადერთი ადგილია სადაც ცეკვა დავიწყე და აქვე დავასრულებ.
-ნუთუ ბატონმა ლუკამ ქუჩაში იპოვა ასეთი მარგალიტი?
-ქუჩაში არა, უბრალოდ გარემოებები მაიძულებს აქ ვიმუშაო.
-მოდით პირდაპირ საქმეს შევეხოთ, მინდა, რომ „სალამანდრას“ ვარსკვლავი გახდეთ და ჩვენთან გადმოსვლას გთავაზობთ.
-და რატომ იფიქრეთ, რომ დაგთანხმდებოდით?
-თუნდაც იმიოტომ, რომ მაღალი ანაზღაურება შემოგთავაზოთ.
-ანაზღაურებას აქაც არ ვუჩივი.
-ხელშეუხებლობის გარანტია შემიძლია მოგცეთ.
-მევაჭრებით?
-რათქმაუნდა, ეს ბიზნესია ჩემო საყვარელო და მინდა ჩემთან იმუშაო, მგონი ამით არაფერს ვაშავებ. ჩემი ბარი მინდა პოპულარული გახდეს და თქვენთვისაც წინსვლა იქნება.
-მადლობელი ვარ შემოთავაზებისათვის მაგრამ „გვირილა“ ჩემთვის სახლივითაა. აქ არიან ჩემი მეგობრები და მის დათმობას არ ვაპირებ. თვქენი ნებართვით დაგტოვებთ, უნდა დავისვენო, კარგად ბრძანდებოდეთ. - გოგამაც საპასუხოდ თავი დაუქნია და გაუღიმა.
-იქნება დაფიქრდეთ მაინც. ისევ მოვალ და საბოლოო პასუხი შემდეგ მითხარით. -არც შეუხედავს ბაბის ისე გაეცალა. თორნიკეს ინტერესი ჰკლავდა, როგორ დაითანხმა გოგამ რამოდენიმე წუთში საუბარზე ბაბი ან ამდენ ხანს რაზე ესაუბრაბოდა. გოგაც თითქოს სპეციალურად წელავდა დროს, კიდევ რამოდენიმე წუთით იჯდა ბართან და მხოლოდ შემდეგ წავიდა თორნიკესკენ. თორნიკემ პირი დააღო კითხვის დასასმელად მაგრამ გოგამ გვერდი ისე ჩაუარა თითქოს არც იცნობდა და ბარიდან გავიდა. თორნიკემ გაკვირვებულად გააყოლა თვალი და უკან გაჰყვა.
-კარგი რაა ბატონო თორნიკე, ასე მალე რატომ გამომყევით?
-უკაცრავად?
-ბარში რომ აპირებდით ჩემთან გამოლაპარაკებას, ეს საეჭვო ხომ იქნებოდა და რატომ რისკავდით?
-საეჭვო?
-დიახ საეჭვო. თქვენნაირი დაკვირვებული თვალის პატრონს არ უნდა გამოპარვოდა ის გამოპრანჭული ბიჭი თვალს რომ არ გვაშირებდა მე და ბაბის და არც შემდეგ დავუტოვებივარ მხედველობის არეალიდან.
-პაკოს?
-პაკოა თუ ვინაა არ ვიცი მაგრამ, თვალებით გაგვბურღა. ბართანაც იმიტომ შევყოვნდი.
-საინტერესოა, რატომ გამოიჩინა პაკომ შენდამი ზედმეტი ყურადღება?
-იქნებ მოვეწონე ჰაა? - თორნიკეს გაეღიმა კიდეც გოგას ხუმრობაზე.
-კარგი და ობიექტზე რა გაარკვიე?
-რაღა დაგიმალოთ და შესანიშნავი ობიექტი კია. დიდი სიამოვნებით გამოვიკვლევ. კარგი ხოო გადავალ საქმეზე - თორნიკეს სახით მიხვდა გოგა დრო იყო ლაყბობისთვის თავი დაენებებინა. -ვუთხარი რომ ოთარ ჩხეიძე ვარ და მინდა ჩემ ბარში იმუშაოს.
-ხო მაგრამ ის მოხუცია.
-დიახ ვიცი და ვუთხარი რომ მისი შვილიშვილი ვარ. მაღალი ანაზღაურება, ხელშეუხებლობა და დაწინაურება შევთავაზე მაგრამ არაფრის ნაცვლად არაა თანახმა „გვირილა“ დატოვოს. ეს ჩემი მეორე ოჯახი მეგობრები აქ მყავს და არ დავტოვებ აქაურობასო. მოსაფიქრებლად დრო მივეცი და ვუთხარი კიდევ მოვალთქო.
-და მაგ თამაშით რა გაიგე?
-ვეცადე გამომეწვია და ვუთხარი ქუჩიდან ხომ არ მოუყვანიხარ რადგან არასდროს არ გიმუშავია სხვაგანთქო. მიპასუხა გარემოებები მაიძულებს აქ მუშაობასო. მინდოდა მეკითხა ბაბი სცენური სახელია თუ ნამდვილი მაგრამ ეს დააეჭვებდა და გავჩუმდი. მთვარია კეთილგანწყობილია, მშვიდად მესაუბრა და არც მომდევნო შეხვედრაზე მეტყვი ალბათ უარს.
-კარგი სტრატეგია უნდა მოვიფიქროთ მეტი დეტალის გასაგებად. არამგონია ეგ ნამდვილი სახელი უყოს, როგორმე ნამდვილი ვინაობა უნდა გვაიგოთ.
-კიდევ უნდა გავიგოთ იმ პაკოს რატომ დავაინტერესე ასე.
-ბაბი და პაკო ძალიან ახლო მეგობრები არაიან. როგორც აქ გოგოები ამბობენ ბაბი პაკოს მოყვანილია.
-ისე, ამ გოგონებიდან უფრო მეტის გაგება შეიძლება, იქნებ მომცეთ მათთან გასაუბრების უფლება ჰაა?
-გასაუბრებაში რას გულისხმობ გააჩნია.
-ზუსტად იმას რაც თქვენ იფიქრეთ.
-საქმისთვის სასიკეთო თუ იქნება გაესაუბრე.
-იეს. - გოგას ბავშვურობა, პირდაპირობა და სითამამე არ აღიზიანებდა თორნიკეს. ნიკოლოზის გარდა მეწყვილე არასდროს ჰყოლია, მაგრამ მოსწონდა გოგასთნ მუშაობა. მისი გამჭრიახი გონება, სისხარტე და ზოგჯერ თავხედობაც მისთვის მისაღები იყო. მოსწონდა მისი შემართება და მონდომება. შეუძლია ენდოს მას. - ხვალ, რომ მოვალ ბაბისაც დაველაპარაკები და შემდეგ ყველაზე საეჭვო მოწმეს მივხედავ.
.....
არსებობს სურნელის დამარწმუნებელი ძალა, რომელიც სიტყვებზე , ნანახზე, გრძნობებსა და ნებისყოფაზე გაცილებით ძლიერია. მას ვერაფერი აღუდგება წინ, ის ჰაერივით შემოდის ფილტვებში, ბოლომდე გვავსებს. მისი საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობობს და სწორედ ასეთი იყო თორნიკესთვის თარაშ სანიკიძის სურნელი. მისი მეგობრის და პარტნიორის ვაჟის სურნელი. თორნიკე ამ ბავშვის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა და უნდოდა მისთვის ნიკოლოზის არყოფნა შეევსო. როდესაც ახერხებდა ბაღიდან გამოყავდა და ნიკოლოზის მეუღლეს ონავარ ბიჭთან გამკლავებაში ეხმარებოდა. რთულია 26 წლის ქვრივი იყო. თორნიკეს თარაში ავიწყებდა და თან ახსენებდა სამყაროს ყველა სიბინძურეს. მის გამო უნდოდა ყველას დასჯა ვინც ხელს ითბობს ბავშების გამწარებით ნაშოვნ ფულზე. თარაშის გამო უნდოდა ყველას პოვნა, რომ მას ეცხოვრა მშვიდობიან ქვეყანაში. უნდა თარაშმა იამაყოს მამამისის სახელით და ჩამოაშოროს სიბინძურე მის საქმეს. ფიქრებში გართული თარაშის გაბმულმა ძახილმა გამოაფხიზლაა.
- Hi Bro (My brother)
-როგორ ხარ ძმაო?
-კარგად მა ბრო. შენ როგორ ხარ?
-ხომ გთხოვე ასე ნუ მეძახითქო ეშმაკის ფეხო.
-აბა თორნიკე ძია დაგიძახო?
-არაა,
-აბა რა გინდა ვერ გავიგე, ჩამოყალიბდი და მანამდე „მა ბრო“ იქნები
-ეს ინგლისურად მომართვა რა საჭიროა?
-ნახე რა გოგოა ჩვენი მასწავლებელი, იმას ვაწონებ თავს. -თარაშმა თვალით ანიშნა შენობის კუთხეში მდგარ გოგონაზე. - ნელა მიაბრუნე თავი, არ შეგეტყოს მასზე, რომ გითხარი.
-კარგი, -თორნიკეს გაეცინა და ფეხზე წამოდგა, მხოლოდ შემდეგ რამოდენიმე წუთით შეავლო თვალი ლამაზი პირისსახის პატარა გოგოს. -ლამაზია.
-ვიცი....ეჰ ნეტა დიდი ვიყო.
-მალე გაიზრდები და უკეთეს გოგოს შეხვდები.
-შენ რატომ არ გყავს შეყავრებული?
-ვმუშაობ და დრო არ მაქვს.
-ეგრე მამაც მუშაობს მაგრამ დედაც ჰყავს და მეც. - თარაში ყოველთვის ახლანდელ დროში საუბრობდა მამაზე და არ ამახვილებდა ყურადღებას, რომ მათ გვერდით აღარ იყო. ეს მეტად ტკენდა თორნიკეს გულს. მერე რა იქნება როდესაც თარაში გაიზრდება და ყველაფერს უკეთ გააცნობიერებს.
-დედა როგორ არის?
-დროდადრო ტირის ღამით და მამას სურათთან ერთად იძინებს. მერე მეც მასთან მივდივარ და დილამდე ვეხუტებით ერთმანეთს.
-კარგი ბიჭი ხარ თარაშ შენ….. და დიდი, რომ გაიზრდები დედა იამაყებს შენით.
-და მამა.
-და მამა. -ჩუმად გაიმეორა თორნიკემ თარაშის ნათქვამი.
-რაო, რას გეჭორავება ბატონი თარაში? - ბიჭების საუბარში თათა ჩაერთო. გულს უკლავდა მისი ჩამქრალი თვალები თორნიკეს. ერთ დროს ხალისიანი, მუდამ მომღიმარი თათა, რომელიც მას ძმასავით ეპყრობოდა დღეს ძაზებშია გახვეული. ახალგაზრდა გოგოსთნ შედარებით საკმაოდ ამაყად და თავდაჭერილად უმკლავდებოდა მის ამ გასაჭირს.
-ჭორაობა რა კაცების საქმეა თათუშკი. ჩვენ ეგზისტანცუალურ თემაზე ვსაუბრობთ.
-მგონი გინდოდა ეგზისტენციალური გეთქვა?
-whatever.
-ისევ ინგლისური თარაშ?
-უკვე აღარ შემიძლია მისი ამ სიტყვების. კიდევ კარგი დიდი არაა თორე იმ გოგოს ცოლად მოიყვანდა მგონი.
-კარგია, რომ ინგლისურს ასე კარგად სწავლობ ჩემო ბიჭო. სკოლაში გაგიადვილდება სწავლა. - თმაზე ხელი გადაუსვა თორნიკემ თარაშს.
-სულ ბაღში მინდა რომ ვიყო, აქ ცხოვრება საამურია.
-ნახე თორნიკე რაებს ამბობს. სახლშიც სულ ასეა, განებივრებული და გაფუჭებული ბავშვია.
-კარგი რა დედა, ხომ იცი მაინც არ ამტუქსავს და ნუღარ მარცხვენ.
-რატომ გგონია რომ არ დაგტუქსავ, ცუდად თუ მოიქცევი და დედას გააბრაზებ დაგტუქსავ და მიგტყიპავ კიდეც.
-ღმერთო ჩემო, ამ ახალგაზრდა კაცს ეს მოძველებული დასჯის მეთოდები, თან პოლიციელს, არ შემიძლიხარ.
-ეს ნახე როგორ ლაპარაკობს.
-აბა რა გითხარი. საიდან რას მოიფიქრებს უკვე ვეღარ ვიგებ.
-ამას ჩვენს დროში სხარტ აზროვნებას და მაღალ IQ-ს ეძახიან ჩემო კარგებო. - თათამ და თორნიკემ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ თარაშის ასეთ გამოსვლაზე. თარაშმა საქანელასკენ გაიწია და თათამაც არ დაუშალა, იქვე ჩამოჯდა სკამზე, თორნიკეც მიუჯდა, მიხვდა რაღაცის თქმა უნდოდა.
-გუშინ სახლში იყვნენ შემოსული?
-რაა? გაგქურდეს? - ანერვიულდა თორნიკე.
-გაგიკვირდება და არა, რაღაცას ეძებდნენ ალბათ, სამსახურიდან რომ დავბრუნდი ყველაფერი გადმოქექილი იყო მაგრამ დაკარგვით არაფერი დაკარგულა, არც ოქრო, არც ფული და არც ტექნიკა. ნიკოლოზის სამუშაო მაგიდა იყო გადაქექილი და იქედან თუა რაიმე წაღებული ზუსტად არ ვიცი. ხომ იცი მის საქმეში არასდროს ვერეოდი.
-საინტერესოა, ვის რა ეგულებოდა თქვენთნ, ან ასეთს რას ეძებდნენ. თუმცა კარგია რომ ეს შენი და თარაშის არყოფნის დროს მოხდა.
-სახლის კარი გასარებით იყო განაღები და შემდეგ დაკეტილი. მგონი ესეც ნიშნავს რაიმეს. კარგი გააღეს მესმის მაგრამ დაკეტვაზე რაღატომ შეიწუხეს თვი?
-მაშინ გამოდის ეს ვინმე ნაცნობის გაკეთებულია, ვინც რაღაცას ეძენდა მაგრამ ტქვენ საფრთხეში არ ჩაგაგდოთ.
-ცოტა მეგულება ისეთი ვისაც თქვენი სფეროდან მე და თარაში ვადარდებთ. ნიკოლოზის შეთითხნილი საქმის გამო არავის აინტერესებს ჩვენ როგორ ვართ. მხოლოდ ერთხელ იყო ის პოლკოვნიკი მოსული დაკრძალვის შემდეგ.
-ვინ?
-აი ის, ზურაბ ხაჭაპურიძე.
-ზურაბი? და რა უნდოდა?
-ნიკოლოზის დაკრძალვიდან ალბათ ორი კვირაც არ იქნებოდა გასული, დახმარება ხომ არ გჭირდებათ რამეშიო.
-აქამდე რატომ არ მითხარი? -თორნიკეს ხმაში ბრაზი შეეპარა.
-რა ვიცი თორნიკე, ამისთვის მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, დიდი არაფერი. როგორც ვიცი ნიკოლოზი და ეგ ზურაბი კადეტთა სკოლაში ერთად სწავლობდნენ და შეიძლება ადრე მეგობრობდნენ კიდეც. იმ მომენტში ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ ვიღაცა ნიკოლოზის გატეხილი სახელის მიუხედავად მისი ოჯახის წევრების მიმართ მზრუნველობას იჩენდა.
-მე არ ვითვლები თათა?
-რატომ ბრაზობ ვერ ვხვდები, შენ სხვა სტატუსი გავქვს ჩვენს ოჯახში, ნიკოლოზის თანამშრომლის გარდა. - თორნიკეც მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და სიტუაციის გასანეიტრალებლად ისევ სახლის ამბავს მიუბრუნდა.
-ნიკოლოზს ხომ არ უთქვამს რომელიმე საქმეზე შენთვის რამე?
-შენც კარგად იცი სამსახურის საქმეზე სახლში რომ არაფერს ლაპარაკობდა. ბოლო გამოძიებაზე მითუმეტეს საერთოდ არაფერი ვიცოდი. თორნიკე .......... არ მინდა თარაშმა უღირსი მამის შვილის ლაქით იცხოვროს.
-ასეთი რამ მეორედ არ თქვა იცოდე. ნიკოლოზს სამარცხვინო არაფერი გაუკეთებია, არასდროს და თარაშმა უნდა იამაყოს მისით. ყველაფერს გავაკეთებ მისი სიკვდილის საქმის გამოძიებისთვის.
-ვიცი თორნიკე და შენი იმედი მაქვს. - თათას თვალები ცრემლებით აევსო და თორნიკეს სახე აარიდა, რომ ცრემლი მოეწმინდა.
-წავიდეთ დედა სახლში, აღარ მინდა თამაში. - დედის ნაღვლიანი სახის დანახვისას თარაშმა მათთან მიირბინა და დედას გვერდით ამოუდგა.
-წამოდი მიგიყვანთ სახლში, მაინც მანქანით ვარ. თან ნიკოლოზის მაგიდას დავათვალიერებ. - თათა და თარაში უხმოდ გაყვნენ თორნიკეს. მთელი გზა არცერთს ხმა არ ამოუღია. თორნიკეს თავში ყველაფერი არეული ჰქონდა, ჯერ იმ ბაბის და ვიღაც ლოლიტას საქმე ვერ გაურკვევია, ახლა ეს უცნაური „ქურდობა“ და ზურაბის სტუმრობა დაემატა. ეს საქმე და „გვირილაც“ უკვე ყელში ჰქონდა მაგრამ ეს საქმე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თანაც ნიკოლოზის მკვლელობაც მისი აზრით ამ საქმეს და ბავშვებს უკავშირდება. სახლში მისვლისთანავე თორნიკემ ნიკოლოზის სამუშაო მაგიდის დათვალიერება დაიწყო. გაახსენდა ის დრო როდესაც ამ მაგიდასთან ერთად მუშაობდნენ საქმის დეტალებზე, ხელისგულს დახედა და თითები გადააყოლა დანით მიყენებული ჭრილობისაგან დარჩენილ ნაიარევს. ნიკოლოზის გახსენებაზე ისევ ისე განიცდიდა ტკივილს როგორც მაშინ.
ფლეშბექი
-რა არის რაა, მთელი დღეა წვიმს რა უბედურებაა.
-ნუ წუწუნებ და საქმეს მიხედე.
-კარგი რაა, როგორ ხარ ასე ფანატიკოსი.
-ეგ არაფერ შუაშია უბრალოდ მგონია, რომ ამ საქმის უკან ვიღაცა მაღალჩინოსანი დგას. ასე მარტივად როგორ გაიყვანეს ბავშვები საზღვარზე. თანაც სწორედ ამ დღეს დაემთხვა ბავშვთა სახლის ხანძარი. მგონია რომ ეს ყურადღების გადასატანად მოწყობილი ბლეფი იყო. გამორიცხულია ისეთ ხანძარში ყველა უვნებლად გადარჩენილიყო. თანაც კაცი, რომელსაც ხანძარი დაბრალდა არანაირი მოტივი არ ჰქონია. საკვების მომმარაგებელს რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა? თანაც შემდეგ წავიდა და თავი მოიკლა. აბსურდია ეს ყველაფერი.
-ეჭვობ ვინმეზე?
-ეს იცი რა არის? - ხელი აუთამაშა ნიკოლოზმა სახესთან თორნიკეს.
-გაგიკვირდება და ვიცი, საათია.
-ყოჩაღ ჭკუის კოლოფო, მეგონა ვერ მიხვდებოდი. ეს ........ ვიღაც მოდის ჩვენსკენ. -სიბნელეში უცხო სილუეტი მანქანის მიმართულებით მოდიოდა, როგორც კი მიხვდა, რომ თორნიკეს და ნიკოლოზის ყურადღება მიიქცია, მაშინვე უკუსვლა იწყო და იქვე ბოძს მიეფარა. ნიკოლოზი სწრაფად გადავიდა მანქანიდან და უცნობ სილუეტს გაჰყვა. თორნიკეც უცებ მოეგო გონს და მაშინვე გაჰყვა მათ. მალევე მოჰკრა თვალი, როგორ მისდევდა ნიკოლოზი ვიღაცას, თუმცა ისევ თვალს მიეფარნენ. თორნიკემ ფეხს მოუჩქარა რაც შეეძლო და კუთხეში სადაც მათ შეუხვიეს უცებ შედგა. კუთხეში ნიკოლოზი ძირს ეგდო და ტკივილისგან იკლაკნებოდა. არც უფიქრია თორნიკეს უცნობზე გაკიდება, მეგობართან მივარდა.
-რა გჭირს ნიკოლოზ, ვინ იყო, რა უნდოდა.
-არ ვიცი რა უნდოდა მაგრამ, კარგი არაფერი. - თორნიკემ მის გასისხლიანებულ ხელს ხელი დააჭირა, რომ სისხლდენა შეეჩერებინა და ცალი ხელით ჟიბეში ტელეფონი მოიძებნა. - დახმარება გვჭირდება პოლიციის ოფიცერია დაჭრილი. - უცებ ინსტიქტურად მიბრუნდა და ხელისგულში წვა იგრძნო, მალევე რაღაც სითბო ჩაეღვარა ხელში. მის წინ უცნობი იდგა და ცდილობდა თორნიკეც ნიკოლოზის გზას გაეყენებინა, უცნობმა დანას მოქაჩა და თორნიკემ სიმწრით ამოიგმინა. კიდევ ერთხელ მოუქნია დანა, მაგრამ თორნიკემ აიცილა და მუშტი უთავაზა უცნობს, რამოდენიმე წუთს ერთმანეთის მუშტებს იგერიებდნენ. თორნიკემ სცადა უცნობისთვის მოტოციკლის ჰელმეტი მოეხსნა და მისი სახე ენახა მაგრამ ყოველჯერზე დაუსხლტა უცნობი. უცნობი იქვე დაგდებულ აგურს მისწვდა და სამიზნე ამოიღო თორნიკე, თორნიკეს აგური შუბლში მოხვდა და თბილი სითხე ღარად დაუყვა საფეთქელს, იგრძნო როგორ მოეკვეთა მუხლები და სახით მიწაზე დავარდა. გონზე საავადმყოფოში მოვიდა და მხოლოდ შემდეგ აღიდგინა ბოლო წუთები რაც დაამახსოვრდა. როგორ მიდიოდა უცნობი და როგორ გაუჩინარდა სიბნელეში ისევე როგორც მოვიდა. დღემდე ვერ ხვდება რატომ დატოვა უცნობმა ის ცოცხალი. ძალიან დიდხანს კოშმარები არ ასვენებდა, როგორ ვერ უშველა ნიკოლოზს. როგორ გამოიჩინა სისუსტე მაშინ როდესაც ყველაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო. რა უნდოდა უცნობს, რას ეძებდა, არაფერი წაუღია, მხოლოდ ნიკოლოზი მოკლა და წავიდა, თანაც ისეთი ოსტატობით, რომ სასწრაფოს რომც მოესწრო მაინც ვერ გადარჩებოდა.
-იპოვე რამე? - წარსულის მწარე მოგინებიდან თათას ხმამ გამოაფხიზლა. - თარაში დავაძინე.
-არა რა უნდა ვიპოვე, საქაღალდებში ძველი საქმის მასალებია. ახალი საქმის დეტალებიც აქ არის და არავის წაუღია. კომპიუტერიც არაა ჩანართავი.
-ანუ რაღაც ნივთს ეძებდნენ.
-ჰო, რაღაც კონკრეტულს.
-აქ არაფერი ყოფილა არეული, მხოლოდ ჩემი თარაშის ოთახში ჰქონდათ ნაძებნი.
-ვერ ვიგებ რა ხდება, რას შეიძლება ეძებდნენ თუ სამუშაო მაგიდას არც მიჰკარებიან.
-შენ თუ არ იცი თორნიკე მე მითუმეტეს წარმოდგენა არ მაქვს.... დალევ ყავას?
-არა, მადლობა, მირჩევნია წავიდე, რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი. - თორნიკეს „გვირილა“ში მისვლამდე მხოლოდ ერთი რამ უტრიელბდა თავში, რას ეძებდნენ. უცებ საჭეს ხელი დაარტყა, როგორ დაავიწყდა ეკითხა თათასთვის რა ესაუბრა ზურაბმა. რაღა ახლა გაირკვა ესეც, თითქოს აკლდა საფიქრალი და ჩახლართული ამბები. სასწრაფოდ უნდა სთხოვოს ნოდარს, მეორე ჯგუფთან შეხვედრა. იქნებ ამით დაჩქარდეს ოპერაციის მსვლელობა.
-აბა რა ხდება? ესეიგი დღეს მაქვს ეჭვმიტანილების დაკითხვის უფლება.
-ოღონს საქმეზე რაიმე გაიგე და რაც გინდა ის ქენი.
-ძალიან კარგი. -გოგამ წარბები აათამაშა და გოგონებისკენ წავიდა. მათით დაინტერესებული მამაკაცის დანახვაზე გოგონები ფუტკრებივით აბზუილდნენ, კისკისებდნენ, გამომწვევად იგრიხებოდნენ. - როგორ ხართ გოგონებოო? -ერთერთ მათგანს წელზე ხელი შემოხვია გოგამ და ბარს მიეყრდნო.
-თუ თქვენ კარგად ხართ ჩვენს კარგად ვიქნებით.
-თქვენზეა დამოკიდებული მე როგორ ვიქნები. - მზარზე აკოცა ერთ-ერთს გოგამ. ამ დროს მათ წინ ბაბიმ ჩაიარა, -გამარჯობა ბაბი, როგორ ხარ? -ნაცნობ ხმას უხეიროდ გამოხედა ბაბიმ და ნაძალადევად გაუღიმა. - ორი წუთი გაქვთ რომ დამითმოთ?
-სამწუხაროდ არა, სცენაზე უნდა ავიდე.
-მხოლოდ ორი წუთი. - გოგა გოგონებს მოშორდა და ბაბის გვერდით ამოუგა, სახე მის ყურთან მიიტანა და ჩუმად უთხრა. -აბა რა მოიფიქრე? გახდები ჩემი გოგო? - ბაბი გაბრაზდა მაგრამ ახლა არ შეეძლო ამ თავხედი ოთარ ჩხეიძესთვის თავ-პირი დაემტვრია.
-მეგონა აქამდეც გასაგებად აგიხსენით, რომ გვირილადან წასვლას არ ვაპირებ. -გოგას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ არ დასცალდა, ბაბიმ ზურგი აქცია და სცენაზე ავიდა. გოგამ ირონიულად ჩაიცინა და გოგონებტან დაბრუნდა.
-აქ ბაბიზე უკეთესებიც ვართ. - ნუცას აშკარად სიბრაზე შეეპარა.
-ჩემთვის უკეთესი, მაგრამ მე ვიცი რომ აქ ბაბი არის ვარსკვლავი.
-შანსი რომ მქონდეს, მეც ვარსკვლავი გავხდებოდი.
-რას გულისხმობ შანსში, თქვენც ხომ ცეკვავთ. თუ კობას და ლუკას ნაშაა?
-ნაშა? ხუმრობ? არ იცი რომ სექსზე არასდროს თანხმდება?
-მხოლოდ რამოდენიმეჯერ, ლუკას განსაკუთრებულ სტუმარს, ვიღაც ნიკოლსკის მიართვეს შენი ბაბი ლანგრით. - საუბარში მეორე გოგო ჩაერთო, თან გოგას ყელზე თითებს ასრიალებდა. ნიკოლსკის ხსენებაზე გოგა მიხვდა, რომ დღეს გაუმართლა და სწორედ ის გოგონები შეხვდა ვისაც ოქროს მოწმის სტატუსი აქვს.
-ნიკოლსკი? ეგეთი არავინ გამიგია, ავტორიტეტი რომ ჰქონდეს და რა იყო მასში ასეთი განსაკუთრებული, მხოლოდ მასთან რომ შედის ბაბი?
-საერთოდ ვერ ვიგებ ბაბიზე რატომ ვსაუბრობთ, იქნებ უფრო საინტერესო რამე მოგვეფიქრებინაა? - ნუცამ საყელოშ ჩაავლო გოგას და ყელზე სველი კოცნა დაუტოვა.
-არც ეგაა ურიგო შემოთავაზება, მაგრამ ჯერ დამეხმარეთ ბიზნესში და შემდეგ ყველაფერზე ვიზრუნებთ. -უხასიათოდ ასწია ცხვირი ნუცამ მაგრამ მაინც დაიწყო საუბარი.
-ეგ ნიკოლსკი, როგორც აქ გავიგეთ გოგონებმა, საბერძნეთშია, ქართველია მაგრამ იქ მოღვაწეობს, მოღვაწეობს რაა როგორც ასეთ საქმეში ხდება, ფული, სექსი და ნარკოტიკები. მსგავსი დაწესებულება აქვს იქ როგორც ვიცით და ლუკას ახლო მეგობარია.
-როდესაც აქ მოდის ეგ და ლუკა საათობით იკეტებიან კაბინეტში. შემდეგ კი ბაბი მიდის მათთან პრივატრუმში.
-საინტერესოა, შეიძლება თქვენი წაყვანა უნდა ამ ნიკოლსკის იქ სამუშაოდ და მეტ ფულს გამომიმუშავებთ და პრივატ რუმშიც ბაბის შესაძლებლობებს ამოწმებს, უცხოელები უფრო მომთხოვნები არიან სექსში, ვიდრე ქართველი კაცები.
-რაღაც არ მგონია ეგრე იყო, უკარება ბაბი ვის რად უნდა. თანაც - ნუცამ მიიხედ მოიხედა და სახესთან ახლოს მიუტანა ტუჩები გოგას - მგონი არასრულწლოვნებს ამუშავებს.
-რაა? არასრულწლოვნებს? ეგ ხომ არალეგალურია? -ვითომ გაიოცა გოგამ.
-როდესაც ბევრი გავლენიანი ნაცნობი გყავს ყველაფერი ლეგალური ხდება ჩემო საყვარელო, ეგ შენ ჩვენზე კარგად უნდა იცოდე.
-თან მგონი, ვაჭრობს კიდეც ამ გოგონებით.
-მგონი ძალიან ბევრი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გაქვთ ნანახი გოგონებო. - გოგამ სცადა სიტუაცია განემუხტა. - ან საიდან მოიტანეთ ეს სისულელეები.
-სისულელე სულაც არაა, ჩვენნაირ გოგონებსაც ჰყავთ გავლენიანი სანაცნობო და სექსის დროს ვინ რა იცის ვის რა წამოცდება. - გოგონებმა გამომწვევად გადაიკისკისეს.
-ძალიან კარგი, ახლა მგონი დროა ვნახოთ მეც თუ დამაცდენინებთ რაიმეეს. -ისევ ეს გადაკისკისება და გოგა გოგონებთან ერთად გაუჩინარდა. თორნიკე ცოტა კი გაბრაზდა, რა დროს ეს იყო, თან ასე ურცხვად რომ მოიქცა გოგა მაგრამ იქნებ, საქმისთვის ასე სჯობდეს, ჯერ ხომ მას თორნიკესთვის იმედი არ გაუცრუებია.



№1 სტუმარი სტუმარი Mariamimari

Dzalian saintereso, momwons deteqtiuri stilis roa, erti suli maqvs rodis gaigeben ertmanetze simartles da reaqcia eqneba mere, kargi wyvili iqneba sabolood. Warmatebebi :-*

 


№2  offline წევრი marishka9

სტუმარი Mariamimari
Dzalian saintereso, momwons deteqtiuri stilis roa, erti suli maqvs rodis gaigeben ertmanetze simartles da reaqcia eqneba mere, kargi wyvili iqneba sabolood. Warmatebebi :-*

მადლობა

 


№3  offline წევრი ანმეე

აუუ რა კაი იყოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent