შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე (18თავი)


7-07-2020, 14:10
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 710

თორნიკე კოცნიდა მთელი გრძნობითა და თავდავიწყებით მიას, რომელმაც როგორცკი თავის დახსნა შეძლო სილა გააწნა, თორნიკე ადგილზე გაიყინა
-წადი-მიას ზიზღიანი ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას, სიბნელეს თვალ შეჩვეულმა ბიჭმა იქვე მდგარ სკამს წიხლი დაარტყა, მია მოულოდნელ ხმაურზე შეხტა
-რაუნდა გავაკეთო რომ მაპატიო? რაუნდა გავაკეთო რომ შემიყვარო?-იყვირა გაცოფებულმა ბოლო ხმაზე
-შენ არასდროს არაფერი გაგიკეთებია იმისთვის რომ შემყვარებოდი-უკივლა მიამ -მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდი და ფიქრობ ახლაც
-ერთხელ არ მახსოვს რომ თვალებში ისე შემოგეხედოს რომ ზიზღი არ მოგეფრქვია ჩემთვის
-მეტი არაფერი დაგიმსახურებია ალბათ-იყვირა მიამ და უცნაური ბგერები აღმოხდა ბოლოს
-რახდება რა დაგემართა-მივარდა დაფეთებული თორნიკე ცოლს
-მტკივა-იყვირა მიამ და თორნიკეს გაწვდილ ხელს მაგრად ჩასჭიდა ხელი -ძალიან მტკივა -აღმოხდა და ცრემლები გადმოსცვივდა სიმწრისგან, თორნიკემ უმალ ხელში აიყვანა და მანქანისაკენ გააქანა.
ნატა და ნიკა დიდხანს უყურებდნენე ერთმანეთს თვალებში
-გამიშვი
-არა
-წინ მაიც ვერ წახვალ უფლებას არ მოგცემ-თვითკმაყოფილი იერით უთხრა ნატამ
-დაგაბავ-ნიკამ ისე სერიოზულად უთხრა, ცოტა დაიბნა გოგონა
-სცადე-არ გატყდა და წარბიას აწევით უთხრა
-შენ მაიძულე-ნიკამ ხელი გაუშვა და მანქანიდან გადავიდა, სანამ შემოუვლიდა მანქანას ნატაც გადახტა და გაიქცა, მიხვდა რომ ნიკასაც მასავით ეკლდა ცოტა და ჭკუა არ დაუშლიდა, ნიკა უმალ გაეკიდა და მალევე დაეწია, მაჯაში სტაცა ხელი და უხეშად მოატრია თავისკენ, მკლავებში ჩაუვარდა დაფეთებული გოგონა, ნიკამ ძლიერად მოხვია ხელები და სხეულზე აიკრო დაბნეული გოგონა რომელსაც სახეში მიაფრქვია ცხელი სუნთქვა, ნატას კი სუნთქვა შეეკრა
-მიდი გაიქეცი ახლაც-დაუსისინა ყურთან ახლოს კმაყოფილი სახით ნიკამ, და ცხვირის წვერით მის გაფითრებულ ღაწვს შეეხო, ნატა ძალიან დააბნია ამ მდგომარეობამ და აზრები დაეფანტა -ახლა რას იზავ?-ნიკა თვალებში ჩააცქერდა და ცდილობდა გამოეცნო ყველა ის გრძნობა რასაც ეს შეშლილი გოგონა განიცდიდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა რეალურად მის თავში და გულში, უეცრად საშინელი ტკივილი იგრძნო, რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად რომ ნატამ ფეხი დააბიჯა ფეხზე თან პირდაპირ ქუსლი ჩააჭირა -ამის დედაც-იყვირა სიმწრისგან გაცოფებულმა, გოგონამ ისარგებლა მისი დაბნევით და გასხლტომა სცადა მაგრამ ნიკას ისე ყავდა დაჭერილი რომ ერთი ხელი მაიც არ გაუშვა და ამ ჭიდილში ნატას ფეხი აუცურდა და გადაიქცა ნიკასთან ერთად-აი ეს ის არის რაც მე მჭირდებოდა-დაუსისინა ნატას რომელსაც ზემოდან მოექცა და ხელები თავს ზემოთ დაუჭირა
-მტკივა გამიშვი არანორმალურო-უყვირა სახე ალეწილმა გოგონამ
-თუ არ გაგიშვებ რას იზავ?-ნიკამ სახე ახლოს მიუტანა, ზედმეტად ახლოს, იმდენად რომ ნატას არეული სუნთქვას გრძნონდა, ესმოდა მისი გამალებული გულის ცემა
-შეწყვიტე-ნატამ თვალი აარიდა ვერ უძლებდა მის კმაყოფილ და გამარჯვებულ იერის
-მაშინ შევწყვეტ როცა მე მომინდება
-საკმარისია-ნატამ გაიბრძოლა მაგრამ ამაოდ
-ჩემს ხელში ხარ-ნიკა თვალს არ აშორებდა მის ამღვრეულ თვალებს
-ამას არ შეგარჩენ-ყვიროდა ნატა
-მაინც რას მიზავ? რითი აპირებ ჩემს დასჯას?
-შემეშვი
-შეგეშვები ერთ სურვილს თუ შემისრულებ
-ნუ დებილობ-ნატას ენა ერეოდა ბრაზისადა დაბნეულობისგან
-მაკოცე-ნიკას ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში ნატას გაავეული სახის შემხედვარეს
-არასდროს-უყვირა ნატამ
-მაშინ მე გაკოცებ-სიტყვა არ დაამთავრა რომ ნატას გაფითრებულ ცივ ტუჩებს დააცხრა, გოგონას გული გაუჩერდა, სუნთქვა შეუწყდა რამდენიმე წამის განმავლობაში, შემდეგ კი იგრძნო როგორ დაიწყო გულმა გამალებული ცემა და როგორ მიეხეთქა აბობოქრებული სისხლი სისხლძარღვებს, როგორ წაიღი უცნაური ბედნიერების შეგრძნება მთელს სხეულში ბობოქრამა სისხლამ, წინააღმდეგობა არ გაუწევია რადგან არც გულს და არც გონებას არ სურდა შეეწყვიტა ეს ამაღელვებელი და გიჟური ბედნიერების უცხო გრძნობის აფეთქება, რომელმაც მთელი სული გაუთბოდა მიანაიჭა სასწაულად სასიამოვნო ბედნიერების განცდა, ეს იყო ის რაც არასდროს არავისთან არ განუცდია, რაც პირველად შეიგრძნო და თავდავიწყებამდე მიიყვანა, საერთოდ წაართვა აზროვნების უნარი, წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მოსვლია, პირიქით თავადაც აყვა კოცნაში, ენენებოდა ამ ტუჩების დათმობა,ნიკაც ზუსტად იგივეს განიცდიდა, რადგან ნატას გარდა რეალურად არავინ შეყვარებია და საყვარელი გოგონას ტუჩები იმაზე დიდ და სასიამოვნო ბედნიერების განცდას განაცდევინებდა ვიდრე შეეძლო წარმოედგინა, არათუ ოდესმე განეცადა ამ გრძნობასთან მიახლოებული ბედნიერების განცდა, მათი ეს გიჟური გრძნობა ტელეფონის რეკვის ხმამ ჩაახშო
-ჯანდანა-ნიკამ ხელები გაუთავისუფლა და მოშორდა სახე არეულ ნატას და წამოდგა, ტელეფონს ძლივს მიაგნო ჯიბეში და უპასუხა ოდნავ ხელათრთოლებულმა -თორნიკე, რაა? რას ამბობ ახლავე მოვდივართ-ჩაყვირა და ნატას შეხედა
-რახდება?-ნატასაც სახე აერია მისი სახის დანახვაზე
-მია
-რა მია?-ნატა გაღიზიანდა-რა დაემართა?.
ლაშა მთელი საღამო დაბოდიალობდა ქუჩაში და ლუდის ბოთლით ხელში, სახლში მისვლა არ უნდოდა, იცოდა მარინა ისევ გაუჭედავდა, ამიტომ გადაწყვოტა შუაღამემედე არ მისულიყო სახში სანამ არ დაიძინებდა ქარბორბალა, დათოს ნახვამ გაახარა რომელმაც მანქანა გაუჩერა და ჩაისვა, ისისც არანაკლებ იყო მთვარალი
-აუ რა კაი რო გამოჩნდი ტო, მარტო ბოდიალით დავიღალე, მარტო მე ვარ ლოთი აქ-დაიწყო ლაშამ სიცილი
-ხოდა ეხლა მარტო აღარ ხარ-გაეცინა დათოს
-შენ რატო ლოთაობ მარტო?-გაუკვირდა ლაშას
-მე და თინიკომ ვიჩხუბეთ და სახლიდან წავიდა
-მერე წადი და წამოიყვანე-შეიცხადა ლაშამ
--დათომ მოიყუდა ლიტრიანი ფაქტიურად ჩაცლილი ლუდის ბოთლი
-გეტყობა მაგრად რო გკიდია-უთხრა ლაშამ და თავადაც აიყუდა ბოთლი
-იცი თამუნას ქმარი ავარიაში მოყვა-უთხრა დათომ ისე რომ არ შეუხედია ლაშასთვის რომელსაც ხელი აუკანკალდა და ლუდი გადასცდა რასაც ხველა მოყვა ხუთწუთიანაი -ამბობენ ვერ გადარჩებაო
-რარა?-ვერ გაიგო ლაშამ
-ხო ვიღაც დასჯახებია და ხევში გადაუგდია თავის მანქანიანად
-გადარჩა?-ლაშასაც არ შეუხედია მისთვის ისე კითხა
-თამუნას ატყუებენ, თორემ ვერ გადარჩება, თავი დაუზიანდა ძაან, საერთოდ რომ საავადმყოფომდე ცოცხალმა მიახწია გასაკვირია, საწყალი ბიჭი ვიღაც მთვრალმა დაღუპა, ამ დროს რას გრძნობდა ლაშა? რთული სათქმელია, გაუხარდა? როგორ შეიძლება ადამიანის ასეთი უბედურება გაგიხარდეს? ეწყინა? ვითომ ეწყინა? ძნელი სათქმელია რას გრძნობს ამ დროს ადამიანი, მაშინ როცა სხვა ადამიანი გზიდან შორდება, ის ადამიანი ვინც ყველაზე დიდი და რთული დაბრკოლებაა მის ცხოვრებაში, ის ვინც გზაზე ეღობება და ართმევს ბედნიერებიას უნებურად. ლაშას ყველა გრძნობა აერია ერთმანეთში სრული ქაოსი ქონდა თავში, ეშინოდა არ ეგრძნო ბედნიერება იმ საცოდავი ბიჭის უბედურებით რადგან ბოროტი არ იყო, რადგან სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება არავის შერჩენია და არც შერჩება, ლაშამ იცოდა რომ შეცდომას თუ დაუშვებდა არასწორად მოიქცეოდა ახლა არათუ ღმერი ხალხიხ არ აპატიებდა, მითუმეტეს რომ თამუნა თავად გაუშვა სხვასთან, რადგან გამბედაობა არ ეყო გამოსტყდომოდა გრძნობებეში თითქმის უცნობ გოგონას, რადგან მასთან მიახლოება ვერანაირად ვერ მოახერხა, და თან ოჯახი აგრესიულ წინააღმდეგობას უწევდა
-თუ რამე მოხდა გაგაგებინებ-უთხრა დათომ-მაგრამ ზედმეტი არ მოგოვიდეს თავი გააკონტროლე!-შეხედა ლაშას-არაფერი შეგეშალოს იცოდე თორემ მარტო მე კიარა არავინ გაპატიებს
-ვიცი-ლაშას არ წყენია მსგავსი ლაპარაკი რადგან ის სოფელში გაიზარდა და იცოდა რომ აქ ყველა ყველას იცნობდა და ყველა ყველას ცხოვრებით ცხოვრობდა. აქ ყველას ქონდა უფლება ჩარეულიყვნენ სხვის ცხოვრებაში.
მია სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს თორნიკეს ადამიანის სახე წაეშალა, ნატა გიჟივით გადიგამოდიოდა
-ჩემს დას ან პატარას რამე რომ დაემართოს მიგკლავ-ვეღარ მოითმინა და თორნიკეს
ეცა -გესმის? ყველაფერი შენი ბრალია!ჩემს დას ცხოვრება მოუწამდე შენი გიჟური სიყვარულით
-გეყოფა-ნიკა ჩადგა მათ შორის-ახლა ამის დრო არაა
-შენც დამნაშავე ხარ-მიაყვირა ნატამ და ზურგი აქცია
-ამის დედაც, ამის დედაც-იყვირა გაავებულმა თორნიკემ და ხელები მომუშტა
-რახდება თორნიკე-დაფეთებული ქეთი სირბილით მივარდა შვილს-როგორ არიან
-თქვენი აზეით როგორ იქნება იმ ყველაფროს მერე რაც გაუკეთეთ?-იყვირა ნატამ და ყველამ მას შეხედა
-რადგან მშობლები ასეთი უგულოები ყავს და გვერდში არ უდგანან ჩემს დას, ყველამ ერთად გადაუარეთ, საყვარელი და ბავშვი დაუმალეთ, ორსული გოგონაც არ დაინდეთ-ყვიროდა გაავებული ნატა-ყველანაირად დაამცირეთ, გული ატკინეთ, იმ კახპასაც კი მიეცით უფლება რომ დაემცირებინა მია, თავისი ჭუჭყიანი ხელებით მიწვდა ჩემს დას დაამცირა
-ნატა შვილო მართალი ხარ, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი იმიტომ დავმალეთ რომ არ გვინდოდა მიას გული სტკენოდა, მითუმეტეს რთული ორსულობა ქონდა და არ გვინდოდა ენერვიულა
-მაგრამ უარესი დამართეთ თქვენი დაუფიქრებლობით, საშინლად დაამცირეთ
-მისმინე არანორმალურო-თიკა გადაუდგა ნატას-ეს შენ არ გეხება, ეს ცილქმრის საქმეა და თავად გაერკვევიან, შენ არავინ გეკითხება
-ყველანი ერთნაირები ხართ-მიაყვირა ნატამ-ერთნაირი ამპარტავნები და ეგოისტები, მარტო თქვენს თავზე ფიქრობთ
-შე არანორმალურო-თიკა თმაში სწვდა ნატას, რომელმაც არცკი სცადა თავის დახსნა, ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას რომ თიკასავით სულმდაბალი არაა, ნიკამ მაშინვე გააშვებინა ხელი თიკას და ნატას ჩაკიდა ხელი
-შენს ადგილას დარჩი-დაუღრინა თორნიკემ როცა მიმავალი წყვილისკენ ნაბიჯი წადგა თიკამ-არცკი გაბედო-თავზე წამოადგა დას-მათ შორის ჩადგომა არცკი გაბედო-დაუყვირა და ზურგი აქცია სახეალეწილ გოგონას.
დრო უსასრულოდ გაიწელა, ნანა ცრემლებად იღვრებოდა, ნატა ეზოში დადოიდა აქეთიქით რომ დრო გაეყვანა და კიდევ ვინმესთან არ ეჩხუბა, ნიკა კი ხმის ამოუღებლად უკან დასდევდა. თორნიკე საერთოდ გამოვიდა მდგომარეობიდან და გიჟივით აწყდებოდა აქეთ-იქით, ხვდებოდა რომ ნატა სიმართლეს ეუბნებოდა და ყველაფრის მიზეზი თავად იყო, თავად დაუშვა შეცდომა და სწორედ რომ მან მიაყენა ყველაზე დიდი ტკივილი მიას, თათა კიარა თავად იყო დამნაშავე ყველაფერში, თავად დაამცირა და გაანადგურა მია, რადგან უფლება მისცა თათას რომ ასე მოქცეოდა მიას. წამები წუთებად გადაიქცა, წუთები კი საათებათ, არადა არ მთავრდებოდა მათი ტანჯვა...
ექიმი გამოვიდა თუარა სამშობიარო ბლოკიდან ყველანი ერთად მისცვივდნენ და კითხვები დააყარეს
-ერთი წუთით-დაუყვირა მწყობრიდან გამოსულ აყაყანებულ ხალხს ექიმმა -ბავშვი კარგადაა, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა რაც შეეხება დედას მისი მდგომარეობა რთულია-ამოთქვა ექიმმა და გამაყრუებელ სიჩუმეში განაგრძო -გოგონამ ბევრი სისხლი დაკარგა, გართულებებს ქონდა ადგილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება-ამოთქვა და სანამ კიდე რამეს ეტყოდნენ სწრაფად გაეცალა მათ. კარგახანს ჩუმად იყვნენ და თორნიკეს შეყურებდნენ
-გილოცავ შვილო მამა გახდი-ზურა თორნიკეს ჩაეხუტა, ქეთი ატირდა და თორნიკე ჩაკოცნა, გეგამაც ცივად მიულოცა სიძეს და სიგარეტის მოსაწევად გაქანდა აივანზე, ნანამ ტირილით მიულოცა თორნიკეს და ნატას ჩაეხუტა რომელიც თორნიკეს მკვლელ მზარას არ აშორებდა.
მია ძალიან სუსტად იყო ამ ყველაფრის გადატანის შემდეგ და ითხოვა მასთან მნახველები არ შეეშვათ, არავის თავი არ ქონდა, არავის მოსმენა არ უნდოდა და არავის დანახვა არ უნდოდა. მხოლოდ პატარას ნახვას ელოდა მოუთმენლად რომელიც მოსაწესრიგებლად გაიყვანეს, მეორე შეხვედრა პატარასთან უფრო ამაღელვებელი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა რადგან მშობიარობამ და გართულებულმა მდგომარეობამ და ტკივილმა ყველა ემოცია ჩაუხშო, ახლა კი როცა ყველაფერმა ჩაიარა მხოლოდ ბედნიერებით და სიხარულით იყო მისი გული სავსე.
თორნიკემ სთხოვა ექიმს მიას ნახვის უფლება მიეცათ მაგრამ ექიმმა კატეგორიული უარი განუცხადა
-პაციენტმა მძიმედ იმშობიარა, დიდი სტრესი გადაიტანა და რადგან არ სურს თქვენი ნახვა ნუ დააძალებთ
-გთხოვთ ძალიან მინდა ვნახო, სულ ორი წუთით, მეტი არა, ძალიან გთხოვთ უფლება მომეცით ვნახო-თორნიკე იმდენს ევაჭრა რომ დაიყოლია ბოლოს ქალი და გამთენიას შეიყვანა მიას პალატაში, ლამის გული გაუჩერდა როცა პატარა და მია ერთად დაინახა, ადგილზე გაიყინა, არ ეგონა ასეთი მძაფრი რეაქცია თუ ექნებოდა, ახლა მიხვდა მია რატომ არიდებდა თავას მის ნახვას, გოგონამ გახედა კარში მდგომ ბიჭს მღვრიე თვალებით და ისევ პატარაზე გადაიტანა მზერა რომელიც ხელში ეჭირა, თორნიკემ მათთან მიახლოებაც კი ვერ გაბედა, რადგან სინდისი ქენჯნიდა, თავისი შეცდომის გამო ხომ ლამის ორივე დაკარგა, ხელები ძლიერად მომუშტა, მთელი სხეული დაეძაბა ბრაზისაგან დაბოღმისაგან რომ ასე შეეშალა მიასთან, დიდხანს იბრძოდა თავის თავთან და ბოლოს მაინც გაბედა მათთან მიახლოება, მიას გულისცემა აუჩქარდა მაგრამ არცკი შეიმჩნია რომ თორნიკე იქ იყო. თორნიკე დაიხარა და პატარას სახეს დააცქერდა, ისეთი უსუსური უმწეო და პაწაწინა იყო რომ გულო შეეკუმშა, ვერ გაბედა შეხებოდა, პატარადან მზერა მიაზე გადაიტანა და ხელი დაადო მის ხელს, გოგონამ მაშინვე გასწია ხელი, თორნიკეს ბრაზი მოეძალა, ეს მოძრაობა, როგორ სძულდა ეს ერთი მოძრაობა რომელიც სულს უყინავდა მუდამ, გაბრაზებული გასწორდა და შემობრუნდა მაგრამ არ ეთმობოდნენ და ისევ მათკენ შეტრიალდა
-ალექსანდრე დაარქვი ხომ?-კითხა მიას, გოგონამ ახედა და მიაჩერდა ცივი ცარიელი
თვალებით -დაბადების მოწმობა უნდა ავიღო და მაგიტომ გეკითხები-ამოთქვა მისი მზერით დაბნეულმა ბიჭმა
-კიი-უთხრა გოგომან და ისევ პატარას სახეს დააცქერდა
-რამე ხომარ გჭირდება-უნდოდა დალაპარაკებოდა ცოლს და გაეფანტა ეს საზარელი სიჩუმე
-არ მჭირდება-უთხრა ბრაზიანი ხმით მიამ
-კარგი-თორნიკე მიტრიალდ და პალატა დატოვა, როგორცკი მისაღებში გავიდა ნიკა მიუახლოვდა
-რახდება? როგორ შეგხვდა
-არვიცი-თორნიკემ მხრები აიჩეჩა და კიბეზე დაეშვა
-ჯერ ვერ გაპატიებს, მაგრამ დრო თავისას იზავს
-სისულელეა დრო-გაბრაზდა თორნიკე-ქორწილის დღეს გავიგე რომ გიორგი უყვარა და იმ დღის მერე სულს მიწამლავს ამაზე ფიქრი, დრომ მხოლოდ ის შეძლო რომ მაიძულებს ამ აზრთან შეგუებას და ასე ცხოვრებას
-რადროს გიორგია, რას ბოდიალობ ბიჭო, მართლა ისე იზავ რომ ოჯახს დაანგრევ შენ
-ვეზიზღები, გესმის? სიძულვილით სავსე თვალებოთ მიყურებს
-აბა რას ელოდი თათას და ბავშვის გამოჩენის მერე
-არა ეს თათას გამო არაა, უბრალოდ მიზეზია თათა, ამდენი ხნის სიჩუმის ერთად ამოფრქვევა
-თორნიკე გინდა თუარა მიას გვერდით ყოფნა?
-სლშენი აზრით?-შეხედა მეგობარს ანერვიულებულმა ბიჭმა
-ხოდა მაშინ მოითმინე, თუარადა შეგიძლია გაყრაზე იფიქრო
-შენ ნუღა მიმატებ
-მართალს გეუბნება-ზურა მიუახლოვდა მათ-თუ არ მოითმენ და არ გაჩუმდები მაშინ გირჩევნია მიას დავიწყებაზე იფიქრო, იმიტომ რომ ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის რომ მიგატოვოს.
მია და ბავშვი ხუთი დღის მერე გაწერეს ოჯახის სურვილიდან გამომდინარე და არა მესამე დღეს, ერთი ალიაქოთი იყო სახლში, თითქოს ყველა მათზე ზრუნავდა მაგრამ სინამდვილეში დაქანცეს და დაღალეს თავიაანთი ყაყანით და აქეთ-იქით ბოდიალით, მია ურეაქციოთ ისმენდა დედამთილის დედის და ბებიის რჩევა დარიგებებს.
-ნუ დაღალეთ ამდენი ლაპარაკით ეს გოგო-შევიდა ზურა ოთახში-გამოდით სუფრა გაშალეთ-გაიპატიჟა ქალები, მიამ თვალებით მადლობა გადაუხადა მამათილს მან კი თვალი ჩაუკრა დაქანცულ გოგონას -ნუ ღელავ აქ აღარ გამოვუშვებ, საქმეს გამოვუჩენ ყველას-გაუცინა მიას და გავიდა, მიამ პატარა საწოლში ჩააწვინა და თავად დივანზე ჩამოჯდა
-ოთახშია?-კითხა დედას თორნიკემ
-კიი-ახედა ქეთიმ გაფითრებულ შვილს-შედი დაელაპარაკე-თორნიკე ოთახში შევიდა, მიამ არცკი გაიხედა მისკენ იჯდა ერთ წერტილს მიშტერებული
-მია-თორნიკე მის გვერდით ჩამოჯდა -გთხოვ ასე ნუ მექცევი
-როგორ?-შეხედა მიამ თვალებში
-ასე-თორნიკემ თმაზე ხელი ჩამოუსვა
-მაინც?-მიას ცრემლები მოეძალა და თავი დახარა
-ცივად-თორნიკემ ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა, მია ერთიანად დაიძაბა და სხეული გაუცივდა -გთხოვ მაპატიე, ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი, ვიცი ეს ცარიელი სიტყვებია და რეალობას ვერშეცვლის, მაგრამ მინდა იცოდე რომ შენ ერთადერთი ქალი ხარ ვინც მიყვარს, ვისაც ვაღმერთებ, ვისაც ვაფასებ, ვისზეც სიგიჟემდე ვარ შეყვარებული, ვინც ჩემთვის ცხოვრების აზრია, ვინც ჩემი სუნთქვაა, მია გთხოვ უფლება მომეცი მიყვარდე, უფლება მომეცი გამოვასწორო ეს შეცდომა, უფლება მომეცი ვიყო კარგი მამა, გთხოვ მია-თორნიკე იმდენად მიუახლოვდა მიას სახეს რომ სახეში მიაფრქვია ცხელი სუნთქვა, გულმა გამალებით დაუწყო ცემა თორნიკეს, უნდოდა შეხებოდა მის ტუჩებს მაგრამ რაღაც ძალა უფლებას არ აძლევდა, ამიტომ სწრაფად მოშორდა მიას და გარეთ გავარდა. მაგიდასთან მჯდომა ხალხმა მავენივრად მოილხინა, მათთვის სულერთი იყო რას გრძნობდა ახლა მია, რახდებოდა მის გულში, მხოლოდ ნატამ იცოდა და თორნიკემ რა ცეცხლიც ტრიალებდა მის გულში. თორნიკემ რამდენიმე ჭიქა სასმელი დალია და ზურას თვალების ბრიალის შემდეგ შეწყვიტა სმა, როცა ყველა წავიდა და მია ისევ მარტო დარჩა ამ მისთვის კვლავ უცხო ოჯახში გული შეეკუმშა, ეგონა მტრებთან დატოვეს დედამ და მამამ. მაგიდა უცბათ აალაგა ქეთიმ და ბავშვსაც მიხედა, რომ მიას დაესვენა, რადგან ისევ სუსტად იყო გოგონა, თორნიკე და ზურა აივანზე ისხდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ, თიკაც მიუჯდათ მაგიდასთან
-ნიკას შეეშვი-ზურამ მკაცრად დაიწყო-ერთად იყავით კიბატონო არაფერი ვთქვით, დაშორდით არაფერი გითხარით, ეკონწიალები და ყურადღებას არ გაქცევს ეგეც გავატარეთ მაგრამ კმარა, გგონია ვერ ვხვდებით ვერაფერს? იმ ბიჭს ნატა ევასება და შენ ნუ ეტენები გაიგე?-თიკა გააოგნა მამას ნათქვამმა -გგონია არაფრის აზრზე არ ვართ? თორნიკეს ლაპარაკი რადგან დაიკიდე მე გაფრთხილებ, შეეშვი ნიკას, მას და თორნიკეს შორის არ გაიჩხირო თორემ არ გაპატიებ, ბიჭი შეგეშვა და შენ ძალით ეკიდები რა პონტია?
-უბრალოდ-თიკას სათქმელი არც არაფერი ქონდა და ვერც ვერაფერი თქვა
-უბრალოდ არ გინდა გამარჯვება დათმო და სულ ეგაა, აი მეკი გაფრთხილებ რომ ნიკას გვერდით თუ დაგინახავ განანებ-ზურამ საფერფლეში ჩააჭყლიტა სიგარეტის ღერი და სახლში შევიდა



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგია ძალიან !! არ მინდა რამე დაგაძალო მაგრამ იმ ისტორიის გაგრძელება თუ არ გინდა არ გაგრძელო უბრალოდ ისე მომწონდა რომ ვფიქრობდი ნეტა ხომარ მივწერო რომ გაგრძელოსთქო პირველი ისტორია რაც ამ საიტზე წავიკითხე ჩემი სასჯელი ხარ იყო მას შემდეგ კი მეც დავიწყე ისტორიების ატვირთვა ძალიან მომწონს შენი ისტორიები და რა ვქნა ? ^ _ ^

 


№2  offline მოდერი ნეაკო

მიხარია ძალიან რომ მოგწონთ ჩემი ისტორიები და სტიმული მოგეცით და ახლა თქვენც წერთ

რაც შეეხება ჩემს პირველ ისტორიას, წერა შევწყვიტე ხარვეზების გამო, ანუ ვერ ვტვირთავდი ახლა თავს ხოლმე და მერე ახალი ისტორია მოვიდა თავში და ძალა აღარ მყოფნის ისევ მას მივუბრუნდე თუმცა გადავწყვიტე დავასრულო რადგან ბევრმა დაწერა კომენტარში თქვენსავით რომ ისურვებდნენ იმ ისტორიის დასასრულს

 


№3 სტუმარი Sopo

Rato ar gavs tornike mamamis rogori magari kaciaa ai dzalian mevaseba zura rogorc udgeba orive shvils yvelaze swor rchevebs rom adzlevs da taviant checdomebs rom anaxebs am istoriashi yvelaze dzaliAn momwons :)) mias kide eyis tvitgvena da cota gamoacocxlee agrdznobine masshi ramxela dzalaa da rogor amayad sheulia ibrdzolos tavis bednierebistvis tornikes mimart grdznobebi arada akvs ubralod imdonemde areulia rom jer ver xvdeba mis miaxlovebisgan reebi emarteba :))

 


№4  offline მოდერი ნეაკო

Sopo
Rato ar gavs tornike mamamis rogori magari kaciaa ai dzalian mevaseba zura rogorc udgeba orive shvils yvelaze swor rchevebs rom adzlevs da taviant checdomebs rom anaxebs am istoriashi yvelaze dzaliAn momwons :)) mias kide eyis tvitgvena da cota gamoacocxlee agrdznobine masshi ramxela dzalaa da rogor amayad sheulia ibrdzolos tavis bednierebistvis tornikes mimart grdznobebi arada akvs ubralod imdonemde areulia rom jer ver xvdeba mis miaxlovebisgan reebi emarteba :))

მიას ძალით ირთულებს ცხოვრებას, გეთანხმებით, რადგან გამბედაობა არ ყოფნის იბრძოლოს საკუთარი ბედნიერებისთვის, ვერ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, სუსტია და უნებისყოფო, ცხოვრების დინებას მიყვება და უშვებს შეცდომას

 


№5 სტუმარი Sopo

Tumca am periodsac akvs bolo da gamogvidzebis etapi aravin da veravin daexmareba tu ara isev tavis tavi rom ukve marto ar aris ukve shvili yavs da sul rom aravin marto tviton orni gadadgaven mtebs bednierebis mosapoveblad ai amis dro dadga mias cxovrebashi:))

 


№6  offline მოდერი ნეაკო

როცა ადამიანი იმდენად სუსტია რომ არ შეუძლია საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა თვად აიღოს, იბრძოლოს, გარისკოს, გაბედოს, მაშინ შეუძლებელია ოდესმე იყოს ბედნიერი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent