ურეკის მზის ქვეშ ( თავი VIII)
გაუსაძლისი სიცხე მაღვიძებს. წესით ჩემს ოთახში სიგრილე უნდა იყოს მაგრამ არაა.. არადა გუშინ კონდინციონერი ჩართული დავტოვე. თვალს ვახელ და მხოლოდ ახლა ვიაზრებ,რომ არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი ჩემს საწოლში. მერე მახსენდება,როგორ ვიჯeქი ირაკლის კალთაში,მის მკლავებში გახვეული და წამში ვწითლდები. - ღმერთო... მე კიდევ ეს მინდოდა?! ისეც ვიწვიიი. ვაიიი,როგორ ცხელა... - ლოგინში შამფურივით ვიწყებ ტრიალს,რომ როგორმე ცივი ადგილი ვიპოვნო,მაგრამ რა ცივ ადგილზეა საუბარი,როცა თავთან დადგმულ ჭიქაშიც კი აორთქლებულია წყალი,ისე ცხელა. - აუ არააა... ამ კონდინციონერსაც რა სჭირს? გავიგუდე.... - ვხავი. ვდგები,უმოკლეს სარაფანს ვიცვამ და ბუზღუნით ჩავდივარ ქვედა სართულზე. - სამოთხეეე... - ხელებს მაღლა ვწევ,როცა სიგრილე მხვდება ოთახში. – „აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო,შენა,ჰა? „ - მივმართავ კონდინციონერს. - გარეკე? - მეკრიჭება ნინი. - ისე ცხელა,მგონი ტვინი გამიხმა. - შტერივით ვუცინი,არადა რა მაცინებს,ჯერაც ვერ დავარეგულირე ორგანიზმის ტემპერატურა. - ელზააა?! დღეს აშკარად არაა შენი ამინდი ხომ?! - სამზარეულოდან მესმის ლევანის როხროხი. - არ არის ეს ზღვაზე სიარული ჩემი თქო ხომ ვამბობდი არა?! მაგრამ ვინ გისმენს?! - ხელებს ვაფრიალებ ჰაერში. - სახლში ხომ გრილა?! - საყვარლად მიყურებს გიგი. - აუ მაგაზე გამახსენდა... ლევააან...- კნუტის თვალებით ვუყურებ. - მგონი ჩემს ოთახში კონდინციონერი გაფუჭდა. - უიიი... რა გიყო ახლა მე შეენ? დავრეკავ,იქნებ გავარკვიო თუ შეძლებს ვინმე დახმარებას. - ოქრო ხარ რა... - ლოყაზე ხმაურით ვკოცნი და თმებს ვუჩეჩავ. - აუ ნუუუც, ცივ წყალს დამალევინებ? ისე ჩამოვდნი, სიარულის ძალაც არ მაქვს. - კიი გოგო,ახლავე. - ჩემი სინაზე ქალი წამსვე გადის და მოაქვს ყინულიანი წყალი. - აუ შენ გაიხარე... - სულმოუთქმელად ვსვამ. - დაბერდი ბაბი? - იცინის ლევანი. მე გაკვირვებული სახით ვუყურებ,ვერ ვხვდები რატომ მეუბნება ამას,ახლა. - აბა რა წინადადებებით მოძრაობ?! - ნუ ხარ მწარეეეე... - ხელს კრავს ნუცა. - ოჰ ახლა ვარ მწარე არა?! - ისეთი სახით ეუბნება,თითქოს მართლა გაბრაზდა. ამაზე ყველას სიცილი გვიტყდება. - ვაიმეეე,ძაან საყვარლები კი ხართ, მაგრამ ახლა რამე ვჭამოთ,სანამ კარგ ხასიათზე ვარ. - ნინი საყვარლად უყურებს წყვილს, მაგრამ მერე სახე ეცვლება. - ირაკლის არ დაველოდოთ? - სიტყვით გამოდის გიგი. - ვუიმე თქვენ,როდის აქეთ ზრუნავთ ირაკლიზე? -კბენს ნინი. - კიარ ვზრუნავ,უბრალოდ კაცურად ვიქცევი რა... - მის სიტყვებზე მეღიმება. - ვუაიმე რაა საყვარელი ხარ შენა ჰა.... - ლოყებს უწელავს ნინი. - მაგრამ მე აღარ ვიქნები საყვარელი თუ არ მ ა ჭ მ ე ვ თ! - ლამის ღნავის. - ღმერთო გვიშველე. - კაკანს იწყებს ლევანი. - გამოეცალე,თორემ შენ შეგჭამს. - მკლავზე სიცილით ექაჩება ნუცა. - ახლა ვიტირეეებ... - ჭიჭყინებს ნინი და ტუჩებს სასაცილობ ბურცავს. - ვინ ატირებს ჩემს დას?! - ისმის ირაკლის ხმა, რომელიც ნინის ეკვრის ზურგიდან და ხელში აყავს. - იკააა... არ მაჭმევეენ . - იფერებს ნინი. – - ნწ,ნწ,ნწ.. ეს ვინ გაბედა? - თავს სასაცილოდ იქნევს ირაკლი. - სად იყავი? - სწრაფად ფხიზლდება ნინი და დაკითხვას აწყობს,პირდაპირ ირაკლის „კისერზე“. - ცოლის მოსაყვანად. - სერიოზული სახით ეუბნება ირაკლი და თვალს ჩემკენ აპარებს. „ სერიოზულად ირაკლი?! ფხ, რა უნამუსოა...“ გულში ვიცინი. - ოოო,კაი რაა... მაგას გამომაპარებდი შენ მეე?! თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ,თუ გგონია,რო მაგას დავიჯერებ. - იჯგიმება და ცხვირს მაღლა წევს. ისეთი სასაცილო შესახედია,ირაკლი ხელში რომ ყავს აყვანილი,ასეთ პოზაში, მინდა რომ აქვე ვიხოხო,მაგრამ ნინი დამმარხავს,ამ „სერიოზულ“ მომენტში რომ გამეცინოს. ბოლო ბოლო, ერთკაციანი სპექტაკლი აქვს ქალს. რომ მოინდომოს ერთ კაცში დადგამს ჰამლეტს,ანდაც რომეო და ჯულიეტას. - აუუ,რა მატრაკვეცა ხარ შეენ რაა... - თავზე კოცნის ირაკლი. - აბა დრამა ქალო, ჩამოსკუპტი ჩემი სხეულიდან, ვჭამოთ და თუ კარგად მოიქცევი ნაყინს გაჭმევ. - უღიმის. - რააა? ნაყინი მიყიდე? - თვალები უფართოვდება ნინის, ძირს ხტება და ხტუნვას იწყებს. - ურააა... - ღმერთო რა მეშველება... - თავს სიცილით აქნევს ირაკლი. ნინი უცებ შეშდება,ირაკლის სახეს ხელებში იქცევს და თვალებში უყურებს. - მოიცა,მოიცა.... რატომ ხარ კარგ ხასიათხე? ნაყინი რატომ მიყიდე? რა გაცინებს? მართლა ცოლი მოიყვანე? - აყრის კითხვების კორიანტელს და ბოლოს პირზე ხელს იფარებს. - ვაიმე რა გიჟი ქალი ხარ რაა... - კაკანებს ლევანი. - ხოო, ცოლი მოვიყვანე და თბილისში გავუშვი,იქ დამელოდე და ერთ თვეში მეც ჩამოვალ თქო . - თვალებს ატრიალებს ირაკლი. - სერიოზული რომ ვარ - რას იბღვირებიო, რომ ვიცინი- რატომ იცინიო. რა გავაკეთო ღმერთო?! - ჭერს ისე უყურებს თითქოსს იქ ვინმეა,ვინც უპასუხებს. - უჟმური. - მკერდზე ხელს ურტყამს ნინი. - აი ისევ. - ეცინება,ნინის მხარზე „ იდებს და სამზარეულოში გააქვს“ . - დამსვი მხეცო....- წივის ნინი,რაზეც რა თქმა უნდა ყველანი ვიცინით. - მოღალატეებო,რა გაცინებთ?! - ამას ამბობს,მაგრამ მასაც ეცინება. - დამსვი იკაააკოოოო. მშიააა ხალხნოოო.... - ირაკლი სამზარეულოს დახლზე სვამს და პურს აჩეჩებს ხელში. - თავს შეურაცხყოფილად ვგრძნოოობ. - ფეხებს იქნევს ნინი. - პური ვჭამო მარტო? - ტუჩებს სასაცილდ ატრიალებს. - დამაცადე ადამიანოოო... - ირაკლი თაფლს იღებს,პურზე უსხამს,ზემოდან ყველს უდებს და ისე აძლევს. - მიირთვით. მეტი მსუყე ვერაფერი მოვიფიქრე. - ეკრიჭება საყვარლად. - ახლა შეეეგჭამ.. - ლოყებს უწელავს ნინი,თან პურს კბეჩს. მმმმ... რა გემრიელობაა... - ვაი,რა საყვარლები ხაართ. - ისე ვამბობ უეცრად,გააზრებასაც ვერ ვასწრებ. ირაკლი ჩემკენ აბრუნებს თავს და ვამჩნევ,როგორ უტყდება ტუჩის კუთხე. „ ახლა გაჩერდიი.... თორემ მართლა შეგჭამ! „ ვიმუქრები გულში. - შენც გინდა კნუტო? - მის პურის ნაჭერს მაწვდის ნინი... - ღმერთო რა ხდება? ვკვდები? ლეიკემია მაქვს? - ფუუ რა უნამუსო ხაარ..- იცინის ნინი. - აბა შენ მაწვდი მე საჭმელს? - ვკაკანებ. - აუ არ არსებოოობს.... - გვყვება ნუცა. - მე მინდააა... - პირღია უჩოჩდება ახლოს ლევანი. - ოჰ,ოჰ,ოჰ, მომინდომა ახლა ბიჭმა..... უთხარი შენს პრინცესას და მოგიმზადებს. - ცხვირს იბზუებს ნინი. - აუ რა მიგასვააა... - იცინის გიგი. - სალათა მოვამზადე და შეგიძლიათ ჭამოთ. - აუ შენ რა ჯიგარი ხარ რააა. - მხარზე არტყამს ლევანი. - აბა როგოოორ... - საყვარლად იღიმის გიგი. ყველანი ვაგემოვნებთ გიგის მომზადებულ სალათს. მართლა ძალიან გემრიელია. აშკარად ნიჭი აქვს ამ ბიჭს. - შეფ, ძაან მაგარი ხელი გაქვს ტოო... - სერიოზულად ამბობს ირაკლი. - ხოო,განსაკუთრებით მარჯვენა. - იკრიჭება ლევანი. - ფუუ რა შტერი ხარ ... - ეცინება გიგისაც,ჩვენ კი ფხუკუნს ვიწყებთ. ლევანი ისეთი აჟიტირებულია მისი ხუმრობით, საჭმელი ცდება სასულეში და ხველა უტყდება. - წყააალიიიი. - ხავის. - გეკუთვნის იდიოტოოო..- ამას კი ამბობს ნუცა მაგრამ,ფართხუნით მოაქვს წყალი. - იხრჩობი ? - მხარზე უტყაპუნებს ირაკლი. - იუმორის მამა გადარჩა. - სუპერმენივით იჯგიმება ლევანი და ნუცას ხმაურიანად კოცნის. - ფუ რა შტერია ეს ჩემისა... - თავის ქნევით იცინის ირაკლი. - გავედით ახლა ზღვაზე... - ფხიზლდება ნინი. - ხოოო რა...- წუწუნებს ნუცა. - გავედით! - ისევ სუპერმენის როლშია ლევანი. - წადით თქვენ, მე სახლში ვრჩებიიი. - გადაჭრით ვამბობ. - აუუ რატოომ? - რა რატომ გოგო,ვერ ხედავ 180 გრადუსია გარეთ. - ოოო,ეგრეც არ ცხელა რაა... - არაა,რას ამბობ,დღეს მციოდა და იმან გამაღვიძა ხომ?! - „ლახანკაში“ ჩაგისხამ წყალს და სახლში იჭყუმპალავე გინდა? - დებილივით იკრიჭება ლევანი. - აუუუ, რა კეთილი ხაარ. - სიცილისგან ოთხად ვიკეცები . - ცურვა მაინც არ იცი და უსაფრთხოდ იქნები. - შენ არ იქნები ახლა უსაფრთხოდ,რომ ჩაგახრჩობ „ვანაში“ . - ნინი მისი ჭკუით მიცავს. - კაი ნიიინ,დამშვიდდი. - სიცილს ვერ ვიკავებ. - ოიიი,გველი გამიზრდია უბეში.... - ხელის ზურგს შუბლზე იდებს და თავს უკან წევს თეატრალურად. - დრამა ქალო, მაპატიეთ მაგრამ ისევ უნდა გამოგიყვანოთ როლიდან. - სიცილით ეუბნება ირაკლი. - მოემზადეთ ახლა და გადით პლაჟზე. - გადით? - თვალებს აწვრილებს ნინი. - შენ არ მოდიხარ? ვინმემ რომ მომიტაცოს ეს ანგელოზივით გოგო?! - დემონსტრაციულად ტრიალებს ნინი. - ნუ გეშინია პატარავ,ყველამ იცის ჩემი და,რომ ხარ და ვერავინ შეგეხება. - შესაფერისად პასუხობს. - ააუ რა ბოროტი ხააარ. - ეცინება ნინის. - კაი გავედით,შენ კი დარჩი ბაბრისთან და მიხედეეეეე.... - კაიი,ეგრე ვიზამ. - თვალს უკრავს დას. - გიჟი... ბავშვები სანაპიროზე გადიან და მხოლოდ ჩვენ ვრჩებით სახლში. „ღმერთოოო,რა უნდა გავაკეთო მასთან ერთად მარტომ?“ ვკივი გულში,მაგრამ ჩემი მეორე მე წარბებს აციმციმებს ეშმაკურად. - კნუტო. - მის ხმახე უეცრად ადგილზე ვხტები,რაზეც ბოროტულად ეღიმება. - ცივ ყავას გამიკეთებ? - საყვარლად მიყურებს. - კიიი... - კაი,მაშინ მე გადავივლებ,თორემ სავარჯიშოდ ვიყავი და ოფლიანი ვარ. - მჰმ, მიდი და მე მანამდე გავაკეთეეებ. - თავს ვუქნევ და სამზარეულოში გავდივარ. ჩემთვის მწარეს ვაკეთებს,მისთვის კი ნაყინს ვამატებ ზემოდან. მაცივრიდან ხილს ვიღებ და ამ დროს თვალის კუთხიდან ვამჩნევ კარის ჩარჩოს მიყრდნობილ ირაკლის,რომელიც წელს ზემოთ შიშველია,მხოლოდ შორტი აცვია და თმას იმშრალებს. მოულოდნელობისგან ვაშლატამით საცსე ცელოფანი ძირს მივარდება. - ღმერთოოო... - წუწუნს ვიწყებ. - დამშვიდდი კნუტო,მე ავკრებ. - თვალს მიკრავს ირაკლი და დანაპირებს ასრულებს.როცა წელში იმართება მხოლოდ მაშინ ვამჩნებ,მის ჯერ კიდევ დანამულ,იდეალურ სხეულს,რომელზეც უამრავი ტატუ აქვს. „ვაიიიი მეეე... გამაგრდი ბარბარე. არ დაეცე ახლა....“ - აიღე..- იცინის და ცელოფანს მაწვდის. „ ფუუ რა ბოროტიააა“ - მადლობა...- მის პრესს ძვლივს ვწყვეტ თვალს და ხილს ვრეცხავ. - ყავა მზად არის. - მისკენ მიტრიალებას ვაპირებ,როცა ძლიერი მკლავების მოხვევას ვგრძნობ,რომელიც მის მკვრივ სხეულზე მიკრავს. „ გული მაქვს ცუდააად...“ - ირაკლი... - ძვლივს ვამბობ მის სახელს. - გისმენ. - ჩახლეჩილი ბარიტონით მპასუხობს,ისე ახლოს აქვს სახე,რომ მისი ტუჩების მოძრაობას ყელზე ვგრძნობ. თვალები მეხუჭება,ვგრძნობ,რომ მისი სიახლოვის დროს ძალა მეცლება. - რას... - ჩშ...- არ მაცდის წინადადების დასრულებას,ყელს მიკოცნის და მისკენ მაბრუნებს. ვუყურებ მის ღამისფერ თვალებს და თითქოს ვიძირები. ვცდილობ დავინახო მისი ფსკერი,მაგრამ უძიროა. - ლამაზია... - ვამბობ გაუაზრებლად. - რაა,კნუტო... - ცხვირის წვერს ლოყზე მიხახუნებს. - შენი თვალები. - თვალებზე ცერებს ვუსმევ. ჩემს ხელებს მისაში იქცევს და თითებს მიკოცნის. - მინდა,რომ მასში ჩავიძირო,მაგრამ „ცურვა არ ვიცი“ .- მის სახეს თვალს ვარიდებ. - გასწავსლი. - შუბლს შუბლზე მადებს და ვგრძნობ,როგორ უჩქარდება სუნქვა. - იკა.. - არ გინდა. - მხოლოდ ამას ამბობს და ტუჩებზე მაცხრება. „ ახლა მოვკვდები... იქნებ უკვე მოვკვდი?!“ ვგრძნობ მისი ხელების შეხებას ბარძაყებზე,ხელების,რომლებიც კაბის ქვეშ უჩინარდებიან. გონის დაკარგვამდე სასიამოვნოა მისი თითოეული შეხება. ხელს თეძოებზე მიჭერს და სამზარეულოს დახლზე მსვამს. ლამის გულზე წამივიდეს,ისეთი ტკბილია. მის ძლიერ მხრებზე ვასრიალებ ხელებს,ვგრძნოდ როგორ აჟრიალებს ჩემი შეხებისას და მეღიმება. ხელებს წელზე მხვევს და კიდევ უფრო ახლოს მიკრავს სხეულზე. მაგრამ... მაგრამ, ზუსტად ამ დროს ისმის კარის საკეტის ხმა. - ხალხნოოო... სად ხართ? გიჟივით ვშორდები ირაკლის სხეულს,დახლიდან იატაკზე ვხტები და ზემოთ აჩაჩულ კაბას ვისწორებ. - ღერთოოო,ღმერთოო... - ლამის პანიკაში ვარ და ჩუმად „ვკივი“. - დამშვიდდი კნუტო. - ცხვირზე მკოცნის,თმას უკან იწევს და ცივი ყავის ჭიქით ხელში გადის მეორე ოთახში. ვცდილობ სუნთქვა დავირეგულირო. „არააა,ეს სიგიჟეა,ნინი გააფრენს.“ ლამისაა ვიტირო,მაგრამ ბავშვები ზუსტად ამ დროს შემოდიან ოთახში. - ჩვენც გვინდა ყავაა.. - მავედრებელ მზერას მესვრის ნუცა. - რა იყო გოგო,კიდევ გცხელა,თუ რატომ გაქვს ლოყები წითელი? – „ვაიმეეე..... კარგი რა ნინი... ვანგა ხააარ,თუ რა უბედურებაა?!“ - ცხელა ხოოო... ასე მალე რატომ დაბრუნდით? - ვცდილობ თემა შევცვალო. - ვაიმე ბარბი,გარეთ იწვის ყველაფერი... - ქალივით აფახულებს წამწამებს ლევანი. - დაშრა ზღვა. - იცინის გიგი. - აი ხომ ვამბობდი?! - ლამის ხტუნვას ვიწყებ და მავიწყდება წუთის წინანდელი ამბავი. - ხოო, ამბობდი,მაგრამ ვინ დაგიჯერა?! - იკრიჭება ლევანი. - ხოდა ეგრე. - თვალს ვუკრავ ბავშვებს გამარჯვებულის სახით. ესეც მერვე თავი... ^_^ მადლობა,რომ კითხულობთ <3 <3 იმედია მოგეწონებათ <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.