შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განწირული ქალი I-თავი


6-07-2020, 13:31
ავტორი სალისალომე
ნანახია 1 082

არაფრად ჩამაგდეს ფეხქვეშ გამთელეს,
გადამიარეს დაკარგულ გონზე,
გადააბიჯეს ზედ ჩემს სხეულზე
სადაცა იყო მხოლოდ წითელი
რკინისებრ სუნამოდ აღვსილი სისხლი
დიახ,მე ასე მომექცნენ...ჩემს სულში ახლა ასეთი ამბავია და ვინ გამიკეთა ეს? ვინ თუ არა ძალზედ ახლობელმა ადამიანმა,რომელსაც წარსულში ვენდობოდი და მასზე მზე და მთვარე ამოდიოდა მან,მე მიღალატ,მომატყუა ფეხქვეშ გათელა ჩემი დამოკიდებულება,სიყვარული და სითბო.ტყუილს ტყუილზე ამბობდა,ახლოს იყო მტერი მაგრამ ვერ ვგძნობდი იქამდე ვერ მივხვდი სანამ სახე არ გამოაჩინა და მეც მიწაზე არ დამაგო თავის ფეხებთან მუდარით და მაინც რატომ უნდა ვემუდარო იმ მატყუარას რომელმაც გამომიყენა? შიში...არც კი ვიცი რისი მეშინა ან რა მაშინებს,ასე რას გავურბივარ ალბათ საკუთარ თავს და არ მჯერავს ეს ყველაფერი ჩემს თავს,რომ ხდება..ვერ დავიჯერე,საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში რაც დღეს ჩემს ახლომახლო ხდება.აჰ,რა განსაცდელში ჩავარდი არავინაა ჩემი დამხმარე ღმერთის არავინ...ყველა ახლობელმა მიღალატა განა მარტო მან? ყველანი მის უკან იყვნენ ამოფარებულნი,თითქოს ყველა ჩემს ნაბიჯს აკვირდებოდნენ და ელოდებოდნენ სასურველ დროს როდის შემომიტევდნენ.შემომიტიეს კიდეც დამჭრეს... მარტო დავრჩი ბრძოლის ველზე,ვეღარ ვდგები შველას ვითხოვ,არავინ მოდის დასახმარებლად მათ შორის არც საკუთარი შვილი და ეს ყველაზე მეტად მეტკინა.ამის შემდეგ აღარ ვარ ცოცხალი რადგან ჩემმა სისხლმა და ხორცმა ტანჯვისთვის გამიმეტა,მტერს მიუგდო ჩემი თავი გასანადგურებლად ნუთუ ამის შემდეგ კიდევ შემწევს რაიმე ძალა,რომ წამოვდგე? როგორ უნდა წამოდგეს ის ადამიანი რომელსაც უღალატეს,მასხრად იგდებნდნ და ის ძლიერი დედა? რომელსაც ეგონა,რომ ჰყავდა შვილი მუდამ მის გვერდით იდგებოდა მაგრამ დადგა დღე როცა შვილმა უარი თქვა დედაზე და უღალატა.ახლა მარტო ვარ,მე და ჩემი სლიერი მე...ბევრ რამეზე დამაფიქრა ამ სიტუაციამ,უამრავი კითხვა გამიჩნდა მაგრამ გაურკვეველი მხოლოდ ერთია რატომ მოიქცა ჩემი შვილი ასე...იქნებ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა? არა,არა აქვს მის საქციელს გამართლება.პირველყოვლისა შვილი კი არ უნდა იყო, არამედ ადამიანი და მაგ გადმოსახედიდან იმსჯელო,რომ სხვას ასე გაწირავ სიკვდილისთვის? აი,ჩემმა შვილმა არცერთი ფაქტორი არ გაითვალისწინა,დედაზე უარი თქვა და თავის გადარჩენ ამჯობინა...ადამიანებმაც ასე გააკეთეს ზუსტად,ვისაც დიდ პატივს ვცემდი მიყვარდნენ და საპასუხოდ რამხელა დარტყმა მომაყენეს? მაგრამ ამისდამიუხედავად მე,მყავს მფარველი,ჩემი ღმერთი. მე,მისი იმედი მაქვს ახლა ამ განსაცდელის ჟამს,რომ წამოვდგე ფეხზე და მტერს დავანახო,რომ მე,ძლიერი ვარ ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ დამანგრევს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent